Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ცივი ომი - მსოფლიო და საქართველო

ცივი ომი - დაპირისპირება აშშ -სა და მისი


მოკავშირეებისა (კაპიტალისტური ბანაკი)
საბჭოთა კავშირთან (სოციალისტური ბანაკი)
1946-1990 წწ. „ცივი ომის“ დასაწყისად შეიძლება
მივიჩნიოთ 1946 წ. 5 მარტი, როდესაც აშშ -ში
ვიზიტად ყოფნისას, უინსტონ ჩერჩილმა ქ.
ფულტონში წარმოთქვა სიტყვა, სადაც განაცხადა,
რომ მოსკოვმა ევროპაში დაუშვა „რკინის ფარდა“,
რომლის მიღმაც დარჩნენ ცენტრალური და
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ისინი
მოსკოვის მზარდ კონტროლს განიცდიდნენ.

საბჭოთა კავშირს გაუმარტივდა აღმ. ევროპის


ქვეყნებზე კონტროლის დაწესება. რა იყო ამის
მიზეზი: 1. ომის დასასრულს მთელი ეს
ტერიტორია წითლების ჯარებს ეკავათ; 2.
წარმატების ფონზე გაიზარდა სიმპატიები საბჭოთა კავშირისა და კომუნიზმის მიმართ;

1946-49 წწ. სტალინის მითითებით საბჭოთა უშიშროებამ დაიწყო აღმ. ევროპის ქვეყნებში
პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა. დამყარდა ცენზურა. შედეგად ყველა ქვეყნის
სათავეში კომუნისტები მოვიდნენ.

შეკავების დოქტრინა - ჯორჯ კენანმა (აშშ-ს ელჩი სსრკ-ში) ჩამოაყალიბა, რომლის


თანახმადაც მსოფლიოში თავისუფალი ქვეყნებისათვის უნდა აღმოეჩინათ ეკონომიკური და
სამხედრო დახმარება, რათა შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა და გადაერჩინათ თავი
ტოტალიტარული რეჟიმისაგან. აშშ-მ უნდა დაიცვას მსოფლიო კომუნისტრური
საფრთხისგან ძალისმიერი მეთოდით.

ტრუმენის დოქტრინა - 1947 წ. აშშ -ს პრეზ. ჰარი ტრუმენის გეგმის გათვალისწინებით


დასავლეთმა სამხედრო-ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინა საბერძნეთს და ის
გაწითლებისგან გადაარჩინა.

დომინოს თეორია - აშშ -ს საგარეო პოლიტიკის თეორია, რომლის თანახმადაც, თუკი სადმე
დაეცემოდა დემოკრატიული, პროდასავლური რეჟიმი, ეს გამოიწვევდა მის მეზობლად
მთავრობების დამხობას (როგორც დომინოს ქვები ეცემიან ერთმანეთის მიყოლებით) და
კომუნისტური წყობის დამყარებას.

მარშალის გეგმა - ეკონომიკური პროექტი, შეიმუშავა აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ


მარშალმა, რომლის მიხედვითაც 1948-52 წწ. პროგრამაში ჩართულ ევროპულ ქვეყნებს 16
მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია აშშ -მ: განახლდა „ფიატის“ წარმოება (იტალია),
საფრანგეთში აღდგა ნავსადგურები, აღორძინდა საბერძნეთის აგრარული სექტორი. ამით აშშ
-ს ეკონომიკამაც ისარგებლა,
რადგან ქვეყნიდან ჭარბი
საქონელი გავიდა იმპორტზე და
მოქალაქეებისთვისაც გაჩნდა
დამატებითი სამუშაო ადგილები.

„მარშალის გეგმამ“ გაავლო ხაზი


„ცივი ომის“ ფრონტზე. გეგმას არ
შეუერთდა სსრკ, ფრანკოს
ესპანეთი, ფინეთი (სსრკ-ს შიშით).

„მარშალის გეგმის“ საპირისპიროდ


სტალინმა შექმნა ეკონომიკური
ურთიერთდახმარების საბჭო:
ბულგარეთი, რუმინეთი,
ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, უნგრეთი. სინამდვილეში ეს საბჭო აღნიშნულ ქვეყნებზე
მოსკოვის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი იყო.

„ჟდანოვის დოქტრინა“ - დოქტრინის თანახმად მსოფლიო გაყოფილი იყო კაპიტალისტურ


(იმპერიალისტურ) და სოციალისტურ ბანაკებად. აღნიშნულზე განცხადება კომუნისტმა
პოლიტიკოსმა, ჟდანოვმა განაცხადა 1947 წ.

გერმანია და ბერლინი

II მსოფ. ომში მოკავშირეებისათვის (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი) უთანხმოების საგნად იქცა
გერმანიის მომავალი. აშშ -ს გერმანიის სწრაფი აღორძინება სურდა, რომელიც მისი
მოკავშირე და ევროპაში უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა. დიდ ბრიტანეთსაც სურდა
ძლიერი გერმანიის არსებობა, რომელიც ევროპას კომუნისტებისგან დაიცავდა. პოტსდამის
კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ გერმანიას მოკავშირეთა საბჭო მართავდა (ბრიტანეთის
მოთხოვნით სამეულს დაემატებოდა საფრანგეთი). 1949 წ. დასავლელმა მოკავშირეებმა
შექმნეს გ ფ რ - გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკა. ამის საწინააღმდეგოდ კომუნისტრბმა
აღმ. გერმანიაში შექმნეს გ დ რ - გერმანიის
დემოკრატიული რესპუბლიკა.

ბერლინის ბლოკადა - 1948 – 1949 წწ. „ცივი ომის“


პირველი კრიზისი. საბჭოთა კავშირმა გადაკეტა
კავშირი დასავლეთ ბერლინთან და დასავლეთ
გერმანიასთან. აღმოსავლეთში დარჩენილი
მოსახლეობა შიშმშილისთვის განწირული იყო. მათ
ესაჭიროებოდათ სურსათი, პირველადი მოხმარების
ნივთები, რესურსები საწარმოების
ფუნქციონირებითვის. დას. გერმანიის გენერალმა
კლეიმ მიიღო გადაწყვეტილება ავიაციით მოემარაგებინა
აღმოსავლეთში დარჩენილი გერმანელები.

ნატო (NATO) - ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის


ორგანიზაცია - შეიქმნა 1949 წ. ვაშინგტონში. შტაბბინა
მდებარეობს ბრიუსელში (ბელგიის დედაქალაქი). მთავარი
მიზანი იყო საბჭოთა კავშირიდან მომავალი სამხედრო
საფრთხის შეჩერება ერთიანი ძალებით. ჰარი ტრუმენი
ამბობდა, რომ მარშალის გეგმა და ნატო ერთი კაკლის ორი
ლებანია.

ვარშავის ხელშეკრულება - საბჭოთა კავშირმა ნატო -ს


საპირწონედ თავისი სამხედრო ბლოკი შექმნა. ორგანიზაციის
ჩამოყალიბება დააჩქარა გფრ -ის გაწევრიანებამ ნატო -ში და
ავსტრიიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანამ. აქაც
მთავარი პრინციპი, ისევე როგორც ნატო -ში იყო
ურთიერთდახმარება, კოლექტიური უსაფრთხოება.
ოფიციალურად გაუქმდა 1991 წ. 1 ივლისს.

ბერლინის კედელი - 1961 წ. საბჭოთა კავშირის მეთაურის, ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით


ბერლინის გამყოფად აშენდა ბეტონის კედელი. რა იყო ამის მიზეზი? 1949-61 წწ.
აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთში 2 მილიონი ადამიანი გადავიდა. რა თქმა უნდა ეს
აღმ. გერმანიას დიდ ეკონომიკურ, ინტელექტუალურ დარტყმას აყენებდა. სწორედ ამის
აღსაკვეთად იყო მიმართული კედლის აშენება. გერმანელებმა გფრ-ში გადასასვლელად
ახალი გზა გამონახეს: გაიყვანეს გვირაბები. გფრ -მა და გდრ -მა ბერლინის გაყოფა
ოფიციალურად 1972 წ. აღიარეს.

ანტისაბჭოთა გამოსვლები

„ხრუშჩოვის დათბობა“ (დათბობის პოლიტიკა) – 1956-60 წწ. საბჭოთა კავშირში შერბილდა


ცენზურა, რეპრესიები. ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის კულტი და მის მიერ წარმოებული
რეპრესიები. დაიწყო გადასახლებულთა, დახვრეტილთა რეაბილიტაცია.

ბუდაპეშტი, 1956 წ. – 22 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა 200 000 -მა მომიტინგემ
მრავალპარტიული არჩევნები, წითელი არმიის გაყვანა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება
და მთავარი პარკიდან სტალინის ძეგლის აღება მოითხოვეს. პროტესტი მთელ ქვეყანას
მოედო. ხელისუფლება იძულებული იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
რეფორმატორი იმრე ნადი დაენიშნა. 24 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქში საბჭოთა
ტანკები შევიდნენ. ამის ფონზე მომიტინგეებმა შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება
დაიწყეს, რომელსაც პალ მალეტერი მეთაურობდა. მოსკოვში გადაწყვიტეს ჯარების შეყვანა,
მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველა სოციალისტურ ქვეყანაზე უნდა გადანაწილებულიყო.
ნოემბერს იმრე ნადიმ რადიომიმართვაში განაცხადა, რომ უნგრეთი ტოვებდა „ვარშავის
ხელშეკრულებას“, რადგან ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე შეიყვანეს ჯარები. 4 ნოემბერს
საბჭოთა ჯარებმა ბუდაპეშტი აიღეს. დაიწყო დარბევა და რეპრესიები. ამ ყელაფერმა
„ხრუშჩოვის დათბობის“ ზედაპირულობა წარმოაჩინა, დაანახა დასავლეთს, რომ სსრკ აღმ.
ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამხობას არ შეურიგდებოდა.

„პრაღის გაზაფხული“ – 1968 წ. ჩეხოსლოვაკიის სათავეში რეფორმატორები მოვიდნენ


ალექსანდრე დუბჩეკის მეთაურობით. დაიწყეს მუშაობა „ეკონომიკურ რეფორმებზე,
„ადამიანური სოციალიზმის“ ჩამოყალიბებაზე. მათ სურდათ ინიციატივები ხალხისგან
წამოსულიყო და არა „ზემოდან“. 21 აგვისტოს დაიწყო ოპერაცია „დუნაი“. ქვეყანაში
„ვარშავის ხელშეკრულების“ ჯარები შევიდნენ. 36 საათში მათ ქვეყანაზე სრული კონტროლი
დაამყარეს. 27 აგვისტოს მოსკოვში ჩეხოსლოვაკიის ახალმა მთავრობამ საბჭოეთს
ერთგულება და „სოციალიზმის აღდგენა“ შეფიცა.

ყვავილი დუბჩეკის გამოსახულებით. ფოთლებზე აწერია „ადამიანური სოციალიზმი“. ჩექმა


საბჭოთა რეჟიმია.
1956 წ. 9 მარტი საქართველოში (სისხლიანი
პარასკევი) - ხრუშჩოვის გამოსვლას კომუნისტური
პარტიის ყრილობაზე, სადაც მან სტალინის კულტი
დაგმო, საქართველოში დიდი რეზონანსი მოყვა.
ქართველ ახალგაზრდებს სტალინის სიყვარულს
ბავშვობიდან უნერგავდნენ და მათთვის სტალინის
შეურაცხყოფა, ეროვნული სიამაყის შეურაცხყოფად
ითვლებოდა. 3 მარტიდან დაიწყო აქციები შემდეგი
მოთხოვნით: 1) სტალინის კრიტიკის შეწყვეტა; 2)
ქართველი ერის შეურაცხყოფის შეწყვეტა; 3) ნიკიტა
ხრუშჩოვის გადაყენება და მის ადგილას ხრუშჩოვის
მიერ განდევნილი სტალინის თანამებრძოლის,
ვიაჩესლავ მოლოტოვის დაყენება. 9 მარტის ღამეს,
პარასკევს, საბჭოთა ჯარებმა ტანკებით შეუტიეს და
ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს. მოკლეს 150
-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდები.
საქართველოს მკაცრად დასჯა მაგალითი უნდა
ყოფილიყო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისათვის,
სადაც სტალინს მრავალრიცხოვანი მომხრეები
ჰყავდა. ასევე ეს მაგალითი უნდა ყოფილიყო
ქართველებისთვის, რათა მომავალში ეს მოძრაობა ანტირუსულ, ეროვნულ მოძრაობაში არ
გადაზრდილიყო. თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და საქართველოში დაიწყო იატაკქვეშა
ორგანიზაციების შექმნა, რომლებიც მოსახლეობაში ეროვნული შინაარსის პროკლამაციების
ავრცელებდნენ. სურათზე - მომიტინგეები თბილისში სტალინის ძეგლთან.
კარიბის კრიზისი - 1959 წ. კუბაში რევოლუცია მოხდა. ძალაუფლება ხელში აიღო ფიდელ
კასტრომ. მან კუბაში ამერიკელთა ქონების ნაციონალიზაცია დაიწყო (რევოლუციამდე,
ბატისტას რეჟიმის დროს, კუბის ეკონომიკის 75 % -ს ამერიკელები აკონტროლებდნენ). თუკი
აშშ ამაზე თვალს დახუჭავდა, ამით
ლათინური ამერიკის ქვეყნებს წააქეზებდა
იგივე მოემოქმედებინათ. 1961 წ. 17 აპრილს
ამერიკელებმა ემიგრანტი კუბელების
რაზმი გადასხეს კოჩინოსის ყურეში, მაგრამ
კუბის არმიამ ისინი დააპატიმრა. აშშ -მ
ახალი პროექტი შეიმუშავა - „მანგუსი“,
რომელიც კუბაში ეკონომიკის
დაქვეითებას, არეულობას და კასტროს
მკვლელობას ითვალისწინებდა. ფიდელმა
ეს გეგმები შეიტყო. მან კუბაში
სოციალიზმის მშენებლობა დააანონსა და
დახმარებისთვის სსრკ -ს მიმართ. ის
ცდილობდა ორი იმპერიის ბრძოლაში
ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ასე დაიწყო კარიბის კრიზისი. იგი „ცივი ომის“ დაძაბულობის
პიკი იყო, როდესაც ყველა III მსოფლიო ომის, ბირთვული ომის დაწყებას ელოდა. 1959 წ. აშშ
-მ იტალიასა და თურქეთში რაკეტები განალაგა, რომელიც სსრკ -კენ იყო მიმართული. ამის
საპასუხოდ ხრუშჩოვის ბრძანებით დაიწყეს ოპერაცია „ანადირი“, რომელიც კუბაზე
ატომური რაკეტების განლაგებას, კუბაზე 40 000 წითელარმიელის გადაყვანას
ითვალისწინებდა. 22 ოქტომბერს პრეზიდენტ კენედის ბრძანებით აშშ -ს შეიარაღებული
ძალები მზადყოფნაზე გადავიდნენ. 24 ოქტომბერს კუბის საზღვაო ბლოკადა დაიწყო აშშ -მ.
საბჭოთა ფლოტი ამის მიუხედავად კუბისკენ მიემართებოდა, მხოლოდ ბოლო მომენტში,
როდესაც ყველა პირველ გასროლას ელოდა, საბჭოთა გემები უკან გაბრუნდნენ.
მოლაპარაკებების შემდეგ საბჭოთა კავშირმა გაიყვანა ჯარები და გაიტანა რაკეტები,
საპასუხოდ აშშ -მაც გაიტანა
რაკეტები თურქეთიდან და
იტალიიდან. 20 ნოემბერს მოხსნა
კუბის საზღვაო ბლოკადა და ამით
დასრულდა კარიბის კრიზისი.
სურათებზე - ნიკიტა ხრუშჩოვი და
ჯონ კენედი.

კონფლიქტები „ცივი ომის“ დროს

კორეის ომი 1950-1953- პოტსდამის


კონფერენციაზე მოკავშირეები
შეთანხმდნენ 38-ე პარალელზე
გაეყოთ კორეა. ჩრ. კორეაში
კომუნისტურმა იდეოლოგიამ მოიკიდა ფეხი. 1949 წ. კიმ ირ სენმა მოსკოვში სტალინს
შესთავაზა ძალისმიერი გზით კორეის გაერთიანება, რაზეც უარი მიიღო. აშშ -მ 1950 წ.
სამხრეთში ჯარისკაცთა რაოდენობა გაზარდა, რადგან გრძნობდა კონფლიქტის მოახლოებას.
25 ივნისს ჩრ. კორეის ძალებმა გადაკვეთეს საზღვარი და სამხრეთში შეიჭრნენ. 7 ივლისს
გაეროს ჯარები გენ. მაკარტურის სარდლობით სამხ. კორეაში შევიდნენ. მათ 1 ოქტომბერს
გადაკვეთეს 38 -ე პარალელი. კიმ ირ სენმა დახმარება სტალინს და მაო ძე-დუნს
(კომუნისტური ჩინეთის მეთაური) სთხოვა. სტალინმა თავი შეიკავა. ძე-დუნმა მოხალისეთა
არმია შექმნა და ომში ჩაება. 1953 წ. 7 ივლისს დაიდო ზავი და შენარჩუნდა ომამდელი
მდგომარეობა.

ვიეტნამის ომი 1965-73 - XIX საუკუნეში ინდოჩინეთის ნ.-კ. საფრანგეთის კოლონია იყო. II
მსოფ. ომის დროს იგი იაპონიამ დაიპყრო. ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთი შეეცადა
კონტროლის აღდგენას, მაგრამ ეს ვიეტნამელებთან ომში გადაიზარდა, რომელიც 1954 წ.
დამთავრდა. გაეროს კონფერენციაზე ვიეტნამი კორეის მსგავსად ორად გაიყო მე-17
პარალელზე. ჩრდილოეთი - კომუნისტური. დედაქალაქი ჰანოი. მმართველი ჰო ში მინი.
სამხრეთი - ანტიკომუნისტური. დედაქალაქი საიგონი. მმართველი ნგო დი მინი. ამ
გადაყწვეტილებას აშშ -მ ხელი არ მოაწერა „დომინოს თეორიაზე“ დაყრდნობით. სამხრეთში
ჩამოყალიბდა „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი“ - "ვიეტკონგი“, რომელიც
დახმარებას ჩრ. ვიეტნამიდან იღებდა, ხოლო ჩრ. ვიეტნამი სსრკ -სგან და ჩინეთისგან. 1964 წ.
ტონკინის ყურეში („ტონკინის ინციდენტი“) ამერიკული ხომალდის მიმართულებით
ვიეტნამურმა კატერებმა ტორპედოები გაისროლეს. ოფიციალურად ეს გახდა აშშ -ს მიერ
ვიეტნამისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადების საბაბი 1965 წ. მიუხედავად იმ დროის
საუკეთესო შეიარაღებისა, აშშ -მ ვერ შეძლო ომის სწრაფად დასრულება. ვიეტნამელები
პარტიზანული ბრძოლის გზას დაადგნენ. გაჭიანურებულმა ომმა აშშ -ს საერთაშორისო
ავტორიტეტი დაბლა დაწია, ქვეყნის შიგნით დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ომის
შეწყვეტის მოთხოვნით. ამ ყველაფერმა პრეზიდენტი ნიქსონი აიძულა მოლაპარაკებები
დაეწყო მოწინააღმდეგესთან. ომი პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით დამთავრდა,
რომლის თანახმადაც ამერიკელებს ჯარები უნდა გაეყვანათ. ამით ისარგებლეს ჩრ. ვიეტნამის
ძალებმა და 1976 წ. ვიეტნამი კომუნისტური ხელისუფლების ქვეშ გააერთიანეს. ვიეტნამში
აშშ -ს მარცხი იყო „ძალის უძლურების“ დემონსტრირება. შედეგი აშშ -სთვის: 58 000 გარდ.
ჯარისკაცი, 300 000 დაჭრილი, ხარჯი 150 მილიარდი.

ავღანეთის ომი („საბჭოთა კავშირის ვიეტნამი“) 1979-89 - ქვეყანა ფეოდალიზმის ხანაში


ჩარჩენილი და მრავალეთნიკური იყო. საბჭოთა კავშირმა აქ სოციალიზმის დანერგვა
განიზრახა. 1978 წ. მოხდა გადატრიალება და სათავეში კომუნისტები მოვიდნენ.
ხელისუფლებას სოციალისტური ქვეყნის აშენება სურდა, რელიგიამ უკანა პლანზე გადაიწია,
რასაც ისლამური თემის გაღიზიანება მოყვა. ქვეყანაში მასობრივი არეულობები დაიწყო.
მოსკოვში ფიქრობდნენ, რომ აშშ მოვლენებს თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა; ამასთანავე
საბჭოთა დაზვერვამ ხელისუფლებას აცნობა, რომ პრეზიდენტი ჰაზიფულა ამინი ქვეყნის
რეფორმირებისთვის აშშ -ს მოწვევას აპირებდა. 1979 წ. 27 დეკემბერს მოეწყო სპეცოპერაცია.
ამინი საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს და მისაღები კანდიდატი დასვეს პრეზიდენტად. ასე
დაიწყო ომი ავღანეთში. კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ ხანმოკლე ოპერაციით
შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ ომი 10 წელი გაგრძელდა. საბჭოთა ავიაცია მოწინააღმდეგეს
„ხალიჩოვანი დაბომბვით“ (ავიაციის მიერ ტერიტორიის ზოლის მიყოლებით დაბომბვა)
უსწორდებოდა. ბომბდამშენების წინააღმდეგ ბრძოლა მოჯაჰედებს (ავღანელი მეომრები) მას
შემდეგ გაუადვილდათ, რაც ამერიკელებმა მათთვის ხელით სასროლი რაკეტების -
სტინგერების - მიწოდება დაიწყეს. ავღანეთის ომი საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი
დიდი შეცდომა იყო მისი არსებობის ისტორიაში. დასავლეთის ბლოკის ქვეყნებმა სსრკ
აგრესორად გამოაცხადეს და 1980 წ. მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
შედეგი: დაიჭრა 50 000 საბჭოთა ჯარისკაცი, გარდ. 14 000 (არაოფიციალურად 30-35 000), 6
700 დაინვალიდდა.

საბჭოთა არმიის გამოსვლა ავღანეთიდან


მოსკოვის 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნა

ჰელსინკის (ფინეთის დედაქალაქი) შეთანხმება 1975 წ - ევროპის 33 -მა ქვეყანამ აშშ -მ,
კანადამ და სსრკ -მ ხელი მოაწერეს უშიშროების და ტანამშრომლობის ორგანიზაცია. სსრკ -მ
შეძლო მე-2 მსოფ. ომის შემდეგ მოპოვებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია საკუთარ
ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მუშაობის სანაცვლოდ.
აღნიშნული შეთანხმება დასავლური დიპლომატიის წარმატებად არის მიჩნეული, რადგან
მან მიიღო „რკინის ფარდის“ მიღმა შესვლის უფლება. სოციალისტური ბანაკისათვის ეს აქტი
„ტროას ცხენი“ გამოდგა: ჩამოყალიბდა ორგანიზაციები, რომლებმაც უდიდესი როლი
შეასრულეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.

You might also like