Professional Documents
Culture Documents
ფსიქო-2
ფსიქო-2
პირველი ვარიანტი
1
14.ემოცია - ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცას ფიზიოლოგიურ აგზნებას,
გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას. წარმოადგენს პასუხს სიტუაციაზე, რომელიც
პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული.
15.მოტივაცია - ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობების დაწყების, მიმართულების მიცემის
და მართვის პროცესი. მოიცავს მექანიზმებს, რომლებიც ჩართულია ერთი აქტივობისათვის
მეორესთან შედარებით უპირატესობის მინიჭებაში და ენერგიასა და მდგრადობას სძენს
რეაქციებს.
16.ფსიქოქირურგია - ფსიქოქირურგია გულისხმობს ფსიქოლოგიური აშლილობების
შემსუბუქებას ტვინის ქსოვილებზე განხორციელებული ქირურგიული პროცედურებით.
17.კოგნიტური თერაპია - ფსიქო თერაპიის 4 ძირითადი სახედან ერთ-ერთი, რომელიც
ცდილობს ადამიანის აზროვნების ნაკადის რესტრუქტურიზაციას, რასაც პრობლემის
მიზეზის შესახებ პიროვნების მიერ შექმნილი, ხშირად დამანგრეველი თვითდარწმუნებული
დებულებების შეცვლით აღწევს.
18. დამოკიდებულება - ადამიანების, საგნებისა და მოვლენების მიმართ შეფასებითი
რეაგირების დასწავლილი, შედარებით მყარი ტენდენცია.
19. ალტრუიზმი - პროსოციალური ქცევები, რომლებსაც ადამიანი თავისი საკუთარი
უსაფრთხოების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე ასრულებს.
20.კონფორმულობა - ადამიანების ტენდეცია, მოერგონ რეფერენტული ჯგუფის სხვა
წევრების ქცევებს, განწყობებსა და ღირებულებებს.
2
23.რა განსხვავებაა სპეციფიურ ფობიასა და სოციალურ ფობიას შორის?
სპეციფიკური ფობიები - ფობიები, რომლებიც თავს იჩენენ სპეციფიკური ტიპის
ობიექტებზე, ან სიტუაციებზე რეაქციის სახით.
სოციალური ფობიები - მდგრადი და ირაციონალური შიში, რომლებიც წარმოიქმნება
ისეთი საზოგადოებრივი სიტუაციის წინასწარ წარმოდგენისას, რომელშიც ინდივიდი სხვათა
დაკვირვების ობიექტი შეიძლება იყოს.
24. რა განსხვავებაა შიშსა და ფობიას შორის?
შიში - რაციონალური რეაქცია ობიექტურად იდენტიფიცირებულ გარეგან საფრთხეზე,
რამაც შეიძლება აიძულოს ადამიანი, რომ გაიქცეს, ან გადავიდეს შეტევაზე თავდაცვის
მიზნით.
ფობია - სპეციფიკური ობიექტის, აქტივობის ან სიტუაციის მდგრადი და ირაციონალური
შიში, რომელიც მოჭარბებულობითა და უმიზეზობით ხასიათდება; რომელიც რეალობას
საფრთხის მომტანად აღაქმევინებს ადამინს.
25. რა განსხვავებაა გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასა და პანიკურ შეტევას შორის?
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა - შფოთვითი აშლილობა, როდესაც ინდივიდი
განიცდის შფოთვას ან ნერვიულობს სპეციფიკური საფრთხის ან საფრთხის მომტანი
ობიექტის არ არსებობის პირობებში, სულ მცირე ექვსი თვის მანძილზე.
პანიკური აშლილობა - შფოთვითი აშლილობა, როდესაც ინდივიდი განიცდის
მოულოდნელ მწვავე პანიკურ შეტევებს, რაც ინტენსიური დაძაბულობის, შიშისა და
საშინელების გრძნობით იწყება.
26. რა განსხვავებაა ურთიერტდამოკიდებულ მე-ს და დამოუკიდებელ მე-ს შორის?
დამოკიდებული მე-ს გაგება - მე-ს კონცეპტულიზაცია, როგორც ინდივიდისა, რომლის
ქცევა, უპირველეს ყოვლისა, ორგანიზებულია ადამიანის სააკუთარ და არა სხვების
აზრებთან, გრძნობებთან და ქმედებებთან მიმართებაში.
ურთიერთდამოკიდებული მე-ს გაგება - მე-ს კონცეპტუალიზაცია, როგორც
გარემომცველი სოციალური ურთიერთობის ნაწილისა. იმის აღიარება, რომ ადამიანის ქცევა
განსაზღვრულია, დამოკიდებულია და დიდ წილად ორგანიზებული იმით, თუ რას აღიქვამს
მოქმედი პირი სხვების აზრებად, გრძნობებად და მოქმედებებად.
27. რას ნიშნავს ობიექტური ტესტები და პროექციული ტესტი?
ობოექტური ტესტები - ობიექტურ ტესტებში შეფასებები ქულების მნიჭებით ხდება.
ზოგიერთ ასეთ ტესტში შეფასება ინტერპრეტაციითა და კომპიუტერული პროგრამით
ხორციელდება. საბოლოო შეფასება, როგორც წესი, ერთნიშნა რიცხვია. ერთ-ერთი
ობიექტური ტესტია თვითანგარიშის კითხვარი, რომელშიც ინდივიდები პასუხობენ
კითხვათა სერიებს მათი აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების შესახებ.
პროექციული ტესტი - პიროვნების შეფასების მეთოდი, რომელშიც ინდივიდს უჩვენებე
ორაზროვანი სტიმულების ერთობლიობას და სთხოვენ მათი მნიშვნელობის
ინტერპრეტაციას. ითვლება რომ ინდივიდის პასუხები ავლენენ მათ შინაგან გრძნობებს,
მოტივებსა და კონფლიქტებს.
3
28.რა არის თვითეფექტურობა და არსებობს თუ არა კავშირი თვითეფექტურობასა და ბავშვის
აკადემიურ მიღწევებს შორის?
თვითეფექტურობა - რწმენების ერთობლიობა, რომ ადამიანს შეუძლია ადეკვატურად
მოქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა რომ
თვითეფექტურობა ძლიერი რწმენებით კორელაციაში იყო ბავშვის ფაქტობრივ მაღალ
მიღწევებთან.
29. თემა: მიღწევის მოთხოვნილება.
1983 წელს ჰენრი მარეიმ განაცხადა ადამიანთან მიღწევის მოთხოვნილების არსებობის
შესახებ. დევიდ მაკლენანდმა და მისმა კოლეგებმა ამ მოთხოვნილების სიძლიერის გაზომვის
მეთოდიკა შეიმუშავეს და სხვადასხვა საზოგადოებაში მიღწევის მოთხოვნილების
სიძლიერეს, მოტივაციის წამახალისებელ პირობებსა და სამუშაო პირობებში მის შედეგებს
შორის კავშირებს იკვლევდნენ. მიღწევის მოთხოვნილების სიძლიერის დასადგენად
მაკლელანდი კვლევის მონაწილეთა ფანტაზიას იყენებდა. მონაწილეებს წარედგინებოდათ
თემატური აპერცეპციის ტესტის (თატ) ბუნდოვანი სურათების სერია და მოეთხოვებოდათ
მათი მიხედვით მოთხრობის შედგენა. მათ უნდა აღეწერათ, თუ რა ხდებოდა სურათზე და
სავარაუდოდ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ნავარაუდევი იყო, რომ ისინი შექმნილ
სიუჟეტში თავიანთი ფასეულობების, ინტერესებისა და მოტივების პროეცირებას
მოხდენდნენ. იმ მოთხრობებზე დაყრდნობით მაკლელანდმა შეიმუშავა გაზომვის
ერთეულები ადამიანის რამდენიმე მოთხოვნილებისათვის, მათ შორის ძალაუფლების,
აფილაციისა და მიღწევის მოთხოვნილებისთვის. მიღწევის მოთხოვნილება პირობითად
აღინიშნება, როგორც n Ach^2. ის ასახავს ინდივიდუალურ განსხვავებებს იმაში, თუ
რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდისთვის შრომა. N Ach მაღალი მაჩვენებლის მქონე
ინდივიდები უფრო მეტად მიიწევენ ზემოთ, ვიდრე დაბალი მაჩვენებლის მქონე.
მეორე ვარიანტი
4
5.იდეალური მე ეს არის, როგორიც ადამიანს ჰგონია რომ არის
მცდარია.
5
პიროვნების ტიპები - პიროვნული მახასიათებლის ცალკეული პატერნი, რომლებიც
გამოიყენება ადამიანების კატეგორიებისადმი მიკუთვნებისთვის. არა ხარისხობრიბი არამედ
თვისებრივი განსხვავებები, რომლებიც ადამიანების განსხვავებლად იხმარება.
19. განმარტეთ ნიშანი.
ნიშანი - მყარი პიროვნული თვისებები ან ატრიბუტები, რომლებიც გავლენას ახდენენ
ქცევაზე განსხვავებულ სიტუაციებში.
20. განმარტეთ თატ ტესტი.
თატ ტესტი - იგივე თემატური აპერცეპციის ტესტი. პროექტიული ტესტი, რომელშიც
ინდივიდს გარკვეული თანმიმდევრობით წარედგინება სურათები და მოეთხოვება
თითოეული მათგანის მიხედვით მოთხრობის მოფიქრება.
6
26. რომელია და ვის ეკუთვნის კონფორმულობასთან დაკავშირებული ორი ცნობილი
ექსპერიმენტი?
ესენია ინფორმაციული გავლენისა და ნორმატიული გავლენის ექსპერიმენტები.
ინფორმაციული გავლენის აეკუთვნის - მ. შერიფს ხოლო ნორმანტიული გავლენის -
სოლომინ აშს.
27. რა განსხვავებაა ინფორმაციულ გავლენასა და ხორმატიულ გავლენას შორის?
ინფორმაციული გავლენა - ჯგუფის ეფექტი, რომელიც წარმოიშობა ინდივიდის
სურვილის საფუძველზე, იყოს კორეკტული, სწორი და იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს
მოცემულ სიტუაციაში.
ნორმატიული გავლენა - ჯგუფის ეფექტი, რომელიც წარმოიშობა ინდივიდის სურვილის
საფუძველზე, იყოს ჯგუფის მიერ მოწონებული, მიღებული და აღიარებული.
28. რა განსხვავებაა იმპულსურ და ინსტრუმენტულ აგრესიას შორის?
იმპულსური აგრესია - ემოციებით გამოწვეული აგრესია, წარმოქმნილი განსაკუთრებით
მწვავე სიტუაციებზე საპასუხოდ.
ინსტრუმენტული აგრესია - კოგნიტურად დასაბუთებული და მიზანმიმართული
აგრესია, რომელიც წარმოიქმნება წინასწარ მოფიქრებულად, სპეციფიკური მიზნების
მისაღწევად.
29. თემა: ფსიქოანალიზი.
ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით, პიროვნების ბირთვს ადამიანის ფსიქიკაში
არსებული მოვლენები ქმნის, რომლებიც ქცევის მოტივს წარმოადგენენ. ხშირად ადამიანები
აცნობიერებენ ამ მოტივებს, თუმცა ზოგი მოტივაცია არაცნობიერ დონეზეც მოქმედებს.
ფროიდისათვის ყველანაირ ქცევას აქვს მოტივი, მას არ იწვევს შემთხვევითი მოვლენა. ყველა
ქცევას აქვს მიზეზი და მიზანი, რომელიც შეიძლება აღმოვაჩინოთ ასოციაციების, სიზმრების,
შეცდომებისა და შინაგან ვნებებზე მეტყველი სხვა ქცევითი მინიშნებების ანალიზით.
ფროიდი სამედიცინო პრაქტიკებმა მიიყვანა იმ დაშვებამდე, რომ ყველა ქცევას საერთო
ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდათ. ადამიანური მოქმედებების მოტივაციის წყაროდ მან
ყველა ინდივიდში არსებული ფსიქიკური ენერგია მიიჩნია. მან დაუშვა, რომ ყველა ადამიანს
უნდა ჰქონდეს თანდაყოლილი ინსტიქტები ანუ ლტოლვები. თავიდან მან ორი ბაზისური
ლტოლვა დაუშვა. ერთი დაკავშირებული იყო თვითშენახვასთან, მეორეს მან უწოდა ეროსი,
ძალა დაკავშირებული სექსუალურ იმპულსებთან და სახეობის შენარჩუნებასთან. ამ ორიდან
ფროიდს სექსუალური ლტოლვები უფრო აინტერესებდა. მან ძალზე გააფართოვა ადამიანის
სექსუალური სურვილების ცნება და შიგ ჩართო არა მარტო სექსუალური კავშირის
სურვილი, არამედ ყველა სხვა სიამოვნების მიღების ან ფიზიკური კონტაქტის დამყარების
მცდელობა. იგი ტერმინ ლიბიდოს იყენებდა სექს. იმპულსების განსასაზღვრად. ლიბიდი
არის ფსიქიკური ენერგია, რომელიც მიგვმართავს ყველა სახის შეგრძნებითი სიამოვნებისკენ.
სექსუალური იმპულსები დაუყონებლივ დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
მესამე ვარიანტი
7
ჭეშმარიტია
2. კვებითი აშლილობები ბულემია და ანორექსია ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
მცდარია
3. ჰანს აიზეკმა სამი ძირითადი განზომილება გამოყო: ექსტრავერსია, ნეიროტიციზმი და
ფსიქოტიციზმი.
ჭეშმარიტია
4. პიროვნული ნიშნები ქცევას არ წინასწარმეტყველებენ.
მცდარია
5. თვითეფექტურობა არის რწმენა იმისა, რომ ადამიანს შეუძლია კონკრეტულ სიტუაციაში
ადეკვატურად მოიქცეს.
ჭეშმარიტია.
6.ერთდროულად ერთზე მეტ აშლილობას კომორბიდი ეწოდება.
ჭეშმარიტია.
7.ინდივიდზე ან ჯგუფზე ადამიანის უარყოფითი რეაქციას განსხვავებულობის ან
გარკვეული არასრულფასოვნების გამო, რაც დამამცირებლად მოქმედებს მათზე სტიგმა
ეწოდება.
ჭეშმარიტია.
8.ბევრ კულტურაში დაავადებულ თანამოძმეებს დახმარებას უწევდნენ პირები, რომელთა
მიერ ჩატარებული მკურნალობა რელიგიასა და ჯადოქრობას უკავშირდება. მათ შამანებს
უწოდებენ.
ჭეშმარიტია.
9. ფსიქოქირურგია გულისხმობს ფსიქოლოგიური აშლილობების შემსუბუქებას ტვინის
ქსოვილზე განხორციელებული ქირრგიული პროცედურებით.
ჭეშმარიტია
10.სოციალური ნორმები, ეს არის ის მოლოდინები, რომელიც ჯგუფს გააჩნია თავისი
წევრების მიმართ მათ სასურველობასთან და შესაბამისობასთან დაკავშირებით.
ჭეშმარიტია
11. დეფიციტის პრინციპი ერთ-ერთია ადამიანის თანხმობის მოსაპოვებლად არსებული
მეთოდებიდან.
ჭეშმარიტია
12. ----------------------------------------
8
ღირებულებების, სტანდარტებისა და მორალის ინტერნალიზაციას.
18. განმარტეთ იდი.
იდი - პიროვნების პრიმიტიული, არაცნობიერი ნაწილი, რომელიც ირაციონალურად
ფუნქციონირებს და იმპულსურად მოქმედებს სიამოვნების მისაღწევად.
19. განმარტეთ ეგო.
ეგო - პიროვნების ასპექტი, რომელიც მონაწილეობს თვითდაცვაში და მიმართავს
ინსტიქტურ ლტოლვებსა იმპულსებს შესაბამის არხებში.
20. განმარტეთ ეგოს დაცვის მექანიზმი.
ეგოს დაცვის მექანიზმი - ფსიქიკური აგრესიები (ცნობიერი ან არაცნობიერი) რომლებსაც
ეგო იყენებს ცხოვრების ნორმალური მიმდინარეობისას განცდილი კონფლიქტებისაგან
თავდაცვისათვის.
მეოთხე ვარიანტი
1. იგივე რაც მეორე ვარიანტის 1 კითხვა.
2. იგივე რაც მეორე ვარიანტის 2 კითხვა.
9
3. მემკვიდრეობის კვლევები გვიჩვენებს, რომ პიროვნული ნიშანი განიცდის გენეტიკური
ფაქტორების გავლენას ანუ გენეტიკურად განპირობებულია.
ჭეშმარიტია
4. საჭიროების შემთხვევაში არაცნობიერი შინაარსები შეგვიძლია ცნობიერი გავხადოთ.
მცდარია
5. აბრაჰამ მასლოუ ფსიქოდინამიკური მიმდინარეობის წარმომადგენელია.
მცდარია
6. ზიგმუნდ ფროიდმა შემოიტანა ფსიქოანალიზი როგორც ფსიქოლოგიური აშლილობების
მკურნალობის მეთოდი.
ჭეშმარიტია
7. იგივე რაც მეორე ვარიანტის 7 კითხვა.
8. იგივე რაც მეორე ვარიანტია 8 კითხვა.
9. იგივე რაც მეორე ვარიანტია 9 კითხვა.
10. იგივე რაც მეორე ვარიანტის 10 კითხვა.
11. იგივე რაც პირველი ვარიანტის 11 კითხვა.
12. იგივე რაც მეორე ვარიანტის 12 კითხვა.
10
არ ჰქონიათ.
23. რაში მდგომარეობს აბრაჰამ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია?
მასლოუს შეხედულება, რომ ბაზისური ადამიანური მოტივები ქმნიან იერარქიას და, რომ
მოთხოვნილება იერარქიის თითოეულ დონეზე გარკვეული ინტენსიობით უნდა
დაკმაყოფილდეს, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება მომდევნო დონის მიღწევა.
24.როგორია ჰიპოკრატეს პიროვნების ტიპების კლასიფიკაცია? ჩამოთვალეეთ და
დაახასიათეთ.
ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ტიპების თეორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე
საუკუნეს ეკუთვნის. მისი ავტორია ჰიპოკრატე. მისი თეორიის მიხედვით, ადამიანის
სხეული შეიცავს ოთხ ძირითად სითხეს ანუ ჰუმორს, რომელთაგან თითოეული ასოცირდება
გარკვეულ ტემპერამენტთან, ემოციებისა და ქცევის პატერნთან. ინდივიდის პიროვნება
დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი ჰუმური ჭარბობს მასში. ეს ჰუმორებია: სისხლი
(მხიარული და აქტიური), ფლეგმა (მოდუნებული), შავი ნაღველი (ნაღვლიანი), და ყვითელი
ნაღველი (გაღიზიანებული).
11
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. განმარტეთ თვითშეფასება.
თვითშეფასება - მე-ს მიმართ განზოგადებული შეფასებითი დამოკიდებულება, რომელიც
გავლენას ახდენს გუნება-განწყობილებაზე, ისე ქცევაზე და რომელიც ძლიერ ზემოქმედებს
ინდივიდუალური და სოციალური ქცევების სპექტრზე.
5. განმარტეთ ეტიოლოგია.
ეტიოლოგია - აშლილობის განვითარების მიზეზები ან მასთან დაკავშირებული
მოვლენები.
12