Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 228

ჰომეროსი

ილიადა
ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო
ლევან ბერძენიშვილმა
„ილიადა“ დღეს

„არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხვიე მაქებელსა უმიროსს“.


ალექსანდრე მაკედონელი
(დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით)

თანამედროვე მსოფლიო კარგად იცნობს მხატვრული ლიტერატურის ე.წ. „კანონს“, ანუ იმ დიადი წიგნების
ჩამონათვალს, რომელთაც გადამწყვეტი და წარუშლელი გავლენა მოახდენია დასავლურ კულტურაზე. ხანდახან ამ
ჩამონათვალში მუსიკისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშებიც შეაქვთ და ამგვარად გაგებული დასავლური კანონი
„ხელოვნების მწვერვალებისგან შემდგარ სულიერების ქედად“ (ჟაკ მარიტენი) მოიაზრება. ამგვარ სიებს ადგენენ
მეცნიერები, მწერლები, მხატვრები, კომპოზიტორები, გამომცემლობები და მკითხველები. საკუთარი ნუსხები აქვს
შექმნილი სახელგანთქმულ უნივერსიტეტებს; ცნობილია, მაგალითად, ჰარვარდის კლასიკა, იელის სტუდიები,
დასავლური კულტურისადმი პრინსტონის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული მიდგომა, სტენფორდის
უნივერსიტეტის სტრუქტურირებული ლიბერალური განათლება და ა.შ. ხშირად ეს „ლიტერატურული კანონი“
უკავშირდება „თავისუფალ ხელოვნებათა“ (ლათინური Artes liberales, ინგლისური Liberal Arts) კონცეფციას, რომელიც
ანტიკურობიდან იღებს სათავეს. დღეს ეს ტერმინი აღნიშნავს ზოგად ცოდნას და უპირისპირდება სპეციალიზაციის
პროფესიულ თუ ტექნიკურ კურიკულუმებს. „თავისუფალი ხელოვნებების“ თანამედროვე კომპენდიუმი მოიცავს
ლიტერატურას, ენებს, ფილოსოფიას, ისტორიას, მათემატიკასა და ბუნებისმეტყეველებას. შუა საუკუნეებში Artes
Liberales მოიცავდა ტრივიუმს (გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა) და კვადრივიუმს (არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა,
ასტრონომია).
როგორც უნდა აიგოს „თავისუფალ ხელოვნებათა“ კონცეფციაზე დაყრდნობილი „ლიტერატურის კანონი“, ვინც
უნდა ჩამოწეროს დიად ნაწარმოებთა და ავტორთა სია, რომელ კულტურასაც უნდა ეკუთვნოდეს ამ სიის ინიციატორი,
რომელ ენაზეც უნდა წერდეს და რომელ კონტინენტზეც უნდა მოღვაწეობდეს, რომელ უნივერსიტეტშიც უნდა
შეუდგნენ მხატვრული ლიტერატურის შესწავლას, მაინც ვერავინ ვერ აუვლის გვერდს პირველ ევროპელ ავტორს,
მსოფლიო პროფესიული ლიტერატურის ფუძემდებელსა და გენიალურ პოეტს, ჰომეროსს. იგი ამგვარ სიაში, როგორც
წესი, პირველია: ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც განათლებულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, სწორედ
ჰომეროსია და პირველი წასაკითხი წიგნებიც ჰომეროსის პოემები, „ილიადა“ და „ოდისეაა“.
ერთი შეხედვით, სრულიად გასაგებია, რომ განათლებულ ადამიანს ჰომეროსი წაკითხული უნდა ჰქონდეს,
მაგრამ მაინც საკითხავია — რატომ არის გასაგები? ლიტერატურის ისტორია რომ ჰომეროსის გარეშე არ არსებობს, ამაზე
არავინ არ დავობს, ძველი ბერძნული განათლება რომ სწორედ ჰომეროსის შესწავლას გულისხმობდა, არც ესაა საკამათო,
მაგრამ დღეს რატომაა ჰომეროსი წასაკითხი, რატომაა იგი თანამედროვე ზოგადი განათლების აუცილებელი
შემადგენელი ნაწილი? რას აძლევს თანამედროვე ადამიანს ძალიან დიდი ხნის წინ, ოცდარვა საუკუნის წინ დაწერილი
თუნდაც გენიალური პოემები? და თუ ჰომეროსი არ იცის, რა ფერი, რა სიღრმე, რა სიზუსტე, რა სითბო, რა
მიზანდასახულობა მოაკლდება მის მრავალფეროვან ცხოვრებას, მის ღრმა ინტერესებს, მის ზუსტ პროფესიონალიზმს,
მის თბილ გრძნობებს, მისწრაფებებს, იმედებსა და უიმედობას? თუ „ილიადა“ და „ოდისეა“ არ გაუგია, სხვა წიგნს ვერ
წაიკითხავს, სპექტაკლს ვერ დაესწრება, კინოს ვერ უყურებს, ინტერნეტში ვერ შევა თუ მანქანას ვერ წაიყვანს?!
წაიკითხავს. დაესწრება. უყურებს. შევა. წაიყვანს. აბა, რას ვერ იზამს? რას იძლევა ასეთს ჰომეროსი? — იქნებ, პასუხი
ისაა, რომ უკეთესად წაიკითხავს, უფრო ხშირად დაესწრება, უფრო აზრიანად შევა, უფრო სწორი გზით წაიყვანს?
„ილიადის“ პირველი სიტყვაა „რისხვა“ („რისხვაზე, ქალღმერთო, პელევსის ძის, აქილევსის, საბედისწერო
რისხვაზე მიმღერე“). ეს რისხვა აქილევსისაა. აქილევსი განრისხდა მისთვის ბრისეისის მოტაცების გამო, მაგრამ
ბერძენთა მთავარი გმირის განრისხებაში იგულისხმება მთელი საბერძნეთის რისხვაც მშვენიერი ჰელენეს მოტაცების
გამო: ასე იწყება პოემა ომის მეათე წელს და ასე მიანიშნებს ეს დასაწყისი ტროის ომის დასაწყისსაც. შესაბამისად,
ჰომეროსთან დროს, როგორც ფენომენს, საწყისისა და დასასრულის გაორება შეუძლია: ომის მეათე წელი, ამავე დროს,
ომის დასაწყისია, ხოლო პოემის დასასრული ტროის ომის დასასრულიცაა. „ილიადის“ უკანასკნელი სიტყვაა
„ცხენთამხედნელი“, ეპითეტი, რომლითაც მთავარი ტროელი გმირი, ჰექტორია მოხსენიებული („ასე დაკრძალეს
ცხენთამხედნელი ჰექტორი“). ასე მთავრდება „ილიადა“, ჰექტორის სიკვდილით, რომელშიც, როგორც ტრაგიკულ
მეტაფორაში, იგულისხმება ტროის საბოლოო დაცემა და განადგურება. პოემის პირველ სტრიქონში ბერძენი აქილევსია,
უკანასკნელში — ტროელი ჰექტორი. აქილევსი და ჰექტორი: მრისხანება და სიკვდილი, დასაწყისი და დასასრული. ომი,
გმირობა, ლაჩრობა, სამართალი, უსამართლობა, მრისხანება, დაუნდობლობა, მხედარმთავართა შეცდომები — თუკი ეს
ყველაფერი დღესაც ხდება, ტროის ომი დღესაც მიმდინარეობს და ჰომეროსი დღევანდელობასაც აღწერს. ასე
„სტერეოდ“ წერდა ჰომეროსი საუკუნეების წინ, როდესაც მკითხველის თვალწინ ერთდროულად მიმდინარეობდა
დროის ორი მდინარე ცხრა-ათწლიანი ინტერვალით. შემდეგ ასე აღარ წერდნენ საუკუნეების განმავლობაში. ასე წერა
კვლავ დაიწყეს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში.
ჰომეროსმა შექმნა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გმირების ისეთი გალერეა, რომლებიც
მოულოდნელი და იდუმალი ბმებით ერთიან ანსამბლს ქმნიან. პოეტი მათ ხატავს, როგორც მუსიკალურ
ინსტრუმენტებს, რომლებიც სხვადასხვა ხმას გამოსცემს, მაგრამ ერთად აჟღერებულნი თანახმიანობას, სიმფონიას
ქმნის. ყველა გმირმა უნდა იცოდეს საბრძოლო ხელოვნება, ყველას უნდა შეეძლოს ჭრილობის მოვლა, ყველა უნდა იყოს
დაჯილდოებული მჭევრმეტყველების ნიჭით, მაგრამ თითოეული გმირი მაინც უნდა გამოირჩეოდეს ერთი რომელიმე
თვისებით ან ამა თუ იმ თვისების ინტენსივობით: ფეხმარდ აქილევსს ვაჟკაცობაში ვერავინ შეედრება, ითაკელი
ოდისევსი ყველაზე ცბიერი და მოხერხებულია, გერენონელი მხედარი ნესტორი — ყველაზე ბრძენი, არგოსელი ჰელენე
— ყველაზე მშვენიერი, ყოვლისმცოდნე კალქასი — ყველაზე უკეთესი მისანი, დასტაქარი მაქაონი — ყველაზე უკეთესი
მკურნალი. გმირების ცალკეული ნიშნით, მინიმალური შტრიხით გამორჩევა ორიათას რვაასი წლის ჰომეროსს
თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ცალკეულ მეცნიერებებთან (მაგალითად, ფონოლოგიასთან) უცნაურად აახლოვებს
— ჰომეროსის ესა თუ ის პერსონაჟი შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც ფონემა, იგია სასრული ოდენობის ბინარულ
ოპოზიციათა უნიკალური კრებული. ამავე დროს, დიდი გმირები არა მხოლოდ ერთი ნიშნით გამოირჩევიან, არამედ
სხვა ნიშანთა ინტენსივობითაც; ეს ძალიან კარგად ჩანს „ილიადის“, ემოციური თვალსაზრისით, ცენტრალურ
ეპიზოდში, როდესაც ერთმანეთს მთავარი გმირები, აქილევსი და ჰექტორი შეერკინებიან.
ლიტერატურის ისტორიაში მრავალი ორთაბრძოლაა აღწერილი, მაგრამ, საერთო აღიარებით, აქილევსისა და
ჰექტორის ორთაბრძოლას ვერც ერთი ვერ შეედრება. წინა ეპიზოდებში უშიშარმა ჰექტორმა შუბი სტყორცნა აქილევსს,
მაგრამ ათენამ იგი პელევსის ძეს ააცილა და ისევ ჰექტორის ფეხებთან დააგდო. თავად აქილევსი სამჯერ დაეცა თავს
ჰექტორს, მაგრამ აპოლონმა, ჰექტორის ნაცვლად, ღრმა წყვდიადი დაახვედრა. უკანასკნელ ბრძოლაში კი ტროელებმა
ძლივს შეასწრეს საკუთარ ქალაქში გამძვინვარებულ აქილევსს და კარიბჭე ჩარაზეს. აქაველთა პირისპირ მხოლოდ
ჰექტორი დარჩა. იგი მდუმარედ იდგა ტროის კარიბჭესთან. ამაოდ ემუდარებოდა პრიამოსი თავის ძეს, ამაოდ დაღვარა
ცრემლები გმირის დედამ, ჰეკაბემ: ჰექტორი ილიონში არ შებრუნდა. სასტიკი აქილევსი კი უახლოვდებოდა. აქილევსის
მრისხანე იერმა უშიშარი ჰექტორიც კი დააფრთხო, იგი გაიქცა და ფეხმარდი გმირი მას დაედევნა: სამჯერ შემოურბინეს
გმირებმა ტროის გალავანს. ღმერთები ამ სპექტაკლს ზემოდან დაჰყურებდნენ; ბოლოს ზევსმა გმირების ხვედრი
სასწორზე შეაგდო და ჰექტორის პინა ძირს დაეშვა; აქილევსი მისდევდა ჰექტორს, როგორც მწევარი მისდევს განწირულ
ირემს. აპოლონმა მიატოვა ჰექტორი, ხოლო ძმის, დეიფობოსის სახით მოვლენილმა ათენამ მზაკვრულად შეარცხვინა
და ბრძოლისკენ მოუწოდა. ჰექტორი უღმერთო ბრძოლაში დამარცხდა. ჰომეროსმა ზეთანამედროვედ „გახსნა“ ამ
ეპითეტის შინაარსი: „უღმერთო“ ნიშნავს „ღმერთებისგან მიტოვებულს“. თვით უდიდესი აქილევსიც კი ვერ
დაამარცხებდა ჰექტორს, ეს უკანასკნელი რომ ყველა ღმერთს არ მიეტოვებინა. „ღმერთებიანმა“ გამარჯვებულმა
„უღვთოდ“ არ შეისმინა მომაკვდავი მეტოქის თხოვნა, ეტლს გამოაბა ჰექტორის გვამი და აქაველთა ბანაკისკენ გააქანა
— მრისხანებას ჭეშმარიტად უჭირს კეთილშობილებასთან დაწყვილება; ხოლო აქილევსის მრისხანებას აძლიერებს იმის
შეგრძნებაც, რომ ჰექტორის სიკვდილმა თავად აქილევსის სიკვდილიც მოაახლოვა.
„ილიადის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპოზიციური თავისებურებაა „ქრონოლოგიური
შეუთავსებლობის კანონი“, რომელსაც შმიდ-შტელინის კანონის სახელით მოიხსენიებენ ევროპელი მეცნიერები და
„ზელინსკის კანონად“ მათი რუსი კოლეგები (მარკონი-პოპოვისა და ედისონ-ლოდიგინის პარადიგმის გაგრძელება).
ქრონოლოგიური შეუთავსებლობის კანონის არსი ისაა, რომ ჰომეროსთან საუბარი ვერასოდეს ვერ უბრუნდება საწყის
წერტილს. ჰომეროსი ვერ იტყოდა, „არამედ აწ კვალად პირველსავე სიტყვასა მივიდეთო“. ზემოთქმულიდან
გამომდინარე, დროში პარალელური მოვლენები ჰომეროსთან ვერ აისახება. ჰომეროსის პოეტურმა ტექნიკამ იცის
მხოლოდ მარტივი წრფივი განზომილება და არა რთული კვადრატული. შესაბამისად, პარალელურად მიმდინარე
ამბები ან მიმდევრობით გადმოიცემა, ან ერთ-ერთი მათგანი იჩქმალება.
გარდა ამისა, ჰომეროსის პოემების გეომეტრიული სტილი ჰარმონიულია მაშინდელ გეომეტრიულ, წრიულ-
კვადრატულ ხელოვნებასთან. ჩვენ, ქართველები, ძალიან კარგად ვიცნობთ ამგვარ ხელოვნებას. ჩვენი პირველი
მიახლება მსოფლიო ცოდნასთან სწორედ კვარდატში ჩასმული წრეებით, ნახევარწრეებითა და ვერტიკალურ-
ჰორიზონტალური ხაზებით დაიწყო. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჰომეროსის მწერლობა ჰგავს ჩვენს მრგლოვან
(„ასომთავრულ“) დამწერლობას.
როგორც გეომეტრიული სტილის ადეპტი, დიდი ჰომეროსი ცნობილია სიმეტრიისადმი განსაკუთრებული
სიმპათიითაც. წინამდებარე წიგნის ბოლოს მოცემულია ჰომეროსისეული სიმეტრიის რამდენიმე ნიმუში.
რაც შეეხება „ილიადის“ სტილს, ის შეიძლება დახასიათდეს, როგორც ე.წ. „ფორმულური სტილი“. პოეტურ
ფორმულაში იგულისხმება არა შტამპების, შაბლონების ნაკრები, არამედ მოქნილ და ცვლად გამოთქმათა სისტემა,
რომელიც დაკავშირებულია სტრიქონის გარკვეულ ადგილთან, რასაც მეტრიკა განსაზღვრავს. შეიძლება ფორმულაზე
ლაპარაკი მაშინაც კი, როდესაც ესა თუ ის სიტყვათშეთანხმება ტექსტში მხოლოდ ერთხელ გვხვდება, თუმცა მაინც
აშკარაა, რომ ის სისტემის ნაწილია. ფორმულებია არა მხოლოდ „ფეხმარდი“, „ღმერთების თანასწორი“, „გონებაუხვი“,
„თეთრხელება“, „თვალსხივოსანი“, „მიზანს აუცდენელი“, „ეგისისმპყრობელი“ და ა.შ., არამედ ასევე: „მასთან მივიდა,
ახლოს დაუდგა და უთხრა“, „წარბშეკვრით და უთხრა“, „ასე ბრძანა“ და ა.შ. გარდა საკუთრივ ფორმულებისა, გვხვდება
განმეორებადი ფრაგმენტები, მაგალითად, რომელიმე გმირი სხვა გმირის სიტყვას რომ გადმოსცემს, ტექსტი შეიძლება
სიტყვასიტყვით განმეორდეს.
ჰომეროსს ახასიათებს რთული ეპითეტები, რომლებიც არა სიტუაციურად, არამედ ფორმულების სისტემაში
უნდა განვიხილოთ. აქილევსი „ფეხმარდია“ მაშინაც, როდესაც ზის, ხოლო აქაველები „ლამაზსაბარკულიანები“ არიან
მაშინაც, როდესაც აღჭურვილობის გარეშე აღიწერებიან.

***

დაბოლოს, თარგმანის შესახებ: ჰომეროსი რამდენჯერმეა თარგმნილი ქართულ ენაზე, როგორც


ფრაგმენტულად, ისე სრულად. გვაქვს „ილიადის“ სრული პოეტური თარგმანი, შესრულებული რომან მიმინოშვილის
მიერ; ასევე, „ოდისეის“ სრული პოეტური (პანტელეიმონ ბერაძე) და პროზაული თარგმანები (ზურაბ კიკნაძე და თამაზ
ჩხენკელი). სწორედ „ოდისეის“ პროზაული თარგმანი უნდა მივიჩნიოთ ჰომეროსის პოეზიის საუკეთესო ქართულ
ტექსტად, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ უკლებლივ ყველა ქართველი მთარგმნელი, რომელიც
ჰომეროსს შეეჭიდა, ლიტერატურის ნამდვილი რაინდი და გმირია. ეს საქმიანობა, ეს გმირობა — ჰომეროსის თარგმნა
— არასოდეს არ უნდა შეწყდეს. ამავე დროს, ჰომეროსის პოეზიის თავისებურებათა გათვალისწინებით,
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს „ილიადის“ პროზაულ თარგმანს; გასათვალისწინებელია, რომ ისეთმა
ბრწყინვალე პოეტმაც კი, როგორიც იყო ლეკონტ დე ლილი, „ილიადა“ ფრანგულად პროზად თარგმნა.
პოეტური ფორმულების გადმოცემისას რამდენიმე შემთხვევაში ჩვენ სწორედ ზემოხსენებული მთარგმნელების
გამოცდილება გავითვალისწინეთ. ამის ერთ-ერთი ნიმუშია κοῖλος სიტყვის გადმოცემა; ეს ეპითეტი, როგორც წესი,
გემს, ხომალდს მიემართება და აღნიშნავს „ამოღრუტნულს“, „ცარიელს“, „განიერფერდებიანს“. ჩვენ დავესესხეთ ზ.
კიკნაძესა და თ. ჩხენკელს და იგი ვთარგმნეთ, როგორც „ღრმამუცლიანი“. ამავე მთარგმნელებს დავესესხეთ „სხივოსანს“
(Φοῖβος) აპოლონისთვისა და „თვალსხივოსანს“ (γλαῦκοπις) ათენასათვის („თვალმცეცხლია“ რ. მიმინოშვილთან).
სახელთა გადმოცემისას ჩვენ ვცადეთ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა მათი ბერძნული ჟღერადობა და,
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს მოვახერხეთ კიდეც. ამოსავალი, თითქმის ყოველთვის არის სახელობითი ბრუნვის
ფორმა (შესაბამისად, „ალექსანდროსი“ და არა „ალექსანდრე“, „კრეონი“ და არა „კრეონტი“, „დიომედესი“ და არა
„დიომედე“, რომელიც, სხვათა შორის, „ილიადის“ პერსონაჟი ქალის სახელია და ა.შ.). გამონაკლისის სახით, ტრადიცია
გათვალისწინებულია სახელთა ძალიან ცნობილი და კარგად დამკვიდრებული ქართული ფორმების გადმოცემისას,
მაგალითად, დავტოვეთ „ზევსი“ („უნდა“ ყოფილიყო „ძევსი“), „ენეასი“ („აინეიასი“); ხანდახან მოწოდებულია
„კომპრომისული“ ფორმები, მაგალითად, ჰეფესტოსი („ჰეფაისტოსი“). წიგნს ახლავს მითოლოგიურ და გეოგრაფიულ
სახელთა ლექსიკონი, სადაც კარგად ჩანს, როგორ გადაწყდა ბერძნულ სახელთა ქართულად გადმოცემის პრობლემა.
ჰომეროსის მთარგმნელმა უნდა დაუჯეროს მეცხრამეტე საუკუნის კარგ ინგლისელ პოეტსა და შესანიშნავ
კრიტიკოსს, მეთიუ არნოლდს: „ჰომეროსის მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს მისი ავტორის
ოთხი თავისებურება: (1) იგი უაღრესად სწრაფია; (2) იგი უაღრესად უბრალო და პირდაპირია, როგორც აზრის
ევოლუციაში, ისე მის გამოხატვაში, ანუ როგორც სინტაქსში, ისე ლექსიკაში; (3) იგი უაღრესად უბრალო და პირდაპირია
საკუთარი აზრების შენივთებაში, ანუ მასალასა და იდეებში და, საბოლოოდ, (4) იგი უაღრესად კეთილშობილია.“
სწორედ ამიტომ მიმაჩნია ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხატვრულ ამოცანად ჰომეროსის თარგმნა უბრალო,
სოკრატესი არ იყოს, „ხელში პირველად მოხვედრილი“ სიტყვებით, არა ზეაწეულ, არამედ უბრალო, ყოფით პოეტურ
რეგისტრში, პათეტიკის გარეშე, მაგრამ ვნების, ანუ პათოსის, თანხლებით. რაც შეეხება „ზე აწევას“, ტექსტი ამას
თავადაც მოახერხებს და „აქილევი“, რომელიც სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა ჰომეროსმა და „ილიადაში“ ცოცხლად
დატოვა, ისევ დააღწევს თავს მკვდართა საუფლოს, ისევ აღდგება და დაიბადება ქართულ ენაში. და ეს ისევე უტყუარია,
როგორც ის, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ყოველ დილას ახალშობილი ეოსი ვარდისფერ თითებს გამოაჩენს და
დედამიწას ყვითელ კაბას გადააფარებს.

ლევან ბერძენიშვილი
პირველი სიმღერა

ჭ ი რ ი , რ ისხვა
რისხვაზე1, ქალღმერთო2, პელევსის3 ძის, აქილევსის, იმ საბედისწერო რისხვაზე მიმღერე, რომელმაც აქაველებს4
ათასი ჭირი მოუტანა, მრავალი მძლავრი გმირის სული ჰადესში ჩადენა5, სხეული კი საჯიჯგნად მიუგდო ძაღლებსა და
ფრინველებს. ასე აღსრულდა ზევსის ნება6 მას შემდეგ, რაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ხალხთა ბელადი, ატრევსის
ძე7 და ღვთაებრივი აქილევსი. რომელმა ღმერთმა გადაამტერა ეს ორი გმირი? — ლეტოსა და ზევსის ძემ8; სწორედ მან,
მეფეზე განრისხებულმა, [10] შავი ჭირი მოუვლინა მხედრობას და გაწყდა ხალხი, რადგან ქურუმი ქრისესი შეურაცხყო
ატრევსის ძემ; ქრისესი ხომ მანამდე მივიდა აქაველთა სწრაფ ხომალდებთან ქალიშვილის გამოსახსნელად უზარმაზარი
გამოსასყიდით, ხელთ ეპყრა მიზანს აუცდენელი აპოლონის გვირგვინი და ოქროს კვერთხი; ევედრებოდა ყველა
აქაველს, განსაკუთრებით კი ატრევსის ორ ძეს9, ხალხთა მხედართმთავრებს: „ატრევსის ძეებო და სხვა
ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, დაე, ოლიმპოსზე10 დასახლებულმა ღმერთებმა დაგაქცევინონ პრიამოსის ქალაქი11 და
ბედნიერად დაგაბრუნონ შინ; [20] ჩემი საყვარელი ბავშვი კი გამოუშვით და გამოსასყიდი მიიღეთ, პატივი ეცით ზევსის
ძეს, მიზანს აუცდენელ აპოლონს.“
მაშინ ყველა აქაველმა მოწონების ყიჟინა დასცა, პატივი ვცეთ ქურუმს და ბრწყინვალე გამოსასყიდი მივიღოთო,
მაგრამ ატრევსის ძის, აგამემნონის, გული ვერ მოიგო ქურუმმა, უხეშად მოიცილა და მკაცრი სიტყვაც მიაყოლა: „არ
გადამეყარო, ბერიკაცო, ღრმამუცლიან ხომალდებთან, არც ახლა დაყოვნდე და არც შემდგომში დაბრუნდე, თორემ
ღმერთის კვერთხი და გვირგვინი ვერ გიშველის! ქალიშვილს არ მოგცემ, [30] ჩემს სახლში, არგოსში,12 სამშობლოს
მოშორებული, დაბერდება იგი ქსლის მბეჭველად და ჩემი სარეცლის გამზიარებლად. ახლა კი წადი, არ გამაბრაზო და
ცოცხალმა გამასწარი!“

1
„ილიადის“ პირველი სიტყვა შემთხვევით არ არის „რისხვა“ (ბერძნ. mēnis). აქილევსის რისხვა — ერთი მხრივ,
არის იმ წყენის შედეგი, რაც მას აქაველებმა მიაყენეს აგამემნონის სახით, როდესაც ბერძენთა მთავარ გმირს მონაქალი,
ბრისეისი, წაართვეს, ხოლო, მეორე მხრივ, არის იმ ოდინდელი მრისხანების შეხსენება, რაც ბერძნებმა ალექსანდრე-
პარისის მიერ ჰელენეს მოტაცების გამო განიცადეს. სწორედ ეს მრისხანება დაედო საფუძვლად ტროის ომს.
2
ქალღმერთო — იგულისხმება მუზა, პოეზიის მფარველი ქალღმერთი, პოეტების შთაგონების წყარო. გვიან
ანტიკურობაში ეპიკური პოეზიის მუზად ითვლებოდა კალიოპე. სხვათა შორის, ამავე ქალღმერთისადმი მიმართვით
იწყება „ოდისეაც“ („გვიამბე, მუზავ, იმ მრავალტანჯული კაცის ამბავი...“). მუზები (ცხრანი იყვნენ) ზევსისა და
მნემოსინეს („მეხსიერების“) ქალიშვილებად ითვლებოდნენ; ჰესიოდე „თეოგონიაში“ პირველად ჩამოთვლის მათ
სახელებს: კლიო (ისტორია), ევტერპე (ელეგიური პოეზია), თალია (კომედია), მელპომენე (ტრაგედია), ტერფსიქორა
(ცეკვა), ერატო (ლირიკა), პოლიჰიმნია (ჰიმნები), ურანია (ასტრონომია), კალიოპე (ეპოსი).
3
პელევსი — ჩრდილო ბერძნული მხარის, ფთიის მბრძანებელი, ზღვის ქალღმერთ თეტისის მეუღლე,
მირმიდონელთა მეთაური, აქილევსის მამა.
4
აქაველებს — აქაველები (ბერძ. Achaioi), ბერძენთა ერთ-ერთი კოლექტიური სახელი ჰომეროსის „ილიადაში“
(პარალელურად გვხვდება ასევე „დანაელები“, „არგოსელები“ და, იშვიათად, მხოლოდ თითო-თითოჯერ „პანელენები“
Panellēnes და „ჰელენები“ Hellēnes).
5
სული ჰადესში ჩადენა — აქ გადმოცემულია მითოლოგიური წარმოდგენა ადამიანზე, რომელიც „თვითონ“
კვდება, მაგრამ მისი სული ჰადესში ჩადის და იქ თავისი სიცოცხლით ცხოვრობს (შდრ. „ოდისეა“, XI სიმღერა).
6
ზევსის ნება (Dios bulē) — უზენაესი ღვთაების გადაწყვეტილება, მიღებული გეასთან, დედამიწასთან, ერთად
— გაანადგუროს თავხედი და ამაყი გმირების მოდგმა.
7
ატრევსის ძე (ატრიდი) — აგამემნონი, არგოსისა და მიკენეს მბრძანებელი, მცირე აზიის სანაპიროზე
განლაგებული, უმდიდრეს ციხე-სიმაგრეზე, ტროაზე, აქაველთა ლაშქრობის ხელმძღვანელი. ატრევსი იყო მიკენის
მეფე, პელოფსისა და ჰიპოდამიას ძე, აგამემნონისა და მენელაოსის მამა. აგამემნონისა და აქილევსის მტრობაზე
მშვენიერი ტყვე ქალების — ქრისეისისა და ბრისეისის გამო იხ. ქვემოთ.
8
ლეტოსა და ზევსის ძე — ღმერთი აპოლონი, არტემისის ძმა, ლინოსისა და ასკლეპიოსის მამა. სინათლის,
ხელოვნებისა და მისნობის ღმერთი. განაგებდა ეპიდემიებსა და მკურნალობასაც.
9
ატრევსის ძეები (ატრიდები) — ძმები, აგამემნონი და მენელაოსი.
10
ოლიმპოსი — წმინდა მთა თესალიაში, ღმერთების სავანე.
11
პრიამოსის ქალაქი — ტროა, სადაც მეფობდა პრიამოსი, ამ ქალაქის უკანასკნელი მეფე, ლაომედონის ძე,
ჰეკაბეს მეუღლე, ჰექტორის, პარისის, ჰელენოსის, კასანდრასა და კიდევ უამრავი სხვა შვილის მამა (ორმოცდაათი
მარტო ვაჟი ჰყავდა სხვადასხვა მეუღლესთან).
12
არგოსი — აგამემნონის სამშობლო, საბერძნეთის უძველესი ქალაქი.
ასე თქვა, შედრკა მოხუცი და დაემორჩილა სიტყვას: ჩუმად გაუყვა მოგრიალე ზღვის ქვიშიან ნაპირს. კარგად
რომ გასცდა იქაურობას, შეევედრა მეუფე აპოლონს, რომელიც მშვენიერთმიანმა ლეტომ შვა: „მისმინე, ვერცხლის
მშვილდიანო, რომელიც გარს უვლი ქრისესა13 და წმინდა კილას14 და მძლავრად მეფობ ტენედოსში15; სმინთევსო16, თუკი
ოდესმე შენი ტაძარი გამიმშვენიერებია, [40] ან თუკი ოდესმე ხარისა და თხის მსუქანი ბარკლები დამიწვავს შენთვის, ეს
სურვილი ამისრულე: აზღვევინე დანაელებს ჩემი ცრემლები შენი ისრებით.“
ასე თქვა მავედრებელმა, მას უსმინა სხივოსანმა აპოლონმა, ოლიმპოსის მწვერვალებიდან სწრაფად დაეშვა
განრისხებული, მშვილდი ჰქონდა და ორმხრივ დახურული კაპარჭი; ხმას გამოსცემდა ისრები მრისხანე ღმერთის
ზურგზე და მოდიოდა იგი ღამესავით პირქუში იერით. ჩამოჯდა ხომალდებთან და გაუშვა ისარი: საშინელი ხმა გამოსცა
ვერცხლის მშვილდმა: [50] ჯერ ჯორები და და მკვირცხლი ძაღლები გაწყვიტა, ბოლოს კი ბასრი ისარი ხალხსაც
მიაწვდინა: მთელი დღეები მრავალ კოცონზე იწვოდა გვამები.
ცხრა დღეს მუსრავდა მხედრობას ღმერთის ისრები, მეათე დღეს კი კრებაზე მოუხმო ხალხს აქილევსმა: ეს მას
თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ17 უკარნახა — გული უკვდებოდა, დანაელების18 ამოწყვეტას რომ უმზერდა; როდესაც
ხალხმა თავი მოიყარა, წამოდგა ფეხმარდი აქილევსი და ბრძანა: „ატრევსის ძეო, როგორც ვხედავ, უკან უნდა გავცუროთ
და [60] შინ დავბრუნდეთ, სიკვდილს რომ გავექცეთ, რადგან ომი და შავი ჭირი ერთად დაერია აქაველებს. მოდი,
ვკითხოთ მისანს, ქურუმს ან სიზმრის ამხსნელს, — სიზმარიც ხომ ზევსისგანაა; დაე, გვითხრას, რაზეა განრისხებული
სხივოსანი აპოლონი, აღთქმა დავურღვიეთ, ასი ხარის შეწირვას არ დავპირდით, თუ ცხვრებისა და ნარჩევი თხების
ოხშივარს ელის, რომ ჭირი აგვაცილოს თავიდან?“
ეს თქვა და დაჯდა; მაშინ წამოდგა კალქას თესტორის ძე, ფრინველთმისანი უპირველესი, [70] რომელმაც იცოდა,
რაც იყო, რაც არის და რაც იქნება; თავისი მისნობის ნიჭით, რომლითაც სხივოსანმა აპოლონმა დააჯილდოვა, მან
ჩაიყვანა აქაველები ხომალდებით ილიონში19. კეთილი ნებით ილაპარაკა და ასე მიმართა მათ: „ო, აქილევს, ზევსის
რჩეულო, ითხოვ, აგიხსნა შორსმიმწვდომი20 მეუფე აპოლონის რისხვა; ამას აგიხსნი, მაგრამ შენც დამეთანხმე და
შემომფიცე, რომ სიტყვებითაც დამიცავ და ხელებითაც. ვიცი, რომ განვარისხებ კაცს, რომელიც ყველა არგოსელზე
მბრძანებლობს და რომელსაც ემორჩილებიან აქაველები. [80] მეტად მძლავრია მეფე, როდესაც განურისხდება
ქვეშევრდომ კაცს. მან შეიძლება წყენა გადაყლაპოს დღეს, მაგრამ არ დაივიწყებს და სანამ შურს არ იძიებს, გულში ექნება.
ახლა კი მითხარი, დამიცავ თუ არა?“
მიუგო ფეხმარდმა აქილევსმა: „გაბედე და თქვი მისნობა, რაც კი იცი: ვფიცავ ზევსის რჩეულ აპოლონს,
რომელზეც ლოცულობ შენ, კალქას, და დანაელებს მისნობას უმჟღავნებ, სანამ ცოცხალი ვარ და თვალში სინათლე
მიდგას, ღრმამუცლიან ხომალდებთან [90] დანაელთაგან ვერავინ აღმართავს მძიმე ხელს შენზე, თუნდაც იყოს
აგამემნონი, რომელიც ახლა აქაველებში უპირველესად მიიჩნევა. მაშინ გათამამდა და ბრძანა უზადო მისანმა: „აღთქმის
დარღვევისთვის ან ასი ხარის გამო კი არ არის განრისხებული ღმერთი, არამედ ქურუმის გამო, რომელიც შეურაცხყო
აგამემნონმა, როდესაც არც ასული მისცა და არც გამოსასყიდი გამოართვა; მის გამო დაგვატეხა თავს ჭირი მიზანს
აუცდენელმა და კიდევ დაგვატეხს: დანაელებს საშინელი ჭირი არ ასცდებათ, სანამ საყვარელ მამას გამოსასყიდის
გარეშე არ დავუბრუნებთ თვალმოელვარე ასულს და წმინდა ას ხარს არ შევწირავთ [100] ქრისეში: მხოლოდ მაშინ
შევძლებთ მის დაწყნარებას,“ — ეს ბრძანა და დაჯდა, უმალვე წამოდგა ატრევსის გმირი ძე, დიდ სივრცეთა
მბრძანებელი, აღელვებული აგამემნონი — სასტიკი მრისხანებით აღევსო ჩაშავებული გული, თვალებში კი ცეცხლი
აენთო. ავად შეავლო თვალი კალქასს და ასე ბრძანა: „მარად ცუდის მისანო, კარგი არასდროს გითქვამს ჩემთვის! აშკარად
გიხარია, მუდამ უბედურებას რომ წინასწარმეტყველებ, კარგი სიტყვა კი არც გითქვამს და არც აგისრულებია. ახლაც
დანაელებში მისნობ და ამბობ, [110] თითქოს იმიტომ მოგვახვია თავს ეს უბედურება მიზანს აუცდენელმა, რომ
ქალიშვილი ქრისეისისთვის დიდი გამოსასყიდის მიღება არ ვისურვე, რადგან მომინდა, სახლში მყოლოდა იგი:
კანონიერ მეუღლეს, კლიტემნესტრასაც21 კი ვამჯობინებდი მას, არაფრით ჩამოუვარდებოდა არც აღნაგობით, არც
სიმაღლით, არც გონებით და არც საქმით; თუმცა ახლა მსურს, დავაბრუნო, რაკი ასე ყოფილა საჭირო: ოღონდ კი

13
ქრისე — კუნძული და ნავსადგური ეგევსის ზღვაში, სადაც იყო აპოლონის ტაძარი.
14
კილა — ქალაქი მესიაში; აქ იდგა აპოლონის სახელგანთქმული ტაძარი.
15
ქრისესი ჩამოთვლის აპოლონის სახელგანთქმულ ტაძრებს მცირე აზიაში.
16
სმინთევსი — აპოლონის ერთ-ერთი წმინდა სახელი, „თაგვი“, რომელიც მიუთითებს მის უძველეს კულტზე,
როდესაც მას, როგორც ეპიდემიის ბატონ-პატრონ თაგვს ან ვირთხას სცემდნენ პატივს.
17
ჰერა — უზენაესი ქალღმერთი, ზევსის მეუღლე, ოჯახის მფარველი.
18
დანაელები — ასე უწოდებდნენ ბერძნებს, რომლებიც ჰომეროსთან მოიხსენიებიან ასევე, როგორც აქაველები
და არგოსელები (არგიველები).
19
ილიონი — ტროას მხარის (ტროადის) მთავარი ქალაქი, იგივე ტროა.
20
შორსმიმწვდომი — მოისარი აპოლონის ეპითეტი.
21
კლიტემნესტრა — აგამემნონის მეუღლე, ტინდარევსისა და ლედას ასული, კასტორის, პოლიდევკესა
(პოლუქსისა) და ჰელენეს და.
გადარჩეს ხალხი და არ ამოწყდეს; მაგრამ თქვენ ახლავე უნდა მომიმზადოთ სანაცვლო ჯილდო, რათა მარტო არ დავრჩე
უსაჩუქროდ არგოსელთა შორის; ეს არ შეიძლება: [120] ხომ ხედავთ ყველანი, სხვაგან მიდის ჩემი საბოძვარი.“
მას მიუგო ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა: „ატრევსის ძეო სახელგანთქმულო, სიხარბით ყველასგან
გამორჩეულო, როგორ მოგცემენ ჯილდოს დიდსულოვანი აქაველები? ნუთუ არ ვიცით, რომ საერთო განძი არსად არ
გვიდევს? რაც ქალაქების დაქცევით მოვიპოვეთ, ის გავიყავით, ხოლო ხალხისთვის მიცემულის წართმევა უკადრისია!
მაგრამ ახლა შენი ნადავლი ღმერთს დაუთმე, შემდეგ კი სამგზის, ოთხგზის აგინაზღაურებთ, როგორც კი ზევსი
კეთილგალავნიან ტროას დაგვაქცევინებს.“
[130] მიუგო მბრძანებელმა აგამემნონმა: „რაგინდ კარგიც უნდა იყო, ღვთისდარო აქილევს, მე ვერ მომატყუებ
გონებამახვილობით, ვერც გამაცურებ და ვერც დამარწმუნებ. გინდა, რომ თავად ფლობდე ჯილდოს, ხოლო მე არაფერი
მქონდეს და ასე ვიჯდე; თანაც მიბრძანებ, რომ ქალიშვილი დავაბრუნო? მაგრამ, დაე, დიდსულოვანმა აქაველებმა
მომცენ გულისთვის საამო ჯილდო, რომელიც პირველის თანაბარი ღირსებისა იქნება, ხოლო თუ არ მომცემენ, მე
თვითონ მოვიტაცებ ან შენს ჯილდოს, ან აიასისას22, ან ოდისევსისას23, თვითონ წავართმევ და ვაი იმას, ვისაც მივადგები!
[140] თუმცა ამაზე შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ. ახლა კი შავი ხომალდი წმინდა ზღვაში ჩავუშვათ, მძლავრი
მენიჩბეები შევარჩიოთ, ჰეკატომბე24 ავიყვანოთ გემზე, ასევე დავსვათ გემზე თავად ლამაზღაწვიანი ქრისეისი; ერთ-
ერთი მსაჯული კაცი დავუყენოთ მეთაურად: ან აიასი, ან იდომენევსი25, ან ღვთაებრივი ოდისევსი, ან შენ, პელევსის ძეო,
კაცთაგან უსასტიკესო, რომ მსხვერპლშეწირვა აღუთქვა შორსმიმწვდომს და დაუცხრო რისხვა.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ო, უტიფრობით შემოსილო, გაუმაძღარო! [150]
რომელი აქაველი უნდა ერწმუნოს შენს სიტყვას გულიანად? ვინ წამოგყვება სალაშქროდ ან მტერთან ვაჟკაცურად
საომრად? მე ხომ შუბოსან ტროელთა გამო არ მოვსულვარ აქ საბრძოლველად, ჩემთვის ხომ არაფერი დაუშავებიათ?!
ჩემგან არასდროს წაუსხამთ არც ხარები და არც ცხენები, კაცთა აღმზრდელ ნაყოფიერ ფთიაში მოსავალი არასოდეს
გაუჩანაგებიათ, რადგან ჩვენ შორის მრავალი რამაა — ჩრდილოვანი მთები და ხმაურიანი ზღვა. არა, შენ მოგყევით,
ურცხვო, შენ რომ გაგეხარა, ტროელთაგან შელახული მენელაოსისა და საკუთარი ღირსება რომ დაგეცვა, ძაღლთაპირო!
შენ ეს არ გადარდებს და ფეხებზე გკიდია. [160] და ახლა მემუქრები, რომ წამართმევ ჯილდოს, რომლისთვისაც ამდენი
გავისარჯე და რომელიც აქაველთა შვილებმა მომცეს. შენი თანასწორი ჯილდო მე არასდროს მხვდებოდა, როცა
აქაველები ტროელთა კარგად დასახლებულ ციხე-ქალაქებს იღებდნენ. თუმცა სასტიკი ბრძოლის დიდი წილი ჩემს
ხელებზე მოდიოდა, მაგრამ როგორც კი ნადავლის გაყოფაზე მიდგებოდა საქმე, შენ ბევრად დიდი ჯილდო გერგებოდა,
მე კი მცირეს, მაგრამ ძვირფასს ვჯერდებოდი და ისე მივდიოდი ხომალდებთან, თუმცა კი ბრძოლაში ვითანგებოდი.
ახლა ფთიაში მივდივარ, ბევრად უკეთესია [170] შინ დაბრუნება მოხრილკიჩოიანი ხომალდებით, არ მსურს აქ,
პატივაყრილმა, შენი განძი და სიმდიდრე ვამრავლო!“
მაშინ მას მიუგო ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „გაიქეცი, თუ გული ამას გეუბნება! მე არ შეგევედრები, რომ
ჩემთან დარჩე: ჩემთან არიან სხვები, ვინც პატივს მცემს, განსაკუთრებით კი ბრძენი ზევსი. ყველაზე საძულველი ხარ
ჩემთვის ზევსის აღზრდილ26 მეფეთა შორის. შენ მუდამ მხოლოდ შეხლა-შემოხლა, ბრძოლა და ომი გიზიდავს. დიდი
ვაჟკაცი თუ ხარ, ეს ნიჭი ხომ ღმერთმა გაჩუქა! სახლში წადი შენი ხომალდებით და შენი მეგობრებით, [180] იმეფე
მირმიდონელებზე!27 შენ მე არ მადარდებ, შენი რისხვაც არაფრად მიმაჩნია! პირიქით გემუქრები: რადგან ჩემგან მიჰყავს
ქრისეისი სხივოსან აპოლონს, მას ჩემი ხომალდითა და ჩემივე მეგობრებით უკან დავაბრუნებ, მაგრამ მე თვითონ მოვალ
შენს კარავში და ლამაზღაწვიან ბრისეისს, შენს ჯილდოს, წამოვიყვან, რათა კარგად გაიგო, რამდენად უფრო მძლავრი
ვარ შენზე და სხვა ვინმეც მოერიდება, თავი ჩემ სწორად გამოაცხადოს და გამიტოლდეს.
ასე ბრძანა. დამწუხრდა აქილევსი და თმიან მკერდში ორად გაყოფილი გული აუღელდა: ან უნდა ეშიშვლა ბასრი
ხმალი თეძოს გვერდიდან, [190] გაეფანტა ხალხი და მოეკლა ატრევსის ძე, ან დაეცხრო რისხვა და მოეთოკა სული;
როდესაც ეს ფიქრი ბობოქრობდა გულის სიღრმეში და ქარქაშიდან იღებდა თავის დიდ ხმალს, ჩამოფრინდა ათენა28
ზეციდან. თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ გამოაგზავნა იგი, რადგან ერთნაირად უყვარდა და ზრუნავდა ორივე

22
აიასი — იგულისხმება დიდი აიასი, ანუ აიას ტელამონის ძე, განსხვავებით მცირე აიასისგან, აიას ოილევსის
ძისაგან.
23
ოდისევსი — კუნძულ ითაკის მეფე, განთქმული იყო სიბრძნითა და ცბიერი გონებით.
24
ჰეკატომბე — ასი ხარის შესაწირავი.
25
იდომენევსი — დევკალიონის ძე, მინოსის შვილიშვილი, გმირი კუნძულ კრეტიდან.
26
ზევსის აღზრდილები — გმირები, რომლებიც იყვნენ ზევსის შთამომავლები ან რომლებსაც ზევსი
მფარველობდა.
27
მირმიდონელები — ფთიაში მცხოვრები ტომი, რომლებიც, გადმოცემით, ჭიანჭველებისგან
მომდინარეობდნენ (ბერძნ. myrmex ჭიანჭველა). ეაკოსს, აქილევსის ბაბუას, ეპიდემიამ მთელი ხალხი ამოუწყვიტა და
მისი თხოვნით ზევსმა ჭიანჭველები ადამიანებად აქცია. ასე ითვლებოდნენ ჭიანჭველები ძველი ტომის წინაპრებად.
28
ათენა — სიბრძნის, ვაჟკაცობის, ცივილიზაციის, სამართლისა და სამართლიანი ომის, მათემატიკის,
სტრატეგიისა და უნარ-ჩვევების ქალღმერთი, ზევსის ასული.
ვაჟკაცზე. უკან დაუდგა და ოქროსფერ თმებში ჩაავლო ხელი პელევსის ძეს — მხოლოდ მას გამოეცხადა, სხვა ვერავინ
ხედავდა მას. გაოგნდა აქილევსი, [200] შემობრუნდა და მაშინვე იცნო ათენა პალასი29: საშინლად უელავდა თვალები. მას
მიუბრუნდა და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „რისთვის მოსულხარ, ეგისისმპყრობელი30 ზევსის ასულო? იმისთვის
ხომ არ, რომ გეხილა ატრევსის ძე აგამემნონის ამპარტავნება?! მაგრამ ერთს გეტყვი და, მგონი, ეს მალე ასრულდება — ეს
თავხედობა მას მალე თავს დააკარგვინებს“.
მას მიუგო თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ზეციდან მოვედი, რომ დაგარწმუნო და დავაცხრო შენი
მრისხანება; გამომაგზავნა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ, რადგან ერთნაირად უყვარხართ და ზრუნავს ორივე
თქვენგანზე. [210] დაიცხრე შუღლი, ხმალს ხელი უშვი, ლანძღე სიტყვებით, რაც ენაზე მოგდგება. გეუბნები და ეს მალე
აგისრულდება: სამგზის მეტ საჩუქარს მოგიძღვნიან მისი ამ თავხედობის გამო, ოღონდ ახლა დამშვიდდი და
დაგვიჯერე.“
მიუგო ფეხმარდმა აქილევსმა: „აუცილებელია, ქალღმერთო, ორივე თქვენგანის სიტყვას დავემორჩილო! თუმცა
რისხვას ვერ ვიოკებ, მორჩილება უფრო სასარგებლო იქნება: ვინც ემორჩილება ღმერთებს, მას ყურს უგდებენ ისინიც.“
[220] ბრძანა და ვერცხლის ვადას ჩაავლო მძიმე ხელი, ქარქაშში ჩააგო დიდი ხმალი, დაემორჩილა ათენას ნათქვამს, ის
კი ოლიმპოსზე, ეგისისმპყრობელი ზევსის სასახლეში გაეშურა და შეუერთდა ღმერთების გუნდს.
პელევსის ძემ კი კიდევ ერთხელ სასტიკი სიტყვებით მიმართა ატრევსის ძეს და არ დაიცხრო რისხვა: „ღვინით
გალეშილო, ძაღლის სიფათიანო და ირმის გულიანო! შენ ხომ ერთხელაც არ აგისხამს აბჯარი ხალხის წინ
საბრძოლველად, არც დაზვერვაში წასვლა გაგიბედავს აქაველ ვაჟკაცებთან ერთად: ეს ხომ სიკვდილად მიგაჩნდა!
ბევრად გირჩევნია, აქაველთა ვრცელ ბანაკში [230] ჯილდო წაართვა იმ კაცს, რომელიც შენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებს.
ხალხის მძარცველი მეფე ხარ, რაკი არარაობებზე მეფობ; ასე რომ არ იყოს, ეს შენი უკანასკნელი თავხედობა იქნებოდა.
შენ გეუბნები და დიდი ფიცით გეფიცები, ამ კვერთხს გეფიცები, რომელიც ფოთლებსა და ტოტებს ვეღარ გამოისხამს,
მას შემდეგ რაც მთებში დატოვა თავისი ძირი, ხელახლა ვეღარ გამწვანდება, რადგან ბრინჯაოს ცულმა მოასხიპა
ფოთოლი და კანი; ახლაც ხელთ უპყრიათ იგი აქაველთა შვილებს — ზევსისგან მომდინარე ადათების მცველებს. დაე ეს
იყოს თქვენთვის უდიდესი ფიცი! [240] ჭეშმარიტად მოვა ის დღე, როდესაც აქილევსს ერთად მოადგებიან აქაველთა
შვილები; იმ დღეს შენ, გამწარებული, ვერაფრით დაეხმარები მათ და უამრავ მათგანს მზეს დაუბნელებს
კაცთამომწყვეტი ჰექტორი31. შენ კი გული გაგისკდება და მწარედ ინანებ, რომ აქაველთაგან საუკეთესო შეურაცხჰყავი.“
ეს თქვა პელევსის ძემ და მიწაზე დააგდო კვერთხი, ოქროს ლურსმნებით მოჭედილი, თავად კი დაბრძანდა.
მეორე მხარეს ატრევსის ძე მძვინვარებდა. უმალ ტკბილმოუბარი ნესტორი წამოიმართა, პილოსელთა მჭექარე
ორატორი32, რომლის ენიდან მოედინებოდა თაფლზე უტკბესი სიტყვა. [250] მის სიცოცხლეში უკვე წავიდა მოკვდავ
კაცთა ორი თაობა, რომელიც დაიბადა და მასთან ერთად ცხოვრობდა ღმერთს შეწირულ პილოსში და ახლა მესამე
თაობაზე მეფობდა. კეთილი განზრახვით მიმართა შეკრებილთ და ბრძანა: „ოჰ, დიდი მწუხარება მოდის აქაველთა
მიწაზე! რას გაიხარებენ პრიამოსი და პრიამოსის შვილები! სხვა ტროელებსაც ხომ სიხარულით აევსებათ სული,
როდესაც გაიგებენ თქვენ ორის დაპირისპირების ამბავს, რომლებიც პირველები ხართ დანაელთა შორის საბჭოსა და
ბრძოლაშიც. ყური დამიგდეთ, ორივენი ხომ ჩემზე უმცროსები ხართ, [260] დიდი ხნის წინ თქვენზე უკეთეს
ვაჟკაცებთანაც მქონია საქმე და ყოველთვის მოუსმენიათ ჩემთვის. მეტი არც მინახავს და ვეღარც ვნახავ ისეთ ვაჟკაცებს,
როგორებიც იყვნენ პეირითოოსი33 და ხალხთა მწყემსი დრიასი34, კაინევსი35, ექსადიოსი36 და ღვთისდარი

29
პალასი — ქალღმერთ ათენას ეპითეტი. ზღვის ღმერთის, ტრიტონის, ასული, ნიმფა პალასი ათენას ბავშვობის
მეგობარი იყო, რომელიც, ერთ-ერთი ვერსიით, ქალღმერთს შემოაკვდა.
30
ეგისისმპყრობელი — ზევსის ეპითეტი. ეგისი ანუ ეგიდა (ბერძნ. aigis, სიტყვა-სიტყვით, „ქარიშხალი“) იყო
წმინდა ფარი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა. მითის ერთ-ერთი ვერსიით, ამ ფარზე გორგო მედუსას თავიც იყო
მოთავსებული. ზოგიერთი გადმოცემით, იგი ჰეფესტოსმა დაამზადა თხა ამალთეას ტყავისგან; ითვლებოდა, რომ ამ
ფარით ზევსი საშინელ ქარიშხალს აღძრავდა. „ეგისისმპყრობელი“ ან „ეგიდისმპყრობელი“ — ეგიოქოსი (ძვ.-ბერძნ.
aigiochos, სიტყვა-სიტყვით, „ეგისის მქონე“) ზევსის ერთ-ერთი ეპითეტია.
31
ჰექტორი — ტროის მეფე პრიამოსის ძე.
32
პილოსელთა ორატორი — გმირი ნესტორი, ბრძენი მოხუცი, ქალაქ პილოსის მბრძანებელი.
33
პეირითოოსი — ბერძნულ მითოლოგიაში თესალიელი ლაპითების მეფე, ჰიპოდამიას მეუღლე; მის ქორწილში
მოხდა ლაპითებისა და კენტავრების ცნობილი ბრძოლა; თესევსის უახლოესი მეგობარი.
34
დრიასი — მეფე ლიკურგოსის ძე, თრაკიელი ედონების მეფე.
35
კაინევსი — ლაპითი გმირი თესალიიდან, ერთ-ერთი არგონავტი ვაჟკაცი; ტრანსგენდერი, ყოფილი კაინისი,
ატრაქსის ასული.
36
ექსადიოსი — ერთ-ერთი ლაპითი გმირი.
პოლიფემოსი37 ან ეგევსის38 უკვდავთა მსგავსი ძე თესევსი39. უმძლავრესი იყვნენ მათ შორის, ვინც კი დედამიწაზე
აღზრდილა. უმძლავრესნი იყვნენ და უმძლავრესებს ებრძოდნენ, მთიელ კენტავრებს ეკვეთნენ და სასტიკად
ამოწყვიტეს. მათთან ვმეგობრობდი მეც პილოსიდან, [270] შორეული მიწიდან, ჩასული, რადგან მათ თავად მომიხმეს და
მეც ვიბრძოდი ჩემდათავად, იმათ კი დღეს მიწაზე მცხოვრებთაგან ვინ შეებრძოლებოდა?! ისინიც ისმენდნენ ჩემს რჩევას
და იჯერებდნენ ნათქვამს. თქვენც უნდა დამიჯეროთ, ასე აჯობებს. შენ ძალიან მძლავრი ხარ, მაგრამ ნუ წაართმევ ქალს,
რომელიც ჯილდოდ მისცეს აქაველთა შვილებმა. შენც, პელევსის ძეო, ნუ ეწინააღმდეგები მეფეს, რადგან არა ხარ ზევსის
მიერ დიდებამინიჭებული, კვერთხისმპყრობელი მეფის თანასწორი. [280] შენ უფრო დიდი ვაჟკაცი ხარ, შენ
ქალღმერთმა დედამ გშობა, მაგრამ აგამემნონი უფრო მძლავრია და უთვალავ ხალხზე მბრძანებლობს. ატრევსის ძეო,
დაიოკე რისხვა, მე ვევედრები აქილევსსაც, დაივიწყოს წყენა, ის ხომ აქაველთათვის ზღუდედ აღიმართა ამ ბოროტ
ომში.“
მიუგო მძლავრმა აგამემნონმა: „დიახ, ეს ყველაფერი, მოხუცო, სწორად ბრძანე, მაგრამ ამ კაცს სურს, ყველაზე
მაღლა დადგეს, უნდა, ყველას მართავდეს და ყველაზე მეფობდეს, უნდა რომ ყველაზე მბრძანებლობდეს, მაგრამ მე არ
ვფიქრობ დამორჩილებას. ნუთუ ის ამბავი, [290] დიდ მეომრად რომ შექმნეს იგი მარადიულმა ღმერთებმა, ნებას აძლევს,
შეურაცხმყოს?!“
მას შეაწყვეტინა და ბრძანა ღვთაებრივმა აქილევსმა: „სამართლიანად მიწოდებდნენ ლაჩარსა და არარაობას, თუ
დავეთანხმებოდი ყველაფერს, რასაც კი იტყოდი. სხვებს მოსთხოვე ეგ, მე კი ნუ მიბრძანებ: არ მგონია, რომ
დაგემორჩილო! სხვა რამეს გეტყვი და შენ გულში ჩაიდე: ხმლით ხელში არ ვიომებ ქალის გულისთვის არც შენთან და
არც სხვასთან; წამართვით, რაც გიჩუქნიათ! [300] სხვას, რაც კი არის ჩემს სწრაფ შავ ხომალდებზე, ხელსაც ვერ ახლებ და
ვერ წაიღებ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ; ან მოდი და სცადე, ამათმაც რომ იცოდნენ: უმალ შავი სისხლი დაიღვრება ჩემს
შუბზე.“ ასე იომა ამ ორმა სიტყვებით ერთმანეთთან; წამოდგნენ ორივენი და დაასრულეს ხომალდებთან აქაველთა
კრება: პელევსის ძე თავისი კარვისკენ და თანაბრად ნაგები ხომალდებისკენ გაეშურა მენოიტიოსის ძესთან და
მეგობრებთან ერთად. ატრევსის ძემ კი სწრაფი ხომალდი ჩაუშვა ზღვაში, ოცი მენიჩბე შეურჩია და ჰეკატომბე [310]
გაუმზადა ღმერთს, ლამაზღაწვიანი ქრისეისი აიყვანა გემზე; ხოლო მეთაურად დასვა გონებაუხვი ოდისევსი. ავიდნენ
თუ არა გემზე, გასცურეს სველ გზაზე. ხალხს კი ატრევსის ძემ განწმენდა უბრძანა. განიწმინდნენ და ნაბანი წყალი ზღვას
გაატანეს, შესწირეს აპოლონს ნარჩევი ხარებისა და თხების ჰეკატომბე უნაყოფო ზღვის ქვიშიან ნაპირზე — დამწვარი
ცხიმის სურნელი დაკლაკნილი კვამლით ზეცაში ადიოდა. ამას შვრებოდნენ ჯარში; აგამემნონმა კი არც რისხვა დაიოკა
და არც აქილევსისადმი მუქარა დაივიწყა, [320] უთხრა ტათლიბიოსსა40 და ევრიბატესს41, რომლებიც იყვნენ მაცნეები და
სწრაფი მსახურები: „მიდით პელევსის ძე აქილევსის კარავში, ხელი ჩასჭიდეთ და წამოიყვანეთ ლამაზღაწვიანი
ბრისეისი; ხოლო თუ არ მოგცემთ, თვითონ მივადგები მეტი ხალხით, მოვტაცებ და ეს მისთვის უარესი იქნება,“ — ეს
უთხრა და გაუშვა, მიაყოლა მრისხანე სიტყვა; ის ორიც უხალისოდ გაუყვა უნაყოფო ზღვის ქვიშიან სანაპიროს და
მიადგა მირმიდონელთა კარვებსა და ხომალდებს. აქილევსი იპოვეს კარავთან და შავ ხომალდთან [330] ჩამომჯდარი; ამ
ორის დანახვა არ გახარებია. ორნი, შეშინებულნი და დარცხვენილნი, მეფესთან დადგნენ, ვერც სიტყვა დაძრეს და ვერც
შეკითხვა დასვეს; ის კი მიუხვდა და უთხრა: „გაიხარეთ, ზევსის შიკრიკებო და კაცთა მაცნეებო, ახლოს მოდით: თქვენ
არ ხართ დამნაშავენი, მხოლოდ აგამემნონია, რომელმაც გამოგაგზავნათ ქალწული ბრისეისის წასაყვანად. ზევსის
შობილო პატროკლოს42, გამოიყვანე ქალიშვილი და მიეცი ამ ორს, წაიყვანონ; თავადვე იყვნენ მოწმეები ნეტარი
ღმერთებისა და მოკვდავი ადამიანების წინაშე [340] და ამ სასტიკი მეფის წინაშე, ოდესმე კიდევ დადგება ჩემი
საჭიროება, რომ სამარცხვინო დაღუპვას გადავარჩინო დანარჩენები. ის ახლა დამღუპველი ფიქრით მძვინვარებს, ვერ
იხედება ვერც წინ, ვერც უკან, რომ აქაველებმა შეძლონ უსაფრთხოდ ხომალდებთან ბრძოლა.“
ასე თქვა და პატროკლოსი დაემორჩილა ძვირფას მეგობარს, გამოიყვანა კარვიდან ლამაზღაწვიანი ბრისეისი და
გადასცა წასაყვანად; ისინიც იმავწამს წავიდნენ აქაველთა ხომალდებთან და უხალისოდ წაჰყვა მათ ქალი, ხოლო
აცრემლებული აქილევსი მაშინვე გაეცალა მეგობრებს და ჩამოჯდა [350] ჭაღარა ზღვის ქვიშის ნაპირზე და მზერა
მიაპყრო უსასრულო სიღრმეს. ხელები გაიწვდინა და საყვარელ დედას43 შეევედრა გულწრფელად: „როცა გამაჩინე ამ
ხანმოკლე სიცოცხლისათვის44, ოლიმპოსელ მაღლითმქუხარე ზევსს პატივიც უნდა მოეცა, მაგრამ ახლა სულ არ მცემს
პატივს: ატრევსის ძემ, მძლავრმა აგამემნონმა შეურაცხმყო, წამართვა ჯილდო და მიისაკუთრა.“

37
პოლიფემოსი — ელატოსისა და ჰიპეას ძე, ერთ-ერთი ლაპითი გმირი, არგონავტი.
38
ეგევსი — ათენის მეფე, „თხა-კაცი“, თესევსის მამა; მისი სახელი ეწოდა ეგევსის (ეგეოსის) ზღვას.
39
თესევსი — ათენის ფუძემდებელი მეფე, ეთრას ძე ერთდროულად ორი მამისგან: ეგევსისა და პოსეიდონისგან.
40
ტათლიბიოსი — აგამემნონის შიკრიკი და მეგობარი.
41
ევრიბატესი — ბერძენთა შიკრიკი, ოდისევსის საჭურველმტვირთველი.
42
პატროკლოსი — მენეტიოსის ძე, აქილევსის მეგობარი.
43
საყვარელი დედა — ზღვის ქალღმერთი თეტისი, ნერევსის და დორისის ასული, ერთ-ერთი ორმოცდაათ
ნერეისთაგანი.
44
ხანმოკლე სიცოცხლისთვის — ყველასათვის ცნობილი იყო, რომ აქილევსი ახალგაზრდა უნდა დაღუპულიყო.
ასე თქვა ცრემლის მფრქვეველმა, მას უსმინა მბრძანებელმა დედამ, იჯდა ზღვის სიღრმეში მოხუც მამასთან:
უმალვე ამოიჭრა ნისლივით ჭაღარა ზღვიდან, [360] წინ დაუჯდა ცრემლის მფრქვეველ შვილს, ხელი გადაუსვა,
სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა: „რად ტირი, შვილო? რა დარდი მოდის შენი გულიდან? მითხარი, ნუ დამიმალავ,
რომ ორივემ ვიცოდეთ.“
მძიმედ ამოიოხრა და მიუგო ფეხმარდმა აქილევსმა: „იცი შენ! რა უნდა გითხრა, როცა ყველაფერი იცი?! წავედით
ეეტიონის წმინდა ქალაქ თებეში45, იგი დავამხეთ და იქიდან მთელი ნადავლი ჩამოვიტანეთ: ეს ყველაფერი ერთმანეთში
გაიყვეს აქაველთა შვილებმა, ატრევსის ძისთვის კი არჩიეს ქრისესის ლამაზღაწვიანი ასული. [370] მიზანს აუცდენელი
აპოლონის ქურუმი ქრისესი მოვიდა ბრინჯაომოსილ აქაველთა სწრაფ ხომალდებთან ქალიშვილის გამოსახსნელად
უზარმაზარი გამოსასყიდით, ხელთ ეპყრა მიზანს აუცდენელი აპოლონის გვირგვინი და ოქროს კვერთხი; ევედრებოდა
ყველა აქაველს, განსაკუთრებით კი ატრევსის ორ ძეს, ხალხთა მხედართმთავრებს. მაშინ ყველა აქაველმა მოწონების
ყიჟინა დასცა, პატივი ვცეთ ქურუმს და ბრწყინვალე გამოსასყიდი მივიღოთო, მაგრამ ატრევსის ძე აგამემნონის გული
ვერ მოიგო ქურუმმა, უხეშად მოიცილა და მკაცრი სიტყვაც მიაყოლა. [380] გამწარებული მოხუცი უკან გაბრუნდა, მის
ვედრებას კი უსმინა აპოლონმა, რადგან იგი ძვირფასი იყო მისთვის და არგოსელებს ავი ისარი სტყორცნა: ხალხი
წყდებოდა მიყოლებით, ხოლო ღმერთის ისრები აქაველთა ვრცელ ბანაკს სრულად მისწვდა, შემდეგ მისანმა, რომელიც
კარგად ხედავდა, გვამცნო შორს მიმწვდომი ღმერთის წინასწარმეტყველება. მაშინ მე პირველმა ვურჩიე, ღმერთის გული
მოგვეგო, მაგრამ ატრევსის ძე რისხვამ შეიპყრო, უმალ წამოიჭრა, მუქარის სიტყვები წარმოთქვა, რაც ახლა აღასრულა
კიდევაც. სწრაფი ხომალდებით თვალმოელვარე აქაველებმა ქალი [390] ქრისეში გააგზავნეს და უკვდავს საჩუქრები
მიართვეს. ახლა კი ჩემი კარვიდან ახალი ქალი წაიყვანეს ჩამოსულმა შიკრიკებმა, ბრისევსის ასული, რომელიც
აქაველთა შვილებმა საჩუქრად მომართვეს. თუ რამე ძალა გაქვს, დაიცავი შენი სახელოვანი შვილი! წადი ოლიმპოსზე
და ზევსს შეევედრე, თუკი ოდესმე მისი გული მოგიგია სიტყვით ან საქმით. ხშირად მსმენია, მამისეულ სახლში თავს
როგორ იქებდი, როცა ამბობდი, რომ კრონოსის შავღრუბლიანი ძე უკვდავთაგან მხოლოდ შენ იხსენი სამარცხვინო
დაღუპვისგან, როდესაც მისი შებოჭვა სურდათ სხვა ოლიმპოსელებს — [400] ჰერას, პოსეიდონსა46 და პალას ათენას;
მაშინ შენ მიხვედი, ქალღმერთო, და იხსენი ბორკილთაგან, უმალ მოუხმე დიდ ოლიმპოსზე ასხელას47, რომელსაც
ღმერთები ბრიარევსს ეძახიან და ადამიანები — ეგეონს, იგი ძალით მამამისსაც კი აღემატება. იგი დაჯდა კრონიონთან48
დიდებით ამაყი, ნეტარი ღმერთები შეშინდნენ და ვეღარ შეკრეს ზევსი. ახლა ეს შეახსენე, გვერდით დაუჯექ, მუხლზე
მოხვიე ხელი, რომ ისურვოს ტროელების დახმარება, ხოლო გემების კიჩოებთან და ზღვასთან მიჭყლეტილი [410]
აქაველების ამოხოცვა, რათა კარგად დატკბნენ თავიანთი მეფით და ატრევსის ძეც, ვრცლად-მმართველი და მძლავრი
აგამემნონიც მიხვდეს, რა ბრმა ბრძანდებოდა, როდესაც აქაველთაგან საუკეთესო კაცი არ დააფასა.“
შემდეგ მას უპასუხა თეტისმა, ცრემლის მფრქვეველმა: „შვილო ჩემო, რისთვის გაგზარდე უბედობისთვის
შობილი? ღმერთმა გამყოფოს შენს ხომალდებთან ცრემლებისა და მწუხარების გარეშე, ისედაც ხანმოკლეა შენი
სიცოცხლე და სულ ცოტაა უკვე დარჩენილი. ახლა კი სწრაფადაც კვდები და ყველაზე უიღბლოც ხარ. უბედურ დღეზე
გაგაჩინე მშობლიურ სახლში! ამ სიტყვის სათქმელად ელვისმტყორცნელ ზევსთან [420] მივალ თოვლიან ოლიმპოსზე,
იქნებ დავარწმუნო. შენ კი დარჩი სწრაფმავალ ხომალდებთან, აქაველებზე რისხვა არ დაიოკო, ხოლო ომს მთლიანად
გამოეთიშე; ზევსი ოკეანოსთან49, უზადო ეთიოპელებთან50 წავიდა გუშინ ნადიმზე და მას გაჰყვა ყველა ღმერთი.
მეთორმეტე დღეს კვლავ დაბრუნდება ოლიმპოსზე და მაშინ მივალ მის ბრინჯაოთი ნაგებ სასახლეში, მუხლებზე
მოვეხვევი და მგონი, დავარწმუნებ.“
ეს თქვა და წავიდა, შვილი კი დარჩა, გული უწუხდა იმ ლამაზსარტყლიან ქალზე ფიქრით, რომელიც, [430]
საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს; ამ დროს ოდისევსი ქრისეში ჩავიდა და ჩაიტანა წმინდა ჰეკატომბე.
შევიდნენ ძალიან ღრმა ნავსადგურში, აფრები ჩამოუშვეს და დააწყვეს შავ ხომალდზე, ანძა ბუდეში ჩასვეს, ბაგირებით

45
თებე — კილიკიელთა ქალაქი მისიაში, იდის მთის აღმოსავლეთი განშტოების, პლაკოსის მთის ძირას; იქ
მეფობდა ეეტიონი, ანდრომაქეს, ჰექტორის მეუღლის, მამა.
46
პოსეიდონი — ზევსის ძმა, ზღვათა მბრძანებელი.
47
ასხელები — სამი ძმა: კოტოსი, ბრიარევსი (იგივე აიგაიონი) და გიგესი; გოლიათები, რომლებიც შვა დედამიწამ
და რომლებიც ზევსის მხარეს იბრძოდნენ ტიტანებთან ომში.
48
კრონიონი — კრონოსის ძე, ზევსი. სუფიქსები -იდ („კრონიდი“) და -იონ („კრონიონი“) მიუთითებენ
ნათესაობის დაღმავალ ხაზზე („კრონოსის ძე“). იშვიათად შვილის სახელი შეიცავს -იდ სუფიქსს, მაგრამ მიუთითებს
არა მამაზე, არამედ დედაზე (მატრიარქატის გადმონაშთია). მაგალითად, აპოლონი ხშირად მოიხსენიება როგორც
„ლეტოიდი“ ანუ ქალღმერთ ლეტოს ძე.
49
ოკეანოსი — აქ: მდინარე, რომელიც გარს უვლის დედამიწას.
50
ეთიოპები — გადმოცემით, ბედნიერი ხალხი, რომელსაც ღმერთები მფარველობდნენ. მათთან ხშირად
ქეიფობდნენ ღმერთები (შდრ. „ოდისეა“, I, 22, პოსეიდონი ეთიპოპებთან ქეიფობს). ასევე ბედნიერი ხახლი იყო,
ბერძნები წარმოდგენით, ჰიპერბორეელები, რომელთანაც არაერთგზის სტუმრონდა აპოლონი. „ოდისეაში“ ასეთივე
ბედნიერ ხალხად დახატული არიან ფეაკები (VI-XII სიმღერა).
დაუშვეს სასწრაფოდ, ნიჩბებს დააწვნენ და გემი ნავსაყუდელთან მიაცურეს. შემდეგ ღუზა ჩაუშვეს, ხომალდი თოკებით
დაამაგრეს, თავადაც ჩავიდნენ ზღვის კლდოვან ნაპირზე, ჰეკატომბე ჩაუყვანეს მიზანს აუცდენელ აპოლონს, ბოლოს კი
ქრისეისიც ჩამოვიდა ზღვაზე მცურავი გემიდან. [440] მაშინ იგი საკურთხევლისკენ წაიყვანა გონებაუხვმა ოდისევსმა,
საყვარელ მამას მიუყვანა და ასე მიმართა: „ო, ქრისეს, მე გამომგზავნა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა, შენ ქალიშვილი
ჩამოგიყვანე, სხივოსანს კი — წმინდა ჰეკატომბე დანაელთა სახელით, რათა გული მოვუგოთ უფალს, რომელმაც ახლა
არგოსელებს დამღუპველი უბედურება მოუვლინა.“
ეს თქვა და ხელში ჩააბარა, მანაც სიხარულით მიიღო საყვარელი შვილი; აქაველებმა კი წმინდა ჰეკატომბე
სწრაფად, წესისამებრ, განალაგეს კეთილნაგებ საკურთხეველთან, ხელი დაიბანეს ნაკურთხი წყლით და შემდეგ
სამსხვერპლო ქერის მარცვლები აიღეს. [450] ბოლოს ქრისესმა ხელები გაშალა და ხმამაღლა შეჰღაღადა: „მისმინე,
ვერცხლის მშვილდიანო, რომელიც გარს უვლი ქრისეს, წმინდა კილას და მძლავრად მეფობ ტენედოსში, შენ ადრე ისმინე
ჩემი ვედრება, პატივი დამდე და სასტიკად დასაჯე აქაველი ხალხი; კიდევ შემისრულე სურვილი: ახლა დანაელებს
ააცილე სამარცხვინო დაღუპვა.“
ეს თქვა მავედრებელმა და უსმინა სხივოსანმა აპოლონმა. მას შემდეგ, რაც ილოცეს, ქერის მარცვლები დააყარეს,
ჯერ თავები გადაუწიეს ხარებს, ყელი გამოღადრეს და გაატყავეს, [460] ბარკლები მოაჭრეს, ორ წყება ქონში შეახვიეს და
ზემოდან უმი ხორცი დააწყვეს. შეშაზე წვავდა მათ მოხუცი, ზედ მჩქეფარე ღვინოს ასხამდა, მის გვერდით კი ყმაწვილებს
ხუთკბილა ჩანგლები ეჭირათ ხელში; როდესაც ბარკლები შეიწვა და შიგნეულობა გასინჯეს, დარჩენილი ხორცის
ნაჭრები შამფურებზე წამოაცვეს, ოსტატურად შეწვეს და შამფურებიდან ჩამოყარეს; როგორც კი მორჩნენ საქმეს და
მოამზადეს სადილი, დასხდნენ სანადიმოდ და ამ საერთო ნადიმზე არავის დასწყვეტია გული. როცა კი სმით და ჭამით
გული იჯერეს, [470] ყმაწვილებმა ღვინის და წყლით გასაზავებელი ჭურჭელი გაავსეს სასმელით, გაუნაწილეს ყველას
და საზედაშედ შეუვსეს თასები. მთელი დღე სიმღერით გულს ულბობდნენ ღმერთს, მშვენიერ პეანს51 უმღეროდნენ
აქაველი ყმაწვილები და განადიდებდნენ შორს მიმწვდომს; ისიც ისმენდა და ილხენდა სულით.
როდესაც მზე ჩაესვენა და წყვდიადი ჩამოწვა, ისინი წამოწვნენ ხომალდის კიჩოსთან; როგორც კი გამოჩნდა
ადრიანი ვარდისფერთითებიანი ეოსი52, მაშინვე გასცურეს აქაველთა ფართო ბანაკისაკენ; მათ ზურგის ქარი დაადევნა
შორს მიმწვდომმა აპოლონმა; [480] ანძა აღმართეს და თეთრი აფრები გაშალეს, ქარმა გაბერა შუა აფრა, ხოლო მუქი
ტალღები კიჩოსთან ახმაურდა, გემი დაიძრა, ტალღები გააპო და გზა გაიკვლია; როგორც კი ჩავიდნენ აქაველთა ვრცელ
ბანაკში, შავი ხომალდი მაღლა, ხმელეთზე, ქვიშიან ნაპირზე აათრიეს, დიდი საყრდენები დაუყენეს, თავად კი
განაწილდნენ კარვებსა და ხომალდებში.
ამასობაში სწრაფმავალ ხომალდებთან მრისხანებდა ზევსის შობილი ძე პელევსისა, ფეხმარდი აქილევსი, [490]
აღარც ვაჟკაცთა დიდებით შემამკობელ კრებებს ესწრებოდა, არც ომში მონაწილეობდა, უქმობისგან გული უკვდებოდა,
ყიჟინა და ომი ენატრებოდა.
დადგა მეთორმეტე დილაც და ოლიმპოსზე დაბრუნდნენ მარადმყოფი ღმერთები, ყველანი ერთად; ზევსი
მოუძღოდა მათ. თეტისს არ დავიწყებია შვილის თხოვნა, ამიტომ ამოვიდა ზღვის ტალღიდან და უთენია მიადგა დიად
ზეცასა და ოლიმპოსს. იპოვა კრონოსის შორსმხედველი ძე, რომელიც სხვათაგან ცალკე იჯდა მრავალთხემიანი
ოლიმპოსის უმაღლეს მწვერვალზე; [500] წინ დაუჯდა, მუხლზე მარცხენა ხელი მოხვია, მარჯვენათი კი ნიკაპს შეეხო და
ვედრებით უთხრა მეუფე ზევსს, კრონოსის ძეს: „მამა ზევსო, თუკი ოდესმე უკვდავთა შორის გამოგდგომივარ საქმით ან
სიტყვით, შემისრულე ეს თხოვნა — პატივი დასდე ჩემს შვილს, რომელსაც ყველა ვაჟკაცზე ხანმოკლე სიცოცხლე შეხვდა!
ახლახან იგი კაცთა ბელადმა, აგამემნონმა, შეურაცხყო, წაართვა ჯილდო და თავად დაეუფლა. შური იძიე, ბრძენო
ზევსო, ოლიმპოსელო! გააძლიერე ტროელები, სანამ აქაველები პატივს არ სცემენ ჩემს შვილს და [510] ღირსებით არ
განადიდებენ.“
ასე თქვა და მას არაფერი უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა, არამედ დიდხანს იჯდა მდუმარედ. თეტისს კი
კვლავ მოხვეული ჰქონდა ხელი მუხლზე და მეორეჯერაც მიმართა: „შეუმცდარი დაპირება მომეცი, თავი დამიკარი ან
უარი მითხარი, შენ ხომ არაფრის შიში არა გაქვს; მითხარი, კარგად რომ გავიგო, რამდენად უღირსი ვარ ყველა ღმერთს
შორის!“
დიდად დადარდიანდა ღრუბელთშემკრები ზევსი და უპასუხა: „აშკარად დამღუპველი საქმეა, რადგან ჰერას
გადამიმტერებ, სალანძღავი სიტყვებით განმარისხებს! [520] ისედაც უკვდავი ღმერთების წინაშე მუდამ მეჩხუბება და
მაბრალებს, თითქოს ბრძოლაში ტროელებს ვეხმარებოდე; მაგრამ შენ ახლა ისევ წადი, არ შეგამჩნიოს ჰერამ, დანარჩენი
ჩემი საზრუნავია და მე აღვასრულებ. მოდი, მე თავს დაგიკრავ, რათა ბოლომდე დარწმუნდე; უკვდავთა შორის ხომ
ჩემგან ეს დასტურის უდიდეს ნიშნად მიიჩნევა, რადგან ვერც დაირღვევა, ვერც გაცუდდება და ვერც შეუსრულებელი
დარჩება სიტყვა, რომელსაც თავს დავუკრავ.“ და მუქი წარბები დახარა კრონოსის ძემ თანხმობის ნიშნად, ღვთაებრივი
კულულები შეირხა უკვდავი [530] უფლის თავზე და შეირყა დიდი ოლიმპოსი.

51
პეანი — საგმირო სიმღერა ან ლირიკული პოემა, რომელიც ტრიუმფს ან მადლიერებას გამოხატავდა.
52
ეოსი — განთიადის ქალღმერთი, ერთ-ერთი ტიტანი, გეასა (დედამიწისა) და ურანოსის (ზეცის) ასული,
ჰელიოსისა (მზისა) და სელენეს (მთვარის) და.
ამ ორმა ბჭობა დაამთავრა და გაიყარა: ქალი ღრმა ზღვისკენ გაიჭრა ბრწყინვალე ოლიმპოსიდან, ზევსმა კი
საკუთარ სასახლეს მიაშურა. სავარძლებიდან ყველა ღმერთი წამოუდგა მამას, ვერც ერთმა ვერ გაბედა დამჯდარი
დახვედროდა, წამოიშალა ყველა. ასე მივიდა და დაბრძანდა თავის ტახტზე; მაგრამ ჰერას არ გამოჰპარვია მისი და
თეტისის, ზღვის მოხუცის ვერცხლისფეხება ასულის, თათბირი. იმავწამს დამცინავად მიმართა ზევსს, კრონოსის ძეს:
[540] „რომელ ღმერთს ეთათბირებოდი, ცბიერო? მუდამ გიყვარს ჩემგან უჩუმრად განსაჯო დაფარული ამბები, შენს
განზრახვაზე ჩემთვის საკუთარი ნებით სიტყვაც არ გითქვამს არასოდეს.“
მას საპასუხოდ უთხრა ადამიანთა და ღმერთთა მამამ: „ჰერა, იმედი ნუ გაქვს, რომ გეცოდინება ჩემი ყველა
სიტყვა; მძიმე იქნებოდა შენთვის, თუმცა მეუღლე ხარ; რისი ცოდნაც შეიძლება, ვერც რომელიმე ღმერთს და ვერც
რომელიმე ადამიანს ეცოდინება შენზე ადრე; მაგრამ თუ მსურს, ღმერთების გარეშე ჩავიფიქრო რამე, [550] არც მკითხო
და არც სცადო, გაიგო.“
მის საპასუხოდ ბრძანა ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ: „კრონოსის უსაშინლესო შვილო, რა სიტყვას
მეუბნები? ადრე ხომ არც მიკითხავს და არც გამომიძიებია, ხომ მშვიდად წყვეტ, რასაც ისურვებ. ახლა საშინლად მეშინია,
არ დაგიყოლიოს ზღვის მოხუცის ქალიშვილმა, ვერცხლისფეხება თეტისმა. უთენია ხომ დაგიჯდა და მუხლზე მოგხვია
ხელი! ასე მგონია, თავი დაუკარი, რომ პატივს მიაგებ აქილევსს და მრავალ ვაჟკაცს დაღუპავ აქაველთა ხომალდებთან.“
[560] მას საპასუხოდ უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „უცნაურო, მუდამ ეჭვიანობ, მე კი არ გემალები. და
მაინც ვერაფერს გახდები, მხოლოდ ჩემს გულს დაშორდები, ეს კი შენთვის უარესი იქნება. თუ ისეა საქმე, როგორც შენ
ამბობ, ალბათ, ასე მომწონს მე. მდუმარედ დაჯექი, ერწმუნე ჩემს ნათქვამს, ვერ გიშველის, რაც კი ღმერთებია
ოლიმპოსზე, აქ რომ დადიან, თუკი შენზე მსახვრალი ხელი აღვმართე.“
ასე თქვა და შეშინდა ხარისთვალება დედოფალი ჰერა; უსიტყვოდ დაჯდა გულით დამორჩილებული. [570]
დამწუხრდნენ ზევსის სასახლეში ზეციური ღმერთები, მათ შორის პირველმა თავისი ხელოვნებით სახელგანთქმულმა
ჰეფესტოსმა53 ამოიღო ხმა — საყვარელ დედას, თეთრხელება ჰერას ასიამოვნა: „დამღუპველი საქმე იქნება და აუტანელი,
თუკი თქვენ ორნი, მოკვდავთა გამო, წაეკიდებით ერთმანეთს და ღმერთებში განხეთქილებას შემოიტანთ. ბრწყინვალე
ნადიმში სიხარული არ იქნება, თუკი უარესი ამბები გაიმარჯვებს. დედას კი ვურჩევ, თუმცა ისედაც ბრძენია იგი,
საყვარელ მამას, ზევსს ასიამოვნოს, რათა არ განრისხდეს მამა და არ ჩაგვიშალოს ქეიფი. [580] თუ მოისურვებს
ელვისმტყორცნელი ოლიმპოსელი, ყველას ამოგვყრის სავარძლებიდან, ის ხომ ყველას აღემატება ძალით! შენაც
მიმართე მას ალერსიანი სიტყვით, უმალ მოწყალე შეიქნება ჩვენდამი ოლიმპოსელი.“
ასე თქვა, წამოდგა და ორმაგი თასი საყვარელ დედას მიართვა და უთხრა: „მოითმინე, დედაჩემო, და აიტანე ეს
წყენა, ძვირფასი ხარ ჩემთვის და არ მინდა, ჩემი თვალებით ვიხილო, რომ იტანჯები, რადგან არ შემიძლია, დაგიცვა;
ძნელია, დაუპირისპირდე ოლიმპოსელს. [590] აქამდე ერთხელ უკვე ვცადე შენი დაცვა, ფეხში ჩამავლო ხელი და
ზეციური სამყოფლიდან მომისროლა, მთელი დღე მივფრინავდი და როდესაც მზე ჩაესვენა, ლემნოსზე54 დავეცი, სული
ძლივსღა მქონდა შერჩენილი. იქ სინტიელმა ხალხმა55 უმალ მომიარა დაცემულს.“
ასე თქვა, გაიღიმა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ და გამოართვა შვილს ხელიდან თასი; შემდეგ სხვა
ღმერთებსაც, მარცხნიდან მარჯვნივ, ჩამოუსხა ტკბილი ნექტარი გასაზავებელი ჭურჭლიდან. გაუთავებელი ხარხარი
აუტყდათ ნეტარ ღმერთებს, [600] როცა დაინახეს, როგორ აწრიალდა სასახლეში ჰეფესტოსი.
ასე, მთელი დღე, მზის ჩასვლამდე, ქეიფობდნენ, სულს არაფერი აკლდა საერთო ნადიმზე, ბრწყინვალე
ფორმინქსს56 აჟღერებდა აპოლონი და მუზები საამურ ხმას აყოლებდნენ.
როგორც კი ჩაქრა ბრწყინვალე ნათელი მზისა, მოსასვენებლად მიაშურა თითოეულმა საკუთარ სავანეს, სადაც
ყველას ორივე ფეხით კოჭლმა, სახელგანთქმულმა ჰეფესტოსმა სახლი აუგო გამომგონებლური ხელოვნებით. ზევსი,
მეხთამტყორცნელი ოლიმპოსელი, მიადგა საწოლს [610] სადაც მოისვენებდა მუდამ, როდესაც ტკბილი ძილი ეწვეოდა;
იქ ავიდა და გვერდით მიუწვა ოქროსტახტიან ჰერას.

53
ჰეფესტოსი — მჭედლობის ღმერთი, დიდოსტატი, ზევსისა და ჰერას ძე, ორივე ფეხით კოჭლობდა.
54
ლემნოსი — კუნძული, სადაც, გადმოცემით, ჰეფესტოსის სამჭედლო იყო.
55
სინტიელი ხალხი, სინტიელები — კუნძულ ლემნოსის ძველი (თრაკიული) მოსახლეობა. ცნობილი იყვნენ
მეტალურგიითა და მეკობრეობით.
56
ფორმინქსი — უძველესი ძველბერძნული სიმებიანი ინსტრუმენტი, საშუალედო ლირასა და კითარას შორის;
ჰქონდა ორიდან შვიდ სიმამდე.
მეორე სიმღერა

სიზმარი. ბეოტია ანუ ხომალდთა კატალოგი


ღმერთებსა და ეტლის მფლობელ ვაჟკაცებს ეძინათ მთელი ღამე, ზევსს კი არ ჰქონდა ტკბილი ძილი, გული
იმაზე ზრუნვით ჰქონდა სავსე, თუ როგორ უნდა მიეგო პატივი აქილევსისთვის და მრავალი დაეღუპა აქაველთა
ხომალდებთან; და ეს გეგმა მოეჩვენა საუკეთესოდ: გაეგზავნა ატრევსის ძე აგამემნონისთვის საბედისწერო სიზმარი.
ამოიღო ხმა და ფრთოსანი სიტყვა ბრძანა: „სწრაფად წადი, საბედისწერო სიზმარო57, აქაველთა ხომალდებთან, მიდი
ატრევსის ძის, აგამემნონის კარავში და [10] ყველაფერი ზუსტად ისე უთხარი, როგორც მე გიბრძანებ. დაარწმუნე, აბჯარი
აასხმევინოს გრძელთმიან აქაველებს უსწრაფესად, რადგან ახლა შეუძლია აიღოს ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი:
ოლიმპოსზე სასახლეთა მქონე უკვდავებს შორის დავა შეწყდა, რადგან ყველას შეევედრა და ყველა დაითანხმა ჰერამ, —
ტროელებს დაღუპვა ელით.“
ასე ბრძანა და სიზმარი წავიდა, როგორც კი სიტყვა ისმინა. უმალ მიადგა აქაველთა სწრაფმავალ ხომალდებს,
მივიდა ატრევსის ძე აგამემნონთან; ნახა, რომ მას კარავში ეძინა და მასზე დაღვრილი იყო უკვთავთაგან მოვლენილი
ძილი. [20] თავთან დაუდგა და მიემსგავსა ნესტორს58, ნელევსის ძეს, რომელსაც უფროსთაგან განსაკუთრებით სცემდა
პატივს აგამემნონი: მისი სახე მიიღო და ბრძანა ღვთის მიერ მოვლენილმა სიზმარმა: „გძინავს, მამაცი ცხენთამხედნელი
ატრევსის ძეო. არ შეიძლება მთელი ღამე ეძინოს საბჭოს წევრ კაცს, რომელსაც ხალხი აბარია და ამდენი საზრუნავი აქვს.
ახლა კი სწრაფად მისმინე: ზევსის მაცნე ვარ შენთან; იგი შორიდან ზრუნავს შენზე და გწყალობს. გიბრძანებს, აბჯარი
აასხმევინო გრძელთმიან აქაველებს უსწრაფესად, რადგან ახლა შეგიძლია აიღო ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი:
[30] ოლიმპოსზე სასახლეთა მქონე უკვდავებს შორის დავა შეწყდა, რადგან ყველას შეევედრა და ყველა დაითანხმა ჰერამ,
ტროელებს ზევსისგან დაღუპვა ელით; შენ ეს გულში შეინახე და არ დაივიწყო, დაიმახსოვრე, როდესაც სულის
დამატკბობელი ძილი მიგატოვებს.“
ასე თქვა, წავიდა და იგი დატოვა გულში იმ ფიქრით, რომელსაც ასრულება არ ეწერა — მას ხომ ეგონა, რომ იმავე
დღეს აიღებდა პრიამოსის ქალაქს. უგუნურმა არც კი იცოდა, თუ რა ჩაიფიქრა ზევსმა, რომელმაც კვლავ გადაწყვიტა,
ტკივილი და კვნესა მოეტანა [40] ტროელებისა და დანაელებისათვის და დაუნდობელ ბრძოლებში ჩაერთო ისინი.
შემდეგ გაიღვიძა, ღვთაებრივი ხმა კი ყურში კიდევ ჟღერდა. საწოლიდან წამოდგა და დაჯდა, რბილი ქიტონი59 ჩაიცვა,
ლამაზი და ახალი, ზემოდან კი დიდი მოსასხამი მოიხურა, მაგარი ფეხები შეიმოსა ლამაზი სანდლებით, მხრებზე კი
გადაიკიდა ვერცხლით მოჭედილი ხმალი, აიღო მამისეული მარად უხრწნელი კვერთხი და კვერთხით ხელში დაიძრა
ბრინჯაომოსილ აქაველთა ხომალდებისკენ.
ქალღმერთი ეოსი ამოვიდა დიად ოლიმპოსზე, სინათლის დადგომა ამცნო ზევსსა და სხვა უკვდავებს; [50]
აგამემნონმა კი უბრძანა ომახიან მაცნეებს, კრებაზე მოეხმოთ გრძელთმიანი აქაველებისთვის. ამცნეს მაცნეებმა და უმალ
შეიკრიბა ხალხი.
თავდაპირველად უხმო დიდგულოვან მოხუცთა საბჭოს, პილოსს შობილი მეფის, ნესტორის, გემთან. საბჭოზე
მოხმობილთ კეთილგონიერი რჩევა მისცა: „მისმინეთ, მეგობრებო! ძილში ღვთისგან მოვლენილი სიზმარი მეწვია
უკვდავი ღამით; ღვთაებრივ ნესტორს მიუგავდა იერი, სიმაღლე და აღნაგობა; თავთან დამიდგა და ასეთი სიტყვა
მითხრა: [60] „გძინავს, მამაცი ცხენთამხედნელი ატრევსის ძეო. არ შეიძლება მთელი ღამე ეძინოს საბჭოს წევრ კაცს,
რომელსაც ხალხი აბარია და ამდენი საზრუნავი აქვს. ახლა კი სწრაფად მისმინე: ზევსის მაცნე ვარ შენთან, რომელიც
შორიდან ზრუნავს შენზე და გწყალობს. გიბრძანებს, აბჯარი აასხმევინო გრძელთმიან აქაველებს უსწრაფესად, რადგან
ახლა შეგიძლია აიღო ტროელთა ფართოქუჩებიანი ქალაქი: ოლიმპოსზე სასახლეთა მქონე უკვდავებს შორის დავა
შეწყდა, რადგან ყველას შეევედრა და ყველა დაითანხმა ჰერამ, ტროელებს ზევსისგან დაღუპვა ელით; [70] შენ ეს გულში
შეინახე და არ დაივიწყო, დაიმახსოვრე, როდესაც სულის დამატკბობელი ძილი მიგატოვებს,“ — ეს მითხრა და
გაფრინდა, მე კი ტკბილი ძილიდან გამოვფხიზლდი. მოდით, ვთქვათ, როგორ აისხან აბჯარი აქაველთა შვილებმა: ჯერ
მე სიტყვებით გამოვცდი, როგორც წესია და მრავალნიჩბიანი ხომალდებით გაქცევას ვუბრძანებ; თქვენ კი ყოველნაირი
სიტყვებით უნდა მოაბრუნოთ.
ეს თქვა და დაჯდა, მათგან კი წამოდგა ნესტორი, რომელიც იყო ქვიშიანი პილოსის მეფე; კეთილი განზრახვით

57
სიზმარი (ბერძ. oneiros) — ბერძნული მითოლოგიის, კერძოდ, ჰესიოდეს „თეოგონიის“ მიხედვით, სიზმრები
არიან ნიქსის (ღამის) შვილები — ჰიპნოსის (ძილის), თანატოსისა (სიკვდილისა) და გერასის (სიბერის) ძმები,
დაბადებულები პართენოგენესისის (ასექსუალური რეპროდუქციის) გზით.
58
მიემსგავსა ნესტორს — სიზმარმა მიიღო ნესტორის, ნელევსის ძის, სახე, რადგან ღმერთები არასოდეს
ევლინებიან ადამიანებს თავისი ნამდვილი სახით.
59
ქიტონი — ბერძნული უსახელოებო პერანგი, უპირატესად ტილოსი. ხშირ შემთხვევაში, ბერძნებს მხოლოდ
ქიტონი უფარავდა ტანს.
ილაპარაკა და ეს ბრძანა: „მეგობრებო, არგოსელთა მეთაურებო და მბრძანებლებო, [80] აქაველთაგან ვინმე სხვას რომ
მოეთხრო სიზმარი, სიცრუედ ჩავუთვლიდით და უმალ უარვყოფდით. ახლა კი ნახა იმან, ვისაც თავი აქაველთაგან
უმძლავრესად მიაჩნია. მოდით, ვთქვათ, როგორ აისხან აბჯარი აქაველებმა.“
ეს თქვა და პირველი გამოვიდა საბჭოდან, სხვებიც წამოდგნენ, ერწმუნენ ხალხთა მწყემსს კვერთხის მპყრობელი
მეფეები, ხალხი კი შაშს თამაშობდა. როგორც ფუტკართა მჭიდრო გუნდი გამოქვაბულიდან გამოდის ახალ-ახალი და
მტევნისებურად დააცხრება გაზაფხულის ყვავილებს, [90] ზოგი აქ მოფრინდება გუნდად და ზოგიც — იქ, ასე
ხომალდებიდან და კარვებიდან მთელ ვრცელ სანაპიროზე გუნდ-გუნდად მოდიოდა ხალხი კრებისკენ; მათ შორის
ზევსის შიკრიკი, ღვთაებრივი ხმა60 დადიოდა, აღაგზნებდა და ისინიც თავს იყრიდნენ. ღელავდა კრება, აკვნესდა მიწა
მსხდომარე ხალხისგან, ხმაური დადგა; ცხრა მაცნე ყვიროდა, მათ აკავებდა და არწმუნებდა, ესმინათ ზევსის აღზრდილი
მეფეებისთვის. სწრაფად დასხდა ხალხი, დაწყნარდა თავის ადგილებზე და [100] შეწყვიტა ხმაური. წამოდგა
მბრძანებელი აგამემნონი, ეჭირა კვერთხი, ჰეფესტოსის შრომის ნაყოფი. ჰეფესტოსმა იგი მისცა მეუფე ზევსს, კრონოსის
ძეს, შემდეგ კი ზევსმა გადასცა არგოსის მკვლელ მაცნეს, ხოლო მეუფე ჰერმესმა61 მისცა ცხენოსან პელოფსს62, ხოლო
პელოფსმა იგი მისცა ხალხთა მწყემს ატრევსს, ატრევსმა, სიკვდილის წინ, დაუტოვა იგი ფარამრავალ თიესტესს63, ხოლო
თიესტესმა აგამემნონს დაუტოვა სატარებლად, მრავალი კუნძულისა და მთელი არგოსის სამართავად. ამ კვერთხს
დაეყრდნო და არგოსელებს სიტყვით მიმართა: [110] „მეგობრებო, დანაელო გმირებო, არესის მსახურებო!64 დიდმა
ზევსმა, კრონოსის ძემ, მძიმე უბედურება დამმართა; დაუნდობელია იგი, ჯერ დამპირდა და ნიშანი მომცა, რომ ილიონს
დავაქცევდი კეთილგალავნიანს, თუკი მოვბრუნდებოდი. ახლა კი ავი მუხთლობა განიზრახა და მიბრძანებს, უსახელოდ
წავიდე არგოსს, როცა უკვე ამდენი ხალხი დავღუპე. უეჭველია, ასე სურს მძლავრ ზევსს, მან მრავალი ქალაქი დააქცია
და კიდევ დააქცევს, იგი ხომ უდიდესი ძალის მქონეა. სამარცხვინოა ეს მათთვის, ვინც შემდგომ მოვა, [120] რომ სულ
ამაოდ აქაველებმა, ამდენმა ხალხმა, უსარგებლო ომით ვიომეთ და კიდევ ვებრძვით ჩვენზე ნაკლებ მტერს და ამ ომს
ბოლო არ უჩანს. რომ მოგვენდომებინა აქაველებს და ტროელებს სანდო ზავი დაგვედო და ერთმანეთი დაგვეთვალა,
ტროელებს კი შევკრებდით, რამდენიც კი ცხოვრობს იქ, ხოლო ჩვენ, აქაველები, ათეულებად დავეწყობოდით, ხოლო
ტროელთაგან თითო კაცს ავირჩევდით მერიქიფედ, მრავალი ათეული დაგვრჩებოდა მერიქიფეთა გარეშე. ამდენად,
როგორც გეუბნებით, აღვემატებით აქაველთა შვილები [130] ტროელებს, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ
მოკავშირეებად მრავალი ქალაქიდან შუბისმრხეველი კაცები ჰყავთ, ისინი კი ყველანაირად მაკავებენ და მიუხედავად
ჩემი დაუოკებელი მისწრაფებისა, ხელს მიშლიან ხალხმრავალი, გამაგრებული ილიონი დავაქციო. დიდი ზევსის ცხრა
წელიწადმა გაიარა, გემებზე ძელები დალპა და ბაგირები მოეშვა; ამასობაში ჩვენი ცოლები და პატარა ბავშვები სახლებში
სხედან და გველიან: ჩვენ კი თავი ვერ დავადგით იმ საქმეს, რისთვისაც აქ ვართ მოსული. ახლა კი დამიჯერეთ ყველამ,
რასაც გეუბნებით: [140] გემებით გავიქცეთ სამშობლოს ძვირფასი მიწისკენ! ფართოქუჩებიან ტროას ვეღარ ავიღებთ!“
ასე ბრძანა, მკერდში გული აუღელვა უმრავლესობას, რადგან მათ არ გაუგონიათ, რა ითქვა საბჭოს სხდომაზე.
დაიძრა კრება, როგორც დიდი ტალღები იკაროსის ზღვისა65, როდესაც მამა ზევსის ღრუბლებიდან დაუბერავენ ევროსი66
და ნოტოსი67; ან როგორც ძეფიროსი68 არხევს ღრმა ყანას, როდესაც მძაფრად თავს დაეცემა და თავთავებს დაახრევინებს,
ასე აღიძრა მთელი კრება: [150] ყიჟინით მიცვივდნენ ხომალდებს, ფეხებიდან ავარდა და სვეტად დადგა მტვერი;
ერთმანეთს არწმუნებდნენ, დაეპყროთ ხომალდები და ჩაეშვათ ღვთაებრივ ზღვაში; უკვე გაწმინდეს თხრილები69,
სახლში მიმავალთა ყიჟინა ცას მისწვდა, როცა ხომალდებს საყრდენები გამოაცალეს.
ბედისწერის საწინააღმდეგოდ არგოსელების დაბრუნება მართლა მოხდებოდა, ჰერას რომ ათენასათვის ეს
სიტყვა არ ეთქვა: „რა არის ეს, ეგისისმპყრობელი ზევსის შვილო დაუღალავო?! ასე სახლში, სამშობლოს ძვირფასი
მიწისკენ უნდა გაიქცნენ არგოსელები ზღვის ვრცელ ზურგზე, [160] პრიამოსისა და ტროელების საამებლად უნდა
დავტოვოთ არგოსელი ჰელენე, რომლისთვისაც მრავალი აქაველი დაიღუპა ტროაში საყვარელი სამშობლოდან ასე

60
ღვთაებრივი ხმა — ოსა, ჭორის ღმერთი.
61
ჰერმესი — ღმერთების მაცნე; ვაჭრების, მწყემსების, მოგზაურების, ქურდებისა და თამაშის მფარველი
ღმერთი. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ღმერთი (ოლიმპოსელთაგან მასზე უმცროსია მხოლოდ დიონისოსი).
62
პელოფსი — გმირი, მეფე ტანტალოსის ძე, ნიობეს ძმა, ზევსის შვილიშვილი, პელოპონესის ეპონიმი.
63
თიესტესი — მიკენის მეფე, ატრევსის ძმა, ეგისთოსის მამა.
64
არესის მსახურები — მეომრები ანუ ადამიანები, რომელთაც თავი ომის ღმერთ არესს მიუძღვნეს.
65
იკაროსის ზღვა — ხმელთაშუა ზღვის ნაწილი კიკლადების კუნძულებსა და მცირე აზიას შორის; ადგილი,
რომელშიც ჩავარდა იკაროსი, დიდი ოსტატისა და გამომგონებლის, დედალოსის ძე.
66
ევროსი — აღმოსავლეთის ქარის ღმერთი, მოჰქონდა სითბო და წვიმა, ითვლებოდა თარსად.
67
ნოტოსი — სამხრეთის ქარის ღმერთი, ითვლებოდა, რომ ავდარს მოასწავებდა და საფრთხეს უქმნიდა
მოსავალს.
68
ძეფიროსი — დასავლეთის ქარის ღმერთი, გაზაფხულის წინამორბედი.
69
გაწმინდეს თხრილები — სპეციალური თხრილები კეთდებოდა ხომალდების ნაპირზე ამოსათრევად და
შემდეგ ზღვაში ჩასაშვებად.
შორს? ახლავე წადი ბრინჯაომოსილ აქაველ ხალხთან, შენი ალერსიანი სიტყვით დააკავე თითოეული კაცი, არ ჩაუშვან
ზღვაში ორივე მხრიდან მოხრილი ხომალდები.“
ასე თქვა, ერწმუნა მას თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა, გაეშურა ოლიმპოსის მწვერვალებიდან და უმალ
მიადგა აქაველთა სწრაფმავალ ხომალდებს. იქ იპოვა ოდისევსი, სიბრძნით ზევსის თანასწორი, [170] რომელიც იდგა.
ხელით არ ეხებოდა მტკიცეგემბანიან შავ ხომალდს, გულსა და სულში დავანებული ჰქონდა მწუხარება. ახლოს დაუდგა
მას და უთხრა თვალსხივოსანმა ათენამ: „ლაერტესის ძეო, ზევსის შობილო, გამომგონებელო ოდისევსო, ასე სახლში,
სამშობლოს ძვირფასი მიწისკენ უნდა გაიქცნენ მრავალმერხიანი ხომალდებით, პრიამოსისა და ტროელების საამებლად
უნდა დავტოვოთ არგოსელი ჰელენე, რომლისთვისაც მრავალი აქაველი დაიღუპა ტროაში საყვარელი სამშობლოდან ასე
შორს? ახლავე წადი აქაველ ხალხთან, ნუ აჩქარდებიან, [180] შენი ალერსიანი სიტყვით დააკავე თითოეული კაცი, არ
ჩაუშვან ზღვაში ორივე მხრიდან მოხრილი ხომალდები.“
ასე თქვა და მან შეიცნო ქალღმერთის მჟღერი ხმა; გაიქცა, მოსასხამი დააგდო; იგი აიღო ითაკელმა მაცნე
ევრიბატესმა, რომელიც მას ახლდა. თავად კი პირდაპირ მივიდა ატრევსის ძე აგამემნონთან, გამოართვა მამისეული
მარად უხრწნელი კვერთხი და კვერთხით ხელში დაიძრა ბრინჯაომოსილ აქაველთა ხომალდებისკენ.
როგორც კი შეხვდებოდა მეფე ან რომელიმე გამოჩენილი კაცი, კეთილი სიტყვებით არწმუნებდა, დარჩენილიყო:
[190] „მეგობარო, შიში არ შეგფერის, ვიღაც ლაჩარი ხომ არ ხარ! ახლა დაჯექი და სხვა ხალხიც დააწყნარე. ცხადად ხომ
არც იცი, რა აქვს განზრახული ატრევსის ძეს. ახლა გვცდიდა, მალე კი დასჯის აქაველთა შვილებს. საბჭოზე ყველას არც
გაგვიგონია, რა ილაპარაკა. განრისხებულმა, შეიძლება, უბედურება დაატეხოს თავს აქაველთა შვილებს. დიდ გულზეა
ზევსის აღზრდილი მეფე, პატივი აქვთ ზევსისაგან, უყვარს იგი ბრძენ ზევსს.“
თუკი ხალხიდან ვინმე მოღრიალეს წააწყდებოდა, კვერთხს დასცემდა და სიტყვით მიმართავდა: [200]
„მეგობარო, ნუ გაინძრევი და უსმინე სხვების ნათქვამს, ვინც შენზე ძლიერები არიან, შენ კი ომის უმეცარი და უძლური
ხარ, არც ბრძოლაში ხარ სათვალავში და არც — საბჭოში. ყველანი ვერც ვიმეფებთ აქ აქაველები, კარგი არ არის მრავალთა
მბრძანებლობა: ერთი მბრძანებელი იყოს, ერთი მეფე, რომელსაც მახვილგონიერი კრონოსის ძემ მისცა კვერთხი და
კანონები, რომ მათზე იმეფოს.“
ასე მბრძანებლობდა და დაიმორჩილა მხედრობა: ისინი კრების ადგილისკენ გაემართნენ ისევ გემებიდან და
კარვებიდან ყიჟინით, როგორც ტალღები მოგრიალე ზღვისა, [210] რომელიც დიდ ნაპირს ზათქით ეხეთქება და პონტოსი
გუგუნებს.
ყველა დაწყნარდა და დაბრძანდა თავის ადგილზე; მხოლოდ ენაჭარტალა თერსიტესი70 ბღაოდა; მას გულში
ჰქონდა უთავბოლო და უაზრო სიტყვები, რომლებითაც, ყოველგვარი წესრიგის გარეშე, ეკამათებოდა მეფეებს, ოღონდ
კი რამენაირად არგოსელები გაეცინებინა — უსამარცხვინოესი კაცი იყო იმათგან, ვინც ილიონში ჩავიდა: ფეხმრუდი იყო,
ცალი ფეხით კოჭლობდა, ხოლო მოღრეცილი მხრები მკერდზე ეკვრებოდა; და მათზე ედგა წვეტიანი თავი, რომელზეც
ღინღლი მეჩხრად ამოსულიყო. [220] განსაკუთრებით მტრობდა აქილევსსა და ოდისევსს, მუდამ ამ ორის ლანძღვაში
იყო; ახლა კი ხმამაღალი ყვირილით თათხავდა ღვთაებრივ აგამემნონს, ხოლო აქაველები საშინლად ბრაზობდნენ და
კიცხავდნენ მას.
ის კი მაგრად ღრიალებდა და აგამემნონს ლანძღავდა სიტყვით: „ვის უწყრები, ატრევსის ძეო, რა გაკლია?
ბრინჯაოთი სავსე გაქვს კარვები და მრავალი რჩეული ქალი გყავს კარვებში, რომლებსაც აქაველები უპირველესად შენ
გაძლევთ, როდესაც ციხესიმაგრეს ავიღებთ ხოლმე. ან იქნებ ოქრო დაგაკლდა, რომელიც უნდა მოგიტანოს ვინმემ [230]
ილიონიდან ცხენთამხედნელ ტროელთაგან იმ შვილისთვის გამოსასყიდად, რომელიც შებორკილი მომიყვანია მე ან
რომელიმე სხვა აქაველს? იქნებ ყმაწვილი ქალი გსურს, ცალკე რომ გყავდეს და სიყვარულით შეერთო? უკადრისი საქმეა,
მმართველი იყო და უბედურებაში ჩაყარო აქაველთა შვილები! სულმოკლეებო, ლაჩრებო, აქაველო დიაცებო და არა
ვაჟკაცებო, ახლა შინისკენ გავცუროთ ხომალდებით, ეგ კი დავტოვოთ, ტროაში ჯილდოთი დატკბეს, სანამ არ დაინახავს,
ჩვენ ვეხმარებოდით თუ ვერა. მან ახლა აქილევსი, მასზე ბევრად უკეთესი ვაჟკაცი, [240] შეურაცხყო, ჯილდო წაართვა
და თავისთან ჰყავს; მაგრამ აქილევსს გულში რისხვა არ აქვს, უდარდელია იგი, თორემ ატრევსის ძისთვის ეს
უკანასკნელი უსაქციელობა იქნებოდა.“
ამას ამბობდა და ასე ლანძღავდა ხალხის მწყემს აგამემნონს თერსიტესი, მას სწრაფად მიეჭრა ღვთაებრივი
ოდისევსი, წარბშეკვრით შეხედა და სასტიკი სიტყვით გაკიცხა: „თერსიტეს, ხმამაღლა ორატორობ, მაგრამ სისულელეს
როშავ! მორჩი, მარტო შენ ბედავ მეფეებთან კამათს! შენზე საძულველი მოკვდავი არავინაა, ვინც კი ატრევსის ძეებთან
ერთად ილიონში ჩამოსულა. [250] მორჩი ენის ტრიალს და ჩვენი მეფეების ხსენებას, მორჩი მათს ლანძღვასა და
დაბრუნების ხსენებას. კარგად არ ვიცით, როგორ იქნება ეს საქმე, ბედნიერად თუ უბედურად დავბრუნდებით შინ
აქაველთა შვილები. შენ ახლა ზიხარ და ატრევსის ძე აგამემნონს, ხალხთა მწყემსს, ლანძღავ, მეტისმეტად ბევრს აძლევენ
მას დანაელი გმირებიო, ამბობ და დასცინი. გეუბნები შენ და ეს სიტყვა ასრულდება: თუ კიდევ გადაგაწყდი ასეთი
სისულელეების ლაპარაკში, ოდისევსის თავი არ იყოს მის მხრებზე და [260] მე არ მერქვას ტელემაქოსის მამა, თუ არ
ჩაგავლე ხელი და არ გაგხადე ძვირფასი ტანსაცმელი, მოსასხამი იქნება თუ ქიტონი, რაც სარცხვინელს გიფარავს და

70
თერსიტესი — სახელი მომდინარეობს სიტყვიდან „სითავხედე“.
ატირებული არ გაგიშვი კრებიდან სწრაფმავალ ხომალდებთან, სამარცხვინოდ ნაცემ-ნაბეგვი.“
ასე თქვა, ხოლო კვერთხი ზურგსა და მხრებზე ჩასცა, ის ჩაიკეცა და ხშირი ცრემლი წასკდა; სისხლისფერ ზოლად
დააჩნდა ზურგზე ოქროს კვერთხის დარტყმის კვალი, დაჯდა, შეშინებულმა და ტკივილისგან გასაცოდავებულმა
ცრემლი მოიწმინდა. [270] თუმცა შეწუხებული იყვნენ, მაინც გულიანად გაეცინათ მასზე, ვიღაცამ გვერდით მყოფს
გადაულაპარაკა: „მართლაც, უამრავი სიკეთე გაუკეთებია ოდისევსს როგორც საბჭოში, ისე ბრძოლის ველზე
აბჯარასხმულს, მაგრამ ახლა საუკეთესო გმირობა ჩაიდინა არგოსელებისთვის, როცა ამ მლანძღავ-მაწყევარს ჩააკმედინა
ენა. აწი ვაჟკაცური გულით ვეღარ გაბედავს, მოიხსენიოს მეფეები სალანძღავი სიტყვებით.“ ასე ამბობდა ბევრი, ხოლო
ქალაქთმმუსვრელი ოდისევსი წამოდგა კვერთხით ხელში, მის გვერდით თვალსხივოსანმა ათენამ, [280] მაცნეს
მიმსგავსებულმა, ხალხს გაჩუმება უბრძანა, რომ აქაველთა შვილებს პირველ რიგებშიც და უკანასკნელებშიც გაეგონათ
ნათქვამი და გულთან მიეტანათ რჩევა. მან კეთილგანყობით მიმართა შეკრებილთ და ბრძანა: „ატრევსის ძეო, ახლა,
უფალო, აქაველებს სურვილი აქვთ მეტყველ მოკვდავთა შორის ყველაზე უფრო უსინდისოდ გამოგაცხადონ, აღარ
ფიქრობენ, შეასრულონ შენთვის მოცემული პირობა, რომ აქ წამოვიდოდნენ ცხენებით მდიდარი არგოსიდან
კეთილგალავნიანი ილიონის დასაქცევად და შინ დასაბრუნებლად. ახლა ხომ პატარა ბავშვებივით და ქვრივი
ქალებივით [290] ერთმანეთს შესტირიან და შინ დაბრუნება უნდათ, თუმცა კი მწარეა ასე გულგატეხილი კაცის
დაბრუნება. როდესაც ვინმე, თუნდაც ერთი თვეა, მოშორებულია ცოლს, იგი გაღიზიანებულია მოლოდინით, რადგან
მის მრავალნიჩბიან ხომალდს ზამთრის ქარიშხალი და ადიდებული ზღვა აკავებს; ჩვენთვის კი მეცხრე წელიწადი
ასრულებს თავის წრებრუნვას და აქ ვდგავართ! ვერ გავუწყრები აქაველებს, რომ მოხრილკიჩოიან ხომალდებთან
ბრაზობენ, მაგრამ მაინც სამარცხვინოა, აქ ამდენი ხნის დაყოვნების შემდეგ, შინ ხელცარიელი დაბრუნებაც. მოითმინეთ,
მეგობრებო, კიდევ ცოტა, რათა გავიგოთ, [300] კალქასმა სწორად გვიწინასწარმეტყველა თუ არა. ჩვენ ეს კარგად ვიცით,
ყველანი მოწმეები ხართ, რომლებიც სიკვდილის ქალღმერთ კერებს ჯერ არ წაუყვანიხართ. თითქოს, გუშინ ან გუშინწინ
იყო, აქვაველთა ხომალდებმა ავლისში71 მოიყარა თავი, რომ უბედურება მოეტანათ პრიამოსისა და ტროისათვის. წყაროს
ირგვლივ, წმინდა საკურთხეველზე, უკვდავებს სრულყოფილ ჰეკატომბეს ვწირავდით ლამაზი ჭადრის ჩრდილში, იქ
მოედინებოდა ელვარე წყალი. იქ გამოჩნდა დიდი ნიშანი: სისხლისფერზურგიანი, საზარელი გველეშაპი, რომელიც
თავად ოლიმპოსელმა გამოუშვა დღის სინათლეზე, [310] გამოძვრა საკურთხევლიდან და გაიჭრა ჭადრისაკენ. იქ
ბეღურის ბარტყები, სულ პატარები, ყველაზე მაღალ შტოზე ფოთლებში იყვნენ შეყუჟულნი, რიცხვით რვა და მათი
მშობელი დედა იყო მეცხრე; საცოდავად წიოდნენ; ყველა ჩაყლაპა; ფრენით ირგვლივ უვლიდა დედა და საყვარელ
შვილებს დასტიროდა, დაიკლაკნა და მკვნესარე დედას ფრთაში დასწვდა. როდესაც ბარტყებთან ერთად თავად
ბეღურაც შესანსლა, ცხადი გახადა ღმერთმა, რისთვისაც გამოაჩინა: ქვად აქცია იგი გონებამახვილი კრონოსის შვილმა.
[320] ჩვენ ვიდექით და გაოგნებული ვუყურებდით, რაც ხდებოდა. ასეთი საშინელი სასწაული გვეწვია ღმერთების
ჰეკატომბეზე, კალქასმა კი მაშინვე იწინასწარმეტყველა და ბრძანა: „რამ დაგამუნჯათ, გრძელთმიანო აქაველებო? ეს
დიდი საოცრება გვაჩვენა ბრძენმა ზევსმა. ხანგრძლივია და გვიან ასრულდება, მაგრამ რაც ასრულდება, მისი დიდება
არასოდეს წაიშლება. როგორც გველეშაპმა ჩაყლაპა ბეღურის რვა ბარტყი და მეცხრე დედა იყო, მათი მშობელი, ასევე
ჩვენაც: ამდენივე წელი ვიბრძოლებთ და მეათე წელს ავიღებთ ფართოქუჩებიან ქალაქს. [330] ეს ილაპარაკა მაშინ და
ახლა ყველაფერი სრულდება. მაშ, დარჩით ყველანი, ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, სანამ არ ავიღებთ პრიამოსის
დიდ ქალაქს.“
ასე თქვა, არგოსელებმა დიდი ყიჟინა დასცეს, ხომალდები ირგვლივ კი აგუგუნდა აქაველთა საპასუხოდ:
აქებდნენ ღვთაებრივი ოდისევსის ნათქვამს.
მათ კი მიმართა გერენონელმა მხედარმა72 ნესტორმა: „ღმერთო, ეს საკრებულო ბავშვებს მაგონებს,
რომელთათვის უცხოა ომის მძიმე ამბები. სად მიდის ჩვენი ამდენი შეთანხმება და ფიცი? [340] ცეცხლში უნდა
გადაიყაროს რჩევები, კაცთა გეგმები, შეურეველი ღვინის ზედაშით დადებული ზავი და შეთანხმებები, რომელთაც
ვენდობით? ასე ხომ მხოლოდ სიტყვებით ვომობთ, ამდენი ხანია, აქ ვართ და ვერც ვერანაირი გამოსავლის პოვნა
შევძელით. ატრევსის ძეო, როგორც უწინ, იქონიე ურყევი ნება და იბრძანებლე არგოსელებზე უსასტიკეს ბრძოლებში, ის
ერთი თუ ორი, ვისაც აქაველთაგან დაბრუნება სურს, დაე დაიღუპოს, ისინი ვერაფერს მიაღწევენ. არგოსში მანამ არ
დავბრუნდებით, სანამ არ დავადგენთ, ეგისისმპყრობელი ზევსის დაპირება ყალბია თუ არა. [350] მე ვამბობ, რომ
კრონოსის მძლავრი ძე თავის დაკვრით დაგვეთანხმა იმავე დღეს, როცა კი სწრაფმავალ ხომალდებზე ავიდნენ
ტროელთათვის სიკვდილისა და დაღუპვის მომტანი არგოსელები; მან ხომ მარჯვნივ დაანთო ელვა, რითაც ბედნიერი

71
ავლისი — საპორტო ქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში, ბეოტიაში, ევრიპოსის სრუტესთან, კუნძულ ევბეას
მოპირდაპირე მხარეს. ანტიკურობაში დამოუკიდებელ პოლისად არ ჩამოყალიბებულა, ეკუთვნოდა თებეს. „ილიადის“
მიხედვით, აქ მოიყარა თავი ბერძნულმა ხომალდებმა ტროაში გამგზავრების წინ, მაგრამ მათი ფართო ზღვაში გასვლა
შეაფერხა არტემისმა, რომელიც სჯიდა აგამემნონს მის წმინდა ჭალაში ირმის მოკვლისა და თავისი საუკეთესო
მონადირეობით ბაქიაობის გამო. ბერძენთა ფლოტი გზას დაადგა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აგამემნონმა ქალღმერთს
თავისი უფროსი ქალიშვილი, იფიგენია, შესწირა.
72
გერენონელი მხედარი — ნესტორის ეპითეტი. გერენონი ან გერენა ქალაქი იყო მესენიაში.
ნიშანი მოგვცა. ნურავინ ჩქარობს სახლში დაბრუნებას, სანამ რომელიმე ტროელის ცოლს არ მიუწვება და ასე არ იძიებს
შურს ჰელენეს ტანჯვისა და ქვითინისათვის. თუკი ვინმეს მაინც სურს სახლში დაბრუნება, ხელი შეახოს
მტკიცეგემბანიან შავ ხომალდს და სხვებზე ადრე ეწვევა მას სიკვდილი და უბედურება. [360] მაგრამ, მეფევ, თავადაც
შემოგვთავაზე რჩევა და სხვასაც მოუსმინე. უვარგისი არ იქნება სიტყვა, რომელსაც მე გეტყვი: დაყავი ხალხი ტომებად
და საძმოებად73, აგამემნონ, რომ საძმო საძმოს შეეწიოს და ტომი ტომს. ამას თუ იზამ და თუ დაგეთანხმებიან აქაველები,
გაიგებ, რომელი ბელადი ან ხალხია ცუდი და რომელი — კარგი, რადგან თავისიანებისთვის იომებენ. იმასაც გაიგებ,
ღმერთის ნებაა, ქალაქს რომ ვერ ანადგურებ, თუ ხალხი არ გივარგა და ომი არ ეხერხება.“
მას საპასუხოდ მიუგო მეუფე აგამემნონმა: [370] „მოხუცო, საბჭოზე აქაველთა შვილებს ყველას ამარცხებ. მამა
ზევსო, ათენა და აპოლონ, აქაველთაგან ასეთი ათი მრჩეველი რომ მყოლოდა, უმალ დაეცემოდა უფალი პრიამოსის
ქალაქი, ჩვენების ხელით აღებული და გაცამტვერებული, მაგრამ ეგისისმპყრობელ ზევსს, კრონოსის ძეს, ჩემთვის
მხოლოდ ტკივილი მოაქვს, უაზრო ბრძოლასა და კამათში მხვევს. აქილევსსაც შევეტაკე ქალიშვილის გულისთვის
მტრული სიტყვებით და მე პირველს მომერია ბრაზი. თუკი ოდესმე გავერთიანდით, მაშინ [380] ტროას დაღუპვა არ
ასცდება ერთი წამითაც. ახლა კი წადით, ისადილეთ, რათა შევუერთდეთ არესს74. ყველამ კარგად წამახოს შუბი და ფარი
კარგად გაამზადოს, ფეხმარდ ცხენებს ბლომად მისცეს საკვები75, ეტლი კარგად შეამოწმოს ყოველი მხრიდან და
ბრძოლისთვის მოემზადოს, რადგან მთელი დღე საშინელ არესს უნდა მივუძღვნათ. სულ მცირე შესვენებაც კი არ იქნება,
სანამ ღამე არ დადგება და არ გაყრის განრისხებულ ხალხს. ოფლით გაიჟღინთება კაცის ყოველმხრივ მცველი ფარის
ღვედი მკერდზე, ხელი დაიღლება შუბზე, [390] ოფლში გაიწურება გაპრიალებული ეტლის მზიდველი ცხენი. თუკი
ვინმეს წავაწყდები, ვისაც სურს, ბრძოლას დაემალოს და მოხრილკიჩოიან ხომალდებთან დარჩეს, ვერ გაექცევა იგი
ძაღლებსა და ფრინველებს.“
ასე თქვა და არგოსელებმა ყიჟინა დასცეს ისეთი ხმით, როგორსაც ზღვა გამოსცემს, როდესაც ნოტოსი აღძრავს
და მაღალ ნაპირთან კბოდეს შეახეთქებს, რომელსაც ტალღას არასდროს აშორებს ყოველი მხრიდან ამოვარდნილი ქარი.
წამოიშალნენ და გაეშურნენ თავიანთი ხომალდებისკენ, კვამლი ავარდა კარვებიდან, სადილს შეუდგნენ. [400] ყოველი
მათგანი მსხვერპლს სწირავდა მარადმყოფი ღმერთებისგან ერთ-ერთს76 და ევედრებოდა, გადაერჩინა არესის ხელით
სიკვდილისაგან. კაცთა ბელადმა აგამემნონმა ხუთი წლის მსუქანი ხარი დაუკლა კრონოსის მძლავრ ძეს, უხმო
აქაველთაგან საუკეთესოებს, უპირველესად ნესტორსა და მეუფე იდომენევსს, ასევე ორ აიასსა და ტიდევსის ძეს, მეექვსე
კი იყო ოდისევსი, სიბრძნით ზევსის თანასწორი. თავისით მოვიდა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსი,
გულით იცოდა, მის ძმას რაც აწუხებდა. [410] ხარს გარს შემოერტყნენ და ქერის მარცვლები აიღეს და ლოცვით ეს უთხრა
მბრძანებელმა აგამემნონმა: „ზევს, უსახელოვნესო, უდიდესო, შავი ღრუბლებით მოცულო, ეთერის მცხოვრებო, არ
ჩაიყვანო მზე და არ დააყენო წყვდიადი მანამ, სანამ არ დაემხობა პრიამოსის ჭვარტლით გამურული სასახლე, სანამ
ცეცხლში არ დაიწვება ჩამოქცეული კარიბჭე, სანამ ჰექტორის ქიტონს არ გაგლეჯს და არ დაფლეთს ბრინჯაო; სანამ მის
ირგვლივ მრავალი მისი მეგობარი პირქვე მტვერში არ ამოიგანგლება და კბილებით მიწას არ შეჭამს!“
ასე თქვა, მაგრამ სრულიად არ შეუსრულა კრონოსის ძემ, [420] მსხვერპლი კი მიიღო, მაგრამ სატანჯველი კიდევ
უფრო გაუზარდა. მას შემდეგ, რაც ილოცეს, ქერის მარცვლები დააყარეს, მსხვერპლს თავი გადაუწიეს, ყელი
გამოღადრეს და გაატყავეს, ბარკლები მოაჭრეს, ორ წყება ქონში შეახვიეს და ზემოდან უმი ხორცი დააწყვეს. ყველაფერი
შეშაზე შეწვეს, შეშად კი ფოთოლგაცლილი რტოები იხმარეს, შამფურებზე წამოცმული შიგნეულობა კი პირდაპირ
ჰეფესტოსის ალზე შებრაწეს. როდესაც ბარკლები შეიწვა და შიგნეულობა გასინჯეს, დარჩენილი ხორცის ნაჭრები
შამფურებზე წამოაცვეს, ოსტატურად შეწვეს და შამფურებიდან ჩამოყარეს. [430] როგორც კი მორჩნენ საქმეს და
მოამზადეს სადილი, დასხდნენ სანადიმოდ და ამ საერთო ნადიმზე არავის დასწყვეტია გული. როგორც კი სმითა და
ჭამით გული იჯერეს, სიტყვა წარმოთქვა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის სახელოვანო ძეო, ხალხთა
ბელადო აგამემნონ! უქმად ნუ დავრჩებით აქ შეგროვილნი და მეტად ნუღარ გადავდებთ იმ საქმეს, რომელიც ღმერთმა
დაგვაკისრა. ბრძანე, რომ მაცნეებმა ბრინჯაომოსილ აქაველ ვაჟკაცებს ხომალდებთან შეკრებისკენ მოუხმონ, ჩვენ კი,
ყველამ ერთად, აქაველთა ვრცელი ლაშქრობა [440] დავიაროთ და უსწრაფესად აღვძრათ მძაფრი ომი.“
ასე თქვა და არ უარყო ხალხთა ბელადმა აგამემნონმა. უმალ უბრძანა ომახიან მაცნეებს, ომისკენ მოეხმოთ
გრძელთმიანი აქაველებისთვის. ამცნეს მაცნეებმა და უმალ შეიკრიბა ხალხი. და ატრევსის ძის ირგვლივ ზევსის
აღზრდილი მეფეები დაიძრნენ ლაშქრის გასაწყობად და მათ შორის იყო ძვირფასი, უხრწნელი და უკვდავი ეგისის

73
ტომები და საძმოები — აქაველთა არმია ორგანიზებული იყო ჰომეროსის ეპოქისეული გვაროვნული წყობის
მიხედვით. უკვე ჰომეროსამდეც ბერძნული ადმინისტრაციული ერთეული ფილე („ტომი“) იყოფოდა ფრატრიებად
(„საძმოებად“).
74
შევუერთდეთ არესს — დავიწყოთ ბრძოლა.
75
ცხენებს ბლომად მისცეს საკვები — ჰომეროსის ეპოქაში ბერძნებს მხედრობა, კავალერია არ ჰყავდათ:
ბელადები იბრძოდნენ ეტლებით, რომლებშიც წყვილი ცხენი იყო შებმული; დანარჩენი მეომრები კი ქვეითად
იბრძოდნენ.
76
ღმერთებისგან ერთ-ერთს — ყველა ტომს თავისი მფარველი ღმერთი ჰყავდა.
მპყრობელი თვალსხივოსანი ათენა; ირხეოდა ეგისის ასი ოქროს საკიდი, კარგად დაწნული, თითოეული მთელი
ჰეკატომბეს ფასი. [450] მათთან ერთად ხან იქ, ხან აქ გამოჩნდა და შემოირბინა აქაველი ვაჟკაცები, ყველას ბრძოლისკენ
მოუწოდებდა, თითოეულს გულში ჩაუდო ძალა და დაუოკებელი სიმამაცე ომისა და ბრძოლისათვის. და მათთვის
იმავწამს ომი უფრო ტკბილი გახდა, ვიდრე ღრმამუცლიანი ხომალდებით სამშობლოს ძვირფასი მიწისკენ გამგზავრება.
როგორც დამღუპველი ცეცხლი წვავს უზარმაზარ ტყეს მთის მწვერვალზე და შორიდან ჩანს მისი ნათება, ასევე
ლაშქრის მოძრაობისას მბრწყინავი ბრინჯაოს ანარეკლი ზეცას სწვდებოდა. როგორც გადამფრენი ფრინველების
მრავალი ტომი — [460] გარეული ბატების, წეროებისა და გრძელყელიანი გედებისა აზიის ველზე, კაისტროსის
წყლებთან აქეთ-იქით დაფრინავს და თავს იწონებს ფრთებით, ხმაურით ჯდება და გუგუნებს ველზე, ასე მრავალი ტომი
ხომალდებიდან და კარვებიდან სკამანდროსის77 ველზე გაეშურა და მიწამ მათი და მათი ცხენების ნაბიჯების საშინელი
ხმა გამოსცა. დადგნენ სკამანდროსის აყვავებულ ველზე ათასობით, როგორც ფოთლები და ყვავილები იცის
გაზაფხულზე.
როგორც უთვალავი ბუზისაგან შემდგარი მჭიდრო გუნდი, [470] რომელიც ჯოგის ბაგასთან დაფრინავს
გაზაფხულზე, როცა საზაფხულო რძე იღვრება დოქებში, სწორედ ასევე აურაცხელი გრძელთმიანი აქაველი იდგა
მინდორში ტროელთა წინააღმდეგ, მათი გაცამტვერების სურვილით აღძრული.
როგორც მწყემსები თხის ჯოგში იოლად არჩევენ თავისას და სხვისას, რომელიც შემოერევათ ხოლმე, ასევე
მეთაურები ხან იქ, ხან აქ აწესრიგებდნენ საბრძოლო რიგებს, მათ შორის იყო უფალი აგამემნონი, თვალებით და თავით
ზევსს, ელვისმტყორცნელს, მიმსგავსებული, აღნაგობით — არესსა და მკერდით — პოსეიდონს. [480] როგორც ხარი დგას
ჯოგში, ყველასგან გამორჩეული, ხარი, რომელიც კრებულიდან გამოიყოფოდა, ასეთად აქცია იმ დღეს ზევსმა ატრევსის
ძე, გამოარჩია მრავალთაგან და აამაღლა სხვა გმირებზე.
ახლა გვამცნეთ, მუზებო, რომელთაც ოლიმპოსზე გაქვთ სასახლეები, თქვენ ხართ ქალღმერთები, რომლებიც
ყველგან ხართ და რომლებმაც ყველაფერი იცით, — ჩვენ მხოლოდ მითქმა-მოთქმა გვესმის, ჩვენ არაფერი ვიცით, —
გვამცნეთ, თუ ვინ არიან დანაელთა მეთაურები და მეფეები, მთელ სიმრავლეს მე ვერც ვიტყოდი და ვერც
დავასახელებდი, თუნდაც ათი ენა მქონოდა და ათი პირი, [490] რომ მქონოდა დაუცხრომელი ხმა და ბრინჯაოს მკერდი,
ოლიმპოსელ მუზებს, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულებს რომ არ შეეხსენებინათ, ილიონში ვინც ჩამოვიდა.
ხომალდების მეთაურებს და ყველა ხომალდს ჩამოვთვლი.
ბეოტიელებს ხელმძღვანელობენ პენელეოსი და ლეიტოსი, არკესილაოსი, პროთოენორი და კლონიოსი,
რომლებიც სახლობენ ჰირიასა და კლდოვან ავლისში, სკოლოსში, მრავალბორცვიან ეტეონოსში, თესპეიაში, გრაიასა და
ვრცელ მიკალესოსში და ასევე სახლობენ ჰარმას ირგვლივ, ეილესიონსა და ერითრაში, [500] რომლებსაც უკავიათ
ელეონი, ჰილე და პეტეონი, ოკალეა და კეთილნაგები ციხესიმაგრე მედეონი, კოპე, ევტრესისი და მტრედებით მდიდარი
თისბე, ასევე სახლობენ კორონეიასა და ნაყოფიერ ჰალიარტოსში, რომლებსაც უკავიათ პლატაია და სახლობენ
გლისასში, რომლებსაც უკავიათ კეთილნაგები ციხესიმაგრე ჰიპოთებე, წმინდა ონქესტოსი, პოსეიდონის დიდებული
ჭალა, ყურძნით მდიდარი არნე, მიდეია, ნისა და ღმერთს შეწირული შორეული ანთედონი, მათგან ორმოცდაათი
ხომალდი ჩამოვიდა და თითოეულმა [510] ჩამოიყვანა ას ოცი ბეოტიელი ვაჟკაცი.
მათზე, ვინც ცხოვრობს ასპლედონსა და მინიეს ორქომენოსში, ბატონობენ არესის ვაჟები ასკალაფოსი და
იალმენოსი, რომლებიც შობა აძევსის ძე აქტორის სასახლეში ასტიოქემ, მოკრძალებულმა ქალიშვილმა, ზემო
სართულზე ასულმა, მძლავრი არესისგან, იგი ხომ მას საიდუმლოდ დაუწვა. მათ მოჰყვა ოცდაათი ღრმამუცლიანი
ხომალდი.
ფოკისელებს მეთაურობდნენ სქედიოსი და ეპისტოფოროსი, ნავბოლოსის დიდსულოვანი ძის, იფიტოსის,
ვაჟები; მათ უპყრიათ კიპარისოსი და კლდოვანი პითონი, [520] ღმერთს შეწირული კრისა, დავლისი და პანოპეა; ისინი,
ვინც ცხოვრობენ ანემორეიისა და ჰიამპოლისის ირგვლივ, ისინიც, ვინც ღვთაებრივი მდინარე კეფისოსის გვერდით
მკვიდრობენ და ვინც ფლობს კეფისოსის წყაროებიან ლილაიას, მათ ჩამოჰყვა ორმოცი შავი ხომალდი. მათ განალაგეს
ფოკისელთა რიგები, ბეოტიელთა გვერდით, მარცხენა ფლანგზე საბრძოლველად.
ლოკრისელებს ხელმძღვანელობდა ოილევსის ძე, სწრაფი აიას მცირე, არა იმოდენა, რამოდენაც აიას ტელამონის
ძე იყო, არამედ გაცილებით ნაკლები: ტანად პატარა იყო და სელის აბჯარი ჰქონდა ასხმული, [530] მაგრამ შუბის
ფლობაში აღემატებოდა ელადის მკვიდრებსა და აქაველებს; იგი მეფობდა მათზე, ვინც ცხოვრობდა კინოსში, ოპუსსა და
კალიაროსში, ბესასა და სკარფეში, საყვარელ ავგეიაში, ტარფეში, თრონიონში, მდინარე ბოაგრიოსის ირგვლივ; მას
ჩამოჰყვა ორმოცი შავი ხომალდი ლოკრისელებისა, რომლებიც ცხოვრობენ წმინდა ევბეას მოპირდაპირედ.
საბრძოლო სულით აღვსილი აბანტები, რომლებიც ფლობდნენ ევბეასა და ქალკისს, ეირეტრიას, ყურძენმრავალ
ისტიაიას, ზღვისპირა კერინთოსს, დიოსის მაღალ ციხესიმაგრეს, რომელთაც ეკავათ კარისტოსი და სტირაში
სახლობდნენ, [540] მათ ხელმძღვანელობდა ელეფენორი, არესის შთამომავალი, ქალკოდონის ძე; იგი იყო
დიდგულოვანი აბანტების მმართველი. მას მოჰყვნენ სწრაფი აბანტები, რომელიც მხოლოდ კეფაზე იზრდიდნენ თმას,

სკამანდროსი — იგივე ქსანთოსი, მდინარის ღმერთი, ჰესიოდეს მიხედვით, ოკეანოსისა და ტეთისის ძე.
77

ტროელების მხარეს იბრძოდა ტროის ომში. იდის მთიდან ტროისკენ მედინი მდინარის პერსონიფიკაცია.
შუბის მტყორცნელები, იფნის შუბებით მტრის მკერდზე აბჯრის შელეწვის მძაფრი მსურველები; მათთან ერთად
ჩამოვიდა ორმოცი შავი ხომალდი.
და იმათ, ვინც ცხოვრობდა ათენში, კეთილად ნაგებ ციხესიმაგრეში, მხარეში დიდგულოვანი ერექთევსისა,
რომელიც ოდესღაც აღზარდა ათენამ, ზევსის ასულმა, ხოლო შვა პურით მდიდარმა მიწამ, ათენში, თავის მდიდარ
ტაძარში დაასახლა, [550] სადაც მისი გულის მოგებას ხარებითა და თხებით ცდილობენ ათენელი ჭაბუკები წლების
ჩავლის შემდეგ, მათ ხელმძღვანელობდა პეტეოსის ძე მენესთევსი. დედამიწის ზურგზე არ დაბადებულა კაცი, რომელიც
მას შეეჯიბრებოდა ცხენებისა და ფაროსანი ვაჟკაცების საომრად განლაგებაში. მხოლოდ ნესტორი თუ გაუბედავდა, რაკი
მასზე ადრე დაბადებული იყო. იგი ჩამოვიდა ორმოცდაათი შავი ხომალდით.
აიასმა სალამინიდან ჩამოიყვანა თორმეტი ხომალდი და იქ დააყენა, სადაც ათენელთა საბრძოლო ხაზი იდგა.
ხოლო იმათ, ვინც სახლობდა არგოსსა და მაღალგალავნიან ტირინსში, [560] ჰერმიონესა და ასინეში, რომელსაც
ღრმა ყურე აქვს, ტროიძენში, ეიონასა და ვაზით მდიდარ ეპიდავროსში; ვინც სახლობს ეგინასა და მასესში აქაველთა
ჭაბუკებიდან, მათ ხელმძღვანელობდნენ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი, სახელგანთქმული კაპანევსის
საყვარელი ძე სთენელეოსი და მესამე იყო ევრიალოსი, ღვთის თანასწორი მოკვდავი, უფალ მეკისტევსის, ტალაუსის ძის
ვაჟი. ყველას ერთად ხელმძღვანელობდა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი; მათთან ერთად ჩამოვიდა
ოთხმოცი შავი ხომალდი.
და მათ, ვინც სახლობდა მიკენეში, კეთილად ნაგებ ციხესიმაგრეში, [570] მდიდარ კორინთოსში, კეთილად ნაგებ
კლეონეში; ვინც ცხოვრობდა ორნეიეში, საყვარელ არეთირეესა და სიკიონში, სადაც ოდესღაც ადრასტოსს უმეფია; და
ვინც სახლობს ჰიპერესიაში, მაღალ გონოესასა და პელენეში, აიგიოსში და მთელი აიგიალოსისა და ვრცელი ჰელიკეს
ირგვლივ, — ამათზე ასი ხომალდით მეფობდა ატრევსის ძე, მეუფე აგამემნონი: მასთან ერთად ჩამოვიდა მრავალი
სახელგანთქმული და საუკეთესო ვაჟკაცი. და იგი ელვარე ბრინჯაოს აბჯარასხმული, ამაყობდა, რომ ყველა გმირს შორის
გამოირჩეოდა, [580] რომ თავადაც საუკეთესო იყო და რომ ყველაზე მეტ ვაჟკაცსაც მოუძღოდა.
და მათ, ვინც ცხოვრობდა მთებით შემოსაზღვრულ, გამოქვაბულებიან ლაკედემონში, ფარისში, სპარტასა და
მტრედებით მდიდარ მესეში, ვინც სახლობდა ბრისეიასა და საყვარელ ავგეიაში და ფლობდნენ ამიკლესა და ზღვისპირა
ჰელოსის ციხესიმაგრეს, ვინც ფლობდა ლაასს და ოიტილოსის ირგვლივ ცხოვრობდა, — მათ მოუძღოდა აგამემნონის
ძმა, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსი სამოცი ხომალდით: ცალკე იდგნენ აბჯარასხმულნი. მათ შორის იყო
თავადაც, ვაჟკაცობაში თავდაჯერებული და ყველას საბრძოლოდ აღაგზნებდა, ყველაზე მეტად სწორედ მას სურდა [590]
შურისძიება, ჰელენეს ნაღველისა და კვნესის გამო.
მათ, ვინც სახლობდა პილოსსა და საყვარელ არენეში და თრიოსში, ალფეიოსის ხეობასა და კეთილმოწყობილ
აიპიში, კიპარისეში, ამფიგენეიაში, პტელეოსსა და ელოსში, დორიონში, სადაც მუზები შეხვდნენ თამირის თრაკიელს,
ოიქალიიდან ოიქალიელთა მეფე ევრიტოსისგან მომავალს და სიმღერის ნიჭი წაართვეს, რადგან ტრაბახობდა და
ირწმუნებოდა, გავიმარჯვებ, თუნდაც თავად მუზები, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულები, გამეჯიბრონ სიმღერაშიო.
ისინი განრისხდნენ და დააბრმავეს, უმალ სიმღერის [600] ღვთაებრივი ნიჭი წაართვეს და კითარაზე დაკვრა დაავიწყეს.
მათ მოუძღოდათ გერენონელი მხედარი ნესტორი, რომელსაც მოჰყვებოდა ოთხმოცდაათი ღრმამუცლიანი ხომალდი.
მათ, ვინც სახლობდა არკადიაში, კილენეს მაღალი მთის ქვეშ, აიპიტოსის საფლავთან, ხელჩართული ბრძოლის
ვაჟკაცებს, რომლებიც ფენეოსში და ფარებით მდიდარ ორქომენოსში, რიპეში, სტრატიეში და ქარიან ენისპეში, ტეგეასა
და საყვარელ მანტინეაში, სტიმფელოსსა და პარასიაში სახლობენ; — მათ მეთაურობდა ანკაიოსის ძე, მეუფე აგაპენორი
[610] სამოცი ხომალდით და თითოეულმა ხომალდმა ომის მცოდნე მრავალი არკადიელი ვაჟკაცი ჩამოიყვანა. მათ თავად
ხალხთა ბელადმა აგამემნონმა, ატრევსის ძემ, მისცა მტკიცეგემბანიანი ხომალდები, რომ გადაეკვეთათ ღვინისფერი
ზღვა, რადგან არ ზრუნავდნენ საზღვაო საქმეებზე.
მათ, ვინც სახლობდა ბუპრასიონსა და ღვთაებრივ ელისში, იმ მიწაზე მცხოვრებთ, რასაც მოიცავს ჰირმინე და
ზღვისპირა მირსინოსი ოლენის კლდემდე და ალესიონამდე, აი, მათ ოთხი მმართველი ჰყავდათ და თითოეულს
მოჰყვებოდა ათი სწრაფმავალი ხომალდი უამრავი ეპეიელით. [620] მათ ნაწილს მოუძღოდათ ამფიმაქოსი და
თალპიოსი, ერთი კრეატოსისა და მეორე ევრიტოსის ძე, აქტორის მოდგმა; სხვებს ხელმძღვანელობდა ამარინკევსის ძე,
მძლავრი დიორესი და მეოთხეებს — ღვთისდარი პოლიქსეინოსი, ავგეიასის ძის, აგასთენევსის ძე.
მათ კი, ვინც იყვნენ დულიქიონიდან და ექინეს წმინდა კუნძულებიდან, რომლებიც ელისის მოპირდაპირე
მხარეს არიან განლაგებული ზღვაში, მათ მოუძღოდათ არესის თანასწორი მეგესი, ზევსის საყვარელი მხედრის,
ფილევსის ვაჟი, რომელიც ოდესღაც დულიქიონზე გადასახლდა, მამაზე განრისხებული. [630] და მასთან ერთად
ჩამოვიდა ორმოცი შავი ხომალდი.
ხოლო ოდისევსი მოუძღოდა დიდსულოვან კეფალენიელებს, რომლებიც ცხოვრობენ ითაკასა და ფოთლოვან
ნერიტონზე, სახლობენ კროკილეიასა და ქვიან აიგილიფსზე, ძაკინთოსის მფლობელებსა და სამოსის მცხოვრებლებს,
რომელთაც მიწა ჰქონდათ და კუნძულებზეც სახლობდნენ; — მათ სიბრძნით ზევსის თანასწორი ოდისევსი
მოუძღოდათ. მასთან ერთად ჩამოვიდა თორმეტი წითელჭვინტიანი ხომალდი.
ეტოლიელებს მოუძღოდა ადრაიმონის ძე თოასი, რომლებიც ცხოვრობდნენ პლევრონში, ოლენოსში, პილენეში,
[640] ზღვისპირა ქალკისსა და კლდოვან კალიდონში. რადგან დიდგულოვანი ოინევსის ვაჟები აღარ იყვნენ და აღარც
თვითონ იყო, ცეცხლისფერთმიანი მელეაგროსიც მოკვდა, ახლა თოასი ხელმძღვანელობდა ეტოლიელებს. მასთან
ერთად ჩამოვიდა ორმოცი შავი ხომალდი.
კრეტელებს მოუძღოდათ იდომენევსი, სახელოვანი შუბისმტყორცნელი, მათ, ვისაც ჰქონდათ კნოსოსი,
მაღალგალავნიანი გორტისი, ლიქტოსი, მილეტოსი და თვალისმომჭრელად თეთრი ლიკასტოსი, ფესტოსი, რიტიონი,
კარგად დასახლებული ქალაქები; ყველას, ვინც ცხოვრობდა ასქალაქიან კრეტაზე, [650] მოუძღოდნენ სახელოვანი
შუბისმტყორცნელი იდომენევსი და მერიონესი, კაცთამჟლეტ ენიალოსის თანასწორი. მათთან ერთად ჩამოვიდა
ოთხმოცი შავი ხომალდი.
ტლეპოლემოსმა, ჰერაკლესის გfულადმა და დიადმა ძემ, როდოსიდან ცხრა ხომალდით ჩამოიყვანა
დაუოკებელი როდოსელები, რომლებიც სამ ნაწილად დაყოფილი ცხოვრობენ როდოსზე, — ლინდოსში, იელისოსსა და
თვალისმომჭრელად თეთრ კამეიროსში. მათ მოუძღოდათ ტლეპოლემოსი, სახელოვანი შუბისმტყორცნელი, რომელიც
ასტიოქეიამ უშვა მძლავრ ჰერაკლესს; მან ეს ქალი ჩამოიყვანა ეფირედან, მდინარე სელეისის ნაპირებიდან, [660] მას
შემდეგ, რაც ზევსის აღზრდილთა მრავალი ქალაქი გაანადგურა. ტლეპოლემოსი კეთილნაგებ სასახლეში გაიზარდა,
მაგრამ შემდეგ მამამისის საყვარელი ბიძა მოკლა, უკვე მოხუცებული ლიკიმნიოსი, არესის შთამომავალი. სასწრაფოდ
ააგო ხომალდები, მრავალ ხალხს მოუყარა თავი, ზღვით გასცურა და გაიქცა, რადგან შურისძიებით ემუქრებოდნენ
მძლავრი ჰერაკლესის სხვა შვილები და შვილიშვილები. ბევრი იხეტიალა და მრავალი ტკივილი გადაიტანა, ბოლოს კი
როდოსში ჩავიდა, სამ ტომად დასახლდა და შეიყვარა ისინი ზევსმა, რომელიც მეფობს ადამიანებსა და ღმერთებზე. [670]
და მათ ღვთაებრივი სიმდიდრე უბოძა კრონოსის ძემ.
ნირევსმა სიმედან ჩამოიყვანა სამი კოხტა ხომალდი; ნირევსი იყო აგლაიასა და მეუფე ქაროპოსის ძე; ნირევსი
იყო ყველაზე ლამაზი კაცი, ვინც კი დანაელთაგან ტროაში ჩავიდა, პელევსის უნაკლო ძის შემდეგ, მაგრამ სუსტი იყო და
ხალხიც ცოტა ჰყავდა.
მათ, ვისაც ნისიროსი, კრაპათოსი, კასოსი და ევრიპილოსის ქალაქი კოსი და კალიდნის კუნძულები ეკავათ, წინ
მოუძღოდათ ფეიდიპოსი და ანტიფოსი, ჰერაკლესის ძის, მეუფე თესალოსის ორი ვაჟი; [680] მათ მწყობრად მოჰყვებოდა
ოცდაათი ღრმამუცლიანი ხომალდი.
ახლა ყველას, ვინც კი ცხოვრობდა პელასგურ არგოსში, ვინც ალოსში, ალოპესა და ტრაქისში სახლობდა, ვისაც
ეკავა ფთია და ლამაზქალებიანი ჰელასი, რომელთაც ერქვათ მირმიდონელები, ჰელენები და აქაველები, მათ და მათს
ორმოცდაათ ხომალდს მეთაურობდა აქილევსი; მაგრამ მათ აღარ ადარდებდათ ომის ყიჟინა, რადგან არ იყო ის, ვინც მათ
მწყობრს წინ გაუძღვებოდა, რადგან ხომალდებთან იწვა ფეხმარდი ღვთაებრივი აქილევსი, განრისხებული
ლამაზთმიანი ბრისეისის გამო, [690] რომელიც ლირნესოსიდან წამოიყვანა, როდესაც დიდი ბრძოლით ლირნესოსი და
თებეს გალავანი გააცამტვერა, დასცა მინესი და შუბით მოასპარეზე ეპისტროფოსი, — სელეპიოსის ძის, მეუფე ევენოსის
ვაჟები; იგი იწვა გულგატეხილი, მაგრამ მალე კვლავ წამოდგომა ეწერა.
ვისაც ეკავა ფილაკე და ყვავილოვანი პირასოსი — დემეტერის სამფლობელო და იტონი, ცხვრების დედა,
ზღვისპირა ანტრონა და მწვანეში ჩაფლული პტელეოსი, მათ მეთაურობდა მეომარი პროტესილაოსი, სანამ ცოცხალი
იყო, მაგრამ იგი მალე მიიღო შავმა მიწამ. [700] ფილაკეში დატოვა ღაწვებდახოკილი მეუღლე და დაუმთავრებელი
სახლი: დარდანელმა კაცმა მოკლა, როდესაც აქაველთაგან სულ პირველი გადახტა გემიდან. ხელმძღვანელის გარეშე არ
დარჩენილან, თუმცა ძველ წინამძღოლს დასტიროდნენ; მათ წინამძღოლობდა არესის შთამომავალი პოდარკესი,
ფილაკოსის ძის, იფიკლოსის ვაჟი, დიდსულოვანი პროტესილაოსის ღვიძლი ძმა; უმცროსი ძმა იყო. გმირი მეომარი
პროტესილაოსი უფროსიც იყო და უკეთესიც; ასე რომ, ხალხს პატრონი არ აკლდა, მაგრამ ყოფილს მაინც მისტიროდა;
[710] ისინი ჩამოვიდნენ ორმოცი შავი ხომალდით.
ვინც ფერეში ცხოვრობდნენ, ბოიბეისის ტბასთან ბოიბეში, გლაფირესა და კეთილნაგებ იოლკოსში, — მათ
მართავდა ადმეტოსის საყვარელი ძე თერთმეტი ხომალდით, ევმელოსი, რომელიც ადმეტოსს უშვა ქალთაგან
საუკეთესო ალკესტისმა, ყველაზე ლამაზმა პელევსის ასულთაგან.
ვინც მეთონესა და თავმაკიაში ცხოვრობდნენ, ვინც ფლობდა მელიბოიას და კლდოვან ოლიძონს,
ხელმძღვანელობდა ფილოქტეტესი, დიდოსტატი მშვილდოსანი შვიდი ხომალდით; და თითოეულ ხომალდზე
ორმოცდაათი [720] მშვილდოსანი ოსტატი იყო, მამაცურად მებრძოლი; მაგრამ ეს გმირი საშინელი ტკივილებით
ღვთისადმი შეწირულ კუნძულ ლემნოსზე იწვა მას შემდეგ, რაც აქავლეთა შვილებმა მიატოვეს წყლის დამღუპველი
გველის ავი ნაკბენით გაწამებული. იქ იწვა და იტანჯებოდა, მაგრამ მალე გაიხსენებენ არგოსელები ხომალდებთან მეუფე
ფილოქტეტესს. უპატრონოდ არ იყვნენ დარჩენილი, მაგრამ ძველ პატრონს მისტიროდნენ. მედონი მეთაურობდა მათ,
ოილევსის ბუში, რომელიც რენემ უშვა ოილევს ქალაქთმმუსვრელს.
ვისაც ეჭირა ტრიკა და კლდოვანი ითომე, [730] ვისაც ეპყრა ოიქალია, ოიქალიელი ევრიტოსის ქალაქი, მათ
მოუძღოდა ასკლეპიოსის ორი ვაჟი, ორი ბრწყინვალე მკურნალი: პოდალეირიოსი და მაქაონი; მათ მოჰყვა ოცდაათი
ღრმამუცლიანი ხომალდი.
ვისაც ეპყრა ორმენიოსი და ჰიპერეიის წყარო, ვის ხელშიც იყო ასტერიონი და ტიტანოსის თეთრი მწვერვალები,
მათ მოუძღოდა ევრიპილოსი, ევაიმონის სახელგანთქმული ძე. მას ჩამოჰყვა ორმოცი შავი ხომალდი.
ვინც ცხოვრობდა არგისასა და გირტონეში, ორთეში, ელონეში, ოლოოსონის თეთრ ქალაქში, [740] მათ
მოუძღოდა ბრძოლაში უკანდაუხეველი პოლიპოიეტესი, ძე პეირითოოსისა, რომელიც უკვდავმა ზევსმა შვა; იგი
პეირითოოსს უშვა სახელგანთქმულმა ჰიპოდამეიამ სწორედ იმ დღეს, როდესაც გმირმა დაამარცხა გრძელთმიანი
კენტავრები, მან ისინი პელიონიდან გაყარა აითიკებთან; მარტო არ იყო, მასთან ერთად იყო ლეონტევსი, არესის
შთამომავალი, კაინოსის ძის, გულოვანი კორონოსის ვაჟი. მათ ორმოცი შავი ხომალდი ჩამოჰყვა.
გუნევსი კიფოსიდან ჩამოვიდა ოცდაორი ხომალდით და ჩამოიყვანა ენიენები და ბრძოლაში უკანდაუხეველი
პერაიბოსები, [750] რომლებიც სახლობენ ცივზამთრიან დოდონეში, საყვარელი ტიტარესოსის ხეობაში ცხოვრობდნენ,
რომელიც პენეიოსისკენ მიაქანებდა ლამაზტალღოვან დინებას, მაგრამ არ ერწყმოდა ვერცხლისტალღოვან პენეიოსს,
არამედ ზეითუნის ზეთივით ზემოდან ადგებოდა, რადგან საშინელი ფიცის მოწმე სტიქსის78 შენაკადი იყო იგი.
მაგნესიელებს წინამძღოლობდა პროთოოსი, ტენთრედონის ძე; ისინი ცხოვრობდნენ პენეიოსისა და
ფოთლოვანი პელიონის მახლობლად; მათ სწრაფი პროთოოსი მოუძღოდა და მასთან ერთად ჩამოვიდა ორმოცი შავი
ხომალდი.
[760] ესენი იყვნენ დანაელთა წინამძღოლები და მბრძანებლები. შენ მითხარი, მუზავ, მეომრებითა და ცხენებით
საუკეთესო ვინ იყო იმათ შორის, ვინც ატრევსის ძეს ჩამოჰყვა.
საუკეთესო ცხენები ჰყავდა ფერესის ძეს, რომლებიც ევმელოსმა ჩამოიყვანა; ისინი იყვნენ ჩიტივით სწრაფები,
ერთი ფერისანი, ერთი ხნისანი და ზუსტად ერთი სიმაღლისანი; ისინი პერეიაზე აღზარდა ვერცხლისმშვილდიანმა
აპოლონმა, ორივე ჭაკი იყო და არესის ძრწოლა მოჰქონდათ. ვაჟკაცთაგან საუკეთესო იყო აიას ტელამონის ძე, სანამ
აქილევსი მრისხანებდა; რადგან იგი ბევრად უფრო ძლიერი იყო [770] და ცხენებიც უკეთესი ჰყავდა პელევსის
ბრწყინვალე ძეს; მაგრამ იგი მოხრილკიჩოიან საზღვაო ხომალდებთან იწვა განრისხებული ხალხთა მწყემს აგამემნონზე,
ატრევსის ძეზე, მისი ხალხი კი ზღვის კლდოვან ნაპირთან ბადროს ტყორცნით, შუბის სროლითა და მშვილდოსნობით
ერთობოდა, მათი ცხენები კი საკუთარ ეტლებთან იდგნენ, ლოტოსს ძოვდნენ და ჭაობში გაზრდილ ნიახურს ცოხნიდნენ;
კარგად გაწყობილი ეტლები მეუფეთა კარვებში იდგა, ხოლო ისინი არესის საყვარელ წინამძღოლს მოისაკლისებდნენ
და აქეთ-იქით დადიოდნენ მინდორზე და აღარ იბრძოდნენ.
[780] ასე დაიძრნენ ისინი და თითქოს მთელი მიწა შთანთქა ცეცხლმა; მიწამ ყრუდ ამოიოხრა, როგორც მაშინ,
როდესაც ელვისმტყორცნელი ზევსი ტიფონის79 ირგვლივ მიწას მეხს ატეხდა არიმოსებს, ვისთანაც, როგორც ამბობენ,
ტიფონის სამყოფელი იყო. ასევე აქაველთა ფეხებქვეშ ამოიოხრა მიწამ, როდესაც ისინი დაიძრნენ და ძალიან სწრაფად
გაიარეს მინდორი.
ტროელებთან მაცნედ მივიდა ქარისფეხება სწრაფი ირისი ეგისისმპყრობელი ზევსისგან გაგზავნილი მძიმე
უწყებით: ისინი კრებას მართავდნენ პრიამოსის კარიბჭესთან, ყველანი თავმოყრილნი, — ახალგაზრდებიც და
მოხუცებიც. [790] ახლოს დადგა და ბრძანა ფეხმარდმა ირისმა, ხმა მიამსგავსა პრიამოსის ძის, პოლიტესისას, რომელიც
ტროელთა გუშაგად იჯდა თავისი სწრაფი ფეხების მოიმედე მოხუცი ასიეტესის მაღალ საფლავზე და აკვირდებოდა,
ხომალდებიდან როდის დაიძვრებოდნენ აქაველები. მას მიმსგავსებულმა ბრძანა ფეხმარდმა ირისმა: „მოხუცო, ისევ
გიყვარს უსასრულო სიტყვები, როგორც მშვიდობიანობის დროს, უსასტიკესი ომი კი იწყება; ძალიან ხშირად მინახავს
ადამიანთა მრავალი ბრძოლა, მაგრამ არასოდეს მინახავს ასეთი და ამდენი ხალხი. [800] ფოთლებივით და ქვიშასავით
უთვალავი არიან ისინი, რომლებიც მინდორზე მოდიან ქალაქზე თავდასასხმელად. ჰექტორ, განსაკუთრებით შენ
გიბრძანებ და უნდა აღასრულო: მრავლად არიან პრიამოსის ქალაქში მოკავშირენი, მიწაზე განთესილი ადამიანების
ენები ერთმანეთისგან განსხვავდება; დაე, თითოეულს სათავეში ჩაუდგეს ვაჟკაცი, ნიშანი მისცეს, დარაზმოს
მოქალაქეები და საბრძოლველად გაიყოლიოს.“
ასე თქვა, ჰექტორი კი ჩასწვდა ქალღმერთის სიტყვას, კრება სწრაფად დაშალა და ყველამ იარაღს მიაშურა. ყველა
კარიბჭე გაიღო და გამოვიდა ხალხი — [810] ქვეითი და მხედრობა — და უზარმაზარი ხმაური დადგა.
არის ქალაქის წინ მაღალი ბორცვი, ველზეა აღმართული, ყოველი მხრიდან შეგიძლია შემოუარო, მას ხალხი
ბატეიას უწოდებს, უკვდავნი კი მსუბუქნაბიჯიანი მირინეს ყორღანად მიიჩნევენ, სწორედ იქ გაიყვნენ ტროელები და
მოკავშირენი.
ტროელებს მოუძღოდათ მუზარადმოელვარე დიდი ჰექტორი, პრიამოსის ძე, მასთან უამრავი საუკეთესო
ვაჟკაცი იდგა აბჯარასხმული, შუბებით თავდასხმისთვის მომართული.
დარდანელებს მართავდა ანქისესის მამაცი ძე [820] ენეასი, რომელიც ანქისესს უშვა აფროდიტემ, როდესაც იდის
ფერდობზე ქალღმერთი მოკვდავს დანებდა; მარტო არ იყო, მასთან ერთად იყო ანტენორის ორი ვაჟი, არქელოქოსი და
აკამასი, ყველანაირი ბრძოლის უბადლო მცოდნენი.

78
სტიქსი — მიწისქვეშეთის მდინარე; მის წყალს იფიცებენ ღმერთები, ამიტომ უწოდებს მას ჰომეროსი
„საშინელი ფიცის მოწმეს“.
79
ტიფონი — ბერძნული მითოლოგიის უსასტიკესი ურჩხული. გაიას ანუ გეას (დედამიწის) უკანასკნელი ვაჟი,
რომელიც დედამიწამ ტარტაროსს უშვა; იგი ცნობილი იყო როგორც „ყველა ურჩხულის მამა“, ხოლო მისი მეუღლე
ექიდნა ცნობილი იყო როგორც „ყველა ურჩხულის დედა“.
ვინც ძელეიაში ცხოვრობდნენ, იდის ძირას, მდიდარი ტროელები, რომლებიც აისეპოსის შავ წყალს სვამდნენ,
მათ სათავეში ედგათ ლიკაონის სახელოვანი ვაჟი პანდაროსი, რომელსაც თავად აპოლონმა მისცა მშვილდი.
ხოლო ვისაც ადრასტეია ეკავა და აპესოსის მხარე, პიტიეია ჰქონდა და ტერეიის მაღალი მთა, [830] მათ
მართავდნენ სელისაბჯრიანი ადრასტოსი და ამფიოსი, მეროფს პერკოტელის ორი ვაჟი, რომელიც ყველას აღემატებოდა
მისნობაში და ნებას არ რთავდა შვილებს, ხალხთამმუსვრელ ომში ჩართულიყვნენ; მათ კი არ დაუჯერეს, რადგან შავი
სიკვდილის ბედი ეწერათ.
ხოლო ვინც პერკოტეში და პრაქტიოსის ირგვლივ ცხოვრობდნენ, ვისაც ეპყრა სესტოსი და აბიდოსი და ღმერთს
შეწირული არისბე, მათ მოუძღოდათ ჰირტაკოსის ძე ასიოსი, კაცთა ბელადი, ამ ასიოს ჰირტაკოსის ძემ ჩამოიყვანა
ცეცხლისფერი და მაღალი ცხენები სელეისის მდინარის ნაპირებიდან.
[840] ჰიპოთოოსმა ჩამოიყვანა შუბისმრხეველი პელასგების ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ
ნაყოფიერმინდვრებიან ლარისაში; მათ მოუძღოდათ ჰიპოთოოსი და პილაიოსი, არესის შთამომავლები, პელასგი
ლეთოსის, ტევტამოსის ძის ორი ვაჟი.
აკამასი და პეიროოსი მეთაურობდნენ თრაკიელებს, რომელთა მიწებსაც ბობოქარი ჰელესპონტოსი მოიცავს.
შუბოსან კიკონებს მოუძღოდა ევფემოსი, ზევსის აღზრდილი კეასის ძის, ტროიძენოსის ვაჟი.
პირაიქმესი წინ მოუძღოდა მოხრილმშვილდიან პეონებს, შორეული ამიდონიდან და ფართოდ მომდინარე
აქსიოსიდან, [850] რომლის უმშვენიერესი წყალი იღვრება მიწაზე.
პაფლაგონიელებს წინ მოუძღოდა პილაიმენესი, მამაცი გული ენეტოსების მიწიდან, გარეული ჯორების
სამშობლოდან; ისინი ფლობდნენ კიტოროსსა და სესამოსის ირგვლივ ცხოვრობდნენ, მდინარე პართენიოსის ირგვლივ
კი სახელგანთქმულ სახლებში ცხოვრობდნენ კრომნაში, აიგიალოსსა და ერითინეში.
ჰალიძონებს კი წინ მოუძღოდნენ ოდიოსი და ეპისტროფოსი შორეული ალიბედან, სადაც ვერცხლის
საბადოებია.
მისიელებს წინ მოუძღოდნენ ქრომისი და ფრინველთმისანი ენომოსი, თუმცა ფრინველებმა ვერ იხსნეს შავი
სიკვდილისაგან, [860] არამედ დაიღუპა აიაკოსის შთამომავლის ხელით მდინარეში, როცა სხვა ბევრი ტროელიც
გაწყვიტა აქილევსმა.
ფრიგიელებს მოუძღოდნენ ფორკისი და ღვთისდარი ასკანიოსი, შორეული ასკანიიდან, ბრძოლის წყურვილი
ახრჩობდათ.
მეონიელებს მოუძღოდნენ მესთლესი და ანტიფოსი, ტელაიმენესის ორი ძე, რომლებიც ტბის ნიმფა გიგაიამ შვა
და ისინი მოუძღოდნენ ტმოლოსის ძირას შობილ მეონიელებს.
ნასტესი გაუგებარ ენაზე მოსაუბრე კარიელებს მოუძღოდა, რომელთაც უპყრიათ მილეტოსი და ფთირესის
ფოთლოვანი მთა, მაიანდროსის ნაკადი და მიკალეს მაღალი მწვერვალები. [870] მათ მოუძღოდნენ ამფიმაქოსი და
ნასტესი, — ნასტესი და ამფიმაქოსი, ნომიონის სახელოვანი შვილები. ქალწულივით ოქროს ატარებდა ომშიც კი,
საბრალო! მაინც ვერ გაექცა დამღუპველ სიკვდილს, დაეცა აიაკოსის ფეხმარდი შთამომავლის ხელით მდინარეში, ოქრო
კი მამაცმა აქილევსმა წაიღო.
ლიკიელებს მოუძღოდნენ სარპედონი და უზადო გლავკოსი შორეული ლიკიიდან და ბობოქარი ქსანთოსიდან.
მესამე სიმღერა

ფიცი. გალავნიდან დათვალიერება.


ალექსანდროსისა და მენელაოსის ორთაბრძოლა
მას შემდეგ, რაც დაეწყო თითოეული თავის წინამძღოლთან ერთად, ტროელები ყიჟინითა და ხმაურით
დაიძრნენ ფრინველებივით. სწორედ ასე წეროების ხმაც ცას სწვდება, როდესაც ზამთარსა და დაუსრულებელ ავდარს
გაურბიან და ყივილით მიფრინავენ ოკეანოსის ტალღებისკენ, მიაქვთ სიკვდილი და უბედურება პიგმეებისათვის80 და
ადრიანად იწვევენ მათ სასტიკი ბრძოლისაკენ. აქაველები კი მოდიოდნენ მდუმარედ, საბრძოლო სულით ანთებულნი
და ერთმანეთის დახმარების გულით მოწადინებულნი.
[10] როგორც მთის მწვერვალებზე დაღვრის ნისლს ნოტოსი, რომელიც მწყემსისთვის საზიანოა, ქურდისთვის კი
ღამეზე უკეთესია, როდესაც გასროლილ ქვაზე უფრო შორს ვერაფერს ხედავ; — ასე მათი ფეხებიდან ავარდნილი მტვრის
ღრუბელი უკან მიჰყვებოდათ, როდესაც ველზე სწრაფად მიდიოდნენ.
ახლოს რომ მივიდნენ ერთმანეთთან, ტროელებს წინ დაუდგა ღვთისდარი ალექსანდროსი81, მხრებზე
მოსხმული ლეოპარდის ტყავით, მოხრილი მშვილდითა და ხმლით; ბრინჯაოსბუნიკიან ორ შუბს არხევდა და იწვევდა
არგოსელთაგან საუკეთესოებს, [20] გამოსულიყვნენ მასთან საომრად სასტიკ ორთაბრძოლაში.
როგორც კი თვალი მოჰკრა მას არესის რჩეულმა მენელაოსმა, შეკრებილთა წინ წარდგა დიდი ნაბიჯით; როგორც
მშიერი ლომი ხარობს, როდესაც მოზრდილ ნადავლს წააწყდება, რქიან ირემს ან ჯიხვს, უმალ შთანთქავს, თუნდაც
თვითონ ამ დროს გარშემორტყმული იყოს სწრაფი ძაღლებითა და ძალოვანი ყმაწვილებით; აი, ასე გაიხარა მენელაოსმა,
როდესაც საკუთარი თვალით დაინახა ღვთისდარი ალექსანდროსი, რადგან ჩათვალა, ახლა შურს ვიძიებო: იმავწამს
ეტლიდან აბჯარასხმული და შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე.
[30] როგორც კი დაინახა იგი ღვთისდარმა ალექსანდროსმა მებრძოლთა წინა რიგებში, შიშისგან გული ჩაუვარდა
და უმალ უკან დაიხია მეგობართა გუნდისკენ და სიკვდილს გაექცა. როგორც ვინმე, გველს რომ დაინახავს და უკან
გადგება მთის ხეობაში და მთელი სხეული აუკანკალდება, სწრაფად გარბის და სახეზეც ცვილის ფერი ედება, ასე უმალ
უდრეკ ტროელთა გუნდში დაიმალა ატრევსის ვაჟის მიერ შეშინებული ღვთისდარი ალექსანდროსი.
ის კი დაინახა ჰექტორმა და გაკიცხა შემარცხვენელი სიტყვებით: „უბადრუკო პარის, თვალად ლამაზო,
მაცდურო მექალთანევ! [40] ნეტავ არასოდეს დაბადებულიყავი ან უცოლოდ მომკვდარიყავი! ამას ვინატრებდი! ეს ხომ
ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ყველას სამარცხვინოდ მიაჩნდე და ეზიზღებოდე! სიცილით კვდებიან
გრძელთმიანი აქაველები, რომელთაც ეგონათ, რომ საუკეთესო მეთაური გვყავდა, რადგან ლამაზი ხარ შესახედავად,
მაგრამ არც ძალა აღმოგაჩნდა მკერდში და არც სიმამაცე. ასეთი ბრძანდებოდი და საზღვაო ხომალდებით მაინც
გადაცურე ზღვა, სანდო მეგობრები შეკრიბე, წახვედი უცხოელებთან და მშვენიერი ქალი წამოიყვანე შორეული მიწიდან,
შუბოსანი ხალხის რძალი, [50] მამაშენისთვის, ქალაქისთვის და მთელი ხალხისთვის — უბედურება, მტრებისთვის
სიხარული, თავად შენთვის კი სირცხვილი! რატომ არ შეებრძოლე არესის რჩეულ მენელაოსს? ხომ გაიგებდი, როგორი
კაცის მშვენიერ მეუღლეს დაეუფლე?! ვერ გიშველიდა ვერც კითარა, ვერც აფროდიტეს საჩუქარი, ვერც თმები, ვერც
შესახედაობა, ისე შეერეოდი მტვერს. მეტად მშიშრები არიან ტროელები, თორემ, რახანია, ქვის პერანგს ჩაგაცმევდნენ82,
იმდენი სიავე გაქვს გაკეთებული.“
მას უპასუხა ღვთისდარმა ალექსანდროსმა: „ჰექტორ, სამართლიანად მდებ ბრალს. [60] გული მუდამ უდრეკი
გაქვს ცულივით, რომელსაც ოსტატურად ხმარობს ხურო, როდესაც გემის ძელს თლის; ასევეა შენს მკერდში უშიშარი
სული. საყვედურს ნუ მეტყვი ოქროს აფროდიტეს საჩუქრის გამო. მერწმუნე, გადასაგდები არ არის ღმერთების
სახელოვანი საჩუქრები, ისინი თავად იძლევიან, საკუთარი სურვილით მათ ვერავინ მიიღებს; ახლა კი, ისევ თუკი გსურს
ვიომოთ და ვიბრძოლოთ, სხვა ტროელები და აქაველები დასხდნენ, შუაში დავდგეთ მე და არესის რჩეული მენელაოსი,
[70] რომ ვიბრძოლოთ ჰელენესა და მთელი ქონებისათვის. ვინც გაიმარჯვებს და უძლიერესი აღმოჩნდება, მთელ
ქონებასაც დაეუფლოს და ქალიც შინ შეიყვანოს. თქვენ კი მეგობრობის აღთქმა დადეთ და წმინდა ფიცით დაიფიცეთ,
იცხოვრეთ ნაყოფიერ ტროაში, ისინი კი წავიდნენ ცხენებით მდიდარ არგოსსა და აქაველთა ლამაზქალებიან მიწაზე.“
ასე თქვა და ჰექტორმა გულით დიდად გაიხარა, როცა გაიგონა, წრეში შევიდა, შუაში ჩაავლო ხელი შუბს,
ტროელთა რიგებს უკან დაახევინა და ყველა დასხა; ხოლო გრძელთმიანმა აქაველებმა მშვილდები მოზიდეს [80] და
დაუშინეს ისრები და ქვები; მაგრამ დიდი ხმით დაიყვირა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „შეჩერდით, არგოსელებო! ნუ
ისვრით, აქაველთა შვილებო! რაღაც სიტყვის თქმას აპირებს მუზარადმოელვარე ჰექტორი.“ ასე თქვა და მათაც

80
პიგმეები — უკიდურეს სამხრეთში, ოკეანოსთან მცხოვრები ქონდრისკაცების მითოსური ტომი; მათ
ყოველწლიურად ეომებიან სამხრეთში გადამფრენი წეროები.
81
ალექსანდროსი — სიტყვა-სიტყვით, „კაცთა მომგერიებელი“, პარისის მეტსახელი.
82
ქვის პერანგს ჩაგაცვამდნენ — ქვებით ჩაგქოლავდნენ.
შეწყვიტეს ბრძოლა და დადუმდნენ განრისხებულნი, ჰექტორმა კი ორივეს მიმართა: „ისმინეთ ჩემგან, ტროელებო და
ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, სიტყვა ალექსანდროსისა, რომლის გამოც ჩამოვარდა შუღლი. იგი სთავაზობს
ტროელებსა და ყველა აქაველს, მშვენიერი იარაღი დააწყოს მრავალთამკვებავ მიწაზე, [90] თავად კი, შუაგულში, არესის
რჩეულ მენელაოსთან ჰელენესა და მთელი ქონებისთვის ბრძოლას აპირებს. ვინც გაიმარჯვებს და უძლიერესი
აღმოჩნდება, მთელ ქონებასაც დაეუფლოს და ქალიც შინ შეიყვანოს. ჩვენ კი მეგობრობის აღთქმა დავდოთ და წმინდა
ფიცით დავიფიცოთ.“
ასე თქვა, ისინი კი ყველანი წყნარად იდგნენ და ხმას არ იღებდნენ; მათ კი მიმართა საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატმა მენელაოსმა: „ახლა მეც მომისმინეთ! ყველაზე მეტი ტკივილი ჩემს სულს მიადგა, იმედი მაქვს, ომს
შეწყვეტენ მალე არგოსელები და ტროელები, რომელთაც მრავალი უბედურება გადაიტანეს [100] ალექსანდროსის მიერ
წამოწყებული ჩემი და მისი მტრობის გამო. ჩვენგან რომელსაც სიკვდილი და ბედისწერა აირჩევს, მოკვდეს,
დანარჩენებმა კი სასწრაფოდ შეწყვიტეთ ბრძოლა; მოიყვანეთ ცხვრები, თეთრი ცხვარი იყოს მამალი და შავი — დედალი,
მიწისა და მზისთვის, ზევსს კი ჩვენ მოვუყვანთ სხვას. მოიყვანეთ მძლავრი პრიამოსიც, რათა ფიცი დადოს თვითონ,
რადგან მისი შვილები დაუოკებელი და არასანდონი არიან, ვინმემ კანონდარღვევით ზევსისადმი ფიცი არ გატეხოს.
ყმაწვილ კაცებს ხასიათი მუდამ ეცვლებათ, ხოლო როდესაც მოხუცი მონაწილეობს, წინაც იხედება და უკანაც, [110] რომ
ყოველმხრივ საუკეთესო იყოს გადაწყვეტილება.“
ასე თქვა, ხოლო აქაველებმა და ტროელებმა გაიხარეს და იმედი მიეცათ, რომ დაასრულებდნენ ბედშავ ომს. და
მათ დააწყვეს ეტლები მწყობრად, თვითონ ჩამოსხდნენ, აბჯარი ჩამოიხსნეს და მიწაზე დააწყვეს ერთმანეთის
გვერდიგვერდ და შუაში მცირე ადგილი დატოვეს.
ჰექტორმა ქალაქში ორი მაცნე გაგზავნა, რომ სასწრაფოდ ცხვრები მოეყვანათ და პრიამოსისთვისაც მოეხმოთ.
ხოლო მეუფე აგამემნონმა ტათლიბიოსი გაგზავნა ღრმამუცლიან ხომალდებთან ცხვრების [120] წამოსაყვანად და ისიც
დაემორჩილა ღვთაებრივ აგამემნონს.
ირისი იმავწამს ეწვია თეთრხელება ჰელენეს მაცნედ მისი მულის, ანტენორის ძის, ჰელიკაონის მეუღლის,
პრიამოსის ყველაზე ლამაზი ქალიშვილის, ლაოდიკეს სახით.
იგი იპოვა დარბაზში, დიდ, ორმაგ, მეწამული ფერის ქსოვილს ქსოვდა, რომელზეც ასახული იყო
ცხენთამხედნელი ტროელებისა და ბრინჯაომოსილი აქაველების მრავალი ბრძოლა, რომელშიც მათ სწორედ მის გამო
არესის ხელი მისწვდა. ახლოს დაუდგა და უთხრა ფეხმარდმა ირისმა: [130] „აქ მოდი, საყვარელო რძალო, რათა ნახო
სასწაულებრივი საქმეები ცხენთამხედნელი ტროელებისა და ბრინჯაომოსილი აქაველებისა, რომლებსაც მანამდე
ერთმანეთისთვის მრავალცრემლიანი ბრძოლა გაუმართავთ მინდორში, დამღუპველი ომის წყურვილით აღვსილებს.
ისინი დგანან მდუმარედ, ომი კი შეწყდა, ფარებს ეყრდნობიან, გრძელი შუბები კი მიწაში ჩაურჭვიათ; ხოლო
ალექსანდროსი და არესის რჩეული მენელაოსი გრძელი შუბებით შენთვის ბრძოლას აპირებენ; მათგან გამარჯვებული
საყვარელ მეუღლეს გიწოდებს.“
ასე უთხრა და ტკბილი სურვილი ჩაუდო სულში [140] პირველ ქმარზე, ქალაქსა და მშობლებზე. იმავწამს
ვერცხლისფერი სამოსი მოიცვა, გავიდა ოთახიდან, ცრემლს ღვრიდა, მარტო არ იყო, მას გაჰყვა ორი მხევალი: ეთრა,
პიტთევსის ასული და ხარისთვალება კლიმენე; უმალ მივიდნენ იქ, სადაც სკაიის კარიბჭე83 იყო. იქ პრიამოსის ირგვლივ
იყვნენ პანთოოსი და თიმოიტესი, ლამპოსი, კლიტიოსი, ჰიკეტაონი, არესის შთამომავალი, უკალეგონი და ანტენორი —
ორივე ბრძენი, ისხდნენ უხუცესები სკაიის კარიბჭესთან. [150] სიბერის გამო, ომი აღარ შეეძლოთ, მაგრამ ბრწყინვალე
მჭევრმეტყველები იყვნენ, მიმსგავსებულნი ჭიჭინობლებს, რომლებიც ტყეში ხეებზე სხედან და წყნარ ხმას გამოსცემენ,
ტროელთა მეთაურები ასე ისხდნენ კოშკში. როდესაც დაინახეს კოშკისკენ მიმავალი ჰელენე, ჩუმად გადაუსროლეს
ერთმანეთს ფრთოსანი სიტყვები: „ვერ გაკიცხავ ტროელებსა და ლამაზსაბარკულიან აქაველებს, რომ ასეთი ქალის გამო
ამდენ ტკივილს ითმენენ; მართლაც, უკვდავ ღმერთებს ჰგავს იერით; მაგრამ როგორიც უნდა იყოს, ხომალდებით
გაემგზავროს [160] და ნუ დარჩება განსაცდელად ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.“
ასე თქვეს, პრიამოსმა კი ჰელენეს მოუხმო: „აქ მოდი, საყვარელო შვილო და ჩემთან დაჯექი, რომ დაინახო
პირველი ქმარი და საყვარელი მოყვრები; შენ უდანაშაულო ხარ, ყველაფერი მოაწყვეს ღმერთებმა, რომლებმაც
წამოიწყეს აქაველთა მრავალცრემლიანი ომი. იმ უზარმაზარი კაცის სახელი მითხარი, ვინ არის ეს მამაცი და დიდი
აქაველი კაცი? სიმაღლით მასზე მაღლებიც არიან სხვები, მაგრამ არც უფრო მშვენიერი არ უნახავთ არავინ ჩემს თვალებს,
[170] არც ასე დიდებული, — ეს კაცი მეფეს ჰგავს.“
მას უპასუხა ჰელენემ, ქალთაგან ყველაზე უფრო ღვთაებრივმა: „პატივსაცემიც ხარ ჩემთვის, საყვარელო
მამამთილო და საშიშიც; ტკბილი იქნებოდა ბოროტი სიკვდილი ჩემთვის, როდესაც აქ ჩამოვყევი შენს შვილს და
დავტოვე საწოლი ოთახი, ძმები, ერთადერთი ასული და საყვარელი თანატოლები; მაგრამ ასე არ მოხდა და ცრემლებით
ვიტანჯები. ახლა კი გიპასუხებ შეკითხვაზე: ეს კაცი არის ატრევსის ძე, მძლავრი მეუფე აგამემნონი, ერთდროულად
კარგი მეფეც და ძლიერი შუბოსანიც. [180] მაზლი იყო ჩემი, ძაღლთაპირის, თუ ვიყავი ღირსი“.
ასე თქვა, ხოლო მოხუცი გაოცდა და ბრძანა: „ო, ატრევსის ბედნიერო ძეო, ბედის ნებიერო! ამჟამად აქაველთა

83
სკაიის კარიბჭე — ქალაქ ტროის დასავლეთის კარიბჭე.
მრავალი შვილი გემორჩილება. ოდესღაც ვაზით მდიდარ ფრიგიაში ჩავედი, იქ ვნახე მრავალი ფრიგიელი მოჯირითე
ვაჟკაცი, ოტრევსისა და ღვთისდარი მიგდონის ხალხი, ბანაკად იდგნენ სანგარიოსის ნაპირებთან; მეც იქ ვიყავი, მათს
მოკავშირედ ვითვლებოდი იმ დღეს, როდესაც მამრისდარი ამორძალები მოვიდნენ; [190] მაგრამ იმდენი არ იყვნენ,
რამდენიც თვალმოელვარე აქაველებია.
მეორედ ოდისევსი დაინახა და იკითხა მოხუცმა: „მითხარი, საყვარელო შვილო, ეს ვინ არის? ერთი თავით
დაბალია ატრევსის ძე აგამემნონზე, მაგრამ მხრებით და გულ-მკერდით უფრო ფართო ჩანს. მისი აბჯარი
მრავალთამკვებავ მიწაზე აწყვია, თვითონ კი ყოჩივით დადის მეომართა რიგებში; ხშირმატყლიან ცხვარს მაგონებს იგი,
რომელიც ვერცხლისსაწმისიან ფარაში დადის.“
მას უპასუხა შემდეგ ჰელენემ, ზევსისგან შობილმა: [200] „ეს კი გახლავს ლაერტესის ძე, გონებაუხვი ოდისევსი,
რომელიც აღიზარდა კლდოვანი ითაკის თემში, იცის ყველანაირი ცბიერება და ჭკვიანური რჩევები“.
მას ისევ მიმართა პირისპირ მჯდომმა ბრძენმა ანტენორმა: „ქალბატონო, ნამდვილად სწორი სიტყვა ბრძანე;
ოდესღაც აქ მოვიდა ღვთაებრივი ოდისევსი — შენ გამო ელჩად იყო მოსული არესის რჩეულ მენელაოსთან ერთად; მათ
ვუმასპინძლე და მეგობრულად მივიღე დარბაზში, ორივე მათგანის ღირსება შევიცანი და ჭკვიანური რჩევები. როდესაც
შეერივნენ ერთად თავმოყრილ ტროელებს, [210] ფეხზე მდგომარე მენელაოსი აღემატებოდა მხრების სიგანით, ხოლო
როდესაც ისხდნენ ორივენი, უფრო მეფური იყო ოდისევსი; მაგრამ როდესაც სიტყვასა და რჩევაზე მოდგებოდა საქმე,
მენელაოსი თავისუფლად ლაპარაკობდა, ცოტას ამბობდა, მაგრამ ძალიან ცხადად, უხვსიტყვიანი არ იყო, არც არეულად
მოლაპარაკე, თუმცა კი ახალგაზრდა იყო; მაგრამ როდესაც ბრძენი ოდისევსი წამოდგებოდა, თვალებს დაბლა დახრიდა
და მიწას გაუსწორებდა მზერას, კვერთხს არც უკან და არც წინ გასწევდა, არამედ უძრავად ეპყრა, უბრალო კაცს
მიმსგავსებულს, [220] გეგონებოდა გაბრაზებული ან უაზრო ვინმე; მაგრამ როდესაც მკერდიდან დიდ ხმას ამოუშვებდა
და სიტყვები ზამთრის ზვავს დაემსგავსებოდა, მაშინ ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეეჯიბრებოდა და ისევ ვცნობდით
ძველებური ოდისევსის სახეს.“
მესამედ აიასი დაინახა და იკითხა მოხუცმა: „ვინ არის ეს აქაველი, ვაჟკაცი და უზარმაზარი, რომელიც
გამოირჩევა არგოსელთაგან თავით და ფართო მხრებით?“
მას უპასუხა გრძელპეპლოსიანმა ჰელენემ, ღვთაებრივმა ქალმა: „ეს არის აიასი, აქაველთა გოლიათი ზღუდე.
[230] მეორე მხრიდან კრეტელებში იდომენევსი ღმერთივით დგას, ხოლო მის ირგვლივ თავი მოუყრიათ კრეტელთა
მეთაურებს. ხშირად უმასპინძლია მისთვის არესის რჩეულ მენელაოსს, როდესაც ჩვენს სახლს სწვევია კრეტიდან. ვხედავ
სხვა თვალმოელვარე აქაველებსაც, რომელთაც კარგად ვიცნობ და სახელებსაც გეტყვი. ვერ ვხედავ მხოლოდ ხალხთა ორ
მეთაურს — ცხენთამხედნელ კასტორსა და მუშტმაგარ პოლიდევკესს84, ჩემს ღვიძლ ძმებს, რომლებიც დედაჩემმა შობა;
იქნებ, არც წამოსულან საყვარელი ლაკედემონიდან, [240] ან, იქნებ, ჩამოვიდნენ კიდეც საზღვაო ხომალდებით, მაგრამ
არ სურთ ბრძოლაში შევიდნენ ვაჟკაცებთან, რადგან უფრთხიან სირცხვილსა და მრავალ საყვედურს ჩემ გამო.“
ასე თქვა, ისინი კი უკვე მიღებული ჰყავდა სიცოცხლისმომცემ მიწას ლაკედემონში, მათს საყვარელ
სამშობლოში.
ამასობაში ქალაქის გავლით მაცნეებს ღმერთების სარწმუნო ფიცისთვის მოჰყავდათ ორი ცხვარი და
გამამხიარულებელი ღვინო თხის ტყავის ტიკით, ღვინის გასაზავებელი ელვარე ჭურჭელი და ოქროს თასები მოჰქონდა
მაცნე იდაიოსს; დადგა მოხუცთან და ასე მიმართა: [250] „წამოდექი, ლაომედონის ძეო, გიხმობენ ცხენთამხედნელი
ტროელებისა და ბრინჯაომოსილი აქაველების სარდლები, რომ ბრძოლის ველზე გახვიდე, რათა სარწმუნო ფიცი
დადოთ: ახლა ალექსანდროსი და არესის რჩეული მენელაოსი გრძელი შუბებით შეებრძოლებიან ერთმანეთს
ქალისათვის; გამარჯვებულს დარჩება ქალიცა და ქონებაც. სხვები კი მეგობრობის აღთქმას დადებენ და წმინდა ფიცით
დაიფიცებენ, რომ იცხოვრებენ ნაყოფიერ ტროაში, მომხდურები კი დაბრუნდებიან ცხენებით მდიდარ არგოსსა და
აქაველთა ლამაზქალებიან მიწაზე.“
ასე თქვა და შეძრწუნდა მოხუცი, თუმცა მეგობრებს მაინც [260] უბრძანა, ცხენები შეებათ და ისინი იმავწამს
დაემორჩილნენ. მაშინვე ავიდა პრიამოსი და სადავეები უკან დაქაჩა; გვერდით ანტენორი შედგა უმშვენიერეს ეტლზე
და ამ ორმა გაიარა სკაიის კარიბჭე და ბრძოლის ველისკენ სწრაფი ცხენებით დაიძრა.
ხოლო როდესაც მივიდნენ ტროელებთან და აქაველებთან, გადმოვიდნენ ეტლებიდან მრავალნაყოფიერ მიწაზე
და ტროელებსა და აქაველებს შორის შევიდნენ. იმავწამს წამოდგნენ მაშინ კაცთა ბელადი აგამემნონი და გონებაუხვი
ოდისევსი; შემდეგ სახელგანთქმულმა მაცნეებმა სარწმუნო ფიცი დაუდეს ღმერთებს, ჭურჭელში კი ღვინო [270]
შეაზავეს, ხოლო მეფეებს ხელზე დაუსხეს წყალი. ატრევსის ძემ ხელებით ამოიღო ხანჯალი, რომელიც ხმლის დიდი
ქარქაშის გვერდით ეკიდა მუდამ და ცხვრებს თავებიდან მოჰკვეთა თმები, რომლებიც მაცნეებმა უმალვე გაუნაწილეს
ტროელებისა და აქაველების სარდლებს.
მათ წინაშე ატრევსის ძემ ხელები აღმართა და ხმამაღლა ილოცა: „მამა ზევსო, რომელიც იდიდან მეფობ,

84
კასტორი და პოლიდევკესი — ზევსისა და ლედას შვილები, დიოსკურები; ჰელენესა და კლიტემნესტრას
ძმები. ბერძნული მითოლოგიის ტრადიციით, ღმერთები იყვნენ, მაგრამ ჰომეროსთან ადამიანებად არიან
წარმოდგენილი.
უსახელოვანესო და უდიდესო და შენც, მზეო, რომელიც ხედავ ყველაფერს და რომელსაც გესმის ყველაფერი,
მდინარეებო და შენც, მიწავ, და თქვენ, რომლებიც მიწისქვეშ შურს იძიებთ ფიცის დამრღვევებზე, [280] თქვენ
დამიდექით მოწმედ და დაიცავით სარწმუნო ფიცი. თუკი მენელაოსს ალექსანდროსი მოკლავს, მას დარჩეს ჰელენე და
მთელი ქონება, ჩვენ კი საზღვაო ხომალდებით გავემგზავროთ, ხოლო თუკი ალექსანდროსს მოკლავს ოქროსთმიანი
მენელაოსი, ტროელებმა უნდა დაგვიბრუნონ ჰელენე და მთელი ქონება და არგოსელებს უნდა გადაგვიხადონ სათანადო
საზღაურიც, რომელიც ემახსოვრებათ მომავლის ადამიანებსაც. თუკი პრიამოსი და პრიამოსის შვილები არ ისურვებენ,
გადამიხადონ საზღაური ალექსანდროსის დაცემის შემდეგ, [290] ისევ დავიწყებ ბრძოლას, სანამ არ მივიღებ
გამოსასყიდს და აქ დავრჩები, სანამ ომის დასრულებას არ მივაღწევ,“ — თქვა და ცხვრებს ყელი გამოღადრა
დაუნდობელი ბრინჯაოთი; და ისინი დააწვინა მიწაზე, მოცახცახენი და სულთმობრძავები, რადგან ძალა წაართვა
ბრინჯაომ. შემდეგ ღვინო ჭურჭლიდან ჩამოასხეს თასებში და ლოცვა აღუვლინეს მარადმყოფ ღმერთებს. ასე რომ, ვიღაც
ამბობდა აქაველებისა და ტროელებისგან: „უსახელოვანესო და უდიდესო ზევსო და სხვა უკვდავო ღმერთებო, ვინც კი
პირველი დაარღვევს ფიცს, [300] როგორც ღვინო, ისე დაინთხას მათი და მათი ნაგრამის ტვინი და სხვებმა დაიმონონ
მათი ცოლები.“
ასე თქვეს, მაგრამ მაინც არ აღუსრულა კრონოსის ძემ. დარდანოსის ძე პრიამოსმა ასეთი სიტყვა ბრძანა:
„მისმინეთ, ტროელებო და ლამაზსაბარკულიანო აქაველებო! მე ახლა უკან გავბრუნდები ქარიან ილიონში: ვერ
გადავიტან და საკუთარი თვალებით ვერ ვუყურებ ჩემი საყვარელი შვილის შებრძოლებას არესის რჩეულ მენელაოსთან;
ხომ მხოლოდ ზევსმა და სხვა უკვდავმა ღმერთებმა იციან, რომელს უწერია სასიკვდილო აღსასრული“.
[310] ეს თქვა და ეტლში აიყვანა ცხვრები ღვთისდარმა მოკვდავმა, თავადაც ავიდა და სადავეები უკან მოზიდა;
მის გვერდით ანტენორი უმშვენიერეს ეტლზე ავიდა და ორივე უკან გაბრუნდა ილიონში. პრიამოსის ძემ, ჰექტორმა და
ღვთაებრივმა ოდისევსმა ჯერ ბრძოლის ადგილი მოზომეს, შემდეგ წილები ბრინჯაოთი გაწყობილ მუზარადში
მოათავსეს, რომ გადაწყვეტილიყო, თუ ორიდან რომელს უნდა ესროლა ბრინჯაოს შუბი. ხალხმა ილოცა, ღმერთებისკენ
აღმართა ხელები და არაერთმა აქაველმა და ტროელმა ბრძანა: [320] „მამა ზევსო, რომელიც იდიდან მეფობ,
უსახელოვანესო და უდიდესო, ამ ორიდან რომელმაც მოიტანა ეს უბედურება, ის დაიღუპოს და შევიდეს ჰადესის
სასახლეში, ჩვენში კი დამკვიდრდეს მეგობრობა და სარწმუნო ფიცი.“
ასე ამბობდნენ, ხოლო მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა შეარხია წილები, თვალი აარიდა და პირველი
პარისის წილი ამოიღო. შემდეგ ხალხი რიგებად დასხდა, თითოეულმა ვაჟკაცმა დატოვა ჩორთით მორბენალი ცხენი და
ჭრელი აბჯარი. ამასობაში მხრებზე იმაგრებდა ლამაზ აბჯარს ღვთაებრივი ალექსანდროსი, ოქროსთმიანი ჰელენეს
მეუღლე. [330] ჯერ საბარკულები მოირგო წვივებზე ლამაზი, რომლებიც შეიკრა ვერცხლის კავებით; შემდეგ თავისი
ძმის, ლიკაონის, ბექთარი, რომელიც მასაც მოერგო85, მოიცვა მკერდზე, ხოლო მხრებზე გადაიგდო ვერცხლის
ლურსმნებით გაწყობილი ბრინჯაოს ხმალი, ხელი ჩაავლო უზარმაზარ და მაგარ ფარს, მძლავრ თავზე ცხენის კუდით
მორთული კეთილნაკეთი მუზარადი ჩამოიფხატა, შიშისმომგვრელად ირხეოდა ზემოდან ჯიღა; აიღო გმირული შუბი,
ხელი შემოაჭდო. მის მსგავსად აისხა აბჯარი მამაცმა მენელაოსმაც.
[340] როდესაც კი ორივე თავისიანების მხარეს შეიარაღდა, ტროელებსა და აქაველებს შორის შეაბიჯეს მრისხანე
მზერით. ძრწოლამ მოიცვა მათი შემხედვარე ცხენთამხედნელი ტროელები და ლამაზსაბარკულიანი აქაველები.
მიუახლოვდნენ ერთმანეთს და მოზომილ ადგილზე დადგნენ. შუბებს არხევდნენ და ერთმანეთს რისხვას აფრქვევდნენ.
პირველმა ალექსანდროსმა სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა ატრევსის ძის ყოველმხრივ
გაწონასწორებულ ფარს; ვერ შეაღწია ბრინჯაოში, მოიღუნა შუბის წვერი მაგარ ფარზე. მეორემ ისროლა [350] ატრევსის
ძემ, მენელაოსმა და შესძახა მამა ზევსს: „მეუფე ზევსო, მაძიებინე შური ბოროტისმქნელ ღვთაებრივ ალექსანდროსზე,
მომაკვლევინე ჩემი ხელით, რათა შემდგომ დაბადებულ თაობებშიც ყველა შეძრწუნდეს, ვინც სტუმრად მივა და
ბოროტს უყოფს სიყვარულით მიმღებ მასპინძელს.“
ეს თქვა, შეარხია და ისროლა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა პრიამოსის ძის ყოველმხრივ
გაწონასწორებულ ფარს, შეაღწია მოელვარე ფარში მძლავრმა შუბმა, ოსტატურად ნაკეთები ბექთარი შელეწა და
გაფხრიწა ქიტონი მუცელთან. [360] გვერდით გადაიხარა და აირიდა შავი სიკვდილი. ატრევსის ძემ ამოიღო
ვერცხლისლურსმნებიანი ხმალი, ზე აღმართა და დაალეწა მუზარადზე, სამ და ოთხ ნაწილად დაიფშვნა ხმალი და
ხელიდან გაუვარდა. ეს რომ დაინახა, ვრცელ ზეცას შეჰღაღადა ატრევსის ძემ: „მამა ზევსო, ღმერთებიდან სხვა არავინაა
შენზე უფრო დამღუპველი! ამაოდ ვთქვი, რომ ბოროტებისთვის შურს ვიძიებდი ალექსანდროსზე. ახლა ხელში
ჩამატყდა ხმალი, ხოლო შუბი ამაოდ ვტყორცნე, მისი მოკვლა არ შემიძლია!“
ეს თქვა და მისწვდა ცხენის ძუით მორთულ მუზარადს, [370] ჩაავლო და მოაბრუნა ლამაზსაბარკულიანი
აქაველებისკენ, მოუზიდა მუზარადის მჭიდროდ ნაწნავი ღვედი ნაზ კისერზე, რომელიც ნიკაპს ედებოდა და მუზარადს
ამაგრებდა. კიდეც გამოათრევდა და ენით უთქმელ დიდებასაც მოიპოვებდა, რომ არ მოეკრა თვალი ზევსის ასულ
აფროდიტეს, მან გაწყვიტა მოკლული ხარის ტყავის ღვედი და ცარიელი ზუჩი გაჰყვა მძლავრ ხელს. მაშინ გმირმა იგი

85
ტრადიციულად პარისს, როგორც მოისარს, მძიმე აღჭურვილობა არ სჭირდებოდა, ამიტომ აიღო ახლა ძმის
ბექთარი, „რომელიც მოერგო“.
ჰაერში შეათამაშა, ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ ისროლა და ერთგულმა მეგობრებმა აიღეს. ისევ დაეცა თავს და
მოსაკლავად მისწვდა [380] ბრინჯაოს შუბით, მაგრამ იგი მოიტაცა აფროდიტემ იოლად, როგორც ღმერთს შეუძლია,
დაფარა ღრუბლით და კეთილსურნელოვან საწოლ ოთახში აღმოაჩინა. თავად კი ჰელენეს დასაძახებლად წავიდა. იგი
იპოვა მაღალ გალავანზე, სადაც ტროელი ქალების გუნდი იდგა. ხელით შეეხო მის სურნელოვან კაბას, შეარხია იგი და
ლაკედემონში მცხოვრებ მატყლის მრთველ მიხრწნილ დედაბერს მიმსგავსებულმა, რომელიც ლამაზ შალს ქსოვდა და
რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა იგი, ქალს ეჩვენა და უთხრა ღვთაებრივმა აფროდიტემ: [390] „აქ მოდი,
ალექსანდროსი მოგიხმობს სახლში. იგი საძინებელ ოთახშია, მოხატულ საწოლზე, სილამაზითა და სამოსით ბრწყინავს,
ვერ იტყვი, რომ ბრძოლიდან მოვიდა კაცი, უფრო ჰგავს საცეკვაოდ მიმავალს ან ფერხულიდან მოსულსა და
ჩამომჯდარს.“
ასე თქვა და შეუშფოთა მკერდში გული ჰელენეს, მაგრამ როგორც კი დაინახა ქალღმერთის ულამაზესი ყელი,
ვნებისაღმძვრელი მკერდი და მოელვარე თვალები, გაოგნდა, ქალღმერთს მიმართა და ეს სიტყვა უთხრა: „ქალღმერთო,
რატომ ცდილობ, რომ მაცდუნო? [400] კიდევ ხომ არ გინდა, რომელიმე კარგად დასახლებულ ქალაქში წამიყვანო —
ფრიგიასა თუ თვალწარმტაც მეონიაში, იქნებ იქაც გყავს საყვარელი მოკვდავი კაცი? ახლა, როცა ღვთაებრივი
ალექსანდროსის დამმარცხებელ მენელაოსს სურს მე, საძულველი, სახლში წამიყვანოს, რისთვისღა დამიდექი გვერდით
ვერაგი ფიქრით? წადი და გვერდით მიუჯექი, გამოდი ღმერთების რიგიდან, საკუთარი ფეხით არასოდეს დაუბრუნდე
ოლიმპოსს, მუდამ მასზე იგლოვე და ის დაიფარე, სანამ მეუღლედ ან მონად არ გაქცევს. [410] მე იქ არ შევალ,
სამარცხვინოც იქნებოდა მისთვის სარეცლის გაწყობა: ყველა ტროელი ქალი გამკიცხავდა, გულში ისედაც უსასრულო
წუხილი მაქვს.“
მას მძვინვარედ მიმართა ღვთაებრივმა აფროდიტემ: „ნუ მაბრაზებ, უგუნურო, არ მიმატოვებინო განრისხებულს
თავი, ისევე შემიძლია შეგიძულო, როგორ გასაოცრადაც ახლა მიყვარხარ; ორივე მხარეს დამღუპველ სიძულვილს
ჩავუსახავ შენდამი — ტროელებსაც და დანაელებსაც და შენ ავი ბედისწერა დაგღუპავს.“
ასე თქვა და შეძრწუნდა ჰელენე, ზევსისგან შობილი, მოიხურა ვერცხლისფრად მოელვარე მოსასხამი და წავიდა
[420] მდუმარედ, ტროელი ქალებისგან მალულად; წინ მიუძღოდა ქალღმერთი.
და როდესაც ისინი ალექსანდროსის ულამაზეს სასახლეში შევიდნენ, მოახლეები მაშინვე სასწრაფოდ საქმეს
მიუბრუნდნენ, ღვთაებრივი ქალი კი მაღალჭერიანი საძინებლისკენ გაემართა; ხოლო მუდამ მოღიმარმა აფროდიტემ
სკამი აიღო და ალექსანდროსს წინ დაუდგა; დაბრძანდა ჰელენე, ეგისისმპყრობელი ზევსის ასული, თვალები ისევ
დახარა და ქმარს უსაყვედურა სიტყვით: „ომიდან მოხვედი, თუმცა გმართებდა, იქ დაღუპულიყავი იმ მძლავრი კაცისგან
დაცემული, რომელიც ადრე ჩემი მეუღლე იყო. [430] ხომ ამბობდი ადრე, რომ არესის რჩეულ მენელაოსს შენი ძალით,
ხელითა და შუბით ძლევდი?! წადი ახლა და ისევ მოუხმე პირისპირ საბრძოლველად არესის რჩეულ მენელაოსს, თუმცა
მე არ გირჩევ ოქროსთმიან მენელაოსთან ერთი ერთზე დაუფიქრებლად ბრძოლას, რომ მისი შუბით სწრაფად არ
განიგმირო!“
მას უპასუხა და ეს სიტყვები უთხრა პარისმა: „ნუ დამიმძიმებ სულს, ქალბატონო, გაუსაძლისი საყვედურით.
ახლა ხომ მენელაოსმა გაიმარჯვა ათენას დახმარებით, [440] შემდგომში მე გავიმარჯვებ, რადგან ჩვენ გვერდითაც დგანან
ღმერთები. მოდი, დავწვეთ და სიყვარულით დავტკბეთ, რადგან არასოდეს არ მოუცავს ჩემი სული ასეთ ვნებას, მაშინაც
კი, როდესაც პირველად თვალწარმტაცი ლაკედემონიდან მოგიტაცე და მოვცურავდით საზღვაო გემებით და კრანაეს
კუნძულზე შევერთეთ ერთმანეთს სიყვარულითა და სარეცლით, ბევრად უფრო მიყვარხარ ახლა და ტკბილი სურვილი
მიპყრობს,“ — ეს თქვა და სარეცლისკენ დაიძრა და უკან მიჰყვა მეუღლეც. და ისინი დაწვნენ მოჩუქურთმებულ
სარეცელზე.
ატრევსის ძე კი მებრძოლთა შორის წინ და უკან დარბოდა მხეცივით, [450] იქნებ სადმე თვალი მოეკრა
ღვთისდარი ალექსანდროსისთვის, მაგრამ არავის შეეძლო ტროელებისა და მათი სახელოვანი მოკავშირეებისგან,
ეჩვენებინა ალექსანდროსი არესის რჩეული მენელაოსისთვის. მისი სიყვარულის გამო არ დამალავდა არავის, რომ
დაენახა, რადგან შავი სიკვდილივით ყველას თანაბრად ეზიზღებოდა.
მაშინ მათ უთხრა კაცთა მეუფე აგამემნონმა: „მისმინეთ, ტროელებო, დარდანელებო და მოკავშირეებო! ცხადად
გამოჩნდა არესის რჩეული მენელაოსის გამარჯვება, არგოსელი ჰელენე და მასთან ერთად მთელი ქონება უნდა
დააბრუნოთ და გადაიხადოთ სათანადო გამოსასყიდი, [460] რომლის ხსოვნა დარჩება მომავალი თაობების
ადამიანებშიც.“
ასე თქვა ატრევსის ძემ და მოუწონეს სხვა აქაველებმაც.
მეოთხე სიმღერა

ფიცის გატეხა.
აგამემნონის მიერ ლაშქრის შემოვლა
ზევსთან ჩამომსხდარ ღმერთებს კრება ჰქონდათ ოქროს მიწაზე, ხოლო დედოფალი ჰებე86 მათ ნექტარს უსხამდა;
ისინი კი ოქროს თასებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ტროელთა ქალაქს დაჰყურებდნენ. უეცრად შეეცადა
კრონოსის ძე, გამოეწვია ჰერა დამცინავი სიტყვებით და ცბიერად ჩაილაპარაკა: „ორი დამხმარე ჰყავს მენელაოსს
ღმერთებში — არგოსელი ჰერა და მფარველი ათენა; მაგრამ ისინი ცალკე სხედან, უყურებენ [10] და ტკბებიან, პარისს კი
მუდამ მოღიმარი აფროდიტე მარად გვერდით უდგას და ბედისწერისგან იცავს. ახლაც, როცა ეგონა, რომ მოკვდებოდა,
გადაარჩინა, თუმცა ცხადი იყო არესის რჩეული მენელაოსის გამარჯვება. ჩვენ კი ვთქვათ, როგორ იქნება ეს საქმე: ან ისევ
ავი ომი და საშინელი შეტაკება აღვძრათ, ან მტრებს შორის მეგობრობა დავამკვიდროთ. და თუ ეს ყველას საყვარლად და
ტკბილად გიჩანთ, დაე, მეუფე პრიამოსის ქალაქი გადარჩეს, ხოლო არგოსელი ჰელენე მენელაოსმა წაიყვანოს.“
[20] ასე თქვა; დრტვინავდნენ ათენა და ჰერა, გვერდიგვერდ ისხდნენ და ტროელებისთვის სიავეს
განიზრახავდნენ. თუმცა ათენა მდუმარედ იყო და არაფერს ამბობდა მამა ზევსზე გულმოსული, ველურ რისხვას მოეცვა
იგი. ჰერამ კი ვერ დაიოკა ბრაზი გულში და მიმართა: „კრონოსის უსასტიკესო ძეო, ეს რა სიტყვა ბრძანე?! გინდა, წყალში
ჩამიყარო უსასრულო გარჯა და ოფლი, რომელიც შრომაში დავღვარე, ცხენები დავწყვიტე, რომ ხალხი შემეყარა
პრიამოსისა და მისი შვილების დასაქცევად. გააკეთე, რაც გსურს, მაგრამ ყველა ღმერთი არ დაგეთანხმება.“
[30] მას დიდად გაუწყრა ღრუბელთშემკრები ზევსი და უთხრა: „დედოფალო, ცუდი რა გაგიკეთეს პრიამოსმა და
პრიამოსის შვილებმა, ასე მტრულად რომ გწყურია ილიონის კარგად დასახლებული ციხესიმაგრის დაქცევა? რომ
შეგძლებოდა, კარიბჭესა და დიდ გალავანში შეხვიდოდი და ცოცხლად შეჭამდი პრიამოსსაც, მის შვილებსაც და სხვა
ტროელებსაც, იქნებ ამით მოგეშუშებინა ჭრილობა. გააკეთე, რაც გინდა; მაგრამ უფრთხილდი, ამ განხეთქილებამ ჩვენ
ორს შორის დიდი მტრობა არ ჩამოაგდოს. კიდევ ერთს გეტყვი და გულში კარგად ჩაიბეჭდე: [40] როდესაც მე
განვიზრახავ, დავაქციო ქალაქი, რომელშიც შენთვის საყვარელი ადამიანები დაბადებულან, ნუ დააცხრობ ჩემს
მრისხანებას და მიმიშვი; მეც გულით არ მინდა, მაგრამ მაინც გაძლევ ამ ქალაქს; მზისა და ვარსკვლავებიანი ცის
ქვეშეთში მიწიერი ადამიანები რაც ქალაქებს ასახლებენ, მათგან ჩემი გულისთვის ყველაზე პატივსაცემი იყო წმინდა
ტროა, პრიამოსი და იფნისშუბიანი პრიამოსის ხალხი. იქ არასოდეს მოჰკლებია ჩემს საკურთხეველს არც სათანადო
ნადიმი, არც ზედაშე, არც შესაწირავის კვამლი, არც თაყვანისცემა, რაც გვეკუთვნის.“
[50] მის საპასუხოდ ბრძანა ხარისთვალება ქალღმერთმა ჰერამ: „სამი ქალაქია ჩემთვის უსაყვარლესი: არგოსი,
სპარტა და ფართოქუჩებიანი მიკენე. დააქციე ისინი, თუ გულით შეიძულებ, მე წინ არ გადაგიდგები და არ დავიცავ. თუ
უარს ვიტყვი და არ დაგანებებ მათს დაქცევას, ჩემი უარით ვერაფერს გავაწყობ, რადგან შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ;
მაგრამ საჭიროა, რომ ჩემი გაწეული შრომაც უნაყოფოდ არ დარჩეს, მეც ხომ ღმერთი ვარ, მეც ხომ იმ გვარისა ვარ, რაც
შენ, მეც ხომ უფროს ქალიშვილად მშვა ცბიერმა კრონოსმა [60] და ორგზის დიდებული ვარ, — ჩემი წარმოშობითაც და
იმითაც, რომ მეუღლეს მიწოდებ შენ, რომელიც ყველა უკვდავზე მეფობ; ახლა კი დავუთმოთ ერთმანეთს: შენ — მე და
მე — შენ. მოგვყვნენ სხვა უკვდავი ღმერთებიც. შენ კი სასწრაფოდ უბრძანე ათენას, მიადგეს ტროელებისა და აქაველების
საშინელ შეტაკებას, სცადოს, რომ ფრიად სახელოვან აქაველებს ტროელებმა პირველებმა მიაყენონ შეურაცხყოფა და
ფიცი გატეხონ.“87
ასე თქვა და უსმინა მას ადამიანთა და ღმერთთა მამამ. იმავწამს მიმართა ათენას ფრთოსანი სიტყვით: [70]
„ახლავე მიადექი ტროელებსა და აქაველებს, სცადე, რომ ფრიად სახელოვან აქაველებს ტროელებმა პირველებმა
მიაყენონ შეურაცხყოფა და ფიცი გატეხონ.“
ასე ბრძანა და აღძრა ისედაც მოწადინებული ათენა და ისიც მოწყვეტით დაეშვა ოლიმპოსის მწვერვალებიდან.
როგორც ვარსკვლავი, რომელსაც ცბიერი კრონოსის ძე უგზავნის სასწაულის ნიშნად მეზღვაურებს ან ხალხთა ვრცელ
ლაშქრობას, ბრწყინვალე ვარსკვლავი, რომელიც უამრავ ნაპერწკალს ისვრის, ასეთი სახით დაეშვა მიწაზე პალასი ათენა,
ჩამოხტა შუაში; გაოგნდნენ ამის დამნახველი [80] ცხენთამხედნელი ტროელები და ლამაზსაბარკულიანი აქაველები.
ერთმანეთს უყურებდნენ და ეუბნებოდნენ: „ან ისევ ავი ომი და საშინელი შეტაკება იქნება, ან მოწინააღმდეგეებს შორის
მეგობრობას დაამკვიდრებს ზევსი, რომელიცაა ადამიანებისთვის ომების გამრიგე.“
ამას ამბობდნენ ერთმანეთში აქაველებიცა და ტროელებიც. ათენა კი მივიდა ერთად თავმოყრილ ტროელებთან
ანტენორის ძის, ლაოდოკოსის, მძლავრი შუბოსნის სახით, კითხულობდა, სად უნდა ეპოვნა ღვთისდარი პანდაროსი.

86
ჰებე — ზევსისა და ჰერას ასული, სიყმაწვილის ქალღმერთი, რომელიც ოლიმპოსის მთაზე ღმერთებს
ნექტარსა და ამბროსიას მიართმევდა.
87
ფიცი გატეხონ — ფიცის გატეხვით ტროელები თავის ქალაქს დასაღუპავად გასწირავენ, ეს ცოდვა დაუსჯელი
ვერ დარჩებოდა.
ნახა, რომ ლიკაონის სწორუპოვარი და მძლავრი ვაჟი [90] იდგა და ირგვლივ ეხვია ფაროსანი მეომრების ძლიერი რიგები,
რომლებიც მას ჩამოჰყვნენ აისეპოსის88 ნაკადებიდან. ახლოს დაუდგა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „მერწმუნე,
ლიკაონის მამაცო ვაჟო! გაბედე და მენელაოსს სტყორცნე სწრაფი ისარი, ყველა ტროელისაგან მადლობასა და დიდებას
მოიხვეჭ, ყველასაგან, განსაკუთრებით კი მეფე ალექსანდროსისაგან. მისგან მიიღებ ბრწყინვალე საჩუქარს, როგორც კი
მენელაოსს, ატრევსის მამაც შვილს დაინახავს შენი ისრით დაცემულსა და მწუხარე კოცონზე ასულს. [100] მიდი,
ესროლე ისარი სახელგანთქმულ მენელაოსს, შეევედრე ლიკიაში შობილ მშვილდოსან აპოლონს, პირველშობილი
ცხვრების სახელოვანი ჰეკატომბე აღუთქვი შინ, წმინდა ქალაქ ძელეიაში დაბრუნებისას.“
ასე ბრძანა ათენამ და დაარწმუნა უგუნურის სული. იმავწამს ამოიღო არჩვის რქისგან დამზადებული
გაპრიალებული მშვილდი, ეს არჩვი ოდესღაც თავად დაუჭრია მკერდში კლდიდან, სადაც ჩასაფრებული დიდხანს
ელოდა; მკერდში მოარტყა ისარი და წააქცია კლდეზე. თავზე თექვსმეტი ხელისგულის სიგრძის რქები ადგა. [110] ისინი
დაამუშავა და შეაერთა მშვილდის ხელოსანმა, მთლიანად გააპრიალა და ოქროს კაუჭები გაუკეთა. მოისარმა მშვილდი
კარგად დააყენა, მიწაზე დააყრდნო და მოზიდა; მისმა კარგმა მეგობრებმა წინ ფარები დაუჭირეს, რომ არესის ძე
აქაველები არ წამომდგარიყვნენ, სანამ არ მოარტყამდა ატრევსის ძეს, მამაც მენელაოსს. გახსნა კაპარჭის თავსახური და
ამოიღო უხმარი ფრთოსანი ისარი, შავი ტკივილის მიზეზი. უმალ ლარს მიუსადაგა ბასრი ისარი, შეევედრა ლიკიაში
შობილ მშვილდოსან აპოლონს, [120] პირველშობილი ცხვრების სახელოვანი ჰეკატომბე აღუთქვა შინ, წმინდა ქალაქ
ძელეიაში დაბრუნებისას. ერთად მოზიდა ისრის ბოლო და ხარის ძარღვის ლარი; ლარი მკერდს გაუსწორა და რკინის
ბუნიკი — მშვილდს. იმავწამს, როგორც დიდი მშვილდი წრედ მოზიდა, გაიჟღრიალა მშვილდმა, გაიზუზუნა ლარმა და
გაიჭრა ბასრბოლოიანი ისარი ერთად თავმოყრილ ხალხში შევარდნას მოწადინებული.
მაგრამ არ დაგივიწყეს, მენელაოს, ნეტარმა უკვდავმა ღმერთებმა, უპირველესად კი ზევსის მონადავლე ასულმა,
გვერდით დაგიდგა იგი და აგარიდა ბასრი ისარი; [130] ისე არ მიაკარა შენს კანს, როგორც დედა აცილებს ხოლმე ბუზს
შვილს, რომელსაც ტკბილად სძინავს; მან იგი წარმართა იქით, სადაც ქამარს89 ოქროს ბალთა კრავდა და ჯავშანი ჯავშანს
ედებოდა. შეკრულ ქამარში ჩაერჭო ბასრი ისარი, ოსტატურად გაკეთებულ ქამარში გააღწია, უცხოდ ნაკეთები ბექთარი
გაიარა და შელეწა შიდა სქელი სარტყელი90, რომელსაც წელზე ატარებდა შუბისგან თავდასაცავად და ყველაზე უფრო
საიმედო იყო, მაგრამ ისარმა მასშიც შეაღწია. გაკაწრა ისარმა მოკვდავის კანი; [140] იმავწამს წამოსკდა ღრუბელივით
შავი სისხლი ჭრილობიდან. როგორც სპილოს ძვალს შეღებავს მეონიელი ან კარიელი ქალი მეწამულ ფერად ცხენის
საყბეურად და უდევს საძინებელში; ბევრი მხედარი ლოცულობს, რომ ხელში ჩაიგდოს, მაგრამ დევს, როგორც მეფის
საგანძური, ორივეა: ცხენისთვის — აკაზმულობა და მხედრისთვის — დიდება; ასევე შენ, მენელაოს, სისხლმა შეგიღება
მოხდენილი ბარძაყები, წვივები და ლამაზი კოჭები.
შეძრწუნდა კაცთა ბელადი აგამემნონი, როცა დაინახა ჭრილობიდან დაღვრილი შავი სისხლი. [150] თავზარი
დაეცა თავად არესის რჩეულ მენელაოსსაც; მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ბუნიკის სამაგრი ძარღვი და ისრის კაუჭები
გარეთ იყო, სული მკერდში ისევ დაუბრუნდა. მენელაოსის ხელი აიღო, მძიმედ ამოიოხრა, ასე მიმართა მეუფე
აგამემნონმა და საპასუხოდ ამოიგმინეს მეგობრებმაც: „საყვარელო ძმაო, შენს სასიკვდილოდ დამიდევს ფიცი და
მსხვერპლი შემიწირავს, როცა აქაველთა წინ დაგაყენე ტროელებთან საბრძოლველად, შენ კი დაგჭრეს ტროელებმა და
სარწმუნო ფიცი ფეხით გათელეს; მაგრამ არ იქნება ამაო არც ფიცი, არც ცხვრების სისხლი, არც შეუზავებელი ზედაშე და
არც ნდობის ნიშნად მარჯვენის ჩამორთმევა. [160] თუკი ოლიმპოსელი ახლავე არ იმოქმედებს, გვიან მაინც აღასრულებს
და დიდ ფასსაც დაუწესებს — საკუთარი თავით, ცოლებითა და შვილებით გადაიხდიან. ეს კარგად ვიცი, სულით და
გულით: დადგება დღე, როცა დაიქცევა წმინდა ილიონი, პრიამოსი და იფნისშუბიანი პრიამოსის ხალხი; ზევსი,
კრონოსის ძე, მაღლით მჯდომი, ეთერის91 მცხოვრები, მათ ყველას თავად შეურხევს შავ ეგისს, ამ მზაკვრობით
განრისხებული, ამას ვერავინ გადაურჩება; მაგრამ ჩემთვის საშინელი დარტყმა იქნებოდა, მენელაოს, [170] შენ რომ
მომკვდარიყავი და სიცოცხლის მიჯნას მისდგომოდი, მე კი სირცხვილნაჭამი წავსულიყავი უწყლო არგოსში; იმავწამს
აქაველებს მონატრებოდათ მშობლიური მიწა, პრიამოსისა და ტროელების სადიდებლად დაგვეტოვებინა არგოსელი
ჰელენე, ხოლო შენი ძვლები დამპალიყო მინდორში, ტროაში დაყრილი, დაუსრულებელ საქმესთან ერთად.
არაადამიანური ძალით გაამაყებული ვინმე ტროელი ხომ იტყოდა, სახელოვანი მენელაოსის ყორღანზე შემდგარი: —
დაე, ასე დასრულდეს ყველას მიმართ აგამემნონის რისხვა, მან ხომ ახლაც ამაოდ ჩამოიყვანა აქ აქაველთა ლაშქარი, [180]
შინ, საყვარელ სამშობლო მიწაზე ცარიელი ხომალდებით დაბრუნდა და დატოვა კეთილი მენელაოსი. ამას იტყოდა
მაშინ და გამისკდებოდა კიდეც ფართო მიწა.“
მას კი გასამხნევებლად უთხრა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „გამაგრდი, არ შეაშინო აქაველი ხალხი.

88
აისეპოსი — ტროადის შვიდიდან ერთ-ერთი მდინარე.
89
ქამარს — იგულისხმება საბრძოლო ქამარი ბრინჯაოს წინა ფირით, რაც ბექთართან ერთად ორმაგ ჯავშანს
ქმნიდა.
90
სარტყელი — შიდა სარტყელი, ბრინჯაოს ფირფიტებიანი სქელი სახვევი.
91
ეთერი — სივრცე ატმოსფეროსა და ზეცის კამარას შორის, „ზედა სუფთა ჰაერი“. მოკვდავები ჰაერს
ჩაისუნთქავენ, ხოლო უკვდავები ეთერს.
სასიკვდილო ადგილას არ მომხვდა ბასრი ისარი, მრავალფერადი ქამარი გაიარა, ხოლო მის ქვემოთ ბალთამ და
სარტყელმა დააკავა, რომელიც ბრინჯაოს ოსტატებმა გამოჭედეს.“
მის საპასუხოდ ბრძანა მეუფე აგამემნონმა: „ნეტავ ისე იყოს, როგორც შენ ამბობ, საყვარელო მენელაოს, [190]
ჭრილობას კი ექიმი მოძებნის და დაადებს წამლებს, რომლებიც შეწყვეტს შავ ტკივილებს.“
და ტათლიბიოსს, ღვთაებრივ მაცნეს მიმართა: „ტათლიბიოს, რაც შეიძლება სწრაფად მაქაონს მიხმე აქ,
ასკლეპიოსის ძეს, უზადო მკურნალს, რათა ნახოს ვაჟკაცი მენელაოსი, ატრევსის ძე, რომელიც ისრით დაგვიჭრა
რომელიღაც რჩეულმა ტროელმა ან ლიკიელმა მშვილდოსანმა, თავისდა სადიდებლად და ჩვენდა ჭირად.“
თქვა და მაცნე დაუყოვნებლივ დაემორჩილა მის ნათქვამს; დაიარა ბრინჯაომოსილი აქაველი ხალხი, [200]
თვალით ეძებდა გმირ მაქაონს და დაინახა დამდგარი, ირგვლივ რიგებად შემორტყმოდა ფაროსანი ხალხი, რომლებიც
საძოვრებით მდიდარი ტრიკიდან ჩამოჰყვა. გვერდით დაუდგა და ფრთოსანი სიტყვებით მიმართა: „წამოდი,
ასკლეპიოსის ძეო, გეძახის მეუფე აგამემნონი, რათა ნახო ვაჟკაცი მენელაოსი, ატრევსის ძე, რომელიც ისრით დაგვიჭრა
რომელიღაც რჩეულმა ტროელმა ან ლიკიელმა მშვილდოსანმა, თავისდა სადიდებლად და ჩვენდა ჭირად.“
ასე თქვა და შეუტოკა მკერდში გული. წავიდნენ და გაიარეს ერთად თავმოყრილ აქაველთა ვრცელი ლაშქარი.
[210] ხოლო ბოლოს იქ მივიდნენ, სადაც ოქროსთმიანი მენელაოსი დაჭრილი იწვა, მის ირგვლივ თავი მოეყარათ
მხედართმთავრებს წრეში, ის კი შუაში იწვა, ღვთისდარი მოკვდავი, იმავწამს ამოაძრო შეკრული ქამრიდან ისარი, მაგრამ
ამოძრობისას ჩატყდა ბასრი კაუჭები. შეხსნა მრავალფერადი ქამარი, მის ქვემოთ ბალთა და სარტყელი, რომელიც
ბრინჯაოს ოსტატებმა გამოჭედეს. შემდეგ დაათვალიერა ჭრილობა, რომელიც ბასრმა ისარმა დატოვა, სისხლი
გამოადინა და მყარი ცოდნით დამაწყნარებელი წამალი აპკურა, რომელიც ოდესღაც მამამისს კეთილი გულით მისცა
ქეირონმა92.
[220] სანამ დაკავებული იყვნენ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსით, მანამ რიგებად მოვიდნენ
ტროელთა ფაროსნები, აქაველებმა ისევ აბჯარი აისხეს და გაიხსენეს ომის ხალისი.
ვერ ნახავდი ღვთაებრივ აგამემნონს ვერც მთვლემარეს, ვერც მობუზულს, ვერც ბრძოლის არმოსურნეს, არამედ
მხოლოდ დიდების მომტან ბრძოლაში შეჭრილს. ცხენები და ბრინჯაოთი მორთული ეტლი მიატოვა; მათ, მძიმედ
მსუნთქავთ, შორიახლოს აკავებდა მსახური ევრიმედონი, პეირაიოსის ძის, პტოლემაიოსის ვაჟი. აგამემნონმა მას
დაავალა, ხელთ ჰყოლოდა მანამ, [230] სანამ დაღლილობა მოიცავდა მის კიდურებს, როდესაც, როგორც მბრძანებელი,
მრავალს მოივლიდა ფეხით და მეომრებს რიგებად დააწყობდა. სადაც ბრძოლას დანატრებულ სწრაფცხენიან დანაელებს
დაინახავდა, მათ გვერდით დაუდგებოდა და სიტყვებით კიდევ უფრო გაამხნევებდა: არგოსელებო, არ შეანელოთ
გააფთრებული სიმამაცე, მამა ზევსი არ იქნება მატყუარათა შემწე, ვინც პირველმა დაარღვია ფიცი, მათს ნაზ ხორცს
სვავები შეჭამენ, ჩვენ კი მათს საყვარელ ცოლებს და ჩვილ შვილებს ხომალდებით წავიყვანთ, როდესაც ციხესიმაგრეს
ავიღებთო.
[240] სადაც კი საზარელი ომის მიმტოვებლებს დაინახავდა, მათ უმალ შავ დღეში ჩააგდებდა მძვინვარე
სიტყვებით: „ავბედითო, თავისმომჭრელო არგოსელებო, არ გრცხვენიათ ახლა? რას დამდგარხართ გაოგნებულები
ირმებივით, მინდორში სირბილით რომ დაიღლებიან, დადგებიან და გულში სიმამაცე რომ ვეღარ ებადებათ; თქვენც ასე
დამდგარხართ გაოგნებულნი და აღარ ომობთ. იქნებ, იმას ელოდებით, ტროელები მოგვადგნენ აქ, ლამაზკიჩოიან
ხომალდებთან ჭაღარა ზღვის ნაპირზე, რომ დაინახოთ, კრონოსის ძის ხელი როგორ გადაგვეფარება?“
[250] როგორც მბრძანებელმა, ასე ჩამოიარა მეომართა რიგები. მიადგა კრეტელებს და მეომართა შორის გაიარა.
ისინი მამაცი იდომენევსის ირგვლივ ისხამდნენ აბჯარს. იდომენევსი პირველ რიგებში იდგა ტახივით მამაცად,
მერიონესი კი აჩქარებდა უკანა რიგებს. ისინი რომ დაინახა, გაიხარა კაცთა ბელადმა აგამემნონმა და იმავწამს
იდომენევსს მიმართა ტკბილი სიტყვებით: „იდომენევს, სწრაფცხენებიან დანაელებში შენ მიმაჩნიხარ საუკეთესოდ ომსა
და სხვა საქმეებში, ასევე ჩვენს დღესასწაულებზე, როდესაც უხუცესებისთვის შუშხუნა ღვინოს [260] საუკეთესო
არგოსელები ჭურჭელში აზავებენ. იქ სხვა გრძელთმიანი აქაველები თავის ზომაზე სვამენ, შენი თასი კი, ჩემი არ იყოს,
მუდამ სავსე დგას და სვამ, როდესაც გული გეტყვის. მაშ, შედი ბრძოლაში ისეთი ამაყი, როგორიც ყოველთვის იყავი.“
მას საპასუხოდ უთხრა იდომენევსმა, კრეტელთა ბელადმა: „ატრევსის ძეო, მუდამ შენი ერთგული მეგობარი
ვიქნები, როგორც უწინ დაგპირდი და სიტყვა მოგეცი. ახლა სხვა გრძელთმიანი აქაველები აღაგზნე, რომ სასწრაფოდ
ბრძოლა დავიწყოთ, რადგან დაგიდეს ფიცი [270] ტროელებმა; დაე, მათ სიკვდილი და დაღუპვა არ ასცდეთ, რაკი
პირველებმა დაარღვიეს ფიცი.“
ასე თქვა და გახარებული გულით წავიდა ატრევსის ძე. მეომართა სიმრავლე გაიარა და აიასებთან მივიდა. მათ
უკვე მუზარადები ეხურათ და ქვეითთა ღრუბელი მოსდევდათ. როგორც შემაღლებული ადგილიდან ძეფიროსის
ზუზუნში ხედავს მწყემსი ზღვის თავზე მიმავალ ღრუბელს, შორიდან იგი კუპრზე უფრო შავად ეჩვენება და იცის, რომ
მას მოჰყვება დიდი ქარიშხალი, ძრწოლა იპყრობს და გამოქვაბულში შეჰყავს ფარა, — [280] ასე გუნდად მიჰყვებოდნენ

92
ქეირონი (ქირონი) — უზენაესი კენტავრი, ცნობილი როგორც ბრწყინვალე პედაგოგი, რომელმაც აღზარდა
ჰერაკლე, იასონი, აქილევსი და ზოგიერთი სხვა გმირი. მისი სფეროები იყო მედიცინა, მუსიკა, მშვილდოსნობა,
ნადირობა და წინასწარმეტყველება.
აიასებს დამაქცევარ ომში ზევსის გამოზრდილი ვაჟკაცების ფარებითა და შუბებით აბურძგნული ლურჯი რიგები. მათი
დანახვით გაიხარა მეუფე აგამემნონმა, შესძახა და ფრთოსანი სიტყვები უთხრა: „ორო აიასო, ბრინჯაომოსილი
არგოსელების ორო მეთაურო, თქვენ არც გიბრძანებთ, რომ აღაგზნოთ მეომრები, თქვენ თავადაც ძლიერად
აგიმხედრებიათ ხალხი სასტიკი ბრძოლისთვის. მამა ზევსო, ათენა და აპოლონო, ნეტავ ყველას ასეთი სული ჰქონოდა
მკერდში! [290] მაშინ ხომ უმალ დაეცემოდა მეუფე პრიამოსის ქალაქი ჩვენი ხელით აღებული და გაცამტვერებული!“
ეს თქვა და ისინი მიატოვა, სხვებისკენ წავიდა. იქ კი ნესტორს წააწყდა, პილოსელების მქუხარე მჭევრმეტყველს,
რომელიც მეგობრებს რაზმავდა და საბრძოლოდ განაწყობდა. მის ირგვლივ იყვნენ პელაგონი, ალასტორი, ქრომიოსი,
მეუფე ჰემონი და ხალხთა მწყემსი ბიასი. ცხენოსნები ცხენებთან და ეტლებთან ერთად წინ განალაგა, მრავალი
საუკეთესო ქვეითი უკან ბრძოლის ბურჯად დააყენა, ხოლო უარესები შუაში განალაგა, [300] რათა, თუნდაც არ
ნდომოდათ, იძულებული ყოფილიყვნენ, ეომათ. მხედრებს პირველებს მისცა დავალება — მათ უბრძანა, ცხენები
დაეოკებინათ და არ გაცვენილიყვნენ უწესრიგო ხროვად; თავისი ცხენოსნობისა და ვაჟკაცობის იმედით არავინ
განიზრახოს არც სხვების წინ ტროელებთან ბრძოლა, არც უკან ჩამორჩენა, — უძლურები გახდებით. თუკი ვინმე თავის
ეტლს დატოვებს და სხვა ეტლზე გადავა, შუბი გაიწვდინოს წინ, ეს ყველაზე ძლიერი ხერხია. ძველები ამგვარად
ამსხვრევდნენ ქალაქებსა და გალავნებს, ამგვარი გონება და სული ედგათ მკერდში.“
[310] ასე არიგებდა მათ მოხუცი, ძველი დროიდან ომების მცოდნე. მის დამნახავ აგამემნონს გული სიხარულით
აევსო, შესძახა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „მოხუცო, მაგ საყვარელ მკერდში როგორი სულიც გიდგას, ისე
გაგიმაგრდეს მუხლი და ისეთი ძალა მოგეცეს! მაგრამ საყოველთაო სიბერე გაწამებს, კარგი იქნებოდა, ვინმე სხვას
ჰქონოდა მეომრებში შენი ასაკი, შენ კი ყმაწვილებში ყოფილიყავი!“
მას საპასუხოდ უთხრა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის ძეო, მეც ძალიან ვისურვებდი, ისეთი
ვყოფილიყავი, როგორიც მაშინ ვიყავი, როცა ერევთალიონი გამოვასალმე სიცოცხლეს, [320] მაგრამ ღმერთები
ყველაფერს ერთად არ აძლევენ ადამიანებს, მაშინ ყმაწვილი ვიყავი და ახლა კიდევ სიბერე მომეწია, მაგრამ ასეთიც
მხედრებში გავერევი და მოვუწოდებ რჩევით და სიტყვებით, — ეს არის მოხუცთა განსაკუთრებული პატივი. შუბები კი
შეარხიონ უმცროსებმა, ჩემ შემდეგ დაბადებულებმა, რომლებიც საკუთარ ძალას ენდობიან.“
ასე თქვა და გახარებული გულით წავიდა ატრევსის ძე. იპოვა პეტეოსის ძე, ბრწყინვალე მხედარი მენესთევსი;
იგი იდგა და ირგვლივ ჰყავდა ათენელები, ყიჟინის ოსტატები; იქვე ახლოს იდგა გონებაუხვი ოდისევსი, [330] ორივე
მხარეს ედგა მძლავრ მეომარ კეფალენიელთა რაზმები, იდგნენ, ჯერ არ გაეგონა ამ ხალხს საბრძოლო ყიჟინა, რადგან ჯერ
ერთმანეთს უახლოვდებოდნენ ცხენთამხედნელი ტროელებისა და აქაველების საბრძოლო რიგები; ისინი კი იცდიდნენ,
იდგნენ, სანამ აქაველთა სხვა კოშკი93 მოვიდოდა, ტროელებს დაესხმებოდა და ბრძოლა გაჩაღდებოდა. ესენი რომ ნახა,
გაცეცხლდა ხალხთა ბელადი აგამემნონი, შესძახა მათ და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „პეტეოსის, ზევსის აღზრდილი
მეფის ძეო! და შენ, ავი ცბიერების გამორჩეულო ოსტატო, [340] რას დამდგარხართ ცალკე, იმალებით და სხვებს
ელოდებით?! თქვენ ორს, უპირველესად ყოვლისა, გმართებდათ წინ გასულიყავით და ფიცხელ ომში შეჭრილიყავით.
ნადიმზე ხომ პირველად თქვენ ორს გეპატიჟებით, თუკი უხუცესებს ნადიმს ვუწყობთ აქაველები. იქ გიყვართ შემწვარი
ხორცის მირთმევა და თასებით თაფლივით ტკბილი ღვინის გულიანად სმა; აქ კი საყვარელია, რომ უყურებთ აქაველთა
ათი კოშკი თქვენზე წინ რომ იბრძვის დაუნდობელი ბრინჯაოთი.“
მას წარბშეკვრით შეხედა და ბრძანა გონებაუხვმა ოდისევსმა: [350] „ატრევსის ძეო, ეს რა სიტყვა დასცდა შენს
კბილთა ზღუდეს? როგორ თქვი, რომ ბრძოლას თავს ვარიდებთ, როდესაც აქაველები ცხენთამხედნელი ტროელების
წინააღმდეგ ვაღვიძებთ მძაფრ არესს?! დაინახავ, თუ ისურვებ და იზრუნებ, ტელემაქოსის საყვარელ მამას
ცხენთამხედნელი ტროელების წინააღმდეგ წინა რიგებში მებრძოლთა შორის; ეს რა ლიტონი სიტყვები წამოროშე!“
მას გაუღიმა მეუფე აგამემნონმა, გაბრაზებული რომ ნახა, უკან წაიღო თავისი სიტყვა და ბრძანა: „ლაერტესის
ზევსის მიერ გამოზრდილო ძეო, გამომგონებელო ოდისევს! არც მეტისმეტად გკიცხავ და არც გიბრძანებ, [360] რადგან
ვიცი, რომ მაგ საყვარელ მკერდში გულს კეთილი განზრახვა აქვს, იმასვე ფიქრობ შენც, რასაც მე. ახლა კი მოდი,
ყველაფერი კარგად გავაკეთოთ და თუ რამ ცუდი ითქვა, ყველაფერი ღმერთებმა გააქარწყლონ.“
ასე თქვა, მიატოვა ისინი და სხვებისკენ წავიდა. იპოვა ტიდევსის ვაჟი, მგზნებარე დიომედესი; იდგა ცხენებთან
და შეწყვილებულ ეტლებთან. მასთან იდგა სთენელოსი, კაპანევსის ძე. რომ დაინახა, გაკიცხა იგი მეუფე აგამემნონმა,
შესძახა მას და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: [370] „ცხენთამხედნელი, მამაცი ტიდევსის ძეო, რამ შეგაშინა, რას
მიშტერებიხარ ბრძოლის ველს? ასე ცახცახი არ უყვარდა ტიდევსს, არამედ ძვირფასი მეგობრების ბევრად უფრო წინ
ებრძოდა მტრებს, როგორც ამბობდნენ, ვისაც კი საქმეში უნახავს; მე თავად პირისპირ არასდროს მინახავს, მაგრამ
ამბობენ, ყველას აღემატებოდაო. ერთხელ იგი, ომის გარეშე, მიკენს ეწვია, ღვთისდარ პოლინიკესთან94 ერთად ხალხს
აგროვებდა; ისინი მაშინ თავს უნდა დასხმოდნენ თებეს წმინდა კედლებს და ითხოვდნენ სახელოვანი მოკავშირეების
მიცემას. [380] მათ უნდოდათ, მიეცათ და დაეთანხმნენ თხოვნას, მაგრამ ზევსმა ავისმომასწავებელი ნიშნები გამოუჩინა

93
კოშკი — საბრძოლო წყობის ერთ-ერთი სახეობა.
94
პოლინიკესი — ოიდიპოსის ვაჟი, რომელსაც, წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, მეფობა არ დაუთმო ძმამ;
საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ უცხოების ლაშქარს გამოუძღვა და ბრძოლაში დაიღუპა.
და გადააფიქრებინა. ისინი მაშინ წავიდნენ და იმავე გზას დაადგნენ, მაღალლერწმიანი მდინარე ასოპოსის ნაპირს
მიადგნენ და იქიდან მაცნედ კვლავ ტიდევსი გაგზავნეს აქაველებმა. მარტო წავიდა და მრავალი კადმოსელი95 იპოვა,
რომლებიც ნადიმობდნენ მძლავრი ეტეოკლესის96 სახლში. იქ მხედარი ტიდევსი სტუმრად კი იყო, მაგრამ არ შეშინდა,
მარტო შევიდა მრავალ კადმოსელთან, ყველას შეჯიბრში იწვევდა და ყველა დაამარცხა [390] იოლად, ისეთ შემწედ
ჰყავდა ათენა. მასზე განრისხებული ცხენთამხედნელი კადმოსელები უკან წამოსულს ჩაუსაფრდნენ, ორმოცდაათი ბიჭი
გააგზავნეს; მათ ორი ხელმძღვანელი ჰყავდათ: მეონი — ჰემონის ძე, უკვდავთა მსგავსი და ავტოფონოსის ძე, ბრძოლაში
უკანდაუხეველი პოლიფონტესი. ტიდევსმა მათაც სასტიკი ხვედრი არგუნა, ყველა ამოხოცა, მხოლოდ ერთი გაუშვა
სახლში, ღმერთების ნიშნებს დაუჯერა და მეონი გაგზავნა. ასეთი იყო ეტოლიელი ტიდევსი, მაგრამ ვაჟი [400] გაუჩნდა:
ბრძოლაში უარესი და ლაპარაკში უკეთესი.“
ასე თქვა და არ უპასუხა მძლავრმა დიომედესმა, მეფის გაკიცხვა ღირსეულად მიიღო, მაგრამ სახელოვანი
კაპანევსის ძემ გასცა პასუხი: „ატრევსის ძეო, ნუ ამბობ ტყუილს, როცა სიმართლე იცი! ჩვენ ვამაყობთ, რომ მამებს დიდად
აღვემატებით. ჩვენ თებეს სიმაგრე შვიდკარიბჭიანი ავიღეთ, როდესაც ნაკლები ხალხით მივადექით არესის გალავანს,
მივენდეთ რა ღმერთების სასწაულებსა და ზევსის დახმარებას. ისინი კი საკუთარმა უსამართლობამ დაღუპა. [410] ასე
რომ, მამების პატივს ჩვენსას ნუ შეადარებ!“
მას წარბშეკვრით შეხედა მძლავრმა დიომედესმა: „მამა, მდუმარედ იყავი და ჩემს სიტყვას ერწმუნე! მე ვერ
გავკიცხავ აგამემნონს, ხალხთა მწყემსს, რომ საბრძოლოდ აღაგზნებს ლამაზსაბარკულიან აქაველებს; რადგან სახელი
დაუმკვიდრდება მას, თუკი აქაველები ტროელებს დახოცავენ და წმინდა ილიონს აიღებენ, მაგრამ უდიდესი მწუხარება
ელის, თუკი აქაველები დამარცხდებიან. მაშ მოდი, ჩვენ ორმა თავად გავიხსენოთ დაუოკებელი სიმამაცე!“
ასე თქვა და ეტლიდან შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე. [420] საშინელი ხმა გამოსცა ბრინჯაომ აღგზნებული
მეუფის მკერდზე, გულმაგარ კაცსაც კი ძრწოლა აიტანდა.
როგორც ძეფიროსის აღძრული ტალღები ერთმანეთის მიყოლებით მიილტვიან ზღვის მრავალხმიანი
სანაპიროსკენ, ჯერ ზღვაში აღიმართებიან, შემდეგ კი ხმელეთს საშინელი ზათქით ეხეთქებიან და ნაწილებად
იმსხვრევიან, რკალად უვლიან კონცხს და ამოანთხევენ ზღვის ქაფს, ასევე ერთმანეთის მიყოლებით, შეუჩერებლად
მიისწრაფვოდნენ დანაელთა საბრძოლო რიგები ომისკენ; თითოეულ რიგს ბრძანებას აძლევდა ბელადი, მეომრები კი
უსიტყვოდ მიდიოდნენ. არ იტყოდი, [430] რომ ამდენ ხალხს, რომელიც მათ მიჰყვებოდა, მკერდში ხმა ჰქონდა,
მდუმარედ სცემდა პატივს მეთაურებს; ყველას უბრწყინავდა ჭრელი აბჯარი, როცა მწყობრად მოძრაობდა. ტროელები
კი, როგორც ცხვრები ძალიან მდიდარი კაცის ეზოში, უთვალავნი დგანან, თეთრი რძით სავსენი და უსასრულოდ
ბღავიან, როდესაც კრავების კიკინი ესმით, ასეთი ყიჟინა იდგა ტროელთა მთელ ვრცელ ლაშქარში, თანაც ყველას ხმაური
და სიტყვა ერთნაირი არ იყო, მათი ენები ერთმანეთს ერეოდნენ, რადგან სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ მოხმობილი
ვაჟკაცები.
აღძრავდა იმათ არესი, ამათ კი — თვალსხივოსანი ათენა, [440] ძრწოლა, შიში და მუდმივად გაშმაგებული
შუღლი — კაცთა მმუსრავი არესის და და მეგობარი, რომელიც თავიდან პატარაა, მაგრამ მაღლა მიიწევს, ბოლოს ცას
აწვდენს თავს და მიწაზე დადის; ლაშქრებს შორის დადიოდა, ორმხრივ მტრობას აღვივებდა და ადამიანთა კვნესას
ამრავლებდა.
და როდესაც ერთ ადგილას მოიყარეს თავი, ერთმანეთს შეეჯახა ფარები, შუბები და ბრინჯაოსაბჯრიან
მებრძოლთა მრისხანება; შუაბუნიკიანი ფარები შეასკდა ერთმანეთს და გრუხუნი აღიძრა. [450] იქ ისმოდა გოდებაცა და
გამარჯვების ყიჟინაც, გამანადგურებელთა და განადგურებულთა ხმები, სისხლით მოირწყო მიწა. როგორც ადიდებული
მდინარეები მთებიდან მოედინება, ხეობაში ერთმანეთს ერთვის მძლავრი ნაკადებით და ღრმა უფსკრულისკენ
მიექანება, ხოლო მათი ყრუ ხმა შორს მთებში ესმის მწყემსს, ასე ისმოდა ერთმანეთს შეტაკებული მეომრების ბრძოლის
ხმა. პირველმა მაშინ ანტილოქოსმა მოკლა ტროელთა მეწინავე მებრძოლთაგან საუკეთესომუზარადიანი ვაჟკაცი
ექეპოლოსი, თალისიოსის ძე. მას ცხენისძუიანი მუზარადის კოპში ჩასცა, [460] თვალებშუა გაუარა და ძვლები შელეწა
ბრინჯაოს შუბმა და მისი თვალები წყვდიადმა მოიცვა; დაეცა, როგორც კოშკი — მძიმე ბრძოლაში. დაცემულს ფეხებში
სწვდა მეუფე ელეფენორი, ქალკოდონის ძე, დიდგულოვანი აბანტების მეთაური და მოაცილა ისრებს, რათა სასწრაფოდ
აეყარა მისთვის აბჯარი, მაგრამ მისი მცდელობა მოკლე აღმოჩნდა. რომ დაინახა, გვამს მიათრევდა, დიდგულოვანმა
აგენორმა დახრილს, ფარისგან დაუცველ ფერდში ატაკა ბრინჯაოს შუბი და სიცოცხლეს გამოასალმა. [470] როგორც კი
იგი დატოვა სულმა, მის ირგვლივ აღიძრა ტროელებისა და აქაველების სასტიკი ბრძოლა: როგორც მგლები, ისე
დააცხრნენ ერთმანეთს და კაცი კაცს შეასკდა.
მაშინ აიას ტელამონის ძემ დასცა ჭაბუკი სიმოესიოსი, ანთემიონის ვაჟი, რომელიც ოდესღაც იდის მთიდან,
მშობლებთან ერთად, თავისი ჯოგის სანახავად ჩამოსულმა დედამ შვა სიმოეისის97 ნაპირებთან, რის გამოც დაარქვეს

95
კადმოსელი — თებელი (თებე კადმოსმა დააარსა და მის აკროპოლისს კადმეია ეწოდებოდა).
96
ეტეოკლესი — ოიდიპოსის ვაჟი, თებეს მეფე. დაიღუპა ძმასთან, პოლინიკესთან და მის მიერ ჩამოყვანილ
ლაშქართან ბრძოლაში (ძმებმა ერთმანეთი დახოცეს).
97
სიმოეისი — ტროადის მდინარე, პერსონიფიცირებულად — ოკეანოსისა და ტეთისის ვაჟი.
სიმოესიოსი, მაგრამ საყვარელ მშობლებს ვეღარ დაუბრუნა სამაგიერო გაწეული ამაგისთვის, ხანმოკლე აღმოჩნდა
დიდგულოვანი აიასის შუბით ძლეული მისი სიცოცხლე. [480] წინ მიმავალს მარჯვენა ძუძუსთან დასცა და ბეჭამდე
გაუტარა ბრინჯაოს შუბი და ისიც მიწაზე, მტვერში დაეცა ალვის ხესავით, რომელიც დაბლობზე, დიდ ჭაობთან
გაიზარდა, მოისხა მაღალი ტოტები და მას ეტლის მკეთებელი ოსტატი გასხეპს მოელვარე რკინით, რომ თავის ეტლს
ბორბალი გაუკეთოს და ისიც უსიცოცხლოდ ლპება მდინარის ნაპირას, — ასე აჰყარა აბჯარი ანთემიონის ძე სიმოეისიოსს
ზევსის შობილმა აიასმა, მას ელვარე ჯავშნიანმა ანტიფოსმა, [490] პრიამოსის ძემ ხალხის შუაგულში სტყორცნა ბასრი
შუბი, ასცდა, მაგრამ მუცელში მოხვდა ლევკოსს, ოდისევსის საუკეთესო მეგობარს, რომელიც მოკლულის ცხედარს
მიათრევდა; დაეცა თვითონაც და ცხედარიც გაუვარდა ხელიდან. მისმა სიკვდილმა მეტად განარისხა ოდისევსის სული,
მებრძოლთა წინა რიგი გაიარა მოელვარე ბრინჯაოს მუზარადით შემკულმა, ახლოს მივიდა, დადგა, ირგვლივ მოავლო
მზერა და სტყორცნა მოელვარე შუბი, უკან დაიხიეს ტროელებმა შუბის მტყორცნი კაცის წინაშე, მან კი არ გააცუდა
ნატყორცნი, პრიამოსის ბუშს, დემოკოონს მოარტყა, [500] რომელიც სწრაფი ცხენებით განთქმული აბიდოსიდან
ჩამოვიდა. მას, მეგობრის გამო განრისხებულმა ოდისევსმა შუბი საფეთქელში მოარტყა, მეორე საფეთქელთან გამოვიდა
ბრინჯაოს შუბი და მისი თვალები მოიცვა წყვდიადმა. ხმაურით დაეცა და გაიჟღრიალა აბჯარმა დაცემულზე. უკან
დაიხიეს მეწინავეებმა და სახელოვანმა ჰექტორმა, არგოსელებმა კი დიდი ყიჟინით გაათრიეს ცხედრები და წინ დიდად
გაიწიეს, განრისხდა აპოლონი, რომელიც ყველაფერს პერგამოსიდან98 ხედავდა და ხმამაღლა შესძახა ტროელებს:
„აღიძარით, ცხენთამხედნელო ტროელებო, ნუ დაუთმობთ ბრძოლის ჟინს [510] არგოსელებს, მათ არც ქვის ტყავი აქვთ,
არც რკინის, რომ აისხლიტონ მჭრელი ბრინჯაოს დარტყმები. ლამაზკულულებიანი თეტისის ძე, აქილევსი ხომ არ
იბრძვის, ხომალდებთან ნაღვლიან გულისტკივილს მისცემია.“ ასე ბრძანა ქალაქიდან საშინელმა ღმერთმა, მაგრამ
აქაველებს აღაგზნებდა ზევსის ასული სახელგანთქმული ტრიტოგენეია99, რომელიც ხალხის გუნდებთან ჩნდებოდა,
თუკი უკანდახეულებს დაინახავდა.
აქ ამარინკევსის ძე — დიორესი — შებოჭა ბედისწერამ: წვეტიანი ლოდი მოხვდა მარჯვენა ფეხის კოჭში: ესროლა
თრაკიელ კაცთა მეთაურმა [520] პეიროოს იმბრასოსის ძემ, რომელიც აინოსიდან ჩამოვიდა. ურცხვმა ქვამ ორივე მყესი
და ძვალი სრულიად დაულეწა და მტვერში დაეცა, ორივე ხელი საყვარელი მეგობრებისკენ გაიშვირა, სული ერთმეოდა;
აქ მოირბინა პეიროოსმა და ჭიპში ჩასცა შუბი, მთელი შიგნეული მიწაზე დაიყარა, თვალებს კი წყვდიადი გადაეფარა.
ეტოლიელმა თოასმა პეიროოს ჩასცა შუბი მკერდში, ძუძუსთავს ზემოთ, ფილტვებს მისწვდა ბრინჯაო. ახლოს მოდგა
თოასი და მძლავრი შუბი [530] ამოჰგლიჯა მკერდიდან, ბასრი მახვილი ამოიღო, შუა მუცელში ატაკა და სული ამოაცალა.
აბჯარი ვერ აჰყარა, რადგან ირგვლივ შემოეწყვნენ კეფაზე მოშვებულთმიანი თრაკიელი მეგობრები, ხელში გრძელი
შუბებით და თუმცა დიდიც იყო, მძლავრიც და სახელოვანიც, გამოაძევეს, ისიც შედრკა და უკან დაიხია. ასე მტვერში
გვერდიგვერდ იწვნენ მართლაც თრაკიელებისა და ბრინჯაომოსილი ეპეიელების წინამძღოლები და უამრავმა სხვამაც
დალია სული.
მაშინ თუ ვინმე მებრძოლს, რომელიც ბრძოლას არ შეუშინდებოდა, [540] ვისაც ჯერ არ მოხვედროდა ისარი და
ვინც ჯერ არ დაეჭრა ბასრ ბრინჯაოს, ათენა პალასი ჩასჭიდებდა ხელს, წაიყვანდა და ისრებს ანაზდად ააცდენდა, იგი
დაინახავდა, რsომ იმ დღეს უამრავი ტროელი და აქაველი მტვერში პირქვე ჩავარდნილი ერთმანეთის გვერდიგვერდ
იწვა.

98
პერგამოსი — ქალაქ ტროის ციტადელი ანუ აკროპოლისი.
99
ტრიტოგენეია — ქალღმერთ ათენას ეპითეტი, რომლის მნიშვნელობაც ბუნდოვანია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი
ათენას ზღვიურ წარმომავლობაზე მიუთითებს; მეორე ვერსიით, ათენა არის „სამგზის შობილი“ ან „მესამედ შობილი“.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ათენა ზევსის მესამე შვილია არტემისის და აპოლონის შემდეგ. „სამგზის
შობილს“ კი განმარტავენ როგორც მეტისისგან, ზევსისგან და საკუთარი თავიდან შობილს.
მეხუთე სიმღერა

დიომედესის გმირობანი
მაშინ ტიდევსის ძე დიომედესს ათენა პალასმა მისცა სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყველა არგოსელისგან
გამორჩეულიყო და ბრწყინვალე სახელი მოეპოვებინა. დაუოკებელი ცეცხლი დაუნთო მუზარადსა და ფარზე გვიანი
ზაფხულის ვარსკვლავის მსგავსად, რომელიც განსაკუთრებით გაცისკროვნებით ბრწყინავს, ოკეანოსში განბანილი.
ასეთი ცეცხლი დაუნთო თავსა და მხრებზე და შეუშვა ბრძოლის შუაგულში, სადაც ათასები ირეოდნენ.
ტროელთა შორის იყო ვინმე დარესი, მდიდარი და სახელმოხვეჭილი, [10] ჰეფესტოსის ქურუმი, ორი შვილი
ჰყავდა, ფეგევსი და იდაიოსი, ყველანაირი ბრძოლის მცოდნენი. ეს ორი გამოეყო თანამებრძოლებს და დაიძრა მის
წინააღმდეგ ორცხენიანი ეტლით, დიომედესი კი ქვეითად იყო. როდესაც ერთმანეთისკენ მიმავალნი ახლოს
აღმოჩნდნენ, ფეგევსმა პირველმა სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი. ტიდევსის ძეს მარცხენა მხართან ჩაუარა შუბის
ბუნიკმა, მაგრამ ვერ მისწვდა, ხოლო შემდეგმა ტიდევსის ძემ აღმართა ბრინჯაო და მისი ხელიდან ამაოდ არ
გამოფრენილა იარაღი, პირდაპირ მკერდში მოხვდა ძუძუსთავებს შორის და ჩამოაგდო ეტლიდან. [20] იდაიოსი ჩამოხტა,
მიატოვა ულამაზესი ეტლი, ვერ გაბედა, დაეცვა მოკლული ძმა. თავადაც ვერ გაექცეოდა შავ ბედისწერას, მაგრამ
ჰეფესტოსმა დამალა, ღამის საფარი გადააფარა და გადაარჩინა, რომ ბერიკაცი მთლად უნუგეშოდ არ დარჩენილიყო.
ცხენები კი გამოხსნა დიდგულოვანი ტიდევსის ვაჟმა და მეგობრებს ჩააბარა, რომ გაერეკათ ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ.
როდესაც დიდგულოვანმა ტროელებმა დარესის ორი ვაჟიდან ერთი გამოქცეული და მეორე ეტლთან მოკლული
დაინახეს, ყველა შიშმა აიტანა, მაგრამ თვალსხივოსანმა ათენამ [30] ხელი ჩაავლო დაუოკებელ არესს და უთხრა: „არეს,
არეს, მოკვდავთმმუსვრელო, სისხლისმსმელო, გალავანთა დამაქცეველო! ხომ არ ვაცალოთ ტროელებსა და აქაველებს,
იბრძოლონ და მამა ზევსმა, ვისაც სურს, დიდება იმას მოუტანოს, ჩვენ ორმა კი ერთად დავიხიოთ უკან და ზევსის რისხვა
ავიცილოთ თავიდან?“
ეს ბრძანა, ბრძოლიდან გაიყვანა დაუოკებელი არესი და შემდეგ დასვა სკამანდროსის მაღალ ნაპირზე.
ტროელები მოიგერიეს დანაელებმა; თითო კაცი მოკლა თითოეულმა წინამძღოლმა; პირველმა ხალხთა ბელადმა
აგამემნონმა ჰალიძონების მეთაური დიდი ოდიოსი ჩამოაგდო ეტლიდან, [40] როგორც კი გაქცევა დააპირა, ზურგში
ჩასცა შუბი მხრებს შორის და მკერდთან გამოუტარა; ხმაურით დაეცა იგი და აბჯარმა დაცემისას გაიჟღრიალა.
იდომენევსმა მოკლა ფაისტოსი — მეონიელი ბოროსის ძე, რომელიც ნაყოფიერი ტარნედან იყო ჩამოსული.
იდომენევსმა, სახელოვანმა შუბოსანმა, თავისი გრძელი შუბი მას მარჯვენა ბეჭში ჩასცა, როდესაც ეტლზე ადიოდა;
ჩამოვარდა ეტლიდან და საზარელმა წყვდიადმა მოიცვა, ხოლო იდომენევსის მსახურებმა მას აბჯარი აჰყარეს100.
სტროფიოსის ძე, სკამანდრიოსი, ნადირობაში გაწაფული, [50] ატრევსის ძე მენელაოსმა მოკლა ბასრი შუბით;
ბრწყინვალე მონადირე იყო, მას თავად არტემისმა101 ასწავლა ყველანაირი ნადირის დახოცვა, რაც კი მთიან ტყეში
ბუდობს; მაგრამ ვერც ისართმტყორცნელმა არტემისმა გადაარჩინა და ვერც უზადო მშვილდოსნობამ, რომლითაც ადრე
გამოირჩეოდა. სახელგანთქმულმა შუბოსანმა მენელაოსმა, ატრევსის ძემ, როდესაც მის წინ მირბოდა, ბეჭებშუა ჩასცა
შუბი და მკერდში გაუტარა. პირქვე დაეცა და მისმა აბჯარმა გაიჟღრიალა.
მერიონესმა მოკლა ფერეკლოსი, დურგალ [60] ჰარმონიდესის ძე, რომელსაც ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა
და იგი განსაკუთრებით უყვარდა ათენა პალასს; სწორედ მან აუგო ალექსანდროსს კარგად გაწონასწორებული
ხომალდები, უბედურების სათავე102, რომლებმაც დაღუპეს ტროელები და თვითონაც შეიწირეს, რადგან ღმერთების
ჩანაფიქრს ვერ ჩასწვდა. მას დაედევნა მერიონესი, მისწვდა და მარჯვენა დუნდულში დაჭრა, ბუნიკმა ძვალი გაუგლიჯა
და საშარდე ბუშტი გაუხეთქა. ღრიალით დაეცა მუხლებზე და სიკვდილი გადაეფარა.
მეგესმა მოკლა პედაიოსი, ანტენორის ვაჟი; [70] თუმცა ბუში იყო, მზრუნველობით გაზარდა ღვთაებრივმა
თეანომ საკუთარ შვილებთან ერთად, რომ მეუღლისთვის ეამებინა. მას ფილევსის სახელგანთქმული
შუბისმტყორცნელი ძე მიუახლოვდა და კეფაში ჩასცა ბასრი შუბი, კბილებს შუა გაიარა ბრინჯაომ და ენა გაგლიჯა; დაეცა
მტვერში, ცივი ბრინჯაო ეჭირა კბილებით.
ევრიპილოსმა, ევაიმონის ძემ, მოკლა ღვთაებრივი ჰიფსენორი, უმამაცესი დოლოპიონის ძე, რომელიც
სკამანდროსის ქურუმი გახდა და, როგორც ღმერთს, ისე სცემდა პატივს ხალხი; ამ კაცს ევრიპილოსი, ევაიმონის

100
აბჯარი აჰყარეს — მოკლული მეომრის საჭურველი გამარჯვებულის საბრძოლო ნადავლის ყველაზე უფრო
საპატიო ნაწილს წარმოადგენდა.
101
არტემისი — ნადირობის ქალღმერთი, მარადიული ქალწული; ლეტოსა და ზევსის ასული, აპოლონის და.
რომაულ მითოლოგიაში მას დიანა შეესატყვისება. ჰომეროსი მას ასე მოიხსენიებს: „ველური მიწის არტემისი, ნადირთა
დედოფალი.“
102
უბედურების სათავე — ხომალდები, რომლებითაც პარისი სპარტაში ჩავიდა ელენეს მოსატაცებლად.
ბრწყინვალე ვაჟი, [80] გაქცეულს დაეწია, მხარში ხმლით მისწვდა და მოჰკვეთა მძლავრი ხელი; სისხლმა იფეთქა და
მიწაზე დაეცა ხელი, მის პატრონს კი ორივე თვალში ჩაუდგა მეწამული სიკვდილი და დაუმარცხებელი ბედისწერა.
ასე იღვწოდნენ მძიმე ბრძოლაში; ტიდევსის ძეს კი ვერ შეატყობდით, რომელ მხარეს იბრძოდა, ტროელებთან
ერთად იყო თუ — აქაველებთან. იგი ველზე მიედინებოდა, ზამთარში ადიდებულ მდინარესავით, რომელსაც სწრაფი
დინებით მიაქვს ხიდები, რომელსაც ვერც მყარად ნაგები ხიდი დააკავებს [90] და ვერც აყვავებული ბაღის ჯებირი
გააჩერებს, როცა უეცრად მოასკდება ზევსის თქეშით აზვირთებული და წალეკავს ყმავილკაცების საუკეთესო
ნამუშევარს. ასე ტიდევსის ძე ავიწროვებდა ტროელების მჭიდრო რაზმებს და მტრებიც, თუმცა მრავალნი იყვნენ,
წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ.
მაგრამ შემდეგ ლიკაონის ბრწყინვალე ვაჟმა შეამჩნია იგი, როდესაც ბრძოლის ველს უტევდა და ავიწროვებდა
საბრძოლო რაზმებს, იმავწამს ტიდევსის ძის საწინააღმდეგოდ მოზიდა მოხრილი მშვილდი და ესროლა, ცდილობდა,
აბრჯის მარჯვენა მხარში მოერტყა, გაფრინდა ბასრი ისარი, [100] შეაღწია და სისხლით მოითხვარა აბჯარი. მაშინ
ხმამაღლა შესძახა ლიკაონის ბრყინვალე ვაჟმა: „გამხნევდით, ცხენების მჭენებელო დიდგულოვანო ტროელებო!
დაჭრილია აქაველთაგან საუკეთესო და, მგონი, დიდხანს ვეღარ გადაიტანს მძლავრ ისარს, თუკი სწორად მომიწოდა
უფალმა, ზევსის ძემ და ლიკიიდან ჩამომიყვანა.“
ასე ამბობდა ტრაბახით: მაგრამ სწრაფმა ისარმა ვერ მოკლა გმირი, მხოლოდ უკან დაიხია, თავისი ცხენებისა და
ეტლის წინ დადგა და სთენელოსს უთხრა, კაპანევსის ძეს: „იჩქარე, კაპანევსის ძვირფასო ძეო, ჩამოხტი ეტლიდან, [110]
რომ მხრიდან ამომაძრო ეს ბასრი ისარი.“
ასე უთხრა და სთენელოსი ეტლიდან მიწაზე ჩამოხდა, გვერდით დაუდგა და სწრაფი ისარი მხრიდან სუფთად
ამოაძრო. სისხლმა იფეთქა ნაქსოვ ქიტონზე. და მაშინ შესძახა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „მისმინე,
ეგისისმპყრობელი ზევსის უძლეველო ასულო, თუკი ოდესმე კეთილი ფიქრით გვერდში გვედექი მე და მამაჩემს
საზარელ ომში, ახლაც შემეწიე, ათენა! მომაკვლევინე და შუბით დამალეწინე ის კაცი, რომელმაც დამასწრო, დამჭრა და
ახლა ტრაბახობს, [120] რომ მეტად ვეღარ ვიხილავ მზის ბრწყინვალე შუქს.“
ასე თქვა ღაღადით და უსმინა მას პალასმა ათენამ, სხეულის ნაწილები, ფეხები და ხელები მსუბუქი გაუხადა,
გვერდით დაუდგა და ფრთოსანი სიტყვა უთხრა:
„ახლა გამბედავად შეები, დიომედეს, ტროელებს, რადგან მკერდში მამისეული უშიშარი ძალა ჩაგიდგი, რაც
ჰქონდა ფარისმპყრობელ მხედარ ტიდევსს. ნისლი, რომელიც ადრე გქონდა, თვალებიდან მოგაშორე, რათა შეძლო,
განასხვავო ღმერთი და ადამიანი; თუკი რომელიმე ღმერთი შეეცდება, იქ მოვიდეს, [130] შენ ხელდახელ არც ერთ
უკვდავ ღმერთს არ შეებრძოლო, თუ ეს ზევსის ასული აფროდიტე არ იქნება; — თუ ის შემოვიდა ბრძოლაში, მისწვდი
ბასრი ბრინჯაოთი.“
ეს თქვა და წავიდა თვალსხივოსანი ათენა. ტიდევსის ძე კი ისევ პირველ რიგებს შეერია და თუ მანამდეც
სულითა და გულით მოწადინებული იყო, ტროელებს შებმოდა, ახლა სამჯერ უფრო მეტი ძალა მიეცა, როგორც იმ ლომს,
რომელიც მინდორში თავისი უხვმატყლიანი ცხვრების მცველმა მწყემსმა ეზოს გარეთ მსუბუქად დაჭრა, მაგრამ ვერ
მოკლა, პირიქით, მასში ახალი ძალა გააღვივა; მწყემსმა თავს უშველა და [140] ბოსელში შეიჭრა, ფარა კი უპატრონოდ
მიატოვა, ცხვრები შეჯგუფდნენ და ერთმანეთს მიაწყდნენ, გამძვინვარებული ლომი კი ყორეს გადაევლო; სწორედ ასე
გააფთრებული შეუვარდა ტროელებს მძლავრი დიომედესი.
იქ მოკლა ასტინოოსი და ხალხთა მწყემსი ჰიპეირონი, პირველს ძუძუსთავს ზემოთ ჩასცა ბრინჯაოს შუბი, ხოლო
მეორეს დიდი ხმალი ლავიწის ძვალთან დაჰკრა და დააცილა ბეჭი კისერსა და ხერხემალს. შემდეგ ესენი მიატოვა და
თავს დაეცა აბასსა და პოლიიდოსს, სიზმართა ამხსნელი მოხუცი ევრიდამასის ძეებს. [150] ისინი ვერ დაბრუნდნენ
ომიდან და მოხუცმა ვერ აუხსნა მათ სიზმარი, რადგან მძლავრმა დიომედესმა დახოცა ორივე. შემდეგ მიადგა ქსანთოსსა
და თოონს, ფაინოფსის ორ უსაყვარლეს ძეს, დაამწუხრა ბერიკაცი, — მეტი შვილი აღარ ჰყავდა, ვისაც ქონებას
დაუტოვებდა. ორივეს ძვირფასი სული ამოჰხადა დიომედესმა და აბჯარი აჰყარა, მამას კი ქვითინი და მძიმე მწუხარება
დაუტოვა, რადგან არ ეღირსა, რომ ცოცხლები და შინ მობრუნებული ენახა, შორეულ ნათესავებს კი ერგოთ მისი ქონება.
შემდეგ დარდანოსის ძის, პრიამოსის ორი ვაჟი შეიპყრო, [160] რომლებიც ერთ ეტლში იყვნენ, — ექემონი და
ქრომიოსი. როგორც ლომი, რომელიც თავს ესხმის ხარებს და კისერს უმტვრევს ხბოს ან ხარს, რომელიც ტევრში ძოვს,
ასევე ტიდევსის ძემ ორივე ძალით ჩამოჰყარა ეტლიდან, აბჯარი აჰყარა, ხოლო ცხენები მეგობრებს მისცა, რომ
ხომალდებთან წაეყვანათ.
დაინახა ენეასმა, რომ დიომედესი ანადგურებდა ტროელთა რაზმებს, შევიდა ბრძოლასა და შუბების
სიმრავლეში, რათა მოეძებნა ღვთისდარი პანდაროსი; იპოვა ლიკაონის სახელოვანი და მძლავრი ძე, [170] წინ დაუდგა
და ასეთი სიტყვით მიმართა: „პანდაროს, სად არის შენი მშვილდი, ფრთოსანი ისრები და დიდება?! ვერც ერთი კაცი ვერ
შეგეჯიბრება შენ ვერც აქ და ვერც ლიკიაში მოიძებნება ვინმე შენზე უკეთესი; მაგრამ, მოდი, ზევსს აღუმართე ვედრებით
ხელები და ისარი ესროლე ამ კაცს, რომელიც ასე მძლავრობს და რომელმაც მრავალი უბედურება მოუტანა ტროელებს
მას შემდეგ, რაც უამრავ მძლავრ ვაჟკაცს მუხლები დაულეწა. ნეტავ, რომელიმე ღმერთი ხომ არ არის ტროელებზე
განაწყენებული და მსხვერპლშეწირვის გამო განრისხებული? მძიმეა ღმერთის რისხვა!“
მას ისევ მიუგო ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: [180] „ენეას, ბრინჯაომოსილი ტროელების მრჩეველო, იმ კაცს
ტიდევსის მამაც ძეს ვამსგავსებ ყველაფრით, — ფარითაც ვცნობ, კოპიანი მუზარადითაცა და ცხენებითაც, რომლებსაც
ვხედავ, თუმცა ცხადად არ ვიცი, რომ ღმერთი არ არის. თუ ეს კაცი, როგორც მე ვამბობ, ტიდევსის მამაცი ძეა, ღმერთის
გარეშე არ მძვინვარებს იგი, არამედ ვიღაც უდგას ახლოს უკვდავთაგან, რომელსაც ღრუბელი აუფარებია მხრებზე და
რომელმაც სრაფ ისარს, მე რომ მოვარტყი, გეზი შეუცვალა; მე ხომ უკვე ვესროლე ისარი და მოვარტყი მარჯვენა მხარში,
პირდაპირ აბჯრის ფურცელში [190] და მე უკვე ვაცხადებდი, რომ იგი აიდონევსთან103 გავაგზავნე, მაგრამ ვერ
გავაგზავნე, — ცხადია, რომელიღაც ღმერთია ჩემზე განრისხებული. ცხენები არ მყავს და ეტლი არ მაქვს, რომ მასზე
ავიდე, თუმცა ლიკაონის სასახლეში თერთმეტი ეტლი მაქვს მშვენიერი, ჯერ უხმარი, სულ ახალთახალი, შალითებით
დაფარული; თითოეულთან თეთრი ქერით და ჭვავით ნაკვები წყვილი ცხენი დგას. მართლაც, მოხუცი შუბოსანი
ლიკაონი მრავალ რჩევას მაძლევდა, როდესაც ჩემი კეთილნაგები სახლიდან მოვდიოდი. მან მიბრძანა, ცხენებითა და
ეტლით [200] წავძღოლოდი ტროელებს უსასტიკეს ბრძოლებში. მე არ დავუჯერე, არადა, ბევრად უფრო სასარგებლო
იქნებოდა. ცხენები მინდოდა დამენდო, რომ არ დაჰკლებოდათ საკვები ალყაშემორტყმულ ხალხში, როცა კარგ კვებას
იყვნენ დაჩვეული. ისინი დავტოვე და ქვეითად ჩამოვედი ილიონში, მივენდე ჩემს მშვილდს, მაგრამ იგი მე ვერ
დამეხმარა. მანამდე ხომ ორ მეთაურს ვესროლე ისარი, ტიდევსის ძესა და ატრევსის ძეს, ორივე ნამდვილად დავჭერი,
სისხლი ვადინე და ამით მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ კიდევ უფრო განვარისხე. ცუდ დროს ჩამოვხსენი საკიდიდან ჩემი
მოხრილი მშვილდი, [210] ცუდად გამითენდა ის დღე, როდესაც საყვარელ ილიონში ჩამოვედი, როდესაც ტროელებს
გამოვუძეხი ღვთაებრივი ჰექტორის გულის საამებლად. თუკი მეღირსა შინ დაბრუნება და საკუთარი თვალით
სამშობლოს, მეუღლისა და მაღალჭერიანი დიდი სასახლის დანახვა, ვინმე უცხომ მომაჭრას თავი მაშინვე, თუ საკუთარი
ხელით არ დავლეწე ეს მშვილდ-ისარი და ელვარე ცეცხლში არ ჩავყარე, რადგან ტყუილად მიტარებია.“
მას მიმართა ჰექტორმა, ტროელთა ბელადმა: „ამას ნუ ამბობ, მანამ არ იქნება სხვაგვარად, სანამ ჩვენ ორნი ამ კაცს
ცხენებითა და ეტლებით [220] არ დავუპირისპირდებით და იარაღით არ გამოვცდით. აბა, ამოდი ჩემს ეტლზე, რათა ნახო
ტროსის104 ცხენებმა როგორ იციან ველზე სწრაფად აქეთ-იქით დადევნება და გამოქცევა. ისინი ჩვენ ორსაც უსაფრთხოდ
დაგვაბრუნებენ ქალაქში, თუკი ზევსი ტიდევსის ძე დიომედესს ისევ გამარჯვებას არგუნებს. აბა, აიღე მათრახი და
ელვარე სადავეები, მე კი საბრძოლველად ეტლიდან ჩამოვალ; ან შენ გააკეთე ეს და მე ცხენებზე ვიზრუნებ.“
მას კი უპასუხა ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: [230] „ენეას, თავად გქონდეს შენი სადავეები და გყავდეს შენი
ცხენები. უმჯობესია, ნაჩვევ მეეტლეს დაემორჩილონ და გააქანონ მოხრილი ეტლი, როდესაც ტიდევსის ძეს
დავედევნებით, რათა არ შეშინდნენ, არ შეფერხდნენ და არ ისურვონ, გამოგვიყვანონ ბრძოლიდან, როცა შენს ხმას არ
გაიგონებენ; მაშინ თავს დაგვეცემა ტიდევსის დიდგულოვანი ძე, დაგვხოცავს ორივეს და წაიყვანს მუხლად ცხენებს. ასე
რომ, შენ თვითონ მიხედე ეტლსაცა და წყვილ ცხენსაც, მე კი თავდამსხმელს ბასრ შუბს შევაგებებ.“
ეს თქვეს და ავიდნენ მშვენიერ ეტლზე [240] და ტიდევსის ძისკენ წარმართეს სწრაფი ცხენები. მათ თვალი
მოჰკრა სთენელოსმა, კაპანევსის სახელგანთქმულმა ძემ და უმალ ტიდევსის ძეს მიმართა ფრთოსანი სიტყვით:
„ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის გამხარებელო, ორ მძლავრ კაცს ვხედავ, შენთან საომრად მოეშურებიან, უზომო
ძალის მქონენი; ერთი მშვილდის დიდოსტატია, პანდაროსი, რომელიც ამაყობს ლიკაონის შვილობით, მეორე ენეასია,
სახელოვანი ანქისესისა და აფროდიტეს ვაჟი. მაშ ახლა ეტლზე ავიდეთ, [250] არ შეიჭრა პირველ რიგებში
საბრძოლველად, არ დაიღუპო თავი.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა მძლავრმა დიომედესმა: „გაქცევაზე სიტყვაც არ დაძრა, მაინც ვერ
დამარწმუნებ! სისხლში არ მაქვს ბრძოლისთვის თავის არიდება ან შიშისგან მოკუნტვა, ჩემი სიმტკიცე ურყევია. არც
ვაპირებ ეტლზე ასვლას, ასე პირდაპირ მივადგები თვითონ, გაქცევის ნებას არ მომცემს ათენა პალასი. მაგათ ორივეს
უკან ვეღარ წაიყვანენ სწრაფი ცხენები, ერთ-ერთი თუ მოახერხებს და გამექცევა; სხვა რამეს გეტყვი და შენ გულში ჩაიდე:
[260] თუკი რჩევამრავალი ათენა დიდებას მომანიჭებს და ორივეს მომაკვლევინებს, შენი სწრაფი ცხენები აქ გააჩერე,
სადავეებით ეტლს გამოაბი; არ დაგავიწყდეს, ენეასის ცხენებს დააცხრე და ტროელებისგან ლამაზსაბარკულიანი
აქაველებისკენ გააქანო. ეს ცხენები იმ მოდგმის არიან, რომლებიც შორსმხედველმა ზევსმა ტროსს მისცა მისი ვაჟის,
განიმედესის105 გამოსასყიდის სახით; ეს ცხენები ეოსისა და ჰელიოსის ქვეშ საუკეთესონი არიან. ამ ცხენების ჯიში
მოიპარა ხალხთა მეუფე ანქისესმა, რომელმაც ლაომედონისგან106 ფარულად შეაჯვარა ისინი თავის ფაშატებს; [270] ამ
ჯიშის ექვსი კვიცი დაიბადა მის სასახლეში, ამათგან ოთხი თავად დაიტოვა და ბაგაში გამოზარდა, ეს ორი კი ენეასს
მისცა, თუ ამ ორს ხელში ჩავიგდებთ, დიდ სახელს მოვიპოვებთ. ასე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, როდესაც უეცრად

103
აიდონევსი — საიქიოს ღმერთ ჰადესის სახელის პოეტური ვარიანტი.
104
ტროსი — ტროელთა ეპონიმი; ერიქთონიოსის ძე, დარდანოსის შვილიშვილი, ზევსის შთამომავალი, ტროელ
მეფეთა წინაპარი; ილოსის, ასარაკოსისა და განიმედესის მამა, პრიამოსის დიდი ბაბუა. მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ
ტროელსაც, რომელიც აქილევსმა გამოსალმა სიცოცხლეს.
105
განიმედესი — ტროსისა და კალიროეს ვაჟი; ჰომეროსის მიხედვით, ყველაზე ლამაზი მოკვდავი. იმდენად
ლამაზი ყოფილა, რომ ზევსმა მამას ცხენებში გაუცვალა (მითის სხვა ვერსიით, ზევსმა არწივს მოატაცებიანა იდის
მთიდან, სადაც ცხვრებს მწყემსდა) და თავის მერიქიფედ დაიყენა.
106
ლაომედონი — ილოსის ძე, ტროის მეფის, პრიამოსის, მამა.
მოადგნენ მტრები სწრაფი ცხენებით. პირველმა შესძახა ლიკაონის სახელოვანმა ვაჟმა: „გულმაგარო და მამაცო,
სახელოვანი ტიდევსის ძეო, თუმცა ვერ დაგაზიანა ჩემგან ნასროლმა ბასრმა ისარმა, ახლა ისევ ვცდი, ამჟამად შუბით,
თუკი მოგწვდი.“ [280] თქვა, უმალ შეარხია და სტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა ტიდევსის ძეს ფარზე;
შეაღწია ბრინჯაოს შუბმა და აბჯარს მისწვდა.
ხმამაღლა შესძახა ლიკაონის სახელოვანმა ძემ: „მოგარტყი ფერდის გავლით და არ მგონია, დიდხანს გაუძლო
კიდევ, დიდი სახელი მომიტანე.“
არ შეუშინდა მას და ბრძანა მძლავრმა დიომედესმა: „ააცილე და ვერ მოარტყი; მე კი მგონია, რომ ვერც ერთი ვერ
დაისვენებთ, სანამ თქვენგან ერთ-ერთი არ დაეცემა და სისხლით არ გააძღებს არესს, ხარისტყავისფარიან მეომარს.“ [290]
ეს ბრძანა და ისროლა; შუბი წარმართა ათენამ თვალებშუა ცხვირისკენ, დალეწა თეთრი კბილები, ენის ძირი მოჰკვეთა
მტკიცე ბრინჯაომ, ბუნიკი კი გამოვიდა ქვედა ნიკაპის გვერდით. ჩამოვარდა ეტლიდან, უმალ გაიჟღრიალა ელვარე
აბჯარმა, შიშისგან დაფრთხნენ ფეხმარდი ცხენები, ხოლო მას სულიც ამოხდა და ძალაც დაეცალა. ენეასი ჩამოხტა
ფარითა და გრძელი შუბით იმის შიშით, რომ არ წაეთრიათ გვამი აქაველებს. გადაეფარა, როგორც საკუთარ ძალას
მინდობილი ლომი, [300] წინ შუბი დაიჭირა და ყოველმხრივ თანაბარი ფარი, აპირებდა, ყველა მოეკლა და საზარლად
უყვიროდა, თუკი ვინმე მიახლოებას გაუბედავდა. ტიდევსის ძემ კი ხელი დაავლო ლოდს, რომელსაც დღეს მცხოვრები
ორი კაციც ვერ დაძრავდა, მან კი იოლად აიღო მარტომ და ესროლა ენეასს და მოარტყა თეძოში იმ ადგილას, სადაც თეძო
ბარძაყში გადადის, რომელსაც მენჯის ძვალს უწოდებენ, დაულეწა მენჯი და გაუწყვიტა ორივე ძარღვი და წვეტიანმა
ლოდმა კანი გაგლიჯა, გმირი მუხლებზე დაეცა, დაეყრდნო მძლავრი ხელით [310] მიწას და ორივე თვალზე შავი ღამე
გადაეფარა.
და აქ და ახლა დაიღუპებოდა კაცთა მეუფე ენეასი, მისთვის თვალი რომ არ მოეკრა ზევსის ასულ აფროდიტეს,
დედამისს, რომელმაც ის უშვა ანქისესს, რომელსაც ხარები ჰყავდა საძოვარზე გამოყვანილი. ორივე ხელი შემოაჭდო
საყვარელ შვილს, გადააფარა ელვარე პეპლოსის ნაკეცები, რომ ზღუდედ ჰქონოდა შუბებისა და ისრებისათვის,
სწრაფცხენიანი დანაელებიდან ვინმეს რომ მკერდში არ მოერტყა ბრინჯაო და არ ამოერთვა სული. შემდეგ კი თავისი
საყვარელი ძე ბრძოლის ველს გაარიდა.
კაპანევსის ძეს კი არ დაავიწყდა ის ბრძანება, [320] რომელიც მას მისცა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა
დიომედესმა; მან გააჩერა საკუთარი მუხლადი ცხენები, სადავეებით მიამაგრა ეტლის მოაჯირს, გაარიდა აურზაურს,
მივარდა ენეასის ლამაზფაფრიან ცხენებს და ტროელებისგან ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ გააქანა. ჩააბარა
დეიპილოსს, საყვარელ მეგობარს, რომელსაც თანატოლთაგან ყველაზე მეტ პატივს სცემდა, რადგან სულით მსგავსნი
იყვნენ და უბრძანა, ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ გაერეკა, თავად გმირი კი ეტლზე ავიდა, დაიჭირა ელვარე
სადავეები და ტიდევსის ძისკენ სწრაფად გააქანა მძლავრჩლიქიანი ცხენები, [330] სულანთებულმა; ის კი კვიპროსელ
ქალღმერთს107 მისდევდა სასტიკი ბრინჯაოთი; იცოდა, რომ სუსტი იყო ეს ღმერთი, იმ ქალღმერთთა რიცხვში არ იყო,
ვინც გამოცდილია კაცთა ომებსა და ბრძოლებში, როგორც ათენა და ქალაქთა მაოხრებელი ენიო108. გაარღვია მჭიდრო
ბრბო და მისწვდა მას, აქ დიდგულოვანი ტიდევსის ძემ წინ გაიშვირა შუბი და ბასრი სპილენძით ნაზი ხელის მტევანი
დაუჭრა; და შუბმა გაუკაწრა უკვდავს კანი და მტევნის ზემოთ გაფხრიწა მისი პეპლოსი, რომელიც ქარისებმა109 მოქსოვეს
და უკვდავი სისხლი წამოუვიდა ქალღმერთს — [340] იქორი, რომელიც ნეტარი ღმერთების ძარღვებში მიედინება; ისინი
ხომ პურს არ ჭამენ და არ სვამენ შუშხუნა ღვინოს, ამიტომ არ გააჩნიათ ჩვენნაირი სისხლი და იწოდებიან უკვდავებად.
ქალღმერთს ყვირილი ამოხდა და შვილი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ის ხელით დაიჭირა სხივოსანმა აპოლონმა და
შემოავლო შავი ღრუბელი, რომ ვინმეს სწრაფცხენიან დანაელთაგან მკერდში არ მოერტყა შუბი და სული არ ამოერთვა.
მას შესძახა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „გაერიდე, ზევსის ასულო, ომსა და ბრძოლას! საკმარისი არ
არის, სუსტ ქალებს რომ აცდუნებ? [350] ხოლო თუ ბრძოლაში კიდევ გაერევი, ასე მგონია, თავზარი დაგეცემა, ომზე
ლაპარაკს რომ გაიგონებ.“
ასე თქვა, ხოლო ქალღმერთი გაოგნებული წავიდა, იტანჯებოდა საშინლად; ქარისფეხება ირისმა ხელი ჩასჭიდა
და გამოიყვანა ბრძოლიდან, ტკივილით დამძიმებულს გაუშავდა მშვენიერი კანი. იპოვა ბრძოლის მარცხენა ფლანგზე
ჩამომჯდარი მძვინვარე არესი, ჰაერში ედო შუბი და იქვე ჰყავდა ცხენების სწრაფი წყვილი. მუხლებზე დაეცა საყვარელი
ძმის წინაშე და შეევედრა, მიეცა მისთვის ოქროსაღვირიანი ცხენები: „საყვარელო ძმაო, მიხსენი და მომეცი ცხენები, [360]
რათა ოლიმპოსზე მივიდე, სადაც უკვდავთა სავანეა. საშინლად მტანჯავს ჭრილობა, რომელიც მოკვდავმა კაცმა
მომაყენა, ტიდევსის ძემ, რომელიც ახლა თვით მამა ზევსსაც კი შეებრძოლებოდა.“
ასე თქვა და მისცა მას არესმა ოქროსაღვირიანი ცხენები. და ისიც ავიდა ეტლზე დამწუხრებული გულით, მასთან
ერთად ავიდა ირისი და სადავეებს ჩაავლო ხელი, გადაჰკრა მათრახი ცხენებს და ისინიც მორჩილად გაფრინდნენ. უმალ
მიადგნენ ღმერთთა სავანეს, მაღალ ოლიმპოსს, აქ ცხენები გააჩერა ქარისფეხება სწრაფმა ირისმა, ჩახსნა ეტლიდან და

107
კვიპროსელი ქალღმერთი — აფროდიტე, „კვიპროსს შობილი“.
108
ენიო — ომის ქალღმერთი, არესის საყვარელი და თანამებრძოლი.
109
ქარისები (ქარიტები) — მომხიბვლელობის, სილამაზის, ბუნების, შემოქმედებისა და ნაყოფიერების სამი
ქალღმერთი: აგლაია („სილამაზე“), ეფროსინე („სიხარული“) და თალია („სიუხვე“), რომაული გრაციები.
უკვდავი საკვები დაუყარა, [370] მუხლებში ჩაუვარდა დიონეს110 ღვთაებრივი აფროდიტე, თავის დედას, და მანაც
გულში ჩაიკრა ქალიშვილი, ხელით მოეფერა, სახელით იხმო და სიტყვა უთხრა: „ზეციურ ღმერთთაგან რომელი მოგექცა
ასე უსაფუძვლოდ, საყვარელო შვილო, თითქოს რამე ბოროტება ჩაგედინოს?“
მას უპასუხა მაშინ მუდამ მოღიმარმა აფროდიტემ: „ტიდევსის ძემ, სულმაღალმა დიომედესმა დამჭრა, რადგან
საყვარელი შვილი გამომყავდა ბრძოლიდან, ენეასი, რომელიც ყველაზე უფრო საყვარელია ჩემთვის. ახლა ხომ
ტროელებსა და აქაველებს შორის კი აღარ არის სასტიკი ომი, [380] არამედ დანაელები უკვე უკვდავებს გვეომებიან.“
მას უპასუხა მაშინ დიონემ, ღმერთთაგან გამორჩეულმა: „გამაგრდი, ჩემო შვილო, და გადაიტანე განსაცდელი!
რადგან მრავალი ტანჯვა გადაგვიტანია ოლიმპოსზე სასახლეთა მქონეებს ადამიანებისგან, მრავალი ტკივილი
მოუყენებიათ მათ, როდესაც ერთმანეთს ერჩოდნენ. ასე დაიტანჯა არესი, როდესაც ოტოსმა და ეფიალტესმა, ალოევსის
შვილებმა მძლავრი ბორკილები დაადეს და სპილენძის დილეგში გამოამწყვდიეს ცამეტი თვე. იქ დაიღუპებოდა ომით
გაუმაძღარი არესი, ძმების დედინაცვალს, ულამაზეს პერიბოიას [390] რომ არ შეეტყობინებინა მისი ამბავი
ჰერმესისთვის; სწორედ მან მოიპარა არესი, რომელიც უკვე დავარდნილი იყო, რადგან ბორკილებმა ძალა გამოაცალა.
ასე დაიტანჯა ჰერაც, როდესაც ამფიტრიონის მძლავრმა ვაჟმა111 მარჯვენა ძუძუსთან სამწვერიანი ისრით დაჭრა; გააწამა
უსასტიკესმა ტკივილმა. გოლიათური ჰადესიც დატანჯა სწრაფმა ისარმა, როდესაც იმავე კაცმა, ეგისისმპყრობელი
ზევსის ძემ პილოსში მკვდრებში დაჭრა და ტკივილი მიაყენა. მაშინ მან მიაშურა ზევსის სასახლეს დიდ ოლიმპოსზე
გულით დამწუხრებულმა და ტკივილით გაწამებულმა, რადგან ისარი [400] მძლავრ მხარში ჰქონდა გარჭობილი და
სულს უწამებდა; მაგრამ მას პაიანმა112 ტკივილთმკვლელი წამლები ასხურა და მოარჩინა, რადგან მოკვდავად არ იყო
შობილი. უხეში და მოძალადე კაცი, რომელიც უდარდელად თესდა ბოროტებას, თავისი ისრებით ჭრიდა ოლიმპოსზე
მცხოვრებ ღმერთებს. შენ კი ეს კაცი თვალსხივოსანმა ღმერთმა ათენამ მოგიგზავნა, ტიდევსის უბადრუკი ძე, რომელმაც
არც იცის, რომ ხანმოკლეა მისი სიცოცხლე, ვინც უკვდავებს შეებრძოლება, მას შვილები მუხლებზე ვერ დაუსხდებიან
და ვერ ეტიტინებიან, ომიდან და სასტიკი ბრძოლებიდან შინ დაბრუნებულს. [410] ხომ ძალიან ძლიერია ახლა ტიდევსის
ძე, ხომ ჰგონია, რომ არავინაა უფრო მძლავრი, რომ მას შეებრძოლოს, ერთხელაც იქნება და აიგიალეია, ადრასტოსის
გონიერი ასული, კივილით გააღვიძებს საყვარელ შინაურებს და თავის კანონიერ მეუღლეს, აქაველთაგან საუკეთესო
ვაჟკაცს, დაიტირებს ცხენთამხედნელი დიომედესის სახელოვანი მეუღლე.“
ასე უთხრა, ორივე ხელით მოუწმინდა იქორი მკლავზე, გამთელდა მკლავი და გაყუჩდა მწარე ტკივილი.
ამას უყურებდნენ ათენაც, ჰერაც და ზევსს, კრონოსის ძეს გულსაკლავი სიტყვებით ეხუმრებოდნენ; [420]
პირველმა ლაპარაკი წამოიწყო თვალსხივოსანმა ათენამ: „მამა ზევსო, ხომ არ გამიბრაზდები, რაღაც რომ გითხრა?
როგორც ჩანს, კვიპროსის ქალბატონმა რომელიღაც აქაველი ქალი გაიყოლა ტროელებთან, რომლებიც ასე
განსაცვიფრებლად უყვარს და ლამაზად ჩაცმული აქაველი ქალის მოფერებისას ოქროს ქინძისთავი შეერჭო უნაზეს
ხელში.“
ასე თქვა და გაიღიმა ადამიანებისა და ღმერთების მამამ, თავისთან მოუხმო ოქროს აფროდიტეს და უთხრა: „შენი
საქმე არ არის, შვილო ჩემო, ომის ამბები, იფიქრე მხოლოდ ქორწინების, საყვარელი საქმის, მოწყობაზე, [430] ომის ამბები
კი სწრაფ არესსა და ათენას დაუთმე.“
ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, მაგრამ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი ენეასს დაეცა თავს; იცოდა,
რომ ხელში ჰყავდა აყვანილი აპოლონს, მაგრამ არც დიდი ღმერთის შიში ჰქონდა, რადგან ჯერ კიდევ ფიქრობდა ენეასის
მოკვლას და მისი სახელგანთქმული საჭურვლის ხელში ჩაგდებას. სამგზის დაეცა თავს და დაუპირა მოკვლა, სამგზის
მოიგერია აპოლონმა მისი მოელვარე ფარი, მაგრამ როდესაც მეოთხეჯერ დაიძრა ღმერთს მიმსგავსებული, საშინელი
ხმით შესძახა შორს მიმწვდომმა აპოლონმა: [440] „ფრთხილად იყავი, ტიდევსის ძეო და უკან დაიხიე, ღმერთებთან
გატოლებას ნუ დააპირებ, ვერასოდეს შეიქნება მსგავსი უკვდავი ღმერთებისა და მიწაზე მოსიარულე ადამიანების
მოდგმა!“
ასე ბრძანა და ტიდევსის ძემ ოდნავ უკან დაიხია, გაერიდა შორსმიმწვდომი აპოლონის რისხვას. ღმერთმა კი
ენეასი გამოარიდა ბრბოს და დაასვენა წმინდა პერგამოსზე, სადაც მისი ტაძარი იყო აგებული. იქ ლეტომ და
ისრისმტყორცნელმა არტემისმა დიდ სალოცავში უმკურნალეს და მოუარეს.
ამ დროს ვერცხლისმშვილდიანმა აპოლონმა შექმნა აჩრდილი, [450] რომელიც იერითა და შეიარაღებით ენეასს
ჰგავდა, ამ აჩრდილის ორივე მხარეს ტროელები და ღვთაებრივი აქაველები ერთმანეთს უჩეხდნენ ხარის ტყავს,
რომლებიც დიდ, მრგვალ და უხეშტყავიან პატარა ფარებზე ჰქონდათ გადაკრული და მკერდს უფარავდათ. მაშინ
დაუოკებელ არესს უთხრა სხივოსანმა აპოლონმა:
„არეს, არეს, მოკვდავთმმუსვრელო, სისხლისმსმელო, გალავანთა დამაქცეველო! ხომ არ მობრძანდებოდი და არ

110
დიონე — ერთ-ერთი ტიტანი; ჰომეროსის მიხედვით, აფროდიტეს დედა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით კი —
ზევსის ძველი მეუღლე.
111
ამფიტრიონის ვაჟმა — ჰერაკლემ. ამფიტრიონი ალკმენეს ქმარი იყო და, ამდენად, ზევსისა და ალკმენეს ძის,
ჰერაკლეს, მამადაც მოიხსენიებოდა.
112
პაიანი — მკურნალობის ღმერთი, ღმერთების ექიმი. შემდგომში ეს სახელი და ფუნქცია შეერწყა აპოლონს.
გაიყვანდი ბრძოლიდან ამ კაცს, ტიდევსის ძეს, რომელიც ახლა მამა ზევსსაც კი შეებრძოლებოდა?! სულ ახლახან
კვიპროსის დედოფალი ხელში, მაჯაში დაჭრა და შემდეგ მეც თავს დამეცა დაიმონივით113.“
[460] ეს თქვა და დაბრძანდა პერგამოსის მწვერვალზე, ხოლო თრაკიელთა წინამძღოლს, აკამასს მიმსგავსებული,
დამღუპველი არესი შეუდგა ტროელთა რიგების აღგზნებას და მოუხმო პრიამოსის ზევსის გამოზრდილ ვაჟებს: „ზევსის
აღზრდილი მეფე პრიამოსის ძეებო, ნუთუ ნებას დართავთ აქაველებს, ხალხი დაგიხოცონ? თუ მანამდე აცლით, სანამ
ბრძოლით არ მოადგებიან კეთილნაკეთებ კარიბჭეს? წევს კაცი, რომელსაც ღვთაებრივი ჰექტორის დარად ვცემთ პატივს,
ენეასი, დიდგულოვანი ანქისესის ძე. მაშ, მოდით, ხოცვა-ჟლეტისგან ვიხსნათ საუკეთესო მეგობარი!“ [470] ეს თქვა და
აღუგზნო სული და შემატა ძალა თითოეულს. მაშინ სარპედონმა ძლიერ გაკიცხა ღვთაებრივი ჰექტორი: „ჰექტორ, სად
წავიდა შენი ძალა, რომელიც აქამდე გქონდა? ხომ ამბობდი, რომ ხალხის გარეშე და მოკავშირეთა გარეშე, მარტოც
დაიცავდი ქალაქს, ძმებთან და სიძეებთან ერთად? აქ ახლა ვერც ერთს ვერ ვხედავ და არც ვიცი, სად არიან; მიწაზე არიან
განრთხმული, როგორც ძაღლები ლომის წინაშე, ჩვენ კი ვიბრძვით, ჩამოსული მოკავშირეები! მეც მოკავშირე ვარ და
თქვენს დასახმარებლად შორიდან ჩამოვსულვარ; შორსაა აქედან ლიკია და ხშირმორევიანი ქსანთოსი. [480] იქ დავტოვე
საყვარელი მეუღლე, ჩვილი ვაჟი და მთელი ქონება, რაც ყველა უპოვარს ენატრება. და მაინც ჩემს ლიკიელებსაც
მოვუწოდებ და თავადაც მზად ვარ კაცთან საბრძოლველად, თუმცა კი აქ არაფერი მაბადია, რასაც ჩემგან წაიღებდნენ ან
წაიყვანდნენ აქაველები. შენ კი თავადაც დამდგარხარ და სხვასაც არ უბრძანებ შენი ხალხიდან, რომ წინააღმდეგობა
გასწიონ და საკუთარი ცოლები დაიცვან! არ დაუშვა, რომ გამძვინვარებულმა მტერმა ყოვლისმომცველ სელის ქსელში
გაგახვიონ და მის ტყვედ და ნადავლად შეიქმნეთ; მაშინ ისინი სრაფად დააქცევდნენ თქვენს კეთილნაგებ ქალაქს. [490]
გმართებს ყველაფერ ამაზე დღედაღამ ზრუნვა, უნდა სთხოვო მოკავშირეთა მეთაურებს, რომელთა სახელი შორსაა
განთქმული, შეუჩერებლად იბრძოლონ და საყვედურებს თავი დაანებონ.“
ასე თქვა სარპედონმა და მისმა სიტყვამ გული ატკინა ჰექტორს. იმავწამს შეიარაღებული ჩამოხტა ეტლიდან
მიწაზე, შეარხია ბასრი შუბები, დაუარა მთელ ლაშქარს, საბრძოლოდ აღაგზნო და გააღვივა სასტიკი ომი. საბრძოლო
ყიჟინა დასცეს ტროელებმა და აქაველებს პირისპირ დაუდგნენ, არგოსელებს კი შეკრული ჰქონდათ რიგები და უკან
დახევას არ აპირებდნენ.
როგორც ქარს გადააქვს ბზე წმინდა კალოზე, [500] როდესაც ხალხი ანიავებს და ოქროსთმიანი დემეტერი
აღძრული ქარებით ერთმანეთისგან არჩევს ნაყოფსა და ბზეს, ხოლო ბზის ხვავი ოდნავ თეთრდება, სწორედ ასევე
გათეთრდნენ აქაველები მტვრისგან, რომელიც მრავალსპილენძიან ცამდე114 ავარდა ცხენების ფლოქვებიდან, როგორც
კი განახლდა ბრძოლა და ეტლები უკან მოაბრუნეს მეეტლეებმა და ხელების ძალით მიმართეს მტრისკენ; ღამით დაფარა
დაუოკებელმა არესმა ბრძოლის ველი ტროელთა დასახმარებლად და შემოიარა ყველა ადგილი, იგი აღასრულებდა
ოქროსხმლიანი სხივოსანი აპოლონის ბრძანებას, რომელმაც მოუწოდა, [510] ტროელები გაემხნევებინა, როდესაც
დაინახა, რომ წავიდა პალასი ათენა, რომელიც იყო დანაელთა მცველი.
აპოლონმა კი ენეასი მდიდარი სამლოცველოდან შორს გაგზავნა და მკერდში ხალხთა მწყემსს ვაჟკაცობა ჩაუდგა.
ენეასი მეგობრებს შეერია; მათ გაიხარეს, როცა ნახეს, რომ ცოცხალი, უვნებელი და სულით მხნე დაბრუნდა, კითხვით კი
ვერაფერი ჰკითხეს, — ამის საშუალება არ მისცა სხვა გარჯამ, რომლისკენაც ვერცხლისმშვილდიანი ღმერთი,
ხალხთამმუსრავი არესი და მრისხანებით გაუმაძღარი ერისი115 მოუწოდებდნენ.
ორივე აიასი, ოდისევსი და დიომედესი [520] დანაელებს ბრძოლისკენ მოუხმობდნენ, თუმცა მათ ისედაც
ტროელთა არც ძალა აშინებდათ და არც მათი დადევნება; ამიტომ დარჩნენ, სადაც იყვნენ, ღრუბლებივით, რომლებიც
კრონოსის ძის მიერ უქარო ამინდში ამართულ მთებზე მოფენილი უძრავად დგას, სანამ სძინავს ბორეასისა116 და სხვა
ბობოქარი ქარების ძალებს, რომლებიც ხმაურიანი ამოსუნთქვით მუქ ღრუბლებს მიერეკებიან ხოლმე; ასე მტკიცედ
იდგნენ დანაელები ტროელების წინააღმდეგ და უკან არ იხევდნენ. ატრევსის ძე ხალხში დადიოდა და ბრძანებებს
გასცემდა: „მეგობრებო, ვაჟკაცები იყავით და მამაცი გული ჩაიდგით, [530] არ შერცხვეთ ერთმანეთთან მძიმე
ბრძოლებში! ვისაც შერცხვენის ეშინია, ის უფრო გადარჩება, ვიდრე მოკვდება, ხოლო გაქცეული სახელსაც დაკარგავს
და სიცოცხლესაც.“
და შუბი სწრაფად სტყორცნა და მოარტყა პირისპირ მდგომ ვაჟკაცს, დიდგულოვანი ენეასის მეგობარს,
დეიკოონს, პერგასოსის ძეს, რომელსაც ტროელები პრიამოსის ვაჟების დარად სცემდნენ პატივს და რომელიც მუდამ
მეწინავეთა შორის ბრძოლისკენ მიისწრაფვოდა. მას ფარში მისწვდა მძლავრი აგამემნონი, ფარმა ვერ გაუძლო, ბრინჯაომ
მასში შეაღწია, ქამარი გაგლიჯა და ქვემო მუცელში ჩაეფლო, [540] დაცემისას ყრუ ხმა გამოსცა და გაიჟღრიალა მისმა
აბჯარმა.
მაშინ ენეასმა დახოცა დანაელთა საუკეთესო ვაჟკაცები — დიოკლევსის ორი ძე, კრეთონი და ორსილოქოსი, მათი

113
დაიმონი — ღვთაებრივი სული. ჰომეროსი ახსენებს ღმერთებსა და დაიმონებს, განასხვავებს მათ, მაგრამ,
ამავე დროს, თანასწორ ძალებად განიხილავს.
114
მრავალსპილენძიანი ცა — ჰომეროსის წარმოდგენით, ცა ლითონის (სპილენძის ან რკინის) ნახევარსფეროა.
115
ერისი — განხეთქილების ქალღმერთი, მას უპირისპირდება ჰარმონია.
116
ბორეასი — ჩრდილოეთის ქარი.
მამა კეთილნაგებ ფერეში ტკბებოდა მდიდრული ცხოვრებით, მისი მოდგმა მომდინარეობდა მდინარე ალფეიოსისგან,
რომელიც ფართოდ მოედინება პილოსელთა მიწაზე; სწორედ მან შვა ორტილოქოსი, მრავალი ვაჟკაცის მეუფე,
ორტილოქოსმა კი შვა დიდგულოვანი დიოკლევსი, ხოლო დიოკლევსისგან ტყუპი ბიჭები იშვნენ, კრეთონი და
ორსილოქოსი, ყველანაირი ბრძოლის მცოდნენი. [550] ისინი, დავაჟკაცებულები, შავი ხომალდებით ერთმანეთს
წამოჰყვნენ არგოსელებს ცხენებით მდიდარ ილიონში, რათა შურისძიებით პატივი ეცათ ატრევსის ძეების, აგამემნონისა
და მენელაოსისათვის, მაგრამ აქ ორივე სასიკვდილო აღსასრულს მიადგა. ლომის ეს ორი ბოკვერი, რომლებიც მთის
მწვერვალზე დედა ლომმა გამოზარდა უსიერი ტყის სიღრმეში, თავს ესხმოდა ხარ-ძროხასა და მსუქან ცხვრებს, კაცთა
სადგომებს ანადგურებდა, სანამ კაცთა ხელით თვითონაც არ დაიხოცნენ ბასრი ბრინჯაოთი, ასევე ეს ორი, ენეასის
ხელით ძლეული, [560] მოცელვით დაენარცხა მიწას მაღალი ფიჭვივით.
მათმა დაცემამ გული მოუკლა არესის რჩეულ მენელაოსს, მეწინავე მებრძოლებში შეიჭრა ელვარე ბრინჯაოს
მუზარადით შემოსილი, შუბის მრხეველი: რისხვა აღუძრა მას არესმა, იმედოვნებდა, იქნებ, ენეასის ხელით დაიღუპოსო.
იგი დაინახა ანტილოქოსმა, დიდგულოვანი ნესტორის ვაჟმა, შეიჭრა მეწინავეთა შორის, რადგან ეშინოდა, ხალხთა
მწყემსს რამე არ მოსვლოდა და მთელი მათი შრომა წყალში არ ჩაეყარა. ენეასი და მენელაოსი კი ხელაღმართულნი ბასრი
შუბებით პირისპირ იდგნენ და ბრძოლას აპირებდნენ; [570] ანტილოქოსი გვერდში ამოუდგა ხალხთა მწყემსს, ენეასი კი
არ დარჩა, თუმცა სწრაფი მეომარი იყო, როცა გვერდიგვერდ მდგარი ორი ვაჟკაცი დაინახა. მათ კი მკვდრები გაათრიეს
აქაველი ხალხისკენ და საბრალონი იქ დატოვეს, მეგობრების ხელში, თავად კი მობრუნდნენ მეწინავეთა შორის
საბრძოლველად.
იქ პილემენესი მოკლეს, არესის სწორი, დიდგულოვანი პაფლაგონიელი ფაროსნების წინამძღოლი. იგი
ატრევსის ძემ, შუბოსნობით განთქმულმა მენელაოსმა შუბით განგმირა, ლავიწში მისწვდა; [580] ანტილოქოსმა მის
მეეტლესა და მსახურ მიდონს, ატიმნიოსის ღირსეულ ძეს, რომელიც მიუბრუნდა მუხლად ცხენებს, ლოდი მოარტყა შუა
იდაყვში; ხელიდან მტვერში დაუვარდა სპილოსძვლიანი თეთრი სადავეები. ანტილოქოსი პირდაპირ მიეჭრა და ხმალი
საფეთქელში ჩასცა, მძიმედ ამოიხრიალა, ჩამოვარდა კეთილად ნაკეთები ეტლიდან, თავითა და მხრებით პირქვე დაეცა
მტვერში. ძალიან დიდხანს იყო ასე ჩავარდნილი ღრმა ქვიშაში, სანამ მისმა ცხენებმა არ გააქანეს მიწაზე მტვერში
დაცემული. მათრახი გადაჰკრა მათ ანტილოქოსმა და აქაველების ბანაკისკენ გააქანა.
[590] ისინი მეომართა რიგებში შეამჩნია ჰექტორმა და მათკენ ყიჟინით გაიჭრა და მას გაჰყვნენ ტროელთა
მძლავრი რიგები, მათ მიუძღოდნენ არესი და დედოფალი ენიო, რომელსაც ახლდა დაუნდობელი ბრძოლის
ღრიანცელი; არესი კი ხელში ათამაშებდა უზარმაზარ შუბს და ხან წინ დაუდგებოდა ჰექტორს, ხანაც უკან.
ღმერთი რომ დაინახა, შეძრწუნდა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი და როგორც კაცი, რომელიც
უიმედოდ მიდის დიდ ველზე, დადგება, როდესაც ზღვაში ჩამდინარე ქაფით მოელვარე სწრაფ მდინარეს მოჰკრავს
თვალს და უკან გაიწევს, [600] ზუსტად ასე ტიდევსის ძემ უკან დაიხია და ხალხს უთხრა: „მეგობრებო, აღარ უნდა
გვიკვირდეს, რომ ღვთაებრივი ჰექტორი შუბოსანი და გამბედავი მეომარია! მუდამ გვერდში უდგას რომელიღაც
ღმერთი და დაღუპვისგან იფარავს; ახლაც გვერდს უმშვენებს არესი, მოკვდავ კაცს მიმსგავსებული. ტროელებისკენ
გქონდეთ მიქცეული სახე, მაგრამ უკან დაიხიეთ, რადგან ღმერთებთან ომს ვერ გავბედავთ.“
ასე თქვა და ტროელები ახლოს მოვიდნენ მათთან. იქ ჰექტორმა საომარი ჟინის მცოდნე ორი კაცი მოკლა, ერთ
ეტლში მდგომნი — მენესთესი და ანქიალოსი. [610] როდესაც დაეცნენ ისინი, შეებრალა ტელამონის ძეს, დიდ აიასს,
ახლოს მოვიდა, დადგა და სტყორცნა ელვარე შუბი, განგმირა ამფიოსი, სელაგოსის ძე, რომელიც პესოსში ცხოვრობდა,
დიდი ქონებისა და მრავალი მინდვრის პატრონი, მაგრამ ბედისწერამ პრიამოსისა და მისი ვაჟების მოკავშირედ
ჩამოიყვანა. ქამარში მოარტყა მას ტელამონის ძე აიასმა, ქვემო მუცელში ჩაეფლო გრძელჩრდილიანი შუბი, მძიმე ხმა
გამოსცა დაცემისას, მოირბინა სახელგანთქმულმა აიასმა, რომ აბჯარი აეყარა, მაგრამ ტროელებმა ბასრი შუბები
დააყარეს და ფარმა ბევრი მიიღო. [620] ფეხით შედგა ცხედარზე და ბრინჯაოს შუბი ამოაძრო, მაგრამ ვერ შეძლო, აეყარა
ლამაზი აბჯარი მხრებიდან, რადგან ისრები დააყარეს. შეშინდა, დაუოკებელ ტროელებს მძლავრი ალყა არ დაერტყათ,
ისინი ხომ შუბებით შეიარაღებული მრავლად და მამაცურად მოადგნენ, და, თუმცა, დიდიც იყო, მძლავრიც და
სახელოვანიც, გამოდევნეს მათ, უკან დაიხია და შედრკა.
ასე დაშვრნენ ისინი მძიმე ბრძოლაში; ხოლო ტლეპოლემოსი სახელოვანი და გოლიათი, მძლავრმა ბედისწერამ
აღძრა ღვთისდარ სარპედონთან საბრძოლველად. [630] როდესაც დაიძრნენ და ერთმანეთს მიუახლოვდნენ,
ღრუბელთშემკრები ზევსის შვილი და შვილიშვილი117, ტლეპოლემოსმა პირველმა ბრძანა სიტყვა: „სარპედონ,
ლიკიელთა მრჩეველო, რამ გაიძულა, აქ რამ ჩამოგიყვანა და აგაცახცახა ეს ომის უმეცარი კაცი?! ტყუიან, როდესაც
ამბობენ, რომ ეგისისმპყრობელი ზევსის მოდგმისა ხარ, ბევრად უფრო დაბალი ხარ, ვიდრე ზევსის შთამომავალი ჩვენი
წინა თაობის ხალხი ან, როგორიც იყოო, ამბობენ, ჰერაკლესის ძალა, მამაჩემისა, რომელიც იყო უგამბედავესი და
ულომისგულესი, [640] ის ხომ ოდესღაც აქ მოვიდა ლაომედონის ცხენებისთვის, სულ რაღაც ექვსი გემით და ცოტაოდენი
ხალხით, ილიონი დაამხო და ქუჩები დააცარიელა. შენ კი სულმოკლე ხარ და შენი ხალხიც სასიკვდილოდაა

117
ზევსის შვილი და შვილიშვილი — სარპედონი ზევსის შვილია და ჰერაკლეს ძე ტლეპოლემოსი —
შვილიშვილი.
განწირული. არ მგონია, რომ ბურჯად გამოადგე ტროელებს, ტყუილად ჩამოხვედი ლიკიიდან, უფრო ძლიერიც რომ
ყოფილიყავი, ჩემი ხელით მაინც მოგაშთობდი და ჰადესის კარიბჭეში გაგატარებდი.“
მას საპასუხოდ უთხრა სარპედონმა, ლიკიელთა წინამძღოლმა: „ტლეპოლემოს, ჰერაკლემ მართლაც დააქცია
წმინდა ილიონი ერთი კაცის, სახელოვანი ლაომედონის უგუნურების გამო, — [650] მან ხომ თავისი კეთილისმყოფელი
ბოროტი სიტყვით გაკიცხა და არ მისცა ცხენები118, რომელთა გულისთვისაც ის შორიდან იყო მოსული. შენ კი გპირდები,
აქ სიკვდილსა და შავ აღსასრულს მიიღებ ჩემგან, ჩემი შუბით განგმირული, მე სახელს მომიტან, ხოლო ცხენებით
სახელგანთქმულ ჰადესს — სულს.“
ეს ბრძანა სარპედონმა, ხოლო ტლეპოლემოსმა ზე ასწია იფნის შუბი და ერთდროულად ორი გრძელი შუბი
გამოფრინდა მათი ხელებიდან. შიგ კისერში მოარტყა სარპედონმა, მტანჯველმა შუბისპირმა უკან გააღწია და
ტლეპოლემოსის თვალები ბნელმა ღამემ დაფარა. [660] თავად ტლეპოლემოსმა კი მარცხენა თეძოში მოარტყა სარპედონს
უზარმაზარი შუბი, გამალებული შუბისპირი შეიჭრა და ძვალს მისწვდა, მაგრამ მამამ დაღუპვას გადაარჩინა.
ღვთაებრივმა მეგობრებმა ღვთისდარი სარპედონი ბრძოლას გაარიდეს, იტანჯებოდა, დიდ შუბს რომ მიათრევდა,
არავის უთქვამს და არც არავის უფიქრია, ჭრილობიდან ამოეღოთ იფნის შუბი, რომ წამომდგარიყო: ისე ჩქარობდნენ და
ერთად თავმოყრილნი საქმეს ისე აკეთებდნენ.
მეორე მხრიდან ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა ტლეპოლემოსი ბრძოლიდან გაიტანეს; ღვთაებრივმა
ოდისევსმა თვალი მოჰკრა, [670] მტკიცე სულის კაცმა და აღეძრა კეთილი გული; ორი განზრახვა გაუჯდა გულსა და
სულში: ან ხმაურიანი ზევსის ძეს დასდევნებოდა, ან მრავალი ლიკიელისთვის ამოერთვა სული. არ იყო დიდგულოვანი
ოდისევსის ხვედრი, ზევსის მძლავრი ძე განეგმირა ბასრი ბრინჯაოთი; მისი მრისხანება ათენამ ლიკიელების გუნდისკენ
მიმართა. იქ დახოცა კოირანოსი, ალასტორი, ქრომიოსი, ალკანდროსი, ალიოსი, ნოემორი, პრიტანისი და კიდევ ბევრ
ლიკიელს გამოასალმებდა სიცოცხლეს ღვთაებრივი ოდისევსი, [680] უმალ რომ არ მოეკრა თვალი მუზარადმოელვარე
ჰექტორს: წინა რიგის მებრძოლებში შეიჭრა ელვარე ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი და ძრწოლა მოჰგვარა
დანაელებს; ზევსის ძემ, სარპედონმა, გაიხარა, მომავალი რომ დაინახა და შესაბრალისი სიტყვით მიმართა: „ჰექტორ, ნუ
მისცემ ნებას დანაელებს, რომ მათს ნადავლად ვიწვე, დამიცავი! შემდეგ კი, დაე, მოვკვდე თქვენს ქალაქში, რადგან ვეღარ
დავბრუნდები ჩემს სამშობლოში, საკუთარ სახლში, მშობელ მიწაზე, რომ გავიხარო საყვარელი მეუღლითა და ჩვილი
ვაჟით.“
ასე თქვა და მისთვის არ უპასუხია მუზარადმოელვარე ჰექტორს, [690] არამედ წინ გაიჭრა, მოწადინებული, რაც
შეიძლება, სწრაფად მოეგერიებინა არგოსელები და ბევრი მათგანისთვის ამოერთვა სული. ამასობაში ღვთისდარი
სარპედონი ღვთაებრივმა მეგობრებმა დასვეს ეგისისმპყრობელი ზევსის უმშვენიერესი მუხის ქვეშ, ხოლო თეძოდან
იფნის შუბი ამოაძრო მძლავრმა პელაგონმა, რომელიც მისი საყვარელი მეგობარი იყო. სულმა დატოვა გმირი და
თვალებს დაეღვარა წყვდიადი, მაგრამ სუნთქვა დაუბრუნდა და ბორეასის დაქროლვამ დაუბრუნა სიცოცხლე
სულთმობრძავს.
არგოსელებს არესისა და ბრინჯაოსაბჯრიანი ჰექტორისთვის [700] ზურგი არ შეუქცევიათ და შავი
ხომალდებისკენ არ დაძრულან, პირისპირ დაუდგნენ საბრძოლველად, მაგრამ უკან იხევდნენ, როცა შეიტყვეს, რომ
ტროელებს არესი მოუძღოდათ. იქ კი ვინ იყო პირველი და ვინ უკანასკნელი, ვინც მოკლეს პრიამოსის ძე ჰექტორმა და
ბრინჯაოს არესმა? ღვთისდარი ტევფრასი და ცხენთა გამრეკი ორესტესი, ტრექოსი, ეტოლიელი შუბოსანი და
ოინომაოსი, ოინოფსის ძე ჰელენოსი და ჭრელქამრიანი ორესბიოსი, რომელიც ჰილეში ცხოვრობდა და დიდ სიმდიდრეს
უვლიდა კეფისისის ტბასთან და მის მახლობლად [710] მდიდარი მიწების პატრონი სხვა ბეოტიელებიც ცხოვრობდნენ.
როდესაც შეამჩნია თეთრხელებიანმა ჰერამ, რომ არგოსელებს ხოცავდნენ სასტიკ ბრძოლაში, იმავწამს ათენას მიმართა
ფრთოსანი სიტყვით: „ო, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო ატრიტონე, ამაოდ მიგვიცია პირობის სიტყვა
მენელაოსისთვის, რომ კეთილგალავნიან ილიონს დააქცევდა და შინ დაბრუნდებოდა, თუ ასე შევარჩენთ მძვინვარებას
დამღუპველ არესს. მოდი, ჩვენც გავიხსენოთ ჩვენი დაუოკებელი სიმამაცე!“
ასე ბრძანა და დაემორჩილა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა. [720] მაშინ მიუახლოვდა შუბლზე ოქროს
ბაფთით შემოსილ ცხენებს ჰერა, დიდებული ქალღმერთი, დიდი კრონოსის ასული. ჰებემ სწრაფად მიამაგრა ეტლს
ბრინჯაოს მოხრილი რვასოლიანი თვლები რკინის ღერძის ორივე მხარეს. თვლებს უჭკნობი ოქროს ფესოები ედოთ,
ზემოდან კი ბრინჯაოს ფენა ამშვენებდათ — საოცარი სანახავი იყო! ვერცხლის მორგვები ბრუნავდა ორივე მხარეს;
თავად ეტლი კი იყო ოქროსა და ვერცხლის ღვედებით დაწნული და ორი ფერსო ბრუნავდა; ძარიდან გამოდიოდა

არ მისცა ცხენები — ტროის მეფე ლაომედონმა, პრიამოსის მამამ, უარი თქვა, გადაეხადა პოსეიდონისა და
118

აპოლონისთვისთვის ილიონის ირგვლივ გალავნის აგების საზღაური; განრისხებულმა პოსეიდონმა ტროას ურჩხული
მოუვლინა, რომლისთვისაც ლაომედონის ასული, ჰესიონე უნდა შეეწირათ. ჰერაკლესმა იკისრა ქალიშვილის
გადარჩენა, მაგრამ სანაცვლოდ ტროსის სახელგანთქმული ცხენები მოითხოვა. როდესაც გმირმა მოკლა ურჩხული და
დაპირებული ჯილდოსთვის მოვიდა, ლაომედონმა იგი ხელცარიელი გააძევა. რამდენიმე წლის წემდეგ ჰერაკლესი
დაბრუნდა, აიღო ტროა, ამოხოცა ლაომედონი და მისი შვილები, უმცროსის, პრიამოსის, გარდა, რომელიც ჰესიონემ
გამოისყიდა. მას შემდეგ ეწოდება ლაომედონის უმცროს შვილს პრიამოსი ანუ „ნაყიდი“.
ვერცხლის ხელნა, მას ბოლოში [730] ჰებემ მიამაგრა ლამაზი, ოქროს უღელი, გადაავლო ლამაზი ოქროს თასმები,
უღელში შეაბა სიძულვილსა და ბრძოლას მოწყურებულმა ჰერამ ფეხმარდი ცხენები.
ამასობაში ეგისისმპყრობელი ზევსის ასულმა ათენამ მოხატული პეპლოსი გაიხადა და იგი დაეცა მამისეული
სამყოფლის იატაკზე; ეს კაბა თავად შექმნა, საკუთარი ორი ხელით. შემდეგ მან ჩაიცვა ღრუბელთშემკრები ზევსის
ქიტონი და საბრძოლო აბჯარი აისხა ცრემლის მომგვრელი ომისთვის. ორივე მხარზე გადაიკიდა საშინელი ფოჩიანი
ფარი, რომელზეც გამოსახული იყო ძრწოლა, [740] განხეთქილება, ბრძოლა და მძლავრი დევნა; იქვე იყო საშინელი
ურჩხულის, გორგოს119 თავი, საზარელი და მრისხანე, ეგისისმპყრობელი ზევსის მომასწავებელი ნიშანი. თავზე
დაიხურა ოქროს ორჯიღიანი და ოთხბუდიანი მუზარადი, ასი ქალაქის მებრძოლთაგან ნაჭედი. მოელვარე ეტლზე
შედგა ფეხი, აღიჭურვა მძიმე, დიდი, სქელი შუბით, მებრძოლ გმირთა იმ რაზმების მუსრის გამვლები, რომლებიც
მძლავრი მამის ასულს განარისხებდნენ. ჰერამ მათრახი სწრაფად გადაჰკრა ცხენებს; თავისით გაიჟღრიალა ზეცის
კარიბჭემ, რომელიც ჰორებს120 უპყრიათ, [750] მათ მიბარებული აქვთ დიდი ზეცა და ოლიმპოსი, რომ გააღონ სქელი
ღრუბელი ან დაახშონ ისევ. მათი გავლით გაიყვანეს ქალღმერთებმა მათრახგადაკრული ცხენები და იპოვეს კრონოსის
ძე, სხვა ღმერთების გარეშე, მჯდომი მრავალთხემიანი ოლიმპოსის უმაღლეს მწვერვალზე. აქ ცხენები გააჩერა
თეთრხელებიანმა ჰერამ, უზენაეს ზევსს, კრონოსის ძეს ჰკითხა და უთხრა: „მამა ზევსო, არ განრისხდი, არესმა ეს
სასტიკი ამბები რომ ჩაიდინა, ამდენი და ასეთი აქაველი მეომარი რომ ამოხოცა დაუფიქრებლად, წესების
საწინააღმდეგოდ ჩემდა ჭირად, მშვიდად რომ [760] ტკბებიან ამით კვიპროსის დედოფალი და ვერცხლისმშვილდიანი
აპოლონი, მიშვებული რომ ჰყავთ ეს უგუნური, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სამართლიანობაზე?! მამა ზევსო,
გამიბრაზდები, თუკი მე არესს მძიმედ დავარტყამ და ბრძოლიდან გამოვათრევ?!“
მას მიუბრუნდა და ბრძანა ღრუბელთა შემკრებმა ზევსმა: „მიდი ახლა და აღძარი ათენა, ნადავლზე მონადირე,
რომელსაც ყველაზე უფრო სჩვევია მისთვის ტკივილის მიყენება.“
ასე ბრძანა და მას დაემორჩილა თეთრხელებიანი ქალღმერთი ჰერა, მათრახი გადაჰკრა ცხენებს და ისინიც
ხალისით გაფრინდნენ მიწასა და ვარსკვლავიან ზეცას შორის. [770] რამოდენა სივრცესაც მოიცავს მაღალ ბორცვზე
მჯდომი ადამიანი საკუთარი თვალებით, როდესაც ღვინისფერ ზღვას გაჰყურებს, იმოდენა სივრცეს ფარავდნენ ერთი
ნახტომით ღმერთების მოგრიალე ცხენები. და ახლა ისინი მიადგნენ ტროას, სადაც ორი მდინარე მიედინება და
ერთმანეთს ერწყმის სიმოისისა და სკამანდროსის ნაკადები, იქ ცხენები გააჩერა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ,
გამოხსნა ეტლიდან და სქელი ნისლით დაფარა, ხოლო სიმოისმა ამბროსია აღმოუცენა საკვებად. ორი ქალღმერთი კი
გაუბედავი მტრედებივით პატარა ნაბიჯებით გაემართა არგოსელებისაკენ, მათს დახმარებას მოწყურებულნი.
[780] და როდესაც იქ მივიდნენ, სადაც მრავალი საუკეთესო ვაჟკაცი იდგა ცხენთამხედნელი დიომედესის
ირგვლივ უმი ხორცის მჭამელი ლომებივით ან გარეული ტახებივით, რომელთაც არასოდეს აკლდებათ ძალა, იქ დადგა
თეთრხელება ქალღმერთი ჰერა სპილენძისხმიან დიდგულოვან სტენტორს დაემსგავსა და იმოდენა ხმით შესძახა, რაც
სხვა ორმოცდაათს თუ ექნებოდა: „სირცხვილი თქვენ, არგოსელებო, იერით ბრწყინვალენო და სინამდვილეში
საზიზღარნო! სანამ ომში იბრძოდა ღვთაებრივი აქილევსი, მაშინ ტროელები ვერ ბედავდნენ დარდანული კარიბჭიდან
გამოსვლას, [790] რადგან ყველას აშინებდა მისი მძიმე შუბი, ახლა კი ქალაქიდან შორს, ღრმამუცლიან ხომალდებთან
იბრძვიან!“
ასე თქვა და თითოეულს სული შთაბერა და ყველა მრისხანებით აღაგზნო. ტიდევსის ძეს მიეჭრა
თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა, იპოვა მეფე ცხენებთან და ეტლთან მდგარი, ჭრილობას იგრილებდა, რომელიც
პანდაროსმა მიაყენა ისრით. ოფლი სდიოდა ფართო ღვედის ქვეშ, რომელსაც მრგვალი ფარი ეჭირა, ოფლი ასველებდა
და ხელი ეღლებოდა, მაგრამ ღვედს ატარებდა და ღრუბელივით შავი სისხლი სდიოდა.
ცხენების უღელს ჩაავლო ხელი ქალღმერთმა და ბრძანა: [800] „მართლაცდა, შვილი ნაკლებად დამსგავსებია
ტიდევსს; ტიდევსი პატარა იყო ტანად, მაგრამ ის მეომარი იყო. მაშინაც კი, როდესაც ნება არ დავრთე, ეომა და წინ
გაჭრილიყო, მაინც წავიდა, აქაველთა გარეშე, მაცნედ თებეში აურაცხელ კადმოსიანთან. მე მას ვუბრძანე, მშვიდად
ენადიმა სასახლეში, მაგრამ მას მძლავრი სული არ ასვენებდა, როგორც ყოველთვის, — კადმოსიანთა ყმაწვილები
გამოიწვია და ყველა იოლად დაამარცხა, რადგან მეც მხარში ვედექი. ახლა გვერდით შენ გიდგავარ, შენ გიცავ [810] და
მოგიწოდებ, მტკიცედ შეებრძოლო ტროელებს, მაგრამ ან დაღლამ დაგიძაბუნა სხეული, ან ლაჩრული შიში მოგერია,
აღარ ხარ ბრძენი ოინევსის ძის, ტიდევსის ნაშიერი!“
მას უპასუხა და ბრძანა მძლავრმა დიომედესმა: „გიცანი, ქალღმერთო, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო.
გულწრფელად გეტყვი სათქმელს და არაფერს დაგიმალავ. არც ლაჩრულ შიშს შევუპყრივარ და არც ქანცი გამწყვეტია,
მაგრამ მახსოვს, რაც შენ თვითონ მიბრძანე, როდესაც ნება არ დამრთე, სხვა ნეტარი ღმერთების წინააღმდეგ მებრძოლა,
[820] გარდა ზევსის ასული აფროდიტესი, თუკი ის ჩაერთვებოდა ომში, შემეძლო დამეჭრა ბასრი ბრინჯაოთი. ახლა

119
გორგო — გველისთიანი ურჩხული, ზღვის ღმერთ ფორკისისა და მისი დის, კეტოს, ასული. გადმოცემის
მიხედვით, სამნი ყოფილან, თუმცა ჰომეროსი იცნობს მხოლოდ ერთ მათგანს, მედუსა გორგოს.
120
ჰორები — წელიწადის დროთა ქალღმერთები, ზევსისა და ფემისის ასულები, ოლიმპოსის მცველები,
რომლებიც აღებდნენ და ხურავდნენ მის ღრუბლოვან კარიბჭეს.
სწორედ ამის გამო დავიხიე უკან და სხვა აქაველებსაც ვუბრძანე, აქ მოგვეყარა თავი ყველას, რადგან გავიგე, რომ
ბრძოლას არესი ხელმძღვანელობდა.“
მას მიუბრუნდა მაშინ თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა: „ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის
გამხარებელო, მეტად ნუღარ შეგაშინებს ნურც არესი და ნურც რომელიმე სხვა უკვდავთაგანი, რადგან მე გყავარ
მფარველად. მიდი, პირველად სწორედ არესზე მიუშვი მუხლადი ცხენები, [830] ახლოს მიდი და თავს დაეცი, არ
შეუშინდე დაუოკებელ არესს, ეგ მძვინვარე ბოროტმოქმედი, პირის გამტეხი, ვინც ჯერ მე და ჰერას გვპირდებოდა და
გვეუბნებოდა, ტროელებს შევებრძოლები და არგოსელებს ამოვუდგები მხარშიო, ახლა კი ტროელებისთვის იბრძვის,
საკუთარი სიტყვა კი დაივიწყა.“
ასე ბრძანა და სთენელოსი ჩამოსვა ეტლიდან მიწაზე, ხელით შეეხო ისევ და ისიც სწრაფად ჩამოხტა. ავიდა
ეტლზე და ღვთაებრივ დიომედესს დაუდგა გვერდით განრისხებული ქალღმერთი, სიმძიმისაგან მძიმე ხმა გამოსცა
მუხის ღერძმა, როდესაც მიიღო სასტიკი ქალღმერთი და საუკეთესო ვაჟკაცი. [840] ხელში ჩაიგდო მათრახი და სადავეები
ათენა პალასმა და პირველად სწორედ არესისკენ წარმართა მუხლადი ცხენები. ამ დროს არესი ბუმბერაზ პერიფასს
ჰყრიდა საჭურველს, ეტოლიელთაგან საუკეთესო ოქესიოსის ბრწყინვალე ვაჟს. მას ძარცვავდა სისხლისმსმელი არესი,
ხოლო ათენამ ჰადესის მუზარადი121 დაიხურა, რომ არ დაენახა მძლავრ არესს.
როდესაც მოკვდავთმმუსვრელმა არესმა დაინახა ღვთაებრივი დიომედესი, დატოვა ბუმბერაზი პერიფასი იქ,
სადაც იწვა, თუმცა მანამდე მოკლა და სულიც ამოართვა, დაიძრა პირდაპირ ცხენთამხედნელი დიომედესისკენ. [850]
ახლა ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა არესმა შეუტია ცხენების უღლისა და სადავის ზემოდან ბრინჯაოს
შუბით, ეწადა, სული ამოერთვა, მაგრამ ხელი შეახო შუბს თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ და ააცილა იგი ეტლს
და დარტყმა უსარგებლოდ აქცია. მეორედ უკვე საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი დიომედესი მისწვდა მტერს ბრინჯაოს
შუბით, ხოლო პალასმა ათენამ წარმართა ბოქვენის სიღრმისკენ, სადაც ღმერთს საბრძოლო სარტყელი ერტყა. იქ
მოარტყა, გაუფლითა მშვენიერი ხორცი, უკან ამოგლიჯა შუბი ისევ, ხოლო ბრინჯაოს არესმა დაიღრიალა იმოდენა ხმით,
[860] რამოდენათიც ცხრა ათასი ან ათი ათასი მეომარი დაიღრიალებდა მძვინვარე ბრძოლაში შესვლისას. შიშისგან
კანკალი დააწყებინა აქაველებსაც და ტროელებსაც, ისე იღრიალა ომით გაუმაძღარმა არესმა.
როგორც მუქი სვეტი, რომელიც ღრუბლისგან წარმოიშვება და ტრიალებს ცხელი დღის შემდეგ, როცა
ქარიშხალი ამოვარდება, ასევე მოეჩვენა ტიდევსის ძე დიომედესს ბრინჯაოს არესი, რომელიც ღრუბლებთან ერთად
აიჭრა ფართო ცაში. მალე მიაღწია ღმერთების სამყოფელს ციცაბო ოლიმპოსზე, ჩამოჯდა კრონოსის ძე ზევსის გვერდით
მჭმუნვარე სულით, [870] აჩვენა უკვდავი სისხლი, რომელიც ჭრილობიდან სდიოდა და დამწუხრებულმა ფრთოსანი
სიტყვით მიმართა:
„მამა ზევსო, არ მრისხანებ, ამ ძალადობის საქმეს რომ უყურებ? მუდამ შემზარავ ტკივილს ვაყენებთ ღმერთები
ერთმანეთს ადამიანებისთვის სიხარულის მოსატანად. შენ გემართლებით ყველა, რადგან შენ შვი უგუნური ასული,
დამღუპველი, რომელიც მუდამ უკეთურ საქმეებზე ფიქრობს. ყველა სხვა ღმერთი, ვინც კი ვართ ოლიმპოსზე, შენი
მორჩილი და დამჯერი ვართ თითოეული. მხოლოდ ამ ერთს ვერასოდეს ვერ აოკებ ვერც სიტყვით და ვერც საქმით, [880]
პირიქით, დაბადებიდანვე მიშვებული გყავს ეს დამღუპველი ბავშვი. ახლა ტიდევსის ვაჟს, თავხედ დიომედესს
მოუწოდა, რისხვა თავს დაეტეხა უკვდავი ღმერთებისთვის. ჯერ კვიპროსის დედოფალი დაჭრა მაჯაში პირისპირ
ბრძოლისას, შემდეგ მე დამეცა თავს, დემონს მიმსგავსებული, მაგრამ მე გამოვექეცი სწრაფი ფეხებით, თორემ დიდხანს
მომიწევდა გდება და ტანჯვა საზარელი მკვდრების გარემოცვაში ან ცოცხლად, მაგრამ უძლურად დარჩენილს უნდა
ამეტანა ბრინჯაოს დარტყმები!“
მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „რას მომიჯექი, პირისგამტეხო და რას
წუწუნებ? [890] ყველა ოლიმპოსელ ღმერთზე მეტად შენ მძულხარ, რადგან მუდამ მხოლოდ განხეთქილება, ომები და
ბრძოლები გიზიდავს. დედაშენის, აუტანელი და ჯიუტი ჰერას სული მოგდევს, რომელსაც მე თვითონაც ძლივს
ვარჯულებ სიტყვებით. ასე მგონია, ახლაც დედაშენის ხრიკების გამო იტანჯები; მაგრამ მეტად ვეღარ ავიტან, რომ შენს
ტკივილს ვუყურო, რადგან ჩემი ნაშიერი ხარ, დედაშენს შენ ჩემგან ჩაესახე. სხვა ღმერთისგან რომ დაბადებულიყავი და
ასე დამღუპველი რომ ყოფილიყავი, ურანოსის შვილებსაც122 კი შენზე მაღლა დააყენებდნენ.“
ასე თქვა და პაიანს უბრძანა, განეკურნა. [900] ჭრილობას პაიანმა მალამო დაადო ტკივილის დასაამებლად და
მოარჩინა, რადგან არ იყო მოკვდავად დაბადებული. როგორც ლეღვის ხის წვენით თეთრი რძე შედედდება და სწრაფი
მორევით სითხე შესქელდება, სწორედ ასეთი სისწრაფით განიკურნა დაუოკებელი არესი. ჰებემ განბანა და
უმშვენიერესი სამოსი ჩააცვა. კრონოსის ძის, ზევსის გვერდით დაბრძანდა, ამ პატივით გაამაყებული.
ამასობაში დიადი ზევსის სასახლეში დაბრუნდნენ არგოსელი ჰერა და მფარველი ათენა, მას შემდეგ, რაც
შეაწყვეტინეს კაცთამმუსვრელ არესს თავისი დამღუპველი შრომა.

121
ჰადესის მუზარადი — ბერძნული მითოლოგიის „უჩინმაჩინის ქუდი“; ჰადესის სახელი „უხილავს“ ნიშნავს.
122
ურანოსის შვილები — ურანოსისა და გაიას ანუ ზეცისა და მიწის შვილები — ტიტანები, რომლებიც ზევსის
წინააღმდეგ აჯანყდნენ თავისი ძმის, კრონოსის, დასაცავად. ზევსმა დაამარცხა ტიტანები და ტარტაროსში დაამწყვდია,
დედამიწის პირქუშ სიღრმეებში.
მეექვსე სიმღერა

ჰექტ ო რ ი სა დ ა ან დ რ ო მ ა ქე ს შეხ ვედ რ ა

მარტონი დარჩნენ ტროელები, აქაველები და მათი საშინელი საბრძოლო ყიჟინა: აქა-იქ ველზე კიდევ
ბევრმა შეტაკებამ იფეთქა, ერთმანეთს თავს დაესხნენ მეტოქეები ბრინჯაოს შუბებით, სიმოეისისა და
ქსანთოსის ნაკადებს შორის. პირველმა აიას ტელამონის ძემ, აქაველთა ბურჯმა, გაარღვია ტროელთა რაზმები
და იმედი მოუტანა მეგობრებს, დაამხო კაცი, ვინც კი საუკეთესო შობილა თრაკიელებში, — დიდი და
მძლავრი აკამასი, ევსოროსის ძე. ცხენისძუიანი მუზარადის კოპში ჩასცა შუბი [10] და შუბლი შეულეწა,
ძვალში შეაღწია ბრინჯაოს ბუნიკმა და წყვდიადმა მოიცვა თვალები. აქსილოსს მისწვდა საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატი დიომედესი, ტევთრასის ძეს, რომელიც სახლობდა კეთილად ნაგებ არისბეში, მდიდრულად
ცხოვრობდა და ხალხთან მეგობრობდა. გზისპირას ცხოვრობდა და ყველა სტუმარს ხელგაშლილად
მასპინძლობდა; მაგრამ არც ერთი მათგანი იქ არ იყო, როდესაც მტერს წააწყდა და ვერავინ იხსნა
განსაცდელისგან: ორივეს ამოჰხადა სული დიომედესმა, მასაც და კალესიოსსაც, მის მეეტლეს და ერთად
ჩავიდნენ მიწაში.
[20] ევრიალოსმა შეიწირა დრესოსი და ოფელტიოსი და გაეშურა აისეპოსისა და პედასოსისკენ,
რომლებიც ოდესღაც მდინარის ნიმფა აბარბარემ უშვა უმწიკვლო ბუკოლიონს. ბუკოლიონი კი იყო
დიდებული ლაომედონის ვაჟი, ყველაზე უფროსი, რომელიც დედამ ფარულად შვა. ფარას მწყემსავდა,
სიყვარულით დაუწვა ნიმფა, მუცლად იღო მისგან და ორი ტყუპი ვაჟი უშვა. და მათ სულიც ამოხადა,
სხეულიც დაულეწა და აბჯარიც ააცალა მხრებიდან მეკისტევსის ძემ.
ასტიალოსი კი მოკლა ბრძოლაში უკანდაუხეველმა პოლიპოიტესმა, [30] პერკოტელი პიდიტესი
ოდისევსმა განგმირა ბრინჯაოს შუბით, ტევკროსმა კი — ღვთაებრივი არეტაონი. ნესტორის ძე ანტილოქოსმა
ელვარე შუბით დასცა აბლეროსი, ხოლო ელატოსი — ხალხთა ბელადმა აგამემნონმა; იგი ცხოვრობდა
წყალუხვი სატნიოეისის ნაპირზე, მაღალ პედასოსში. გაქცეული ფილაკოსი დაიჭირა გმირმა ლეიტოსმა,
ხოლო ევრიპილოსმა ბოლო მოუღო მელანთიოსს.
შემდეგ ადრასტოსი საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა ცოცხლად დაიჭირა; რადგან
დაფეთებული ცხენები მინდვრად გაიჭრნენ, იალღუნის რტოს წამოედნენ [40] და დალეწეს მოხრილი ეტლის
ხელნა, თავად კი გაჭენდნენ ქალაქისკენ, როგორც სხვა დაფეთებულები გარბოდნენ, თავად კი გადმოვარდა
ეტლიდან, ბორბალთან პირქვე ჩავარდა მტვერში და იმავწამს თავზე დაადგა ატრევსის ძე მენელაოსი
გრძელჩრდილიანი შუბით ხელში. ადრასტოსი უმალვე მუხლებზე მოეხვია და შეევედრა: „მაჩუქე სიცოცხლე,
ატრევსის ვაჟო, და ღირსეული გამოსასყიდი მიიღე. მდიდარი მამაჩემის სახლში დიდი საგანძური დევს:
ბრინჯაო, ოქრო თუ კარგად დამუშავებული რკინა, არ დაგამადლიდა მამაჩემი უზომო გამოსასყიდს, [50]
თუკი გაიგებდა, რომ ცოცხალი ვარ აქაველთა ხომალდებთან.“
ეს თქვა და შეძრა მენელაოსის მკერდში სული და იგი უკვე აპირებდა, მსახურისთვის ჩაებარებინა, რომ
აქაველთა სწრაფ ხომალდებთან წაეყვანა, როდესაც აგამემნონი მოიჭრა სირბილით და მრისხანედ დაუყვირა:
„გულჩვილო მენელაოს, რას ეფერები ამ კაცს?! კარგად მოგექცნენ საკუთარ სახლში ტროელები?! ვერავინ
გაექცევა ჩვენი ხელიდან უტყუარ დაღუპვას, დედის მუცელში რომ ბავშვია, ისიც კი! ვერავინ გაიქცეს, ერთად
[60] დაიღუპოს ყველა ილიონელი, დაუმარხავად და უპატრონოდ!“
ასე თქვა და სამართლიანი სიტყვით გმირმა ძმას განზრახვა შეაცვლევინა და მანაც ხელი ჰკრა
ადრასტოსს, ხოლო მეუფე აგამემნონმა ბოქვენში ჩასცა შუბი, იგი დაეცა, ხოლო ატრევსის ძე ფეხით შესდგა
და მკერდიდან ამოგლიჯა იფნის შუბი.
ამასობაში ნესტორმა მაღალი ხმით მოუხმო არგოსელებს: „მეგობრებო, დანაელო გმირებო, არესის
მსახურნო! მოკლულების აბჯრის ასაყრელად ჯერ უკნიდან არავინ წამოიწიოს, რომ ხომალდებისკენ
გააქანოს ყველაფერი, [70] არა, ჯერ დავხოცოთ ხალხი, მერე კი წყნარად შეგეძლებათ აჰყაროთ აბჯარი
მოკლულებს.“
ასე თქვა და აღიძრა თითოეული ძალითა და ვაჟკაცობით. მაშინ არესის რჩეულ აქაველებს ილიონში
შეასწრებდნენ შიშით დათრგუნვილი ტროელები, რომ არ წამომდგარიყო და ენეასისა და ჰექტორისათვის არ
მიემართა პრიამოსის ძე ჰელენოსს, საუკეთესო ფრინველთმისანს: „ენეას და ჰექტორ, თქვენ გეკისრებათ
უმთავრესად ზრუნვა ტროელებსა და ლიკიელებზე, რადგან საუკეთესონი ხართ ბრძოლისა და ბჭობის ყველა
საქმეში, [80] აქ დადექით, ყოველი მხრიდან თავი მოუყარეთ და კარიბჭეებთან დააკავეთ ხალხი, რომ არ
გაგექცეთ, ცოლებს არ ჩაუვარდნენ ხელებში და მტერი არ გაახარონ; ხოლო როდესაც ყველა რაზმს აღძრავთ
საომრად, ჩვენ დანაელებს შევებრძოლებით აქ დარჩენილები, თუნდაც ძალიან გაგვიჭირდეს, აუცილებლობა
გვაიძულებს. შენ კი, ჰექტორ, ქალაქს მიაშურე და დედაჩვენს უთხარი, თავი მოუყაროს ასაკოვან ქალებს
ქალაქის ციხესიმაგრეში თვალსხივოსანი ათენას ტაძართან, გახსნას გასაღებით წმინდა სახლის კარი [90] და
პეპლოსი, რომელიც ყველაზე უფრო მომხიბვლელად და დიდად მიაჩნია, რაც კი სახლში აქვს და რომელიც
ყველაზე მეტად უყვარს, დაუდოს მუხლებზე ლამაზკულულებიან ათენას, შეჰპირდეს თორმეტი
ერთწლიანი, სახრედაურტყმელი უშობლის შეწირვას ტაძარში, თუკი შეიბრალებს ტროელების ქალაქს,
ცოლებსა და ჩვილ ბავშვებს. მას შეუძლია, მოაშოროს წმინდა ილიონს ტიდევსის ვაჟი, ველური შუბოსანი,
შიშის მთესველი, ყველაზე ძლიერად აქაველებში სწორედ ის მიმაჩნია. ასე არ შეგვშინებია აქილევსისაც კი,
ხალხთა წინამძღოლისა, [100] რომელზეც ამბობენ, ქალღმერთის შობილიაო; მაგრამ ეს უფრო მეტად
მძვინვარებს, ვერც ვერავინ შეეჯიბრება ვაჟკაცობაში.“
ასე თქვა და ჰექტორმა დაუჯერა ძმას. იმავწამს ეტლიდან შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე, ორი ბასრი
შუბის რხევით დაუარა მთელ ლაშქარს, ბრძოლისთვის აღძრა და გამოაღვიძა საომარი გრიალი. მათაც ყიჟინა
დასცეს და აქაველებს პირისპირ დაუდგნენ. არგოსელებმა უკან დაიხიეს, შეწყვიტეს მკვლელობა, თქვეს,
ეტყობა, ვარსკვლავიანი ციდან რომელიღაც უკვდავი ჩამოვიდა ტროელების დასახმარებლად, ისე
გამოცოცხლდენო.
[110] ჰექტორმა კი დიდი ხმით შესძახა ტროელებს: „მამაცო ტროელებო და სახელგანთქმულო
მოკავშირეებო, ჩემო საყვარელო ხალხო, გაიხსენეთ დაუოკებელი სიმამაცე, სანამ წავალ ილიონში და იქ
უხუცეს მრჩევლებსა და ჩვენს მეუღლეებს ვეტყვი, რომ ღმერთებზე ილოცონ და მათ ჰეკატომბეს
შეჰპირდნენ.“
ეს თქვა და წავიდა მუზარადმოელვარე ჰექტორი. ორივე მხრიდან კოჭსა და კისერზე სცემდა
ბუნიკიანი ფარის გარეთა ფერსოს შავი ტყავის ბოლოები.
გლავკოსი, ჰიპოლოქოსის ძე და ტიდევსის ძე [120] ერთმანეთს შეხვდნენ ლაშქრებს შორის სივრცეში;
ორივე აღძრული იყო ბრძოლისთვის. როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა ბრძანა საბრძოლო
ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „ვინ ხარ, ვაჟკაცო, მოკვდავ ადამიანთა შორის? მე ხომ ჯერ არ მინახიხარ
სახელის მოსახვეჭ ბრძოლაში დღემდე, მაგრამ ახლა ყველასთვის გაგისწრია გამბედაობით, რაკი არ
გაურბიხარ ჩემს გრძელჩრდილიან შუბს. უბედურები არიან ისინი, ვისი შვილებიც ჩემს მძვინვარებას
გადააწყდებიან; მაგრამ თუ უკვდავთაგანი ხარ ვინმე და ციდან ხარ ჩამოსული, მე არ შევებრძოლებოდი
ზეციურ ღმერთებს, [130] რადგან დრიასის ვაჟს, მძლავრ ლიკურგოსს დიდხანს არ უცოცხლია მას შემდეგ, რაც
ზეციურ ღმერთებს შეერკინა. იგი ოდესღაც, გაშმაგებული, დიონისოსის123 ძიძებს დაედევნა უწმინდეს
ნისაზე, იმათაც ყველას ბაკქოსის ნივთები მიწაზე დაუცვივდათ კაცისმკვლელი ლიკურგოსის სახრეთი
გარეკილებს: შეძრწუნებულმა დიონისოსმა ზღვის ტალღას მისცა თავი, თეტისმა ჩაიკრა უბეში შეშინებული,
რადგან ძლიერ აცახცახებდა კაცის ღრიალი. მაშინ უდარდელად მცხოვრები ღმერთები განურისხდნენ
ლიკურგოსს და კრონოსის ძემ დააბრმავა იგი. და ამის შემდეგ დიდხანს არ უცოცხლია, [140] რადგან ყველა
უკვდავ ღმერთს სძულდა იგი. ასე რომ, ნეტარ ღმერთებთან ომი არ მინდა, მაგრამ თუ ვინმე მოკვდავი ხარ და
მიწის ნაყოფს ჭამ, ახლოს მოდი, რომ სწრაფად გაგაგზავნო დაღუპვის პირას.“
მას უმალ უპასუხა ჰიპოლოქოსის ბრწყინვალე ვაჟმა: ტიდევსის დიდგულოვანო ძეო, რატომ
მეკითხები მოდგმაზე? როგორიცაა ფოთოლთა მოდგმა, ისეთივეა ადამიანებისაც. ქარი გაიფენს ფოთლებს
მიწაზე, მაგრამ ტყე ისევ შეიფოთლება, როგორც კი გაზაფხულის დრო მოვა. ასე იბადება კაცთა ახალი თაობაც
და ძველი კვდება. [150] თუკი გსურს, გეტყვი, რომ კარგად გაიგო ჩვენი მოდგმის ამბავი, თუმცა ეს ბევრმა
ისედაც იცის; საძოვარმრავალი არგოსის მყუდრო ადგილას არის ქალაქი ეფირა; იქ ცხოვრობდა სისიფოსი,
კაცთაგან ყველაზე საზრიანი, სისიფოსი, ეოლოსის ძე, რომელმაც შვა ვაჟი გლავკოსი, ხოლო გლავკოსმა შვა
სახელოვანი ბელეროფონტესი, რომელსაც ღმერთებმა უბოძეს სილამაზე და მომაჯადოებელი სიმამაცე;
მაგრამ პროიტოსმა სიავე ჩაიდო გულში, და თავისი მიწიდან გააძევა, — ბევრად უფრო მძლავრი იყო არგოსში,
რადგან ზევსმა თავისი კვერთხით გაამარჯვებინა.

დიონისოსი — ყველაზე უმცროსი ოლიმპიელ ღმერთთაგან, მცენარეთა, ვენახის, ღვინის, შთაგონებისა და


123

რელიგიური ექსტაზის ღმერთი.


[160] პროიტოსის მეუღლე, ღვთაებრივი ანტეია აღიძრა ბელეროფონტესისადმი ვნებით და
მოინდომა, საიდუმლოდ გაეზიარებინა სარეცელი, მაგრამ ვერ აცდუნა პატიოსანი ვაჟკაცი. მაშინ სიცრუეს
მიმართა ქალმა და მეფე პროიტოსს უთხრა: „მოკვდი, პროიტოს, ან მოკალი ბელეროფონტესი, რომელმაც ჩემი
ძალადობით დაუფლება განიზრახა.“
ასე თქვა და ამის გამგონე მბრძანებელი რისხვამ შეიპყრო, მაგრამ მოკვლას მოერიდა, რადგან გული
ეთანაღრებოდა; ლიკიაში გაგზავნა და სასიკვდილო ნიშნები გაატანა, დასაკეც ფირფიტაზე დაწერა ბევრი
საშინელი ნიშანი და უთხრა, [170] მისი ეს ფირფიტა სიმამრისთვის ეჩვენებინა, რომ ასე დაეღუპა. ისიც წავიდა
ლიკიაში ღმერთების ბრწყინვალე ამალის თანხლებით. როდესაც მიადგა ლიკიასა და ქსანთოსის ნაკადს,
დიდი პატივით მიიღო ვრცელი ლიკიის მბრძანებელმა. ცხრა დღე მასპინძლობდა და ცხრა ხარი დაუკლა,
მაგრამ როდესაც მეათე დღეს გამოჩნდა ვარდისფერთითებიანი ეოსი, გამოჰკითხა და სთხოვა, ეჩვენებინა
ნიშნები, რომლებიც სიძემ, პროიტოსმა გამოატანა; ხოლო როდესაც სტუმარმა გადასცა სიძის ცუდი ნიშანი,
ჯერ გააგზავნა და უბრძანა, მოეკლა უძლეველი ქიმერა, [180] რომელიც ღმერთების მოდგმისა იყო და არა
ადამიანებისა. წინიდან ლომი, უკნიდან დრაკონი, შუაში კი თხა, სუნთქავდა საზარელი მწველი ცეცხლის
ალით; იგი მოკლა ღმერთების ნიშნებს მინდობილმა. მეორედ სახელგანთქმულ სოლიმებს შეებრძოლა. ასე
თქვა, კაცებთან ამაზე უფრო მძიმე ბრძოლაში არც შევსულვარო; მესამედ კი დახოცა კაცისმაგვარი
ამორძალები. უკან მობრუნებულს ახალი სასიკვდილო მახე დაუგო მეფემ: ვრცელი ლიკიის საუკეთესო
ვაჟკაცები ჩაუსაფრა, მაგრამ ისინი შინ ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ, [190] რადგან ყველა დახოცა უზადო
ბელეროფონტესმა. მაშინ კი მიხვდა მეფე, რომ იგი სახელოვანი ღვთაებრივი წარმომავლობისა იყო, თავისთან
დაიტოვა, ქალიშვილის ხელს შეჰპირდა და მთელი სამეფო პატივის ნახევარი უბოძა. და ლიკიელებმა
გამოუყვეს მას მიწის ნაკვეთი, რომელიც ყველას აღემატებოდა, საუკეთესო მიწა ბაღებისა და
საძოვრებისათვის. მეუღლემ სამი შვილი უშვა მამაც ბელეროფონტესს: ისანდროსი, ჰიპოლოქოსი და
ლაოდამეია. ლაოდამეიას შეერთო ბრძენი ზევსი და მანაც შვა ბრინჯაოსსმუზარადიანი ღვთისდარი
სარპედონი; [200] მაგრამ შემდგომში ბელეროფონტესიც საძულველი გახდა ყველა ღმერთისათვის124, იგი
მარტო დახეტიალობდა ალეიოსის ველზე, სულიერად იტანჯებოდა და გაურბოდა ადამიანთა ნაკვალევს.
ომით გაუმაძღარმა არესმა ვაჟი ისანდროსი მოუკლა სახელგანთქმულ სოლიმებთან ბრძოლაში, ხოლო ოქროს
სადავეებიანმა განრისხებულმა არტემისმა ქალიშვილი მოუსპო. ჰიპოლოქოსმა კი მე მშვა და ვამაყობ, რომ
მისგან ვიშვი, მან გამომგზავნა ტროაში და დამავალა, ვყოფილიყავი ყველაზე უკეთესი და მამაცი, არ
შემერცხვინა წინაპართა მოდგმა — [210] უდიდესი ხალხი ეფირესა და ვრცელ ლიკიაში. ასეთია ჩემი
წარმომავლობა და ამ სისხლით ვამაყობ მე.“
ასე თქვა და გაიხარა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა. შუბი ჩაარჭო მრავალთა
გამომკვებ მიწაში და ტკბილი სიტყვით მიმართა ხალხთა მწყემსს: „ჩვენი მამების დროინდელი სტუმარი125
ყოფილხარ ჩემთვის! ოდესღაც ღვთაებრივი ოინევსი ხომ სახელგანთქმულ ბელეროფონტესს თავის
სასახლეში ოცი დღე გაუმასპინძლდა; შემდეგ ერთმანეთს მეგობრულად გაუცვალეს საუკეთესო საჩუქრები.
ოინევსმა სტუმარს მიუძღვნა ბრწყინვალე წითელი სარტყელი, [220] ბელეროფონტესმა კი ოქროს ორმაგი
თასი, რომელიც ჯერაც ჩემს სახლში იყო, მე რომ წამოვედი. ტიდევსი კი არ მახსოვს, რადგან ჩვილი ბავშვი
ვიყავი, როცა დამტოვა და თებეში ამოწყდნენ აქაველი ვაჟკაცები. ასე რომ, ახლა შენი მეგობარი და
მასპინძელი ვარ არგოსში, შენ კი ლიკიაში იქნები ჩემი მასპინძელი, თუ შენთან ჩამოვედი. ერთმანეთს
ავარიდოთ შუბები, თუნდაც ხელჩართულ ბრძოლაში შევხვდეთ, უამრავი ტროელი და სახელგანთქმული
მოკავშირე მყავს მოსაკლავი, თუკი ღმერთმა მომცა და მივაღწიე, ასევე უამრავი აქაველი გყავს დასახოცი,

124
ბელეროფონტესიც საძულველი გახდა ყველა ღმერთისათვის. — იმისთვის, რომ ქიმერა მოეკლა,
ბელეროფონტესმა შეიპყრო და დაიმორჩილა ფრთოსანი ცხენი პეგასოსი; შემდეგ, პეგასოსის დახმარებით, გმირმა
ოლიმპოსზე აფრენა მოინდომა, მაგრამ ცხენმა ჩამოაგდო და ღმერთებისგან მოძულებული ბელეროფონტესი დიდხანს
ხეტიალობდა მიწაზე დაბრმავებული და დაკოჭლებული.
125
ჩვენი მამების დროინდელი სტუმარი ყოფილხარ ჩემთვის — „შენ ხარ ადამიანი, რომელთანაც სტუმარ-
მასპინძლობის წესი (პროქსენია) მაკავშირებს.“ უცხოელის სახლში მიღებით, გამასპინძლებითა და საჩუქრების მიცემით
მასპინძელი თავად ხდება საკუთარი სტუმრის „სტუმარი“ და მის სამშობლოში იმავე პატივს დაიმსახურებს. სტუმარ-
მასპინძლობა უდიდეს როლს ასრულებდა უძველეს ეპოქაში, როდესაც უცხოელები სხვა არანაირი სამართლებრივი
დაცვით არ სარგებლობდნენ. სტუმარ-მასპინძლობით ნაკისრები მოვალეობა შთამომავლობას გადაეცემოდა:
დიომედესისა და გლავკოსის პროქსენია ორივე გმირის წინაპრებამდე ადის.
თუკი შეძლებ. [230] აღჭურვილობა ერთმანეთს გავუცვალოთ, რომ ყველამ იცოდეს — ჩვენი წინაპრებიდან
დაწყებული მეგობრები ვართ ჩვენ.“
ასე თქვეს და ეტლიდან ჩამოხტა ორივე, ხელები ჩაავლეს ერთმანეთს და ძმობა შეჰფიცეს. და აქ
გლავკოსს კრონოსის ძემ გონება დაუბნიდა და მან ტიდევსის ძე დიომედეს ოქროს საჭურველი მისცა,
ბრინჯაოს სანაცვლოდ, ასი ხარის საფასურისა — ცხრა ხარის ფასის ნაცვლად.
ჰექტორი მივიდა სკაიის კარიბჭესთან და მუხასთან. მას დაეხვივნენ ტროელი მეუღლეები და მათი
ქალიშვილები, ეკითხებოდნენ შვილებზე, ძმებზე, მეზობლებსა და [240] ქმრებზე; მან კი ურჩია
ღმერთებისთვის ელოცათ, ყველასთვის, მიყოლებით, რადგან უამრავი ადამიანი წუხილს ჰყავდა
შეპყრობილი. ამის შემდეგ იგი მიადგა პრიამოსის თლილი ქვით ნაგებ დერეფნიან უმშვენიერეს სასახლეს,
რომელშიც განლაგებული იყო ასევე თლილი ქვის ორმოცდაათი საძინებელი, გვერდიგვერგ განლაგებული,
— აქ პრიამოსის ვაჟებს ეძინათ თავიანთ კანონიერ მეუღლეებთან, იმავე შიდა ეზოს მოპირდაპირე მხარეს
ქალიშვილებისთვის ჰქონდა თლილი ქვის თორმეტი საძინებელი, გვერდიგვერდ განლაგებული, [250] აქ
პრიამოსის სიძეებს ეძინათ თავიანთ მორცხვ მეუღლეებთან; აქ შეხვდა ჰექტორს სულგრძელი დედა, მის
ქალიშვილთაგან უმშვენიერეს ლაოდიკესთან ერთად. ხელი ჩაავლო, სახელით იხმო და უთხრა: „შვილო, რამ
მოგიყვანა, რამ მიგატოვებინა სასტიკი ომი? ალბათ, აქაველთა საძულველმა შვილებმა შეგვავიწროვეს და
ქალაქის გალავანთან მოგვიმწყვდიეს! შენ კი აქ გამოგიწია გულმა, ციხესიმაგრეში, რომ ზევსისკენ აღმართო
სალოცავად ხელები! მომიცადე და მოგიტან თაფლივით ტკბილ ღვინოს, რომ წაუქციო ზედაშე მამა ზევსსა
და სხვა უკვდავებს [260] ჯერ, შემდეგ კი თავადაც შესვა და მომაგრდე. გადაღლილ კაცს ძალას უბრუნებს
ღვინო, შენ კი დაქანცული იქნები თანამოქალაქეების დაცვით.“
მას უმალ უპასუხა ელვარე მუზარადიანმა დიდმა ჰექტორმა: „არ მომიტანო ტკბილი ღვინო, დედა
ბატონო, არ დამაკლოს ვაჟკაცობა და არ შემიმციროს ძალა. განუბანელი ხელით ვერც გავბედავ, შუშხუნა
ღვინო დავუღვარო ზევსს, წესი არ არის, კრონოსის შავღრუბლიან ძეს, სისხლით და ჭუჭყით მოთხვრილმა,
ლოცვით მივმართო; შენ კი ახლა ნადავლის შემპყრობი ათენას ტაძარში [270] შესაწირავით უნდა მიხვიდე,
ერთად თავმოყრილი დედაბრების თანხლებით. ყველაზე ლამაზი და დიდებული პეპლოსი, რაც სასახლეში
გაქვს და ყველაზე უფრო გიყვარს, სწორედ ის დაუდე მუხლებზე ლამაზთმიან ათენას და შეჰპირდი, რომ
თორმეტ ხარს შესწირავ ტაძარში, თორმეტ ერთწლიან და უღელდაუდგმელ უშობელს, რომ შეიწყალოს
ქალაქი, ტროელთა მეუღლეები და ჩვილი ბავშვები, რომ მოაცილოს ტიდევსის ძე წმინდა ილიონს, ეს
ველური შუბოსანი, ეს სასტიკი მრჩეველი გაქცევისა. ახლა შენ ნადავლის შემპყრობი ათენას ტაძარში [280]
წადი, მე კი პარისს ვნახავ, რომ ვუბრძანო, თუკი ყურს დამიგდებს. დაე, აქვე შთანთქას მიწამ, რადგან ეს დიდი
უბედურება გაგვიზარდა ოლიმპოსელმა ტროელებს, დიდგულოვან პრიამოსსა და მის შვილებს. ნეტავ მანახა,
როგორ გაეშურება ჰადესისკენ! — მაშინ ვიტყოდი, რომ ჩემმა გულმა უსიხარულო უბედურება დაივიწყა.
ასე თქვა, ხოლო ჰეკაბე შევიდა დარბაზში და მოახლეებს დაავალა, რომ თავი მოეყარათ მთელი
ქალაქის დედაბრებისთვის. თავად კი ჩავიდა საგანძურის თაღოვან ოთახში, იქ იყო უამრავი სხვადასხვანაირი
პეპლოსი, სიდონელი ქალების ნახელავი, [290] რომლებიც თავად ღვთისდარმა ალექსანდროსმა ჩამოიტანა
სიდონიდან, როდესაც ვრცელი ზღვა გადმოცურა და მაღალი წარმომავლობის ჰელენე ჩამოიყვანა. ჰეკაბემ
ერთ-ერთი შეარჩია და ათენას წაუღო, ეს იყო დიდებული და ულამაზესი პეპლოსი თავისი ნაქარგებით, იგი
ვარსკვლავივით ბრწყინავდა და ყველაზე ქვემოთ იდო. ეს პეპლოსი აიღო და წავიდა, მრავალი დედაბერი კი
აჩქარებული გაჰყვა უკან.
როდესაც ისინი მივიდნენ ციხესიმაგრეში, ათენას ტაძარში, მათ კარი გაუღო ლამაზღაწვიანმა თეანომ,
კისევსის ასულმა, ცხენთამხედნელი ანტენორის მეუღლემ, [300] იგი დასვეს ტროელებმა ათენას ქურუმად.
ქალებმა ხელები გაიშვირეს ათენასკენ და შეჰღაღადეს, ლამაზღაწვიანმა თეანომ აიღო პეპლოსი, ლამაზთმიან
ათენას მუხლებზე დაუდო და ლოცვით მიმართა დიდი ზევსის ასულს: „დედოფალო ათენა, ქალაქის
მფარველო, ღვთაებრივო ქალღმერთო, დაულეწე შუბი დიომედესს და თვითონაც დაამხე პირჩაღმა სკაიის
კარიბჭის წინ, ჩვენ კი ტაძარში ახლა თორმეტ ხარს შემოგწირავთ, ერთწლიანს და უღელდაუდგმელს, თუკი
შეიბრალებ [310] ქალაქს, ტროელთა ცოლებსა და ჩვილ ბავშვებს.“
ასე ამბობდნენ ლოცვაში, მაგრამ არ მიიღო ეს ლოცვა ათენამ.
სანამ ქალები დიდი ზევსის ასულს ევედრებოდნენ, ჰექტორი მივიდა ალექსანდროსის მშვენიერ
სახლში, რომელიც მას აუგია საუკეთესო ხუროთმოძღვრების ხელით, ვინც კი მოიძებნებოდა ნაყოფიერ
ტროაში, მათ აუგეს საძინებელი, დარბაზი და შიდა ეზო პრიამოსისა და ჰექტორის სასახლეების გვერდით
ქალაქის ციხესიმაგრეში. იქ შევიდა ზევსის საყვარელი ჰექტორი, ხელში ეჭირა თერთმეტი წყრთის სიგრძის
შუბი და მის წინ ელვარებდა შუბის [320] ბრინჯაოს წვერი, რომელსაც შემორტყმული ჰქონდა ოქროს ბეჭედი.
პარისი იპოვა საძინებელში, ფუსფუსებდა თავის მშვენიერ აღჭურვილობასთან, ფართან და აბჯართან,
მოხრილ მშვილდს სინჯავდა. არგოსელი ჰელენე ტყვე ქალებთან ერთად იჯდა და მათს სახელგანთქმულ
ხელსაქმეს წარმართავდა. ჰექტორმა ძმის მზერა დაიჭირა და გამკიცხავი სიტყვით მიმართა: „საცოდავო!
ამაოდ ჩაგიდევს გულში ეგ ბრაზი! ხალხი იხოცება ქალაქისა და მაღალი გალავნის ირგვლივ ბრძოლაში; შენ
გამოა ეს საბრძოლო ყიჟინა და ომი, რომელიც გაჩაღებულია ქალაქთან! შენ თავადაც გაკიცხავდი სხვას, [330]
თუ დაინახავდი, რომ გაურბოდა საძულველ ომს; მაგრამ ახლა იჩქარე, სანამ ქალაქს ცეცხლი გადაბუგავდეს.“
მას უპასუხა ღვთისდარმა ალექსანდროსმა: „ჰექტორ, სწორიც ხარ ჩემს გაკიცხვაში და სამართლიანიც,
მაგრამ მაინც გეტყვი, შენ კი დაფიქრდი და მომისმინე. ტროელებზე ბრაზისა და აღშფოთების გამო კი არ
ვიჯექი ოთახში, არამედ მსურდა, სევდას მივცემოდი. ახლა კი დამიყოლია მეუღლემ ალერსიანი სიტყვებით
და საომრად აღმძრა, თავადაც ვგრძნობ, რომ ასე აჯობებს — გამარჯვება ხომ ხელიდან ხელში გადადის; [340]
მაგრამ, თუ შეგიძლია, დამიცადე, სანამ არესის საჭურველს ავისხამ ან წადი და მეც მოგყვები, მგონი, დაგეწევი
კიდეც.“
ასე თქვა და არაფერი უთხრა მუზარადმოელვარე ჰექტორმა. მას კი მიმართა ჰელენემ ტკბილი
სიტყვით: „ჩემო მაზლო, მავნე და ყველასთვის საძულველი ძუკნის მაზლო! ნეტავ იმ დღეს, როდესაც დედამ
მშობა, ამოვარდნილიყო ბოროტი ქარიშხალი და გავეტაცე მას მთისკენ ან მოგრიალე ზღვის ტალღებისკენ,
სადაც წყალი დამნთქავდა და ეს ამბები აღარ მოხდებოდა; მაგრამ რაკი ეს უბედურება დაატრიალეს
ღმერთებმა, [350] მაშინ დაე, ვიყო ცოლი იმ საუკეთესო ვაჟკაცისა, რომელიც იგრძნობდა, რომ თავი არ უნდა
შეირცხვინოს მრავალი ადამიანის წინაშე და მათი გულისწყრომა არ უნდა გამოიწვიოს; მაგრამ ეს კაცი
მერყევია და მომავალშიც ასეთი დარჩება და ამიტომაც მგონია, რომ ერთხელაც საკადრისი მიეზღვევა. ახლა
კი მობრძანდი, ჩემო მაზლო, დაბრძანდი ამ სავარძელში, რადგან ყველაზე მეტი გარჯა შენს სულს აწვალებს
ჩემისთანა ძუკნისა და ალექსანდროსის სიგიჟის გამო. აი, ასეთი ხვედრი გვარგუნა ზევსმა და ამიტომ
მომავალი თაობებისთვის სიმღერების საგნად დავრჩებით.“
მას შემდეგ უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: [360] „ვერ დავჯდები, ჰელენე, ვიცი, რომ
წრფელად მეუბნები, მაგრამ მაინც ვერ დავჯდები, რადგან გული უკვე მიმიწევს ტროელების
დასახმარებლად, ისინი უკვე დარდობენ, მათთან რომ არ ვარ. შენ კი ეს კაცი აღძარი, თვითონაც აჩქარდეს,
რომ, ჯერ კიდევ ქალაქში მყოფს, დამეწიოს. მე კი სახლში შევივლი, რათა ვნახო შინაურები — საყვარელი
ცოლი და ჩვილი ვაჟი, რადგან არც ვიცი, შევძლებ, კიდევ დავუბრუნდე მათ, თუ ღმერთები დამღუპავენ
დანაელების ხელით.“
ასე თქვა და წავიდა მუზარადმოელვარე ჰექტორი; [370] სწრაფად მიაშურა თავის კეთილნაგებ
სასახლეს, მაგრამ ვერ იპოვა დარბაზში თეთრხელება ანდრომაქე, იგი ბავშვთან და ლამაზკაბიან მსახურთან
ერთად კოშკზე იდგა მტირალი და მოქვითინე. ჰექტორმა სახლში რომ ვერ ნახა სწორუპოვარი მეუღლე, სვლა
შეაჩერა და მსახურებს უთხრა: „აბა, სიმართლე მითხარით, მოახლეებო, სად წავიდა თეთრხელება ანდრომაქე
სასახლიდან? ჩემს რომელიმე დასთან თუ ლამაზკაბიან რძალთან? თუ სხვა [380] ლამაზთმიან ტროელ
ქალებთან ერთად ათენას მიაკითხა სასტიკი ქალღმერთის გულის მოსაგებად?“
მას სიტყვა უთხრა სწრაფმა მეკუჭნავე ქალმა: „ჰექტორ, რაკი მომიწოდე, სიმართლე გითხრა, იგი არ
არის არც თავის რომელიმე მულთან და არც ლამაზკაბიან რძალთან, არც ათენასთვის მიუკითხავს, სადაც სხვა
ლამაზთმიანი ტროელი ქალები მივიდნენ სასტიკი ქალღმერთის გულის მოსაგებად, არამედ დიდი ილიონის
კოშკზე ავიდა, რადგან გაიგონა, რომ ტროელები დამარცხდნენ და აქაველებმა დიდი გამარჯვება მოიპოვეს.
იგი გალავნისკენ გაიქცა გონებადაკარგულივით, ხოლო ძიძა გაეკიდა ბავშვთან ერთად.“
[390] ასე თქვა მეკუჭნავე ქალმა, სასახლიდან გამოვარდა ჰექტორი და ისევ იმ გზით დაბრუნდა
კეთილადნაგები ქუჩებით. გაიარა დიდი ქალაქი და მიადგა სკაიის კარიბჭეს, რომლის გავლასა და ველზე
გასვლას აპირებდა, როდესაც მეორე მხრიდან სირბილით მოიჭრა მდიდრულმზითვიანი მეუღლე ანდრომაქე,
დიდგულოვანი ეეტიონის ასული; ეეტიონი კი ცხოვრობდა ტყიანი პლაკოსის ძირას, პლაკოსის ქვემო თებეში,
კილიკიელი ხალხის მბრძანებელი. მისი ქალიშვილი მიეცა ბრინჯაოსმუზარადიან ჰექტორს. აქ მოვიდა მისი
მეუღლე და მოჰყვა მოახლე, [400] რომელსაც გულში ჰყავდა ჩახუტებული უდარდელი ჩვილი ბავშვი,
ჰექტორის ვაჟი, საყვარელი, ლამაზი ვარსკვლავის სადარი. ჰექტორი მას სკამანდრიოსს ეძახდა, ხოლო სხვები
ასტიანაქსს — ქალაქის მბრძანებელს126, რადგან მხოლოდ ჰექტორს შეეძლო ილიონის ხსნა. ჰექტორს
უთქმელად გაეღიმა ბავშვის დანახვისას, ანდრომაქე გვერდით დაუდგა ცრემლისმღვრელი, ხელი ჩასჭიდა,
სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა: „უბედურო, ეგ სიმამაცე დაგღუპავს; არ გებრალებით არც ჩვილი
ბავშვი, არც მე, უბედური, რომელიც მალე შენი ქვრივი ვიქნები, რადგან აქაველები მალე ერთად მოიყრიან
თავს [410] და მოგკლავენ; ჩემთვის კი უკეთესი იქნება, მიწაში ჩავიდე, შენ რომ დაგკარგავ, რადგან არ მექნება
სხვა ნუგეში, ბედისწერა რომ მოგწვდება, მე მხოლოდ მწუხარება დამრჩება — არც მამა მყავს და არც ბატონი
დედა. მამაჩემი ხომ ღვთაებრივმა აქილევსმა მოკლა, როდესაც კილიკიელთა კარგად დასახლებული ქალაქი
მოსპო — მაღალკარიბჭიანი თებე. მოკლა ეეტიონი, თუმცა აბჯარი არ აჰყარა, პატივი სცა მკვდარს, არამედ
დაწვა ცხედარი ოსტატურად ნაკეთები აღჭურვილობით. დაადგა ყორღანი საფლავს და ირგვლივ
აღმოუცენეს თელის ხეები [420] მთის ნიმფებმა, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულებმა. შვიდი ძმა მყავდა
სასახლეში და შვიდივე ერთ დღეს ჩავიდა ჰადესში, რადგან ყველა გაწყვიტა ღვთაებრივმა ფეხმარდმა
აქილევსმა მოუხეშავი ხარებივით და თეთრი ცხვრებივით. ხოლო დედაჩემი, ტყიანი პლაკოსის დედოფალი,
ტყვედ წაიყვანა და მთელი ქონებაც გაიყოლია, ბოლოს კი, უზარმაზარი გამოსასყიდის საფასურად,
გაათავისუფლა, მაგრამ მამისეულ სასახლეში შეიწირა მოისარმა არტემისმა. ჰექტორ, შენ ხარ ჩემთვის მამაცა
და ბატონი დედაც, [430] ძმაცა და ჭაბუკი ქმარიც! შემიბრალე ახლა და დარჩი ამ კოშკზე, ნუ დააობლებ შვილს
და ნუ დააქვრივებ ცოლს. ხალხი დააყენე ველური ლეღვის ხესთან, იქიდან ყველაზე უფრო იოლია ქალაქზე
თავდასხმა და გალავანზე იერიშის მიტანა. სამგზის მოვიდნენ და სამგზის სცადეს მათმა საუკეთესო
მეომრებმა, ორივე აიასმა და სახელგანთქმულმა იდომენევსმა, ატრევსის ორივე ძემ და ტიდევსის მებრძოლმა
ვაჟმა. ან ვიღაცამ ურჩია, ნათელმხილველობის კარგად მცოდნემ, ან იქნებ, საკუთარმა გამოცდილებამ
უკარნახა ასე მოქცევა.“
[440] მას უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „ჩემო მეუღლევ, ყველაფერი ეს მეც მაწუხებს,
მაგრამ საშინლად შემრცხვებოდა ტროელი ვაჟკაცებისა და გრძელკაბიანი ტროელი ქალებისა, ვინმე
ლაჩარივით ომს რომ გამოვქცეოდი. გული არ მიზამდა, რადგან ვაჟკაცობასაც მივეჩვიე და ტროელების
პირველ რიგებში ბრძოლასაც, მამაჩემისა და საკუთარი თავისთვის დიდი სახელის მოსახვეჭად. გულის
სიღრმეში კარგად ვიცი, რომ დადგება დღე, როდესაც დაეცემა წმინდა ილიონიც, პრიამოსიცა და
იფნისშუბიანი პრიამოსის ხალხიც; [450] მაგრამ იმდენად ტროელთა ტკივილი არ მიკლავს გულს, არც თავად
ჰეკაბესი და მბრძანებელი პრიამოსისა, არც ჩემი მრავალი ვაჟკაცი ძმისა, რომლებსაც საძულველი მტრები
მტვერში დაამხობენ, რამდენადაც შენი, როდესაც რომელიმე ბრინჯაომოსილი აქაველი აცრემლებულს
მოგიტაცებს და თავისუფლების დღეს წაგართმევს. სადმე, არგოსში, საქსოვ დაზგასთან დაგაყენებს ვიღაც
უცხო ქალი, მესეისის ან ჰიპერეიას წყაროებიდან წყალს მოგატანინებენ, გული მოგიკვდება, მაგრამ სასტიკი
გასაჭირი გაიძულებს. ვიღაცა დაგინახავს ცრემლისმღვრელს და იტყვის: [460] „ეს იმ ჰექტორის ცოლია,
რომელიც ბრძოლებში ყველას აღემატებოდა ცხენთამხედნელ ტროელებს შორის, როდესაც ილიონისთვის
ომი იყო.“ ასე იტყვის ვიღაც, შენთვის კი ეს ახალი ტკივილი იქნება, რადგან იმ კაცის ქვრივი იქნები,
რომელსაც შეეძლო, მონობის დღე აერიდებინა შენთვის; მაგრამ დაე, მოვკვდე და მიწამ დამფლას, რომ ტყვედ
წაყვანისას შენი კივილი არ გავიგონო!“
ეს თქვა და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები ბრწყინვალე ჰექტორმა, უკან გაიწია ბავშვი და
ლამაზსარტყლიანი ძიძის მკერდში ტირილით ჩარგო თავი, გააოგნა საყვარელი მამის იერმა, შეაშინა
ბრინჯაომ და ცხენის ძუის ჯიღამ, [470] როცა დაინახა, რომ ის შეირხა მუზარადის თავზე. მაშინ გაეცინა
საყვარელ მამასა და ბატონ დედას, იმავწამს მოიხადა ბრწყინვალე ჰექტორმა მოელვარე მუზარადი და მიწაზე
დადო; ხელში აიყვანა საყვარელი ვაჟი, აკოცა და ვედრებით უთხრა ზევსსა და სხვა ღმერთებს: „ზევსო და სხვა
ღმერთებო, გახადეთ ეს ჩემი შვილი ჩემსავით გამორჩეული ტროელებში, მიეცით დიადი ძალა და მძლავრად
გააბატონეთ ილიონში! ვიღაცას ეთქვას ომიდან მობრუნებულზე, მამაზე ბევრად უკეთესიაო, [480] შინ
მოეტანოს მოკლული მტრის სისხლიანი აბჯარი და დედის გული გაეხარებინოს!“
ასე თქვა და საყვარელ ცოლს ხელში გადასცა ბავშვი და მანაც სურნელოვან მკერდში ჩაიკრა
თვალცრემლიანი ღიმილით, ქმარმა ეს დაინახა, შეებრალა, ხელი მოხვია, მოეფერა, სახელით მიმართა და

126
ჰექტორი მას სკამანდრიოსს ეძახდა, ხოლო სხვები ასტიანაქსს — ქალაქის მბრძანებელს — ტროელები პატარა
ბავშვს „სკამანდრიოსს“ (მდინარე სკამანდროსის ღმერთის საპატივცემულოდ) ვერ უწოდებდნენ, რადგან ეს სახელი,
მოქალაქეთა აზრით, გმირ მამს უფრო შეეფერებოდა, თუმცა ისინი ბავშვს არანაკლებ საპატიო სახელით, ასტიანაქსით
(„ქალაქის ბელადი“) მოიხსენიებდნენ.
სიტყვა უთხრა: „საბრალოვ! ჩემ გამო იმედს ნუ გადაიწურავ, ვადაზე ადრე ვერც ერთი კაცი ვერ ჩამიშვებს
ჰადესში, თუმცა ისიც ვიცი, რომ დაბადებულთაგან ვერავინ გაექცევა ბედისწერას, გინდ მხდალი იყოს და
გინდ ვაჟკაცი. [490] ახლა შინ დაბრუნდი და შენს საქმეებს მიხედე, ქსოვასა და ქარგვას მიხედე, უბრძანე
მოახლეებს, თავიანთი საქმე აკეთონ, ომი კი კაცების საზრუნავი იყოს, ყველასი, ვინც ილიონში დაბადებულა,
განსაკუთრებით კი — ჩემი.“
ეს თქვა და მუზარადი აიღო ბრწყინვალე ჰექტორმა ცხენისძუიანი, საყვარელი ცოლი კი სახლში
წავიდა, ხშირად იხედებოდა უკან და ცრემლი უხვად სდიოდა. როდესაც სწრაფად მიადგა კაცისმკვლელი
ჰექტორის კეთილნაგებ სასახლეს, იქ მრავალი მხევალი შეხვდა და მისმა დანახვამ ყველა აატირა, [500] მათ
ჯერაც ცოცხალი ჰექტორი დაიტირეს საკუთარ სახლში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ომიდან შინ ვერასოდეს
ვეღარ მობრუნდებოდა, ვეღარ გაექცეოდა აქაველთა მძვინვარებასა და ხელებს.
პარისი აღარ დაყოვნებულა თავის მაღალ სასახლეში, აისხა ბრინჯაოთი გაწყობილი
სახელგანთქმული აბჯარი და გაიჭრა ქალაქის გავლით, თავის სწრაფ ფეხებს მინდობილი. როგორც ცხენი,
თავლაში ნადგომი და კარგად ნაპატივები, სადავებაწყვეტილი, ველზე ფლოქვების ცემით მიქრის
უხვწყლიანი მდინარისკენ ჩვეულ ადგილას განსაბანად, ამაყად მაღლა უჭირავს თავი, ფაფარი [510] მხრებზე
ეცემა და თავის მშვენიერებას მინდობილი, სწრაფი მუხლებით მიექანება ნაცნობი ადგილებისა და ცხენთა
საძოვრებისკენ, ასე პრიამოსის ძე პარისი პერგამოსის სიმაღლიდან, საჭურვლით მოელვარე და მზესავით
გაბრწყინებული, ლაღად მიქროდა, მიაქანებდნენ სწრაფი ფეხები. მალე დაეწია ღვთაებრივ ჰექტორს, თავის
ძმას, როცა ის აპირებდა, მობრუნებულიყო იმ ადგილიდან, სადაც თავის მეუღლეს ესაუბრა.
პირველად მიმართა ღვთაებრივმა ალექსანდროსმა: „აშკარად დავიგვიანე და გაცდევინე, შევყოვნდი
და ვერ მოვედი დროულად, როგორც შენ მიბრძანე!“
[520] მას მიუბრუნდა და უთხრა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „უცნაურო კაცო! ვერც ერთი წესიერი
კაცი ვერ დაგიწუნებს მებრძოლობას, მამაცი კაცი ხარ, ოღონდ სულ ფეხს ითრევ და თავს არიდებ ბრძოლას,
გული მიკვდება, როცა შენი ცუდი მესმის ტროელებისგან, რომლებსაც ამდენი უბედურება დაატყდათ თავს
შენ გამო. ახლა კი წავიდეთ: ეს კი შემდეგ მოვაგვაროთ, თუკი ოდესმე ზევსი, მარადმყოფ ციურ ღმერთებთან
ერთად, თავისუფლების სასმისს დაგვადგმევინებს ჩვენს სასახლეებში, როდესაც ტროიდან მოვიგერიებთ
ლამაზსაბარკულიან აქაველებს.“
მეშვიდე სიმღერა

ჰექტ ო რ ი სა დ ა აი ასი ს ბ რ ძ ო ლ ა

ეს თქვა და კარიბჭიდან გაეშურა ბრწყინვალე ჰექტორი; მას გაჰყვა ძმა ალექსანდროსი; გული ორივეს
მიუწევდა ომისა და ბრძოლისაკენ. როგორც ღმერთი აძლევს მონატრებულ მეზღვაურებს ზურგქარს, მას
შემდეგ, რაც დაიქანცნენ კარგად გამოთლილი ნიჩბებით ზღვასთან ბრძოლაში და სხეული დაუუძლურდათ,
ასე მოევლინენ ისინი მონატრებულ ტროელებს.
მაშინ ალექსანდროსმა მოკლა მეფე არეითოოსის ძე, არნეში მცხოვრები მენესთიოსი, რომელიც [10] შვა
ხელკეტიანმა არეითოოსმა და ხარისთვალება ფილომედუსამ. ჰექტორმა ეიონევსს ბასრპირიანი შუბი
ბრინჯაოს მუზარადს ქვეშ, კისერში ჩასცა და სული ამოართვა; ხოლო გლავკოსმა, ჰიპოლოქოსის ვაჟმა,
ლიკიელი ხალხის წინამძღოლმა, იფინოოსს ჩასცა შუბი სასტიკ ბრძოლაში, დექსიოსის ძეს, როდესაც ის
სწრაფცხენებიან ეტლზე ავიდა, მხარში დაჭრა, ისიც ჩამოვარდა მიწაზე და სული განუტევა.
როდესაც დაინახა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ, რომ არგოსელები წყდებოდნენ სასტიკ
ბრძოლაში, ოლიმპოსის ქედიდან სწრაფად დაეშვა [20] წმინდა ილიონისკენ, მასთან შესახვედრად დაიძრა
აპოლონი, როგორც კი თვალი მოჰკრა პერგამოსიდან — ტროელთა მოგება წყუროდა. ერთმანეთს შეხვდნენ
მუხის ხესთან. პირველმა თქვა მეუფე აპოლონმა, ზევსის ძემ:
„საით მიეშურები, დიდი ზევსის ქალიშვილო, საით მიდიხარ ოლიმპოსიდან ასე ანთებული სულით?
გინდა, დანაელებს საეჭვო გამარჯვება მოუტანო, ხოლო დახოცილი ტროელები არ გებრალება?! მაგრამ თუ
დამიჯერებ, ბევრად უფრო სასარგებლო იქნება: მოდი, შევწყვიტოთ ომი და ბრძოლა [30] დღეს; შემდეგ
განაგრძონ ბრძოლა, სანამ არ აიღებენ ილიონს და არ გაანადგურებენ ამ ქალაქს, რაც ასე გულით გწადიათ
თქვენ, ქალღმერთებს.“
მაშინ მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ:
„ასე იყოს, შორსმიმწვდომო! მეც ამას ვფიქრობდი, როდესაც ოლიმპოსიდან ტროელებისა და
აქაველებისკენ მოვდიოდი; მაგრამ როგორ აპირებ, მებრძოლებს ომი შეაწყვეტინო?“
მას ისევ უპასუხა მეუფე აპოლონმა, ზევსის ძემ:
„ცხენთამხედნელ ჰექტორს აღვუძრათ ვაჟკაცური სული, რომ ორთაბრძოლაში გამოიწვიოს რომელიმე
დანაელი [40] და პირისპირ შეეტაკოს სასტიკ ბრძოლაში. ამით გაღიზიანებული ბრინჯაოს საბარკულიანი
აქაველები თავად აღძრავენ ვინმეს, შეერკინოს ღვთაებრივ ჰექტორს.“
ასე თქვა და დაეთანხმა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა. პრიამოსის საყვარელი ძე, ჰელენოსი,
ჩაწვდა სულით ამ რჩევას, რომელიც ჭკუაში დაუჯდათ ღმერთებს. მივიდა, გვერდით დაუდგა ჰექტორს და
სიტყვა უთხრა:
„ჰექტორ, პრიამოსის ძეო, სიბრძნით ზევსის თანასწორო, დამიჯერებ თუ არა მე, შენს ძმას? დასვი სხვა
ტროელები და ყველა აქაველი, [50] თავად კი გამოიწვიე აქაველთაგან საუკეთესო მეომარი, რომ პირისპირ
შეგერკინოს სასიკვდილო ბრძოლაში. ჯერ არ გიწერია შენ სიკვდილი და მიჯნასთან მისვლა, როგორც მე
მსმენია მარადმყოფი ღმერთებისაგან.“
ასე თქვა და ჰექტორმა დიდად გაიხარა, ეს სიტყვა რომ მოისმინა: წრეში შევიდა და უკან დაახევინა
რაზმებს, შუაში ჩაავლო ხელი შუბს და დასვა ყველა, ხოლო აგამემნონმა დასხა ლამაზსაბარკულიანი
აქაველები, ხოლო ათენა და ვერცხლისმშვილდიანი აპოლონი დასხდნენ სვავებს მიმსგავსებულები [60]
ეგისისმპყრობელი მამა ზევსის მუხის კენწეროში. ხარობდნენ ვაჟკაცებით, რომლებიც მჭიდრო რიგებად
ისხდნენ და არხევდნენ ფარებს, მუზარადებსა და შუბებს. როგორც ძეფიროსი თრთოლვას ღვრის და
ალივლივებს ზღვას, როცა აღიძვრება და სიღრმემდე აშავებს მას, ასე ისხდნენ აქაველთა და ტროელთა რიგები
ველზე, ჰექტორი კი დადგა მათ შორის და ბრძანა: „მისმინეთ, ტროელებო და ლამაზსაბარკულიანო
აქაველებო, რათა გითხრათ, რასაც მკერდში გული მიბრძანებს. ჩვენი ფიცი არ შეასრულა კრონოსის
მაღლითმჯდომმა ძემ, [70] პირიქით, უბედურება დაგვიწესა ორივე მხარეს, სანამ თქვენ არ დააქცევთ
კეთილნაგებ ტროას, ან თავად არ დაიღუპებით თქვენს საზღვაო ხომალდებთან. აქაველთაგან საუკეთესონი
ბრძანდებით აქ და თუ რომელიმეს გული ერჩის და ჩემთან შებრძოლებას აპირებს, აქ გამოვიდეს და
ღვთაებრივ ჰექტორთან საომრად დადგეს. ამას ვაცხადებ და, დაე, ზევსი დამემოწმოს. თუკი მოწინაღმდეგე
მომწვდება გრძელბუნიკიანი ბრინჯაოთი, აბჯარი ამყაროს და წაიღოს ღრმამუცლიან ხომალდებთან,
ცხედარი კი შინ დააბრუნოს, [80] რათა მიცვალებული კოცონზე დაწვან ტროელებმა და ტროელთა
მეუღლეებმა. ხოლო თუკი მე მოვკლავ და აპოლონი მომანიჭებს დიდებას, ამჯარს ავყრი და წავიღებ წმინდა
ილიონში და ჩამოვკიდებ შორსმიმწვდომი აპოლონის ტაძარში, ცხედარს კი გადავცემ მტკიცეგემბანიან
ხომალდებთან წასაღებად, რათა საპატიოდ დაკრძალონ გრძელთმიანმა აქაველებმა და ვრცელი
ჰელესპონტოსის ნაპირზე ყორღანი აღუმართონ. დაე, ოდესმე, მომავალში დაბადებულ ადამიანთაგან ვინმემ
თქვას, როდესაც მრავალმერხიანი ხომალდით127 გასცურავს ღვინისფერ ზღვაში, რომ ესაა ძველ დროში
დაცემული ვაჟკაცის ყორღანი, [90] რომელიც უმამაცესი იყო, მაგრამ ბრწყინვალე ჰექტორმა სიცოცხლეს
გამოასალმა. ამას იტყვის ვინმე და ჩემი დიდება არ წაიშლება.“
ასე თქვა და ყველა დუმილით შეხვდა მის სიტყვას: უარის თქმისაც რცხვენოდათ და დათანხმებისაც
ეშინოდათ. უეცრად წამოდგა მენელაოსი და ბრძანა, ყველას არცხვენდა სიტყვით და გული უკვდებოდა: „ამას
რას ვხედავ, ბაქია ლაჩრებო, აქაველო დიაცებო და არა ვაჟკაცებო! უსაშინლესი და უსაზარლესი სირცხვილი
იქნება, თუკი დანაელთაგან არავინ გამოვა ჰექტორის წინააღმდეგ, თქვენ კი ყველანი წყლად დაიღვრებით და
მიწად იქცევით, [100] აქ რომ დამსხდარხართ, მკერდში გული არ გიცემთ და თავი გეჭრებათ! მე თვითონ
ავისხამ აბჯარს, თუმცა ვიცი, რომ საბოლოო გამარჯვება მხოლოდ უკვდავი ღმერთების ხელშია.“ ამას
ამბობდა და თან ლამაზი აბჯრით იმოსებოდა. აქ შეხვდებოდი, მენელაოს, სიცოცხლის აღსასრულს ჰექტორის
ხელით, რადგან იგი ბევრად უფრო მძლავრი იყო, რომ არ შეეჩერებინე აქაველთა მეფეებს; თავად ატრევსის
ძე, დიდ სივრცეთა მბრძანებელმა აგამემნონმა მარჯვენა ჩაავლო, სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა:
„გონება დაგიკარგავს, ზევსის აღზრდილო მენელაოს, არ შეგფერის [110] ასეთი უგუნურება, დაიოკე
მრისხანება და ნუ შეეცდები შენზე უფრო ძლიერ მოკვდავთან, პრიამოსის ძე ჰექტორთან შერკინებას,
რომელსაც სხვებიც უფრთხიან. მასთან სახელისმომტან ბრძოლას თვით აქილევსიც კი ძრწოლით გაურბის,
თუმცა შენზე ბევრად უფრო ძლიერია. შენ ახლა შენს მეგობრებთან მიდი და იქ დაჯექი, ხოლო ჰექტორს სხვა
ვაჟკაცს დაუპირისპირებენ აქაველები. რაგინდ უშიშარიც უნდა იყოს და ბრძოლით გაუმაძღარი, ბედნიერი
იქნება და მუხლსაც ჩაიხრის, თუკი გადაურჩება ომის სისასტიკესა და ფიცხელ ბრძოლას.“ [120] ასე ბრძანა
გმირმა და გადაარწმუნა საკუთარი ძმა, სიმართლე უთხრა, ისიც დაემორჩილა და გახარებულმა მსახურებმა
მხრებიდან შეხსნეს აბჯარი.
არგოსელთაგან ნესტორი წამოდგა და ბრძანა: „ვაი სირცხვილო! დიდი მწუხარება მოდის აქაიის
მიწაზე! მწარედ იქვითინებს ეტლით მებრძოლი მოხუცი პელევსი, მირმიდონელთა მშვენიერი მრჩეველი და
მჭევრმეტყველი; ხარობდა იგი, როდესაც საკუთარ სახლში მეკითხებოდა თითოეული არგოსელის
წარმომავლობასა და შთამომავლობაზე. ახლა კი, როდესაც გაიგებს, რომ ჰექტორის წინაშე შიშით არიან
მობუზულნი, [130] საყვარელი ღმერთებისკენ მრავალგზის გაიწვდენს ხელებს, რომ მისი სული ხორცს
გაეყაროს და მალე მიადგეს ჰადესის სასახლეს. მამა ზევსო, ათენა და აპოლონო, ნეტავ ვყოფილიყავი
ახალგაზრდა, როგორც მაშინ ვიყავი, სწრაფად მჩქეფარე კელადონთან რომ იბრძოდნენ ერთად თავმოყრილი
პილოსელები და შუბოსანი არკადიელები ფეიას კედლებთან, იარდანოსის ნაპირებზე! ერევთალიონი იყო
მათი წინამძღოლი, ღვთის თანასწორი მოკვდავი, მბრძანებელ არეითოოსის აღჭურვილობა ჰქონდა მხრებზე
ასხმული, ღვთაებრივი არეითოოსისა, მეტსახელად რომ „კომბლედ“ იცნობდნენ, ასე ეძახდნენ კაცებიც და
ლამაზსარტყლიანი ქალებიც, [140] რადგან მშვილდითა და არც გრძელი შუბით კი არ იბრძოდა, რკინის
კომბლით ამსხვრევდა მტრის რაზმებს. ეს კაცი ლიკურგოსმა მოკლა, ოღონდ არა ძალის, არამედ ცბიერების
გამოყენებით და ეს ვიწრო გზაზე გააკეთა, სადაც კომბალი ვერ იხმარა. ლიკურგოსმა წინ გაუსწრო, მუცელში
შუბი ჩასცა და მიწაზე დააგდო; ბრინჯაოს არესის ნაჩუქარი აბჯარი აჰყარა. ამ ამჯარს შემდეგ თავად
ატარებდა არესის ბრძოლებში; მაგრამ შემდეგ ლიკურგოსი შინ დაბერდა და ერევთალიონს, საყვარელ
მსახურს, მისცა; [150] მანაც, რაც ეს აღჭურვილობა ჩაუვარდა ხელში, საუკეთესო მეომრების გამოწვევა დაიწყო
საბრძოლველად, ისინი კი ცახცახებდნენ, შიშით ძრწოდნენ და ვერ ბედავდნენ მასთან ომს. მე გული ამენთო
და, საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა, გადავწყვიტე მებრძოლა, თუმცა ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი ჩემს
თაობაში. შევებრძოლე და დიდება მომანიჭა ათენამ — ეს იყო ყველაზე მაღალი და მძლავრი კაცი იმათგან,
ვინც კი მომიკლავს; ასე იწვა ის მთელ სიგრძეზე იქით-აქით გაჭიმული. ნეტავ, ახალგაზრდა ვიყო და ძალა
მერჩოდეს! მაშინ ხომ ბრძოლაში სწრაფად შევიდოდით მე და მუზარადმოელვარე ჰექტორი. სრულიად
აქაველებს შორის უამრავი საუკეთესო ვაჟკაცი ბრძანდებით, [160] მაგრამ არც ერთი ფიქრობთ ჰექტორის

127
მრავალმერხიანი ხომალდი — ხომალდი, რომელსაც მრავალ მერხს მიმჯდარი მენიჩბეები ემსახურებოდნენ.
საწინააღმდეგოდ გამოსვლას.“
ასე ჰკიცხავდა მოხუცი მათ და ერთბაშად ცხრა კაცი წამოდგა. ყველაზე ადრე წამოდგა ხალხთა მეუფე
აგამემნონი; მას შემდეგ ტიდევსის ძე წამოდგა, მძლავრი დიომედესი, მათ მოჰყვნენ მძვინვარე სიმამაცით
შემოსილი აიასები; მათ მოჰყვა იდომენევსი და იდომენევსის მეგობარი მერიონესი, კაცთამმუსვრელი
ენიალოსის128 თანასწორი; მათ მოჰყვა ევრიპილოსი, ევაიმონის ბრწყინვალე ვაჟი, შემდეგ თოასი,
ანდრაიმონის ძე და ღვთაებრივი ოდისევსი. ყველა მათგანს სურდა, შებმოდა ღვთაებრივ ჰექტორს. [170] მათ
ისევ მიმართა სიტყვით გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „წილი ვყაროთ ახლა ყველაზე, მიყოლებით და
ვისაც შეხვდება, იგი უეჭველად წარმატებას მოუტანს ლამაზსაბარკულიან აქაველებს; თვითონაც გაიხარებს
სულით, თუკი გადაურჩება მტრულ შეტაკებებს, ომსა და სასტიკ ბრძოლებს.“
ასე ბრძანა და წილი დანიშნა თითოეულმა და ჩააგდო ატრევსის ძის, აგამემნონის, მუზარადში; ხალხი
ლოცულობდა და ღმერთებისკენ იწვდენდნენ ხელებს და ასე იტყოდა ვრცელი ზეცის შემყურე რომელიმე
გმირი: „მამა ზევსო, დაე, აიასს მოუწიოს წილი ან ტიდევსის ძეს, [180] ან თავად ოქრომრავალი მიკენის მეფეს.“
ასე იტყოდა, შეარხია მუზარადი გერენონელმა მხედარმა ნესტორმა და ამოვარდა მუზარადიდან
ყველასთვის სასურველი წილი აიასისა; შიკრიკმა ყველა მათგანს მარცხნიდან მარჯვნივ ჩამოუარა და წილი
უჩვენა საუკეთესო აქაველებს. ვერც ერთმა ვერ იცნო წილი და უარყო თითოეულმა, მაგრამ როდესაც
შეკრებილთაგან სწორედ იმას მიადგა, რომელმაც ნიშანი დაადო ამ წილს და ჩააგდო — ბრწყინვალე აიასს,
ხელი გაიწვდინა, ახლოს მივიდა შიკრიკი და გადასცა აიასს, მან ნიშნით იცნო საკუთარი წილი და სულით
გაიხარა, [190] ფეხებთან, მიწაზე დააგდო და დაიძახა: „მეგობრებო, ჩემია ეს წილი, სიხარულით მევსება
სული, რადგან იმედი მაქვს, რომ დავამარცხებ ღვთაებრივ ჰექტორს; მაგრამ ახლა, სანამ ავისხამ საბრძოლო
აბჯარს, თქვენ ჩვენს უფალზე, კრონოსის ძე ზევსზე ილოცეთ თქვენთვის, მდუმარედ, ტროელებმა რომ არ
გაგვიგონ ან თუნდაც ღიად ილოცეთ, ხომ არავისი გვეშინია ჩვენ! ძალით ვერავინ დამძრავს ჩემი ნების
საწინააღდეგოდ ვერანაირი საბრძოლო ხელოვნებით, მგონი, უვიციც არა ვარ ამ საქმეში, სალამინში ვარ
დაბადებული და გაზრდილი.“
[200] ასე თქვა და მათ ილოცეს მეუფე ზევსზე, კრონოსის ძეზე. და მაშინ ერთ-ერთმა მეომარმა თქვა,
ვრცელი ზეცის შემყურემ: „მამა ზევსო, იდიდან მფარველო, ყველაზე უფრო სახელოვანო და უდიდესო,
მიიღე ეს ბრწყინვალე ლოცვა და მიანიჭე გამარჯვება აიასს; მაგრამ თუ ჰექტორი გიყვარს და მასზე ზრუნავ,
თანასწორი ძალა მაინც მიანიჭე ორივეს და დიდება გამოუგზავნე!“
ასე ამბობდა, აიასმა კი აისხა ბრწყინვალე ბრინჯაო და როდესაც ტანი საჭურვლით დაიფარა, დაიძრა,
როგორც იძვრის გოლიათი არესი, როდესაც ომს მიაშურებს, [210] რომლის სულის მომსპობ განხეთქილებას
კრონოსის ძეც შეუერთდა. დაიძრა აქაველების ბურჯი, გოლიათი აიასი, ღიმილი უთამაშებდა სახეზე, დიდ
ნაბიჯებს დგამდა და არხევდა თავის გრძელჩრდილიან შუბს. ამას ხედავდნენ არგოსელები და ცქერით ვერ
ძღებოდნენ, ხოლო ტროელებს მთელ სხეულში შიში ჩაუჯდათ და თავად ჰექტორსაც შეუტოკდა მკერდში
გული; მაგრამ მტერს ვერსად წაუვიდოდა, ვერც ხალხში დაემალებოდა, არც იყო ეს შესაძლებელი — თავად
ჰყავდა ორთაბრძოლაში მტერი გამოწვეული. ამასობაში სწრაფად უახლოვდებოდა აიასი, წინ ბურჯივით
ჰქონდა [220] ბრინჯაოს შვიდტყავიანი ფარი, რომელიც ტიქიოსმა შექმნა, საუკეთესო ოსტატი იყო, ჰილეში
სახლობდა; მან შექმნა ეს ფარი, შვიდ ფენად გადააკრა კარგად ნასუქი ხარის ტყავი და მერვე ფენად გაუჭიმა
ბრინჯაო. ეს ფარი მკერდის წინ ჰქონდა ტელამონის ძე აიასს. დაუდგა ახლოს ჰექტორს და მუქარით უთხრა:
„ჰექტორ, ახლა ცხადად გაიგებ ჩვენს ორთაბრძოლაში, რომ დანაელებს სხვებიც ჰყავთ საუკეთესოები,
ლომგული და მტრის რიგების დამაქცევარი აქილევსის გარდა. იგი მოხრილკიჩოიან საზღვაო ხომალდებთან
[230] წევს, ხალხთა მწყემს აგამემნონზე განრისხებული; ჩვენ კი, რომლებიც შენთან საომრად მზად ვართ,
ბევრნი ვართ! ახლა კი ბარემ დავიწყოთ ბრძოლა!“
მას მიმართა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „აიას ზევსის ნაშიერო, ტელამონის ძევ, ხალხის
წინამძღოლო, გონივრული არ არის, ისე რომ მცდი, თითქოს უძლური ბავშვი ვიყო ან ქალი, რომელმაც
საომარი საქმეებისა არაფერი გაეგება; საკმარისად ვიცი ბრძოლა და კაცისკვლა. ვიცი ჩემი ხარისტყავიანი
მძიმე ფარის მარჯვნივ და მარცხნივ მოქნევა და ფარიანად დაუღალავად ბრძოლა. [240] ვიცი
სწრაფცხენებიანი ეტლით ბრძოლაც და ქვეითადაც შემიძლია არესის ხელჩართულ ომში შესვლა. მე

128
ენიალოსი — ბერძნულ მითოლოგიაში არესის მეორე სახელია, თუმცა მიკენურ ხანაში დამოუკიდებელ
ღვთაებას წარმოადგენდა. B-ხაზოვან დამწერლობაში დადასტურებულია ფორმით e-nu-wa-ri-jo.
საიდუმლოდ არ დავეცემი თავს შენნაირ კაცს, არამედ ღიად ვაპირებ გაგისწორდე.“
ასე თქვა, შეარხია და ტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და მოარტყა აიასის უზარმაზარ შვიდტყავიან
ფარს ბრინჯაოს ყველაზე ზედა, მერვე ფენაში. ტყავის ექვსი წყება გაიარა შეუპოვარმა ბრინჯაომ, მაგრამ
მეშვიდემ შეაჩერა იგი. მეორედ ზევსის ნაშიერმა აიასმა ტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი, [250] და მოარტყა
პრიამოსის ძის ყოველმხრივ თანაბარ ფარს. ფარი შელეწა მბრწყინავმა მძლავრმა შუბმა, შეაღწია ოსტატურად
ნაკეთებ ბექთარში და ნეკნებს ქვემოთ მუცელთან გაფხრიწა ქიტონი, გაიწია ჰექტორი და ასე დააღწია თავი
შავ დაღუპვას. ხელახლა დაავლეს ხელი გრძელ შუბებს და შეასკდნენ ერთმანეთს სისხლისმსმელი
ლომებივით ან ძნელად მოსანადირებელი გარეული ტახებივით. პრიამოსის ძემ შუბი ფარის შუაგულში
ჩასცა, მაგრამ ვერ გააღწია ბრინჯაოში, უკან მოიხარა შუბისპირი. [260] აიასი კი თავს დაეცა და შუბი ჩასცა
ფარს, გაგლიჯა ფარი შუბმა, ყელს შეეხო და შავი სისხლი დაიღვარა, მაგრამ ბრძოლა არ მიატოვა
მუზარადმოელვარე ჰექტორმა, არამედ უკან დაიხია და მძლავრი ხელით აიღო ლოდი, რომელიც მინდორში
ეგდო შავი, უხეში და უზარმაზარი. ესროლა აიასს და მოარტყა შვიდტყავიანი ფარის შუაგულში და ყრუდ
გაიჟღრიალა ბრინჯაომ. საპასუხოდ აიასმა ბევრად უფრო დიდ ლოდს დაავლო ხელი და განუზომელი
ძალით ისროლა, [270] მოარტყა ფარში, დალეწა ის დოლაბისოდენა ქვით, მუხლი დაუზიანა და პირქვე დაეცა
ჰექტორი და ზემოდან დაემხო ფარი, მაგრამ იგი სწრაფად წამოაყენა აპოლონმა. და ახლა ხმლებით
აიჩეხებოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში, რომ არ მოსულიყვნენ ზევსისა და ადამიანების მაცნეები [2.275] ერთი
ტროელთაგან, მეორე კი ბრინჯაომოსილ აქაველთაგან — ტათლიბიოსი და იდაიოსი, ორი კეთილგონიერი
ვაჟკაცი. გმირებს შორის გაიწვდინა ორივემ კვერთხი და სიტყვა თქვა მაცნე იდაიოსმა, გონიერმა მსაჯულმა:
„საყვარელო შვილებო, შეწყვიტეთ ომი და ბრძოლა, [2.280] ორივენი უყვარხართ ღრუბელთშემკრებ ზევსს,
შესანიშნავი შუბოსნები ხართ, ყველამ ვიცით ეს, მაგრამ ღამდება და კარგი იქნება, თუ ღამეს
დავემორჩილებით.“
მას კი უპასუხა ტელამონის ძე აიასმა: „იდაიოს, უბრძანე, ეს ჰექტორმა თქვას, რადგან სწორედ მან
მოგვიხმო საბრძოლველად ყველა საუკეთესოს, მან დაიწყოს და რასაც თავად იზამს, მე დავუჯერებ.“
მას უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „აიას, ღმერთმა მოგცა შენ სიდიდე, ძალა და
სიბრძნე; შუბოსნობაშიც აქაველებში უძლიერესი ხარ; [290] უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა და პაექრობა დღეს,
შემდგომში ვიბრძოლოთ და დაიმონმა გაარკვიოს, თუ რომელს უნდა მოგვანიჭოს გამარჯვება. ღამდება ახლა
და კარგი იქნება, თუ ღამეს დავემორჩილებით. ახლა შეგიძლია გაახარო ყველა აქაველი ხომალდებთან, შენი
ახლობლები, მეგობრები, — ვინც კი გყავს, მე კი მეუფე პრიამოსის დიდ ქალაქში ტროელ ვაჟკაცებსა და მათ
გრძელკაბიან ცოლებს გავახარებ, რომლებიც ჩემთვის სალოცავად შეკრებილან ღვთაებრივ ტაძრებში;
ერთმანეთს კი დიდებული საჩუქრები გავუცვალოთ ორივემ, [300] დაე, რომელიმე აქაველს ან ტროელს
სათქმელად ჰქონდეს ჩვენზე, — იბრძოლეს, რადგან მტრობა უღრღნიდათ გულს, მაგრამ ერთმანეთს
მეგობრობით შეკრულები დაშორდნენო.“
ეს თქვა და მისცა ვერცხლის ლურსმნებით მოჭედილი ხმალი, მისივე ქარქაშთან და ოსტატურად
ნაკეთებ სამხარიღლიე ღვედთან ერთად. აიასმა კი მას მისცა ბრჭყვიალა სისხლისფერი ქამარი და ასე
დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი აქაველი ხალხისკენ დაიძრა, ხოლო მეორე ტროელთა გუნდისაკენ და მათაც
გაიხარეს, როდესაც ცოცხალი და უვნებელი დაინახეს, გადარჩენილი აიასის ძალასა და უძლეველ მარჯვენას.
[310] ქალაქისკენ გაუძღვნენ, ძლივს იჯერებდნენ, რომ სიკვდილს გადაურჩა; ხოლო გამარჯვების დიდებით
შემოსილი აიასი ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა ღვთაებრივ აგამემნონს მიჰგვარეს.
როდესაც ატრევსის ძის კარვებს მიადგნენ, ხალხთა მეუფე აგამემნონმა ხუთი წლის ხარი დაუკლა
კრონოსის მძლეთამძლე ძეს. ხარი გაატყავეს, შეკაზმეს, ასო-ასოდ აქნეს, დაჭრეს ნაჭრებად, შამფურებზე
წამოაგეს, გულმოდგინედ შეწვეს და გადმოიღეს. როგორც კი კეთებას მორჩნენ, უმალ გამართეს ნადიმი. [320]
ყველამ მოილხინა და გულნატკენი არავინ დარჩენილა საერთო ნადიმზე. ხოლო აიასს პატივისცემის ნიშნად
უსასრულო სუკი არგუნა ატრევსის გმირმა ძემ, დიდ სივრცეთა მბრძანებელმა აგამემნონმა. როდესაც ჭამა-
სმით კარგად იჯერეს გული, პირველად შეკრებილთ მიმართა ბრძენმა მსაჯულმა, მოხუცმა ნესტორმა,
რომელსაც ადრეც მრავალი საუკეთესო რჩევა მიუცია მათთვის; კეთილგანწყობილად ილაპარაკა და ეს
ბრძანა: „ატრევსის ძეო და სხვებო, საუკეთესონო სრულიად აქაველთ შორის! მრავალი გრძელთმიანი აქაველი
მოკვდა, მათი შავი სისხლი წყალუხვ სკამანდროსში [330] ჩაღვარა სასტიკმა არესმა, სულები კი ჰადესში
ჩადენა. განთიადთან ერთად უნდა შევწყვიტოთ აქაველთა ბრძოლა, თავი მოვიყაროთ და ხარებით და
ჯორებით აქ მოვზიდოთ ცხედრები და დავწვათ ისინი ხომალდებთან ახლოს, რომ ძვლები ჩავუტანოთ
შვილებს სახლში, როდესაც სამშობლო მიწაზე გავეშურებით. შემდეგ კოცონის ნახანძრალზე ერთი საერთო
ყორღანი აღვმართოთ მინდორში, ბოლოს კი სასწრაფოდ ავაგოთ მაღალი კოშკები და გალავანი,
ხომალდებისა და საკუთარი თავის დასაცავად. მას გავუკეთოთ მჭიდროდ დასახური კარიბჭე, [340]
რომელშიც გაივლიდა ეტლების გზა. ღრმა თხრილი გავთხაროთ ამ კედლის მახლობლად, რომ შევაფერხოთ
მტრის ეტლები და მეომრები, თუკი ტროელები შეტევაზე გადმოსვლას გაბედავენ.“
ასე თქვა და ყველა მეფე დაეთანხმა მას. ტროელებმა კი ილიონის ციხე-სიმაგრეში ხმაურიანი და
ბრაზიანი საბჭო გამართეს პრიამოსის კარიბჭესთან და ბრძენმა ანტენორმა ილაპარაკა პირველმა: „მისმინეთ
ტროელებო, დარდანელებო და მოკავშირეებო, უნდა გითხრათ, რასაც მკერდში გული მკარნახობს. [350]
მოდით, არგოსელი ჰელენე და მთელი ქონება ატრევსის ძეებს დავუბრუნოთ, — წმინდა ფიცი გვაქვს
დარღვეული და ისე ვომობთ: გული მითქვამს, რომ ამის გამო კარგი არაფერი მოგვივა, სანამ იმას არ
გააკეთებთ, რასაც გირჩევთ.“
ეს თქვა და დაბრძანდა. წამოდგა მაშინ ღვთაებრივი ალექსანდროსი, ლამაზთმიანი ჰელენეს მეუღლე,
მიუბრუნდა და ასე მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ანტენორ, არ მომწონს, რასაც ამბობ! იცი, რომ უკეთესი
სიტყვა შეგეძლო გეთქვა. მაგრამ რასაც ამბობ, თუ მართლა გულით ამბობ, [360] მაშინ თავად ღმერთებს
დაუღუპავთ შენი გონება! აი, ეს მაქვს სათქმელი ცხენთამხედნელი ტროელებისთვის და პირდაპირ ვამბობ,
ქალს არ დავაბრუნებ! რაც შეეხება ქონებას, რომელიც არგოსიდან წამოვიღე, დავაბრუნებ და სახლიდან
ჩემსასაც დავამატებ.“
ეს თქვა და დაჯდა, მაშინ წამოდგა დარდანოსის შთამომავალი პრიამოსი, ღმერთების თანასწორი
მსაჯული, კეთილგანწყობილად ილაპარაკა და ეს თქვა: „მისმინეთ, ტროელებო, დარდანელებო და
მოკავშირეებო, უნდა გითხრათ, რასაც მკერდში გული მიბრძანებს. [370] ახლა ვახშამი მიირთვით ქალაქში
ძველებურად, გახსოვდეთ ღამის დარაჯობა და თითოეული ფხიზლად იყავით. დილით კი იდაიოსი მივიდეს
ღრმამუცლიან ხომალდებთან, გადასცეს ატრევსის ძეებს, აგამემნონსა და მენელაოსს, სიტყვა
ალექსანდროსისა, რომლის გამოც აღიძრა ომი. დაე, გადასცეს მათ ეს ბრძნული სიტყვა, შევაჩეროთ
საძულველი ომი, რათა ცხედრები დავწვათ, შემდეგ კი ვიბრძოლოთ, სანამ დაიმონი არ გაგვყრის და
რომელიმეს გამარჯვებას არ მოგვანიჭებს.“
ასე ბრძანა, ყურადღებით მოუსმინეს და დაემორჩილნენ. [380] ლაშქარმა ჯგუფ-ჯგუფად ივახშმა.
დილით იდაიოსი გაეშურა ღრმამუცლიან ხომალდებთან. აღმოაჩინა, რომ დანაელებს, არესის მსახურებს,
საბჭო ჰქონდათ გამართული აგამემნონის ხომალდის კიჩოსთან. მათ შუაგულში შევიდა და, როგორც მაცნემ,
ხმამაღლა გამოაცხადა: „ატრევსის ძეო და სხვებო, რომლებიც საუკეთესონი ხართ სრულიად აქაველებს
შორის. მიბრძანეს პრიამოსმა და სხვა ტროელმა წარჩინებულებმა, გადმოგცეთ, თუკი მისაღები და კარგი
იქნება თქვენთვის, სიტყვა ალექსანდროსისა, რომლის გამოც დაიწყო ომი. მას სურს, ქონება, რომელიც
ღრმამუცლიანი ხომალდებით [390] ჩამოიტანა ტროაში (ნეტავ მანამდე დაღუპულიყო!), უკან დაბრუნოს და
საკუთარიც დაურთოს ზედ, მაგრამ სახელგანთქმული მენელაოსის მეუღლის დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა
კი ტროელები თხოვდნენ ამას. კიდევ მიბრძანეს ეს სიტყვა მეთქვა თქვენთვის, ხომ არ შეგვეჩერებინა
საძულველი ომი, რათა ცხედრები დავწვათ, შემდეგ კი ვიბრძოლოთ, სანამ დაიმონი არ გაგვყრის და
რომელიმეს გამარჯვებას არ მოგვანიჭებს.“
ეს თქვა და საყოველთაო დუმილი ჩამოვარდა. კარგა ხნის შემდეგ ხმა ამოიღო საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატმა დიომედესმა: [400] „ახლა ვერავინ ვერ მიიღებს ალექსანდროსის ქონებას, ჰელენესაც კი, ჩვილი
ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ ტროის აღსასრული და დაღუპვა გარდაუვალია!“
ასე თქვა და ერთად ახმაურდნენ აქაველთა შვილები, გაოცებული იყვნენ ცხენთამხედნელი
დიომედესის სიტყვით. მაშინ იდაიოსს მიმართა მძლავრმა აგამემნონმა: „იდაიოს, უკვე თავადაც გაიგონე
აქაველების სიტყვა, მათ გიპასუხეს შენ და მეც ვეთანხმები იმას, რაც თქვეს. რაც შეეხება იმას, რომ ცხედრები
დავწვათ, წინააღმდეგი არ ვარ. ჩვენი ვალია, არაფერი დავაკლოთ მიცვალებულებს, [410] ისინი მოკვდნენ და
სასწრაფოდ ცეცხლს უნდა მივცეთ. ფიცს ვაძლევ მჭექარე ზევსს, ჰერას მეუღლეს.“
ასე თქვა და კვერთხი გაიშვირა ყველა ღმერთისკენ, იდაიოსი მობრუნდა და წმინდა ილიონს მიაშურა.
ამასობაში აგორაზე ისხდნენ ტროელები და დარდანელები, ერთად მოეყარათ თავი და ელოდნენ იდაიოსის
დაბრუნებას. ისიც მოვიდა, შუაში დადგა და ამცნო ყველას აქაველთა პასუხი. ტროელები წამოდგნენ და
სწრაფად დაიწყეს მომზადება: ზოგს ცხედრები მოჰქონდა და ზოგსაც ტყიდან შეშა. აქაველები
მტკიცეგემბანიანი ხომალდებიდან მოისწრაფვოდნენ, [420] ზოგს ცხედრები მოჰქონდა და ზოგსაც ტყიდან
შეშა.
ჰელიოსმა ახალი სხივები მოჰფინა არემარეს, როდესაც ოკეანოსის წყნარტალღიანი სიღრმიდან
ზეცისკენ ამოვიდა და მეტოქეები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ძნელი საცნობი იყო თითოეული
მიცვალებული, სანამ წყლით არ განბანეს სისხლიანი ჭრილობები. თბილ ცრემლებს ღვრიდნენ და ცხედრებს
ეტლებზე აწყობდნენ. ხმამაღალი გლოვის ნებას არ რთავდა დიდი პრიამოსი, ამიტომ მდუმარედ აწყობდნენ
ცხედრებს კოცონზე და გულში დასტიროდნენ, ხოლო როდესაც ცეცხლს მისცეს, დაბრუნდნენ წმინდა
ილიონში. [430] ასევე მეორე მხარეს ლამაზსაბარკულიანი აქაველები თავიანთ ცხედრებს კოცონზე აწყობდნენ
და გულში დასტიროდნენ; და როგორც ცეცხლს მისცეს, დაბრუნდნენ ღრმამუცლიან ხომალდებთან.
ჯერ დილა არ იყო, მაგრამ ღამეს უკვე ნათელი ეპარებოდა, როდესაც კოცონთან მოიყარა თავი
აქაველმა ხალხმა, შემდეგ კოცონის ნახანძრალზე ერთი საერთო ყორღანი აღმართეს მინდორში, ბოლოს კი
სასწრაფოდ ააგეს მაღალი კოშკები და გალავანი, ხომალდებისა და საკუთარი თავის დასაცავად. მას გაუკეთეს
მჭიდროდ დასახური კარიბჭე, რომელშიც გაივლიდა ეტლების გზა. [440] ღრმა და ფართო თხრილი გათხარეს
ამ კედლის მახლობლად და მასში სარები ჩაარჭვეს. ასე შრომობდნენ გრძელთმიანი აქაველები.
ამასობაში ღმერთები ისხდნენ მეხთამტყორცნელი ზევსის გვერდით, გაოცებული უყურებდნენ
ბრინჯაომოსილი აქაველების დიდ გარჯას. და მათ შორის მიწისმრყეველმა პოსეიდონმა ბრძანა პირველმა:
„მამა ზევსო, დარჩა ვინმე მოკვდავი უსასრულო მიწაზე, ვინც უზიარებს უკვდავებს თავის ფიქრებსა და
განზრახვებს? ვერ ხედავ, რომ გრძელთმიანმა აქაველებმა ახალი გალავანი ააგეს თავისი ხომალდებისთვის
და მას წინ გაუთხარეს თხრილი, [450] თუმცა ღმერთებისთვის არ შეუწირავთ სახელგანთქმული ჰეკატომბე?
მისი სახელი ცნობილი იქნება სანამ განთიადი იარსებებს და ხალხი დაივიწყებს გალავანს, რომელიც მე და
სხივოსანმა აპოლონმა დიდი გარჯით ავუგეთ გმირ ლაომედონს.129“
მას მიუბრუნდა და უთხრა განრისხებულმა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „გრცხვენოდეს, მძლავრო
მიწისმრყეველო, რას ლაპარაკობ?! უკვდავთაგან ვინმე სხვა, ძალითა და მარჯვენით შენზე უფრო სუსტი,
შეშინდეს, შენი დიდება კი დარჩება მანამ, სანამ განთიადი იარსებებს. შენც აიღე და როდესაც გრძელთმიანი
აქაველები [460] ხომალდებით გაეშურებიან საყვარელი მშობელი მიწისაკენ, დაუნგრიე მათი გალავანი და
ზღვაში დანთქე, ხელახლა დაფარე ნაპირი ზღვის ქვიშით და კვალიც არ დატოვო აქაველების ამ უზარმაზარი
გალავნისაგან.“
ასე ესაუბრებოდნენ ისინი ერთმანეთს, ჩაესვენა მზე და დასრულდა აქაველთა საქმე, ხარები დაკლეს
კარვებში და ვახშამი მიირთვეს. იქ უამრავი ხომალდი იყო, რომელთაც ლემნოსიდან ღვინო ჩამოეტანათ,
ყველა გამოეგზავნა იასონის ძეს, ევნეოსს, რომელიც ჰიფსიპილემ უშვა ხალხთა მწყემს იასონს130. [470]
ატრევსის ძეებს, აგამემნონსა და მენელაოსს, საჩუქრად გამოუგზავნა იასონის ძემ ათას-ათასი საწყაო ღვინო.
დანარჩენი გრძელთმიანი აქაველები ღვინოს ყიდულობდნენ: ზოგი ბრინჯაოთი, ზოგიც მოელვარე რკინით,
ზოგი ხარის ტყავით და ზოგიც თვით ხარებით, ზოგი ტყვეებით — ასე აწყობდნენ მდიდრულ ნადიმებს.
მთელი ღამე ილხენდნენ გრძელთმიანი აქაველები, ამასვე აკეთებდნენ ქალაქში ტროელები და მოკავშირეები
და მთელი ღამე მათ სიავეს უმზადებდა მსაჯული ზევსი ავის მომასწავებელი ჭექა-ქუხილით და
ფერმკრთალმა შიშმა მოიცვა ისინი; [480] ღვინოს თასებიდან ჯერ მიწაზე ღვრიდნენ, ვერავინ ბედავდა
დაელია მანამ, სანამ არ დაუღვრიდა კრონოსის ძეს. ბოლოს კი დაწვნენ და ძილი ეწვიათ საჩუქრად.

129
იგულისხმება უზარმაზარი გალავანი, რომელიც პოსეიდონმა და აპოლონმა შემოარტყეს ტროას. ილოსის ძემ
და პრიამოსის მამამ, ლაომედონმა, მაგრამ ტროის ამ მეფემ, მიუხედავად წინასწარი დაპირებისა, მათ ეს შრომა არ
დაუფასა. შურისძიების მიზნით პოსეიდონმა ტროას ზღვის ურჩხული მოუვლინა.
130
ევნეოსს, რომელიც ჰიფსიპილემ უშვა ხალხთა მწყემს იასონს — ჰიფსიპილე ლემნოსის მეფის, თოასის,
დიონისოსისა და არიადნეს ვაჟის, ასული იყო. ლემნოსელმა ქალებმა რამდენიმე წელს უპატივცემულოდ დატოვეს
აფროდიტე; განრისხებულმა ქალღმერთმა მათ თხის სუნი დააბედა, რის გამოც ისინი ქმრებმა მიატოვეს და თრაკიელ
ქალებზე დაქორწინდნენ. ქალებმა ქმრები ამოწყვიტეს, მხოლოდ ჰიფსიპილემ გადაარჩინა მამა, გაქცევაში შეუწყო მას
ხელი, თავად კი ლემნოსის დედოფალი გახდა. როდესაც კუნძულს არგონავტები მოადგნენ, ისინი ლემნოსელ ქალებზე
დაქორწინდნენ და შვილები გააჩინეს. ჰიფსიპილე იასონს გაჰყვა ცოლად და მას უშვა ვაჟები ევნეოსი და ნებროფონოსი.
იასონი მას მარადიულ ერთგულებას დაჰპირდა, მაგრამ მალე მიატოვა ცოლ-შვილი და თავისი დანაპირებიც დაივიწყა.
მერვე სიმღერა

ღ მერ თ ებ ი ს შეკრ ება .


შეწყვ ეტ ილ ი ბ რ ძ ო ლ ა

ეოსმა ყვითელი კაბა გადააფარა მთელ დედამიწას131, მეხთამტეხელმა ზევსმა კი ღმერთები შეკრიბა
მრავალქიმიანი ოლიმპოსის უმაღლეს მწვერვალზე. თავად ილაპარაკა, ყველა ღმერთი კი უსმენდა:
„მისმინეთ, ყველა ღმერთო და ქალღმერთო, უნდა გითხრათ, რასაც მკერდში გული მიბრძანებს. არც ერთმა
მდედრმა ან მამრმა ღმერთმა არ სცადოს წინ აღუდგეს ჩემს სიტყვას, ყველა უნდა დამეთანხმოთ, რათა
სასწრაფოდ დავამთავრო ეს საქმე. [10] ვისაც შევატყობ, რომ ღმერთების ნების წინააღმდეგ წავიდა
ტროელების ან დანაელების დასახმარებლად, სამარცხვინოდ მეხდაცემული დაბრუნდება ოლიმპოსზე, ან
ხელს ჩავავლებ და გადავისვრი უკუნ ტარტაროსში, შორს, სადაც მიწის ქვეშ უღრმესი უფსკრულია, იქაა
რკინის კარიბჭე და სპილენძის ზღურბლი, ისევე შორეული ჰადესიდან, როგორც ზეცაა დედამიწიდან132.
მაშინ ეცოდინება, რამდენად მძლავრი ვარ ყველა ღმერთზე. მიდით, ღმერთებო, სცადეთ და გაიგებთ
ყველანი. ოქროს ჯაჭვი ჩამოუშვით ზეციდან [20] და ყველა ღმერთი და ქალღმერთი ჩამოეკიდეთ, მაინც ვერ
ჩამოიყვანთ ზეციდან მიწაზე ზევსს, უმაღლეს მსაჯულს, თუნდაც ძალიან დაშვრეთ; მაგრამ თუ მე
განვიზრახე მოვზიდო, თვით დედამიწასაც მოვზიდავ და ზღვასაც, ოქროს ჯაჭვს ოლიმპოსს შემოვახვევ და
მთელი სამყარო სივრცეში დაეკიდება. აი, ასე აღვემატები ღმერთებსა და ადამიანებს.“
ასე ბრძანა და საყოველთაო დუმილი ჩამოვარდა, ისე გაიოცეს მისი სიტყვები, მართლაც ძალიან
მძლავრად ილაპარაკა. [30] კარგა ხნის შემდეგ უპასუხა თვალსხივოსანმა ათენამ: „ჩვენო მამავ, კრონოსის ძეო,
უმძლავრესთაგან უზენაესო, ჩვენ ისედაც კარგად ვიცით, რომ შენი ძალა უძლეველია, მაგრამ გული გვწყდება
დანაელ შუბოსნებზე, რომელთაც ბედი უმუხთლებთ და დაიღუპებიან. რა თმა უნდა, ომს თავს ავარიდებთ,
რაკი გვიბრძანე, მხოლოდ სასარგებლო რჩევას მივცემთ არგოსელებს, თუ ეს უშველით, შენს მრისხანებას
ყველანი ერთად რომ არ შეეწირონ.“
მას გაუღიმა და უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „ნუ გეშინია, ტრიტოგენეია, ძვირფასო შვილო,
[40] გულით არ მითქვამს, შენთვის კი მხოლოდ სიკეთე მსურს.“
ეს თქვა და ეტლში შეაბა სპილენძისნალიანი და ოქროსფაფრიანი ფეხმარდი წყვილი ცხენი, თავადაც
ოქრო ჩაიცვა, ხელთ იპყრა ოქროსვე კეთილნაკეთი მათრახი, ავიდა თავის ეტლზე, გადაჰკრა მათრახი და
ისინიც მორჩილად გაფრინდნენ მიწასა და ვარსკვლავებიან ზეცას შორის. წყაროებით მდიდარ იდას მიადგა,
ცხოველთა დედას, გარგარონის მწვერვალს, სადაც მისი ჭალა და სურნელოვანი საკურთხეველია. იქ გააჩერა
ცხენები ადამიანთა და ღმერთთა მამამ, [50] გამოხსნა ეტლიდან და ღრმა ნისლით დაფარა. დიდებით
შემოსილი დაჯდა მთაზე, საიდანაც ხედავდა ტროელთა ქალაქსა და აქაველთა ხომალდებს.
ამასობაში გრძელთმიანმა აქაველებმა ნაჩქარევად ისადილეს თავის კარვებში და აბჯარი აისხეს.
თავის მხრივ, ქალაქში შეიარაღდნენ ტროელებიც; ნაკლები იყვნენ, მაგრამ ბრძოლის ჟინით იყვნენ
ანთებული, ბავშვებისა და ქალების დაცვის საჭიროება აღაგზნებდათ. ყველა კარიბჭე გაიღო, გამოედინა
ხალხი, ქვეითი და ეტლზე ამხედრებული; საშინელი გნიასი ატყდა. [60] ერთი ადგილისკენ დაიძრნენ და
შეხვდნენ ერთმანეთს ფარები, შუბები და ბრინჯაომოსილი კაცების ძალა; შემდეგ შუაში გირჩიანი ფარები
შეასკდნენ ერთმანეთს და საშინელი გნიასი დადგა. დაჭრილთა კვნესა და მკვლელთა ყიჟინა შეერია
ერთმანეთს და სისხლის მდინარე წამოვიდა მიწაზე.
სანამ განთიადი იყო და წმინდა დღე იზრდებოდა, მანამ ისრებს ესროდნენ ერთმანეთს და ეცემოდა
ხალხი; როგორც კი ჰელიოსი ავიდა ზეცის შუაგულში, მაშინვე მამამ ოქროს სასწორის პინები გაასწორა, [70]
მათზე შეაგდო სიკვდილის ორი წილი ცხენთამხედნელი ტროელებისა და ბრინჯაომოსილი
აქაველებისთვის, შუაში ჩაავლო ხელი და ასწია, ქვემოთ დაეშვა აქაველთა საბედისწერო დღე. აქაველთა
ბედისწერა მრავალთა მკვებავი მიწისკენ დაიხარა, ხოლო ტროელთა — ვრცელ ზეცაში აიჭრა. თავად იდიდან

131
ეოსმა ყვითელი კაბა გადააფარა მთელ დედამიწას — გარიჟრაჟის ქალღმერთმა, ეოსმა მზის სხივებით გაანათა
დედამიწა, ანუ გათენდა.
132
ჰომეროსის წარმოდგენით, ტარტაროსის უფსკრული ჰადესიდან იმ მანძილითაა დაშორებული, რა
მანძილითაც დედამიწაა ზეცას დაშორებული.
დიდზე იჭექა, ელვის ცეცხლი კი გაუშვა აქაველი ხალხისკენ; მათ ეს დაინახეს, გაოგნდნენ და ყველა მოიცვა
ფერმკრთალმა ძრწოლამ. იქ ვერ დარჩა ვერც იდომენევსი, ვერც აგამემნონი, ვერც ორი აიასი, არესის მსახური.
[80] მხოლოდ გერენონელი ნესტორი დარჩა, აქაველთა ბურჯი, ისიც არა თავისით, არამედ იმიტომ, რომ ცხენი
დაეჭრა, მას ისარი მოარტყა ალექსანდროსმა, ლამაზთმიანი ჰელენეს მეუღლემ; თავში მოხვდა ისარი, იქ,
სადაც ცხენს ფაფრის პირველი თმა ეზრდება შუბლზე, რაც ყველაზე სასიკვდილო ადგილია. საფეთქელში
გაიარა ისარმა, ტკივილისგან ყალყზე შედგა ცხენი, ისრიანი თავი სიმწრით ატრიალა და დააფეთა სხვა
ცხენებიც. მოხუცი ცდილობდა ჩაეხსნა გვერდითა ცხენი და ჩაეჭრა ხმლით სადავეები; ამასობაში მამაცი
ჰექტორის სწრაფმა ცხენებმა გამოიარეს შეტაკებები [90] და მოხუცი სიცოცხლეს გამოესალმებოდა, რომ არ
მოეკრა თვალი საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატ დიომედესს, მან კი საშინელი ხმით შესძახა, რომ აღეძრა
ოდისევსი: „ლაერტესის ძევ, ზევსის ნაშიერო, გონებამახვილო ოდისევს, სად გარბიხარ და ზურგს უჩვენებ
მტერს, თითქოს ვინმე უბირი იყო? ვინმემ გაქცეულს ზურგში შუბი არ მოგახვედროს, გაჩერდი, რათა
მოხუცისგან მოვიგერიოთ ეს ველური კაცი.“
ასე თქვა, მაგრამ ვერ გააგონა ჭირნახულ ღვთაებრივ ოდისევსს, რომელიც გარბოდა აქაველთა
ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ. ტიდევსის ძე თავად მარტო შეიჭრა მებრძოლთა წინა რიგებში, [100] იგი
დადგა ნელევსის მოხუცი ძის ცხენების წინ, მას ელაპარაკა და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „მოხუცო,
ახალგაზრდა მეომრები ძალიან გავიწროვებენ, ძალა გეცლება და მძიმე სიბერე გეწევა, უძლურია შენი მეეტლე
და ჯაგლაგია შენი ცხენები. ახლა კი ამოდი ჩემს ეტლზე, რათა თავად ნახო, როგორია ტროსის ცხენები,
როგორ იციან მათ ველი, რომელიც სწრაფად უნდა გადაკვეთონ დადევნებისას თუ გამოქცევისას; მტრის
თავზარდამცემი ეს წყვილი ცხენი ენეასს წავართვი, შენს ორ მსახურს უბრძანე შენს ცხენებს მიხედონ, ჩვენ
ორნი კი [110] დავიძრათ ცხენთამხედნელი ტროელებისკენ, რათა ჰექტორმაც იცოდეს, როგორ ირხევა ჩემს
ხელში შუბი.“
ასე თქვა და დაემორჩილა გერენონელი მხედარი ნესტორი. მაშინ ნესტორის ცხენებზე იზრუნეს
მსახურებმა, მძლავრმა სთენელოსმა და ვაჟკაცმა ევრიმედონმა. ორი ბელადი ავიდა დიომედესის ეტლზე:
ნესტორმა ხელთ იპყრა მოელვარე სადავეები, მათრახი ცხენებს გადაუჭირა და მალე აღმოჩნდნენ ჰექტორთან
ახლოს. მას პირდაპირ ესროლა შუბი ტიდევსის ძემ, მაგრამ ააცილა, თუმცა მის მეეტლე მსახურს, [120] მამაცი
თებაიოსის ძეს, ენიოპევსს, რომელსაც ცხენების სადავეები ეპყრა, მკერდში მოარტყა, ძუძუსთავთან.
ჩამოვარდა ეტლიდან, განზე გახტდნენ ფეხმარდი ცხენები, იქ დაიცალა მისი სული და ძალა. მეეტლის გამო
მწარე წუხილმა მოიცვა ჰექტორის სული, მაგრამ გულისტკივილით მაინც მიატოვა მეგობარი და სხვა მამაცი
მეეტლის ძებნა დაიწყო. დიდხანს არ დარჩენილან ცხენები მეეტლის გარეშე, სწრაფად იპოვა მამაცი
არქეპტოლემოსი, იფიტოსის ძე, მას ფეხმარდი ცხენები ჩააბარა და სადავეები ხელში მისცა. [130] უბედურება
დატრიალდებოდა და გამოუსწორებელი ამბები მოხდებოდა და ახლა ტროელები ცხვრებივით
შეირეკებოდნენ ილიონში, თვალი რომ არ მოეკრა ადამიანთა და ღმერთთა მამას; საშინლად დაიჭექა და
ისროლა მოციმციმე ელვა და იგი დაეცა მიწაზე დიომედესის ცხენების წინ. მოგიზგიზე გოგირდის საშინელი
ალი ავარდა, დაფეთებულმა ცხენებმა უკან დაიხიეს ეტლიდან. მოელვარე სადავეები ხელიდან გაუვარდა
ნესტორს და მან, სულით შეძრულმა, მიმართა დიომედესს:
„ტიდევსის ძეო, გასაქცევად აღძარი მუხლადი ცხენები, [140] ნუთუ ვერ ხვდები, რომ ზევსი აღარ
გეხმარება? დღეს ამ კაცს ანიჭებს დიდებას კრონოსის ძე ზევსი, სხვა დროს ჩვენ მოგვანიჭებს, თუკი ისურვებს,
რომ მოგვცეს. ვერც ერთი ადამიანი დაუპირისპირდება ზევსის ნებას, თუნდაც ძალიან მძლავრი იყოს,
იმდენად აღემატება ყველას ზევსი.“
მას უპასუხა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „დიახ, მოხუცო, სამართლიანად
ლაპარაკობ; მაგრამ მწარე ნაღველი გულს მიკლავს და სულს მიმღვრევს, რომ ოდესმე ჰექტორი ეტყვის ერთად
თავმოყრილ ტროელებს, ტიდევსის ძე ხომალდებისკენ გამექცაო. [150] ამას დაიტრაბახებს და მაშინ ვრცელმა
მიწამ დამთქას მე!“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „რას ამბობ, მამაცი ტიდევსის ძეო? ჰექტორმა რომ
ლაჩრად და უძლურადაც გამოგაცხადოს, არ დაუჯერებენ არც ტროელები, არც დარდანელები და არც
დიდგულოვან ფაროსან ტროელთა ქვრივები, რომელთა ყმაწვილი ქმრები მტვერში ამოგანგლე შენ.“
ასე თქვა და გასაქცევად აღძრა მუხლადი ცხენები და შეერია უწესრიგო ბრბოს, ხოლო ტროელები და
ჰექტორი ყიჟინით დაედევნენ და დააყარეს ისრები. [160] მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა ხმამაღლა
შესძახა: „ტიდევსის ძეო, ყველას წინაშე პატივს გცემდნენ სწრაფცხენიანი დანაელები, საუკეთესო ადგილს,
ხორცსა და ღვინით სავსე თასებს გინახავდნენ. ახლა კი პატივს აღარ გცემენ, რადგან დედაკაცი აღმოჩნდი.
წადი, უბადრუკო თოჯინა! შენ ვეღარ შემოგვიტევ და ჩვენს კოშკებზე ვეღარ ამოხვალ, ვერც ჩვენს ქალებს
გარეკავ ხომალდებისკენ, მანამდე მე გადაგცემ სიკვდილის დაიმონს!“
ასე თქვა, ტიდევსის ძე კი ყოყმანობდა, ხომ არ მოებრუნებინა ცხენები და პირისპირ არ
შებრძოლებოდა ჰექტორს. სამგზის იყოყმანა სულით და გულით, [170] სამგზის იდის მთიდან დაიჭექა
ბრძენმა ზევსმა და ნიშანი მისცა, რომ სათუო ბრძოლაში გამარჯვებას ტროელებს მიანიჭებდა. ჰექტორმა კი
დიდი ხმით შესძახა თავისიანებს: „ტროელებო, ლიკიელებო, ხელჩართული ბრძოლის ოსტატო
დარდანელებო, იყავით ვაჟკაცები, ჩემო ძვირფასებო, გაიხსენეთ თქვენი დაუოკებელი სიმამაცე. ვხვდები,
რომ კრონოსის ძე მიქადის გამარჯვებას და დიდ სახელს, ხოლო დანაელებს — უბედურებას. უგუნურები! მათ
თავდასაცავად ეს უსარგებლო გალავანი ააგეს, რომელიც ჩემს ძალას წინ ვერ აღუდგება. ჩვენი ცხენები
იოლად გადაევლებიან იმ თხრილს, მათ რომ გათხარეს, [180] მაგრამ როდესაც მივადგები ღრმამუცლიან
ხომალდებს, არ დამავიწყოთ, ცეცხლი მივიტანო, რომ გადავწვა მათი ხომალდები და ცეცხლის კვამლსა და
არეულობაში ამოვხოცო ხომალდებთან არგოსელები.“
ეს თქვა და ცხენებს ხმამაღლა შესძახა: „ქსანთოს, პოდაგროს, აითონ და ღვთაებრივო ლამპოს! ახლა
უნდა გადამიხადოთ სამაგიერო იმ ჭარბი ზრუნვისთვის, რაც არ დაგაკლოთ არც დიდგულოვანი ეეტიონის
ქალიშვილმა ანდრომაქემ, რომელიც უპირველესად ტკბილ ხორბალს გაძლევდათ, შეზავებულ ღვინოს
გასმევდათ, როგორც კი მოისურვებდით, [190] და არც მე, რომელიც ვამაყობ, რომ მისი ყმაწვილი ქმარი ვარ.
მაშ, იჩქარეთ, გაფრინდით, ცხენებო! დავეწიოთ მტერს და მოვიტაცოთ ნესტორის ფარი, რომლის დიდება
ზეცამდე ადის, მთლიანად ოქროსიაო, თავად ფარიც და მისი ტარიც, ასევე ცხენთამხედნელ დიომედესს
მხრებიდან ავყაროთ ოსტატურად ნაკეთები აბჯარი, რომელიც რუდუნებით შეუქმნია ჰეფესტოსს. თუ ამ ორ
რამეს ჩავიგდებთ ხელში, იმედი მაქვს, რომ აქაველებს ამავე ღამით გავაქცევთ თავიანთი სწრაფი
ხომალდებით.“
ასე ამბობდა და ტრაბახობდა. განრისხდა დედოფალი ჰერა, დაბრძანდა ტახტზე, შეირყა დიდი
ოლიმპოსი, [200] შემდეგ დიდ ღმერთს, პოსეიდონს, მიმართა: „სირცხვილი შენ, ყოვლისშემძლე
მიწისმრყეველო, ნუთუ გული არ შეგტკივა, როდესაც დანაელების დაღუპვას უყურებ?! მათ ხომ ჰელიკესა და
აიგეში უამრავი და მშვენიერი საჩუქარი მოუტანიათ შენთვის, მოუტანე მათ გამარჯვება. თუკი ყველანი, ვინც
დანაელების გულშემატკივრები ვართ, ვისურვებთ, შევძლებთ, მოვიგერიოთ ტროელები და დავაოკოთ
მგრგვინავი ზევსი, ის, დამწუხრებული, მარტო დარჩებოდა იდის მთაზე ჩამომჯდარი.“
მას მრისხანედ უპასუხა მძლავრმა მიწისმრყეველმა: „წინდაუხედავო ჰერა, ეს რა სიტყვას ამბობ?! [210]
არ მსურს, რომელიმე ჩვენგანი კრონიონ ზევსს შეებრძოლოს, რადგან ბევრად უფრო მძლავრია ჩვენზე.“ ეს
ორი ერთმანეთს ამას ესაუბრებოდა, ამასობაში სივრცე ხომალდებს, გალავანსა და თხრილს შორის სავსე იყო
შეიარაღებული ხალხით და ცხენებით, რომლებიც იქ ირეოდნენ და მათ ავიწროებდა სწრაფი არესის
თანასწორი ჰექტორი, პრიამოსის ძე, რომელიც ზევსმა დიდებით შემოსა. და ახლაც მძვინვარე ცეცხლით
გადაბუგავდა მათ თანაბრად ნაგებ ხომალდებს, რომ არ შთაეგონებინა აგამემნონისთვის დედოფალ ჰერას,
თავადაც ეჩქარა და სწრაფად აღეძრა აქაველი ხალხი. [220] ისიც წავიდა და შემოიარა აქაველთა კარვები და
ხომალდები, მტკიცე ხელში ეჭირა დიდი მეწამული მოსასხამი. გაჩერდა ოდისევსის ღრმამუცლიან შავ
ხომალდთან, რომელიც ხომალდების შუაში იყო და მას შეეძლო ორივე მხარისთვის მიეწვდინა ხმა, როგორც
აიას ტელამონის ძის, ისე აქილევსის კარვებამდე, რადგან ისინი თანაბრად ნაგები ხომალდებით თავსა და
ბოლოში ზღუდეებად იდგნენ, თავისი მარჯვენის სიმტკიცეს მინდობილნი. იქ ამოუშვა დიდი ხმა და შესძახა
დანაელებს:
„სირცხვილი, არგოსელებო, უბადრუკო არსებებო, თუმცა ლამაზებო! სად წავიდა ის ტრაბახი, რომ
თქვით, ყველაზე მამაცები ვართო?! [230] ფუჭად რომ ილაპარაკეთ ოდესღაც ლემნოსზე, რქებდაგრეხილი
ხარების ხორცს რომ შეექცეოდით, პირთამდე სავსე დიდი სასმისებით რომ სვამდით ღვინოს და თითოეული
ას ან ორას ტროელთან რომ აპირებდით ომში შესვლას, ახლა ამ ერთსაც ვერ ვუმკლავდებით, ამ ჰექტორს,
რომელიც მალე მძვინვარე ცეცხლით გადაბუგავს ჩვენს ხომალდებს. მამა ზევსო, იყო კი ვინმე მძლავრ
მეფეთაგან, ვისაც მოუვლინე ასეთი განსაცდელი, ასე წაართვი სახელი და აჰყარე პატივი? გეუბნები,
არასოდეს ჩამივლია შენს რომელიმე უმშვენიერეს საკურთხეველთან ჩემი მრავალმერხიანი ხომალდით აქ
ჩამოსვლისას, [240] რომ არ შემეწირა ყველგან ხარის ქონი და ბარკლები და არ მეთხოვნა, შემწეოდი
კეთილგალავნიანი ტროის დაქცევაში; მაგრამ, ზევსო, ეს თხოვნა მაინც შემისრულე: თავი დაგვაღწევინე ამ
განსაცდელისგან, რომ ტროელებმა სულ არ ამოგვხოცონ აქაველები!“
ასე თქვა და შეიწყალა მამამ ცრემლის მფრქვეველი. ნიშანი მისცა, რომ ხალხი გადარჩებოდა და არ
ამოწყდებოდა. მაშინვე აფრინა არწივი, ფრინველთაგან ყველაზე უფრო უტყუარი133, რომელსაც კლანჭებში
ნუკრი ჰყავდა, სწრაფი ირმის ნაშიერი, ზევსის უმშვენიერეს საკურთხეველზე დააგდო ნუკრი, [250] სადაც
ყოვლის მაუწყებელ ზევსს მსხვერპლს სწირავდნენ აქაველები. როგორც კი დაინახეს, რომ ზევსმა
გამოუგზავნათ ფრინველი, გაიხსენეს ომის ხალისი და ეკვეთნენ ტროელებს.
ძალიან ბევრნი იყვნენ დანაელები, მაგრამ ვერც ერთმა ვერ დაასწრო ტიდევსის ძეს, რომელმაც სწრაფი
ცხენები მიმართა თხრილს მიღმა, ბრძოლაში შეიჭრა და ყველასგან პირველი მისწვდა ტროელ მუზარადიან
ვაჟკაცს, ფრადმონის ძეს, აგელაოსს, რომელმაც ცხენები მოაბრუნა, გაქცევა დააპირა, ზურგშექცეულს შუბი
დასცა მხრებს შორის და მკერდში გამოუტარა. [260] ჩამოვარდა ეტლიდან და დაცემისას აბჯარმა გაიჟღრიალა.
მას მიჰყვნენ ატრევსის ძეები, აგამემნონი და მენელაოსი, მათ კი — აიასები, დაუოკებელი სიმამაცით
აღძრულები, შემდეგ — იდომენევსი და იდომენევსის მეგობარი, მერიონი, კაცთმმუსვრელი ენიალიოსის
თანასწორი, შემდეგ — ევრიპილოსი, ევაიმონის სახელგანთქმული ვაჟი; მეცხრე იყო ტევკროსი, ორგზის
მოხრილი მშვილდი მოზიდა და ადგილი დაიკავა აიას ტელამონის ძის ფარქვეშ. მაშინ ასწია ფარი აიასმა,
იმავწამს გმირმა მიმოიხედა და ისარი გაუქანა მტრების გუნდს, [270], მოარტყა მტერს, ისიც წაიქცა და
სიცოცხლეს გამოესალმა და როგორც ბავშვი შეაფარებს თავს დედას, ისე შეაფარა თავი აიასს, რომელმაც მას
თავისი უზარმაზარი ფარი გადაახურა.
ვინ იყო პირველი ტროელი, ვისაც მისწვდა ისრით ტევკროსი? პირველი იყო ორნილოქოსი და
ორმენოსი, შემდეგ ოფელესტესი, დაიტორი, ქრომიოსი და ღვთისდარი ლიკოფონტესი, პოლიაიმონის ძე,
ამოპაონი, მელანიპოსი, ამათ ყველას მისწვდა და მიყოლებით დააწვინა მრავალთა მკვებავ მიწაზე. დაინახა
და გაიხარა კაცთა ბელადმა აგამემნონმა, მძლავრი მშვილდით რომ ამოხოცა ტროელთა რიგები; [2.280] მასთან
მივიდა, დადგა და ასეთი სიტყვა უთხრა:
„ტევკროს, საყვარელო კაცო, ტელამონის ძევ, ხალხთა მეუფევ! ასე ესროლე, დანაელთა სინათლედ
იქცევი და მამაშენს, ტელამონს, რომელმაც ბავშვობიდან ზრუნვა არ მოგაკლო და, თუმცა ბუში იყავი,
საკუთარ სახლში აღგზარდა, აქედან შორს მყოფს განადიდებ და სახელს მოუტან. ამას გეტყვი და ჩემი სიტყვა
აღსრულდება: თუკი ეგისისმპყრობელი ზევსი და ათენა დამაქცევინებენ კეთილადნაგები ილიონის ციხე-
სიმაგრეს, ჩემს შემდეგ პირველს შენ მოგანიჭებ დიდ საჩუქარს134, [290] სამფეხას ან წყვილ ცხენს და ეტლს
მათთან ერთად, ან ქალს, რომელთანაც სარეცელს გაიზიარებდი.“
მას უპასუხა უზადო ტევკროსმა: „ატრევსის სახელოვანო ძეო, რაღას მაქეზებ, როდესაც ისედაც
აგზნებული ვარ? სანამ ძალა მაქვს, ერთი წამითაც არ გავჩერდები, რაც ილიონისკენ მივაბრუნეთ მტერი, ჩემი
ისრებით მას მოსვენებას არ ვაძლევ: უკვე რვა დავეცი ჩემი გრძელპირიანი ისრებით, ყველა ყმაწვილი მიწაზე
დავაწვინე, მხოლოდ ამ ერთ ცოფიან ძაღლს ვერ მოვახვედრე.“
[300] ეს თქვა და კიდევ ერთი ისარი ესროლა პირდაპირ ჰექტორს, გულით უნდოდა, მოერტყა, მაგრამ
მას ააცილა და უზადო გორგითიონს, პრიამოსის ძეს, მოარტყა მკერდში, რომელიც აისიმედან ცოლად
მოყვანილმა დედამ, ქალღმერთის მსგავსმა მშვენიერმა კასტიანეირამ შვა. როგორც ბაღში ნაყოფითა და
გაზაფხულის წვიმით გაჯერებულ ყაყაჩოს, ისე ჩამოუვარდა მუზარადით დამძიმებული თავი. ტევკროსმა
კაპარჭიდან ახალი ისარი ამოიღო და [310] ჰექტორს ესროლა, გულით უნდოდა, მოეხვედრებინა; მაგრამ ისევ
ააცილა, რადგან აპოლონმა შეაფერხა იგი და არქეპტოლემოსს, ჰექტორის მამაც მეეტლეს, შუა ბრძოლაში
ძუძუსთავთან, მკერდში მოხვდა. გადმოვარდა ეტლიდან, გვერდზე გახტდნენ სწრაფი ცხენები, თავად კი
ძალა წაერთვა და სულისგან დაიცალა. მეეტლის გამო მწარე ნაღველი დაეუფლა ჰექტორის სულს, მაგრამ
გულისტკივილით მაინც მიატოვა მეგობარი, გვერდით მდგომ ძმას, კებრიონესს, უბრძანა, ცხენების
სადავეები აეღო ხელში და ისიც დაუყოვნებლივ დაემორჩილა.
[320] თავად მიწაზე ჩამოხტა მოელვარე ეტლიდან, საშინლად შესძახა, დიდ ლოდს დაავლო ხელი,
პირდაპირ ტევკროსისკენ წავიდა, გულით უნდოდა, მოეკლა. ტევკროსმა კაპარჭიდან კიდევ ერთი ბასრი

133
არწივი, ფრინველთაგან ყველაზე უფრო უტყუარი — ფრინველთმისნობა მისნობის ერთ-ერთი ყველაზე
უფრო გავრცელებული სახე იყო ანტიკურობაში. არწივი ყველაზე უტყუარ ფრინველად იმიტომაა დასახელებული, რომ
იგი ზევსის წმინდა ფრინველად ითვლებოდა; მისი გამოჩენა აგამემნონს ამცნობს, რომ მისი ვედრება უფალმა შეისმინა.
134
ჩემს შემდეგ პირველს შენ მოგანიჭებ დიდ საჩუქარს — აგამემნონს, როგორც უზენაეს ბელადს, უფლება აქვს,
ნადავლის საუკეთესო ნაწილი აირჩიოს, სანამ მთელი ნადავლი წილისყრით გადანაწილდება.
ისარი ამოიღო და ლარით მოზიდა, როდესაც მუზარადმოელვარე ჰექტორმა მხარში მოარტყა ლოდი, იქ,
სადაც ლავიწის ძვალი კისერს და მკერდს აერთებს, ყველაზე სათუთ ადგილას, იქ მიწვდა მრავალწვეტიანი
ლოდი, გაუწყვიტა ძარღვი, გახევდა ხელი მაჯასთან, მუხლზე დაეცა და მშვილდი გაუვარდა ხელიდან. [330]
აიასმა არ მიატოვა წაქცეული ძმა, სწრაფად მოირბინა და თავისი დიდი ფარი გადაახურა. ამასობაში მისმა
ორმა მეგობარმა, მეკისტევსმა, ექიოსის ძემ და ღვთაებრივმა ალასტორმა მძიმედ მსუნთქავი ტევკროსი
ღრმამუცლიან ხომალდებთან გადაიყვანეს.
ახლა ისევ აღაგზნო ოლიმპოსელმა ტროელები მრისხანებით და მათ პირდაპირ ღრმა თხრილისკენ
შეავიწროეს აქაველები; ჰექტორი პირველ რიგებში მიიწევდა თავისი ძალით გაამაყებული. როგორც ძაღლი
მისდევს უკან გარეულ ტახს ან ლომს თავისი სწრაფი ფეხებით, [340] ხან ფერდში ჩაავლებს კბილს და ხან
გავაში და გასაქანს არ აძლევს, ასე ჰექტორიც მისდევდა გრძელთმიან აქაველებს, ხოცავდა ჩამორჩენილებს,
დანარჩენები კი გარბოდნენ; მაგრამ როდესაც გაქცეულებმა გაიარეს მესერი და თხრილი და ბევრი დაეცა
ტროელთა ხელით, ხომალდებთან გაჩერდნენ და გამაგრდნენ, ერთმანეთს და ღმერთებს მოუხმეს, ხელები
გაიწვდინეს და ღმერთებს შესძახა თითოეულმა. ჰექტორი კი იქით-აქით მიაგელვებდა ლამაზფაფრიან
ცხენებს, გორგოსა და კაცთამკვლელი არესის მზერით.
[350] ამ დღეში რომ ნახა, შეებრალა აქაველები თეთრხელება ჰერას, იმავწამს მიმართა ათენას
ფრთოსანი სიტყვით: „სირცხვილი არ არის, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო, არ უნდა ვიხსნათ
დაღუპვისგან დანაელები უკანასკნელად?! ავი ბედისწერით იღუპებიან ერთი კაცის მძვინვარებით,
ვეღარავინ უწევს წინააღმდეგობას პრიამოსის ძე ჰექტორს, რომელმაც უკვე უამრავი სიავე მოიტანა.“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ძალაც გამოეცლებოდა, სულიც დაეღუპებოდა
და აქაველთა ხელით სიცოცხლესაც გამოესალმებოდა მშობლიურ მიწაზე, [360] მამაჩემი რომ არ
მრისხანებდეს დაუნდობლად და მუდამ უსამართლოდ არ მიშლიდეს ჩემს ჩანაფიქრებს; არც კი ახსოვს,
რამდენჯერ გადავარჩინე მისი ვაჟი135, როდესაც ევრისთევსისთვის გმირობას ჩადიოდა და იტანჯებოდა.
ზეცას შეჰღაღადებდა და მაშინვე ზევსი ზეციდან მასთან მაგზავნიდა დასახმარებლად. გამჭრიახი გონებით
რომ ჩავწვდომოდი ამას, როდესაც ჰადესის კარიბჭესთან გაგზავნეს, რომ ერებოსიდან ამოეყვანა საზარელი
ჰადესის ძაღლი136, ვეღარასოდეს ვერ გადმოლახავდა სტიქსის ღრმა დინებას. [370] ახლა ვძულვარ და
თეტისის ნებას ასრულებს, რომელმაც მუხლები დაუკოცნა, ნიკაპზეც შეეხო ხელით და შეევედრა პატივი ეცა
ქალაქთმმუსვრელი აქილევსისთვის. დადგება დრო და ისევ მიწოდებს საყვარელ თვალსხივოსან ასულს.
ახლა კი შენ გაამზადე მუხლადი ცხენები, რათა ეგისისმპყრობელი ზევსის სახლში დავბრუნდე და საომარი
აღჭურვილობა ავისხა, უნდა ვნახო, პრიამოსის ძე, მუზარდელვარე ჰექტორი გაიხარებს თუ არა, როდესაც
დაინახავს, რომ ჩვენ ორნი ბრძოლაში ვერთვებით, არაერთ ტროელს გაუხდება ძაღლებისა და ფრინველების
საჯიჯგნი [380] ქონი და ხორცი, როდესაც აქაველთა ხომალდებთან დაეცემა.“
ასე თქვა და დაემორჩილა თეთრხელება ქალღმერთი ჰერა. სრაფად გაეშურა და გაამზადა
ოქროსფაფრიანი ცხენები მძლავრმა ჰერამ, დიდი კრონოსის ასულმა. ამასობაში ათენამ, ეგისისმპყრობელი
ზევსის ასულმა, მამისეული სახლის ზღურბლთან გაიხადა პეპლოსი, საკუთარი ხელით ნაკეთები ჭრელი კაბა
და ჩაიცვა ღრუბელთშემკრები ზევსის საბრძოლო ქიტონი, აისხა აბჯარი ფიცხელი ომისთვის. ცეცხლოვან
ეტლზე ფეხი შედგა, შეიარაღდა [390] ძმიმე, დიდი და სქელი შუბით, რომლითაც ვაჟკაცთა რიგებს მუსრს
ავლებდა მძლავრი მამის მრისხანე ასული. ჰერამ მათრახი გადაჰკრა სწრაფ ცხენებს, თავისით გაიღო კარიბჭე,
რომელსაც დიდი ზეცისა და ოლიმპოსის მოდარაჯე ჰორები იცავდნენ, რომ გახსნან ან დახურონ სქელი
ღრუბელი. ამ კარიბჭეში გარეკეს მათ თავისი ცხენები.
მამა ზევსმა კი იდიდან დაინახა ისინი, სასტიკად განრისხდა და ოქროსფრთიანი ირისი გაუშვა და
დააბარა: „იჩქარე, სწრაფო ირის, სწრაფად მოაბრუნე და თვალით არ მეჩვენონ, [400] ჩემთან ომი სიკეთეს არ
მოუტანთ! ამას ვამბობ და ჩემი სიტყვა აღსრულდება: დავუსახიჩრებ სწრაფ ცხენებს, მათ მიწაზე ჩამოვყრი და
ეტლს გავანადგურებ, ათი წელი ვერ მოიშუშებენ იმ იარებს, რომელსაც მეხით მივაყენებ, ეცოდინება
თვალსხივოსანს როგორია მამასთან ომი! ჰერაზე ასე ვერ გავბრაზდები და ვერ აღვშფოთდები, რადგან მუდამ
გადადის ჩემს ბრძანებებს.“

135
მისი ვაჟი — ჰერაკლესი.
136
ერებოსიდან ამოეყვანა საზარელი ჰადესის ძაღლი — ევრისთევსის დავალებით ჰერაკლესმა ჰადესის
სამეფოდან ამოიყვანა სამთავიანი ძაღლი კერბეროსი.
ასე თქვა, დაიძრა გრიგალფეხება ირისი მაცნედ, [410] გაფრინდა იდის მთიდან დიდი ოლიმპოსაკენ,
მრავალქიმიანი ოლიმპოსის პირველ კარიბჭესთან იპოვა ისინი, გააჩერა და ზევსის სიტყვა გადასცა: „სად
მიისწრაფით? საით მიგიწევთ გული? ნებას არ გრთავთ კრონოსის ძე, არგოსელებს ამოუდგეთ მხარში. ასე
დაგემუქრათ კრონოსის ვაჟი და ამას აღასრულებს: დავუსახიჩრებ სწრაფ ცხენებს, მათ მიწაზე ჩამოვყრი და
ეტლს გავანადგურებო, ათი წელი ვერ მოიშუშებენ იმ იარებს, [420] რომელსაც მეხით მივაყენებ, ეცოდინება
თვალსხივოსანს როგორია მამასთან ომიო! ჰერაზე ასე ვერ გავბრაზდები და ვერ აღვშფოთდები, რადგან
მუდამ გადადის ჩემს ბრძანებებსო. შენ კი, საზარელო, უსირცხვილო ძუკნავ, როგორ ბედავ უზარმაზარი
შუბის ზევსზე აღმართვას?!“
ეს უთხრა და გაეცალა ფეხმარდი ირისი, ჰერა კი მიუბრუნდა ათენას სიტყვით: „ო, არა,
ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო, მე ვერ გავბედავ, რომ მოკვდავთა გულისთვის ზევსის წინააღმდეგ ომი
ავტეხოთ. ერთი დაიღუპოს და მეორემ იცოცხლოს, [430] როგორც ბედი ინებებს, დაე, თავად გადაწყვიტოს,
რაც გულით სურს, ტროელებს მიემხროს, თუ დანაელებს.“ ეს თქვა და მუხლადი ცხენები უკან მოაბრუნა,
ჰორებმა გამოხსნეს ლამაზფაფრიანი ცხენები, ამბროსიით სავსე თავლაში დააბეს, ეტლი კი ბრჭყვიალა
კედელს მიაყუდეს. თავად ქალღმერთები ოქროს სავარძლებში დაბრძანდნენ და გულმოკლულები
შეუერთდნენ სხვა ღმერთებს.
მამა ზევსი იდიდან ლამაზთვლიანი ეტლით და ცხენებით ოლიმპოსისკენ გაეშურა და ღმერთების
სავანეში მივიდა. [440] მისი ცხენები გამოხსნა სახელოვანმა მიწისმრყეველმა, ეტლი ფიცარნაგზე აიტანა და
სელის საბური გადააფარა. თავად კი ოქროს ტახტზე დაბრძანდა მგრგვინავი ზევსი და მის ფეხებქვეშ შეირყა
დიდი ოლიმპოსი. ეს ორნი, ათენა და ჰერა, ზევსისგან მოშორებით, ცალკე ისხდნენ, არც ელაპარაკებოდნენ
და არც ეკითხებოდნენ, მაგრამ ის ჩაწვდა მათ ფიქრებს და ბრძანა: „რას დამწუხრებულხართ, ათენა და ჰერა?
რაო, სახელის მოსახვეჭ ომში ვერ ჩაერთეთ ტროელთა დასაღუპად, რომლებიც ასე გძულთ? [450] საერთოდ,
ისეთია ჩემი ძალა და ისე უძლეველია ჩემი ხელები, რომ ვერც მომეკარებიან ღმერთები, ვინც კი არიან
ოლიმპოსზე! თქვენი ლამაზი სხეულები კი ცახცახმა მანამ აიტანა, სანამ ომს დაინახავდით და ომის მძიმე
ამბებს. ამას ვამბობ და ეს აღსრულდება: მეხი თუ დაგეცით, თქვენი ეტლით ვეღარ დაბრუნდებით
ოლიმპოსზე, სადაც უკვდავთა სავანეა.“
ასე თქვა, ამოიოხრეს ათენამ და ჰერამ, რომლებიც ახლო-ახლოს ისხდნენ და ტროელებისთვის სიავეს
იზრახვიდნენ. ათენას ხმა არ ამოუღია და არაფერი უთქვამს [460] მამაზე, ზევსზე გაბრაზებულს ველური
მრისხანება იპყრობდა. ჰერამ არ შეინახა ბრაზი გულში და ბრძანა: „კრონოსის უსაზარლესო ძეო, რა სიტყვა
ბრძანე?! კარგად ვიცით ჩვენ, რომ შენი ძალა უზარმაზარია, მაგრამ მაინც გული გვიკვდება, რომ დანაელი
შუბოსნები შავ ბედში ჩავარდებიან და დაიღუპებიან. ჩვენ არ ჩავერევით ომში, რაკი შენ ასე ბრძანებ, მაგრამ
რჩევას მაინც მივცემთ არგოსელებს, თუ ეს უშველით, რომ ყველა არ დაიღუპოს შენი მრისხანების გამო.“
მას უპასუხა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: [470] „ხვალ განთიადისას შეგიძლია, უყურო, ხარისთვალება
დედოფალო ჰერა, როგორ დახოცავს კიდევ უფრო მეტ შუბოსან არგოსელს კრონოსის მძლავრი ძე, რადგან
ომს მანამდე არ შეწყვეტს მძლეთამძლე ჰექტორი, სანამ ხომალდებთან არ წამოიმართება პელევსის ფეხმარდი
ძე, იმ დღეს, როდესაც გემების კიჩოებთან, საშინელ სივიწროვეში ბრძოლა ატყდება პატროკლოსის ცხედრის
გარშემო. ასეა გადაწყვეტილი, შენი ბრაზი კი მე არ მადარდებს, თუნდაც მიწისა და ზღვის უკიდურეს
საზღვარს მიადგე, სადაც იაპეტოსი და კრონოსი [480] სხედან, ვერც ჰიპერიონ ჰელიოსის შუქს ხედავენ, ვერც
სიო ახარებთ, რადგან ირგვლივ ღრმა ტარტაროსია; თუნდაც იქ ჩახვიდე ხეტიალისას, შენი ბრაზი მაინც არ
შემაწუხებს, რადგან არაფერია შენზე უფრო სამარცხვინო.“
ასე თქვა და აღარ შეპასუხა თეთრხელება ჰერა. ამასობაში ოკეანოსში ჩაეშვა ბრწყინვალე ნათელი
მზისა და ნაყოფიერ მიწას შავი ღამე გადაეფარა. ტროელებს ეწყინათ დღის დასასრული, ხოლო
აქაველებისთვის ტკბილი და სამგზის სანატრელი იყო ბნელი ღამის დადგომა.
ტროელთა შორის საბჭო შეკრიბა სახელგანთქმულმა ჰექტორმა, [490] ხომალდებიდან მოშორებით,
მჩქეფარე მდინარის ნაპირებთან, სუფთა მინდორში, სადაც ცხედრები არ იყო. ეტლებიდან ჩამოვიდნენ
მიწაზე და უსმინეს სიტყვას, რომელიც თქვა ზევსის საყვარელმა ჰექტორმა, ხელში ეჭირა თერთმეტწყრთიანი
შუბი, შორს მასზე ბრწყინავდა ბრინჯაოს შუბისპირი, ოქროს რგოლით დამაგრებული, ამ შუბზე
დაყრდნობილმა ეს სიტყვები უთხრა ტროელებს:
„მისმინეთ, ტროელებო, დარდანელებო და მოკავშირეებო, მეგონა, რომ ახლავე დავღუპავდით
ხომალდებსა და ყველა აქაველს, სანამ დავბრუნდებოდი ქარიან ილიონში, [4.500] მაგრამ ბნელი ჩამოწვა და
ახლა გადაგვირჩნენ არგოსელები და მათი ხომალდები ზღვის ნაპირთან. ახლა უნდა დავემორჩილოთ შავ
ღამეს და ვახშამს შევუდგეთ. ლამაზფაფრიანი ცხენები გამოვხსნათ ეტლებიდან და საკვები მივცეთ.
ქალაქიდან ახლავე მოვრეკოთ ხარები და მსუქანი ცხვრები, მოვაყოლოთ თაფლივით ტკბილი ღვინო და პური
სახლებიდან და იმდენი შეშა მოვიტანოთ, რომ მთელი ღამე, სანამ განთიადი დადგებოდეს, კოცონი გვენთოს
და ცეცხლი ცას წვდებოდეს, [510] რომ ღამით არ ისარგებლონ და გრძელთმიანი აქაველები უვნებლად არ
გაგვექცნენ ღია ზღვის ზურგზე და რომ წყნარად არ ავიდნენ თავიანთ ხომალდებზე. დაე თითოეულმა
მათგანმა, ვინც ხომალდზე ავა, თავის ქვეყანაში ჩაიტანოს ჩვენი შუბებისა და ისრებისგან მიყენებული
ჭრილობა, რომ ყველა მოერიდოს ცხენთამხედნელ ტროელებთან მრავალცრემლიანი არესის გამართვას!
ზევსის საყვარელ შიკრიკებს ვუბრძანოთ, რომ ყმაწვილმა კაცებმა და ჭაღარა მოხუცებმა უდარაჯონ ქალაქს
ღმერთების აგებული კოშკებიდან, [520] ხოლო სუსტმა ქალებმა ყოველ სახლში დიდი კოცონი დაანთონ,
ყურადღებით იყოს დაცვა, რომ ჩვენს არყოფნაში მტერი ვერაგულად არ შეიჭრას ქალაქში. დე იყოს ასე,
როგორც ვამბობ, დიდგულოვანო ტროელებო, რაც ახლა იყო საჭირო, ის სიტყვა ითქვა, ხოლო განთიადისას
ცხენთამხედნელ ტროელებს კიდევ ვეტყვი სიტყვას. იმედიანად ვევედრები ზევსსა და სხვა ღმერთებს, რომ
აქიდან გავყრი ამ ძაღლებს, რომლებიც შავი ხომალდებით ჩამოიყვანეს კერებმა. ახლა ამ ღამით საკუთარი
თავი დავიცვათ, [530] ხოლო ადრე დილით, სანამ განთიადი გამოჩნდებოდეს, აბჯარი ავისხათ და
ღრმამუცლიან ხომალდებთან გავაღვიძოთ მწარე არესი! მეცოდინება, ტიდევსის ძე, მძლავრი დიომედესი,
მომიგერიებს ხომალდებიდან გალავნისაკენ, თუ ბრინჯაოთი მივწვდები, სისხლიან აბჯარს ავყრი და
წამოვიღებ. ხვალ ირწმუნებს საკუთარ ძალას, თუ ჩემს შუბს გადაურჩება, მაგრამ უფრო მგონია, ერთ-ერთი
პირველი იქნება, ვინც დაეცემა შუბით თავის უამრავ მეგობართან ერთად, როგორც კი მზე ამოვა ხვალ. ნეტავ
ისევე ცხადი იყოს ჩემი უკვდავება და მარადიული ახალგაზრდობა, [540] ათენასავით და აპოლონივით,
როგორც ცხადია, რომ ეს დღე უბედურებას მოუტანს არგოსელებს!“
ეს თქვა ჰექტორმა და ტროელებმა ყიჟინა დასცეს. უღლიდან გამოხსნეს გაოფლილი ცხენები და
სადავეებით საკუთარ ეტლს მიაბა თითოეულმა. ქალაქიდან სასწრაფოდ ჩამორეკეს ხარები და მსუქანი
ცხვრები, თაფლივით ტკბილი ღვინო და პური სახლიდან მოატანინეს და უხვად შეშა დაყარეს. შემწვარი
ხორცის საამური სუნი ქარმა ზეცას მიაწვდინა.
ასე, იმედებით სავსე, ბრძოლის ხაზთან ისხდნენ ტროელები და უამრავი კოცონი ჰქონდათ
დანთებული. და როგორც ცაზე მოელვარე მთვარის ირგვლივ მთელი თავისი ბრწყინვალებით ჩანს
ვარსკვლავები, როდესაც უქარო ამინდია, ირგვლივ ყველაფერი ჩანს, ბორცვები, მაღალი მთები, ხეობები,
ზეციდან იღვრება უსასრულო ეთერი და ყველა ვარსკვლავი ჩანს, მწყემსის გულის გასახარად; [560] — ასე
ხომალდებსა და ქსანთოსის ნაკადს შორის ტროელთა უამრავი კოცონი კიაფობდა ილიონის წინ; ათასი
კოცონი ენთო ველზე და თითოეულთან ორმოცდაათი კაცი იჯდა მოგიზგიზე ცეცხლის შუქზე. ეტლებთან
დამდგარი ცხენები თეთრ ქერს და სვიას მიეტანენ ლამაზტახტიანი ეოსის მოლოდინში.
მეცხრე სიმღერა

ელჩობა
ასე დაიყენეს ტროელებმა მცველები, ხოლო აქაველებს მოცახცახე შიშის მეგობარი, გაქცევაზე
საზარელი ფიქრი მოერია და აუტანელმა მწუხარებამ მოიცვა ყველა საუკეთესო გმირი. როგორც თევზმრავალ
ზღვას აღელვებს ორი ქარი, ბორეასი და ძეფიროსი, რომლებიც თრაკიიდან უბერავენ, უეცრად მოდიან
ერთად, შავ ტალღას აღძრავენ და ზღვიდან მრავალ წყალმცენარეს გამოყრიან ნაპირზე, ასე უღელავდათ
გული აქაველებს მკერდში. ატრევსის ძე, დიდი მწუხარებით გულდამძიმებული [10] მიმოდიოდა თავის
შიკრიკებში და უბრძანებდა, სახელით მოეხმოთ თითოეული ბელადი საბჭოზე, ხმაურის გარეშე; თავად კი
ერთ-ერთი პირველი აკეთებდა ამასვე. დასხდნენ საბჭოზე დამწუხრებულები და წამოდგა აგამემნონი,
წყაროსავით სდიოდა ცრემლი, მსგავსი ციცაბო კლდიდან ჩამოდენილი მუქი წყლისა. ღრმად ამოიოხრა და
მიმართა არგოსელებს: „მეგობრებო, არგოსელთა ბელადებო და წინამძღოლებო, ზევსმა, კრონოსის დიდმა
ძემ, მძიმე განსაცდელში ჩამაგდო! დაუნდობელია, მანამდე თავად დამპირდა და თავი დამიკრა, [20] რომ
კეთილგალავნიან ილიონს დავაქცევდი და შინ დავბრუნდებოდი; მაგრამ ახლა, გამოააშკარავა სიცრუე და
მიბრძანებს, უსახელოდ დავბრუნდე არგოსს, მას შემდეგ, რაც ამდენი ხალხი დამიხოცა. აშკარად, ეს მოგვრის
სიამოვნებას ზემძლავრ ზევს, რომელმაც მრავალი ქალაქი დაამხო უკვე და კიდევ მრავალს დაამხობს,
იმდენად დიდია მისი ძალა. მაშ, მოდი, გააკეთეთ, რასაც ვამბობ და დამემორჩილეთ ყველანი: გავიქცეთ
ხომალდებით ჩვენი სამშობლო მიწისკენ, რადგან უკვე ვეღარ ავიღებთ ფართოქუჩებიან ტროას.“
ეს თქვა და ყველა დუმილით შეხვდა მის ნათქვამს, [30] კარგახანს ხმა არ გაუღიათ აქაველთა
დამწუხრებულ შვილებს, ბოლოს კი ბრძანა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „ატრევსის ძეო,
პირველი მე შევებრძოლები შენს უგუნურებას, ეს ჩემი უფლებაა ამ საბჭოში და ნუ გამიბრაზდები. პირველს
მე დამიწუნე ვაჟკაცობა დანაელთაგან, ომის უმეცარი და მხდალი მიწოდე, თუმცა ეს ყველაფერი ისედაც
იციან არგოსელთაგან ყმაწვილებმაც და უხუცესებმაც. შენ კი ცბიერი კრონოსის ვაჟმა ორმხრივად
დაგაჯილდოვა, კვერთხი მოგანიჭა, რომ ყველამ პატივი მოგაგოს და სულის სიმტკიცე არ მოგცა, რაც ყველაზე
დიდი ძალაუფლებაა. [40] უბადრუკო! ნუთუ მართლა გჯერა, რომ აქაველთა ვაჟები ომის ისეთი უმეცრები
არიან და მხდალები, როგორც შენ ამტკიცებ? თუკი გული მართლა გითქვამს შინ დაბრუნებას, წადი! აგერაა
გზა, ზღვის ნაპირთან დგას ხომალდები, ასე მრავლად რომ ჩამოგყვა მიკენიდან; მაგრამ სხვა გრძელთმიანი
აქაველები დარჩებიან, სანამ არ დააქცევენ ტროას. და თუნდაც სხვებიც გაიქცნენ გემებით სამშობლო მიწაზე,
ჩვენ ორნი, მე და სთენელოსი ვიბრძოლებთ, სანამ ილიონის დასასრულს არ ვნახავთ, რადგან აქ ღმერთმა
მოგვიყვანა137.“
[50] ასე თქვა და აქაველთა შვილებმა ერთხმად დასცეს ყიჟინა, ცხენთამხედნელი დიომედესის
სიტყვით აღმფრთოვანებულებმა. მათ შორის წამოდგა მხედარი ნესტორი და ბრძანა: „ტიდევსის ძეო, ომშიც
სხვებს აღემატები სიმძლავრით და საბჭოშიც თანატოლებშიც საუკეთესო ხარ. ამდენი აქაველისგან არავინ
დააკნინებს შენს სიტყვას და საწინააღმდეგოს არ იტყვის, მაგრამ შენ არ დაგისრულებია სიტყვა. ჯერ
ახალგაზრდა ხარ, ჩემი რომ ყოფილიყავი, ყველაზე უმცროსი შვილი იქნებოდი, მაგრამ ბრძნულად ელაპარაკე
არგოსელთა მეფეებს, სამართლიანად თქვი ყველაფერი. [60] ახლა კი მე, როგორც შენზე ბევრად ხნიერი
ვიტყვი და ავასრულებ შენს სათქმელსაც და ვერავინ დამიწუნებს სიტყვას, თუნდაც ეს იყოს მძლავრი
აგამემნონი. უძმო, უკანონო და უსახლკაროა ყველა, ვისაც საზარელი შინაური ომი უყვარს. ახლა კი
დავემორჩილოთ შავ ღამეს და ვახშამს შევუდგეთ, თითოეულმა დარაჯმა თავისი ადგილი დაიკავოს
თხრილის გასწვრივ, გალავნის წინ რომ გავთხარეთ. ამ საქმეს ყმაწვილებს მივანდობდი, თუმცა ბრძანება შენ
უნდა გასცე, ატრევსის ძეო, შენ ხარ ჩვენი მთავარსარდალი. [70] უხუცესებს გაუმართე ნადიმი, ეს შენ გეხება
და შენი გასაკეთებელია. შენი კარვები სავსეა ღვინით, აქაველთა ხომალდებს ყოველდღე ჩამოაქვთ
თრაკიიდან ვრცელი ზღვის გავლით. ყველას შეგიძლია უმასპინძლო, უამრავ ხალხზე მეფობ. ბევრს რომ
მოუყრი თავს, იმას დაუჯერე, ვინც საუკეთესო რჩევას მოგცემს, ყველა აქაველს ესაჭიროება ღირსეული და

137
აქ ღმერთმა მოგვიყვანა — აქ მოვედით, რადგან ჩვენი მოსვლის გადაწყვეტილებას ღმერთებმა თავისი
კეთილი ნიშნებით მხარი დაუჭირეს.
გონივრული რჩევა, მტერი ხომ უკვე ხომალდებს მოადგა და უამრავი კოცონი დაანთო, ვის უხრია ამის
დანახვა?! ეს ღამე ან გაგვინადგურებს ლაშქარს, ან გადაგვირჩენს.“
ასე თქვა, ყურადღებით უსმინეს და დაუჯერეს. [80] სადარაჯოდ გამოვიდნენ შეიარაღებული
ვაჟკაცები თრასიმედესის, ნესტორის ძის, ასკალაფოსისა და იალმენოსის, არესის ვაჟების, მერიონესის,
აფარევსის, დეიპიროსისა და კრეიონის, ლიკომედესის ღვთაებრივი ვაჟის, ირგვლივ თავმოყრილები. შვიდი
მეთაური მიუძღოდა დარაჯებს, თითოეულს გრძელი შუბით შეიარაღებული ასი მეომარი მიჰყვებოდა. ისინი
გამაგრდნენ თხრილსა და გალავანს შორის, ყველამ კოცონი დაანთო და ვახშამს შეუდგა.
ატრევსის ძემ აქაველთა უხუცესები შეკრიბა, შეიყვანა თავის [90] კარავში და უხვი ნადიმით
გაუმასპინძლდა. მათ ხელი გაიწვდინეს გამზადებული კერძებისაკენ და როდესაც შიმშილი და წყურვილი
დაიოკეს, მათ პირველმა სიბრძნით ცნობილმა მოხუცმა ნესტორმა გააცნო თავისი აზრი, კეთილი ზრახვით
ილაპარაკა და ბრძანა: „ატრევსის ძეო, კაცთა ბელადო, სახელოვანო აგამემნონ, შენით დავიწყებ და
დავამთავრებ, რადგან მრავალ ხალხზე მეფობ და ზევსმა ხელში მოგცა კვერთხი და კანონები, რომ მათ წინ
წაუძღვე. [100] სწორედ შენ გმართებს სიტყვის თქმაც, მოსმენაც და სხვისთვის სიტყვის მიცემაც, თუკი ვინმეს
გულით უნდა სასიკეთო რამის თქმა, რაც შემდეგ შენი გასაკეთებელი იქნება. ახლა კი გეტყვი, რაც
საუკეთესოდ მიმაჩნია. იმაზე უკეთესს მაინც ვერავინ იტყვის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ, ეს დიდი ხანია,
ვიცი, იმ დღიდან მოყოლებული, რაც შენ, ზევსის ნაშიერმა, ქალწული ბრისეისი წამოიყვანე და განარისხე
აქილევსი ჩვენი აზრის გაუთვალისწინებლად, გირჩევდი მაშინ, არ გექნა, მაგრამ შენ მრისხანე გულს აჰყევი
[110] და შეურცხყავი საუკეთესო ვაჟკაცი, რომელსაც უკვდავებიც კი პატივს სცემენ, როდესაც ჯილდო
წაართვი და ხელს არ უშვებ. ახლა მაინც მოვიფიქროთ, როგორ დავაცხროთ და დავითანხმოთ საამო
საჩუქრებითა და ტკბილი სიტყვით.“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „მოხუცო, მართალს ამბობ, ჩემს სიბრიყვეს რომ ამხელ.
გონება დამიბნელდა, არ უარვყოფ. მთელი ლაშქრის ფასია მეომარი, რომელიც ზევსს გულით უყვარს, ახლაც
ასეა, — ჰექტორს სცემს პატივს და აქაველ ხალხს ღუპავს. მაგრამ რაკი შევცოდე და გულმა სისულელე
ჩამადენინა, [120] ახლა მსურს, გამოვასწორო და უზარმაზარი გამოსასყიდი გადავიხადო. თქვენს წინაშე
მსურს ჩამოვთვალო ეს ბრწყინვალე საჩუქრები: შვიდი უხმარი სამფეხა, ათი ტალანტი138 ოქრო, ოცი
ბრწყინვალე ქვაბი, მარულაში ჯირითის სისწრაფით გამარჯვებული თორმეტი ცხენი. ღარიბი არ იქნებოდა
კაცი, რომელსაც ამდენი მიეცემოდა, ოქრო და სიმდიდრე არ მოაკლდებოდა, ვისაც მუხლადი ცხენები ამდენ
ჯილდოს მოაგებინებდნენ. უზადო ხელსაქმის მცოდნე შვიდ ლესბოსელ ქალსაც ვაჩუქებ; კეთილნაგები
ლესბოსი რომ აიღო აქილევსმა, [130] მაშინ ამოვირჩიე, როგორც ქალებს შორის სილამაზით გამარჯვებულები.
ამათ მივცემ და მათ გავაყოლებ იმასაც, რომელიც წავართვი, ბრისევსის ასულს და დიდი ფიცით ვფიცავ,
მასთან ერთხელაც არ დავწოლილვარ, ხელი არ მიხლია და არ ჩამიდენია, რაც კაცებსა და ქალებს შორის ხდება
ხოლმე. ყველაფერი ეს ახლავე მისი გახდება, ხოლო როდესაც ღმერთები აგვაღებინებენ პრიამოსის
დიდებულ ქალაქს, თავად ავავსებინებ ხომალდს ოქროთი და ბრინჯაოთი, თავად შეხედოს, როგორ
გავიყოფთ ნადავლს აქაველები, თავად აირჩიოს ოცი ტროელი ქალი, [140] რომლებიც არგოსელი ჰელენეს
შემდეგ ყველაზე მშვენიერი იქნებიან. და თუ აქაიურ არგოსში ჩავაღწევთ, ნაყოფიერ მხარეში, ჩემს სიძეობას
შევთავაზებ და ორესტესის დარად ვცემ პატივს, ესაა ჩემი ვაჟი, რომელიც იზრდება დიდ ფუფუნებაში. სამი
ასული მყავს კეთილად ნაგებ სასახლეში: ქრისოთემისი, ლაოდიკე და იფიანასა, მათგან რომელიც სურს,
გამოსასყიდის გარეშე წაიყვანოს პელევსის სახლში, მე კი ქალთან ერთად უამრავ საჩუქარს გავატან, რაც
არავის მიუცია მზითვად ქალიშვილისთვის. შვიდ კარგად დასახლებულ ქალაქს მივცემ: [150] კარდალიმეს,
ენოპეს, ბალახოვან ჰირეს, ღმერთს შეწირულ ფერეს, ნაყოფიერ ჭალებიან ანთეიას, მშვენიერ აიეპეიასა და
ვაზით მდიდარ პედასოსს. ყველა ზღვისპირასაა, ზედ ქვიშიანი პილოსის საზღვარზე. აქ ცხოვრობს ხარ-
ძროხითა და ცხვრებით მდიდარი ხალხი, ისინი ღმერთივით მიაგებენ პატივს, საჩუქრებით აავსებენ და მისი
კვერთხს დამორჩილებულნი დიდ ხარკსაც გადაუხდიან. ყველაფერ ამას გადავცემ, თუკი მრისხანებას
შეეშვება. დათმოს, რადგან ჰადესი თუა დაუნდობელი და შეუბრალებელი, სწორედ ამის გამოა ღმერთთაგან

138
ტალანტი — ამჟამად უცნობია, როგორი იყო საზომი ერთეულები ჰომეროსის ან ტროის ომის ეპოქაში, მაგრამ
დანამდვილებით ცნობილია, რომ კლასიკურ ხანაში ატიკური ტალანტი 25,86 კგ შეადგენდა. ტალანტი შეიცავდა 60 მნას,
მნა (431 გ) — 100 დრაქმას, დრაქმა (4.31 გ) კი 6 ობოლს. ობოლი, წონის უმცირესი საზომი და ფულის უმცირესი
ერთეული შეადგენდა 0,72 გრამს.
ყველაზე საძულველი მოკვდავებისთვის; [160] წესით, უნდა დამითმოს კიდეც, — ძალაუფლებაც მეტი მაქვს
და ასაკითაც უფროსი ვარ მასზე.“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის სახელგანთქმულო ძეო, ხალხთა ბელადო
აგამემნონ, ვერავინ დაიწუნებს საჩუქრებს, რასაც მეუფე აქილევსს აძლევ; მაშ, სასწრაფოთ გავაგზავნოთ
რჩეული კაცები პელევსის ძის, აქილევსის, კარავში; მოდი, მე თვითონ ამოვირჩევ და დამეთანხმებიან. დაე,
მათ სათავეში ჩაუდგეს ზევსის საყვარელი ფოინიქსი, შემდეგ დიდი აიასი და ღვთაებრივი ოდისევსი, [170]
ხოლო შიკრიკებად გაჰყვნენ ოდიოსი და ევრიბატესი. ხელებისთვის წყალი მოვიტანოთ, წმინდა დუმილს
მოვუხმოთ, კრონოსის ძეზე, ზევსზე ვილოცოთ, რათა შეგვიწყალოს.“
ასე თქვა და მისი ნათქვამი ყველას მოეწონა. მაშინვე შიკრიკებმა წყალი გადაავლეს ხელებზე, ბიჭებმა
შესაზავებელი ჭურჭელი სუფთა ღვინით პირთამდე გაავსეს, თასებში ჩაასხეს და ყველას ჩამოუარეს.
როდესაც ზედაშე დაღვარეს და ღვინოც იმდენი დალიეს, რამდენიც გულს სურდა, გამოვიდნენ ატრევსის ძის,
აგამემნონის, კარვიდან. მათ ჭკუას არიგებდა გერენონელი მხედარი ნესტორი [180] თითოეულს ცალ-ცალკე,
განსაკუთრებით კი ოდისევსს, თუ როგორ უნდა დაერწმუნებინათ პელევსის უზადო ძე.
ისინი გაუყვნენ მოგრიალე ზღვის ნაპირს და ბევრს ევედრებოდნენ ღმერთს, რომელსაც დედამიწა
უპყრია და მიწისმრყეველია, რომ მოელბო დიდი გული აიაკოსის შთამომავლისთვის. ასე მიადგნენ
მირმიდონელთა კარვებსა და ხომალდებს, იპოვეს აქილევსი, რომელიც გულს ლამაზად ნაკეთებ, ვერცხლის
ჯორაკიან, კეთილხმოვან ფორმინქსზე დაკვრას აყოლებდა, რომელიც იმ ნადავლს გამოაყოლა, ეეტიონის
ქალაქიდან რომ წამოიღო. დაკვრით სულს იხარებდა და გმირთა დიდებას უმღერდა. [190] პირისპირ ეჯდა
მდუმარე პატროკლოსი, უსმენდა აიაკოსის შვილიშვილს, სანამ სიმღერას დაამთავრებდა139. ელჩები
მიუახლოვდნენ, მიუძღოდა მათ ოდისევსი, წინ დაუდგა, წამოდგა აქილევსი ფორმინქსიანად და დატოვა
ადგილი, სადაც იჯდა. ასევე პატროკლოსი, როგორც კი დაინახა მოსულები, წამოდგა. მიესალმა მათ და
უთხრა ფეხმარდმა აქილევსმა: „იხარეთ, ძვირფასო ხალხო, მობრძანდით, რა საჭიროებამ მოგიყვანათ?
გაბრაზებული კი ვარ, მაგრამ თქვენ მაინც ყველაზე საყვარელი ხალხი ხართ აქაველთაგან. ეს თქვა და
შეუძღვა მათ ღვთაებრივი აქილევსი [200] თავის კარავში და დასვა მეწამულფარდაგიან სავარძლებზე. და
მაშინვე მიმართა იქვე მდგომ პატროკლოსს: „მენოიტიოსის ძეო, ყველაზე დიდი შესაზავებელი ჭურჭელი
მოამზადე, შეაზავე მაგარი სასმელი და თითოეულს თასი აუვსე, რადგან უსაყვარლესი ხალხი მომივიდა
ჭერქვეშ.“
ასე თქვა და დაემორჩილა საყვარელ მეგობარს პატროკლოსი. ამასობაში აქილევსმა ცეცხლის შუქზე
დადო დიდი დასაჭრელი დაფა, ზედ დააწყო ცხვრისა და მსუქანი თხის ხელხემალი და მსუქანი ღორის
ცხიმით გაჯერებული სუკი. ავტომედონმა დაუკავა და ღვთაებრივმა აქილევსმა დაჭრა [210] ნაჭრებად და
შამფურებზე წამოაგო, ცეცხლი კი დიდმა კაცმა, მენოიტიოსის ღვთის თანასწორმა ძემ დაანთო. როგორც კი
ცეცხლი მინავლდა და ალი ჩაქრა, ნაკვერჩხლები მოჩხრიკა და შამფურები დააწყო სადგამებზე და
ღვთაებრივი მარილი მოაყარა. ასე შეწვა ყველა მხრიდან და მაგიდაზე ჩამოჰყარა, პატროკლოსმა პური
მოიტანა და დააწყო სუფრაზე ლამაზი კალათებით, ხოლო აქილევსმა ხორცი დაანაწილა. თავად დაჯდა
ღვთაებრივი ოდისევსის წინ, მოპირდაპირე მხარეს, ხოლო ღმერთებისთვის შესაწირავის გაკეთება
პატროკლოსს, [220] თავის მეგობარს სთხოვა; მანაც ცეცხლში ჩააგდო ხორცის სამსხვერპლო ნაჭრები. მათ
ხელი გაიწვდინეს გამზადებული კერძებისაკენ და როდესაც შიმშილი და წყურვილი დაიოკეს, აიასმა თავი
დაუკრა ფოინიქსს, ღვთაებრივმა ოდისევსმა დაინახა ეს, ღვინით შეავსო თასი და მიმართა აქილევსს: „იხარე,
აქილევს, ნადიმში არაფერი დაგვკლებია არც ატრევსის ძის, აგამემნონის, კარავში და ახლა არც აქ, ნუგბარი
კერძებიც უხვად გვქონდა, მაგრამ სასურველ ნადიმზე კი არ ვფიქრობთ, არამედ დიდ განსაცდელს ვხედავთ,
ზევსის აღზრდილო, და [230] გვეშინია — ან გადავარჩენთ ან დავღუპავთ მტკიცეგემბანიან ხომალდებს, თუ
შენს ვაჟკაცობას არ შემოგვაშველებ. ხომალდებთან და გალავანთან ახლოს დასცეს ბანაკი დიდგულოვანმა
ტროელებმა და სახელგანთქმულმა მოკავშირეებმა, დაანთეს უამრავი კოცონი ველზე და იმუქრებიან, ვერ
შეგვაჩერებთ და შავ ხომალდებს თავს დავესხმებითო. მათ კრონოსის ძე ზევსმაც მარჯვნიდან ნიშანი მისცა
და იელვა, ხოლო ჰექტორი, დიდი ძალით გულმოცემული, სასტიკად მძვინვარებს და, ზევსს მინდობილი,
არც ვაჟკაცებს უფრთხის და არც ღმერთებს, მძაფრმა სიშმაგემ შეიპყრო. [240] ახლა ლოცულობს, რომ მალე

უსმენდა აიაკოსის შვილიშვილს, სანამ სიმღერას დაამთავრებდა — აიაკოსის შვილიშვილი იყო აქილევსი.
139

პატროკლოსი ელის, რომ აქილევსმა დაასრულოს სტროფი, რომ თავად აიტაცოს სიმღერა.
გამოჩნდეს ღვთაებრივი ეოსი, იმუქრება, რომ ხომალდებს დაუმსხვრევს კიჩოს ნაწილებს, თავად გემებს და
აქაველებს ცეცხლის ალში გაახვევს და ყველას ამოწყვეტს კვამლით გაგუდულებს. გულში გამჯდარი მაქვს
შიში, არ შეუსრულონ ეს მუქარები ღმერთებმა და არ დავიღუპოთ ტროაში, ასე შორს ცხენთა საძოვრებით
მდიდარი არგოსიდან. ადექი! თუნდაც გვიან, მაგრამ მაინც იხსენი აქაველთა შვილები, რომლებსაც
ტროელები ავიწროებენ და ამოხოცვას უპირებენ! თავად გეტკინება შემდეგ გული, მაგრამ გვიან იქნება [250]
და ერთხელ დაშვებული სიავე აღარ გამოსწორდება, სჯობს მანამდე დაფიქრდე, იქნებ ააცილო დანაელებს ეს
ბოროტი დღე. ძვირფასო მეგობარო, მამაშენმა პელევსმა ხომ გირჩია იმ დღეს, როდესაც ფთიიდან
აგამემნონთან გაგგზავნა: „ჩემო შვილო, ვაჟკაცობას ათენა და ჰერა მოგცემენ, თუკი ისურვებენ, შენ კი ამაყი
სული დაიოკე მკერდში, კეთილგანწყობა უმჯობესია. თავი აარიდე ავისმომტან განხეთქილებას და ამის გამო
პატივს მოგაგებენ არგოსელი ახალგაზრდებიც და მოხუცებიც. ამას გარიგებდა მოხუცი, შენ კი დაგავიწყდა;
თუნდაც ახლა [260] შეწყვიტე რისხვა, რომელიც გულს გიკლავს! აგამემნონი ღირსეულ საჩუქრებს გიძღვნის,
თუკი რისხვას თავს დაანებებ. თუ გინდა, მისმინე და ჩამოგითვლი, რა სახელოვან საჩუქრებს გპირდება
აგამემნონი: შვიდი უხმარი სამფეხა, ათი ტალანტი ოქრო, ოცი ბრწყინვალე ქვაბი, მარულაში ჯირითის
სისწრაფით გამარჯვებული თორმეტი ცხენი. ღარიბი არ იქნებოდა კაცი, რომელსაც ამდენი მიეცემოდა, ოქრო
და სიმდიდრე არ მოაკლდებოდა, ვისაც აგამემნონის ცხენები ამდენ ჯილდოს მოაგებინებდნენ. [270] უზადო
ხელსაქმის მცოდნე შვიდ ლესბოსელ ქალსაც გაჩუქებს, კეთილნაგები ლესბოსი რომ აიღე, მაშინ ამოურჩევია,
როგორც ქალებს შორის სილამაზით გამარჯვებულები. ამათ მოგცემს და მათ გამოაყოლებს იმასაც, რომელიც
წაგართვა, ბრისევსის ასულს და დიდი ფიცით იფიცებს, მასთან ერთხელაც არ დაწოლილა, ხელი არ უხლია
და არ ჩაუდენია, რაც კაცებსა და ქალებს შორის ხდება ხოლმე. ყველაფერი ეს ახლავე შენი გახდება, ხოლო
როდესაც ღმერთები აგვაღებინებენ პრიამოსის დიდებულ ქალაქს, თავად აგავსებინებს ხომალდს ოქროთი და
ბრინჯაოთი, [280] თავად შეხედე, როგორ გავიყოფთ ნადავლს აქაველები, თავად აირჩიე ოცი ტროელი ქალი,
რომლებიც არგოსელი ჰელენეს შემდეგ ყველაზე მშვენიერი იქნებიან. და თუ აქაიურ არგოსში ჩავაღწევთ,
ნაყოფიერ მხარეში, თავის სიძეობას შემოთავაზებს და ორესტესის დარად გცემს პატივს; ესაა მისი ვაჟი,
რომელიც იზრდება დიდ ფუფუნებაში. სამი ასული ჰყავს კეთილად ნაგებ სასახლეში: ქრისოთემისი,
ლაოდიკე და იფიანასა, მათგან რომელსაც ისურვებ, გამოსასყიდის გარეშე წაიყვან პელევსის სახლში, [290] ის
კი ქალთან ერთად უამრავ საჩუქარს გამოგატანს, რაც არავის მიუცია მზითვად ქალიშვილისთვის. შვიდ
კარგად დასახლებულ ქალაქს მოგცემს: კარდალიმეს, ენოპეს, ბალახოვან ჰირეს, ღმერთს შეწირულ ფერეს,
ნაყოფიერ ჭალებიან ანთეიას, მშვენიერ აიეპეიასა და ვაზით მდიდარ პედასოსს. ყველა ზღვისპირასაა, ზედ
ქვიშიანი პილოსის საზღვარზე. აქ ცხოვრობს ხარ-ძროხითა და ცხვრებით მდიდარი ხალხი, ისინი
ღმერთივით მიგაგებენ პატივს, საჩუქრებით აგავსებენ და შენს კვერთხს დამორჩილებულნი დიდ ხარკსაც
გადაგიხდიან. ყველაფერ ამას გადმოგცემს, თუკი მრისხანებას შეეშვები; [300] მაგრამ თუკი ატრევსის ძე
გულით გეზიზღება, თავადაც და მისი საჩუქრებიც, შენ სხვა აქაველები მაინც შეიწყალე, რომელთა ლაშქარი
ახლა სასტიკადაა შევიწროებული და ისინი, როგორც ღმერთს, ისე მოგაგებენ პატივს და შენ მათ შორის
უდიდეს სახელს მოიპოვებ. შენ სწორედ ახლა შეგიძლია მოკლა ჰექტორი, რადგან ის მოგიახლოვდება
გამძვინვარებული და დარწმუნებული, რომ აქ ხომალდებით ჩამოსულ დანაელებში აღარ დარჩა ვინმე მისი
თანასწორი.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ზევსის ნაშიერო, ლაერტესის ძევ, გონებამახვილო ოდისევს!
გულწრფელად უნდა გითხრა ჩემი სათქმელი, [310] რასაც ვფიქრობ და რაც შესრულდება, რომ თქვენ
ერთმანეთის მიყოლებით არ მოგიწიოთ ჩემთან ჟღურტული. ის კაცი ჰადესის კარიბჭესავით საძულველია
ჩემთვის, ვისაც ერთი რამ აქვს გულში და მეორეს ამბობს; მაგრამ მე გეტყვით, რაც საუკეთესო მგონია; არა
მგონია, რომ ატრევსის ძე აგამემნონს შეეძლოს ჩემი დარწმუნება ან ვინმე სხვას დანაელთაგან, რადგან ჯერ
არავის არანაირი მადლიერება არ უნახავს მტრის წინააღმდეგ დაუღალავი ომის გამო. თანაბარი ბედი აქვთ
მხდალსა და ვაჟკაცს, ერთნაირ პატივს მიაგებენ გმირსა და ლაჩარს; [320] ერთნაირად კვდება ომში უსაქმურიც
და მრავლისმქნელიც. არაფერი მომიგია იმით, რომ თავს ვაკლავდი და მუდამ ვაბარებდი სულს ომის
შემთხვევითობას. როგორც დედა ჩიტს დაუფრთიანებელი ბარტყებისთვის ნისკარტით მოაქვს საჭმელი,
რასაც იპოვის, ხოლო თვითონ მშიერი რჩება, ასე მეც უძილოდ გავატარე უამრავი ღამე, სისხლიანი დღეები კი
ბრძოლაში გამყავდა და მეომრებს ვებრძოდი ამათი ცოლების გამო. ვამბობ, რომ ჩემი გემებით თავს დავეცი
და თორმეტი ქალაქი ავიღე ბრძოლით, ხოლო ქვეითად — თერთმეტი, ნაყოფიერი ტროის ირგვლივ. [330]
ყველა ამ ქალაქიდან წამოვიღეთ დიდი და მშვენიერი სიმდიდრე და ყველაფერი მივართვით ატრევსის ძე
აგამემნონს, ის სწრაფი ხომალდების უკან გველოდა, ყველაფერი ჩაიბარა, ცოტა გაგვიყო და ბევრი დაიტოვა.
მეთაურებსა და მეფეებს ჯილდოები დაურიგა, ყველას დარჩა თავისი ჯილდო, აქაველთაგან მხოლოდ მე
წამართვა და თავისთან ჰყავს ჩემი გულის სიყვარული; შეუძლია, გვერდით მიუწვეს და ისიამოვნოს. მაშ,
რატომ უნდა იომონ ტროელებთან არგოსელებმა? რისთვის შეკრიბა და წამოიყვანა ხალხი ატრევსის ძემ?
ლამაზთმიანი ჰელენეს გამო ხომ არა? [340] მოკვდავ კაცთაგან მხოლოდ ატრევსის ძეებს უყვართ ცოლები?
თუ ყველა კარგ და გონიერ კაცს უყვარს თავისი ქალი და ზრუნავს მასზე, როგორც მე გულით მიყვარს ეს ქალი,
თუმცა შუბით მყავს მოპოვებული. ახლა, როცა მომატყუა და ხელიდან გამომგლიჯა ჩემი ჯილდო, ტყუილად
ცდილობს, კარგად ვიცნობ: ვერ დამარწმუნებს. დაე, ოდისევს, შენთან და სხვა მეფეებთან ერთად განსაჯოს,
როგორ ააცილოს ხანძარი ხომალდებს. მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია ჩემს გარეშე, გალავანი
აუგია, თხრილიც გაუთხრია მის წინ [350] დიდი და ღრმა, მასში კი სარები ჩაურჭვია, მაგრამ მას არ შეუძლია,
შეაფერხოს კაცისმკვლელი ჰექტორის ძალა. სანამ მე ვიყავი აქაველთა მეომრებს შორის, ჰექტორი ბრძოლას
გალავნიდან შორსაც ვერ ბედავდა, მხოლოდ სკაიის კარიბჭესთან და მუხის ხესთან გამოდიოდა. იქ
გადავეყარე ერთხელ და ძლივს დააღწია თავი ჩემთან შეტაკებას; მაგრამ ახლა აღარ მსურს ღვთაებრივ
ჰექტორთან შებრძოლება, ხვალ ზევსსა და ყველა ღმერთს შევწირავ მსხვერპს, დავტვირთავ კარგად ჩემს
გემებს და მარილიან ზღვაში ჩავუშვებ, დაინახავ, თუ ისურვებ და თუ ეს გადარდებს, [360] ჩემი ხომალდები
თევზმრავალ ჰელესპონტოსს გაუდგებიან და ჩემი ბიჭები ღონივრად მოუსვამენ ნიჩბებს. თუკი
მიწისმრყეველი მშვიდ ცურვას მაჩუქებს, მესამე დღეს მივადგები ნაყოფიერ ფთიას. იქ უამრავი რამ მაქვს, რაც
დავტოვე, აქ რომ გამოვეშურე, ჩემდა საუბედუროდ; აქედანაც ჩამაქვს ოქრო და წითელი სპილენძი,
ლამაზსარტყლიანი ქალები, ჭაღარა ვერცხლი, რაც კი წილით მერგო, ჩემი ჯილდო კი, ვინც მომცა, იმანვე
წამართვა თავხედურად, მძლავრმა აგამემნონმა, ატრევსის ძემ. დაბრუნდით და გადაეცით ყველაფერი, რაც
გითხარით, [370] ღიად, რათა სხვა აქაველებიც განუდგნენ, თუკი რომელიმე დანაელის გაბრიყვებასაც
მოინდომებს თავისი მარადიული ურცხვობით; ხოლო მე ვერ გამიბედავს ეს ძაღლთაპირი სახეში შეხედვას.
მასთან არ მინდა შეხება მქონდეს, არც რჩევით და არც საქმით. მომატყუა და დამიშავა, ხელახლა ვერ
გამაბრიყვებს სიტყვებით: საკმარისია მასზე! დაე მშვიდად დაიღუპოს, რაკი ბრძენმა ზევსმა გონება წაართვა.
მეზიზღება მისი საჩუქრები, თავად მასაც არაფრად ვაფასებ. ახლა სულ რაც აქვს, იმაზე ათჯერ და
ოცჯერ მეტიც რომ მოეცა [380] და კიდევ მეტიც რომ დაეგროვებინა, რომ მოეცა, რაც ოქრომენოსიდან
ჩამოიტანა, ან რაც ეგვიპტის თებედან, სადაც უდიდესი სიმდიდრე ეწყო სახლებში; ქალაქიდან, რომელსაც
ასი კარიბჭე აქვს და თითოეულიდან ორასი მეომარი გამოდის ცხენებითა და ეტლებით; იმდენი საჩუქარიც
რომ მომცეს, რამდენი ნამცეციცაა ქვიშასა და მტვერში, ჩემს გულს მაინც ვერ დაარწმუნებს აგამემნონი, სანამ
სამაგიერო არ მიეზღვება ჩემი გულისტკივილისთვის. ატრევსის ძე აგამემნონის ქალიშვილს ცოლად არ
მოვიყვან, თუნდაც სილამაზეში ოქროს აფროდიტეს ედავებოდეს, [390] ხოლო ხელსაქმეში თვალსხივოსან
ათენას არ უდებდეს ტოლს140. მაინც არ მოვიყვან ცოლად. სხვა აქაველი აარჩიოს, ვინც უფრო მოეწონება და
ვინც ჩემზე უფრო მძლავრი მეფე იქნება. თუ ღმერთებმა ცოცხლად დამტოვეს და სახლში დავბრუნდი,
პელევსი თვითონ მომიძებნის საცოლეს. უამრავი აქაველი ქალიშვილია ჰელასსა და ფთიაში, წარჩინებულთა
ასულები, ციხესიმაგრეთა პატრონებისა, ერთ-ერთი მათგანი გახდება ჩემი საყვარელი მეუღლე. დაუოკებელ
სულს ძალიან სურს, იქ ცოლად მოიყვანოს ღირსეული ქალი [400] და გაიხაროს იმ ქონებით და ჯილდოებით,
რაც პელევსმა დააგროვა. სიცოცხლის ტოლფასი არ არის, რა სიმდიდრესაც მიაწერდნენ მჭიდროდ
დასახლებული ილიონის ციხესიმაგრეს, როდესაც აქ მშვიდობა სუფევდა, სანამ ჩამოვიდოდნენ აქაველთა
შვილები; ასევე არ არის სიცოცხლის ტოლფასი არც ის სიმდიდრე, რომელიც თავმოყრილია სხივოსანი
აპოლონის კლდოვან პითოში. შეიძლება ნადავლად ჩაიგდო ხელში ხარები და ნასუქი ცხვრები, შეიძლება
შეიძინო სამფეხები, ოქროსფაფრიანი ცხენები, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეს უკან ვერ დაიბრუნებ და ვერ
მოიპოვებ, ვერც დაიპყრობ, როგორც კი ბაგეებს სული ამოხდება. [410] დედაჩემმა, ვერცხლისფეხება
ქალღმერთმა თეტისმა მითხრა, რომ ორ გზას მივყავარ სიკვდილის მიჯნამდე. თუკი აქ დავრჩები და
ვიბრძოლებ ტროის ქალაქთან, შინ დაბრუნება არ მიწერია, მაგრამ ჩემი დიდება უჭკნობი იქნება; ხოლო თუ
შინ დავბრუნდები, საყვარელ სამშობლო მიწაზე, დაიღუპება ჩემი გმირული დიდება, მაგრამ ხანგრძლივი
სიცოცხლე დამრჩება და სიკვდილის დღე მალე არ მომიახლოვდება. მე სხვებსაც ვურჩევ, შინ გასცურონ,

140
ხელსაქმეში თვალსხივოსან ათენას არ უდებდეს ტოლს — ათენა ხელსაქმის მფარველად და საუკეთესო
მქსოველად ითვლებოდა.
რადგან ვეღარ იხილავთ ილიონის უკანასკნელ დღეს, რადგან მჭექარე ზევსმა [420] ხელი გადააფარა და მის
ხალხს სიმამაცე შთააგონა. თქვენ კი მიბრძანდით და აქაველთა რჩეულებს ეს უწყება ჩაუტანეთ, რადგან ეს
უხუცესთა ხვედრია: მათ უნდა მოიფიქრონ რაიმე უკეთესი გზა, რომ გადაარჩინონ თავისი ხომალდები და
აქაველი ხალხი ღრმამუცლიან ხომალდებთან, ხოლო იმ გეგმამ, რაც ახლა ჩაიფიქრეს, არ გაამართლა — მე ჩემს
რისხვაზე ხელს არ ავიღებ. დაე, ფოინიქსი აქ დარჩეს და აქ დაიძინოს, რომ ხვალ ხომალდებით გამომყვეს
საყვარელი სამშობლოსაკენ, თუკი ისურვებს, მაგრამ ძალით მე არ დავტოვებ.“
[430] ასე თქვა და ყველა დუმილით შეხვდა მის სიტყვას, მონუსხულნი მისი მკაცრი ლაპარაკით და
მტკიცე უარით. კარგა ხნის შემდეგ ბრძანა ფოინიქსმა, მოხუცმა მხედარმა, ცრემლი სდიოდა და აქაველთა
ხომალდებს დასტიროდა: „თუკი შინ დაბრუნება გაქვს გულში, სახელოვანო აქილევს, ჩადებული, და არ
აპირებ იხსნა გამანადგურებელი ხანძრისგან სწრაფი გემები, რადგან მრისხანება არ ტოვებს შენს სულს, მაშინ
როგორ შემიძლია, საყვარელო შვილო, აქ დავრჩე უშენოდ? მოხუცმა მხედარმა პელევსმა გამომგზავნა შენთან
ერთად იმ დღეს, როდესაც ფთიიდან აგამემნონთან გაგგზავნა. [440] ყმაწვილი იყავი მაშინ, არც ომისა იცოდი
არაფერი და არც საბჭოსი, სადაც ვაჟკაცები სახელს იხვეჭენ. ამის გამო გამომგზავნა მე, რომ მესწავლებინა
შენთვის ყველაფერი, რომ გამეხადე მჭევრმეტყველი სიტყვებში და ხელოვანი საქმეებში. ასე რომ, საყვარელო
შვილო, უშენოდ ვერ დავრჩები, არ მინდა, თუნდაც თავად ღმერთმა დააპიროს, სიბერე მომაშოროს და
აყვავებული სიჭაბუკე მაჩუქოს, როგორიც მაშინ ვიყავი, როდესაც პირველად დავტოვე ლამაზქალებიანი
ჰელასი, რომ გავქცეოდი მამაჩემის, ამინტორის ძის, ორმენოსის, სიძულვილს. მას ვძულდი ლამაზთმიანი
ხარჭის გამო, [450] რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და შეურაცხყოფდა საკუთარ ცოლს, ჩემს დედას, ის კი
მუხლებში ჩამივარდა და მთხოვა, ხარჭასთან დავწოლილიყავი, რომ მას მოხუცი შესძულებოდა. დავუჯერე
და გავაკეთე, როგორც კი გაიგო მამაჩემმა, მაშინვე დამწყევლა, მოუხმო საზარელ ერინისებს141, რომ
ვერასოდეს დამესვა მუხლებზე ჩემი საყვარელი ბავშვი142, ღმერთებმა აუსრულეს წყევლა, მიწისქვეშა ზევსმა
და მოწიწების აღმძრავმა პერსეფონემ143. მაშინ გადავწყვიტე, მომეკლა ბასრი ბრინჯაოთი, მაგრამ რომელიღაც
უკვდავმა დამიოკა მრისხანება, სულს შეახსენეს, [460] რას იტყოდა ხალხი და რა სირცხვილი იქნებოდა
ხალხში, როცა აქაველებში მამისმკვლელის სახელი გამივარდებოდა. ამის შემდეგ, მამაჩემის მრისხანების
შემყურეს, აღარ მიჩერდებოდა გული მამისეულ სახლში. უამრავი ნათესავი და ბიძაშვილ-მამიდაშვილი
დამეხვია თავს, ისინი მევედრებოდნენ და არ მიშვებდნენ სასახლიდან, მრავალი ნასუქი ცხვარი და ზანტად
მავალი რქადაგრეხილი ხარი დაიკლა, უამრავი მსუქანი ღორი, ქონით გაჯერებული, გაიტრუსა და შეიბრაწა
ჰეფესტოსის ცეცხლზე, უამრავი ღვინო დაილია, რაც კი ბერიკაცს ჰქონდა შენახული. [470] ცხრა ღამე ჩემს
გვერდით ეძინათ, დარაჯები მომიჩინეს, არასოდეს ქრებოდა კოცონი, ერთი კარგად ჩარაზული შიდა ეზოს
კარიბჭესთან, მეორე კი პარმაღში, საწოლი ოთახის კარის წინ; მაგრამ როდესაც მეათე ღამე მეწვია თავისი
სიბნელით, მაშინ გავტეხე საწოლი ოთახის მჭიდროდ დახურული კარი, გარეთ გავედი, ეზოს კედელს
მსუბუქად გადავევლე, მოდარაჯე კაცებისა და მსახური ქალების უჩინრად. შემდეგ, გაქცეულმა,
ვრცელმიწიანი ჰელასი გავიარე და მივადექი ნაყოფიერ ფთიას, ცხვრების ფარების დედას, [480] სადაც
პელევსმა მიმიღო კეთილი გულით და შემიყვარა, როგორც მამა შეიყვარებს ერთადერთ ძვირფას შვილს,
უამრავი სიმდიდრე მაჩუქა, მდიდარ კაცად მაქცია და უამრავი ხალხი დამიქვებდებარა, ვცხოვრობდი ფთიის
კიდეში, დოლოპებზე144 ვმეფობდი. იქ, ღმერთებს მიმსგავსებულო აქილევს, გაგზარდე შენც; გულით
მიყვარდი და სხვასთან ერთად არც ერთ ნადიმზე არ წახვიდოდი, საკუთარ სასახლეშიც საჭმელს პირს არ

141
ერინისები — შურისძიების მდედრობით სქესის ხთონური ღვთაებები. ისინი ხშირად მოიხსენიებიან,
როგორც „საიქიოს ქალღმერთები“.
142
ვერასოდეს დამესვა მუხლებზე ჩემი საყვარელი ბავშვი — მამამ ღმერთებს სთხოვა, რომ ფოინიქსი უშვილო
დარჩენილიყო; ტრადიციისამებრ, ბაბუა მუხლებზე დაისვამდა შვილიშვილს, რითიც გვარისადმი მის კუთვნილებას
ადასტურებდა.
143
პერსეფონე — იგივე კორე („ქალიშვილი“), არის ზევსისა და მოსავლის ქალღმერთ დემეტერის ასული,
საიქიოს დედოფალი. იგი მოიტაცა საიქიოს მბრძანებელმა ღმერთმა ჰადესმა. ზევსმა ნება დართო პერსეფონეს, ნახევარი
წელი ოლიმპოსზე გაეტარებინა დედასთან, დემეტერთან, ხოლო მეორე ნახევარი — საიქიოში მეუღლესთან, ჰადესთან.
ჰომეროსი მას აღწერს როგორც საიქიოს სასტიკსა და დიდებულ გამგებელს, რომელიც მიცვალებულთა სახელით
შურისძიებას აღასრულებს. დედასთან, დემეტერთან ერთად წარმოადგენდა ელევსისის მისტერიების ცენტრალურ
ფიგურას.
144
დოლოპები — თესალიური ან აიტოლიური ტომი.
დააკარებდი, მე უნდა დამესვი მუხლებზე, მე უნდა მომეცა ხორცის ნაჭერი და მე უნდა დამესხა ღვინო. [490]
ხშირად მოგითხვრია ჩემი ქიტონი ამონთხეული ღვინით. ბევრი ვიტანჯე შენს გამო და ბევრი გადავიტანე,
იმასაც ვფიქრობდი, რომ რაკი ღმერთებმა შვილები არ მაღირსეს, შენ, ღმერთების მსგავსო აქილევს, გიწოდე
შვილი, რომელიც ოდესმე შეძლებდა და დამიხსნიდა მძიმე განსაცდელისგან. დაიცხრე დიდ სული, აქილევს,
ნუ გექნება ულმობელი გული, თავად ღმერთებსაც კი შეუძლიათ დათმობა, თუმცა მათი სიმამაცე, პატივი და
ძალა ჩვენსას ბევრად აღემატება. და მსხვერპლშეწირვით, ტკბილი სიტყვით, [500] ზედაშის დაღვრით,
საკმევლის სუნით ადამიანები ღმერთებს ალბობენ, როდესაც აღიარებენ, რომ შესცოდეს და დააშავეს.
ლოცვები ხომ დიდი ზევსის ქალიშვილები არიან, კოჭლები, დანაოჭებული, ბრუციანები, უკან მოჰყვებიან
ყოველთვის თავნება სიამაყეს. სიამაყე კი მძლავრი და ფეხმარდია, ამიტომაც ყველას წინ უსწრებს, პირველი
ჩადის ყველა მიწაზე და ვნებს ადამიანებს, ლოცვები კი მიჰყვებიან და კურნავენ. თუ ვინმე მოწიწებით
ეპყრობა ზევსის ასულებს, მას ეხმარებიან და მის ლოცვებს უსმენენ. [510] თუ ვინმე მათ უარყოფს და
ძლიერად ეწინააღმდეგება, კრონიონ ზევსს ევედრებიან და სიამაყეს შეუძლია დაეწიოს, რათა ატკინოს და
დასაჯოს. ასე რომ, აქილევს, შენც მიაგე ზევსის ასულებს სათანადო პატივი, რაც ახასიათებს ყველა ვაჟკაც
ადამიანს. რომ არ აღეთქვა საჩუქრები ახლა და მომავალში ატრევსის ძეს და თავისი წყენა შეენარჩუნებინა,
არც შენი მრისხანების დაოკებას გთხოვდი და არც არგოსელების დახმარებას, თუმცა მათ ეს ნამდვილად
სჭირდებათ. ახლა კი პირდაპირ გაძლევს ბევრს და ბევრსაც გპირდება, [520] საუკეთესო ხალხი გამოგიგზავნა,
რომ დაგარწმუნონ, ამორჩეული აქაველ ხალხში, რომლებიც შენთვისაც უსაყვარლესი არგოსელებია, ნუ
აიგდებ აბუჩად ნურც მათ სიტყვებს, ნურც მათ ჩამოსვლას, თუმცა კი ვერავინ გაგკიცხავს მრისხანების გამო.
ასე იყო წინათაც, ძველ დროში, ჩვენაც გვსმენია გმირ ხალხზე, რომელთაც დაუოკებელი მრისხანება
დაუფლებიათ და შემდეგ დაუცხრიათ საჩუქრებით, მოუსმენიათ სიტყვები და დაუთმიათ.
მახსოვს ერთი ძველი და არა ახალი საქმე, აი, როგორ იყო, მინდა, მოგითხროთ ყველას, მეგობრებო.
ერთხელაც კურეტები ეომებოდნენ მტკიცე აიტოლიელებს [530] კალიდონის ქალაქის ირგვლივ და
ერთმანეთს ხოცავდნენ, აიტოლიელები საყვარელ კალიდონს იცავდნენ, ხოლო კურეტებს კი ომი
სწყუროდათ. ეს უბედურება თავს ოქროსტახტიანმა არტემისმა დააწია, განრისხებულმა, რომ პირველი ხილი
არ შესწირა მაღლობის ბაღიდან ოინევსმა, ხოლო სხვა ღმერთებს შესწირა ჰეკატომბეები, მხოლოდ დიდი
ზევსის ქალიშვილი გამორჩა. ან დაავიწყდა, ან არ იფიქრა, ან გონება დაუბნელდა. ზევსის ნაშიერმა,
განრისხებულმა ისართმტყორცნელმა თეთრეშვიანი გარეული ტახი მიუგზავნა, [540] ისიც ოინევსის ბაღს
შემოეჩვია და გააჩანაგა. ძირფესვიანად ამოთხარა დიდი ხეები და მიწაზე დაყარა ტოტებიან ყვავილებიანად.
მაშინ ოინევსის ვაჟმა, მელეაგროსმა, მოკლა ნადირი, მრავალი მეზობელი ქალაქიდან ჩამოიყვანა
მონადირეები და მწევრები, რადგან რამდენიმე კაცით ვერ გაუმკლავდებოდა. ისე მძლავრი იყო, რომ მრავალი
გაისტუმრა სამგლოვიარო კოცონზე; მაგრამ ქალღმერთმა აღძრა ხმაური და ბრძოლა ტახის თავისა და ჯაგარა
ტყავისთვის, კურეტებსა და დიდგულოვან აიტოლიელებს შორის. [550] სანამ არესის მოყვარული
მელეაგროსი ომობდა, კურეტების საქმე ცუდად იყო, არ შეეძლოთ გალავანს მიღმა დარჩენილიყვნენ, თუმცა
კი ბევრნი იყვნენ; მაგრამ შემდეგ მელეაგროსი რისხვამ შეიპყრო, რომელიც სხვებსაც უმღვრევს მკერდში
გულს, ბრძენ ხალხსაც კი; იგი, საყვარელ დედაზე, ალთაიაზე, გულით განრისხებული, იწვა თავის
მეუღლესთან, მშვენიერ ასულ კლეოპატრასთან; იგი იყო ქალიშვილი ლამაზკოჭიანი მარპესასი და იდასისა,
მაშინდელი თაობის კაცთაგან უძლიერესი ვაჟკაცისა, მან მშვილდი აღმართა მეფის, [560] სხივოსანი
აპოლონის, წინააღმდეგ145 ლამაზკოჭიანი ნიმფის გამო, სასახლეში მამამ და დედოფალმა დედამ ალკიონე
დაარქვეს მეტსახელად, რადგან ალკუნივით ღრმად მგლოვიარე დედა მუდმივად ტიროდა, მას შემდეგ, რაც
შვილი შორსმიმწვდომმა სხივოსანმა აპოლონმა მოსტაცა. მელეაგროსი იწვა და რისხვა უღრღნიდა გულს,
დედის წყევლამ განარისხა, დედა კი ღმერთებს შესთხოვდა, მისი ძმის მკვლელობისთვის შური ეძიათ მისსავე
შვილზე. მრავალგზის მრავალთა მკვებავ მიწას ხელს ურტყამდა, უხმობდა ჰადესსა და მოწიწების აღმძრავ
პერსეფონეს, [570] მუხლმოყრილი და კალთის ცრემლით დამსველებელი, რომ მისი შვილისთვის მოეტანათ
სიკვდილი; და ბნელში მავალმა დაუნდობელმა ერინისმა უსმინა ერებოსში.

145
მან მშვილდი აღმართა მეფის, სხივოსანი აპოლონის, წინააღმდეგ — მარპესა იყო აიტოლიელი მეფის ასული,
რომელიც უყვარდა იდასს და რომელსაც უყვარდა იდასი; ამასობაში ქალიშვილი შეუყვარდა ღმერთ აპოლონს. იდასი
იცავდა თავის სიყვარულს და ღმერთთან ბრძოლასაც აპირებდა, როცა საქმეში ზევსი ჩაერია და ბრძოლა შეაჩერა, ხოლო
მარპესას ურჩია, არჩევანი გაეკეთებინა. მშვენიერმა მარპესამ ღმერთ აპოლონს უარი უთხრა და თავის მოკვდავ ქმარს
მიანიჭა უპირატესობა.
მაშინ კარიბჭესთან ატყდა ხმაური და გნიასი, კოშკებს თავს დაესხნენ და აიტოლიელი უხუცესები
შეევედრნენ მას, ხოლო თავისი საუკეთესო ქურუმები ღმერთებთან გაგზავნეს, გმირს დიდ საჩუქარს
დაჰპირდნენ, თუ გამოვიდოდა და დაიცავდა. სადაც გადაშლილია საყვარელი კალიდონის ნაყოფიერი ველი,
იქ ამოირჩიეო საუკეთესო მიწის ნაკვეთი, ორმოცდაათზომიანი146, სანახევროდ ვენახი და [580] სანახევროდ
დაუმუშავებელი სახნავ-სათესი მიწა. ბევრს ეხვეწა მოხუცი მხედარი ოინევსი, თავად ეწვია მაღალჭერიან
საძინებელთან და შეანჯღრია კეთილნაკეთები კარი და შეევედრა შვილს, ბევრს ეხვეწნენ დები და
დედოფალი დედა, მაგრამ ის უარზე იყო, ბევრს ეხვეწნენ საუკეთესო და უსაყვარლესი მეგობრებიც, მაგრამ
ვერაფრით დაარწმუნეს, სანამ კოშკები არ აიღეს, დიდი ქალაქი ცეცხლს არ მისცეს და საძინებელ ოთახში არ
მიადგნენ კურეტები. [590] და მაშინ მელეაგროსს ლამაზსარტყლიანი ცრემლიანი მეუღლე შეევედრა და
აღუწერა ყველა უბედურება, რაც ხალხს თავს დაატყდა მტრის მიერ ქალაქის აღების შემდეგ; ხალხს ხოცავენ,
ქალაქს ცეცხლი სპობს, ბავშვები და ქვედასარტყლიანი ქალები მიჰყავთ. მაშინ კი, როდესაც ეს უბედურება
გაიგო, აუღელდა გული, ადგა, წავიდა, ელვარე აბჯარი აისხა. გულს დაემორჩილა და ასე ააცილა
აიტოლიელებს შავი დღე, მათ კი არც კი ჰქონდათ მიცემული მრავალი და სასურველი საჩუქარი, ისედაც
დაიცვა. [600] ასე არ მოგივიდეს შენაც, დაე, დაიმონმა ეს არ გაგაკეთებინოს, უარესი იქნება, თუ დამწვარ
ხომალდებს დაიცავ. საჩუქრებს ხელს ნუ ჰკრავ, წამოდი, ღმერთივით მოგაგებენ პატივს აქაველები. ხოლო
საჩუქრების გარეშე რომ დაბრუნდები ომში, ამოდენა პატივს არ გარგუნებენ, თუნდაც ომის ბედი
შემოაბრუნო.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ფოინიქს, მამა, ზევსის აღზრდილო მოხუცო, ეს პატივი მე არ
მჭირდება, მგონი, ისედაც პატივნაცემი ვარ ზევსის ნებით, ამიტომ მექნება ეს ღირსება მოხრილკიჩოიან
ხომალდებთან, [610] სანამ პირში სული მიდგას და სანამ მუხლებში ძალა მომდგამს. სხვა რამეს გეტყვი და შენ
გულში ჩაიდე: გულს ნუ მიღელვებ თხოვნით და წუხილით, ატრევსის ძისთვის ნუ ღელავ, არც გმართებს მისი
სიყვარული, რომ ჩემი სიყვარული არ დაკარგო. შენთვის კარგი იქნება, შეიძულო ის, ვინც მე შემიძულა. ჩემს
თანასწორად იმეფე და ჩემი პატივი გაიზიარე. ეს ხალხი ჩაიტანს ჩემს პასუხს, შენ კი აქ დარჩი, დაიძინე რბილ
ლოგინზე, ხვალ კი ერთად გადავწყვიტოთ, უკან გავბრუნდეთ თუ ისევ აქ დავრჩეთ.“
[620] ეს თქვა და პატროკლოსს უსიტყვოდ აჩვენა წარბით, ფოინიქსისთვის რბილი ლოგინი გაეშალა,
რათა სხვები კარვიდან გასულიყვნენ. აიასმა, ტელამონის ღვთისდარმა ძემ დაინახა ეს და თქვა: „ზევსის
ნაშიერო, ლაერტესის ძევ, მახვილგონიერო ოდისევს, წავიდეთ, აქ დარჩენით და ლაპარაკით ვერაფერს
მივაღწევთ. ჯობს, სწრაფად დავბრუნდეთ და პასუხი ჩავუტანოთ დანაელებს, თუნდაც ის კარგი არ იყოს.
ისინი სხედან და ელიან. აქილევსმა კი ზვიად გულში ველური ბრაზი ჩაიდო, [630] დაუნდობელს აღარ
ადარდებს მეგობრების სიყვარული, თუმცა კი ხომალდებთან სხვებზე მეტ პატივს ვცემდით. აღარავინ
ეცოდება! ძმაც კი იღებს ძმისმკვლელისგან საზღაურს და მამაც — შვილის მკვლელისგან! და იგი ხალხში
რჩება, თუკი ბევრს გადაიხდის, და ჭირისუფლის გული რბილდება, რისხვა მცირდება, როდესაც
გამოსასყიდს მიიღებს. შენ კი სულში მრისხანება ჩაგიდეს ღმერთებმა ერთი ქალიშვილის გამო; ჩვენ ახლა
შვიდს გთავაზობთ, ერთმანეთზე უკეთესს და უამრავ სხვა რამესაც; ამის გამო გაიღე მოწყალება, [640]
საკუთარ სახლს ეცი პატივი, ერთ ჭერქვეშ ვართ, შენი სტუმრები ვართ, უამრავ დანაელს წარმოვადგენთ აქ,
აქაველთაგან შენი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობრები ვართ.“
მას სწრაფად უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ზევსის ნაშიერო აიას, ტელამონის ძევ, ხალხის ბელადო,
ყველაფერი, რაც თქვი, სწორია, მაგრამ გული ბრაზით მევსება, რომ გამახსენდება, არგოსელთა წინაშე როგორ
მომაყენა შეურაცხყოფა ატრევსის ძემ, თითქოს ვიღაც უღირსი ბოგანო ვყოფილიყავი! დაბრუნდით ახლა და
ეს უწყება მიუტანეთ: [650] მანამდე არ ჩავერთვები სისხლიან ომში, სანამ ბრძენი პრიამოსის ძე, ღვთაებრივი
ჰექტორი მირმიდონელების კარვებს და ხომალდებს არ მოადგება, არგოსელთა ამომხოცავი და ხომალდების
გადამბუგავი. აქ კი, ჩემს კარავთან და შავ ხომალდთან ომს მოწყურებულ ჰექტორს მე შევაჩერებ.“
ეს თქვა და თითოეულმა აიღო ორმაგი თასი, ზედაშე შესწირეს და ხომალდებისკენ გზას გაუდგნენ,
წინ მიუძღოდათ ოდისევსი. პატროკლოსმა კი მეგობრებს და მოახლეებს უბრძანა, ფოინიქსისთვის დაეგოთ
რბილი ლოგინი, რაც შეიძლება სწრაფად. [660] ქალები დაემორჩილნენ და გაშალეს ლოგინი, როგორც
უბრძანა, ცხვრის ტყავი და სელის თხელი გადასაფარებელი დააგეს. იქ დაწვა მოხუცი და დაელოდა

146
ორმოცდაათზომიანი (ბერძნ. πεντηκοντό-γυος), — ორმოცდაათი გიეს (γύα) ფართობისა, (გია დაახლ. = 0.1
ჰექტარს), ანუ საუბარია, დაახლოებით, 5 ჰექტარ მიწაზე.
ღვთაებრივ ეოსს. ამასობაში აქილევსს ეძინა კეთილნაგები კარვის სიღრმეში, გვერდით ეწვა ქალი, რომელიც
ლესბოსიდან ჩამოიყვანა, ფორბასის ქალიშვილი, ლამაზღაწვიანი დიომედე. პატროკლოსი იწვა საპირისპირო
მხარეს, მასთან ეძინა ლამაზსარტყლიან იფისს, რომელიც ღვთაებრივმა აქილევსმა აჩუქა, როდესაც ენიევსის
ციხესიმაგრე, მაღალი სკიროსი აიღო.
ელჩები კი დაბრუნდნენ ატრევსის ძის კარავში. [670] მათ ოქროს თასებით მიეგებნენ აქაველთა
შვილები, ერთმანეთის მიყოლებით დგებოდნენ ფეხზე და შეკითხვებს უსვამდნენ. პირველი შეკითხვა დასვა
ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „მითხარი, განთქმულო ოდისევს, აქაველთა დიდო სიამაყევ, აპირებს, ჩვენს
ხომალდებს ხანძარი ააცილოს, თუ უარზეა და ზვიად გულში რისხვას არ იოკებს?“
მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „ატრევსის ძეო, სახელგანთქმულო, ხალხთა
ბელადო აგამემნონ, იმ კაცს არ სურს რისხვის დაოკება, კიდევ უფრო აღვსილია მრისხანებით, უარს გეუბნება
შენაც და შენს საჩუქრებსაც. [680] გირჩევს, თავად დაეკითხო არგოსელებს, თუ როგორ უნდა ვიხსნათ
ხომალდები და აქაველი ხალხი. თავად იმუქრება, რომ ხვალ, როგორც კი ეოსი გამოჩნდება, თავის
მტკიცეგემბანიან ხომალდებს ზღვაში ჩაუშვებს. სხვებსაც ურჩევს, შინ გასცურონ, რადგან ვეღარ იხილავთ
ილიონის უკანასკნელ დღეს, რაკი მჭექარე ზევსმა ტროას ხელი გადააფარა და მის ხალხს სიმამაცე შთააგონა.
ასე ბრძანა, აქ არიან და შეუძლიათ დაადასტურონ, ვინც ჩვენ გვახლდა, აიასი და ორი შიკრიკი, ორივე კარგი
მსაჯული. [690] მოხუცი ფოინიქსი კი იქ დარჩა ღამის გასათევად, რომ შეძლოს საყვარელ სამშობლოში გაჰყვეს
ხომალდებით დილით, თუკი ისურვებს, თუმცა ძალა არ დაუტანებია.“
ასე თქვა და დიდი სიჩუმე ჩამოვარდა, მისმა მკაცრმა ნათქვამმა ყველა დააფიქრა. დიდხანს იყვნენ
უბრად აქაველთა დამწუხრებული შვილები, კარგა ხნის შემდეგ კი ბრძანა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა
დიომედესმა: „ატრევსის ძეო, სახელოვანო, კაცთა ბელადო აგამემნონ, მერჩივნა, არ შევედრებოდი პელევსის
უზადო ძეს და არ აღგეთქვა ათასი საჩუქარი, უამისოდაც ამაყი კაცია, [700] ახლა კი კიდევ უფრო დიდი
სიამაყე ჩაუდე გულში. ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, მოვა ჩვენთან, თუ იქ დარჩება. ის მაშინ იომებს,
როდესაც მკერდში გული ეტყვის ამას და ღმერთი აღძრავს. მოდით, გავაკეთოთ, რასაც ვამბობ, დამიჯერეთ
ყველამ. ახლა დავიძინოთ, მანამდე კი გული ჭამა-სმით გავიხაროთ, ეს იძლევა ძალას და სიმამაცეს. როგორც
კი გამოჩნდება მშვენიერი ვარდისfფერთითებიანი ეოსი, სწრაფად დააწყვე ხომალდების წინ ცხენოსნებიც და
ქვეითებიც, აღძარი ისინი და თავადაც პირველ რიგებში იბრძოლე.“
[710] ასე თქვა და ყველა მეფე დაეთანხმა, მოიწონეს ცხენთამხედნელი დიომედესის სიტყვა. შემდეგ
ზედაშე დაღვარეს და თითოეული შევიდა კარავში, საწოლს მიაკითხეს და ძილის საჩუქრით გაიხარეს.
მეათე სიმღერა

დოლონია
ხომალდებთან წყნარ ძილს მიცემული სხვა საუკეთესო აქაველები ისვენებდნენ მთელი ღამე, მაგრამ
ატრევსის ძეს, აგამემნონს, ხალხთა მწყემსს, არ ჰქონდა ტკბილი ძილი, თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა.
როგორც ლამაზთმიანი ჰერას მეუღლე147 ისვრის ელვას, როცა ამზადებს თავსხმა წვიმას, უზომო სეტყვას ან
ქარბუქს, როდესაც თოვლი გადაათეთრებს ველებს, ან სადღაც დამღუპველ ომს დიდ ხახას დააღებინებს, ასე
ხშირ-ხშირად გმინავდა აგამემნონი [10] გულის სიღრმიდან და მთელი შიგნეული უთრთოდა. როდესაც
ტროელთა ბანაკს აკვირდებოდა, აოცებდა ილიონის წინ დანთებულ კოცონთა სიმრავლე, ფლეიტისა და
სალამურის ხმა და ხალხის ხმაური; ხოლო როდესაც ხომალდებისა და აქაველი ხალხისკენ იყურებოდა,
თავზე თმებს ძირიანად იგლეჯდა მაღლა მყოფი ზევსისთვის, დიდად ოხრავდა სახელოვანი გული. ახლა ეს
ფიქრი მოეჩვენა საუკეთესოდ, უპირველესად მოეძებნა ნესტორი, ნელევსის ძე, რომ მასთან ერთად
შეემუშავებინა უტყუარი გეგმა, [20] რომელიც ყველა დანაელს განსაცდელს ააცილებდა. ფეხზე წამოდგა,
მხრებზე მოიცვა ქიტონი, თეთრ ფეხებზე ლამაზი სანდლები ჩაიცვა, ზემოდან მოისხა ლომის მოყავისფრო-
ყვითელი ტყავი, — მბზინავი, ისეთი დიდი, რომ ფეხებამდე წვდებოდა და აიღო შუბი. ასეთმა ცახცახმა
აიტანა მენელაოსიც; მის თვალს რული არ მიეკარა, ეშინოდა, რამე არ მოსვლოდათ არგოსელებს, რომელთაც
მის გამო გადმოლახეს ვრცელი ზღვა და ტროაში ჩამოვიდნენ ფიცხელ ომს მოწყურებულები. ჯერ
ლეოპარდის წინწკლებიანი ტყავი მოისხა ვეება მხრებზე, [30] შემდეგ აიღო და თავზე დაიხურა ბრინჯაოს
მუზარადი, ხოლო ძლიერი ხელი შუბს დაავლო. წავიდა ძმის გასაღვიძებლად, რომელიც ყველა არგოსელის
დიდი მეფე იყო და ისინიც მას ღმერთივით სცემდნენ პატივს. იგი იპოვა, მხრებზე ლამაზ აბჯარასხმული,
ხომალდის კიჩოსთან, ძმის მისვლამ გაახარა. პირველი სიტყვა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა
თქვა: „რატომ შეიარაღებულხარ, ძმაო? მეგობართაგან ვინმე ხომ არ უნდა გაგზავნო ტროელების
დასაზვერად? ძალიან მეშინია, ამ საქმის შემსრულებელი კაცი იპოვო, [40] რომ მტრის ბანაკში შეიპაროს
დასაზვერად მარტო, ღამის წყვდიადში, ასეთ კაცს ძალიან თამამი გული უნდა ჰქონდეს.“
მას უპასუხა მძლავრმა აგამემნონმა: „ორივეს, მეც და შენც, ზევსის აღზრდილო მენელაოს, გვჭირდება
გონივრული რჩევა, ვინმე შეძლებს თუ ვერა დაიცვას და გადაარჩინოს არგოსელები და ხომალდები, მას
შემდეგ, რაც ზევსმა ზურგი შეგვაქცია. ჰექტორის შესაწირავმა უფრო მოუგო გული, ვიდრე ჩვენმა. არასოდეს
მინახავს, არც მსმენია, ვინმეს ეთქვას, რომ ერთი კაცი ერთ დღეში ამდენ უბედურებას დააწევდა ვინმეს, რაც
ზევსის საყვარელმა ჰექტორმა დააწია აქაველთა შვილებს [50] მარტომ, არც ქალღმერთის შვილობით და არც
ღმერთის. ისეთ დღეში ჩაგვაგდო, იმდენი სიავე გვიყო, მგონი, არგოსელები კიდევ დიდხანს ძრწოლით
მოიგონებენ. შენ წადი ახლა, გემებისკენ გაიქეცი, აიასსა და იდომენევსს მოუხმე, მე კი ღვთაებრივ ნესტორთან
წავალ, გავაღვიძებ, იქნებ ისურვოს წამომყვეს, რომ დარაჯების წმინდა მოვალეობა შევამოწმოთ და ბრძანება
გავცეთ. მას უფრო დაუჯერებენ, მისი ვაჟი ხომ დარაჯებს მეთაურობს იდომენევსის მეგობარ მერიონესთან
ერთად; მაგათ ჩავაბარეთ ეს საქმე.“
[60] მას უპასუხა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა: „როგორ შევასრულო ბრძანება, მე
რომ მომეცი? იქ უნდა მოგიცადო, სადაც მივდივარ და დაველოდო შენს დაბრუნებას, თუ გადავცე ბრძანება
და უკან გამოვიქცე?“
მას უპასუხა ხალხმა ბელადმა აგამემნონმა: „იქ დარჩი, რომ არ ავცდეთ ერთმანეთს აქეთ-იქით
სიარულში, ბევრი ბილიკია ბანაკში. გზაში ყველას ხმამაღლა დაუძახე, ურჩიე, ფრთხილად იყვნენ,
შთამომავლობით მოიხსენიე თითოეული და მამის სახელით, ყველას პატივისცემით მოეპყარი, ქედმაღლობა
არ გამოავლინო, [70] ახლა ჩვენც სხვებივით უნდა გავისარჯოთ, ესაა ჩვენი ხვედრი, რადგან, დავიბადეთ თუ
არა, ზევსმა ეს მძიმე ტვირთი გვარგუნა.“
ეს თქვა, ყველაფერი კარგად აუხსნა და გაგზავნა ძმა; თავად კი წავიდა ნესტორთან, ხალხთა
მწყემსთან, იგი იპოვა შავ ხომალდთან, კარავში რბილ ლოგინზე იყო წამოწოლილი, იქვე ჰქონდა აბჯარი,
ფარი, ორი შუბი და მოელვარე მუზარადი. ახლოს იდო საომარი სარტყელიც, რომელსაც მოხუცი იკრავდა,
როცა სასიკვდილო ომისთვის აბჯარს ისხამდა, ხალხს მეთაურობდა და მწარე სიბერეს არ ნებდებოდა. [80]

147
ლამაზთმიანი ჰერას მეუღლე — ზევსი.
თავი წამოსწია, იდაყვს დაეყრდნო, ატრევსის ძეს დაელაპარაკა და შეკითხვა დაუსვა: „ვინ ხარ, ხომალდებთან
და ლაშქართან მარტო რომ დადიხარ ამ ბნელ ღამეში, როცა ხალხს სძინავს, ჯორს ხომ არ დაეძებ ან ვინმე
მეგობარს? მითხარი, უსიტყვოდ ნუ მოდიხარ. ჩემგან რა გინდა?“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „ნესტორ ნელევსის ძევ, აქაველთა უჭკნობო დიდებავ!
ატრევსის ძე ვარ, აგამემნონი, რომელსაც ზევსმა ყველაზე მეტად დამაკისრა უსასრულო მძიმე შრომა, სანამ
სიცოცხლის სიო [90] იძვრის ჩემს სულში და სანამ მუხლში რაღაც ძალა კიდევ შემრჩენია. დავდივარ, რადგან
თვალზე ტკბილი რული არ მეკარება, ომი და აქაველებზე ფიქრი არ მასვენებს. დანაელთა ბედი მზარავს,
სული მითრთის, ფეხები მიკანკალებს, გული მკერდიდან ამოხტომას ლამობს, მთელი სხეული მიცახცახებს.
მაინც არ გეძინება და თუ რამის გაკეთებას აპირებ, წამომყევი, ვნახოთ ჩვენი დარაჯები, ფხიზლად არიან თუ
თავისი მოვალეობა დაივიწყეს, ძილს მისცეს თავი და არავინ გვდარაჯობს. [100] მტრები შორს არ არიან და არ
ვიცით, ღამის სიბნელეში ხომ არ აპირებენ თავდასხმას.“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ატრევსის ძეო, ხალხთა სახელოვანო ბელადო,
აგამემნონ! ბრძენი ზევსი ყველა განზრახვას არ შეუსრულებს ჰექტორს, რისი იმედიც ახლა აქვს, მე ვფიქრობ,
ჩვენსაზე უფრო დიდი უბედურება ელის წინ, როდესაც აქილევსი საბედისწერო რისხვაზე უარს იტყვის. მე,
რა თქმა უნდა, წამოგყვები, სხვებიც გავაღვიძოთ, ტიდევსის ძე, შუბით სახელგანთქმული, ოდისევსიც, [110]
მარდი აიასიცა და ფილევსის მძლავრი ვაჟიც148. ვინმე უნდა გავგზავნოთ ღვთისდარ აიასთან149 და მძლავ
იდომენევსთან, რადგან მათი ხომალდები შორსაა, აქვე არ არის. მართალია, საყვარელი და საპატივცემულო
კაცია მენელაოსი, მაგრამ უნდა გავკიცხო, თუნდაც გეწყინოს, ვერ დავმალავ, როცა ვხედავ, რომ სძინავს, როცა
შენ ამდენი საზრუნავი გაქვს. სწორედ ახლა მართებს მას წარჩინებულ ხალხთან მისვლა და თხოვნა, ახლაა
ამის საჭიროება.“
მაშინ ხალხთა ბელადმა აგამემნონმა უპასუხა: [120] „მოხუცო, სხვა დროს მეც ვკიცხავ ხოლმე ძმას,
ხშირად ორჭოფობს და თითქოს შრომასაც გაურბის, მაგრამ არა სიზარმაცის ან უდარდელობის გამო, არამედ
მე მიყურებს მუდამ და ჩემგან ელის მაგალითს. ახლა კი პირველმა სწორედ მან გაიღვიძა და ჩემთან მოვიდა
და მე გავგზავნე სწორედ იმათთან, შენ რომ ახსენე. ახლა კი წავიდეთ, მასაც კარიბჭესთან და დარაჯებთან
ვიპოვით, რადგან სწორედ იქ ვთხოვე ყველას შეკრება.“
მას მაშინ უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „თუკი ასეა, ვერავინ გაკიცხავს მას და ყველა
დაემორჩილება [130] არგოსელთაგან, როდესაც მათ მოუწოდებს და ბრძანებას გასცემს.“
ეს თქვა და ტანთ ჩაიცვა ფართო ქიტონი, თეთრი ფეხებზე ლამაზი სანდლები ჩაიცვა, მოისხა სქელი
მატყლით გაწყობილი ორმაგი მეწამული მოსასხამი, აიღო მძლავრი შუბი ბასრი სპილენძის შუბისპირით და
წავიდა სპილენძშემოსილი აქავლების ხომალდებისკენ.
პირველად მიადგა ოდისევსს, ზევსის თანასწორ მსაჯულს, გამოაღვიძა გერენონელმა მხედარმა
ნესტორმა ხმამაღალი სიტყვით, მაშინვე ხმის ტალღა მიწვდა ოდისევსის გულს, [140] გამოვიდა კარვიდან და
მას ასეთი სიტყვა უთხრა: „ვინ ხარ, ხომალდებთან და ლაშქართან მარტო რომ დადიხარ ამ ბნელ ღამეში, რა
დაგჭირვებია?“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ზევსის ნაშიერო, ლაერტესის ძევ, გონებამახვილო
ოდისევს, ნუ ბრაზობ, უბედურება მოადგა აქაველებს. მოდი, ჩვენთან ერთად გავაღვიძოთ სხვები, რომ
გადავწყვიტოთ, გავიქცეთ თუ ვიომოთ.“
ასე თქვა და კარავში შებრუნდა გონებაუხვი ოდისევსი, ჭრელი ფარი მოიგდო მხრებზე და წაჰყვა მათ.
[150] მივიდნენ ტიდევსის ძე დიომედესთან, იგი იპოვეს კარვის გარეთ, აბჯარასხმული იწვა, გვერდით
ეძინათ მის მეგობრებს, თავქვეშ ფარები ჰქონდათ ამოდებული, ხოლო მათი შუბები პირდაპირ იყო მიწაში
ღრმად ჩარჭობილი, ბრინჯაოს შუბისპირები მამა ზევსის ელვასავით ბრწყინავდა. თავად გმირს ეძინა, ქვეშ
გაფენილი ჰქონდა გარეული ხარის ტყავი, თავქვეშ კი ამოედო ბრწყინვალე ხალიჩა. გვერდით დაუდგა და
გააღვიძა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა, ქუსლით შეეხო, გააღვიძა და უსაყვედურა: „ადექი, ტიდევსის
ძეო, მთელი ღამე რა გაძინებს? [160] არ გაგიგონია, რომ ტროელებმა მინდორში შემაღლებულზე ბანაკი
დასცეს, აქვე, ჩვენს ხომალდებთან და სულ ცოტა მანძილი აშორებთ ჩვენგან?“

148
მარდი აიასიცა და ფილევსის მძლავრი ვაჟიც — „მარდ აიასში“ იგულისხმება აიას ოილევსის ძე („მცირე
აიასი“), ხოლო „ფილევსის ვაჟში“ — მეგესი.
149
ღვთისდარი აიასი — აიას ტელამონის ძე („დიდი აიასი“).
ასე თქვა და იმავწამს გამოფხიზლდა გმირი და ასე მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „საშინელი ბერიკაცი
ხარ, არასოდეს არ ისვენებ! ახლა სხვები არ არიან, უფრო ახალგაზრდები, რომ აქაველთა მეფეებს დაუარონ
და ცალ-ცალკე გააღვიძონ? რა დაუღალავი კაცი ხარ, მოხუცო!“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „დიახ, ძვირფასო მეგობარო, სწორად ამბობ
ყველაფერს. [170] მყავს უზადო შვილები, მყავს ხალხი და ბევრიც მყავს, რომლებიც დაგიძახებდათ, მაგრამ
ახლა დიდი განსაცდელი დაუდგათ აქაველებს; რადგან ახლა ყველას ბედი ბეწვზე ჰკიდია150 — აქაველები ან
სასტიკად დაიღუპებიან ან გადარჩებიან; მაგრამ ახლა წადი, სწრაფი აიასი და ფილევსის ძე გააღვიძე,
ახალგაზრდა ხარ და შემეხიდე.“
ასე თქვა, გმირმა კი მხრებზე მოისხა ლომის მოყავისფრო-ყვითელი ტყავი, — მბზინავი, ისეთი დიდი,
რომ ფეხებამდე წვდებოდა და აიღო შუბი; წავიდა, გააღვიძა სხვები და მათთან ერთად დაბრუნდა. [180] მალე
მიადგნენ დარაჯების ჯგუფს, დარაჯთაგან არავის ეძინა და ყველას იარაღი ჰქონდა ხელში. როგორც ძაღლები
დარაჯობენ ცხვრების ფარას დაუღალავად და მხეცის ხმას რომ გაიგონებენ, რომელიც ტყით მოდის მთიდან
და ერთმანეთს შეერევა ძაღლების ყეფა და კაცების ყვირილი; ამის შემდეგ ხომ ძილი მათ თვალებს არ
მიეკარება! — ასე ფხიზლობდნენ დარაჯებიც ამ ბნელი ღამით და თვალს არ აშორებდნენ მინდორს,
ტროელები ხომ არ დაიძრნენო. [190] ისინი რომ დაინახა, გულით გაიხარა მოხუცმა, სიტყვით გაამხნევა და
მათ ფრთოსანი სიტყვა ესროლა: „ასე იდარაჯეთ, საყვარელო შვილებო, ვინმეს რული არ მოეკიდოს, მტერი არ
გავახაროთ!“
ასე თქვა და თხრილზე გადავიდა, მას გაჰყვნენ არგოსელი მეფეები, ვინც კი იყო საბჭოში მოხმობილი.
მათთან ერთად იყვნენ მერიონესი და ნესტორის სახელგანთქმული ვაჟი, მეფეებმა მათაც უხმეს დასასწრებად.
როდესაც გადავიდნენ ღრმა თხრილზე, დასხდნენ გაშლილ მინდორში, სადაც ცხედრები არ იყო; [200]
სწორედ იმ ადგილას, საიდაც უკან გაბრუნდა არგოსელთა მკვლელი მძლავრი ჰექტორი, როდესაც დაუღამდა.
იქ დასხდნენ და ერთმანეთს გაესაუბრნენ. მათ შორის სიტყვა აიღო გერენონელმა მხედარმა ნესტორმა:
„მეგობრებო, არის ვინმე კაცი, რომელიც საკუთარ გულს მიენდობა და დიდგულოვან ტროელებთან
წავიდოდა, რომ მტრებიდან ვინმე ეულად მოხეტიალე ჩაეგდო ხელში, იქნებ ეთქვა, თუ რას აპირებენ
ტროელები, რას ამბობენ ერთმანეთში, ფიქრობენ თუ არა ხომალდებთან ახლოს დარჩენას, თუ ქალაქში [210]
დაბრუნება სურთ, რაკი აქაველები უკვე დაამარცხეს? ამას ყველაფერს თუ გაიგებდა და ჩვენთან უვნებელი
დაბრუნდებოდა, ცამდე ავიდოდა იმ კაცის დიდება ყველა ადამიანისთვის და მას ბრწყინვალე საჩუქარიც
მიეცემოდა. რამდენიც ვართ ხომალდებთან რჩეული ბელადები, თითოეულისგან შავი დედალი ცხვარი
მიეცემოდა კრავთან ერთად, ეს იქნება უმაგალითო საჩუქარი, კაციც მუდამ იქნებოდა ჩვენი ნადიმებისა და
დღესასწაულების მეინახე.“
ასე თქვა და უმალ დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა თქვა:
[220] „ნესტორ, გულიც მერჩის და მამაცი სულიც მეუბნება, მტრის ბანაკში, ტროელებთან, პირდაპირ წასვლა
შემიძლია, მაგრამ თუ კიდევ ვინმე გამომყვება, უფრო ხალისიანი და თავდაჯერებული ვიქნებოდი. როდესაც
ორნი მიდიან, ერთი ფიქრობს, რა იქნებოდა უკეთესი და რამდენიც უნდა იფიქროს, მაინც ორზე ნაკლები
გონება აქვს და ნაკლები შეუძლია.“
ასე თქვა და ბევრმა ისურვა, დიომედესს გაჰყოლოდა. ისურვა მერიონესმა, ასევე ისურვა ნესტორის
ვაჟმა, [230] ისურვა ატრევსის ძემ, შუბით სახელგანთქმულა მენელაოსმა, ჭირთამთმენმა ოდისევსმაც ისურვა
ტროელთა რიგებში შერევა, რადგან მუდამ გამბედავი გული უცემდა მკერდში. მათ მიმართა ხალხთა
ბელადმა აგამემნონმა: „ტიდევსის ძეო, დიომედეს, ჩემი გულის გამხარებელო, თანამგზავრად აირჩიე
ნებისმიერი კაცი, ვისაც ისურვებ, თანახმა ბევრია და ბევრს სწყურია, შენაც საუკეთესო აირჩიე. ხათრის გამო
უარი არ თქვა უკეთესზე და უარესი არ შეარჩიო, ყურადღებას ნუ მიაქცევ წარმომავლობას და იმას, თუ ვინ
უფრო დიდი მეფეა.“
[240] ასე თქვა, რადგან შიში ჰქონდა ოქროსთმიანი მენელაოსის გამო. მას უმალ უპასუხა საბრძოლო
ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „რადგან გინდა, მე ამოვირჩიო თანამგზავრი, მე ვერ დავივიწყებ
ღვთისდარ ოდისევსს, რომელსაც ყველა საქმეში ბრძენი გული და უტეხი სული აქვს გამოვლენილი, თანაც

ყველას ბედი ბეწვზე ჰკიდია — ბერძნული ორიგინალის მიხედვით, „ხმლის წვერზე დევს“; იგულისხმება
150

ბერძნული ანდაზა: „მომავალი ბედი ირხევა, თითქოს ხმლის წვერზე იყოს.“


უყვარს პალას ათენას. ის თუ გამომყვება, თავად მოგიზგიზე კოცონიდანაც უკან დავბრუნდებით, ისეთი
გონიერია.“
მას უპასუხა მრავალჭირნახულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: ტიდევსის ძეო, ზედმეტად ნურც მაქებ და
ნურც მაძაგებ; [250] არგოსელებს ელაპარაკები, რომლებიც კარგად მიცნობენ. სჯობს, წავიდეთ, ღამე გადის და
ეოსი ახლოვდება, ვარსკვლავებმა უკვე თავისი დიდი გზის ორი მესამედი გაიარეს და ერთი მესამედი
დაგვრჩა მხოლოდ151.“
ეს თქვეს და აისხეს საშინელი აბჯარი. ტიდევსის ძეს ბრძოლაში მტკიცე თრასიმედესმა ორლესული
ხმალი მისცა, რადგან საკუთარი ხომალდთან დაეტოვებინა, ფარიც მიაყოლა, თავზე ხარის ტყავის მუზარადი
დაახურა, უბუნიკო და უჯიღო, რომელსაც მეომრები „ბრტყელს“ ეძახიან და ბრძოლაში ხმარობენ. [260]
მერიონესმა ოდისევსს მისცა მშვილდი, კაპარჭი და ხმალი, თავზე დაახურა ტყავისგან დამზადებული
მუზარადი, შიგნიდან მრავალი ღვედით ნაწნავი, გარედან კი თეთრი გარეული ტახის ეშვები ერთმანეთის
მიყოლებით ლამაზად იყო ჩასმული, შუაში კი ჯიღა ჰქონდა. ეს მუზარადი ელეონიდან, ორმენოსის ძის,
ამინტორის კეთილნაგები სასახლიდან მოიტაცა ავტოლიკოსმა, სკანდეიაში მისცა კითერელ ამფიმადასს,
ამფიდამასმა ის სტუმრად მოსულ მოლოსს აჩუქა, [270] მან კი თავის ძეს, მერიონეს გადასცა სატარებლად.
ახლა კი ოდისევსის თავი დაამშვენა მუზარადმა. როდესაც ეს ორი შეიმოსა საშინელი საჭურვლით, წავიდნენ
და უკან მოიტოვეს ყველა საუკეთესო მეთაური. მათ მარჯვნივ, გზის მახლობლად გამოუგზავნა ყანჩა პალასმა
ათენამ, ისინი მას ვერ ხედავდნენ თვალით ღამის სიბნელის გამო, მაგრამ მისი ყივილი ესმოდათ. ფრინველმა
გაახარა ოდისევსი და შესძახა ათენას: „მისმინე, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო, შენ ყოველთვის, ყველა
საქმეში გვერდით მედექი, არ დაგიმალავ [280] ჩემს საფიქრალს: ახლა კი განსაკუთრებით შემეწიე, ათენა,
ჩამადენინე დიდი გმირობა, დამაწუხრებინე ტროელები და დამაბრუნე ისევ კეთილნაგებ ხომალდებთან.“
შემდეგ შესძახა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: „მეც მისმინე ზევსის ასულო ატრიტონე152!
შემეწიე, როგორც მამაჩემს, ღვთაებრივ ტიდევსს ეწეოდი თებეში, სადაც აქაველებმა გაგზავნეს მაცნედ.
ასოპოსის გვერდით დატოვა ბრინჯაომოსილი აქაველები, შემდეგ კი ზავის სიტყვა ჩაუტანა კადმოსელებს,
მაგრამ უკან წამოსულმა გასაოცარი საქმეები ჩაიდინა [290] შენი შეწევნით, დიდო ქალღმერთო, შენ
უმაგრებდი ზურგს. ახლა კი მე უნდა შემეწიო და მე უნდა დამიცვა. მსხვერპლად შემოგწირავ ერთწლიან
დეკეულს, ფართოშუბლიანს, უღელდაუდგმელს, რქებს ოქროთი დავუფერავ და ისე შემოგწირავ.“
ეს იყო მათი ლოცვა და შეისმინა ათენა პალასმა. და როგორც კი დაასრულეს დიდი ზევსის ასულზე
ლოცვა, იმავწამს გაეშურნენ, როგორც ლომები, შავ ღამეში მკვლელობის, ცხედრების, აბჯრებისა და შავი
სისხლის გავლით.
არც ჰექტორი არ აძლევდა ვაჟკაც ტროელებს [300] ძილის საშუალებას, საბჭოზე უხმო ყველა
წარჩინებულს, ვინც კი იყვნენ მეთაურები და მსაჯულები ტროელთა რიგებში. ერთად შეკრებილთ ამცნო
თავისი გადაწყვეტილება: „რომელი თქვენგანი დამპირდება დიდი ჯილდოს სანაცვლოდ ამ საქმის
ასრულებას? გასამრჯელო დიდი იქნება! მე მას ვაჩუქებ ეტლს და წყვილ მაღალყელიან ცხენს, რომლებიც
საუკეთესოა აქაველთა სწრაფ ხომალდებთან, ვინც გაბედავს, რომ მოიპოვოს სახელი და სწრაფმავალ
ხომალდებთან ახლოს მივა, რათა გამოიკვლიოს, ძველებურად დარაჯობენ სწრაფ ხომალდებს, [310] თუ მას
შემდეგ, რა დღეც დავაწიეთ, გაქცევას აპირებენ და არც ფიქრობენ ღამით დარაჯობას საშინელი
დაღლილობით გაწამებულები.“
ასე თქვა და ყველა დუმილით შეხვდა მის ნათქვამს; მაგრამ ტროელებს შორის იყო ვინმე დოლონი,
ევმედესის, წმინდა შიკრიკის, ძე, ოქრო- და ბრინჯაომრავალი კაცი, შეუხედავი იყო, მაგრამ ფეხმარდი,
ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში და ხუთი და ჰყავდა. ამ კაცმა უთხრა ტროელებს და ჰექტორს სიტყვა: „ჰექტორ,
მე გულიც მერჩის და მამაცი სულიც მეუბნება, [320] სწრაფმავალ ხომალდებთან ახლოს მივიდე და
ყველაფერი გავარკვიო; მაგრამ, მოდი, კვერთხი ასწიე და დაიფიცე, რომ იმ ცხენებს და ბრინჯაოთი გაწყობილ
იმ ეტლს მომცემ, რომელიც უზადო პელეიონს ატარებს; მე შენთვის უბრალო ჯაშუში არ ვიქნები და მეტსაც
გავაკეთებ, ვიდრე შენ გგონია: პირდაპირ წავალ, მთელ ბანაკს დავივლი, მივადგები აგამემნონის ხომალდს,

151
ვარსკვლავებმა უკვე თავისი დიდი გზის ორი მესამედი გაიარეს და ერთი მესამედი დაგვრჩა მხოლოდ —
ძველი ბერძნები ღამეს სამ ნაწილად ჰყოფდნენ და დროს ვარსკვლავების მიხედვით ანგარიშობდნენ.
152
ატრიტონე — ათენას ერთ-ერთი ეპითეტია. ამ ქალღმერთის ეპითეტები იყო ატრიტონე („ურყევი“),
პართენოსი („ქალწული“), პრომაქოსი („წინა რიგის მებრძოლი“), სოტეირა („მხსნელი“), გლავკოპისი („თვალსხივოსანი“)
და სხვ.
სადაც თავს იყრიან მათი მხედართმთავრები და სადაც საბჭოს მართავენ, რომ გადაწყვიტონ, გაიქცნენ თუ
იომონ.“
ასე თქვა, ჰექტორმა კი აიღო სკიპტრა ხელში და დაიფიცა: „დაე იყოს ახლა თავად ზევსი, ჰერას მჭექარე
მეუღლე, მოწმე, [330] რომ ვერც ერთი ტროელი ვერ ჩაიგდებს ხელში იმ ცხენებს, შენს გარდა, შენი იქნებიან
და შენ მოგიტანენ დიდებას.“
ასე თქვა და ცარიელი ფიცით დაიფიცა, მაგრამ კაცი დაარწმუნა. იმავწამს მხრებზე მოიგდო მოხრილი
მშვილდი, რუხი მგლის ტყავი მოისხა, ბეწვის მუზარადი დაიხურა, ბასრი შუბი აიღო და წავიდა თავისი
ბანაკიდან ხომალდებისკენ, მაგრამ ხომალდებიდან უკან დაბრუნება და ჰექტორისთვის ამბის მოტანა მას არ
ეწერა. როგორც კი გასცდა ცხენებს და ადამიანთა ჯგუფებს, პირდაპირ გაეშურა გზაზე; იგი დაინახა [340]
ზევსის ნაშიერმა ოდისევსმა და დიომედესს უთხრა: „დიომედეს, ვიღაც კაცი მოდის ბანაკიდან აქით, არ ვიცი,
ჩვენი გემების დაზვერვა სურს თუ რომელიმე დაღუპული მეომრის გაძარცვა. ვაცალოთ, გაიაროს მინდორზე
და შემდეგ უკნიდან დავესხათ თავს მოულოდნელად; მაგრამ თუ ვერ დავეწიეთ, ვაიძულოთ ხომალდებისკენ
დაიძრას, შუბით მოვუჭრათ გზა, რომ ქალაქისკენ გაქცევა ვერ მოახერხოს.“
ეს თქვეს და გზის გადაღმა ცხედრებში [350] დაიმალნენ; იმან კი სწრაფად გაირბინა დაუფიქრებლად;
მაგრამ როდესაც იმდენი გაირბინა, რამდენსაც ჯორები გაატარებდნენ სახნისს, რადგან ჯორებს უფრო შორს
შეუძლიათ სახნისი გაატარონ ყანის ღრმა ნიადაგზე, ვიდრე ხარებს, ეს ორი გამოეკიდა, ის კი გაჩერდა,
ფეხისხმა რომ გაიგონა. მას ეგონა, რომ მეგობრები დაედევნენ ტროიდან, რომ უკან დაებრუნებინათ,
ჰექტორის ბრძანებით; მაგრამ როდესაც შუბის ტყორცნის მანძილზე ან ნაკლებზე მოუახლოვდნენ, მან იცნო
მტრები და მსუბუქი მუხლები გასაქცევად მომართა და ისინიც დაედევნენ.
[360] როგორც ბასრკბილიანი ძაღლები ნადირს დანახავენ, ახალგაზრდა ირემს ან კურდღელს და
დაედევნებიან ტყიან ადგილას, ის კი ჭყივილით გაურბის, ასე ტიდევსის ძე და ქალაქთა დამაქცევარი
ოდისევსი თავის ხალხს აშორებდნენ და წინ მიერეკებოდნენ; მაგრამ როდესაც მიაღწია დარაჯებს და
ხომალდებისკენ გაქცეულს მათთან შეხვედრა ვერ ასცდებოდა, მაშინ ახალი ძალა შთაბერა ტიდევსის ძეს
ათენამ, რომ ბრინჯაომოსილ აქაველთაგან ვინმეს არ დაეჭრა გაქცეული და თავად მეორე არ ყოფილიყო. შუბი
შეარხია და შესძახა მძლავრმა დიომედესმა: [370] „შეჩერდი, თორემ მოგწვდები შუბით და არ მგონია, რომ
გადაურჩე ჩემი ხელიდან სიკვდილს!“
ასე თქვა და ესროლა შუბი და განზრახ ააცილა ტროელს; მარჯვენა მხარზე გადაუფრინა შუბმა და
მიწაში ჩაერჭო: დოლონი გახევდა, აკანკალდა, კბილები აუკაწკაწდა პირში, შიშისგან გამწვანდა, ის ორი კი
თავს დაეცა, შეიპყრეს ხელით, ატირდა და ეს სიტყვა თქვა: „დამინდეთ, ცოცხალი დამტოვეთ და გამოსასყიდს
მოგცემთ, უამრავი სპილენძი, ოქრო და რკინის ნაკეთობა მაქვს, [380] მამაჩემი სიხარულით მოგცემთ
უზარმაზარ გამოსასყიდს, თუ გაიგებს, რომ ცოცხალი ვარ აქაველთა ხომალდებზე.“
მას უპასუხა გონიერმა ოდისევსმა: „ნუ გეშინია, სიკვდილზე ნუ ფიქრობ. მოდი, პირდაპირ სიმართლე
მითხარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. სად დადიხარ ხომალდებთან ბანაკიდან შორს ბნელი ღამით, როდესაც
სხვას ყველას სძინავს? გინდა, რომელიმე მკვდარი მეომარი გაძარცვო, თუ ჰექტორმა გამოგგზავნა
ღრმამუცლიან ხომალდებთან? თუ საკუთარი ნებით დადიხარ?“
[390] მას შემდეგ უპასუხა დოლონმა, რომელსაც მთელი სხეული უცახცახებდა: „შემაცდინა და
მომატყუა ჰექტორმა, ამაყი აქილევსის მუხლად ცხენებს დამპირდა, ასევე სპილენძით გაწყობილ ჭრელ ეტლს
და მიბრძანა, წამოვსულიყავი სწრაფ ხომალდებთან ღამის სიბნელეში ახლოს მივსულიყავი მტერთან, რათა
გამერკვია, დარაჯობთ თუ არა სწრაფ ხომალდებს, როგორც ადრე, თუ, ჩვენი ხელით დამარცხებულები
ბჭობთ, გაიქცეთ და აღარ გსურთ ღამის დარაჯობა, საშინელი დაღლილობით გაწამებულებს.“
[400] მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „ძალიან დიდი საჩუქრები მოგინდომებია —მამაცი
აიაკოსის შთამომავლის ცხენები! ეს რთული ცხენებია, მოკვდავი კაცისთვის ძნელია მათი მართვა და
გაჭენება, აქილევსი სხვა საქმეა, — ის ხომ უკვდავმა დედამ შობა; მაგრამ ახლა ეს მითხარი დაწვრილებით:
სად დატოვე ჰექტორი, ხალხთა მწყემსი? სად აწყვია მისი შეიარაღება, სადაა ცხენები? როგორ არიან
დანარჩენი ტროელები განლაგებული, სად არიან დარაჯები? სად ძინავს ხალხს? როგორ აქვთ თავისთვის
გადაწყვეტილი — [410] აპირებენ იქ დარჩენას, სადაც არიან, ხომალდებთან ახლოს? თუ ფიქრობენ, ქალაქში
დაბრუნდნენ, რაკი აქაველები დამარცხებული ჰყავთ?“
მას უპასუხა დოლონმა, ევმედესის ძემ: „მე დაწვრილებით მოგითხრობ ამას ყველაფერს: ჰექტორი
საბჭოს მსაჯულებთან ერთად დავტოვე, მათ საბჭო აქვთ გამართული ილოსის153 სამაროვანთან, ხმაურისგან
მოშორებით. რაც შეეხება დარაჯებს, შენ რომ მეკითხები, ისინი არ არიან, არავინ არ იცავს ბანაკს. რამდენი
კოცონიც აქვთ დანთებული ტროელებს, იმდენ ადგილს დარაჯობენ [420] და ერთმანეთს სიფრთხილისკენ
მოუწოდებენ; ხოლო სახელგანთქმული მოკავშირეებს სძინავთ და დარაჯობის ტვირთს ტროელებს ანდობენ,
რადგან მათ ახლოს არ ჰყავთ არც ბავშვები, არც ცოლები.“
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „მოკავშირეები ცხენთამხედნელ ტროელებს არიან შერეულები
და მათთან სძინავთ, თუ ცალკე? მითხარი, მინდა გავერკვე.“
შემდეგ მას უპასუხა დოლონმა, ევმედესის ძემ: „ამასაც ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებ. ზღვის
სანაპიროზე არიან კარიელები და მოხრილმშვილდიანი პაიონები, ლელეგები, კავკონები და ღვთაებრივი
პელასგები, [430] თიმბრეს მხარეს დგანან ლიკიელები, ამაყი მისიელები, ცხენთამხედნელი ფრიგიელები და
ეტლით მებრძოლი მეონები; მაგრამ რატომ მეკითხებით ამაზე და ყველაფერზე დაწვრილებით? თუ
განზრახული გაქვთ ტროელების რიგებში შეღწევა, თრაკიელები არიან ახალმოსულები, ყველასგან
განცალკევებით, მათ ჰყავთ მეფე, რესოსი, ეიონევსის ძე. ვნახე მისი ულამაზესი და უდიდესი ცხენები;
თოვლზე უფრო თეთრები არიან და სიჩქარით ქარს ემსგავსებიან; საჭურველი აქვს ოქროსი, გოლიათური,
საოცარი სანახავია, [440] რაც თან ჩამოუტანია; არ ჰგავს უბრალო მოკვდავის საჭურველს, რასაც ხალხი
ატარებს, არამედ იმას, რასაც უკვდავი ღმერთები ატარებენ. ახლა მიმიყვანეთ სადმე თქვენს სწრაფმავალ
ხომალდებთან, ან შემკარით და დამტოვეთ ხუნდებში, სანამ უკან არ დაბრუნდებით და არ დარწმუნდებით,
სიმართლე გითხარით თუ არა.“
მას წარბშეკვრით შეხედა მძლავრმა დიომედესმა და თქვა: „ნუ გგონია, რომ გადარჩები, დოლონ, მას
შემდეგ, რაც ხელში ჩაგვივარდი, თუმცა კარგი მაცნე კი ხარ ჩვენთვის. ახლა თუ უვნებელი გაგიშვით, [450]
მომავალში ისევ დაბრუნდები აქაველთა სწრაფ ხომალდებთან კიდევ ერთხელ დასაზვერად ან პირდაპირ
საომრად მოხვალ; ხოლო თუ ჩემი ხელით სულს ამოგხდი, აღარასოდეს იქცევი საფრთხედ
არგოსელებისთვის.“ ეს თქვა და, როცა მტერმა დააპირა, ნიკაპზე შეხებოდა მძლავრი ხელით ვედრების
ნიშნად, გმირმა შუა კისერში მოარტყა ხმალი, გაუკვეთა ორი კუნთი და ის კიდევ ლაპარაკობდა, როდესაც
მისი მოკვეთილი თავი მტვერში დავარდა. თავიდან მოხადა ბეწვის მუზარადი, გახადა მგლის ტყავი, აიღო
მოქნილი მშვილდი და დიდი შუბი; [460] და ეს ყველაფერი ათენა ნადავლის შემპყრობს ღვთაებრივმა
ოდისევსმა მაღლა აუწია ხელით და ლოცვით ეს სიტყვა უთხრა: „გაიხარე, ქალღმერთო, შენია ეს ყველაფერი;
შენ ხომ ოლიმპოსის ყველა უკვდავთაგან პირველს მოგიხმობთ, ბარემ გაგვიძეხი თრაკიელი კაცების
ცხენებთან და საძინებლებთანაც!“
ასე თქვა და ხელები გაიწოდა და ეს იარაღი მაღლა იალღუნზე შემოდო, ადგილიც მონიშნა ლერწმითა
და იალღუნის გრძელი ტოტებით, რომ უკან დაბრუნებულს იოლად ეცნო შავ ღამეში. და წავიდნენ წინ
აღჭურვილობებითა და შავი სისხლით სავსე გზაზე [470] და უმალ მიადგნენ თრაკიელების სადგომს. მათ
ეძინათ, დაღლილობით გაწამებულებს და მათი აღჭურვილობა მიწაზე ეწყო მოწესრიგებულად, სამ რიგად
და თითოეულთან იდგა წყვილი ცხენი. შუაში ეძინა რესოსს, მისი სწრაფი ცხენები კი სადავეებით მიბმული
იყო ეტლის უკანა მხარეს. პირველმა ოდისევსმა დაინახა იგი და ანიშნა დიომედესს: „შეხედე, დიომედეს, ესაა
ჩვენი კაცი, ეს მისი ცხენებია, რომლებზეც, სანამ მოვკლავდით, მოგვითხრო დოლონმა. აბა, მოდი, გამოაჩინე
შენი დიდი ძალა, ტყუილად ხომ [480] არ ვართ შეიარაღებულები, გამოხსენი ცხენები, ან ხალხს შენ მოუარე
და ცხენებს მე მივხედავ.“
ასე თქვა და შთაბერა ძალა დიომედესს თვალსხივოსანმა ათენამ და გმირმაც დაიწყო მარჯვნივ და
მარცხნივ ხალხის ამოხოცვა, გაისმა ხმლით აკუწულთა გმინვა და სისხლით გაწითლდა მიწა. როგორც ლომი,
რომელიც საცოდავი ცხვრისა და თხის დაუცველ ფარას დაეცემა თავს ავი ზრახვით, ასე დაეცა თავს თრაკიელ
კაცებს ტიდევსის ძე, სანამ თორმეტი არ მოკლა; ამასობაში გონებაუხვი ოდისევსი, როგორც კი ტიდევსის ძე
თავს დაადგებოდა და ხმლით განგმირავდა, [490] ფეხებით დაითრევდა, გამოჰყავდა სწრაფად რიგებიდან,
იმაზე ფიქრით, რომ ლამაზფაფრიანი ცხენები იოლად გამოსულიყვნენ და არ დამფრთხალიყვნენ ცხედრებზე
გადავლით, ამას არ იყვნენ მიჩვეული. ხოლო როდესაც მეფეს მიადგა ტიდევსის ძე, ის მეცამეტე აღმოჩნდა,
ვისაც ტკბილი სული ამოართვა, ამოიხროტინა, ავი სიზმარი ედგა თავს ღამით — ოინევსის ნაგრამი, ათენას

153
ილოსი — ტროსის ძე, ლაომედონის მამა, პრიამოსის პაპა. ტროის კიდევ ერთი სახელის, ილიონის, ეპონიმი.
ნებით. ამასობაში ჭირნახულმა ოდისევსმა გამოხსნა მუხლადი ცხენები, სადავეებით ერთად შეკრა, გაიყვანა
იქიდან, [500] მშვილდი გადაუჭირა, რადგან დაავიწყდა, ელვარე მათრახი აეღო ხელში ჭრელი ეტლიდან.
დაუსტვინა და ამით ნიშანი მისცა ღვთაებრივ დიომედესს. ის კი იცდიდა და ფიქრობდა, კიდევ რა გმირობა
ჩაედინა, ეტლი წამოეყვანა, რომელზეც ჭრელი საჭურველი ეწყო, სწრაფად წამოეყვანა ხელნით, ან ზე აეწია,
თუ კიდევ მეტი თრაკიელი გამოესალმებინა სიცოცხლეს. როცა ასეთ ფიქრებში იყო, ათენა უკან დაუდგა და
უთხრა ღვთაებრივ დიომედესს: „დაბრუნებაზე იფიქრე, დიდგულოვანი ტიდევსის შვილო, [510]
ღრმამუცლიან ხომალდებთან, ვინმე სხვა ღმერთმა არ გააღვიძოს ტროელები და გაქცევა არ მოგიწიოს.“
ასე თქვა, და მან ხმით იცნო მოლაპარაკე ქალღმერთი, სასწრაფოდ გაიქცა ცხენებისკენ, ოდისევსმა
მშვილდი დაჰკრა და გაფრინდნენ აქაველთა სწრაფი ხომალდებისკენ.
არ გამოეპარა ვერცხლისმშვილდიანი აპოლონის მახვილ მზერას და დაინახა, ათენა ტიდევსის შვილს
რომ ახლდა. მასზე აღშფოთებული გაიჭრა ტროელთა ლაშქრობაში და გააღვიძა თრაკიელთა მსაჯული,
ჰიპოკოონი, რესოსის ვაჟკაცი ბიძაშვილი, ის გამოფხიზლდა და [520] როდესაც ნახა დაცარიელებული
ადგილი, სადაც მანამდე ცხენები იდგნენ, ირგვლივ კი მიმოფანტული იყო ვაჟკაცთა გვამები, ხმამაღლა
იბღავლა და დაცემულ მეგობრებს სახელებით მიმართა. ხმაური ატყდა ტროელებში და ენით გამოუთქმელმა
მღელვარებამ მოიცვა ყველა, ვინც სწრაფად მოიყარა თავი, გაოგნებული უყურებდნენ საშინელ ამბებს, რაც
ორმა კაცმა ჩაიდინა და ღრმამუცლიან ხომალდებს მიაშურა.
როდესაც მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ჰექტორის ჯაშუში მოკლეს, იქ ზევსის საყვარელმა ოდისევსმა
დააოკა სწრაფი ცხენები, ტიდევსის ძე კი მიწაზე ჩამოხტა, აიღო სისხლიანი აღჭურვილობა, ხელში მისცა
ოდისევსს და ისევ ავიდა ეტლზე, [530] ოდისევსმა მათრახი გადაუჭირა ცხენებს, თუმცა ისინი თავისითაც
მიფრინავდნენ ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ, იქით მიუწევდათ თავადაც გული.
ნესტორმა პირველმა გაიგონა მათი ხმა და შესძახა: „არგოსელთა ძვირფასო ბელადებო და მეთაურებო,
ვცდები, თუ სიმართლეს ვამბობ? გული მიბრძანებს ამას. ფეხმარდი ცხენების ხმა ჩამესმის ყურში. აშკარად,
ოდისევსმა და მძლავრმა დიომედესმა ტროელებს წაართვეს მუხლადი ცხენები! მაგრამ საშინლად მეშინია და
გული მიკვდება, არგოსელებს შორის საუკეთესოებს რაიმე ხომ არ მოუვიდათ ტროელებთან!“
[540] ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, რომ მოვიდნენ გმირები. გადმოხტნენ ეტლიდან
მიწაზე და გახარებული მივარდნენ მისასალმებლად და ტკბილი სიტყვების სათქმელად. პირველი შეკითხვა
მათ დაუსვა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „მოდი, მითხარი, ღირსეულო ოდისევს, აქაველთა დიდებავ,
როგორ ჩაიგდეთ ხელში ეს ცხენები? ტროელების ლაშქარში შეიჭერით, თუ რომელიმე ღმერთი შემოგხვდათ
და გაჩუქათ ისინი? ისინი ბრწყინავენ ჰელიოსის სხივებივით. სულ მქონდა ურთიერთობა ტროელებთან,
ტყუილადაც არ ვდგავარ ხომალდებთან, თუმცა კი ბებერი მეომარი ვარ, [550] მაგრამ ასეთი ცხენები
არასდროს მინახავს და თვალიც არ მომიკრავს მათთვის. აშკარაა, რომ თქვენ ვიღაც ღმერთმა გაჩუქათ ისინი,
ორივენი უყვარხართ ღრუბელთშემკრებ ზევსსა და ეგისისმპყრობელი ზევსის ასულს, თვალსხივოსან
ათენას.“
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „ნესტორ, ნელევსის ძევ, აქაველთა დიდებავ! იოლად შეუძლია
ღმერთებს ამაზე უკეთესი ცხენებიც გვაჩუქონ, რადგან ბევრად ძლიერები არიან ჩვენზე. ეს ცხენები,
რომლებზეც მეკითხები, მოხუცო, ახალჩამოსული თრაკიელებისაა, მათი ბელადი მამაცმა დიომედესმა [560]
მოკლა, და მასთან ერთად თორმეტი საუკეთესო ვაჟკაციც. მეცამეტე კი იყო ჯაშუში, რომელიც აქ შევიპყარით,
ხომალდებთან, იგი ჩვენი დიდებული ლაშქრის დასაზვერად გამოგზავნეს ჰექტორმა და სხვა სახელოვანმა
ტროელებმა.“
ასე თქვა და თხრილზე გადაიყვანა მუხლადი ცხენები, ხმამაღლა იცინოდნენ და უკან მიჰყვებოდნენ
გახარებული აქაველები. როდესაც მივიდნენ დიომედესის კარგად გამართულ კარავთან, ცხენები დააბეს
ლამაზად ამოჭრილი სადავეებით ცხენების თავლაში, სადაც დიომედესის ფეხმარდი ცხენები იდგნენ და
თაფლივით ტკბილ ხორბალს შეექცეოდნენ. [570] ხომალდის კიჩოზე დააწყო დოლონის სისხლიანი აბჯარი
ოდისევსმა, რათა შეეწირა ათენასათვის. ორივე შევიდა ზღვაში და ჩამოირეცხეს ოფლი და ტალახი თავიდან
ფეხებამდე. მას შემდეგ, რაც ზღვის წყლით კარგად განიბანეს, კანი გაიწმინდეს და საყვარელი გული
განიახლეს, ჩაწვნენ კარგად ნაკეთებ აბაზანაში და იქ განიბანეს. როცა დაიბანეს და ტანზე ზეითუნის ზეთი
წაისვეს, ვახშამს მიუსხდნენ, შესაზავებელი ჭურჭლიდან თაფლივით ტკბილი ღვინო დაუღვარეს შესაწირად
ათენას.
მეთერთმეტე სიმღერა

აგამემნონის გმირობები
როგორც კი ეოსი სახელგანთქმული ტითონოსის154 ლოგინიდან წამოდგა, რათა შუქი მოეფინა
უკვდავთა და მოკვდავთათვის, ზევსმა აქაველთა სწრაფ ხომალდებთან გაგზავნა მტანჯველი ერისი155,
რომელსაც ხელში ომის ნიშანი ეჭირა. დადგა ოდისევსის უზარმაზარ შავ ხომალდზე, რომელიც შუაში იყო
განთავსებული, აქიდან შეეძლო ხმა მიეწვდინა ორივე უკიდურესი ფრთისთვის, აიას ტელამონის ძის
კარვებიდან აქილევსის კარვებამდე, რადგან სწორედ მათი თანაბრად ნაგები გემები იდგა განაპირას, ამ
გმირების სიმამაცესა და ხელებს მინდობილი. [10] აქ დადგა ქალღმერთი, დიდი და საშინელი ხმით შესძახა
აქაველებს და თითოეულს გულში ჩაუდო დიდი ძალა დაუღალავი ომისა და ბრძოლისათვის. და
ყველასათვის ომი უფრო ტკბილი გახდა, ვიდრე ღრმამუცლიანი ხომალდებით საყვარელ მშობლიურ მიწაზე
დაბრუნება.
ატრევსის ძემ დაიძახა და საბრძოლო ქამრების შეკვრა უბრძანა აქაველებს, თავადაც ჩაიცვა ელვარე
ბრინჯაო. ჯერ ლამაზი საბარკულები დაიმაგრა ფეხზე, ვერცხლის სამაგრით შეკრულები; შემდეგ მკერდზე
მოიცვა აბჯარი, [20] რომელიც ოდესღაც სტუმრად მოსულმა კინირასმა აჩუქა. როცა ეს დიდი ამბავი მივიდა
კვიპროსზე, რომ აქაველები ხომალდებით ტროისკენ დაძვრას აპირებდნენ, სწორედ მაშინ აჩუქა
გახარებულმა მეფეს. მას ჰქონდა შავი მოსევადებული ფოლადის156 ათი ზოლი, თორმეტი ოქროსი და ოციც
— კალისა. თითოეული მხრიდან მოსევადებული ფოლადის სამი დრაკონი მიიწევდა კისრისკენ
ცისარტყელასავით, რომელსაც კრონოსის ძე ღრუბელზე ამაგრებდა, როგორც ნიშანს მოკვდავ კაცთათვის.
მხარზე გადაიკიდა ხმალი, ოქროს ლურსმნები [30] ელავდნენ მასზე, ქარქაში იყო ვერცხლისა და ოქროს
ღვედზე ეკიდა. შემდეგ აიღო კაცის სიმაღლის კეთილნაკეთი ლამაზი საბრძოლო ფარი, რომელსაც ბრინჯაოს
ათი შრე ჰქონდა, ოცი გირჩა ჰქონდა თეთრი კალისა, ხოლო შუაში იყო შავი მოსევადებული ფოლადის გირჩა.
შუაგულში იყვნენ თეთრთვალება, საზარელი სანახავი გორგოს სახე, შიში და გაქცევა. ფარის ღვედი
ვერცხლისა იყო, და მასზე მიიკლაკნებოდა დრაკონი, თავი [40] სამი ჰქონდა ერთი ტანიდან ამოზრდილი და
სხვადასხვა მხარეს იყურებოდა. თავზე დაიხურა ორგირჩიანი და ოთხფენიანი მუზარადი, ცხენის ძუის
ჯიღით, რომელიც საშინლად ირხეოდა ზემოდან. აიღო ორი მძლავრი შუბი ბრინჯაოს ბასრი შუბისპირით,
რომელთა ბრინჯაოს ელვარება ცას სწვდებოდა. დაიგუგუნეს ათენამ და ჰერამ, პატივი სცეს ოქრომრავალი
მიკენის მეფეს. შემდეგ თითოეულმა თავის მეეტლეს უბრძანა, ცხენები მოწესრიგებულად კიდევ ერთხელ
დაეწყოთ თხრილთან, ხოლო მძიმედ შეიარაღებული ქვეითები [50] დაძრულიყვნენ: და დაუსრულებელი
ხმაური აღიძრა დილიდან. საბრძოლო წყობით გადაიარეს თხრილი და წინ დაუდგნენ მეეტლეებს,
ცხენოსნებიც ოდნავ უკან მიჰყვნენ; ბოროტი აურზაური გამოიწვია კრონოსის ძემ, და ზემოდან ცვარი
მოავლინა, სისხლის წვეთები ჩამოცვივდა ზეციდან, რადგან აპირებდა მრავალი მძლავრი თავის ჰადესში
ჩარეკვას.
თავის მხრივ, მეორე მხარეს ტროელები შემაღლებულზე თავს იყრიდნენ დიდი ჰექტორისა და უზადო
პოლიდამასის ირგვლივ, ენეასის ირგვლივ, რომელსაც ტროელები ღვთისდარ პატივს მიაგებდნენ, და
ანტენორის სამი ვაჟის ირგვლივ: პოლიბოსის, ღვთაებრივი აგენორისა [60] და ჯერაც ყმაწვილი აკამასისა,
რომელსაც უკვდავებს ამსგავსებდნენ.
ჰექტორი პირველ რიგებში ატარებდა თავის მრგვალ ფარს, როგორც ღრუბლებიდან გამოკრთის
დამღუპველი ვარსკვლავი157, გაიკაშკაშებს და შემდეგ ისევ იმალება ღრუბლებსა და წყვდიადში, ასე

154
ტითონოსი — განთიადის ქალღმერთ ეოსის საყვარელი (ქალღმერთმა იგი მოიტაცა). წარმოშობით ტროელი
იყო, მეფე ლაომედონისა და წყლის ნიმფა სტრიმოს ძე. ეოსის თხოვნით,. ზევსმა უკვდავება მიანიჭა, მაგრამ ქალღმერთს
დაავიწყდა, მარადიული ახალგაზრდობაც ეთხოვა მისთვის და ტითონოსი მარადიულ ბერიკაცად გადაიქცა.
155
ერისი — უთანხმოების, კამათისა და განხეთქილების ქალღმერთი.
156
მოსევადებული ფოლადი — იგულისხმება სპილენძისა და რკინის ნაერთი, რომელსაც, როგორც ამას
არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, ჰომეროსის ეპოქაში კვიპროსზე ამზადებდნენ.
157
ღრუბლებიდან გამოკრთის დამღუპველი ვარსკვლავი — იგულისხმება სირიოსი (სირიუსი), ცის ყველაზე
ბრწყინვალე ვარსკვლავი დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედიდან. ჩვენს წელთაღრიცხვამდე რვაასი-ცხრაასი წლის წინ
მხედართმთავარი ჰექტორი ხან პირველ რიგებში გამოჩნდებოდა, ხანაც უკანა რიგებში და თავისი
ბრინჯაოთი ისე ბრწყინავდა, როგორც ეგისისმპყრობელი მამა ზევსის გაელვება.
ასე, როგორც მომკლები, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ განლაგდებიან, რომ მომკან მდიდარი
კაცის ყანაში ხორბალი და ქერი, თავთავი კი ცვივა და ცვივა, [70] ასე ტროელები და აქაველები დაიძრნენ
ერთმანეთის მოსაკლავად და აღარავინ ფიქრობდა გაქცევაზე. ერთნაირი შემართებით მიდიოდნენ საომრად,
ერთმანეთს მიქსეული მგლებივით, დამღუპველი ერისი ხარობდა მათი ნახვით. ის ერთადერთი იყო
ღმერთთაგან, ვინც ამ ამბებს ესწრებოდა, დანარჩენი ღმერთები იქ არ იყვნენ, არამედ წყნარად ისხდნენ თავის
სასახლეებში, რომლებიც თითოეულს ჰქონდა აგებული ოლიმპოსის ფერდობებზე. ყველანი ჰკიცხავდნენ
შავღრუბლიან კრონიონს, რადგან მას სურდა, ტროელებისთვის მოეტანა დიდება. [80] მამა კი ამას
ყურადღებას არ აქცევდა, მათგან განრიდებული და თავისი ძალით გაამაყებული იჯდა და უყურებდა
ტროელთა ქალაქსა და აქაველთა ხომალდებს, ბრინჯაოს ელვარებას, დამღუპველებსა და დაღუპულებს.
სანამ განთიადი იყო და დღის სინათლე იზრდებოდა, ორივე მხრიდან ისროდნენ ისრებს და ცვიოდა
ხალხი. იმ დროს, როდესაც მეტყევე კაცი სადილის მომზადებას იწყებს ტყიან ხეობაში, მას შემდეგ, რაც
დაექანცა ხელები დიდი ხეების მოჭრით და დაღლა ეუფლება მთელ სხეულს, საჭმლისა და ტკბილი ღვინის
სურვილი იპყრობს მის სულს, [90] სწორედ ამ დროს დანაელებმა გაარღვიეს ფლანგი, ერთხმად გადასძახა
მებრძოლთა რიგმა რიგს; პირველი აგამემნონი გაიჭრა და მოკლა ბიენორი, ხალხთა მწყემსი, შემდეგ მას
მიაყოლა მეგობარიც, მეეტლე ოილევსი. ეტლიდან გადმოვარდა და მის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ
პირდაპირ შუბლი შეულეწა ბასრი შუბით და ბრინჯაოთი დამძიმებულმა მუზარადმაც ვერ შეაკავა იარაღი;
მუზარადიც გაიარა, თავის ქალაც გაგლიჯა, ტვინი და სისხლი აირია და სიცოცხლეს გამოასალმა
მრისხანებით. და ხალხთა ბელადმა აგამემნონმა მიატოვა ისინი [100] მას შემდეგ, რაც თეთრი ხორცი
გამოუჩინა, როცა აბჯარი აჰყარა და ქიტონიც გახადა. თავად კი გაეშურა ისოსისა და ანტიფოსის მოსაკლავად,
ეს იყო პრიამოსის ორი ვაჟი, ერთი ბუში და მეორე კანონიერი, ერთ ეტლში იყვნენ; ბუში მეეტლეობდა, ხოლო
სახელგანთქმული ანტიფოსი იბრძოდა; ესენი ოდესღაც აქილევსს შეუპყრია იდის ფერდობზე ცხვარს რომ
მწყემსავდნენ, მაგრამ გამოსასყიდი მიუღია და გაუშვია. მაგრამ ახლა ატრევსის ძემ, დიდ სივრცეთა
მფლობელმა აგამემნონმა შუბი ძუძუს ქვეშ მოარტყა მკერდში ისოსს, ხოლო ანტიფონს ხმლით ყური
ჩამოათალა და ეტლიდან ჩამოაგდო. [110] გამალებით აჰყარა ორივეს ლამაზი აბჯარი და იცნო, ენახა სწრაფ
ხომალდებთან, იდიდან რომ მოიყვანა ფეხმარდმა აქილევსმა. როდესაც ლომი სწრაფი ირმის ჩვილ ნუკრებს
შეიპყრობს, იოლად კვნეტს მძლავრი კბილებით, ბუნაგთან მიათრევს და ართმევს უსუსურ სიცოცხლეს,
დედა ირემი, იქვეც რომ იყოს, ვერაფერს ახერხებს, ვერ ეხმარება და თავადაც იპყრობს შიშის ცახცახი და
სწრაფად გარბის ხშირ ჭალაში და ტყეში, ოფლდადენილი გაურბის საშინელი მხეცის თავდასხმას; [120]
სწორედ ასე, არავის შეეძლო ტროელთაგან მათი გადარჩენა, თავზარდაცემულები თავადაც გაურბოდნენ
არგოსელებს.
შემდეგ მოკლა პეისანდროსი და მტკიცე ჰიპოლოქოსი, — ვაჟები ბრძენი ანტიმაქოსისა, რომელმაც
ბრწყინვალე საჩუქრის სახით ოქრო მიიღო ალექსანდროსისგან, ეწინააღმდეგებოდა ყველას, ვინც ჰელენეს
ოქროსთმიანი მენელაოსისთვის დაბრუნებას მოითხოვდა. ამ კაცის ორი შვილი დაიჭირა მძლავრმა
აგამემნონმა ერთ ეტლში მყოფნი და სწრაფი ცხენების ერთად მმართველები. ახლა მოელვარე სადავეები
ორივეს გაუვარდა ხელიდან, ორივე გახევდა და მათ ლომივით დააცხრა [130] ატრევსის ძე, ეტლიდან
ჩამოვარდნენ და მუხლმოდრეკით შეევედრნენ: „ცოცხლად აგვიყვანე, ატრევსის ძეო და ღირსეული
გამოსასყიდი მიიღე, ანტიმაქოსის სასახლეში უამრავი განძია აწყვია, სპილენძი, ოქრო, რკინის უამრავი
ნაკეთობა, სიხარულით მოგცემს მამაჩვენი უზარმაზარ გამოსასყიდს, თუ გაიგებს, რომ ცოცხლები ვართ
აქაველთა ხომალდებზე.“
ამას უყვიროდნენ მეფეს, ევედრებოდნენ დათაფლული სიტყვებით, მაგრამ ულმობელი ხმა გაიგონეს:
„თუკი მართლაც ბრძენი ანტიმაქოსის შვილები ხართ, მაგ კაცმა საბჭოზე შეკრებილ ტროელებს ურჩია, რომ
მენელაოსი, [140] რომელიც მაცნედ მივიდა ღვთისდარ ოდისევსთან ერთად, მოვკლათ და აქაველებთან არ
დავაბრუნოთო, ასე რომ, ახლა მამათქვენის შერცხვენის საზღაურს მიიღებთ.“

იგი ჰორიზონტზე ჩნდებოდა ზაფხულის შუაგულში და აღნიშნავდა ყველაზე მწველი სეზონის დადგომას მასთან
დაკავშირებული გვალვითა და მალარიით.
ეს თქვა და პეისანდროსი ეტლიდან მიწაზე ჩამოაგდო, შუბი მკერდში ჰკრა და იგი ზურგზე დაეცა.
ჰიპოლოქოსი თავად ჩამოხტა ეტლიდან და ის მიწაზე მოკლა, ხელებიც დააჭრა ხმლით და თავიც მოჰკვეთა
და ქვასანაყივით დაბზრიალებული შეაგდო ბრძოლაში. ისინი აქ დატოვა და გაიჭრა იქით, სადაც მთავარი
რაზმები იბრძოდნენ და მას უკან მიჰყვნენ სხვა ლამაზსაბარკულიანი აქაველებიც. [150] ქვეითები ხოცავდნენ
გაქცეულ ქვეითებს, მხედრები — მხედრებს და მინდორში ცხენების ფლოქვებიდან აღიმართა მტვრის მთელი
ღრუბელი; ბრინჯაოთი კლავდნენ; მათ შორის მძლავრი აგამემნონი დაუღალავად ხოცავდა მტერს და
აღძრავდა სხვა არგოსელებსაც.
როგორც დამღუპველი ხანძარი მოედება უსიერ ტყეს, ქარბორბალას ყოველ მხარეს გადააქვს;
ბუჩქებიც იწვის და ძირფესვიანად ამოგდებული, ალმოდებული დიდი ხეებიც ეცემა, ასე ატრევსის ძის,
აგამემნონის წინაშე დაეცა გაქცეული ტროელების მრავალი თავი, მრავალი მაღალყელიანი ცხენი [160]
გრიალით მიაქანებდა ცარიელ ეტლს ბრძოლის ველიდან, სახელგანთქმულ მეეტლებს მოისაკლისებდნენ,
ისინი კი მიწაზე იწვნენ და ძერებს უფრო მოსწონდათ, ვიდრე მეუღლეებს.
ჰექტორი გაარიდა ზევსმა ისრებს, მტვერს, კაცთა კვლასა და ომის ღრიანცელს. ატრევსის ძე კი
მოუთმენლად მოიწევდა და დანაელებსაც მოუხმობდა. ტროელებმა სირბილით ჩაუარეს დარდანოსის ძის,
ილოსის ყორღანს, მინდვრის შუაგული და ველური ლეღვის ხე უწესრიგოდ გაირბინეს, ქალაქისკენ
მიიწევდნენ, მათ კი ისევ და ისევ მოსდევდა ატრევსის ძე, დაღვრილი სისხლით მოთხვრილი
დაუმარცხებელი ხელებით; [170] მაგრამ როდესაც სკაიის კარიბჭესა და მუხას მოადგნენ, იქ გაჩერდნენ და
სხვებს დაელოდნენ. სხვები ჯერაც მინდორში მორბოდნენ ჯოგივით, რომელთაც მოსდევს ლომი, ღრმა
ღამით მოსული და ყველას თავზარს სცემს, მაგრამ საზარელი სიკვდილი უკანასკნელს ეწვევა; უმძლავრეს
კბილებს ჩაავლებს და კისერს მოუგრეხს ჯერ, შემდეგ კი სისხლს და მთელ შიგნეულს შთაუნთქამს. ასე
მისდევდა მათ მძლავრი აგამემნონი, უკანასკნელ კაცს კლავდა მუდამ, დანარჩენები კი გარბოდნენ. ბევრი
ჩამოჰყარა ეტლებიდან და ზოგი პირაღმა დაეცა და ზოგიც — პირქვე [180] ატრევსის ძის ხელით, რომელიც
შუბით მძვინვარებდა წინა ხაზზე.
მაგრამ როდესაც მიუახლოვდა ქალაქის მაღალ გალავანს, მაშინ ადამიანთა და ღმერთთა მამა ზეციდან
ჩამოვიდა და წყარომრავალი იდის მწვერვალზე ჩამოჯდა, ხელთ ეპყრა ელვა. ოქროსფრთიანი ირისი
გაგზავნა მაცნედ: „წადი ახლა, სწრაფო ირის, ჰექტორს სიტყვა მიუტანე: დიდი ხანია, თავადაც ხედავს, რომ
აგამემნონი, ხალხთა მწყემსი, წინა რიგებში იბრძვის და ხალხთა რაზმებს ანადგურებს; მას თავი აარიდოს,
სხვა ხალხი კი აღძრას [190] ფიცხელ ომში შევიდნენ მტერთან; მაგრამ თუ შუბი ან გამოსროლილი ისარი
მოხვდა, ეტლზე ამხედრდეს და მე მას ძალას მივცემ, დახოცოს ხალხი და მტკიცეგემბანიან ხომალდებამდე
ბრძოლით მივიყვან, სანამ მზე ჩავა და წმინდა წყვდიადი დადგება.“
ეს თქვა და დაემორჩილა ქარისფეხება სწრაფი ირისი. იდის მთიდან გაეშურა წმინდა ილიონისკენ.
უპოვა ბრძენი პრიამოსის ძე, ღვთაებრივი ჰექტორი, ეტლზე იდგა ერთად თავმოყრილ ეტლებსა და ცხენებს
შორის. ახლოს დაუდგა და უთხრა ფეხმარდმა ირისმა: [200] „ჰექტორ, პრიამოსის ძეო, სიბრძნით ზევსის
თანასწორო, ზევსმა, მამაჩემმა გამომგზავნა შენთან ამის სათქმელად. თავადაც ხედავ, რომ აგამემნონი,
ხალხთა მწყემსი, წინა რიგებში იბრძვის და ხალხთა რაზმებს ანადგურებს; მას თავი აარიდე, სხვა ხალხი კი
აღძარი, ფიცხელ ომში შევიდნენ მტერთან; მაგრამ თუ შუბი ან გამოსროლილი ისარი მოგხვდა, ეტლზე
ამხედრდი და ზევსი ძალას მოგცემს, დახოცო ხალხი და მტკიცეგემბანიან ხომალდებამდე ბრძოლით
მიგიყვანს, სანამ მზე ჩავა და წმინდა წყვდიადი დადგება.“
[210] ეს თქვა და წავიდა ფეხმარდი ირისი, ჰექტორი კი, აბჯარასხმული, ჩამოხტა ეტლიდან მიწაზე, ორ
შუბს არხევდა და მთელი ლაშქარი შემოიარა, ბრძოლისკენ მოუწოდებდა და გააღვიძა ბრძოლის ჟინი. ისინი
მობრუნდნენ და პირისპირ დაუდგნენ აქაველებს, თავის მხრივ, არგოსელებმაც გააძლიერეს საბრძოლო
რიგები. გაჩაღდა ხელჩართული ომი, აგამემნონი წინ პირველი გაიჭრა, ყველაზე წინ, მარტოს უნდოდა ომი.
მითხარით ახლა, მუზებო, რომელთაც ოლიმპოსზე გაქვთ სასახლეები, პირველი ვინ დაუპირისპირდა
აგამემნონს [220] თავად ტროელთაგან ან სახელოვან მოკავშირეთაგან? —იფიდამასი, ანტერონის ძე, ზორბა
და მძლავრი, რომელიც აღიზარდა ნაყოფიერ თრაკიაში, ცხვრის ფარათა სამშობლოში. კისევსმა გაზარდა იგი
თავის სახლში, როდესაც ჩვილი იყო, დედის მამამ, რომელმაც შვა ლამაზღაწვიანი თეანო. როდესაც
სიყმაწვილის სასახელო ასაკს მიაღწია, კისევსმა დაიტოვა და თავისი ქალიშვილი მიათხოვა. საქორწინო
სარეცელზე ის აქაველთა დიდებამ არ მოასვენა158 და თორმეტი მოხრილკიჩოიანი ხომალდით გაეშურა ომში.
ეს გაწონასწორებული ხომალდები პერკოტეში დატოვა [230] და თავად ქვეითად ჩავიდა ილიონში. სწორედ
იგი გავიდა ატრევსის ძის პირისპირ. ისინი დაიძრნენ და როგორც კი მიუახლოვდნენ ერთმანეთს, ატრევსის
ძემ სტყორცნა შუბი, მაგრამ ააცილა, იფიდამასმა კი მოარტყა აბჯარს ქვემოთ, სარტყელში და მთელი ტანით
დააწვა, ხელის სიმტკიცეს მინდობილი; მაგრამ ვერ გააღწია მრავალფერ სარტყელს, როგორც კი ვერცხლი
შეხვდა, იმავწამს მოიღუნა შუბისპირი, როგორც რბილი ტყვია. მაშინ ხელი ჩაავლო შუბს დიდ სივრცეთა
მბრძანებელმა აგამემნონმა, გამოგლიჯა მტერს ლომივით გამძვინვარებულმა, [240] ხმლით ყელი გამოსჭრა
და სული ამოართვა. ის იქ დაეცა და მიეცა ბრინჯაოს სიზმარს, საბრალო თავის ხალხს ეხმარებოდა,
ახალმოყვანილი მეუღლისგან ალერსიც არ მიუღია, მაგრამ თავად უამრავი რამ აჩუქა: ჯერ ასი ხარი აჩუქა,
მერე ათას თხასა და ცხვარს დაჰპირდა, რომელიც უთვალავი ჰყავდა. ახლა კი ატრევსის ძემ, აგამემნონმა,
გააშიშვლა, წავიდა და წაუღო აქაველთა კრებულს მისი ლამაზი აბჯარი. იგი დაინახა კოონმა, სახელოვანმა
ვაჟკაცმა, ანტენორის უფროსმა ვაჟმა, საშინელმა მწუხარებამ [250] თვალი დაუბნელა ძმის დაცემის შემდეგ.
გვერდით დადგა შუბით ღვთაებრივი აგამემნონისგან ფარულად, სწრაფად დასცა და ხელში მოარტყა, იდაყვს
ქვემოთ, ხელი გაუგლიჯა ბრინჯაოს ელვარე წვეტმა. შეძრწუნდა მაშინ ხალხთა ბელადი აგამემნონი, მაგრამ
არ მიატოვა ბრძოლა და ომი, თავს დაეცა კოონს ქარის გაზრდილი შუბით159. მაშინ კოონი იფიდამასს, ძმასა
და მამის შვილს, ფეხში ჩავლებული ხელით მიათრევდა და ყველა წარჩინებულს უხმობდა; მთელი ჯგუფი
მიჰყვებოდა და უზარმაზარი ფარის ქვეშ მიათრევდა, [260] როდესაც ბრინჯაოს შუბი აძგერა და სული
ამოართვა. შემდეგ მიეჭრა, თავი მოჰკვეთა იფიდამასს გადაფარებულს. ასე ჩავიდნენ ანტენორის ვაჟები,
რომლებიც ბედმა ატრევსის ძის, მეფის ხელში მოახვედრა, ჰადესის სასახლეში. ის ახლა სხვა მეომრების
რიგებში იბრძოდა შუბით, ხმლით, უზარმაზარი ლოდებით, სანამ თბილი სისხლი ისევ სდიოდა
ჭრილობიდან. როგორც კი ჭრილობა გაშრა და სისხლდენა შეწყდა, ატრევსის ძის ძალა გატეხა მძაფრმა
ტკივილმა. როგორც მშობიარე ქალს აწამებს მწარე ტკივილი, [270] რომელსაც ისარივით ჩხვლეტენ
მშობიარობის დამაჩქარებელი ეილითიები160, ჰერას ასულები, მწარე ტკივილის დიდოსტატები; ასე მწარე
ტკივილი ამსხვრევდა ატრევსის ძის ძალას. ისევ ეტლზე ავიდა და მეეტლეს უბრძანა, ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ წაეყვანა, რადგან გული დაუმძიმდა. ხმამაღლა შესძახა, რომ გაეგონა ყველა დანაელს:
„მეგობრებო, არგოსელთა წინამძღოლებო და მეთაურებო, საზღვაო გემები თქვენ უნდა დაიცვათ ახლა,
სასტიკი თავდასხმისგან, რადგან ბრძენმა ზევსმა აღარ მაცალა, მთელი დღე შევბრძოლებოდი ტროელებს.“
[280] ასე თქვა და მეეტლემ წარმართა ლამაზფაფრიანი ცხენები ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ,
ისინიც მთელი ძალით გაფრინდნენ. მკერდი აიქაფეს და მტვრის ბუღი დააყენეს, როდესაც ბრძოლიდან
გაჰყავდათ დაჭრილი მეფე.
ჰექტორმა თვალი მოჰკრა აგამემნონის წასვლას, ტროელებს და ლიკიელებს შესძახა დიდი ხმით:
„ტროელებო, ლიკიელებო, ხელჩართული ბრძოლის ოსტატო დარდანელებო, კაცები იყავით ახლა და
გახსოვდეთ მძვინვარე სიმამაცე. ბრძოლიდან გავიდა მათი საუკეთესო გმირი, მე კი დიდებას მაძლევს
კრონოსის ძე, ზევსი; მაშ, მიმართეთ თქვენი მუხლადი ცხენები [290] მძლავრ დანაელებზე, რომ უმაღლესი
დიდება მოიპოვოთ.“
ეს თქვა და აუნთო გული და ძალა აღუძრა თითოეულს. როგორც მონადირე დაგეშავს კბილმოელვარე
ძაღლებს მხეცზე, — გარეულ ტახზე ან ლომზე, ასე მიუქსია დიდგულოვანი ტროელები აქაველებს პრიამოსის
ძე ჰექტორმა, კაცისმკვლელი არესის დარმა. თავად კი პირველი რიგებისკენ მამაცად დაიძრა, ბრძოლაში
შეიჭრა გააფთრებულად მოვარდნილი გრიგალივით, რომელიც იისფერ ზღვას აღელვებს.
ვინ იყო პირველი და ვინ — უკანასკნელი, რომელიც მოკლა [300] ჰექტორმა, პრიამოსის ძემ, როდესაც
ზევსმა დიდება აჩუქა? პირველი იყო ასაიოსი, შემდეგ აუტონოოსი და ოპიტესი, დოლოფსი, კლიტიოსის ძე,
ოფელტიოსი და აგელაოსი, აისიმნოსი, ოროსი და მედგარი ჰიპონოოსი. დახოცა დანაელთა ეს
წინამძღოლები, ამის შემდეგ — კიდევ უამრავი ქვეითი; როგორც ძეფიროსი ერეკება ღრუბლებს,
დაუოკებელი ნოტოსის ღრმა გრიგალს აჯახებს, უამრავი უზარმაზარი ტალღა ტრიალებს და ამოვარდნილი
ქარი ზემოთ მიაშხეფ-მოაშხეფებს ქაფს, ასე უამრავ მტერს დააყრევინა თავები ჰექტორმა.

158
აქაველთა დიდებამ არ მოასვენა — ტროის ომში ჩაერთო, როგორც კი აქაველთა ჩასვლის ამბავი შეიტყო.
159
ქარის გაზრდილი შუბი — იგულისხმება ქარში გაზრდილი ხისგან დამზადებული შუბისტარი.
160
ეილითიები — მშობიარობის ქალღმერთები.
[310] მაშინ დაღუპვა არ ასცდებოდათ, გამოუსწორებელი ამბავი მოხდებოდა და თავზარდამცემი შიში
საკუთარ ხომალდებზე არეკავდა აქაველებს, ტიდევსის ძე დიომედესისთვის რომ არ ეხმო ოდისევსს:
„ტიდევსის ძეო, რა მოგვივიდა, რამ დაგვავიწყა დაუოკებელი სიმამაცე? მოდი და გვერდით დამიდექი, თავი
მოგვეჭრება, თუკი ჩვენს ხომალდებს დაიპყრობს მუზარადმოელვარე ჰექტორი.“
მას უპასუხა მძლავრმა დიომედესმა: „დიახ, გვერდითაც დაგიდგები და გასაკეთებელსაც გავაკეთებ,
მაგრამ დიდხანს არ გაგვახარებს ღრუბელთგამრეკი ზევსი, რადგან აპირებს, ტროელებს ჩვენზე მეტი ძალა
მისცეს.“
[320] ეს თქვა, შუბი ჩასცა მარცხენა ძუძუსთავთან და ეტლიდან მიწაზე ჩამოაგდო თიმბრაიოსი, ხოლო
ოდისევსმა — ამ ბელადის ღვთისდარი მსახური მოლიონი. იქვე დატოვეს ცხედრები, როგორც კი მათთან ომს
მორჩნენ და შეიჭრნენ საბრძოლო რიგებში და ააღელვეს, როგორც ტახები აქით შემოუტევენ ამაყად მათ
მადევარ ძაღლებს, ასე მოუბრუნდნენ ტროელებს და ხოცავდნენ, ხოლო გაქცეული აქაველები სიხარულით
შემოუბრუნდნენ ღვთაებრივ ჰექტორს.
შემდეგ დიომედესმა შეიპყრო ეტლი და მოკლა თავისი ხალხის ორი მეთაური, ორი ვაჟი მეროფს
პერკოტელისა, რომელიც საუკეთესო [330] მისანი იყო და ცდილობდა, რომ მისი შვილები დამღუპველ ომში
არ წასულიყვნენ, მათ არ დაუჯერეს, რადგან სიკვდილის შავი ხვედრი ეწეოდათ აქეთ. სწორედ მათ წაართვა
სული და სიცოცხლე ტიდევსის ძემ, სახელგანთქმულმა შუბოსანმა, დიომედესმა და აჰყარა საბრძოლო
საჭურველი; ოდისევსმა მოკლა ჰიპოდამოსი და ჰიპეიროქოსი. მაშინ გაათანაბრა ბრძოლა კრონიონმა,
რომელიც მას იდიდან დაჰყურებდა და მტრები გაეშურნენ ერთმანეთის დასახოცად.
მაშინ ტიდევსის ძემ აგასტროფოსს, პაიონის გმირ შვილს თეძოში აძგერა შუბი; ცხენები [340] იქვე არ
ჰყავდა გასაქცევად და ერთობ დამწუხრდა; მის მეეტლეს ცხენები მოშორებულად დაეყენებინა, ეს კი ქვეითად
იბრძოდა პირველ რიგებში, სანამ ძვირფას სიცოცხლეს არ გამოესალმა. ჰექტორმა ამას თვალი მოჰკრა და
დაიძრა მათკენ ყიჟინით და მას გამოჰყვა ტროელთა რაზმები.
ის რომ დაინახა, თავზარი დაეცა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატ დიომედესს და იმავწამს უთხრა იქვე
მდგომ ოდისევსს: „ჩვენზე დამღუპველ ტალღად მოდის გოლიათი ჰექტორი, მაგრამ, მოდი, მტკიცედ
დავუდგეთ და მოვიგერიოთ!“
ეს თქვა, შეათამაშა გრძელჩრდილიანი შუბი [350] და ისროლა, თავში უმიზნებდა და არ აუცილებია,
მუზარადს მოარტყა, ეკვეთა ბრინჯაო ბრინჯაოს, მაგრამ თავამდე ვერ გააღწია, ჩაჩქანმა დაიცვა, სამფენიანმა
და გირჩიანმა, რომელიც გმირს სხივოსანმა აპოლონმა მისცა. ჰექტორმა უკან დაიხია სირბილით,
თავისიანების რიგებს შეერია, მუხლზე დაეცა და მძიმე ხელით დაეყრდნო მიწას, ორივე თვალზე შავი ღამე
გადაეფარა.
სანამ ტიდევსის ძე თავისი შუბის კვალს მიჰყვებოდა და პირველი რიგის მებრძოლთაგან შორს, მიწაში
ჩარჭობილი დაინახა, მანამ ჰექტორმა სული მოითქვა, ეტლზე ავიდა, [360] თავისიანებისკენ წავიდა და თავი
დააღწია შავ სიკვდილს. შუბით მისდევდა და ეძახდა მძლავრი დიომედესი: „კიდევ ერთხელ გაექეცი
სიკვდილს, ძაღლო! უბედურება მოგიახლოვდა, მაგრამ ისევ გადაგარჩინა სხივოსანმა აპოლონმა, რომელზეც
უნდა ილოცო, როდესაც შუბების ღრიანცელში შედიხარ. კიდევ ერთხელ შევხვდებით და გაგისწორებ
ანგარიშს, თუკი უკან მეც დამიდგა რომელიმე ღმერთი შემწედ. ახლა კი სხვებს დავეცემი თავს, ვინც ხელში
მომყვება.“ ეს თქვა და სახელოვან შუბოსანს, პაიონის ძეს აჰყარა აბჯარი.
ამასობაში ალექსანდროსმა, ლამაზღაწვიანი ჰელენეს მეუღლემ, [370] შუბი მომართა ტიდევსის ძის,
ხალხთა მწყემსის, წინააღმდეგ, დარდანოსის ძის, წარსულის მეომრის, ილოსის საფლავზე აღმართულ სვეტს
ამოფარებულმა. დიომედესი მძლავრ აგასტროფოსს აბჯარს ხსნიდა მკერდიდან, ელვარე ფარს — მხრებიდან
და მძიმე მუზარადს, როდესაც ალექსანდროსმა მოჭიმა მშვილდი და ესროლა, მისი ხელიდან ფუჭად არ
გაფრენილა ისარი, მარჯვენა ტერფში მოარტყა, ხორცი გაიარა და მიწაში ჩაერჭო. სიხარულისგან გაეცინა
მსროლელს, ჩასაფრებიდან გამოვიდა და გამარჯვებულის ხმით შესძახა: [380] „დაგჭერი, ფუჭად არ მისვრია
ისარი! როგორ მინდოდა, მუცელში მომერტყა და სიცოცხლე წამერთვა; ამდენი ბოროტებისგან სულს
მოითქვამდნენ ტროელები, რომლებიც შენი შიშით კანკალებდნენ, როგორც ლომის შიშით აბღავლებული
თხები.“
მას უშიშრად მიუგო მძლავრმა დიომედესმა: „ბაქია მშვილდოსანო, ქალწულთა სახელგანთქმულო
შემაცდენელო, პირისპირ ბრძოლაში, იარაღით რომ გვეომა, არც ეგ მშვილდი გამოგადგებოდა და არც ხშირი
ისრები. ახლაც, ტერფი გამიკაწრე და ამით ამაყობ, მე კი არ მადარდებს, თითქოს ქალს დაერტყას ან უგუნურ
ბავშვს, [390] რადგან ბლაგვია ლაჩარი და უმაქნისი კაცის ისარი. სულ სხვაა ჩემი ნასროლი, ვინმეს თუ ოდნავ
შეეხო, ბასრ ისრად ერჭობა და იმავწამს კლავს. იმავწამს ცოლი ლოყებს დაიხოკავს, ბავშვები დაობლდებიან,
ის კი მიწას სისხლით გააწითლებს, დალპება და მის ირგვლივ მგლოვიარე ქალების ნაცვლად ფრინველები
მოიყრიან თავს.“
ასე თქვა და სახელოვანი შუბოსანი ოდისევსი მიუახლოვდა და წინ დაუდგა, დიომედესი მის უკან
ჩამოჯდა და ბასრი ისარი ამოგლიჯა ფეხიდან და მწვავე ტკივილმა დაუარა მთელ სხეულში. ეტლზე ავიდა
და მეეტლეს უბრძანა, [400] ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ გაექანებინა, გული უწუხდა.
მარტო დარჩა სახელოვანი შუბოსანი ოდისევსი, მასთან არ დარჩა არც ერთი არგოსელი, რადგან შიშმა
მოიცვა ყველა; ამოიოხრა და საკუთარ დიდგულოვან სულს მიმართა: „ვაიმე, რა მომივა მე? დიდი ბოროტება
იქნება, თუ მათ სიმრავლეს შევუშინდები და გავიქცევი; კიდევ უფრო უარესი იქნება, თუკი მარტოს
დამესხმიან თავს, როცა კრონიონმა დანარჩემი დანაელები გააქცია. მაგრამ რატომ აღელვებს ჩემს სულს ეს
ამბები? ვიცი, რომ მხოლოდ ლაჩრები გარბიან ბრძოლის ველიდან, ვისაც კი სახელი მოუხვეჭია ბრძოლაში,
ის უნდა [410] დადგეს მძლავრად და ან სხვა დასცეს ან თავად დაეცეს.“
სანამ ამას ბჭობდა სულსა და გულში, ფაროსან ტროელთა რიგები მოადგნენ, წრეში მოიმწყვდიეს და
თავიც დაიღუპეს. როგორც ტახს შემოეხვევიან ძაღლები და ყმაწვილი მდევრები, ის კი უსიერი ტყიდან
გამოდის, თეთრ ეშვს ილესავს მოხრილ ყბებში, მდევრები მაინც უახლოვდებიან, მიუხედავად კბილების
ღრჭენისა და შემზარავი იერისა, ასევე ზევსის რჩეული ოდისევსის ირგვლივ თავს იყრიდნენ [420]
ტროელები; მან კი პირველი უზადო დეიოპიტესს ჩასცა ბასრი შუბი მხარში, შემდეგ დახოცა თოონი და
ენომოსი. შემდეგ ეტლიდან ჩამომხტარი ქერსიდამასი შუბით მუცელში გაგმირა, გირჩიანი ფარის ქვეშ
მისწვდა, ისიც ჩავარდა მტვერში და მიწა მობოჭა ხელით. ესენი მიატოვა, შუბით მისწვდა ჰიპასოსის ძე
ქაროფსს, კეთილშობილი და მდიდარი სოკოსის ღვიძლ ძმას. ძმის დასახმარებლად დაიძრა სოკოსი,
ღვთისდარი მოკვდავი, ახლოს მივიდა, დადგა და სიტყვა უთხრა: [430] „ცბიერებით და დაუოკებლობით
სახელგანთქმულო ოდისევს, დღეს ან ჰიპასოსის ორ შვილს მოკლავ და აბჯარს აჰყრი, ან ჩემი შუბთ
განგმირული სულს დაიღუპავ.“
ასე თქვა, მოიქნია შუბი და მოარტყა ოდისევსის გაწონასწორებულ ფარს. ფარი გაგლიჯა მოელვარე
მტკიცე შუბმა, ოსტატურად ნაკეთები აბჯარი გაიარა, კანი აახია ნეკნებთან, მაგრამ ნება არ დართო პალასმა
ათენამ, ვაჟკაცის შიგნეულს შეხებოდა. მიხვდა ოდისევსი, რომ სასიკვდილო ბოლო ვერ მოუტანა ჭრილობამ,
[440] ოდნავ უკან დაიხია და სოკოსს ეს სიტყვა უთხრა: „საცოდავო, გიწია სწრაფმა დაღუპვამ! მართალია,
შეაფერხე ჩემი ბრძოლა ტროელებთან, მაგრამ გიცხადებ, რომ აქ და ახლა მკვლელობა და შავი სიკვდილი
დღეს დაგიდგება, ჩემი შუბით განგმირული მე დიდებას მომიტან, ხოლო სულს ცხენებით განთქმულ ჰადესს
ჩააბარებ.“
ეს თქვა; სოკოსმა ზურგი შეაქცია და გაქცევა დააპირა, მაგრამ ზურგში, მხრებს შორის ჩასცა შუბი და
მკერდთან გამოუტარა, ხმაურით დაეცა და ღვთაებრივმა ოდისევსმა შესძახა: [450] „სოკოს, ბრძენი ჰიპასოსის,
ცხენთამხედნელის, ძეო, სასიკვდილო ბოლო გეწია, ვერ აიცილე თავიდან. საბრალოვ, ვერც მამა და ვერც
დედოფალი დედა თვალებს ვერ დაგიხუჭავს მიცვალებულს, ფრინველების საკუთრება გახდები, ხშირად
მოგხვდება მათი ფრთები; ხოლო მე რომ მოვკვდები, პატივით დამკრძალავენ ღვთაებრივი აქაველები.“
ასე თქვა და ბრძენი სოკოსის მძიმე შუბი ჭრილობიდან და გირჩიანი ფარიდან ამოაძრო; სისხლმა
იდინა ჭრილობიდან და გული შეუღონდა. დიდგულოვანმა ტროელებმა რომ ოდისევსის სისხლი დაინახეს,
[460] ერთმანეთს გადასძახეს კრებულში და ყველა ერთს დაეცა თავს. ის ოდნავ უკან იხევდა და მეგობრებს
უხმობდა. სამგზის შესძახა იმ ხმით, რაც შეიძლება გამოსცეს კაცმა, სამგზის გაიგონა ძახილი არესის
მოყვარულმა მენელაოსმა. იმავწამს მიმართა აიასს, რომელიც გვერდით ედგა: „ზევსის ნაშიერო აიას,
ტელამონის ძეო, ხალხთა წინამძღოლო, ჭირნახული ოდისევსის ხმა მოდის ისეთი, თითქოს მარტო იყოს და
ტროელები ავიწროვებდნენ საშინელ ბრძოლაში. აბა, წავიდეთ ბრძოლაში, გადასარჩენი გვყავს კაცი! [470]
მამაცი კია, მაგრამ მაინც მეშინია, რამე არ მოუვიდეს ტროელებთან მარტო მებრძოლს, დანაელებისთვის ეს
აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნებოდა!“
ასე თქვა და დაიძრა, მას მიჰყვებოდა ღვთისდარი მოკვდავი. ბოლოს დაინახეს ზევსის რჩეული
ოდისევსი, მის ირგვლივ ტროელები იყვნენ შეჯარული, როგორც ტყეში მოყვითალო აფთრები არიან
თავმოყრილი დაჭრილი ქორბუდა ირმის ირგვლივ, რომელიც მონადირემ დაჭრა მშვილდ-ისრით და იგი
გაექცა მას, ფეხების სისწრაფეს მინდობილი, სანამ სისხლი თბილი ჰქონდა და მუხლი ემორჩილებოდა; მაგრამ
როდესაც სწრაფი ისრის მიერ გამოწვეული ტკივილი არაქათს აცლის, ხორცისმჭამელი აფთრები მას გლეჯენ
მთებში, [480] ჩრდილოვან ჭალაში; შემდეგ რომელიღაც ღმერთი აგზავნის მტაცებელ ლომს, აფთრები
შიშისგან გარბიან, ლომი კი ჭამს. ასე ბრძენ და გამჭრიახ ოდისევსს ტროელები თავს ადგნენ, ბევრნი და
მძვინვარენი, გმირი კი შუბის სწრაფი მოძრაობით თავიდან იცილებდა დაუნდობელი სიკვდილის დღეს.
აიასი ახლოს მოვიდა, მოჰქონდა კოშკისოდენა ფარი, დადგა მის გვერდით, ტროელები კი დაიქსაქსნენ
სხვადასხვა მხარეს. შემდეგ ოდისევს ხელი მოჰკიდა მეომარმა მენელაოსმა და გაიყვანა ბრძოლის ველიდან,
სანამ მსახურმა ეტლი ახლოს არ მოიყვანა.
ახლა აიასმა შეუტია ტროელებს და მოკლა დორიკლოსი, [490] პრიამოსის უკანონო შვილი, შემდეგ კი
დახოცა პანდოკოსი, ლისანდროსი, პირასოსი და პილარტესი. როგორც ზამთრის წვიმებით და ზევსის
კოკისპირულით ადიდებული მთის მდინარე ბარს დატბორავს, მოათრევს ურიცხვ ხმელ მუხასა და ბებერ
ფიჭვს, ყველაფერი ეს და მთელი ტალახი ზღვაში ჩააქვს, ასე მისდევდა და მიედინებოდა ბრძოლის ველზე
სახელგანთქმული აიასი და ხოცავდა ცხენებს და კაცებს.
არაფერი ეს არ იცოდა ჰექტორმა, რადგან ის მთელი ბრძოლის ველის მარცხენა მხარეს ომობდა,
მდინარე სკამანდროსის ნაპირებთან, სადაც ფიცხელ ომში [500] ცვიოდა მეომართა თავები, დაუსრულებელი
ყიჟინა ისმოდა მაღალ ნესტორთან და მამაც იდომენევსთან. ჰექტორი იბრძოდა იქ და ჩადიოდა საშინელ
საქმეებს შუბითა და ეტლით, ანადგურებდა ახალგაზრდების რაზმებს; მაგრამ უკან არ დაიხევდნენ
ღვთაებრივი აქაველები, რომ ალექსანდროსს, ლამაზღაწვიანი ჰელენეს მეუღლეს, არ შეეწყვიტა ხალხთა
მწყემსის, მაქაონის ბრძოლა, როდესაც მარჯვენა მხარში მოარტყა სამფხიანი ისარი. და შეშინდნენ ომის ჟინით
ანთებული აქაველები, ბრძოლა ისე არ შემობრუნებულიყო, რომ მტერს შეეპყრო მაქაონი. [510] მაშინვე
იდომენევსმა გადაუძახა ღვთაებრივ ნესტორს: „ნესტორ, ნელევსის ძევ, აქაველთა დიდო სიამაყევ,
სასწრაფოდ ადი შენს ეტლზე, გვერდით დაიყენე მაქაონი და ხომალდებისკენ უსწრაფესად გააქანე მუხლადი
ცხენები. ექიმი კაცი ბევრ სხვაზე მეტად ძვირფასია ისრების ამოჭრასა და ჭრილობაზე გამაყუჩებელი
მალამოს დადებაში.“
ასე თქვა და დაემორჩილა გერენონელი მხედარი ნესტორი. იმავწამს ავიდა ეტლზე და მაქაონიც,
დიდი მკურნალის, ასკლეპიოსის ვაჟი, ავიდა მასთან ერთად. გადაუჭირა ცხენებს და ისინიც ხალისით
გაფრინდნენ [520] ღრმამუცლიან ხომალდებისკენ და სულმაც გაიხარა.
კებრიონესმა, რომელიც ჰექტორის გვერდით იდგა ეტლში, დაინახა, რომ ტროელები აირივნენ და
ასეთი სიტყვით მიმართა: „ჰექტორ, ჩვენ აქ დანაელებს ვებრძვით ბრძოლის ველის კიდეში, სხვა ტროელები
კი დაბნეულები არიან, აირია ხალხიც და მათი ცხენებიც. აიას ტელამონის ძე ავიწროებს მათ, კარგად ვცნობ
მასაც და მის ფართო ფარსაც მხრებზე; ჩვენაც იქით მივმართოთ ჩვენი ცხენები და ეტლი, სწორედ იქაა
თავმოყრილი ცხენებიც და ქვეითებიც და იქ მიდის მთავარი ბრძოლა, [530] ხოცავენ ერთმანეთს და
უსასრულო ყიჟინი ისმის.“
ეს თქვა და გადაუჭირა ლამაზფაფრიან ცხენებს მსტვინავი მათრახი და მათაც, დარტყმა რომ იგრძნეს,
უმალ გააქანეს სწრაფი ეტლი ტროელთა და აქაველთა შორის, გადათელეს ცხედრები და ფარები, სისხლით
ღერძი მოითხვარა, მთელ ეტლსა და მის მოაჯირს, სისხლი შეეშხეფა ცხენების ფლოქვებიდან, მბრუნავი
ბორბლების ფერსოებიდან. ჰექტორს სურდა შეჭრილიყო თავმოყრილ ჯგუფებში და გაენადგურებინა ისინი;
მან საშინელი არეულობა შეიტანა დანაელთა საბრძოლო რიგებში, დაუღალავად იქნევდა შუბს, [540]
გადაუარა აქაველ მებრძოლთა სხვა რიგებსაც შუბით, ხმლით, უზარმაზარი ლოდებით, ოღონდ აიას
ტელამონის ძესთან ბრძოლას თავი აარიდა.
მაღლითმჯდომმა მამა ზევსმა აიასს შიში მოუვლინა; გაოგნებული დადგა, შემდეგ შვიდტყავიანი
ფარი მხრებზე მოიგდო, ხალხს რომ ხედავდა, თვალებს ნადირივით აცეცებდა, ხშირად იხედებოდა აქით-
იქით და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა იხევდა უკან. როგორც მოყვითალო-მოყავისფრო ლომს ძროხების ბაგიდან
აგდებენ ძაღლები და სოფლელი კაცები [550] და არ აძლევენ საშუალებს, მსუქანი ძროხა მოიტაცოს, ღამეს
უთევენ; მას კი სასტიკი შიმშილი ტანჯავს, მაგრამ ამაოდ მძვინვარებს და წინ მიიწევს, ვერაფერს ხდება,
რადგან ხშირ ხელშუბებს ესვრიან თამამი ხელებით, ანთებულ ჩირაღდნებს, ამის ეშინია და ნაჩქარევად
გარბის დილიდანვე დამწუხრებული სულით. ასე აიასიც, გულგატეხილი, ტროელების თვალწინ უხალისოდ
იხევდა უკან, აქაველთა ხომალდების გამო შეშინებული.
როგორც ვირი შედის ყანაში და ბავშვები მას ვერ აგდებენ, თუმცა კეტებს მრავლად ამტვრევენ
ზურგზე, [560] მაინც იცოხნება, ყანის სიღრმისკენ მიიწევს, ბავშვები მისდევენ და კეტებს ურტყამენ, მაგრამ
ჩვილია მათი ძალაც, ძლივს აძევებენ, როცა ჭამით გულს იჯერებს. სწორედ ასე დიდ აიასს, ტელამონის ძეს,
ვაჟკაცი ტროელები და სახელგანთქმული მოკავშირეები ურტყამდნენ შუბებს და მუდამ ფარის შუაგულს
ახვედრებდნენ. ხანდახან აიასს ახსენდებოდა თავისი მძვინვარე ვაჟკაცობა, ისევ მობრუნდებოდა,
ანადგურებდა ცხენთამხედნელი ტროელების საბრძოლო რიგებს და შემდეგ ისევ გარბოდა მათგან. ყველას
გადაუკეტა გზა სწრაფი ხომალდებისკენ, [570] ადგილი დაიკავა ტროელებსა და აქაველებს შორის და იქ
იბრძოდა, გამბედავი ხელით ნასროლ შუბებს უზარმაზარ ფარს ახვედრებდა, ბევრიც სცდებოდა და
შუაგზაზე, თეთრ ხორცამდე ვერ აღწევდა და მიწაში ერჭობოდა სისხლს მოწყურებული.
ევაიმოსის სახელოვანმა ვაჟმა, ევრიპილოსმა დაინახა, რომ ხშირი ხელშუბები აწვიმდა აიასს, მივიდა
მასთან, გვერდით დაუდგა, ისროლა ელვარე შუბი და მოარტყა აპისაონს, ფავსიასის ძეს, ხალხთა მწყემსს, შიგ
ღვიძლში, შუასაძგიდის ქვეშ და სასიკვდილოდ დასცა. [580] მიეჭრა ევრიპილოსი და მხრებიდან აჰყარა
აბჯარი. დაინახა ღვთისდარმა ალექსანდროსმა, აპისაონს რომ საჭურველს ხდიდა და იმავწამს მოიმარჯვა
მშვილდი, ესროლა ევრიპილოსს და მოარტყა მარჯვენა თეძოში. ისარი გატყდა, თეძო კი ტკივილმა დაამძიმა.
მეგობრებს შეაფარა თავი და გაექცა დამღუპველ სიკვდილს, ხოლო დანაელებს გულის გამგმირავად შესძახა:
„მეგობრებო, აქაველთა ბელადებო და მსაჯულებო, მობრუნდით და დადექით და ააცილეთ სიკვდილის
ულმობელი დღე აიასს, შუბებით დასეტყვეს, მგონი, ვერც შეძლებს [590] მწუხარე ბრძოლიდან გამოსვლას, მაშ
გვერდით დაუდექით დიდ აიასს, ტელამონის ძეს.“
ასე თქვა დაჭრილმა ევრიპილოსმა და უამრავი მეომარი შემოეხვია, ფარები დაიხურეს და შუბები
აღმართეს, აიასი მათკენ გაემართა. როდესაც მათ რიგებს მიაღწია, პირი მტრებისკენ მიმართა ისევ. ასე
იბრძოდნენ ცეცხლივით აღგზებულები.
ნელევსის ცხენები ოფლში ცურავდნენ და ბრძოლიდან ისე გაჰყავდათ ნესტორი და ხალხთა მწყემსი
მაქაონი. მოხუცი დაინახა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, [600] იგი იდგა თავისი უზარმაზარი
ხომალდის კიჩოზე, უყურებდა საომარ გარჯასა და სამწუხარო უკანდახევას. უხმო თავის მეგობარ
პატროკლოსს და გემიდან დაუძახა; მან კარავში გაიგონა და გამოვიდა არესის მსგავსი და ეს იყო მისი
უბედურების დასაწყისი. პირველი სიტყვა თქვა მენოიტიოსის ვაჟკაცმა ძემ: „რატომ მეძახი, აქილევს? რა
გინდა ჩემგან?“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „მენოიტიოსის ღვთაებრივო ძეო, ჩემი გულის გამხარებელო!
ახლა, მე მგონი, აქაველები მუხლებში ჩამივარდებიან [610] და შემევედრებიან, რადგან უკანასკნელ დღეში
ჩავარდნენ. მაგრამ ახლა მიდი, ზევსის საყვარელო პატროკლოს, ნესტორთან და ჰკითხე, ვინ გაჰყავს
დაჭრილი ბრძოლის ველიდან? უკნიდან ძალიან წააგავს მაქაონს, ასკლეპიოსის ძეს, მაგრამ მის სახეს ვერ
ვხედავ, რადგან ცხენები ძალიან სწრაფად გარბიან.“
ასე თქვა და პატროკლოსი დაემორჩილა საყვარელ მეგობარს, სირბილით გაეშურა აქაველთა კარვებისა
და ხომალდებისკენ. როდესაც ნელევსის ძის კარავთან მივიდა, სწორედ მაშინ ჩამოდიოდნენ ისინი ნაყოფიერ
მიწაზე; [620] მეეტლე ევრიმედონმა გამოხსნა მოხუცის ცხენები ეტლიდან, მეომრები კი გაოფლიანებული
ქიტონების გასაშრობად დაუდგნენ ზღვის მონაბერ ნიავს, შემდეგ კი კარავში შევიდნენ და სავარძლებში
ჩასხდნენ. მათ ლამაზად თმადაწნულმა ჰეკამედემ სასმელი მოუმზადა. ეს ქალი მოხუცმა ტენედოსიდან
წამოიყვანა, რომელიც აქილევსმა გაანადგურა; ის იყო დიდგულოვანი არსინოოსის ასული და აქაველებმა იგი
ნესტორს არგუნეს, რადგან ყველას აღემატებოდა სიბრძნით.
ჯერ მათ წინ დაუდგა გაპრიალებული მუქფეხებიანი ლამაზი მაგიდა, მასზე დადგა [630] ბრინჯაოს
კალათი, სასმელს მისაყოლებელი ხახვით, ფერმკრთალი თაფლი, გვერდით წმინდა ქერის ფქვილი, გვერდით
ულამაზესი თასი, რომელიც სახლიდან ჩამოიტანა მოხუცმა, ოქროს ლურსმნებით გაწყობილი, ჰქონდა ოთხი
ყური, წყვილი ოქროს მტრედით თითოეულზე, თითქოს კენკავდნენ და ორი ძირი ჰქონდა თასს. ვინმე სხვა
ძლივს იღებდა მაგიდიდან ამ თასს, როცა სავსე იყო, ხოლო მოხუცი ნესტორი ძალის დაუტანებლად იღებდა.
მასში ქალღმერთთა სადარმა ქალმა შეაზავა პრამნეს ღვინო161, ჩაახეხა თხის ყველი [640] ბრინჯაოს
სახეხით და მოაყარა ქერის თეთრი ფქვილი; როდესაც დამზადებას მორჩა, დასალევად მიიწვია მეფეები. როცა
მათ შესვეს და მძაფრი წყურვილი მოიკლეს, გააბეს საამო საუბარი. პატროკლოსი კი კარებში ჩადგა,
ღვთისდარი კაცი. ის რომ დაინახა, ბრწყინვალე ტახტიდან წამოდგა მოხუცი, ხელი ჩაავლო და დაბრძანება
სთხოვა; პატროკლოსმა იუარა და სიტყვა უთხრა: „ვერ დავჯდები, ზევსის აღზრდილო მოხუცო, ვერ

161
პრამნეს ღვინო — სქელი წითელი ღვინო პრამნეს მთის ვენახებიდან.
დამარწმუნებ. ღირსეული და პატივსაცემი კაცია, ვინც გამომგზავნა, რომ გამერკვია, [650] ვინ ჩამოიყვანე
დაჭრილი; მაგრამ თავადაც ვხედავ, ვიცანი ხალხთა მწყემსი მაქაონი. ახლა უკან დავბრუნდები მაცნედ
აქილევსთან, რომ ვუთხრა. შენ კარგად იცი, ზევსის აღზრდილო მოხუცო, რა საშიში კაციცაა, ის შეიძლება
უდანაშაულოსაც კი განურისხდეს.“
მაშინ მას უთხრა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ახლა რატომ ადარდებს აქილევსს აქაველთა
შუბით დაჭრილი შვილები? მან არაფერი იცის იმ უბედურებისა, რაც ჩვენს ლაშქარს მოუვიდა: საუკეთესო
მეომრები ხომალდებზე წვანან შუბით და ისრით დაჭრილები. [660] ისრით დაიჭრა ტიდევსის ძე, მძლავრი
დიომედესი, შუბით დაიჭრა ოდისევსი და შუბოსნობით სახელგანთქმული აგამემნონი; ევრიპილოსიც
დაიჭრა ისრით თეძოში; მაქაონიც, რომელიც მე გამოვიყვანე ბრძოლიდან, მშვილდის ლარიდან ნატყორცნი
ისრით დაიჭრა; ამასობაში აქილევსს, დანაელთაგან საუკეთესოს, არავინ არ ებრალება. თუ ელოდება, რომ
სწრაფი ხომალდები ზღვისპირას, არგოსელთა ვაჟკაცობის მიუხედავად, საზარელი ცეცხლით გადაიბუგება,
ხოლო ჩვენ დავიხოცებით ერთმანეთის მიყოლებით? მე ხომ ძველებური ძალა აღარ მომდგამს. [670] ახლა რომ
ახალგაზრდა ვყოფილიყავი და უწინდელი ძალა მქონოდა, როგორც მაშინ, როდესაც ჩვენსა და ელისელებს
შორის შუღლი ჩამოვარდა ჯოგის გარეკვის გამო; მაშინ მე მოვკალი იტიმონევსი, ჰიპერეიროქოსის ვაჟკაცი,
რომელიც ელისში სახლობდა. ჯოგი გამოვრეკე სასჯელის სახით, ის კი თავის ხარებს იცავდა, პირველ
რიგებში იბრძოდა და ჩემი ხელიდან ნასროლმა შუბმა იმსხვერპლა. დაეცა და შეშინებული სოფლელი ხალხი
გაიქცა. დიდი ნადავლი გვერგო ამ საძოვრებიდან, ხარების ორმოცდაათი ჯოგი და ამდენივე — ცხვრებისა,
ღორების კოლტები, უთვალავი თხის ფარა, [680] ასორმოცდაათი წაბლა ცხენი, ყველა ფაშატი და ბევრს კიდევ
კვიცები ჰყავდა. მთელი ეს სიმდიდრე ნელევსის პილოსში ჩავიყვანეთ, ღამით ვიარეთ ქალაქისკენ; გულით
გაიხარა ნელევსმა, რომ ბრძოლაში ამოდენა წარმატებას მივაღწიე ასე ახალგაზრდამ. როგორც კი ინათა მეორე
დღეს, მაცნეებმა ყველას მოუხმეს, ვისაც კი რამე ეკუთვნოდა ღვთაებრივი ელისიდან. და მაშინ პილოსელთა
წინამძღოლები შეიკრიბნენ ნადავლის გასაყოფად. ბევრის ვალი ჰქონდათ ეპეელებს, რადგან ჩვენ ცოტანი
ვიყავით პილოსში და დავიტანჯეთ, [690] რადგან ჰერაკლესის ძალა დაგვაცხრა თავს162 წინა წლებში და ყველა
საუკეთესო ჩვენს შორის დაიხოცა. თორმეტი შვილი ვყავდით უზადო ნელევსს, იმათგან მე ერთი დავრჩი,
ყველა დანარჩენი დაიღუპა. ამით გათავხედებული ბრინჯაომოსილი ეპეელები [6.695] ჩვენზე
ქედმაღლობდნენ და უღირსად გვექცეოდნენ. ახლა მოხუცმა თავისთვის აიღო ხარების უამრავი ჯოგი და
ცხვრების უთვალავი ფარა, სამასი ირგუნა თავის მწყემსებიანად; მართლაც, მისი დიდი ვალი დაედოთ
ღვთაებრივ ელისში: მარულაში მონაწილე ოთხი ცხენი ერგებოდა თავისი მეეტლითურთ, [700] სწორედ მაშინ
მიდიოდნენ შეჯიბრში, სამფეხისთვის უნდა ებრძოლათ, მაგრამ ისინი ხალხთა ბელადმა ავგეასმა მოიტაცა,
ხოლო ცხენებზე დადარდიანებული მეეტლე გააძევა. ახლა კი მოხუცმა ნელევსმა, გაბრაზებულმა ნათქვამ
სიტყვებსა და ნაკეთებ საქმეებზე, დიდი რაოდენობა აიღო თავისთვის, დანარჩენი კი ხალხს მისცა
გასანაწილებლად, არავინ წასულა კუთვნილის გარეშე. ასე გავინაწილეთ ნადავლი და მთელ ქალაქში
მსხვერპლი შევწირეთ ღმერთებს; მესამე დღეს კი ეპეელები მოვიდნენ ყველანი ერთად, უამრავი მეომარი და
მუხლადი ცხენი დაგვაცხრა თავს, მათ შორის აბჯარასხმული იყო ორი მოლიონი, [710] ჯერ კიდევ ბიჭები,
მძვინვარე ვაჟკაცობაში გამოუცდელები. იქ არის ქალაქი, თრიოესა, მაღალ კლდეზე, ალფეიოსისგან
მოშორებით, ქვიშიანი პილოსის ქვემოთ. ამ ქალაქს გარს შემოეტყნენ და განადგურებას უპირებდნენ; მაგრამ
როდესაც დაბლობზე გამაგრდნენ, სირბილით მოვიდა ათენა მაცნედ ოლიმპოსიდან ღამით და შეიარაღება
გვიბრძანა და იოლად აღაგზნო ბრძოლისთვის პილოსის ხალხი. ნელევსმა ნება არ დამრთო, აბჯარი ამესხა
და ცხენებიც დამიმალა, — მიაჩნდა, რომ ჯერ საომარ საქმეთა უმეცარი ვიყავი. [720] მე კი ჩვენს მხედრებშიც
ვისახელე თავი, თუნდაც ქვეითად წასულმა, რადგან ბრძოლაში ათენა მშველოდა. იქ არის მდინარე
მინიეიოსი, რომელიც ზღვას ერთვის არენეს მახლობლად. იქ ველოდით ღვთაებრივ ეოსს პილოსელი
მხედრები, სანამ ქვეითი ჯარი მოდიოდა. იქიდან ძალიან მალე, შუადღისას, შეიარაღებულები მივადექით
ალფეიოსის წმინდა დინებას. იქ ყოვლისშემძლე ზევსს შევწირეთ საგულდაგულო შესაწირავი, ხარი —
ალფეიოსს, ხარი — პოსეიდონს, ხოლო თვალსხივოსან ათენას უღელდაუდგმელი ძროხა. [730] ბოლოს
მთელმა ლაშქრობამ ივახშმა და შეიარაღებულები დავწექით დასაძინებლად მდინარის დინებასთან.

162
ჰერაკლესის ძალა დაგვაცხრა თავს — ჰერაკლესმა გაწმინდა მეფე ავგეასის ბოსლები და თავლები, მაგრამ
მისგან დაპირებული გასამრჯელო ვერ მიიღო. განრისხებულმა ჰერაკლესმა გაანადგურა ავგეასი და მისი მოკავშირეები,
მათ შორის ნელევსიც, რომელსაც ყველა შვილი დაუხოცა, ნესტორის გარდა.
ამასობაში ეპეელები გარს შემოეწყვნენ ქალაქს და განადგურებას უპირებდნენ, მაგრამ მანამდე არესის
დიდი საქმე ელოდათ. როდესაც მზემ თავისი სხივები მოჰფინა დედამიწას, ვილოცეთ ზევსსა და ათენაზე და
ბრძოლაში შევედით. და როგორც კი ბრძოლა დაიწყო ეპეელებსა და პილოსელებს შორის, პირველმა მე
მოვკალი მტერი და მოვტაცე მუხლადი ცხენები. ეს იყო შუბოსანი მულიონი, ავგეასის სიძე, [740] რომელსაც
უფროსი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად, ოქროსთმიანი აგამედე, რომელმაც იცოდა ყველა სამკურნალო მცენარე,
რაც კი ვრცელ მიწაზე აღმოცენებულა. მან შემომიტია და მივწვდი ბრინჯაოსწვერიანი შუბით, ჩამოვაგდე
მტვერში, თავად ავედი მის ეტლზე, დავდექი წინა რიგებში და დიდგულოვანი ეპეელები გაიქცნენ
ერთიმეორის მიყოლებით, როდესაც წაქცეული კაცი დაინახეს, მხედართა მეთაური და საუკეთესო მეომარი.
მაშინ მე მათ თავს დავეცი შავი გრიგალივით, ორმოცდაათი ეტლი ჩავიგდე ხელთ და თითოეული ეტლის ორ-
ორი მეომარი მიწას ჭამდა კბილებით, ჩემი შუბით განგმირული. [750] და ახლა გავანადგურებდი ორ
მოლიონს, აქტორის ნაგრამ ყმაწვილებს, მათ მამას, ვრცელძალოვან მიწისმრყეველს163 ბრძოლის ველიდან
რომ არ გაეყვანა და სქელი ღრუბლით არ დაემალა.
მაშინ ზევსმა პილოსელებს დიდი ძალა ჩაუდო ხელში; ჩვენ დავედევნეთ მათ ვრცელ ველზე,
ვხოცავდით ხალხს და ლამაზ საჭურველს ვაგროვებდით, სანამ ჩვენი ცხენები არ ჩავიყვანეთ ხორბლით
მდიდარ ბუპრასიონში, სადაც ოლენეს კლდეა და ალესიოსის ბორცვი. იქიდან ბოლოს ათენამ მოაბრუნა
ხალხი. იქ კაცი მოვკალი და მივატოვე. აქაველებმა [760] ბუპრასიონიდან პილოსში ჩამოიყვანეს სწრაფი
ცხენები და ყველა განადიდებდა ღმერთებში ზევსსა და ადამიანებში — ნესტორს.
ასეთი ვიყავი, როცა ვიყავი ვაჟკაცებს შორის; მაგრამ აქილევსი თავისი ვაჟკაცობით თავისთვის ტკბება,
ასე მგონია, ძალიან ინანებს, როდესაც ხალხი დაიღუპება, მაგრამ გვიან იქნება. ძვირფასო შვილო, გაიხსენე,
რა გითხრა მენოიტიოსმა, როდესაც ერთ დღეს ფთიიდან აგამემნონთან გაგგზავნა. ჩვენ ორნი იქ ვიყავით,
სასახლეში, მე და ღვთაებრივი ოდისევსი და ყურადღებით ვისმენდით ყველაფერს, რასაც მამა გეუბნებოდა.
ჩვენ ჩავედით პელევსის კეთილნაგებ სასახლეში, [770] როდესაც ხალხს ვაგროვებდით მთელ ნაყოფიერ
აქაიაში. იქ შეგვხვდით გმირ მენოიტიოსს, შენ და შენთან ერთად — აქილევსს; მოხუცი მხედარი პელევსი
ხარის მსუქან ბარკალს უწვავდა ელვისმტყორცნელ ზევსს შიდა ეზოში, ოქროს თასი ეჭირა ხელში და წითელ
ღვინოს ზედაშედ აპკურებდა შესაწვავ შესაწირავს. თქვენც იქ იყავით, ხარის ხორცს ჭრიდით და ჩვენ
დავდექით კარებში, გაოცებული აქილევსი ზე წამოიჭრა, ხელი მოგვკიდა, შინ შეგვიყვანა და დაგვსვა,
გვიმასპინძლა, როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესია. [780] როდესაც ჭამითა და სმით გული ვიჯერეთ, მე
დავიწყე ლაპარაკი და ორივეს მოგიწოდეთ, გამოგვყოლოდით, ორივენი ხალისით დაგვეთანხმეთ და
მამებმაც გითხრეს სიტყვა. მოხუცმა პელევსმა შვილს, აქილევსს, უთხრა, მუდამ საუკეთესო ყოფილიყო
ბრძოლაში და სხვებს აღმატებოდა. შენ კი მენოიტიოსმა, აქტორის ძემ, ეს გითხრა: „ჩემო შვილო, წარმოშობით
აქილევსი შენ აღგემატება, მაგრამ შენ უფროსი ხარ, ძალით კი ის ბევრად უკეთესია. მას ხშირად უნდა
ელაპარაკო გონივრულად, საუკეთესო რჩევა მისცე და გზა უნდა მიუთითო. თუ დაგიჯერებს, მისთვისვე
იქნება კარგი.“ [790] აი, ეს გითხრა მოხუცმა, შენ კი დაივიწყე. ახლაც შეგიძლია ელაპარაკო ბრძენ აქილევსს,
იქნებ დაარწმუნო. ვინ იცის, იქნებ ღვთის შეწევნით, შეიძლება შეეხო მის სულს? ყოველთვის კარგია
მეგობრის რჩევა. მაგრამ თუ რომელიმე წინასწარმეტყველება სულს უშფოთებს, რაც მას, ზევსის ნებით,
დედოფალმა დედამ აუწყა, იქნებ შენ მაინც დაგრთოს ნება, გამოგაყოლოს მირმიდონელი ხალხი, იქნებ შენ
გახდე სინათლე დანაელებისთვის. შენ მოგცეს თავისი ბრწყინვალე საბრძოლო საჭურველი, რომ დააბნიო
ტროელები, რომელთაც ის ეგონები, [800] უკან დაახევინო და აქაველთა შვილებს სიმამაცე დაუბრუნო მძიმე
გარჯის შემდეგ, ასეთი ამოსუნთქვის საშუალება ცოტაა ომში. თქვენ დასვენებული ხართ და ომში დაქანცულ
ხალხს იოლად მოიგერიებთ თავისი ქალაქისაკენ, შორს ჩვენი ხომალდებისა და კარვებისაგან.“
ასე თქვა და მკერდში გული შეუტოკა, სირბილით წავიდა ხომალდების გასწვრივ აიაკოსის
შთამომავალი აქილევსისკენ; მაგრამ როდესაც ღვთაებრივი ოდისევსის ხომალდებს ჩაუარა სირბილით,
სადაც აქაველებს კრება და ბჭობა ჰქონდათ ხოლმე, სადაც იყო ღმერთებისთვის აღმართული
საკურთხევლები, იქ ისრით თეძოში დაჭრილი ევრიპილოსი შეხვდა, [810] ზევსის ნაშიერი ევაიმონის ძე,
რომელიც კოჭლობით გამოდიოდა ბრძოლიდან, წყალივით სდიოდა ოფლი სახესა და მხრებზე, ხოლო მძიმე
ჭრილობიდან შავი სისხლი სდიოდა, მაგრამ გონება ჯერაც ნათელი ჰქონდა. ის რომ დაინახა, შეებრალა
მენოიტიოსის ვაჟკაც ძეს და დამწუხრებულმა ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „უბედურო მეომრებო, დანაელთა

163
მიწისმრყეველი — პოსეიდონი.
წინამძღოლებო და მსაჯულებო! ეს იყო თქვენი ბედი, რომ შორს მეგობრებისაგან და სამშობლო მიწისგან
ტროის მიწაზე მორბენალი ძაღლების საკბილო გამხდარიყავით? მაგრამ, მოდი, მითხარი ზევსის აღზრდილო
გმირო ევრიპილოს, [820] შეუძლიათ აქაველებს გოლიათი ჰექტორის დაოკება, თუ უნდა დაიღუპონ მისი
შუბით განგმირულები?“
მას სწრაფად უპასუხა დაჭრილმა ევრიპილოსმა: „მეტად აღარ შეუძლიათ, ზევსის შობილო
პატროკლოს, აქაველებს თავის დაცვა, მალე ავარდებიან შავ ხომალდებზე. უკვე ყველა, ვინც კი საუკეთესო
გვყავდა ბრძოლაში, ხომალდებზე წევს ტროელების ხელით შუბით ან ისრით დაჭრილი, ტროელთა ძალა კი
იზრდება. მაგრამ მე მაინც გადამარჩინე, შავ გემზე ამიყვანე, თეძოდან ამომიღე ისარი, თბილი წყლით [830]
მომბანე შავი სისხლი, საუკეთესო გამაყუჩებელი ბალახი დამადე, ამბობენ, რომ წამლობა აქილევსმა
გასწავლა, მას კი ქეირონმა ასწავლა, კენტავრთაგან ყველაზე სამართლიანმა. რაც შეეხება ექიმებს,
პოდალეირიოსსა და მაქაონს, ერთი, მგონი, კარავშია, ჭრილობა აწუხებს და თავად სჭირდება უზადო
მკურნალი, მეორე კი ბრძოლის ველზეა და უმკლავდება ტროელების მძვინვარებას.“
მას უპასუხა მენოიტიოსის ვაჟკაცმა ძემ: „რა ვუყოთ ამას ყველაფერს, რა ვიღონოთ, გმირო ევრიპილოს?
მე ახლა მივდივარ, რომ ბრძენ აქილევსს გადავცე სიტყვა, რომელიც [840] მიბრძანა გერენონელმა ნესტორმა,
აქაველთა მფარველმა; მაგრამ შენ ამ გასაჭირში მარტო არ დაგტოვებ.“
თქვა და მხარში ამოუდგა ხალხის მწყემსს, მიიყვანა კარვამდე; მსახურმა დაინახა და დააფინა ხარის
ტყავი, იქ დააწვინა პატროკლოსმა და დანით ამოაჭრა თეძოდან ბასრი ისარი, მობანა შავი სისხლი თბილი
წყლით, ხელით მოაყარა გახეხილი ძირი, რომელსაც შეეძლო ყველანაირი ტკივილის გაყუჩება, ჭრილობა
გაშრა და სისხლდენა გაჩერდა.
მეთორმეტე სიმღერა

ბრძოლა გალავნისთვის

კარავში მენოიტიოსის ვაჟკაცი ძე უვლიდა დაჭრილ ევრიპილოსს, ამასობაში არგოსელები და


ტროელები იბრძოდნენ მთელი ლაშქრებით და უკვე ვერც თხრილი იცავდა დანაელებს, ვერც ვრცელი
გალავანი, რომელიც ააგეს ხომალდების დასაცავად და ირგვლივ გაუთხარეს თხრილი, მაგრამ
ღმერთებისთვის არ შეუწირავთ ჰეკატომბე; მას უნდა დაეცვა სწრაფი ხომალდები და უზარმაზარი ნადავლი;
აიგო უკვდავი ღმერთების ნების უგულებელყოფით, და ამიტომ დიდხანს მტკიცედ დგომა არ ეწერა. [10] სანამ
ჰექტორი ცოცხალი იყო, განდგომილი აქილევსი მრისხანებდა და მეფე პრიამოსის ქალაქი აუღებელი იყო,
მანამდე აქაველთა დიდი გალავანიც ხელუხლებლად იდგა. შემდეგ, როდესაც ტროელთა საუკეთესო გმირები
დაიხოცნენ, მრავალი არგოსელი დაეცა, ზოგიც გადარჩა, დაემხო პრიამოსის ქალაქი მეათე წელს,
არგოსელები ხომალდებით საყვარელ სამშობლოში გაემგზავრნენ, — მაშინ დაადგინეს პოსეიდონმა და
აპოლონმა, მდინარეთა ძალა მიეშვათ მასზე და გალავანი დაენგრიათ. რა მდინარეებიც მოედინება იდის
მთიდან ზღვისკენ: [20] რესოსი, ჰეპტაპოროსი, კარენოსი, როდიოსი, გლენიკოსი, აისეპოსი, ღვთაებრივი
სკამანდროსი და სიმოეისი, რომლებშიც ტალახში ეყარა ხარის ტყავის უამრავი ფარი, მუზარადი და
ნახევრადღმერთი კაცების მოდგმა, ყველა ეს მდინარე ერთ სათავეში მოაქცია სხივოსანმა აპოლონმა, ცხრა
დღეს მიაწყდა ნაკადი გალავანს, აწვიმა ზევსმა გადაუღებლად, რომ დაელეწა გალავანი უფრო სწრაფად და
ჩაეტანა ზღვაში. თავად მიწისმრყეველს164 ხელთ ეპყრა სამკბილა, თავად წინამძღოლობდა და ტალღებში
ამსხვრევდა მორებისა და ქვისგან ნაკეთებ ყველა საძირკველს, რომლებიც დიდი წვალებით ჩაყარეს
აქაველებმა, [30] ყველაფერი მიწასთან გაასწორა და ჰელესპონტოსს შეურია; თავად დიდი სანაპირო კი
ხელახლა დაფარა ქვიშით, როგორც კი გალავანი დალეწა და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნა,
რომელშიც წყალი ადრეც მიედინებოდა მშვენიერი დინებით. ამის გაკეთებას აპირებდნენ მომავალში
პოსეიდონი და აპოლონი, მაგრამ ჯერ ომი იყო გაჩაღებული და ყიჟინა ისმოდა კარგად ნაგებ გალავანთან,
ურტყამდნენ უზარმაზარ ძელებს, რომ გაენგრიათ და ჩამოექციათ კოშკები; არგოსელები კი, რომელთაც
ზევსმა მათრახი გადაუჭირა, ღრმამუცლიან ხომალდებთან იყვნენ თავმოყრილი და გამაგრებულები,
ჰექტორისა ეშინოდათ, გაქცევის უმძლავრესი მრჩევლისა. [40] ის კი ძველებურად იბრძოდა გრიგალივით.
როგორც ძაღლებითა და მონადირეებით ალყაშემორტყმული ტახი ან ლომი სწრაფად ბრუნავს და თვალებით
ცეცხლს ანთებს, მონადირეები კი კედელივით აღიმართებიან მის წინაშე, წრეს კრავენ და ესვრიან სქელ და
სწრაფ ხელშუბებს, მაგრამ ვერ აღელვებენ მის ამაყ გულს, მას არ ეშინია, გაქცევას არ ფიქრობს და სწორედ
საკუთარი სიმამაცე დაღუპავს; ხშირ-ხშირად ტრიალებს, ხალხის რიგების გარღვევას ფიქრობს და საითაც
მიბრუნდება, იქ ხალხის რიგი უკან იხევს. ასეთი იყო ჰექტორი, როდესაც შეკრებილებთან მიდიოდა და
თხოვდა მეგობრებს, [50] გადასულიყვნენ თხრილზე, მაგრამ ფეხმარდი ცხენები ვერ ბედავდნენ, თხრილის
კიდესთან ყალყზე დგებოდნენ, ჭიხვინებდნენ, თხრილის სიღრმე თავზარს სცემდა მათ. თხრილი იოლი არ
იყო გადასახტომად, მაგრამ მასში ჩასვლაც ძნელი იყო, — ორივე მხარეს ციცაბოდ ეშვებოდა, თანაც მთელ
სიგრძეზე სარები იყო ჩარჭობილი, ისინი ჩაარჭვეს აქაველთა შვილებმა, ბევრი და დიდ-დიდი, რომ თავი
დაეცვათ თავდამსხმელებისგან. აქ ჩასვლა გაუჭირდებოდათ ცხენებს ეტლიანად, მაგრამ ქვეითებს გული
ერჩოდათ, შევძლებთო. [60] და მაშინ პოლიდამასი გვერდით დაუდგა გამბედავ ჰექტორს და უთხრა: „ჰექტორ
და ტროელთა და მოკავშირეთა სხვა მეთაურებო, აზრი არ აქვს თხრილზე სწრაფი ცხენებით გადასვლას. მისი
გადასვლა ძალიან ძნელია, ბასრი სარებია ჩარჭობილი, ირგვლივ კი აქაველთა გალავანია, ამ თხრილში არ
უნდა ჩავიდეთ და იქ არ უნდა ვიბრძოლოთ ცხენებით, ვიწროა და, მგონი, გაგვიჭირდება. თუკი ახლა

164
მიწისმრყეველი — პოსეიდონი.
მაღლითმქუხარე ზევსს გადაწყვეტილი აქვს მათი ერთიანად გაჟუჟვა, ხოლო ტროელებისთვის დახმარების
აღმოჩენა, ესაა გზა, რომელსაც უნდა დავადგეთ და დაე, მალე მოხდეს ეს! [70] დაე, უსახელოდ დაიღუპონ
არგოსიდან შორს აქაველები; მაგრამ თუ მობრუნდნენ ისევ, იერიშზე გადმოვიდნენ ხომალდებიდან და ამ
თხრილში ჩაგვყარეს, მაშინ, არ მგონია, ვინმე მაცნე გადარჩეს, რომ აქაველების ჩვენზე გამარჯვების ამბავი
მიიტანოს ტროაში. მაშ, მოდი, რასაც ახლა ვიტყვი, ყველამ დაიჯეროს: ცხენები დავტოვოთ და მეეტლეებმა
მიხედონ მათ თხრილთან; ჩვენ კი ჩამოვიდეთ ეტლებიდან, აღვიჭურვოთ საომარი საჭურვლით და ქვეითად
მივყვეთ ჰექტორს ყველანი ერთად, მაშინ აქაველები ვერ დაგვაკავებენ და მათი აღსასრულიც დადგება.“
[80] ასე თქვა პოლიდამასმა, ეს რჩევა მოეწონა ჰექტორს. იმავწამს შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე. სხვა
ტროელებიც შეგროვდნენ თავის ეტლებთან, ყველა ჩამოხტა ეტლიდან, როცა დაინახეს, რომ ღვთაებრივი
ჰექტორი მოიქცა ასე. შემდეგ თითოეულმა უბრძანა თავის მეეტლეს, ცხენები მოწესრიგებულად გაეწყოთ
თხრილის გასწრივ, თავად კი შექმნეს ჯგუფები, შეგროვდნენ და ხუთ კარგად გამართულ რაზმად გაჰყვნენ
თავის მხედართმთავრებს. ვინც მიჰყვებოდა ჰექტორსა და უზადო პოლიდამასს, ყველაზე ბევრნი და
საუკეთესონი იყვნენ, განსაკუთრებით წყუროდათ [90] გალავნის განგრევა და ღრმამუცლიან ხომალდებთან
ბრძოლა. მათ მესამე მეთაურად მიჰყვებოდათ კებრიონესიც, ეტლებთან კი ჰექტორმა დატოვა სხვა მეეტლე,
რომელიც კებრიონესს ჩამორჩებოდა. მეორე რაზმს მეთაურობდნენ პარისი, ალკათოოსი და აგენორი, მესამეს
— ჰელენოსი და ღვთისდარი დეიფობოსი, პრიამოსის ორი ვაჟი, მათთან მესამე იყო გმირი ასიოსი, ასიოს
ჰირტაკოსის ძე, რომელიც ტროაში მაღალი წაბლა ცხენებით ჩავიდა არისბედან, მდინარე სელეისიდან.
მეოთხე რაზმს მეთაურობდა ანქისესის მამაცი ძე, ენეასი და მასთან ერთად იყო ანტენორის ორი ვაჟი — [100]
არქელოქოსი და აკამასი, ყველანაირი ბრძოლის კარგი მცოდნე იყო ორივე. სარპედონი მოუძღოდა წინ
სახელგანთქმულ მოკავშირეებს, მეგობრებად ჰყავდა გლავკოსი და მამაცი ასტეროპაიოსი. ესენი მიაჩნდა
ყველაზე უკეთესებად, საკუთარი თავის შემდეგ, თვითონ კი ყველას ბევრად აღემატებოდა. ასე გაემზადნენ
ისინი და ერთად შეიკრნენ ხარის ტყავის ფარებით, პირდაპირ წავიდნენ დანაელებზე, გულში ფიქრობდნენ,
რომ ვეღარ შეაჩერებდნენ და შავ ხომალდებზე აცვივდებოდნენ. მაშინ ყველა ტროელი და სახელგანთქმული
მოკავშირე ერწმუნა პოლიდამასის რჩევას, [110] მხოლოდ ჰირტაკოსის ძე, ხალხთა წინამძღოლი ასიოსი, არ
ფიქრობდა ცხენების მიტოვებას და მეეტლისთვის ჩაბარებას, მაგრამ თავისთან დაიტოვა და სწრაფ
ხომალდებთან გაეშურა ეტლით უგნური, ამაყობდა თავისი ეტლით და ცხენებით, ხომალდებიდან უკან,
ქარიან ილიონში დაბრუნება კი არ ეწერა, რადგან მანამდე ბნელი სახელის ბედისწერა ეწვია იდომენევსის,
დევკალიონის ამაყი ძის შუბის სახით. მან თავისი ცხენები წარმართა ხომალდებისგან მარცხნივ, სადაც
აქაველები გამორბოდნენ ცხენებით და ეტლებით, [120] ამ გზას გაუყენა თავისი ეტლი და ცხენები და
აღმოჩნდა, რომ კარიბჭე არ იყო დაკეტილი და დიდი ურდული არ ედო, ღიად ჰქონდა ხალხს დატოვებული,
რომ მეგობართაგან ვინმეს, ბრძოლის ველიდან გამოქცეულს, ხომალდებთან ეპოვა ხსნა. ვერ გაერკვა და
პირდაპირ იქით მიმართა თავისი ცხენები, სხვები მას მიჰყვნენ ხმამაღალი ყიჟინით, ეგონათ, რომ აქაველები
ვეღარ შეძლებდნენ მათ შეკავებას და შავ ხომალდებზე აცვივდებოდნენ. უგუნურები! კარიბჭესთან ორი
საუკეთესო მეომარი დახვდათ, შუბოსანი ლაპითების სულმაღალი შვილები: პეირითოოსის ძე, მძლავრი
პოლიპოიტესი და [130] ლეონტევსი, კაცთამკვლელ არესის მსგავსი. ახლა ეს ორი იდგა მაღალ კარიბჭესთან,
როგორც მთებში ორი მაღალთავიანი მუხა, რომლებიც მთელი დღე უძლებენ ქარსა და წვიმას, ღრმა ფესვებით
გამაგრებული მიწაში, ასე ეს ორი, საკუთარ ხელებსა და ძალას მინდობილი, იდგა, სანამ ასიოსი
უახლოვდებოდათ და გაქცევას არ ფიქრობდნენ. თავდამსხმელები კი მაღლა აწეული ფარებით უტევდნენ
კეთილნაგებ გალავანს გამაყრუებელი ყიჟინით, მათი ბელადის, ასიოსის, იამენოსისა და ორესტესის, [140]
ადამას ასიოსის ძის, ოინომაოსისა და თოონის ირგვლივ შეკრებილები. ამასობაში გალავანს შიგნით მყოფი
ლაპითები ლამაზსაბარკულიან აქაველებს მოუწოდებდნენ, ებრძოლათ თავისი ხომალდების დასაცავად;
მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ პირდაპირ უტევდნენ გალავანს ტროელები, დანაელებში აღიძრა ხმაური და
მათ გაქცევა დაიწყეს, ის ორი კი წინ გამოიჭრა და კარიბჭის წინ დაიწყო ბრძოლა; ისინი ჰგავდნენ ორ გარეულ
ტახს, რომლებსაც ტყეში ელიან მონადირეებისა და ძაღლების თავდასხმას, ყველა მხარეს ამტვრევენ ბუჩქებს,
ძირიანად თხრიან ხეებს, ისმის მათი კბილების ღრჭიალი, [150] სანამ ვინმე არ მოარტყამს შუბს და სულს არ
ამოხდის. ასე ჟღრიალებდა ბრინჯაო მათ მკერდზე, შუბები ხვდებოდათ და მაინც მტკიცედ იბრძოდნენ,
საკუთარ ძალასა და მათ ირგვლივ მყოფ ხალხს მინდობილები. ისინი კი კარგად ნაგები კოშკებიდან
უზარმაზარ ლოდებს ისროდნენ და ასე იცავდნენ თავსაც, კარვებსაც და სწრაფმავალ ხომალდებსაც, როგორც
თოვლის ფიფქები ცვივა მიწაზე, როდესაც ქარბუქი ბობოქრობს და ჩრდილოვან ღრუბლებს მიაქანებს, და
თავსხმას მოუვლენს ნაყოფიერ მიწას, ასე აქაველთა და ტროელთა ხელიდან [160] ისრების წვიმა მოდიოდა,
ხოლო ჩამოგდებული ლოდებისგან ყრუდ გუგუნებდნენ მუზარადები და გირჩიანი ფარები. და მაშინ
ხმამაღლა შესძახა, ორივე ბარძაყზე დაირტყა ხელი ასიოსმა, ჰირტაკოსის ძემ და სიმწრით თქვა სიტყვა: „მამა
ზევსო, ახლა შენც მეტისმეტად შეგყვარებია ტყუილი, აღარ მეგონა, რომ აქაველი გმირები გაუძლებდნენ
ჩვენს ძალასა და დაუმარცხებელ მარჯვენას, ესენი კი, როგორც ერთად თავმოყრილი კრაზანები ან ფუტკრები,
რომლებიც ბუდეს იშენებენ გზის პირას, კლდოვან მხარეს, არასოდეს ტოვებენ ცარიელს ბუდეს, არამედ
ელოდებიან [170] მტაცებელ ხალხს, რომელსაც მათი ბუდეების მოშლა უნდა და იბრძვიან თავისი
შვილებისთვის, ასე არიან ესენიც, მხოლოდ ორნი არიან და კარიბჭიდან უკან დახევას მაინც არ აპირებენ,
სანამ სხვებს არ დახოცავენ ან თავად არ დაიხოცებიან.“
ასე თქვა, მაგრამ ზევსის გული ვერ მოიგო ამ ლაპარაკით, რადგან მას მხოლოდ ჰექტორის დიდებით
შემკობა სურდა. სხვები კი სხვა კარიბჭესთან ებრძოდნენ ერთმანეთს. ძნელია ჩემთვის, ყველაფერ ამას
ღმერთივით მოვყვე; გალავნის ირგვლივ არაადამიანური ბრძოლა გაჩაღდა, გულმოკლული არგოსელები
გაჭირვებით იცავდნენ ხომალდებს, იმ ღმერთებსაც წაუხდათ ნირი, [180] ვინაც კი იყვნენ ომში დანაელების
გულშემატკივრები; ხოლო ლაპითები მძვინვარებდნენ საძულველ ომში და იქ პერითოოსის ძემ, მძლავრმა
პოლიპოიეტესმა შუბით განუგმირა დამასოსს ბრინჯაოთი გაწყობილი მუზარადი, ბრინჯაოს ჩაჩქანმა ვერ
გაუძლო და ბრინჯაოსვე შუბმა მასში შეაღწია, ახადა თავის ქალა, ტვინი დაანთხევინა და მძვინვარედ
ამოხადა სული. შემდეგ მან სიცოცხლეს გამოასალმა პილონი და ორმენოსი. არესის ნაშიერმა, ლეონტევსმა
დაამხო ანტიმაქოსის ძე ჰიპომაქოსი, ქამარში მოარტყა შუბი და განგმირა. [190] შემდეგ ამოიღო ქარქაშიდან
ბასრი ხმალი, ბრბოში შეიჭრა და პირველს ანტიფატესს დაეცა თავს ხელჩართულ ბრძოლაში და მიწაზე
დააგდო ზურგით. შემდეგ დაერია მენონს, იამენოსსა და ორესტესს და ერთმანეთის მიყოლებით დააწვინა
ნაყოფიერ მიწაზე. ამასობაში, სანამ ელვარე აბჯარი ახადეს მოკლულებს, ის მეომრები, რომლებიც
პოლიდამასსა და ჰექტორს მოჰყვებოდნენ და იყვნენ ყველაზე მეტი და ყველაზე უკეთესი და რომელთაც
ყველაზე მეტად სწყუროდათ გალავანი დაელეწათ და ცეცხლისთვის მიეცათ ხომალდები, მიადგნენ თხრილს
და გაუბედავად გაჩერდნენ მის კიდესთან. [200] თხრილის გადასვლა სწყუროდათ, როდესაც ფრინველი
ეჩვენათ, — მაღლა ფრინავდა არწივი, ხალხისგან მარცხნივ და უზარმაზარ გველს მიაფრენდა კლანჭებით,
გველი ცოცხალი იყო, იკლაკნებოდა და ბრძოლას არ წყვეტდა, ძალა მოიკრიბა და ორგზის უკბინა არწივს
მკერდსა და კისერზე, მან ტკივილს ვერ გაუძლო, ბრჭყალი გაუშვა და გველი პირდაპირ ჩამოვარდა
შეგროვილ ხალხში, თავად კი იწივლა და გაჰყვა ქარის დინებას. ტროელებს თავზარი დაეცათ, როდესაც
დაინახეს, მათ თვალწინ როგორ იკრუნჩხებოდა მიწაზე გველი, — ეგისისმპყრობელი ზევსის
ავისმომასწავებელი ნიშანი.
[210] მაშინ თამამი პოლიდამასი მიუახლოვდა ჰექტორს და უთხრა: „ჰექტორ, კრებებზე ყოველთვის
მეწინააღმდეგები, როცა კარგ რჩევას გაძლევ, მართლაც, გონივრული არ ჩანს, რომ ხალხის წრიდან
გამოსულმა კაცმა შენს წინააღმდეგ ილაპარაკოს, საბჭოში იქნება ეს თუ ომში, მისი ვალია, პირიქით, შენი
ძალაუფლების გაზრდა; და მაინც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც საუკეთესოდ მიმაჩნია. მოდი, არ წავიდეთ
დანაელებთან საომრად მათ ხომალდებთან. მე მგონია, ყველაფერი ცუდად დამთავრდება, რაზეც
ფრინველმაც მიგვანიშნა, როდესაც ტროელებს თხრილის გადასვლა სწყუროდათ და ფრინველი ეჩვენათ, —
მაღლა ფრინავდა არწივი, ხალხისგან მარცხნივ [220] და უზარმაზარ გველს მიაფრენდა კლანჭებით, ჯერაც
ცოცხალს, მაგრამ უეცრად კლანჭებიდან გაუვარდა, ვერ დაასრულა საქმე და ვერ მოუტანა ბუდეში თავის
მართვეებს. ასე მოგვივა ჩვენც, რომც ავიღოთ კარიბჭე და დავლეწოთ აქაველთა გალავანი დიდი ძალით, უკან
დავახევინოთ აქაველებს, ხომალდებიდან უკან მწყობრად ვეღარ დავბრუნდებით, ბევრ ტროელს
დავკარგავთ, თავისი ხომალდებისთვის მებრძოლი აქაველები ბევრს დაგვიხოცავენ სპილენძით. ასე
განმარტავდა წინასწარმეტყველიც, რომელსაც კარგად ესმის ნიშანთა ენა და ხალხი მას დაუჯერებდა.“
[230] მას წარბშეკვრით შეხედა მუზარადმოელვარე ჰექტორმა და უთხრა: „პოლიდამას, არ მომწონს,
რასაც შენ ამბობ. შეგეძლო სხვა სიტყვა გეთქვა, ამაზე უკეთესი; მაგრამ თუ წრფელი გულით თქვი, რაც თქვი,
თავად ღმერთებს წაურთმევიათ შენთვის გონება! მეუბნები, რომ მჭექარე ზევსის ნება უარვყო და დავივიწყო,
რას შემპირდა და რაზე დამიკრა თავი? მიბრძანებ, გრძელფრთიან ფრინველებს დავუჯერო, რომლებსაც
არაფრად ვაგდებ და არ მადარდებს, მარჯვნივ მიფრინავენ განთიადისას ან მზის ჩასვლისას, [240] თუ
მარცხნივ მიფრინავენ ნისლსა და წყვდიადში165. ჩვენ გვჯერა დიდი ზევსის ნების, რომელიც ბატონობს
ყოველ მოკვდავსა და უკვდავზე. ფრინველთა ნიშნებიდან ყველაზე კარგი ნიშანია სამშობლოს დასაცავად
ბრძოლა. რატომ გეშინია ომისა და ბრძოლის? თუ ყველა ერთად უნდა დავიხოცოთ არგოსელთა
ხომალდებთან, ვერც მოასწრებ დაღუპვის შიშს, რადგან მეომრის მტკიცე გული არ გაგაჩნია; მაგრამ თუ
გაექცევი სასიკვდილო ბრძოლას, ან შენი სიტყვებით ვინმეს დაარწმუნებ, ომს თავი აარიდოს, [250] იმავწამს
შუბზე წამოგაგებ და სულს ამოგხდი.“
ასე თქვა და წინ გაიჭრა, უკან გაჰყვა ხალხი ყიჟინით, ხოლო ელვისმტყორცნელმა ზევსმა იდის მთიდან
აღძრა საშინელი გრიგალი, რომელმაც პირდაპირ ხომალდებს მიაყარა მტვერი; მაშინ აქაველნი დაეცენ
სულით, ხოლო ტროელებსა და ჰექტორს დიდება შეემატათ. და ისინი ნიშნებსა და საკუთარ ძალას
მინდობილნი შეუდგნენ აქაველთა გალავნის მსხვრევას. კოშკებს უმტვრიეს ქონგურები, დაუქციეს
გამაგრებები, ძალაყინებით მოარყიეს სვეტები, რომელიც აქაველებმა [260] მიწაში ჩაარჭვეს, როგორც
კოშკების პირველი საყრდენები. ამოიღეს ისინი და იმედი ჰქონდათ, რომ აქაველთა გალავანს დაანგრევდნენ,
მაგრამ ახლა დანაელები დაუდგნენ წინ და უკან არ იხევდნენ, ისინი ხარის ტყავის ფარებით იცავდნენ
ქონგურებს, ქვებსა და შუბებს უშენდნენ ყველას, ვინც გალავანს მიუახლოვდებოდა. ორივე აიასი
ხელმძღვანელობდა ბრძოლას კოშკიდან, ირგვლივ დადიოდა და აქაველებს ამხნევებდა. ზოგს ტკბილი
სიტყვით ეფერებოდნენ, ზოგს მკაცრი სიტყვით ჰკიცხავდნენ, თუკი დაინახავდნენ, რომ ვიღაც ბრძოლის
მიტოვებას აპირებდა: „ძვირფასო არგოსელებო, ვინც თავში ხართ და ვინც შუაში, [270] ვინც სულაც უკან,
რადგან ერთნაირები არ არიან ვაჟკაცები ბრძოლაში, ახლა ყველას გაგვიჩნდა საქმე. თვითონაც მშვენივრად
ხედავთ. უკან, ხომალდებისკენ, არავინ დაიხიოს, რაც უნდა მოესმას! წინ უნდა გავიდეთ და ერთმანეთი
გავამხნევოთ. იქნებ მჭექარე ოლიმპოსელმა ზევსმა მოგვაგერიებინოს მტრის იერიში და გზა გაგვიხსნას მათი
ქალაქისკენ!“
ასეთი ძახილით ბრძოლისკენ მოუხმობდნენ აქაველებს. როგორც ზამთარში მთელი დღე მიწაზე
გაუჩერებლად ცვივა თოვლის ფიფქები, როგორც ბრძენი ზევსი უგზავნის [280] თოვლს ადამიანებს და
აჩვენებს, რა ისრების პატრონია, როგორც აძინებს ქარებს, თოვას კი უმატებს, რათა დაფაროს მაღალი მთების
წვერები და ბორცვების თავები, დაბლობი ველები და ნაყოფიერი ყანები, ათოვს ჭაღარა ზღვას, ყურეებსა და
ნაპირებს, ტალღები შთანთქავენ მას, მაგრამ სხვა დანარჩენს ის ფარავს, როგორც ზემოდან ჩამოდის ზევსის
ქარბუქი, — ასე ათოვდა ორივე ლაშქარს ქვები ფიფქებად, ესროდნენ ტროელებს, ისროდნენ ტროელები
აქაველებისკენ და მთელ გალავანზე გუგუნი იდგა.
[290] და მაშინ ვერც ტროელები და ვერც სახელოვანი ჰექტორი ვერ შეძლებდნენ კარიბჭის შემტვრევას
და დიდი ურდულის დამსხვრევას, ბრძენ ზევსს რომ საკუთარი ძე, სარპედონი არ მიეშვა არგოსელებზე,

165
მარჯვნივ მიფრინავენ განთიადისას ან მზის ჩასვლისას, თუ მარცხნივ მიფრინავენ ნისლსა და წყვდიადში —
ფრინველთმისნობის დროს მარჯვენა მხარე კეთილის მომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა და მარცხენა — ავის
მომასწავებლად.
როგორც ლომი რქადაგრეხილ ხარებზე. იმავწამს გმირმა წინ აიფარა თავისი კარგად გაწონასწორებული
ფარი, ბრინჯაოს ლამაზი ჭედურობა, რომელიც ბრინჯაოს ოსტატმა გამოჭედა, ზედაპირი ხარის ტყავით
მორთო და ოქროს წკნელებით დაწნა კიდეებზე წრიულად. ეს ფარი წინ ჰქონდა და ორ შუბს არხევდა, დაიძრა
როგორც მთაში გაზრდილი ლომი, რომელსაც დიდხანს [300] ხორცი არ უგემნია და ახლა ამაყი გული მიუწევს
ცხვრების ფარაში შესავარდნად. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე აღმოაჩენს მწყემსებს, რომლებიც
ძაღლებითა და შუბებით დარაჯობენ ფარას, თავის განზრახვაზე ხელს არ იღებს და უკან არ იხევს, ან თავს
დაეცემა ფარას და შეიპყრობს ცხვარს, ან ვიღაცის სწრაფი ხელი პირველსავე მცდელობაზე შუბზე წამოაგებს.
ასე ეძახდა გული ღვთისდარ სარპედონს, გალავანს თავს დაცემოდა და ჩამოენგრია ქონგურები. იმავწამს
უთხრა გლავკოსს, ჰიპოლოქოსის ძეს: [310] „გლავკოს, რისთვის გვცემენ ჩვენ ორს პატივს საპატიო ადგილით,
ხორცით თუ სავსე თასით ლიკიაში და ღმერთებივით რატომ გვიყურებენ? რატომ გვაქვს ქსანთოსის
ნაპირებთან დიდი სანახები, საუკეთესო მიწები ვენახისა თუ ხორბლის ყანებისთვის? იმიტომ, რომ წინ
წავუძღვეთ ლიკიელებს და ფიცხელ ომში პირველ რიგებში ვიბრძოლოთ, რომ მჭიდროდ აღჭურვილმა ვინმე
ლიკიელმა თქვას ჩვენზე: „ვიღაც უსახელო ხალხი არ მეფობს ჩვენზე, ჩვენი მეფეები მსუქან ცხვარს თუ ჭამენ
[320] და თაფლივით ტკბილ ღვინოს თუ სვამენ, სამაგიეროდ, ძალაც დიდი აქვთ და ლიკიელების პირველ
რიგებშიც იბრძვიან.“ მეგობარო, რომ შეგვძლებოდა, ამ ომს რომ გავქცეოდით, დაუბერებლად გვეცხოვრა და
უკვდავებიც ვყოფილიყავით, მაშინ თვითონაც არ გავიჭრებოდი პირველ რიგებში საომრად და არც შენ
მოგიწოდებდი სახელის მოსახვეჭი ომისკენ; მაგრამ ახლა, როცა ვიცით, რომ სიკვდილის ათასი ქალღმერთი
გვადგას თავს, რომელსაც მოკვდავი კაცი ვერ აცდება, ვერ გაექცევა, წავიდეთ და სახელი მოვიხვეჭოთ ან სხვას
მოვახვეჭინოთ!“
ასე თქვა და დაემორჩილა გლავკოსი და ზურგი არ აჩვენა. [330] პირდაპირ გაიჭრნენ და ლიკიელთა
დიდი გუნდი თან გაიყოლეს. ისინი რომ დაინახა, თავზარი დაეცა პეტეოსის ძეს, მენესთევსს, რადგან
კოშკისკენ მოდიოდა მტერი და უბედურება მოჰქონდა. იყურებოდა აქაველთა კოშკიდან, იქნებ ვინმე დაენახა
მეთაურთაგან, რომ საფრთხე აეცილებინა თავისი მეგობრებისთვის და დაინახა, რომ ახლოს იდგა ომით
გაუმაძღარი ორი აიასი; იქვე იყო ტევკროსიც, რომელიც ახლახან გამოვიდა კარვიდან, მაგრამ ხმას ვერ
მიაწვდენდი, ისეთი ღრიანცელი იდგა და ცას სწვდებოდა ფარებზე დაცემული ისრებისა და შუბების, ცხენის
ძუის ჯიღიანი მუზარადებისა [340] და კარიბჭის ხმა: ყველა ჩაერაზათ უკვე და მათ წინ იდგნენ ტროელები
და ცდილობდნენ, დაელეწათ და ძალით შევარდნილიყვნენ. იმავწამს თოოტესი აფრინა შიკრიკად აიასებთან:
„გაიქეცი, ღვთაებრივო თოოტეს და უხმე აიასს, ან უკეთ, ორივეს, ეს კიდევ უკეთესი იქნებოდა, რადგან აქ
მალე საშინელება დატრიალდება. აქეთ მოიწევენ ლიკიელთა მეთაურები, რომლებიც ადრეც მძვინვარებდნენ
ფიცხელ ომში; მაგრამ თუ იქაც მძიმე ბრძოლა გაჩაღდა, მაშინ ტელამონის ძე მამაცი აიასი მაინც მოგვეშველოს
[350] და ტევკროსიც წამოჰყვეს, მოისრობაში გაწაფული.“
ასე თქვა, უსმინა შიკრიკმა და დაემორჩილა. სირბილით გაეშურა ბრინჯაომოსილი აქაველების
გალავნის გაყოლებით, მივიდა, დადგა აიასების გვერდით და უთხრა: „აიასებო, ბრინჯაომოსილი
არგოსელების მეთაურებო, გთხოვთ ზევსის აღზრდილი პეტეოსის საყვარელი ძე მასთან მისვლას, ის
განსაცდელშია და დაეხმარეთ, ორივე თუ წამოხვალთ, ეს საუკეთესო იქნებოდა, რადგან იქ მალე საშინელება
დატრიალდება. იქით მიიწევენ ლიკიელთა მეთაურები, რომლებიც ადრეც მძვინვარებდნენ ფიცხელ ომში;
[360] მაგრამ თუ აქაც მძიმე ბრძოლა გაჩაღდა, მაშინ ტელამონის ძე, მამაცი აიასი მაინც მიეშველოს და
ტევკროსიც წამოჰყვეს, მოისრობაში გაწაფული.“
ასე თქვა და დაემორჩილა ტელამონის ძე, დიდი აიასი. იმავწამს ოილევსის ძეს უთხრა ფრთოსანი
სიტყვა: „თქვენ ორნი, აიას და მძლავრო ლიკომედეს, აქ უნდა დადგეთ და დანაელებს მოუწოდოთ,
ვაჟკაცურად იომონ. მე იქ წავალ და მათ იერიშს მოვიგერიებ, უკან მალე მოვბრუნდები, როგორც კი მათ
დავეხმარები.“
[370] ასე თქვა და წავიდა აიას ტელამონის ძე, მას გაჰყვა ტევკროსიც, მამით ერთი ძმა. მათ დაედევნა
პანდიონიც, რომელსაც ტევკროსის მოხრილი მშვილდი მოჰქონდა. გალავანში გაიარეს და მიადგნენ
დიდგულოვანი მენესთევსის კოშკს, დიდ განსაცდელში მყოფი იპოვეს, ქონგურებს შავი ქარიშხალივით
მოსდებოდნენ ლიკიელების მძლავრი მეთაურები და მრჩეველები. ისინი შეიჭრნენ პირისპირ ბრძოლაში და
ყიჟინა დასცეს.
პირველი კაცი მოკლა აიას ტელამონის ძემ, — სარპედონის მეგობარი დიდსულოვანი ეპიკლესი, [380]
უხეში ლოდი ესროლა, რომელიც გალავანზე, ქონგურებთან იდო, უზარმაზარი, მას ორივე ხელით ვერ აწევდა
თუნდაც ძლიერი კაცი იმათგან, რომლებიც დღეს არიან, იმან კი მაღლა ასწია და ისროლა, ოთხგირჩიანი
მუზარადი დაულეწა და თავის ქალა დაუმსხვრია ეპიკლესს; მანაც მყვინთავივით ისკუპა მაღალი კოშკიდან
და ძვალს გაეყარა სული. ტევკროსმა კი გლავკოსი, ჰიპოლოქოსის მძლავრი ძე, როცა ის მაღალ გალავნზე
ადიოდა, დაუცველ იღლიაში ისრით დაჭრა და ბრძოლა შეაწყვეტინა. [390] იმავწამს ჩამოხტა გალავნიდან
მალულად, რომ ვინმე აქაველს დაჭრილი არ დაენახა და ტრაბახით არ დაეცინა მისთვის. გული ეტკინა
სარპედონს, გლავკოსის წასვლა რომ დაინახა, მაგრამ თავად არ მოეშვა ბრძოლას, შუბი ჩასცა ალკმაონს,
თესტორის ძეს, ამოაძრო იარაღი, ის შუბს გამოჰყვა და პირქვე დაემხო და მისმა ბრინჯაოს საჭურველმა
გაიჟღრიალა. სარპედონმა მძლავრი ხელი ჩაავლო ქონგურს, მოქაჩა და მთელი ქონგური ჩამოინგრა, ზემოდან
მოშიშვლდა გალავანი და გზა გაეხსნა მრავალს.
[400] დამანგრეველს აიასი და ტევკროსი დაუპირისპირდნენ. ტევკროსმა ისარი ესროლა და მკერდზე
გადაჭიმულ ელვარე ქამარში მოახვედრა, რომელსაც კაცის სიმაღლის ფარი ეჭირა, მაგრამ ზევსმა სიკვდილს
გადაარჩინა საკუთარი შვილი და არ გასწირა ხომალდების კოჩოებთან. აიასმა ფარზე მიიტანა იერიში, მაგრამ
შუბისპირმა ვერ გააღწია, თუმცა მძვინვარე მტერს ქონგურიდან ოდნავ უკან დაახევინა, განზრახვაზე კი ხელი
ვერ ააღებინა: გულით ისევ სახელის მოხვეჭას ფიქრობდა. მიუბრუნდა და დაუძახა ღვთისდარ ლიკიელებს:
„ლიკიელებო, ხომ არ მოგაკლდათ მძვინვარე სიმამაცე? [410] მძიმეა ჩემთვის, თუნდაც ძალიან მძლავრი ვიყო,
მარტოს არ შემიძლია, დავლეწო და გზა გაგიხსნათ ხომალდებისკენ; მაშ, მომყევით! ბევრნი თუ გავირჯებით,
დავძლევთ ამ საქმეს!“
ასე თქვა და მათ საყვედურისა შერცხვათ, უფრო მტკიცედ შეიკრნენ თავისი მეფისა და მრჩევლის
ირგვლივ. ამასობაში არგოსელები ამაგრებდნენ საბრძოლო რიგებს, გალავნის შიგნით მათ დიდი საგმირო
საქმე ელოდათ. ვერც მძლავრი ლიკიელები ახერხებდნენ დანაელების გალავნის დამსხვრევას და
ხომალდებისკენ გზის გაკაფვას, ვერც შუბოსანი დანაელები ახერხებდნენ [420] იქ მომდგარი ლიკიელების
გალავნიდან მოგერიებას. როგორც ორი მეზობელი საზომით ხელში მწარედ იბრძვის ზიარ ყანაში საზღვრის
დასადგენად, ვიწრო ადგილის გაყოფაზე ვერ თანხმდებიან, ასევე ჰყოფდა ორ ლაშქარს ქონგურები და მათ
გასწვრივ ებრძოდნენ ერთმანეთს ხარის ტყავის მრგვალი ფარებითა და უხეში ტყავის ფრთოსანი ფარებით.
ბევრი დაიჭრა ულმობელი ბრინჯაოთი, თუკი ვინმემ ბრძოლას ზურგი შეაქცია, ზურგშივე დაიჭრა
სამარცხვინოდ, ხოლო ბევრი ვერ დაიცვა საკუთარმა ფარმა. [430] კოშკები და ქონგურები ყველგან ადამიანის
სისხლით იყო მოთხვრილი ორივე მხრიდან, ტროელებისა და აქაველების მხრიდან; მაგრამ ამასაც არ შეეძლო
შეეშინებინა აქაველები და ისინი წონასწორობას იცავდნენ. როგორც დღიურად მშრომელი ქალი, რომელსაც
სასწორი აქვს და პინებით მატყლს თანაბრად წონის; შრომობს, რომ ბავშვებისთვის ღარიბული გასამრჯელო
მიიღოს, ასე თანაბარი იყო ორივე მხარე ბრძოლასა და ომში, სანამ ზევსმა არ მიანიჭა მეტი დიდება ჰექტორს,
პრიამოსის ძეს, რომელმაც პირველმა გაანგრია აქაველთა გალავანი. გამგმირავი ხმით შესძახა ტროელებს:
[440] „აღდექით, ცხენთამხედნელო ტროელებო, დალეწეთ არგოსელთა გალავანი და ღვთის დანთებულ
ცეცხლს მიეცით მათი ხომალდები!“
ასე ბრძანა, შეძრა ყველა და უსმინა ყველამ, წავიდნენ პირდაპირ გალავნისკენ ერთ ჯგუფად, შემდეგ
ქონგურებზე ასვლა დაიწყეს ბასრი შუბებით შეიარაღებულებმა. ამასობაში ჰექტორმა აიღო ლოდი, რომელიც
კარიბჭის წინ ეგდო, სქელი ძირით და წვეტიანი თავით, მას ორი ყველაზე ძლიერი კაციც იოლად ვერ
დაძრავდა მიწიდან, ახლა ვინც არიან, იმათგან, მან კი მარტომაც იოლად ასწია. [450] ასეთი სიმსუბუქე მიანიჭა
მას ცბიერი კრონოსის ძემ. როგორც მწყემსს იოლად შეუძლია ერთი ხელით აიღოს მამალი ცხვრის საწმისი და
მსუბუქია მისი ტვირთი, ასევე ჰექტორმა აიღო ლოდი და წაიღო პირდაპირ კარიბჭისკენ, რომელიც იყო
მჭიდროდ ჩარაზული, მაღალი და ორკეცი, შიგნიდან ორმაგ ურდულს ეჭირა და ერთი ჭანჭიკი კრავდა.
ძალიან ახლოს მივიდა, ფეხები გაშალა, მყარად დადგა, დაიძაბა და შუაში დაუმიზნა, რომ ძალა არ
დაკლებოდა ნასროლს, დაილეწა ორივე ანჯამა და ქვა უკვე შიგნით დაეცა [460] სიმძიმით, დაიგრიალა
კარიბჭემ, ვეება ურდულმა ვეღარ დააკავა და აქით-იქით გაიხსნა კარიბჭის ფრთები ლოდის დაცემისგან და
სახელგანთქმული ჰექტორი შეიჭრა, სწრაფი ღამის იერი ჰქონდა, საშინლად ელვარებდა ბრინჯაო, რომელიც
მთელს ტანზე ეცვა და ხელშიც ორი შუბი ეჭირა, ვინც უნდა შეხვედროდა, ღმრთის გარდა ვეღარავინ ვერ
შეაჩერებდა, როცა კარიბჭეში შეიჭრა, ცეცხლი ენთო თვალებში. მოუბრუნდა და უბრძანა ტროელებს ერთად
თავმოყრილი ასულიყვნენ გალავანზე და მის მოწოდებას დაემორჩილნენ ისინიც. იმავწამს ზოგმა გალავანზე
ასვლა დაიწყო, [470] ზოგი გახსნილ კარიბჭეს მიაწყდა, დანაელებმა მიაშურეს ღრმამუცლიან ხომალდებს და
ყურთასმენა აღარ იყო.
მეცამეტე სიმღერა

ბრძოლა ხომალდებთან
ახლა ზევსმა, რომელმაც ტროელები და ჰექტორი ხომალდებს მიუახლოვა, დატოვა ისინი იქ, უწყვეტი
გარჯა და დარდი დაუტოვა, თავად კი ელვარე თვალები მიმართა შორს, დახედა ცხენების მოყვარული
თრაკიელების მიწას, ხელჩართული ბრძოლის ოსტატ მისიელებს, ამაყ ჰიპემოლგოსებს166, ცხენის რძის
მსმელებს და აბიოსებს, ყველაზე სამართლიანებს ადამიანთა შორის. ტროისკენ საერთოდ არ გაუხედავს
ელვარე თვალებით, რადგან გულში იმედი ჰქონდა, რომ არც ერთი ღმერთი არ ისურვებდა მხარში
ამოდგომოდა ტროელებს ან დანაელებს; [10] მაგრამ მიწისმრყეველს არ დაბრმავებია თვალი: იჯდა და
აღტაცებით უმზერდა ომსა და ბრძოლას თრაკიული ტყიანი სამოსის უმაღლესი მწვერვალიდან, რადგან
იქიდან მოჩანდა მთელი იდა, პრიამოსის ქალაქი და აქაველთა ხომალდები. იქ იჯდა, ზღვიდან ამოსული,
ებრალებოდა ტროელებისგან შევიწროებული აქაველები და ძალიან ბრაზობდა ზევსზე. უეცრად სწრაფი
ნაბიჯით დაეშვა კლდოვანი მთიდან, აცახცახდა დიდი მთები და ტყე მიმავალი პოსეიდონის უკვდავ
ფეხქვეშ. [20] სამი ნაბიჯი გადადგა და მეოთხეზე მიაღწია მიზანს, — აიგეს, იქ იყო მისი სახელგანთქმული
სასახლე ზღვის სიღრმეში, ოქროთი მბრწყინავი და მარადიული. იქ რომ მივიდა, ეტლში შეაბა ორი
ბრინჯაოსფეხება ცხენი, სწრაფად მფრენი, ოქროს ფაფრიანი, თავადაც ტანზე ოქრო ჩაიცვა, ხელშიც
ოსტატურად ნაკეთები ოქროს მათრახი აიღო, ავიდა ეტლზე და გააქანა ტალღებზე, ყოველი მხრიდან
სიღრმიდან ამოხტნენ ზღვის ურჩხულები, როდესაც პატრონი იცნეს, გახარებული ზღვა გაიხსნა მათ წინ, [30]
ისინი კი სწრაფად მიფრინავდნენ და ბრინჯაოს ღერძსაც არ ასველებდნენ. სწრაფი ჭენებით ცხენებმა
აქაველთა ხომალდებთან მიიყვანეს.
არის ფართო გამოქვაბული ზღვის სიღრმეში ტენედოსსა და კლდოვან იმბროსს შორის; იქ გააჩერა
ცხენები მიწისმრყეველმა პოსეიდონმა, ეტლიდან გამოხსნა, ამბროსიული საკვები მისცა საჭმელად, ფეხებზე
კი ოქროს მტკიცე და მოუცილებელი ხუნდები დაადო, რომ იქ უძრავად დალოდებოდნენ პატრონის
დაბრუნებას, თავად კი გაეშურა აქაველთა ბანაკისკენ.
მუშტად შეკრული ტროელები ცეცხლივით ან გრიგალივით [40] ჰექტორს, პრიამოსის ძეს,
დაუცხრომელი მძვინვარებით მიჰყვებოდნენ ერთიანი ყიჟინით; იმედი ჰქონდათ, რომ აქაველთა ხომალდებს
აიღებდნენ და მათ წინ ამოხოცავდნენ ყველა მეთაურს; მაგრამ მიწისმპყრობელი და მიწისმრყეველი
პოსეიდონი ამოვიდა ღრმა ზღვიდან და არგოსელები გაამხნევა კალქასს მიმსგავსებულმა იერით და მძლავრი
ხმით. ჯერ მიმართა ორ აიასს, რომლებიც ისედაც მძვინვარებდნენ: „აიასებო, თქვენ ორნი გადაარჩენთ აქაველ
ხალხს, რადგან ვაჟკაცობაზე გიჭირავთ თვალი და არა საზარელ ძრწოლაზე. სხვაგან ვერ შემაშინებდა
დაუმარცხებელი ხელი [50] ტროელებისა, რომლებიც დიდ გალავანში გროვად შემოიჭრნენ, რადგან მათ
ყველას მოიგერიებენ ლამაზსაბარკულიანი აქაველები. მაგრამ აქ განსაკუთრებით მეშინია, რამე არ
მოგვივიდეს, როდესაც ეს შეშლილი ხანძარივით მოუძღვის წინ, ეს ჰექტორი, რომელიც იქადნის, ზევსის
უმძლავრესი შვილი ვარო; თქვენ ორსაც შეიძლება ჩაგიდოთ გულში რომელიმე ღმერთმა, რომ მტკიცედ
დადგეთ და სხვებიც გაამხნევოთ; რაოდენ მძლავრიც უნდა იყოს, თქვენ შეგიძლიათ სწრაფმავალი
ხომალდებიდან მოიგერიოთ, თუნდაც თავად ოლიმპოსელი აქეზებდეს მას.“
ეს თქვა მიწისმპყრობელ-მიწისმრყეველმა, კვერთხი [60] შეახო ორივეს და გაავსო მძლავრი სიმამაცით,
კიდურები მსუბუქად უქცია, ფეხებიც და ხელებიც, თავად კი როგორც ფრთამალი ქორი მაღალი კლდის
სიმაღლიდან აიჭრება და მინდორ-მინდორ დაედევნება რომელიმე ფრინველს, ასე წავიდა მათგან
მიწისმრყეველი პოსეიდონი. ორიდან პირველმა ოილევსის ძემ, სწრაფმა აიასმა იცნო და უმალ უთხრა აიას
ტელამონის ძეს: „აიას, ჩვენ ორს ოლიმპოსის მპყრობელმა რომელიღაც ღმერთმა, მისანს მიმსგავსებულმა
ხომალდებთან ბრძოლა გვიბრძანა; [70] ეს არ არის კალქასი, ფრინველთმისანი წინასწარმეტყველი,
ზურგიდან იოლად ვიცანი ღმერთი ნაკვალევით და წვივებით, იოლი საცნობი არიან ღმერთები. ახლა კი
ვგრძნობ, რომ მკერდში გული უფრო მძაფრად მიმიწევს ომისა და ბრძოლისაკენ, ვეღარ ითმენენ ქვემოთ
ფეხები და ზემოთ ხელები.“

166
ჰიპემოლგოსები — „ფაშატის მწველავები“, სკვითრი ტომი.
მას უპასუხა აიას ტელამონის ძემ: „მეც ახლა უძლეველი მარჯვენა შუბისკენ მიმიწევს მძვინვარედ,
ძალა მეზრდება, ფეხს ვერ ვაჩერებ და მზად ვარ, [80] ორთაბრძოლაში შევხვდე ჰექტორს, პრიამოსის ძეს.“ ამას
ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ბრძოლა უხაროდათ, ეს ჩაუდო გულში ღმერთმა, ამასობაში მიწისმრყეველმა
უკანა რიგების აქაველები გაამხნევა, რომლებიც სულს ითქვამდნენ სწრაფ ხომალდებთან. მთელი სხეულით
მოეშვნენ მძიმე გარჯით დაქანცულები, გულში უიმედობა შეეპარათ, როცა დაინახეს, ტროელების მთელი
ხროვა როგორ გადმოვიდა დიდ გალავანზე. მათ რომ უყურებდნენ თვალებიდან ცრემლები სცვიოდათ,
იმედი აღარ ჰქონდათ, რომ დაღუპვას გადაურჩებოდნენ; მაგრამ მიწისმრყეველმა [90] დაიარა მათი
საბრძოლო რიგები და იოლად შთაბერა მხნეობა. პირველად მივიდა გასამხნევებლად ტევკროსთან და
ლეიტოსთან, გმირ პენელეოსთან, თოასთან და დეიპიროსთან, მერიონესთან, ანტილოქოსთან, გამოცდილ
მეომრებთან. გაამხნევა ისინი და ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „სირცხვილი თქვენ, არგოსელებო, ჭაბუკო
მეომრებო! მეგონა, თავდაჯერებულად იომებდით და გადაარჩენდით ჩვენს ხომალდებს; ხოლო თუ თქვენ
თავს აარიდებთ სასტიკ ომს, მაშინ დამდგარა ტროელთა გამარჯვების დღე და ეგაა! ო, თავის მოჭრა!
საოცრებას ხედავენ ჩემი თვალები, [100] საშინელებას, რომელსაც ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი,
ტროელები ჩვენს ხომალდებს მოადგნენ! ისინი, ადრე რომ გაქცეულ ირმებს ჰგავდნენ, ტყეში აფთრების,
ჯიქებისა და მგლების საკბილოდ რომ დადიან და ბრძოლის ჟინი არ გააჩნიათ! ადრე ხომ ტროელები ვერ
ბედავდნენ დაპირისპირებოდნენ აქაველთა ძალას და ხელებს, ოდნავაც კი. ახლა კი ქალაქიდან შორს
ღრმამუცლიან ხომალდებთან იბრძვიან ჩვენი წინამძღოლის სულმდაბლობისა და ხალხის დაუდევრობის
გამო, მასთან დაპირისპირებულებს არ სურთ დაიცვან [110] სწრაფმავალი ხომალდები და ამიტომ იხოცებიან
მათ წინ; მაგრამ თუნდაც მართლა ყოველმხრივ დამნაშავე იყოს ატრევსის გმირი ძე, დიდ სივრცეთა
მბრძანებელი აგამემნონი, რადგან შეურაცხყო პელევსის ფეხმარდი ძე, ჩვენ ხომ მაინც არ უნდა გავექცეთ
ომს?! თავი განვიკურნოთ, ვაჟკაცის გულის განკურნვა შეიძლება, მეტად აღარ მიატოვოთ მძვინვარე
ვაჟკაცობა, თქვენ ყველას ჯობნით მთელ ლაშქარში; მე არ გავუბრაზდებოდი ომის მიმტოვებელ კაცს, თუკი
უძლურია, მაგრამ თქვენ კი გულით უნდა განგირისხდეთ! [120] ძვირფასებო! კიდევ უფრო დიდ სიავეს
გააკეთებთ ამ სულმდაბლობით! გულში ჩაიხედეთ თითოეულმა, იპოვეთ იქ შერცხვენა და ხალხისგან
შერისხვა, რადგან წინ მართლაც დიდი ბრძოლა გელოდებათ. საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი, მძლავრი
ჰექტორი უკვე ხომალდებთან ომობს, დალეწა კარიბჭე და უზარმაზარი ურდული.“ ასე დაარწმუნა
მიწისმრყეველმა და გამოაცოცხლა აქაველები. ორი აიასის ირგვლივ დაჯარდნენ მძლავრი მეომრები,
რომელთაც თუ დაუვლიდა, ვერც არესი უპოვიდა ნაკლს და ვერც ხალხთა აღმძვრელი ათენა; რჩეული
ვაჟკაცები ტროელებსა და ღვთაებრივ ჰექტორს ელოდნენ, [130] შემჭიდროვდა შუბი შუბთან, ფარი ფართან,
მუზარადი მუზარადთან, კაცი კაცთან. ერთმანეთს ეხებოდნენ ცხენის ძუის ჯიღიანი მუზარადების
მოელვარე გირჩები, როცა გმირები თავს ხრიდნენ, იმდენად მჭიდროდ იდგნენ გვერდიგვერდ. შუბები
იკეცებოდა მათი გამბედავი ხელებით შერხეული, მათი ფიქრები კი პირდაპირ მიიწევდნენ ბრძოლას
მოწყურებულები. ტროელები გუნდად დაიძრნენ, მათ მოუძღოდა ჰექტორი, პირდაპირ მოფრინავდა,
როგორც კლდეს მოწყვეტილი ლოდი, რომელიც ბუდიდან ამოუგდია ზამთრის ავდრით ადიდებულ
მდინარეს, საძირკველი კი გამოუცლია თავსხმა წვიმას და [140] ზემოდან დაძრული მოფრინავს და გზაში
მთელ ტყეს აჩანაგებს, ვერაფერი ვერ აჩერებს, სანამ არ მიაღწევს დაბლობს, იქ კი ჩერდება და ვეღარ მიგორავს
ძველი შემართებით. ასე თავიდან ჰექტორიც იმუქრებოდა, რომ ზღვამდე იოლად მიაწევდა აქაველთა
კარვებისა თუ ხომალდების გავლით და ხოცვა-ჟლეტით, მაგრამ როდესაც გადააწყდა მეომართა ხშირ რიგებს,
შეჩერდა მათ წინაშე. აქაველთა შვილები მათ დახვდნენ ხმლებითა თუ ორმხრივი შუბებით და მოიგერიეს,
გააოგნეს და უკან დაახევინეს. გამგმირავი ხმით მიმართა ტროელებს: [150] „ტროელებო, ლიკიელებო და
ხელჩართული ბრძოლის ოსტატო დარდანელებო, შეჩერდით! დიდხანს ვერ შემაკავებენ აქაველები, თუნდაც
კოშკივით აღიმართონ ჩემს წინააღმდეგ, მგონი, ჩემი შუბი უკან დაახევინებს მათ, თუკი ზურგს მიმაგრებს
საუკეთესო ღმერთი, ჰერას მჭექარე მეუღლე.“
ასე თქვა, გული გაუმაგრა და აღაგზნო თითოეული. დიდი გულით გამოვიდა დეიფობოსი, პრიამოსის
ძე, წინ ეკავა გაწონასწორებული ფარი, მსუბუქი ნაბიჯით დაიძრა ფარით დაცული. მერიონესმა დაუმიზნა
მოელვარე შუბი [160] და ესროლა, არ აუცილებია, მოარტყა ხარის ტყავის გაწონასწორებულ ფარში, მაგრამ
გრძელმა შუბმა ბოლომდე ვერ გააღწია და შუბისპირთან გატყდა, დეიფობოსმა კი ფარი შორს გასწია, რადგან
შეუშინდა ბრძენი მერიონესის შუბს, გმირმა კი თავისი მეგობრებისკენ დაიხია, საშინლად გამწარებული იყო
ორ რამეზე: ბრძოლაც რომ ვერ მოიგო და შუბიც რომ გაუტყდა. უკან გაეშურა კარვებისა და აქაველთა
ხომალდებისკენ, რომ აეღო დიდი შუბი, რომელიც კარავში ჰქონდა დატოვებული. სხვები კი იბრძოდნენ და
უწყვეტი ყიჟინა ისმოდა. [170] პირველმა ტევკროს ტელამონის ძემ მოკლა კაცი, შუბოსანი იმბრიოსი,
ცხენმრავალი მენტორის ძე; აქაველთა შვილების მოსვლამდე იგი პედაიოსში ცხოვრობდა, ცოლად ჰყავდა
პრიამოსის ბუში, მედესიკასტე; მაგრამ როცა დანაელთა ორივე მხრიდან მოხრილი ხომალდები ჩამოვიდნენ,
უკან, ილიონში გაბრუნდა. გამოირჩეოდა ტროელებში, ცხოვრობდა პრიამოსთან და მეფე საკუთარი
შვილებისგან არ ასხვავებდა. მას ტელამონის ძე ყურის ქვეშ მისწვდა დიდი შუბით, გამოაძრო იარაღი და ისიც
დაეცა იფნის ხესავით, რომელიც მთის მწვერვალზე შორიდან მოჩანს, [180] მაგრამ ბრინჯაოს ცულით
მოიჭრება და სათუთ ფოთლებს მიწას შეახებს; ასე დაეცა და ყრუდ გაიჟღრიალა ბრინჯაოთი ოსტატურად
გაწყობილმა აბჯარმა. ტევკროსი დააცხრა, აბჯრის აყრა სწყუროდა, მაგრამ ჰექტორმა სტყორცნა მოელვარე
შუბი, დაინახა და ძლივს აიცილა ბრინჯაოს შუბი, მაგრამ ამფიმაქოსს, ქტეატოსის ძეს, აქტორიონის
შთამომავალს, ბრძოლაში შესულს, შიგ მკერდში მოხვდა. ხმაურით დაეცა და აბჯარმა გაიჟღრიალა მასზე.
ჰექტორი დააცხრა, რომ დიდგულოვანი ამფიმაქოსის თავიდან მოეხადა საფეთქლებთან შეკრული
მუზარადი, [190] მაგრამ აიასმა წინწაწეულ ჰექტორს ელვარე შუბი დაახვედრა, სხეულს ვერ შეეხო, რადგან
მთლიანად შემზარავ ბრინჯაოში იყო ჩამჯდარი, მაგრამ ფარის შუაგულში მოარტყა და უკან დაახევინა
დიდმა ძალამ, ხოლო ორივე ცხედარი ბრძოლის ველიდან გაათრიეს აქაველებმა. ამფიმაქოსი ღვთაებრივმა
სტიქიოსმა და მენესთევსმა, ათენელთა მხედართმთავრებმა გააქანეს აქაველი ხალხისკენ. იმბრიოსი კი
მძვინვარე ვაჟკაცობით აგზნებულ ორ აიასს, როგორც ორ ლომს, თხას რომ გამოგლეჯენ ბასრკბილებიან
ნაგაზებს, ამაყად მიჰყავს ხშირ ბუჩქნარში, [200] მიწიდან მაღლა უჭირავს ყბებით, სწორედ ასე ორ აიასს მაღლა
ეჭირათ აბჯარასხმული და საჭურველს ხსნიდნენ, ხოლო თავი ნაზ კისერს მოაკვეთა ოისევსის ძემ,
ამფიმაქოსის გამო განრისხებულმა და ბურთივით ესროლა ტროელ მეომართა გუნდს და ისიც ჰექტორის
ფეხებთან დაეცა მტვერში. მაშინ კი გულით განრისხდა პოსეიდონი შვილიშვილის დაცემის გამო ფიცხელ
ბრძოლაში, წავიდა აქაველთა კარვებთან და ხომალდებთან, აღაგზნო დანაელები, ტროელებს კი განსაცდელი
მოუმზადა. [210] იდომენევსი, სახელგანთქმული შუბოსანი შემოხვდა მას, მეგობრისგან მოდიოდა, რომელიც
ბრძოლიდან დაბრუნდა, მუხლში დაჭრილი ბასრი ბრინჯაოთი. ეს კაცი მეგობრებმა გამოიყვანეს
ბრძოლიდან, იდომენევსმა იგი მკურნალებს ჩააბარა, კარვიდან გამოვიდა, ომში დაბრუნებას აპირებდა, როცა
დაელაპარაკა მძლავრი მიწისმრყეველი, რომელმაც ხმით დაემსგავსა თოასს, ანდრაიმონის ძეს, რომელიც
მთელ პლევრონსა და მაღალ კალიდონში აიტოლიელებზე მბრძანებლობდა და ხალხი ღმერთივით სცემდა
პატივს: „იდომენევს, კრეტელების მრჩეველო, სად წავიდა ის მუქარა, [220] რომლითაც ტროელებს
ემუქრებოდნენ აქაველთა შვილები?“ მას კი უპასუხა იდომენევსმა, კრეტელთა წინამძღოლმა: „თოას, ახლა
არც ერთი კაცი არ არის დამნაშავე, როგორც მე ვხვდები, ყველამ ვისწავლეთ ომი. სულმდაბალი შიში არავის
აქვს და არც ფიქრობს ვინმე ბოროტი ომის მიტოვებას, თუმცა ეს მოსწონს მძლეთამძლე კრონოსის ძეს,
უსახელოდ სურს დაღუპოს არგოსიდან შორს აქაველები; მაგრამ თოას, ძველადაც ხომ ომში მტკიცე იყავი, შენ
ამხნევედი სხვებსაც, როდესაც ბრძოლის მიტოვებას ფიქრობდნენ, [230] მაშ, ახლაც არ მიატოვო და აღაგზნე
თითოეული კაცი!“
მას უპასუხა მიწისმრყეველმა პოსეიდონმა: „იდომენევს, ის კაცი ვერასდროს დაბრუნდება ტროიდან,
აქ დარჩება და ძაღლების გასართობი გახდება, ვინც დღეს ბრძოლას თავისი ნებით გაექცევა. აისხი აბჯარი და
ჩემთან ერთად წამოდი, უნდა დავაჩქაროთ, ჩვენ ორმაც კი შეიძლება სარგებლობა მოვიტანოთ. სუსტი
მეომრების ერთიანობასაც კი ვაჟკაცობა მოსდევს, ჩვენ ორს კი უძლიერესებთანაც მოგვწევია ბრძოლა.“
ასე თქვა და ისევ მიაშურა ღმერთმა ადამიანთა მძიმე შრომას. [240] იდომენევსი კი მივიდა თავის
კეთილნაგებ კარავში, ტანზე აისხა ლამაზი აბჯარი, აიღო ორი შუბი და წავიდა ელვასავით, რომელსაც
კრონოსის ძე ხელით იღებს და ისვრის შუქმფინარი ოლიმპოსიდან, ნიშანს აძლევს მოკვდავებს ნათელი
სხივებით, ასე ელავდა მის მკერდზე ბრინჯაო, როცა მირბოდა. კარავთან ახლოს შეხვდა მერიონესი, მისი
მამაცი მსახური, თავისი ბრინჯაოს შუბის აღება სურდა და უკან დაბრუნება; მას მიმართა მძლავრმა
იდომენევსმა: „მერიონეს, მოლოსის ძეო, ფეხმარდო, უსაყვარლესო მეგობარო, [250] რამ მიგატოვებინა
სასტიკი ომი და აქ რამ მოგიყვანა? დაჭრილი ხომ არ ხარ, ჭრილობის ტკივილი ხომ არ გტანჯავს? ვინმესგან
რაიმე ამბავი ხომ არ მოგაქვს ჩემთვის? მე ჩემდა თავად კარავში ჯდომას არ ვაპირებ, ბრძოლას ვაპირებ!“
მას უპასუხა გონიერმა მერიონესმა: „იდომენევს, ბრინჯაომოსილ კრეტელთა მრჩეველო, უკან
ვბრუნდები, შუბი რომ ავიღო, თუ გაქვს კარავში, რადგან ჩემი გამიტყდა, როცა მოვარტყი არაადამიანური
ძალის დეიფობოსის ფარს.“
მას უპასუხა კრეტელთა მეთაურმა იდომენევსმა: [260] „შუბებს იპოვი ერთსაც და ოცსაც, თუ გინდა,
კარვის შემოსასვლელ კედელსაა მიყრდნობილი და ბრწყინავს; ჩემგან მოკლულ ტროელებს წავართვი
შუბები, მე ხომ ფიცხელ ბრძოლაში შორს არ ვუდგები მოწინააღმდეგეებს. ამიტომ მაქვს შუბებიც, გირჩიანი
ფარებიც, მუზარადებიც, საჭურველიც, ბრწყინავს ყველაფერი.“
მაშინ გონიერმა მერიონესმა უპასუხა: „ჩემს კარავშიც და შავ ხომალდზეც ტროელების ბევრი
ნადავლია, მაგრამ ახლოს არ არის, რომ ავიღო. ჩემზე კი გეტყვი, არ დამვიწყებია საბრძოლო მძვინვარება, [270]
პირველ რიგებში ვიბრძვი, სადაც სახელის მოხვეჭა შეიძლება, იქ ვდგავარ, სადაც კი ომში შეტაკება იფეთქებს.
ვინმე სხვა ბრინჯაომოსილი აქაველებიდან შეიძლება არ იცნობს ჩემს ბრძოლას, მაგრამ შენ, მგონი, იცნობ.“
მას უპასუხა იდომენევსმა, კრეტელთა მეთაურმა: „ვიცი, როგორი ვაჟკაციც ხარ, რა საჭიროა ამაზე
ლაპარაკი? ახლა ხომალდებთან შევიკრიბოთ ყველაზე უკეთესები ჩასაფრებისთვის, იქ განსაკუთრებით
კარგად ჩანს ადამიანის ვაჟკაცობა, სადაც ლაჩარიც და ვაჟკაციც ცხადად ავლენს თავს, მხდალ კაცს ფერები
გადასდის სახეზე [280] და მკერდში გული ადგილს ვერ პოულობს, წონა ერთი ფეხიდან მეორეზე გადააქვს, ან
ორივეზე ჩამოჯდება და გული მკერდში დიდად უცემს, სიკვდილის ქალღმერთებზე ფიქრობს, კბილს
კბილზე აცემინებს; ვაჟკაც კაცს ფერი არ ეცვლება, შიში ვერ აფუჭებს, როგორც კი ჩაჯდება ჩასაფრებაში, იმას
ფიქრობს, რაც შეიძლება სწრაფად შეასკდეს ბრძოლაში მტერს. იქ ვერავინ დაგიწუნებდა ძალასა და
მარჯვენას. და თუ დაიჭრები შუბით ან ისრით, უკან კისერში ან ზურგში არ მოგხვდება ნასროლი, [290]
მკერდში მოგხვდება ან მუცელში, პირდაპირ წასულს, პირველ რიგებში მებრძოლს. ახლა გვეყოფა
ბავშვებივით ლაპარაკი და უქმად დგომა, ვინმემ საყვედური არ გვითხრას, შედი კარავში და აირჩიე შენთვის
მძიმე შუბი.“
ასე თქვა. მერიონესმა, სწრაფი არესის თანასწორმა, სასწრაფოდ გამოიტანა კარვიდან ბრინჯაოს შუბი
და გაჰყვა დიდ იდომენევსს, ბრძოლას მოწყურებული. თითქოს კაცთამკვლელი არესი მიიჩქაროდეს ომში და
უკან საყვარელი შვილი, ფობოსი მიჰყვებოდეს, მასავით მძლავრი და უშიშარი, [300] რომელიც თავზარს სცემს
მტკიცე მეომარსაც. ეს ორი შეიარაღდა და თრაკიიდან ჩამოვიდა, რომ შეერთებოდა ეფირელებს ან
დიდგულოვან ფლეგიელებს, მაგრამ ორივე მხარეს არ უსმენენ ღმერთები, მხოლოდ ერთ-ერთს მოუტანენ
დიდებას; ასეთები იყვნენ მერიონესი და იდომენევსი, ხალხთა წინამძღოლნი, ომში წავიდნენ ბრინჯაოს
ელვარე მუზარადებით.
პირველმა მერიონესმა თქვა სიტყვა: „დევკალიონის ძევ, რომელ საბრძოლო რიგებს უნდა
შევუერთდეთ? მთელი ლაშქრის მარჯვნივ, შუაგულში თუ მარცხნივ? მგონი, ყველაზე მეტად სწორედ [310]
იქ უჭირთ ბრძოლა გრძელთმიან აქაველებს.“
მას უპასუხა იდომენევსმა, კრეტელთა წინამძღოლმა: „შუა ხომალდებს სხვებიც იცავენ, ორი აიასი და
ტევკროსი, აქაველთა საუკეთესო მოისარი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლაშიც კარგია. ისინი მოიგერიებენ
ომში გაუმაძღარ ჰექტორს, პრიამოსის ძეს, რაც უნდა ძლიერი უნდა იყოს ის. გაუჭირდება, თუნდაც ბრძოლაში
მძვინვარეს, მათი ძალისა და მძლავრი მარჯვენის დამარცხება და ხომალდების გადაბუგვა, თუ თავად
კრონოსის ძე [320] არ ესვრის გავარვარებულ ელვას სწრაფ ხომალდებს. ვერავინ მოერევა დიდ აიას
ტელამონის ძეს, თუკი მოკვდავია და დემეტერის პურს ჭამს, ვისაც შეიძლება მოსწვდე ბრინჯაოთი ან დიდი
ლოდით. ხელჩართულ ბრძოლაში ტოლს არ დაუდებდა საბრძოლო რიგების გამანადგურებელ აქილევსსაც
კი, მხოლოდ ფეხმარდობაში ვერ შეეჯიბრებოდა. ჩვენ კი, როგორც თქვი, მარცხენა მხარეს მივმართოთ და
სწრაფად გავარკვიოთ, ჩვენ მოვიხვეჭთ სახელს თუ სხვას მოვახვეჭინებთ.
ასე თქვა და მერიონესი, სწრაფ არესს გატოლებული დაადგა გზას, სანამ მივიდოდა იქ, სადაც
მიუთითეს.
[330] როდესაც ტროელებმა დაინახეს იდომენევსი, ცეცხლივით ანთებული, ის და მისი მსახური
ოსტატურად ნაკეთები საჭურვლით, ერთმანეთს გადასძახეს და ყველა ერთად დაესხა თავს. ორივე მხრიდან
გაჩაღდა ბრძოლა ხომალდთა კიჩოებთან. როგორც ქარის ზუზუნით მძვინვარებს გრიგალი იმ დღეს,
როდესაც ღრმა მტვერი ფარავს გზებს, მტვრის ღრუბელი დგება, ასეთი იყო მათი ბრძოლაც,
გამძვინვარებული გულებით დასახოცად დაერივნენ ერთმანეთს ბასრი ბრინჯაოთი. აიჯაგრა კაცისმკვლელი
ბრძოლის ველი გრძელი, ხორცის მგლეჯი შუბებით, [340] მეომრებს თვალს უბრმავებდა ბრინჯაოს
ბრწყინვალება, ბრძოლაში ჩაბმული ვაჟკაცების მოელვარე მუზარადები, გაპრიალებული აბჯრები,
ბრჭყვიალა ფარები; ძალიან გულმამაცი უნდა ყოფილიყო კაცი, რომელსაც ამის დანახვა გაახარებდა და არ
დაამწუხრებდა. კრონოსის ორი მძლავრი ვაჟი167 ერთმანეთს დაუპირისპირდა და მეომარ ვაჟკაცებს მძიმე
განსაცდელი მოუმზადა. ზევსს სურდა ტროელთა და ჰექტორის გამარჯვება, რათა დიდება მოეტანა
ფეხმარდი აქილევსისთვის; სურდა არა აქაველი ხალხის საბოლოო დაღუპვა ილიონის წინ, [350] არამედ
თეტისისა და მისი სულმაგარი ვაჟისთვის სახელის მოხვეჭა. ჭაღარა ზღვიდან ამოსული პოსეიდონი კი
არგოსელებში შევიდა საიდუმლოდ და გაამხნევა ისინი, განრისხებული იყო, რომ ტროელები ავიწროვებდნენ
და ძალიან უბრაზდებოდა ზევსს. ორივენი ერთი თაობისანი იყვნენ და ერთი მამა ჰყავდათ, მაგრამ ზევსი
უფრო ადრე დაიბადა და მეტი იცოდა. სწორედ ამიტომ ერიდებოდა ღია დახმარებას, არამედ საიდუმლოდ,
მოკვდავს მიმსგავსებული, აგულიანებდა არგოსელებს. ამ ორმა დიდი განხეთქილებისა და ხელჩართული
ბრძოლის თოკი გადაჭიმა ორივე მხარეს, [360] უწყვეტი და ურღვევი, რომელმაც ბევრს მოატეხინა კისერი.
აქ თმაშევერცხლილმა იდომენევსმა გაამხნევა დანაელები, თავს დაეცა ტროელებს და გააქცია; რადგან
მოკლა ოთრიონევსი, რომელიც კებესოსში ცხოვრობდა და ახალი ჩამოსული იყო ომში სახელის მოსახვეჭად,
პრიამოსისთვის უთხოვია მისი ულამაზესი ქალიშვილის, კასანდრას ხელი, თუმცა საქორწინო საჩუქრები არ
ჩამოუტანია, მაგრამ დიდი გმირობის ჩადენას დაჰპირებია, — ტროიდან დაუპატიჟებელ აქაველთა შვილების
გაძევებას. მოხუც პრიამოსს თანხმობა მიუცია, თავიც დაუხრია და ისიც იბრძოდა პირობას მინდობილი. [370]
იდომენევსი მისწვდა მას ელვარე შუბით, მოარტყა, როდესაც წინ მოიჭროდა, ვერ დაიცვა ბრინჯაოს ჯავშანმა,
მუცელში შეიჭრა შუბი. ყრუ ხმაურით დაეცა, გამარჯვებულმა კი შესძახა: „ოთრიონევს, მოკვდავთაგან
უბედნიერესად მიგიჩნევ, თუ შეუსრულებ შენს დანაპირებს დარდანოსის ძეს, პრიამოსს, რომელიც
სანაცვლოდ ქალიშვილს დაგპირდა. ჩვენც ამას გპირდებით და შეგისრულებთ, ატრევსის ძის ულამაზეს
ქალიშვილს მოგცემთ, არგოსიდან ჩამოგიყვანთ და მოგათხოვებთ, თუკი შენ ჩვენთან ერთად [380] ილიონს
აიღებ, კარგად დასახლებულ ციხესიმაგრეს. ახლა კი მომყევი, რათა საზღვაო ხომალდებთან მოვილაპარაკოთ
ქორწინებაზე, ცუდი სასიმამროები არ ვართ შენთვის.“
ეს თქვა, ფეხში ჩაავლო ხელი და შუა ბრძოლაში გაათრია გმირმა იდომენევსმა, მაგრამ ასიოსი მივიდა
მოკლულის საშველად, ქვეითად იყო, ცხენები მეეტლეს ჰყავდა და პატრონის ზურგში ფრუტუნებდნენ, ის
მძვინვარედ დაეცა თავს იდომენევსს, მაგრამ გმირმა დაასწრო და შუბი წვერს ქვემოთ, კისერში მოარტყა და
კეფაში გამოუყვანა, დაეცა, როგორც ეცემა მუხა, ვერხვი [390] ან მაღალი ფიჭვი, რომელსაც ხუროები ალესილი
ცულებით ტოტებს ათლიან, რომ ხომალდისთვის გამოადგეთ. ასე იწვა ის თავისი ცხენებისა და ეტლის წინ
გაშოტილი, კვნესოდა და სისხლიან მტვერს ეჭიდებოდა. მისი მეეტლე შიშმა გაახევა, დაიბნა, ვერ გაბედა,
მტრის ხელში ჩავარდნას ვერ გაექცა, ცხენები ვერ მოაბრუნა და მტკიცე ანტილოქოსმა შუბი აძგერა, ვერ
დააკავა ბრინჯაოს აბჯარმა და შუბი შუა მუცელში მოხვდა. მძიმედ ამოიხრიალა და ოსატურად ნაკეთები
ეტლიდან ჩამოვარდა, [400] ცხენები ანტილოქოსმა, დიდგულოვანი ნესტორის ვაჟმა გააქანა ტროელებისგან
ლამაზსაბარკულიანი აქაველებისკენ.
ასიოსის გამო დამწუხრებული დეიფობოსი მიუახლოვდა იდომენევსს და ჩასცა ელვარე შუბი, მაგრამ
იდომენევსმა მოასწრო დანახვა და აიცილა ბრინჯაოს შუბი, დაიმალა თავისი გაწონასწორებული ფარის ქვეშ,
რომელიც ხარის ტყავისგან და ელვარე ბრინჯაოსგან იყო დამზადებული და რომელსაც ორი სახელური
იკავებდა. ფარის ქვეშ დაიმალა მთლიანად და როცა ბრინჯაოს შუბი ოდნავ შეეხო, ფარმა აირეკლა და
გაიჟღრიალა; [410] თუმცა ფუჭად არ გაუსვრია მძლავრი ხელით, ჰიპასოსის ძეს, ხალხთა მწყემს ჰიფსენორს
მოხვდა ღვიძლში, შუასაძგიდის ქვეშ და მუხლები მოეკვეთა. და შესძახა დეიფობოსმა დიდი ხმით:
„ასიოსისთვის შური ვიძიე, ასე მგონია, ჰადესის კარიბჭეს რომ გაივლის, სულით გაიხარებს, რადგან მას
თანმხლები გავაყოლე.“
ასე თქვა და არგოსელები შეურაცხყო მისმა ტრაბახმა, განსაკუთრებით კი მამაც ანტილოქოსს
აუმღვრია სული, მწუხარე იყო, მაგრამ არ მიატოვა მეგობარი, [420] არამედ გაიქცა, თავს დაადგა და ფარი
გადაახურა. მაშინ მოვიდა ორი საიმედო მეგობარი, მეკისტევსი, ექიოსის ძე და ღვთაებრივი ალასტორი და
წაიყვანეს მძიმედ მკვნესარე ჰიფსენორი ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ.
იდომენევსმა არ დაიცხრო დიდი მძვინვარება, მუდმივად ცდილობდა, ან რომელიმე ტროელისთვის
გაეშავებინა დღე, ან თავად დაცემულიყო, ოღონდ განსაცდელი აეცილებინა აქაველებისთვის. იქ იყო კაცი,
ზევსის აღზრდილი აისიეტესის საყვარელი ვაჟი, გმირი ალკათოოსი, რომელიც იყო ანქისესის სიძე, ცოლად
ჰყავდა მისი უფროსი ქალიშვილი, ჰიპოდამეია, [430] რომელიც გულით უყვარდათ მამას და დედოფალ

167
კრონოსის ორი მძლავრი ვაჟი — ზევსი და პოსეიდონი.
დედას დიდ სასახლეში, რადგან ყველა თანატოლ გოგონას აღემატებოდა სილამაზით, ხელსაქმითა და
სიბრძნით, რის გამოც მოიყვანა ცოლად ვრცელი ტროის საუკეთესო ვაჟკაცმა; მაგრამ ახლა დასცა ის
პოსეიდონმა იდომენევსის ხელით, დაუბრმავა ელვარე თვალები, შეუკრა სწრაფი ფეხები; არც უკან გაქცევა
შეეძლო, არც თავის დაღწევა, სვეტივით ან მაღალ და ფოთლოვან ხესავით იდგა უძრავად, როდესაც მკერდში
აძგერა შუბი გმირმა იდომენევსმა, შეულეწა ბრინჯაოს [440] ქიტონი, რომელიც ადრე დაღუპვისგან იცავდა
მის სხეულს. მაშინ ხმამაღლა დაიბღავლა შუბით განგმირულმა. ხმაურით დაეცა, შუბმა გულში გაუარა,
რომელიც ჯერ კიდევ უცემდა და შუბის ბოლოს აკანკალებდა; იქ და მაშინ წაართვა სიცოცხლე მძლავრმა
არესმა. იდომენევსმა გამარჯვების ყიჟინა დასცა და შესძახა: „დეიფობოს, სწორად გავისტუმრეთ ანგარიში,
როდესაც ერთის სანაცვლოდ სამი მოვკალით? შენ არ იყავი, რომ ტრაბახობდი?! მომიახლოვდი, უბედურო,
წინ დამიდექი, რათა დაინახო, რას წარმოვადგენ მე, ზევსის შთამომავალი. [450] ჯერ ზევსმა შვა მინოსი
კრეტის მეფედ, მინოსმა შვა უზადო შვილი, დევკალიონი, დევკალიონმა კი მე მშვა, მრავალი კაცის მეუფე
ვრცელ კრეტაზე, ჩემმა გემებმა ჩამომიყვანა აქ შენდა, მამაშენისა და სხვა ტროელების ჭირად.“
ასე თქვა, დეიფობოსს ორად გაეყო გული, ან უნდა გაბრუნებულიყო უკან და ეპოვნა ვინმე
დიდგულოვან ტროელთაგან, ან მარტოს ეცადა ბრძოლა. და გულმა ეს გზა ურჩია: წასულიყო ენეასთან; იგი
უკანა რაზმებში იპოვა, [460] იქ იდგა, ღვთაებრივ პრიამოსზე მუდმივად განრისხებული, რადგან დიდი გმირი
იყო და სათანადოდ არ აფასებდა მეფე168. ახლოს დაუდგა და ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „ენეას, ტროელთა
მსაჯულო, ახლა საჭიროა შენს სიძეს ამოუდგე მხარში, თუკი მასზე გული შეგტკივა. მომყევი, დავიცვათ შენი
სიძე ალკათოოსი, რომელიც ოდესღაც თავის სახლში ხელში აუყვანიხარ, ჩვილი რომ იყავი. სახელოვანმა
შუბოსანმა იდომენევსმა ბრძოლაში სიცოცხლეს გამოასალმა.“
ასე თქვა და გული აუღელვა მკერდში. წაჰყვა იდომენევსთან ბრძოლას მოწყურებული. [470]
იდომენევსს კი არ ეშინოდა პატარა ბავშვივით, მთის ტახივით იდგა საკუთარ სიმამაცეს მინდობილი,
რომელიც დგას და, ჯაგარაშლილი, მონადირეთა მთელ ბრბოს ელოდება უკაცრიელ ადგილას; თვალებს
ცეცხლით აკვესებს, კბილებს ილესავს, ძაღლებთან და მონადირეებთან ბრძოლა სწყურია.
ასე იდგა და უკან არ იხევდა სახელგანთქმული შუბოსანი იდომენევსი, როდესაც ენეასი გამოიჭრა
მისკენ, უხმო მეგობრებს, — ასკალაფოსს, აფარევსს, დეიპიროსს, მერიონესსა და ანტილოქოსს, საბრძოლო
ყიჟინის დიდოსტატებს; [480] ისინი აღაგზნო და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „მოდით, მეგობრებო, მარტო
ვარ და მხარში ამომიდექით, ძალიან საშიშია ფეხმარდი ენეასი, რომელიც ჩემზე მოდის, იგი მეტისმეტად
მძლავრია ბრძოლასა და ცოხვა-ჟლეტაში! თანაც სიჭაბუკის ყვავილი აქვს, რომელსაც უდიდესი ძალა
მოსდგამს. რომ ვყოფილიყავით ერთი ასაკისა და ერთი შემართებისა, მალე ან ის მოიპოვებდა დიდ სახელს,
ან მე მოვიპოვებდი.“
ასე თქვა და ყველა ერთსულოვნად ახლოს დაუდგა და მხრებზე ფარი აიფარა. მეორე მხარეს ენეასმა
მოუხმო მეგობრებს, — [490] დეიფობოსს, პარისსა და ღვთაებრივ აგენორს, რომლებიც ტროის წინამძღოლები
იყვნენ და ხალხი მას გაჰყვა, როგორც ყოჩს მიჰყვება მორჩილი ფარა საძოვრის შემდეგ დასაწრყულებლად და
გულს უამებს მწყემსს. ასე უხაროდა გულით ენეასს, როდესაც ხედავდა, როგორ მისდევდა ხალხის კრებული.
ალკათოოსის ირგვლივ ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა გრძელი შუბებით, ერთმანეთზე შეტევისას,
მებრძოლთა მკერდზე ხშირი დარტყმისას საშინლად ჟღარუნობდა სპილენძი, ხოლო სხვებში გამორჩეულ,
არესის თანასწორ ორ ვაჟკაცს, [500] ენეასსა და იდომენევსს, ერთმანეთის ბრინჯაოთი აჩეხვის წყურვილი
ახრჩობდა. პირველმა ენეასმა ესროლა შუბი იდომენევსს, მაგრამ მან დაინახა და აირიდა ბრინჯაოს შუბი და
ენეასის ნასროლი შუბისპირით ჩაერჭო მიწას, ფუჭად აღმოჩნდა გაშვებული მძლავრი ხელიდან. იდომენევსმა
ოინომაოსს ჩასცა მუცელში, დაუმსხვრია ჯავშნის ზედაპირი, ბრინჯაომ შიგნეული გადმოაყრევინა,
განგმირული კი დაეცა და მიწას ჩაებღაუჭა. იდომენევსმა ცხედარს გრძელჩრდილიანი შუბი [510] ამოაძრო,
მაგრამ ლამაზი აბჯარი ვერ აჰყარა მხრებიდან, ისრებმა არ მისცა ამის საშუალება. ფეხები უწინდელივით უკვე
აღარ ემორჩილებოდა, რომ საკუთარ შუბთან მიერბინა, ან სხვისი აეცილებინა, ხელჩართულ ბრძოლაში
აიცილებდა დაუნდობელ სასიკვდილო დღეს, მაგრამ ბრძოლის ველიდან სწრაფი გაქცევა აღარ შეეძლო. ასე
რომ, ნელა ბრუნდებოდა და ესროლა ელვარე შუბი დეიფობოსმა, რადგან მისი სიძულვილი არ ასვენებდა.

პრიამოსზე მუდმივად განრისხებული, რადგან დიდი გმირი იყო და სათანადოდ არ აფასებდა მეფე — ენეასი
168

ტროის მეფეების იმ უმცროსი შტოს წარმომადგენელი იყო, რომელსაც სამეფო ძალაუფლება არ ეღირსა; ამიტომ ის
ერთგვარ ოპოზიციაში იყო პრიამოსთან. ტროის ომში ენეასის გადარჩენის ასახსნელად ზოგიერთი ლეგენდა
არაორაზროვნად მიუთითებს, რომ მას ფარული კავშირი ჰქონია მტრებთან.
მაგრამ მას ააცილა და ასკალაფოსს მოარტყა, ენიალიოსის ძეს, მძლავრი შუბი მხარს [520] მისწვდა, დაეცა
გმირი და მიწას ჩაებღაუჭა. მჭექარე მძლავრ არესს არ გაუგია ფიცხელ ომში შვილის დაცემის ამბავი, რადგან
ოლიმპოსის მწვერვალზე, ოქროს ღრუბლებს ქვემოთ, იჯდა ზევსის ნებას დამორჩილებული, სხვა უკვდავ
ღმერთებთან ერთად ომს მოცილებული.
ასკალაფოსის ირგვლივ გაჩაღდა ხელჩართული ომი; დეიფობოსმა ელვარე მუზარადი მოხადა, მაგრამ
მერიონესმა, სწრაფი არესის თანასწორმა, ხელში ჩასცა შუბი და ხელიდან [530] გააგდებინა ჯიღიანი
მუზარადი და ისიც მიწაზე დაეცა ჟღარუნით. მერიონესი კი ისევ ძერასავით დააცხრა, იდაყვს ზემოთ,
ხელიდან ამოაგლიჯა თავისი მძიმე შუბი და თავის მეგობრებს დაუბრუნდა. პოლიტესმა კი, დეიფობოსის
ღვიძლმა ძმამ, ორივე ხელი ჩაავლო იღლიებში და გაიყვანა ფიცხელი ომიდან, მიიყვანა სწრაფ ცხენებთან,
რომლებიც ბრძოლისა და ომის მიღმა, მეეტლეს ჰყავდა ოსტატურად ნაკეთებ ეტლში შებმული; მათ გააქანეს
ქალაქისკენ მკვნესარე და დატანჯული, სისხლი სდიოდა დაჭრილი ხელიდან.
[540] სხვები იბრძოდნენ, უწყვეტი ყვირილი ისმოდა. იქ ენეასმა თავდამსხმელ აფარევსს, კალეტორის
ძეს, ბასრი შუბი ხორხში უწვდინა, თავი ჩამოუვარდა, ფარიც დაუვარდა, მუზარადიც მოძვრა, სიკვდილმა
სული ამოართვა და დაუღვარა.
ანტილოქოსმა შეამჩნია, რომ თოონი მობრუნდა; ესროლა და გაუგლიჯა ძარღვი, რომელიც მთელ
ზურგს გაივლის და კისრამდე მიდის, მთლიანად გაწყვიტა და ისიც გულაღმა დაეცა მტვერში, ხელებს
საყვარელი მეგობრებისკენ იწვდენდა. [550] ანტილოქოსი მიეჭრა, აბჯარს აცლიდა მხრებიდან, ირგვლივ
იხედებოდა, ტროელებმა თავი მოიყარეს ყოველი მხრიდან, ფართო ფარს ურტყამდნენ, მაგრამ არ შეეძლოთ,
ანტილოქოსის ხორცს მისწვდომოდნენ ულმობელი ბრინჯაოთი, რადგან მიწისმრყეველი პოსეიდონი
ნესტორის ძეს იცავდა ხშირი ისრებისგან. გმირიც მტერს კი არ გაურბოდა, მათში ტრიალებდა, უძრავად არ
ტოვებდა თავის შუბს, არამედ მუდმივად არხევდა და ან ვინმეს ჭრიდა, ან ესროდა, ან ხელჩართულ
ბრძოლაში შედიოდა.
[560] არ დაემალა ადამასს, ასიოსის ძეს, თუ ვის შემოეხვია ამდენი ხალხი, ახლოს მიეჭრა და ბრინჯაოს
შუბი ფარის შუაგულში ჩასცა; შუბს ძალა შეუსუსტა მუქთმიანმა პოსეიდონმა და სიცოცხლე ვერ წაიღო.
შუბის ნახევარი ცეცხმოდებული სარივით ჩარჩა ანტილოქოსის ფარში, ხოლო მეორე ნაწილი მიწაზე ეგდო.
სიკვდილს რომ გაქცეოდა, უმალ გაიწია თავისიანებისკენ, მაგრამ მერიონესი წამოეწია და ესროლა შუბი
სარცხვინელსა და ჭიპს შორის, იქ ყველაზე უფრო დაუნდობელია არესი საბრალო მოკვდავთათვის. [570]
სწორედ იქ დაჭრა, ისიც შუბს წამოეგო და ქოშინი დაიწყო, როგორც გაჯიუტებულმა ხარმა, მთაში მეჯოგეები
თოკით რომ შეკრავენ და ძალით მიათრევენ. ასე დაჭრილი ქოშინებდა კიდევ ერთხანს, სანამ არ მივარდა
გმირი მერიონესი და ხორციდან არ ამოგლიჯა შუბი, მაშინ კი წყვდიადმა დაუფარა თვალები.
ჰელენოსმა დეიპიროსს დიდი თრაკიული ხმალი საფეთქელში ჩასცა და დაულეწა მუზარადი,
რომელიც მიწაზე დაეცა, გაგორდა და ვიღაც აქაველმა აიღო, როდესაც მებრძოლებს ფეხებში ებლანდებოდა,
[580] ხოლო დეიპიროსის თვალებს ბნელი ღამე გადაეფარა.
ატრევსის ძეს, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატ მენელაოსს მწუხარება დაეუფლა, გმირ უფლისწულს,
ჰელენოსს ბასრი შუბი მოუღერა, მან კი მშვილდის ლარი მოზიდა. ორივე მოემზადა სროლისთვის, ერთი
აპირებდა ბასრი შუბის სროლას, ხოლო მეორე კაპარჭიდან ამოღებული ისრისას. პრიამოსის ძემ მკერდში
დაუმიზნა და ესროლა ჯავშნის ზედაპირს და გაფრინდა მწარე ისარი. როგორც სალეწი კევრის ნიჩაბს ცვივა
ლობიოს შავი ან [590] მუხუდოს მწვანე მარცვლები განიავებისას, ასევე აირეკლა სახელოვანი მენელაოსის
აბჯარმა და შორს დაეცა ბასრი ისარი. ატრევსის ძემ კი, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა, შუბი
ისროლა და იმ ხელში მოარტყა, რომლითაც ეჭირა გაპრიალებული მშვილდი და ბრინჯაოს შუბმა ხელის
მტევანი მშვილდს მიაჭედა. სიკვდილს რომ გაქცეოდა, თავისიანებისკენ გაიწია, ხელი ჩამოუვარდა და თან
წაათრია იფნის შუბი. ხელიდან ამოუღო შუბი დიდგულოვანმა აგენორმა, ხელი შეუხვია კარგად დაწნული
მატყლის ნაზი [600] სახვევით, რომელიც ხალხის მწყემსის მსახურს ყოველთვის თან დააქვს.
ახლა პეისანდროსი მიეჭრა პირდაპირ სახელოვან მენელაოსს, ავ ბედისწერას სასიკვდილო მიჯნისკენ
მიჰყავდა, რომ შენ, მენელაოს, დაგემარცხებინა ფიცხელ ბრძოლაში. ერთმანეთისკენ დაიძრნენ და რომ
მიუახლოვდნენ, ატრევსის ძემ ესროლა შუბი, მაგრამ ააცილა, გვერდით წავიდა შუბი, პეისანდროსმა კი
სახელოვანი მენელაოსის ფარს მოახვედრა, მაგრამ ვერ შეაღწია ბრინჯაოს ფარში, ფართო ფარმა დააკავა და
ზემოთ გადატყდა შუბი, მსროლელს კი გაუხარდა და გამარჯვების იმედი მიეცა. [610] ატრევსის ძემ კი
ვერცხლით გაწყობილი ხმალი ამოიღო და პეისანდროსისკენ გადახტა, ხოლო მან ფარის ქვემოდან ამოიღო
მშვენიერი ცული ბრინჯაოს პირით და ზეთისხილის ხის გაპრიალებული გრძელი ტარით, ერთდროულად
ეკვეთენ ერთმანეთს. პეისანდროსმა მუზარადის ჯიღას მოარტყა სულ ზემოთ, მენელაოსმა კი მომხდურს
შუბლში, ცხვირის ფუძეში მოარტყა; ძვლები დაილეწა, ორივე თვალი ბუდიდან ამოვარდა და სისხლიან
მიწაზე მტვერში ჩავარდა, თავად დაეცა და მოიხარა, მენელაოსი კი ფეხით მკერდზე შედგა, აბჯარი აჰყარა და
სიამაყით ბრძანა: [620] „ახლა კი ასე დატოვებთ სწრაფცხენიანი დანაელების ხომალდებს, ქედმაღალო
ტროელებო, საბრძოლო ყიჟინით გაუმაძღრებო, სხვა შეურაცხყოფა და სირცხვილი არ გჭირდებათ, რაც მე
შეურაცხმყავით, საზიზღარო ქოფაკებო, ყურისწამღებად მჭექარე ზევსის რისხვაც არ გაშინებთ, სტუმარ-
მასპინძლობის ღმერთის, რომელიც ერთ დღეს დააქცევს თქვენს მაღალ ქალაქს. თქვენ მე კანონიერი მეუღლე
და უზარმაზარი ქონება თავხედურად მომტაცეთ, მას შემდეგ, რაც მეგობრულად გაგიმასპინძლდით! ახლა
კიდევ ერთხელ ჩვენი საზღვაო გემები დამღუპველ ცეცხლს უნდა მისცეთ და აქაველი გმირები დახოცოთ;
[630] მაგრამ ერთხელაც გაგაჩერებენ, თუნდაც ომით გაუმაძღანრი იყვეთ. მამა ზევსო, ამბობენ, რომ შენ
სიბრძნით აღემატები ყველას, ადამიანებსაც და ღმერთებსაც, ყველაფერი შენგან მოდის; როგორ მფარველობ
ამ ქედმაღალ ხალხს, ტროელებს, რომელთა ძალა მუდამ უსამართლოა, არ შეუძლიათ საზარელი ომის
ყიჟინით გაძღნენ. ყველაფრით შეიძლება გაძღე, ძილითაც, სიყვარულითაც, ტკბილი სიმღერითაც და უზადო
ცეკვითაც, რაც ბევრად უფრო მოგვწონს, ვიდრე ომი, ტროელები კი სწორედ ომით ვერ ძღებიან.“
[640] ასე თქვა და სხეულიდან აჰყარა სისხლიანი აბჯარი, გადასცა თავის მეგობრებს უზადო
მენელაოსმა, თავად კი უკან დაბრუნდა და მებრძოლთა პირველ რიგებს შეუერთდა.
ახლა ჰარპალიონმა, მეფე პალაიმენესის ძემ შეუტია მენელაოსს, რომელიც საყვარელ მამას ჩამოჰყვა
საომრად ტროაში და ვეღარ დაბრუნდა მშობლიურ მიწაზე. მან ატრევსის ძის ფარს ახლოდან ჩასცა შუბი,
მაგრამ შიგ ვერ გაატარა ბრინჯაო და უკან მობრუნდა, თავისიანებისკენ, სიკვდილს გაექცა, აქეთ-იქით
იყურებოდა, ვინმე ბრინჯაოთი არ მისწვდომოდა. [650] მერიონესმა გაქცეულს ზურგში ბრინჯაოსპირიანი
ისარი დააწია და მარჯვენა დუნდულში მოარტყა, ისარმა ძვალი გაგლიჯა და პირდაპირ საშარდე ბუშტი
გახეთქა. იქ ჩამოჯდა და საყვარელი მეგობრების ხელში ამოხდა სული და ჭიასავით გაწვა მიწაზე, სისხლი
სდიოდა და მიწას ასველებდა. მას თავს დაეხვივნენ დიდგულოვანი პაფლაგონიელები, ეტლზე აიტანეს
ცხედარი და წმინდა ილიონში გააქანეს დამწუხრებულებმა, აცრემლებული მიჰყვებოდა უკან მამამისი,
გამოსასყიდსაც ვერ მიიღებდა მოკლული შვილისთვის.
[660] მაგრამ პარისი ამ მკვლელობამ მეტად განარისხა, სტუმრად იყო მასთან ნამყოფი მრავალ
პაფლაგონიელთან ერთად; მან გაშმაგებულმა გაუშვა ბრინჯაოსპირიანი ისარი. იყო ვინმე ევქენორი, მისან
პოლიიდოსის ძე, მდიდარი და კეთილი, კორინთოსში სასახლის მქონე, თავისი ხვედრი კარგად იცოდა და
სასიკვდილოდ ჩამოვიდა გემით, მრავალგზის უთხრა მოხუცმა პოლიიდოსმა, რომ ან მტკივნეული სენისგან
დაიღუპებოდა საკუთარ სასახლეში, ან აქაველთა ხომალდებთან დაეცემოდა ტროელთა ხელით. ამიტომ ის
ერთდროულად გაურბოდა აქაველთა ჯარიმასაც და [670] საძულველი სენის ტკივილსაც. ამ კაცს მოხვდა
ისარი ყბასთან, ყურს ქვემოთ, სასწრაფოდ გაეყარა ხორცს სული და საძულველმა წყვდიადმა მოიცვა იგი.
ასე იბრძოდნენ ისინი მოგიზგიზე ცეცხლის მსგავსად. ჰექტორს, ზევსის რჩეულს, არ სმენია ეს, არ
იცოდა, ხომალდებიდან მარცხნივ რომ ხოცავდნენ მის ხალხს არგოსელები. მალე გაიმარჯვენდნენ აქაველები
და დიდებას მოიპოვებდნენ, რადგან მათ მიწისმპყრობელი და მიწისმრყეველი ამხნევებდა და გულს
უმაგრებდა. ჰექტორი იქ იბრძოდა, სადაც კარიბჭე და გალავანი გაარღვია [680] და დალეწა დანაელ
ფაროსანთა ხშირი რიგები, იქ იყო აიასისა და პროტესილაოსის ხომალდები, ჭაღარა ზღვის ნაპირზე
ამოტანილი, სადაც არგოსელებს ყველაზე დაბალი გალავანი ჰქონდათ აგებული და იქ განსაკუთრებით
საშიში იყო ბრძოლა ტროელებისა და მათი ცხენებისთვის. იქ იყვნენ ბეოტიელები და გრძელქიტონიანი
იონიელები, ლოკრისელები, ფთიელები და სახელგანთქმული ეპეიელები, იგერიებდნენ ხომალდებზე
თავდასხმას, მაგრამ არ შეეძლოთ, შეეჩერებინათ მათზე ხანძარს მიმსგავსებული ღვთაებრივი ჰექტორის
თავდასხმა, იქ ასევე იყვნენ რჩეული ათენელები და მათ შორის [690] წინამძღოლი იყო მენესთევსი, პეტეოსის
ძე, მას მოჰყვებოდნენ ფეიდასი, სტიქიოსი და მძლავრი ბიასი; ხოლო ეპეიელებს მოუძღოდნენ მეგესი,
ფილევსის ძე, ამფიონი და დრაკიოსი, ფთიელებს კი მედონი და ომში მედგარი პოდარკესი. ამათგან ერთი,
მედონი, იყო ბუში ღვთაებრივი ოილევსისა, ძმა აიასისა, თუმცა ცხოვრობდა ფილაკეში, სამშობლო მიწას
მოშორებული, რადგან კაცი ჰყავდა მოკლული, თავისი დედინაცვლის და ოილევსის მეუღლის, ერიოპისის
ძმა; პოდარკესი კი ფილაკოსის ვაჟის, იფიკლოსის, ძე იყო. ორივე მათგანი დიდგულოვანი ფთიელების წინა
რაზმში [700] იბრძოდა ბეოტიელებთან ერთად ხომალდების დასაცავად.
აიასი კი, ოილევსის სრაფი ვაჟი, უკვე ცოტა ხნითაც აღარ შორდებოდა აიას ტელამონის ძეს; როგორც
ორი ღვინისფერი ხარი თანაბარი ძალით ეწევა მძიმე გუთანს ყამირ მიწაზე, როდესაც ოფლი ღვარად სდით
რქის ძირში, ერთმანეთს მხოლოდ უღლის გაპრიალებულ ძელი აშორებთ, მიდიან კვალში და მიწას ღრმად
ხნავენ; ასე იდგნენ აიასებიც ომში გვერდიგვერდ. ტელამონის ძეს მართლაც უამრავი ვაჟკაცი [710]
მიჰყვებოდა თანამებრძოლად, მის ფარს ეფარებოდნენ, როდესაც იღლებოდნენ და ოფლი მუხლებში
ჩადიოდათ. მაგრამ ლოკრისელები არ მიჰყვებოდნენ ოილევსის ძეს, მათ არ ხიბლავდათ ხელჩართულ
ბრძოლაში სიმტკიცე; არც ჯიღით დამშვენებული ბრინჯაოს მუზარადები ჰქონდათ, არც მრგვალი ფარები და
არც იფნის შუბები, ჰქონდათ მხოლოდ მშვილდები და კარგად დაწნული მატყლის შურდულები, ილიონში
ამის იმედად ჩამოვიდნენ, ამას ისროდნენ და ტროელთა მთელ რაზმებს ანადგურებდნენ. ასე რომ, ნაწილი
უმძიმეს ომში [720] წინ ებრძოდა ტროელებსა და ბრინჯაოსმუზრადიან ჰექტორს, ესენი კი უკნიდან უშენდნენ
ისრებს, ბრძოლის ხალისს აკარგვინებდნენ ტროელებს, აბნევდნენ ისრები.
აქ დამწუხრებულები ტროელები ხომალდებიდან და კარვებიდან ისევ ქარიანი ილიონისკენ
დაიძვრებოდნენ, პოლიდამასი რომ არ მისულიყო მამაც ჰექტორთან და არ ეთქვა: „ჰექტორ, მძიმე კაცი ხარ,
ძნელია სიტყვებით შენი დარწმუნება! რაკი ღმერთმა მოგცა ომის ნიჭი, ამიტომ სიბრძნითაც გინდა აჯობო
ყველას; მაგრამ არ შეიძლება, ყველა ნიჭი ერთად მოგეცეს. [730] რადგან ერთს მისცა ღმერთმა ომის ნიჭი,
მეორეს — ცეკვის, მესამეს — კითარისა და მღერის, ვიღაცას მკერდში ჩაუდო სიბრძნე შორსმხედველმა ზევსმა,
რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს, რომელსაც ბევრი გადაურჩენია, მაგრამ თვითონ უკეთ იცის. ახლა მე
გეტყვი, რა მიმაჩნია საუკეთესოდ: შენს თვალწინ ყველგან ომის გვირგვინი იწვის; მას შემდეგ, რაც გალავანი
გადმოლახეს დიდგულოვანმა ტროელებმა, ზოგმა შეიარაღებულმა დაიხია უკან, ზოგიც იბრძვის, — ცოტანი
არიან ბევრის წინააღმდეგ, ხომალდებთან მიმოფანტულნი. [740] ახლა უკან დაიხიე და აქ უხმე ყველა
რჩეულს, რომ ყველამ აქ გავმართოთ საბჭო და გადავწყვიტოთ, ერთად დავესხათ თავს მათ მრავალმერხიან
ხომალდებს, თუკი ღმერთი ინებებს ძალის მოცემას, თუ ისევ გავბრუნდეთ გემებიდან უვნებლები; რადგან,
მეშინია, რომ აქაველებმა გუშინდელი დღისთვის არ გაგვისწორონ ანგარიში, ხომალდებთან ხომ ომით
გაუმაძღარი კაცი ჰყავთ169, რომელიც, როგორც მე მგონია, მეტად აღარ შეიკავებს თავს ბრძოლისგან.“
ასე თქვა პოლიდამასმა და მისი რჩევა მოიწონა ჰექტორმა, იმავწამს ეტლიდან შეიარაღებული ჩამოხტა
მიწაზე [750] და მას ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „პოლიდამას, აქ მოუხმე ყველა მეთაურს, მე შეტევის წინა
ხაზზე გავალ, ბრძანებებს გავცემ და მაშინვე დავბრუნდები.“
ასე თქვა და თოვლიან მთასავით დაიძრა ყიჟინით, ტროელებთან და მოკავშირეებთან გაფრინდა.
ყველა შექუჩდა პანთოოსის ძის, მამაცი პოლიმადასის ირგვლივ, როგორც კი ჰექტორის ბრძანება გაიგონეს.
თავად ჰექტორი კი მძლავრ დეიფობოსს, უფლისწულ ჰელენოსს, ასიოსის ძე ადამასს და ასიოსს, ჰირტაკოსის
ძეს170, [760] ყველგან ეძებდა ბრძოლის წინა რიგებში, იქნებ იქ ვიპოვოო. ყველა ან მკვდარი, ან დაჭრილი
იპოვა, ზოგი აქაველთა ხომალდების კოჩოებთან იწვა, არგოსელთა ხელით დაღუპული, ზოგიც გალავანს
მიღმა — ისრით ან შუბით დაჭრილი. მაგრამ სწრაფად იპოვა ცრემლიანი ბრძოლის მარცხენა პირზე
ღვთაებრივი ალექსანდროსი, ლამაზთმიანი ჰელენეს მეუღლე, რომელიც მეგობრებს ამხნევებდა და
ბრძოლისკენ მოუწოდებდა; ახლოს დაუდგა და უთხრა შემარცხვენელი სიტყვა: „უზნეო პარის, ლამაზო,
ქალების მუსუსო, მაცდურო! [770] სად არის მძლავრი დეიფობოსი, უფლისწული ჰელენოსი, ასიოსის ძე
ადამასი და ასიოსი, ჰირტაკოსის ძე? სად არის ოთრიონევსი? ახლა მთლიანად დაიღუპა მაღალი ილიონი,
ახლა ცხადი გახდა შენი დაღუპვაც.“
მას უპასუხა ღვთისდარმა ალექსანდროსმა: „ჰექტორ, გსიამოვნებს უდანაშაულოს დადანაშაულება,
ადრე შეიძლება ომისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ არა ახლა, რადგან მთლად მხდალ კაცად არ
გავუჩენივარ დედას. იმ დროიდან, რაც შენ ხომალდებთან საბრძოლველად აღძარი მეგობრები, ჩვენ აქ
ვიყავით და ვეომებოდით დანაელებს [780] დაუსრულებლად, მაგრამ ის მეგობრები დავკარგეთ, შენ რომ
ჩამოთვალე, მხოლოდ მძლავრმა დეიფობოსმა და უფლისწულმა ჰელენოსმა გააღწიეს ბრძოლიდან, გრძელი

169
ომით გაუმაძღარი კაცი ჰყავთ — იგულისხმება აქილევსი, ტროელების მუდმივი შიშის საგანი.
170
ასიოსის ძე ადამასი და ასიოსი, ჰირტაკოსის ძე — „ილიადაში“ ორი ასიოსია. პირველია ასიოსი, ტროელთა
მოკავშირე ფრიგიელების წინამძღოლი, მეფე დიმასის ძე, პრიამოსის მეუღლისა და ჰექტორის დედის, ჰეკაბეს ძმა; მას
ორი შვილი ჰყავდა: ადამასი და ფაინოფსი. მეორე ასიოსიც ტროელთა მოკავშირე ყოფილა; ის იყო ჰირტაკოსისა და
არისბეს, პრიამოსის პირველი მეუღლის, ძე. პრიამოსი არისბეს გაეყარა და ჰეკაბე შეირთო ცოლად, ამის შემდეგ კი
არისბე ჰირტაკოსმა მოიყვანა ცოლად.
შუბებით დაჭრილია ხელში ორივე, მაგრამ სიკვდილი ააცილა მათ კრონიონმა. ახლა კი გაგვიძეხი, საითაც
გული გიბრძანებს; ჩვენ მოწადინებული ვართ, გამოგყვეთ და, მგონია, არ გვაკლია ვაჟკაცობა და ძალაც
მოგვდგამს, ხოლო თავზევით ღონე არ არის, რაგინდ მოწადინებული იყო.“
ასე თქვა გმირმა და დაუწყნარა გული ძმას. წავიდნენ მაშინ იქ, სადაც განსაკუთრებით ფიცხელი იყო
ომი და ყიჟინა, [790] იქ, სადაც იბრძოდნენ კებრიონესი და უზადო პოლიდამასი, ფალკესი, ორთაიოსი და
ღვთისდარი პოლიფეტესი, პალმისი, ასკანიოსი და მორისი, ჰიპოტიონის ვაჟები, რომლებიც, როგორც ახალი
ცვლა, ნაყოფიერი ასკანიიდან წინა დღით ჩამოსულან და ახლა ზევსს შეუგულიანებია საბრძოლველად. და
ისინი დაიძრნენ, როგორც მძაფრი გრიგალი, რომელიც მამა ზევსის ჭექა-ქუხილის შემდეგ დაჰბერავს მიწას,
ზარით და ზათქით დააცხრება ზღვას, უთვალავ ტალღას ააგორებს ყურისწამღებად მოგრიალე ზღვაზე და
აქაფებულ ტალღებს ერთმანეთს მოაყოლებს, [800] ასე ტროელებიც, ერთმანეთის მიყოლებით, ბრინჯაოთი
მოელვარე ტალღებად მიჰყვებოდნენ თავის წინამძღოლებს. წინ მიდიოდა ჰექტორი, კაცთამმუსვრელი
არესის თანასწორი, პრიამოსის ძე; წინ ჰქონდა თავისი ფარის უზადო წრე ხშირი ტყავითა და ბრინჯაოს
უამრავი ფენით; საფეთქლებთან ირხეოდა მისი მოელვარე მუზარადის ჯიღა. წინ უნდა წაეწია, რომ
შეესწავლა აქაველთა საბრძოლო რაზმები და დაედგინა, შეძლებდა თუ ვერა ფარქვეშ გაევლო ისინი; მაგრამ
ამით გული ვერ შეუტოკა მკერდში აქაველებს. პირველმა აიასმა გადმოდგა დიდი ნაბიჯი და გამოიწვია: [810]
„ახლოს მოდი, კეთილო კაცო! რაა, შორიდან რომ გვაშინებ არგოსელებს? არც ჩვენ ვართ ომის უმეცარნი,
უბრალოდ, ზევსის ავმა მათრახმა დაგვძლია აქაველები. ასე მგონია, გულში იმედი გაქვს, რომ გაანადგურებ
ჩვენს ხომალდებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ხელები, ისინი რომ დავიცვათ. მანამდე ჩვენ ავიღებთ და საკუთარი
ხელით დავაქცევთ შენს კარგად დასახლებულ ქალაქს. შენ კი გეუბნები, მალე მოვა ის დღე, როდესაც
გაქცეული ზევსსა და სხვა უკვდავებს შეევედრები, ქორზე უფრო სწრაფი გახადონ შენი ლამაზფაფრიანი
ცხენები, [820] რომ მათ ბუღი დააყენონ და ისე გაგაქანონ საკუთარ ქალაქში.“
ასე რომ ამბობდა, მარჯვნიდან დიდი ფრინველი, მაღლა მფრენი არწივი, აიჭრა ცაში და ყიჟინა დასცეს
აქაველებმა ფრინველის ნიშანზე იმედმოცემულებმა, ხოლო სახელგანთქმულმა ჰექტორმა აიასს უპასუხა:
„ტრაბახა აიას, რას მიედ-მოედები, რას როშავ? ნეტავ ისევე ნაღდად ვიყო ეგისისმპყრობელი ზევსის ძე, მარად
ახალგაზრდა და დედად მყავდეს დედოფალი ჰერა, პატივს მცემდნენ ათენასა და აპოლონივით, როგორც
ნაღდია ის, რომ დღეს უბედურება დაატყდება თავს აქაველებს, ყველას! და შენც მათ შორის მოკვდები, თუკი
გაბედავ და [830] წინ აღუდგები ჩემს დიდ შუბს, რომელიც გაგლეჯს შენს ნაზ სხეულს; შემდეგ კი გააძღობ
ტროელების ძაღლებს და ფრინველებს, ქონით და ხორცით, როცა დაეცემი აქაველთა ხომალდებთან.“
ეს თქვა და გაუძღვა ხალხს და გაჰყვნენ ყურისწამღები გნიასით, ბღაოდა ხალხი მის უკან.
არგოსელებმა თავის მხრივ დასცეს ყიჟინა, არ დაივიწყეს ვაჟკაცობა, იდგნენ და ელოდნენ რჩეული
ტროელების შეტევას. და ორივე მხრიდან ხმა მისწვდა ეთერსა და ზევსის ნათელს.
მეთოთხმეტე სიმღერა

ზევსის ცდუნება
ნესტორი ღვინოს სვამდა, მაგრამ არ გამოპარვია ხმაური და ასკლეპიოსის ვაჟს ფრთოსანი სიტყვით
მიმართა: „მითხარი, ღვთაებრივო მაქაონ, როგორ უნდა იყოს ეს ამბები? ხომალდებთან ახალგაზრდა
ვაჟკაცების ყვირილი იმატებს. შენ ახლა აქ იჯექი, სვი მუქი ღვინო და სანამ ლამაზად თმადაწნული ჰეკამედე
გაგიმზადებს ცხელ აბაზანას, წყალს გაათბობს და სისხლს ჩამოგბანს, მანამ მე გავალ და მალე ვნახავ, რა
ხდება.“
ასე თქვა და თავისი ვაჟის, ცხენთამხედნელი თრასიმედესის ოსტატურად ნაკეთები ფარი აიღო, [10]
რომელიც კარავში იდო და ბრინჯაოთი ელვარებდა. შვილს კი მამის ფარი წაეღო. ხელი დაავლო ბასრი
ბრინჯაოთი პირწამახულ მძლავრ შუბს, დადგა კარვის წინ და დაინახა სამარცხვინო ამბავი: ერთნი უტევდნენ
და მეორენი უწესრიგოდ გამორბოდნენ, მათ უკან მოსდევდნენ დიდგულოვანი ტროელები და დანგრეული
იყო აქაველთა გალავანი. როგორც დიდი ზღვა ღელავს ყრუ ტალღით და ასე ელის მოგუგუნე ქარების სწრაფ
მოძრაობას, მანამდე არ შეირხევა არც იქით, არც აქით, სანამ ზევსის გადამწყვეტი ზურგქარი არ დაუბერავს,
[20] ასე ორჭოფობდა მოხუცი და ორად გაყოფილი ჰქონდა სული, სწრაფცხენიან დანაელთა კრებულისკენ
დაძრულიყო, თუ წასულიყო ატრევსის ძესთან, ხალხთა მწყემს აგამემნონთან. და საკუთარ თავთან ამ
ბჭობაში საუკეთესოდ მიიჩნია, ატრევსის ძესთან წასულიყო. ამაშობაში მეომრები ერთმანეთს ებრძოდნენ და
ხოცავდნენ, მათ ტანზე ჟღარუნობდა ბრინჯაო ხმლებისა და ორმხრიანი შუბების დარტყმაზე.
ნესტორთან მოვიდნენ ზევსის აღზრდილი მეფეები, რომლებიც გემებიდან დაძრულან მანამდე
ბრინჯაოთი დაჭრილები: ტიდევსის ძე, ოდისევსი და ატრევსის ძე აგამემნონი. [30] მათი ხომალდები ბევრად
შორს იყო ბრძოლის ველიდან, ჭაღარა ზღვის სანაპიროზე; ესენი პირველები ამოიყვანეს ნაპირზე და მათ
კიჩოებთან ააგეს გალავანი. ვრცელი იყო ნაპირი, მაგრამ მაინც ვერ დაიტევდა ყველა გემს, ვიწროდ იყო
ხალხი; რიგ-რიგობით ამოიყვანეს ხომალდები, გაავსეს მთელი სანაპირო და დაიკავეს მთელი სივრცე ორ
კონცხს შორის. ასე ეძებდნენ ბრძოლასა თუ ომს, შუბს ეყრდნობოდნენ და ჯგუფად მოდიოდნენ, მკერდში კი
მწუხარე გული უცემდათ, მათ შეხვდა მოხუცი [40] ნესტორი და კიდევ უფრო შეუშფოთა სული აქაველებს.
მას შესძახა და უთხრა მძლავრმა აგამემნონმა: „ნესტორ ნელევსის ძეო, აქაველთა დიდო სიამაყევ, რად
მიგიტოვებია კაცისმკვლელი ომი და აქ რატომ მოსულხარ? მეშინია, არ შეასრულოს სიტყვა მძლავრმა
ჰექტორმა, რომელიც ბრძანა, როცა იმუქრებოდა ტროელთა კრებულში, მანამდე არ დავბრუნდები
ხომალდებიდან ილიონში, სანამ ხომალდებს არ გადავბუგავ და მტერს არ ამოვწყვეტო. ასე ილაპარაკა და
ახლა ეს ყველაფერი სრულდება. სირცხვილი მე! აშკარად სხვა ლამაზსაბარკულიანი აქაველებიც [50] გულში
მიწყრებიან აქილევსივით და აღარ სურთ ხომალდების კიჩოებთან ბრძოლა.“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ყველაფერი ეს უკვე მოხდა და მაღლითმქუხარე
ზევსიც ვეღარ მოაწყობს სხვაგვარად, რადგან დაემხო ის გალავანი, რომელიც, გვეგონა, რომ ხომალდებისა და
თავად ჩვენი მხსნელიც იქნებოდა. ისინი უკვე შეუჩერებლად იბრძვიან სწრაფ ხომალდებთან და მათ შეტევას
ბოლო არ უჩანს და ვეღარ იტყოდი, ყურადღებითაც რომ დააკვირდე, რომელი მხრიდან უფრო დაბნეულად
გამორბიან აქაველები, [60] ისე განურჩევლად იხოცებიან და მათი ყვირილის ხმა ზეცას აღწევს. ჩვენ კი
ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ საქმე, როგორ დავიხმაროთ გონება; ასე მგონია, ბრძოლაში აღარ უნდა
დავბრუნდეთ; დაჭრილი კაცისგან ომში ხეირი არ იქნება.“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „ნესტორ, რაკი ხომალდის კიჩოებთან მიდის უკვე
ბრძოლა, ვერც აგებულმა გალავანმა გვიშველა და ვერც თხრილმა, მათ გადაჰყვნენ დანაელები, იმედი
ჰქონდათ, რომ ხომალდებისა და თავად მათი მხსნელიც იქნებოდა; უკვე აშკარაა, რომ მძლეთამძლე ზევსს
სურს, [70] უსახელოდ დაამარცხოს არგოსიდან შორს აქაველები. ვიცოდი, როცა დანაელებს იცავდა მთელი
გულით, ახლა კი ვიცი, რომ ტროელებს განადიდებს ნეტარი ღმერთებივით, ხოლო ჩვენ ძალას გვართმევს და
ხელებს გვიკრავს; მაგრამ, მოდით, მე გეტყვით და ყველამ დამიჯერეთ: პირველად ის გემები, რომლებიც
ზღვასთან ახლოსაა ნაპირზე ამოთრეული, ყველა ჩავუშვათ ღვთაებრივ ზღვაში, ღუზის ქვები ჩავუშვათ და
დავდგეთ, სანამ მოვა უკვდავი ღამე და იქნებ ღამით შეწყვიტონ ომი ტროელებმა, მაშინ შევძლებთ ჩავუშვათ
დანარჩენი ხომალდებიც. [80] სირცხვილი არ არის უბედურებისგან გაქცევა, თუნდაც ღამით. უკეთესია
გაექცე, სანამ თავად უბედურება დაგეწევა და დაგღუპავს.“
მას წარბშეკვრით შეხედა ბრძენმა ოდისევსმა: „ატრევსის ძეო, ეს რა სიტყვა დასცდა შენს კბილთა
ზღუდეს? დამღუპველი! მე ვისურვებდი, შენ რომელიღაც სხვა სამარცხვინო ლაშქარს წინამძღოლობდე და
ჩვენზე არ მეფობდე, რომლებსაც ზევსმა გვიბრძანა, სიჭაბუკიდან სიბერემდე მძიმე ომები გადავიტანოთ,
სანამ თითოეული არ დავეცემით! შენ მართლა ასე გწყურია ტროის ფართოქუჩებიანი ქალაქი მიატოვო,
რომლის გამოც ამდენი უბედურება გადაგვიტანია? [90] გაჩუმდი! ვინმე სხვა აქაველმა არ გაგიგონოს ეგ
სიტყვა, რომელიც არც ერთმა კაცმა არ უნდა დაიცდინოს, ვინაც გულით იცის, რაა გონივრული საუბარი, ვინც
კვერთხის მპყრობელია და ვისაც იმდენი არგოსელი ემორჩილება, რამდენზეც შენ მბრძანებლობ! ამ შენს
ჩანაფიქრს, რაც გაგვიზიარე, მთლიანად უარვყოფ. შენ გვირჩევ, ახლა, შუა ომსა და ბრძოლაში ჩვენი
მტკიცეგემბანიანი ხომალდები ზღვაში ჩავუშვათ და ამით ტროელებს, რომლებიც ისედაც გვამარცხებენ,
კიდევ უფრო ავუსრულოთ ნატვრა, ხოლო ჩვენი დაღუპვა გარდაუვალი გახდეს?! აქაველები ხომ [100] ვეღარ
იომებენ, როდესაც ხომალდებს ზღვაში ჩავუშვებთ, უკან მოხედვას დაიწყებენ და ბრძოლის ჟინი
ჩაუცხრებათ. შენი გეგმა დაგვღუპავს, ხალხთა ბელადო!“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „ოდისევს, გული მატკინა შენმა მწარე სიტყვამ, მაგრამ მე
არ მითქვამს, რომ აქაველთა შვილებმა მტკიცეგემბანიანი ხომალდები ზღვაში უნდა ჩაუშვან თავისი ნების
საწინააღმდეგოდ. იქნებ ახლა ვინმემ უკეთესი რამ გვირჩიოს, მოხუცმა ან ახალგაზრდამ, მე მხოლოდ
გამიხარდება.“
მათ შორის სიტყვა თქვა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა დიომედესმა: [110] „აქაა ეს კაცი, აღარ
ვეძებოთ, თუ ისურვებთ, დამიჯერებთ; არ გაიკვირვოთ თითოეულმა და არ გამიბრაზდეთ, რადგან
დაბადებით ყველაზე უმცროსი ვარ თქვენში. ბრწყინვალე მამის შთამომავლობით მომაქვს თავი, ტიდევსის
ძე ვარ, რომელსაც ახლა ყორღანი ფარავს თებეში. პორთევსმა ხომ სამი უზადო შვილი შვა, ისინი
ცხოვრობდნენ პლევრონსა და მაღალ კალიდონში. აგრიოსი, შემდეგ მელასი, მესამე კი იყო მხედარი ოინევსი,
მამაჩემის მამა, რომელიც სიმამაცით ყველას აღემატებოდა. ის იქვე დარჩა, მამაჩემი კი ბედმა არგოსში [120]
გადაისროლა და იქ დასახლდა, რადგან ასე ისურვეს ზევსმა და სხვა ღმერთებმა. ცოლად მოიყვანა
ადრასტოსის ერთ-ერთი ქალიშვილი, ცხოვრობდა მდიდარი ცხოვრებით, ჰქონდა უამრავი პურით მდიდარი
ყანა ხეხილის ბაღებით გარშემორტყმული, უთვალავი საქონელი; თავადაც ყველა აქაველს აღემატებოდა
შუბოსნობაში და თუ ეს სიმართლეა, უნდა მომისმინოთ. ასე რომ, ვერ იტყვით, რომ უვარგისი და ჯაბანი
გვარისა ვარ და ხელაღებით არ დამიწუნებთ, რასაც გეტყვით. დაე, წავიდეთ ომში, თუნდაც დაჭრილები
ვიყოთ. იქ თავი ავარიდოთ ბრძოლას და [130] ისრებს, რომ ვინმემ კიდევ ახალი ჭრილობა არ მიიღოს, მაგრამ
ჩვენ სხვები უნდა გავამხნევოთ და ბრძოლაში შევუშვათ ისინი, ვინც თავის გულს აჰყოლია და ბრძოლას
განდგომია.“
ასე თქვა, კარგად უსმინეს და დაეთანხმნენ და დაიძრნენ, წინ მიუძღოდათ ხალხთა ბელადი
აგამემნონი.
არ დაემალა ეს ყველაფერი სახელგანთქმულ მიწისმრყეველს, მივიდა მათთან ბერიკაცს
მიმსგავსებული, მარჯვენა ხელი გამოართვა ატრევსის ძე აგამემნონს და მიმართა ფრთოსანი სიტყვით:
„ატრევსის ძეო, ასე მგონია, აქილევსს მკერდში გული [140] სიხარულით უცემს ახლა, აქაველთა გაქცევას და
დაღუპვას რომ ხედავს ცხადად, თანაგრძნობა ოდნავადაც არ გააჩნია. დაე, დაიღუპოს და ღმერთმა მოსპოს!
ნეტარი ღმერთები სულაც არ არიან შენს წინააღმდეგ ამხედრებულები, დადგება დრო და ტროელთა
წინამძღოლები და მეთაურები მალე ველად ბუღს დააყენებენ და შენ თავად დაინახავ, როგორ გაიქცევიან
ქალაქისკენ ხომალდებიდან და კარვებიდან.“
ასე თქვა, საშინლად შესძახა და ველზე გაიჭრა. როგორც ცხრა ათასი ან ათი ათასი კაცი დაიძახებდა
ერთად და არესის საძულველ ომში შეიჭრებოდა, [150] იმოდენა ხმა ამოუშვა მიწისმრყეველმა მკერდიდან,
თითოეულ აქაველს დიდი ძალა შთაუნერგა გულში და გაუშვა ომში დაუღალავად საბრძოლველად.
ოქროსტახტიანი ჰერა ოლიმპოსის თხემზე შედგა, თვალი შეავლო ბრძოლის ველს და იმავწამს იცნო
სახელის მოსახვეჭ ბრძოლაში შესული თავისი ძმა და მაზლი171 და გულით გაიხარა. შემდეგ თვალი მოჰკრა
ზევსს, რომელიც მრავალწყაროიანი იდის უმაღლეს მწვერვალზე იჯდა და დანახვაც არ მოუნდა მისი.
დაფიქრდა მაშინ ხარისთვალება დედოფალი ჰერა, [160] როგორ შეეცდინა ეგისისმპყრობელი ზევსის გონება.

171
ძმა და მაზლი — ჰერა ზევსის დაც იყო და მეუღლეც და, ამდენად, პოსეიდონი მისთვის ერთდროულად ძმაც
იყო და მაზლიც.
და ეს აზრი მოეჩვენა გულში საუკეთესოდ: ლამაზად მორთულიყო და წასულიყო იდისკენ, იქნებ
სასიყვარულო ვნება დაუფლებოდა ზევსს, მასთან სარეცელი გაეზიარებინა და უკვე შემდეგ მშვიდ და ტკბილ
ძილს მისცემოდა, რომელიც თვალებსა და ნათელ გონებაზე დაეღვრებოდა. შევიდა ოთახში, რომელიც
საყვარელმა შვილმა, ჰეფესტოსმა აუგო, მჭიდროდ ჩაუსვა კარი ჩარჩოში საიდუმლო ურდულით, რომელიც
ვერც ერთი სხვა ღმერთი ვერ გააღებდა. იქ შევიდა და დახურა ელვარე კარი, [170] შემდეგ ამბროსიით
მთლიანად გაიწმინდა უმშვენიერესი ტანი, შეიზილა ამბროსიული ზეითუნის სურნელოვანი ზეთი და
ზევსის ბრინჯაოსკედლებიან სასახლეში დაფრქვეულმა ღვთაებრივმა სურნელმა მიწიდან ზეცას მიაღწია.
როდესაც ლამაზი სხეული ზეთით დაიზილა, თმები დაივარცხნა და საკუთარი ხელით დაიწნა ელვარე,
მშვენიერი ამბროსიული კულულები, რომლებიც დაეშვა უკვდავი თავიდან, ჩაიცვა ამბროსიულივე კაბა,
რომელიც ათენამ დაუმზადა ოსტატურად, მასში უამრავი საოცარი სახე ჩაუქსოვა [180] და ოქროს ბალთებით
შეუკრა მკერდთან. წელზე შეიკრა ასი ფოჩით მორთული ქამარი, ყურის ფაქიზად გახვრეტილ ბიბილოებში
გაიკეთა ოსტატურად ნაკეთები სამსაკიდიანი საყურე, ირგვლივ ბრწყინავდა ყველაფერი. მზესავით თეთრი,
ლამაზი და ჯერ უხმარი ღვთაებრივი თავსაბურავით მოირთო ქალღმერთი, ზეთით ელვარე ფეხებზე კი
შეიკრა უმშვენიერესი სანდლები. ახლა, როდესაც ასე ლამაზად გამოეწყო, გამოვიდა ოთახიდან და სხვა
ღმერთებთან მდგომმა აფროდიტეს უხმო და სიტყვა უთხრა: [190] „გამიკეთებ რაღაცას, საყვარელო შვილო,
რომ გთხოვო? თუ უარს მეტყვი განრისხებული, რაკი მე დანაელებს და შენ ტროელებს ეხმარები?“
მას უპასუხა ზევსის ასულმა აფროდიტემ: „უძველესო ქალღმერთო, დიდი კრონოსის ასულო, ბრძანე,
რა გსურს, მთელი გულით შევასრულებ შენს ბრძანებას, შევძლებ ამას, თუ, საერთოდ, შესაძლებელია.“
მას ცბიერი განზრახვით მიმართა დედოფალმა ჰერამ: „მომეცი ახლა სიყვარული და ლტოლვა,
რომლითაც იპყრობ უკვდავთა და მოკვდავ კაცთა გულებს, [200] რადგან მივდივარ ნაყოფიერი მიწის კიდეში,
რომ მოვინახულო ოკეანოსი172, ვისგანაც წარმოიშვნენ ღმერთები და დედა ტეთისი, რომლებმაც თავის
სასახლეში გამომზარდეს და მივლიდნენ, ჩვილი წამომიყვანეს რეასგან, როდესაც შორსმხედველმა ზევსმა
კრონოსი მიწის წიაღსა და უნაყოფო ზღვაში დაატყვევა. ისინი უნდა მოვინახულო და მათი დაუსრულებელი
კამათი უნდა შევწყვიტო, რადგან უკვე დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდნენ და არც სიყვარული აქვთ, არც
საერთო სარეცელი, რაკი მრისხანება დაეუფლა მათ სულს. თუ სიტყვებით შევძლებ მათ დარწმუნებას და
საერთო სარეცლამდე მივიყვან, [210] მათთვის მუდამ ძვირფასი და პატივსაცემი ვიქნები.“
მას მაშინ უპასუხა მუდამ მოღიმარმა აფროდიტემ: „არ შემიძლია, უარს ვერ გეტყვი იმაზე, რასაც
მთხოვ, რადგან უზენაესი ზევსის მკლავებში გძინავს.“
ეს თქვა და მკერდიდან შეიხსნა ნაქარგი ჭრელი ქამარი, მასში ჩაქსოვილი იყო ყველა ცდუნება, მასში
იყო სიყვარული, ლტოლვა, ჩურჩული, ახსნა, რომელიც ბრძენსაც ჭკუას აკარგვინებს. ხელში ჩაუდო ჰერას,
სახელით უხმო და უთხრა: „აიღე ეს ჭრელი ქამარი, მკერდზე შემოიკარი, [220] ყველა გზნება მასშია; ასე
მგონია, შეუსრულებელი არ დარჩება, რასაც გულით ისურვებ.“
ასე თქვა, გაიღიმა ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ და ღიმილით შეიკრა მკერდზე ქამარი.
ზევსის ასული აფროდიტე სახლში წავიდა, ხოლო ჰერამ დატოვა ოლიმპოსის მწვერვალი და გაეშურა
პიერიისა და საყვარელი ემათიის გავლით, გადაიფრინა ცხენოსანი თრაკიელების თოვლიანი მთები და მათი
მწვერვალები, ფეხით მიწას არ შეხებია, ათოსიდან გადაიარა აზვირთებული ზღვა [230] და ჩავიდა ლემნოსში,
ღვთაებრივი თოასის ქალაქში. იქ შეხვდა ძილს, სიკვდილის ძმას, ხელი ჩაავლო, სახელით უხმო და უთხრა:
„ძილო, ყველა ღმერთისა და ყველა ადამიანის მეუფევ, თუკი ოდესმე მოგისმენია ჩემი სიტყვა, ახლაც
დამიჯერე: მე კი მუდმივად მადლიერი დაგრჩები. დამიძინე ზევსის წარბებს ქვეშ ელვარე თვალები, როგორც
კი მის მკლავებში აღმოვჩნდები სიყვარულისას. საჩუქრად მოგცემ ოქროს უმშვენიერეს, მარადიულ ტახტს,
ჰეფესტოსი, ჩემი ორივე ფეხით კოჭლი ვაჟი [240] გაგიკეთებს დიდოსტატურად, ფეხის დასადგამსაც
მიუმატებს, რომელზეც ნადიმზე ლამაზ ფეხებს მოასვენებ.“
მას უპასუხა ტკბილმა ძილმა: „ჰერა, უძველესო ქალღმერთო, დიდი კრონოსის ასულო, მარადმყოფი
ღმერთებიდან სხვას ნებისმიერს იოლად მივაძინებ, თუნდაც მდინარე ოკეანოსის ზვირთებს, რომლისგანაც
ყველა მომდინარეობს; მაგრამ ზევს კრონიონის თვალებს ვერ მივუახლოვდები და ვერ დავაძინებ, სანამ
თვითონ არ მიბრძანებს. ეს უკვე ვისწავლე ადრე, [250] იმ დღეს, როდესაც ზევსის დიდგულოვანი ძე173

172
ოკეანოსი — უზარმაზარი მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; პერსონიფიცირებული იყო როგორც
ტიტანი, ურანოსისა და გეას ძე, ტეთისის ძმა და მეუღლე, ღმერთების, ზღვებისა და მდინარეების მშობელი.
173
ზევსის დიდგულოვანი ძე — იგულისხმება ჰერაკლესი.
ილიონიდან მოცურავდა ტროელთა ქალაქის განადგურების შემდეგ. მაშინ ეგისისმპყრობელი ზევსის გონება
მივაძინე, ტკბილად დავეღვარე, ხოლო შენ მისი შვილისთვის ბოროტს იზრახავდი, აღძარი სასტიკი ქარები
და ზღვაზე ძლიერი ქარიშხალი გამოიწვიე, კარგად დასახლებულ კოსის ნაპირზე მიაგდე, მეგობრებს
მოშორებული, ზევსმა გაიღვიძა და განრისხდა, იქით-აქით მიმოისროლა ღმერთები სასახლიდან,
უპირველესად მე მეძებდა და უსათუოდ მაღალი ზეციდან ზღვაში ჩამაგდებდა და გამაქრობდა, ღმერთთა და
ადამიანთა მომთვინიერებელ ღამეს რომ არ გადავერჩინე. [260] მას შევაფარე თავი გაქცეულმა და ზევსმა,
მრისხანების მიუხედავად, თავი მოწიწებით შეიკავა, რადგან სწრაფი ღამის წყენას უფრთხოდა. ახლა კი
მთხოვ, ასეთი შეუძლებელი რამ კიდევ გავაკეთო.“
მას ისევ უპასუხა ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ: „ძილო, რამ აგაღელვა ასე? ნუთუ გგონია, რომ
ტროელების დამხმარე შორსმხედველი ზევსი ისე განრისხდება, როგორც თავისი ძის, ჰერაკლესის გამო
განრისხდა? მოდი, მე შენ ქარისებიდან ერთ-ერთს, ყველაზე ნორჩს გამოგაყოლებ და შენ მას მეუღლეს
უწოდებ, — პასითეას, რომელიც ყოველთვის გიყვარდა.“174
[270] ასე თქვა, გაიხარა ძილმა და უპასუხა: „მაშინ დაიფიცე სტიქსის ხელშეუხებელი წყალი, ერთი
ხელი მრავალნაყოფიერ მიწას დაადე და მეორე — მოციმციმე ზღვას, რომ მოწმედ გვყავდეს ქვესკნელის
ღმერთები175, რომლებიც კრონოსის ირგვლივ არიან, რომ მე მომცემ ქარისებისგან ერთ-ერთს, ყველაზე ნორჩს,
პასითეას, რომელიც ყოველთვის მიყვარდა.“
ასე თქვა და თეთრხელება ქალღმერთი ჰერა დაეთანხმა, დაიფიცა, როგორც სთხოვა, სახელით
მოიხსენია ღმერთები, რომლებიც ტარტაროსის ქვემოთ არიან დავანებული და ტიტანებად მოიხსენიებიან.
[280] როდესაც დაიფიცა და აღთქმა დაასრულა, ორივე წავიდა ლემნოსიდან, დატოვეს ქალაქი იმბროსი,
ბურუსი მოისხეს და სწრაფად გაფრინდნენ ჰაერში. მრავალწყაროიან იდასთან მივიდნენ, ცხოველთა
დედასთან, ლექტონთან დატოვეს ზღვა, წავიდნენ ხმელეთით და ტყეში ხის კენწეროები შეარხიეს ფეხებით.
იქ გაჩერდა ძილი, სანამ ზევსი დაინახავდა თვალებით, გაეშურა და ძალიან მაღალ ფიჭვზე ავიდა, რომელიც
მაშინ იდაზე უმაღლესი იყო და ჰაერიდან ზეცას სწვდებოდა; იქ დაჯდა ფიჭვის ტოტებით დამალული [290]
წკრიალახმიან ფრინველს მიმსგავსებული, რომელსაც მთებში ქალკისს უწოდებენ ღმერთები და კიმინდისს
— ადამიანები176.
ჰერამ სწრაფად მიაღწია მაღალი იდის გარგარონის მწვერვალს და დაინახა იგი ღრუბელთშემკრებმა
ზევსმა. და როგორც კი დაინახა, დაუოკებელმა ვნებამ მოიცვა მთელი მისი გული, როგორც მაშინ, როდესაც
პირველად შეერთო სიყვარულით სარეცელზე, საყვარელი მშობლებისგან მალულად. წამოუდგა, სახელი
უხმო და სიტყვა უთხრა: „ჰერა, რამ ჩამოგიყვანა აქ ოლიმპოსიდან? სადაა შენი ეტლი და ცხენები?“
[300] მას ცბიერად უპასუხა დედოფალმა ჰერამ: „ნაყოფიერი მიწის კიდეზე მივდივარ ოკეანოსის,
ვისგანაც მომდინარეობენ ღმერთები, და დედა ტეთისის მოსანახულებლად, რომლებმაც თავის სასახლეში
გამზარდეს და მომიარეს; ისინი უნდა მოვინახულო და მათი დაუსრულებელი კამათი უნდა შევწყვიტო,
რადგან უკვე დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდნენ და არც სიყვარული აქვთ, არც საერთო სარეცელი, რაკი
მრისხანება დაეუფლა მათ სულს. ცხენები მრავალწყაროიანი იდის ძირას დგანან, ისინი წამიყვანენ ხმელეთსა
და წყალზე. ახლა კი აქ ჩამოვედი ოლიმპოსიდან შენს გამო, [310] შენ რომ არ განმირისხდე ღრმაწყლიანი
ოკეანოსის სასახლეში შენს დაუკითხავად წასვლისთვის.“
მას უპასუხა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „ჰერა, იქ შეგიძლია მოგვიანებითაც წახვიდე, ახლა კი
დავწვეთ და სიყვარულს მივეცეთ, რადგან ასეთი ლტოლვა აქამდე არ მქონია არც ქალღმერთისა და არც
მოკვდავი ქალის მიმართ, გულს მკერდში ვერ ვიმორჩილებ, მაშინაც არ მომსვლია ეს, როდესაც იქსიონის177
ცოლი მიყვარდა, რომელმაც მიშვა პეირითოოსი, ღმერთების თანასწორი მსაჯული, არც აკრისიოსის ასულის,
ლამაზკოჭიანი დანაეს178 სიყვარულისას, [320] რომელმაც მიშვა პერსევსი, ყველა კაცისგან გამორჩეული; ან

174
პასითეას, რომელიც ყოველთვის გიყვარდა — ბევრი გამომცემელი ამ სტრიქონს ჰომეროსისეულად არ
მიიჩნევს.
175
ქვესკნელის ღმერთები — ტიტანები, ურანოსის შვილები.
176
ქალკისს უწოდებენ ღმერთები და კიმინდისს — ადამიანები — უცნობი ფრინველია.
177
იქსიონი — უძველესი თესალიელი ტომის, ლაპითების მეფე.
178
დანაე — არგოსის მეფე აკრისიოსისა და ევრიდიკეს ასული. აკრისიოსს უწინასწარმეტყველეს, რომ დანაეს
შვილის ხელიდან ელოდა სიკვდილი, ამიტომ მან ქალიშვილი ბრინჯაოს სასახლეში ჩაკეტა, მაგრამ ზევსი მშვენიერ
ქალიშვილს ოქროს წვიმის სახით ეწვია და ამ კავშირისგან იშვა დიდი გმირი პერსევსი.
როდესაც სახელგანთქმული ფოინიქსის ასული179 მიყვარდა, რომელმაც მიშვა მინოსი და ღვთისდარი
რადამანთისი; არც როდესაც სემელე180 ან ალკმენე181 მიყვარდა თებეში, რომელმაც ვაჟი, გულმაგარი
ჰერაკლესი მაჩუქა, სემელემ კი დიონისოსი შვა, მოკვდავთა სიხარული, არც მაშინ დამმართნია ასეთი რამ,
როდესაც ლამაზნაწნავებიანი დედოფალი დემეტერი მიყვარდა, არც სახელოვანი ლეტოს დროს და თვით
შენც რომ მიყვარდი, ასე არ მიყვარდი, ტკბილი წადილი ასე არ მათრობდა.“
მას ცბიერად უპასუხა დედოფალმა ჰერამ: [330] „კრონოსის უსასტიკესო ძე, რა სიტყვას ამბობ?! თუ
ახლა სიყვარულის წყურვილით ერთად დავწვებით იდის მწვერვალზე, სადაც ყველაფერი ხელისგულზეა, რა
მოხდება, თუ რომელიმე მარადმყოფი ღმერთი დაგვინახავს ჩახუტებულებს, წავა და ეტყვის ყველა ღმერთს?
ხომ ვეღარ ავდგები და ვეღარ დავბრუნდები სახლში, რადგან ეს სამარცხვინო იქნება; მაგრამ თუ მართლა
გსურს და გული გერჩის, მე მაქვს ოთახი, რომელიც ამიგო საყვარელმა შვილმა, ჰეფესტოსმა და კარიც
მჭიდროდ ჩამისვა ჩარჩოში. [340] იქ წავიდეთ და დავწვეთ, რაკი ჩემთან დაწოლა მოგნატრებია.“
მას უპასუხა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „ჰერა, ნუ გეშინია, ვერც ვინმე ღმერთი და ვერც ვინმე
მოკვდავი ვერ დაგვინახავს, ისეთ ოქროს ღრუბელს გადავიხურავთ, რომ თვალს ვერ მოგვკრავს ჰელიოსიც კი,
რომლის ნათელსაც ყველაზე გამჭრიახი მზერა აქვს.“
და კრონოსის ძემ მკლავებში მოიმწყვდია თავისი მეუღლე, მათ ქვემოთ ღვთაებრივმა დედამიწამ
აღმოაცენა ხასხასა ბალახი, ცვრიანი ლოტოსი, ზაფრანა, ხშირი და ნაზი სუმბული, — და ეს ყველაფერი
საწოლად გაუფინა ღმერთებს. [350] იქ დაწვნენ, მათ გადაეფარათ ოქროს უმშვენიერესი ღრუბელი, რომელსაც
მოციმციმე ნამი სცვიოდა.
ასე, ძილით და სიყვარულით ძლეულ მამას უდრტვინველად ეძინა გარგარონის მწვერვალზე,
მკლავებში მეუღლე ჰყავდა მომწყვდეული; გაიქცა აქაველთა ხომალდებისკენ ტკბილი ძილი და ამბავი
ჩაუტანა მიწისმპყრობელსა და მიწისმრყეველს, ახლოს დაუდგა და ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „იჩქარე,
პოსეიდონ და დანაელებს დაეხმარე, გაამარჯვებინე, თუნდაც ცოტა ხნით, სანამ თვლემს ზევსი, — მე მას ნაზი
და ღრმა ძილი გადავაფარე; [360] ჰერამ აცდუნა და სასიყვარულოდ დაიწვინა.“
ასე თქვა და გაეშურა სახელოვანი ვაჟკაცებისკენ, ხოლო პოსეიდონი დანაელთა დასახმარებლად
კიდევ უფრო შეგულიანდა. იმავწამს წინ გაიჭრა და დიდი ხმით შესძახა: „არგოსელებო, გავამარჯვებინოთ
ჰექტორს, პრიამოსის ძეს, ხომალდები ავაღებინოთ და სახელი მოვახვეჭინოთ?! ამას ამბობს და ასე იმუქრება,
რადგან განრისხებული აქილევსი ჯერაც ღრმამუცლიან ხომალდებთან რჩება, თუმცა ისიც კი აღარ
დაგვჭირდება, თუკი ყველა დანარჩენი შევგულიანდებით და ერთმანეთს დავიცავთ. [370] მოდი, რასაც
გეტყვით, დამიჯერეთ ყველამ. რაც კი საუკეთესო ფარები გვაქვს ლაშქარში, ავიფაროთ, თავზე ჩამოვიცვათ
ერთიანად ელვარე მუზარადები, ხელში დავიჭიროთ უდიდესი შუბები და წავიდეთ. მე წინ წაგიძღვებით, ასე
მგონია, ჰექტორი, პრიამოსის ძე წინ ვეღარ დაგვიდგება. დაე მედგარმა მეომარმა, რომელსაც პატარა ფარი
უმშვენებს მხარს, უფრო სუსტს მებრძოლს მისცეს იგი და თავად უკეთესი აიღოს.“
ასე თქვა, ყველამ კარგად მოუსმინა და დაეთანხმა. მეფეები თვითონ აწყობდნენ საბრძოლო რაზმებს,
— [380] ტიდევსის ძე, ოდისევსი და ატრევსის ძე აგამემნონი; ყველა დაიარეს და საჭურველი შეაცვლევინეს:
საუკეთესოს საუკეთესო ჩააცვეს და სუსტს — უარესი. ასე აღიჭურვნენ მოელვარე ბრინჯაოს აბჯრით და
დაიძრნენ, წინ მათ მიუძღოდა მიწისმრყეველი პოსეიდონი, მსხვილი მარჯვენით საშინელი, ელვის მსგავსი
გრძელპირიანი ხმალი ეპყრა, რომელსაც ვერავინ მიუახლოვდებოდა ბრძოლაში, იმდენად აფრთხობდა
მტერს.
მეორე მხარეს ტროელები დარაზმა სახელოვანმა ჰექტორმა. მაშინ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის
უსასტიკესი ძარღვი გაჭიმეს [390] მუქთმიანი პოსეიდონი არგოსელებს და სახელოვანი ჰექტორი ტროელებს
აგულიანებდა. ზღვა მოადგა მაშინ კარვებსა და არგოსელთა ხომალდებს, ხოლო მეომრები ერთმანეთს
ეკვეთნენ გამარჯვების ყიჟინით. როდესაც ბორეასი სასტიკად უბერავს და ზღვა ტალღებს ზათქით ახეთქებს
მიწას, ისე არ ხმაურობს; როდესაც მთაში განაკაფიდან ხანძარი მთელ ტყეს ედება, ცეცხლი ისე არ გუგუნებს;

179
ფოინიქსის ასული — ფინიკიის მეფის, ფოინიქსის ასული ევროპე, კადმოსის და. ზევსი მას ხარის სახით
ეწვია, როდესაც ზღვის პირას ყვავილებს კრეფდა, მოიტაცა და ცურვით კრეტაზე გადაიყვანა.
180
სემელე — თებეს მეფის, კადმოსის ასული, რომელსაც ზევსისგან შეეძინა დიონისოსი, ღვინისა და
მხიარულების ღმერთი.
181
ალკმენე — ამფიტრიონის მეუღლე, რომელმაც მეუღლეს იფიკლესი აჩუქა, ზევსს კი უსაყვარლესი ვაჟი —
ჰერაკლესი.
როდესაც მძვინვარე ქარი ედება მაღალი მუხის მწვერვალებს, ისე არ გრიალებს, [400] როგორი ღრიანცელიც
დააყენეს ტროელებმა და აქაველებმა, როდესაც ყიჟინა დასცეს და ერთმანეთს დაერივნენ.
პირველმა სახელოვანმა ჰექტორმა ესროლა შუბი აიასს, როდესაც პირდაპირ მისკენ მობრუნდა, არ
აუცილებია, მოარტყა სადაც ორი ღვედი ფარავდა მკერდს, ერთი ფარისა და მეორე ვერცხლით მოჭედილი
ხმლისა. ორმა ღვედმა დაიცვა ნაზი კანი. გაბრაზდა ჰექტორი, რომ ფუჭად გაფრინდა შუბი მისი ხელიდან,
უკან დაიხია თავისიანებისკენ, სიკვდილს რომ გაქცეოდა. სწორედ მაშინ დიდმა აიასმა, ტელამონის ძემ [410]
ლოდს დაავლო ხელი, ბლომად ეყარა სწრაფი ხომალდების საყრდენად და მებრძოლებს ფეხებში
ებლანდებოდათ, ერთი აიღო და მკერდში მოარტყა ფარს ზემოთ, კისრის მახლობლად, ბზრიალასავით
გაუშვა და ტრიალ-ტრიალით წავიდა. როგორც მამა ზევსის დარტყმისას182 დიდი მუხა ძირფესვიანად ეცემა
და მას გოგირდის საშინელი სუნი აუდის, ვინც ახლოს აღმოჩნდება და დაინახავს, სული შიშით გაძვრება,
საზარელი რამაა დიდი ზევსის მეხი, ასე დაეცა ჰექტორის ძალა მიწაზე მტვერში. ხელიდან გაუვარდა მეორე
შუბი, ფარიც ზედვე დაემხო, [420] მუზარადიც და ჭრელი აბჯრის ბრინჯაომ გაიჟღრიალა. საშინელი ყიჟინით
მივარდნენ აქაველთა შვილები, გამოთრევას უპირებდნენ, დააყარეს შუბები, მაგრამ ვერავინ შეძლო ხალხთა
მწყემსის დაჭრა, რადგან შემოეჯარნენ საუკეთესო მეომრები: პოლიდამასი, ენეასი და ღვთაებრივი აგენორი,
სარპედონი, ლიკიელთა მეთაური და უზადო გლავკოსი. სხვებიც ზრუნავდნენ მასზე, მის წინ ეჭირათ
მრგვალი ფარები, შემდეგ მეგობრებმა ხელში აიყვანეს და ბრძოლის ველს გააშორეს, მივიდნენ მის სწრაფ [430]
ცხენებთან, რომლებიც იდგნენ ბრძოლასა და ომს გარიდებული, ჭრელ ეტლთან და მეეტლესთან ერთად.
მძიმედ გმინავდა, როდესაც ქალაქისკენ მიჰყავდათ; მაგრამ როდესაც წყალუხვი მდინარის, უკვდავი ზევსის
შობილი, მჩქეფარე ქსანთოსის, გადასასვლელს მიადგნენ, იქ ეტლიდან მიწაზე ჩამოასვენეს და წყალი
ასხურეს, გონზე მოვიდა, თვალში გამოიხედა, მუხლებს დაეყრდნო და ღრუბელივით შავი სისხლი
ამოანთხია; შემდეგ მიწაზე დაწვა, თვალებს ისევ შავი ღამე გადაეფარა, ისე მძიმე დარტყმა ჰქონდა
გადატანილი.
[440] როდესაც არგოსელებმა დაინახეს, რომ ჰექტორი გაიყვანეს, თავს დაესხნენ ტროელებს, გაიხსენეს
ბრძოლის ჟინი. მაშინ პირველმა სწრაფმა აიასმა, ოილევსის ძემ შეუტია სატნიოსს, ენოფსის ძეს და დაჭრა
ბასრი შუბით, იგი ენოფსისთვის უშვია უზადო ნიმფა ნაიასს, როდესაც იგი ხარების ჯოგს აძოვებდა
სატნიოეისის ნაპირებთან. სახელოვანი შუბოსანი, ოილევსის ძე, მიუახლოვდა მას და შუბი მუცელში აძგერა,
დაეცა და მის ირგვლივ ტროელებმა და დანაელებმა გააჩაღეს ფიცხელი ომი. პოლიდამასი, პანთოოსის ძე,
შუბის რხევით მივიდა მის დასახმარებლად, [450] მარჯვენა მხარში დაჭრა პროტოენორი, არეილიკოსის ძე,
მხარი გაიარა მძლავრმა შუბმა, ვაჟკაცი დაეცა მტვერში და მიწას ჩასჭიდა ხელი. პოლიდამასმა კი საშინელი
ყიჟინა დასცა და შესძახა: „ასე მგონია, დიდგულოვანი პანთოოსის ძის შუბი ფუჭად არ გაფრენილა,
რომელიღაც არგოსელმა მზრუნველად მიიღო იგი და, უეჭველია, ხელჯოხად იხმარს, როდესაც ჰადესის
სასახლეს ეწვევა.“
ასე თქვა და მისმა ტრაბახმა გული მოუკლა არგოსელებს. განსაკუთრებით განარისხა ბრძენი აიასი,
[460] ტელამონის ძე, სწორედ მის ახლოს დაეცა კაცი. სასწრაფოდ ესროლა უკან გაბრუნებულს ელვარე შუბი,
პოლიდამასი გვერდით გახტა და შავი სიკვდილი აირიდა, შუბი კი მოხვდა ანტენორის ვაჟს, არქელოქოსს: იგი
გაწირეს ღმერთებმა. იქ მოხვდა, სადაც ერთდება თავი და კისერი, ბოლო მალასთან, ორივე ძარღვი გაწყვიტა
და დაცემისას კაცის თავი თუ ცხვირ-პირი უფრო მალე შეეხო მიწას, ვიდრე წვივები და მუხლები. აიასმა
გააგონა უზადო პოლიდამასს: [470] „დაფიქრდი, პოლიდამას, და სიმართლე მითხარი, ეყოფა ეს კაცი
პროთოენორისთვის შურისძიებას? ასე მგონია, ვიღაც უბადრუკი არ უნდა იყოს, ცხენთამხედნელი
ანტენორის ძმა ან შვილი უნდა იყოს, იერით წააგავს ძალიან.“
კარგად იცოდა, რასაც ამბობდა, ტროელები კი დამწუხრდნენ. მაშინ აკამასმა ძმისთვის შური იძია და
ბეოტიელ პრომაქოსს აძგერა შუბი, როდესაც იგი მოკლულს ფეხებით მიათრევდა. აკამასმა ყიჟინა დასცა და
შესძახა: „არგოსელებო, ვაი-მოისრებო, მუქარით გაუმაძღრებო, [480] ახლა მხოლოდ ჩვენთვის არ იქნება
გარჯა და დარდი, ამ კაცის ბედს გაიზიარებთ თქვენც. დაფიქრდით, ჩემი შუბით განგმირულ თქვენს
პრომაქოსს სძინავს, რათა ჩემი ძმა დიდხანს არ დარჩენილიყო სისხლის აუღებლად. უნდა ილოცო კაცმა, რომ
სახლში ვინმე დატოვო, ვინც ბრძოლაში შენი დაცემისთვის შურს იძიებს.“

182
მამა ზევსის დარტყმისგან დიდი მუხა ძირფესვიანად ეცემა — იგულისხმება ელვა, ზევსის იარაღი.
ასე თქვა და მისმა ტრაბახმა არგოსელებს გული მოუკლა. განსაკუთრებით განარისხა ბრძენი
პენელეოსი. მიეჭრა აკამასს, მაგრამ იგი არ დაუხვდა მეუფე პენელეოსს და მან სანაცვლოდ შეიწირა
ილიონევსი, [490] ძე ფარებით მდიდარი ფორბასისა, რომელიც ტროელთაგან გამორჩევით უყვარდა ჰერმესს
და სიმდიდრე მისცა; ილიონევსი ერთადერთი ვაჟი იყო, რომელიც დედამისმა უშვა ფორბასს. პენელეოსმა
შიგ თვალში ჩასცა, თვალი ამოუგდო და შუბმა ფოსო გაიარა და კეფასთან გამოვიდა, დაეცა და ორივე ხელი
გაიწვდინა, პენელეოსმა ბასრი ხმალი იძრო, შუა კისერში ჩასცა და მიწაზე დააგდო მუზარადიანი თავი, ხოლო
მძლავრი შუბი თვალის ფოსოში იყო გარჭობილი. ყაყაჩოს თავივით ასწია, [500] ტროელებს დაანახა და
ტრაბახით უთხრა: „ტროელებო, უთხარით სახელოვანი ილიონევსის საყვარელ მამასა და დედას, დაიტირონ
იგი სასახლეში; ვერც პრომაქოსის, აგენორის ვაჟის, მეუღლე ვერ დახვდება საყვარელ ქმარს და ვერ გაიხარებს,
როდესაც ტროიდან ხომალდებით დავბრუნდებით შინ აქაველთა შვილები.“
ასე თქვა და ყველა ტროელის მთელი სხეული ცახცახმა აიტანა, თითოეული მათგანი აქეთ-იქით
იყურებოდა და ფიქრობდა, როგორ გაქცეოდა უტყუარ დაღუპვას.
მითხარით ახლა ოლიმპოსზე მცხოვრებო მუზებო, ვინ იყო პირველი აქაველთაგან, ვინც სისხლიანი
აბჯარი აჰხადა მტერს, [510] როდესაც შემოაბრუნა ბრძოლა სახელოვანმა მიწისმრყეველმა? პირველმა აიას
ტელამონის ძემ დაჭრა ჰირტიოსი, რომელიც იყო გირტიოსის ძე და სულმტკიცე მისიელების წინამძღოლი.
ანტილოქოსმა დახოცა ფალკესი და მერმეროსი. მირიონესმა მოკლა მორისი და ჰიპოტიონი, ტევკროსმა კი
პროთოონი დასცა და პერიფეტესი; ატრევსის ძემ183 კი შემდეგ ჰიპერენორი, ხალხთა მწყემსი, მუცელში
დაჭრა, ბრინჯაომ შიგნეული გადმოაყრევინა, სული კი სწრაფად გამოიჭრა ჭრილობიდან და წყვდიადმა
დაფარა თვალები. [520] ყველაზე მეტი კი დახოცა სწრაფმა აიასმა, ოილევსის ძემ: მას ვერავინ შეედრებოდა
სიჩქარეში, როდესაც იმ ხალხს მისდევდა, რომელსაც ზევსი გაქცევას აიძულებდა.

183
ატრევსის ძე — იგულისხმება მენელაოსი, რადგან დაჭრილი აგამემნონი ბრძოლაში ვეღარ მონაწილეობს.
მეთხუთმეტე სიმღერა

ხ ო მ ალ დ ე ბ ი დ ან გ აძევება

როდესაც გაქცევისას გაიარეს მესერი და თხრილი, ბევრი დაიღუპა დანაელთა ხელიდან, როგორც კი
ეტლებთან მიირბინეს, გაჩერდნენ შიშისგან გამწვანებულები და თავზარდაცემულები; ამასობაში გაიღვიძა
ზევსმა იდის მწვერვალზე ოქროსტახტიანი ჰერას გვერდით, სწრაფად წამოდგა და დაინახა ტროელები და
აქაველები, ერთნი მირბოდნენ და მეორენი, არგოსელები, უკან მისდევდნენ; მათ შორის თვალი მოჰკრა მეუფე
პოსეიდონს. დაინახა, რომ ჰექტორი მინდორში იწვა, ირგვლივ კი მეგობრები [10] ისხდნენ, მძიმედ
სუნთქავდა, გონება დაკარგული ჰქონდა, სისხლს აღებინებდა: ყველაზე სუსტ აქაველს არ უქნია ეს. როდესაც
დაინახა, შეებრალა ადამიანთა და ღმერთთა მამას, წარბშეკვრით სასტიკად შეხედა ჰერას და სიტყვა უთხრა:
„ეს სულ შენი მზაკვრობა და შენი ხრიკებია, გამოუსწორებელო ჰერა, რამაც ჰექტორი ბრძოლას მოსწყვიტა და
მისი ხალხი გააქცია! არ ვიცი, შესაძლოა, ამ მტკივნეული ცბიერებისთვის პირველი ჯილდო დაიმსახურო და
მეხი გამომტყუო!184 თუ დაგავიწყდა, ზემოდან რომ ჩამოგკიდე და ფეხებზე ორი გრდემლი დაგადე, ხოლო
ხელები [20] ოქროს მტკიცე ბორკილებით შეგიკარი, შენ კი ზეცასა და ღრუბლებში ეკიდე, მრისხანებდნენ
ღმერთები დიდ ოლიმპოსზე, იდგნენ და შენი გამოხსნა არ შეეძლოთ; თუ ვინმეს დავიჭერდი, ავიყვანდი და
ვისროდი ჩემი ზღურბლიდან, სანამ არაქათგამოცლილი დაეცემოდა მიწაზე; ამითაც ვერ დავიმშვიდე გული,
რომელიც უსასრულოდ შემტკიოდა ღვთისდარ ჰერაკლესზე, შენ რომ ბორეასის ქარი და გრიგალი დაადევნე
და ბოროტად დევნიდი უკაცრიელ ზღვაზე, სანამ ქარიშხალმა კარგად დასახლებულ კოსზე არ მიაგდო. მე იქ
თავად გადავარჩინე და კიდევ ერთხელ დავაბრუნე [30] ცხენებით მდიდარ არგოსში მრავალი გმირობის
ჩამდენი ვაჟკაცი. ამას გახსენებ, რომ შეწყვიტო შენი ოინები და დაინახო, რომ არაფერს გარგებს ეს სიყვარული
და სარეცელი, რომლითაც ღმერთებისგან გამომიტყუე და შემაცდინე!“
ასე თქვა და გააცივა ხარისთვალება დედოფალ ჰერას, ხმა ამოიღო და მიმართა ფრთოსანი სიტყვით:
„მოწმედ დამიდგეს მიწა და ვრცელი ზეცა ჩვენს ზემოთ, სტიქსის მიწისქვეშა წყალი, რომელსაც ყველაზე
დიდი და საშინელი ფიცით იფიცებენ ნეტარი ღმერთები, თავად შენი წმინდა თავი და ჩვენი საქორწინო [40]
სარეცელი, რომელიც ფუჭად არასოდეს დამიფიცია: ჩემი ხელი არ ურევია იმაში, რომ მიწისმრყეველი
პოსეიდონი ებრძვის ტროელებსა და ჰექტორს, მათ მტრებს კი ეხმარება; ამას საკუთარი გულის კარნახით
უნდა აკეთებდეს, თუკი ხომალდებთან შევიწროებული აქაველები დაინახა და შეიბრალა; მე თვითონაც
ვურჩევდი მას, იმ გზას გამოჰყვეს, რომელზეც მიგვიძღვები, შავღრუბლიანო.“
ასე თქვა და გაეღიმა ადამიანებისა და ღმერების მამას, საპასუხოდ ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
„თუკი შენაც კი, ხარისთვალება დედოფალო ჰერა, [50] ღმერთებს შორის დამჯდარი მხარს დამიჭერ, თავად
პოსეიდონიც, თუნდაც სხვაგვარად ფიქრობდეს, ერთხელაც შეიცვლის აზრს, შენი და ჩემი ნების თანახმად;
მაგრამ თუ ახლა არ მზაკვრობ და სიმართლეს ამბობ, წადი ღმერთების საკრებულოში და აქ მიხმე, რომ ჩემთან
მოვიდნენ ირისი და აპოლონი, სახელოვანი მოისარი; რათა ირისი მივიდეს ბრინჯაომოსილ აქაველ ხალხთან
და უთხრას მეუფე პოსეიდონს, რომ შეწყვიტოს ომი და სახლში დაბრუნდეს, ხოლო სხივოსანმა აპოლონმა
ისევ ბრძოლისთვის შეაგულიანოს ჰექტორი, [60] ისევ შთაბეროს ვაჟკაცობა, დაავიწყოს ტკივილი, რომელიც
ახლა სულს უწამებს, შემდეგ აქაველებს ისევ დასცეს თავზარი და ისევ გამოაქციოს; გაქცეულები მივარდნენ
აქილევს პელევსის ძის მტკიცეგემბანიან ხომალდებს და მან ბრძოლაში ჩართოს თავისი მეგობარი,
პატროკლოსი; იგი შუბით განგმიროს სახელოვანმა ჰექტორმა ილიონის წინ მას შემდეგ, რაც ეს გმირი მრავალ
სხვა ტროელ ჭაბუკს გამოასალმებს სიცოცხლეს, მათ შორის ჩემს საკუთარ ვაჟსაც, ღვთაებრივ სარპედონს. და
მაშინ მოკლას ჰექტორი განრისხებულმა აქილევსმა. ამის შემდეგ ბრძოლას სამუდამოდ გადმოვანაცვლებ
ხომალდებიდან [70] და მანამ გავაგრძელებ, სანამ აქაველები არ აიღებენ მაღალ ილიონს ათენას რჩევების
მიხედვით185; მაგრამ მანამდე ჩემი რისხვა არ დაოკდება და არც ვინმე სხვა უკვდავს მივცემ უფლებას,

184
შესაძლოა, ამ მტკივნეული ცბიერებისთვის პირველი ჯილდო დაიმსახურო და მეხი გამომტყუო — ზევსი
ჰერას ახსენებს იმ ამბავს, როდესაც ქალღმერთი დაისაჯა ჰერაკლესის წინააღმდეგ მოწყობილი მზაკვრობისთვის, რაშიც
მაშინაც ძილი დაეხმარა; ამას თავად ძილიც ახსენებს ჰერას „ილიადის“ მეთოთხმეტე სიმღერაში (სტრ. 249-261).
185
სანამ აქაველები არ აიღებენ მაღალ ილიონს ათენას რჩევების მიხედვით — აქაველებმა ვერ შეძლეს ომით
ტროის (ილიონის) აღება; მაშინ, ათენას რჩევით, მათ ააგეს უზარმაზარი ხის ცხენი, დამალეს მასში საუკეთესო მეომრები
და თავად ხომალდები გაიყვანეს ზღვის ყურიდან, თითქოს საბერძნეთში გასცურეს, სინამდვილეში კი თავისი ფლოტი
დანაელებს დაეხმაროს, სანამ არ შესრულდება პელევსის ძის თხოვნა, იმ პირობის მიხედვით, რომელიც მე
გავეცი, თავი რომ დავხარე იმ დღეს, როდესაც მუხლზე მომეხვია ქალღმერთი თეტისი და მთხოვა
დამეფასებინა ქალაქთმმუსვრელი აქილევსი.“
ასე თქვა და დაემორჩილა თეთრხელება ქალღმერთი ჰერა, გაეშურა იდის მთიდან დიდი
ოლიმპოსისკენ. [80] როგორ სწრაფადაც დახტის კაცის გონება, რომელსაც ბევრი მიწა მოუვლია და გულის
სიღრმეში ფიქრობს, „იქ მინდოდა ვყოფილიყავი და იქაც“ და ბევრ რამეს წარმოიდგენს, ასეთი სისწრაფით
გაფრინდა მოწადინებული დედოფალი ჰერა. მივიდა მაღალ ოლიმპოსზე, შევიდა ზევსის სასახლეში, სადაც
უკვდავი ღმერთები იყვნენ შეკრებილი, როგორც კი დაინახეს, ყველა წამოდგა და მიეგება თასით ხელში,
მაგრამ ჰერამ სხვებს ჩაუარა და თასი ლამაზღაწვიან თემისს186 გამოართვა, რადგან პირველი სწორედ ის
გამოიქცა შესაგებებლად, დაელაპარაკა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: [90] „ჰერა, რატომ მოსულხარ?
შიშით დაზაფრულს ჰგავხარ! ნუთუ შეგაშინა კრონოსის ძემ, შენმა მეუღლემ?!“
მას უპასუხა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ: „ამაზე ნურაფერს მკითხავ, ქალღმერთო თემის,
თავადაც იცი, რა მედიდური და უხეში სული აქვს, მაგრამ შენ წამოიწყე ღმერთების საერთო ნადიმი
სასახლეში, ყველა უკვდავთან ერთად შენც გაიგებ, რა ავი საქმეებიც განიზრახა ზევსმა; ასე მგონია, ვეღარავინ
გაიხარებს გულით, ვერც მოკვდავი და ვერც უკვდავი, თუნდაც ახლა ნადიმზე მხიარულებდეს.“
[100] ასე თქვა და დაბრძანდა დედოფალი ჰერა, დამწუხრდნენ ზევსის სასახლეში ღმერთები, ჰერამ
ტუჩებით ღიმილი სცადა, მაგრამ მუქი წარბების ქვეშ სახემ აღშფოთება ვერ დამალა; და განრისხებულმა
ყველას მიმართა: „უგუნურებო, დაუფიქრებლად ვაპირებთ ზევსთან წინააღმდეგობას! ამაოდ ვცდილობთ,
გავაჩეროთ იგი სიტყვით ან ძალით; იგი თავისთვის ზის, არც ღელავს, ჩვენ არ ვადარდებთ, რადგან
გვიცხადებს, რომ უკვდავ ღმერთებში სიმძლავრითა და ძალ-ღონით შეუდარებლად აღემატება ყველას. უნდა
გადავიტანოთ თითოეულმა, რა სიავეც უნდა მოგვივლინოს. [110] როგორც ვხვდები, უკვე შეეხო უბედურება
არესს, რადგან მისი ვაჟი, კაცთაგან უსაყვარლესი ასკალაფოსი, რომელსაც მძლავრი არესი შვილად
მოიხსენიებდა, ბრძოლაში დაიღუპა.“
ასე თქვა, მაშინვე ორივე მძლავრ ბარძაყზე დაირტყა ხელი არესმა და გოდება აღმოხდა: „ახლა ნუ
დამძრახავთ, ოლიმპოსის მცხოვრებნო, შვილის მკვლელობისთვის შურის საძიებლად აქაველთა
ხომლდებთან უნდა მივიდე, თუნდაც ამისთვის ბედმა ზევსმა მეხი მარგუნოს და ცხედრებთან დამაგდოს
სისხლსა და მტვერში.“
ასე თქვა და უბრძანა შიშსა და ძრწოლას187, ცხენები [120] შეებათ, თავად კი აისხა თვალისმომჭრელი
აბჯარი. და მაშინ უკვდავებისადმი ზევსის ღვარძლი და მრისხანება წინანდელზე უფრო დიდი და უფრო
სასტიკი იქნებოდა, რომ ათენა, რომელსაც ყველა ღმერთის ბედი ადარდებდა, არ წამომდგარიყო ტახტიდან,
რომელზეც იჯდა და კარებში არ დამდგარიყო; თავიდან მუზარადი მოხადა, მხრიდან მოაცილა ფარი,
მძლავრი ხელიდან ბრინჯაოს შუბი გამოგლიჯა და უსაყვედურა გააფთრებულ არესს: „შეშლილო! გონს
მოდი, თავს ნუ იღუპავ, ყურები რისთვის გაქვს? არ უნდა ისმინო?! აზროვნების უნარიც დაგიკარგავს და
სირცხვილის გრძნობაც! [130] ვერ გაიგონე, რა გვითხრა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ, რომელიც ახლახან
დაბრუნდა ოლიმპოსელი ზევსისგან? თუ გინდა, რომ უამრავი უბედურება დაგატყდეს თავს, თავადაც
იძულებით დაგაბრუნონ ოლიმპოსზე დამწუხრებული და დანარჩენებიც განსაცდელში ჩაგვაგდო? ხომ
იმავწამს მიატოვებს გულმაგარ ტროელებსა და აქაველებს და ჩვენ დაგვერევა ოლიმპოსზე და მტყუან-
მართალსაც არ გაარჩევს! ამიტომ ახლა გთხოვ, დაიოკე შვილის გამო აღძრული რისხვა, ბევრი ვაჟკაცი,

ახლომახლო გადამალეს. ტროელებმა ათენასადმი მიძღვნილი ცხენი ქალაქში შეიყვანეს, ხოლო ღამით აქაველი
მეომრები გამოვიდნენ მისი მუცლიდან, სასაკლაო მოაწყვეს ტროაში, კარიბჭე გახსნეს და ზღვით დაბრუნებული მათი
არმია ქალაქში შეიჭრა. ტროის ცხენის ამბები წვრილად ვიცით „ოდისეისა“ და რომაელი პოეტის, ვერგილიუსის
„ენეიდის“ მიხედვით.
186
თემისი — ერთ-ერთი ტიტანი. იგი აღიწერება, როგორც „კარგი რჩევა“, ღვთაებრივი წესრიგის, კანონის,
ბუნებრივი კანონისა და ადათების პერსონიფიკაცია. თემისი უფრო „ღვთიური კანონია“, ვიდრე ადამიანური; სიტყვა-
სიტყვით, „რაც უნდა დაიდოს“ (ზმნიდან τίθημι „დადება“). ზევსი მოიხსენიება მის ერთადერთ მეუღლედ. უზენაეს
ღმერთს თემისმა უშვა ჰორები („წელიწადის დროები“), ასევე დიკე (სამართალი), ეირენე (მშვიდობა), ევნომია
(კანონიერება) დაბოლოს, მოირები (ბედისწერის ქალღმერთები): კლოთო, ლაქესისი და ატროპოსი.
187
შიში და ძრწოლა — ამ შემთხვევაში იგულისხმება არა შიშისა და ძრწოლის ემოციები არამედ ღმერთები,
რომლების მათ პერსონიფიკაცია წარმოადგენენ: შიში (დეიმოსი) და ძრწოლა (ფობოსი).
რომელიც მას ძალით და მარჯვენით აღემატებოდა, [140] დაეცა და ბევრი კიდევ დაეცემა, მძიმე საქმეა ყველა
ადამიანის შვილისა თუ მთელი თაობის გადარჩენა.“
ასე თქვა და ტახტზე დააბრძანა გააფთრებული არესი. ჰერამ კი სასახლიდან გამოიხმო აპოლონი და
ირისი, რომელიც უკვდავი ღმერთების შიკრიკი იყო და მათ მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ზევსმა
გიბრძანათ, რაც შეიძლება სწრაფად მიხვიდეთ იდაზე, როგორც კი მიხვალთ და ზევსს დაინახავთ, უნდა
გააკეთოთ, რასაც გეტყვით და რასაც გიბრძანებთ.“
ეს თქვა და ისევ წავიდა დედოფალი ჰერა და [150] ტახტზე დაბრძანდა, ისინი კი სასწრაფოდ
გაფრინდნენ. მრავალწყაროიან, ნადირთა დედა იდაზე მივიდნენ, გარგარონის მწვერვალზე იპოვეს
კრონოსის შორსმხედველი ძე, იჯდა, ირგვლივ კი სურნელოვანი ღრუბელი შემოეხვია. ეს ორი მივიდა
ღრუბელთშემკრებ ზევსთან და დადგა, მან შეხედა, აღარ განურისხდა გულით, რაკი დაინახა, რომ მისი
საყვარელი მეუღლის სიტყვას დამორჩილებულან. პირველად ირისს მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „იჩქარე,
წადი, სწრაფო ირის, მეუფე პოსეიდონს ეს ყველაფერი აუწყე, ცრუ შიკრიკი ნუ იქნები. [160] უბრძანე,
შეწყვიტოს ომი და ბრძოლა, ღმერთების კრებულს ან ღვთაებრივ ზღვას დაუბრუნდეს. თუ არ დაემორჩილა
ჩემს სიტყვას და ყურად არ იღო, ურჩიე, ღრმად დაფიქრდეს სულით და გულით, რა მძლავრიც უნდა
ბრძანდებოდეს, ჩემს შეტევას ვერ გაუძლებს, რადგან, მითქვამს, მე მასზე ბევრად უფრო ძლიერი ვარ და
დაბადებითაც უფროსი ვარ, ამიტომ გულშიც ნუ გაივლებს ფიქრს, რომ ჩემი თანასწორია, რადგან სხვა
ღმერთები შიშით ძრწიან ჩემს წინაშე.“
ასე თქვა, ქარისფეხება სწრაფი ირისი დაემორჩილა და იდის მთიდან წმინდა ილიონისკენ გაეშურა.
[170] როგორც მაღალ ცაში დაბადებული ბორეასი ერეკება ღრუბლებს და მათგან თოვლი ან ცივი სეტყვა
მოფრინავს, ისე სწრაფად და მოწადინებულად გაფრინდა ირისი, ახლოს დაუდგა და მიმართა სახელოვან
მიწისმრყეველს: „ამბით მოვდივარ, მუქთმიანო მიწისმპყრობელო, შენთან რაღაც დამაბარა
ეგისისმპყრობელმა ზევსმა. გიბრძანა, შეწყვიტო ომი და ბრძოლა, ღმერთების კრებულს ან ღვთაებრივ ზღვას
დაუბრუნდე. თუ არ დაემორჩილები მის სიტყვას და ყურად არ იღებ, გემუქრება, რომ თავად მოვა [180] აქ
შენთან საომრად, მაგრამ გაფრთხილებს, მოერიდო, რადგანო, ამბობს, მასზე ბევრად უფრო ძლიერი და
დაბადებითაც უფროსი ვარო, ამიტომ გულშიც ნუ გაივლებს ფიქრს, რომ ჩემი თანასწორია, რადგან სხვა
ღმერთები შიშით ძრწიან ჩემს წინაშეო.“
მას უპასუხა აღშფოთებულმა სახელოვანმა მიწისმრყეველმა: „სირცხვილი! რაც უნდა დიდი იყოს, ეს
ქედმაღლურად უთქვამს, თუკი თანაბარი პატივის მქონეს, რაიმეს მაიძულებს; სამი ძმა ვართ კრონოსისა და
რეას შვილები, ზევსი, მე და მესამეა ჰადესი, მიცვალებულთა მეუფე. სამად გაიყო ყველაფერი, თითოეულს
მიეცა თავისი საუფლო; [190] ნაცრისფერი ზღვა სამუდამო სამყოფლად მერგო მე წილისყრისას, ჰადესს ერგო
წყვდიადის საუფლო, ზევსს კი — ვრცელი ზეცა, ღრუბლები და ჰაერი; მიწა და მაღალი ოლიმპოსი კი
ყველასთვის საერთოა. ასე რომ, ზევსის ჭკუაზე მე არ ვიცხოვრებ, მშვიდად ბრძანდებოდეს, რა ძლიერიც უნდა
უნდა იყოს, იმყოფინოს მესამედი წილი. და, საერთოდ, ვიღაც ლაჩარი ხომ არ ვარ, რომ მაშინებს თავისი
მკლავის ძალით, მუქარა და მრისხანე სიტყვები შეინახოს თავისი ქალიშვილებისა და ვაჟებისთვის, მან შვა
ისინი და რასაც ეტყვის, უნდა დაუჯერონ კიდეც.“
[200] მაშინ მას უპასუხა ქარისფეხება სწრაფმა ირისმა: „მუქთმიანო მიწისმპყრობელო, ეს სასტიკი და
მაგარ-მაგარი სიტყვები წავუღო ზევსს, ცოტას არ გამოცვლი? დიადთა განწყობა შეიძლება შეიცვალოს. ხომ
იცი, რომ ერინისები მუდამ ადრე დაბადებულებს მიჰყვებიან?!“
მას უპასუხა მიწისმრყეველმა პოსეიდონმა: „ქალღმერთო ირის, ეს სიტყვა სწორად ბრძანე; კარგია,
როდესაც შიკრიკი სიბრძნეს გამოავლენს; მაგრამ ძალიან მწარეა და სული და გული მიკვდება, როდესაც
მრისხანე სიტყვებით ზევსი ცდილობს, დაჩაგროს [210] ღირსებითა და ძალაუფლებით თავისი თანასწორი.
და მაინც, ახლა, აღშფოთების მიუხედავად, დავუთმობ, მაგრამ ამასაც ვიტყვი და ეს ჩემი მუქარა იქნება — თუ
ჩემს, ნადავლის შემპყრობი ათენას, ჰერას, ჰერმესის, მეუფე ჰეფესტოსის გარეშე იმოქმედებს და მაღალ
ილიონს დაინდობს, არ მოისურვებს მის დაქცევას, არ მიანიჭებს დიდ გამარჯვებას არგოსელებს, ეს იცოდეს,
მაშინ ჩვენს შორის გამოუსწორებელი შუღლი ჩამოვარდება.“
ასე თქვა და დატოვა აქაველი ხალხი მიწისმრყეველმა, ნაპირისკენ დაიძრა, ზღვაში შევიდა და
დაამწუხრა აქაველი გმირები.
[220] ამის შემდეგ აპოლონს მიმართა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „წადი ახლა, საყვარელო სხივოსანო,
ბრინჯაოსმუზარადიან ჰექტორთან, რადგან მიწისმპყრობელი და მიწისმრყეველი უკვე ღვთაებრივი
ზღვისკენ წავიდა და თავი აარიდა ჩვენს მაღალ მრისხანებას, თორემ ამ ბრძოლის ამბავს სხვა ღმერთებიც
გაიგონებდნენ, რომლებიც კრონოსის ირგვლივ არიან ჩვენს ქვემოთ. ახლა რომ დათმო, ეს უკეთესია
ჩემთვისაც და მისთვისაც, რისხვას რომ არ აჰყვა და არ გამოსცადა ჩემი მარჯვენის ძალა, თორემ კიდევ ბევრი
ოფლი დაიღვრებოდა. ახლა კი ხელი დაავლე ჩემს ფოჩებიან ეგისს, [230] მაგრად შეარხიე და თავზარი დაეცი
აქაველ გმირებს; შემდეგ კი, შორსმსროლელო, იზრუნე სახელოვან ჰექტორზე, მანამდე გაზარდე მისი ძალა,
სანამ აქაველები ხომალდებთან და ჰელესპონტოსთან არ გაიქცევიან. მას შემდეგ მე თვითონ ვაჩვენებ
სიტყვით და საქმით, როგორ უნდა მოითქვან სული აქაველებმა მძიმე ბრძოლის შემდეგ.“
ასე თქვა და მამას დაემორჩილა აპოლონი, დაიძრა იდის მთიდან ქორს, მტრედების რისხვას, უსწრაფეს
ფრთოსანს, მიმსგავსებული. იპოვა მამაცი პრიამოსის ძე, ღვთაებრივი ჰექტორი; [240] იჯდა, აღარ იწვა, გონზე
იყო მოსული, მეგობრებს სცნობდა, ქოშინი შეუწყდა, ოფლში აღარ იწურებოდა, რაკი ეგისისმპყრობელმა
ზევსმა ამქვეყნად მოაბრუნა. ახლოს დაუდგა და უთხრა შორსმიმწვდომმა აპოლონმა: „ჰექტორ პრიამოსის
ძეო, რატომ ზიხარ ბრძოლის ველს მოშორებული? ნუთუ რამე სიავე შეგემთხვა?“
მას სუსტი ხმით უპასუხა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „ვინ ხარ, რომელი მძლავრი ღმერთი ხარ,
რომ მესაუბრები პირისპირ? ნუთუ არ იცი, რომ აქაველთა ხომალდების კიჩოებთან მეგობრების
დახოცვისთვის საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა აიასმა [250] მკერდში ლოდი მომარტყა და ჩემი მძვინვარე
შეტევა შეაჩერა? მე უკვე მეგონა, რომ სიცოცხლეს გამოვეთხოვებოდი და დღესვე ვნახავდი მკვდრებსა და
ჰადესის სასახლეს.“
მას უპასუხა შორსმიმწვდომმა უფალმა აპოლონმა: „გამხნევდი, კრონიონმა ასეთი მხსნელი
მოგივლინა, იდიდან გამომგზავნა მე, ოქროსხმლიანი სხივოსანი აპოლონი, რომ გვერდით დაგიდგე და
დაგიცვა, რომელიც მანამდეც გიცავდი შენაც და შენს მაღალ ციხესიმაგრესაც. აბა, ახლა ყველა შენი მეეტლე
შეაგულიანე, ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ დაძრას სწრაფი ცხენები: [260] მე თვითონ წაგიძღვებით წინ,
გზას გავუსწორებ ცხენებს და უკან გავაბრუნებ აქაველ გმირებს.“
ასე თქვა და დიდი ძალა ჩაუდგა ხალხთა მწყემსს. როგორც ბაგაზე ნადგომი ცხენი, რომელსაც კარგად
აჭმევენ, სადავეს აიწყვეტს, გარბის, ფლოქვებით მინდორს სცემს, როგორც ჩვევია, ამაყად იჭრება წყალუხვ
მდინარეში, თავს მაღლა დაიჭერს, ხოლო ფაფარი ეყრება მხრებზე, თავის სილამაში თავდაჯერებული,
მძლავრი ფეხებით მიექანება ნაცნობი ადგილებისა და ცხენების ჩვეული საძოვრებისაკენ, ასე ჰექტორმაც
გაშალა მუხლი და სწრაფი ფეხებით წინ გაიჭრა, [270] აღძრა ცხენები, როგორც კი ღმერთის ხმა გაიგონა.
როგორც ქორბუდა ირემს ან ჯიხვს მისდევენ ძაღლები და სოფლელი კაცები, ის კი თავს აფარებს მაღალ
კლდეებსა და უსიერ ტყეს, ხალხიც ხვდება: მას ვეღარ შეიპყრობენ და ამ დროს მათ ყვირილზე გზაზე
ხვდებათ ხშირფაფრიანი ლომი, რომელიც უმალვე ჩააცხრობს ნადირობის ჟინს და ყველას გააქცევს, სწორედ
ასე დანაელები ერთად მისდევდნენ მტერს და წვდებოდნენ ხმლებითა თუ ორმხრივი შუბებით, მაგრამ,
როგორც კი დაინახეს ჰექტორი, რომელიც მეტოქეს რაზმავდა, [280] შეშინდნენ და ყველა დაეცა სულით.
მაშინ თოასმა, ანდრაიმონის ძემ ილაპარაკა; ეს იყო აიტოლიელთა შორის საუკეთესო, შუბის
ტყორცნის დიდოსტატი და შესანიშნავი მეომარი ხელჩართულ ბრძოლაში; აქაველთა საბჭოზე ცოტა ვინმეს
თუ შეეძლო მისი დამარცხება, თუკი ყმაწვილები სიტყვაში გაეჯიბრებოდნენ. ახლაც, საუკეთესო
სურვილებით ილაპარაკა და ეს თქვა: „ამას რას ხედავს ჩემი თვალები? საოცრებაა, როგორ აღდგა და
გადაურჩა სიკვდილს ჰექტორი?! ყველას გვეგონა, რომ განწირული იყო აიას ტელამონის ძის ხელით, [290]
მაგრამ რომელიღაც ღმერთი შეეწია და გადაარჩინა ჰექტორი, რომელმაც მრავალ დანაელს მუხლი დაულეწა
და, როგორც ვხვდები, კიდევ აპირებს; ეს ვერ მოხდებოდა ყურისწამღებად მჭექარე ზევსის გარეშე, ვერ
დადგებოდა წინა რიგებში ბრძოლისთვის შემართული; მაგრამ, მოდი, რასაც გეტყვით, დამიჯერეთ.
უმრავლესობა გავაბრუნოთ უკან ხომალდების დასაცავად, ჩვენ კი, საუკეთესო ვაჟკაცები, აქ დავრჩეთ;
დავდგეთ, შუბები მოვიმარჯვოთ და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა წინააღმდეგობა გავუწიოთ; ასე მგონია, რაც
უნდა მოწადინებული იყოს, მოერიდება დანაელთა რიგებში შემოჭრას.
[300] ასე თქვა, ყველამ კარგად უსმინა და დაეთანხმა. მის ირგვლივ იყვნენ აიასი, მეუფე იდომენევსი,
ტევკროსი, მერიონესი, არესის თანასწორი მეგესი, ბრძოლა დაგეგმეს და საუკეთესო მებრძოლებს უბრძანეს,
ჰექტორსა და ტროელებს დაპირისპირებოდნენ, ამასობაში უმრავლესობა უკან, აქაველთა ხომალდებისკენ,
მიეშურებოდა.
ტროელები ერთიანად დაიძრნენ, დიდი ნაბიჯით მიუძღოდათ წინ ჰექტორი, პირველი კი მიდიოდა
სხივოსანი აპოლონი, მხრებზე ღრუბელი ეცვა, ხელში მრავალფოჩიანი, საზარელი და უმშვენიერესი ეგისი
ეპყრა, რომელიც მჭედელმა [310] ჰეფესტოსმა მისცა ზევსს, რომ თავზარი დაეცა ადამიანებისთვის. ორივე
ხელით ეპყრა ის და წინ მიუძღოდა ლაშქარს.
არგოსელები ერთად ელოდნენ, აღიძრა მძაფრი ყიჟინა ორივე მხრიდან, მშვილდებიდან გაექანენ
ისრები, მრავალი შუბი გაიტყორცნა თამამი ხელით, მრავალი ომში სწრაფი ახალგაზრდა დაიჭრა, ბევრი
ისარი და შუბი კი, თეთრ ხორცს დახარბებული, შუა გზაში მიწაში ჩაერჭო და აკანკალდა.
სანამ ეგისი ხელებით უძრავად ეჭირა სხივოსან აპოლონს, მანამდე ორივე მხრიდან ისროდნენ ისრებს,
ეცემოდა ხალხი, [320] მაგრამ, როგორც კი სახეში შეხედა სწრაფცხენებიან დანაელებს, ეგისი შეარხია და დიდი
საბრძოლო ყიჟინა დასცა, მკერდში გული შეუქანა და დაავიწყა მძვინვარე ვაჟკაცობა. როგორც მწყემსისგან
მიტოვებული ხარების ჯოგი ან ცხვრის დიდი ფარა დაიშლება, როგორც კი შავი ღამით ორი ნადირი
მოულოდნელად დაეცემა თავს, ასე გაიქცნენ თავზარდაცემული აქაველები, რომელთაც აპოლონმა
შთაუნერგა ძრწოლა და სახელი მოუხვეჭა ტროელებსა და ჰექტორს. იქ კაცმა მოკლა კაცი გაფანტულ
ბრძოლაში. ჰექტორმა მოკლა სტიქიოსი და არკესილაოსი, [330] ერთი ბრინჯაომოსილ ბეოტიელთა მეთაური
იყო, მეორე კი დიდსულოვანი მენესთევსის მეგობარი; ენეასმა მედონი და იასოსი გამოასალმა სიცოცხლეს,
მედონი ღვთისდარი ოილევსის ბუში იყო, აიასის ძმა, მაგრამ ცხოვრობდა ფილაკეში, თავისი მამების
სამშობლოდან შორს, რადგან კაცი ჰყავდა მოკლული, — დედინაცვლის, ოილევსის მეუღლის, ერიოპისის ძმა;
იასოსი კი ათენელთა წინამძღოლი იყო, ბუკოლოსის ძის, სფელოსის შვილად იცნობდა ყველა. მეკისტევსი
მოკლა პოლიდამასმა, ექიონი — პოლიტესმა [340] მებრძოლთა პირველ რიგში, კლონიოსი კი — ღვთაებრივმა
აგენორმა. პირველი რიგიდან გაქცეული დიოქოსი პარისმა უკნიდან დაჭრა მხარში და შუბი წინ გამოუტარა.
სანამ ტროელები ცხედრებს აბჯარს აჰყრიდნენ, აქაველები უწესრიგოდ გამორბოდნენ, თხრილს და
მესერს აწყდებოდნენ და გალავანს მიღმა იმალებოდნენ; მაგრამ ჰექტორმა დიდი ხმით უბრძანა ტროელებს:
„პირდაპირ დაეცით ხომალდებს, თავი გაანებეთ დახოცილთა საჭურველს! თუ ვინმე დავინახე სადმე სხვაგან,
თუ არა ხომალდებთან, თვითონ მოვუღებ ბოლოს და შემდეგ [350] ვერც ძმა და ვერც და ცეცხლში ვერ
დაკრძალავს, ძაღლებს დავაგლეჯინებ ჩვენი ქალაქის წინ.“
ასე თქვა და მათრახი გადაუჭირა ცხენებს, მოუხმო ტროელთა რაზმებს და ისინი მასთან ერთად
არაადამიანური ყიჟინით დაიძრნენ ეტლებით, წინ ჰყავდათ სხივოსანი აპოლონი, ღრმა თხრილის კიდეებს
იოლად გაუსწორდა ფეხით, ჩამოყარა მიწა, დიდი და მთელი ძალით ნასროლი შუბი რა მანძილსაც გაივლის,
იმ სიფართის ხიდი გააკეთა. [360] იქით გაიჭრნენ დარაზმულები, წინ ჰყავდათ აპოლონი, ძვირფასი ეგისის
მპყრობელი, დალეწეს აქაველთა გალავანი, ისე იოლად, როგორც ზღვის ნაპირას სილაში მოთამაშე ბავშვი
ხელით და ფეხით დაანგრევდა სილისგან აგებულ კოშკებს. აი, ასე, შენ, სხივოსანო მსროლელო, დალეწე
ყველაფერი, რაც ამდენი შრომა და ტანჯვა დაუჯდათ არგოსელებს და გაქცევა აიძულე.
ხომალდებთან მიირბინეს და დადგნენ, ერთმანეთს ეძახოდნენ, ყველა ღმერთს მიმართავდნენ,
აღმართული ხელებით ლოცულობდა თითოეული. [370] გერენონელმა ნესტორმა, აქაველთა ბურჯმა, ხელები
ვარსკვლავიანი ზეცისკენ აღმართა და ილოცა: „მამა ზევსო, თუკი ოდესმე არგოსში რომელიმეს შენთვის
ხარის ან ცხვრის მსუქანი ბარკალი დაუწვავს და შინ მობრუნებისთვის ულოცია, ხოლო შენ შეგიწყნარებია და
თავიც დაგიხრია, ეს გაიხსენე და გვიხსენ, ოლიმპოსელო, დაუნდობელი დღისგან, ჩვენზე, აქაველებზე, ნუ
გაახარებ ტროელებს!“
ასე თქვა ლოცვით და დაიჭექა ბრძენმა ზევსმა, ისმინა ნელევსის მოხუცი ძის ლოცვა. ტროელებმა კი
ირწმუნეს, რომ ეგისისმპყრობელი ზევსის ჭექა-ქუხილი მათ სასარგებლოდ უნდა გაეაზრათ, [380] ვაჟკაცობას
მოუხმეს და არგოსელებს კიდევ უფრო შეუტიეს. როგორც ვრცელი ზღვის ქარით აღძრული დიდი ტალღა
გემის ფერდს გადაევლება და ქარი ტალღას ტალღაზე აგზავნის, ასე ტროელები დიდი ყიჟინით გადავიდნენ
გალავანზე, ცხენებიც გადაიყვანეს და კიჩოებთან გააჩაღეს ბრძოლა, ორმხრივი შუბებით, ხელდახელ, ზოგი
კი ეტლის სიმაღლიდან იბრძოდა, მაგრამ აქაველები თავის შავ გემებზე ავიდნენ და ომი განაგრძეს
ბრინჯაოსპირიანი გრძელი ჭოკებით, რომლებიც გემებზე ჰქონდათ საზღვაო ბრძოლისთვის ერთმანეთზე
მიმაგრებული.
[390] ამასობაში პატროკლოსი, სანამ აქაველები და ტროელები იბრძოდნენ გალავნის ორივე მხარეს,
შორს სწრაფი ხომალდებიდან, იჯდა მამაცი ევრიპილოსის კარავში, სიტყვებით ართობდა და მწარე
ჭრილობას უებარ მალამოს ადებდა, შავ ტკივილს უამებდა; მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ტროელები
გადმოვიდნენ გალავანზე, ხოლო დანაელებში ხმაურმა და ძრწოლამ იმატა, ხმამაღლა ამოიგმინა, ბარძაყებზე
დაირტყა ორივე ხელი და მოთქმით მიმართა: „ევრიპილოს, კი გჭირდები, მაგრამ აღარ შემიძლია [400] აქ
დარჩენა, დიდი ბრძოლა გაჩაღდა; ახლა მსახურმა უნდა მოგიაროს, მე კი გავიქცევი აქილევსთან, იქნებ
საომრად შევაგულიანო. ვინ იცის, იქნებ, ღვთის შეწევნით, დავარწმუნო მისი გული, მეგობრის სიტყვას დიდი
ძალა აქვს.“
ასე ამბობდა და ფეხებს უკვე მიჰყავდათ; ამასობაში აქაველები ტროელებს მაგრად დაუდგნენ, მაგრამ
ნაკლებნი იყვნენ და აღარ შეეძლოთ ხომალდებიდან მოგერიება; არც ტროელებს შეეძლოთ დანაელების
რაზმები ბრძოლით გაერღვიათ და მათ კარვებში ან ხომალდებზე შეჭრილიყვნენ. [410] როგორც გამოცდილი
ხუროს მარჯვენა გულდაგულ აწონასწორებს ხის ძელს ხომალდისთვის და ამ საქმეში აქსოვს მთელ ცოდნას,
რომელიც ათენამ შთააგონა188, სწორედ ასე გაწონასწორდა ბრძოლა ორივე მხრიდან, ასე ეომებოდნენ
ვაჟკაცები ერთმანეთს ხომალდებთან;
ჰექტორმა შეუტია სახელოვან აიასს. ორივენი ერთ ხომალდთან იბრძოდნენ, არ არც ჰექტორს შეეძლო
აიასი ჩამოეგდო და ცეცხლისთვის მიეცა ხომალდი, არც აიასს შეეძლო მისი მოგერიება, რადგან ღვთაებამ
მოიყვანა. სახელოვანმა აიასმა კლიტიოსის ძე, კალეტორი, [420] რომელიც გემისთვის ცეცხლის წაკიდებას
აპირებდა, მკერდში განგმირა ნატყორცნი შუბით. ყრუ ხმაურით დაეცა, ჩირაღდანი გაუვარდა ხელიდან.
როგორც კი ჰექტორმა თვალი მოჰკრა, რომ მისი ბიძაშვილი დაეცა შავი ხომალდის წინ, ტროელებსა და
ლიკიელებს დიდი ხმით შესძახა: „ტროელებო, ლიკიელებო და ხელჩართული ბრძოლის დიდოსტატო
დარდანელებო189, ამ ვიწრო ადგილას ბრძოლისას უკან არავინ დაიხიოს, დაიცავით კლიტიოსის ძე, ერთად
თავმოყრილ ხომალდებთან დაცემულს აქაველებმა აბჯარი არ აჰხადონ.“
ასე თქვა და აიასს ესროლა ელვარე შუბი, [430] მას ააცილა, მაგრამ მოარტყა ლიკოფრონს, მასტორის
ძეს, აიასის კითერელ მსახურს, რომელიც მასთან ცხოვრობდა, მას შემდეგ რაც წმინდა კითერაში კაცი
შემოაკვდა; მას მოარტყა თავში ყურს ზემოთ ბრინჯაო, რადგან აიასის ახლოს იდგა; უკან გადავარდა,
ხომალდის კიჩოზე მტვერში დაეცა და სული ამოხდა. შეძრწუნდა აიასი და ძმას მიმართა:
„ტევკროს, ძვირფასო, ერთგული მეგობარი დაგვეღუპა, მასტორის ძე, რომელიც ჩვენთან კითერიდან
მოვიდა და რომელსაც ჩვენი საყვარელი მშობლების თანასწორ პატივს ვცემდით სასახლეში. [440]
დიდგულოვანმა ჰექტორმა მოგვიკლა იგი. სად არის შენი მომაკვდინებელი სწრაფი ისრები და მშვილდი,
რომელიც სხივოსანმა აპოლონმა მოგცა?“
ასე თქვა, მან გაიგონა, სირბილით მიიჭრა ძმასთან და გვერდით დაუდგა, ხელში ორგზის მოხრილი
მშვილდი და სავსე კაპარჭი ეჭირა; უმალ დაუშინა სწრაფი ისრები ტროელებს. პირველი მოარტყა კლეიტოსს,
პეისენორის სახელოვან ძეს, პანთოოსის ამაყი ვაჟის, პოლიდამასის მეგობარს, რომელსაც სადავეები ეპყრა
ხელთ და ცხენებს მართავდა, მიაქანებდა იქით, სადაც ყველაზე მეტი რაზმი ირეოდა, ჰექტორისა და
ტროელებისთვის იბრძოდა, მაგრამ სწრაფად [450] მიადგა უბედურება და ვერავინ დაიცვა იგი, როდესაც
მწარე ისარი უკან, კისერში მოხვდა. ჩამოვარდა ეტლიდან, უკან დაიხიეს ცხენებმა და ააგრუხუნეს ცარიელი
ეტლი; პატრონმა, პოლიდამასმა, დაინახა და პირველი გაიქცა ცხენებისკენ. ჩააბარა ისინი ასტინოოსს,
პროტიაონის ძეს, უბრძანა, ყურადღებით ყოფილიყო და ახლოს ჰყოლოდა ცხენები, თავად კი ისევ შეერია
პირველი რიგის მებრძოლებს.
ტევკროსმა სხვა ისარი ამოიღო ბრინჯაოსმუზარადიანი ჰექტორისთვის და მიატოვებინებდა
აქაველთა ხომალდებთან ბრძოლას, [460] მოარტყამდა ისარს და ამოართმევდა სულსაც, მაგრამ არ დაემალა
ზევსის მოდარაჯე გონებას, რომელიც იცავდა ჰექტორს და არ აღირსა დიდება ტელამონის ძე ტევკროსს,
უზადო მშვიდის კარგად დაწნული ლარი გაუწყვიტა, როგორც კი მოზიდა მშვილდი, ასე რომ,
ბრინჯაოსპირიანი ისარი ცერად წავიდა, ხოლო მშვილდი ხელიდან გაუსხლტა. შეძრწუნდა ტევკროსი და
უთხრა ძმას:
„სირცხვილი! რომელიღაც ღმერთი ჩვენს ყველა საბრძოლო ჩანაფიქრს გვისპობს, მშვილდი ხელიდან
გამაგდებინა, ლარი გამიწყვიტა ახალდაწნული, რომელიც [470] ამ დილით მე თვითონ დავჭიმე, რომ ბევრი
სროლისთვის გაეძლო.“

188
ათენამ შთააგონა — ყველაფერთან ერთად ათენა იყო ცოდნის, სიწმინდის, ხელოვნების, ხელოსნობის,
განსწავლის, სამართლიანობისა და სიბრძნის ქალღმერთიც.
189
დარდანელები — ტროელთა მთავარი მოკავშირეები. ოდესღაც ტროადაში ორი მძლავრი ქალაქი იყო, ქალაქი
დარდანია იდის მთაზე (ზევსისა და ელექტრას ძის, დარდანოსის სახელის მიხედვით) და ილიონი ანუ ტროა (ილოსის,
დარდანოსის ვაჟის, სახელის მიხედვით). ჰომეროსი აშკარად განასხვავებს ტროელებსა და დარდანელებს. ამ
უკანასკნელთა მთავარი წარმომადგენელი „ილიადაში“ იყო ენეასი.
მას უპასუხა ტელამონის დიდმა ძემ, აიასმა: „ძვირფასო ძმაო, დადე ეგ მშვილდი და ისრები, რადგან
დანაელთა მოწინააღმდეგე რომელიღაც ღმერთმა უმაქნისი გახადა ისინი. ხელი დაავლე გრძელ შუბს და
ფარი აიფარე მხარზე, თავადაც შეებრძოლე ტროელებს და ხალხიც შეაგულიანე. ჩვენს მტკიცეგემბანიან
ხომალდებს უბრძოლველად ვერ აიღებენ, ჩვენ კი გავიხსენოთ ბრძოლის ჟინი!“
ასე თქვა და ტევკროსმა მშვილდი კარავში დატოვა, შემდეგ მხრებზე ფარი მოიგდო ოთხფენიანი, [480]
მძლავრი თავი შეიმოსა კეთილად ნაკეთები მუზარადით, ცხენის ძუიანი ჯიღით, რომელიც შემზარავად
ირხეოდა, ხელი ჩაავლო მძლავრ შუბს, რომელსაც ბასრი ბრინჯაოს პირი ჰქონდა და დაიძრა, სწრაფად გაიქცა
და აიასს გვერდით დაუდგა.
როგორც კი ჰექტორმა დაინახა, რომ ტევკროსის მშვილდი გაცუდდა, ტროელებსა და ლიკიელებს
დიდი ხმით შესძახა: „ტროელებო, ლიკიელებო და ხელჩართული ბრძოლის დიდოსტატო დარდანელებო,
უნდა ივაჟკაცოთ, მეგობრებო, გაიხსენეთ მძვინვარე სიმამაცე აქ, აქაველთა ღრმამუცლიან ხომალდებთან!
საკუთარი თვალებით დავინახე, საუკეთესო მოისარს ზევსმა მშვილდი როგორ წაუხდინა, [490] იოლი
დასანახია, როგორ ანიჭებს ზევსი ადამიანებს ძალას, თუკი სურს ვინმეს უზენაესი დიდება მიანიჭოს, ან
როგორ ამცირებს ვინმეს და არ სურს, დაიცვას, სწორედ ასე ახლა არგოსელთა ძალას ამცირებს და ჩვენ
გვეხმარება. მაშ, ერთად ვიბრძოლოთ ხომალდებისთვის! ვინც თქვენს შორის შუბით დაიჭრება ან შუბი
მოუღებს ბოლოს, დაე, მოკვდეს! სირცხვილი არ არის სამშობლოსთვის სიკვდილი, ცოლი და შვილები
დარჩებიან მას, დარჩება სახლი და მთელი ქონება, თუკი აქაველები ხომალდებით გაემგზავრებიან საყვარელ
მშობლიურ მიწაზე.“
[500] ასე თქვა, შეაგულიანა თითოეული და ძალა მისცა. მეორე მხარეს აიასმა შესძახა თავის მეგობრებს:
„სირცხვილი, არგოსელებო! ახლა უნდა გადაწყდეს, დავიხოცოთ თუ გადავრჩეთ და უბედურება ავაცილოთ
ჩვენს ხომალდებს. თუ იმედი გაქვთ, ჩვენს ხომალდებს რომ აიღებს მუზარადმოელვარე ჰექტორი, შემდეგ
რომელიმე სამშობლო მიწამდე ჩააღწევთ?! ვერ გაიგონეთ, როგორ მოუწოდებს მთელ ხალხს ჰექტორი,
ცეცხლი წაუკიდონ ჩვენს ხომალდებს? ის საცეკვაოდ არ ეძახის ხალხს, საომრად ეძახის! ჩვენთვის არ
არსებობს უკეთესი არც გეგმა, არც გამოსავალი, [510] ვიდრე ის, რომ მივენდოთ საკუთარ ხელებს და
ვაჟკაცობას! უკეთესია, ერთბაშად დავიხოცოთ ან გავიმარჯვოთ, ვიდრე უსასრულოდ ვიბრძოლოთ
ხომალდების წინ ჩვენზე უარეს მეომრებთან.“
ასე თქვა, შეაგულიანა თითოეული და ძალა მისცა. მაშინ ჰექტორმა მოკლა სქედიოსი, პერიდემესის ძე,
ფოკისელების წინამძღოლი, აიასმა კი მოკლა ლაოდამასი, ქვეითთა წინამძღოლი, ანტენორის სახელოვანი
ვაჟი. პოლიდამასმა აბჯარი აჰყარა ოტოს კილენელს, ფილევსის ძის მეგობარს, დიდგულოვან ეპეიელთა
წინამძღოლს. [520] მეგესი დაეცა მას თავს, მაგრამ გვერდზე გახტა პოლიდამასი და აიცილა დარტყმა, არ
გასწირა აპოლონმა პანთოოსის ძე მებრძოლთა პირველ რიგებში დასაღუპად; მაგრამ მეგესის შუბი შუა
მკერდში ეძგერა კროისმოსს. ყრუ ხმა გამოსცა დაცემისას, გამარჯვებულმა კი აბჯრის აჰყრა დაუპირა
მხრებიდან, მაგრამ თავს დაეცა დიდი შუბოსანი დოლოფსი, ლამპოსის ძე, რომელიც უძლიერესი იყო
ლამპოსის, ლაომედონის ძის, ვაჟებიდან და კარგად იცოდა მძვინვარე ვაჟკაცობის ფასი; მან ფილევსის ძეს
ფარის შუაგულში მოარტყა შუბი, მაგრამ აბჯარმა დაიცვა იგი, [530] მჭიდრო იყო და ლითონის ფენებით
დაფარული, ის ოდესღაც ფილევსს სახლში ეფირიდან და მდინარე სელეისიდან ჩამოუტანია. მეგობარს
მიუცია, კაცთა ბელად ევფეტესს, ომში სატარებლად და მტრის შეტევის მოსაგერიებლად; სწორედ მან
გადაარჩინა ახლა მისი ვაჟის სხეული დაღუპვას. მეგესმა კი თითბრით გაწყობილ მუზარადს ჯიღის ქვემოთ
ბასრი შუბისპირი ჩასცა, ჯიღა ამოაგდო ბუდიდან, მთლიანად დაეცა ჯიღა მიწაზე და თავისი ახალი
ბრწყინვალებით წითლად გაიელვა მტვერში. დოლოფსი ფეხს არ იცვლიდა, იბრძოდა და გამარჯვების
იმედიც კი ჰქონდა, [540] სანამ მძლე მეომარი მენელაოსი არ მოვიდა მეგესის დამხმარედ, გვერდით მალულად
დაუდგა და დოლოფსს ზურგში ესროლა შუბი, რომლის მძვინვარე წვერიც მკერდთან გამოუვიდა,
შებარბაცდა და პირდაპირ სახით დაეცა მტვერში. ორივე მიეჭრა, რომ თითბრის აბჯარი მოეხსნათ მხრებიდან,
მაგრამ ჰექტორმა მოკლულის ყველა ახლობელს მოუწოდა, განსაკუთრებით კი ჰიკეტაონის ძეს, მძლავრ
მელანიპოსს, ეუბნებოდა საყვედურს. ომამდე ის პერკოტეში ზანტად მოარულ ხარებს მწყემსავდა, სანამ
მტერი შორს იყო; მაგრამ როგორც კი დანაელთა ორმხრივ მოხრილი ხომალდები მოადგნენ, [550] ილიონს
დაბრუნდა, თავი გამოიჩნა ტროელებში და პრიამოსთან დაიდო ბინა, რომელიც მას შვილებში არ
გამოარჩევდა. მას სახელით მიმართა და საყვედურიც უთხრა ჰექტორმა: „მელანიპოს, ასე დავტოვოთ
ყველაფერი? გული სულ არ შეგტკივა მოკლულ ბიძაშვილზე?! რაო, ვერ ხედავ, რომ საჭურველს ხდიან?!
მოდი, მომყევი, შორიდან ვერ ვეომებით არგოსელებს, უნდა დავხოცოთ, თუ არადა მაღალ ილიონს აიღებენ
და მოქალაქეებს ამოგვიწყვეტენ.“
ასე თქვა და დაიძრა, ღვთისდარი მოკვდავიც მიჰყვა; არგოსელები კი გაამხნევა ტელამონის ძემ, დიდმა
აიასმა: „ივაჟკაცეთ, მეგობრებო! სირცხვილი ჩაიდეთ გულში, ერთმანეთის გრცხვენოდეთ მძიმე ბრძოლაში!
სირცხვილი ვინც იცის, უფრო გადარჩება, ვიდრე მოკვდება, გაქცეულს კი არც დიდება ელის და არც
გადარჩენა.“
ასე თქვა და თუმცა ისედაც მოწადინებული იყვნენ, მტერი მოეგერიებინათ, მაინც გულში ჩაიბეჭდეს
მისი სიტყვა და ხომალდებს გარს შემოარტყეს ბრინჯაოს რკალი190, ზევსი კი ტროელებს აგულიანებდა.
ანტილოქოსი გაამხნევა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა: „ანტილოქოს, არავინაა აქაველებში
შენზე ახალგაზრდა, [570] ვერც ფეხმარდობაში გაჯობებს ვინმე და ვერც ბრძოლაში დაგჩაგრავს, წინ უნდა
გაიჭრა და რომელიღაც ტროელი უნდა დასცე!“
ასე თქვა და უკან დაიხია, ანტილოქოსი კი წინ წასწია, ისიც შეიჭრა მებრძოლთა წინა რაზმში,
მიმოიხედა და ისროლა ელვარე შუბი, ტროელებმა უკან დაიხიეს შუბის მტყორცნელი კაცის წინაშე, მასაც
ფუჭად არ უსვრია, ჰიკეტაონის ძეს, გულმაგარ მელანიპოსს მოარტყა, ბრძოლაში შემოჭრილს მკერდში,
ძუძუსთავთან მოხვდა შუბი. მძიმედ დაეცა და წყვდიადმა დაუფარა თვალები. ანტილოქოსი მწევარივით
დააცხრა, როგორც დაჭრილ [580] ირემს, რომელსაც მონადირემ ისარი მოარტყა და სული ამოხადა; ასევე შენ,
მელანიპოს, ომში მედგარმა ანტილოქოსმა აბჯრის აყრა დაგიპირა, მაგრამ არ დაემალა ეს ღვთაებრივ
ჰექტორს, რომელმაც მოირბინა შენთან საომრად. ანტილოქოსი არ გაუჩერდა, თუმცა სწრაფი მებრძოლი იყო,
მაინც გაიქცა, მსგავსად სიავის მქნელი მხეცისა, რომელსაც ძაღლი ან ჯოგით გარშემორტყმული მწყემსი
გაუგლეჯია და გარბის, სანამ ხალხის მთელი ბრბო შეკრებილა მის წინააღმდეგ; ასე გაიქცა ნესტორის ძე, მას
ტროელებმა და ჰექტორმა [590] ერთიანი ყიჟინით დაადევნეს მოზუზუნე ისრები; ის კი მხოლოდ მაშინ
შემობრუნდა, როდესაც მეგობართა კრებულს მიაღწია.
ტროელები კი სისხლისმსმელ ლომებს მიმსგავსებულნი ხომალდებს დაესხნენ თავს, ზევსის
ბრძანებას ასრულებდნენ, ის კი სულ უღვივებდა ძალას, სულს უდაბლებდა არგოსელებს და მტერს
აგულიანებდა. ზევსის წადილი იყო პრიამოსის ძისთვის, ჰექტორისთვის სახელის მოხვეჭა, რომ მას მოხრილი
ხომალდები ღვთის ანთებული ცეცხლისთვის მიეცა, თეტისის თხოვნა რომ ბოლომდე შესრულებულიყო; ასე
რომ, ბრძენი ზევსი ელოდა, [600] როდის დაინახავდა საკუთარი თვალით ცეცხლმოდებული ხომალდიდან
ავარდნილ ალს. და მხოლოდ ამის შემდეგ მას ხელახლა უნდა გამოექცია ხომალდებიდან ტროელები და
მიენიჭებინა გამარჯვება დანაელებისთვის. ამას ფიქრობდა, როდესაც ღრმამუცლიან ხომალდებისკენ
აქეზებდა ჰექტორს, პრიამოსის ძეს, თუმცა ის თავადაც ძლიერ მოწადინებული იყო. შუბისმრხეველი
არესივით და იმ ხანძარივით მძვინვარებდა ჰექტორი, რომელიც მთებში უსიერ ტყეს ანადგურებს. დუჟი
მოადგა პირზე, თვალები უელავდა უმოწყალო წარბებს ქვეშ, ხოლო საფეთქლებზე საზარლად ირხეოდა
ბრძოლაში ჩართული ჰექტორის მუზარადი, [610] რადგან მას ზეციდან მფარველობდა ზევსი, მრავალ
ადამიანში მხოლოდ მისთვის იმეტებდა პატივსა და დიდებას, რადგან ცოტა დრო ჰქონდა უკვე დარჩენილი,
პელევსის ძის ხელით მისი აღსასრულის დღე უკვე მოახლოებული ჰქონდა ათენა პალასს. უნდოდა, გაერღვია
მებრძოლთა რიგები და ამას ყველგან ცდილობდა, სადაც კი დაჯგუფებას დაინახავდა ან საუკეთესო
აღჭურვილობას, მაგრამ ვერსად ახერხებდა გარღვევას, თუმცა ძალიან მძვინვარებდა, ისინი კი შეიკრნენ
კოშკივით, უზარმაზარ კლდესავით, რომელიც ჭაღარა ზღვის დარტყმებს ამაყად ხვდება [620] და არ
უშინდება ქარიშხლის მძაფრი შემოტევებს და აზვირთებულ ტალღებს, რომელიც მთელი ძალით ეხეთქება,
სწორედ ასეთი სიმტკიცით იდგნენ და გულშიც არ გაუვლიათ, გაქცეოდნენ ტროელებს; ცეცხლის ალით
ყველგან მოელვარე ჰექტორი მიეჭრა მოწინააღმდეგის კრებულს, თავს დაეცა მრისხანედ, როგორც ავდარში
ქარიშხლით აღძრული მძვინვარე ტალღა ეხეთქება სწრაფ ხომალდს და მას მთლიანად ზღვის ქაფით ფარავს,
საშინელი გრიგალი აფრას აგუგუნებს, მეზღვაურები შიშისგან ცახცახებენ, რადგან ერთი ნაბიჯიღა აშორებთ
სიკვდილს, ასე უთრთოდათ მკერდში გული აქაველებს.
[630] ჰექტორი თავს დაეცა მათ, როგორც ლომი დაეცემა თავს ხარებს, რომლებიც ბალახს ძოვენ ჭაობის
მახლობლად საძოვარზე, ათასობით არიან და მათთანაა გამოუცდელი მწყემსი, რომელმაც არ იცის, როგორ

190
ხომალდებს გარს შემოარტყეს ბრინჯაოს რკალი — ხომალდებს შემოერტყა ბრინჯაოს აბჯრიანი
(„ბრინჯაომოსილი“) მეომრების რაზმი, ბრინჯაოს საჭურველში ჩასმულმა მეომრებმა გემების წინ აღმართეს ცოცხალი
კედელი.
ებრძოლოს ნადირს და გადაარჩინოს თავისი ჯოგი, იგი ხან წინა, ხან უკანა ხარებს მივარდება, ხოლო ლომი
შუისკენ მიიწევს და იქ გაგლეჯს თავის მსხვერპლს, ჯოგი კი გარბის, სწორედ ასე, თავზარდაცემული
აქაველები გაურბოდნენ ჰექტორსა და მამა ზევსს ყველანი, მხოლოდ მიკენელი პერიფეტესი მოკლა,
კოპრევსის საყვარელი ძე, რომელიც მეუფე ევრისთევსს [640] ხშირად გაუგზავნია მაცნედ მძლავრ
ჰერაკლესთან. მას, სრულიად უვარგის მამას, გაუჩნდა შესანიშნავი შვილი, მრავალმხრივ შემკული კაცობით,
ფეხმარდი მებრძოლი, გონებით ერთ-ერთი პირველი მიკენეში. ახლა კი მისმა სიკვდილმა ჰექტორს სახელი
მოუხვეჭა. უკან მიბრუნებულმა საკუთარ ფარზე წამოიკრა ფეხი, რომელიც თავად ეჭირა შუბისგან
თავდასაცავად და რომელიც ფეხებამდე წვდებოდა, წამოკრა და ზურგით დაეცა, საფეთქლებთან საზარლად
გაიჟღიალა მუზარადმა დაცემისას. ჰექტორმა თვალი მოჰკრა, მიირბინა და ახლოს დაუდგა, [650] მკერდში
ჩასცა შუბი და საყვარელი მეგობრების თვალწინ გამოასალმა სიცოცხლეს, მათ, დამწუხრებულებმა ვერაფერი
ვერ იღონეს, ვერ დაეხმარნენ, რადგან თავადაც უფრთხოდნენ ღვთაებრივ ჰექტორს.
ახლა დაიხიეს უკან, ხომალდებისკენ, იქ, სადაც ნაპირზე ამოთრეული გემების პირველი რიგი191 იყო,
მაგრამ ტროელებმა იქაც შეავიწროვეს. არგოსელები იძულებული გახდნენ, ეს პირველი გემებიც
მიეტოვებინათ, კარვებთან მოიყარეს თავი, არ დაიშალნენ ბანაკში, შიში და სირცხვილი აკავებდათ და
გამუდმებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. გერენონელი ნესტორი, აქაველთა ბურჯი, განსაკუთრებით [660]
ევედრებოდა თითოეულს და შეახსენებდა გვარიშვილობას: „მეგობრებო, უნდა ივაჟკაცოთ, სხვათა მიმართ
სირცხვილი ჩაიდეთ სულში, თითოეულმა გაიხსენეთ შვილები, ცოლი, ქონება, მშობლები, ცოცხლები და
წასულები! იმათი სახელით, ვინც დარჩა და ვინც წასულია, გევედრებით, მტკიცედ დადგეთ და ზურგი არ
აჩვენოთ მტერს!“
ასე თქვა, გაამხნევა თითოეული და გააძლიერა. ათენამ თვალებიდან მოაშორა ნისლის უკვდავი
წყვდიადი, სინათლე გამოჩნდა ორივე მხრიდან, [670] ხომალდების წინაც და ხელჩართულ ომშიც. დაინახეს
საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი ჰექტორი და მისი მეგობრები, ყველანი, — ისინიც, ვინც უკან იდგნენ და არ
იბრძოდნენ და ისინიც, ვინც სწრაფ ხომალდებთან ომობდნენ.
დიდგულოვან აიასს გულმა არ მოუთმინა იქ ყოფნა, სადაც იდგნენ აქაველთა სხვა შვილებიც; დიდი
ნაბიჯებით ზევით-ქვევით დაიარა ხომალდების გემბანები, ხელში ეჭირა საზღვაო ბრძოლის დიდი ჭოკი,
ჭდეებით შეკრული, ოცდაორი წყრთის სიგრძისა. როგორც ცხენოსნობაში დაოსტატებული კაცი, [680]
რომელსაც მრავალიდან აურჩევია და შეუწყვილებია ოთხი ცხენი, მიაჭენებს მათ მინდვრიდან დიდი
ქალაქისკენ სამგზავრო გზით, ბევრი შეხედავს აღფრთოვანებით — კაციც და ქალიც, ის კი შეუჩერებლად და
მტკიცედ მიქრის და გაჭენებული ცხენიდან ცხენზე გადაჯდება, ასე აიასიც ხომალდის გემბანიდან გემბანზე
ხტოდა უზარმაზარი ნაბიჯით და მისი ხმა ცას აღწევდა, საშინელი ხმით მოუწოდებდა დანაელებს, დაეცვათ
ხომალდები და კარვები, ხოლო ჰექტორი აღარ დარჩა კარგად აღჭურვილ ტროელებში, [690] არამედ როგორც
ცეცხლოვანი არწივი დაეცემა თავს სხვა ფრინველებს, რომლებიც მდინარის ნაპირებთან ბინადრობენ, —
ბატებს, წეროებს, გრძელყელიან გედებს, ასე დაეცა ჰექტორი თავს მუქჭვინტიან გემს, მას უკნიდან
აგულიანებდა ზევსი უზარმაზარი ხელით და აქეზებდა ხალხს მის უკან.
კვლავ განახლდა ფიცხელი ომი ხომალდებთან; კაცი იტყოდა, რომ დასვენებული ხალხი შეემატა
ბრძოლას, ისეთი ძალით შეასკდნენ მეტოქეები ერთმანეთს. და აი, რა იყო მებრძოლების ფიქრი: აქაველები
[700] ხვდებოდნენ, რომ განსაცდელს თავს ვეღარ დააღწევდნენ და დაიღუპებოდნენ, ტროელები კი, პირიქით,
ყველანი ერთად იმედოვნებდნენ, რომ ხომალდებსაც გადაბუგავდნენ და აქაველ გმირებსაც ამოწყვეტდნენ.
აი, ამას ფიქრობდნენ, როდესაც ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
ჰექტორმა ხელი ჩაავლო მშვენიერი, სწრაფი საზღვაო ხომალდის კიჩოს, რომელსაც პროტესილაოსი192
ჩამოუყვანია ტროაში, მაგრამ მშობლიურ მიწაზე ვეღარ დააბრუნა. სწორედ ამ გემის ირგვლივ აქაველებმა და
ტროელებმა ხელჩართული ბრძოლა გამართეს, უკვე არ ჰყოფნიდათ მოთმინება, ერთმანეთისთვის ისრები და

191
ნაპირზე ამოთრეული გემების პირველი რიგი — ხომალდები, რომლებიც პირველები ამოათრიეს ნაპირზე;
ზღვიდან ყველაზე უფრო დაშორებული ხომალდების რიგი.
192
პროტესილაოსი — ჰელენეს ხელის ერთ-ერთი მთხოვნელი, იფიკლესის ვაჟი, თესალიელი გმირი, რომელმაც
ტროაში ორმოცი ხომალდი ჩაიყვანა. წინასწარმეტყველების მიხედვით, პირველი ბერძენი, რომელიც ტროადის მიწას
ფეხს დაადგამდა, იქნებოდა პირველი მსხვერპლი აქაველთა მხრიდან. წინასწარმეტყველება ახდა: პროტესილაოსი
პირველი გადახტა ხომალდიდან ტროის ნაპირზე, ოთხი კაცი მოკლა და ბოლოს თავადაც აღესრულა ჰექტორის ხელით.
ასე გახდა იგი ბერძენთა პირველი დანაკარგი ტროის ომში, რაც ასახულია მის სახელში (პროტოს „პირველს“ ნიშნავს).
შუბები დაეშინათ, [710] ახლოს მივარდნენ ერთმანეთს და მძვინვარედ ეკვეთნენ, ბასრი ნაჯახებით და
ცულებით იბრძოდნენ, გრძელი ხმლებითა და ორმხრივი შუბებით. მებრძოლთა ხელიდან დაცვენილი ან
მხრიდან ჩამოვარდნილი უამრავი მშვენიერი, შავტარიანი მახვილი ეგდო მიწაზე და სისხლი შავად ღებავდა
მიწას. ჰექტორმა მაგრად ჩასჭიდა ხელი ხომალდის კიჩოს და არ გაუშვა, ტროელებს კი უბრძანა: „ცეცხლი
მოიტანეთ და ერთხმად დავცეთ საბრძოლო ყიჟინა! ახლა ჩვენ ყველას ზევსმა გვაჩუქა შურისძიების დღე,
[720] ჩვენ ვიღებთ ხომალდებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ ღმერთების ნების წინააღდეგ, უამრავი განსაცდელი
მოგვიტანეს, უხუცესთა სიმხდალის გამო, როდესაც სურვილი მქონდა მებრძოლა ხომალდთა კიჩოებთან,
მაგრამ ისინი მუდამ მაკავებდნენ და ხალხსაც არ უშვებდნენ; მაგრამ თუ შორსმხედველი ზევსი მაშინ გონებას
გვიბინდავდა, ახლა თავად გვაგულიანებს და წინ მიგვიძღვის.“
ასე თქვა, და მათ უფრო მძლავრად შეუტიეს არგოსელებს. აიასმაც კი ვერ გაუძლო, მეტისმეტად ბევრი
ისარი დააყარეს, უკან ოდნავ დაიხია, უკვე სიკვდილს ელოდა, გავიდა შვიდსაფეხურიანი ხიდისაკენ193 და
დატოვა გაწონასწორებული ხომალდის გემბანი. [730] იქ იდგა, აქეთ-იქით იხედებოდა და შუბით
გამუდმებით იცავდა ხომალდებს ყველა ტროელისგან, რომელსაც დამღუპველი ცეცხლი მოჰქონდა.
დაუსრულებლად ყვიროდა საშინელი ხმით და დანაელებს მოუხმობდა: „მეგობრებო, დანაელო გმირებო,
არესის მსახურებო, იყავით, ძმებო, ვაჟკაცები, გაიხსენეთ თქვენი მძვინვარე სიმამაცე. თუ ვინმეს ჰგონია, რომ
უკან დამხმარეები გვყავს, ან რამე საომარი კედელი გვაქვს, რომელსაც ხალხი თავს შეაფარებდა?! ახლო-
მახლო არ გვაქვს კოშკებით გამაგრებული ქალაქი, რომელშიც შევიყუჟებოდით და მაშველი ძალა
შეგვეშველებოდა. კარგად შეიარაღებული ტროელების ბრძოლის ველზე ვართ, [740] უკან ზღვა გვაქვს, შორს
ვართ სამშობლო მიწიდან. ჩვენი ხსნა ჩვენსავე ხელშია და არა მტრის მოწყალებაში.“
ეს თქვა და მძვინვარედ გაიწია ბასრი შუბით. ჰექტორის მიერ წაქეზებული ყველა ტროელი, რომელიც
ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ მიიწევდა ცეცხლით ხელში, აიასმა განგმირა უზარმაზარი შუბით.
ხომალდების წინ ასე დახოცა თორმეტი კაცი საკუთარი ხელით.

შვიდსაფეხურიანი ხიდი (ან შვიდტერფიანი მერხი) — შესაძლოა შვიდი ტერფის (ორ მეტრზე ოდნავ მეტი,
193

შდრ. ინგლისური ფუტი „ტერფი“, 0,3048 მ) სიგრძის გემიდან ჩამოსასვლელი კიბე იგულისხმებოდეს (თანამედროვე
ტრაპის მსგავსი).
მეთექვსმეტე სიმღერა

პატ რ ო კლ ეი ა

ასე იბრძოდნენ მტკიცეგემბანიანი გემისათვის. პატროკლოსი კი მივიდა აქილევსთან, ხალხთა


მწყემსთან, სახეზე ცხელი ცრემლები სდიოდა, როგორც ციცაბო კლდიდან დაქანებულ წყაროს ჩამოაქვს შავი
წყლის ნაკადი. შეხედა მას და შეებრალა ღვთაებრივ ფეხმარდ აქილევსს, დაელაპარაკა და ფრთოსანი
სიტყვით მიმართა: „რა გატირებს, პატროკლოს, პატარა გოგოსავით, რომელიც დედას კუდში მისდევს და
ხელში აყვანას სთხოვს, კაბაზე ეჭიდება, რომ გააჩეროს, [10] ტირის და თვალს არ აცილებს, სანამ ხელში არ
აიყვანს? მის მსგავსად, პატროკლოს, შენც ცრემლად იღვრები. იქნებ რაიმე გაქვს მირმიდონელებისათვის
სათქმელი ან ჩემთვის? რამე ამბავი ხომ არ მოგსვლია ფთიიდან? ამბობენ, რომ აქტორის ძე, მენოიტიოსი
ცოცხალია, ცოცხალია აიაკოსის ძე პელევსი მირმიდონელებს შორის. რომელიმე მათგანის სიკვდილი გულს
მოგვიკლავდა. იქნებ არგოსელებს დასტირი, რომლებიც საკუთარი თავხედობის გამო იღუპებიან
ღრმამუცლიან ხომალდებთან? მითხარი, ნუ დამიმალავ, რათა ორივემ ვიცოდეთ.“
[20] ღრმად ამოიოხრა და თქვა მხედარმა პატროკლოსმა: „აქილევს პელევსის ძეო, აქაველთაგან
უდიდესო ვაჟკაცო, ნუ განმირისხდები, რადგან დიდი უბედურება დაატყდა თავს აქაველებს. ვინც კი
საუკეთესო გვყავდა ბრძოლაში ადრე, ხომალდებზე წევს ყველა შუბით ან ისრით დაჭრილები. ისრით დაიჭრა
ტიდევსის მძლავრი ძე დიომედესი, შუბით დაჭრილია ოდისევსიც და აგამემნონიც, ისრით დაიჭრა ბარძაყში
ევრიპილოსი. მათზე მრავალი წამლის მცოდნე მკურნალები ზრუნავენ და ჭრილობებს უამებენ, მაგრამ შენ,
აქილევს, შეუვალი ხარ და უსარგებლოა შენი სიმამაცე! [30] ნურასოდეს შემიპყრობს ისეთი რისხვა, შენ რომ
შეუპყრიხარ! ვინღა დაგრჩება დასახმარებელი, თუ არგოსელებს არ გამოიხსნი ამ საშინელი განსაცდელისგან?
ულმობელო! არც მხედარი პელევსია შენი მამა და არც თეტისია დედა, შენ ცისფერმა ზღვამ და მაღალმა
კლდეებმა გშვეს, ისეთი სასტიკი გული გაქვს! თუკი რაიმე წინასწარმეტყველება იცი და გაფერხებს, თუკი
ზევსის რაღაც სიტყვა მოგიტანა დედოფალმა დედამ, მე მაინც გამიშვი, გამაყოლე მირმიდონელი ხალხი,
იქნებ მე ვიქცე სინათლედ დანაელებისთვის. [40] მომეცი შენი აბჯარი, მხრებზე ავისხამ! იფიქრონ
ტროელებმა, რომ ეს შენ ხარ, შეწყვიტონ იერიში და არესის აქაველმა შვილებმა ამოისუნთქონ, ომში ხომ უკვე
სული ეხუთებათ. დასვენებულები ვართ და არაქათგამოცლილ მტერს ხომალდებიდან და კარვებიდან
მათივე ქალაქთან იოლად დავახევინებთ უკან.“
ასე თქვა, ასე ევედრებოდა დიდი ბავშვი, ვერ ხვდებოდა, საკუთარ სიკვდილს და ავ ბედისწერას რომ
ითხოვდა. ამოიოხრა და უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ამას რას ამბობ, ზევსის შობილო პატროკლოს? [50]
არც რამე წინასწარმეტყველება ვიცი, არც რამე სიტყვა მოუტანია ზევსისგან დედოფალ დედას, მაგრამ მწარე
სინანული მიკლავს გულს და მიწამლავს სულს, როდესაც ჩემს თანასწორ კაცს სურს, წამართვას ჯილდო,
ვინაიდან მეტი ძალაუფლება აქვს. მწარე სინანული მკლავს, ეს მწყვეტს გულს. ეს ქალიშვილი ჯილდოდ
მომცეს აქაველთა შვილებმა, მე ის ჩემი შუბით დავიმსახურე, როცა კეთილგალავნიანი ქალაქი დავამხე,
ხელიდან გამომგლიჯა მძლავრმა აგამემნონმა, ატრევსის ძემ, თითქოს ვიღაც უღირსი ბოგანო ვყოფილიყავი!
[60] გავანებოთ ამას თავი, ეს უკვე წარსული და ჩავლილია. გულშიც არ გამივლია სამუდამოდ განრისხება;
უკვე ვთქვი, რომ რისხვა არ დამიცხრება, სანამ ჩემს ხომალდს არ მოადგება ომი და საბრძოლო ყიჟინა. შენ კი
მოისხი მხრებზე ჩემი აბჯარი, ომის მოყვარულ მირმიდონელებს საბრძოლოდ გაუძეხი; რაკი ტროელთა მუქი
ღრუბელი პირდაპირ მოადგა ჩვენს ხომალდებს, ხოლო არგოსელები ზღვის სანაპიროზე არიან
შევიწროებული და ვიწრო სივრცე აქვთ დარჩენილი, ტროელები კი მთელი ქალაქით მოაწყდნენ [70]
უშიშრად, რადგან ჩემი მუზარადის ელვარება ახლოდან არ ხვდებათ თვალში! უმალ გაიქცეოდნენ და
ხრამებს გვამებით ამოავსებდნენ, მძლავრი აგამემნონი რომ სამართლიანად მომქცეოდა, ახლა კი ჩვენს ბანაკს
უტევენ. ტიდევსის ძეს, დიომედესს, აღარ უჭირავს ხელში შუბი, რომ განსაცდელისგან დაიხსნას დანაელები,
აღარ მესმის ატრევსის საძულველი ძის საომარი ყიჟინაც, მხოლოდ კაცთამმუსვრელი ჰექტორის ხმა,
ტროელებს რომ მოუწოდებს, აღწევს ჩემამდე, ტროელებმა კი ყიჟინით დაფარეს მთელი ველი და ბრძოლაში
ამარცხებენ აქაველებს. [80] მაშ ასე, პატროკლოს, ხომალდები გადაარჩინე დაღუპვას, მთელი ძალით თავს
დაეცი ტროელებს, რომ მოგიზგიზე ცეცხლით ვერ გადაგვიბუგონ ხომალდები და ვერ წაგვართვან შინ
დაბრუნების სიხარული. ახლა კი დამიჯერე, გონებაში ჩაიბეჭდე, რასაც გეუბნები, რომ დიდი პატივი და
სახელი მომიხვეჭო ყველა დანაელის თვალში, რომ თავად დამიბრუნონ ულამაზესი ქალიშვილი და
ბრწყინვალე საჩუქრებიც მოაყოლონ. როდესაც მტერს ხომალდებიდან მოიგერიებ, ჩემთან დაბრუნდი;
თუნდაც ჰერას მჭექარე მეუღლემ დიდი სახელი მოგახვეჭინოს, ნუ იფიქრებ ომის მოყვარულ [90]
ტროელებთან უჩემოდ ბრძოლას, ეს ჩემი სირცხვილი იქნებოდა. ბრძოლისა და ომის ჟინით გატაცებულმა
გაჟლიტე ტროელები, მაგრამ ილიონისკენ არ გაუძღვე ბრძოლას, ოლიმპოსელი მარადიული ღმერთებიდან
ვინმე არ ჩაერთოს ბრძოლაში, ისინი ხომ ძალიან უყვარს შორსმიმწვდომ აპოლონს. დაბრუნდი ჩემთან,
როგორც კი ხსნის ნათელს მიიტან სწრაფ ხომალდებთან, სხვებმა კი ველზე ომი განაგრძონ. მამა ზევსო, ათენა
და აპოლონ, ნურც ვინმე ტროელი გაექცევა სიკვდილს და ნურც არგოსელი, ოღონდ ჩვენ ორნი დაგვტოვე
ცოცხალი და [100] ჩვენ მარტონი შევძლებთ ტროის წმინდა ქონგურების დაქცევას.“
ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, ამასობაში კი აიასს გაუჭირდა, ისრებმა აიძულა, ადგილი
დაეტოვებინა. ზევსის ნებამ და სახელოვანმა ტროელებმა დაჯაბნეს იგი თავისი შუბებით, მის საფეთქლებთან
ელვარე მუზარადი ამდენი ისრისგან საშინელ ხმას გამოსცემდა, გამუდმებით ესროდნენ ყვრიმალის დამცავ
სპილენძის კეთილნაკეთებ ზოლებში, მარცხენა მხარი გაუშეშდა მოელვარე ფარის მუდმივი დაჭერისგან,
მაგრამ მაინც ვერ შეძლეს მისი დაძვრა ადგილიდან, თუმცა კი ისრები და შუბები დააყარეს. მძიმედ და
მტკივნეულად სუნთქავდა იგი, ოფლი კი [110] ყოველმხრივ ღვარივით სდიოდა, სუნთქვა უჭირდა,
უბედურებას კი უბედურება ემატებოდა.
ახლა კი მიამბეთ, ოლიმპოსზე მცხოვრებო მუზებო, როგორ მოედო ცეცხლი პირველად აქაველთა
ხომალდებს. ჰექტორი აიასს მიუახლოვდა და იფნის შუბი უზარმაზარი ხმლით გაკვეთა ფოსოს ქვეშ, აიას
ტელამონის ძემ ხელში შეარხია ცარიელი შუბისტარი, ხოლო სპილენძის შუბისპირმა დაცემისას ყრუ ხმა
გამოსცა. შეძრწუნდა აიასი, უზადო გულით ჩაწვდა იგი [120] ღმერთების საქმეს, მიხვდა, რომ
მაღლითმჭექარე ზევსი ყველა მის საბრძოლო ჩანაფიქრს აცამტვერებდა და გამარჯვებას ტროელებს
ანიჭებდა. უკან დაიხია ისრების წინაშე, მათ კი ესროლეს დაუოკებელი ცეცხლი სწრაფ ხომალდს და უშრეტი
ცეცხლი სწრაფად აგიზგიზდა. მთელი კიჩო მოიცვა ცეცხლმა; როგორც კი დაინახა აქილევსმა, ბარძაყზე
დაირტყა ხელები და მიმართა პატროკლოსს: „იჩქარე, ზევსის შობილო პატროკლოს, ცხენოსანო, ვხედავ,
ხომალდებს დამღუპველი ცეცხლი მოედო. ხომალდებს თუ აიღებენ, გაქცევასაც ვეღარ მოვახერხებთ.
სასწრაფოდ აისხი აბჯარი, მე კი ხალხს შევაგულიანებ.“
[130] ასე თქვა, პატროკლოსი კი აღიჭურვა მოელვარე სპილენძის საჭურვლით. ჯერ წვივებზე
დაიმაგრა ლამაზი საბარკულები, ვერცხლის საკრავით შეიკრა კოჭებთან; შემდეგ მკერდზე დაიმაგრა
აიაკოსის ფეხმარდი შთამომავლის ოსტატურად დამზადებული ვარსკვლავებიანი აბჯარი; მხრებზე
გადაიკიდა ვერცხლით გაწყობილი ბრინჯაოს ხმალი, დიდი და მძიმე; შემდეგ კი მძლავრ თავზე კარგად
ნაკეთები ცხენის ძუიანი მუზარადი დაიხურა, საზარლად ირხეოდა ჯიღა ჩაჩქანზე. ხელში აიღო ორი
მძლავრი შუბი, რომელსაც შესწვდა ხელისგულით, [140] ხელი არ ახლო აიაკოსის უზადო შთამომავლის
უზარმაზარ, მძიმე და სქელ შუბს, რომლის აღებას აქაველთაგან ვერავინ შეძლებდა აქილევსის გარდა,
მხოლოდ მან იცოდა, როგორ დაეჭირა იგი; პელიონური იფნისა იყო, საყვარელ მამას ქეირონმა ჩამოუტანა
პელიონის მწვერვალიდან, მტერი რომ დაეხოცა. ავტომედონს უბრძანა, სწრაფად შეება ცხენები, აქილევსის
შემდეგ ამ კაცს, საბრძოლო რიგების გამრღვევს, სცემდა ყველაზე მეტად პატივს, ყველაზე უფრო საიმედო იყო
იგი ბრძოლის მძვინვარებაში. მას ავტომედონმა უღელში შეუბა სწრაფი ცხენები, ქსანთოსი და ბალიოსი,
რომლებიც ქარივით სწრაფად დაფრინავდნენ, [150] ისინი ძეფიროსის ქარს უშვა ჰარპია პოდარგემ, როდესაც
იგი საძოვარზე იყო ჭალაში, ოკეანოსის ნაკადთან. ნაპირა ცხენად შეუბა უზადო პედასოსი, რომელიც
აქილევსმა ჩამოიყვანა, როდესაც ეეტიონის ქალაქი აიღო; მოკვდავი იყო და უკვდავ ცხენებთან ერთად
დარბოდა.
ამასობაში აქილევსმა დაუარა ყველა მირმიდონელს კარვებში და აბჯრის ასხმა უბრძანა. და ისინი,
როგორც სისხლისმსმელი მგლები, რომელთაც გულში აქვთ ენით უთქმელი მძვინვარება, რომელთაც მთაში
მოუკლავთ დიდი ქორბუდა ირემი და ხარბად ჭამენ, ყბები სისხლით აქვთ მოთხვრილი, [160] შემდეგ კი
ხროვად მიდიან შავწყლიანი წყაროსკენ, ვიწრო ენებით სვლეპენ შავ წყალს და შედედებულ სისხლს
ამოანთხევენ, მკერდში გამბედავი გული უცემთ, მუცელი კი უსკდებათ, ასე მირმიდონელთა წინამძღოლები
და მსაჯულები, აიაკოსის ფეხმარდი შთამომავლის კეთილი მეგობრის ირგვლივ ირეოდნენ, ხოლო მათ
რიგებში იდგა აქილევსი, აღაგზნებდა მეეტლეებსა და ფაროსან ვაჟკაცებს.
ორმოცდაათი სწრაფი ხომალდით ტროისკენ გამოუძღვა თავის ხალხს ზევსის რჩეული აქილევსი,
თითოეულში [170] იყო ორმოცდაათი კაცი იყო მენიჩბედ, მისი მეგობრები. ხუთი წინამძღოლი დაუნიშნა მათ,
რომელთაც დააკისრა უფროსობა, თავად კი თავისი ძალაუფლებით ყველას ბატონ-პატრონი იყო. ერთ რაზმს
ხელმძღვანელობდა მენესთიოსი ბრჭყვიალა აბჯრით, სპერქეიოსის, ზევსისგან მომდინარე მდინარის194, ძე;
იგი ღმერთს, დაუღალავ სპერქეიოსს უშვა პელევსის ასულმა, მშვენიერმა პოლიდორემ, მოკვდავმა ქალმა,
მაგრამ დაიბადა, როგორც პერიერესის ვაჟის, ბოროსის ძე, რომელმაც გამოსასყიდი გადაიხადა და ცოლად
მოიყვანა პოლიდორე. შემდეგ რაზმს ხელმძღვანელობდა მამაცი ევდოროსი, [180] იგი შვა მშვენიერმა
მოცეკვავემ, პოლიმელემ, ფილასის ასულმა, რომელიც შეიყვარა მძლავრმა ჰერმესმა, არგოსის მკვლელმა,
როდესაც მოცეკვავე გოგონებთან ერთად თვალი მოჰკრა ოქროს თითისტარიანი და ხმაურიანი არტემისის
გუნდში. მალე მწყალობელი ჰერმესი საწოლ ოთახში საიდუმლოდ ეწვია, დაუწვა მას და ასე გაჩნდა
სახელოვანი ვაჟი, ევდოროსი, საუკეთესო მორბენალი და მეომარი. მას შემდეგ, რაც მშობიარობის
დამაჩქარებელმა ეილეითიამ სინათლეზე გამოიყვანა და მან მზის შუქი დაინახა, აქტორის მძლავრმა და
მედგარმა ძემ, ექეკლესმა [190] გამოსასყიდი გადაიხადა და თავისთან წაიყვანა და მამამისმა, მოხუცმა
ფილასმა ბავშვი ნაზად აიყვანა ხელში, მოუარა და საკუთარი შვილივით გამოზარდა. მესამე რაზმს
ხელმძღვანელობდა მამაცი პეისანდროსი, მაიმალოსის ძე, რომელიც მირმიდონელებს შორის შუბით ომში
მხოლოდ პელევსის ძის მეგობარს ჩამორჩებოდა. მეოთხეს ხელმძღვანელობდა მოხუცი მხედარი ფოინიქსი,
მეხუთეს — ალკიმედონი, ლაერკესის უზადო ძე. ყველანი ხელმძღვანელებთან ერთად ლამაზად დარაზმა
აქილევსმა და ყველას მიმართა მძლავრი სიტყვით: [200] „მირმიდონელებო, ვერც ერთი ვერ დაივიწყებთ იმ
ბუზღუნს, რომლითაც სწრაფ ხომალდებთან ტროელებს ემუქრებოდით და მთელი ჩემი მრისხანების დროს
მე მკიცხავდით თითოეული. — პელევსის სასტიკო ძეო, ღვარძლში გაუზრდიხარ დედას, დაუნდობელო,
მეგობრები რომ ხომალდებთან გყავს გაჩერებული თავისი ნების საწინააღმდეგოდ. უმჯობესია, შინ
გავცუროთ საზღვაო ხომალდებით, რაკი ეს საშინელი მრისხანება ჩაგიდევს გულში! — იკრიბებოდით და აი,
ამას ბუზღუნებდით, ახლა კი თქვენი დრო დადგა, წინ ბრძოლის დიდი საქმე გიდევთ, ასე რომ გიყვარდათ
უწინ. ყველამ ჩაიდოს გულში სიმამაცე და შეებრძოლოს ტროელებს!“
[210] ასე თქვა, ყველა შეაგულიანა და ძალა მისცა თითოეულს; მეფეს რომ მიუსმინეს, რაზმები კიდევ
უფრო შემჭიდროვდნენ. როგორც კაცი აგებს მტკიცე კედელს მჭიდროდ დაწყობილი ქვებით მაღალი
სახლისთვის, რომ ქარის ძალისგან დაიცვას, ასე მიეწყო ერთმანეთს მათი მუზარადები და გირჩიანი ფარები.
ფარი ფარს მიეკრა, მუზარადი — მუზარადს, კაცი — კაცს. ელვარე გირჩიანი მუზარადის ჯიღები შერხევისას
ერთმანეთს ეხებოდნენ, იმდენად მჭიდროდ იდგნენ რაზმები. ყველას წინ დაუდგა ერთსულოვანი ორი კაცი:
აბჯარასხმული პატროკლოსი და ავტომედონი, მირმიდონელთა წინა ხაზზე საბრძოლველად.
ამასობაში აქილევსი კარავში შევიდა, სახურავი ახადა ულამაზეს კეთილნაკეთებ ზანდუკს, რომელიც
ვერცხლისფეხება თეტისმა ჩაუდო ხომალდში და გაუვსო ქიტონებით, ქარისგან დამცავი მოსასხამებითა და
სქელი ხალიჩებით. იქ იდო ოსტატურად ნაკეთები თასი, რომლიდანაც სხვას არავის დაულევია შუშხუნა
ღვინო და რომლიდანაც აქილევს ვინმე სხვა ღმერთისთვის არასოდეს დაუღვრია ზედაშე, მხოლოდ მამა
ზევსისთვის. ამოიღო მაშინ ზანდუკიდან, ჯერ გოგირდით გაწმინდა195, შემდეგ გაავლო წყლის ლამაზი
ჭავლი, [230] თავადაც ხელი დაიბანა და ჩამოასხა შუშხუნა ღვინო. დადგა ეზოს შუაში196, დაღვარა ღვინო,
ზეცას ახედა — არ დაემალა ეს ამბავი ელვისმოყვარე ზევსს:
„ზევს, დოდონეს ბატონო, პელასგურო, შორს მცხოვრებო, ცივზამთრიანი დოდონეს მფარველო, სადაც
შენს ირგვლივ ცხოვრობენ წინასწარმეტყველი სელოსები, რომლებსაც ფეხდაუბანლებს სძინავთ მიწაზე,
როგორც ადრე ჩემი ლოცვის სიტყვა ისმინე, პატივი მეცი და მკაცრად დასაჯე აქაველი ხალხი, ახლაც კიდევ
ერთხელ ამისრულე ეს თხოვნა. მე ვრჩები აქ ერთად თავმოყრილ ხომალდებთან, [240] მაგრამ მეგობარს და
უამრავ მირმიდონელს ვაგზავნი საბრძოლველად; მოუხვეჭე მას სახელი, შორსმხედველო ზევს, ისეთი
სიმამაცე ჩაუდე გულში, რომ თავად ჰექტორმაც კი ნახოს, — ჩემმა მეგობარმა მარტომაც იცის ომი, თუ მისი
დაუმარცხებელი მარჯვენა მხოლოდ მაშინ მძვინვარებს, როდესაც ერთად ვეჭიდებით არესის საქმეს.
როგორც კი ხომალდებიდან მოაშორებს ომსა და ხმაურს, უვნებელი დამიბრუნდეს სწრაფ ხომალდებთან,
მთელ საჭურველთან და მასთან ერთად მეომარ მეგობრებთან ერთად.“

194
ზევსისგან მომდინარე მდინარის — ჰომეროსის აზრით, ყველა მდინარე ზევსისგან მომდინარეობს, რადგან
ზევსის მოვლენილი წვიმის წყლით საზრდოობს.
195
გოგირდით გაწმინდა — ბერძნების წარმოდგენით, გოგირდის კვამლით ყველანაირი მწიკვლის განწმენდა
შეიძლებოდა.
196
ეზოს შუაში — შუაგულ ეზოში, როგორც წესი, იდგა ზევსის საკურთხეველი.
ასე თქვა ლოცვით და უსმინა მას ბრძენმა ზევსმა, [250] ერთი სურვილი აუსრულა მამამ და მეორე —
არა. ხომალდებიდან ნამდვილად მოაშორებინა პატროკლოსს ომი და ბრძოლა, მაგრამ ბრძოლიდან
უვნებლად დაბრუნებაზე უარი უთხრა. როდესაც აქილევსმა ზედაშე დაღვარა და ზევსისადმი ლოცვა
დაამთავრა, უკან შებრუნდა კარავში, თასი ზანდუკში ჩადო, გამოვიდა და კარვის ზღურბლთან დადგა,
რადგან გულით უნდოდა, დაენახა ტროელთა და აქაველთა სასტიკი ბრძოლა.
ახლა აბჯარასხმული მეომრები დიდგულოვან პატროკლოსთან ერთად დაიძრნენ, რომ მთელი ძალით
შეეტიათ ტროელებისთვის. იმავწამს გამოცვივდნენ გზისპირას დაბუდებული კრაზანებივით, [260]
რომელთაც ბავშვები აბრაზებენ ხოლმე, სულ აღიზიანებენ და თავისი სისულელით ბევრისთვის მოაქვთ
ზიანი. თუკი ვინმე მგზავრი შემთხვევით შეეხება მათ, ისინი მძვინვარე გულით გარეთ გამოფრინდებიან და
თავის შვილებს დაიცავენ. ასეთივე გულით და სულით გამოვიდნენ თავისი ხომალდებიდან
მირმიდონელები და ყურთასმენა წაიღეს. და პატროკლოსმა შესძახა თავის მეგობრებს: „მირმიდონელებო,
პელევსის ძის, აქილევსის მეგობრებო, [270] იყავით კაცები, ძმებო, გაიხსენეთ მძვინვარე სიმამაცე! პატივი
უნდა ვცეთ პელევსის ძეს, რომელიც უდიდესი ვაჟკაცია არგოსელების ხომალდებთან, თქვენ კი მის გვერდით
მეომარი გმირები ხართ! მიხვდეს ატრევსის ძე, დიდ სივრჩეთა მბრძანებელი აგამემნონი, რომ თავისი
უგუნურებით საუკეთესო აქაველს არ სცა პატივი!“
ასე თქვა და გაამხნევა ყველა და ძალა მისცა თითოეულს. იმავწამს ერთიანად დაესხნენ თავს
ტროელებს და ხომალდებიდან საშინელი ძალის ყიჟინა შეაშველეს აქაველებმა. როდესაც ტროელებმა
დაინახეს მენოიტიოსის მამაცი ძე და მისი მეეტლე მოელვარე აბჯრით, [280] ყველას შეუტოკდა გული, შეირხა
მათი რაზმები, ეგონათ, რომ ხომალდებთან ფეხმარდმა პელიონმა რისხვა დაიოკა და მეგობრობის გზა აირჩია.
მაშინ თითოეულმა მიმოიხედა, საით გაქცეოდა გარდაუვალ სიკვდილს.
პატროკლოსმა პირველად მოელვარე შუბი ისროლა მებრძოლთა შუაგულში, სადაც უამრავი კაცი
ირეოდა, დიდგულოვანი პროტესილაოსის ხომალდის კიჩოსთან და მოარტყა პირაიქმესს, რომელსაც ეტლით
მებრძოლი პაიონიელები ჰყავდა ჩამოყვანილი ამიდონიდან, სადაც მიედინება წყალუხვი აქსიოსი. მას
მოარტყა მარჯვენა მხარში, პირქვე ჩავარდა მტვერში, [290] დაცემულს კვნესა აღმოხდა, მეგობარი
პაიონიელები შემოეცალა, რადგან პატროკლოსმა შიშის ზარი დასცა ყველას, როცა წინამძროლი მოუკლა,
ბრძოლაში მათ შორის საუკეთესო. ხომალდებიდან მოიგერია მტერი და მოგიზგიზე ცეცხლი ჩააქრო.
ტროელებმა მიატოვეს ნახევრად დამწვარი ხომალდი და თავზარდაცემულები გაიქცნენ საშინელი ხმაურით,
დანაელები ავარდნენ ღრმამუცლიან ხომალდებზე და დადგა დაუსრულებელი გნიასი. როგორც
უზარმაზარი მთის მაღალი მწვერვალიდან ხშირ ღრუბელს გადასწევს ელვათშემკრები ზევსი და გამოჩნდება
ყველა სიმაღლე, მაღალი კალთები და [300] ხეობები, ზეციდან კი დაიღვრება უსასრულო ნათელი, ასე
დანაელებმა მოაშორეს ხომალდებს გამანადგურებელი ხანძარი, ცოტა ამოისუნთქეს, თუმცა ბრძოლა არ
დამთავრებულა; რადგან არესის მოყვარული აქაველების შეტევის მიუხედავად ტროელები ჯერაც არ
შორდებოდნენ შავ ხომალდებს, ჯერაც მათ წინ იდგნენ, თუმცა სადაც ვერ ძლებდნენ, უკან იხევდნენ.
აქ კაცი კაცს კლავდა წინამძღოლთა უწესრიგო ბრძოლაში. პირველად მენოიტიოსის მამაცმა ძემ
ისროლა და ბასრი შუბი თეძოში მოარტყა არეილიკოსს, როდესაც ის უკან ბრუნდებოდა, ხორციც გაგლიჯა
ბრინჯაომ, [310] ძვალიც დაამსხვრია და პირქვე დაეცა კაცი მიწაზე. ამასობაში მამაცმა მენელაოსმა მკერდში
დაჭრა თოასი, სადაც ფარი ვერ სწვდებოდა და სული ამოართვა. ფილევსის ძემ თვალი მოჰკრა, რომ
ამფიკლოსი უტევდა, დაასწრო და ჩასცა ბარძაყში, სადაც კაცს ყველაზე სქელი კუნთები აქვს, შუბისპირით
დაგლიჯა ძარღვები და თვალებს წყვდიადი გადაეფარა. ნესტორის ვაჟმა, ანტილოქოსმა, დაჭრა ატიმნიოსი
ბასრი შუბით, საზარდულში გაუტარა ბრინჯაოს შუბი და ისიც დაეცა; მაგრამ მარისი, [320] ძმის სიკვდილით
განრისხებული, ცხედართან დადგა, ხელჩართულ ბრძოლაში შუბით შეუტია ანტილოქოსს, თუმცა
ღვთისდარმა თრასიმედესმა დაასწრო და არ ააცილა, მხარში დაჭრა; ხელი ააგლიჯა კუნთებს შუბისპირმა,
დალეწა ძვალი. ყრუ ხმით დაეცა, თვალები კი წყვდიადმა დაუფარა. ეს ორი ორმა ძმამ შეიწირა და ერთად
ჩავიდნენ ერებოსში სარპედონის საუკეთესო მეგობრები, შუბოსანი ძეები ამისოდაროსისა, რომელმაც
მრავალი კაცისთვის უბედურების მომტანი უძლეველი ქიმაირა გამოკვება.
[330] აიასი, ოილევსის ძე, კლეობულოსს დაეცა თავს, ცოცხლად შეიპყრო, როდესაც მებრძოლთა
ბრბოში ვერ გაინძრა, იქვე ჩასცა კისერში ვადიანი ხმალი და ძალა გამოაცალა, მთელი ხმალი სისხლმა გაათბო,
თვალები კი დაუხუჭა მეწამულმა სიკვდილმა და მძლავრმა ბედისწერამ. პენელეოსმა და ლიკონმა
ერთიმეორეს ჯერ შუბები ესროლეს, ააცილეს, შემდეგ ერთმანეთთან მიირბინეს და ხმლებით საომრად
შეიბნენ. იქ ლიკონმა ხმალი ჩასცა ცხენის ძუის ჯიღიან მუზარადში, მაგრამ ვადაში გადაუტყდა ხმალი,
პენელეოსმა კი ყურის ქვემოთ უწია მახვილი, [340] კისერში ღრმად ჩასცა, დარჩენილ კანს ჩამოეკიდა თავი და
ლიკონი აღესრულა.
მერიონესი აკამასს სწრაფი ფეხებით დაეწია, ეტლზე ამხედრებულს მარჯვენა მხარში ჩასცა,
ჩამოვარდა ეტლიდან, ხოლო თვალებზე ბინდი დაეღვარა.
იდომენევსმა ერიმასს პირში ჩასცა უმოწყალო სპილენძი, მეორე მხარეს გამოვარდა სპილენძის
შუბისპირი, ტვინის ქვემოთ, თეთრი ძვალი დაიმსხვრა, კბილები ამოუცვივდა, სისხლით გაივსო ორივე
თვალი, პირიდან და ცხვირიდან სისხლმა ამოხეთქა [350] და იგი დაფარა სიკვდილის შავმა ღრუბელმა.
დანაელთა წინამძღოლები ასე თითო-თითოდ კლავდნენ თავ-თავის მტრებს. როგორც ფარას მოწყვეტილ
ცხვრებს ან თიკნებს დაერევიან მგლები, როდესაც მთაში ფარა დაეფანტება უყურადღებო მწყემსს, მგლები კი
თვალს მოკრავენ თუ არა, იმავწამს თავს ესხმიან უსუსურ ცხოველებს, ასე დანაელები დასდევდნენ
ტროელებს, რომელთაც გაიხსენეს გაქცევის ხმაური და დაივიწყეს მძვინვარე ვაჟკაცობა.
დიდი აიასი მუდამ ცდილობდა ბრინჯაოს საჭურვლიანი ჰექტორისთვის შუბის მორტყმას, მაგრამ
გამოცდილი მეომარი [360] ხარსტყავიანი ფარით იცავდა განიერ მხრებს, ყურადღებას აქცევდა ისრების
სტვენასა და შუბების ზუზუნს. კარგად მიხვდა, რომ გამარჯვება ხელიდან გამოეცალა, მაგრამ ფეხს მაინც არ
იცვლიდა, რომ გადაერჩინა ერთგული მეგობრები.
როგორც ღრუბელი მოდის ოლიმპოსიდან ცაში ღვთაებრივი ეთერის გავლით, როდესაც ზევსი
გრიგალს ამზადებს, ასე წამოვიდა ხომალდებიდან გნიასი და გამოქცევის ხმა. უკან უწესრიგოდ მორბოდნენ.
ფეხმარდმა ცხენებმა გააჭენეს შეიარაღებული ჰექტორი, მიატოვა ტროელები, რომელთაც გაქცევა უნდოდათ
და თხრილი აფერხებდათ; [370] ამ თხრილში ეტლში შებმულმა უამრავმა სწრაფმა ცხენმა ხელნა გატეხა და
მიატოვა პატრონის ეტლი. პატროკლოსი მისდევდა და მძვინვარედ მოუწოდებდა დანაელებს, ტროელებს
უბედურებას უქადდა, ისინი კი გნიასით და გაქცევის ხმაურით ყველა გზას ავსებდნენ; მათი რაზმები
დაიქსაქსა, გზად მტვრის სვეტები დადგა, როდესაც მათი მუხლადი ცხენები ქალაქისაკენ გაფრინდნენ
ხომალდებიდან და კარვებიდან. პატროკლოსი კი, სადაც უფრო მეტ ხალხს დაინახავდა ერთად შეკრებილს,
იქითკენ მიიწევდა ყიჟინით, ბორბლებს ქვეშ პირქვე ცვიოდა ხალხი, ეტლები კი ყირავდებოდა. [380]
პირდაპირ თხრილს გადააფრინდნენ სწრაფი უკვდავი ცხენები, რომელიც პელევსს ღმერთებმა მისცეს
ბრწყინვალე საჩუქრად; წინ მიიწევენ, ჰექტორისკენ მიუწევს გული პატროკლოსს, უნდა, შუბი ჩასცეს, მაგრამ
ის უკვე გაიყვანეს სწრაფმა ცხენებმა.
როგორც გრიგალი ამძიმებს მთელ შავ მიწას შემოდგომის დღეს, როდესაც მძვინვარედ და
კოკისპირულად აწვიმებს ზევსი, ადამიანებმა რომ განარისხეს საბჭოზე უსამართლო გადაწყვეტილებების
მიღებით, სამართლიანობის აბუჩად აგდებით და ღმერთების შურისძიების უგულებელყოფით; მათ ყველა
მდინარეს აადიდებს, [390] ნიაღვარი მრავალ ბორცვს წაიღებს და მთიდან უზარმაზარი ზათქით გააქანებს
ლურჯი ზღვისკენ, გააჩანაგებს კაცის ნახელავს, სწორედ ასე გარბოდნენ ტროელთა ცხენები საშინელი
ხმაურით. პატროკლოსმა ჯერ მათი პირველი რიგები გაარღვია, პირით ისევ გემებისკენ მიაბრუნა, არ დაანება,
ქალაქისკენ წასულიყვნენ, არამედ შუაში, ხომალდებს, მდინარესა და მაღალ გალავანს შორის თავს ეცემოდა,
კლავდა, ბევრს აზღვევინა სისხლი. იქ ელვარე შუბით პირველი პრონოოსი მოკლა, [400] რომელსაც ფარმა
ბოლომდე ვერ დაუცვა მკერდი და სული ამოხდა. დაეცა და ყრუ ხმა გამოსცა, პატროკლოსმა კი შემდეგი
იერიში თესტორზე, ენოფსის ვაჟზე მიიტანა, იგი კეთილად ნაკეთებ ეტლში იჯდა მოკუნტული, სულით
დაცემული, სადავეები ხელიდან გავარდნოდა, მას მიუახლოვდა პატროკლოსი და მარჯვენა ყბასთან ჩასცა
შუბი, კბილებში გამოვარდა შუბისპირი, მოქაჩა და შუბით ასწია ეტლის მოაჯირზე, როგორც ზღვაში შეჭრილ
კლდეზე მჯდომი კაცი ექაჩება წმინდა თევზს ზღვიდან ძაფით და მბრწყინავი ბრინჯაოთი. ასე გადმოათრია
პირში გაჩრილი ელვარე შუბით ეტლიდან, [410] მიწაზე დააგდო სახით და დაცემულს სული გაეყარა. ამის
შემდეგ ერალოსს დაეცა თავს, ლოდი ესროლა და თავში მოარტყა, თავი ორად გასკდა მძიმე მუზარადის ქვეშ,
იგი პირქვე დაეცა მიწაზე და ირგვლივ სიცოცხლის წამრთმევი სიკვდილი დაიღვარა. შემდეგ ერიმასი,
ამფოტეროსი, ეპალტესი, ტლეპოლემოსი დამასტორის ძე, ექიოსი, პირისი, იფევსი, ევიპოსი და არგეას
პოლიმელოსის ძე — ყველას თავს დაეცა და დააწვინა მრავალნაყოფიერ მიწაზე.
როდესაც სარპედონმა დაინახა თავისი უქამროქიტონიანი197 მეგობრები [420] პატროკლოს
მენოიტიოსის ძის ხელით დაღუპულები, ხმამაღლა შესძახა და გაკიცხა ღვთისდარი ლიკიელები:
„სირცხვილი, ლიკიელებო! სად გარბიხართ? რაღაც ძალიან ჩქარობთ! მე თავად უნდა შევებრძოლო ამ კაცს,
ერთი, გავიგო, ვინ არის ასეთი მაგარი, რომ ამდენი უბედურება მოუტანა ტროელებს და ამდენ საუკეთესო
მეომარს დაულეწა მუხლები.“
თქვა და ეტლიდან შეიარაღებული ჩამოხტა მიწაზე. თავის მხრივ პატროკლოსმაც დაინახა და ისიც
ჩამოქვეითდა. როგორც მრუდეკლანჭიანი და მოხრილნისკარტიანი სვავები მაღალ კლდეზე ხმამაღალი
ყაშყაშით იბრძვიან, [430] ასე ყიჟინით დააცხრნენ ესენიც ერთმანეთს.
ისინი დაინახა და გული სინანულით აევსო ცბიერი კრონოსის ძეს, მიმართა ჰერას, დასა და მეუღლეს:
„ვაი, სარპედონი, ადამიანთაგან ყველაზე უფრო საყვარელი, უნდა მოკვდეს პატროკლოს მენოიტიოსის ძის
ხელით! ორი რამისკენ მიმიწევს გული, ვერ გადამიწყვეტია, ცრემლიანი ბრძოლიდან ცოცხალი მოვიტაცო და
ლიკიის მდიდარ მხარეში დავსვა, თუ მენოიტიოსის ძის ხელით დავღუპო.“
მას მაშინვე უპასუხა ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ: [440] „კრონოსის უსასტიკესო ძეო, რა სიტყვას
ამბობ?! მოკვდავი კაცი, რომელიც იმთავითვე განწირულია აღსასრულისთვის, ახლა გინდა, საძულველი
სიკვდილისგან იხსნა? გააკეთე, მაგრამ დანარჩენი ღმერთები ამას ვერ მოგიწონებთ. ერთ რამეს გეტყვი და შენ
გულში კარგად ჩაიდე: თუკი ცოცხალ სარპედონს შინ დააბრუნებ, იფიქრე, რომ ვინმე სხვა ღმერთიც მაშინ
ისურვებს მძიმე ბრძოლიდან საყვარელი შვილის გამოხსნასაც; პრიამოსის ქალაქის ირგვლივ ხომ უკვდავთა
უამრავი შვილი იბრძვის და შენ მათ აღშფოთებას გამოიწვევ. [450] თუ შენთვის ასე საყვარელია და მასზე
გული შეგტკივა, დაანებე, შევიდეს სასტიკ ბრძოლაში და დაეცეს მენოიტიოსის ძის, პატროკლოსის ხელით;
შემდეგ კი, როდესაც სული და სიცოცხლე დასტოვებენ მას, მოუვლინე მას სიკვდილი და ტკბილი ძილი,
გადაიყვანონ ვრცელი ლიკიის მხარეში და იქ დაკრძალონ ძმებმა და მეგობრებმა, ყორღანიც აღუმართონ და
სვეტიც დაუდგან, ესაა მკვდრებისთვის პატივი.“
ასე თქვა და დაეთანხმა ადამიანებისა და ღმერთების მამა. სისხლისფერი წვეთები დააწვიმა მიწას [460]
საყვარელი შვილის პატივსაცემად, რომელსაც პატროკლოსი უპირებდა მოკვლას ნაყოფიერ ტროაში, შორს
სამშობლოდან. დაიძრნენ ერთმანეთისკენ და როდესაც მიუახლოვდნენ, იქ პირველმა პატროკლოსმა
სახელოვან თრასიმელოსს, რომელიც იყო მეუფე სარპედონის მამაცი მსახური, ქვემო მუცელში ჩასცა შუბი და
სული ამოხადა. მეორედ სარპედონმა ისროლა და ელვარე შუბი ააცილა, მაგრამ მარჯვენა მხარში დაჭრა
ცხენი, სულთმობრძავი პედასოსი დაეცა მტვერში ხმამაღალი ხვივილით და სული განუტევა. [470] დანარჩენი
ორი ცხენი იდგა, უღელმა გაიჭრიალა, სადავეები გადაიხლართა, როდესაც გვერდითა ცხენი მტვერში დაეცა,
მაგრამ სახელოვანმა შუბოსანმა ავტომედონმა გამოსავალი იპოვა: ქარქაშიდან ამოიღო უზარმაზარი ხმალი,
რომელიც თეძოსთან ეკიდა, ერთი დარტყმით დაუყოვნებლივ მოკვეთა გვერდითა ცხენი, ხოლო ორი სხვა
გასწორდა და სადავეებს დამორჩილდა.
გმირები ისევ შეიჭრნენ სისხლისმსმელ ომში. კიდევ ერთხელ სარპედონმა ისროლა ელვარე შუბი,
მარცხენა მხარს ზემოთ გაიფრინა შუბისპირმა და არ მოხვდა გმირს; ბოლოს კი პატროკლოსმა ისროლა
ბრინჯაოს შუბი [480] და ისიც ამაოდ არ გამოფრენილა მისი ხელიდან, მკერდში მოარტყა, შიგ
გულისფიცარში. დაეცა, როგორც ეცემა მუხა, ვერხვი ან მაღალი ფიჭვი, როდესაც მთაში ტყისმჭრელი კაცები
ცულებით ჭრიან, რომ ხომალდის გემბანისთვის ძელები გათალონ. ასე იწვა სარპედონი გართხმული
ცხენებისა და ეტლის წინ და კბილების ღრენით ეჭიდებოდა სისხლიან მტვერს. როგორც კვდება ხარი,
როდესაც ლომი დაეცემა თავს ჯოგს და ცეცხლოვანი და დიდგულოვანი ხარი რქადაგრეხილი ხარების
თვალწინ ბღავილით იღუპება ლომის ხახაში ჩავარდნილი, [490] სწორედ ასე, პატროკლოსის ხელში
ჩავარდნილი ფაროსან ლიკიელთა სულთმობრძავი წინამძღოლი სახელით მოუხმობდა თავის საყვარელ
მეგობარს: „გლავკოს, ძმაო, მებრძოლთა შორის მებრძოლო, ახლა შენ უნდა გასწიო შუბოსნობა და მამაცი
მეომრობა, იჩქარე ბრძოლა და სასტიკი ომი დაისახე მიზნად! უპირველესად, გაამხნევე ლიკიელთა
მეთაურები, დაუარე და მოუწოდე, სარპედონისთვის იბრძოლონ. თავადაც უნდა აღმართო ჩემთვის
ბრინჯაოს შუბი. იცოდე, სამუდამო სირცხვილად და გაკიცხვად მოგევლინები, თუკი აქაველებს დაანებებ
[500] რომ ხომალდებთან დაცემულს აბჯარი ამყარონ. თავადაც გამაგრდი და ხალხიც შეაგულიანე!“

197
უქამროქიტონიანი — აბჯარასხმული ლიკიელები ქამრებს არ ხმარობდნენ.
ასე ილაპარაკა და ბოლოს სიკვდილმა დაუფარა თვალები და სახე. ფეხით შედგა მას პატროკლოსი,
სხეულიდან შუბი ამოაძრო, შუბს შიგანი გამოჰყვა და ასე ერთდროულად ამოვიდა მისი სხეულიდან
ბრინჯაოს შუბისპირი და სული. მირმიდონელებმა დაიჭირეს მისი მოფრუტუნე ცხენები, რომლებმაც
პატრონის ეტლი მიატოვეს და გაქცევას ცდილობდნენ.
მეგობრის ხმა რომ მოესმა, მწარე მწუხარებამ მოიცვა გლავკოსი, გული მოუკვდა, რომ არ შეეძლო მისი
დაცვა. [510] მარცხენა მკლავზე ხელს იკიდებდა, ჭრილობა აწამებდა, რომელიც ტევკროსმა მაღალი
გალავნიდან ნასროლი ისრით მიაყენა, როდესაც დაღუპვისგან იცავდა მეგობრებს. ლოცვით მიმართა
შორსმიმწვდომ აპოლონს:
„მისმინე, მეუფეო, სადაც ხარ, ლიკიის მდიდარ მხარეში თუ აქ, ტროაში, ყველგან შეგიძლია გაუგონო
განსაცდელში ჩავარდნილ კაცს, ხოლო ახლა მე ჩავვარდი განსაცდელში. სასტიკი ჭრილობა მაქვს, მთელი
ხელი მწვავე ტკივივილით მტკივა, სისხლდენას ვერ ვაჩერებ და მთელი მხარი გამიშეშდა; [520] მტკიცედ ვერ
მიჭირავს შუბი, წინ ვერ მივიწევ მტერთან საბრძოლველად. საუკეთესო მეომარი, ზევსის ძე სარპედონი
დაიღუპა, მამამაც ვერ დაიცვა შვილი! შენ, ჩემო უფალო, ეს საშინელი ჭრილობა მაინც დამიამე, დამიძინე
ტკივილები, მომეცი ძალა, რათა მეგობრებს მოვუხმო და საომრად აღვძრა ლიკიელი ხალხი და მეც ვიომო
დაცემულის ცხედრისთვის.“
ასე ილოცა და უსმინა მას სხივოსანმა აპოლონმა. იმავწამს შეუჩერა საშინელი ჭრილობის ტკივილი,
შავი სისხლის დენა შეწყვიტა და სულში ვაჟკაცობა ჩაუდო. გლავკოსი გულით მიხვდა, რაც მოხდა და გაიხარა,
[530] რომ დიდმა ღმერთმა მისი ლოცვა შეიწყნარა. უპირველეს ყოვლისა, დაუარა ლიკიელთა მეთაურებს და
ყველას მოუწოდა, სარპედონისთვის ებრძოლა; შემდეგ დიდი ნაბიჯებით ტროელებისკენ გაეშურა, მივიდა
პოლიდამასთან, პანთოოსის ძესთან და ღვთაებრივ აგენორთან, მივიდა ენეასთან და ბრინჯაოსმუზარადიან
ჰექტორთან, ახლოს დაუდგა და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ჰექტორ, ახლა სულ დაივიწყე მოკავშირეები,
რომლებიც შენს გამო მეგობრებსა და მშობლიურ მიწას მოშორებულები, [540] სიცოცხლეს სწირავენ, შინ კი არ
გსურს, დაიცვა ისინი! წევს ფაროსან ლიკიელთა წინამძღოლი სარპედონი, რომელიც ლიკიას იცავდა
სამართლით და ძალით. ახლა ის დასცა არესმა პატროკლოსის ბრინჯაოს შუბით; მაგრამ, მეგობრებო,
გვერდით დავუდგეთ, ჩვენი სირცხვილი იქნება, თუკი აბჯარს აჰყრიან და შეურაცხჰყოფენ ცხედარს
მირმიდონელები, ამდენი დანაელის დაღუპვის გამო განრისხებულები, რაც ჩვენ შუბებით დავუხოცეთ სწრაფ
ხომალდებთან.“
ასე თქვა და ტროელები მძიმე და გაუსაძლისმა წუხილმა მოიცვა, რადგან სარპედონი, თუნდაც
უცხოელი, [550] მათი ქალაქის ბურჯი იყო ყოველთვის, უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, თავად კი საუკეთესო
იყო ბრძოლაში. იმავწამს მძვინვარედ დაესხნენ თავს დანაელებს, წინ მიუძღოდათ ჰექტორი, სარპედონის
გამო განრისხებული. ამასობაში აქაველებს ამხნევებდა მენოიტიოსის ძის, პატროკლოსის, მამაცი გული.
პირველებს აიასებს მიმართა, ისედაც ბრძოლის ჟინით ანთებულებს: „ორო აიასო, ახლა გმართებთ, თავი
დაიცვათ და ძველებური სიმამაცით გამოირჩეთ კაცებში ან ძველს გადაამეტოთ კიდეც! დაეცა ის კაცი,
რომელმაც პირველმა გადმოლახა აქაველთა გალავანი — სარპედონი. უნდა შევუგინოთ ცხედარი, [560]
ავყაროთ მხრებიდან აბჯარი და ვინმე მეგობართაგანი დაუნდობელი ბრინჯაოთი ზედვე უნდა დავაკლათ,
ვინც მის დაცვას შეეცდება!“
ასე თქვა, ისინი კი ისედაც მოწადინებული იყვნენ, ებრძოლათ. როგორც კი ორივე მხრიდან რაზმები
გაამაგრეს, ტროელები და ლიკიელები, მირმიდონელები და აქაველები შეასკდნენ ერთმანეთს დაცემული
გმირის ცხედრისთვის საშინელი ყიჟინით, დიდი ჭახანი გაიღო მებრძოლთა იარაღმა. ზევსმა დამღუპველი
ღამე გადააფარა ფიცხელ ბრძოლას, რათა მისი საყვარელი შვილისთვის ბრძოლა გამანადგურებელი საქმე
ყოფილიყო.
პირველებმა ტროელებმა დაარტყეს თვალმოელვარე აქაველებს, [570] როდესაც მირმიდონელებს ერთ-
ერთი საუკეთესო კაცი მოუკლეს — აგაკლესის ძე, დიდსულოვანი და ღვთაებრივი ეპეიგევსი. იგი ოდესღაც
მბრძანებლობდა კარგად დასახლებულ ბუდეიონში, მაგრამ შემდეგ სახელგანთქმული ბიძაშვილი შემოაკვდა
და პელევსსა და ვერცხლისფეხება თეტისს შეაფარა თავი; მათ ის საბრძოლო რაზმების გამრღვევ აქილევსს
გამოაყოლეს ცხენებით მდიდარ ილიონში ტროელებთან საომრად. ის იყო, ხელი შეახო ცხედარს, რომ
სახელოვანმა ჰექტორმა ლოდი ჩასცა თავში, ორად გაუსკდა თავი მძიმე მუზარადში და ის სახით დაეცა
მკვდარს, [580] მის ირგვლივ კი სულის ამომრთმევი სიკვდილი დაიღვარა. პატროკლოსი სევდამ შეიპყრო
მეგობრის სიკვდილის გამო, მებრძოლთა პირველი რიგებისკენ გაქანდა სწრაფი ქორივით, რომელიც ჭკებსა
და შოსიებს დასდევს, ასე დაეცი თავს, პატროკლოს, დიადო მხედარო, ლიკიელებსა და ტროელებს, მეგობრის
გამო განრისხებული გულით. იქ დასცა სთენელაოსი, ითაიმენესის საყვარელი ძე, კისერში მოარტყა ლოდი
და ძარღვები დაუწყვიტა. უკან დაიხია ტროელთა პირველმა რიგმა სახელოვან ჰექტორთან ერთად ისე შორს,
სანამდეც შუბი მიაღწევს, [590] თუკი მას თამაშებზე საკუთარი ძალის გამოსაცდელად ისვრის მძლეოსანი ან
სულისამომრთმევ ომში ისვრის მეომარი; ამ მანძილზე დაიხიეს უკან ტროელებმა, აქაველებმა კი წინ წაიწიეს.
გლავკოსი, ფაროსან ლიკიელთა წინამძღოლი, იყო პირველი, რომელიც მობრუნდა და მოკლა დიდსულოვანი
ბათიკლესი, ქალკონის საყვარელი ვაჟი, რომელსაც ჰელასში ედგა სახლი, ბედიღბლითა და სიმდიდრით
გამოირჩეოდა მირმიდონელებში. იგი მისდევდა გლავკოსს, ის კი უეცრად მოტრიალდა და შუა მკერდში
ჩასცა შუბი მდევარს; ხმაურით დაეცა, მწარე ნაღველმა მოიცვა აქაველები, [600] როდესაც მამაცი კაცი წაიქცა,
ტროელებმა კი დიდად გაიხარეს, ერთ გუნდად გარს შემოეტყნენ დაცემულის ცხედარს, მაგრამ აქაველებმა
არ დაივიწყეს სიმამაცე და მძვინვარედ შეუტიეს. მაშინ მერიონესმა ტროელთა მეთაური ლაოგონოსი დასცა,
ონეტორის გამბედავი ვაჟი, ის იყო იდიდან, ზევსის ქურუმი და მას ხალხი ღმერთივით სცემდა პატივს.
მერიონესმა მას მოარტყა ყბისა და ყურის ქვეშ, იმავწამს სული გაფრინდა სხეულიდან და მას საძულველი
წყვდიადი დაეუფლა. ენეასმა მერიონესს ბრინჯაოს შუბი გაუქანა, უნდოდა, წინ გამოსულისთვის ფარის ქვეშ
მოერტყა; [610] მაგრამ მერიონესმა თვალი მოჰკრა და აიცილა ბრინჯაოს შუბისპირი, წინ დაიხარა, ხოლო მის
უკან დიდი შუბი მიწაში ჩაერჭო და შუბისტარი დიდხანს ირხეოდა, სანამ მძლავრმა არესმა არ დააცხრო მისი
მძვინვარება. ენეასის შუბი რხევით შევიდა მიწაში, რადგან ფუჭად ნასროლი იყო მისი დიდი ხელიდან. ენეასი
გულით გაბრაზდა და ხმა ამოიღო: „მერიონეს, მართალია, მოცეკვავე198 ხარ, მალე ჩემი შუბი ცეკვას
დაგავიწყებს, როცა მოგხვდება.“
შუბოსნობით განთქმულმა მერიონესმა საპასუხოდ უთხრა: [620] „ენეას, მძლავრი მეომარი კი ხარ,
მაგრამ გაგიჭირდება ყველა ადამიანის ძალა დააცხრო, ვინც თავს დაგეცემა და ვინც თავის დაცვაც იცის,
სხვებივით შენც ხომ მოკვდავი ხარ. შუაში რომ მომერტყა ბასრი ბრინჯაო, რაც უნდა მძლავრი და საკუთარ
მარჯვენას მინდობილი ყოფილიყავი, მე სახელს მომიტანდი და სულს ცხენებით განთქმულ ჰადესს
ჩააბარებდი.“
ასე თქვა და გაკიცხა იგი მენოიტიოსის მძლავრმა ძემ: „მერიონეს, ასეთი მეომარი ხარ და რა
გალაპარაკებს? ნახე, ძმაო, ტროელებს სიტყვებით ვერ დაახევინებ უკან, ცხედარს არ დატოვებენ, სანამ მიწა
არ დაეყრებათ. [630] ომში საქმეს ხელით წყდება და საბჭოში — სიტყვით. აქ ახლა ლაპარაკი კი არა, ბრძოლა
გვჭირდება!“
ასე თქვა და წინ წაიწია და მას გაჰყვა ღვთისდარი მოკვდავი. როგორც ტყისმჭრელი კაცები გნიასებენ
ტყიან ხეობაში და ნაჯახის ხმა შორს ისმის, ასეთი გუგუნი ისმოდა ფართოგზებიან მიწაზე, ხმას გამოსცემდა
ბრინჯაოთი და ხარის ტყავით კარგად ნაკეთები ფარები, როდესაც ხმლებსა და ორმხრივ შუბებს
იგერიებდნენ. და უკვე ვერავინ ვეღარ იცნობდა ღვთაებრივ სარპედონს, ისრებით, სისხლით და მტვრით [640]
ისე იყო მოთხვრილი თავიდან ფეხებამდე. მის ცხედარს ხალხი ბუზივით ეხვეოდა, რომლებიც რძით სავსე
სათლებთან ბზუიან გაზაფხულზე, როდესაც რძე უხვად ისხმება ჭურჭლებში. ასე ეხვეოდნენ ცხედარს და
ზევსიც არ აშორებდა მოელვარე თვალებს ფიცხელ ბრძოლას, სულ უყურებდა მათ და გულში ფიქრობდა,
დიდად ღელავდა პატროკლოსის სიკვდილზე, უკვე დრო იყო, რომ ფიცხელ ომში ღვთისდარი სარპედონის
სანაცვლოდ სახელგანთქმულ ჰექტორს [650] გაეგმირა თავისი ბრინჯაოთი და მხრებიდან აბჯარი აეყარა, თუ
კიდევ გაეგრძელებინა თავისი მაღალი გმირობა. ასე გაეყო გული, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, რომ საუკეთესო
იქნებოდა, პელევსის ძის, აქილევსის თანამებრძოლს, კიდევ ერთხელ შეეტია ტროელებისა და
ბრინჯაოსმუზარადიანი ჰექტორისათვის, ქალაქისკენ გაექცია ისინი და კიდევ ბევრისთვის ამოეხადა სული.
უპირველეს ყოვლისა, სულმოკლეობა ჩაუდო გულში ჰექტორს: ისიც ეტლზე ავარდა და გასაქცევად
მობრუნდა, სხვებსაც დაუძახა, ტროისკენ გაქცეულიყვნენ, მიხვდა, საით გადაიხარა ზევსის წმინდა სასწორი.
ვერც მძლავრმა ლიკიელებმა გაუძლეს და გაიქცნენ [660] ყველანი, როდესაც გულში შუბგაჩრილი მეფე
დაინახეს, მკვდარი რომ იწვა და მის ირგვლივ მრავალი კიდევ დაეცა, რადგან კრონიონმა იქ მძაფრი ბრძოლა
გააჩაღა. სარპედონს მხრებიდან უმალ ააცალეს ბრინჯაოს მოელვარე აბჯარი და ის ღრმამუცლიან
ხომალდებთან წასაღებად მისცა მეგობრებს მენოიტიოსის მძლავრმა ვაჟმა.

198
მოცეკვავე — ენეასი მერიონესს, როგორც კრეტელს, „მოცეკვავეს“ უწოდებს, რადგან კრეტელები ცეკვის
მაღალი ხელოვნებით გამოირჩეოდნენ.
მაშინ აპოლონს უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „მიდი ახლა, ძვირფასო სხივოსანო, ბრძოლის
ველს მოაშორე სარპედონი, მოაცილე შავი სისხლი, შემდეგ შორს წაიყვანე, მდინარის წყალში განბანე, [670]
ამბროსია წაუსვი და უკვდავის სამოსი ჩააცვი; შემდეგ კი მასზე ზრუნვა დაავალე სწრაფ მაცნეებს, ტყუპ ძმებს
— ძილსა და სიკვდილს; გადაასვენონ ვრცელი ლიკიის მდიდრულ მხარეში, იქ დაკრძალონ ძმებმა და
მეგობრებმა, ყორღანიც აღუმართონ და სვეტიც დაუდგან, ესაა მკვდრებისთვის პატივი.“
ასე თქვა და დაემორჩილა მამას აპოლონი, იდის მთიდან გაეშურა იქ, სადაც საომარი ყიჟინა ისმოდა,
იმავწამს მოაცილა ღვთაებრივი სარპედონი ისრებს, იქიდან შორს გადაიყვანა, მდინარის წყალში განბანა, [680]
ამბროსია წაუსვა და უკვდავის სამოსი ჩააცვა; შემდეგ კი მასზე ზრუნვა სწრაფ მაცნეებს, ტყუპ ძმებს — ძილსა
და სიკვდილს დაავალა, რომ გადაესვენებინათ ვრცელი ლიკიის მდიდრულ მხარეში.
პატროკლოსმა კი ცხენებსა და ავტომედონს უბრძანა, ტროელებსა და ლიკიელებს დადევნებოდნენ
ბრმა მძვინვარებით. საბრალო! მას რომ დაეცვა პელევსის ძის სიტყვა, შეიძლება გაქცეოდა შავი სიკვდილის ავ
ბედისწერას; მაგრამ ზევსის ნება მუდამ უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის ნება. იგი ვაჟკაც კაცსაც თავზარს
სცემს და გამარჯვებას ხელიდან აცლის [690] იოლად, როდესაც თავადვე აგულიანებს ბრძოლისთვის. ახლაც
პატროკლოსს ჩაუდო გულში მძვინვარება.
მაშ, ვინ იყო პირველი და ვინ იყო უკანასკნელი შენს მიერ მოკლული, პატროკლოს, რომელსაც
ღმერთებმა სიკვდილი დაგიდგინეს? პირველი იყო ადრესტოსი, შემდეგ ავტონოოსი და ექეკლოსი, პერიმოსი,
მეგასის ძე, ეპისტორი, მელანიპოსი, ამის შემდეგ ელასოსი, მულიოსი და პილარტესი. ესენი ყველა დახოცა,
ხოლო სხვებმა გაქცევით უშველეს თავს. ამავე დღეს აიღებდნენ მაღალგალავნიან ტროას აქაველთა შვილები
პატროკლოსის ხელით, ისე მძვინვარებდა წინ თავისი შუბით, [700] სხივოსანი აპოლონი რომ არ დამდგარიყო
კეთილნაგებ კოშკზე მისი დაღუპვისა და ტროელების დახმარების მიზნით. სამჯერ სცადა პატროკლოსმა
მაღალ გალავანზე ასულიყო, სამგზის მოიგერია იგი აპოლონმა, — უკვდავი ხელით შეეხო მოელვარე ფარს;
მაგრამ როდესაც მეოთხედ შეუტია ღმერთს მიმსგავსებულმა, საშინელი ხმით შესძახა და ფრთოსანი სიტყვა
უთხრა: „უკან დაიხიე, ზევსის ნაშიერო პატროკლოს, შენ არ გიწერია შენი შუბით დაუმორჩილებელ
ტროელთა ქალაქის განადგურება, არც აქილევსს, რომელიც შენზე ბევრად უკეთესია.“
[710] ასე თქვა და პატროკლოსმა დიდი მანძილით დაიხია უკან, თავი აარიდა შორსმიმწვდომი
აპოლონის რისხვას.
ჰექტორს კი სკაიის კარიბჭის შიგნით ჰყავდა მუხლადი ცხენები; ფიქრობდა, ისევ დაბრუნებულიყო
და შესულიყო ბრძოლაში, თუ ხალხისთვის მოეხმო და გალავანს მიღმა შეეკრიბა. ამ ფიქრებში იყო, როდესაც
გვერდით დაუდგა სხივოსანი აპოლონი, ახალგაზრდა და მძლავრ ვაჟკაცს, ასიოსს მიმსგავსებული, რომელიც
ცხენთამხედნელი ჰექტორის ბიძა იყო, ჰეკაბეს ძმა, დიმასის ვაჟი, იგი ცხოვრობდა ფრიგიაში სანგარიოსის
ნაპირებთან. [720] მას მიმსგავსებულმა თქვა ზევსის ვაჟმა აპოლონმა: „ჰექტორ, რატომ შეგიწყვეტია ბრძოლა?
არ უნდა გექნა ეს! ნეტავ მე, ასე სუსტი შენზე უფრო ძლიერი ვყოფილიყავი! მალე ინანებდი, რომ საძულველი
ომი მიატოვე; მაგრამ მიდი, პატროკლოსზე მიუშვი მაგარფეხება ცხენები, იქნებ მისი მოკვლა შეძლო, იქნებ
დიდება მოგიპოვოს აპოლონმა.“
ასე თქვა და ისევ მიუბრუნდა ღმერთი კაცთა საომარ გარჯას, სახელოვანმა ჰექტორმა კი ბრძენ
კებრიონესს უბრძანა, ცხენები ბრძოლაში გაერეკა. ამასობაში აპოლონი მებრძოლთა რიგებში შეიჭრა და
არგოსელებში [730] ავი არეულობა დათესა, ტროელებსა და ჰექტორს დიდება მოუმზადა. ჰექტორი სხვა
დანაელებს ყურადღებას არ აქცევდა და არ ებრძოდა, პატროკლოსისკენ მიაქანებდა მაგარფეხება ცხენებს.
მოპირდაპირე მხარეს პატროკლოსი ჩამოხტა ეტლიდან მიწაზე, ცაციაში ეჭირა შუბი, მარჯვენაში ჰქონდა
წვეტიანი და კლდოვანი ლოდი, დაიხარა და ისროლა, ვერ მოარტყა, ვისაც ესროდა, მაგრამ ფუჭი ნასროლი
მაინც არ გამოვიდა, — ჰექტორის მეეტლეს, კებრიონესს, სახელოვანი პრიამოსის ბუშს, რომელსაც ცხენების
სადავეები ეპყრა ხელთ, სახეში მოხვდა წვეტიანი ლოდი. [740] ორივე წარბი წაუშალა, ძვალმაც ვერ გაუძლო,
თვალები მიწაზე დაცვივდა მტვერში მისსავე ფეხებთან, თავად კი მყვინთავივით ჩამოხტა კეთილნაკეთი
ეტლიდან და ძვლები დატოვა სულმა.
მას დასცინე და ასე ბრძანე, მხედარო პატროკლოს: „ნახე, რა მსუბუქი კაცია, რა იოლად გადავიდა
ყირაზე! სადმე ზღვაზე რომ ყოფილიყო, სადაც თევზები ირევიან, ბევრი კაცის შიმშილს დააცხრობდა,
ნავიდან ისკუპებდა და იმდენ ხამანწკას ამოიტანდა ზღვიდან; ის კი არა და ავდარშიც კი ივარგებდა, რაკი
ახლა მინდორშიც კი მოახერხა იოლად გადახტომა; [750] ტროელთა რიგებშიც ყოფილან ნამდვილი
მყვინთავები!“
ასე თქვა და მიეჭრა გმირ კებრიონესს, ლომივით ისკუპა, რომელიც ბაგას დაეცა თავს, მაგრამ მკერდში
დაიჭრა და საკუთარი ვაჟკაცობით თავი დაიღუპა. ასე მძვინვარედ მივარდი შენც, პატროკლოს, კემბრიონესს.
მეორე მხარეს ჰექტორიც ჩამოხტა ეტლიდან მიწაზე. ორივენი შეებნენ ერთმანეთს კებრიონესისთვის,
როგორც ლომები, რომლებიც მთის მწვერვალზე მოკლული ირმისთვის იბრძვიან მშივრები. ასე კებრიონესის
ცხედრის ირგვლივ ომის დიდოსტატები, [760] პატროკლოს მენოიტიოსის ძე და სახელოვანი ჰექტორი
იბრძოდნენ, რომ ერთმანეთი დაეგლიჯათ დაუნდობელი ბრინჯაოთი. ჰექტორმა ცხედარს თავში ჩაავლო
ხელი და არ უშვებდა, პატროკლოსი კი, მეორე მხრიდან, ფეხებით მიათრევდა, ხოლო ირგვლივ სხვა
ტროელებსა და დანაელებს ფიცხელი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული.
როგორც ევროსი და ნოტოსი ებრძვიან ერთმანეთს, მთის ღრმა ხეობაში არხევენ ტყეს: მუხა, იფანი,
გლუვქერქიანი შინდის ხე ერთმანეთს ურტყამენ გაწვდილ ტოტებს, ისმის მსხვრევისა და საშინელი
ზუზუნის ხმა, [770] ასე ტროელები და აქაველები შეასკდნენ, ხოცავდნენ ერთმანეთს და გაქცევას არ
ფიქრობდნენ; კებრიონესის ირგვლივ უამრავი ბასრი შუბი ჩაერჭო მიწას, ფრთოსანი ისრები გამოფრინდა
მშვილდის ლარიდან, მრავალი ლოდი შეასკდა ფარებს ამ ბრძოლაში, ხოლო დიდი კებრიონესი დიდებულად
იწვა მტვრის კორიანტელში, მეეტლეობა აღარ ახსოვდა.
სანამ ჰელიოსი შუა ცაზე მივიდოდა, მანამ უამრავი შუბი თუ ისარი გამოფრინდა ორივე მხრიდან და
დაიხოცა ხალხი, მაგრამ როდესაც ჰელიოსმა ხარების უღლიდან გამოხსნის ჟამს მიაღწია, [780] აქაველებმა
იმარჯვეს და გმირი კებრიონესი ისრების წვიმასა და ტროელთა ღრიანცელში გამოათრიეს და მხრებიდან
აბჯარი აჰყარეს.
პატროკლოსმა კი ტროელთა განადგურება განიზრახა. სამგზის შეიჭრა მათ რიგებში სწრაფ არესს
მიმსგავსებული, საშინლად ბრდღვინავდა, სამგზის დახოცა ცხრა-ცხრა კაცი; მაგრამ როდესაც მეოთხედ
გაიწიე დაიმონის მსგავსად, მაშინ, პატროკლოს, შენი სიცოცხლის ბოლოც გამოჩნდა, რადგან საშინელი
სხივოსანი დაგხვდა მძიმე ბრძოლაში! ვერ დაინახა იგი ბრძოლაში შესულმა, [790] ღრმა ნისლში იყო ღმერთი
გახვეული, უკან დაუდგა, ხერხემალსა და ფართო მხრებში ჩაარტყა გაშლილი ხელი და პატროკლოსს თავბრუ
დაეხვა. შემდეგ თავიდან მოჰხადა მუზარადი სხივოსანმა აპოლონმა, ცხენების ფეხებთან ჟღარუნით
მიგორდა მუზარადი, სისხლით და მტვრით მოითხვარა ჯიღის ძუა; ადრე არ ეწერა ამ ჯიღიან ჩაჩქანს
მტვერში ამოგანგლვა, რადგან ღვთაებრივი კაცის, აქილევსის თავსა და შუბლს იფარავდა; ახლა კი ზევსმა
ჰექტორს ჩაუგდო ხელში და [800] თავზე დაახურა, რაკი მასაც მიუახლოვდა დაღუპვა.
პატროკლოსს კი ხელში მთლიანად ჩაატყდა გრძელჩრდილიანი შუბი — მძიმე, მყარი,
ბრინჯაოსსპირიანი; მხრებიდან ჩამოუვარდა გირჩიანი ფარი და ღვედებიანად მიწაზე დაეცა; აბჯარიც
მოუშვა ზევსის ძემ, მეუფე აპოლონმა, გონება დაუბნელა და სხეულის მძლავრი ნაწილები მოუდუნა;
გაოგნებული იდგა, როდესაც უკნიდან მიეპარა დარდანელი კაცი, ზურგში ჩასცა ბასრი შუბი მხრებს შორის
ევფორბოსმა, პანთოოსის ძემ, რომელიც აღემატებოდა თანატოლებს შუბის ტყორცნაში, ცხენოსნობასა და
ფეხმარდობაში. [810] მას უკვე ოცი კაცი ჩამოუგდია ეტლებიდან მას შემდეგ, რაც პირველად ავიდა ეტლზე და
ომის საქმეები შეისწავლა. ის პირველი იყო, ვინც შუბი გტყორცნა, მხედარო პატროკლოს, მაგრამ ვერ გაგტეხა;
უკანვე გაიქცა და თავისიანებს შეერია, შენ კი ამოგაძრო იფნის შუბი, ვერ გაბედა უიარაღო პატროკლოსთან
ხელჩართული ბრძოლა. პატროკლოსი კი ღვთის დარტყმისა და კაცის შუბისგან დარეტიანებული
მეგობრებისკენ იხევდა უკან და სიკვდილს გაურბოდა. როგორც კი ჰექტორმა დაინახა, რომ დიდსულოვანი
პატროკლოსი უკან იხევდა ბასრი ბრინჯაოთი დაჭრილი, [820] საბრძოლო რაზმები გამოიარა, მიუახლოვდა
და შუბით დაჭრა მუცლის ქვემოთ და გაუტარა ბრინჯაო, ყრუ ხმით დაეცა და თავზარი დასცა აქაველ ხალხს.
როგორც ლომი დაამარცხებს დაუღალავ ტახს, როდესაც მთის მწვერვალზე მედგრად იბრძვიან პატარა
წყაროსთვის, რაკი ორივეს წყურვილი ჰკლავს და უკვე მძიმე ქოშინით სულთმობრძავ ტახს ლომი ძლევს, ასე
მენოიტიოსის მრავალთა დამხოცავ, მძლავრ ვაჟს ჰექტორმა, პრიამოსის ძემ, შუბით ამოართვა სული და
სიამაყით აღვსილმა ფრთოსანი სიტყვა უთხრა:
[830] „პატროკლოს, მგონი, იმედოვნებდი, რომ ჩვენს ქალაქს გააცამტვერებდი, ტროადელ ქალებს
თავისუფლების დღეს წაართმევდი და ხომალდებით საყვარელ მშობლიურ მიწაზე წაიყვანდი. უგუნურო!
მათ დასაცავად ხომ ჰექტორის მორბენალი ცხენები სწრაფად მოფრინავენ საომრად; თავად ხომ შუბოსნობით
იმიტომ გამოვირჩევი ომისმოყვარე ტროელებში, რომ მათ ავაცილო განსაცდელის დღე! შენ კი აქ სვავები
შეგჭამენ. საბრალოვ! დიდმა აქილევსმაც კი ვერ გადაგარჩინა, როცა თავად დარჩა და შენ წამოდი, ამას
აუცილებლად გეტყოდა: — პატროკლოს, ცხენოსანო, ჩემთან არ დაბრუნდე აქ, [840] ღრმამუცლიან
ხომალდებთან, სანამ კაცისმკვლელი ჰექტორს მკერდს არ გაუპობ და ქიტონს სისხლით არ შეუღებავ. — ამას
გეტყოდა და შენაც სულელურად დაუჯერებდი.“
შენ კი, მომაკვდავმა, ასე უპასუხე, მხედარო პატროკლოს: „ახლა შეგიძლია, დიდად იამაყო, ჰექტორ,
რადგან მოგანიჭეს გამარჯვება ზევსმა, კრონოსის ძემ და აპოლონმა. იოლად დამჯაბნეს, როდესაც თავად
ამხადეს მხრებიდან აბჯარი. შენნაირი ოცი რომ მოსულიყო ჩემს წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველა
დაიღუპებოდა ჩემი შუბით განგმირული; მაგრამ მე მომკლეს ავმა ბედისწერამ და ლეტოს ვაჟმა, [850]
ადამიანთაგან კი ევფორბოსმა, შენ მხოლოდ მესამე მკვლელი ხარ ჩემთვის. მე ახლა გეტყვი და შენ კარგად
ჩაიდე გულში: შენ თავადაც ბევრი აღარ დაგრჩენია, რადგან უკვე მოგიახლოვდა სიკვდილი და მძლავრი
ბედისწერა, დაიღუპები უზადო აიაკოსის შთამომავლის, აქილევსის ხელით.“
ეს თქვა და სასიკვდილო დასასრულმა დაფარა, სხეულიდან სული ამოფრინდა და ჰადესს გაეშურა,
ვაჟკაცის ბედი დაიტირა, მიატოვა მისი კაცობა და სიჭაბუკე.
მის ცხედარს კი მიმართა სახელოვანმა ჰექტორმა: „პატროკლოს, რატომ მიწინასწარმეტყველებ სრულ
დაღუპვას? ვინ იცის, იქნებ ლამაზთმიანი თეტისის ვაჟს ჩემი შუბით განგმირულს ამოხდეს სული?“
ასე თქვა, ფეხით შედგა ცხედარზე, ბრინჯაოს შუბი ამოგლიჯა ჭრილობიდან, ხელი ჰკრა და დააგდო
ზურგზე. მაშინვე შუბით გაიქცა ავტომედონისკენ, აიაკოსის ფეხმარდი შთამომავლის ღვთისდარი
თანამებრძოლისკენ. წავიდა, რომ დაეჭრა, მაგრამ იგი უკვე წაეყვანათ სწრაფ უკვდავ ცხენებს, რომლებიც
ღმერთებმა მისცეს პელევსს ბრწყინვალე საჩუქრად.
მეჩვიდმეტე სიმღერა

მენელაოსის გმირობანი
არ დაემალა ატრევსის ძეს, არესის საყვარელ მენელაოსს, პატროკლოსის დაცემა ტროელებთან
ბრძოლაში. მებრძოლთა პირველი რიგები გაიარა, სისხლისფერი ბრინჯაოთი მუზარადშემოსილმა, და გარს
უვლიდა ცხედარს, როგორც გარს უვლის ახალშობილ ხბოს მოყვარული დედა, რომელმაც პირველად
იმშობიარა და მანამდე მშობიარობის ტკივილები არ იცოდა199. ასე დაჰკანკალებდა თავს პატროკლოსის
ცხედარს ოქროსთმიანი მენელაოსი. წინ გაიშვირა შუბი და ყოველმხრივ გაწონასწორებული ფარი, ყველას
მოკვლას იყო მოადინებული, ვინც კი მიახლოებას გაუბედავდა; მაგრამ პანთოოსის ძემ უყურადღებოდ ვერ
მიატოვა [10] უზადო პატროკლოსის დაცემა, მიუახლოვდა, დადგა და მიმართა არესის საყვარელ მენელაოსს:
„ატრევსის ძეო, მენელაოს, ზევსის აღზრდილო, ხალხის წინამძღოლო, უკან დაიხიე, მიატოვე ცხედარი,
დამანებე სისხლიანი აბჯარი. ჩემამდე ხომ ვერც ერთმა ტროელმა ან მოკავშირემ ვერ დაჭრა პატროკლოსი
შუბით ცხარე ბრძოლაში. მაშ, დამანებე, რომ ტროელთა შორის უდიდესი სახელი მოვიხვეჭო, თუ არადა შუბს
დაგცემ და თაფლივით ტკბილ სულს ამოგართმევ.“
მას მრისხანედ მიმართა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „მამა ზევსო, არ არის კარგი ასეთი ქედმაღალი
ტრაბახი! [20] ისე არ ამაყობს არც ლეოპარდი და არც ლომი, არც დამღუპველი გარეული ტახი, რომლებიც
უზარმაზარი ძალითა და მძვინვარებით გამოირჩევიან, როგორც პანთოოსის კეთილიფნისშუბიანი შვილები
ტრაბახობენ. ხომ ვერ უშველა ცხენთამხედნელ ჰიპერენორს სიყმაწვილის ძალამ, როდესაც დამიპირისპირდა,
გამკიცხა და ბრძანა, თითქოს დანაელებში ყველაზე ცუდი მეომარი ვყოფილიყავი; მაგრამ ბრძოლიდან, ასე
მგონია, თავისი ფეხით არ დაბრუნებულა საყვარელ მეუღლესთან და ძვირფას მშობლებთან. ასე მგონია, შენც
გამოგაცლი ძალას, თუკი დამიპირისპირდები. [30] მე გირჩევ, ბრბოს შეერიო, მე ნუ დამიდგები წინ, სანამ რამე
უბედურება გეწევა. მომხდარს სულელიც ხვდება.200“
ასე თქვა მან კი არ დაუჯერა და უპასუხა: „შენ ახლა, ზევსის აღზრდილო მენელაოს, გადამიხდი მე
საზღაურს ჩემი ძმის მოკვლისთის, ტრაბახით რომ ამბობ, ცოლი დავუქვრივე ახალდაქორწინებულის
ოთახშიო, ხოლო მის მშობლებს ტკივილი და მწუხარება მოვუტანეო. მე მათთვის შვების მომტანი ვიქნები,
თუკი შენს თავსა და შენს აბჯარს [40] ხელში ჩავუგდებ პანთოოსსა და ღვთაებრივ ფრონტისს. არა, დიდხანს
ვერ დარჩება ეს ბრძოლა ჩაუტარებელი, ბოლოს გაირკვევა, რა გველის, სახელი თუ გაქცევა.“
ეს თქვა და შუბი ჩაასცა მენელაოსის ყოველმხრივ გაწონასწორებულ ფარს, ვერ გააღწია ბრინჯაომ,
მოიღუნა შუბისპირი მძლავრ ფარზე; ამის შემდეგ ატრევსის ძე მენელაოსმა იხმარა შუბი, თან ლოცვით
მიმართა მამა ზევსს, უკან დახეულ მოწინააღმდეგეს კისერში ჩასცა შუბი და მთელი ძალით დააწვა, საკუთარ
მძლავს მარჯვენას მინდობილი; კეფასთან გამოვიდა შუბისპირი, [50] მძიმე ხმით დაეცა და მისმა აბჯარმა
გაიჟღრიალა. და ოქროსა და ვერცხლის ძაფებით გაწყობილი მისი ქარისებივით მშვენიერი თმები სისხლით
მოითხვარა. როგორც ზეთისხილის ხეს გაზრდის კაცი უკაცრიელ განაკაფში, სადაც წყალუხვი წყარო
ჩამოდის და ულამაზესად აყვავებს, სიო უბერავს და ლამაზად თრთის თეთრი ყვავილებით; მაგრამ უეცრად
გრიგალი მოვარდება და ძირფესვიანად ამოგლეჯს, მიწაზე დააგდებს, სწორედ ასე პანთოოსის ძე
კეთილიფნისშუბიანი ევფორბოსი [60] მოსპო ატრევსის ძე მენელაოსმა და აბჯარიც აჰყარა.როგორც
რომელიღაც ლომი, თავის მძვინვარებას მინდობილი, საძოვარზე გამოსული ჯოგიდან საუკეთესო ძროხას
მოიტაცებს, ჯერ კისერს დაულეწს და უმძლავრეს კბილებს ჩაასობს, შემდეგ კი სისხლს შეუსვამს და
შიგნეულს მხეცურად შეუსანსლავს, ირგვლივ კი ძაღლები ყეფენ და მწყემსები შორიდან ხმამაღლა ყვირიან,
მიახლოებას ვერავინ უბედავს და სახეზე შიშისგან ზაფრანის ფერი ედებათ; ასე თავის სულსა და გულში
ვერავინ გაბედა გამოსულიყო და დაპირისპირებოდა სახელოვან მენელაოსს. [70] მაშინ ატრევსის ძე იოლად
წაიღებდა პანტოოსის ძის სახელგანთქმულ აბჯარს, რომ არ შეშურებოდა სხივოსან აპოლონს, რომელმაც

გარს უვლის ახალშობილ ხბოს მოყვარული დედა, რომელმაც პირველად იმშობიარა და მანამდე
199

მშობიარობის ტკივილები არ იცოდა — ეს სტრიქონები ძველ ქართულ თარგმანში შემოგვენახა: „ბარბით მცემელობს
პირმშო-შობ ვერ მეცნიერი შობისა.“
200
მომხდარს სულელიც ხვდება — ძველი ბერძნული ანდაზა: „უბედურება რომ უკვე მოხდება, ამას სულელიც
კი ხვდება.“
აღძრა ჰექტორი, სწრაფი არესის თანასწორ და კიკონების წინამძღოლ მენტესს მიმსგავსებულმა ასეთი
ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ჰექტორ, ახლა რას დასდევ აიაკოსის მამაცი შთამომავლის სწრაფ და
მოუხელთებელ ცხენებს, ისინი უმართავია მოკვდავი კაცისთვის, ვერავინ დაიმორჩილებს მათ აქილევსის
გარდა, რომელიც უკვდავმა დედამ შობა. [80] ამასობაში მენელაოსმა, ატრევსის მამაცმა ვაჟმა, პატროკლოსის
ცხედრის დაცვისას საუკეთესო ტროელი მოგვიკლა, — ევფორბოსი, პანთოოსის ძე და შეწყვიტა მისი
მძვინვარება.“
ასე ბრძანა და წავიდა ღმერთი კაცთა გარჯაში, ჰექტორი კი შეიპყრო მწარე ნაღველმა; მიმოიხედა
საბრძოლო რიგებში და უმალ დაინახა, რომ ერთი სახელოვან აბჯარს ხდიდა, ხოლო მეორე მიწაზე იწვა,
სისხლი მოედინებოდა ფართო ჭრილობიდან. პირველი საბრძოლო რიგები გაიარა სისხლისფერი ბრინჯაოს
მუზარადით შემოსილმა, მაღალი ხმით სცემდა ყიჟინას, ჰეფესტოსის ჩაუქრობელ ცეცხლს მიმსგავსებული; ეს
მაღალი ყიჟინა არ გამოეპარა ატრევსის ძეს, [90] შეწუხებული საკუთარ დიდგულოვან სულს მიმართავდა:
„ვაიმე! თუკი მივატოვებ ამ მშვენიერ აბჯარს პატროკლოსისა, რომელიც აქ ჩემი ღირსებისთვის ბრძოლაში
დაეცა, ნებისმიერი დანაელი გამკიცხავს, ვინც კი დამინახავს. მაგრამ, თუკი გაქცევა შემრცხვება, მარტო
დავრჩები და ჰექტორისა და ტროელების პირისპირ, ერთს მომიწევს შევებრძოლო მრავალს, რადგან აქეთ
მოჰყავს მთელი ტროელები მუზარადშემოსილ ჰექტორს. მაშ, რატომ მიღელავს გული ამ ფიქრებში? როდესაც
კაცი, უფლის ნების წინააღმდეგ სხვა მოკვდავს ებრძვის, რომელსაც ღმერთი უმაგრებს ზურგს, მალე დგება
საშინელი განსაცდელი. [100] ამდენად, ვერც ერთი დანაელი ვერ გამკიცხავს, როდესაც დაინახავს, რომ
ჰექტორის წინაშე უკან დავიხიე, ის ღმერთთან ერთად იბრძვის ახლა. თუკი სადმე ვნახე საომარი ყიჟინის
დიდოსტატი აიასი და დავარწმუნე, ჩვენ ორნი ხელახლა მოვალთ, გავიხსენებთ ბრძოლის ჟინს და, თუნდაც
ღმერთის ნების წინააღმდეგ, ხელში ჩავიგდებთ ცხედარს პელევსის ძე აქილევსისთვის გადასაცემად, ეს
კიდევ ნაკლები ბოროტება იქნებოდა.“
ამას ფიქრობდა სულსა და გულში, ამასობაში მოადგნენ ტროელთა რიგები; წინ ჰექტორი მოუძღოდათ.
მაშინ მენელაოსმა უკან დაიხია, დატოვა ცხედარი, უკან ხშირად იხედებოდა, როგორც დიდფაფრიანი ლომი,
[110] რომელსაც ძაღლები და მწყემსები ბაგიდან აძევებენ, შუბებით და ყვირილით, მას კი მკერდში უთრთის
მამაცი გული და უხალისოდ ტოვებს შიდა ეზოს. ასე მიატოვა პატროკლოსი ოქროსთმიანმა მენელაოსმა,
როგორც კი თავისი მეგობრების კრებულს მიადგა, გაჩერდა და თვალებით ეძებდა დიდ აიასს, ტელამონის
ძეს. დაინახა მალე, რომ იბრძოდა მარცხენა მხარეს, ამხნევებდა მეგობრებს და ბრძოლისკენ მოუწოდებდა,
რადგან ღვთაებრივი შიში ჩაენერგა მათთვის სხივოსან აპოლონს. სირბილით მიიჭრა მასთან, გვერდით
დაუდგა და სიტყვა უთხრა: [120] „აქით, აიას, ძმაო! მოკლული პატროკლოსისთვის ვიჩქაროთ, რომ შიშველი
ცხედარი მაინც მივუტანოთ აქილევსს, რადგან აბჯარი უკვე აჰყარა მუზარადმოელვარე ჰექტორმა.“
ასე თქვა და შეუძრა გული მამაც აიასს. მებრძოლთა პირველი რიგები გაიარა ოქროსთმიან
მენელაოსთან ერთად. მაგრამ ჰექტორმა, როგორც კი აჰყარა პატროკლოსს სახელოვანი საჭურველი, გაათრია,
რათა მხრებიდან ბასრი ბრინჯაოთი მოეკვეთა თავი, ხოლო ცხედარი მიეგდო ტროელი ძაღლებისთვის
საკბილოდ. აიასი მიუახლოვდა, კოშკივით ფარი ეჭირა, ჰექტორმა უკან დაიხია თავისი
თანამებრძოლებისკენ, [130] ჩამოხტა ეტლიდან, მშვენიერი საჭურველი გადასცა ტროელებს ქალაქში
წასაღებად, რომ დიდი სახელი მოეტანა მისთვის. ახლა აიასმა გადაახურა მენოიტიოსის ძეს ვრცელი ფარი და
დადგა, როგორც დადგება ლომი თავის ბოკვერებთან, რომელსაც თავისი ნაშიერი ტყეში გადაჰყავს და
მონადირეებს გადაეყრება; ასე იდგა თავისი ძლიერებით ამაყი, დაბლა ხრის წარბებს და თვალებს მალავს; ასე
იდგა აიასი გმირ პატროკლოსთან. მეორე მხარეს კი იდგა არესის საყვარელი მენელაოსი, რომლის გულსაც
დიდი მწუხარება დაუფლებოდა. [140] ამასობაში გლავკოსმა, ჰიპოლოქოსის ძემ, ლიკიელ კაცთა
წინამძღოლმა ჰექტორს წარბშეკვრით შეხედა და სასტიკი სიტყვით გაკიცხა: „ჰექტორ, იერით საუკეთესოვ,
მაგრამ ბრძოლაში უვარგისო! სახელი დიდი გაქვს, მაგრამ მუდამ გაქცევაზე გიჭირავს თვალი! ახლა იმაზე
იფიქრე, როგორ გადაარჩინო შენი ქალაქი მხოლოდ იმ ხალხით, ვინც ილიონში დაბადებულა; რადგან
ლიკიელთაგან არავინ იბრძოლებს დანაელებთან შენი ქალაქისთვის, მადლიერი მაინც არავინ იქნება იმისი,
ვინც თქვენი მტრის წინააღმდეგ იბრძვის შეუსვენებლად. როგორ გადაარჩენ სუსტ მებრძოლს კრებულიდან,
[150] საბრალოვ, როდესაც სარპედონი, სტუმარი და მეგობარი, მიატოვე და არგოსელების ტყვე და ნადავლი
გახადე? კაცმა ამდენი სარგებლობა მოუტანა ქალაქსაც და მოგიტანა შენაც, სანამ ცოცხალი იყო! შენ კი ახლა
კი იმასაც ვერ ბედავ, რომ ძაღლებისგან დაიცვა. ახლა კი, თუკი ვინმე ლიკიელ კაცთაგან მე დამიჯერებს, ჩვენ
სახლში მივდივართ, ტროას კი მოელის გარდაუვალი დაღუპვა. ტროელებს რომ ჰქონოდათ ურყევი ძალა და
გამბედაობა, როგორც აქვს იმ ხალხს, რომელიც სამშობლოს იცავს, რომელიც მტერს არ ეპუება და ფიცხელ
ბრძოლას არ ერიდება, იმავწამს პატროკლოსის ცხედარს ილიონში შევათრევდით. [160] თუკი ბრძოლის
ველიდან მეუფე პრიამოსის დიდ ქალაქში შევათრევდით მიცვალებულს, იმავწამს არგოსელები
დაგვიბრუნებდნენ სარპედონის მშვენიერ საჭურველს და თვითონ მასაც დავასვენებდით ილიონში. რადგან
დაეცა იმ კაცის თანამებრძოლი, რომელიც საუკეთესოა არგოსელებში ხომალდებთან და ხელჩართულ
ბრძოლაში; მაგრამ შენ ვერ გაბედე დიდგულოვანი აიასის პირისპირ დამდგარიყავი, თვალებში ჩაგეხედა,
ყიჟინა დაგეცა, ხელდახელ გებრძოლა, რადგან შენზე ძლიერია.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „გლავკოს, ასეთი კაცი რომ ხარ,
რატომ ამბობ ასეთ უტიფარ სიტყვას?! გაოცებული ვარ! აქამდე მეგონა, რომ გონიერებით ყველას
აღემატებოდი, ვინც კი ნაყოფიერ ლიკიაში ცხოვრობს, ახლა კი შემირცხვენია შენი გონება, რაებს ლაპარაკობ,
მე არ შემიძლია გოლიათ აიასთან პირისპირ შებმა? მე არც ბრძოლა მაშინებს და არც ეტლების გრიალი, მაგრამ
ეგისისმპყრობელი ზევსის გონება ჩვენსას აღემატება, იგი ვაჟკაც კაცსაც შეაძრწუნებს და გამარჯვებას
ხელიდან იოლად გამოსტაცებს, თუნდაც მანამდე თვითონ წაექეზებინოს ბრძოლისკენ. აქ მოდი, ძმაო,
გვერდით დამოიდექი და ნახე საქმე, [180] მთელი დღე ისეთი მხდალი ვარ, როგორც შენ ბრძანე, თუ ვინმე
დანაელს, ბრძოლის ჟინით აღვსილს, საიქიოს გავისტუმრებ პატროკლოსის ცხედართან.“
ასე თქვა და ტროელებს მოუხმო მაღალი ხმით: „ტროელებო, ლიკიელებო და ხელჩართული ბრძოლის
დიდოსტატო დარდანელებო, მეგობრებო, იყავით ვაჟკაცები, გაიხსენეთ სიმამაცის მძვინვარება, სანამ მე
უზადო აქილევსის მშვენიერ საჭურველს ავისხამ, რომელიც მოკლულ პატროკლოსს ავყარე.“
ასე თქვა და წავიდა მუზარადმოელვარე ჰექტორი საძულველი ბრძოლიდან, სირბილით დაეწია
თანამებრძოლებს მალე, [190] რადგან სწრაფად იარა, ხოლო ისინი შორს არ იყვნენ წასულები, — მიჰქონდათ
ქალაქში პელევსის ძის სახელგანთქმული საჭურველი. დადგა მრავალცრემლიან ბრძოლას მოშორებული და
საჭურველი გამოიცვალა, თავისი მისცა ომისმოყვარულ ტროელებს, რომ წმინდა ილიონში წაეღოთ, თავად
კი უკვდავი საჭურველი აისხა პელევსის ძის, აქილევსისა, რომელიც ზეციურმა ღმერთებმა მის საყვარელ
მამას მისცეს, მან კი სიბერეში შვილს გადასცა, მაგრამ შვილი ამ საჭურვლით ვეღარ დაბერდა.
როდესაც ღრუბელთშემკრებმა ზევსმა დაინახა, სხვებისგან მოშორებით რომ იცვამდა ღვთაებრივი
პელევსის ძის საჭურველს, [200] თავი შეარხია და თავის გულში თქვა: „საბრალოვ! სიკვდილზე არ ფიქრობ,
ის კი გვერდით გიდგას; ახლა უკვდავ საჭურველს ისხამ საუკეთესო კაცისა, რომელიც აკანკალებს სხვებს; მას
შენ სათნო და მძლავრი თანამებრძოლი მოუკალი, უმართებულად აჰყარე საჭურველი თავიდან და
მხრებიდან; მე ახლა აღგჭურვავ დიდი ძალით იმის სანაცვლოდ, რომ ბრძოლიდან მობრუნებულს ანდრომაქე
არ გამოგართმევს პელიონის სახელგანთქმულ საჭურველს.“ ეს თქვა და მუქწარბიანი თავი დახარა
კრონიონმა.
[210] ჰექტორმა ტანზე შემოისხა საჭურველი და არესი, ომის სასტიკი ღმერთი შევიდა მასში201, აივსო
სხეული სიმამაცითა და ძალით; სახელგანთქმული მოკავშირეებისკენ წავიდა დიდი ყიჟინით და წარდგა მათ
წინაშე დიდგულოვანი პელიონის საჭურვლით გაბრწყინებული. შემოიარა ყველა რაზმი და გაამხნევა
თითოეული: მესთლესი, გლავკოსი, მედონი, თერსილოქოსი, ასტეროპაიოსი, დეისენორი, ჰიპოთოოსი,
ფორკისი, ქრომიოსი და ფრინველთმისანი ენომოსი; ყველა შეაგულიანა და ფრთოსანი სიტყვა უთხრა: [220]
„მისმინე, ჩვენი მეზობლებისა და მოკავშირეების ათასო ტომო! მე სიმრავლეს არ მივესწრაფოდი და არც
მჭირდებოდა, როდესაც აქ სათითაოდ გიყრიდით თავს თქვენი ქალაქებიდან, რათა კეთილი ნებით დაგეცვათ
ტროელთა ქალები და ბავშვები ომისმოყვარე აქაველებისგან. ამ ფიქრით საჩუქრები და სარჩო მოვაკელი
საკუთარ ხალხს, რომ თითოეული თქვენგანის სიმამაცე გამეზარდა. პირისპირ დაუდექით მტერს, სიკვდილი
ან გამარჯვება, ესაა ომის ამბავი! ვინც კი პატროკლოსს, მკვდარს, როგორიც არის, [230] ცხენთამხედნელ
ტროელებს მოუტანს, უკან დაახევინებს აიასს, ის ნადავლის ნახევარს მიიღებს, მეორე ნახევარი ჩემი იქნება,
ხოლო სახელი ჩემი თანასწორი ექნება.“
ასე თქვა და პირდაპირ დაესხნენ თავს დანაელებს შუბებით და თითოეულს იმედი ჰქონდა, რომ
ცხედარს წაართმევდა აიას ტელამონის ძეს. უგუნურნი! ბევრს ამოართვა ამ ცხედართან სული აიასმა. და
მაშინ აიასმა უთხრა საომარი ყიჟინის დიდოსტატ მენელაოსს: „ძმაო მენელაოს, ზევსის აღზრდილო, ჩვენ არ
გვიწერია ამ მბრძოლიდან ცოცხლად ამოსვლა. [240] იმდენად არ მაშინებს პატროკლოსის ცხედარი,

201
ომის სასტიკი ღმერთი შევიდა მასში — ჰექტორი ბრძოლის დაუოკებელი წყურვილით აივსო.
რომელსაც მალე გაგლეჯენ ტროელი ძაღლები და ფრინველები, რამდენადაც საკუთარი თავი მადარდებს და
შენი ბედიც, რაკი ომის ღრუბელს აფარებს ყველაფერს ჰექტორი, ხოლო ჩვენ ორივეს გვიმზადდება
გარდაუვალი დაღუპვა. მოდი, საუკეთესო დანაელებს უხმე, თუ ვინმეს გააგონებ.“
ასე თქვა და დაუჯერა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა, მაღალი ხმით დაიძახა და
საშველად მოუხმო დანაელებს: „მეგობრებო, არგოსელთა წინამძღოლებო და მსაჯულებო, ვისაც ატრევსის ძე
აგამემნონთან და მენელაოსთან [250] ღვინო დაგილევიათ და მეფობთ საკუთარ ხალხზე, ზევსმა მოგცეთ
პატივი და დიდება! ჩემთვის ძნელია, გამოგარჩიოთ თითოეული ხელმძღვანელი, ისეთი ფიცხელი ომი
გაჩაღდა. თავად წამოდით, თავად აღივსეთ მრისხანებით, არ დავუშვათ, რომ პატროკლოსი საკბილოდ
ჩაუვარდეს ტროელთა ძაღლებს!“
ასე თქვა და ცხადად ესმა სწრაფ აიასს, ოილევსის ძეს. მან პირველმა მოირბინა მენელაოსთან, მას
მოჰყვნენ იდომენევსი და იდომენევსის თანამებრძოლი მერიონესი, კაცთამმუსვრელი ენიალოსის
თანასწორი. [260] ვინ გაიხსენებს სხვების სახელებს, ვინც კი მოვიდა შემდგომ და გაზარდა აქაველთა საომარი
ძალა?
ტროელები ერთიანად დაესხნენ თავს, წინ მოუძღოდათ ჰექტორი. როგორც ზევსისგან ჩამოღვრილი
მდინარის წყალს შესართავთან ზათქით შეასკდება ზღვის ტალღა და მაღალი ნაპირები ორივე მხარეს
ხმამაღლა ბღავიან ზღვასთან ერთად, ასეთი ღრიანცელი აეტეხათ ტროელებს, მაგრამ აქაველები
ერთსულოვნად იდგნენ მენოიტიოსის ძის ირგვლივ, შეკრულები ბრინჯაოს ფარებით, მათი მოელვარე
მუზარადების თავზე კრონიონმა ნისლი [270] დაღვარა, არც მანამდე იყო მენოიტიოსის ძე მისთვის
საძულველი, სანამ ცოცხალი იყო და აიაკოსის შთამომავლის თანამებრძოლი. არ სურდა, რომ ტროელი
ძაღლების საკბილო გამხდარიყო და ამიტომ მცველებად დაუყენა მეგობრები.
პირველად ტროელები დაესხნენ თავს თვალმოელვარე აქაველებს. მათ მიატოვეს ცხედარი და
გაიქცნენ, მაგრამ მათგან ვერავინ შეიწირეს ტროელებმა თავისი შუბებით, თუმცა ძალიან სცადეს, მაგრამ
ცხედარი გაათრიეს; იქვე იყვნენ აქაველებიც, დიდხანს არ მოუთმენიათ, მალე მოულოდნელი სისწრაფით
გაიჭრა აიასი, რომელიც იერითა და [280] საქმეებით ყველა აქაველს აღემატებოდა პელიონის შემდეგ. გაიჭრა
წინა რაზმებში, მძვინვარებით ტახს მიმსგავსებული, რომელიც მთებში ძაღლებსა და მძლავრ ყმაწვილ კაცებს
იოლად დაფანტავს ხოლმე, როცა ხეობაში მოუბრუნდება. ასე წარჩინებული ტელამონის ძე,
სახელგანთქმული აიასი მობრუნდა და იოლად გაფანტა ტროელთა რაზმები, რომლებიც გარს შემოეტყნენ
პატროკლოსის ცხედარს და ფიქრობდნენ, რომ ქალაქში შეათრევდნენ და სახელს მოიხვეჭდნენ. მართლაც,
ჰიპოთოოსს, ლეთოს პელასგელის სახელგანთქმულ ვაჟს უკვე [290] ღვედი ჩაება კოჭის მყესთან და ფეხით
მიათრევდა პატროკლოსის ცხედარს ფიცხელ ომში, ჰექტორისა და ტროელების გულის მოსაგებად; მაგრამ
უეცარი განსაცდელი თავს დაატყდა და ვერავინ ვერ გადაარჩინა, თუმცა კი უნდოდათ. მას მეომართა
კრებულში შემოუვარდა ტელამონის ძე, შუბი ჩასცა ხელჩართულ ბრძოლაში შიგ ბრინჯაოთი გაწყობილ
მუზარადში, გახეთქა ცხენის ძუის ჯიღიანი მუზარადი ბრინჯაოს შუბისპირმა, შუბიც დიდი იყო და ხელიც
მძლავრი, სისხლიანი ტვინი გადმოიღვარა ჭრილობიდან შუბზე, ძალა დაკარგა, ხელიდან გაუვარდა
დიდგულოვანი პატროკლოსის ფეხი და მიწაზე [300] დაეცა, თავადაც დაეცა პირქვე ცხედართან, შორს
ნაყოფიერი ლარისიდან, საბრალო მშობლებს ვეღარ გადაუხადა ამაგი, ხანმოკლე იყო მისი სიცოცხლე,
რომელიც შეწყვიტა დიდგულოვანი აიასის შუბმა. ამასობაში ჰექტორმა ესროლა აიასს ელვარე შუბი, მაგრამ
მან თვალი მოჰკრა და აიცილა ბრინჯაოს შუბი სულ ოდნავ, ის კი მოხვდა სქედიოსს, დიდგულოვანი
იფიტოსის ძეს, საუკეთესოს ფოკისელთა შორის, რომელსაც სახელოვან პანოპევსში ჰქონდა სახლი და იქ
მეფობდა უამრავ ადამიანზე, მას მოარტყა შუა ლავიწში, [310] ბრინჯაოს ბუნიკი უკან, მხართან გამოვიდა, ყრუ
ხმით დაეცა და მისმა საჭურველმა გაიჟღრიალა. აიასმა ახლა ფორკისს, ფაინოფსის მამაც შვილს, რომელიც
ჰიპოთოოსის ცხედარს იცავდა, შუბი შუა მუცელში აძგერა, გაუგლიჯა აბჯრის ფირფიტა, შიგნეულობა
გადმოუღვარა, მტვერში დაეცა და ხელით მიწას მოეჭიდა. უკან დაიხია ტროელთა პირველმა რაზმმა
ჰექტორთან ერთად, არგოსელებმა კი ყიჟინა დასცეს, გაათრიეს ფორკისისა და ჰიპოთოოსის ცხედრები და
აბჯარი აჰყარეს მხრებიდან.
მაშინ, კიდევ ერთხელ ტროელები არესის საყვარელ აქაველებს [320] ილიონში დაემალებოდნენ
საკუთარი სისუსტით დამარცხებულები, არგოსელები კი სახელს მოიხვეჭდნენ, თუნდაც ზევსის ნების
საწინააღდეგოდ, საკუთარი ძალითა და სიმძლავრით, მაგრამ აპოლონმა ენეასი გაამხნევა; მიემსგავსა
პერიფასს, ეპიტოსის ძეს; ეპიტოსი შიკრიკად დაბერდა მამამისის სამეფო კარზე და ბევრი კარგი რჩევა მიუცია
მისთვის. პერიფასს მიმსგავსებულმა აპოლონმა, ზევსის ძემ კი ბრძანა: „როგორ შეძლებდით დაგეცვათ,
უკვდავთა ნების საწინააღმდეგოდ მაღალი ილიონი? მე სხვა ხალხიც მინახავს, ძალასა და ვაჟკაცობას
მინდობილები [330] მცირე რიცხვით და ცოტა ხალხით202; ზევსი ახლა ჩვენსკენაა, ჩვენი გამარჯვება უფრო
უნდა, ვიდრე დანაელებისა, მაგრამ თქვენ შიშს აუტანიხართ და აღარ იბრძვით!“
ასე თქვა, ენეასმა კი იცნო შორსმიმწვდომი აპოლონი, რაკი სახეში შეხედა და დიდი ხმით შესძახა
ჰექტორს: „ჰექტორ, ტროელთა და მოკავშირეთა სხვა წინამძღოლებო! სირცხვილია, არესის საყვარელი
აქაველების წინაშე ილიონში დავიმალოთ საკუთარი სისუსტით დამარცხებულები. სრულიად ცხადად
მითხრა რომელიღაც ღმერთმა, რომელიც ახლოს დამიდგა, რომ უზენაესი მსაჯული ზევსი ბრძოლაში
ჩვენსკენ გადაიხარა. [340] პირდაპირ შევუტიოთ დანაელებს, რომ ვერ მიასვენონ თავის ხომალდებთან
დაცემული პატროკლოსი.“
ასე თქვა, გამოიჭრა პირველი რაზმიდან და წინ დაუდგა მოშორებით; ტროელები მობრუნდნენ და
დაუპირისპირდნენ აქაველებს. ახლა ენეიასმა ჩასცა შუბი და მოკლა ლეიოკრიტოსი, არისბასის ძე,
ლიკომედესის ვაჟკაცი თანამებრძოლი. ის რომ დაეცა, არესის საყვარელ ლიკომედესს შეებრალა, ახლოს
მივიდა და აძგერა ელვარე შუბი და მოარტყა ჰიპასოსის ძეს, აპისაონს, ხალხთა მწყემსს. შუასაძგიდის ქვეშ
ღვიძლში მოარტყა, მუხლის ძალა დაუმსხვრია. [350] ის იყო მოსული ნაყოფიერი პაიონიიდან და საუკეთესო
მეომარი იყო იმათგან, ვინც ასტეროპაიოსთან ერთად იბრძოდა. ის რომ დაეცა, შეებრალა მამაც
ასტეროპაიოსს, წინ წამოიწია, დანაელებთან ომი სწყუროდა, მაგრამ ვერ მოახერხა, ფარებით იდგნენ
პატროკლოსის ირგვლივ და შუბები ჰქონდათ წინ მიმართული. აიასი მუდმივად დაუვლიდა მათ და
ბრძანებებს გასცემდა, რომ ვინმეს ცხედრიდან უკან არ დაეხია, წინ არ გასულიყო არავინ აქაველთაგან, არამედ
აქ დამდგარიყვნენ ერთად და ხელჩართულ ბრძოლაში ეომათ. [360] ამას ბრძანებდა გოლიათი აიასი, მიწაზე
იღვრებოდა წითელი სისხლი, ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ ცხედრები როგორც ტროელებისა და
მძლავრი მოკავშირეებისა, ისე დანაელებისა, ბრძოლა არ იყო უსისხლო, თუმცა ნაკლები იხოცებოდნენ,
რადგან მუდამ ახსოვდათ ერთმანეთს მიხმარებოდნენ და აეცილებინათ ერთმანეთისთვის გარდაუვალი
სიკვდილი.
ასე იბრძოდნენ ცეცხლის მსგავსად, ვერ იტყოდი, რომ ცაზე ან მზე დარჩა ან მთვარე, ისეთი წყვდიადი
ჩამოწვა ბრძოლის ველზე, სადაც საუკეთესო მებრძოლები იდგნენ მენოიტიოსის მოკლული ძის ირგვლივ.
[370] ახლა დანარჩენი ტროელები და ლამაზსაბარკულიანი აქაველები უდარდელად იბრძოდნენ სუფთა
ჰაერზე, ყველგან იღვრებოდა მზის მკვეთრი შუქი, არსად ჩანდა ღრუბლის ნასახიც არც ბარში და არც მთაში;
იოლად იცილებდნენ ნასროლ მოზუზუნე ისრებს. აქ კი, შუაგულში, სიბნელეში მიმდინარეობდა ბრძოლა და
ბრინჯაო არ ინდობდა საუკეთესო მეომრებს; მაგრამ იყო ორი სახელოვანი მოკვდავი, სახელოვანი კაცები
თრასიმედესი და ანტილოქოსი, მათ არც სმენოდათ, რომ მოკვდა უზადო პატროკლოსი, კიდევ ფიქრობდნენ,
[380] ცოცხალია და ტროელთა პირველ რიგს ეომებაო. ორივენი მეგობრებს სიკვდილისა და გაქცევისგან
იცავდნენ, ცალკე ომობდნენ, როგორც უბრძანა ნესტორმა, როდესაც ომისკენ მოუწოდებდა შავ
ხომალდებთან.
მთელი დღე დიდი და დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. გაუთავებელმა გარჯამ ოფლით დაასველა
თითოეული მებრძოლის მუხლები, წვივები, ტერფები; ხელები და თვალებიც დაინამა აიაკოსის ფეხმარდი
შთამომავლის კეთილი თანამებრძოლის ირგვლივ ბრძოლაში.
როგორც კაცი გასაჭიმად აძლევს მსახურებს [390] დიდი ხარის ტყავს, მთლიანად ქონით გაჟღენთილს
და ისინიც გამოართმევენ, წრედ შეიკვრიან, ჭიმავენ, ტენიანობა ქრება, ქონი ტყავში აღწევს და ამდენი
დაჭიმვით ფართოვდება ტყავი, ასე იქით-აქით ექაჩებოდნენ ცხედარს ვიწრო სივრცეში ორივე მხარეს,
ტროელებს გულში იმედი ჰქონდათ, რომ ილიონისკენ წაათრევდნენ, ხოლო აქაველები ფიქრობდნენ,
ღრმამუცლიან ხომალდებთან მივიტანთო და მის ირგვლივ ისეთი საშინელი ბრძოლა გაჩაღდა, რომელსაც,
თუ დაინახავდა, ვერც ხალხთა აღმძვრელი არესი და ვერც მრისხანე ათენა ვერ დაიწუნებდა. [400] კაცთა და
ცხენთა ასეთი სასტიკი ომი გააჩაღა ზევსმა მთელი დღე პატროკლოსის ცხედრის ირგვლივ.
ღვთაებრივმა აქილევსმა ჯერაც არაფერი იცოდა პატროკლოსის სიკვდილზე; ბრძოლა ხომ ახლა
სწრაფი ხომალდებიდან შორს, ტროის გალავანთან მიმდინარეობდა; აქილევსს ვერ წარმოედგინა

202
მე სხვა ხალხიც მინახავს, ძალასა და ვაჟკაცობას მინდობილები მცირე რიცხვით და ცოტა ხალხით —
აპოლონი იხსენებს ჰერაკლესსა და მის თანამგზავრებს, რომელმაც აქაველებზე გაცილებით ნაკლები ხალხით აიღეს
ტროა.
პატროკლოსის სიკვდილი, დარწმუნებული იყო, ცოცხალია და თუნდაც კარიბჭეს მიაღწიოს, მაინც უკან
დაბრუნდებაო. ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ შეეცდებოდა, მის გარეშე აეღო ქალაქი ან თუნდაც მასთან
ერთად; ხშირად სმენია დედისაგან დიდი ზევსის მოკვდავთათვის მიუწვდომელი განზრახვის თაობაზე.
[410] დედას არ უთქვამს, რომ ამოდენა უბედურება დაატყდებოდა თავს და უსაყვარლესი მეგობარი
დაეღუპებოდა. ისინი კი ცხედრის გარშემო გაუთავებლად იბრძოდნენ ალესილი შუბებით და ხოცავდნენ
ერთმანეთს. და რომელიმე ბრინჯაომოსილი აქაველი იტყოდა: „მეგობრებო, საშინელება იქნებოდა ჩვენთვის
უკან დახევა და ღრმამუცლიან ხომალდებთან დაბრუნება, დაე შავმა მიწამ პირი დააღოს და შთანგვთქას, ეს
ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ცხენთამხედნელ ტროელებს დავუთმოთ ეს კაცი, რომ
თავის ქალაქში წაათრიონ და სახელი მოიხვეჭონ. [420] ხოლო რომელიმე დიდგულოვან ტროელს შეიძლება
საპასუხოდ შეეძახა: „მეგობრებო, თუნდაც ყველა დავიხოცოთ ამ კაცის ირგვლივ და ბრძოლიდან უკან არ
დავიხიოთ!“ ამას იტყოდა ერთი და გაამხნევებდა ყველას. ასე იბრძოდნენ, რკინის ღრიანცელი სპილენძის ცას
მისწვდა ეთერის უდაბნოს გავლით.
აიაკოსის ძის ცხენები ბრძოლას გარიდებული იყვნენ და ტიროდნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მათი
მეეტლე მტვერში დასცა კაცთამმუსრავმა ჰექტორმა. ამაოდ ცდილობდა ავტომედონი, დიორესის მამაცი ვაჟი,
[430] ხან მათრახის ცემით აიძულებდა, გაჭენებულიყვნენ, ხან თაფლივით ტკბილი სიტყვებით ეხვეწებოდა,
ხანაც ემუქრებოდა; მათ არც ვრცელი ჰელესპონტოსისა და ხომალდებისკენ სურდათ წასვლა და არც
აქაველთა ბრძოლის ველისკენ, არამედ იდგნენ ძეგლივით, რომელიც აღმართულია გარდაცვლილი კაცის ან
ქალის საფლავზე, ასე უძრავად იდგნენ უმშვენიერეს ეტლთან, მიწისკენ დაეხარათ თავები, ცხელი ცრემლი
თვალებიდან მიწაზე იღვრებოდა, როცა დასტიროდნენ სანატრელ მეეტლეს, [440] უღლის ღვედიდან
ამოუვარდათ ბრწყინვალე ფაფარი და მოეთხვარათ. მგლოვიარე ცხენები დაინახა და შეებრალა კრონიონს,
შეარხია თავი და გულში თქვა: „საბრალო წყვილო, რისთვის გაჩუქეთ მეუფე პელევსს, მოკვდავს, თქვენ,
უბერებლები და უკვდავები? რომ ბედისგან დაჩაგრულ ადამიანებთან თქვენც ტკივილი გქონოდათ?! რადგან
რა უნდა იყოს ადამიანზე უფრო უბედური იმ არსებათაგან, რაც კი სუნთქავს და ხოხავს მიწაზე? მაგრამ
ოსტატურად ნაკეთებ ეტლში ვერ შეგაბამთ ჰექტორი, პრიამოსის ძე. არ დავანებებ. [450] არ არის საკმარისი,
რომ აღჭურვილობა ჩაიგდო ხელში და თავი მოაქვს ამით?! თქვენ კი ახალ სიმტკიცეს ჩაგიდებთ მუხლებსა და
გულში, რათა ავტომედონი იხსნათ ომიდან და ღრმამუცლიან ხომალდებთან მიიყვანოთ; სახელს კი კვლავ
მოვახვეჭინებ ტროელებს, დავახოცინებ ხალხს და მტკიცეგემბანიან გემებს მივაახლოვებ, სანამ ჩაესვენება
მზე და წმინდა წყვდიადი დადგება.“
ასე ბრძანა და ცხენებს შთაბერა ახალი ძალა. ცხენებმა ფაფრიდან ჩამოიყარეს მტვერი მიწაზე და
მსუბუქად გააქანეს სწრაფი ეტლი ტროელებსა და აქაველებს შორის. მათ მიაჭენებდა მეგობარზე მგლოვიარე
ავტომედონი, [460] ცხენებს მიერეკებოდა, როგორც სვავი ბატებს; იოლად გაურბოდა ტროელთა ღრიანცელს,
იოლად მიიწევდა წინ და იოლად მისდევდა უკან უამრავ ტროელს, მაგრამ ვერ ხოცავდა ხალხს, რომელსაც
მისდევდა, არ შეეძლო, რადგან მარტო იყო ეტლში და შუბს ვერ ხმარობდა, სწრაფი ცხენების მართვას
გადაყოლილი. მალე მოჰკრა თვალი მეგობარმა კაცმა, ალკიმედონმა, ჰაიმონის შთამომავლის, ლაერკესის ძემ.
ეტლის უკან დადგა და ავტომედონს უთხრა: „ავტომედონ, რომელმა ღმერთმა ჩაგიდო გულში ეს [470]
უსარგებლო რჩევა და გონება დაგიბნელა? ასე მარტო რომ იბრძვი ტროელთა პირველ რიგებში! შენი
მეგობარი მოკლულია, აიაკოსის შთამომავლისეული საჭურველი კი ჰექტორმა მოისხა მხრებზე!“
მას უპასუხა დიორესის ძე ავტომედონმა: „ალკიმედონ, აქაველთაგან სხვას ვის შეუძლია ამ უკვდავი
ცხენების შენსავით მართვა და დამორჩილება? საუკეთესო იყო ამ საქმეში პატროკლოსი, ღმერთების
თანასწორი მსაჯული, სანამ ცოცხალი იყო, ახლა კი სიკვდილმა და ბედისწერამ შეიწირა; მაგრამ ახლა შენ
ჩაიბარე მათრახი და მოელვარე სადავეები, [480] მე კი ეტლიდან ჩამოვხტები, რომ ვიბრძოლო.“
ასე თქვა, ალკიმედონი საბრძოლო ეტლზე ავიდა, სასწრაფოდ მოიგდო ხელში მათრახი და სადავეები,
ავტომედონი კი ჩამოხტა, მაგრამ დაინახა სახელოვანმა ჰექტორმა და იმავწამს უთხრა ენეასს, რომელიც იქვე
იდგა: „ენეას, ბრინჯაომოსილ ტროელთა მსაჯულო, აიაკოსის ფეხმარდი შთამომავლის ცხენებს ვხედავ,
ბრძოლაში გამოჩდნენ სუსტი მეეტლეებით; მათი ხელში ჩაგდების იმედი მაქვს, გულით თუ ისურვებ, ჩვენ
ორნი რომ წავიდეთ მათ წინააღმდეგ, [490] ვერ გაგვიბედავენ წინააღმდეგობას და შებრძოლებას.“
ასე თქვა და არ ეურჩა ანქისესის მძლავრი ვაჟი. ამ ორმა მძლავრად წაიწია წინ, მხრები დაფარული
ჰქონდათ გამომშრალი და მტკიცე ხარის ტყავის ფარებით, რომელთაც ბლომად ბრინჯაო ჰქონდა
გადაკრული. მათთან ერთად წავიდნენ ქრომიოსი და ღვთისდარი არეტოსი, ორივე ერთად, თითოეულს
იმედი ჰქონდა, რომ ხალხს დახოცავდა და მძლავკისრიან ცხენებს წამოიყვანდა. უგუნურები! სისხლის
დაუღვრელად თავს ვეღარ დააღწევენ ავტომედონს, რომელმაც მამა ზევსს მიმართა ლოცვით და შავი გული
შეივსო სიმამაცითა და ძალით. [500] უმალ მიმართა ალკიმედონს საიმედო მეგობარმა: „ალკიმედონ, ჩემგან
შორს არ წაიყვანო ცხენები, ისე ჰქენი, რომ ჩემს ზურგს უკან სუნთქავდნენ, რადგან არ მგონია, რომ ჰექტორის,
პრიამოსის ძის, ძალას წინ აღვუდგე. არ მოისვენებს, სანამ არ დაგვხოცავს და აქილევსის ლამაზფაფრიან
ცხენებს ხელში არ ჩაიგდებს, რომ გააქციოს არგოსელთა მთელი რაზმები, ან თავად დაეცეს პირველ რიგებში
მებრძოლი.“
ასე თქვა და უხმო ორ აიასსა და მენელაოსს: „აიასებო, არგოსელთა წინამძღოლებო და მენელაოს,
მიანდეთ ცხედრის დაცვა საუკეთესო მეომრებს, [510] რომ ირგვლივ გარს შემოერტყან და ტროელთა რაზმები
მოიგერიონ, თქვენ კი ჩვენ, ცოცხლებს მოგვხედეთ, აგვაცილეთ ულმობელი დღე, რადგან აქეთ გადმოაქვთ
ცრემლიანი ომი ჰექტორსა და ენეასს, რომლებიც ტროელთა შორის საუკეთესონი არიან; მაგრამ ჯერაც
მუხლებზე უდევთ ღმერთებს ყველაფერი203, მეც გავუშვებ და დანარჩენზე ზევსმა იზრუნოს.“
ასე თქვა, შეარხია და ტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი და კარგად გაწონასწორებულ ფარში მოარტყა
არეტოსს. ფარმა ვერ გაუძლო შუბს, ბრინჯაომ გააღწია, სარტყელი გაგლიჯა და ქვემოთ, მუცელს ეძგერა. [520]
როგორც ბასრი ცულით შეიარაღებული მძლავრი კაცი ამ შუბს რქებსშუა უსწორებს და ჩაარტყამს საძოვარზე
გასულ ხარს, რომ ძარღვი გაუწყვიტოს, ისიც შეხტება და დაეცემა, სწორედ ასე შეხტა და დაეცა არეტოსი, შუბი
შიგნეულში შეეჭრა და სულიც ამოხდა.
ჰექტორმა ავტომედონს ესროლა სახელგანთქმული შუბი, მან დაინახა, წინ გადაიხარა და ისე აიცდინა
ბრინჯაოს დიდი შუბი, რომელიც მის უკან, მიწაში ჩაერჭო და შუბისტარი დიდხანს ცახცახებდა, სანამ
მძლავრმა არესმა არ დააცხრო მისი ძალა. [530] ახლა გაიმართებოდა ხელჩართული ბრძოლა ხმლებით, რომ
არა რაზმების გავლით მოსული ორი აიასი, რომლებიც მოვიდნენ მეგობრის ძახილზე. მოერიდნენ მათ და
უკან დაიხიეს ჰექტორმა, ენეასმა და ღვთისდარმა ქრომიოსმა, არეტოსი კი იქვე მიატოვეს, იწვა მუცელში ღია
ჭრილობით. სწრაფ არესს მიმსგავსებულმა ავტომედონმა საჭურველი აჰყარა და სიამაყით თქვა: „ცოტათი
მაინც ვინუგეშე გული მენოიტიოსის ძის სიკვდილის შემდეგ, თუმცა სუსტი კაცი მოვკალი.“ [540] ეს თქვა და
ეტლში ჩაჰყარა სისხლიანი ნადავლი, თავადაც ავიდა, ფეხები და ხელები სისხლიანი ჰქონდა, როგორც ლომს,
ხარი რომ შთაუნთქამს.
ახალი ძალით იფეთქა პატროკლოსის გამო ფიცხელმა ბრძოლამ, სასტიკმა და მრავალცრემლიანმა, იგი
გააღვივა ზეციდან ჩამოსულმა ათენამ, რომელიც შორსმხედველმა ზევსმა გამოგზავნა დანაელების
გასამხნევებლად, რადგან გული მოუბრუნდა მათზე. როგორც მოკვდავებს ალისფერ ცისარტყელას გაუჭიმავს
ზევსი ზეციდან, რომ იყოს ომის ან სუსხიანი ავდრის ნიშანი, რომელიც [550] მიწის სამუშაოებს მოწყვეტს
ადამიანებს, აწუხებს ჯოგებს, ასე ალისფერ ღრუბელში გახვეული ათენა შეერთო აქაველთა გუნდს და გული
გაუმაგრა თითოეულს. უპირველეს ყოვლისა, გაამხნევა ატრევსის ძე, ხმით და იერით ფოინიქსს
მიმსგავსებულმა მიმართა მძლავრ მენელაოსს, რადგან ის მასთან ახლოს იდგა: „მენელაოს, შერცხვები და
გაიკიცხები, თუკი წარჩინებული აქილევსის ერთგულ მეგობარს ტროის გალავანს მიღმა გაგლეჯენ სწრაფი
ძაღლები. მძლავრად იმოქმედე, აღძარი შენი ხალხი.“
[560] მას უპასუხა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა: „ფოინიქს, მამა, კეთილშობილო
მოხუცო, დაე ათენამ ძალაც მომცეს და მფრინავი შუბები და ისრებიც ამარიდოს! ახლა კი მინდა დავდგე
პატროკლოსთან და დავიცვა, ძალიან მომიკლა გული მისმა სიკვდილმა; მაგრამ მძვინვარებს ცეცხლივით
სასტიკი ჰექტორი, მკვლელობით ვერ გაძღა მისი ბრინჯაო, რადგან ზევსი უხვეჭს სახელს.“
ასე თქვა და გაიხარა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ, რომ ღმერთებიდან პირველს სწორედ მას
მიმართა ლოცვით. მხრებსა და მუხლებში ძალა ჩაუდგა, [570] გულში ბუზის გამბედაობა ჩაუდო, რომელიც
რამდენჯერაც უნდა მოიშორო ტანიდან, მაინც საკბენად მიიწევს, კაცის სისხლს მოწყურებული. სწორედ
ასეთმა გამბედაობამ გაუვსო შავი გული, დაიძრა პატროკლოსისკენ და ისროლა ელვარე შუბი. ტროელთა
შორის იყო მეომარი პოდესი, ეეტიონის ძე, მდიდარი და კეთილი კაცი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს
სცემდა ჰექტორი, როგორც მეგობარსა და თანამეინახეს. ოქროსთმიანმა მენელაოსმა მას, გაქცეულს, მოარტყა

203
ჯერაც მუხლებზე უდევთ ღმერთებს ყველაფერი — ძველი ბერძნული ანდაზა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ
კიდევ არაფერია საბოლოდ გადაწყვეტილი.
საომარ სარტყელში, ბრინჯაომ სარტყელი გაიარა, [580] მძიმე ხმით დაეცა და ატრევსის ძე მენელაოსმა მისი
ცხედარი გამოათრია ტროელი თანამებრძოლებისგან.
ჰექტორს კი ახლოს დაუდგა აპოლონი და შეაგულიანა ფაილოფს ასიოსის ძეს მიმსგავსებულმა,
რომელიც სტუმარი მეგობრებიდან ყველაზე ძვირფასი იყო ჰექტორისთვის და აბიდოსში ჰქონდა სახლი. მას
მიმსგავსებულმა უთხრა შორს მიმწვდომმა აპოლონმა: „ჰექტორ, რომელ აქაველს აღარ შეუშინდები, თუკი
მენელაოსისგანაც კი გარბიხარ, რომელიც დღემდე დიდ შუბოსნად არ იყო ცნობილი?! ახლა კი მარტომ
გაათრია ცხედარი აქაველებისკენ, შენ ერთგული მეგობარი მოგიკლა, [590] წინა რაზმის საუკეთესო მეომარი
პოდესი, ეეტიონის ძე.“
ასე ილაპარაკა; ჰექტორი მწუხარების შავმა ღრუბელმა მოიცვა, წინა რაზმებში შეიჭრა სისხლისფერი
ბრინჯაოს მუზარადშემოსილი. და მაშინ კრონოსის ძემ აიღო მოელვარე ფოჩიანი ეგისი, იგი შეარხია, იდა
ღრუბლებით დაფარა, მრავალგზის იელვა და მეხი დასცა, გამარჯვება მიანიჭა ტროელებს და აქაველები
გააქცია.
პირველმა გაქცევა ბეოტიელმა პენელეოსმა დაიწყო, მუდამ წინ მიიწევდა და მხარში შუბით დაიჭრა,
ზემოდან გადაევლო, მაგრამ ხორცი გაგლიჯა ძვლამდე [600] პოლიდამასის შუბმა, რადგან ძალიან ახლოდან
იყო ნასროლი. მაშინ ჰექტორმა ხელში, მაჯასთან დაჭრა ლეიტოსი, დიდსულოვანი ალექტრიონის ძე და
ჩაუცხრო ბრძოლის ჟინი. იქით-აქით იხედებოდა და გარბოდა, რადგან აღარ ჰქონდა იმედი, რომ შუბს
აიღებდა ხელში და იბრძოლებდა ტროელებთან.
ჰექტორმა გაიწია ლეიტოსზე და იდომენევსმა ჩასცა შუბი აბჯარში, — მკერდში, ძუძუსთავთან; ტარი
გაუტყდა გრძელ შუბს, შვების ყიჟინა დასცეს ტროელებმა; ეტლში დამდგარმა ჰექტორმა კი დევკალიონის ძეს,
იდომენევსს ესროლა შუბი, მას სულ ოდნავ ააცილა, [610] მაგრამ მერიონესის თანამებრძოლსა და მეეტლეს,
კოირანოსს მოარტყა, რომელიც კეთილნაგები ლიქტოსიდან მოჰყვებოდა მას. იდომენევსმა პირველად
მიატოვა ორივე მხრიდან მოხრილი ხომალდები, ქვეითად მოვიდა და ახლა დიდ გამარჯვებასაც მოუტანდა
ტროელებს, კოირანოსი რომ არ მოსულიყო ფეხმარდი ცხენებით; სინათლედ მოევლინა და დაუნდობელი
დღისგან დაიხსნა, თავად კი სული ამოხდა კაცთამკვლელ ჰექტორისაგან, რომელმაც შუბი ჩასცა ყურისძირში,
ყბის ქვემოთ, კბილები ამოუყარა შუბმა და ენა შუაში გაუკვეთა. ჩამოვარდა ეტლიდან და სადავეები
დაცვივდა მიწაზე. [620] მერიონესი დაიხარა და საკუთარი ხელებით აიყვანა ბრძოლის ველიდან, თანაც
იდომენევსს გაძახა: „გადაჰკარ მათრახი ახლა, გააჭენე, სანამ სწრაფ ხომალდებს არ მივადგებით, თავადაც
ხედავ, რომ ძალა აღარ შერჩენიათ აქაველებს.“
ასე თქვა, იდომენევსმა კი მათრახი გადაუჭირა ლამაზფაფრიან ცხენებს და გააჭენა ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ, შიში ჩაუდგა გულში.
არ დაემალა დიდგულოვან აიასსა და მენელაოსს, რომ ზევსმა შეაბრუნა ბრძოლის ბედი და გამარჯვება
ტროელებს მიანიჭა. პირველმა ამ ორიდან ტელამონის დიდმა ძემ, აიასმა თქვა სიტყვა: „სირცხვილი! ახლა
ჩვილი ბავშვიც კი მიხვდება, [630] რომ თავად მამა ზევსი ეხმარება ტროელებს. რასაც კი ისვრიან ტროელები,
სულ ერთია, ვინ ისვრის, ძლიერი თუ სუსტი მეომარი, ყველაფერს ერთნაირად აძლიერებს ზევსი; ჩვენი
ნასროლი კი ყველაფერი უსარგებლოდ ერჭობა მიწაში; მაგრამ, მოდი, მოვიფიქროთ საუკეთესო ხერხი,
როგორ გადავარჩინოთ ცხედარი და თავადაც მოვახერხოთ დაბრუნება და ამით საყვარელ თანამებრძოლებს
სიხარული მოვუტანოთ, ისინი აქით იხედებიან, წუხან ჩვენზე და აღარ სჯერათ, რომ კაცისმკვლელი
ჰექტორის ძალასა და უძლეველ ხელებს გადავურჩებით; უნდა გავიქცეთ შავი ხომალდებისკენ. [640] რომ
იყოს ვინმე მეგობარი, რომელიც სასწრაფოდ შეატყობინებდა პელევსის ძეს, რადგან მგონია, რომ ჯერაც არ
გაუგია ეს მწარე ამბავი, რომ საყვარელი მეგობარი დაეღუპა. აქაველთაგან ასეთ კაცს ვერ ვხედავ, ყველაფერს,
ხალხსაც და ცხენებსაც წყვდიადი ფარავს. მამა ზევსო, მოგვაშორე ეს ნისლი აქაველთა შვილებს, გაგვინათე,
თვალში გამოგვახედე; სინათლეში მაინც დაგვღუპე, რაკი ჩვენი სისხლი მოგწყურებია.“
ასე თქვა და შეებრალა ზევსს ცრემლის მფრქვეველი, იმავწამს გარეკა ღრუბლები და გაფანტა
წყვდიადი, [650] მზემ გამოანათა და მთელი ბრძოლის ველი გამოაჩინა. და მაშინ აიასმა უთხრა საბრძოლო
ყიჟინის დიდოსტატ მენელაოსს: „კარგად შეხედე, ზევსის აღზრდილო მენელაოს, იქნებ დაინახო, თუ ჯერაც
ცოცხალია, ანტილოქოსი, დიდგულოვანი ნესტორის ვაჟი; ამბის მიმტანად გაუგზავნე მეომარ აქილევსს, რომ
მისი უსაყვარლესი მეგობარი დაიღუპა.“
ასე თქვა და არ ეურჩა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსი, წავიდა თავის გზაზე, როგორც
ლომი მიდის ბაგიდან, რომელიც ძაღლებსა და კაცებს უმკლავდებოდა, მაგრამ გადაიღალა, ვერ მოიტაცა
ჯოგიდან მსუქანი ხარი, [660] რაკი მთელი ღამე ყარაულობდნენ, ხორცი ძალიან უნდა, მაგრამ ვერაფერს
ხდება, გამბედავი ხელიდან გამოშვებული შუბებისა და ანთებული ჩირაღდნების წვიმა დაატყდება თავს,
მძვინვარების მიუხედავად, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, უკან დახევა უწევს, ასე უხალისოდ წამოვიდა
პატროკლოსისგან საომარი ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსი, ძლიერ ეშინოდა, რომ გაქცეულ აქაველებს
მტრისთვის ნადავლად არ დაეტოვებინათ. ძლიერად არწმუნებდა მერიონესსა და აიასებს: „აიასებო,
არგოსელთა წინამძღოლებო და მერიონეს, [670] გახსოვდეთ, როგორი ტკბილი კაცი იყო უბედური
პატროკლოსი! ახლა კი იგი შეიპყრო სიკვდილმა და ბედისწერამ.“
ასე თქვა და წავიდა ოქროსთმიანი მენელაოსი; აქეთ-იქით იხედებოდა არწივივით, რომელზეც
ამბობენ, ყველაზე უფრო მახვილი თვალი აქვს ცისქვეშეთში მფრინავთაგანო. მას, თუნდაც მაღლა იყოს
აფრენილი, ვერ გაექცევა ვერც ერთი, თუნდაც ფეხმარდი, ცხოველი, ხშირფოთლიანი ბუჩქის ქვეშაც რომ იყოს
დამალული, რადგან მაღლიდან დააცხრება და სულს ისე ამოხდის. შენც ასე აცეცებდი თვალებს, ზევსის
აღზრდილო მენელაოს, [680] ყოველ მხარეს გქონდა მიპყრობილი მზერა, მეგობრებს უყურებდი, იქნებ სადმე
ნესტორის ცოცხალი შვილისთვის მოგეკრა თვალი. მალე დაინახა მთელი ბრძოლის მარცხენა მხარეს,
მეგობრებს ამხნევებდა და ბრძოლისკენ მოუწოდებდა; ახლოს დაუდგა და უთხრა ოქროსთმიანმა
მენელაოსმა: „მოდი აქ, ზევსის აღზრდილო ანტილოქოს, უნდა გაუწყო საშინელი ამბავი, რომელიც არასოდეს
არ უნდა მომხდარიყო. მე მგონი, თვითონაც ხვდები და საკუთარი თვალით ხედავ, რომ ღმერთმა
დანაელებზე ხელი აიღო და გამარჯვებას ტროელებს აძლევს; მოკლულია საუკეთესო აქაველი, [690]
პატროკლოსი. უდიდესი მწუხარებაა ეს ყველა დანაელისათვის. ახლავე გაიქეცი აქილევსის ხომალდებთან
და უთხარი, რომ ცხედარი უნდა გადაარჩინოს და სასწრაფოდ უნდა წაიყვანოს კარავში უკვე შიშველი,
რადგან მისი საჭურველი უკვე ხელში აქვს ჩაგდებული მუზარადმოელვარე ჰექტორს.“ ასე თქვა და
ანტილოქოსი შეაძრწუნა გაგონილმა სიტყვამ. [16.695] სიტყვა ვერ დაძრა, თვალები ცრემლით აევსო, ხმა
ჩაუწყდა; მაგრამ მენელაოსის დავალება არ დავიწყნია, სირბილით წავიდა, თავისი საჭურველი მეგობარს
ჩააბარა, ლაოდოკოსს, რომელმაც ახლოს ეყენა მუხლადი ცხენები. [700] თავად კი ცრემლი სდიოდა და ფეხებს
მიჰყავდათ ბრძოლის ველიდან პელევსის ძე აქილევსისკენ საშინელი ამბის მისატანად.
ზევსის აღზრდილო მენელაოს, შენს სულს არ მოუნდა ანტილოქოსის დამწუხრებული მეგობრების
დაცვა, რომელიც წავიდა და დიდი მწუხარება დაუტოვა პილოსელებს; მაგრამ მათ გაუგზავნა ღვთაებრივი
თრასიმედესი, თავად კი ისევ დაბრუნდა გმირ პატროკლოსთან, მიირბინა და დადგა აიასების გვერდით და
უთხრა მათ: „კაცი გავგზავნე სწრაფ ხომალდებთან, რომელიც მივა ფეხმარდ აქილევსთან, მაგრამ არ მგონია,
[710] რომ ახლავე მოვიდეს, თუნდაც სასტიკად იყოს ღვთაებრივ ჰექტორზე განრისხებული; აღჭურვილობის
გარეშე, შიშველი ხომ ვერ შეებრძოლება ტროელებს! ჩვენ ახლა თავად უნდა ვიპოვოთ საუკეთესო
გამოსავალი, უნდა როგორმე გამოვიხსნათ ცხედარი და შემდეგ ტროელთა ყიჟინის მიუხედავად, თავადაც
გავექცეთ სიკვდილსა და ბედისწერას.“
მას უპასუხა ტელამონის ძემ, დიდმა აიასმა: „ყველაფერი სწორად ბრძანე, სახელოვანო მენელაოს!
ახლა შენ და მერიონესმა სასწრაფოდ ჩაავლეთ ხელი ცხედარს და გამოიყვანეთ ბრძოლიდან, ჩვენ კი თქვენს
უკან შევებრძოლებით ტროელებსა და ღვთაებრივ ჰექტორს. [720] ჩვენ ერთსულოვნები ვართ, ჩვენ სეხნიები
ვართ, ადრეც დავმდგავრვართ გვერდიგვერდ მძაფრი არესის წინაშე.“
ასე თქვა, ხელი დაავლეს ცხედარს, წამოწიეს მიწიდან და მთელი ძალით ზემოთ ასწიეს, დაიღრიალეს
მათ უკან ტროელებმა, როცა დაინახეს, რომ მაღლა ასწიეს აქაველებმა ცხედარი. თავს დაესხნენ, როგორც
ძაღლები, რომლებიც დაჭრილ ტახს მისდევენ და ახალგაზრდა მონადირეებს წინ უსწრებენ. უკან მისდევენ
და გაგლეჯას უპირებენ, მაგრამ როგორც კი მობრუნდება თავის ძალაში დარწმუნებული, უკან გამორბიან და
იფანტებიან შეშინებულები. [730] სწორედ ასე ტროელები ჯერ ერთად მისდევდნენ ხმლებითა და ორმხრივი
შუბებით, მაგრამ როგორც კი ორი აიასი მობრუნდა მათკენ და მტკიცედ დადგა, მათ ფერი ეცვალათ, ვერავინ
გაბედა, შეტევაზე გადასულიყო და ცხედრისთვის ებრძოლა.
ასე თავგამოდებით გამოჰქონდათ ბრძოლიდან ცხედარი და მიჰქონდათ ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ; ომი კი ჩაღდებოდა მათ უკან, როგორც უეცრად გაჩენილი ხანძარი მოედება ქალაქს და
ყველაფერს შთნთქავს, სახლები იმსხვრევა საშინელ ხანძარში, რომელიც გრიალებს ქარით გაძლიერებული.
[740] — ასე, ცხენების, ეტლებისა და შუბოსანი კაცების აუტანელი ღრიანცელი მისდევდა დანაელებს უკან
დაბრუნებისას. ისინი კი, როგორც ჯორები, დიდი ძალის პატრონები ეზიდებიან მთიდან კლდოვანი გზით
ხე-ტყეს — გემის ანძის ან კოჭის გამოსათლელად, დაქანცულები მძიმე შრომით და ოფლით გახვითქულები,
ასეთი მონდომებით მოჰქონდათ ცხედარი, ხოლო მათ უკან აიასები იგერიებდნენ ტროელებს, როგორც
ბორცვი აკავებს ადიდებულ წყალს, ტყიანი წყალგამყოფი, რომლიც მთელ მინდორს გასდევს და როდესაც მას
ადიდებული მდინარის მძლავრი წყალი მიეხეთქება, [750] აკავებს და მთელ მინდორზე უშვებს ნაწილ-ნაწილ
და ნაკადის ძალა მას ვერაფერს აკლებს; სწორედ ასე ორი აიასი აკავებდა ტროელებს, რომლებიც მოსდევდნენ,
განსაკუთრებით კი ორ მდევარს, ანქისესის ძე ენეასსა და სახელგანთქმულ ჰექტორს. როგორც შეშინებული
ჭკებისა ან შოშიების გუნდი ერთად მიფრინავს წრიპინით, როგორც კი ქორს დაინახავენ, რომლის მუსრს
ავლებს წვრილ ფრინველებს, ასევე ენეასისა და ჰექტორის წინაშე აქაველთა ჭაბუკები ომის ჟინს ივიწყებდნენ
და ერთად გამორბოდნენ წრიპინით. [760] გაქცეული დანაელების მრავალი ლამაზი საჭურველი ეყარა
თხრილის ორივე მხარეს, ომს კი არ უჩანდა ბოლო.
მეთვრამეტე სიმღერა

იარაღის დამზადება
ასე იბრძოდნენ გმირები მოგიზგიზე ცეცხლივით, ანტილოქოსი კი აქილევსთან ფეხმარდ მაცნედ
მივიდა. იგი იპოვა მოხრილკიჩოიანი ხომალდების წინ და გულში ფიქრობდა იმაზე, რაც ახლა ხდებოდა.
ამოიოხრა და დიდგულოვან სულში ასე თქვა: „რა ხდება? გრძელთმიანი აქაველები ისევ რატომ გამორბიან
უწესირგოდ ხომალდებისკენ? ხომ არ აღასრულეს ღმერთებმა გულისგამხეთქავი სიავე, რომელიც ოდესღაც
დედამ გამიცხადა, როცა მითხრა, რომ ჩემს სიცოცხლეში [10] მირმიდონელთაგან საუკეთესო ვაჟკაცი
ტროელთა ხელით გამოაკლდება მზის სინათლეს? მაშ, დაღუპულა მენოიტიოსის მძლავრი ვაჟი, უბედური!
მე ხომ ვუბრძანე, როგორც კი დამღუპველ ცეცხლს მოიგერიებდა, უკან, ხომალდებთან დაბრუნებულიყო და
გაებედა ჰექტორთან ბრძოლა.“
როდესაც ამას აწონ-დაწონიდა სულსა და გულში, ახლოს მივიდას სახელგანთქმული ნესტორის ვაჟი,
ცხელი ცრემლებს ღვრით საშინელი უწყება მიუტანა: „ვაი, მამაცი პელევსის ძეო, უნდა ისმინო საზარელი
ამბავი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო! [20] დაეცა პატროკლოსი და მისი შიშველი ცხედრის
გარშემო მიდის ბრძოლა, რადგან საჭურველი ხელში ჩაიგდო მუზარადმოელვარე ჰექტორმა.“
ასე თქვა და აქილევსს მწუხარების შავი ღრუბელი გადაეფარა. ორივე ხელით აიღო ფერფლი, თავზე
დაიყარა და მშვენიერი სახე დაიმახინჯა, უკვდავი ქიტონი კი შავმა ფერფლმა დაფარა. თვითონ მთელი
თავისი სიდიდით მტვერში გაიშოტა, საკუთარი ხელებით იგლეჯდა და იბილწავდა თმებს. მონაქალებმა,
რომლებიც აქილევსმა და პატროკლოსმა ტყვედ წამოიყვანეს, მწუხარებით გულგახეთქილებმა კივილი
მორთეს, გარეთ [30] გამოცვივდნენ, აქილევსს შემოეხვივნენ, მკერდში ხელს იცემდნენ და ყველას მუხლები
მოეკვეთა. მეორე მხარეს ანტილოქოსი გლოვობდა, ცრემლს ღვრიდა, აქილევსის ხელი ეჭირა, ის კი კვნესოდა
და კეთილშობილი გული უკვდებოდა, ეშინოდა ანტილოქოსს, რკინით არ გამოიღადროს ყელიო. საზარლად
მოთქვამდა, გაიგონა დედოფალმა დედამ, ზღვის სიღრმეში იჯდა მოხუცი მამის სახ204ლში, იკივლა მანაც,
ქალღმერთები შემოეხვივნენ გარს, ვინც კი იყვნენ ზღვის სიღრმეში — ნერევსის ასულები. იქ იყო გლავკე,
თალეია, კიმოდოკე, [40] ნესაიე, სპეიო, თოე, ხარისთვალება ჰალია; კიმოთოე, აქტაია, ლიმნორეია, მელიტე,
იაირა, ამფითოე და აგავე, დოტო, პროტო, ფერუსა, დინამენე, დექსამენე, ამფინომე, კალიანეირა, დორისი,
პანოპე, სახელგანთქმული გალატეია, ნიმერტესი, აფსევდესი, კალიანასა; იქ იყო კლიმენე, იანეირა, იანასა,
მაირა, ორეითია, ლამაზთმიანი ამათეია და სხვები, ვინც კი იყო ზღვის სიღრმეში ნერევსის ქალიშვილი. [50]
მათ გაავსეს ვერცხლისფერი მღვიმე, ყველანი მკერდში იცემდნენ ხელს და თეტისმა წამოიწყო გოდება:
„მისმინეთ ნერეისებო, ჩემო დებო, ყველამ კარგად იცით, ჩემგან გსმენიათ, რა მწუხარებაც მიტრიალებს
გულში. ვაი მე უბედურს, ვაი საუკეთესო ვაჟკაცის ბედდამწვარ დედას! მე ვშვი უნაკლო და მძლავრი შვილი,
გმირებში გამორჩეული, ხის ტოტივით სწრაფად აისხა ტანი, მე მას ვუვლიდი, როგორც ხეს ძვირფას ბაღში და
შემდეგ გავგზავნე მოხრილკიჩოიანი ხომალდებით ილიონში ტროელებთან საბრძოლველად, მაგრამ
ვერასოდეს ვეღარ მივიღებ მას [60] სამშობლოში და პელევსის სასახლეში დაბრუნებულს. სანამ ცოცხალი
მყავს და სანამ მზის სინათლეს ხედავს, იტანჯება, მე კი მივდივარ და მაინც ვერაფრით ვეხმარები. მაინც
მივდივარ, რათა ვნახო საყვარელი შვილი, რომ მოვუსმინო, რა ტკივილი ნახა, როცა ომში არ მონაწილეობს.“
ასე თქვა და დატოვა მღვიმე, მასთან ერთად ტირილით გამოვიდნენ დები, მათ ირგვლივ კი უკან
დაიხიეს ზღვის ტალღებმა; მათ მიაღწიეს ნაყოფიერ ტროას, ერთმანეთის მიყოლებით გადავიდნენ ნაპირზე,
სადაც ერთად იდგა მირმიდონელთა ხომალდები სწრაფი აქილევსის ირგვლივ. [70] მას მძიმედ მგლოვიარეს
დაუდგა დედოფალი დედა, გამკივანად იკივლა და შვილის თავს ხელები შემოაჭდო და მწუხარედ მიმართა
ფრთოსანი სიტყვით: „რატომ ტირი, შვილო? რა ტკივილმა მოგიკლა გული? მითხარი, არაფერი დამიმალო!
რაც ითხოვე, ყველაფერი შეასრულა ზევსმა, როდესაც ხელები გაშალე და შეევედრე, აქაველთა შვილები
ხომალდის კიჩოებთან არიან მირეკილები შენი დაკარგვის გამო და სამარცხვინო დღეში არიან.“
მას მძიმე ოხვრით უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „დედაჩემო, ეს ყველაფერი ოლიმპოსელმა
შემისრულა, [80] მაგრამ რად მინდა ეგ, როდესაც ჩემი საყვარელი მეგობარი დაიღუპა, პატროკლოსი,

204
ნერევსი — პონტოსისა (ზღვისა) და გაიას (დედამიწის) უფროსი ვაჟი; ზღვის ნიმფა დორისთან ერთად ეყოლა
ვაჟი ნერიტესი და ორმოცდაათი ქალიშვილი, ნერეისები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა ეგევსის (ეგეოსის) ზღვაში.
რომელსაც ყველა მეგობართაგან გამოვარჩევდი და საკუთარი თავივით მიყვარდა, ის დამეღუპა, საოცარი
სანახავი ის გოლიათური მშვენიერი საჭურველი კი ჰექტორს აუყრია, რომელიც ღმერთებმა ბრწყინვალე
საჩუქრად უძღვნეს პელევსს იმ დღეს, როდესაც მოკვდავ კაცს მიგათხოვეს ქალღმერთი. მერჩივნა, გეცხოვრა
სხვა უკვდავ ქალღმერთებთან ერთად ზღვაში, ხოლო პელევსს მოკვდავი ქალი მოეყვანა ცოლად. ახლა ხომ
შენც ათასი ტკივილი მოგიკლავს გულს, როცა შვილს დაკარგავ და მას ვეღარ ნახავ [90] შინ დაბრუნებულს,
რადგან გული დამიშლის, ცოცხალი ვიყო და ხალხში გავერიო, სანამ ჰექტორს შუბით არ გავგმირავ, სულს არ
ამოვხდი და არ ვაზღვევინებ მენოიტიოსის ძის, პატროკლოსის, გაძარცვის გამო.“
მას უპასუხა თვალცრემლიანმა თეტისმა: „მაშინ შენც მალე უნდა დაგკარგო, შვილო, თუ ამას ამბობ,
რადგან ჰექტორის შემდეგ შენც სიკვდილი გიწერია.“
მძიმედ ამოიოხრა და უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „მალე უნდა მოვკვდე, რაკი სიკვდილს ვერ
გადავარჩინე მეგობარი. და ახლა სამშობლოდან შორს [100] დაიღუპა, ჩემი თანადგომა კი სჭირდებოდა და
ვერ მიიღო. ახლა, რაკი ვეღარ ვბრუნდები საყვარელ სამშობლო მიწაზე, ვერც მხსნელი სინათლე აღმოვჩნდი
პატროკლოსისთვის, ვერც სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც უამრავი დასცა ღვთაებრივმა ჰექტორმა, არამედ
ვზივარ ხომალდებთან, უსარგებლო ტვირთად ვაწვები მიწას, მე, რომელსაც ვერავინ შეედრება ომში
ბრინჯაომოსილ აქაველთაგან, თუმცა საბჭოში სხვები მაჯობებდნენ, — დაე დაიღუპოს ღმერთებსა და
ადამიანებში შუღლი და მრისხანება, რომელიც ჭკვიანსაც გონებას დაუბნელებს, თავიდან ის თაფლზე უფრო
ტკბილია, [110] შემდეგ კი ცეცხლის კვამლად იქცევა ადამიანის გულში. ასე განმარისხა ახლა კაცთა ბელადმა
აგამემნონმა, მაგრამ, ტკივილის მიუხედავად, ყველაფერი ეს უკვე წარსულია, ჩვენ უნდა ჩავიკლათ გულში
მრისხანება, ახლა მე უნდა წავიდე და უნდა შევხვდე იმას, ვინც საყვარელი მეგობრის სიცოცხლე წამართვა —
ჰექტორს! შემდეგ მე საკუთარ სიკვდილსაც მივიღებ, როცა კი ზევსი და სხვა უკვდავი ღმერთები ისურვებენ.
ვერც ჰერაკლესის ძალა გაექცა სიკვდილს, თუმცა უსაყვარლესი იყო მეუფე ზევსისთვის, კრონოსის ძისთვის;
მაინც დაამარცხა ბედისწერამ და ჰერას უსასრულო მრისხანებამ. [120] ასევე მეც, თუ ასეთი ბედი მიწერია,
დავწვები, როცა მოვკვდები, ახლა კი ბრწყინვალე სახელი უნდა მოვიხვეჭო! მანამდე არაერთ მკერდსავსე
ტროელ ან დარდანელ ქალს ორივე ხელით ნაზი ღაწვებიდან ცრემლს მოვაწმენდინებ და გლოვას არ
მოვაკლებ; დაე, მიხვდნენ, მეტისმეტად დიდხანს რომ მქონდა ბრძოლა შეწყვეტილი. ნუღარ მაკავებ
ბრძოლისაგან! ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ ვერ დამარწმუნებ!“
მას უპასუხა მაშინ ვერცხლისფეხება ქალღმერთმა თეტისმა: „დიახ, ეს სიმართლეა, შვილო, სწორი
საქმეა განსაცდელში ჩავარდნილი მეგობრების უტყუარი დაღუპვისგან გადარჩენა. [130] მაგრამ შენი
ბრინჯაოს ლამაზი და ბრწყინვალე საჭურველი ტროელებს ჩაუვარდათ ხელში და მუზარადმოელვარე
ჰექტორმა თავად მოისხა მხრებზე და თავს იწონებს. დიდხანს ვერ მოიწონებს თავს, ასე მითქვამს, რაკი
სიკვდილი უდგას ახლოს. მაშ ახლა შენ ნუ შეიჭრები არესის არეულობაში, სანამ მე არ დაგიბრუნდები და
საკუთარი თვალით არ დამინახავ, რადგან ხვალ ამომავალ მზესთან ერთად მოვალ და ბრწყინვალე
საჭურველს მოგიტან მეუფე ჰეფესტოსისგან.“
ასე თქვა, შებრუნდა და წავიდა თავისი შვილისგან, მიუბრუნდა თავის ზღვიურ დებს და უთხრა: [140]
„დაბრუნდით ახლა და ჩაყვინთეთ ვრცელი ზღვის კალთაში, მიაშურეთ მამისეულ სახლს და ყველაფერი
მოუთხრეთ ზღვიურ მოხუცს, მე კი მაღალ ოლიმპოსზე ვეწვევი ჰეფესტოსს, სახელოვან მჭედელს, იქნებ
ისურვოს და ჩემს ვაჟს მისცეს ახალი მოელვარე და სახელოვანი საჭურველი.“
ასე თქვა და მათ მაშინვე ჩაყვინთეს ზღვის ტალღებში, ხოლო ვერცხლისფეხება ქალღმერთმა თეტისმა
ოლიმპოსს მიაშურა, რომ იქიდან წამოეღო სახელოვანი საჭურველი თავისი ვაჟისთვის.
თეტისი ოლიმპოსკენ წაიყვანეს ფეხებმა, ამასობაში კაცთამკვლელი ჰექტორისგან გამოქცეული
აქაველები არაადამიანური ღრიანცელით [150] მიაწყდნენ ხომალდებს და ჰელესპონტოსს.
ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა ისრებისა და შუბების ზუზუნში ვერ შეძლეს გაეტანათ პატროკლოსის,
აქილევსის თანამებრძოლის, ცხედარი; ისევ მოადგა ხალხით და ცხენებით ჰექტორი, პრიამოსის ძე,
მძვინვარებით ცეცხლს მიმსგავსებული. სამგზის ჩაავლო ფეხებში ხელი სახელგანთქმულმა ჰექტორმა და
დაუპირა გათრევა, თან ხმამაღალი ყვირილით მოუხმობდა ტროელებს; სამგზის მოიგერია და მძვინვარე
ვაჟკაცობით დაიცვა ცხედარი ორმა აიასმა, მაგრამ ის მტკიცედ, თავის ძალას მინდობილი, ხან თავს
დაეცემოდა მთელს კრებულს, ხან სწრაფად გაჩერდებოდა, [160] ხმამაღალ ყიჟინას დასცემდა, უკან დახევას
კი არ აპირებდა. როგორც ლეშს ვერ აცილებენ მეჯოგეები მოყვითალო-ყავისფერ ლომს, რომელიც შიმშილით
მძვინვარებს, ასე ვერ აშორებდა ორი ჩაფხუტიანი აიასი ჰექტორს, პრიამოსის ძეს, პატროკლოსის ცხედარს. და
ახლა კიდეც გაათრევდა და სამარადისო დიდებასაც მოიპოვებდა, რომ არ მოფრენილიყო პელიონთან
ქარისფეხება სწრაფი ირისი, რომელსაც ოლიმპოსიდან, ზევსისა და სხვა ღმერთებისგან მალულად, ბრძანება
მოჰქონდა მისთვის, აბჯარი აესხა; ჰერას გამოეგზავნა იგი. ახლოს დაუდგა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
[170] „გაემზადე საბრძოლველად, პელევსის ძეო, ყველაზე თავზარდამცემო ადამიანთაგან. დაიცავი
პატროკლოსი, რომლის გამოც საშინელი ბრძოლაა გაჩაღებული ახლა ხომალდებთან; ერთმანეთს ხოცავენ,
აქაველები იბრძვიან მიცვალებულის ცხედრის დასაცავად, ხოლო ტროელები აპირებენ მის ქარიან ილიონში
წათრევას, განსაკუთრებით კი სახელოვანი ჰექტორი იბრძვის გააფთრებულად, გულში აქვს განზრახვა, თავი
მოკვეთოს ნაზი კისრიდან და სარზე წამოაცვას. ადექი, ნუღარ წევხარ! სირცხვილი შეგიჯდეს გულში, არ
გახდეს პატროკლოსი ტროელი ძაღლების გასართობი. [180] შენი შერცხვენა იქნება, თუ მისი ცხედარი
შეიბილწება!“
მას უპასუხა მაშინ ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა: „ღვთაებრივო ირის, რომელმა ღმერთმა
გამოგგზავნა მაცნედ ჩემთან?“
მას მაშინ უთხრა ქარისფეხება სწრაფმა ირისმა: „ჰერამ გამომგზავნა, ზევსის სახელოვანმა მეუღლემ;
არ იცის არც კრონოსის მაღლითმჯდომმა ძემ და არც რომელიმე სხვა უკვდავმა, რომელიც თოვლიან
ოლიმპოსზე სახლობს.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „როგორ წავიდე საბრძოლველად? მათ აქვთ ჩემი აღჭურვილობა.
საყვარელმა დედამაც მიბრძანა, აბჯარი არ ავისხა, [190] სანამ თავად არ მოვა და ჩემი თვალით არ დავინახავ;
დამპირდა, რომ ჰეფესტოსისგან მომიტანს ბრწყინვალე საჭურველს. სხვა მე არც ვიცი, რომელი სახელოვანი
აღჭურვილობა შეიძლება ვიხმარო, ტელამონის ძე აიასის დიდი ფარის გარდა; მაგრამ ის თავად მას სჭირდება
და წინა რაზმებში იბრძვის შუბების ომში დაცემული პატროკლოსის ირგვლივ ბრძოლაში.“
მას ისევ უთხრა ქარისფეხება სწრაფმა ირისმა: „ჩვენც კარგად ვიცით და ვხედავთ, რომ მათ აქვთ შენი
სახელგანთქმული აღჭურვილობა; მაგრამ მიდი თხრილთან და ტროელებს დაენახე, შეიძლება, თავზარი
დაეცეთ და უკან დაიხიონ, უარი თქვან იერიშზე, [200] ამოისუნთქავენ აქაველთა გადაღლილი მეომარი
შვილები, ომში ხომ კაცს სუნთქვა არ შეუძლია.“
ასე თქვა და წავიდა ფეხმარდი ირისი, წამოდგა აქილევსი, ზევსის რჩეული და ათენამ მძლავრ მხრებზე
დააფარა ფოჩებიანი ეგისი, თავზე კი დაადგა ღვთაებრივმა ქალღმერთმა ოქროს ღრუბელი, და მის ირგვლივ
დაანთო მოელვარე ცეცხლი. როგორც შორეულ კუნძულზე ბოლი ადის მტრისგან ალყაშემორტყმული
ქალაქიდან და ზეცაში მიდის, მთელი დღე მოქალაქეები არესის საძულველ ომში არიან [210] და იცავენ
საკუთარ ქალაქს, მაგრამ როგორც კი ჩაესვენება მზე, ანთებენ ჩირაღდნებს ერთმანეთის მიყოლებით, მათ
სინათლე მაღლა მიიწევს, რომ მეზობელი კუნძულებიდან დაინახოს ხალხმა და ხომალდებით მოვიდნენ
მტრის მოსაგერიებლად; ასე აქილევსის თავიდან ნათელი ადიოდა ცაში. გალავნიდან გავიდა და დადგა
თხრილის თავზე, ოღონდ აქაველებს არ შერევია, რადგან დედამისის გონივრულ ბრძანებას იცავდა. იქ დადგა
და შესძახა, თავისი ხმა მიუმატა ათენამაც და ტროელებს თავზარი დაეცათ. როგორ სუფთა ხმასაც გამოსცემს
საყვირი, რომელიც გვამცნობს, [220] რომ სასტიკი მტერი მოადგა ქალაქს, ისე სუფთა და მაღალი იყო აიაკოსის
შთამომავლის ხმა. როგორც კი გაიგონეს აიაკოსის შთამომავლის სპილენძის ხმა, თავზარი დაეცა ყველას,
ლამაზფაფრიანმა ცხენებმა ეტლები მოაბრუნეს, გულით იგრძნეს უბედურება. მეეტლეებს კი გული
გაუსკდათ, როდესაც დაინახეს დაუოკებელი და საშინელი ცეცხლი, რომელიც გიზგიზებდა დიდგულოვანი
პელიონის თავზე, — მას აჩაღებდა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა. სამგზის დაიბღავლა მთელი ხმით
თხრილის თავზე ღვთაებრივმა აქილევსმა, სამგზის შეძრწუნდნენ ტროელები და სახელოვანი მოკავშირეები.
[230] და იქ მაშინ თორმეტი საუკეთესო ვაჟკაცი დაიღუპა საკუთარ ეტლებსა და შუბებში. ამასობაში
გახარებულმა აქაველებმა ისრებისა და შუბების შიშის გარეშე გაიყვანეს პატროკლოსი და საკაცეზე დაასვენეს,
საყვარელი მეგობრები ირგვლივ იდგნენ და გლოვობდნენ, მათთან მივიდა ფეხმარდი აქილევსი, ცხარე
ცრემლს ღვრიდა, როდესაც დაინახა ერთგული მეგობარი, რომელიც საკაცეზე იწვა, ბასრი ბრინჯაოთი
დაჩეხილი; კაცი, რომელიც ცხენებით და ეტლით გაგზავნა ომში და უკან დაბრუნება ვეღარ მიულოცა.
დაუღალავი ჰელიოსი ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ [240] გაგზავნა ოკეანოსის ნაკადში და ისიც
უხალისოდ ჩაქრა; მზე ჩაესვენა, ღვთაებრივმა აქაველებმა კი შეწყვიტეს მძლავრი ყიჟინა და მტანჯველი ომი.
ამასობაში ტროელებიც დაბრუნდნენ მძიმე ბრძოლიდან, გამოხსნეს ეტლებიდან სწრაფი ცხენები და,
ვახშამზე არც უფიქრიათ, ისე შეიკრიბნენ საბჭოზე. ფეხზე იდგნენ საბჭოს სხდომაზე, ვერავინ გაბედა,
დამჯდარიყო, ყველა შიშს ჰყავდა ატანილი, რადგან აქილევსი გამოჩნდა, რომელიც ამდენ ხანს არ
მონაწილეობდა სასტიკ ბრძოლაში. პირველმა ლაპარაკი წამოიწყო წინდახედულმა პოლიდამასმა, [250]
პანთოოსის ძემ, ის ერთადერთი იყო, ვინც წარსულსაც ხედავდა და მომავალსაც. ის იყო ჰექტორის მეგობარი,
მასთან ერთად იმავე ღამეს დაბადებული, მაგრამ სჯობდა ლაპარაკში, როგორც ის ბევრად — შუბოსნობაში.
კეთილი განზრახვით ილაპარაკა და ეს თქვა: „კარგად დაფიქრდით, მეგობრებო, მე მოგიწოდებთ, ახლავე
შევიდეთ ქალაქში, ნუ დაველოდებით ღვთაებრივ განთიადს ველზე, ხომალდების წინ; მეტისმეტად შორს
ვართ გალავნიდან. სანამ ეს კაცი განრისხებული იყო ღვთაებრივ აგამემნონზე, მანამ უფრო იოლი იყო
აქაველებთან ბრძოლა. მაშინ მეც მახარებდა მათ სწრაფ ხომალდებთან ახლოს ძილი, [260] რაკი იმედი
მქონდა, რომ ავიღებდით ორივე მხრიდან მოხრილ ხომალდებს. ახლა კი საზარლად მეშინია ფეხმარდი
პელიონისა, იმდენად აღმატებულია მისი ვაჟკაცობა, არ მოისურვებს ველზე დარჩენას, სადაც ახლა
ტროელები და აქაველები თანაბრად ინაწილებენ არესის მძვინვარებას. ახლა ბრძოლა უკვე ქალაქისთვის და
ქალებისთვის იქნება! წავიდეთ ქალაქში, დამიჯერეთ, ასე იქნება! ახლა უკვდავმა ღამემ გააჩერა ფეხმარდი
პელიონი, მაგრამ ხვალაც აქ თუ დავხვდებით, შეიარაღებული დაგვეცემა თავს, ბევრი გაიცნობს მას, [270]
გახარებული შევარდება წმინდა ილიონში, ვინც კი გაასწრებს, დანარჩენ ტროელებს კი ძაღლები და სვავები
შეჭამენ, არ გამეგონოს ასეთი სიტყვა! თუ დაუჯერებთ ჩემს სიტყვებს, თუნდაც მტკივნეული იყოს, ამ ღამით
ჩვენი ძალები აქ, აგორაზე, განვათავსოთ, ქალაქს კი გალავანი და მაღალი კარიბჭე, მისი უზარმაზარი,
გრძელი და კარგად მორგებული კარები იცავს. დილით, გარიჟრაჟზე, შეიარაღებულები და აბჯარასხმულები
დავდგებით კოშკებზე და ვაი მას, ვინც ისურვებს ხომალდებიდან მოსვლას და ქალაქისთვის ჩვენთან
ბრძოლას. [280] ისევ უკან, ხომალდებისკენ გაბრუნდება, როცა თავაწეულ ცხენებს ქალაქის წინ იქით-აქით
ამაო სირბილში ქანცს გაუწყვეტს, მისი ვაჟკაცი სულიც კი ვერ ააღებინებს ქალაქს, უმალ სწრაფი ძაღლების
საკბილო გახდება.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უთხრა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „პოლიდამას, არ მომწონს, რასაც
აქ ლაპარაკობ, როცა გვეუბნები, რომ ისევ უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს ქალაქში. აღარ მოგბეზრდათ კედლებში
გამომწყვდევა?! დრო იყო, როდესაც პრიამოსის ქალაქს ყველა მოკვდავი მიიჩნევდა ბედნიერად,
ოქრომრავლად და სპილენძმრავლად. [290] ახლა სახლებში აღარ დარჩა ძველი სიმდიდრე, ბევრი რამ
გაიყიდა ფრიგიასა და საყვარელ მაიონიაში, როდესაც დიდი ზევსი განვარისხეთ; მაგრამ ახლა, როდესაც
ცბიერი კრონოსის ვაჟმა მომანიჭა გამარჯვების დიდება ხომალდებთან და ზღვას მიაჯაჭვა აქაველები,
უგუნურო, ამ ფიქრებს ხალხს ნუ გააგონებ! არც ერთი ტროელი არ დაგემორჩილება, მე არ დავუშვებ! მოდით,
ახლა, რასაც გეტყვით, ის დაიჯერეთ ყველამ! ახლა ვივახშმოთ რაზმების მიხედვით; არ დაგავიწყდეთ
გუშაგების გამოყოფა და იფხიზლოს ყველამ; [300] თუკი რომელიმე ტროელს თავისი ქონების ბედი აწუხებს,
ერთად მოუყაროს თავი და მოსახმარად ხალხს აჩუქოს, რადგან უკეთესია, მათ გაიხარონ, ვიდრე აქაველებმა.
ხვალ დილით კი, გარიჟრაჟზე, შეიარაღებულებმა და აბჯარასხმულებმა ღრმამუცლიან ხომალდებთან
გავაღვიძოთ მძაფრი არესი! და თუ მართლაც ხომალდებთან აღდგა ღვთაებრივი აქილევსი, მით უარესი
მისთვის! მე არ გავექცევი საზარელ ბრძოლას, არამედ პირისპირ დავუდგები, ან ის მოიხვეჭს დიდ სახელს, ან
მე გავიმარჯვებ. ყველასათვის საერთოა ომის ღმერთი და იმას კლავს, ვინც სხვის მოკვლას აპირებს.“
[310] ასე ილაპარაკა ჰექტორმა და ტროელებმა ყიჟინა დასცეს. უგუნურნი! მათ ხომ გონება წაართვა
ათენა პალასმა. ჰექტორის ნათქვამი მოიწონეს, თუმცა სიავეს ურჩევდა, პოლიდამასისა კი დაიწუნეს, თუმცა
გონივრულ რჩევას იძლეოდა. მიყოლებით ივახშმეს რაზმებმა, ხოლო აქაველები მთელი ღამე მოთქმით
გლოვობდნენ პატროკლოსს. პირველმა პელევსის ძემ დაიწყო გლოვა, კაცისმკვლელი ხელები მკერდზე
დაუწყო მეგობარს, ხშირად და მძიმედ ოხრავდა, როგორც დიდფაფრიანი ლომი, როდესაც ვინმე კაცი,
ირმებზე მონადირე ბოკვერებს მოსტაცებს [320] უსიერი ტყიდან, ის კი, გვიან მოსული, გლოვობს, დაძრწის
გულგახეთქილი, იქნებ კაცის კვალს მიაგნოს და საშინელი მძვინვარება იპყრობს. ასე მძიმედ ოხრავდა და
ეუბნებოდა მირმიდონელებს: „ვაიმე! ლიტონი სიტყვა დამიგდია იმ დღეს, როცა ვამშვიდებდი გმირ
მენოიტიოსს მის სასახლეში; ვუთხარი, რომ ოპუსში დიდებით მოსილ შვილს ჩავუყვანდი, ილიონის
დამაქცევარსა და დიდებულ ნადავლში წილის დამდებს; მაგრამ ზევსი ყველა განზრახვას არ უსრულებს
ადამიანებს! ორივეს ერთნაირად გვიწერია მიწის წითლად შეღებვა [330] აქ, ტროაში, მეც ვერასოდეს
დავბრუნდები და სასახლეში ვერც მოხუცი მხედარი პელევსი მიმიღებს, ვერც დედა თეტისი, ეს მიწა
მიმიღებს. თუ შენს შემდეგ, პატროკლოს, მე უნდა მოგყვე მიწაში, შენ მე არ დაგკრძალავ მანამ, სანამ აქ
დაიდება შენი გულზვიადი მკვლელის, ჰექტორის საჭურველი და თავი. შენი მკვლელობისთვის შურის
საძიებლად შენივე კოცონის წინ თავს მოვკვეთ თორმეტ სახელოვან ტროელ ვაჟკაცს. მანამდე შენ უნდა იწვე
ჩემი მოხრილკიჩოიანი ხომალდის წინ, გარს შემოგეხვევიან მკერდსავსე ტროელი და დარდანელი ქალები,
[340] დღისით და ღამით ცხარე ცრემლით დაგიტირებენ; ჩვენ ორნი ძალით და გრძელი შუბებით
ვიმონებდით მათ, როდესაც მოკვდავი ხალხის ქალაქებს ვიღებდით.“
ეს უთხრა მეგობრებს და უბრძანა მათ ღვთაებრივმა აქილევსმა, ცეცხლზე შეედგათ დიდი სამფეხა,
რათა უსწრაფესად განებანათ პატროკლოსი შედედებული სისხლისგან. მათაც განსაბანი ქვაბი დადგეს
სამფეხაზე და ცეცხლი შეუნთეს, წყალი ჩაასხეს, შეშა შეუწყვეს და ცეცხლი გააჩაღეს. ქვაბის ძირი გაახურა
ცეცხლმა და წყალი გაცხელდა. როდესაც ადუღდა წყალი მოელვარე სპილენძში, [350] სხეული განბანეს და
შეაზილეს ზეითუნის ზეთი, ჭრილობები ამოავსეს ცხრაწლიანი მალამოთი; ლოგინზე დააწვინეს,
გადააფარეს თხელი სელის ზეწარი თავიდან ფეხამდე და ზემოდან მოასხეს თეთრი მოსასხამი. შემდეგ
მთელი ღამე ფეხმარდი აქილევსის ირგვლივ შეკრებილი მირმიდონელები გლოვობდნენ და დასტიროდნენ
პატროკლოსს.
ზევსმა კი უთხრა ჰერას, დასა და მეუღლეს: „შენსას მიაღწიე, ხარისთვალება დედოფალო ჰერა,
წამოაყენე ფეხმარდი აქილევსი, აშკარად შენი ნაშიერნი არიან გრძელთმიანი აქაველები!“
[360] მას უპასუხა მაშინ ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ: „კრონოსის სასტიკო ძეო, რა სიტყვას
ამბობ?! მოკვდავსაც შეუძლია, რაც უნდა, ის გაუკეთოს მეორე კაცს, თუმცა მოკვდავია და ჩემი სიბრძნე არ
გააჩნია; მე კი, რომელიც ქალღმერთებში გამორჩეული ვარ ორივენაირად, დაბადებითაც უფროსი ვარ და შენს
მეუღლედაც ვიწოდები, ხოლო შენ ყველა უკვდავზე მბრძანებლობ, როგორ შემიძლია ტროელებზე ვიდარდო,
როცა მეზიზღებიან ისინი?“
ასე საუბრობდნენ ისინი ერთმანეთში; ვერცხლისფეხება თეტისი კი მივიდა ჰეფესტოსის [370]
მარადიულ, ვარსკვლავურ, უკვდავთა საცხოვრისთაგან გამორჩეულ სასახლეში, რომელიც ბრინჯაოსგან
თავისთვის აიგო კოჭლმა ღმერთმა. ის იპოვა შრომაში ჩაფლული, ოფლიანი ტრიალებდა საბერველთან,
ერთდროულად მუშაობდა ოც სამფეხაზე, რომელიც დაწყობილი ჰქონდა კეთილნაგები სასახლის კედელთან,
თითოეულისთვის ქვემოდან ოქროს ბორბლები ჰქონდა მიმაგრებული, რომ თავისით მიგორებულიყვნენ
უკვდავთა კრებულთან და ისევ სახლში მობრუნებულიყვნენ, საოცარი სანახავი იყო. უკვე დამზადებული
იყო, მხოლოდ ეშმაკურად დამზადებული სახელურები არ ჰქონდა მიმაგრებული და ამისთვის მოქლონებს
ჭედდა. [380] ამ საქმეში იყო ჩართული მთელი თავისი ოსტატობით და შემოქმედებით, როდესაც ახლოს
მივიდა ვერცხლისფეხება ქალღმერთი თეტისი. იგი დაინახა გამოსულმა ბრწყინვალე თავსაკრავიანმა
ქარისმა, სახელგანთქმული კოჭლი ღმერთის უმშვენიერესმა მეუღლემ. მოვიდა, ხელი მოჰკიდა, სახელით
მიმართა და სიტყვა უთხრა: „რამ მოგიყვანა, გრძელკაბიანო თეტის, ჩვენს სახლში? პატივს გცემთ და
გვიყვარხარ, მაგრამ იშვიათად მოსულხარ; ახლა კი ჯერ შემომყევი შინ, რათა გიმასპინძლო.“
ეს თქვა და შინ შეიყვანა ქალღმერთთაგან გამორჩეული. ის დასვა ვერცხლით გაწყობილ
კეთილნაკეთებ, [390] უმშვენიერეს ტახტზე, რომელსაც ქვემოთ ფეხის დასადებიც ჰქონდა. დაუძახა
სახელოვან ოსტატ ჰეფესტოსს და სიტყვა უთხრა: „ჰეფესტოს, მოდი აქ, თეტისს სჭირდები.“
მას მაშინვე უპასუხა ორივე ფეხით კოჭლმა სახელგანთქმულმა ღმერთმა: „მძლავრი და პატივსაცემი
ღმერთი გვყოლია სტუმრად, რომელმაც გადამარჩინა, როდესაც ვიტანჯებოდი დაცემის შემდეგ,
ძაღლთაპირი დედაჩემის გამო, რომელსაც ჩემი დამალვა სურდა, რაკი კოჭლი ვიყავი205, მაშინ ტანჯვას ვერ
გადავიტანდი, რომ არ ჩავეკარი გულში თეტისსა და ევრინომეს206, ირგვლივ მდინარე ოკეანოსის ქალიშვილს;
[400] მათ ცარიელ მღვიმეში ცხრა წელს ვუმზადებდი ბრინჯაოს სამშვენისებს: აბზინდას, სარჭს, სამაჯურს,
ყურსაკიდს, ყელსაბამს; ირგვლივ კი მიედინებოდა აქაფებული ვრცელი ოკეანოსი. იქ არც რომელიმე ღმერთს
დავუნახივარ, არც რომელიმე მოკვდავ ადამიანს, ჩემი იქ ყოფნის ამბავი მხოლოდ ჩემმა გადამრჩენელმა
თეტისმა და ევრინომემ იცოდნენ. ახლა იგი სახლში მეწვია, მე ყველანაირად უნდა ვცე პატივი თეტისს, ჩემს
ლამაზნაწნავებიან მხსნელს. წინ დაუწყვე უმშვენიერესი საჩუქრები, სანამ მე დავალაგებ ჩემს საბერველებს
და იარაღებს.“

205
ჰომეროსისთვის ჰეფესტოსი დაბადებიდანმე კოჭლი იყო; დედამისს, ჰერას, რცხვენოდა შვილის კოჭლობა და
იგი ოლიმპოსიდან მოისროლა. მანამდე ჰეფესტოსი, სხვათა შორის, დედის გამოსარჩლებისთვის, უკვე მოსროლილი
ჰყავდა ოლიმპოსიდან ზევსს (შდრ. „ილიადა“, პირველი სიმღერა). შემდგომ ხანებში ჰეფესტორის კოჭლობა სწორედ მის
ამ მოსროლებს დაუკავშირდა.
206
ევრინომე — ოკეანოსისა და ტიტან ტეთისის ქალიშვილი, ზღვის ქალღმერთი.
[410] ეს თქვა და გრდემლიდან წამოიმართა მძლავრი გოლიათი; კოჭლობით, მაგრამ საკმაოდ
მკვირცხლად დაიძრა სუსტი ფეხებით. საბერველი ჩამოხსნა ცეცხლიდან, ყველა იარაღი, რომელსაც
ხმარობდა, ჩააწყო ვერცხლის ზანდუკში. სველი ღრუბლით გაიწმინდა სახე და ხელები, ძლიერი კისერი და
ბანჯგვლიანი მკერდი; ჩაიცვა ქიტონი, ხელში აიღო სქელი კვერთხი, სამჭედლოდან გამოვიდა კოჭლობით,
ეყრდნობოდა ოქროსგან ნაკეთებ ცოცხალი ქალწულების მსგავს მოახლეებს, რომლებიც თან ახლდნენ
პატრონს, ისინი აზროვნებენ და ლაპარაკობენ, [420] უკვდავი ღმერთებისგან კი იციან, რა უნდა აკეთონ. ისინი
გვერდით მოუყვებოდნენ პატრონს, ის კი ნელა მივიდა იქ, სადაც თეტისი იყო და თავადაც დაჯდა
ბრწყინვალე ტახტზე; ხელი მოჰკიდა, სახელით მიმართა და უთხრა: „რამ მოგიყვანა, გრძელკაბიანო თეტის,
ჩვენს სახლში? პატივს გცემთ და გვიყვარხარ, მაგრამ იშვიათად მოსულხარ; მითხარი, რას ფიქრობ? გული
მეუბნება, რომ თუ შევძლებ, უნდა შევასრულო, თუ შეიძლება შენი თხოვნის შესრულება.“
ცრემლების ღვრით უპასუხა შემდეგ თეტისმა: „ჰეფესტოს, თუ გეგულება ვინმე ოლიმპოსელ
ქალღმერთთაგან, [430] რომლისთვისაც ამდენი ტანჯვა მიეყენებინოს ვინმეს, რამდენიც მე მარგუნა კრონოსის
ძე ზევსმა?! ზღვის ქალღმერთებიდან ხომ მე ერთადერთი ვარ, რომელიც ადამიანს დამამორჩილა, აიაკოსის207
ძე პელევსს, მასთან გამაზიარებინა სარეცელი, თუმცა ეს სრულიად არ მინდოდა. საბრალოს სიბერის სიმძიმე
ტანჯავს სასახლეში, იქ წევს; თუმცა ახლა მე სულ სხვა სადარდებელი მაქვს, — ვაჟი გამიჩნდა და გავზარდე
მძლავრი შვილი, გმირებში გამორჩეული, ხის ტოტივით სწრაფად აისხა ტანი; მე მას ვუვლიდი, როგორც ხეს
ძვირფას ბაღში და შემდეგ გავგზავნე მოხრილკიჩოიანი ხომალდებით ილიონში [440] ტროელებთან
საბრძოლველად, მაგრამ ვერასოდეს ვეღარ მივიღებ მას სამშობლოში და პელევსის სასახლეში
დაბრუნებულს. სანამ ცოცხალი მყავს და სანამ მზის სინათლეს ხედავს, იტანჯება, მე კი მივდივარ და მაინც
ვერაფრით ვეხმარები. ქალწული, რომელიც აქაველთა შვილებმა ჯილდოდ მისცეს, ხელიდან გამოსტაცა
მძლავრმა აგამემნონმა. ამ ქალის გამო დამწუხრდა გმირი. ამასობაში, ტროელებმა აქაველები ხომალდების
კიჩოებთან მიამწყვდიეს და გაქანების საშუალება არ მისცეს. ჩემს შვილს ევედრებოდნენ არგოსელი მოხუცები
და უამრავ საჩუქარს ჰპირდებოდნენ. [450] უარი უთხრა, არ დაიხსნა განსაცდელისგან, მაგრამ პატროკლოსს
მისცა საკუთარი აღჭურვილობა, ომში გაგზავნა და უამრავი ხალხი გააყოლა. მთელი დღე იბრძოდნენ სკაიის
კარიბჭესთან და უცილობლად დაეცემოდა ქალაქი, აპოლონს რომ არ დაეღუპა მენოიტიოსის მძლავრი ვაჟი,
პირველ რაზმებში მებრძოლი რომ არ მოეკლა და ჰექტორისთვის სახელი არ მოეხვეჭა. აი, ამან მომიყვანა და
მუხლმოდრეკილი გევედრები, ჩემს შვილს, რომელსაც ისედაც ორიოდე დღის სიცოცხლე დარჩენია, მისცე
ფარი და მუზარადი, კოჭთან შესაკრავიანი ლამაზი საბარკული და [460] აბჯარი, რადგან თავისი დაუკარგა
ტროელთაგან დაცემულმა ერთგულმა მეგობარმა. ჩემი შვილი ახლა მიწაზე წევს და გლოვობს!“
მას მაშინ უპასუხა სახელგანთქმულმა კოჭლმა ღმერთმა: „ნუ გეშინია და ნურაფრის დარდი ნუ
გექნება. ნეტავ შემეძლოს, ისე დავუმალო სიკვდილსა და მძლავრ ბედისწერას, რომელიც მიადგება, როგორც
ის შემიძლია, რომ შესანიშნავი საჭურველი დავუმზადო, რომელიც ყველა ადამიანს განაცვიფრებს, ვინც კი
დაინახავს.“
ეს თქვა და დასტოვა, მიუბრუნდა თავის საბერველებს. ცეცხლისკენ მოაბრუნა ისინი და მუშაობა
უბრძანა. [470] ერთად დაუბერა ოცივე საბერველმა სადნობ ტიგელს, ყოველი მხრიდან სული ჩაუდგეს
ცეცხლის სათანადოდ მაღალ ალს, ხან უფრო მძვინვარედ, ხან უფრო მშვიდად, იმის მიხედვით, თუ როგორ
სურდა ჰეფაისტოსს ან საქმე როგორც მოითხოვდა. ამასობაში ჩააგდო ცეცხლში მტკიცე სპილენძი, და თხელი
და ძვირფასი ოქრო და ვერცხლი; შემდეგ კუნძზე დაამაგრა დიდი გრდემლი, ხელში აიღო მძლავრი ურო,
მეორეთი კი მარწუხები.
ჯერ გააკეთა„ დიდი და მტკიცე ფარი, ყოველმხრივ მორთული, ირგვლივ დაურთო მოელვარე [480]
სამმაგი სალტე და მიამაგრა ვერცხლით გაწყობილი ღვედი. ხუთი ფენა შეადგენდა ფარს და ვრცელ წრეზე
მრავალი რამ გამოსახა დიდი ოსტატობით. იქ წარმოადგინა დედამიწა, ზეცა და ზღვა, დაუღალავი მზე და

აიაკოსი — ზევსისა და ეგინას ძე. ენდეისთან ერთად მას შეეძინა ტელამონი (აიას დიდისა და ტევკროსის მამა)
207

და პელევსი (აქილევსის მამა), ხოლო ნერევსის ასულ ფსამათესთან ერთად – ვაჟი ფოკოსი, რომელსაც აიაკოსი
უპირატესობას ანიჭებდა. მისი შეშურდათ ნახევარძმებს და ასპარეზობისას მოკლეს, როს გამოც მამამ ისინი ეგინიდან
გააძევა.
სავსე მთვარე, ყველა თანავარსკვლავედი, რომელიც ზეცას ამშვენებს, პლეადები208, ჰიადები209 და ორიონის
ძალა210, არქტოსი211, რომელსაც მოკვდავებმა „ეტლიც“ უწოდეს, რომელიც ორიონს გაურბის და ოკეანოსში
არასოდეს განიბანება. [490] იქვე წარმოადგინა მოკვდავი ხალხის ორი ულამაზესი ქალაქი. ერთში ქორწილები
იყო და ნადიმები, პატარძლები გამოჰყავდათ საძინებლებიდან ანთებული ჩირაღდნებით, ქალაქში
მიჰყავდათ და საქორწინო სიმღერებს უმღეროდნენ. ყმაწვილი კაცები საცეკვაო ფერხულში ებმებიან, მათ
ირგვლივ ისმის ფლეიტებისა და ლირების მხიარული ხმა; ქალები კი ზღურბლზე დგანან და შეჰხარიან მათ.
აგორაზე უამრავი ხალხია თავმოყრილი, იქ კამათია, ორი კაცი კამათობს მოკლული კაცის სისხლის ფასზე;
ერთი ამტკიცებდა, ყველაფერი მივეციო [500] და ხალხს არწმუნებდა, მეორე კი უარობდა, არაფერი მიმიღიაო.
ორივეს სურს, შუამავალმა დაასრულოს მათი კამათი, ხალხი ყაყანებს ორივე მხარეს, თავის კაცს ემხრობა;
მაცნეები ახშობენ მათ ხმაურს, ხოლო მოხუცები სხედან გაპრიალებულ ქვებზე წმინდა წრეზე, კვერთხს
იღებენ ხელში მძლავრხმიანი მაცნეებისგან; ფეხზე დგებიან და თავის განაჩენს აცხადებენ. მათ შორის დევს
ორი ოქროს ტალანტი იმ მსაჯულისთვის, რომელიც უფრო სამართლიან სიტყვას იტყვის.
მეორე ქალაქს მოელვარე საჭურვლიანი ორი ლაშქარი [510] ჰქონდა გარშემორტყმული, მტერი
პირობას უყენებდა მოქალაქეებს: ან გაუყოფდნენ მთელს სიმდიდრეს, რაც ქალაქში ჰქონდათ, ან, ნებით თუ
არ დათმობდნენ, ძალით მოუსპობდნენ ქალაქს. ქალაქი არ თმობდა და საიდუმლო ჩასაფრებისთვის
ემზადებოდა. გალავანს საყვარელი ცოლები, ჩვილი ბავშვები და სიბერეს მიღწეული კაცები იცავდნენ;
დანარჩენები გარეთ გამოდიან, მათ მოუძღვებიან არესი და ათენა პალასი, ორივე ოქროსი, ოქროს
ტანსაცმლით, ლამაზები და დიდები, აბჯარასხმულები, თვალშისაცემი, ნამდვილი ღმერთები! ხალხი უფრო
პატარა იყო. [520] როდესაც მივიდნენ იქ, სადაც ჩასაფრებას აპირებდნენ, მდინარის პირას, სადაც ყველა
ცხოველისთვის სარწყულებელი ადგილი იყო, იქ დაიმალნენ, კაშკაშა ბრინჯაოთ დაფარულები. მათი ორი
მზვერავი ხალხისგან მოშორებით იჯდა და აკვირდებოდა, ხომ არ გამოჩნდებოდა ცხვრის ფარა ან ხარების
ჯოგი. მალე გამოჩნდა ჯოგი, ორი მწყემსი მოუძღვებოდა, სალამურზე უკრავდნენ და მზაკვრობას არ
ელოდნენ. ჩასაფრებულებმა დაინახეს თუ არა, თავს დაესხნენ, სწრაფად გაწყვიტეს ხარების ჯოგიც, თეთრი
ცხვრების ფარაც და მწყემსებიც მიაყოლეს. [530] მეორე ლაშქარს მისწვდა ჯოგიდან წამოსული ხმაური,
როდესაც საბჭოზე იყვნენ შეკრებილნი, სასწრაფოდ მოასხდნენ ჩორთით მორბენალ ცხენებს, გააჭენეს და
სწრაფად მიადგნენ ადგილს. დადგნენ და მდინარის პირას ომი გამართეს, ერთმანეთს ესვრიან ბრინჯაოს
შუბებს. იქ არის სიძულვილი, განგაში და დამღუპველი სიკვდილი, ერთი უჭირავს ცოცხალი, ახალი
დაჭრილი, მეორე — ჯერ უვნებელი, მესამეს, უკვე მკვდარს, შუა ომში ფეხებით მიათრევს; სამოსი მხრებზე
მოთხვრილია მოკვდავთა სისხლით. ცოცხალი ხალხივით იბრძოდნენ ისინიც, ერთად თავმოყრილნი, [540]
და ერთმანეთის დაცემულ ცხედრებს მიათრევდნენ.
ფარზე გამოსახა ასევე ახალმოხნული ვრცელი მიწა, ნაყოფიერი ყანა, მასზე უამრავ მხვნელს უღელში
შებმული ხარებით ხნული გაჰყავდა იქით და აქეთ. როდესაც მობრუნდებოდნენ და ყანის მიჯნას
მიაღწევდნენ, კაცი მოვიდოდა და ხელში მისცემდა თაფლივით ტკბილი ღვინით სავსე თასს, ისინიც
მობრუნდებოდნენ და გაჰყვებოდნენ ახალ ხნულს, რომ ისევ სახნავის მიჯნამდე მისულიყვნენ. მათ უკან
შავად ჩანდა მოხნული მიწა, თუმცა ოქროსი იყო, აი, ასეთი საოცრება გამოსჭედა.
[550] შემდეგ გამოხატა სამეფო მამული, იქ დაქირავებული მიწის მუშები ბასრი ნამგლებით მოსავალს
იღებდნენ. აქ ნამკალი უწყვეტ რიგებად ეცემა მიწაზე, შემკვრელები კი ჩალიჩებით ძნებად კრავენ. სამი
შემკვრელი მიჰყვება მკალავს, მათ უკან ბავშვები აგროვებენ ნამკალს და აწვდიან შემკვრელებს
დაუსრულებლად; მეფე დგას მდუმარედ, კვერთხი უჭირავს და დგას სამკალთან გახარებული გულით. შორს
მაცნეები მუხის ქვეშ ვახშამს ამზადებენ, ამზადებენ დიდ ხარს, რომელიც დაკლეს; ხოლო ქალები ხორცს [560]
თეთრ ქერს მოაყრიან, რომ მუშებს ვახშამი გაუმზადონ.

208
პლეადები — თანავარსკვლავედი; ბერძნულ მითოლოგიაში ცხრავარსკვლავიანი ოჯახი, რომელშიც
შედიოდნენ მშობლები (ატლასი და პლეიონე) და შვიდი და (ალკიონე, ელექტრა, მაია, მეროპე, ტაიგეტა, კელაინო და
სტეროპე).
209
ჰიადები — თანავარსკვლავედი, ატლასისა და პლეიონეს ქალიშვილები.
210
ორიონი — პოსეიდონისა და ევრიალეს ძე, დიდი მონადირე, რომელიც პოსეიდონმა თანავარსკვლავედად
აქცია მას შემდეგ, რაც არტემისმა მოკლა თავისი ისრით.
211
არქტოსი — დიდი დათვის თანავარსკვლავედი.
ასევე გამოხატა ვაზით დამძიმებული დიდი და ლამაზი ოქროს ვენახი; ყურძენი შავად მოსჩანდა,
ხოლო ვაზი მიჰყვებოდა ვერცხლის სარებს. ვენახის ახლოს ლურჯი მინანქრის თხრილი გააკეთა, ირგვლივ
კი თხელი მესერი შემოავლო, ერთადერთი ბილიკი მიდიოდა ვენახისკენ, რომლითაც რთველში მკრეფავები
დადიოდნენ. გაუთხოვარ გოგონებსა და უცოლშვილო ბიჭებს დაწნული კალათებით მოჰქონდათ თაფლივით
ტკბილი ნაყოფი. მათ შორის ბიჭი წკრიალახმიან ფორმინქსზე [570] საამურად უკრავდა და ლინოსს
უმღეროდა ნატიფი ხმით, ისინიც სიმღერით, ცეკვით, ჟრიამულითა და ფეხების ბაკუნით მიჰყვებოდნენ.
იქვე გამოხატა სწორრქიანი საქონლის ჯოგი. ძროხები ზოგი ოქროთი გამოიყვანა და ზოგიც კალით;
ისინი ხალისით გამორბიან ნეხვიდან საძოვარზე, ხმაურიანი მდინარის პირას, მაღალი ლერწმების ბარდთან.
ნახირს მოჰყვება ოთხი ოქროს მენახირე და ცხრა ფეხმარდი ქოფაკი; მაგრამ ორი საზარელი ლომი თავს ეცემა
ნახირის პირველ რიგებს, [580] იჭერენ ხარს, რომელიც საშინლად ბღავის, როცა მიათრევენ; ძაღლები და
ყმაწვილი კაცები დაედევნებიან. ლომებმა დააგდეს ხარი, გააძვრეს უზარმაზარი ტყავი, შიგანი და შავი
სისხლი შეთქვლიფეს, მწყემსები კი ამაოდ დაძრწიან და სწრაფ ძაღლებს აქეზებენ; მაგრამ ისინი ვერ ბედავენ,
რომ ლომებს კბილი ჩაასონ, მიუახლოვდებიან, დაუყეფენ და უკან გამოიქცევიან.
შემდეგ გააკეთა საძოვარი სახელგანთქმულმა კოჭლმა ღმერთმა, ვერცხლისსაწმისიანი ცხვრებით
სავსე ლამაზი ხეობა, ბოსელი, ფარეხი და გადახურული კარვები.
[590] შემდეგ სახელგანთქმულმა ორივე ფეხით კოჭლმა ღმერთმა სხვადასხვა ფერით გამოხატა
საცეკვაო მოედანი, როგორიც ოდესღაც ვრცელ კნოსოსში დაიდალოსმა212 აუგო ლამაზნაწნავებიან
არიადნეს213. იქ ყმაწვილები და მრავალი ჯოგის ფასის ქალწულები თავდავიწყებით ცეკვავდნენ
ხელიხელჩაჭიდებულები. გოგონებს ეცვათ სელის თხელი კაბები, ვაჟებს კი ზეითუნის ზეთით
გაპრიალებული ტილოს ქიტონები; გოგონებს ლამაზი გვირგვინები ადგათ თავს, ბიჭებს ოქროს ხანჯლები
ამშვენებთ, ვერცხლის სამხარიღლიე ღვედით გადაკიდებული. ისინი ისე იოლად ბზრიალებდნენ გაწაფული
ფეხებით, [600] როგორც მექოთნე აბრუნებს ხელით თავის ბორბალს, როცა ამოწმებს, როგორ ტრიალებს.
ცეკვაში ხანდახან რიგებს ქმნიდნენ და რიგები კვეთდნენ ერთმანეთს. მოცეკვავეთა გუნდს გარს შემორტყმია
ბედნიერ მაყურებელთა მთელი სიმრავლე. ორი მოხტუნავე ტრიალებდა მათ შორის, როგორც ცეკვა-თამაშის
წამომწყებები.
იქვე წარმოადგინა მდინარე ოკეანოსის დიდი ძლიერება, რომელიც მაგრად ნაჭედ ფარი ზედა
ფერსოთი შეკრა.
როგორც კი გაამზადა დიდი და მტკიცე ფარი, [610] შემდეგ გამოჭედა ცეცხლის ალზე უფრო მოელვარე
აბჯარი, შექმნა აქილევსის საფეთქლებზე გათვლილი მტკიცე მუზარადი, მშვენიერი და მორთული, დაადგა
ოქროს ჯიღა; დრეკადი კალისგან გამოჭედა საბარკულები. და როდესაც მთელი აღჭურვილობა დაამზადა
სახელგანთქმულმა ორივე ფეხით კოჭლმა ღმერთმა, აიღო და აქილევსის დედას დაუწყო წინ. და ისიც
ქორივით დაეშვა თოვლიანი ოლიმპოსიდან, მიჰქონდა ჰეფესტოსის ნაჩუქარი ელვარე საჭურველი.

212
დაიდალოსი — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, უდიდესი მხატვარი, მშენებელი და გამომგონებელი,
რომელმაც მრავალი ხელსაწყო გამოიგონა, შექმნა საფრენი აპარატი, ააგო ლაბირინთი კუნძულ კრეტაზე და ა.შ.
213
არიადნე — მინოსისა და პასიფაეს ასული; ფედრასა და მინოტავრის და; აიეტისა და კირკეს დისშვილი,
მედეას მამიდაშვილი. არიადნეს მიერ მიცემული გორგლის დახმარებით თეზევსმა მინოტავრის მოკვლის შემდეგ
ლაბირინთიდან გამოაღწია.
მეცხრამეტე სიმღერა

რისხვის დასრულება
ყვითელკაბიანი ეოსი ოკეანოსის ტალღებიდან ამოვიდა, რათა უკვდავებისა და მოკვდავებისთვის
სინათლე მოეტანა. თეტისი ხომალდებთან მივიდა და ღმერთის საჩუქრები მიიტანა. იქ იპოვა საყვარელი
შვილი — პატროკლოსის ცხედარს ხმამაღლა დასტიროდა, უამრავი მისი მეგობარი იდგა და გლოვობდა. მათ
შორის დადგა გამორჩეული ქალღმერთი, ხელი ჩასჭიდა, სახელით მიმართა და უთხრა: „ჩემო შვილო,
ვგლოვობთ ამ კაცზე, მაგრამ დავტოვოთ, იწვეს, უპირველეს ყოვლისა, ღმერთების ნებით დაეცა იგი. [10] შენ
კი მიიღე ჰეფესტოსისგან სახელგანთქმული, უმშვენიერესი საჭურველი, როგორიც მხრებზე არ მოუსხამს ჯერ
არც ერთ ადამიანს.“
ასე თქვა და წინ დაუწყო ქალღმერთმა აქილევსს საჭურველი და მან თავისი ბრწყინვალებით დიდი
ხმა გამოსცა. ცახცახმა აიტანა ყველა მირმიდონელი, ვერავინ გაბედა, პირდაპირ შეეხედა, ყველას ეშინოდა;
მაგრამ აქილევსი რისხვით აღივსო, როგორც კი შეხედა, ქუთუთოებს ქვეშ თვალებში ცეცხლი აენთო, ხელში
აიღო ღმერთის ბრწყინვალე საჩუქრები და გაიხარა; მაგრამ როდესაც გული იჯერა ოსტატურად ნაკეთები
საჭურვლის ყურებით, [20] მაშინვე დედას მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „დედა, ეს იარაღი ღმერთმა მომცა,
ასეთ რამეს მხოლოდ ღმერთი თუ შექმნიდა, ადამიანი ამას ვერ შეძლებდა. ახლა აბჯარი უნდა ავისხა, მაგრამ
მეტად მეშინია, ამასობაში მენოიტიოსის მამაც ვაჟს ბუზები არ დაეხვიონ ბრინჯაოთი მიყენებულ
ჭრილობებზე, ჭიები არ წარმოშვან, არ წაბილწონ ცხედარი, სიცოცხლე ისედაც აღარ არის მასში, სხეული
მაინც არ წახდეს!“
მას უპასუხა ვერცხლისფეხება ქალღმერთმა თეტისმა: „შვილო, ეგ დარდი გულში ნუ გექნება. [30] მე
დავიცავ მას ულმობელი მწერებისგან, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ ადამიანებს არ ასვენებენ. თუნდაც
მთელ წელიწადს იწვეს, მისი სხეული ძველებურად იქნება, ან უკეთესადაც. შენ კი აგორაზე მოუხმე
აქაველებს, აგამემნონზე, ხალხთა მწყემსზე რისხვა შეწყვიტე, საომრად სწრაფად აღიჭურვე და მძვინვარება
მოისხი.“
ასე თქვა, ძალა და დიდი ვაჟკაცობა ჩაუნერგა, პატროკლოსს კი ამბროსია და წითელი ნექტარი
დააწვეთა ნესტოებზე, რათა სხეული უვნებელი ყოფილიყო; [40] ხოლო ღვთაებრივი აქილევსი ზღვის ნაპირას
ავიდა, საზარლად ყვიროდა და მოუწოდებდა აქაველ გმირებს. და ის ხალხიც კი, რომელიც საბჭოს კრებებზე
არასოდეს მონაწილეობდა, მესაჭეები და ხომალდის ხალხი: მეურნეები, მსახურები, პურის დამრიგებლები,
ყველანი მივიდნენ აგორაზე, რადგან აქილევსი გამოჩნდა, რომელიც მეტისმეტად დიდხანს არ
მონაწილეობდა ბრძოლაში. კოჭლობით მოვიდა არესის ორი მსახური214, ტიდევსის ბრძოლაში მედგარი ძე და
ღვთაებრივი ოდისევსი; შუბებს ეყრდნობოდნენ, რადგან ჯერაც აწუხებდათ ჭრილობის ტკივილები; [50]
მოვიდნენ და საბჭოში პირველ რიგებში დასხდნენ. ბოლოს მოვიდა ხალხთა ბელადი აგამემნონიც, ისიც
დაჭრილი, ფიცხელ ბრძოლაში ხომ ანტენორის ძე კოონმა ჩასცა ბრინჯაოს შუბი.
და როდესაც ყველა აქაველმა ერთად მოიყარა თავი, წამოდგა ფეხმარდი აქილევსი და ბრძანა:
„ატრევსის ძეო, ჩვენთვის ორივესთვის უკეთესი იქნებოდა, არ მოვქცეულიყავით ასე, როდესაც მწუხარე
გულით გულისმომკვლელ განხეთქილებამდე მივედით ქალიშვილის გამო. ნეტავ ხომალდზე ისრით მოეკლა
ის ქალი არტემისს [60] იმ დღეს, როდესაც ლირნესოსი დავაქციე და წამოვიყვანე. ამდენი აქაველი კბილებით
მიას არ შეჭამდა, არ დაეცემოდა ტროელთა ხელით, სანამ მე ჯიუტად ვმრისხანებდი. ჰექტორისა და
ტროელებისთვის იყო ეს სასარგებლო, აქაველებს კი დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩვენი განხეთქილების
ამბავი. რაც მოხდა, მოხდა, დავივიწყოთ, თუნდაც გული გვეთანაღრებოდეს, ამაყი გული მკერდში
დავიცხროთ, როგორც აუცილებლობა გვკარნახობს. მე ვწყვეტ მრისხანებას, აღარ მჭირდება მარადიული
ბრაზი მქონდეს გულში! შენ ახლა სასწრაფოდ ომისკენ მოუწოდე გრძელთმიან აქაველებს, [70] უნდა ვცადო
და დავუპირისპირდე ტროელებს, ნეტავ კიდევ ფიქრობენ ხომალდებთან ღამეების თენებას?! მე ასე მგონია,
თითოეული მათგანი სიხარულით გაგვეცლება და მუხლს მოიყრის, დამღუპველ ომს და ჩვენს შუბებს თუ
გადაურჩება.“

214
არესის მსახური — მეომარი, ომის ღმერთის მსახური.
ასე თქვა და გაიხარეს ლამაზსაბარკულიანმა აქაველებმა, რომ დიდგულოვანმა პელიონმა რისხვაზე
უარი თქვა. მათ კი მიმართა ხალხთა მეუფე ბელადმა აგამემნონმა თავისი ადგილიდან, არ წამომდგარა მათ
შორის: „მეგობრებო, არესის მსახურო, გმირო დანაელებო, წამომდგარს უნდა უსმინოთ, არ შეიძლება [80]
სიტყვის გაწყვეტინება, ეს გამოცდილ მჭევრმეტყველსაც შეუშლიდა ხელს. ხალხის ყაყანში როგორ გაიგონებ,
რას ამბობს გამომსვლელი? ჩაიხშობა ყველაზე ხმამაღლა მოლაპარაკის ხმაც. მე უნდა მივმართო პელევსის
ძეს, ხოლო თქვენ, აგროსელებო, ჩემს სიტყვას კარგად ჩაუკვირდით თითოეული. ხშირად მეუბნებოდნენ ამ
სიტყვას აქაველები და მკიცხავდნენ კიდეც, თუმცა მე კი არ ვარ დამნაშავე, არამედ ზევსი, ბედისწერა და
წყვდიადში მოარული ერინისი, რომლებმაც საბჭოზე გულში ჩამიდეს ველური სიგიჟე იმ დღეს, როდესაც
თვითონ წავართვი ჯილდო აქილევსს. [90] რა უნდა მექნა? სიგიჟემ, ქალღმერთმა ატემ215, მოაწყო ყველაფერი!
ატე კი ზევსის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ყველას დაუნდობლად აბრმავებს. მისი ნაზი ფეხები მიწას
არც ეხება, პირდაპირ ადამიანთა გონებაზე დადის, აზიანებს მას და მახეში აბამს ხალხს. თავის დროზე
ზევსიც კი დააბრმავა, თუმცა ის ყველა ადამიანზე და ღმერთზე უკეთესად მიიჩნევა, ისიც კი ჰერამ, თუმცა
ქალია, ცბიერებით გააცურა იმ დღეს, როდესაც ჰერაკლესის ძალა უნდა ეშვა ალკმენეს კეთილგალავნიან
თებეში. [100] ზევსი ზვიადად მიმართავდა ყველა ღმერთს: „მისმინეთ ყველამ, ღმერთებო და ქალღმერთებო,
რადგან უნდა გითხრათ, რასაც მკერდში გული მკარნახობს; დღეს მშობიარეთა დამხმარე ეილეითია სამყაროს
მოუვლენს კაცს, რომელიც მის ირგვლივ მხცოვრებლებზე იმეფებს, როგორც იმ კაცთა მოდგმის
წარმომადგენელი, რომელთაც ჩემი სისხლი აქვთ.“
მას ცბიერად უპასუხა დედოფალმა ჰერამ: „ტყუილია, არასოდეს ასრულებ მიცემულ სიტყვას! მოდი,
ოლიმპოსელო, დაიფიცე ახლა ძლიერი ფიცით, რომ უნდა იმეფოს მეზობლებზე იმან, [110] ვინც დღეს
დაიბადება ქალის ფეხებს შორის იმ ადამიანებისაგან, რომლებიც შენი სისხლისანი არიან.“
ასე ბრძანა, ზევსი ვერ ჩაწვდა მის სიცბიერეს და დაიფიცა დიდი ფიცით, რაზეც შემდგომ ინანა. ჰერამ
იმავწამს ისკუპა ოლიმპოსიდან, სასწრაფოდ მიაშურა აქაიას და არგოსს, სადაც იცოდა, რომ სთენელოსის,
პერსევსის ძის, ძლიერი მეუღლე შვიდი თვის ორსულად იყო და ბიჭს ელოდებოდა. ის მოუვლინა სამყაროს,
თუმცა დღენაკლული იყო, ალკმენეს მშობიარობა კი შეაყოვნა და ეილეითია შეაფერხა. [120] შემდეგ თავად
მივიდა და ამცნო კრონიოსს: „მამა ზევსო, კაშკაშა ელვისმტყორცნელო, სიტყვა უნდა გითხრა: კარგი კაცი
დაიბადა, რომელმაც უნდა იმეფოს არგოსელებზე, — ევრისთევსი, სთენელოსის, პერსევსის ძის, ძე, შენი
მოდგმისა; ცუდად არ იმეფებს არგოსელებზე.216“
ასე თქვა და ღრმად განიცადა მძაფრი ტკივილი ზევსმა, იმავწამს ჩაავლო ხელი ბრწყინვალე
კულულებიან ატეს განრისხებული გულით და დიდი ფიცით დაიფიცა, რომ ვერასოდეს ვერც ოლიმპოსს,
ვერც ვარსკვლავებიან ზეცას ვერ ეწვევა ატე, რომელიც ყველას თვალს უბრმავებს. [130] ასე თქვა, ჩაავლო
ხელი და მოისროლა ვარსკვლავიანი ზეციდან და ადამიანთა მოხნულ მიწაზე აღმოაჩინა217. მის გამო მუდამ
ოხრავდა, როგორც კი საყვარელ შვილს დაინახავდა, სამარცხვინო საქმეს რომ აკეთებდა ევრისთევსის
დავალებით. მეც ასე ვიყავი: მუზარადმოელვარე დიდი ჰექტორი არგოსელებს მუსრს ავლებდა ხომალდების
კიჩოებთან, მე კი ვერ ვივიწყებდი სიგიჟეს, რომელმაც თვალი დამიბრმავა; მაგრამ რაკი გავგიჟდი და გონება
წამართვა ზევსმა, ახლა მსურს გამოვასწორო ყველაფერი და გაძლევ აურაცხელ გამოსასყიდს; თავადაც
აღიძარი ბრძოლისთვის და სხვა ხალხსაც მოუწოდე! [140] ყველაფერს გჩუქნი, რასაც დაგპირდა გუშინ
კარავში მოსული ღვთაებრივი ოდისევსი. თუ გსურს, მოიცადე, თუმცა არესისკენ მიგიწევს გული, მსახურები
ყველა საჩუქარს ჩემს ხომალდზე შეკრებენ და მოგიტანენ, რომ ნახო, რას გჩუქნი, რომ გასიამოვნო.“

215
ატე — ზევსის ასული, ბოროტების, შეცდომის, განადგურებისა და სიგიჟს ქალღმერთი.
216
ევრისთევსი, სთენელოსის, პერსევსის ძის, ძე, შენი მოდგმისა; ცუდად არ იმეფებს არგოსელებზე — ზევსისა
და დანაეს ძეს, პერსევსს, სამი ვაჟი ჰყავდა: სთენელოსი, ალკეოსი და ელექტრიონი. ალკეოსს შეეძინა ამფიტრიონი,
ელექტრიონს კი ალკმენე. ამფიტრიონმა ცოლად შეირთო ბიძაშვილი ალკმენე. ალკმენეს ზევსისგან უნდა შეძენოდა
ჰერაკლესი. რომ უზრუნველეყო თავისი ვაჟის ბატონობა, ზევსმა აღთქმა დადო, რომ მთელ ძალაუფლებას პერსევსის იმ
შთამომავალს გადასცემდა, რომელიც ამ აღთქმის დადების შემდეგ პირველი დაიბადებოდა. ჰერამ მზაკვრულად ისე
მოაწყო საქმე, რომ ევრისთევსი, სთენელოსის ძე, შვიდთვიანი დაიბადა და პირველი აღმოჩნდა. სწორედ ევრისთევსის
სამსახურში ჩაიდინა ჰერაკლესმა თავისი სახელგანთქმული თორმეტი გმირობა.
217
ადამიანთა მოხნულ მიწაზე აღმოაჩინა — ზევსის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ატე ღმერთებს ვერ
შეეხებოდა და თავისი ძალა მხოლოდ ადამიანებზე შეეძლო გამოეცადა.
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ატრევსის ძეო, სახელგანთქმულო კაცთა ბელადო აგამემნონ,
გნებავს, მომეცი საჩუქრები, როგორც წესია, გნებავს დაიტოვე! ჩვენ ახლა ომის ჟინი გავიხსენოთ
დაუყოვნებლივ, არ არის საჭირო აქ უქმად დგომა და [150] დაყოვნება, დიდი საქმე გვაქვს გასაკეთებელი!
ხალხს შეუძლია კიდევ ერთხელ ნახოს აქილევსი პირველებს შორის, თუ როგორ დაერევა ბრინჯაოს შუბით
ტროელთა რაზმებს და მის მსგავსად ყველა შეებრძოლოს თავის მოწინააღმდეგეს!“
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „დიდი მეომარი ხარ, ღვთისდარო აქილევს, მაგრამ ასე მშივრებს
ნუ მოუწოდებ ილიონისკენ აქაველთა შვილებს, რომ ტროელებს შეებრძოლონ, რადგან ცოტა დრო როდი
დასჭირდება ბრძოლას, როდესაც ხალხი შეასკდება მეომართა მთელ რაზმებს და ღმერთი ორივე მხარეს
სიმამაცეს შთაბერავს. [160] ჯერ უბრძანე აქაველებს, დანაყრდნენ თავის სწრაფ ხომალდებთან პურით და
ღვინით, ეს იძლევა ძალას და მძვინვარებას. ვერც ერთი კაცი მთელი დღე მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე
მშიერი ვერ გაუძლებს ბრძოლას. თუნდაც გულით მიიწევდეს კაცი ბრძოლისკენ, მას მისდა უნებურად
ფეხები დაუმძიმდება, შიმშილი და წყურვილი მუხლებს მოუკვეთს. ის კაცი კი, რომელიც გულს იჯერებს
ღვინით და საჭმლით, მთელი დღე იომებს მტრის წინააღმდეგ, მამაცი გული ექნება მკერდში, ფეხებიც [170]
არ მოუდუნდება, სანამ ყველა ბრძოლა არ დასრულდება. მაშ ახლა გაუშვი ხალხი და უბრძანე, სადილი
გაამზადონ; საჩუქრები კი ხალხთა ბელადმა აგამემნონმა მოიტანოს შუა აგორაზე, რათა ყველა აქაველმა
საკუთარი თვალით ნახოს, ხოლო შენმა გულმა გაიხაროს. ფიცით დაგიმტკიცოს არგოსელთა წინაშე, რომ არ
შერთვია ბრისეისს სარეცელზე, როგორც ეს ხდება კაცებსა და ქალებს შორის. შენაც დაიცხრე ვნება და
კეთილმოსურნე იყავი. ამის შემდეგ გაგიმასპინძლდეს თავის კარავში [180] საუცხოო სადილით, რომ არაფერი
დაგაკლოს, რაც მართებს. ატრევსის ძეო, ამის შემდეგ უფრო სამართლიანი იყავი სხვის მიმართ.
შეუფერებელი არ არის მეფისთვის, შერიგებას ესწრაფოდეს, თუკი პირველმა თვითონ შეურაცხყო.“
მას უპასუხა ხალხთა ბელადმა აგამემნონმა: „მახარებს, ლაერტესის ძეო, შენი სიტყვის გაგონება.
სწორად გაგიგია ყველაფერი და სწორადაც განმარტე. ეს მინდა დავიფიცო და გულიც მემოწმება და ტყუილზე
არ დავიფიცებ უფლის წინაშე. დაე აქილევსი აქ დარჩეს ერთხანს, თუმცა არესისკენ მიუწევს გული. [190]
ყველანი დარჩით, სანამ საჩუქრებს არ გამოვიტან და სარწმუნო ფიცს არ დავდებ. ამ საქმეს შენ გაკისრებ,
მთელს აქაველებში აირჩიე საუკეთესო ყმაწვილები, ჩემი საჩუქრები ხომალდიდან აქ მოიტანეთ, რასაც გუშინ
შეპირდით აქილევსს, რომ მივცემდით და ქალებიც მოიყვანე. ტათლიბიოს, შენ აქაველთა ვრცელ ბანაკში
მიპოვე ტახი, რომ შევწირო ზევსსა და ჰელიოსს.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ატრევსის სახელოვანო ძეო, ხალხთა ბელადო, [200] სხვა დროს
ჯობს ეს ყველაფერი მოაწყო, როდესაც რაიმე შესვენება იქნება ბრძოლაში და რისხვა ჩემს გულში ამოდენა არ
იქნება. ჯერ კიდევ აქ წვანან გმირები, დახოცილები ჰექტორის, პრიამოსის ძის მიერ, რომელსაც ზევსმა
მიანიჭა დიდება, თქვენ კი ხალხს ჭამისკენ მოუწოდებთ; არა, მე ახლა აქაველთა შვილებს წავიყვანდი
საომრად მშივრებს და უჭმელებს, ხოლო მზის ჩასვლისთვის გავშლიდი დიდ სუფრას, როდესაც
შეურაცხყოფისთვის შურს ვიძიებდით. მანამდე, მე, ყოველ შემთხვევაში, არანაირი [210] საჭმელი და
არანაირი სასმელი არ გადამივა ყელში, სანამ ბრინჯაოთი განგმირული მკვდარი მეგობარი მიწევს კარავში,
ფეხით კარებისკენ წევს, ირგვლივ კი მეგობრები გლოვობენ. არა, საჭმელ-სასმელისკენ არ მიმიწევს გული,
მხოლოდ მკვლელობისკენ, სისხლისკენ და მომაკვდავთა საშინელი კვნესისკენ!
მას უპასუხა გონებაუხვმა ოდისევსმა: „აქილევს, პელევსის ძევ, აქაველთა შორის უდიდესო მეომარო!
შენ ჩემზე მძლავრი და დიდი ხარ, აღმემატები შუბოსნობით, მაგრამ მე შენზე ბევრად უკეთესი რჩევის მოცემა
შემიძლია, რადგან შენზე ადრე დავიბადე და მეტი ვიცი. [220] ამიტომ, დაიოკე გული და ერწმუნე ჩემს
სიტყვებს. ბრძოლა ძალიან მალე ბეზრდებათ ადამიანებს, როდესაც უამრავი ბრინჯაო მიმოფანტულია
მიწაზე, სამკალი ყველაზე ნაკლებია, როდესაც სასწორს გადახრის ზევსი, რომელიც ადამიანებისთვის
ბრძოლის გამრიგეა. მუცლით არ უნდა დავიტიროთ მიცვალებული აქაველებმა, ძალიან ბევრი ეცემა
ერთმანეთის მიყოლებით დღითი დღე, და როდისღა უნდა მოითქვას ვინმემ სული? არა, ჩვენ უნდა
დავკრძალოთ მკვდრები, გული უნდა გავიმაგროთ, ერთი დღე დავიტიროთ, [230] ხოლო ვინც დარჩა
საზარელი ომისათვის, მათ უნდა ჭამონ და სვან, რათა შეებრძოლონ მტერს მუდამ შეუპოვრად ტანზე მტკიცე
ბრინჯაოთი შემოსილებმა. ნურავინ ელის უკეთეს რჩევას, რომ ხალხი შეაგულიანოს. დამღუპველი იქნებოდა
სხვა რჩევა, რომ არგოსელთა ხომალდებზე დავრჩენილიყავით, ყველანი ერთად უნდა დავიძრათ და
ცხენთამხედნელ ტროელებს თავს დავატეხოთ მრისხანე არესი!“
თქვა და გაიყოლია სახელოვანი ნესტორის შვილები, ასევე: ფილევსის ძე მეგესი, თოასი, მერიონესი,
[240] კრეიონის ძე ლიკომედესი და მელანიპოსი. ერთად მივიდნენ ატრევსის ძე აგამემნონის კარავთან.
როგორც კი ითქვა სიტყვა, იმავწამს გაკეთდა საქმე. გამოიტანეს კარვიდან შვიდი სამფეხი, რომლებსაც
შეჰპირდა აქილევსს, ოცი ბრწყინვალე ქვაბი, თორმეტი ცხენი; დაუყოვნებლივ გამოიყვანეს ხელსაქმის
მცოდნე შვიდი უზადო ქალი და მერვე იყო ლამაზღაწვებიანი ბრისეისი. ოდისევსმა აწონა ათი სრული
ტალანტი ოქრო და წავიდა, სხვა საჩუქრებით უკან მიჰყვებოდნენ აქაველი ყმაწვილები. ყველაფერი ეს
მიიტანეს და შუა აგორაზე [250] დააწყვეს, ტათლიბიოსმა კი, ხმით ღმერთს მიმსგავსებულმა, შესაწირი ტახი
მოიყვანა ხელით და ხალხთა მწყემსს წარუდგა. ატრევსის ძემ ამოიღო ხანჯალი, რომელსაც მუდამ ატარებდა
ქარქაშიანი ხმლის გვერდით, ტახს ჯერ ჯაგარი მოკვეთა, ზევსისკენ აღმართა ხელები და ილოცა, ხოლო
არგოსელები თავის ადგილებზე ისხდნენ მდუმარედ და წესისამებრ უსმენდნენ მეფეს. მან კი ახედა ვრცელ
ზეცას და ლოცვით ბრძანა: „დაე ზევსი, უმაღლესი და უდიდესი ღმერთი, იყოს ჩემი პირველი მოწმე, გაია
დედამიწა, მზე ჰელიოსი და ერინისები, რომლებიც მიწისქვეშ [260] სჯიან ადამიანებს, თუკი ტყუილზე
დაიფიცებენ, — რომ ხელი არ მიხლია ქალწული ბრისეისისთვის, არც სარეცელი გამიყვია მასთან, არც სხვა
რამე დამივალებია მისთვის; ის ხელშეუხებლად რჩებოდა ჩემს კარავში. და თუ ცრუ ფიცი დავდე ახლა,
ღმერთებმა დამსაჯონ ყველა სიავით, რაც ყალბი ფიცისთვის მეკუთვნის!“
ეს თქვა და დაუნდობელი ბრინჯაოთი ყელი გამოსჭრა ტახს, ხოლო ტათლიბიოსმა მსხვერპლი
გადაუგდო ჭაღარა ზღვას თევზების საჭმელად.
მაშინ აქილევსი წამოდგა ომისმოყვარე არგოსელებში და თქვა: [270] „მამა ზევსო, დიდი სიავის
მოვლენა იცი ადამიანებისთვის! უშენოდ გულს ვერ ამიმღვრევდა ასე სასტიკად ატრევსის ძე, ვერც ამ
ქალიშვილს წამართმევდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტად; არა, ზევსს სურდა, მრავალი
აქაველისთვის ამოეხადა სული. ახლა კი მიდით, ისადილეთ, რათა თავი მოვიყაროთ არესისთვის!“
ეს თქვა და სწრაფად დაშალა შეკრება. ისინიც გაიფანტნენ თავ-თავის ხომალდებზე, ამასობაში
დიდგულოვანმა მირმიდონელებმა თავი მოუყარეს საჩუქრებს და წაიღეს ღვთაებრივი აქილევსის
ხომალდზე. [280] საჩუქრები კარავში დააწყვეს, ქალები დასვეს, ცხენები რემას შეჰმატეს სახელოვანმა
მეჯინიბეებმა.
ხოლო ოქროს აფროდიტეს მსგავსი ბრისეისი, როგორც კი დაინახა ბასრი ბრინჯაოთი განგმირული
პატროკლოსი, მოეხვია ცხედარს, გამკინავი ყმით იკივლა, ხელები გულში იცემა, დაიხოკა კისერი და ლამაზი
სახე. ტირილით თქვა ღმერთივით ქალმა: „პატროკლოს, ჭირში ჩემი გულის გამხარებელო, ცოცხალი
დაგტოვე, ამ კარვიდან რომ წავედი, ახლა კი, უკან მობრუნებულს, მკვდარი დამხვდი, ხალხის წინამძღოლო;
[290] ჩემს ცხოვრებაში უბედურებას უბედურება მოსდევს მუდამ. კაცი, რომელსაც მიმათხოვეს მამამ და
დედოფალმა დედამ, ჩემი ქალაქის წინ ვნახე ბასრი ბრინჯაოთი განგმირული, სამივე ძვირფასი ძმა,
რომლებიც დედაჩემმა შვა, ერთ დღეს დამეღუპა! [129.295] შენ მიშლიდი ტირილს, როდესაც ჩემი ქმარი
სწრაფმა აქილევსმა მოკლა და ღვთაებრივი ქალაქი მინესი დააქცია, მეუბნებოდი, რომ ღვთაებრივი
აქილევსის კანონიერ ცოლად გამხდიდი, როდესაც ხომალდებით ფთიას მივადგებოდით და ქორწილსაც
გადამიხდიდი მირმიდონელებში. [300] ასეთი ტკბილი კაცი იყავი და მუდამ დაგიტირებ!“
ეს თქვა ტირილით და კვნესოდნენ ქალები, დასტიროდნენ პატროკლოსს, სინამდვილეში კი საკუთარ
თავს. ამასობაში აქილევსთან თავს იყრიდნენ აქაველთა უხუცესები, ითხოვდნენ, რომ ესადილა, იგი ოხრავდა
და უარით ისტუმრებდა: „გევედრებით, თუკი ვინმე მეგობარი მისმენს, ნუ მთხოვთ, რომ საჭმელ-სასმელით
დავიკმაყოფილო თავი, როდესაც ასეთ დღეში ვარ. სანამ მზე არ ჩავა, ლუკმასაც ვერ ჩავიდებ პირში.“
ასე თქვა და ყველა სხვა მეფე გაუშვა; [310] დარჩნენ მხოლოდ ატრევსის ორივე ძე და ღვთაებრივი
ოდისევსი, ნესტორი, იდომენევსი და მოხუცი მხედარი ფოინიქსი. ცდილობდნენ, ნუგეში ეცათ ღრმად
მწუხარე კაცისთვის, მაგრამ მას გული მხოლოდ სისხლიანი ბრძოლისკენ მიუწევდა. მხოლოდ პატროკლოსი
ახსოვდა, კვნესოდა და ხმამაღლა ამბობდა: „ოდესღაც, უბედურო, უსაყვარლესო მეგობარო, თავად
გამიწყობდი ხოლმე გემრიელ სადილს კარავში სწრაფად და მცოდნედ, როდესაც აქაველებს ცხენთამხედნელ
ტროელებთან მრავალცრემლიანი ბრძოლის გადატანა უწევდათ. ახლა აქ წევხარ განგმირული და შენს გამო
გული [320] არც მიმიწევს საჭმელ-სასმელისკენ, თუმცა მზადაა, ამაზე მეტი რაღა უნდა მომივიდეს? მამაჩემის
სიკვდილი ამბავიც ვერ მომიკლავდა ასე გულს, ის კი ახლა ფთიაში უეჭველად ცრემლს ღვრის ასეთი შვილის
გამო, რომელიც უცხო მიწაზე საზარელი ჰელენეს გამო ტროელებს ეომება; შვილის სიკვდილის ამბავიც კი,
რომელიც სკიროსში იზრდება, თუკი ცოცხალია ჯერაც ღვთისდარი ნეოპტოლემოსი. აქამდე ჩემთვის გულში
ვფიქრობდი, რომ მარტო მოვკვდებოდი ცხენებით მდიდარი არგოსიდან შორს [330] აქ, ტროაში; შენ ფთიას
მიაშურებდი, ხოლო ჩემს ვაჟს შავი სწრაფი ხომალდით სკიროსიდან წაიყვანდი და აჩვენებდი მთელ მის
მემკვიდრეობას, ჩემს მსახურებს, ჩემს მონებს, მაღალჭერიან დიდ სასახლეს. მე მგონი, იმ დროისთვის
პელევსიც მოკვდება, ან ცოცხალი იქნება, ოღონდ ძალიან სუსტი, საძულველი სიბერით გაწამებული და
მუდმივად იმ მწარე ამბის მოლოდინში, რომ ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებს.“
ასე თქვა ტირილით, დამწუხრდნენ უხუცესები, თითოეულმა გაიხსენა, რაც დატოვა საკუთარ
სასახლეში. [340] მათი წუხილი დაინახა ზევსმა, შეებრალა ისინი და იმავწამს მიმართა ათენას ფრთოსანი
სიტყვით: „ჩემო შვილო, სულ მიატოვე ეს ვაჟკაცი? გულში აღარ დაგრჩა აქილევსის სადარდებელი?!
მოხრილკიჩოიანი ხომალდების წინ ზის და დასტირის საყვარელ მეგობარს, დანარჩენები სადილად
წავიდნენ, თვითონ კი უჭმელ-უსმელია. მაშ, მიდი, ნექტარი და სანატრელი ამბროსია ჩაუწვეთე მკერდში, რომ
შიმშილი არ იგრძნოს.“
ასე თქვა და აღძრა ისედაც მომართული ათენა. ისიც გრძელფრთიან შევარდენს მიმსგავსებული
ხმამაღალი წივილით ზეციდან დაეშვა ეთერის გავლით. სანამ აქაველები აბჯარს ისხამდნენ ბანაკში,
აქილევსს მკერდში ჩააწვეთა ნექტარი და სანატრელი ამბროსია ათენამ, რომ შიმშილის სისუსტეს მუხლები
არ მოეკვეთა მისთვის. თავად კი ყოვლისშემძლე მამის სასახლეში დაბრუნდა, სანამ ისინი სწრაფი
ხომალდებიდან გამოდიოდნენ. როგორც მსხვილი და ცივი ფიფქები ცვივა ზევსისგან მონაბერი ეთერში
შობილი ბორეასისგან, ასე მსხვილ-მსხვილად მოელვარე მუზარადებით [360] გამოცვივდნენ ხომალდებიდან,
ბუნიკიანი ფარებით, მძლავრფენებიანი აბჯრებითა და იფნის შუბებით. ბრწყინვალებამ ზეცას მიაღწია,
ბრინჯაოს ელვარებით მიწამ გაიცინა, კაცთა ფეხისხმამ დაიგრიალა, ხოლო შუაში მუზარადი მოისხა
ღვთაებრივმა აქილევსმა. მისმა კბილებმა გაიღრჭიალა, თვალებში ცეცხლის ალი აენთო, გული აუტანელი
სევდით აევსო, ტროელებზე განრისხებულმა აისხა ღმერთის საჩუქრები, რომლებიც ჰეფესტოსმა დაუმზადა.
ჯერ წვივებზე მოირგო მშვენიერი საბარკულები, [370] რომლებიც ვერცხლის შესაკრავით იკვრებოდა. შემდეგ
აბჯარი აისხა მკერდზე. მხრებზე გადაიკიდა ვერცხლით გაწყობილი ბრინჯაოს ხმალი; შემდეგ აიღო დიდი
და მტკიცე ფარი, რომელმაც შორს გაანათა მთვარესავით. როგორც ზღვიდან ხედავენ მეზღვაურები მაღალი
მთის მწვერვალზე, უკაცრიელ ქოხში დანთებული ცეცხლის სინათლეს, მაშინ როცა, მათივე ნების
საწინააღმდეგოდ, სწრაფი ქარიშხალი თევზებიან ზღვაში მიაქანებს და მეგობრებს აშორებს, ასე აქილევსის
უმშვენიერესი და ნაოსტატარი ფარიდან [380] სინათლე იღვრებოდა ეთერში. თავზე დაიხურა მტკიცე
მუზარადი; ცხენის ძუის ჯიღით შემკულმა ჩაჩქანმა ვარსკვლავივით გაიბრწყინა, ირგვლივ კი გაიბრჭყვიალა
ოქრომ, რომლითაც ჰეფესტოსმა ჯიღა ირგვლივ დაფერა. ღვთაებრივმა აქილევსმა მოსინჯა საჭურველი,
რამდენად ერგებოდა ტანზე და როგორ მოძრაობდა მათში სხეულის ესა თუ ის სახელოვანი ნაწილი;
საჭურველმა, როგორც ფრთებმა, მაღლა ასწია ხალხის მწყემსი. ბოლოს აიღო მამისეული შუბი სადგარიდან,
უზარმაზარი, მძიმე, სქელი, რომელსაც ვერც ერთი სხვა აქაველი ვერ აიღებდა ხელში, მხოლოდ აქილევსს
შეეძლო მისი აწევა, [390] პელევსისეული იფნის შუბი, ეს ძვირფას მამას ჩამოუტანა ქეირონმა პელიონის
მწვერვალიდან, რომ გმირებისთვის სიკვდილი დაეთესა. ამასობაში ავტომედონმა და ალკიმოსმა უღელში
შეაბეს ცხენები, მოუჭირეს ლამაზი სამკერდე ღვედები, ყბებში ლაგამი ამოსდეს, უკან გაჭიმეს სადავეები და
ეტლს მიამაგრეს. ავტომედონი ეტლზე ავიდა, ხელში აიღო ელვარე მათრახი, უკან დაუდგა
მუზარადშემოსილი აქილევსი, აღჭურვილობით მოელვარე, როგორც შუქმფინარი ჰიპერიონი218, დადგა და
საზარელი ხმით შესძახა მამისეულ ცხენებს: [400] „ქსანთოს და ბალიოს, პოდარგესის სახელგანთქმულო
შვილებო, მოიფიქრეთ, რომ სხვა გზით დააბრუნოთ უკან თქვენი მეეტლე დანაელთა კრებულისკენ, როდესაც
ომით გულს ვიჯერებთ. პატროკლოსივით იქ მკვდარი არ მიატოვოთ.“
მას უღლის ქვემოდან უთხრა მკვირცხლი ფეხის ცხენმა ქსანთოსმა, რომელსაც დახრილი თავი
უღლიდან ამოუვარდა და ფაფარი მიწაზე დაუცვივდა. ენა კი აუდგა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ: „ჯერ
კიდევ გადაგარჩენთ, მძლავრო აქილევს, მაგრამ შენი დაღუპვის დღე ახლოვდება; ამის მიზეზი ჩვენ კი არ
ვიქნებით, [410] არამედ დიდი ღმერთი და მძლავრი ბედისწერა. არც ჩვენი სიზანტის ან უყურადღებობის
ბრალია, რომ ტროელებმა პატროკლოსს მხრებიდან აბჯარი ააცალეს; ეს მაღალი ღმერთი იყო, რომელიც
ლამაზთმიანმა ლეტომ შვა219, მან მოჰკლა წინა რაზმებში და ჰექტორს მოუტანა დიდება. ჩვენ კი, ჩვენ ორს
შეგვიძლია ძეფიროსის სუნთქვასავით გავფრინდეთ, რომელზეც ამბობენ, რომ ყველაზე უფრო მსუბუქია,

218
ჰიპერიონი — ტიტანი, ურანოსისა (ზეცისა) და გაიას (დედამიწის) ძე, ჰელიოსის (მზის), სელენესა (მთვარისა)
და ეოსის (განთიადის) მამა.
219
ღმერთი, რომელიც ლამაზთმიანმა ლეტომ შვა — აპოლონი.
მაგრამ შენ მაინც გიწერია ღმერთისა და კაცის ხელით სიკვდილი220.“ ამას რომ ამბობდა, ერინისებმა
ჩააკმენდინეს ხმა.
განრისხებულმა უთხრა ფეხმარდმა აქილევსმა: [420] „ქსანთოს, რატომ მიქადი სიკვდილს? ეს ხომ შენ
არ გეხება! ისედაც კარგად ვიცი, ჩემი ბედია, აქ მოვკვდე, საყვარელი მამისა და დედისაგან შორს, მაგრამ არ
გავჩერდები, სანამ ტროელებს ომით არ გავაძღობ.“
ეს თქვა და მაღალი ყიჟინით გააჭენა მუხლადი ცხენები.

220
გიწერია [...] ღმერთისა და კაცის ხელით სიკვდილი — აქილევსს პარისი მოკლავს ისრით, რომელსაც
წარმართავს ღმერთი აპოლონი.
მეოცე სიმღერა

ღმერთების ბრძოლა
ასე მოხრილკიჩოიან ხომალდებთან შენს ირგვლივ, პელევსის ძეო, აბჯარს ისხამდნენ ომით
გაუმაძღარი აქაველები, მეორე მხარეს კი, მინდვრის შემაღლებულ ნაწილზე, გამაგრდნენ ტროელები.
ზევსმა კი უბრძანა თემისს, ღმერთებისთვის ეხმო საბჭოზე მრავალმწვერვალიანი ოლიმპოსის თავზე;
მანაც ყველას დაუარა და უბრძანა, ზევსის სასახლეში მიბრძანებულიყვნენ. მდინარეთაგან არავინ დაკლებია
ოკეანოსის გარდა; მოვიდა ყველა ნიმფა, ვინც ლამაზ ჭალაში, მდინარეთა წყაროებში თუ ბალახიან მდელოზე
სახლობდა. [10] ღმერთები შევიდნენ ღრუბელთშემკრები ზევსის სასახლეში, დასხდნენ გაპრიალებულ
დერეფნებში, რომლებიც მამა ზევსს უმაღლესი ოსტატობით დაუმზადა ჰეფესტოსმა. ასე მოიყარეს თავი
სასახლეში, თავად მიწისმრყეველიც221 არ ეურჩა ქალღმერთს, ისიც მოვიდა ზღვიდან სხვებთან ერთად,
დაბრძანდა მათ შუაში და ზევსს ჰკითხა, თუ რა განზრახვა ჰქონდა: „კაშკაშა ელვისმტყორცნელო, რისთვის
უხმე საბჭოზე ღმერთებს? ტროელებისა და აქაველების ბედი გაწუხებს? ისინი სწორედ ფიცხელი ბრძოლის
გამართვას აპირებენ.“
მას უპასუხა ღრუბელთაშემკრებმა ზევსმა: [20] „გამოიცანი, მიწისმრყეველო, ჩემი ჩანაფიქრი,
რისთვისაც შეგკრიბეთ. იმათზე ვფიქრობ, ვინც იღუპება. მე აქ დავრჩები, ოლიმპოსის ქედზე ჩამომჯდარი,
დავაკვირდები და გულს გავიხარებ, ხოლო დანარჩენები წაბრძანდით გნებავთ ტროელებთან, გნებავთ
აქაველებთან. ორივე მხარეს დაეხმარეთ, როგორც გული გიკარნახებთ. თუკი აქილევსი მარტო შეებრძოლება
ტროელებს, ოდნავაც ვერ დააოკებენ ფეხმარდ პელიონს. აქამდეც ცახცახი იტანდათ, რომ დაინახავდნენ,
ახლა კი მეგობრის გამო განრისხებულია და, [30] ვშიშობ, ბედისწერის მიუხედავად, ახლავე არ დააქციოს
მათი გალავანი.“
ასე ბრძანა კრონოსის ძემ და დაუოკებელი ომი აღძრა. წავიდნენ ღმერთები ომში ორად გაყოფილნი:
ჰერა წავიდა ერთად შეკრებილი ხომალდებისკენ ათენა პალასთან, მიწის გარშემომრტყმელ პოსეიდონთან და
მხსნელ, გამჭრიახი ფიქრებით სავსე ჰერმესთან ერთად; ჰეფესტოსიც მათთან ერთად წავიდა კოჭლობით,
უზარმაზარი ძალით ამაყი, წვრილ ფეხებს მარდად მიჰყავდათ. ტროელებისკენ დაიძრნენ მუზარადიანი
არესი, მასთან ერთად სხივოსანი მოშვებული თმებით, ისრისმტყორცნელი არტემისი, [40] ლეტო, ქსანთოსი
და მუდამ მოღიმარი აფროდიტე.
სანამ ღმერთები მოკვდავ ადამიანებისგან დაშორებულნი იყვნენ, აქაელები დიდ სახელს იხვეჭდნენ,
რადგან აქილევსი გამოჩნდა, რომელიც მეტად დიდხანს იყო მწუხარე ბრძოლას მოშორებული. ყველა
ტროელს მუხლები უკანკალებდათ შიშით, რომ ხედავდნენ ფეხმარდ პელიონს, ელვარე აღჭურვილობით
კაცთამმუსვრელ არესს მიმსგავსებულს; მაგრამ როცა ოლიმპოსელები შეერივნენ ადამიანთა კრებულს,
წამოდგა ერისი, ხალხის მძლავრი აღმგზნები, ათენა ხან გალავნის წინ, თხრილთან დადგა და შეჰკივლა, [50]
ხანაც კი ზღვის ნაპირიდან დაამატა მჭექარე ყიჟინა. მეორე მხარეს ყიჟინა დასცა შავი ავდარივით არესმა,
მჭექარე ხმით ხან სიმაგრის სიმაღლიდან მოუხმობდა ტროელებს, ხანაც, სიმოეისის ნაპირებთან გაქცეული,
კალიკოლონედან222.
ასე ორივე მხარეს ამხნევებდნენ ნეტარი ღმერთები ერთად, და მათ შორის თესავდნენ მძიმე
განხეთქილებას. საშინლად დაიქუხა ადამიანთა და ღმერთთა მამამ ზემოდან, პოსეიდონმა კი ქვემოდან
შეარყია მიწა და შეაზანზარა მთების მაღალი მწვერვალები. მთლიანად შეირყა მრავალწყაროიანი იდის მთის
საძირკველი და [60] მწვერვალები, ტროელთა ქალაქი და აქაველთა ხომალდები. შეშინდა მკვდართა უფალი
აიდონევსი, შიშით დაზაფრული წამოხტა ტახტიდან, შეჰყვირა, არ გაეხლიჩა მიწისმპყრობელ პოსეიდონს
დედამიწა და მიწისქვეშა სახლები მოკვდავთათვის თუ უკვდავთათვის არ ეჩვენებინა, — საზარელი,
პირქუში, რომლისაც ღმერთებსაც კი ეშინიათ; ასეთი დიდი ღრიანცელი აღიძრა ღმერთების
დაპირისპირებისას. ახლა მეუფე პოსეიდონის წინააღმდეგ დადგა სხივოსანი აპოლონი ფრთოსანი ისრებით,
ევრიალოსის წინააღმდეგ — თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა; [70] ჰერას დაუპირისპირდა
ოქროსსართავიანი და ხმაურიანი ისრისმტყორცნელი არტემისი, შორსმიმწვდომი ღმერთის ღვიძლი და.

221
მიწისმრყეველი — პოსეიდონი.
222
კალიკოლონე — „ლამაზი ბორცვი“, შემაღლებლი ადგილი ტროის მახლობლად.
ლეტოს დაუპირისპირდა მხსნელი ჰერმესი, ხოლო ჰეფესტოსს ღრმამორევიანი დიდი მდინარე, რომელსაც
ქსანთოსად მოიხსენიებენ ღმერთები, ადამიანები კი სკამანდროსად.
ასე წავიდა ღმერთი ღმერთის წინააღმდეგ; ამასობაში აქილევსი ყველაზე უფრო ჰექტორთან,
პრიამოსის ძესთან, შეხვედრას ეძებდა, ამიტომ შეიჭრა კრებულში, სურდა სისხლით გაეძღო არესი, ხარის
ტყავისფარიანი მეომარი; მაგრამ ხალხთა აღმგზნებმა აპოლონმა ენეასი მიმართა [80] პელიონის წინააღმდეგ
და ჩაუდგა დიდი ვაჟკაცობა. პრიამოსის ძეს, ლიკაონს მიემსგავსა ხმითა და იერით და უთხრა ზევსის ვაჟმა
აპოლონმა: „ენეას, ტროელთა მსაჯულო, რა იქნა შენი მუქარა?! როდესაც ღვინოს სვამდი ტროელ მეფეებთან,
ხომ იმუქრებოდი, რომ პელევსის ძის, აქილევსის, წინააღმდეგ გამოხვიდოდი საბრძოლველად?“
მას უპასუხა მაშინ ენეასმა: „პრიამოსის ძეო, რატომ მაიძულებ, ჩემი ნების წინააღმდეგ შევებრძოლო
პელევსის გადიდგულებულ ძეს? ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხმარდ აქილევსს [90]
დავუპირისპირდებოდი, სხვა დროსაც, ადრე, შუბით გამომაძევა იდიდან, როდესაც ჩვენს ხარებს დაეცა თავს,
დააქცია ლირნესოსი და პედასოსი; მაგრამ ზევსმა გადამარჩინა, გულში ძალა ჩამიდგა და მუხლებში —
სისწრაფე. ეს რომ არა, დავეცემოდი აქილევსისა და ათენას ხელით, რომელიც წინ მიუძღვის, უნათებს და
უბრძანებს, დახოცოს ლელეგები223 და ტროელები. კაცისთვის შეუძლებელია აქილევსის წინააღმდეგ
ბრძოლა! მას ხომ მუდამ რომელიღაც ღმერთი ახლავს და დაღუპვისგან იცავს. მისი შუბი პირდაპირ მიზანში
მიდის და არ ჩერდება, სანამ [100] ადამიანის ხორცს არ გაგლეჯს; მაგრამ თუ ღმერთი თანაბარ ბოლოს
გვაჩუქებს, იოლად ვერ დამამარცხებს, თუნდაც ტრაბახობდეს, რომ ბრინჯაოსგანაა მთლიანად ნაკეთები.“
მას უპასუხა ზევსის ძემ, მეუფე აპოლონმა: „გმირო, მოდი, შენც ილოცე მარადიულ ღმერთებზე, ხომ
ამბობე, რომ შენ ზევსის ასულმა აფროდიტემ გშობა, ხოლო ის — ბევრად ნაკლებმა ქალღმერთმა. დედაშენი
ზევსისგან იშვა, დედამისი კი — ზღვის მოხუცისგან224. მის წინააღმდეგ მიმართე უძლეველი სპილენძი, ნუ
შეგაშინებს მრისხანე სიტყვები და სასტიკი მუქარა.“
[110] ასე თქვა და ძალა შთაბერა ხალხთა მწყემსს, პირველი რაზმების გავლით წავიდა ელვარე
ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი. არ დაემალა ანქისესის ვაჟი თეთრხელება ჰერას, როდესაც იგი პელიონის
წინააღმდეგ დაიძრა ხალხის კრებულში. უხმო სხვა ღმერთებს და ეს სიტყვა უთხრა: „იფიქრეთ, პოსეიდონ და
ათენა, თქვენს გულებში, როგორ მოეწყობა ეს საქმე. ენეასი, ცეცხლოვანი ბრინჯაოს მუზარადით შემოსილი
პელიონის წინააღმდეგ გამოგზავნა სხივოსანმა აპოლონმა. მოდით, ჩვენ უკან მოვიგერიოთ [120] აქიდან, ერთ-
ერთი ჩვენგანი აქილევსს გვერდში ამოუდგეს, დიდი ძალა მისცეს, რომ არ დააკლდეს ვაჟკაცობა,
აგრძნობინოს, რომ იგი უყვართ საუკეთესოებს უკვდავთა შორის, ხოლო ვინც ადრეც ეხმარებოდნენ
ტროელებს ომსა და ბრძოლებში, უძლურნი არიან. ყველანი ჩამოვედით აქ ოლიმპოსიდან, რომ მონაწილეობა
მივიღოთ ამ ბრძოლაში, რათა არაფერი მოუვიდეს ტროელთა ხელით დღეს. შემდგომში გადაიტანს იმას, რაც
უწერია, მას შემდეგ, რაც დაბადებისთანავე მოუქსოვა ბედისწერამ; მაგრამ თუ აქილევსს არ ესმის ღმერთების
ხმები, [130] ძლიერ შეშინდება, თუ ღმერთი გამოეცხადება შუა ბრძოლაში, მძიმეა ღმერთის ნამდვილი სახით
ხილვა.“
საპასუხოდ მიწისმრყეველმა პოსეიდონმა ბრძანა: „ჰერა, ნუ მრისხანებ უმიზეზოდ, არ გიხდება. არ
მსურს ღმერთების ერთმანეთზე გადაკიდება, ჩვენი და სხვების, რადგან ბევრად აღვემატებით ძალით.
უმჯობესია, ერთად გავეცალოთ ბრძოლის ველს და დავსხდეთ, სანახაობას ვუყუროთ, ბრძოლა კი
დავუთმოთ ადამიანებს. თუკი არესი დაიწყებს ბრძოლას ან სხივოსანი აპოლონი, ან აქილევსს დააკავებენ და
ბრძოლის საშუალებას არ მისცემენ, [140] მაშინ ჩვენთან ექნებათ საქმე, ჩვენ მათ ბრძოლას გავუმართავთ; და
ასე მგონია, მალე, ჩვენთან რომ ძალას მოსინჯავენ, ისევ ოლიმპოსზე დაბრუნდებიან და სხვა ღმერთებში
დაიმალებიან, ჩვენი ხელით და ჩვენი ძალით განადგურებულები.“
ასე ბრძანა მუქთმიანმა პოსეიდონმა და გაუძღვა მაღალი გალავნისაკენ, რომელიც ღვთაებრივი
ჰერაკლესისთვის ააგეს ოდესღაც ტროელებმა და ათენა პალასმა, რომ დაეცვათ ზღვის ურჩხულისგან, თუკი
იგი მას ნაპირიდან მინდორშიც გაჰყვებოდა. იქ პოსეიდონი და სხვა ღმერთები დაბრძანდნენ, [150] მხრებზე
დაიფინეს სქელი ღრუბლის კედელი, ხოლო სხვები მეორე მხარეს დასხდნენ კალიკოლონეს მწვერვალზე,

223
ლელეგები — ბალკანეთის ნახევარკუნძულის აბორიგენი მოსახლეობა, რომლებიც განსხვავდებოდნენ
ეგევსელებისგან, პელასგელებისგან, ბრინჯაოს ხანის ბერძნებისგან, კრეტელი მინოსელებისგან, კიკლადების
ტელქინებისგან და ტირენელებისგან. ამ ექვსი ხალხის შერევით წარმოიშვნენ კლასიკური ხანის ჰელენები ანუ ბერძნები.
ჰომეროსის მიხედვით, ლელეგები მცირე აზიაში სახლობდნენ.
224
ზღვის მოხუცი — ზღვის ღმერთი ნერევსი, თეტისის მამა.
შენს ირგვლივ, სხივოსანო და ქალაქთმმუსვრელო არეს. ასე ორივე მხარეს ისხდნენ თავის ადგილებზე და
ბჭობდნენ; სასტიკი ომის დაწყებას აყოვნებდა ორივე მხარე, ზევსი კი ზემოდან აიძულებდა.
მთელი მინდორი გაივსო ხალხით, ბრინჯაოთი ელავდნენ კაცები და ცხენები, ბრძოლაში მიმავლებმა
შეარყიეს მიწა თავისი ფეხებით. ორი საუკეთესო კაცი, ბრძოლას მოწყურებული, ორი ლაშქრის შუაში
გამოვიდა — [160] ენეასი, ანქისესის ძე და ღვთაებრივი აქილევსი. ენეასი პირველი გამოვიდა მუქარით, მისი
მძიმე მუზარადი საშინლად ირხეოდა, მძლავრი ფარი ჰქონდა მკერდის წინ და არხევდა ბრინჯაოს შუბს.
მეორე მხრიდან მის წინააღმდეგ პელევსის ძე დაიძრა მშიერი ლომივით, რომელსაც ხალხი მოკვლას უპირებს,
მთელი სოფელი გამოსულია და ის მათ თავიდან ყურადღებასაც არ აქცევს, თავისი გზით მიდის, მხოლოდ
მაშინ, როცა ერთ-ერთი გამბედავი ყმაწვილი შუბს ესვრის და დაჭრის, ის ხახას დააღებს და კბილებზე ქაფი
მოადგება, ხოლო მკერდში დაიკვნესებს მძლავრი გული, [170] კუდით იქით-აქით სცემს ფერდებს და
ბარძაყებს, საკუთარ თავს აღაგზნებს ბრძოლისთვის, თვალებს აელვებს, წინ გაიჭრება, რომ ვინმე შეიწიროს
კაცთაგან, ან თავად დაიღუპოს პირველ შეტევაში, ასე აქილევსს აქეზებდა ძალა და მამაცი სული,
გამოსულიყო დიდგულოვანი ენეასის წინააღმდეგ. როდესაც ისინი დაიძრნენ და ერთმანეთს
მიუახლოვდნენ, ამ ორიდან პირველმა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა თქვა: „ენეას, რატომ გამოსულხარ
მებრძოლებიდან ასე შორს და დამდგარხარ? ნუთუ გულში ჩემთან ბრძოლის სურვილი ჩაიდე [180] იმის
იმედით, რომ გამეფდები ცხენთამხედნელ ტროელებზე და პრიამოსის მემკვიდრე იქნები? მე რომც მძლიო,
პრიამოსი ვერ მოგცემს ხელისუფლებას, შვილები ჰყავს მას, თვითონაც ჯანზეა, გონება არ დაუკარგავს. იქნებ
ტროელები დაგპირდნენ და საუკეთესო მიწის ნაკვეთს გამოგიყოფენ მშვენიერი ბაღით და სახნავ-სათესით,
თუ მე მომკლავ? მე მგონი, ჩემი მოკვლა ძნელი საქმეა! შეგახსენებ, რომ ერთხელ უკვე გაექეცი ჩემს შუბს. იქნებ
დაგავიწყდა, ჯოგი რომ მიატოვე და [190] სწრაფი ფეხებით მარტო გამირბოდი თავქუდმოგლეჯით?
გაქცეულს უკან ერთხელაც არ მოგიხედავს! ლირნესოსში შემასწარი, მაგრამ მე თავს დავეცი და დავაქციე იგი
ათენასთან და მამა ზევსთან ერთად, დავიპყარი და თავისუფლების დღე წავართვი მათ ქალებს, მონებად
წამოვიყვანე, შენ კი ზევსმა და სხვა ღმერთებმა გადაგარჩინეს. მე მგონი, ახლა აღარ გადაგარჩენენ, თუკი
გულში ამის იმედი გაქვს; მაგრამ მე თავად მოგიწოდებ, უკან გაბრუნდე, სიმრავლეს დაუბრუნდე, წინ ნუ
დამიდგები, სანამ უბედურება შეგემთხვევა. უკვე მომხდარს ბრიყვიც კი ხვდება!“
მაშინ მას ასე უპასუხა ენეასმა: [200] „პელევსის ძეო, ბავშვი არა ვარ, რომ სიტყვებით შემაშინო!
თავადაც საკმაოდ კარგად ვიცი დამცინავი და თავხედური ლაპარაკი. ორივემ ვიცით ჩვენი წარმომავლობა,
ვიცით მშობლები, გვსმენია, რასაც მათ შესახებ ჰყვება მოკვდავი ხალხი, თვალით არც მე მინახავს შენები და
არც შენ ჩემები. ამბობენ, რომ შენ უზადო პელევსის შვილი ხარ და დედაშენი ლამაზთმიანი თეტისია, ზღვის
ქალბატონი. მე ვარ ძე დიდგულოვანი ანქისესისა, ხოლო დედაჩემი აფროდიტეა; [210] ამათგან ვიღაცას
მოუწევს დღეს საყვარელი შვილის დატირება, რადგან მჯერა, რომ ამ ბავშვურ სიტყვებს არ დავჯერდებით და
ბრძოლა შედგება. გინდა მეტი იცოდე ჩემს ჩამომავლობაზე? უამრავმა ხალხმა იცის ის; უპირველეს ყოვლისა,
ღრუბელთშემკრებმა ზევსმა შვა დარდანოსი, მან დააფუძნა დარდანია, როდესაც ჯერ წმინდა ილიონი არც
იყო მინდორში დაფუძნებული, რომ გამხდარიყო იმ ხალხის ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობდა
მრავალწყაროიანი იდის ფერდობებზე. დარდანოსმა შვა მეფე ერიქთონიოსი, [220] რომელიც გახდა
უმდიდრესი მოკვდავ ადამიანთაგან; მისი სამი ათასი სახელგანთქმული ფაშატი ძოვდა მდელოზე მონაგები
ნაზი კვიცებითურთ. იქ რომ ძოვდნენ, ბორეასს ჩაუვარდნენ გულში, მუქთმიან ულაყს მიემსგავსა და მრავალს
შეერთო; ისინი დამაკდნენ და შვეს თორმეტი კვიცი. როდესაც ისინი დახტოდნენ მარცვლოვანის მომცემ
ყანაში, ჯეჯილს ზემოთ გარბოდნენ და ნაყოფს არ თელავდნენ; ხოლო როდესაც მიაჭენებდნენ ზღვის ვრცელ
ზურგზე, ზღვის ტალღის ქიმზე მიჰქროდნენ. [230] ერიქთონიოსმა შვა ტროსი, ტროელთა მეუფე, ტროსს,
თავის მხრივ, ჰყავდა სამი უზადო ვაჟი: ილოსი, ასარაკოსი და ღვთისდარი განიმედესი, რომელიც იშვა
უკვდავ კაცთაგან უმშვენიერესი და ის ღმერთებმა თავისთან წაიყვანეს, ზევსის მერიქიფედ, მისი სილამაზის
გამო, რომ უკვდავთა შორის დაედო ბინა. ილოსმა შვა ძე, უზადო ლაომედონი, ლაომედონმა კი შვა
ტითონოსი, პრიამოსი, ლამპოსი, კლიტიოსი და ჰიკეტაონი — არესის მოდგმა. ასარაკოსმა შვა კაპისი, მან კი
— ანქისესი, [240] ანქისესმა — მე, ხოლო პრიამოსმა შვა ღვთაებრივი ჰექტორი. ესაა ჩემი საამაყო მოდგმა და
სისხლი. ადამიანის ძალა კი ზევსს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს, როგორც მოისურვებს, რადგან ისაა
ყველაზე მძლავრი; მაგრამ მოდი, მოვეშვათ ამ ბავშვურ ლაპარაკს, როცა ორ მეომარ ლაშქარს შორის
ვდგავართ. ორივეს შეგვიძლია იმდენი მძიმე სიტყვის თქმა, რომ ასნიჩბიაბი ხომალდი ვერ წაიღებს.
მოქნილია მოკვდავთა ენა, სავსეა ყველანაირი სიტყვებით, ხოლო სიტყვების საბალახო აქაც არის და იქაც.
[250] რანაირ სიტყვასაც იტყვი, იმნაირს გაიგონებ; მაგრამ რას გვარგებს ქალებივით ერთმანეთის ლანძღვა და
წყევლა, როდესაც ჩხუბობენ, ბრაზისგან გული უსკდებათ, ქუჩაში გადიან და გახელებულები ერთმანეთს
ტყუილ-მართალ ქოქოლას აყრიან. მე ბრძოლა მწყურია და სიტყვებით ვერ გამაბრუნებ, სანამ ერთმანეთს
ბრინჯაოთი არ შევეტაკებით, მოდი, გამოვცადოთ ერთმანეთი ბრინჯაოს შუბებით.“
ეს თქვა, საოცარ და საზარელ ფარს ჩასცა მძლავრი შუბი და [260] დაუგუგუნა დიდმა ფარმა
შუბისპირს. პელევსის ძემ ფარი მძლავრი ხელით შორს დაიჭირა შეშინებულმა, იოლად არ გაგლიჯოს
დიდგულოვანი ენეასის გრძელჩრდილიანმა შუბმაო. უგუნური! ვერ მიხვდა სულით და გულით, რომ
მოკვდავი კაცისთვის შეუძლებელია სახელმოხვეჭილი ღმერთების საჩუქრის დამსხვრევა და დაძლევა. ვერც
მაშინ გაარღვია მამაცი ენეასის მძლავრმა შუბმა ფარი, რადგან ღმერთის ნაჩუქარმა ოქრომ გააჩერა. ორი ფენა
გაიარა შუბმა, სამი კი კიდევ დარჩა, [270] რადგან ხუთი ფენა შეკრა კოჭლმა ღმერთმა, გარედან — ორი
ბრინჯაოს, შიგნიდან — ორი კალის და ერთი ოქროსი, და სწორედ მან დააკავა იფნის შუბი. მეორედ აქილევსმა
ტყორცნა გრძელჩრდილიანი შუბი, მოარტყა ენეასის ყოველმხრივ გაწონასწორებულ ფარს, ფერსოს
მახლობლად, სადაც ყველაზე თხელია სპილენძი და ხარის ტყავიც სიფრიფანაა. პელევსის შუბმა გააღწია და
ფარმა დაიგრუხუნა. ენეასი მოიკუნტა, ზემოთ და გვერდით გასწია ფარი შეშინებულმა, შუბმა მის ზურგზე
გადაიარა და [280] მიწას ჩაერჭო კაცისოდენა ფარის ორივე წრესთან ერთად. ენეასმა კი დიდი შუბი რომ
აიცილა, ათასმა ტკივილმა შიშით აუნთო თვალები, როდესაც იარაღმა ასე ახლოს ჩაუარა. ახლა
გამძვინვარებულმა აქილევსმა ყიჟინა დასცა, ბასრი ხმალი ამოიღო და თავს დაეცა, ენეასმა კი ლოდს დაავლო
ხელი, ძალიან დიდს, დღევანდელი ორი კაცი რომ ვერ აწევდა, ის კი იოლად იქნევდა მარტოც. აქ ენეასი
თავდამსხმელ აქილევსს ამ ლოდს ჩაარტყამდა მუზარადში ან ფარში, მაგრამ ისინი მას აარიდებდნენ უეჭველ
დაღუპვას, [290] ხოლო პელევსის ძე ხმლით ენეასს სულს ამოართმევდა, რომ არ დაენახა მიწისმრყეველ
პოსეიდონს; იმავწამს უკვდავ ღმერთებს მიმართა სიტყვით: „ვაიმე! მადარდებს დიდგულოვანი ენეასის
ბედი, მალე ძლევს მას პელიონი და ისიც ჰადესის საუფლოს ეწვევა, რადგან უგუნურად ერწმუნა
შორსმიმწვდომი აპოლონის სიტყვებს, ის კი არ იცავს უცილობელი დაღუპვისგან. რატომ უნდა დაიჩაგროს ეს
უდანაშაულო კაცი, სხვების გულისთვის, ის ხომ ყოველთვის გვიძღვნიდა სასურველ საჩუქრებს ვრცელი
ზეცის მფლობელ ღმერთებს? [300] მაგრამ მოდით, ჩვენ თვითონ ავარიდოთ სიკვდილი, არ განრისხდეს
კრონოსის ძე, თუკი აქილევსი მას მოკლავს; მას ხომ გადარჩენა უწერია, რათა არ მოკვდეს და უშვილოდ არ
გადაეგოს დარდანოსის მოდგმა, რომელიც ყველაზე უფრო უყვარს კრონოსის ძეს, დარდანოსს ის
გამოარჩევდა იმ შვილებიდან, რაც კი უშვეს მოკვდავმა ქალებმა. პრიამოსის მოდგმა კი სძულს კრონიონს,
ახლა კი ენეასის ძალა იმეფებს ტროელებზე, შვილები და შვილიშვილები, ვინც კი შემდეგ დაიბადება.225“
მას უპასუხა ხარისთვალება დედოფალმა ჰერამ: [310] „მიწისმრყეველო, საკუთარ გულში უნდა
გადაწყვიტო, უნდა გადარჩეს ენეასი, თუ რაც უნდა მძლავრი იყოს, მოკლას იგი პელევსის ძე აქილევსმა. ჩვენ
ორმა მრავალი ფიცი დავდეთ ყველა უკვდავის წინაშე მე და ათენა პალასმა, რომ არასოდეს არ ავარიდებთ
ტროელებს უბედურ დღეს, არც მაშინ, როდესაც ტროას მოიცავს მძვინვარე ცეცხლის ალი და მას გადაბუგავენ
აქაველთა შვილები.“
ეს რომ გაიგონა, წავიდა მიწისმრყეველი პოსეიდონი ბრძოლასა და შუბების გროვაში იქ, [320] სადაც
იყო ენეასი და სახელოვანი აქილევსი. იმავწამს ნისლით დაუფარა მზერა პელევსის ძე აქილევსს,
კეთილბრინჯაოიანი იფნის შუბი გამოაძრო დიდგულოვანი ენეასის ფარიდან და აქილევსის ფეხქვეშ დადო,
ენეასი კი მაღლა ასწია მიწიდან და ჰაერში ისროლა, გმირთა მრავალ წყებას, ცხენთა წყებებს გადაუფრინა
ღმერთის ხელით გასროლილმა ენეასმა და დაეშვა მძვინვარე ბრძოლის კიდეში, სადაც კავკონები226 საომრად
აბჯარს ისხამდნენ. [330] იქ მას მიუახლოვდა მიწისმრყეველი პოსეიდონი და მას მიმართა ფრთოსანი

225
ენეასის ძალა იმეფებს ტროელებზე, შვილები და შვილიშვილები, ვინც კი შემდეგ დაიბადება — გადმოცემის
მიხედვით, ენეასი ტროელ ლტოლვილებთან ერთად მიადგა იტალიას და იქ შექმნა ახალი სახელმწიფო. რომაელები
მიიჩნევდნენ, რომ რომი ენეასის შთამომავლებმა დააარსეს და ამიტომ საკუთარ თავს „ენეადებად“ მოიხსენიებდნენ.
იულიუს კეისარი დარწმუნებული იყო, რომ მისი გვარი სწორედ ამ ტროელი გმირისაგან მომდინარეობდა. ენეასის
ხიფათიან თავგადასავალს ზღვასა და ხმელეთზე, მის ბრძოლა ლატიუმში ახალი სამეფოს დასაფუძნებლად მიეძღვნა
დიდი რომაელი პოეტის, პუბლიუს ვერგილიუსის, პოემა „ენეიდა “.
226
კავკონები — ტროელთა მეზობელი ტომი, მათი მოკავშირეები ტროის ომში. ანატოლიის ავტოხთონური
მოსახლეობა, რომელთა სახელი დაკავშირებულია კავკასიონის ქედთან. სტრაბონის ცნობით, ისინი შავი ზღვის
სამხრეთ სანაპიროზე სახლობდნენ.
სიტყვით: „ენეას, რომელმა ღმერთმა გიბრძანა ასე წინდაუხედავად სულდიდი პელიონის წინააღმდეგ
ბრძოლა, როცა ის შენზე ძლიერია და უკვდავთათვის უფრო საყვარელი? მას კიდევ თუ შეხვდები, უკან უნდა
დაიხიო, თუ არ გსურს, ბედისწერის საწინააღმდეგოდ, ჰადესის სასახლის სტუმრობა; მაგრამ როგორც კი
აქილევსს სიკვდილი და ბედისწერა ეწვევა, მაშინ გაბედე და პირველ რიგებში იბრძოლე, სხვა აქაველი შენ
ვეღარ მოგკლავს.“
[340] ასე თქვა და როგორც კი ყველაფერი უთხრა, იქვე დატოვა. იმავწამს გაფანტა ღვთის მოვლენილი
ნისლი აქილევსის თვალთაგან, მასაც ხელახლა აეხილა თვალი, მიმოიხედა, ამოიოხრა და საკუთარ თავს
უთხრა: „რა ხდება! საკუთარი თვალით ვხედავ სასწაულს! აქ აგდია მიწაზე შუბი, ხოლო კაცს, რომელსაც
ვესროლე და რომლის მოკვლასაც ვაპირებდი, იმ კაცს ვერ ვხედავ! ენეასი საყვარელია უკვდავი
ღმერთებისთვის, თუმცა მე მეგონა, რომ მათი მხარდაჭერით ამაოდ ტრაბახობდა. წავიდეს! ისე ბედნიერი
იქნება, რომ სიკვდილი მოატყუა, [350] მეტჯერ არ შეეცდება ჩემთან ორთაბრძოლას. მოდი, მოვუხმობ
ომისმოყვარე დანაელებს, რომ სხვა ტროელები გამოვცადოთ, ვნახოთ, რა შეუძლიათ.“
ასე თქვა და მიმართა მებრძოლთა რიგებს, უბრძანა თითოეულ კაცს: „აწი შორს არ დაუდგეთ
ტროელებს, ღვთაებრივო აქაველებო, კაცი კაცზე წავიდეს, მძვინვარედ ეკვეთოს! მძიმეა ჩემთვის, რაგინდ
მძლავრიც უნდა ვიყო, ამდენ ადამიანს დავუარო და ყველას ვეომო! ვერც არესი, თუმცა უკვდავი ღმერთია,
ვერც თვით ათენა ამოდენა ხალხთან ბრძოლას ვერ აუვიდოდნენ; [360] მაგრამ რამდენსაც შევძლებ ხელებით,
ფეხებითა და ძალით, გავაკეთებ და უკან ოდნავაც არ დავიხევ, პირდაპირ გავივლი მებრძოლთა რიგებში და
ვერც ერთი ტროელი ვერ გაიხარებს, ვისაც კი ჩემს შუბთან ექნება საქმე.“
ამას ამბობდა, ასე ამხნევებდა; ხოლო ტროელებს სახელოვანი ჰექტორი დიდი ხმით უხმობდა,
აქილევსის წინააღმდეგ წავალო, ამბობდა: „გულმაგარო ტროელებო, ნუ გეშინიათ პელიონისა! მე თვითონ
შემიძლია სიტყვებით ვეომო უკვდავებს, შუბით ძნელი იქნებოდა, რადგან ისინი ბევრად უფრო ძლიერები
არიან. ყველა სიტყვას ვერ შეასრულებს აქილევსიც კი, [370] ნაწილს აღასრულებს, ნაწილს კი შუა გზაში
მიატოვებს. მის წინააღმდეგ მივდივარ, თუმცა ხელები ცეცხლს მიუგავს, ხელები ცეცხლს მიუგავს და გული
— გავარვარებულ რკინას.“
ასე თქვა, აღაგზნებდა ტროელებს, მათაც ასწიეს შუბები; მათმა მრისხანებამ თავი ერთად მოიყარა და
ყიჟინის ხმა გაისმა. მაშინ ჰექტორთან დადგა სხივოსანი აპოლონი და უთხრა: „ჰექტორ, მარტო არ წახვიდე
აქილევსის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაელოდე მას ხალხში დარჩენილი, საბრძოლო ყიჟინას
მოშორებული, რომ არ გესროლოს შუბი ან ხმლით არ მოგწვდეს.“
ასე თქვა, იმავწამს ჰექტორი შებრუნდა მეომრებში [380] შიშით თავზარდაცემული, რომ ღმერთის ხმა
გაიგონა.
ხოლო გამძვინვარებული აქილევსი საშინელი ყიჟინით შეიჭრა ტროელებში, პირველი მოკლა
იფიტიონი, ოტრინტევსის დიადი ვაჟი, მრავალი ხალხის წინამძღოლი, რომელიც ნაიასმა ნიმფამ უშვა
ქალაქთა დამაქცევარ ოტრინტევსს, თოვლიანი ტმოლოსის ქვეშ, ჰიდეს ნაყოფიერ მხარეში227. ის, პირდაპირ
მოიწევდა, როდესაც ღვთაებრივმა აქილევსმა შუბით განგმირა თავის შუაგულში, თავი ორად გაიყო, მძიმედ
დაეცა და შესძახა ღვთაებრივმა აქილევსმა: „აქ წევხარ, ოტრინტევსის ძეო, ყველაზე შემაძრწუნებელო კაცო!
[390] აქაა შენი სიკვდილი, თუმცა სამშობლო შორს გაქვს, გიგეს228 ტბასთან, სადაც მამისეული მიწებია,
თევზებიანი ჰილოსი და ჰერმოსის229 მჩქეფარე დინება.“
ასე თქვა ტრაბახით, ხოლო წაქცეულს თვალები წყვდიადმა დაუფარა, ხოლო აქაველთა ეტლებმა ზედ
გადაუარეს და ნაწილებად დაგლიჯეს შეტევის წინა ხაზზე; მას შემდეგ დემოლეონს, დაცვის საუკეთესო
მებრძოლს, ანტენორის ძეს, საფეთქელში მოარტყა შუბი, ბრინჯაოს მუზარადის გავლით. ვერ გაუძლო
ბრინჯაოს მუზარადმა, ბრინჯაოსვე ბუნიკმა ძვლამდე მიაღწია და [400] მთელი ტვინი გადმოიღვარა. ასე
დაცხრა მისი მძვინვარება. ამის შემდეგ ჰიპოდამასს, რომელიც ეტლიდან ჩამოხტა და მის წინ გაიქცა, ზურგში,
მხრებს შორის მოარტყა შუბი; მას უკვე სული ამოსდიოდა, როდესაც ამოიგმინა ხარივით, რომელსაც
ყმაწვილი კაცი მიათრევს ჰელიკეს230 მეუფე პოსეიდონის საკურთხეველზე, რომ აამოს მიწისმპყრობელს. ასე
ამოიხრიალა მან და ამაყმა სულმა დატოვა ძვლები. შემდეგ შუბით დააცხრა ღვთისდარ პოლიდოროსს,

227
ტმოლოსის ქვეშ, ჰიდეს ნაყოფიერ მხარეში — ტმოლოსის მთის ძირას გაშენებული იყო ლიდიის ქალაქი ჰიდე.
228
გიგე — ტბა ლიდიაში (მცირე აზია).
229
ჰილოსი და ჰერმოსი — ლიდიის მდინარები, ჰილოსი ჰერმოსის შენაკადი იყო.
230
ჰელიკე — აქაიის ზღვისპირა ქალაქი, სადაც იდგა პოსეიდონის სახელგანთქმული ტაძარი.
პრიამოსის ძეს. მას მამა ბრძოლას უშლიდა, რადგან ყველაზე უმცროსი იყო მის შვილებში [410] და ყველაზე
უფრო საყვარელი, ფეხმარდობით ყველას სჯობდა და ახლაც, სისწრაფით ტრაბახობდა და პირველ რიგებში
ჩნდებოდა, სანამ ძვირფასი სული არ დაღუპა. მას შუა ზურგში მოარტყა შუბი ფეხმარდმა ღვთაებრივმა
აქილევსმა, სადაც ჯავშნის ფილები ერთმანეთს ედებოდა და ქამრები იკვრებოდა ოქროს ბალთებით. სხეული
გაიარა შუბმა და ჭიპთან გამოუვიდა შუბისპირი, წაიქცა, ამოიკვნესა, ხელებით დაიჭირა გამოვარდნილი
ნაწლავები და მუქი ღრუბელი გადაეფარა.
როგორც კი ჰექტორმა თვალი მოჰკრა, რომ მის ძმას, პოლიდოროსს, [420] ხელით ეჭირა საკუთარი
ნაწლავები, რომლებიც მიწაზე გადმოეყარა, თვალზე მასაც ნისლი გადაეფარა, ვეღარ აიტანა შორს ყოფნა და
ჯიქურ გაიჭრა აქილევსისკენ, ჩირაღდანივით ეჭირა ხელში შუბი, როგორც კი დაინახა იგი აქილევსმა, შეხტა
და სიამაყით თქვა სიტყვა: „აი ის კაცი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაცოფა, რომელმაც მომიკლა საყვარელი
მეგობარი; აწი ერთმანეთს აღარ გავექცევით ომის ხაზებზე.“
წარბშეკვრით შეხედა და უთხრა ღვთაებრივ ჰექტორს: „ახლოს მოდი, რომ მალე მიხვიდე დაღუპვის
პირას.“
[430] მას უშიშრად უპასუხა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „პელევსის ძეო, იმედი ნუ გაქვს, რომ
პატარა ბავშვივით შემაშინებ სიტყვებით. თავადაც საკმაოდ კარგად ვიცი დამცინავი და თავხედური
ლაპარაკი. ვიცი, რომ შენ ძლიერი ხარ და მე შენ ბევრად ჩამოგრჩები; მაგრამ ეს ყველაფერი ჯერაც ღმერთების
მუხლებზე დევს, შეიძლება უფრო სუსტი ვიყო, მაგრამ მაინც ამოგხადო სული შუბით, რადგან ჩემი
შუბისპირიც ალესილია.“
ეს თქვა, შეათამაშა შუბი და ტყორცნა, მაგრამ ათენამ სული შეუბერა და ააცილა სახელოვან აქილევსს,
[440] ერთი ამოსუნთქვით; უკან მოუბრუნდა ღვთაებრივ ჰექტორს და მის ფეხებთან დაეცა; ამასობაში
აქილევსმა მძვინვარედ ისროლა შუბი, საშინელი ყიჟინით, მოკვლას უპირებდა, მაგრამ აპოლონმა იოლად
გადაარჩინა, როგორც ღმერთმა, სქელი ნისლით დაფარა. სამგზის დაეცა თავს ფეხმარდი ღვთაებრივი
აქილევსი ბრინჯაოს შუბით, სამგზის მოარტყა მხოლოდ სქელ ნისლს; მაგრამ მეოთხეჯერ დაიმონივით
ისროლა და საშინელი ყვირილით შესძახა ფრთოსანი სიტყვა: „კიდევ ერთხელ გაექეცი სიკვდილს, ძაღლო!
მაგრამ განსაცდელი უკვე [450] მოგიახლოვდა; შენ ახლა კიდევ ერთხელ გადაგარჩინა სხივოსანმა აპოლონმა,
რომელზეც უნდა ლოცულობდე, როდესაც შუბი უნდა აიცილო. გპირდები, რომ მოგკლავ, როგორც კი
შეგხვდები, თუ რომელიმე ღმერთი მეც დამეხმარა. ახლა სხვა ტროელებს დავერევი, ვისაც კი მივწვდები.“
ეს თქვა და დრიოფსი შეიწირა, კისერში ჩასცა შუბი, დაეცა მისი ფეხების ქვეშ; იქვე მიატოვა, ხოლო
მძლავრსა და უზარმაზარ დემუქოსს, ფილეტორის ძეს, მუხლში მოარტყა შუბი და შეაჩერა, ხოლო შემდეგ
ვეებერთელა ხმლით აკუწა და სული ამოართვა. [460] შემდეგ ბრძოლას მოწყურებული ლაოგონოსი და
დარდანოსი, ბიასის შვილები, ეტლიდან მიწაზე ჩამოჰყარა, ერთი შუბით განგმირა და მეორე ხმლით აკუწა.
ტროსი, ალასტორის ძე, მუხლებში ჩაუვარდა, იქნებ დამზოგოს, ცოცხალი დამტოვოს, არ მომკლას,
შემიბრალოს, როგორც თანატოლიო. უგუნური! ვერ ხვდებოდა, რომ ვერაფრით დაარწმუნებდა,
გულკეთილი და ალერსიანი კაცის ნაცვლად გამძვინვარებულს გადააწყდა, ის იყო ტროსმა მუხლზე მოხვია
ხელი, რომ შევედრებოდა, როცა ხმალი შიგ ღვიძლში მოხვდა; [470] ღვიძლი ჩაუწყდა და შავი სისხლმა
მკერდი გაუვსო, თვალებს წყვდიადი გადაეფარა და სული ამოხდა; ამის შემდეგ მულიოსი განგმირა, შუბი
ყურში აძგერა, მეორე ყურთან გამოვარდა ბრინჯაოს შუბისპირი; შემდეგ ექეკლონს, აგენორის ძეს შუა თავში
ჩასცა ვადიანი ხმალი, მთლიანად სისხლით მოითხვარა ხმალი, მსხვერპლს კი თვალები დაუხურა წითელმა
სიკვდილმა და მძლავრმა ბედისწერამ. ახლა დევკალიონს ჩასცა ბრინჯაოს შუბისპირი იდაყვთან, სადაც
მყესები თავს იყრიან, [480] ხელი მძიმედ ჩამოუვარდა და სიკვდილს სახეში შეხედა; აქილევსმა ყელი
გამოღადრა ხმლით, მუზარადიანი თავი დაეცა, ძვლის ტვინი ხერხემლიდან გადმოიღვარა, მოკლული კი
მიწაზე გაიშოტა. ახლა მიადგა პეირესის უზადო ვაჟს, რიგმოსს, რომელიც ნაყოფიერი თრაკიიდან იყო
ჩამოსული; შუბი ჩასცა და მუცელში შეიჭრა ბრინჯაო, ეტლიდან ჩამოვარდა და მისმა მეეტლემ, არეითოოსმა
ცხენები შეაბრუნა, მაგრამ აქილევსმა ზურგში მიაწვდინა ბასრი შუბი და ეტლიდან ჩამოაგდო, ცხენები
გაფრინდნენ.
[490] როგორც ღრმა ხეობაში მძვინვარებს არაადამიანური ხანძარი, გამომშრალ მთაზე, და იწვის
უსიერი ტყე, ხოლო ამოვარდნილი ქარი ყოველ მხარეს ავრცელებს ხანძარს, ასე დაძრწოდა დაიმონს
მიმსგავსებული შუბით, მისდევდა, კლავდა, შავი მიწა სისხლით გაიჟღინთა. როგორც ფართოშუბლიან მძლავ
ხარებს შეაბამს უღელში კაცი, რათა თეთრი ქერი გალეწოს კევრით კარგად მოწყობილ კალოზე; იოლად
იფრცქვნება ქერი მობუბუნე ხარების ფეხქვეშ, ასე დიდგულოვანი აქილევსის მუხლადი ცხენების ქვეშ
ერთნაირად ითელებოდნენ ცხედრები და ფარები, ეტლის ღერძი ქვემოდან [500] და ეტლის მოაჯირი
მთლიანად მოითხვარა სისხლით, რომელიც ცხენების ფლოქვებიდან და ბორბლებიდან წვეთებად
ეშხეფებოდა. სახელის მოსახვეჭად იღვწოდა პელევსის ძე, სისხლში გასვრილი უძლეველი ხელებით.
ოცდამეერთე სიმღერა

ბრძოლა მდინარესთან

როდესაც მიადგნენ წყალუხვი, მორევიანი, ზევსის შობილი უკვდავი მდინარის, ქსანთოსის, ფონს
ტროელები, იქ გაკვეთა ისინი აქილევსმა, ერთნი მინდორზე გარეკა, ქალაქისაკენ, სწორედ იმ გზით,
რომლითაც თავზარდაცემული აქაველები გარბოდნენ წინა დღეს, როცა მძვინვარებდა სახელოვანი ჰექტორი.
სწორედ იქით გაიქცნენ დაქსაქსულები, მაგრამ ჰერამ წინ აღუმართა სქელი ბურუსი და გზა გადაუღობა.
მეორე ნახევარი კი ღრმა და ვერცხლის მორევებიანი მდინარისკენ დაიძრა, საშინელი ღრიანცელით ჩახტა
მასში, ახმაურდა მაღალი ტალღები, [10] ორივე ნაპირმა საზარელი ხმა გამოსცა, ისინი კი ყიჟინით
აწყდებოდნენ იქით-აქით, მორევი ირგვლივ ატრიალებდა. როგორც კალიები, რომლებსაც მოულოდნელად
დაგზნებული ულმობელი ცეცხლი მდინარისკენ მიაქანებს და წყალში ყრის, ასე აქილევსისგან გაქცეულები
ღრმამორევებიან ქსანთოსში ცვიოდნენ; გაივსო დინება უწესრიგოდ ჩაცვენილი ცხენებისა და კაცების
ბღავილით.
ამის შემდეგ ზევსის ნაშიერმა გმირმა შუბი ნაპირზე დატოვა, იალღუნის ბუჩქს მიაყუდა და თავად,
დაიმონს მიმსგავსებული, ჩახტა; მხოლოდ ხმალი ჰქონდა ხელში და გულში — ბოროტი ზრახვა. [20]
დატრიალდა და აჩეხა ყველა, ხმლით აკუწულების არაადამიანური კივილი გაისმა და სისხლით გაწითლდა
წყალი. როგორც ღრმამუცლიან დელფინს გაურბიან სხვა წვრილი თევზები, ყურის უსაფრთხო ადგილებს
ეძებენ და თავს აფარებენ შეშინებულები, ის კი სადაც მისწვდება, ყველგან შთანთქავს მათ, ასე ტროელები
საშინელი მდინარის ტალღებში იმალებოდნენ სანაპირო კბოდეებს ქვეშ; მას კი ხელები დაეღალა და
მდინარიდან თორმეტი ცოცხალი ყმაწვილი ამოიყვანა, მოკლული პატროკლოსის, მენოიტიოსის ძის,
სანაცვლოდ, ესენი წამოსხა შვლის ნუკრებივით დამფრთხალნი, [30] ხელები უკან შეუკრა კარგად ამოჭრილი
ღვედებით, რომელსაც თავად ატარებდნენ ქიტონის სამაგრად. ჩააბარა მეგობრებს ისინი, რომ ღრმამუცლიან
ხომალდებთან წაეყვანათ. თავად კი უკან შებრუნდა სისხლს მოწყურებული.
იქ დარდანოსის შთამომავლის, პრიამოსის შვილს, მდინარიდან გამოქცეულ ლიკაონს გადაეყარა;
ადრე მამისეულ ბაღში დაუტყვევებია, რომელსაც ღამით დასცემია თავს; უფლისწული ბასრი ბრინჯაოთი
ახალგაზრდა ველურ ლეღვს ტოტებს ათლიდა, რომ ეტლის მოაჯირად გამოეყენებინა; მაშინ მას
მოულოდნელ განსაცდელად დასტყდომია თავს ღვთაებრივი აქილევსი. [40] ამის შემდეგ კეთილნაგებ
ლემნოსში გაუგზავნია ხომალდით, შემდეგ კი იასონის შვილისთვის მიუყიდია; მას კიდევ სხვისთვის
მიუყიდია, რაკი კარგად გადაუხადეს, იმბროსელი ეეტიონისთვის, რომელსაც გაუგზავნია ღვთაებრივ
არისბეში. იქიდან გაქცეულა და მიუღწევია მამისეული სახლისთვის. თერთმეტი დღე გული უჯერებია
საყვარელ მეგობრებში, ლემნოსიდან ჩამოსვლის შემდეგ, მეთორმეტე დღეს კი ღმერთმა ხელში ჩაუგდო ისევ
აქილევსს, რომელიც აპირებდა სული ამოერთვა და ჰადესის გზისთვის გაეყენებინა. როგორც კი თვალი
მოჰკრა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, [50] რომ შიშველი — უმუზარადოდ, უფაროდ, უშუბოდ (ესენი
მიწაზე დაუყრია) გარბოდა მდინარიდან, ოფლად იღვრებოდა და მუხლები ეკვეთებოდა; განრისხებულმა
ამოიხვნეშა აქილევსმა და თავის დიდგულოვან სულს უთხრა: „ეს რა ხდება, რა სასწაულს ხედავენ ჩემი
თვალები?! თუკი ვინმე დამიხოცია გულმაგარ ტროელთაგან, ისევ წამოდგებიან მიწისქვეშა წყვდიადიდან,
უკან მობრუნდებიან, თუკი ამ კაცს თავი დაუღწევია დაუნდობელი დღისთვის, ღვთაებრივ ლემნოსზე
გაყიდულს; ვერ დაუკავებია ვერც ჭაღარა ზღვას, რომელსაც ბევრი დაუკავებია მისი ნების წინააღმდეგ. [60]
მოდი, ჩვენი შუბი მოვსინჯო, ვნახო მინდა და გულით ვირწმუნო, ისევ მობრუნდება ეს კაცი, თუ დააკავებს
მას სიცოცხლის მომცემი მიწა, რომელსაც მასზე ძლიერები დაუკავებია.“
იდგა და ამაზე ბჭობდა, ის კი მიუახლოვდა, მუხლებში ჩავარდნა უნდოდა, გულით სურდა, გაქცეოდა
სიკვდილს და შავ ბედისწერას. ამასობაში დიდი შუბი აიღო ხელში ღვთაებრივმა აქილევსმა, უნდა გაეგმირა,
ის კი მუხლებში ჩაუვარდა, წინ გადაიხარა, ხოლო შუბმა ზურგზე გადაუარა და მიწაში [70] ჩაერჭო ცახცახით,
კაცის ხორცს დახარბებული. ამასობაში უფლისწულმა მუხლებზე მოხვია ხელი, მეორე ხელი კი შუბს ჩაავლო
და არ გაუშვა. მიმართა მას და უთხრა ფრთოსანი სიტყვა: „მუხლებში გივარდები, აქილევს, შემიწყალე და
დამინდე, შენს წინაშე ვდგავარ, ზევსის აღზრდილო, როგორც მავედრებელი, მე ხომ შენთან ვიგემე
დემეტერის მარცვალი იმ დღეს, როდესაც შენ დამატყვევე კეთილნაკეთებ ბაღში, მომაცილე მამასა და
მეგობრებს და გამყიდე წმინდა ლემნოსზე, ასი ხარის ფასი მოგიტანე. [80] ახლა სამი ამდენს მოგიტანდი!
მხოლოდ მეთორმეტე დღეა, რაც ილიონში დავბრუნდი; რა არ გადავიტანე! და ახლა შენს ხელში ჩამაგდო
დამღუპველმა ბედისწერამ! ეტყობა, ვძულვარ მამა ზევსს, რაკი ისევ ამას მიკეთებს! ხანმოკლე
სიცოცხლისთვის მშობა დედამ, ლაოთოემ, მოხუცი ალტესის ასულმა. ალტესის, რომელიც ომისმოყვარე
ლელეგებზე მეფობს და რომელსაც მაღალი პედასოსი უპყრია სატნიოეისზე. მისი ქალიშვილი მოიყვანა
ცოლად პრიამოსმა, სხვაც ბევრი ჰყავს. მან ორი შვილი მისცა პრიამოსს და შენ ორივეს ყელს გამოჭრი! [90] ის
შენ უკვე შეიწირე წინა რაზმებში მებრძოლი, ღვთისდარი პოლიდოროსი, რომელიც განგმირე ბასრი შუბით.
ახლა კი აქ ჩემი ჯერი დადგა, არ მგონია, შენს ხელებს გავექცე, როდესაც თავად დაიმონმა მომიყვანა შენთან.
სხვა რამეს გეტყვი და გულში ჩაიდე: ნუ მომკლავ, სხვა საშოდან იშვა ჰექტორი, რომელმაც შენი ძვირფასი და
მძლავრი მეგობარი მოჰკლა!“
ასე თქვა პრიამოსის სახელოვანმა ვაჟმა, ევედრებოდა სიტყვებით, მაგრამ დაუნდობელი იყო ხმა, რაც
გაიგონა: „უგუნურო, რას მეუბნები გამოსასყიდზე, რას ლაპარაკობ? [100] სანამ საბედისწერო დღე
დაუდგებოდა პატროკლოსს, მანამდე შემეძლო ხალისით შემეწყალებინა რომელიმე ტროელი, ბევრი
დამიტყვევებია და გამოსასყიდიც ამიღია. ახლა კი სიკვდილს ვერავინ ვერ გაექცევა, ვისაც ღმერთი ილიონის
წინ ხელში ჩამიგდებს. ყველა ტროელს სიკვდილი მოელის და განსაკუთრებით — პრიამოსის შვილებს. ასე
რომ, ჩემო კარგო, შენც უნდა მოკვდე! რატომ განიცდი? პატროკლოსიც ხომ მოკვდა, შენზე ბევრად უკეთესი!
ვერ მხედავ მე რა ლამაზი და რა დიდი ვარ? კარგი მამა მყავს და ქალღმერთმა დედამ მშობა, [110] მაგრამ მეც
მეწვევა სიკვდილი და მძლავრი ბედისწერა. განთიადისას იქნება ეს, საღამოს თუ შუადღისას, მაშინ, როდესაც
ვიღაცა ბრძოლაში სულს ამომართმევს, ან შუბით გამგმირავს ან მშვილდიდან ნასროლი ისრით.“
ასე თქვა, მოეკვეთა მუხლები და ჩაუვარდა გული, ხელი გაუშვა შუბს და ჩაჯდა გაშლილი ხელებით;
აქილევსმა კი ამოიღო ბასრი ხმალი, ვადამდე ჩასცა ლავიწთან კისერში ორლესული ხმალი, პირქვე დავარდა
მიწაზე და გაიშოტა, შავი სისხლი დაიღვარა, დასველდა მიწა. [120] აქილევსმა ფეხში ჩაავლო ხელი და
მდინარეში მოისროლა, დასცინა და ფრთოსანი სიტყვა მიაყოლა: „იქ იწექი თევზებს შორის უპატრონოდ,
ისინი გამოგწოვენ ჭრილობიდან სისხლს, დედა კი არ დაგაწვენს და დაგიტირებს, არამედ სკამანდროსი
წაგიღებს თავისი მორევებით ზღვის ვრცელ წიაღში. შავი სიღრმიდან ბევრი თევზი ამოხტება ტალღებში, რომ
იგემოს ლიკაონის ქათქათა ხორცი. გაწყდით, ტროელებო, სანამ არ შემოვაღწევ წმინდა ილიონში, სანამ არ
გაიქცევით და მე უკან არ მოგიწყობთ სასაკლაოს! [130] ვერც ეს ფართო და მრავალმორევიანი მდინარე
გიშველით, რომლის ტალღებსაც, უკვე რახანია, ხარებსა და ცოცხალ მუხლად ცხენებს სწირავთ. სასტიკი
სიკვდილით დაიხოცებით ყველანი, გაზღვევინებთ პატროკლოსის მკვლელობასა და აქაველთა დაღუპვას,
რომლებიც სწრაფ ხომალდებთან ამოხოცეთ ჩემს არყოფნაში.“
ასე თქვა და სასტიკად განრისხდა მასზე მდინარე, გულში ბჭობდა, როგორ შეეჩერებინა ღვთაებრივი
აქილევსი და გაჟუჟვისგან ეხსნა ტროელები. ამასობაში პელევსის ძე გრძელჩრდილიანი შუბით [140] თავს
დაეცა ასტეროპაიოსს, პელეგონის ძეს და მოკვლას უპირებდა. იგი ვრცლად მომდინარე აქსიოსს აკესამენოსის
უფროსმა ასულმა, პერიბოიამ უშვა, რომელსაც შეერთო ეს ღრმამორევიანი მდინარე. გაიწია აქილევსმა,
მოწინააღმდეგე კი მდინარიდან ამოვიდა, ორი შუბი ეჭირა, სიმამაცე გულში ქსანთოსმა ჩაუდო, რომელიც
განრისხებული იყო აქილევსზე, რომელმაც ყმაწვილები დახოცა, სასაკლაო მოუწყო მათ შუა მდინარეში და
არავინ არ დაინდო. დაიძრა ორივე. როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა ფეხმარდმა
ღვთაებრივმა აქილევსმა მიმართა სიტყვით: [150] „ვინა ხარ და საიდან ხარ, ჩემს წინააღმდეგ გამოსვლას რომ
ბედავ? მხოლოდ უბედურთა შვილები უპირისპირდებიან ჩემს ძალას!“
მას უპასუხა პელეგონის სახელოვანმა შვილმა: „პელევსის დიდსულოვანო ძეო, რატომ მეკითხები
ვინაობას? ნაყოფიერი და შორეული პაიონიიდან ვარ, გრძელშუბიანი პაიონიელების წინამძღოლი ვარ;
თერთმეტი დილა გათენდა, რაც ილიონში ჩამოვედი. ჩემი გვარი მოდის უხვწყლიანი აქსიოსისგან, რომლის
უმშვენიერესი წყალი მიწაზე მოედინება, მან შვა სახელოვანი შუბოსანი პელეგონი, რომელმაც, როგორც
ამბობენ, მე [160] მშვა; ახლა კი ვიბრძოლოთ, სახელოვანო აქილევს!“
ასე მუქარით ილაპარაკა, ხოლო ღვთაებრივმა აქილევსმა აიღო იფნის პელიასი, ხოლო გმირმა
ასტეროპაიოსმა ორივე შუბი ერთად ესროლა, რადგან ორივე ხელს თანაბრად ხმარობდა. ერთ-ერთი შუბი
ფარს მოხვდა, მაგრამ ვერ გააღწია ფარში და ოქრომ დააკავა, ღმერთის საჩუქარმა. მეორემ მარჯვენა ხელის
იდაყვს გაჰკრა, იხეთქა ღრუბელივით მუქმა სისხლმა, ხოლო შუბი მის უკან მიწაში ჩაერჭო კაცის ხორცს
მოწყურებული. შემდეგ კი აქილევსმა იფნის შუბი გაუქანა [170] ასტეროპაიოსს, რომ სიცოცხლეს
გამოესალმებინა; მას ააცილა, მაგრამ მაღალ ნაპირს მოარტყა და თავისი სიგრძის ნახევრით ჩაერჭო ნაპირს
იფნის შუბი; პელევსის ძემ კი ბასრი ხმალი ამოიღო ქარქაშიდან და მტრისკენ გაიწია, მან კი სცადა აქილევსის
შუბის ამოძრობა, მაგრამ ვერ შეძლო მიწიდან ამოეგლიჯა მძლავრი ხელით. სამგზის შეარხია, სცადა ამოეღო,
სამგზის გამოეცალა ძალა; მეოთხეჯერ კი სცადა, ჩამოჰკიდებოდა და გაეტეხა აიაკოსის შთამომავლის იფნის
შუბი, მაგრამ მანამდე აქილევსი დაეცა თავს და სული ამოხადა. [180] ჭიპთან გაუკვეთა მუცელი და მთელი
შიგნეული მიწაზე გადმოუცვივდა, ამოიხრიალა და წყვდიადმა დაუფარა თვალები; აქილევსი კი მიეჭრა,
მკერდიდან ააგლიჯა აბჯარი და ამაყად მიაყოლა სიტყვა: „ასე იწექი! მძიმეა შენთვის მძლეთამძლე
კრონიონის შვილებთან ჭიდილი, თუნდაც მდინარისგან იყო შობილი! იმით ტრაბახობ, რომ წყალუხვი
მდინარისგან მოდის შენი გვარი, როცა მე საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი გვარი დიდი ზევსისგან მომდინარეობს.
ჩემი მშობელი უამრავ მირმიდონელზე მეფობს, პელევსი, აიაკოსის შთამომავალი, ხოლო აიაკოსი ზევსის ძე
გახლდა. [190] რამდენადაც ზევსი აღემატება ზღვაში ჩამდინარე მდინარეებს, იმდენად უფრო ძლიერია
ზევსის მოდგმა მდინარეთა შთამომავლებზე. აქაა, შენს გვერდით, დიდი მდინარე, მაგრამ არ შეუძლია,
დაგიცვას, არ შეუძლია კრონოსის ძე ზევსს შეებრძოლოს; მას ვერ უტოლდება მძლავრი აქელოიოსიც კი, ვერც
ღრმად მომდინარე ოკეანოსის დიადი ძალა, რომლისგანაც მოედინება ყველა მდინარე და მთელი ზღვა, ყველა
წყარო და დიდი ჭები; მასაც კი ეშინია დიდი ზევსის ელვისა დასაზარელი ჭექა-ქუხილისა, როდესაც იგი
ციდან დაიგრიალებს.“
[200] ასე თქვა და კლდოვანი ნაპირიდან გამოაძრო ბრინჯაოს შუბი, მტერი კი ქვიშაში დაგდებული
მიატოვა, როგორც კი სიცოცხლე მოსტაცა და შავმა წყალმა დაასველა იგი. მას შემოეხვივნენ გველთევზები და
თევზები, თირკმლის ქონს აგლეჯდნენ და ნთქავდნენ. შემდეგ დაიძრა ცხენოსანი პაიონიელებისკენ,
რომლებიც მორევიანი მდინარისკენ გაიქცნენ, თვალი მოჰკრეს ფიცხელ ბრძოლაში საუკეთესო მეომარს და
პელევსის ძის ხელითა და მძლავრი ხმლით მოეღოთ მოლო. იქ დახოცა თერსილოქოსი, მიდონი,
ასტიპილონი, [210] მნესოსი, თრასიოსი, აინიოსი და ოფელესტესი, კიდევ ბევრ პაიონიელს დახოცავდა
სწრაფი აქილევსი, რომ არ ამოეღო ხმა განრისხებულ ღრმამორევიან მდინარეს, კაცს მიმსგავსებულმა ღრმა
მორევიდან ბრძანა მდინარემ: „ო აქილევს, ყველა ადამიანს აღემატები ძალითა და სასტიკი საქმით, თანაც
მუდამ გიცავენ თავად ღმერთები. თუკი კრონიონმა ყველა ტროელი მოგცა დასახოცად, ჩემგან ამოათრიე და
მინდორში გაუსწორდი. ცხედრებით გამევსო ძვირფასი დინება, ღვთაებრივ ზღვამდე ვეღარ მიმაქვს ჩემი
ნაკადი, [220] მკვდრებით გაიჭედა, შენ კი ულბობლად ხოცავ! მოდი, შეწყვიტე, თავზარს ნუ მცემ, ხალხის
წინამძღოლო!“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „დე იყოს ისე, ზევსის აღზრდილო სკამანდროს, როგორც შენ
ბრძანებ! ტროელთა ჟუჟვას კი მანამდე არ შევწყვეტ, სანამ ქალაქში არ შევყრი და ჰექტორს არ გამოვცდი
პირისპირ ბრძოლაში, სადაც ან ის მომკლავს ან მე მოვკლავ.“
ეს თქვა და დაიმონივით დაერია ტროელებს. მაშინ აპოლონს მიმართა ღრმამორევიანმა მდინარემ:
„სირცხვილი! ვერცხლისმშვილდიანო, ზევსის ძეო, [230] აღარ ემორჩილები კრონიონს, რომელმაც გიბრძანა,
ტროელებს მხარში ამოდგომოდი და დაგეცვა ისინი, სანამ დადგებოდა საღამოს ბინდი და სიბნელე
ჩამოწვებოდა ნაყოფიერ მიწაზე?!“
ასე ბრძანა და სახელოვანი შუბოსანი აქილევსი კლდოვანი ნაპირიდან შუა მდინარეში გადაეშვა,
აღელდა მშფოთვარე მდინარის ყველა ნაკადი, დაერია ყველა მკვდარს, რომლებსაც დაუნდობელმა აქილევსმა
გაავლო მუსრი, ხარივით დაიბღავლა და მიწაზე ამოჰყარა, ცოცხლები კი ლამაზ ტალღებში შეიფარა და
დამალა ღრმა და დიდ მორევებში. [240] აქილევსის ირგვლივ კი მშფოთვარედ აღელდა წყალი, აქილევსს
ფარზე დააცხრნენ ტალღები, ფეხზე ვეღარ დადგა, ხელით კარგად გაზრდილ, დიდ თელას ჩაეჭიდა, ის კი
ძირფესვიანად მოწყდა ნაპირს, გაიჭედა და გადაეღობა სწრაფ დინებას, ხშირი ტოტებით, მთელი ტანით
დაეცა და ხიდივით გაედო მდინარეს; მორევიდან ამოხტა გმირი და ველად გაიჭრა სწრაფი ფეხებით
შეშინებული, მაგრამ დიდი ღმერთი არ მოეშვა, აიწია და ჩაშავებული ტალღით დაეცა თავს, რომ
დაესრულებინა [250] ღვთაებრივი აქილევსის გმირობა და დაღუპვისგან ეხსნა ტროელები. პელევსის ძე კი
შუბის სასროლ მანძილზე გაიქცა ფრინველთაგან უმძლავრესი და უსწრაფესი მტაცებელი შავი არწივის
სისწრაფით. ასე გაფრინდა არწივივით, მკერდზე კი ბრინჯაო საზარელ ხმას გამოსცემდა, გვერდით მიიწევდა
სირბილით, უკან კი საშინელი ზათქით მოსდევდა მდინარე. როგორც კაცს შავწყლიანი წყაროდან არხი
გამოჰყავს, რომ ბაღში ხეხილი და მცენარეები მორწყას, ხელში თოხი უჭირავს და თხრილს სადინარს აძლევს,
[260] მოედინება წყალი და კენჭებს მიაქანებს, წყალი კი სწრაფად მორაკრაკებს, მიწას რწყავს და კაცსაც წინ
უსწრებს, ასე შეუჩერებლად ეწეოდა აქილევსს მდინარის ტალღა, თუმცა ის სწრაფად გარბოდა; ღმერთები
აღემატებიან მოკვდავებს. რამდენჯერმე სცადა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, დაპირისპირებოდა და
გაერკვია, ყველა უკვდავი მისდევდა თუ არა, რომელიც ვრცელ ზეცას ფლობენ, იმდენჯერ დაეცა ზევსის
ნაშიერი მდინარის ტალღა, ზემოდან ეღვრებოდა მხრებზე, ფეხებით ხტოდა გულდამძიმებული, [270]
გამძვინვარებულად მოვარდნილი მდინარე კი მუხლებამდე წვდებოდა, ურტყამდა და ფეხქვეშ მიწას
აცლიდა. ზეცას ახედა და წამოიძახა პელევსის ძემ: „მამა ზევსო, ამ განსაცდელში არც ერთი ღმერთი არ
შემიბრალებს და არ მიხსნის ამ მდინარისაგან? შემდეგ მომივიდეს, რაც უნდა მომივიდეს! სხვა ვინ იქნება
ზეციერთაგან დამნაშავე, თუ არა საკუთარი დედა, რომელმაც ჯადოსნურად გამაცურა! მან მითხრა, რომ
აბჯარასხმულ ტროელთა გალავანთან დავიღუპებოდი აპოლონის სწრაფი ისრებისგან. ნეტავ ჰექტორს, ამათ
საუკეთესო მეომარს, მოვეკალი! [280] ასე ხომ ვაჟკაცი მომკლავდა და ვაჟკაცს აჰყრიდა აბჯარს. ახლა კი
უსახელო სიკვდილით უნდა მოვკვდე, დიდმა მდინარემ უნდა შთანმთქას მეღორე ბიჭივით, ზამთარში მის
გადაცურვას რომ აპირებდა.“
ასე თქვა და სასრაფოდ მივიდნენ მასთან და ახლოს დაუდგნენ ადამიანებს მიმსგავსებული
პოსეიდონი და ათენა, ხელი ჩასჭიდეს, ტკბილად ამშვიდებდნენ; ასეთი სიტყვა უთხრა მიწისმრყეველმა
პოსეიდონმა: „პელევსის ძეო, გამხნევდი და ნურაფრის შეგეშინდება! შენს დასახმარებლად ორი ღმერთი
ვართ აქ მოსული [290] ზევსის კურთხევით — მე და ათენა პალასი. მდინარეში დახრჩობა შენ არ გიწერია; იგი
ძალიან სწრაფად დაცხრება, თავადაც ნახავ. ჩვენ ბრძნულ რჩევას გთავაზობთ, თუ დაგვიჯერებ: ხელი არ
აიღო დაუნდობელ ომზე, სანამ ილიონის სახელოვან გალავანს მიღმა არ აღმოჩნდება ყველა ტროელი, ვინც
ცოცხალი გაგასწრებს; შემდეგ ჰექტორს სულს ამოართმევ და უკან მობრუნდები ხომალდებთან, ჩვენ კი დიდ
სახელს მოგახვეჭინებთ.“
ეს ბრძანა ორივემ და უკვდავი ღმერთებისკენ გაეშურნენ. აქილევსიც დაიძრა, ღმერთისგან
შთაგონებული, [300] მინდვრისკენ. მინდორი კი წყლით იყო დატბორილი, უამრავი შესანიშნავი საჭურველი
და უთვალავი მოკლული ყმაწვილის ცხედარი ცურავდა ამ წყალში. აქილევსი მაღლა ხტებოდა, გზას
მიიკვლევდა წყალუხვი მდინარის მოძალებულ ნაკადში იმ ძალით, რომელიც ათენამ მიანიჭა. არც
სკამანდროსმა დაიცხრო მრისხანება, უფრო მეტად ემუქრებოდა პელიონს, მაღლა სწევდა თავის ტალღებს და
ხმამაღლა ეხმიანებოდა სიმოეისს: „საყვარელო ძმაო, ერთად შევაჩეროთ ამ კაცის ძალა, სანამ მეფე პრიამოსის
ქალაქი არ [310] გაუნადგურებია და ტროელები საბოლოოდ არ დაუმარცხებია ომში. სასწრაფოდ დამეხმარე,
შენი ნაკადი გაავსე წყაროების წყლით, ყველა ნაკადი აღძარი, სასტიკი ტალღები ააღელვე, ააგრიალე ყველა
მორევი მორებით და ქვებით, რომ დავაოკოთ ეს ველური კაცი, რომელიც მძლავრობს ახლა და თავის თავს
ღმერთებს უტოლებს. ვამბობ, რომ მას ვერ დაეხმარება ვერც ძალა და ვერც სილამაზე, ვერც მშვენიერი
საჭურველი, რომელიც ჭაობში ჩაეფლობა და შლამი დაფარავს. თავადაც იქ დაწვება, დავფარავ ქვიშით და
დავაყრი უთვალავ რიყის ქვას, [320] ძვლებსაც ვერ მოკრეფენ აქაველები, ისეთი ლამით დავფარავ ზემოდან.
ისეთ გორაკს დავადგამ, მის საპატივცემულოდ საფლავის ყორღანის აღმართვაც აღარ დასჭირდებათ
აქაველებს.“
ასე თქვა და მღელვარედ დაეცა თავს აქილევსს გრუხუნით, ქაფით, სისხლით და ცხედრებით. ზევსის
ნაშიერი მდინარის მეწამული ტალღები აღიმართნენ და აქილევსს წალეკვა დაუპირეს. დიდი ხმით შესძახა
ზევსმა, შეშინებულმა, დიდმორევებიან მდინარეს არ შთაენთქა აქილევსი, [330] იმავწამს ჰეფესტოსს მიმართა,
საყვარელ ვაჟს: „აღდექ, ჩემო კოჭლო შვილო! მორევებიანი ქსანთოსი შენთან ბრძოლის ღირსად მიგვიჩნევია;
სასწრაფოდ ჩაები ბრძოლაში, გამოავლინე შენი ცეცხლის მთელი ძალა! მე ახლა წავალ, ზღვიდან უმძლავრეს
გრიგალს აღვაძრევინებ ძეფიროსსა და განმწმენდ ნოტოსს; გრიგალი საშინელ ხანძარს გაავრცელებს და
გადაბუგავს ტროელებსაც და მათ საჭურველსაც; შენ კი ქსანთოსის ნაპირებზე ხეებს წაუკიდე ცეცხლი და
მდინარეზე მიუშვი, ნურც ტკბილი სიტყვები და ნურც მუქარა [340] ნუ დაგიცხრობს რისხვას, სანამ მე არ
მოგცემ ძახილით ნიშანს, მანამ არ შეანელო დაუცხრომელი ცეცხლი!“
ასე ბრძანა, ჰეფესტოსმა კი დააგზო ღვთაებრივი ცეცხლი. ჯერ მინდორს მოედო ცეცხლი და დაიწვა
აქილევსისგან მოკლული გმირების გროვად დაყრილი უამრავი ცხედარი; მთელი მინდორი დაშრა,
ბრწყინვალე წყალი გაქრა. როგორც გვიან შემოდგომაზე ბორეასი ახალმორწყულ ბაღს სწრაფად აშრობს და
მებაღეს გულს უხარებს, ასე დაშრა მთელი მინდორი და ცხედრები დაიბუგა, ღმერთმა კი მდინარეზე მიმართა
თვალისმომჭრელი ცეცხლი. [350] ცეცხლი მოედო თელას, ტირიფს, იალღუნს, დაიწვა ლოტოსი, ლერწამი და
თავნასკვა-ჩალა, რომლებიც უხვად ხარობდა მდინარის ნაპირზე. გაწამდნენ გველთევზები და თევზები
მორევებში, მშვენიერ ნაკადში აქეთ-იქით ხტოდნენ მახვილგონიერი ჰეფესტოსის სუნთქვით გატანჯულები.
თავად მდინარესაც მოედო ცეცხლი, სახელით მიმართა და უთხრა: „ჰეფესტოს, შენ ვერც ერთი უკვდავი ვერ
დაგიპირისპირდება, არც მე შემიძლია შენს ცეცხლთან შერკინება. შეწყვიტე რისხვა, ტროელები თუნდაც კი
ახლავე გამოყაროს ღვთაებრივმა აქილევსმა [360] ქალაქიდან, აღარ ვიბრძოლებ და აღარ დავეხმარები!“
ასე თქვა ალმოდებულმა, ადუღდა ლამაზი ნაკადი. როგორც თუქთუხებს დიდ ცეცხლზე შედგმული
ქვაბი, რომელშიც მსუქანი ტახის ქონი დნება და შიშხინებს, როდესაც მშრალი შეშის ცეცხლი მძლავრობს, ასე
თუხთუხებდა წყალი ცეცხლით ადუღებულ მდინარეში; ვეღარ მიედინებოდა და დადგა, აწამებდა
გამომგონებელი ჰეფესტოსის მცხუნვარე სუნთქვა. იმავწამს შეევედრა ჰერას და მიმართა ფრთოსანი
სიტყვით: „ჰერა, რატომ დაეცა შენი შვილი ჩემს დინებას, რატომ გამომარჩია [370] სხვებისგან? მე ისეთი
დამნაშავე არ ვარ შენთან, როგორც სხვები არიან, ვინც ტროელებს ეხმარებიან. მე უმალ დავცხრები, თუკი შენ
უბრძანებ, რომ შენმა ვაჟიც დაოკდეს. ფიცსაც დავდებ, აღარ ვიზრუნებ ტროელებისთვის საბედისწერო დღის
აცილებაზე, მაშინაც კი, როდესაც ტროას მთლიანად მოიცავს მძლავრი ხანძარი, რომელსაც დააგზებენ
აქაველთა მამაცი შვილები.“
როდესაც ეს გაიგონა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ, იმავწამს მიმართა ჰეფესტოსს, საყვარელ
შვილს: „ჰეფაისტოს, სახელგანთქმულო შვილო, საკმარისია! [380] მოკვდავთა გამო ასე სასტიკად არ უნდა
მოვეპყრათ უკვდავ ღმერთს!“
ასე ბრძანა და ჰეფესტოსმა ჩააქრო ღვთაებრივი ცეცხლი და ისევ თავის კალაპოტს დაუბრუნდა
მშვენიერი დინება. როგორც კი დააცხრო ქსანთოსის მრისხანება, შემდეგ ჰეფესტოსიც დააწყნარა, რისხვით
ანთებული ორივე ღმერთი გააყუჩა ჰერამ. სხვა ღმერთებს შორის კი სასტიკი შუღლი აღიძრა, განხეთქილებამ
მოიცვა მათი სული და გული. გამკივანი ყიჟინით დაესხნენ თავს ერთმანეთს, მიწამ ამოიგმინა და საყვირის
ხმასავით უპასუხა დიდმა ზეცამ. ოლიმპოსზე მჯდომმა ზევსმა გაიგონა, გულში გაეცინა, [390] გახალისდა,
როცა ბრძოლაში შესული ღმერთები დაინახა. დიდხანს არ იდგნენ უქმად, ფართამმუსვრელმა არესმა დაიწყო
და პირველმა გაიწია ათენაზე ბრინჯაოს შუბით და განმაქიქებელი სიტყვაც ბრძანა: „რა ხდება, შე ძაღლის
ბუზო, რატომ აომებ ღმერთებს, თავხედობით გაუმაძღარო და ამპარტავნებით თავგასულო?! გაიხსენე,
დიომედესი, ტიდევსის ძე რომ წააქეზე და დამჭრა, თავად კი ყველას დასანახად აიღე შუბი და პირდაპირ
ჩემზე წამოდი, რომ ჩემი სხეული დაგეფლითა? ახლა ყველაფრისთვის გაზღვევინებ სამაგიეროს, რაც
ჩაგიდენია.“
[400] ეს თქვა და ჩასცა ფოჩებიან შემზარავ ეგისში, რომელსაც ზევსის ელვაც ვერ აზიანებდა; სწორედ
მასში ჩასცა სისხლიანმა არესმა გრძელი შუბი. ათენამ უკან დაიხია და მძლავრი ხელი ლოდს დაავლო,
რომელიც მინდორში იდო დიდი, უხეში და შავი — ძველი დროის ხალხს დაუდევს ნაკვეთების გასამიჯნავად.
ეს ლოდი ესროლა მძვინვარე არესს, კისერში მოარტყა და წააქცია, შვიდი პლეთრონი231 დაიკავა დაცემულმა,
მტვრით მოეთხვარა თმები და აბჯარმაც გაიჟღრიალა. გაეცინა ათენა პალასს, სიამაყით აღივსო და ფრთოსანი
სიტყვით მიმართა: „ბიჭუნა, ახლაც ვერ გაიგე, ამაყად რომ გეუბნები, თუ რამდენად ძლიერი ვარ შენზე,
ჩემტან გატოლებას რომ აპირებ?! პასუხი უნდა გასცე ერინისებს, რომლებსაც დედაშენმა მოუხმო, შენზე
განრისხებულმა, აქაველები რომ მიატოვე და ქედმაღალ ტროელებს ეხმარები.“
ასე ბრძანა და მოაშორა სხივოსანი მზერა. მძიმედ ოხრავდა არესი, მას ხელი ჩაავლო ზევსის ასულმა
აფროდიტემ და გამოიყვანა, რომ სული ამოეთქვა. იგი დაინახა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ და იმავწამს
ათენას მიმართა ფრთოსანი სიტყვით: [420] „რა ხდება, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულო ატრიტონე, ამ
ძაღლის ბუზს კაცთამმუსვრელი არესი გაჰყავს ფიცხელი ომიდან და დაედევნე!“
ასე ბრძანა, ათენა კი გულში სიხარულით დაედევნა, მკერდში მძლავრი ხელი ჰკრა, მასაც გული
ჩაუვარდა და მუხლები მოეკვეთა. ორივე დაეცა ნაყოფიერ მიწაზე, ათენამ კი სიამაყით წარმოთქვა ფრთოსანი
სიტყვა: „ტროის დამხმარეები ყველანი ასეთები რომ ყოფილიყვნენ, რომლებიც აბჯროსან არგოსელებს
ეომებიან, [430] ასეთი, აფროდიტესავით მამაცები და მტკიცეები, რომელიც, არესის მოკავშირე, ჩემთან
დაპირისპირებას აპირებდა, დიდი ხნის შეწყვეტილი გვექნებოდა ომი და კეთილნაგები ილიონიც
დამხობილი გვექნებოდა!“
ასე ბრძანა და გაიღიმა თეთრხელება ქალღმერთმა ჰერამ. იმავწამს აპოლონს მიმართა მძლავრმა

231
პლეთრონი (πλέθρον) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც უდრის 30.83 მეტრს ან 1/6 სტადიონს;
ფართობის ერთეული = 0.095 ჰა, 4 არურა.
მიწისმრყეველმა: „სხივოსანო, რას ვუდგავართ, არ შეგვეფერება! სხვებმა უკვე დაიწყეს, სირცხვილია,
უბრძოლველად დავბრუნდეთ ოლიმპოსზე ზევსის სპილენძისზღურბლიან სასახლეში. დაიწყე, შენ ხომ
ჩემზე უმცროსი ხარ; მე არც [440] მომიხდებოდა, რადგან პირველი დავიბადე და მეტი მინახავს. ბიჭუნა, რა
უგუნური გული გქონია! უკვე აღარ გახსოვს, ილიონის გამო ჩვენ ორმა რაც გადავიტანეთ, მარტო რომ
ვიყავით ღმერთებიდან, რომლებიც მამაც ლაომედონს ზევსის ნებით მთელი წელი ვემსახურებოდით
დადგენილი საფასურით, ის კი ბრძანებებსა და დავალებებს გვაძლევდა?! მე მართლაც ავუგე ტროელების
ქალაქს ვრცელი და უმშვენიერესი გალავანი, რომ აუღებელი გამხდარიყო ქალაქი; შენ კი, სხივოსანო,
რქადაგრეხილი, ზანტი ხარების ჯოგს მწყემსავდი მრავალქიმიანი და ტყიანი იდის ფერდობებზე; [450] ხოლო
როდესაც მომხიბლავმა ჰორებმა დათქმული საფასურის გადახდის დრო მოიყვანეს, საზარელმა ლაომედონმა
ჩვენი საზღაური ძალით მიითვისა და მუქარით გამოგვყარა. ამასთან, გვაშინებდა, ფეხებს და ხელებს
შეგიკრავთ და შორეულ კუნძულებზე გაგყიდითო. ასევე დაიმუქრა, რომ ბრინჯაოთი დაგვაჭრიდა ყურებს
ორივეს. ახლაც, უკან გამოვბრუნდით და წამოვედით განრისხებული გულით, რადგან დაპირებული
გასამრჯელო არ გადაგვიხადა. ახლა მისი ხალხისთვის მოგაქვს სიხარული, ჩვენთან ერთად კი აღარ აპირებ
დაღუპო ქედმაღალი ტროელები [460] ბავშვებთან და პატივსაცემ მეუღლეებთან ერთად!“
მას ისევ უპასუხა შორსმიმწვდომმა მეუფე აპოლონმა: „მიწისმრყეველო, ჭკუათმყოფელად არ
მიმიჩნევდი, ამ საბრალო მოკვდავთა გამო შენ რომ შეგებრძოლო, რომლებიც, ხის ფოთლებს
მიმსგავსებულები, ხან სიცოცხლით სავსენი არიან და მიწის ნაყოფს ჭამენ, ხანაც ნადგურდებიან და ცვივიან.
მაშ, უსწრაფესად შევწყვიტოთ ბრძოლა, მათ კი გააგრძელონ ომი.“
ეს თქვა და უკან გაბრუნდა ისევ და ბიძამისთან დაპირისპირებას მოერიდა. [470] ის გაკიცხა დამ,
ნადირთა დედოფალმა, ნადირობის ქალღმერთმა არტემისმა და მკაცრი სიტყვა უთხრა: „გარბიხარ,
შორსმიმწვდომო, პოსეიდონს გამარჯვებას მთლიანად უთმობ, უბრძოლველად ახვეჭინებ სახელს?!
უგუნურო, რაში გჭირდება ეგ არაფრისმაქნისი მშვილდი? აღარ გავიგონო მამისეულ სასახლეში შენი
ტრაბახი, უკვდავი ღმერთების წინაშე, რომ პოსეიდონს ხელდახელ შეებრძოლები.“
ასე ბრძანა; მას არ უპასუხა შორსმიმწვდომმა აპოლონმა, ხოლო ზევსის პატივსაცემმა მეუღლემ
მრისხანედ [480] გაკიცხა ისრისმტყორცნელი სასტიკი სიტყვებით: „როგორ აპირებ, უსირცხვილო ძუკნავ,
ჩემს წინააღმდეგ გამოსვლას? მძიმე ძალას დაგიპირისპირებ, მშვილდოსანო, რომელიც ქალების ლომად
დაგადგინა ზევსმა და ნება დაგრთო, ვინც გინდა, დახოცო232. შენთვის უკეთესია მთებში ნადირებს დაერიო,
გარეულ ირმებს ეომო და არა ძალით შენზე აღმატებულებს; ხოლო თუ გსურს ომში დარწმუნდე და ნახო, თუ
რამდენად უფრო ძლიერი ვარ, მე დამიპირისპირდი!“
ასე ბრძანა და ორივე ხელი დაუჭირა [490] მარცხენათი, მარჯვენათი მხრებიდან მოგლიჯა მშვილდი
და ეს მშვილდი გადაუჭირა ყურებზე, ისიც იქით-აქით მობრუნდა და უმალ დაუცვივდა კაპარჭიდან ისრები;
ატირებული გაიქცა ქალღმერთი, როგორც ქედანი გაურბის ქორს და კლდის ნაპრალში შეფრინდება, როდესაც
მის ხელში ჩავარდნა არ უწერია. სწორედ ასე გაიქცა აცრემლებული და მშვილდი მიატოვა. მაშინ ლეტოს
მიმართა არგოსის მკვლელმა შიკრიკმა: „ლეტო, შენთან ომს არ ვაპირებ, ძნელია ეომო ღრუბელთშემკრები
ზევსის მეუღლეებს; [500] ასე რომ, შეგიძლია უკვდავ ღმერთებში დაიტრაბახო, რომ საშინელი ძალით
დამამარცხე.“
ასე თქვა, ხოლო ლეტომ თავი მოუყარა მოხრილ მშვილდს და მტვერში იქით-აქით მიმოყრილ ისრებს;
ხელი დაავლო თავისი ქალიშვილის იარაღს და წავიდა. თავად ასული კი ოლიმპოსზე წავიდა, ზევსის
ბსპილენძისზღურბლიან სასახლეში, თვალცრემლიანი მუხლებთან მიუჯდა მამას, უკვდავი კაბა
უცახცახებდა. გულში ჩაიკრა კრონიონმა და ტკბილი სიცილით ჰკითხა: „ზეციერთაგან რომელი მოგექცა ასე
დაუფიქრებლად, საყვარელო შვილო, [510] თითქოს ყველასთვის რამე დაგეშავებინოს?“
მას უპასუხა ლამაზგვირგვინიანმა და ხმაურიანმა მონადირემ: „მამაჩემო, შენმა მეუღლემ დამარტყა
ხელი, თეთრხელება ჰერამ, რომელიც უკვდავებში მუდამ განხეთქილებას თესავს.“
სანამ ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, სხივოსანი აპოლონი შევიდა წმინდა ილიონში, რადგან წუხდა,
კეთილნაგები ქალაქის გალავანი, ბედისწერის საწინააღმდეგოდ, არ დაექციათ დანაელებს ამ დღეს.
დანარჩენმა მარადმყოფმა ღმერთებმა კი ოლიმპოსს მიაშურეს, ზოგმა განრისხებულმა და ზოგმაც
გახარებულმა, [520] მივიდნენ და დასხდნენ შავი ღრუბლების მეუფე მამასთან.

232
ქალის მოულოდნელ სიკვდილს ბერძნები არტემისის ისრებს მიაწერდნენ.
ამასობაში აქილევსი ტროელებსა და მუხლად ცხენებს ისევ მუსრს ავლებდა. როგორც ღმერთების
რისხვით ცეცხლმოდებული ქალაქიდან ვრცელ ზეცაში ადის ბოლი, ყველასთვის მოაქვს გარჯა და გასაჭირი,
ასე მოჰქონდა აქილევსს ტროელებისთვის გარჯა და გასაჭირი.
მოხუცი პრიამოსი იდგა ღვთაებრივ გალავანზე და დაინახა გოლიათი აქილევსი, მისი შიშით
ტროელები უწესრიგოდ იხევდნენ უკან და დამხმარეც არავინ ჩანდა. მგლოვიარედ ჩამოვიდა კოშკიდან
მიწაზე, [530] გალავანთან მოუხმო კარიბჭის სახელოვან მცველებს: „ფართოდ გააღეთ და ხელით დაიჭირეთ
კარიბჭე, სანამ გამოქცეული ხალხი არ შემოვა ქალაქში, რადგან ახლოა აქილევსი და გვიახლოვდება დაღუპვა.
როგორც კი შიგნით შემოვა ყველა და უსაფრთხოდ იქნება, ისევ დავკეტოთ მჭიდროდ ჩამჯდარი კარიბჭე.
იმისიც მეშინია, ეს საბედისწერო კაცი გალავანს არ გადმოახტეს!“
ასე ბრძანა და მათაც გააღეს კარიბჭე და ფართოდ გაღებული დატოვეს და ამით ბევრი გადაარჩინეს;
ამასობაში აპოლონი გამოვიდა, რათა ტროელებისთვის დაღუპვა აეცილებინა. [540] ისინი კი ბრძოლის
ველიდან პირდაპირ გარბოდნენ მაღალი გალავნისაკენ, წყურვილით გატანჯულები და მტვერში
ამოგანგლულები, აქილევსი კი გამძვინვარებული მოსდევდა შუბით, გულში არ უცხრებოდა მრისხანება და
სახელის მოხვეჭის სურვილი. აქ მაღალკარიბჭიან ტროას აიღებდნენ აქაველთა შვილები, სხივოსან აპოლონს
რომ არ გაეგზავნა ღვთაებრივი აგენორი, ანტენორის უზადო და მძლავრი ძე. მას გულში ჩაუდგა სიმამაცე და
თავადაც ახლოს დაუდგა, რომ სიკვდილის მძიმე ხელისგან დაეხსნა, მუხას მიეყრდნო და სქელი ღრუბლით
დაიმალა. [550] როგორც კი დაინახა ქალაქთმმუსვრელი აქილევსი, დადგა, ათასმა ფიქრმა გაუელვა თავში,
ამოიოხრა და საკუთარ თავს უთხრა: „ვაიმე, თუკი ახლა მძლავრ აქილევსს ლაჩრულად გავექცევი, როგორც
სხვები გარბიან თავქუდმოგლეჯით, მაინც დამიჭერს და ყელს გამომჭრის; მაგრამ რა იქნება, რომ დავაცალო,
უწესრიგოდ გაქცეულებს გაეკიდოს პელევსის ძე აქილევსი, მე კი გალავნის მიღმა ილიონის მინდორი
გადავჭრა, იდის ტოტს მივადგე და ბუჩქებში დავიმალო? [560] იქ კი საღამო ხანს მდინარეში ჩამოვიბანო
ოფლი და ილიონში დავბრუნდე? მაგრამ რატომ მეუბნება გული ამას? ქალაქიდან მოშორებულმა მინდორში
რომ მომკრას თვალი? ხომ გამოექანება სწრაფი ფეხებით და დამიჭერს! ვეღარ გავექცევი სიკვდილს და
ბედისწერას, რადგან ის ყველა ადამიანზე ბევრად ძლიერია. ხომ არ აჯობებს, ქალაქის წინ გამოვიდე მის
წინააღმდეგ? ბოლოს და ბოლოს, მის ხორცსაც გაგლეჯს ბასრი ბრინჯაო, ერთი სიცოცხლე აქვს მასაც,
მოკვდავია ისიც, [570] როგორც ამბობენ, თუნდაც ზევსი, კრონოსის ძე, დიდებას ანიჭებდეს.“
ასე თქვა და დაელოდა აქილევსს, მამაცი გული გაიმაგრა და განეწყო საბრძოლველად. როგორც ავაზა
გამოდის ღრმა ბუჩქნარიდან მონადირის პირისპირ, გულში არ აქვს შიში და გაქცევას არ აპირებს, ყეფას რომ
გაიგონებს, თუნდაც ხმლით დაიჭრას ან ისარი მოხვდეს, თუნდაც შუბი ჩაერჭოს, მაინც არ მიატოვებს
ბრძოლას, სანამ არ დაგლეჯს მოწინააღმდეგეს ან თავად არ დამარცხდება, ასე სახელოვანი ანტენორის ვაჟი
აგენორი [580] არ აპირებდა გაქცევას, სანამ არ გამოცდიდა აქილევსს. აიღო თავისი ყოველმხრივ
გაწონასწორებული ფარი, შუბი მოუღერა და დიდი ხმით შესძახა: „უეჭველია, იმედი გქონდა, სახელოვანო
აქილევს, რომ ქედმაღალი ტროელების ქალაქს დღეს დააქცევდი, უგუნურო, კიდევ ბევრი უბედურება გელით
ამ ქალაქისგან. ბევრნი ვართ და მამაცი კაცები ვართ, რომლებიც საყვარელი მშობლების, ცოლებისა და
შვილებისთვის ვიცავთ ილიონს. შენ აქ მოგელის დაღუპვა, რაგინდ საზარელი და გამბედავი მეომარიც უნდა
იყო.“
[590] ეს თქვა და ბასრი შუბი ისროლა მძლავრი ხელით, არ ააცილა და მოარტყა მუხლის ქვემოთ,
წვივში, ახალნაკეთებ კალის საბარკულს მოხვდა ნასროლი, საშინელი ხმა გამოსცა ბრინჯაომ, მაგრამ ვერ
გააღწია, არ გაუშვა ღმერთის საჩუქარმა. თავის მხრივ, პელევსის ძემ შეუტია ღვთისდარ აგენორს, მაგრამ არ
მისცა საშუალება აპოლონმა, სახელი მოეხვეჭა, ხელი დაავლო ტროელს, ვრცელი ნისლი გადააფარა და
ბრძოლის ველიდან მშვიდობიანად გაისტუმრა. შემდეგ პელიონი ცბიერებით მოაშორა ხალხს [600] და,
ყველანაირად ანტენორს მიმსგავსებული, შორსმიმწვდომი თავად დაუდგა წინ და ისიც სწორედ მას
დაედევნა. ამის შემდეგ აქილევსი ჯერ პურის ყანაში მისდევდა, შემდეგ ღრმამორევიანი სკამანდროსისკენ
გააქცია, ის-ის იყო უნდა დასწეოდა, მაგრამ ცბიერად ატყუებდა აპოლონი, იმედს უტოვებდა, რომ სწრაფი
ფეხებით დაეწეოდა, ამასობაში კი გაქცეულმა სხვა ტროელებმა გახარებულებმა ერთ გუნდად მიაღწიეს
ტროას და ქალაქი გაივსო ხალხით. ვეღარ ბედავდნენ მინდორზე, გალავნის მიღმა გასვლას, რომ გაერკვიათ,
ვინ დააღწია თავი განსაცდელს [610] და ვინ დაეცა ბრძოლაში; იმ ხალხმა გაავსო ქალაქი, რომელიც
საკუთარმა ტერფმა და მუხლმა გადაარჩინა.
ოცდამეორე სიმღერა

ჰექტორის სიკვდილი

შეშინებული ირმებივით შეცვივდნენ ქალაქში ტროელები, ოფლი შეიშრეს, დალიეს და წყურვილი


დაიოკეს და დარჩნენ მშვენიერ ქონგურებთან; ამასობაში აქაველები მკერდზე მიკრული ფარებით პირდაპირ
მიადგნენ გალავანს. ჰექტორი კი, დამღუპველი ბედისწერით შებოჭილი, დარჩა ილიონისა და სკაიის
კარიბჭის წინ. ამასობაში პელიონს მიმართა სხივოსანმა აპოლონმა: „რა ხდება, პელევსის ძეო, სწრაფი
ფეხებით რომ მომსდევ მოკვდავი კაცი უკვდავ ღმერთს? ვეღარ მიხვდი, [10] ღმერთი რომ ვარ, გამუდმებით
რომ მძვინვარებ? აღარ გადარდებს ტროელთა ხვედრი, გაგექცნენ ისინი და ქალაქში მოიყარეს თავი, შენ კი აქ
შეყოვნდი. მე ვერ მომკლავ, სიკვდილი არ მიწერია.
განრისხებულმა უპასუხა მას ფეხმარდმა აქილევსმა: „შენ შემაცდინე, შორსმიმწვდომო, ყველა
ღმერთზე უფრო დამღუპველო! აქ გამომიტყუე, გალავნის წინ; ეს რომ არა, ბევრი შეჭამდა კიდევ მიწას
კბილით, სანამ ილიონში შეაღწევდა. ახლა კი მე დიდება წამართვი, ისინი კი იოლად გადაარჩინე, რადგან
შემდგომი შურისძიებისა არ გეშინია. [20] მე ვიძიებდი შურს, ამის შეძლება რომ მქონდეს!“
ეს თქვა და ამაყი გულით გაეშურა ქალაქისკენ, მიისწრაფოდა, როგორც მუდმივად გამარჯვებული
ცხენი ეტლით მიისწრაფის, როდესაც მინდორში მიქრის; ასე აამოძრავა აქილევსმაც ტერფები და მუხლები.
პირველმა იგი მოხუცმა პრიამოსმა დაინახა, მინდორზე მოჰქროდა მბრწყინავი ვარსკვლავივით,
რომელიც გვიან ზაფხულში ამოდის და ელვარე სხივებით ანათებს უამრავ ვარსკვლავს ღამის სიბნელეში, მას
ორიონის ძაღლის233 სახელით იცნობენ; [30] ყველაზე უფრო მეტად ბრწყინავს, მაგრამ სიავის ნიშანია,
პაპანაქება სიცხე მოაქვს უბედური მოკვდავებისთვის; ასე უელავდა სირბილისას მკერდთან ბრინჯაო.
განწირული ხმა აღმოხდა მოხუცს, ჯერ თავში დაიშინა ხელი, შემდეგ მაღლა აღმართა, ხმამაღლა შესძახა და
შეევედრა საყვარელ შვილს; ის კი კარიბჭის წინ იდგა მდუმარედ და აქილევსთან შებრძოლებას ფიქრობდა.
მისკენ გაიშვირა ხელი მოხუცმა და უთხრა: „ჰექტორ, საყვარელო შვილო, ნუ ელოდები მაგ კაცს, ასე, სხვების
გარეშე, არ გეწიოს ბედისწერა და [40] არ დაგღუპოს პელიონმა, შენზე ბევრად ძლიერი და დაუდობელია!
ვისურვებდი, ისევე ნაკლებად ყვარებოდათ ღმერთებს, როგორც მე მიყვარს, მაშინ უმალ ძაღლები და სვავები
შეჭამდნენ მის ცხედარს! და ეს სასტიკი ტანჯვა გულიდან მომშორდებოდა! რამდენი მამაცი შვილი
დამიღუპა, ზოგი დამიხოცა და ზოგიც შორეულ კუნძულებზე გამიყიდა! ახლაც ვერ ვხედავ ორ შვილს,
ლიკაონსა და პოლიდოროსს ქალაქში თავშეფარებულ ტროელებში; ისინი მიშვა მე ლაოთოემ, მეუღლეთა
დედოფალმა. თუ ცოცხლები არიან და აქაველებს ჰყავთ ტყვედ, [50] სპილენძითა და ოქროთი გამოვისყიდით,
ეგ არ გვაკლია, უამრავი სიმდიდრე გამოაყოლა ქალიშვილს სახელოვანმა ალტესმა; ხოლო თუ მოკვდნენ და
ჰადესის სასახლეს ეწვივნენ, ვაი მეც და მათ მშობელ დედასაც! თუმცა, ჩვენი ხალხის ტკივილი ნაკლები
იქნება, თუ შენ არ დაგკარგავთ და აქილევსი არ მოგკლავს. ამიტომ შემოდი, გალავანში, ჩემო შვილო, რათა
დაიხსნა ტროელი ვაჟკაცები და ქალები, სახელი არ მოახვეჭინო პელევსის ძეს, თავად კი სიცოცხლეს არ
გამოეთხოვო. შემიწყალე საბრალო ბერიკაცი, სანამ ცოცხალი ვარ, [60] უბედურ დღეზე დაბადებული,
რომელსაც მამა კრონიონმა სიბერეში მწარე ბედად მარგუნა ეს საშინელება, რომ შევესწრო საკუთარი ვაჟების
დახოცვას, ქალიშვილების დამონებას, სასახლის დარბევას, ჩვილი ბავშვების მიწაზე დანარცხებას სასტიკ
ბრძოლაში და რძლების წათრევას დაუნდობელი აქაველების ხელით! თვითონ კი უკანასკნელს ზღურბლზე
ძაღლები გამათრევენ და დამგლეჯენ, როდესაც ვიღაცა ბასრი ბრინჯაოთი სხეულიდან სულს ამომართმევს.
ამ ძალღებს, ჩემი კარის მცველებს, მე თვითონ ვაჭმევდი სასახლეში, [70] ახლა კი ისინი შესვამენ ჩემს სისხლს
გამხეცებულები და კართან დაეყრებიან! ყმაწვილ კაცს უხდება კიდეც, როდესაც ბრძოლაში ბასრი
ბრინჯაოთი მოკლული წევს, ყველაფერი რაც უჩანს, მშვენიერია! მაგრამ როდესაც მოკლული მოხუცის
ჭაღარა თმას, ჭაღარა წვერსა და სამარცხვინო სიშიშვლეს დაეძგერებიან ძაღლები, ეს ყველაზე უფრო
გულსაკლავი რამაა საცოდავი მოკვდავებისთვის!“
ეს თქვა მოხუცმა და ჭაღარა თმა დაიგლიჯა თავზე, მაგრამ ჰექტორი მაინც ვერ შეძრა. მეორე მხრიდან

233
ორიონის ძაღლი — სირიოსი (სირიუსი), ცის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი დიდი ქოფაკის
თანავარსკვლავედიდან. შდრ. მეთერთმეტე სიმღერა, სტრ. 62.
დედა გლოვობდა და ცრემლებს ღვრიდა, [80] საკინძე შეიხსნა, ძუძუ გამოაჩინა და მტირალმა მიმართა
ფრთოსანი სიტყვით: „ჰექტორ, შვილო, ამ ძუძუს ეცი პატივი და შემიბრალე! ამით მყავხარ გაზრდილი, ამით
გაწყნარებდი, როცა ტიროდი! გაიხსენე, საყვარელო შვილო და გამოერიდე მაგ დაუნდობელ კაცს! შემოდი
გალავანში, მარტო ნუ დგახარ! თუ მოგკლა, ვერც მე, შენი მშობელი, ვერ დაგიტირებ და ვერც
მდიდრულმზითვიანი მეუღლე, ჩვენგან შორს, არგოსელების ხომალდებთან დაგგლეჯენ სწრაფი ძაღლები!“
[90] ასე დასტიროდნენ მშობლები, მიმართავდნენ საყვარელ შვილს და ევედრებოდნენ, მაგრამ ვერ
დაარწმუნებს ჰექტორი, იგი ელოდა გოლიათი აქილევსის მოახლოებას. როგორც მთის დრაკონი კაცს
ელოდება თავის ხვრელთან, შხამიანი ბალახით გამძღარი და სასტიკი სიავით სავსე, საზარლად იყურება და
თავის ხვრელთან იკლაკნება, ასე იდგა ჰექტორი დაუოკებელი სიმამაცით და უკან არ იხევდა. კოშკს
მიაყრდნო ელვარე ფარი, ამოიოხრა და საკუთარ ამაყ სულს მიმართა: „სირცხვილი არ ამცდება, თუკი კარებს
გავივლი და გალავანს იქით აღმოვჩნდები, [100] პოლიდამასი პირველი მისაყვედურებს, რომელმაც მირჩია,
ტროელები ქალაქში დამებრუნებინა იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც ღვთაებრივი აქილევსი ხელახლა
გამოჩნდა. მე არ დავუჯერე, თუმცა უკეთესი იქნებოდა, დამეჯერებინა! ახლა კი, როდესაც ხალხი დამეხოცა
ჩემი უგუნურებით, მრცხვენია ტროელი ვაჟკაცებისა და გრძელკაბიანი ქალებისა. ახლა უკანასკნელ
ტროელსაც კი შეუძლია თქვას, ჰექტორი საკუთარ ძალას მიენდო და დაღუპა ხალხიო. ასე იტყვიან. ჩემთვის
ბევრად უკეთესი იქნება, ან აქილევსი დავამარცხო და ისე დავბრუნდე, [110] ან მასთან ბრძოლაში
სახელოვნად დავიღუპო ქალაქის წინ. რა იქნება, ბუნიკიანი ფარი რომ დავდო, მტკიცე მუზარადი მოვიხსნა,
შუბი გალავანს მოვაყურო და თავად უზადო აქილევსთან მივიდე, შევთავაზო, რომ ჰელენესა და მთელ
ქონებას, რაც ალექსანდროსმა ჩამოიტანა ღრმამუცლიანი ხომალდებით ტროაში და ამით ომს სათავე დაუდო,
დავუბრუნებთ ატრევსის ძეებს, ამასთან აქაველებს ყველაფერს გავუყოფთ, რაც კი სიმდიდრე გვაქვს
ქალაქში? რომ დავადებინო ტროელ მოხუცებს ფიცი, [120] არაფერს დავმალავთ და ყველაფერს
წარმოვადგენთ გასაყოფად, მთელ ჩვენს სიმდიდრეს, რაც კი ქალაქში გვაბადია-თქო? რა ხდება ჩემს თავს?
რაებს ვფიქრობ? არც წავალ და არც შევევედრები, არაფრის შერცხვება მას, უიარაღოს მომკლავს ქალივით,
აბჯარს თუ აქ დავტოვებ. ახლა იმის დრო არ არის, ხეზე ან კლდეზე ვილაპარაკოთ234, როგორც ქალწულმა და
საცოლო ყმაწვილმა; ქალწულმა და ყმაწვილმა ილაპარაკონ, ჩვენთვის კი უკეთესია, საც შეიძლება სწრაფად
შევასკდეთ ერთმანეთს, [130] რომ ვიცოდეთ, ვის მიანიჭებს დიდებას ოლიმპოსელი!“
ასე ბჭობდა და იცდიდა, როცა აქილევსი მოადგა, ენიალიოსის თანასწორი, მუზარადმმოელვარე
მეომარი, მარჯვენათი იფნის საშინელი პელიასის მრხეველი. მის ირგვლივ თვალისმომჭრელად ელავდა
ბრინჯაო მოგიზგიზე კოცონის ალივით და ამომავალი მზის შუქივით. როგორც კი დაინახა ჰექტორმა,
ცახცახმა აიტანა, იქ დარჩენა ვეღარ გაბედა, კარიბჭე უკან მოიტოვა და გაიქცა თავზარდაცემული. პელევსის
ძე კი დაედევნა ფეხების სისწრაფეს მინდობილი. როგორც მთებში ქორი, ფრინველთაგან უსწრაფესი, [140]
იოლად ეშვება დაბლა დამფრთხალი ქედნის დასაჭერად, საბრალო გაქცევას ცდილობს, ხოლო მტაცებელი
წივილით თავს აცხრება, გულით უნდა, რომ შეიპყროს, — ასე მოწადინებული მიფრინავდა, ჰექტორი კი
სწრაფი მუხლებით მიქროდა ტროელთა გალავანთან. გაირბინეს ბორცვი და ქარით რხეული ლეღვის ხე, უკან
მოიტოვეს გალავანი და საეტლე გზით გაიქცნენ, ლამაზად მოჩუხჩუხე ორ წყაროს მიადგნენ, მორევიანი
სკამანდროსის ორ სათავეს. ერთი თბილი წყლით მოედინება და ირგვლივ ორთქლს [150] აყენებს, თითქოს
ცეცხლი იყოს დანთებული; მეორე წყარო კი შუა ზაფხულშიც სეტყვასავით და თოვლივით ცივი და
ყინულივით სუსხიანია. იქ ორი ფართო აუზია, ქვით ამოყვანილი და ლამაზად აგებული, რომლებშიც სამოსს
სიქათქათემდე რეცხავდნენ ტროელთა ცოლები და მშვენიერი ქალწულები მშვიდობიანობის დროს, სანამ
მოვიდოდნენ აქაველთა ვაჟები. იქ მიირბინეს მსრბოლელმა და მისმა მადევარმა. წინ იყო კარგი მორბენალი,
სწრაფად მისდევდა ბევრად უკეთესი. სამსხვერპლო ცხოველი ან ხარის ტყავი [160] არ ელოდა მათ შორის
უსწრაფესს, რაც სირბილში გამარჯვებულს ერგება ხოლმე, ჯილდოდ აქ იყო ცხენთამხედნელი ჰექტორის
სული. და როგორც მიცვალებული მეომრის საპატივცემულოდ გამართულ ასპარეზობაზე გამარჯვებული
მუხლადი ცხენებით შემოურბენს მიჯნას და მსუბუქად მიფრინავს, ხოლო ჯილდოდ ელით სამფეხა ან ქალი,
ასე სამგზის შემოურბინეს პრიამოსის ქალაქს სწრაფი ფეხებით; ყველა ღმერთი ხედავდა ამას. მათ სიტყვა

234
ახლა იმის დრო არ არის, ხეზე ან კლდეზე ვილაპარაკოთ — „ხეზე ან კლდეზე“ ბერძნული ანდაზაა, რაც
ნიშნავს „თავიდან, დასაწყისიდან“. ანდაზა მომდინარეობს უძველესი წარმოდგენებიდან, რომ ადამიანი ხისგან ან
კლდისგან წარმოიშვა. ჰექტორი თვლის, რომ ახლა იმის დრო არ არის, რომ აქილევსთან ჰელენესა და ტროის ომის
მიზეზებზე ილაპარაკოს.
უთხრა ადამიანთა და ღმერთთა მამამ: „ვაი, რომ საკუთარი თვალით ვხედავ საყვარელ კაცს, გალავანთან
გაქცეულს, გული მიკვდება [170] ჰექტორის გამო, ბევრჯერ შეუწვავს ჩემთვის ხარის ბარკლები ხან
მრავალქიმიანი იდის მწვერვალზე, ხანაც კი ქალაქის ციხესიმაგრეში. ახლა კი ღვთაებრივი აქილევსი
პრიამოსის ქალაქის ირგვლივ სწრაფი ფეხებით დასდევს. მაშ მოდი, გადავწყვიტოთ, ღმერთებო და
დავადგინოთ, გადავარჩინოთ სიკვდილისგან, თუ ბოლოს და ბოლოს, პელევსის ძე აქილევსს
გავამარჯვებინოთ ამ კარგ კაცზე?“
მას იქვე უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „მამა, კაშკაშა ელვისმტყორცნელო,
შავღრუბლიანო, რა სიტყვას ამბობ? მოკვდავი კაცი, რომელსაც დიდი ხანია, სიკვდილი უწერია, [180] მაინც
გინდა საძულველი სიკვდილისგან დაიხსნა? გააკეთე, მაგრამ ყველა სხვა ღმერთი ვერ მოგიწონებს ამას.“
მას მიმართაა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „დამშვიდდი, ტრიტოგენეია, საყვარელო შვილო, არ მინდა,
გული გატკინო, მსურს, მოწყალე ვიყო შენს მიმართ. გააკეთე, რასაც გული გკარნახობს და აღარ გადადო.“ ასე
თქვა და აღაგზნო ისედაც გულანთებული ათენა. სწრაფად დაეშვა იგი ოლიმპოსის მწვერვალიდან.
ამასობაში ჰექტორს ისევ უმოწყალოდ მისდევდა სწრაფი აქილევსი; როგორც მთაში ბუნაგიდან
წამოგდებულ ირმის ნუკრს [190] ხრამებსა და ბუჩქებში მისდევს ძაღლი; თუნდაც ბუჩქის ქვეშ დაემალოს
მოკუნტული, ის მაინც კვალში უდგას და დარბის, სანამ არ იპოვის, ასე ჰექტორიც ვერსად გაექცა ფეხმარდ
პელიონს. რამდენჯერაც დარდანელთა კარიბჭესთან ჩაირბინა და სცადა კეთილნაგებ გალავანს
მიახლოებოდა, იქნებ ტროელებს ზემოდან დაეცვათ ისრებით, იმდენჯერ გზა მოუჭრა და მინდვრისკენ
გააქცია, თვითონ კი ქალაქის გალავანთან მიფრინდა. როგორც სიზმარში არ შეგიძლია გაქცეულს დაეწიო,
[200] გაქცეული რომ ვერ გაიქცევა და მადევარი რომ ვერ დაეწევა, სწორედ ასე ვერც ერთი ეწეოდა და ვერც
მეორე გაურბოდა. როგორღა გაექცეოდა ამის შემდეგ ჰექტორი სიკვდილის ბედისწერას, თუკი ბოლოს
უკანასკნელად შეხვდა აპოლონს, რომელიც მანამდე აძლევდა ძალას და უმაგრებდა მუხლებს? თავის ხალხს
თავით ნიშანი მისცა ღვთაებრივმა აქილევსმა, არ დაეშინათ ჰექტორისთვის ბასრი ისრები, ვინმეს რომ არ
მოეტაცა სახელი და დაჭრილთან მეორე კაცად არ მისულიყო; მაგრამ როდესაც წყაროებთან მეოთხედაც
მიირბინეს, მაშინ ზევსმა ოქროს სასწორი ამოიღო, [210] მასზე შეაგდო გამშოტავი სიკვდილის ორი წილი,
ერთი აქილევსისა და მეორე ცხენთამხედნელი ჰექტორისა, შუაში მოჰკიდა ხელი და ასწია, დაბლა დაიწია
ჰექტორის საბედისწერო დღე, პირდაპირ ჰადესში წავიდა და იგი მიატოვა სხივოსანმა აპოლონმა. პელიონთან
კი მივიდა თვალსხივოსანი ათენა, ახლოს დაუდგა და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ახლა, იმედი მაქვს,
ზევსის რჩეულო, სახელოვანო აქილევს, დიდ დიდებას მივიტანთ ჩვენ ორნი აქაველთა ხომალდებთან, როცა
მოვკლავთ ბრძოლით გაუმაძღარ ჰექტორს. შეუძლებელია, რომ ახლა ხელიდან დაგვისხლტეს, [220] თუნდაც
ბევრი სცადოს შორსმიმწვდომმა აპოლონმა და ძირსაც განერთხას ეგისისმპყრობელი მამა ზევსის წინაშე. მაშ
ახლა შენ დადექი და ამოისუნთქე, მე მას მოგიყვან, დავარწმუნებ, რომ მოვიდეს და პირისპირ შეგებრძოლოს.“
ეს ბრძანა, მანაც დაუჯერა, გულით გაიხარა, დადგა და დაეყრდნო თავის ბრინჯაოსბუნიკიან იფნის
შუბს. ათენამ ის დატოვა და მიუახლოვდა ღვთაებრივ ჰექტორს, დეიფობოსს მიემსგავსა იერით და მძლავრი
ხმით. ახლოს დაუდგა და მიმართა ფრთოსანი სიტყვით: „ძმაო, ძლიერად გავიწროვებს მარდი აქილევსი, [230]
პრიამოსის ქალაქის ირგვლივ რომ დაგსდევს სწრაფი ფეხებით; მაგრამ, მოდი, გავჩერდეთ და ერთად
დავიცვათ თავი.“
მას უპასუხა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: „დეიფობოს, ადრეც ყველაზე ბევრად უფრო
საყვარელი იყავი ჩემს იმ ძმებს შორის, რომლებიც ჰეკაბემ უშვა პრიამოსს. ახლა უფრო მეტადაც გცემ პატივს,
რომ გაბედე და ჩემს სანახავად გალავნის გარეთ გამოხვედი, როცა სხვები შიგნით რჩებიან.“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ძმაო, მამამ და დედოფალმა დედამ ბევრი
მთხოვეს, [240] მუხლებზე მეხვეოდნენ, მეგობრებიც მეხვეწებოდნენ, იქ დავრჩენილიყავი, ისე
დაზაფრულები არიან ყველანი; მე კი საშინელი მწუხარება გულს მიკლავდა, ახლა კი ისევ ვიბრძოლოთ
გულმაგრად, შუბები არ დავზოგოთ, გავიგოთ, აქილევსი დაგვხოცავს ორივეს და სისხლიან აბჯარს წაიღებს
ღრმამუცლიან ხომალდებზე, თუ შენი შუბით განიგმირება.“
ასე ბრძანა და ცბიერად გაიყოლია იგი ათენამ. როდესაც ერთმანეთს მიუახლოვდნენ, პირველმა
სიტყვა თქვა მუზარადმოელვარე დიდმა ჰექტორმა: [250] „აღარ გაგექცევი, პელევსის ძეო, რასაც ადრე
ვშვრებოდი. სამჯერ შემოვურბინეთ პრიამოსის დიდ და ღვთაებრივ ქალაქს, ვერ ვბედავდი დადგომას და
მოახლოებას, ახლა კი გული მეუბნება, დავდგე შენს წინააღმდეგ, რომ მოგკლა ან მომკლა; მაგრამ ჯერ, მოდი,
ღმერთებს შევფიცოთ, ისინი ხომ საუკეთესო მოწმეები იქნებოდნენ ასეთ საქმეებში. შენს ცხედარს არ
შეურაცხვყოფ, თუკი ზევსი უპირატესობას მომანიჭებს და სულს ამოგართმევ; როდესაც აგხდი
სახელგანთქმულ აბჯარს, აქილევს, ცხედარს ისევ აქაველებს გადავცემ, თუ შენც იმავეს იზამ. [260] მას
წარბშეკვრით შეხედა და უთხრა ფეხმარდმა აქილევსმა: „ჰექტორ, წყეულო, რა შეთანხმებაზე მელაპარაკები?!
რა სანდო ფიცი უნდა იყოს ლომებსა და ადამიანებს შორის? ვერც მგლები და კრავები იცხოვრებენ სულიერი
თანხმობით, მუდამ მტრობა ექნებათ ერთმანეთში, ასევე შეუძლებელია ჩემსა და შენს შორის სიყვარული და
ფიცის დადება, სანამ ერთ-ერთი არ დაეცემა და თავისი სისხლით არ გააძღებს ხარისტყავისფარიან არესს.
მთელს შენს საომარ ოსტატობას უხმე! ახლა გმართებს შუბოსანი და მამაცი მეომარი იყო! ვერსად ვეღარ
გამექცევი, რადგან ათენა პალასი ჩემი შუბით მალე დაგაოკებს. ახლა სრულად გადამიხდი იმ ტკივილისთვის,
რაც მეგობრების შუბით მძვინვარე ამოხოცვით მომაყენე!“
ეს თქვა, შეათამაშა და ესროლა გრძელჩრდილიანი შუბი, მაგრამ სახელოვანმა ჰექტორმა დაინახა და
აიცილა, გაიხედა და ჩაჯდა, გადაუფრინა ბრინჯაოს შუბმა და მიწაში ჩაერჭო; იგი ამოაძრო ათენა პალასმა
და ისევ აქილევსს მისცა ხალხთა მწყემს ჰექტორისგან ფარულად. ჰექტორმა კი უთხრა პელევსის უზადო ვაჟს:
„ააცილე და მეჩვენება, ღმერთების მსგავსო აქილევს, [280] ვერ გაგიგია ზევსისგან ჩემი ბედისწერის ამბავი, მე
რომ მომახსენე. ენა გიჭრიდა და ცბიერი სიტყვა მითხარი, შეშინებულს სიმამაცე და ძალა რომ დამეკარგა. არ
გავიქცევი და ზურგში ვერ ჩამცემ შუბს, პირდაპირ წამოვალ შენზე და მკერდში მომარტყამ, ღმერთი თუ
მოგცემს! ახლა კი ჩემს ბრინჯაოს შუბს მოერიდე, ნეტავ ღრმად შეაღწევდეს შენს სხეულში! ბევრად უფრო
იოლი გახდებოდა ომი ტროელებისთვის, შენ რომ დამემხე, შენ ხარ მათთვის მთავარი უბედურება.“
ეს თქვა, შეათამაშა და ესროლა გრძელჩრდილიანი შუბი, [290] არ ააცილა და პელევსის ძის ფარს შუაში
მოარტყა, შორს მოიგერია ფარმა შუბი, გუნება წაუხდა ჰექტორს, როდესაც იარაღი უშედეგოდ გაექცა
ხელიდან, იდგა დათრგუნული, აღარ ჰქონდა იფნის მეორე შუბი. თეთრფარიან დეიფობოსს დაუძახა დიდი
ხმით, რომ ეთხოვა დიდი შუბი, მაგრამ ის აღარ იყო. მიხვდა ჰექტორი, რაც ხდებოდა და თავის თავს უთხრა:
„რა ხდება! ნამდვილად სასიკვდილოდ მიხმეს ღმერთებმა! მეგონა, გმირი დეიფობოსი მყავდა გვერდით,
მაგრამ ის ქალაქშია, მე კი გამაცურა ათენამ. [300] ახლა კი მომიახლოვდა ბოროტი სიკვდილი, ის აქაა და მას
ვერ გავექცევი! დიდი ხანია, ეს სურთ ზევსსა და მის შორსმიმწვდომ ვაჟს, რომლებიც ადრე კეთილად
მეხმარებოდნენ, ახლა კი ბედისწერა მომადგა; მაგრამ უბრძოლველად და უსახელოდ არ მოვკვდები, რაღაცას
დიდს ჩავიდენ, რომ შთამომავლებმაც გაიგონ!“
ასე თქვა და ქარქაშიდან ამოიღო ბასრი ხმალი, რომელიც თეძოსთან ეკიდა დიდი და მძლავრი,
დაიძაბა და თავს დაეცა მაღლითმფრენი არწივივით, რომელიც მუქი ღრუბლებიდან მინდორს დააცხრება
[310] უწყინარი კრავის ან დამფრთხალი კურდღლის მოსატაცებლად. ასე დაეცა თავს ჰექტორი ბასრი ხმლის
ქნევით.
დაიძრა აქილევსიც, ველური მრისხანებით აევსო სული, მკერდის წინ აიფარა ოსტატურად ნაკეთები
მშვენიერი ფარი, თავზე ეხურა ოთხბალთიანი მუზარადი, ირხეოდა მისი ჯიღის ლამაზი ოქროს თმები,
ჰეფესტოსის ნაკეთობა. როგორც ღამის წყვდიადში ვარსკვლავი ჰესპეროსი სხვა ვარსკვლავებში ბრწყინავს და
ყველა სხვას აღემატება ზეცაში სილამაზით, ასე ბრწყინავდა აქილევსის წვერმახი შუბისპირი [320] მის
მარჯვენაში, სიავეს უქადდა ღვთაებრივ ჰექტორს და ეძებდა მის სხეულზე კარგ ადგილს, სადაც ღრმად
ჩაერჭობოდა. მთელი სხეული ბრინჯაოს მშვენიერი აბჯრით ჰქონდა დაცული, რომელიც მოკლულ
პატროკლოსს აჰყარა; უჩანდა მხოლოდ კისრის ნაწილი ლავიწის ძვალთან, სადაც უსწრაფესად მოდის
სიკვდილი. როდესაც მისკენ გამოიწია, სწორედ იქ მოარტყა შუბი ღვთაებრივმა აქილევსმა, პირდაპირ რბილ
კისერში გაიარა შუბისპირმა; მხოლოდ ხორხს არ შეეხო ბრინჯაოთი დამძიმებული იფნის შუბი, რათა
რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეძლებოდა. [330] დაეცა მტვერში და შესძახა ღვთაებრივმა აქილევსმა:
„ჰექტორ, პატროკლოსს რომ აბჯარი აჰყარე, გეგონა, გადარჩი, ჩემს არყოფნაში მე აღარ გაგახსენდი,
უგუნურო! მე, მისი დამხმარე, შენზე ბევრად ძლიერი, ხომ ვრჩებოდი ღრმამუცლიან ხომალდებთან! ხომ
დაგილეწე ახლა მუხლები! შენ ძაღლები და სვავები დაგესევიან სამარცხვინოდ, იმას კი პატივით
დაკრძალავენ აქაველები.“
მას უპასუხა სულთამბრძოლმა ჰექტორმა: „შენს მუხლებთან გევედრები, შენს სულსა და შენს
მშობლებს გაფიცებ, ხომალდებთან ნუ დააგლეჯინებ ჩემს გვამს ძაღლებს, [340] უამრავ სპილენძს და ოქროს
მიიღებ საჩუქრად მამაჩემისგან და დედოფალ დედისგან, თუ ჩემს სხეულს სახლში დააბრუნებ, რათა
ტროელმა კაცებმა და მათმა ცოლებმა კოცონზე დაწვან და დაკრძალონ.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „შეეშვი ჩემს მუხლებსა და მშობლებს,
ძაღლო! მე თვითონაც, რისხვასა და გულს რომ ავყვე, შემიძლია გაგგლიჯო და უმად შეგჭამო, ისეთები გაქვს
ჩემთვის გაკეთებული! არ არსებობს ადამიანი, ვინც შეძლებდა შენი თავიდან ძაღლები განედევნა! ათჯერ ან
ოცჯერ მეტი გამოსასყიდიც რომ მომიტანონ [350] და აქ დამიწყონ, კიდევ სხვასაც რომ დამპირდნენ, შენი წონა
ოქროც რომ ამიწონოს დარდანოსის შთამომავალმა პრიამოსმა, მაშინაც შენი დედოფალი დედა ლოგინზე
დასვენებულს ვერ გნახავს და ვერ დაიტირებს შენს გაჩენას, ძაღლები და ფრინველები დაგლეჯენ შენს
სხეულს!“
მას უთხრა მომაკვდავმა მუზარადმოელვარე ჰექტორმა: „კარგად მცნობიხარ, არც მეგონა, რომ
დაგარწმუნებდი, რადგან მკერდში რკინის გული გაქვს; მაგრამ კიდევ გამიხსენებ, როდესაც ღმერთების
რისხვა შენზე მობრუნდება: ერთ მშვენიერ დღეს პარისი და სხივოსანი აპოლონი [360] ამოდენა ვაჟკაცს
დაგღუპავენ სკაიის კარიბჭესთან!“
ეს თქვა და სიკვდილის ბოლომ დაფარა, სული კი სხეულიდან ამოფრინდა და ჰადესს გაეშურა, ბედს
დაემდურა, ვაჟკაცობასა და სიყმაწვილეს გამოეთხოვა. მას კი, უკვე მკვდარს, მიმართა ღვთაებრივმა
აქილევსმა: „მოკვდი! მე კი მივიღებ ჩემს ბედისწერას, რასაც ზევსი და სხვა უკვდავი ღმერთები დამიდგენენ.“
ეს თქვა და ცხედარს ამოაძრო ბრინჯაოს შუბი, გვერდით გადადო და მხრებიდან სისხლიანი აბჯარი
აჰყარა, აქაველთა სხვა შვილებმაც მოირბინეს, [370] აოცებდათ ჰექტორის სიდიდე და ლამაზი იერი, ვინც კი
მიუახლოვდა, ყველამ ჩასცა შუბი. ბრბოში ასეთ რამესაც ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „შეხედე, ბევრად უფრო
რბილია ახლა ჰექტორი, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც ხომალდებს გადამბუგავ ცეცხლს უკიდებდა!“ ამას
იტყოდა და ახლოს მისული შუბსაც ჩასცემდა.
როდესაც აბჯარი აჰყარა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, დადგა და აქაველებს ფრთოსანი სიტყვა
უთხრა: „არგოსელთა საყვარელო წინამძღოლნო და მსაჯულებო, ღმერთებმა მოგვაკვლევინეს ეს კაცი, [380]
რომელმაც მეტი სიავე ჩაიდინა, ვიდრე ყველა სხვამ ერთად; ახლა მოდით, შეიარაღებულები თავს დავესხათ
ქალაქს, რომ გავიგოთ, რას აპირებენ ტროელები, უნდა დატოვონ მაღალი ქალაქი, ეს კაცი რომ მოუკვდათ, თუ
დარჩენას ფიქრობენ, თუნდაც ჰექტორის გარეშე. თუმცა რა ხდება, რატომ ვფიქრობ ამაზე? დაუტირებელი
და დაუკრძალავი მკვდარი მიწევს ხომალდებთან, პატროკლოსი, მას ვერ დავივიწყებ, სანამ ცოცხლებში ვარ
და მუხლებში ძალა მიდგას. თუკი ჰადესის სასახლეში მკვდრები ივიწყებენ მკვდრებს, [390] მე იქაც
მემახსოვრება საყვარელი მეგობარი. ახლა კი იმღერეთ პაიანი აქაველთა ყმაწვილებმა, ღრმამუცლიანი
ხომალდებისკენ დავიძრათ და ეს წავათრიოთ. დიდი სახელი მოვიხვეჭეთ, მოვკალით ღვთაებრივი ჰექტორი,
რომელზეც თავის ქალაქში ტროელები ღმერთივით ლოცულობდნენ.“
ეს თქვა და ღვთაებრივ ჰექტორს წაბილწვა გადაუწყვიტა: უკნიდან კოჭიდან ქუსლამდე ორივე ფეხზე
ძარღვი გაუხვრიტა, ხარის ტყავის თასმებით შეუკრა, ეტლს გამოაბა, თავი მიწაზე სათრევად დატოვა; ავიდა
ეტლზე, აიტანა სახელოვანი საჭურველი, [400] გადაუჭირა ცხენებს მათრახი და ისინიც მგზნებარედ
გაფრინდნენ. წათრეულმა მტვრის ღრუბელი დააყენა, მუქი თმები აქეთ-იქით გაეშალა, ადრე მშვენიერი თავი
მტვერში ამოიგანგლა; ასე გადასცა იგი ზევსმა მტრებს შესაბილწად საკუთარ, მშობლიურ მიწაზე.
ასე დაიფარა მთელი თავი მტვრით. თმები დაიგლიჯა დედამ, ძვირფასი თავსაბურავი შორს
მოისროლა, საშინლად იკივლა, შვილი რომ დაინახა. ამოიგმინა საყვარელმა მამამ, ირგვლივ კი ხალხი
ტიროდა; გლოვა მოედო მთელს ქალაქს. [410] გეგონებოდა, რომ მთელ ქალაქს, მთელ მაღალ ილიონს ხანძარი
მოედო. ხალხი გაუბედურებულ ბერიკაცს ძლივს აკავებდა, დარდანოსის კარიბჭისკენ მიიწევდა. ყველას
ევედრებოდა, მიწაზე გორავდა, ეძახდა და სახელით მიმართავდა თითოეულს: „გამიშვით, მეგობრებო,
გამიშვით ქალაქიდან, მარტო უნდა წავიდე ქალაქიდან აქაველთა ხომალდებთან. უნდა შევევედრო ამ ბიწიერ
და სასტიკ კაცს, ასაკს სცეს პატივი, ჩემი [420] სიბერე შეიბრალოს; ისიც ხომ მამამ შვა, პელევსმა შვა და
გაზარდა, რომ უბედურება მოეტანა ტროელებისთვის და, რაც მთავარია, ჩემთვის მოეყენებინა ყველაზე
დიდი ტკივილი. ამდენი შვილი გამომისალმა სიცოცხლეს საუკეთესო ასაკში! გულგახეთქილი ყველას
ერთად ისე ვერ ვგლოვობ, როგორც ამ ერთს, ჰექტორს! მასზე უნუგეშო დარდი ჩამიყვანს ჰადესში, ჩემს
ხელში მაინც მომკვდარიყო! გლოვით და ტირილით გულს მაინც ვიჯერებდით ჩვენ ორნი, მე და დედამისი,
მისი უბედური მშობელი!“
ასე თქვა ტირილით; ტიროდა ყველა მოქალაქე. [430] ტროელ ქალებში ჰეკაბემ წამოიწყო ხმამაღალი
გლოვა: „ვაი მე უბედურს! ჩემო შვილო, ამ ტანჯვაში რატომ ვარ ცოცხალი, როცა შენ აღარ მყავხარ?!
დღედაღამ შენით ვამაყობდი, ყველას ეიმედებოდი, ყველა ტროელ კაცს და ქალს, ღმერთივით გხვდებოდნენ,
მათთვის უდიდესი ცოცხალი დიდება იყავი, ახლა კი სიკვდილი და ბედისწერა დაგატყდა თავს!“
ამას ამბობდა დედა ტირილით, ჰექტორის მეუღლემ კი არაფერი იცოდა, მასთან არ მისულა მაცნე და
არავის უთქვამს, რომ ჰექტორი კარიბჭის მიღმა დარჩა; [440] ორმაგ მეწამულ ქსოვილს ქსოვდა სახლის
შორეულ ოთახში და მასზე ფერადი ყვავილები დაჰქონდა. უბრძანა ლამაზთმიან მოახლეებს სახლში,
ცეცხლზე შეედგათ დიდი სამფეხა, რათა გაემზადებინათ ბრძოლიდან მობრუნებული ჰექტორისთვის თბილი
აბაზანა, საბრალომ ვერ დაინახა, რომ აბაზანიდან ძალიან შორს აქილევსის ხელით დაამხო იგი
თვალსხივოსანმა ათენამ. კივილი და გლოვა შემოესმა კოშკიდან, მუხლები მოეკვეთა, მიწაზე დაუვარდა მაქო
და უმალ უთხრა ლამაზად თმადაწნულ მხევლებს: [450] „ორი თქვენგანი გამომყვეს, ვნახო, რა მოხდა.
ძვირფასი დედამთილის ხმა მესმის, გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობს, ფეხები გამიშეშდა. რაღაც
უბედურებაა პრიამოსის შვილების თავს! შორს ჩემი ყურებიდან ასეთი სიტყვა! სასტიკად მეშინია, მამაც
ჰექტორს ღვთაებრივმა აქილევსმა ქალაქის გზა ხომ არ მოუჭრა და მინდორზე ხომ არ მისდევს? ხომ არ
ჩაუცხრო მტკიცე სიმამაცე, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს? ხალხის ბრბოში ხომ არასდროს რჩება, მუდამ წინ
მიიწევს და ვაჟკაცობაში არავის უთმობს!“
[460] ასე თქვა და ოთახიდან გაშმაგებული გამოვარდა, გული უსკდებოდა, მხევლები უკან
მისდევდნენ, მაგრამ როდესაც გალავანზე ავიდა, სადაც ხალხი იყო თავმოყრილი, დადგა, ირგვლივ
მიმოიხედა და თვალი მოჰკრა, ქალაქის წინ მიათრევდნენ ჰექტორს სწრაფი ცხენები, მხეცურად მიაქანებდნენ
ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ. და ქალს თვალებზე ბნელი ღამე გადაეფარა, უკან გადავარდა და გონება
დაკარგა. თავიდან შორს დაცვივდა ბრწყინვალე მოსართავი: შუბლის საკრავი, ქუდი, თავსაფარი, ნაქსოვი
ზონარი, [470] პირბადე, რომელიც ოქროს აფროდიტემ უძღვნა იმ დღეს, როდესაც მუზარადმოელვარე
ჰექტორმა ურიცხვი საქორწილო საჩუქარი მიართვა ოჯახს და წამოიყვანა ეეტიონის სასახლიდან. რძალს
დაეხვივნენ მულები და რძლები და გულწასული ხელში დაიჭირეს.
როდესაც გონზე მოვიდა და მკერდში სული დაუბრუნდა, აქვითინდა და ასე მოთქვამდა ტროელთა
წინაშე: „რა უბედური ვარ, ჰექტორ! რა უბედურ დღეს დავბადებულვართ ორივე, შენ ტროაში, პრიამოსის
სასახლეში და მე თებეში, ტყიანი პლაკოსის ფერდობზე, [480] ეეტიონის სასახლეში, რომელმაც სიყრმიდან
გამზარდა, ბედშავმა მამამ უბედური შვილი. ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი! ახლა შენ ჰადესის სასახლეში,
მიწის სიღრმეში მიდიხარ, მე კი საზარელი დარდით მტოვებ, ქვრივად სასახლეში; შვილი, ჩვენი ჩვილი ბიჭი,
რომელიც გავაჩინეთ მე და შენ, ორმა განწირულმა, შენ ვერასოდეს ვერ გაგახარებს, შენ მკვდარი ხარ! და ვერც
შენ გაახარებ მას! რომც გადაურჩეს აქაველთა მრავალცრემლიან ომს, სამუდამო წვალება და გარჯა მოელის,
რადგან სხვები დაეუფლებიან მის სახნავ-სათესს. [490] ობლობის დღე მიუსაფრად ხდის ბავშვს,
თავაუწევლად ივლის იგი ნამტირალევი სახით. გასაჭირი მიიყვანს მამამისის მეგობრებთან, ზოგს
მოსასხამზე დაქაჩავს, ზოგს ქიტონზე. მათგან თუ ვინმე შეიბრალებს და პატარა თასს გაიმეტებს, ბაგეს
დაისველებს და სასას ვეღარ დაისველებს. ვისაც ცოცხალი ჰყავს მშობლები, ის სუფრიდან გამოაგდებს,
ხელსაც დაარტყამს და საწყენ სიტყვასაც მიაყოლებს, მოშორდი, მამაშენი არ ქეიფობს ჩვენთანო! ატირებული
მივა ბავშვი ქვრივ დედასთან, [500] ასტიანაქსი, რომელიც მხოლოდ მამის მუხლებზე ჭამდა, ტვინის და
ცხვრის ქონის გარდა არაფერი უჭამია; ხოლო როცა ძილი ეწვეოდა თამაშისგან დაღლილს, ლოგინზე ეძინა
ძიძის მკლავებში. რბილ საწოლზე იწვა და ტკბილ სიზმრებს ხედავდა. ახლა კი ყველა უბედურებას იწვნევს
საყვარელი მამის დაკარგვის შემდეგ, ასტიანაქსი, „ქალაქის მბრძანებელი“, ამ სახელით მოიხსენიებენ მას
ტროელები, რადგან ქალაქის, მისი კარიბჭისა და მისი გალავნის მცველი მხოლოდ შენ იყავი! ახლა
მოხრილკიჩოიან ხომალდებთან, მშობლებისგან შორს სწრაფი ჭიები შეჭამენ, რაც მშიერ ძაღლებს მორჩებათ!
[510] შიშველი ხარ! შენი სახლი სავსეა ბრწყინვალე სამოსით, საუკეთესო ჩასაცმელით, რაც ქალის ხელს
შეეძლო დაემზადებინა. ყველაფერ ამას ახლა მოგიზგიზე ცეცხლს მივცემ, შენ აღარ გჭირდება, შენ ვეღარ
ჩაგაცმევთ! ტროელი კაცებისა და ქალების წინაშე შენს სადიდებლად დავწვავ ყველაფერს!“
ეს თქვა ტირილით და მასთან ერთად მოთქვამდნენ ქალებიც.
ოცდამესამე სიმღერა

პატროკლოსის დაკრძალვა. თამაშები


ასე გლოვობდნენ ქალაქში; ამასობაში აქაველები, როდესაც მივიდნენ ხომალდებთან და
ჰელესპონტოსთან, სწრაფად გაიფანტნენ საკუთარ ხომალდებზე, მაგრამ მირმიდონელებს დაშლა არ დაანება
აქილევსმა, რომელმაც ომისმოყვარე მეგობრებს მიმართა: „მირმიდონელებო, სწრაფო ცხენოსნებო, ჩემო
საიმედო მეგობრებო! ეტლებიდან არ გამოვხსნათ მუხლადი ცხენები, ცხენებითა და ეტლებით მივიდეთ და
დავიტიროთ პატროკლოსი, ეს არის მიცვალებულისთვის ღირსების საჩუქარი. [10] ხოლო როდესაც გლოვით
გულს მოვიჯერებთ, გამოვხსნათ ცხენები და იქ გავმართოთ ვახშამი ერთად.“
ეს თქვა და მოთქმას შეუდგნენ, წამოიწყო აქილევსმა. ტირილ-ტირილით სამგზის შემოატარეს
ლამაზფაფრიანი ცხენები ცხედრის ირგვლივ; გლოვის სურვილს ტეთისი აღძრავდა. [15] ცრემლებით
დასველდა ქვიშა, დასველდა მოკვდავთა საჭურველი, ისე დიდ გმირს გლოვობდნენ. პელევსის ძემ
კაცისმკვლელი ხელები მეგობარს დააწყო მკერდზე და გოდება წამოიწყო: „გაიხარე, პატროკლოს, ჰადესის
სასახლეში! [20] ყველაფერს გისრულებ, რასაც შეგპირდი: შენი მოკვლისთვის შურის საძიებლად ჰექტორი აქ
მოვათრიე და ძაღლებს მივუგდე დასაჯიჯგნად, თორმეტ ბრწყინვალე ტროელ ყმას კი ყელს გამოვჭრი შენი
კოცონის წინაშე.“
ეს თქვა და ღვთაებრივ ჰექტორს წაბილწვა გადაუწყვიტა, პირქვე გაშოტა მტვერში მენოიტიოსის ძის
სარეცელთან; მეომრებმა მოელვარე ბრინჯაოს აბჯრები აიყარეს, გამოხსნეს მოჭიხვინე ცხენები, აურაცხელი
ხალხი დასხდა აიაკოსის ფეხმარდი შთამომავლის ხომალდთან, ის კი ღირსეული ქელეხის სუფრას
ამზადებდა. [30] მრავალი მბზინავი ხარი დაეცა რკინით მოკლული, უთვალავი ცხვარი და მოკიკინე თხა,
უამრავი თეთრეშვიანი მსუქანი ტახი ჰეფესტოსის ცეცხლზე გასატრუსად ჩამოიკიდა. ცხედრის ირგვლივ
ულევი სისხლი იღვრებოდა. ამასობაში მეუფე ფეხმარდი აქილევსი ღვთაებრივ აგამემნონთან მიიყვანეს,
ძლივს დაითანხმეს, მეგობრის სიკვდილის გამო დადარდიანებული გულის გამო; როგორც კი მივიდნენ
აგამემნონის კარავში, მან ბრძანება გასცა და დიდხმიან მაცნეებს დაავალა, [40] ცეცხლზე შეედგათ დიდი
სამფეხა, თუ დაარწმუნებდნენ პელევსის ძეს, დაებანა სისხლიანი სხეული. მან მტკიცე უარი განაცხადა და
ფიციც დადო: „არა, ზევსს ვფიცავ, უზენაეს და საუკეთესო ღმერთს, შეუძლებელია, ჩემს თავს შეეხოს
განსაბანი წყალი, სანამ პატროკლოსი არ მიეცემა ცეცხლს, ყორღანს არ ავუგებ და თმას არ მოვკვეც! ასეთი
ტკივილი ჩემს გულს მეტად ვეღარ შეეხება, სანამ ცოცხალი ვარ; ახლა კი საძულველ სუფრას შევუდგეთ;
დილიდან კი, ბრძანე, ხალხთა ბელადო აგამემნონ, [50] ხის მორები მოიტანონ და სათანადოდ მოამზადონ,
რაც კი საჭიროა ცხედრისთვის, რომელიც საიქიოში ჩადის; რათა პატროკლოსი დაწვას დაუოკებელმა
ცეცხლმა, სწრაფად მოშორდეს თვალებს, ხალხი კი საქმეს მიუბრუნდეს.“
ასე თქვა, მათ კიდეც გაუგონეს და კიდეც დაუჯერეს. თითოეულმა მოიმზადა საჭმელი და ივახშმა,
ყველას თანაბრად მოუწია, გული არავის დაწყვეტია; როდესაც ჭამა-სმით გული იჯერეს, დასაწოლად ყველამ
თავის კარავს მიაშურა, მხოლოდ პელევსის ძე მოგრიალე ზღვის ნაპირზე [60] იწვა ღია ადგილას, მძიმედ
ოხრავდა მირმიდონელებით გარშემორტყმული, ზღვის ტალღები კი ნაპირს ეხეთქებოდნენ. მაშინ მას
ტკბილი ძილი დაეუფლა, დაუცხრო სულის მღელვარება; მას ხომ მეტად გადაეღალა მთელი სხეული,
როდესაც ჰექტორს მისდევდა ქარიანი ილიონის ირგვლივ. ეწვია საბრალო პატროკლოსის სული, სიდიდით,
ლამაზი თვალებით, ხმითა და ტანსაცმლით ზუსტად მიმსგავსებული, თავთან დაუდგა და ასეთი სიტყვა
უთხრა: „გძინავს და აღარ გახსოვარ, აქილევს! [70] ცოცხალს ზრუნვას არ მაკლებდი, მაგრამ ახლა ხომ
მკვდარი ვარ! დამმარხე, რათა სწრაფად გავიარო ჰადესის კარიბჭე. სულები, მკვდართა აჩრდილები, ახლოს
არ მიკარებენ, რომ შევერიო მათ მდინარის გადაღმა; ასე უმიზნოდ დავძრწი ფართოკარიბჭიანი ჰადესის
სახლთან. მომეცი ხელი და მე გპირდები, რომ მეტად აღარ გეწვევი ჰადესიდან, როგორც კი ცეცხლს მიმცემ,
მეტად ვეღარ დავსხდებით სხვებისგან მოშორებით და ვერ განვიხილავთ რჩევებს, რადგან საძაგელმა
ბედისწერამ გადამსანსლა, ეს მეწერა დაბადებისთანავე. [80] შენი ბედიც ეგაა, ღმერთების მსგავსო აქილევს,
მდიდარ ტროელთა გალავნის ქვეშ მოკვდე. სხვა რამესაც გეტყვი, თუ დამიჯერებ და გამიკეთებ: ჩემს ძვლებს
შენი ძვლებისგან ნუ დააშორებ, აქილევს, ერთად იდოს, როგორც ერთად გავიზარდეთ თქვენს სახლში;
პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც მენოიტიოსმა წამომიყვანა ოპოეისიდან, თქვენებს მიმაბარა დასანანი
შემთხვევის გამო, რომელიც ჩემდა უნებურად მომივიდა, კამათლის თამაშისას გაბრაზებულს ამფიდამასის
შვილი შემომაკვდა. მაშინ მიმიღო სასახლეში მხედარმა პელევსმა, [90] ზრუნვა არ დამაკლო, გამზარდა და
შენს თანამებრძოლადაც დამასახელა. ასე რომ, დაე, ჩვენი ძვლები ერთ ოქროს, ორსახელურიან ზარდახშაში
ჩაიდოს, რომელიც დედოფალმა დედამ მოგართვა.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „აქ რამ მოგიყვანა, საყვარელო კაცო? ამას ყველაფერს მიბარებ?
ყველაფერს გაგიკეთებ და დაგიჯერებ, რასაც მიბრძანებ; მაგრამ ახლა ახლოს მოდი, რომ ერთი წამით
გადაგეხვიო, ერთად ვიგლოვოთ შენი სიკვდილი!“
ეს თქვა და ხელები მოხვია, მაგრამ [100] ვერ ჩაიხუტა, სულმა დაიწივლა და კვამლად ჩავიდა მიწაში.
გაოგნებული წამოიჭრა აქილევსი, ხელი ხელს დაჰკრა და გოდებით თქვა: „უცნაურია! ზოგ ჩვენგანს ჰადესის
სახლშიც აქვს სული და აჩრდილი, მაგრამ ფიქრი არ შეუძლია. მთელი ღამე საბრალო პატროკლოსის სული,
მისი ზუსტი ასლი, იდგა ჩემთან მტირალი და მგლოვიარე, მეუბნებოდა, რა უნდა მექნა.“
ასე თქვა და ყველას გლოვის სურვილი აღუძრა. ცხედართან შეკრებილები ტიროდნენ, როდესაც თავს
დაადგათ ვარდისფერთითებიანი ეოსი; [110] მაშინ მძლავრმა აგამემნონმა შეშის მოსატანად ჯორები და
ხალხი გაგზავნა ყველა კარვიდან; მათთან ერთად იყო ღირსეული კაცი მერიონესი, ვაჟკაცი იდომენევსის
თანამებრძოლი; წავიდნენ, ხისმჭრელი ცულები ეკავათ ხელში და კარგად დაწნული თოკები; წინ
მიუძღოდათ ჯორები. უამრავი აღმართ-დაღმართი და მიხვეულ-მოხვეული გაიარეს, მაგრამ როდესაც
მიადგნენ მრავალწყაროიანი იდის ფერდობებს, მაღალწვერიანი მუხებს მიადგნენ გრძელპირიანი
სპილენძით და მოჭრა დაიწყეს, დიდი გრუხუნით [120] დაეცა ხეები, შემდეგ მორებად დაჭრეს აქაველებმა,
შეკრეს და ჯორებს აჰკიდეს, მათაც მიწა დათხარეს ჩლიქებით და ველზე გასასვლელად მჭიდრო ბუჩქები
გადათელეს. თავად ტყისმჭრელებსაც მოჰქონდათ შეშა, მათ მოუძღოდათ მერიონესი, ვაჟკაცი იდომენევსის
თანამებრძოლი. სანაპიროზე დააწყვეს შეშა, სადაც აქელევსმა განიზრახა აეგო ყორღანი
პატროკლოსისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. როდესაც შეშის უზარმაზარი მთა აღიმართა, ყველანი იქ
დარჩნენ და ერთად დასხდნენ, ხოლო აქილევსმა ომისმოყვარე მირმიდონელებს უბრძანა, [130] აბჯარი
აესხათ და ცხენები შეებათ ეტლებში. მათაც აისხეს აბჯარი და ეტლებზე ამხედრდნენ, მებრძოლებიც და
მეეტლეებიც. წინ მიდიოდნენ ეტლები, უკან მიჰყვებოდა უთვალავი ქვეითისგან შემდგარი ღრუბელი, შუაში
პატროკლოსი მიჰქონდათ მეგობრებს. ცხედარს იმდენი მოკვეცილი კულული დააყარეს, რომ
ტანსაცმელივით მოერგო; უკნიდან თავი ღვთაებრივ აქილევსს ეჭირა, გლოვობდა, რადგან უზადო მეგობარს
აგზავნიდა ჰადესში.
როდესაც მიადგნენ ადგილს, რომელზეც აქილევსმა მიუთითა, ცხედარი დაასვენეს შეშისგან სწრაფად
აგებულ გორაკზე. [140] მაშინ სხვა რამ მოიფიქრა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა: შედგა გორაკზე და
მოიკვეცა ოქროს კულული, რომელიც მდინარე სპერქეიოსისთვის ჰქონდა მოზრდილი, ამოიგმინა,
ღვინისფერ ზღვას შეხედა და ბრძანა: „სპერქეიოს, ამაოდ დაგპირდა მამაჩემი პელევსი, რომ მშობლიურ
მიწაზე დამაბრუნებდი, ჩემს კულულებს, წმინდა ჰეკატომბეს და ორმოცდაათ დაუკოდავ ცხვარს
შემოგწირავდა წყაროებთან, სადაც შენი ჭალა და კეთილსურნელოვანი სამსხვერპლოა. ამას გევედრებოდა
მოხუცი, შენ კი არ შეუსრულე სურვილი. [150] ვეღარასოდეს ვერ ჩავალ მშობლიურ მიწაზე, ჩემს კულულებს
კი გმირ პატროკლოსს გავატან!“
ეს თქვა და საყვარელ მეგობარს მოკვეცილი თმა ხელში ჩაუდო და ყველა დანარჩენს ქვითინის
სურვილი აღუძრა. ასე აქვითინებულებს მიატოვებდა მზის სინათლე, აქილევსი აგამემნონთან რომ არ
მისულიყო და არ ეთქვა: „ატრევსის ძეო, აქაველი ხალხი შენს სიტყვას ენდობა ყველაზე მეტად, ტირილით
გულს კიდევ ვიჯერებთ; უბრძანე, ახლა ამ კოცონის გორაკიდან დაიშალონ და ვახშამი გაიმზადონ, ჩვენ კი
შევუდგეთ საქმეს, რომელსაც უფრო [160] ითხოვს მიცვალებული, წინამძღოლები კი ჩვენთან დარჩნენ.“
უსმინა მას ხალხთა ბელადმა აგამემნონმა, იმავწამს ხალხი დაგზავნა მტკიცეგემბანიან ხომალდებზე,
საჭირო ხალხი კი დარჩა; შეშისგან ააგეს ასი ტერფის სიგრძე-სიგანის კოცონი, და მის თავზე მწუხარე გულით
დაასვენეს ცხედარი. მრავალი მსუქანი ცხვარი და ზოზინით მავალი რქაგრეხილი ხარი კოცონის წინ
გაატყავეს და გამოშიგნეს, მთელი ქონი შეაგროვა და ცხედარი გაპოხა დიდგულოვანმა აქილევსმა თხემიდან
ტერფამდე, ირგვლივ კი გატყავებული ნაკლავი შემოუწყო. [170] იქვე დადგა თაფლითა და ზეთით სავსე
ორსახელურიანი ხელადები, საკაცეს შემოუწყო; ოთხი მაღალყელიანი ცხენი მძვინვარედ დააკლა საშინელი
გმინვით. ცხრა ძაღლი ჰყავდა მეფეს, რომლებსაც სუფრიდან საკვებს არ აკლებდა, მათგან ორს ყელი გამოჭრა
და კოცონზე შეაგდო, თორმეტი დიდგულოვანი ტროელი ვაჟკაცი ბრინჯაოთი დახოცა, სასტიკი საქმე ჰქონდა
განზრახული; შემდეგ ცეცხლს რკინის ძალა მისცა და გააღვივა, ხმამაღლა ამოიგმინა და საყვარელ მეგობარს
სახელით მიმართა: „გაიხარე, პატროკლოს, თუნდაც ჰადესის სახლში! [180] ყველაფერი აგისრულე, რასაც
შეგპირდი. თორმეტ დიდგულოვან ტროელ ვაჟკაცს შენთან ერთად შთანთქავს ცეცხლი, პრიამოსის ძე
ჰექტორს კი ცეცხლს არა, ძაღლებს შევაჭმევ.“
ასე ამბობდა მუქარით, მაგრამ ჰექტორს ძაღლები არ ეკარებოდნენ, მათგან იცავდა ზევსის ასული
აფროდიტე დღედაღამ, ვარდის ამბროსიული ზეთი წაუსვა, თრევისას რომ არ დაგლეჯილიყო. მუქი ლურჯი
ღრუბელი ჩამოიტანა ციდან ველზე სხივოსანმა აპოლონმა, მთელი ის ადგილი დაფარა, [190] სადაც ცხედარი
იყო, რათა ჰელიოსის ძალას არ გამოეშრო სხეული და ძარღვები.
მიუხედავად ამისა, მოკლული პატროკლოსის კოცონი არ გაჩაღდა; მაშინ სხვა რამ ჩაიფიქრა
ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა: დადგა კოცონიდან შორს და ორ ქარს მიმართა ლოცვით: ბორეასსა და
ძეფიროსს და მშვენიერ მსხვერპლს შეპირდა. მრავლად დაუღვარა ზედაშე ოქროს თასით, ევედრებოდა,
მოსულიყვნენ და რაც შეიძლება სწრაფად მოედოთ ცეცხლი შეშისთვის და დაეწვათ ცხედრები. ირისმა ისმინა
ვედრება და სასწრაფოდ მაცნედ მივიდა ქარებთან. [200] ისინი ავდრიანი ძეფიროსის სახლში ნადიმზე იყვნენ.
ირისმა მიირბინა და დადგა ქვის ზღურბლზე. საკუთარი თვალით რომ დაინახეს, წამოიჭრა ყველა და
თითოეული თავისთან უხმობდა. დაჯდომა იუარა და ასეთი სიტყვა ბრძანა: „ვერ დავჯდები, ოკეანოსის
დინებასთან ვარ კიდევ წასასვლელი ეთიოპიის მიწაზე, ჰეკატომბეს სწირავენ უკვდავებს და მე ვმონაწილეობ
მსხვერპლშეწირვაში. ახლა კი აქილევსი ბორეასსა და ხმაურიან ძეფიროსს მშვენიერ შესაწირავს ჰპირდება და
მოსვლას ევედრება, [210] რათა გააჩაღონ ცეცხლი კოცონზე, რომელზეც წევს პატროკლოსი, რომელსაც
დასტირის ყველა აქაველი.“
ეს ბრძანა და წავიდა, ისინი კი წამოიშალნენ ღვთაებრივი გრიალით და ღრუბლები წინ გაირეკეს.
იმავწამს მივიდნენ ზღვასთან, დაუბერეს და აღიძრა ტალღა მათი ხმაურიანი სუნთქვით, ნაყოფიერ ტროას
მიადგნენ, თავს დაესხნენ კოცონს და დიდ ხმაზე აგუგუნდა ღვთაებრივი ცეცხლი. მთელი ღამე ქროდნენ
ისინი და ცეცხლს წივილით აღვივებდნენ, მთელი ღამე სწრაფი აქილევსი ოქროს კრატერიდან ღვინოს
ორსახელურიანი თასით იღებდა [220] და მიწაზე ღვრიდა, მიწას ასველებდა და საბრალო პატროკლოსის
სულს ეძახდა. როგორც მგლოვიარე მამა წვავს უცოლშვილო235 ვაჟის ძვლებს, რომლის სიკვდილი საბრალო
მშობლებს ანადგურებს, ასე წვავდა აქილევსი მეგობრის ძვლებს, კოცონის ირგვლივ ხოხავდა და
დაუსრულებლად გმინავდა.
როდესაც ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდა, სინათლე რომ ეუწყებინა მიწისთვის და როდესაც ეოსმა
ზღვას გადააფარა თავისი ყვითელი კაბა, მაშინ მინავლდა კოცონი და ცეცხლი ჩაქრა. ქარები ისევ შინ
დაბრუნდნენ [230] თრაკიის ზღვის გავლით; ზღვა აღელდა და ახმაურდა. პელევსის ძე ბოლოს მოშორდა
კოცონს, დაქანცული წამოწვა და ტკბილი ძილი ეწვია. ამასობაში ყველამ თავი მოიყარა ატრევსის ძესთან,
მათმა ხმაურმა და ღრიანცელმა ძილი დაურღვია, წამოიწია, ჩამოჯდა და ასეთი სიტყვით მიმართა
მხედართმთავრებს: „ატრევსის ძეებო და სხვა საუკეთესო აქაველებო, ჯერ კოცონი ჩავაქროთ წითელი
ღვინით, ყველგან სადაც კი ცეცხლი ენთო, შემდეგ შევკრიბოთ მენოიტიოსის ძე პატროკლოსის ძვლები, [240]
კარგად გავარჩევთ, რადგან იოლად საცნობ ადგილზე ვიპოვით, შუაგულში იწვა იგი, დანარჩენები კი
მოშორებით იყო, შერეულად იწვოდნენ ცხენები და კაცები. ძვლები ოქროს ჭურჭელში, ორმაგ ქონში
გახვეული ჩავდოთ, სანამ მე თავად არ ვეწვევი ჰადესს. დიდ ყორღანს არც გირჩევთ, არა, მხოლოდ
შესაფერისს, ხოლო აქაველები ვრცელ და მაღალ ყორღანს შემდეგ დადგამთ ისინი, ვინც ჩემს შემდეგ
დარჩებით მრავალმერხიან ხომალდებთან.“
ასე თქვა და დაუჯერეს ფეხმარდ პელიონს. [250] ჯერ კოცონი ჩააქრეს წითელი ღვინით ყველგან,
სადაც ცეცხლი იყო და ღრმა ფერფლი ჩამოიშალა; აცრემლებულებმა დაღუპული მეგობრის თეთრი ძვლები
შეაგროვეს და ორმაგ ქონში გახვეული ჩააწყვეს ოქროს ჭურჭელში, შემდეგ შეიტანეს კარავში და სელის
ქსოვილი გადააფარეს; კოცონის ირგვლივ მონიშნეს საფლავის ადგილი და მაშინვე დააყარეს ფხვიერი მიწა.
როდესაც ყორღანი აღმართეს, ისევ წავიდნენ. მაშინვე აქილევსმა ხალხი გააჩერა, ვრცელ წრედ დასვა და
ხომალდებიდან გამოატანინა ასპარეზობებისთვის ქვაბები, სამფეხები, [260] ცხენები, ჯორები, მძლავრი
ხარები, ჭაღარა რკინა და გამოაყვანინა ლამაზსარტყლიანი ქალები.

235
უცოლშვილო — უშვილოდ გადაგება, შთამომავლობის დატოვების გარეშე გარდაცვალება ბერძნებისთვის
განსაკუთრებულ უბედურებად ითვლებოდა.
პირველად სწრაფი ეტლების შეჯიბრებისთვის ბრწყინვალე ჯილდო წარმოადგინა: ხელსაქმის
მცოდნე უზადო ქალი, ყურიანი სამფეხი, ოცდაორსაზომიანი — პირველი ადგილისათვის; მეორე ადგილზე
გასულისთვის დაადგინა ექვსწლიანი ცხენი, გაუხედნავი, ჯორით მაკე, მესამეს ჯილდოდ დაუნიშნა
მშვენიერი ქვაბი, ოთხსაზომიანი, თეთრი და უხმარი, მეოთხეს დაუდგინა ორი ტალანტი ოქრო; [270]
მეხუთეს ორსახელურიანი ცეცხლში უხმარი ჭურჭელი. წამოდგა ბოლოს აქილევსი და სიტყვა უთხრა
არგოსელებს: „ატრევსის ძეო და სხვა ლამაზსაბარკულიანო აქაველებო, ეტლთა შეჯიბრების ჯილდოები
აწყვია აქ ამ წრეში. სხვა ვინმეს სახელზე რომ ყოფილიყო ეს შეჯიბრება, აქაველებო, უეჭველად მე
გავიმარჯვებდი და პირველ ადგილს დავიკავებდი, იცით, რამდენად შესანიშნავი ცხენები მყავს, რადგან
უკვდავები არიან, პოსეიდონმა მისცა ისინი მამაჩემს, პელევსს, მან კი მე გადმომაბარა. მაგრამ არც მე
ვმონაწილეობ და არც ჩემი მუხლადი ცხენები. [280] მათ სახელოვანი და ვაჟკაცი მეეტლე დაეღუპათ, კეთილი
ბატონი, რომელიც მათ ხშირად უსვამდა ზეითუნის ზეთს, ფაფარს კი უწმენდდა კამკამა წყლით. ახლა დგანან
მგლოვიარენი, თავები ჩაუხრიათ, მტვერში აქვთ ფაფარი, გული კი უწუხთ. სხვები მოემზადეთ, ნებისმიერი
აქაველი, მინდობილი ცხენებსა და მყარ ეტლებს.“
ეს თქვა პელევსის ძემ და სწრაფმა ცხენოსნებმა თავი მოიყარეს. პირველი წარმოდგა ხალხთა ბელადი
ევმელოსი, ადმეტოსის საყვარელი ძე, ცხენოსნობით სახელგანთქმული. [290] მას შემდეგ წამოდგა ტიდევსის
ძე, მძლავრი დიომედესი, ტროსის ცხენების წყვილი ჰყავდა, რომელიც აინეიასს წაართვა, როდესაც იგი
აპოლონმა ბრძოლას მოაცილა. შემდეგ წამოდგა ატრევსის ძე, ოქროსთმიანი მენელაოსი, ზევსის ნაშიერი,
რომელსაც უღელში ჰყავდა სწრაფი ცხენები, აითე, აგამემნონის ფაშატი და მისი საკუთარი პოდარგოსი.
ფაშატი აგამემნონს მისცა ანქისესის ძეს ექეპოლოსმა საჩუქრად, რომ არ წასულიყო ქარიან ილიონში, არამედ
შინ დარჩენილიყო და სიმშვიდით დამტკბარიყო, რადგან დიდი სიმდიდრე მიანიჭა მას ზევსმა და
ცხოვრობდა ვრცელ სიკიონში. [300] მენელაოსმა შეაბა დიდად მოწადინებული ფაშატი. მეოთხე იყო
ანტილოქოსი, მან ლამაზფაფრიანი ცხენები გაამზადა, ის იყო ბრწყინვალე ვაჟი დიდგულოვანი ნესტორისა,
ნელევსის ძისა; პილოსური იყო ეტლში შებმული მისი ფეხმარდი ცხენებიც; მამა ახლოს დადგა და
სასარგებლო რამ უთხრა ბრძენმა კაცმა გონიერ ვაჟს: „ანტილოქოს, უკვე ყმაწვილი უყვარდი ზევსსა და
პოსეიდონს, მათ გასწავლეს ყველანაირი ეტლი და ცხენოსნობა, დიდი სწავლება ჩემგან არც გჭირდება;
მიჯნასთან ცხენების მობრუნება კარგად იცი, [310] მაგრამ სრბოლაში ცოტა ნელი არიან, ვშიშობ, ცუდი რამ არ
მოხდეს. სხვებს უფრო სწრაფი ცხენები ჰყავთ, მაგრამ მეეტლის ოსტატობითა და მოქნილობით შენ მათ
აღემატები. მაშ, მოდი, ძვირფასო შვილო, სულით მოუხმე ყველანაირ ოსტატობას, რომ ხელიდან არ გაუშვა
შეჯიბრში გამარჯვების ჯილდო. დურგალიც ხომ ცოდნით აღგვემატება და არა ძალით, ცოდნით მართავს
მესაჭე გემს ღვინისფერ ზღვაში და პირდაპირ მიჰყავს ქარებისგან ნაცემი სწრაფი ხომალდი. ასევე ცოდნით
აღემატება მეეტლე მეეტლეს. ზოგიერთი თავის ცხენებსა და ეტლს მინდობილი [320] დაუდევრად მიაქანებს
აქეთ-იქით, ცხენები უმიზნოდ მიქრიან, ის კი ვერ აოკებს. მას კი, ვინც იცის ეს საქმე, მართავს უარეს
ცხენებსაც, მუდმივად უყურებს მიჯნას, ახლოს უხვევს, იცის, როგორ მართოს ხარის ტყავის სადავეები,
მაგრად უჭირავს და წინ წასულს თვალს არ აშორებს.
ცხად ნიშანს გაჩვენებ, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს. დგას ხის ბოძი გაშლილი ხელების სიმაღლისა,
ხმელი მუხისა ან ფიჭვისა, რომელიც არ დამპალა წვიმით, ორი თეთრი ქვა დევს იქით-აქით, [330] გზა სწორი
და მყარია მოსახვევამდე. ეს შეიძლება იყო ადრე გარდაცვლილი კაცის საფლავი, ან რამე მიჯნა იყო
ადრინდელი ხალხისთვის; ეს ბოძი ახლაც მიჯნად დააწესა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა. მასთან
ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე ცხენებით და ეტლით, თავად მაგრად დადექი კარგად შეკრულ ეტლში და
მარცხნივ გადაიხარე, ამასობაში მარჯვენა ცხენს წკეპლით უჩხვლიტე, შეუძახე და სადავეები მოუშვი,
მარცხენა ცხენი კი ძალიან ახლოს მიუშვი ნიშანთან, ისე ახლოს, რომ კეთილნაკეთები ბორბალი მას თითქმის
შეეხოს [340] თავისი ფერსოთი. ყურადღება მიაქციე, არ შეეჯახო ქვას, რომ არ დაღუპო ცხენები და არ
დაამსხვრიო ეტლი, რაც სხვებს გაახარებდა და შენ შეგარცხვენდა. გონებას მოუხმე, ჩემო შვილო და
ფრთხილად იყავი! თუკი მიჯნასთან ახლოს გაიწევ და გააჭენებ, ვეღარავინ დაგეწევა და ვერ გაგასწრებს,
თუნდაც უკან მოგსდევდეს ვინმე ეტლში შებმული ღვთაებრივი არიონით, ადრასტოსის სწრაფი ცხენით,
რომელიც უკვდავთა სისხლის შთამომავალია, ან ლაომედონის ცხენებით, რომლებიც აქ, ტროაში
აღიზარდნენ.“
ასე ბრძანა ნესტორმა ნელევსის ძემ და თავის ადგილზე დაჯდა, მას შემდეგ, რაც თავის ძეს ყველაფერი
აუხსნა. მეხუთე იყო მერიონესი, რომელმაც ლამაზფაფრიანი ცხენები გამოიყვანა. ყველანი ავიდნენ ეტლებზე
და წილები მუზარადში ჩაჰყარეს. შეარხია აქილევსმა, ნესტორის ძის, ანტილოქოსის წილი ამოვიდა, შემდეგი
მოუწია მძლავრ ევმელოსს, შემდეგი ატრევსის ძეს, სახელოვან შუბოსან მენელაოსს, მის შემდეგ მერიონესს,
ხოლო ბოლოს ეტლის გაჭენება ტიდევსის საუკეთესო ძეს მოუწია. დადგნენ ამ რიგით, მიჯნა დაანახა მათ
აქილევსმა, შორს იყო მინდორში, იქ კი მეთვალყურედ დასვა [360] ღვთისდარი ფოინიქსი, მამამისის
მეგობარი, რომ დაკვირვებოდა რბოლას და სიმართლე ეთქვა.
ყველამ ერთად ასწია მათრახი, მოქაჩეს სადავეები და ხმამაღლა შესძახეს სიტყვებით, მძვინვარედ და
სწრაფად გააჭენეს ველზე ცხენები, ხომალდებიდან მოშორებით; მათ ფეხქვეშ მტვერი აიჭრა და ღრუბელივით
დადგა, გრიგალივით დატრიალდა; ქარის სუნთქვამ გაუშალა ფაფარი ცხენებს; ეტლები გარბიან ხან
ნაყოფიერ მიწაზე, ხან ზემოთ აიჭრება, მეეტლეები [370] ეტლებში დგანან, გული უთრთის თითოეულს,
გამარჯვებას მიელტვიან; თითოეული ცხენებს მოუხმობს, ისინი კი მიფრინავენ და მტვერს აყენებენ; მაგრამ
როდესაც ცხენები გზის ბოლოსკენ გავიდნენ და გამოეშურნენ ჭაღარა ზღვისკენ, მაშინ გამოვლინდა
თითოეულის სიმამაცე, ცხენების სიჩქარე გაიზარდა და წინ გაიჭრნენ ფერესის ძის ფეხმარდი ცხენები. მას
მოჰყვნენ დიომედესის ულაყი ტროელი ცხენები, ძალიან არ ჩამორჩებოდნენ, ახლოს მოსდევდნენ,
გეგონებოდა, წინა ეტლს უნდა გადაუარონო, [380] თავისი სუნთქვით ევმელოსს ზურგს უთბობდნენ, რადგან
თითქმის ზედ დაადეს თავები. გადაასწრებდა კიდეც ან გაუსწორდებოდა მაინც, რომ არ ემტრო ტიდევსის
ვაჟისთვის სხივოსან აპოლონს, ხელიდან გამოგლიჯა მბრწყინავი მათრახი. ცრემლი მოადგა თვალებზე
გამწარებულს, რადგან ხედავდა, რომ მეტოქე კიდევ უფრო წინ მიიწევდა, მისი ცხენები კი უკან რჩებოდნენ,
მათრახის აღარ ეშინოდათ; მაგრამ ათენას არ გამოეპარა აპოლონის ხრიკი ტიდევსის ძის წინააღმდეგ,
სწრაფად დაეწია ხალხთა მწყემსს, [390] მისცა მათრახი და ძალა შთაბერა ცხენებს. ადმეტოსის ძეს
განრისხებული მიადგა, ცხენებს უღელი გაუტეხა და ისინი გზაზე გაიქცნენ, ხელნა მიწაზე დავარდა, თავად
მოძრავი ეტლიდან გადმოვარდა, იდაყვი, ცხვირი, ტუჩები დაარტყა, წარბი გაუსკდა, სახე მოექცა,
დარტყმისგან ცრემლები მოადგა და ხმა ჩაუწყდა. ტიდევსის ძემ გვერდით ჩაუქროლა მუხლადი ცხენებით
და ყველას შორს გაუსწრო, რადგან ათენამ [400] ცხენებს მიანიჭა ძალა და მეეტლეს სახელი მოუხვეჭა.
ტიდევსის ძეს უკან მისდევდა ატრევსის ძე, ოქროსთმიანი მენელაოსი. ანტილოქოსი კი ეძახდა მამამისის
ცხენებს: „წინ გაიჭერით ორივე, გაიჭიმეთ რაც შეიძლება სწრაფად! არ გიბრძანებთ, რომ დაეწიოთ მამაცი
ტიდევსის ძის ცხენებს, რომელთაც ათენამ სისწრაფე მიანიჭა ახლა და დიომედესს სახელი მოუხვეჭა.
მხოლოდ ატრევსის ძის ცხენებს დავეწიოთ, არ ჩამოვრჩეთ. სწრაფად, საყვედური არ გითხრათ ფაშატმა აითემ,
რატომ უნდა ჩამორჩეთ უკეთესები?! [410] გეუბნებით და დღეს ასრულდება ჩემი სიტყვა: მეტად აღარ
ელოდეთ ზრუნვას ნესტორისგან, ხალხთა მწყემსისგან, უმალ დაგხოცავთ ბასრი სპილენძით, თუკი თქვენი
უყურადღებობით უარეს ჯილდოს მოვიპოვებთ. აბა, დაეწიეთ და რაც შეიძლება სწრაფად გაჭენდით! მე კი
მაქვს ჩემი ცბიერი ჩანაფიქრი, ვიწრო გზაზე გადავასწრებ, ეს მე არ გამომეპარება.“
ასე თქვა, მათაც შეეშინდათ პატრონის მუქარისა და უფრო სწრაფად გაჭენდნენ, მაგრამ ცოტა ხნით;
ამის შემდეგ სწრაფად ვიწრო გზის ღრუ დაინახა მტკიცე მეომარმა ანტილოქოსმა: [420] ნაპრალი დაეღო მიწას,
ზამთრის წყალი დამდგარიყო და გზაზე გადმოსულიყო და ირგვლივ დაეტბორა მთელი ადგილი. იქით
მიქროდა მენელაოსი, რომ აერიდებინა ეტლების შეჯახება; მაგრამ ანტილოქოსმა მოაბრუნა მუხლადი
ცხენები, გზიდან გადავიდა და დაწევა დაიწყო. შეშინდა ატრევსის ძე და დაუძახა ანტილოქოსს: „დაუდევრად
მოაჭენებ, ანტილოქოს, დააკავე ცხენები! ხომ ხედავ, ვიწროა გზა, სადაც გაფართოვდება, იქ გამასწარი, აქ
ორივე საფრთხეში ვართ, არ შევასკდეთ ჩვენი ეტლებით!“
ასე თქვა, ანტილოქოსი კი მაინც წინ მიიწევდა, [430] ცხენებს ისე მიერეკებოდა, თითქოს მენელაოსის
ხმა არ ესმოდა. რამოდენაზეც ახალგაზრდა კაცს შეუძლია ბადრო ტყორცნოს, როდესაც თავის ძალას
ამოწმებს, იმდენზე ირბინეს გვერდიგვერდ, უკან ჩამორჩნენ ატრევსის ძის ფაშატები, თავადაც შეანელა სვლა,
რადგან ეშინოდა არ შეჯახებოდნენ ვიწრო გზაზე მუხლად ცხენებს, არ დალეწილიყო მათი კეთილნაკეთები
ეტლებიც და თავადაც მტვერში არ დაცემულიყვნენ გამარჯვებისთვის მებრძოლნი.
გაკიცხვით მიმართა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „ანტილოქოს, მოკვდავებში არ მეგულება შენზე
ბოროტი ადამიანი! [440] წადი, სულ ტყუილად გვეგონე აქაველებს ბრძენი! მაგრამ ფიცის გარეშე ვერ მიიღებ
შენს კუთვნილ ჯილდოს.“236

236
ფიცის გარეშე ვერ მიიღებ შენს კუთვნილ ჯილდოს — ანტილოქოსს მოუწევს ფიცით დაამტკიცოს, რომ
განზრახ არ გადაუღობავს გზა მენელაოსისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჯილდოს არ მისცემენ.
ეს თქვა და თავის ცხენებს მიმართა: „ნუ ჩამორჩებით და გულს ნუ გაიტეხთ! პირველებს იმათ
დაეღლებათ ფეხები და მუხლები სირბილით, ვიდრე თქვენ, ბებრები არიან ისინი!“
ეს თქვა და პატრონის შეძახილით შეშინებულები სწრაფად გაიჭრნენ და მალე დაეწივნენ წინ
გაქცეულებს.
ამასობაში არგოსელები წრეზე ისხდნენ და უყურებდნენ ცხენებს, რომლებიც მათკენ მოფრინავდნენ
და ბუღს აყენებდნენ. [450] პირველმა იდომენევსმა, კრეტელთა წინამძღოლმა გაარჩია ცხენები; რადგან იჯდა
არ წრეზე, არამედ შემაღლებულ ადგილზე. შორს კი იყო, მაგრამ მაინც გაიგონა მეეტლის ძახილი და იცნო,
ასევე გაარჩია წინ გამოჭრილი ცხენებიდან ერთიც, რომელიც მთლიანად წაბლა იყო, მაგრამ შუბლზე თეთრი,
სავსე მთვარესავით მრგვალი ნიშანი ჰქონდა. ფეხზე წამოდგა იდომენევსი და არგოსელებს სიტყვა უთხრა:
„მეგობრებო, არგოსელთა წინამძღოლებო და მსაჯულებო, მე ვხედავ ცხენებს ცხადად, თუ თქვენაც
ხედავთ? მე მეჩვენება, რომ სხვა ცხენებია წინ გამოჭრილი [460] და მეეტლეც სხვა ჩანს, ხოლო ევმელოსის
ფაშატები სადღაც შეფერხდნენ ველზე, თუმცა მანამდე წინ იყვნენ, მე დავინახე, რომ მათ პირველებმა
გადაკვეთეს მიჯნა, ახლა კი ვერსად ვხედავ, ყოველ მხარეს ვუყურებ და მთელ ტროულ ველს ვხედავ თითქოს.
[34.465] იქნებ მეეტლეს გაუვარდა ხელიდან სადავეები, ვერ შეძლო ცხენების მართვა მიჯნასთან, ან კარგად
ვერ მოუხვია; შეიძლება ეტლი გადაუბრუნდა და თავადაც დაეცა, ხოლო დამფრთხალი ცხენები გაიქცნენ და
გზას აცდნენ; მაგრამ წამოდექით და თქვენაც შეხედეთ, მე [470] კარგად ვერ ვარჩევ; მე მგონი, ეს კაცი
აიტოლიელების მოდგმისაა და არგოსელებზე მეფობს, ცხენთამხედნელი ტიდევსის ძე, მძლავრი
დიომედესია!“
გაკიცხა იგი სწრაფმა აიასმა, ოილევსის ძემ: „იდომენევს, რატომ ლაყბობ ყოველთვის? ისევ ის
ქარისფეხება ფაშატები მოქრიან ვრცელ ველზე. შენ ყველაზე ახალგაზრდა აღარა ხარ არგოსელთა შორის, არც
ყველაზე მახვილი მზერით არ გამოირჩევი! მაგრამ ენას არ აჩერებ არასოდეს, აქ მოლაყბე აღარ გვჭირდება,
შენზე უკეთესი ხალხია აქ თავმოყრილი! [480] ისევ ის ცხენები არიან წინ, რაც მანამდე იყვნენ, ევმელოსის
ფაშატები, თავადაც იქ დგას და სადავეებიც უპყრია!“
კრეტელთა განრისხებულმა წინამძღოლმა მას უპასუხა: „აიას, საუკეთესო მოკამათევ, ყველაზე ცუდო
მსაჯულო არგოსელებს შორის, ეგ უზრდელობა დაგღუპავს! სანაძლეოდ აქ მოვიტანოთ სამფეხი ან ქვაბი და
მსაჯულად ავირჩიოთ აგამემნონი ორივემ, ვისი ცხენებია წინ, გაიგებ, როდესაც გადამიხდი.“
ასე თქვა, იმავწამს წამოიჭრა ოილევსის სწრაფი ძე აიასი, განრისხებული საპასუხო მძიმე სიტყვების
თქმას აპირებდა, [490] და ახლა შორს წავიდოდა მათ შორის განხეთქილება, რომ არ წამომდგარიყო აქილევსი
და არ ეთქვა სიტყვა: „ნუ ეტყვით ერთმანეთს მძიმე და ბოროტ სიტყვებს აიას და იდომენევს, არ შეგეფერებათ!
თქვენაც უნდა შეარცხვინოთ სხვები, ასე თუ მოიქცევიან! დასხედით წრეზე და უყურეთ ცხენებს; გამარჯვებას
მოწყურებულები თავად მოირბენენ აქ; მაშინ თითოეული იცნობთ, არგოსელი ცხენებიდან პირველი და
მეორე რომელი იქნება.“
ასე თქვა და ძალიან ახლოს გამოჩნდა ტიდევსის ძე, [500] მათრახით მძლავრად მიერეკებოდა ცხენებს;
ისინიც მაღლა ხტოდნენ და სწრაფად მიქროდნენ მიზნისკენ. მეეტლეს ტალახის წვეთები ეცემოდა, ოქროთი
და კალით გაწყობილ ეტლს ფეხმარდი ცხენები წინ მიაქანებდნენ, კვალს თითქმის არ ტოვებდნენ ბორბლის
სალტეები თხელ მტვერში, ისე სწრაფად მიფრინავდნენ ცხენები. წრის შუაგულში შეჩერდა ეტლი, ოფლი
ღვრად სდიოდა ცხენებს და მიწაზე იღვრებოდა კისრიდან და მკერდიდან. დიომედესი მოელვარე ეტლიდან
მიწაზე ჩამოხტა, [510] მიაყუდა მათრახი უღელს, აღარ მოითმინა და მძლავრმა სთენელოსმა ჯილდო
ხალისით აიღო. ქალები სულდიდ მეგობრებს ჩააბარა და სახელურებიანი სამფეხა გაატანა; თავად კი
გამოხსნა ცხენები.
ამის შემდეგ ნელევსის შთამომავალმა ანტილოქოსმა მოაჭენა ცხენები, რომელმაც არა სიჩქარით,
არამედ მზაკვრობით გადაასწრო მენელაოსს. მალე მენელაოსმაც მოაჭენა სწრაფი ცხენები, სულ ოდნავ
ჩამორჩა იმ მანძილით, რაც არის ცხენსა და ბორბალს შორის; ცხენი ეტლით მიაგელვებდა ველზე თავის
პატრონს, მისი კუდი ბორბლის სალტეს ეხებოდა, [520] აი ასე ახლოს მისდევდა და ასე მცირე მანძილით
ჩამორჩა მენელაოსი უზადო ანტილოქოსს, თუმცა მანამდე ბადროს ტყორცნის მანძილით ჩამორჩებოდა,
შემდეგ კი მალე დაეწია, სულ იზრდებოდა აგამემნონის ლამაზფაფრიანი ფაშატის, აითეს ძალა. კიდევ რომ
გაგრძელებულიყო ასპარეზობა, მენელაოსი დაეწეოდა და გაასწრებდა კიდეც მეტოქეს.
ამასობაში მერიონესი, იდომენევსის მამაცი თანამებრძოლი, ჩამორჩა სახელგანთქმულ მენელაოსს
შუბის ტყორცნის მანძილზე, [530] რადგან ნელი იყო მისი ლამაზფაფრიანი ცხენები და თავად მეეტლეც ვერ
იყო ამგვარ ასპარეზობებში გამოცდილი. ადმეტოსის ძე კი უკანასკნელი მოვიდა, ცხენებს ერეკებოდა და
ლამაზ ეტლს მიაგელვებდა. ის რომ დაინახა, შეებრალა ფეხმარდ ღვთაებრივ აქილევსს; წამოდგა და
არგოსელებს ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ბოლო მოვიდა საუკეთესო კაცი მუხლადი ცხენებით, მაშ,
მივცეთ მას მეორე ჯილდო, ის იმსახურებს, პირველი კი წაიღოს ტიდევსის ძემ.“
ასე თქვა, ყველამ მოიწონა მისი ნათქვამი. [540] მაშინვე გადასცემდა ფაშატს აქაველების სრული
თანხმობით, რომ ანტილოქოსი, დიდგულოვანი ნესტორის ვაჟი არ წამომდგარიყო და პელევსის ძე აქილევსს
სამართლიანად არ დაპირისპირებოდა: „აქილევს, ძალიან მეწყინება, თუკი შეასრულებ იმ სიტყვას, რაც
ბრძანე. რადგან აპირებ, წამართვა ჯილდო მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას დაუზიანდა ეტლი და სწრაფი
ცხენები, თუმცა კი კარგი მეეტლეა? მას უნდა ელოცა ღმერთებზე და ასპარეზობაში ბოლო არ მოვიდოდა.
თუკი ის გებრალება და გულით გიყვარს, უამრავი ოქრო და სპილენძი გაქვს კარავში, [550] ცხვრებიც გყავს,
მონაქალებიც და მუხლადი ცხენებიც; ამათგან აირჩიე და მიეცი დიდი ჯილდო შემდეგ ან თუნდაც ახლავე,
რათა მოგიწონონ აქაველებმა. ამას კი მე არავის დავუთმობ, ხოლო თუ ვინმეს გული ერჩის, მოვიდეს და
ხელდახელ შემებრძოლოს!“
ასე თქვა, გაეღიმა ფეხმარდ ღვთაებრივ აქილევსს. ახარებდა ანტილოქოსი, უყვარდა, როგორც
მეგობარი. მას მიუბრუნდა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ანტილოქოს, მთხოვ რომ საკუთარი სახლიდან
რაიმე მივცე ევმელოსს, სიამოვნებით აგისრულებ ამ თხოვნას. [560] მივცემ მას აბჯარს, რომელიც
ასტეროპაიოსს ავყარე, ბრინჯაოსაა და ირგვლივ ელვარე კალა აქვს დაფერილი; მან ეს ნამდვილად
დაიმსახურა.“
ეს თქვა და საყვარელ მეგობარ ავტომედონს უბრძანა, კარვიდან გამოეტანა, ისიც წავიდა, გამოიტანა
და ევმელოსს ხელში გადასცა, მანაც მიიღო გახარებულმა. მაშინ წამოდგა ნაწყენი მენელაოსი, ანტილოქოსზე
სასტიკად განრისხებული და მაცნემ ხელში მისცა კვერთხი, დადუმება უბრძანა არგოსელებს; მაშინ ხმა
ამოიღო ღვთისდარმა მოკვდავმა: [570] „ანტილოქოს, ეს რა ჰქენი, როცა ყველანი ბრძნად მიგიჩნევდით?!
შემირცხვინე კაცობა, ჩემი ცხენები შეაფერხე და შენებით წინ გაიწიე, თუმცა ბევრად უარესები გყავდა! მაშ,
მოდი, არგოსელთა წინამძღოლებო და მსაჯულებო, ორივე თანაბრად განგვსაჯეთ, მიკერძოების გარეშე.
ვინმემ არ თქვას სბრინჯაომოსილი აქაველებისგან, ანტილოქოსზე იძალადა მენელაოსმა თავისი ცხენებით,
რომლებიც ბევრად უარესი იყო, თუმცა თავად გამოირჩეოდა კაცობით და ძალითო. მე თვითონ განვსჯი და
[580] ვინმემ არ გამკიცხოს დანაელთაგან, წინააღმდეგი ვარო. ანტილოქოს, აქ მობრძანდი, ზევსის
აღზრდილო, როგორც წესია, ცხენებისა და ეტლის წინ დადექი, ხელში აიღე მოხდენილი შოლტი, ცხენებს
შეახე და დაიფიცე მიწისმრყეველი პოსეიდონი, რომ განზრახი ცბიერებით არ შეგიფერხებია ჩემი ეტლი.“
მაშინ გონიერმა ანტილოქოსმა უპასუხა: „დაცხრი ახლა, შენზე ახალგაზრდა ვარ, მეუფე მენელაოს, შენ
ჩემზე უფროსიც ხარ და უკეთესიც! იცი, რა იოლად შეიძლება შეცდეს ახალგაზრდა კაცი. [590] სწრაფია მისი
გონება და უმწიფარია მისი სიბრძნე. გული დაიმშვიდე, ცხენს მე თვითონ გადმოგცემ, რაც ჯილდოდ მერგო.
თუ ჩემგან სხვა რამაა საჭირო და შენ მომთხოვ, სიხარულით მაშინვე მოგცემ, ოღონდ კი შენ, ზევსის
აღზრდილო, მთელი დანარჩენი ცხოვრება გულიდან არ ამომიღო და ღმერთების წინაშე დამნაშავე არ ვიყო!“
ეს თქვა და ცხენი მიუყვანა დიდგულოვანი ნესტორის ვაჟმა და მენელაოსს ხელში ჩააბარა. მას კი
გული დაუდნა, როგორც თავთავზე დნება ნამი მწიფე ყანაში, როდესაც გვალვა მძვინვარებს. [600] ასე
დაგიდნა გული მკერდში შენც, მენელაოს. ხმა ამოიღო და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ანტილოქოს, ახლა
მე უნდა დავიხიო უკან, გაბრაზებული კი ვიყავი, მაგრამ უსინდისო და უგუნური არასდროს ყოფილხარ,
ეტყობა, სიყმაწვილე მოერია შენს გონებას. მეორედ მოერიდე უკეთესების მოტყუებას. ვინმე სხვა აქაველი ვერ
მოახერხებდა ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ შენ ბევრი გადაიტანე და ბევრი იშრომეთ შენაც, შენმა ღირსეულმა
მამამაც და შენმა ძმამაც ჩემს გამო. შენმა ნათქვამმა დამარწმუნა და ამიტომ ამ ჩემს ცხენს [610] შენ მოგცემ, რომ
გაიგოს და იცოდეს ყველამ, რომ მედიდური და უგულო კაცი არ ვარ.“
ასე თქვა და ანტილოქოსის მეგობარ ნოემონს მისცა ცხენი, თავად კი აიღო ელვარე ქვაბი. მერიონესს
ერგო ორი ტალანტი ოქრო მეოთხე ადგილისთვის, მეხუთე ჯილდო დარჩა, ორსახელურიანი ჭურჭელი; ის
არგოსელთა წინაშე გამოიტანა და ნესტორს მისცა აქილევსმა, თავის ადგილზე მივიდა და თქვა: „ეს საჩუქარი
შენი იყოს, მოხუცო, პატროკლოსის საფლავის სახსოვრად, შენ მას [620] ვეღარ ნახავ არგოსელებში. გაძლევ ამ
ჯილდოს ასე, რადგან არც კრივში, არც ჭიდაობაში, არც შუბის ტყორცნაში, არც სირბილში შენ არ იასპარეზებ,
ძნელია შენთვის — სიბერე გამძიმებს.“
ეს თქვა და ხელში გადასცა. მან სიხარულით მიიღო, ხმა ამოიღო და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ეს
ყველაფერი სწორად თქვი, შვილო, რადგან ძალა არ მომდგამს სხეულში, არც ფეხები, არც ხელები, არც მხრები
ძველებურად არ მემორჩილებიან. ახალგაზრდა რომ ვიყო და ძალა მომდგამდეს, [630] როგორც ადრე,
როდესაც ეპეიელებმა მეფე ამარინკევსი დაკრძალეს ბუპრასიოსში, მისმა შვილებმა დააწესეს მაშინ
ასპარეზობის ჯილდოები. იქ ვერც ერთმა ვერ მაჯობა, ვერც ეპეიელმა, ვერც პილოსელმა და ვერც
დიდგულოვანმა აიტოლიელმა. კრივში დავამარცხე კლიტომედესი, ენოფსის ძე, ჭიდაობაში — ანკაიოს
პლევრონელი, რომელიც დამეჭიდა, ძალიან ძლიერ იფიკლოსს ვაჯობე სირბილში, შუბის ტყორცნაში კი —
ფილევსსა და პოლიდოროსს. მხოლოდ ეტლების შეჯიბრში მაჯობეს აქტორის ძეებმა, რიცხვით მაჯობეს,
რადგან შეშურდათ ჩემი გამარჯვების; [640] თანაც ამ შეჯიბრში ყველაზე დიდი ჯილდო იყო დაწესებული.
ისინი ორნი დამიპირისპირდნენ, ერთი მარტო ეტლს მართავდა, მხოლოდ მართავდა, მეორე კი მათრახს
გადაუჭერდა ხოლმე. ასეთი ვიყავი ოდესღაც, ახლა ახალგაზრდების საქმეა ასეთი ამბები, მე კი მწარე სიბერეს
უნდა დავუთმო, ადრე კი გმირებში გამოვირჩეოდი! შენ კი განაგრძე და მეგობრის დაკრძალვას ასპარეზობები
მიუძღვენი. საჩუქარს სიხარულით ვიღებ, გულს უხარია, რომ თავაზიანად გამიხსენე, არ დამივიწყე და
სათანადო პატივი მეცი აქაველთა წინაშე. [650] ღმერთებს გადაეხადოთ შენთვის სამაგიერო სიხარულით!“
ასე თქვა და პელევსის ძე ისევ მრავალი აქაველის კრებულს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც ნელევსის
ძის ამბავს უსმინა. ამის შემდეგ მან ჯილდოები წარმოადგინა მძიმე კრივში ასპარეზობისთვის. შეკრებულებს
წარმოუდგინა ექვსწლიანი დაუზარებელი ჯორი, ჯერაც უღელდაუდგმელი, ძალიან ძნელად გასახედნი;
ხოლო დამარცხებულისთვის წარმოაგინა ორძირიანი თასი. წამოდგა და არგოსელებს სიტყვით მიმართა:
„ატრევსის ძეებო და სხვა ლამაზსაბარკულიანო არგოსელებო, ორი კაცი მოვიხმოთ აქ, ორმა საუკეთესომ [660]
აღმართოს მუშტები და იბრძოლოს. ვისაც აპოლონი გააძლებინებს და ვისაც ჩვენ გამარჯვებულად
ვაღიარებთ, იმ კაცმა დაუზარებელი ჯორი თავის კარავში წაიყვანოს, დამარცხებულს კი ერგოს ორმაგი თასი.“
ასე თქვა, იმავწამს წამოდგა მამაცი და დიდი კაცი, კრივის მცოდნე ეპეიოსი, პანოპევსის ძე, ხელი
ჩაავლო დაუზარებელ ჯორს და თქვა: „ახლოს მოვიდეს, ვინც აპირებს ორმაგი თავის წაღებას! ამ ჯორს კი
კრივში მოასპარეზე ვერც ერთი აქაველი ვერ წამართმევს, რადგან ვამაყობ, რომ საუკეთესო ვარ. [670] ომში მე
არ გამოვირჩევი, ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება ყველა საქმის მცოდნე; მაგრამ ამას ვიტყვი და ასე
ასრულდება: ხორცსაც დავუბეგვავ და ძვლებსაც დავუმსხვრევ; ჭირისუფლები ახლოს მოდგნენ ყველანი და
დაელოდნონ, რომ ჩემი ხელით დაგდებული აქიდან გაიტანონ.“
ასე თქვა, ყველას ენა ჩაუვარდა და სიჩუმე ჩამოვარდა. ევრიალოსი წამოდგა, ღვთისდარი მოკვდავი,
ტალაოსის ძის, მეუფე მეკისტევსის ვაჟი, რომელიც ადრე თებეში ჩავიდა ოიდიპოსის სიკვდილის შემდეგ237
[680] გამართულ ასპარეზობაზე, იქ ყველა კადმოსელი დაამარცხა, მას შუბოსნობით სახელგანთქმული
ამზადებდა, სიტყვებით ამხნევებდა და მას გამარჯვებას უსურვებდა. ჯერ ქამარი მისცა შემოსარტყმელად,
ხოლო შემდეგ მისცა ველური ხარის ტყავის კარგად გამოჭრილი ღვედები238, ასე სარტყელშერტყმულები
გავიდნენ შეკრებილთა მიერ გაკეთებული წრის შუაგულში; ერთად შემართეს და ერთმანეთში აირია მძიმე
ხელები. საშინელი ჭახანის ხმა გამოსცეს ყბებმა, ოფლი დაიღვარა მთელი სხეულიდან. ამის შემდეგ
ღვთაებრივი ეპეიოსი აღიძრა, [690] მეტოქეს მკვეთრად შეხედა და სახეში ჩაარტყა, ვეღარ შეძლო ფეხზე
დადგომა, სახელოვანი მუხლები მოეკვეთა და დაეცა. როგორც ბორეასის მიერ აღძრული ტალღებიდან
ამოხტება თევზი ხავსიან ნაპირზე და შავი ტალღა დაფარავს, — ასე გაემხო ევრიალოსი, დიდსულოვანმა
ეპეიოსმა ხელი მისცა და წამოაყენა, ხოლო მეგობრები გარს შემოეჯარნენ, მხარში ამოუდგნენ და გაიყვანეს,
ფეხებს მიათრევდა, შედედებულ სისხლს აფურთხებდა და თავი უვარდებოდა. ჯერ კიდევ არ იყო გონზე,
როდესაც თავისიანებთან მიიყვანეს და დასვეს, თავად კი მივიდნენ და ორმაგი თასი წაიღეს.
[700] სწრაფად წარმოუდგინა აქილევსმა დანაელებს მესამე ასპარეზობის, დამქანცველი ჭიდაობის,
ჯილდოები, გამარჯვებულისთვის ცეცხლში ჩასადგმელი დიდი სამფეხი, რომელიც ოც ხარად შეაფასეს

237
ოიდიპოსის სიკვდილის შემდეგ — მითის იმ ვარიანტით, რომელსაც ჰომეროსი ეყრდნობა, მამისმკვლელი და
დედის ცოლად მომყვანი ოიდიპოსი თებედან არ გაუძევებიათ და მშობლიურ ქალაქში გარდაცვლილა. „ოდისეაში“
საიქიოში ჩასული ოდისევსი დაინახავს ეპიკასტეს (სხვა ავტორებთან, მათ შორის, პინდაროსთან, სოფოკლესა და
ევრიპიდესთან – იოკასტეს), ოიდიპოსის დედას, რომელსაც შვილთან ქორწინების საზარელი ამბის გაგების შემდეგ
თავი მოუკლავს, ოიდიპოსს კი, ღმერთების ნებით, თებეს მეფობა გაუგრძელებია.
238
კარგად გამოჭრილი ღვედები — ანტიკური ხანის მოკრივეები ხელთათმანების ნაცვლად ხმარობდნენ
ღვედებს, ე.წ. ჰიმანტებს, რომლებიც გამოიყენებოდა თითების სახსრებისა და ხელის დასაცავად. ეს იყო ხარის ტყავის
დაახლოებით 3 მ სიგრძის ღვედი, რომელიც რამდენჯერმე ეხვეოდა ხელსა და თითის სახსრებზე.
აქაველებმა; დამარცხებულისთვის შუაში გამოიყვანა ყოველგვარი ხელსაქმის მცოდნე ქალი, რომელიც ოთხ
ხარად შეფასდა. წამოდგა და სიტყვა უთხრა არგოსელებს: „წამოდგეს, ვისაც ამ შეჯიბრში სურს თავი
გამოსცადოს.“
ეს თქვა და იმავწამს წამოდგა ტელამონის ძე დიდი აიასი, წამოდგა გონებაუხვი ოდისევსი, მრავალი
ხრიკის მცოდნე. [710] ქამარი შემოირტყა ორივემ და გავიდა წრის შუაგულში, მაგრად შემოაჭდეს ერთმანეთს
მძლავრი ხელები, როგორც სახურავის ჩონჩხის დამრეც ძელებს აერთებს სახელოვანი ხურო, ქარების ძალა
რომ მოიგერიოს. შემოჭდობილი მძლავრი ხელებისგან ატკაცუნდა ორივე ზურგი, ღვარად წამოვიდა ოფლი,
ფერდებსა და მხრებზე სისხლის ხშირი წითელი ზოლები გამოჩნდა, ორივენი გამარჯვებასა და სამფეხას
დაუფლებას მიესწრაფოდნენ. ვერც ოდისევსი ახერხებდა ვერც მიახლოებას და ვერც გდებას, [720] ვერც აიასი
ახერხებდა, რადგან დიდი იყო ოდისევსის ძალა; მაგრამ როდესაც ყურებით დაიღალნენ
ლამაზსაბარკულიანი აქაველები, მაშინ ბრძანა ტელამონის დიდმა ძე აიასმა: „ზევსის შობილო, ლაერტესის
ძე გამომგონებელო ოდისევს, ან შენ ამწიე, ან მე აგწევ და დანარჩენზე ზევსმა იზრუნოს.“
ეს თქვა და აწევა დააპირა, მაგრამ ცბიერება არ დავიწყნია ოდისევსს. მუხლს უკნიდან მოარტყა ფეხი,
მუხლები მოეკვეთა, ზურგზე დაეცა, მკერდზე დაეცა მას და დააწვა ოდისევსი, უყურებდა და უკვირდა
ხალხს. შემდეგ მრავლისმნახველმა ოდისევსმა სცადა აწევა, [730] ოდნავ მოაცილა მიწას, მაგრამ ვერ ასწია,
ფეხები მოეკვეთა და მიწაზე დაეცა ორივე; დაეცნენ გვერდიგვერდ და მტვერში ამოიგანგლნენ. წამოდგნენ და
მესამეჯერაც ისევ აპირებდნენ შეჭიდებას, რომ არ წამომდგარიყო აქილევსი და შეეჩერებინა ისინი: „ნუღარ
იბრძვით, ტყუილად ნუ იტანჯებით. ორივენი გამარჯვებულები ხართ და ერთნაირ ჯილდოს მიიღებთ. ახლა
გამოდით, სხვა აქაველებს დაუთმეთ ასპარეზი.“
ასე თქვა, მათ გაუგონეს და დაუჯერეს, სხეულიდან მტვერი ჩამოიყარეს და ქიტონები ჩაიცვეს.
[740] ახლა პელევსის ძემ წარმოადგინა სირბილში შეჯიბრის ჯილდოები; პირველი იყო ღვინის
გასაზავებელი ვერცხლის ექვსზომიანი ჭურჭელი, რომელიც სილამაზით ყველა სხვას ბევრად ჯაბნიდა, იგი
დიდოსტატმა სიდონელებმა დაამზადეს, ხოლო ფინიკიელი კაცები ღრუბლისფერი ზღვით ნავსაყუდელს
მიადგნენ და თოასს აჩუქეს. პრიამოსის ძის, ლიკაონის გამოსასყიდად მისცა ის იასონის ძე ევნეოსმა გმირ
პატროკლოსს. აქილევსმა კი თავისი მეგობრის პატივსაცემად ჯილდოდ დადო იმისთვის, ვინც უსწრაფესი
იქნებოდა ფეხების სიმარდით. [750] მეორე ადგილისთვის გამოჰყო დიდი და ნასუქი ხარი, უკანასკნელ
ჯილდოდ კი დაასახელა ნახევარი ტალანტი ოქრო. წამოდგა და არგოსელებს სიტყვა უთხრა:
„წამოდექით, ვისაც ამ შეჯიბრში გსურთ ძალა მოსინჯოთ!“
ასე თქვა, იმავწამს წამოდგნენ ოილევსის ძე, სწრაფი აიასი, გონებაუხვი ოდისევსი და შემდეგ
ნესტორის ვაჟი, ანტილოქოსი, რომელიც ყველას ამარცხებდა ახალგაზრდებში. რიგში დადგნენ და მიზანზე
მიუთითა მათ აქილევსმა. მათი რბოლა კი მიჯნიდან იწყებოდა; სწრაფად გაიქცა მაშინ აიას ოილევსის ძე, მას
უკან მიჰყვა ღვთაებრივი ოდისევსი, [760] ახლოს მისდევდა, არ შორდებოდა, როგორც ლამაზსარტყლიანი
ქალი არ იშორებს ნართს, მიაყოლებს თითისტრის მასრას, მისაქსელს ძაფს გაუყრის, ხელით გაჭიმავს და ისევ
მკერდთან დაიჭერს, ასე მისდევდა უკან ოდისევსიც. კვალში ედგა იგი აიასს, ქვიშას რომ ჰყრიდა წინა, უკანა
სწორედ იმ ქვიშას ადგამდა ფეხს და წინწასულის კეფას ღვთაებრივი ოდისევსი თავისი სუნთქვით ათბობდა.
ასე ერთად მირბოდნენ ისინი. აქაველები ყვირილით ამხნევებდნენ მას, რადგან გამარჯვებას მთელი გულით
მიესწრაფოდა; როდესაც ისინი მიზანს მიუახლოვდნენ, იმავწამს ოდისევსმა დაჟინებული ლოცვით მიმართა
თვალსხივოსან ათენას: [770] მისმინე, ქალღმერთო, კეთილ დამხმარედ მომევლინე, რომ ფეხს ავუჩქარო.“ ასე
თქვა ვედრებით და უსმინა ათენა პალასმა, შეუმსუბუქა კიდურები, ფეხებიც და ხელებიც; ხოლო როდესაც
ჯილდოს აღებას არაფერი უკლდა, მოულოდნელად წაფორხილდა აიასი, ათენამ უყო ეს, ფეხი ჩაუვარდა
ახალ ფუნაში, რომელიც იმ მოღრიალე ხარებმა დატოვეს, ფეხმარდმა აქილევსმა რომ შესწირა პატროკლოსის
ხსოვნას. წაიქცა აიასი და ხარის ნეხვით მოეთხვარა ცხვირ-პირი.
ღვინის გასაზავებელი ჭურჭელი აიღო მრავალჭირნახულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, პირველად
მისულმა, ხოლო ხარი მოუწია სახელოვან აიასს. [780] დადგა, საველე ხარს რქაში წაავლო ხელი, ნეხვის
ფურთხებით უთხრა არგოსელებს: „სირცხვილი! ქალღმერთმა ფეხი ამირია, ის ხომ ადრეც დედასავით
მხარში ედგა და ეხმარებოდა ოდისევსს.“
ასე თქვა და ყველამ ტკბილად გაიცინა მასზე. ანტილოქოსმა კი უკანასკნელი ადგილის ჯილდო
მიიღო, გაიღიმა და არგოსელებს სიტყვა უთხრა: „ყველამ კარგად იცით, რასაც ვამბობ, მეგობრებო, ახლაც
უკვდავები უფროს თაობას სცემენ პატივს, აიასი ჩემზე ოდნავ უფროსია, [790] ოდისევსი კი წინა თაობის წინა
ადამიანებისგანაა, ამაზე იტყვიან, მკვირხლი მოხუციაო, ძნელია აქაველთაგან სირბილში შეეჯიბროს ვინმე
აქილევსის გარდა.“
ასე თქვა და შეაქო ფეხმარდი აქილევსი. ამ სიტყვებს უპასუხა აქილევსმა: „ანტილოქოს, ამაოდ არ
დაგიხარჯავს ქების სიტყვა, უნდა დაგიმატო ნახევარი ტალანტი ოქრო!“
ასე თქვა და ხელში ჩაუდო, მანაც გახარებულმა გამოართვა.
მაშინ პელევსის ძემ აიღო გრძელჩრდილიანი შუბი, გამოიტანა წრეში, ასევე გამოიტანა ფარი და
მუზარადი, [800] სარპედონის აღჭურვილობა, რომელიც პატროკლოსმა აჰყარა მას. წაამოდგა და სიტყვა
უთხრა არგოსელებს:
„ორ საუკეთესო კაცს ვუხმობ, საბრძოლოდ აღჭურვილები და ბრინჯაომოსილები ხელჩართული
ომით წარდგნენ შეკრებილთა წინაშე. რომელიც შეძლებს, აბჯარს მიღმა მისწვდება მეორის მშვენიერ სხეულს
და შავ სისხლს დაადენს, გამარჯვებული ის გახდება და მას გადავცემ ვერცხლით გაწყობილ ამ მშვენიერ
თრაკიულ ხმალსაც, რომელიც ასტეროპაიოსს წავართვი; აღჭურვილობას ორივეს ერთნაირს მე მივცემ [810]
და მათ კარავში საუკეთესო სუფრითაც გავუმასპინძლდები.“
ასე თქვა, მაშინ აღიძრა ტელამონის ძე დიდი აიასი, წამოდგა ტიდევსის ძეც, მძლავი დიომედესი.
თავმოყრილი ხალხის თავსა და ბოლოში აღიჭურვნენ და ორივე, ბრძოლას მოწყურებული, შუაში გამოვიდა;
საშინლად შეხედეს ერთმანეთს, შიშმა მოიცვა აქაველები. სწრაფად დაიძრნენ და როდესაც ახლოს მივიდნენ,
სამგზის შეუტიეს და სამგზის შეებნენ შუბებით ერთმანეთს. მაშინ აიასმა ყოველმხრივ გაწონასწორებულ
ფარში ჩასცა შუბი, მაგრამ სხეულს ვერ შეეხო, რადგან აბჯარმა დაიცვა იგი; [820] ტიდევსის ძე უზარმაზარი
ფარის ზემოდან სულ ცდილობდა კისერს მისწვდომოდა ელვარე შუბისპირით. მაშინ აიასის გამო
შეშინებულმა აქაველებმა ბრძანეს, შეეწყვიტათ ბრძოლა და თანაბრად გაენაწილებინათ ჯილდოები; მაგრამ
აქილევსმა ტიდევსის ძეს მისცა დიდი ხმალი თავის ქარქაშიანად და კარგად გამოჭრილ ღვედიანად.
შემდეგ პელევსის ძემ წარმოადგინა უზარმაზარი რკინის კოშტი, რომელსაც ადრე ტყორცნიდა ხოლმე
ეეტიონის დიდი ძალა; მაგრამ როდესაც იგი მოკლა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა, ეს რკინა სხვა
ქონებასთან ერთად ხომალდებით გამოზიდა. [830] ბოლოს შეკრებილებს წარუდგა და უთხრა არგოსელებს:
„წამოდგეს, ვისაც ამ შეჯიბრში უნდა ძალა გამოსცადოს. თუნდაც შორს ვრცელდებოდეს მისი
ნაყოფიერი სახნავ-სათესი მიწა, ხუთი სრული წელი რკინა არ მოაკლდება; რკინისთვის მისი მწყემსი ან
მხვნელი ქალაქში არ წავა, იმდენი ექნება.“
ასე თქვა და მაშინ წამოდგნენ მტკიცე მეომარი პოლიპოიტესი, ღვთისდარი მძლავრი ლეონტევსი, აიას
ტელამონის ძე და ღვთაებრივი ეპეიოსი. რიგში დადგნენ, რკინა აიღო ღვთაებრივმა ეპეიოსმა, [840]
დატრიალდა და ისროლა, მის შედეგს დასცინა ყველა აქაველმა. მეორემ ტყორცნა ლეონტევსმა, არესის
შთამომავალმა; მესამედ ტყორცნა ტელამონის ძე დიდმა აიასმა მძლავრი ხელით და გადააშორა ყველა
ნიშნულს; მაგრამ როდესაც რკინის კოშტი აიღო მტკიცე მეომარმა პოლიპოიტესმა, ისე შორს ისროლა,
როგორც მენახირე ისვრის თავის ჯოხს, ის ტრიალებს და მიფრინავს მთელი ჯოგის თავზე, წრიდან ასე შორს
ტყორცნა, ყიჟინა დასცა ხალხმა. წამოდგნენ მძლავრი პოლიპოიტესის მეგობრები და თავიანთი მეფის
ჯილდო ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ გააქანეს.
[850] შემდეგ მშვილდოსნობის შეჯიბრებისთვის ჯილდოდ გამოიტანა მუქი რკინა: ათი ორმაგი ცული
და ათი უბრალო. მიუთითა ლურჯკიჩოიანი ხომალდის ანძაზე, შორს იდგა ქვიშაზე ამოთრეული ხომალდი.
ანძას დაჰკიდეს წვრილი თოკი და მასზე ფეხით გამოაბეს მთრთოლვარე ქედანი; უთხრა მოისარებს: „ვინც
მოარტყამს მთრთოლვარე ქედანს, ყველა ორმაგ ცულს მოაგროვებს და სახლში წაიღებს; ვინც კი თოკს
მოარტყამს და ფრინველს ააცილებს, ის დამარცხებულია და უბრალო ცულებს წაიღებს.“
ასე თქვა, შემდეგ წამოდგნენ ბელადი ტევკროსი [860] და მერიონესი, მამაცი იდომენევსის
თანამებრძოლი. წილები ჩაჰყარეს ბრინჯაოს მუზარადში, შეარხიეს და ამოიღეს, პირველი წილი ტევკროსს
ერგო, იმავწამს ისარი გაუშვა ოსტატურად, მაგრამ არ შეჰპირდა უფალს პირველშობილ კრავთა ჰეკატომბეს.
ააცილა ფრინველს, რადგან აპოლონმა ვერ გაიმეტა მისთვის წარმატება. ფეხთან მოარტყა თოკს, რომლითაც
მიბმული იყო და ბასრმა ისარმა გაწყვიტა თოკი, ფრინველი ცაში აიჭრა, თოკი კი მიწაზე ჩამოეშვა, ამოიგმინეს
აქაველებმა. [870] მაშინ მერიონესმა სასწრაფოდ ხელიდან გამოგლიჯა მშვილდი, ისარი უკვე გამზადებული
ჰქონდა, სანამ ტევკროსი ისროდა. იმავწამს შეჰპირდა შორსმიმწვდომ აპოლონს პირველშობილ კრავთა
სახელგანთქმულ ჰეკატომბეს. მაღლა, ღრუბლებში დაინახა მთრთოლვარე ქედანი, რომელიც წრეს
ურტყამდა, ფრთის ქვეშ მოარტყა ისარი; სხეულში გაიარა და ისევ მიწაში ჩაერჭო ზედ მერიონის ფეხებთან.
ფრინველი ლურჯკიჩოიანი ხომალდის ანძაზე დაეშვა, თავი ჩაქინდრა და ხშირი ბუმბული დაცვივდა. [880]
სხეულიდან სწრაფად გაფრინდა სული და თვითონ კი ანძიდან შორს ჩამოვარდა. მერიონესმა აიღო ათივე
ორმაგი ცული, ხოლო ტევკროსმა უბრალო ცულები წაიღო ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ.
ბოლოს პელევსის ძემ გამოიტანა გრძელჩრდილიანი შუბი და ყვავილებით მორთული
ცეცხლმიუკარებელი ქვაბი, ერთი ხარის ფასი; ყველაფერი წრეში და დააწყო. ორი მტყორცნელი წამოდგა —
ატრევსის ძე, ვრცელ მიწათა მბრძანებელი აგამემნონი და მერიონესი, მამაცი იდომენევსის თანამებრძოლი.
მათ მიმართა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა:
[890] „ატრევსის ძეო, ვიცით, რამდენად აღემატები ყველას ძალით და რომ შუბოსნობაშიც საუკეთესო
ხარ. აიღე ჯილდოდ ეს ქვაბი და წაიღე ღრმამუცლიანი ხომალდებისკენ; ხოლო შუბი მივცეთ გმირ
მერიონესს, თუკი შენ ისურვებ, ჩემი სურვილიც ესაა.“
ასე თქვა და არ ეურჩა ხალხთა ბელადი აგამემნონი. მისცა მერიონესს ბრინჯაოს შუბი; იმავწამს გმირმა
მაცნე ტათლიბიოსს გადასცა უმშვენიერესი ჯილდო.
ოცდამეოთხე სიმღერა

ჰექტორის გამოსყიდვა
შეკრება დაიშალა, ხალხი დაიფანტა, თითოეული გაეშურა თავისი სწრაფი ხომალდისაკენ. ყველა
ფიქრობდა ვახშამსა და ტკბილი ძილით გახარებაზე; მაგრამ აქილევსი საყვარელ მეგობარს იხსენებდა და
ტიროდა, არ ეკარებოდა ყველას დამაწყნარებელი ძილი, იქით-აქით ტრიალებდა, ენატრებოდა
პატროკლოსის სიმამაცე და დიდი ძალა, რამდენი რამ ჩაუდენიათ ერთად, რამდენი ტკივილი უნახავთ,
ხალხთან უომიათ და ზღვაზე უვლიათ; ამას იხსენებდა და უხვად სდიოდა ცრემლი, [10] ხან გვერდზე
წვებოდა, ხან პირაღმა და ხანაც პირქვე; ბოლოს ფეხზე წამოდგა, დამწუხრებული ხეტიალობდა ზღვის პირას.
იქ შეხვდა განთიადს, რომელიც გამოჩნდა ზღვასა და ნაპირზე. მაშინ შეაბა ეტლში სწრაფი ცხენები, ჰექტორი
სათრევად ეტლს უკან მიამაგრა, სამგზის შემოატარა მენოიტიოსის მიცვალებული შვილის საფლავის
ირგვლივ, ისევ კარავში დაბრუნდა, ის კი მიაგდო მტვერში პირქვე გაშოტილი; მაგრამ აპოლონმა ყველა
შეურაცხყოფა აარიდა ჰექტორის სხეულს, ებრალებოდა [20] სიკვდილის შემდეგაც, ოქროს ეგისით მთლიანად
დაფარა, რომ თრევით არ დაეგლიჯა. ასე სასტიკად ექცეოდა აქილევსი ღვთაებრივ ჰექტორს, ამის შემხედვარე
ნეტარ ღმერთებს სიბრალული აღეძრათ. მოუწოდეს მახვილი მზერის მქონე ჰერმესს, მოეპარა ცხედარი.
ყველა ღმერთს მოეწონა ეს, მაგრამ არა ჰერას, პოსეიდონსა და თვალსხივოსან ასულს; მათ ძველებურად
სძულდათ წმინდა ილიონიც, პრიამოსიც და მისი ხალხიც ალექსანდროსის ცოდვის გამო: მან ხომ
შეურაცხყოფა მიაყენა ქალღმერთებს, რომლებიც მწყემსის ქოხში ეწვივნენ [30] და ის აირჩია, ვინც
საბედისწერო ავხორცობის სურვილი აუსრულა239. მაშინ უკვდავებს მუმართა სხივოსანმა აპოლონმა:
„სასტიკები და უმადურები ხართ, ღმერთებო! თქვენთვის არ შეუწვავს ჰექტორს ხარისა და თხის
ბარკლები? ახლა კი ვერ ბედავთ, რომ მკვდარი მაინც გადაარჩინოთ, რომ ნახონ ცოლმა, დედამ, შვილებმა,
მამა პრიამოსმა და ხალხმა, რომ სწრაფად დაწვან კოცონზე, პატივი მიაგონ და დაკრძალონ. თქვენ კი,
ღმერთებო, დამღუპველ აქილევსს ეხმარებით, [40] რომელსაც გონება დაუბნელდა, გულის მაგივრად ქვა
უდევს მკერდში და როგორც ლომმა, მხოლოდ მძვინვარება იცის, თავისი დიდი ძალითა და მამაცი სულით
გულმოცემული დაძრწის, რომ ფარას დაეცეს თავს და ნადავლი მოიტაცოს. მან უკვე მოკლა სიბრალული და
სირცხვილიც არ გააჩნია, რომელიც ხალხს აწუხებს და სასარგებლოა მათთვის. სხვასაც დაუკარგავს უფრო
ახლობელი ადამიანიც, ერთი მუცლიდან ნაშობი ძმა ან შვილი, უტირია და გლოვას მორჩენია, რადგან
მოირებს მოთმინების უნარი მოუციათ ჩვენთვის. [50] ამ კაცმა კი ჯერ ღვთაებრივ ჰექტორს სული ამოჰხადა,
შემდეგ ეტლს გამოაბა და საყვარელი მეგობრის საფლავის ირგვლივ ათრევს; ეს არც კარგია და არც
სამართლიანი! დიდი მეომარია, მაგრამ მაინც შეიძლება ჩვენი რისხვა დაიმსახუროს, რადგან უტყვ მიწას
შეურაცხყოფს ასეთი მძვინვარებით.“
მას მიმართა განრისხებულმა თეთრხელება ჰერამ: „შენს ამ სიტყვას, ვერცხლისმშვილდიანო, აზრი
ექნებოდა, ღმერთებს რომ ერთნაირად მიეგოთ პატივი აქილევსისა და ჰექტორისთვის. ჰექტორი მოკვდავი
დედის ძუძუს სწოვდა, მაშინ როცა აქილევსი იმ ქალღმერთის ნაშობია, რომელიც მე [60] გამოვკვებე,
გამოვზარდე და ცოლად მივეცი კაცს, პელევსს, რომელიც გულით უყვარდათ უკვდავებს. ღმერთებო,
ყველანი ესწრებოდით ქორწილს, შენც მონაწილეობდი, ფორმინქსი გქონდა, ბოროტების მფარველო,
მუდმივად არასანდოვ!“
მას უპასუხა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „ჰერა, ყველა ღმერთს ნუ განურისხდები!“ პატივი ორივეს
ერთნაირი ვერ ექნებოდა, მაგრამ ილიონელ მოკვდავთაგან ჰექტორიც უსაყვარლესი იყო ღმერთებისთვის,
მათ შორის ჩემთვისაც, რადგან არასოდეს დავიწყნია ჩემთვის შესაწირავი, ჩემს სამსხვერპლოს არ მოკლებია
უხვი საბოძვარი, [70] ღვინო თუ შემწვარი ბარკლები, რაც კი გვერგება. ცხედრის მოტაცებას ნუ დავანებებთ,
შეუძლებელია აქილევსისგან ფარულად მძლავრი ჰექტორის მოტაცება, რადგან სულ მასთანაა დედა დღისით
და ღამით. ღმერთებისგან ვინმემ აქ მომიყვანეთ თეტისი, [80] უნდა ვუთხრა ბრძნული სიტყვა, რომ აქილევსმა
მიიღოს პრიამოსის საჩუქრები და გადასცეს ჰექტორი.“

239
მწყემსის ქოხში ეწვივნენ და ის აირჩია, ვინც საბედისწერო ავხორცობის სურვილი აუსრულა — უკანასკნელ
სიმღერაში მინიშნებულია ტროის ომის დაწყების მითზე (განხეთქილების ვაშლსა და ალექსანდროს-პარისის
არჩევანზე). სხვა, უფრო „სწორი“ ავტორი სწორედ ამ მითით დაიწყებდა თავის პოემას.
ასე თქვა, აღიძრა გრიგალისფეხება მაცნე ირისი, სამოსსა და კბოდეებიან იმბროსს შორის გადაეშვა მუქ
ზღვაში და საპასუხო ხმით უპასუხა წყალმაც. [80] გარეული ხარის რქაზე დამაგრებულ ტყვიასავით ჩაიძირა
ზღვაში, რომელიც დაღუპვას უქადის მსუნაგ თევზებს. ზღვის ღრმა გამოქვაბულში იპოვა ერთად შეკრებილ
ზღვის სხვა ღმერთებთან ერთად მჯდომი თეტისი, იჯდა და ტიროდა უზადო შვილის ბედზე, რომელიც
ნაყოფიერ ტროაში, შორს სამშობლოდან, უნდა დაღუპულიყო. ახლოს დაუდგა და უთხრა ფეხმარდმა ირისმა:
„წამოდექი, თეტის, მოგიხმობს უკვდავი სიბრძნის მცოდნე ზევსი.“
მას უპასუხა ვერცხლისფეხება ქალღმერთმა თეტისმა: [90] „რისთვის მეძახის ეს დიდი ღმერთი?
მრცხვენია, შევერიო უკვდავებს, რადგან უზომო სევდა მაქვს გულში, მაინც წამოვალ, ფუჭი რომ აქ აღმოჩნდეს
სიტყვა, რომელიც მან ბრძანა.“
ასე თქვა და ღმერთთაგან რჩეულმა მოისხა მუქი მოსასხამი, ყველაზე შავი სამოსი, რაც ჰქონდა.
წავიდა, წინ კი ქარისფეხება სწრაფი ირისი მიუძღოდა; მათ წინაშე ზღვამ გადახსნა თავისი ტალღები. ნაპირზე
რომ ამიდნენ, იმავწამს ზეცას მიაშურეს, იქ იპოვეს კრონოსის შორსმხედველი ძე, მის ირგვლივ იჯდა საბჭოზე
შეკრებილი ყველა ნეტარი და მარადმყოფი ღმერთი. [100] დაჯდა თეტისიც მამა ზევსაის გვერდით, ადგილი
დაუთმო მას ათენამ. ჰერამ ოქროს თასი აიღო ხელში, სიტყვებით ანუგეშებდა, თეტისმა დალია და თასი
დაუბრუნა.
თეტისს მიმართა ადამიანთა და ღმერთთა მამამ: „მაინც მოხვედი ოლიმპოსზე, ქალღმერთო თეტის,
თუმცა მწუხარე ხარ! დაუვიწყარი ტკივილი გაქვს გულში, ვიცი მეც; მაინც გეტყვი, თუ რისთვის მოგიხმე აქ.
ცხრა დღეა, კამათი გვაქვს ღმერთებს ჰექტორის გვამისა და ქალაქთმაოხრებელი აქილევსის გამო. არგოსის
მახვილმზერიან მკვლელს ცხედრის მოპარვისკენ მოუწოდებენ, [110] მე კი ვაპირებ, დიდება მივანიჭო
აქილევსს, რადგან შენი რიდი მაქვს და შენს სიყვარულს ვუფრთხილდები. სწრაფად გაეშურე ლაშქარში და
ჩემი აზრი უთხარი შენს ვაჟს; უთხარი, რომ ბრაზმორეული არიან ღმერთები და მე განსაკუთრებით ვარ
ღმერთთაგან განრისხებული, რომ მძვინვარე გულით აკავებს ჰექტორს მოხრილკიჩოიან ხომალდებთან და არ
ათავისუფლებს, თუ ჩემი შიში აქვს, ჰექტორი უნდა დააბრუნოს! თავად მე დიდგულოვან პრიამოსს ირისს
გავუგზავნი, საყვარელი შვილის გამოსახსნელად მივიდეს აქაველთა ხომალდებთან, საჩუქრები მიუტანოს
აქილევსს, რომ გული გაუთბოს.“
[120] ასე თქვა და არ ეურჩა ვერცხლისფეხება ქალღმერთი თეტისი, ოლიმპოსის მაღალი ქედიდან
გაფრინდა თავისი ვაჟის კარვისკენ; იქ იპოვა ჯერაც მგლოვიარე, ხოლო მის ირგვლივ ირეოდნენ საყვარელი
მეგობრები, ფუსფუსებდნენ და დილის საუზმეს ამზადებდნენ, გრძელბეწვიანი დაკლული დიდი თხა ედოთ
კარავში. შვილს ახლოს მიუჯდა დედოფალი დედა, ხელით მოეფერა, სიტყვა უთხრა და სახელით მიმართა:
„ჩემო შვილო, როდემდე უნდა იყო ასე მწუხარე და მგლოვიარე, არც ჭამაზე იფიქრო და [130] არც ძილზე?
უკეთესი იქნებოდა, ვინმე ქალთან გაგეზიარებინა სარეცელი, რადგან დიდი ხნის სიცოცხლე არ დაგრჩენია,
ახლოს გიდგანან სიკვდილი და მძლავრი ბედისწერა. ახლა კი სწრაფად მისმინე, ზევსმა მაცნედ გამომგზავნა
შენთან. ღმერთები ბრაზმორეული არიან, ხოლო თავად ზევსი ყველა ღმერთზე უფრო განრისხებულია, რომ
მძვინვარე გულით აკავებ ჰექტორს მოხრილკიჩოიან ხომალდებთან და არ ათავისუფლებ. უნდა გაუშვა და
ცხედრის გამოსასყიდიც უნდა მიიღო.“
მას უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: „ასე იყოს! ვინმემ მოიტანოს გამოსასყიდი და ცხედარი წაიღოს,
[140] თუ ასე მიაჩნია თავად ოლიმპოსელს.“
მაშინ, როდესაც ხომალდებთან შეკრებილი დედა-შვილი ერთმანეთს ფრთოსანი სიტყვით ბევრს
ესაუბრებოდა, ზევსმა ირისს მოუწოდა, წმინდა ილიონისთვის მიეშურებინა: „იჩქარე, სწრაფო ირის, დატოვე
ოლიმპოსის სავანე, მაცნედ მიდი დიდგულოვან პრიამოსთან ილიონში, საყვარელი შვილის ცხედრის
გამოსახსნელად წავიდეს აქაველთა ხომალდებთან, საჩუქრები წაუღოს აქილევსს და გული გაუთბოს, მარტო
წავიდეს, ვინმე სხვა ტროელი კაცი არ იახლოს. მხოლოდ უხუცესი შიკრიკი გაიყოლოს, [150] რომ ჯორები და
კეთილბორბლიანი ურემი მართოს და შემდეგ ღვთაებრივი აქილევსის მიერ მოკლულის ცხედარი სახლში
გადაასვენოს. სიკვდილზე რომ არ იფიქროს და გულში შიში რომ არ ჩაიდოს, ამგვარ თანამგზავრად
გავაყოლოთ არგოსის მკვლელი, რომ გაუძღვეს და აქილევსთან მიიყვანოს. ხოლო როდესაც მიიყვანს
აქილევსის კარავში, ის სტუმარს არ მოკლავს და არც სხვას მოაკვლევინებს. უგუნური არ არის, არც
უყურადღებოა და არც ცოდვილი, მოწყალედ ეპყრობა მასთან თხოვნით მისულ კაცს.“
ასე თქვა და დაიძრა გრიგალისფეხება მაცნე ირისი. [160] მივიდა პრიამოსთან და იქ დახვდა გლოვა და
მწუხარება. მამის ირგვლივ ისხდნენ შვილები და ცრემლით ასველებდნენ სამოსს. შუა ეზოში იჯდა მოხუცი
მეფე, მთლიანად მოსასხმში გახვეული, თავსა და კისერზე ნაცარი ეყარა, რომელიც მიწაზე განრთხმულს
თავად დაუყრია. ქალიშვილები და რძლები სახლებში ისხდნენ და იქ გლოვობდნენ, იხსენებდნენ
არგოსელთა ხელით დაღუპულ თავიანთ ვაჟკაცებს.
პრიამოსთან დადგა ზევსის მაცნე და [170] დაბალი ხმით უთხრა (მოხუცს ამასობაში კიდურები
აუკანკალდა): „გამაგრდი, დარდანოსის შთამომავალო პრიამოს! ნუ გეშინია! ცუდი ამბის სათქმელად არ ვარ
მოსული, სიკეთე მინდა შენთვის! ზევსის მაცნე ვარ, იგი შორსაა, მაგრამ გული შესტკივა შენზე და ებრალები.
ოლიმპოსელმა ბრძანა ღვთაებრივი ჰექტორის განთავისუფლება; საჩუქრები უნდა წაუღო აქილევსს და სული
უნდა გაუთბო; მარტო წადი, ტროელთაგან სხვა არავინ იახლო. ვინმე მოხუცი შიკრიკი წაიყვანე, რომელიც
ჯორებსა და ურემს გაუძღვება და შემდეგ [180] აქილევსის მიერ მოკლული გმირის ცხედარს წამოიყვანს
ქალაქში. სიკვდილზე რომ არ იფიქრო და გულში შიში რომ არ ჩაიდო, ამგვარ თანამგზავრად გაგაყოლებთ
არგოსის მკვლელს, რომ გაგიძღვეს და აქილევსთან მიგიყვანოს. ხოლო როდესაც მიგიყვანს აქილევსის
კარავში, ის სტუმარს არ მოგკლავს და არც სხვას მოაკვლევინებს შენს თავს. უგუნური არ არის, არც
უყურადღებოა და არც ცოდვილი, მოწყალედ ეპყრობა მასთან თხოვნით მისულ კაცს.“
ეს თქვა და გაფრინდა ფეხმარდი ირისი. მაშინვე უბრძანა შვილებს კეთილბორბლიან ურემში შეებათ
[190] ჯორები და დაწნული ყუთი მიემაგრებინათ მასზე. თავად ჩავიდა თაღოვან, კედრით გაწყობილ და
სურნელოვან მაღალჭერიან საწოლ ოთახში, სადაც უამრავი განძი ინახებოდა; მეუღლეს, ჰეკაბეს, დაუძახა და
უთხრა: „საბრალოვ! ოლიმპოსელი ზევსისგან მაცნე მომივიდა, მიბრძანა, საყვარელი შვილის გამოსახსნელად
მივიდე აქაველთა ხომალდებთან, საჩუქრები წავუღო აქილევსს და გული გავუთბო. მითხარი, რას ფიქრობ
ამაზე? გული მეუბნება, რომ უნდა წავიდე აქაველთა ვრცელ ბანაკში, მათ ხომალდებთან.“
[200] ასე თქვა, იკივლა ქალმა და დაუბრუნა სიტყვა: „ვაიმე, ნუთუ წახდა გონება, რომლითაც ოდესღაც
უცხოელებსაც ხიბლავდი და საკუთარ ხალხსაც? მარტო აპირებ, რომ მიხვიდე აქაველთა ხომალდებთან? იმ
კაცს გინდა თვალწინ დაუდგე, რომელმაც ამდენი და ასეთი შვილი დაგვიხოცა? რკინის გული გქონია!
როგორც კი თვალს მოგკრავს და ხელში ჩაგიგდებს ეს კაციჭამია და სისხლისმსმელი კაცი, აღარ დაგინდობს,
არაფრის შერცხვება! ჩვენ შორიდან დავიტიროთ შვილი საკუთარ დარბაზში. ეს ხვედრი მოუქსოვია ჩემი
შვილისთვის მძლავრ ბედისწერას [210] იმ დღეს, როცა დამებადა, — ფეხმარდი ძაღლების საკბილო უნდა
გამხდარიყო მშობლებისგან შორს და მისი ცხედარი მოძალადეს უნდა დაეტყვევებინა! რომ შემეძლოს,
ღვიძლში ჩავასობდი კბილს და შევუჭამდი! ეს იქნებოდა სამაგიერო ჩემი ბავშვისთვის, რომელიც ლაჩარივით
კი არ მოკვდა, არამედ ტროელი კაცებისა და ღრმაკალთიანი ქალებისათვის ბრძოლაში დაეცა ისე, რომ
გაქცევასა და თავის დახსნაზე არც უფიქრია!“
მას უპასუხა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: „წასვლა მინდა და ვერ დამაკავებ, ავის მომასწავებელი
ფრინველი ნუ იქნები ჩემთვის! [220] ვინმე მიწიერს რომ ეთქვა ჩემთვის, რომელიმე მკითხავს, მისანს, ან
ქურუმს, ტყუილად ჩავთვლიდი და ზიზღით უარვყოფდი. ახლა კი სახეში ვუყურებდი ქალღმერთს და მისი
ხმა მესმოდა, უნდა წავიდე, ფუჭი არ იქნება მისი სიტყვა! თუკი სიკვდილი მიწერია ბრინჯაომოსილი
აქაველების ხომალდებთან, დაე, ასე იყოს! ოღონდ ჩემს შვილს ჩავეხუტო და გამოვიტირო, შემდეგ მომკლას!“
ასე თქვა და სკივრებს ლამაზი თავები ახადა; იქიდან ამოიღო თორმეტი ულამაზესი კაბა, [230]
თორმეტი ერთმაგი მოსასხამი, ამდენივე ხალიჩა, თეთრი ლაბადა და ამდენივე ქიტონი. ადგა და ათი
ტალანტი ოქრო აწონა; ამოიღო ორი ცეცხლოვანი სამფეხა, ოთხი ქვაბი; ულამაზესი თასი, რომელიც ოდესღაც
თრაკიელმა კაცებმა ელჩად ჩასულს აჩუქეს, დიდი განძი; ესეც ემეტებოდა, იმდენად ენატრებოდა საყვარელი
შვილის ცხედრის გამოხსნა. ყველა ტროელს, რომელიც მის ზღურბლს მიუახლოვდებოდა, აძევებდა და
ასეთი სიტყვებით არცხვენდა: „მომშორდით, უბადრუკო კაცებო! [240] ნუთუ სახლში გაკლიათ ტანჯვა, აქ
რომ არ მოსულიყავით მე არ შეგეწუხებინეთ?! საკმარისად არ მიგაჩნიათ, რომ ზევსმა ამოდენა ტკივილი
მომაყენა და საუკეთესო შვილი დამიღუპა?! მალე იგრძნობთ თქვენაც. ახლა ბევრად უფრო იოლი საკბილო
იქნებით აქაველებისთვის, რაკი ჰექტორი მკვდარია. მე კი, სანამ ამ ქალაქს გაძარცულსა და აოხრებულს
დავინახავ, მანამდე ჩავალ ჰადესის სასახლეში.
ასე თქვა და კვერთხით მოიცილა ხალხი. ისინიც გაექცნენ მოხუცს. მან შვილები გაკიცხა და
ჩამოთვალა: ჰელენოსი, პარისი, ღვთაებრივი აგათონი, [250] პამონი, ანტიფონოსი, საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატი პოლიტესი, დეიფობოსი, ჰიპოთოოსი და ღვთაებრივი დიოსი. ცხრავეს უხმობდა მოხუცი და
უბრძანებდა: „იჩქარე, უსარგებლო მოდგმავ! ნეტავ ყველანი დაღუპულიყავით ჰექტორის ნაცვლად სწრაფ
ხომალდებთან! რა უბედური ვარ! მე ვშვი საუკეთესო შვილები ვრცელ ტროაში და იმათგან არც ერთი აღარ
დამრჩა! არ მყავს ღვთისდარი მესტორი და ეტლით მებრძოლი ტროილოსი, ჰექტორი, ნამდვილი ღმერთი
ადამიანებში, მოკვდავის შვილს არც ჰგავდა იგი, ყველას ღვთისშვილი ეგონა! [260] ისინი არესმა დამიხოცა,
ეს სამარცხვინოები კი დამიტოვა; ცრუ, მოცეკვავე, მხოლოდ ფერხულში გამოსადეგი, საკუთარი ხალხის
ცხვრისა და თხის ქურდები! დააჩქარეთ, გამიმზადეთ ურემი და ყველაფერი დამიწყვეთ, რომ გზას გავუდგე!“
ასე თქვა და შვილებმაც, მამის რისხვით შეშინებულებმა, ერთად გამართეს კეთილბორბლებიანი
ლამაზი და ახალგაკეთებული ურემი, შეაბეს ჯორები, მიამაგრეს დაწნული ყუთი. საკიდიდან ჩამოხსნეს
ბზისგან ოსტატურად ნაკეთები ჯორის უღელი, ზემოდან ბალთიანი და რგოლებიანი. [270] აიღეს ცხრა
მკლავის სიგრძის ხელნა, უღელი გაპრიალებულ ხელნას ოსტატურად მოარგეს სულ ბოლოში და კაუჭზე
რგოლი ჩამოაცვეს; უღლის ბალთას ღვედები სამჯერ შემოახვიეს; ბოლოს ყველაფერი მკვიდრად შეკრეს და
განასკვეს. ამის შემდეგ საწოლი ოთახიდან გამოიტანეს და ურემზე დააწყვეს ჰექტორის ცხედრის
გამოსახსნელი უზარმაზარი გამოსასყიდი. ურემში შეაბეს მძლავრჩლიქიანი დაუღალავი ჯორები, რომლებიც
პრიამოსს ბრწყინვალე საჩუქრად მისცეს მისიელებმა; პრიამოსის ეტლში კი შეაბეს ცხენები, რომლებსაც
მოხუცი [280] თავად უვლიდა და აჭმევდა თავის გაწკრიალებულ საჯინიბოში.
ცხენებს ეტლში აბამდნენ მაღალი სახლის წინ, ხოლო შიკრიკი და პრიამოსი თავის ფიქრებს იყვნენ
მიცემულნი, როდესაც შეშფოთებული ჰეკაბე მიუახლოვდათ, მარჯვენა ხელში ოქროს თასი ეჭირა და
თაფლივით ტკბილი ღვინო მოჰქონდა, ზედაშე რომ წაექციათ წასვლამდე. ცხენების წინ დადგა და ასეთი
სიტყვა თქვა: „წაუქციე ზედაშე და შეევედრე, შინ დაგაბრუნოს მტრებისგან, რაკი არ იშლი, მე არ მიჯერებ და
გული მიგიწევს ხომალდებისკენ. [290] მაშ, ილოცე შავღრუბლიან კრონიონზე, რომელიც იდიდან ხედავს
მთელ ტროას, თხოვე ფრინველი მოგივლინოს სწრაფ მაცნედ, მისთვის საყვარელი, უმძლავრესი ფრინველი,
მარჯვნიდან აფრინდეს, საკუთარი თვალით რომ დაინახო და დარწმუნებული წახვიდე სწრაფცხენიანი
დანაელების ხომალდებისკენ. თუკი ამ ნიშანს არ მოგცემს შორსმხედველი ზევსი, მე არ გირჩევ არგოსელების
ხომალდებისკენ წასვლას, თუნდაც ძალიან გინდოდეს.“
მას უპასუხა ღვთისდარმა პრიამოსმა: [300] „ჩემო მეუღლევ, არ გადავუხვევ ახლა შენს რჩევას,
ზევსისკენ აღვმართავ ხელებს და წყალობას ვთხოვ.“
ასე თქვა და მოახლეს უბრძანა მოხუცმა, სუფთა წყალი გადაესხა ხელზე; მოახლე ახლოს მივიდა,
დოქით წყალი და ტაშტი მოიტანა; როდესაც ხელი განიბანა, მეუღლეს თასი გამოართვა, ეზოს შუაგულში
დადგა, ღვინო დაღვარა, ზეცისკენ აიხედა და ასეთი სიტყვა თქვა: „მამა ზევსო, რომელიც იდიდან მეფობ,
სახელოვანო, უდიდესო, მიმიყვანე აქილევსთან, დაე, მიმიღოს და შემიბრალოს; [310] სწრაფ მაცნედ
გამომიგზავნე შენთვის საყვარელი უმძლავრესი ფრინველი, მარჯვნიდან აფრინდეს, საკუთარი თვალით რომ
დავინახო და დარწმუნებული წავიდე სწრაფცხენიანი დანაელების ხომალდებთან.“
ეს თქვა ლოცვით და უსმინა ბრძენმა ზევსმა, იმავწამს არწივი მოუვლინა, ფრინველთაგან ყველაზე
უტყუარი ნიშანი, მუქი მტაცებელი, რომელსაც შავ არწივს უწოდებენ. რამოდენაცაა მდიდარი კაცის
სასახლეში მაღალჭერიანი საძინებლის ორმაგი კარი, კარგად რომ იკეტება, იმოდენა იყო ფრინველის
გაშლილი ფრთები; [320] იგი გამოჩნდა მარჯვნივ, ქალაქის თავზე; დაინახეს და ყველას სიხარულით გაუთბა
გული.
სწრაფად ავიდა ეტლზე მოხუცი და გარეკა ცხენები ხმაურიანი პორტიკიდან სასახლის კარიბჭის
გავლით. წინ ჯორები მიეზიდებოდნენ ოთხთვალა ურემს, რომელსაც მამაცი იდაიოსი მართავდა, უკან კი
ცხენები მიჰყვებოდნენ, მათ მოხუცი მათრახით სწრაფად მიერეკებოდა ქალაქის გავლით, უკან ხალხი ისე
მგლოვიარედ მიჰყვებოდა, თითქოს გასვენებაში ყოფილიყვნენ. როგორც კი გავიდნენ ქალაქიდან და ველზე
აღმოჩნდნენ, [330] გამცილებლები, შვილები და სიძეები, ისევ უკან, ილიონისკენ გამობრუნდნენ. ორი კაცი არ
დაემალა შორსმხედველ ზევსს, როდესაც ისინი ველზე გამოჩნდნენ; დაინახა და შეებრალა მოხუცი და
იმავწამს უთხრა საყვარელ შვილს, ჰერმესს: „ჰერმეს, შენ ყველაზე უფრო გიყვარს ადამიანთან მეგობრობა და
უსმენ, ვისაც გინდა; წადი ახლა და აქაველთა ღრმამუცლიან ხომალდებთან ისე მიიყვანე პრიამოსი, რომ
ვერავინ დაინახოს და ვერ იცნოს დანაელებისაგან, სანამ პელევსის ძესთან არ მიხვალთ.“
ასე თქვა და არ ეურჩა არგოსის მკვლელი დესპანი ღმერთი. [340] იმავწამს ჩაიცვა ლამაზი ოქროს
უკვდავი სანდლები, რომლითაც წყალზეც დადიოდა და უსაზღვრო ხმელეთზეც დაქროდა ქარის
სუნთქვასავით. აიღო კვერთხი, რომელიც ერთი შეხებით ნებისმიერი მოკვდავის თვალებს რულს უვლენს ან
ძილიდან აფხიზლებს; ეს კვერთხი აიღო ხელში და გაფრინდა არგოსის მძლავრი მკვლელი. მალე მიადგა
ტროასა და ჰელესპონტოსს. წავიდა ყმაწვილ უფლისწულს მიმსგავსებული, პირველი წვერითა და
ახალგაზრდობით დამშვენებული.
როდესაც გაიარეს ილოსის საფლავის დიდი ნიშანი, [350] ჯორები და ცხენები გააჩერეს მდინარესთან
დასარწყულებლად, ამ დროს წყვდიადი გადაეფარა მიწას. ახლოს მისული ჰერმესი დაინახა შიკრიკმა და
ხმამაღლა შესძახა პრიამოსს: „შეხედე, დარდანოსის შთამომავალო, რაღაც ხდება, ფრთხილად უნდა ვიყოთ!
კაცს ვხედავ, მგონი დანაკუწებას გვიპირებს! ჩვენი ცხენები უნდა გავაჭენოთ და გავიქცეთ, ან მუხლებში
ჩავუვარდეთ და შეწყალება ვთხოვოთ.“
ასე თქვა, სული შეუწუხდა მოხუცს, შიშმა აიტანა, თმები ყალყზე დაუდგა დაკოჟრილ სხეულზე, [360]
იდგა გაოგნებული; მხსნელი თავად მივიდა ახლოს, ხელი გამოართვა მოხუცს და ჰკითხა: „საით მიგყავს, მამა,
შენი ჯორები და ცხენები, უკვდავ ღამეში, როდესაც სძინავთ სხვა მოკვდავებს? არ გეშინია რისხვით
მსუნთქავი აქაველებისა, შენი მტრებისა, რომლებსაც ეზიზღები და ასე ახლოს არიან?! რა უნდა ქნა, ერთმა
მათგანმა რომ დაგინახოს, როცა შავი ღამით ამოდენა სიმდიდრე მიგაქვს? ყმაწვილი არ ხარ, ვინც გახლავს,
ისიც მოხუცია, ვერ მოიგერიებთ, თუკი ვინმე თავს დაგეცემათ. [370] მე არაფერს დაგიშავებთ, პირიქით,
დაგიცავთ, თუკი ვინმე სხვა რამეს დაგიპირებთ, რადგან ჩემს საყვარელ მამას გამსგავსებ.“
მას უპასუხა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: „ყველაფერი ისეა, საყვარელო შვილო, როგორც ამბობ.
უკვე მფარველობს რომელიღაც ღმერთის ხელი, რომელმაც შენნაირი თანამგზავრი გამომიგზავნა, ასეთი
აგებულება, ასეთი სილამაზე და ასეთი გონება კეთილი ნიშანია, ბედნიერი არიან შენი მშობლები!“
მას უპასუხა არგოსის მკვლელმა დესპანმა ღმერთმა: „დიახ, მოხუცო, ეს ყველაფერი სწორად თქვი.
[380] მაგრამ მოდი, მითხარი და ნუ დამიმალავ, მთელს ამ უზარმაზარ და მშვენიერ საგანძურს უცხოელებთან
აგზავნი, რომ ეს მაინც გადაარჩინო? თუ უკვე თავზარდაცემულები ტოვებთ წმინდა ილიონს? ისეთი
საუკეთესო კაცი დაგეღუპათ, შენი შვილი, რომელიც არასდროს ჩამორჩენია აქაველებს ბრძოლაში.“
მას უმალ უპასუხა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: „ვინ ხარ, საუკეთესო კაცო, ვინ არიან შენი
მშობლები, ასე პატივით რომ მოიხსენიე უბედურ დღეზე გაჩენილი ჩემი შვილის სიკვდილი!“
მას უპასუხა არგოსის მკვლელმა დესპანმა ღმერთმა: [390] „შენ მე მცდი, მოხუცო, როდესაც ღვთაებრივ
ჰექტორზე მეკითხები. მე იგი მრავალგზის საუკუთარი თვალით მინახავს სახელის მოსახვეჭ ბრძოლაში,
მაშინაც, როდესაც საკუთარ ხომალდებს მიაჯაჭვა არგოსელები, როცა ხოცავდა ბასრი ბრინჯაოთი. ჩვენ
ვიდექით და გვიკვირდა, რადგან აქილევსი გვიკრძალავდა თქვენთან ბრძოლას ატრევსის ძეზე
განრისხებული. მე აქილევსის მეეტლე ვარ, ერთი ხომალდით ვართ ჩვენ ჩამოსული. მირმიდონელი ვარ,
მამაჩემი პოლიქტორია. მდიდარი კაცია, მაგრამ შენსავით მოხუცია. ექვსი შვილი ჰყავს სახლში და მეშვიდე
მე ვარ; [400] წილი ვყარეთ და მე მომიწია აქ წამოსვლა. ახლა გამოვედი ველზე ხომალდებიდან, რადგან ხვალ
დილიდან თვალნათელი აქაველები ქალაქისთვის ბრძოლას იწყებენ. ყველანი გაღიზიანებული არიან უქმად
ჯდომით, აღარ შეუძლიათ მათი დაოკება აქაველთა მეფეებს.“
მას შემდეგ უპასუხა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: „თუკი შენ პელევსის ძის, აქილევსის მეეტლე
ხარ, ბარემ მითხარი სრული სიმართლე, არის თუ არა ხომალდებთან ჩემი შვილი, თუ უკვე ძაღლებს
გადაუგდო ასო-ასოდ აკუწული აქილევსმა?“
[410] მას უპასუხა არგოსის მკვლელმა დესპანმა ღმერთმა: „მოხუცო, არც ძაღლებს უჭამიათ და არც
ფრინველებს, იგი წევს აქილევსის ხომალდთან, კარავში. ისეთია, როგორიც იყო; თორმეტი განთიადი წევს და
არც ხორცი ლპება, არც ჭიები ჭამენ, რომლებიც ბრძოლაში დაცემულ ვაჟკაცებს ღრღნიან. მართალია, თავისი
საყვარელი მეგობრის საფლავის ირგვლივ ათრევს დღითიდღე, როგორც კი გარიჟრაჟი დადგება, მაგრამ ვერ
წაბილწა იგი, თავადაც ნახავ, როდესაც მიხვალ, რა ცინცხლად წევს, სისხლი მობანილი აქვს, [420] ზიანი არ
მიდგომია, ყველა ჭრილობა შეუხორცდა, რაც კი მიაყენეს, რადგან ბევრი ბრინჯაო მოხვდა სხეულში. ასე
დაიფარეს ნეტარმა ღმერთებმა შენი შვილი, თუნდაც მკვდარი, რადგან გულით უყვარდათ იგი.“
ასე თქვა და გაიხარა მოხუცმა, დაუბრუნა სიტყვა: „შვილო, დიდი სიკეთეა უკვდავი ღმერთებისთვის
სათანადო საჩუქრების მიცემა, რადგან ჩემი ვაჟი (ნეტავ კი მყოლოდა ცოცხალი!) არასოდეს ივიწყებდა
სასახლეში ოლიმპოსის მფლობელ ღმერთებს; ამის გამო მათაც ახსოვთ, თუნდაც სიკვდილის შემდეგ. მიიღე
ჩემი ხელიდან ეს მშვენიერი თასი, [430] შენ კი დამიცავი და ღმერთების შეწევნით წამიყვანე, სანამ არ
მივაღწევთ პელევსის ძის კარავს.“
მას უპასუხა არგოსის მკვლელმა დესპანმა ღმერთმა: „მცდი მე, მოხუცო, როგორც ჭაბუკს, მაგრამ ვერ
დამარწმუნებ, რომ შენი საჩუქრები მივიღო აქილევსის დაუკითხავად. მისი შიში და მოწიწება მაქვს გულში,
ვერ გავძარცვავ, რომ რამე უბედურება არ დამატყდეს შემდეგ თავს; მაგრამ შენი მეგზური ვიქნები და თუნდაც
სახელგანთქმულ არგოსში ჩაგიყვან საგულდაგულოდ სწრაფი ხომალდით ან ქვეითად ვივლით და ასეთი
მეგზურის პატრონს ვერავინ შეგეხება.“
[440] ეს თქვა, ეტლზე ავიდა მხსნელი და ცხენებს სასწრაფოდ გადაუჭირა მათრახი, სადავეები ხელში
ჩაიგდო, ახალი ძალა შთაბერა ცხენებსა და ჯორებს. როდესაც ხომალდთა დასაცავ გალავანსა და თხრილს
მიადგნენ, იქ იყვნენ გუშაგები, რომლებიც ვახშმისმზადებაში იყვნენ; მათ ყველას ძილი მოჰგვარა არგოსის
მკვლელმა დესპანმა ღმერთმა, სწრაფად გააღო კარიბჭე, შეიყვანა პრიამოსი და მისი ბრწყინვალე საჩუქრებით
დატვირთული ურემი; მაგრამ როდესაც მიადგნენ პელევსის ძის მაღალ კარავს, რომელიც ბატონს
მირმიდონელებმა აუგეს [450] მოჭრილი ფიჭვის მორებით; შემდეგ ზემოდან ჭალაში მოგროვილი სქელი
ისლით გადახურეს; ირგვლივ კი ხშირი სარების მესრით დიდი ეზო გაუკეთეს პატრონს, ერთნაჭრიანი
ფიჭვის კარი ჰქონდა, რომელიც სამმა აქაველმა ჩასვა, სამი სხვა აღებდა კარის დიდ ურდულს, თუმცა
აქილევსს მარტოსაც შეეძლო მისი ჩაკეტვა. ეს კარი მაშინ გაუღო მოხუცს მხსნელმა ჰერმესმა, შეატანინა
სახელგანთქმული საჩუქრები ფეხმარდი პელიონისათვის, ეტლიდან ჩამოხტა მიწაზე და უთხრა: „მოხუცო,
უკვდავი ღმერთი ვარ მოსული შენთან, ჰერმესი, შენთან მეგზურად მამამ გამომგზავნა; მაგრამ ახლა უკან
უნდა გავბრუნდე, რომ აქილევსმა თვალი არ მომკრას, რისხვას გამოიწვევს უკვდავი ღმერთი, თუკი
საქვეყნოდ მფარველობს მოკვდავს. შენ კი შედი და პელევსის ძეს მუხლებში ჩაუვარდი, მამამისის,
ლამაზთმიანი დედისა და შვილის სახელით შეევედრე, რომ გული მოულბო.“
ასე თქვა და დიდ ოლიმპოსს მიაშურა ჰერმესმა, პრიამოსი კი ეტლიდან ჩამოხტა მიწაზე, [470] იდაიოსი
იქვე დატოვა და ჩააბარა ცხენები და ჯორები. მოხუცი პირდაპირ შევიდა კარავში, სადაც იჯდა ზევსის
საყვარელი აქილევსი. დაინახა, მეგობრები ცალკე ისხდნენ, მაგრამ ორნი, გმირი ავტომედონი და არესის
ნაშიერი ალკიმოსი მის ირგვლივ ტრიალებდნენ; ვახშამი და ჭამა-სმა დაემთავრებინა და მაგიდა ჯერაც წინ
ედგა. ყველასგან უჩუმრად მივიდა დიდი პრიამოსი, ახლოს დაუდგა, მუხლებზე შემოეხვია და დაუკოცნა
საშინელი, კაცისმკვლელი ხელები, რომლებმაც ამდენი შვილი დაუხოცა. [480] როგორც კაცს შეემთხვევა
განსაცდელი და სამშობლოში კაცი შემოაკვდება და უცხოეთში მდიდარი კაცის სახლს მიაშურებს და ყველას
გააოცებს, ვინაც დაინახავს, ასე გაოგნდა აქილევსი ღვთისდარი პრიამოსის დანახვით, გაოცდნენ სხვებიც და
ერთმანეთს გადახედეს.
მავედრებელმა პრიამოსმა ასეთი სიტყვა თქვა: „გაიხსენე მამაშენი, ღმერთებს მიმსგავსებულო
აქილევს, ჩემი ხნისაა, სიბერის დამღუპველ ზღურბლზეა ისიც. იქნებ მასაც თავს დაესხნენ და ავიწროვებენ
მეზობლები და არავინ ჰყავს, რომ დაღუპვას გადაარჩინოს; [490] მაგრამ მან ის მაინც იცის, რომ ცოცხალი ხარ
და გულით უხარია და ყოველდღე იმის იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც დაინახავს ტროიდან დაბრუნებულ
საყვარელ შვილს. მე კი ბედმა გამწირა, საუკეთესო ვაჟები მყავდა ვრცელ ტროაში, მაგრამ ვამბობ, რომ არც
ერთი აღარ დამრჩა. ორმოცდაათი ვაჟი მყავდა, როდესაც აქაველები ჩამოვიდნენ; ცხრამეტი ერთი დედის
საშოდან იშვნენ, დანარჩენები ჩემი სასახლის ქალებმა მიშვეს. მათგან ბევრს დაუცხრომელმა არესმა მუხლები
დაულეწა, მაგრამ ერთი მრჩებოდა, რომელიც იცავდა ქალაქსა და ხალხს, [500] შენ ისიც მომიკალი,
სამშობლოსთვის მებრძოლი ჰექტორი! მისი ცხედრისთვის მოვედი ახლა აქაველთა ხომალდებთან, რომ შენ
შეგევედრო, მომაქვს აურაცხელი გამოსასყიდი. პატივი ეცი ღმერთებს, აქილევს, შემიბრალე, გაიხსენე
მამაშენი, მე ბევრად უფრო შესაბრალისი ვარ, ის გადავიტანე, რაც არც ერთ მიწიერ მოკვდავს არ გადაუტანია,
ჩემი შვილების მკვლელ კაცს ხელებს ვუკოცნი!“
ასე თქვა, ცრემლი მოადგა აქილევსს და საკუთარი მამა გაახსენდა, მოხუცს ხელი თავაზიანად
ააღებინა; მოგონებებმა წაიღო ორივე: ერთი, [510] აქილევსის ფეხებთან განრთხმული, კაცისმკვლელ ჰექტორს
დასტიროდა, ხოლო აქილევსი გლოვობდა საკუთარ მამას და ისევ პატროკლოსს. მთელს კარავს მოედო გმინვა
და ოხვრა. როდესაც გლოვით გული იჯერა ღვთაებრივმა აქილევსმა და ტირილის სურვილმა დატოვა მისი
სული და გონება, იმავწამს წამოდგა სავარძლიდან, მოხუცსაც ხელი შეაშველა და ფეხზე წამოაყენა,
ებრალებოდა მისი ჭაღარა თმა და ჭაღარა წვერი, მიუბრუნდა და ფრთოსანი სიტყვა უთხრა:
„საბრალოვ, ბევრი უბედურება დაგატყდა თავს! როგორ გაბედე, მარტო რომ მოხვედი აქაველთა
ხომალდებთან და [520] იმ კაცს დაუდექი თვალწინ, რომელმაც ამდენი და ასეთი შვილი დაგვიხოცა? რკინის
გული გქონია! ახლა დაბრძანდი ამ სავარძელზე, მგლოვიარენი ვართ, მაგრამ გულში უნდა მოვიკლათ
დარდი, უსაშველო გლოვა არაფერს მოგვცემს, რადგან ღმერთებმა დაუწესეს საბრალო მოკვდავებს გლოვაში
ცხოვრება, თავად კი უდარდელი ბრძანდებიან. ორი ურნა დევს ზევსის ზღურბლთან, ერთი იძლევა ბოროტ
საჩუქრებს და მეორე — კეთილს. აზავებს ელვისმტყორცნელი ზევსი, [530] ხან ბოროტებას წააწყდება, ხანაც
სიკეთეს; მაგრამ ვისაც მხოლოდ სიმწარეს აძლევს, ის საძულველი ხდება, გულს უღრღნის გასაჭირი და
ნაყოფიერ დედამიწაზე მშიერი დადის, დახეტიალობს ღმერთებისა და მოკვდავებისგან მოძულებული. ასე
დაურიგეს ღმერთებმა პელევსს დაბადებისთანავე ბრწყინვალე საჩუქრები, ყველა ადამიანს აღემატებოდა
ბედნიერებითა და სიმდიდრით; მეფობდა მირმიდონელებზე და მოკვდავ კაცს ქალღმერთი მიეცა ცოლად;
მაგრამ მასაც არგუნა სიავე ღმერთმა, რადგან არ ჰყავს შვილები სასახლეში, არ არის მძლავრი ახალი თაობა,
[540] არამედ ერთი დღემოკლე შვილი შვა, რომელიც არ ზრუნავს მოხუცზე, არამედ მამისგან შორს ზის
ტროაში, გაწამებს შენ და შენს შვილებს. შენზეც, მოხუცო, გვსმენია, რომ ბედნიერი ყოფილხარ; რამდენი
ხალხიც ცხოვრობს ლესბოსში, მაკარის240 სავანეში, ზედა ფრიგიასა და უსაზღვრო ჰელესპონტოსში, ყველას
შენ აღემატებოდი, მოხუცო, სიმდიდრით და შვილებით; მაგრამ ახლა ურანოსელებმა241 განსაცდელი
დაგატეხეს თავს და მუდმივად ბრძოლაა შენი ქალაქის გამო და ხალხი იხოცება. მოიკალი დარდი, უსასრულო
გლოვა ნუ გაქვს გულში, [550] ვერაფერს მოგიტანს შენს შვილზე გლოვა, ვეღარ გააცოცხლებ, ცხოვრებამ
შეიძლება კიდევ მოგაყენოს დარტყმა.“
მას უპასუხა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: „სავარძელზე ვერ დავჯდები, ზევსის გამოზრდილო,
სანამ ჰექტორი კარავში წევს დაუმარხავი; სწრაფად დამიბრუნე, რომ ჩემი თვალით ვნახო, შენ კი მიიღე
ურიცხვი გამოსასყიდი, რაც ჩამოგიტანე. შეგიძლია გული გაიხარო და მშობლიურ მიწაზე დაბრუნდე, რაკი
ნება დამრთე, ცოცხალი ვიყო და მზის შუქს ვუყურო.“
მას წარბშეკვრით შეხედა და უპასუხა ფეხმარდმა აქილევსმა: [560] „ნუღარ გამაბრაზებ, მოხუცო,
თავადაც ვაპირებ, გადმოგცე ჰექტორი, ზევსისგან მაცნედ მომივიდა მშობელი დედა, ზღვის მოხუცის
ქალიშვილი. გიცნობ, პრიამოს, გულით და არ დამემალა, რომ ღმერთებიდან ვიღაცამ მოგიყვანა აქაველთა
ხომალდებთან. ბანაკში მოსვლას ვერ გაბედავდა მოკვდავი, ყმაწვილიც რომ ყოფილიყო, ვერც გუშაგებს
დაემალებოდა, ვერც ურდულს გააღებდა ასე იოლად ჩვენს კარიბჭეზე. ხელახლა ნუ ამიშლი გულში
სატკივარს, თორემ მავედრებელი კი ხარ, მაგრამ, მოხუცო, შეიძლება არ [570] დაგინდო ჩემს კარავში და არ
შევასრულო ზევსის ბრძანება.“
ასე თქვა, შეშინდა მოხუცი და ერწმუნა სიტყვას. პელევსის ძე კი ლომივით სახლიდან მიაწყდა კარებს,
მარტო არა, ორი შიკრიკი გაჰყვა, გმირი ავტომედონი და ალკიმოსი, რომელთაც მეგობართაგან ყველაზე
უფრო სცემდა პატივს პატროკლოსის სიკვდილის შემდეგ. მაშინ ეტლიდან და ურმიდან გამოხსნეს ცხენები
და ჯორები, შინ შეიყვანეს მოხუცი მეფის მაცნე და სკამზე დასვეს; ლამაზი სკივრიდან ჰექტორის ცხედრის
აურაცხელი გამოსასყიდი გადმოიღეს. [580] მხოლოდ ორი მოსასხამი დატოვა და ლამაზად ნაქსოვი ქიტონი,
რომ ცხედრისთვის ჩაეცვათ და სახლში ისე წაეყვანათ. მოახლეებს უბრძანა, განებანათ ცხედარი და
მთლიანად ზეთით დაეზილათ, სანამ პრიამოსი ნახავდა შვილს, რომ შვილის დანახვისას არ
განრისხებულიყო მოხუცი და თავად აქილევსსაც არ აღელვებოდა გული, არ მოეკლა და არ დაერღვია ზევსის
ბრძანება.
როდესაც მოახლეებმა განბანეს ცხედარი და ზეითუნის ზეთით დაზილეს, ქიტონი ჩააცვეს და
მოსასხამი მოასხეს, თავად აქილევსმა ასწია და საკაცეზე დააწვინა, [590] ხოლო მეგობრები დაეხმარნენ და
დაასვენებინეს კარგად ნაკეთებ ურემზე. მაშინ ამოიგმინა და საყვარელ მეგობარს სახელით მიმართა:
„არ გამიბრაზდე, პატროკლოს, როცა აღმოაჩენ ჰადესის სახლში, რომ ღვთაებრივი ჰექტორი
დავუბრუნე საყვარელ მამას, მას შემდეგ, რაც შესაბამისი გამოსასყიდი მომიტანა. მათგან შენც შემოგწირავ
მსხვერპლს, რაც კი გეკუთვნის.“
ასე თქვა და თავის კარავში დაბრუნდა ღვთაებრივი აქილევსი, დაჯდა ოსტატურად ნაკეთებ
სავარძელზე, რომლიდანაც წამოდგა მანამდე, თეჯირის პირისპირ და პრიამოსს უთხრა სიტყვა: „შენი შვილი
დაგიბრუნდა შენ, მოხუცო, როგორც ითხოვდი, [600] წევს საკაცეზე, განთიადისას თავად შეძლებ დაინახო და
წაიყვანო. ახლა კი გავიხსენოთ ვახშამი. თვით ლამაზთმიან ნიობესაც242 ახსოვდა ჭამა, რომელსაც თორმეტი

240
მაკარი — (სიტყვა-სიტყვით „ნეტარი), ლესბოსის მითოსური უძველესი მეფე, როდოსისა და ჰელიოსის ძე.
241
ურანოსელები — ზეციური ღმერთები.
242
ნიობე — ტანტალოსისა და დიონეს ასული, თებეს მეფის, ამფიონის მეუღლე. ამაყობდა თავისი შვილებით
და თავს ლეტოს ადარებდა. შეურაცხყოფილმა ლეტომ თავის შვილებს, აპოლოსა და არტემისს მიმართა. მათ ნიობე
დასაჯეს თავისი ქედმაღლობის („ჰჲუბრისის“) გამო: აპოლონმა კითერონის მთაზე დაუხოცა ექვსივე ვაჟი, ხოლო
შვილი დაეღუპა სასახლეში, ექვსი ქალიშვილი და ექვსი ყმაწვილი ვაჟი. ვაჟები აპოლონმა დახოცა ვერცხლის
მშვილდით, ნიობეზე განრისხებულმა, ქალები კი ისრისმტყორცნელმა არტემისმა, რადგან ნიობემ თავი
ლამაზღაწვიან ლეტოს შეადარა, ორი შვაო, თქვა და მე — მრავალიო. და სწორედ ორმა, მხოლოდ ორმა
ამოუხოცა ყველა. [610] ცხრა დღეს ეყარა ცხედრები, ვერავინ გაბედა, დაეკრძალა, ხალხი ქვებად აქცია
კრონიონმა; მხოლოდ მეათე დღეს დაკრძალეს ურანოსელმა ღმერთებმა; მაგრამ ჭამა არ დავიწყნია, თუმცა
სულ ცრემლის ღვრაში იყო. და ახლა სადღაც კლდეებში, უკაცრიელ მთებში, სიპილოსში, სადაც, როგორც
ამბობენ, ქალღმერთებს უყვართ დასვენება, ნიმფებს, რომლებიც აქელოიოსის წყლებთან ცეკვავენ, იქ ქვად
ქცეული დასტირის თავის ხვედრს, რაც ღმერთებმა არგუნეს. მაშ მოდი, ჩვენც გავიხსენოთ, ღვთაებრივო
მოხუცო, საჭმელი; შემდეგ კი შეძლებ, საყვარელი შვილი კიდეც დაიტირო და [620] ილიონშიც წაიყვანო,
სადაც მას უფრო მეტად დაიტირებ.“
თქვა, სწრაფად წამოდგა ფეხმარდი აქილევსი და ვერცხლისფერი ცხვარი დაკლა, მეგობრებმა
გაატყავეს და წესისამებრ აქნეს ხორცი, ოსტატურად დაჭრეს და შამფურებზე წამოაგეს, საგულდაგულოდ
შეწვეს და ჩამოჰყარეს ნაჭრები. ავტომედონმა პური აიღო და მაგიდაზე დააწყო ლამაზი კალათებით, შემდეგ
ხორცი გაანაწილა აქილევსმა. ხელი გაიწვდინეს მათ წინ გაწყობილი ნუგბარისაკენ; მაგრამ როდესაც სმა-
ჭამით გული იჯერეს, დარდანოსის შთამომავალმა პრიამოსმა გაკვირვებით შეხედა აქილევსს, [630] აოცებდა
მისი სიდიდე და სილამაზე, ღმერთებს ამსგავსებდა. თავის მხრივ დარდანოსის შთამომავალი პრიამოსი
აკვირვებდა აქილევსს, მის იერს რომ ხედავდა და მის სიტყვებს უსმენდა. როდესაც გული იჯერეს
ერთმანეთის ყურებით, პირველმა თქვა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: „სწრაფად დამაწვინე ახლა, ზევსის
აღზრდილო, რომ ტკბილი ძილით დავტკბე და მოვისვენო, რადგან თვალი არ მომიხუჭავს მას შემდეგ, რაც
შენი ხელით ჩემს შვილს სული ამოხდა, მას შემდეგ ვგლოვობ და ათასი დარდი მახრჩობს, [640] ეზოში
ვაგდივარ მტვერსა და ნაგავში. ახლა კი საჭმელი ვჭამე და შუშხუნა ღვინო გადამივიდა ყელში, აქამდე
ლუკმაც არ გადამცდენია.“
ასე თქვა, ხოლო აქილევსმა მეგობრებსა და მოახლეებს უბრძანა დერეფანში გაეშალათ ორი ლოგინი
და საუკეთესო წითელი საბნები მოეტანათ, ქვემოთ კი ხალიჩები გაეფინათ და ლოგინზე დაეწყოთ შალის
მოსასხამები ჩასაცმელად. ქალები გამოვიდნენ ოთახიდან ჩირაღდნებით ხელში და სწრაფად გაშალეს ორი
ლოგინი.
სტუმარს ხუმრობით უთხრა ფეხმარდმა აქილევსმა: [650] „გარეთ გაწვენ, საყვარელო მოხუცო, რომ
ვინმე აქაველი არ მომივიდეს კარავში, რადგან ხშირად ჩემთან იკრიბებიან და ბჭობას მართავენ. იქ ვინმეს
თვალი რომ მოეკრა სწრაფი შავი ღამით, იმავწამს შეატყობინებდა ხალხთა მწყემს აგამემნონს, მაშინ
შეფერხდებოდა ცხედრის გადმოცემა; მაგრამ, მოდი, ესეც მართლად მითხარი, რამდენ დღეს მოანდომებ
ღვთაებრივი ჰექტორის დაკრძალვას, რომ ამდენხანს მოვიცადო და ხალხიც დავაკავო.“
მას უპასუხა ღვთისდარმა მოხუცმა პრიამოსმა: [660] „თუკი დამანებებ ღვთაებრივი ჰექტორის
დაკრძალვას, ამით, აქილევს, უდიდეს სიხარულს მომიტან. იცი, რომ ქალაქში ვართ გამომწყვდეული, ტყე
შორსაა, შეშა მთიდან უნდა ჩამოვზიდოთ, ტროელები კი შეშინებული არიან. ცხრა დღეს დავიტირებდით
ჰექტორს სახლში, მეათე დღეს კი დავკრძალავდით და ქელეხს გადავუხდიდით, მეთერთმეტე დღეს
საფლავზე ყორღანს აღვმართავდით და მეთორმეტე დღეს ბრძოლას დავიწყებდით, თუ საჭირო იქნებოდა.“
მას ისევ უპასუხა ფეხმარდმა ღვთაებრივმა აქილევსმა: „ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ ბრძანე,
მოხუცო პრიამოს. [670] იმდენ ხანს გავაჩერებთ ომს, რამდენიც მოითხოვე.“
ასე თქვა და მოხუცის მარჯვენას შეეხო, რომ გულში შიში არ დარჩენოდა. კარვის წინკარში მოისვენეს
შიკრიკმა და პრიამოსმა და ხშირ ფიქრებს მიეცნენ, ხოლო აქილევსი თავისი კეთილად ნაგები კარვის
კუთხეში და გვერდით ეწვა ლამაზღაწვიანი ბრისეისი.
ყველა ღმერთსა და ეტლის მფლობელ ყველა მეომარს მთელი ღამე ეძინა უშფოთველი ძილით;
მხოლოდ მხსნელ ჰერმესს არ ეკარებოდა რული, [680] გულში ფიქრობდა, როგორ გამოეყვანა მეფე პრიამოსი
ხომალდებიდან, კარიბჭის გუშაგებს რომ ვერ შეემჩნიათ. თავთან დაუდგა და ასეთი სიტყვა უთხრა: „მოხუცო,
მტრებში გძინავს, მაგრამ საფრთხეს არ ელი, რაკი აქილევსმა დაგინდო. საყვარელი შვილი გამოიხსენი, ბევრი

არტემისმა ექვსივე ქალიშვილი. ცხრა დღე დაუკრძალავად იწვნენ ისინი და ბოლოს, მეათე დღეს ღმერთებმა
დაკრძალეს, რადგან ადამიანებს გული გაუქვავა ზევსმა. თავად ნიობე ქვად ქცა სიპილოსში.
გადაიხადე. შენს გამო, ცოცხალი კაცის გამო კი სამჯერ მეტ გამოსასყიდს გადაიხდიან შენი შვილები, თუკი
აგამემნონი, ატრევსის ძე გაიგებს შენი აქ ყოფნის ამბავს და ყველა აქაველსაც გააგებინებს.“
ასე თქვა, შეშინდა მოხუცი, გააღვიძა შიკრიკიც. [690] ჰერმესმა შეუბა ცხენები და ჯორები, სწრაფად
გაატარა ბანაკში, ვერავინ იცნო, მაგრამ როდესაც მიადგნენ წყალუხვი მდინარის, ზევსის შობილი
მორევებიანი უკვდავი ქსანთოსის, ფონს, ჰერმესმა მიაშურა დიდ ოლიმპოსს.
ყვითელკაბიანი ეოსი გადაეფინა მთელ დედამიწას და ისინი ეტლით მიადგნენ ქალაქს გლოვით და
გმინვით, ჯორებს კი ცხედარი მიჰქონდათ. ვერავინ იცნო ვერც კაცთაგან, ვერც ლამაზსარტყლიან ქალთაგან,
მხოლოდ ოქროს აფროდიტეს მსგავსმა კასანდრამ, [700] პერგამოსზე ასულმა, მოჰკრა საყვარელ მამას თვალი,
ეტლზე იდგა და ქალაქის მაცნე ახლდა თან. ცხედარიც დაინახა, ჯორებს მოჰყავდათ საკაცეზე გაშოტილი.
მაშინ იკივლა და გააგონა მთელ ქალაქს: „მოდით, ტროელო კაცებო და ქალებო და შეხედეთ ჰექტორს, თუკი
ბრძოლიდან ცოცხლად დაბრუნებულს სიხარულით შეხვედრიხართ, რადგან დიდი სიხარული იყო იგი
ქალაქისა და მთელი ხალხისათვის.“
ასე თქვა და ქალაქში არ დარჩა არც კაცი, არც ქალი: ყველა მოიცვა საერთო გლოვამ; ყველამ თავი
მოიყარა კარიბჭესთან ცხედრის დასახვედრად. [710] პირველები იყვნენ საყვარელი მეუღლე და დედოფალი
დედა, თმების გლეჯით მივარდნენ ლამაზბორბლიან ურემს და ჰექტორს ჩაეხუტნენ; მთელი ხალხი იდგა და
ტიროდა. და ისინი მთელი დღე იქ დარჩებოდნენ მზის ჩასვლამდე, ჰექტორისთვის ცრემლს დაღვრიდნენ
კარიბჭის წინ, ეტლიდან რომ არ შეეძახა ხალხისთვის მოხუცს: „გამატარეთ, გამაყვანინეთ ჯორები,
შემაყვანინეთ სასახლეში ცხედარი და იქ იჯერეთ გული ტირილით.“
ასე თქვა, გაუხსნეს გზა და გაატარეს ურემი. მიიტანეს სახელგანთქმულ სასახლეში და შემდეგ [720]
დაასვენეს ცხედარი, გვერდით დაუსხეს დატირების წამომწყები მომღერლები, რომლებიც გლოვის სიმღერას
იწყებდნენ და გლოვას აყოლებდნენ ქალები. გლოვა დაიწყო თეთრხელება ანდრომაქემ, კაცისმკვლელი
ჰექტორის თავს ჩახუტებულმა: „ჩემო ქმარო, ახალგაზრდა მოკვდი და ქვრივად დამტოვე სასახლეში! ჩვენი
შვილი, შენ და მე უბედურმა რომ გავაჩინეთ, ჯერაც ჩვილი ბავშვია და ვხვდები, ვეღარ მიაღწევს
სიყმაწვილესაც! მანამდე ეს ქალაქიც დაიქცევა, რადგან შენ აღარ ხარ, მისი მფარველი, [730] მისი
კეთილშობილი ქალებისა და ჩვილი ბავშვების მცველი, ყველანი უმალ ღრმამუცლიან ხომალდებზე
აღმოვჩნდებით, მეც მათ შორის, შენ, ჩემო შვილო, ჩემთან იქნები; და იქ შეუფერებელი გარჯით დაღლილი
უხეშ ბატონს მოემსახურები, ან ვინმე აქაველი ხელში აგიყვანს და კოშკიდან გადმოგაგდებს, მიწას
დაგანარცხებს განრისხებული, რომ ჰექტორმა ოდესღაც ძმა მოუკლა, ან მამა, ან შვილი, რადგან უამრავმა
აქაველმა ჩაავლო კბილები ვრცელ მიწას და აღესრულა ჰექტორის ხელით, რადგან ბრძოლის საშინელებაში
ტკბილი კაცი არ იყო მამაშენი. [740] ახლა მთელი ხალხი დაგტირის ქალაქში, ენით გამოუთქმელი ტკივილი
და დარდი მოუტანე მშობლებს, ჰექტორ; მაგრამ ყველაზე მეტად მე მატკინე, მე გამამწარე! სიკვდილის წინ
ჩემსკენ არ გამოგიწვდენია ხელი სარეცელზე, არ გითქვამს ჩემთვის ძვირფასი სიტყვა, რომელიც სამუდამოდ
მეხსომებოდა დღედაღამ ცრემლის მფრქვეველს.“
ასე თქვა ტირილით და ქალებმა გლოვის ხმა შეაგებეს. ახლა ჰეკაბემ წამოიწყო გლოვა: „ჰექტორ,
ყველაზე უფრო საყვარელო ჩემო შვილო, სიცოცხლეშიც საყვარელი იყავი ღმერთებისთვის, [750] მკვდარსაც
არ გაკლებენ ზრუნვას. სხვა ჩემი შვილები ფეხმარდმა აქილევსმა დაატყვევა და მონებად გაჰყიდა უნაყოფო
ზღვის გადაღმა, სამოსზე, იმბროსსა თუ მიუდგომელ ლემნოსზე; შენ კი სული ამოგართვა გრძელპირიანი
ბრინჯაოთი, გათრია თავისი მეგობრის, შენი მოკლული პატროკლოსის, საფლავის ირგვლივ, მაგრამ ამით
ვერ გააცოცხლა. ახლა კი სასახლეში ცოცხალივით წევხარ, ცვარი გედება, თითქოს ვერცხლისმშვილდიან
აპოლონს მსუბუქი ისარი მოერტყას შენთვის.“
[760] ასე თქვა ტირილით და გლოვის ხმა გაძლიერდა. მაშინ მესამემ, ჰელენემ წამოიწყო გლოვა:
„ჰექტორ, ჩემი მაზლებიდან ყველაზე უფრო საყვარელო! ჩემი მეუღლე ღვთისდარი ალექსანდროსია, მან
ჩამომიყვანა ტროაში, ნეტავ კი მანამდე დავღუპულიყავი! უკვე ოცი წელია243, აქ ვარ, შორს ჩემი სასახლიდან
და მამულიდან. შენგან არასდროს მსმენია ცუდი ან საწყენი სიტყვა; თუკი ვინმე ჩემი მაზლებიდან ან
ლამაზკაბიანი მულებიდან, ან თუნდაც ჩემი [770] დედამთილი რამე საწყენს მეტყოდა, თუმცა მამამთილი
მუდამ თავაზიანი იყო ჩემს მიმართ, შენ მათ აწყნარებდი, არბილებდი შენი თავაზიანობითა და რბილი

243
ოცი წელია — ჰელენეს მოტაცებიდან ტროის ომის დაწყებამდე ათი წელი გავიდა, ჰექტორი ომის მეათე წელს
დაიღუპა; ასე რომ, ჰელენე მართლაც მეოცე წელია, რაც ტროაში იმყოფება.
სიტყვებით. ამიტომ ვგლოვობ და ამიტომ დაგტირი მთელი გულით! სხვა აღარ მყავს მთელს ვრცელ ტროაში
გულშემატკივარი და მეგობარი, ყველას აკანკალებს ჩემს დანახვაზე.“
ასე თქვა ტირილით და აქვითინდა მთელი ხალხი; მოხუცმა პრიამოსმა კი ხალხს ასეთი სიტყვით
მიმართა: „შეშა უნდა ჩამოვზიდოთ, ტროელებო, ქალაქში; გული დაიწყნარეთ, არ ჩაგვისაფრდებიან არსად
აქაველები, რადგან აქილევსმა [780] როდესაც შავი ხომალდებიდან გამომისტუმრა, სიტყვა მომცა, რომ არ
შეგვეხებიან, სანამ მეთორმეტე დღე არ დასრულდება.“
ასე თქვა, მათაც შეაბეს ურმებში ხარები და ჯორები და ქალაქის წინ მოიყარეს თავი. ცხრა დღე
მოჰქონდათ მორები ქალაქში, მეათე დღეს კი როგორც გამოჩნდა მოკვდავთ მანათობელი ეოსი, ცრემლის
ფრქვევით გამოასვენეს მამაცი ჰექტორი, კოცონის თავზე დაასვენეს და ცეცხლი გააჩაღეს.
მეორე დღეს, როდესაც ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ხალხმა თავი მოიყარა სახელოვანი
ჰექტორის კოცონთან. [790] როდესაც უამრავი ხალხი ერთად შეიკრიბა, ჯერ კოცონი ჩააქრეს წითელი ღვინით,
ყველგან მისწვდნენ, სადაც ცეცხლი რჩებოდა; ამის შემდეგ თეთრი ძვლები შეკრიბეს მგლოვიარე ძმებმა და
მეგობრებმა, ღაწვებზე ცხარე ცრემლი სდიოდათ. შეკრებილი ძვლები რბილ წითელ კაბებში შეახვიეს და
ჩააწყვეს ოქროს სკივრში. სკივრი კი ცარიელ სამარეში ჩაასვენეს, ზემოდან უზარმაზარი ლოდები უხვად
დააყარეს, შემდეგ ყორღანი აღმართეს; ირგვლივ კი გუშაგები ისხდნენ და უყურებდნენ, [800] თავს არ
დასხმოდნენ ლამაზსაბარკულიანი აქაველები. როდესაც ყორღანი აღმართეს, ისევ წავიდნენ; შემდეგ ერთად
შეიკრიბნენ და სახელოვანი ნადიმი გამართეს ზევსის აღზრდილი მეფე პრიამოსის სასახლეში.
ასე დაკრძალეს ცხენთამხედნელი ჰექტორი.
მითოლოგიურ და გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი
აბანტები — თრაკიული წარმოშობის მეომარი ტომი, რომლებიც პელოპონესოსზე განაწილდნენ. ტროის ომის დროს
ფლობდნენ კუნძულ ევბეას; მათი წინამძღოლი იყო ელეფენორი (II).
აბარბარეა — მდინარის ღმერთ აისეპოსის ასული, ტროის მეფე ლაომედონის უკანონო შვილის, ბუკოლიონის მეუღლე,
აისეპოსისა და პედასოსის დედა (VI).
აბასი — ტროელი ევრიდამასის ძე; მოკლა დიომედესმა (V).
აბიდოსი — ქალაქი მცირე აზიაში ჰელესპონტოსის პირას (II); ომში ჩაერთო აბიდოსელი დემოკოონი (IV); ფაინოფსის
სამშობლო (XVII).
აბიოსები — სავარაუდოდ, სკვითური ტომი (XIII).
აბლეროსი — ტროელი; მოკლა ანტილოქოსმა (VI).
აგავე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
აგათონი — პრიამოსის ერთ-ერთი ვაჟი; გაკიცხა მამამ (XXIV).
აგაკლესი — ეპეიგევსის მამა (XVI).
აგამედე — ავგეასის ჯადოქარი ასული (XI).
აგამემნონი — ბერძენთა მთავარსარდალი ტროის ომში. მიკენის მეფე, ატრევსის ძე, მენელაოსის ძმა, კლიტემნესტრას
მეუღლე, ორესტესის მამა (I et pass).
აგაპენორი — ანკაიოსის ძე, ლიკურგოსის შვილიშვილი, არკადიელთა მეფე (II).
აგასთენესი — ავგეასის ძე, ელისის მეფე (II).
აგასტროფოსი — ტროელი, პაიონის ძე; მოკლა დიომედესმა (XI).
აგელაოსი, ბერძენი — მეომარი; მოკლა ჰექტორმა (XI).
აგელაოსი, ტროელი — ფრადმონის ძე; მოკლა დიომედესმა (VIII).
აგენორი — ტროელი ანტენორისა და თეანოს ძე, ათენას ქურუმი. მან მოკლა ელეფენორი (IV), მოხსენიებულია, როგორც
ტროელი მეთაური (XI), მეორე რაზმის მეთაური (XII), იბრძვის ენეასთან ერთად (XIII), ეხმარება დაჭრილ ჰელენოსს (XIII), ეხმარება
დაჭრილ ჰექტორს (XIV), კლავს კლონიოსს (XV), მას ეძებს გლავკოსი (XVI), ექეკლესის მამაა (XX), უპირისპირდება აქილევსს და მას
გადაარჩენს აპოლონი (XXI).
აგლაია — ნირევსის დედა (II).
აგრიოსი — პორთევსის (პორთაონის) ძე; მისმა ექვსმა შვილმა მისსავე ძმას, ოინევსს სამეფო წაართვეს და მამას გადასცეს;
ოინევსის შვილიშვილმა, დიომედესმა, ისინი ყველა ამოწყვიტა, თერსიტესის გარდა (XIV).
ადამასი — ასიოსის ძე, მონაწილეობს გალავანზე იერიშში (XII), თავს ესხმის ანტილოქოს და კვდება მერიონესის ხელით
(XIII), მას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს ჰექტორი (XIII).
ადმეტოსი — თესალიის ქალაქ ფერეს მეფე, ფერესის ძე. კალიდონის ნადირობის მონაწილე, ერთ-ერთი არგონავტი.
ღმერთებმა საშუალება მისცეს, საკუთარი სიკვდილი გადაედო, თუკი ვინმე მზად იქნებოდა, მის ნაცვლად მომკვდარიყო. მეუღლე,
ალკესტისი, დათანხმდა ქმრის მაგივრად სიკვდილს, მაგრამ ჰერაკლემ, რომელიც ადმეტოსს სტუმრობდა, გამოგლიჯა ყმაწვილი
ქალი სიკვდილის ღმერთს. ევმელოსის მამა (II, XXIII), ბერძნულ ლაშქრობაში საუკეთესო ცხენების პატრონი (II).
ადრასტეია — ქალაქი მცირე აზიაში, მისიის ოლქში (II).
ადრასტოსი — თებეზე შვიდთა ლაშქრობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, არგოსისა და სიკიონის მეფე.
ტალაოსისა და ლისიმაქეს ძე, აიგიალეიას მამა (II), მისი ქალიშვილი დეიპილე ცოლად მოიყვანა ტიდევსმა (XIV), იყო
სახელგანთქმული ცხენის, არიონის, პატრონი (XXIII).
ადრასტოსი — ტროელი წინამძღოლი, მეროფსის ძე (II).
ადრასტოსი — ტროელი, რომელიც შეიპყრო მენელაოსმა და მოკლა აგამემნონმა (VII).
ადრასტოსი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ავგეიასი — ელისის მეფე, უზარმაზარი ჯოგების პატრონი. მისი თავლები, რომლებიც არ გაწმენდილა ოცდაათი წლის
განმავლობაში, ერთ დღეში გაწმინდა ჰერაკლესმა; გმირმა მათზე მიუშვა ორი მეზობელი მდინარე. ავგეიასმა გასამრჯელო არ
გადაუხადა ჰერაკლესს, რის გამოც დაისაჯა: ჰერაკლე თავს დაეცა ელისს და გაანადგურა ავგეიასი და მისი მოკავშირეები (II, XI).
ავგეიე, ლაკონიაში — ლაკონიის ქალაქი (II).
ავგეიე, ლოკრისში — ლოკრისის ქალაქი (II).
ავლისი — ძველი საპორტო ქალაქი ცენტრალურ საბერძნეთში, ბეოტიაში. ცნობილი იყო არტემისის ტაძრით. აქ მოიყარა
თავი ბერძნებისა და მოკავშირეების ფლოტმა ტროაში გამგზავრების წინ. აქ შესწირა ქალღმერთს თავისი ქალიშვილი, იფიგენეია,
აგამემნონმა, რომ ზურგქარი დაედევნებინა ბერძნული ფლოტისთვის (II).
ავტოლიკოსი — ოდისევსის პაპა (დედის მამა); მეფე, რომელიც პარნასოსის მთასთან ცხოვრობდა. როგორც ჰერმესის
შვილს, ავტოლიკოსს მამისგან მემკვიდრეობით ერგო გასაოცარი მოხერხებულობა, სიმარჯვე და ეშმაკობა. შეეძლო, უხილავი
გაეხადა ნებისმიერი მოპარული ნივთი და ისე დაეფიცა, რომ ფიცი არ შეესრულებინა, თუმცა ფორმალურად მისი პირობები არ
დაერღვია (X).
ავტომედონი — აქილევსის თანამებრძოლი და მეეტლე (XI et pass).
ავტონოოსი — ბერძენი მეთაური; მოკლა ჰექტორმა (XI).
ავტონოოსი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ავტოფონოსი — თებელი ლიკოფონტესის მამა (IV).
ათენა — სიბრძნის, ხელოვნების, ომის ქალწული ქალღმერთი, ზევსის ასული, ქალაქ ათენისა და ოდისევსის მფარველი
(I et pass).
ათენი — ატიკის მთავარი ქალაქი, მიძღვნილი ათენა პალასისადმი (II).
ათოსი — მთა და იმავე სახელის ნახევარკუნძული მაკედონიაში (XIV).
აიაკოსი — ზევსისა და ეგინას ძე, ჩრდილო-აღმოსავლეთ პელოპონესოსის მდინარე ასოპოსის შვილიშვილი, მან უწოდა
კუნძულს დედამისის სახელი. პელევსისა და ტელამონის მამა, აქილევსისა და აიას დიდის პაპა (IX, XVI, XVIII, XXI).
აიასები — დიდი და მცირე აიასი, აიას ტელამონის ძე და აიას ოილევსის ძე (XVIII).
აიასი, დიდი აიასი — ტროის ომის გმირი, ტელამონის ძე, აიაკოსის შვილიშვილი, აქილევსის ბიძაშვილი (Passim).
აიასი, მცირე აიასი — ტროის ომის მებრძოლი, ოილევსის ძე. ათენას ტაძარში გააუპატიურა კასანდრა და ქალღმერთის
მტრობა დაიმსახურა (Passim).
აიგე — ქალაქი ევბეაზე, მიძღვნილი იყო პოსეიდონისადმი (VIII, XIII).
აიგიალეია — ადრასტოსის ასული, დიომედესის მეუღლე (V).
აიგიალოსი — პელოპონესოსის სანაპირო, სადაც შემდგომში მდებარეობდა აქაია და სიკიონი (II).
აიგიალოსი — სანაპირო მხარე პაფლაგონიაში, ჩრდილოეთ მცირე აზიაში (II).
აიგილიფსი — კუნძული იონიის ზღვაში, ითაკის მახლობლად (II).
აიგიონი — აქაიის ქალაქი (II).
აიდონევსი, იხ. ჰადესი — ჰადესის მეორე სახელი.
აითე — აგამემნონის ჭაკი ცხენი, რომელიც მან ეტლების შეჯიბრში ძმას, მენელაოსს, ათხოვა (XXIII).
აითიკები — თესალიის მთა პინდოსზე მცხოვრები ხალხი (II).
აითონი — ჰექტორის ცხენი (VIII).
აითრა — ტროიძენის მეფე პიტთევსის ასული, რომელმაც ეგევსს თეზევსი უშვა, ჰელენეს მონა, შემდგომში
გააზატებული (III).
აინიოსი — პაიონიელი მებრძოლი; მოკლა აქილევსმა (XXI).
აინოსი — ლესბოსიდან ჩამოსული აიტოლიელების მიერ დაარსებული ახალშენი მცირე აზიაში (IV).
აიოლოსი — თესალიის მეფე სიზიფოსის მამა (VII).
აიპეია — ქალაქი მესინიაში, რომელსაც აგამემნონი დაპირდა აქილევსს (IX).
აიპი — ქალაქი მესინიაში (II).
აიპიტოსი — არკადიის ერთ-ერთი მითოსური მეფე, ელატოსის ძე (II).
აისა, იხ. ბედისწერა.
აისეპოსი — მდინარე, რომელიც მოედინებოდა იდის მთიდან და ჩაედინებოდა ჰელესპონტოსში (II); პოსეიდონმა მისი
ნაკადი აქაველთა გალავნის გასანადგურებლად წარმართა (XII).
აისეპოსი — ტროელი; მოკლა ევრიალოსმა (VI).
აისიეტესი — ალკათოოსის მამა (XIII).
აისიეტესი — ტროელი გმირი (II).
აისიმე — შესაძლოა იგულისხმებოდეს ოისიმეს მთა მაკედონიაში (VIII).
აისიმნოსი — ბერძენი წინამძღოლი; მოკლა ჰექტორმა (XI).
აიტოლია — მთიანი მხარე კორინთოსის ყურის ჩრდილოეთ სანაპიროზე. დასახელებულია აიტოლიელთა პირადი
შემადგენლობა (II); აიტოლიელები იყვნენ: ტიდევსი (IV); თოასი (IV, XIII, XV), პერიფასი (V), დიომედესი, ტიდევსის ძე (IX);
აიტოლიელები მონაწილეობდნენ კალიდონის ნადირობაში (IX).
აკამასი, ანტენორის ძე — ანტენორისა და თეანოს ვაჟი, ერთ-ერთი უმამაცესი ტროელი, თრაკიელთა წინამძღოლი (II),
ტროელთა ერთ-ერთი მეთაური (XI), მეოთხე რაზმის მეთაური (XII), მან მოკლა პრომაქოსი (XIV); მოკლა მერიონესმა (XVI).
აკამასი, ევსოროსის ძე — ტროელთა მხარეს მებრძოლი თრაკიელი მეთაური, რომელსაც მიემსგავსა არესი (V), მოკლა აიას
ტელამონის ძემ (VI).
აკესამენოსი — პერიბოიას მამა (XXI)
აკრისიოსი — აბასის ძე, არგოსის მეფე, დანაეს მამა (XIV).
ალასტორი, ბერძენი — აიასისა და ტევკროსის მეგობარი (VIII, XIII).
ალასტორი, ბერძენი — ნესტორის ერთ-ერთი მხედართმთავარი (IV).
ალასტორი, ლიკიელი — წინამძღოლი; მოკლა ოდისევსმა (V).
ალასტორი, ტროელი — ტროსის მამა (XX).
ალეგენორი — იხ. პრომაქოსი.
ალეიოსი — ველი კილიკიაში (VII).
ალესიონი — ელისის ქალაქი, ძველი ოლიმპიის ჩრდილოეთით (II, XI).
ალექსანდროსი — იხ. პარისი.
ალექტრიონი — ლეიტოსის მამა (XVII).
ალთაია — აიტოლიელთა მეფე თესტიოსისა და ევრითემისის ასული, ლედასა და ჰიპერმნესტრას და, ოინევსის მეუღლე,
მელეაგროსის დედა (IX).
ალიბე — შესაძლოა „ქალიბე“, იხ. ჰალიძონები (II).
ალკათოოსი — აისიეტესის ძე, ჰიპოდამეიას, ანქისესის ასულისა და ენეასის დის, მეუღლე (XII), რომელიც მოკლა
დიომედესმა (XIII).
ალკანდროსი — ლიკიელი; მოკლა ოდისევსმა (V).
ალკესტისი — პელიასისა და ანაქსიბიას ასული, ევმელოსისა და ადმეტოსის დედა (II).
ალკიმედონი — ლაერკესის ძე, მირმიდონელი გმირი (XVI, XVII).
ალკიმედონი — მირმიდონელი, აქილევსის ლაშქრის მეეხუთე რაზმის ხელმძღვანელი, აქილევსის ახლო მეგობარი (XVI,
XVII).
ალკიმოსი — აქილევსის მეჯინიბე (XIX, XXIV).
ალკიონე, იხ. კლეოპატრა.
ალკმაონი — ბერძენი, თესტორის ძე, რომელიც მოკლა სარპედონმა (XII).
ალკმენე — მიკენელი დედოფალი, ტირინსის მეფე ამფიტრიონის მეუღლე, რომელიც მიკენიდან თებეში გაიქცა. აქ,
ქმრის არყოფნის დროს, ამფიტრიონის სახით მოვლენილ ზევსს დაუწვა და ჰერაკლესი უშვა (XIV, XIX).
ალოევსი — პოსეიდონისა და კანაკეს ძე, ტრიფსის ქალიშვილის, იფიმედეიას მეუღლე (V).
ალოპე — ჰელასის ძველი ქალაქი (II).
ალოსი — თესალიის ძველი ქალაქი (II).
ალტესი — ლელეგების მეფე (XXI, XXII).
ალფეიოსი — პელოპონესოსის მთავარი მდინარე, გაივლის არკადიასა და ელისს და უერთდება იონიის ზღვას (II, XI).
ამათეია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ამარინკევსი, იხ. დიორესი — ელეელების წინამძღოლი, ონესიმაქოსის ძე, დიორესის მამა (II, IV), მოკლა ნესტორმა
ელისისა და პილოსის ომში (XXIII).
ამიდონი — ქალაქი მდინარე აქსიოსის პირას პაიონიაში (II), პირაიქმესის სამშობლო (XVI).
ამიკლე — ლაკონიის ქალაქი (II).
ამინტორი — აქილევსის აღმზრდელის, ფოინიქსის, მამა (IX), ავტოლიკოსმა მოიპარა მისი მუზარადი (X).
ამისოდაროსი — კარიის ან ლიკიის მეფე, რომელმაქ არზარდა ქიმერა; მისი შვილები, ატიმნიოსი და მარისი დახოცეს
ნესტორის ვაჟებმა (XVI).
ამოპაონი — ტროელი, რომელიც მოკლა ტევკროსმა (VIII).
ამორძალები — მეომარ ქალთა ტომი, შესაძლოა, კავკასიური წარმოშობისა. გადმოცემის მიხედვით, სხვადასხვა დროს
თავს დასხმიან თრაკიას, ეგევსის კუნძულებს, მცირე აზიას, საბერძნეთს, სირიას, არაბეთს, ეგვიპტესა და ლიბიას. გაანადგურა
ბელერეფონტესმა (VII).
ამფიგენეია — მესინიის ქალაქი (II).
ამფიდამოსი — ოპუსელი კაცი, რომლის შვილიც შემოაკვდა პატროკლოსს კამათლის თამაშისას (XXIII).
ამფითოე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ამფიკლოსი — ტროელი, რომელიც მოკლა მეგესმა (XVI).
ამფიმადასი — კითერელი ბერძენი, რომელმაც მუზარადი მიიღო საჩუქრად ავტოლიკოსისგან (X).
ამფიმაქოსი, კრეატოსის ძე — კრეატოსისა და თერონიკეს ძე, აქტორის ან პოსეიდონის შვილიშვილი. ჰელენეს ერთ-ერთი
სასიძო ეპეიელებს ხელმძღვანელობდა ტროის ომში (II), მოკლა ჰექტორმა (XIII).
ამფიმაქოსი, ნომიონის ძე — კარიელები მოაშველა ტროელებს (II).
ამფინომე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ამფიონი — ეპეიელ ბერძენთა წინამძღოლი (XIII).
ამფიოსი, მეროფსის ძე — ტროელი მეთაური (II).
ამფიოსი, სელაგოსის ძე — ტროელი, მოკლა აიასმა (V).
ამფიტრიონი — ალკმენეს მეუღლე, ჰერაკლესის მიწიერი მამა (V).
ამფოტეროსი — ტროელი, რომელიც მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ანდრაიმონი — თოასის მამა, კალიდონის მეფე ოინევსის სიძე (II, VII, XIII, XV).
ანდრომაქე — ჰექტორის მეუღლე, კილიკიის თებეს მეფის, ეეტიონის ასული. მამა და შვიდი ძმა დაუხოცა აქილევსმა,
ხოლო დედა, რომელმაც დიდი გამოსასყიდით დაიხსნა თავი მონობისგან, არტემისმა მოუკლა (VI et pass).
ანემორეია — ფოკისის ქალაქი, დელფოს მახლობლად (II).
ანთედონი — ბეოტიის ქალაქი (II).
ანთეია — მესინიის ქალაქი (XII et pass).
ანთემიონი — ტროელი, სიმოესიოსის მამა (IV).
ანკაიოსი, არკადიელი — ლიკურგოსის ძე, აგაპენორის მამა. ერთ-ერთი არგონავტი, რომელმაც კალიდონის ნადირობაში
მიიღო მონაწილეობა (II).
ანკაიოსი, პლევრონელი — ელისელი კაცი, რომელიც ჭიდაობაში დაუმარცხებია ნესტორს (XXIII).
ანტეია — პროიტოსის მეუღლე, რომელმაც ცილი დასწამა ბელეროფონტესს (VII).
ანტენორი — ტროელი მოხუცი, პრიამოსის მეგობარი, ტროის დამცველი მრავალი ვაჟკაცის მამა; ჰელენეს
მენელაოსისთვის გადაცემისა და ომის დასრულების მომხრე (II et pass).
ანტილოქოსი — ნესტორის უფროსი ვაჟი, აქილევსის უახლოესი მეგობარი პატროკლოსის დაღუპვის შემდეგ. დაიღუპა
ომის ბოლოს, ეთიპოელთა მეფე მემნონის ხელით, როდესაც მამას, ნესტორს გადაეფარა (IV et pass).
ანტიმაქოსი — ტროელი, რომელმაც ელჩებად მოსული მენელაოსისა და ოდისევსის მოკვლა მოითხოვა. მისი ვაჟები,
ისოსი და ანტიფოსი დახოცა აგამემნონმა (XI), მესამე ვაჟი, ჰიპომაქოსი მოკლა ლეონტევსმა (XIII).
ანტიფატესი — ტროელი; მოკლა ლეონტევსმა (XIII).
ანტიფონოსი — პრიამოსის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც მამამ გაკიცხა (XXIV).
ანტიფოსი — პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, რომელმაც მოკლა ლევკოსი (IV), მოკლა აგამემნონმა (XI).
ანტიფოსი, თესალოსის ძე — ფეიდიპოსის ძმა, ხელმძღვანელობდა კარპათოსის, კასოსი, კოსისა და ტროის სხვა
კუნძულების წარმომადგენლებს (II).
ანტიფოსი, ტალაიმენესის ძე — ტროის მეონიელი მხედართმთავარი (II).
ანტრონი — თესალიის ქალაქი (II).
ანქიალოსი — ბერძენი ვეტერანი, რომელიც მოკლა ჰექტორმა (V).
ანქისეს სიკიონელი — ექეპოლოსის მამა (XXIII).
ანქისესი — ტროის მეფეთა უმცროსი შტოს წარმომადგენელი, რომელსაც ქალღმერთ აფროდიტესგან შეეძინა ენეასი (II et
pass).
აპაისოსი — ქალაქი ძველ მისიაში (II).
აპისაონი, ფავსიოსის ძე — ტროელი მხედართმთავარი, მოკლა ევრიპილოსმა (XI).
აპისაონი, ჰიპასოსის ძე — ტროელი წინამძღოლი, მოკლა ლიკომედესმა (XVII).
აპოლონი — სხივოსანი („ფოიბოს“) აპოლონი, ზევსისა და ლეტოს ძე, დაიბადა დელოსში. პოეზიის, ხელოვნების,
მედიცინის, წინასწარმეტყველებია და მზის ღმერთი. გულშემატკივრობდა ტროელებს; მისი ერთ-ერთი ეპითეტია „სმინთევსი“
(„თაგვი“). ვარაუდობენ, რომ მას ოდესღაც როგორც თაგვს სცემდნენ პატივს (I et pass).
არაითირეა — ძველი ქალაქი კორინთოსის მახლობლად (II).
არგეასი, იხ. პოლიმელოსი — ტროელი, რომელიც მოკლა პატროკლოსმა (XVI).
არგისა — ქალაქი ჩრდილოეთ თესალიაში (II).
არგოსელები — არგოსის (ძირითადად, სპარტისა და მიკენეს) მცხოვრებლები, განზოგადებულად: ბერძნები (I et pass).
არგოსი — პელოპონესოსის ჩრდილო-დასავლეთი ქალაქი, ზოგადად: სამხრეთ საბერძნეთი. მისი მეფე იყო აგამემნონი (I
et pass).
არგოსის მკვლელი, იხ. ჰერმესი — არგოს პანოპტესი („ყოვლისმხედი“), ძროხად ქცეული იოს მცველად დაუნიშნა ეს
ასთვალა გოლიათი, რომელიც მოკლა ჰერმესმა (XVII, XXIV).
არეითოოსი, არნედან — ბეოტიის ქალაქ არნეს მეფე, ფილომედუსას მეუღლე. ცნობილი იყო იმით, რომ მუდმივად
კომბლით იბრძოდა და მოკლეს ვიწრო ხეობაში, სადაც თავისი იარაღის გამოყენება ვერ შეძლო; მენესთევსის მამა, მისი
აღჭურვილობა ხელში ჩაიგდო ლიკურგოსმა (VII).
არეითოოსი, თრაკიელი — ტროის მცველი, რიგმოსის მეეტლე და თანამებრძოლი, რიგმოსთან ერთად მოკლა აქილევსმა
(XX).
არეილიკოსი — ბერძენი, პროთოენორის მამა (XIV).
არეილიკოსი — ტროელი, მოკლა პატროკლოსმა (XVI).
არენე — ქალაქი მესინიაში, დღევანდელი კალამატას მახლობლად (II), მდინარე მინიეოსი ჩამოდიოდა მის მახლობლად
(XI).
არესი — ზევსისა და ჰერას ძე, ომის ღმერთი. გულშემატკივრობდა ტროელებს (II et pass).
არეტაონი — ტროელი, რომელიც მოკლა ტევკროსმა (VII).
არეტოსი — ტროელი მეთაური (XVII).
არიადნე — მინოსისა და პასიფაეს ქალიშვილი, ფედრას და, მინოტავრის ნახევარდა, მედეას მამიდაშვილი. დაეხმარა
თესევსს ლაბირინთის გავლასა და მინოტავრის მოკვლაში (XVIII).
არიმოსები — ვანის ტბის დასავლეთის ტომი, არმენები (სომხები) ან არამეელები (II).
არიონი — ადრასტოს სიკიონელის სახელგანთქმული ცხენი (XXIII).
არისბასი — ლეოკრიტოსის მამა (XVII).
არისბე — ქალაქი ტროის მახლობლად (II), ასიოსის მშობლიური ქალაქი (XII).
არკადია — ბერძნული მხარე პელოპონესოსზე. სახელი მისცა მითოსურმა მეფე არკასმა (II).
არკესილაოსი — ლიკოსისა და თეობულეს ძე, ბეოტიელების წინამძღოლი, მენესთევსის მეგობარი (II), მოკლა ჰექტორმა
(XV).
არნე — ბეოტიის ქალაქი (II), მეფე არეითოოსის სამშობლო (VII).
არსინოოსი — ტენედოსის მბრძანებელი, ტროის მოკავშირე, დაამარცხა აქილევსმა, ჰეკამედეს, ნესტორის მონაქალის,
მამა (XI).
არტემისი — ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის და, ნადირობის, მშობიარობისა და ზოგადად, ქალების, ქალღმერთი
(V et pass).
არქელოქოსი — ანტენორის ძე (II), მეოთხე რაზმის მეთაური (XII).
არქეპტოლემოსი — ტროელი, ჰექტორის მეეტლე, მოკლა ტევკროსმა (VIII).
არქტოსი — იხ. დიდი დათვი
ასაიოსი — ბერძენი მეთაური, მოკლა ჰექტორმა (XI).
ასარაკოსი — ტროსისა და კალიროეს, სკამანდროსის ასულის, ძე, ტროის მეფე, ჰიერომნემეს მეუღლე, კაპისის მამა,
ანქისესის პაპა (XXI).
ასინე — არგოლისის ქალაქი (II).
ასიოსი, დიმასის ძე — ჰეკაბეს ძმა, ჰექტორის ბიძა. აპოლონი მიემსგავსა ასიოსს (XVI).
ასიოსი, ჰირტაკოსის ძე — ჰირტაკოსისა და არისბეს ძე, ტროელთა მოკავშირე (II), მოკლა იდომენევსმა (XIII)
ასკალაფოსი — ღმერთ არესისა და ასტიოქეს ძე, იალმენოსის ძმა, ბეოტიელთა ბელადი ტროის ომში (II), იბრძოდა
იდომენევსთან ერთად, მოკლა დეიფობოსმა (XV).
ასკანია — მხარე და ტბა ჩრდილო-დასავლეთ ანატოლიაში (II), ჰიპოტიონის, ასკანიოსისა და მორისის სამშობლო (XIII).
ასკანიოსი — ფრიგიელების წინამძღოლი, ასკანიელი ჰიპოტიონის ძე (II, XIII).
ასკლეპიოსი — ჰომეროსთან ჯერ კიდევ არ არის ღმერთი. აქაველი მკურნალების, მაქაონისა და პოდალირიოსის,
მოკვდავი მამა (II et pass).
ასოპოსი — მდინარე ბეოტიაში (IV, X).
ასპლედონი — მინიასის ქალაქი ორქემენოსის მახლობლად (II).
ასტერიონი — თესალიის ქალაქი (II).
ასტეროპაიოსი — პელეგონის ძე, მდინარის ღმერთ აქსიოსის შვილიშვილი, პაიონოელების წინამძღოლი, ტროელთა
მოკავშირე, მოკლა აქილევსმა (XXI), მისი ხმალი გამოცხადებული იყო ჯილდოდ ასპარეზობებში (XXIII).
ასტიალოსი — ტროელი, რომელიც მოკლა პოლიპოიტესმა (VI).
ასტიანაქსი — ჰექტორისა და ანდრომაქეს ვაჟი, ცნობილი იყო სკამანდრიოსის სახელითაც. ტროელები ასტიანაქსს,
„ქალაქის მეუფეს“ უწოდებდნენ. ტროის აღების შემდეგ ტათლიბიოსმა ტროის გალავნიდან გადააგდო და მოკლა, რომ ტროის
სამეფო ვერ აღმდგარიყო (VI, XXII).
ასტინოოსი, პროტაიონის ძე — ტროელი, პოლიდამასის მეეტლე (XV).
ასტინოოსი, ტროელი — მოკლა დიომედესმა (V).
ასტიოქე — აქტორის ქალიშვილი, რომელსაც ორი ვაჟი ეყოლა არესისგან, ასკალაფოსი და იალმენოსი (II).
ასტიოქეია, ასტიოქე — ეფირის მეფის, ფილასის ქალიშვილი, ჰერაკლესგან შეეძინა ტლეპოლემოსი (II).
ასტიპილონი, პაიონიელი — მოკლა აქილევსმა (XXI).
ატე, სიბრმავე — ზევსის ასული, ძველი ღვთაება, რომელსაც შეეძლო ღმერთებისა და ადამიანების ჭკუიდან შეშლა (I,
XIX).
ატიმნიოსი, იხ. მიდონი — მიდონის მამა, მარისის ძმა (V), მოკლა ანტილოქოსმა (XVI)
ატრევსი — მიკენეს მეფე, პელოფსის ძე, აგამემნონისა და მენელაოსის მამა (Passim).
ატრიტონე — ათენას ერთ-ერთი ეპითეტი, „დაუღალავი“(II, V, X, XXI).
აფარევსი — ბერძენი მეთაური (IX, XIII), მოკლა ენეასმა (XIII).
აფროდიტე — ზევსის ასული, ჰეფესტოსის მეუღლე, სიყვარულის ქალღმერთი. გულშემატკივრობდა ტროელებს (II et
pass).
აფსევდესი — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
აქაველები — აქაიის მკვიდრნი, ზოგადად, ბერძნები. ისტორიულად უცნობია მათი წარმოშობა, პელოპონესოსში
გამოჩნდნენ ძვ.წ. მეცამეტე საუკუნეში და გაბატონდნენ დაახლ. 1250 წ. (I.1, I.101, I.148, I.223 და ა.შ. ბერძნები, რომლებმაც გაცურეს
ტროაში; XIX.74 იმართებიან არგოსის მიერ).
აქაია — საბერძნეთის სახელი, რომელიც მომდინარეობს ჩრდილოეთ პელოპონესოსის რეგიონიდან; აქაველები —
ხალხი, რომელიც ებრძვის ტროას (IX.222 მოიცავს მთელ საბერძნეთს)
აქელოიოსი — საბერძნეთის უდიდესი და, ტრადიციის მიხედვით, უძველესი მდინარე. მისი ღმერთი იყო ოკეანოსისა
და ტეთისის ძე (XXI.136).
აქელოოსი — ფრიგიის მდინარე. მითის მიხედვით, წარმოიქმნა ნიობეს ცრემლებიდან (XXIX.552).
აქილევსი — თესალიის მეფე პელევსისა და ქალღმერთ თეტისის ძე, აიაკოსის შვილიშვილი (I et pass).
აქსილოსი — არისბეს მკვიდრი მდიდარი ტროელი, რომელიც მოკლა დიომედესმა (VI).
აქსიოსი — პაიონიის მდინარე, რომელიც ჩაედინება ეგევსის ზღვაში (II, XVI); ამ მდინარის ღმერთი იყო პელეგონის მამა
(XXII).
აქტაია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
აქტორი — ასტიოქეს მამა (II).
აქტორი — ეპეიელი, ფორბასისა და ჰირმინეს ძე, მოლიონეს მეუღლე, ავგეასის ძმა, ევრიტოსისა და კრეატოსის მამა (II,
XI), სავარაუდოდ, ამფიმაქოსის პაპა (XIII).
აქტორი — მენოიტიოსის მამა (XVI).
აქტორი — მირმიდონელი, ექეკლესის მამა (XVI).
აძევსი — კლიმენოსის ძე, აქტორის მამა, ასტიოქეს პაპა (II).
ბათიკლესი — ბერძენი, ქალკონის ძე, მოკლა გლავკოსმა (XVI).
ბაკქოსი, იხ. დიონისოსი.
ბალიოსი — უკვდავი ცხენი, დასავლეთის ქარის, ძეფიროსისა და პოდარგეს ნაშიერი; აქილევსის ორი უკვდავი ცხენიდან
ერთ-ერთი (XVI, XIX), რომელმაც დაიტირა პატროკლოსი (XVII).
ბატიეია — ერთ-ერთი იზოლირებული სიმაღლე ტროის მახლობლად (II).
ბედისწერა, აისა, კერი, მოირა (XV, XIX).
ბელეროფონტესი — გლავკოსისა და ევრიმედეს ძე, კორინთოსის მეფე, სიზიფოსის შვილიშვილი. მის ამბავს ჰყვება
გლავკოსი, მისი შვილიშვილი (VII).
ბეოტიელები (ბოიოტიელები) — ბეოტია (ბოიოტია), ყოფილი კადმეისი, იყო ძველი საბერძნეთის მხარე, კორინთოს
ყელის ჩრდილოეთით. ბეოტიელებმა ორმოცდაათი ხომალდი გააგზავნეს ტროას ომში (II et pass).
ბესა — ლოკრისის ქალაქი (II).
ბიასი, ათენელი — ბერძენი მეომარი, რომელმაც მოიგერია ტროელთა იერიში (XIII).
ბიასი, პილოსელი — პილოსელთა წინამძღოლი (IV).
ბიასი, ტროელი — ლაოგონოსისა და დარდანოსის მამა (XX).
ბიენორი — ტროელი მხედართმთავარი, მოკლა აგამემნონმა (XI).
ბოაგრიოსი — ლოკრისის მდინარე (II).
ბოიბე — თესალიის ქალაქი (II).
ბორეასი — ჩრდილოეთის ქარი, მოაქვს ცივი ჰაერი (XXI), aქილევსი სთხოვს მას დახმარებას (XXIII).
ბოროსი, პერიერესის ძე — პოლიდორას მეუღლე, მენესთიოსის ნომინალური მამა (XVII).
ბოროსი, ფესტოსის მამა — მაიონიელი (V).
ბრიარევსი — ასხელა გოლიათი, დედამიწის შვილი (I).
ბრისევსი — ლირნესოსელი ქურუმი, ბრისეისის მამა (IX).
ბრისეია (ბრისეიე) — ლაკონიის ქალაქი (II).
ბრისეისი — ტროის მოკავშირე, ლირნესოსის მეფე მინესის, ქვრივი. აქილევსმა ამოხოცა მინესი და ბრისეისის ძმები და
ეს ქალი ჯილდოდ ერგო (II et pass.)
ბუდეონი, ბუდეა — მაგნესიის ქალაქი თესალიაში (XVI).
ბუკოლიონი — ლაომედონისა და ნიმფა კალიბეს ძე, აბარბარეასგან რამდენიმე შვილი ჰყავდა (VII).
ბუკოლოსი, იხ. სფელოსი — სფელოსის მამა (XV).
ბუპრასიონი — ქალაქი ელისში (II, XI, XXIII).
გაია, გეა — დედამიწის პერსონიფიკაცია.
გალატეია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
განიმედესი — ტროსის ძე, ყველაზე ლამაზი მოკვდავი. ზევსმა იგი მერიქიფედ დაიყენა, ხოლო სანაცვლოდ მამამისს
ღვთაებრივი ცხენები აჩუქა (V, XX).
განხეთქილება, იხ. ერისი.
გარგარონი — იდის მთის უმაღლესი მწვერვალი (VIII, XIX, XV).
გერენონი — აღნიშნავს ადგილს ან საპატიო ასაკს. ნესტორის ეპითეტი იყო „გერენონელი მხედარი“ (II, IV, XIV).
გიგაია — ტბა (მარმარის ტბა დღევანდელ თურქეთში) და ტბის ნიმფა (II, XX).
გირტიოსი, იხ. ჰირტიოსი — ჰირტიოსის მამა (XIV).
გირტონე — თესალიის ქალაქი (II).
გლავკე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
გლავკოსი, ბელეროფონტესის მამა — აიოლოსის მამა, სისიფოსისა და მეროპეს ძე, ბელეროფონტესის მამა (VII).
გლავკოსი, ჰიპოლოქოსის ძე — ბელეროფონტესის შვილიშვილი, ლიკიელი უფლისწული (II et pass.)
გლაფირე — თესალიის ძველი ქალაქი (II).
გლისასი — ბეოტიის ქალაქი (II).
გონოესა — ძველი ქალაქი კორინთოსის მახლობლად (II).
გორგითიონი — ჰექტორის მეეტლე; მოკლა ტევკროსმა (VIII).
გორგო — მედუსა ყველაზე ცნობილი იყო სამი გორგოდან, ფორკისის ქალიშვილებიდან. ამ ფრთოსან ურჩხულს ჰქონდა
ქალის სახე და თმის ნაცვლად გველები. მისი გამოხედვა ადამიანს ქვად აქცევდა; დებს ერქვათ სთეინო და ევრიალე (VIII, XI).
გორტისი — სამხრეთ კრეტის ძველი ქალაქი (II).
გრაია — ბეოტიის ქალაქი (II).
გრანიკოსი — იდის მთის მდინარე. ომის შემდეგ პოსეიდონმა მისი ნაკადი მიმართა ბერძენთა გალავნის
გასანადგურებლად (XII).
გუნევსი — ენიენებისა და პერაიბოსების მეთაური (II).
დავლისი — ფოკისის ქალაქი (II).
დაიდალოსი — ათენელი გამომგონებელი, მშენებელი, ხუროთმოძღვარი, რომელმაც მინოსს აუგო ლაბირინთი,
გაფრინდა იტალიაში. მას აუგია საცეკვაო მოედანი არიადნესთვის (XVIII).
დაიტორი — ტროელი, რომელიც მოკლა ტევკროსმა (VIII).
დამასოსი — ტროელი, რომელიც მოკლა პოლიპოიტესმა (XII).
დანაე — აკრისიოსის ქალიშვილი, რომელიც ოქროს წვიმად მოსულმა ზევსმა აცდუნა, პერსევსის დედა (XIV).
დანაელები — დანაოსის, არგოსის მეფის შთამომავლები, საზოგადოდ: ბერძნები (I, IX et pass).
დარდანელები — დარდანოსის შთამომავლები, ზოგადა: ტროელები (II et pass).
დარდანია — ტროადის უძველესი ქალაქი, რომელიც დააფუძნა დარდანოსმა (XX).
დარდანოსი, ბიასის ძე — ტროელი, რომელიც მოკლა აქილევსმა (XX).
დარდანოსი, ზევსის ძე — ზევსისა და ატლასის ასულის, ელექტრას ძე, იყო იასონის ან ისიონის, აიტიონისა და ჰარმონიას
ძმა და მის სამშობლოდ სხვადასხვა წყარო ასახელებს არკადიას, კრეტას, ტროასა და იტალიას. ტროელების მითოსური წინაპარი.
პრიამოსის წინაპარი (VII), ილოსის დიდი პატა (XI, XX), მისი ხაზი გადაარჩინა ენეასმა (XX).
დარესი — ჰეფესტოსის ტროელი ქურუმი, ფეგევსისა და იდაიოსის მამა (V).
დედამიწა, იხ. გაია — დედა მიწა, პლანეტის პერსონიფიკაცია, გიგანტების დედა.
დევკალიონი — კრეტის მეფე, მინოსის ძე, იდომენევსის მამა (XII, XIII, XVII).
დევკალიონი — ტროელი მეომარი, რომელიც მოკლა აქილევსმა (XX).
დეიკოონი — ტროელი გმირი, პერგასოსის ძე, ენეასის მეგობარი, რომელიც მოკლა აგამემნონმა (V).
დეიმოსი, ფობოსის ძმა; იხ. შიში და ძრწოლა.
დეიოპიტესი — ტროელი, რომელიც მოკლა ოდისევსმა (XI).
დეიოქოსი — ბერძენი, რომელიც მოკლა პარისმა (XV).
დეიპილოსი — სთენელოსის მეგობარი (V).
დეიპიროსი — ბერძენი მეთაური (IX), რომელიც მოკლა ჰელენოსმა (XIII).
დეისენორი — ტროელთა მოკავშირე (XVII).
დეიფობოსი — პრიამოსისა და ჰეკაბეს ძე, იძულებით შეირთო ცოლად ჰელენე პარისის სიკვდილის შემდეგ (XII et pass).
დემეტერი — მოსავლის ქალღმერთი, ზევსის და, პერსეფონეს დედა (II, V, XIII, XIV).
დემოკოონი — პრიამოსის ძე, რომელიც აბიდოსიდან ჩამოვიდა მამის დასახმარებლად და მოკლა ოდისევსმა (IV).
დემოლეონი — ტროელი, ანტენორისა და თეანოს ძე, რომელიც მოკლა აქილევსმა (XX).
დემუქოსი — ტროელი, ფილეტორის ძე, რომელიც მოკლა აქილევსმა (XX).
დექსამენე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
დექსიოსი, იხ. იფინოოსის ძე — ბერძენი, იფინოოსის მამა (VII).
დიდი დათვი (არქტოსი) — დიდი დათვის თანავარსკვლავედი. ბერძნული მითის მიხედვით კალისტო აქცია დათვად
ზევსმა. ეს თანავარსკვლავედი ჩნდება აქილევსის ფარზე (XVIII).
დიმასი — ჰეკაბესა და ასიოსის ფრიგიელი მამა (XVI).
დინამენე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
დიოკლესი — ფერეს მბრძანებელი, ორტილოქოსის ძე (V).
დიომედე — ფორბას ლესბოსელის ასული, აქილევსის საყვარელი (IX).
დიომედესი — არგოსის მეფე ტიდევსის ძე, ტროის მეფე არგოსის ძე (II et pass).
დიონე — ტიტანი ქალი, ზევსის საყვარელი, რომელმაც უზენაეს ღმერთს უშვა აფროდიტე (V).
დიონი — აბანტების ქალაქი (II).
დიონისოსი — „ორგზის დაბადებული“ ღვინის ღმერთი. ძევსისა და სემელეს ძე (VI, XIV).
დიორესი — ამარინკევსის ძე, ეპეიელების წინამძღოლი (II, XVII); მოკლა პეიროსმა (IV).
დიოსი — პრიამოსის ვაჟი, რომელიც მამამ გაკიცხა (XXIV).
დოდონე — ქალაქი თესალიაში, თავდაპირველად დიონესა და შემდეგ ზევსისადმი შეწირული, როგორც უფრო
ცნობილი ეპიროსის დოდონე (II).
დოლონი — ტროელი, ევმედესის ძე, ჯაშუში, რომელიც შეიპყრეს ოდისევსმა და დიომედესმა და მოკლა დიომედესმა
(X).
დოლოპები — ძველი თესალიის სამხრეთ-დასავლეთი მხარის მკვიდრნი, ფოინიქსი გახდა მათი მეფე (IX).
დოლოპიონი — სკამანდროსის ტროელი ქურუმი, ჰიფსენორის მამა (V).
დოლოფსი, ბერძენი — ბერძენი მეომარი, კლიტიოსის ძე; მოკლა ჰექტორმა (XI).
დოლოფსი, ტროელი — ლამპოსის ძე, ლაომედონის შვილიშვილი; მოკლა მენელაოსმა (XV).
დორიკლოსი — პრიამოსის უკანოპნოპ შვილი (XI).
დორიონი — მესინიის ქალაქი (II).
დორისი — ერთ-ერთი ნერეისი, ატარებდა დედის, ნერევსის მეუღლის სახელს (XVIII).
დოტო — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
დრაკიოსი — ეპეიელი ბერძენი მეთაური (XIII).
დრესოსი — ტოელი, რომელიც მოკლა ევრიალოსმა (VI).
დრიასი, ლაპითი — იბრძოდა პეირითოოსის ქორწილში (I).
დრიასი, ლიკურგოსის მამა (VII).
დრიოფსი — ტროელი, რომელიც მოკლა აქილევსმა (XX).
დულიქიონი — კუნძული ითაკის მახლობლად (II).
ეგევსი — ათენის მეფე, პანდიონის ძე, თეზევსის მამა (I).
ეგეონი — იხ. ბრიარევსი
ეგინა — სამხრეთ არგოლიდის კუნძული (II).
ეერიბოია, ერიბოია — ალოევსის მეუღლე (V).
ეეტიონი, ანდრომაქეს მამა — ჰექტორის მეუღლის, ანდრომაქეს მამა, მისიის თებეს მბრძანებელი, პოდესის მამა (I et pass).
ეეტიონი, იმბროსელი — გამოისყიდა ლიკაონი (XXI).
ევაიმონი — ორმენიონის ევრიპილოსის მამა (II, V, VII, VIII, XI).
ევბეა, ევბოია — აღმოსავლეთ საბერძნეთის დიდი კუნძული (II).
ევდოროსი — მირმიდონელების მეთაური (XVI).
ევენოსი, იხ. მარპესა — მარპესას მამა (IX).
ევენოსი, მინესის მამა (II).
ევიპოსი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ევმედესი — ტროელი მაცნე, ჯაშუშ დოლონის მამა (X).
ევმელოსი — aდმეტოსისა და ალკესტისის ძე, თესალიელი მეთაური (II, XXIII).
ევნეოსი — იასონისა და ჰიფსიპილეს ვაჟი, ლემნოსის მეფე (VII, XXI, XXIII).
ევრიალოსი — მეკისტევსის ძე, ერთ-ერთი ეპიგონი, რომელმაც აიღო და დააქცია თებე (II), დახოცა დრესოსი, აისეპოსი
და პედასოსი (VI), დამარცხდა კრივში (XXIII).
ევრიბატესი — აგამემნონის მაცნე (I).
ევრიბატესი — ოდისევსის მაცნე (II, IX).
ევრიდამასი — ტროელი სიზმრის ამხსნელი, რომელსაც შვილები დაუხოცა დიომედესმა (V).
ევრიმედონი — აგამემნონის მსახური (IV).
ევრინომე — ოკეანოსის ასული (XVIII).
ევრიპილოსი, ევაიმონის ძე — ევაიმონისა და ოფსის ძე, ორმენიონის ხალხს მეთაურობდა ტროაში (II), მოკლა ჰიფსენორი
(V), მოკლა მელანთიოსი (VI), aპირებდა ჰექტორთან ორთაბრძოლას, დაიჭრა (VII et pass).
ევრიპილოსი, კოსელი — პოსეიდონისა და ასტიპალაიას ძე, კოსის მეფე; მოკლა ჰერაკლესმა (II).
ევრისთევსი — ტირინსის მეფე, პერსევსის შვილიშვილი. მისი დავალებით ჩაიდინა ჰერაკლესმა თავისი თორმეტი
გმირობა (VIII, XV, XIX).
ევრიტოსი — თესალიური ოიქალიის მეფე, იფიტოსის მამა (II).
ევრიტოსი, აქტორის ძე — ერთ-ერთი მოლიონთაგანი, აქტორის ან პოსეიდონისა და მოლიონეს ვაჟი, კრეატოსის ძმა (II).
ევსოროსი — თრაკიელი აკამასის მამა (VI).
ევტრესისი — ბეოტიის ქალაქი (II).
ევფემოსი — კიკონების შუბოსანი მეთაური (II).
ევფეტესი — ელისის ეფირეს მეფე (XV).
ევფორბოსი — დარდანელი, პანთოოსის ძე (XVI); მოკლა მენელაოსმა (XVII).
ევქენორი — მისან პოლიიდოს კორინთოსელის ძე; მოკლა პარისმა (XIII).
ეთერი —
ეთიოპია — სახელი, რომლითაც ბერძნები აღნიშნავდნენ საბერძნეთიდან ყველაზე უფრო დაშორებულ ადგილს,
საიდანაც მზე ამოდის და სადაც მზე ჩადის, ოკეანოსის მიჯნა (I, XXIII).
ეილეითიები — ჰერას ასულები, მშობიარობის ქალღმერთები; შესაძლოა, ასევე, არტემისის ეპითეტიც იყოს (XI, XVI, XIX).
ეილესიონი — ბეოტიის ქალაქი (II).
ეიონე — არგოლისის ქალაქი (II).
ეიონევსი, ბერძენი — მოკლა ჰექტორმა (VII).
ეიონევსი, რესოსის მამა — თრაკიის მეფე (II).
ელასოსი — ტროელი, რომელიც მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ელატოსი — ტროელი, რომელიც მოკლა აგამემნონმა (VI).
ელეონი — ბეოტიის ქალაქი (II, X).
ელეფენორი — ქალკოდონის ძე, აბანტების წინამძღოლი ევბეაზე (II), მოკლა აგენორმა (IV).
ელისი — დასავლეთ პელოპონესოსის ქალაქი და მხარე (II), ნესტორი ჰყვება ელისისა და პილოსის ომის ამბებს (XI).
ელონე — თესალიის ქალაქი (II).
ემათია — ძველი მაკედონია (XIV).
ენეასი (აინეიასი) — ანქისესა და აფროდიტეს ძე, შობილი იდის მთაზე. მამის მხრიდან ტროსის შვილთაშვილი;
აღიზარდა დარდანოსში, სიძის (დის ქმრის), ალკათოოსის სასახლეში (Passim).
ენეტოსები — (იგივე ვენეტები) პაფლაგონიური ტომი, რომლებიც შემდეგ ჩრდილოეთ იტალიაში გადასახლდა (II).
ენიალიოსი, იხ. არესი (VII et pass).
ენიევსი — ქალაქ სკიროსის მბრძანებელი (IX).
ენიენები — სამხრეთ თესალიის ტომი, რომელიც ცხოვრობდა მდ. სპერქეიოსის ნაპირებთან (II).
ენიო — ომის ქალღმერთი, სისხლისღვრისა და ქალაქთა დაქცევის მოთავე, ბრძოლაში თან ახლავს არესს (V).
ენიოპევსი — ჰექტორის მეეტლე, რომელიც მოკლა დიომედესმა (VIII).
ენისპე — არკადიის ქალაქი (II).
ენომოსი — მისიელი ავგური (ფრინველთმისანი), ტროელთა მოკავშირე (II, XVII).
ენომოსი, ტროელი — მოკლა ოდისევსმა (XI).
ენოპე — ქალაქი დღევანდელი კალამატას მახლობლად. აგამემნონი დაპირდა მას აქილევსს (IX).
ენოსიგაიოსი, იხ. მიწისმრყეველი — პოსეიდონი.
ენოსიქთონი, იხ. მიწისმრყეველი — პოსეიდონი.
ენოფსი, ბერძენი — კლიტომედესის მამა (XXIII).
ენოფსი, ტროელი — სანტიოსის მამა (XIV), თესტორის მამა (XVI).
ეოსი — განთიადის ქალღმერთი (I et pass). მისი მეუღლეა ტითონოსი (XI).
ეოსფოროსი — პლანეტა ვენუსის (ვენერას), „ცისკრის ვარსკვლავის“ ბერძნული სახელი (XXIII).
ეპალტესი — ტროელი, რომელიც მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ეპეიგევსი — მირმიდონელი მეთაური, აგაკლესის ძე; მოკლა ჰექტორმა (XVI).
ეპეიელები — ელისის მბრძანებლები, ოლიმპიის მეფე ეპეიოსის ხალხი (II et pass).
ეპეიოსი — პანოპევსის ძე, ფოკისელი პარნასოსიდან. ტროაში ოცდაათი ხომალდი ჩამოიყვანა კიკლადების
კუნძულებიდან; გაიმარჯვა მოკრივეთა ასპარეზობაში (XXIII).
ეპიდავროსი — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ არგოლისში (II).
ეპიკლესი — ტროელი, სარპედონის მეგობარი; მოკლა აიასმა (XII).
ეპისტორი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ეპისტროფოსი — ჰალიძონების მეთაური (II).
ეპისტროფოსი, ევენოსის ძე (II).
ეპისტროფოსი, იფიტოსის ძე — იფიტოსისა და ჰიპოლიტეს ძე, ფოკისელების მეთაური (II).
ეპიტოსი, იხ. პერიფასი — პერიფასის მამა (XVII).
ერებოსი — საიქიო, ჰადესის სამფლობელო (VIII, IX, XVI).
ერევთალიონი — არკადიელი, არეითოოსის საჭურვლით, რომელიც ლიკურგოსმა მისცა, ებრძოდა პილოსელებს ფეიაში;
მოკლა ნესტორმა (IV, VII).
ერეტრია — აბანტების ქალაქი (II).
ერექთევსი — ათენის ლეგენდარული გმირი მეფე, პანდიონის ძე, ორითასა და პროკრისის მამა (II).
ერითინე — პაფლაგონიის ქალაქი (II).
ერითრა — ბეოტიის ქალაქი (II).
ერილაოსი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ერიმასი, სხვა ტროელი — მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ერიმასი, ტროელი — მოკლა იდომენევსმა (XVI).
ერინისები (ერინიები) — შემდგომში ევმენიდები. თავდაპირველად წარმოადგენდნენ დამნაშავის წყევლის
პერსონიფიკაციას, შემდგომში გახდნენ შურისძიები ქალღმერთები („სინდისის ხმები“) (IX et pass).
ერიოპისი — ოილევსის მეუღლე. მისმა გერმა მედონმა მოუკლა ნათესავი (XIII, XV).
ერისი, განხეთქილება — განხეთქილებისა და კამათის ქალღმერთი, არესის და და თანამებრძოლი (IV, V, XX).
ერიუნიოსი, იხ. ჰერმესი.
ერიქთონიოსი — დარდანოსისა და ბატეიას ძე, ასტიოქეს მეუღლე, ტროსის მამა, ენეასის წინაპარი (XX).
ეტეოკლესი — ოიდიპოსისა და იოკასტეს ვაჟი, პოლინეიკესისა და ანტიგონეს ძმა (IV).
ეტეონოსი — ბეოტიის ქალაქი (II).
ეფიალტესი — პოსეიდონის ვაჟი, რომელიც მას უშვა ალოევსის მეუღლე იფიმედეიამ; ოტოსის ძმა. ალოევსის ძეები
ცნობილი იყვნენ განსაკუთრებული სიძლიერითა და გამბედაობით (V).
ეფირე — მხარე კორინთოსის მახლობლად (II), მდინარე სელეისის ხეობა (XV).
ეფირე, იხ. კორინთოსი — ძველი კორინთოსი, სისიფოსის სამშობლო (VI).
ეფირელები — თესალირი ეფირეს მკვიდრნი (XIII).
ექეკლესი — აქტორის ძე, ევდოროსის ნომინალური მამა (XVII).
ექეკლოსი, აგენორის ძე — ტროელი, რომელიც მოკლა აქილევსმა (XX).
ექეკლოსი, ტროელი — მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ექემონი — პრიამოსის ძე, მოკლა დიომედესმა (V).
ექეპოლოსი, სიკიონელი — სიკიონელი ანქისესის მდიდარი ვაჟი. მან აგამემნონს აჩუქა ჭაკი ცხენი აითე, რომ ომში არ
წასულიყო (XXIII).
ექეპოლოსი, ტროელი — ტროელი მეომარი, თალისიოსის ძე; მოკლა ანტილოქოსმა (IV).
ექინე — კუნძული ითაკის აღმოსავლეთით (II).
ექიოსი, ბერძენი —მოკლა პოლიტესმა (XV).
ექიოსი, ლიკიელი — მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ექიოსი, მეკისტევსის მამა (VIII, XIII)
ექსადიოსი — იბრძოდა პეირითოოსის ქორწილში (I).
ზევსი — ღმერთების მეფე, ადამიანებისა და ღმერთების მამა. კრონოსისა და რეას ძე, ჰერას მეუღლე. სამყაროს
მბრძანებლობას ინაწილებს ძმებთან, პოსეიდონთან (ზღვის მბრძანებელი) და ჰადესთან (საიქიოს მეუფე) ერთად (I et pass).
თავმაკია — თესალიის ქალაქი პელიონის მთასთან (II).
თალეია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
თალისიოსი — ტროელი, ექეპოლოსის მამა (IV).
თალპიოსი — ევრიტოსის ძე, ეპეიელების ერთ-ერთი წინამძღოლი (II).
თამირისი — ძველი თრაკიელი მომღერალი, ფილამონისა და ნიმფა არგიოპეს ვაჟი. მუზებს გაეჯიბრა და წაერთვა
თავისი ნიჭი (II).
თანატოსი, სიკვდილი — სიკვდილის პერსონიფიკაცია, ჰიპნოსის (ძილის) ძმა (XIV, XVI).
თეანო — კისესის ასული, ანტენორის მეუღლე, ათენას ქურუმი ქალი ტროაში (V, VI, XI).
თებაიოსი — ენიოპევსის მამა (VIII).
თებე — „ასკარიბჭიანი თებე“, ქალაქი ეგვიპტეში, მდინარე ნილოსზე (IX).
თებე — კადმოსის მიერ დაარსებული ქალაქი ცენტრალური საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში; ოიდიპოსის თებე (II, IV,
V, XIV, XXIII).
თებე — მისიის ძველი ქალაქი, რომელიც აიღო აქილევსმა. ქალაქს მართავდა ეეტიონი, ანდრომაქეს მამა (I, II, VI, XII).
თემისი — სამართლისა და კანონის ქალღმერთი, მისი ქალიშვილები არიან ჰორები და მოირები (ბედისწერის
ქალღმერთები), მიწისა და ზეცის ასული (XV, XX).
თერსილოქოსი — ტროის მოკავშირე (XVII); მოკლა აქილევსმა (XXI).
თერსიტესი — აგრიოსის ძე, აიტოლიის მეფეთა შთამომავალი. მახინჯი და ავყია ბერძენი, სცემა ოდისევსმა (II).
თესალოსი — ჰერაკლესისა და ქალკიოპეს ძე, ფეიდიპოსისა და ანტიფოსის მამა (II).
თესევსი — ათენის მეფე, ეგევსის ძე. დედამისი იყო აითრა, ტროიძენის მეფის, პიტთევსის ასული (I).
თესპეია — ბეოტიის ქალაქი (II).
თესტორი, იხ. ალკმაიონი — ალკმაიონის მამა (XII).
თესტორი, იხ. ენოფსი — ენოფსის ძე, ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
თესტორი, იხ. კალქასი — კალქასის მამა (I).
თეტისი — ნერეისი, პელევსის მეუღლე, აქილევსის დედა; ნერევსის, ზღვის მოხუცის ასული. ის უყვარდათ ზევსსა და
პრომეთევსს, მაგრამ რადგან წინასწარმეტყველება ამბობდა, რომ მისი ვაჟი მამას აღემატებოდა, მიათხოვეს მოკვდავ პელევსს (I et
pass).
თიესტესი — პელოფსის ძე, ატრევსის ძმა (II).
თიმბრაიოსი — ტროელი უფლისწული; მოკლა დიომედესმა (XI).
თიმბრე — ადგილი ტროის მახლობლად (X).
თიმოიტესი — ერთ-ერთი ტროელი უხუცესი (III).
თისბე — ბეოტიის ქალაქი (II).
თოასი — ანდრაიმონისა და გორგეს ძე, კალიდონისა და პლევრონის მეფე, ორმოცი ხომალდი ჩაიყვანა ტროაში (II, IV, VII,
XIII, XV, XIX).
თოასი, ტროელი — მოკლა მენელაოსმა (XVI).
თოასი, ჰიფსიპილეს მამა — დიონისოსისა და არიადნეს ვაჟი, ლემნოსის მეფე, მირინეს მეუღლე, ჰიფსიპილესა და
სიკინოსის მამა (XIV, XXIII).
თოე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
თოონი, ტროელი — მოკლა ოდისევსმა (XI).
თოონი, ტროელი — მონაწილეობდა გალავანზე იერიშში (XII); მოკლა ანრილოქოსმა (XIII).
თოონი, ფაინოფსის ძე — მოკლა დიომედესმა (V).
თოოტესი — ბერძენი მაცნე (XII).
თრაკია — ქვეყანა, რომელიც ესაზღვრებოდა შავ ზღვასა და ეგევსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთს (II et pass).
თრასიმედესი — ნესტორის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც მას ანაქსიბიასგან შეეძინა, მამას ახლდა ტროას ომში და მასთან
ერთად დაბრუნდა პილოსში (IX, X, XIV, XVI, XVII).
თრასიოსი, პაიონიელი — მოკლა აქილევსმა (XXI).
თრიოესა — ძველი ელისის ქალაქი (II).
თრიონი — მესინიის ქალაქი (II).
თრონიონი — ლოკრისის ქალაქი (II).
იაირა — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
იალისოსი — როდოსის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი (II).
იალმენოსი — არესისა და ასტიოქეს ძე, ასკალაფოსის ძმა, მინოსელებს მეთაურობდა ტროის წინააღმდეგ (IX).
იამენოსი — ტროელი მეთაური (XII); მოკლა ლეონტევსმა (XIII).
იანასა — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
იანეირა — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
იაპეტოსი — კრონოსის ძმა; ტიტანი, რომელიც ტარტაროსში დაამწყვდიეს (VIII).
იარდანოსი — მცირე მდინარე ელისში (VIII).
იასონი — აისონის (ესონის) ძე, არგონავტების მეთაური, ოქროს საწმისისთვის მოგზაურობის გმირი. კოლხეთში
ჩასვლამდე კუნძულ ლემნოსზე დაქორწინდა ჰიფსიპილეზე, რომელიც მალე მიატოვა; ამ ქორწინებიდან იშვა ევნეოსი (VII, XXI,
XXIII).
იასოსი — ათენელი მეთაური, სფელოსის ძე, ბუკოლოსის შვილიშვილი; მოკლა ენეასმა (XV).
იდა — მთა ტროის მახლობლად (და არა წმინდა იდის მთა კრეტაზე). მის უმაღლეს მწვერვალს ერქვა გარგარონი. აქ
დაიბადა ენეასი. მის ფერდობზე იყო გაშენებული ქალაქი ძელეია (II et pass).
იდაიოსი, მაცნე — ტროელი მაცნე, რომელიც პრიამოსს ახლდა აქილევსის კარავში მისვლისას (III, VII, XXIV).
იდაიოსი, ტროელი — დარესის ძე, ფეგევსის ძმა (V).
იდასი — აფარევსისა და ოიბალოსის ასულის, არენეს, ძე, რომელმაც ცოლად შეირთო მარპესა და მისგან შეეძინა
კლეოპატრა ან ალკიონე (IX).
იდომენევსი — კრეტის მეფე, დევკალიონის ძე, მინოსისა და პასიფაეს შვილიშვილი (II et pass).
ითაიმენესი — სთენელაოსის მამა (XVI).
ითაკა — ოდისევსის მშობლიური კუნძული იონიის ზღვაში (II, III).
ითომე — თესალიური ქალაქი (II).
იკაროსის ზღვა — ეგევსის ზღვის ნაწილი თურქეთსა და ბერძნულ კუნძულებს, პატმოსსა და ლეროსს შორის, მოიცავს
კუნძულ იკარიას, სადაც, მითის მიხედვით, ჩამოვარდა და დაკრძალეს იკაროსი (III).
ილიონევსი — ტროელი, ფორბასის ძე; მოკლა პენელეოსმა (XIV).
ილიონი — ტროის ციხე-სიმაგრე, დარდანოსის შვილთაშვილის, ილოსის სახელის მიხედვით (I et pass).
ილიონის მინდორი — მინდორი ტროის წინ (XXI).
ილოსი — ტროსის ძე, ერიქთონიოსის შვილიშვილი; დედამისი იყო კალიროე. რადგან დარდანოსის შვილთაშვილი იყო,
დარდანიდადაც მოიხსენიებოდა. მისი ძმები იყვნენ ასარაკოსი, განიმედესი, ხოლო და — კლეოპატრა. ცოლად მოიყვანა ევრიდიკე,
ადრასტოსის ასული, რომლისგანაც შეეძინა ლაომედონი; ასე რომ, ილოსი იყო პრიამოსის პაპა. გადმოცემის მიხედვით, მას
დაუარსებია ტროა. მისი საფლავი იყო ტროის მახლობლად (X, XI, XX, XXIV).
იმბრასოსი — პეიროსის მამა (IV).
იმბრიოსი — მენტორის ძე, პრიამოსის ქალიშვილის, მედიკასტეს მეუღლე; მოკლა ტევკროსმა (XIII).
იმბროსი — კუნძულ ჩრდილოეთ ეგევსის ზღვაში (XIII, XIV); ეეტიონის სამშობლო (XX), ცნობილი იყო თავისი მონათა
ბაზრით (XXIV).
იოლკოსი — თესალიის ძველი ქალაქი (II).
იონიელები — აღმოსავლეთ ეგევსის ზღვის ნაპირებისა და კუნძულების ბერძენი მოსახლეობა (XIII).
ირისი — თავმასისა და ელექტრას ასული, ჰარპიების და, ოლიმპიელი ღმერთების მსახური, ღმერთების ნედას
გადასცემდა სხვა ღმერთებსა და ადამიანებს (II et pass).
ისანდროსი — ბელეროფონტესის ძე, რომელიც მოკლა არესმა (VI).
ისოსი — პრიამოსისა და ჰეკაბეს ძე. იგი ძმასთან, ანტიფოსთან, ერთად დაატყვევა აქილევსმა, მაგრამ გაათავისუფლა
გამოსასყიდის მიღების შემდეგ; მოკლა აგამემნონმა (XI).
იტონი — ქალაქი, ძველი თიტონიო (II).
იფევსი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
იფიანასა — აგამემნონის ქალიშვილი (IX).
იფიდამასი — ანტენორის ძე, აღზრდილი თრაკიაში; მოკლა აგამემნონმა (XI).
იფიკლოსი — ფილაკეს მეფე (II), პოდარკესის მამა (XIII), ოდესღაც სირბილში დაუმარცხებია ნესტორს (XXIII).
იფინოოსი — ბერძენი, დექსიოსის ძე; მოკლა გლავკოსმა (VII).
იფისი — პატროკლოსის საყვარელი (II).
იფიტიონი — ტროელი მხედართმთავარი, ოტრინტევსის ძე; მოკლა აქილევსმა (XX).
იფიტოსი — ნავბოლოსის ძე, სქედიოსის, ეპისტროფოსისა და ევრინომეს მამა; ერთ-ერთი არგონავტი (II, XVII).
იფიტოსი, ტროელი — არქეპტოლემოსის მამა (VIII).
იქსიონი — ლაპითების მეფე, მიიჩნეოდა პეირითოოსის მამად (XIV).
კაბესოსი — მხარე მაკედონიასა და თრაკიას შორის. ოთრიონევსი იყო კაბესოსელი (XIII).
კადმოსელები, კადმოსიანები — კადმოსის, თებეს დამფუძნებლის, შთამომავლები, თებელები (IV, V, XXIII).
კავკონები — ანატოლიის ავტოხთონური ტომი, შესაძლოა, კავკასიური წამოშობისა, ტროელთა მოკავშირეები (X, XX).
კაინევსი — პოსეიდონის ქალიშვილი, რომელიც კაცად იქცა და ლაპითების მეფე გახდა, იბრძოდა კენტავრების
წინააღმდეგ (I), კორონოსის მამა (II).
კაისტროსი — მდინარე დღევანდელი იზმირის სამხრეთით, გადამფრენი ფრინველების თავმოყრის ადგილი (II).
კალესიოსი — აქსილოსის ტროელი მეეტლე, რომელიც მოკლა დიომედესმა (VI).
კალეტორი, იხ. აფარევსი — აფარევსის მამა (XIII).
კალეტორი, ტროელი — სლიტიოსის მძე (XV).
კალიანასა — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
კალიანეირა — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
კალიაროსი — ლოკრისის ქალაქი (II).
კალიდნის კუნძულები — სპორადული კუნძულები, კ. კოსის მახლობლად (II).
კალიდონი — აიტოლიის ქალაქი, მდ. ევენოსის ნაპირას (II), ცნობილი იყო ტახზე ნადირობით („კალიდონის ნადირობა“,
IX); მას მართავდა თოასი (XIII); ოდესღაც მისი მეფე იყო ოინევსი (XIV).
კალიკოლონე — ბორცვი მდინარე სიმოეისის მახლობლად (XX).
კალქასი — თესტორის ძე, ბერძენი წინასწარმეტყველი და ფრინველთმისანი, რომელმაც განმარტა აპოლონის
მრისხანების ამბავი (I), სწორად იწინასწარმეტყველა ავლისში ტროის ათწლიანი ომი (II); პოსეიდონი მიემსგავსა მას, ბერძნები რომ
საბრძოლოდ აღეგზნო (XIII).
კამეიროსი — ქალაქი კუნძულ როდოსის დასავლეთ ნაწილში (II).
კაპანევსი — ჰიპონოოსისა და ასტინომეს, იფისის ასულის, ძე, ევადნეს მეუღლე. ერთ-ერთი შვიდთა ლაშქრობიდან
თებეზე. თებეს ალყის დროს დაიტრაბახა, რომ ზევსიც ვერ შეაფერხებდა მის ასვლას გალავანზე, მაგრამ კიბეზე ასვლისას ზევსმა
მეხი დასცა. მის დასაკრძალავ კოცონზე თავი დაუწვავს მის მეუღლეს, ევადნესაც. ითვლებოდა, რომ კაპანევსი ერთ-ერთი იმ
გმირთაგანი იყო, რომლებიც ასკლეპიოსმა მკვდრეთით აღადგინა. სთენელოსის მამა (II, IV, V).
კაპისი — ასარაკოსისა და ჰიორომნემეს ძე, ანქისესის მამა, ენეასის პაპა (XX).
კარდალიმე — ქალაქი მესინიაში, რომელსაც აგამემნონი შეჰპირდა აქილევსს (IX).
კარესოსი — იდის მთის მდინარე. ტროის ომის შემდეგ პოსეიდონმა მისი ნაკადი ბერძენთა გალავნის დასანგრევად
გამოიყენა (XII).
კარია — აღმოსავლეთ ანატოლიის მხარე, ლიკიის სამხრეთით და ფრიგიის აღმოსავლეთით (II), ცნობილი სპილოს
ძვლით (IV), ტროის მოკავშირე (X).
კარისტოსი — აბანტების ქალაქი (II).
კასანდრა — პრიამოსისა და ჰეკაბეს ასული, რომელსაც აპოლონმა წინასწარმეტყველების ნიჭი აჩუქა, მაგრამ როდესაც
ქალმა ღმერთის სიყვარული უარყო, ადამიანთა დარწმუნების უნარი წაართვა. გააუპატიურა მცირე აიასმა, რითიც ათენას
მრისხანება დაიმსახურა. საბერძნეთში ჩაიყვანა აგამემნონმა. მის ხელს დაპირდნენ ოთრიონევსს (XIII), პირველმა დაინახა
პრიამოსი, რომელიც ჰექტორის ცხედართან ერთად დაბრუნდა (XXIV).
კასოსი — კუნძული კრეტის ჩრდილოეთით (II).
კასტიანეირა — პრიამოსის მეუღლე, გორგითიონის დედა (VIII).
კასტორი — ორიდან ერთ-ერთი დიოსკუროსი, ლედასა და ლაკედემონის მეფე ტინდარევსის, ან ლედასა და ზევსის ძე,
ჰელენესა და კლიტემნესტრას ძმა. გამოირჩეოდა ცხენების გახედვნისა და ცხენოსნობის ნიჭით, ხოლო მისი ძმა, პოლუქსი
(პოლიდევკესი) კრივის ნიჭით.
კეასი — ტროიძენოსის მამა (II).
კებრიონესი — პრიამოსის ძე, ჰექტორის ნახევარძმა და მისი მეეტლე (VIII), მოკლა პატროკლოსმა (XVI).
კელადონი — ბერძნული მდინარე, სრაბონის მიხედვით, ერთვის ალფეიოსს (VIII).
კენტავრები — მითოსური არსებებისანახევროდ ადამიანები, სანახევროდ ცხენები. ცხოვრობდნენ თესალიის მთებში.
ისინი იყვნენ იქსიონისა და ჰერას იერის მქონე ღრუბლის შვილები. ებრძოდნენ ლაპითებს პეირითოოსის ქორწილზე (I, II),
კენტავრი ქეირონი აქილევსის მასწავლებელი იყო (XI).
კერები, იხ. ბედისწერა.
კერინთოსი — აბანტების ქალაქი (II).
კეფალენიელები — კუნძულ კეფალენიის (შესაძლოა, ეს იყოს კ. სამოსი) მკვიდრნი (II), რომელთაც ოდისევსი
წინამძღოლობდა (IV).
კეფისოსი — ფოკისისა და ბეოტიის მდინარე (II).
კვიპროსი — კუნძული აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, მიძღვნილი აფროდიტესადმი (XI).
კითერა — კუნძული პელოპონესოსის სმხრეთ-დასავლეთით (II).
კიკონები — ისმაროსზე მცხოვრები თრაკიული ტომი, ტროის მოკავშირეები (II), მათი მეთაური იყო მენტესი (XVII).
კილა — აიოლისის ქალაქი, მიძღვნილი აპოლონისადმი (I).
კილენე — მთა არკადიაში, ჰერმესის დაბადების ადგილი (II), ოტოსი იყო კილენელი (XV).
კილიკიელები — კილიკიის, კვიპროსის ჩრდილოეთით მდებარე მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარის,
მკვიდრნი. ეეტიონი იყო კილიკიელთა მეფე (VI).
კიმოდოკე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
კიმოთოე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
კინირასი — სახელოვანი კვიპროსელი გმირი, აპოლონის ძე, აფროდიტეს ქურუმი; აგამემნონმა მისგან საჩუქრად მიიღო
ძვირფასი აბჯარი (XI).
კინოსი — ლოკრისის ქალაქი (II).
კიპარისეისი — მესინიის ქალაქი (II).
კიპარისოსი — ფოკისის ქალაქი (II).
კისევსი, იხ. თეანო — თრაკიელი მმართველი, თეანოს მამა (VI), იფიდამასის აღმზრდელი (XI).
კიტოროსი — მთა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე (II).
კიფოსი — თესალიის ქალაქი (II).
კლეიტოსი — პეისენორის ძე, რომელიც მოკლა ტევკროსმა (XV).
კლეობულოსი — ტროელი, რომელიც მოკლა მცირე აიასმა (XVI).
კლეონე — ქალაქი ძველი კორინთოსის მახლობლად (II).
კლეოპატრა — იდასისა და მარპესას ასული, მელეაგროსის მეუღლე; მისი მეტსახელი იყო ალკიონე (IX).
კლიმენე — ჰელენეს მოახლე, მენელაოსის ნათესავი და ჰელენეს ახლობელი. ტროის დაცემის შემდეგ ერგო აკამასს (III).
კლიმენე, ნერეისი — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
კლიტემნესტრა — აგამემნონის მეუღლე, სპარტის მეფე ტინდარევსისა და ლედას ასული, ჰელენესა და დიოსკუროსების,
კასტორისა და პოლუქსის და ან ნახევარდა; ორესტესის, ელექტრასა (ლაოდიკესა) და იფიგენიას დედა. აგამემნონმა მას ქრისეისი
შეადარა (I).
კლიტიოსი — პრიამოსის ძმა, ლაომედონის ვაჟი, კალეტორისა და პლოკლეიას მამა (XV), ერთ-ერთი ტროელი უხუცესი
(III, XX).
კლიტიოსი, იხ. დოლოფსი — ბერძენი (XI).
კლიტომედესი — ელისელი, რომელიც ოდესღაც კრივში დაუმარცხებია ნესტორს (XXIII).
კლონიოსი — ბეოტიელების წინამძღოლი ტროის ომში (II), მოკლა აგენორმა (XV).
კნოსოსი — მინოსური კრეტის მთავარი ქალაქი, დღევანდელი ირაკლიონის მახლობლად (II), აქ დაიდალოსმა ააგო
ლაბირინთი და არიადნეს საცეკვაო მოედანი (XVIII).
კოირანოსი, კრეტელი — მერიონესის მეეტლე და მეგობარი, რომელიც მოკლა ჰექტორმა (XVII).
კოირანოსი, ლიკიელი — მოკლა ოდისევსმა (V).
კოონი — ანტენორის უფროსი ვაჟი (XI), მან დაჭრა აგამემნონი, რომელმაც ბოლოს მოკლა იგი (XIX).
კოპე — ბეოტიის ქალაქი (II).
კოპრევსი — პელოფსის ვაჟი. იფიტოსის მკვლელობის შემდეგ ელისიდან მიკენეში გაიქცა, სადაც განწმინდა
ევრისთევსმა, რომელიც მისი მეშვეობით დავალებებს აძლევდა ჰერაკლესს, რომ თავისი გმირობების ჩაედინა. პერიფეტესის მამა
(XV).
კორინთოსი — საბერძნეთის უძველესი ქალაქი (II). მისან ევქენორის სამშობლო (XIII).
კორონეია — ბეოტიის ქალაქი (II).
კორონოსი — კაინევსის ძე, ლაპითების უფლისწული, ლეონტევსისა და ლისიდიკეს მამა, რომელიც მოკლა ჰერაკლემ (II).
კოსი — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში (II), აქ მიაგდო ჰერას გამოწვეულმა ქარიშხალმა ჰერაკლესი (XIV, XVI).
კრანაე — ლაკონიის კუნძული. სპარტიდან გამოქცეულმა პარისმა და ჰელენემ აქ გაატარეს პირველი ღამე (III).
კრაპათოსი — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, კრეტასა და როდოსს შორის (II).
კრეატოსი — ერთ-ერთი ორ მოლიონთაგან, აქტორის ძე (II), ამფიმაქოსის მამა (XIII).
კრეთონი — დიოკლესის ძე, რომელიც მოკლა ენეასმა (V).
კრეონი — ბერძენი, ლიკომედესის მამა (IX, XIX).
კრეტა — კუნძული აღმოსავლეთ ხმელთაშა ზღვაში, მინოსური ცივილიზაციის აკვანი (II), კრეტელებს წინამძღოლობდა
იდომენევსი (pass).
კრისა — ფოკისის ქალაქი (II).
კროისმოსი — ტროელი, რომელიც მოკლა მეგესმა (XV).
კროკილეია — ლევკადის ქალაქი იონიის კუნძულებზე (II).
კრომნა — ქალაქი სესამოსის ტერიტორიაზე (II).
კრონიონი — კრონოსის ძე, ზევსი (pass).
კრონოსი — ზევსის მამა, ურანოსის ძე, რომელიც ტახტიდან ჩამოაგდო ზევსმა (I et pass).
კურეტები — ლეგენდარული ხალხი, მონაწილეობა მიიღეს კალიდონის ნადირობაში (IX).
ლაასი — ლაკონიის ქალაქი (II).
ლაერკესი — მირმიდონელი, ჰაიმონის ძე, ალკიმედონის მამა (XVI, XVII).
ლაერტესი — ოდისევსის მამა, არკეისიოსის ძე (II, IV, VIII, IX, XIX).
ლაკედემონი — სპარტის სამეფო, მენელაოსის სამშობლო (II, III).
ლამპოსი — ჰექტორის ერთ-ერთი ცხენი (VIII).
ლამპოსი, ტროელი — ლაომედონის ძე, დოლოფსის მამა, ერთ-ერთი ტროელი უხუცესი (III, XV, XX).
ლაოგონოსი, ბიასის ძე — ტროელი; მოკლა აქილევსმა (XX).
ლაოგონოსი, ონეტორის ძე — ტროელი, ზევსის იდელი ქურუმის ძე; მოკლა მერიონესმა (XVI).
ლაოდამასი — ანტენორის ძე; მოკლა აიასმა (XV).
ლაოდამეია — ბელეროფონტესის ასული, რომელმაც ზევსს უშვა სარპედონი, თავად კი მოკლა არტემისმა (VI).
ლაოდიკე, აგამემნონის ასული — აგამემნონის ქალიშვილი (IX).
ლაოდიკე, პრიამოსის ასული — პრიამოსისა და ჰეკაბეს ულამაზესი ასული, ჰელიკაონის მეუღლე (III, VI).
ლაოდოკოსი — ანტენორის ძე; მას მიემსგავსა ათენა (IV).
ლაოდოკოსი, ბერძენი — ანტილოქოსის მეეტლე (XVII).
ლაოთოე — პრიამოსის მეუღლე, ალტესის ასული (XXI, XXII).
ლაომედონი — ტროის მეფე, ილოსისა და ევრიდიკეს ძე, პრიამოსის, ტითონოსის, ლამპოსის, კლიტიოსის, ჰიკეტაონისა
და ბუკოლიონის მამა (III et pass).
ლაპითები — სამხრეთ-დასავლეთ თესალიის ძველი ტომი. პეირითოოსისა და ჰიპედამეიას ქორწილზე მოხდა
დაპირისპირება ლაპითებსა და კენტავრებს შორის, რომელიც ომში გადაიზარდა. გალავნის მცველი პოლიპოიტესი და ლეონტევსი
იყვნენ ლაპითები (XII).
ლარისა — ძველი ქალაქი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე (ბერძნული ლარისა არ იგულისხმება) (II),
ჰიპოთოოსის სამშობლო (XVII).
ლევკოსი — ბერძენი მეომარი, ოდისევსის მეგობარი; მოკლა ანტიფოსმა (IV).
ლეთოსი — ჰიპოთოოსისა და პილაიოსის მამა (II, XVII).
ლეიოკრიტოსი — ბერძენი, არისბასის ძე, ლიკომედესის მეგობარი; დაჭრა ენეასმა (XVII).
ლეიტოსი — ალექტორის ან ალექტრიონისა და კლეობულეს ძე; ერთ-ერთი არგონავტი, ბეოტიელთა მეთაური (II, XIII);
მოკლა ფილაკოსი (VI), დაჭრა ჰექტორმა (XVII).
ლელეგები — სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის აბორიგენი ხალხი, რომლებიც დაიპყრეს კარიელებმა (X, XX, XXI).
ლემნოსი — ჩრდილოეთ ეგევსის ზღვის კუნძული, ჰეფესტოსის სამკვიდრო (I et pass).
ლეონტევსი — კორონოსის ძე,ლაპითების უფლისწული. პოლიპოიტესთან ერთად წინამძღოლობდა ლაპითებს ტროის
ომში (II, XII, XXIII).
ლესბოსი — კუნძული ეგევსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (IX, XXIV).
ლეტო — ტიტანების, კოიოსისა და ფოიბეს ასული, რომელსაც ზევსისგან შეეძინა აპოლონი და არტემისი (I et pass).
ლექტონი — კონცხი ანატოლიის უკიდურესი აღმოსავლეთში (XIV).
ლიკაონი — ლიკიის მეფე, პანდაროსის მამა (II, IV, V).
ლიკაონი, პრიამოსის ძე — პრიამოსისა და ლაოთოეს ძე, პოლიდოროსის ძმა; მოკლა აქილევსმა (III, XX, XXI, XXII, XXIII).
ლიკასტოსი — კრეტის ქალაქი (II).
ლიკია — რეგიონი დღევანდელი ანტალიისა და მუღლას ტერიტორიაზე, სარპედონის სამშობლო (II et pass).
ლიკიმნიოსი — ელექტრიონის ა და ფრიგიელი მონაქალის, მიდეიას ძე, ალკმენეს ნახევარძმა (II).
ლიკო — ტროელი; მოკლა პენელეოსმა (XVI).
ლიკომედესი — ბერძენი, კრეონის ძე (IX, XII, XVII, XIX).
ლიკოფონტესი — ტროელი; მოკლა ტევკროსმა (VIII).
ლიკოფრონი — მასტორის ძე; მოკლა ჰექტორმა (XV).
ლიკურგოსი — დრიასის ძე, ედონესის მეფე თრაკიაში (VI).
ლიკურგოსი, არკადიელი — ალეოსისა და ნაიერას ძე, არკადიის მეფე, რომელმაც მოკლა არეითოოსი (VII).
ლილაია — ფოკისის ქალაქი (II).
ლიმნორეია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ლინდოსი — ქალაქი კუნძულ როდოსის აღმოსავლეთ ნაწილში (II).
ლინოსი — აპოლონისა და მუზის ვაჟი, გლოვის პერსონიფიკაცია. აქილევსის ფარზე ყმაწვილი კაცი ლინოსს უმღერის
(XVIII).
ლირნესოსი — დარდანიის ქალაქი, რომელშიც კილიკიელები სახლობდნენ (II), აქილევსმა გაანადგურა და მოიტაცა მეფე
მინესის მეუღლე, ბრისეისი (XIX, XX).
ლისანდროსი — ტროელი; მოკლა აიასმა (XI).
ლიქტოსი — კრეტის ქალაქი (II), კოირანოსის სამშობლო (XVII).
ლოკრისელები — ლოკრისი მხარე იყო საბერძნეთში (კუნძულ ევბეის მოპირდაპირედ), ლოკრისელები იბრძოდნენ
ტროის ომში (II, XIII).
ლოცვები
მაგნესიელები — სამხრეთ-აღმოსავლეთ თესალიის მხარის, მაგნესიის წარმომადგენლები (II).
მაიანდროსი — მდინარე დღევანდელ სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში (II).
მაიმალოსი — მირმიდონელი, პეისანდროსის მამა (XVI).
მაიონი — ჰაიმონ თებელის ძე (IV).
მაიონია — ძველი ლიდია (II, IV, V, X, XVIII).
მაირა — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
მაკარი — ჰელიოსისა და როდოსის ძე, რომელიც როდოსიდან ლესბოსზე გაიქცა და ამ კუნძულის მეფე გახდა (XXIV).
მანტინეა — არკადიის ქალაი (II).
მარისი — ატიმნიოსის ძმა, ტროელი; მოკლა თრასიმედესმა (XVI)
მარპესა — ევენოსისა და ალკიპეს ასული, კლეოპატრას დედა (IX).
მასესი — სამხრეთ არგოლისის ქალაქი (II).
მასტორი — კითერელი ბერძენი, ლიკოფრონის მამა (XV).
მაქაონი — ასკლეპიოსისა და ეპიონეს ან არსინოეს ძე, პოდალეირიოსის ძმა, რომელთან ერთადაც წინამძღოლობდა
ტრიკელ თესალიელებს (II, IV, XI, XIV).
მეგასი, იხ. პერიმოსი — პერიმოსის მამა (XVI).
მეგესი — ფილევსის ძე, ავგეასის შვილიშვილი (II et pass.)
მედეონი — ბეოტიის ქალაქი (II).
მედესიკასტე — პრიამოსისა და იმბრიოსის ქალიშვილი (XIII).
მედონი, ოილევსის ძე — ოილევსისა და რენეს ძე, მცირე აიასის ნახევარძმა (II, XIII); მოკლა ენეასმა (XV).
მედონი, ტროელთა მოკავშირე — ჰექტორმა ბრძოლისკენ მოუწოდა (XVII).
მეთონე — თესალიის ქალაქი (II).
მეკისტევსი, ექიოსის ძე — აიასისა და ტევკროსის მეგობარი (VIII, XIII); მოკლა პოლიდამასმა (XV).
მეკისტევსი, ტალაოსის ძე — ტალაოსისა და ლისიმაქეს ძე, ადრასტოსის ძმა, ევრიალოსის მამა (II, VI, XXIII).
მელანთიოსი — ტროელი; მოკლა ევრიპილოსმა (VI).
მელანიპოსი, ბერძენი — ოდისევსს დაეხმარა საჩუქრების მოტანაში (XIX).
მელანიპოსი, პერკოტელი — ჰიკეტაონის ძე, დოლოფსის ნათესავი; მოკლა ანტილოქოსმა (XV).
მელანიპოსი, ტროელი — მოკლა პატროკლოსმა (XVI).
მელანიპოსი, ტროელი — მოკლა ტევკროსმა (VIII).
მელასი — პორთევსის ძე (XIV).
მელეაგროსი — ოინევსისა და თესტიოსის ასულის, ალთაიას, ძე. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი აიტოლიელი
გმირი, კალიდონის ნადირობისა და არგონავტიკის მონაწილე (II).
მელიბოია — თესალიის ქალაქი (II).
მელიტე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
მენელაოსი — სპარტის მეფე, ატრევსის უმცროსი ძე, აგამემნონის ძმა, ჰელენეს მეუღლე (I et pass).
მენესთევსი — პეტეოსის ძე, ათენის მეფე (II, IV, XIII, XV).
მენესთევსი, ბეოტიელი — ბერძენი არნედან; მოკლა პარისმა (VII).
მენესთევსი, მირმიდონელი — მდინარის ღმერთ სპერქევსისა და პოლიდორას, პელევსის ასულის, ძე (XVI).
მენესთესი — ბერძენი ვეტერანი; მოკლა ჰექტორმა (V).
მენოიტიოსი — ოპუსელი, ჰერაკლესის მეგობარი, პატროკლოსის მამა (I et pass).
მენონი — ტროელი; მოკლა ლეონტევსმა (XIII).
მენტესი — კიკონების მეთაური (XVII).
მენტორი — ტროელთა მოკავშირე პედაიონიდან
მერიონესი — მოლოსის ძე, იდომენევსთან ერთად კრეტელებს წინამძღოლობდა ტროის ომში (II et pass).
მერმეროსი — ტროელი მეომარი; მოკლა ანტილოქოსმა (XIV).
მეროფსი — რინდაკოსის მეფე, პერკოტედან. კლეიტეს, არისბეს, ამფიოსისა და ადრასტოსის მამა (II);ორი შვილი მოუკლა
დიომედესმა (XI).
მესე — ლაკონიის ქალაქი (II).
მესეისი — წყარო თესალიაში (VI).
მესთლესი — მაიონელების წინამძღოლი ტროაში (II, XVII).
მესტორი — პრიამოსის ვაჟი (XXIV).
მზე-ღმერთი, ჰელიოსი, იხ. ჰიპერიონი.
მიგდონი — ფრიგიის მეფის, აკმონის ძე; ოტრევსთან და პრიამოსთან ერთად ებრძოდა ამორძალებს (III).
მიდეია — ბეოტიის ქალაქი (II).
მიდონი, პაიონიელი — მოკლა აქილევსმა (XXI).
მიდონი, პაფლაგონიელი — პილაიმენესის მეგობარი და მეეტლე (V).
მიკალე — მთა მაიანდროსის ჩრდილოეთით (II).
მიკალესოსი — ბეოტიის ქალაქი (II).
მიკენე — არგოლისის სამეფო ქალაქი, არგოსისა და ტირინსის ჩრდილოეთით. გათხარა შლიმანმა. სახელგანთქმულია
თავისი „ლომების კარიბჭით“; აგამემნონი იყო მიკენეს მეფე (II, IV, VII, XI, XV).
მილეტოსი, აზიაში — მცირე აზიის დასავლეთის ზღვისპირა ქალაქი (II).
მილეტოსი, კრეტაზე — ქალაქი კუნძულ კრეტაზე (II).
მინესი — ლირნესოსელი ევენოსის ძე, ბრისეისის მეუღლე; მოკლა აქილევსმა (II).
მინიეიოსი — მდინარე, რომელიც ზღვას უერთდება არენეს მახლობლად (XI).
მინოსი — კრეტის მეფე, ზევსისა და ევროპეს ძე, პასიფაეს მეუღლე, დევკალიონის მამა (XIII, XIV).
მირინე — ტევკროსის ასული, დარდანოსის მეუღლე (II).
მირმიდონელები — ტომი, რომლებსაც მოუძღოდა აქილევსი ტროის ომში (II et pass).
მირსინოსი — ელისის ქალაქი (II).
მისია — მხარე ძველი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთში. მისიელები ტროელების მოკავშირეები იყვნენ (II, X, XIII, XIV,
XXIV).
მიწისმრყეველი (ენოსიგაიოსი) — პოსეიდონი (pass).
მნესოსი — მოკლა აქილევსმა (XXI).
მოირა, იხ. ბედისწერა.
მოლიონები — ევრიტოსი და კრეატოსი, აქტორის ან პოსეიდონისა და მოლიონეს შვილები (XI, XXIII).
მოლიონი — თიმბრაიოსის მეეტლე და თანამებრძოლი; მოკლა ოდისევსმა (XI).
მოლოსი — კრეტელი დევკალიონის ძე, მერიონესის მამა (X).
მორისი — ფრიგიელების მეთაური ასკანიიდან, ჰიპოტიონის ძე (XIII, XIV).
მუზა — მეხსიერების ქალღმერთის, მნემოსინესა და ზევსის ასული. ჰომეროსი ახსენებს მუზებსაც, რომლებიც შემდგომ
ხანაში ცხრანი იყვნენ (I et pass).
მულიოსი, ეპეიელი — ავგეიასის სიძე; მოკლა ნესტორმა (XI).
მულიოსი, ტროელი — მოკლა აქილევსმა (XX).
მულიოსი, ტროელი — მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ნავბოლოსი — ორნიტოსის ძე, იფიტოსის მამა, ფოკისის მეფე (II).
ნაიასები — ბუნების მცირე ღვთაებები, მტკნარი წყლის: მდინარეების, ტბების, ნაკადულების ნიმფები (XIV, XX).
ნასტესი — ნომიონის ძე, თავის ძმა, ამფიმაქოსთან ერთად წინამძღოლობდა ტროის დასახმარებლად ჩამოსულ
კარიელებს (II).
ნელევსი — პილოსის მეფე, პოსეიდონისა და ნიმფა ტიროს ძე, ნესტორისა და მისი თერთმეტი ძმის, მათ შორის,
პერიკლიმენოსის, მამა (VIII, XI, XXIII).
ნემერტესი — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ნეოპტოლემოსი (პიროსი) — აქილევსისა და ლიკომედესის ასულის, დეიდამეიას ძე (XIX).
ნერევსი — პონტოსისა და გაიას ძე, დორისის მეუღლე, რომელმაც უშვა ნერეისები. აღიწერება როგორც ზღვის ბრძენი
და შეუმცდარი ბერიკაცი, თეტისის მამა (XVIII, XXIV).
ნერეისები — ნერევსისა და დორისის ასულები, ხმელთაშუა ზღვის ნიმფები, რომლებიც განსხვავდებიან ნაიასებისა
(მტკნარი წყლის ნიმფებისა) და ოკეანისებისგან (დიდი ოკეანოსის ნიმფებისგან) (XVIII).
ნერიტონი — მთა ჰომეროსისეულ ითაკაზე (II).
ნესაიე — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ნესტორი — პილოსის მეფე, ნელევსის ძე, ცნობილია თავისი სიბრძნითა და მჭევრმეტყველებით. აღწერილია, როგორც
გერენონელი მხედარი (I et pass).
ნიკიპე — პელოფსის ასული, სთენელოსის მეუღლე, ევრისთევსის დედა (XIX).
ნიმფები — ნაკადის, წყლის, ბორცვების, ხეებისა და ა.შ. მდედრობითი სქესის მცირე ღვთაებები (VII, XXIV).
ნიობე — ტანტალოსის ქალიშვილი, პელოფსის და, ამფიონის, თებეს მეფის, მეუღლე, ექვსი ვაჟისა და ექვსი ასულის
დედა. შვილების სიმრავლით გაამაყებულმა თავი ლეტოს შეადარა, რომელსაც მხოლოდ ორი შვილი ჰყავდა, რის გამოც სასტიკად
დაისაჯა: შვილები აპოლონმა და არტემისმა ამოუხოცეს, თავად კი ქვად იქცა (XXIV).
ნირევსი — ქაროპოსისა და აგლაიას ძე, აქილევსის შემდეგ ყველაზე ლამაზი ტროაში ჩასულ ბერძენთა შორის. მიუძღოდა
სიმედან ჩასულ ლაშქარს (II).
ნისა — ბეოტიის ქალაქი (II).
ნისა — მთა თრაკიაში; აქ გაიზარდა დიონისოსი. აქვე aღმოაჩინა მან ღვინის დამზადების პროცესი (VI).
ნისიროსი — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, 30 კმ კუნძულ კოსიდან (II).
ნიქსი, იხ. ღამე — ძილისა და სიკვდილის (ჰიპნოსისა და თანატოსის) დედა (XIV).
ნოემონი, ბერძენი — ანტილოქოსის მეგობარი (XXIII).
ნოემონი, ტროელი — მოკლა ოდისევსმა (V).
ნომიონი — ნასტეტისა და ამფიმაქოსის მამა (II).
ნოტოსი — სამხრეთის ქარი (XXI).
ოდიოსი — ტროელების მოკავშირე ჰალიძონების მეთაური (II); მოკლა აგამემნონმა (VI).
ოდიოსი, ბერძენი მაცნე — აქილევსთან ელჩობის წევრი (IX).
ოდისევსი — ლაერტესის ძე, პენელოპეს მეუღლე, ტელემაქოსის მამა (I et pass).
ოთრიონევსი — ტროელთა მოკავშირე კაბესოსიდან (XIII).
ოიდიპოსი, ოიდიპოდესი — თებეს მეფე. მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა, იოკასტე („ოდისეის“ მიხედვით,
ეპიკასტე). ნახსენებია მისი დაკრძალვისას გამართული ასპარეზობები თებეში (XXIII).
ოილევსი — ჰოდოიდოკოსისა და ლაონომეს ძე, კინოსის შვილიშვილი, ოპოსის შვილთაშვილი, ლოკრისელების მეფე.
ცოლად მოიყვანა ერიოპისი, მათი ვაჟია აიას მცირე, აიას ოილევსის ძე (II, XII, XIII, XV, XXIII).
ოილევსი, ტროელი — ბიენორის მეეტლე; მოკლა აგამემნონმა (XI).
ოინევსი — პორთევსის ძე, აგრიოსისა და მელასის ძმა, ალთაიას მეუღლე; ტიდევსისა და მელეაგროსის მამა,
დიომედესის პაპა (II, V, VI, IX, X, XIV, XIX).
ოინომაოსი, ბერძენი — მოკლა ჰექტორმა ან არესმა (V).
ოინომაოსი, ტროელი — მონაწილეობდა გალავანზე იერიშში (XII).
ოინოფსი, იხ. ჰელენოსი — ჰელენოსის მამა, ბერძენი (V).
ოიტილოსი — ლაკონიის ქალაქი (II).
ოიქალია — თესალიური ქალაქი (II).
ოკალეა — ბეოტიის ქალაქი (II).
ოკეანოსი — მდინარე, რომელიც გარს ერტყმის მთელ დედამიწას. პერსონიფიცირებულია, როგორც ზღვის მეფე,
დედამიწისა და ჰაერის ძე, ტეთისის მეუღლე და ძმა (I et pass).
ოლენი — კლდე ელისში (II, XI).
ოლენოსი — აიტოლიის ქალაი (II).
ოლიმპოსი — მთა ჩრდილოეთ თესალიაში, ღმერთების სამკვიდრო (I et pass).
ოლიძონი — თესალიის ქალაქი (II).
ოლოოსონი — თესალიის ქალაქი (II).
ონეიროსი — სიზმრის პერსონიფიკაცია (II).
ონეტორი — იდის ზევსის ტროელი ქურუმი (XVI).
ონქესტოსი — ბეოტიის ქალაქი (II).
ოპიტესი — ბერძენი მეომარი; მოკლა ჰექტორმა (XI).
ოპუსი — ლოკრისის ქალაქი (II), მენოიტიოსისა და პატროკლოსის სამშობლო (XVIII, XXIII).
ორეითია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ორესბიოსი — ბერძენი ჰილედან (V).
ორესტესი — აგამემნონისა და კლიტემნესტრას ძე, რომელიც გადასახლებიდან დაბრუნდა მამის მკვლელობისთვის
შურის საძიებლად (IX).
ორესტესი, ბერძენი — მოკლა ჰექტორმა ან არესმა (V).
ორესტესი, ტროელი — მონაწილეობდა ბერძნულ გალავანზე იერიშში; მოკლა ლეონტევსმა (XII).
ორთაიოსი — ტროელი მეომარი (XIII).
ორთე — თესალიის ქალაქი (II).
ორიონი — მონადირე ბეოტიური ჰირიიდან, ცნობილი თავისი სილამაზით. იგი უყვარდა ეოსს და მოკლა არტემისმა.
იქცა ყველაზე ელვარე თანავარსკვლავედად. გამოსახული იყო აქილევსის ფარზე (XVIII).
ორმენიოსი — თესალიის ქალაქი (II).
ორმენოსი — კერკაფოსის ძე, აიოლოსის შვილიშვილი, რომელსაც დაუარსებია ქალაქი ორმენიოსი; ამინტორის მამა (IX).
ორმენოსი, ტროელი — მოკლა პოლიპოიტესმა (XII).
ორმენოსი, ტროელი — მოკლა ტევკროსმა (VIII).
ორნეიე — ქალაქი ჩრდილოეთ არგოლისში (II).
ოროსი — ბერძენი მეომარი; მოკლა ჰექტორმა (XI).
ორსილოქოსი, დიოკლესის მამა — დიოკლესის მამა; მდინარის ღმერთ ალფეიოსის ძე (V).
ორსილოქოსი, დიოკლესის ძე — დიოკლესის ძე; მოკლა ენეასმა (V).
ორსილოქოსი, ტროელი — მოკლა ტევკროსმა (VIII).
ორქომენოსი, არკადიაში — არკადიის ქალაქი (II).
ორქომენოსი, ბეოტიაში — მინიასის ქალაქი (II).
ოსა, ღვთაებრივი ხმა — მითქმა-მოთქმის პერსონიფიკაცია, ლათ. Fama. როგორც წესი, იგულისხმება ზევსის ხმა (II).
ოტოსი, ეპეიელების წინამძღოლი — ბერძენი კილენედან, მეგესის მეგობარი, ეპეიელთა წინამძღოლი; მოკლა
პოლიდამასმა (XV).
ოტოსი, ეფიალტესის ძმა — ალოევსის მეუღლის, იფიმედეიასა და პოსეიდონის ძე, ეფიალტესის ძმა(V).
ოტრევსი — ფრიგიის მეფე, რომელსაც ეხმარებოდა პრიამოსი ამორძალებთან ბრძოლაში (III).
ოტრინტევსი, იხ. იფიტიონი — იფიტიონის მამა (XX).
ოფელესტესი, პაიონიელი — მოკლა აქილევსმა (XXI).
ოფელესტესი, ტროელი — მოკლა ტევკროსმა (VIII).
ოფელტიოსი, ბერძენი — ცნობილი მეომარი; მოკლა ჰექტორმა (XI).
ოფელტიოსი, ტროელი — მოკლა ევრიალოსმა (VI).
ოქესიოსი — აიტოლიელი, პერიფასის მამა (V).
პაიონი — მედიცინის უძველესი ღმერთი. შემდგომში მისი სახელი ეპითეტად მიენიჭა აპოლონს, რომელმაც ამ ძველი
ღმერთის ფუნქციაც შეითავსა. „ილიადაში“ მან განკურნა არესი; ნახსენებია, ასევე, რომ მას უმკურნალია ჰადესისთვის (V).
პაიონი, იხ. აგასტროფოსი — ტროელი, აგასტროფოსის მამა (XI).
პაიონია — მხარე თრაკიის რეგიონში, რომელიც მოიცავს დღევანდელ ჩრდ. საბერძნეთს, ყოფილ იუგოსლავურ
რესპუბლიკა მაკედონიასა და ბულგარეთის ნაწილს (II et pass).
პაისოსი — ქალაქი ტროადაში (V).
პალასი — „ქალწული“, ათენას ეპთეტი
პალმისი — ტროელი მეომარი (XIII).
პამონი — პრიამოსის ვაჟი, რომელიც გაკიცხა მამამ (XXIV).
პანდაროსი — ლიკაონის ძე, ლიკიელი; ომში წინამძღოლობდა ქალაქ ძელეიის მოქალაქეებს (II, IV); მოკლა დიომედესმა
(V).
პანდიონი — ტევკროსის თანამებრძოლი (XII).
პანდოკოსი — ტროელი; მოკლა აიასმა (XI).
პანთოოსი — ტროის ერთ-ერთი უხუცესი, ფრონტისის მეუღლე, ევფორბოსის, პოლიდამასისა და ჰიპერენორის მამა (III
et pass).
პანოპე, პანოპეია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
პანოპევსი — ფოკისის ქალაქი (II), sქედიოსის სამშობლო (XVII).
პანოპევსი, ბერძენი — ეპეიოსის მამა (XXIII).
პარასია — არკადიის ქალაქი (II).
პართენიოსი — მდინარე, რომელზეც გადიოდა პაფლაგონიის დასავლეთი საზღვარი (II).
პარისი — პრიამოსის ვაჟი, მშვენიერი ჰელენეს მეორე ქმარი (III et pass).
პასითეა — ერთ-ერთი ქარისი, რომელსაც ჰერა დაპირდა ძილს (ჰიპნოსს), თუ ის ზევსს დააძინებდა (XIV).
პატროკლოსი — აქილევსის საყვარელი მეგობარი, რომლის სიკვდილმა ჰექტორის ხელით იგი ბრძოლაში დააბრუნა (I et
pass).
პაფლაგონიელები — პაფლაგონია ჩრდილოეთ ვენტრალური ანატოლიის შავი ზღვისპირა მხარე იყო (II);
პაფლაგონიელებს ომში წინამძღოლობდა პილაიმენესი (V).
პედაიოსი, ტროელი — ანტენორის ბუში; მოკლა მეგესმა (V).
პედაიოსი, ქალაქი — ტროადის ქალაქი, იმბრიოსისა და მამამისის, მენტორის, სამშობლო (XIII).
პედასოსი, აგამემნონის სამფლობელოში — ქალაქი მესინიაში; აგამემნონი დაპირდა აქილევსს (IX).
პედასოსი, აქილევსის ცხენი — აქილევსის მოკვდავი ცხენი, რომელიც თებეს აღების შემდეგ ჩაუვარდა ხელში გმირს;
მოკლა სარპედონმა (XV).
პედასოსი, ტროადაში — ტროადის ქალაქი მდინარე სატნიოისის ნაპირას (VI, XX, XXI).
პედასოსი, ტროელი — მოკლა ევრიალოსმა (VI).
პეირაიოსი — კლიტიოს ითაკელის ძე, ტელემაქოსის მეგობარი ჰომეროსის „ოდისეაში“; პტოლემაიოსის მამა (IV).
პეირითოოსი — იქსიონის ძე, ლაპითების მეფე თესალიაში, ტესევსის მეგობარი; ცოლად შეირთო ჰიპოდამეია, ბუტესის
ასული (I); პოლიპოიტესის მამა (II, XII, XIII, XIV).
პეიროოსი — იმბრასოს აინოსელის ძე, ტროელთა მოკავშირეების, თრაკიელების წინამძღოლი (II); მოკლა თოასმა (IV),
მისი ძე, რიგმოსი, მოკლა აქილევსმა (XX).
პეისანდროსი, იხ. ანტიმაქოსი — ანტიმაქოსის ძე (XI).
პეისანდროსი, მირმიდონელი — მაიმალოსის ძე (XVI).
პეისანდროსი, ტროელი — მოკლა მენელაოსმა (XIII).
პეისენორი — ტროელი მებრძოლი, კლეიტოსის მამა (XV).
პელაგონი, ლიკიელი — სარპედონის უახლოესი თანამებრძოლი (V).
პელაგონი, პილოსელი — პილოსელთა მეთაური (IV).
პელასგები — ჩრდილოეთ საბერძნეთის წინაბერძნული მოსახლეობა. პელასგოსის, ფორონევსის ძის, შთამომავლები (II,
X, XVI, XVII).
პელეგონი — პაიონიელი, მდინარის ღმერთ აქსიოსისა და პერიბოიას ძე; ასტეროპაიოსის მამა (XXI).
პელევსი — აიაკოსის ძე, ნერეის თეტისის მეუღლე, რომელთანაც აქილევსი შეეძინა. თეტისი ზევსსა და პრომეთევსს
უყვარდათ, მაგრამ როდესაც ბედისწერამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ ქალღმერთის ვაჟი ძალით მამას გადააჭარბებდა, იგი
მოკვდავ პელევსს მიათხოვეს (I et pss).
პელენე — ძველი ქალაქი კორინთოსის მახლობლად (II).
პელიასი — იოლკოსის მეფე, პოსეიდონისა და ტიროს ძე, ნელევსის ძმა; ალკესტისის მამა (II).
პელიონი — ქედი თესალიაში; მის ერთ-ერთ მწვერვალზე მოჭრილი იფნისგან დამზადდა აქილევსის შუბი (II, XVI, XIX,
XXII).
პელოფსი — ატრევსის მამა.
პენეიოსი — თესალიის დაბლობის მთავარი მდინარე (II).
პენელეოსი — ჰიპალკმოსისა და ასტეროპეს ძე, ერთ-ერთი არგონავტი, ბეოტილეთა ერთ-ერთი წინამძღოლი (II, XIII, XIV,
XVI); მოკლა პოლიდამასმა (XVII).
პერაიბოსები — ჩრდილოეთ თესალიის ტომი (II).
პერგამოსი — ტროის ციხესიმაგრე (აკროპოლისი) (IV, V, VI, XXIV).
პერგასოსი, იხ. დეიკოონი — დეიკოონის მამა (V).
პერეია — წყარო ფერეში, ადმეტოსის ქალაქში (II).
პერიბოია — აკესამენოსის ასული, პელეგონის დედა (XXII).
პერიდემესი — ფოკისელი, სქედიოსის მამა (XV).
პერიერესი — ბოროსის მამა (XVII).
პერიმოსი — ტროელი, მეგასის ძე; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
პერიფასი, აიტოლიელი — აიტოლიელი ოქესიოსის ძე; მოკლა არესმა (V).
პერიფასი, ტროელი — ეპიტოსის ძე, ანქისესის მაცნე (XVII).
პერიფეტესი, მიკენელი — კოპრევსის ძე; მოკლა ჰექტორმა (XV).
პერიფეტესი, ტროელი — მოკლა ტევკროსმა (XIV).
პერკოტე — ქალაქი ჰელესპონტოსის სამხრეთით (II, VI, XI, XV).
პერსევსი — ზევსისა და დანაეს ძე, დიდი გმირი (XIV, XIX).
პერსეფონე — ზევსისა და დემეტერის ასული, ჰადესის მეუღლე (IX).
პეტეონი — ბეოტიის ქალაქი (II).
პეტეოსი — ორნევსის შვილი, მენესთევსის მამა (II, IV, XII, XIII).
პიდიტესი — ტროელი პერკოტედან; მოკლა ოდისევსმა (VI).
პიერია — მთიანი მხარე, რომელიც მოიცავს ოლიმპოსს (XIV).
პითო — ფოკისის ქალაქი, ძველი დელფო (დელფოი), დღევანდელი დელფი (II, IX).
პილაიმენესი — პაფლაგონიელების მეფე, პრიამოსის მოკავშირე (II); მოკლა მენელაოსმა (V); ჰარპალიონის მამა, ხელახლა
ჩნდება ცოცხალი, მიუხედავად მისი სიკვდილისა მეხუთე სიმღერაში (XIII).
პილაიოსი — ლეთოსის ძე, ტევტამოსის შვილიშვილი, ჰიპოთოოსის ძმა, პელასგელებს მიუძღოდა ტროელების
დასახმარებლად (II).
პილარტესი, ტროელი — მოკლა აიასმა (XI).
პილარტესი, ტროელი — მოკლა პატროკლოსმა (XVI).
პილენე — აიტოლიის ქალაქი (II).
პილონი — ტროელი; მოკლა პოლიპოიტესმა (XII).
პილოსი — ელისის ქალაქი, ბრძენი ნესტორის სამშობლო (I, V, IX); სახელგანთქმული იყო თავისი ცხენებით (XXIII).
პირაიქმესი — ტროელთა მოკავშირე, ხელმძღვანელობდა პაიონიელებს (II); მოკლა პატროკლოსმა (XVI).
პირასოსი, თესალიაში — თესალიის ქალაქი; იქ ყოფილა დემეტერის საკურთხეველი (II).
პირასოსი, ტროელი — მოკლა აიასმა (XI).
პირისი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
პიტთევსი — პელოფსისა და დიას ძე, ტროიძენეს მეფე, აითრას მამა, თესევსის პაპა (III).
პიტიეია — ძველი მისიის ქალაქი (II).
პლაკოსი — მთა მისიის კილიკიაში (VI, XXII).
პლატაია — ბეოტიის ქალაქი (II).
პლეადები — თანავარსკვლავედი; ტიტან ატლასის ქალიშვილები ჰიადებთან და ჰესპერიდებთან ერთად (მაია, ტაიგეტა,
ელექტრა, მეროპე, ასტეროპე, ალკიონე და კელაინო). ეს თანავარსკვლავედი გამოხატული იყო აქილევსის ფარზე (XVIII).
პლევრონი — აიტოლიის ქალაქი (II, XIII); ოინევსი იყო პლევრონის მეფე (XIV); ანკაიოსის სამშობლო (XXIII).
პოდალეირიოსი — ასკლეპიოსისა და ეპიონეს ან არსინოეს ძე, მაქაონის ძმა; მასთან ერთად მოუძღოდა ტროაში ტრიკელ
თესალიელებს (II, X).
პოდარგე — ერთ-ერთი ჰარპია; მას დასავლეთის ქარისგან (ზეფიროსისგან) ჩაესახა აქილევსის ცხენები: ქსანთოსი და
ბალიოსი (XVI, XIX).
პოდარგოსი, მენელაოსის ცხენი — მენელაოსის ერთ-ერთი ცხენი (XXIII).
პოდარგოსი, ჰექტორის ცხენი — ჰექტორის ერთ-ერთი ცხენი (VIII).
პოდარკესი — იფიკლოსისა და ასტიოქეს ძე, პროტესილაოსის ძმა, თესალიელების წინამძღოლი (II, XIII).
პოდესი — ეეტიონის ძე, ჰექტორის მეგობარი; მოკლა მენელაოსმა (XVII).
პოლიაიმონი — ტროელი, ამოპაონის მამა (VIII).
პოლიბოსი — ანტენორის ძე (XI).
პოლიდამასი — პანთოოსისა და ფრონტისის ძე, ტროელი მეთაური, ჰექტორის მეგობარი, მასთან ერთდ ერთ დღეს
დაბადებული; ევფორბოსის ძმა (XI, XII, XIII, XIV, XV,XVI, XVII, XVIII, XXII).
პოლიდევკესი, პოლუქსი — ერთ-ერთი ორ დიოსკუროსიდან, ლედასა და ლაკედემონის მეფე ტინდარევსის, ან ლედასა
და ზევსის ძე, ჰელენეს ძმა. კასტორი იყო ცნობილი ცხენოსანი, ხოლო პოლიდევკესი — მოკრივე (III).
პოლიდორა — პელევსისა და პოლიმელას ასული, აქილევსის და, ბოროსის მეუღლე; მდინარის ღმერთ სპერქეიოსს
გაუჩინა მენესთიოსი (XVI).
პოლიდოროსი, ბერძენი — ელისელი, რომელიც ოდესღაც შუბის ტყორცნაში დაუმარცხებია ნესტორს (XXIII).
პოლიდოროსი, პრიამოსის ძე — პრიამოსისა და ლაოთოეს უმცროსი ძე, ლიკაონის ძმა (XXI), მოკლა აქილევსმა (XX, XXII).
პოლიიდოსი, კორინთოსელი — მისანი; ევქენორის მამა (XIII).
პოლიიდოსი, ტროელი — ევრიდამასის (V); მოკლა დიომედესმა (V).
პოლიმელე — ფილასის ასული, ექეკლესის მეუღლე; ჰერმესს უშვა ევდოროსი (XVI).
პოლიმელოსი — არგეასის ძე, ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
პოლინეიკესი — ოიდიპოსისა და იოკასტეს ძე, ეტეოკლესისა და ანტიგონეს ძმა. თავს დაესხა მშობლიურ ქალაქს და
დაიღუპა ძმასთან ბრძოლაში – ძმებმა ერთმანეთი დახოცეს (IV).
პოლიპოიტესი — პეირითოოსისა და ჰიპოდამეიას ვაჟი, ლაპითი, ბერძნებთან ერთად იბრძოდა ტროის ომში (II, VI, XII);
გაიმარჯვა რკინის კოშტის ტყორცნის ასპარეზობაში (XXIII).
პოლიტესი — პრიაამოსისა და ჰეკაბეს ძე, უმცროსი პრიამოსის მამა (II, XIII, XV); მამამ გაკიცხა (XXIV).
პოლიფემოსი — ელატოსის ძე, არკადიელი (XIII). არ ავურიოთ ამავე სახელის კიკლოფსში, რომელიც ნახსენებია
„ოდისეაში“.
პოლიფეტესი — ტროელი მეომარი (XIII).
პოლიფონტესი, ან ლიკოფონტესი — ავტოფონოსის ძე, თებელი, მაიონთან და ორმოცდაათ კაცთან ერთად ჩაუსაფრდა
ტიდევსს, რომელმაც მოკლა კიდეც (IV).
პოლიქსეინოსი — აგასთენესის ძე, ავგეასის შვილიშვილი, ეპეიელებს წინამძღოლობდა ტროელთა წინააღმდეგ (II).
პოლიქტორი — მირმიდონელი. ჰერმესმა თავი მის შვილად გააცნო პრიამოსს (XXIV).
პორთევსი — აპენორისა და ეპიკასტეს ძე, პლევრონისა და კალიდონის მეფე, ევრიტეს მეუღლე; ოინევსის, აგრიოსის,
ალკათოოსის, მელასის, ლევკოპევსისა და სტეროპეს მამა, დიომედესის პაპა (XIV).
პოსეიდონი — ზღვის მბრძანებელი, მიწისმრყეველი. კრონოსისა და რეას ძე, ზევსთან და ჰადესთან ერთად ინაწილებდა
სამყაროს მბრძანებლობას (I et pass).
პრაქტიოსი — მისიის ქალაქი (II).
პრიამოსი — ტროის მეფე, ლაომედონის ძე, ჰეკაბეს მეუღლე, უამრავი შვილის, მათ შორის, ჰექტორის, პარისისა და
კასანდრას მამა (I et pass).
პრიტანისი
პრიტანისი — ლიკიელი; მოკლა ოდისევსმა (V).
პროთოენორი — არეილიკოსის ძე, ბეოტიელთა ერთ-ერთი წინამძღოლი (II); მოკლა პოლიდამასმა (XIV).
პროთოონი — ტროელი; მოკლა ტევკროსმა (XIV).
პროთოოსი — ტენთრედონის ძე, მეთაურობდა პელიონის მთისა და მდინარე პენეიოსის მაგნესიელებს (II).
პროიტოსი — აბასისა და ოკალეიას ძე, აკრისიოსის ტყუპი ძმა (VI).
პრომაქოსი — ბეოტიელი, ალეგენორის ძე, რომელიც მოკლა აკამასმა (XIV).
პრონოოსი — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
პროტესილაოსი — იფიკლოსისა და ასტიოქეს ძე, პოდარკესის ძმა, თესალიური ფილაკედან. წინამძღოლობდა
თესალიური ქალაქების წარმომადგენლებს და იყო პირველი ბერძენი, რომელიც ტროის მიწაზე მოკვდა (II, XIII, XV, XVI).
პროტიაონი — ტროელი, ასტინოოსის მამა (XV).
პროტო — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
პტელეოსი, თესალიაში — თესალიის ქალაქი (II).
პტელეოსი, ნესტორის სამფლობელოში — მესინიის ქალაქი (II).
პტოლემაიოსი — პეირიოსის ძე, ევრიმედონის მამა (IV).
რადამანთისი — ზევსისა და ევროპეს ძე,მინოს კრეტელის ძმა. მინოსთან და აიაკოსთან ერთად, ერთ-ერთი მოსამართლე
მკვდართა საუფლოში (XIV).
რეა — კრონოსის და და მეუღლე, ჰესტიას, დემეტერის, ჰერას, ჰადესის, ზევსისა და პოსეიდონის დედა (XIV, XV).
რენე — მედონის დედა (II).
რესოსი, თრაკიელი მეფე — თრაკიის მეფე ეიონევსის ძე, ტროელთა მოკავშირე; მოკლა დიომედესმა (X).
რესოსი, ტროადაში — იდის მდინარე. ომის შემდეგ პოსეიდონმა მისი ნაკადით ბერძენთა გალავანი დაანგრია (XII).
რიგმოსი — ტროელი; მოკლა აქილევსმა (XX).
რიპე — არკადიის ქალაქი (II).
რიტიონი — ქალაქი ძველ კრეტაზე (II).
როდიოსი — იდის მთის მდინარე. ომის შემდეგ პოსეიდონმა მისი ნაკადი ბერძენთა გალავნის დასანგრევად გამოიყენა
(XII).
როდოსი — საბერძნეთის კუნძული (II).
სალამინი — აღმოსავლეთ საბერძნეთის კუნძული (II). შემდგომში გახდება საბერძნეთის დიდების მოწმე: აქ ბერძენთა
ფლოტმა თემისტოკლესის მეთაურობით სპარსელები გაანადგურა (ძვ.წ. 480 წ.); აიას დიდის სამშობლო (VII).
სამე, სამოსი — კუნძული ითაკის მახლობლად (II).
სამოსი, სამოთრაკე — კუნძული ეგევსის ზღვის ჩრდილოეთში, (XIII, XXIV).
სანგარიოსი — მდინარე მცირე აზიაში, თანამედროვე საკარია, სიდიდით მესამე მდინარე თურქეთში, უერთდება შავ
ზღვას (III, XVI).
სარპედონი — ზევსისა და ლაოდამეიას ძე, ლიკიელი უფლისწული (II, V, XII, XIV); მოკლა პატროკლოსმა (XVI); მისი
ცხედარი ლიკიაში გადაასვენეს (XVII); მისი საჭურველი ჯილდოდ გათამაშდა პატროკლოსის საპატივცემულოდ გამართულ
ასპარეზობებზე (XXIII).
სატნიოეისი — იდის მთის მდინარე (VI, XIV, XX).
სატნიოსი — ენოფსისა და ნაიასის ძე; მოკლა მცირე აიასმა (XIV).
სელაგოსი — ამფიოსის მამა (V).
სელეისი, ელისში — მდინარე ელისში (II); იქ მეფობდა ევფეტესი (XV).
სელეისი, ტროადაში — ტროადის მდინარე, არისბეს მახლობლად (II, XII).
სელეპიოსი, იხ. ევენოსი — ევენოსის მამა (II).
სელოსები — ზევსის ქურუმები დოდონეში, რომლებსაც ფეხდაუბანლებს სძინავთ მიწაზე (XVI).
სემელე — კადმოსისა და ჰარმონიას ასული, ინოს, აგავეს, ავტონოესა და პოლიდოროსის და. ზევსს უყვარდა, მაგრამ
ეჭვიანმა ჰერამ ურჩია, უზენაესი ღმერთისთვის ეთხოვა, ნამდვილი სახით ჩვენებოდა. ღმერთი მას ელვის სახით ეჩვენა და სემელე
დაიღუპა, მაგრამ ზევსმა მათი ვაჟი დიონისოსი გადაარჩინა (XIV).
სესამოსი — შავი ზღვის მცირე დანსადგური (II).
სესტოსი — თრაკიის ქალაქი (II).
სთენელაოსი — ტროელი ან ლიკიელი, ითაიმენესის ძე; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
სთენელოსი, კაპანევსის ძე — კაპანევსისა და ევადნეს ძე, კილარაბესის მამა (II, IV, V, XXIII).
სთენელოსი, პერსევსის ძე — ევრისთევსის მამა (XIX).
სიდონი — ფინიკიის ქალაქი (VI, XXIII).
სიზმარი, ონეიროსი — სიზმრის პერსონიფიკაცია (II).
სიკვდილი, იხ. თანატოსი — სიკვდილის პერსონიფიკაცია, ჰიპნოსის (ძილის) ძმა (XIV, XVI).
სიკიონი — ძველი ქალაქი კორინთოსის მახლობლად (II, XXIII).
სიმე — კუნძული როდოსის ჩრდილო-დასავლეთით (II).
სიმოეისი — მდინარის ღმერთი და იდის მთის მდინარე (IV, V, VI, XX, XXI). ომის შემდეგ პოსეიდონმა მისი ნაკადი
ბერძენთა გალავნის დასანგრევად გამოიყენა (XII).
სიმოესიოსი — ტროელი, ანთემიონის ძე, სახელი მიეცა მდინარე სიმოეისის მიხედვით; მოკლა აიას დიდმა (IV).
სინტიელები — კუნძულ ლემნოსის მოსახლეობა (I).
სიპილოსი — ქედი ლიდიაში; იქ იქცა ქვად ნიობე (XXIV).
სისიფოსი — აიოლოსის ძე, ათამასის ძმა, ცნობილი იყო თავისი ცბიერებითა და ქურდობით. ღმერთებმა დასაჯეს და
მათ მიერ გამოტანილი სასტიკი განაჩენის თანახმად, მან ჰადესში მთის წვერზე უნდა აეტანოს ლოდი, რომელიც მუდამ უვარდება;
გლავკოსის მამა (VII).
სკაიის კარიბჭე — ტროის მთავარი კარიბჭე, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთის კარიბჭე ჰისარლიკის გათხრების
VI/VIIa დონეზე (III et pass).
სკამანდრიოსი, იხ. ასტიანაქსი — ასე უხმობდა ჰექტორი თავის ვაჟს (VI).
სკამანდრიოსი, იხ. სტროფიოსი — ტროელი, სტროფიოსის ძე; მოკლა მენელაოსმა (V).
სკამანდროსი, ქსანთოსი — მდინარის ღმერთი, ჰესიოდეს მიხედვით, ოკეანოსისა და ტეთისის ძე. იბრძოდა ტროელთა
მხარეს. ღმერთები მას ქსანთოსად მოიხმობდნენ და ადამიანები — სკამანდროსად (II et pass).
სკანდეია — კუნძულ კითერას ძველი ნავსაყუდელი; ამფიდამასის სამშობლო (X).
სკარფე — ლოკრისის ქალაქი (II).
სკიროსი — კუნძული ეგევსის ზღვის ცენტრალურ ნაწილში, აქ გაიზარდა ნეოპტოლემოსი ანუ პიროსი (XIX).
სკიროსი, ფრიგიაში — ტროის მოკავშირე ქალაქი, დაიპყრო აქილევსმა (IX).
სკოლოსი — ბეოტიის ქალაქი (II).
სმინთევსი, იხ. აპოლონი — რობერტ გრეივსი ვარაუდობს, რომ თავდაპირველად ამ ღმერთს კრეტაზე პატივს სცემდნენ,
როგორც თაგვ („სმინთოს“) აპოლონს. იხ. მისი The Greek Myths 158.2 (I).
სოკოსი — მდიდარი ტროელი, ჰიპასოსის ძე; მოკლა ოდისევსმა (XI).
სოლიმები — მცირე აზიის მილიასის მცხოვრებლები, აქ ბრძოლაში დაიხოცნენ ბელეროფონტესი და მისი ვაჟი
ისანდროსი (VII).
სპარტა — ლაკონიის მთავარი ქალაქი, მენელაოსისა და ჰელენეს სამშობლო (II, IV).
სპეიო — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
სპერქეიოსი — მდინარე, რომელიც მოედინება პინდაროსის ქედიდან; მენესთიოსის მამა (XVI, XXIII).
სტენტორი — ბერძენთა მაცნე ტროაში; მას ორმოცდაათი კაცის ხმა ჰქონია (V).
სტიმფელოსი — ქალაქი არკადიაში (II).
სტირა — აბანტების ქალაქი (II).
სტიქიოსი — ათენელთა წინამძღოლი (XIII); მოკლა ჰექტორმა (XV).
სტიქსი — საიქიოს მდინარე (II, XIV, XV).
სტრატიე — არკადიის ქალაქი (II).
სტროფიოსი — სკამანდრიოსის მამა (V).
სფელოსი — იასოსის მამა (XV).
სქედიოსი, იფიტოსის ძე — იფიტოსისა და ჰიპოლიტეს ძე, ფოკისელებს წინამძღოლობდა ტროელები წინააღდეგ (II);
მოკლა ჰექტორმა (XVII).
სქედიოსი, პერიმედესის ძე — ფოკისელი; მოკლა ჰექტორმა (XV).
სქოინოსი — ბეოტიის ქალაქი (II).
ტათლიბიოსი — აგამემნონის მაცნე (I, III, IV, VII, XIX, XXIII).
ტალაიმენესი — მაიონიელი, ანტიფოსისა და მესთლესის მამა (II).
ტალაოსი — ბიასისა და პეროს ძე, არგოსის მეფე, ლისიმაქეს მეუღლე, ერთ-ერთი არგონავტი; მეკისტევსის მამა (II, XXIII).
ტარნე — ტმოლოსის წყარო (V).
ტარპე — ლოკრისის ქალაქი (II).
ტარტაროსი — ჰადესის უღრმესი ნაწილი (VIII), სადაც დამწყვდეული არიან კრონოსი და იაპეტოსი (XIV).
ტარფე
ტები
ტეგეა — არკადიის ქალაქი (II).
ტევთრასი, ბერძენი — მაგნესიელი ბერძენი; მოკლა ჰექტორმა ან არესმა (V).
ტევთრასი, ტროელი — აქსილოსის მამა (VI).
ტევკროსი — ტელამონისა და ჰესიონეს ძე, აიასის ნახევარძმა, საუკეთესო მშვილდოსანი ტროაში ჩასულ ბერძნებში (VI et
pass).
ტევტამოსი — ლეთოსის მამა (II).
ტეთისი — ოკეანოსის და და მეუღლე, ზღვის ქალღმერთი (XIV).
ტელაიმენესი
ტელამონი — აიაკოსის ძე, ჰერაკლესის თანამებრძოლი, კალიდონის ნადირობის მონაწილე და არგონავტი. ალკათოოსის
ასულისგან, პერიბოიასგან ან ერიბოიასგან შეეძინა ვაჟი, აიასი (II, IV, XIII). ტევკროსიც მისი ვაჟია და აიას დიდის ნახევარძმა (VIII,
XIII).
ტელემაქოსი — ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟი (II, IV).
ტენედოსი — კუნძული ეგევსის ზღვაში, ტროის ნაპირთან (I, XI, XIII).
ტენთრედონი — პელიონელი და პენეიოსელი მაგნესიელების მეფე, პროთოოსის მამა (II).
ტერეია — მთის ქალაქი ძველ მისიაში (II).
ტექტონი — ფერეკლოსის მამა (V).
ტიდევსი — არგოსის მეფე, დეიპილესგან შეეძინა დიომედესი. ოინევსისა და პერიბოიას ძე, კალიდონის მეფე, ერთ-ერთი
გმირი, რომელიც პოლინეიკესთან ერთად თავს დაესხა თებეს და იქ დაიღუპა (II et pass).
ტითონოსი — ლაომედონის ძე, ეოსის მეუღლე, მემნონის მამა (XI, XX).
ტირინსი — არგოლისის ქალაქი, არგოსის მახლობლად (II).
ტიტანები — ურანოსისა და გაიას შვილები: ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი, თეია, რეა,
თემისი, მნემოსინე, ფოიბე და ტეთისი (XIV).
ტიტანოსი — ქედი და ქალაქი თესალიაში (II).
ტიტარესოსი — პენეიოსის მთავარი შენაკადი, სათავეს იღებს ოლიმპოსის მთიდან (II).
ტიფონი — ურჩხული, აღიწერება, ხან როგორც გრიგალი, ხანაც როგორც ცეცხლისმფრქვეველი გოლიათი (II).
ტიქიოსი — დიდოსტატი ჰილედან, მან შექმნა აიასის ხარის ტყავის შვიდფენიანი ფარი, რომელსაც ეკვროდა ბრინჯაოს
ფურცელი (VII).
ტლეპოლემოსი, დამასტორის ძე — ტროელი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ტლეპოლემოსი, ჰერაკლესის ძე — ჰერაკლესისა და ფილასის ასულის, ასტიოქეს, ძე; როდოსელების წინამძღოლი (II);
დაჭრა სარპედონი, რომელმაც ბოლოს მოკლა იგი (V).
ტმოლოსი — მთა ძველ ლიდიაში (II, XX).
ტრასიმელოსი — სარპედონის მეეტლე და თანამებრძოლი; მოკლა პატროკლოსმა (XVI).
ტრაქისი — ძველი ქალაქი თერმოპილეს მახლობლად (II).
ტრექოსი — აიტოლიელი შუბოსანი; მოკლა ჰექტორმა ან არესმა (V).
ტრიკა — თესალონიის ქალაქი (II); მაქაონის სამშობლო (IV).
ტრიტოგენეია, იხ. ათენა — ათენას ეპითეტი. ერთ-ერთი ახსნით, უკავშირდება მის დაბადებას ლიბიაში, ტრიტონის
ტბასთან (IV, VIII, XXIII).
ტროა — ქალაქი ჩრდილოეთ მცირე აზიაში; სახელი მიეცა დარდანოსის ვაჟის, ტროსის მიხედვით. ეს ადგილი
(დღევანდელი ჰისარლიკი) ჰელესპონტოსის შესასვლელთან გაითხარა შლიმანის მიერ (II et pass).
ტროილოსი — პრიამოსის ვაჟი; მამამ გაკიცხა (XXIV).
ტროიძენი — არგოლისის ქალაქი (II).
ტროიძენოსი — ევფემოსის მამა (II).
ტროსი, ალასტორის ძე — ტროელი; მოკლა აქილევსმა (XX).
ტროსი, ერიქთონიოსის ძე — ერიქთონიოსისა და ასტიოქეს ძე, დარდანოსის შვილიშვილი, კალიროეს მეუღლე, ილოსის,
ასარაკოსისა და განიმედესის მამა, ფრიგიის მეფე. მის სახელს ატარებს ქალაქი და ხალხი (V, VIII, XIII).
უკალეგონი — ტროის ერთ-ერთი უხუცესი (III).
ურანოსი — ძეცის პერსონიფიკაცია; ჰგაიას მეუღლე და ტიტანების მშობელი (pass).
ფავსიოსი, იხ. აპისაონი — აპისაონის მამა (XI).
ფაინოფსი — ასიოსის ან აბიდოსის ძე, ჰექტორის მეგობარი; ქსანთოსის, ფორკისისა და თოონის მამა (V, XVII).
ფაისტოსი — ქალაქი კრეტის სამხრეთ ნაწილში (II).
ფაისტოსი, მაიონიელი — ბოროსის ძე; მოკლა იდომენევსმა (V).
ფალკესი — ტროელი მებრძოლი (XIII); მოკლა ანტილოქოსმა (XIV).
ფარისი — ლაკონიის ქალაქი (II).
ფეგევსი — დარესის ძე, ტროელი ქურუმი; მოკლა დიომედესმა (V).
ფეია — ქალაქი ელისში, დასავლეთ საბერძნეთში (VII).
ფეიდასი — ათენელი, რომელმაც მოიგერია ტროელთა იერიში (XIII).
ფეიდიპოსი — თესალოსის ძე, ჰერაკლესის შთამომავალი, ანტიფოსის ძმა; სპორადების მეომრებს მეთაურობდა ტროის
წინააღმდეგ (II).
ფენეოსი — ქალაქი არკადიაში (II).
ფერე — ქალაქი თესალიაში (II).
ფერე — ძველი ქალაქი პილოსსა და სპარტას შორის; დიოკლესის სამშობლო (V); აგამემნონი დაპირდა აქილევსს (IX).
ფერეკლოსი — ჰარმონის შვილიშვილი, მან ააგო ის ხომალდები, რომლებითაც პარისმა მოიტაცა ჰელენე (V); მოკლა
მერიონესმა (V).
ფერესი, იხ. ევმელოსი — კრეთევსისა და ტიროს ძე, აისონისა და ამითაონის ძმა; პოლიკლიმენეს მეუღლე; ადმეტოსის,
ლიკურგოსის, ეიდომენესა და პერიაპისის მამა (II).
ფერუსა — ერთ-ერთი რენეისი (XVIII).
ფთია — მხარე თესალიაში, მირმიდონელების სამკვიდრო, აქილევსის სამშობლო (II, IX, XI, XIII, XVI, XIX).
ფთირესი — შესაძლოა, ლატმოსი, ქედი დღევანდელ თურქეთში (II).
ფილაკე — თესალიის ქალაქი, დააარსა ფილაკოსმა (II, XIII, XV).
ფილაკოსი, იხ. იფიკლოსი — დეიონისა და დიომედეს ძე, მინიასის ასულის. პერიკლიმენეს ან კლიმენეს, მეუღლე,
იფიკლოსისა და ალკიმედეს მამა. ფილაკეს დამაარსებელი (II) პოდარკესის პაპა (XIII).
ფილაკოსი, ტროელი — მოკლა ლეიტოსმა (VI).
ფილასი — პოლომელეს მამა (XVI).
ფილევსი — ავგეიასის ძე, რომელიც მამამ ეფირადან გააძევა (II); მეგესის მამა (VI, X, XIII, XV, XIX); ოდესღაც შუბოსნობის
ასპარეზობაში დაუმარცხებია ნესტორს (XXIII).
ფილეტორი, იხ. დემუქოსი — დემუქოსის მამა (XX).
ფილომედუსა — არეითოოსის მეუღლე (VII).
ფილოქტეტესი — პოიასის ძე. ჰელენეს ერთ-ერთი სასიძო, არგონავტი, ჰერაკლესის მეგობარი. მან დაანთო ჰერაკლესის
კოცონი, როდესაც გმირმა სიცოცხლესთან გამომშვიდობება გადაწყვიტა. საჩუქრად მიიღო ჰერაკლესის მშვილდი მოწამლული,
მიზანს აუცდენელი ისრებით. კუნძულ ლემნოსზე გველმა უკბინა და, ოდისევსის რჩევით, იქვე დატოვეს. ბოლოს ოდისევსმა
თავის მშვილდ-ისრიანად ჩაიყვანა ტროაში (II).
ფინიკიელები
ფლეგიელები — უცნობი ბერძნული ტომი, შესაძლოა, გირტონიელები (XIII).
ფობოსი, ძრწოლა — ძრწოლისა და გამოქცევის პერსონიფიკაცია, არესისა და აფროდიტეს ძე, დეიმოსის (შიშის) ძმა (IV,
XIII, XV).
ფოიბოსი — „სხივოსანი“, აპოლონის, როგორც მზის ღმერთისა და თავად მზის სახელი (XV).
ფოინიქსი — ამინტორის ძე, კალიდონი ნადირობის მონაწილე, ტროის ომში ახლავს აქილევსს (IX et pass).
ფოინიქსი, ევროპეს მამა — ჰომეროსის მიხედვით, მინოსისა და რადამანთისის პაპა (XI).
ფოკისელები — ფოკისი ძველი საბერძნეთის მხარე იყო, კორინთოსის ყელის ჩრდილოეთით და ბეოტიის დასავლეთით
(II); სქედიოსი იყო ფოკისელი (XV, XVII).
ფორბასი, ლესბოსელი — აქილევსის საყვარლის, დიომედეს მამა (IX).
ფორბასი, ტროელი — მდიდარი ტროელი, დიდი ჯოგების პატრონი (XI).
ფორკისი — ფაინოფსის ძე, ასკანიელი ფრიგიელების წინამძღოლი, პრიამოსის მოკავშირე (II); მოკლა აიასმა (XVII).
ფრადმონი, იხ. აგელაოსი — აგელაოსის მამა (VIII).
ფრიგია — აღმოსავლეთ ანატოლიის ქვეყანა, ტროელთა მოკავშირე (II, III, X, XVIII, XXIV).
ფრონტისი — პანთოოსის მეუღლე (XVII).
ქალკისი — აბანტების ქალაქი (II).
ქალკოდონი — აბასის ძე, არგოსის მეთორმეტე მეფე, ევბეის მეფე (II, IV).
ქალკონი — ბათიკლესის მამა (XVI).
ქარისი, ქარისები (ქარიტები) — გრაციოზულობისა და სილამაზის პერსონიფიკაცია. კლასიკურ ხანაში, სულ ცოტა, სამნი
იყვნენ: აგლაია, ეფროსინე და თალია. ჰომეროსი ახსენებს ქარისებს (სახელების გარეშე), რომელთაც მოქსოვეს აფროდიტეს
პეპლოსი (V); პასითეას, რომელსაც ძილს (ჰიპნოსს) ჰპირდება (XIV) და, ასევე, ქარისს, ჰეფესტოსის მეუღლეს (XVIII). „ოდისეაში“
აფროდიტეა ჰეფესტოსის მეუღლე, რაც ქარისისა და აფროდიტეს ერთიანობაზე ან მჭიდრო კავშირზე უნდა მიუთითებდეს.
ქაროპოსი — ნირევსის მამა (II).
ქაროფსი — ტროელი, ჰიპასოსის ძე; მოკლა ოდისევსმა (XI).
ქეირონი (ქირონი) — ბრძენი კენტავრი, აქილევსის აღმზრდელი. კრონოსისა და ფილირას ძე, ცხოვრობდა პელიონის
მთაზე და ცნობილი იყო თავისი განსწავლულობით ნადირობაში, მედიცინაში, მუსიკაში, ტანვარჯიშსა და წინასწარმეტყველების
ხელოვნებაში (IV), მან ასწავლა აქილევსს მცენარეების გამოყენება (XI); მისცა პელევსს იფნის შუბი, რომელსა აქილევსი იყენებს
ტროის ომში (XVI, XIX).
ქერსიდამასი — ტროელი, რომელიც მოკლა ოდისევსმა (XI).
ქიმაირა (ქიმერა) — მითოსური ურჩხული ლომის თავით, თხის ტანითა და გველის კუდით, ტიფონისა და ექიდნას
ნაშიერი, სხვა ურჩხულების, კერბეროსისა და ლერნეს ჰიდრას დედმამიშვილი. სახლობდა კარიაში ან ლიკიაში (მცირე აზია).
მოკლა ბელერეფონტესმა (VI), არზარდა მეფე ამისოდაროსმა (XVI).
ქრისე — მცირე კუნძული ეგევსის ზღვაში. კუნძულის მთავარი ღირშესანიშნაობა ყოფილა აპოლონის ტაძარი (I).
ქრისეისი — ქრისეს ასული, რომლის მამისთვის დაბრუნება მოუხდა აგამემნონს (I).
ქრისესი — აპოლონის ქურუმი კუნძულ სმინთოსზე (I).
ქრისოთემისი — აგამემნონის ასული (IX).
ქრომიოსი, ლიკიელი — მოკლა ოდისევსმა (V).
ქრომიოსი, ნესტორის ძმა — პილოსელთა წინამძღოლი (IV).
ქრომიოსი, პრიამოსის ძე — მოკლა დიომედესმა (V).
ქრომიოსი, სხვა ტროელი — ჰექტორი მას საბრძოლველად მოუხმობს (XVII).
ქრომიოსი, ტროელი — მოკლა ტევკროსმა (VIII).
ქრომისი — ტროელების მისიელი მოკავშირე (II).
ქსანთოსი ლიკიაში — ძველი ლიკიის დედაქალაქი და მისი მდინარე (II); სარპედონის სამშობლო (V, XII);
ბელეროფონტესი გაგზავნეს იქ (VI).
ქსანთოსი, აქილევსის ცხენი — უკვდავი ცხენი, რომელიც ზეფიროსმა და პოდარგემ შვეს (XVI, XVII); მან
იწინასწარმეტყველა აქილევსის სიკვდილი (XIX).
ქსანთოსი, ტროის მდინარე, იხ. სკამანდროსი.
ქსანთოსი, ჰექტორის ცხენი — ჰექტორის ერთ-ერთი ცხენი (VIII).
ქტეატოსი
ღამე — ნიქსი, ჰიპნოსისა (ძილისა) და თანატოსის (სიკვდილის) დედა (XIV).
ღვთაებრივი ხმა, ოსა (II).
შიში, დეიმოსი — არესისა და აფროდიტეს ძე, ძრწოლის (ფობოსის) ძმა (IV, XV).
ძაკინთოსი — კუნძული ითაკის მახლობლად (II).
ძელეია — ქალაქი იდის ფერდობზე (II); პანდაროსის სამშობლო (IV).
ძეფიროსი — დასავლეთის ქარი; აქილევსის უკვდავი ცხენების მამა (XIX, XXI, XIII).
ძილი (ჰიპნოსი) — ძილის, სიკვდილის ტყუპისცალი ძმის, პერსონიფიკაცია (XIV, XV).
ძრწოლა, ფობოსი — არესისა და აფროდიტეს ძე, შიშის (დეიმოსის) ძმა (IV, XV).
ჰადესი — საიქიო, მკვდართა სამკვიდრო და მისი ღმერთი. კრონოსისა და რეას ძე. ის ძალაუფლებას უყოფდა ძმებს:
ზევსი განაგებდა მიწასა და ზეცას, პოსეიდონი ზღვას, ხოლო ჰადესი — ქვესკნელს (I et pass).
ჰაიმონი — პილოსელი მეთაური (IV).
ჰაიმონი, იხ. ლაერკესი — ლაერკესის მამა, ალკიმედონის პაპა (ΧVIΙ).
ჰაიმონი, იხ. მაიონი — მაიონის მამა. თებეს მეფე კრეონის ძე (IX).
ჰალია — ერთ-ერთი ნერეისი (XVIII).
ჰალიარტოსი — ბეოტიის ქალაქი (II).
ჰალიძონები — უცნობი წარმოშობის ტომი, ტროის მოკავშირეები. როგორც წესი, უკავშირებენ ქართველების შესაძლო
წინაპრებს, ხალიბებს და კარდუს (II), მათი ლიდერი, ოდიოსი, დაიღუპა (V).
ჰარმა — ბეოტიის ქალაქი (II).
ჰარმონი, იხ. ტექტონი — ტექტონის მამა (V).
ჰარპალიონი — პაფლაგონიელი, პილაიმენესის ძე; მოკლა მერიონესმა (XIII).
ჰებე — ქალღმერთი, სიყმაწვილის პერსონიფიკაცია, ზევსისა და ჰერას ასული, ღმერთების მერიქიფე (IV,V).
ჰეკაბე — ფრიგიელი დიმასის ასული, ტროის მეფე პრიამოსის მეორე ცოლი, ჰექტორის დედა (VI et pass).
ჰეკამედე — არსინოოს ტენედოსელის ქალიშვილი, მონაქალად მიეცა ნესტორს აქილევსის მიერ ამ კუნძული აღების
შემდეგ (XI, XIV).
ჰელასი — საბერძნეთი, სპეციფიკურად: ჩრდილოეთ საბერძნეთი (II, IX, XVI).
ჰელენე — ზევსისა და ტინდარევსის მეუღლის, ლედას, ასული; კლიტემნესტრასა და დიოსკუროსების, კასტორისა და
პოლუქსის (პოლიდევკესის) და, მენელაოსის მეუღლე; მოიტაცა და ტროაში წაიყვანა პარისმა (II et pass).
ჰელენები — ჰელასის მკვიდრები, აქილევსის თანამებრძოლები (II).
ჰელენოსი — ბერძენი, მოკლა ჰექტორმა ან არესმა (V).
ჰელენოსი, პრიამოსის ძე — პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, ფრინველთმისანი (VI et pass).
ჰელესპონტოსი — სრუტე ისტორიული ტროის მახლობლად, რომელიც ეგევსის ზღვას მარმარილოს ზღვასთან აერთებს
(ამჟამად დარდანელი). სახელი მიეცა ათამასისა და ნეფელეს ქალიშვილის, ჰელეს, ფრიქსოსის დის, მიხედვით; როდესაც ბავშვები
ინოს კოლხეთში გაექცნენ ოქროს ვერძით, ჰელე მფრინავი ცხვრიდან ზღვაში ჩავარდა (II et pass).
ჰელიკაონი — ანტენორის ძე, პრიამოსის ასულის, ლაოდიკეს, მეუღლე (II).
ჰელიკე — კორინთოსის ყელის ძველი ქალაქი (II, VIII, X).
ჰელიოსი, იხ. ჰიპერიონი — მზე (VII et pass).
ჰელოსი, ლაკონიაში — ლაკონიის ქალაქი (II).
ჰელოსი, ნესტორის სამფლობელოში — ქალაქი მესინიაში (II).
ჰეპტაპოროსი — იდის მთის მდინარე; ტროის ომის შემდეგ პოსეიდონმა მისი ნაკადი ბერძნების გალავნის დასანგრევად
გამოიყენა (XII).
ჰერა — ღმერთების დედოფალი, ზევსის და და მეუღლე (I et pass).
ჰერაკლესი — ზევსისა და ალკმენეს, ამფიტრიონის მეუღლის, ძე (II et pass).
ჰერმესი — მაცნე ღმერთი, ზევსისა და ატლასის ქალიშვილის, მაიას ძე (II pass).
ჰერმიონე — სამხრეთ არგოლიდის ქალაქი (II).
ჰერმოსი — მდინარე მცირე აზიაში, ძველ ლიდიაში, ტმოლოსის გვერდით (XX).
ჰესპეროსი — პლანეტა ვენუსი (ვენერა) საღამოს, „მწუხრის ვარსკვლავი“ (XXII).
ჰეფესტოსი — ზევსისა და ჰერას ძე, ღმერთების მთავარი მჭედელი და ხელოსანი, აფროდიტეს მეუღლე; ცხოვრობდა
კუნძულ ლემნოსზე (I et pass).
ჰექტორი — პრიამოსისა და ჰეკაბეს ვაჟი, ტროის მთავარი გმირი (I et pass).
ჰიადები — ნიმფები, ატლასისა და აითრას ასულები, პლეიადების ნახევარდები; იქცნენ თანავარსკვლავედად (XVIII).
ჰიამპოლისი — ფოკისის ქალაქი (II).
ჰიდე — მაიონიის ქალაქი (XX).
ჰიკეტაონი — ლაომედონის ძე, მელანიპოსის მამა (III, XV, XX).
ჰილე — ბეოტიის ქალაქი (II), ტიქიოსის სამშობლო (XX).
ჰილოსი — მდინარე ჰერმოსის შენაკადი (XX).ელისის ბელადი, იტიმონევსის მამა (XI).
ჰიპასოსი, იხ. აპისაონი — ქაროფსის, სოკოსისა (XI) და აპისაონის მამა (XVII).
ჰიპასოსი, იხ. ჰიფსენორი — ჰიფსენორის მამა (XIII).
ჰიპეირონი — ტროელი მხედართმთავარი; მოკა დიომედესმა (V).
ჰიპეიროქოსი, იხ. იტიმონევსი —
ჰიპეიროქოსი, ტროელი — მოკლა ოდისევსმა (XI).
ჰიპემოლგოსები — შესაძლოა, სკვითები, „ცხენის რძის მსმელები“ (XIII).
ჰიპერეია — თესალიის წყარო (II).
ჰიპერენორი — ტროელი, პანთოოსის ძე; მოკლა მენელაოსმა (XIV, XVII).
ჰიპერესია — ძველი ქალაქი კორინთოსის მახლობლად (II).
ჰიპერიონი, ჰელიოსი — სახელი გამოიყენება მზის ღმერთისა და მამამისის აღსანიშნავად (VII, VIII, XIX).
ჰიპნოსი, იხ. ძილი — ძილის, სიკვდილის ტყუპისცალი ძმის, პერსონიფიკაცია (XIV, XV).
ჰიპოდამასი — პრიამოსის ვაჟი; მოკლა აქილევსმა (XX).
ჰიპოდამეია, ანქისესის ასული — ანქისესის უფროსი ქალიშვილი (XIII).
ჰიპოდამეია, პეირითოოსის მეუღლე — ატრაქსის ქალიშვილი, პეირითოოსის მეუღლე (II).
ჰიპოდამოსი — ტროელი მეომარი; მოკლა ოდისევსმა (XI).
ჰიპოთოოსი, ლეთოსის ძე — ტევტამოსის ძის, ლეთოსის ვაჟი, პილევსის ძმა (II); mოკლა აიასმა (XVII).
ჰიპოთოოსი, პრიამოსის ვაჟი — პრიამოსის ძე, რომელიც გაკიცხა მამამ (XXIV).
ჰიპოკოონი — ტრაკიელი მეთაური, რესოსის ნათესავი (X).
ჰიპოლოქოსი, ბელეროფონტესის ძე — ბელეროფონტესისა და ფილინოეს ან ანტიკლეიას ძე, ლიკიელი უფლისწულის,
გლავკოსის მამა (VII, VIII, XII, XVII).
ჰიპოლოქოსი, ტროელი — ანტიმაქოსის ძე; მოკლა აგამემნონმა (X).
ჰიპომაქოსი — ანტიმაქოსის მესამე ძე; მოკლა ლეონტევსმა (XII).
ჰიპონოოსი — ბერძენი მეომარი; მოკლა ჰექტორმა (XI).
ჰიპოტიონი, ასკანიელი — ასკანიოსისა და მორისის მამა (XIII); მოკლა მერიონესმა (XIV).
ჰირე — მესინიის ქალაქი, რომელსაც აგამემნონი აქილევსს დაჰპირდა (IX).
ჰირია, ჰირიე — ქალაქი ავლისის მახლობლად (II).
ჰირმინე — ქალაქი ელისში (II).
ჰირტაკოსი — ტროელი, არისბეს მეუღლე, ასიოსისა და ნისოსის მამა (II, XII, XIII).
ჰირტიოსი — მისიელი მეთაური, გირტიოსის ძე; მოკლა აიას დიდმა (XIV).
ჰიფსენორი, ბერძენი — ჰიპასოსის ძე; მოკლა დეიფობოსმა (XIII).
ჰიფსენორი, ტროელი — ტროელი ქურუმის, დოლოპიონის ძე; მოკლა ევრიპილოსმა (V).
ჰიფსიპილე — იასონის მეუღლე, ლემნოსის მეფის, თოასის ასული (VII).
ჰორები — ამინდის ოლიმპოსელი ღვთაებები, ოლიმპოსის კარიბჭის მცველები და მიწაზე ნაყოფიერების
უზრუნველმყოფები (VIII).
სიმეტრია „ილიადაში“
„ილიადის“ სიმეტრიული ქრონოლოგია
დღეები ამბები სტრიქონები

1 ქრისეისის დაკავება 1.1-1.52


9 შავი ჭირი; აქაველები წვავენ ცხედრებს 1.53
1 აქილევსის განრისხება; ქრისეისის დაბრუნება 1.54-1.475
12 ღმერთები ეთიოპიელებს სტუმრობენ; მათი დაბრუნება 1.476-1.492
1 თეტისის მუდარა ზევსისადმი 1.493-1.611
1 პირველი ორთაბრძოლა; დიომედესი; მეორე ორთაბრძოლა 2.1-7.380
1 დროებითი ზავი, დაკრძალვები; აქაველები გალავანს აგებენ 7.381-7.482
1 ტროელთა შეტევა; ველზე დაბანაკება 8.1-8.565
ღამე ელჩობა აქილევსთან; დოლონის შეპყრობა 9.1-10.579
1 დიდი ბრძოლა; ჰექტორი კლავს პატროკლოსს 11.1-18.616
1 აქილევსი კლავს ჰექტორს 19.1-23.107
1 პატროკლოსის დაკრძალვა 23.108-23.225
1 პატროკლოსისადმი მიძღვნილი ასპარეზობები 23.226-24.11
12 ჰექტორის ცხედრის შებილწვა, მისი დაბრუნება 24.12-24.692
1 პრიამოსის დაბრუნება; ჰექტორის დატირება 24.693-24.783
9 ტროელები აგროვებენ შეშას და წვავენ ჰექტორის ცხედარს 24.784-24.787
1 ჰექტორის დაკრძალვა 24.788-24-804
დროის სარკე პირველ და ოცდამეოთხე სიმღერებში
I სიმღერა XXIV სიმღერა

იკითხება ზემოდან ქვემოთ იკითხება ქვემოდან ზემოთ

1 შავი ჭირი და ცხედრების დაწვა აქველთა ბანაკში 5 ჰექტორის დაწვა და დაკრძალვა ტროაში
2 კამათი; აქილევსისგან მიჰყავთ ბრისეისი 4 შერიგება; აქილევსი აბრუნებს ჰექტორის ცხედარს
a თეტისი ეწვევა აქილევსს, რომელიც გლოვობს b პრიამოსი მიდის აქილევსთან საგანძურით
3 აქილევსი სთხოვს თეტისს, ზევსს მიმართოს 3 თეტისი გადასცემს ზევსის ნებას აქილევსს
b ოდისევსი ქრისესთან მიდის საგანძურით a თეტისი ესტუმრება აქილევსს, რომელიც გლოვობს
4 თეტისის მუდარა ზევსისადმი 2 ზევსი თავის ნებას გადასცემს თეტისს
5 ღმერთების კამათი 1 ღმერთების კამათი

მეცხრე სიმღერის სტრუქტურა

აგამემნონის წინადადება გაქცევაზე


დიომედესის სიტყვა (უბრალო ვაჟკაცობა)
ნესტორისა და აგამემნონის სიტყვები
ელჩების გაგზავნა
აქილევსის სიმღერა; ელჩების მიღება („მეგობრობა“)
ოდისევსის მოწოდება (საკუთარი ინტერესი)
აქილევსის სიტყვა (გმირული სული; სახელი სიცოცხლის წინააღმდეგ)
ფოინიქსის სიტყვა (გმირული სული; სოფროსჲუნე)
აქილევსის სიტყვა (გმირული სული; პატივი ზევსისან, აბსოლუტიზმი)
აიასის მოწოდება (სხვების მოთხოვნები)
აქილევსის პასუხი; ნაწილობრივი თანხმობა („მეგობრობა“)
ელჩების დაბრუნება
აგამემნონისა და ოდისევსის სიტყვები (ანგარიში)
დიომედესის სიტყვა (უბრალო ვაჟკაცობა)

მთელი პოემის სტრუქტურა

II: პანორამა: გმირული სამყარო ქაოსში XXIII: პანორამა: გმირული სამყარო წესრიგში
III-VII: ომის პირველი წლების ამბები XVIII-XXII: ტროის დაცემის ამბები
VIII: ზევსის გეგმის გააქტიურება XVII: ზევსის გეგმის შესუსტება
IX: გმირული აბსოლუტი ვალდებულების წინააღმდეგ XVI: გმირული აბსოლუტი ვალდებულების წინააღმდეგ
(X:) დოლონეია — საუცხოო ცხენების შეპყრობა დიომედესის მიერ. ამ სიმღერას უნიკალური პოზიცია აქვს მთელს
„ილიადაში“, როგორც თვის თავში დასრულებულლ მოვლენას, რომელიც უკვალოდ შეიძლება ამოვიღოთ ეპოსიდან.
XI-XV: ბრძოლა

You might also like