Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

მარინა ტარუღიშვილი

I მსოფლიო ომი
(1914 წლის 1 აგვისტოდან 1918 წლის 11 ნოემბრამდე)

მიზნები:

მეომარ სახელმწიფოთა ეს ანექსიონისტური მიზნები, ბუნებრივია,გასაიდუმლოებული იყო.


ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ აწარმოებდნენ თავდაცვით ომს. გერმანიის გეგმას
ეწოდებოდა შლიფენის (გენერალური შტაბის ხელმძღვანელი) გეგმა, რომელიც
ითვალისწინებდა,დაერტყათ საფრანგეთისთვის ბელგიის გავლით.

სამთა კავშირის მიზნები: გერმანია-ჰეგემონობა ევროპაში, ავსტრია-უნგრეთი-სერბეთი და


რუმინეთი, იტალია-ირედენტიზმის პოლიტიკა (იტალიელებით დასახლებული მიწების
მიერთება).

ანტანტის მიზნები: საფრანგეთი-ელზასი და ლოტარინგია, სერბეთი-ბოსნია, რუსეთი-


ტარიტორიის გაფართოება და სრუტეებზე კონტროლი.

ბელგია ნეიტრალიტეტს აცხადებდა. ნეიტრალიტეტი უნდა დაერღვია გერმანიას.ეს უნდა


მომხდარიყო 40 დღეში. მაგრამ შლიფენის გეგმას განხორციელება არ ეწერა.

1
მარინა ტარუღიშვილი

სამთა კავშირი 1882 წ ანტანტა 1904–1907 წწ

• გერმანია • საფრანგეთი
• ავსტრია–უნგრეთი • ბრიტანეთი
• იტალია • რუსეთი
• თურქეთი– 1914 წლიდან • იაპონია 1914 წლიდან
• ბულგარეთი – 1915 წლიდან • იტალია 1915 წლიდან
• აშშ– 1917 წლიდან

ომის საბაბი:

ომის დაწყების საბაბი გახდა სერბი ნაციონალისტი გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-
უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მოკვლა.

1914 წლის 28 ივლისს ავსტრია-უნგრეთმა, გერმანიის წაქეზებით, ომი გამოუცხადა სერბეთს,


ხოლო ვინაიდან სერბეთის დამცველად რუსეთი გამოვიდა, გერმანიამ 1 აგვისტოს ომი მასაც
გამოუცხადა, 3 აგვისტოს კი – საფრანგეთს. 4 აგვისტოს ინგლისმა ომი გამოუცხადა გერმანიას,
ხოლო 23 აგვისტოს ანტანტის მხარეს ომში ჩაება იაპონია. გერმანიის არმიები ბელგიის გავლით
საფრანგეთში შეიჭრნენ და პარიზს მიუახლოვდნენ, მაგრამ ინგლის-საფრანგეთის ჯარებმა
ქალაქი იხსნეს ერთობლივი ძალისხმევით (მარნაზე ბრძოლა 1914).

ორი ფრონტი

დასავლეთის ფრონტი-სადაც გერმანია ებრძოდა ინგლისს, საფრანგეთს, ბელგიას.

აღმოსავლეთის ფრონტი-რუსეთი.

სხვა ფრონტები-ბალკანეთის, ამიერკავკასიის, არაბეთის, დარდანელის და თვით ავსტრია-


უნგრეთის, თამაშობდნენ დამხმარე როლს.

საომარი მოქმედებები დაიწყო 4 აგვისტოს, როცა შლიფენის გეგმით გერმანია შეიჭრა ბელგიასა
და საფრანგეთში, დაამარცხა მათი არმიები. საფრანგეთმა დახმარება სთხოვა რუსეთს,
რომელმაც შეტევა წამოიწყო 17 აგვისტოს. გერმანელები იძულებული გახდნენ აღმოსავლეთის
ფრონტზე გადაესროლათ ძალები და დასავლეთის ფრონტი დაესუსტებინათ. მდინარე
მარნასთან ბრძოლაში გერმანელები დასავლეთის ფრონტზე დამარცხდნენ, სამაგიეროდ,
გაიმარჯვეს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსებთან.

ამიერკავკასიის ფრონტზე თურქები დამარცხდნენ სარიყამიშთან ბრძოლაში, სადაც ქართულმა


ნაწილებმა ისახელეს თავი. რუსებმა მნიშვნელოვნად წაიწიეს წინ.

პოზიციური ომი

1914 წლის ბოლოსათვის თითქმის ყველა ფრონტებზე ბრძოლები ანტანტის გამარჯვებით


დამთავრდა.1914 წლის შედეგი ის იყო,რომ ჩაიშალა შლიფენის ,,ელვისებური ომის“გეგმა.

1914 წლის ბოლოს დასავლეთის ფრონტმა სტაბილური მდგომარეობა მიიღო.თითოეულმა


მხარემ დაიწყო თავისი პოზიციების გამაგრება-ჯარისკაცები ჩაიმალნენ სანგრებში
(ე.წ.სანგრების ომი). სანგრების წინ ფართო ზოლი ეკლიანი მავთულხლართებით იყო
დაფარული. ომმა პოზიციური ხასიათი მიიღო. შეტევითი ოპერაციები შეცვალა
მოწინააღმდეგის პოზიციების საარტილერიო დაბომბვამ.

2
მარინა ტარუღიშვილი
გერმანიამ გადაწყვიტა, გადამწყვეტი დარტყმა წარემართა აღმოსავლეთის ფრონტზე,რუსეთის
წინააღმდეგ, მისი ომიდან გამოთიშვის მიზნით.

1915 წლის ომის მთელი სიმძიმე გერმანელებმა აღმოსავლეთის ფრონტზე გადაიტანეს.

1915 წელს გერმანია აღმოსავლეთის ფრონტზე გადავიდა შეტევაზე. რუსეთმა დაიხია უკან.
გერმანიამ დასავლეთის ფრონტზე განახორციელა იპრის მიდამოებში, სადაც გამოიყენა
ქლორის გაზი-დაიღუპა 5 ათასი ჯარისკაცი, ბევრი დასახიჩრდა. ამით გერმანიამ დაარღვია
ჰააგის კონვენცია,რომელიც კარგავდა მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებას. რადგან ვერ
შეძლო რუსეთის მწყობრიდან გამოყვანა, 1916 წელს გერმანიამ ისევ დასავლეთის ფრონტზე
გადაიტანა მთელი ძალები.

1916 წ თებერვალში გერმანელებმა ვერდენის ციხე-სიმაგრეს შეუტიეს,რომელიც პარიზისკენ


მიმავალ გზას კეტავდა. ვერდენთან ბრძოლები 10 თვე გაგრძელდა. ვერდენის ოპერაცია
გადაიქცა ,,ხორცსაკეპად“, რადგან ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა(ფრანგებმა და
გერმანელებმა).

1916 წ სომაზე ბრძოლების დროს სექტემბერში ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს ტანკები.


სომაზე ბრძოლების დროს ორივე მხრიდან ზარალი დიდი იყო. აქ გამოჩნდა ინგლის
საფრანგეთის ტექნიკური უპირატესობა გერმანიასთან შედარებით.

1917 წ თებერვლიდან გერმანიის წყალქვეშა ნავებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაციები ზღვებზე.


ბრიტანეთმა ხომალდები წყალქვეშა ჭურვებით აღჭურვა. ბრძოლების შემდეგ ბრიტანელები
ჩრდილოეთის ზღვაზე ბატონ–პატრონებად დარჩნენ.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ უკიდურესად დაქვეითდა რუსეთის არმიის


ბრძოლისუნარიანობა,ამ დცროს რუსეთის ხელისუფლებაში გადატრიალებაა–ნიკოლოზ II
ტახტიდან გადაგდა და დროებითი მთავრობა მართავს ქვეყანას. 1917 წლის ოქტომბერში
მომხდარი რევოლუციის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ ბოლშევიკები
ხელისუფლებაში.

1917 წელს ანტანტის მხარეზე აშშ–ს ჩაბმაც განსაზღვრა ამ დაჯგუფების გამარჯვება. ამის
მიზეზი გახდა ციმერმანის დეპეშა(ციმერმანი იყო გერმანიის ელჩი მექსიკაში,რომელსაც
უდეპეშა გერმანიამ,მექსიკა ჩაება აშშ–ს წინააღმდეგ ომში,ეს დეპეშა ხელში ჩაუვარდა
ბრიტანეთს,რომელმაც შეატყობინა აშშ–ს და ყველაფერი გაიშიფრა.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ–ლიტოვსკში დაიდო სეპარატული ზავი გერმანიასა და საბჭოთა


რუსეთს შორის. რუსეთმა იტვირთა ვალდებულება, გამოეყვანა თავისი ჯარები აღმოსავლეთ
ანატოლიიდან და ბათუმიდან. ფაქტობრივად თურქეთს გადაეცა ბათუმის,ყარსის და არტაანის
ოლქები. თურქ ისტორიკოსებს მიაჩნიათ,რომ თურქეთის დელეგაციამ ბრესტ–ლიტოვსკის
კონფერენციაზე დიპლომატიურ წარმატებას მიაღწია.აქ სამხრეთ კავკასიის
დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ ყოფილა.ნომინალურად სამხრეთ კავკასია რუსეთის
შემადგენლობაში რჩებოდა. ბრესტის ზავით, რუსეთი უარს ამბობდა ბათუმის, ყარსისა და
არტაანის ოლქებზე. ეს კი საქართველოს ისტორიული ტერიტორიები იყო.

1918 წ 11 ნოემბერს 11 საათზე კომპიენის ტყეში მოხდა მოლაპარაკება, ცეცხლი შეწყდა, ომი
დამთავრდა.

I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები 1919 წლის 18 იანვარს შეიკრიბნენ პარიზში


საზავო კონფერენციაზე და დაიწყეს მოლაპარაკება მსოფლიოს სამომავლო მშვიდობიანი
მოწყობის თაობაზე. დამარცხებული სახელმწიფოები პარიზის კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ეს
3
მარინა ტარუღიშვილი
სამშვიდობო მოლაპარაკება კი არ იყო, არამედ გამარჯვებულების დიქტატი: სამმა
გამარჯვებულმა სახელმწიფომ უკარნახა თავისი საზავო პირობები დანარჩენ მსოფლიოს.

სამივე გამარჯვებულს საკუთარი სამშვიდობო გეგმა ჰქონდა.

საფრანგეთის პრემიერ–მინისტრის,ჟორჟ კლემანსოს მთავარი დევიზი იყო–,,გადმოვუბრუნოთ


ჯიბეები ბოშებს“(ამ სალანძღავი სიტყვით ,,ბოშ“–ფრანგები გერმანელებს იხსენებდნენ).
საფრანგეთს თავისი მეტოქის, გერმანიის დასუსტება სურდა და ომით მიყენებული ზარალის
ანაზღაურებას გერმანიას აკისრებდა.

ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ევროპის კონტინენტზე ,,ძალთა


წონასწორობის“შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით
ხელმძღვანელობდა.მას ესმოდა, რომ გერმანიის მეტისმეტად დასუსტება და დამცირება
ევროპას ახალ ომამდე მიიყვანდა.

აშშ–ს პრეზიდენტს, ვუდრო ვილსონს ახლებური გეგმა ჰქონდა. ეს გეგმა ისტორიაში შევიდა
ვილსონის ,,14 პუნქტის“ სახელით.მე–14 პუნქტი საერთაშორისო ორგანიოზაციის,ერთა
ლიგის შექმნას ითვალისწინებდა. მას მსოფლიოში მშვიდობა უნდა დაემყარებინა.

1919 წლის 24 აპრილს პარიზის საზავო კონფერენციაზე მიიღეს ერთა ლიგის წესდება. ერთა
ლიგაში წამყვან როლს ბრიტანეთი და საფრანგეთი თამაშობდნენ. ამერიკა ერთა ლიგაში არ
შევიდა და საერთოდ განერიდა ევროპულ საქმეებს. მან არავითარი ტერიტორიული შენაძენი
არ ისურვა.

გერმანიასთან ზავს ხელი მოაწერეს 1919 წ 28 ივნისს ,,სარაევოს გასროლის“ ხუთი წლის
თავზე,ვერსალის სარკეებიან დარბაზში. ეს სიმბოლური იყო: ზავის დადების ადგილი განზრახ
შეირჩა,რადგან სწორედ იქ, 1871 წ 18 იანვარს, საფრანგეთზე მოპოვებული გამარჯვების
შემდეგ,საზეიმოდ გამოცხადდა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს (რაიხის,ანუ იმპერიის)
შექმნა.

გერმანია უკიდურესად დაისაჯა. მას ჩამოერთვა ყველა კოლონია, ჩამოართვეს სამხედრო


ტექნიკა, დაუტოვეს მხოლოდ 100 ათას კაციანი არმიის ყოლის უფლება,დააკისრეს
რეპარაციების(ზიანის ანაზღაურების) გადახდა, დაახლოებით ეს 130 მლრდ რაიხსმარკას
უდრიდა. განსაკუთრებით მძიმე იყო ხელშეკრულების 231–ე პარაგრაფი,რომელიც
დამნაშავედ მხოლოდ გერმანიას და მის მოკავშირეებს თვლიდა.

ვერსალის ზავის მძიმე პირობებმა მეორე მსოფლიო ომი განაპირობა.

You might also like