Professional Documents
Culture Documents
ცივი-ომი-მსოფლიო-და-საქართველო
ცივი-ომი-მსოფლიო-და-საქართველო
1946-49 წწ. სტალინის მითითებით საბჭოთა უშიშროებამ დაიწყო აღმ. ევროპის ქვეყნებში
პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა. დამყარდა ცენზურა. შედეგად ყველა ქვეყნის
სათავეში კომუნისტები მოვიდნენ.
დომინოს თეორია - აშშ -ს საგარეო პოლიტიკის თეორია, რომლის თანახმადაც, თუკი სადმე
დაეცემოდა დემოკრატიული, პროდასავლური რეჟიმი, ეს გამოიწვევდა მის მეზობლად
მთავრობების დამხობას (როგორც დომინოს ქვები ეცემიან ერთმანეთის მიყოლებით) და
კომუნისტური წყობის დამყარებას.
გერმანია და ბერლინი
II მსოფ. ომში მოკავშირეებისათვის (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი) უთანხმოების საგნად იქცა
გერმანიის მომავალი. აშშ -ს გერმანიის სწრაფი აღორძინება სურდა, რომელიც მისი
მოკავშირე და ევროპაში უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა. დიდ ბრიტანეთსაც სურდა
ძლიერი გერმანიის არსებობა, რომელიც ევროპას კომუნისტებისგან დაიცავდა. პოტსდამის
კონფერენციაზე შეთანხმდნენ, რომ გერმანიას მოკავშირეთა საბჭო მართავდა (ბრიტანეთის
მოთხოვნით სამეულს დაემატებოდა საფრანგეთი). 1949 წ. დასავლელმა მოკავშირეებმა
შექმნეს გ ფ რ - გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკა. ამის საწინააღმდეგოდ კომუნისტრბმა
აღმ. გერმანიაში შექმნეს გ დ რ - გერმანიის
დემოკრატიული რესპუბლიკა.
ანტისაბჭოთა გამოსვლები
ბუდაპეშტი, 1956 წ. – 22 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებილმა 200 000 -მა მომიტინგემ
მრავალპარტიული არჩევნები, წითელი არმიის გაყვანა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება
და მთავარი პარკიდან სტალინის ძეგლის აღება მოითხოვეს. პროტესტი მთელ ქვეყანას
მოედო. ხელისუფლება იძულებული იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
რეფორმატორი იმრე ნადი დაენიშნა. 24 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქში საბჭოთა
ტანკები შევიდნენ. ამის ფონზე მომიტინგეებმა შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბება
დაიწყეს, რომელსაც პალ მალეტერი მეთაურობდა. მოსკოვში გადაწყვიტეს ჯარების შეყვანა,
მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ყველა სოციალისტურ ქვეყანაზე უნდა გადანაწილებულიყო.
ნოემბერს იმრე ნადიმ რადიომიმართვაში განაცხადა, რომ უნგრეთი ტოვებდა „ვარშავის
ხელშეკრულებას“, რადგან ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე შეიყვანეს ჯარები. 4 ნოემბერს
საბჭოთა ჯარებმა ბუდაპეშტი აიღეს. დაიწყო დარბევა და რეპრესიები. ამ ყელაფერმა
„ხრუშჩოვის დათბობის“ ზედაპირულობა წარმოაჩინა, დაანახა დასავლეთს, რომ სსრკ აღმ.
ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამხობას არ შეურიგდებოდა.
ვიეტნამის ომი 1965-73 - XIX საუკუნეში ინდოჩინეთის ნ.-კ. საფრანგეთის კოლონია იყო. II
მსოფ. ომის დროს იგი იაპონიამ დაიპყრო. ომის დამთავრების შემდეგ საფრანგეთი შეეცადა
კონტროლის აღდგენას, მაგრამ ეს ვიეტნამელებთან ომში გადაიზარდა, რომელიც 1954 წ.
დამთავრდა. გაეროს კონფერენციაზე ვიეტნამი კორეის მსგავსად ორად გაიყო მე-17
პარალელზე. ჩრდილოეთი - კომუნისტური. დედაქალაქი ჰანოი. მმართველი ჰო ში მინი.
სამხრეთი - ანტიკომუნისტური. დედაქალაქი საიგონი. მმართველი ნგო დი მინი. ამ
გადაყწვეტილებას აშშ -მ ხელი არ მოაწერა „დომინოს თეორიაზე“ დაყრდნობით. სამხრეთში
ჩამოყალიბდა „ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი“ - "ვიეტკონგი“, რომელიც
დახმარებას ჩრ. ვიეტნამიდან იღებდა, ხოლო ჩრ. ვიეტნამი სსრკ -სგან და ჩინეთისგან. 1964 წ.
ტონკინის ყურეში („ტონკინის ინციდენტი“) ამერიკული ხომალდის მიმართულებით
ვიეტნამურმა კატერებმა ტორპედოები გაისროლეს. ოფიციალურად ეს გახდა აშშ -ს მიერ
ვიეტნამისთვის ომის ოფიციალურად გამოცხადების საბაბი 1965 წ. მიუხედავად იმ დროის
საუკეთესო შეიარაღებისა, აშშ -მ ვერ შეძლო ომის სწრაფად დასრულება. ვიეტნამელები
პარტიზანული ბრძოლის გზას დაადგნენ. გაჭიანურებულმა ომმა აშშ -ს საერთაშორისო
ავტორიტეტი დაბლა დაწია, ქვეყნის შიგნით დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ომის
შეწყვეტის მოთხოვნით. ამ ყველაფერმა პრეზიდენტი ნიქსონი აიძულა მოლაპარაკებები
დაეწყო მოწინააღმდეგესთან. ომი პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულებით დამთავრდა,
რომლის თანახმადაც ამერიკელებს ჯარები უნდა გაეყვანათ. ამით ისარგებლეს ჩრ. ვიეტნამის
ძალებმა და 1976 წ. ვიეტნამი კომუნისტური ხელისუფლების ქვეშ გააერთიანეს. ვიეტნამში
აშშ -ს მარცხი იყო „ძალის უძლურების“ დემონსტრირება. შედეგი აშშ -სთვის: 58 000 გარდ.
ჯარისკაცი, 300 000 დაჭრილი, ხარჯი 150 მილიარდი.
ჰელსინკის (ფინეთის დედაქალაქი) შეთანხმება 1975 წ - ევროპის 33 -მა ქვეყანამ აშშ -მ,
კანადამ და სსრკ -მ ხელი მოაწერეს უშიშროების და ტანამშრომლობის ორგანიზაცია. სსრკ -მ
შეძლო მე-2 მსოფ. ომის შემდეგ მოპოვებული ტერიტორიების ლეგიტიმაცია საკუთარ
ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მუშაობის სანაცვლოდ.
აღნიშნული შეთანხმება დასავლური დიპლომატიის წარმატებად არის მიჩნეული, რადგან
მან მიიღო „რკინის ფარდის“ მიღმა შესვლის უფლება. სოციალისტური ბანაკისათვის ეს აქტი
„ტროას ცხენი“ გამოდგა: ჩამოყალიბდა ორგანიზაციები, რომლებმაც უდიდესი როლი
შეასრულეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში.