უმუშევრობა საქართველოში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

უმუშევრობა საქართველოში

დს

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ეკონომისტები სხვადასხვა


სტატისტიკურ მონაცემებს განიხილავენ. გარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP)
დონისა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რაც ეკონომისტთა და, ასევე
საზოგადოების ყურადღებას იქცევს, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელია

1998 წლის შემდეგ, უმუშევრობის დონე საქართველოში გაიზარდა 12.4%-დან 16.3%-


მდე. 2023 წლის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე 16.7%-ია. 2010
წლის მდგომარეობით საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის
კვლევითი მეთოდოლოგიის მიხედვით, „უმუშევრად ითვლება 15 წლის ან უფროსი
ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთი საათიც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7
დღის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშობის
დასაწყებად მომავალი 2 კვირის განმავლობაში“. 2022 წელს ეროვნული
დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,
ურბანული დასახლების მაცხოვრებელთ უმრავლესობა დასაქმებულია ხოლო
სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების
უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.

უმუშევრობაზე საუბრისას, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები დიდ


ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. 2010 წლის
ადამიანური განვითარების ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი
ქვეყანაა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. 2022 წლის მონაცემებით
უმუშევართა 49.5%-ს სრული ზოგადი განათლება აქვს მიღებული, 29.4%-ს კი
უმაღლესი განათლება. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებული სამუშაო ძალა ბოლომდე
არ არის გამოყენებული და მას ქვეყნის ეკონომიკაში სასურველი წვლილი ვერ შეაქვს.
ამავე დროს,
მსოფლიო

კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი


ხელისშემშლელი ფაქტორი არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა.
ციკლური უმუშევრობა
უმუშევრობის კიდევ ერთი ტიპი, რომელიც საინტერესოდ შეიძლება მივიჩნიოთ
საქართველოს რეალობაში, ციკლური უმუშევრობაა. ამ ტიპის უმუშევრობა
მოკლევადიანია და ეკონომიკური კრიზისის დროს ჩნდება, როდესაც ეკონომიკური
პროდუქცია მცირდება და წარმოების ციკლზე ბაზარზე მოთხოვნის კლება
მოქმედებს. კრიზისის დროს, მომხმარებელი ნაკლებს ხარჯავს; კომპანიების
შემოსავლები ეცემა. მათ უწევთ ხარჯების შეზღუდვა და თანამშრომლების
დათხოვნა. თავის მხრივ, უმუშევრობის ზრდა კიდევ უფრო აქვეითებს მოხმარებას,
რაც ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

დასაქმებულები საქართველოში
დასაქმების მაჩვენებელი 2022 წელს კვლავ დაუბრუნდა პოზიტიურ ტრენდს და წინა
წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობამ
1,283.7 ათასი ადამიანი შეადგინა.

შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი და ამის პარალელურად გაიზარდა უმუშევართა


რიცხვი, რადგან შინამეურნეობაში ადამიანები, რომლებიც ეწეოდნენ მხოლოდ
საკუთარი მოხმარებისთვის შრომას, თვითდასაქმებულის სტატუსიდან
გადაკვალიფიცირდნენ უმუშევრად.
2022 წლის მონაცემების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა წილმა 67.8%,
ხოლო თვითდასაქმებულთა წილმა 32.1% შეადგინა. დასაქმების მაჩვენებლის
გენდერული ნიშნით ანალიზი გვიჩვენებს, რომ ერთ-ერთ მთავარ გამომწვევად კვლავ
ქალებში დასაქმების დაბალი დონე რჩება. კაცებში დასაქმების დონე საგრძნობლად
აღემატება ქალებში დასაქმების დონეს. 2022 წელს წინა წელთან შედარებით კაცებში
დასაქმების დონე 3.1%-ით გაიზარდა და შეადგინა 51.7% (714.8 ათასი კაცი), ხოლო
ქალებში დასაქმების დონე 2.1%-ით გაიზარდა და შეადგინა 35.4% (568.9 ათასი).
ფორმალური დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა სერიოზული შეზღუდვაა
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. აქცენტი უნდა გაკეთდეს როგორც
სამუშაო ადგილების წყაროზე, ასევე უმუშევრობის ნეგატიური ზემოქმედების
შემცირებაზე ქვეყანაში. მეწარმეობა, როგორც დასაქმების წყარო, ეკონომიკის
მამოძრავებელი ერთ-ერთი ძალაა. საქართველოში ბიზნესის კეთების ძირითადი
ხელისშემშლელი ფაქტორებია: ფინანსების ხელმისაწვდომობა, ინფლაცია და
არაადეკვატური განათლების მქონე მუშახელი. ამიტომ საქართველოს მთავრობამ სა
სხვა უწყებებმა უნდა სცადონ ამ პრობლემების აღმოფხვრა, რათა მეწარმეობა
სწრაფად განვითარდეს.
უმუშევრობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგები
უმუშევრობის მთავარი „ფასი“ არის არწარმოებული პროდუქცია. როცა ეკონომიკას
არ ძალუძს შექმნას სამუშაო ადგილების საკმარისი რაოდენობა ყველასთვის, ვისაც
სურს და შეუძლია მუშაობა. უმუშევრობა ხელს უშლის საზოგადოებას წარმოებითი
შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას. ეკონომისტები პროდუქციის ამ
დანაკარგებს განსაზღვრავენ როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP)
მოცულობის ჩამორჩენას. ეს ჩამორჩენა წარმოადგენს მოცულობას, რომლითაც
ფაქტიური მშპ-ი ნაკლებია პოტენციურ მშპ-ზე, რაც უფრო მაღალია უმუშევრობის
დონე, მით მეტია მშპ-ის ჩამორჩენა.

დასკვნა
ამრიგად, უმუშევრობის თემის განხილვამ დაგვანახა, რომ თანამედროვეობის
უმნიშვნელოვანესი პრობლემაა უმუშევრობა. შეუძლებელია იმ ქვეყნის
ეკონომიკური აღმავლობა, რომელსაც მოსახლეობის დაცვის შიდა მექანიზმები არ
აქვს. უმუშევრობის დაძლევა და ერის კეთილდღეობის დონის ამაღლება არის
ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი განვითარების უცილობელი პირობაა.

You might also like