ბორის ვიანი_გულსაგლეჯი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 253

1 მკითხველთა ლიგა

პირველი ნაწილი

28 აგვისტო
ბილიკი კბოდეს მიუყვებოდა. აქეთ-იქით აყვავებული კალამი-
ნები გასდევდა, მიწა კი შემჭკნარი ბურუსულების გაშავებული
ფურცლებით დაფარულიყო. პირბასრ მწერებს უთვალავი
პატარ-პატარა ორმო გაეთხარათ და ამ დაჩვრეტილ მიწაზე და-
ბიჯებისას კაცი იფიქრებდა, სიცივისგან მკვდარი ღრუბელიაო.
მკვდარჟაკი მისეირნობდა და დასცქეროდა კალამინებს, რო-
მელთაც მუქი წითელი გულები მზეზე უფეთქავდათ. ყოველ ძგე-
რაზე მტვრის პატარა ღრუბელი ზევით ავარდებოდა ხოლმე და
შემდეგ ნელი რხევით ეშვებოდა მოქანავე ფოთლებზე. დაბ-
ნეული ფუტკრები უსაქმოდ დაფრინავდნენ.
კბოდის ძირიდან ტალღების ნაზი და ჩახლეჩილი ჩქაფუნი
ყრუდ ამოისმოდა. მკვდარჟაკი ვიწრო ნაწიბურზე შედგა და ქვე-
ვით ჩაიხედა. ერთი ნაბიჯიც და უფსკრულში გადაიჩეხებოდა.
ძირს ძალიან შორეული და მოუხელთებელი ჩანდა ყველაფერი,
მიუვალი ტინის ნაპრალებში კი ქაფი ივლისის ყინვადაკრულ ლა-
ბასავით თანთალებდა. ნაკვერჩხალზე შებრაწული წყალმცენა-
რეების სუნი იდგა. თავბრუდახვეულმა მკვდარჟაკმა ზაფხულის
გახუნებულ ბალახზე ჩაიმუხლა და გაშლილი ხელები ძირს დააყ-
რდნო. ბალახში თხის უცნაურად უსწორმასწოროკონტურებიან
კურკლებს წააწყდა და დაასკვნა, რომ აქ მოკუნტრუშე ცხოველ-

2 მკითხველთა ლიგა
თა შორის სოდომის ვაციც ერია, რომლის ჯიშიც უკვე კარგა ხნის
გადაშენებული ეგონა.
ახლა ისე აღარ ეშინოდა და ისევ გაბედა კბოდეზე გადახრა.
წითელი კლდის უშველებელი ფილები მოწყვეტით ცვიოდნენ
თავთხელ წყალში. იქიდან მყისვე ამოყვინთავდნენ ხოლმე და
უკვე თავად ქმნიდნენ წითელ კბოდეს, რომლის თხემზე ჩამუხ-
ლული მკვდარჟაკიც დროგამოშვებით წინ იხრებოდა.
ალაგ-ალაგ ტალღების უკუქცევით გაპოხილ და ორთქლის
რგოლებით დამშვენებულ შავ ბრაგებს ამოეყოთ თავები. მზე
ზღვის ზედაპირს ჩიჩქნიდა და თან უხამსი ნახატებით აბინძურებ-
და.
მკვდარჟაკი წამოდგა და გზას გაუყვა. ბილიკი უხვევდა. მარ-
ცხნივ წითურწინწკლებიანი გვიმრები და აყვავებული მანანები
დაინახა. მოშიშვლებულ კლდეებზე სათევზაო კატარღებით მო-
ტანილი მარილის კრისტალები ბზინავდა. ხმელეთზე, სიღრმეში
გზა ციცაბო აღმართს მიუყვებოდა. თხის ახალ-ახალი კურკლე-
ბით ზოგან ნიშანდასმული ბილიკი გვერდს უვლიდა შავი გრანი-
ტის თვალუწვდენელ გროვებს. თვითონ თხები არსად ჩანდნენ.
კურკლების გამო მებაჟეები მათ მუსრს ავლებდნენ.
მკვდარჟაკმა ფეხს აუჩქარა და მზის სხივებს, რომლებიც ვე-
ღარ ეწეოდნენ, უეცრად ჩრდილში შეასწრო. სიგრილისგან შვე-
ბამიცემულმა ნაბიჯს კიდევ უფრო აუჩქარა. კალამინების ყვავი-
ლები კი მარადიული ცეცხლის ენებივით უფრიალებდა თვალწინ.
გარკვეული ნიშნებით მიხვდა, რომ უახლოვდებოდა და თადა-
რიგი დაიჭირა - წითური და შეთხელებული წვერი მოიწესრიგა.
შემდეგ მხიარულად განაგრძო სვლა. წამით სახლი ერთიანად
დალანდა გრანიტის ორ ლოდს შუა. ეროზიისგან ნაწუწნი კანფე-
ტივით გალეული ლოდები ბილიკს უზარმაზარი ალაყაფის საყ-
რდენებივით იქცევდნენ შუაში. გზა ისევ უხვევდა და სახლიც
თვალს მიეფარა - კბოდიდან კარგა მოშორებით, მაღლობზე იდ-
3 მკითხველთა ლიგა
გა. როდესაც მკვდარჟაკმა ორ მუქ ლოდს შორის გაიარა, უჩ-
ვეულო ხეებით გარშემორტყმული და ძალიან თეთრი სახლი
მთლიანად გამოჩნდა. რაღაც ბაცი ხაზი კარიბჭიდან გამოდიოდა,
ზანტად მოიკლაკნებოდა გორაკზე და ბოლოს ბილიკს უერთდე-
ბოდა. მკვდარჟაკიც ამ ხაზს გაუყვა. მოექცა თუ არა თავზე ფერ-
დობს, ყვირილის ხმები შემოესმა და სირბილით მოსწყდა ად-
გილს.
ბოლომდე გადახსნილი ჭიშკრიდან სადარბაზო შესასვლე-
ლამდე ვიღაცის წინდახედულ ხელს წითელი აბრეშუმის ლენტი
გაება. ლენტი კიბეს მიუყვებოდა და ოთახში შედიოდა. მკვდარ-
ჟაკი ლენტს გაჰყვა. საწოლზე მშობიარობის ასცამეტი ტკივილის-
გან გათანგული დედა იწვა. მკვდარჟაკმა ტყავის აბგა ძირს დააგ-
დო, სახელოები დაიკაპიწა და დაუმუშავებელი ლავის გეჯაში ხე-
ლები დაისაპნა.

4 მკითხველთა ლიგა
II

მარტოდ დარჩენილი ანჟელი თავის ოთახში იჯდა და უკვირ-


და, ნეტა რატომ არ ვიტანჯებიო. ესმოდა, როგორ ოხრავდა და
ვაებდა მისი ცოლი გვერდზე ოთახში, მაგრამ ვერ შედიოდა სანუ-
გეშებლად, იმიტომ რომ ცოლი რევოლვერს უღერებდა. ერჩივნა,
უმოწმეებოდ ეკივლა და ეწივლა, რადგან თავისი გაბერილი მუ-
ცელი სძულდა და არ უნდოდა, ვინმეს ამ მდგომარეობაში ეხილა.
ანჟელი უკვე ორი თვე იყო, რაც მარტოდმარტო იჯდა და ელოდა,
როდის მორჩებოდა ეს ყველაფერი - იჯდა და სრულიად უაზრო
და უმნიშვნელო რაღაცეებზე ფიქრობდა. მას შემდეგ, რაც რომე-
ლიღაც ნარკვევიდან შეიტყო, ტუსაღები გალიაში გამომ-
წყვდეული მხეცებივით - თუმცა, კაცმა არ იცის, რომელი მხეცე-
ბივით - იქცევიანო, თვითონაც საკმაოდ ხშირად სცემდა ბოლთას
წრიულად. ეძინა ან ცდილობდა, თავისი ცოლის ტრაკზე ფიქრში
ჩასძინებოდა, რადგან მისი მუცლის შემხედვარეს, ერჩივნა, ზურ-
გიდან ეხილა გონების თვალით. ღამეგამოშვებით ფეთიანივით
ეღვიძებოდა. თუმცა მოსახდენი უკვე მომხდარიყო და ამას აღა-
რაფერი ეშველებოდა. მკვდარჟაკის ნაბიჯების ხმა კიბიდან ამო-
ისმა. ამავდროულად ცოლის ყვირილი მიწყდა და ანჟელი სახ-
ტად დარჩა. ფრთხილად მიეპარა კარს და სცადა შეეჭყიტა, მაგ-
რამ საწოლის ფეხი ყველაფერს ფარავდა და მარჯვენა თვალი
მტკივნეულად და უშედეგოდ მოეღრიცა. წელში გასწორდა და ყუ-
რი დაუგდო… უფრო სწორად, დააგდო… ანუ ზოგადად დააგდო,
კერძოდ ვინმესთვის კი არა.

5 მკითხველთა ლიგა
III

მკვდარჟაკმა საპონი გეჯის კიდეზე დადო და ხაოიან პირსა-


ხოცს დასწვდა. ხელები გაიმშრალა და აბგა გახსნა. შორიახ-
ლოს, ერთ-ერთ ელექტრონულ ლარნაკში წყალი ბუყბუყებდა.
რეზინის სათითე ჯერ შიგ ჩადო გამოსახარშად, მერე მარჯვედ წა-
მოიცვა თითზე და ქალს ფეხები გააშლევინა, რომ ენახა, იქ რა
ხდებოდა.
შეიხედა, მერე წელში გასწორდა და ნირწამხდარი კილოთი
ჩაიბურტყუნა:
- სამნი არიან.
მეზობელი ოთახიდან საშრობის ვარდნის ხმა გაისმა.
- სამნიო… - ჩურჩულით გაიკვირვა დედამ.
მერე კივილი მორთო, რადგან მუცელმა უცბად შეახსენა, რომ
იქ ძალიან სტკიოდა.
მკვდარჟაკმა აბგიდან რამდენიმე ღონისმომცემი აბი ამოიღო
და დალია, ნამდვილად დასჭირდებოდა. შემდეგ სათბური ჩამოხ-
სნა და, შინამოსამსახურეთაგან ვინმე რომ ამოეყვანა, ძირს გა-
მეტებით დაახეთქა. ქვევიდან ჯერ სირბილის ხმა მოისმა, მერე კი
კიბეზე ბრაგაბრუგი. მთლიანად თეთრებში გამოწყობილი ძიძა
გამოჩნდა; კაცი იფიქრებდა, დაკრძალვაზე ვარ ჩინეთშიო.
- მოამზადეთ იარაღები, - უთხრა მკვდარჟაკმა. - რა გქვიათ?
- ტაკოთეთრას მეძახიან, ბატონო ჩემო, - ძლიერი სოფლური
კილოთი მიუგო გოგომ.
- მაშინ მირჩევნია, სულ არ დაგიძახოთ, - ჩაიბურდღუნა
მკვდარჟაკმა.
გოგოს აღარაფერი უთქვამს და მონიკელებული რაღაცეების
გაპრიალებას შეუდგა. კაცი საწოლს მიუახლოვდა. ქალი უეცრად
გაჩუმდა. ტკივილი ჭკუიდან შლიდა.
6 მკითხველთა ლიგა
მკვდარჟაკმა აბგიდან ერთ-ერთი იარაღი ამოაძვრინა და გა-
მოცდილი ხელით ბოქვენი გაუპარსა. მერე ხელის ერთი მოსმით
და თეთრი საღებავით საოპერაციო ველის საზღვრები გაავლო.
ცოტა არ იყოს გაოგნებული ძიძა იჯდა და მხოლოდ თვალს ადევ-
ნებდა, რადგან მისი ცოდნა მეანობაში ხბოს მოგებას თითქმის
ვერ გასცილებოდა.
- გაქვთ სამედიცინო ლარუსი
? - იკითხა მკვდარჟაკმა და ფუნჯი გვერდზე გადადო.
მერე თავისი ნამოქმედარისკენ დაიხარა და, უფრო სწრაფად
რომ გამშრალიყო, საღებავს სული შეუბერა.
- სენტ-ეტიენის ფრანგული იარაღისა და მოტოციკლეტების
მანუფაქტურის ზოგადი ცნობარის
მეტი არაფერი არა მაქვს, - მიუგო ძიძამ. - საწყენია, - ჩაილა-
პარაკა მკვდარჟაკმა. - რამეს მაინც გავიგებდით.
ისე, რომ პასუხისთვის ყური არ უთხოვებია, თვალები თავის
ნებაზე მიუშვა ოთახში საბოდიალოდ და მზერა იმ კარს დაეცა,
რომლის მიღმაც ანჟელი იწყენდა.
- ვინ იწყენს ამ კარის უკან? - იკითხა მან.
- ჩემი ბატონი, - უპასუხა ძიძამ. - გამოკეტილია.
ამ დროს დედა გონზე მოვიდა და წივანა ხმით რამდენჯერმე
წამოიყვირა. მუშტებს კრავდა და ხსნიდა. მკვდარჟაკი ძიძას მი-
უბრუნდა:
- ტაშტი ხომ არა გაქვთ? - ჰკითხა გოგოს.
- წავალ და ახლავე მოვიტან, - მიუგო ძიძამ.
- ცოტა გაინძერით, ტუტუცო არსებავ, - უთხრა მკვდარჟაკმა. -
თუ გინდათ, რომ ერთი წყვილი ზეწარი გაგვიფუჭოს?
ძიძა ქარბორბალასავით გავარდა და მკვდარჟაკმა კმაყოფი-
ლებით გაიგონა, როგორ მოიტეხა გოგომ კიბეზე კისერი.
ქალს მიუახლოვდა და დაზაფრულ სახეზე ნაზად მიეფერა. ქა-
ლი ორივე ხელით ჩააფრინდა მაჯაში.
7 მკითხველთა ლიგა
- ქმრის ნახვა გნებავთ? - ჰკითხა კაცმა.
- კი, კი! - თავი დაუქნია ქალმა. - მაგრამ ჯერ რევოლვერი მო-
მაწოდეთ. იქ, კარადაში, დევს…
მკვდარჟაკმა თავი გაიქნია. ძიძა ძაღლების სახეხად განკუთ-
ვნილი ოვალური მაზმაროთით ხელდამშვენებული ამობრუნდა.
- სულ ესა მაქვს, - უთხრა მან. - როგორმე ამით უნდა გახვიდეთ
ფონს.
- მომეხმარეთ, საჯდომის ქვეშ შევუცუროთ, - სთხოვა მკვდარ-
ჟაკმა.
- მჭრელი კიდეები აქვს, - შენიშნა ძიძამ.
- როგორც ჩანს, ამათ ასე სჯიან, - მხარი აუბა კაცმა.
- გაუგებარია, - კბილებში გამოცრა ძიძამ. - არაფერი არ
დაუშავებია.
- კარგი რაღა ქნა?
დედას გასქელებული ზურგი ბრტყელი მაზმაროთის კიდეს ჩა-
მოედო.
- ახლა რა ვქნათ? - ამოიოხრა მკვდარჟაკმა. - ისე… ეს სულ არ
არის ფსიქიატრის საქმე…

8 მკითხველთა ლიგა
IV

თავის თავს რაღაც-რაღაც შეკითხვებს უსვამდა გაუბედავად.


ქალი დუმდა, შინამოსამსახურე გოგო კი უაზრო სახით შეჰყუ-
რებდა.
- წყლები უნდა დაღვაროს, - თქვა გოგომ.
მკვდარჟაკი უმოქმედოდ დაეთანხმა. მერე შეკრთა და თავი
ასწია. ბინდდებოდა.
- მზე იმალება? - იკითხა მან.
შინამოსამსახურე გოგო წამოდგა და გარეთ გაიხედა. დღის
შუქი კბოდის უკან მიფრინავდა, ჩუმი ქარი კი ნელ-ნელა იწყებდა
ქროლას. გოგო შეწუხებული დაბრუნდა.
- არ ვიცი, რა ხდება… - ჩაიჩურჩულა გოგომ.
ოთახში ისე ჩამობნელდა, რომ ბუხრის სარკის გარშემო შე-
მორჩენილი მკრთალი ნათების მეტი არაფრის გარჩევა აღარ შე-
იძლებოდა.
- დავსხდეთ და დავიცადოთ, - ჩუმად ჩაილაპარაკა მკვდარ-
ჟაკმა.
ფანჯრიდან მწარე ბალახბულახის და მტვრის სუნი შემო-
დიოდა. სრული წყვდიადი ჩამოწვა. ოთახის სიღრმეში დედა
ალაპარაკდა.
- ასეთი რამ მეტად აღარ დამემართება, - თქვა მან. - არას-
დროს აღარ მომინდება.
მკვდარჟაკმა ყურები დაიცო. ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს
ფრჩხილებს უსვამდა შუშაზე. გულგახეთქილ ძიძას ქვითინი
აუვარდა. ხმა მკვდარჟაკის თავს იპყრობდა და ტვინში სჩხვლეტ-
და.

9 მკითხველთა ლიგა
- სადაცაა, გამოძვრებიან, - მკაცრად ჩაიცინა დედამ. - სადა-
ცაა, გამოძვრებიან, მე მეტკინება და ეს მხოლოდ და მხოლოდ
დასაწყისი იქნება.
საწოლი აკვნესდა. დედა სიჩუმეში ქოშინებდა და ხმამ განაგ-
რძო:
- წლები, წლები გავა და ყოველი საათი, ყოველი წუთი და ყო-
ველი წამი, ალბათ, ამ მიზანთან მიგვიყვანს და მთელი ეს ტკივი-
ლიც მხოლოდ ამისთვის იქნება და კიდევ იმისთვის, რომ მე მთე-
ლი ეს დრო მტკიოდეს.
- კმარა, - მკაფიოდ ჩაიჩურჩულა მკვდარჟაკმა.
დედა უკვე ხმის ჩახლეჩამდე ყვიროდა. ფსიქიატრი ნელ-ნელა
თვალს აჩვევდა სარკიდან გამომკრთალ შუქს. დაინახა, როგორ
წამოეწია წელი და როგორ იჭინთებოდა სხეულის ყველა კიდუ-
რით მწოლიარე ქალი. რამდენჯერმე გრძლად დაიყვირა და მისი
ხმა მკვდარჟაკის ყურებთან მყივანა და წებოვანი ბურუსივით გა-
ისმა. ანაზდად მოკეცილ და აშვერილ ფეხებს შორის ზედიზედ გა-
მოჩნდა ორი ნათელი ლაქა. კაცმა ძიძის მოძრაობა იგრძნო, რო-
მელმაც თავი დააღწია შიშსა და ძრწოლას, ხელი სტაცა ორივე
ბავშვს და თეთრეულში გაახვია.
- ერთი დარჩა, - თავისთვის ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
ნატანჯი დედა თითქოს უკვე მოდუნებას აპირებდა. მკვდარჟა-
კი წამოდგა. მესამე ბავშვიც რომ გამოჩნდა, ხელი მარჯვედ ჩაავ-
ლო და მშობიარე ქალს მიეხმარა. ეს უკანასკნელი გატეხილივით
მიეგდო საწოლზე. სიბნელე უხმაუროდ იფხრიწებოდა, ოთახში
თანდათან სინათლემ შემოაღწია, ქალს კი თავი გვერდზე მიებ-
რუნებინა და ისე იწვა. გარჯისგან გაუბედურებულ სახეზე, თვა-
ლების ქვეშ, დიდი ჩალურჯებული რგოლები აჩნდა. მკვდარჟაკმა
დაცვარული შუბლი და კისერი შეიმშრალა და, ბაღიდან ამომავა-
ლი ხმები რომ გაიგონა, გაუკვირდა. ძიძამ ბოლო ბავშვიც გაახ-

10 მკითხველთა ლიგა
ვია თეთრეულში და დანარჩენ ორს გვერდზე მიუწვინა, ლოგინ-
ზე. კარადას მიადგა, ზეწარი გამოართვა და სიგანეზე გაშალა.
- მუცელს შევუხვევ, - თქვა ძიძამ. - უნდა დაიძინოს. თქვენ კი
წადით.
- ჭიპლარები გადაუჭერით? - დაინტერესდა მკვდარჟაკი. - ეგე-
ნი მჭიდროდ შეახვიეთ.
- ბაფთებად გამოვუკარი, - უთხრა ძიძამ. - უფრო გამძლეცაა
და უფრო დახვეწილიც.
გამოთაყვანებულმა მკვდარჟაკმა თავი დაუქნია.
- სახლის პატრონს მიაკითხეთ, - ურჩია ძიძამ.
მკვდარჟაკი მიუახლოვდა კარს, რომლის მიღმაც ანჟელი იც-
დიდა. გასაღები გადაატრიალა და შევიდა.

11 მკითხველთა ლიგა
V

ანჟელი მრგვალი კუთხით მოტეხილსაზურგიან სკამზე იჯდა


და მთელი ტანი ისევ კლემანტინის შეკივლებებისგან დასძაგ-
ვროდა. საკეტში გასაღების გაჩხაკუნებაზე თავი წამოსწია. ფსი-
ქიატრის წითურმა წვერმა გააკვირვა.
- მე მკვდარჟაკი მქვია, - აუხსნა წითურწვერიანმა. - გზად მივ-
დიოდი და ყვირილის ხმები შემომესმა.
- კლემანტინი ყვიროდა, - უთხრა ანჟელმა. - ყველაფერმა კარ-
გად ჩაიარა? მორჩა? მითხარით!
- სამი შვილის მამა ბრძანდებით, - მიუგო მკვდარჟაკმა.
ანჟელს გაუკვირდა:
- სამის ერთად?
- ტყუპები არიან და ერთიც ცალკეა, - დაუზუსტა მკვდარჟაკმა.
- აშკარად მერე გამოვიდა ის მესამე. ძლიერი პიროვნების მომას-
წავებელია.
- დედა როგორ არის? - ჰკითხა ანჟელმა.
- კარგად, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - მალე ნახავთ.
- ძალიან შემომწყრალია ჩემზე, - უთხრა ანჟელმა. - აქ გამომ-
კეტა კიდეც.
ზრდილობამ აიძულა და დაუმატა:
- ხომ არ მიირთმევთ რამეს?
და ძლივძლივობით წამოდგა.
- გმადლობთ, ახლა არა, - მიუგო მკვდარჟაკმა.
- რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ? - ჰკითხა ანჟელმა. - შვებუ-
ლების გასატარებლად ჩამოხვედით?
- დიახ, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - ვფიქრობ, ცუდად არ ვიქნები
აქ, თქვენს სახლში, რაკი თქვენ თვითონ მთავაზობთ.

12 მკითხველთა ლიგა
- ბედმა გაგვიღიმა, შემთხვევით აქ რომ აღმოჩნდით, - უთხრა
ანჟელმა.
- ექიმი არ არის? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- გამოკეტილი ვიყავი, - უთხრა ანჟელმა. - ვერ მივხედე მაგ ამ-
ბავს. ფერმის გოგოს უნდა ექნა ყველაფერი. ძალიან ერთგულია.
- ა!.. - შესძახა მკვდარჟაკმა. - ეგ… მაპატიეთ, მაგრამ არ მომ-
წონს მაგის სახელი.
- არც არავის მოსწონს, მაგრამ მარტო თეთრა, მარი ან კარა-
მელი რომ დაუძახოთ, თვითონ აუცილებლად შეგისწორებთ, -
უთხრა ანჟელმა.
დადუმდნენ. მკვდარჟაკი ხუთი გაფარჩხული თითით წითურ
წვერს ივარცხნიდა. ცისფერი თვალები ოთახში შემოსული მზის
შუქზე უელავდა. ანჟელმა ყურადღებით შეხედა. ფსიქიატრს შავი,
ძალიან რბილი ნაჭრის კოსტიუმი, პაჭანიკებიანი შემოტკეცილი
შარვალი და გრძელი და ბოლომდე შეკრული ქურთუკი ეცვა,
რომელიც ცოტა მხარბეჭიანობას აკლებდა. ფეხები შავი ლაკის
ტყავის კუწუბებიან სანდლებში ჰქონდა წაყოფილი, საყელოს
ღრმულიდან კი იასამნისფერი სატინის პერანგი მოუჩანდა. სიგი-
ჟემდე სადა იყო.
- მიხარია, აქ რომ რჩებით, - უთხრა ანჟელმა.
- წამობრძანდით ახლა ცოლის სანახავად, - შესთავაზა სტუ-
მარმა.

13 მკითხველთა ლიგა
VI

კლემანტინი არ ტოკავდა. ბრტყლად იწვა და თვალები ჭერის-


თვის მიებჯინა. ორი ახალშობილი მარჯვნივ ეწვინა, მესამე კი
მარცხნივ. ძიძას მიელაგებინა ოთახი. მზე უხმაუროდ მოედინე-
ბოდა ღია ფანჯრის რაფაზე.
- ხვალ ძუძუს უნდა ჩამოვაშოროთ ესენი, - თქვა მკვდარჟაკმა.
- ჯერ ერთი, სამივეს ერთად ვერ აჭმევს, მეორე, უფრო სწრაფად
გამოვა ყველაფერი, და მესამეც, დედას ლამაზი მკერდი შეუნარ-
ჩუნდება.
კლემანტინი შეირხა და თავი მათკენ შემოაბრუნა. მკაცრი
თვალები დაახილა და ალაპარაკდა:
- ამათ მე თვითონ გამოვკვებავ, - თქვა მან. - სამივეს… და ეს
სულ არ დამიზიანებს მკერდს. თუმცა მით უკეთესი, თუ დამი-
ზიანებს. ყოველ შემთხვევაში, არავითარი სურვილი აღარა
მაქვს, ვინმეს მოვწონდე.
ანჟელი მიუახლოვდა და მოინდომა, ხელზე მოჰფერებოდა.
ქალმა არ დაანება.
- კმარა, - უთხრა ქალმა. - არ მინდა, ახლა თავიდან დავიწყოთ
ყველაფერი.
- მომისმინე, - ჩაიჩურჩულა ანჟელმა.
- წადი აქედან, - დაღლილი ხმით უთხრა ქალმა. - ამწუთას შე-
ნი დანახვა არ მინდა. ძალიან მეტკინა.
- ახლა უკეთ არ ხარ? - ჰკითხა ანჟელმა. - აი ნახე… მუცელი,
რომ გაწუხებდა… აღარა გაქვს.
- მაგ ზეწრის წყალობით, ახლა შემოხვეული რომ გაქვთ, როცა
წამოდგებით, არავითარი კვალი აღარ დაგაჩნდებათ, - ანუგეშა
მკვდარჟაკმა.

14 მკითხველთა ლიგა
კლემანტინმა გაიჭირვა და ნახევრად ძლივს წამოიწია. დაბა-
ლი და მსტვენი ხმით თქვა:
- უკეთ უნდა ვიგრძნო თავი, ხომ?.. აი ასე… იმის მერე… ამ ჩემი
გამოფლეთილი გულ-მუცლის… და ამ დაჟეჟილი ზურგის… მენჯის
დაღრეცილი და მტკივანი ძვლების და ჩასისხლიანებული თვა-
ლების პატრონი… უნდა მოვმჯობინდე, ჭკვიანად მოვიქცე, მოხ-
დენილი, ბრტყელი ტანი და მკვრივი, ლამაზი მკერდი დავიბრუ-
ნო… იმისთვის, რომ შენ ან შენნაირი ვინმე სხვა მოვიდეს, გამ-
ჭყლიტოს და თავისი ნაგავი შემიშხაპუნოს და მერე ყველაფერი
თავიდან დაიწყოს, რომ მეტკინოს, დავმძიმდე, სისხლი
მდიოდეს…
ხელი უხეში მოძრაობით ჩაიყო საბანში და მოიგლიჯა ზეწარი,
რომლითაც წელი ჰქონდა შეკრული. ანჟელმა რაღაც დააპირა.
- არ მომეკარო! - ისეთი მძულვარე ტონით უთხრა ქალმა, რომ
დამუნჯებული ქმარი ადგილზე გაშეშდა. - მომწყდით თავიდან! -
განაგრძო გაკაპასებულმა. - ორივენი! შენ იმიტომ, რომ ამ დღეში
ჩამაგდე და თქვენ იმიტომ, რომ ამ მდგომარეობაში მნახეთ.
წადით-მეთქი! მომშორდით!
მკვდარჟაკი კარისკენ გაემართა. ანჟელი უკან მიჰყვა. გასას-
ვლელს რომ მიაღწია, კეფაში ცოლის ნასროლი, გუნდად დახ-
ვეული ზეწარი მოხვდა. შეტორტმანდა და შუბლი კარის თამასას
რეხვა. კარი მის ზურგს უკან დაიხურა.

15 მკითხველთა ლიგა
VII

წითელფილაქნებიან კიბეზე ჩამოდიოდნენ. კიბე მათ ფეხქვეშ


ირყეოდა და ძაგძაგებდა. სახლი უმეტესად სქელ-სქელი შავი დი-
რეებითა და შეკირული კედლებით იყო ნაგები. მკვდარჟაკი სათ-
ქმელს ეძებდა.
- ძალიან მალე გამოსწორდება ყველაფერი… - სცადა გამხნე-
ვება.
- ჰმმმ… - უპასუხა ანჟელმა.
- ლოდად გაწევთ გულზე ეს ამბავი, ხომ? - ჩაეძია ფსიქიატრი.
- არა, - მიუგო ანჟელმა. - უბრალოდ, ორი თვე გამოკეტილი
ვიჯექი და ესაა.
თავს ძალა დაატანა გასაცინებლად.
- თავისუფლება მეუცნაურება.
- რას შვრებოდით ეს ორი თვე? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- არც არაფერს, - უპასუხა ანჟელმა.
დიდი ჰოლი გადაკვეთეს, სადაც, კიბის მსგავსად, წითელი
ქვიშაქვის ფილები ეგო. ავეჯი ცოტა იდგა: ღია ფერის ხის მოზ-
რდილი მაგიდა და იმავე ხის დაბალი ბუფეტი, კედლებზე კი ორი
თუ სამი თეთრი, ძალიან ლამაზი ნახატი ეკიდა. სკამებიც შესაფე-
რისი იდგა. ანჟელი ბუფეტთან მივიდა.
- დალევთ რამეს? - შესთავაზა მან.
- სიამოვნებით, - უპასუხა მკვდარჟაკმა.
ანჟელმა ორი ჭიქა შინაური პლუსტოშნიკი
ჩამოასხა. - ზღაპრულია! - ყელი ჩაიკოკლოზინა მკვდარჟაკმა.
რაკი თანამოსაუბრე ხმას არ იღებდა, დაუმატა:
- მთლიანობაში როგორი შეგრძნება გეუფლებათ მამობის-
გან?
- არც ისე სამხიარულო, - მიუგო ანჟელმა.
16 მკითხველთა ლიგა
VIII

29 აგვისტო
კლემანტინი მარტო იყო. ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა, გარდა
მზის ხანგამოშვებითი ჩქამისა ფარდის ძირას.
შვებამოგვრილმა და სრულიად გაყეყეჩებულმა ხელები მოის-
ვა ბრტყელ და ფომფლე მუცელზე. მერე დაბერილ, მძიმე ძუძუებ-
ზე. თავისივე სხეულის მიმართ სინანულს, სინდისის ქენჯნას და
სირცხვილს გრძნობდა. წინა დღით ნასროლი ზეწარი საერთოდ
მიავიწყდა. თითები კისერზე, მხრებზე და უზომოდ დაბერილ
მკერდზე ჩამოისვა. ძალიან სცხელოდა, უთუოდ სიცხემ აუწია.
ფანჯრიდან სოფლის შორეული და ბუნდოვანი ხმები მო-
დიოდა. მინდვრად მუშაობის დრო იყო. შიგადაშიგ ბნელ ბოს-
ლებში გამომწყვდეული და დასჯილი საქონლის კრუსუნი მოის-
მოდა. დასჯილები კი იყვნენ, მაგრამ ისეთი გაბრაზებულებიც არ
ჩანდნენ, როგორიც უნდოდათ, გამოჩენილიყვნენ.
სამ წარაკუას მის გვერდით ეძინა. მსუბუქად გულგაწყალებუ-
ლი კლემანტინი ერთ-ერთს უხმოდ დასწვდა, ზემოთ ასწია და მე-
რე ხელზე გაიწვინა. ვარდისფერი იყო, ცეროდენა და ნოტიო,
გაუმაძღარი პირი ჰქონდა, თვალები კი დანაოჭებულ ხორცს
მიუგავდა. დედამ თავი გვერდზე მიატრიალა, ცალი ძუძუ ამოიღო
და წარაკუას პირთან მიუტანა. ძუძუსთავი პირში რომ ჩაუდო, პა-
ტარამ მუშტები შეკრა და ლოყები ჩაბურცა. გამოწოვდა თუ არა
ყლუპს, მაშინვე ყანყრატოდან გამოშვებული რაღაცნაირი უშნო
ხმით ნთქამდა. მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი ვერ იყო.
ოდნავ შვებას კი ჰგვრიდა დედას, მაგრამ თან ცოტა მკერდსაც
უმახინჯებდა. დაცალა თუ არა ორი მესამედით ძუძუ, წარაკუა
ზურგზე გადაგორდა, ხელები განზე გაშალა და საზიზღრად ახ-
ვრინდა. კლემანტინმა გვერდზე მოიწვინა, ბავშვმა კი ისე, რომ
17 მკითხველთა ლიგა
ხვრინვა არ შეუწყვეტია, უცნაურად ააცმაცუნა ტუჩები, თითქოს
ძილშიც განაგრძობდა წოვას. სულ ერთი ბეწო ღინღლი ჰქონდა
კინკრიხოზე, ყიფლიბანდი კი ისე გულის მომკვლელად უფეთქავ-
და, კაცი იფიქრებდა, თითის ერთი დაჭერა შუაში და გაჩერდება-
ო.
მკვდარჟაკმა და ანჟელმა გასვლისას ქვედა სართულის მძიმე
კარი გაიხურეს და სახლი ყრუ ჯახისგან შეზანზარდა. კლემანტი-
ნის ხელთ იყო მის გვერდით მძინარე სამი არსების ბედ-იღბალი.
მას ჰქონდა ყველანაირი უფლება და სხვას არავის. თავის მძიმე
და მტკივან ძუძუს მიეალერსა. სამივეს სამყოფი ჰქონდა.
მეორე ხარბად ეცა ყავისფერ ძუძუსთავს, რომლისთვისაც მის
ძმას ის-ის იყო პირი მოეშორებინა. თვითონ წოვდა. დედა გაიზ-
მორა. ისმოდა, როგორ მიაბიჯებდნენ ხრეშიან ეზოში მკვდარჟა-
კი და ანჟელი. ბავშვი ჭამდა. მესამე ძილში გაინძრა. დედამ წა-
მოსწია და მეორე ძუძუ მისცა.

18 მკითხველთა ლიგა
IX

ბაღი ნაწილობრივ ეპოტინებოდა კბოდეს, ნაირ-ნაირი სა-


ხეობები ძნელად მისადგომ, ფრიალო ქანობებზე იზრდებოდა და
უმეტესწილად თავის ნებაზე იყო მიშვებული. ხარობდა: რქა-
ნიორები, რომელთაც ფოთლები ზევიდან მოლურჯო-მოიისფრო,
ქვევიდან კი ნაზი მწვანე და, ამასთან, თეთრად დაღარული აქვს;
წვნიკღეროიანი უზარმაზარგამობურცულკვანძებიანი ველური
თელნუშები, რომლებიც ხმელ ყვავილებად იფურჩქნებოდა სის-
ხლიანი მერენგებივით, ბრჭყვიალა მონაცრისფრო--
მომარგალიტისფრო ხვანკლების კონები, არაუკარიას მოკლე
ტოტებზე ჩაფრენილი წვნიანი სტოვარას გრძელი მტევნები, ალ-
ქაჯუნები, ცისფერი კვირტციქულები, პირკელაპტარას სხვადას-
ხვა ქვესახეობები, რომლის სქელ მწვანე ხალიჩაშიც პაწია ცოც-
ხალი ბაყაყები აფარებდნენ თავს, ციცაბარდას, კილამურას და
მოლოზანას სტეები, კლდის კუთხე-კუნჭულებში მიწაშემოყრილი
ან ბაღის კედლების გასწვრივ ფარდად გადაჭიმული, ანდაც
წყალმცენარეებივით ძირს გართხმული ათასი გაჟმაჟი თუ მორ-
ცხვი ყვავილი ხან ჯგროებად მოიწევდა წინ, ხანაც ჩუმჩუმად მო-
ცოცავდა ღობის ლითონის გისოსებზე. უფრო ზევით ჰორიზონტა-
ლური ბაღის ბიბინა და კარგად ნაკვებ მოლებს ხრეშმოყრილი
ბილიკები ამშვენებდა. ურიცხვ ხეს თავისი ხორკლიანი ღე-
როებით დაეჩვრიტა მიწა.
სწორედ აქ გამოისეირნეს ღამენათევმა და გასავათებულმა
ანჟელმა და მკვდარჟაკმა. ზღვის გრილი ჰაერი მთელ კბოდეს
ბროლის სუფრასავით ედებოდა. ზევით, მზის ადგილას, ოთხკუთ-
ხა ცეცხლოვანი ხვრელი მოჩანდა.
- ლამაზი ბაღი გქონიათ, - თქვა, სხვა რომ ვერა მოიფიქრა რა,
მკვდარჟაკმა. - დიდი ხანია, აქ ცხოვრობთ?
19 მკითხველთა ლიგა
- დიახ, - მიუგო ანჟელმა. - ორი წელია. ძალიან არეული მქონ-
და ტვინი. ბევრ რამეში მომეცარა ხელი.
- ჯერ ყველაფერი წინაა, - გაამხნევა მკვდარჟაკმა. - ამით ხომ
არ მთავრდება ცხოვრება…
- მართალი ბრძანდებით, - უპასუხა ანჟელმა. - უბრალოდ, მე
თქვენზე მეტი დრო მოვანდომე მაგის მიხვედრას.
მკვდარჟაკმა თავი დაუქნია.
- მე ყველაფერს მეუბნებიან, - შენიშნა მან. - ბოლოს ამით
ვხვდები, რა სჭირს ხალხს. ჰო, მართლა, შეგიძლიათ, ჩამომით-
ვალოთ ფსიქოანალიზისთვის ვარგისი პირები?
- აქაურობა სავსეა ეგეთებით, - მიუგო ანჟელმა. - ძიძა თქვენს
განკარგულებაში იქნება, როცა კი მოგესურვებათ. არც სოფლის
ხალხი იტყვის უარს. ცოტა უხეში ხალხი კია, მაგრამ საინტერე-
სოები და მდიდრები არიან.
მკვდარჟაკმა ხელები მოიფშვნიტა.
- ბლომად დამჭირდებიან, - თქვა მან. - მე სხვათა ჭკუა--
გონების უზომოდ მომხმარებელი გახლავართ.
- ეგ როგორ? - ჰკითხა ანჟელმა.
- უნდა აგიხსნათ, რატომ ჩამოვედი აქ, - დაიწყო მკვდარჟაკმა.
- წყნარ კუთხეს ვეძებდი ექსპერიმენტისთვის. აი, წარმოიდგინეთ
პატარა მკვდარჟაკი, როგორც რომელიმე ცარიელი ჭურჭელი.
- კასრი? - შესთავაზა ანჟელმა. - ნასვამი ხართ?
- არა, - მიუგო მკვდარჟაკმა. - ცარიელი ვარ. ჟესტების, რეფ-
ლექსების და ჩვევების მეტი არაფერი მაბადია. ჰოდა მინდა, გა-
ვივსო. სწორედ ამიტომ ვაფსიქოანალიზებ ხალხს. თუმცა ჩემი
კასრი დანაიდების კასრივითაა. მე კი არ ვითვისებ, მე მათ ვარ-
თმევ ფიქრებს, კომპლექსებს, ეჭვებს და ჩემგან არაფერი აღარ
რჩება. მე არ ვითვისებ… ან ძალიან კარგად ვითვისებ… ეს ხომ
ერთი და იგივეა. რასაკვირველია, ვინარჩუნებ სიტყვებს, შინა-

20 მკითხველთა ლიგა
არსს, ქცევის წესებს… ვიცნობ ტერმინებს, რომლებიც მოიცავს
ვნებას, ემოციას… მაგრამ მე თვითონ ვერც ერთს ვერა ვგრძნობ.
- აბა ექსპერიმენტს რა უნდა უყოთ? ხომ მაინც გსურთ მაგ
ცდის ჩატარება? - ჰკითხა ანჟელმა.
- ნამდვილად, - დაუდასტურა მკვდარჟაკმა. - მსურს ამ ცდის
ჩატარება. თუმცა რომელ ცდაზეა, სინამდვილეში, ლაპარაკი?
მოგახსენებთ: მინდა, სრული ფსიქოანალიზი ჩავატარო. მე გას-
ხივოსნებული გახლავართ.
ანჟელმა მხრები აიჩეჩა.
- აქამდე ვინმეს უქნია ეგ? - ჰკითხა მან.
- არა, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - არა. იმან, ვისაც ამგვარ ფსი-
ქოანალიზს ჩავუტარებ, ყველაფერი უნდა ჩამიკაკლოს. ყველა-
ფერი. თავისი ყველაზე ინტიმური აზრები. თავისი ყველაზე გუ-
ლის განმგმირავი საიდუმლოებები, გულისნადებები, ისეთები,
რომელთა გამხელას თავის თავსაც კი ვერ უბედავს, ყველაფერი,
ყველაფერი და კიდევ მეტი და კიდევ ისიც, რაც ამ ყველაფრის
მიღმა დგას. ჯერ არც ერთ ანალიტიკოსს არ უქნია ეს. მინდა, ვნა-
ხო, სადამდე შეიძლება ასე მისვლა. სხვათა ზრახვები და ლტოლ-
ვები მინდა და მივიღებ კიდეც სხვებისგან ამას. ჩემი ვარაუდით,
თუ აქამდე არაფერი შემრჩენია, იმის ბრალია, რომ ისე ღრმად
არასდროს შევსულვარ. მინდა, ერთგვარი იდენტიფიკაცია მო-
ვახდინო. ცოდნა იმისა, რომ ვნებები არსებობს, და მათი ვერშეგ-
რძნება საშინელებაა.
- ეგ განზრახვა ხომ გაქვთ და, მერწმუნეთ, ეს უკვე საკმარისია
საიმისოდ, რომ თავი ეგრერიგად ცარიელად აღარ მიიჩნიოთ, -
უთხრა ანჟელმა.
- არავითარი საფუძველი არა მაქვს, ერთი ვქნა მეორის ნაც-
ვლად, - აუხსნა მკვდარჟაკმა. - და ამიტომ მინდა, სხვებს გამო-
ვართვა საფუძველი, რომელიც მათ აქვთ.

21 მკითხველთა ლიგა
უკანა კედელს უახლოვდებოდნენ. ეს კედელი იმ ჭიშკრის სი-
მეტრიულად იდგა, რომლითაც წინა დღით მკვდარჟაკი შემოვიდა
ბაღში, თავზე კი მაღალი ოქროსფერი გისოსები ედგა და ამით
ქვათა ერთფეროვნებას უსვამდა წერტილს.
- ჩემო ძვირფასო მეგობარო, - დაიწყო ანჟელმა, - ნება მიბო-
ძეთ, გაგიმეოროთ, რომ თუკი კაცს უნდა, სურვილები ჰქონდეს,
ესეც საკმარისია. დამადასტურებელი საბუთიც ის გახლავთ, რომ
ამან აგამოქმედათ.
ფსიქიატრი თავის წითურ წვერს მიეალერსა და გაიცინა.
- ეს ამავე დროს სურვილების ნაკლებობასაც მოწმობს, - თქვა
მან.
- სულაც არა, - არ დაეთანხმა ანჟელი. - ზრახვები და მისწრა-
ფებები რომ არ გქონდეთ, ამისთვის სოციალურად სრულიად ნე-
იტრალურ გარემოში უნდა მოხვდეთ. მაშინ ვერც გავლენები და-
გაკლებენ რამეს და თან შინაგან წარსულსაც სულ იოლად
მოიშორებთ თავიდან.
- ასეც არის, - მიუგო მკვდარჟაკმა. - მე შარშან დავიბადე და
თან ზუსტად ისეთი, როგორსაც ახლა მხედავთ. აი ჩემი პირადო-
ბის მოწმობა.
ანჟელმა გამოართვა და დაათვალიერა.
- სწორია, - უთხრა ანჟელმა და დაუბრუნა. - შეცდომაა.
- თქვენივე თავს მოუსმინეთ!.. - აღშფოთდა მკვდარჟაკი.
- ერთი მეორეს სულაც არ გამორიცხავს, - განმარტა ანჟელმა.
- სწორია, რომ ასე წერია, მაგრამ ის, რაც წერია, შეცდომაა--
მეთქი.
- არადა, შენიშვნა ეწერა ჩემ გვერდით, - განაგრძო მკვდარ-
ჟაკმა. - „ფსიქიატრი. ცარიელი. შესავსები.“ შენიშვნა! წყალი არ
გაუვა. აი, დაბეჭდილია.
- მერე? - ჰკითხა ანჟელმა.

22 მკითხველთა ლიგა
- მერე ის, რომ მშვენივრად ხედავთ, მე სულ არ მაწუხებს შევ-
სების ეს სურვილი, - მიუგო მკვდარჟაკმა. - ყველაფერი წინასწარ
იყო დადგმული. თავისუფალი არ ვიყავი.
- როგორ არა, - არ შეეპუა ანჟელი. - რაკი სურვილი გაქვთ, გა-
მოდის, თავისუფალი ყოფილხართ.
- რომ არ მქონოდა? თუნდაც ეს სურვილი არ მქონოდა?
- მკვდარი იქნებოდით.
- ფუი! - შეყვირა მკვდარჟაკმა. - აღარ შეგეკამათებით. თქვენ
მე მაშინებთ.
ჭიშკარში გასულიყვნენ და სოფლისკენ მიმავალ გზაზე მიაბი-
ჯებდნენ. მიწა თეთრი და მტვრიანი იყო. გზის ორივე მხარეს ჟე-
ლატინის ფანქრებივით ფოროვანი, მუქი მწვანე ცილინდრული
ბალახი იზრდებოდა.
- უფრო სწორად, პირიქითაა, - ბოლოს მაინც ვერ მოითმინა
მკვდარჟაკმა. - კაცი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა თავისუფა-
ლი, როცა არაფრის სურვილი აღარა აქვს, სრულიად თავისუ-
ფალ ადამიანს არაფრის სურვილი აღარა აქვს. და რაკიღა მე
არაფრის სურვილი არ მაწუხებს, ამიტომ ჩემს თავს თავისუფლად
მივიჩნევ.
- სულაც არა, - მიუგო ანჟელმა, - რაკი თქვენ გაქვთ სურვილი,
გქონდეთ სურვილები, გამოდის, რომ თქვენ რაღაცის სურვილი
გქონიათ და რომ ეგ ყველაფერი სულ ტყუილია.
- უჰ! - შესძახა სულ უფრო და უფრო გაღიზიანებულმა მკვდარ-
ჟაკმა. - ბოლოს და ბოლოს, რაღაცის ნდომა ხომ ნიშნავს, რომ
კაცი მიბმულ-მიჯაჭვულია თავის სურვილზე…
- სულაც არა, - მიუგო ანჟელმა. - თავისუფლება თქვენგან გა-
მომავალი სურვილია. სხვათა შორის…
გაჩერდა.
- სხვათა შორის, თავგზას მიბნევთ და მეტი არაფერი, - გააწ-
ყვეტინა მკვდარჟაკმა. - მაინც გავაფსიქოანალიზებ ხალხს და
23 მკითხველთა ლიგა
მათ ნამდვილ სურვილებს, ლტოლვებს, მისწრაფებებს და ყვე-
ლაფერს გამოვართმევ, თქვენ კიდევ რა ჯაფა დამაყენეთ აქ…
- აი, - დაიწყო ფიქრებში წასულმა ანჟელმა, - მოდი ასეთი ცდა
ჩავატაროთ: ერთი წამით შეეცადეთ, საერთოდ აღარ გინდოდეთ
სხვების ზრახვები. სცადეთ. ოღონდ ალალად.
- ყაბულსა ვარ, - თავი დაუკრა მკვდარჟაკმა.
გზის პირას შეჩერდნენ. ფსიქიატრმა თვალები დახუჭა და
თითქოს მოდუნდა კიდეც. ანჟელი გაფაციცებით ადევნებდა
თვალს.
მკვდარჟაკის სახის შეფერილობაში ფერადი ბზარივით რაღაც
გაჩნდა. უცებ ყველაფერი ის, რაც აქამდე სხეულად, ხელებად,
კისრად და სახედ მოუჩანდა, გამჭვირვალე გაუხდა.
- თითებზე დაიხედეთ … - ჩაიჩურჩულა ანჟელმა.
მკვდარჟაკმა თითქმის უფერო თვალები გაახილა. თავისი
მარჯვენა ხელის მიღმა ძირს დაგდებული შავი კაჟი დაინახა. მე-
რე უცბად, გონს მოეგო თუ არა, გამჭვირვალობა გაქრა და
მკვდარჟაკიც ისევ გამყარდა.
- აი, ხომ ხედავთ, სრული მოდუნების შემთხვევაში აღარც კი
არსებობთ, - უთხრა ანჟელმა.
- ეჰ! - შესძახა მკვდარჟაკმა. - ჩანს, ტყუილ-მართალს ვეღარ
არჩევთ. თუ გგონიათ, მაგ ოინებით გადამაფიქრებინებთ რამეს…
ამიხსენით ერთი, როგორ ქენით ეგ…
- კეთილი, - მიუგო ანჟელმა. - მიხარია კიდეც, ეგეთი არაგულ-
წრფელი და უგრძნობი რომ ბრძანდებით ასეთი აშკარა რამეების
მიმართ. ალბათ, ასეც უნდა იყოს. ფსიქიატრს სინდისი სუფთა არ
უნდა ჰქონდეს.
სოფლის მისადგომებს რომ მიაღწიეს, ერთობლივი თანხმო-
ბით უკან გამობრუნდნენ.
- თქვენს ცოლს თქვენი ნახვა უნდა, - უთხრა მკვდარჟაკმა.
- საიდან იცით? - ჰკითხა ანჟელმა.
24 მკითხველთა ლიგა
- წინათგრძნობა მაქვს, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - იდეალისტი
გახლავართ.
სახლში მივიდნენ და კიბე აიარეს. მუხის თლილი მოაჯირი
მკვდარჟაკის მძლავრი ჩაჭიდებისგან ქლესურად დაბრტყელდა.
ანჟელი პირველი შევიდა კლემანტინის ოთახში.

25 მკითხველთა ლიგა
X

კარის ზღურბლთან შეჩერდა. მკვდარჟაკი ზურგს უკან ედგა და


იცდიდა.
- მართლა გინდა, რომ მოვიდე? - ჰკითხა ანჟელმა.
- შემოდი, - ნება დართო კლემანტინმა.
სხვათა შორის გახედა, არც მტრულად და არც მოყვრულად.
ანჟელი ზეზე გაჩერდა, საწოლზე ჩამოჯდომა ვერ გაბედა, ვაითუ
შევაწუხოო.
- მე თითქმის ვეღარ გენდობი, - უთხრა ცოლმა. - ქალი ვეღარ
მიენდობა კაცებს მას შემდეგ, რაც რომელიმე მათგანი ბავშვს
გაუკეთებს. და, განსაკუთრებით, ამ უკანასკნელს.
- ჩემო კლემანტინ, - შესძახა ანჟელმა, - როგორ გტკენია…
ქალმა თავი გააქნია. არ უნდოდა, ვინმეს შესცოდებოდა.
- ხვალვე ავდგები, - თქვა მან. - ექვსი თვის თავზე ამათ ფეხი
უნდა აიდგან. ერთ წელიწადში კითხვას დაიწყებენ.
- მომჯობინებულხარ, - უთხრა ანჟელმა. - ძველებური კლემან-
ტინი ხარ.
- ეს სნეულება არ ყოფილა, - მიუგო ცოლმა. - ახლა კი მორჩა
ყველაფერი და აღარასდროს განმეორდება. კვირას უკვე უნდა
მოინათლონ. ერქმევათ ჟოელი, ნოელი და სიტროენი. გადაწყვე-
ტილია.
- ნოელი და ჟოელი არც ისე ლამაზად ჟღერს, - თქვა ანჟელმა.
- შეგეძლო დაგერქმია აზრაელი, ნათანაელი ან თუნდაც
არიელი. ანდა პრიუნელი.
- ვერაფერს ვეღარ შეცვლი, - მკაფიო ხმით უთხრა კლემანტინ-
მა. - ჟოელი და ნოელი ტყუპებს დაერქმევათ, სიტროენი კი მესა-
მეს.
ხოლო თავისთვის ასე ჩაილაპარაკა:
26 მკითხველთა ლიგა
- ამის მორჯულება თავიდანვე მომიწევს. ცოტათი კი გამიჭირ-
დება, მაგრამ რა საყვარელია… - მერე ხმამაღლა განაგრძო. -
ხვალ თავ-თავიანთი საწოლები უნდა ჰქონდეთ.
- რამე თუ გაქვთ საყიდელი, მე აქა ვარ, - შესთავაზა მკვდარ-
ჟაკმა. - არ მოგერიდოთ.
- კარგი აზრია, - მოიწონა კლემანტინმა. - ეგრე აღარც უქმად
დარჩებით…
- არც მჩვევია ასეთი რამ, - მიუგო მკვდარჟაკმა.
- მაგრამ შეიძლება აქ შეიძინოთ ეგ ჩვევა, - უთხრა ქალმა. -
ახლა წადით. გასწით აქედან. სამი საწოლი შეუკვეთეთ დურ-
გალს. ორი პატარა და ერთი ცოტა მოზრდილი. და უთხარით, გუ-
ლისყურით მოეკიდოს საქმეს. გზად კი თეთრა გამომიგზავნეთ.
- კარგი, ჩემო სულის კოლოფო, - უთხრა ანჟელმა.
საკოცნელად დაიხარა და მერე წელში გასწორდა. მკვდარჟაკ-
მა გზა დაუთმო და პირველი ანჟელი გავიდა. ფსიქიატრმა კარი
გაიხურა და გაჰყვა.
- სადაა თეთრა? - ჰკითხა მან.
- ქვევით… - მიუგო ანჟელმა. - საქათქათოში. აქათქათებს. მო-
დი ვისაუზმოთ. საყიდლებს მერეც მოვასწრებთ.
- მე წავალ, - უთხრა მკვდარჟაკმა. - თქვენ დარჩით. არ მინდა,
მაშინდელივით ახლაც კამათი დავიწყოთ. სიქას მაცლის. თანაც
ეს ჩემი ხელობა არ არის. ბოლოს და ბოლოს, ფსიქიატრის საქმე
ნათელია. უნდა იფსიქიატროს.

27 მკითხველთა ლიგა
XI

მკვდარჟაკი უკვე მეორედ გავიდა ჭიშკრიდან და სოფლის


გზას გაუდგა. მის მარჯვნივ ბაღის კედელი, კბოდის ფერდი და, ძა-
ლიან შორს, ზღვა აღმოჩნდა. მარცხნივ კი დამუშავებული მინ-
დვრები, ღობეები და აქა-იქ ხეები ჩანდა. ჭამ, რომელიც დილას
ვერ შეამჩნია, ჩამუქებული ქვის ამოშენებული თავით და ქვისავე
ორი მაღალი სვეტით გააკვირვა. სვეტებს შორის მოთავსებულ
იფნის მბრუნავ მკვეთარას ჟანგისგან შეჭმული ჯაჭვი ეჭირა. ჭის
ფსკერზე წყალი დუღდა და ჭის თავზე ღრუბელს იკეთებდა, რო-
მელიც ცის სილურჯეში სწრაფადვე იძენძებოდა. შორს გასაოცა-
რი სიუხეშით ნაგები პირველი სახლები გამოჩნდა. ესენი უ-ს
ფორმის ფერმები იყო. ამ ასოს გახსნილი მხარე გზისკენ იყო მო-
მართული. თავდაპირველად თითო-ოროლა შემოხვდა მარჯვენა
მხარეს. ეზოებში ყველაფერი ჩვეულებისამებრ განლაგებული-
ყო: კვადრატი, შუაში შავი წყლით სავსე, კიბოებითა და რჩხალე-
ბით გამოტენილი დიდი აუზი; მარცხენა ფრთაში ფერმერი და მი-
სი ოჯახი ცხოვრობდა, ხელმარჯვნივ და სიღრმეში კი, მეორე სარ-
თულზე, ბოსლები და თავლები მდებარეობდა, რომლებსაც პი-
რუტყვი კარგა დაქანებული კიბით უდგებოდა. მათი მძლავრბურ-
ჯებიანი ცოკოლი ქვეშ იქცევდა მოზრდილ როფებს, რომლებშიც
მიზიდულობის ძალით ფუნა და ქაქუნა იყრიდა თავს. ბოსლის ცა-
რიელი გეჯები თივას, მარცვლეულსა და ალაფის მარაგს ინახავ-
და. აკუანჯის ბურთულებით უხვად მორთულ და კარგად გაწყო-
ბილ საგანგებო მომცრო ოთახებში ფერმის გოგონებს კუზავ-
დნენ. რუხი გრანიტით მოკირწყლული ეზო კარგად მოვლილი
ზოლებით იყო დაყოფილი. ზოლები კი იმ ცილინდრული და ფო-
როვანი ბალახისა გახლდათ, რომელიც გზისპირასაც უხვად იზ-
რდებოდა.
28 მკითხველთა ლიგა
მკვდარჟაკმა ისე განაგრძო სიარული, კაციშვილისთვის თვა-
ლი არ მოუკრავს. ფერმები თანდათან უფრო მომრავლდა, ახლა
უკვე ხელმარცხნივაც მოჩანდა და უფრო ფართო გზა სწორედ იმ
მხარეს უხვევდა. უეცრად წითელმა ნაკადულმა გაუსწრო, რომ-
ლის სრულიად უნაოჭო და უნაკეცო ზედაპირი თითქმის მიწის სი-
მაღლეზე იყო. ამ ზედაპირზე მონელებული საჭმელივით ვეღარ-
შეცნობადი რაღაც ნარჩენები მოტივტივებდა. აქა-იქ ცარიელი
სახლებიდან კი რაღაც ძნელად გასარჩევი ხმები გამოდიოდა.
მკვდარჟაკი ცდილობდა, ცალ-ცალკე სუნებად დაეყო რთულშე-
მადგენლობიანი ნაკადი, რომელიც პირდაპირ სახეში სცემდა
ყოველი შენობიდან.
ნაკადულმა მაინც განსაკუთრებით აღუძრა ცნობისწადილი.
თავიდან არც არაფერი ჩანდა, ახლა კი უცბად განივრად იწყო დე-
ნა, პირამდე გაივსო და თითქოს რაღაც დაჭიმული მემბრანის
ქვეშ მოედინებოდა. თან სისხლიანი დორბლისფერი, ციატი და
გაუმჭვირვალი წითელი იყო. გუაშის საღებავივით. მკვდარჟაკმა
კენჭი აიღო და ნაკადულში ისროლა. კენჭი უჩუმრად, უხმაუროდ
და უშხეფებოდ ჩაიძირა, გეგონება ბუმბულის მდინარე ყოფილი-
ყოს.
გზა მოშანდაკებული მიწაყრილით ამაღლებულ, წაგრძელე-
ბულ მოედანში გადაიზარდა, სადაც წყება-წყება ხეები წყნარ
ჩრდილს ქმნიდნენ. გზა ორად იყოფოდა და ამგვარად გვერდს
უვლიდა მოშანდაკებულ მიწაყრილს. მარჯვნივ ერთგვარი გამო-
ცოცხლება შეიმჩნეოდა და მკვდარჟაკმაც იქით აიღო გეზი.
მივიდა და დაინახა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოხუცთა ბაზ-
რობა იყო. მზისგულზე ხის გრძელი სკამი იდგა და ქვის ლოდები
ეყარა, რომლებზეც ბოლოს მოსულები სხდებოდნენ. მოხუცები
გრძელ სკამზე ჩამწკრივებულიყვნენ, სამი ლოდი კი უკვე დაკავე-
ბული იყო. შვიდი კაცი და ხუთი ქალი დათვალა. მუნიციპალიტე-
ტის ჩარჩი სკამის უკან იდგა და იღლიაში მოლესკინისყდიანი
29 მკითხველთა ლიგა
დავთარი ჰქონდა ამოჩრილი. ტანთ ყავისფერი ხავერდის ძველი
კოსტიუმი, ხოლო ფეხზე სქელძირიანი ჩექმები ეცვა. თავზე, სიც-
ხის მიუხედავად, თხუნელას ტყავის რაღაც ამაზრზენი ჩაჩი ეხუ-
რა. მყრალი სუნი უდიოდა, მოხუცებს - უარესი. ბევრი გაუნძრევ-
ლად იჯდა და გადაჯვარედინებული ხელები ხმარებისგან გაპ-
რიალებულ ჯოხებზე ჩამოეყრდნოთ. უკლებლივ ყველას ბინძური
ძონძები ეცვა, გაუპარსავები იყვნენ, ჭუჭყით ამოვსებული ნაოჭე-
ბი და მზეზე ხანგრძლივი მუშაობისგან მოჭუტული თვალები
ჰქონდათ. უკბილო და ჩამპალ ღრძილებში ჩარჩენილი აქოთე-
ბულფესვებიანი პირებით ერთმანეთს რაღაცას ეჩიფჩიფებოდ-
ნენ.
- მაშ ასე, - დაიწყო ჩარჩმა, - ძვირი არ არის და კიდევ კარგად
გამოდგება. აბა, ჩიტბატონ, არ გინდა შენი პატარებისთვის? ბევ-
რის მნახველია და კიდევ ბევრს ნახავს ეს ბერიკაცი, ხომ იცი…
- და იმათაც ხომ აჩვენებს? - ჩაეძია კაცი.
- აბა რა! რა თქმა უნდა! - დაუდასტურა მუნიციპალიტეტის ჩარ-
ჩმა. - აბა, ერთი აქეთ მოდექი, ბებერო!
წამოაყენა. მანაც, სულ მთლად მოხრილმა და მოკაკულმა, ნა-
ბიჯი გადმოდგა წინ.
- აჩვენე ერთი ამათ, რა გაქვს შარვალში! - უთხრა ჩარჩმა.
ბერიკაცმა აკანკალებული თითებით შეიხსნა დუქანი. დუქნის
გაპოხილი კიდეები ულაპლაპებდა. ატყდა ერთი სიცილ--
ხარხარი.
- ერთი ამას დამიხედეთ! - შესძახა ჩიტბატონმა. - მართლა არ
შემორჩენია კიდევ რაღაც?!
ბერიკაცისკენ დაიხარა და საცოდავი ჩვარი ხელში შეათამაშა
ასაწონად. თან სიცილისგან იკლაკნებოდა.
- ოჰო-ჰო! ვიღებ, - უთხრა ჩარჩს. - ას ფრანკს გავიმეტებ ამაში.
- გაყიდულია! - იყვირა ჩარჩმა.

30 მკითხველთა ლიგა
მკვდარჟაკმა კი იცოდა, რომ სოფლად ხშირი იყო ეს ამბავი,
მაგრამ მაინც პირველად შეესწრო მოხუცთა ბაზრობას და სანა-
ხაობამ განაცვიფრა.
ბერიკაცმა დუქანი შეიკრა და გაჩერდა.
- მიდი, შე ბებერო ძაღლო! - უთხრა ჩიტბატონმა და ისეთი პან-
ღური ამოსცხო, რომ ბერიკაცმა კინაღამ ზღართანი გაადინა
ძირს. - აბა, ბავშვებო, გაერთეთ კარგად.
ბერიკაცი ნელა, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით გაუდგა გზას. მაყუ-
რებელთა ჯგუფს ორი ბავშვი გამოეყო. ერთმა ზურგზე სახრე გა-
დაუჭირა, მეორე კი წასაქცევად კისერზე ჩამოეკონწიალა. ბერი-
კაცი ძირს დაენარცხა და ცხვირი მტვერში ჩაკრა. კაცები ზედ არ
უყურებდნენ. მარტო მკვდარჟაკი უცქერდა მონუსხული ბავშვებს.
ბერიკაცი მუხლებზე წამოიწია, გადატყავებული ცხვირიდან სის-
ხლი სდიოდა და რაღაც გამოაფურთხა პირიდან. მკვდარჟაკი შე-
მოტრიალდა და მთავარ ჯგუფს შეუერთდა. ჩარჩი ახალ საქო-
ნელს წარმოადგენდა, აქებდა ვიღაც სამოცდაათი წლის ქალს,
რომელსაც შავი თავსაფრიდან გამოყოფილი შეთხელებული და
გაქონილი თმა მოუჩანდა.
- აჰა, აი ეს კარგ დღეშია, - გამოაცხადა მან. - ვის უნდა? კბი-
ლები საერთოდ არა აქვს. მოსახერხებელი უნდა იყოს.
მკვდარჟაკს ცოტა არ იყოს ზიზღის გრძნობა დაეუფლა. გარ-
შემო მყოფთა სახეებს უფრო ყურადღებით დააკვირდა. ესენი ოც-
დათხუთმეტიდან ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცები იყვნენ, ჯმუ-
ხები და მკაცრები, თავზე კი ქუდები ჰქონდათ თავმომწონედ და-
კოსებული. ჯანიანები და გამძლე ჯიშისანი ჩანდნენ. რამდენიმეს
ულვაში ამშვენებდა. ეს კი საბუთია.
- სამოცი ფრანკი ღირს ადელი! - განაგრძო ჩარჩმა. - თან უკ-
ბილო, თან ასეთ ფასად… სარფაა, რა… რას იტყვი, ქრისტეან? ან
შენ, ნიუფერ?
და კარგა ღონივრად შემოსცხო ზურგში მოხუცებულ ქალს.
31 მკითხველთა ლიგა
- წამოდექი, ბებერო ჩერჩეტო, ერთი კარგად დაგინახონ!
სარფაა-მეთქი, გეუბნებით.
მოხუცი ქალი წამოდგა.
- დატრიალდი, - უთხრა ჩარჩმა. - ტრაკი აჩვენე აქ დამსწრეთ.
აი, შეხედეთ, ხალხნო!
მკვდარჟაკი ცდილობდა, თვალი არ გაჰქცეოდა იქით. მოხუ-
ცებული ქალი ისე ყარდა, რომ მკვდარჟაკმა იფიქრა, ცოტაც და
გონს დავკარგავო. მაინც მოჰკრა თვალი გაგანივრებული ვენე-
ბით დაფარულ და დასიებულ, საზარელ ქონიან მასას.
- ორმოცდაათი… - გაისმა შემზარავი ხმა.
- აიღე! შენია! - შეჰყვირა ჩარჩმა.
ვიდრე მოხუცი ქალი ბამბაზიის ქვედაკაბის ჩამოწევას მოას-
წრებდა, ჩარჩმა ძლიერი დარტყმით გაიგდო წინ. მკვდარჟაკის
გვერდზე მჯდომმა ვიღაც შავგვრემანმა გოლიათმა მთელი სუ-
ლით და გულით იცინა. მკვდარჟაკმა ხელი დაადო მკლავზე.
- რატომ იცინით? - ჰკითხა მან. - ნუთუ სირცხვილი არ გაწუ-
ხებთ?
გოლიათი უეცრად გაჩუმდა.
- ნუთუ არ… რაო, როგორ თქვით?
- ნუთუ სირცხვილი არ გაწუხებთ-მეთქი? - ჩუმად გაუმეორა
მკვდარჟაკმა. - ესენი ხომ მოხუცები არიან.
მუშტი ისე მოხვდა, რომ ვერც კი შეავლო თვალი. ტუჩმა დარ-
ტყმას ვერ გაუძლო და ეშვზე გადაუსკდა. სისხლმა პირი გაუმლა-
შა. შებარბაცდა და ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადა-
ვარდა. კაციშვილს არ გამოუხედავს. ვაჭრობა გრძელდებოდა.
წამოდგა და მტვრიანი შარვალი გაიბერტყა. შავბნელი და
მტრულად განწყობილი ზურგების ნახევარწრის უკან იდგა.
- აი ამას ხის ფეხი აქვს, - გაისმა ნოქრის ხმა. - მოსაწონია. ას
ათი ფრანკი დასაწყისისთვის! ას ათი!

32 მკითხველთა ლიგა
მკვდარჟაკი იქაურობას გაერიდა. მოედნის ბოლოს, ერთ-ერთ
გადამკვეთ ქუჩაზე, თითქოს ბევრ საამქროს მოეყარა თავი.
იმათკენ გაეშურა. რამდენიმე წუთის შემდეგ დურგალთან შევი-
და. გონება სრულიად ამღვრეოდა და გული უწუხდა. მის ზურგს
უკან კარი მიიხურა. დადგა და დაელოდა.

33 მკითხველთა ლიგა
XII

დურგალი ამ ოთახში - პატარა და ბინძურ წინკარში - არ დახ-


ვდა. იატაკი ძველთაძველი, გაცვეთილი და ჩაშავებული ნაძვისა
იყო, მაგიდა - შავი ხისა, კედელზე კი ძველი კალენდარი იყო გაკ-
რული. ერთ-ერთ კუთხეში ღუმელის ბინძური კვალი ჩანდა, ორი-
ვე სკამს კი დაწნული ჩალა მორღვეოდა… ასეთი იყო ავეჯეულო-
ბა. ტიხრები ფიცრისა იყო, სიღრმეში კი კარი მოჩანდა, საიდანაც
სახელოსნოს ხმები გამოდიოდა. ორი კაცი არათანაბრად აკაკუ-
ნებდა, ხმები ერთმანეთს ფარავდა, ოღონდ არ ერწყმოდა.
მკვდარჟაკი სახელოსნოსკენ გაემართა.
- არის ვინმე? - იკითხა ხმადაბლა.
კაკუნის ხმები არ შემწყდარა და მანაც სახელოსნოში შეაბიჯა,
რომელიც ზევიდან იღებდა დღის შუქს. ეს გამოდგა ფიცრებით,
ძელებით და უხეშად დამუშავებული ნაწილებით გამოტენილი
გრძელი და კარგა ფართო საწყობი. იდგა სამი-ოთხი დაზგა, ეწყო
ერთი პატარა ხერხი, ბურღი და საჭრელი ჩარხი, რომლის თით-
ბრის სადგარიც აშკარად გაბზარული ჩანდა. კედლებზე არც ისე
ბევრი, მაგრამ სულ ნაირ-ნაირი იარაღი ეკიდა. მარჯვნივ, იმ კარ-
თან, რომელიც მკვდარჟაკმა ის-ის იყო შემოაღო, ნახერხის და
ბურბუშელას მთა იდგა. ჰაერში წებოს სუნი ტრიალებდა. სავა-
რაუდოდ, წებო პატარა ვედროში ესხა და ხის ნახშირის პატარა
ღუმელზე ცხელდებოდა საწყობის მეორე ბოლოში, ბაღში გამა-
ვალი კარის წინ. დაძაბუნებულ ძელზე სხვადასხვა რამეები ეკი-
და: ხერხის ძველი პირები, მწვანე თაგვი, გაფუჭებული იარაღი,
ჭახრაკები და კიდევ ათასი ხარახურა.
შესასვლელშივე მარცხნივ ხის მძლავრ სოლებზე მუხის
ვეებერთელა ძელი იყო გადებული. ზედ შემომჯდარი პატარა შე-
გირდი თავდაუზოგავად იქნევდა ნაჯახს კვადრატული კოჭის გა-
34 მკითხველთა ლიგა
მოსათლელად. კონკები ეცვა და მის გაკნაჭულ ხელს ნაჯახის და-
მორჩილება უძნელდებოდა. მოშორებით ოსტატი თეთრი მუხის
რაღაც უცნაურ, ღრმულისმაგვარ კონსტრუქციაში იდგა და ზედ
ლურსმნებით ტყავს აკრავდა. ეს პატარა ლოჟა სქელი დარაბების
სისტემით იყო აღჭურვილი, რომლებიც ახლა ღია იყო და რომ-
ლის ანჯამებიც ჩაქუჩის ყოველ დარტყმაზე ჩუმად ჭრიალებდა.
კაცი აჭედებდა, ბავშვი კი მუშაობდა. არც ერთ მათგანს ზედ არ
შეუხედავს მკვდარჟაკისთვის, რომელიც ზღურბლზე იდგა და
აღარ იცოდა, რა ექნა. ბოლოს გაბედა.
- გამარჯობა! - დაიძახა საკმაოდ ხმამაღლა.
ოსტატმა ლურსმნის ჩაჭედება შეწყვიტა და თავი ასწია. მახინ-
ჯი იყო. დიდი, ჩამოვარდნილი ყბისა და გაბუშტული ცხვირის პატ-
რონს ხშირი და წითური ბანჯგვლებით დაფარული დაკორძილი
და ღონიერი ხელები ჰქონდა.
- რა გინდა? - ჰკითხა მან.
- საწოლები მინდა ბავშვებისთვის, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - აი
იქ, კბოდესთან რომ სახლია, იქ დაიბადნენ. ორი საწოლი გვჭირ-
დება. ერთი ორადგილიანი და ერთიც უფრო დიდი და ერთადგი-
ლიანი.
- ერთის მეტს არ გავაკეთებ, - თქვა დურგალმა. - ერთს და სა-
მადგილიანს. აქედან ორი ადგილი კბოდისკენ იქნება მიმართუ-
ლი.
- და ერთი უფრო დიდი უნდა იყოს, - შეახსენა მკვდარჟაკმა.
- ერთი უფრო დიდიო… ვნახოთ, - ჩაილაპარაკა დურგალმა. -
ხელით თუ დაზგით?
მკვდარჟაკმა პატარა შეგირდს - უსასრულო სამუშაოს მიჯაჭ-
ვულ საბრალო მანქანას - გადახედა, რომელიც ისე უკაკუნებდა
ნაჯახს, კაცი იფიქრებდა, სძინავს და რაღაც სიზმარს ხედავსო.
- ხელით უფრო იაფი ჯდება, - უთხრა დურგალმა. - იმიტომ,
რომ დაზგები ძვირი ღირს, ასეთი ნაგავი კი დასტა-დასტა ყრია აქ.
35 მკითხველთა ლიგა
- მკაცრად იზრდებიან, - შენიშნა მკვდარჟაკმა.
- ხელით თუ დაზგით-მეთქი? - გაიმეორა შეკითხვა დურგალმა.
- დაზგით… - მიუგო მკვდარჟაკმა.
- რასაკვირველია… - ჩაიბურდღუნა ოსტატმა. - რომ გამიცვი-
თოთ ხელსაწყოები…
- თანაც ხვალისთვის, - უთხრა მკვდარჟაკმა.
მერე კაცის მოსათაფლად ისეთი სახე მიიღო, ვითომ მისი სა-
მუშაო აინტერესებდა.
- მაგას რას აკეთებთ? - ჰკითხა მან.
- რას და კათედრას, - მიუგო კაცმა. - ეკლესიისთვისაა.
მოკრძალებული და, ამავე დროს, ამაყი იერი დაჰკრავდა. ლა-
პარაკის დროს დიდი პირიდან დორბლის ნაკადი სდიოდა.
- კათედრასო? - ჩაეძია მკვდარჟაკი.
უკეთ რომ დაენახა, ახლოს მივიდა. მართლაც კათედრა იყო.
თავსახურიანი კათედრა. რაღაც უცნაური მოდელი, რომლის
მაგვარიც კი არასდროს ენახა.
- სოფელში არასდროს არ ვყოფილვარ, - დააყოლა ბოლოს. -
იცით, ქალაქში ასეთებს თითქმის არ აკეთებენ და ამიტომ დავინ-
ტერესდი.
- ქალაქში ღმერთი არ სწამთ, - აუხსნა დურგალმა და ავად გა-
ხედა.
ამ დროს პატარა შეგირდს ნაჯახი ხელიდან გაუვარდა და პირ-
დაპირ ცხვირით მოიღო ბრახვანი მუხის ძელზე, რომელზეც იჯდა
და ჩორკნიდა. უეცარმა სიჩუმემ მკვდარჟაკი ადგილზე გააშეშა.
შემობრუნდა და ბავშვს მიუახლოვდა. ამასობაში დურგალი სად-
ღაც გავიდა და წყლით სავსე ძველი კონსერვის ქილით დაბრუნ-
და, რომლის შიგთავსიც უხეშად დააცალა ბავშვს კისერზე. მერე,
რომ დაინახა, ბავშვი არ დგებაო, ქილაც იქვე გაუქანა. შეგირდმა
ამოიკვნესა და აღშფოთებული მკვდარჟაკი დასახმარებლად მი-

36 მკითხველთა ლიგა
იჭრა, მაგრამ პატარა ბინძური მაჯა უკვე სუსტად და მონოტონუ-
რად მოძრაობდა ზევით-ქვევით.
- ძალიან უხეშად ეპყრობით, - უთხრა მკვდარჟაკმა დურგალს.
- თან ამ ასაკისას! გრცხვენოდეთ!
მუშტმა, რომელიც ნიკაპში მოხვდა, კინაღამ წააქცია და წო-
ნასწორობის შესანარჩუნებლად ორი ნაბიჯით უკან დაიხია.
ფრთხილად მოისვა ხელი ყბაზე. წვერს ოდნავ შეერბილებინა
დარტყმა.
დურგალს ისე გაეგრძელებინა მუშაობა, ვითომც აქ არაფე-
რიაო. ჩაქუჩის ერთ-ერთი დარტყმის მერე გაჩერდა და უთხრა:
- კვირას მოდი სანახავად. აწყობილი იქნება. ლამაზი კათედ-
რა გამოვა.
ამაყად გადაუსვა ხელი. თეთრი და პრიალა მუხა თითქოს ათ-
რთოლდა მისი შეხებისგან.
- შენი საწოლები ხვალ იქნება მზად, - თქვა კიდევ. - მოხვალ
და წაიღებ. ხუთი საათისთვის.
- გასაგებია… - მიუგო მკვდარჟაკმა.
კაკუნის ხმები განახლდა. წებოს სუნი თანდათან შესქელებუ-
ლიყო. მკვდარჟაკმა უკანასკნელად გახედა შეგირდს, მხრები
აიჩეჩა და გამოვიდა.
ქუჩაში სიწყნარე იყო. სახლის გზას გაუდგა. ფანჯრების წინ
რომ გადიოდა, ფარდები თრთოდა. ვიღაც პატარა გოგონა
სიმღერ-სიმღერით გამოვიდა გარეთ. ხელში თავისხელა მოჭი-
ქული ტოლჩა ეჭირა. სახლში შებრუნებისას უკვე აღარ მღერო-
და.

XIII

30 აგვისტო
37 მკითხველთა ლიგა
ანჟელი და მკვდარჟაკი სახლის დიდ, გრილ ჰოლში ისხდნენ.
შინამოსამსახურე მიდი-მოდიოდა და სასმელებს ამზადებდა.
ტოლჩა და ჭიქები ანჟელის წინ ლანგარზე დააწყო. ბაღში გამავა-
ლი ფანჯრები და კარი ღია იყო. დროგამოშვებით რომელიმე მწე-
რი შემოფრინდებოდა და მისი ფრთების ზუზუნი მთელ მაღალჭე-
რიან ოთახში ისმოდა. სიმშვიდე გამეფებულიყო.
მკვდარჟაკმა პირი გააღო და თქვა:
- საწოლები დღეს ხუთ საათზე იქნება მზად.
- მაშინ უკვე მზად უნდა იყოს, - მიუგო ანჟელმა. - უთუოდ დი-
ლის ხუთი საათი იგულისხმა იმან.
- თქვენ ასე ფიქრობთ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა. - მაშინ მარ-
თლაც მზად იქნება.
დადუმდნენ და სიჩუმეში შესვეს. მკვდარჟაკი ჯერ შეყოყმანდა
და მერე დაარღვია ეს სიჩუმე.
- არ მინდა, ისეთ რაღაცეებზე დაგელაპარაკოთ, რაც თქვენ-
თვის ახალი არ არის და რაც უსათუოდ თქვენც უნდა გაწუხებდეთ,
- დაიწყო მან, - მაგრამ გუშინ სოფელში ნანახისგან სახტად დავ-
რჩი. უცნაური ხალხი ცხოვრობს ამ მხარეში.
- უცნაურებად მოგეჩვენნენ? - ჰკითხა ანჟელმა.
ზრდილობიანი იყო, მაგრამ ხმაში დიდი ცნობისმოყვარეობა
არ გამოუკრთოდა. მკვდარჟაკმა იგრძნო ეს და შეეცადა, მოკ-
ლედ მოეჭრა.
- დიახ, - უთხრა მან. - უცნაურებად მომეჩვენნენ. მაგრამ, ვვა-
რაუდობ, როცა უკეთ გავიცნობ, მათ აზროვნებასაც უფრო ჩავ-
წვდები. ალბათ, სხვაგანაც ასევე გამიკვირდებოდა. მე ხომ ახა-
ლი მოსული ვარ აქ…
- ნამდვილად, - დაბნეულად დაეთანხმა ანჟელი.
რომელიღაც ჩიტმა შურდულივით ჩაიქროლა ფანჯრის წინ.
მკვდარჟაკმა მზერა გააყოლა.

38 მკითხველთა ლიგა
- თქვენ, რასაკვირველია, არ გნებავთ, გაგაფსიქოანალიზოთ,
არა? - უცბად ააგდო სიტყვა ბანზე ფსიქიატრმა.
- არა, - მიუგო ანჟელმა, - მართლა არ მინდა. სხვათა შორის,
მე საინტერესო არა ვარ, მე თვითონ ვარ დაინტერესებული. ეს კი
სულ სხვა რამეა.
- რით? - ჰკითხა მკვდარჟაკმა, რომელიც უკანასკნელ ძალ--
ღონეს არ იშურებდა საუბრის გამოსაცოცხლებლად.
- ყველაფრით და არაფრით, - უპასუხა ანჟელმა. - ცხოვრებით.
მომწონს ცხოვრება.
- ბედი გწყალობთ, - ჩაიჩურჩულა მკვდარჟაკმა.
ჭიქაში რაც დარჩენოდა, ერთბაშად გადაკრა.
- გემრიელი რამეა, - შენიშნა მან. - შეიძლება კიდევ დავისხა?
- ისე მოიქეცით, როგორც საკუთარ სახლში, - უთხრა ანჟელ-
მა. - ნუ მოგერიდებათ.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
- წავალ, თქვენს ცოლს ვნახავ, - უთხრა მკვდარჟაკმა და წა-
მოდგა. - მოწყენილი უნდა იყოს მარტო.
- დიახ, დიახ, - დაეთანხმა ანჟელი. - მერე შემომიარეთ, მანქა-
ნას გამოვიყვან და საწოლების წამოსაღებად წავიდეთ.
- კეთილი, - უთხრა მკვდარჟაკმა, ოთახიდან გავიდა და კიბეს
მიაშურა.
მოკრძალებით მიუკაკუნა კლემანტინს კარზე და მანაც, შე-
მობრძანდითო, უპასუხა. ისიც შევიდა.
კლემანტინის ლოგინში კლემანტინი და ბავშვები იწვნენ. სამ-
ნი. ორნი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ.
- მე ვარ, - უთხრა მკვდარჟაკმა. - მოვედი, დაგხედოთ, რამე
ხომ არ გჭირდებათ.
- არაფერი, - უთხრა ქალმა. - საწოლები მალე იქნება მზად?
- წესით, უკვე მზად უნდა იყოს, - მიუგო მკვდარჟაკმა.
- როგორებია? - ჰკითხა ქალმა.
39 მკითხველთა ლიგა
- ისააა… - დაიწყო ფსიქიატრმა. - მე მგონი, მეტ-ნაკლებად თა-
ვის ჭკუაზე გააკეთა იმ კაცმა. ორი ადგილი პირით კბოდისკენ და
ერთიც განივ, იმ ორის გარდიგარდმო.
- და ეს მესამე ხომ უფრო დიდი იქნება? - ჩაეძია კლემანტინი.
- ვუთხარი, რომ ეგრე ექნა, - ფრთხილი პასუხი იკმარა
მკვდარჟაკმა.
- კარგად დაბინავდით აქ? - მცირე ფიქრის შემდეგ ჰკითხა
კლემანტინმა.
- ძალიან კარგად, - მიუგო მკვდარჟაკმა.
- ხომ არაფერი გჭირდებათ?
- არაფერი…
ერთ-ერთი წარაკუა შეწუხებული სახით ნელ-ნელა ახვანცალ-
და. მისმა მუცელმა სწრაფი ჩაბუყბუყების ხმა გამოსცა, თვითონ
წარაკუას კი მაიმუნის პატარა სახე მოუდუნდა. კლემანტინი იღი-
მებოდა. ხელი მოუტყაპუნა მუცელზე.
- ოჰო… ოჰო… - თქვა მან. - მუცელი გგვრემს, ჩემო პაწაწინავ.
მეორე აკრუსუნდა. კლემანტინმა თვალები ჯერ კედლის სა-
ათს მიაპყრო, მერე კი მკვდარჟაკს შეხედა.
- დროა, ამათ ძუძუ ჭამონ, - თქვა მან.
- ახლავე გაგეცლებით, - ჩაიჩურჩულა მკვდარჟაკმა.
უხმაუროდ გავიდა.
კლემანტინი ერთ-ერთ თოთო ბავშვს დასწვდა და დახედა.
ნოელი იყო. პირი კუთხეებისკენ ეწელებოდა და იქიდან
მთრთოლვარე წრიპინს გამოსცემდა. მარდად დააწვინა და ძუძუ
გამოითავისუფლა. მერე ბავშვი ისევ ხელში აიყვანა და პირი ძუ-
ძუსთან მიატანინა. პატარამ სულმოუთქმელად დაიწყო წოვა. დე-
დამ სხარტი მოძრაობით გამოსტაცა ძუძუსთავი. რძის წვრილი
ნაკადი ამოისხა, ნახევარწრე მოხაზა და მკვრივ სფეროზე დაეწუ-
წა. კლემანტინის ამ მოძრაობაზე ნოელმა ცოფები გაყარა და აჭ-

40 მკითხველთა ლიგა
ყივლდა. ისევ მიატანინა პირი ძუძუსთან და ბიჭი ისევ ოხვრით და
გიჟური სიხარბით შეუდგა ჭამას. ისევ მოიშორა დედამ.
ბავშვმა ახალი ძალით იკივლა. კლემანტინს ცნობისმოყვა-
რეობა გაეღვიძა. ისევ გაიმეორა. ოთხჯერ. გაცოფებულ--
გამხეცებულ ნოელს ჯერ იისფერი დაედო სახეზე, მერე უცბად გა-
დაფიჩინდა. უხმაურო ყვირილისგან პირი საზარლად გაეწელა,
ცრემლები კი რისხვისგან გაშავებულ ლოყებზე ღაპაღუპით ჩა-
მოუგორდა. კლემანტინს პირკატა ეცა და ბავშვი მთელი ძალით
შეანჯღრია.
- ნოელ… ნოელ… რა გჭირს?..
სულ უფრო და უფრო აებნა თავგზა. ის იყო, დაძახება დააპი-
რა, რომ ჩაბჟირებულმა ბავშვმა უცბად სული მოითქვა და ხელახ-
ლა დასჭყივლა. მაშინვე დაუბრუნა აკანკალებული ხელებით ძუ-
ძუ.
იმწამსვე დაშოშმინებული ბავშვი ხარბად დაეწაფა რძეს.
დედამ ხელი მოისვა სველ შუბლზე. მეტს აღარ ვიზამო.
როგორც იქნა, რამდენიმე წუთის შემდეგ ნოელი გაძღა და გა-
ჩერდა. ნერწყვი გადაყლაპა, მსუბუქად დააბოყინა და თითქმის
დაუყოვნებლივ ჩაეძინა მძიმე ოხვრა-კვნესისგან დანაწევრებუ-
ლი ძილით.
როდესაც ბოლო აიყვანა ხელში, დედამ შენიშნა, რომ ბავშვი
უყურებდა. ხუჭუჭი თმა და ფართოდ დაჭყეტილი თვალები ჰქონ-
და, მზერა კი პატარა უცხო ღვთაებასავით განმსჭვალავი და შე-
მაწუხებელი. უცნაურად მოწყალე და მფარველი ღიმილით იღი-
მებოდა.
თავის ულუფას დაეწაფა. დროდადრო ჩერდებოდა, ყლაპვას
წყვეტდა, მაგრამ ძუძუსთავით პირში დედას ახედავდა და თვალს
არ აშორებდა.
როცა დაამთავრა, დედამ მარცხნივ მოიწვინა და ზურგი შეაქ-
ცია. ოთახში სამი ბავშვის სუსტი სუნთქვის ხმა ისმოდა.
41 მკითხველთა ლიგა
კვლავაც აფორიაქებული კლემანტინი გაიზმორა და ძილ--
ბურანს მინებდა. სამივე სახვევიდან ოფლის მძაფრი სუნი ამო-
დიოდა. დედას რაღაც მაჯლაჯუნა ეზმანა.

42 მკითხველთა ლიგა
XIV

ანჟელს მანქანა გარაჟიდან გამოეყვანა და მკვდარჟაკს უცდი-


და. ფსიქიატრი მომაჯადოებელი პანორამის თვალიერებაში შე-
ყოვნდა - იდგა და იისფერ ზღვას, ბოლისფერ მბრწყინავ ცას, ბა-
ღის ხეებს, ყვავილებს და ფერთა ამ კორიანტელიდან ამოწვე-
რილ თეთრ და მდგრად სახლს თვალს ვერ სწყვეტდა.
მკვდარჟაკმა პატარა ყვითელი ყვავილი მოწყვიტა და ანჟელს
გვერდით მიუჯდა. ძველისძველი, კანჯოსმაგვარძარიანი მანქანა
იყო, არც ისე კომფორტული, მაგრამ საიმედო. ღია უკანა მხარე
ორ ჯაჭვს ეჭირა და გრილი სუფთა ჰაერი ბარაქიანად უქიქინებდა
შიგნით.
- რა ხედია! - შესძახა მკვდარჟაკმა. - რა ყვავილები! რა სილა-
მაზე! რა…
- დიახ, - დაეთანხმა ანჟელი.
მტვრიან გზაზე სიჩქარეს მოუმატა. მანქანის უკან ღრუბელი
ამოდიოდა და ფოროვან ბალახზე ეშვებოდა. მკვდარჟაკი ამ ბა-
ლახს უკვე შესჩვეოდა.
ერთმა თხამ, რომელიც გზის პირას იდგა, რქები დაიქნია და
ანჟელმაც შეუჩერა.
- დაჯე, - უთხრა ცხოველს.
თხა მანქანის ძარაზე შეხტა და მათ უკან მოკალათდა.
- ეს თხები ყველანი ავტოსტოპით დადიან, - აუხსნა ანჟელმა, -
და რაკი მე არავითარი საფუძველი არა მაქვს, ურთიერთობა გა-
ვიფუჭო აქაურ გლეხობასთან…
აღარ დაამთავრა ფრაზა.
- მესმის, - თავი დაუქნია მკვდარჟაკმა.

43 მკითხველთა ლიგა
მოშორებით ერთი ღორიც ჩაისვეს. ორივე ცხოველი მანქანი-
დან სოფლის შესასვლელთან ჩავიდა და იქიდან თავ-თავიანთი
ფერმებისკენ გაეშურნენ.
- როდესაც წყნარად იქცევიან, სასეირნოდ უშვებენ, - დაუმატა
ანჟელმა. - თუ არადა სჯიან და სცემენ. ან ამწყვდევენ. ან კიდევ
არც აციებენ, არც აცხელებენ და ვახშმად მიირთმევენ.
- ჰო… - გამოთაყვანებული სახით ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
ანჟელის მანქანა სადურგლოს წინ გაჩერდა. ორივენი გადმო-
ვიდნენ. ამჯერად პატარა წინკარში წაგრძელებული ყუთი იდო.
შიგ წინა დღით მუხის დირის მჩორკნელი მჭლე და გაფითრებუ-
ლი პატარა შეგირდის ცხედარი ესვენა. ზედ დაგდებული რაღაც
ძველი ტომრიდან ხელ-ფეხი მოუჩანდა.
- არის ვინმე? - დაიყვირა ანჟელმა და მაგიდაზე დააკაკუნა.
დურგალი გამოჩნდა. სახელოსნოდან გუშინდელივით ისმო-
და კაკაკუკი. უთუოდ სხვა შეგირდი იქნებოდა. კაცმა სახელოთი
ცხვირი მოიწმინდა.
- საწოლებს მოაკითხე? - ჰკითხა ანჟელს.
- ჰო, - მიუგო ანჟელმა.
- კაი, წაიღე, - უთხრა კაცმა. - აგერაა.
სახელოსნოსკენ გაიშვირა ხელი.
- მოდი, მომეხმარე, - უთხრა ანჟელმა.
ორივენი თვალს მიეფარნენ. მკვდარჟაკმა ხელი აუქნია მომ-
სხო ბუზს, რომელიც წრიულად დაფრინავდა და მკვდარ, მიტ-
კლისფერ ბავშვს თავზე დაჰბზუოდა.
დურგალმა და ანჟელმა ფიცრებად დაშლილი საწოლები მან-
ქანაში ჩააწყვეს.
- ბარემ ესეც გააყოლე ხელს, - უთხრა დურგალმა და თითი გა-
იშვირა ყუთისკენ, რომელშიც შეგირდი ესვენა.
- კარგი, - მიუგო ანჟელმა, - ჩადე.

44 მკითხველთა ლიგა
დურგალმა ყუთი აიღო და მანქანას დაუდო. გზას გაუდგნენ და
ცოტა ხნის შემდეგ ისევ წითელი ნაკადულის გასწვრივ აღმოჩ-
ნდნენ. ანჟელი გაჩერდა, მანქანიდან გადავიდა და ყუთს დას-
წვდა. მომცრო ყუთი მჩატეც გამოდგა. იოლად ასწია, ნაკადუ-
ლამდე მიიტანა და წყალში გადაუძახა. ხე იმწუთასვე ჩაიძირა.
ბავშვის ცხედარი კი ამოტივტივდა და ნაკადულის ნელმა დინებამ
ისე წაიღო, გეგონებოდა ცვილის უძრავ სუფრაზე იწვაო.
ყოველ შეჯანჯღარებაზე მანქანაში ფიცრები ერთმანეთს ეხ-
ლებოდა.

45 მკითხველთა ლიგა
XV

31 აგვისტო
მკვდარჟაკის ოთახი მეორე სართულზე, ფილაქნებით მოპირ-
კეთებული დერეფნის ბოლოს, ზღვის მხარეს, მდებარეობდა.
დრაცენის ღონიერი საცეცები ფანჯრის ქვედა მინას ფარავდა. მი-
სი მწვანე ფურცლების თავზე ზღვა მოჩანდა. მთლიანად ფიჭვის
გალაქულ-გადაწებებული ფიცრებით გაწყობილ, არცთუ ისე მა-
ღალჭერიან კვადრატულ ოთახში გუმფისის სუნი იდგა. ჭერზე
ასევე გალაქული ფიჭვის გრძელ-გრძელი დირეები ოდნავ დახ-
რილი სახურავის ჩონჩხს გამოსახავდა, კუთხეებში კი გამოჩორ-
კნილი და დაბრეცილი საბჯენები ჰქონდა შეყუდებული. მთელი
ავეჯი ლიმონის ხის დაბალი საწოლის, წითელტარსიკონგადაკ-
რული, საკმაოდ შთამბეჭდავი საწერი მაგიდის, ამას შეხამებული
სავარძლისა და მრავალნაწილიანი კარადისგან შედგებოდა,
რომლის სარკეშიც ოთახის ფანჯარა ირეკლებოდა. ისევე, რო-
გორც მთელ სახლში, იატაკზე აქაც ეგო ფორებიანი და ღია ყვი-
თელი, ამჯერად პატარა რომბის ფორმის ფილები, რომლის ნახე-
ვარიც შავი შალის ხალიჩის ქვეშ იყო მოქცეული. კედლებზე არა-
ფერი არ ეკიდა, არც ნახატები და არც ფოტოები. დაბალი კარით
სააბაზანო ოთახში შეხვიდოდით.
მკვდარჟაკმა ხელ-პირი დაიბანა და გასასვლელად გამოეწყო.
თავისი ფსიქიატრის პროფესიონალური კოსტიუმი გვერდზე გა-
დაედო და ახლა რბილი ტყავის კარგად შემოტკეცილი შარვალი,
მეწამული აბრეშუმის პერანგი და შარვლის ფერს შეხამებული
წაბლისფერი ხავერდის განიერი პიჯაკი ეცვა. მეწამულივე სან-
დლების თასმები შეიკრა და ოთახიდან გავიდა. სოფელში უნდა
ჩასულიყო მღვდელთან საკვირაო ცერემონიაზე შესათანხებლად
და ამიტომ სადად ჩაიცვა.
46 მკითხველთა ლიგა
დერეფანში თვალი მოჰკრა თავისი ოთახისკენ მიმავალ კლე-
მანტინს. პირველად ამდგარიყო და ბაღში გასულიყო სასეირ-
ნოდ. ხელიც დაუქნია კარის დახურვის წინ.
მკვდარჟაკი ქვევით ჩავიდა. ანჟელს ჯერ კიდევ ეძინა. საუზ-
მისთვის არ დაუცდია, ისე გავიდა ბაღში. ველური ფარსმანდუკის
ახლად ამოყრილი ფოთლები დილის გრილ კუდბაწარში ტკაცუ-
ნობდნენ.
მიწა აზბესტივით მშრალი იყო. ჭაში წყალი გუშინდელივით
დუღდა და ბუყბუყებდა, ბროლივით გამჭვირვალე ცა კი წვიმის
ნიშანწყალს არ იძლეოდა. მკვდარჟაკი სოფლის გზას გაუდგა,
რომელსაც უკვე შეჩვეული იყო და ისე გრძელი აღარ ეჩვენებო-
და.
ჯერ არ ენახა ეკლესია, რომლის სამრეკლოც მეზობელი სახ-
ლებისა და ფერმების სახურავებზე ოდნავ მაღალი თუ იყო. იქამ-
დე მისასვლელად კარგა ხანს მოუწია წითელი ნაკადულის გას-
წვრივ სიარული. დაჰყურებდა წყალუხვ ნაკადულს და თმა ყალ-
ყზე უდგებოდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა იმალებოდა ამ გადატ-
კეცილი ზედაპირის ქვეშ.
გზაც უხვევდა და ნაკადულიც. რუხი ნაგებობები, რომლებიც
წყლის მარცხენა ნაპირს მიუყვებოდა, მოსახვევის გადაღმა ხედს
უფარავდა მკვდარჟაკს.
კიდევ ორმოცდაათი მეტრიც და, პირდაპირ, საკმაოდ შორს
ეკლესია ამოიწვერა. წითელ ნაკადულზე კი უძრავი ნავი გამოჩ-
ნდა. აქეთ-იქიდან ნიჩბები ეკიდა. მისკენ სამი მეოთხედით მიშვე-
რილი ნავის ცხვირთან გაუგებრად მოძრავი რაღაც ბნელი ფორ-
მა შენიშნა და გასარკვევად მიუახლოვდა.
ნავის დონემდე რომ ჩავიდა, ვიღაც კაცი დაინახა, რომელიც
ნავის კიდეს ეჭიდებოდა და, გამწარებული, ზედ აძრომას ლამობ-
და. წითელი ნაკადულის წყალი ტანსაცმელზე ბრჭყვიალა მარგა-
ლიტებივით გადასდიოდა, მაგრამ არ ასველებდა. პლანშირის
47 მკითხველთა ლიგა
უკნიდან თავი გამოუჩნდა. ნავი ქანაობდა და მისი მოძრაობების
შესაბამისად ტრიალებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მკვდარჟაკმა
მისი სახე გაარჩია. კაცმა ბოლო ცდით ხელის და ფეხის ამოწევა
მოახერხა, გადაძვრა და ნავის ძირზე დაენარცხა. საკმაოდ ასა-
კოვანი მამაკაცი ჩანდა. ჩაცვენილი ლოყები და სადღაც შორეთ-
ში მომზირალი ლურჯი თვალები ჰქონდა. სუფთად იყო გაპარსუ-
ლი, თეთრი და გრძელი თმა კი ერთდროულად ღირსეულ და უწ-
ყინარ გამომეტყველებას ანიჭებდა, თუმცა უძრავ პირზე ბედის
სიმწარე ეტყობოდა. აწ კბილებით რაღაც საგანი ეჭირა, რომე-
ლიც მკვდარჟაკმა ვერაფრით ვერ გაარჩია.
გადაწყვიტა, მაინც გამოლაპარაკებოდა:
- რამე ხომ არ გიჭირთ? - ჰკითხა მან.
კაცი წამოიმართა და დაჯდომაც მოახერხა. ყბა გახსნა და
ნივთს კბილები გაუშვა.
- რა ბრძანეთ? - ჰკითხა მან.
ნიჩბებისკენ დაიხარა და ნავი ნაპირისკენ დაძრა. რამდენიმე
მოსმით მოაყენა. ასე და ამგვარად, მკვდარჟაკმა შენიშნა, რომ
ნაპირი ვერტიკალურად იძირებოდა და ნაზი ქსოვილივით ჩა-
დიოდა წყლის ქვეშ.
- ხომ არ მოგეშველოთ-მეთქი? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
კაცმა მზერა შეავლო. ტომარა და რაღაც დაფლეთილი ძონძე-
ბი ეცვა.
- აქაური არ ბრძანდებით, ხომ? - ჰკითხა მან.
- არა, - მიუგო მკვდარჟაკმა.
- თორემ ეგრე არ დამელაპარაკებოდით, - თითქმის თავის-
თვის ჩაილაპარაკა კაცმა.
- შეიძლება დამხრჩვალიყავით, - უთხრა მკვდარჟაკმა.
- ამ წყალში არა, - მიუგო კაცმა. - სულ იცვლება, ზოგჯერ ხე
იძირება, ხანდახან კი ქვა რჩება ზედაპირზე. ადამიანის სხეული
კი ყოველთვის ტივტივებს და არასდროს არ იძირება.
48 მკითხველთა ლიგა
- რა მოხდა? - ჰკითხა მკვდარჟაკმა. - ნავიდან გადავარდით?
- სამუშაოს ვასრულებდი, - აუხსნა კაცმა. - ამ წყალში მკვდარ
რაღაცეებს ყრიან, მე კიდევ ისინი კბილებით უნდა დავიჭირო და
ამოვიღო. ამაში მიხდიან ფულს.
- კი მაგრამ, ბადითაც ხომ შეიძლება მაგის გაკეთება? - ჩაურ-
თო მკვდარჟაკმა.
რაღაცნაირად შეშფოთდა და შეწუხდა, ისეთი განცდა დაეუფ-
ლა, თითქოს უცხოპლანეტელს ესაუბრებოდა. ცნობილი გან-
ცდაა, ნამდვილად, ნამდვილად.
- კბილებით უნდა ამოვიღო, - გაიმეორა კაცმა. - მკვდარი და
დამპალი რაღაცეები. ამისთვის ყრიან აქ. ხშირად განგებ ტოვე-
ბენ დასალპობად აქ, რომ მერე ჩაყრა შეეძლოთ. მე კიდევ პირით
უნდა ამოვიტანო. რომ კბილებმა გახეთქოს და პირში ჩამეღვა-
როს. რომ სახეზე მომეცხოს.
- ბევრს გიხდიან მაგაში? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- ნავს მაძლევენ… და კიდევ სირცხვილს და ოქროს მიხდიან, -
მიუგო კაცმა.
„სირცხვილის“ გაგონებაზე მკვდარჟაკმა ჯერ უნებლიეთ უკან
დაიხია, მერე კი მყისვე გაბრაზდა ამ მოძრაობაზე.
- სახლი მაქვს, - განაგრძო კაცმა და მკვდარჟაკის მოძრაობა-
ზე გაეღიმა. - საჭმელს მაძლევენ. ოქროს მაძლევენ. მაგრამ მისი
დახარჯვის უფლება არა მაქვს. არავის არ უნდა, რამე მომყიდოს.
მაქვს სახლი და ბევრი ოქრო, მაგრამ მთელი სოფლის სირცხვი-
ლი მე უნდა ვყლაპო და ვინელო. იმაში მიხდიან, რომ იმათ ნაც-
ვლად მე მქენჯნიდეს სინდისი. იმ სიცუდის და იმ უკუღმართობის-
თვის, რასაც ისინი სჩადიან. ყველა მათი მანკიერებისთვის. ყვე-
ლა მათი დანაშაულისთვის. მოხუცთა ბაზრობისთვის. ნაწამები
ცხოველებისთვის. შეგირდებისთვის. ნაგვისთვის.
წამით შეჩერდა.

49 მკითხველთა ლიგა
- თუმცა თქვენ ეს რაში გაინტერესებთ? - განაგრძო მან. - ხომ
მაინც არ აპირებთ აქ დარჩენას…
ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა.
- ვაპირებ, - ამოღერღა ბოლოს მკვდარჟაკმა. - ვაპირებ აქ
დარჩენას.
- მაშინ თქვენც ამათნაირი გახდებით, - უთხრა კაცმა. - თქვენც
სუფთა სინდისით იცხოვრებთ, თქვენც მე დამაცლით თავზე
თქვენს სირცხვილს და დამამძიმებთ მისი წონით. თქვენც მომ-
ცემთ ოქროს, მაგრამ არაფერს მომყიდით, არაფერს მომცემთ
ჩემი ოქროს სანაცვლოდ.
- რა გქვიათ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- შარავანდი, - უპასუხა კაცმა. - შარავანდს მეძახიან. ეს ამ ნა-
ვის სახელია. მე სახელიც აღარა მაქვს.
- გნახავთ კიდევ… - დაჰპირდა მკვდარჟაკი.
- თქვენც ამათნაირი გახდებით-მეთქი, - გაიმეორა კაცმა. -
აღარ გამომელაპარაკებით. ფულს გადამიხდით და თქვენს სი-
ბილწეებს მე დამიყრით… თქვენს სირცხვილსაც…
- რატომ შვრებით მაგას? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
კაცმა მხრები აიჩეჩა.
- ჩემამდე სხვა იყო, - უპასუხა მან.
- და როგორ შეცვალეთ ის? - არ მოეშვა მკვდარჟაკი.
- პირველივე, ვისაც ჩემზე მეტად შერცხვება, ამ ადგილს
დაიკავებს, - აუხსნა კაცმა. - მუდამ ასე იქცეოდნენ ამ სოფელში.
ძალიან მორწმუნეები არიან. აი ასეთი სინდის-ნამუსი აქვთ. სინ-
დისმა არ უნდა დაგქენჯნოს, მაგრამ თუ ვინმე მოისუსტებს… თუ
ვინმე ვერ გაუძლებს და აღშფოთდება…
- მაშინვე შარავანდზე დასვამენ… - დაასრულა სათქმელი
მკვდარჟაკმა. - ანუ თქვენ ოდესღაც აღშფოთდით…

50 მკითხველთა ლიგა
- ეჰ, ისე ხშირად აღარ ხდება ეგეთები… - ჩაილაპარაკა კაცმა.
- შეიძლება სულაც უკანასკნელი ვიყო მე. დედაჩემი აქაური არ
იყო.
საწყის პოზიციას დაუბრუნდა და ნიჩბებს დასწვდა.
- ახლა კი უნდა ვიმუშაო, - დასძინა ბოლოს. - ნახვამდის.
- ნახვამდის, - გამოემშვიდობა მკვდარჟაკი.
თვალი გააყოლა წყლის წითელ ბზინვარებაზე აუჩქარებლად
გალივლივებულ ნავს და გზა განაგრძო. ბუდეში ჩადებული ქათ-
მის კვერცხისმაგვარი ეკლესია შორს აღარ იყო. მივიდა, შვიდივე
საფეხური მკვირცხლად აიარა და შევიდა. ვიდრე მღვდელს
დაელაპარაკებოდა, უნდოდა, შიგნიდან შეეთვალიერებინა.

51 მკითხველთა ლიგა
XVI

კოჭებისა და ძელების ხლართულ ბადეს კვერცხისმაგვარი ნა-


ვის შავი ფიქლის სახურავი ეჭირა. მკვდარჟაკის წინ მწვანე სა-
კულტო ნივთებით დამშვენებული მუქი გრანიტის საკურთხეველი
აღმართულიყო. ორ ძელს შუიდან, მარჯვნივ, ახალთახალი კა-
თედრის ღიადარაბებიანი თეთრი სილუეტი გამოკრთოდა.
მკვდარჟაკი პირველად ხედავდა ასე ოსტატურად ნაგებ კვერ-
ცხის ფორმის ეკლესიას, რომელსაც არც ქვის სვეტები ჰქონდა,
არც თაღები, არც გადაჯვარედინებული თაღის ისრები, არც ბუკ--
ნაღარა და არც ხვალინდელი დღის დარდი. უცნაურად მორგებუ-
ლი ხის მოგრძო ნაჭრები მძლავრი კედლების გაყოლებაზე მიიკ-
ლაკნებოდა და მის გეოდეზიურ არმატურას წარმოადგენდა. მთა-
ვარი ნაჭრების სიღრმეში საგანგებო რუდუნებით ამოკვეთილი
ნაირ-ნაირი ქანდაკებები მრავალფერადი ეჩვენა მკვდარჟაკს,
ჩრდილში მოქცეულ წმინდანებს, გველებსა და ეშმაკებს კი თვა-
ლები უცნაურზე უცნაურად უბრწყინავდათ. ნავის შიდა სივრცე
სრულიად ცარიელი იყო. საკურთხევლის თავზე დამაგრებული
ოვალური ვიტრაჟი, რომელშიც ზღვისფერი ლურჯი ჭარბობდა,
ასე თუ ისე ნათელს ჰფენდა იქაურობას. უამვიტრაჟოდ სრული
უკუნეთი ჩამოწვებოდა ეკლესიაში. საკურთხევლის აქეთ-იქით
თითო მრავალსანთლიანი შანდალი ენთო. სანთლების მბჟუტავი
ალის უბადრუკი ციმციმი ოდნავ თუ არღვევდა გამეფებულ
წყვდიადს.
ძირს, შემოსასვლელიდან საკურთხევლამდე ჩალის სქელი
ფენა ეგო. მკვდარჟაკიც ამ ბილიკს დაადგა. რაკიღა სიბნელეს
ნელ-ნელა თვალი შეაჩვია, საკურთხევლის უკან და მარჯვნივ შე-
ღებული კარის ნაცრისფერი მართკუთხედი დალანდა, იფიქრა,

52 მკითხველთა ლიგა
ნამდვილად სამკვეთლო და მღვდლის მოსასვენებელიაო, და
იქით გაემართა.
კარში შევიდა და კარადებითა და ნაირ-ნაირი ნივთებით გამო-
ჭედილ პატარა მოგრძო ოთახში ამოყო თავი. სიღრმეში მეორე
კარი გამოჩნდა, საიდანაც ჩურჩულის ხმა მოისმოდა. ხის კედელ-
ზე მკვდარჟაკმა სამჯერ მიარაკუნა ფალანგები.
- შეიძლება შემოვიდე? - იკითხა ხმადაბლა.
საუბრის ხმა შეწყდა.
- შემობრძანდით! - გაიგონა მკვდარჟაკმა.
მიპატიჟებას დამორჩილდა და მეორე კარშიც შეაბიჯა.
იქ მღვდელი იჯდა და მნათეს ესაუბრებოდა. მკვდარჟაკის და-
ნახვაზე ზეზე წამოდგნენ.
- გამარჯობა, - მიესალმა მკვდარჟაკი. - მღვდელი ბრძანდე-
ბით, ხომ?
- გაგიმარჯოთ, ბატონო ჩემო, - სალამი დაუბრუნა მღვდელმა.
მეჭეჭებიანი კაცი იყო, შავთვალა და წარბა. გრძელი და
ხმელ-ხმელი ხელები გადაჯვარედინებულად ეჭირა საუბრის
დროს. სიარულისას კი მკვდარჟაკმა შენიშნა, რომ ოდნავ
მოიკოჭლებდა.
- მინდა დაგელაპარაკოთ, - უთხრა მკვდარჟაკმა.
- დამელაპარაკეთ… - ნება დართო მღვდელმა.
- ნათლობის თაობაზე, - აუხსნა მკვდარჟაკმა. - კვირას გცალი-
ათ?
- ყველას თავისი საქმე აქვს. ჩემი საქმე ეს არის, - უთხრა
მღვდელმა.
- კბოდეზე რომ სახლია, სამი ტყუპისცალი დაიბადა, - დაიწყო
მკვდარჟაკმა. - ჟოელი, ნოელი და სიტროენი. ყველაფერი კვირა
საღამოს უნდა დამთავრდეს.
- წირვაზე მობრძანდით კვირას და საათს გეტყვით, - უთხრა
მღვდელმა.
53 მკითხველთა ლიგა
- წირვებზე არ დავდივარ… - იუარა მკვდარჟაკმა.
- მით უმეტეს, - ჩაურთო მღვდელმა. - გაერთობით. ერთი კაცი
მაინც დაესწრებით ისეთი, ვისთვისაც ჩემი სიტყვები ახალი იქნე-
ბა.
- მე რელიგიის წინააღმდეგი ვარ, - განაცხადა მკვდარჟაკმა. -
თუმცა არც იმ აზრს უარვყოფ, რომ სოფლად ის შეიძლება სასარ-
გებლო იყოს.
მღვდელმა ჩაიხითხითა.
- სასარგებლოო!.. რელიგია ფუფუნებაა, - შესძახა მან. - სა-
სარგებლო რაღაცად კი ვიღაც ბატისტვინებს უნდათ, რომ აქცი-
ონ.
ამაყად გასწორდა წელში და აღგზნებული კოჭლაკოჭლაობით
ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში.
- მაგრამ მე უარზე ვდგავარ, - მტკიცედ შესძახა მან. - ჩემი რე-
ლიგია ფუფუნებად დარჩება!
- იმაზე მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა, რომ სოფ-
ლად მღვდელს კიდევ ეთქმის სიტყვა, - აუხსნა მკვდარჟაკმა. - მან
უნდა მართოს გლეხების უხეში ტვინები, ჩადენილ შეცდომებზე
მიუთითოს, თვალი აუხილოს მეტისმეტად მიწიერი ცხოვრების
საფრთხეზე, მუხრუჭის როლი შეასრულოს მათი ცუდი ინსტინ-
ქტების შესაჩერებლად… არ ვიცი, საქმის კურსში ხართ თუ არა,
რაც ამ სოფელში ხდება… მე… ისააა… მე სულ ამას წინათ ჩამოვე-
დი და არ მინდა, არც მსაჯულად მოგევლინოთ, არც ჩემი რეაქცია
მოგახვიოთ თავს ერთ რაღაცაზე, რაც თქვენ უთუოდ ბუნებრივად
გეჩვენებათ მას შემდეგ, რაც ის არსებობს… ჰმმმ… მაგალითად,
რომ მღვდელმა თავისი მაღალი კათედრიდან გაკიცხოს ქურდო-
ბა და დაგმოს ახალგაზრდების ნაადრევი სქესობრივი კავშირე-
ბი, რათა უმსგავსობამ და ავხორცობამ მთელი მისი ოლქი არ მო-
იცვას…
- ოლქი არა, მრევლი… - შეუსწორა მნათემ.
54 მკითხველთა ლიგა
- ჰო, მრევლი… - გაიმეორა მკვდარჟაკმა. - რას ვამბობდი?
- არ ვიცი, - მოუჭრა მღვდელმა.
- ჰო, ისააა… - გაბედა ბოლოს მკვდარჟაკმა, - აი ეს მოხუცთა
ბაზრობა. წარმოუდგენელი სიგიჟეა!
- რომელ საუკუნეში ცხოვრობთ? - შეჰყვირა მღვდელმა. - მო-
ხუცთა ბაზრობაო? სულ ფეხებზე არ მკიდია ეგ თქვენი მოხუცთა
ბაზრობა, ბატონო ჩემო? ის ხალხი იტანჯება… და ვინც ამქვეყნად
იტანჯება, ის სამოთხეში იმკვიდრებს ადგილს. ეს ტანჯვა თავის-
თავად არც ისე უსარგებლოა, სხვათა შორის, მაგრამ, სიმართლე
ითქვას, მე მხოლოდ ამ ტანჯვის გამომწვევი მიზეზები არ მასვე-
ნებს. ჩემი შეშფოთება კი იქიდან მომდინარეობს, რომ ისინი
ღმერთის გამო არ იტანჯებიან. ეგენი ცხოველები არიან. აკი მო-
გახსენეთ სულ ცოტა ხნის წინ, რელიგია მაგათთვის
საშუალებაა-მეთქი… ეგ მიწიერი ცხოველები, ეგენი…
ლაპარაკის დროს თანდათანობით გამოცოცხლდა და თვალე-
ბი მხურვალე ელვარებით დააკვესა.
- ეგენი ეკლესიაში მძლეთამძლეებად შემოდიან. არც მეტი და
არც ნაკლები. და იცით, რას მთხოვენ? რომ საბეგველამ კარგად
იხაროს. სულის სიმშვიდე, ბატონო ჩემო, სულ ფეხებზე ჰკიდიათ!
იმიტომ, რომ უკვე აქვთ! იმიტომ, რომ შარავანდი ჰყავთ! მაგრამ
მე ბოლომდე ვიბრძოლებ და მაგათ ქედს არ მოვუხრი. საბეგვე-
ლას არ გავახარებ. ღმერთის წყალობით… მე ერთგული მეგობ-
რები მყავს. ცოტანი, მაგრამ ბოლომდე მხარში ამომდგომნი.
ჩაიხითხითა.
- მობრძანდით კვირადღეს და ნახავთ… ნახავთ, ჭირს ჭირით
როგორ უმკლავდებიან. მაგ საქონლებს ერთმანეთის პირისპირ
დავაყენებ… მაგათი უმოქმედობა კიდევ უფრო დიდ უმოქმედო-
ბას შეასკდება… და ეს დაჯახება შობს წუხილს, რომელიც მაგათ
სარწმუნოებასთან… ფუფუნებასთან მოიყვანს!.. იმ ფუფუნებას-
თან, რომლის ნებაც ღმერთმა დიდსულოვნად უბოძა მაგათ.
55 მკითხველთა ლიგა
- ნათლობას რა ვუყოთ? - შეახსენა მკვდარჟაკმა. - კვირას ნა-
შუადღევს იყოს?
- ზუსტ დროს წირვის დასრულებისთანავე მოგახსენებთ--
მეთქი, - გაუმეორა მღვდელმა.
- კეთილი, - მიუგო მკვდარჟაკმა. - ნახვამდის, მამაო. შემოს-
ვლისას დავათვალიერე და ძალიან მომეწონა თქვენი ეკლესია.
უცნაურადაა ნაგები.
- უცნაურად, უცნაურად, - დაეთანხმა ფიქრებში გართული
მღვდელი.
და დაჯდა, მკვდარჟაკი კი იქიდან გავიდა, საიდანაც შემოვიდა.
ოდნავ დაღლილობას გრძნობდა.
- გამიჭირა საქმე კლემანტინმა. ბოლო არ უჩანს მის დავალე-
ბებს, - გაიფიქრა ხმამაღლა. - როგორ გამიხარდება, სამივენი
რომ დაიზრდებიან. თან ეს იძულებითი წირვა…
საღამოვდებოდა.
- არა, ეს იძულებითი წირვა მაინც რა აღმაშფოთებელი ამბა-
ვია!
- აღმაშფოთებელი ამბავია, - კვერი დაუკრა ერთ-ერთ კედელ-
ზე შემოსკუპებულმა შავმა კატამ.
მკვდარჟაკმა ახედა. კატა აკრუტუნდა და ყვითელ თვალებში
ვერტიკალური შავი ხაზები გაუჩნდა.
- აღმაშფოთებელი ამბავია! - გაიმეორა მკვდარჟაკმა და
მრგვალი, ცილინდრული და რბილი ბალახი მოგლიჯა.
ცოტათი რომ გასცდა, ისევ მოტრიალდა. კატას შეხედა, შე-
ჭოჭმანდა და ისევ გზა განაგრძო.

XVII

კვირა, 2 სექტემბერი
56 მკითხველთა ლიგა
წასასვლელად გამზადებული მკვდარჟაკი დერეფანში დაბო-
რიალებდა. ისევ თავისი სერიოზული ტანისამოსი ეცვა და ისე
ეხამუშებოდა, გეგონებოდა, კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობი
დგას ცარიელ სცენაზეო. ძიძა, როგორც იქნა, გამოჩნდა.
- დიდხანს უნდებით, - გაკიცხა მკვდარჟაკმა.
- იმიტომ, რომ ვლამაზდებოდი, - აუხსნა ძიძამ.
ტანთ თეთრი პიკეს ჭეშმარიტად სადღესასწაულო კაბა ემოსა,
ფეხზე კი შავი ფეხსაცმელი ეცვა. თავზე შავი ქუდი ეხურა და ხე-
ლებს ყაჭისგან დართული ძაფის თეთრი ხელთათმანები უმშვე-
ნებდა. ხელთ გაცვეთილი ტყავისყდიანი ლოცვანი ჰქონდა. სახე
უბრწყინავდა, ტუჩები კი უშნოდ ჰქონდა წათხიპნილი. დიდრონი
ძუძუები კორსაჟს უწელავდა, ხოლო თეძოების ღონიერი მოხაზუ-
ლობა კეთილსინდისიერად ავსებდა კაბის დარჩენილ ნაწილს.
- წავიდეთ, - უთხრა მკვდარჟაკმა.
გავიდნენ. გოგო დამფრთხალი ჩანდა და პატივისცემის ნიშ-
ნად ცდილობდა, სუნთქვისას არ ეხმაურა.
- მაშასადამე, როდის გაგაფსიქოანალიზოთ? - სალაზღანდა-
როდ ჰკითხა მკვდარჟაკმა ასიოდ მეტრის გავლის შემდეგ.
გოგოს სახე აელანძა და ქვეშქვეშად გახედა. რაღაც სქელი
ღობის გასწვრივ მიდიოდნენ.
- ახლავე შეგვიძლია, წირვამდე, - სასოებით შესძახა გოგო-
ნამ.
ფსიქიატრს წითური წვერი შეუთრთოლდა იმის გაფიქრებაზე,
თუ რა გაიფიქრა გოგომ, მტკიცედ ჩაავლო ხელი და გზისპირის-
კენ წარუძღვა. თვალს რომ მოჰფარებოდნენ კედლის მიღმა, რა-
ღაც ვიწრო და ჯაგნარიანი შესაძვრომი ნახეს, სადაც მკვდარჟაკს
თავისი ლამაზი კოსტიუმი შემოეფხრიწ-შემოეძენძა.
კარგად დაცულ პატარა მდელოზე ამოყვეს თავი. ძიძამ
ფრთხილად მოიხადა შავი ქუდი.

57 მკითხველთა ლიგა
- ჯობს, არ გავაფუჭო, - თქვა გოგომ. - თანაც აი, ნახეთ, სულ
გავმწვანდები, ძირს თუ გავწვებით.
- ოთხზე დადექით, - შესთავაზა მკვდარჟაკმა.
- რა თქმა უნდა, - ისე დაეთანხმა გოგო, გეგონება, საერთო-
დაც მარტო ასე, დაოთხებულ პოზაში შეიძლებაო.
თავდაუზოგავი გარჯისას ფსიქიატრი ხედავდა, როგორ ეჭიმე-
ბოდა და უდუნდებოდა გოგონას მოკლე კისერი. რაკიღა ცუდად
იყო დავარცხნილი, რამდენიმე ქერა კულული ქარზე უფრიალებ-
და. წაკუზულს მძაფრი სუნი უდიოდა, მაგრამ მკვდარჟაკი მათ
სახლში დაბინავების შემდეგ არც ერთხელ არ გაჯაჯგურებულიყო
და ეს ცოტა არ იყოს ველური სუნი ესიამოვნა კიდეც. სავსებით
გასაგები ადამიანური მოსაზრებით გოგონას ბავშვის ჩასახვა
ააცილა.
წირვა სულ რაღაც ათი წუთის დაწყებული იქნებოდა, როცა ეკ-
ლესიას მიადგნენ. მანქანების და ეტლების რიცხვით თუ იმსჯე-
ლებდა კაცი, კვერცხისებრი ნავი გადაჭედილი უნდა ყოფილიყო.
საფეხურების ავლამდე მკვდარჟაკმა ჯერ კიდევ ალეწილ და ოდ-
ნავ დარცხვენილ გოგონას გახედა.
- მოვიდე საღამოს? - ჩაიჩურჩულა გოგონამ.
- ჰო, - მიუგო მან, - და შენი ცხოვრება მიამბე.
გოგომ გაკვირვებულმა აათვალ-ჩაათვალიერა მკვდარჟაკი,
მიხვდა, რომ არ ხუმრობდა და დაბნეულად დაუქნია თავი. შევიდ-
ნენ და მონდომებით გახეხილ-გაპრიალებულ ხალხს შეერივნენ.
ტევა აღარ იყო. მკვდარჟაკი გოგოს ეკვროდა და ცხოველური სუ-
ნი ნესტოებს უვსებდა. ძიძას იღლიებთან ხვითქის კვალი რგო-
ლებად ეტყობოდა.
მღვდელი ლაქლაქს ამთავრებდა და კათედრაზე ასასვლე-
ლად ემზადებოდა. სულის შემხუთველი სიცხისგან ხალხს გული
უწუხდებოდა და ქალები კორსაჟის თასმებს იხსნიდნენ. თუმცა
კაცებს კვლავაც ბოლომდე ჰქონდათ შეკრული შავი ქურთუკები
58 მკითხველთა ლიგა
და გახამებული საყელოები. მკვდარჟაკი ირგვლივ სახეებს ათვა-
ლიერებდა; ყველანი ცოცხლები, ძლიერები და ურყევები იყვნენ
და ქარდაკრული და მზისგან გარუჯული სახეები ჰქონდათ.
მღვდელმა თეთრი, ღიადარაბებიანი კათედრის კიბე აიარა. უც-
ნაური მოდელი იყო კათედრის კვალობაზე. მკვდარჟაკს დურგა-
ლი და პატარა შეგირდი გაახსენდა და ტანში ჟრუანტელმა
დაუარა. როცა შეგირდზე დაფიქრდა, მოახლის სუნი გულის ამ-
რევი ეჩვენა.
გამოჩნდა თუ არა მღვდელი ბაცი მუხის დარაბებს შორის, ვი-
ღაც კაცი სკამზე შედგა და ღონიერი ხმით სიჩუმე მოითხოვა.
ხმაური მიწყდა. ნავში ამჯერად გაფაციცებულმა სიმშვიდემ
დაისადგურა. მკვდარჟაკის თვალები საკურთხევლის ლურჯ ვიტ-
რაჟს და კონქზე ჩამოკიდებული უამრავი ჭაღის შუქს ხედავდა,
რომლებიც იმავე ვეებერთელა ჩონჩხში გამოქანდაკებულ, ერ-
თმანეთში გადახლართულ სხეულებს ანათებდა.
- წვიმა, მამაო, წვიმა! - დაიძახა კაცმა.
ერთხმად აიტაცა მრევლმა:
- წვიმა!..
- საბეგველა გვიხმება! - განაგრძო კაცმა.
- წვიმა! - დაიბღავლა მრევლმა.
სრულიად დაყრუებულმა მკვდარჟაკმა დაინახა, როგორ აიშ-
ვირა ხელი მღვდელმა სიტყვის მოსათხოვად. ჩურჩულის ხმები
მიწყდა. დილის მზე ლურჯი ვიტრაჟის მიღმა ბრიალებდა. სუნ-
თქვა გაჭირდა.
- სოფლელებო! - შესძახა მღვდელმა.
მისი მგრგვინავი ხმა თითქოს ყველა წერტილიდან ისმოდა და
მკვდარჟაკი მიხვდა, რომ ასეთ სიმაღლეს გამაძლიერებელი
მოწყობილობის საშუალებით აღწევდა. მრევლში ზოგმა კონქის-
კენ გაიხედა, ზოგმა კედლებისკენ. არანაირი აპარატი არ ჩანდა.

59 მკითხველთა ლიგა
- სოფლელებო! - შესძახა მღვდელმა. - წვიმას კი მთხოვთ, მაგ-
რამ ვერ ეღირსებით. მაგ თქვენი ხორციელი ცხოვრების სისწო-
რეში დარწმუნებულები ინდაურებივით გაფხორილხართ და გა-
ამპარტავნებულხართ. აბეზარი და გათავხედებული მათხოვრე-
ბივით მოხვედით დღეს აქ და მოითხოვთ იმას, რასაც არანაირად
არ იმსახურებთ. არ იწვიმებს. ეგ თქვენი საბეგველა სულ არ
ენაღვლება ღმერთს! ქედი მოიხარეთ, თავები დახარეთ, სულები
მოიდრიკეთ და მე თქვენ მოგცემთ ღმერთის სიტყვას. მაგრამ
წვეთ წყალს ნუ ელოდებით. ეს ეკლესიაა, წურწურა კი არა!
ბრბო უკმაყოფილოდ აჩურჩულდა. მკვდარჟაკს მოეწონა
მღვდლის ნაუბარი.
- წვიმა-მეთქი! - გაიმეორა სკამზე შემდგარმა კაცმა.
მღვდლის ხმოვანი ქარიშხლის შემდგომ მისი ეს შეძახილი სა-
საცილო გამოდგა და დამსწრე საზოგადოება, რომელმაც ეს
დროებითი მარცხი გაიაზრა, დადუმდა.
- დაგიჩემებიათ, გინდა თუ არა ღმერთი გვწამსო! - დასჭექა
მღვდელმა. - იმიტომ რომ ეკლესიაში დადიხართ კვირაობით,
იმიტომ რომ უხეშად ეპყრობით თქვენნაირებს, იმიტომ რომ სიც-
ხვილისა არა გაგეგებათ რა და იმიტომ რომ სინდისი არ გაწუ-
ხებთ…
როდესაც მღვდელმა სიტყვა „სირცხვილი“ წარმოთქვა, უკმა-
ყოფილების გამომხატველი შეძახილები ჯერ აქა-იქიდან გაისმა,
მერე ამას ექო დაემატა და ბოლოს ერთ გრძელ ღმუილში გა-
დაიზარდა. მჯიღებშეკრული კაცები ადგილზე იდგნენ და ფეხებს
ბრაზიანად აბრაგუნებდნენ. უტყვ ქალებს პირები მოეკუმათ და
გაბოროტებული თვალებით ასცქეროდნენ მღვდელს. მკვდარ-
ჟაკს თითქოს ნელ-ნელა მიწა ეცლებოდა ფეხებიდან. ღრიანცე-
ლი თანდათანობით ჩაწყნარდა და მღვდელმა სიტყვა განაგრძო.
- რაში მენაღვლება მე თქვენი მინდვრები?! ან რაში მენაღ-
ვლება თქვენი საქონელი და შვილები?! - დაიღმუვლა მან. - მიწი-
60 მკითხველთა ლიგა
ერ და ბიწიერ ცხოვრებას ეწევით. არც კი უწყით, ფუფუნება რა
არის!.. ამ ფუფუნებას კი მე გთავაზობთ თქვენ: მე თქვენ ღმერთს
გთავაზობთ… მაგრამ ღმერთს წვიმა არ უყვარს. ღმერთს საბეგ-
ველა არ უყვარს. ღმერთს არც თქვენი ბალახბულახი ენაღვლება
და არც თქვენი ასავალ-დასავალი. ღმერთი ოქროსფარჩიანი მუ-
თაქაა, მზეში ჩასმული ალმასია, სიყვარულში გამოჭრილი ძვირ-
ფასი მორთულობაა, ოტეია, პასია, აბრეშუმის ანაფორაა, ნაქარ-
გი წინდებია, ყელსაბამები და ბეჭდებია, უზაკველი და უბრყვი-
ლოა, ელექტრობარძიმებია… არ იწვიმებს-მეთქი!
- იწვიმოს! - დაიღრიალა ორატორმა კაცმა და ამჯერად ისე
დაიხუვლა მრევლმა მის მხარდასაჭერად, თითქოს ქარიშხლიან
ცაზე მეხი გავარდაო.
- დაბრუნდით თქვენ-თქვენს ფერმებში! - გაისმა ყოველი
მხრიდან მღვდლის ბღავილის ხმა. - დაბრუნდით-მეთქი თქვენ--
თქვენს ფერმებში! ღმერთი ხვავით და ბარაქით ტკბობაა. თქვენ
კიდევ, აუცილებელის გარდა, ვერაფერზე ვერ ფიქრობთ. თქვენ
დაკარგულები ხართ მისთვის.
მკვდარჟაკის მეზობლად მდგომმა ის უეცრად გვერდზე გას-
წია, ქანი აიღო და მძიმე ქვა კათედრისკენ ისროლა. მაგრამ მუ-
ხის დარაბები უკვე ჯახანით იხურებოდა და მღვდლის ხმა ჯერ კი-
დევ ისმოდა, როდესაც რიყის ქვა ყრუ ბრაგუნით მოხვდა ერთ--
ერთი დარაბის სქელ ფიცარს.
- არ იწვიმებს-მეთქი! ღმერთი იმისთვის კი არ არის, რამეს
რომ გამორჩეთ აქ. ღმერთი სადღესასწაულო საჩუქარია, უანგა-
რო ძღვენია, პლატინის ზოდია, მხატვრული სახეა, ტკბილი ნუგ-
ბარია. თანაც ღმერთია. ის არც არავის მომხრეა და არც არავის
მოწინააღმდეგე. ის დამატებითი ულუფაა!
ხალხმა სეტყვასავით დაუშინა ქვები კათედრის ხუფს.
- წვიმა! წვიმა! წვიმა! - ერთხმად და ერთ რიტმში ხაოდა ბრბო.

61 მკითხველთა ლიგა
და ამ კაცებისგან გამოსხივებული ვნებით შეპყრობილმა
მკვდარჟაკმა მოულოდნელად გაიაზრა, რომ უნებურად აჰყვა კი-
დეც მათ.
მის ცხვირწინ, მარჯვნივ, მარცხნივ გლეხები ადგილზე დააბი-
ჯებდნენ და ფეხსაცმლის ეს ბრაგაბრუგი ისე ავსებდა ეკლესიას,
გეგონებოდა, ჯარისკაცები მიაბიჯებენ რკინის ხიდზეო. მერე
ხალხი უკნიდან მოაწვა და კათედრასთან ყველაზე ახლოს მდგო-
მი რამდენიმე კაცი კიდევ უფრო წინ მისწია, ამათაც ჯანჯღარი და-
უწყეს იმ ბოძებს, რომლებზეც კათედრა იყო შეყენებული.
- არ იწვიმებს-მეთქი! - იმეორებდა მღვდელი, რომელიც, და-
რაბებს მიღმიდანაც იგრძნობოდა, სრულ ტრანსში ჩავარდნილი-
ყო. - ანგელოზთა ფრთების თავსხმა წამოვა! ზურმუხტის თივთიკ-
თა, ალებასტრის ლარნაკთა, თვალწარმტაც ნახატთა თავსხმა
წამოვა… წყალს კი წვეთსაც ვერ ეღირსებით! ღმერთს სულ ფე-
ხებზე ჰკიდია ეგ თქვენი საბეგველაც, შვრიაც, ხორბალიც, ჭვა-
ვიც, ქერიც, სვიაც, წიწიბურაც, სამყურაც, იონჯაც, თეთრი კინწაც
და სალბიც…
მკვდარჟაკმა ძლივს მოასწრო მღვდლის ასეთი განსწავლუ-
ლობით აღტაცება, რომ მუხის ოთხივე ფეხი შუაზე გადატყდა და
ხმის გამაძლიერებლებში მღვდლის თავზარდამცემად უშვერი
გინება გაისმა, რადგანაც ვარდნისას თავი ხეთქა რაღაცას.
- ჰო, კარგი, კარგი! ჯანი გავარდეს! - გაჰკიოდა ის. - იწვიმებს!
აი, უკვე წვიმს! წვიმს-მეთქი!
ბრბო ერთბაშად მიაწყდა ეკლესიის კარს, რომელიც ფართოდ
გაიღო აქეთ-იქით. ცა უეცრად მოქუფრულიყო, პირველი წვეთე-
ბი კი დონდლომანდლო ბაყაყებივით ცვიოდა კიბის საფეხურებ-
ზე. წვეთებს უკვე რაკარუკი გაჰქონდა სახურავის ფიქლებზე და
ამას ნამდვილი წარღვნა მოჰყვა. კათედრა შეძლებისდაგვარად
ისევ თავის ადგილას აღმართეს და მღვდელმაც დარაბები გა-
მოაღო.
62 მკითხველთა ლიგა
- წირვა დასრულებულია, - თქვა სადად.
ხალხმა პირჯვარი გადაიწერა, მერე კაცებმა ქუდები დაიხუ-
რეს, ქალები წამოდგნენ და ყველანი გარეთ გავიდნენ.
მკვდარჟაკმა სამკვეთლოსკენ წასვლა სცადა, მაგრამ, ბრბოს
რომ გარეთ არ გაეტანა, ერთხანს ერთ-ერთ ხის სკამთან შეიცა-
და.
გზად დურგალი დაეჯახა, რომლის დიდი პირი და გაბუშტული
ცხვირი მაშინვე იცნო. კაცმა ავად შეღიმა.
- ნახე? - ჰკითხა მან. - ჩვენ აქ ღმერთი გვწამს. და მღვდელი
ვერ დაგვიშლის ამას. მაგან უბრალოდ არ იცის, რისთვისაა
ღმერთი.
და მხრები აიჩეჩა.
- თუმცა რა… ვაცლით რატრატს… - დაუმატა მერე, - აბა ვის ავ-
ნებს ეს? ვერთობით, რა… ძალიან მოგვწონს წირვა. მღვდლითაც
და უმღვდლოდაც. ყოველ შემთხვევაში ჩემმა გამოთლილმა და-
რაბებმა კარგად გაუძლო.
და გაიარა. მკვდარჟაკმა არ იცოდა, ძიძა სად იყო და გადაწ-
ყვიტა, აღარც მოეძებნა გოგო. ხალხის ნაკადს ძალა აკლდებოდა
და მანაც ნელ-ნელა სამკვეთლოს კარისკენ გაიკვალა გზა. რო-
გორღაც შეაღწია შიგნით და მეორე კარში ამჯერად უკვე დაუკა-
კუნებლად შევიდა.
მღვდელი კოჭლობით დააბოტებდა წინ და უკან და სახე სრუ-
ლიად გასცისკროვნებოდა იმ მლიქვნელური სიტყვებისგან, რო-
მელთაც ასე უხვად იმეტებდა მნათე, ერთი ჩია, სახეწითელი და
ისეთი გაცრეცილი კაცი, რომ მკვდარჟაკმა დიდი გაჭირვებით გა-
იხსენა.
- თქუენ იყუენით დიად! - შესციცინებდა მნათე. - თქუენ
იყუენით სრულქმნილ! სწორუპოვარი შემოქმედი! ულამაზესი ქა-
დაგება იყო!
- ჰოი! - შესძახა მღვდელმა. - მგონი, შავი დღე ვაყარე მაგათ.
63 მკითხველთა ლიგა
შუბლზე უშველებელი კოპი აჩნდა.
- თქუენ იყუენით საკვირველ! - არ ცხრებოდა მნათე. - რაოდენ
ძლევაშემოსილ! რარიგ შთამაგონებელ! რა წვდომის უნარი გა-
მოავლინეთ საკითხის არსისა! შემოგფიცავთ ჩემსავე თავსა, მე
ქედს ვიხრი და მუხლს ვიდრეკ!
- არ ვიცი, არ ვიცი, - ლუღლუღებდა მღვდელი. - აჭარბებ რა-
ღაცას… ჰო, თითქოს არა მიშავდა, მაგრამ მართლა… მაგდენად?
- ნება მიბოძეთ, მეც შევაწიო კომპლიმენტები ამ ბატონის სა-
ქებარ სიტყვებს, - ჩაურთო მკვდარჟაკმა.
- ჰოი!.. - ამოიგმინა მნათემ. - რა ნიჭი ვიხილე! თქუენ
იყუენით… ბუმბერაზ!
- არა, არა, ძალიან მანებივრებთ ქებით, - ჩაიბლუყუნა
მღვდელმა.
გაიბღინძა და თავაზიანად გაუღიმა მკვდარჟაკს.
- აქეთ დაბრძანდით, ბატონო ჩემო.
მკვდარჟაკმა სკამი აიღო.
- ჰოი!.. - კუდის ქიცინით ახვნეშდა მნათე. - ოდეს თქუენ ესევი-
თარ არქუთ, „ეს ეკლესიაა, წურწურა კი არაო“, მე ცნობა დავკარ-
გე. როგორი შედარება მოიღეთ! რა ნიჭი სუფევს თქვენში, მამაო,
რა გაქანება! და „ღმერთს საბეგველა არ უყვარსო“… ხელოვნე-
ბის უებრო ნიმუშია!
- და რაოდენ მართალია ეს! - მედიდურად დაეთანხმა მღვდე-
ლი. - თუმცა ნუღარ შევაყოვნებთ ამ ბატონს.
- ნათლობის თაობაზე გეახელით, - შეახსენა მკვდარჟაკმა.
- მახსოვს, მახსოვს, - უთხრა ლაპარაკის იშტაზე მოსულმა
მღვდელმა. - ჰოდა… ნუღარ გადავდებთ მაგ ამბავს. ოთხ საათზე
ყველანი აქ იყავით. ოთხს რომ ოცი წუთი დააკლდება, ზარებს
დავრეკავ. ნაშუადღევს. ჰოდა არ დაიგვიანოთ.

64 მკითხველთა ლიგა
- გმადლობთ, მამაო, - უთხრა მკვდარჟაკმა და წამოდგა. - და
კიდევ ერთხელ, არ შემიძლია, ხოტბა არ შეგასხათ. თქუენ
იყუენით… საარაკო.
- ეჰა! - ლაქუცით შესძახა მნათემ. - საარაკო, აი ზუსტი სიტყვა.
საარაკო. ჰოი, მამაო!
აღფრთოვანებულმა მღვდელმა ხელი გაუწოდა და ამის სანაც-
ვლოდ გამოწვდილი მკვდარჟაკის მარჯვენა ღონივრად შეან-
ჯღრია.
- ვწუხვარ, ასე სწრაფად რომ მიდიხართ, - უთხრა მან. -
სიამოვნებით დაგიწვევდით საუზმეზე… მაგრამ ვშიშობ, ძვირფა-
სი წამები არ წაგართვათ…
- ძალიან მეჩქარება, - დაეთანხმა მკვდარჟაკმა, - სხვა დროს
იყოს. გმადლობთ და… მართლაც ბარაქალა!
სწრაფი ნაბიჯით გამოემართა. ნავში სიბნელეს და სიჩუმეს
დაესადგურებინა. წვიმას თითქმის გადაეღო. გარეთ მზიანი დარი
ბრუნდებოდა. მიწას თბილი ორთქლი ასდიოდა.

65 მკითხველთა ლიგა
XVIII

ჩემს დოზას მივიღებ, - ფიქრობდა მკვდარჟაკი. - ერთ დღეში


ორჯერ მისვლა ეკლესიაში კმარა, ათ წელს, ალბათ, ფეხს აღარ
მივდგამ. ან, შეიძლება, ცხრა წელიწად-ნახევარს.
ჰოლში იჯდა და იცდიდა. ძიძა, ანჟელი და კლემანტინი მეორე
სართულზე დაბრაგუნებდნენ. ჭერის სისქისა და ქვიშაქვის ფი-
ლებისგან დახშული მათი ნაბიჯების ყრუ ბაგაბუგი ქვევითამდე
მაინც აღწევდა. დროდადრო ორი არამზადისაგან ერთ-ერთის
ხმამაღალი ყვირილი სრულიად იოლად ბურღავდა ყველაფერს
და მკვდარჟაკის ყურის აპკის გარშემო იგრაგნებოდა. ან ნოელი-
სა იყო, ან ჟოელისა. სიტროენი არასდროს არ ყვიროდა.
ტაკოთეთრას ტანთ დიდ და იასამნისფერბაფთებიანი ვარდის-
ფერი თავთის სანათლობო კაბა ეცვა, ფეხზე - შავი ფეხსაცმელი,
თავზე კი შავი ქუდი ეხურა. ძლივს ბედავდა მოძრაობას. ყველა-
ფერს თითის წვერებით იღებდა. უკვე მოესწრო და სამი ლარნაკი
დაემტვრია.
ანჟელს ყოველდღიური ტანსაცმელი ჩაეცვა. კლემანტინს შა-
ვი შარვალი და მის ფერს შეხამებული პიჯაკი ამშვენებდა. წარა-
კუები მოქარგული ცელოფანის შალითებიდან ბრწყინავდნენ.
ანჟელი მანქანის გამოსაყვანად ჩავიდა.
კლემანტინს ნოელი და ჟოელი ეჭირა, სიტროენი კი ძიძის-
თვის მიენდო. პატარა დროგამოშვებით დედას გახედავდა ხოლ-
მე და თხელი პირი უთრთოდა. არ ტიროდა. სიტროენი არას-
დროს არ ტიროდა. კლემანტინი ზოგჯერ ირონიულ მზერას
სტყორცნიდა, მერე კი ნოელს და ჟოელს ვითომ ჰკოცნიდა ხოლ-
მე.
მანქანა სადარბაზო შემოსასვლელს მოადგა და ყველანი გა-
რეთ გავიდნენ. მკვდარჟაკი ყველაზე ბოლოს. ტოპრაკებით მოჰ-
66 მკითხველთა ლიგა
ქონდა დრაჟე, ფული და ხოხოზიკი, რასაც სოფლის ბავშვებს და
ცხოველებს დაურიგებდნენ ცერემონიის შემდეგ.
ცა ჩვეულებისამებრ კამკამა ლურჯი იყო, მეწამული ბაღი კი
ოქროცურვილით კრიალებდა.
მანქანა დაიძრა. ანჟელი დინჯად ატარებდა ბავშვების გამო.
ყოველ ჯერზე, როცა კი ძიძა შეტოკდებოდა, თავთის შრაშუნი
ისმოდა. ძალიან ლამაზი კაბა იყო. თუმცა მკვდარჟაკს მეორე, პი-
კესგან შეკერილი ერჩივნა, რომელიც გოგოს უფრო შემოტმასნი-
ლი ჰქონდა ტანზე. ამაში უბრალო გომბიოს ჰგავდა, მეტს არა-
ფერს.

67 მკითხველთა ლიგა
XIX

2 სექტემბერი
მკვდარჟაკის გარშემო ჩრდილი შესქელებულიყო. თვითონ
სამუშაო მაგიდას მისჯდომოდა და ფიქრებში ჩაძირულიყო. ერ-
თგვარი დაქანცულობისგან სინათლის ანთება ეზარებოდა. დამ-
ღლელი კვირის უკანასკნელი, დამღლელი დღე იდგა და დაკარ-
გული სულიერი სიმშვიდის პოვნას ლამობდა. მთელი ამ ციებცხე-
ლებიანი და ფორიაქიანი დღეების მანძილზე ოდნავ თუ შეაწუხა
ფსიქოანალიზის სურვილმა, მაგრამ ახლა, როცა მარტოკა და
მოდუნებული იჯდა თავის ოთახში, ზუსტად და შემაშფოთებლად
შეიგრძნო, როგორ უბრუნდებოდა თანდათანობით ხატებათა ზე-
სიუხვისგან შენიღბულ-ჩამალული სიცარიელე, როგორ ეცლე-
ბოდა ხელიდან ყოველგვარი ვნება და ლტოლვა. დაბნეული და
სურვილებშემოძარცული იჯდა და ელოდა, როდის მოუკაკუნებ-
და კარზე ძიძა.
მის ლაკიან ოთახში ცხელოდა და ხის სალბუნო სუნი იდგა;
ზღვის სიახლოვე ჰაერის მწველ მცხუნვარებას არბილებდა და
დამამშვიდებელსა და დამაამებელს ხდიდა. გარეთ ფრინველე-
ბის გამალებული ჭიკჭიკი და მწერების ხმამაღალი ბზუილი ისმო-
და.
მერე კი კარზე ფხაჭანი გაიგონა. წამოდგა, მივიდა და გააღო.
ახალგაზრდა გლეხქალი შემოვიდა, მაგრამ იქავ აიწურა და სი-
მორცხვისგან დამბლადაცემულს ფეხი აღარ მოუცვლია. მკვდარ-
ჟაკმა გაუღიმა, შუქი აანთო და კარი საგულდაგულოდ ჩაკეტა.
- აბა… - დაიწყო მან, - ხომ არ გვეშინია?
თვითონვე უსაყვედურა თავის თავს ეს ვულგარულობა, მაგ-
რამ რამდენიმე წამის შემდეგ ასევე თავად შეუნდო თავის თავს

68 მკითხველთა ლიგა
ეს, როცა გაიფიქრა, ვულგარულ ადამიანს ეს შოკს ვერაფრით
ვერ მოჰგვრიდაო.
- ჩამოჯექი… - შესთავაზა ძიძას, - აი აქ… საწოლზე.
- ვერ ვბედავ… - მიუგო გოგომ.
- კარგი რა, ნუ მორცხვობ ჩემთან, - შეაგულიანა მკვდარჟაკმა.
- გაწექი და მოდუნდი.
- გავიხადო ყველაფერი? - ჰკითხა გოგომ.
- როგორც შენ გინდა, ისე ქენი, - მიუგო მკვდარჟაკმა, - თუ გა-
გიხარდება, გაიხადე, თუ არა და, არა. შენს გემოზე იყავი… აი,
სულ ამას გთხოვ.
- თქვენც ხომ გაიხდით? - ჰკითხა გოგომ ცოტა უფრო თამამად.
- აბა ახლა! - აღშფოთდა მკვდარჟაკი. - ფსიქოანალიზისთვის
მოხვედი აქ თუ სატყნაუროდ?
დამორცხვებულმა გოგომ თავი დახარა, ხოლო მკვდარჟაკს
ამგვარი უვიცობისგან ოდნავი გზნებაც კი დაეუფლა.
- არ მესმის თქვენი მაღალფარდოვანი სიტყვები, - ჩაილუღ-
ლუღა გოგომ, - მე მინდა, ვქნა ის, რასაც თქვენ მეტყვით.
- მე კიდევ გეუბნები, ის ქენი, რაც შენ გინდა-მეთქი, - ჯორზე
შეჯდა მკვდარჟაკი.
- მირჩევნია, სხვებმა მითხრან, რა ვქნა… ბრძანებებს მე ხომ
არ გავცემ, ბოლოს და ბოლოს…
- მაშინ როგორც ხარ, ისე გაწექი, - უთხრა მკვდარჟაკმა.
გაბრუნდა და საწერ მაგიდას მიუჯდა. გოგო ჯერ ქვევიდან ას-
ცქეროდა, მერე გამბედაობა მოიკრიბა და კაბა ერთი მარჯვე მოძ-
რაობით გაიძრო. მისი ერთ-ერთი საყოველდღეო კაბა იყო, რო-
მელიც ნათლობიდან დაბრუნებულს გადაეცვა, ბამბისა და უინ-
ტერესოყვავილებიანი.
მკვდარჟაკმა დაწვრილებით დაუთვალიერა სხეული. ცოტა
ზორზოხი კი იყო, მაგრამ კარგი აღნაგობა და მრგვალი და ხორ-
ციანი მკერდი ჰქონდა. მუცელი ჯერ არ დამახინჯებოდა შრომის-
69 მკითხველთა ლიგა
გან. საწოლზე წამოწვა და მკვდარჟაკმა იფიქრა, როცა წავა და
მარტო ჩავწვები ლოგინში, ამ ქალის სუნი ისევ ამიმღვრევს გო-
ნებასო.
ცოტა მოუხეშავად დადიოდა, მაგრამ უთუოდ ამაში ჩანდა მი-
სი შემორჩენილი მცირედი მორცხვობა.
- რამდენი წლისა ხარ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- ოცის, - მიუგო გოგომ.
- საიდანა ხარ?
- სოფლიდან.
- როგორ აღგზარდეს? ყველაზე ძველი რა გახსოვს?
მსუბუქი ტონით ესაუბრებოდა ნდობის მოსაპოვებლად.
- ბებია-ბაბუები გახსოვს?
გოგო ერთი წუთით დაფიქრდა.
- ამისთვის მომიყვანეთ აქ? ასეთი რაღაცეები რომ გამომკით-
ხოთ? - გაიკვირვა ბოლოს.
- ამისთვისაც, - ფრთხილობა ამჯობინა მკვდარჟაკმა.
- ასეთი რაღაცეები თქვენი საქმე არ არის, - უთხრა გოგომ.
წამოჯდა და ფეხები საწოლიდან ჩამოაწყო.
- გამკუზავთ თუ არა? - ჰკითხა მერე. - მე ამისთვის მოვედი.
თქვენც კარგად იცით ეს. ლაპარაკი არ მეხერხება, მაგრამ არც
ისეთი სულელი ვარ, რომ დაცინვის ნება მოგცეთ.
- ეჰ! წადი აქედან, - უთხრა მკვდარჟაკმა. - ძალიან ცუდი ხა-
სიათი გქონია. ხვალ მოდი.
ამასობაში გოგო წამომდგარიყო. ფსიქიატრს წინ რომ
ჩაუარა, მკერდის მოხაზულობამ კაცი ააღელვა.
- ჰო, კარგი, კარგი, - ხელი ჩაიქნია მკვდარჟაკმა, - დარჩი სა-
წოლზე. მოვდივარ.
ოდნავ ათრთოლებული გოგო სწრაფად დაბრუნდა ადგილზე.
როდესაც მკვდარჟაკი თავზე წამოადგა, გოგო შეტრიალდა და

70 მკითხველთა ლიგა
უკანალი წარმოუდგინა. ფსიქიატრმაც ამ პოზაშივე მიიღო, რო-
გორც დილას, ღობის უკან.

71 მკითხველთა ლიგა
XX

ანჟელი კლემანტინთან ახლო იწვა. ბავშვებს სამადგილიან


საწოლში უსიზმრო ძილით ეძინათ და შეწუხებული სახეებით
ფშვინავდნენ. კლემანტინს არ ეძინა. ანჟელმა ეს იცოდა. ერთი
საათი იყო აქ, გვერდიგვერდ, სიბნელეში იწვნენ.
ანჟელი გრილ კუთხეს ეძებდა და გვერდზე მიიწია. ამ მოძ-
რაობისას მისი ფეხი კლემანტინისას მიედო. ქალი შიშისგან ად-
გილზე შეხტა და სასწრაფოდ აანთო სინათლე. ნახევრად მძინა-
რე ანჟელი იდაყვით ბალიშს დაეყრდნო და თავი წამოსწია.
- რა ხდება? - იკითხა მან. - ვერ ხარ კარგად?
კლემანტინი წამოჯდა და თავი გაიქნია.
- აღარ შემიძლია, - თქვა ბოლოს.
- რა აღარ შეგიძლია?
- აღარ შემიძლია შენი ატანა. აღარ შემიძლია შენ გვერდით
ძილი. არასოდეს აღარ ჩამეძინება, თუკი მეცოდინება, რომ ნე-
ბისმიერ წამს შეიძლება შემეხო. მომიახლოვდე. ფეხზე შენი ფე-
ხის ბალნის სულ ოდნავ შეხებასაც რომ ვგრძნობ, ლამისაა გავ-
გიჟდე. ყმუილი მინდება.
დაძაბული, მთრთოლვარე და სლუკუნა ხმა ჰქონდა.
- წადი რა, სხვაგან დაიძინე. შემიბრალე. დამეხსენი.
- აღარ გიყვარვარ? - ბრიყვულად ჰკითხა ანჟელმა.
ქალმა შეხედა.
- აღარ შემიძლია შენი შეხება, - თქვა მან, - და აი, კიდევ რა: მე
კი შევძლებდი შენს შეხებას, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, შენ
როგორ უნდა შემეხო, თუნდაც ერთი წამით. საზარელია.
- სულ გაგიჟდი? - თავი ვერ მოთოკა ანჟელმა.
- არ გავგიჟებულვარ. უბრალოდ, შენთან ყოველგვარი ფიზი-
კური კონტაქტი მზაფრავს. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ…
72 მკითხველთა ლიგა
ანუ მინდა, ბედნიერი იყო… მაგრამ არა ასე… ძალიან ძვირი მიჯ-
დება. ამ ფასად არ მიღირს.
- კი, მაგრამ… - დაიწყო ანჟელმა, - არაფერს არ გიპირებდი.
მეორე გვერდზე გადავბრუნდი და სულ ოდნავ შეგეხე. ნუ იგდებ
თავს ეგეთ მდგომარეობაში.
- არავითარ მდგომარეობაში მე არა ვარ, - მიუგო ქალმა. - ახ-
ლა ეს ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი მდგომარეობაა. შენს ოთახში
დაწექი!.. ძალიან გთხოვ, ანჟელ, შემიბრალე.
- ვერ ყოფილხარ კარგად, - ჩაიჩურჩულა თავის ქნევით.
მხარზე ხელი მოხვია ცოლს. ქალს გააჟრიალა, მაგრამ წინა-
აღმდეგობა არ გაუწევია. ანჟელმა ნაზად აკოცა საფეთქელზე და
ადგა.
- ჩემთან გავალ, საყვარელო, - უთხრა ხმადაბლა. - ნუ ღე-
ლავ…
- მომისმინე, - დაიწყო კლემანტინმა, - მე… მე არ მინდა… არ
ვიცი, როგორ გითხრა… აღარ მინდა… და არც მგონია, ოდესმე
ისევ მომინდეს… სცადე, ვინმე სხვა ქალი იშოვო. მე არ ვიეჭ-
ვიანებ.
- აღარ გყვარებივარ… - სევდა შემოაწვა ანჟელს.
- ძველებურად აღარ, - დაუდასტურა ქალმა.
კაცი გავიდა. ქალი თავის ადგილას დარჩა, იჯდა და გვერდით
იმ ჩაღრმავებას უყურებდა, რომელიც ანჟელს დაეტოვებინა თა-
ვისი ბალიშის კიდეზე. ყოველთვის ბალიშის სულ მთლად კიდეზე
ედო ხოლმე თავი.
ერთ-ერთი ბავშვი ძილში შეირხა. კლემანტინმა მიაყურადა.
ბავშვს ისევ ჩაეძინა. დედამ ხელი ასწია და შუქი ჩააქრო. ახლა
მთელი ლოგინი მის განკარგულებაში იყო და ვერა კაცი ვეღარ
მიეკარებოდა.

73 მკითხველთა ლიგა
XXI

მკვდარჟაკმაც ჩააქრო თავის ოთახში შუქი. სადღაც შორს ახ-


ლად დაწოლილი ყელამდე ავსებული ძიძის ზამბარებიანი საწო-
ლის ჩუმი ჭრიალიც მიწყდა. რამდენიმე წამს მკვდარჟაკი გაუნ-
ძრევლად იწვა ზურგზე. ბოლო დღეების ამბები თავბრუდამხვე-
ვად უტრიალებდა თავში, გული კი გამალებით უცემდა. თანდათა-
ნობით მოდუნდა, არაცნობიერში ჩაიძირა და მოქანცული ქუთუ-
თოები უჩვეულო ხილვათა ხორკლიანი თასმებისგან დასერილ
ბადურებზე ჩამოუცურდა.

74 მკითხველთა ლიგა
მეორე ნაწილი

სამშაბათი, 7 მაისი
კბოდეზე, ბაღიდან კარგა შორს, ზღვისგან დღედაღამ გულ-
გაწყალებული და ნაწვალები კონცხის გადაღმა, ქვების მაღალი,
ქარისგან შემოქლიბულ-შემოპრიალებული გროვა აღმართუ-
ლიყო, რომელსაც სოკოს უსწორმასწორო ფორმა ჰქონდა და
რომელსაც მხოლოდ თხები და გვიმრები თუ ეტანებოდნენ. სახ-
ლიდან ის არ ჩანდა. „მიწის კაცს“ ეძახდნენ, ტოლი რომ არ
დაედო თავისი ძმისთვის, „ზღვის კაცისთვის“, რომელიც წყლი-
დან ოდნავ მარცხნივ და ზუსტად პირისპირ ამოზრდილიყო. „მი-
წის კაცთან“ მიდგომა სამი მხრიდან ადვილად შეიძლებოდა,
ჩრდილოეთიდან კი შემთხვევით სტუმარს თითქმის დაუძლევე-
ლი მახეების და ხრიკების ერთიანობა დაუხვდებოდა, გეგონება,
რომელიმე მზაკვარი კორბუზიეს ნახელავიაო, რაც ამ მხრიდან
აცოცების შესაძლებლობას მეტად სათუოს ხდიდა.
ხანდახან მებაჟეები სავარჯიშოდ მოდიოდნენ აქ და ტანზე შე-
მოტმასნილ თეთრ-მწვანეზოლებიან ტრიკოებში გამოწყობილე-
ბი მთელი დღე თავდაუზოგავად ცდილობდნენ, შეგირდებისთვის
როგორმე თავში ჩაეტენათ კლდეზე ცოცვის უმარტივესი წესები.
ეს რომ არა, კონტრაბანდა ქვეყნიერებას მთლიანად მოედებოდა
და ბოლომდე დააქცევდა.
მაგრამ, კლემანტინის გასახარად, რომელიც, პიტალო კლდე-
ზე აკრული, ყოველ მოჭიდებაზე საგულდაგულოდ ამოწმებდა

75 მკითხველთა ლიგა
სიმყარეს და აუჩქარებლად მიიწევდა ზევით-ზევით, იმ დღეს „კა-
ცი“ უკაცრიელი იყო.
წინა დღეებში აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ფერდე-
ბიდან მწვერვალი სულ თამაშ-თამაშით დალაშქრა, დღეს კი
ძალ-ღონეს ვეღარ დაზოგავდა. ხელის მოსაჭიდებელი არსად
ჩანდა პრიალა და მკვრივი გრანიტის „კაცის“ ამ მხარეს.
თითქმის სრულიად შვეულ კედელზე მთელი ტანით იყო მიკ-
რული. მისგან სამი მეტრით ზევით რაღაც შვერილზე შეიძლებო-
და ჩაჭიდება. ნამდვილი სამუშაო მერე დაიწყებოდა, რადგან „კა-
ცის“ მთელი ზედა ნაწილი ძალიან დაქანებული იყო. თუმცა იქამ-
დე ეს სამი მეტრიც გასავლელი იყო.
სიცარიელის თავზე კლემანტინი კედლის მთელ სიგრძეზე გა-
დაჭიმულ გრძელ ნაპრალში შეყოფილი ესპადრილების წვერებს
ეჭირა. ამ ნაპრალში დაგროვილი მიწა პატარ-პატარა მცენარე-
ებს კვებავდა. ეს გამწვანებული ზოლი კი ისე გამოირჩეოდა რუხ
გრანიტზე, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტა-
ნილი წვლილისთვის მიღებული სამკერდე ნიშანი მასწავლებ-
ლის პიჯაკზე.
კლემანტინი ნელა და ღრმად სუნთქავდა. ისე უნდა აცოცებუ-
ლიყო, როგორც ბუზი კედელზე. სამ მეტრზე. სულ რაღაც სამ მეტ-
რზე. საკუთარი სიმაღლე ორზე რომ გაემრავლებინა, მეტი გამო-
ვიდოდა.
ახლოდან თუ დააკვირდებოდით, რაღაც უსწორმასწორობებს
დაინახავდით. ამათ დასანახად ახლოდან შეხედვა იყო საჭირო…
თუმცა ეს იყო და ეს… დაინახავდით თუ არა, მაშინვე მიხვდებო-
დით, რომ ეს უსწორმასწორობები ვერანაირად ვერ შეუშლიდა
ხელს ძირს ვარდნას.
ხელები ორ ასეთ ვითომ შვერილს დაადო და აიწია.

76 მკითხველთა ლიგა
შარვლის მშრალი ნაჭრის მიუხედავად, გრძნობდა, როგორ
ეალერსებოდა სალი კლდე მუხლებზე. ტერფები მწვანე ზოლზე
ოცდაათი სანტიმეტრით ზევით ჰქონდა.
ჩაისუნთქა, ახედა და ცოცვა განაგრძო. ათი წუთის შემდეგ იმ
კარნიზზე შეჩერდა სულის მოსათქმელად, რომელიც უკანას-
კნელ ეტაპს უსწრებდა წინ. შუბლი ოფლით დაეცვარა და საფეთ-
ქლების თხელი თმა ზედ მიეკრა. გრძნობდა, რომ გაოფლიანე-
ბულს თვითონაც მცენარეულობის სუნი ასდიოდა.
თითქმის ვეღარ ინძრეოდა, რადგან ყოველი მტკაველი გამო-
ზომილი იყო. თავი რომ შეატრიალა, რაღაც უჩვეულო კუთხით
დაინახა „ზღვის კაცი“ და მისი ხავსის სარტყელი. უკვე კარგა ზე-
ვით აჭრილ მზეს ჟიკჟიკაწინწკლებიანი ღრუბლები ცად აეტყორ-
ცნა და ნაპირთან, ნუჟრიანი რიფების გარშემო უყრიდა თავს.
„მიწის კაცი“ კლემანტინის თავზემოთ სამ მეოთხედზე დახუ-
რული და ფეხზე დაყენებული წიგნის ყუასავით აზიდულიყო. თან
ოდნავ წინ, სიცარიელისკენ იყო გადმოხრილი. ისედაც მახვილი
კუთხე კიდევ უფრო ვიწროვდებოდა და სწორედ იქით მიიწევდა
კლემანტინი.
თავი უკან გადააგდო, კუთხეს ახედა და სიამოვნებისგან ნაზად
აკრუტუნდა. ფეხებს შუა სულ მთლად სველი იყო.

77 მკითხველთა ლიგა
II

წარაკუები, სამივენი, დაოთხილები დაჯირითობდნენ იმ


ოთახში, რომელშიც სამ ო’ქლოქზე დანიშნულ ძუძუს ჭმევამდე
კეტავდნენ. ოცდაოთხსაათიანი ძილის ჩვევას ნელ-ნელა კარ-
გავდნენ და სიამოვნებას უკანა თათების ცოტათი გახვანცალება-
ში ნახულობდნენ. ნოელი და ჟოელი ჭყიოდნენ. სიტროენი კი
ღირსეულად და დინჯად ტრიალებდა პატარა, დაბალი მრგვალი
მაგიდის გარშემო.
მკვდარჟაკი თვალს ადევნებდა. ახლა, როცა უკვე ადამიანებს
მეტად ჰგავდნენ, ვიდრე მატლებს, უფრო ხშირ-ხშირად ნახუ-
ლობდა პატარებს. კარგი ჰავისა და თავდაუზოგავი ზრუნვის წყა-
ლობით თავიანთი ასაკისთვის გასაოცრად განვითარებულები
იყვნენ. პირველ ორს პრიალა ბაცი ქერა თმა ჰქონდა. მესამე კი,
გაჩენის დღიდან შავგვრემანი და თმახუჭუჭა, თავის ძმებზე ერთი
წლით უფროსს ჰგავდა.
დორბლი სდიოდათ, რასაკვირველია. თითოეული მათი გაჩე-
რების ადგილს თითო მომცრო სველი ლაქა აჩნდა, რომელიც
ერთხანს გრძელი, წვრილი, სუსტი, გამჭვირვალე ძაფით მისივე
შემოქმედის პირთან იყო დაკავშირებული.
მკვდარჟაკი სიტროენს დასცქეროდა. ბავშვს ცხვირი ძირს ჩა-
ერგო, ბოლო ძალები მოეკრიბა და ისე განაგრძობდა ტრიალს.
თანდათანობით მოძრაობები შეუნელდა და დაჯდა. მზერა პატა-
რა მრგვალ მაგიდას მოავლო.
- აბა რას ფიქრობ ამაზე? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- აღუუუ!.. - მიუგო სიტროენმა.
მაგიდისკენ გაიშვირა ხელი. მაგიდა კი შორს იდგა. მჯდომარე
მიჩოჩდა ახლოს, გაბედულად ჩაავლო თითები კიდეს და ფეხზე
წამოდგა.
78 მკითხველთა ლიგა
- შენ მოიგე, - უთხრა მკვდარჟაკმა, - ზუსტად ეგრე უნდა.
- აღუუუ! - მიუგო სიტროენმა, რომელმაც ხელები გაუშვა გაკ-
ვირვებული სახით და ტაკომ მაშინვე უკან გადასძალა.
- აჰა! არ უნდა გაგეშვა ხელი, - აუხსნა მკვდარჟაკმა, - ეს ხომ
მარტივია, შვიდ წელიწადში პირველ ზიარებას მიიღებ, ოც წელი-
წადში სწავლას დაამთავრებ და ხუთი წლის მერე ცოლსაც შეირ-
თავ.
სიტროენმა ეჭვნარევი სახით დაუქნია თავი და თვალის და-
ხამხამებაში ისევ ფეხზე დადგა.
- კეთილი, - დაასკვნა მკვდარჟაკმა. - მაშ, ან მეწაღე უნდა გა-
ვაფრთხილოთ ან ნალბანდი. ამ მხარეში ძალიან მკაცრად ზრდი-
ან ბავშვებს. თუმცა ცხენებსაც აჭდებენ ნალებს, მაგრამ ამისგან
არაფერი ცუდი არ ემართებათ. დედაშენს როგორც მოუნდება;
ისე იქნება.
გაიზმორა. რა ცხოვრებააო, გაიფიქრა. კაციშვილი არ არის
გასაფსიქოანალიზებელიო. მოახლე გოგო კვლავინდებურად
თავნებობდა და წინსვლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
- მე წაგიყვანთ, ჩემო წრიპებო, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ. -
რამდენიმე კვირა იქნება, რაც ფეხი არ შემიდგამს სოფელში.
სიტროენი მრგვალი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, მაგრამ
ამჯერად ფეხზე იდგა.
- ბიჭოს! - შესძახა მკვდარჟაკმა. - რა მალე სწავლობ… შეიძ-
ლება ეგრე გაუსწრო კიდეც ჩემს პროგრამას. ბოლოს და ბო-
ლოს, მეყოლება მაინც ვინმე, ვისთან ერთადაც ყიალი შემეძლე-
ბა.
ჟოელი და ნოელი ახვანხვალდნენ და მკვდარჟაკმა მაჯის სა-
ათზე დაიხედა.
- დიახ, დროა, - თქვა მან. - გადასცდა კიდეც. თუმცა რას იზამ,
ერთი-ორჯერ ყველას ეპატიება დაგვიანება.

79 მკითხველთა ლიგა
ჟოელი აზლუქუნდა. ნოელი აჰყვა. მესამე ძმა არც კი გატოკე-
ბულა, ისე სტყორცნა მათ ცივი მზერა.
უკვე ოთხის ნახევარი ხდებოდა, როცა კლემანტინი შემოვიდა.
მკვდარჟაკი ისევ იმ ადგილას დახვდა. უშფოთველად იჯდა და
თითქოს არც ესმოდა ტყუპების ჯღავილი. მის კალთაში ჩასკუპე-
ბული სიტროენი ასევე უშფოთველი ჩანდა და მისი წვერის წიწ-
კნით იქცევდა თავს.
- როგორც იქნა! - შესძახა მკვდარჟაკმა.
კლემანტინს შარვლის მარცხენა ტოტი მთლიანად დაფლეთი-
ლი, ერთ-ერთი ყვრიმალი კი საშინლად ჩალურჯებული ჰქონდა.
- ვხედავ, მშვენივრად გართობილხართ, - უთხრა მკვდარჟაკ-
მა.
- არა უშავდა, - ცივად მიუგო დედამ. - თქვენ?
მისი დინჯი ტონი აშკარად განსხვავდებოდა იმ ფიზიკური აღ-
გზნებისგან, რომლითაც ჯერ კიდევ თვალნათლივ ჰქონდა
გაჟღენთილ-გაჯერებული ყოველი კიდური.
- რა ჟივილ-ხივილი აგიტეხიათ! - უკმაყოფილო სახით შენიშნა
ერთი წუთის შემდეგ.
- რა და, სწყურიათ, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - ამათ ზუსტად ისე-
ვე სჭირდებით თქვენ, როგორც იმ თქვენს რიყის ქვებს.
- ვერ მოვახერხე ამაზე ადრე მოსვლა, - თავი იმართლა ქალ-
მა. - ჯერ ყველაზე წყნარს ავიყვან.
სიტროენი ფსიქიატრს კალთიდან ააცალა და მეორე სავარ-
ძელში მოკალათდა. მკვდარჟაკმა მოკრძალებით შეაქცია ზურ-
გი. ქათქათა კანზე განტოტებული ლურჯი ძარღვების გამო
ეუხერხულებოდა ქალის დანახვა ძუძუს ჭმევის დროს. თანაც ძუ-
ძუს ჭმევა ძუძუს არაჭეშმარიტად დანიშნულებისამებრ გამოყენე-
ბად მიაჩნდა.
- იცით, რომ ფეხი აიდგა უკვე?.. - განაგრძო ფსიქიატრმა.

80 მკითხველთა ლიგა
ქალი ადგილზე შეხტა და შედეგად ძუძუსთავი პირიდან გა-
მოუვარდა პაწაწინას… ბავშვმა ჩუმად დაიცადა.
- ფეხი აიდგაო?
ძირს დასვა.
- აბა გაიარე!..
სიტროენი მის შარვალს ჩაეჭიდა და ფეხზე წამოდგა. დედა
ცოტათი დაიბნა და ისევ ხელში აიყვანა.
აჭყივლებული ჟოელი და ნოელი ფორთხვა-ფორთხვით
მოიწევდნენ წინ.
- ამათ? - ჰკითხა დედამ.
- ამათ ჯერ არა, - მიუგო ფსიქიატრმა.
- კეთილი, - მოიწონა დედამ.
- კაცი იფიქრებდა თქვენზე, არ სიამოვნებს, ამან ფეხი რომ
აიდგაო… - სიტყვა ჩაურთო მკვდარჟაკმა.
- არა, - ჩაიჩურჩულა კლემანტინმა, - ჯერ შორს ვერ წამივლენ
ეს საბრალო ბაჭიები…
სიტროენს დაემთავრებინა. დედა ჟოელს და ნოელს ღვედებში
დასწვდა და აქეთ-იქით შემოისხა მუხლებზე.
მკვდარჟაკი წამოდგა:
- მაშ, მოკლედ რომ ვთქვათ, ესენი ჯერ კიდევ გიყვართ, ხომ?
- ჰკითხა დედას.
- კარგი და საყვარელი ვიღაცეები ჩანან, - უპასუხა კლემან-
ტინმა. - თანაც მე ამათ ვჭირდები. გადიხართ?
- მოდუნება მჭირდება, - შენიშნა მკვდარჟაკმა.
- იქნებ შეიაროთ მჭედელთან სიტროენისთვის, - სთხოვა კლე-
მანტინმა.
- რატომ გინდათ ასე, რომ ესენი გლეხის ბავშვებივით აღიზარ-
დონ?
- რატომაც არა? - უკმეხად მიუგო კლემანტინმა. - თქვენ რა,
გეთაკილებათ?
81 მკითხველთა ლიგა
- მეთაკილება, - უპასუხა მკვდარჟაკმა.
- სნობო! - უთხრა კლემანტინმა. - ჩემი შვილები უბრალო ადა-
მიანები იქნებიან.
კაცმა ოთახი დატოვა. სიტროენმა მზერა გააყოლა და პაწაწი-
ნა სახე ისე მოეღუშა, როგორც ქვისგან გამოქანდაკებულ წმინ-
დანებს ეღუშებათ ხოლმე დაბომბვის შემდეგ.

82 მკითხველთა ლიგა
III

მოახლე გოგო გამოჩნდა.


- მეძახდით? - იკითხა მან.
- წაიყვანე სამივენი, ტანსაცმელი გამოუცვალე და დააწვინე, -
უთხრა კლემანტინმა.
ყურადღებით ახედა გოგოს და შენიშნა:
- საშინლად გამოიყურები.
- ოჰ! - შესძახა გოგომ. - თქვენ ასე გგონიათ?
- ისევ მკვდარჟაკთან ერთად გძინავს? - ჰკითხა კლემანტინმა.
- დიახ, - უპასუხა მოახლე გოგომ.
- და რას გიშვრება ხოლმე?
- რას და, ზევიდან მაცოცდება, - უპასუხა მოახლე გოგომ.
- თან ნაირ-ნაირ შეკითხვებს გისვამს, ხომ?
- ზუსტადაც, - მიუგო მოახლე გოგომ, - ვერაფრის შეგრძნებას
ვერ ვასწრებ წესიერად, რომ უკვე შეკითხვების დასმაზე გადა-
დის.
- შენც აღარ უპასუხო არაფერი და ნუღარ უწვები ლოგინში, -
დაარიგა კლემანტინმა.
- მერე მოსვენებას დამიკარგავს ეგ ამბავი, - ჩაილაპარაკა გო-
გომ.
- გულს ნუ მირევ. რომ დაგაორსულებს, მერე ხომ მოისვენებ…
- ჯერ ხომ არ დავუორსულებივარ…
- ჰოდა ნახავ, - ჟრჟოლით ჩაიჩურჩულა კლემანტინმა. - დამი-
ჯერე, უკეთესს იზამ, თუ აღარ ჩაუწვები ლოგინში. გულის ამრევია
ეგ ყველაფერი.
- ისე ვშვრებით, რომ მე ვერაფერს ვერ ვხედავ, - ჩაურთო გო-
გომ.
- მომწყდი თავიდან, - შეუძახა კლემანტინმა.
83 მკითხველთა ლიგა
მერე თავის ოთახში შებრუნდა, ყველაფერი გაიხადა, ტანი
ოდეკოლონით დაიზილა, სახეზე დაჟეჟილი ნაიარევი მოიბანა და
სავარჯიშოდ გულაღმა გაწვა ძირს.
წაივარჯიშა და იატაკიდან საწოლზე გადაწვა. ამჯერად
დროულად მოახერხებდა ძუძუს ჭმევას. არ ვარგა ბავშვებისთვის
ამდენი ლოდინი. ბავშვებმა ზუსტად იმ დროს უნდა ჭამონ, როცა
საჭიროა და სხვა დანარჩენს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
საწოლზე მიგდებულმა და უმძიმესი დარდების მორევში ჩათ-
რეულმა ანჟელმა თვალები ასწია, როდესაც კარზე სამჯერ მიუკა-
კუნეს.
- დიახ! - დაიყვირა.
მკვდარჟაკი შემოვიდა და ვითარება შეაფასა:
- რასაკვირველია, საქმე კვლავინდებურად არაფერია…
- რასაკვირველია, - კვერი დაუკრა ანჟელმა.
- როგორა ხართ? - ჰკითხა ფსიქიატრმა.
- არა მიშავს, - მიუგო ანჟელმა. - სიცხე მაქვს.
- აბა ვნახოთ.
მივიდა და პულსი გაუსინჯა.
- მართლაც გქონიათ, - დაეთანხმა ბოლოს.
საწოლზე ჩამოჯდა.
- მისწიეთ ფეხები.
ანჟელი მეორე მხარეს გადაბრუნდა, გვერდით ჩამომჯდარი
მკვდარჟაკი კი თავის წვერს მიეალერსა.
- აბა რა ქენით ამჯერად? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- ძალიან კარგად იცით, - მიუგო ანჟელმა.
- ეძებეთ გოგო?
- ვიპოვე კიდეც.
- იმასქენით?
- ვერა… როგორც კი ლოგინში ვწვებით, მაშინვე სიცხეს მაძ-
ლევს, - უპასუხა ანჟელმა.
84 მკითხველთა ლიგა
- კლემანტინს არაფერი აღარ უნდა? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- არაფერი, - უპასუხა ანჟელმა. - სხვებზე კი სიცხე მიწევს.
- ეტყობა, სინდისი არა გაქვთ სუფთა, - შენიშნა მკვდარჟაკმა.
ანჟელს მზაკვრულად ჩაეღიმა.
- მე რომ გითხარით ეს თავის დროზე, დიდად არ მოგეწონათ,
- შენიშნა მან.
- ჰო, ვერ არის სასიამოვნო მოსასმენი… განსაკუთრებით მა-
შინ, როცა კაცს საერთოდ არა აქვს სინდისი, - მიუგო მკვდარჟაკ-
მა.
ანჟელს პასუხი არ გაუცია. აშკარად თავგზა ჰქონდა არეული.
საყელო მოეღეღა და ხარბად ისუნთქავდა მაისის ჰაერს.
- თქვენი ცოლი ვნახე ამწუთას, - უთხრა მკვდარჟაკმა, რო-
მელსაც უნდოდა, ოდნავ მაინც გაერთო თავის თავში ჩაღრმავე-
ბული ანჟელი. - ბავშვები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან. სიტ-
როენმა უკვე ფეხი აიდგა.
- ჩემი საწყალი ჩიტუნია… - ჩაილაპარაკა ანჟელმა, - ამ ასაკ-
ში… სულ დაებრიცება ფეხები.
- სულაც არა, - არ დაეთანხმა მკვდარჟაკი, - ბავშვი სიარულს
თუ იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხები საკმარისად ჰქონია გან-
ვითარებული.
- მივანდოთ ბუნებას თავისი საქმე… - ჩაიჩურჩულა ანჟელმა.
- თქვენი ცოლი ნალბანდთან მაგზავნის, - უთხრა მკვდარჟაკ-
მა. - არ გეჩვენებათ, რომ მკაცრად ზრდის ბავშვებს?
- მე არაფერი არ მეთქმის, - მიუგო ანჟელმა. - იმან იწვალა, მე
ხომ არა… ჰოდა ამიტომ უფლებებიც იმასა აქვს.
- ვერ დაგეთანხმებით, რომ ისეთი უსარგებლო რამ, როგო-
რიც წვალებაა, ვინმეს, ვინც უნდა იყოს ის, რამის, რაც უნდა იყოს
ის, რამენაირ უფლებას აძლევდეს, - ჩამოარაკრაკა მკვდარჟაკ-
მა.
- მართლა ცუდად ეპყრობა ბავშვებს? - წაუყრუა ანჟელმა.
85 მკითხველთა ლიგა
- არა, თავისი თავის მიმართ კიდევ უფრო მკაცრია, - უთხრა
მკვდარჟაკმა. - მაგრამ არც ესაა საკმარისი საბაბი. ეს ყველაფე-
რი არაკეთილსინდისიერებაა და მეტი არაფერი.
- მე მგონი, უყვარს შვილები, - თქვა ანჟელმა.
- ჰმმმმ… ჰო… - მიუგო მკვდარჟაკმა.
ანჟელი დადუმდა. ჩანდა, შეუძლოდ იყო.
- ყურადღების გადატანა გმართებთ სხვა რამეზე, - უთხრა
მკვდარჟაკმა. - ნავით ისეირნეთ.
- არა მაქვს ნავი… - უპასუხა ანჟელმა.
- მაშინ გააკეთეთ ნავი.
- კარგი აზრია, - წაიბუტბუტა ანჟელმა.
მკვდარჟაკი გაჩუმდა და წამოდგა.
- წავალ, ნალბანდს მივაკითხავ, რაკი ასე ძალიან უნდა კლე-
მანტინს, - თქვა ბოლოს.
- ხვალ წადით, - ურჩია ანჟელმა. - აჩუქეთ კიდევ ერთი დღე
საბრალო ჩიტუნიას.
მკვდარჟაკმა თავი დაუქნია.
- რა ვიცი, - თქვა მან. - თქვენ თუ წინააღმდეგი ხართ, მაშინ
თქვით.
- მე ქვემდგომი პირი ვარ, - მიუგო ანჟელმა. - თანაც, მგონი,
კლემანტინი მართალია. ისაა დედა.
მკვდარჟაკმა მხრები აიჩეჩა და გავიდა. ფილებიანი განიერი
კიბე მისი მალი ნაბიჯისგან აზანზარდა. ჰოლი გადაკვეთა და გა-
რეთ გავიდა. გაზაფხული მიწას ათასგვარი სასწაულით ტენიდა.
ეს სასწაულები აქა-იქ ამოხეთქავდნენ ხოლმე ჭრელ-ჭრელ ალე-
ბად, თითქოს ბალახიანი ბილიარდის მაგიდაზე დიდმშვენიერი
ამონარღვევებიაო.

86 მკითხველთა ლიგა
87 მკითხველთა ლიგა
IV

8 მაისი
მეორე დღეს ოთხშაბათი იყო და მკვდარჟაკიც სოფელში წავი-
და. მთავარ ქუჩას და მოედანს, სადაც მოხუცთა ბაზრობა იმარ-
თებოდა ხოლმე, გვერდი აუარა. დასახლება დაიწყო თუ არა, მა-
შინვე ბილიკზე გადაუხვია. ბილიკი სახლებს უკნიდან მთელ სიგ-
რძეზე მიუყვებოდა და მის აქეთ-იქით ველური, მსუსხავი და ძენ-
ძფოჩიანი მწვანე მცენარეები იზრდებოდა, რომელთაც გლეხები
ავჭინჭარას ეძახდნენ.
კედლების თავზე და ფანჯრის რაფებზე გაწოლილი კატები
მზეს მცონარედ ეფიცხებოდნენ. ყველა და ყველაფერი გარინდუ-
ლიყო. ფსიქიატრი, რომელსაც დარდები მოსვენებას არასდროს
აძლევდა, ამჯერად მოდუნებულიყო და გრძნობდა, რომ უჯრედი-
სებრი თვალსაზრისით აშკარად ცხოველმოქმედებდა.
იცოდა, რომ სახლების გადაღმა, მარჯვნივ, წითელი ნაკადუ-
ლი მოჩუხჩუხებდა და ისიც იცოდა, რომ ოდნავ მოშორებით ნაკა-
დული მარცხნივ უხვევდა. ამიტომაც არ გაჰკვირვებია, რომ სა-
ცალფეხო გზამ იმავე კუთხით შეუხვია და ერთბაშად შეიგრძნო
უფლება, ეფიქრა, ამ ფერმების ერთიანობა საგრძნობლად მუდ-
მივ სიდიდეს წარმოადგენსო.
რამდენიმე დეკამეტრის იქით ერთი ჯგუფი რაღაც რთულ სა-
მუშაოს ასრულებდა. რაკიღა სწრაფად მიიწევდა წინ, მოქმედე-
ბის ადგილისკენ, მის მგრძნობიარე დაფის აპკებს ყვირილის ხმა
მისწვდა. მრისხანებასთან საკმაოდ ახლო მდგომი, მაგრამ ოდ-
ნავ ბედს შერიგებული, გაკვირვებაშერეული ტკივილის ხმა იყო.
არც ერთი ამ ნიუანსთაგანი მკვდარჟაკის ყურს, რასაკვირველია,
არ გამოჰპარვია.

88 მკითხველთა ლიგა
ნაბიჯი და პულსი აუჩქარდა. გლეხები ცხენს ჯვარცმას უპირებ-
დნენ გამოჩორკნილ მუხის მაღალ კარზე. მკვდარჟაკი ახლოს მი-
ვიდა. ექვს კაცს ცხოველი ხის ფიცართან გაეკავებინა. მეშვიდე
და მერვე ცდილობდნენ, წინა მარცხენა ფეხში ლურსმანი ჩაეჭე-
დებინათ. ხუროს ბრჭყვიალათავიანი, ვეება ლურსმანი უკვე გა-
სულიყო კოჭში და სისხლის ნაკადი ცხოველის მუქ ბეწვზე მოედი-
ნებოდა. ამით აიხსნებოდა ის ტკივილნარევი ყვირილი, მკვდარ-
ჟაკმა რომ გაიგონა.
გლეხები საქმიანობას განაგრძობდნენ და ფსიქიატრს იმდე-
ნად არ აგდებდნენ აინუნში, გეგონება, ეს უკანასკნელი სადღაც
შორს, მაგალითად, ილშიაო. მხოლოდ ცხენმა მიაპყრო აცრემ-
ლებული წაბლისფერი თვალები, ფართოდ დაკრიჭა გრძელ--
გრძელი თეთრი კბილები და ბოდიშის ნიშნად საბრალოდ გაუღი-
მა.
- რა ქნა ასეთი? - ჩუმად იკითხა ფსიქიატრმა.
ერთ-ერთმა იმ ხუთი თუ ექვსი კაციდან, რომლებიც მას უყუ-
რებდნენ, აუღელვებლად მიუგო:
- ულაყია. ჰოდა შესცოდა.
- მერე ეგ რა დიდი ცოდვაა… - გაუკვირდა მკვდარჟაკს.
თანამოსაუბრემ გადააფურთხა და პასუხი არ გასცა. ახლა
ულაყის მარჯვენა ფეხს აჭედებდნენ. უროს ერთი დარტყმით
ლურსმნის წვეტმა ძრწოლისგან ფერდაკარგული ცხოველის ტყა-
ვი ერთბაშად გახვრიტა. ამის შემხედვარე მკვდარჟაკს ტანში
ჟრუანტელმა დაუარა. როგორც წეღან, ცხენს ამჯერადაც მოკლე,
თავზარდამცემი ყვირილი აღმოხდა. მისმა მხრებმა ვეღარ გაუძ-
ლო და ლაწანი გაადინა იმ უზარმაზარი წნევისგან, რომლითაც
ჯალათები აწვებოდნენ კიდურის მძიმე კარზე მისაკრავად. ცხო-
ველს იდაყვები ოდნავ გადაღუნული ჰქონდა. წინა ფეხები ერ-
თმანეთთან მახვილ კუთხეს ქმნიდა, რომელთა შორისაც მისი
ტკივილაღბეჭდილი სახე მოქცეულიყო.
89 მკითხველთა ლიგა
სისხლისგან აღგზნებულ-აფუთფუთებულ ბუზებს უკვე გაესვე-
ლებინათ საცეცები ლურსმნების გარშემო.
ისინი, ვისაც უკანა ფეხები ეჭირა, გაიყვნენ და ფლოქვების ში-
და მხარე კარის ქვედა ოთხკუთხედ კოჭზე მიაკრეს. პირდაღებულ
მკვდარჟაკს ოპერაციის არც ერთი წვრილმანი არ გამოჰპარვია.
ყელში თითქოს სამართებელივით რაღაც გაეჩხირა… ძლივს გა-
დაყლაპა… ულაყს მუცელი უძაგძაგებდა, ზორბა ლართი კი დაუწ-
ვრილდა, დაუპატარავდა და საკუთარ ტყავში შეეკუნტა.
გზის მეორე მხრიდან ჩურჩული გაისმა. ორი კაცი, რომელთა
მოახლოება მკვდარჟაკს არ შეუნიშნავს, მისკენ მოდიოდა, ერთი
შუა ხნის, მეორე კი ჯეელი. შუახანს მიტანებული ჯიბეში ხელებ-
ჩაწყობილი მოაბიჯებდა. ახმახი და ბანჯგვლიანი ვინმე იყო,
მკლავები ჟერსეს მაისურიდან გამოეყო, გატრუსული ტყავის წინ-
საფარი კი ფეხებზე სცემდა. ჯეელი, ერთი გაძვალტყავებული,
უპეებამოღამებული შეგირდი, გაღვივებული ნაკვერჩხლით სავ-
სე თუჯის ქვაბს მოათრევდა, საიდანაც გავარვარებული შანთის
ტარი ამოშვერილიყო.
- ნალბანდი მოვიდა… - შესძახა ვიღაცამ.
- მართლაც რომ სასტიკად ეპყრობით ამ ცხოველს, - თავი ვერ
შეიკავა და ხმადაბლა შენიშნა მკვდარჟაკმა.
- ეს ცხოველი არ არის, ულაყია, - უპასუხა გლეხმა.
- მიუტევებელი არაფერი ჩაუდენია.
- თავისუფალი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ცოდვა არ უნდა
ჩაედინა, - შეეკამათა კაცი.
- კი, მაგრამ ეგ ხომ მაგის მოვალეობაა, - უკან არ დაიხია
მკვდარჟაკმა.
შეგირდმა თუჯის ქვაბი ძირს დადგა და საბერვლით ცეცხლი
გააღვივა. ოსტატმა კი კაუჭით ნაკვერჩხალი ოდნავ გაქექა. მერე,
კარგა გავარვარებულად რომ ჩათვალა, შანთი ამოიღო და ულა-
ყისკენ შეტრიალდა.
90 მკითხველთა ლიგა
მკვდარჟაკი შებრუნდა და იქაურობას გაეცალა. ყურებზე ხე-
ლებმიჭერილი და კისერზე მკლავებაკრული მოუხერხებლად
გარბოდა და თვითონ ყვიროდა, რომ ცხენის განწირული კივილი
არ გაეგონა. მაშინღა გაჩერდა, როცა პატარა მოედანს მიაღწია,
საიდანაც ეკლესია ყურის ძირში ეგულებოდა. ხელები ჩამოუც-
ვივდა. გადატკეცილი და პრიალა წითელი ნაკადული, რომელ-
ზეც პატარა ხის ხიდით გადმოიარა, უძრავად მიედინებოდა. იქვე,
შორიახლოს, აქოშინებული შარავანდი დაცურავდა და ცდილობ-
და, ნავთან მიეტანა ვარდისფერი ხორცის ნაფლეთი, რომელიც
მის კბილებში კიდევ უფრო იძენძებოდა.

91 მკითხველთა ლიგა
V

მკვდარჟაკი ერთ წამს შეყოყმანდა და ირგვლივ მიმოიხედა.


კაციშვილს არ შეუმჩნევია, როგორ გამოიქცა თავქუდმოგლეჯი-
ლი. ლურჯვიტრაჟიანი ეკლესია, რომლის გვერდზეც თავი ამო-
ყო, თოხლო კვერცხს ჰგავდა. გეგონებოდა, ვიტრაჟი ნახვრეტია,
საიდანაც გამოწრუპვა შეიძლებაო. შიგნიდან ჩურჩულივით მო-
ისმოდა გალობა. მკვდარჟაკმა გარს შემოუარა და აუჩქარებლად
აიარა კიბე. შევიდა.
მღვდელი საკურთხევლის წინ იდგა და ტაქტს ითვლიდა. ოცი-
ოდ ბავშვი პირველი ზიარების საგალობელს მღეროდა გუნდად,
რომლის ღრმააზროვანი სიტყვები გულზე მოხვდა ფსიქიატრს
და, უკეთ რომ გაეგონა, საკურთხეველთან ახლოს მივიდა.

კუნელი ხომ ყვავილია,


ქონები ხომ ცხიმებია,
მძღ… ყისმათის გობია,
იესო ყველას სჯობია.
ბალახს ჭამენ ცხოველები,
ხორცს მიირთმევს მამიკო,
ქოჩორი კეფის კორდია,
იესო ყველას სჯობია.
იესო დგაფუნებაა,
იესო ჩქაფუნებაა,
იესო ფუფუნებაა… ამ სიტყვებმა ფსიქიატრი მიახვედრა, რომ სა-
გალობლის ავტორი თავად მღვდელი უნდა ყოფილიყო და ლექ-
სისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, იფიქრა, ასლის გამორ-
თმევას რაღა უდგას წინაო. მუსიკამ მცირეოდენი სიმშვიდე მოჰ-
გვარა მის ამღვრეულ გონებას. არ უნდოდა, ხელი შეეშალა
92 მკითხველთა ლიგა
მღვდლისთვის ამ სარეპერტუარო მეცადინეობაში და იქვე ხმა-
გაკმენდით ჩამოჯდა. ეკლესიაში გრილოდა. უშველებელ შენო-
ბაში ბავშვების ხმები ჟღერდა, მათი ექო კი კედლების კუწუბებს
გუგუნით ებღაუჭებოდა. მკვდარჟაკმა თვალები თავის ნებაზე სა-
ხეტიალოდ მიუშვა და შენიშნა, რომ თავსახურიანი კათედრა თა-
ვის ადგილას დაეყენებინათ და ორი ვეებერთელა ანჯამა გადმო-
ყირავების შემთხვევაში ყოველგვარი ლეწვა-ნგრევისგან
დაიცავდა. გაიაზრა, რომ წარაკუების ნათლობის შემდეგ ფეხი
აღარ მოედგა აქ და, ეჰ, როგორ გარბის დროო, გაიფიქრა. დრო
მართლა გარბოდა, რადგან ჩრდილს უკვე ჩაეცხრო ლურჯი ვიტ-
რაჟის ელვარება, ბავშვებს კი ხმები თანდათან სულ უფრო და უფ-
რო უნაზდებოდათ. სწორედ ამიტომაა მუსიკისა და სიბნელის ურ-
თიერთშერწყმა აგრერიგად ტკბილსაამური, რამეთუ შთააფიქ-
რებს კაცს სულსა ზედა.
გარეთ დამშვიდებული გამოვიდა და, წავიდე ერთი, ნალ-
ბანდს მივაკითხო, თორემ საღამოს რომ დავბრუნდები, კლემან-
ტინი გამიჯავრდებაო, გაიფიქრა.
ძალიან მალე მოსაღამოვდებოდა. მკვდარჟაკმა სოფლის მო-
ედნისკენ გასწია. ცხვირით მიჰყვებოდა დამწვარი რქის სუნს,
რომელიც ჰაერში გაბნეულიყო. გზა რომ არ არეოდა, თვალები
დახუჭა, ნესტოები კი ერთ ბნელ ფარდულთან მიუძღვნენ, სადაც
შეგირდი სამჭედლო ქურაში ცეცხლს აღვივებდა საბერვლით. კა-
რის წინ ცხენი იდგა და თავის ბოლო ნალს ელოდებოდა. ახალი
გაკრეჭილი იყო და მხოლოდ კიდურების ქვედა ნაწილებში
დაეტოვებინათ ბალანი. მკვდარჟაკი მისი ლამაზი და მრგვალი
გავით, ოდნავ ჩაზნექილი ზურგით, მძლავრი მკერდით და ბზის
ბუჩქივით ხეშეშფაფრიანი ქეჩოთი დატკბა.
სად იყო და სად არა, შავი ხვრელიდან ნალბანდი ამოტყვრა.
სწორედ ის დაინახა მკვდარჟაკმა ერთი საათის წინ, როცა ეს უკა-
ნასკნელი ულაყის საწამებლად მივიდა გლეხებთან.
93 მკითხველთა ლიგა
- გამარჯობა, - მიესალმა მკვდარჟაკი.
- გაგიმარჯოს, - უპასუხა ნალბანდმა.
მარჯვენა ხელში გრძელი მაშით გაწითლებული რკინის ნაჭე-
რი ეჭირა. მარცხენა მკლავის ბოლოს კი თავქვე ეკიდა მძიმე ჩა-
ქუჩი.
- ასწიე ფეხი, - უთხრა ცხენს.
ცხოველი დაემორჩილა და ნალიც თვალის დახამხამებაში
დაეჭედა. დამწვარ ჩლიქს სქელი ცისფერი ბოლი აუვიდა და
იქაურობა დააბნელა. მკვდარჟაკს ხველება აუტყდა. ცხენმა ფეხი
ძირს დადგა და ნალი გაისინჯა.
- ვარგა? - ჰკითხა ნალბანდმა. - პატარა ხომ არა გაქვს?
ცხენმა ანიშნა, არაო, და მხარზე თავი ჩამოადო ნალბანდს.
ნალბანდი ნესტოებზე მიეფერა და ცხენიც წყნარი ნაბიჯით გაუდ-
გა თავის გზას. ძირს ბალნის პატარ-პატარა გროვები ეყარა, სა-
დალაქოებში როგორც ყრია ხოლმე.
- ეი! - დაუყვირა ნალბანდმა შეგირდს. - მოდი, დაგავე
აქაურობა!
- დიახ, - გაისმა შეგირდის ხმა.
ნალბანდმა შესვლა დააპირა და მკვდარჟაკმა ხელი მკლავზე
დაადო.
- მითხარით…
- რა? - ჰკითხა ნალბანდმა.
- კბოდისპირას რომ სახლია, შეგიძლიათ იქ გამოიაროთ? ერ-
თმა ბავშვმა უკვე აიდგა ფეხი.
- საჩქაროა? - ჰკითხა კაცმა.
- დიახ, - მიუგო მკვდარჟაკმა.
- თვითონ ვერ მოვა?
- ვერა.
- ვნახავ, - თქვა ნალბანდმა.

94 მკითხველთა ლიგა
სამჭედლოში შევიდა, იქიდან კი ამ დროს გაქუცულცოცხიანი
შეგირდი გამოვიდა და ირგვლივ მიმობნეული ბალნის ერთ ამაზ-
რზენ გროვად თავმოყრას შეუდგა. მკვდარჟაკი ზღურბლამდე მი-
ვიდა. ძალიან ბნელოდა და თვალს სჭრიდა ცეცხლი, რომლის ნა-
რინჯისფერი ლაქაც შეუსაბამო ჩრდილებით ამკობდა ნივთებს.
ამ ლაქის შორიახლოს მკვდარჟაკმა გაარჩია გრდემლი და კიდევ
რკინის დაზგაზე გვერდულად გაწოლილი ბუნდოვანი ფორმის
რაღაც, თითქოს ადამიანი, რომელსაც კარიდან შემოსული
მკრთალი სინათლე ფოლადისფერი ანარეკლით ეცემოდა.
მაგრამ ამ დროს ნალბანდიც გამოჩნდა, რომელიც ამასობაში
თავის წიგნაკში იქექებოდა. რომ დაინახა, მკვდარჟაკი ასე ახ-
ლოს მოსულაო, წარბი შეჭმუხნა.
- გარეთ დარჩით, - უთხრა მან. - წისქვილი კი არ არის ეს.
- მომიტევეთ, - ჩაიჩურჩულა ცნობისმოყვარეობააღძრულმა
მკვდარჟაკმა.
- ხვალ გამოვივლი, - უთხრა ნალბანდმა. - ხვალ დილას, ათ
საათზე. ყველაფერი მზად დამახვედრეთ. დასაკარგი დრო არა
მაქვს.
- შევთანხმდით, - თქვა მკვდარჟაკმა, - და გმადლობთ.
კაცი სამჭედლოში შებრუნდა. ამასობაში შეგირდს მიმოფან-
ტული ბალანი უკვე შეეგროვებინა და ახლა ცეცხლს უკიდებდა.
მკვდარჟაკმა კინაღამ გონება დაკარგა სიმყრალისგან და ელვის
სისწრაფით გაერიდა იქაურობას.
აქეთობას პატარა სამკერვალო შენიშნა. მინის მიღმა, განა-
თებულ ოთახში მკაფიოდ ჩანდა მოხუცი ქალი. იჯდა და ინგლი-
სური ნაქარგობით მორთული თეთრ-მწვანე კაბის კერვას ასრუ-
ლებდა. მკვდარჟაკი შეჩერდა, ჩაფიქრდა და გზა განაგრძო. შინ
მისვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაახსენდა, რომ რამდენიმე
დღის წინ კლემანტინს ტანზე ზუსტად ასეთივე კაბა დაუნახა.
თეთრ-მწვანე ზოლებიანი კაბა, რომელსაც საყელოსა და სახე-
95 მკითხველთა ლიგა
ლოებზე ინგლისური ნაქარგობა ამშვენებდა. არადა კლემანტინი
ხომ სოფელში არასდროს არ იკერავდა ტანისამოსს?! თუ იკერავ-
და?

96 მკითხველთა ლიგა
VI

9 მარტი
მკვდარჟაკი ადგომას აპირებდა. მთელი ღამე მოახლე გოგოს
ალაპარაკების უშედეგო მცდელობაში გაატარა და, ჩვეულებისა-
მებრ, ყველაფერი მათი შეწყვილებით, თანაც ისევ იმ უცნაურ,
გოგოსთვის ერთადერთ მისაღებ, ოთხზე წაკუზულ პოზაში დაგ-
ვირგვინდა. მკვდარჟაკს ილაჯი უწყდებოდა ამ მომქანცველი დუ-
მილისგან და ნუგეშად საკუთარ ხელებზე ამ გოგოს სარცხვინე-
ლის სუნი სჭირდებოდა, რადგან მკაფიო შეკითხვებზე გამუდმე-
ბით ბუნდოვან პასუხებს იღებდა. მისი არყოფნისას აღშფოთება
ეუფლებოდა და რაღაც გულუბრყვილო არგუმენტაციას ამზადებ-
და ხოლმე, მაგრამ გამოჩნდებოდა თუ არა გოგო, მისი ძალიან
ბუნებრივი, ძალიან მარტივი და დაუძლეველი დუმილისა და
ინერტულობისგან მაშინვე ბედს ურიგდებოდა და ფარ-ხმლის
დაყრის მეტი აღარაფერი რჩებოდა. ხელისგული დაიყნოსა, გო-
ნების თვალით იხილა, როგორ წარმართავდა სწორი მიმართუ-
ლებით თავის გამაგრებულ საგანძურს და ამ მოგონებაზე თით-
ქმის მთელი ძვალ-რბილი გაუცოცხლდა სიქაგამოლეულს.
დილის ტუალეტი ხელების დაუბანლად ჩაიტარა და გადაწყვი-
ტა, ანჟელი ენახა. ხმის გამცემი სჭირდებოდა.
ანჟელი რომ თავის ოთახში არ იჯდა, ეს უპასუხოდ დარჩენილ-
მა სამჯერადი კაკუნის სამმა წყებამ დაადასტურა ცხადლივ. ამავე
ხერხით შეამოწმა ორი სხვა ოთახიც და დაასკვნა, რომ სასურვე-
ლი პირი შინ არ იყო.
ბაღიდან ხერხის ხმა მოდიოდა. იქ სუფევდა.
ხეივანში შეუხვია და თითები მალულად დაიყნოსა. სუნი არ
გასვლოდა.

97 მკითხველთა ლიგა
ხერხის ხრიალი სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა. გა-
რაჟთან ცისფერი ტილოსშარვლიანი და უქურთუკო ანჟელი
დაინახა. იდგა და ორ ჯოჯგინაზე გადებულ რაღაც მძიმე ძელს
ხერხავდა.
მკვდარჟაკი მიუახლოვდა. ძელის ერთ-ერთი უსწორმასწორო
და დახეთქილი ბოლო ყრუ ხმით დავარდა ძირს. ჯოჯგინების ქვეშ
ყვითელი, ახალთახალი და გუმფისიანი ნახერხი დაგროვილიყო.
ანჟელი წელში გასწორდა და ხერხი დადო. ხელი გაუწოდა
ფსიქიატრს.
- აი, ხომ ხედავთ, ყურად ვიღე თქვენი რჩევა, - უთხრა მან.
- ნავს აკეთებთ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- დიახ, ნავს.
- იცით, როგორ კეთდება ნავი?
- ბევრს არაფერს მოვითხოვ ამისგან, მთავარია, იტივტივოს, -
უპასუხა ანჟელმა.
- მაშინ ტივი გაგეკეთებინათ, - შესთავაზა მკვდარჟაკმა. - ოთ-
ხკუთხედია და უფრო იოლი გასაკეთებელი.
- დიახ, მაგრამ ნავი უფრო ლამაზია.
- აკვარელივით, - ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
- აკვარელივით.
ანჟელმა ხერხი დადო და ახალმოხერხილ ძელს დასწვდა.
- მაგას რაში გამოიყენებთ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- არ ვიცი, - მიუგო ანჟელმა. - ჯერჯერობით მარტო უვარგის
ბოლოებს ვაჭრი. სუფთად მინდა ვიმუშაო.
- ეგრე ხომ საქმეს იორმაგებთ…
- რა ბედენაა? სხვა საქმე მაინც არა მაქვს.
- უცნაურია, - ჩაიჩურჩულა ფსიქიატრმა. - ესე იგი ვერ დაიწ-
ყებთ მუშაობას, თუ მასალებს წინასწარ არ მოაწესრიგებთ?
- შემიძლია, მაგრამ ასე მირჩევნია.
- დიდი ხანია, ასე ხართ?
98 მკითხველთა ლიგა
ანჟელმა ავად დააკვესა თვალები.
- ოჰო, დაკითხვას მიპირებთ?
- სულაც არა!.. - არ გაამწვავა მკვდარჟაკმა და თითები ცხვირ-
თან მიიტანა, ვითომ აქაოდა ცალი ნესტო დამეცო და მინდა, გა-
ვითავისუფლოო.
- აბა ხელობა გავალდებულებთ?
- არა, - მიუგო მკვდარჟაკმა, - სხვების თუ არა, აბა ვისი ბედი
უნდა მაინტერესებდეს?
- საკუთარი, - უთხრა ანჟელმა.
- კარგად იცით, რომ მე ცარიელი ვარ.
- გეკითხათ თქვენივე თავისთვის, რატომ-თქო? ცოტათი მაინც
ხომ აგავსებდათ ეს?
- ფუჭი ამბავია, - თქვა მკვდარჟაკმა.
- ისევ არავინაა გასაფსიქოანალიზებელი?
- არავინ…
- ცხოველებზე გეცადათ. ახლა უკვე მიღებულია.
- საიდან იცით? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- წავიკითხე.
- ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ, რასაც კითხულობთ, -
ჭკუის დამრიგებლურად შენიშნა ფსიქიატრმა.
მისი ცერის შიდა მხარეს ჯერ კიდევ კარგად შეენარჩუნებინა
დამახასიათებელი სურნელი.
- სცადეთ მაინც, - გაიმეორა ანჟელმა.
- აი, რას გეტყვით… - დაიწყო ფსიქიატრმა და უცბად გაჩერდა.
- რას მეტყვით?
- არა, - მოუჭრა მკვდარჟაკმა, - არ გეტყვით, მე თვითონ შევა-
მოწმებ, მართალია თუ არა.
- ეს ვარაუდია?
- ჰიპოთეზა.

99 მკითხველთა ლიგა
- კარგი, - ჩაილაპარაკა ანჟელმა. - ბოლოს და ბოლოს, თქვე-
ნი გადასაწყვეტია.
გარაჟისკენ შეტრიალდა. ღია კარიდან მანქანის უკანა მხარე
მოჩანდა, ხოლო მარჯვნივ - კედელზე მიყუდებული ფიცრის შეკ-
ვრები, რომლებიც საკუთარი სიმძიმისგან მოქნილად იზნიქებო-
და.
- ხის მასალა არ გაკლიათ, - მოუწონა მკვდარჟაკმა.
- მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ დიდი ნავის გაკეთებას
ვაპირებ, - უპასუხა ანჟელმა.
შევიდა და ფიცარი ამოარჩია. მკვდარჟაკმა ცას ახედა. ღრუბ-
ლის ნატამალი არ ჩანდა.
- ახლა კი დაგტოვებთ, - უთხრა მან. - სოფელში ჩავდივარ.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
ხერხის ხმა მალევე განახლდა, თუმცა რაც უფრო შორდებოდა
მკვდარჟაკი გარაჟს, მით უფრო სუსტად ესმოდა. ბაღის ჭიშკარს
რომ მიაღწია, ხერხის ხმა საბოლოოდ მიწყდა. ანჟელთან საუბ-
რის დროს უეცრად სოფლის გასასვლელთან კედელზე წამოწო-
ლილი დიდი შავი კატა გაახსენდა. ერთი იმ იშვიათ პირთაგანი,
რომელმაც საქციელი მოუწონა.
ის კედელი უთუოდ იმ კატის საყვარელი ადგილი იყო. ამაში
დასარწმუნებლად ნაბიჯს აუჩქარა. ამავდროულად ცერი ცხვირ-
თან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა. სუნისგან ფორმები განსხე-
ულდა, თვალწინ დაუდგა მოახლე გოგოს ღონიერი ზურგი, თავი-
სი თავი, ჩაფრენილი გოგოს ჩამრგვალებულ თეძოებს, რომლე-
ბიც ქვევითკენ იდრიკებოდა ფსიქიატრის ყოველი გამანადგურე-
ბელი დარტყმისგან. ეს ფორმები სიარულში ეხმარებოდა.

100 მკითხველთა ლიგა


VII

24 მარტი
ქარაშოტი გზაზე ყველანაირ ჩალას მიაკონწიალებდა: საგებ-
ლებიდან ამოგლეჯილ და კარების ვიწრო ღრიჭოებიდან გამოღ-
წეულ, ბეღლების მისადგომებთან მოფარფატე ჩალას, ძველი და
მზეზე მიტოვებული ზვინების თივას. ქარაშოტი დილიდან ამო-
ვარდნილიყო. ჯერ ზღვის ზედაპირი აეფხიკა და შხეფებისთვის
თეთრი შაქარი გამოერთმია, მერე კბოდეზე აცოცებულიყო და
მანანის ნათესები აეჭრაჭუნებინა, ახლა სახლს გარს უტრიალებ-
და და ყოველ კუთხე-კუნჭულს სასტვენად იყენებდა, ალაგ-ალაგ
მარჯვე კრამიტებს წამოაწევინებდა ხოლმე თავს, შარშანდელი
შემოდგომის გულდაგულ გაყავისფრებულ ფოთლებს ატ-
რიალებდა, რომლებიც რაღაც მანქანებით სასუქში არ მოხვედ-
რილიყო, ორღობეებიდან ნაცრისფერი მტვრის კორიანტელს
აყენებდა და თავისი მძლავრი საფხეკელათი აქა-იქ შემორჩე-
ნილ ნაგუბრებს გამომშრალ ქერქს აცლიდა.
სოფლის პირას ნამდვილი ქარბორბალა ისახებოდა. გაშმაგე-
ბული რტოები და ბალახები ციბრუტივით დატრიალებულიყვნენ
და რაღაც გირჩისმაგვარ წარმონაქმნს თავში მოჰქცეოდნენ. ქვე-
და წვეტი რაღაცნაირად გადაადგილდებოდა, როგორც ფანქრის
გული მიუყვება ხოლმე ხორკლიანი ფურცლის ზედაპირს. მაღალ
რუხ კედელთან შავი რაღაცა იდო, ფოროვანი და დრეკადი, რა-
საც ქარბორბალას წვეტი უსწორმასწორო ზიგზაგით მიუახლოვ-
და. შავი კატის ცარიელი და მსუბუქი სათავსი აღმოჩნდა - არსგა-
მოცლილი, გამოფიტული და გამომშრალი კატისა. გამომშრალ--
დაშლილი გარსი ქარბორბალამ უგერგილოდ გამოაფრიალა
გზაზე, როგორც დაჭმუჭნილი გაზეთი მიგორავს ხოლმე პლაჟზე;
ქარი ხმაურის წვრილ სიმებს მაღალი ბალახის წვეტებზე ჭიმავდა
101 მკითხველთა ლიგა
- კატის აჩრდილი სასაცილოდ მოსწყდა მიწას და მაშინვე გვერ-
დულად დაენარცხა. ქარმა ერთი ისევ დაბერა და ფიტული ჯერ
ერთ ღობეს მიახეთქა, მერე კვლავ დასწვდა ძვალრბილგაერ-
თიანებულ თოჯინას და ახალი ხათქახუთქისთვის გააქანა. კატა
უეცრად ზევით მოექცა ფერდობს, რადგანაც გზა უხვევდა, და
მინდორ-ველები გადაჭრა. გზას ახლად გამოღებული თავთავე-
ბის მწვანე წვეტებს შორის იკვლევდა, მათ შეხებაზე დენით იმუხ-
ტებოდა და, მზეზე დატოვებული ზვინების ძველ თივასავით
სრულყოფილი სიცარიელით ცარიელი, მთვრალი ყვავივით
ბზრიალებდა.

102 მკითხველთა ლიგა


VIII

30 მარტი
მკვდარჟაკმა ერთი ნახტომით მიაღწია გზას და გრილი ჰაერი
ჩაისუნთქა. ახალ-ახალ სუნებს იჭერდა, რომლებიც მეტად ბუნ-
დოვან მოგონებებს უღვიძებდა. ერთი კვირა იყო, რაც შავი კატის
გონებრივი სუბსტანცია ჩაეყლაპა და უკვე ყველაფერი უკვირდა
და რის ვაივაგლახით პოულობდა სწორ გზას ამ რთულ და
გრძნობებით სავსე ქვეყანაზე. ტყუილია, თითქოს მემკვიდ-
რეობით მიიღო ახლებური ქცევა; შეძენილი ფიზიკური ჩვევები
და ფუნდამენტური რეფლექსები უკვე ღრმად ჰქონდა ჩამჯდარი
იმისთვის, რომ ისინი ბევრად გარდაექმნა შავი კატის ჩვევებთან
და რეფლექსებთან შეხებას, რომლის პროპორციულად სუსტი
ინტენსივობა ნათლად ხსნიდა ეფექტის სიმცირეს; ახლა თვი-
თონვე ეცინებოდა თავის მცდელობებზე, ეფიქრებინა სხვების-
თვის - და თავისი თავიც დაერწმუნებინა - აქაოდა მოთხოვნილე-
ბასა ვგრძნობ, ყური ფეხით მოვიფხანო ანდა ისე გავწვე იატაკზე,
რომ ხელის მტევნები ნიკაპქვეშ ამოვიწყოო. მაგრამ შემორჩენო-
და სურვილები და შეგრძნებები, ფიქრებიც კი, რომელთა სიღრმე
და უდიდესი მიმზიდველობა ნათლად ჯერ კიდევ ვერ ჰქონდა
წარმოდგენილი; მაგალითად, კატაბალახა - იგრძნო, რომ სულ
რამდენიმე მეტრში კატაბალახას ბუჩქი ხარობდა. თუმცა შეგნე-
ბულად აქცია ბუჩქს ზურგი და სოფლის საპირისპირო მხარეს,
კბოდისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. ერთი აზრი, რომელიც ძა-
ლიან მიმზიდველი ეჩვენებოდა, წინ მიუძღოდა.
მიადგა თუ არა კბოდის ციცაბო ნაპირს, იოლად მიაგნო ძლივ-
სშესამჩნევ ვიწრო ბილიკს, რომელიც, ალბათ, ქვათაცვენას გა-
ეტკეპნა. უფსკრულს ზურგი აქცია და უყოყმანოდ ჩაუყვა ქარაფს,
თან შიგადაშიგ ხელებსაც წააშველებდა ხოლმე ჩასასვლელად.
103 მკითხველთა ლიგა
ერთი-ორჯერ გულიც შეუქანდა, ფეხქვეშ ქვა რომ გამოეცალა,
მაგრამ ეჭვის გაუვლებლად და არნახული უდრტვინველობით გა-
ნაგრძობდა წინსვლას. რამდენიმე წამში კბოდის ძირას იდგა.
მიქცეულ ზღვას ღრმულების დაჩეხილ და ნაწვალებ კლდოვან
კედლებს შორის მოცვეთილ-მომრგვალებული ქვების ვიწრო
ზოლი გამოეჩინა. მკვდარჟაკი ჩქარი ნაბიჯით გაემართა ერთ--
ერთი ამ ღრმულისკენ. ნაპირთან მივიდა, მოსახერხებელი კუთხე
აირჩია და სახელოაკაპიწებული ჩაცუცქდა. მოკრუნჩხული თი-
თები ოდნავ შეახო წყალს.
ათიოდ წამი გავიდა. მერე რომელიღაც მწვანე ბალახის უკნი-
დან ერთმა ყვითელმა ლიფსიტამ გამოყო თავი. ძლივს ჩანდა
ღრმულის გადამწვანებულ ფსკერზე, მაგრამ მკვდარჟაკი მისი
უთხელესი ლაყუჩების ფეთქვას ხედავდა და გულით ხარობდა.
ხელი ელვის სისწრაფით გაშალა, სწვდა პატარა არსებას და
ნესტოებთან მიიტანა. მართლაც რომ კარგი სუნი ჰქონდა.
ტუჩები მოილოკა, პირი გააღო და მოფართხალე ლიფსიტას
ისე მოაკვნიტა თავი, არც დაფიქრებულა.
თითებსაც ჩაიკვნეტდა კაცი… ღრმული კი სავსე იყო ლიფსი-
ტებით.

104 მკითხველთა ლიგა


IX

16 აპრილი
ანჟელმა სამოქლონე ჩაქუჩი და მუჭისოდენა გრდემლი დაზ-
გაზე შემოაწყო და განიერი სახელოთი შუბლი შეიმშრალა. სულ
ახალი დამთავრებული ჰქონდა მარჯვენა ბორტი. წითელი სპი-
ლენძის ლურსმნები ლამაზ ხაზს ქმნიდა ბაც და მრუდე ხეზე. ნავი
თანდათანობით რაღაცას ემსგავსებოდა. ზღვისკენ მიმართულ
მუხის ხარიხაზე იყო შედგმული, ხარაჩოდან კი მუხის ორი ლიან-
დაგი იღებდა სათავეს, რომელიც ბოლოს მთელ კბოდეზე ჩაეშვე-
ბოდა.
ბავშვები სამივენი იქვე ისხდნენ და სახელოსნოს ერთ-ერთ
კუთხეში დაყენებული ნახერხისა და ბურბუშელას გორაში თამა-
შობდნენ. გასაოცარი სისწრაფით ვითარდებოდნენ; ახლა უკვე
სამივენი დაბაჩუნებდნენ თავიანთი პაწაწინა რკინის საბოებით;
მხოლოდ სიტროენს უსისხლიანდებოდა საღამოობით ფეხები,
გამძლე ჟოელს და ნოელს კი უკვე ნელ-ნელა უქვავდებოდათ კა-
ნი.
ანჟელს უკვირდა; დრო იყო, მოახლე გოგო კი არსად ჩანდა.
არადა ბავშვებს უნდა ესამხრათ. ანაზდად გაახსენდა, რომ მოახ-
ლეს დასვენების დღე ჰქონდა. ოხვრა-ოხვრით დახედა საათს.
მართლაც, კლემანტინს სულ უფრო და უფრო იშვიათად ავიწყდე-
ბოდა ამათი ჭმევა და როცა ანჟელი ერთი ბეწო საყვედურს მაინც
ეუბნებოდა, პასუხს ისეთი უტიფარი, ისეთი საძაგელი თავდაჯე-
რებულობით აძლევდა, რომ ლამის იმართლებდა კიდეც თავს.
ანჟელი დიდ უხერხულობას გრძნობდა, როცა დედის გვერდით
ჩამწკრივებული შვილები ასეთ დროს თითქმის დამცინავად
ამოსცქეროდნენ ხოლმე.

105 მკითხველთა ლიგა


ბავშვებს გადახედა, სიტროენის პირქუშ მზერას გადაეყარა და
აირია. ჰოდა, ეგრე უნდათო, გაიფიქრა მრისხანებაშეპარულმა.
თვითონ მათი მოფერებისა და დაკოცნის მეტი არაფერი უნდოდა,
მაგრამ არავინ არასდროს მსგავსს არაფერს სთხოვდა.
ამათ უყვართ, რომ ჩაგრავენო, გაიფიქრა გულისწყრომით.
და მაინც მათკენ გასწია.
- მოდით, წავიხემსოთ, ჩემო წიწილებო, - უთხრა მან.
ჟოელმა და ნოელმა ცხვირები ასწიეს და აჯუჯღუნდნენ.
- ანტინი მინა, - თქვა ჟოელმა.
- ანტინი, - გაიმეორა ნოელმა.
- კლემანტინი აქ არ არის, - უპასუხა ანჟელმა. - წავიდეთ, მოვ-
ძებნოთ.
სიტროენი ამაყად დააბიჯებდა. ანჟელმა ხელი გაუწოდა ტყუ-
პებს. ნახერხსა და ბურბუშელაში ამოგანგლულები არ ჩასჭიდე-
ბიან, ისე წამოდგნენ ფეხზე და მოუხერხებელი ძუნძულით
გაეკიდნენ თავიანთ ძმას. ანჟელს ოფლმა დაასხა და აფორიაქ-
და. და მაინც შორიდან გაჰყვა პატარებს, რადგან დაქანებულ
ბაღში აუარებელი ხიფათი იყო ჩასაფრებული და, მიუხედავად
გაღიზიანებისა, გაგიჟდებოდა, რამე ცუდი რომ დამართნოდათ.
სახლის შესასვლელთან სულ ერთი წამით მიასწრეს ბავშვებ-
მა, შიგნით კი უკვე ერთად შევიდნენ. ნოელი გამყივანი ხმით ეძა-
ხოდა დედას, ჟოელი კი ექოსავით იმეორებდა.
- კმარა! - რაღაცნაირად ღონივრად შესძახა ანჟელმა.
განცვიფრებულმა ბავშვებმა ხმა გაკმინდეს.
- წამოდით სამზარეულოში, - განაგრძო ანჟელმა.
გაუკვირდა, არაფერი რომ არ დახვდა მზად. სამხრის გაკეთე-
ბა მაინც ხომ შეეძლო დედას?! მოუხერხებლად დასხა ბავშვები
რძიანი ფინჯნების და ბუტერბროდების წინ, რომლებსაც პატარე-
ბი ხმაურით დააცხრნენ, და თვითონ კარისკენ გაემართა. გზად
კინაღამ მკვდარჟაკს დაეჯახა.
106 მკითხველთა ლიგა
- კლემანტინი ხომ არ გინახავთ? - ჰკითხა მან.
ფსიქიატრმა კატის მოძრაობით მოისვა ხელი ყურზე.
- ისააა… - შეეცადა, თანამოსაუბრეს არ შეეტყო ეს ამბავი.
- მორჩით მაგ კატობანას თამაშს, - შეაწყვეტინა ანჟელმა. - თა-
ნაც, ჩანს, სულ არ გინდათ ეს. და მითხარით, სადაა ჩემი ცოლი.
- ვწუხვარ, უნებლიეთ სასადილო ოთახში შევედი და იქ დამ-
ხვდა, - უპასუხა მკვდარჟაკმა.
- მერე რა? - ჩაიბუზღუნა ანჟელმა.
მკვდარჟაკი გვერდზე გასწია და გაცოფებულმა გაალაჯა. ფსი-
ქიატრი უკან მიჰყვა. ჩანდა, რომ ანჟელს სურდა, მრისხანებით
გამოეხატა თავისივე შვილებთან ურთიერთობის საკუთარი უუნა-
რობა, მაგრამ მკვდარჟაკს არ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება.
ანჟელი სალანძღავ სიტყვებს ეძებდა. იშვიათად აპილპილდე-
ბოდა ხოლმე ასე და თანაც ყოველთვის შვილების გამო. აქამდე
უნდა დაეთმო მეტი დრო მათი აღზრდისთვის. ახლა აფორიაქე-
ბული იყო და გამალებით უცემდა გული. კლემანტინს კი სულ ფე-
ხებზე ეკიდა ყველა.
კარი მარდად შეაღო, მაგრამ ისეთი პირკატა ეცა, რომ იქვე
გაქვავდა. სასადილო მაგიდაზე გაწოლილ კლემანტინს შარვა-
ლი მუხლებამდე ჩაეხადა და ეშმაკეულივით ქოშინებდა და იკ-
ლაკნებოდა. გვერდებზე ხელები კრუნჩხვით ეხრებოდა. ფეხებ-
გადაფარჩხულს პრიალა მაგიდაზე დუნდულები უთანთალებდა
და უცმუკავდა, ბაგეთაგან კი მსუბუქი ოხვრა-კვნესა სწყდებოდა.
გაოგნებული ანჟელი ჯერ გაშეშებული იდგა, მერე კი თანდათა-
ნობით უკან დაიხია. სახეზე ნელ-ნელა ალმური მოედო. კარი გა-
მოხურა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ბაღში. მკვდარჟაკი პარმაღ-
თან შეჩერდა და დაინახა, როგორ მიეფარა ანჟელი თვალს ხეივ-
ნის მოსახვევში. უკან შებრუნდა და სამზარეულოს მიაშურა.
- ნუთუ, ნუთუ… - ჩაიჩურჩულა თავისთვის.

107 მკითხველთა ლიგა


წარაკუების ნასუფრალის შედეგები რამდენიმე ზუსტი მოძ-
რაობით აღმოფხვრა. ეს უკანასკნელნი მხიარულად ჟივჟივებ-
დნენ. პირები მოსწმინდა და გარეთ გაიყვანა.
- მიდით, მამას ეთამაშეთ… - უთხრა თან.
- ანტინი მინა… - თქვა ნოელმა.
- ანტინი… - გაიმეორა ჟოელმა.
სიტროენი ხმის ამოუღებლად გაემართა ფარდულისკენ და
ძმებიც ფეხდაფეხ გაჰყვნენ. წარბშეჭმუხნილმა მკვდარჟაკმა მცი-
რე ხანს შეიცადა. მერე შეყოყმანდა და სასადილო ოთახში შებ-
რუნდა. კლემანტინი ამჯერად მაგიდაზე პირქვე გაწოლილი გა-
ნაგრძობდა უხამს ქცევას. ფსიქიატრმა ოთახის ჰაერი შეიყნოსა.
მერე უხალისოდ დატოვა იქაურობა და თავის ოთახს მიაშურა.
საწოლზე წამოწვა და, კი იფიქრა, არ გამომივაო, მაგრამ მაინც
შეეცადა, ეკრუტუნა. ყველაფრისდა მიუხედავად, უნდა ეღიარები-
ნა, რომ დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერა და ვერ აღწევდა. ისე,
კაცმა რომ თქვას, შავმა კატამ, რამდენიმე კვირის წინ რომ გააფ-
სიქოანალიზა, იცოდა კი კრუტუნი? მერე საინტერესო თემაზე -
კლემანტინზე - დაიწყო ფიქრი. ეგებ უნდა შევხებოდიო… თითები
დაიყნოსა. მოახლე გოგოს სუნი სულ ოდნავ კიდევ შერჩენოდა,
მაგრამ სუნი წინა დღით იყო დათარიღებული და უკვე გაბუნდო-
ვანებულიყო. ნამდვილად კარგად გრძნობდა თავს თავის სა-
წოლზე. ქალი კი ქვევით უთუოდ განაგრძობდა კლაკვნას… წა-
მოჯდა, წამოდგა, ჩავიდა და სასადილო ოთახის კარის წინ გაჩერ-
და. მიაყურადა. ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. შევიდა.
ნახევრად შიშველ კლემანტინს ამჯერად ეძინა; ყოველ შემ-
თხვევაში აღარ იკლაკნებოდა, ლოყა მაგიდაზე ჩამოედო და საჯ-
დომმოღიავებული იწვა. მკვდარჟაკმა რაღაც უცნაურად იგრძნო
თავი. მიუახლოვდა. მისი ფეხის ხმაზე ქალი შეირხა და ცალ
იდაყვზე წამოიწია. მკვდარჟაკი ადგილზე გაშეშდა.
- უკაცრავად, მომესმა, რომ მიძახდით, - თქვა ბოლოს.
108 მკითხველთა ლიგა
ქალს მიბნედილი და არეული თვალები ჰქონდა.
- ამ მაგიდაზე რა მინდა? - იკითხა დაბნეულად.
- ისააა… - ჩაიჩურჩულა მკვდარჟაკმა. - რა ვიცი, ალბათ, ძა-
ლიან დაგცხათ.
კლემანტინმა მაშინღა დაიხედა ტანზე.
- რაღაც სიზმარი ვნახე, - დაიწყო ქალმა.
და, როგორც ანჟელი ცოტა ხნის წინ, ისიც ყურებამდე გაწით-
ლდა.
- განა… - დაიწყო ისევ.
ისე წამოჯდა, არც უფიქრია შიშველი ბარძაყების დამალვა.
- თუმცა რა მაქვს თქვენთან დასამალი, - ჩაიჩურჩულა თავის-
თვის.
თავგზაარეულ მკვდარჟაკს ენა ჩავარდნოდა მუცელში.
- ალბათ, გიჟივით ვიკლაკნებოდი, - თქვა ქალმა და ჩაცმა და-
იწყო.
- ვშიშობ, ეგრეა…
- ჰოდა… არ ვიცი… ბავშვებისთვის სამხრის მომზადებას ვაპი-
რებდი და… აი… აქ აღმოვჩნდი, - თქვა კლემანტინმა.
თავზე თითები მოისვა.
- მახსოვს, პირქვე დავემხე ამ მაგიდაზე. კოპი მაქვს.
- ალბათ, რომელიმე ალქაჯმა… - დაიწყო მკვდარჟაკმა.
ქალმა შარვალი აიწია და თმა გაისწორა.
- ჰო, რას იზამ, ხდება ხოლმე, - ჩაილაპარაკა თავისთვის, - არ
მეგონა, ასე თუ შევტოპავდი. წავალ, ბავშვებს სამხარს გავუკე-
თებ.
- უკვე ისამხრეს, - დააზუსტა მკვდარჟაკმა.
კლემანტინს სახე მოექუშა.
- ვინ ასამხრა ბავშვები?
- თქვენმა ქმარმა, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - ცხვირ-პირი კი მე
მოვწმინდე.
109 მკითხველთა ლიგა
- ანჟელმა აქ მობედა?
- დიახ, - მტკნარად მიუგო მკვდარჟაკმა.
ქალმა წინ ჩაუარა და სწრაფი ნაბიჯით მიაშურა ბაღს. ხეივნის
მოსახვევთან უკვე თითქმის გარბოდა. მკვდარჟაკი ზევით აბრუნ-
და და თან ცდილობდა, ეაზროვნა. მაშასადამე, არსებობდა კი-
დეც. მაგრამ ეულად.

110 მკითხველთა ლიგა


X

ანჟელს სამოქლონე ჩაქუჩი აეღო და მეორე ბორტს უტ-


რიალებდა. შიდა მხარეს პატარა გრდემლი რომ მიადო, სიჩქა-
რისგან აწითლებული კლემანტინიც მაშინ გამოჩნდა. დედის და-
ნახვაზე ტყუპები მხიარულად აჭყლოპინდნენ, ხოლო სიტროენი
მივიდა და ხელიც ჩაავლო. ანჟელმა თვალები ასწია, ვითარება
შეაფასა და სახე მოეღრიჯა.
- ვინ ასამხრა ესენი? - იკითხა ქალმა.
- მე, - მშრალად უპასუხა ანჟელმა.
ხმაში გამოუკრთა რაღაც, რამაც გააკვირვა კლემანტინი.
- რა უფლებით?
- გეყო! - უხეშად მიუგო ანჟელმა.
- გეკითხები, ბავშვები რა უფლებით ასამხრე-მეთქი? ხომ შევ-
თანხმდით, რომ ამათთან აღარაფერი გესაქმება?
სანამ პირის მოკუმვას მოასწრებდა, სილაქების ნიაღვარი წა-
მოვიდა. შოკისგან შეტორტმანდა. მიტკალივით გადაფითრებუ-
ლი ანჟელი ცოფისგან კანკალებდა.
- გეყო-მეთქი! - დაიღრიალა მთელი ხმით.
ამით თითქოს დამშვიდდა, კლემანტინმა კი ლოყებზე ათრთო-
ლებული ხელი მოისვა.
- ვწუხვარ, - თქვა ბოლოს ანჟელმა, - მაგრამ შენც ძალიან შე-
ტოპე.
ბავშვები აყვირდნენ, სიტროენი კი დაიხარა და ლურსმანი
აიღო. მერე ანჟელს მიუახლოვდა და მთელი თავისი პატარა ძა-
ლით ჩაასო ფეხში. ანჟელი არ გატოკებულა. კლემანტინს ქვი-
თინნარევი სიცილი აუტყდა.
- გეყო-მეთქი! - დაძაბულად გაიმეორა ანჟელმა.
კლემანტინი გაჩერდა.
111 მკითხველთა ლიგა
- უფრო სწორად, სულაც არ ვწუხვარ. ვწუხვარ, უფრო მაგრად
რომ არ გაგილაწუნე, - დააყოლა ანჟელმა.
კლემანტინმა თავი ჩაქინდრა და გაეცალა. ბავშვები კუდში
გაჰყვნენ. დროდადრო სიტროენი ტრიალდებოდა და მამას პირ-
ქუშ მზერას სტყორცნიდა. ანჟელი ფიქრებში ჩაძირულიყო. სულ
ცოტა ხნის წინ გათამაშებული სცენა გონების თვალით ხელ-
მეორედ იხილა და უხერხულად შეიშმუშნა; მერე სასადილო
ოთახში მაგიდაზე წამოპლაკული თავისი ცოლი წარმოუდგა
თვალწინ და ყელში სისხლი მოაწვა. იცოდა, რომ სახლში არას-
დროს აღარ დაბრუნდებოდა. ტკბილი ძილისთვის ნახერხი და
ბურბუშელაც საკმარისად ეყარა ფარდულში და ღამეც კარგად
თბილოდა. მსუბუქი ქავილი იგრძნო მარცხენა ფეხზე. დაიხარა
და ოქროსფერწვეტიანი წვნიკი ლურსმანი გამოიძრო; მომწვანო
ტილოს შარვალზე ჭიკარტისოდენა ყავისფერი ლაქა ეტყობოდა.
სასაცილო იყო. საწყალი პატარა მატლები.

112 მკითხველთა ლიგა


XI

20 მაისი
მას შემდეგ, რაც ანჟელი თავის სახელოსნოში გადავიდა საც-
ხოვრებლად, მკვდარჟაკმა სახლზე გული აიცრუა. კლემანტინ-
თან ერთად ძველებურად თავის გემოზე ვეღარ იყო. ქალი ზედმე-
ტად დედურად იქცეოდა და ეს ყველაფერი ძალიან უჩვეულოდ
ჩანდა. იმიტომ კი არა, რომ მკვდარჟაკი ამაში რამე ცუდს ხედავ-
და, - აკი არ ტყუოდა, როცა ამტკიცებდა, ცარიელი ვარო, და ამი-
ტომ თითქმის არავითარი ეთიკური ღირებულება აღარ ჰქონდა, -
არა, უბრალოდ უხერხულობას გრძნობდა.
ამჯერად ბაღის ერთ-ერთ კუთხეში მიწოლილიყო, სადაც
ბლომად ვარცლიკუდა ხარობდა, და დაბნეული სახით მის რამ-
დენიმე დაკუთხულ ღეროს ღეჭავდა. ვარცლიკუდა ზომიერ მომ-
ხმარებელს სიმამაცესა და გამბედაობას უნერგავდა. ტაკოთეთ-
რას ელოდებოდა, გოგო წუთი წუთზე უნდა მოსულიყო და უღიმ-
ღამო დღის დარჩენილი ნაწილი მასთან ერთად გაეტარებინა.
უღიმღამოზე ღამე გაახსენდა, ღამის გახსენებაზე კი ხელი შარ-
ვლის დუქანზე მოისვა. როგორც წესი, ალბათ, ამჯერადაც ფსიქი-
ატრის წელქვემოთ დასრულდებოდა ყველაფერი.
ხრეშის ხრაშახრუში გაიგონა და წამოჯდა. მძიმე კოფთაში გა-
მოწყობილი ბაჯბაჯა და ჩაკურატებული, ბრტყელტერფა მოახლე
გამოეცხადა და გვერდით ჩამოუჯდა.
- მორჩი შრომას? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- მოვრჩი, - ამოიოხრა გოგომ. - ბავშვები წვანან.
უკვე კაბის ღილებს იხსნიდა, მაგრამ მკვდარჟაკმა გააჩერა.
- ხომ არ გველაპარაკა ცოტა? - შესთავაზა სამაგიეროდ.
- მე იმისთვის მოვედი აქ, - იუარა გოგომ. - მე ის მინდა და არა
საუბარი.
113 მკითხველთა ლიგა
- ერთადერთი რამ მინდა გკითხო, - უთხრა მკვდარჟაკმა.
გოგომ ტანთ გაიხადა და ბალახზე დაჯდა. ბაღის ამ განაპირა
კუთხეში ისე იყვნენ, თითქოს მუჭისოდენა კოლოფში ისხედნენო.
ამასთან, სულ ერთი ბეწო საშიშროებაც კი არ არსებობდა იმისა,
რომ ვინმე წამოსდგომოდათ თავს - არც ანჟელი მოვიდოდა აქ და
არც კლემანტინი. გოგო რომ ელოდინებინა, მკვდარჟაკმა თვი-
თონაც გაიხადა. მოახლე თვალს არიდებდა. შიშვლები ბალახზე
ცოტა სასაცილოდ ჩანდნენ. გოგო ჯერ მუცელზე გაწვა და მერე
ოთხზე დადგა.
- გელოდებით, - უთხრა თან.
- ჯანდაბა! - მოთმინების ფიალა აევსო მკვდარჟაკს. - ყელში
ამომივიდა ეს სულელური პოზა.
- კარგი, რა, - უთხრა გოგომ.
- აუტანელია, - შესძახა მკვდარჟაკმა.
ერთი უეცარი ბიძგით დააკარგვინა წონასწორობა. ვიდრე გო-
გო გასწორებას მოასწრებდა, ზურგზე გააკრა და ზევიდან დააც-
ხრა. გოგო ცოფიანივით აფართხალდა.
- არა, არა, - გაჰყვიროდა გაშმაგებული, - ეს არა! ასე არა!
თქვე მხეცო!
მკვდარჟაკს ძლიერად ჰყავდა გაკავებული.
- ჰო, გაგიშვებ, აბა რა, მაგრამ მაშინ მითხარი, რატომ არ გინ-
და სხვანაირად? - ჰკითხა მან.
- არ მინდა, - გაჭინჭყლდა გოგო.
მკვდარჟაკი უფრო ძლიერად დააწვა. როცა მოუნდებოდა, შე-
ეძლო, მაშინ იმასექნა გოგო.
- თუ არ მეტყვი, მაშინ ასე გიზამ.
ამჯერად ჯავრისგან ატირდა და ალუღლუღდა ძიძა.
- არა… წადით აქედან. არ მინდა. გულს მირევთ.
- ოჰო! - გაუბრაზდა მკვდარჟაკი. - სულ გააფრინე?!
- არაფერსაც არ გეტყვით, - უთხრა გოგომ.
114 მკითხველთა ლიგა
- მეტყვი, - ჯიბრში ჩაუდგა მკვდარჟაკი.
თავი ჩახარა და ერთ-ერთი ძუძუსთავი კბილებს შუა მოიქცია.
- თუ არ მეტყვი, მოგაჭამ, - სავსე პირით და ძლივძლივობით
წარმოთქვა.
ძალიან ეცინებოდა და ეს ამბავი მის შესაძლებლობებზეც
აისახებოდა. თუმცა, ეტყობა, მაინც ოდნავ მაგრად მოუჭირა კბი-
ლები, რადგან გოგომ დაიყვირა და მართლა ცრემლებად დაიღ-
ვარა. ულმობელმა ფსიქიატრმა ამით ისარგებლა და ზეწოლა გა-
აძლიერა.
- გეტყვით, - ამოიკვნესა გოგომ. - მაგრამ მანამდე ნუღარ მა-
წევხართ ზევიდან. გადაწექით გვერდზე. ახლავე.
- ყველაფერს მეტყვი? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- გპირდებით, - უპასუხა გოგომ. - ოღონდ დამანებეთ თავი…
მიდით… ვაი!..
მკვდარჟაკმა გაუშვა და აქოშინებული გადაწვა გვერდზე. ძნე-
ლი გასაკავებელი აღმოჩნდა გოგო. გაუშვა თუ არა, მაშინვე წა-
მოჯდა.
- ახლა კი მომიყევი, - უთხრა მკვდარჟაკმა. - თორემ თავიდან
დავიწყებ ყველაფერს. რატომ შვრები ასე? რის გამო?
- ყოველთვისაც ასე ვშვრებოდი, - მიუგო გოგომ.
- ანუ როდიდან?
- თავიდანვე.
- პირველად ვისთან ქენი?
- მამაჩემთან.
- და რატომ მაინცადამაინც ასე?
- მეუბნებოდა, არ მინდა გიყუროო. არ შემიძლიაო.
- რცხვენოდა?
- ჩვენში სირცხვილი არ იციან, რა არის, - მკაცრად თქვა გო-
გომ.

115 მკითხველთა ლიგა


ძუძუებზე ხელები კი აიფარა, მაგრამ ბარძაყები მოშიშვლებუ-
ლი და გადაფარჩხული დარჩა. აი კდემამოსილება რა ყოფილაო,
გაიფიქრა მკვდარჟაკმა.
- რამდენი წლის იყავი მაშინ?
- თორმეტის.
- მესმის, რატომაც ვერ გიყურებდა.
- არა, არ გესმით, - მიუგო გოგომ. - არ უნდოდა, ძალიან შეუხე-
დავი ხარო, მეუბნებოდა. და რაკი მამაჩემი ამბობდა ამას, სწო-
რიც იყო. თქვენ კიდევ ურჩობა გამომაჩენინეთ მამაჩემის მი-
მართ და გამოდის, რომ ცუდი გოგო ვარ.
- შენ თვითონ მოგწონს კი?
- რა?
- აი, როგორც აკეთებ.
- აბა რა დროს ეგეთი შეკითხვებია, - თქვა გოგომ. - გინდათ
თუ არა, რომ იმასვქნათ?
- სულ ასე არ მინდა, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - საუკეთესო რა-
მეებმაც კი იცის მოყირჭება.
- საქონელივით იქცევით, რა, - უთხრა გოგომ.
წამოდგა და კაბას დაუწყო ძებნა.
- რას შვრები? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- მივდივარ. ჩემივე თავის მრცხვენია.
- შენ რა შუაში ხარ? - შენიშნა მკვდარჟაკმა.
- ვარ! - თქვა გოგომ. - თავიდანვე არ უნდა მექნა ეს.
- რაღაც-რაღაცეები რომ მოგეყოლა ჩემთვის, შემეძლო, მე-
ცადა და შენი ეგეთი მგრძნობიარობისთვის რამე მეშველა, - უთ-
ხრა მკვდარჟაკმა. - მაგრამ ძალიან გულჩათხრობილი ხარ.
- მართალი უთქვამს ქალბატონს, - ჩაიბურტყუნა ძიძამ, - თქვე-
ნი დანახვა აღარ მინდა.
- დიდი ამბავი, - მშრალად თქვა ფსიქიატრმა, - გადავიტან რო-
გორმე.
116 მკითხველთა ლიგა
- და არაფერსაც აღარ მოგიყვებით. მე აქ თქვენი ბინძური ხუშ-
ტურების დასაკმაყოფილებლად კი არა ვარ.
მკვდარჟაკმა ჩაიხითხითა და ჩაცმა დაიწყო. ამ უბედური გო-
გოს სერიოზულად გაფსიქოანალიზების იმედი არც არასოდეს
ჰქონია. უკეთესებს იპოვიდა. ფეხსაცმელები ამოიცვა და წამოდ-
გა. გოგო ისევ სლუკუნებდა.
- მომწყდი თავიდან, - უთხრა დინჯად.
გოგო სრუტუნ-სრუტუნით დაემორჩილა. ალბათ, ეზიზღებოდა
მკვდარჟაკი. ამ უკანასკნელს კი ეღიმებოდა იმის გაფიქრებაზე,
რომ ამ თვალსაზრისით, ანალიზი წარმატებული გამოდგა. მერე
მსუბუქი ნახტომით ბაღში შერჩენილი მოფარფატე პეპელა
დაიჭირა და, უაღრესად კმაყოფილმა, გადაყლაპა.

117 მკითხველთა ლიგა


XII

13 ივნლისი
სახლის სადარბაზოს წინ მოსწორებული და ხრეშმოყრილი
ადგილი იყო, სადაც ბავშვები ნასადილევს სიამოვნებით თამა-
შობდნენ ხოლმე იქამდე, ვიდრე ძიძა, რომელიც ამჯერად უფრო-
სებს ემსახურებოდა სუფრასთან, დღისით დასაძინებლად ლოგი-
ნებში ჩააწვენდა. ამგვარად სასადილო ოთახის ფანჯრებიდან
მათზე თვალყურის ჭერა შეიძლებოდა. ეს მკვდარჟაკს ევალა და
ამიტომაც იჯდა პირით ფანჯრისკენ. მის პირისპირ კი კლემანტინი
დაბნეულად ასორსლებდა თითებით ბისკვიტის გულს, მაგრამ კა-
ციშვილი მადლიერი არ იყო (ჰო, მართლა არ იყო). ბოლო დროს
ერთმანეთს მხოლოდ სადილად თუ ხედავდნენ. კლემანტინს
თითქოს სურდა, რომ მკვდარჟაკს მის სახლში ეცხოვრა, მაგრამ
მასთან ძირითადად უმნიშვნელო რაღაცეებზე საუბრით შე-
მოიფარგლებოდა. თავის მხრივ, ვერც ფსიქიატრი ბედავდა პი-
რადულ თემებზე სიტყვის ჩამოგდებას.
კოპებშეკრულმა და მდუმარე ტაკოთეთრამ რაღაც კერძი
მოიტანა და მკვდარჟაკს წინ დაუდო. ფსიქიატრმა თავსახური
ახადა და ზრდილობიანად უთხრა:
- გადაიღეთ, კლემანტინ, გთხოვთ.
- ეგ თქვენთვისაა, - უპასუხა ქალმა. - მხოლოდ თქვენთვის.
ნუგბარია.
ქალი ცოტა არ იყოს ცბიერად იღიმებოდა. მკვდარჟაკმა უკეთ
შეათვალიერა.
- ოჰო… ეს ხომ ფილტვია! - შესძახა მხიარულად.
- ზუსტადაც, - მიუგო კლემანტინმა.

118 მკითხველთა ლიგა


- უმი კი მერჩივნა, - შენიშნა მკვდარჟაკმა, - მაგრამ თავისთა-
ვად ეს ყურადღება იმდენად საოცარია… კლემანტინ, ნამდვილი
ანგელოზი ხართ.
- მე ძალიან კეთილგანწყობილი ვარ თქვენდამი, - მიუგო ქალ-
მა, - მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ გიყურებდით,
როგორ მიირთმევთ ამას უმად.
- რასაკვირველია, - თქვა მკვდარჟაკმა და კარგა მოზრდილი
ნაჭერი გადაიღო. - მელაპარაკეთ ფილტვზე! ყველა თაგვსაც სჯო-
ბია ამ ქვეყანაზე და ყველა ჩიტსაც.
- ძალიან მიხარია, ეგრე რომ მოგწონთ და აფასებთ, - უთხრა
ქალმა.
- თავისთავად ჩიტს არა უშავს რა, რა თქმა უნდა, - ჩაუღრმავ-
და მკვდარჟაკი, - მაგრამ ეს საშინელი ბუმბულები…
- მართალია, - დაეთანხმა კლემანტინი. - ეს მედლის მეორე
მხარეა. მაგრამ თაგვებს რა უშავთ?
- გასართობად არც არაფერი, - მიუგო მკვდარჟაკმა. - აი გემო-
სი კი რა მოგახსენოთ.
- სამაგიეროდ გემოვნების თვალსაწიერს გიფართოებთ. ეს კი
ფრიად მისასალმებელია. ვის აფსიქოანალიზებთ ამჟამად?
- ძალიან თავაზიანი და კეთილშობილი ხართ, რადგან უწყით,
რომ თქვენმა მოახლე გოგომ მიმაგდო და მიმატოვა, - მიუგო
მკვდარჟაკმა.
- დიახ, და ვაღიარებ, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს ამბა-
ვი, - თქვა ქალმა. - რამე ნახეთ სოფელში? ხომ წარამარა დაიარე-
ბით იქ… თუ ვცდები?
- ეჰ, დიდი ვერაფერი! - ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა. - არცთუ
იშვიათად ვნახულობ შარავანდს.
- ქალებზე გეკითხებით, - უთხრა კლემანტინმა.

119 მკითხველთა ლიგა


- მაინცადამაინც არც ვეძებ, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - იცით, ის
კატა რომ დანაკუწდა და დაიფლითა? დიდად კი არ მჯერა ეგეთე-
ბის, მაგრამ რაღაც გავლენა მაინც მოახდინა ჩემზე.
ტყუოდა.
- ვიცი, რომ ეძებთ, - უთხრა კლემანტინმა.
მკვდარჟაკი ბავშვებს შესცქეროდა, რომლებიც იმდენს დას-
დევდნენ ერთმანეთს წრეზე, რომ თავბრუ ეხვეოდათ.
- სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, - თქვა ფსიქიატრმა.
- ჩემს ტანსაცმლის კარადაში თქვენ იქექებოდით? - ჰკითხა
უეცრად ქალმა.
მკვდარჟაკი გაკვირვებული სახით შეყოყმანდა.
- ბატონო?
- მშვენივრად გაიგონეთ.
- არა, - უპასუხა მან. - არ ვიქექებოდი. რა უნდა მეძებნა თქვენს
ტანსაცმლის კარადაში? მე ყველანაირი ტანისამოსი მაქვს, რაც
კი მჭირდება.
- ეჰ!.. რა მნიშვნელობა აქვს, - გამოაცხადა ქალმა. - შეიძლება
ვცდები. ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა ხოლმე, რომ ხანგამოშ-
ვებით ჩემსას ყველაფერს ეხებოდნენ. თუმცა, რასაკვირველია,
არავითარი საფუძველი არა მაქვს, ვიფიქრო, რომ თქვენი ხელი
ურევია ამაში.
ფსიქიატრმა ნიკაპი შინამოსამსახურე გოგოსკენ გაიშვირა,
რომელიც მათგან ზურგშექცევით იდგა.
- არა, არა! - შესძახა კლემანტინმა. - ნამდვილად არა. სხვათა
შორის, რაში დასჭირდებოდა ამის დამალვა? ჩემთვის სულერ-
თია. იმ კაბებს არც არასდროს ვიცვამ. თითქმის არასდროს.

120 მკითხველთა ლიგა


XIII

24 ივნლისი
ესეც ასე, - თქვა ანჟელმა და წამოდგა.
სანახევროდ გადაეხერხა სტაპელის სოლი, რომელიც ნავს
ლიანდაგებზე იჭერდა. ყველაფერი დამთავრებული იყო. ნავი
მბზინავი ბრინჯაოს საყრდენებით კორპუსზე მიმაგრებული მსუ-
ბუქი ბალანსირით იყო აღჭურვილი, მთლიანობაში კი ფინიკიური
სატევარივით ცხვირაღმართული, ათი მეტრის სიგრძისა და ბაცი
ხისა გახლდათ. ფრიად გამობურცულ გემბანზე ჯერჯერობით
მხოლოდ უკანა მხარისკენ დადაბლებული ჯიხურის მომცრო შვე-
რილი მოჩანდა. მკვდარჟაკი დაიხარა და ნავს გახედა. ნავიდან
მთელ სიგრძეზე სახსროვანი ფეხების თერთმეტი წყვილი გამო-
დიოდა. - სწრაფად ივლის, - შენიშნა მან.
- ჰო, თითქოს არა უშავს, - დაეთანხმა ანჟელი.
- მოყვარულის კვალობაზე მშვენივრად გაგირთმევიათ თავი,
- განაგრძო მკვდარჟაკმა.
- მე მოყვარული არ გახლავართ, - უპასუხა ანჟელმა.
- კეთილი, - თავიდან დაიწყო მკვდარჟაკმა, - პროფესიონა-
ლის კვალობაზე უცნაურად კარგად გაგირთმევიათ თავი.
- მე პროფესიონალი არ გახლავართ, - უპასუხა ანჟელმა.
- მაშ ვინღა ხართ? - ჰკითხა ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა
მკვდარჟაკმა.
- ნუ დაიწყებთ ახლა შეკითხვების დასმას, რა საშინელი ახი-
რებაა.
მკვდარჟაკი თავისუფლად შეიძლებოდა, გაწიწმატებულიყო,
მაგრამ ტემპერამენტი არ უბიძგებდა აქეთ. ის რამე სათქმელს
ეძებდა ადამიანისთვის, რომელიც ცხრა მთას იქით აპირებდა გა-
დაკარგვას. ბედის ანაბარა. სახელდახელოდ გაკეთებული ნა-
121 მკითხველთა ლიგა
ვით. მთლიანობაში ასე იყო. მიუხედავად თერთმეტი წყვილი ფე-
ხისა.
- ცოლთან ისევ ისეთი ურთიერთობა გაქვთ?
- დიახ, - მიუგო ანჟელმა. - ეს…
გაჩუმდა.
- არაფერი. ვერაფერს ვერ ვიტყვი ამაზე. ქალები და კაცები
ერთ სიბრტყეში ვერ ცხოვრობენ. თუმცა გული მაინც არაფერზე
არ მწყდება.
- არც შვილებზე?
- საბედნიეროდ, მაგათ ჯერ არ ვიცნობ, - თქვა ანჟელმა. - ასე
რომ, არ გამიჭირდება.
- იმათ მოენატრებით, - შენიშნა ფსიქიატრმა.
- ვიცი, - უპასუხა ანჟელმა. - მაგრამ ადამიანს ყოველთვის რა-
ღაც და ვიღაც ენატრება. ასე რომ, ჯობს, რაღაც მნიშვნელოვანი
მოენატროთ.
- უმამოდ გაზრდილი ბავშვები… - დაიწყო მკვდარჟაკმა.
- ყური მიგდეთ, - სიტყვა გააწყვეტინა მკვდარჟაკმა, - მაინც ვე-
ღარ გადამაფიქრებინებთ ვერაფერს. მივდივარ და მივდივარ.
მორჩა და გათავდა.
- დაიხრჩობით, - უთხრა მკვდარჟაკმა.
- ნუ გეშინიათ, ეგრეც არ გამიმართლებს.
- რა ბანალური ხართ, - ამრეზით ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
- ავხორცულად ბანალური, - დაეთანხმა ანჟელი.
- აღარ ვიცი, რა გითხრათ.
- გასაგებიცაა, - დამცინავად შენიშნა ანჟელმა, - ახლა ჩემი ჯე-
რია შეკითხვების დასმისა. როგორ სრულდება თქვენი დიადი
გეგმები?
- ვერანაირად, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - აქამდე ერთი კატა
იყო და მეტი არაფერი. ერთ ძაღლზეც ვცადე, მაგრამ წინამორბე-
დი კატა რაღაც ძალიან უსიამოვნო კონფლიქტს იწვევდა და იძუ-
122 მკითხველთა ლიგა
ლებული გავხდი, თავი დამენებებინა. თანაც მე ადამიანზე უფრო
მინდოდა. ქალზე ან კაცზე. მოკლედ, ადამიანზე.
- ამჟამად ვისთანა გაქვთ ურთიერთობა?
- მალე ნალბანდის მოსამსახურე გოგონას გავიცნობ. გალან-
ტერეით მოვაჭრისგან.
- გალანტერეით მოვაჭრესთან მიდიხართ ახლა?
- არა… თუ მკერავთან… არ ვიცი… მოკლედ, სასაცილო ამბა-
ვია. განა ყველა კაბა მაგან არ შეუკერა თქვენს ცოლს?
- როგორ გეკადრებათ, - შეიცხადა ანჟელმა. - კლემანტინმა
ყველაფერი თან ჩამოიტანა. სოფელში თავის დღეში არ ჩასულა.
- ძალიანაც შემცდარა, - არ დაეთანხმა მკვდარჟაკი. - იქაურო-
ბა სავსეა საინტერესო რაღაცეებით.
- ოჰო-ჰო-ჰო-ჰო, სულ აურევიათ იმათ თქვენთვის ტვინი, - გა-
დაიხარხარა ანჟელმა.
- სწორია, მაგრამ მართლა სავსეა საინტერესო რაღაცეებით.
ყოველ შემთხვევაში… ჰო… ისააა… ასე ვთქვათ… გაგიკვირდებათ
და, მკერავს თქვენი ცოლის ყველა კაბის მოდელი აქვს. უკლებ-
ლივ ყველასი, რომლებიც კი ჩემს აქ ყოფნაში სცმია.
- ჰოო? - საერთოდ არ დასტყობია გაკვირვება ანჟელს.
ნავს გახედა.
- მალე გზას უნდა გავუდგე, - თქვა მან. - გნებავთ, სცადოთ ჩემ-
თან ერთად?
- მოიცათ… მართლა ხომ არ აპირებთ წასვლას?.. - სასო წა-
რეკვეთა მკვდარჟაკს.
- ვაპირებ. დღეს არა, მაგრამ მართლა ვაპირებ.
შუამდე გადახერხილ საყრდენს მიუახლოვდა და ხელი ასწია.
მუშტის ლაზათიანი დარტყმით იოლად გადატეხა ხის ნაჭერი.
ძლიერი ტკაცანის ხმა გაისმა. ნავი შეზანზარდა და დაიძრა. მუხის
კარგად გაპოხილი ლიანდაგები ბაღის გავლით ციცაბოდ
მიემართებოდა პირდაპირ ზღვისკენ. ნავი ისარივით გავარდა
123 მკითხველთა ლიგა
წინ, დამწვარი ქონის მყრალ ბოლში შექანდა და თვალსაც
მიეფარა.
- უკვე ადგილზე უნდა იყოს, - თქვა ოცი წამის შემდეგ ანჟელმა.
- წამოდით, გავისეირნოთ. ვნახოთ, რა დღეშია.
- გამბედავი ბრძანდებით, - უთხრა მკვდარჟაკმა, - ამსიმაღ-
ლიდან ჩაშვებას ეხუმრებით?
- ამართლებს, ხომ ხედავთ, - თავდაჯერებული სახით თქვა ან-
ჟელმა, - რაც უფრო მაღლიდანაა, უფრო ლამაზია.
დაქანებულ დაღმართს ნელა ჩაუყვნენ. საუცხოო დარი იდგა
და კბოდე მცენარეების სურნელებასა და მწერების ბზუილს მიჰ-
ქონდა. ანჟელმა სიყვარულით მოავლო ხელები მხრებზე
მკვდარჟაკს. ფსიქიატრი გრძნობდა, რომ წონასწორობას კარ-
გავდა. ანჟელის მიმართ ძალიან კარგად იყო განწყობილი და
ეშინოდა.
- ხომ ფრთხილად იქნებით? - ჰკითხა მან.
- აბა რა!
- სურსათ-სანოვაგე ხომ მოიმარაგეთ?
- წყალი და ანკესი მიმაქვს.
- მეტი არაფერი?
- თევზს დავიჭერ ხოლმე. ზღვა დედაბუნებასავითაა, იქ ყველა-
ფერი საკმარისადაა.
- ეჰ! ჩანს, არ გასვენებთ ეგ თქვენი კომპლექსი, - პირიდან
ცეცხლი გაყარა მკვდარჟაკმა.
- ნუ იქნებით ეგეთი უწმაწური და უშვერი, - უთხრა ანჟელმა. -
მე დედათბუნება არ მითქვამს. მიდით, ის თქვენი გამოშტერებუ-
ლები გააფსიქოანალიზეთ. მე ყველანაირი დედა და დედათბუნე-
ბა ყელში ამომივიდა.
- იმიტომ, რომ ამჯერად ეს ამბავი თქვენს ცოლს ეხება, - არ
მოეშვა მკვდარჟაკი. - მაგრამ დედათქვენი ხომ მაინც გენატრე-
ბათ ხოლმე?
124 მკითხველთა ლიგა
- არა. სხვათა შორის, არც მყავს დედა.
უფსკრულის პირას იდგნენ და ანჟელი პირველი ჩაუყვა ქვე-
ვით ჩამავალ საცალფეხო ბილიკს. მათ ფერხთით ნავი გამოჩ-
ნდა. მკვდარჟაკმა დაინახა, რომ თავქვე დაკიდებული ლიანდა-
გები წყალთან უკვე თითქმის ივაკებდა. სიჩქარით თუ იმსჯელებ-
და კაცი, ნავი ნაპირიდან სულ ცოტა სამასი მეტრის სიღრმეზე მა-
ინც უნდა შეცურებულიყო. და ეს აღნიშნა.
- ბაგირი აქვს გამობმული, - უთხრა ანჟელმა.
- კეთილი, - ვერ მიხვდა, მაგრამ მაინც დაეთანხმა მკვდარჟა-
კი.
კენჭებიანი პლაჟი მათი ნაბიჯების ექომ გააცოცხლა. ანჟელი
მარჯვედ დასწვდა მსუბუქი, ელასტიკური გვარლის ბოლოს და
ნავი ნელა მოაყენა ნაპირს.
- ჩაჯექით, - უთხრა ანჟელმა.
მკვდარჟაკი დაემორჩილა. ნავი შეინძრა. ზევით, სახელოსნო-
ში, უფრო დიდი ჩანდა. ანჟელიც შეახტა და ჯიხურის ქვეშ გაუჩი-
ნარდა.
- ბალანსირს ამოვწევ და წავიდეთ, - თქვა მან.
- მართლა ხომ არ აპირებთ? - შეცბა მკვდარჟაკი.
ანჟელის თავი გამოჩნდა.
- ნუ გეშინიათ, - უპასუხა ღიმილით, - ჯერ ბოლომდე მზად არა
ვარ. ერთი კვირა კიდევ მინდა. დღეს გამოვცადოთ.

125 მკითხველთა ლიგა


XIV

27 ივნლისი
უკვე იმდენჯერ დასდგომოდა მკვდარჟაკი სოფლისკენ მიმა-
ვალ გზას, რომ ის საგიჟეთის დერეფანივით გატკეპნილი და ახ-
ლად გაპარსული წვეროსნის ლოყებივით მოშიშვლებული ეჩვე-
ნებოდა. უბრალო გზად ესახებოდა, გასმულ წრფედ, უსისქოდ და
არარსებულად. ემოკლებოდა კიდეც ეს გზა, სადაც ყოველი მტკა-
ველი თავისი ხუთი თითივით (ხელის და არა ფეხის ხუთი თითი-
ვით) იცოდა. ოღონდ უნდა აებურდა, შეეტრიალებინა, მაგრამ ეს
არ კმაროდა, ერთმანეთში უნდა შეერია და აეზილა პარაზიტი და
ლოგიკური სიტყვები იმისთვის, რომ თან მანძილი დაეფარა და
თან მარტივი აზრებით თავი შეექცია. და მაინც ყოველ ჯერზე
ახერხებდა ბოლომდე გავლას. გზად კი ასე მიიმღეროდა:

ზარბაზნების გრუხუნი,
უთავბოლო ბრახუნი,
გასანთლული ხახუნი,
წამწამების ფახუნი,
კლანჭით ბევრი ფხაკუნი
ანდა კიდევ ფხაჭუნი.
და კიდევ რამდენი ცნობილი თუ უცნობი სიმღერა არსებობს
ამ ქვეყანაზე, საბრალო მკვდარჟაკი კი თავის თავს გვერდიდან
ხომ ვერ შეხედავდა… ჰოდა მიაღწია სოფლამდე, რაკი ასე ითქვა
ოდნავ ზევით, და ამ მძიმე სოფლის კამარა თავზე გადაევლო და
მთლიანად დაფარა… მერე გალანტერეით მოვაჭრის (როგორც
თვითონ ეგონა, სანაქებო მკერავის) კარის წინ აიტუზა და ასე
მიუკაკუნა:
- კაკ-კუკ! - ორჯერ.
126 მკითხველთა ლიგა
- შემობრძანდით!
მკვდარჟაკი შევიდა. სოფლის ყველა სახლის დარად აქაც ბნე-
ლოდა. სიღრმეში რაღაც ძველმანები ბრჭყვინავდა. იატაკი
გახუნებულ-გაცვეთილი წითელი ფილებისა იყო და ზედ გაბ-
ნეულად ეყარა მოკლე-მოკლე ძაფები, ქსოვილის ნაჭრები, ასკი-
ლის მარცვლები ქათმებისთვის, ათასკილის მარცვლები მამლე-
ბისთვის და ათიათასკილის მარცვლები მუშტრებისთვის.
მოხუცი მკერავი ქალი მოხუცებული იყო, იჯდა და კაბას კე-
რავდა.
- დახე! - შესძახა მკვდარჟაკმა. - კლემანტინის კაბაზე მუშა-
ობთ? - ჰკითხა, სინდისი და გული რომ სუფთა ჰქონოდა, რადგან
გულის სისუფთავისთვის შეკითხვებიც კმარა, გული ხომ კარგად
დაცული და ადვილად მოსავლელი ორგანოა.
- არა, - მიუგო ქალმა.
მაშინ ნალბანდი დაინახა მკვდარჟაკმა.
- გამარჯობა! - უთხრა თავაზიანად.
ნალბანდი კუთხიდან გამოვიდა. უწინდებურად შთამბეჭდავი
იყო, მაგრამ ჩრდილში კიდევ უფრო, რადგან ეს შთაბეჭდილება
ბუნდოვანი რჩებოდა და ამიტომ მეტადაც იზრდებოდა.
- რისთვის მობრძანდით? - ჰკითხა მან.
- ქალბატონის სანახავად.
- თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ, - გამოაცხადა ნალბანდმა.
- მინდოდა, გამეგო, რატომ ხდება ასე, - დაიწყო მკვდარჟაკმა,
- ეს კაბები ზუსტად ისეთებია, როგორებიც კლემანტინსა აქვს და
ამან ცნობისმოყვარეობა გამიღვიძა.
- ტყუილად დამშვრალხართ, - მიუგო ნალბანდმა. - ეს კაბები
დაპატენტებული არ გახლავთ და ყველას შეუძლია ამათი შეკერ-
ვა.

127 მკითხველთა ლიგა


- კი, მაგრამ ხომ არ შეიძლება ასე ყველა კაბის ასლის გაკე-
თება, უწესობაა ბოლოს და ბოლოს, - მკაცრად თქვა მკვდარჟაკ-
მა.
- შეურაცხმყოფელი სიტყვები არ იყოს, - გააფრთხილა ნალ-
ბანდმა.
მართლა ძალიან მსხვილი მკლავები ესხა. მკვდარჟაკმა ნიკა-
პი მოიფხანა და ჭერს ახედა. ჭერი ღიპივით ეკიდა და წებოვან
ლენტებზე მიკრული დახოცილი ბუზებით იყო მორთული.
- ანუ თავისას არ იშლის, - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- ამ კაბებს მე ვუკვეთავ, - მტკნარი და საშიში ხმით დაიწყო
ნალბანდმა. - და ფულსაც მე ვიხდი.
- მართლა?! - მოხდენილად გაიკვირვა მკვდარჟაკმა. - თქვენი
ახალგაზრდა და მომხიბვლელი ცოლისთვის ხომ არა?
- არა მყავს.
- ისააა… ჰოოო… - დაიწყო მკვდარჟაკმა. - და მართლაც, - გა-
დაიფიქრა მერე, - რომელ თარგებზე ჭრის?
- არავითარ თარგებზე არ ჭრის, - მიუგო ნალბანდმა, - ჯერ ხე-
დავს და მერე მხედველობითი მეხსიერებით კერავს.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა! - პირში შესცინა მკვდარჟაკმა. - თვალში ნაცარს
მაყრით!
- არავის არაფერს თვალში არ ვაყრი, - სიტყვები გამოჭედა
ნალბანდმა.
ამ დროს მკვდარჟაკმა შენიშნა, რომ დედაბერს თვალები და-
ხუჭულ ქუთუთოებზე ჰქონდა მიხატული. ნალბანდმა მისი მზერა
დაიჭირა.
- მიხატული თვალები იმისთვისაა, რომ ქუჩიდან ვერავინ ვე-
რაფერი შენიშნოს, - თქვა მან. - რომ არ შემოსულიყავით, ვერც
თქვენ შეამჩნევდით ვერაფერს.
- მაგრამ მე ხომ მოვაკაკუნე, - მიუგო მკვდარჟაკმა.

128 მკითხველთა ლიგა


- ჰო, მაგრამ რაკი ვერ ხედავს, შემობრძანდითო, ისე თქვა, არ
იცოდა, თქვენ რომ იყავით. - არ დაუთმო ნალბანდმა.
- მაგრამ, შემობრძანდითო, ხომ თქვა მაინც.
- უბრალოდ, კარგადაა აღზრდილი ეს ბებერი ბოზი, - თქვა
ნალბანდმა.
ამ დროს მკერავი კაბას ქამრის სამაგრებს უკეთებდა. თეთრი
პიკეს ლამაზი და უბრალო კაბა იყო, ისეთი, როგორიც კლემან-
ტინს ეცვა წინა დღეს.
- ოჰო! მართლა თვალდახუჭული მუშაობს? - ვერ მოისვენა
მკვდარჟაკმა, გაკვირვებული ჩანდა, თითქოს ვერა და ვერ იჯე-
რებდა.
- მთლად თვალდახუჭულიო, ვერ ვიტყვით, - სიტყვები გამოკ-
ვერა ნალბანდმა. - კაცზე თვალდახუჭული არ ითქმის, თუკი ქუ-
თუთოები თვალების წინა აქვს ჩამოშვებული. შიგნიდან ხომ მა-
ინც გახელილი აქვს?! ლოდს თუ ღია კარში შეაგდებთ, ის ამისგან
დახურული ხომ არ გახდება? და არც ფანჯარა, სხვათა შორის,
იმიტომ რომ შორიდან რამის დასანახად კაცი თვალებს სულ არ
იყენებს და ამიტომ თქვენ დიდი არაფერი გაგეგებათ ასეთ რაღა-
ცეებში.
- ეეჰ, თუ გგონიათ, მაგ თქვენი აბდაუბდით გამაოცებთ,
ტყუილად კარგავთ დროს, - უთხრა გაოგნებულმა მკვდარჟაკმა.
- მე დასაკარგი დრო არა მაქვს, - თქვა ნალბანდმა, - განსა-
კუთრებით თქვენთან. აცალეთ ამ ბებერ დედაკაცს მუშაობა და
დაგვანებეთ თავი.
- კარგი, - მიუგო მკვდარჟაკმა. - კარგი. ჰო, კარგი!.. მივდივარ.
- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, - მოუწონა ნალბანდმა.
- ნახვამდის, ბატონო მკვდარჟაკ, - უთხრა მკერავმა.
ძაფი კბილებით ისე გაწყვიტა, როგორც ამას რომელიმე პარ-
კა

129 მკითხველთა ლიგა


იზამდა, რომელსაც მაკრატელი მლესავისთვის აქვს მიბარებუ-
ლი. ნაწყენი მკვდარჟაკი ღირსეულად გავიდა გარეთ. გასვლისას
უკანასკნელი ისარი გატყორცნა.
- მე მაინც გავკუზავ თქვენს მოახლეს.
- ღმერთმა შეგარგოთ, - მიუგო ნალბანდმა. - მე თქვენამდე
გავკუზე და დიდი ვერაფერი ხეირი ვნახე. ვერც ტრაკს იქნევს სა-
თანადოდ.
- მე გავიქნევ ორივეს მაგიერ, - არ შეეპუა მკვდარჟაკი, - და
მერე გავაფსიქოანალიზებ.
ქუჩაში ამაყად გააბიჯა. გვერდით სამმა გოჭმა ჩაუარა ფეხშეწ-
ყობით და ღრუტუნ-ღრუტუნით. მკვდარჟაკმა ერთი კარგი პანღუ-
რი ამოჰკრა უკანალში მესამეს, რომელიც სხვებზე მეტად გარ-
ყვნილი ეჩვენა, და გზა განაგრძო.

130 მკითხველთა ლიგა


XV

27 ივნლისი (მოგვიანებით)
ნალბანდის მოახლე, რომელსაც ცხვირწითელას ეძახდნენ,
სამჭედლოს თავზე, სხვენში, ბინადრობდა შეგირდთან ერთად.
შეგირდები წამდაუწუმ იცვლებოდნენ, რადგან ვერ უძლებდნენ
და იხოცებოდნენ, მოახლე კი ამტანი იყო და ძლებდა, განსაკუთ-
რებით მას შემდეგ, რაც ნალბანდმა მის ლოგინში ღვარცოფი-
სებრ შევარდნას მოუკლო. შეგირდები სათვალავში არ იყვნენ.
არაქათი ისე ეცლებოდათ ხოლმე, რომ აზრიც არ ჰქონდა არა-
ფერს. ჩვარივით ეყარნენ და იმ საქმისთვის არ ვარგოდნენ. ეძი-
ნათ და მეტი არაფერი. ამჯერად შეგირდს არ ეძინა, არა. სამჭედ-
ლოში ტრიალებდა და ცეცხლს უვლიდა. მიახლოებისას მკვდარ-
ჟაკმა შენიშნა ის და სახელოსნოში შევიდა. ცხვირწითელას გარ-
ჯის მიუხედავად, სახელოსნო ერთიანად გაჭვარტლულ--
გამურული იყო.
- გამარჯობა, შეგირდო, - მიესალმა მკვდარჟაკი.
შეგირდმა სალამი ჩურჩულით დაუბრუნა და სახეზე ხელი
აიფარა, რადგან მომსვლელთა მხიარული ადათის მიხედვით
გვერდზე გავლისას გზად ყველანი ერთს კარგად ჩააფარებდნენ
ხოლმე - აბა თვითონ შეგირდი რკინას უჯლაგუნებდა გამეტებით
და ვინმესგან ხომ უნდა მიეღო ამის სამაგიერო?
- ოსტატი აქ არ არის, - უთხრა მკვდარჟაკმა დაბეჯითებით.
- აქ ნამდვილად არ არის, - თავი დაიზღვია ჯეელმა.
- ჰოდა, მაშინ წავედი, - უთხრა მკვდარჟაკმა.
გავიდა და მარცხნივ გაუხვია, სახლს შემოუარა, ეზოში შევი-
და, ხის გარეთა კიბე აიარა და თავი ჩაბნელებულ დერეფანში
ამოყო. მარჯვნივ, სახურავის დაქანების ქვეშ, ცხვირწითელას
ოთახი მდებარეობდა. პირდაპირ მაღალი კარი ჩანდა და სწო-
131 მკითხველთა ლიგა
რედ იქ დაედო ბინა ოსტატს. მარცხნივ კედელი ოსტატის ოთახის
გამოშვერილ კუთხეს წარმოადგენდა. ოთახს მთელი სართულის
სამი მეოთხედი ეჭირა და მარჯვენა კედლით ცხვირწითელას
ოთახს ემიჯნებოდა - განლაგება მარტივი, მაგრამ პრაქტიკული
იყო.
მკვდარჟაკი დაუკაკუნებლად შევიდა. საწოლზე ჩამომჯდარი
გოგო შვიდი წლის წინანდელ გაზეთს კითხულობდა. ახალი ამბე-
ბი ძალიან ნაგვიანევად აღწევდა სოფლამდე.
- აბა, მაშ დავიხვეწოთ? - ჰკითხა ფსიქიატრმა.
სახეზე ბავშვური და, რაც მთავარია, ისეთი ბუნებრივი იერი
ჰქონდა, როგორიც გეტრებს ექნებოდათ, პიტლსაქაჩზე რომ წა-
მოგეცვათ. - მე კითხვის უფლება მაქ, - შეუტია ცხვირწითელამ.
ეს გლეხები რა რთულად სამართავი ხალხიაო, მკვდარჟაკმა
გაიფიქრა.
ცხვირწითელას ოთახი არცთუ ისე კეთილმოწყობილი ჩანდა.
იყო გადარეცხილი იატაკი, შიშველი და განოყივრებული კედლე-
ბი და სახურავის დირეები, რომლებიც თხელფიცრებაჭედებული
ნივნივებით იყო გადაჯვარედინებული და ქვევიდან პატარ--
პატარა ფიქლებს იკავებდა. ყველაფერს შედეგობრივ ბევრი
მტვერი ედო. ავეჯად სულ საწოლი და მაგიდა იყო. ზედ წყლიანი
ვედრო იდგა, რომელიც ყველაფრისთვის გამოიყენებოდა. ერთ--
ერთ კუთხეში სკივრი იდო გოგოს მცირეოდენი ნივთებისთვის.
ეს მონაზვნური სისადავე საამოდ უღიტინებდა უმი ხორცის
მოყვარულ, ავხორც და უღმერთო მკვდარჟაკს. კაცმა რომ
თქვას, შეიძლება სწორედ ასეთი ყოფილიყო ფსიქიატრი.
მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა რკინის საწოლზე. საწოლი გაჭ-
რიალდა. სხვაგან არც იყო ადგილი.
- რა ქენი კარგი ჩემი ბოლო სტუმრობის მერე? - ჰკითხა მან.
- არც არაფერი, - მიუგო გოგომ.

132 მკითხველთა ლიგა


კითხვას განაგრძობდა. გვერდი რომ ჩაამთავრა, გაზეთი და-
კეცა და ბალიშის ქვეშ ამოდო.
- გაიხადე ყველაფერი და გაწექი საწოლზე, - უთხრა მკვდარ-
ჟაკმა.
- მოიცა! - შესძახა გოგომ. - ოსტატი რომ დაბრუნდეს, ისევ
ჩაცმა მომიწევს, სუპი რომ დავუსხა.
- ახლა არ დაბრუნდება, - უთხრა მკვდარჟაკმა. - თანაც ოსტა-
ტი აქ არ არის, მკერავთანაა.
- ჰოდა მაგის მერე ნამდვილად დაბრუნდება, - თქვა გოგომ.
ჩაფიქრდა და მერე დაუმატა:
- თუმცა სიწყნარე კი იქნება.
- რატომ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- ყოველთვის ასეა, იქიდან რომ ბრუნდება, - აუხსნა გოგომ. -
ისე, რატომ გინდათ, რომ გავიხადო?
- ეს კარგი ფსიქოანალიზის საფუძველია… - პედანტურად
მიუგო მკვდარჟაკმა.
გოგო აილანძა. ხელი წვეტიან საყელოზე მოიჭირა.
- ოჰ… - ჩაილაპარაკა და თვალები დახარა. - ასეთი რამე ოს-
ტატსაც კი არასდროს უკადრებია ჩემთვის.
მკვდარჟაკმა წარბები შეჭმუხნა. ნეტა რას გულისხმობდა გო-
გო? ან როგორ ეკითხა ეს?
- ისააა… - ჩაიჩურჩულა გოგომ. - არ ვიცი, საკმარისად სუფთა
ვარ თუ არა საამისოდ… არ მოგეწონებათ თქვენ…
მკვდარჟაკი მიხვდასავით… ამ მიკიბულ-მოკიბულს.
- ფსიქოანალიზი… - დაიწყო მან.
- მოიცათ… - ჩაიჩურჩულა გოგომ. - ჯერ არა.
ოთახს ერთი დამრეცი სამერცხული ანათებდა. გოგო წამოდ-
გა, სკივრიდან ძველისძველი ფარდა ამოიღო და პატარა მარ-
თკუთხა მინის წინ ელვის სისწრაფით ჩამოაფარა. დღის სინათლე

133 მკითხველთა ლიგა


მოლურჯო ნაჭერში სულ ოდნავ აღწევდა და მთელი სხვენი გა-
მოქვაბულს დაემსგავსა.
- საწოლი იჭრიალებს, - უთხრა მკვდარჟაკმა და გადაწყვიტა,
ფსიქოანალიზი ოდნავ გადაედო. - ჯობს, ძირს დავაგოთ შენი ჭი-
ლობი.
- დიახ, - უთხრა აღგზნებულმა გოგომ.
მკვდარჟაკი გრძნობდა, როგორ ავსებდა ოთახს გოგოს ოფ-
ლის სურნელი. სულ მთლად სველი უნდა ყოფილიყო. და ეს არ
იქნებოდა უსიამოვნო.

134 მკითხველთა ლიგა


XVI

27 ივნლისი (კიდევ უფრო გვიან)


ხის კიბეზე ამომავალი მძიმე ნაბიჯის ხმამ გალურსულ--
გაშტერებულები ერთბაშად გამოაფხიზლა. მკვდარჟაკი სწრა-
ფად მოეგო გონს და თავი გამოითავისუფლა გოგოსგან, რომე-
ლიც ნახევრად ჭილობზე იწვა, ნახევრად იატაკზე.
- ის არის… - ჩაიჩურჩულა ფსიქიატრმა.
- აქ არ შემოვა, - მხოლოდ ეს ჩაიბუტბუტა გოგომ. - თავის
ოთახში მიდის.
გოგო ოდნავ შეირხა.
- გაუშვი ამას ხელი! - არ დაუთმო მკვდარჟაკმა. - აღარ შემიძ-
ლია.
გოგო დამორჩილდა.
- კიდევ ხომ მოხვალთ ჩემ გასაფსი…იმასქნებლად? - ჰკითხა
ჩახრინწული ხმით გოგომ. - მომწონს ეს. ძალიან მარგებელია.
- ჰო, ჰო, - უპასუხა სრულიად გზნებადაკარგულმა მკვდარჟაკ-
მა.
ათიოდ წუთი მაინც გახდა საჭირო სურვილის დასაბრუნებ-
ლად. ქალებს ხომ სიდარბაისლისა და თავდაჭერილობის არაფე-
რი სცხიათ.
ოსტატის ნაბიჯების ხმა ყურის ძირში გაისმა და დერეფანი
შეაზანზარა. მისი ოთახის კარი ღრჭიალით გაიღო და გაჯახუნდა.
მუხლებზე დამდგარმა მკვდარჟაკმა მიაყურადა. ოთხით და უხ-
მაუროდ მივიდა კედელთან. უეცრად შუქის ერთი პატარა სხივი
ეცა თვალში. ალბათ ნუჟრი იყო ამოვარდნილი ხის ტიხრიდან.
სხივი ხელში მოიქცია და ასე გაუყვა მისი წყაროსკენ მიმავალ
გზას, მაშინვე იპოვა ნახვრეტი ფიცარში და ზედ თვალი მიაბჯინა,
თუმცა არცთუ მთლად უყოყმანოდ. მაშინვე უკან დაიხია. შეგ-
135 მკითხველთა ლიგა
რძნება დაეუფლა, რომ, როგორც თვითონ ხედავდა კარგად, მა-
საც ისევე კარგად ხედავდნენ იქიდან. მაგრამ საღმა აზრმა დაამ-
შვიდა და სათვალთვალო პოსტს მიუბრუნდა.
ნალბანდის საწოლი იქვე, ოდნავ დაბლა იდგა. დაბალი და,
უცნაურია, მაგრამ უსაბნო საწოლი იყო. სხვა არსებითი არაფერი
აკლდა, ლეიბიც იყო და ზედ კარგად გადაჭიმული ზეწარიც, მარ-
ტო წითელი ტყავის აფუებული ყურთუკი არ ჩანდა, რაც იმ მხარე-
ში ყველა საწოლზე იპოვებოდა.
მთელ ოთახს რომ მოავლო თვალი, უწინარესად წელზემოთ
შიშველი და ზურგით მდგომი ნალბანდი იხილა. რაღაც დელიკა-
ტური საქმიანობით ჩანდა გართული. ხელებს ვერ დაუნახავდით.
ხელები ჯერ ზეაღმართა და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს
ვიღაცას რაღაცას უტყაპუნებსო, მერე კი ქამართან მიიტანა და
ბალთის შეხსნა დაიწყო. ბალთამ დაუთმო. შარვალი ჩასძვრა და
გამოუჩნდა ვეებერთელა, დაკორძილი და ისეთი ბანჯგვლიანი
ფეხები, კაცი იფიქრებდა, პალმის ღეროებიაო. ჭუჭყიანი ბამბის
ფოხანიც ძირს დავარდა. მკვდარჟაკმა რაღაც ჩურჩულს მოჰკრა
ყური, მაგრამ ერთდროულად ყურება და ყურის გდება არ შეეძ-
ლო.
მჭედელმა შიშველი ფეხები ძირს დაცვენილი ფოხნიდან და
შარვლიდან ამოყო, ხელების პარჭყვით შემოტრიალდა და საწო-
ლისკენ გამოემართა. ზედ დაჯდა. მისი მოახლოების დანახვაზე
მკვდარჟაკმა უნებურად კიდევ ერთხელ გამოიწია უკან, მაგრამ
ვერ მოითმინა და თვალი მყისვე ისევ ჭუჭრუტანას მიაბჯინა. მა-
შინაც კი არ გატოკებულა, როცა იგრძნო, როგორ უახლოვდებო-
და ცხვირწითელა და, საქმეს თუ გამიჭირებს, ერთ გემრიელ
წიხლს მივაზელ სიფათშიო, გაიფიქრა. მერე აღარ გაუფიქრია
არაფერი, რადგან გული კინაღამ გაუჩერდა. ცხვირწინ ხედავდა
იმას, რასაც აქამდე მჭედლის ზურგი ფარავდა. ეს იყო თეთრი პი-
კეს კაბაში გამოწყობილი, ვერცხლის და ფოლადისგან გამოჭე-
136 მკითხველთა ლიგა
დილი კლემანტინის სახიანი ზღაპრული ანდროიდი, რომელიც
ირეალური ნაბიჯით მოიწევდა საწოლისკენ. მკვდარჟაკისთვის
უხილავი ლამპის შუქი მის დახვეწილ ნაკვთებზე ირეკლებოდა და
სატინის სინაზემდე გალაპლაპებული ხელების მბზინავი ლითო-
ნი ფასდაუდებელი სამკაულივით ციალებდა.
ავტომატი შეჩერდა. მკვდარჟაკი ხედავდა, მოუთმენლობის-
გან როგორ ქშენდა ნალბანდი. ლითონის ხელები მოხერხებული
მოძრაობით მისწვდნენ კაბის საყელოს და სულ იოლად ჩამოგ-
ლიჯეს. თეთრი ნაჭრის ნაფლეთები ძირს დაიყარა. მონუსხული
მკვდარჟაკი თვალებით ჭამდა რბილი ტყავის ძუძუებს, მოქნილ
თეძოებს და მუხლებისა და მხრების სასწაულებრივ სახსრებს. ან-
დროიდი ნელა გაწვა საწოლზე. მკვდარჟაკი უკან გადმოქანდა.
ხელის ცეცებით და მხეცურად მოიშორა თავიდან მოახლე გოგო,
რომელიც შეწყვეტილი საქმიანობის გაგრძელებისკენ აქეზებდა,
და ციებიანივით დაუწყო თავის შარვალს ძებნა. მაჯის საათი ჯი-
ბეში ჩაეტოვებინა. სამერცხულიდან შემოსულ ბუნდოვან შუქზე
დახედა - ხუთს აკლდა თხუთმეტი წუთი.
იმ დღიდან მოყოლებული, რაც სასადილო ოთახში შეუსწრო,
ყოველდღე, ხუთის ნახევარზე, ცოტას წავუძინებო, იტყოდა ხოლ-
მე კლემანტინი და ერთხანს თავის საძინებელ ოთახში განმარ-
ტოვდებოდა ხოლმე. ამ დროს, როდესაც ქანდაკების ფოლადის
ტრაკი ნალბანდს გზნების ალში ახვევდა, კლემანტინიც თავის
კბოდისპირა სახლში ზეწარს თავის თხელ თითებს კრუნჩხვით
უჭერდა და ნეტარებისგან კრუსუნებდა.
მკვდარჟაკი კიდევ უფრო აღეგზნო, როდესაც ტიხრის პატარა
ღრიჭოს მიუბრუნდა. უყოყმანოდ გაიხედა. თან ხელით აღტაცე-
ბული და დაბნეული ცხვირწითელას სხეულს ეძებდა. რა ცივილი-
ზებული ხალხი ყოფილა ეს გლეხობაო, გაიფიქრა ნალბანდის
შემხედვარე მკვდარჟაკმა.

137 მკითხველთა ლიგა


XVII

39 ივნლისი
მკვდარჟაკმა შარვლის ტოტები აიკაპიწა, ფეხსაცმელები
ხელში დაიჭირა, თავთხელ წყალში ოდნავ შეტოპა და გარინდე-
ბული შეაჩერდა ნავს. ანჟელს უცდიდა და ნავიც ანჟელს ელოდე-
ბოდა. საბნებით დაზურგული და წყლის ერთ-ერთი ბოლო ბიდო-
ნით ხელში ანჟელი კბოდეზე ჩამოდიოდა. ტანთ ყვითელმჭვირ-
ვალი, გასანთლული ტილოს საზღვაო ტანსაცმელი ეცვა. მკვირ-
ცხლად გადმოლახა კენჭებიანი პატარა ყურე და მკვდარჟაკთან
მოვიდა. ეს უკანასკნელი კი გრძნობდა, როგორ ეკუმშებოდა გუ-
ლი.
- ეგრე სარგადაყლაპულივით და ფეხსაცმელებით ხელში ნუ
დარჩებით, - უთხრა ანჟელმა, - საკვირაოდ გამოწყობილ ტეტიას
ჰგავხართ.
- ფეხებზე მკიდია, რას ვგავარ, - მიუგო ფსიქიატრმა.
- და გაანებეთ მაგ წვერს თავი.
მკვდარჟაკმა ხმელეთს მიაშურა და წაღები იქვე დიდ ლოდზე
შემოაწყო. ზევით რომ აიხედა, დაინახა, როგორ ატყორცნილიყო
მაღლა-მაღლა, კბოდის კლდეების თავზე ნავის ლიანდაგები.
- გუნება მიფუჭდება, ამას რომ ვხედავ ხოლმე, - თქვა მან.
- არა, არა, - დაამშვიდა ანჟელმა, - ნურაფრის გეშინიათ.
ცქვიტად აირბინა ნავზე ამავალი მოქნილი საბიჯელა.
მკვდარჟაკს ფეხი არ მოუცვლია.
- ეს ყვავილებიანი ქოთნები რაღაში გჭირდებათ? - იკითხა,
როდესაც ანჟელი ისევ გამოჩნდა.
- რა, არა მაქვს უფლება, ყვავილები თან წავიღო? - აგრე-
სიულად შეუბრუნა კითხვა ანჟელმა.

138 მკითხველთა ლიგა


- როგორ არა, როგორ არა, - მიუგო მკვდარჟაკმა. მერე
დაუმატა:
- რით მორწყავთ?
- რით და წყლით, - უპასუხა ანჟელმა. - იცით, ხანდახან ზღვა-
შიც წამოწვიმს ხოლმე.
- რასაკვირველია, - დაუდასტურა მკვდარჟაკმა.
- ეგრე სახემოქუშული ნუ ხართ, - უთხრა ანჟელმა. - გული მი-
ღონდება. კაცი იფიქრებს, მეგობარს კარგავსო…
- ასეც არის, - თქვა მკვდარჟაკმა. - თითქოს დაგიმეგობრდით-
სავით…
- მეც, - აღიარა ანჟელმა. - მაგრამ ხომ ხედავთ, მაინც მივდი-
ვარ. არ შეიძლება დარჩე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ
ვიღაც-ვიღაცეები გიყვარს. სამაგიეროდ სხვები მძულს და ამი-
ტომაც მივდივარ. ადამიანს მხოლოდ ზიზღი ამოძრავებს. ჩვენ
ხომ ლაჩრები ვართ…
- ლაჩრობისა რა გითხრათ, მაგრამ მე რომ მამწუხრებს ეს ამ-
ბავი, ვიცი, - თქვა მკვდარჟაკმა.
- ძალიან მოსაწყენი რომ არ ყოფილიყო, ცოტა სახიფათო და-
მატებითი დეტალები შემოვიტანე: უსურსათობა, პატარა ნახვრე-
ტი ნავის ძირზე და მცირეოდენი წყალი, - თქვა ანჟელმა. - როგო-
რია? ანაზღაურებს დანარჩენს?
- რა ლენჩია, - ჩაიბუტბუტა ცოფმორეულმა მკვდარჟაკმა.
- ასე და ამგვარად, მორალური თვალსაზრისით, ლაჩრობა
ლაჩრობადვე რჩება, თუმცა ფიზიკურად ეს მაინც გაბედული საქ-
ციელი იქნება, - განაგრძო ანჟელმა.
- გაბედული კი არა, უტვინო საქციელი იქნება, არ ავურიოთ
ერთმანეთში, - შეეკამათა მკვდარჟაკი. - თანაც, მორალურ
ჭრილში რატომაა ლაჩრობა? კაცი ვერ იქნება ლაჩარი იმის გა-
მო, რომ ვიღაც არ უყვარს, ანდა იმიტომ, რომ ის თვითონ აღარ
უყვართ. ასეა, რა…
139 მკითხველთა ლიგა
- ისევ აგვებნევა ყველაფერი, - უთხრა ანჟელმა. - ყოველთვის,
როცა კი ერთად ვიწყებთ ლაპარაკს, ერთმანეთის აზრებში ვიხ-
ლართებით. ეს კიდევ ერთი დამატებითი საფუძველია წასასვლე-
ლად - ასე ხომ ვეღარ მოგახვევთ თავს ცუდ აზრებს.
- თუ გგონიათ, სხვები უკეთესებს მახვევენ… - ჩაიბურტყუნა
მკვდარჟაკმა.
- მართალია, მომიტევეთ. სულ დამავიწყდა თქვენი სასიქადუ-
ლო სიცარიელის ამბავი.
გაიცინა და ნავის ქვედა ნაწილში ჩაბრუნდა. თითქმის მაშინვე
გაისმა მსუბუქი გუგუნის ხმა და ანჟელიც ისევ გამოჩნდა.
- ყველაფერი რიგზეა, - თქვა მან. - შემიძლია, დავიძრა. სხვა-
თა შორის, მირჩევნია, კლემანტინმა მარტომ აღზარდოს ბავშვე-
ბი. მე მაინც ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვერაფერში, კამათი
და უთანხმოება კი ძალიან არ მიყვარს.
მკვდარჟაკი ანკარა წყალს დაჰყურებდა, სადაც კენჭები და
წყალმცენარეები მსხვილად მოჩანდა. ძალიან ლამაზი ზღვა სულ
ოდნავ ირხეოდა, ჩქაფუნის ისეთი სუსტი ხმა ისმოდა, გეგონება,
კაცმა სველი ტუჩები შეაღოო. მერე თავი ჩაქინდრა.
- ჯანდაბა და დოზანა! - დაიწყო მან. - რამე არ მიჰქაროთ.
- ვერც ვერასდროს მიმიქარავს ხეირიანად, - მიუგო ანჟელმა.
- ამიერიდან კი, იცოცხლე, მომიწევს. უკან დასახევი აღარა მაქვს.
მარდად ჩაირბინა უკან საბიჯელა და ჯიბიდან ასანთის კოლო-
ფი ამოიღო. დაიხარა, ერთი ღერი გაჰკრა და ნავის წყალში ჩა-
საშვები მოწყობილობის კიდიდან გამოშვერილ გაქონილ პატ-
რუქს ცეცხლი წაუკიდა.
- ასე და ამგვარად, აღარც თქვენ მოგიწევთ ამაზე ფიქრი, -
თქვა მან.
ორივენი შესცქეროდნენ, როგორ ავარდა მოლურჯო ალი. მე-
რე ალი გაყვითლდა, გაღვივდა, ხეს მთლიანად მოედო და ტკა-

140 მკითხველთა ლიგა


ცატკუცით გააშავა. ანჟელი ნავზე აბრუნდა და საბიჯელა ქვიშიან
ნაპირზე გადმოაგდო.
- არ მიგაქვთ თან? - ჰკითხა მკვდარჟაკმა და ცეცხლს თვალი
მოარიდა.
- არ მჭირდება, - უპასუხა ანჟელმა. - ერთ რამეში გამოგიტყდე-
ბით: ბავშვები თავზარს მცემენ. ნახვამდის, ჩემო კარგო.
- ნახვამდის, ტუტუცო, - მიაძახა მკვდარჟაკმა.
ანჟელმა გაუღიმა, თუმცა თვალები უბრწყინავდა. მკვდარჟა-
კის უკან ცეცხლი ბრიალებდა და გიზგიზებდა. ანჟელი ჯიხურის
ქვეშ ჩავიდა. გაისმა რახარუხის ძლიერი ხმა და ხის სახსრებიან-
მა ფეხებმა წყალი დგაფუნით გააპო. ანჟელი ამოვიდა და ხელები
შტურვალს ჩასჭიდა. ნავს სიჩქარე უკვე აეღო და სწრაფად შორ-
დებოდა ნაპირს, თან, რაც უფრო უმატებდა სვლას, მით უფრო ზე-
ვით ამოდიოდა წყლიდან. როცა მთელ სიმძლავრეს მიაღწია,
ისეთი თხელი და მჩატე გამოჩნდა, კაცი იფიქრებდა მშვიდ წყალ-
ზე, ქაფიანი ჭავლის შუაში მსუბუქად მიაბიჯებსო. ანჟელმა ხელი
ასწია. შორიდან თოჯინას ჰგავდა. მკვდარჟაკმაც დაუქნია ხელი.
საღამოს ექვსი საათი იყო. ცეცხლი მძვინვარებდა და ფსიქიატრი
იძულებული შეიქნა, სახის მშრალებ-მშრალებით გვერდზე გამ-
დგარიყო. კარგი საბაბიც იყო. ცეცხლის ენებისგან ნარინჯის-
ფრად დახეთქილი სქელი კვამლი ჯადოსნური გრაგნილივით
მიიწევდა ზევით-ზევით. მერე მძლავრ ხვიებად ასცდა კბოდის ნა-
პირს და თითქმის სწორად აიჭრა ზეცაში.
მკვდარჟაკს გააჟრჟოლა. გაიაზრა, რომ უკვე რამდენიმე წუთი
იყო, რაც კნაოდა… და კნაოდა ახლად დაკოდილი კატის წუხი-
ლიანი და ტკივილიანი კნავილით. პირი მოკუმა და მოუხერხებ-
ლად ჩაიცვა ფეხსაცმელები. კბოდისკენ გაბრუნდა. ვიდრე აღ-
მართს აუყვებოდა, ბოლოჯერ მოავლო მზერა ზღვას. იქ, შორს,
მზის ჯერ კიდევ ცოცხალი სხივები ოდნავღა ციაგობდა რაღაც პა-
წაწკინტელა საგანზე, რომელიც წყალზე ბაღლინჯოსავით მიაბი-
141 მკითხველთა ლიგა
ჯებდა. თუ ღრიანკალივით. თუ ობობასავით. თუ იმ რაღაცასავით,
რომელიც ეულად მიაბიჯებდა წყალზე. ეული ანჟელით ბორტზე.

142 მკითხველთა ლიგა


XVIII

39 ივნისტო
ფანჯარასთან იჯდა და სიცარიელეში თავის თავს უყურებდა.
მის წინ ბაღი კბოდეს ეტმასნებოდა და, დაბინდებამდე უკანასკნე-
ლი ალერსის ნიშნად, ჩამავალ მზეს ცერად ალოკინებდა თავის
ბუსუსებს. კლემანტინი დაქანცულობას გრძნობდა და თავის თავს
შიგნიდან აკვირდებოდა.
ფიქრებში იყო ჩაძირული და ადგილზე შეხტა, როდესაც რო-
მელიღაც შორეული სამრეკლოდან შვიდის თხუთმეტმა წუთმა
ჩამოჰკრა.
ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა. ისინი ბაღში არ დახვდნენ.
კიბე ჩაიარა და დაეჭვებულმა სამზარეულოს უკან მოუხედავად
მიაშურა. სამრეცხაოს კარი რომ შეაღო, იქიდან სარეცხის რეც-
ხვის ხმა ექოდ შემოესმა - ტაკოთეთრა რეცხავდა.
ბავშვებს ბუფეტთან სკამი მიედგათ. ნოელს ორივე ხელი ჩაევ-
ლო სკამისთვის. სიტროენი ზედ შემდგარიყო და ჟოელს კალა-
თიდან პურის ნაჭრებს ერთიმეორის მიყოლებით აწვდიდა; მურა-
ბის ქილა ჯერ კიდევ სკამზე, სიტროენის ფეხებს შუა იდგა. ტყუპე-
ბის მოთხუპნული ტუჩები ნათლად მოწმობდა, რომ მათ ლაშ-
ქრობას ნაყოფი გამოეღო.
დედის ნაბიჯების ხმაზე მოტრიალდნენ და ჟოელი მაშინვე აჯ-
ღავლდა. ძმას არც ნოელი ჩამორჩა. მხოლოდ სიტროენს არ მო-
უცვლია ფეხი. ჯერ თვალი თვალში გაუყარა დედას, მერე პურის
ბოლო ნაჭერი აიღო და ჩაკბიჩა. ბოლოს მურაბის ქილასთანაც
ჩაცუცქდა. დინჯად და აუჩქარებლად ღეჭავდა.
კარგად რომ გაიაზრა, როგორ გაეპარა კიდევ ერთხელ დრო,
დარცხვენილი კლემანტინი იმაზე ბევრად უფრო მწვავედ დაქენ-
ჯნა სინდისმა, ვიდრე მაშინ ქენჯნიდა, როცა ხანდახან შინ გვიან
143 მკითხველთა ლიგა
დაბრუნებისას უსიამოვნო შეგრძნება იპყრობდა ხოლმე. სიტ-
როენის ქცევა, მისი ეს უტიფარი და გამომწვევი მზერა, ემატებო-
და და ავსებდა ძმების ქცევას; თვალს თვალში თუ უყრიდა, ბიჭს
მათსავით ეუფლებოდა გრძნობა, რომ რაღაც აკრძალულს სჩა-
დიოდა; მაშასადამე, ფიქრობდა კიდეც, რომ დედამისი სრულიად
გააზრებულად ჩაგრავდა სამივეს, რომ წინააღმდეგი იყო მისი
სამხრისა; და ამ აზრმა ისე დაამწუხრა კლემანტინი, რომ კინაღამ
თვითონაც ატირდა. თუმცაღა სამზარეულო ცრემლის ზღვად რომ
არ ქცეულიყო, სასწრაფოდ მოთოკა აგზნებული საცრემლე ჯირ-
კვლები.
მათთან მივიდა და სიტროენი ხელში აიტატა. გაკერპებული
ბავშვი კიდევ უფრო დაიძაბა. დედამ ძალიან ნაზად აკოცა ყავის-
ფერ ლოყაზე.
- ჩემო საბრალო პაწაწუნავ, - უთხრა ალერსით, - საძაგელ დე-
დათქვენს დაავიწყდა თქვენი სამხარი. მოდით, ამ ტანჯვის სანაც-
ვლოდ თითო ფინჯანი რძიანი შოკოლადი დაგალევინოთ.
ბიჭი ძირს დასვა. ტყუპებმა ცრემლების ღვრა მყისიერად შეწ-
ყვიტეს და სიხარულისგან აჭყლოპინებულები დედას მისცვივ-
დნენ. დედა ქურასთან მივიდა, ქვაბი ჩამოხსნა და რძით გაავსო,
ამასობაში კი ბავშვები მოთხვრილ სახეებს შავშარვალამოცმულ
ფეხებზე უსვამდნენ. გაოგნებულ სიტროენს პურის ნაჭერი ხელში
ეჭირა და დედას აჰყურებდა. დანაოჭებული შუბლი მოუდუნდა.
თვალები ცრემლებისგან უბრწყინავდა, მაგრამ ჯერ ისევ ორჭო-
ფობდა. დედამ მაცდურად გაუღიმა. ბავშვმაც დარცხვენით, ცის-
ფერი ციყვივით შეჰღიმა.
- აი, ნახავ, როგორ შემიყვარებ ახლა, - ლამის თავისთვის
ჩაილაპარაკა დედამ. - ვერაფერს ვეღარ მისაყვედურებ.
თუმცა გულდათუთქული მაინც ასე ფიქრობდა, „აი, უკვე თვი-
თონ იკვებებიან და ამაში მე აღარ ვჭირდები. ვაითუ ონკანებსაც
თვითონ ატრიალებენო“.
144 მკითხველთა ლიგა
არა უშავს. შეიძლება, რომ ყველაფერი ისევ ძველებურად
იყოს. კლემანტინი ძალიან შეიყვარებს ამათ. ისე შეიყვარებს,
რომ ზრუნვითა და კარგი მოვლით გალამაზებული მთელი მათი
ცხოვრება აზრს დაკარგავს უდედოდ.
რაკი ამ დროს მისი მზერა ფანჯრებს მიღმა, სადღაც გარე--
გარე დახეტიალობდა, ფარდულის მხრიდან ამომავალი რაღაც
სქელი ბოლი დაინახა. ნავის გასაშვები ლიანდაგები იწვოდა.
გარეთ გავიდა თვალის შესავლებად. პატარები უკან ედგნენ
და ჟივჟივებდნენ. კლემანტინი გრძნობდა, რასაც ნიშნავდა ეს ამ-
ბავი და შემოწმება აღარ სჭირდებოდა. მისი უკანასკნელი დაბ-
რკოლება ის-ის იყო გამქრალიყო.
ფარდული ტკაცუნობდა და გუგუნებდა. სახურავიდან დანახ-
შირებული ხის ნაჭრები ცვიოდა. მკვდარჟაკი კართან უძრავად
იდგა და ცეცხლის ალებით ტკბებოდა. კლემანტინმა მხარზე ხე-
ლი დაადო. კაცი შეკრთა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
- წავიდა ანჟელი? - ჰკითხა კლემანტინმა.
მკვდარჟაკმა თავი დაუქნია.
- ყველაფერი რომ ჩაიწვება, შინამოსამსახურესთან ერთად
მოასუფთავეთ აქაურობა, - უთხრა კლემანტინმა. - შესანიშნავი
სათამაშო მოედანი გაკეთდება პატარებისთვის. იარაღნაგს ავუ-
შენებთ. ანუ თქვენ აუშენებთ იარაღნაგს. მეფეებივით გაერთობი-
ან.
მკვდარჟაკს გაუკვირდა, თუმცა კლემანტინის შემხედვარე
მიხვდა, რომ შეკამათებას აზრი არა ჰქონდა.
- თქვენ შეგიძლიათ ეს, - დაარწმუნა ქალმა. - ჩემი ქმარი მშვე-
ნივრად ააშენებდა. ძალიან მარჯვე იყო. იმედი მაქვს, პატარებს
გამოჰყვებათ ეს ნიჭი.

145 მკითხველთა ლიგა


მესამე ნაწილი

55 იანპრილი
ოთხი წელი და რაღაც დღეებია, რაც აქა ვარ, - გაიფიქრა
მკვდარჟაკმა.
ჩამოჰგრძელებოდა წვერი.

II

59 იანპრილი
წვრილი და მავნე წვიმა გადაუღებლად ცრიდა და ყველანი ახ-
ველებდნენ. ბლანტი და წებოვანი ბაღი აქეთ-იქით იღვენთებო-
და. ცასავით განაცრისფრებული ზღვა ძლივს ჩანდა, ყურეში კი
წვიმა ქარის ნებაზე გაზნექილიყო და ჰაერს ირიბად აპობდა.
საქმე არაფერია, როცა წვიმს. ოთახში უნდა შეიყუჟო და ითა-
მაშო. ნოელი, ჟოელი და სიტროენი თავიანთ ოთახში თამაშობ-
დნენ. ფურთხობანას თამაშობდნენ. სიტროენი ოთხზე იდგა, ხა-
ლიჩის კიდის გასწვრივ გადი-გამოდიოდა და ყოველ წითელ ლა-
ქასთან ჩერდებოდა. თავს ჩაქინდრავდა და ნერწყვს ძირს უშვებ-
და. ნოელი და ჟოელი კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ და ცდილობ-
დნენ, თვითონაც იმავე ადგილას დაესხათ ნერწყვი. დახვეწილი
საქმიანობაა.
146 მკითხველთა ლიგა
მაინც თქორავდა. კლემანტინი სამზარეულოში რძიან პიურეს
აკეთებდა. კარგად მოსუქებულიყო. საერთოდ აღარ იხატებოდა.
შვილებს უვლიდა. საქმეს რომ მორჩა, ისევ ზევით ავიდა თვალ-
ყურის სადევნებლად. რომ შევიდა, ტაკოთეთრა პატარებს უწ-
ყრებოდა.
- რა საძაგლები ხართ… რა თხუპნიები…
- წვიმს გარეთ, - შენიშნა სიტროენმა და ძალიან წარმატებით
დააფურთხა ხალიჩაზე.
- წვიმს გარეთ, - გაიმეორა ჟოელმა.
- წვიმს, - მოკლედ მოჭრა ნოელმა.
თან ამ დროს ძალ-ღონეს არ იშურებდა.
- ვინ მოასუფთავებს ამ თქვენს სიბინძურეს?
- ვინ და, შენ, - უპასუხა სიტროენმა.
კლემანტინი შემოვიდა. დასასრულს მოჰკრა ყური.
- აბა რა, თქვენ, - თქვა მან. - ამისთვის ხართ აქ. დიახაც, რომ
აქვთ გართობის უფლება ჩემს საწყალ პაწაწკუნებს. თქვენ გგო-
ნიათ, გამოიდარა გარეთ?
- ეგ რა შუაშია… - გაიკვირვა ტაკოთეთრამ.
- კმარა, - გააწყვეტინა კლემანტინმა. - შეგიძლიათ, გაუთოება
განაგრძოთ. ამათ მე მივხედავ.
შინამოსამსახურე გავიდა.
- დააფურთხეთ, დააფურთხეთ, ჩემო ფისუნიებო, - დაუყვავა
კლემანტინმა, - თუ გართობთ ეგ, დააფურთხეთ.
- აღარ გვინდა, - უპასუხა სიტროენმა.
წამოდგა.
- მოდით, მატარებლობანა ვითამაშოთ, - დაუძახა ძმებს.
- მოდით, ჯერ მაკოცეთ, - უთხრა კლემანტინმა.
- არა, - მიუგო სიტროენმა.
- არა, - გაიმეორა ჟოელმა.

147 მკითხველთა ლიგა


ნოელს არაფერი არ უთქვამს. უარყოფის უმოკლეს გზათაგან
ესღა თუ რჩებოდა.
- ანუ აღარ გვიყვარს დედიკუნა? - იკითხა კლემანტინმა და
ჩაიმუხლა.
- როგორ არა, უბრალოდ მატარებლობანას ვთამაშობთ, - უპა-
სუხა სიტროენმა. - შენც უნდა ამოხვიდე მატარებელში.
- ჰოდა, ამოვდივარ კიდეც! - დაეთანხმა კლემანტინი. - აბა ვა-
გონებში ყველა!
- დაიყვირე, - უთხრა სიტროენმა, - შენ იქნები საყვირი. მე მე-
მანქანე ვარ.
- მეც, - აჰყვა ჟოელი, - ჩუქუ-ჩუქუ…
- მე… - დაიწყო ნოელმა.
გაჩუმდა.
- აჰ, ჩემო პაწაწინებო! - შესძახა კლემანტინმა.
და ბავშვები დაკოცნა.
- დაიყვირე-მეთქი, - უთხრა სიტროენმა, - შევდივართ.
.................................
ჟოელმა შეანელა.
- ჰო, - დაიწყო მეტისმეტი ყვირილისგან გაბზარული ხმით
კლემანტინმა, - ძაან მაგრა დადის ეს მატარებელი. წამოდით,
პიურე ჭამეთ.
- არა, - უპასუხა სიტროენმა.
- არა, - აჰყვა ჟოელი.
- ჩემი ხათრით, - სთხოვა კლემანტინმა.
- არა, - უპასუხა სიტროენმა.
- არა, - აჰყვა ჟოელი.
- მაშინ ავდგები და ვიტირებ, - თქვა კლემანტინმა.
- ვერა, ვერ იტირებ, - ამრეზით ჩაილაპარაკა ნოელმა, რო-
მელსაც სულ დააკარგვინა სიტყვაძვირობა დედის ამ კადნიერე-
ბით აღსავსე შენიშვნამ.
148 მკითხველთა ლიგა
- ოჰო! მე ვერ ვიტირებ? - გაიკვირვა კლემანტინმა და თვალებ-
ზე ცრემლი მოადგა, მაგრამ სიტროენმა მაშინვე გააჩერა.
- არა, - უთხრა მან, - ეგრე არა. შენ ასე ტირი: „უჰ უჰ უჰ“. ჩვენ
კიდევ ასე: „აჰ აჰ აჰ“.
- მაშინ აჰ აჰ აჰ! - დაიწყო კლემანტინმა.
- ეგრე არ არის, - ისევ შეაწყვეტინა ჟოელმა. - დაუგდე ყური.
გარემო და განწყობა რომ შეიგრძნო, ნოელმა ცხარე ცრემ-
ლები გადმოაფრქვია. ჟოელმა, ეგრე არ უნდაო და, ჯღავილი
მორთო. სიტროენი არასდროს არ ტიროდა. მაგრამ ძალიან სევ-
დიანი იყო. შეიძლება სასომიხდილიც კი.
შეწუხდა კლემანტინი:
- ვაი?! მართლა ტირით? სიტროენ! ნოელ! ჟოელ! მორჩით
მაიმუნობას, ჩემო ფისუნიებო! ჩემო პაწაწკინტელებო! ჩემო
ძვირფასებო! კარგი რა! ნუ ტირით! რა გეტაკათ?
- ცუდო! - საწყალობლად ამოიბღავლა ჟოელმა.
- ბოროტო! - გაცოფებულმა დაიწივლა სიტროენმა.
- უააა! - ახალი შემართებით დაიყმუვლა ნოელმა.
- არა, არა, ჩემო ძვირფასებო! ეს ხომ გასაცინებლად გითხა-
რით… ნუ გამაგიჟებთ ახლა!
- არ მინდა პიურე, - თქვა სიტროენმა და აღრიალდა.
- ა მინა პიუე! - დასჭყივლა ჟოელმა.
- ა მინაააა! - აჰყვა ნოელი.
აღელვებისას ჟოელს და ნოელს ისევ ეჩლიქებოდათ ხოლმე
ენა.
სრულიად დაბნეული კლემანტინი ეფერებოდა და ჰკოცნიდა
ბავშვებს.
- ჩემო პაწაწინებო, პიურეს მერე შევჭამთ, ახლავე კი არა, -
ეუბნებოდა დასამშვიდებლად.
ყველაფერი ისე შეწყდა, გეგონებოდა, ჯადოქრის ხელი ურე-
ვიაო.
149 მკითხველთა ლიგა
- წამო, გემობანა ვითამაშოთ, - უთხრა სიტროენმა ჟოელს.
- ჰო, ჰო, გემობანა, - დაეთანხმა ჟოელი.
- გემობანა, - დაასრულა ნოელმა.
განერიდნენ კლემანტინს.
- დაგვანებე თავი, - უთხრა სიტროენმა. - უნდა ვითამაშოთ.
- განებებთ თავს, - მიუგო კლემანტინმა. - რა მოხდება, აქვე
რომ დავრჩე და ვქსოვო?
- გვერდზე გადი, - უპასუხა სიტროენმა.
- გადი გვერდზე, - უთხრა ჟოელმაც. - უააა! გემი!
კლემანტინმა ამოიოხრა და უხალისოდ გავიდა. ძალიან უნ-
დოდა, ბავშვები ისევ სულ პატარები და საყვარლები ყოფილიყ-
ვნენ. როგორც პირველ დღეს, ძუძუს რომ წოვდნენ. თავი ჩაქინ-
დრა და უკეთ გაიხსენა.

150 მკითხველთა ლიგა


III

73 თებერვნისი

სევდამოცული მკვდარჟაკი
სოფლისკენ მიცანცარებდა,
ფიქრობდა, წლები მიქრიან,
წარსულიც უკვე მკიდია.
ვარ შიგნიდან ცარიელი,
წინსვლის კი არც ნასახია,
ამინდი დგას რუხი, სველი,
ირგვლივ ყველგან ტალახია.
მთლად ამოგანგლულ ჩექმებზე… რომელიღაც ჩიტმა დაიყვირა.
- ეეჰ! ფუჰ! ფუჰ! - შესძახა მკვდარჟაკმა. - ძაფი გამიწყვიტე, რა…
არადა რა კარგად დავიწყე. ამიერითგან ჩემს თავზე მხოლოდ მე-
სამე პირში ვილაპარაკებ. შთაგონებით მავსებს. - მიაბიჯებდა,
ისევ და ისევ მიაბიჯებდა. ზამთრის განმავლობაში გზაზე ღობეები
აქა-იქ სუსხურების (რომლებიც, თავის მხრივ, თავიანთი მშობე-
ლი სუსხურების ნაშიერები არიან, ისევე როგორც აზნაურის ნა-
შიერებიც აზნაურები გახლავან) ბარტყებით ირთვებოდა. კუნე-
ლის ბუჩქნარში თავმოყრილი მთელი ეს პატარა სუსხურები ნის-
კარტებით მუცლებს ძალუმად იქექავდნენ და ხელოვნურ თოვლს
ქმნიდნენ. გზის გრილი, მწვანე, წყლიანი კიდეები ბაყაყებით იყო
სავსე და მშვენივრად ერთობოდნენ ივლემბრის გვალვების მო-
ლოდინში.
- დამჯაბნა, - განაგრძო მკვდარჟაკმა, - აქაურობამ დამჯაბნა.
არადა აქ რომ ჩამოვედი, მარიფათიანი ახალგაზრდა ფსიქიატრი
ვიყავი, ახლა კი სრულიად უმარიფათო ახალგაზრდა ფსიქიატრი
ვარ. განსხვავება უსათუოდ დიდია. და ამ დამპალი სოფლის ბრა-
151 მკითხველთა ლიგა
ლია ყველაფერი. ამ საზიზღარი, გულის ამრევი სოფლისა. პირ-
ველად რომ მოხუცთა ბაზრობას შევესწარი, იმის. ახლა მოხუცთა
ბაზრობაც სულ ფეხებზე მკიდია, შეგირდებსაც უგულოდ ვურტყამ
და შარავანდსაც ცუდად ვექცევი, იმიტომ რომ სხვანაირად ამას
უკვე ვნება მოჰქონდა ჩემთვის. ჰოდა მორჩა ეს ყველაფერი. და-
უცხრომლად შევუდგები საქმეს, - ეუბნებოდა თავის თავს
მკვდარჟაკი. კაცის ტვინში რა შეიძლება ტრიალებდეს, ვერც კი
წარმოიდგენ, უნდა იფიქრო ამაზე.
გზა უკვნესოდა მკვდარჟაკს ფეხქვეშ. უჩიფჩიფებდა. უფუთფუ-
თებდა. უთიფთიფებდა. უქითქითებდა. ცაში კალმით ნახატი ყორ-
ნები ჩხაოდნენ, მაგრამ უხმოდ, რადგან ქარს სხვაგან მიჰქონდა
ხმა.
- როგორ მოხდა, მეთევზეები რომ არ არიან ამ მხარეში? -
გაიფიქრა უცებ მკვდარჟაკმა. - არადა ზღვა ორ ნაბიჯზეა აქედან
და შიგ უთვალავი კიბორჩხალა, არაფეხა და გემრიელი ქერ-
ცლოვანა ფუთფუთებს. მერე? მერე? მერე? მერე? მერე?
მერე ის, რომ პორტი არ არის. ისე აღფრთოვანდა საკუთარივე
პასუხით, რომ თავის თავს კმაყოფილმა გაუღიმა.
ღობის ზევიდან დიდი ჟღალი ძროხის თავი მოჩანდა. მკვდარ-
ჟაკი მისასალმებლად მიუახლოვდა, მაგრამ ძროხას თავი სხვა
მხარეს ჰქონდა მიტრიალებული და დაძახება მოუწია. სულ
მთლად ახლოს რომ მივიდა, დაინახა, რომ მოჭრილი თავი წვე-
ტიან ოროლზე იყო წამოცმული; დასჯილი ძროხა იქნებოდა უთუ-
ოდ. წარწერიანი პატარა დაფაც იქვე, თხრილში ეგდო. მკვდარ-
ჟაკი დაიხარა, აიღო და ტალახის და ასოების ნარევში აი ეს გა-
არჩია: „შემდეგ - ლაქა - ჯერზე - ლაქა - მოი - ლაქა - წველები -
ლაქა - მეტ რძეს. - ლაქა. ლაქა. ლაქა.“
მკვდარჟაკმა სევდიანად დაიქნია თავი. ვერა და ვერ შეეგუა
ასეთ რაღაცეებს. შეგირდებს კიდევ რა უშავდათ… მაგრამ ცხოვე-
ლების ამბავს ვერა. პატარა დაფა ძირს დააგდო. მფრინავ ცხოვე-
152 მკითხველთა ლიგა
ლებს უკვე ამოეჭამათ თვალები და ცხვირი და ძროხა კიბოიან
უსასაცილოეს რაღაცას წააგავდა.
- აჰა, კიდევ ერთი შარავანდისთვის, - ჩაილაპარაკა თავის-
თვის. - მაგას დააწვება ეს ამბავიც. და ოქროსაც მიიღებს. თუმცა
რა ფასი აქვს ოქროს, თუ მაგით ვერაფერს ვერ იყიდის? მაშასა-
დამე, ერთადერთი ღირებული რამე ისევ ოქროა. და ამას ფასი
არა აქვს.
ასე პოვებდა მკვდარჟაკი
ორღობეებში შესვლამდე
საბუთებს ოქროს ფასის და
ღირებულების შესახებ. - ვაჰ, ნახე, - გაიფიქრა მკვდარჟაკმა. -
მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელი მოსაზრების საგნობ-
რიობა სრულიად მოკლებულია ყოველგვარ ინტერესს და რომ
შარავანდი მართლაცდა უნებლიეთ აღმოჩნდა ვითარებაში, რო-
მელშიც მის ოქროს არავითარი აზრი და სარგებელი არა აქვს,
მეჩვენება, რომ დაკარგული მახვილგონიერება და ზეაღმაფრენა
მიბრუნდება. თანაც, მართალია, ოქროს არაფრად დაგიდევთ,
მაგრამ ასი მეტრი კი გამომატარა.
სოფელი გამოჩნდა. წითელ ნაკადულზე შარავანდის ნაგავს
დახარბებული ნავი მიმოტივტივებდა. მკვდარჟაკმა დაუძახა. რო-
ცა ნავი ძალიან მოუახლოვდა, ისკუპა და შიგ ჩახტა.
- აბა რა არის ახალი? - ჰკითხა სახეგაბადრულმა.
- არაფერი, - უპასუხა შარავანდმა.
მკვდარჟაკმა იგრძნო, როგორ მოუმწიფდა თავში ფარული აზ-
რი, რომელსაც დილიდან თან დაატარებდა.
- რამე რომ იყოს… თქვენთან ხომ არ წავსულიყავით სახლში?
- შესთავაზა კითხვით. - მინდა, რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ.
- ჰმ… რატომაც არა? - დაეთანხმა შარავანდი. - წავიდეთ. უკაც-
რავად…

153 მკითხველთა ლიგა


თითქოს ზამბარამ მოისროლაო, ისე გადაეშვა მდინარეში.
თან სიცივისგან სულ კბილებს კბილზე აცემინებდა. ხვნეშა--
ვიშვიშით მიცურდა ერთ მოტივტივე ხორცის ნაჭერთან და მარ-
ჯვედ ჩააფრინდა პირით. პატარა ხელის მტევანი აღმოჩნდა. მელ-
ნით დალაქავებული. შარავანდი ნავზე ამობობღდა.
- ნახე, - უთხრა თვალიერებით, - შარლის ბავშვს ისევ უარი
უთქვამს სუფთა წერაში საშინაო დავალების შესრულებაზე.

IV

98 აპრისტო
ეს სოფელი ჭკუიდან გადამიყვანს ბოლოს, - გაიფიქრა
მკვდარჟაკმა და სარკეში ჩაიხედა.
ის-ის იყო წვერი შეეკრიჭა.

154 მკითხველთა ლიგა


V

99 აპრისტო
კლემანტინს მოშიებოდა. შუადღისას სადილზე თითქმის არა-
ფერს აღარ ჭამდა და მთელ დროს პატარების გამოკვებას უთ-
მობდა. თავისი ოთახის კარი შეამოწმა და კლიტეში გასაღები გა-
დაატრიალა. დაწყნარდა. ვერავინ ვერ შემოვიდოდა. ოთახის
შუაში დაბრუნდა და ტილოს კაბის ქამარი მსუბუქად შეიხსნა. კა-
რადის სარკეში თავის თავს თვალი შეავლო ერთი წამით. ფანჯა-
რასთან მივიდა და ისიც დახურა. მერე კარადასთან მივიდა. არ-
სად არ ეჩქარებოდა და ცდილობდა, თითოეული წუთისთვის გე-
მო ჩაეტანებინა. კარადის გასაღები ტყავის მსუბუქი თასმით ქა-
მარზე ჰქონდა გამობმული. ზედ დახედა და კლიტეში შეაცურა.
კარადაში ცუდი სუნი იდგა. ლეშის სუნი იდგა, ძალიან ზუსტად
რომ ვთქვათ. სუნი ფეხსაცმელების კოლოფიდან ამოდიოდა.
კლემანტინმა ხელში აიღო და დაყნოსა. ყუთში, ლამბაქზე, ბივ-
შტექსის ნარჩენი ასრულებდა ლპობას. სუფთა, უბუზებო და უმატ-
ლებო ხრწნა იყო. უბრალოდ გამწვანებულიყო და ყარდა. საზარ-
ლად. თითის დადებით მოსინჯა ბივშტექსი. ძალიან დარბილებუ-
ლიყო. თითი დაყნოსა. საკმაოდ დამპალიყო. ციმციმ აიღო ბივ-
შტექსი ცერით და საჩვენებელი თითით და ყურადღებით მოაკბი-
ჩა, ცდილობდა, ლუკმა კოხტა და მკაფიო ყოფილიყო. ისეთი რბი-
ლი იყო, რომ ამოცანა იოლი გამოდგა. დინჯად ღეჭავდა და რაც
მეტად ამოდიოდა ყუთიდან ჩაგუბებული ძლიერი სუნი, მით უფ-
რო უგებდა გემოს დავარგებული ხორცის ცოტა არ იყოს ცხიმიან
კონსისტენციას, რომელიც ლოყების უკან სიმჟავის შეგრძნებას
უტოვებდა. ნახევარი შეჭამა და დანარჩენი ყუთში ჩააბრუნა, ყუ-
თი კი საწყის ადგილას დააბრუნა. გვერდით თეფშზე ყველის სამ-
კუთხედი იდო ეულად. თითი ჯერ შიგ ტუცა, მერე კი მრავალგზის
155 მკითხველთა ლიგა
გაილოკა. გულდაწყვეტით დაკეტა კარადა და ზლაზვნით გაემარ-
თა ტუალეტისკენ ხელების დასაბანად. მერე საწოლზე წამოწვა.
ამჯერად გული არ აერეოდა. იცოდა ეს. ახლა ყველაფერს
შეინარჩუნებდა. საკმარისი იყო, გვარიანად მოშიებოდა. ყურად-
ღებით იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში პრინციპი უნდა დაცუ-
ლიყო: საუკეთესო ლუკმები ბავშვებს; გაეცინა იმის გახსენებაზე,
თუ როგორ იქცეოდა თავიდან - იმათი ნასუფრალით კმაყოფილ-
დებოდა, ნეკნების და ლორის ცხიმიან ნაჭრებს ამთავრებდა მათ
თეფშებში და მადიანად ამოსვლეპდა ხოლმე რძეში ჩამბალ ბუ-
ტერბროდებს, რომლებიც ფინჯნების გარშემო ეყარა საუზმის მე-
რე. ჰო, მაგრამ ეს ხომ ნებისმიერს შეუძლია?! ყველა დედას. ასე-
თი რამ ხშირია. ატმის ქერქები ცოტა უფრო რთული ამბავია. ენა-
ზე ხავერდისმაგვარის შეგრძნების გამო. არადა ატმის ქერქებიც
დიდი ვერაფერი ბედენაა; სხვათა შორის უამრავი ხალხი
მთლიანად ჭამს ატამს. მარტო კლემანტინი ალპობდა ნარჩენებს.
ბავშვები დიახაც, რომ იმსახურებდნენ ამ მსხვერპლს - რაც უფ-
რო საშინელი იყო და რაც უფრო ყარდა საჭმელი, მით უფრო
ძლიერი შთაბეჭდილება ექმნებოდა მათი სიყვარულის დამტკი-
ცებისა და განმტკიცებისა, თითქოს მთელ იმ ტანჯვა-ვაებას, რო-
მელსაც ამგვარად აყენებდა თავის თავს, შეეძლო ეშვა რაღაც
წმინდა და ნაღდი - უნდა გამოესყიდა ყველა უყურადღებობა, ყვე-
ლა ის წუთი, რომელიც კი მათზე ფიქრში არ ჰქონდა გატარებუ-
ლი.
მაგრამ რაღაცნაირად გული მაინც ეთანაღრებოდა, რადგან
ჯერ კიდევ ვერა და ვერ ყლაპავდა მატლებს. და მშვენივრად ეს-
მოდა, რომ თაღლითობდა, როდესაც საკუჭნაოდან აცოცებულ
ნარჩენებს ბუზებისგან იცავდა. ბავშვებს რომ რამე დასტყდომო-
დათ თავზე ამის გამო?
იფიქრა, ხვალ ვცდიო.

156 მკითხველთა ლიგა


VI

107 აპრისტო
როგორ ვწუხვარ, - გაიფიქრა ფანჯარაზე იდაყვებჩამოყრდნო-
ბილმა კლემანტინმა.
ბაღი მზის გულზე გაოქროსფრებულიყო.
არ ვიცი, სად არიან ნოელი, ჟოელი და სიტროენი. ახლა შეიძ-
ლება სულაც ჭაში არიან ჩაცვენილები, ან რამე შხამიანი ხილი
ჭამეს, ან რომელიმეს თვალში ისარი ჩაესო, თუ რომელიმე სხვა
ბავშვი გზაზე ბოძალდით თამაშობს, ან იქნებ ჭლექი დაეტაკათ,
კოხის ჩხირები თუ გაჯიუტდნენ, ან ეგებ ზედმეტად სურნელოვანი
ყვავილების დაყნოსვისგან გულები შეუღონდათ, ან რომელიმე
სოფლელი ბავშვის პაპა მორიელების ქვეყნიდან ახლად დაბრუ-
ნებული ცნობილი მკვლევარია და მისმა ჩამოყვანილმა მო-
რიელებმა დაკბინეს, ან იქნებ ხეებიდან ჩამოცვივდნენ, ანდა ძა-
ლიან სწრაფი სირბილისგან ფეხი მოიტეხა რომელიმემ, ან
წყალს ეთამაშებოდნენ და დაიხრჩვნენ, ან კიდევ იქნებ კბოდეს
ჩაუყვნენ, რომელიმეს ფეხი აუცდა და კისერი მოიტეხა, ან რამე
ძველისძველ მავთულს გამოედნენ და ტეტანუსი აიკიდეს; შეიძ-
ლება ბაღის სიღრმეში მიდიან, იქ რამე ქვას ამოატრიალებენ,
ქვის ქვეშ კი პატარა ყვითელი ჭუპრი იჯდება, რომელიც დაუყოვ-
ნებლივ გამოიჩეკება, სოფლისკენ გაფრინდება, რომელიმე ბო-
როტი ხარის ბოსელში შეფრინდება და დრუნჩთან უკბენს, ხარი
კი ბოსლიდან გამოვარდება და ყველაფერს მიწასთან გაასწო-
რებს; აი, მორბის ხარი გზაზე, სახლისკენ, გიჟივითაა, ბღუჯებად
ტოვებს შავ ბალანს მოსახვევებში, როცა კოწახურის ბუჩქნარის
ღობეებს ედება; ზედ სახლის წინ კი თავს ჩაღუნავს და ეძგერება
მძიმე ორთვალას, რომელშიც ნახევრად ბრმა, ბებერი ცხენია
შებმული. დაჯახებისგან ორთვალა დაიშლება და ლითონის
157 მკითხველთა ლიგა
ერთ-ერთი ნაწილი წარმოუდგენელ სიმაღლეზე ავარდება ზევით,
ჰაერში; ეს შეიძლება იყოს ხრახნი, ჭანჭიკი, ქანჩი, ლურსმანი,
ხელნის ჩარჩო, საბამის კაუჭი, მიეტლებული, მერე კი დამ-
სხვრეული და ხელით გამოჩორკნილი მუხრუჭის ფირფიტებით
შეკეთებული ბორბლების მოქლონი… რკინის ნაჭერი კი წუილ--
წუილით ადის ლურჯ ცაში. ბაღის ჭიშკარს ზევიდან ევლება,
ღმერთო ჩემო, ვარდება, ვარდება და ვარდნისას რომელიმე
მფრინავი ჭიანჭველას ფრთას გამოედება, ხოლო გზაარეული და
სიმყარედაკარგული ჭიანჭველა დახეიბრებულივით ჯერ ხეებს
ეხლება, მერე მოლისკენ მოქრის, აქ კი, ღმერთო ჩემო, ჟოელი,
ნოელი და სიტროენი თამაშობენ, ჭიანჭველა სიტროენს ლოყაზე
დაეცემა და შეიძლება მურაბის კვალი აღმოუჩინოს და უკბინოს…
- სიტროენ! სადა ხარ?
კლემანტინი თავ-პირის მტვრევით გავარდა ოთახიდან. კიბე
გიჟივით, ყვირილ-ყვირილით და ბრახა-ბრუხით ჩაირბინა. შემო-
სასვლელში შინამოსამსახურეს შეეფეთა.
- სად არიან? სად არიან ჩემი შვილები?
- სად უნდა იყვნენ? სძინავთ, - მიუგო გაკვირვებულმა გოგომ.
- შუადღეა და ძილის დრო აქვთ.
ჰო, ჰო, ამჯერად არ მოხდა ეს. მაგრამ ძალიანაც შეიძლებო-
და, მომხდარიყო. თავის ოთახში აბრუნდა. გული უცემდა. უეჭვე-
ლად სახიფათოა მათი მარტო გაშვება ბაღში. ყოველ შემთხვევა-
ში, ქვების ამოტრიალება მაინც უნდა აეკრძალოთ. კაცმა არ
იცის, რა დაგხვდება ქვის ქვეშ. შხამიანი ცხრაფეხები, ობობები,
რომელთა ნაკბენი სასიკვდილოა, ხოჭოები, რომლებსაც კოლო-
ნიური დაავადებების გადატანა შეუძლიათ, ამ დაავადებების წი-
ნააღმდეგ კიდევ არანაირი წამალი არ არის ცნობილი, ან შეიძ-
ლება სულაც მოწამლული ნემსები იპოვო, რომლებიც მკვლელ-
მა ექიმმა გადამალა სოფლისკენ გაქცევის დროს, როდესაც
თერთმეტი პაციენტი მოკლა მას შემდეგ, რაც ყველას სათითაოდ
158 მკითხველთა ლიგა
თავის სასარგებლოდ გადააკეთებინა თავიანთი ანდერძები, ეს
ამაზრზენი თაღლითობა კი ახალგაზრდა მორიგე ინტერნმა, წი-
თურწვერიანმა უცნაურმა ტიპმა აღმოაჩინა.
- ეს მკვდარჟაკი სად ეშმაკებში დაიარება? - გაიფიქრა ამ გახ-
სენებაზე, ან პირიქით, რომ გაიფიქრა, გაახსენდა, - თითქმის
სულ აღარ ჩანს. ეგებ ჯობდეს კიდეც ასე. იმ საბაბით, რომ ერ-
თდროულად ფსიქიატრიცაა და ფსიქოანალიტიკოსიც, ჟოელის,
ნოელის და სიტროენის აღზრდაში აპირებდა ჩაბმას. და რა უფ-
ლებით, ნეტა ვიცოდე? შვილები დედებს ეკუთვნიან. რაკიღა დე-
დების კისერზე გადადის მათი გაჩენა, შვილებიც მხოლოდ დე-
დებს ეკუთვნიან. და არა მამებს. დედებს უყვართ თავიანთი შვი-
ლები და ამიტომაც შვილებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რასაც
დედები ეტყვიან. დედებმა შვილებზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ
შვილებს, რა არის მათთვის სასარგებლო. ეს კი იძლევა სა-
შუალებას, რომ ისინი რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ბავშვე-
ბად. ჩინელი ქალების ფეხები აიღეთ. ჩინელ ქალებს საგანგებო
ფეხსაცმელებს აცმევენ. ან ვიწრო სახვევებს. თუ პატარა მარწუ-
ხებს. თუ ფოლადის ყალიბებს… ყოველ შემთხვევაში, საქმეს ისე
აგვარებენ, რომ მათ პატარებს ფეხები არ გაეზარდოთ. ასეთი
რამ მთლიანად უნდა გაუკეთო ბავშვს. ხელი უნდა შეუშალო მათ
გადიდებას. ბევრად უკეთესები არიან ამ ასაკში. არაფერი არ
ედარდებათ. არაფერი არ სჭირდებათ. ცუდი ზრახვები არ აწუ-
ხებთ. მოგვიანებით დაიზრდებიან. თვალსაწიერს გაიფართოვე-
ბენ. უფრო შორს წასვლას მოინდომებენ. და რამდენი ახალი
საფრთხე ჩნდება… ბაღიდან თუ გავლენ, ათასი დამატებითი საფ-
რთხე გამოჩნდება. რა ათასი? ათი ათასი. სულ არ ვაზვიადებ. რა-
დაც უნდა დამიჯდეს, უნდა დავუშალო ბაღიდან გასვლა. ჯერ მარ-
ტო ბაღში ემუქრებათ აურაცხელი საფრთხე. შეიძლება ქარი გა-
უთვალისწინებლად ამოვარდეს, ხეს ტოტი მოსტყდეს და ბავ-
შვებს თავში დაეცეთ. ანდა უეცრად გაწვიმდეს, იმათ კიდევ ცხე-
159 მკითხველთა ლიგა
ნობანა, მატარებლობანა, ჟანდარმ-ქურდობანა ან რომელიმე
სხვა მოძრავი თამაში ჰქონდეთ სულ ახალი ნათამაშევი და ფილ-
ტვების ანთება, ან პლევრიტი, ან სურდო, ან რევმატიზმი, ან პო-
ლიომიელიტი, ან ტიფი, ან ქუნთრუშა, ან წითელა, ან ჩუტყვავი-
ლა, ან ეს რაღაც ახალი დაავადება დაემართოთ, რომლის სახე-
ლიც ჯერ არავინ არ იცის. და ქარიშხალი რომ ამოვარდეს? მეხი
გავარდეს… ან დაიჭექოს… დაიქუხოს… რა ვიცი, ისიც შეიძლება
მოხდეს, იონიზაციის ფენომენს რასაც ეძახიან, - რა საძაგელი სა-
ხელი ჰქვია - და ალბათ, საშინელ რამესაც ნიშნავს, ისე მაგონებს
ოინიზაციას. და კიდევ რამდენი რამე შეიძლება თავს დაატყდეთ.
ბაღიდან რომ გავიდნენ, აშკარად ბევრად უარესი იქნება. მაგრამ
ამაზე ნუ ვიფიქრებთ ახლა. საკუთრივ ბაღის შესაძლებლობების
ამოწურვამდე ჯერ კიდევ შორსა ვართ. როცა დაიზრდებიან?
ჰოოო! დიახ, აი ორი უმთავარესი საშინელება: ისინი რომ დაიზ-
რდებიან და ბაღიდან რომ გავლენ. რამდენი საშიშროებაა გა-
სათვალისწინებელი. მართალია, დედამ ყველაფერი უნდა გაით-
ვალისწინოს. თუმცა ამას თავი გავანებოთ. ამ ყველაფერზე მოგ-
ვიანებით დავფიქრდები; არ დამავიწყდება - ზრდა და გამოსვლა.
მაგრამ ამ დროისთვის მინდა, ბაღით შემოვიფარგლო. ჯერ მარ-
ტო ბაღში უბედური შემთხვევების რიცხვი უზარმაზარია. აი, ზუს-
ტადაც ხრეში ხეივნებში. რამდენჯერ ვთქვი, სასაცილოა, ბავ-
შვებს ხრეშით თამაშის უფლებას რომ ვაძლევთ-მეთქი. რომ გა-
დაყლაპონ? თან უცბადაც ვერ შეატყობ კაცი. სამი დღის მერე კი
აპენდიციტია. სასწრაფო ოპერაცია დასჭირდება სამივეს. და ვინ
გაუკეთებს? მკვდარჟაკი? მკვდარჟაკი ექიმი არ არის. სოფლის
ექიმი? სოფელში ვეტერინარის მეტი არავინაა. ჰოდა უბრალოდ
დაიხოცებიან. ტანჯვით. სიცხით. ყვირილით. არა, ყვირილით
არა, კვნესით და ეს ბევრად უფრო საზარელი იქნება. არც ყინუ-
ლია. ვერ იშოვი კაცი ყინულს, მუცელზე რომ დაადო. აი, სიცხე
სულ ზევით და ზევით უწევთ. ვერცხლისწყალი საზღვარს სცდება.
160 მკითხველთა ლიგა
თერმომეტრი იმსხვრევა. შუშის ნამსხვრევი შიგ თვალში ხვდება
ჟოელს, რომელიც ტანჯულ სიტროენს შეჰყურებს. სისხლი მოს-
დის. თვალს კარგავს. არავინაა მისი მკურნალი. ყველა სიტრო-
ენს უვლის, რომელიც სულ უფრო და უფრო უმწეოდ ოხრავს.
ნოელი არეულ-დარეულობით ისარგებლებს, დროს იხელთებს
და სამზარეულოში გაძვრება. ქურაზე ტაშტი დგას, შიგ კი წყალი
დუღს. შია. ბუნებრივია, არავის უჭმევია; ძმები ავად ჰყვანან და
მისთვის ვიღას სცხელა? ქურის წინ სკამზე შედგება. მურაბის ქი-
ლას რომ შესწვდეს. მაგრამ მოახლე გოგოს ის ჩვეულებრივზე
უფრო შორს შეუდგამს, იმიტომ რომ ჰაერში დატრიალებულმა
მტვერმა შეაწუხა. სულ ოდნავ უფრო მონდომებით რომ გამოეხ-
ვეტა ოთახი, ეს არ მოხდებოდა. ნოელი იხრება. ფეხი აუცურდება
და ტაშტში ვარდება. ერთხელ, სულ ერთადერთხელ მოასწრებს
დაყვირებას და კვდება, თუმცა მაინც ფართხალებს ისევ, რო-
გორც კიბორჩხალები ფართხალებენ ხოლმე, როცა ცოცხლად
ყრიან ქაფქაფა წყალში. კიბორჩხალასავით წითლდება. მკვდა-
რია. ნოელ!
კლემანტინი კარს მივარდება. მოახლე გოგოს უძახის.
- დიახ, ქალბატონო?
- გიკრძალავთ საუზმედ კიბორჩხალების მოხარშვას.
- არც გვაქვს, ქალბატონო. შემწვარი ჩალაღაჯი და ქვიშის
თხილია.
- მაინც გიკრძალავთ.
- კარგი, ქალბატონო.
- და არც არასდროს მოხარშოთ კიბორჩხალები. არც ასთაკ-
ვები. არც კიბოები. არც ლანგუსტები.
- კარგი, ქალბატონო.
თავის ოთახში შებრუნდა. განა არ ჯობს, ყველაფერი მაშინ
მოახარშვინოს, როცა ბავშვებს სძინავთ, და ყველაფერი ცივად
იჭამოს? რომ არასოდეს ენთოს ცეცხლი, როცა იმათ ღვიძავთ და
161 მკითხველთა ლიგა
ფეხზე არიან? ასანთის კოლოფები გასაღებით რომ იყოს ჩაკეტი-
ლი, რასაკვირველია. ასეც ვიქცევით უკვე. ანადუღარ წყალს,
რომელსაც ისინი სვამენ, წინა საღამოს ავადუღებთ, როგორც კი
დაწვებიან. როგორ გამიმართლა, ანადუღარი წყალი რომ გამახ-
სენდა. მიკრობები მთლიანად კარგავენ ვირულენტობას, კარგად
როცა მოიხარშებიან. ჰო, მაგრამ ვინ იცის, რას არ იტენიან პირ-
ში, ბაღში როცა არიან. ეს ბაღიც… რაც შეიძლება იშვიათად უნდა
გავუშვათ ისინი ბაღში. კარგი სუფთა ოთახი ბევრად უფრო ჯან-
საღია იქაურობაზე. სუფთა, ყოველდღიურად გაწკრიალებული,
ნამდვილად სჯობს ნებისმიერ ბაღს. რასაკვირველია, ფილაქნე-
ბიან იატაკზეც შეიძლება გაცივდნენ. მაგრამ ბაღშიც ხომ შეიძ-
ლება გაციება… ისეთი ორპირი ქარებია… და სველი ბალახი.
კარგი სუფთა ოთახი კიდევ… ჰო! მართალია, ფილაქნების საფ-
რთხე ისევ რჩება. რამეს გაიჭრიან. მაჯებზე არტერიებს გადაიჭ-
რიან და, რაკი სისულელეს ჩაიდენენ, ვერც თქმას გაბედავენ; აი,
სისხლი სდის, სდის და სიტროენს უკვე ფერი აღარ ადევს სახეზე.
ჟოელი და ნოელი ტირიან, სიტროენს კი სისხლი სდის. კარი გა-
საღებითაა ჩაკეტილი, იმიტომ რომ მოახლე გოგო საყიდლებზეა
წასული, ნოელს კი სისხლის შეეშინდება და ცდილობს, დასაძა-
ხებლად ფანჯრიდან გადაძვრეს… აი, ჟოელს მხრებზე დაადგება,
მოუხერხებლად ჩაეჭიდება რაღაცას, ჩამოვარდება და თვითო-
ნაც გაიწყვეტს კისერთან საძილე არტერიას; რამდენიმე წუთში
ისიც კვდება სახეგადაფითრებული. არა, არა, ასე არ შეიძლება,
არც ერთ ოთახს არ ჩავრაზავთ…
თავისი ოთახიდან გიჟივით გაქანდა და იქ შევარდა, სადაც პა-
ტარებს ეძინათ. ჟალუზის ღრიჭოებიდან მზე ოთახის ვარდისფერ
კედლებს ანათებდა; სამი ბავშვის თანაბარი ფშვინვის მეტი არა-
ფერი არ ისმოდა. ნოელი შეინძრა და რაღაც ჩაიბუტბუტა. სიტ-
როენს და ჟოელს ძილში მუშტები სანახევროდ გაეხსნათ და მო-
დუნებული და უწყინარი სახეებით იღიმოდნენ. კლემანტინს გუ-
162 მკითხველთა ლიგა
ლი გამალებით უძგერდა. გამობრუნდა და ისევ თავის ოთახს
მიაშურა. ამჯერად კარი ღია დატოვა.
- კარგი დედა ვარ. ვფიქრობ ყველაფერზე, რაც ამათ შეიძლე-
ბა დაემართოთ. ყველა იმ უბედურებაზე, რაც ამათ შეიძლება
მოიწიონ, წინასწარ ვფიქრობ. აღარაფერს ვამბობ იმ საშიშ-
როებებზე, რომლებიც ამათ დიდობაში დაემუქრებათ. ან ბაღი-
დან გასვლისას. არა. ამ საშიშროებებს მარაგად ვინახავ. ხომ
ვთქვი, ამაზე თავის დროზე ვიფიქრებ-მეთქი. დრო კი მაქვს. დრო
კი მაქვს. იმდენი კატასტროფა შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა.
იმდენი კატასტროფა… მე ესენი მიყვარს, რაკი ვფიქრობ იმ ყვე-
ლაზე უარესზე, რაც ამათ შეიძლება დაემართოთ. რომ წინასწარ
განვჭვრიტო. რომ წინდაწინ გავაფრთხილო. სულაც არ მეხატება
გულზე ეს სისხლიანი ხატებები. მე თვითონ არ მასვენებენ. ეს კი
მოწმობს, რომ მე ამათ ვუფრთხილდები. პასუხისმგებლობას
ვგრძნობ. ჩემ ანაბარას არიან და ჩემი შვილები არიან. მე ყველა-
ფერი უნდა ვიღონო, რაც კი შემიძლია, რომ ჩასაფრებული უბე-
დურებები ავაცილო. ამ ანგელოზებს. რომლებიც ვერც თავს იცა-
ვენ და არც ის იციან, რა არის მათთვის კარგი. როგორ მიყვარს.
ამათი კეთილდღეობისთვის ვფიქრობ ასე. თორემ სულ არ
მსიამოვნებს ეს ფიქრები. იმის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი მივ-
ლის, რომ შეიძლება რამე შხამიანი კენკრა შეჭამონ, სველ ბა-
ლახზე დასხდნენ, თავში ტოტი მოხვდეთ, ჭაში ჩაცვივდნენ, კბო-
დეზე ჩაგორდნენ, კენჭები გადაყლაპონ, ჭიანჭველებმა, ფუტ-
კრებმა ან კრაზანებმა დაკბინონ, ეკალნარში გაიხლართონ ან
ჩიტებმა ჩაუნისკარტონ, ყვავილები დაყნოსონ და დაყნოსონ ისე-
თი ძალით, რომ ყვავილის ფურცელი ნესტოში შეუვარდეთ, ცხვი-
რები გაეჭედოთ, ტვინებში აუვარდეთ და დაიხოცონ, ესენი ისეთი
პაწაწინები არიან, ჭაში ჩაცვივდებიან, დაიხრჩობიან, ტოტი თავ-
ზე დაემხობათ, ჩამტვრეული ფანჯარა, სისხლი, სისხლი…

163 მკითხველთა ლიგა


აღარ შეეძლო მეტი. უხმაუროდ წამოდგა და ფეხაკრეფით შებ-
რუნდა ბავშვების ოთახში. სკამზე ჩამოჯდა. აქედან სამივეს ხე-
დავდა. უსიზმრო ძილით ეძინათ. ნელ-ნელა თვითონაც ჩათვლი-
მა მოკუნტულმა, შეწუხებულმა. ძილში ხანდახან კრთოდა, რო-
გორც ძაღლი კრთის ხოლმე, როცა თავისი ხროვა ესიზმრება.

164 მკითხველთა ლიგა


VII

135 აპრისტო
უჰ, - გაიფიქრა მკვდარჟაკმა სოფელში შესვლისას, - კაი
მეათასედ შევდივარ ამ დაწყევლილ სოფელში და ვეღარც ეს გზა
მასწავლის ვერაფერს ახალს. თუმცა ვერც ხელს მიშლის, მე თვი-
თონ ვისწავლო სხვა რამე. ჯანდაბას, ამ ერთხელ ვისარგებლოთ
და გავერთოთ ცოტა.
აფიშები ყველგან იყო გაკრული. იისფერწარწერიანი თეთრი
აფიშები, რომლებიც უთუოდ ასლების გადასაღები მანქანით გა-
ემრავლებინათ. დღეს, ნაშუადღევს, გელით ფუფუნებითი სანა-
ხაობა და ა. შ. და ა. შ. წარმოდგენა გაიმართებოდა უზარმაზარ
ფარდულში, მღვდლის სავანის უკან. ცხადზე ცხადი იყო,
მღვდელს მოეწყო ეს ყველაფერი.
წითელ ნაკადულს შარავანდის კვალი არ აჩნდა. სადღაც მო-
შორებით, მოსახვევის მიღმა უნდა ყოფილიყო. რუხი სახლები-
დან საზეიმოდ გამოწყობილ-გამოწკეპილი ხალხი გამოდიოდა,
ანუ ისევე, როგორც სამგლოვიარო დღეებში ხდება ხოლმე. შე-
გირდები შინ რჩებოდნენ. გული რომ არ დასწყვეტოდათ, სპექ-
ტაკლების დღეებში მათ დამატებით წიხლებს ურტყამდნენ და
ამიტომ უდიდეს ნეტარებას გრძნობდნენ, ნაშუადღევს მარტონი
რომ რჩებოდნენ.
მკვდარჟაკი უკვე ყოველ კუთხე-კუნჭულს, შუკასა და ქუჩა-
ბანდს საკუთარი ხელისგულივით იცნობდა. გადაჭრა დიდი
მოედანი, სადაც კვლავინდებურად იმართებოდა ხოლმე მოხუც-
თა ბაზრობა, და სკოლის შენობას სისწვრივ გაუყვა. რამდენიმე
წუთში ეკლესიას შემოუარა და მიადგა სარკმელს, საიდანაც მგა-
ლობელთა გუნდის ერთი ბავშვი ბილეთებს ყიდიდა. სანახაობის-
თვის უკეთ რომ ედევნებინა თვალი, ძვირიანი ადგილი აიღო. მე-
165 მკითხველთა ლიგა
რე ფარდულში შევიდა. ვიღაცეები მის წინ შედიოდნენ, ვიღა-
ცეები კი უკან მოჰყვებოდნენ. ფარდულის შესასვლელში მეორე
მგალობელმა ბავშვმა ბილეთი გამოართვა და მისი ნახევარი
დაუხია, უფრო სწორად, ბილეთი ორად გაუხია და ერთი ნახევა-
რი უკან დაუბრუნა. მესამე მგალობელი ბავშვი ვიღაც ოჯახს სვამ-
და თავის ადგილას და მკვდარჟაკმა დაიცადა, რომ ბავშვს მის-
თვისაც მიეხედა. ბავშვს არც დაუხანებია. სამივე მგალობელი
ბავშვი საზეიმო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი - ტანთ წითელი
ქვედაკაბები ემოსათ, თავზე მომცრო სკუფიები ეხურათ, კისერ-
თან კი მაქმანის ფარატინები ამშვენებდათ. უკანასკნელი მათგა-
ნი მკვდარჟაკის ბილეთს დასწვდა და ფსიქიატრი პარტერამდე
მიაცილა. რაც კი სკამი იდგა ეკლესიაში, მღვდელს ყველა გა-
მოეტანა ფარდულში. იმდენი სკამი იყო, რომ ალაგ-ალაგ ერთმა-
ნეთზე ახორხლილი სკამების მეტი არაფერი ჩანდა. ზედ ვერც
დაჯდებოდა კაცი, მაგრამ ბილეთი უდავოდ მეტი გასაღდებოდა.
მკვდარჟაკმა თავისი ადგილი დაიკავა და უგულოდ გააწნა სი-
ლა მგალობელ ბავშვს, რომელიც ამას პატივისცემის ნიშნად
ელოდა ფსიქიატრისგან. ამის შემდეგ დამატებით აღარაფერი
უთხოვია, ისე წავიდა თავის გზაზე. ეს დამატებითი უსათუოდ ნა-
ირგვარი მუჯლუგუნებისგან უნდა შემდგარიყო. ბუნებრივია,
მკვდარჟაკს არ აუმაღლებია ხმა ადგილობრივი წეს--
ჩვეულებების წინააღმდეგ, მიუხედავად იმ ზიზღისა, რომელსაც
კვლავაც განიცდიდა ამ ყველაფრის მიმართ. უხერხულ მდგომა-
რეობაში ჩავარდნილმა და დარცხვენილმა თვალი წარმოდგენის
გასამართად დაწყებულ სამზადისს მიადევნა.
ფარდულის შუაში ოთხ გამოქანდაკებულ სვეტს შორის მოქ-
ცეული ჩინებული რინგი აღმართულიყო, რომლის ოთხივე კუთ-
ხეში ეკლესიის თითო სკამი იდგა. სვეტები ლითონის ბაგირებს
ეჭირა, მათ შუა კი მეწამული ხავერდის თოკები იყო გაბმული. ორ
მოპირდაპირე სვეტზე იესოს ცხოვრების სცენები იყო აღბეჭდი-
166 მკითხველთა ლიგა
ლი: იესო ფეხს იფხანდა გზისპირას, იესო ლიტრ წითელ ღვინოს
ხუხავდა, იესო სათევზაო ანკესით ხელში, მოკლედ, ყველაფერი
ის, რაც კლასიკურ მომცრო იაფფასიან ხატებზეა ხოლმე გამოსა-
ხული. სამაგიეროდ დანარჩენი ორი უფრო მეტი თვითმყოფადო-
ბით ხასიათდებოდა. მარცხენა, ანუ ის, რომელიც უფრო ახლო
იდგა მკვდარჟაკთან, ძალიან ჰგავდა ჰაერში წვეტებაშვერილ
ვეებერთელა სამკბილას და მორთული გახლდათ შემაძრწუნებე-
ლი ქანდაკებებით, რომელთაგან ზოგიერთი (თუ ბარე ზოგიორი)
დომინიკელის გასაწითლებლად იყო გამიზნული. თუ დომინი-
კელთა. ან თვით იეზუიტთა თავკაცისა. ჯვრის ფორმის უკანასკნე-
ლი სვეტი მეტად უბრალო ხატებას წარმოადგენდა და ზედ მღვდე-
ლი იყო გამოსახული - შიშველს მაყურებლისთვის ზურგი შეექ-
ცია და საწოლის ქვეშ შევარდნილ საყელოს ღილს ეძებდა.
ხალხი დაუსრულებლად განაგრძობდა შემოსვლას და სკამე-
ბის აქეთ-იქით თრევის ხმა, იმათი გინება, ვინც ფული დაზოგა და
ამიტომ ფეხზე მოუწევდა დგომა, მგალობელი ბავშვების წრიპინა
ხმები, დამსწრე საზოგადოების ფეხის მძაფრი სუნი და ბაზრობა-
ზე ნაყიდი რამდენიმე მოხუცებულის ვახვახი ერთმანეთში
ირეოდა და საკვირაო სანახაობის ბანალურ ატმოსფეროს ქმნი-
და. მოხუცები თან იმისთვის წამოეყვანათ, რომ შესვენებების
დროს დაეჩქმიტათ. უეცრად ფხაჭუნის ძლიერი ხმა გაისმა, რო-
გორც თავშივე გაცვეთილი ფირფიტა შვრება ხოლმე და მგრგვი-
ნავი ხმა ჩამოისმა დინამიკიდან, რომელიც ზედ რინგის თავზე,
ძელზე იყო მიმაგრებული და რომელიც მკვდარჟაკმა მხოლოდ
თვალთა ზეაპყრობის შემდეგ შენიშნა. რამდენიმე წამში
მღვდლის ხმა შეიცნო; ხმის ცუდი ხარისხის მიუხედავად, მაინც
შეიძლებოდა მისი გამოსვლის შინაარსის გაგება.
- თავს გაგსვლიათ! - დაიღრიალა შესავალ სიტყვად.
- უჰ-უჰ-უჰ! - უპასუხა გართობის მოლოდინში აღფრთოვანე-
ბულმა ბრბომ.
167 მკითხველთა ლიგა
- ზოგიერთ თქვენგანს ბინძური სიძუნწისა და უღირსი წვრილ-
მანობის გამოისობით საღმრთო წერილის აბუჩად აგდება განუზ-
რახავს. მავანთ იაფფასიანი ბილეთები შეუძენიათ! ჰოდა ვერ
ეღირსებიან დაჯდომას! ეს ღმერთის კალთას შეფარებული ფუ-
ფუნებითი სანახაობაა, ღმერთი კი თავად ფუფუნების განსა-
ხიერება გახლავთ… და ვინც ასეთ ვითარებაში ფუფუნებით მოქ-
მედებას მოერიდება, ბოროტთა სასჯელს მიიღებს და უკუნითი
უკუნისამდე ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ნახშირის, ტორფის და
კოქსის, ან სულაც თივის ნელ ცეცხლზე დაიბრაწება.
- აგვინაზღაურეთ! ფული დაგვიბრუნეთ! - აყაყანდნენ ისინი,
რომლებიც ვერ დამსხდარიყვნენ.
- არაფერსაც არ დაგიბრუნებთ. დასხედით, როგორც გაახერ-
ხებთ. დასხდებით თუ ვერა, ღმერთს სულ ფეხებზე ჰკიდია. ჩვენ
თქვენს სკამებზე სხვა სკამები დავაწყვეთ, ანუ დავსხით თავდაყი-
რა, რათა შეგაგნებინოთ, რომ ამ ფასად ეს ადგილები მხოლოდ
სკამებისთვის ვარგა დასაჯდომად. იყაყანეთ ახლა, იქნიეთ ხელ--
ფეხი, ღმერთი თავად ფუფუნება და მშვენიერებაა, თქვენ კი შე-
გეძლოთ, უფრო ძვირიანი ბილეთები აგეღოთ. მსურველებს შე-
უძლიათ დამატებით კიდევ გადაიხადონ, მაგრამ მაინც თავიანთ
ცუდ ადგილებზე დარჩებიან. ცოდვის გამოსყიდვის მცდელობა
თავისთავად ვერ გადაიზრდება მიტევებაში.
მღვდელმა თანდათანობით ყველას მოაბეზრა თავი. საშინე-
ლი ლაწანის გაგონებაზე მკვდარჟაკი შემოტრიალდა და დაინახა
ნალბანდი, რომელიც იაფფასიანი ადგილების მხარეს იდგა, თი-
თო ხელში თითო სკამი ეჭირა და ერთმანეთს ახლიდა. მეორე მი-
ხეთქებაზე სკამები ნამსხვრევებად იქცა. ნაფოტები უაზროდ მო-
ისროლა კულისებად ქცეული გადაჭიმული ფარდების მხარეს.
ხალხი თითქოს ამას ელოდებოდაო. გაწბილებულმა ცუდბილე-
თიანებმა ხელი დასტაცეს სკამებს, რომელთა გამოც ვერ სხდე-

168 მკითხველთა ლიგა


ბოდნენ და მსხვრევა იწყეს. ვისაც საამისოდ ღონე არ ჰყოფნიდა,
თავის სკამს ნალბანდს აწვდიდა.
ნამსხვრევები ატეხილი ალიაქოთის თავზე ტყვიებივით მიქ-
როდა და ძალისმიერად მიიკვლევდა გზას ფარდის ორი ნახევ-
რის შუა, ღიობში. ერთი, სხვებთან შედარებით უკეთ ნასროლი
ნატეხი, ფარდების დამჭერ განბიჯგს მოხვდა და შეარყია. ხმის გა-
მაძლიერებლებიდან მღვდლის თავზარდამცემი ღრიალი ისმო-
და.
- არა გაქვთ უფლება! ფუფუნების ღმერთს სძულს თქვენი
უბადრუკი ქცევა, თქვენი ტურტლიანი წინდები, ყვითელლაქე-
ბიანი ნიფხვები, შავი საყელოები და მაგ პირებში ჩამპალი კბი-
ლები. ღმერთი არ აღირსებს სამოთხეს წყალწყალა საწებლებს,
ცუდად შეკმაზულ ვარიებს, გაძვალტყავებულ ჯაგლაგებს, ღმერ-
თი თვალუწვდენელი ვერცხლის გედია, ღმერთი ელვარე სამ-
კუთხედში ჩასმული ლურჯი იაგუნდია, ოქროს ღამის ქოთანში ჩა-
ვარდნილი ალმასია, ღმერთი კარატთა განცხრომა-ნებივრობაა,
მოპლატინებული დიადი იდუმალებაა, მალამპიის კურტიზან
ქალთა ასი ათასი ბეჭედია, ღმერთი მარადიული სანთელია უფა-
ფუკესი ეპისკოპოსის ხელში, ღმერთი ძვირფას ლითონში, მარ-
გალიტის წვეთებში, მდუღარე ვერცხლისწყალში, ეთერთა კრის-
ტალებში ჰგიებს. ღმერთი თავს დაგყურებთ, გლეხუჭებო, და
რცხვენია თქვენ გამო…
ამ უკმეხ სიტყვებზე ბრბომაც და იმათაც, რომლებიც უკვე ის-
ხდნენ, ერთხმად იხუვლეს:
- კმარა, მამაო! დაიწყე სანახაობა!
სკამების სეტყვა არა და არ წყდებოდა.
- რცხვენია-მეთქი თქვენ გამო! ტლანქებო, ხეპრეებო, გაუთ-
ლელებო, ბინძურებო, თქვენ ამ ქვეყნის იატაკის საწმენდი ტი-
ლოები ხართ… ზესკნელის მტილთა თალგამნო, ღვთიურ წალ-
კოტთა ჭინჭარნო… თქვენ… თქვენ ხართ… ვაი! ვაი, ვაი!
169 მკითხველთა ლიგა
ყველა სხვაზე უკეთ დამიზნებულ ერთ-ერთ სკამს ის-ის იყო
მთლიანად ჩამოეგლიჯა ფარდა და ყველამ დაინახა, როგორ რო-
კავდა მიკროფონის წინ გრძელი ნიფხვის ამარა მღვდელი და
როგორ ისვამდა ხელს კინკრიხოზე.
- სანახაობა, მამაო! - ერთხმად იღმუვლა ბრბომ.
- ჰო, კარგი! ვაი! კარგი, ჰო! - ბურდღუნებდა მღვდელი. - აჰა!
აჰა!
ხმაურობა მაშინვე შეწყდა. თითქმის ყველა სკამზე ვიღაც იჯდა
და მგალობელი ბავშვებიც მღვდლის გარშემო აფუსფუსდნენ.
ერთ-ერთმა რაღაც მრგვალი და ყავისფერი საგანი მიაწოდა, რო-
მელშიც მღვდელმა ჯერ ერთი ხელი ჩაყო, შემდეგ მეორე. მერე
ღია ყვითელი ფერის საუცხოო ხალათი მოიცვა და კოჭლობ--
კოჭლობით რინგზე შეხტა. მიკროფონიც აიტანა და თავს ზევით,
წინასწარ გადაჭიმულ მავთულზე მიამაგრა.
- დღეს აქ, თქვენ თვალწინ, მედგრად და დაუნდობლად შევე-
ჭიდები ეშმას! ბრძოლა ათრაუნდიანი იქნება და თითო რაუნდი
სამ წუთს გასტანს, - გამოაცხადა უშესავლოდ.
ხალხს იჭვნეული ჩურჩულის ტალღამ გადაუარა.
- ნუ იცინით! - დაიხავლა მღვდელმა. - დაე, ვისაც ჩემი არ სჯე-
რა, თავად იხილოს!
ნიშანი მისცა და მნათე ელვისებურად გამოიჭრა კულისები-
დან. გოგირდის მძაფრი სუნი დადგა.
- ერთი კვირის წინ აი ეს აღმოვაჩინე: ჩემი მნათე სინამდვილე-
ში ეშმა ყოფილა.
მნათემ დაუდევრად და საკმაოდ ლამაზად გამოაფრქვია პი-
რიდან ცეცხლი. გრძელი ხალათის მიუხედავად, ძალიან კარგად
მოუჩანდა გაბანჯგვლული ფეხები და ბოლოში ორად გაყოფილი
ჩლიქები.
- ბარაქალა ამას! - შეაგულიანა მაყურებელი მღვდელმა.
ტაში გაისმა, მაგრამ სუსტად. მნათე ნაწყენი ჩანდა.
170 მკითხველთა ლიგა
- რა შეიძლება ეამოს ღმერთს ისეთ დიდმშვენიერ შერკინე-
ბებზე მეტად, როგორებსაც ჭეშმარიტი ფუფუნების მოყვარული
რომის იმპერატორები აწყობდნენ ესოდენ ბრწყინვალედ? - და-
იზმუვლა მღვდელმა.
- კმარა! - იყვირა ვიღაცამ. - სისხლი!
- კეთილი! - უპასუხა მღვდელმა. - კეთილი და პატიოსანი! მხო-
ლოდ ერთს რასმე დავძენ ამ ყველაფერს: საცოდავები და ძალი-
ან უტვინოები ხართ.
ხალათი ძირს დააგდო; სეკუნდანტად ორი მგალობელი ბავ-
შვი მიეახლა, მნათეს კი არც ერთი. მგალობელმა ბავშვებმა ჯამი,
ტაბურეტი და პირსახოცი გაუმზადეს და მღვდელმაც პირში
კბილთმცველი ჩაიდო. მნათემ რაღაც კაბალისტიკური სიტყვა
წარმოთქვა და მის შავ ხალათს ჯერ მის ტანზევე მოეკიდა ცეც-
ხლი, მერე კი წითელი კვამლის ღრუბელში გაეხვია და გაუჩინარ-
და. ამოიხარხარა და გასახურებლად მუშტები გაიქნ-გამოიქნია
ჰაერში. მღვდელს ფერიფური წაუვიდა და მყისვე პირჯვარი გარ-
დაისახა. მნათეს ხმაში დრტვინვა გამოუკრთა:
- დაწყებამდე დარტყმებს არა ვართ, მამაო!
მესამე მგალობელმა ბავშვმა სპილენძის სამურაბე ტაშტს ღო-
ნივრად შემოჰკრა ჩაქუჩი. მნათემ, რომელიც თავის კუთხეში, გა-
მოქანდაკებული სამკბილას შორიახლო იდგა, რინგის შუაგუ-
ლისკენ გამოალაჯა. გონგის ხმაზე დარბაზს კმაყოფილება
დაეუფლა.
ეშმა ანაზდეულად ეკვეთა და მარჯვენა მოკლე ჰუკებით
შეუტია, რომელთაგან ყოველი მესამე წარმატებით არღვევდა
მღვდლის დაცვას. თუმცა ეს უკანასკნელი დარტყმების მოსაგე-
რიებლად ლამაზად ხტოდა თავისი არათანაბარი, მაგრამ კარ-
გად ჩასუქებულ-ჩამრგვალებული დუნდრუცა ფეხებით. მღვდე-
ლი მარჯვენა ხელის პირდაპირი დარტყმებით პასუხობდა და ასე
ცდილობდა, მეტოქე ახლო არ მიეშვა. იმითაც ისარგებლა, რომ
171 მკითხველთა ლიგა
ეშმამ გვერდითი დარტყმების მთელი სერიის განსახორციელებ-
ლად დაცვა მოადუნა, და ხელმეორედ მიარტყა გულთან, რაზეც
მნათეს უხეში გინება აღმოხდა. მაყურებელმა ტაში დაუკრა.
მღვდელი გაიბღინძა კიდეც, მაგრამ ზუსტად ამ დროს ისეთი
მოულოდნელი აპერკოტი მიიღო ყბაში, რომ კინაღამ ზღართანი
გაადინა ძირს. მერე მარცხნიდან დარტყმების სერიით ეშმა მარ-
ჯვენა თვალთანაც მისწვდა. ჩანდა, რომ სურდა, საუცხოო დარ-
ტყმათა მრავალფეროვნება წარმოეჩინა. ჩაწითლებული ადგი-
ლები ორივეს დაეტყო სხეულზე და მღვდელი უკვე ცოტას ქოში-
ნებდა კიდეც. მნათემ ხელები შემოხვია და აღარ უშვებდა, ვიდრე
მღვდელმა არ შეუძახა:
- განვედ!..
ამაზე მნათეს ისეთი სიცილი წასკდა, რომ ხელები ფერდებზე
მოიკიდა. მღვდელმა კი ამით ისარგებლა და ორი კარგი უთავაზა
შიგ დინგში. სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა. თითქმის მაშინ-
ვე გაისმა გონგის ხმა და მეტოქეებმა თავ-თავიანთ კუთხეებს
მიაშურეს. სამი მგალობელი ბავშვი მაშინვე გარს შემოეხვია
მღვდელს. ბრბო ტაშს არ წყვეტდა, იმიტომ რომ სისხლი კარგად
მოედინებოდა. ეშმა ბენზინიან ბიდონს დასწვდა, გვარიანად მოყ-
ლუპა და პირიდან ლამაზი და მჭვარტლავი ცეცხლის ენა ამოუშ-
ვა, რამაც მიკროფონს მავთული ოდნავ შეუტრუსა. ბრბომ ტაშის
კვრას უმატა. მკვდარჟაკი ფიქრობდა, რომ მღვდელი კარგად
იცავდა თავს, როგორც ორგანიზატორიც და როგორც მებრძო-
ლიც. ეშმას აქ გამოყვანა ბრწყინვალე იდეად მიაჩნდა.
ამასობაში მგალობელი ბავშვები მზრუნველობით ზელდნენ
მღვდელს. ეს უკანასკნელი უწინდებურად მხნედ ვეღარ გამოიყუ-
რებოდა და დიდი ლაქები უკვე თვალნათლივ მოუჩანდა ტანზე,
სხვადასხვა ადგილას.
- მეორე რაუნდი! - გამოაცხადა გონგიანმა ბავშვმა და გაისმა
„ბუმმმ!“.
172 მკითხველთა ლიგა
ამჯერად ჩანდა, ეშმას გადაწყვეტილი ჰქონდა, დროზე ადრე
მოემთავრებინა ყველაფერი. ისეთი გააფთრებით ეძგერა, რომ
მღვდელს სუნთქვა შეეკრა. მისი დარტყმების სეტყვა წვიმასავით
წამოვიდა, თუკი შეიძლება ითქვას, რომ წვიმას ძალუძს, რამე და-
სეტყვოს. მღვდელი განუწყვეტლივ იხევდა უკან და ორ-სამჯერ
კისერზეც ჩამოეკიდა მეტოქეს, რამაც დამსწრე საზოგადოების
დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. მერე მცირეხნიანი შეჩერები-
თაც ისარგებლა, მნათეს თავში ხელები წაავლო და კაი გვა-
რიანად ამოსცხო მუხლი ცხვირ-პირში. ამჯერად ეშმა უკუიქცა
ტკივილისგან ხმამაღლა აწკმუტუნებული.
- ოჰ! აჰ! ოჰ! - გაისმა ხალხში.
და ბავშვებმა ერთხმად შესძახეს კმაყოფილი ხმით:
- თვალთმაქცობს! დიდება მღვდელს!
- სამარცხვინოა! - საპასუხოდ გაიძახოდა ეშმა, ცხვირზე ხელს
ისვამდა და სახეზე უმწვავესი ტკივილი ეხატა.
აღფრთოვანებული მღვდელი მანჭვა-გრეხით ხარხარებდა.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ გაიძვერა ეშმა თავს იკატუნებდა… უეც-
რად ეკვეთა და ორი სასტიკი ჰუკი ჩასცხო ღვიძლში, რასაც ერთი
კარგი აპერკოტი მიაყოლა ყბაში. ყბის დასაბლოკად მღვდელმა
უნებლიეთ თავისი მარცხენა თვალი დაახვედრა… რომელიც
დაიხუჭა.
მღვდლის სასიხარულოდ გონგის ხმა გაისმა. პირში წყალი
რამდენჯერმე გამოივლო და თვალზე ძროხის ხორცის ნახვრე-
ტიანი ნაჭერი მიიდო, რათა ენახა, კიდევ თუ შერჩენოდა თვალის-
ჩინი. ამ დროის განმავლობაში ეშმა მატრაბაზობით ერთობოდა
და მაყურებელსაც ართობდა. განსაკუთრებული მოწონება კი მა-
შინ დაიმსახურა, როცა ნიფხავი მყისიერად ჩაიხადა და უკანალი
სანელებლებით მოვაჭრე ხნიერ ქალს მიუშვირა.
მესამე რაუნდს კიდევ უფრო ცუდი პირი უჩანდა მღვდლის-
თვის. ამიტომაც შუაში, როცა თავს ცალი ხელით იცავდა, ვერა-
173 მკითხველთა ლიგა
გულად გამოქაჩა წინდაწინ მომზადებული მიკროფონის მავთუ-
ლი. დინამიკი მაშინვე მოძვრა, ჩამოვარდა და თავში დაეცა მნა-
თეს, რომელიც ცნობამიხდილი გაიშხლართა ძირს. მეტად გაამ-
პარტავნებული მღვდელი გაიჯგიმა და თავს ზემოთ გადაჯვარე-
დინებული მჯიღებით წრე დაარტყა რინგს.
- ტექნიკური ნოკაუტით გავიმარჯვე, - მედიდურად განაცხადა
მან. - ჩემი სახით ღმერთმა გაიმარჯვა, ფუფუნების ღმერთმა!
ღმერთმა-მეთქი! სამ რაუნდში!
სოფლის მცხოვრებნი ენაჩავარდნილები ისხდნენ მცირე ხანს,
რადგან ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა. მერე კი პროტეს-
ტი დაიწყეს, იმიტომ რომ თითოეული წუთის ღირებულება გა-
მოთვალეს და ეძვირათ. ცოტა არ იყოს შეწუხებულმა მკვდარჟაკ-
მა იგრძნო, რომ საქმე გაუარესდებოდა.
- ფული დაგვიბრუნე, მამაო! - იყვირა ბრბომ.
- ვერ მოგართვით! - მიუგო მღვდელმა.
- ფული დაგვიბრუნე, მამაო!
ჯერ ერთი სკამი გაფრინდა, მერე მეორე. მღვდელმა რინგი-
დან ძირს ისკუპა. სკამების წვიმამ თავზე დააწვიმა.
მკვდარჟაკი გასასვლელისკენ გაძრომას აპირებდა, როდესაც
მუშტი მოხვდა ყურის ძირში. ინსტინქტურად შეტრიალდა და პა-
სუხი დაუბრუნა. ზუსტად იმ მომენტში იცნო მეტოქე, როცა მუშ-
ტით კბილებს უმსხვრევდა. დურგალი აღმოჩნდა - ბრაგვანი
გაადინა და კბილები გადმოაფურთხა. მკვდარჟაკმა მუშტზე
დაიხედა; ორ სახსართან ჰქონდა დამსკდარი. მოილოკა. ნელ--
ნელა უხერხულობა იპყრობდა. მაგრამ ეს გრძნობა მხრების ერ-
თი აჩეჩით მოიშორა თავიდან.
- არა უშავს… - გაიფიქრა თან. - შარავანდი აქაა და თავის თავ-
ზე აიღებს. ისედაც უნდა მივსულიყავი მის სანახავად იმ ალიყუ-
რის გამო, მგალობელ ბავშვს რომ ვაჭამე.

174 მკითხველთა ლიგა


ისევ ჩხუბის გუნებაზე იდგა. დაარტყა ყველაფერს, რაც კი
დაინახა. ურტყამდა და ზრდასრულთა ცემა უზარმაზარ შვებას
ჰგვრიდა.

175 მკითხველთა ლიგა


VIII

135 აპრისტო
როდესაც მკვდარჟაკმა შარავანდის კარი შეაღო, ეს უკანას-
კნელი ჩაცმას ამთავრებდა. უკვე ებანავა ოქროს უზარმაზარ აბა-
ზანაში, ძველი სამუშაო ტანისამოსი იქვე მიეკიდა და ოქროს
ფარჩის მდიდრულ საშინაო კაბას იცვამდა. ოქრო სუფევდა
ყველგან, ძველისძველი სახლის ინტერიერი ძვირფასი ლითო-
ნისგან ჩამოსხმულს ჰგავდა. ოქრო ცვიოდა ზარდახშებიდან,
ჭურჭელი, სკამები, მაგიდები - ყველაფერი ყვითლად ბრწყინავ-
და. პირველად ამ სანახაობამ გააოგნა მკვდარჟაკი, მაგრამ ახლა
ისეთივე გულგრილობით შესცქეროდა ამას, როგორსაც იჩენდა
ხოლმე იმ ყველაფრის მიმართ, რასაც პირდაპირი კავშირი არ
ჰქონდა მის მანიასთან; ანუ ვეღარც კი ხედავდა.
შარავანდი მიესალმა და გაუკვირდა მისი ასეთ მდგომა-
რეობაში ხილვა.
- ვიჩხუბე, - აუხსნა მკვდარჟაკმა. - მღვდლის სანახაობაზე. ყვე-
ლამ იჩხუბა. თვითონაც, მაგრამ უწესოდ. ამიტომაც ჩაერთვნენ
საქმეში მაყურებლები.
- საბაბით აღტაცებულები… - ჩაურთო შარავანდმა.
და მხრები აიჩეჩა.
- მე… - დაიწყო მკვდარჟაკმა. - ისააა… ცოტა მრცხვენია; იმი-
ტომ, რომ მეც ვიჩხუბე; ჰოდა, ვისარგებლე იმით, რომ მაინც
თქვენს სანახავად მოვდიოდი და ნაღდი ფული წამოვიღე…
პეშვით ოქროს მონეტები გაუწოდა.
- ბუნებრივია… - გულმწარედ ჩაიჩურჩულა შარავანდმა. -
სწრაფად აგითვისებიათ აქაური წესები. გაიბერტყეთ ტანსაცმე-
ლი. ნუ იღელვებთ. ჩემს თავზე ვიღებ თქვენს სირცხვილს.

176 მკითხველთა ლიგა


- გმადლობთ, - მიუგო მკვდარჟაკმა. - ხომ არ გაგვეგრძელე-
ბინა ჩვენი სეანსი?
შარავანდმა ოქროს ფული მოოქროვილი ვერცხლის სასალა-
თეში ჩაყარა და უსიტყვოდ გაწვა სასტუმრო ოთახის სიღრმეში
მიდგმულ დაბალ საწოლზე. მკვდარჟაკიც იქვე შორიახლოს ჩა-
მოუჯდა.
- მომიყევით, - უთხრა თან. - მოდუნდით და ილაპარაკეთ. ბო-
ლოს თქვენს იმ სკოლისდროინდელ მოგონებაზე გავჩერდით,
ბურთი რომ მოიპარეთ.
შარავანდმა ხელი თვალებზე აიფარა და ალაპარაკდა. მაგრამ
მკვდარჟაკს მაშინვე არ დაუწყია ყურის გდება. ცნობისწადილმა
შეიპყრო. იმ მომენტში, როცა ბერიკაცმა ხელი შუბლზე მიიდო,
ფსიქიატრს მოეჩვენა - შეიძლება სულაც ილუზია იყო ეს და მეტი
არაფერი - რომ ხელისგულის მიღმა პაციენტის ანთებულ და აღ-
გზნებულ მზერას ხედავდა.

177 მკითხველთა ლიგა


IX

136 აპრისტო
იმ დღეებში, როდესაც მკვდარჟაკს შემეცნების სურვილი აწუ-
ხებდა, ანჟელის ბიბლიოთეკაში შეიკეტებოდა ხოლმე და კითხუ-
ლობდა. წიგნი კი ერთადერთი იყო, თუმცა სრულიად საკმარისი,
შესანიშნავი ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელშიც მკვდარ-
ჟაკი ხან ანბანის, ხან კი ლოგიკის მიხედვით გაწყობილ ყველა
არსებით ელემენტს პოულობდა, რისგანაც ჩვეულებრივი, ვაგ-
ლახ, რომ უზარმაზარი ბიბლიოთეკები შედგება.
როგორც წესი, დროშებიან გვერდზე ჩერდებოდა ხოლმე, იქ,
სადაც ნაირ-ნაირი ფერებია, სადაც ტექსტი სხვა გვერდებთან შე-
დარებით უფრო მეჩხერია და სადაც ისვენებს და დუნდება გონე-
ბა. მარცხნიდან მეთერთმეტემ, შავ ფონზე გამოხატულმა სის-
ხლიანმა კბილმა იმ დღეს პატარა გარეული სუმბულები გაახსე-
ნა, აი ტყეში რომ გადააწყდება ხოლმე კაცი.

178 მკითხველთა ლიგა


X

1 ივლემბერი
სამივე ტყუპისცალი ბაღში, სახლიდან მოშორებით თამაშობ-
და. საგულდაგულოდ ამოერჩიათ ეს ადგილი: თანაბრად მოიპო-
ვებოდა აქ კენჭებიც, მიწაც, ბალახიც და ქვიშაც. ჩრდილიც იყო,
მზეც, სიმშრალეც და ნესტიც, სიმაგრეც და სირბილეც, მინერა-
ლურიც და მცენარეულიც, ცოცხალიც და მკვდარიც.
ბავშვები ცოტას ლაპარაკობდნენ. რკინის ნიჩბებით შეიარა-
ღებულები მუშაობდნენ. ყველა თავისთვის თხრიდა თავის მარ-
თკუთხა ორმოს. დროდადრო ნიჩაბი რამე საინტერესო საგანს
ხვდებოდა, რომელსაც მფლობელი მაშინვე იღებდა და უკვე ნა-
პოვნი ნივთების გროვაზე დებდა.
ნიჩბის ასიოდ ჩაკვრის შემდეგ სიტროენი გაჩერდა.
- გაჩერდით! - შესძახა მან.
ჟოელი და ნოელი დამორჩილდნენ.
- მე მწვანე მაქვს, - თქვა სიტროენმა.
რაღაც პატარა ნივთი აჩვენა, რომელიც ზურმუხტისფრად
ელავდა.
- მე შავი, - თქვა ჟოელმა.
- მე ოქროსფერი, - თქვა ნოელმა.
ეს სამი ნივთი სამკუთხედად დააწყვეს. სიტროენმა ხმელი
რტოებით ფრთხილად შეაერთა სამივე. მერე სამკუთხედის კუთ-
ხეებთან თითო-თითოდ დასხდნენ.
სამ საგანს შორის უეცრად მიწა ჩავარდა. იქიდან ჯერ ერთი პა-
წაწინა თეთრი ხელი გამოჩნდა, მერე მეორე. ხელები გადახსნი-
ლი ადგილის კიდეებს ჩაებღაუჭა და სამკუთხედიდან ათსანტი-
მეტრიანი რაღაც ბაცი სილუეტი ამოიმართა. ქერადალალებიანი
პატარა გოგონა იყო. ბავშვებს ამბორი გაუგზავნა და აცეკვდა.
179 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე წუთს ისე იცეკვა, სამკუთხედიდან არ გამოსულა. მე-
რე ერთბაშად გაჩერდა, ცას ახედა და მიწაში ისევე სწრაფად ჩა-
ეფლო, როგორც ამოვიდა. ფერადი ქვების ადგილას კი ჩვეულებ-
რივი კენჭებიღა ელაგა.
სიტროენი წამოდგა და რტოები მიყარ-მოყარა.
- მომბეზრდა, - დააყოლა ბოლოს. - სხვა რამე ვითამაშოთ.
ჟოელს და ნოელს უკვე განეგრძოთ თხრა.
- დარწმუნებული ვარ, სხვა რამეებსაც ვიპოვით, - უთხრა ნო-
ელმა.
და იმავ წამს ნიჩაბი რაღაც მაგარზე მოუხვდა.
- აი უზარმაზარი რიყის ქვა, - თქვა მან.
- მაჩვენე! - სთხოვა სიტროენმა.
მბზინავძარღვებიანი, ლამაზი და ყვითელი რიყის ქვა აღმოჩ-
ნდა. ალოკა, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ისეთივე გემ-
რიელი იყო, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. თითქმის დაემ-
თხვა. კბილებს შორის მიწა აუხრაშუნდა. მაგრამ ქვის ერთ-ერთ
პატარა ღრმულში ასევე ყვითელი პატარა ლოქორა იყო ჩამალუ-
ლი. სიტროენმა შეათვალიერა.
- ეს ის არ არის, - განმარტა მან. - შეგიძლია, მაინც შეჭამო,
მაგრამ ეს ის არ არის. ასაფრენად მარტო ლურჯი გამოგადგებათ.
- ლურჯებიც არსებობს? - ჰკითხა ნოელმა.
- კი, - უპასუხა სიტროენმა.
ნოელმა ყვითელი გასინჯა. გემრიელი და ძალიან ჯანსაღი აღ-
მოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო გემრიელი, ვიდრე
მიწა. რბილი. ბლანტი. მოკლედ, გემრიელი.
ამასობაში ჟოელს ნიჩბის ბასრი პირი მძიმე ქვის ქვეშ შეეყო
და ზევით ეწეოდა. ორი შავი ლოქორა დახვდა.
ერთი ცალი სიტროენს გაუწოდა, რომელმაც ინტერესით და-
ხედა, მაგრამ ნოელს გადასცა. ამ დროს ჟოელი თავისას უსინჯავ-
და გემოს.
180 მკითხველთა ლიგა
- დიდი არაფერია, - თქვა მან. - გეგონება, ტაპიოკააო.
- ჰო, - დაეთანხმა სიტროენი, - მაგრამ ლურჯები ძალიან გემ-
რიელია. ანანასივითაა.
- მართლა? - ჰკითხა ჟოელმა.
- და, მაგას რომ შეჭამ, ფრენას შეძლებ, - აუხსნა ნოელმა.
- ოღონდ მაშინვე არა, - შეუსწორა სიტროენმა. - მანამდე უნდა
წაიმუშაო.
- იქნებ ჯერ რომ ვიმუშაოთ და მერე რომ ვიპოვოთ ლურჯები
და შევჭამოთ, მაშინვე გავფრინდეთ, - ივარაუდა ნოელმა.
- ოჰო! - შესძახა ჟოელმა, რომელიც მთელი ამ დროის განმავ-
ლობაში თხრას განაგრძობდა. - სულ ახალთახალ და ულამაზეს
მარცვალს მივაგენი.
- აბა მაჩვენე, - სთხოვა სიტროენმა.
მაცვალი თითქმის კაკლის სიმსხო აღმოჩნდა.
- ხუთჯერ უნდა დააფურთხო ზედ და გაიზრდება, - უთხრა სიტ-
როენმა.
- დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა ჟოელმა.
- აბა რა?! - დაუდასტურა სიტროენმა. - ოღონდ ნორჩ და ქორ-
ფა ფოთოლზე უნდა დადო. მოგვიტანე ერთი ცალი, ჟოელ.
მარცვლიდან ვარდისფერფოთლებიანი ცეროდენა ხე
ამოიზარდა. ძაფივით წვრილ ვერცხლის ტოტებში მგალობელი
ჩიტები დაფრთხიალებდნენ. მათგან ყველაზე მსხვილი ზუსტად
ჟოელის ნეკის ფრჩხილის ტოლა იყო.

181 მკითხველთა ლიგა


XI

347 ივლემბერი
ექვსი წელი, სამი დღე და ორი საათია, რაც ამ საშინელ მხარე-
ში მოვხვდი და ჩავრჩი დასაფლავებულივით, - ელაპარაკებოდა
თავის თავს მკვდარჟაკი და სარკეში საკუთარ ანარეკლს ათვა-
ლიერებდა.
მის წვერს საშუალო სიგრძე შეენარჩუნებინა.

XII

348 ივლემბერი
მკვდარჟაკი გასვლას აპირებდა, როცა დერეფანში კლემან-
ტინს გადაეყარა. ორი თვე იქნებოდა, რაც წესიერად არ ენახა.
დღეები ისე გამუდმებით და თვალსა და ხელს შუა მიიპარებოდა,
რომ უკვე სათვალავი არეოდა. კლემანტინმა შეაჩერა.
- ვითომ საით გაგიწევიათ?
- როგორც ყოველთვის, - მიუგო მკვდარჟაკმა. - ჩემი ძველი
მეგობრის, შარავანდის სანახავად.
- კვლავაც განაგრძობთ მის გაფსიქოანალიზებას? - ჰკითხა
კლემანტინმა.
- ისააა… დიახ, - უპასუხა მკვდარჟაკმა.
- გაგიგრძელდათ რაღაც.
- ანალიზი სრული და ყოვლისმომცველი უნდა იყოს.
- თავიც გაგიმსხვილდათ, - შენიშნა კლემანტინმა.

182 მკითხველთა ლიგა


ფსიქიატრი ოდნავ გვერდზე გაიწია, იმიტომ რომ ქალი ძალი-
ან ახლოდან ელაპარაკებოდა და ცხვირში აშკარად ეცა გახრწნი-
ლი მძორის აშმორებული სუნი.
- შეიძლება, - დაეთანხმა მკვდარჟაკი. - შარავანდი, ყოველ
შემთხვევაში, მართლა ძალიან გამჭვირვალე ხდება და ეს ამბავი
უკვე ნელ-ნელა მაშფოთებს.
- ჰო, ბედნიერი ნამდვილად არ ჩანხართ მაგით, - უთხრა კლე-
მანტინმა. - საკმაოდ დიდხანს კი მოუნდით სუბიექტის პოვნას…
- ყველა სუბიექტი ერთიმეორის მიყოლებით შემომეცალა, -
აუხსნა მკვდარჟაკმა. - ჰოდა იძულებული გავხდი, შარავანდით
დავკმაყოფილებულიყავი, იმიტომ რომ მაგის მეტი აღარავინ შე-
მომრჩა. თუმცა, გამოგიტყდებით და, მისი გონებრივი თავისებუ-
რებები ვერც ერთ ჩემი ხელობის კაცს ვერანაირად ვერ გაახა-
რებდა.
- ბევრი დაგრჩათ კიდევ? - ჰკითხა კლემანტინმა.
- ბატონო?
- თქვენი ფსიქოანალიზი წინ მიიწევს-მეთქი?
- რა თქმა უნდა, კი, ნელ-ნელა მიიწევს წინ, - მიუგო მკვდარ-
ჟაკმა. - შეიძლება ითქვას, თავგაბეზრებული შევცქერი იმ მომენ-
ტის მოახლოებას, როცა ყველაზე წვრილ დეტალებშიც კი მოგვი-
წევს ჩაღრმავება. ეს კი ძალიან უინტერესოა. თქვენ? თქვენ რა
ბედი გეწიათ? სასადილო მაგიდასთან ვეღარ გხედავთ, ვერც დი-
ლას და ვეღარც საღამოს.
- ჩემს ოთახში ვჭამ, - ერთგვარი კმაყოფილებაშერეული ხმით
უთხრა კლემანტინმა.
- მართლა? - შესძახა მკვდარჟაკმა.
ახალგაზრდა ქალის სილუეტი შეათვალიერა.
- ჩანს, კარგად გამოგდით ეგ ამბავი, - თქვა მარტივად.
- ვჭამ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც უნდა ვჭამო, - განაგ-
რძო კლემანტინმა.
183 მკითხველთა ლიგა
მკვდარჟაკი კი უიმედოდ ცდილობდა საუბრის გაგრძელებას.
- განწყობა როგორი გაქვთ, ხომ კარგი? - ჰკითხა მტკნარი
ხმით.
- ვერ გეტყვით. თან კი, თან არა.
- რატომ?
- მართალი გითხრათ, მეშინია, - აუხსნა ქალმა.
- რის გეშინიათ?
- ბავშვების გამო მეშინია. გამუდმებით. მეშინია, რამე არ
დაემართოთ. და თან ამ ყველაფერს თვალნათლივ წარმოვიდგენ
ხოლმე. თანაც სულ უბრალო რაღაცეებს; რამე წარმოუდგენელ
და გიჟურ რაღაცეებს კი არ ვიგონებ. მაგრამ იმ რაღაცეების მწი-
რი ნუსხაც კი, რაც შეიძლება მაგათ თავს გადახდეთ, ჩემ გასაგი-
ჟებლად კმარა. თავს ვერ ვიკავებ, ამაზე რომ არ ვიფიქრო. იმაზე
უკვე აღარაფერს ვამბობ, რა საფრთხეები ელით ბაღის გარეთ.
საბედნიეროდ, იქიდან გასვლა დღემდე გულში არ გაუვლიათ.
მაგრამ ჯერჯერობით იმიტომ ვიშორებ თავიდან ამ აზრს, რომ
ამის გაფიქრებაზეც კი თავბრუ მეხვევა.
- კი, მაგრამ… მაგათ არაფერი არ ემუქრებათ, - ჩაურთო
მკვდარჟაკმა. - ბავშვებმა მეტ-ნაკლებად შეგნებულად და გააზ-
რებულად იციან, რა არის მათთვის კარგი და არასახარბიელო
მდგომარეობაშიც არც ისე ხშირად იგდებენ თავს.
- ასე გგონიათ?
- დარწმუნებული ვარ, - მიუგო მკვდარჟაკმა. - თორემ არც
თქვენ იდგებოდით ახლა აქ და არც მე.
- ჰო, თითქოს მართალია, - დაეთანხმა კლემანტინი. - მაგრამ
ესენი ისეთი განსხვავებული და თავისებური ბავშვები არიან…
- დიახ, დიახ, - კვერი დაუკრა მკვდარჟაკმა.
- და თან როგორ მიყვარს… მე მგონი, ისე მიყვარს, რომ ყვე-
ლაფერზე ვიფიქრე, რაც კი ამ სახლში და ამ ბაღში შეიძლება
დაემართოთ და ამან ძილი და მოსვენება წამართვა. ვერც კი წარ-
184 მკითხველთა ლიგა
მოიდგენთ, რამდენი უბედურება შეიძლება დაატყდეთ თავს. რომ
იცოდეთ, რა გამოცდაა ეს დედისთვის, რომელსაც ჩემსავით უყ-
ვარს თავისი შვილები. მაგრამ სახლში უამრავი საქმეა და მუდ-
მივად კუდში დევნას ვერ დავუწყებ.
- აბა შინამოსამსახურე რისთვისღაა?
- ცერცეტი გოგოა, - უპასუხა კლემანტინმა. - მაგასთან ერთად
უფრო ემუქრებათ საფრთხე, ვიდრე მარტოებს. მგრძნობიარო-
ბის ნატამალი არ გააჩნია და მირჩევნია, შეძლებისდაგვარად მაგ
გოგოსგან შორს მყავდნენ. ერთი ბეწო ინიციატივასაც ვერ იჩენს.
ბავშვებმა ბაღის ცოტა უფრო სიღრმეში რომ დაიწყონ ნიჩბებით
მიწის თხრა, ნავთობის ჭაბურღილს რომ გადააწყდნენ, ნავთობმა
რომ ამოხეთქოს და სამივე დამიხრჩოს, ეგ გოგო პირდაფჩენილი
იდგება და არ ეცოდინება, რა გააკეთოს. როგორ მაშინებს ეს ამ-
ბავი! ოჰ, როგორ მიყვარს ჩემი პატარები!
- მართლაც, ვაღიარებ, რომ უყურადღებოდ არაფერს არ ტო-
ვებთ მომავლისკენ ყურებისას, - ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
- სხვა რამეც მტანჯავს, - არ ცხრებოდა კლემანტინი, - ამათი
აღზრდა. გამაკანკალებს ხოლმე იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძ-
ლება ესენი სოფლის სკოლაში მივიყვანო. რასაკვირველია, ლა-
პარაკიც ზედმეტია ამათ მარტო გაშვებაზე. მაგრამ ვერც გზაში
ვანდობ მაგ თავქარიან გოგოს. უსათუოდ რამე ფათერაკს გადა-
ეყრებიან. მე თვითონ წავიყვან ხოლმე; ხანდახან თქვენ შემ-
ცვლით, თუკი დამპირდებით, რომ ძალიან ყურადღებით იქნე-
ბით. არა, არა, მე მგონი, მე თვითონ უნდა ვატარო. ისე, დღეს და
ხვალ მაინცადამაინც არ უნდა ვინაღვლო ამათ სწავლა--
განათლებაზე, ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ ძალიან პატარები
არიან. აზრი ბაღიდან ამათი გასვლის შესახებ იმდენად მაგიჟებს,
რომ ჯერ არც კი გამიაზრებია სრულად ის საფრთხეები, რომლე-
ბიც ამათ დაემუქრებათ.
- სახლში მოუყვანეთ აღმზრდელი, - შესთავაზა მკვდარჟაკმა.
185 მკითხველთა ლიგა
- ეგ მეც ვიფიქრე, - უპასუხა კლემანტინმა, - მაგრამ, გამოგიტ-
ყდებით და, ძალიან ეჭვიანი ვარ. ვიცი, სისულელეა, მაგრამ ვერ
ავიტან, ჩემ გარდა კიდევ ვინმე სხვას რომ მიეწებონ. ჰოდა, აღ-
მზრდელი თუ კარგი გამოდგა, ძალაუნებურად იმას მიეწებებიან,
თუ ცუდი და - არ მინდა, რომ ჩემი ბავშვები იმის ხელში მოხ-
ვდნენ. ასეა თუ ისე, სკოლას დიდად არ ვენდობი, მაგრამ იქ ბო-
ლოს და ბოლოს მასწავლებელია და მეტი არაფერი, აღმზრდე-
ლის პრობლემა კი გადაუჭრელი მგონია.
- მღვდელი საკმაოდ ტრადიციული აღმზრდელი იქნებოდა… -
სიტყვა შეაშველა მკვდარჟაკმა.
- მე ძალიან რელიგიური არა ვარ და არ მესმის, ჩემი შვილები
რატომ უნდა იქცნენ ასეთებად.
- არა მგონია, აქაური მღვდლისგან დიდი საფრთხე ემუქრებო-
დეთ ამ მხრივ, - არ დაეთანხმა მკვდარჟაკი. - სარწმუნოებისადმი
საკმაოდ ჯანსაღი მიდგომა აქვს და ამგვარი მიდრეკილების აღ-
ძვრის შესაძლებლობა მინიმალურია.
- მღვდელი თავს არ შეიწუხებს, - მოუჭრა კლემანტინმა, -
პრობლემა კი იგივე რჩება, ანუ ამათ სოფელში სიარული
მოუწევთ.
- თუმცა, ბოლოს და ბოლოს, კარგად რომ დაუფიქრდეს კაცი,
საერთოდ არ დადის მანქანები იმ გზაზე… ან ძალიან ცოტა, - თქვა
მკვდარჟაკმა.
- ზუსტადაც, - ჩაურთო კლემანტინმა, - იმდენად ცოტა მანქანა
დადის, რომ კაცი სიფრთხილეს კარგავს, და როცა თითო--
ოროლა მანქანა მაინც გამოივლის, ვითარება ამით კიდევ უფრო
სახიფათო ხდება. გაფიქრებაზეც კი თავზარი მეცემა.
- წმინდა დელივით ლაპარაკობთ, - უთხრა მკვდარჟაკმა. - ნუ
დამცინით, - უთხრა კლემანტინმა. - არა, მე მართლა ვერ ვხედავ
სხვა გამოსავალს. თან უნდა ვახლდე ამათ სკოლისკენ მიმავალ

186 მკითხველთა ლიგა


გზაზეც და უკანაც. აბა როგორ გინდათ, როცა ადამიანს თავისი
შვილები უყვარს, რაღაცა მსხვერპლის გაღებაც უნდა შეეძლოს.
- მაშინ ნაკლებად გაწუხებდათ ამათი ბედი, როცა ძუძუს ჭმე-
ვის მაგივრად სალ კლდეებზე საცოცავად დადიოდით, - შენიშნა
მკვდარჟაკმა.
- აღარც კი მახსოვს, ოდესმე თუ ვაკეთებდი მაგას, - ჩაილაპა-
რაკა კლემანტინმა. - და თუ მართლა ვაკეთებდი, ეტყობა, ავად
ვიყავი. ყოველ შემთხვევაში, არ გეკადრებათ მაგის შეხსენება.
ხომ იცით, რომ ლაპარაკია იმ დროზე, როცა ანჟელი ჯერ კიდევ
აქ ბრძანდებოდა და როცა მისი აქ ყოფნა სავსებით საკმარისი
იყო ჩემ გასაცოფებლად. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და
მხოლოდ მე მეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ამათ აღზრდა-
ზე.
- არ გეშინიათ, რომ მეტისმეტად დამოკიდებულებს გახდით
თქვენზე? - შენიშნა ოდნავ დარცხვენილმა ფსიქიატრმა.
- მერე რა არის ამაზე ბუნებრივი? ბავშვები ყველაფერს მივსე-
ბენ, ჩემი ცხოვრების ერთადერთი არსი ეგენი არიან; ჰოდა სავ-
სებით სამართლიანია, რომ პირუკუ - ისინიც მიეჩვიონ და მე და-
მეყრდნონ ნებისმიერ ვითარებაში.
- მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ აზ-
ვიადებთ საფრთხეს… - უთხრა მკვდარჟაკმა, - იმიტომ, რომ ამწუ-
თას ამას ყველგან და ყველაფერში ხედავთ; აი, მაგალითად…
მიკვირს, რომ მათ საპირფარეშოში ქაღალდის გამოყენების ნე-
ბას რთავთ. ქაღალდით შეიძლება რამე გაიკაწრონ, და ვინ იცის,
იქნებ ქალმა, რომელმაც ქაღალდების შეკვრა შეფუთა, სულ
იოლად და მარტივად იქამდე თავისი ოჯახი მოწამლა დარიშხა-
ნით და ზუსტი დოზაც ეგებ სულაც ამ შეკვრის პირველ ფურცელზე
აწონა. ფურცელმა შეიწოვა შხამი და საშიში გახდა… რომელიმე
თქვენი შვილთაგანი პირველივე შეხებაზე შეიძლება უგონოდ
დაეცეს ძირს… თქვენ მათ უკანალები უნდა ულოკოთ.
187 მკითხველთა ლიგა
ქალი ერთხანს ჩაფიქრდა.
- იცით, ცხოველები მართლაც შვრებიან მაგას თავიანთი პა-
ტარებისთვის… იქნებ კარგი დედაც სწორედ ეგრე უნდა იქ-
ცეოდეს…
მკვდარჟაკმა შეხედა.
- მჯერა, რომ მართლა გიყვართ ისინი, - უთხრა ძალიან სე-
რიოზული სახით. - და, რომ დაფიქრდეს კაცი, ამ დარიშხანის ამ-
ბავში არაფერია შეუძლებელი.
- გასაგიჟებელია, - ჩაილაპარაკა განადგურებულმა კლემან-
ტინმა.
და აზლუქუნდა.
- არ ვიცი, რა ვქნა… არ ვიცი, რა ვქნა…
- დამშვიდდით, - ანუგეშა მკვდარჟაკმა, - მოგეხმარებით. სულ
ახლახან გავიაზრე, რა რთული პრობლემა ყოფილა ეს. მაგრამ
ნამდვილად მოგვარდება. აბრუნდით და მიწექით.
ქალი თავის გზას გაუყვა.
- აი ეს ყოფილა ნამდვილი ვნება, - ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა
და გზა განაგრძო.
სიამოვნებით გამოცდიდა ქალს. მაგრამ ჯერჯერობით შეეძ-
ლო მხოლოდ თვალყური ედევნებინა.
რაღაც ბუნდოვანი აზრი, რომლის ჩამოყალიბებასაც ვერაფ-
რის დიდებით ვერ ახერხებდა, ღრღნიდა და აწვალებდა. რაღაც
ბუნდოვანი აზრი. რაღაც ბუნდოვანი აზრი. ყოველ შემთხვევაში,
საინტერესო იქნებოდა ჯერ ბავშვების თვალსაზრისის გაგება.
თან დროც ითმენდა.

XIII

7 ოქტემბერი
188 მკითხველთა ლიგა
ბავშვები დედის ფანჯრების წინ, მოლზე, თამაშობდნენ. დედა
სულ უფრო და უფრო ნაკლებად ითმენდა თვალთახედვიდან მათ
დაკარგვას. ამჯერადაც მათ გაჰყურებდა, თვალს აყოლებდა მათ
მოძრაობებს და ლამობდა, მათი გუნება-განწყობილება გამოეც-
ნო. ჟოელს ჩვეული სიცქვიტე არ ეტყობოდა და დუნედ ჰყვებოდა
დანარჩენებს. მერე წამოდგა, თავის პატარა შარვალზე ხელი მო-
ისვა და ძმებს გახედა. ძმებმა გარს ცეკვით შემოუარეს, თითქოს
ჟოელმა რაღაც ძალიან სასაცილო უთხრაო. იმან კი თვალები
მოიფშვნიტა. აშკარად ჩანდა, რომ ტიროდა.
კლემანტინი ოთახიდან გავიდა, კიბე ჩაირბინა და რამდენიმე
წამში უკვე მოლზე იყო.
- რა არის, ჩემო პატარა ფისუნია?
- მუცელი მტკივა! - ამოიქვითინა ჟოელმა.
- რა შეჭამე? ალბათ, ისევ იმ ბატისტვინა გოგომ გაჭამა რამე
უვარგისი, ჩემო პატარა ანგელოზო.
ჟოელი ფეხებგაფარჩხული იდგა და მუცელს შიგნით ზნექდა,
ტაკოს კი უკან ბზეკდა.
- შარვალში ვქენი! - დაიყვირა დათრგუნულმა.
სიტროენს და ნოელს ზიზღიანი სახეები ჰქონდათ.
- აღუაა! - განაცხადა სიტროენმა. - ისევ შარვალში შვრება!
- რა აღუა ყოფილააა! - აიტაცა ნეოლმა.
- გეყოთ! - გაწყრა კლემანტინი. - თავაზიანად მოეპყარით
თქვენს ძმას! მისი ბრალი არ არის. წამო, ჩემო საყვარელო, წა-
მო, ახლა მე შენ ლამაზ და სუფთა შარვალს ჩაგაცმევ და ერთ
დიდ კოვზ ტკივილგამაყუჩებელ ელექსირსაც დაგალევინებ.
სიტროენმა და ნოელმა შურისა და გაკვირვებისგან პირები
დააღეს.
ნუგეშცემული ჟოელი ცუნცულით დაედევნა დედას.
- რა უსამართლობაა! - აღშფოთდა სიტროენი. - შარვალში ქნა
და ახლა რაღაც გემრიელ ქსირს ასმევენ.
189 მკითხველთა ლიგა
- ჰო, - დაეთანხმა ნოელი, - მეც მინდა.
- ახლავე გავიჭინთები, - თქვა სიტროენმა.
- მეც, - მხარი აუბა ნოელმა.
მთელი ძალით, ლოყების გალურჯებამდე გაიჭინთნენ, მაგრამ
არაფერი არ გამოდიოდა.
- ვერ ვშვრები, - ბოღმა შემოაწვა სიტროენს. - მარტო ჩავიფსი
სულ ოდნავ.
- ეეეჰ, - გული დასწყდა ნოელს, - ვერ ვეღირსებით ქსირს.
თუმცა მოდი, ჟოელს დათუნია დავუმალოთ.
- ოჰო! - გაუკვირდა სიტროენს ნოელისგან ამსიგრძე ფრაზის
გაგონება. - კარგი აზრია, მაგრამ ვერ უნდა იპოვოს.
ნოელს მტკივნეულად შეეჭმუხნა შუბლი. ეძებდა. შთაგონების
ძიებაში თავი მარჯვნივაც მიაბრუნა და მარცხნივაც. არც სიტ-
როენი ჩამორჩებოდა და გაშმაგებით ამუშავებდა თავის ნეირო-
ნებს.
- გაიხედე! - თქვა მან. - აი იქ!
„იქ“ აღმოჩნდა თავისუფალი სივრცე, სადაც შინამოსამსახუ-
რე გოგო თავის თეთრეულს ფენდა მაღლა, რკინის მავთულებზე.
ამ მავთულების შემაკავებელი ერთ-ერთი თეთრი ბოძის ძირას კი
პატარა მისადგმელი კიბის სილუეტი დალანდეს.
- რომელიმე ხეზე დავმალოთ, - შესთავაზა სიტროენმა. - თეთ-
რას კიბე ავიღოთ. მალე, ვიდრე ჟოელი დაბრუნებულა!
თავ-პირის მტვრევით გაცვივდნენ.
- კი, მაგრამ ისიც ხომ მიადგამს კიბეს, - ქოშინით იკითხა სირ-
ბილის დროს ნოელმა.
- ვერა, - მიუგო სიტროენმა, - ხომ გესმის, ჩვენ ორნი ვართ და
ერთად ავწევთ მაგ კიბეს, ის კი მარტოა და ვერ მოერევა.
- ეგრე გგონია? - ჰკითხა ნოელმა.
- აი ნახავ, - დაამშვიდა სიტროენმა.

190 მკითხველთა ლიგა


მიირბინეს კიბესთან. ბევრად დიდი კი აღმოჩნდა, ვიდრე შო-
რიდან ჩანდა.
- ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვივარდეს, თორემ მე-
რე ვეღარ წამოვაყენებთ ფეხზე, - უთხრა სიტროენმა.
რის ვაივაგლახით გაათრიეს კიბე.
- ვაი, რა მძიმე ყოფილა! - დაიკვნესა ნოელმა ათი მეტრის გავ-
ლის შემდეგ.
- მალე ქენი, - უთხრა სიტროენმა. - თორემ თეთრა მოვა.

191 მკითხველთა ლიგა


XIV

აჰა! - უთხრა კლემანტინმა. - ახლა სუფთად და კოხტად იქნები.


ბამბის ნაჭერი ქოთანში ჩააგდო. ჟოელი მის წინ ზურგშექცე-
ვით იდგა. კლემანტინს ის-ის იყო ჩაებანა ბავშვი და ახლა მუხ-
ლებზე იდგა. ჯერ შეყოყმანდა, მერე კი ასე უთხრა:
- გადაიხარე წინ, ჩემო პაწაწინავ.
ჟოელი დაიხარა და იდაყვები ბარძაყებზე ჩამოიწყო. დედამ
ტაკოებზე ნაზად ჩაავლო ხელები, ოდნავ გადაუწია და ლოკვას
შეუდგა. მზრუნველობით. კეთილსინდისიერად.
- რას შვრები, დედი? - ჰკითხა განცვიფრებულმა ჟოელმა.
- გასუფთავებ, ჩემო საყვარელო, - პასუხის გასაცემად შეწყვი-
ტა საქმიანობა კლემანტინმა. - მინდა, რომ ისეთივე სუფთა იყო,
როგორიც კატის პაწაწა კნუტები და ძაღლის პაწაწა ლეკვები არი-
ან.
ამაში არაფერი დამაცირებელი არ იყო. ძალიან ბუნებრივიც
კი ჩანდა. რა გონებაჩლუნგია ეს მკვდარჟაკი! არ ესმის ეს. არადა
არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ამით დარწმუნებული
მაინც იქნება კლემანტინი, რომ ბავშვებს არაფერი შეეყრებათ.
რაკი დედას შვილები უყვარს, ვერაფერი, რასაც მათ უკეთებს,
ვერ ავნებს ბავშვებს. ვერაფერი. ისე, კაცმა რომ თქვას,
მთლიანადაც კი უნდა დაებანა ამგვარად ბავშვები.
წამოდგა და ჩაფიქრებულმა შარვალი ჩააცვა ჟოელს. თვალ-
წინ ახალი ჰორიზონტები გადაეშალა.
- მიდი შენს ძმებთან, საყვარელო, - უთხრა ბოლოს.
ჟოელმა მოკურცხლა. კიბის ძირას თითი შარვალზე, უკან ამო-
ისვა, იმიტომ რომ ოდნავ სისველეს გრძნობდა. მხრები აიჩეჩა.

192 მკითხველთა ლიგა


კლემანტინი ნელა შებრუნდა თავის ოთახში. ბოლოს და ბო-
ლოს, მაინც ვერ იყო ძალიან სასიამოვნო გემო. პატარა ნაჭერი
ბივშტექსი სწორედაც რომ წაადგებოდა.
მთლიანად უნდა დაებანა ამგვარად ბავშვები… დიახაც!
რადგან ხშირად უფიქრია, მათი ბანაობა უკიდურესად სახიფა-
თო საქმეაო. ერთი წამით მოადუნებ ყურადღებას და… გვერდზე
გაიხედავ, მაგალითად, ან დაიხრები საპნის ასაღებად, რომელიც
პირსაბნის ფეხის უკან, მიუდგომელ ადგილას ჩავარდნილა… და
ამ დროს წყლის მილებში საოცრად მატულობს წნევა, იმიტომ
რომ თურმე მოულოდნელად გავარვარებული მეტეორიტი ჩა-
ვარდნილა შუა წყალსაცავში და, რაკიღა თავისი გიჟური სიჩქა-
რის გამო არ აფეთქებულა, მთავარ არხშიც მშვენივრად შეუღწე-
ვია; მაგრამ როგორც კი გაჭედილა, მილებში გამავალი წყლის
აორთქლება დაუწყია და ჯახის წამლეკავი ტალღა (რა ლამაზი
სიტყვებია, ჯახის წამლეკავი ტალღა) იმხელა სიჩქარით გავრცე-
ლებულა, რომ, ბუნებრივია, ჩვეულებრივზე ბევრად მეტ წყალს
დაუწყია დენა, იმდენად, რომ იმ დროის განმავლობაში, რომე-
ლიც ძირს დავარდნილი საპნის აღებას სჭირდება - სხვათა შო-
რის, დანაშაულია ამ ფორმის, ანუ კვერცხისებური და თან ასე
სლიკინა საპნის გაყიდვა, რომელიც, თვალის დახამხამებას ვერ
მოასწრებ, ისე შეიძლება გაგისხლტეს ხელიდან და, კაცმა არ
იცის, საით გადაგივარდეს, და წყალშიც რომ ჩაგივარდეს, მერე
ბავშვს ცხვირში რამე მიკრობს მაინც შეუშვებს - წყალი აზვირთე-
ბულა, დონე ამაღლებულა, ბავშვს გული უსკდება, ეყლაპება,
იგუდება - ამით შეიძლება მოკვდეს ადამიანი - სახე უიისფრდება
- იხრჩობა…
დანამული შუბლი შეიმშრალა და კარადის კარი ისე მიხურა,
ხელი არაფრისთვის უხლია. ლოგინში, სწრაფად ლოგინში!

193 მკითხველთა ლიგა


XV

ჟოელმა ნაწყენი სახით მიაშურა ძმებს. იმათ კი ხელში ნიჩბები


ეჭირათ და არაფერს არ იმჩნევდნენ.
- შენ გგონია, ლურჯს კიდევ ვიპოვით? - ჰკითხა ნოელმა სიტ-
როენს.
ჟოელმა ინტერესით ცქვიტა ყური.
- არა, - უპასუხა სიტროენმა. - მე გითხარი, ლურჯი დიდი
იშვიათობაა-მეთქი. ხუთას მილიონზე ერთი ეგეთი მოდის.
- ხუმრობ, - დაასკვნა ჟოელმა და გაშმაგებით ჩაერთო შრომა-
ში.
- რა ცუდია, რომ შეჭამა, - თქვა სიტროენმა. - თორემ ახლა შე-
იძლება ჩვენც გვეფრინა.
- კიდევ კარგი, ამისი გაფრინდა, - უპასუხა ნოელმა. - ძალიან
მეწყინებოდა, ჩემი რომ გამქრალიყო.
საჯაროდ მიიხუტა თავისი პლუშის დათვი.
- ჩემი დრუნჩა! - დააყოლა ალერსიანად.
ჯიუტად თვალდახრილი ჟოელი გულმოდგინედ უტევდა ხრე-
შის პატარა ორმოს.
დათვის ხსენებაზე გული გადაუქანდა. ნეტა სად იყო მისი და-
თუნია? არ უნდოდა თავის აწევა, მაგრამ ნელ-ნელა თვალები
აეწვა.
- რაღაც კმაყოფილი იერი არა აქვს, - გაიხუმრა ნოელმა.
- უგემური იყო ქსირი? - დამცინავად ჰკითხა სიტროენმა.
ჟოელს პასუხი არ გაუცია.
- ისევ ყარს, - განაგრძო ნოელმა. - არც არის გასაკვირი,
პუაროგალი რომ გაუფრინდა.
ჟოელმა იცოდა, რომ, თუ უპასუხებდა, ხმა აუკანკალდებოდა
და ეს არ უნდოდა. თვალები ისე აუჭრელდა, რომ თითქმის ვე-
194 მკითხველთა ლიგა
ღარც კი ხედავდა, რას აკეთებდა. მაგრამ ისევ თავის კენჭებზე
დაიწყო ფიქრი და უეცრად დათვიც დაავიწყდა, ძმებიც და ყველა-
ფერიც დედამიწის ზურგზე.
კობალტისებრ უწმინდესი ლურჯი და თვალწარმტაცი ლოქო-
რა დინჯად მოცოცავდა კენჭზე, რომელიც მისი სამუშაო ორმოს
ფსკერს ამშვენებდა. დაინახა თუ არა, სუნთქვა შეეკრა. ათრთო-
ლებული თითები ნაზად ჩაავლო და უჩუმრად მიიტანა პირთან.
ძმების ოხუნჯობები უკვე ძლივსღა აღწევდა სიხარულის ბურუს-
ში.
ლურჯი ლოქორა გადაყლაპა და წამოდგა.
- ვიცი, თქვენ რომ დამიმალეთ, - თქვა უდრტვინველი ხმით.
- როგორ გეკადრება, - შეიცხადა სიტროენმა. - თვითონ ავიდა
ზევით, იმიტომ რომ აღარ უნდოდა ეგეთ აქოთებულ მამიკოსთან
დარჩენა.
- ჩემთვის სულერთია, - უთხრა ჟოელმა. - წავალ, მოვძებნი.
მაშინვე აღმოაჩინა ხიდან რამდენიმე მეტრში კიბე და თვითონ
ხეც, რომელზეც ორ ტოტს შორის მხარ-თეძოზე წამოწოლილი
პუაროგალი ძალიან მშვიდად ებაასებოდა მწვანე კოდალას.
ახლა უნდა აფრენილიყო. ხელები გაშალა და რამდენჯერმე
გაბედულად დაიქნია. სიტროენმა ხომ თქვა…
როდესაც მისმა ქუსლებმა ნოელს ცხვირწინ ჩაუქროლა, ეს
უკანასკნელი მკლავში სწვდა სიტროენს.
- უპოვია… - ჩაიჩურჩულა თან.
- კარგია, - უპასუხა სიტროენმა. - ხომ ხედავ, ამით მტკიცდება,
რომ მე მართალი ვიყავი.
კოდალა არც კი გატოკებულა ჟოელის დანახვაზე. ბიჭი კომ-
ფორტულად მოკალათდა დათუნიას გვერდით და ძმებს დამცინა-
ვად ჩასძახა:
- ჰა, არ მოდიხართ?
- არა, - უპასუხა სიტროენმა. - რა გასართობი ეგ არის?
195 მკითხველთა ლიგა
- სწორედაც რომ არის, - მიუგო ჟოელმა. - არა? - ჰკითხა კო-
დალას.
- ძალიან გასართობია, - დაუდასტურა კოდალამ. - მაგრამ
იცით, ზამბახების ჭალა სავსეა ლურჯი ლოქორებით…
- ჰმ, ისედაც ვიპოვიდი, - ჩაილაპარაკა სიტროენმა. - თან სა-
ღებავითაც შეიძლება მაგათი ლურჯად შეღებვა…
და ზამბახების ჭალისკენ გაემართა, უკან კი ნოელი გაეკიდა.
ჟოელი მათ გზაში დაეწია. პუაროგალი განშტოებაზე დაეტოვები-
ნა.
- ბლომად ვჭამოთ და ძალიან მაღლა ავფრინდებით, - განაც-
ხადა მან.
- ერთიც კმარა, - მოუჭრა სიტროენმა.
კლემანტინი გარეთ რომ გამოვიდა, მოლზე დაგდებული კიბე
დაინახა. ახლოს მიირბინა. დაინახა ხეც, ხეზე კი - მხარ-თეძოზე
გაწოლილი პუაროგალი.
ხელი გულთან მიიტანა და ბავშვების ძახილ-ძახილით ბაღში
შევარდა.

196 მკითხველთა ლიგა


XVI

8 ოქტემბერი
ვერ გავკადნიერდები, გაგამტყუნოთ, მაგრამ ძალიანაც ნუ ავ-
ჩქარდებით, - უთხრა მკვდარჟაკმა.
- ეს ერთადერთი გამოსავალია, - უპასუხა კლემანტინმა. - ადა-
მიანს შეუძლია, პრობლემა იმ კუთხით დასვას, რომლითაც სურს.
ეს ამბავი არ მოხდებოდა, ეს ხე აქ რომ არ მდგარიყო.
- იქნებ ამ მისადგმელი კიბის ბრალი უფროა? - უკარნახა
მკვდარჟაკმა.
- რასაკვირველია, არაფრით არ შეიძლებოდა, მოახლე გო-
გოს ეს კიბე აქ დაეგდო, - დაეთანხმა კლემანტინი. - თუმცა კიბე
ცალკე ამბავია და ამისთვის საკადრისი მიეზღვება ქალბატონს.
მაგრამ ხომ კარგად გესმით, ეს ხე რომ არა, სიტროენს და ნოელს
აზრად არ მოუვიდოდათ, დათვი ჟოელისთვის მიუწვდომელ ად-
გილას აეტანათ. ეს ხეა ამ ყველაფრის თავი და თავი. არ დაგავიწ-
ყდეთ, რომ ჩემს საბრალო პაწაწინას შეეძლო ეცადა და უკიბოდ
ასულიყო - აცოცებულიყო ხეზე დათვის ჩამოსაყვანად.
- სხვათა შორის, ზოგი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის ხეზე
ცოცვა სასარგებლოა, - ჩაურთო მკვდარჟაკმა.
- ჩემი შვილებისთვის არა! - მოუჭრა კლემანტინმა. - რამდენი
რამე შეიძლება მოხდეს ამ ხეების გადამკიდე, ვინ იცის? ტერმი-
ტებმა რომ გადაუღრღნან ფესვები და ამხელა ხეს უცებ ქვეშ რომ
მოექცეთ, ან გამხმარი ტოტი მოტყდეს და თავში მოგხვდეთ, ან
მეხი დაეცეს, აალდეს, ქარმა ცეცხლი გააღვივოს, ნაპერწკლები
და ცეცხლის ენები ბავშვების ოთახს მისწვდეს და საბრალოები
რომ ამოიბუგონ?!.. არა, უთვალავ საფრთხეს ქმნიან ბაღში ეს
ხეები. ამიტომაც, თუ არ შეწუხდებით, ეგებ სოფელში წაბრძან-
დეთ და სთხოვოთ კაცებს, ამოვიდნენ და ყველა ეს ხე მოჭრან.
197 მკითხველთა ლიგა
შეუძლიათ, ნახევარი თან წაიღონ; დანარჩენს მე დავიტოვებ შე-
შად.
- ვინ კაცებს? - ჰკითხა მკვდარჟაკმა.
- ოოჰ, მე რა ვიცი, გამსხვლელებს, ტყისმჭრელებს… ჰო, ტყის-
მჭრელებს, სწორედაც. სთხოვეთ, რამდენიმე ტყისმჭრელი გამო-
მიგზავნონ. ნუთუ ძნელია?
- არა, არა, - მიუგო მკვდარჟაკმა. - მივდივარ. უყურადღებოდ
არაფრის დატოვება არ შეიძლება.
ადგა და წავიდა.

198 მკითხველთა ლიგა


XVII

ნაშუადღევს კაცები ამოვიდნენ. თან უამრავი რკინის იარაღი


ამოიტანეს, ნემსები, კაუჭები და ღუმელები. მათ მოსვლას
მკვდარჟაკი შეესწრო - სეირნობიდან ბრუნდებოდა, ჰოდა გაჩერ-
და და მათ გასატარებლად გვერდზე მიდგა. ხუთნი იყვნენ; თან
ორი შეგირდი წამოეყვანათ, ერთი ათიოდე წლის რაქიტიანი,
გაჩხიკული ბიჭი, მეორე კი ოდნავ უფროსი, რომელსაც მარცხენა
თვალზე შავი სახვევი ეკეთა და ცალი ფეხი სასაცილოდ ჰქონდა
გაღუნული.
ერთმა კაცმა რაღაც ანიშნა მკვდარჟაკს; სწორედ მას მოურიგ-
და სამუშაოს ფასზე. საბოლოოდ კლემანტინის წინადადებაზე შე-
თანხმდნენ: ხეების ნახევარს ტყისმჭრელები წაიღებდნენ, ნახე-
ვარი კი სახლში დარჩებოდა. დახერხვა-დაბინავების ხარჯები
დამატებით იქნებოდა გათვალისწინებული, თუკი ქალი მოინდო-
მებდა, რომ ხეები დაეჭრათ და შინ შეეტანათ.
მკვდარჟაკს გული ეკუმშებოდა. ისე, როგორც ეს დაბადებით-
ვე ზრდასრულ და სრულიად უმეხსიერებო ინდივიდს შეეფერებო-
და, მკვდარჟაკი ხეებს გრძნობისმიერი ღირებულებების გარეშე,
სავარაუდოდ, ფუნქციური სილამაზისა და მათი ანარქიული ერ-
თგვაროვნების გამო აფასებდა. მათთან სიახლოვეს გრძნობდა,
იმდენად, რომ არც გამოლაპარაკება სჭირდებოდა და არც წერი-
ლობით ხოტბის შესხმა; მაგრამ ძალიან უყვარდა მათ კრიალა
ფოთლებზე მზის სხივების ათინათინებული ანარეკლი, დღის სი-
ნათლისა და აშრიალებული ფოთლებისგან გამოჭრილი ჩრდი-
ლების ცეკვა, რტოების მსუბუქი, ნაზი ფაჩუნი და საღამოობით,
ცხელი დღის ბოლოს მათი აორთქლებული სურნელება. უყვარ-
და დრაცენას წვეტიანი ენები, ერთად თავმოყრილი ჩასკვნილი
პალმები, ევკალიპტის პრიალა, უბალნო ტოტები, ნაადრევად ტა-
199 მკითხველთა ლიგა
ნაყრილ გოგონებს რომ ჰგვანან, აი იმათ, ჯერ გამწვანებული
სპილენძის სამკაულებს რომ იბამენ უშნოდ და მერე თავიანთი
დედების სუნამოების მთელ ფლაკონს თავზე რომ დაიცლიან
ხოლმე. თვალს ვერ სწყვეტდა ფიჭვებს, ერთი შეხედვით პირქუ-
შებს, მაგრამ მზად მყოფებს, ოდნავ შეღიტინებაზე გამოყონ სურ-
ნელოვანი ფისი, უყვარდა ვეებერთელა, დაკუნთული და გაბურ-
ძგნილი ქოფაკებივით ცუდად აღნაგი მუხებიც. ყველა ხე უყვარ-
და. ყოველ მათგანს საკუთარი ხასიათი, ქცევა და ჩვევა ჰქონდა,
მაგრამ ყოველი მათგანი სიმპათიური იყო. და მაინც კლემანტი-
ნის გასაოცარი დედობრივი სიყვარული ამართლებდა ამხელა
მსხვერპლს.
კაცები მოლის შუაში გაჩერდნენ და იარაღები ძირს დააწყვეს.
მერე ორნი წერაქვებს დასწვდნენ და თხრა დაიწყეს, შეგირდებმა
კი უზარმაზარ ნიჩბებს დაავლეს ხელი და ამოთხრილი მიწის
მოსწორებას შეუდგნენ. თხრილი სწრაფად მიიწევდა წინ.
მკვდარჟაკი დაბრუნებულიყო და გაცხოველებულ საქმიანობას
თავშეკავებით ადევნებდა თვალს. შეგირდები მიწას თხრილის
პირას აგროვებდნენ და ღონივრად ტკეპნიდნენ, რომ გამაგრებუ-
ლიყო და სქელ და დაბალ კედლად ქცეულიყო.
როდესაც მუშებმა ორმო საკმარისად ღრმად მიიჩნიეს, წერაქ-
ვები დააწყვეს და ამოვიდნენ. ნელა მოძრაობდნენ. ყავისფერ და
მიწიან ტანისამოსში ხეშეშფრთიან მწერებს ჰგავდნენ, რომლე-
ბიც თავიანთ შთამომავლებს გამოჩეკამდე ჯერ მიწაში ფლავენ.
გახვითქული შეგირდები გაშმაგებით განაგრძობდნენ მიწის ამო-
ღებას და დაწნეხას. თითოეულს ხანგამოშვებით თავში წაუთა-
ქებდნენ ხოლმე წასახალისებლად. ამასობაში დანარჩენი სამი
მიწის მუშა ჭიშკრისკენ წასულიყო და იქიდან მოაგორებდა ხე-
ლურემის, რომელზეც მეტრიანი მორები ახორხლილიყო. ეს უხე-
ში ურიკა თხრილის პირას გააჩერეს. მერე მორები დატკეპნილი
მიწის შემაღლებებზე დააწყვეს, რომლებიც შეგირდებს ის-ის იყო
200 მკითხველთა ლიგა
მოემზადებინათ. მონდომებით და მჭიდროდ მიაწყვეს ერთმა-
ნეთზე კიდეებით გადაბმული მორები და თითოჯერ ღონივრად
დაჰკრეს ურო აქეთ-იქიდან, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო
დაპრესილიყო. როდესაც თავშესაფარი დასრულდა, მათაც და-
ავლეს ხელი ნიჩბებს და მორებს მიწა მიაყარეს. მკვდარჟაკი სულ
უფრო და უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მათ.
ერთ-ერთ შეგირდს ხელი დაუქნია და ეს უკანასკნელიც წინ გა-
მოეჭიმა ფსიქიატრს.
- რას შვრებიან? - ჰკითხა მკვდარჟაკმა და ზრდილობის გუ-
ლისთვის ერთი კარგად მისცხო ფეხში.
- თავშესაფარს, - მიუგო სახეზე ხელებაფარებულმა შეგირდმა
და თავისი თანამოსაქმეებისკენ მოკურცხლა. არც იმათ დაუკლი-
ათ წარტყმა-წამორტყმა.
იმ დღეს მზე არ ჩანდა და ტყვიისფერი ზეცა მოლურჯოდ და
უსიამოვნოდ ელავდა. მკვდარჟაკს ცოტათი ამცივნებდა, მაგრამ
ბოლომდე უნდოდა ყველაფრის ნახვა.
თავშესაფარი დასრულებულს ჰგავდა. კაცები, ხუთივენი, ერ-
თიმეორის მიყოლებით შედგნენ თხრილის ერთ-ერთ ბოლოში
გადებულ მსუბუქ ბაქანზე. ხუთივეს გაუძლო. შეგირდებს არც უც-
დიათ მათ უკან გაყოლა, რადგან წინასწარ იცოდნენ შედეგი.
კაცები თხრილიდან ამოვიდნენ. იარაღების გროვიდან კაუჭე-
ბი და წვეტები ამოარჩიეს. შეგირდები ღუმელების გარშემო ფუს-
ფუსებდნენ და ნაკვერჩხლებს მთელი ძალით უბერავდნენ სულს.
ჯგუფის თავკაცის ბრძანებაზე გავარვარებული თუნუქის მძიმე
ჭურჭლები ასწიეს და კაცებს პირველი ხისკენ გაჰყვნენ. მკვდარ-
ჟაკი სულ უფრო და უფრო წუხდა. ის დღე გაახსენდა, როცა გარ-
ყვნილი ულაყი აცვეს ჯვარს.
პირველი ღუმელი მაღალი, ათმეტრიანი ფინიკის პალმის ძი-
რას დადგეს და თითოეულმა თავისი იარაღი შეყო შიგ. მეორეც
ზუსტად ასევე დადგეს მეზობელ ევკალიპტთან. შეგირდები ნაღ-
201 მკითხველთა ლიგა
ვერდლის გაღვივებას შეუდგნენ, ამჯერად ტყავის ვეება საბერ-
ვლებით, რომლებზეც შეტყუპებული ფეხებით დახტოდნენ. ამა-
სობაში ჯგუფის თავკაცი აქეთ-იქიდან ფრთხილად ადებდა ყურს
ფინიკის პალმის ღეროს. უეცრად გაჩერდა და ქერქი ერთ ადგი-
ლას წითლად მონიშნა. დანარჩენი ოთხი ტყისმჭრელისგან ყვე-
ლაზე ჯანიანმა კაუჭი გამოიღო ცეცხლიდან; უფრო რკინის ისარი,
ვიდრე კაუჭი, წამახული წვეტი, რომლის ბაცი წითელი და გაბურ-
ძგნილი წვერი ლამაზად ბოლავდა მძიმე ჰაერში. გაბედული მოძ-
რაობით მოიკრიბა მხნეობა, ქანი აიღო და ხოჭი პრიალა ღერო-
ში, ზუსტად წითელი ნიშნულის შუაში შეასო. შეგირდებმა ძუგძუ-
გით წამოიღეს იქიდან ქურა, მისმა ერთ-ერთმა ამხანაგმა კი ზუს-
ტად იგივე უქნა ხოჭით ევკალიპტს. მერე მეხოჭეები კისრისტე-
ხით გამოიქცნენ და თავშესაფარში შეცვივდნენ. შეგირდები შე-
სასვლელთან, ქურების შორიახლო გაჩერდნენ.
ფინიკის პალმის ფოთლეული ჯერ შეუმჩნევლად შეთრთოლ-
და, მერე კი სულ უფრო და უფრო ძლიერად აკანკალდა. მკვდარ-
ჟაკს კრიჭა შეეკრა. კვნესის ხმა ისეთი გამჭოლი და დამთრგუნ-
ველი შეიქნა, რომ კინაღამ ყურები დაიცო. ფინიკის პალმის ღე-
რო აცახცახდა, გმინვის სიხშირე ყოველ რხევაზე მატულობდა.
პალმის ძირას მიწა გაიპო და გადაიხსნა. აუტანელი ხმა თითქოს
ხვრეტდა ჰაერს, ყურთასმენა მიჰქონდა, მთელ ბაღში ატანდა და
თითქოს ღრუბლების დაბალ ჭერზე ირეკლებოდა. უცბად მიწი-
დან ფესვებამოგლეჯილი, გრძელი, მოხრილი ღერო თავშესაფ-
რისკენ გადაქანდა. დახტოდა და ფართხალებდა მიწაზე, ნელ--
ნელა უახლოვდებოდა თხრილს და ისევ გულის განმგმირავად
კვნესოდა. რამდენიმე წამის შემდეგ მკვდარჟაკმა იგრძნო,
მეორედ როგორ იძრა მიწა. ამჯერად ევკალიპტი დაეცა მოცელი-
ლივით. არ ყვიროდა, მჭედლის შეშლილი საბერველივით ქშენ-
და, მისი ვერცხლისფერი ტოტები იკლაკნებოდნენ, ღეროს ეხვე-
ოდნენ, მიწას ჩიჩქნიდნენ და ცდილობდნენ, თხრილამდე მიეღ-
202 მკითხველთა ლიგა
წიათ. ამ დროს ფინიკის პალმას მორების ჭერამდე ჩაეღწია და
ზედ მთრთოლვარე და კრუნჩხვითი მოძრაობებით ურტყამდა,
მაგრამ ძალა თანდათანობით ელეოდა, დარტყმების სიხშირე კი
სულ უფრო და უფრო კლებულობდა. სუსტი ევკალიპტი პირველი
გაჩერდა, მხოლოდ დანასავით წამახული ფოთლები უკრთოდნენ
სულ ოდნავ. კაცები თხრილიდან ამოვიდნენ. ფინიკის პალმამ
უკანასკნელად გაიბრძოლა. მაგრამ კაცმა, რომელსაც ის უმიზ-
ნებდა, იმარჯვა - გვერდზე გახტა და ღონივრად ჩასცხო ნაჯახი.
სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ გრძლად თუ გააჟრჟოლებდა ხოლმე
ნაცრისფერ სვეტს ისევ. ვიდრე ყველაფერი მორჩებოდა, ტყის-
მჭრელები მეზობელი ხეებისკენ დაიძრნენ.
გაშეშებული, თავგზააბნეული და გამოლაყებული მკვდარჟა-
კი თვალს ვერ სწყვეტდა სანახაობას. როცა დაინახა, მესამედ
როგორ შეესო ხოჭი ხეს რბილ მერქანში, ვეღარ გაუძლო, გატ-
რიალდა და კბოდისკენ გაიქცა. თავქუდმოგლეჯილი მირბოდა,
გარშემო კი შემუსრულთა განრისხებული ღრიალისა და ტკივი-
ლიანი ხროტინისგან ჰაერი ზანზარებდა.

203 მკითხველთა ლიგა


XVIII

11 ოქტემბერი
სამარისებურ სიჩუმეს დაესადგურებინა. უკლებლივ ყველა ხე
ყირამალა, ფესვებაშვერილი ესვენა, მიწა უზარმაზარი ორ-
მოებით იყო დაცხრილული, იქაურობა კი ქვევიდან ამობომბილს
ჰგავდა. ორმოები დიდ, დაცარიელებულ, მშრალ და სევდიან
ბმოებს წააგავდა. კაცები უკვე სოფელში ჩაბრუნებულიყვნენ, ხო-
ლო შეგირდებს ჯერ შეშად უნდა დაეხერხათ ცხედრები და მერე
იქაურობა მიელაგებინათ.
მკვდარჟაკი იავარქმნილ არემარეს გაჰყურებდა. ბუჩქების
მეჩხერი გროვები და აქა-იქ რამდენიმე დაბალი ყვავილნარიღა
გადარჩენილიყო. სხვა აღარაფერი ჩანდა მის თვალებსა და უც-
ნაურად მოშიშვლებულ და უეცრად სრულიად უჩრდილო ცას შო-
რის. მარჯვნიდან წალდის ჩხაკუნი გაისმა. ასაკით უმცროსმა შე-
გირდმა გრძელი ბირდაბირის თრევა-თრევით ჩაიარა.
მკვდარჟაკმა ამოიოხრა და სახლში შებრუნდა. კიბე აიარა.
მეორე სართულზე პატარების ოთახისკენ გაუხვია. კლემანტინი
ბავშვებთან იჯდა და ქსოვდა. ნოელი, ჟოელი და სიტროენი ოთა-
ხის სიღრმეში სურათებიან წიგნებს ათვალიერებდნენ და კანფე-
ტებს წუწნიდნენ. კანფეტების პარკი შუაში ედოთ.
მკვდარჟაკი შევიდა.
- მორჩა, - თქვა მან. - ყველა მოჭრეს.
- მართლა? მით უკეთესი, - მიუგო კლემანტინმა. - ახლა ბევ-
რად უფრო მშვიდად ვიქნები.
- მხოლოდ მაგის თქმა გსურთ ამ ყველაფრის მერე? - ჰკითხა
მკვდარჟაკმა. - მიუხედავად ამ ხმაურისა?
- თითქმის არ მიმიქცევია ყურადღება. მგონი, ნორმალურია,
ხეები რომ ახმაურდნენ ვარდნისას.
204 მკითხველთა ლიგა
- რა თქმა უნდა… - დაეთანხმა მკვდარჟაკი.
ბავშვებს გადახედა.
- ამათ ისევ სახლში ტოვებთ? სამი დღეა, გარეთ არ გასულან.
ახლა არაფერი აღარ ემუქრებათ, ხომ იცით!
- ის კაცები აღარ მუშაობენ? - ჰკითხა კლემანტინმა.
- შეშა დარჩათ დასახერხი, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - მაგრამ
ბავშვებზე თუ წუხხართ, თვალი მეჭირება. მგონი, საჭიროა, ცოტა
ჰაერი ჩაყლაპონ.
- ჰო, ჰო! - შესძახა სიტროენმა. - შენთან ერთად სეირნობა
გვინდა!
- წავიდეთ, წავიდეთ! - მხარი აუბა ნოელმა.
- ოღონდ ძალიან ყურადღებით იყავით! - დაარიგა კლემანტინ-
მა. - ერთი წამით არ მოაშოროთ თვალი. გული მისკდება იმის გა-
ფიქრებაზე, რომ შეიძლება ყურადღება მოადუნოთ.
მკვდარჟაკმა ოთახი დატოვა; ბავშვები მის წინ მიკუნტრუშებ-
დნენ. კიბე ოთხივემ სირბილით ჩაიარა.
- ფრთხილად, ორმოებში არ ჩაცვივდნენ! - მიაძახა კიდევ
კლემანტინმა. - და იარაღებით არ ითამაშონ!
- დიახ, დიახ! - ასძახა მკვდარჟაკმა სართულების შუიდან.
გარეთ გავიდნენ თუ არა, ნოელმა და ჟოელმა იქითკენ მოქუს-
ლეს, საიდანაც წალდის ხმა ისმოდა. მკვდარჟაკი და სიტროენი
დინჯი ნაბიჯით მიჰყვნენ უკან.
უმცროსი შეგირდი, რომელიც ასე ათი წლისა იქნებოდა,
ფიჭვს სხეპდა. ფოლადის წალდი დაუღალავად ადი-ჩადიოდა,
წვრილი ნარინჯისფერი ბურბუშელა ყოველ დარტყმაზე აქეთ--
იქით ცვიოდა, ფისი კი თავის კრაჭუნა სურნელებას აფრქვევდა
ჰაერში. ჟოელმა მოსახერხებელი ადგილი შეარჩია დაკვირვე-
ბისთვის და მოჯადოებულივით გაირინდა. ნოელი გვერდზე და
ოდნავ უკან ამოუდგა.
- რა გქვია? - ჰკითხა ნოელმა ცოტა ხნის შემდეგ.
205 მკითხველთა ლიგა
შეგირდმა გასაცოდავებული სახე ასწია.
- არ ვიცი, - მიუგო მან. - შეიძლება ჟანი.
- ჟან! - გაიმეორა ნოელმა.
- მე ჟოელი მქვია, - უთხრა ჟოელმა, - ჩემს ძმას კი ნოელი.
ჟანს პასუხი არ გაუცია. წალდი უწყვეტად და სევდიანად განაგ-
რძობდა სხეპას.
- რას შვრები, ჟან? - ჰკითხა სიტროენმა, როცა მათ მიუახლოვ-
და.
- ამას, - უპასუხა ჟანმა.
ნოელი ბურბუშელას ერთ ხვეულს დასწვდა და დაყნოსა.
- ძალიან გასართობი უნდა იყოს, - თქვა ბოლოს. - ყოველთვის
ამას აკეთებ?
- არა, - მიუგო ჟანმა.
- ნახე, - დაიწყო სიტროენმა, - შეგიძლია, ასე შორს გადააფურ-
თხო?
ჟანმა გულგრილად გამოხედა. მეტრ-ნახევარი იყო. მანაც
სცადა, მანძილი გააორმაგა და ცოტა კიდეც დაუმატა.
- ოჰო! - შესძახა ნოელმა.
სიტროენი გულწრფელად აღტაცებული ჩანდა.
- რა შორს აფურთხებ, - უთხრა მოწიწებით.
- ჩემი ძმა ოთხჯერ უფრო შორს აფურთხებს, - მიუგო ჟანმა,
რომელიც არ იყო ჩვეული შინ ასეთ დაფასებას და ცდილობდა,
ეს უხერხული ხოტბა ვინმე უფრო ღირსეულისკენ მიემართა.
- აჰა, ესე იგი, ეგეც შორს აფურთხებს! - უთხრა სიტროენმა.
ტოტი სულ რამდენიმე ბოჭკოსღა ეჭირა. შემდეგ დარტყმაზე
მოძვრა, ყლორტების მოქნილობამ კი ტოტი უცბად გაასწორა და
გვერდზე გადააგდო. ჟანმა ხელით მოიშორა ტოტი.
- ფრთხილად! - თქვა ჟანმა.
- რა ღონიერი ყოფილხარ! - შენიშნა ნოელმა.

206 მკითხველთა ლიგა


- ეჰ, ეს რა არის, ჩემი ძმა ბევრად ღონიერია ჩემზე, - არ შეიფე-
რა ჟანმა.
მაგრამ მაინც ერთგვარი აღმაფრენით შეუტია მომდევნო
ტოტს და შედეგად მსხვილი ნაფოტების ნიაღვარი წამოვიდა.
- შეხედე ერთი, - გადაულაპარაკა სიტროენმა ჟოელს.
- თითქმის ერთი დარტყმით ჭრის, - დაუმატა ნოელმა.
- ჰო, - დაეთახმა სიტროენი.
- თითქმის-მეთქი, - დააზუსტა ნოელმა. - ერთი დარტყმით არ
მოუჭრია მაინც.
- მოვჭრი ერთი დარტყმით, თუ მომინდა, - ჩაილაპარაკა ჟანმა.
- მჯერა, მჯერა, - მიუგო სიტროენმა. - მოგიჭრია ერთი დარ-
ტყმით ხე?
- ჩემს ძმას მოუჭრია, - უპასუხა ჟანმა. - ნამდვილი ხე.
აშკარად გამოცოცხლებულიყო.
- სოფელში ცხოვრობ? - ჰკითხა სიტროენმა.
- ჰო, - მიუგო ჟანმა.
- ჩვენ კიდევ ბაღი გვაქვს, - უთხრა სიტროენმა. - ძალიან გა-
სართობია. არიან შენსავით ღონიერი ბიჭები სოფელში?
ჟანი შეყოყმანდა, მაგრამ პატიოსნებამ სძლია.
- აბა რა! - უპასუხა ბოლოს. - თავზე საყრელად!
- შენ? შენ სულ ცოტა ცხრა წლის იქნები, - ჩაურთო ნოელმა.
- ათის, - შეუსწორა ჟანმა.
- როგორ გგონია, მეც შემეძლებოდა ხეების მოჭრა, ათი წლის
რომ ვიყო? - ჰკითხა სიტროენმა.
- ვერ გეტყვი, - უპასუხა ჟანმა. - საკმაოდ ძნელია საქმის უცოდ-
ნელად.
- მათხოვებ მაგას? - ჰკითხა სიტროენმა.
- რასა? - ჰკითხა ჟანმა. - წალდს?
- ჰო, წალდს, - მიუგო სიტროენმა და ახალ სიტყვას გემო
ჩაატანა.
207 მკითხველთა ლიგა
- სცადე, - დიდსულოვნად შესთავაზა ჟანმა. - ოღონდ იცოდე,
მძიმეა.
სიტროენი პატივისცემით დასწვდა წალდს. ჟანმა ამით ისარ-
გებლა და ხელისგულებზე გვარიანად დაიფურთხა. ამის დანახ-
ვაზე სიტროენმა ერთგვარი უხერხულობით დაუბრუნა წალდი.
- რატომ დაიფურთხე ხელებზე? - ჰკითხა ნოელმა.
- ყველა კაცი ასე იქცევა, - აუხსნა ჟანმა. - ხელებს ამაგრებს.
- შენ გგონია, მეც გამიმაგრდება ხელები? - ჰკითხა სიტროენ-
მა. - შეიძლება ხესავითაც კი გამიმაგრდეს!..
- არ ვიცი, - მიუგო ჟანმა.
და მუშაობა განაგრძო.
- შენს ბაღში არ გაგიჩიჩქნია მიწა ლოქორების საპოვნელად?
- ჰკითხა სიტროენმა.
ჟანი ფრუტუნ-ფრუტუნით ჩაუფიქრდა საკითხს და ნახველის
შესანიშნავი მწვანე მასა მართლაცდა განსაცვიფრებელ მანძილ-
ზე გატყორცნა.
- ოოო! - თავი ვერ შეიკავა ნოელმა. - დაინახე?
- ჰო, - მიუგო სიტროენმა.
ცნობისწადილით შეპყრობილნი მიწაზე დასხდნენ.
- ჩემმა ძმამ თხარა, თხარა და მკვდარი კაცის ძვალი იპოვა, -
დაიწყო ჟანმა.
ბავშვები უსმენდნენ, მაგრამ კვლავინდებურად ანთებულები
ვეღარ იყვნენ. მკვდარჟაკი ფეხზე იდგა და ამ უცნაურ კვარტეტს
თავზე დაჰყურებდა. ცოტათი შეფიქრიანებული ჩანდა.

208 მკითხველთა ლიგა


XIX

27 ოქტემბერი
ადგილზე შეხტა და ასე გაეღვიძა. კარზე აკაკუნებდნენ. ვიდრე
პასუხის გაცემას მოასწრებდა, კლემანტინი უკვე შემოვიდა.
- გამარჯობა, - მიესალმა ქალი უაზრო გამომეტყველებით.
თან ჭკუიდან სრულიად შეშლილს ჰგავდა.
- რა ხდება? - ჰკითხა გაოცებულმა მკვდარჟაკმა.
- არაფერი! - მიუგო კლემანტინმა. - სისულელე… რაღაც უჟმუ-
რი მესიზმრა.
- კიდევ რამე უბედური შემთხვევა?
- არა, უბრალოდ ბაღიდან გადიოდნენ. არ მასვენებს ეს სიზმა-
რი.
- დაბრუნდით თქვენთან და დაწექით, - უთხრა მკვდარჟაკმა და
საწოლზე წამოჯდა. - მაგას მე მივხედავ.
- რას?
- ნუ ღელავთ.
კლემანტინი ოდნავ დამშვიდებული ჩანდა.
- თქვენ გულისხმობთ, რომ შეგიძლიათ, მათი უსაფ-
რთხოებისთვის რამე ქნათ?
- დიახ, - მიუგო მკვდარჟაკმა.
ისევ იგივე ბუნდოვანი აზრები… თუმცა ამჯერად ეს ბუნდოვანი
აზრები გარკვეულ მოქმედებას უკარნახებდა.
- მიბრძანდით თქვენს ოთახში, - გაუმეორა ქალს. - უნდა ჩა-
ვიცვა. როგორც კი მოვწესრიგდები, მაშინვე გნახავთ. უკვე ად-
გნენ პატარები?
- ბაღში არიან, - უპასუხა კლემანტინმა.
გავიდა და კარი გაიხურა.

209 მკითხველთა ლიგა


XX

ეგრე არა, - უთხრა სიტროენმა. - ეგრე არა.


ბალახზე მუცლით გაწვა და ხელების და ფეხების ძლივს შესამ-
ჩნევი მოძრაობით მიწიდან ოცდაათ სანტიმეტრზე აიწია. მერე
ერთბაშად გაიჭრა წინ და ათი მეტრის მოშორებით ურთულესი
ილეთი - უოსტატურესი მარყუჟი გააკეთა.
- მაღლა ნუ აფრინდები, - გააფრთხილა ნოელმა. - ყვავილ-
ნარს არ ასცდე. დაგვინახავენ.
ჟოელმაც სცადა, მაგრამ ზევით, მარყუჟის წვერთან გაჩერდა
და უკან დაბრუნდა.
- მოდიან… - ჩაიჩურჩულა ხმადაბლა, როგორც კი ძირს დაეშ-
ვა.
- ვინა? - ჰკითხა სიტროენმა.
- ძია მკვდარჟაკი.
- ვითომ კენჭებით ვთამაშობთ, - თადარიგი დაიჭირა ძმამ.
სამივენი ძირს დასხდნენ, ხელში ნიჩბებით. როგორც მოსა-
ლოდნელი იყო, მკვდარჟაკი რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩ-
ნდა.
- გამარჯობა, ძია მკვდარჟაკ, - მიესალმა სიტროენი.
- გამარჯობა, ძია, - გაიმეორა ჟოელმა.
- გამარჯობა, - უთხრა ნოელმაც. - დაგვიჯექი გვერდით.
- თქვენთან სალაპარაკოდ მოვედი, - თქვა მკვდარჟაკმა და
დაჯდა.
- რას მოგიყვეთ, რა გიამბოთ? - ჰკითხა სიტროენმა.
- რა ვიცი, იმ მთისაც და ამ ბარისაც, - შესძახა მკვდარჟაკმა. -
მაგალითად, რას შვრებოდით ახლა?
- კენჭებს ვეძებთ, - უთხრა სიტროენმა.
- გასართობი უნდა იყოს, - ჩაურთო მკვდარჟაკმა.
210 მკითხველთა ლიგა
- ძალიან გასართობია, - უპასუხა ნოელმა. - ყოველდღე ვთა-
მაშობთ ამას.
- ძალიან ლამაზები ვნახე გუშინ სოფლის გზაზე, - უთხრა
მკვდარჟაკმა, - თუმცა, ცხადია, ყველას ვერ მოგიტანდით აქ.
- არა უშავს, არა უშავს, - დაამშვიდა ჟოელმა, - აქაურობა სავ-
სეა ეგეთებით.
- მართალია, - აღიარა მკვდარჟაკმა.
ცოტა ხანს ყველა გაჩუმდა.
- ათასი სხვა რამეცაა გზაზე, - უმნიშვნელოდ ჩაილაპარაკა
მკვდარჟაკმა.
- ჰო, - დაეთანხმა სიტროენი, - ყველგან ბლომად არის ყველა-
ფერი, მართალია. გისოსებიდან ხომ ვხედავთ. მთელი გზა ჩანს
მოსახვევამდე.
- ჰო, მაგრამ მოსახვევის იქით… - დაიწყო მკვდარჟაკმა.
- მოსახვევის იქითაც იგივე უნდა იყოს, - გააწყვეტინა სიტრო-
ენმა.
- სოფელია ოდნავ მოშორებით, - უთხრა მკვდარჟაკმა.
- და ჟანისნაირი ბიჭები, - მიუგო სიტროენმა.
- დიახ.
სიტროენს სახეზე ზიზღი ეხატა.
- ეგ ხელებზე იფურთხებს, - შენიშნა მან.
- მუშაობს, - აუხსნა მკვდარჟაკმა.
- ყველა, ვინც მუშაობს, ხელებზე იფურთხებს?
- აბა რა, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - თორემ ხელის გულებზე ბან-
ჯგვლები ამოუვათ.
- და გართობით როგორ ერთობიან ეგ სოფლის ბიჭები? -
ჰკითხა ჟოელმა.
- ერთად თამაშობენ, როცა თამაშის დროა. მაგრამ უფრო მე-
ტად შრომობენ, თორემ სცემენ.

211 მკითხველთა ლიგა


- ჩვენ კიდევ მთელ დროს ერთად თამაშში ვატარებთ, - თქვა
სიტროენმა.
- წირვა არის ხოლმე, - დაუმატა მკვდარჟაკმა.
- წირვა რა არის? - ჰკითხა ნოელმა.
- რა და, ჯერ ბევრი ხალხია ერთ დიდ დარბაზში, მერე არის
მღვდელი, რომელსაც ლამაზი მოქარგული ტანსაცმელი აცვია,
ჰოდა ხალხს ელაპარაკება, ხალხი კიდევ სიფათში რიყის ქვებს
ესვრის.
- რა უსიამოვნო სიტყვებს ამბობ, - შენიშნა ჟოელმა.
- სულ ეგ არის? - ჰკითხა სიტროენმა.
- გააჩნია, - აუხსნა მკვდარჟაკმა. - გუშინ ნაშუადღევს, მაგალი-
თად, მღვდელმა ლამაზი სანახაობა მოაწყო. მნათეს შეებრძოლა
სცენაზე, კრივის ხელთათმანებით. მუშტები უჯლაგუნეს და
ცხვირ-პირი ამოუნაყეს ერთიმეორეს. ბოლოს მთელი დარბაზი
ერთმანეთს დაერია.
- შენც?
- რა თქმა უნდა.
- სცენა რა არის? - ჰკითხა ჟოელმა.
- რაღაცნაირი იატაკია, ოდნავ შემაღლებული, ყველამ რომ
დაინახოს, ზედ რა ხდება. ხალხი სკამებზე ზის გარშემო.
სიტროენი ჩაფიქრდა.
- ცემა-ტყეპის გარდა სხვა რამესაც აკეთებენ სოფელში? -
ჰკითხა საკმაოდ დაინტერესებული სახით.
მკვდარჟაკს თავდაჯერებულობა აკლდა.
- თქვენ წარმოიდგინეთ და თითქმის არც არაფერს, - თქვა ბო-
ლოს.
- ჰოდა, მე მგონი, ბევრად უკეთ ვართ აქ, ბაღში, - თქვა სიტ-
როენმა.
მკვდარჟაკი აღარ შეყოყმანებულა.

212 მკითხველთა ლიგა


- მოკლედ, გარეთ გასვლის სურვილი არ გაწუხებთ, ხომ? -
იკითხა მან.
- საერთოდ არა, - მიუგო სიტროენმა. - უკვე გარეთაც კი ვართ.
თან არც ერთმანეთს ვურტყამთ. ჩვენ აქ სულ სხვა საქმე გვაქვს.
- მაინც რა? - ჩაეძია მკვდარჟაკი.
- რა და…
სიტროენმა ძმებს გადახედა.
- კენჭებს ვაგროვებთ, - დააყოლა ბოლოს.
მიწის ჩიჩქნა განაგრძეს, რითაც მკვდარჟაკს ნათლად მიანიშ-
ნეს, რომ მისი იქ ყოფნა უკვე მეტად მომაბეზრებელი და ხელის
შემშლელი გამხდარიყო. მკვდარჟაკი წამოდგა.
- გული არ გწყდებათ, ხეები რომ აღარ არის? - იკითხა წას-
ვლის წინ.
- ჰო, ლამაზი იყო, - მიუგო სიტროენმა. - მაგრამ არა უშავს, ახ-
ლები ამოვა.
- სადღა იცოცებთ?
სიტროენს ხმა არ ამოუღია. ნოელმა მის მაგივრად გასცა პა-
სუხი.
- ხეზე ცოცვის ასაკიდან უკვე გამოვედით, - თქვა მან.
თავგზაარეული მკვდარჟაკი უკან მოუხედავად გაშორდა
იქაურობას. უკან რომ მიეხედა, სამ პატარა სილუეტს დაინახავ-
და, რომლებიც შურდულივით აიჭრნენ ცაში და, გემრიელად რომ
ეცინათ, პაწაწინა ღრუბელს მოეფარნენ. მართლა რა უაზრო შე-
კითხვების დასმა იციან ამ უფროსებმა…

213 მკითხველთა ლიგა


XXI

28 ოქტემბერი
ზურგში მოხრილი, წვერჩამოწვრილებული და ძირს დაშტერე-
ბული მკვდარჟაკი სწრაფი ნაბიჯით ბრუნდებოდა შინ. მის სხე-
ულს ანგარიშგასაწევი ხარისხის გაუმჭვირვალობა შეეძინა და,
შესაბამისად, უაღრესად ხორციელი შეგრძნებები დაუფლებოდა.
სეანსები წინ მიიწევდა, სულ უფრო და უფრო მრავლდებოდა და
მალე უთუოდ აღარავინ დარჩებოდა გასაფსიქოანალიზებელი.
მკვდარჟაკი წუხდა და, ნეტა როგორ დამთავრდება ეს ყველაფე-
რიო, თავს იმტვრევდა. რაც უნდა ექნა, რაც უნდა ეთქვა, სულ ყვე-
ლაფერი რომ გამოეწურა შარავანდისთვის, მისგან უკვე ვერანა-
ირ გონებრივ სარგებელს ვეღარ ნახავდა. ცოცხლად მხოლოდ
თავის მოგონებებს და საკუთარ განცდილს აღიქვამდა. ამ ყველა-
ფერში შარავანდის მოგონებებისა და განცდილის ჩართვას ვე-
რაფრის დიდებით ვერ ახერხებდა… სრულად, თორემ ნაწილობ-
რივ - კი.
- კმარა, კმარა, - ჩაილაპარაკა თავისთვის, - ბუნება ხასხასა
მწვანე და მშვენიერია, მიუხედავად იმისა, რომ წელი იწურება.
ოქტემბერი ზღვით გაჟღენთილ დროებს მირჩევნია, ოქტემბრის
თვე სურნელოვანი და მწიფეა თავისი შავი და გამაგრებული
ფოთლებით, წითელეკლებიანი მაყვლებით, ღრუბლებით, სწრა-
ფად რომ მოძრაობენ და ცის კიდესთან ზანტად რომ იზმორებიან,
ძველი თაფლის ფერის ჩალით და რა ვიცი, კიდევ რით… რა ლა-
მაზია, რა რბილი, ყავისფერი და თბილია მიწა… თუმცა რა სიგი-
ჟეა ამაზე წუხილი, ძალიან მალე დაიწევს და დაიტკეპნება ეს ყვე-
ლაფერი. უჰ, რამსიგრძეა ეს გზა!
ყურებში თოლოლიების ფრენის ხმა ჩაესმა და, რომ დაენახა,
თვალები ზევით აღაპყრო. უთუოდ სამხრეთისკენ მიფრინავდნენ.
214 მკითხველთა ლიგა
უცნაურია მათი ეს ჩვევა მრავალხმიანი სიმღერისა: წინ, ჯგუფის
თავში, ბანს იძლეოდნენ, შუაში ძირითად ტონს, სხვები დომინან-
ტსა და ქვედა ტონს ინაწილებდნენ, ზოგ-ზოგიერთები კი ისე კად-
ნიერდებოდნენ, რომ გამამდიდრებელ--
გამამრავალფეროვნებელი, ალაგ-ალაგ კი ძლივს გასაგონი ნო-
ტების აღებასაც კი არ ერიდებოდნენ. მართალია, არათანაბარი
ინტერვალებით, მაგრამ ყველანი ერთსა და იმავე წამს იწყებ-
დნენ და ჩერდებოდნენ.
- თოლოლიების ჩვეულებაა, - გაიფიქრა მკვდარჟაკმა. - აბა
ვინ შეისწავლის ამათ? ან ვინ აუვა ამათ აღწერას? ამისთვის ცარ-
ცის ქაღალდზე დაბეჭდილი და ჩვენი რომელიმე უბადლო ანიმა-
ლისტის ნაყოფიერი საჭრისისგან შობილი ფერადი ოფორტის
ილუსტრაციებიანი სქელი წიგნი გახდება საჭირო. თოლო-
ლიებო, თოლოლიებო, როგორ არ ვუღრმავდებით თქვენს
ჩვეულებებს, თქვენს ზნეს?! ვაგლახ, ვის დაუჭერია როდისმე
თუნდაც ერთი თოლოლია, ჭვარტლისფერი, მკერდწითელა,
მთვარისთვალა, პატარა წრუწუნასავით ნაზად მოჟღურტულე?
თოლოლიებო, თქვენ უფაფუკეს ბუმბულზე თითის უმსუბუქესი
დადებისგანაც კი იხოცებით და იხოცებით სულ უმნიშვნელო მი-
ზეზების გამოც, მაგალითად, როდესაც დიდხანს შემოგცქერიან,
როდესაც თქვენს დანახვაზე იცინიან, როდესაც ზურგს გაქცევენ,
როდესაც ქუდს იხდიან, როდესაც ერთი სული გაქვთ, როდის მო-
საღამოვდება ან როდესაც დროზე ადრე დაღამდება. თოლო-
ლიებო, ნაზებო და სათუთებო, თქვენში გულს მთელი შიგ-
ნეულობის ადგილი უკავია და იქაც გული გაქვთ, სადაც სხვა ცხო-
ველებს რაღაც ნაირ-ნაირი ბანალური ორგანოები ულაგიათ.
- იქნებ სხვები ჩემსავით ვერ ხედავენ თოლოლიებს? - განაგ-
რძო ფიქრი მკვდარჟაკმა. - ან ეგებ მე ვერ ვხედავ მათ ისე, რო-
გორც აღვწერ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნაღდია,
რომც ვერ ხედავდე თოლოლიებს, ისე უნდა მოაჩვენო ყველას,
215 მკითხველთა ლიგა
ვითომ ხედავ. მოკლედ, ისეთი ხილულები არიან თოლოლიები,
რომ სასაცილოა, ვერ დაინახო კაცმა.
- სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვარჩევ გზას, ესეც ნაღდია.
რადგან ძალიან კარგად ვიცნობ. და მაინც, ამბობენ, განსაკუთ-
რებით ლამაზად გვეჩვენება ის, რაც ჩვენთვის ახლობელი და
ნაცნობიაო. მე ასე არა ვარ, როგორც ჩანს. ან შეიძლება იმიტომ,
რომ ეს ახლობლობა და ნაცნობობა მანიჭებს თავისუფლებას,
მის ნაცვლად სხვა რამ დავინახო. თოლოლიები დავინახო. ასე
და ამგვარად, ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ გვეჩვენება ლამაზად ის,
რის მიმართაც ჩვენ საკმაოდ გულგრილნი ვართ და ეს გვაძლევს
საშუალებას, დავინახოთ სხვა რამ მის ადგილას. შეიძლება შევ-
ცდი, მრავლობითი რიცხვის პირველი პირი რომ ვიხმარე. გადა-
ვაკეთოთ მხოლობით რიცხვში: მე მეჩვენება… (და იხ. ზევით).
- ჰა, ჰა, ჰა! - ჩაიცინა მკვდარჟაკმა. - ეჰა, ანაზდად უწინდებუ-
რად ღრმა და დახვეწილი შევიქენ. ვინ იფიქრებდა, ჰა? არა, ვინ
იფიქრებდა?! არადა ეს უკანასკნელი განსაზღვრება უთუოდ ჩემს
ზღვარგადასულ კეთილგონიერებას მოწმობს. კეთილგონიერე-
ბაზე პოეტური კი არარა ჰგიებს ამა ქუეყანასა ზედა.
თოლოლიები აქეთ-იქით დაქროდნენ, ყველაზე მოულოდნელ
მომენტებში უხვევდნენ და ცაში ნარნარ გამოსახულებებს ხაზავ-
დნენ, რომელთა შორისაც, კაცი თუ ბეჯითად მიაშტერდებოდა,
თვალის ბადურაზე აღებეჭდებოდა და ამიტომაც იოლად გაარ-
ჩევდა დეკარტის სამყურას და კიდევ ბევრ სხვა მრუდწიროვან სა-
თამაშოს, მათ შორის ნაზ მრუდს, რომელსაც მეორენაირად კარ-
დიოიდს უწოდებენ.
მკვდარჟაკი ისევ მათ აჰყურებდა. სულ უფრო და უფრო მაღ-
ლა დაფრინავდნენ, ფართო სპირალებით ადიოდნენ ზევით,
იქამდე, რომ მათ ნავარდს უკვე კონტურის სიმკვეთრე ეკარგებო-
და. ცოტა არ იყოს ახირებულ რიგზე გამწკრივებულ და კოლექ-
ტიური ცხოვრებისგან აღტყინებულ უბრალო შავ წერტილებად
216 მკითხველთა ლიგა
ქცეულიყვნენ. როცა კი მზეს ჩაუქროლებდნენ წინ, დაბრმავებუ-
ლი მკვდარჟაკი თვალებს ახამხამებდა.
უეცრად ზღვის მხარეს ოდნავ უფრო მსხვილი სამი ჩიტი შეამ-
ჩნია, რომლებიც ისე სწრაფად მოფრინავდნენ, რომ მათი ჯიშიც
კი ვერ გაარჩია. ხელი მოიჩრდილა და შეეცადა, დაეზუსტებინა
პირველი შთაბეჭდილება. მაგრამ სამი მფრინავი ცხოველი უკვე
თვალს მიჰფარებოდა. მალე ისევ გამოჩნდნენ შორეულ კლდეებ-
თან, ულმობელი მრუდი მოხაზეს და კვლავინდებურად შიშის
მომგვრელი სისწრაფით ერთიმეორის მიყოლებით აიჭრნენ ცა-
ში. ფრთებს, ალბათ, ისე ჩქარა იქნევდნენ, რომ მკვდარჟაკმა ვე-
რა და ვერ განსაზღვრა მათი ჯიში - ეს იყო სამი თითქმის ერ-
თნაირი, წაგრძელებული და თითისტარისებრი სილუეტი.
სამი ჩიტი თოლოლიების გუნდისკენ მიქროდა. მკვდარჟაკი
გაჩერდა და გახედა. გულისცემა ოდნავ აუჩქარდა - დაეუფლა
ემოცია, რომელსაც ვერაფრით ვერ ხსნიდა. შეიძლება ახალმო-
სულთა მოქნილობის ან დახვეწილობისგან იყო ეს, შეიძლება ში-
შისგან, რომ ისინი თოლოლიებს დაესხმებოდნენ თავს, ანდა სუ-
ლაც იმ საოცარი შეთანხმებულობის შეგრძნებისგან, რომელიც
უნაკლოდ სინქრონული მოძრაობებისგან იბადება.
მახვილი კუთხით მიიწევდნენ ზევით-ზევით, თითქოს რაღაც
წარმოსახვით აღმართს მიუყვებიანო. მათი სიჩქარის შემხედვა-
რეს კი სუნთქვა შეეკვრებოდა კაცს. მერცხლები ამათ ვერ დაეწე-
ვიანო, გუნებაში გაივლო მკვდარჟაკმა. თანაც საკმაოდ დიდი
ფრინველები იყვნენ. იმ მანძილის არცოდნა, რომელზეც თავდა-
პირველად შეამჩნია მკვდარჟაკმა ისინი, მათი ზომის თუნდაც მი-
ახლოებით განსაზღვრის საშუალებასაც არ აძლევდა, მაგრამ ცა-
ზე ისინი ბევრად უფრო მკაფიოდ იკვეთებოდნენ, ვიდრე თოლო-
ლიები, რომლებიც ახლა, ხილვადობის საზღვართან მიკარგუ-
ლები, ისე მოჩანდნენ, თითქოს რუხი ხავერდის ბალიშში ჩარჭო-
ბილი ქინძისთავები არიანო.
217 მკითხველთა ლიგა
218 მკითხველთა ლიგა
XXII

28 ოქტემბერი
დღე მოკლდება, - ფიქრობდა კლემანტინი. - დღე მოკლდება
და ნელ-ნელა იწყება ლაპარაკი ზამთარსა და გაზაფხულზე. საფ-
რთხეთა უსასრულობა იჩენს ხოლმე თავს წელიწადის ამ დროს,
ახალ საფრთხეთა უსასრულობა, რომელსაც შიშის კანკალით სა-
ნახევროდ თუ მოვკრავთ ხოლმე თვალს ზაფხულშივე, მაგრამ
რომლის დეტალებიც მხოლოდ სეზონის დადგომისას ზუსტდება,
როცა დღე შემოკლდება, როცა ფოთოლი დაცვივდება, როცა მი-
წას ცხელი და სველი ძაღლის სუნი აუვა. ნოერვალი ცივი და ჟინ-
ჟლიანი თვეა. წამოსულ წვიმას ბევრგან ბევრი ზარალის გამოწ-
ვევა შეუძლია, შეუძლია ნიადაგი გადარეცხოს, ღარტაფები დატ-
ბოროს, ყვავ-ყორნებს ჭკუა დაუხშოს. შეიძლება უცბად მოყინოს
და სიტროენს ორივე ფილტვის ანთება დაემართოს… და აი, აუტ-
ყდა ხველება და ნახველს სისხლი მოჰყვება, სასთუმალთან
მჯდომი შეწუხებული დედამისი მის გამხდარ და გასაცოდავებულ
სახესთან იხრება… ძალიან მძიმე სანახავია… სხვები, უმეთვალ-
ყურეოდ დარჩენილები, სარგებლობენ და უჩექმებოდ გადიან გა-
რეთ, ისინიც ცივდებიან და ერთიმეორისგან განსხვავებული
დაავადება ემართებათ. შეუძლებელია სამივეს ერთდროულად
მკურნალობა და მოგვიწევს ფეხების გადაყვლეფა ოთახიდან
ოთახში სირბილით, მაგრამ კოჟიჟებითაც კი, კოჟიჟებით, საიდა-
ნაც თქრიალით ისხმება სისხლი ცივ ფილებზე, ერთი საწოლიდან
მეორეს ვაწყდებით წამლებიანი ლანგრით. სამი სხვადასხვა
ოთახის მიკრობები უეცრად ჰაერში აფრინდებიან, ერთმანეთს
შეერწყმებიან და ეს სამმაგი ნაზავი ერთ ამაზრზენ, შეუიარაღებე-
ლი თვალისთვის ხილულ ჰიბრიდს, ურჩხულივით კრობს წარმო-
შობს, რომელსაც უცნაური თვისება აქვს, რბილი და საშინელი
219 მკითხველთა ლიგა
კვანძები ფომფლე ჯაჭვებად გაუჩინოს მწოლიარე ბავშვებს სახ-
სრებში. და აი, სკდება ამობურცულ-ამოწელილი კვანძები და
მიკრობები ნიაღვარივით ამოსკდებიან ჭრილობებიდან… დიახ,
დიახ, აი, რის მოტანა შეუძლია წვიმას, ოქტემბრის მონაცრის-
ფრო წვიმას, რასაც ნოერვლის სუსხიანი ქარი ერთვის თან. ჰო!
ქარი კი ვეღარ ჩამოგლეჯს მძიმე ტოტებს ხეებიდან და უდანა-
შაულო ბავშვებს ვეღარ ესვრის თავში, მაგრამ ქარი თუ შურს
იძიებს და ზღვას სილაქებს გააწნავს თავისი მხეცური ქროლვით,
შხეფები გალუმპულ კბოდემდე ამოაღწევს. ერთ-ერთ შხეფს რო-
მელიმე პატარა ცხოველიც ამოჰყვება, მაგალითად პაწაწინა ნი-
ჟარა. ჟოელი კი ამ დროს ტალღებს გაჰყურებს და (არა, არაფე-
რი, სულ ოდნავ შეეხება) ნიჟარა თვალში უვარდება. ჰოდა,
ჩაუვარდება თუ არა, მაშინვე ამოუვარდება კიდეც, სახელოს
თვალში ამოისვამს და ძლივს შესამჩნევი ნაკაწრის მეტი არც
არაფერი ეტყობა. დღეები გადის, იარა კი დღითი დღე პირს
აღებს. ჟოელის თვალი… ღმერთო ჩემო, თვალის გუგა კვერცხის
შედედებულ ცილას მიუგავს, აი, მოხუცებულებს რომ აქვთ ხოლ-
მე დიდხანს ცეცხლის ყურების შემდეგ. ფარული დაავადება
მეორე თვალსაც გადაედება და ჟოელს სხივგამოცლილ მზერას
ცისკენ ააპყრობინებს… და ჟოელი ბრმავდება, ღმერთო ჩემო…
შხეფები ისევ და ისევ ამოდიან კბოდეზე, მიწა კი მათი ქაფის ფე-
ნის ქვეშ შაქარივით ჯერ რბილდება, მერე დნება, იშლება და იძი-
რება. ღმერთო ჩემო, სიტროენს და ნოელს გამდნარი მიწა ცივ
ლავასავით ითრევს და ისრუტავს, მათი ბავშვური მსუბუქი
სხეულები ჯერ ცოტა ხანს ტივტივებენ მოშავო ნაკადზე, მერე კი
უცბად ეფლობიან და… ჰოი! პირი მიწით ევსებათ… იყვირეთ, იყ-
ვირეთ, რომ გავიგოთ მაინც, სადა ხართ, რომ მოვიდეთ საშვე-
ლად!..
მთელი სახლი შეაზანზარა კლემანტინის ღმუილმა. მაგრამ ძა-
ხილი უპასუხოდ დარჩა. ქალმა კიბის საფეხურები ბრახაბრუხით
220 მკითხველთა ლიგა
ჩაირბინა და ბაღში შევარდა. აქვითინებული და თავგზადაკარგუ-
ლი უძახდა შვილებს. უჟმური ამინდისა და ტალღების შორიდან
მომავალი ხმის მეტი იქ არაფერი დახვედრია. გაგიჟებულმა მი-
ირბინა კბოდემდე. მერე გაიფიქრა, შეიძლება სძინავთო, და სახ-
ლისკენ გამოვარდა, მაგრამ შუა გზაში ერთმა აზრმა შეაკავა, ჭის-
კენ გადაუხვია და მისი მუხის მძიმე თავსახური შეამოწმა. გულა-
მოვარდნილმა ბორძიკ-ბორძიკით განაგრძო გზა, კიბე აიარა და
სარდაფიდან სხვენამდე ყველა ოთახში შეიხედა. მღელვარების-
გან ისე ყვიროდა, რომ ხმაში ნელ-ნელა ხრინწი გამოერია. ბო-
ლოს ინტუიციას საბოლოოდ მიენდო და ჭიშკრისკენ გაიქცა. ღია
დახვდა. გზაზე გავარდა. ორმოცდაათიოდე მეტრში სოფლიდან
მომავალ მკვდარჟაკს გადაეყარა. კაცი დინჯად მოაბიჯებდა, მზე-
რააღმართული და ჩიტებისკენ თავდავიწყებით მოცქერალი.
ქალი საყელოში ჩააფრინდა.
- სად არიან? სად არიან-მეთქი?
მკვდარჟაკი ადგილზე შეხტა - ის ხომ ძალიან ოდნავ მოელო-
და ამას…
- ვინ? - ჰკითხა და მთელი ძალით შეეცადა, ყურადღება კლე-
მანტინზე გადაეტანა, თუმცა სინათლისგან გარუჯულ-აცეტებულ
თვალებს ერთ ადგილას ვერ აჩერებდა.
- ვინ და ბავშვები! ჭიშკარი ღია დამხვდა! ვინ გააღო? და ისინი
წავიდნენ…
- არა, არა, არ წასულან, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - ჭიშკარი მე
გავაღე, რომ გამოვდიოდი. ისინი სადმე რომ წასულიყვნენ, და-
ვინახავდი.
- თქვენი ბრალი ყოფილა! - სული შეეხუთა კლემანტინს. - სა-
ცოდავები! თქვენი წყალობით დაიკარგნენ!
- იმათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ეს ჭიშკარი! - აუხსნა მკვდარჟაკ-
მა. - თავად ჰკითხეთ, ერთი ბეწო სურვილი არა აქვთ ბაღიდან
გასვლისა.
221 მკითხველთა ლიგა
- მაგას თქვენ გეუბნებიან! მაგრამ თუ გგონიათ, ჩემი შვილები
იმდენად ჭკვიანები არ არიან, რომ თქვენ გაგაცუცურაკონ, ძალი-
ან ცდებით!.. წამოდით! გავიქცეთ!
- ყველგან ნახეთ? - ჰკითხა მკვდარჟაკმა და სახელოში ჩაავ-
ლო.
ნელ-ნელა უკვე შთაბეჭდილებას ახდენდა ქალის სიტყვები.
- ყველგან! - ამოიქვითინა კლემანტინმა. - ჭაშიც კი.
- ეგ უკვე ვერ არის კარგი საქმე, - ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
უნებლიეთ უკანასკნელად ახედა ცას. სამ შავ ჩიტს შეეწყვიტა
თოლოლიებთან თამაში და უკვე მიწისკენ მოიჩქაროდნენ. ჭეშ-
მარიტებამ ერთი წამით გაუელვა თავში, მაგრამ მეორე წამსვე
თამამად უკუაგდო - ფანტაზია იყო და მეტი არაფერი, რაღაც გი-
ჟური აზრი… არადა სად შეიძლება ყოფილიყვნენ ბავშვები? მაინც
გააყოლა მზერა მათ ფრენას; ფრინველები კბოდის მიღმა
მიეფარნენ თვალს.
- წამოდით, - უთხრა ბოლოს. - დარწმუნებული ვარ, არ
დაუტოვებიათ სახლი.
პირველი გაიქცა. კლემანტინი ქოშინით და ქვითინით მიჰყვა
უკან. თუმცა შეაბიჯა თუ არა ბაღში, მაინც გამონახა დრო ჭიშკრის
ჩასაკეტად. სახლთან რომ მივიდნენ, სიტროენი კიბეზე ჩამო-
დიოდა. კლემანტინი ნადირივით ეცა ბავშვს. ცოტათი აფორიაქე-
ბული მკვდარჟაკი შეუმჩნევლად უყურებდა ქალს. კლემანტინს
ენა ებმოდა, რაღაც აბდაუბდა სიტყვებს ბლუყუნებდა, ჰკოცნიდა
და შეკითხვებს აყრიდა.
- სხვენში ვიყავი ჟოელთან და ნოელთან ერთად, - აუხსნა ბავ-
შვმა, როცა დედამ სიტყვის თქმის აცალა. - ძველ წიგნებს ვათვა-
ლიერებდით.
ნოელი და ჟოელიც ჩამოვიდნენ კიბეზე. ლოყები უღაჟღაჟებ-
დათ და სისხლი უჩქეფდათ - თითქოს თავისუფლების სურნელს
აფრქვევდნენ ირგვლივ. როდესაც ნოელმა საჩქაროდ ჩაიბრუნა
222 მკითხველთა ლიგა
ჯიბეში ოდნავ ამოშვერილი ღრუბლის ნაფლეთი, ჟოელს ძმის ამ
დაუდევრობაზე გაეღიმა.
დედა საღამომდე გვერდიდან არ მოშორებია ბავშვებს, შეჰ-
ფოფინებდა, ცრემლს და ალერსს არ აკლებდა, თითქოს რომე-
ლიმე მოლოხს დასხლტომოდნენ ხელიდან. ცისფერ ლოგინებში
ჩააწვინა, სამივეს სათითაოდ გაუსწორა და ამოუკეცა საბანი და,
ვიდრე არ ჩაეძინათ, ფეხი არ მოუცვლია ოთახიდან. ამის მერე
მესამე სართულზე ავიდა და მკვდარჟაკს კარზე მიუკაკუნა. თხუთ-
მეტი წუთის განმავლობაში ილაპარაკა. მკვდარჟაკი გაგებით უქ-
ნევდა თავს. კლემანტინი რომ გავიდა, ფსიქიატრმა რიჟრაჟზე
ასადგომად მომართა თავისი მაღვიძარა - ხვალ სოფელში ჩავალ
და მუშებს გამოვიძახებო.

223 მკითხველთა ლიგა


XXIII

67 ნოერვალი
მოდი, შეხედე, - უთხრა სიტროენმა ჟოელს.
მან პირველმა მიაქცია ყურადღება ჭიშკრის მხრიდან ამომა-
ვალ ხმაურს.
- რაღაცნაირად გული მეთანაღრება, - უპასუხა ჟოელმა. - დე-
დიკოს არ მოეწონება ეს ამბავი და ისევ ატირდება.
სიტროენმა ძმის შენჯღრევა სცადა.
- არაფერი საშიში აქ არ არის, - უთხრა მან.
- არის, - კრიჭაში ჩაუდგა ჟოელი, - როცა ტირის, სველი სახით
გვკოცნის. ეს კიდევ გულის ამრევია. ცხელია.
- ჩემთვის ეგ სულერთია, - ჩაილაპარაკა ნოელმა.
- ბოლოს და ბოლოს, რას იზამს დედა? - ჰკითხა სიტროენმა.
- არ მინდა, ვაწყენინო, - უპასუხა ჟოელმა.
- არ ეწყინება, - განაგრძო სიტროენმა, - ძალიან ერთობა და
სიამოვნებს, როცა ტირის და გვიხუტებს და გვკოცნის.
ნოელი და სიტროენი ხელიხელგადახვეულები გაუდგნენ
გზას. ჟოელმა თვალი გააყოლა ძმებს. კლემანტინი მკაცრად უკ-
რძალავდა მათ მუშაობის დროს მუშებთან მიახლოებას. ნამდვი-
ლად.
მაგრამ, ჩვეულებრივ, ასეთ დროს დედა სამზარეულოში ფუს-
ფუსებს და ტაფებიდან ამოსული შიშხინისა და ქვაბების ერთმა-
ნეთთან მიჯახების ხმა ხელს უშლის, სხვა რამესაც მიუგდოს ყუ-
რი; თანაც არც იმას უშავს რამე, რომ ადგე, წახვიდე და მუშები
ნახო, თუკი არ დაელაპარაკები, რასაკვირველია. ნეტა რას საქ-
მიანობენ ახლა ნოელი და სიტროენი?
სულ ხომ არ ვიფრენო, გაიფიქრა ჟოელმა და სირბილიც სცა-
და, დანარჩენებს რომ დასწეოდა. ისე სწრაფად გაიქცა, რომ მო-
224 მკითხველთა ლიგა
სახვევში ხრეშზე მოცურდა და კინაღამ წაიქცა. წონასწორობა
აღიდგინა და გზა ისევ სირბილით განაგრძო. თან თავისთვის
იცინოდა - აჰა, უკვე სიარულიც დამვიწყებიაო.
გაშეშებული სიტროენი და ნოელი ფეხს ვეღარ იცვლიდნენ.
იქ, სადაც დაახლოებით ერთ მეტრში ბაღის კედელი და ოქროს
დიდი ჭიშკარი უნდა ყოფილიყო, გაკვირვებულები იდგნენ და სი-
ცარიელეს შეჰყურებდნენ.
- რა იქნა? - იკითხა ნოელმა. - რა იქნა კედელი?
- არ ვიცი, - უპასუხა სიტროენმა.
არაფერი. სრული სიცარიელე. მათ წინაშე სამართებლით ჩა-
მოთლილივით სუფთა, უეცარი და სრული სიცარიელე აღმართუ-
ლიყო. ზეცა უფრო მაღალი ჩანდა. ჟოელს ცნობისწადილი
მოერია და ნოელს მიუახლოვდა.
- რა მოხდა? - ჰკითხა მას. - მუშებმა ძველი კედელი წაიღეს?
- როგორც ჩანს, - მიუგო ნოელმა.
- და არაფერი აღარ დარჩა, - განაგრძო ჟოელმა.
- რა არის ეს? - იკითხა სიტროენმა. - ბოლოს და ბოლოს, რა
ქნეს მუშებმა? ამას ფერი არა აქვს. არც თეთრია, არც შავი. ნეტა
რისგანაა გაკეთებული?
მიახლოება დააპირა.
- ხელს ნუ ახლებ, - გააფრთხილა ნოელმა. - ნუ შეეხები, სიტ-
როენ.
სიტროენი ყოყმანობდა და ხელიც გაიშვირა წინ, მაგრამ გა-
ჩერდა, ვიდრე სიცარიელეს შეეხებოდა.
- მეშინია, - ჩაილაპარაკა მან.
- აღარც ჭიშკრის ადგილას ჩანს რამე, - თქვა ჟოელმა. - ადრე
გზა და მინდვრების პატარა კუთხე ჩანდა, გახსოვს? ახლა სრული
სიცარიელეა.

225 მკითხველთა ლიგა


- ისეა, თითქოს თვალები დახუჭული გვქონდეს, - თქვა სიტრო-
ენმა. - არადა გახელილი გვაქვს თვალები, მაგრამ, ბაღის გარდა,
ვერაფერს ვეღარ ვხედავთ.
- გეგონება, ბაღი ჩვენი თვალებიაო, ეს რაღაც კიდევ - ჩვენი
ქუთუთოები, - თქვა ნოელმა. - არც შავია, არც თეთრი, არც ფერი
აქვს ამ რაღაცას და, საერთოდ, არც არაფერი. არაფრის კედელი-
ა.
- ჰო, - დაეთანხმა სიტროენი, - ნამდვილად ასეა. დედაჩვენმა
არაფრის კედელი ააშენებინა, რომ ჩვენ ბაღიდან გასვლა არ
მოგვინდეს. ასე და ამგვარად, ის, რაც ბაღი არ არის, არც არაფე-
რი არ არის და ვეღარც ჩვენ მოგვინდება იქ წასვლა.
- კი, მაგრამ… - დაიწყო ნოელმა. - სხვა არაფერი აღარ არის?
ცის მეტი არაფერი აღარ დარჩა?
- ჩვენ კი გვეყოფა და… - უპასუხა სიტროენმა.
- არ მეგონა, თუ უკვე დამთავრებული ჰქონდათ მუშაობა, -
თქვა ჟოელმა. - ისმოდა, ჩაქუჩებს როგორ ურტყამდნენ და თან
ლაპარაკობდნენ. მე მეგონა, ვნახავდით, როგორ მუშაობდნენ.
სულ არ მომწონს ეს ამბავი. წავალ, დედიკოს ვნახავ.
- ეგებ ჯერ ბოლომდე არ აუშენებიათ კედელი? - იკითხა ნოელ-
მა.
- წამო, ვნახოთ, - შესთავაზა სიტროენმა.
ნოელმა და სიტროენმა ძმა იქვე დატოვეს, თვითონ კი ბილიკს
გაუყვნენ, რომელიც თავის დროზე კედელს მიუყვებოდა გვერ-
დით და რომელიც ახლა მათი ახალი და ჩაკეტილი სამყაროს საზ-
ღვარს ზოლად გასდევდა. ძალიან სწრაფად მიფრინავდნენ, მი-
წას სულ ოდნავ თუ ეხებოდნენ და დაბალი ტოტების ქვეშ მის-
რიალებდნენ.
კბოდის მხარეს რომ მიაღწიეს, სიტროენი მეყსეულად გაჩერ-
და. მათ წინ იდგა ძველი კედლის მოგრძო ნაწილი თავის ქვე-

226 მკითხველთა ლიგა


ბიანად და მცოცავ მცენარეებიანად, რომლებიც კედელს მწერე-
ბისგან ახმაურებულ მწვანე გვირგვინად ედგა თავს.
- კედელი! - შესძახა სიტროენმა.
- უი! შეხედე! ზედა მხარე აღარა ჩანს, - უთხრა ნოელმა.
ზედა ნაწილი ნელა და შეუმჩნევლად ქრებოდა.
- ზევიდან შლიან, - აუხსნა სიტროენმა. - აი ახლა ბოლო ნა-
წილსაც მოაშორებენ და ვერაფერს ვეღარ დავინახავთ.
- მეორე მხრიდან მოვუვლით, თუ მოგვინდება, - ჩაილაპარაკა
ნოელმა.
- ჰმ! რაღად გვინდა კედლის დანახვა. ჩიტებთან ერთად უკეთ
არ ვერთობით? - ჰკითხა სიტროენმა.
ნოელი გაჩუმდა. ძმას ეთანხმებოდა და აქ სიტყვები სრულიად
ზედმეტი ჩანდა. ამჯერად კედლის ქვედა ნაწილმაც დაკარგა ხი-
ლულობა. ჯგუფის თავკაცის ბრძანებები და ჩაქუჩის ჩაჩქუნის ხმა
გაიგონეს, მერე კი ყურების დამგუბებელი სიჩუმე ჩამოწვა.
ჩქარი ნაბიჯების ხმა გაისმა. სიტროენი შემობრუნდა. კლემან-
ტინი მოდიოდა, უკან კი ჟოელი მოჰყვებოდა.
- სიტროენ, ნოელ, მოდით, ჩემო პატარებო. დედიკომ გემ-
რიელი ნამცხვარი გამოგიცხოთ სამხარზე. აბა, ვინც დაასწრებს
და პირველი ჩამეხუტება, ყველაზე დიდი ნაჭერიც იმას ერგება.
სიტროენს ფეხი არ მოუცვლია ბილიკიდან. ნოელმა თვალი
ჩაუკრა და, ვითომ შეშინებული, კლემანტინის მკლავებისკენ გა-
ქანდა. დედამ გულში ჩაიკრა ბავშვი.
- რა სჭირს ჩემს პაწაწინას? რა მოწყენილია… რა აწუხებს?
- მეშინია, - ჩაიჩურჩულა ნოელმა. - კედელი აღარ დგას.
სიტროენს გულში ეცინებოდა. რა მსახიობი აღმოაჩნდა ძმა.
პირში კანფეტიანმა ჟოელმა დაამშვიდა ნოელი.
- ეგ არაფერი, - უთხრა მან, - აი მე სულ არ მეშინია. ეს ახალი
და უფრო ლამაზი კედელია, არაფერმა რომ არ შეგვაწუხოს ბაღ-
ში.
227 მკითხველთა ლიგა
- ჩემო ძვირფასო! - უთხრა კლემანტინმა და ნოელი მთელი ძა-
ლით მიიხუტა გულზე. - შენ გგონია, დედიკო ისეთ რამეს გააკე-
თებდა, რამაც შეიძლება შეგაშინოს? წამოდით, აბა, კოხტად და
ლამაზად ვისამხროთ!
სიტროენს გაუღიმა. ბავშვმა დაინახა, რომ დედას პირი უკან-
კალებდა და უარის ნიშნად თავი გაიქნია. როცა დედას ტირილი
აუვარდა, ბავშვმა ცნობისმოყვარედ შეხედა. მერე მხრები აიჩეჩა
და მიუახლოვდა. დედამ კრუნჩხვანარევი მოძრაობით მიიზიდა
თავისკენ.
- ცუდო! ბოროტო! - შესძახა ჟოელმა. - ისევ აატირე დედა.
და ერთი კარგი მუჯლუგუნიც წაჰკრა.
- არა, არა, - გამოექომაგა კლემანტინი.
ცრემლებისგან დასველებული ხმა ჰქონდა.
- არ არის ბოროტი. ყველანი კეთილები ხართ და სამივენი ჩე-
მი ფისუნიები ხართ. წამოდით, წამოდით, ნახეთ რა ლამაზი ნამ-
ცხვარი გამოგიცხვეთ. წამოდით!
ჟოელი სირბილით დაიძრა და ნოელი უკან მიჰყვა. კლემან-
ტინმა სიტროენს ხელი ჩაავლო და ასე წაიყვანა. ბიჭი კი გაჰყვა,
მაგრამ მზერა მაინც ცოტათი მკაცრი ჰქონდა; არ უყვარდა, მაჯა-
ში რომ წაუჭერდნენ ხელს, უხერხულად გრძნობდა ხოლმე თავს.
არც ცრემლები უყვარდა. ერთგვარი სიბრალული აიძულებდა,
დედის გვერდით ევლო, თუმცა ეს სიბრალულიც ეჩოთირებოდა,
უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა, როგორც იმ დღეს, როცა
დაუკაკუნებლად შევიდა მოსამსახურე გოგოს ოთახში და დაინა-
ხა, როგორ იდგა გოგო შიშველი და, მუცელთან გაბანჯგვლულს,
როგორ ეჭირა ხელში წითელი პირსახოცი.

228 მკითხველთა ლიგა


XXIV

79 დეკარტი
ხეები აღარ არის, - ფიქრობდა კლემანტინი. - ხეები აღარ
არის, გალავანიც ხარისხიანია. ეს ორი რამეა. ორი სულ უმნიშ-
ვნელო რამ, მართალია, მაგრამ უამრავი შესაძლო შედეგისგან
დამზღვევი. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნაირ-ნაირი
უბედური შემთხვევების ანგარიშგასაწევი რაოდენობა ამიერი-
დან სრულად გამოირიცხა. რა ლამაზები არიან ბავშვები, როგორ
იზრდებიან, მშვენდებიან… ეს ანადუღარი წყალიო, ის სიფრთხი-
ლეს თავი არ სტკივაო… და რატომ იქნებიან ცუდად, რაკი მთელ
სიცუდეს ჩემს თავზე ვიღებ? მაგრამ სიფხიზლის მოდუნება არ
ეგების, სულ ასე უნდა განვაგრძო. და განვაგრძობ კიდეც. რამ-
დენი ხიფათი რჩება კიდევ! სიმაღლისა და სივრცისგან მომდინა-
რე საფრთხეები გაუვნებლებულია, თუმცა მიწისა მაინც რჩება.
მიწისა. ნეშომპალა, მიკრობი, ტალახი, ყველაფერი მიწიდან მო-
დის. მიწის იზოლირებაა საჭირო. კედლები ერთმანეთთან ასეთი-
ვე უსაფრთხო იატაკით უნდა შევაერთებინო. ეს სასწაულმოქმე-
დი და უხილავი კედლებია, რომლებსაც ვერ დაეჯახები, მაგრამ
უზადოდ საზღვრავენ სივრცეს. და მკაფიოდაც საზღვრავენ. მიწა-
ზეც იგივე უნდა ვქნა, ანუ მჭირდება მიწა, რომელიც აღგვის მიწას
პირისაგან მიწისა… და დარჩებათ ზეცა, შეუძლიათ ცაში იყუ-
რონ… ცა კიდევ სულ არ არის მნიშვნელოვანი. რასაკვირველია,
ბევრი უბედურება შეიძლება დაატყდეთ თავს ზემოდან, მაგრამ
სრულიად რომ არ დავაკნინოთ ციდან მომდინარე საფრთხეთა
მნიშვნელოვნება, მაინც შეგვიძლია, ვივარაუდოთ - და არა მგო-
ნია, ცუდი დედა ვიყო ამ პატარა დათმობის თუ სისუსტის გამო -
თანაც სრულიად თეორიულად ვივარაუდოთ, რომ საფრთხეთა
რიგში ცა მაინც ბოლო ადგილზე დგას.
229 მკითხველთა ლიგა
მაგრამ მიწა…
ფილები ხომ არ დავაგო მთელ ბაღში? კერამიკული ფილები.
ეგებ თეთრები? მაგრამ მზის ანარეკლი თვალს რომ მოსჭრით
საბრალოებს? მზე ტყვიისაა, უეცრად გამჭვირვალე ღრუბელი ჩა-
უვლის წინ, საუბედუროდ, ღრუბელს ლინზის ფორმა აქვს - ერ-
თგვარი ლუპაც კია - და სხივების ფოკუსირებული კონა ზედ ბა-
ღის თავზე იყრის თავს; თეთრ ფილებზე სინათლე წარმოუდგენე-
ლი ძალით აირეკლება და ნიაღვარივით მოსკდება ბავშვების
გარშემო; ისინი ზევით სწევენ თავიანთ საბრალო, პაწია ხელებს,
ცდილობენ თვალები დაიცვან; მაგრამ აი, სასტიკი ძალისგან
დაბრმავებულები უკვე უმწეოდ თრთიან და ცახცახებენ; ეცემიან,
ვერაფერს ვეღარ ხედავენ… უფალო, გააწვიმე… შავ ფილებს და-
ვაგებ, უფალო, შავ ფილებს… თუმცა ფილები ძალიან მაგარია და
წონასწორობა რომ დაკარგონ, წვიმის მერე ფეხი რომ აუცურ-
დეთ ან წამოჰკრან რამეს, მაშინვე დაეცემიან… აი, ნოელი უკვე
ძირსაა. საუბედუროდ, არავის არ დაუნახავს მისი წაქცევა; რაღაც
უხილავი მოტეხილობა იმალება მისი ლამაზი და სიფრიფანა
თმის ქვეშ, ძმები კი ჩვეულებრივზე მეტად არ ზოგავენ. ერთ დღე-
საც ბოდვას იწყებს, ყველანი მიზეზს ეძებენ, წაქცევის ამბავი კი
ვიღას ახსოვს?! ექიმმა არ იცის. უეცრად თავის ქალა შუაზე გადა-
ეხსნება - ბზარი გადიდებულა და თავის ზედა მხარე ხუფივით
სძვრება. იქიდან რაღაც ბანჯგვლიანი ურჩხული ამოდის. არა!
არა! ეს არ მოხდება! არ წაიქცე, ნოელ… ფრთხილად! სად არის
ბავშვი?.. სძინავთ - აი აქ, ჩემ გვერდით, სძინავთ. ამათი ფშვინვა
მესმის პატარა საწოლებიდან… ასე ხომ გავაღვიძებ, ფრთხილად,
არ უნდა ვიხმაურო - ფრთხილად-მეთქი! თუმცა ეს არ მოხდებო-
და, იატაკი კაუჩუკის ხალიჩასავით ნაზი და რბილი რომ ყოფილი-
ყო. უთუოდ ეს სჭირდებათ ამათ, კაუჩუკი, აი მთელ ბაღში კაუჩუკი
ხალიჩასავითაა გადაჭიმული… არადა ცეცხლი რომ გაჩნდეს,
კაუჩუკი აალდება, წებოვანი გახდება და ფეხები ზედ დაეკვრება,
230 მკითხველთა ლიგა
ბოლი კი გაგუდავს ბავშვებს… კმარა, აღარ მინდა ასეთი რაღა-
ცეების თქმა, ამაში არაფერი არ არის მართალი… აღარ მინდა,
ტყუილია ეს, შეუძლებელია… ამაოდ ვცდილობ, ამაზე უკეთესი
მოვიგონო რამე; კედელივით, კედელივით უნდა იყოს იატაკი და
მიწა უნდა მოვაშორო აქაურობას… ისინი უნდა მოვიდნენ, კიდევ
ერთხელ ამოვიდნენ და კედლები სიცარიელის უხილავი ხალი-
ჩით შეაერთონ. ბავშვები შინ დარჩებიან მანამ, სანამ მუშები ამას
არ დააგებენ და როცა ყველაფერს მორჩებიან, ხიფათიც აღარ
იარსებებს… თუმცა არა, ცა რჩება, და კარგი ვქენი, ეს რომ გამახ-
სენდა… თუმცა ხომ დავასკვენი სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ უნდა
დავრწმუნდე, რომ მიწას არავითარი ზიანის მოტანა აღარ
შეუძლია-მეთქი…
ადგა. მკვდარჟაკი უარს არ იტყოდა, მუშები იატაკისთვის რომ
დაებარებინა. რა სისულელე იყო, ეს ყველაფერი ერთად რომ არ
გააკეთებინა. მაგრამ ყველაფერზე ერთდროულად ხომ ვერ
იფიქრებს კაცი - უნდა ეძიო, ყოველთვის ეძიო და თავიც დაისა-
ჯო, ყველაფერი ერთბაშად რომ ვერ მოიფიქრე… ყოველთვის
ეცადო, იყო შეუპოვარი და განუწყვეტლივ გაუმჯობესებზე იფიქ-
რო… ამათ სრულყოფილი, სუფთა, სანუკვარი და უსაფრთხო სამ-
ყარო უნდა შევუქმნა, აი ისეთი, როგორიც ბუმბულის ფაფუკ მუ-
თაქაზე დადებული კვერცხის ნაჭუჭის შიგნითაა.

231 მკითხველთა ლიგა


XXV

80 დეკარტი
მუშები რომ დაიქირავა, უკანა გზაზე მკვდარჟაკმა ეკლესიის
წინ ჩაიარა და, რამდენადაც დილაობით ასე თუ ისე ჰქონდა ხოლ-
მე თავისუფალი დრო, გადაწყვიტა, მღვდელს გამოლაპარაკებო-
და, რომლის მსოფლმხედველობაც ფრიად მოსწონდა. ვეებერ-
თელა ელიფსოიდში შევიდა, სადაც გემოვნებიანი ბინდბუნდი გა-
მეფებულიყო. ხანდაზმული დარდიმანდივით მადიანი ნეტარე-
ბით ჩაისუნთქა სარწმუნოებრივი სურნელება და სამკვეთლოს
ოდნავ შეღებულ კარს რომ მიადგა, მიაწვა კიდეც. სამი ჩუმი მი-
კაკუნება წინდაწინ იუწყებოდა მის მისვლას.
- შემობრძანდით, - ნება დართო მღვდელმა.
ნივთებით გაძეძგილი პატარა ოთახის შუაგულში ნიფხვის ამა-
რა იდგა და სახტუნებლით დახტუნავდა. სავარძელში მოკალათე-
ბული მნათე მუჭში მოქცეულ ჭიქა ჭაჭას შეჰხაროდა. კელობა ამ
ცუნდრუკს დახვეწილობას კი უკარგავდა, მაგრამ მღვდელი
ახერხებდა და ამასაც თავის სასარგებლოდ იყენებდა.
- გამარჯობა, - მიესალმა მნათე.
- უღრმესი სალამი, მამაო, - შესძახა მკვდარჟაკმა. - აქეთ მოვ-
ხვდი და გადავწყვიტე, ბარემ მოვინახულებ-მეთქი.
- აკი ასეც მოხდა, - შენიშნა მნათემ. - ერთ ჭიქა წინწანაქარს
ხომ არ მიირთმევთ?
- მორჩით სოფლურად ლაპარაკს-მეთქი, ხომ გაგაფრთხი-
ლეთ, - გაუწყრა მღვდელი. - უფლის სახლს ფუფუნებით--
მაღალფარდოვანობითი მეტყველება შეშვენის.
- თუმცა, როგორც იტყვიან, სამკვეთლო უფლის სახლის ფეხი-
სადგილიაო, მამაო, - არ დაუთმო მნათემ. - სადაც შეიძლება, ცო-
ტა მოდუნდეს და მოისვენოს ადამიანმა.
232 მკითხველთა ლიგა
- ეშმაკის კერძო, - ჩაიფრუტუნა მღვდელმა და განმგმირავი
მზერა სტყორცნა. - ვერ გამიგია, რად არ გიშორებთ თავიდან.
- აღიარეთ, რომ თქვენთვის კარგი რეკლამა ვარ, მამაო, - არ
შეეპუა მნათე. - თქვენი სანახაობების ჟამს კი უბრალოდ სწორუ-
პოვარი გახლავართ.
- ჰო, მართლა, რას გეგმავთ შემდეგისთვის? - ჰკითხა მკვდარ-
ჟაკმა.
მღვდელმა ხუნტრუცი შეწყვიტა, სახტუნებელი გულმოდგინედ
დაახვია და ერთ-ერთ უჯრაში დაუდევრად ჩატენა. ლაპარაკის
დროს მომჩვარებულ გულმკერდს მსუბუქად მონაცრისფრო
ღრუბელ-პირსახოცით იმშრალებდა.
- ეს იქნება რაღაც… ენით აღუწერელი, - განმარტა მან.
ჯერ იღლია მოიფხანა, მერე მაშინვე ჭიპი, თითები ცხვირთან
მიიტანა, თავი დაიქნია და განაგრძო:
- ეს იქნება წარმოდგენა, რომლის ჯერარნახული ბრწყინვა-
ლება სრულად დაჩრდილავს საერო სანახაობებს, სადაც სამოს-
შემოძარცული ქმნილებანი ვითომდა ფუფუნებითი გარემოს
შექმნა-შემუშავებას ემსახურებიან. ამასთან, არ დაგავიწყდეთ,
რომ სპექტაკლის მთავარი ღერძი წარმოაჩენს ერთგვარ ცბიერ
ხერხს, რომლითაც უფალთან მიახლოება გახდება შესაძლებე-
ლი. აი, რის გაკეთებას ვაპირებ. შუა სპექტაკლის დროს, მორთუ-
ლობათა და ჩაცმულობათა გონებამიუწვდომელი წარმოჩენის
ჟამს, მგალობელ ბავშვთა გუნდი მიწასთან ვერცხლის ათასი ბაწ-
რით მიბმულ ოქროს საჰაერო ბუშტს შემოაგორებს ბასტიენის
ზონაში. მე ორთქლის ორგანის ტკბილი ჰანგების ფონზე გონდო-
ლაში მორჭმით შევაბიჯებ და, როგორც კი შესაფერის სიმაღლეს
მივაღწევ, ამ ვირისთავ მნათეს მყისვე ძირს გადმოვუძახებ. და
ღმერთს გაეღიმება ამ დიდი ზეიმისა და თავისი ბრწყინვალე სიტ-
ყვის ძლევამოსილი გამარჯვების შემხედვარეს. - ეი! ეი! - აღ-

233 მკითხველთა ლიგა


შფოთდა მნათე. - მე არ გაგიფრთხილებივართ, მამაო; ეგრე ხომ
კისერს მოვიტეხ…
- ეშმაკის კერძო! - დაიგრგვინა მღვდელმა. - რა უყავი იმ შენს
ღამურის ფრთებს, მამაძაღლო?
- თვეებია, არ მიფრენია, - მიუგო მნათემ, - რამდენჯერაც და-
ვაპირე, დურგალმა იმდენჯერ ტრაკში მარილის ტყვიები დამიში-
ნა და თან სულ ჩიტუნია მიძახა…
- ჰოდა თავშიც ქვა გიხლია, - სიტყვა მიუგდო მღვდელმა, -
მოიტეხ მაგ ჯღან კისერს და ეგ იქნება…
- მერე ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდებით, - ჩაიჯ-
ლოყინა მნათემ.
- უშენობით? ბოლოს და ბოლოს მოგიშორებ თავიდან ერ-
თხელ და სამუდამოდ.
- ჰმ, - ჩაერია მკვდარჟაკი, - ნება მომეცით, ერთი რამ შევნიშ-
ნო. თქვენ ერთის შემადგენელი ორი ნაწილი ხართ და ავსებთ და
აწონასწორებთ ერთურთს. ერთის არსებობა ფასეულს ხდის
მეორისას. უსატანოდ თქვენი სარწმუნოება ცოტა არ იყოს უშინა-
არსო იქნებოდა.
- აჰა! ესეც მე ვარ? - შესძახა მნათემ, - ფრიად მეამა თქვენგან
ამის გაგონება. მომისმინეთ, მამაო, აღიარეთ, რომ მე ჩემი არსე-
ბობით თქვენს არსებობას ვამართლებ.
- განვედ, მაჯლაჯუნავ, - ტუჩები აუბზუა მღვდელმა. - სახედა-
რივით ბინძური ხარ და ყარხარ.
მნათეს უარესებიც გაეგონა.
- ყველაზე ამაზრზენი ის არის თქვენი მხრიდან, რომ მე ყო-
ველთვის საზიზღარი როლები მხვდება, რაზეც არასდროს არ
ვწუწუნებ, თქვენ კიდევ სულ მლანძღავთ და მთათხავთ. ნეტა ხან-
დახან მაინც ვცვლიდეთ ხოლმე როლებს… - ჩაილაპარაკა მნა-
თემ.

234 მკითხველთა ლიგა


- ჰმ! რიყის ქვები რომ მხვდება ხოლმე თავში? რა, მაშინ შენ
არ აქეზებ იმათ, არიქა, დაუშინეთო? - ჰკითხა მღვდელმა.
- ეეჰ, ჩემზე რომ ეკიდოს, უფრო ხშირად მოგხვდებოდათ ქვე-
ბი, - ჩაიბურტყუნა მნათემ.
- მიდი, მიდი! სულ არ მწყინს ეგ შენგან, - დააყოლა ბოლოს
მღვდელმა. - ოღონდ მაშინდელივით არ დაგავიწყდეს შენი მოვა-
ლეობები. ღმერთს ყვავილები სჭირდება, ღმერთს საკმეველი
სჭირდება, მოწიწება და მდიდრული საჩუქრები, ოქრო, გუნდრუ-
კი და სასწაულებრივი სანახაობები, კენტავრისებრ პირმშვე-
ნიერი ყმაწვილები, თვალის მომჭრელი ბრილიანტები, მზეები და
დილის ცისკრები სჭირდება და ამ დროს… აქ ხარ შენ, მახინჯი და
ბოგანო, ვითარცა წყლტუ ვირი, რომელიც დგას სასტუმრო
ოთახში და ურცხვად აკუებს… ეჰ, მოდით, სხვა რამეზე ვილაპა-
რაკოთ, თორემ ცოტაც და უკვე განმარისხებ. გადმოგაგდებ--
მეთქი ზევიდან და განხილვა ამ ამბავს არ ეზემდებარება.
- მე კიდევ არ დავვარდები, - მეტად ხისტად შენიშნა მნათემ.
პირიდან იმხელა ცეცხლი გამოუტევა, რომ ერთ-ერთი ენა
მღვდლის წვივებს მისწვდა და ბალანი შეუტრუსა. ამ უკანას-
კნელმა ცოფიანივით დაძრახა ეს საქციელი.
- ბატონებო, - ჩაერია მკვდარჟაკი, - ძალიან გთხოვთ.
- ჰო, მართლა, - მეტად გაპრანჭულად დაიწყო მღვდელმა, -
რას მივაწეროთ თქვენი სტუმრობა?
- აქეთ მოვხვდი-მეთქი. ჰოდა გადავწყვიტე, ამ შემთხვევით მე-
სარგებლა და თქვენთან შემომევლო, - აუხსნა მკვდარჟაკმა.
მნათე წამოდგა.
- გტოვებთ, მამაო, - უთხრა მან. - გაცლით, ესაუბროთ მავან
ბატონს.
- ნახვამდის, - დაემშვიდობა მკვდარჟაკი.
მღვდელი შეტრუსული ბალნის ჩამოსაბერტყად ხელებს ის-
ვამდა წვივებზე.
235 მკითხველთა ლიგა
- რა ამბებია თქვენს თავს? - ჰკითხა მღვდელმა.
- ყველაფერი რიგზეა, - მიუგო მკვდარჟაკმა. - მუშებს ჩამოვა-
კითხე სოფელში. რაღაც სამუშაოები კიდევ დარჩა სახლში.
- ისევ იმავე მიზეზით? - ჩაეძია მღვდელი.
- ისევ, - უპასუხა მკვდარჟაკმა. - აზრი იმის შესახებ, რომ ბავ-
შვებს შეიძლება რამე დაემართოთ, აგიჟებს.
- მაგრამ იმ აზრისგანაც შეიძლება გაგიჟდეს, რომ ბავშვებს
არაფერი არ შეიძლება დაემართოთ, - შენიშნა მღვდელმა.
- ფრიად სამართლიანი ნათქვამია, - დაეთანხმა მკვდარჟაკი. -
მაგიტომაც ვიფიქრე თავიდან, ცოტას აზვიადებს-მეთქი. მაგრამ
ვაღიარებ, რომ ბავშვების მფარველობის ეს დაუოკებელი ხუშტუ-
რი ახლა უკვე ერთგვარი პატივისცემითაც კი მმსჭვალავს.
- რა დიდებული სიყვარულია! - შესძახა მღვდელმა. - და რა
ბრწყინვალება გამოსჭვივის ამ მფარველობიდან! ხვდებიან მა-
ინც ბავშვები, რა ღვაწლი და ამაგი მიუძღვის დედამაგათს?
მკვდარჟაკს მაშინვე არ გაუცია პასუხი. საკითხის ეს წახნაგი
სრულიად გამორჩენოდა მხედველობიდან. შეყოყმანდა:
- ეს უკვე აღარ ვიცი…
- ეგ ქალი წმინდანია, - თქვა მღვდელმა. - თუმცა წირვაზე კი
არ დადის. აბა მიდით და ახსენით ეს.
- აუხსნელი ამბავია, - კვერი დაუკრა მკვდარჟაკმა. - თუმცა,
კაცმა რომ თქვას, არც არაფერ შუაშია ეგ, დამეთანხმეთ. სწო-
რედ ამაშია მთელი ახსნაც.
- გეთანხმებით, - თავი დაუქნია მღვდელმა, - გეთანხმებით.
დადუმდნენ.
- კეთილი და პატიოსანი, - თქვა ბოლოს მკვდარჟაკმა. - წავალ
ახლა მე.
- კეთილი, კეთილი, - მიუგო მღვდელმა. - წახვალთ ახლა
თქვენ.
- ჰოდა მივდივარ, - ჩაილაპარაკა მკვდარჟაკმა.
236 მკითხველთა ლიგა
გამოემშვიდობა და გზას გაუდგა.

XXVI

12 მარლისი
ცა მოყვითალო უგვანი ღრუბლებით დასერილიყო. ციოდა.
შორს ზღვა სულ უფრო და უფრო უსიამოვნო ტონალობაში მღე-
როდა. ბაღს ქარიშხლისწინა ყრუ შუქი დანათოდა თავს. ბოლო
ცვლილებების მერე მიწა აღარ იყო; მხოლოდ სიცარიელიდან
ამოფეთქილი ყვავილნარებისა და მეჩხრად ამოზრდილი ბუჩქე-
ბის კუნძულები მოჩანდა აქა-იქ, ხეების ჟლეტას რომ გადაურჩნენ
სასწაულებრივად. ხრეშიანი ხეივნებისთვის ხელი არავის ეხლო
და ახლა შუაზე ყოფდა ბაღის უხილავ მიწას.
ღრუბლები ერთმანეთს ეპარებოდნენ; მათი ყოველი შეჯახე-
ბისას რაღაც ყრუ ზუზუნი ისმოდა და ერთდროულად ძოწისფრად
ნათდებოდა ხოლმე ის ადგილი. ცა თითქოს კბოდის თავზე შედე-
დებულიყო. როდესაც ცა ერთიან მძიმე და ჭუჭყიან ხალიჩად იქ-
ცა, სამარისებური სიჩუმეც ჩამოწვა. ამ სიჩუმის მიღმა კი ქარის
ქიქინი მოისმა, ჯერ ძლივს გასაგონი, კარნიზებისა და საკვამურე-
ბის თავზე მოხტუნავე, მერე უფრო ძლიერი, უხეში და ქვების ყვე-
ლა შვერილიდან ხმაწვრილი ზიმზიმის გამდენი… მცენარეებს
დამწუხრებულ თავებს ახრევინებდა და თქეშის პირველ წვეთებს
გზიდან იცილებდა. მერე ცა ერთბაშად მკვდარი ქაშანურივით
დაიბზარა და შხუილით წამოვიდა სეტყვა. ყინულის მწარე-მწარე
მარცვლები სახურავის ფიქალზე სკდებოდა და ირგვლივ მტვრად
ქცეული ბროლის კორიანტელს აყენებდა. სახლი ნელ-ნელა მუქ
ორთქლში ჩაიძირა - სეტყვა სასტიკად დაატყდა თავს ხეივანსაც
და, სადაც კი ცვიოდა, ყველა წერტილში ნაპერწკლებს ყრიდა. გა-
237 მკითხველთა ლიგა
ნუწყვეტელი ჭახაჭუხისგან ზღვამ დუღილს უმატა და მოშავო რძე-
სავით ამოვიდა.
თავდაპირველმა ელდამ რომ გაუარა, კლემანტინი ბავშვების
საძებნელად გაეშურა. საბედნიეროდ, თავიანთ ოთახში დახ-
ვდნენ და მალევე შემოისხა გარშემო დიდ სასტუმრო ოთახში,
პირველ სართულზე. გარეთ სრული უკუნეთი გამეფებულიყო,
ყურყუმა ნისლი კი, რომელიც ფანჯრებს შემოჰკვროდა, ლამპე-
ბის შუქზე არათანაბრად ლიცლიცებდა.
- არადა საკმარისია, გარეთ ყოფილიყვნენ და სეტყვა თავებს
გაუპობდა ბავშვებს, თავისი შავი, კაკლისხელა ალმასებით გაჭ-
ყლეტდა, ამ ალმასების შიგთავსი მხუთავი, მშრალი მტვრით კი
ფილტვებს გაუვსებდა ვერაგი, - ფიქრობდა დედა. - როგორი დაც-
ვა იკმარებდა ნეტა? ვითომ სახურავი? დიდი სახურავი გადავაფა-
რებინო ბაღის თავზე? არა, არა ღირს, ამისთვის სახლია, უფრო
მყარი, ვიდრე ნებისმიერი დამატებითი სახურავი… მაგრამ თვი-
თონ ეს სახლი გაუძლებს კი, ამ სეტყვამ საათების, დღეების ან სუ-
ლაც კვირების მანძილზე რომ არ გადაიღოს? სახურავზე დაგრო-
ვებული მთელი ეს მკვდარი მტვერი განა მთელი სიმძიმით არ და-
აწვება და არ დაანგრევს სახლს? არა, ფოლადისგან უნდა ავაგე-
ბინო ოთახი, მოუწყვლადი, სრულყოფილი თავშესაფარი - გამ-
ძლე სეიფში უნდა გამოვკეტო ბავშვები, როგორც საუნჯეს ინახა-
ვენ ხოლმე ჩვეულებრივ. ამათ უსაზღვრო ძალის, უძლეველი და
უტეხი ზანდუკები სჭირდებათ, ვითარცა ძვალნი დროისა… ხვალ-
ვე, ხვალვე უნდა ავაშენებინო ასეთი თავშესაფარი.
ბავშვებს გადახედა. სულ არ ედარდებოდათ ქარიშხალი, ის-
ხდნენ და მშვიდად თამაშობდნენ.
ნეტა მკვდარჟაკი სად არის? მინდა გავესაუბრო და საუკეთესო
გამოსავალი ვიპოვო.
მოახლე გოგოს გასძახა.
- სადაა მკვდარჟაკი?
238 მკითხველთა ლიგა
- თავის ოთახში, მგონი, - უპასუხა ტაკოთეთრამ.
- შეგიძლიათ მომიძებნოთ?
აქაფებული ზღვის მაღალი ხმა ყურებს აგუბებდა. სეტყვა კი
არა და არ წყდებოდა.
მოახლე გოგოს გასვლიდან რამდენიმე წამში მკვდარჟაკიც
გამოჩნდა.
- ჰო, - დაიწყო კლემანტინმა, - მე მგონი, ვიპოვე საბოლოო გა-
მოსავალი.
და თავისი ნაფიქრალ-ნააზრევის შედეგი გაუზიარა.
- ასე და ამგვარად, უკვე არანაირი საფრთხე აღარ დაემუქრე-
ბათ. ამისთვის კი იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ გთხოვოთ
დახმარება.
- ხვალ სოფელში ვაპირებ ჩასვლას, - მიუგო მკვდარჟაკმა, -
ჰოდა გზად ნალბანდს შევუვლი.
- ერთი სული მაქვს, როდის იქნება მზად, - უთხრა კლემანტინ-
მა. - რამდენად უფრო მშვიდად ვიქნები ამათ გამო… არადა ყო-
ველთვის ვგრძნობდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვიპოვიდი ხერხს
და სრულად დავიფარავდი ამათ ყველა ხიფათისგან.
- შეიძლება მართალი ბრძანდებით, - მიუგო მკვდარჟაკმა. - არ
ვიცი. ყოველწამიერი თავდადების გამოჩენა კი მოგიწევთ.
- თავდადება ვინმესთვის, როცა კაცი დარწმუნებულია, რომ
მას იცავს, დიდი არაფერია, - უპასუხა კლემანტინმა.
- ბევრს კი ვეღარ მოახერხებენ მოძრაობას, - თქვა მკვდარჟაკ-
მა.
- არა ვარ დარწმუნებული, მოძრაობამ ძალიან არგოს ამათ
ჯანმრთელობას, - შენიშნა კლემანტინმა. - ძალიან კნაჭა ბავშვე-
ბი არიან.
ამოიოხრა.

239 მკითხველთა ლიგა


- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მიზანთან სულ ახლოს ვარ, -
დააყოლა ცოტა ხნის შემდეგ. - არაჩვეულებრივია. მათრობს და
მაბრუებს ეს ამბავი.
- რაღაცნაირად დაისვენებთ ცოტას, - შენიშნა ფსიქიატრმა.
- არ ვიცი. ისე მიყვარს ეს ბავშვები, რომ ჩემს დასვენებაზე
აღარც ვფიქრობ.
- თუ თქვენ გყოფნით მოთმინება ასეთი დამოკიდებულების
ასატანად…
- ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უკვე გავუძელი!.. -
გააწყვეტინა კლემანტინმა.

240 მკითხველთა ლიგა


XXVII

14 მარლისი
ღობეების ღრიჭოებიდან ზანტი და უდრტვინველი ცხოველები
ჩანდნენ, რომლებიც მდელოების დაბალ ბალახს ძოვდნენ.
მშრალ და უკაცრიელ გზას წინა დღის სეტყვის კვალი საერთოდ
არ ეტყობოდა. ქარი ბუჩქებს არხევდა, მზე კი ამ ბუჩქების დაწერ-
ტილ ჩრდილებს ათამაშებდა.
მკვდარჟაკი ამ ყველაფერს გაფაციცებულ მზერას ავლებდა,
ყველა იმ პეიზაჟს, რომლის ხილვაც არასდროს აღარ ეღირსებო-
და - ახლოვდებოდა დღე, როდესაც მას ბედისგან ნარგუნები ად-
გილის დაკავება მოუწევდა.
- ნეტა რომ არ მოვხვედრილიყავი შემთხვევით იმ კბოდის ბი-
ლიკზე მაშინ, 28 აგვისტოს… - ფიქრობდა თან. - ახლა კი რაღაც
უცნაური გახდა თვეები და სოფელში დრო უფრო სავსედ, უფრო
სწრაფად და უკვალოდ გარბის.
და ეს დროც შევითვისე. რომელიც, მადლი ქნეს და, მე დამი-
ტოვეს. აბა მეტი რის მოცემა შეეძლოთ?
შარავანდი გუშინ მოკვდა და მის ადგილს მე დავიკავებ. თავი-
დან ცარიელს, დასაწყისშივე ძალიან მძიმე ტვირთი მხვდა წი-
ლად. სირცხვილი კიდევ… აბა ამაზე უფრო გავრცელებული და
მოდებული რაღა არის?
თუმცა ან რას ვიქექებოდი, ან რის ცოდნა მინდოდა? რატომ
ვცდილობ, ამათნაირი უცრურწმენო გავხდე? ნუთუ ყველაფერი
აუცილებლად ასე და მხოლოდ და მხოლოდ ასე უნდა დასრულ-
დეს?
თვალწინ დაუდგა ის დღე, როცა თოლოლიები დანავარდობ-
დნენ ჰაერში, და ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ ხუთი თითივით ნაც-
ნობ გზაზე ჰქონია გადადგმული. ყველა ეს ნაბიჯი ტვირთად ჩა-
241 მკითხველთა ლიგა
მოეკიდა ფეხებზე და უეცრად საშინელი სიმძიმე იგრძნო იმ გზის-
გან, რომელიც უკვე უთვალავჯერ ჰქონდა გავლილ-გატკეპნილი.
ნეტა რატომ ვუნდებით ხოლმე ამდენ ხანს საწყისი წერტილიდან
დაძვრას ან საერთოდ რატომ დავრჩი კბოდისპირა სახლშიო?
მეორე დღეს აპირებდა ამ სახლის დატოვებას და შარავანდის ოქ-
როებში ცხოვრებას.
სახლი. ბაღი. უკან კი კბოდე და ზღვა. ნეტა სად არის ანჟელიო,
ფიქრობდა, ან ნეტა სად წავიდა იმ თავისი მეტეხი მოწყობილო-
ბით, რომელიც შუა წყალში ყანყალებდაო…
ოქროს ჭიშკარი უკან მოიტოვა, კბოდის ბილიკი ჩაიარა და
ქვიშიან ნაპირზე გაივაკა, სადაც საამოსუნიანი და თხელი ქაფის
ფოჩებიანი კენჭებიც ეყარა.
ანჟელის გამგზავრების კვალი თითქმის აღარ დარჩენილიყო.
ნავის ჩაშვების დროს დანთებული კოცონისგან გამურული რამ-
დენიმე ქვაღა ეგდო ირგვლივ, ეს იყო და ეს. უნებლიეთ აიხედა
ზევით და ადგილზე გაშეშდა.
მანძილისა და ხედვის კუთხისგან დაპატარავებული ბავშვები
მთელი ძალით გარბოდნენ კბოდის გასწვრივ. აშკარად ჭკუიდან
შეშლილები, ისე მირბოდნენ, გეგონება, სწორი ადგილიაო…
სულ არ ედარდებოდათ ფეხქვეშ მოგორავე წვრილ-წვრილი კენ-
ჭები და არც უფსკრულის სიახლოვეს აგდებდნენ აინუნში. ერთი
უშნო მოძრაობა და ჩამოცვივდებოდნენ. ერთი არეული ნაბიჯი
და ჩემ ფერხთით დაეხეთქებიან დალეწილები და გასისხლიანე-
ბულებიო.
მებაჟეების ბილიკი, რომელზეც ისინი მიქროდნენ, ოდნავ მო-
შორებით ერთბაშად წყდებოდა დიდი ხრამით. მაგრამ სამთაგან
არც ერთს არ ერტყობოდა რამე ნიშანწყალი იმისა, რომ გაჩერე-
ბას აპირებდა. დაავიწყდათ უთუოდ.
მკვდარჟაკმა კრუნჩხვისგან მუშტები შეკრა. ეყვირა და ამით
ბავშვებისთვის გადმოცვენის საფრთხე შეექმნა? არადა ისინი
242 მკითხველთა ლიგა
ვერ ამჩნევდნენ ღრანტეს, რომელსაც ფსიქიატრი თავისი ადგი-
ლიდან კარგად ხედავდა.
გვიანღა იყო. სიტროენმა ყველას მიასწრო უფსკრულთან.
მკვდარჟაკს მუშტები სულ მთლად გასთეთრებოდა. რაღაც ამო-
იგმინა. ბავშვებმა თავები მისკენ მოაბრუნეს და დაინახეს. მერე
სიცარიელეში გადმოშვებულებმა მახვილი მრუდი მოხაზეს, მის
გვერდით დაეშვნენ და თან ერთი თვის ასაკის მერცხლებივით
აჟივჟივდნენ და აჟღურტულდნენ.
- დაგვინახე, ძია მკვდარჟაკ? - ჰკითხა სიტროენმა. - მაგრამ
არავის არ უთხრა.
- „ვითომფრენაარვიციობანას“ ვთამაშობდით, - აუხსნა ნო-
ელმა.
- იცი, რა გასართობია? - ჰკითხა ჟოელმა. - არ გინდა ჩვენთან
ერთად თამაში?
უცბად ყველაფერს მიხვდა.
- იმ დღეს თქვენ დაფრინავდით ჩიტებთან ერთად, ხომ? -
ჰკითხა მან.
- ჰო, - მიუგო სიტროენმა. - დაგინახეთ, იცი? მაგრამ ვცდი-
ლობდით, რაც შეიძლება სწრაფად გვეფრინა და ამიტომ აღარ
შევჩერდით. თანაც ხომ იცი, არავის არ ვეუბნებით, რომ დავფრი-
ნავთ. ვიცდით, ვიდრე ძალიან-ძალიან კარგად არ ვისწავლით
ფრენას, რომ მერე სიურპრიზი გავუკეთოთ დედიკოს.
დედიკოს სიურპრიზი გავუკეთოთო… და ის რა სიურპიზს გიმ-
ზადებთ? ყველაფერს რომ შეცვლის, ისეთს!
თუ ეს ასეა, მაშინ არ შეიძლება, კლემანტინი ნებაზე მივუშვათ.
უნდა იცოდეს ყველაფერი. გამოკეტოს ეს ბავშვები მაშინ, როცა…
არა, რამე უნდა ვიღონო… უნდა… არა, ვერ შევეგუები… ერთი
დღე მრჩება… ჯერ ხომ არ ვზივარ წითელი ნაკადულის ნავში…
- განაგრძეთ თამაში, ჩემო პატარებო, - უთხრა ბავშვებს. - მე
უნდა ავბრუნდე და დედათქვენი ვნახო.
243 მკითხველთა ლიგა
პატარებმა ჯერ ცოტა ტალღების თავზე გაინავარდეს, მერე და-
ჭერობანასავით რაღაც წაითამაშეს, ბოლოს კი მკვდარჟაკს და-
უბრუნდნენ, ცოტა გააცილეს და ყველაზე მაღალი კლდეების და-
ლაშქვრაშიც შეეშველნენ. რამდენიმე წამში ფსიქიატრი უკვე
თხემზე იდგა. მტკიცე ნაბიჯით გაეშურა სახლისკენ.

244 მკითხველთა ლიგა


XXVIII

მოიცათ, მოიცათ, - გააწყვეტინა კლემანტინმა, - არ მესმის


თქვენი. გუშინ დამეთანხმეთ, კარგი აზრიაო, და ახლა მოდი-
ხართ და მეუბნებით, აბსურდიაო?
- მე ისევ გეთანხმებით, - მიუგო მკვდარჟაკმა. - თქვენი გადაწ-
ყვეტილება მართლაც უზრუნველყოფს ბავშვების ეფექტურ დაც-
ვას. მაგრამ არსებობს ერთი სირთულე, რომლის გათვალისწინე-
ბაც დაგავიწყდათ.
- რომელი? - ჰკითხა ქალმა.
- მართლა სჭირდებათ კი დაცვა?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
- ცხადია. მკლავს და ბოლოს მიღებს წუხილი. მთელი დღე იმა-
ზე ვფიქრობ, ამათ უჩემოდ რა ეშველებოდათ-მეთქი.
- პირობითი კილოს ხმარება მეტწილად საკუთარი უსუსურო-
ბის ანდა პატივმოყვარეობის აღიარებაა, - შენიშნა მკვდარჟაკმა.
- ნუ ჩაიკარგებით ფუჭ წიაღსვლებში. ამ ერთხელ მაინც მოიქე-
ცით ადამიანურად.
- დამიგდეთ ყური, - არ შედრკა მკვდარჟაკი, - სერიოზულად
გთხოვთ, არ ქნათ ეგ.
- კი, მაგრამ რატომ, რა მიზეზით? - ჰკითხა ქალმა. - ამიხსენით!
- ვერ გაიგებთ… - ჩაიჩურჩულა მკვდარჟაკმა.
ვერ გაბედა ბავშვების საიდუმლოს გათქმა. მათთვისაც ხომ
უნდა დაეტოვებინა რაღაც.
- მე მგონი, სხვაზე უკეთ მე განვსჯი, რა სჯობია ამ ბავშვების-
თვის და რა არა.
- არა, - არ დაეთანხმა მკვდარჟაკი. - ისინი თვითონ ბევრად
უკეთ განსჯიან.

245 მკითხველთა ლიგა


- სისულელეა, - მკვახედ მოუჭრა კლემანტინმა. - ამ ბავშვებს
გამუდმებით ემუქრებათ საფრთხე, ისე როგორც ყველა ბავშვს.
- ამათ ისეთი დაცვა აქვთ, როგორიც თქვენ არა გაქვთ, - უთ-
ხრა მკვდარჟაკმა.
- ბოლოს და ბოლოს, თქვენ ისინი ჩემსავით ძლიერად არ გიყ-
ვართ და ვერაფრით ვერ შეიგრძნობთ იმას, რასაც მე ვგრძნობ, -
უპასუხა დედამ.
მკვდარჟაკი ერთხანს ჩუმად იჯდა.
- ბუნებრივია, - დაარღვია ბოლოს დუმილი. - აბა თქვენ-
ნაირად როგორ მეყვარებიან?
- მხოლოდ შვილების დედა გამიგებდა მე, - ჩაილაპარაკა
კლემანტინმა.
- მაგრამ ჩიტები იხოცებიან გალიაში, - თქვა მკვდარჟაკმა.
- ძალიან კარგადაც ცოცხლობენ, - გააწყვეტინა კლემანტინმა.
- ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ამათი შესაფერისად მოვლა--
პატრონობა შეიძლება.
- კეთილი, - თქვა მკვდარჟაკმა, - ვხედავ, ვერაფერს გავაწყობ.
წამოდგა.
- ახლა დაგემშვიდობებით და გეტყვით, ნახვამდის-მეთქი.
თუმცა, ალბათ, ვეღარასდროს გიხილავთ.
- როცა ესენი შეეჩვევიან, ხანდახან მოვახერხებ ხოლმე სო-
ფელში ჩამოვლას, - თქვა ქალმა. - სხვათა შორის, თქვენი ეს
უთანხმოება ჩემთან არ მესმის მით უფრო იმიტომაც, რომ, სი-
მართლე ითქვას და, თქვენ თვითონ უპირებთ საკუთარ თავს ზუს-
ტად ასევე გამოკეტვას.
- მე სხვების გამოკეტვას არ ვაპირებ, - მოუჭრა მკვდარჟაკმა.
- მე და ჩემი შვილები რამ გაგვყო? ისე მიყვარს ისინი… -
ჩაილაპარაკა კლემანტინმა.
- უცნაური მსოფლხედვა გქონიათ, - შენიშნა ფსიქიატრმა.

246 მკითხველთა ლიგა


- მე თქვენსას ვთვლი უცნაურად. ჩემსას კი უცნაურისა არაფე-
რი სცხია. მსოფლიო ეგენი არიან და…
- არა, თქვენ ურევთ, - გააწყვეტინა მკვდარჟაკმა, - თქვენ
გსურთ, რომ თქვენ გახდეთ მათი მსოფლიო და სამყარო. ჰოდა
დამღუპველია ეგ.
წამოდგა და დატოვა ოთახი. კლემანტინმა თვალი გააყოლა.
სულ არა აქვს ბედნიერი გამომეტყველებაო, გაიფიქრა თან. ზედ
ეტყობა, დედის ხელი რომ დააკლდაო.

247 მკითხველთა ლიგა


XXIX

15 მარლისი
ყვითელი მთვარეები, სამნი - თითოსთვის თითო - ფანჯრის
წინ დაეკიდნენ და თამაშობდნენ - ძმებს ემანჭებოდნენ. ძმები, სა-
მივენი, ღამის პერანგის ამარა სიტროენის ლოგინში მოკალათე-
ბულიყვნენ, საიდანაც უკეთ ჩანდა ეს ყველაფერი. მათი მოთვი-
ნიერებული დათუნიები, სამნი, საწოლის ფეხთან რონდოს ცეკ-
ვავდნენ და ასთაკვების ძილისპირულს მღეროდნენ, მაგრამ ძა-
ლიან ჩუმად, კლემანტინს რომ არ გაღვიძებოდა. სიტროენი ნო-
ელსა და ჟოელს შუა იწვა და ჩანდა, რაღაცაზე ფიქრობდა. რაღა-
ცას მალავდა ხელებში.
- სიტყვებს ვეძებ, - აუხსნა ძმებს, - ისეთს, რომელიც იწყება…
გაჩერდა.
- აჰა! ვიპოვე.
ხელები პირთან ისე მიიტანა, რომ ერთი მეორისგან არ
მოუშორებია, და რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა ხმადაბლა. მერე
ფეხებთან, პლედზე დასვა ის, რაც ხელში ეჭირა. პატარა თეთრი
კალია იყო.
დათუნიებმა იმწუთასვე მოირბინეს და კალიის გარშემო ჩა-
მოსხდნენ.
- გაიწიეთ, არაფერი აღარ ჩანს, - უთხრა მათ ჟოელმა.
დათუნიებმა საწოლის ფეხისგან ზურგშექცევით ჩაიწიეს. კა-
ლია მაყურებელს მიესალმა და აკრობატული ილეთების ჩვენება
დაიწყო. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მაგრამ კა-
ლია ძალიან მალე დაიღალა, მაყურებლებს ჰაეროვანი კოცნა
გაუგზავნა, ძალიან მაღლა ახტა და აღარც დაშვებულა ძირს.
სხვათა შორის, არც არავის ედარდებოდა მისი ამბავი. სიტრო-
ენმა თითი ასწია.
248 მკითხველთა ლიგა
- სხვა რამეც მაქვს! - თქვა ჭკუის დამრიგებლურად. - ბეწვიან
რწყილებს რომ დავიჭერთ, თითომ სამჯერ უნდა ვაკბენინოთ.
- და რა მოხდება? - ჩაეძია ნოელი.
- რა და, ისეთი პატარები შეგვეძლება, გავხდეთ, როგორიც
მოგვინდება, - აუხსნა სიტროენმა.
- და კარების ქვეშ გავძვრებით?
- კარების ქვეშ, რასაკვირველია, - დაუდასტურა სიტროენმა. -
რწყილისხელები გავხდებით.
დაინტერესებულმა დათუნიებმა ახლოს მოიწიეს.
- და უკუღმა რომ წარმოვთქვათ იგივე სიტყვები, ისევ გავდიდ-
დებით? - იკითხეს ერთხმად.
- ვერა, - მიუგო სიტროენმა. - სხვათა შორის, ეგრეც მშვენივ-
რად ხართ. ძალიან თუ გინდათ, შემიძლია ისე ვქნა, რომ მაიმუ-
ნის კუდები გამოგეზარდოთ.
- ეგღა მაკლია! - შეიცხადა ჟოელისამ. - გმადლობთ, არა!
ნოელისა შედრკა. მესამე გაირინდა.
- ვიფიქრებ მაგაზე, - დადო ბოლოს პირობა.
ნოელმა დაამთქნარა.
- მეძინება. გადავწვები ჩემს ლოგინში, - თქვა მან.
- მეც, - მხარი აუბა ჟოელმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ორივეს ეძინა. მარტოდ დარჩენილი
მღვიძარე სიტროენი საკუთარ ხელებს დაჰყურებდა და ცალ
თვალს აპაჭუნებდა. როცა რაღაცნაირად აპაჭუნებდა, ორი ზედ-
მეტი თითი გამოსდიოდა. ხვალ ამას ძმებს ვასწავლიო, გაიფიქ-
რა.

249 მკითხველთა ლიგა


XXX

16 მარლისი
ნალბანდის შეგირდი თერთმეტი წლისა იყო. ანდრე ერქვა. კი-
სერი და ცალი მხარი ღვედში ჰქონდა გაყოფილი და მთელი ძა-
ლით ეწეოდა წინ. მის გვერდით ძაღლიც ეწეოდა. უკან ნალბანდი
მოაბიჯებდა თავის მეგობართან ერთად, ოდნავ აწვებოდა, როცა
აღმართი ძალზე დაქანებული შეიქნებოდა და თან კაი გვარიანად
შეუკურთხებდა ხოლმე ანდრეს.
ანდრეს მხარი სტკიოდა, მაგრამ იმის გაფიქრებაზე, რომ კბო-
დისპირა სახლის ეზოში უნდა შესულიყო, გზნებისგან თრთოდა.
თავდაუზოგავად ეწეოდა წინ. ცოტაც და სოფლის განაპირა სახ-
ლებსაც გასცდებოდა.
წითელ ნაკადულზე შარავანდის ძველთაძველი ნავი დას-
რიალებდა. ანდრემ გახედა. ვერ დაინახა ბერიკაცი. მის ნაც-
ვლად შიგ ვიღაც უცნაური კაცი იდგა, მოხუცივით კონკები კი ეც-
ვა, მაგრამ წითური წვერი ჰქონდა. დინებას მინდობილი, გაუნ-
ძრევლად იდგა წელში მოხრილი და პრიალა და მღვრიე წყალს
ჩაჰკირკიტებდა. ნალბანდმა და მისმა მეგობარმა ყვირილით
რამდენიმე მხიარული უწმაწურობა მიაძახეს.
ურიკა ძალიან ძნელი სათრევი იყო, რადგან რკინის ჩარჩოები
ბევრს იწონიდა. ზედ ოთხკუთხედ, სქელ-სქელ, ერთმანეთზე გა-
დაჯვარედინებულ და ქურის ცეცხლისგან გალურჯებულგისოსე-
ბიანი ჩარჩოები ეწყო. მეხუთე და უკანასკნელი მსვლელობა იყო
ეს; წინა ოთხ ჯერზე ხელურემა ჭიშკრის წინ დაცალეს და მასალა
სხვა დამხმარეებმა შეზიდეს ბაღში. ამჯერად ანდრეც შევიდოდა
შიგნით და სახლსა და სოფელს შორის ირბენდა, თუ შემთხვევით
ნალბანდს რამე დასჭირდებოდა.

250 მკითხველთა ლიგა


გზა უთავბოლო რუხი ლენტივით დაგრძელებულიყო და გატ-
კეპნილიყო მოთმინებადაკარგული ბავშვის ფეხქვეშ. ოღრო-
ჩოღრო ორღობის ნარვალებისა და ნაჯაოებისგან ურიკა ბორ-
ბლების ჭრიალითა და სლოკინ-სლოკინით მიჯანჯღარებდა წინ.
მოწყენილი და გაურკვეველი დარი იდგა, უმზეო, თუმცა არც წვი-
მას უჩანდა პირი.
ნალბანდმა მხიარულად დაიწყო სტვენა. ჯიბეებში ხელებჩაწ-
ყობილი დინჯად და აუჩქარებლად მიაბიჯებდა.
ანდრე ხელნებს შორის ძაგძაგებდა. დიდი სიამოვნებით იქნე-
ბოდა ცხენი, უფრო სწრაფად რომ ევლო.
მიდიოდა კიდეც უფრო სწრაფად. ლამის გამალებით უცემდა
გული.
როგორც იქნა, გზის მოსახვევიც გამოჩნდა. მერე სახლის მა-
ღალი კედელიც და ჭიშკარიც.
ხელურემა გაჩერდა. ანდრე მის მოსაბრუნებლად და შესას-
ვლელად მოემზადა, მაგრამ ნალბანდმა უთხრა:
- გაჩერდი მანდ და მოიცადე.
თვალებში ცბიერი ნაპერწკალი უელავდა.
- ჩვენ ორნი შევათრევთ, - დააყოლა ბოლოს. - შენ დაიღლე-
ბოდი, ალბათ.
კაი გვარიანი პანღურიც ამოსცხო, იმიტომ რომ ანდრე ფეხს
ითრევდა და არ ჩქარობდა ღვედებიდან თავის გამოხსნას. ან-
დრეს ტკივილისგან ყვირილი აღმოხდა, კედელს აეკრა და თავი
გადაჯვარედინებულ ხელებში ჩარგო. ნალბანდი როხროხით, გა-
ბანჯგვლული ხმით იცინოდა. იოლად შეაგორა ურიკა ეზოში და
ჭიშკარი მთელი ძალით მოაჯახუნა. ანდრემ გაიგონა, როგორ
მიწყდა თანდათანობით ხრეშზე ბორბლების ხრაშახრუშის ხმა,
მერე კი მხოლოდ ის ესმოდა, როგორ აბიბინებდა ქარი სუროს
კედლის თავზე. დაიფრუტუნა, თვალები მოიფშვნიტა და ჩაჯდა.
დაიცადა.
251 მკითხველთა ლიგა
ნეკნებში ჩაზელილმა ღონიერმა წიხლმა ძილ-ღვიძილი უც-
ბად დაუფრთხო და ფეხზეც თვალის დახამხამებში წამოხტა. მო-
საღამოვებულიყო. ოსტატი თავზე წამოსდგომოდა და დამცინავი
სახით დაჰყურებდა.
- იქ შესვლა გნებავს, არა? - ჰკითხა აგდებულად.
ანდრე ბოლომდე ვერ გამოფხიზლებულიყო და პასუხი არ
გაუცია.
- შედი და დიდი ჩაქუჩი გამომიტანე, ოთახში რომ დავტოვე.
- სად? - ჰკითხა ანდრემ.
- გაინძრევი ბოლოს და ბოლოს, თუ არა? - დაჰყეფა ნალბან-
დმა და ხელი აღმართა.
ანდრე კისრისტეხით გავარდა. მიუხედავად დიდი ბაღის ხილ-
ვის სურვილისა, საკუთარმა ფეხებმა უკან მოუხედავად შეაგდეს
პირდაპირ სახლში. გზად დაცარიელებულ, გაშლილ, დამთრგუნ-
ველ და უმზეო სივრცეს მოჰკრა თვალი. უკვე სადარბაზო შესას-
ვლელს უახლოვდებოდა და შეშინებული გაჩერდა. მერე ოსტა-
ტის გახსენებაზე ისევ წინ გავარდა შურდულივით; ჩაქუჩი უნდა
მიეტანა მისთვის. ავიდა.
სასტუმრო ოთახში ანთებული სინათლე ღია დარაბების გავ-
ლით კიბის საფეხურებზე მოედინებოდა. კარი დაკეტილი არ იყო.
ანდრემ მორცხვად დააკაკუნა.
- მობრძანდით! - გაისმა ნაზი ხმა.
ანდრე შევიდა. შიგნით ძალიან ლამაზ კაბაში გამოწყობილი
მაღალი ქალი დახვდა. ქალმა უღიმილოდ შეხედა. ისე იყურებო-
და, კაცს ცოტა სუნთქვა შეეხუთებოდა.
- ოსტატს ჩაქუჩი დარჩა აქ და იმის წასაღებად მოვედი, - აუხ-
სნა ბიჭმა.
- კარგი, - მიუგო ქალმა. - ოღონდ მალე ქენი, ჩემო პატარავ.
რომ შემობრუნდა, უავეჯო ოთახის სიღრმეში ანდრემ სამი გა-
ლია შენიშნა. ზუსტად იმსიმაღლეები იყო, რომ არც ისე მაღალი
252 მკითხველთა ლიგა
კაცი შიგ თავისუფლად შეეტეოდა. სქელი, კვადრატული გისოსე-
ბი ნაწილობრივ კი ფარავდა, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ შიგნით
რაღაც მოძრაობდა. თითოეულში თითო ფაფუკი საწოლი, თითო
სავარძელი და თითო დაბალი მაგიდა იდგა. ელექტროლამპა
მათ გარედან ანათებდა. ჩაქუჩის მოსაძებნად რომ მიუახლოვდა,
ანდრემ ქერა კულულები დაინახა. დააკვირდა, მაგრამ თან უხერ-
ხულობა იგრძნო, რადგან ქალი თვალს არ აცილებდა. ამასობაში
ძირს დაგდებული ჩაქუჩიც იპოვა. თვალებგადმოკარკლული
დაიხარა ასაღებად. კარგად რომ შეხედა, მიხვდა, რომ დანარჩენ
გალიებშიც ისხდნენ პატარა ბიჭები. ერთ-ერთმა რაღაც ითხოვა
და ქალმა კარი გამოაღო და შევიდა. ძალიან ნაზად უთხრა
ბავშვს რაღაც სიტყვები, რომლებიც ანდრემ ვერ გაარჩია. მისი
თვალები ისევ შეეფეთა გალიიდან გამომავალი ქალის მზერას
და, ნახვამდის, ქალბატონოო, დაემშვიდობა. მერე მძიმე ჩაქუ-
ჩისგან წელში მოკაკული გამოემართა გასასვლელისკენ. კარს
რომ მიუახლოვდა, რაღაც ხმამ შეაჩერა.
- რა გქვია?
- ანდრე, - მიუგო დაუფიქრებლად.
- მე კი მქვია… - გაისმა სხვა ხმა.
მარტო ამას მოჰკრა ყური, რადგან, ამ დროს მართალია, უხე-
შად არა, მაგრამ მაინც მტკიცედ უბიძგეს. ქვის საფეხურები
ჩაიარა. თავში ყველაფერი არეოდა. ოქროს დიდ ჭიშკარს რომ
მიუახლოვდა, უკანასკნელად შეტრიალდა სახლისკენ. ალბათ,
რა საოცარია, ყველა ასე ერთად რომ არის, როცა გყავს ვიღაც,
ვინც ასე დაგიყვავებს პატარა, თბილ და სიყვარულით სავსე გა-
ლიაშიო. სოფლისკენ გაეშურა. სხვები უკვე წასულიყვნენ. მის
ზურგს უკან ჭიშკარს, ეტყობა, ქარმა დაუბერა და დიდი ჯახუნით
დაიხურა. ქარი გისოსებში გადი-გამოდიოდა.

253 მკითხველთა ლიგა

You might also like