საფრანგეთი-1815-1852-წლებში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

საფრანგეთი 1815-1900 წლებში

1. ბურბონების რესტავრაცია

ვენის კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საფრანგეთში ბურბონების


რესტავრაცია მოხდა კონსტიტუციური მონარქიის ფორმით.

ლუი XVIII -მ (1814-24) გამოსცა


„ინგლისის სახელოვანი
რევოლუციის“ მიხედვით ე.წ. ქარტია
(მოქმედებდა 1848 წლამდე),
რომელიც ითვალისწინებდა
ხელისუფლების შტოების
განაწილებას და ორპალატიან
წარმომადგენლობით ორგანოს
(პარლამენტი). ზედა პალატაში
შედიოდნენ მეფის დანიშნული
არისტოკრატები, ქვედა პალატა
არჩევითი იყო. თუმცა საფრანგეთში
საარჩევნო ხმა ქონებრივი ცენზით
იზღუდებოდა: ქვეყნის 28 მილიონი
მაცხოვრებლიდან პოლიტიკურ
ცხოვრებაში ჩართვის უფლება 100 000 მდიდარ მოქალაქეს ჰქონდა. აღმასრულებელი
ხელისუფლება (მინისტრები) მეფის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულები; მხოლოდ მათ
შეეძლოთ კანონპროექტის შემუშავება და პარლამენტში წარდგენა. „ქარტიაში“
შენარჩუნებული იყო რევოლუციის მონაპოვარი: კანონის წინაშე თანასწორობა, პიროვნების
და რწმენის თავისუფლება და ა.შ. „ბურბონების რესტავრაციის“ პირველ ეტაპზე აქტიურად
ხდებოდა ნაპოლეონისა და რევოლუციის მომხრეების დევნა: დააპატმრეს 70 000 ადამიანი,
დახვრიტეს ნაპოლეონის ზოგიერთი გენერალი და მარშალი. მიუხედავად იმისა, რომ 1828
წლისთვის საარჩევნო ცენზი გამკაცრდა თავადაზნაურობის სასარგებლოდ, ქვედა პალატაში
მაინც ლიბერალები იყვნენ უმრავლესობაში.

ლუი XVIII -ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძმა, შარლ X (1824-30) ავიდა. ჯერ კიდევ
ლუის მმართველობის დროს შარლი „ულტრათა“ პარტიის ლიდერი იყო, რომელიც მიზნად
ისახავდა საფრანგეთში აბსოლუტური მონარქიის აღდგენას. პარტია „ქარტიას“ აკრიტიკებდა,
რადგანაც ის ზედმეტად ლიბერალურად ეჩვენებოდათ. ერთ-ერთი პირველი რაც შარლმა
ტახტზე ასვლის შემდეგ გააკეთა იყო „მილიარდი ემიგრანტის“ კანონის მიღება, რომლის
თანახმადაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ფრანკი გამოიყო რევოლუციის დროს
გაქცეული არისტოკრატიისთვის ჩამორთმეული ქონების ასანაზღაურებლად. მან ასევე
აღადგინა ეკლესიის გავლენა საზოგადოებრივ სფეროზე, მაგალითად უნივერსიტეტებზე და
სკოლებზე.
ლუი X – უკანასკნელი ბურბონი მონარქი
2. 1830 წლის რევოლუცია, „ივლისის მონარქია“

შარლ X-ის უკიდურესად კონსერვატიულმა პოლიტიკამ საზოგადოებაში პროტესტი


გამოიწვია. 1830 წლის მარტში წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის გადადგომა
მოითხოვა. მეფე საპასუხოდ ქვედა პალატა დაითხოვა და ახალი არჩევნები დანიშნა, მაგრამ
უმრავლესობა ისევ მეფის მოწინააღმდეგეებმა მოიპოვეს. ამის შემდეგ შარლმა, 26 ივლისს
გამოსცა 4 ბრძანებულება: 1) გაუქმდა პრესის თავისუფლება; 2) ისევ დაშლილად
გამოცხადდა ქვედა პალატა; 3) განისაზღვრა არჩევნების ახალი თარიღი; 4) ახალი საარჩევნო
კანონით ამომრჩეველთა რაოდენობა 3/4 -ით შემცირდა.

ამ ბრძანებულებას მოჰყვა პროტესტი და 28 ივლისს პარიზში ბარიკადები აღიმართა,


აფრიალდა სამფეროვანი რევოლუციური დროშა.. ჯარის ნაწილიც დემონსტრანტთა მხარეს
გადავიდა. 3 დღის შემდეგ შარლმა უკან გაიწვია თავისი ბრძანებულებები, მაგრამ ვითარება
ამან მაინც არ დაამშვიდა. ის იძულებული იყო შოტლანდიაში გაქცეულიყო.

გამარჯვებულმა ლიბერალებმა შეცვალეს კონსტიტუცია: მეფის ტიტული - „ღვთის


კურთხევით საფრანგეთის მეფე“, შეიცვალა წოდებით „ფრანგების მეფე“. რევოლუციური
სამფეროვანი დროშა სახელმწიფო დროშა გახდა; მთავრობა მეფის კი არა, პარლამენტის
წინაშე გახდა ანგარიშვალდებული. მეფობა სხვა ბურბონს, ლუი-ფილიპს (1830-48)
შესთავაზეს. ტახტზე ასვლისას მან ფიცი დადო ახალ კონსტიტუციაზე, ამიტომ „ივლისის
მონარქიას“ „ბ ურჟუაზიულ მონარქიას“, ხოლო ლუი-ფილიპს „მეფე-ბურჟუას“ უწოდებენ.

1831 წ. შეიცვალა საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა რაოდენობა 200


000 -მდე გაიზარდა. ბურჟუაზიამ არისტოკრატია განდევნა საზოგადოების მართვის
პოზიციიდან, მაგრამ რევოლუციამ არ გააუმჯობესა მუშების, გლეხების მდგომარეობა. ქ.
ლიონში მუშათა გამოსვლები დაიწყო, რომელიც ხელისუფლება იარაღით ჩაახშო.

1834 წ. ისევ ლიონში დაიწყო მუშების გაფიცვა, რომელსაც მხარი დაუჭირეს საფრანგეთის
სხვა ქალაქებმაც. სულ უფრო იზრდებოდა რადიკალური ცვლილებების მოთხოვნები.
ყველასთვის სამაგალითო ნაპოლეონ I იყო, რომელმაც თავის დროზე საფრანგეთს მთელ
ევროპაში დიდება მოუპოვა. განწყობებით ისარგებლა ლუი-ფილიპმა და წმინდა ელენეს
კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტი გადმოასვენა. ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი (ნაპოლეონ I ის
ძმისშვილი) ორჯერ შეეცადა სათავისოდ გამოეყენებინა შექმნილი ვითარება და მოეხდინა
გადატრიალება, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ
ინგლისში გაიქცა.
3. 1848 წლის რევოლუცია

სამ კონკრეტულმა მოვლენამ შეუწყო ხელი ევროპაში და მათ შორის საფრანგეთშიც


სიტუაციის გამწვავებას. პირველი იყო სერიოზული მავნებელი, რომელმაც გააფუჭა
კარტოფილის ნათესები. ჭირმა განსაკუთრებით იმოქმედა ირლანდიაში, რამაც გამოიწვია
დიდი შიმშილობის პერიოდი.

მეორეს მხრივ, ინგლისში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი კრიზისში


შევიდა: მრეწველობა და კომერცია. ბევრი სავაჭრო კომპანია გაკოტრდა, რაც ზრდის
უმუშევრობის მაჩვენებლებს. იგივე მოხდა ბევრ ქარხანაში, რის გამოც მუშები არ გადარჩნენ.

კრიზისებიდან ბოლო მოხდა საფრანგეთში. იქ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა, რამაც ხელი


შეუშალა მოვაჭრეებს თავიანთი წარმოების ექსპორტში. დაზარალდა კომერციული
ბურჟუაზია, რამაც გამოიწვია რევოლუციონერების გაერთიანება. ამას უნდა დაემატოს
შიმშილი, რომელსაც მოსახლეობა განიცდიდა რამდენიმე ცუდი მოსავლის გამო.

ევროპის ქვეყნების მზარდმა ინდუსტრიალიზაციამ საზოგადოებაში ტრანსფორმაცია


გამოიწვია. ადრე ბურჟუაზია და თავადაზნაურობა იყო ორი სოციალური ფენა, რომლებიც
ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, ერთი შეინარჩუნეს თავიანთი პრივილეგიები, ხოლო
მეორენი შეიძინეს ის, რაც მათ დამსახურებულად მიაჩნდათ.

ინდუსტრიასთან ერთად გამოჩნდა ახალი სოციალური კლასი. ძველი ქვედა კლასები


გახდნენ პროლეტარიატი, ქარხნების მშრომელები. მას შემდეგ, რაც ქარხნების მფლობელები
ბურჟუაზიულები იყვნენ, კონფლიქტის ახალი მიმართულება გამოჩნდა, რადგან მუშები მათ
მძიმე სამუშაო პირობებსა და უფლებების არარსებობაში ადანაშაულებდნენ.

1846 წ. საფრანგეთში სოციალური ვითარება უკიდურესად დამძიმდა: მოუსავლიანობა,


ფასების ზრდა, ფინანსური კრიზისი... „მეოთხე წოდება“ (წვრილი ბურჟუაზია და მუშები)
მოითხოვდა უმუშევართა სახელმწიფო საეარმოებში დასაქმებას და კერძო საწარმოების
სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას - ნაციონალიზაციას. ეს მოთხოვნები ეფუძნებოდა
ფრანგი სოციალისტის - ლუი ბლანის პროგრამას.

1848 წ. 22 თებერვალს მთავრობამ აკრძალა დემონსტრაციების ჩატარება, მაგრამ ამან ხალხი


ვერ შეაჩერა. ნაციონალური გვარდიაც აჯანყებულების მხარეზე გადავიდა. ლუი-ფილიპი
ინგლისში გაიქცა. 1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა (მეორე
რესპუბლიკა). დროებით მთავრობაში შრომის მინისტრად ლუი ბლანი დანიშნეს. შეიქმნა
ნაციონალური საწარმოები, მოსახლეობას დაჰპირდნენ სამუშაოს, რის გამოც ქვეყნის
რეგიონებიდან ათასობით მოქალაქე პარიზს მოაწყდა. კიდევ ერთი მონაპოვარი იყო
საყოველთაო ხმის უფლება მამაკაცებისათვის. შესაბამისად ამომრჩეველთა რაოდენობა 9
მილიონამდე გაიზარდა. არჩევნებში ბურჟუაზიამ გაიმარჯვა. მათ სახელმწიფო საწარმოების
კრიტიკა დაიწყეს არამომგებიანობის გამო. ნაციონალურმა კრებამ საწარმოები დახურა.
მუშები იარაღით ხელში პარიზის ქუჩებში გამოვიდნენ. აჯანყება, რომელიც ევროპაში
მუშების პირველ რევოლუციად არის აღიარებული, გენერალმა კავენიაკმა იარაღის ძალით
ჩაახშო.
1848 წ. 10 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმების 75 % -ით ლუი-
ნაპოლეონმა გენერალი კავენიაკი დაამარცხა. 1851 წ. ლუი-ნაპოლეონმა ეროვნული ასამბლეა
დაითხოვა, რადგან ამ ორგანომ უარი უთხრა კონსტირუციაში ცვლილებაზე - პრეზიდენტის
მეორე ვადით არჩევაზე.

ლუი-ნაპოლეონმა მოწინააღმდეგების დევნა დაიწყო, მათ შორის კავენიაკის. 1852 წ. 2


დეკემბერს მან ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სენატის და სახელმწიფო
საბჭოს უფლებები მის ხელში გადავიდა. იმავე დღეს სენატმა ის იმპერატორად გამოაცხადა.
მეორე რესპუბლიკა მეორე იმეპრიამ ჩაანაცვლა.

ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი (ნაპოლეონ III)

You might also like