Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

პუნქტუაცია

( 1-ელი ნაწილი)
სასვენი ნიშნების გამოყენების წესები და მაგალითები

ქართულში 12 სასვენი ნიშანია,ესენია: წერტილი, კითხვის ნიშანი,ძახილის


ნიშანი,კითხვა-ძახილის ნიშანი, მძიმე,ორწეტილი, წერტილ-მძიმე,
მრავალწერტილი, დეფისი, ტირე, ფრჩხილები და ბრჭყალები.
თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია, გამოყენენის წესი და ადგილი აქვს:
1. წერტილი დაისმის თხრობითი წინადადების ბოლოს:
გზაზე თოფმომარჯვებული ბიჭი მოდიოდა და აქეთ-იქით იყურებოდა.
2.კითხვის ნიშანი დაისმის კითხვითი წინადადების ბოლოს:
მერე აღარ შეიძლება ბანაობა?
მაგასაც ხომ დედა ეყოლება?
ნეტა,რამ გამოთხარა ძირი საქათმესა, ჰა?
რა არის ეს მომცვრევა?
3.ძახილის ნიშანი დაისმის ძახილისა და ბრძანებითი წინადადებების ბოლოს.
ძახილის წინადადება: გაიხარე ჩვენი გახარებისთვის!
გაუმარჯოს, პაპა სოლომონსა და ბებია სალომეს!
ბრძანებითი წინადადება: დააგდე ეგ ქვა და მოდი აქ!
მინდვის ბოლოდან ყვავილები დამიკრიფეთ და მომართვით!
4.კითხვა-ძახილის ნიშანი დაისმის კითხვა-ძახილის წინადადების ბოლოს (როცა
ემოციასთან ერთად კითხვასაც გამოხატავენ)
თევდორე პაპას რაღა უნდა ექნა?!
ერთიც ვნახოთ, თაფლით იყოს სავსე?!
5.მძიმე დაისმის
ა. ერთგვარ წევრებთან - საღამოს ტყის პირას გამოდიან მელიები, მაჩვები,
ციყვები და ტურები.
ბ. ორი წინადადების გასაყარზე (როცა ერთი წინადადება მთავრდება, მეორე
იწყება) –
ბ.მონადირეები რომ მოვიდნენ, ქარი ამოვარდა. დედა დათვი ხეზე აბობღდა,
თათით თვალები მოიჩრდილა და რაღაცას დააკვირდა.
გ. როცა მთავარი წინადადების შუაშია მოქცეული დამოკიდებული
წინადადება: დიდი ყვითელი მთვარე, რომელიც ცაზე
ეკიდა, გოგონას გზას უნათებდა.
განკერძოებულ სიტყვებთან და გამოთქმებთან, როგორიცაა
განკერძოებული განსაზღვრება, განკერძოებული გარემოება,მიმართვა,
ჩართული, დანართი, ასევე შორისდებულებთან, მიგებით ნაწილაკებთან.
დ. განკერძოებული განსაზღვრება და გარემოება იძლევიან დამატებით
ინფორმაციას წინადადების რომელიმე წევრის მიმართ. მათი ადგილი,
ზოგადად, წინადადების შუაშია და ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა
თავის დამაზუსტებელ სიტყვებთან ერთად. შეიძლება წინადადების ბოლოშიც
იყოს, ასეთ დროს მძიმე მის წინ დაიწერება . განკერძოებული განსაზღვრების
მაგალითები:
ონისეს,ბედნიერებით გატაცებულსა და თავდავიწყებულს, მხოლოდ ახლა
მოაგონდა თავისი ვალი.
ბედნიერებით გატაცებულ ონისეს, ხევისბერის ვაჟს, ახლაღა მოაგონდა თავისი
ვალი.
სერზედ მიდის სამი მგელი, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი.
ე. მძიმე განკერძოებულ გარემოებასთან:
დღეს დილას, ახალ გარიჟრაჟზე, რომელიღაც პატარა ფრინველი მოაწყდა ჩვენს
ფანჯრებს.
ეს ამ ორი წლის წინ იყო, სექტემბრის ბოლოს.
ვ. მძიმე მიმართვასთან : მიმართვისა და ჩართული სიტყვების ადგილი
წინადადებაში შეიძლება იყოს თავში, შუაში, ან ბოლოში. ღმერთო,ხელი
მოუმართე ჩვენს პაპასა და ბებიას.
მონადირე მოდის, მეზობლებო, თავს უშველეთ!
გამაგრდი,ჭირი ვის არ გადახდენია, ჩემო გიორგი!
ზ. ჩართულ სიტვებთან (კერძოდ, ამგვარად,რა თქმა უნდა, მაშასადამე....) :
როგორც უკვე გითხარით, ეს ამბები ზაფხულში ხდებოდა.
ფშამ ადიდებაც კი არ იცის,თუ, რა თქმა უნდა, მდინარე კალაპოტიდან არ
გადმოვიდა და ფშას არ შეერია.
წიქვილის არხი ჯერ არ გაყინულიყო, ჩვენდა სამწუხაროდ.
თ. მძიმე დანართთან: დანართი არ არის წინადების წევრი,მაგრამ მან
შეიძლება აზრობრივად შეცვალოს წინადადების ის წევრი, რომელსაც
უკავშირდება, ის შეიძლება იყოს წინადადების შუაში ან ბოლოში.თუ შუაშია
ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა, თუ ბოლოშია, მის წინ დაისმის მძიმე :
მე, ლევან ძაძამია, დავიბადე თბილისში. დავიბადე თბილისში მე, ლევან ძაძამია
. თბილისი, ანუ საქართველოს დედაქალაქი, ათასხუთასი წლისაა.

კ. ძიმე შორისდებულებთან და მიგებით ნაწილაკებთან.:


მააშ,ეგრე იყო ის ამბავი.
ვნახე,მაშ!
უი, დამიდგა თვალი და მომიკვდა თავი!
არ გეყოთ ბანაობა? არა,არ გვეყო.

You might also like