ფინანსები ფულის მიმოქცევა და კრედიტი დასკვნითი გამოცდა. ლ.ძნელაძე 2ქულიანი საკითხები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 69

“ფინანსები ფულის მიმოქცევა და კრედიტი’’

დასკვნითი გამოცდა. ლ.ძნელაძე

2 ქულიანი საკითხები

1.) რაში ვლინდება ფინანსების გამანაწილებელი და საკონტროლო ფუნქცია?

პასუხი:ფინანსების განმანაწილებელი ფუნქცია ვლინდება ეეპ-ს და ეშ-ს განაწილება-


გადანაწილების პროცესში, ხოლო საკონტროლო ფუნქცია ვლინდება ეეპ-ს შესაბამის
ფონდებში მოქცევისა და შემდგომში მისი მიზნობრივი ხარჯვის კონტროლში.

2.) რას გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაზე ზემოქმედების საგადასახადო მეთოდი?

პასუხი: საგადასახადო მეთოდი - გადასახადების შემცირებით იზრდება მეწარმეთა


მოგება და შესაბამისად ჩქარდება კაპიტალის ბრუნვადობა. ხოლო თუ იზრდება
გადასახადები, მაშინ ეკონომიკური ზრდის ტემპები ნელდება. ასევე, იზრდება ან
მცირდება მოსახლეობის შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობა გადასახადების
შემცირებისას ან გადიდებისას.

3.) რომელია ფინანსების მართვის ობიექტები?

პასუხი: ფინანსური მართვის ობიექტებია სხვადასხვაგვარი ფინანსური


ურთიერთობები, ნებისმიერ სახელმწიფოში გამოიყოფა ფინანსური მართვის
ობიექტების შემდეგი ჯგუფები: სახელმწიფო ფინანსები, საწარმოთა ფინანსები და
სადაზღვევო საქმე.
4.) როდის წარმოიშვა ფინანსები და როდის გადაიქცა იგი მეცნიერებად?

პასუხი: ფინანსების წარმოშობა უკავშირდება პირველი კლასობრივი საზოგადოების -


მონათმფლობელობის განვითარების პერიოდს.
ფინანსების შესახებ მეცნიერებას საფუძველი ჩაეყარა მხოლოდ კაპიტალიზმის
განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე, თუმცა ფინანსების შესახებ თავიანთ ნაშრომებში
საუბრობდნენ უძველესი მოაზროვნეები.

5.) დაახასიათეთ ფინანსები როგორც ისტორიული და ეკონომიკური კატეგორია?

პასუხი: ფინანსები ისტორიული კატეგორიაა, რადგან მათი წარმოშობა ისტორიულად


დაკავშირებულია სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა წარმოშობასთან და
სახელმწიფოს ფორმირებასთან. ფინანსები არის აგრეთვე ეკონომიკური კატეგორია,
რადგან იგი გამოხატავს ფულადი საშუალებების ფონდების შექმნა-გამოყენების
პროცესში წარმოშობილ ეკონომიკურ ურთიერთობებს.

6.) რას წარმოადგენს ფული მსოფლიო ბაზარზე?

პასუხი: მსოფლიო ბაზარზე ფული წარმოადგენს: 1.) გადახდის საყოველთაო


საშუალებას საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების დასაფარავად; 2.) ყიდვის
საერთაშორისო საშუალებას საზღვარგარეთ საქონლის ნაღდი ფულით შეძენისას; 3.)
საზოგადოებრივი სიმდიდრის საყოველთაო გამოხატულებას და ამ სიმდიდრის ერთი
ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადატანის საშუალებას სესხების და სუბსიდიების სახით.
7.) დაახასიათეთ საგადასახადო დავალება და საგადასახადო მოთხოვნა;

პასუხი: საგადასახადო დავალება წარმოადგენს საანგარიშსწორებო დოკუმენტს,


რომელიც შეიცავს გადამხდელის დავალებას ბანკის მიმართ, მიმღების ანგარიშზე
განსაზღვრული თანხის გადარიცხვის შესახებ.
საგადასახადო მოთხოვნა არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სახსრების მიმღების
მოთხოვნას გადამხდელის მიმართ.

8.) რა ნიშნების მიხედვით ხდება ბიუჯეტის შემოსავლების კლასიფიცირება?

პასუხი: ბიუჯეტის შემოსავლების კლასიფიცრება ხდება სხვადასხვა ნიშნების


მიხედვით.
შემოსავლები წარმოშობის წყაროს მიხედვით;
შემოსავლები ამოღების მეთოდების მიხედვით;
შემოსავლები გადასახადების სახეები მიხედვით.

9.) რას ეწოდება სახელმწიფო სესხების კონსოლიდაცია? რას ეწოდება გაკოტრება?

პასუხი: სესხების თავდაპირველი პირობების შეცვლას, რომელიც დაკავშირებულია


სესხის ვადებთან დაკავშირებული პირობების შეცვლასთან სახელმწიფო ვალის
კონსოლიდაცია ეწოდება.
10.)რა განსხვავებაა სავახშო და სასესხო კაპიტალს შორის?
პასუხი: სავახშო კაპიტალის წყაროდ გამოდის კრედიტორის საკუთარი სახსრები, ხოლო
სასესხო კაპიტალის წყაროდ გვევლინება საკრედიტო დაწესებულებების მიერ
მობილიზებული იურიდიული და ფიზიკური პირების დროებით თავისუფალი
ფულადი სახსრები.

11.) ჩამთვალეთ სასესხო კაპიტალების ბაზრის ოთხი სეგმენტი;

პასუხი:
- ფულადი ბაზარი, ანუ მოკლევადიანი საკრედიტო ოპერაციების ერთობლიობა,
რომელიც ემსახურება საბრუნავი საშუალებების მოძრაობას;
- კაპიტალების ბაზარი, ანუ საშუალო და გრძელვადიანი ოპერაციების
ერთობლიობა, რომეცი ემსახურება უპირატესად ძირითადი საშუალებების
მოძრაობას.
- საფონდო ბაზარი, ისეთი საკრედიტო ოპერაციების ერთობლიობაა, რომელიც
ემსახურება ფასიანი ქაღალდების მოძრაობას (ყიდვა-გაყიდვას).
- საიპოთეკო ბაზარი, ისეთი საკრედიტო ოპერაციების ერთობლიობაა, რომელიც
ემსახურება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.

12.) განმარტეთ კომერციული ბანკის აქტიური და პასიური ოპერაციები?

პასუხი: კომერციული ბანკის ოპერაციები იყოფა აქტიურ და პასიურ ოპერაციებად.


პასიური ოპერაციების მეშვეობით ბანკები ქმნიან ფულად რესურსებს, ხოლო აქტიური
ოპერაციები ძირითადად უკავშირდება კრედიტების გაცემას.
13.) დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების წარმოშობის რომელი წყაროებია
ცნობილი?

პასუხი:თავისუფალი ფულადი სახსრების წარმოშობის სხვადასხვა წყაროები არსებობს,


ასეთებია მაგალითად:
ძირითადი ფონდების ცვეთის კვალობაზე წარმოშობილი ამორტიზაციის ანარიცხები,
აგრეთვე, დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების წარმოშობის მიზეზია, როდესაც
საწარმოს მზა პროდუქციის გაყიდვას და ამონაგების მიღებას არ მოსდევს საწარმოს
მარაგების შექმნა, დროებით თავისუფალი ფულადი სახსრები იქმნება საწარმოს
მოგების ხარჯზეც, როდესაც ფირმა წარმოების გასადართოებლად,
რეინვესტირებისათვის
ყოველწლიურად გადადებს სახსრებს, სანამ საერთო თანხა არ მიაღწევს საჭირო
რაოდენობას.

14.) რომელი სახსრები იწოდებიან ბიუჯეტის მიმაგრებულ და მარეგულირებელ


შემოსავლებად?
პასუხი: მიმაგრებულია შემოსავლები, რომლებიც მთლიანად ირიცხება შესაბამისი
ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.
მარეგულირებელია ის სახსრები, რომლებიც საბიუჯეტო სისტემის ზემდგომი
რგოლიდან გადაეცემა ქვემდგომ ბიუჯეტს იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც
გაიწევა მიმაგრებულ შემოსავლებზე ზემოთ.

15.) რა არის საბიუჯეტო ტრანსფერტი?


პასუხი: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას უწევენ
ტერიტორიულ ერთეულებს, როცა საკუთარი შემოსავლებით ვერ ფარავენ მიმდინარე
ხარჯებს. ასეთ დახმარებას ეწოდება საბიუჯეტო ტრანსფერტი, რომელიც მტკიცდება
სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების დროს.

16.) როგორი ფინანსური ურთიერთობები ყალიბდება საწარმოს საქმიანობის პროცესში?

პასუხი: საწარმოთა სამეურნეო საქმიანობის პროცესში ყალიბდება მრავალგვარი


ფინანსური ურთიერთობები, რომლებიც მსგავსი ნიშნების მიხედვით შეიძლება შემდეგ
ჯგუფებად დავყოთ:

1.) საწარმოთა პირველადი შემოსავლების ფორმირება საწესდებო ფონდის, წარმოების


განვითარების ფონდის და სტიმულირების ფონდების სახით.
2.) ფინანსური ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება უშუალოდ საწარმოებს შორის;
3.) ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა საწარმოებსა და დაზღვევის ორგანოებს
შორის სადაზღვევო ფონდის შექმნა-გამოყენების პროცესში;
4.) ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა საწარმოებსა და საკრედიტო
დაწესებულებებს შორის კრედიტის მიღების, დაფარვისა და სარგებლის გადახდის
ოპერაციების განხორციელებისას;
5.) საწარმოთა ურთიერთობები სახელმწიფოსთან, რომლებიც წარმოიშობა საბიუჯეტო
(ან არასაბიუჯეტო, როცა ასეთი ფონდი არსებობს)ფონდების შექმნა-გამოყენების
პროცესში;
6.) საწარმოთა ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება თავიანთ ზემდგომ
ორგანოებთან სისტემისა და დარგის შიგნით ფინანსური რესურსების
გადანაწილების დროს;
17.) რა მიმართულებებით წარიმართება გაფართოებული კვლავწარმოების პროცესში
ფინანსების ზემოქმედება?

პასუხი: კვლავწარმოების პროცესზე ფინანსების ზემოქმედება სამი მიმართულებით


წარიმართება:
1. გაფართოებული კვლავწარმოების მოთხოვნათა ფინანსური უზრუნველყოფა;
2. ეკონომიკური და სოციალური პროცესების ფინანსური რეგულირება;
3. სამეურნეო საქმიანობის საუკეთესო შედეგების ფინანსური სტიმულირება;

18.) ახსენით ფულადი საშუალებების პირველადი და მეორადი განაწილება.

პასუხი:ფულადი საშუალებების პირველადი განაწილების(ანუ ასე


ვთქვათ,განაწილების)დროს წარმოების ფაქტორთა მფლობელები იღებენ თავდაპირველ
შემოსავლებს. მობილიზებული ფინანსური რესურსების ოდენობა ხშირად ვერ ქმნის იმ
მოცულობის ფულად ფონდებს, რაც ესაჭიროება ეროვნულ ეკონომიკის ამა თუ იმ
დარგს. სწორედ ამიტომ ჩნდება ეროვნული შემოსავლის მეორადი განაწილების (ანუ,
გადანაწილების) აუცილებლობა. ანუ სახსრების გადანაწილებას დარგთაშორის,
ტერიტორიებს შორის, არასაწარმოო სფეროს დარგებში, ანუ იქ სადაც სახსრების
აუცილებლობაა. ამ პროცესში უკვე სახელმწიფოც ღებულობს მონაწილეობას.

19.) რას წარმოადგენს ფინანსური რესურსები და ფინანსური რეზერვები?


პასუხი: ფინანსური რესურსები არის სახელმწიფოს, საწარმოების, კორპორაციების, და
სხვა ორგანიზაციების განკარგულებაში მყოფი ფულადი სახსრების ფონდების
ერთობლიობა.
ფინანსური რეზერვები არის ფინანსური რესურსების ხელუხლებელი ნაწილი, რომლის
გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში იმ დანიშნულებით,
რისთვისაც შექმნილია ეს რეზერვები.

20.) როგორი გადასახდები იწოდებიან პიდაპირ და ირიბ გადასახადებად?

პასუხი: პირდაპირი გადასახადით იბეგრება უშუალოდ შემოსავალი, ქონება. ირიბია


(არაპირდაპირია) გადასახადი, რომელიც ფიქსირებულია საქონლის ფასში და
მომსახურების ტარიფებში.

21.) დაახასიათეთ ფასიანი ქაღალდების გავრცელების ფორმები;

პასუხი: აქცია- ადასტურებს საკუთრების უფლებას ემიტენტის საწესდებო კაპიტალის


ნაწილზე და იძლევა მოგების ნაწილის მიღების უფლებას დივიდენდის სახით.
ობლიგაცია- არის ფასიანი ქაღალდი ფიქსირებული შემოსავლით, რომლიც
ადასტურებს ემიტენტის საკუთრების უფლებას სასესხო კაპიტალზე და ამტკიცებს
ემიტენტის ვალდებულებას - აუნაზღაუროს ობლიგაციის მფლობელს ფირმის მართვის
პროცესში მონაწილეობის უფლება.
თამასუქი - არის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია კანონით დადგენილი ფორმით
და შეიცავს აუცილებელ ფულად ვალდებულებას.
22.) ცხოვრების რამდენ ფაზას გადიან ფასიანი ქაღალდები?

პასუხი: ფასიანი ქაღალდები არსებობის პერიოდში გადიან ,,სიცოცხლისუნარიანობის“


სამ ფაზას:
- მოსამზადებელი ეტაპი
- ფასიანი ქაღალდების პირველადი გავრცელება პირველად ბაზარზე.
- ფასიანი ქაღალდების მეორადი გავრცელება საფონდო ბირჟაზე.

23.) რა არის სესხის გირაო?

პასუხი: გირაო არის მსესხებლის საკუთრება, რომელიც შეიძლება ჩამოართვას ან


გაუყიდოს ბანკმა სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში...

24.) რა არის საანგარიშსწორებო ჩეკი და აკრედიტვი?

პასუხი: საანაგარიშსწორებო ჩეკი არის საბუთი, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის


დავალებას ბანკის მიმართ მისი ანგარიშიდან გარკვეული თანხის გადარიცხვის შესახებ
ჩეკის მიმღების ანგარიშზე.
აკრედიტივი არის მყიდველის ბანკის დავალება მიმწოდებლის ბანკის მიმართ, რათა
გადატვირთულ საქონელზე ან გაწეულ მომსახურებაზე მოახდინოს ანგარიშსწორება იმ
ოდენობით, რაც სააკრედიტივო განაცხადშია მითითებული.

25.) როგორი სახიღ წარმოგვიდგება მე-20 საუკუნის ბოლოს საქართველოს საკრედიტო


სისტემის სტრუქტურა?

პასუხი: საქართველოში საკრედიტო სისტემის სტრუქტურა მე-20 საუკუნის


ბოლოსათვის შემდეგი სახის გახლდა:

 საქართველოს ეროვნული ბანკი;


 კომერციული ბანკები;
 სპეციალიზებული საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტები;
 სადაზღვევო კომპანიები;
 საპენსიო ფონდი.

26.) კომერციული ბანკების რომელი ფუნქციებია ცნობილი?


სახსრების აკუმლაციის ფუნქცია;
ფულის მიმოქცევის რეგულირების ფუნქცია;
საშუამავლო ფუნქცია;
კრედიტის გაცემის ფუნქცია;
საშემნახველო საქმიანობა;
ფასიანი ქაღალდების ემისია;
ვალუტით ვაჭრობა და ა.შ.

27.) რას ნიშნავს ბანკის ლიკვიდობა?

პასუხი: ბანკის ლიკვიდობა საფუძვლად უდევს ბანკის გადახდისუნარიანობას. ეს


ნიშნავს, რომ ბანკს უნარი შესწევს აანაზღაუროს თავისი ვალდებულებები საჭირო
დროს და სრულყოფილად.

28.) გარდა ლიკვიდობისა, კიდევ რა ფაქტორები მოქმედებენ ბანკის


გადახდისუნარიანობაზე?

პასუხი: ბანკის გადახდისუნარიანობაზე გავლენას ახდენს საერთო სოციალურ-


ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში, საბანკო კანონმდებლობის სრულყოფილება,
პოლიტიკური მდგომარეობა, ფულადი ბაზრის სტაბილურობა, საკუთარი კაპიტალი,
მენეჯმენტის დონე, საბანკო მომსახურების სპეციალიზაცია და მრავალფეროვნება და
სხვა.

29.) როგორ მოქმედებს პასივების სტრუქტურა ბანკის ლიკვიდობაზე?


პასუხი: ბანკის ბალანსის ლიკვიდობაზე გავლენას ახდენს პასივების სტრუქტურა.
მაგალითად, ვადიანი ანაბრების წილის შემცირება და მოთხოვნამდე ანაბრების წილის
ზრდა ამცირებს ბანკის ლიკვიდობას. ასევე ამცირებს ლიკვიდობას სხვა ბანკების
დეპოზიტები და სხვა ბანკებიდან მიღებული სესხები.

30.) რა როლი ენიჭება დაზღვევას საბაზრო ეკონომიკაში?

პასუხი: მნიშვნელოვანია ის, რომ საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელია


ფინანსური რისკის მაღალი ხარისხი, რაც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ
ურთიერთობათა არასტაბილურობას, საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოსაგან
დამოუკიდებლად მოქმედი მეწარმეების ქონებრივი ინტერესების დაცვა მხოლოდ
დაზღვევის მეშვეობით შეიძლება. მასზე უფრო საიმედო და მყარი დამცავი მექანიზმი
ჯერჯერობით საზოგაოდებას არ შეუქმნია.

31.) ჩამოთვალეთ დაზღვევის ობიექტები.

პასუხი: ცნობილია დაზღვევის შემდეგი ობიექტები:


 პირადი დაზღვევა;
 ქონებრივი დაზღვევა;
 ეკონომიკური რისკების დაზღვევა;
 მოქალაქის პასუხისმგებლობის დაზღვევა.

32.) რა არის სადაზღვევო ბაზარი?

პასუხი: სადაზღვევო ბაზარი წარმოადგენს ფულად ურთიერთობათა სფეროს, სადაც


ყიდვა-გაყიდვის ობიექტია სპეციფიკური საქონელი - სადაზღვევო მომსახურება და
სადაც წარმოებს მასზე მოთხოვნა-მიწოდების ფორმირება.

33.) რა მიმართულებებს ისახავს საქართველოში ახალი საფინანსო პოლიტიკის გატარება?

პასუხი: 1.) აუცილებელია ღონისძიებათა კომპლექსის გატარება, რათა შესაძლებელი


გახდეს საბაზრო ეკონომიკის საბოლოო დანერგვა;
2.) აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტის არამწარმოებლური ხარჯების ოპტიმალური
შეკვეცა;
3.) უნდა განხორციელდეს აქტიური და ოპტიმალური საგადასახადო პოლიტიკა;
4.) უნდა განვითარდეს ფინანსური ბაზარი;
5.) უნდა დასრულდეს სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია;

34.) რა მიმართულებით გამოიყენება საწარმოს ფინანსური რესურსები?

პასუხი: საწარმოს ფინანსური რესურსების გამოყენებას რაც შეეხება, იგი სხვადასხვა


მიმართულებით ხორციელდება, მაგალითად:
- რეინვესტირება,
- ფინანსური რესურსების ინვესტირება ფასიან ქაღალდებში,
- ფინანსური რესურსების წარმართვა საფინანსო-საბიუჯეტო ვალდებულებების
შესასრულებლად,
- ფინანსური რესურსების წარმართვა ეკონომიკური სტიმულირებისა და
სოციალური დანიშნულების ფონდებში,
- ფინანსური რესურსების გამოყენება საქველმოქმედო მიზნებისათვის;

35.) რას ეწოდება სახელმწიფო სესხების კონვერსია? კონვერსიის ჩატარების რამდენი


მეთოდი არსებობს?

პასუხი: სახელმწიფო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები


შეიტანოს სესხის თავდაპირველ პირობებში. სესხების თავდაპირველი პირობების
შეცვლას, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლიანობასთან, სესხების კონვერსია
ეწოდება,არსებობს კონვერსიის ჩატარების რამდენიმე მეთოდი,
ესენია:იძულებითი,ნებაყოფლობითი და ფაკულტატური.
36.) განმარტეთ იძულებითი და ნებაყოფლობითი კონვერსია.

პასუხი: იძულებითის დროს კრედიტორი მოვალეა ადრე გამოშვებული სესხის


ობლიგაციები შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით გაცვალოს ახალ
ობლიგაციებზე.
ნებაყოფლობითის დროს კრედიტორს შეუძლია დაეთანხმოს ობლიგაციის ახალ
პირობებს, ან დაიბრუნოს ვალის თანხა უკან.

37.) რა მიზეზებით შეიძლება გაკოტრდეს ბანკი?

პასუხი: ბანკი შეიძლება გაკოტრდეს სამი ძირითადი მიზეზით:


1.) კრედიტების დაუბრუნებლობით. მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია, რომ გაცემული
კრედიტების 1/3-ის დაუბრუნებლობა აკოტრებს ბანკს.
2.) ბანკს აკოტრებს დეპოზიტების არათავისდროული და გაუმართლებელი მოთხოვნა.
3.) ბანკს აკოტრებს დეპოზიტების ღირებულების გადიდება (ანუ, როდესაც
შემოსავალი აქტივებზე არის მაქსიმალურად მცირე, ვიდრე პასივზე გადასახდელი
ვალდებულებებია).

38.) რომელი რგოლებისაგან შედგება დღეს საქართველოს საფინანსო სისტემა?

პასუხი: საქართველოს საფინანსო სისტემა შედგება შემდეგი რგოლებისაგან:


1. სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა;
2. სახელმწიფო კრედიტი;
3. ქონებრივი და პირადი დაზღვევის ფონდები;
4. საკუთრების სხვადასხვა ფორმის საწარმოთა ფინანსები

39.) რას გულისხმობს პირადპირი და არაპირდაპი დაფინანსება ფინანსურ ბაზარზე?

პასუხი: პირდაპირი დაფინანსება როდესაც ფულადი საშუალებები გადადის


დანაზოგების მფლობელებისგან (მესაკუთრეებიდან) მსესხებლებისაკენ უშუალოდ,
ყოველგვარი ინსტიტუტების გავლის გარეშე და არაპირდაპირი დაფინანსება, როდესაც
სახსრები მსესხებლებისკენ მიემართება ეკონომიკური ინსტიტუტების გავლით.
(მაგ. ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, სხვადასხვა ფინანსური შუამავლების
გავლით).

40.) როგორ განიმარტება ფულის მიმოქცევის ობიექტური კანონი (სრული სახით)?

პასუხი: არსებობს ფულის მიმოქცევის ობიექტური კანონი, რომლის არსი მდგომარეობს


შემდეგში:მიმოქცევისათვის საჭირო ფულის რაოდენობა განისაზღვრება მიმოქცევაში
მყოფ საქონელთა ფასების ჯამის შეფარდებით ერთსახელიანი (ანუ ერთი სახის ფული)
ფულადი ერთეულის ბრუნვის საშუალო სისწრაფესთან
41.) რა არის ფული ბრუნვის საშუალო სისწრაფე? როგორ იანგარიშება იგი?

პასუხი: ფულის ბრუნვის სიჩქარე ეს ნიშნავს, რომ გავიგოთ რამდენჯერ იღებს


მონაწილეობას თითოეული ფულადი ერთეული სხვადასხვა გარიგებებში. ანუ
რამდენჯერ იცვლის მფლობელს ფულის ნიშანი. ამისათვის, წლის განმავლობაში
გაყიდული საქონელთა ფასების ჯამი უნდა გავყოთ ეროვნული ბანკის მონაცემებით
ბრუნვაში მყოფ ფულის რაოდენობაზე.

42.) აქციებისა და ობლიგაციების სარეიტინგო შეფასების რომელი ჯგუფები იცით?

პასუხი: არსებობს აქციებისა და ობლიგაციების სარეიტინგო შეფასების ოთხი ჯგუფი:

A- ფასიანი ქაღალდების კარგი ხარისხი;


B- ფასიანი ქაღალდების ცუდი ხარისხი;
C- ნიშნავს, რომ მოცემული ფასიანი ქაღალდი სპეკულანტურია (ანუ, ხდება ფასიანი
ქაღალდის უკანონო შესყიდვა და მაღალ ფასში გაყიდვა);
D- დეფოლტი, ანუ, ეს ნიშნავს, რომ კომპანია რომელიც უშვებს ობლიგაციას, იმყოფება
ლიკვიდაციის პროცესში;

ამასთანავე, A და B ჯგუფებში კიდე არსებობს დამატებითი დაყოფა. მაგალითად, A+


(ძალიან კარგი ხარისხი), A++ (მაღალი ხარისხი), A+++ (უმაღლესი რეიტინგი). ასევე B-
(ძალზე ცუდი ხარისხი), B—(უცუდესი ხარისხი).
43.) დაახასიათეთ დილერები და მაკლერები საფონდო ბირჟაზე;

პასუხი: დილერი, იურიდიული ან ფიზიკური პირია, რომლებიც აქციების ყიდვა-


გაყიდვას ახდენენ საკუთარი სახსრებით. მათი შემოსავლის წყაროა ყიდვა-გაყიდვის
პროცესში კურსებს შორის სხვაობა.
მაკლერი, არის შუამავალი პირი, რომელიც მონაწილეობს სავაჭრო გარიგებებში
საქონლის, ან ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის დროს, სხვისი სახსრებით.

44.) ვინ არის ბროკერი? როგორია მათი გასამრჯელო?

პასუხი: ბროკერი, არის დამოუკიდებელი სავაჭრო შუამავალი ბირჟებზე. ისინი


მოქმედებენ ცალკეული დავალებებით, პასუხს არ აგებენ გარიგების შესრულებაზე,
იღებენ შეპირებულ გასამრჯელოს, საკომისიო თანხის, ბროკერის, კონტრაქტის თანხის
0,26%-დან 2-3%-მდე ოდენობით.

45.) რას ნიშნავს მსესხებლის გადახდისუნარიანობა (კრედიტუნარიანობა)?


პასუხი: გადახდისუნარიანობა, ანუ მსესხებლის კრედიტუნარიანობა არის მსესხებლის
შესაძლებლობა შეასრულოს თავისი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებები, ანუ დროულად დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და
გადაიხადოს მასზე პროცენტი.

46.) განმარტეთ ბანის საქმიანობის პრინციპი - “ყველაფერი კლიენტისათვის’’.

პასუხი: ყველაფერი კლიენტისათვის - ამ პრინციპის გათვალისწინება ბანკის


გაკოტრების საფრთხე ფაქტობრივად ნულამდე დაიყვანება. აქ კლიენტში იგულისხმება
როგორც დებიტორი (მსესხებელი), ასევე კრედიტორი (მეანაბრე და სხვა) მხარე.
ორმხრივი შეთანაწყობა ბანკის წარმატებული საქმიანობის გარანტიაა.

47.) როდის ითვლება ბანკის ბალანსი ლიკვიდურად და რა როლი ენიჭევა აქტივისა და


პასივის ვადების შესაბამისობას?

პასუხი: ბანკის ბალანსი ლიკვიდურად ითვლება, თუ მისი ქონება საშუალებას იძლევა,


რომ აქტივების სწრაფი რეალიზაციის ხარჯზე დაიფაროს პასივის ფასიანი
ვალდებულებები.
როგორც არის ვადების მიხედვით პასივი, ისეთივე უნდა იყოს აქტივი. ამით
უზრუნველყოფილია ბალანსის წონასწორობა.
48.) ვინ არიან დამზღვევები?

პასუხი: დამზღვევი არის პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს დაზღვევის


ოპერაციები და რომელიც მართავს სადაზღვევო ფონდის სახსრების ფორმირება-
გამოყენებას.
დამზღვევი არის პირი, რომელიც დებს სადაზღვევო ხელშეკრულებას მზღვეველთან.

49.) ვინ არიან მზღვეველები?

პასუხი: მზღვეველთა როლში გამოდიან სახელმწიფო სადაზღვევო ორგანიზაციები,


სააქციო სადაზღვევო კომპანიები და სხვა. რომელთაც აქვთ ლიცენზია დაზღვევის
განხორციელებაზე.

50.) ვინ არიან დაზღვეულები?

პასუხი: დაზღვეული არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია


დაზღვევის ინტერესები. იგი არის პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა დაზღვევა.
51.) ჩამოთვალეთ სადაზღვევო ფონდის ორგანიზაციული ფორმები.

პასუხი: სადაზღვევო ფონდის ორგანიზაციული ფორმებია:


- ცენტრალიზებული სადაზღვევო (სარეზერვო) ფონდი,
- თვიდაზღვევის ფონდი, მზღვეველის სადაზღვევო ფონდი.

52.) რომელი ფუნქციების მატარებელია ფინანსები და ფული?

პასუხი: ფინანსები და ფული განსხვავდებიან, როგორც შინაარსით, ასევე


ფუნქციებითაც. ფულის, ფუნქციებია:ღირებულების საზომის, მიმოქცევის საშუალების,
გადახდის საშუალების, დაგროვების, ანუ განძის შექმნის საშუალების და მსოფლიო
ფულის ფუნქციები.

53.) როგორ მიიღება ეროვნული შემოსავალი?

პასუხი: თუ ერთობლივ ეროვნულ პროდუქტს გამოვაკლებთ კაპიტალის მოხმარებას,


მივიღებთ წმინდა ეროვნულ პროდუქტს (წეპ), ხოლო თუ ამ უკანასკნელს გამოვაკლებთ
ირიბ (ანუ არაპირდაპირ) გადასახადებს მივიღებთ ეროვნულ შემოსავალს(ეშ).
54.) რომელი საშუალებებით ხდება მოქმედი საწარმოს ფინანსური რესურსების
ფორმირება?

პასუხი: საწარმოთა ფინანსური რესურსების ფორმირება ხდება საკუთარი და მასთან


გათანაბრებული სახსრებისაგან, ფინანსურ ბაზარზე სახსრების მობილიზაციით და
საფინანსო-საბანკო სისტემიდან მიღებული ფულადი სახსრებით.

55.) უნაღდო ანგარიშსწორების რომელი პრინციპებია ცნობილი?

პასუხი: ცნობილია უნაღდო ანგარიშსწორების ორგანიზაციის შემდეგი პრინციპები:


- პირველი პრინციპი გამომდინარეობს იქიდან, რომ საწარმოები და ორგანიზაციები
ვალდებულნი არიან ფული შეინახონ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე და ყველა
ანგარიშსწორება მოახდინონ ბანკის საშუალებით.
- მეორე პრინციპის თანახმად, გადახდები, როგორც წესი, ხორციელდება
პროდუქციის გადავრითვის და მომსახურების გაწევის შემდეგ.
- მესამე პრინციპია გადამხდელის თანხმობა მისი ანგარიშიდან სახსრების ჩამოწერის
თაობაზე.
56.) ჩამოაყალიბეთ უნდაღდო ანგარიშსწორების მოთხოვნები;

პასუხი: უნდაღდო ანგარიშსწორების წარმოება გარკვეულ მოთხოვნებს უნდა


პასუხობდეს:
პირველ რიგში, ის უნდა უწყობდეს ხელს სახსრების ნორმალურ ბრუნვას, უნაღდო
ანგარიშსწორების დროულობა
ვალდებულების პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება.

57.) რა ვალდებულებები ეკისრება ემიტენტს საფონდო ბირჟის გამჭვირვალობის


უზრუნველსაყოფად

პასუხი: ემიტენტი ვადლებულია ბაზრის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ბირჟას


წარუდგინოს:
 წლიური ანგარიშგება და ბალანსი;
 შემოსავლის ოდენობა ბრუნვაში მყოფ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც
მიმდინარე პერიოდში უკვე განაღდებულია ინვესტორის მიერ;
 ინფორმაცია, მიმდინარე პერიოდში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში
განხორციელებული ცვლილებების შესახებ;
 გადაწყვეტილება ფასიანი ქაღალდების დამატებით გამოშვების შესახებ;
 სხვა ინფორმაციები, რასაც კი მოითხოვს ლისტინგის წესები.
58.) რომელია დაკრედიტების ძირითადი პრინციპები?

პასუხი: დაკრედიტების ძირითადი პრინციპებია:მიზნობრიობა, დაბრუნებადობა,


ვადიანობა, უზრუნველყოფადობა და ანაზღაურებადობა.

59.) განმარტეთ კრედიტის ვადიანობის და დაბრუნებადობის პრინციპები;

პასუხი: საკრედიტო ხელშეკრულებაში განსაზღვრულია სესხით სარგებლობის ვადა,


რომლის გასვლის შემდეგაც სესხის თანხა პროცენტებთან (სარგებელთან) ერთად
უბრუნდება კრედიტორს. ეს გახლავთ ვადიანობის პრინციპის დაცვა.
დაბრუნებადობის პრინციპი ითვალისწინებს ბანკსა და მსესხებელს შორის დადებულ
საკრედიტო ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ვადაში კრედიტის აუცილებლად
დაბრუნებას.

60.) რას გულისხმობს კრედიტის მიზნობრიობის პრინციპი?

პასუხი: მიზნობრიობის პრინციპი გულისხმობს კრედიტის გაცემას და გამოყენებას


წინასწარ დადგენილი მიზნობრივი დანიშნულებით. კრედიტის არამიზნობრივად
გამოყენება საკრედიტო რისკის გაზრდის მთავარი ფაქტორია.
61.) რას გულისხმობს კრედიტის ანაზღაურებადობის პრინციპი?

პასუხი: დაკრეტიდების ანაზღაურებადობის პრინციპი გულისხმობს კრედიტით


სარგებლობისათვის სათანადო საზღაურის (პროცენტის) გადახდას.

62.) რა არის სტანდარტული სესხი?

პასუხი: სესხი კლასიფიცირდება სტანდარტულად, თუ მისი ძირითადი თანხის და


პროცენტის გადახდა მუდამ დროულად წარმოებს, აგრეთვე მსესხებლის კაპიტალი და
გადახდის უნარი სტაბილურია.

63.) რა არის არასტანდარტული სესხი?

პასუხი: სესხი კლასიფიცირდება ,,არასტანდარტულად“, თუ იგი არაადეკვატურად არის


დაცული მსესხებლის კაპიტალითა და გადახდის უნარით, ანდა გირაოს ამ იპოთეკის
ღირებულებით. ასეთ სესხს გააჩნია იმგვარი სისუსტეები ან პრობლემები, რაც
საფრთხეს უქმნის მის მთლიან გადახდას.
64.) რა არის საყურადღებო სესხი?

პასუხი: სესხი კლასიფიცირდება ,,საყურადღებოდ“. თუ იგი ადეკვატურად არის


დაცული, მაგრამ პროცენტულად სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ სესხის გაცემის
დროს მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდისუნარიანობა სტაბილური
ჩანდა. შემდეგში გამოჩნდა ნაკლოვანებები.

65.) როდის კლასიფიცირდება სესხი ,,უიმედოდ“?

პასუხი: სესხი კლასიფიცირდება ,,უიმედოდ“, თუ მსესხებლის გადახდისუუნარობის


გამო შეუძლებელია მისი ამოღება, ან ამოღებადი თანხა მეტისმეტად მცირეა. ანდა,
გირაოს და იპოთეკის არსებობის მიუხედავად სესხის ძირითადი თანხისა და
პროცენტების გადახდა ვადაგადაცილებულია 150 დღეზე მეტი ხნით. ასევე, თუ
ვადაგადაცილება 150 დღეზე ნაკლებაი, მაგრამ მსესხებლის შესახებ მოპოვებული
ინფორმაციით დადგენილია, რომ სესხის მთლიანად ამოღება შეუძლებელია და მის
ამოღებაზე დახარჯული დრო და თანხები არ შეესაბამება მოსალოდნელ თანხას.
66.) რას გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაზე ზემოქმედების საბიუჯეტო მეთოდი?

პასუხი: საბიუჯეტო ასიგნებების როგორც შემცირებას, ასევე გადიდებას.


ბიუჯეტის ასიგნებების გადიდებით ხდება სოციალური ღონისძიებებისა და
პროგრამების დაფინანსება. მაგრამ, თუ მცირდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაშინ
პროცესი პირიქით მიმდინარეობს, მცირდება სამუშაო ადგილები და ნელდება
ეკონომიკური ზრდა.

67.) რას გულისხმობს ეროვნულ ეკონომიკაზე ზემოქმედების საგადასახადო მეთოდი?

პასუხი: გადასახადების ან გაზრდას, ან შემცირებას; რაც შეეხება საგადასახადო


მეთოდს, გადასახადების შემცირებით იზრდება მეწამრეთა მოგება და შესაბამისად
ჩქარდება კაპიტალის ბრუნვადობა. ხოლო თუ იზრდება გადასახადები, მაშინ
ეკონომიკური ზრიდს ტემპები ნელდება. ასევე, იზრდება ან მცირდება მოსახლეობის
შემოსავლების მსყიდველობითუნარიანობა გადასახადების შემცირებისას ან
გადიდებისას.

68.) რა დაახასიათეთ ფული, როგორც მიმოქცევისა და დაგროვების საშუალება;

პასუხი: საკუთარი შრომის პროდუქტის გასხვისებით ხდება სხვისი შრომის


პროდუქტის მითვისება. ასეთ დროს ფული მიმოქცევის საშუალებაა.
ფულს ნებისმიერ დროს შეუძლია გარდაიქმნას სხვა საქონლად. ეს გარემოება მას
ანიჭებს განსაკუთრებულ ფუნქციას წარმოადგენდეს დაგროვების, განძის შექმნის
საშუალებას.

69.) რომელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოქმედების ძირითადი პრინციპები?

პასუხი: ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოქმედების ძირითადი პრინციპებია:


ლიკვიდობა; ბაზრის ეფექტიანობა; ინფორმაციულობა (ყოველ გარიგებაზე ინფორმაცია
უნდა გავრცელდეს სწრაფად); საიმედოობა (მაკლერების, ან ბაზრის შესაძლო
შეცდომები უნდა ანაზღაურდეს).

70.) როგორ განიმარტება ბანკი?

პასუხი: ბანკი წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომლის ფუნქციაა


ფულადი სახსრების აკუმულაცია, კრედიტის გაცემა, ფულადი ანგარიშსწორება,
საშუამავლო ოპერაციები, ფულისა და ფასიანი ქაღალდების ემისია, ვალუტით ვაჭრობა,
განძის შენახვა და სხვა. რომელიც მუშაობს სამეურნეო ანგარიშიანობის პრინციპით,
გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი და წესდება, რომელიც არ ეწინააღმდეგება ქვეყნის
კანონმდებლობას.

71.) რა არის სადაზღვევო რისკები?

პასუხი: სადაზღვევო რისკები - გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომელთა მიმართაც


შესაძლებელია დაზღვევის განხორციელება და რომელთა დადგომის შედეგად
სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გასცეს სადაზღვეო ანაზღაურება;

72.) რა არის სადაზღვევო თანხა/პასუხსიმგებლობის ლიმიტი?

პასუხი: სადაზღვევო თანხა/პასუხისმგებლობის ლიმიტი - არის თანხა ის მაქსიმალური


ოდენობა, რომლის ფარგლებშიც სადაზღვევო კომპანია ვალდებულია გასცეს
სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დადგმოსი დროს.
73.) ვინ ითვლება მოსარგებლედ დაზღვევის დროს?

პასუხი: მოსარგებლე- ეს არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სადაზღვევო


შემთხვევის დადგომისას მიიღებს ანაზღაურებას. მოსარგებლე შეიძლება იყოს პირი,
რომელიც არც დაზღვეულია და არც დამზღვევი.

74.) რას ნიშნავს ფრანჩიზა დაზღვევის დროს?

პასუხი: ფრანჩიზა (ფრანგ. შეღავათი, თავისუფლება) - დაზღვევის პირობებით


გათვალისწინებული არაანაზღაურებადი თანხა. ეს არის ქონების დამზღვევი პირის
ზარალის ის ნაწილი, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას არ
ექვემდებარება ანაზღაურებას მზღვეველის (ანუ სადაზღვევო კომპანიის) მხრიდან.

75.) რამდენ იარუსიანია თანამედროვე საბანკო საკრედიტო სისტემა? რა არის ცენტრალური


ბანკი?
პასუხი: როგორც წესი, თანამედროვე საკრედიტო საბანკო სისტემა ორიარუსიანია:
1. ცენტრალური (ეროვნული) ბანკები და
2. საბანკო სექტორი და არასაბანკო საკრედიტო საფინანსო ინსტიტუტები.

ცენტრალური (ეროვნული) ბანკები საემისიო ბანკეია. ისინი არ ემსახურებიან


იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, არ გასცემენ კრედიტებს.

76.) რა ფუნქციებს ასრულებენ ცენტრალური(ეროვნული) ბანკები?

პასუხი: მათი ფუნქციები მნიშვნელოვანია ქვეყნის ფულის მიმოქცევის რეგულირების


უზრუნველყოფაში. ისინი საკორესპონდენტო მომსახურებას უწევენ მხოლოდ საბანკო
სექტორს, საჭიროების შემთხვევაში ახდენენ მათ მომარაგებას ფულის ნიშნებით,
აგრეთვე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას ქვეყნის
მასშტაბით და სხვ.

77.) რომელ ქვეყანაში აღინიშნებოდა და რაში გამოიხატებოდა პირველი საბანკო


ოპერაციები?
პასუხი: ბანკის წარმოშობის ზუსტი ისტორიული თარიღი ცნობილი არ არის, მაგრამ
საბანკო საქმიანობის განვითარების ელემენტები ამა თუ იმ ფორმით, შეინიშნებოდა
შუასაუკუნეების იტალიაში. პირველი საბანკო ოპერაციები გამოიხატებოდა მონეტების
დახურდავებაში, ძვირფასეულობის შენახვაში, სესხის გაცემაში, სალომბარდო
ოპერაციებში და სხვ. მოგვიანებით კი, ბანკები იწყებენ კლიენტების განკარგულებით
ანგარიშსწორებების განხორციელებას და სხვა ოპერაციებს.

78.) ჩამოთვალეთ კომერციული ბანკის ლიკვიდური და არალივკიდური აქტივების


ჯგუფების შემადგენლობა.

პასუხი: ბანკის აქტივები ლიკვიდობის ხარისხის მიხედვით შეიძლება სამ ჯგუფად


დავყოთ:
1. ლიკვიდური საშუალებები, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ მზადყოფნაში ბანკის
ვალდებულებების დასაფარავად, ანუ პირველხარისხოვანი ლიკვიდური
საშუალებები. მათ რიცხვში შედიან: ნაღდი ფული სალაროში, სახსრები
საკორესპონდენტო ანგარიშზე, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და სხვ.
2. ბანკის განკარგულებაში მყოფი ლიკვიდური საშუალებები, რომლებიც შეიძლება
საჭიროების შემთხვევაში გადაიქცნენ ფულად საშუალებებად (ასეთია მაგალითად,
არამატერიალური აქტივები, კომპიუტერული პროგრამები).
3. არალიკვიდური აქტივები, მაგალითად ბანკის კუთვნილი შენობა-ნაგებობები,
გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებები, ვადაგადაცილებული სესხები, უიმედო
ვალები და სხვ.
79.) დაახასიათეთ სადაზღვევო ბაზრის შუამავლები?

პასუხი: სადაზღვევო ბაზრის შუამავლები არიან: დაზღვევის აგენტები და დაზღვევის


ბროკერები, რომელთაც განსხვავებული ფუნქციები გააჩნიათ.
დაზღვევის აგენტი არის იურიდიული, ან ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს
მზღვეველის დავალებით და სახელით, მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებების
ფარგლებში.
დაზღვევის ბროკერი არის იურიდიული, ან ფიზიკური პირი, რომელიც მიღებული
ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას დაზღვევის სფეროში.
დაზღვევის აგენტი და დაზღვევის ბროკერი იმით განსხვავდებიან, რომ ბროკერი
გამოდის სადაზღვევო ორგანიზაციის დამოუკიდებელი შუამავლის როლში და
მოქმედებს თავისი სახელით.

80.) როგორ იყოფა ინსტიტუციონალური ნიშნის მიხედვით ფინანსური ბაზარი?

პასუხი: ფინანსური ბაზარი ინსტიტუციონალური ნიშნის მიხედვით გულისხმობს ორი


ძირითადი რგოლის არსებობას: საკრედიტო სისტემას და ფასიანი ქაღალდების ბაზარს.
ფასიანი ქაღალდების ბაზარი თავის მხრივ იყოფა პირველად და მეორად ბაზრებად.
81.) როგორ იყოფა დროითი ნიშნის მიხედვით ფინანსური ბაზარი?

პასუხი: დროითი ნიშნის მიხედვით განარჩევენ ფულად ბაზარს,სადაც კლიენტს


კრედიტი ეძლევა მოკლე პერიოდის მანძილზე, და კაპიტალების ბაზარს, სადაც
ფულადი სახსრები გაიცემა საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდის მანძილზე.

82.) როგორ განიმარტება უნაღდო ფულის მიმოქცევა?

პასუხი: უნაღდო მიმოქცევა არის ფულადი ბრუნვა, რომელიც წარმოგვიდგება საბანკო


დეპოზიტების სახით და ხორციელდება ანგარიშებიდან გადარიცხვების გზით.

83.) რა განასხვავებს ფულის მიმოქცევას და ფულადი ნიშნების მიმოქცევას


ერთმანეთისაგან?

პასუხი: ფულის ნიშნების მიმოქცევა ასახავს ნაღდი ფულის განუწყვეტელ გადასვლას


ერთი იურიდიული ან ფიზიკური პირიდან მეორესთან. ფულის მიმოქცევა კი მოიცავს
როგორც ნაღდ, ისე უნაღდო ანგარიშსწორებას. ნაღდი ფულის მიმოქცევა
წარმოგვიდგება ბანკნოტების, ქაღალდის ფულის და მონეტების მოძრაობის სახით.
უნაღდო მიმოქცევა კი არის ფულადი ბრუნვა, რომელიც წარმოგვიდგება საბანკო
დეპოზიტების სახით და ხორციელდება ანგარიშებიდან გადარიცხვების გზით.

84.) რას წარმოადგენს ფინანსური მექანიზმი. რა შედის ფინანსური მექანიზმის


სტრუქტურაში?

პასუხი: უზრუნველყოფილია განაწილებითი და გადანაწილებითი ურთიერთობები,


შემოსავლებისა და დაგროვების შექმნის, ფულადი საშუალებების ცენტრალიზებული
და დეცენტრალიზებული ფონდების შექმნა-გამოყენების განხორციელება.
ფინანსური მექანიზმის სტრუქტურაში შედის: სხვადასხვა ფინანსური ბერკეტები,
ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური ლიმიტები, რეზერვები, ფინანსური ნორმატივები,
ჯარიმები, სანქციები, ფინანსური სტიმულები და სხვ.

85.) ეკონომიკაზე ზემოქმედების რა ძირითადი საშუალებები არსებობს ყველა ქვეყნის


საბიუჯეტო პოლიტიკაში?

პასუხი: ყველა ქვეყანაში არსებობს ეკონომიკაზე ზემოქმედების სამი ძირითადი


საშუალება:
 სახელმწიფოებრივი ხარჯების მთლიანი სიდიდის შეცვლა;
 გასაწევი ხარჯების დაფინანსების საშუალებების შეცვლა;
 მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მიღება.

86.) რას მოიცავს სადაზღვევო მოწმობა, პოლისი?

პასუხი: დამზღვევი დასაზღვევზე გასცემს სადაზღვევო მოწმობას, პოლისს, რომელშიც


მოცემულია დაზღვევის წესი, სადაზღვევო რისკის ჩამონათვალი, დაზღვევის მთლიანი
თანხისა და ყოველთვიური სადაზღვევო შენატანების (პრემიების) ოდენობა.

87.) რა ფორმით და რის ხარჯზე იქმნება ცენტრალიზებული სადაზღვევო ფონდი?

პასუხი: ცენტრალიზებული სადაზღვევო (სარეზერვო) ფონდი, რომელიც იქმნება,


როგორც ნატურალური, ისე ფულადი ფორმით სახელმწიფო რესურსების ხარჯზე და
იმყოფება მთავრობის განკარგულებაში. ასეთი რეზერვის შექმნა განპირობებულია
იმით, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის
სადაზღვევო რისკები და საგანგებო ზარალის ანაზღაურება. ასეთია მაგალითად,
სტიქიური მოვლენები, კატასტროფები, ეკოლოგიური დარღვევები და ა.შ.
88.) ვის მიერ იქმნება თვითდაზღვევის ფონდი?

პასუხი: თვიდაზღვევის ფონდი, იქმნება დამოუკიდებელი პირის მიერ


დეცენტრალიზებული ფორმით. მაგალითად, სოფლის მეურნეობაში საწარმოები ქმნიან
თვიდაზღვევის ფონდებს სათესლე, საფურაჟე, სასურსათო და სხვათა სახით, რაც
გამიზნულია სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის ნაწილობრივ
დასაფარავად.

89.) ვის მიერ იქმნება და რა ფორმით არსებობს მზღვეველის სადაზღვევო ფონდი?

პასუხი: მზღვეველის სადაზღვევო ფონდი, რომელიც იქმნება უშუალოდ სადაზღვევო


პროცესის მონაწილეთა სადაზღვევო შენატანებისაგან. იგი არსებობს მხოლოდ ფულადი
ფორმით და გააჩნია მკაცრი მიზნობრივი დანიშნულება.

90.) საფინანსო მენეჯმენტის რომელი მიმართულებებია ცნობილი?

პასუხი:

 საწარმოს საქმიანობის ფინანსური მხარის დაგეგმვა და პროგნოზირება.


 საფინანსო მენეჯმენტმა უნდა განსაზღვროს პროდუქციის რეალიზაციის
მოცულობის ტემპები და პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო სახსრების
მობილიზაციის მეთოდები
 აუცილებელია საწარმოს ყველა სამსახურების კოორდინაცია (შეთანხმებული
მუშაობა) ფინანსურ საქმიანობაში.
 დამატებითი კაპიტალის მობილიზაცია უნდა მოხდეს ფინანსური ბაზრის
მეშვეობით.
 საფინანსო მენეჯმენტის მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო ბიუჯეტთან (ან
არასაბიუჯეტო ფონდებთან) ურთიერთობის მოწესრიგება.

91.) დაახასიათეთ ლიმიტირებული, საბაზრო და შემხვედრი განაცხადები საფონდო


ბირჟაზე.

პასუხი: ლიმიტირებული განაცხადები, როდესაც ინვესტორის მიერ გამოთქმულია


სურვილი გარკვეული რაოდენობის ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე, თანაც იმ
ფასზე მეტი არ უნდა იყოს, რაც განაცხადშია მითითებული და საბაზრო განაცხადები,
რაც ემყარება ფასიანი ქაღალდის შეძენაზე განაცხადის წარდგენის მომენტში არსებულ
საუკეთესო ფასს.
ხშირად გვხვდებიან შემხვედრი განაცხადები, როდესაც ემთხვევა გამყიდველისა და
მყიდველის ინტერესები. მაშინ ისინი სწრაფად დაკმაყოფილდება, სხვა შემთხვევაში
განაცხადი ჩადგება რიგში შესაბამისი მყიდველი (ან გამყიდველის) გამოჩენამდე, რა
თქმა უნდა მითითებული ვადის გასვლამდე.
92.) რომელია ფინანსების მართვის სუბიექტები?

პასუხი: სახელმწიფო საფინანსო ორგანოები და საგადასახადო სამსახურები, საწარმოთა


საფინანსო განყოფილებები და სადაზღვევო სამსახურები (დაზღვევის ორგანოები,
სადაზღვევო კომპანიები).

93.) განმარტეთ სახელმწიფო ბიუჯეტი. რა ერთიანდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში?

პასუხი: სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის ძირითადი საფინანსო გეგმაა მიმდინარე


წლისათვის, რომელსაც კანონის ძალა გააჩნია და რომლის შესრულება აუცილებელია
ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის.
შემოსავლების ნაწილში ერთიანდება: საგადასახადო და არასაგადასახადო
შემოსავლები, კაპიტალური შემოსავლები, გრანტები საშინაო და საგარეო წყაროებიდან,
ქვეყნის შიგნით და გარეთ აღებული სახელმწიფო სესხები.

94.) განმარტეთ მოთხოვნის ინფლაცია და დანახარჯების ინფლაცია;

პასუხი: ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა ბევრად მეტია საქონელზე, ვიდრე ის იწარმოება და


ხდება საქონლის ფასების ზრდა;
დანახარჯების ინფლაცია, გამოწვეულია წარმოების დანახარჯების ზრდის გამო.
რესურსებზე ფასების აწევა ზრდის წარმოებული პროდუქციის ფასს. დანახარჯების
ინფლაციის მიზეზი ხშირად ხდება ხელფასების აწევა, რომელიც წინ უსწრებს შრომის
ნაყოფიერების ზრდას.

95.) ახსენით ინფლაციური ფსიქოლოგია;

პასუხი: საზოგადოების შეგნებაში ყალიბდება აზრი, რომ ინფლაცია კვლავაც


გრძელდება. ამიტომ, მუშა-მოსამსახურეები ფასების ზრდის შიშით წინასწარ ითხოვენ
ხელფასების მომატებას, მეწარმეები წინასწარ ითვალისწინებენ წარმოებული
პროდუქციის ფასში კრედიტზე, ნედლეულზე, სამუშაო ძალაზე ხარჯების
მოსალოდნელ ზრდას. ინფლაციური ფსიქოლოგია რთული გადასალახავია. ფასების
პროგრესული ზრდა საშიშროებას უქმნის ქვეყნის ეკონომიკას.

96.) რამდენი სახის ინფლაცია არსებობს და როგორ უფასურდება ფული თითოეულის


დროს?
პასუხი: განასხვავებენ ინფლაციის შემდეგ სახეებს: ზომიერს, ანუ მცოცავს; ჭენებითს,
ანუ მხტუნავს; ჰიპერინფლაციას, ანუ სუპერინფლაციას.
ზომიერი ინფლაციის დროს ფასები ნელა იზრდება, წლიურად 10%-ის ფარგლებში.
ჭენებითი ინფლაციის დროს ფასები წლიურად 200%-ის ფარგლებში მატულობს.
ჰიპერინფლაციის დროს მიმოქცევაში ფულის რაოდენობა და ფასები ასტრონომიული
ტემპებით იზრდება. ამასთან ფასები და ხელფასი კატასტროფულად სცილდება
ერთმანეთს.ფასების ზრდა წლიურად თითქმის 1000%-ის ფარგლებში ხდება.

97.) რითი ხასიათდება ბრეტონ ვუდსის ფულადი სისტემა?

პასუხი: სისტემის დროს ოქრო გახლდათ ქვეყნებს შორის საბოლოო ანგარიშსწორების


საშუალება. ოქროს გარდა, საერთაშორისო საგადასახადო საშუალებად გამოიყენებოდა
ძირითადად აშშ-ს დოლარი და ზოგჯერ, ინგლისური ფუნტი. დაფიქსირდა დოლარის
კურსი ოქროსთან მიმართებაში. დაწესდა ოქროს სტანდარტი: 35 აშშ დოლარი უდრიდა
31,1 გრამ ოქროს. ხოლო ყველა სხვა ვალუტა ოქროს დოლარით უკავშირდებოდა.
ეროვნული ფულადი ერთეული თავისუფლად შეიძლებოდა გადაცვლილიყო
დოლარზე ცენტრალური ბანკების მეშვეობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის
მიერ მკაცრად დადგენილი კურსის მიხედვით.
98.) რითი ხასიათდება იამაიკის ფულადი სისტემა?

პასუხი: ბრეტონ-ვუდსის ფულადი სისტემა შეცვალა იამაიკის ფულადმა სისტემამ.


დოლარი ინარჩუნებდა მნიშვნელოვან ადგილს საერთაშორისო ანგარიშსწორებებში და
სხვა ქვეყნების სავალუტო რეზერვებში, საბოლოოდ დასრულდა ოქროს
დემონეტიზაცია (ანუ, ოქრომ დაკარგა ფულის ფუქნცია საერთაშორისო
ანგარიშსწორებებში), თუმცა იგი კვლავაც დარჩა სხვადასხვა ქვეყნების რეზერვად
ეროვნულ (ცენტრალურ, ფედერალურ) ბანკებში და გამოიყენება ქვეყნის წინაშე
წარმოშობილი სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში.

99.) როდის და რატომ გაუქმდა ოქრომონეტური სტანდარტი?

პასუხი: ის გაუქმდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რაც პირველმა მსოფლიო ომმა
მოითხოვა უამრავი სამხედრო ხარჯი მეომარ ქვეყნებში და რასაკვირველია ოქროს
მარაგების ამოწურვაც, ეს მოველნა გახდა მიზეზი უმეტეს ქვეყნებში ოქრომონეტური
სტანდარტის გაუქმებისა.

100.) რაში მდგომარეობს გადასახადების მარეგულირებელი ფუნქციის არსი;


პასუხი: მარეგულირებელი ფუნქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადასახადები
ასტიმულირებენ ან ანელებენ ეროვნული შემოსავლის გადანაწილების ტემპებს,
აძლიერებენ ან ასუსტებენ კაპიტალის დაგროვებას, აფართოებენ ან ამცირებენ
მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას.

101.) ჩამოთვალეთ კრედიტის ფორმები.

პასუხი: გამომდინარე იქიდან, თუ ვინ არის კრედიტორის როლში, განასხვავებენ:


კომერციულ, საბანკო, სამომხმარებლო, სახელმწიფო და საერთაშორისო კრედიტის
ფორმებს.

102.) განმარტეთ კომერციული კრედიტი;

პასუხი: კომერციულ კრედიტს ერთმანეთს აძლევენ მეწარმეები. შესაბამისად,


კრედიტორებად გამოდიან ფირმები, მეწარმეები. ხშირად, მას სათამასუქო კრედიტსაც
უწოდებენ. იგი მხოლოდ საქონლური ფორმით არსებობს და მისი გაცემისას ფორმდება
თამასუქი.
103.) რა არის საბანკო კრედიტი?

პასუხი: საბანკო კრედიტი არის კრედიტის ძირითადი ფორმა, რომელიც გაიცემა


უშუალოდ ბანკების მიერ, ფულადი ფორმით, დროებითი საჭიროებისათვის. საბანკო
კრედიტის მონაწილეები არიან ერთი მხრივ ბანკები, მეორე მხრივ მსესხებლები
(მეწარმეები). საბანკო კრედიტი შეიძლება იყოს მოკლევადიანი (1 თვიდან 12 თვემდე).
საშუალოვადიანი (1-5 წლამდე) და გრძელვადიანი (5-ზე მეტი წლით).

104.) რა არის საერთაშორისო კრედიტი?

პასუხი: საერთაშორისო კრედიტი - კრედიტის ისეთი სახეა, რომელიც ერთი ქვეყნის


მთავრობის, ბანკების, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გაიცემა
მეორე ქვეყნის მთავრობაზე, ბანკებზე ან იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე
ვადიანობის, დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის პირობით.

105.) როგორია საერთაშორისო კრედიტი იმის მიხედვით, თუ ვინ არის კრედიტორი?

პასუხი: იმის მიხედვით, თუ ვინ არის კრედიტორი, საერთაშორისო კრედიტი არის:


 კერძო კრედიტები, რომელსაც გასცემენ კერძო ფირმები და ბანკები;
 სახელმწიფო კრედიტები;
 შერეული კრედიტები - კერძო საწარმოებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით;
 საერთაშორისო სავალუტო -საკრედიტო ორგანიზაციების კრედიტები.

106.) განმარტეთ საიპოთეკო და სალომბარდე კრედიტები;

პასუხი: სალომბარდო კრედიტი. ეს არის სეზონური ხასიათის მოკლევადიანი


ფიქსირებული სესხის სახით გაცემული თანხის, რომელიც უზრუნველყოფილია
ადვილად რეალიზებადი მოძრავი ქონებით.

107.) განმარტეთ სამომხმარებლო კრედიტი;

პასუხი: სამომხმარებლო კრედიტი - ეს არის კრედიტის ისეთი ფორმა, რომელიც


გაიცემა სავაჭრო ფირმების მიერ ბანკების მეშვეობით, საქონლის განვადებით გაყიდვის
დროს. სხვადასხვა ფირმებიდან საქონლის კრედიტის სახით შეძენას იწვევს
მოსახლეობის ფართო ფენების ფულადი შემოსავლების უკმარისობა.

108.) რომელი პრინციპებით მუშაობს კომერციული ბანკი?


პასუხი: კომერციული ბანკები ფუნქციონირებენ გარკვეული პრინციპების საფუძველზე.
ეს პრინციპებია: ერთგვარი სპეკულაციის პრინციპი ,,იაფად იყიდე, ძვირად გაყიდე“,
შემოსავლიანობის პრინციპი, ყველაფერი კლიენტისათვის, ნაკლები ინვესტიციებით
დიდი მოგების მიღება, რისკის მართვის უნარი, კონკურენტუნარიანობა.

109.) როგორია სესხების კლასიფიკაცია “შესაძლო დანაკარგების რეზერვში’’?

პასუხი: „ ბანკი კრედიტის გაცემის დროს არ არის ბოლომდე დაზღვეული, რომ თანხები
აუცილებლად დაუბრუნდება, სწორედ ამ მიზნით, ბანკებში იქმნება სპეციალური
ფონდი „შესაძლო დანაკარგების რეზერვის“ სახელწოდებით, სადაც კრედიტის გაცემის
დღიდანვე ხორციელდება სახსრების ჩარიცხვა ყოველ გაცემულ კრედიტზე.

110.) ვინ არიან სასესხო კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები?

პასუხი: პირველადი ინვესტორები, სპეციალური შუამავლები და მსესხებლები.

111.) რა ფუნქციებს ასრულებს კრედიტი?

პასუხი: კრედიტი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:


 ფულადი სახსრების აკუმულაციის;
 ფულადი კაპიტალის გადანაწილების;
 მიმოქცევის ხარჯების ეკონომიის;
 კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის;
 საბაზრო ეკონომიკის რეგულირების.

112.) რას ნიშნავს დაკრედიტება?

პასუხი: დაკრედიტება ნიშნავს, რომ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც


სჭირდება ფულადი სახსრები, უფლება ეძლება ბანკის ანგარიშიდან დახარჯოს თანხა
დახარჯულის დაბრუნების გარანტიით და სახსრებით სარგებლობისათვის პროცენტის
გადახდით.

113.) რა ელემენტებს მოიცავს საკრედიტო ხელშეკრულება?

პასუხი: ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს კრედიტის ოდენობა, გაცემის


ხანგრძლივობა, განსაზღვრული პროცენტი, გარანტიები. გარანტიულობა თავისთავად
გადახდისუნარიანობის საფუძველია.

114.) როგორ მოქმედებს აქტივების სტრუქტურა ბანკის ლიკვიდობაზე?


პასუხი: ბანკის ბალანსის ლიკვიდობაზე გავლენას ახდენს აქტივების სტრუქტურა. რაც
მეტია პირველი კლასის ლიკვიდური აქტივები, მით უფრო მაღალია ბანკის
ლიკვიდობა. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, აქტივებში ყველაზე
მაღალლიკვიდური საშუალებაა სახსრები სალაროში, საკორესპონდენტო ანგარიშებზე
და მოკლევადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.

115.) ჩამოაყალიბეთ ბანკის ლიკვიდობის გასაანგარიშებელი ფორმულა.

პასუხი: ლიკვიდობის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფორმულით:


ბანკის ლიკვიდობა = ლიკვიდური აქტივები/მთლიანი ვალდებულებები X 100 >- 30%
თუ ზემოთაღნიშნული მაჩვენებლი 30%-ზე ნაკლებია, მაშინ ბანკი ითვლება
არალიკვიდურად.

116.) რომელია ქვეყნის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძირითადი ელემენტები?

პასუხი:
- საზოგადოებაში იმ მთავარი მიზნების განსაზღვრა და შემდგომში მათი
პერსპექტიული და უახლოესი ამოცანების დაკონკრეტება, რომელთა გადაწყვეტაც
აუცილებელია;
- იმ კონკრეტული მეთოდებისა და ფორმების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც
დასახული მიზანი მიიღწევა უმოკლეს ვადაში;
- საჭირო კადრების შერჩევა და განაწილება, რომელთაც დასახული ამოცანების
შესრულების ხელმძღვანელობის უნარი შესწევთ;

117.) რა ეტაპებს გაივლის ფინანსური მენეჯერი საქმიანობის პროცესში?

პასუხი: ფინანსური მენეჯერი საქმიანობის პროცესში თანმიმდევრულად გაივლის


შემდეგ ეტაპებს:
- ფინანსური ანგარიშგების ანალიზი:
- შემოსავლებისა და ნაღდი ფულის შემოსვლის პროგნოზირება;
- ღირებულების შექმნა-შენარჩუნება;
- კაპიტალდაბანდებათა ეფექტიანობის ანალიზი;
- საწარმოთა ღირებულების შეფასება მათი შეერთების ან შთანთქმის პროცესში;

118.) როგორ კლასიფიცირდება სახელმწიფო კრედიტი?

პასუხი: სახელმწიფო კრედიტი, როგორც ფინანსური კატეგორია შეიძლება ორგვარი


ასპექტით იქნეს განხილული: აქტიური, როდესაც სახელმწიფო გამოდის კრედიტორის
(გამსესხებლის) როლში და პასიური, როდესაც იგი დებიტორის (მსესხებლის) როლშია.
119.) საბიუჯეტო დაფინანსების რომელი პრინციპებია ცნობილი?

პასუხი: საბიუჯეტო დაფინანსება ეყრდნობა გარკვეულ პრინციპებს, ესენია:


 ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება. საბიუჯეტო ასიგნებები
გაიცემა მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი გამოყენებით მიღებული იქნება
მაღალი შედეგი;
 საბიუჯეტო ასიგნებებს უნდა ჰქონდეს მიზნობრივი ხასიათი;
 საბიუჯეტო სახსრები ხელახლა გაიცემა შესრულებული სამუშაოების და ადრე
გაცემული ასიგნებების გამოყენების შესწავლის შემდეგ;
 საბიუჯეტო ასიგნებები უკანდაუბრუნებელია;
 საბიუჯეტო ასიგნებები უსასყიდლოა.

120.) როგორ განიმარტება საწარმოთა ფინანსები?

პასუხი: საწარმოებისა და კორპორაციების ფინანსები კი აისახება ფულად


ურთიერთობებში, რომლებიც წარმოიშობა მათი ეკონომიკური საქმიანობის პროცესში
და უზრუნველყოფენ წარმოების პროცესს და მოგების მიღებას.

121.) რას წარმოადგენს ინფლაციის კრიტიკული წერტილი?

პასუხი: ეს ის მომენტია, როდესაც მიმოქცევაში არსებული ფულის მსყიდველობითი


უნარი დაცემას იწყებს. ანუ, რაღაც გარკვეული მომენტიდან დაწყებული, მიუხედავად
დიდი ფულადი თანხებისა, სულ უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახურების შეძენაა
შესაძლებელი.

122.) რა არის ფასიან ქაღალდებში ფულადი საშუალებების დაბანდების მიზანი?

პასუხი: ფასიან ქაღალდებში ფულადი საშუალებების დაბანდების მიზანია შემოსავლის


მიღება. ფასიან ქაღალდებში დაბანდების ძირითადი მიზნის გარდა არსებობს აგრეთვე
გავლენის სფეროს გაფართოების შესაძლებლობის შეძენა.

123.) რა წარმოადგენს საფონდო ბირჟის საქმიანობის ძირითად სფეროებს?

პასუხი: საფონდო ბირჟის საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს:


 ბირჟაზე გაწევრიანება, ან წევრობიდან გარიცხვა;
 ფასიანი ქაღალდების დაშვება ვაჭრობაზე (ლისტინგი) ან ვაჭრობიდან მოხსნა
(დელისტინგი);
 ფასიანი ქაღალდებით რეგულარული ვაჭრობის ორგანიზაცია;
 კლირინგის (უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფორმა -
ურთიერთმოთხოვნათა ჩათვლები) ჩატარება საბირჟო გარიგებებში;
 ზედამხედველობის ორგანიზება და მანიპულაციების თავიდან აცილება;
 საფონდო ბაზრის ანალიტიკური კვლევა;
124.) რომელია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოქმედების ძირითადი პრინციპები?

პასუხი: ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოქმედების ძირითადი პრინციპებია:


ლიკვიდობა; ბაზრის ეფექტიანობა; ინფრომაციულობა (ყოველ გარიგებაზე ინფორმაცია
უნდა გავრცელდეს სწრაფად);საიმედოობა(მაკლერების, ან ბაზრის შესაძლო შეცდომები
უნდა ანაზღაურდეს).

125.) ფულადი სისტემის რომელი ტიპებია ცნობილი? ახსენით თითოეული;

პასუხი: ზოგადად, განასხვავებენ ფულადი სისტემის ორ ტიპს:

1. ლითონის ფულის მიმოქცევის სისტემას, რომელიც ემყარება ქვეყანაში გაცვლის


განხორციელებისათვის მოქმედ ლითონს (ოქროს, ვერცხლის) და ბრუნვაში მყოფი
ბანკნოტები შეუფერხებლად იცვლება მოქმედ ლითონზე.
2. ქაღალდის ფულისა და საკრედიტო ბილეთების მიმოქცევის სისტემას, როდესაც
ნამდვილი ფულის (ძვირფასი ლითონის) მიმოქცევა შევიწროებულია
ღირებულების ნიშნებით (ქაღალდის ფულით) და შეუფერხებლად ბრუნვას
ქაღალდის ფული და საკრედიტო ფული.

126.) რას წარმოადგენს სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა? რას უზრუნველყოფს მისი


მეცნიერულად გატარება?
პასუხი: სახელმწიფო ხარჯები და გადასახადების სფეროში მიღებული
გადაწყვეტილებები ერთობლიობაში სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკაა.
მთავრობის მიერ პროფესიონალურ და მეცნიერულ დონეზე გატარებული ფისკალური
პოლიტიკა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აღმავლობას, სტაბილური ფასების, ინფლაციის
დაბალი და სტაბილური ტემპების შენარჩუნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს
ქვეყნის სტაბილიზაციის სწორ პოლიტიკასთან.

127.) რას ნიშნავს აქტიური და პასიური სახელმწიფო კრედიტი?

პასუხი: სახელმწიფო კრედიტი, როგორც ფინანსური კატეგორია შეიძლება ორგვარი


ასპექტით იქნეს განხილული:აქტიური, როდესაც სახელმწიფო გამოდის კრედიტორის
(გამსესხებლის) როლში და პასიური, როდესაც იგი დებიტორის (მსესხებლის) როლშია.

128.) განმარტეთ აქცია და ობლიგაცია.

პასუხი: აქცია ადასტურებს საკუთრების უფლებას ემიტენტის საწესდებო კაპიტალის


ნაწილზე და იძლევა მოგების ნაწილის მიღების უფლებას დივიდენდის სახით.
ობლიგაცია არის ფასიანი ქაღალდი ფიქსირებული შემოსავლით, რომელიც
ადასტურებს ემიტენტის საკუთრების უფლებას სასესხო კაპიტალზე და ამტკიცებს
ემიტენტის ვალდებულებას - აუნაზღაუროს ობლიგაციის მფლობელს მისი
ნომინალური ღირებულება განსაზღვრულ დროში. იგი არ აძლევს ობლიგაციის
მფლობელს ფირმის მართვის პროცესში მონაწილეობის უფლებას.

129.) რა შედის ფასიანი ქაღალდების საკუთრების მოწმობებში?

პასუხი:აქციები, სააქციო სერთიფიკატები, ოპციონური მოწმობები, საფინანსო


ფიუჩერები, ვაუჩერები, კონოსამენტები (დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ზღვით
ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების პირობებს, გასცემს ტვირთის გადამგზავნი) და
ა.შ.

130.) რა შედის ფასიანი ქაღალდების სასესხო მოწმობებში?

პასუხი: ობლიგაციები, თამასუქები, ჩეკები, სხვადასხვა სახელმწიფო სავალო


ვალდებულებები (მაგალითად, სახელმწიფო სესხის ობლიგაციები, სახაზინო
თამასუქები).

131.) ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის როგორი ფორმაა რევალვაცია და


ნულიფიკაცია?
პასუხი: რევალვაცია - არსებული ფულის ნიშნების შენარჩუნების პირობებში ფულადი
ერთეულის კურსის ოფიციალური ამაღლება სტაბილური ვალუტის მიმართ.
ნულიფიკაცია - ფულის ნიშნების მთლიანად შეცვლა მისი უაღრესად გაუფასურების
გამო.

132.) რას ნიშნავს სახელმწიფო სესხების ფაკულტატური და იძულებითი კონვერსია?

პასუხი: იძულებითის დროს კრედიტორი მოვალეა ადრე გამოშვებული სესხის


ობლიგაციები შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით გაცვალოს ახალ
ობლიგაციებზე. ფაკულტატური კონვერსია კრედიტორს უფლებას აძლევს მიიღოს ან
უარყოს სესხის ახალი პირობები (ვალის თანხას უკან არ იბრუნებს).

133.) რას ნიშნავს ბიმეტალიზმი და მონომეტალიზმი?

პასუხი: ბიმეტალიზმი - ფულადი სისტემაა, როდესაც ეკვივალენტის როლში


ერთდროულად გამოდის ორი ლითონი (ოქროც და ვერცხლიც).
მონომეტალიზმი - არის ფულადი სისტემა, როდესაც ერთი ლითონი (ოქრო ან
ვერცხლი) გამოდის საყოველთაო ეკვივალენტად.
134.) რა არის თამასუქი?

პასუხი: თამასუქი - არის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია კანონით დადგენილი


ფორმით და შეიცავს აუცილებლ ფულად ვალდებულებას.

135.) განმარტეთ მარტივი თამასუქი:

136.) განმარტეთ გადასაყვანი თამასუქი:

პასუხი: გადასაყვანი - როდესაც თამასუქის მფლობელი უბრძანებს თამასუქის გამცემს


გადაუხადოს მის წარმომდგენს თამასუქში მოცემული თანხა.

137.) განმარტეთ გადასახდი. რომელი გადასახადები მოქმედებნ დღეს საქართველოში?

პასუხი: გადასახადები წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების


სავალდებულო გადასახდელს, რომლებსაც სახელმწიფო ამოიღებს იძულების წესით.
დღეს საქართველოში მოქმედებნ:დღგ,აქციზი,იმპორტის,მოგების,ქონებაზე
გადასახადი, და საშემოსავლო გადასახდები.

138.) რას ეწოდება ბიუჯეტის ხარჯები? განმარტეთ საინოვაციო და საინვესტიციო


ხარჯები;

პასუხი: ბიუჯეტის ხარჯები ეწოდება იმ დანახარჯთა ერთობლიობას, რომელიც


წარმოიშობა სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
საინვესტიციო ნიშნავს გრძელვადიან კაპიტალდაბანდებას რომელიმე დარგში, ხოლო
საინოვაციო ნიშნავს ახლის დანერგვას ეკონომიკის რომელიმე დარგში.

139.) რას ნიშნავს ეკონომიკაში სტაბილიზაციის პოლიტიკა?

პასუხი: ქვეყნის სტაბილიზაციის პოლიტიკა ნიშნავს მთავრობის მიერ ეკონომიკურ


სივრცეზე კონტროლის დაწესებას. მისი მიზანია ერთობლივი ეროვნული პროდუქტის
მოცულობის მაქსიმალური მიახლოება მის პოტენციურ დონემდე, ინფლაციის დაბალი
და სტაბილური ტემპების შენარჩუნება.
140.) რა არის საფინანსო აპარატი?

პასუხი: ყველა იმ ორგანიზაციული სტრუქტურების ერთობლიობის, რომლითაც


ხორციელდება ფინანსების მართვა, ეწოდება საფინანსო აპარატი.

141.) რას გულისხმობს ფინანსების მეცნიერული მართვა?

პასუხი: ფინანსების მეცნიერული მართვა გულისხმობს დროულად აღმოიფხვრას ყველა


მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენები ახალი ფინანსური ბერკეტების შემოღებით, ან
ძველის გაუქმებით.

142.) როგორ დაიშვება სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდი?

პასუხი: ფასიანმა ქაღალდებმა, რომელთა ყოდვა-გაყიდვაც ხდება საფონდო ბირჟაზე,


უნდა გაიარონ ლისტინგის პროცედურა, ანუ, დაშვებული იქნან ვაჭრობაზე ბირჟაზე
არსებული ლისტინგის კომიტეტის მიერ. საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების
მიმოქცევაში დაშვება ხდება სპეციალური აუდიტური შემოწმების საფუძველზე.

143.) რა არის საბირჟო კოტირება?


პასუხი: საბირჟო ორგანოები ახდენენ საბირჟო გარიგების დროს, ფასიანი ქაღალდების
სტიქიურად ჩამოყალიბებული კურსის რეგისტრაციას, ე.ი. აწარმოებენ საბირჟო
კოტირებას (კურსის დადგენა და ოფიციალური გამოქვეყნება).

144.) ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციის როგორი ფორმაა დეფლაცია და დენომინაცია?

პასუხი: დეფლაცია - არის ფულის მასის შემცირება მიმოქცევიდან ჭარბი ქაღალდის


ფულის ნაწილის ამოღებით.
დენომინაცია - ფულადი ერთეულის მასშტაბის ოფიციალური შემცირებაა.

145.) როგორ განიმარტება ბიუჯეტი?

პასუხი: ბიუჯეტი არის ქვეყნის ფინანსური სისტემის ძირითადი რგოლი, რომელიც


წარმოადგენს სახელმწიფოს შემოსავლებისა და ხარჯების ჩამონათვალს ფულად
ფორმაში.

146.) რას წარმოადგენს სახელმწიფო ვალი?


პასუხი: სახელმწიფო ვალი არის, დაუფარავი სახელმწიფო სესხების ერთობლიობა
პროცენტების ჩათვლით, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაფაროს გარკვეული
თარიღისათვის.

147.) რას წარმოადგენს საფინანსო პოლიტიკა ?

პასუხი: საფინანსო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი


ნაწილია. იგი არის სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციებისა და ამოცანების
განხორციელების უზრუნველსაყოფად შემუშავებული ღონისძიებების ერთობლიობა,
რომელიც ვლინდება ფინანსური რესურესბის მობილიზაცია-განაწილება-გამოყენებაში
მთელი ქვეყნის მასშტაბით.

148.) განმარტეთ ბიუჯეტის ციკლური და სტრუქტურული დეფიციტი;

პასუხი: ბიუჯეტის დეფიციტი ორი ტიპისაა: ციკლური და სტრუქტურული.


ციკლურია დეფიციტი, როდესაც იგი გამოწვეულია წარმოების ციკლური დაცემით,
ხოლო სტრუქტურულია, როდესაც დეფიციტი წარმოიქმნება ხელისუფლების მიერ
ეკონომიკაში საბიუჯეტო ხარჯების შეგნებული გადიდებით და გადასახადების
შემცირებით, რათა აღმოიფხვრას წარმოების დაცემის ტემპები.

149.) განმარტეთ ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობა;


პასუხი: სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის სიდიდე დამოკიდებულია სახელმწიფო
ხარჯების დონეზე და საგადასახადო დაბეგვრის განაკვეთებზე. დეფიციტის ზღვრული
მოცულობის სიდიდე მტკიცდება ბიუჯეტის დამტკიცების დროს და თუ კი, ბიუჯეტის
შესრულების პერიოდში დეფიციტის ოდენობა გადააჭარბებს მის ზღვრულ სიდიდეს,
ასეთ შემთხვევაში მიმართავენ სეკვესტრის მექანიზმს.

150.) რა არის ბიუჯეტის სეკვესტრი?

პასუხი: სეკვესტრი არის ბიუჯეტის ხარჯების თანდათანობითი, პროპორციული


შემცირება დარჩენილი საბიუჯეტო წლის მანძილზე.

151.) რა არის სადაზღვევო პრემია და სადაზღვევო შემთხვევა?

პასუხი: სადაზღვევო პრემია - ეს არის თანხა, რომელსაც დამზღვევი იხდის დაზღვევის


შესაძენად (დაზღვევის ფასი);
სადაზღვევო შემთხვევა - არის მოვლენა, რომელიც წარმოადგენს დაზღვეული რისკების
ხდომილების შედეგს და რომლის დადგომის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია
ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება;

152.) განმარტეთ სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევა;


პასუხი: ნებაყოფლობითი დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის
დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და დაზღვევის სახე, პირობები და
განხორციელების წესები დგინდება სწორედ ამავე ხელშეკრულებით
სავალდებულო დაზღვევა არის დაზღვევის ისეთი ფორმა, როდესაც დაზღვევის
ობიექტი, სახეები და განხორციელების წესები განისაზღვრება კანონის ძალით და
სავალდებულოა.

153.) რა არის პირადი დაზღვევის ობიექტები

პასუხი: პირადი დაზღვევის ობიექტებია მოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. იგი


მრავალფეროვანია და ცნობილია პირადი დაზღვევის შემდეგი სახეები:ბავშვთა
დაზღვევა, საქორწილო დაზღვევა, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა, სიცოცხლის
დაზღვევა და ა.შ.

154.) რა იგულისხმება ეკონომიკური რისკების დაზღვევაში?

პასუხი: ეკონომიკური რისკების დაზღვევაში გამოირჩევა: ახალი ტექნიკისა და


ტექნოლოგიების რისკების დაზღვევა, ტვირთის გადაზიდვის დაზღვევა, სამეწარმეო
რისკების დაზღვევა და ა.შ.

155.) დაახასიათეთ დაზღვევის ხელშეკრულება;


პასუხი: დაზღვევის ხელშეკრულება იდება წერილობით და მოიცავს დოკუმენტის
დასახელებას, მზღვეველის სახელწოდებას, მის იურიდიულ მისამართს და საბანკო
რეკვიზიტებს, დამზღვევის სახელს, გვარს, მისამართს, დაზღვევის ობიექტის
მითითებას, სადაზღვევო რისკის განსაზღვრას, სადაზღვევო თანხის ოდენობას,
სადაზღვევო შენატანების (პრემიების) მოცულობას, მისი გადახდის წესსა და ვადებს,
ხელშეკრულების მოქმედების ვადებს, ანდა მისი შეცვლის წესს.

156.) ვინ არის დაზღვევის აგენტი?

პასუხი: დაზღვევის აგენტი არის იურიდიული, ან ფიზიკური პირი, რომელიც


მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით,მზღვეველის მიერ მინიჭებული
უფლებების ფარგლებში.

157.) ვინ არის დაზღვევის ბროკერი და რითი განსხვავდება აგენტისგან?

პასუხი:დაზღვევის ბროკერი არის იურიდიული, ან ფიზიკური პირი, რომელიც


მიღებული ლიცენზიის შესაბამისად ახორციელებს საშუამავლო საქმიანობას
დაზღვევის სფეროში. დაზღვევის აგენტი და დაზღვევის ბროკერი იმით
განსხვავდებიან, რომ ბროკერი გამოდის სადაზღვევო ორგანიზაციის დამოუკიდებელი
შუამავლის როლში და მოქმედებს თავისი სახელით.
158.) რა უფლებამოსილებები გააჩნია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურს?

პასუხი: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური


უფლებამოსილია :
- შეამოწმოს მზღვეველებისა და ბროკერების მიერ საკანონმდებლო დოკუმენტაციის
დაცვა და მათ მიერ განხორციელებული ანგარიშების უტყუარობა.
- მზღვეველთა მიერ სადაზღვევო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში
მიუთითოს დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე. მითითების შეუსრულებლობის
შემთხვევაში შეუჩეროს ლიცენზიის მოქმედება სიტუაციის გამოსწორებამდე, ან
მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმებაზე.

159.) ვინ იყენებდნენ პირველად ბანკის ლიკვიდური საშუალებების ცნებას?

პასუხი: ბანკის ლიკვიდური საშუალებების ცნებას პირველად იყენებენ გერმანელი


ეკონომისტები.

160.) როდის ითვლება ბანკის ბალანსი ლიკვიდურად?

პასუხი: ბანკის ბალანსი ლიკვიდურად ითვლება, თუ მისი ქონება საშუალებას იძლევა,


რომ აქტივების სწრაფი რეალიზაციის ხარჯზე დაიფაროს პასივის ფასიანი
ვალდებულებები.
161.) განმარტეთ რა არის საკრედიტო სისტემა?

პასუხი: საკრედიტო სისტემა სასესხო კაპიტალის ბაზრის სტრუქტურულ ელემენტს


წარმოადგენს. იგი არის საკრედიტო ურთიერთობებისა და ამ ურთიერთობებზე
აგებული ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დროებით
თავისუფალი ფულადი სახსრების აკუმულაციას და მათ გაცემას კრედიტის სახით
იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე.

162.) დაახასიათეთ ბანკის საშუამავლო ფუნქცია?

პასუხი: ბანკს გააჩნია საშუამავლო ფუნქცია. აქ იგულისხმება ბანკის, როგორც


შუამავლის საქმიანობა ანგარიშსწორებებში. იმყოფება რა კლიენტებს შორის, იგი
ახორციელებს ანგარიშსწორებებს მათი დავალებით. ბანკი შუამავალია რესურსების
ტრანსფორმაციის დროსაც. იგი მოიზიდავს სახსრებს ანაბრებზე და გასცემს მას
კლიენტებზე სესხის სახით. ამ დროს ბანკი გამოდის, როგორც დებიტორის, ისე
კრედიტორის როლში (ანუ მსესხებლის და გამსესხებლის როლში).

163.) დაახასიათეთ ბანკის მოქმედების პრინციპები: რისკის მართვის უნარი და


კონკურენტუნარიანობა:
პასუხი: რისკის მართვის უნარი - გადამწყვეტი ფაქტორია ბანკის საქმიანობაში. ამ
პრინციპის მოქმედება დამოკიდებულია ბანკში დასაქმებული კადრების
პროფესიონალიზმზე რისკების შეფასებაში კრედიტის გაცემის დროს.
კონკურენტუნარიანობა - ამ პრინციპის მიხედვით მოქმედება საბაზრო ეკონომიკის
დროს უდიდეს გავლენას ახდენს ბანკის შემოსავლებზე, ხოლო თვითონ ბანკის
კონკურენტუნარიანობას განაპირობებს მისი მენეჯმენტის სრულყოფილება, საბანკო
ოპერაციების მრავალფეროვნება, საწესდებო კაპიტალის სიდიდე, კადრების მაღალი
პროფესიონალიზმი და სხვ.

164.) რა იწვევს ბანკების შეწრყმას - ამალგამაციას?

პასუხი: ბანკების გაკოტრება ხშირად იწვევს მათ შერწყმას - ამალგამაციას, - თუმცა


ამალგამაცია შესაძლოა სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული, როგორიც არის,
საწესდებო კაპიტალის სიმცირე, მომსახურების სფეროს სივიწროვე, დაბალი დონისა და
ხარისხის საბანკო ტექნოლოგიები და ამის გამოწვეული - მცირე კლიენტურა,
მენეჯმენტის დაბალი დონე და სხვა.

165.) რას მოიცავს კრედიტის სტრუქტურა?

პასუხი: კრედიტის სტრუქტურა მოიცავს: კრედიტორს, მსესხებელს და გასესხებულ


ღირებულებას.
166.) რას გულისხმობს კრედიტის საქონლური ფორმა?

პასუხი: კრედიტის საქონლური ფორმა ადრეულ პერიოდში წარმოგვიდგებოდა ჭარბი


სამომხმარებლო საქონლის სესხად გაცემის სახით. დღეისათვის კი იგი წარმოგვიდგება
ნისიად გაცემული საქონლის სახით.

167.) რას გულისხმობს კრედიტის შერეული (ფულად-საქონლური) ფორმა?

პასუხი: კრედიტის შერეული (ფულად-საქონლური) ფორმა ფართოდ გამოიყენება


განვითარებადი ქვეყნების სამეურნეო ცხოვრებაში. აქ შერწყმულია ერთად, საქონლის
ნაწილის ნისიად აღება და ნაწილის ღირებულების კი ფულით დაფარვა თავიდანვე.

168.) დაახასიათეთ სახელმწიფო კრედიტის ფისკალური და მარეგულირებელი


ფუნქციები;

პასუხი: ფისკალური ფუნქციის საშუალებით ხორციელდება სახელმწიფოს


ცენტრალიზებული ფულადი ფონდების ფორმირება, რომლითაც ხდება ხარჯების
დაფინანსება. რაც შეეხება მარეგულირებელ ფუნქციას, მისი გამოყენება ვლინდება
სახელმწიფოს მიერ ფულის მიმოქცევის რეგულირებაში.

169.) როგორ იყოფა სახელმწიფო სესხები განთავსების ადგილის მიხედვით?

პასუხი: განთავსების ადგილის მიხედვით სესხები იყოფა შინაგან და საგარეო სესხებად.


შინაგანი სესხების გამოშვება ხდება შიდა ბაზარზე განთავსების მიზნით ეროვნულ
ვალუტაში. საგარეო სესხების განთავსება კი ხდება უცხოეთის ფულად ბაზარზე
ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში.

170.) როგორ იყოფა სახელმწიფო სესხები დაფარვის ვადების მიხედვით?

პასუხი: სესხები დაფარვის ვადების მიხედვით იყოფა: მიმდინარე(3 თვიდან 1 წლამდე),


მოკლევადიან(1 წლიდან 2-3 წლამდე), საშუალოვადიან(2-3 წლიდან 10 წლამდე),
გრძელვადიან (5-10 წლიდან 40-50 წლამდე) და უვადო სესხებად.

You might also like