Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

პუნქტუაცია

( მე-2 ნაწილი)

სასვენი ნიშნების გამოყენების წესები და მაგალითები

1.ორწერტილი დაისმის

ა. გამაერთიანებელი სიტყვის შემდეგ და ერთგვარი წევრების ჩამოთვლის წინ:


(მუხას) იშვიათად თუ ეწვევა ვინმე : ადამიანი,ცხოველი, თუ ფრინველი.

ბ. ავტორის სიტყვების შემდეგ: ბებერმა წნორებმა ძილში იგრძნეს სიცივე და


კრუსუნით გადაულაპარაკეს ერთმანეთს: - ოი, ოი,ეს რა ამბავია,რატომ ბრაზობს
ყინულის პაპა ასე?!

გ. რთულ წინადადებაში, პირველი წინადადების შემდეგ, როცა მეორე ნაწილი


გადმოგვცემს პირველის ვრცელ, გაშლილ ახსნა-განმარტებას, მიზეზს , მიზანს ან
შედეგს, განმარტავს პირველი ნაწილის მნიშვნელობას : (გოგონას) უცებ ეს ფართოდ
გახელილი თვალები უფრო მეტად უფართოვდება: წყალში ქორბუდა ირემი ჩანს.
http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/qartul_enis_marTlwera/
qartul_enis_marTlwera_tavi-13.htm

2.ტირე დაისმის:

ა. გამაერთიანებელი სიტყვის წინ და ერთგვარი წევრების შემდეგ: ქართლ -


კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო - ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი
საქართველო. დათვი და მგელი - ორივე მტაცებელი ცხოველია.

ბ. რთული წინადადებაში, პირველი წინადადების შემდეგ, როცა მეორე ნაწილი


გადმოგვცემს პირველის ვრცელ, გაშლილ ახსნა-განმარტებას, მიზეზს , მიზანს ან შედეგს ,
განმარტავს პირველი ნაწილის მნიშვნელობას : (გოგონას) უცებ ეს ფართოდ გახელილი
თვალები უფრო მეტად უფართოვდება - წყალში ქორბუდა ირემი ჩანს.
შენიშვნა : ეს წესი სწორია ორწეტილისა და ტირის შემთხვევაშიც.

გ. დიალოგის დასაწყისში:
_ შეგიძლია,ისინიც მოიყვანო?

_ შემიძლია! კომბლებიანად?

_ კომბლებიანად.

_ ახლავე!

დ. წინადადებაში გამოტოვებული ზმნის ნაცვლად:

სადაური ხარ? - აქაური. ისინი? - ისინიც.

სად ცხოვრობ? - ზემო იმერეთში.

გიორგი წინ მიდიოდა, უკან - ჯარჯი.

სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა, სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი.


ე. პერსონაჟის სიტყვების შემდეგ ( მძიმესთან, კითხვის, ძახილის,ან კითხვა-ძახილის
ნიშნებთან ერთად, გააჩნია, წინადადება თხრობითია, კითხვითი,ძახილის, ბრძანებითის თუ
კითხვა-ძახილის) და ავტორის სიტყვების წინ:

_ შესცივდება, - თქვა დედა ბუმ. _ ჰო, შესცივდება, -მიუგო მამა ბუმ

_ მაგასაც ხომ დედა ეყოლება?_ იკითხა დედა ბუმ.

_ დრასტი, გამარჯობა! -მიესალმა თევდორე პაპა ხაფანგში გაბმულ მელიას.

_ აქ მოდი, ფეფო, ჩქარა აქ მოდი!_ დაუძახა თევდორემ ცოლს.

_ ეს ნაცარა აქ არის, ეს ეს ბაჯუჯა,ეს ქოჩორა, ღაბუა, ცანცარა... ცანცარა არ არის, საღამოს აქ


არ იყო?! _ იკითხა შეფიქრიანებულმა ფეფომ.

ვ. ავტორის სიტყვების შემდეგ და წინ, როცა იგი (ავტორის სიტყვები მოქცეულია


პერსონაჟის სიტყვების შუაში): _ ბიჭებო,ბიჭებო! - იძახდა მამა, -ჩქარა! ჩქარა! აქ მოდით!.

შენიშვნა: ასეთ დროს ავტორის სიტყვებისა და ტირეს წინ დაისმის ის სასვენი ნიშანი,რა
შინაარსისაც არის წინადადება, ავტორის სიტყვების შემდეგ კი - მძიმე და ტირე.

3. წერტილ-მძიმე დაისმის აზრობრივად დაკავშირებულ წინადადებებს შორის:

საცა გუთანს არ ინდა გაევლი, გაიარა; საცა ბარი არმოხვედრია, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო,
ვაზით გაივსო.

გ) წერტილ-მძიმე დაისმის აზრობრივად დაკავშირებულ ჩამონათვალთა ბოლოს:

წერის ზოგადი მიზნებია: მკითხველის გართობა; გრძნობებისა და მოსაზრებების გამოხატვა;


მკითხველისათვის რაიმეს ახსნა; მკითხველის დარწმუნება.

https://www.rogor.ge/article/1020-rogor-vcerot-punktuaciurad-gamartulad/

4.მრავალწერტილი დაისმის :

ა.დაუმთავრებელი წინადადების ბოლოს; რაც შეეხება მამას... ის ყოველთვის ამაყობდა


თავისი ბიჭით.

გზირის შვილოო და... ჩავიკეცე იქვე.

ბ. ციტატაში/ წინადაებაში გამოტოვებული სიტყვის/ წინადადების ადგილზე:

ბრჭყალებშო ჩაისმის წიგნის/ მოთხრობის, გამომცემლობის,ჟურნალ-გაზეთების,


სასტუმროების.... სათაურები:

9. დეფისი დაისმის ორცნებიან კოპოზიტებთან ( მტერ-მოყვარე, აქეთ-იქით,ზევით-


ქვევით...), ფუძეგაორკეცებულ კომპოზიტებთან (ხევ-ხევ, ნაწილ-ნაწილ, ხშირ-ხშირი...),
ერთცნებიან, მაგრამ სინონიმური მნიშვლობის ფუძეებიან კომპოზიტებთან (მენდორ-
ველი, ჭექა-ქუხილი...).

ბ. პირდაპირი ნათქვამის ნაწილაკებთან (მეთქი და თქოსთან):

გამიკვირდა:აქ რა უნდა-მეთქი.
დედაშენს უთხარ:ხვალ წირვაზე წამოდი-თქო.

5. ფრჩხილები გამოიყენება დანართი სიტყვის ადგილას: თბილისი (საქართველოს


დედაქალაქი) 1500 წლისაა.

სათაურის შემდეგ, მომდევნო სტრიქონზე, სათაურით გადმოცემული ინფორმაციის


დასაზუსტებლად: ოთარაანთ ქვრივი
(ი.ჭავჭავაძის მოთხრობის ადაპტირებული ვერსია);

ოთარაანთ ქვრივი
(დახასიათება)...

6.ბრჭყალებში ჩაისმის ა.ციტატა : „ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“;

ბ. წიგნის/ მოთხრობის, გამომცემლობის,ჟურნალ-გაზეთების, სასტუმროების....


სათაურები: ვაჟა-ფშაველას ლექსი „ მოგონება“ , გამომცემლობა „ბიბლუსი“, ჟურნალი
„ნაკადული“, გაზეთი „კვირის პალიტრა“, სასტუმრო „აპოლო“, ჭაბუა ამირჯიბის რომანი
„დათა თუთაშხია“

გ. ირონიულ ნათქვამთან: დავითი თავისი შვილის მომავლისთვის „ზრუნავდა“ და


ამიტომ ჩაიდინა ეს საშინელება.

You might also like