ფსიქოლოგია ფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ფსიქოლოგია ფინალურის საკითხები

3) კრიზისის გამოვლინება სკოლამდელ ასაკში


სკოლამდელი ასაკი იყოფა ორ პერიოდად- უმცროსი სკოლამდელი (3-5 წელი) და
უფროსი სკოლამდელი (5-7 წელი). სკოლამდელი ასაკის დახასიათებისათვის დიდი
მნიშვნელობა ენიჭება იმ კრიზისული გამოვლინებების ანალიზს, რომელიც ამ
პერიოდის დასაწყისში იჩენს თავს. იგი, უმეტესწილად, ვლინდება ბავშვის
ჯიუტობის, კაპრიზობისა და ჭირვეულობის რეაქციებში.
ჯიუტობა როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში, თვითდამკვიდრების
ტენდენციასთანაა კავშირში. მისი აღმოცენება მიგვანიშნებს, რომ ბავშვი უკვე
პიროვნებაა, და საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე იწყებს მოქმედებას. თუ
ჯიუტობა, როგორც ასაკობრივი მოვლენა, დროულად არ აღმოცენდა, უნდა
ვივარაუდოთ, რომ ბავშვის პიროვნული განვითარება რატომღაც ფერხდება. თუმცა,
დროთა განმავლობაში, იგი აუცილებლად უნდა დაიძლიოს, რათა ასაკობრივიდან
ინდივიდუალურ თავისებურებაში არ გადაიზარდოს.
კაპრიზობა უმეტესად ჯიუტობასთან შერწყმულად ვლინდება. მათ ხშირად
ერთმანეთშიც ურევენ და 3-4 წლის ბავშვის ერთიან თავისებურებად განიხილავენ.
კაპრიზობა გარეგნულად ჯიუტობას ჰგავს, თუმცა მისი საფუძველი შედარებით
მარტივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაა და თვითდამკვიდრების
მოთხოვნილებასთან კავშირი არ აქვს. კაპრიზობის რეაქციებით, როგორიცაა
ტირილი, ყვირილი, გაბუტვა... ბავშვი ცდილობს თავისი გაიტანოს და ისეთი რამ
მიიღოს, რასაც სხვაგვარად ვერ მიიღებს.
ჭირვეულ ადამიანს შესრულებული სურვილი არასდროს აკმაყოფილებს და
ყოველთვის ახალი სურვილი აქვს გამზადებული. ამიტომაც, მისი ქცევა და
რეაქციები მეტწილად არაპროგნოზირებადია. სკოლამდელ ასაკში ჭირვეულობა
ასაკობრივი მოვლენაა, მაგრამ თუ კი მასზე რეაგირება სწორი და ადექვატურია, იგი
ბევრად შერბილებულად იჩენს თავს. ამ შემთხვევაში, არც ზედმეტად მკაცრი
შედეგები მოგვიტანს სიკეთეს და არც ზედმეტი განებივრება. საჭიროა ვიპოვოთ
ოქროს შუალედი და კარგად განვსაზღვროთ, ბავშვის რომელი სურვილის
დაკმაყოფილებაა მიზანშეწონილი და რომელ მოთხოვნაზე უნდა ეთქვას მას
კატეგორიული უარი.

4)სასკოლო სწავლისთვის მზაობის ასპექტები


სასკოლო სწავლისათვის ბავშვის მომწიფებაში გამოჰყოფენ სამ ასპექტს- 1)ფიზიკური
მომწიფება, 2)ინტელექტუალური მომწიფება და 3)სოციალურ-პიროვნული
მომწიფება.
სწავლისათვის მოსწავლის ფიზიკური მომწიფება გამოიხატება იმით, რომ მისი
ძვალ-კუნთოვანი სისტემა საკმარისადაა განვითარებული ისეთი მოქმედებების
შესასრულებლად, როგორიცაა, მაგალითად, წერა. ასევე ნერვულ სისტემაში აგზნება-
შეკავების პროცესების ისეთ დაბალანსსებაში, რომელიც ბავშვს შესაძლებლობას
აძლევს გარკვეული დროის განმავლობაში შეძლოს საკუთარ მოქმედებათა შინაგანი
კონტროლი. თუ ბავშვი სწავლისათვის ფიზიკურად მომწიფებული არაა, სკოლაში
ყოფნამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მის ჯანმრთელობაზე.
სკოლაში ახლადშესული ბავშვის სწავლებისას გასათვალისწინებელია მისი საერთო
ინტელექტუალური განვითარების დონეც. ბავშვს ასწავლიან იმას, რისი გაგება,
დამახსოვრება და წარმოდგენაც შეუძლია. შესაბამისად, თუ კი მისი
ინტელექტუალური შესაძლებლობები ასაკთან შესაბამისობაშია, შესასწავლ მასალას
მარტივად დაძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი შესაძლოა აკადემიურად
ჩამორჩეს.
სწავლისათვის სოციალურ-პიროვნული მომწიფება გამოიხატება ბავშვის მზაობაში
მოირგოს მოსწავლის სოციალური როლი და იზრუნოს იმ მოვალეობათა
შესრულებაზე, რომელსაც მას საზოგადოება უყენებს. ხშირად სკოლისადმი
პოზიტიურად განწყობილი ბავშვებიც კი ვერ ახერხებენ კარგად სწავლას, რადგანაც
არ შეუძლიათ აქტუალურ მოთხოვნილებათა ჩახშობა. ეს განსაკუთრებით
მიესადაგებათ იმ ბავშვებს, რომლებთანაც ვერ მოხერხდა პირველი ჯიუტობის, ე.წ.
სამი წლის კრიზისის დაძლევა.

5)აზროვნების განვითარების თავისებურებანი უმცროს სასკოლო ასაკში.


უმცროსი სასკოლო ასაკის პირველ საფეხურზე განსაკუთრებულ წინსვლას განიცდის
ფსიქიკურ პროცესთა ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ბავშვი თანდათანობით ეუფლება
საკუთარი ქცევის მართვას და მისი ემოციებიც შედარებით მყარი და
მოწესრიგებული ხდება.
მიუხედავად ამისა, უმცროსი სასკოლო ასაკის განმავლობაში ბავშვი მაინც ემოციურ
არსებად რჩება. მას კვლავაც ესაჭიროება უფროსებისგან სითბოს მიღება. ამიტომაც,
მასწავლებლები ყოველთვის უნდა ეცადნონ, რომ ამ ასაკის ბავშვებს სითბოთი და
ყურადღებით მიუდგნენ.
ამ პერიოდში მნიშვნელოვან განვითარებას განიცდის მიზანდასახულად მოქმედების
უნარი. ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს სწავლა და სასწავლო გარემო, რომელიც
ბავშვისგან სისტემატიურად მოითხოვს აწმყო სიამოვნებანი გვერდით გადადოს და
მამავლისთვის საჭირო მიზნების შესრულებაზე იზრუნოს. თუ ამ მიმართულებით
ზომიერ მომთხოვნელობას გამოვიჩენთ, ბავშვს მალე გამოუმუშავდება საკუთარი
ქცევების დასარეგულირებლად აუცილებელი ნებისყოფა.

6)გარდამავალი ასაკის ფიზიკური განვითარება


გარდამავალი ასაკი გოგონებთან დაახლოებით 11-15 წლამდე, ხოლო ბიჭებთან 12-16
წლამდე გრძელდება. ესაა ადამიანის ფსიქო-ფიზიკური განვითარების ის მონაკვეთი,
როდესაც იგი თანდათანობით ტოვებს ბავშვობას და გადადის დიდობაში. ამ ასაკს
ხშირად გარდატეხის ასაკს ან კრიტიკულ ასაკსაც უწოდებენ.
გარდამავალი ასაკი შესაძლოა დავყოთ ორ პერიოდად- წინაპუბერტეტული და
მომწიფების, ანუ პუბერტეტული ხანა. წინაპუბერტეტულ ხანაში ხშირად იჩენს თავს
ისეთი სიმპტომატიკა,როგორიცაა სახსრებისა და თავის ტკივილები, მოდუნება,
ტვინის ფუნქციონალური შესაძლებლობების დაქვეითება და ა.შ. გარდამავალი
ასაკის დასაწყისიდან მოზარდი სწრაფად იწყებს სიგრძეში მატებას, მაგრამ
ძირითადად მხოლოდ კიდურები ეზრდება და „აწოწილ“ შესახედაობას იღებს.
სქესობრივ ჰორმონებთან შეუგუებლობისა და ორგანიზმის არაჰარმონიული
განვითარების გამო, ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან გაღიზიანებადობას.
თუმცა, მოგვიანებით სქესობრივი ჰორმონების ორგანიზმზე გავლენით გამოწვეული
დაძაბულობა შედარებით ნელდება და ემოცებიც შედარებით მოწესრიგებული
ხდება, რის გამოც, გარდამავალი ასაკის მეორე ფაზას, პირველისგან განსხვავებით,
პოზიტიურს უწოდებენ. 15-16 წლის ასაკში მოზარდის ორგანიზმი უკვე
ჩამოყალიბებულია. რაც შეეხება დიდობაში გადასვლის დანარჩენ ასპექტებს, იგი
მომდევნო პერიოდშიც ინტენსიურად იჩენს თავს და ბოლომდე დასრულებულ სახეს
საკმაოდ გვიან ღებულობს.
7)სოციოგენური მოთხოვნილებები და მათი მნიშვნელობა გარდამავალ ასაკში.
გარდამავალ ასაკში, გარემომცველ ადამიანებთან ურთიერთობა მოზარდისთვის
საკმაოდ რთული და დაძაბული ხდება. იგი უკვე აღარაა ბავშვი და ცდილობს
ბავშვისგან თვალსაჩინოდ განსხვავდებოდეს, თუმცა აცნობიერებს იმსაც, რომ ჯერ
არც ზრდასრული და ჩამოყალიბებული პიროვნება არაა. ამიტომაც, მოზარდისთვის
რთულია იპოვოს ქცევის ის ფორმები, რომელიც მისი ასაკისთვის ადეკვატური
იქნება.
ცხოვრების ამ ეტაპზე მოზარდებს გააჩნიათ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა
და სოციალური პრესტიჟის მოთხოვნილებები თუ კი ბავშვისთვის მნიშვნელობა არ
აქვს საწადელს სხვების დახმარებით მიაღწევს თუ დამოუკიდებლად,
მოზარდისთვის სწორედ არჩევნის დამოუკიდებლობაა მნიშვნელოვანი, რადგანაც
იგი თავის თავს უკვე პიროვნებად განიცდის.
სოციალური პრესტიჟის მოთხოვნილებაც პირველად სწორედ გარდამავალ ასაკში
ხდება აქტუალური. მოზარდისთვის უმნიშვნელოვანესია ის, თუ რას ფიქრობენ
მასზე სხვები და რამდენად აღიარებენ მის ღირსებებს. განსაკუთრებულ
მნიშვენლობას იძენს მათ თანატოლთა მოსაზრებები. პრესტიჟის მოთხოვნილების
საფუძველზე ხშირად ვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი, ამიტომაც
აღმზრდელები უნდა მოერიდნონ მოზარდის გლობალურ შეფასებას, როგორც
დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით. მოზარდი დაზღვეული უნდა იყოს
ყოველგვარი პიროვნული დამცირებისგან, განსაკუთრებით თანატოლების
თანდასწრებით. იგი უნდა გრძნობდეს, რომ პიროვნებას პატივს სცემენ, მაშინაც კი
როდესაც შენიშვნას აძლევენ.
ამ ასაკში აგრეთვე თავს იჩენს სწრაფვა მაღალი იდეალებისაკენ. იგი იწყებს ფიქრს
მომავალზე და ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორი პიროვნება უნდა გახდეს. ეს
ყველაფერი აღზრდის პროცესში შესაძლოა ძალიან ხელსაყრელად იქნას
გამოყენებული.იდეალებისკენ სწრაფვა მოზარდს უბიძგებს თვითაღზრდისკენ. მას
არ მოსწონს საკუთარი თავი და სურს უარყოფითი თვისებების დაძლევა.

8) ჭაბუკობის მთავარი ფსიქოლოგიური მახასიათებლები.


ჭაბუკობის პერიოდი ადამიანის ასაკობრივი განვითარების დამამთავრებელ
საფეხურს წარმოადგენს. იგი გოგონებთან 15-20 წლამდე გრძელდება, ხოლო ვაჟებთან
16-21 წლამდე. ამ პერიოდში განვითარება სრულდება ყველა ასპექტით, როგორც
ფიზიკური, ისე ინტელექტუალური. კიდევ უფრო ვითარდება ლოგიკური და
კრიტიკული აზროვნება, აქტიური მეხსიერება და ა.შ. ამ პერიოდშოვე ხდება
მოზარდის მსოფლმხედველობის ფორმირებაც მისი ძირეული სახით.
ამ ასაკში პიროვნების განვითარების კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა
მომავალზე ორიენტირება. ჭაბუკები ირჩევენ პროფესიას და გადამწყვეტ
მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთ სამომავლო გეგმებს. აწმყო პერიოდი მათთვის
ერთგვარი მომზადებაა მომავლისთვის, ამიტომაც ბავშვისგან განსხვავებით, ჭაბუკი
თავისუფლად ახერხებს აწმყოს სიამოვნებებზე თქვას უარი, თუკი ამას მისი
სამომავლო ინტერესები მოითხოვს. ამ პერიოდში იცვლება სწავლის მოტივაციური
სტრუქტურაც. თუ კი მოზარდობის ასაკში იგი აქტუალური ფაქტორებითაა
განპირობებული, ჭაბუკობისას ასაკში იგი უკვე სამომავლო მნიშვნელობის შეგნებას
ემყარება. მაღალი ნიშნის მიღება მისთვის სასიამოვნოა არა როგორც თავისთავად
დადებითი მოვლენა, არამედ როგირც მისი წარმატებული მომავლისაკენ
გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.
ასაკის დანარჩენი თავისებურებებიდან აღსანიშნავია სხვისი სულიერი
მდომარეობისა და განცდების წვდომის უნარის განვითარება. ამაში ჭაბუკებს
ეხმარებათ ერთის მხრივ აზროვნების მაღალი ფორმების დაუფლება, მეორეს მხრივ
კი ასაკისათვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური განწყობა.

You might also like