Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 185

წიგნი თარგმნილია ვებ - გვერდი www.magma.ge - ს მიერ.

თუ ეს წიგნი თქვენთან
მოხვდა, გთხოვთ დააფასოთ ჩვენი შრომა და ჩაგვირიცხოთ დონაციის სახით
ნებისმიერი თანხა შემდეგ რეკვიზიტებზე:

საქართველოს ბანკი:

GE04BG0000000621532700

თბს ბანკი:

GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი:

35001029103

მთარგმნელი:

დავით ჯანგველაძე

1
"თავდაპირველად, ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" (გამოსვლა; 1:1).

ზემდგომი, ქვემდგომის პირისპირ

ქვემოთ დაიხედეთ. რას ხედავთ? თქვენს ხელებს, თქვენს მაგიდას, იატაკს, შესაძლოა,
ფინჯან ყავას, ლეპტოპს ან გაზეთს. რა აქვთ მათ საერთო? ეს ის საგნებია, რომელთაც
შეგიძლიათ შეეხოთ. როდესაც ქვემოთ იყურებით, თქვენ ხედავთ თქვენთვის
ხელმისაწვდომ ნივთებს, რომლის გაკონტროლება, სხვა ადგილზე გადატანა და
მანიპულირება შეგიძლიათ ყოველგვარი დაგეგმვის, ძალისხმევისა ან ფიქრის გარეშე.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება თქვენი მუშაობის შედეგი, სხვების სიკეთე ან
ბედისწერის საჩუქარი, რასაც თქვენ ხედავთ, როდესაც ქვევით იყურებით, თქვენია.
ისინი თქვენს საკუთრებაშია.

ახლა მაღლა აიხედეთ. რას ხედავთ? ჭერი, სურათები კედელზე ან ფანჯარა და მის
მიღმა დანახული ნივთები: ხეები, სახლები, შენობები, ღრუბლები, ცა - რაც არ უნდა
იყოს ჰორიზონტზე. რა აქვთ მათ საერთო? თქვენ მათ უნდა მიაღწიოთ, დაგეგმოთ,
იფიქროთ, გამოთვალოთ. თუნდაც ეს ძალიან მცირედში გამოიხატებოდეს, იგი მაინც
მოითხოვს კონცენტრირებულ ძალისხმევას. განსხვავებით იმისგან, რასაც ვხედავთ,
როდესაც ქვემოთ ვიყურებით, ზემოთა სფერო გვაჩვენებს იმას, რაზედაც უნდა
ვიფიქროთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რათა მივიღოთ.

მარტივად ჟღერს, რადგან მართლაც ასეა. თუმცა ტვინისთვის ეს განსხვავება არის


კარიბჭე ორ საოცრად განსხვავებულ აზროვნების მოდელს შორის - ეს არის
სამყაროსთან ურთიერთობის ორი სრულიად განსხვავებული გზა. თქვენს ტვინში,
ქვემოთ არსებული სამყარო იმართება რამდენიმე ქიმიური ნივთიერებით - მათ
ნეირომედიატორებს უწოდებენ. - რომელიც საშუალებაც გაძლევთ განიცადოთ
კმაყოფილება და სიამოვნება იმით, რაც აქ და ახლა გაქვთ. მაგრამ როდესაც თქვენი
ტვინი გარე სამყაროს ფართო ასპექტებზე კონცენტრირებს, მასში აქტიურდება სხვა
ქიმიური ნივთიერება - ერთადერთი მოლეკულა - რომელიც არა მხოლოდ
საშუალებას გაძლევთ გადახვიდეთ იმ სფეროს მიღმა, რაც თქვენს ხელთაა, არამედ
გაძლევთ მოტივაციას, აკონტროლოთ და ფლობდეთ სამყაროს, თქვენი უშუალო
წვდომის მიღმა. ეს მოლეკულა გიბიძგებთ საგნები სადღაც შორს ეძიოთ; მოძებნოთ
როგორც ფიზიკური საგნები, ასევე ისეთებიც, რომლებსაც ვერ ხედავთ, როგორებიცაა
ცოდნა, სიყვარული და ძალა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კოსმოსური ხომალდით
მთვარეზე ფრენა თუ დროისა და სივრცის მიღმა ღმერთის თაყვანისცემა. ეს
ნივთიერება გვაძლევს ბრძანებას ნებისმიერ მანძილზე, იქნება ეს გეოგრაფიული თუ
ინტელექტუალური.

ზემოხსენებული ქიმიკატები - დავარქვათ მათ "აქ და ახლა" - გაძლევთ საშუალებას


გამოცადოთ ის, რაც თქვენ წინაშეა. ისინი გაძლევენ უნარს მიირთვათ და
ისიამოვნოთ, ან იქნებ, იბრძოლოთ და ახლავე უკანმოუხედავად გაიქცეთ. ზემოთა

2
ქიმიკატები განსხვავებულია. ისინი გვაიძულებენ ვისურვოთ ის, რაც ჯერ არ გვაქვს
და გვიბიძგებს ახლის ძიებისკენ. ეს გვაჯილდოებს როდესაც მას ვემორჩილებით და
გვტანჯავს, როცა უგულებელვყოფთ. ეს არის შემოქმედებისა და კრეატიულობის
წყარო უფრო ფართო სპექტრის, სიგიჟის ზღვარზე. ეს არის ერთდროულად
დამოკიდებულების გასაღები და გამოჯანმრთელების გზა; ბიოლოგიის ეს მცირე
ასპექტი ამბიციურ აღმასრულებელს წარმატებისკენ სწრაფვისას ყველაფრის გაწირვას
აიძულებს, რის გამოც წარმატებული მსახიობები, მეწარმეები და შემოქმედები ისევ
და ისევ აგრძელებენ მუშაობას მას შემდეგაც, როდესაც მიიღებენ ფულსა და
დიდებას, რომლის შესახებაც ოდესმე უოცნებიათ. იგი აიძულებს კმაყოფილ ქმარს ან
ცოლს გარისკოს ყველაფერი, სხვისი მღელვარებისთვის. სწორედ ეს არის წყურვილის
სათავე, რომელიც მეცნიერებს უბიძგებს ახსნა-განმარტებების მოძებნისკენ, ხოლო
ფილოსოფოსებს წესრიგის, მიზეზისა და მნიშვნელობის ახსნისკენ.

ამიტომაც ვუყურებთ ცას, გამოსყიდვისა და ღმერთის აღმოჩენისათვის; ზეცა მაღლაა,


დედამიწა კი დაბლა. ეს არის საწვავი, ჩვენი ოცნებების მამოძრავებელი
მექანიზმისთვის. ესაა ჩვენი სასოწარკვეთის წყარო, როდესაც შედეგად
წარუმატებლობას ვღებულობთ. სწორედ ამიტომ ველტვით ისევ და ისევ წარმატების
მიღწევას. ხოლო მიღწევის შემდეგ კმაყოფილება გვეუფლება.

სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ არასდროს ვართ ბედნიერი დიდი ხნის
განმავლობაში.

თქვენი ტვინისთვის, ერთი პატარა მოლეკულა არის მთავარი მრავალფუნქციური


მოწყობილობა, რომელიც ათასობით ნეიროქიმიური პროცესის მეშვეობით
მოგვიწოდებს სიამოვნება ვეძებოთ უბრალოდ აქ და ახლა, ყოფნის მიღმა, სამყაროს
შესაძლებლობების შესწავლისკენ, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ჩნდება. ყველა
ძუძუმწოვარს, ქვეწარმავალს, ფრინველსა და თევზს ეს ქიმიკატი საკუთარ ტვინში
აქვს, მაგრამ არც ერთ არსებას არ აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანს. ეს არის
ერთდროულად დალოცვა და წყევლა, მოტივაცია და ჯილდო. ნახშირბადი,
წყალბადი, ჟანგბადი და პლუს ერთი აზოტის ატომი - ეს არის მარტივი ფორმა და
რთული შედეგი. ესაა დოფამინი და იგი მოგვითხრობს ამბავს, არც მეტი არც
ნაკლები, ადამიანის ქცევის შესახებ.

თუ გსურთ ახლავე იგრძნოთ ეს, ამის გაკეთება დაუყოვნებლივ შეგიძლიათ.

ზემოთ აიხედეთ.

ჩვენ შევფუთეთ ეს წიგნი ყველაზე საინტერესო მეცნიერული ექსპერიმენტებით,


რომლის აღმოჩენაც შევძელით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ნაწილი
სპეკულაციურია, განსაკუთრებით გვიანდელი თავები. გარდა ამისა, არის ადგილები
სადაც ზედმეტად ვამარტივებთ მასალის უკეთ გაგებისათვის. ტვინი იმდენად

3
რთული მექანიზმია, რომ ყველაზე დახვეწილმა ნეირო-მეცნიერმაც კი უნდა
გაამარტივოს ტვინის მოდელი, რათა ადვილად გასაგები გახადოს იგი. ასევე,
მეცნიერება ძალიან არეულია. ზოგჯერ კვლევები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და
გარკვეული დროა საჭირო იმის დასადგენად, თუ რომელი შედეგებია სწორი.
მტკიცებულებების მთელი სერიების განხილვა მკითხველისათვის სწრაფად
გახდებოდა დამღლელი, ამიტომ ისეთი კვლევები შევარჩიეთ, რომელთაც დარგში
მნიშვნელოვანი კუთხით მოახდინეს გავლენა და რომელიც მეცნიერულ აზრთა
თანხმობას ასახავს, როდესაც კონსენსუსი არსებობს.

მეცნიერება არ არის მხოლოდ არეული; ზოგჯერ შეიძლება ადამიანური ქცევის


გაგების ძიება ძალიან უცნაური იყოს და მის აღმოჩენას უცხო ფორმები დასჭირდეს.
ეს არ ჰგავს სინჯარაში ქიმიკატების შესწავლას ან ცოცხალ ადამიანში ინფექციების
დაკვირვებას. ტვინის მკვლევარებმა ლაბორატორიაში მნიშვნელოვანი ქცევების
გამოწვევის გზებს უნდა მიაგნონ. საუბარია მგრძნობიარე ქცევებზე, რომლებიც
გამოწვეულია ისეთი ვნებებით, როგორებიცაა შიში, სიხარბე ან სექსუალური
ლტოლვა. როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა, ჩვენ ვირჩევთ კვლევებს, რომლებიც
ხაზს უსვამს ამ უცნაურობას.

ადამიანთა კვლევა, ყოველი მისი ფორმით, ძალზედ სახიფათოა. ეს არ არის იგივე,


რაც კლინიკური დახმარება, რომელშიც ექიმი და პაციენტი ავადმყოფობის
სამკურნალოდ ერთობლივად მუშაობენ. ასეთ შემთხვევაში, ისინი ირჩევენ
ნებისმიერი მკურნალობის მეთოდს, რომელიც, მათი აზრით, საუკეთესოდ იმუშავებს
და მიზანს პაციენტის გამოჯანმრთელება წარმოადგენს.

მეორე მხრივ, კვლევის მიზანი სამეცნიერო კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება.


მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ბევრს მუშაობენ თავიანთი მონაწილეებისთვის
რისკების შესამცირებლად, მეცნიერება პირველ ადგილზე უნდა იდგეს. ზოგჯერ,
ექსპერიმენტულ მკურნალობაზე წვდომა სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს, მაგრამ,
როგორც წესი, კვლევის მონაწილეები ექვემდებარებიან რისკებს, რომელთაც ისინი
რეგულარული კლინიკური მოვლის დროს არ განიცდიან.

კვლევებში მონაწილე მოხალისეები საკუთარ უსაფრთხოებას ავადმყოფების


სასარგებლოდ სწირავენ, რომლებიც უკეთესი ცხოვრებით ისარგებლებენ, თუ კვლევა
წარმატებული იქნება. ეს ჰგავს მეხანძრეს, რომელიც ცეცხლმოკიდებულ შენობაში
ჩარჩენილი ხალხის გადასარჩენად შევარდება და სხვათა კეთილდღეობის ხარჯზე
საკუთარ თავს საფრთხეში იგდებს.

მთავარი ელემენტი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ კვლევის მონაწილემ ზუსტად უნდა
იცოდეს, რაში ყოფს თავს. ამას ეწოდება ინფორმირებული თანხმობა და ჩვეულებრივ,
მოქმედებაში ვრცელი დოკუმენტის სახით მოდის, სადაც დეტალურად არის
ახსნილი კვლევის მიზანი და შესაძლო რისკები. ეს კარგი სისტემაა, მაგრამ არა

4
სრულყოფილი. მონაწილეები დოკუმენტს ყოველთვის ფრთხილად არ კითხულობენ,
განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ძალიან გრძელია. ზოგჯერ მკვლევრები ყველაფერს
ტოვებენ, რადგან ტყუილი სწავლის არსებითი ნაწილია. მაგრამ, ზოგადად,
მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ რათა დარწმუნდნენ, რომ მონაწილეები მზად არიან
პარტნიორობისათვის, ადამიანური ქცევების საიდუმლოებათა შესწავლისას.

5
თავი პირველი - სიყვარული
სიყვარული არის მოთხოვნილება, ლტოლვა და სწრაფვა, ცხოვრების უდიდესი
საჩუქრის ძიებისკენ.

ელენ ფიშერი, ბიოლოგი ანთროპოლოგი

შენ იპოვე ის, ვისაც მთელი ცხოვრება ელოდი; მაშინ, რატომ არ გრძელდება
თაფლობის თვე სამუდამოდ?

ჩვენ ვიკვლევთ ქიმიკატებს, რომლებიც სექსისკენ და სიყვარულისკენ გვიბიძგებს -


და იმას, თუ რატომ იცვლება ყველაფერი ადრე თუ გვიან.

შონმა თავისი დაორთქლილი აბაზანის სარკეს ხელი გადაუსვა, თითები შავ თმაში
შეიცურა და გაიღიმა: "ეს იმუშავებს" თქვა მან.

მან პირსახოცი მოიხსნა და საკუთარი ბრტყელი მუცლით აღფრთოვანდა. სპორტულ


დარბაზში მისი გატაცების შედეგი მუცელზე ექვსი ცალი კუბიკი იყო. ამის შემდეგ,
მისი გონება უფრო აქტუალურმა აკვიატებამ მოიცვა: თებერვლის შემდეგ იგი
არავისთან არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას სექსი არ ჰქონია შვიდი თვისა და
სამი დღის განმავლობაში; შონი შეწუხდა და მიხვდა, თუ რამდენად ზუსტად
ადევნებდა თვალს დროის მსვლელობას. "ეს სერია ამაღამ დამთავრდება" გაიფიქრა
მან.

ბარში მან არსებული შესაძლებლობები გამოიკვლია. ამაღამ ბევრი მიმზიდველი


ქალბატონი შეამჩნია - მხოლოდ გარეგნობა ყველაფერი არ იყო. ცხადია, სექსი
ენატრებოდა, მაგრამ ასევე ენატრებოდა ადამიანი, რომელიც მის ცხოვრებაში
იქნებოდა, უმიზეზოდ გაუგზავნიდა შეტყობინებას და ყოველდღიურად მასთან
ერთად იდღესასწაულებდა. საკუთარ თავს რომანტიულ ადამიანად მოიაზრებდა,
თუნდაც მხოლოდ სექსით ყოფილიყო საღამო შემოფარგლული.

შონი გამუდმებით აკვირდებოდა ახალგაზრდა ქალების თვალებს, რომლებიც


მეგობრებთან ერთად მაღალ მაგიდასთან ლაპარაკობდნენ. ერთ გოგონას მუქი თმა და
ყავისფერი თვალები ჰქონდა; შონმა იგი იმიტომ შეამჩნია, რომ მას შაბათ
საღამოსთვის დამახასიათებელი სამოსი არ ეცვა. ქუსლებიანის ნაცვლად მსუბუქი
ფეხსაცმელი ეცვა, კლუბური ტანსაცმლის ნაცვლად კი LEVI'S. შონი გაეცნო მას;
საუბარი სწრაფად და მარტივად წარიმართა. გოგონას სამანტა ერქვა და პირველი,
რაც მან თქვა ის იყო, რომ ლუდის სმას სირბილში ვარჯიში სჯობდა. ამას მოჰყვა
სიღრმისეული დისკუსია ადგილობრივი სპორტული დარბაზების, ფიტნესს
აპლიკაციების და დილა-საღამოს ვარჯიშის შედარებითი ღირსებების შესახებ.
მთელი ღამის განმავლობაში შონს სამანტა არ მიუტოვებია და სამანთასაც მალევე
მოეწონა შონის მასთან ერთად ყოფნა.

6
მათ უამრავი ფაქტორი უბიძგებდათ იმისკენ, რომ ნაცნობობა გრძელვადიან
ურთიერთობაში გადაიზრდებოდა: საერთო ინტერესები, სიმსუბუქე, რომელსაც
ერთად ყოფნისას გრძნობდნენ, სასმელი და ცოტა სასოწარკვეთა. მაგრამ აქედან არც
ერთი არ იყო სიყვარულისთვის ნამდვილი გასაღები. დიდ ფაქტორს ერთი რამ
წარმოადგენდა: ორივენი გონების შემცვლელი ქიმიკატის ზეგავლენის ქვეშ იყვნენ.
ასეთი სიტუაცია იყო ყველა დანარჩენ ბარშიც.

და აღმოჩნდება, რომ შენც ასე ხარ.

რა არის სიამოვნებაზე უფრო ძლიერი?

დოფამინი ტვინში მკვლევარმა კეტლინ მონტაგუმ 1957 წელს აღმოაჩინა, რომელიც


ლონდონთან ახლოს, რუნველის ჰოსპიტლის ლაბორატორიაში მუშაობდა.
თავდაპირველად, დოფამინი განიხილებოდა საშუალება, რომლის მეშვეობითაც
სხეული აწარმოებდა ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ნორეპინეფრინი ეწოდება. ეს
არის იგივე ადრენალინი, როდესაც იგი ტვინში აღმოჩნდება. მაგრამ შემდგომში
მეცნიერებმა უცნაურ მოვლენებზე დაკვირვება დაიწყეს. დოფამინს ტვინის
უჯრედების მხოლოდ 0.0005 პროცენტი გამოიმუშავებს. - ანუ ორი მილიონიდან
ერთი - მაგრამ, როგორც ჩანს ეს უჯრედები ადამიანურ ქცევაზე დიდ გავლენას
ახდენენ. კვლევის მონაწილეებმა განიცადეს სიამოვნება, როდესაც მათ ტვინში
დოფამინი ჩართეს და ამ იშვიათი უჯრედების აქტივაციის ხანგრძლივობას მიაღწიეს.
ფაქტობრივად, სწორი გარემოებების ქვეშ დოფამინის აქტივაციის სწრაფვისკენ
წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელია. ზოგმა მეცნიერმა დოფამინი სიამოვნების
მოლეკულად მონათლა და გზას, რომელსაც დოფამინის წარმომქმნელი უჯრედები
ტვინში გადიან, "ჯილდოს წრე" დაარქვეს.

დოფამინის, როგორც სიამოვნების მოლეკულის რეპუტაცია კიდევ გაიზარდა


ნარკომანებთან ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად. მკვლევარებმა მათ
გაუკეთეს კოკაინისა და რადიოაქტიური შაქრის კომბინაცია, რამაც მეცნიერებს
საშუალება მისცა გაერკვიათ მათი ტვინის რომელი ნაწილები წვავდნენ ყველაზე მეტ
კალორიას. როგორც კი ინტრავენური კოკაინი ამოქმედდა, მონაწილეებს სთხოვეს
შეეფასებინათ რამდენად ძლიერ კაიფში გრძნობდნენ თავს. მკვლევარებმა
აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო დიდია აქტივობა დოფამინის "ჯილდოს წრეზე", მით
უფრო მაღალი იყო კაიფის შეგრძნება. როდესაც სხეული კოკაინს ტვინიდან
ასუფთავებდა, დოფამინის აქტივობა შემცირდა და კაიფის შეგრძნება გაქრა.
დამატებითმა კვლევებმაც იდენტური შედეგი გამოიღო. დოფამინის, როგორც
სიამოვნების მოლეკულის როლი საბოლოოდ დამკვიდრდა.

7
სხვა მკვლევარები შედეგების დუბლირებას ცდილობდნენ და სწორედ მაშინ,
უცნაური მოვლენების სერიაც დაიწყო. მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ნაკლებად
სავარაუდო იყო დოფამინს ხელი შეეწყო ადამიანის წაქეზებისკენ, რათა კაიფზე
დამოკიდებული გამხდარიყო. ნარკოტიკები ალბათ დოფამინის ხელოვნური ფორმის
სტიმულაციას იწვევდა. უფრო სავარაუდო იყო, რომ დოფამინის მიერ ათვისებული
ევოლუციური პროცესი გამოწვეული იყო გადარჩენის მოტივაციის აუცილებლობით
და რეპროდუქციული აქტივობით. ამიტომ, მათ კოკაინი საკვებით ჩაანაცვლეს,
რადგან იგივე ეფექტის დანახვას ელოდნენ. აღმოჩენამ ყველა გააოცა. ეს იყო
დოფამინის სტატუსის დასასრულის დასაწყისი, როგორც სიამოვნების მოლეკულის
განსახიერების.

მათ აღმოაჩინეს, რომ დოფამინი საერთოდ არ არის სიამოვნებასთან კავშირში.


დოფამინი აწვდის შეგრძნებას, რომელიც ბევრად უფრო გავლენიანია. დოფამინის
გაგების შედეგად აღმოჩნდება, რომ იგი ადამიანური ქცევის გასაღებია და
ადამიანური ძალისხმევის სანახაობრივ სპექტრს პროგნოზირებს კიდეც,
როგორებიცაა ხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, წარმატების ძიება, ახალი
სამყაროებისა და ბუნების ახალი კანონების აღმოჩენა, ღმერთზე ფიქრი და
სიყვარული.

შონმა იცის, რომ შეყვარებულია. მისი დაუცველობის შეგრძნება გაქრა.


ყოველდღიურად შონი გრძნობს, რომ ოქროს მომავლის ზღვარზე იმყოფება. რაც
უფრო მეტ დროს ატარებდა სამანტასთან, მისი მღელვარება მით უფრო იზრდებოდა
და მოლოდინის შეგრძნება გაუჩნდა. მისი ყოველი ფიქრი უსაზღვრო
შესაძლებლობებს სთავაზობდა. რაც შეეხება სექსს, მისი ლიბიდო ახლა უფრო
ძლიერი იყო, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მხოლოდ სამანტასთვის. სხვა ქალებმა
შონისთვის არსებობა შეწყვიტეს. უფრო მეტიც, როცა შონმა სამანტასთვის მთელი
თავისი ბედნიერების აღიარება გადაწყვიტა, სამანტამ მას შეაწყვეტინა და უთხრა,
რომ თავადაც იმავეს გრძნობდა. შონს სურდა დარწმუნებულიყო, რომ ისინი
სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ, ამიტომ ერთ დღესაც სამანტას ხელი სთხოვა.
სამანტამ თქვა: "თანახმა ვარ".

თაფლობის თვიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა.


თავდაპირველად ისინი შეპყრობილები იყვნენ ერთმანეთით, მაგრამ დროთა
განმავლობაში სასოწარკვეთილი ლტოლვა ნაკლებად სასოწარკვეთილი გახდა.
რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო, გახდა ნაკლებად გარკვეული,
ნაკლებად აკვიატებული, ნაკლებად ყველაფრის ცენტრში არსებული. მათი
აღფრთოვანება შემცირდა. ისინი არ იყვნენ უბედურები, მაგრამ ერთად ყოფნისას
ადრე განცდილი ღრმა კმაყოფილება სადღაც გაქრა. უსაზღვრო შესაძლებლობების
განცდა არარეალური გახდა. ფიქრები ერთმანეთთან დაკავშირებით, რომლებიც ასე
ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე, ახლა ისეთი სიხშირით აღარ მოდიოდა. სხვა ქალებმა
შონის ყურადღების მიპყრობა დაიწყეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იგი სამანტას

8
ღალატს აპირებდა. სამანტაც კი აძლევდა საკუთარ თავს ფლირტის უფლებას,
თუნდაც ეს თბილი ღიმილი ყოფილიყო კოლეჯის ბიჭთან, რომელიც სასურსათო
ნივთებს აგროვებდა საგადასახადო სექციაში.

თავიდან ისინი ერთად ბედნიერები იყვნენ, მაგრამ მათი ახლანდელი ყოფა


წარსულში განვლილ ცხოვრებას დაემსგავსა. მაგია ქრებოდა.

"ზუსტად ჩემი ბოლო ურთიერთობის მსგავსად", ფიქრობდა სამანტა.

"აქ უკვე ვიყავი. ეს უკვე გამიკეთებია", გაიფიქრა შონმა.

მაიმუნები, ვირთხები და რატომ ქრება სიყვარული

გარკვეულწილად, ვირთხების შესწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანების.


მეცნიერებს ეძლევათ მეტი თავისუფლება, კვლევის ეთიკის შესახებ ზედმეტი
ფიქრის გარეშე. ჰიპოთეზის შესამოწმებლად, რომ საკვებიც და წამლებიც დოფამინს
ასტიმულირებს, მეცნიერებმა ელექტროდები ვირთხებს პირდაპირ ტვინში
ჩაუნერგეს, რათა მათ უშუალოდ გაეზომათ დოფამინის ნეირონების
ინდივიდუალური აქტივობა. შემდეგ მათ ააშენეს გალიები საკვების
მარცვლებისთვის. შედეგები ისეთივე იყო, როგორსაც ელოდნენ. როგორც კი
პირველი გრანულები ჩამოაგდეს, ვირთხების დოფამინური სისტემა განათდა.
წარმატება! ბუნებრივი ჯილდოები დოფამინის აქტივობას ისევე ასტიმულირებს,
როგორც კოკაინი და სხვა ნარკოტიკები.

შემდეგ მათ გააკეთეს ის, რაც თავდაპირველ ექსპერიმენტატორებს არ გაუკეთებიათ.


მკვლევარები აკვირდებოდნენ ვირთხების ტვინს, რადგან საკვები მარცვლები
დღიდან დღემდე ცვიოდა ჭურჭელში. შედეგები სრულიად მოულოდნელი იყო.
ვირთხები საკვებს ისეთი ენთუზიაზმით ჭამდნენ, როგორც არასდროს. ისინი
აშკარად ტკბებოდნენ საკვებით. მაგრამ მათი დოფამინური აქტივობა დაიხურა.
რატომ წყვეტს დოფამინი აქტოვობას, როდესაც სტიმულაცია გრძელდება? პასუხი
საეჭვო წყაროსგან მოვიდა: მაიმუნი და ნათურა.

ვოლფრამ შულცი დოფამინზე ჩატარებული ექსპერიმენტების ერთ-ერთი ყველაზე


გავლენიანი პიონერია. როგორც ნეიროფიზიოლოგიის პროფესორი ფრიბურგის
უნივერსიტეტში, შვეიცარიაში, იგი დაინტერესდა დოფამინის როლით სწავლის
საკითხში. მან მაკაკას ჯიშის მაიმუნის ტვინში პატარა ელექტროდები ჩანერგა, სადაც
დოფამინის უჯრედები გროვდებოდა. მაიმუნები მოათავსეს აპარატში, რომელსაც
ორი ნათურა და ორი ყუთი ჰქონდა. დროდადრო ერთ-ერთი შუქი ირთვებოდა. ეს

9
შუქი იყო სიგნალი, რომ საკვები მარცვლები მარჯვენა ყუთში მოიპოვებოდა, ხოლო
მეორე შუქი აღნიშნავდა, რომ საკვები მარცხენა ყუთში იდო.

მაიმუნებს გარკვეული დრო დასჭირდათ წესის გასაგებად. თავდაპირველად ისინი


ყუთებს შემთხვევით ხსნიდნენ. როდესაც მათ საკვები მარცვლები იპოვეს, ტვინში
დოფამინის უჯრედები ისევე გააქტიურდა, როგორც ვირთხებში. ცოტა ხნის შემდეგ
მაიმუნებმა სიგნალების მნიშვნელობა გაარკვიეს და ყოველ ჯერზე სწორად
განსაზღვრავდნენ საკვების შემცველ ყუთს - ამ დროს დოფამინის გამოყოფის დრო
შეიცვალა საკვების აღმოჩენიდან სინათლის ანთებამდე. რატომ?

მას შემდეგ, რაც მაიმუნებმა სინათლის მნიშვნელობა გაარკვიეს, "სიურპრიზი"


სწორედ განათებას აღნიშნავდა და არა საკვებს. აქედან წარმოიშვა ახალი ჰიპოთეზა:
დოფამინის აქტივობა არ არის სიამოვნების ნიშანი. ეს არის რეაქცია მოულოდნელ
შესაძლებლობაზე და წინათგრძნობაზე.

ჩვენ, ადამიანებიც, დოფამინის გააქტიურებას პერსპექტიული სურპრიზისაგან


ვღებულობთ: შეყვარებულის მიერ გამოგზავნილი შეტყობინების ტკბილი ხმა (ნეტავ,
რას უნდა გვატყობინებდეს?), წერილი მეგობრისგან, რომელიც წლებია არ გვინახავს
(რა არის ახალი ამბები?), მომხიბლავ, ახალ პარტნიორთან შეხვედრა (რას უნდა
ველოდეთ?). მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, მათი
სიახლე ქრება და ასევე ქრება დოფამინის გამოყოფაც - მას ტკბილი შეტყობინება და
მეგობრის წერილი უკან არ დააბრუნებს.

ეს მარტივი იდეა იძლევა ქიმიურ ახსნას, საუკუნეთა ასაკის მქონე კითხვაზე: რატომ
ქრება სიყვარული? ჩვენი ტვინი დაპროგრამებულია, რათა ისურვოს მოულოდნელი
და ამით ფოკუსირდეს მომავლის ხედვაზე, სადაც ყველა საინტერესო შესაძლებლობა
იწყება. მაგრამ როდესაც ნებისმიერი რამ - თუნდაც სიყვარული - ნაცნობი ხდება,
მღელვარებაც მასთან ერთად ქრება და ჩვენს ყურადღებას ახალი რამ იპყრობს.

მეცნიერებმა, რომლებიც ამ ფენომენს სწავლობდნენ, მიიღეს სიახლის ჯილდოს


პროგნოზირების შეცდომა. ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ პროგნოზებს იმის შესახებ, თუ
რა გველოდება შემდეგ, საიდან შეგვიძლია სამსახურის დატოვება, რა თანხას ველით,
როდესაც ბანკომატში ჩვენს ბალანსს ვამოწმებთ. როდესაც მომხდარი მოვლენა ჩვენს
წინასწარგანწყობაზე უკეთესია, იგი ფაქტობრივი შეცდომაა ჩვენს მიერ წარმოებულ
მომავლის პროგნოზში: შეიძლება სამსახურიდან ადრე გავიდეთ ან ბალანსზე
მოსალოდნელზე ასი ლარით მეტი დაგვხვდეს; ეს ბედნიერი შეცდომა არის ის, რასაც
დოფამინი მოქმედებაში მოჰყავს. ესაა მოულოდნელი, კარგი ამბების მღელვარება.

სინამდვილეში, ჯილდოს წინასწარმეტყველების შეცდომის უბრალო შესაძლებლობა


საკმარისია დოფამინის მოქმედებაში მოსაყვანად. წარმოიდგინეთ, რომ სამუშაოდ
მიდიხართ ნაცნობ ქუჩაზე, რომელიც აქამდეც უამრავჯერ გაგივლიათ. უცებ

10
შეამჩნიეთ, რომ ახალი საცხობი გაიხსნა, რომელიც მანამდე არასდროს გინახავთ.
თქვენ მაშინვე გინდებათ საცხობში შესვლა და იმის გაგება, თუ რას ამზადებენ იქ.
ასეთ დროს სწორედ დოფამინი აღძრავს პასუხისმგებლობის აღებას და აწარმოებს
განცდას, რომელიც რაღაც გემრიელის დაგემოვნებისას თავს განსხვავებულად
გვაგრძნობინებს. ეს არის მოლოდინის სიამოვნება - რაღაც უცნობისა და უკეთესი
შესაძლებლობის მიმართ. თქვენ აღფრთოვანებული ხართ საცხობით, ჯერ არ
გიჭამიათ მათი არცერთი ნამცხვარი, არ დაგიგემოვნებიათ მათი არც ერთი ყავა და არ
დაგითვალიერებიათ საცხობის რემონტი.

საცხობში შედიხართ და ყავასა და კრუასანს უკვეთავთ. ყავას აგემოვნებთ. პირის


ღრუ უცხო გემოებს განიცდის. ეს არის საუკეთესო ყავა, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ.
ახლა კრუასანი ჩაკბიჩეთ. კრუასანი კარაქიანი და ფანტელებიანია, ზუსტად ისეთი,
რომელიც წლების წინ პარიზში გასინჯეთ. ახლა როგორ გრძნობთ თავს? შესაძლოა,
თქვენი ცხოვრება ამ დღის ახალი დასაწყისის გამო ოდნავ უკეთესია. ამიერიდან,
ყოველ დილით თქვენ ამ საცხობში მოსვლას აპირებთ, რათა დააგემოვნოთ ქალაქში
საუკეთესო ყავა და ყველაზე გემრიელი კრუასანი. ამ საცხობის შესახებ თქვენს
მეგობრებს ალბათ იმაზე მეტი უთხარით, ვიდრე მათ ამის მოსმენა აინტერესებდათ.
თქვენ კიდევ უფრო გაგიხარდებათ დღის დასაწყისი, რადგან ახალი საცხობი
გასაოცარი ადგილია. ეს არის დოფამინი მოქმედებაში.

ისე ჟღერს, თითქოს ეს ადგილი შეგიყვარდათ.

თუმცა, ზოგჯერ, როდესაც ჩვენთვის სასურველს ვღებულობთ, ეს არც ისე


სასიამოვნოა, ვიდრე ველოდით. დოფამინური მღელვრება (ანუ მოლოდინის
მღელვარება) სამუდამოდ არ გრძელდება, რადგან ადრე თუ გვიან მომავალი აწმყო
ხდება. უცნობის ამაღელვებელი საიდუმლო მოსაწყენ ყოველდღიურ ნაცნობობად
გადაიქცევა, რა დროსაც დოფამინის მუშაობა დასასრულს უახლოვდება და დაშლას
იწყებს. ყავა და კრუასანი იმდენად კარგი იყო, რომ ეს საცხობი თქვენს რეგულარულ
სასაუზმედ აქციეთ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ "ქალაქში საუკეთესო ყავა და
კრუასანი" იგივე ძველ საუზმედ გადაიქცევა.

მაგრამ, ყავა და კრუასანი არ იცვლება; იცვლება მხოლოდ თქვენი მოლოდინი და


წინასწარგანწყობა.

ანალოგიურად, სამანტა და შონი ერთმანეთით იქამდე იყვნენ შეპყრობილნი, სანამ


მათი ურთიერთობა მთლიანად ნაცნობი არ გახდა. როდესაც რაიმე ყოველდღიური
რუტინის ნაწილი ხდება, ჯილდოს წინასწარმეტყველების პოზიტიური შეცდომა
აღარ არსებობს და დოფამინი აღარ აქტიურდება, რათა მღელვარების შეგრძნება
მოგცეთ. შონმა და სამანტამ ანონიმური სახეების ზღვაში ერთმანეთი გააოცეს,
შემდეგ ერთმანეთით გახდნენ შეპყრობილნი, სანამ დაუსრულებელი სიამოვნების
წარმოსახვითი მომავალი რეალობის კონკრეტულ გამოცდილებად არ იქცა.

11
დოფამინის სამუშაო და უნარი - მოეხდინა უცნობის იდეალიზება, დასასრულს
მიუახლოვდა, ამიტომაც დოფამინმა საკუთარი საქმე დაასრულა.

ვნება იზრდება, როდესაც შესაძლებლობების სამყაროზე ვოცნებობთ და ქრება,


როდესაც რეალობის წინაშე ვდგავართ.

როდესაც სიყვარულის ღმერთი ან ქალღმერთი ნელ-ნელა აქრობს აღტაცებას,


სიყვარულის ბუნება - დარჩენის მიზეზი - დოფამინური ოცნებებიდან რაღაც
განსხვავებულით უნდა შეიცვალოს... მაგრამ რით?

ერთი ტვინი, ორი სამყარო

ჯონ დუგლას პეტიგრიუ, ავსტრალიის, კუინსლენდის უნივერსიტეტის


ფიზიოლოგიის დამსახურებული პროფესორი, საოცარი სახელის მქონე ქალაქის,
ვაგა-ვაგას მკვიდრია. ნეირომეცნიერების დარგში პეტიგრიუს ბრწყინვალე კარიერა
ჰქონდა და ყველაზე მეტად ცნობილია მფრინავი არსებების თეორიის განახლებით,
რომლის მიხედვითაც ღამურები ჩვენი შორეული ბიძაშვილები არიან. ამ იდეაზე
მუშაობისას, პეტიგრიუ გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც განმარტა, თუ როგორ
ქმნის ტვინი სამყაროს სამგანზომილებიან რუკას. ეს იდეა ვნებიანი
ურთიერთობებისგან საკმაოდ შორს ჟღერს, მაგრამ იგი საკვანძო კონცეფცია
აღმოჩნდება დოფამინისა და სიყვარულის ახსნისას.

პეტიგრიუმ აღმოაჩინა, რომ ტვინი გარესამყაროს ცალკეულ რეგიონებად ჰყოფს -


პერიპერსონალურ და ექსტრაპერსონალურ რეგიონებად; მარტივად რომ ვთქვათ, ეს
არის ახლობელი და შორეული. პერიპერსონალური სივრცე მოიცავს ყველაფერს, რაც
ხელით მისაწვდომია; ეს არის ის, რისი კონტროლიც ახლავე შეგიძლიათ ხელების
გამოყენებით. პერიპერსონალური არის რეალური, აქ და ახლა მყოფი სამყარო.
ექსტაპერსონალური სივრცე ეხება ყველა დანარჩენს - რასაც ვერ შეეხები და ხელის
მიწვდენის მანძილზე არ არის; იქნება ეს სამი ფუტი თუ სამი მილიონი კილომეტრი.
ეს არის შესაძლებლობების სფერო.

ამ განმარტებებს მოჰყვება კიდევ ერთი აშკარა, მაგრამ სასარგებლო ფაქტი: ვინაიდან


ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას დრო სჭირდება, ექსტრაპერსონალურ
სივრცეში ნებისმიერი ურთიერთქმედება მომავალში უნდა მოხდეს. სხვანაირად რომ
ვთქვათ, მანძილი დროსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ თქვენ ატმის
დაგემოვნების განწყობაზე ხართ, მაგრამ იგი თქვენგან მოშორებით მარკეტში
იყიდება, მისით ვერ ისიამოვნებთ; სიამოვნებას მხოლოდ მომავალში მიიღებთ, მას
შემდეგ, რაც მას იყიდით და დააგემოვნებთ. თქვენთვის მიუწვდომელი ნივთის
შეძენას შესაძლოა გარკვეული დაგეგმარება დასჭირდეს. ეს არის ნივთების

12
განმსაზღვრელი მახასიათებელი ექსტრაპერსონალურ სივრცეში. მათ მისაღებად
საჭიროა ძალისხმევა, დრო და ხშირ შემთხვევაში დაგეგმვაც. ამის საპირისპიროდ,
პერიპერსონალურ სივრცეში ყველაფრის გამოცდა აქ და ახლა შეგიძლიათ. ეს
გამოცდილება მყისიერია; ვეხებით, ვაგემოვნებთ, ვუჭერთ, ვწურავთ და სხვა; ჩვენ
ვგრძნობთ ბედნიერებას, მწუხარებას, სიბრაზეს, და სიხარულს.

ეს მიგვიყვანს ნეიროქიმიის დამაზუსტებელ ფაქტამდე: ტვინი პერიპერსონალურ


სივრცეში ერთი მიმართულებით მუშაობს, ხოლო ექსტრაპერსონალურ სივრცეში
განსხვავებულად. თუ თქვენ ადამიანის გონებას შექმნიდით, ცხადია უნდა შეგექმნათ
ორი სისტემა: ერთი იმისთვის, რაც გვაქვს, ხოლო მეორე იმისთვის, რაც არ გვაქვს.
ძველი ადამიანებისთვის, ნაცნობი ფრაზა "ან გაქვს, ან არა", შეიძლება ითარგმნოს
როგორც "ან გაქვს ან მკვდარი ხარ".

ევოლუციური თვალსაზრისით, საკვები, რომელიც არ გაქვთ, კრიტიკულად


განსხვავდება საკვებისგან, რომელიც გაქვთ. ეს იგივეა წყალთან, თავშესაფართან და
ხელსაწყოებთან დაკავშრებითაც. დაყოფა იმდენად ფუნდამენტურია, რომ ტვინში
პერიპერსონალური და ექსტრაპერსონალური სფეროებისთვის ერთმანეთისგან
განსხვავებული მოცემულობები და ქიმიტაკები განვითარდა. როდესაც ქვემოთ
იყურებით, თქვენ უყურებთ პერიპერსონალურ სივრცეს და ამ დროს ტვინი
კონტროლდება მრავალი ქიმიკატით, რომელიც აქ და ახლა გამოცდილებაზეა
კონცენტრიებული. მაგრამ როდესაც ტვინი ექსტრაპერსონალური სივრცით არის
დაკავებული, ერთი ქიმიკატი ყველა დანარჩენზე მეტ კონტროლს ფლობს და იგი
დაკავშირებულია მოლოდინთან და შესაძლებლობასთან: ეს არის დოფამინი. საგნებს,
რომელიც ჯერ არ გვაქვს, ვერ გამოვიყენებთ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მათი
სურვილი გვქონდეს. დოფამინს ძალიან კონკრეტული სამუშაო აქვს: რესურსების
მაქსიმალიზაცია, რომლებიც მომავალში ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება; ესაა
უკეთესისკენ სწრაფვა.

ცხოვრების ყველა ნაწილი სწორედ ასე იყოფა; ჩვენ ერთი დამოკიდებულება გვაქვს
იმასთან, რაც გვინდა, ხოლო მეორე იმასთან, რაც უკვე გაგვაჩნია. საკუთარი სახლის
სურვილი, განცდა რომელიც შრომისმოყვარეობის მოტივაციას იწვევს, რაც გზების
მოსაძებნად და შესაძენად არის საჭირო, იყენებს ტვინში არსებული სქემების
განსხვავებულ კომპლექტს, ვიდრე იყენებს უშუალოდ იმის სიამოვნებისთვის, რაც
უკვე თქვენია. ზრდისა და განვითარების მოლოდინი ააქტიურებს მომავალზე
ორიენტირებულ დოფამინს და ძალიან განსხვავებულად გრძნობს თავს, "აქ და
ახლასგან" მიმართებაში. სიყვარულის პოვნა სხვა უნარებს მოითხოვს, ვიდრე
სიყვარულის შენარჩუნება. სიყვარული უნდა გადავიდეს ექსტრაპერსონალური
გამოცდილებიდან პერიპერსონალურ გამოცდილებამდე - ანუ დევნიდან ფლობამდე;
რაღაცის მოლოდინიდან, რაღაცის ზრუნვამდე. ესენი ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებულ უნარებს წარმოადგენენ, რის გამოც დროთა განმავლობაში
სიყვარულის ბუნება ცვლილებას უნდა დაექვემდებაროს. სწორედ ამიტომ ქრება

13
ამდენი ადამიანისათვის სიყვარული დოფამინის მღელვარების დასრულებისას,
რასაც რომანტიზმს ვეძახით.

თუმცა, ბევრი ადამიანი აკეთებს ასეთ გადასვლას. როგორ აკეთებენ ისინი ამას?
როგორც ჯობნიან ისინი დოფამინის ცდუნებას?

გლამური

გლამური მშვენიერი ილუზიაა. ეს სიტყვა თავდაპირველად პირდაპირი


მნიშვნელობით ჯადოსნურ შელოცვას ნიშნავდა, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრების
გადალახვას და იდეალურობის რეალობად ქცევას გვპირდებოდა. გლამური
დამოკიდებულია საიდუმლოებისა და მადლის განსაკუთრებულ კომბინაციაზე.
ზედმეტად ბევრი ინფორმაცია შელოცვას არღვევს.

ვირჯინია პოსტრელი

გლამურული წარმოდგენა აქტიურდება მაშინ, როდესაც ვხედავთ საგნებს,


რომლებიც დოფამინურ წარმოსახვას ასტიმულირებენ; იგი ახშობს ჩვენს უნარს,
ზუსტად აღვიქვათ რეალობა, რომელშიც აქ და ახლა ვიმყოფებით.

ამის კარგი მაგალითია საჰაერო მოგზაურობა. ზემოთ აიხედეთ. არის თუ არა ცაში
თვითმფრინავი? რა სახის აზრებს და შეგრძნებებს აღგიძრავთ მისი დანახვა? უამრავი
ადამიანი განიცდის თვითმფრინავში ყოფნის სურვილს, ეგზოტიკური ადგილების
მონახულების სურვილს - უდარდელ გაქცევას, რომელიც ღრუბლებში გასეირნებით
იწყება. ცხადია, თუ თვითმფრინავში ხართ, თქვენი "აქ და ახლა" შეგრძნება
გაცნობებთ, რომ ცაში არსებული სამოთხე დამღლელ პიკის საათს უფრო ჰგავს,
რომელიც ვიწრო და უსიამოვნოა - ელეგანტურობის მთლიანად საპირისპირო.

ანალოგიურად, რა შეიძლება იყოს ჰოლივუდზე უფრო მომხიბვლელი? ლამაზი


მსახიობები დადიან წვეულებებზე, საცურაო აუზში პოზიორობენ და ფლირტაობენ.
რეალობა სრულიად განსხვავებულია; თოთხმეტ საათიანი ოფლიანობა მხურვალე
განათების ქვეშ; ქალ მსახიობებზე ხორციელდება სექსუალური ექსპლუატაცია,
ხოლო მამაკაცებზე ახდენენ ზეწოლას, რათა მიიღონ სტეროიდები და ზრდის
ჰორმონი, ზღაპრული სხეულების მისაღებად, რომელთაც ეკრაზე შევყურებთ.
გვინეთ პელტროუმ, მეგან ფოქსმა, შარლიზ თერონმა და მერლინ მონრომ მკაფიოდ
აღწერეს მსგავსი "სასცენო გამოცდილებები" (მერლინ მონროს გარდა ყველამ უარი
თქვა სავაჭრო შემოთავაზებაზე, სადაც კამერის წინ სექსი იგულისხმებოდა). ნიკ
ნოლტმა, ჩარლი შინმა, მიკი რურკმა და არნოლდ შვარცენეგერმა აღიარეს, რომ
გადაღებებზე ხშირად ღებულობდნენ სტეროიდებს, რამაც შესაძლოა ღვიძლის

14
დაზიანება, განწყობის ცვალებადობა, ძალადობრივი აფეთქებები და ფსიქოზი
გამოიწვიოს. ეს არის უხეში ბიზნესი.

თუმცა, მთები არ არის უხეში. მთები დიდებულია და თავბრუდამხვევი; მათ, ვისაც


დოფამინის უფრო მაღალი საფეხურის გამოცდა უნდათ, უჩნდებათ მთაზე ასვლის,
მათი შესწავლისა და დაპყრობის სურვილი. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ამის გაკეთება,
რადგან ასეთი რამ არ არსებობს. თავად მთა არსებობს, მაგრამ მასზე ყოფნის
წარმოსახვითი გამოცდილების მიღწევა შეუძლებელია. რეალობა ისაა, რომ
უმეტესწილად მთაზე ხართ, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევთ. როგორც წესი,
თქვენ გარშემორტყმული ხართ ხეებით და ესაა ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ.
ხანდახან შეიძლება გადაგეშალოთ თვალწარმტაცი ხედი, საიდანაც ჰორიზონტს
რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაინახავთ. როცა ჰორიზონტს უყურებთ,
შორეული ხედები სავსეა სილამაზითა და დაპირებებით, მაგრამ არა ის ადგილი,
რომელზეც დგახართ. გლამური ქმნის სურვილებს, რომელთა შესრულებაც
შეუძლებელია, ვინაიდან სურვილები ისეთი საგნებისკენ არის მიმართული,
რომლებიც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს.

არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს თვითმფრინავი ცაში, კინოვარსკვლავი ჰოლივუდში


თუ შორეული მთა, საბოლოო ჯამში გლამურული მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც
ახლა არ ფლობთ, რაც სინამდვილეში არარეალურია; გლამური არის სიცრუე.

ერთ დღესაც, სამანტა ლანჩზე დემარკოს შეეჩეხა, მის ბოლო სერიოზულ ბიჭს,
რომელიც შონამდე ჰყავდა. მათ წლების განმავლობაში ერთმანეთი არ უნახავთ და
ფეისბუკზეც კი არ შეხვედროდნენ ერთმანეთს. სამანტამ მასში დაინახა ისეთი
მხიარულება და მახვილგონიერება, როგორიც აქამდე დემარკოს არასდროს ჰქონია;
დემარკო ფიზიკურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. რამდენიმე წუთში
სამანტას თვალებში ისევ ვარსკვლავები აციმციმდა. ამ ურთიერთობაში იყო რაღაც,
რაც მას დიდი ხნის მანძილზე არ უგრძნია; ეს იყო აღელვებისა და შესაძლებლობის
განცდა მამაკაცთან, რომელიც მასთან იყო დაკავშირებული და რომელიც ახალი
აღმოჩენებით სავსე ჩანდა. დემარკოც აღელვებული იყო და საკუთარი გრძნობების
გაზიარება მოუნდა. პირველი, რაც დემარკომ სამანტას გაუზიარა, იყო ამბავი, თუ
რამდენად ამაღელვებელი იყო მისთვის ახალი ნიშნობა. დემარკომ თქვა, რომ მისი
საცოლე ის "ერთადერთი" იყო და იმედოვნებდა, რომ სამანტა გაიცნობდა მის
დანიშნულს, რადგან აქამდე არასდროს ზრუნავდა ვინმეზე ისეთი თავდადებით,
ვიდრე მის დანიშნულზე.

დემარკოს წასვლის შემდეგ სამანთამ გადაწყვიტა, რომ დასალევად კარგი დღე იყო.
იგი ბარში შეჩერდა და შეუკვეთა კალათა ტორტილას ჩიფსებით და „ლაით მილერი“.
მომდევნო ნახევარი საათი ეტიკეტის თვალიერებაში გაატარა. მას უყვარდა შონი,
მართლა უყვარდა - უყვარდა? მართლა უყვარდა? წელიწადის უმეტესი ნაწილის
განმავლობაში რთული სიტუაცია ჰქონდათ. დემარკოსთან განცდილი ემოცია

15
სწორედ ის იყო, რაც მას სურდა. სამანტას მსგავსი რამ შონთან ერთხელ უკვე
დაეუფლა, მაგრამ მეორედ აღარ.

ბნელი მხარე

დოფამინს თავისი ბნელი მხარე აქვს. თუ ვირთხის გალიაში საკვების მარცვლებს


ჩააგდებთ, ცხოველი ტვინში დოფამინის ზრდას განიცდის. ვინ იფიქრებდა, რომ
სამყარო არის ადგილი, სადაც საკვები ციდან ცვივა? მაგრამ, თუ საკვებ გრანულებს
ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ჩამოაგდებთ, დოფამინი ჩერდება. ვირთხამ იცის როდის
ელოდოს საკვებს, ამიტომ გასაკვირიც აღარაფერი რჩება და ჯილდოს
პროგნოზირებაში არანაირი შეცდომა არ არის. მაგრამ, რა მოხდება თუ საკვებს
სხვადასხვა დროს, შემთხვევით ჩამოაგდებთ, ისე რომ მისი გამოჩენა ყოველთვის
სიურპრიზი იყოს? და რა მოხდება, თუ ვირთხებისა და საკვების ნაცვლად
მოცემულობას ადამიანებით და ფულით ჩაანაცვლებთ?

წარმოიდგინეთ კაზინოს ხალხმრავალი ადგილი ბლექჯეკის მაგიდით, მაღალი


ფსონის მქონე პოკერით და რულეტკის ტრიალით. ეს არის ლას ვეგასის განსახიერება,
მაგრამ კაზინოს ოპერატორებმა იციან, რომ მაღალი ფსონებით თამაში იქ არ არის,
სადაც ყველაზე დიდი მოგება ხდება. ისინი მოდიან დაბალი რანგის სლოტ-
მანქანებისგან, რომლებიც ტურისტების, პენსიონერების და აზარტული
მოთამაშეების საყვარელი გასართობია; ისინი ყოველდღიურად რამდენიმე საათს
მხოლოდ მოციმციმე შუქებში და ღილაკების დაწკაპუნებაში ატარებენ. კაზინოს
დიზაინის თანამედროვე სტანდარტის ოთხმოცი პროცენტი სათამაშო ავტომატებს
ეკუთვნის, რადგან სწორედ მათ შემოაქვთ აზარტული თამაშების შემოსავლის
ძირითადი ნაწილი.

სათამაშო აპარატების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში, არის


კომპანია სახელწოდებით "Scientific Games". მეცნიერება დიდ როლს თამაშობს ამ
მოწყობილობების ძირითადი დიზაინის შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო
აპარატების წარმოშობა მეცხრამეტე საუკუნით თარიღდება, მისი თანამედროვე
ხარისხით დახვეწა ეკუთვნის ქცევის მეცნიერს, ბ.ფ. სკინერს, რომელმაც 1960-იან
წლებში ქცევის მანიპულირების პრინციპი შეადგინა.

ერთ-ერთ ექსპერიმენტში სკინერმა ყუთში მტრედი მოათავსა. მტრედმა აღმოაჩინა,


რომ ბერკეტზე დაწკაპუნება მარცვლებს აძლევდა. ზოგმა ექსპერიმენტატორმა
გამოიყენა ერთი დაწკაპუნება, ზოგმა ათი, მაგრამ საჭირო რაოდენობა არასდროს
შეცვლილა ნებისმიერი ექსპერიმენტის ფარგლებში. შედეგები განსაკუთრებით
საინტერესო არ ყოფილა. დაწკაპუნების რაოდენობის მიუხედავად, თითოეული

16
მტრედი ბერკეტს ნისკარტს ისევ და ისევ ურტყამდა, როგორც ბიუროკრატი ურტყამს
ბეჭედს უსასრულო დოკუმენტთა სიას.

შემდეგ სკინერმა რაღაც განსხვავებული სცადა. მან მოაწყო ექსპერიმენტი რომლებშიც


შემთხვევით იცვლებოდა პრესის რაოდენობა, რომელიც მარცვლების ჩამოსაგდებად
იყო საჭირო. ახლა მტრედმა წინასწარ არასოდეს იცოდა, როდის მოვიდოდა საჭმელი.
მისთვის ყოველი ჯილდო მოულოდნელ იყო. ჩიტები აღფრთოვანდნენ. ისინი უფრო
სწრაფად უნისკარტებდნენ ბერკეტს. რაღაც მათ უფრო დიდი ძალისხმევისკენ
უბიძგებდათ. დოფამინი, სიურპრიზის მოლეკულა გააქტიურდა და ასე შეიქმნა
სათამაშო აპარატის საფუძველი.

როდესაც სამანთამ თავისი ძველი მეგობარი ბიჭი დაინახა, ყველა შეგრძნება


დაბრუნდა - აღელვება, შესაძლებლობა, ფოკუსირება, პეპლები მუცელში. დემარკოს
გარეგნობა და ნახევრად გაცნობიერებული ოცნება ვნებიანი მღელვარების კიდევ
ერთი შანსის შესახებ, იყო მოულოდნელი მკურნალობა, რომელიც მის ემოციურ
ცხოვრებაში გამოჩნდა; სწორედ ეს სიურპრიზი იყო სამანტას გაოცებისა და
აღელვების მიზეზი. თუმცა, მან რა თქმა უნდა, ეს არ იცოდა.

სამანთამ და დემარკომ გადაწყვიტეს ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს დასალევად,


რამაც კარგად ჩაიარა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღესაც ერთად ესადილათ და
საკმაოდ მალე მათი შეხვედრები მუდმივ "პაემანში" გადაიზარდა. განცდილი
გრძნობები ამაღელვებელია. საუბრისას ერთმანეთს ეხებიან. სანამ დაიშლებიან,
ერთმანეთს მხურვალე ჩახუტებას უძღვნიან. როცა ერთად არიან, დრო მიფრინავს,
ზუსტად ისევე, როგორც ადრე; სამანტა თუ დაფიქრდება, მიხვდება, რომ შონთანაც
ასე ხდებოდა. შესაძლოა ის ახლა ფიქრობს, რომ დემარკო ერთადერთია, მაგრამ
დოფამინის როლის მიხედვით ნათელია, რომ ეს ურთიერთობა ახალი არ არის. ეს
ყველაფერი უბრალოდ დოფამინის მიერ გამოწვეული აღგზნების ხელახლა
გამეორებაა.

სიახლე, რომელიც დოფამინს აცდუნებს, სამუდამოდ არ გრძელდება. როდესაც საქმე


სიყვარულს ეხება, ვნებიანი რომანტიკის დასრულება ადრე თუ გვიან მაინც მოხდება
და ამის შემდეგ მოდის არჩევანი. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ სიყვარულის
გამოცდილებაზე, რომელიც აქ და ახლა ფოკუსირების მეშვეობით ადამიანის
ყოველდღიური დაფასებით იკვებება ან შეგვიძლია დავასრულოთ ურთიერთობა და
ისევ გადავეშვათ დროებით ვნებათა ღელვაში. დოფამინური მღელვარების
დაწკაპუნებას მცირე ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ იგი მალევე მთავრდება, ისევე
როგორც რულეტის ჭამის სიამოვნება. სიყვარულს, რომელიც უფრო ხანგრძლივად
გრძელდება, აქცენტი მოლოდინიდან გამოცდილებაზე გადააქვს. ეს არის ყველაფრის
შესაძლებლობის ფანტაზიორობიდან, რეალობის სფერომდე დაშვება და
ურთიერთობის ყველა ნაკლოვანებასთან შეხების შესაძლებლობა. მსგავსი გადასვლა
რთულია; და როდესაც სამყარო რთული ამოცანიდან მარტივ გამოსავალს

17
გვთავაზობს, ჩვენ სწორედ ამ მარტივი გამოსავლისკენ ვართ მიდრეკილნი. ამიტომ,
ძალიან ხშირად, როდესაც ადრეული რომანის დოფამინის წვა მთავრდება,
ურთიერთობაც მთავრდება.

ადრეული სიყვარული ჰგავს მხიარულ ატრაქციონს, რომელიც დანიშნულების


ადგილს უბრუნდება. კარუსელს შეუძლია ლამაზ ადგილებში გამოგზაუროთ და
აღფრთოვანება მოგანიჭოთ, მაგრამ საბოლოოდ იგი ყოველთვის იქ დაგტოვებთ,
საიდანაც დაიწყეთ. ყოველ ჯერზე, როდესაც მუსიკა ჩერდება, ცეკვაც ჩერდება. თქვენ
უნდა გააკეთოთ არჩევანი: წახვიდეთ ახალ ატრაქციონზე თუ გამოცადოთ უფრო
გამძლე სიყვარულის სახეობა.

მიკ ჯაგერი, ჯორჯ კონსტანზა და "სიამოვნება"

როდესაც მიკ ჯაგერმა 1965 წელს პირველად იმღერა სიმღერა "სიამოვნებას საერთოდ
ვერ ვგრძნობ" (I can't get no satisfaction!), ჩვენ არ ვიცოდით, რომ იგი მომავალს
წინასწარმეტყველებდა. როგორც მიკმა 2013 წელს თავის ბიოგრაფს უთხრა, თავისი
ცხოვრების ახალგაზრდულ წლებში მან დაახლოებით ოთხი ათასი ქალი გამოიცვალა
- ყოველ ათ დღეში თითო.

გაითვალისწინეთ, რომ მიკს არ დაუსრულებია თავისი ისტორია შემდეგი


სიტყვებით: "... და ამ ოთხი ათასი ქალის შემდეგ, მე საბოლოოდ ვიპოვე
კმაყოფილება. მე მოვრჩი!" სავარაუდოდ, იგი ამ ბილიკს იქამდე გააგრძელებს,
სადამდეც შეძლებს. რამდენი შეყვარებული იქნებოდა საკმარისი "კმაყოფილების"
მისაღებად? თუ თქვენც ოთხი ათასი ქალი (ან კაცი) გყავდათ, თამამად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ თქვენს ცხოვრებას დოფამინის აქტივობა განსაზღვრავს; ყოველ
შემთხვევაში, როდესაც საქმე სექსს ეხება. დოფამინის მთავარი დირექტივა უფრო
მეტია. თუ მიკ ჯაგერი კმაყოფილებას მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში
კიდევ დაედევნება, იგი მაინც ვერ დაიჭერს მას. მისი იდეა კმაყოფილების შესახებ,
საერთოდ არ არის კმაყოფილება. ეს არის დევნა, რომელსაც დოფამინი განსაზღვრავს
და მარადიულ უკმაყოფილებას იწვევს. შეყვარებულის საწოლში გამოცდის შემდეგ,
მისი უახლოესი მიზანი სხვა ქალის პოვნა იქნება.

ამ მხრივ მიკი მარტო არ არის. მეტიც, მისი ისტორია საერთოდ არ არის უჩვეულო.
მიკ ჯაგერი ტელევიზიის ჯორჯ კოსტანზას მხოლოდ თავდაჯერებული ვერსიაა.
თითქმის ყველა ეპიზოდში ვხედავთ, რომ ჯორჯს ვიღაც უყვარდება. მას ყველაფრის
გაკეთება შეეძლო, თუ იგი ურთიერთობას რამენაირად მაინც მიიყვანდა სექსამდე.
ჯორჯი თითოეულ ახალ ქალს პოტენციურ ცხოვრების მეწყვილედ წარმოიდგენდა,
რომელიც მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა. მაგრამ სერიალის
ყველა გულშემატკივარმა იცის, როგორ მთავრდება ეს ისტორიები. ჯორჯი ქალებზე

18
იქამდე გიჟდება, სანამ მათგან საპასუხო გრძნობას არ დაინახავს. როგორც კი ხვდება,
რომ მცდელობა აღარ მოუწევს, ერთადერთი რაც უნდა, ამ ურთიერთობისგან
გაქცევაა. ჯორჯი იმდენად იყო დამოკიდებული რომანტიკის დევნის დოფამინურ
მღელვარებაზე, რომ იგი მთელი ძალით ცდილობდა განთავისუფლებულიყო
ნიშნობისგან, როდესაც მისი დანიშნული ჯორჯის სიყვარულს მაინც განაგრძობდა,
მიუხედავად ჯორჯის საშინელი ქმედებებისა. როდესაც ჯორჯის საცოლე
საქორწილო კონვერტების ტოქსიკური წებოს ალოკვისგან მოკვდა, ჯორჯი საერთოდ
არ ჩანდა განადგურებული; პირიქით, დამშვიდებული და გახარებულიც კი იყო. იგი
აღფრთოვანდა, რადგან დევნა ისევ განაახლა. მიკიც ჯორჯის მსგავსია, ხოლო ჯორჯი
ყველა ჩვენგანია. ჩვენ ვტკბებით ვნებით, ფოკუსით და ახალი სიყვარულის პოვნის
მღელვარებით. განსხვავება ისაა, რომ ზოგი ჩვენგანი გარკვეულ მომენტში ხვდება -
დოფამინი გვატყუებს. ჯორჯისა და "როლინგ სტოუნის" წამყვანი სოლისტისგან
განსხვავებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ მომდევნო სიმპათიური მამაკაცი ან
მომხიბვლელი ქალბატონი, სიამოვნების გასაღები არ არის.

"როგორ არის შონი?" იკითხა სამანტას დედამ.

"მოკლედ... ეს არ არის ისეთი, როგორსაც მოველოდი, რომ იქნებოდა".

"ისევ?..."

"აი, კიდევ იწყება!" თქვა სამანტამ.

"მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ შონი შესანიშნავ ადამიანად გამოიყურება".

"დედა, არ მინდა შენი ჭკუის სწავლება ვისმინო".

"ეს არ არის პირველი შემთხვევა. გახსოვს ლორენი? ან დემარკო?"

სამანტამ ტუჩი მოიკვნიტა. "რატომ არ შეგიძლია ისიამოვნო იმით, რაც გაქვს?"

ხანგრძლივი სიყვარულის ქიმიური გასაღებები

დოფამინური თვალსაზრისით, ნივთების ქონა უინტერესოა. მნიშვნელოვანი


მხოლოდ ნივთების მიღებაა. თუ ხიდის ქვეშ ცხოვრობთ, დოფამინი კარვის სურვილს
წარმოშობს; თუ კარავში ცხოვრობთ, დოფამინი სახლისკენ გიბიძგებთ; თუ
უმდიდრეს სასახლეში ცხოვრობთ, დოფამინს უნდა საკუთარი ციხესიმაგრე
მთვარეზეც ააშენოთ. დოფამინს არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი სტანდარტი და
ფინიშის ხაზს არ ცნობს. დოფამინის წრეებში ტვინის სტიმულირება შესაძლებელია
მხოლოდ იმის შესაძლებლობით, რაც მბზინავია და ახალი, მას არ აინტერესებს

19
რამდენად სრულყოფილია სიტუაცია მოცემულ მომენტში. დოფამინის კრედო არის
"მეტი".

დოფამინი სიყვარულის გამოწვევის ერთ-ერთი საშუალებაა; იგი ნაპერწკლის წყაროა,


რომელიც ყველაფერს აყალიბებს, რაც მას მოჰყვება. მაგრამ, თავად სიყვარული რომ
ამ ეტაპს მიღმა გაგრძელდეს, სასიყვარულო ურთიერთობის ბუნების შეცვლაა
აუცილებელი, რადგან მის უკან არსებული ქიმიური სიმფონია იცვლება. ბოლოს და
ბოლოს, დოფამინი სიამოვნების მოლეკულა არ არის; იგი მოლოდინის მოლეკულაა.
შესაძლებლისადმი სიამოვნების საპირისპიროდ, თუ ჩვენ ახლანდელი მომენტის
დაფასება და მისით ტკბობა გვსურს, ტვინი უნდა გადავიდეს მომავალზე
ორიენტირებული დოფამინიდან აწმყოზე ორიენტირებულ ქიმიკატებამდე; ესაა
ნეირომედიატორების კოლექცია, რომელსაც სხვანაირად "აქ და ახლას" ვუწოდებთ.
მათში შედის სეროტონინი, ოქსიტოცინი, ენდორფინი (მორფინის "ტვინისეული"
ვერსია) და ქიმიკატების კლასი, სახელწოდებით ენდოკანაბინოიდები (მარიხუანას
"ტვინისეული" ვერისა). დოფამინის საშუალებით მოლოდინის სიამოვნებისგან
განსხვავებით, ეს ქიმიკატები სიამოვნებას შეგრძნებებისა და ემოციებისგან გვაძლევს.
ფაქტობრივად, ერთ-ერთ ენდოკანაბინოიდულ მოლეკულას ანანდამიდი ეწოდება,
რომელიც სანსკრიტულ ტექსტებში სიხარულს, ნეტარებას და სიამოვნებას ნიშნავს.

ანთროპოლოგი ელენ ფიშერის აზრით, ადრეული ან "ვნებიანი" სიყვარული მხოლოდ


თორმეტიდან თვრამეტ თვემდე გრძელდება. ამის შემდეგ, როდესაც წყვილი
ერთმანეთზე "მიბმული" აღმოჩნდება, მათ უნდა განავითარონ სხვა სახის
სიყვარული, რომელსაც "კომპანიური სიყვარული" ჰქვია. ასეთი სახის სიყვარულის
ჩამოყალიბება "აქ და ახლას" შუამავლობით ხორციელდება, რადგან იგი იმ
გამოცდილებას მოიცავს, რომელიც აწმყოში, ახლავე ხდება. - შენ იმ ადამიანთან ხარ,
ვინც გიყვარს, ასე რომ, ისიამოვნე.

"კომპანიური სიყვარული" არ არის მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი


უნიკალური ფენომენი. ჩვენ მას ცხოველთა სახეობებშიც ვხედავთ, რომლებიც
სიცოცხლის გაჩენისათვის წყვილდებიან. მათი ქცევა კოოპერატიული ტერიტორიის
თავდაცვით და ბუდეს აშენებით ხასიათდება. წყვილი ერთმანეთს კვებავს, ეფერება
და მშობლების საქმიანობას ინაწილებს. მათგან უმეტესობა გამუდმებით
ერთმანეთთან ახლოს რჩება და შფოთვას გამოხატავს, როდესაც მეწყვილეს
შემთხვევით შორდება. იგივე ხდება ადამიანებთანაც. ისინი მსგავსი აქტივობებით
კავდებიან და გააჩნიათ იდენტური გრძნობები; არსებობს განსაკუთრებული
კმაყოფილება, როდესაც არსებობს სხვა ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ღრმად არის
მათთან გადახლართული.

როდესაც აქ და ახლა, სიყვარულის მეორე საფეხურს იპყრობს, დოფამინი


ჩახშობილია. ასე იმიტომ ხდება, რომ დოფამინი ჩვენი გონების ვარდისფერ მომავალს
ასახავს, რათა დაგვეხმაროს შრომისმოყვარეობის აუცილებლობაში, რაც მისი

20
რეალობად ქცევისთვის არის საჭირო. დღევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილება
მნიშვნელოვანი ინგრედიენტია მოახლოებული ცვლილებების გამოწვევისთვის,
რომელსაც თავისთავად ახალი ურთიერთობა წარმოადგენს. ამისგან განსხვავებით, აქ
და ახლა სიყვარულს ახასიათებს ღრმა და მტკიცე კმაყოფილება დღევანდელი
სიყვარულის მიმართ, ხოლო ზიზღი ცვლილებების მიმართ. სინამდვილეში,
დოფამინისა და „აქ და ახლას“ სქემებს ერთად მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ უმეტეს
შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. როდესაც აქ და ახლას სქემა
გააქტიურებულია, ტვინი მოგვიწოდებს განვიცადოთ ჩვენს გარშემო არსებული
რეალური სამყარო და შედეგად დოფამინი ითრგუნება. როდესაც დოფამინის სქემები
გააქტიურებულია, ჩვენ გადავდივართ შესაძლებლობებით სავსე მომავალზე,
შედეგად კი აქ და ახლა ითრგუნება.

ლაბორატორიული ტესტირება მხარს უჭერს ამ იდეას. როდესაც მეცნიერებმა


სიყვარულის ვნებიან ეტაპზე ადამიანებისგან ამოღებულ სისხლის უჯრედებს
შეხედეს, მათ აღმოაჩინეს სეროტონინის რეცეპტორის უფრო დაბალი დონე, სხვა
"ჯანმრთელ" ადამიანებთან შედარებით. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აქ და ახლა
დათრგუნული გახლდათ. ახალი პარტნიორის დოფამინურ მღელვარებასთან და
ვნებიან ლტოლვასთან გამომშვიდობება ადვილი არ არის, მაგრამ ამის უნარი
სიმწიფის ნიშანია და ახალი ნაბიჯი ხანგრძლივი ბედნიერებისათვის. იფიქრეთ
კაცზე, რომელიც შვებულებას რომში გეგმავს. იგი კვირეებს ატარებს თითოეული
დღის დაგეგმვაში, რათა დარწმუნდეს, რომ შეძლებს მოინახულოს ყველა მუზეუმი
და ღირსშესანიშნაობა, რომელთა შესახებაც ამდენი ამბავი მოუსმენია. მაგრამ
როდესაც იგი ყველაზე ლამაზი ნამუშევრების თვალწინ დგას, ფიქრობს იმაზე, თუ
როგორ აპირებს რესტორანში მისვლას, სადაც ადგილი დაჯავშნა. ეს იმას არ ნიშნავს,
რომ მიქელანჯელოს შედევრების დანახვით იგი უმადურია; უბრალოდ მისი
პიროვნება დოფამინურია. მას მოლოდინი და დაგეგმვა უფრო სიამოვნებს, ვიდრე
უშუალოდ კეთება. შეყვარებულები განიცდიან იდენტურ გადაწყვეტას მოლოდინსა
და გამოცდილებას შორის. სიყვარულის ადრეული ნაწილი, ვნებიანი სიყვარული,
დოფამინურია - ამაღელვებელი, იდეალიზებული, მომავლის მიმართ
ცნობისმოყვარე. შემდგომი ნაწილი, "კომპანიური სიყვარული" აქ და ახლაა
ორიენტირებული. - ესაა დამაკმაყოფილებელი, მშვიდობიანი, სხეულებრივი
გამოცდილებით მიღებული ემოციები.

დოფამინზე აგებული რომანი ამაღელვებელი და ხანმოკლეა, თუმცა ჩვენს ტვინში


არსებული ქიმიკატები საშუალებას გვაძლევს მოგვაწოდოს ქვემოთ დასაშვებად
საჭირო ინსტრუმენტები, "კომპანიური სიყვარულისკენ" მიმავალ გზაზე. ისევე
როგორც დოფამინია აკვიატებული ლტოლვის მოლეკულა, ხანგრძლივი
ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ქიმიკატები ოქსიტოცინთან და
ვაზოპრესინთან ასოცირდება. ოქსიტოცინი უფრო აქტიურია ქალებში, ხოლო
ვაზოპრესინი მამაკაცებში.

21
მეცნიერებმა ეს ნეირომედიატორები სხვადასხვა ცხოველებთან ლაბორატორიებში
შეისწავლეს. მაგალითად, როდესაც მეცნიერებმა ოქსიტოცინი მდედრ მინდვრის
თაგვებს ტვინში ჩაუნერგეს, ცხოველებმა გრძელვადიანი ურთიერთობა
ჩამოაყალიბეს მამრ მინდვრის თაგვებთან. ანალოგიურად, ვაზოპრესინის მამრებში
ჩანერგვის შედეგად მათ მხოლოდ ერთ მდედრთან ჩამოაყალიბეს ურთიერთობა,
მიუხედავად იმისა, რომ სხვა მრავალი მგრძნობიარე მდედრიც იყო ხელმისაწვდომი.
ვაზოპრესინი მოქმედებდა როგორც „კარგი ქმრის ჰორმონი“. დოფამინი პირიქით
აკეთებს. ადამიანებს, რომლებიც დოფამინის მაღალ დონეს გამოიმუშავებენ, ყველაზე
მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ და ასევე პირველი სქესობრივი კავშირის
დაბალი ასაკობრივი მაჩვენებელი.

წყვილების უმრავლესობას სექსი ნაკლები სიხშირით აქვს, როგორც კი დოფამინური


აკვიატებული სიყვარული კომპანიურ სიყვარულში გადაიზრდება. ეს ლოგიკურია,
რადგან ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი თრგუნავენ ტესტოსტერონის გამოყოფას.
როდესაც მამაკაცში ტესტოსტერონის მაღალი მაჩვენებელია და იგი ოქსიტოცინსა და
ვაზოპრესინს თრგუნავს, ქორწინება ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად,
მარტოხელა მამაკაცებს აქვთ უფრო მეტი ტესტოსტერონი, ვიდრე დაქორწინებულ
მამაკაცებს. თუ ქორწინება არასტაბილურია, მამაკაცში ვაზოპრესინი ეცემა და
ტესტოსტერონი იზრდება.

სჭირდება თუ არა ადამიანს გრძელვადიანი კომპანიონობა? არსებობს საფუძვლიანი


მტკიცებულება იმისა, რომ პასუხი არის "დიახ". მრავალი პარტნიორის ყოლის
ზედაპირული მიმზიდველობის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობა საბოლოოდ
მაინც ქორწინდება. გაერთიანებული ერების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მამაკაცებისა
და ქალების ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი უნდა დაქორწინდეს ორმოცდაცხრა
წლის ასაკში. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ კომპანიური სიყვარულის გარეშე, მაგრამ
ჩვენი უმეტესობის მცდელობები სიყვარულის პოვნისკენ და შენარჩუნებისკენ არის
მიდრეკილი. აქ და ახლა სწორედ ამის შესაძლებლობას გვანიჭებს. იგი საშუალებას
გვაძლევს ვიპოვოთ კმაყოფილება იმაში, რასაც ჩვენი გრძნობები უშუალოდ
ახლანდელ მომენტში გვაწვდის. - რა შეგვიძლია განვიცადოთ იმ მღელვარე
შეგრძნების გარეშე, თითქოს ჩვენ კიდევ რაღაც გვჭირდება.

ტესტოსტერონი:: აქ და ახლა

სექსუალური მიზიდულობის ქიმიკატები

იმ ღამეს, როცა სამანტა შონს პირველად შეხვდა, მას მენსტრუალური ციკლის


მეცამეტე დღე ჰქონდა. რატომ აქვს ამას მნიშვნელობა?

22
ტესტოსტერონი აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას როგორც მამაკაცებში, ასევე
ქალებში. მამაკაცები მას დიდი რაოდენობით აწარმოებენ - ეს აისახება
მამაკაცურობის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა სახის თმა, გაზრდილი კუნთების
მასა და დაბალი ხმის ტემბრი. ქალები საკვერცხეებში ტესტოსტერონის შედარებით
დაბალ რაოდენობას აწარმოებენ. საშუალოდ, ქალებს ტესტოსტერონის ყველაზე
მაღალი დონე მენსტრუალური ციკლის მეცამეტე-მეთოთხმეტე დღეებში აქვთ.
სწორედ ამ დროს იხსნება საკვერცხე და ისინი დიდი ალბათობით დაორსულდებიან.
დღიდან-დღემდე, შემთხვევითი ვარიაციები არსებობს. ზოგი ქალი უფრო მეტ
ტესტოსტერონს დილით გამოიმუშავებს, ზოგი უფრო მოგვიანებით. ყველაზე დიდი
ვარიაცია ინდივიდუალურია; ზოგიერთი ქალი ბუნებრივად უფრო მეტს აწარმოებს,
ვიდრე სხვები. ტესტოსტერონის მიღება შესაძლებელია წამლის სახითაც. როდესაც
მეცნიერებმა ტესტოსტერონის გელი ქალებს კანზე წაუსვეს, მათ მეტჯერ ჰქონდათ
სექსი. სამწუხაროდ, ზოგ ქალს სახეზე თმა გაუჩნდა, გამელოტდა და დაბალი ხმა
განუვითარდა, სწორედ ამიტომ, "ქალური ვიაგრის გელი" არასდროს დამტკიცებულა
აშშ-ში სურსათისა და წამლების (FDA) ადმინისტრაციის მიერ. ანთროპოლოგი ელენ
ფიშერი და ინტერნეტ გაცნობის საიტის, Match.com-ის მთავარი სამეცნიერო
მრჩეველი აღნიშნავს, რომ ტექსოსტერონის სექსუალური აღგზნების ტიპი
ასტიმულირებს სხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც, მაგალითად შიმშილს. როდესაც
ადამიანს შია, მას ნებისმიერი სახის სხვადასხვა საკვები დაუკმაყოფილებს ჭამის
სურვილს. ანალოგიურად, როცა ადამიანი ტესტოსტერონით გამოწვეულ სექსუალურ
ლტოლვას განიცდის, სექსის სურვილი მთავარი მოცემულობაა და არ არის ერთი
კონკრეტული ადამიანისთვის განკუთვნილი. ამას თითქმის ყველა გააკეთებს,
განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ასეთი მოთხოვნილება გადაჭარბებული სურვილი
არ არის. ხალხი არ კვდება სექსუალური შიმშილის გამო. ტესტოსტერონი არ
უბიძგებს მათ თვითმკვლელობის ან მკვლელობის ჩადენისაკენ, - დოფამინური
გამოცდილებისგან განსხვავებით, როცა სიყვარულით გადავსებულნი ვართ.

შონმა თავისი დაორთქლილი აბაზანის სარკეს ხელი გადაუსვა, თითები შავ თმებში
შეიცურა და გაიღიმა: "ეს იმუშავებს" თქვა მან.

"მოიცადე, გაჩერდი" თქვა სამანტამ და შონს ვარცხნილობა გაუსწორა. "ასე უფრო


სიმპათიურად გამოიყურები".

"და შემდეგ..."

"დაიხარე, ბიჭუნი" თქვა სამანტამ და შონს ლოყაზე აკოცა.

23
დოფამინი საწოლისკენ გიბიძგებს... და შემდეგ გზაზე გეღობება

ინტიმური ურთიერთობის ფიზიკური სიამოვნების მონდომებული მოლოდინიდან


სექსის ეტაპი სიყვარულის ეტაპში გადადის: სექსი არის სიყვარულის დაჩქარებული
განვითარება. სექსი იწყება სურვილით, დოფამინური ფენომენით, რომელსაც
ჰორმონი ტესტოსტერონი მართავს. იგი გრძელდება აღგზნებით, კიდევ ერთი
დოფამინური გამოცდილებით. როდესაც ფიზიკური კონტაქტი იწყება, ტვინის
კონტროლი აქ და ახლა, სენსორული სიამოვნების მისაღებად იცვლება, რითაც
ძირითადად ენდორფინებს გამოყოფს. აქტის დასრულება, ანუ ორგაზმი, თითქმის
მთლიანად "აქ და ახლას" გამოცდილებას ეკუთვნის; ენდორფინებთან და სხვა
ნეირომედიატორებთან ერთად, ისინი დოფამინის გამორთვაზე მუშაობენ.

ეს გადასვლა სკანერმა დააფიქსირა, როდესაც მამაკაცები და ქალები ნიდერლანდებში


ტვინის სკანერებში მოათავსეს და შემდეგ ორგაზმისაკენ მათი სტიმულირება
დაიწყეს. სკანირებამ აჩვენა, რომ სექსუალურ კულმინაციას უკავშირდებოდა
დაქვეითებული აქტივაცია მთელს პრეფრონტალურ ქერქში, ანუ ტვინის დოფამინურ
ნაწილში. კონტროლის მოდუნებამ აქ და ახლა მოლეკულებს საშუალება მისცა
ორგაზმისთვის აუცილებელი სქემები გაეაქტიურებინა. არ აქვს მნიშვნელობა ცდის
პირი ქალია თუ კაცი. მცირე გამონაკლისების გარდა, ორგაზმზე ტვინის პასუხი იგივე
იყო: დოფამინი გამორთულია, ხოლო "აქ და ახლა" ჩართული.

ასეც უნდა იყოს. მაგრამ ზოგ ადამიანს უჭირს ვნებიანი სიყვარულიდან ხანგრძლივ
სიყვარულზე გადასვლა. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ დოფამინზე
ორიენტირებულ ადამიანებს სექსის დროს აქ და ახლა დაშვება უჭირდეთ. ქალები და
მამაკაცები ზოგჯერ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან გამორთონ თავიანთი
აზრები და უბრალოდ განიცადონ ინტიმური ურთიერთობის შეგრძნებები. ნაკლები
ფიქრი და მეტი გრძნობა.

მიუხედავად იმისა, რომ აქ და ახლას ნეირომედიატორები რეალობის განცდის


საშუალებას გვაძლევენ - ეს განცდა სექსის დროს ძალიან ინტენსიურია - დოფამინი
რეალობაზე მაღლა დაცურავს. მას ყოველთვის შეუძლია, რაღაც უკეთესი
მოიფიქროს. ცდუნების გასაძლიერებლად, დოფამინი ალტერნატიულ რეალობაზე
კონტროლის უნარს გვაძლევს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად წარმოუდგენელია
წარმოსახვითი რეალობა. დოფამინს ყოველთვის შეუძლია გამოედევნოს ამ
წარმოსახვით ფანტომს.

სექსუალური ურთიერთობები ხშირად ხდება დოფამინური ფანტომების მსხვერპლი.


141 ქალის გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი 65% სექსის დროს სხვა
მამაკაცზე ოცნებობდა და უფრო სრულყოფილი სექსის ფანტაზიებზე ფიქრობდა.
სხვა კვლევებმა ეს მაჩვენებელი 92%-მდე ასწიეს. მამაკაცებში სექსის დროს ამგვარი

24
ფიქრები ქალების მაჩვენებლების იდენტურია. რაც უფრო მეტი სექსი აქვს ქალსა და
მამაკაცს, მით უფრო დიდი შანსია რომ სექსის დროს ოცნებებით დაკავდებიან.
ირონიულია, რომ ტვინის სქემები იმ ენერგიასა და მოტივაციას გვაძლევს, რომელიც
საწოლამდე მისასვლელად გვჭირდება, მაგრამ შემდეგ სიამოვნების მიღებაში ხელს
გვიშლის. სექსი პირველად უფრო ინტენსიურია, ვიდრე მეასედ, - განსაკუთრებით,
მეასედ იგივე პარტნიორთან. მაგრამ გამოცდილების კულმინაცია, ორგაზმი,
ყოველთვის საკმარისად ინტენსიურია იმისთვის, რომ თუნდაც ყველაზე მეოცნებე
ადამიანი აქ და ახლა მდგომარეობაში გადმოიყვანოს.
რატომ უნდა დედას, რომ ქორწილამდე მოვითმინოთ
მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ცვლილებებმა ეს დამოკიდებულება ზოგიერთ
კვარტალში შეცვალა, ჯერ კიდევ ბევრი დედა (და მამა) შფოთავს ამ საკითხთან
დაკავშირებით და საკუთარ ქალიშვილს მოუწოდებს, რომ "ქორწინებამდე საკუთარი
თავი შეინახოს". ეს ხშირად უფრო დიდი მორალური ან რელიგიური სწავლების
ნაწილია, მაგრამ აქვს თუ არა ამ მოლოდინს რაიმე უპირატესობა ტვინის
ქიმიკატებში?
ტესტოსტერონსა და დოფამინს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ვნებიანი
სიყვარულის დროს ტესტოსტერონი არის ერთადერთი "აქ და ახლა" მოლეკულა,
რომელიც დოფამინის სასარგებლოდ არ ითრგუნება. ფაქტობრივად, ისინი ერთად
მუშაობენ, რომელიც უკუკავშირის მეშვეობით აძლიერებს ჩვენს რომანტიკულ
გრძნობებს. ვნებიანი სიყვარული ჩვეულებრივ ზრდის სექსის სურვილს.
ტესტოსტერონი ამახინჯებს ამ სურვილს. გაზრდილი სურვილი თავის მხრივ ზრდის
ვნებიან სიყვარულს. მაშასადამე, სექსუალური კმაყოფილების უარყოფა რეალურად
აძლიერებს ვნებას - რა თქმა უნდა არა სამუდამოდ და არა მნიშვნელოვანი
მსხვერპლის გარეშე, მაგრამ ეფექტი რეალურია. ლოდინი ახანგრძლივებს
სიყვარულის ყველაზე ამაღელვებელ ფაზას. დისტანციისა და უარყოფის მწარე
შეგრძნებები ქიმიური რეაქციის დასასრულს აღნიშნავს.
გადადებული ვნება მყარი ვნებაა. თუ დედას ქალიშვილის გათხოვება სურს, ვნების
გაძლიერება კარგია გზაზე მრავალი ფაქტორის დასახმარებლად. დოფამინი იკეტება,
როდესაც ფანტაზია რეალობად იქცევა და იგი რომანტიკული სიყვარულის ქიმიური
მამოძრავებელია. რა გაზრდის დოფამინს? დათანხმდეთ სექსს ახლა თუ
შეინარჩუნოთ იგი მომავლისათვის? დედამ პასუხი იცის, მაშინაც კი, თუ ჩვენ
მხოლოდ ახლა ვსწავლობთ ამას.
25
შონმა წონაში ცოტათი მოიმატა, მაგრამ სამანტასთვის იგი ახლა უფრო მიმზიდველი
აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. შონიც ფიქრობდა, რომ ახლა სამანტაც უკეთესად
გამოიყურებოდა, ვიდრე ოდესმე. შონისთვის არაფერი იყო უფრო სექსუალური,
ვიდრე სამანტას დანახვა, როცა ახლართული თმებით იღვძებდა მაკიაჟის გარეშე და
კოლეჯის ერთ-ერთი ძველი მაისური ეცვა. ბოლო დროს ხმის გამოცემისაგან თავს
იკავებდნენ, რათა არ მოეპარათ რამდენიმე დამატებითი წუთი, სანამ ბავშვს ეძინა.
ადრიანი დილა ის იშვიათი მომენტი იყო, როდესაც ისინი ერთმანეთის
თანდასწრებით მარტონი ტკბებოდნენ.

სამანტამ ისწავლა როგორ დახმარებოდა შონს დაუცველობის დაძლევაში რაც მას


სამსახურში ხელს უშლიდა; სამანტამ იპოვა მისთვის თავისუფალი დრო და შეძლო
უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით დაემთავრებინა. ისინი სულ უფრო და უფრო
მეტად ტკბებოდნენ ერთად ყოფნისგან. ხანდახან საერთოდ არ ლაპარაკობდნენ და
ერთხელაც უცნაურად ეჩვენებოდათ, რომ თავს მშვენივრად გრძნობდნენ და ამაში
არასწორი არაფერი იყო. სამანტამ გაიხსენა ღამე, როცა შონი მისკენ მიიწია, თეძოზე
ხელი მოხვია და მან ხელი უკან გააწევინა. შონი გადაბრუნდა და დაძინების წინ
სამანტასთვის ნაცნობი ხმა გამოსცა.

"რა მოხდა?" ჰკითხა სამანტამ.

"არაფერი" უპასუხა შონმა, "უბრალოდ დავრწმუნდი, რომ აქ ხარ".

დოფამინმა ნარკოტიკული ექსპერიმენტების საფუძველზე "სიამოვნების


მოლეკულის" სახელი მიიღო. წამლებმა გაანათეს დოფამინის წრეები და ტესტის
მონაწილეებმა განიცადეს ეიფორია. აღმოჩნდა, რომ დოფამინის გააქტიურება
მხოლოდ მოულოდნელმა საჩუქრებმა გამოიწვია. დოფამინმა არ უპასუხა საჩუქარს,
არამედ საჩუქრის წინასწარმეტყველების შეცდომას. სწორედ ამიტომ,
შეყვარებულობა სამუდამოდ არ გრძელდება. როდესაც გვიყვარდება, ჩვენ ვუყურებთ
მომავალს, რომელიც შეყვარებულთან ერთად სრულყოფილია. ეს არის გაცხელებულ
ფანტაზიაზე აგებული მომავალი, რომელიც ნაწილებად იშლება თორმეტიდან
თვრამეტ თვიანი რეალობის შემდეგ. შემდეგ რა? ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა
სრულდება, ძიება ახლდება და დოფამინური მღელვარება თავიდან იწყება.
ალტერნატიულად, ვნებიანი სიყვარული შესაძლებელია რაღაც უფრო გამძლე
ურთიერთობად გარდაიქმნას. სიყვარულის მეორე ეტაპი შესაძლოა ისე არ
აღგვაფრთოვანებდეს როგორც დოფამინი, მაგრამ მას ხანგრძლივი ბედნიერების
მოწოდება შეუძლია, რომელიც აქ და ახლას ნეირომედიატორებზეა დაფუძნებული,
როგორიცაა ოქსიტოცინი, ვაზოპრესინი და ენდორფინი.

ეს ჰგავს ჩვენს საყვარელ, ძველ საცხოვრებელ ადგილს - რესტორნებს, მაღაზიებს,


ქალაქებსაც კი. ჩვენი მათდამი სიყვარული ნაცნობი გარემოს სიამოვნებისგან მოდის:
ეს არის კონკრეტული ადგილის რეალური, ფიზიკური ბუნება. ჩვენ ვტკბებით

26
ნაცნობით არა იმის გამო, რაც შეიძლება რომ გახდეს, არამედ იმით, რასაც ახლა
წარმოადგენს. ეს არის ერთადერთი სტაბილური საფუძველი ხანგრძლივი და
დამაკმაყოფილებელი ურთიერთობისათვის. დოფამინის ნეორომედიატორი,
რომელიც სამომავლო საჩუქრების მაქსიმალური გაზრდისკენ გვიბიძგებს,
სიყვარულის ბილიკზე გვაყენებს. იგი ატრიალებს ჩვენს სურვილებს, ანათებს ჩვენს
ფანტაზიას და გვიზიდავს ურთიერთობაში ფანტასტიკური დაპირებებით. მაგრამ,
როცა საქმე სიყვარულს ეხება, დოფამინი დასაწყისის ადგილია და არა დასასრულის.
დოფამინი ვერასოდეს დაკმაყოფილდება. დოფამინს მხოლოდ ერთის თქმა შეუძლია:
"მეტი".

27
თავი მეორე - ნარკოტიკები
შენ ის გინდა... მაგრამ, რამდენად მოგეწონება?

ეს არის საკითხი, რომელშიც დოფამინი საგნის მოხმარების სურვილს ზედმეტად


აჭარბებს და წარმოშობს ყველაზე დესტრუქციულ ქცევის შაბლონს, რაც კი
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

წარმოვიდგინოთ, რომ ერთი ტიპი რესტორანს ჩაუვლის და ცხვირში მზადების


პროცესში მყოფი ბურგერის სუნი ეცემა; წარმოიდგენს, როგორ ჩაკბიჩავს ლაზათიან
ლუკმას. თითქმის დააგემოვნა კიდეც. ამჟამად დიეტაზეა, მაგრამ აღარ ახსოვს, ასეთი
მძაფრი სურვილით როდის სურდა რაიმე; ჰამბურგერის გარდა ვერაფერზე ფიქრობს,
ასე რომ, რესტორნის კარებს შეაღებს, შიგნით შეაბიჯებს და ერთ ცალს უკვეთავს. რა
თქმა უნდა, პირველი ნაკბეჩი გემრიელია, მეორე - არც ისე. ყოველი მომდევნო
ლუკმის დროს მისი სიამოვნება უფრო და უფრო მცირდება. სიამოვნება იმაზე
ნაკლებია, ვიდრე "ჰამბურგერის სამოთხისთვის" იმედოვნებდა. იგი ჰამბურგერს
მაინც ამთავრებს; ნამდვილად არ იცის რატომ, მაგრამ მცირე გულისრევას გრძნობს,
რასაც დამარცხებულობის შეგრძნებაც ემატება, ვინაიდან დიეტა დაარღვია.

ტიპი ქუჩაში ბრუნდება და თავში ერთი აზრი უტრიალებს: ძალიან დიდი


განსხვავებაა რაღაცის სურვილსა და მის მოწონებას შორის.

ვინ აკონტროლებს თქვენს ტვინს?

რაღაც მომენტში, ყველა სვამს კითხვას "რატომ?". რატომ ვაკეთებ იმას, რასაც
ვაკეთებ? რატომ ვირჩევ იმას, რასაც ვირჩევ?

ერთი შეხედვით, ეს კითხვა მარტივად გამოიყურება: ჩვენს ქმედებებს მიზეზები


აქვთ. თბილ სვიტრს მაშინ ვიცვამთ, როდესაც გვცივა. დილით ადრიანად ვდგებით
და სამსახურში მივდივართ, რადგან გადასახადები უნდა გადავიხადოთ. კბილებს
ვიხეხავთ, რათა მათი გაფუჭებისგან თავი დავიზღვიოთ. ჩვენს მიერ ჩადენილი
ქმედებები ძირითადად სხვა საგნებს ემსახურება, იქნება ეს სითბოს შეგრძნება,
ფულის ქონა თუ სტომატოლოგის მხრიდან გაკიცხვის თავიდან არიდება.

პრობლემა ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ ეს კითხვა იქამდე დასვათ, სანამდეც


მოგინდებათ. რატომ გვინდა თბილად ყოფნა? რატომ გვაღელვებს გადასახადების
გადახდა? რატომ გვინდა თავიდან ავიცილოთ სტომატოლოგთან ვიზიტი? ბავშვები
ამ თამაშს მუდმივად თამაშობენ: დაძინების დროა: "რატომ?", იმიტომ, რომ დილით
სკოლისათვის ადრე უნდა ადგე: "რატომ?", იმიტომ, რომ განათლება გჭირდება:
"რატომ?", და ასე შემდეგ.

28
ფილოსოფოსმა არისტოტელემ იგივე თამაში ითამაშა, მაგრამ ბევრად სერიოზული
მიზნით. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იგი სხვა საკითხებთან მიმართებაში
აკვირდებოდა და აინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ამ ყველაფერს დასასრული.
მართლაც, რატომ მიდიხართ სამსახურში? რაში გჭირდებათ ფულის შოვნა? რატომ
უნდა გადაიხადოთ გადასახადები? რატომ გინდათ, რომ ელექტროენერგია ჩართული
იყოს? სად მთავრდება ეს ყველაფერი? არსებობს რაიმე, რასაც მხოლოდ საკუთარი
თავისთვის ვეძებთ და არა იმიტომ, რომ ყველაფერს სხვა საგნებამდე მივყავართ?
არისტოტელემ გადაწყვიტა, რომ ასეთი რამ მართლაც არსებობდა. მან თქვა, რომ
არსებობდა ერთი რამ, რომელიც იმალებოდა ყოველი "რატომ"-ს მიღმა და მისი
სახელია ბედნიერება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, საბოლოო ჯამში ბედნიერების
მოპოვებას ემსახურება.

ძნელია ამ დასკვნასთან კამათი. ჩვენ გვახარებს, რომ შეგვიძლია გადასახადების


გადახდა, გვახარებს, რომ სახლში ელექტროენერგია გვაქვს, გვახარებს, რომ ჯანსაღი
კბილები და მოქნილი გონება გვაქვს. შეიძლება ტანჯვაც კი გვიხაროდეს, თუ ამას
ღირსეული მიზეზით ვაკეთებთ. ბედნიერება სწორედ ის კომპასია, რომელიც ჩვენი
ცხოვრების მოგზაურობას ხელმძღვანელობს. სხვადასხვა ვარიანტების წინაშე
დგომისას, ჩვენ ვირჩევთ იმას, რაც ყველაზე მეტ ბედნიერებამდე მიგვიყვანს.

იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ასეთ არჩევანს არ ვაკეთებთ.

ჩვენი ტვინი ამგვარად არ არის მოწყობილი. გაიხსენეთ, რამდენ ადამიანს იცნობთ,


რომლებმაც კარიერაში "ჩავარდნა" განიცადეს, ან ისინი, რომლებმაც კონკრეტული
კოლეჯი ყოველგვარი მოწოდების გარეშე, არაფრის საფუძველზე აირჩიეს,
ბუნდოვანი შეგრძნებით, რომ ეს გადაწყვეტილება მათთვის სწორი იყო. ჩვენ
მხოლოდ იშვიათად ვცდილობთ რაციონალურად განვიხილოთ შესაძლო ვარიანტები
და თითოეული მათგანი ავწონ-დავწონოთ. ასეთი ვარჯიში დამღლელი სამუშაოა და
შედეგიც იშვიათად არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ იშვიათად ვაღწევთ ისეთ
წერტილს, სადაც სრული დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სწორი
გადაწყვეტილება მივიღეთ. ბევრად უფრო ადვილია უბრალოდ ის გააკეთო, რისი
გაკეთებაც გინდა. და ასეც ვიქცევით.

შემდეგი კითხვა, რა თქმა უნდა, არის: "რა გვინდა?". პასუხი დამოკიდებულია იმაზე,
თუ ვის ვუსვამთ ამ კითხვას. ერთს შესაძლოა გამდიდრება სურდეს, ხოლო მეორეს
კარგი მამობის გაწევა. პასუხი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროს ვსვამთ
კითხვას; დილის ცხრა საათზე შეიძლება სადილი გვსურდეს, ხოლო დილის შვიდ
საათზე - კიდევ ათი წუთით ძილი. ხანდახან ისეც ხდება, რომ ადამიანებმა საერთოდ
არ იციან რა უნდათ; სხვა დროს მათ უამრავი რამ ერთდროულად სურთ. მათ
ერთდროულად ბევრი რამ ვერ ექნებათ, რადგან ხშირად სურვილები ერთმანეთს
ეწინააღმდეგება. რა ხდება?

29
როგორ დარჩე ცოცხალი

ენდრიუ ოცი წლის ახალგაზრდა გახლდათ, რომელიც პროგრამული


უზრუნველყოფის სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა. იგი თავდაჯერებული,
სანდომიანი ადამიანი იყო და კომპანიაში ერთ-ერთი საუკეთესო გამყიდველის
რეპუტაციით სარგებლობდა. საკუთარი სამუშაოთი იმდენად იყო გატაცებული, რომ
დასვენებას და სხვა აქტივობებს დროს თითქმის არ უთმობდა. გამონაკლისი
მხოლოდ ერთი რამ გახლდათ: ქალები. ენდრიუმ აღმოაჩინა, რომ ასამდე ქალთან
ეძინა, მაგრამ ინტიმური ურთიერთობა არც ერთ მათგანთან არ ჰქონია. ენდრიუს
ღრმა ურთიერთობა სურდა, ფიქრობდა რომ ეს მნიშვნელოვანი იყო ხანგრძლივი
ბედნიერებისათვის და იმასაც ხვდებოდა, რომ ერთი ღამე ხანგრძლივ
ბედნიერებასთან არ მიიყვანდა. მიუხედავად ამისა, მსგავსი საქციელით ცხოვრებას
მაინც განაგრძობდა.

სურვილი ან რაღაცის ნდომა, ტვინის ევოლუციურად ძველი ნაწილიდან თავის


ქალას სიღრმეში მიედინება, რომელსაც „ვენტალური ტეგმენტალური წრე“ ეწოდება.
იგი დოფამინით არის მდიდარი; ფაქტობრივად, ეს არის დოფამინის მწარმოებელი
ორი ძირითადი რეგიონიდან ერთ-ერთი. ტვინის უჯრედების უმეტესობის მსგავსად,
უჯრედებს, რომლებიც იქ იზრდებიან, ტვინში გრძელი წანაზარდებით (კიდურებით)
გამოირჩევიან, სანამ არ მიაღწევენ ადგილს, რომელსაც აკუმბენსის ბირთვი ეწოდება.
როდესაც ეს გრძელკუდიანი უჯრედები გააქტიურებულია, ისინი დოფამინს
აკუმბენსში ათავისუფლებენ, რომელიც აღძრავს შეგრძნებას, რასაც მოტივაციის
სახელით ვიცნობთ. ამ წრედის სამეცნიერო ტერმინი არის მეზოლიმბური ბილიკი,
თუმცა უფრო მოსახერხებელია, რომ მას დოფამინის სურვილის წრე დავარქვათ.

30
დოფამინის სურვილის წრე იმისათვის განვითარდა, რომ ხელი შეუწყოს ქცევის
შაბლონებს, რომელიც ემსახურება გადარჩენას და რეპროდუქციას, ან უფრო ნათლად
რომ ვთქვათ, რათა დაგვეხმაროს საკვებისა და სექსის მიღებაში; ასევე, სხვადასხვა
დაბრკოლების გადალახვაში. სწორედ სურვილის წრე აქტიურდება, როდესაც
მაგიდაზე დადებულ დონატებს ხედავთ და მათი შესანსვლა გინდებათ. იგი
საჭიროების მიხედვით არ აქტიურდება, არამედ ევოლუციურად რაიმე
მიმზიდველის არსებობით და სიცოცხლის შენარჩუნების თვალსაზრისით. ანუ,
როდესაც სურვილის წრე აქტიურდება, არ აქვს მნიშვნელობა ამ მომენტისათვის
მშიერი ხართ თუ არა. ეს არის დოფამინის ბუნება. იგი ყოველთვის მეტის შეძენაზე
და მომავლის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. შიმშილი არის ის, რაც აქ და
ახლა ხდება, მაგრამ დოფამინი გეუბნებათ: "წადი და შეჭამე დონატი. სულ არ
მაინტერესებს გშია თუ არა. ეს გაზრდის შენს შანსს მომავალში ცოცხლად
დარჩენისათვის. ვინ იცის, როდის გამოჩნდება მომდევნო საკვები?". ასეთ
დამოკიდებულებას ობიექტური აზრი ჰქონდა ჩვენი ძირძველი წინაპრებისთვის,
რომლებიც დროის უმეტეს ნაწილში შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდნენ.

ბიოლოგიური ორგანიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ცოცხლად


დარჩენასთანაა დაკავშირებული. შედეგად, დოფამინის სისტემა მეტ-ნაკლებად
შეპყრობილია ჩვენთვის სიცოცხლის შენარჩუნებით. იგი მუდმივად ასკანერებს
შესაძლო წყაროებს საკვებისათვის, თავშსაფარს, შეჯვარების შესაძლებლობებს და
სხვა რესურსებს, რომლებიც ჩვენი დნმ-ს რეპლიკაციას გააგრძელებენ. როდესაც
რაღაც პოტენციურად ღირებული აღმოჩენილია, დოფამინი ირთვება და აგზავნის
შეტყობინებას: "გაიღვიძე!", "ყურადღებით იყავი!", "ეს მნიშვნელოვანია". იგი ამ
შეტყობინებას სურვილისა და მღელვარების შეგრძნების წარმოქმნით გვიგზავნის.
სურვილის არსებობა თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი არ არის. ეს არის რეაქცია
თქვენთვის ნაცნობ საგნებთან მიმათებაში.

ბურგერის სურნელით მოჯადოებული მამაკაცის გონებაში შესაძლოა სხვა


პრიორიტეტები ტრიალებდა, მაგრამ დოფამინმა მას თითქმის უზომო სურვილი
გაუჩინა - ბურგერის ჭამის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი
განსხვავებული იყო, ადამიანების ტვინში ათასობით წლის წინაც იგივე მექანიზმი
მუშაობდა. წარმოიდგინეთ ჩვენი ერთ-ერთი წინაპარი, რომელიც სავანაში სეირნობს.
ნათელი დილაა, მზე ამოდის, ჩიტები ჭიკჭიკებენ და ყველაფერი ისეა, როგორც
ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ჩვენი წინაპარი აქეთ-იქით იყურება, მიდამოს
ათვალიერებს და მოულოდნელად მისი მზერა კენკრით დახუნძლულ ბუჩქს ამჩნევს.
ასეთი ბუჩქი მან ადრეც არაერთხელ ნახა, მაგრამ მათზე გამოსხმული კენკრა
არასდროს უნახავს. წარსულში მისი თვალები ბუჩქს უდარდელად ათვალიერებდა,
ხოლო გონება სადღაც სხვაგან დაქროდა, ახლა კი ბუჩქმა ყურადღება მიიპყრო.
კონცენტრაცია მძაფრდება, ვინაიდან თვალებმა წითელი კენკრა დაასკანერეს და
ყველა დეტალს ზედმიწევნით აკვირდებიან. ორგანიზმში მღელვარება იმატებს.
მომავალი მცირედით უსაფრთხო გახდა, რადგან მწვანე ბუჩქი ნაყოფს იძლევა.

31
სურვილის წრე, რომელიც დოფამინით იკვებება, მოქმედებაში მოვიდა.

ჩვენი წინაპარი ამ ადგილის დამახსოვრებას აპირებს, რადგან აქ კენკრა იზრდება.


ამიერიდან, როდესაც იგი ბუჩქს დაინახავს, მცირე დოფამინი განთავისუფლდება,
რათა მან მეტი სიფრთხილე და აღელვება იგრძნოს; რაც უფრო დიდი იქნება
აღელვება, მით მეტი იქნება მოტივაცია, რომ იგი დაეუფლოს ამ კენკრას, რომელიც
სამომავლოდ ცოცხლად გადარჩენაში დაეხმარება. უკვე ჩამოყალიბდა
მნიშვნელოვანი მეხსიერება: ეს ადგილი მნიშვნელოვან დატვირთავს ატარებს,
რადგან გადარჩენასთან არის დაკავშირებული და დოფამინის განთავისუფლებასთან
ასოცირდება. მაგრამ რა ხდება, როდესაც დოფამინი კონტროლიდან გამოდის?

რატომ ვცხოვრობთ ილუზიების სამყაროში?

როცა ენდრიუმ მიმზიდველი ქალი დაინახა, მისი საწოლამდე მიყვანა ამქვეყნად


ყველაზე საინტერესო გამოწვევად იქცა. ყველაფერი დანარჩენი გამკრთალდა და
განაცრისფრდა. იგი როგორც წესი, ქალებს ბარებში ხვდებოდა და როდესაც არ
მუშაობდა, ბარები ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც დროს ატარებდა. ზოგჯერ
საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ მხოლოდ განტვირთვა და რამდენიმე ჭიქა ლუდი
უნდოდა. ენდრიუს ატმოსფერო მოეწონა და იყო შემთხვევები, როდესაც ვიღაცის
"შებმის" სურვილს ებრძოდა. მან იცოდა, რომ ახალგაზრდა გოგონების მიმართ სექსის
დასრულებისთანავე დაკარგავდა ინტერესს და ეს შეგრძნება სრულებით არ
მოსწონდა. მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ მოვლენების განვითარების შესახებ
წინასწარ იცოდა, მაინც ნებდებოდა ხოლმე.

ცოტა ხნის შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. ენდრიუს ქალებისადმი


ინტერესი სექსის შემდეგ კი არ ეკარგებოდა, არამედ იმ მომენტიდანვე, როცა ქალები
მასთან სახლში წასვლას დასთანხმდებოდნენ. დევნა დასრულდა და ყველაფერი
შეიცვალა. მის თვალში ქალები თითქოს ფიზიკურადაც იცვლებოდნენ და
სხვანაირად გამოიყურებოდნენ; ეს ტრანფორმაცია წამიერად ხდებოდა. სახლში
მისვლისას, ენდრიუს აღარ ჰქონდა სექსის სურვილი.

ფართო გაგებით, რაღაცასთან დაკავშირებით იმის თქმა, რომ იგი "მნიშვნელოვანია",


ნიშნავს, რომ დოფამინთან დაკავშირებულ საკითხზე ვსაუბრობთ. რატომ? რადგან
უამრავ საკითხს შორის, რომელსაც დოფამინი განაგებს, იგი წინასწარი
გამაფრთხილებელი მოცემულობაა ყველაფრისთვის, რაც გადარჩენაში გვეხმარება.
როდესაც ჩვენი არსებობისთვის რაიმე სასარგებლო ჩნდება, მასზე უბრალოდ ფიქრი
არ გვსურს. დოფამინი გვაიძულებს იგი ახლავე, დაუყოვნებლივ ვისურვოთ. არ აქვს
მნიშვნელობა მოგვეწონება თუ არა საგანი ან გვჭირდება თუ არა იგი მოცემულ
მომენტში. დოფამინს ასეთი რაღაცები უბრალოდ არ აინტერესებს. დოფამინი პატარა

32
მოხუც ქალბატონს ჰგავს, რომელიც გამუდმებით ტუალეტის ქაღალდს ყიდულობს.
მისი დამოკიდებულება ღაღადებს, რომ ვერასდროს გექნებათ ზედმეტი ტუალეტის
ქაღალდი - ამიტომ, ყოველთვის შეგიძლიათ მისი შეძენა. ტუალეტის ქაღალდის
ნაცვლად, დოფამინი მოგიწოდებთ დააგროვოთ ყველაფერი, რომელიც სიცოცხლის
შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ეს ხსნის, თუ რატომ უნდოდა დიეტაზე მყოფ მამაკაცს ჰამბურგერი, მიუხედავად


იმისა, რომ საერთოდ არ გრძნობდა შიმშილის შეგრძნებას. ეს ხსნის, თუ რატომ
განაგრძობდა ენდრიუ ქალების შებმას, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც კარგად
უწყოდა, ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე საათის მანძილზე გაგრძელდებოდა და
ბოლოს მაინც უსიხარულოდ იგრძნობდა საკუთარ თავს. ეს ასევე სხვა ნიუანსებსაც
ნათელს ჰფენს: რატომ გვამახსოვრდება გარკვეული სახელები, სხვები კი არა.
არსებობს უამრავი ხერხი და მეთოდი, როგორ გავაუმჯობესოთ მარტივად
მახსოვრობის უნარი, მაგალითად, როგორიცაა საუბრისას პიროვნების სახელის
რამდენიმეჯერ გამეორება.

მაშინაც კი, როცა სახელები მეხსიერებაში კარგად შენახულად გამოიყურება, ისინი


მალევე ქრებიან. მნიშვნელოვანი სახელები - ადამიანები, რომლებიც ჩვენს
ცხოვრებაზე აშკარა გავლენას ახდენენ - ნაკლებად გვავიწყდება. იმ ადამიანის
სახელი, რომელიც წვეულებაზე თქვენთან ფლირტაობდა უფრო დიდხანს
დაგამახსოვრდებათ, ვიდრე იმისი, ვინც დაგაიგნორათ. თუ უმუშევარი ხართ და
ვინმე სამსახურს შემოგთავაზებთ, ასეთი ადამიანის სახელი არასდროს
დაგავიწყდებათ. ანალოგიურად, მამრი ვირთხები ლაბირინთში არსებულ სწორ
მარშრუტს უფრო ადვილად იმახსოვრებენ, თუ მათ ბოლოში მდედრი ვირთხა ელით.
ზოგჯერ ფოკუსირების ინტენსივობა იმდენად დიდია, რომ თქვენი ყურადღება
გამუდმებით ისეთ საკითხებზე რჩება, რომელთაც არანაირი მნიშვნელობა არ
გააჩნიათ. მამაკაცმა, რომელმაც ყაჩაღობისას მძარცველის ცხრა მილიმეტრიანი
ბერეტა დაიმახსოვრა, დაკითხვისას განაცხადა: "მე არ მახსოვს მძარცველის სახე,
მაგრამ შემიძლია იარაღი აღვწერო".

უფრო ნორმალურ პირობებში, სურვილის წრეში დოფამინის გააქტიურება იწვევს


ენერგიას, ენთუზიაზმს და იმედს. ეს ნამდვილად კარგი შეგრძნებაა. სინამდვილეში,
ზოგიერთი ადამიანი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ამ შეგრძნების დევნაში ატარებს -
მოლოდინის განცდა; განცდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. დოფამინი
წარმოსახვას ააქტიურებს და ვარდისფერი მომავლის გამოსახულებებს წარმოქმნის.

რა ხდება, როდესაც მომავალი აწმყო ხდება - როცა ვახშამი უკვე შენს პირის ღრუშია,
ხოლო შეყვარებული შენს მკლავებში? მღელვარება, ენთუზიაზმი და ენერგია
იფანტება. დოფამინის გამოყოფა შეწყდა. დოფამინის წრეები გამოცდილებას რეალურ
სამყაროში არ ამუშავებენ, ისინი მხოლოდ მომავლის წარმოსახვითი
შესაძლებლობებით კავდებიან. ბევრი ადამიანისთვის ეს უსიამოვნების წყაროა. ისინი

33
იმდენად არიან დოფამინურ სტიმულაციაზე მიბმული, რომ ყველანაირი ხერხით
გაურბიან აწმყოს და საკუთარი წარმოსახვის კომფორტულ სამყაროს აფარებენ თავს.
ადამიანი საჭმელს მიირთმევს და ფიქრობს: "რას ვაკეთებ ხვალ?" - ამ დროს ვერც კი
აცნობიერებს მომენტს, როგორ მოუთმენლად ელოდა დაღამებას და სავახშმოდ
დასხდომას. დოფამინური ენთუზიასტისთვის მოგზაურობა უფრო სასიამოვნოა,
ვიდრე დანიშნულების ადგილას ჩასვლა.

მომავალი რეალური არ არის. იგი შედგება შესაძლებლობების ნაკრებისგან, რომელიც


მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. ეს შესაძლებლობები უმეტესწილად
იდეალიზებულია - ჩვენ თითქმის არასდროს წარმოვიდგენთ საშუალო შედეგს და
მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობაზე, რაც მომავალს
უფრო მიმზიდველს ხდის. მეორეს მხრივ, აწმყო რეალურია და კონკრეტული.
რეალობა არის გამოცდილება და არა წარმოსახვა, ამიტომაც მას ტვინის ქიმიკატების
განსხვავებული ნაკრები - აქ და ახლას ნეირომედიატორები სჭირდება. დოფამინი
რაღაცის სურვილს გვაიძულებს, ხოლო აქ და ახლა მისი დაფასების საშუალებას
გვაძლევს: არომატები, ფერები, ტექსტურა, ემოციები და გამოცდილება, როდესაც
საყვარელ ადამიანებთან ძვირფას დროს ვატარებთ.

სურვილი მოწონების წინააღმდეგ

მღელვარებიდან უშუალოდ სიამოვნებაზე გადასვლის პროცესი შესაძლოა რთული


აღმოჩნდეს. იფიქრეთ მყიდველის სინანულის გრძნობაზე, რომელიც მას რაღაც
ძვირადღირებულის შეძენის შედეგად ეუფლება. ტრადიციულად, ასეთ შეგრძნებას
არასწორი არჩევანის გაკეთების შიშს მიაწერენ ან ექსტრავაგანტულობასთან
დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ეჭვებს. სინამდვილეში, ეს არის ნათელი მაგალითი,
რომ სურვილის წრე საკუთარ დაპირებას არღვევს. დოფამინი გეუბნებათ, რომ თუ
ძვირადღირებულ ავტომობილს იყიდით, თქვენი ცხოვრება სიხარულის ფეიერვერკი
გახდება და სიცოცხლე არასოდეს იქნება იგივე. როდესაც ავტომობილის მფლობელი
გახდებით, მიხვდებით, რომ ეს გრძნობა არც ისე მძაფრი და არც ისე ხანგრძლივი
აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდით. სურვილის წრე ხშირად არღვევს თავის
დაპირებებს - ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი კმაყოფილების შეგრძნების
წარმოქმნაში არანაირ როლს არ თამაშობს. სურვილის წრე ოცნებების ასრულების
პოზიციაში არ დგას. ასე ვთქვათ, სურვილის წრე მხოლოდ გამყიდველია.

სასურველის შეძენის მოლოდინის დროს, მომავალზე ორიენტირებული დოფამინის


სისტემა აქტიურდება და წარმოქმნის მღელვარების შეგრძნებას, ხოლო ფლობის
მიღწევის შემდეგ, სასურველი ობიექტი ექსტრაპერსონალური სივრციდან
პერიპერსონალურ სივრცეში გადადის. მყიდველის სინანული არის ახლანდელი
გამოცდილების მარცხი, რომელიც დოფამინური აგზნების დაკარგვით არის

34
გამოწვეული. გონივრული შესყიდვის შემთხვევაში აწმყოში ძლიერი დაკმაყოფილება
შესაძლებელია, რითაც მიღებული კმაყოფილება დოფამინური მღელვარების
დაკარგვას ანაზღაურებს. მყიდველის სინანულისგან თავის ასაცილებლად კიდევ
ერთი გზა არის ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც დამატებით დოფამინურ მოლოდინს
იწვევს, როგორიცაა მაგალითად კომპიუტერის შეძენა, რაც თქვენს
პროდუქტიულობას ზრდის, ან მოხდენილი ჟაკეტი, რომელიც გიხდებათ.

ამრიგად, ჩვენ ვხედავთ სამ შესაძლო გამოსავალს, მყიდველის სინანულის თავიდან


აცილებისთვის: (1) დოფამინის დევნა გაზრდილი შესყიდვით, (2) დოფამინური
კრახის თავიდან აცილება ნაკლები შესყიდვით, (3) და დოფამინიდან აწმყოზე
გადასვლის უნარის გაძლიერება მოწონების გზით. სურვილი და მოწონება ტვინში
ორი განსხვავებული სისტემის მიერ წარმოიქმნება, ამიტომ, ხშირად არ მოგვწონს ის,
რაც გვინდა.

შესაძლოა რთულია ერთმანეთისგან იმის გარჩევა, თუ რა მოგვწონს და რა გვინდა,


მაგრამ მსგავსი კავშირის გაწყვეტა ყველაზე რთული მაშინაა, როდესაც ადამიანები
ნარკოტიკებზე ხდებიან დამოკიდებულნი.

სურვილის წრედის გატაცება

ენდრიუ თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ბარებში ატარებდა. კოლეჯში სწავლის


პერიოდში იგი ხშირად დადიოდა წვეულებებზე, სადაც დილამდე სვამდა. კოლეჯის
დამთავრების შემდეგ მისი მეგობრების უმეტესობა სასმლიდან სხვა საკითხებით
დაინტერესებაზე გადავიდა. ალკოჰოლი მათ ცხოვრებაში მთავარ როლს აღარ
თამაშობდა. მაგრამ ენდრიუსთვის ბარები საკუთარი სახლივით გახლდათ. როდესაც
იგი ისეთ ქალს იპოვიდა, რომელიც მასში ინტერესს აღძრავდა, შედარებით მეტის
სმას იწყებდა. მეწყვილის ყოლის გავლენით სამყარო უფრო ამაღელვებელ და ლამაზ
ადგილად გამოიყურებოდა, რისგან მიღებულ სიამოვნებასაც ალკოჰოლი უფრო
ამწვავებდა.

ენდრიუ მშვენივრად აცნობიერებდა, რომ დალევა მეორე დღეს ნამდვილ


განსაცდელად გადაიქცეოდა ხოლმე; სამსახურში იგი ვეღარ ახერხებდა საკუთარი
შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. გაყიდვებმა იკლო, თერაპევტმა კი
ენდრიუს სასმლისგან შესვენება ურჩია. თერაპევტმა ენდრიუს უთხრა, რომ
უბრალოდ ეცადა ოცდაათი დღის განმავლობაში ფხიზლად დარჩენილიყო. ექიმმა
კარგად იცოდა, რომ თუ სასმელზე დამოკიდებულ ადამიანს ამის გაკეთება ოცდაათი
დღის განმავლობაში შეუძლია, იგი ერთ თვეში თავს კარგად იგრძნობს. ენდრიუ ერთ
თვეში ირძნობდა ენერგიის მატებას და ცხოვრების მარტივი სიამოვნებებისგან მეტად
გაიხარებდა. თავად ეს გრძნობა კი პარალელურად ზრდის მოტივაციას უფრო

35
ხანგრძლივი სიფხიზლისათვის. მეორეს მხრივ, თუ იგი ოცდაათდღიან სიფხიზლეს
ვერ მიაღწევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ პაციენტმა სასმელზე კონტროლი დაკარგა.
ერთ თვიანი სიფხიზლე არის გამომაფხიზლებელი გამოცდილება, რომელსაც
შეუძლია მსმელის ცხოვრებიდან ალკოჰოლი გააქროს.

ენდრიუმ სცადა... თავის შეკავება არც ისე უჭირდა, თუ არ ჩავთვლით მომენტებს,


როდესაც ბარში ახალი გოგონას აღმოსაჩენად იყო მისული. დევნის ნაცნობი
გამოცდილება მასში ძლიერ ლტოლვას აღძრავდა. თერაპევტი უფრო მეტად
შეშფოთდა და იგრძნო, რომ ენდრიუ ალკოჰოლის მოხმარების კრიტერიუმის
დარღვევებს აკმაყოფილებდა. მან ენდრიუს სთხოვა, რომ ანონიმური
ალკოჰოლიკების რამდენიმე შეხვედრაზე წასულიყო.

ენდრიუ თერაპევტის მიერ დასმულ დიაგნოზს არ დაეთანხმა. იგი უფრო მეტად


ანონიმური სექსის დაძლევაზე იყო ორიენტირებული. ენდრიუ დარწმუნებული იყო,
რომ თუ ამ ასპექტს კონტროლის ქვეშ მოაქცევდა, იგი აღარ ივლიდა ბარებში ასეთი
სიხშირით და ალკოჰოლის პრობლემაც თავისთავად მოგვარდებოდა. თერაპიას
დიდი დრო დასჭირდა და მიუხედავად თერაპევტთან განმეორებითი საუბრებისა,
სასმლის მოხმარება შემცირების ნაცვლად უფრო გაიზარდა. საბოლოოდ, ენდრიუმ
მიზანს მიაღწია. ის შეხვდა გოგონას, რომელმაც მისი ინტერესი მიიპყრო და
სასიხარულოდ, ინტერესი არ გაქრა. ენდრიუმ მთლიანად უარი თქვა ერთ ღამიან
ურთიერთობებზე. ბარებში ხშირად აღარ დადიოდა, მაგრამ გაკვირვებულმა
აღმოაჩინა, რომ სმა მაინც გაგრძელდა. სასმლის ჭიაყელა ღრმად შეძვრა ენდრიუს
ტვინში, იქ მან გადააერთა სქემები და გადმოაერთა სისტემები, შედეგად კი ახლა
ენდრიუ ვეღარ ჩერდებოდა.

მართვადი რაკეტის მსგავსად, დამოკიდებულების შემცველი ნარკოტიკები ძლიერი


ქიმიური აფეთქების მსგავსად ურტყამს სურვილის წრეს. ამ დამოკიდებულებას ვერც
ერთი ბუნებრივი შაბლონი ვერ შეედრება; ვერც საკვები, ვერც სექსი, ვერც
ვერაფერი.

ალან ლეშნერმა, ნარკომანიის ეროვნული ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა


განაცხადა, რომ ნარკოტიკები სურვილის წრეს "იტაცებს". ისინი ამ წრედს უფრო
ინტენსიურად ასტიმულირებენ, ვიდრე ბუნებრივი საშუალებები, როგორებიცაა
საკვები ან სექსი, რომლებიც ასევე ასტიმულირებენ ტვინის მოტივაციის სისტემას.
სწორედ ამიტომ აქვს საკვებისა და სექსისადმი დამოკიდებულებას ალკოჰოლთან
კავშირი. ტვინის სქემები, რომლებიც ჩვენი სიცოცხლის შენარჩუნების გადამწყვეტი
მიზნისთვის განვითარდა, ნარკოტიკების მიერ ხდება დამონებული.

ნარკოტიკზე დამოკიდებულება კიბოს ჰგავს: იგი მცირე ასპექტით იწყება, მაგრამ


შეიძლება სწრაფად და ტოტალურად დაეუფლოს მომხმარებლის ცხოვრებას.
ალკოჰოლიკი ყოველთვის ზომიერი მსმელის საფეხურიდან იწყებს. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ

36
მოძრაობს, რამდენიმე ჭიქა ლუდს არაყი და სხვა სასმელები ემატება, რაც შემდგომში
სასმლის მიერ ცხოვრების ყოველი ასპექტის გადაყლაპვას იწვევს. ალკოჰოლიზმი და
მსგავსი დამოკიდებულებები ადამიანს ყველა სოციალურ აქტივობას ეტაპობრივად
აშორებს. სიმსივნის მსგავსად, ალკოჰოლიზმი ვრცელდება და ადამიანის მთელი
ცხოვრება მხოლოდ მასზეა ორიენტირებული. აკეთებს თუ არა ადამიანი
რაციონალურ არჩევანს? გარედან ასე არ გამოიყურება.

შინაგანად, დოფამინის მოქმედებაში მოყვანით ჩვენ ზუსტ მიზეზებს ვხედავთ და


ცხადად ვაკვირდებით, რა მიზეზით დგება მსგავსი შედეგი.

დოფამინის სისტემა იმისათვის განვითარდა, რომ გამრავლებისთვის და


გადარჩენისთვის მოტივაცია მოგვცეს. ადამიანთა უმეტესობისთვის არაფერია
ცოცხლად დარჩენაზე და შვილების უსაფრთხოებაზე უფრო მნიშვნელოვანი. სწორედ
ასეთი აქტივობები წარმოქმნიან დოფამინის მატებას. პირდაპირი გაგებით,
დოფამინის მოზღვავებული ტალღები სიცოცხლისა და სიკვდილის სიტუაციებზე
რეაგირების აუცილებლობას მიანიშნებს. უსაფრთხოდ ყოფნა საკვების მოპოვება და
შვილების დაცვა არის ამოცანა, რომელიც ძლიერად ურტყამს დოფამინურ სისტემას.
რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი?

ნარკომანისთვის, ნარკოტიკი უფრო მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ


მომენტში ყველა ნარკომანი ასე გრძნობს. დოფამინური აფეთქება ყველაფერს
იტაცებს. თუკი გადაწყვეტილების მიღება ბალანსირებულ სასწორზე აწონვას წააგავს,
ნარკოტიკი ცალ მხარეს ჩამოკიდებული სპილო იქნება. ვერაფერი შეძლებს მისთვის
კონკურენციის გაწევას.

ნარკომანი ნარკოტიკს ამჯობინებს სამუშაოს, ოჯახს, ყველაფერს. თქვენ ფიქრობთ,


რომ მისი ტვინი ირაციონალურ არჩევანს აკეთებს, მაგრამ თავად ნარკომანს თავისი
ტვინი ეუბნება, რომ ყველაფერი სავსებით ლოგიკურია. თუ ვინმე შემოგთავაზებთ
არჩევანს ყველაზე ლამაზ სასადილოში ვახშმობისას და მილიონ დოლარს შორის,
იმაზე ფიქრიც კი სასაცილოა, რომ სასადილოს აირჩევთ. ზუსტად ამას გრძნობს
ნარკომანი, როდესაც არჩევანი გადასახადების გადახდასა და ამფეტამინს შორის
უნდა გააკეთოს. ის ირჩევს იმას, რაც უფო მძლავრ დოფამინურ აფეთქებამდე
მიიყვანს. კოკაინის დოფამინური ეიფორია უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი
გამოცდილება, რისი დასახელებაც შეგიძლიათ. დოფამინური სურვილის
თვალსაზრისით ნარკომანის დამოკიდებულება რაციონალურია, რადგან სწორედ იგი
განსაზღვრავს ნარკომანთა ქცევის შაბლონებს.

ნარკოტიკები ფუნდამენტურად განსხვავდებიან დოფამინის ბუნებრივი


ნაირსახეობებისაგან. როდესაც გვშია, არაფერია საკვებზე დიდი მოტივაცია. საკვების
მიღების შემდეგ მოტივაცია იკლებს, რადგან დაკმაყოფილების სქემები აქტიურდება
და სურვილის წრე ითიშება. არსებობს კონტროლისა და ბალანსის შესაძლებლობები,

37
რათა ყველაფერი სტაბილურად შევინარჩუნოთ. მაგრამ ნარკოტიკისთვის არანაირი
ბალანსი და კმაყოფილება არ არსებობს. ნარკომანი ნარკოტიკს იქამდე ღებულობს,
სანამ ბოლო ცენტიც არ ამოეწურება ან ჯანმრთელობას მთლიანად არ გაინადგურებს.
თუ ნარკომანს ჰკითხავთ, რამდენი ამფეტამინი სურს, მისი პასუხი ერთია: მეტი.

მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხით. დოფამინის სისტემის მიზანს მომავლის


პროგნოზირება წარმოადგენს, ხოლო როდესაც მოულოდნელი ჯილდო სახეზეა, იგი
გვიგზავნის სიგნალს, რომელიც ამბობს: "ყურადღებით იყავი. დროა სამყაროს შესახებ
რაღაც ახალი ისწავლო". ამგვარად, დოფამინით დატვირთული სქემები ელასტიკური
ხდება და ისინი ახალ შაბლონებად გარდაიქმნება. იბადება ახალი მოგონებები და
მყარდება ახალი კავშირები. "გახსოვდეს რა მოხდა" - ამბობს დოფამინის წრე - "ეს
შეიძლება სასარგებლო იყოს მომავალში".

რა არის საბოლოო შედეგი? ჯილდო აღარ გაკვირვებთ. თქვენ პირველად აღმოაჩინეთ


საიტი, სადაც ყველა თქვენი საყვარელი მუსიკაა განთავსებული და ეს ამაღელვებელი
შეგრძნება გახლდათ. საიტზე ხელმეორედ შედიხართ, მაგრამ მღელვარება
გამქრალია. ჯილდოს წინასწარმეტყველებაში შეცდომა აღარ არის. დოფამინი არ
ნიშნავს სიხარულის გამძლე წყალსაცავს. პროგნოზირებადი მოვლენების
ფორმირებით დოფამინი ტვინში მაქსიმალურად ზრდის რესურსებს, მაგრამ
პროცესში მოულოდნელობის აღმოფხვრით და ჯილდოს წინასწარმეტყველების
შეცდომის გაქრობით, იგი თრგუნავს საკუთარ აქტივობას.

მაგრამ დამოკიდებულების მქონე ნარკოტიკები იმდენად ძლიერია, რომ ისინი


გვერდს უვლიან მოულოდნელობისა და წინასწარმეტყველების რთულ წრეს და
ხელოვნურად ანთებენ დოფამინის სისტემა. ამის მეშვეობით ისინი ყველაფერს
ჯაბნიან. ეს არის მელვარე ლტოლვა მეტის და კიდევ უფრო მეტის მიღებისაკენ.

ნარკოტიკები ანადგურებენ დელიკატურ ბალანსს, რომელიც ტვინს ნორმალური


ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ძლიერი ნარკოტიკები ყოველთვის
ასტიმულირებენ დოფამინის გამოყოფას. ეს აბნევს ტვინს და მისი სისტემა ცდილობს,
რომ ამიერიდან ყველაფერი ნარკოტიკებთან დააკავშიროს. ცოტა ხნის შემდეგ ტვინი
დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკები არის ერთადერთი პასუხი ცხოვრების ყველა
ასპექტთან მიმართებაში. საზეიმო განწყობაზე ხართ? გამოიყენეთ ნარკოტიკები!
სევდა მოგერიათ? გამოიყენეთ ნარკოტიკები! მეგობართან ერთად გართობა გინდათ?
გამოიყენეთ ნარკოტიკები! გრძნობთ სტრესს, მოწყენილობას, მოდუნებას,
დაძაბულობას, გაბრაზებას, ძლიერებას, წყენას, დაღლილობას? გამოიყენეთ
ნარკოტიკები! ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრებებზე ამბობენ, რომ ნარკომანებმა
ყურადღება უნდა მიაქციონ სამ ფაქტორს, რამაც შესაძლოა ლტოლვა გამოიწვიოს,
ესენია: ადამიანები, ადგილები და საგნები.

38
როცა ტანსაცმელს კარგა ხანს ვეღარ გავრეცხავთ

ნარკომანთა შორის სხვადასხვა გადახრები ძალიან უცნაურია. ერთ ყოფილ


ნარკოდამოკიდებულს მოუწია უარი ეთქვა კარტონის მულტფილმების ყურებაზე,
რადგან მისი ნარკოდილერი პაკეტებზე ყოველთვის მულტფილმის გმირებს ხატავდა.
ზოგჯერ ნარკომანებმა არც კი იციან რა იწვევს მათ ლტოლვას. ჰეროინზე
დამოკიდებულმა პაციენტმა აღმოაჩინა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც სასურსათო
მაღაზიაში შედიოდა, საშინელი ლტოლვა ეწყებოდა, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა
ამის გამომწვევ მიზეზს. პაციენტის მკურნალობაში ეს ფაქტი ქაოსს იწვევდა.
ერთხელაც, პაციენტმა და ექიმმა მაღაზიაში ერთად გადაწყვიტეს წასვლა; ექიმმა
ნარკოდამოკიდებულს უთხრა, რომ ლტოლვის შეგრძნებისთანავე ეცნობებინა
მისთვის მისი დადგომის მომენტი. ისინი თითოეულ სექციაში დასეირნობდნენ,
სანამ პაციენტი მოულოდნელად არ შეჩერდა და წამოიძახა: "ახლა". ისინი
სამრეცხაოში იდგნენ და გამათეთრებელი ფხვნილებით სავსე თაროს უყურებდნენ.

რატომ ფიქრობენ ნარკომანები, რომ კოკაინის გაყნოსვას კრეკის მოწევა ჯობია

სურვილის წრეში დოფამინის გამოყოფის უნარი არის სწორედ ის, რაც


ნარკოდამოკიდებულებას იწვევს. ამას აკეთებს ალკოჰოლი, კოკაინი, ჰეროინი და
თვით მარიხუანაც. მიუხედავად ამისა, ისინი ერთნაირი ხარისხით არ იწვევენ
დამოკიდებულებას და მათ შორის განსხვავებები არსებობს. დოფამინს ყველაზე
მეტად ის აზიანებს, რომელიც მუდმივ მიჩვევას იწვევს. დოფამინური აფეთქების
შემდეგ, ნარკოტიკი მომხმარებელს აიძულებს თავი უფრო მეტად იგრძნოს
ეიფორიაში, რითაც იგი ასტიმულირებს ყველაზე ინტენსიურ ლტოლვას, როდესაც
ნარკოტიკის მოქმედება გაქრება. ინტენსივობა ერთმანეთისგან ნარკოტიკის
მიხედვით განსხვავდება. მარიხუანას მწეველებს ნაკლებად აწუხებთ
დამოკიდებულება, კოკაინის მომხმარებლებთან შედარებით. მაგრამ ყველა ამ
განსხვავების მიღმა არსებობს დოფამინური ლტოლვა და მომდევნო მიღების
სურვილი.

განსხვავებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ნარკოტიკის შემადგენლობაში მყოფი


ქიმიური მოლეკულების სტრუქტურა დიდ როლს თამაშობს. ზოგი ქიმიკატი სხვებზე
უკეთ აძლიერებს დოფამინს. მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც. მაგალითად,
კრეკის მოწევის დროს მიღებული მოლეკულა ზუსტად იგივეა, რაც კოკაინის
გაყნოსვის შემთხვევაში გვხვდება, მაგრამ კრეკი ბევრად უფრო ძლიერ
დამოკიდებულებას იწვევს - როდესაც იგი 1980-იან წლებში ფართოდ
ხელმისაწვდომი გახდა, ნარკოტიკების რეკრეაციული მოხმარების სამყარო
მთლიანად წალეკა.

39
რა არის კრეკში ასეთი "განსაკუთრებული", რის გამოც იგი კოკაინის ბაზარს
დაეუფლა და ათასობით ადამიანის ქიმიური დამონება გამოიწვია? მეცნიერული
პერსპექტივიდან პასუხი მარტივია: ეს "განსაკუთრებულობა" არის მოქმედების
დაწყების სიჩქარე.

სწორედ ამიტომ, კრეკის მოწევა უფრო მიმზიდველია ვიდრე კოკაინის გაყნოსვა.


მოწევა დოფამინის უფრო სწრაფ და მძლავრ გადინებას წარმოქმნის; ჩვეულებრივი
კოკაინის მოწევა არ შეიძლება, სიცხე მას ანადგურებს. ცხადია ამაში არ
ვგულისხმობთ რომ მისი გაყნოსვა რაიმე სახით უკეთესია. კოკაინის კრეკად
გარდაქმნის შემდეგ იგი მოსაწევად გამოიყენება; პრეპარატი ორგანიზმში ცხვირის
ნაცვლად ფილტვების მეშვეობით ხვდება, რაც დიდ განსხვავებას ქმნის.

როდესაც კოკაინის ფხვნილი ცხვირში ხვდება, იგი ცხვირის ლორწოვან გარსს ეკვრის
და ამ გზით სისხლში ხვდება, მაგრამ კრეკივით ეფექტური არ არის. კოკაინის
ფხვნილი მთლიანად თითქმის არასდროს შედის ორგანიმში, რადგან ცხვირის გარსში
არ არის მისი შეწოვისთვის საკმარისი ადგილი.

ეს არ ნიშნავს, რომ კოკაინის შეყნოსვა საშიში არ არის, უბრალოდ არსებობს სხვა


ნარკოტიკები, რომლებიც კოკაინს ადამიანისთვის მიყენებულ ზიანში ბევრად
აღემატება. ერთ-ერთი მაგალითი არის კრეკის მოწევა. კრეკის სახით კოკაინის მოწევა
პროცესს უფრო ეფექტურს ხდის. ცხვირის ლორწოვანი გარსისგან განსხვავებით,
ფილტვების ზედაპირი უზარმაზარია. როცა აორთქლებული კოკაინი ფილტვებში
ხვდება, იგი პირდაპირ სისხლში და სისხლიდან ტვინში გადადის. ეს უეცარი
აფეთქება დიდი დარტყმაა დოფამინის სისტემისათვის.

კავშირი სისხლში სწრაფად მზარდ დონესა და დოფამინის გამოყოფას შორის ასევე ის


არის, რის გამოც ნარკომანები ხშირად ვენებში ნარკოტიკების ინექციამდე მიდიან.
სხვა გზით ნარკოტიკების მიღება მათ იმ მღელვარებას აღარ აძლევს, რისი მიღებაც
უნდათ. ნარკოტიკების ინექციური შეყვანა ვენებში ძალიან საშიშია და იგი აშკარა
ნარკოდამოკიდებულებაზე მიანიშნებს. სამწუხაროდ, მოწევაც ისეთივე სისწრაფით
ღებულობს ტვინში ნარკოტიკს, როგორც ინტრავენური ინექცია. შედეგად, კოკაინის
ბევრი სავარაუდო მომხმარებელი გადადის დამოკიდებულების ფაზაზე, რომელიც
სიცოცხლისათვის დამღუპველია. იგივე მოხდა მეტამფეტამინთან დაკავშირებით,
როგორც კი იგი მოსაწევად ხელმისაწვდომი გახდა.

ალკოჰოლური თრობა და მოსაწევის კაიფი. რა განსხვავებაა მათ შორის?

სიმთვრალესა და კაიფს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის ამის
შესახებ. კიდევ უფრო ცოტამ იცის, რატომ არსებობს ასეთი დიდი სხვაობა.

40
დასალევი საწყის ეტაპზე კარგ შეგრძნებას გვიტოვებს. ალკოჰოლის დონე სწრაფად
იზრდება - სიმთვრალე გვეკიდება - და თავს კარგად ვგრძნობთ. სწორედ ეს არის
დოფამინური ეიფორია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ალკოჰოლის ზრდის
ტემპთან და იგი ტვინში ხვდება. ღამის განმავლობაში ალკოჰოლური ზრდა ითიშება
და მასთან ერთად ითიშება დოფამინიც. ეიფორია გზას უთმობს სიმთვრალეს.
ალკოჰოლური დონის ამაღლების ადრეულ ეტაპს შეიძლება ახასიათებდეს
გაზრდილი ენერგია, მღელვარება და სიამოვნება. თავის მხრივ, ინტოქსიკაციას, ანუ
სიმთვრალეს ახასიათებს ცუდი კოორდინაცია, დაბნეული მეტყველება და განსჯის
დაკარგვა. ტვინში ალკოჰოლის გაზრდის სიჩქარე განსაზღვრავს, თუ რამდენად
მთვრალია ადამიანი. ეს არის ალკოჰოლური მოხმარების ტოტალური რაოდენობა,
რომელიც ინტოქსიკაციის დონეს განსაზღვრავს. მსმელები იწყებენ სასმლის დალევას
და სისხლში ალკოჰოლის დონის გაზრდის შედეგად საწყის ეტაპზე სიამოვნებას
გრძნობენ, შემდეგ კი შეცდომით სჯერათ, რომ ეს სიამოვნება სიმთვრალეს ეკუთვნის.
ასე რომ, ისინი გააგრძელებენ მეტის და მეტის დალევას; ფაქტია, რომ ასეთ დროს
ამაოდ ცდილობენ სიამოვნების უკან დაბრუნებას. ხშირად მონდომება ცუდად
მთავრდება, მაგალითად უნიტაზზე დაჩოქილი ღებინებით.

ზოგიერთი ადამიანი ამას დამოუკიდებლად აცნობიერებს. კოქტეილის წვეულებაზე


ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ შერეული სასმელებით ყოველთვის უფრო
მხიარულობდა, ვიდრე ლუდით. თავდაპირველად ეს შეიძლება სისულელედ
მოგვეჩვენოს, ვინაიდან ალკოჰოლი ალკოჰოლია, ლუდი იქნება თუ რომი. მაგრამ
მეცნიერება ადასტურებს ამ ქალბატონის გამოცდილებას: შერეული სასმელი უფრო
ტკბილია და ადამიანები შედარებით სწრაფად სვამენ მას, ხოლო ისინი ჩვეულებრივ
უფრო მეტ ალკოჰოლს შეიცავენ, ვიდრე ლუდი ან ღვინო. ამიტომ, შერეული სასმელი
უამრავ ალკოჰოლს ტვინს უფრო სწრაფად აწვდის, საღამოს კი ინტოქსიკაცია
შედარებით ნელა იზრდება. ადამიანს ასეთ დროს გართობისათვის მეტი დრო რჩება.

ლტოლვა, რომელიც არასოდეს ჩერდება

მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების მოხმარების ფარგლებში ლტოლვა არასდროს


წყდება, ტვინი თანდათან კარგავს უნარს, ორგანიზმს მიაწოდოს მაღალი ხარისხის
კმაყოფილება; სურვილის წრე სულ უფრო და უფრო ნაკლებად რეაგირებს, თანაც
იმდენად, რომ ნარკოდამოკიდებულებს შეუძლიათ ნარკოტიკი მარილიანი წყლით
ჩაანაცვლონ. როდესაც მეცნიერებმა კოკაინის ხანგრძლივ მომხმარებლებს კოკაინის
მსგავსი მასტიმულირებელი საშუალება გაუკეთეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ოთხმოცი
პროცენტით ნაკლებ დოფამინს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები,
რომელთაც იგივე წამალი მიიღეს. ნარკომანების მიერ გამოთავისუფლებული
დოფამინი დაახლოებით იგივე იყო, რაც პლაცებოს მიღების შემთხვევაში - ესაა
არააქტიური ნივთიერება, თითქმის ისეთი, როგორიცაა მარილიანი წყალი.

41
პატრიკ კენედის, აშშ-ს ყოფილ წარმომადგენელს როდ აილენდში, პირველი
კონგრესის ოლქში და მასაჩუსეტსის სენატორის ვაჟს, ტედ კენედის, ნარკოტიკების
მოხმარების სტიმულირების შემცირების საკითხი მშვენივრად ესმით. როგორც
ტვინის კვლევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებული სერვისების
უმთავრესი დამცველი შეერთებულ შტატებში, პატრიკი თავად ებრძოდა
დამოკიდებულებებსა და ფსიქიკურ დაავადებებს; მან საჯაროდ აღიარა საკუთარი
პრობლემები მას შემდეგ, აშშ-ს კაპიტოლიუმის ბარიკადაში შევიდა. ლესლი
სტალთან ერთ საათიან ინტერვიუში მან ისაუბრა ნარკოტიკული დამოკიდებულების
შესახებ, თუნდაც სიამოვნების არარსებობის შემთხვევაში:

"არანაირი წვეულება არ არსებობს. არც სიამოვნება. ეს ყველაფერი ტკივილის


შემსუბუქებას ეხება. ხალხს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ ამ დროს თქვენ თითქოს
მაღალი დონის კაიფში არიან. სინამდვილეში ყველაზე დაბალი საფეხურით
კმაყოფილდებიან".

სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ ნარკომანი ძალიან ბევრ კოკაინს (ან ჰეროინს,
ალკოჰოლს, მარიხუანას) მოიხმარს, ეს აღარ იწვევს მძაფრ შეგრძნებებს, თუმცა მათ
გამოყენებას მომხმარებელი მაინც განაგრძობს.

გახსოვთ წინა თავში მოყვანილი ისტორია, ახალი საცხობის აღმოჩენის შედეგად


განცდილი ეიფორიისა და სიხარულის შესახებ? თქვენ უბრალოდ მისერინობთ,
არაფერს ელით, უეცრად რაღაც ახალსა და კარგს აღმოაჩენთ და დოფამინის სისტემაც
მოქმედებაში მოდის. თქვენი "პროგნოზი" არასწორი გამოდგა და განიცადეთ
დოფამინური აფეთქება, რომელიც ჯილდოს წინასწარმეტყველების შეცდომამ
გამოიწვია. შემდეგ ამ საცხობში სიარული ყოველ დღე დაიწყეთ. ახლა
წარმოიდგინეთ, რომ დილის რიგში ელოდებით ყავას და კრუასანს, უეცრად კი
თქვენი ტელეფონი რეკავს. ეს თქვენი უფროსია. იგი გეუბნებათ, რომ სამსახურში
კრიზისია, ახლავე უნდა მიატოვოთ ყველაფერი და სასწრაფოდ მიხვიდეთ ოფისში.
ვივარაუდოთ, რომ კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, ხელცარიელი ტოვებთ
საცხობს და უკმაყოფილების შეგრძნება გეუფლებათ.

ახლა ვთქვათ, რომ შაბათი ღამეა და ნარკომანის ტვინი ჩვეულებრივ შაბათ საღამოს
"თერაპიას" ელოდება. კოკაინის ლოდინში დრო გადის, მაგრამ იგი არ მოდის.
სამსახურის თანამშრომლის მსგავსად, ნარკომანი თავს განაწყენებულად,
გაღიზიანებულად და დაცლილად იგრძნობს.

როდესაც მოსალოდნელი ჯილდო ვერ რეალიზდება, დოფამინის სისტემა მუშაობას


წყვეტს. მეცნიერული თვალსაზრისით, როდესაც დოფამინის სისტემა მოსვენებულია,
იგი მოლეკულებს სამიდან ხუთჯერ ისვრის წამში. როცა დოფამინი
აღფრთოვანებულია, მოლეკულების გამოსროლა წამში ოციდან ოცდაათამდე

42
იზრდება. როდესაც მოსალოდნელი ჯილდო ვერ განხორციელდება, დოფამინის
გასროლის სიჩქარე ნულამდე ეცემა და ადამიანი თავს საშინლად გრძნობს.

ამიტომაც, დოფამინის გამორთვა მოწყენილობას და უხასიათობას გაგრძნობინებთ.


იგივეს გრძნობს ნარკომანი, რომელიც სიფხიზლის გზას დაადგა. ამის აღსრულებას
უზარმაზარი ძალა, განზრახვა და მხარდაჭერა სჭირდება. არ ეხუმროთ დოფამინს,
იგი საპასუხო დარტყმას ძლიერად აბრუნებს.

სურვილი მუდმივია, მაგრამ ბედნიერება წარმავალია

ლტოლვის მიმართ დამოკიდებულება სულაც არ იწვევს სიამოვნებას, რადგან


სურვილი მოწონებისგან განსხვავდება. დოფამინი გვპირდება, რომ მისი პოზიცია
აღტაცების მუდმივად შენარჩუნებაში არ მდგომარეობს. "თუ ამ ფეხსაცმელს იყიდით,
თქვენი ცხოვრება შეიცვლება" - ამბობს სურვილის წრე, და ეს შესაძლოა მართლაც
მოხდეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს შეგრძნება დოფამინმა მოგანიჭათ.

დოქტორი კენტ ბერიჯი, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების პროფესორი


მიჩიგანის უნივერსიტეტში, პიონერული ფიგურაა დოფამინური სქემების გათიშვისა
და "აქ და ახლას" სისტემების შესწავლის საკითხში. მან აღმოაჩინა, რომ როდესაც
ვირთაგვა შაქრის ხსნარს აგემოვნებს, იგი მოწონებას ტუჩების გალოკვით გამოხატავს.
ამასთან ერთად, იგი მეტის მოხმარების სურვილსაც გამოხატავს. როდესაც
დოქტორმა კენტმა ვირთაგვას ტვინში დოფამინის გამზრდელი ნივთიერება
მოათავსა, ვირთაგვამ შაქრიანი ხსნარის მეტი დოზა მიირთვა, მაგრამ მოწონების
ნიშანი არ გამოუმჟღავნებია. მეორეს მხრივ, როდესაც დოქტორმა ვირთაგვას "აქ და
ახლას" მოლეკულები ჩაუნერგა, ვირთაგვამ გაასმაგა კმაყოფილების სიგნალები.
უეცრად შაქრიანი წყალი ვირთაგვებისთვის ბევრად უფრო გემრიელი გახდა.

"ეკონომისტთან" ინტერვიუში დოქტორმა კენტმა აღნიშნა, რომ დოფამინის


სურვილის სისტემა ტვინის მიმართ ძალიან ძლიერი და გავლენიანია, მაშინ როცა
მოწონების წრე პატარაა, მყიფე და ბევრად უფრო ძნელად გასააქტიურებელი. ამ ორს
შორის განსხვავება არის მიზეზი იმისა, რომ "ცხოვრების ინტენსიური სიამოვნება
ნაკლებად ხშირი და ნაკლებად მდგრადია, ვიდრე ინტენსიური სურვილი".

მოწონება თავის ტვინში სხვადასხვა წრეებს მოიცავს და შეტყობინების გასაგზავნად


დოფამინური ქიმიკატების ნაცვლად იგი "აქ და ახლას" ქიმიკატებს იყენებს. კერძოდ,
მოწონება ეყრდნობა იმავე ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უწყობს კომპანიური
სიყვარულის ხანგრძლივ დაკმაყოფილებას: ესენია ენდორფინები და
ენდოკანაბინოიდები. ვინაიდან ოპიოიდური ნარკოტიკები ერთდროულად
სურვილისა და მოწონების წრედებში ერევა, (როგორიცაა ჰეროინი და ოქსიკონტინი)

43
ისინი ყველაზე ძლიერი დამოკიდებულების მქონდე ნარკოტიკთა ტიპებს
განეკუთვნებიან. იგივე კლასტერში შედის მარიხუანაც. მარიხუანა ურთიერთქმედებს
ორივე წრედთან და დოფამინის სტიმულირებასთან ერთად ენდოკანაბინოიდულ
სისტემებსაც ააქტიურებს. ეს ორმაგი ეფექტი უჩვეულო შედეგებს იწვევს.

დოფამინის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს ენთუზიაზმით სავსე ჩართულობა


ისეთ საგნებში, რომლებიც მანამდე უმნიშვნელოდ აღიქმებოდა. მაგალითად,
ცნობილია რომ მარიხუანას მომხმარებლებს შეუძლიათ ონკანიდან გამოჟონილი
წყლის წვეთების ყურებით დატკბნენ. წკაპ... წკაპ... წკაპ... ასევე, დოფამინის
გაძლიერებული ეფექტი აშკარაა, როდესაც მარიხუანას მომხმარებლები უმიზნოდ
შექმნილ საკუთარ წარმოსახვით ფანტაზიებში იკარგებიან. ზოგ შემთხვევაში
მარიხუანა დოფამინს თრგუნავს; ამ შემთხვევაში, აქტივობები, რომლებიც
ჩვეულებრივ ასოცირდება სურვილთან და მოტივაციასთან, როგორიცაა სამსახურში
წასვლა, სწავლა ან შხაპის მიღება - ნაკლებად მნიშვნელოვანია.

იმპულსურობა და დაღმავალი სპირალი

ბევრი გადაწყვეტილება, რომელსაც ნარკომანები იღებენ (განსაკუთრებით მავნე


გადაწყვეტილებები) იმპულსურია. იმპულსური საქციელი თავს მაშინ იჩენს,
როდესაც მომენტალურ სიამოვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და
გრძელვადიან შედეგებს არასაკმარისი ყურადღება ეთმობა. დოფამინის სურვილი
ტვინის შედარებით რაციონალურ ნაწილებს აჭარბებს. ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს,
რომელიც ვიცით, რომ ჩვენს ინტერესებში არ შედის, მაგრამ წინააღმდეგობის
გაწევისათვის თავს უძლურად ვგრძნობთ. თითქოს ჩვენი თავისუფალი ნება
დაუყოვნებელი სიამოვნების მიღების უზომო სურვილით დაზარალდა.

დოფამინის გამაძლიერებელმა ნარკოტიკებმა შესაძლოა გაზარდონ იმპულსური


ქცევები. კოკაინზე დამოკიდებულმა ერთხელ ასეთი რამ თქვა: "როცა კოკაინის ზოლს
ვაკეთებ, თავს ახლიდან დაბადებულ მამაკაცად ვგრძნობ და პირველი, რაც ამ ახლად
დაბადებულ მამაკაცს სურს, კოკაინის კიდევ ერთი ზოლია". როცა ნარკომანი
დოფამინურ სისტემას ასტიმულირებს, დოფამინი თავს მხრივ მეტი სტიმულირების
მოთხოვნით პასუხობს. ამიტომ, კოკაინზე დამოკიდებული ნარკომანები მისი
მიღებისას სიგარეტს ეწევიან. კოკაინის მსგავსად, ნიკოტინიც ასტიმულირებს
დოფამინის სისტემებს, მაგრამ იგი ბევრად უფრო იაფი და ადვილად საშოვნელია.

ნიკოტინი ფაქტობრივად, ძალზედ უჩვეულო ნარკოტიკია, რადგან იგი ძალიან


ცოტას აკეთებს, იძულებითი გამოყენების განმეორების გარდა. მკვლევარი როლანდ
გრიფიტსის აზრით, "როცა ადამიანს პირველად აძლევთ ნიკოტინს, უმეტესობას იგი
არ მოსწონს. ნიკოტინი ბევრი დამოკიდებულების მქონე ნარკოტიკისგან
განსხვავდება, რადგან ადამიანთა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი პირველივე
გამოცდილებიდან იღებენ სიამოვნებას და მეორედაც სურთ ამის გამოცდა".

44
ნიკოტინი მარიხუანას მსგავსად კაიფს არ იწვევს და არც ალკოჰოლურ
ინტოქსიკაციას ახდენს. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ ნიკოტინი მოდუნების და
რელაქსაციის განცდას ქმნის, მაგრამ სინამდვილეში იგი ლტოლვას ათავისუფლებს.
ეს არის სრულყოფილი წრე. სიგარეტის ერთადერთი აზრი არის დამოკიდებულების
გამომუშავება, რათა ადამიანმა განიცადოს სიამოვნება და გაათავისუფლოს
ლტოლვის უსიამოვნო გრძნობა.

დამოკიდებულება სურვილის ქიმიური კულტივირებით წარმოიქმნება. სურვილის


გრძნობა აბსოლუტური ხდება და მოწყვეტილია ყველაფერს, რაზეც ადამიანმა
ნამდვილად უნდა იზრუნოს, მაგალითად ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სიახლეს არ
წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სიგარეტის რეგულარულ მოხმარებას ადამიანის მოკვლა
შეუძლია. დამოკიდებულება არ არის სუსტი ხასიათის ან ნებისყოფის ნაკლებობის
ნიშანი. ეს ხდება მაშინ, როდესაც სურვილის სქემები გადაჭარბებული
სტიმულირებით პათოლოგიურ მდგომარეობაში გადადის.

დოფამინზე ძლიერი ზეწოლა არასახარბიელო შედეგებს იწვევს. მას შემდეგ, რაც იგი
სიცოცხლეს დაეუფლება, მისი მოთვინიერება ძნელია.

პარკინსონის პაციენტი, რომელმაც საკუთარი სახლი ვირტუალური პოკერის გამო


დაკარგა

რეკრეაციული ნარკოტიკები არ წარმოადგენენ ერთადერთ გამონაკლისს, რომლებიც


დოფამინის სტიმულირებას ახდენენ. არსებობს რეცეპტით გაცემული წამლებიც,
რომლებიც სურვილის წრეზე ზემოქმედების შედეგად დამოკიდებულებას იწვევენ.
პარკინსონის დაავადება არის დოფამინის დეფიციტის გამოვლინება სისტემაში,
რომელიც კუნთების მოძრაობის კონტროლზე აგებს პასუხს. როდესაც ამ წრეში
საკმარისი დოფამინი არ არის, ადამიანს ეწყება კანკალი და შენელებულად მოძრაობს.
პარკინსონზე მკურნალობა დოფამინის გამაძლიერებელი წამლების დანიშვნით უნდა
განხორციელდეს.

ასეთი წამლების გამოყენებისას უმეტესობა თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ


ექვსიდან ერთ პაციენტს ექმნება დამოკიდებულების მაღალი რისკის საშიშროება.
პათოლოგიური აზარტული დამოკიდებულება, ჰიპერსექსუალობა და მუდმივი
შოპინგი, დოფამინური სტიმულაციის გადაჭარბების ყველაზე გავრცელებულ გზებს
წარმოადგენენ. ამ რისკის გამოკვლევისას, ბრიტანელმა მეცნიერებმა თხუთმეტ
ჯანმრთელ მოხალისეს მისცეს წამალი, სახელად L-dopa. ეს წამალი თავის ტვინში
დოფამინად გარდაიქმნება და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პარკინსონის
დაავადების სამკურნალოდ. დამატებით თხუთმეტ მოხალისეს მისცეს პლაცებო; მათ
შორის არავინ იცოდა, რომელმა მიიღო ნამდვილი წამალი და რომელმა ყალბი აბი.

45
მას შემდეგ, რაც აბები მიიღეს, მოხალისეებს საშუალება მიეცათ აზარტული თამაშები
დაეწყოთ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მონაწილეებმა, რომელთაც დოფამინის
გამაძლიერებელი აბი მიიღეს, უფრო დიდი და სარისკო ფსონები მოათავსეს, ვიდრე
იმათმა, რომელთაც პლაცებო მიიღეს. ეფექტი მეტად იყო გამოხატული კაცებში,
ვიდრე ქალებში. მკვლევარები პერიოდულად სთხოვდნენ მოხალისეებს
შეეფასებინათ, რამდენად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ორ ჯგუფს შორის
განსხვავება არ გამოხატულა. გაძლიერებულმა დოფამინის წრემ გაზარდა
იმპულსური ქცევა, მაგრამ არა კმაყოფილება - ანუ მან გაზარდა სურვილები, მაგრამ
არა მოწონება. როდესაც მეცნიერებმა მოხალისეთა ტვინების დასაკვირვებლად
ძლიერი მაგნიტური ველები გამოიყენეს, მათ კიდევ ერთი ეფექტი იპოვეს: რაც უფრო
აქტიურია დოფამინის უჯრედები, მით უფრო მეტის მოგების იმედი აქვს ადამიანს.

იშვიათი არაა, რომ ადამიანები ამ გზით ხშირად იტყუებენ თავს. არაფერია იმაზე
ნაკლებად სავარაუდო, ვიდრე ლატარიით მოულოდნელად გამდიდრება.
სტატისტიკურად ასჯერ უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანს მეხი დაეცეს, ვიდრე
ლატარიაში გამდიდრდეს. და მაინც, ბილეთებს ყოველდღიურად მილიონობით
ადამიანი ყიდულბს. "ვიღაცამ უნდა მოიგოს" ამბობენ ისინი.

ლატარიის მოგების მოლოდინი შეიძლება ირაციონალური იყოს, მაგრამ შეიძლება


ყველაფერი უფრო გაუარესდეს, როცა ადამიანები ყოველდღიურად ღებულობენ
დოფამინის გამაძლიერებელ მედიკამენტებს:

2012 წლის 10 მარტს, ავსტრალიაში, მელბურნის მკვიდრმა მოსახლემ ფედერალურ


სასამართლოში განცხადება შეიტანა. იგი უჩიოდა წამლის მწარმოებელ კომპანია
"Pfizer"-ს და ამტკიცებდა, რომ მისმა გამოშვებულმა პარკინსონის მედიკამენტმა
"კაბასერმა", მას ყველაფერი დააკარგვინა, რაც კი გააჩნდა.

ამ ადამიანს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს. მისმა ექიმმა


დაუნიშნა "კაბასერი" (Cabaser), ხოლო 2004 წელს წამლის მიღების დოზა გაორმაგდა.
სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცმა აზარტული თამაშების მოხმარება, კერძოდ კი იგი
პოკერის ვირტუალურ აპარატზე გახდა დამოკიდებული. მალე პენსიაზე გავიდა და
სარგებლობდა მოკრძალებული საპენსიო ანაზღაურებით, რაც თვეში 850 დოლარს
შეადგენდა. ყოველთვიურად იგი მთელს თანხას აპარატში ხარჯავდა; მოგვიანებით
მან 6,135 დოლარად შეფასებული ავტომობილი 829 დოლარად გაყიდა, შემდგომ კი
3,500 დოლარი მეგობრებისგან და ოჯახისგან ისესხა. უფრო მოგვიანებით მან
გამოიტანა 50,000 დოლარის სესხი და 2006 წლის 7 ივლისს საკუთარი სახლი გაყიდა.

მთლიანობაში, მამაკაცმა აზარტულ თამაშებში 100,000 დოლარი გაანიავა. მან


საბოლოოდ შეძლო შეჩერება 2010 წელს, როდესაც წაიკითხა სტატია პარკინსონის
მედიკამენტებისა და აზარტული თამაშების შესახებ. მან შეწყვიტა "კაბასერის" მიღება
და შედეგად, აზარტულმა დამოკიდებულებამ უკან დაიხია.

46
პარკინსონის მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამიანებიდან რატომ მონაწილეობს
ზოგი მათგანი დამანგრეველ ქცევის შაბლონში? შესაძლებელია, ისინი გენეტიკური
დაუცველობით დაიბადნენ. თუ ადამიანი წარსულში თამაშობდა, მეტი შანსია რომ
პარკინსონის წამლების მიღების შემდეგ სიტუაცია გართულდეს; ვარაუდობენ, რომ
არსებობს გარკვეული პიროვნული თვისებები, რომლებიც ხალხს საფრთხის წინაშე
აყენებს. პარკინსონის მედიკამენტების კიდევ ერთი რისკი არის ჰიპერსექსუალობა.
ზოგ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა მაინცდამაინც პრეპარატები
მიიღოს; ახალგაზრდებში დოფამინური ჰიპერსექსუალურობის მაგალითია
პორნოგრაფიის ხშირი მოხმარება, რომლითაც ინტერნეტი სავსეა.

რასაკვირველია, ტვინს მედიკამენტები არ სჭირდება, რათა თქვენი ყურადღება


სექსუალურ შეპყრობილობაზე გაამახვილოს. მოდით განვიხილოთ დოფამინის,
ტექნოლოგიისა და პორნოგრაფიის საშინელი ტრიადა.

მეტი, მეტი და მეტი: დოფამინი და პორნოგრაფიის ძალა

ნოე ოცდაცხრამეტი წლის მამაკაცი გახლდათ, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა,


რადგან ვერაფრით ახერხებდა პორნოგრაფიის თვალიერებისგან თავის შეკავებას. იგი
კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა და პირველად პორნოგრაფია თხუთმეტი წლის
ასაკში აღმოაჩინა.

თავდაპირველად ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. ინტერნეტიდან ფოტოების


გადმოწერას მთელი საუკუნე სჭირდებოდა. მას გაუმართლა; ახლად შემოსული
ტექნოლოგია პორნოგრაფიის ყოველდღიურ დოზას ზღუდავდა. დროთა
განმავლობაში ესეც შეიცვალა. აჩქარებული და გაფართოებული ქსელი
დაუყოვნებლივ წვდომას ანიჭებდა და ახლა ნოეს ყოველდღიურად შეეძლო დღიური
რუტინის ფარგლებში უამრავი ვიდეოს თვალიერება. მასალამ საშუალება მისცა
გასცნობოდა უჩვეულო და ექსტრემალურ მასალას, რათა პორნოგრაფიული
მღელვარების ხარისხი გაზრდილი ჰქონოდა.

ნოემ მიიჩნია, რომ მისი საქციელი ცოდვას წარმოადგენდა და არასწორი მორალური


საქციელი გახლდათ. ნოე ხსნას ეკლესიაში ხედავდა და გარკვეულწილად
ეკლესიასთან კავშირი პორნოგრაფიის კონტროლში ეხმარებოდა; იგი
რეგულარულად მიდიოდა აღსარებაზე და ღებულობდა ემოციურ დახმარებას,
რომელიც დამოკიდებულების გადალახვაში ეხმარებოდა. მაგრამ, როდესაც მისმა
სამსახურმა ნოე საზღვარგარეთ ფილიალში სამუშაოდ გაგზავნა, ყველაფერი
დაინგრა. იგი ვერ ლაპარაკობდა ადგილობრივ ენაზე, გახდა სოციალურად
იზოლირებული და დამოკიდებულება ახლა უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე
ოდესმე. მისი თქმით: "ყველაზე რთული შინაგანი ბრძოლაა, რასაც მის მიმართ

47
გაწეული წინააღმდეგობა წარმოშობს. ეს არის ომი საკუთარი თავის წინააღმდეგ. მე
ამასთან ქიმიურ საფეხურზე უნდა ვიბრძოლო, რადგან ოდესმე ხომ უნდა
დავქორწინდე".

ინტერნეტის წყალობით, სექსუალური გრაფიკული მასალა ახლა უფრო ადვილად


ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ზოგი ამტკიცებს, რომ
პორნოგრაფიისადმი დამოკიდებულებაც არსებობს. 2015 წელს Daily Mail აცხადებდა,
რომ დიდ ბრიტანეთში ყოველი ოცდახუთიდან ერთი მოზარდი პორნოგრაფიაზე იყო
დამოკიდებული.

ადვილად ხელმისაწვდომობის ძალა

როდესაც საქმე დამოკიდებულებას ეხება, ადვილად ხელმისაწვდომობას


მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეროინი ნიკოტინზე და
ალკოჰოლზე ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, ამ უკანასკნელებზე ბევრად მეტი
ადამიანია დამოკიდებული. სიგარეტი და ალკოჰოლი საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათი შოვნა ძალიან
მარტივია. სინამდვილეში, ყველაზე ეფექტური გზა გამოწვეული პრობლემების
შესამცირებლად, მათი ხელმისაწვდომობის გამკაცრებაა. ჩვენ ყველას გვინახავს
წარწერა "მოწევა აკრძალულია", ავტობუსებში და მეტროებში. ეს ბანერები არ
მუშაობს. სასკოლ პროგრამები ბავშვებს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავის
შეკავებას ასწავლიან, მაგრამ მოზარდებში მაინც არსებობს მათი გამოყენების
ფაქტები, რადგან ისინი ამას ცნობისმოყვარეობის მიზნით აკეთებენ. ერთადერთი
რამ, რაც მუდმივად მუშაობს, არის ასეთ პროდუქტებზე გადასახადების გაზრდა და
შეზღუდვების დაწესება. როდესაც ასეთი ზომები მიღებულია, გამოყენება მცირდება.

თამბაქოს მოხმარების ბარიერების მატებასთან ერთად, პორნოგრაფიის ბარიერები


შემცირდა. წარსულში, სექსუალური ხასიათის სურათების აღმოჩენა დიდ
იშვიათობას წარმოადგენდა. ხალხი გამბედაობას იკრებდა რომ ასეთი ჟურნალი
ეყიდათ, თანაც იმედი ჰქონდათ, რომ გამყიდველი საპირისპირო სქესის
წარმომადგენელი არ იყო. დღეს პორნოგრაფიული ფოტოები და ვიდეოები წამებში
არის ხელმისაწვდომი და თანაც, სრულიად კონფიდენციალურად. არ არსებობს
უხერხულობის ან სირცხვილის ბარიერები.

ჩვენ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით, არის თუ არა პორნოგრაფიის ხშირად მოხმარება


იგივე, რაც ნარკომანია, მაგრამ მათ რაღაც საერთო ნამდვილად აქვთ. ისევე როგორც
ნარკომანიის შემთხვევაში, ადამიანები, რომლებიც გადაჭარბებული პორნოგრაფიის
გამოყენების ციკლში ხვდებიან, სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ ამ
აქტივობას - ზოგჯერ დღეში რამდენიმე საათსაც კი. ისინი უარს ამბობენ სხვა

48
აქტივობებზე, რათა ფოკუსირება ზრდასრულთა ინტერნეტ საიტებზე მოახდინონ.
პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა ნაკლები სიხშირით ხორციელდება და
უშუალოდ სექსს მათთვის საკმარისი სიამოვნება აღარ მოაქვს. ერთმა ახალგაზრდამ
პარტნიორი იმ მიზეზით მიატოვა, რომ მას პორნოგრაფიის ყურება ერჩივნა, რადგან
ვიდეოში ქალები მისგან არაფერს ითხოვდნენ და არასდროს უთქვამთ მისთვის
უარი.

ისევე როგორც ნარკოტიკების შემთხვევაში, დგება მომენტი, როდესაც


პორნოგრაფიაში საწყისი "დოზა" აღარ მუშაობს. როდესაც პორნოდამოკიდებულებს
ერთი და იგივე სექსუალური გამოსახულებები უჩვენეს, მათ ინტერესი გაუქრათ.
ამასთან ერთად შემცირდა დოფამინურ წრეებში არსებული აქტივობაც, როცა იგივე
გამოსახულებებს ხელმეორედ ატრიალებდნენ. როდესაც მათ აჩვენეს ახალი ვიდეო,
დოფამინური სისტემები ისევ აინთო. სწორედ ახალი გამოსახულებების ძიების
სურვილი უბიძგებს ადამიანს პორნოგრაფიის დაუოკებელი წყურვილისაკენ. ძნელია
წინააღმდეგობა გაუწიო დოფამინის წრეების მოთხოვნებს, განსაკუთრებით რაღაც
ისეთსავე ევოლუციურად მნიშვნელოვანთან, როგორიც სექსია.

ვიდეო თამაშებიც ხომ არ იწვევს დამოკიდებულებას?

კომპიუტერის მომხმარებლის მოტყუება მხოლოდ პორნოგრაფიას არ შეუძლია. ზოგი


მეცნიერი ამტკიცებს, რომ ვიდეო თამაშებიც დამოკიდებულებას იწვევს. გარკვეული
გაგებით, ვიდეო თამაშები კაზინოს თამაშებს ჰგავს. სათამაშო აპარატების მსგავსად,
ვიდეო თამაშები არაპროგნოზირებადი ჯილდოებით აოცებენ მოთამაშეებს. ამ
პრობლემის გამოკვლევისას ფსიქოლოგმა დუგლას ჯენტილმა, აიოვას სახელმწიფო
უნივერსიტეტში დაადგინა, რომ რვიდან თვრამეტ წლამდე, ათიდან ერთი მოზარდი
ვიდეო თამაშებზეა დამოკიდებული, რაც იწვევს ოჯახურ, სოციალურ, სასკოლო და
ფსიქოლოგიურ პრობლემებს. პათოლოგიური აზარტული თამაშების ეროვნული
კვლევის საბჭოს თანახმად, ვიდეო თამაშების დამოკიდებულების ხარისხის
მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე აზარტული თამაშების შემთხვევაში.
რა განაპირობებს ასეთ განსხვავებას და რამდენი მომხმარებელია დამოკიდებული?

ნაწილობრივი განსხვავება ისაა, რომ ვიდეო თამაშებში მოზრდილები ზრდასრულ


ადამიანად ყოფნის თავისებურებებს სწავლობენ. ზრდასრულ ადამიანებში იშვიათია,
რომ ვიდეო თამაშებმა სერიოზული ნეგატიური შედეგები გამოიწვიონ, მაგრამ
მოზარდის ტვინი ჯერ კიდევ არ არის სრულად განვითარებული, ამიტომ მათი ტვინი
ზიანს ექვემდებარება. ყველაზე დიდი განსხვავება მოზარდის ტვინში არის შუბლის
ნაწილი, რომელიც ოცდაათი წლის ასაკამდე სრულად არ ვითარდება. ეს

49
მოზარდებში პრობლემაა, რადგან შუბლის ეს ნაწილი მუხრუჭის სახით მოქმედებს
და გვაფრთხილებს, როდესაც რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ - რამდენად კარგი იდეაა
ის, რასაც ვფიქრობთ. სრულად ჩამოყალიბებული შუბლის ნაწილის გარეშე,
მოზარდები უფრო იმპულსურად მოქმედებენ და გაზრდილი რისკის ქვეშ არიან.
ასეთ დროს არსებობს არაგონივრული გადაწყვეტილებებისაკენ მიდრკილება.

თუმცა, საკითხი საკუთარ თავში ამაზე მეტს მოიცავს. ვიდეო თამაშები უფრო
კომპლექსური და ჩახლართულია, ვიდრე აზარტული თამაშები, ამიტომაც
პროგრამისტებს მეტი შესაძლებლობა აქვთ "გამოაცხონ" ისეთი ფუნქციები,
რომლებიც დოფამინის გამოყოფას იწვევს. შედეგად თამაშის შეწყვეტა რთულია.

ვიდეო თამაშები მხოლოდ ფანტაზიას ეხება. იგი გვძირავს ისეთ სამყაროში, სადაც
შესაძლებელია ყველა ჩვენი წარმოსახვა ახდეს, დოფამინს კი შეუძლია გაუთავებელი
შესაძლებლობებით ისარგებლოს და დატკბეს. ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ
გარემო, რომელიც მუდმივად იცვლება, რათა სიურპრიზები არასოდეს დასრულდეს.

თუმცა, თამაშისას გამოკვლევაზე მეტი რამ ხორციელდება. თამაშები პროგრესის


მიზანს ეკუთვნის. მოთამაშეები აპირებენ, მომავალი აწმყოზე უკეთესი გახადონ.
ისინი პროგრესირებენ სხვადასხვა დონეებში და ზრდიან თავიანთ ძალასა და
შესაძლებლობებს. ეს დოფამინის ახდენილი ოცნებაა. წინსვლის შესანარჩუნებლად
და ფოკუსის გასაგრძელებლად, ეკრანი მუდმივად აჩვენებს ქულების დაგროვებას და
მზარდი პროგრესის ზოლებს, რათა მოთამაშეებს არასდროს დაავიწყდეთ განცდილი
გამოცდილება. თამაშის გასაგრძელებლად მეტი და მეტი სწრაფვა გროვდება.

ონლაინ თამაშები მუდმივად აგროვებს ინფორმაციას მოთამაშეების შესახებ. რამდენ


ხანს თამაშობენ? როდის გადიან თამაშიდან? რა სახის გამოცდილება აიძულებთ მათ
მეტი ითამაშონ? რა აიძულებთ უარის თქმისკენ? თამაშების თეორეტიკოსის, ტომ
ცატფილდის მიხედვით, უდიდესმა ონლაინ თამაშებმა დააგროვეს მილიარდობით
მონაცემთა რაოდენობა მათი მოთამაშეების შესახებ. მათ ზუსტად იციან, რა რთავს
დოფამინს და რა იწვევს მის გამორთვას.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო თამაშებში არსებობს "აქ და ახლას" სიამოვნების


ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობენ თამაშის მიმზიდველობას. ბევრი თამაში
საშუალებას გაძლევთ მეგობრებთან ერთად ითამაშოთ. ეს არის "აქ და ახლას"
სიამოვნების გამოცდილება მეგობრებთან ერთად. როდესაც საერთო მიზნის
მისაღწევად ვთამაშობთ, (თუნდაც მოწინააღმდეგეთა ბაზის ასაღებად) დოფამინური
სისტემა აქტიურდება. ვიდეო თამაშები ორივე ტიპის სოციალურ სიამოვნებას
გვთავაზობენ.

ბევრი ვიდეო თამაში ძალიან ლამაზია და "აქ და ახლას" აღფრთოვანებას წარმოქმნის.


ზოგი მათგანი, ფაქტობრივად გასაოცარია, რადგან მათ შექმნაში ნიჭიერი

50
ადამიანების უზარმაზარი ძალისხმევა და რესურსები იხარჯება. The Los Angeles
Times იუწყება, რომ ონლაინ თამაშის, Star Wars: The Old Republic-ის შექმნას ოთხ
კონტინენტზე თავდაუზოგავად მომუშავე 800 ადამიანი და 200 მილიონ დოლარზე
მეტი ბიუჯეტი დასჭირდა. სიუჟეტის თითოეული მონაკვეთის სრულად გავლას
საშუალოდ 1,600 საათი სჭირდება. ამდენი ფულის დახარჯვა თამაშის შესაქმნელად
სარისკოა, მაგრამ არსებობს დიდი ანაზღაურების პოტენციალი. Grand Theft Auto-მ,
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეო თამაშების სერიამ, ბოლო
ნაწილის გამოსვლისას სულ რაღაც სამ დღეში 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
ამერიკელები ერთი წლის განმავლობაში ვიდეო თამაშებში 20 მილიარდ დოლარს
ხარჯავენ. 2016 წელს კინოს ბილეთებზე მათ მხოლოდ ამის ნახევარი დახარჯეს,
რომელიც ამავე წელს აშშ-ს მასშტაბით ყველაზე დიდი სალარო გახლდათ.

დოფამინი - დოფამინის წინააღმდეგ

ბუნებრივია, რომ სურვილი და მოწონება ერთმანეთშია არეული. აშკარაა, ჩვენ


გვსურს ის, რაც გვსურს, რომ გვქონდეს. კარგი იქნებოდა გვეფიქრა, რომ
რაციონალური არსებები ვართ და ამის მიხედვით გვემოქმედა, მაგრამ ასეთნი არ
ვართ. ჩვენ ხშირად გვსურს ის, რაც არ მოგვწონს. ჩვენმა სურვილებმა შეიძლება
მიგვიყვანოს იმ საგნებამდე, რამაც შეიძლება გაანადგუროს ჩვენი ცხოვრება,
როგორიცაა ნარკოტიკები, აზარტული თამაშები და სხვა უკონტროლო ქცევები.

დოფამინის სურვილის წრე ძლიერია. იგი ყურადღებას მოტივაციაზე და


ყურადღებაზე ამახვილებს. მას აქვს ღრმა გავლენა ჩვენს არჩევანზე. თუმცა, ის არ
არის ყოვლისშემძლე. ნარკომანები დამოკიდებულებისგან თავისუფლდებიან,
დიეტაზე მყოფები წონაში იკლებენ, ხანდახან ტელევიზორს ვთიშავთ, ვდგებით და
სუფთა ჰაერზე გავდივართ. რა სახის წრე არის ტვინში საკმარისად ძლიერი
იმისთვის, რომ დოფამინს წინააღმდეგობა გაუწიოს? ეს არის დოფამინი. დიახ,
დოფამინი დოფამინს ეწინააღმდეგება. წრეს, რომელიც ეწინააღმდეგება სურვილის
წრეს, შეიძლება ეწოდოს დოფამინის კონტროლის წრე.

შეიძლება გახსოვთ, რომ ბევრ სიტუაციაში მომავალზე ორიენტირებული დოფამინი


ეწინააღმდეგება "აქ და ახლას" სისტემათა აქტივობას და პირიქით. თუ ფიქრობთ სად
წახვიდეთ სადილზე, ალბათ არ აფასებთ სენდვიჩის გემოს, სუნს და ტექსტურას,
რომელსაც ლანჩზე მიირთმევთ. მაგრამ ასევე არსებობს წინააღმდეგობა მომავალზე
ორიენტირებული დოფამინის სისტემის მიმართაც.

რატომ შეიმუშავებს ტვინი ისეთ სქემებს, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ


მუშაობენ? ნუთუ უკეთესი არ იქნება, რომ ყველამ ერთად, თანხმობაში იმუშაოს?
ფაქტობრივად... არა. სისტემები, რომლებიც დაპირისპირებულ ძალებს შეიცავს,

51
კონტროლისათვის მეტად ადვილია. ამიტომაც აქვთ მანქანებს როგორც აჩქარების,
ასევე დამუხრუჭების ფუნქცია და სწორედ ამიტომ იყენებს ტვინი ისეთ სქემებს,
რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

გასაკვირი არ არის, რომ დოფამინის კონტროლის წრე მოიცავს შუბლის წილს, ტვინის
იმ ნაწილს რომელსაც ზოგჯერ ნეოკორტექსს უწოდებენ. ტვინის ეს ნაწილი ძალიან
ახალი განვითარებულია, რაც ადამიანს უნიკალურს ხდის. ეს ნაწილი გვაძლევს
ფანტაზიას, საკუთარი თავი მომავალში უფრო მეტად დავაპროექტოთ, ვიდრე
სურვილის წრე გვპირდება. ამიტომაც, ჩვენ შეგვიძლია გრძელვადიანი გეგმების
შედგენა. ეს ასევე ის ნაწილია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად
გავზარდოთ რესურსები მომავალში ახალი ინსტრუმენტების შესაქმნელად და
აბსტრაქტული ცნებების გამოსაყენებლად; ცნებები, რომლებიც "აქ და ახლაზე"
მაღლა დგას, როგორებიცაა ენა, მათემატიკა და მეცნიერება. ეს მკვეთრად
რაციონალურია. თუმცა, ეს შეგრძნება არ არის, რადგან ნებისმიერი განცდა და
განწყობა "აქ და ახლას" ფენომენია. როგორც მომდევნო თავში ვნახავთ, იგი ცივი,
გამომთვლელი და დაუნდობელია, რადგან ყველაფერს აკეთებს საკუთარი მიზნის
მისაღწევად.

52
თავი მესამე - დომინაცია
რამდენად შორს გაქაჩავ?

საკითხი, რომელშიც დოფამინი გვიბიძგებს გადავლახოთ სირთულეები,


უბედურებები, ემოციურობა და ტკივილი, რათა შეგვეძლოს გავაკონტროლოთ ჩვენი
გარემო.

დაგეგმვა და გამოთვლა

მხოლოდ რაღაცის სურვილი იშვიათად მოგცემთ რაიმეს. აუცილებლად უნდა


გაარკვიოთ, როგორ უნდა მიიღოთ იგი, ან ღირს თუ არა საერთოდ მასზე
ძალისხმევის დახარჯვა. სინამდვილეში, როდესაც რაღაცას ისე ვაკეთებთ, რომ მასზე
საერთოდ არ ვფიქრობთ, წარუმატებლობა ყველაზე ცუდი შედეგი არც არის. დიახ,
ამაზე უარესი შედეგებიც არსებობს. შედეგები შეიძლება ვლინდებოდეს ჭარბი
საკვების მიღებიდან დაწყებული, აზარტულ თამაშებზე ან ნარკოტიკებზე
დამოკიდებულებით დამთავრებული ნებისმიერი შესაძლებლობით.

სურვილის დოფამინი გვაიძულებს, რაიმესადმი ლტოლვა გაგვაჩნდეს. ის არის


სურვილის წყარო: მომეცით მეტი, მეტი მინდა. მაგრამ ლოგიკურია, რომ ჩვენ არ
უნდა ვწყალობდეთ ჩვენს სურვილებს უმართავად და დაუოკებლად. ჩვენ ასევე
ვფლობთ დოფამინის დამატებით წრეს, რომელიც ახორციელებს გამოთვლას, რა
სახის "მეტი" ღირს ძალისხმევად. იგი გვაძლევს დაგეგმარების შესაძლებლობას, -
შევადგინოთ სტრატეგია და დომინირება მოვახდინოთ ჩვენს გარშემო არსებულ
სამყაროზე, რათა მივიღოთ ის, რაც გვინდა. როგორ ასრულებს ერთი ქიმიკატი ორივე
სამუშაოს? იფიქრეთ რაკეტის საწვავზე, რომელიც კოსმოსური ხომალდის მთავარ
ძრავებს კვებავს. ეს არის საწვავი, რომელიც რაკეტას მიმართულებისკენ უბიძგებს ან
შესაძლოა შესანელებლად ფუნქციონირებდეს. ყველაფერი დამოკიდებულია გზაზე,
რომელსაც საწვავი აალებამდე გადის - ეს არის სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც
ერთად მუშაობს კოსმოსური ხომალდის დანიშნულების ადგილამდე მისვლის
მიზნით. ანალოგიურად, დოფამინი რომელიც ტვინის სხვადასხვა წრეში მოძრაობს,
სხვადასხვა მიზნისკენ განსხვავებულ ფუნქციებს იძლევა. ეს არის დაუნდობელი
ფოკუსირება მომავლის გაუმჯობესებისკენ.

მოთხოვნილებები მომდინარეობს დოფამინისგან, რომელიც მეზოლიმბურ წრეში


გადის. ამას ჩვენ დოფამინის სურვილის წრეს ვუწოდებთ. დაგეგმვა და გამოთვლა -
სიტუაციებში დომინირების საშუალებები - მომდინარეობს მეზოკორტიკალური
სქემიდან, რომელსაც დოფამინის კონტროლის წრე დავარქვით. რატომ ვუწოდებთ
მას კონტროლის წრეს? რადგან მისი მიზანია დოფამინის უკონტროლო მისწრაფებები
მართოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს. იგი წარმართავს ენერგიას და მიმართავს
მომგებიანი მიზნებისაკენ. ასევე, აბსტრაქტული ცნებების და წინდახედული

53
სტრატეგიების გამოყენებით, იგი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენ
გარშემო არსებულ სამყაროზე და დავამყაროთ დომინანტური კონტროლი.

გარდა ამისა, დოფამინის კონტროლის წრე წარმოსახვის წყაროა. ეს საშუალებას


გვაძლევს თვალი გავუსწოროთ მომავალს და დავინახოთ გადაწყვეტილებების
შედეგები; არჩევანის გაკეთებით ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომელი მომავალი
გვირჩევნია რომ გვქონდეს. და ბოლოს, რის საშუალებას გვაძლევს იგი დაგეგმარების
გზით, ანუ როგორ გავხადოთ წარმოსახვითი მომავალი რეალურ გამოცდილებად.
ისევე როგორც სურვილის წრე ზრუნავს იმაზე, რაც ახლა არ გაგვაჩნია, კონტროლის
დოფამინიც არარეალურ სამყაროში არსებულ შესაძლებლობებზე მუშაობს. ორივე
წრე ფუნქციონირებას ერთსა და იმავე ადგილას იწყებს, მაგრამ სურვილის წრე
ტვინის იმ ნაწილში მთავრდება, რომელიც მღელვარებასა და ენთუზიაზმს იწვევს,
ხოლო კონტროლის წრე შუბლის იმ ნაწილებამდე მიდის, რომელიც ლოგიკურ
აზროვნებაშია სპეციალიზებული.

ამგვარად, ორივე წრე გვაძლევს შესაძლებლობას განვიხილოთ „ფანტომები“ -


საგნები, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს. სურვილის დოფამინისთვის ფანტომი
არის ის, რისი ფლობაც გვსურს, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს. ვიმედოვნებთ რომ იგი
მომავალში გვექნება. კონტროლის დოფამინისთვის ფანტომი არის წარმოსახვისა და
შემოქმედებითი აზროვნების სამშენებლო ბლოკები: იდეები, გეგმები და
აბსტრაქტული ცნებები.

კონტროლის დოფამინს, სურვილის დოფამინის პრიმიტიული "მინდას" მიღმა


მივყავართ. იგი ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ანალიზისა და

54
მოდელირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს გვაწვდის, რითაც შესაძლებლობების
გაანალიზება, შედარება და დაპირისპირება შეგვიძლია, რათა შევქმნათ გზები,
რომლებიც მიზნის მისაღწევად გვჭირდება. ეს არის გაფართოებული და
ევოლუციური იმპერატივის კომპლექსური შესრულება: უზრუნველყოს რაც
შეიძლება მეტი რესურსის შექმნა. ამის საპირისპიროდ, სურვილის დოფამინი არის
უკანა სავარძელზე მჯდომარე ბავშვი, რომელიც მაკდონალდსის, ლეკვების ან
სათამაშოების მაღაზიის ყოველი დანახვისას ყვირის: "შეხედე! შეხედე!". კონტროლის
დოფამინი არის მშობელი, რომელიც საჭეს მართავს და ფიქრობს, ღირს თუ არა
ავტომობილის გაჩერება. კონტროლის დოფამინი, სურვილის დოფამინით აღგზნებას
და მოტივაციას საჭიროებს; იგი აფასებს ვარიანტებს, ირჩევს ინსტრუმენტებს და
ადგენს სტრატეგიას, რათა მიიღოს ის, რისი მიღებაც სურს.

მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი თავისი პირველი მანქანის შეძენას გეგმავს. თუ


მას მხოლოდ სურვილის დოფამინი წარმართავს, პირველივე მანქანას იყიდის,
რომელიც მოეწონება. მაგრამ ვინაიდან მას კონტროლის დოფამინიც გააჩნია,
შეუძლია ეს იმპულსი დახვეწოს. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ერთი
მანქანა მეორეზე უპირატესობას ფლობს. მოდით ვთქვათ, რომ ეს ახალგაზრდა
ეკონომისტია და ცდილობს შეიძინოს საუკეთესო მანქანა ყველაზე დაბალ ფასში, რაც
კი შესაძლებელია. სურვილის დოფამინის ენერგიაზე წვდომით, იგი საათებს ხარჯავს
ინტერნეტში, მანქანის საიტებს ათვალიერებს და მოლაპარაკების სტრატეგიებს
განიხილავს. მას სურს იცოდეს ყველა დეტალი, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს
საუკეთესო შენაძენის მისაღებად. როდესაც მანქანის დილერთან საუბარი იწყება, იგი
იმდენად კარგად არის მომზადებული, რომ აღარაფერი გააკვირვებს. თავს კარგად
გრძნობს: იგი დომინირებს მანქანის შესყიდვის ვითარებაზე არსებული ინფორმაციის
სრული დაუფლების გზით.

განვიხილოთ სამსახურისკენ მიმავალი ქალბატონი. იგი შემოვლითი მარშრუტით


მოძრაობს, რათა თავი აარიდოს პიკის საათში გაჭედვას. როცა სამსახურთან მიდის,
მანქანას დაუსახლებელ ავტოფარეხთან აპარკინგებს, რომლის არსებობის შესახებ
ცოტამ თუ იცის. ქალბატონი თავს კარგად გრძნობს: იგი დომინირებს საკუთარ
მგზავრობაზე.

სტრატეგიების დასახვა, გეგმების შედგენა და შემუშავებული "თამაშისთვის"


ინფორმაციის მოძიება სახალისოა. რატომ? როგორც ყოველთვის, დოფამინის
ფუნქცია ევოლუციისა და გადარჩენის იმპერატივიდან მოდის. დოფამინი გვიბიძგებს
ჩვენი რესურსების მაქსიმალიზაციისკენ - ეს არის რაღაცის გულმოდგინედ გაკეთება,
მომავლის უკეთეს და უსაფრთხო ადგილად ქცევა და ასე შემდეგ, რომელიც
დოფამინის მცირედ კმაყოფილებას მაინც გვაძლევს.

55
გამძლეობა

"მე არ დავმარცხებულვარ. უბრალოდ ვიპოვე ათასი მეთოდი, რომელიც არ


მუშაობს".

თომას ედისონი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მენტალური


ჯანმრთელობის ჯანდაცვის სპეციალისტთან მივიდა, რადგან ვერ შეძლო ახალ
სამყაროში ნორმალურად ნავიგაცია. სკოლაში დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ
უნივერსიტეტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, სტანდარტულად, ოთხ წელიწადში
დაამთავრა. მას სჯეროდა, რომ სკოლაში ჩაშენებულმა სტრუქტურამ და მისთვის
დამახასიათებელმა ზეწოლამ მისცა იმპულსი, საქმეების დროულად
დასასრულებლად, მაგრამ ახლა იგი ნამდვილად დაიკარგა.

მას არ ჰქონდა სამსახური და არც იმაში იყო დარწმუნებული, რისი გაკეთება სურდა.
ერთადერთი, რაც აინტერესებდა, მარიხუანას მოწევა იყო. მან ცოტა ხნით სამსახური
იშოვა, მაგრამ რამდენიმე დაგვიანებისა და ზოგჯერ მთლიანად გაცდენის გამო
მალევე გაათავისუფლეს. შემდგომში მეგობარმა სამსახური აპოვნინა, მაგრამ ისიც
დაკარგა, რადგან აშკარად ჩანდა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებდა
შეთავაზებული სამუშაო. იგი უყურადღებო და მოწყენილ ადამიანად გადაიქცა, რის
გამოც საბოლოოდ ხალხი უბრალოდ გაურბოდა.

იგივე ხდებოდა ურთიერთობებშიც. სანამ კოლეჯში სწავლობდა, მას ჰქონდა


გრძელვადიანი ურთიერთობა ახალგაზრდა გოგოსთან, მაგრამ კოლეჯის
დამთავრების შემდეგ მათი ურთიერთობა დასრულდა. მისმა თერაპევტმა ჩათვალა,
რომ ეს მოვლენა კარგი იყო, რადგან გოგონა იყენებდა მამაკაცს, ცდილობდა
იძულებით ეყიდა მისთვის საჩუქრები და ყველანაირი სახის პასუხისმგებლობას
ჰკიდებდა, ხოლო სიყვარულის ნიშნებს ურთიერთობაში საერთოდ არ ავლენდა.
მამაკაცმა კარგად იცოდა, რომ მისი გოგონა საერთოდ არ ზრუნავდა მასზე, მაგრამ
მაინც აგრძელებდა მასთან ურთიერთობას, მათი კავშირის განახლებისა და
გაუმჯობესების იმედით. გოგონა უარს ამბობდა რაიმეს შეცვლაზე, თუმცა
განაგრძობდა მამაკაცისგან სარგებლობის მიღებას ყველაფერში, რაშიც შეეძლო.

თერაპია წარუმატებელი გამოდგა. ზოგადად, თერაპია მძიმე სამუშაოა, ხოლო


ახალგაზრდა მამაკაცს ამის შემართება არ გააჩნდა. მან გამოიცვალა ოთხი
განსხვავებული თერაპევტი, რომლებიც ტექნიკების მრავალფეროვნებას იყენებდნენ,
მაგრამ არაფერი შეცვლილა. სამი წლის შემდეგ, მან ჯერ კიდევ არ იცოდა რისი
გაკეთება სურდა ცხოვრებაში, მაინც ეწეოდა მარიხუანას და მაინც ცდილობდა თავის
ძველ შეყვარებულთან დაბრუნებას.

56
სამყარო ყოველთვის ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენ მოველით. ადრეულ ასაკში
ვსწავლობთ, რომ მალამო კარგად მოქმედებს მსუბუქ დაჟეჟილობებზე, მაგრამ ღრმა
ჭრილობებზე იგივე ეფექტი როდი აქვს. წარმატების მიღწევას წლობით შრომა და
თავდაპირველი ორიგინალური იდეების მრავალჯერადი გადახედვა სჭირდება. არ
არის საკმარისი, რომ მხოლოდ ვიფანტაზიოროთ მომავალთან დაკავშირებით და
საკუთარი თავი სამომავლო წარმოდგენებით გავბეროთ. იდეის
განსახორციელებლად ფიზიკური სამყაროს უკომპრომისო რეალობასთან ბრძოლაა
საჭირო. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გამძლეობაც. დოფამინი -
სამომავლო წარმატების ქიმიური ნივთიერება, გზაშია.

გამძლე ვირთაგვების საქმე

ლაბორატორიაში გამძლეობის შესწავლის ერთ-ერთი გზა არის იმის გაზომვა, თუ


რამდენად მტკიცედ იმუშავებს ვირთაგვა საკვების მისაღებად. როგორც წესი,
ბერკეტზე რამდენიმე დაწკაპუნების შემდეგ ვირთაგვებს მილიდან საკვები
მიეწოდებათ. გამძლეობის ხარისხის გამოსათვლელად, მეცნიერები ზრდიან საკვების
მისაღებად განკუთვნილი დაწკაპუნების რაოდენობას, რათა გაარკვიონ, სანამდე
შეუძლიათ ვირთაგვებს ძალისხმევის გაზრდა.

კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევარებს სურდათ დაენახათ, ტვინში


დოფამინის აქტიურობის ცვლილებით, შეეძლოთ თუ არა ვირთაგვებს გამძლეობით
მანიპულირება. მათ ვირთაგვებით სავსე გალია კალორიულ დიეტაზე გადაიყვანეს,
სანამ მათ წონის 15% არ დაკარგეს - შედარებისთვს, ეს ადამიანის მიერ 25 ფუნტის
დაკლების ტოლია. მას შემდეგ, რაც ვირთაგვებს მოშივდათ, მეცნიერებმა ჯილდოს
სახით მათ "ბიოსერვის" ტაბლეტები მისცეს. ეს იყო უგემრიელესი საკვები (ყოველ
შემთხვევაში, ვირთაგვებისთვის), რომელთაც სხვადასხვანაირი გემო ჰქონდათ, მათ
შორის შოკოლადის მარშმალოუ, პინა კოლადა და ბეკონი.

მათ დაიწყეს ვირთაგვების ორ ჯგუფად დაყოფა. პირველი ჯგუფი დაახარისხეს,


როგორც საკონტროლო ჯგუფი და არაფერი გაუკეთებიათ დიეტის მიღმა. რაც შეეხება
მეორე ჯგუფს, მეცნიერებმა მათ ტვინში ნეიროტოქსინი გაუკეთეს, რამაც გაანადგურა
დოფამინის ზოგიერთი უჯრედი. ამის შემდეგ, ექსპერიმენტი დაიწყო.

პირველი ექსპერიმენტი მარტივი იყო. "ბიოსერვის" მისაღებად, თითოეულ


ვირთაგვას მხოლოდ ერთხელ უწევდა ღილაკზე თათის დაჭერა. ვინაიდან მუშაობის
საჭიროება არ არსებობდა, - ანუ გამძლეობა საჭირო არ იყო - ამ ექსპერიმენტმა
აუცილებელი პირობა დაადგინა: მან აჩვენა, რომ დოფამინის დეფიციტის მქონე
ვირთაგვებს ტაბლეტები ისევე მოსწონდათ, როგორც ჩვეულებრივ ვირთაგვებს. თუ
დეფიციტის მქონე ვირთაგვებს "ბიოსერვი" აღარ მოუნდებოდათ, მეცნიერები ვერ

57
შეძლებდნენ შეემოწმებინათ რამდენი შრომის გაწევა შეეძლოთ ვირთაგვებს მათთვის.
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ვირთაგვებს უფრო მძიმე
სამუშაოს შესრულება მოუწიათ:

როდესაც ღილაკების დაწკაპუნების რაოდენობა ერთიდან ოთხამდე გაიზარდა,


ვირთაგვებმა ნახევარი საათის განმავლობაში ღილაკს თითქმის ათასჯერ
დააწკაპუნეს. დოფამინისგან შედარებით დაცლილი ვირთაგვები ამდენად
მოტივირებულები არ იყვნენ, მათ მხოლოდ ექვსასჯერ დააწკაპეს ღილაკს.

როდესაც მოთხოვნა თექვსმეტამდე გაიზარდა, ნორმალურმა ვირთაგვებმა თითქმის


ორიათასჯერ დააწკაპეს, ხოლო დოფამინით დაქვეითებულმა ვირთაგვებმა ძლივს
გაზარდეს თავიანთი ზეწოლა. ისინი ულუფათა რაოდენობის მხოლოდ მეოთხედს
იღებდნენ, მაგრამ ამაზე მეტად შრომის სურვილს არ ამჟღავნებდნენ.

საბოლოოდ, მოთხოვნა ერთი "ბიოსერვის" ტაბლეტისათვის სამოცდაოთხამდე


გაიზარდა. ნორმალურმა ვირთაგვებმა მოახერხეს ნახევარ საათში დაწკაპუნების
მაჩვენებელი ოცდახუთი ათასამდე გაეზარდათ. დოფამინისგან დაცლილ
ვირთაგვებს მაჩვენებელი საერთოდ არ გაუზრდიათ. ფაქტობრივად, იმაზე ნაკლებს
აწკაპებდნენ, ვიდრე მანამდე. ისინი უბრალოდ დანებდნენ.

როგორც ჩანს, დოფამინის ნაკლებობა ვირთაგვების მუშაობის სურვილს ამცირებს.


მაგრამ კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის დასამტკიცებლად, რომ დოფამინის
გადანგურება გამძლეობაზე ახდენს გავლენას და არა მოწონებაზე.

ნაყინის ჭამა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ თუ ახლახან ძალიან გაძეხით, იმდენი


დესერტის მირთმევა აღარ მოგინდებათ, რამდენიც მშიერზე გსურდათ. იმას, თუ
რამდენი ნაყინი გინდათ, კავშირი არ აქვს იმასთან, ხართ თუ არა შრომისმოყვარე ან
ზარმაცი. უბრალოდ. საკვები ბევრს არაფერს ნიშნავს, როცა არ გშიათ. ასე რომ,
მეცნიერებმა ექსპერიმენტში ახალი განზომილება შეიტანეს: მათ დაიწყეს შიმშილით
მანიპულირება.

მეცნიერებმა ვირთაგვების ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელთაც კარგად კვებავდნენ და


შემდეგ ისინი ექსპერიმენტში ჩართეს. ძალისხმევის ყველა დონეზე - თუნდაც ერთ
დაწკაპუნებაზე - წინასწარ გამოკვებილმა ვირთაგვებმა იმის ნახევარი დააწკაპეს,
რამდენიც მშივრებმა. როცა მოთხოვნა გაორმაგდა, ძალისხმევაც გაორმაგდა. როცა
მოთხოვნა გაოთხმაგდა, ვირთაგვებმა ძალისხმევაც გააოთხმაგეს. მაგრამ ისინი
ყოველთვის ჩერდებოდნენ დაწკაპების ნახევარ მაჩვენებელზე, ვიდრე მშიერი
ვირთაგვები. არც ერთი მათგანი არ დანებებულა, უბრალოდ იმდენივე მარცვალს
აღარ ჭამდნენ, რადგან ძალიან აღარ შიოდათ.

58
შედეგები დახვეწილ, მაგრამ სასიცოცხლო განსხვავებას აჩვენებს. შიმშილის
გრძნობამ (ან მისმა არარსებობამ) შეცვალა გრანულებისადმი დაფასების ხარისხი,
მაგრამ ამან არ შეამცირა მათი მუშაობის სურვილი. შიმშილი არის "აქ და ახლას"
ფენომენი, რომელიც დაუყოვნებელი გამოცდილებაა და არა მოსალონდელი,
რომელიც დოფამინზეა ორიენტირებული. შიმშილით ან სხვა სენსორული
გამოცდილებით მანიპულირების შედეგად თქვენ მოქმედებთ მუშაობის შედეგად
მიღებული ჯილდოს ღირებულებაზე. მაგრამ ეს არის დოფამინი, რომელიც სამუშაოს
შესაძლებელს ხდის: არ არსებობს დოფამინი, არ არსებობს ძალისხმევა.

ეს გვეხმარება იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს დოფამინი არჩევანზე,


რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ შრომისმოყვარეობასა და მარტივ გზას შორის. ხანდახან
გვსურს, რომ გემრიელი საკვები მივირთვათ, რისთვისაც მზად ვართ თავად
მოვამზადოთ იგი. სხვა დროს, ყველაფერი დაუყოვნებლივ გვინდა, გვეზარება და
ვუცდით, როდის მოვა გამოწერილი საკვები. შესაბამისად, ექსპერიმენტის შემდეგი
ნაბიჯი გახლდათ არჩევანის ელემენტის დანერგვა.

მეცნიერებმა მოაწყვეს გალია, რომელიც "ბიოსერვის" აპარატით და ლაბორატორიის


საჭმლით იყო აღჭურვილი. ლაბორატორიული საჭმელი რბილი და არაფრით
გამოჩეული იყო, მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი - საჭმლის მისაღებად დიდი
გარჯა არ იყო საჭირო. ბევრად უფრო გემრიელი "ბიოსერვის" ტაბლეტების
მისაღებად ვირთაგვას ღილაკზე ოთხჯერ უნდა დაეწკაპებინა - მინიმალური
ძალისხმევაა, მაგრამ მაინც, ძალისხმევაა. ნორმალური დოფამინის მქონე ვირთაგვები
საჭმელად სწორედ "ბიოსერვის" ტაბლეტებისკენ წავიდნენ. ისინი მზად იყვნენ
ცოტათი ეშრომათ და უკეთესი მიეღოთ. დოფამინით დაქვეითებული ვირთაგვები კი
ადვილად ხელმისაწვდომი საკვებისაკენ გაეშურნენ.

ძალისხმევის უნარი დოფამინურია. ძალისხმევის ხარისხზე გავლენა შეიძლება


სხვადასხვა ფაქტორმა იქონიოს, მაგრამ დოფამინის გარეშე არანაირი ძალისხმევა არ
არსებობს.

თვითეფექტურობა: დოფამინი და თავდაჯერებულობის ძალა

ბეკონის არომატიზირებული "ბიოსერვი" ყველაფერია, რაც ვირთაგვას


მოტივაციისათვის სჭირდება, ადამიანების შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო
რთულადაა. სანამ წარმატებას მივაღწევთ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ წარმატებას
მივაღწევთ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს გამძლეობაზე. ჩვენი გამძლეობა
იზრდება, როდესაც წარმატებას ადრეულ ფაზაში ვაღწევთ. წონის დაკლების
რამდენიმე პროგრამა დაგეხმარებათ დაიკლოთ ექვსი ან შვიდი ფუნტი პირველი
რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს კარგად გათვლილი გზაა, რადგან დიეტის

59
ავტორებმა იციან, რომ თუ თქვენ კვირაში მხოლოდ თითო-ოროლა ფუნტის
დაკლებით დაიწყებთ, დიდი ალბათობით მალევე მიატოვებთ ასეთ დიეტას. მათ
იციან, რომ თქვენი ინტერესის პრაქტიკული შენარჩუნების მეტი შანსი მაშინ
არსებობს, თუ დაინახავთ, რომ მართლა შეგიძლიათ ამის გაკეთება. მეცნიერები ამას
თვითეფექტურობას უწოდებენ.

ნარკოტიკები, როგორებიცაა კოკაინი და ამფეტამინი, ზრდიან დოფამინის დონეს და


ერთის მხრივ ეს არის თვითეფექტურობის მატება, რომელიც ხშირად პათოლოგიურ
მდგომარეობაში გადადის. ადამიანებმა, რომლებიც ამ ნაროტიკებს იღებენ, შესაძლოა
მიიღონ უამრავი პროექტი, მაგრამ ამათგან ვერაფერს მიიყვანენ ბოლომდე.
ძლიერდამოკიდებულ მომხმარებელს შეიძლება გასაოცარი ბოდვები და
ჰალუცინაციები განუვითარდეს. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მათ
შესაძლოა ღრმად სწამდეთ, რომ შეუძლიათ ყველაზე გასაოცარი ნაწარმოების
დაწერა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ან მოიგონებენ ისეთ მოწყობილობას, რომლებიც
სამყაროსეულ პრობლემებს გადაჭრის.

ნორმალურ პირობებში, ძლიერი თვითეფექტურობა ღირებული საშუალებაა.


ზოგჯერ მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც თვით-მიღწევის წინასწამერტყველება.
თავდაჯერებულობის მომენტში წარმატების მოლოდინს შეუძლია თქვენს თვალწინ
არსებული დაბრკოლებები გაადნოს.

დომინაცია აბებში: გვერდითი ეფექტები მოიცავს ოპტიმიზმს, წონის დაკლებას და


სიკვდილს

1960-იანი წლების დასაწყისში ექიმები დიდი ენთუზიაზმით უნიშნავდნენ


პაციენტებს დოფამინის გამაძლიერებელ ამფეტამინს, როგორც "მხიარულების,
გონებრივი სიფხიზლისა და ოპტიმიზმის გასაძლიერებელი საშუალება". ამ
რეცეპტების უმეტესობა გაწერილი იყო ქალბატონებისათვის, რომელთაც ორჯერ
უფრო ხშირად უნიშნავდნენ ამფეტამინს "მენტალური მდგომარეობის
გამოსასწორებლად". როგორც ერთმა ექიმმა აღწერა, ამფეტამინი მათ საშუალებას
აძლევდათ "არამხოლოდ შეესრულებინათ საკუთარი მოვალეობა, არამედ რეალურად
ესარგებლათ კიდეც მათით". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არ მოგწონთ საჭმლის
მომზადება ან გაწმენდა, ამფეტამინი ხელს გიწყობთ საქმის სწრაფი ტემპით
შესრულებაში.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დიასახლისური საქმიანობის პროდუქტიულობის


გარდა, ამფეტამინი მათ გასუქებაში ხელს უშლიდა და მუდმივად გამხდარ სხეულს
უნარჩუნებდა. ჟურნალ Life-ის თანახმად, 1960-იან წლებში მხოლოდ ამ მიზნით
ყოველწლიურად ორი მილიარდი ტაბლეტი იწერებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა,

60
რომ ადამიანმა წონაში დაიკლო, ეს მხოლოდ დროებითია და ამავდროულად ძალიან
ძვირი სიამოვნებაც, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მისი
მიღების შეწყვეტისას წონა ბრუნდება; გააგრძელებთ მიღებას და ვითარდება
დამოკიდებულება, თანაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ამიტომაც ყოველ
ჯერზე მეტი და მეტი დოზაა საჭირო იგივე ეფექტის მისაღებად. ეს საშიშია. ძალიან
ბევრმა ამფეტანიმა შესაძლოა გამოიწვიოს პიროვნული ცვლილებები და არც თუ ისე
იშვიათად, იგი იწვევს ფსიქოზს, გულის შეტევას, ინსულტს და სიკვდილს.

"მე ვგრძნობდი თავს მომხიბვლელად, მახვილგონიერად და ჭკვიანად, როცა


ადამიანებს ვესაუბრებოდით", აღწერა ამფეტამინის ერთმა მომხმარებელმა. "ჩემი
ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ გავხდი ამპარტავანი, თავხედი და სხვების
დამამცირებელი, ჩემი ძმა კი მეუბნება, რომ ნაგავივით ვიქცეოდი", ამბობს სხვა
მომხმარებელი. და ისევ: "თავს ახალბედა ღმერთად ვგრძნობდი, არ ვიცი სხვანაირად
როგორ ავხსნა". განსხვავება ისაა, რომ ახალბედა ღმერთებს არ აქვთ გვერდითი
მოვლენები, რომლებიც სიკვდილს იწვევენ.

სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სასწავლებელში მკვლევარებს


სურდათ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანებზე ნატიფი, არავერბლური
ქმედება. მათ აღნიშნეს, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ სივრცეს აფართოებდა და
დიდი ადგილის დაკავებას ცდილობდა, იგი სხვების თვალში დომინანტად
აღიქმებოდა. და პირიქით, როდესაც ნაკლებ სივრცეს იკავებენ, ისინი მორჩილ
ადამიანებად აღიქმებიან.

მკვლევარებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტი, რომელიც მათ დომინანტობისა და


მორჩილების არავერბალურ მონაცემებს დაანახებდათ. მათ ორი იდენტური სქესის
მქონე ადამიანი ერთ ოთახში დააყენეს და სთხოვეს, განეხილათ ცნობილი
მხატვრების ნამუშევრები. მათ ეს იმისათვის გააკეთეს, რათა დაემალათ კვლევის
ნამდვილი მიზანი. ამათგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ტესტის ფაქტობრივი
მონაწილე, მეორე კი ფარულად მუშაობდა მკვლევარებისთვის. მან დომინანტური
პოზა მიიღო, ხელები ფართოდ გადაადო სკამის საზურგეებს და ფეხი ფეხზე
გადაიდო. შეკითხვა იმაში მდგომარეობდა, მიიღებდა თუ არა ტესტის მონაწილი
იგივე პოზას, თუ საპირისპირო მდგომარეობაში დაჯდებოდა?

უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვიმეორებთ იმ ადამიანის ქმედებებს, ვისაც ვესაუბრებით.


თუ ერთი ადამიანი საუბრისას ჟესტებს იყენებს ან მიმიკური გამომხატველობით
გამოირჩევა, მეორეც ასე იქცევა ხოლმე. მაგრამ ამჯერად სხვანაირად იყო. როდესაც
საქმე დომინანტურ და მორჩილ პოზებს ეხება, კვლევის მონაწილეები განსხვავებულ
მდგომარეობას უფრო იღებდნენ, ვიდრე იდენტურს. დომინირებამ გამოიწვია
დამორჩილება და დამორჩილებამ გამოიწვია დომინირება.

61
თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდებოდა. მონაწილეთა უმცირესობა "შეგზავნილ"
მკვლევარს ბაძავდა. მოახდენს თუ არა იგი გავლენას ურთიერთობის საფუძველზე?
მკვლევარებმა მონაწილეებს შესავსებად კითხვარი მისცეს. მათ სურდათ
სცოდნოდათ, როგორ გრძნობდნენ საკუთარ თავს შეგზავნილ მკვლევრებთან
ურთიერთობისას. მოსწონდათ ისინი? მათთან თავს კომფორტულად გრძნობდნენ? ამ
შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს შეგზავნილი დომინანტურ პოზას ღებულობდა
თუ მორჩილს. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები უფრო უკეთესად გრძნობდნენ თავს
მათთან, რომლებიც საპირისპირო პოზაში იყვნენ, ანუ მორჩილი დომინანტთან და
დომინანტი მორჩილთან. ბოლოს მონაწილეებს ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა მათ
მსგავსი თანაფარდობის არსებობის შესახებ; აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს
წარმოდგენაც არ ჰქონდა. ყველაფერი გაცნობიერების საზღვრებს მიღმა ხდებოდა.

ჩვენ გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერ დონეზე ვიცით, ვის აქვს დიდი მოლოდინი


წარმატების მისაღწევად და ჩვენდაუნებურად მათ ნებას ვემორჩილებით. ეს არის
მათი თვითეფექტურობის აბსოლუტური გამოხატულება, რომელიც კონტროლის
დოფამინით არის უზრუნველყოფილი. ჩვენი ტვინი ამ გზით საკმაოდ კარგი
მიზეზის გამო განვითარდა: იმ ბრძოლას ვერ მოიგებთ, რისი მოგებაც არ შეგიძლიათ;
მარტივია. თუ თქვენ ღებულობთ სიგნალს, რომ მოწინააღმდეგეს წარმატების დიდი
მოლოდინი აქვს, დიდი ალბათობით ესაა ბრძოლა, რომლის თავიდან არიდებაც
გსურთ. ამ ტიპის ქცევა აშკარად ვლინდება პრიმატებს შორის. შიმპანზეები,
რომლებიც დომინანტ გორილებს აკვირდებიან, მაქსიმალურად ცდილობენ რაც
შეიძლება მორჩილნი და დაპატარავებულნი გამოჩდნენ. მეორეს მხრივ, როდესაც
შიმპანზეები სხვა შიმპანზეების დომინანტობას სარკისებური საპასუხო
დომინანტობით პასუხობენ, ეს ჩვეულებრივ აღნიშნავს ხანრგძლივი კონფლიქტის
დასაწყისს, რომელიც ხშირად ძალადობით მთავრდება.

მორჩილი მაიმუნები, თავმდაბალი ჯაშუშები

როდესაც ილინოისის სახელმწიფო ფსიქიატრიული ინსტიტუტის მკვლევარებმა


მაკაკებს ტვინში დოფამინის გამაძლიერებელი გაუკეთეს, გამოვლინდა მორჩილი
ჟესტების მომატება, როგორიცაა ტუჩების კვნეტა, გრიმასი (ღიმილის მაიმუნისეული
ვერსია) და ხელების გაშლა. ერთი შეხედვით, ასეთი ქცევა აზრს არ ატარებს.
დომინირების ნეირომედიატორი დოფამინი რატომ უნდა იწვევდეს მორჩილად
ქცევის ჟესტებს? არის აქ წინააღმდეგობა? სულაც არა. კონტროლის წრეში დოფამინი
გარემოზე ბატონობას იწვევს; მას აინტერესებს გარემო და არა მასში მყოფი ხალხი.
დოფამინს მეტი სურს და არც ის აინტერესებს, რა გზით მიიღებს სასურველს,
დომინანტურად თუ მორჩილად, მორალურად თუ ამორალურად, ეს ყველაფერი
დოფამინისთვის სულერთია, თუ იგი სასურველ მომავლამდე მიიყვანს.

62
განვიხილოთ მტრულად განწყობილ ქვეყანაში შეპარული ჯაშუში, რომელიც
მთავრობის შენობაში შინაურულად მოწყობას ცდილობს. იგი ყველას თანასწორად ან
მორჩილად ექცევა, თვით დამლაგებელსაც კი, რადგან სურს, რომ მათგან ნდობა და
თანამშრომლობა მოიპოვოს. მორჩილად ქცევაც დომინირებისკენ და მიზნის
მიღწევისაკენ არის მიმართული.

თანამედროვე საზოგადოებაში მორჩილი ქცევა ხშირად ამაღლებული სოციალური


სტატუსის ნიშანია; იგი მოიცავს მანერების მკაცრად დაცვას, სოციალურ
ჩვეულებებზე ფოკუსირებას და საუბრისას სხვების პატივისცემას. ასეთი ქცევების
ერთობლიობას შეიძლება "ელიტარული" ეწოდოს. ამისგან საპირისპიროდ,
დომინანტური ქცევა, რომელიც თავაზიანობის რადიკალური ოპოზიციაა, შეიძლება
მომდინარეობდეს დაუცველობის შეგრძნებისაგან ან არასრულყოფილი
განათლებიდან.

დაგეგმვა, გამძლეობა და ნებისყოფის ძალა - ესენია სხვებთან მუშაობის აუცილებელი


ატრიბუტები. დოფამინი სწორედ მათი მეშვეობით გვაძლევს კონტროლის წრეში
დომინირების საშუალებას. მაგრამ რას ვგრძნობთ როდესაც სისტემა
წონასწორობიდან გამოდის? კერძოდ, რა ხდება, როდესაც კონტროლის დოფამინი
ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია?

გარეგანი სივრცის გამოწვევა, შინაგანი სივრცის ბრძოლა

GQ Magazine: როგორია მთვარეზე მოგზაურობა?

ბაზ ოლდრინი: ჩვენ არ ვიცოდით რას ვგრძნობდით. საერთოდ არ ვგრძნობდით.

GQ: რა ემოციები გქონდათ, როდესაც მთვარის ზედაპირზე დადიოდით?

ბაზი: პილოტებს ემოციები არ გააჩნიათ.

GQ: მაგრამ, თქვენ ადამიანები ხარ!

ბაზი: უემოციობა სისხლში გვაქვს გამჯდარი.

მთვარეზე გასეირნების გამო დიდების მოხვეჭის ნაცვლად, ბაზ ოლდრინმა თავის


თაყვანისმცემლებს უთხრა: "ეს სამუშაო შევასრულეთ. ახლა დროა, სხვა ვცადოთ".
როგორც ჩანს, ამით გადამეტებულად კმაყოფილი არ ყოფილა, რადგან იგი უკვე ახალ
სამუშაოს ეძებდა, რომელიც ახალი გამოწვევა, ახალი მისია იქნებოდა. ახალი
ამოცანის მუდმივი მოთხოვნილება და მიზანის იდენტიფიცირება იყო კიდეც ბაზ
ოლდრინის ისტორიული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ არც

63
თუ ისე ადვილია კონტროლის წრეებში ამდენი დოფამინის გადინება. ოლდრინის
გულწრფელ ავტობიოგრაფიაში, "გრძელი მოგზაურობა მთვარიდან სახლში",
ვკითხულობთ, რომ მან პოსტ-მთვარეულ პერიოდში ხანგრძლივი გზა განვლო,
რომელიც მოიცავდა დეპრესიას, ალკოჰოლიზმს, სამ განქორწინებას, სუიციდურ
იმპულსებს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრას.

ისევე როგორც სურვილის დოფამინი იწვევს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას,


ზოგს იმდენად მაღალი ხარისხის კონტროლის დოფამინი აღენიშნება, რომ
მთლიანად მიღწევებზე ხდება დამოკიდებული და აქ და ახლა გამოცდილების
შეგრძნებას ვეღარ განიცდის. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაუღალავად
მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არასოდეს შეჩერებულან
მიღწევათა ნაყოფის დატკბობის მიზნით.

ასეთი ადამიანები აჩვენებენ დისბალანსის ეფექტებს, რომელიც მომავალზე


ორიენტირებულ დოფამინსა და აქ და ახლას ნეირომედიატორებს შორის აღინიშნება.
ისინი გაურბიან აწმყოს ემოციურ და სენსორულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ,
მათი ცხოვრება მომავალით, გაუმჯობესებით და ინოვაციით ინტერესდება.

მიუხედავად ფულისა და პოპულარობისა, რაც მათი ძალისხმევის შედეგია, ასეთი


ადამიანები ხშირად უბედურები არიან. რამდენიც არ უნდა აკეთონ, არასდროს არის
საკმარისი. პოლკოვნიკი ოლდრინი ამ პრობლემას ალბათ უფრო ღრმად შეეჩეხა,
ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. მან მთვარეზე ფეხით გაისეირნა. რა უნდა
გაეკეთებინა ამის შემდეგ?

როგორ ხსნის დოფამინი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს

ახლა ვისაუბროთ ადამიანთა სპექტრის მეორე ნაწილზე, რომელთაც კონტროლის


დოფამინის სქემები სუსტი აქვთ. შინაგან კონტროლთან მათი ორთაბრძოლა
იმპულსურობით და რთული ამოცანების მიმართ ორიენტირების შენარჩუნების
ნაკლებობით ხასიათდება. ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ნაცნობი
მდგომარეობები: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD),
ცუდი ფოკუსირება და იმპულსურობა, რაც აშკარად ართულებს ასეთ ადამიანებთან
ერთად დროის გატარებას. მათ შეუძლიათ ერთდროულად დაიწყონ რამდენიმე
საქმის კეთება და არც ერთი მიიყვანონ ბოლომდე ან საუბრისას ადვილად
გადაიტანონ ყურადღება სხვადასხვა თემაზე და არ მოუსმინონ სხვების ნათქვამს.
შეიძლება დაკარგონ ისეთი ნივთები, როგორიცაა მანქანის გასაღები, მობილური
ტელეფონი და პასპორტი.

64
ADHD ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში და ამას თავისი მიზეზი აქვს. შუბლის
წილი, სადაც კონტროლის დოფამინი მოქმედებს, მოზარდობამდე სრულად არ
ვითარდება და ტვინის დანარჩენი ნაწილებისგან შედარებით განცალკევებულად
ყალიბდება. კონტროლის მიკროსქემის ერთ-ერთ ამოცანას სურვილის წრის
შენარჩუნება წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს იმპულსების კონტროლის
პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ADHD-თან. როდესაც კონტროლის
დოფამინი სუსტია, ადამიანები გრძელვადიან შედეგზე მხოლოდ მცირე ფიქრით
ირჯებიან.

ADHD-ის ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებებია რიტალინი და


ამფეტამინი, სტიმულატორები, რომლებიც ტვინში დოფამინს აძლიერებენ. როდესაც
ეს პრეპარატები ADHD-ის მქონე ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება, შედეგად
არ ვლინდება წონაში კლება, კაიფის შეგრძნება ან ამაღლებული თვითშეფასება.
მიუხედავად ამისა, მასტიმულირებელი საშუალებები ნარკოდამოკიდებულებას
იწვევენ. FDA ასეთ წამლებს იგივე კლასში აყენებს, როგორებიცაა მორფინი და
ოქსიკონტინი. ასეთი წამლები დამოკიდებულების ყველაზე მაღალი რისკის
მაჩვენებლებად განიხილება და არსებობს მკაცრი შეზღუდვები, თუ როდის ეძლევა
ექიმს მათი პაციენტისთვის დანიშვნის უფლება.

თაღლითობის ქიმია

ვიცი, რომ შენს კეთილშობილურ ბუნებას სძულს ღალატზე ფიქრი და თაღლითობა.


მაგრამ, გამარჯვება რა დიდებული საჩუქარია!

სოფოკლე

გამარჯვება მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად დამარცხების იდეა მეჯავრება. ჩემთვის


დამარცხება სიკვდილს ნიშნავს.

ლენს არმსტრონგი

1999 წელს, ლენს არმსტრონგმა კიბოსთან ხანგრძლივი ორთაბრძოლის შემდეგ,


საფრანგეთში მისი პირველი ველოსპორტის ტურნირი მოიგო. შემდგომში მან
ზედიზედ შვიდი რბოლა მოიგო, რომელიც არამარტო ველოსპორტში იქცა ცნობილ
მოვლენად, არამედ მთელს სპორტულ სამყაროში.

არმსტრონგი თავისი მონდომებით ლეგენდარულ ფიგურად იქცა. იგი ზედიზედ


იმარჯვებდა ისეთ პირობებში, სადაც ქარი საპირისპირო მიმართულებით ქროდა, რაც

65
ორმაგად ართულებდა შეჯიბრს. ჯილიეტ მაკურმა არმსტრონგის შესახებ ერთი
ამბავი აღწერა: "მისი სახლიდან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში უზარმაზარი ხე
იდგა. არმსტრონგს სურდა, რომ ეს ხე მისი სახლის კიბესთან ყოფილიყო
წამოჭიმული. ხის ამოთხრაში და ტრანსპორტირებაში დაახლოებით 200 000$
დახარჯა. იგი აგნოსტიკოსია და ამის შემდეგ აღნიშნა, რომ ღმერთი სულაც არ იყო
საჭირო ცისა და მიწის გადასაადგილებლად".

"ვფიქრობ, ალბათ გავგიჟდები, თუ 35 ან 40 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში რაიმე სახის


კონკურენცია არ მექნება". - თქვა არმსტონგმა.

2012 წელს არმსტრონგს შვიდივე ტიტული ჩამოართვეს, რადგან გაირკვა, რომ


ეფექტურობის გამაძლიერებელ პრეპარატებს იღებდა. რატომ მოიტყუა ამ
ლეგენდარულმა სპორტსმენმა, რომელიც არასოდეს ნებდებოდა თვით კიბოს
წინაშეც? უცნაურად საკმარისი პასუხია, მაგრამ პასუხი ერთია: მან მოიტყუა, რათა
წარმატებული ყოფილიყო.

ნუ იფიქრებთ, რომ დოფამინი სინდისით არის აღჭურვილი. პირიქით, დოფამინი


არის სურვილით გამოკვებილი ეშმაკობის წყარო. როდესაც იგი აქტიურდება,
მთლიანად თრგუნავს დანაშაულის გრძნობას, რომელიც აქ და ახლას შემადგენელი
ემოციაა. მას შეუძლია არამარტო შთაგონება და ძალისხმევა, არამედ მოტყუება და
ძალადობა, თუკი მიზნისთვის რამენაირად წაადგება.

დოფამინი არ მისდევს მორალს, არამედ სურვილებს. დოფამინისთვის ძალა,


თაღლითობა და ღალატი სხვა არაფერია, დამხმარე იარაღის გარდა.

ისრაელში მკვლევარებმა შეიმუშავებს ექსპერიმენტი, რათა უკეთ გაეგოთ რატომ


ღალატობდნენ ადამიანები. მათ შექმნეს სათამაშო წყვილი, სადაც ერთი
მოწინააღმდეგე მორეს უპირისპირდებოდა. პირველი იყო გამოცნობის თამაში,
რომელშიც მოთამაშეები ეკრანზე გამოჩენილი გამოსახულებების ამოსაცნობად
იბრძოდნენ, ამ თამაშში მოტყუება შეუძლებელი იყო. მეორე თამაში კამათელის
გაგორებისგან შედგებოდა. ერთი მოთამაშე მეორეს კამათელის რიცხვს ეუბნებოდა
და შესაბამის თანხას იღებდა. რაც უფრო მაღალი იყო კამათელის რიცხვი, მით უფრო
მეტ ფულს იღებდა პირველი მოთამაშე და მით ნაკლებს მეორე. ამ თამაშში მოტყუება
არა მხოლოდ შესაძლებელი იყო, არამედ ადვილიც. მეორე მოთამაშე ვერ ხედავდა
კამათელის რიცხვს, ამიტომ პირველ მოთამაშეს შეეძლო ეთქვა ნებისმიერი რიცხვი,
რაც მოუნდებოდა.

შედეგებმა უკიდურესად რადიკალური მაჩვენებელი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ


პირველი თამაშის გულწრფელობის გარდაუვალობისგან განსხვავებით, მეორე
თამაშში 99% შემთხვევაში მოთამაშეები ერთმანეთს ატყუბდნენ.

66
მეცნიერები მცირე გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ არ იცოდნენ როგორ
აეხსნათ ასეთი შედეგი. მაგრამ როდესაც ვიცით, თუ რა როლს ასრულებს დოფამინი
ჩვენს გარემოში დომინაციის მოტივირებაზე, შეგვიძლია ზუსტი განმარტება
ვიპოვოთ.

შეჯიბრებაში გამარჯვება, ჭამასთან და სექსთან ერთად აუცილებელია ევოლუციური


წარმატებისთვის. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ შეჯიბრში გამარჯვება დოფამინს
გამოყოფს. დოფამინის მომატება თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ იგი
განსხვავდება აქ და ახლა სიამოვნებისაგან, რომელიც კმაყოფილების ტალღას
წარმოადგენს. სწორედ ეს განსხვავებაა მთავარი: დოფამინის მატება, გამარჯვებით
გამოწვეული "მეტის" სურვილს გვიტოვებს.

მოგება, როგორც წაგებისაგან თავდაცვის საშუალება

ველორბოლის მოგება საკმარისი არ არის. არც ზედიზედ ორჯერ ან თუნდაც


შვიდჯერ მოგება არის საკმარისი. ზოგადად, მოგება არასდროს არის საკმარისი.
დოფამინისთვის არასდროს არაფერია საკმარისი. მთავარია დევნა და გამარჯვება,
მაგრამ არც ფინიშის ხაზი არსებობს და არც ოდესმე იქნება. მოგება, ისევე როგორც
ნარკოტიკები, შესაძლოა დამოკიდებულების საგანი გახდეს. მომავლისკენ ლტოლვა,
რომელიც სრულ დაკმაყოფილებას არასდროს იწვევს, მთლიანი განტოლების
მხოლოდ ნახევარია. მეორე ნახევარი არის დოფამინური კრახი, რომელიც თავს
საშინლად გვაგრძნობინებს.

გამარჯვებულები ზუსტად იმავე მიზეზის გამო ცდილობენ თაღლითობას, რა


მიზეზითაც ნარკომანები მოიხმარენ ნარკოტიკებს. აჩქარება და წარმატების
განმეორება მშვენივრად გვაგრძნობინებს თავს, ასეთი ეტაპის დასრულება კი
საშინელ მუცლის გვრემას იწვევს. რა იქნება, რომ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა
აღარ შემაქონ? რა მოხდება, როცა ლიდერთა სიიდან დავქვეითდები და ხალხი აღარ
გამიხსენებს? ასეთ მიდგომას ნამდვილად შეუძლია ყველა დონეზე გაანადგუროს
ადამიანის ცხოვრება, მაგრამ სურვილის წრეს ეს არ აინტერესებს. მას სურს მეტი
ნარკოტიკი, მეტი წარმატება. მაგრამ ნამდვილი წარმატება თაღლითობით და
ტყუილით არ მოდის. თუ შეცდომას დაუშვებთ ხალხი გაპატიებთ, მაგრამ
არაკეთილსინდისიერად მოქცევის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება. სწორედ
ამიტომ, კონტროლის წრე ძალიან მნიშვნელოვანია. იგი რაციონალურია. მას
შეუძლია მიიღოს მკაფიო, დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რომლებიც
მაქსიმალურად გაზრდის თქვენს კეთილდღეობას არა მხოლოდ დღეს, არამედ
შორეულ მომავალშიც. და მაინც, ბევრი ადამიანისთვის თაღლითობა ძლიერი და
ზოგჯერ აბსოლუტური ცდუნებაა, რომელსაც გამარჯვების სიმაღლეების დევნისას
იყენებენ. ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში, თაღლითობა მუშაობს.

67
აქტიური და პასიური ძალადობა

დოქტორი ჯონსი ლიფტის გაღებას ელოდა და სიმწრით არ სურდა პაციენტთან


გასაუბრება, რისთვისაც მოუხმეს. შუა ღამის პირველ საათზე დაურეკეს და
საავადმყოფოში გამოიძახეს პაციენტის ფსიქიკური სიჯანსაღის შესაფასებლად,
რომელიც იძახოდა, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებდა. როდესაც ფსიქიატრიულში
მყოფი პაციენტი მკვლელობის საფრთხეს წარმოადგენს და შედეგად ვიღაცას
შეიწირავს, მთელი პასუხისმგებლობა იმ ექიმს მოეთხოვება, რომელიც მას
ათავისუფლებს.

დაბნეული და უსიამოვნო შესახედაობის პაციენტი თვალის დაუხამხამებლად


შესცქეროდა დოქტორს. ჯონსმა პაციენტი იცნო, იგი აქამდეც უნახავს. ადრე ამ
მამაკაცს ქალზე ძალადობა ედებოდა ბრალად და შიზოფრენიაზე მკურნალობას
გადიოდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ალერგიული იყო ყველა ფსიქიატრიულ
მედიკამენტზე, ქსანაქსის გარდა.

გარდა კოკაინის მოხმარებისა, მას სხვა ფსიქიატრიული პრობლემები არ


აღენიშნებოდა, მაგრამ მაინცდამაინც ამაღამ მოითხოვა საავადმყოფოში წაყვანა.
საუბრისას მან ახსენა მრავალი შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სამ წლიანი
პატიმრობა. მან თქვა, რომ საკუთარ გეგმას აუცილებლად შეასრულებდა და ვიღაცას
მოკლავდა.

"მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ვიღაც, ვინც რაღაც გამიკეთა" - თქვა მან.

პარანოია ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი ფსიქიატრიული მდგომარეობაა; ასეთ


დროს ადამიანები ხშირად ექვემდებარებიან ძალადობრივ გამოვლინებებს. პარანოია
ძლიერ შიშს წარმოქმნის და პიროვნებას ჰქონია, რომ თავის დასაცავად ერთადერთი
გზა იმ პიროვნებების დახოცვაა, რომლებიც მათი აზრით შეთქმულებას უწყობენ.
ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან ერთად, ბოდვები და ძალადობის რისკი
ჩვეულებრივ, ერთ კვირაში ქრება.

მაგრამ ამ პაციენტის თვალებში დოქტორი ჯონსი ფსიქოზურ სიმპტომებს ვერ


ამჩნევდა. დოქტორი დილემის წინაშე დადგა. მან იცოდა, რომ პაციენტი არ
ისარგებლებდა სტაციონარში ყოფნით და მისი განყოფილებაში მიღება სხვა
პაციენტებს დააყენებდა რისკის ქვეშ. მეორეს მხრივ, მას ძალადობრივი ისტორია
ჰქონდა.

ძალადობა ზოგჯერ დისფუნქციის ან პათოლოგიის შედეგია. მაგრამ, უმეტეს


შემთხვევაში ძალადობა არჩევანია - მიიღოთ სასურველი იძულებით თუ გამოთვლის
გზით.

68
ენერგია, რომელიც ხშირად ძალადობის სახით გამოიხატება, დომინირების საბოლოო
იარაღია, მაგრამ არის თუ არა იგი დოფამინური?

არსებობს ორგვარი ძალადობა: დაგეგმილი ძალადობა, რომელიც განზრახ აზიანებს


ადამიანს და სპონტანური ძალადობა, რომელიც იმპულსური ვნებით არის
გამოწვეული. თითოეულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ეფექტურ სტრატეგიაზე და
წინასწარ დაგეგმარებაზე, რომელიც ზოგჯერ მტანჯველ დეტალებს ითვალისწინებს
და მიზნად რესურსებისა და კონტროლის მოპოვებას ისახავს. ეს არის დოფამინით
გამოწვეული აგრესია და მას აქვს დაბალი ემოციური შინაარსი.

ვნებით განპირობებული აგრესია პროვოკაციის პასუხია. ეს განსხვავდება გათვლილი


მოქმედებისგან, რომელსაც დოფამინის კონტროლის წრე შეიმუშავებს. როდესაც
ვნება მომენტალურ აგრესიას იწვევს, დოფამინი ითრგუნება აქ და ახლა
მოლეკულების მიერ და აგრესია მაშინვე გამოიხატება. ადამიანები, რომლებიც ამ
ტიპის აგრესიას ავლენენ, ჩვეულებრივ საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალსა და
კეთილდღეობას. ისინი შეიძლება დაშავდნენ, ციხეში მოხვდნენ ან უბრალოდ,
შერცხვნენ. ასეთ დროს ემოციები აჭარბებს კონტროლის წრეს, რომელიც
სიფრთხილეს და გაანგარიშებას ემსახურება. ძალადობამ შესაძლებელია დომინაცია
მოგვცეს, მაგრამ წარმატებისთვის აუცილებელია, რომ იგი დოფამინის კონტროლის
ცივი და გამომთვლელი სქემებიდან მოვიდეს.

როგორია დოფამინური პიროვნება?

ზოგ ადამიანს დოფამინური წრე უფრო აქტიური აქვს, ვიდრე დანარჩენებს.


მკვლევრებმა გამოავლინეს გენთა მრავალფეროვნება, რომელთაც წვლილი შეაქვთ
ასეთი პიროვნული ტიპის განვითარებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
დოფამინის მომატებულმა აქტივობამ შესაძლოა საკუთარი თავი სხვადასხვა გზით
გამოხატოს. ძალიან აქტიური სურვილის მქონე ადამიანი შეიძლება იმპულსური და
რთულად დასაკმაყოფილებელი იყოს, რადგან მუდმივად მეტს დაეძებდეს. სხვა კი
შედარებით ადვილად კმაყოფილდება. ხმაურიან ღამის კლუბებში გართობის
ნაცვლად ნაკლებად დოფამინური ადამიანი დღის მანძილზე მებაღეობას და
შეღამებისას გემრიელად დაძინებას ამჯობინებს.

ალტერნატიულად, ძალიან აქტიური კონტროლის სქემის მქონე ადამიანი შეიძლება


ცივი, დაუნდობელი და უემოციო აღმოჩნდეს. ამის საპირისპირო იქნება თბილი,
გულუხვი ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად მეგობრობა აინტერესებს, ვიდრე
კონკურსებში გამარჯვება. ტვინი რთული მექანიზმია, ერთ წრედში გამართული
აქტივობა დანარჩენ წრედებზე ახდენს გავლენას და უმეტეს შემთხვევაში ყველა
წრედი ერთდროულად მუშაობს. დოფამინური ადამიანები შეპყრობილები არიან

69
მომავლის მომგებიანი შესაძლებლობებით, აწმყოში სიხარულის განცდის
ნაკლებობის ხარჯზე.

ემოციების ჩახშობა

ემოცია არის აქ და ახლა გამოცდილება. ეს არის ის, რასაც ჩვენ აწმყოში ვგრძნობთ.
ემოციები გადამწყვეტი ფაქტორია სამყაროს აღქმის ჩვენეული უნარისთვის, მაგრამ
შეიძლება მათ ზოგჯერ დაგვამარცხონ. როდესაც ასე მოხდება, ჩვენ ნაკლებად
ლოგიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. საბედნიეროდ, დოფამინის წინააღმდეგობამ
აქ და ახლას სქემებთან, შესაძლოა დასწიოს ემოციური სიხშირის ხარისხი. რთულ
სიტუაციებში, ზოგიერთ დოფამინურ პიროვნებას შეუძლია ასეთი ემოციების
კონტროლი და უფრო მიზანმიმართული არჩევანის გაკეთება, რომელიც მისთვის
უკეთესად მუშაობს. ჩვენმა ერთ-ერთმა ევოლუციურმა წინაპარმა, რომელიც
განსაკუთრებულად მძლავრი დოფამინის კონტროლის წრედით იყო
დაჯილდოებული, შეძლო და ლომთან პირისპირ შეხვედრისას პანიკაში ჩავარდნის
ნაცვლად იგი ცეცხლოვანი ჩირაღდნით მოიგერია.

შორიდან მოკვლა უფრო ადვილია

ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომან "დიუნში" გმირს სურს დაამტკიცოს, რომ იგი
ადამიანია, რომელიც ცხოველური ინსტინქტის დათრგუნვით აქ და ახლა მოქმედებს.
მისი ხელი მოთავსებულია ეშმაკურ გამოგონებაში, შავ ყუთში, რომელიც ნერვული
გაღიზიანების მეშვეობით წარმოუდგენელ ტკივილს წარმოქმნის. მოხუცი ქალი,
რომელიც ტესტს ატარებს, ბიჭს ეუბნება, რომ თუ ხელს ყუთიდან ამოიღებს, იგი
მაშინვე მოკვდება, რადგან ტკივილისადმი არაგამძლე დამოკიდებულება
დაამტკიცებს, რომ ბიჭი ცხოველია და არა ადამიანი. მოხუცი გამომცდელი გმირს
ეუბნება: "თუ გსმენია, ცხოველები ხაფანგიდან გასაქცევად ფეხებს რომ იჭამენ? ეს
ცხოველური ხერხია. ადამიანი ხაფანგში დარჩებოდა, ტკივილს აიტანდა და თავს
მოიმკვდარუნებდა, რათა ხაფანგის დამდგმელს მისწვდენოდა, მოეკლა და ამით
თავისიანებისთვის ხიფათი აერიდებინა".

ზოგი ადამიანი ბუნებრივად უკეთესად თრგუნავს ემოციებს, ვიდრე სხვები.


ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ ამგვარად იბადებიან; ეს ნაწილობრივ დოფამინის
რეცეპტორების რაოდენობისა და მისი ბუნების გამო ხდება, რომლებიც ტვინში
დოფამინის გამოყოფაზე რეაგირებენ. ასეთი განსხვავება გენეტიკაზეა
დამოკიდებული. მკვლევარები ზომავენ ტვინში დოფამინის რეცეპტორების

70
სიმკვრივეს, რომელიც პიროვნების "ემოციური განშორების" შეფასების საშუალებას
იძლევა.

განშორების ტესტმა გაზომა ისეთი თვისებები, როგორებიცაა პირადი ინფორმაციის


გაზიარების თავიდან აცილების ტენდენცია და სხვა ადამიანებთან ჩართულობა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი რეცეპტორების სიმკვრივესა და
პერსონალურ ჩართულობას შორის. მაღალი სიმკვრივე ასოცირებული იყო ემოციური
განშორების მაღალ დონესთან.

ადამიანთა უმეტესობას გააჩნია შინაგანი პიროვნებები, რომლებიც უმაღლესსა და


უმდაბლეს შკალაზე სადღაც შუაშია განლაგებული, ან ერთი მეორესთან შედარებით
ახლოს იმყოფება. ჩვენ არც ზედმეტად მორჩილები ვართ და არც სასტიკნი.
ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებზე და პერსონალურ მიდრეკილებებზე.
როდესაც ადამიანთან ურთიერთობისას უშუალო კონტაქტზე ვფოკუსირდებით,
აქტიურდება აქ და ახლას სქემები, რაც პიროვნული სითბოს, თანადგომის და
სიყვარულის ემოციურ ასპექტებს ავლენს, მაგრამ როდესაც ურთიერთობაში
ექსტრაპერსონალური ჩართულობა ვლინდება, სახეზეა დისტანცია, აბსტრაქტული
აზროვნება, მომავალზე ორიენტაცია, ცივი, უემოციო და რაციონალური მიდგომა. ეს
ორი ერთმანეთისგან განსხვავებული აზროვნების ტიპი ილუსტრირებულია
ეთიკური დილემით, რომელსაც "ტროლეის პრობლემა" ეწოდება.

როგორ გადავდივართ პერიპერსონალური სივრციდან ექსტრაპერსონალურ


სივრცეში?

დაიწყეთ დაკვირვება ფიზიკური შეგრძნების, აქ და ახლას აღმოფხვრით.


წარმოიდგინეთ, რომ განცალკევებულად დგახართ და სადღაც შორიდან აკვირდებით
მოვლენების განვითარებას. წარმოიდგინეთ, რომ მატარებელში ერთი ადამიანი ზის,
რომელიც ლიანდაგზე გაჩერებულ ავტომანქანას უახლოვდება, რომელშიც ხუთი
ადამიანია მოთავსებული. თუ ლიანდაგის სახელურს გადასწევთ, მატარებელში
მჯდარი ადამიანი მოკვდება, თუ არა და იგი გადარჩება, მაგრამ დანარჩენი ხუთი
დაიხოცება. გადასწევთ სახელურს?

და ბოლოს, წარმოიდგინეთ ყველაზე აბსტრაქტული სიტუაცია, რაც კი


შესაძლებელია: გამოწურეთ აქ და ახლა მთლიანად და გახადეთ აზროვნება
დოფამინური, თითქოს თქვენ სატრანსპორტო სისტემების ინჟინერი ხართ,
რომელსაც შეუძლია ყველა შესაძლო ავარიული ვარიანტის გამოთვლა. თქვენ გაქვთ
შესაძლებლობა შექმნათ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შესაძლო ვარიანტებს
გააკონტროლებს. მას შეუძლია აირჩიოს ვარიანტი, სადაც ზარალი ყველაზე ნაკლები
იქნება. დაწერთ თუ არა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომავალში ერთი
ადამიანის გაწირვით ხუთის გადარჩენას შეძლებს?

71
სცენარები იცვლება, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა; მინიმუმ ერთი ადამიანი
აუცილებლად უნდა დაიღუპოს, ან ხუთი მოკვდეს, რათა ერთი გადარჩეს. ერთი
გონება რაციონალურია, გადაწყვეტილებებს მხოლოდ მიზეზის საფუძველზე იღებს.
მეორე გონება ემპათიურია, მას არ შეუძლია ადამიანის მოკვლა, მიუხედავად მძიმე
შედეგებისა.

ნებისყოფის (განზრახვის) სავარჯიშო მანქანა

წარმოვიდგინოთ, რომ ნებისყოფა კუნთს ჰგავს; შესაძლებელია თუ არა მისი


გაძლიერება ვარჯიშით? პასუხი არის "დიახ", მაგრამ იგი მოითხოვს
მაღალტექნოლოგიურ "სავარჯიშო აღჭურვილობას". ნეირომეცნიერების მკვლევრები
დიუკის უნივერსიტეტში ამოწმებდნენ, შეეძლოთ თუ არა ტვინის ნაწილების
გაუმჯობესება, რომლებიც ნებისყოფაზე იყო პასუხისმგებელი.

თავდაპირველად საქმე გაამარტივეს. წარმატებულად შესრულებული დავალების


შემთხვევაში ისინი მონაწილეებს ფულს უხდიდნენ. მოტივაციის მიღება ადვილია,
როდესაც დაუყოვნებელი ჯილდო არსებობს. ტვინის სკანერის გამოყენებით, მათ
შეძლეს დაენახათ, რომ გააქტიურდა ტვინის ვენტალური ტეგმენტალური წრე, სადაც
წარმოიქმნა როგორც სურვილის, ასევე კონტროლის წრეები. შემდეგ მათ სთხოვეს
მონაწილეებს, მოეძებნათ საკუთარი თავის მოტივაციის გზები. მკვლევარებმა მათ
შესთავაზეს რამდენიმე სტრატეგია, როგორიცაა საკუთარი თვითშეფასების
ასამაღლებელი აფირმაცია: "მე შემიძლია ამის გაკეთება!". მკვლევარებმა წაახალისეს
მონაწილეები, გამოეჩინათ კრეატიულობა და გამოეყენებინათ ისეთი მეთოდი,
რომელიც ყველაზე მოტივაციურად მიაჩნდათ. ზოგი ადამიანი წარმოიდგენდა
ზედამხედველს, რომელიც მას ამხნევებდა. სხვები წარმოიდგენდნენ სიტუაციებს,
სადაც მათ სხვები აქებდნენ. ამასობაში ტვინის მკვლევარები აკვირდებოდნენ, რა
ხდებოდა ტვინის მოტივაციის რეგიონში. დანახულმა ისინი გააოცა: ტვინში არაფერი
მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ფულის აღებამ ტვინის გააქტიურებაზე შედეგი
იქონია, მონაწილეებმა დამოუკიდებელი მცდელობებისას აქტიურობის გაზრდა ვერ
შეძლეს.

შემდეგ, მეცნიერებმა მონაწილეებს მცირე დახმარება გაუწიეს და აუხსნეს, როგორ


ფუნქციონირებდა ტვინი და სხეული. დამატებითი ინფორმაცია მათ ეხმარებათ
მიეცეთ კონტროლის შესაძლებლობა ისეთ ფაქტორებზე, რაც ჩვეულებრივ
გაუცნობიერებელ მდგომარეობაში იმყოფება. ამას ეწოდება "ბიოფიდბეკი" და მათი
უმეტესობა რელაქსაციისთვის გამოიყენება. მათ ამაგრებენ ადამიანის თითებზე და
იგი ოფლის მცირე რაოდენობას ზომავს. რაც უფრო ნაკლებია ოფლი, მით მეტია
რელაქსაცია.

72
სამოტივაციო ექსპერიმენტში მონაწილეებს აჩვენეს თერმომეტრი, რომელსაც ორი
ხაზი ჰქონდა. ერთმა აჩვენა აქტივობის ამჟამინდელი დონე მოტივაციის რეგიონში,
ხოლო მეორე წარმოადგენდა უფრო მაღალ სამიზნეს, რისი მიღწევაც მონაწილეს
უნდა ეცადა. მონაწილეები ახლა მკაფიოდ ხედავდნენ, რომელი სტრატეგია
მუშაობდა მათთვის და რომელი იყო სრულებით უსარგებლო. გარკვეული პერიოდის
შემდეგ, მონაწილეებმა შექმნეს წარმოსახვითი სცენების კოლექცია, რომლებიც
ეფექტურად ზრდიდა მოტივაციის აქტივობას. ასეთი სტრატეგიები მუშაობას მას
შემდეგაც აგრძელებდა, როცა თერმომეტრი მოხმარებიდან ამოიღეს. ნებისყოფის
გაძლიერება შესაძლებელია, მაგრამ ამას მაღალტექნოლოგიური ფუნქცია სჭირდება,
რათა მონაწილეებმა საკუთარ ტვინში ღრმად ჩახედვა შეძლონ.

დოფამინი - დოფამინის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ნებისყოფის გაძლიერება შესაძლებელია, ეს პასუხი მაინც არ


არის გრძელვადიანი, ანუ მდგრადი ცვლილებებისკენ მიმართული. მაშ, რა ჯანდაბა
მუშაობს? ეს კითხვა დიდ ინტერესს იწვევს პაციენტებში, რომლებიც
განსაკუთრებულად იტანჯებიან ნარკოდამოკიდებულებით და მის დასაძლევად
იბრძვიან. დარწმუნებული იყავით, ნარკოტიკებს მარტო ნებისყოფით ვერ
დაამარცხებთ. ამ პრობლემის გადალახვას მეტი სჭირდება. არსებობს მედიკამენტები,
რომლებიც ეხმარება ზოგიერთ დამოკიდებულებას, მაგრამ ისინი არ მუშაობენ, თუ
სხვა მედიკამენტებთან ერთად არ მიიღება. მსგავსი მედიკამენტები ფსიქოთერაპიის
გარკვეულ ფორმაში უნდა იყვნენ შერწყმულნი.

დამოკიდებულებასთან მომუშავე ფსიქოთერაპიის მიზანია ტვინის ერთი ნაწილი


მეორეს დაუპირისპიროს. დოფამინის სურვილის წრე ავთვისებიანი ნარკომანი ხდება
და ადამიანს უკონტროლო დამოკიდებულებაში აგდებს. მას აუცილებლად უნდა
დაუპირისპირდეს თანაბრად ძლიერი ძალა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისყოფა ამის
გამკეთებელი არ არის. სხვა რომელი რესურსის გამოყენება შეიძლება ამ ბრძოლაში
გასამარჯვებლად?

ეს კითხვა ფართოდ იქნა შესწავლილი და მიღებული ცოდნა სხვადასხვა


ფსიქოთერაპიული კვლევების შედეგად გახდა ფორმალიზებული. ეს საკითხი
საუკეთესოდ გამოიკვლია მოტივაციურმა, გამაძლიერებელმა თერაპიამ,
კოგნიტურმა, ქცევითმა თერაპიამ და თორმეტსაფეხურიანმა, ფასილიტაციის
თერაპიამ. თითოეული მათგანი ადამიანის ტვინში არსებული რესურსების
გამოყენების უნიკალური მიდგომით გამორჩევა, რათა უმართავი დოფამინის
დესტრუქციულ სტურქტურებს დაუპირისპირდეს.

73
მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპია: სურვილის დოფამინი - სურვილის
დოფამინის წინააღმდეგ

ნარკომანებს ნარკოტიკები სწყურიათ. ისინი ნარკოტიკებს მაშინაც იყენებენ,


როდესაც მათი გამოყენება ცხოვრებას ანადგურებს და ამავდროულად უმეტესობამ
იცის, რომ საკუთარ თავს უდიდეს ზიანს აყენებს. ანუ ვერ ვიტყვით, რომ
ქიმიკატების მიერ მთლიანად დაბრმავებულები არიან. მათ შეიძლება
ამბლივალენტური ადამიანები ეწოდოთ: უმეტეს ნაწილს ნარკოტიკების გარდა
არაფერი სურს, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო სუსტი სურვილებიც. ეს სურვილები
შესაძლებელია რომ გაძლიერდეს. სურვილი შეიძლება უკავშირდებოდეს უკეთეს
პარტნიორად გახდომას, ჯანსაღი წესით ცხოვრებას და სხვა მრავალს. ნარკომანმა
შეიძლება დაინახოს, რომ მალე მისი საბანკო ანგარიში გაქრება და შესაძლოა
უსახლკაროდ დარჩეს. შესაძლოა მას სიმშვიდე და ფინანსური უსაფრთხოება
უნდოდეს ან უკან დაიბრუნოს ის დრო, როდესაც ჯანმრთელი და
ნარკოდამოკიდებულებისგან თავისუფალი იყო. არც ერთ ამ სურვილს არ შეუძლია
დოფამინის გამოყოფის პროვოცირება ისეთ ხარისხში, როგორც ამას ნარკოტიკები
აკეთებს, მაგრამ სურვილი არა მხოლოდ მოქმედების მოტივაციას გვაძლევს, არამედ
პრობლემის გასამკლავებლად მოთმინებასაც გვანიჭებს. მოტივაციის გამაძლიერებელ
თერაპიაში (MET), პაციენტები უნდა გაუმკლავდნენ წყენას, იმედგაცრუებას,
დეპრესიას და მსგავს შეგრძნებებს, რადგან მათ უხსნიან, რომ ეს განწყობები რაღაც
უკეთესისთვის ახდენს კომპენსაციას. თერაპიის მიზანი ცხოვრების სურვილის
უკეთეს მნიშვნელობაში გადატანაა.

თერაპევტები ქმნიან მოტივაციას, როდესაც პაციენტებს ჯანსაღი სურვილის


დაფიქსირებით წახალისებას ახდენენ: "ჩვენ არ გვჯერა იმის, რაც გვესმის. ჩვენ
გვჯერა მხოლოდ იმის, რასაც თავად ვამბობთ".

მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპია ცოტათი მანიპულატორულია. როცა


პაციენტი აკეთებს განცხადებას, რომელიც თერაპევტს მოსწონს, თერაპევტი
მოუწოდებს მას მეტი საუბრისაკენ. დააკვირდით ასეთი დიალოგის მარტივ
მაგალითს:

პაციენტი: ალკოჰოლის დალევის შემდეგ ზოგჯერ სამსახურში დროულად მისვლა


მიჭირს.

თერაპევტი: მეტი მითხარით ამის შესახებ.

მეორეს მხრივ, პაციენტი თავის მართლებას იწყებს: ბევრს ვმუშაობ. დასვენება და


განტვირთვა მჭირდება.

74
ასეთ დროს თერაპევტს თემა მოხერხებულად გადააქვს, რადგან პაციენტის თავის
მართლება უფრო მეტ ანტიცვლილებას გამოიწვევს. ამიტომ, საჭიროა რომ პაციენტმა
დიალოგში რაც შეიძლება მეტი საპირისპირო მოსაზრება დააფიქსიროს, რომელშიც
დამოკიდებულის საზიანო ფაქტორი გამოჩნდება. პაციენტი ვერ ამჩნევს რა ხდება,
ამიტომ, შეგნებული თავდაცვის ფარი მოხსნილია და ისინი საათებს ატარებენ
ცვლილებების მომხრე განცხადებების გაკეთებაში.

კოგნიტური ქცევითი თერაპია: კონტროლის დოფამინი - სურვილის დოფამინის


წინააღმდეგ

ჯობია იყო ჭკვიანი, ვიდრე ძლიერი. იმის მაგივრად, რომ დამოკიდებულების


წინააღმდეგ თავდასხმას ნებისყოფის საშუალებით ცდილობდეთ, კოგნიტური
ქცევითი თერაპია (CBT) დამოკიდებულების სიმძლავრის დასამარცხებლად
კონტროლის დოფამინის დაგეგმვის უნარს იყენებს. კოგნიტური ქცევითი თერაპიის
თერაპევტები პაციენტებს ასწავლიან, რომ ნარკოტიკებისადმი ლტოლვის
გაძლიერებას ასოციაციები იწვევს: გაიხსენეთ წინა თავში ნახსენები სარეცხის
გამათეთრებელის შემთხვევა. იგივე ხდება ალკოჰოლთან და სხვა პრეპარატებთან
დაკავშირებითაც. ადამიანები, ნივთები და ადგილები გვახსენებენ საგნებს,
რომლებზეც დამოკიდებულნი ვართ. სურვილის დოფამინი აქტიურდება და მეტი
ინტენსივობით აიძულებს ნარკომანს ნარკოტიკის მოხმარებისკენ; თუ ამას არ იზამს,
სურვილის დოფამინი ადამიანს ემუქრება, რომ მთლიანად გაითიშება და პიროვნება
აღარასდროს იგრძნობს დაკმაყოფილებას.

კოგნიტურ ქცევით თერაპიაში ალკოჰოლიკები სიგნალის გამოწვევის წინააღმდეგ


სხვადასხვა ხერხებს სწავლობენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ღონისძიებაზე
წასასვლელად ფხიზელი მეგობარი დაპატიჟონ და არა ის, რომელიც უეჭველად
კაიფში იქნება. ღონისძიება უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც ალკოჰოლი არ
იყიდება. თერაპევტები მუშაობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ასოციაცია აღმოფხვრან.
ასეთი შეიძლება იყოს კოქტეილის ჭიქა, მარტინის ზეთისხილი, საწრუპი და მრავალი
სხვა. აქედან ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ძლიერი ლტოლვის აგენტი, რომელიც
ბოლოს მოუღებს სიფხიზლის პერიოდს, რომლისთვისაც პაციენტმა შეუპოვრად
იბრძოლა.

დამოკიდებულება იმაზე უარესია, ვიდრე გგონიათ

დამოკიდებულების მკურნალობა რთულია; თანაც ბევრად უფრო რთული, ვიდრე


უამრავი სხვა ფსიქიატრიული დაავადება. დეპრესიის შემთხვევაში ადამიანს

75
სურვილი მაინც აქვს რომ გამოჯანმრთელდეს - ამაში ეჭვი არ არის. მაგრამ, თუ
ადამიანი ნარკოდამოკიდებულია, იგი არც ისე დარწმუნებულია, უნდა თუ არა
გამოჯანმრთელება. მას შეუძლია გაიზიაროს წმინდა ავგუსტინეს მიერ გამოხატული
შეგრძნება, როდესაც რომანი ჰქონდა ახალგაზრდა გოგოსთან: "უფალო, მომანიჭე
სიწმინდე, ოღონდ ჯერ არა".

იმ ფაქტის გამო, რომ დამოკიდებულებასთან მუშაობა რთულია, ექიმები და


პაციენტები ხშირად აძლევენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს "მტერის" სახელწოდებას. ის
არის მტერი, რომელსაც პატივს ვცემთ, რადგან იგი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ
ძალზედ ჭკვიანიც.

ასოციაციების ბუნება ძალიან საფრთხილოა. ადამიანმა მისი მნიშვნელობა შეიძლება


იქამდე ვერ ამოიცნოს, სანამ უშუალოდ არ დაექვემდებარება ცდუნებას.

მაგრამ, ასოციაციების მოშორება საკმარისი არ არის. მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ
შეიტყვეს, რომ ჩვენს "მტერს" მოულოდნელი და გარკვეულწილად საშიში ტექნიკა
აქვს საკუთარ განკარგულებაში. განვიხილოთ ალკოჰოლიკი, რომელიც აშკარა
მიზეზის გარეშე გადაწყვეტს შემოვლითი გზით წავიდეს სახლიდან სამსახურისკენ
და გზად ლუდის ბარს ჩაუაროს. როცა მომდევნო დღეებში იგი თერაპევტთან
ისაუბრებს, იტყვის რომ წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა... პაციენტი ვერ დააკავშირებს
ერთი შეხედვით უდანაშაულო გადაწყვეტილებას რუტინის შეცვლასთან.

მაგრამ, ასეთი რეციდივი შემთხვევითი არ არის. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ


აღმოაჩინეს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება დნმ-ს მუშაობის გარკვეული
სეგმენტების ცვლილებას იწვევს, რომელიც შუბლის ნაწილში აუცილებელია
კონტროლის დოფამინის სქემების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ამრიგად,
მტერი არყევს გადაწყვეტილებების მიღების შედეგებს და ალკოჰოლიკს აიძულებს
გამოსცადოს ახალი მარშრუტი, რომლითაც ლუდის ბარს შეათვალიერებს.
მკვლევარებმა ვირთაგვების ტვინში დნმ-ს საშიში ცვლილებები აღმოაჩინეს, მაგრამ
ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ, იგივე ხდება თუ არა ადამიანის ტვინშიც.
თუმცა, შედეგები გასაოცარი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლი დნმ-ს
სტრუქტურებს იმგვარად ცვლის, რომ მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება
თითქმის შეუძლებელია.

ალკოჰოლიკებს მაინც შეუძლიათ დამოკიდებულების დაძლევა, თუმცა კონტროლის


დოფამინის სურვილის დოფამინთან დაპირისპირება არც თუ ისე მარტივი საქმეა.
ალკოჰოლი არა მხოლოდ მუდმივ სურვილს ქმნის, არამედ ძირს უთხრის მომავალზე
ფოკუსირებას, რომელიც საჭიროა ხანგრძლივი სიფხიზლისათვის. კარგი ამბავი ის
არის, რომ ჩვენ ვიცით ამ იარაღის არსებობის შესახებ. თუ შევძლებთ დნმ-ს
ცვლილების გზა ვიპოვოთ, მაშინ მის ნეიტრალიზებასაც შევძლებთ.

76
თორმეტსაფეხურიანი ფასილიტაციური თერაპია: აქ და ახლა - სურვილის
დოფამინის წინააღმდეგ

ანონიმური ალკოჰოლიკების კამპანია (AA) ყველაზე წარმატებული თვითდახმარების


ორგანიზაციაა მსოფლიოში, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ესეც არაა საშველი. იგი
მოითხოვს ალკოჰოლიკის სტატუსს, რომელიც ბევრ ადამიანს არ მოსწონს. ასევე,
მსგავსი შეკრებები დაფუძნებულია საკუთარ თავში განსაკუთრებული ძალის
რწმენაზე, რომელიც ზოგს არ გააჩნია. პლუს, იგი მოითხოვს პირადი ისტორიის
სხვებთან გულახდილად გაზიარებას, რაც უამრავ ადამიანს დისკომფორტს უქმნის.

დამოკიდებულებასთან ბრძოლა გრძლვანდიანი კონფლიქტია, რომელიც ზოგჯერ


მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. ამის გათვალისწინებით, ანონიმურ
ალკოჰოლიკებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ნარკომანიის სხვა სამკურნალო
პროგრამებს შორის. ანონიმურ ალკოჰოლიკებში არ არსებობს შეზღუდვა იმის
შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლია მასში ადამიანს მონაწილეობის მიღება.
ანონიმური ალკოჰოლიკების ორგანიზაცია უფასო და ხელმისაწვდომია მთელს
მსოფლიოში, რომლებიც შეკრებებს დღისითაც და ღამითაც მართავენ.

ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრება უფრო საძმოს წააგავს, ვიდრე მკურნალობის


თერაპიას. ადამიანი უმჯობესდება კლუბის სხვა წევრებთან ურთიერთობით და
სიფხიზლისათვის მეტი სტიმული ეძლევა. ჩვენი ტვინის სოციალური ნაწილი სხვა
ადამიანებთან კავშირებს აქ და ახლას ნეირომედიატორების გამოყენებით ქმნის.
სამყაროში მცირედი რაოდენობით თუ არის ისეთი ძლევამოსილი რამ, ვიდრე
ადამიანური ურთიერთობები. ინტერნეტ ანალიტიკური კომპანიის, Alexa-ს
მიხედვით, Facebook-ი მეორე ყველაზე პოპულარული საიტია ინტერნეტში. Google
არის ნომერ პირველი, ხოლო ყველაზე პოპულარული პორნოგრაფიული საიტი,
Pornhub-ი სამოცდამეშვიდე ადგილზეა, რომელიც კაცობრიობის რწმენას გვიტოვებს,
რათა გაუმკლავდეს სურვილის დოფამინის ნაკლებად ჯანსაღ ნაწილებს.

ანონიმური ალკოჰოლიკების წევრები თავისუფლად ცვლიან ერთმანეთში


ტელეფონის ნომრებს, რათა ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანებს
მხარდაჭერისა და წარმატების მოწოდება ჰქონდეთ. თუ ალკოჰოლიკს ფეხი
დაუცდება და დათვრება, მას არავინ განსჯის და გააკრიტიკებს, მაგრამ მას შეგრძნება
გაუჩნდება, რომ თანამოძმეებს უღალატა. აქ და ახლას დანაშაულის შეგრძნება
ძლიერი მოტივატორია. ემოციური მხარდაჭერისა და დანაშაულის საფრთხის
კომბინაცია ბევრ ნარკომანს ეხმარება ხანგრძლივი სიფხიზლის შენარჩუნებაში.

აქტივობის ჩახშობის უფრო დრამატული მაგალითი არის დაკვირვება, როდესაც


დაფეხმძიმების შემდეგ მწეველ ქალთა სიგარეტისგან თავის დანებების მაჩვენებელი

77
მაღლა იწევს. ნაყოფისადმი განვითარებადი თანაგრძნობის დონე იმდენად მაღალია,
რომ მწეველი ქალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ ფინიშის ხაზამდე
ხტება. ეს არის აქ და ახლას დაუყოვნებელი ბალანსი სწრაფი კორექტირებისათვის.

დოფამინის სისტემა, მომავალთან დაკავშირებული რესურსების მაქსიმალურად


გაზრდის მიზნით განვითარდა. სურვილისა და მოტივაციის გარდა, ჩვენ ასევე
ვფლობთ უფრო დახვეწილ წრედებს, რომელიც გრძელვადიანი აზროვნების უნარს
გვაძლევს, რომელშიც გეგმების შედგენა და აბსტრაქტული ცნებების გამოყენება
შედის, როგორიცაა მათემატიკა, ლოგიკა და სხვა. გრძელვადიან მომავალზე
ფოკუსირება ასევე გვანიჭებს გამძლეობას, რომელიც გამოწვევების დასაძლევად და
მიზნების მისაღწევად გვჭირდება. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, მოვაგვაროთ
სურვილის წრედის ჰედონისტური ლტოლვები და ჩავახშოთ დაუყოვნებელი
დაკმაყოფილება უკეთესის მისაღწევად. კონტროლის წრე თრგუნავს აქ და ახლა
ემოციას, რაც საშუალებას გვაძლევს ცივი და რაციონალური გზით ფიქრისათვის;
ასეთი მიდგომა ხშირად არის საჭირო, როდესაც რთული გადაწყვეტილების წინაშე
ვდგავართ.

კონტროლის წრე შეიძლება საკმაოდ მზაკვარიც იყოს. იგი ზოგჯერ წინ უსწრებს
მოვლენებს და დომინირებს სიტუაციაზე, თავდაჯერებულობის ძალის მეშვეობით.
სხვა შემთხვევებში ის იწვევს დამორჩილებულ ქცევას, რომელიც გვაკავშირებს სხვა
ადამიანებთან, ამრავლებს უნარს და გავლენებს, რათა მიზანი მიღწეულ იქნეს.

დოფამინი იძლევა არა მხოლოდ სურვილს, არამედ ბატონობასაც (დომინაციას). იგი


გვანიჭებს გარემოს და სხვა ადამიანების საკუთარ ნებაზე მოქცევის უნარს. მაგრამ
დოფამინს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია შექმნას სრულიად ახალი
სამყარო, - სამყარო, რომელიც შეიძლება იმდენად გასაოცარი იყოს, რომ ან გენიოსის
მიერ იქნება შექმნილი, ან შეშლილის მიერ.

78
თავი მესამე - დომინაცია
რამდენად შორს გაქაჩავ?

საკითხი, რომელშიც დოფამინი გვიბიძგებს გადავლახოთ სირთულეები,


უბედურებები, ემოციურობა და ტკივილი, რათა შეგვეძლოს გავაკონტროლოთ ჩვენი
გარემო.

დაგეგმვა და გამოთვლა

მხოლოდ რაღაცის სურვილი იშვიათად მოგცემთ რაიმეს. აუცილებლად უნდა


გაარკვიოთ, როგორ უნდა მიიღოთ იგი, ან ღირს თუ არა საერთოდ მასზე
ძალისხმევის დახარჯვა. სინამდვილეში, როდესაც რაღაცას ისე ვაკეთებთ, რომ მასზე
საერთოდ არ ვფიქრობთ, წარუმატებლობა ყველაზე ცუდი შედეგი არც არის. დიახ,
ამაზე უარესი შედეგებიც არსებობს. შედეგები შეიძლება ვლინდებოდეს ჭარბი
საკვების მიღებიდან დაწყებული, აზარტულ თამაშებზე ან ნარკოტიკებზე
დამოკიდებულებით დამთავრებული ნებისმიერი შესაძლებლობით.

სურვილის დოფამინი გვაიძულებს, რაიმესადმი ლტოლვა გაგვაჩნდეს. ის არის


სურვილის წყარო: მომეცით მეტი, მეტი მინდა. მაგრამ ლოგიკურია, რომ ჩვენ არ
უნდა ვწყალობდეთ ჩვენს სურვილებს უმართავად და დაუოკებლად. ჩვენ ასევე
ვფლობთ დოფამინის დამატებით წრეს, რომელიც ახორციელებს გამოთვლას, რა
სახის "მეტი" ღირს ძალისხმევად. იგი გვაძლევს დაგეგმარების შესაძლებლობას, -
შევადგინოთ სტრატეგია და დომინირება მოვახდინოთ ჩვენს გარშემო არსებულ
სამყაროზე, რათა მივიღოთ ის, რაც გვინდა. როგორ ასრულებს ერთი ქიმიკატი ორივე
სამუშაოს? იფიქრეთ რაკეტის საწვავზე, რომელიც კოსმოსური ხომალდის მთავარ
ძრავებს კვებავს. ეს არის საწვავი, რომელიც რაკეტას მიმართულებისკენ უბიძგებს ან
შესაძლოა შესანელებლად ფუნქციონირებდეს. ყველაფერი დამოკიდებულია გზაზე,
რომელსაც საწვავი აალებამდე გადის - ეს არის სხვადასხვა ფუნქცია, რომელიც
ერთად მუშაობს კოსმიური ხომალდის დანიშნულების ადგილამდე მისვლის
მიზნით. ანალოგიურად, დოფამინი რომელიც ტვინის სხვადასხვა წრეში მოძრაობს,
სხვადასხვა მიზნისკენ განსხვავებულ ფუნქციებს იძლევა. ეს არის დაუნდობელი
ფოკუსირება მომავლის გაუმჯობესებისკენ.

მოთხოვნილებები მომდინარეობს დოფამინისგან, რომელიც მეზოლიმბურ წრეში


გადის. ამას ჩვენ დოფამინის სურვილის წრეს ვუწოდებთ. დაგეგმვა და გამოთვლა -
სიტუაციებში დომინირების საშუალებები - მომდინარეობს მეზოკორტიკალური
სქემიდან, რომელსაც დოფამინის კონტროლის წრე დავარქვით. რატომ ვუწოდებთ
მას კონტროლის წრეს? რადგან მისი მიზანია დოფამინის უკონტროლო მისწრაფებები
მართოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს. იგი წარმართავს ენერგიას და მიმართავს

79
მომგებიანი მიზნებისაკენ. ასევე, აბსტრაქტული ცნებების და წინდახედული
სტრატეგიების გამოყენებით, იგი საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენ
გარშემო არსებულ სამყაროზე და დავამყაროთ დომინანტური კონტროლი.

გარდა ამისა, დოფამინის კონტროლის წრე წარმოსახვის წყაროა. ეს საშუალებას


გვაძლევს თვალი გავუსწოროთ მომავალს და დავინახოთ გადაწყვეტილებების
შედეგები; არჩევანის გაკეთებით ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომელი მომავალი
გვირჩევნია რომ გვქონდეს. და ბოლოს, რის საშუალებას გვაძლევს იგი დაგეგმარების
გზით, ანუ როგორ გავხადოთ წარმოსახვითი მომავალი რეალურ გამოცდილებად.
ისევე როგორც სურვილის წრე ზრუნავს იმაზე, რაც ახლა არ გაგვაჩნია, კონტროლის
დოფამინიც არარეალურ სამყაროში არსებულ შესაძლებლობებზე მუშაობს. ორივე
წრე ფუნქციონირებას ერთსა და იმავე ადგილას იწყებს, მაგრამ სურვილის წრე
ტვინის იმ ნაწილში მთავრდება, რომელიც მღელვარებასა და ენთუზიაზმს იწვევს,
ხოლო კონტროლის წრე შუბლის იმ ნაწილებამდე მიდის, რომელიც ლოგიკურ
აზროვნებაშია სპეციალიზებული.

ამგვარად, ორივე წრე გვაძლევს შესაძლებლობას განვიხილოთ „ფანტომები“ -


საგნები, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობს. სურვილის დოფამინისთვის ფანტომი
არის ის, რისი ფლობაც გვსურს, მაგრამ ამჟამად არ გვაქვს. ვიმედოვნებთ რომ იგი
მომავალში გვექნება. კონტროლის დოფამინისთვის ფანტომი არის წარმოსახვისა და
შემოქმედებითი აზროვნების სამშენებლო ბლოკები: იდეები, გეგმები და
აბსტრაქტული ცნებები.

კონტროლის დოფამინს, სურვილის დოფამინის პრიმიტიული "მინდას" მიღმა


მივყავართ. იგი ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს ანალიზისა და
მოდელირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს გვაწვდის, რითაც შესაძლებლობების
80
გაანალიზება, შედარება და დაპირისპირება შეგვიძლია, რათა შევქმნათ გზები,
რომლებიც მიზნის მისაღწევად გვჭირდება. ეს არის გაფართოებული და
ევოლუციური იმპერატივის კომპლექსური შესრულება: უზრუნველყოს რაც
შეიძლება მეტი რესურსის შექმნა. ამის საპირისპიროდ, სურვილის დოფამინი არის
უკანა სავარძელზე მჯდომარე ბავშვი, რომელიც მაკდონალდსის, ლეკვების ან
სათამაშოების მაღაზიის ყოველი დანახვისას ყვირის: "შეხედე! შეხედე!". კონტროლის
დოფამინი არის მშობელი, რომელიც საჭეს მართავს და ფიქრობს, ღირს თუ არა
ავტომობილის გაჩერება. კონტროლის დოფამინი, სურვილის დოფამინით აღგზნებას
და მოტივაციას საჭიროებს; იგი აფასებს ვარიანტებს, ირჩევს ინსტრუმენტებს და
ადგენს სტრატეგიას, რათა მიიღოს ის, რისი მიღებაც სურს.

მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცი თავისი პირველი მანქანის შეძენას გეგმავს. თუ


მას მხოლოდ სურვილის დოფამინი წარმართავს, პირველივე მანქანას იყიდის,
რომელიც მოეწონება. მაგრამ ვინაიდან მას კონტროლის დოფამინიც გააჩნია,
შეუძლია ეს იმპულსი დახვეწოს. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ერთი
მანქანა მეორეზე უპირატესობას ფლობს. მოდით ვთქვათ, რომ ეს ახალგაზრდა
ეკონომისტია და ცდილობს შეიძინოს საუკეთესო მანქანა ყველაზე დაბალ ფასში, რაც
კი შესაძლებელია. სურვილის დოფამინის ენერგიაზე წვდომით, იგი საათებს ხარჯავს
ინტერნეტში, მანქანის საიტებს ათვალიერებს და მოლაპარაკების სტრატეგიებს
განიხილავს. მას სურს იცოდეს ყველა დეტალი, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს
საუკეთესო შენაძენის მისაღებად. როდესაც მანქანის დილერთან საუბარი იწყება, იგი
იმდენად კარგად არის მომზადებული, რომ აღარაფერი გააკვირვებს. თავს კარგად
გრძნობს: იგი დომინირებს მანქანის შესყიდვის ვითარებაზე არსებული ინფორმაციის
სრული დაუფლების გზით.

განვიხილოთ სამსახურისკენ მიმავალი ქალბატონი. იგი შემოვლითი მარშრუტით


მოძრაობს, რათა თავი აარიდოს პიკის საათში გაჭედვას. როცა სამსახურთან მიდის,
მანქანას დაუსახლებელ ავტოფარეხთან აპარკინგებს, რომლის არსებობის შესახებ
ცოტამ თუ იცის. ქალბატონი თავს კარგად გრძნობს: იგი დომინირებს საკუთარ
მგზავრობაზე.

სტრატეგიების დასახვა, გეგმების შედგენა და შემუშავებული "თამაშისთვის"


ინფორმაციის მოძიება სახალისოა. რატომ? როგორც ყოველთვის, დოფამინის
ფუნქცია ევოლუციისა და გადარჩენის იმპერატივიდან მოდის. დოფამინი გვიბიძგებს
ჩვენი რესურსების მაქსიმალიზაციისკენ - ეს არის რაღაცის გულმოდგინედ გაკეთება,
მომავლის უკეთეს და უსაფრთხო ადგილად ქცევა და ასე შემდეგ, რომელიც
დოფამინის მცირედ კმაყოფილებას მაინც გვაძლევს.

81
გამძლეობა

"მე არ დავმარცხებულვარ. უბრალოდ ვიპოვე ათასი მეთოდი, რომელიც არ


მუშაობს".

თომას ედისონი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მენტალური


ჯანმრთელობის ჯანდაცვის სპეციალისტთან მივიდა, რადგან ვერ შეძლო ახალ
სამყაროში ნორმალურად ნავიგაცია. სკოლაში დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ
უნივერსიტეტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, სტანდარტულად, ოთხ წელიწადში
დაამთავრა. მას სჯეროდა, რომ სკოლაში ჩაშენებულმა სტრუქტურამ და მისთვის
დამახასიათებელმა ზეწოლამ მისცა იმპულსი, საქმეების დროულად
დასასრულებლად, მაგრამ ახლა იგი ნამდვილად დაიკარგა.

მას არ ჰქონდა სამსახური და არც იმაში იყო დარწმუნებული, რისი გაკეთება სურდა.
ერთადერთი, რაც აინტერესებდა, მარიხუანას მოწევა იყო. მან ცოტა ხნით სამსახური
იშოვა, მაგრამ რამდენიმე დაგვიანებისა და ზოგჯერ მთლიანად გაცდენის გამო
მალევე გაათავისუფლეს. შემდგომში მეგობარმა სამსახური აპოვნინა, მაგრამ ისიც
დაკარგა, რადგან აშკარად ჩანდა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებდა
შეთავაზებული სამუშაო. იგი უყურადღებო და მოწყენილ ადამიანად გადაიქცა, რის
გამოც საბოლოოდ ხალხი უბრალოდ გაურბოდა.

იგივე ხდებოდა ურთიერთობებშიც. სანამ კოლეჯში სწავლობდა, მას ჰქონდა


გრძელვადიანი ურთიერთობა ახალგაზრდა გოგოსთან, მაგრამ კოლეჯის
დამთავრების შემდეგ მათი ურთიერთობა დასრულდა. მისმა თერაპევტმა ჩათვალა,
რომ ეს მოვლენა კარგი იყო, რადგან გოგონა იყენებდა მამაკაცს, ცდილობდა
იძულებით ეყიდა მისთვის საჩუქრები და ყველანაირი სახის პასუხისმგებლობას
ჰკიდებდა, ხოლო სიყვარულის ნიშნებს ურთიერთობაში საერთოდ არ ავლენდა.
მამაკაცმა კარგად იცოდა, რომ მისი გოგონა საერთოდ არ ზრუნავდა მასზე, მაგრამ
მაინც აგრძელებდა მასთან ურთიერთობას, მათი კავშირის განახლებისა და
გაუმჯობესების იმედით. გოგონა უარს ამბობდა რაიმეს შეცვლაზე, თუმცა
განაგრძობდა მამაკაცისგან სარგებლობის მიღებას ყველაფერში, რაშიც შეეძლო.

თერაპია წარუმატებელი გამოდგა. ზოგადად, თერაპია მძიმე სამუშაოა, ხოლო


ახალგაზრდა მამაკაცს ამის შემართება არ გააჩნდა. მან გამოიცვალა ოთხი
განსხვავებული თერაპევტი, რომლებიც ტექნიკების მრავალფეროვნებას იყენებდნენ,
მაგრამ არაფერი შეცვლილა. სამი წლის შემდეგ, მან ჯერ კიდევ არ იცოდა რისი
გაკეთება სურდა ცხოვრებაში, მაინც ეწეოდა მარიხუანას და მაინც ცდილობდა თავის
ძველ შეყვარებულთან დაბრუნებას.

82
სამყარო ყოველთვის ისე არ მუშაობს, როგორც ჩვენ მოველით. ადრეულ ასაკში
ვსწავლობთ, რომ მალამო კარგად მოქმედებს მსუბუქ დაჟეჟილობებზე, მაგრამ ღრმა
ჭრილობებზე იგივე ეფექტი როდი აქვს. წარმატების მიღწევას წლობით შრომა და
თავდაპირველი ორიგინალური იდეების მრავალჯერადი გადახედვა სჭირდება. არ
არის საკმარისი, რომ მხოლოდ ვიფანტაზიოროთ მომავალთან დაკავშირებით და
საკუთარი თავი სამომავლო წარმოდგენებით გავბეროთ. იდეის
განსახორციელებლად ფიზიკური სამყაროს უკომპრომისო რეალობასთან ბრძოლაა
საჭირო. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გამძლეობაც. დოფამინი -
სამომავლო წარმატების ქიმიური ნივთიერება, გზაშია.

გამძლე ვირთაგვების საქმე

ლაბორატორიაში გამძლეობის შესწავლის ერთ-ერთი გზა არის იმის გაზომვა, თუ


რამდენად მტკიცედ იმუშავებს ვირთაგვა საკვების მისაღებად. როგორც წესი,
ბერკეტზე რამდენიმე დაწკაპუნების შემდეგ ვირთაგვებს მილიდან საკვები
მიეწოდებათ. გამძლეობის ხარისხის გამოსათვლელად, მეცნიერები ზრდიან საკვების
მისაღებად განკუთვნილი დაწკაპუნების რაოდენობას, რათა გაარკვიონ, სანამდე
შეუძლიათ ვირთაგვებს ძალისხმევის გაზრდა.

კონექტიკუტის უნივერსიტეტის მკვლევარებს სურდათ დაენახათ, ტვინში


დოფამინის აქტიურობის ცვლილებით, შეეძლოთ თუ არა ვირთაგვებს გამძლეობით
მანიპულირება. მათ ვირთაგვებით სავსე გალია კალორიულ დიეტაზე გადაიყვანეს,
სანამ მათ წონის 15% არ დაკარგეს - შედარებისთვს, ეს ადამიანის მიერ 25 ფუნტის
დაკლების ტოლია. მას შემდეგ, რაც ვირთაგვებს მოშივდათ, მეცნიერებმა ჯილდოს
სახით მათ "ბიოსერვის" ტაბლეტები მისცეს. ეს იყო უგემრიელესი საკვები (ყოველ
შემთხვევაში, ვირთაგვებისთვის), რომელთაც სხვადასხვანაირი გემო ჰქონდათ, მათ
შორის შოკოლადის მარშმალოუ, პინა კოლადა და ბეკონი.

მათ დაიწყეს ვირთაგვების ორ ჯგუფად დაყოფა. პირველი ჯგუფი დაახარისხეს,


როგორც საკონტროლო ჯგუფი და არაფერი გაუკეთებიათ დიეტის მიღმა. რაც შეეხება
მეორე ჯგუფს, მეცნიერებმა მათ ტვინში ნეიროტოქსინი გაუკეთეს, რამაც გაანადგურა
დოფამინის ზოგიერთი უჯრედი. ამის შემდეგ, ექსპერიმენტი დაიწყო.

პირველი ექსპერიმენტი მარტივი იყო. "ბიოსერვის" მისაღებად, თითოეულ


ვირთაგვას მხოლოდ ერთხელ უწევდა ღილაკზე თათის დაჭერა. ვინაიდან მუშაობის
საჭიროება არ არსებობდა, - ანუ გამძლეობა საჭირო არ იყო - ამ ექსპერიმენტმა
აუცილებელი პირობა დაადგინა: მან აჩვენა, რომ დოფამინის დეფიციტის მქონე
ვირთაგვებს ტაბლეტები ისევე მოსწონდათ, როგორც ჩვეულებრივ ვირთაგვებს. თუ
დეფიციტის მქონე ვირთაგვებს "ბიოსერვი" აღარ მოუნდებოდათ, მეცნიერები ვერ

83
შეძლებდნენ შეემოწმებინათ რამდენი შრომის გაწევა შეეძლოთ ვირთაგვებს მათთვის.
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ვირთაგვებს უფრო მძიმე
სამუშაოს შესრულება მოუწიათ:

როდესაც ღილაკების დაწკაპუნების რაოდენობა ერთიდან ოთხამდე გაიზარდა,


ვირთაგვებმა ნახევარი საათის განმავლობაში ღილაკს თითქმის ათასჯერ
დააწკაპუნეს. დოფამინისგან შედარებით დაცლილი ვირთაგვები ამდენად
მოტივირებულები არ იყვნენ, მათ მხოლოდ ექვსასჯერ დააწკაპეს ღილაკს.

როდესაც მოთხოვნა თექვსმეტამდე გაიზარდა, ნორმალურმა ვირთაგვებმა თითქმის


ორიათასჯერ დააწკაპეს, ხოლო დოფამინით დაქვეითებულმა ვირთაგვებმა ძლივს
გაზარდეს თავიანთი ზეწოლა. ისინი ულუფათა რაოდენობის მხოლოდ მეოთხედს
იღებდნენ, მაგრამ ამაზე მეტად შრომის სურვილს არ ამჟღავნებდნენ.

საბოლოოდ, მოთხოვნა ერთი "ბიოსერვის" ტაბლეტისათვის სამოცდაოთხამდე


გაიზარდა. ნორმალურმა ვირთაგვებმა მოახერხეს ნახევარ საათში დაწკაპუნების
მაჩვენებელი ოცდახუთი ათასამდე გაეზარდათ. დოფამინისგან დაცლილ
ვირთაგვებს მაჩვენებელი საერთოდ არ გაუზრდიათ. ფაქტობრივად, იმაზე ნაკლებს
აწკაპებდნენ, ვიდრე მანამდე. ისინი უბრალოდ დანებდნენ.

როგორც ჩანს, დოფამინის ნაკლებობა ვირთაგვების მუშაობის სურვილს ამცირებს.


მაგრამ კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის დასამტკიცებლად, რომ დოფამინის
გადანგურება გამძლეობაზე ახდენს გავლენას და არა მოწონებაზე.

ნაყინის ჭამა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ თუ ახლახანს ძალიან გაძეხით, იმდენი


დესერტის მირთმევა აღარ მოგინდებათ, რამდენიც მშიერზე გსურდათ. იმას, თუ
რამდენი ნაყინი გინდათ, კავშირი არ აქვს იმასთან, ხართ თუ არა შრომისმოყვარე ან
ზარმაცი. უბრალოდ. საკვები ბევრს არაფერს ნიშნავს, როცა არ გშიათ. ასე რომ,
მეცნიერებმა ექსპერიმენტში ახალი განზომილება შეიტანეს: მათ დაიწყეს შიმშილით
მანიპულირება.

მეცნიერებმა ვირთაგვების ახალი ჯგუფი შექმნეს, რომელთაც კარგად კვებავდნენ და


შემდეგ ისინი ექსპერიმენტში ჩართეს. ძალისხმევის ყველა დონეზე - თუნდაც ერთ
დაწკაპუნებაზე - წინასწარ გამოკვებილმა ვირთაგვებმა იმის ნახევარი დააწკაპეს,
რამდენიც მშივრებმა. როცა მოთხოვნა გაორმაგდა, ძალისხმევაც გაორმაგდა. როცა
მოთხოვნა გაოთხმაგდა, ვირთაგვებმა ძალისხმევაც გააოთხმაგეს. მაგრამ ისინი
ყოველთვის ჩერდებოდნენ დაწკაპების ნახევარ მაჩვენებელზე, ვიდრე მშიერი
ვირთაგვები. არც ერთი მათგანი არ დანებებულა, უბრალოდ იმდენივე მარცვალს
აღარ ჭამდნენ, რადგან ძალიან აღარ შიოდათ.

84
შედეგები დახვეწილ, მაგრამ სასიცოცხლო განსხვავებას აჩვენებს. შიმშილის
გრძნობამ (ან მისმა არარსებობამ) შეცვალა გრანულებისადმი დაფასების ხარისხი,
მაგრამ ამან არ შეამცირა მათი მუშაობის სურვილი. შიმშილი არის "აქ და ახლას"
ფენომენი, რომელიც დაუყოვნებელი გამოცდილებაა და არა მოსალონდელი,
რომელიც დოფამინზეა ორიენტირებული. შიმშილით ან სხვა სენსორული
გამოცდილებით მანიპულირების შედეგად თქვენ მოქმედებთ მუშაობის შედეგად
მიღებული ჯილდოს ღირებულებაზე. მაგრამ ეს არის დოფამინი, რომელიც სამუშაოს
შესაძლებელს ხდის: არ არსებობს დოფამინი, არ არსებობს ძალისხმევა.

ეს გვეხმარება იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს დოფამინი არჩევანზე,


რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ შრომისმოყვარეობასა და მარტივ გზას შორის. ხანდახან
გვსურს, რომ გემრიელი საკვები მივირთვათ, რისთვისაც მზად ვართ თავად
მოვამზადოთ იგი. სხვა დროს, ყველაფერი დაუყოვნებლივ გვინდა, გვეზარება და
ვუცდით, როდის მოვა გამოწერილი საკვები. შესაბამისად, ექსპერიმენტის შემდეგი
ნაბიჯი გახლდათ არჩევანის ელემენტის დანერგვა.

მეცნიერებმა მოაწყვეს გალია, რომელიც "ბიოსერვის" აპარატით და ლაბორატორიის


საჭმლით იყო აღჭურვილი. ლაბორატორიული საჭმელი რბილი და არაფრით
გამოჩეული იყო, მაგრამ ადვილად ხელმისაწვდომი - საჭმლის მისაღებად დიდი
გარჯა არ იყო საჭირო. ბევრად უფრო გემრიელი "ბიოსერვის" ტაბლეტების
მისაღებად ვირთაგვას ღილაკზე ოთხჯერ უნდა დაეწკაპებინა - მინიმალური
ძალისხმევაა, მაგრამ მაინც, ძალისხმევაა. ნორმალური დოფამინის მქონე ვირთაგვები
საჭმელად სწორედ "ბიოსერვის" ტაბლეტებისკენ წავიდნენ. ისინი მზად იყვნენ
ცოტათი ეშრომათ და უკეთესი მიეღოთ. დოფამინით დაქვეითებული ვირთაგვები კი
ადვილად ხელმისაწვდომი საკვებისაკენ გაეშურნენ.

ძალისხმევის უნარი დოფამინურია. ძალისხმევის ხარისხზე გავლენა შეიძლება


სხვადასხვა ფაქტორმა იქონიოს, მაგრამ დოფამინის გარეშე არანაირი ძალისხმევა არ
არსებობს.

თვითეფექტურობა: დოფამინი და თავდაჯერებულობის ძალა

ბეკონის არომატიზირებული "ბიოსერვი" ყველაფერია, რაც ვირთაგვას


მოტივაციისათვის სჭირდება, ადამიანების შემთხვევაში კი ყველაფერი უფრო
რთულადაა. სანამ წარმატებას მივაღწევთ, ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ წარმატებას
მივაღწევთ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს გამძლეობაზე. ჩვენი გამძლეობა
იზრდება, როდესაც წარმატებას ადრეულ ფაზაში ვაღწევთ. წონის დაკლების
რამდენიმე პროგრამა დაგეხმარებათ დაიკლოთ ექვსი ან შვიდი ფუნტი პირველი
რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს კარგად გათვლილი გზაა, რადგან დიეტის

85
ავტორებმა იციან, რომ თუ თქვენ კვირაში მხოლოდ თითო-ოროლა ფუნტის
დაკლებით დაიწყებთ, დიდი ალბათობით მალევე მიატოვებთ ასეთ დიეტას. მათ
იციან, რომ თქვენი ინტერესის პრაქტიკული შენარჩუნების მეტი შანსი მაშინ
არსებობს, თუ დაინახავთ, რომ მართლა შეგიძლიათ ამის გაკეთება. მეცნიერები ამას
თვითეფექტურობას უწოდებენ.

ნარკოტიკები, როგორებიცაა კოკაინი და ამფეტამინი, ზრდიან დოფამინის დონეს და


ერთის მხრივ ეს არის თვითეფექტურობის მატება, რომელიც ხშირად პათოლოგიურ
მდგომარეობაში გადადის. ადამიანებმა, რომლებიც ამ ნაროტიკებს იღებენ, შესაძლოა
მიიღონ უამრავი პროექტი, მაგრამ ამათგან ვერაფერს მიიყვანენ ბოლომდე.
ძლიერდამოკიდებულ მომხმარებელს შეიძლება გასაოცარი ბოდვები და
ჰალუცინაციები განუვითარდეს. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მათ
შესაძლოა ღრმად სწამდეთ, რომ შეუძლიათ ყველაზე გასაოცარი ნაწარმოების
დაწერა, რაც კი ოდესმე შექმნილა, ან მოიგონებენ ისეთ მოწყობილობას, რომლებიც
სამყაროსეულ პრობლემებს გადაჭრის.

ნორმალურ პირობებში, ძლიერი თვითეფექტურობა ღირებული საშუალებაა.


ზოგჯერ მას შეუძლია იმოქმედოს, როგორც თვით-მიღწევის წინასწამერტყველება.
თავდაჯერებულობის მომენტში წარმატების მოლოდინს შეუძლია თქვენს თვალწინ
არსებული დაბრკოლებები გაადნოს.

დომინაცია აბებში: გვერდითი ეფექტები მოიცავს ოპტიმიზმს, წონის დაკლებას და


სიკვდილს

1960-იანი წლების დასაწყისში ექიმები დიდი ენთუზიაზმით უნიშნავდნენ


პაციენტებს დოფამინის გამაძლიერებელ ამფეტამინს, როგორც "მხიარულების,
გონებრივი სიფხიზლისა და ოპტიმიზმის გასაძლიერებელი საშუალება". ამ
რეცეპტების უმეტესობა გაწერილი იყო ქალბატონებისათვის, რომელთაც ორჯერ
უფრო ხშირად უნიშნავდნენ ამფეტამინს "მენტალური მდგომარეობის
გამოსასწორებლად". როგორც ერთმა ექიმმა აღწერა, ამფეტამინი მათ საშუალებას
აძლევდათ "არამხოლოდ შეესრულებინათ საკუთარი მოვალეობა, არამედ რეალურად
ესარგებლათ კიდეც მათით". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ არ მოგწონთ საჭმლის
მომზადება ან გაწმენდა, ამფეტამინი ხელს გიწყობთ საქმის სწრაფი ტემპით
შესრულებაში.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დიასახლისური საქმიანობის პროდუქტიულობის


გარდა, ამფეტამინი მათ გასუქებაში ხელს უშლიდა და მუდმივად გამხდარ სხეულს
უნარჩუნებდა. ჟურნალ Life-ის თანახმად, 1960-იან წლებში მხოლოდ ამ მიზნით
ყოველწლიურად ორი მილიარდი ტაბლეტი იწერებოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა,

86
რომ ადამიანმა წონაში დაიკლო, ეს მხოლოდ დროებითია და ამავდროულად ძალიან
ძვირი სიამოვნებაც, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მისი
მიღების შეწყვეტისას წონა ბრუნდება; გააგრძელებთ მიღებას და ვითარდება
დამოკიდებულება, თანაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ამიტომაც ყოველ
ჯერზე მეტი და მეტი დოზაა საჭირო იგივე ეფექტის მისაღებად. ეს საშიშია. ძალიან
ბევრმა ამფეტანიმა შესაძლოა გამოიწვიოს პიროვნული ცვლილებები და არც თუ ისე
იშვიათად, იგი იწვევს ფსიქოზს, გულის შეტევას, ინსულტს და სიკვდილს.

"მე ვგრძნობდი თავს მომხიბვლელად, მახვილგონიერად და ჭკვიანად, როცა


ადამიანებს ვესაუბრებოდით", აღწერა ამფეტამინის ერთმა მომხმარებელმა. "ჩემი
ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ გავხდი ამპარტავანი, თავხედი და სხვების
დამამცირებელი, ჩემი ძმა კი მეუბნება, რომ ნაგავივით ვიქცეოდი", ამბობს სხვა
მომხმარებელი. და ისევ: "თავს ახალბედა ღმერთად ვგრძნობდი, არ ვიცი სხვანაირად
როგორ ავხსნა". განსხვავება ისაა, რომ ახალბედა ღმერთებს არ აქვთ გვერდითი
მოვლენები, რომლებიც სიკვდილს იწვევენ.

სტენფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლეს სასწავლებელში მკვლევარებს


სურდათ გაეგოთ, თუ როგორ მოქმედებდა ადამიანებზე ნატიფი, არავერბლური
ქმედება. მათ აღნიშნეს, რომ როდესაც ადამიანი საკუთარ სივრცეს აფართოებდა და
დიდი ადგილის დაკავებას ცდილობდა, იგი სხვების თვალში დომინანტად
აღიქმებოდა. და პირიქით, როდესაც ნაკლებ სივრცეს იკავებენ, ისინი მორჩილ
ადამიანებად აღიქმებიან.

მკვლევარებმა შეიმუშავეს ექსპერიმენტი, რომელიც მათ დომინანტობისა და


მორჩილების არავერბალურ მონაცემებს დაანახებდათ. მათ ორი იდენტური სქესის
მქონე ადამიანი ერთ ოთახში დააყენეს და სთხოვეს, განეხილათ ცნობილი
მხატვრების ნამუშევრები. მათ ეს იმისათვის გააკეთეს, რათა დაემალათ კვლევის
ნამდვილი მიზანი. ამათგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ტესტის ფაქტობრივი
მონაწილე, მეორე კი ფარულად მუშაობდა მკვლევარებისთვის. მან დომინანტური
პოზა მიიღო, ხელები ფართოდ გადაადო სკამის საზურგეებს და ფეხი ფეხზე
გადაიდო. შეკითხვა იმაში მდგომარეობდა, მიიღებდა თუ არა ტესტის მონაწილი
იგივე პოზას, თუ საპირისპირო მდგომარეობაში დაჯდებოდა?

უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვიმეორებთ იმ ადამიანის ქმედებებს, ვისაც ვესაუბრებით.


თუ ერთი ადამიანი საუბრისას ჟესტებს იყენებს ან მიმიკური გამომხატველობით
გამოირჩევა, მეორეც ასე იქცევა ხოლმე. მაგრამ ამჯერად სხვანაირად იყო. როდესაც
საქმე დომინანტურ და მორჩილ პოზებს ეხება, კვლევის მონაწილეები განსხვავებულ
მდგომარეობას უფრო იღებდნენ, ვიდრე იდენტურს. დომინირებამ გამოიწვია
დამორჩილება და დამორჩილებამ გამოიწვია დომინირება.

87
თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდებოდა. მონაწილეთა უმცირესობა "შეგზავნილ"
მკვლევარს ბაძავდა. მოახდენს თუ არა იგი გავლენას ურთიერთობის საფუძველზე?
მკვლევარებმა მონაწილეებს შესავსებად კითხვარი მისცეს. მათ სურდათ
სცოდნოდათ, როგორ გრძნობდნენ საკუთარ თავს შეგზავნილ მკვლევრებთან
ურთიერთობისას. მოსწონდათ ისინი? მათთან თავს კომფორტულად გრძნობდნენ? ამ
შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს შეგზავნილი დომინანტურ პოზას ღებულობდა
თუ მორჩილს. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები უფრო უკეთესად გრძნობდნენ თავს
მათთან, რომლებიც საპირისპირო პოზაში იყვნენ, ანუ მორჩილი დომინანტთან და
დომინანტი მორჩილთან. ბოლოს მონაწილეებს ჰკითხეს, იცოდნენ თუ არა მათ
მსგავსი თანაფარდობის არსებობის შესახებ; აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს
წარმოდგენაც არ ჰქონდა. ყველაფერი გაცნობიერების საზღვრებს მიღმა ხდებოდა.

ჩვენ გაუცნობიერებლად, ქვეცნობიერ დონეზე ვიცით, ვის აქვს დიდი მოლოდინი


წარმატების მისაღწევად და ჩვენდაუნებურად მათ ნებას ვემორჩილებით. ეს არის
მათი თვითეფექტურობის აბსოლუტური გამოხატულება, რომელიც კონტროლის
დოფამინით არის უზრუნველყოფილი. ჩვენი ტვინი ამ გზით საკმაოდ კარგი
მიზეზის გამო განვითარდა: იმ ბრძოლას ვერ მოიგებთ, რისი მოგებაც არ შეგიძლიათ;
მარტივია. თუ თქვენ ღებულობთ სიგნალს, რომ მოწინააღმდეგეს წარმატების დიდი
მოლოდინი აქვს, დიდი ალბათობით ესაა ბრძოლა, რომლის თავიდან არიდებაც
გსურთ. ამ ტიპის ქცევა აშკარად ვლინდება პრიმატებს შორის. შიმპანზეები,
რომლებიც დომინანტ გორილებს აკვირდებიან, მაქსიმალურად ცდილობენ რაც
შეიძლება მორჩილნი და დაპატარავებულნი გამოჩდნენ. მეორეს მხრივ, როდესაც
შიმპანზეები სხვა შიმპანზეების დომინანტობას სარკისებური საპასუხო
დომინანტობით პასუხობენ, ეს ჩვეულებრივ აღნიშნავს ხანგრძლივი კონფლიქტის
დასაწყისს, რომელიც ხშირად ძალადობით მთავრდება.

რა მოხდება, თუ თქვენ ცდილობთ, რომ უბრალოდ კარგი ტიპი იყოთ?

დამსაქმებელმა ჯეიმსს მკურნალობის შეთავაზებით მას შემდეგ მიმართა, რაც მან


ცხელ გულზე მოქნეული სტეპლერი კედელს შეალეწა. ჯეიმსი შუა ხნის მამაკაცი
გახლდათ, რომელიც ეტაპობრივი დაწინაურების მეშვეობით მსხვილ კომპანიაში
ვიცე პრეზიდენტის სტატუსამდე იყო მისული. თანამშრომლებში დიდი მოწონებით
არ გამოირჩეოდა და მისი წარმატების ერთადერთი მიზეზი მონდომება და
შრომისმოყვარეობა იყო. ჯეიმსმა თერაპევტს უთხრა, რომ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ
გაათავისუფლებდნენ, ასეთი თავდაუზოგავი მონდომებით რომ არ ემუშავა. მთავარი
პრობლება ის გახლდათ, რომ ჯეიმსი თითქმის ყოველთვის გაბრაზებული და
გაღიზიანებული იყო.

88
ბავშვობაში ჯეიმსზე ძალადობდნენ, ხშირად აბულინგებდნენ და მას არასდროს
მისცემია საშუალება, ამ ჭრილობებისგან განკურნებულიყო. მეტიც, ამ ფაქტის
შესახებ არასდროს არავისთვის მოუყოლია, რადგან ფიქრობდა, რომ საერთოდ არ
ჰქონდა მნიშვნელობა, რა მოხდა მის ბავშვობაში. ჯეიმსი ორჯერ განქორწინდა, მეორე
განშორების შემდეგ სამუდამოდ თქვა უარი ურთიერთობებზე და საკუთარი თავი
მთლიანად საქმეს მიუძღვნა.

სიბრაზის ხარისხი წლებთან ერთად უფრო და უფრო უარესდებოდა. ერთხელ


სასურსათო მაღაზიიდან გამოაგდეს კიდეც, რადგან ვიღაც ქალს ბოლო ხმაზე
უღრიალა, მეორედ კი ტაქსის მძღოლთან ფულადი უთანხმოების გამო დააკავეს.
ჯეიმსს ხშირად ეუფლებოდა შეწუხებულობის შეგრძნება. სამსახური მისთვის
ყველაფერს ნიშნავდა და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა მის შესანარჩუნებლად,
თანაც იმდენად, რომ იგი მზად იყო საკუთარი წარსულისათვის თვალებში ჩაეხედა.

თერაპევტს აწუხებდა, რომ ჯეიმსს ემოციური მდგრადობა თითქმის არ ჰქონდა.


ემოციური ტრავმების ამოთხრა და მათში ქექვა, შემაშფოთებელ ემოციებს უფრო
ააქტიურებს, ანუ იქამდე სანამ საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდება, ყველაფერი
უარესდება ხოლმე. ამიტომაც, სანამ უშუალოდ წარსულის შესწავლაზე
გადავიდოდნენ, მათ ისაუბრეს საშუალებებზე, რათა დღევანდელობა ნაკლებად
სტრესული გამხდარიყო. თერაპევტს სურდა ისეთი გზა ეპოვა, რომელიც ჯეიმსის
მიერ გამოხატულ მუდმივ კონფლიქტს შეამცირებდა ყველა იმ ადამიანთან,
რომელსაც ხვდებოდა. ასე რომ, თერაპევტმა ჯეიმსს მანიპულაცია ასწავლა.

დიდი დრო დასჭირდებოდა, სანამ ჯეიმსი ვინმეს ნდობას შეძლებდა, მაგრამ მასზე
სულელიაო, ნამდვილად ვერ იტყოდით. მან სწრაფად აითვისა, რომ ღიმილით უფრო
ადვილად ახერხებდა ხალხის სიმპათიის დამსახურებას. მან დაიწყო დილაობით
თანამშრომლებთან მისალმება, თუმცა არა იმიტომ, რომ მათზე ზრუნავდა, არამედ
იმიტომ, რომ ეს აადვილებდა, დროულად დაესრულებინათ თავიანთი პროექტები.
როცა გვიანობამდე მუშაობდნენ, ჯეიმსმა თავისი გუნდისთვის პიცა შეუკვეთა და
შეაქო მათი მუშაობის ხარისხი. ჯეიმსი მანიპულატორულ საქმიანობაში
დაოსტატდა.

რაც მთავარია, ჯეიმსს მანიპულატორობა სიამოვნებდა. მას მოეწონა ძალაუფლების


ახალი წყარო, რომელიც იპოვა, მაგრამ ასევე მოსწონდა ღიმილი, რომელსაც
თანამშრომლებისგან საპასუხოდ იღებდა. გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა,
როდესაც ერთ-ერთი ადმინისტრაციული თანაშემწე მის კაბინეტში ტირილით
შევარდა და მოახსენა, რომ ვიღაცამ მის სახელზე საკრედიტო ანგარიში გახსნა და
ახლა ქონების დაყადაღებით ემუქრებოდა. თანამშრომელმა ჯეიმსი რჩევის
მისაცემად და დასაყრდენ ძალად აირჩია. მომდევნო კვირას თერაპევტმა ჯეიმსის
წარსულზე საუბარი დაიწყო. აქამდე ჩვენ დომინირების მარტოხელა გამოვლინებებს

89
განვიხილავდით, მაგრამ ყველა მიზანს დამოუკიდებლად ვერ მივაღწევთ. იფიქრეთ
დომინაციაზე, რომელიც სხვა ადამიანებთან მუშაობას მოითხოვს.

ურთიერთობას, რომელიც გარკვეული მიზნის მიღწევისათვის ყალიბდება, აგენტური


ურთიერთობა ეწოდება და იგი დოფამინით არის ორკესტრირებული. სხვა ადამიანი
მოქმედებს როგორც აგენტი, რომელიც მიზნის მიღწევაში გეხმარებათ.
ღონისძიებებისას და პროექტებისას დამყარებული ურთიერთობები ძირითადად
აგენტურია და როგორც წესი, ორმხრივ მოგებას იწვევს.

ურთიერთობების უმეტესობას გააჩნია როგორც მფარველური, ასევე აგენტური


ელემენტები. მეგობრებს, რომელთაც აქ და ახლა ურთიერთობა მოსწონთ, შეუძლიათ
იმუშაონ სამომავლო პროექტებზეც; ზოგი ადამიანი თავს უფრო კომფორტულად
აგენტურ ურთიერთობებში გრძნობს, რადგან ასეთი კავშირები უფრო
სტრუქტურულები არიან, სხვები კი მფარველურ ურთიერთობებს ანიჭებენ
უპირატესობას, ვინაიდან უფრო მხიარულად თვლიან. ზოგი ადამიანი ორივე სახის
ურთიერთობაში კარგად გრძნობს თავს, ზოგს კი არც ერთი არ ანიჭებს სიამოვნებას.

მორჩილი მაიმუნები, თავმდაბალი ჯაშუშები

როდესაც ილინოისის სახელმწიფო ფსიქიატრიული ინსტიტუტის მკვლევარებმა


მაკაკებს ტვინში დოფამინის გამაძლიერებელი გაუკეთეს, გამოვლინდა მორჩილი
ჟესტების მომატება, როგორიცაა ტუჩების კვნეტა, გრიმასი (ღიმილის მაიმუნისეული
ვერსია) და ხელების გაშლა. ერთი შეხედვით, ასეთი ქცევა აზრს არ ატარებს.
დომინირების ნეირომედიატორი დოფამინი რატომ უნდა იწვევდეს მორჩილად
ქცევის ჟესტებს? არის აქ წინააღმდეგობა? სულაც არა. კონტროლის წრეში დოფამინი
გარემოზე ბატონობას იწვევს; მას აინტერესებს გარემო და არა მასში მყოფი ხალხი.
დოფამინს მეტი სურს და არც ის აინტერესებს, რა გზით მიიღებს სასურველს,
დომინანტურად თუ მორჩილად, მორალურად თუ ამორალურად, ეს ყველაფერი
დოფამინისთვის სულერთია, თუ იგი სასურველ მომავლამდე მიიყვანს.

განვიხილოთ მტრულად განწყობილ ქვეყანაში შეპარული ჯაშუში, რომელიც


მთავრობის შენობაში შინაურულად მოწყობას ცდილობს. იგი ყველას თანასწორად ან
მორჩილად ექცევა, თვით დამლაგებელსაც კი, რადგან სურს, რომ მათგან ნდობა და
თანამშრომლობა მოიპოვოს. მორჩილად ქცევაც დომინირებისკენ და მიზნის
მიღწევისაკენ არის მიმართული.

თანამედროვე საზოგადოებაში მორჩილი ქცევა ხშირად ამაღლებული სოციალური


სტატუსის ნიშანია; იგი მოიცავს მანერების მკაცრად დაცვას, სოციალურ
ჩვეულებებზე ფოკუსირებას და საუბრისას სხვების პატივისცემას. ასეთი ქცევების

90
ერთობლიობას შეიძლება "ელიტარული" ეწოდოს. ამისგან საპირისპიროდ,
დომინანტური ქცევა, რომელიც თავაზიანობის რადიკალური ოპოზიციაა, შეიძლება
მომდინარეობდეს დაუცველობის შეგრძნებისაგან ან არასრულყოფილი
განათლებიდან.

დაგეგმვა, გამძლეობა და ნებისყოფის ძალა - ესენია სხვებთან მუშაობის აუცილებელი


ატრიბუტები. დოფამინი სწორედ მათი მეშვეობით გვაძლევს კონტროლის წრეში
დომინირების საშუალებას. მაგრამ რას ვგრძნობთ როდესაც სისტემა
წონასწორობიდან გამოდის? კერძოდ, რა ხდება, როდესაც კონტროლის დოფამინი
ზედმეტად ძლიერი ან ზედმეტად სუსტია?

გარეგანი სივრცის გამოწვევა, შინაგანი სივრცის ბრძოლა

GQ Magazine: როგორია მთვარეზე მოგზაურობა?

ბაზ ოლდრინი: ჩვენ არ ვიცოდით რას ვგრძნობდით. საერთოდ არ ვგრძნობდით.

GQ: რა ემოციები გქონდათ, როდესაც მთვარის ზედაპირზე დადიოდით?

ბაზი: პილოტებს ემოციები არ გააჩნიათ.

GQ: მაგრამ, თქვენ ადამიანები ხარ!

ბაზი: უემოციობა სისხლში გვაქვს გამჯდარი.

მთვარეზე გასეირნების გამო დიდების მოხვეჭის ნაცვლად, ბაზ ოლდრინმა თავის


თაყვანისმცემლებს უთხრა: "ეს სამუშაო შევასრულეთ. ახლა დროა, სხვა ვცადოთ".
როგორც ჩანს, ამით გადამეტებულად კმაყოფილი არ ყოფილა, რადგან იგი უკვე ახალ
სამუშაოს ეძებდა, რომელიც ახალი გამოწვევა, ახალი მისია იქნებოდა. ახალი
ამოცანის მუდმივი მოთხოვნილება და მიზანის იდენტიფიცირება იყო კიდეც ბაზ
ოლდრინის ისტორიული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მაგრამ არც
თუ ისე ადვილია კონტროლის წრეებში ამდენი დოფამინის გადინება. ოლდრინის
გულწრფელ ავტობიოგრაფიაში, "გრძელი მოგზაურობა მთვარიდან სახლში",
ვკითხულობთ, რომ მან პოსტ-მთვარეულ პერიოდში ხანგრძლივი გზა განვლო,
რომელიც მოიცავდა დეპრესიას, ალკოჰოლიზმს, სამ განქორწინებას, სუიციდურ
იმპულსებს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვედრას.

ისევე როგორც სურვილის დოფამინი იწვევს ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას,


ზოგს იმდენად მაღალი ხარისხის კონტროლის დოფამინი აღენიშნება, რომ
მთლიანად მიღწევებზე ხდება დამოკიდებული და აქ და ახლა გამოცდილების

91
შეგრძნებას ვეღარ განიცდის. იფიქრეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც დაუღალავად
მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, მაგრამ არასოდეს შეჩერებულან
მიღწევათა ნაყოფის დატკბობის მიზნით.

ასეთი ადამიანები აჩვენებენ დისბალანსის ეფექტებს, რომელიც მომავალზე


ორიენტირებულ დოფამინსა და აქ და ახლას ნეირომედიატორებს შორის აღინიშნება.
ისინი გაურბიან აწმყოს ემოციურ და სენსორულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ,
მათი ცხოვრება მომავალით, გაუმჯობესებით და ინოვაციით ინტერესდება.

მიუხედავად ფულისა და პოპულარობისა, რაც მათი ძალისხმევის შედეგია, ასეთი


ადამიანები ხშირად უბედურები არიან. რამდენიც არ უნდა აკეთონ, არასდროს არის
საკმარისი. პოლკოვნიკი ოლდრინი ამ პრობლემას ალბათ უფრო ღრმად შეეჩეხა,
ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. მან მთვარეზე ფეხით გაისეირნა. რა უნდა
გაეკეთებინა ამის შემდეგ?

როგორ ხსნის დოფამინი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს

ახლა ვისაუბროთ ადამიანთა სპექტრის მეორე ნაწილზე, რომელთაც კონტროლის


დოფამინის სქემები სუსტი აქვთ. შინაგან კონტროლთან მათი ორთაბრძოლა
იმპულსურობით და რთული ამოცანების მიმართ ორიენტირების შენარჩუნების
ნაკლებობით ხასიათდება. ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ნაცნობი
მდგომარეობები: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD),
ცუდი ფოკუსირება და იმპულსურობა, რაც აშკარად ართულებს ასეთ ადამიანებთან
ერთად დროის გატარებას. მათ შეუძლიათ ერთდროულად დაიწყონ რამდენიმე
საქმის კეთება და არც ერთი მიიყვანონ ბოლომდე ან საუბრისას ადვილად
გადაიტანონ ყურადღება სხვადასხვა თემაზე და არ მოუსმინონ სხვების ნათქვამს.
შეიძლება დაკარგონ ისეთი ნივთები, როგორიცაა მანქანის გასაღები, მობილური
ტელეფონი და პასპორტი.

ADHD ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებში და ამას თავისი მიზეზი აქვს. შუბლის
წილი, სადაც კონტროლის დოფამინი მოქმედებს, მოზარდობამდე სრულად არ
ვითარდება და ტვინის დანარჩენი ნაწილებისგან შედარებით განცალკევებულად
ყალიბდება. კონტროლის მიკროსქემის ერთ-ერთ ამოცანას სურვილის წრის
შენარჩუნება წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს იმპულსების კონტროლის
პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ADHD-თან. როდესაც კონტროლის
დოფამინი სუსტია, ადამიანები გრძელვადიან შედეგზე მხოლოდ მცირე ფიქრით
ირჯებიან.

92
ADHD-ის ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებებია რიტალინი და
ამფეტამინი, სტიმულატორები, რომლებიც ტვინში დოფამინს აძლიერებენ. როდესაც
ეს პრეპარატები ADHD-ის მქონე ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენება, შედეგად
არ ვლინდება წონაში კლება, კაიფის შეგრძნება ან ამაღლებული თვითშეფასება.
მიუხედავად ამისა, მასტიმულირებელი საშუალებები ნარკოდამოკიდებულებას
იწვევენ. FDA ასეთ წამლებს იგივე კლასში აყენებს, როგორებიცაა მორფინი და
ოქსიკონტინი. ასეთი წამლები დამოკიდებულების ყველაზე მაღალი რისკის
მაჩვენებლებად განიხილება და არსებობს მკაცრი შეზღუდვები, თუ როდის ეძლევა
ექიმს მათი პაციენტისთვის დანიშვნის უფლება.

თაღლითობის ქიმია

ვიცი, რომ შენს კეთილშობილურ ბუნებას სძულს ღალატზე ფიქრი და თაღლითობა.


მაგრამ, გამარჯვება რა დიდებული საჩუქარია!

სოფოკლე

გამარჯვება მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად დამარცხების იდეა მეჯავრება. ჩემთვის


დამარცხება სიკვდილს ნიშნავს.

ლენს არმსტრონგი

1999 წელს, ლენს არმსტრონგმა კიბოსთან ხანგრძლივი ორთაბრძოლის შემდეგ,


საფრანგეთში მისი პირველი ველოსპორტის ტურნირი მოიგო. შემდგომში მან
ზედიზედ შვიდი რბოლა მოიგო, რომელიც არამარტო ველოსპორტში იქცა ცნობილ
მოვლენად, არამედ მთელს სპორტულ სამყაროში.

არმსტრონგი თავისი მონდომებით ლეგენდარულ ფიგურად იქცა. იგი ზედიზედ


იმარჯვებდა ისეთ პირობებში, სადაც ქარი საპირისპირო მიმართულებით ქროდა, რაც
ორმაგად ართულებდა შეჯიბრს. ჯილიეტ მაკურმა არმსტრონგის შესახებ ერთი
ამბავი აღწერა: "მისი სახლიდან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში უზარმაზარი ხე
იდგა. არმსტრონგს სურდა, რომ ეს ხე მისი სახლის კიბესთან ყოფილიყო
წამოჭიმული. ხის ამოთხრაში და ტრანსპორტირებაში დაახლოებით 200 000$
დახარჯა. იგი აგნოსტიკოსია და ამის შემდეგ აღნიშნა, რომ ღმერთი სულაც არ იყო
საჭირო ცისა და მიწის გადასაადგილებლად".

"ვფიქრობ, ალბათ გავგიჟდები, თუ 35 ან 40 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში რაიმე სახის


კონკურენცია არ მექნება". - თქვა არმსტონგმა.

93
2012 წელს არმსტრონგს შვიდივე ტიტული ჩამოართვეს, რადგან გაირკვა, რომ
ეფექტურობის გამაძლიერებელ პრეპარატებს იღებდა. რატომ მოიტყუა ამ
ლეგენდარულმა სპორტსმენმა, რომელიც არასოდეს ნებდებოდა თვით კიბოს
წინაშეც? უცნაურად საკმარისი პასუხია, მაგრამ პასუხი ერთია: მან მოიტყუა, რათა
წარმატებული ყოფილიყო.

ნუ იფიქრებთ, რომ დოფამინი სინდისით არის აღჭურვილი. პირიქით, დოფამინი


არის სურვილით გამოკვებილი ეშმაკობის წყარო. როდესაც იგი აქტიურდება,
მთლიანად თრგუნავს დანაშაულის გრძნობას, რომელიც აქ და ახლას შემადგენელი
ემოციაა. მას შეუძლია არამარტო შთაგონება და ძალისხმევა, არამედ მოტყუება და
ძალადობა, თუკი მიზნისთვის რამენაირად წაადგება.

დოფამინი არ მისდევს მორალს, არამედ სურვილებს. დოფამინისთვის ძალა,


თაღლითობა და ღალატი სხვა არაფერია, დამხმარე იარაღის გარდა.

ისრაელში მკვლევარებმა შეიმუშავებს ექსპერიმენტი, რათა უკეთ გაეგოთ რატომ


ღალატობდნენ ადამიანები. მათ შექმნეს სათამაშო წყვილი, სადაც ერთი
მოწინააღმდეგე მორეს უპირისპირდებოდა. პირველი იყო გამოცნობის თამაში,
რომელშიც მოთამაშეები ეკრანზე გამოჩენილი გამოსახულებების ამოსაცნობად
იბრძოდნენ, ამ თამაშში მოტყუება შეუძლებელი იყო. მეორე თამაში კამათელის
გაგორებისგან შედგებოდა. ერთი მოთამაშე მეორეს კამათელის რიცხვს ეუბნებოდა
და შესაბამის თანხას იღებდა. რაც უფრო მაღალი იყო კამათელის რიცხვი, მით უფრო
მეტ ფულს იღებდა პირველი მოთამაშე და მით ნაკლებს მეორე. ამ თამაშში მოტყუება
არა მხოლოდ შესაძლებელი იყო, არამედ ადვილიც. მეორე მოთამაშე ვერ ხედავდა
კამათელის რიცხვს, ამიტომ პირველ მოთამაშეს შეეძლო ეთქვა ნებისმიერი რიცხვი,
რაც მოუნდებოდა.

შედეგებმა უკიდურესად რადიკალური მაჩვენებელი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ


პირველი თამაშის გულწრფელობის გარდაუვალობისგან განსხვავებით, მეორე
თამაშში 99% შემთხვევაში მოთამაშეები ერთმანეთს ატყუბდნენ.

მეცნიერები მცირე გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ არ იცოდნენ როგორ


აეხსნათ ასეთი შედეგი. მაგრამ როდესაც ვიცით, თუ რა როლს ასრულებს დოფამინი
ჩვენს გარემოში დომინაციის მოტივირებაზე, შეგვიძლია ზუსტი განმარტება
ვიპოვოთ.

შეჯიბრებაში გამარჯვება, ჭამასთან და სექსთან ერთად აუცილებელია ევოლუციური


წარმატებისთვის. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ შეჯიბრში გამარჯვება დოფამინს
გამოყოფს. დოფამინის მომატება თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ იგი
განსხვავდება აქ და ახლა სიამოვნებისაგან, რომელიც კმაყოფილების ტალღას

94
წარმოადგენს. სწორედ ეს განსხვავებაა მთავარი: დოფამინის მატება, გამარჯვებით
გამოწვეული "მეტის" სურვილს გვიტოვებს.

მოგება, როგორც წაგებისაგან თავდაცვის საშუალება

ველორბოლის მოგება საკმარისი არ არის. არც ზედიზედ ორჯერ ან თუნდაც


შვიდჯერ მოგება არის საკმარისი. ზოგადად, მოგება არასდროს არის საკმარისი.
დოფამინისთვის არასდროს არაფერია საკმარისი. მთავარია დევნა და გამარჯვება,
მაგრამ არც ფინიშის ხაზი არსებობს და არც ოდესმე იქნება. მოგება, ისევე როგორც
ნარკოტიკები, შესაძლოა დამოკიდებულების საგანი გახდეს. მომავლისკენ ლტოლვა,
რომელიც სრულ დაკმაყოფილებას არასდროს იწვევს, მთლიანი განტოლების
მხოლოდ ნახევარია. მეორე ნახევარი არის დოფამინური კრახი, რომელიც თავს
საშინლად გვაგრძნობინებს.

გამარჯვებულები ზუსტად იმავე მიზეზის გამო ცდილობენ თაღლითობას, რა


მიზეზითაც ნარკომანები მოიხმარენ ნარკოტიკებს. აჩქარება და წარმატების
განმეორება მშვენივრად გვაგრძნობინებს თავს, ასეთი ეტაპის დასრულება კი
საშინელ მუცლის გვრემას იწვევს. რა იქნება, რომ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა
აღარ შემაქონ? რა მოხდება, როცა ლიდერთა სიიდან დავქვეითდები და ხალხი აღარ
გამიხსენებს? ასეთ მიდგომას ნამდვილად შეუძლია ყველა დონეზე გაანადგუროს
ადამიანის ცხოვრება, მაგრამ სურვილის წრეს ეს არ აინტერესებს. მას სურს მეტი
ნარკოტიკი, მეტი წარმატება. მაგრამ ნამდვილი წარმატება თაღლითობით და
ტყუილით არ მოდის. თუ შეცდომას დაუშვებთ ხალხი გაპატიებთ, მაგრამ
არაკეთილსინდისიერად მოქცევის გამოსწორებას დიდი დრო სჭირდება. სწორედ
ამიტომ, კონტროლის წრე ძალიან მნიშვნელოვანია. იგი რაციონალურია. მას
შეუძლია მიიღოს მკაფიო, დასაბუთებული გადაწყვეტილებები, რომლებიც
მაქსიმალურად გაზრდის თქვენს კეთილდღეობას არა მხოლოდ დღეს, არამედ
შორეულ მომავალშიც. და მაინც, ბევრი ადამიანისთვის თაღლითობა ძლიერი და
ზოგჯერ აბსოლუტური ცდუნებაა, რომელსაც გამარჯვების სიმაღლეების დევნისას
იყენებენ. ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში, თაღლითობა მუშაობს.

აქტიური და პასიური ძალადობა

დოქტორი ჯონსი ლიფტის გაღებას ელოდა და სიმწრით არ სურდა პაციენტთან


გასაუბრება, რისთვისაც მოუხმეს. შუა ღამის პირველ საათზე დაურეკეს და
საავადმყოფოში გამოიძახეს პაციენტის ფსიქიკური სიჯანსაღის შესაფასებლად,
რომელიც იძახოდა, რომ ვიღაცის მოკვლას აპირებდა. როდესაც ფსიქიატრიულში

95
მყოფი პაციენტი მკვლელობის საფრთხეს წარმოადგენს და შედეგად ვიღაცას
შეიწირავს, მთელი პასუხისმგებლობა იმ ექიმს მოეთხოვება, რომელიც მას
ათავისუფლებს.

დაბნეული და უსიამოვნო შესახედაობის პაციენტი თვალის დაუხამხამებლად


შესცქეროდა დოქტორს. ჯონსმა პაციენტი იცნო, იგი აქამდეც უნახავს. ადრე ამ
მამაკაცს ქალზე ძალადობა ედებოდა ბრალად და შიზოფრენიაზე მკურნალობას
გადიოდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ალერგიული იყო ყველა ფსიქიატრიულ
მედიკამენტზე, ქსანაქსის გარდა.

გარდა კოკაინის მოხმარებისა, მას სხვა ფსიქიატრიული პრობლემები არ


აღენიშნებოდა, მაგრამ მაინცდამაინც ამაღამ მოითხოვა საავადმყოფოში წაყვანა.
საუბრისას მან ახსენა მრავალი შეხლა-შემოხლა პოლიციასთან და სამ წლიანი
პატიმრობა. მან თქვა, რომ საკუთარ გეგმას აუცილებლად შეასრულებდა და ვიღაცას
მოკლავდა.

"მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ვიღაც, ვინც რაღაც გამიკეთა" - თქვა მან.

პარანოია ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი ფსიქიატრიული მდგომარეობაა; ასეთ


დროს ადამიანები ხშირად ექვემდებარებიან ძალადობრივ გამოვლინებებს. პარანოია
ძლიერ შიშს წარმოქმნის და პიროვნებას ჰქონია, რომ თავის დასაცავად
ერთთადერთი გზა იმ პიროვნებების დახოცვაა, რომლებიც მათი აზრით
შეთქმულებას უწყობენ. ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან ერთად, ბოდვები და
ძალადობის რისკი ჩვეულებრივ, ერთ კვირაში ქრება.

მაგრამ ამ პაციენტის თვალებში დოქტორი ჯონსი ფსიქოზურ სიმპტომებს ვერ


ამჩნევდა. დოქტორი დილემის წინაშე დადგა. მან იცოდა, რომ პაციენტი არ
ისარგებლებდა სტაციონარში ყოფნით და მისი განყოფილებაში მიღება სხვა
პაციენტებს დააყენებდა რისკის ქვეშ. მეორეს მხრივ, მას ძალადობრივი ისტორია
ჰქონდა.

ძალადობა ზოგჯერ დისფუნქციის ან პათოლოგიის შედეგია. მაგრამ, უმეტეს


შემთხვევაში ძალადობა არჩევანია - მიიღოთ სასურველი იძულებით თუ გამოთვლის
გზით.

ენერგია, რომელიც ხშირად ძალადობის სახით გამოიხატება, დომინირების საბოლოო


იარაღია, მაგრამ არის თუ არა იგი დოფამინური?

არსებობს ორგვარი ძალადობა: დაგეგმილი ძალადობა, რომელიც განზრახ აზიანებს


ადამიანს და სპონტანური ძალადობა, რომელიც იმპულსური ვნებით არის
გამოწვეული. თითოეულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ეფექტურ სტრატეგიაზე და

96
წინასწარ დაგეგმარებაზე, რომელიც ზოგჯერ მტანჯველ დეტალებს ითვალისწინებს
და მიზნად რესურსებისა და კონტროლის მოპოვებას ისახავს. ეს არის დოფამინით
გამოწვეული აგრესია და მას აქვს დაბალი ემოციური შინაარსი.

ვნებით განპირობებული აგრესია პროვოკაციის პასუხია. ეს განსხვავდება გათვლილი


მოქმედებისგან, რომელსაც დოფამინის კონტროლის წრე შეიმუშავებს. როდესაც
ვნება მომენტალურ აგრესიას იწვევს, დოფამინი ითრგუნება აქ და ახლა
მოლეკულების მიერ და აგრესია მაშინვე გამოიხატება. ადამიანები, რომლებიც ამ
ტიპის აგრესიას ავლენენ, ჩვეულებრივ საფრთხეს უქმნიან საკუთარ მომავალსა და
კეთილდღეობას. ისინი შეიძლება დაშავდნენ, ციხეში მოხვდნენ ან უბრალოდ,
შერცხვნენ. ასეთ დროს ემოციები აჭარბებს კონტროლის წრეს, რომელიც
სიფრთხილეს და გაანგარიშებას ემსახურება. ძალადობამ შესაძლებელია დომინაცია
მოგვცეს, მაგრამ წარმატებისთვის აუცილებელია, რომ იგი დოფამინის კონტროლის
ცივი და გამომთვლელი სქემებიდან მოვიდეს.

როგორია დოფამინური პიროვნება?

ზოგ ადამიანს დოფამინური წრე უფრო აქტიური აქვს, ვიდრე დანარჩენებს.


მკვლევარებმა გამოავლინეს გენთა მრავალფეროვნება, რომელთაც წვლილი შეაქვთ
ასეთი პიროვნული ტიპის განვითარებაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
დოფამინის მომატებულმა აქტივობამ შესაძლოა საკუთარი თავი სხვადასხვა გზით
გამოხატოს. ძალიან აქტიური სურვილის მქონე ადამიანი შეიძლება იმპულსური და
რთულად დასაკმაყოფილებელი იყოს, რადგან მუდმივად მეტს დაეძებდეს. სხვა კი
შედარებით ადვილად კმაყოფილდება. ხმაურიან ღამის კლუბებში გართობის
ნაცვლად ნაკლებად დოფამინური ადამიანი დღის მანძილზე მებაღეობას და
შეღამებისას გემრიელად დაძინებას ამჯობინებს.

ალტერნატიულად, ძალიან აქტიური კონტროლის სქემის მქონე ადამიანი შეიძლება


ცივი, დაუნდობელი და უემოციო აღმოჩნდეს. ამის საპირისპირო იქნება თბილი,
გულუხვი ადამიანი, რომელსაც უფრო მეტად მეგობრობა აინტერესებს, ვიდრე
კონკურსებში გამარჯვება. ტვინი რთული მექანიზმია, ერთ წრედში გამართული
აქტივობა დანარჩენ წრედებზე ახდენს გავლენას და უმეტეს შემთხვევაში ყველა
წრედი ერთდროულად მუშაობს. დოფამინური ადამიანები შეპყრობილები არიან
მომავლის მომგებიანი შესაძლებლობებით, აწმყოში სიხარულის განცდის
ნაკლებობის ხარჯზე.

97
ემოციების ჩახშობა

ემოცია არის აქ და ახლა გამოცდილება. ეს არის ის, რასაც ჩვენ აწმყოში ვგრძნობთ.
ემოციები გადამწყვეტი ფაქტორია სამყაროს აღქმის ჩვენეული უნარისთვის, მაგრამ
შეიძლება მათ ზოგჯერ დაგვამარცხონ. როდესაც ასე მოხდება, ჩვენ ნაკლებად
ლოგიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. საბედნიეროდ, დოფამინის წინააღმდეგობამ
აქ და ახლას სქემებთან, შესაძლოა დაწიოს ემოციური სიხშირის ხარისხი. რთულ
სიტუაციებში, ზოგიერთ დოფამინურ პიროვნებას შეუძლია ასეთი ემოციების
კონტროლი და უფრო მიზანმიმართული არჩევანის გაკეთება, რომელიც მისთვის
უკეთესად მუშაობს. ჩვენმა ერთ-ერთმა ევოლუციურმა წინაპარმა, რომელიც
განსაკუთრებულად მძლავრი დოფამინის კონტროლის წრედით იყო
დაჯილდოებული, შეძლო და ლომთან პირისპირ შეხვედრისას პანიკაში ჩავარდნის
ნაცვლად იგი ცეცხლოვანი ჩირაღდნით მოიგერია.

შორიდან მოკვლა უფრო ადვილია

ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომან "დიუნში" გმირს სურს დაამტკიცოს, რომ იგი
ადამიანია, რომელიც ცხოველური ინსტინქტის დათრგუნვით აქ და ახლა მოქმედებს.
მისი ხელი მოთავსებულია ეშმაკურ გამოგონებაში, შავ ყუთში, რომელიც ნერვული
გაღიზიანების მეშვეობით წარმოუდგენელ ტკივილს წარმოქმნის. მოხუცი ქალი,
რომელიც ტესტს ატარებს, ბიჭს ეუბნება, რომ თუ ხელს ყუთიდან ამოიღებს, იგი
მაშინვე მოკვდება, რადგან ტკივილისადმი არაგამძლე დამოკიდებულება
დაამტკიცებს, რომ ბიჭი ცხოველია და არა ადამიანი. მოხუცი გამომცდელი გმირს
ეუბნება: "თუ გსმენია, ცხოველები ხაფანგიდან გასაქცევად ფეხებს რომ იჭამენ? ეს
ცხოველური ხერხია. ადამიანი ხაფანგში დარჩებოდა, ტკივილს აიტანდა და თავს
მოიმკვდარუნებდა, რათა ხაფანგის დამდგმელს მისწვდენოდა, მოეკლა და ამით
თავისიანებისთვის ხიფათი აერიდებინა".

ზოგი ადამიანი ბუნებრივად უკეთესად თრგუნავს ემოციებს, ვიდრე სხვები.


ფაქტობრივად, ისინი უბრალოდ ამგვარად იბადებიან; ეს ნაწილობრივ დოფამინის
რეცეპტორების რაოდენობისა და მისი ბუნების გამო ხდება, რომლებიც ტვინში
დოფამინის გამოყოფაზე რეაგირებენ. ასეთი განსხვავება გენეტიკაზეა
დამოკიდებული. მკვლევარები ზომავენ ტვინში დოფამინის რეცეპტორების
სიმკვრივეს, რომელიც პიროვნების "ემოციური განშორების" შეფასების საშუალებას
იძლევა.

განშორების ტესტმა გაზომა ისეთი თვისებები, როგორებიცაა პირადი ინფორმაციის


გაზიარების თავიდან აცილების ტენდენცია და სხვა ადამიანებთან ჩართულობა.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი რეცეპტორების სიმკვრივესა და

98
პერსონალურ ჩართულობას შორის. მაღალი სიმკვრივე ასოცირებული იყო ემოციური
განშორების მაღალ დონესთან.

ადამიანთა უმეტესობას გააჩნია შინაგანი პიროვნებები, რომლებიც უმაღლესსა და


უმდაბლეს შკალაზე სადღაც შუაშია განლაგებული, ან ერთი მეორესთან შედარებით
ახლოს იმყოფება. ჩვენ არც ზედმეტად მორჩილები ვართ და არც სასტიკნი.
ყველაფერი დამოკიდებულია გარემოებებზე და პერსონალურ მიდრეკილებებზე.
როდესაც ადამიანთან ურთიერთობისას უშუალო კონტაქტზე ვფოკუსირდებით,
აქტიურდება აქ და ახლას სქემები, რაც პიროვნული სითბოს, თანადგომის და
სიყვარულის ემოციურ ასპექტებს ავლენს, მაგრამ როდესაც ურთიერთობაში
ექსტრაპერსონალური ჩართულობა ვლინდება, სახეზეა დისტანცია, აბსტრაქტული
აზროვნება, მომავალზე ორიენტაცია, ცივი, უემოციო და რაციონალური მიდგომა. ეს
ორი ერთმანეთისგან განსხვავებული აზროვნების ტიპი ილუსტრირებულია
ეთიკური დილემით, რომელსაც "ტროლეის პრობლემა" ეწოდება.

როგორ გადავდივართ პერიპერსონალური სივრციდან ექსტრაპერსონალურ


სივრცეში?

დაიწყეთ დაკვირვება ფიზიკური შეგრძნების, აქ და ახლას აღმოფხვრით.


წარმოიდგინეთ, რომ განცალკევებულად დგახართ და სადღაც შორიდან აკვირდებით
მოვლენების განვითარებას. წარმოიდგინეთ, რომ მატარებელში ერთი ადამიანი ზის,
რომელიც ლიანდაგზე გაჩერებულ ავტომანქანას უახლოვდება, რომელშიც ხუთი
ადამიანია მოთავსებული. თუ ლიანდაგის სახელურს გადასწევთ, მატარებელში
მჯდარი ადამიანი მოკვდება, თუ არა და იგი გადარჩება, მაგრამ დანარჩენი ხუთი
დაიხოცება. გადასწევთ სახელურს?

და ბოლოს, წარმოიდგინეთ ყველაზე აბსტრაქტული სიტუაცია, რაც კი


შესაძლებელია: გამოწურეთ აქ და ახლა მთლიანად და გახადეთ აზროვნება
დოფამინური, თითქოს თქვენ სატრანსპორტო სისტემების ინჟინერი ხართ,
რომელსაც შეუძლია ყველა შესაძლო ავარიული ვარიანტის გამოთვლა. თქვენ გაქვთ
შესაძლებლობა შექმნათ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შესაძლო ვარიანტებს
გააკონტროლებს. მას შეუძლია აირჩიოს ვარიანტი, სადაც ზარალი ყველაზე ნაკლები
იქნება. დაწერთ თუ არა პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც მომავალში ერთი
ადამიანის გაწირვით ხუთის გადარჩენას შეძლებს?

სცენარები იცვლება, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა; მინიმუმ ერთი ადამიანი


აუცილებლად უნდა დაიღუპოს, ან ხუთი მოკვდეს, რათა ერთი გადარჩეს. ერთი
გონება რაციონალურია, გადაწყვეტილებებს მხოლოდ მიზეზის საფუძველზე იღებს.
მეორე გონება ემპათიურია, მას არ შეუძლია ადამიანის მოკვლა, მიუხედავად მძიმე
შედეგებისა.

99
ნებისყოფის (განზრახვის) სავარჯიშო მანქანა

წარმოვიდგინოთ, რომ ნებისყოფა კუნთს ჰგავს; შესაძლებელია თუ არა მისი


გაძლიერება ვარჯიშით? პასუხი არის "დიახ", მაგრამ იგი მოითხოვს
მაღალტექნოლოგიურ "სავარჯიშო აღჭურვილობას". ნეირომეცნიერების მკვლევრები
დიუკის უნივერსიტეტში ამოწმებდნენ, შეეძლოთ თუ არა ტვინის ნაწილების
გაუმჯობესება, რომლებიც ნებისყოფაზე იყო პასუხისმგებელი.

თავდაპირველად საქმე გაამარტივეს. წარმატებულად შესრულებული დავალების


შემთხვევაში ისინი მონაწილეებს ფულს უხდიდნენ. მოტივაციის მიღება ადვილია,
როდესაც დაუყოვნებელი ჯილდო არსებობს. ტვინის სკანერის გამოყენებით, მათ
შეძლეს დაენახათ, რომ გააქტიურდა ტვინის ვენტალური ტეგმენტალური წრე, სადაც
წარმოიქმნა როგორც სურვილის, ასევე კონტროლის წრეები. შემდეგ მათ სთხოვეს
მონაწილეებს, მოეძებნათ საკუთარი თავის მოტივაციის გზები. მკვლევარებმა მათ
შესთავაზეს რამდენიმე სტრატეგია, როგორიცაა საკუთარი თვითშეფასების
ასამაღლებელი აფირმაცია: "მე შემიძლია ამის გაკეთება!". მკვლევარებმა წაახალისეს
მონაწილეები, გამოეჩინათ კრეატიულობა და გამოეყენებინათ ისეთი მეთოდი,
რომელიც ყველაზე მოტივაციურად მიაჩნდათ. ზოგი ადამიანი წარმოიდგენდა
ზედამხედველს, რომელიც მას ამხნევებდა. სხვები წარმოიდგენდნენ სიტუაციებს,
სადაც მათ სხვები აქებდნენ. ამასობაში ტვინის მკვლევარები აკვირდებოდნენ, რა
ხდებოდა ტვინის მოტივაციის რეგიონში. დანახულმა ისინი გააოცა: ტვინში არაფერი
მომხდარა. მიუხედავად იმისა, რომ ფულის აღებამ ტვინის გააქტიურებაზე შედეგი
იქონია, მონაწილეებმა დამოუკიდებელი მცდელობებისას აქტიურობის გაზრდა ვერ
შეძლეს.

შემდეგ, მეცნიერებმა მონაწილეებს მცირე დახმარება გაუწიეს და აუხსნეს, როგორ


ფუნქციონირებდა ტვინი და სხეული. დამატებითი ინფორმაცია მათ ეხმარებათ
მიეცეთ კონტროლის შესაძლებლობა ისეთ ფაქტორებზე, რაც ჩვეულებრივ
გაუცნობიერებელ მდგომარეობაში იმყოფება. ამას ეწოდება "ბიოფიდბეკი" და მათი
უმეტესობა რელაქსაციისთვის გამოიყენება. მათ ამაგრებენ ადამიანის თითებზე და
იგი ოფლის მცირე რაოდენობას ზომავს. რაც უფრო ნაკლებია ოფლი, მით მეტია
რელაქსაცია.

სამოტივაციო ექსპერიმენტში მონაწილეებს აჩვენეს თერმომეტრი, რომელსაც ორი


ხაზი ჰქონდა. ერთმა აჩვენა აქტივობის ამჟამინდელი დონე მოტივაციის რეგიონში,
ხოლო მეორე წარმოადგენდა უფრო მაღალ სამიზნეს, რისი მიღწევაც მონაწილეს
უნდა ეცადა. მონაწილეები ახლა მკაფიოდ ხედავდნენ, რომელი სტრატეგია
მუშაობდა მათთვის და რომელი იყო სრულებით უსარგებლო. გარკვეული პერიოდის
შემდეგ, მონაწილეებმა შექმნეს წარმოსახვითი სცენების კოლექცია, რომლებიც
ეფექტურად ზრდიდა მოტივაციის აქტივობას. ასეთი სტრატეგიები მუშაობას მას
შემდეგაც აგრძელებდა, როცა თერმომეტრი მოხმარებიდან ამოიღეს. ნებისყოფის

100
გაძლიერება შესაძლებელია, მაგრამ ამას მაღალტექნოლოგიური ფუნქცია სჭირდება,
რათა მონაწილეებმა საკუთარ ტვინში ღრმად ჩახედვა შეძლონ.

დოფამინი - დოფამინის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ნებისყოფის გაძლიერება შესაძლებელია, ეს პასუხი მაინც არ


არის გრძელვადიანი, ანუ მდგრადი ცვლილებებისკენ მიმართული. მაშ, რა ჯანდაბა
მუშაობს? ეს კითხვა დიდ ინტერესს იწვევს პაციენტებში, რომლებიც
განსაკუთრებულად იტანჯებიან ნარკოდამოკიდებულებით და მის დასაძლევად
იბრძვიან. დარწმუნებული იყავით, ნარკოტიკებს მარტო ნებისყოფით ვერ
დაამარცხებთ. ამ პრობლემის გადალახვას მეტი სჭირდება. არსებობს მედიკამენტები,
რომლებიც ეხმარება ზოგიერთ დამოკიდებულებას, მაგრამ ისინი არ მუშაობენ, თუ
სხვა მედიკამენტებთან ერთად არ მიიღება. მსგავსი მედიკამენტები ფსიქოთერაპიის
გარკვეულ ფორმაში უნდა იყვნენ შერწყმულნი.

დამოკიდებულებასთან მომუშავე ფსიქოთერაპიის მიზანია ტვინის ერთი ნაწილი


მეორეს დაუპირისპიროს. დოფამინის სურვილის წრე ავთვისებიანი ნარკომანი ხდება
და ადამიანს უკონტროლო დამოკიდებულებაში აგდებს. მას აუცილებლად უნდა
დაუპირისპირდეს თანაბრად ძლიერი ძალა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისყოფა ამის
გამკეთებელი არ არის. სხვა რომელი რესურსის გამოყენება შეიძლება ამ ბრძოლაში
გასამარჯვებლად?

ეს კითხვა ფართოდ იქნა შესწავლილი და მიღებული ცოდნა სხვადასხვა


ფსიქოთერაპიული კვლევების შედეგად გახდა ფორმალიზებული. ეს საკითხი
საუკეთესოდ გამოიკვლია მოტივაციურმა, გამაძლიერებელმა თერაპიამ,
კოგნიტურმა, ქცევითმა თერაპიამ და თორმეტსაფეხურიანმა, ფასილიტაციის
თერაპიამ. თითოეული მათგანი ადამიანის ტვინში არსებული რესურსების
გამოყენების უნიკალური მიდგომით გამორჩევა, რათა უმართავი დოფამინის
დესტრუქციულ სტურქტურებს დაუპირისპირდეს.

მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპია: სურვილის დოფამინი - სურვილის


დოფამინის წინააღმდეგ

ნარკომანებს ნარკოტიკები სწყურიათ. ისინი ნარკოტიკებს მაშინაც იყენებენ,


როდესაც მათი გამოყენება ცხოვრებას ანადგურებს და ამავდროულად უმეტესობამ
იცის, რომ საკუთარ თავს უდიდეს ზიანს აყენებს. ანუ ვერ ვიტყვით, რომ
ქიმიკატების მიერ მთლიანად დაბრმავებულები არიან. მათ შეიძლება

101
ამბლივალენტური ადამიანები ეწოდოთ: უმეტეს ნაწილს ნარკოტიკების გარდა
არაფერი სურს, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო სუსტი სურვილებიც. ეს სურვილები
შესაძლებელია რომ გაძლიერდეს. სურვილი შეიძლება უკავშირდებოდეს უკეთეს
პარტნიორად გახდომას, ჯანსაღი წესით ცხოვრებას და სხვა მრავალს. ნარკომანმა
შეიძლება დაინახოს, რომ მალე მისი საბანკო ანგარიში გაქრება და შესაძლოა
უსახლკაროდ დარჩეს. შესაძლოა მას სიმშვიდე და ფინანსური უსაფრთხოება
უნდოდეს ან უკან დაიბუნოს ის დრო, როდესაც ჯანმრთელი და
ნარკოდამოკიდებულებისგან თავისუფალი იყო. არც ერთ ამ სურვილს არ შეუძლია
დოფამინის გამოყოფის პროვოცირება ისეთ ხარისხში, როგორც ამას ნარკოტიკები
აკეთებს, მაგრამ სურვილი არა მხოლოდ მოქმედების მოტივაციას გვაძლევს, არამედ
პრობლემის გასამკლავებლად მოთმინებასაც გვანიჭებს. მოტივაციის გამაძლიერებელ
თერაპიაში (MET), პაციენტები უნდა გაუმკლავდნენ წყენას, იმედგაცრუბას,
დეპრესიას და მსგავს შეგრძნებებს, რადგან მათ უხსნიან, რომ ეს განწყობები რაღაც
უკეთესისთვის ახდენს კომპენსაციას. თერაპიის მიზანი ცხოვრების სურვილის
უკეთეს მნიშვნელბაში გადატანაა.

თერაპევტები ქმნიან მოტივაციას, როდესაც პაციენტებს ჯანსაღი სურვილის


დაფიქსირებით წახალისებას ახდენენ: "ჩვენ არ გვჯერა იმის, რაც გვესმის. ჩვენ
გვჯერა მხოლოდ იმის, რასაც თავად ვამბობთ".

მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპია ცოტათი მანიპულატორულია. როცა


პაციენტი აკეთებს განცხადებას, რომელიც თერაპევტს მოსწონს, თერაპევტი
მიწოდებს მას მეტი საუბრისაკენ. დააკვირდით ასეთი დიალოგის მარტივ მაგალითს:

პაციენტი: ალკოჰოლის დალევის შემდეგ ზოგჯერ სამსახურში დროულად მისვლა


მიჭირს.

თერაპევტი: მეტი მითხარით ამის შესახებ.

მეორეს მხრივ, პაციენტი თავის მართლებას იწყებს: ბევრს ვმუშაობ. დასვენება და


განტვირთვა მჭირდება.

ასეთ დროს თერაპევტს თემა მოხერხებულად გადააქვს, რადგან პაციენტის თავის


მართლება უფრო მეტ ანტიცვლილებას გამოიწვევს. ამიტომ, საჭიროა რომ პაციენტმა
დიალოგში რაც შეიძლება მეტი საპირისპირო მოსაზრება დააფიქსიროს, რომელშიც
დამოკიდებულის საზიანო ფაქტორი გამოჩნდება. პაციენტი ვერ ამჩნევს რა ხდება,
ამიტომ, შეგნებული თავდაცვის ფარი მოხსნილია და ისინი საათებს ატარებენ
ცვლილებების მომხრე განცხადებების გაკეთებაში.

102
კოგნიტური ქცევითი თერაპია: კონტროლის დოფამინი - სურვილის დოფამინის
წინააღმდეგ

ჯობია იყო ჭკვიანი, ვიდრე ძლიერი. იმის მაგივრად, რომ დამოკიდებულების


წინააღმდეგ თავდასხმას ნებისყოფის საშუალებით ცდილობდეთ, კოგნიტური
ქცევითი თერაპია (CBT) დამოკიდებულების სიმძლავრის დასამარცხებლად
კონტროლის დოფამინის დაგეგმვის უნარს იყენებს. კოგნიტური ქცევითი თერაპიის
თერაპევტები პაციენტებს ასწავლიან, რომ ნარკოტიკებისადმი ლტოლვის
გაძლიერებას ასოციაციები იწვევს: გაიხსენეთ წინა თავში ნახსენები სარეცხის
გამათეთრებლის შემთხვევა. იგივე ხდება ალკოჰოლთან და სხვა პრეპარატებთან
დაკავშირებითაც. ადამიანები, ნივთები და ადგილები გვახსენებენ საგნებს,
რომლებზეც დამოკიდებულნი ვართ. სურვილის დოფამინი აქტიურდება და მეტი
ინტენსივობით აიძულებს ნარკომანს ნარკოტიკის მოხმარებისკენ; თუ ამას არ იზამს,
სურვილის დოფამინი ადამიანს ემუქრება, რომ მთლიანად გაითიშება და პიროვნება
აღარასდროს იგრძნობს დაკმაყოფილებას.

კოგნიტურ ქცევით თერაპიაში ალკოჰოლიკები სიგნალის გამოწვევის წინააღმდეგ


სხვადასხვა ხერხებს სწავლობენ. მაგალითად, მათ შეუძლიათ ღონისძიებაზე
წასასვლელად ფხიზელი მეგობარი დაპატიჟონ და არა ის, რომელიც უეჭველად
კაიფში იქნება. ღონისძიება უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც ალკოჰოლი არ
იყიდება. თერაპევტები მუშაობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ასოციაცია აღმოფხვრან.
ასეთი შეიძლება იყოს კოქტეილის ჭიქა, მარტინის ზეთისხილი, საწრუპი და მრავალი
სხვა. აქედან ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს ძლიერი ლტოლვის აგენტი, რომელიც
ბოლოს მოუღებს სიფხიზლის პერიოდს, რომლისთვისაც პაციენტმა შეუპოვრად
იბრძოლა.

დამოკიდებულება იმაზე უარესია, ვიდრე გგონიათ

დამოკიდებულების მკურნალობა რთულია; თანაც ბევრად უფრო რთული, ვიდრე


უამრავი სხვა ფსიქიატრიული დაავადება. დეპრესიის შემთხვევაში ადამიანს
სურვილი მაინც აქვს რომ გამოჯანმრთელდეს - ამაში ეჭვი არ არის. მაგრამ, თუ
ადამიანი ნარკოდამოკიდებულია, იგი არც ისე დარწმუნებულია, უნდა თუ არა
გამოჯანმრთელება. მას შეუძლია გაიზიაროს წმინდა ავგუსტინეს მიერ გამოხატული
შეგრძნება, როდესაც რომანი ჰქონდა ახალგაზრდა გოგოსთან: "უფალო, მომანიჭე
სიწმინდე, ოღონდ ჯერ არა".

იმ ფაქტის გამო, რომ დამოკიდებულებასთან მუშაობა რთულია, ექიმები და


პაციენტები ხშირად აძლევენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს "მტერის" სახელწოდებას. ის
არის მტერი, რომელსაც პატივს ვცემთ, რადგან იგი არა მხოლოდ ძლიერია, არამედ
ძალზედ ჭკვიანიც.

103
ასოციაციების ბუნება ძალიან საფრთხილოა. ადამიანმა მისი მნიშვნელობა შეიძლება
იქამდე ვერ ამოცინოს, სანამ უშუალოდ არ დაექვემდებარება ცდუნებას.

მაგრამ, ასოციაციების მოშორება საკმარისი არ არის. მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ
შეიტყვეს, რომ ჩვენს "მტერს" მოულოდნელი და გარკვეულწილად საშიში ტექნიკა
აქვს საკუთარ განკარგულებაში. განვხილოთ ალკოჰოლიკი, რომელიც აშკარა
მიზეზის გარეშე გადაწყვეტს შემოვლითი გზით წავიდეს სახლიდან სამსახურისკენ
და გზად ლუდის ბარს ჩაუაროს. როცა მომდევნო დღეებში იგი თერაპევტთან
ისაუბრებს, იტყვის რომ წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა... პაციენტი ვერ დააკავშირებს
ერთი შეხედვით უდანაშაულო გადაწყვეტილებას რუტინის შეცვლასთან.

მაგრამ, ასეთი რეციდივი შემთხვევითი არ არის. მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ


არმოაჩინეს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულება დნმ-ს მუშაობის გარკვეული
სეგმენტების ცვლილებას იწვევს, რომელიც შუბლის ნაწილში აუცილებელია
კონტროლის დოფამინის სქემების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ამრიგად,
მტერი არყევს გადაწყვეტილებების მიღების შედეგებს და ალკოჰოლიკს აიძულებს
გამოცადოს ახალი მარშრუტი, რომლითაც ლუდის ბარს შეათვალიერებს.
მკვლევარებმა ვირთაგვების ტვინში დნმ-ს საშიში ცვლილებები აღმოაჩინეს, მაგრამ
ბოლმდე დარწმუნებულები არ ვართ, იგივე ხდება თუ არა ადამიანის ტვინშიც.
თუმცა, შედეგები გასაოცარი იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლი დნმ-ს
სტრუქტურებს იმგვარად ცვლის, რომ მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება
თითქმის შეუძლებელია.

ალკოჰოლიკებს მაინც შეუძლიათ დამოკიდებულების დაძლევა, თუმცა კონტროლის


დოფამინის სურვილის დოფამინთან დაპირისპირება არც თუ ისე მარტივი საქმეა.
ალკოჰოლი არა მხოლოდ მუდმივ სურვილს ქმნის, არამედ ძირს უთხრის მომავალზე
ფოკუსირებას, რომელიც საჭიროა ხანგრძლივი სიფხიზლისათვის. კარგი ამბავი ის
არის, რომ ჩვენ ვიცით ამ იარაღის არსებობის შესახებ. თუ შევძლებთ დნმ-ს
ცვლილების გზა ვიპოვოთ, მაშინ მის ნეიტრალიზებასაც შევძლებთ.

თორმეტსაფეხურიანი ფასილიტაციური თერაპია: აქ და ახლა - სურვილის


დოფამინის წინააღმდეგ

ანონიმური ალკოჰოლიკების კამპანია (AA) ყველაზე წარმატებული თვითდახმარების


ორგანიზაციაა მსოფლიოში, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში ესეც არაა საშველი. იგი
მოითხოვს ალკოჰოლიკის სტატუსს, რომელიც ბევრ ადამიანს არ მოსწონს. ასევე,
მსგავსი შეკრებები დაფუძნებულია საკუთარ თავში განსაკუთრებული ძალის
რწმენაზე, რომელიც ზოგს არ გააჩნია. პლუს, იგი მოითხოვს პირადი ისტორიის
სხვებთან გულახდილად გაზიარებას, რაც უამრავ ადამიანს დისკომფორტს უქმნის.

104
დამოკიდებულებასთან ბრძოლა გრძლევნადიანი კონფლიქტია, რომელიც ზოგჯერ
მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. ამის გათვალისწინებით, ანონიმურ
ალკოჰოლიკებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ნარკომანიის სხვა საკმკურნალო
პროგრამებს შორის. ანონიმურ ალკოჰოლიკებში არ არსებობს შეზღუდვა იმის
შესახებ, თუ რამდენ ხანს შეუძლია მასში ადამიანს მონაწილეობის მიღება.
ანონიმური ალკოჰოლიკების ორგანიზანია უფასო და ხელმისაწვდომია მთელს
მსოფლიოში, რომლებიც შეკრებებს დღისითაც და ღამითაც მართავენ.

ანონიმური ალკოჰოლიკების შეკრება უფრო საძმოს წააგავს, ვიდრე მკურნალობის


თერაპიას. ადამიანი უმჯობესდება კლუბის სხვა წევრებთან ურთიერთობით და
სიფხიზლისათვის მეტი სტიმული ეძლევა. ჩვენი ტვინის სოციალური ნაწილი სხვა
ადამიანებთან კავშირებს აქ და ახლას ნეირომედიატორების გამოყენებით ქმნის.
სამყაროში მცირედი რაოდენობით თუ არის ისეთი ძლევამოსილი რამ, ვიდრე
ადამიანური ურთიერთობები. ინტერნეტ ანალიტიკური კომპანიის, Alexa-ს
მიხედვით, Facebook-ი მეორე ყველაზე პოპულარული საიტია ინტერნეტში. Google
არის ნომერ პირველი, ხოლო ყველაზე პოპულარული პორნოგრაფიული საიტი,
Pornhub-ი სამოცდამეშვიდე ადგილზეა, რომელიც კაცობრიობის რწმენას გვიტოვებს,
რათა გაუმკლავდეს სურვილის დოფამინის ნაკლებად ჯანსაღ ნაწილებს.

ანონიმური ალკოჰოლიკების წევრები თავისუფლად ცვლიან ერთმანეთში


ტელეფონის ნომრებს, რათა ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანებს
მხარდაჭერისა და წარმატების მოწოდება ჰქონდეთ. თუ ალკოჰოლიკს ფეხი
დაუცდება და დათვრება, მას არავინ განსჯის და გააკრიტიკებს, მაგრამ მას შეგძნება
გაუჩნდება, რომ თანამოძმეებს უღალატა. აქ და ახლას დანაშაულის შეგრძნება
ძლიერი მოტივატორია. ემოციური მხარდაჭერისა და დანაშაულის საფრთხის
კომბინაცია ბევრ ნარკომანს ეხმარება ხანგრძლივი სიფხიზლის შენარჩუნებაში.

აქტივობის ჩახშობის უფრო დრამატული მაგალითი არის დაკვირვება, როდესაც


დაფეხმძიმების შემდეგ მწეველ ქალთა სიგარეტისგან თავის დანებების მაჩვენებელი
მაღლა იწევს. ნაყოფისადმი განვითარებადი თანაგრძნობის დონე იმდენად მაღალია,
რომ მწეველი ქალი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ ფინიშის ხაზამდე
ხტება. ეს არის აქ და ახლას დაუყოვნებელი ბალანსი სწრაფი კორექტირებისათვის.

დოფამინის სისტემა, მომავალთან დაკავშირებული რესურსების მაქსიმალურად


გაზრდის მიზნით განვითარდა. სურვილისა და მოტივაციის გარდა, ჩვენ ასევე
ვფლობთ უფრო დახვეწილ წრედებს, რომელიც გრძლევნადიანი აზროვნების უნარს
გვაძლევს, რომელშიც გეგმების შედგენა და აბსტრაქტული ცნებების გამოყენება
შედის, როგორიცაა მათემატიკა, ლოგიკა და სხვა. გრძელვადიან მომავალზე
ფოკუსირება ასევე გვანიჭებს გამძლეობას, რომელიც გამოწვევების დასაძლევად და
მიზნების მისაღწევად გვჭირდება. იგი გვაძლევს შესაძლებლობას, მოვაგვაროთ
სურვილის წრედის ჰედონისტური ლტოლვები და ჩავახშოთ დაუყოვნებელი

105
დაკმაყოფილება უკეთესის მისაღწევად. კონტროლის წრე თრგუნავს აქ და ახლა
ემოციას, რაც საშუალებას გვაძლევს ცივი და რაციონალური გზით ფიქრისათვის;
ასეთი მიდგომა ხშირად არის საჭირო, როდესაც რთული გადაწყვეტილების წინაშე
ვდგავართ.

კონტროლის წრე შეიძლება საკმაოდ მზაკვარიც იყოს. იგი ზოგჯერ წინ უსწრებს
მოვლენებს და დომინირებს სიტუაციაზე, თავდაჯერებულობის ძალის მეშვეობით.
სხვა შემთხვევებში ის იწვევს დამორჩილებულ ქცევას, რომელიც გვაკავშირებს სხვა
ადამიანებთან, ამრავლებს უნარს და გავლენებს, რათა მიზანი მიღწეულ იქნეს.

დოფამინი იძლევა არა მხოლოდ სურვილს, არამედ ბატონობასაც (დომინაციას). იგი


გვანიჭებს გარემოს და სხვა ადამიანების საკუთარ ნებაზე მოქცევის უნარს. მაგრამ
დოფამინს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია შექმნას სრულიად ახალი
სამყარო, - სამყარო, რომელიც შეიძლება იმდენად გასაოცარი იყოს, რომ ან გენიოსის
მიერ იქნება შექმნილი, ან შეშლილის მიერ.

106
თავი მეოთხე - კრეატიულობა და სიგიჟე

კრეატიულობა არის ძალაუფლება, რომელიც ერთი შეხედვით დაუკავშირებელი


საგნების დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.

უილიამ პლომერი, მწერალი.

ამ თავში ვისაუბრებთ მაღალფუნქციური დოფამინური ტვინის რისკებისა და


საჩუქრების შესახებ, რომელშიც დოფამინი ჩვეულებრივი სამყაროს ბარიერებს
ანგრევს.

გონებაში გამუდმებით ერთი და იგივე აზრი მიტრიალებს; უსასრულოდ მეორდება,


ისევ და ისევ. უბრალოდ მინდა, რომ გაჩერდეს... შემდეგ გავიფიქრე, ვისთვის
შემეძლო რომ დამერეკა? პარანორმალური მოვლენების შემსწავლელ ჯგუფს
დავურეკე. არა არა, ეს არასწორად ვთქვი, ამის თქმას არ ვაპირებდი. კრიზისული
ინტერვენციის ჯგუფს დავურეკე... ახლა შემიძლია დავბრუნდე? ვფიქრობ, ვიღაცას
უნდა რომ მესროლოს...

ნაწყვეტი შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ინტერვიუდან.

შემოქმედებითი გონება ყველაზე ძლიერი ძალაა დედამიწაზე. ნავთობის საბადოებს,


ოქროს მაღაროებს ან ჰექტრობით ფერმას თავისი ღირებულებით არ შეუძლია
კონკურენცია გაუწიოს კრეატიული იდეის მწამოებელ შესაძლებლობებს.
კრეატიულობა არის ტვინის ფუნქციონირების საუკეთესო ვერსია. მენტალური
ავადმყოფობა ამის საპირისპიროა. ასეთ დროს ტვინს უჭირს გაუმკლავდეს
ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე ჩვეულებრივ გამოწვევებს. თუმცა, გენიოსობაც
და სიგიჟეც, ანუ ტვინის საუკეთესო და ყველაზე უარესი ფუნქციაც დოფამინზეა
დამოკიდებული. ქიმიურ კავშირზე თუ ვისაუბრებთ, გენიოსობასა და სიგიჟეს შორის
უფრო მჭიდრო კავშირი არსებობს, ვიდრე ნორმალური ტვინის ფუნქციონირების
რომელიმე ასპექტთან. საიდან მოდის ეს კავშირი და რას გვეუბნება მათი ბუნება?
დავიწყოთ სიგიჟით.

რეალობის ფუნქციონალური დარღვევა

უილიამი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მშობლებმა ძალით მიიყვანეს, რადგან


თავად იგი უარყოფდა, რომ ფსიქიკური დაავადება ჰქონდა. უილიამის მშობლები
ცნობილი მწერლები იყვნენ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ და ხშირად
სტუმრობდნენ საომარ ზონებს, რათა მათი წიგნებისათვის მასალა შეეგროვებინათ.

107
უილიამმა ძლიერი ინტელექტის ნიშნები აჩვენა, მაგრამ მისი გამოვლინება
მეტწილად არათანმიმდევრული იყო.

კოლეჯში წასვლის შემდეგ ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. უილიამის გონებაში


ნელ-ნელა უცნაური იდეები შეიჭრა. იგი სწავლის დაწყებიდან მალევე გაეცნო
ახალგაზრდა გოგონას, მაგრამ მცდარი წარმოდგენა განუვითარდა, რომ გოგონა
მისით რომანტიკულად იყო დაინტერესებული. როცა გოგონამ უილიამის მიმართ
მსგავსი დამოკიდებულება უარყო, ბიჭმა იფიქრა რომ გოგონას "აივ დადებითი"
ჰქონდა და ამ უარყოფით, ინფექციის გადადებისგან ბიჭის დაცვას ცდილობდა. ეს
იდეა მალე სხვა ადამიანებთან დაკავშირებითაც გავრცელდა; უილიამი ფიქრობდა,
რომ მის გარშემო ასობით ადამიანი "აივ დადებითი" იყო და ყველა მისგან ელოდა,
რომ აფრიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, იქიდან საიდუმლო სამკურნალო
პრეპარატს ჩამოიტანდა; უილიამს ეს ყველაფერი გარდაცვლილმა ბებიამ და
ღმერთებმა აუხსნეს, რომლებიც თავისუფლად ელაპარაკებოდნენ ხოლმე.

როდესაც უილიამის მეგობრები ამ ფაქტით შეწუხდნენ და მას ფსიქიატრთან ვიზიტი


ურჩიეს, უილიამმა იფიქრა, რომ ისინი მშობლების მიერ მოსყიდული ჯაშუშები
იყვნენ. ეს შეთქმულების ნაწილი გახლდათ, რადგან დანარჩენები ცდილობდნენ
უილიამი საკუთარ ავადმყოფობაში დაერწმუნებინათ; მაგრამ, ვერ მიართმევს...
უილიამმა გადაწყვიტა, რომ მისი მშობლები თაღლითები იყვნენ, ქვეყანა დატოვა და
მისი ნამდვილი მშობლების მოსაძებნად გაემგზავრა.

უილიამმა მარტო დიდხანს ვერ გაძლო, მაგრამ სახლში დაბრუნებისას მშობლები


დაადანაშაულა, რადგან ისინი ფარულად ჩამაგრებული მოსასმენი მოწყობილობით
აკონტროლებდნენ. მოგვიანებით იგი ნიუ-იორკში წავიდა, რათა წარმოსახვითი
დევნის უზომო სტრესისგან თავი დაეღწია. დროის მსვლელობასთან ერთად
ყველაფერი უფრო ინტენსიური ხდებოდა, მას სურდა სადმე შორს წასულიყო, სადაც
ვერავინ გაჰყვებოდა.

სახლში დაბრუნებისას, როდესაც ტაქსის მძღოლს 600$ გადაუხადა, მშობლებს


მოთმინების ფიალა აევსოთ. მათ უილიამს გამოუცხადეს, რომ სახლში გაჩერების
უფლებას იქამდე არ მისცემდნენ, სანამ ფსიქიატრთან არ მივიდოდა. უილიამმა,
რომელიც ამჟამად უსახლკაროდ დარჩენის წინაშე აღმოჩნდა, ფსიქიატრთან ვიზიტის
გადაწყვეტილება მიიღო და მისი მეთვალყურეობის ქვეშ ანტიფსიქოზური
მედიკამენტების მიღება დაიწყო. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ცოტა ხანში
ადგილობრივ კოლეჯში სწავლის დაწყება გადაწყვიტა, სადაც გრაფიკულ დიზაინს
სწავლობდა.

დროთა განმავლობაში მედიკამენტებმა უილიამის მდგომარეობა თანდათან


გააუმჯობესა, მაგრამ მშობლებისათვის ნამდვილი გამოწვევა აღმოჩნდა უილიამი
დაერწმუნებინათ, რომ წამლები რეგულარულად მიეღო. უილიამს შიგადაშიგ მაინც

108
აწუხებდა ეჭვები, ჰქონდა თუ არა საერთოდ ფსიქიკური დარღვევა. საბოლოოდ, მან
შეძლო მხოლოდ თვეში ერთხელ შეემოწმებინა ფსიქიატრთან ფსიქიკური სიჯანსაღე
და საკუთარ ბინაში დამოუკიდებლად ცხოვრებაც კი დაიწყო.

შიზოფრენია არის ფსიქოზის ფორმა, რომელიც ჰალუცინაციებისა და ილუზიების


სიჭარბით გამოირჩევა. ("სიგიჟე" ფსიქიატრიული დიაგნოზი არ არის. ამ სიტყვას
მოცემული თავის სათაურში და განხილვაში მხოლოდ ფსიქიკური დაავადების მძიმე
ფორმის ილუსტრაციისათვის ვიყენებთ, რომელიც ბოდვებს და ქაოტურ აზროვნებას
ასახავს. სიგიჟეს და შიზოფრენიას ხშირად მოიხსენიებენ იდენტურ კონტექსტში).
ჰალუცინაციის დროს ადამიანი ისეთ გამოსახულებებს ხედავს, რომლებიც
სინამდვილეში არ არსებობს. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება ცხადად იგრძნოს მათი
შეხებაც და სურნელიც. ჰალუცინაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სმენითი
ჰალუცინაცია - როდესაც გონებაში საუბარი, მუსიკა, აუხსნელი ბგერები ან სხვა რამ
ჩაგვესმის. შეიძლება ხმებმა კომენტარი გაგიკეთონ საუზმობისას - "ახლა საჭმელს
მიირთმევ"; შეიძლება გესმოდეთ ერთზე მეტი ხმა - "რატომ სძულთ იგი ადამიანებს?",
ამბობს ერთი, "რადგან შხაპს ხშირად არ ღებულობს", - პასუხობს მეორე. ზოგჯერ
სახეზე გვაქვს ბრძანებითი სმენური ჰალუცინაციები - "წადი და თავი მოიკალი!".
ხანდახან ხმები მეგობრული და გამამხნევებელია - "შესანიშნავი ადამიანი ხარ. ასე
განაგრძე". მეგობრული ჰალუცინაციები ყველაზე ნაკლებად განქარვებადია და
გარკვეულწილად, მათ დადებითი გავლენა აქვთ.

ფსიქოზის კიდევ ერთი კომპონენტია ბოდვები. ბოდვა არის მკაფიოდ ფიქსირებული


რწმენა-წარმოდგენა, რომელიც რეალობის ზოგადად მიღებულ შეხედულებას არ
შეესაბამება. მაგალითად, "უცხოპლანეტელებმა ტვინში მიკროჩიპი ჩამიდეს".
ფსიქოზით დაავადებული ადამიანების ბოდვები დიდად განსხვავდება საშუალო
ადამიანის დარწმუნებულობისგან. თუ ადამიანებს ჰკითხავთ, არიან თუ არა მისი
მშობლები ნამდვილად მისი მშობლები, იგი გიპასუხებთ, რომ ამაში
დარწმუნებულნი არიან. თუ მათ ჰკითხავთ, აბსოლუტურად არიან თუ არა ამაში
დარწმუნებულნი, ისინი გიპასუხებენ, რომ მცირე ეჭვი მაინც არსებობს; მაგრამ
როდესაც ფსიქოზით დაავადებულ ადამიანს ჰკითხეს, რამდენად სჯეროდა, რომ
სადაზვერვო ორგანიზაცია მის ტვინში აზრების შთანერგვისათვის რადიოტალღებს
იყენებდა, მან უპასუხა რომ ამ ფაქტის სიმართლესთან დაკავშირებით ოდნავი ეჭვიც
არ აწუხებდა. მან განაცხადა, რომ საწინააღმდეგოში ვერანაირი მტკიცებულება ვერ
დაარწმუნებდა.

ამ ფენომენის კარგი მაგალითია ჯონ ნეში, ნობელის პრემიის ლაურეატი


მათემატიკოსი, რომელიც შიზოფრენიის დიაგნოზით ცხოვრობდა. სილვია ნასარის,
რომელიც ნეშის შესახებ საკუთარ წიგნში ("ბრწყინვალე გონება") წერდა, მოყვანილი
აქვს ჯონ ნეშსა და ჰარვარდის პროფესორ ჯორჯ მაკს შორის გამართული დიალოგის
მონაკვეთი:

109
"მაკი: როგორ შეგიძლია, რომ შენ, ასეთმა მათემატიკოსმა, გონივრული და
ლოგიკური მტკიცებულებების ერთგულმა ადამიანმა დაიჯერო, რომ
უცხოპლანეტელები შეტყობინებებს გიგზავნიან? როგორ იჯერებ, რომ ისინი
სამყაროს გადასარჩენად მოგიწოდებენ? უბრალოდ როგორ შეგიძლია ამის დაშვება...?

ნეშმა მაკს სრული დარწმუნებულობით, თვალის დაუხამხამებლად გაუსწორა მზერა:


იდეებმა, რომლებიც ზებუნებრივი არსებების შესახებ ჩემამდე მოვიდა, ზუსტად
იმავე გზით მოაღწია ჩემამდე, საიდანაც ჩემი მათემატიკური იდეები მეწვივნენ".

სინამდვილეში, საიდან მოდიან ეს იდეები? კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი


მინიშნება გვაქვს აღმოჩენიდან, რისი მეშვეობითაც ვიცით, საიდან ვუმკურნალოთ
შიზოფრენიას. ფსიქიატრები ნიშნავენ ანტიფსიქოტიკებს, რომელიც სურვილის
წრეში დოფამინის აქტივობას ამცირებს. ერთი შეხედვით უცნაური მოცემულობაა.
სურვილის წრის სტიმულირება აღელვებას, სურვილს, ენთუზიაზმს და მოტივაციას
იწვევს. როგორ შეიძლება, რომ გადაჭარბებულმა მოტივაციამ ფსიქოზი გამოიწვიოს?
პასუხი მომდინარეობს გამორჩეულობის კონცეფციიდან, რომელიც კრეატიულობის
ფესვების გაგებაშიც გადამწყვეტ როლს თამაშობს.

გამორჩეულობა და დოფამინური კავშირი

გამორჩეულობა ეხება ისეთ საგნებსა და საკითხებს, რომლებიც უჩვეულონი და


თვალსაჩინოები არიან. მაგალითად, ქუჩაში მოსიარულე კლოუნი უფრო უჩვეულო,
თვალსაჩინო და უადგილოა, ვიდრე კოსტიუმი გამოწყობილი ადამიანი. სხვა სახის
გამორჩეულობის მაგალითია ღირებულება; უფრო გამორჩეულია 10 000 დოლარით
სავსე ქეისი, ვიდრე გაღლეტილი საფულე 20 დოლარით. სხვადასხვა ადამიანისთვის
განსხვავებული რამ არის გამორჩეული. არაქისის კარაქის ქილა უფრო გამორჩეულია
არაქისზე ალერგიის მქონე ადამიანისთვის, ვიდრე ალერგიისგან
თავისუფალისათვის.

იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შემდეგი რამ: შეადარეთ ერთმანეთს


სასურსათო მაღაზია, რომელიც აქამდე ათასჯერ გაქვთ ნანახი და სასურსათო
მაღაზია, რომელიც გუშინ გაიხსნა. შეადარეთ ერთმანეთს უცნობი ადამიანის სახე და
ადამიანის სახე, რომელიც საიდუმლოდ გიყვართ. საგნები მაშინ არის გამორჩეული,
როდესაც ისინი თქვენთვის მნიშვნელოვანია, თუ მათ აქვთ პოტენციალი, რომ
გავლენა მოახდინონ თქვენს კეთილდღეობაზე, კარგი ან ცუდი გაგებით. საგნები
გამორჩეულია, თუ მათ თქვენს მომავალზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. საგნები
გამორჩეულია, თუკი ისინი სურვილის დოფამინს ააქტიურებენ. ასეთი საგნები

110
გადმოსცემენ შეტყობინებას: "გაიღვიძე", "ყურადღებით იყავი", "აღფრთოვანების
დროა", "შეშფოთების დროა", "ეს მნიშვნელოვანია".

ფსიქოზური მოკლე ჩართვა

რა მოხდება, როდესაც ტვინის გაუმართაობის გამორჩეული ფუნქცია წყობიდან მაშინ


გამოვა, როდესაც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი არაფერი ხდება?
წარმოიდგინეთ, რომ ახალ ამბებს უყურებთ. წამყვანი სამთავრობო ჯაშუშობის
სქემებზე საუბრობს და ამ მომენტში თქვენი გამორჩეულობის წრედი
მოულოდნელად ფეთქდება; და სწორედ იმ მომენტში იჯერებთ, რომ ამ ამბავს
თქვენთან აქვს კავშირი. ძალიან ჭარბმა გამორჩეულობის ფაქტორმა ან
გამორჩეულობის არასწორ დროს გააქტიურებამ შესაძლობა ბოდვები გამოიწვიოს.

შიზოფრენიით დაავადებულთა შორის გავრცელებული ილუზიაა, რომ


ტელევიზორში ადამიანები პირდაპირ მას ესაუბრებიან. სხვა შემთხვევებში მათ
ეჩვენებათ რომ დასდევენ, უთვალთვალებენ, უსმენენ. ერთმა პაციენტმა ისიც თქვა,
რომ გაჩერების ნიშნის დანახვაზე დედამისის შეტყობინებას ხედავდა, რომელიც სხვა
ქალების თვალიერებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა. ფსიქოზური
ელემენტების დაჭერა შესაძლებელია იმ ადამიანთა შორისაც, რომელსაც მკვეთრი
სიმპტომები არასდროს ჰქონიათ; ამის მაგალითია შავი კატის ქუჩაზე გადარბენის ან
ცამეტი რიცხვის შიში. (რა არის ცრურწმენა, ილუზიის ძალიან რბილი ფორმა თუ
არჩევანი? კვლევები მიუთითებს, რომ ცრუმორწმუნე ადამიანები დოფამინური
თვისებების უპირატესობას ფლობენ, ამიტომაც ზოგ ადამიანს გენეტიკური
ტენდენცია აქვს ცრურწმენებისადმი).

არსებობს განსხვავებათა უზარმაზარი სპექტრი, თუ რა შეიძლება ითამაშოს


ადამიანისთვის გამორჩეულმა ფაქტორმა. თუმცა, ყველას აქვს გარკვეულწილად
დაბალი ზღვარი.

დოფამინის დაბლოკვა, ფსიქოზის მკურნალობის მიზნით

შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები დოფამინის აქტივობას მედიკამენტებით


აკონტროლებენ, რომელიც დოფამინის რეცეპტორებს ბლოკავს. რეცეპტორები არიან
მოლეკულები, რომლებიც ტვინის უჯრედების გარეთ იმყოფებიან და
ნეირომედიატორების მოლეკულებს იჭერენ (დოფამინს, სეროტონინს და
ენდორფინს). ტვინის უჯრედებს სხვადასხვა ნეირომედიატორისთვის
განსხვავებული რეცეპტორები გააჩნიათ და თითოეული მათგანი ერთმანეთზე

111
ახდენს გავლენას. ზოგი რეცეპტორი ტვინის უჯრედებს ასტიმულირებს, სხვები კი
მას სიმშვიდის მდგომარეობაში ამყოფებენ. უჯრედების ცვლილება ტვინში
ინფორმაციის მიღებაზე და გადამუშავებაზე აგებს პასუხს.

თუკი რაიმე ბლოკავს რეცეპტორს, მაგალითად ანტიფსიქოზური წამალი, მაშინ


ნეირომედიატორი (ამ შემთხვევაში, დოფამინი) ვერ აწვდის რეცეპტორს თავის
სიგნალს. ეს საკეტის ხვრელზე ლენტის დადებას წააგავს. როგორც წესი, დოფამინის
ბლოკირება შიზოფრენიის ყველა სიმპტომს არ აქრობს, მაგრამ მას შეუძლია
დაავადებული ბოდვებისაგან და ჰალუცინაციებისაგან გაათავისუფლოს.
სამწუხაროდ, ანტიფსიქოზური მედიკამენტები თავის ტვინში მთლიანად ბლოკავს
დოფამინს შუბლის წილების ჩათვლით, რომელსაც ბევრად მძიმე ავადმყოფობების
გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა ყურადღების აბსოლუტური გაფანტულობა და
აბსტრაქტული მცნებების გამოყენებით მსჯელობა.

ექიმები ცდილობენ მაქსიმალურად გამოიყენონ სარგებელი და მინიმუმამდე


დაიყვანონ ზიანი, დოზის სწორი გამოთვლის გზით. მათ სურთ დოფამინი
გამორჩეულობის წრეში იმგვარად დათრგუნონ, რომ კონტროლის წრეს ნაკლები
ზიანი მიადგეს, რომელიც გრძელვადიან დაგეგმარებაზე აგებს პასუხს.
მედიკამენტების მიზანია დოფამინის რეცეპტორების 60-80% დაბლოკოს.

ძველი ანტიფსიქოზური მედიკამენტები ამას არც ისე კარგად აკეთებს. ისინი


მჭიდროდ ეკრობიან რეცეპტორებს. ძველი წამლები იმდენად ხისტად ბლოკავს

112
დოფამინს, რომ იგი ვეღარ მოძრაობს და სასიამოვნო შეგრძნებას ნამდვილად არ
გვიტოვებს. ბუნებრივი დოფამინის წყაროებისგან მოწყვეტა სამყაროს მოსაწყენ
ადგილად აქცევს და დილაობით საწოლიდან ადგომის მიზეზებს ართულებს. ახალი
მედიკამენტები ამ პრობლემას შედარებით ამსუბუქებენ.

სასმელი სახანძრო შლანგიდან

შიზოფრენიის დროს ტვინში მოკლე ჩართვა სრულიად ჩვეულებრივი საკითხის


მიმართ ხდება. სხვა სახელით ამას დაბალი ლატენტური ინჰიბირება ეწოდება. ჩვენ
ვზღუდავთ საკუთარ უნარს შევამჩნიოთ ის, რაც უმნიშვნელოა, რათა უაზროდ არ
დავკარგოთ საკუთარი ყურადღება მათთან დაკავშირებით. ჩვენი ყურადღება ხშირად
აწმყოში მიმდინარე სიტუაციას მოწყვეტილია. თუ ქუჩაში მიდიხართ და რაღაც
საკითხზე გატაცებით ფიქრობთ, შესაძლოა შუქნიშნის ფერი გამოგრჩეთ. თუ სხვა
დროს ვიღაც გკითხავთ "ეს რისი ხმაა?", თქვენ დაბნეული იტყვით, "რა ხმა?"; და
ასეთი მრავალი...

ზოგჯერ ჩვენი გარემო შესაძლოა ახალი ნივთებით იმდენად გამდიდრდეს, რომ


ლატენტურ ინჰიბირებას აღარ შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანის არჩევა. ასეთი
გამოცდილება შეიძლება ამაღელვებელი ან საშიში აღმოჩნდეს, ყველაფერი
სიტუაციაზე და იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც ამას განიცდის. თუ თქვენ
ეგზოტიკურ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებით, დასათრგუნავი ბევრი არაფერია და
თავს მშვენივრად გრძნობთ, მაგრამ ამ შეგრძნებას ასევე დეზორიენტაციის და
დაბნეულობის გამოწვევა შეუძლია, რასაც კულტურულ შოკს ეძახიან. ავტორმა და
ჟურნალისტმა ადამ ჰოქშილდმა ასე აღწერა: "როცა სამშობლოსგან რადიკალურად
განსხვავებულ ქვეყანაში ვიმყოფები, ბევრად მეტს ვამჩნევ. თითქოს გონების
შემცვლელი წამალი მივიღე, რომელიც საშუალებას მაძლევს დავინახო ის, რასაც
ჩვეულებრივ გამოვტოვებდი. თავს ბევრად უფრო ცოცხლად ვგრძნობ". როდესაც
ახალი გარემო ნაცნობი ხდება, ჩვენ ჯერ ვარეგულირებთ, შემდეგ კი საბოლოოდ
ვითვისებთ მას. ჩვენ ერთმანეთისგან ვანცალკევებთ იმას, რაც გავლენას ახდენს
ჩვენზე და ასევე იმას, რაც არ მოქმედებს. შედეგად ლატენტური დათრგუნვა
ბრუნდება, რაც ახალ გარემოში საკუთარ თავს კომფორტულად და
თავდაჯერებულად გვაგრძნობინებს. ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გამოვყოთ
არსებითი არაარსებითისაგან.

მაგრამ რა მოხდება, თუ ტვინს არ შეუძლია ასეთი კორექტირების განხორციელება?


რა მოხდება თუ ყველაზე ნაცნობი ადგილი სრულიად უცხო გარემოს დაემგვანება? ეს
პრობლემა შიზოფრენიით არ შემოიფარგლება. ამ მდგომარეობის მქონე ადამიანთა
ჯგუფმა შექმნეს ვებგვერდი, სახელწოდებით "Low Latent Inhibition Resource" და
სიმპტომთა აღმოჩენის ცენტრი. ისინი ამ გრძნობას შემდეგნაირად აღწერენ:

113
დაფიქრდით იმ დეტალებზე, რომლებსაც ამჩნევთ, როდესაც რაიმე ახალს ხედავთ,
თუ როგორ იპყრობს იგი თქვენს ყურადღებას. ამ ყველაფრისგან თქვენს გონებაში
შეიძლება წარმოიშვას სხვადასხვა სახის კითხვები: რა არის ეს, რა მნიშვნელობას
ატარებს, როგორ შეიძლება იყოს გამოყენებული და ასე შემდეგ.

ვებსაიტის ვიზიტორმა თავისი გამოცდილება კომენტარებში ასე აღწერა:

ჭკუიდან გადავალ! უბრალოდ ძალიან ბევრი ინფორმაციაა ჩემს თავში და თითქმის


არ მძინავს. დიდი ხნით ვერაფერზე ვკონცენტრირდები. დავიღალე ყველაფრის
დაკვირვებით! დავიღალე ყველაფრის ყურებით! მინდა სადმე შორს, ღრმად შევიდე
ტყეში და არაფერი ვნახო სიმწვანის გარდა, არაფერი წავიკითხო, არაფერი გავიგო,
არაფერს ვუყურო, არ გამოვიყენო ტექნოლოგია. არ მინდა არეულობა, არ მინდა
გადაადგილება, არ მინდა ცვლილება. მინდა დავიძინო სიზმრების გარეშე,
რომლებიც პასუხს მაძლევენ პრობლემებზე, რომლებიც უსასრულოა. ძალიან
დავიღალე და უბრალოდ, ფიქრი აღარ მინდა!

შესაძლოა ჩვენს ტვინში ქაოსი ბობოქრობდეს, რომელსაც ტვინის ლოგიკური


ნაწილების მეტად მოთვინიერება სჭირდება, მაგრამ იგი ამავდროულად დიდი
საჩუქარია. თუ გაგიმართლათ, ეს ყველაფერი თქვენი არაცნობიერიდან ამოვარდება
და რეზონირებას სხვა ადამიანების არაცნობიერთან ჰპოვებს; ცხადია იმ შემთხვევაში,
თუ თქვენს ამბავს რაიმე სახით მოჰყვებით და სხვებს გაუზიარებთ.

შიზოფრენიის შემთხვევებში ინფორმაციის შეკავება ვერ ხდება. როგორც კი თავში


აზრი მოდის, იგი მაშინვე სიტყვებად გადაიქცევა და ადამიანს უჭირს ასეთი
სიტყვების შინაარსის დამუშავება. ჩვეულებრივ, ჩვენ ვირჩევთ იმას, რის თქმასაც
ვაპირებთ; ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ მაინც. ადამიანი ამას არალოგიკური და
ცენზურას აცდენილი მეტყველების დარეგულირების მიზნით აკეთებს.
შიზოფრენიის შემთხვევაში წინადადების ყურადღებით მოსმენა შესაძლებელს ხდის
ზოგადად მაინც გავიგოთ რის თქმას ცდილობს პაციენტი, მაგრამ აქედან აზრის
გამოტანა მაინც საკმაოდ რთულია.

როდესაც ერთი ფიქრი მეორეს ადგილს ძალიან სწრაფად იკავებს, აზრების გამოხატვა
ძალიან დეზორგანიზებული ხდება. ამ ტიპის აზრთა მოძრაობის ნაკლებად მძიმე
ფორმას ტანგენციალურობა ეწოდება, რა დროსაც მოსაუბრე ერთი ფიქრიდან
მეორეზე ხტება, მაგრამ მძიმე ფორმებისგან განსხვავებით აქედან აზრის გამოტანა
შესაძლებელია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ასე, როდესაც აღელვებულნი ვართ.
სურვილის დოფამინი აქტიურდება და კონტროლის დოფამინის უფრო ლოგიკური
კომუნიკაციის მეთოდებს აკონტროლებს.

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების მსგავსად, შემოქმედებითი ადამიანებიც


(მხატვრები, პოეტები, მეცნიერები, მათემატიკოსები და ასე შემდეგ) განიცდიან

114
აზრების სწრაფ და თავისუფალ დინებას. კრეატიული აზროვნება ადამიანისგან
მოითხოვს, შეწყვიტოს სამყაროს ჩვეული ინტერპრეტაცია, რათა ყველაფრის
ახლებურად დანახვა მოხდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანმა უნდა
დაშალოს სამყაროს აღქმის წინასწარ შემუშავებული რეალობის მოდელი. მაგრამ, რა
არის ეს მოდელი და საერთოდ რატომ ვაშენებთ მას?

სამყარო შეგრძნებებს მიღმა

მატერიალური საგნები და ობიექტები, აქ და ახლას პერიპერსონალურ სივრცეში


ხუთივე შეგრძნებით აღიქმება. როდესაც ობიექტი გვშორდება, პერიპერსონალური
აღქმა დოფამინის ექსტრაპერსონალურ სფეროში ინაცვლებს, რითაც აღქმის უნარი
ერთდროულად არღვევს სენსორულ მოდელირებას. ჩვენგან შორს მიდის ობიექტის
დაგემოვნება, შეხება, ყნოსვა, მოსმენა და დანახვა. სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი
საინტერესო. როგორ აღვიქვამთ რაღაცას, რაც იმდენად შორსაა, რომ ვერც კი
ვხედავთ მას? ცხადია, ასეთ დროს ფანტაზიას ვიყენებთ.

მოდელები სამყაროს წარმოსახვით წარმოდგენებს განასახიერებენ, რომელსაც გარე


სამყაროს აღწერის მიზნით ვაშენებთ. რაღაც თვალსაზრისით მოდელის მშენებლობა
ლატენტურ დათრგუნვას ჰგავს. მოდელი გარესამყაროს მხოლოდ იმ ელემენტებს
შეიცავს, რომელსაც მშენებელი მიიჩნევს, რომ ეს დეტალები აუცილებელია. სხვა
დეტალები გაუქმებულია და მოდელში არ მიიღება. ეს აადვილებს სამყაროს აღქმას
და მოგვიანებით წარმოსახვითი მანიპულირების მეშვეობით მრავალფეროვანი
სარგებლის მიღება გვწადია. მოდელის მშენებლობის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით,
იგი გაუცნობიერებლად იგება. ტვინი ავტომატურად აყალიბებს მოდელებს დღის
განმავლობაში და ახალ დეტალებს ამატებს მას, როდესაც რაღაცას ვსწავლობთ.

მოდელები არა მხოლოდ ამარტივებს ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე, არამედ


აბსტრაქციის საშუალებასაც გვაძლევს, რათა მივიღოთ კონკრეტული გამოცდილება
და გამოვიყენოთ ისინი ფართო სპექტრში. აქედან შეგვიძლია გამოვთვალოთ და
გავუმკლავდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებთან შეხებაც აქამდე არ გვქონია.

მენტალური დროში მოგზაურობა

მოდელები შესაძლოა გამოსადეგი იყოს, როდესაც არჩევანის გაკეთება რამდენიმე


ვარიანტს შორის გვჭირდება. ისინი საშუალებას გვაძლევენ ფანტაზიაში გავიაროთ
სხვადასხვა სცენარი, რათა საუკეთესოს არჩევა შევძლოთ. მე განვიცდი თითოეულ
ვარიანტს ჩემს წარმოსახვაში და შემდეგ, ჩემი შინაგანი გამოცდილებიდან

115
გამომდინარე, ვაკეთებ არჩევანს რეალურ სამყაროში. ამ პროცესს ეწოდება
მენტალური დროში მოგზაურობა. ფანტაზიის გამოყენებით, ჩვენ ვაპროექტებთ
საკუთარ თავს სხვადასხვა შესაძლო მომავლის ვარიანტებთან დაკავშირებით და
მათგან ყველაზე სასურველს ვირჩევთ.

მენტალური დროში მოგზაურობა ძლიერი ინსტრუმენტია დოფამინის


სისტემისათვის. იგი საშუალებას გვაძლევს განვიცადოთ შესაძლო - თუმცა ამჟამად
არარეალური მომავალი. მენტალური დროში მოგზაურობა მოდელებზეა
დამოკიდებული, რადგან პროგნოზები იმ სიტუაციებთან დაკავშირებით უნდა
გავაკეთოთ, რომლებიც ჯერ არ განგვიცდია. როგორ შეიცვლებდა ჩემი ცხოვრება,
ჭურჭლის სარეცხი მანქანა რომ მეყიდა? რა პრობლემები შეიძლება შეექმნას
ასტრონავტს, როდესაც მარსზე გაემგზავრება? რა მოხდება, თუ წითელ შუქნიშანზე
გადავირბენ?

მენტალურ დროში მოგზაურობას ჩვენ გამუდმებით ვიყენებთ, რადგან იგი


ცხოვრებაში ნებისმიერი გაცნობიერებული არჩევანის გასაკეთებლად გამოიყენება.
ტვინისთვის, მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი არჩევანი დოფამინის საქმეა
და ამ პროცესს მის მიერ შექმნილი მოდელები წარმართავს. მენტალური დროში
მოგზაურობა ჩვენს ცხოვრებაში ყველა "მომდევნო ნაბიჯზე" აგებს პასუხს.

როგორ დავასრულე ასეთი უსიამოვნო მოდელით და შემიძლია თუ არა მისი


გამოსწორება?

სანამ ფსიქიატრი თავის ახალ პაციენტს, ოცი წლის სტუდენტს, სახელად მეის
შეხვდებოდა, პირველი შეხვედრისთვის მოსამზადებლად მასთან მეის მამა მოვიდა.
"მეისთან პრობლემები არასდროს შეგვქმნია" - თქვა მამამ. "კარგი გოგოა". მეი
სრულყოფილი სტუდენტი გახლდათ. მას არასოდეს ჰქონია რაიმე სახის პრობლემა:
არანაირი ნარკოტიკი, არც ალკოჰოლი, არც გვიანობამდე გარეთ ბოდიალი. მეი
ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ემიგრანტ მშობლებს და ამართლებდა მათ
ყველა მოლოდინს, რაც მეის მიმართ გააჩნდათ. იგი საავადმყოფოდან სულ რაღაც
რამდენიმე საათის წინ გამოწერეს, რადგან თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და
ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

როდესაც მეი მისაღებში შემოვიდა, ნახევარი საათი მოთმინებით ელოდა


კაბინეტიდან მამამისის გამოსვლას. მეი გამხდარი გოგონა იყო, ისე ეცვა, თითქოს
ჩვეულებრივ გასაუბრებაზე მიდიოდა. ხანდახან რთული იყო იმის გაგება, თუ რის
თქმას ცდილობდა იგი. თითქოს ზოგჯერ სჯეროდა, რომ მისი სათქმელი არც ისე
მნიშვნელოვანი იყო, რათა ხმამაღლა წარმოეთქვა.

116
მეიმ ექიმს უთხრა, რომ მას არ შეეძლო კონცენტრაცია, ვერ იძინებდა და ზოგჯერ
საათობით გაუჩერებლად ტიროდა. მან შეწყვიტა კოლეჯში სიარული და მთელი დღე
საძინებელში გაატარა, ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებთან ერთად. იგი ვეღარ
ფუნქციონირებდა ინტენსიური სასწავლო კურსის სტრესულ გარემოში და
შვებულება აიღო. ყველაფერზე მეტად, მეის დანაშაულის შეგრძნება ეუფლებოდა.
ყოველთვის იდეალური ქალიშვილი იყო, მაგრამ ახლა გრძნობდა, რომ ოჯახისთვის
მხოლოდ სირცხვილის წყაროდ იქცა.

როდესაც მეის ოჯახი პირველად ჩავიდა შეერთებულ შტატებში, იგი პატარა გოგონა
იყო; მან სწრაფად ისწავლა ინგლისურად საუბარი და ოჯახზე ზრუნვის
პასუხისმგებლობა აიღო. იგი რწმუნდებოდა, რომ კომუნალური გადასახადები თავის
დროზე გადაიხადეს. ნიჟარის გაფუჭებისას სანტექნიკოსს თავად ურეკავდა. როდესაც
მშობლები ჩხუბობდნენ, შემრიგებლის როლს საკუთარ თავზე იღებდა. მას
ყოველთვის კარგად უნდა ესწავლა და არ ჰქონდა უფლება სხვა მოზარდების
მსგავსად შენიშვნები გამოეთქვა. მეი იძულებული იყო ყოველთვის გაეკეთებინა ისე,
როგორც ეტყოდნენ, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე.

ექიმი მოელოდა, რომ მეის მკურნალობას კარგი რეაგირება მოჰყვებოდა, რადგან


გოგონა კოოპერატიული და ჭკვიანი იყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. მეის დეპრესია
არსად გამქრალა. როდესაც შვებულება დასრულდა, მეი სამუდამოდ გამოვიდა
კოლეჯიდან.

დიდი დრო გავიდა, სანამ მეიმ საკუთარი საიდუმლო გაამჟღავნა. იგი ჩუმად იღებდა
ამფეტამინს. ეს იყო ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც მას სწავლის გაგრძელება
შეეძლო, ასევე სასურველი წონის შენარჩუნება და ყველა იმ საპასუხისმგებლო
სამუშაოს შესრულება, რაც ოჯახისგან ჰქონდა დავალებული. არსებობდა ემოციური
პრობლემებიც. ნორმალური თინეიჯერული ასაკის წინააღმდეგობის არარსებობა,
სიბრაზისა და წყენის აღრევა. მან არ იცოდა, რა მოეხერხებინა ამ საშინელი
გრძნობისთვის. საბოლოო ჯამში, მკურნალობის ერთადერთი გამოსავალი სხვა
ქალაქში გადასვლა იყო. მას მშობლებისგან მოშორება, დიდი მანძილი და
ხანგრძლივი დრო დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ ვინ იყო სინამდვილეში.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეესაბამება ჩვენი მოდელები რეალურ სამყაროს.


თუ ჩვენი მცდელობები ცუდია, მომავალთან დაკავშირებითაც ცუდ პროგნოზებს
გავაკეთებთ, შედეგად კი ცუდი არჩევანი შეგვრჩება. რეალობის ცუდი მოდელები
უამრავი რაღაცით შეიძლება იყოს გამოწვეული: ინფორმაციის ნაკლებობა,
აბსტრაქტულად ფიქრის სირთულე, არასწორი ვარაუდების დაჟინებით წარმოდგენა
და ასე შემდეგ. ნეგატიური ვარაუდი შეიძლება იმდენად მავნე გამოდგეს, რომ
ფსიქიკური დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია. მაგალითად,
თუ ბავშვი კრიტიკის მოყვარული მშობლების გარემოცვაში იზრდება, მას
ჩამოუყალიბდება ღრმა რწმენა, რომ არაკომპეტენტური ადამიანია, რის შედეგადაც

117
მთელი ცხოვრების მანძილზე შესაბამის მოდელებს ააგებს. თერაპევტებს შეუძლიათ
ფსიქოთერაპიის საშუალებით მიაგნონ არაცნობიერში დამალულ ნეგატიურ
ვარაუდებს, სადაც ინახება ჩახშობილი მოგონებები და ისინი ნეგატიური მოდელების
ფესვებს განასახიერებენ.

სამყაროსთან ურთიერთობის გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ უკეთესად და


უკეთესად ვავითარებთ მოდელებს; სწორედ ეს არის სიბრძნის საფუძველი. ჩვენ
ვიღებთ მოდელებს, რომლებიც კარგად მუშაობენ და განვაგდებთ მათ, რომელთაც იქ
არ მივყავართ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ. წინა თაობებიდან მიღებული ცოდნა
მოდელების გაუმჯობესებაში განსხვავებული გზით გვეხმარება, ვიდრე პირდაპირი
გამოცდილების მეშვეობით.

მოდელების დაშლა: საწყისი ბილიკი კრეატიულობისკენ

თუ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვს, ყველაფერი ლურსმნად გეჩვენება.

ანდაზა

მოდელი ძლიერი იარაღია, მაგრამ უარყოფითი მხარეც მრავლად აქვს. მათ


შეუძლიათ მოგვამწყვდიონ ცალმხრივ აზროვნებაში, რაც აღარ გვაძლევს ჩვენი
სამყაროს გაუმჯობესების შესაძლებლობებს. დოფამინი ორივე სამუშაოს ასრულებს:
ის მოდელებს ქმნის და თავადვე ანგრევს მათ.

მოდელის დაშლა წარმოდგენილია გარკვეული სახის პრობლემების აღმოფხვრაში,


რომელსაც "გამჭრიახობის პრობლემები" ეწოდებათ. ამისათვის უკვე არსებული
მოდელები უნდა დაიშალოს და პრობლემას ახლებურად უნდა შეხედოთ.
დოფამინურ ძალას კავშირი აქვს სიზმრებთან, თუმცა ამ საკითხს მოგვიანებით
განვიხილავთ.

კრეატიულობის წყაროს აღმოჩენა...

ტორონტოში, იორკის უნივერსიტეტის მკვლევარს, ოშინ ვარტანიანს სურდა


გაერკვია, ტვინის რომელი ნაწილი იყო ყველაზე აქტიური, როდესაც ადამიანები
პრობლემის ახლებურ გადაწყვეტას აღმოაჩენდნენ ხოლმე. ამიტომაც, მან დაასკანერა
ადამიანების ტვინი, როდესაც პრობლემათა გადაწყვეტა მათგან კრეატიულობას
მოითხოვდა. როდესაც პრობლემა გადაწყვიტეს, ტვინის მარჯვენა მხარის წინა
ნაწილი გააქტიურდა. მკვლევარებს აინტერესებდათ, იყო თუ არა ტვინის ეს ნაწილი
ჩართული მოდელის დაშლაშიც.

118
მეორე ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვეს არა პრობლემის გადაჭრა, არამედ
ფანტაზიის გამოყენება. ჯერ მათ სთხოვეს წარმოედგინათ რეალური საგანი,
როგორიცაა ვარდი. შემდეგ სთხოვეს, წარმოედგინათ არარეალური საგანი,
მაგალითად მოლაპარაკე ვერტმფრენი. სკანერში აღმოაჩინეს, რომ არარსებულ
ობიექტზე ფიქრისას ტვინის იგივე ნაწილი ანათებდა, ხოლო რეალურ საგანზე
ფიქრისას ტვინის იგივე ნაწილში ბნელოდა.

შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ტვინის სკანირება ცვლილებებს ტვინის


იგივე ნაწილში აჩვენებს. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც კრეატიულები
ვართ, გარკვეულწილად შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებივით ვიქცევით.
ჩვენ ვწყვეტთ რეალობის ნაცნობი მოდელების აგებას და მათთან მუშაობას.

...და ცხოვრებაში შოკისმომგვრელი შეტანა

შემოქმედების ნერვული საფუძვლის პოვნას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან


კრეატიულობა ყველაზე ღირებული რესურსია მსოფლიოში. მოსავლის ზრდადობის
ახალი საშუალებები მილიონობით ადამიანს კვებავს. სანთლიდან დაწყებული -
ნათურით დამთავრებული, საწვავის სინათლედ გადაქცევის ინოვაციებმა მისი
ღირებულება რამდენიმეჯერ შეამცირა. შეიძლება არსებობდეს გზა ამ
ფასდაუდებელი საგანძურის გასაძლიერებლად? შესაძლებელია თუ არა ვინმე ამაზე
მეტად კრეატიული გახდეს, თუ მკვლევარი დაასტიმულირებს ტვინის იმ ნაწილებს,
რომელიც შემოქმედებითი აზროვნების დროს ინთება?

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს,


რომ ეს საკითხი მცდელობად ღირდა. მათ გამოიყენეს ტექნიკა, რომელსაც ეწოდება
"ტრანსკრანიალური პირდაპირი დენის სტიმულაცია" (TDCS). როგორც სახელი
გვამცნობს, ტვინის კონკრეტული რეგიონები სტიმულირდება პირდაპირი დენის
გამოყენებით (DC) - სწორედ ასეთი დენი მიიღება ბატარეის გამოყენებით, რომელიც
განსხვავდება ალტერნატიული დენისგან (AC), რასაც კედელში ჩაშენებული
ჩამრთველები განასახიერებს. პირდაპირი დენი ალტერნატიულ დენზე უფრო
უსაფრთხოა, რადგან მცირე ელექტროენერგიას შეიცავს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინში ელექტროენერგიის გამოყენება აჩქარებს სწავლის


სისწრაფეს, აძლიერებს კონცენტრაციას და მკურნალობს კლინიკურ დეპრესიას.
კრეატიულობის გაძლიერების მიზნით ცდის პირებს შუბლზე დაუმაგრეს
ელექტროდები. კრეატიულობა მონაწილეთა ანალოგების გაკეთების უნარის
შემოწმებით ფასდებოდა.

119
ანალოგები დოფამინური აზროვნების სამყაროს ნაწილს წარმოადგენს. ორ საგანს
შორის კავშირის დამყარების უნარი, რომელიც აქამდე დაუკავშირებელი გვეგონა,
შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია და როგორც ჩანს, მისი გაძლიერება
შესაძლებელია ელექტრო სტიმულაციის გამოყენებით. როდესაც მკვლევარებმა
ერთმანეთს ყალბი მუხტით და ელექტრული მუხტით გააქტიურებული ადამიანების
ანალოგები შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ელექტროობით გააქტიურებულმა
კრეატიულობამ ისეთი საგნების ანალოგები მოიყვანა, რომლებიც ერთი შეხედვით
საერთოდ არ ჰგავდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, კრეატიული ანალოგები
საოცრად ზუსტი და ცხადი გახლდათ იმ ცდის პირებთან შედარებით, რომელთაც
ნამდვილი ელექტრული მუხტი არ მიუღიათ.

დოფამინურ პრეპარატებსა და ნარკოტიკებს იგივეს გაკეთება შეუძლიათ. ერთი


პაციენტი, რომელიც წარმომავლობით პოეტების ოჯახიდან იყო, არასდროს
დაკავებულა რაიმე სახის შემოქმედებითი მწერლობით. მაგრამ როდესაც მან
პარკინსონის მკურნალობის მიზნით დოფამინის გამაძლიერებელი წამალი მიიღო,
დაწერა ლექსი, რომელმაც პოეტთა საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ
კონკურსში გაიმარჯვა. როგორც ვინი-პუჰში ამბობენ: "ეს საუკეთესო გზაა, პოეზიის
დასაწერად; საგნები უბრალოდ შენამდე უნდა მოუშვა".

სიზმრები: ადგილი, სადაც კრეატიულობა და სიგიჟე ერთმანეთს ხვდება

ზოგიერთი ჩვენგანი ან გენიოსია, ან შეშლილი, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს აქვს


გამოცდილი ამ ორს შორის არსებული შუალედი, რომელსაც სიზმრებს ვუწოდებთ.
სიზმრები აბსტრაქტული აზროვნების მსგავსია, რადგან ისინი გარესამყაროსგან
აღებულ მასალასთან მუშაობენ, თუმცა საკუთარ შემადგენელ ნაწილებს ფიზიკური
სამყაროსგან განსხვავებით შეუზღუდავად აწყობენ. სიზმრები ხშირად მოიცავს
ვარდნის ან ფრენის მოტივებს; აბსტრაქტული და რეალობისგან მოწყვეტილი
ასპექტებიდან გამომდინარე, სიზმრები თავიანთი არსით დოფამინურები არიან.

ფროიდმა სიზმარში მიმდინარე გონებრივ აქტივობას "პირველადი პროცესი" უწოდა,


რომელიც არაორგანიზებულია, ალოგიკურია, რეალობის შეზღუდულობებს არ
აღიარებს და ხშირად პრიმიტიული სურვილების მიხედვით მოძრაობს. ტერმინი
"პირველადი პროცესი" ასევე გამოიყენება შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის
აზროვნების პროცესის აღსაწერად. როგორც გერმანელი ფილოსოფოსი არტურ
შოპენჰაუერი წერდა: "სიზმარი ხანმოკლე სიგიჟეა, ხოლო სიგიჟე ხანგრძლივი
სიზმარი".

სიზმარხილვის დროს დოფამინი გამოიყოფა, რომელიც თავისუფლდება აქ და ახლას


ნეირომედიატორების შემაკავებელი გავლენისაგან. სიზმარში აქ და ახლას სქემები

120
ჩახშობილია, რადგან ტვინში გარე სამყაროს სენსორული სიგნალები იბლოკება. ეს
თავისუფლება დოფამინის წრეებს საშუალებას აძლევს წარმოქმნას უცნაური
კავშირები, რომლებიც სიზმრების დამახასიათებელი ნიშანია. სიზმრები ხშირად
გვაწვდის ახალ იდეებს, რომელთა აღმოჩენაც სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა.

სიზმრებისა და ფსიქოზის მსგავსებამ ბევრი მკვლევარი მოხიბლა და შედეგად


მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურა შეიქმნა. მილანის უნივერსიტეტიდან
მკვლევართა ჯგუფმა ერთმანეთს შეადარა უცნაური აზრობრივი კონტენტი
ჯანმრთელი ადამიანის სიზმრებში და შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების
ფხიზელ აზროვნებაში.

მკვლევარებმა მღვიძარების ფანტაზიები თემატური აღქმის ტესტის მეშვეობით


გაააქტიურეს (TAT); მათ ჰქონდათ ბარათების სერია, რომელიც აჩვენებდა
ორაზროვან, ემოციურად დატვირთული ადამიანების სურათებს, სხვადასხვა
სიტუაციებში. თემები მოიცავდა წარმატებას და წარუმატებლობას, კონკურენციას და
ეჭვიანობას, აგრესიას და სექსუალობას. მონაწილეებს სთხოვეს შეესწავლათ სურათი,
შემდეგ კი შეეთხზათ ამბავი, რომელიც ამ სურათს აღწერდა.

იტალიელმა მკვლევარებმა შეადარეს TAT-ის ისტორიები შიზოფრენიით


დაავადებულთა სიზმრების აღწერილობას კონკრეტული შკალის გამოყენებით,
რომელსაც უცნაურობის სიმკვრივის ინდექსი ეწოდება. ტესტების შედეგებმა
დაადასტურა, რომ სიზმრები ძალიან ჰგავს ფსიქოზს. უცნაურობის სიმკვრივის
ინდექსი მენტალური აქტივობის სამ კატეგორიაში თითქმის იდენტური გახლდათ: 1.
შიზოფრენიით დაავადებულთა სიზმრების აღწერილობები. 2. შიზოფრენიით
დაავადებულთა TAT-ის მღვიძარე ისტორიები. 3. ჯანმრთელი ადამიანების
სიზმრების აღწერა. მეორეს მხრივ, მეოთხე კატეგორიამ, ანუ ჯანმრთელი
ადამიანების TAT-ის მღვიძარე ისტორიებმა ინდექსზე გაცილებით დაბალი ქულა
მიიღო. ეს კვლევა მხარს უჭერს შოპენჰაუერის კონცეფციას, რომ შიზოფრენიით
ცხოვრება ხანგრძლივ სიზმარში ცხოვრებას ჰგავს.

როგორ ამოვიტანოთ კრეატიულობა სიზმრებიდან

თუკი სიზმარი ფსიქოზის მსგავსია, როგორ დავუბრუნდეთ საკუთარ თავში


ნორმალურ მდგომარეობას? ეს პროცესი ერთდროულად ხდება, თუ გარკვეული დრო
სჭირდება ლოგიკური აზროვნების ნიმუშების აღდგენას? თუ ამას დრო სჭირდება,
ხომ არ გამოდის, რომ სიზმარში გადასვლის პროცესი ჩვენს სიგიჟეზე მიუთითებს? აქ
სხვა რამ არის გასათვალისწინებელი: ზოგჯერ, როდესაც გვძინავს, სიზმარს არ
ვნახულობთ, ზოგჯერ კი რაღაც გვესიზმრება. არის თუ არა აზროვნების პროცესი
განსხვავებული, როდესაც უსიზმრო ძილიდან ვიღვიძებთ?

121
წარმოსახვითი ფუნქცია სიზმრების შემდეგ უფრო დახვეწილია და მეტად
აქტიურდება. ასეთი წარმოსახვა შედარებით გრძელია და საკუთარ თავში ბევრად
მეტ იდეას შეიცავს. გამოსახულება უფრო ნათელია, შინაარსი კი მეტად უცნაური.

უამრავ ადამიანს ჰქონია სიზმრიდან გამოღვიძების გამოცდილება, თითქოს ორ


სამყაროს შორის იყოს მოხვედრილი. აზროვნება უფრო თხელი მასალისგან შედგება,
იგი მარტივად ხტება ერთი ფიქრიდან მეორეზე, რითაც ლოგიკის წესებს არღვევს.
ადამიანები დასძენენ, რომ ყველაზე შემოქმედებით აზრებს სწორედ ამ ორი სამყაროს
მიჯნაზე განიცდიან. აქ და ახლას ფილტრი, რომელიც ყურადღების ფოკუსირებას
აწმყოზე ახდენს, ჯერ კიდევ არ არის გამოღვიძებული. დოფამინის სქემები
აგრძელებენ ფუნქციონირებას და იდეები შეუფერხებლად მიედინება.

ფრიდრიხ ავგუსტ კეკულე ცნობილი გახდა, როდესაც ბენზოლის მოლეკულის


სტრუქტურა აღმოაჩინა, რომელიც იმდროინდელი სამრეწველო ქიმიის
მნიშვნელოვანი ნივთიერება გახლდათ. ქიმიკოსები ხედავდნენ, რომ მოლეკულა
შედგებოდა ექვსი ნახშირბადის ატომისაგან და ექვსი წყალბადის ატომისაგან, რაც
ყველასთვის მოულოდნელი იყო. როგორც წესი, ამ ტიპის ნივთიერებებში წყალბადის
ატომები ნახშირბადის ატომებზე მეტია. ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი
ნივთიერება.

ქიმიკოსები ცდილობდნენ ნახშირბადისა და წყალბადის ატომების იმგვარად


შეკავშირებას, რომელიც ქიმიურ შემაკავშირებელ წესებს არ დაარღვევდა. მაგრამ არც
ერთი სტრუქტურა, რომელიც მათ სცადეს, არ შეესაბამებოდა ბენზოლის მოლეკულას
ცნობილ თვისებებს. მისი ნამდვილი ფორმის ბუნება ჯერ კიდევ საიდუმლოდ
რჩებოდა. კეკულე აღწერს მიხვედრის მომენტს, როდესაც დაადგინა, თუ რა იყო ეს
ფორმა:

"ვიჯექი და ქიმიის სახელმძღვანელოში რაღაცას ვწერდი, მაგრამ მუშაობა


პროდუქტიულად არ მიდიოდა. ჩემი გონება სადღაც სხვაგან დაქროდა. სკამი
ბუხრისკენ მივაბრუნე და ნახევრად მძინარე მდგომარეობაში ჩავვარდი. ჩემს
თვალწინ ატომები ათამაშდნენ. ატომთა შედარებით მცირე ჯგუფები უკანა ფონზე
მოკრძალებულად დახტოდნენ. ჩემმა გონების თვალმა გამოარჩია სხვადასხვა
ფორმის უფრო დიდი წარმონაქმნები. ეს იყო გრძელი რიგები, მრავალმხრივ
მჭიდროდ შეერთებული. ყველაფერი ხვეულად მოძრაობს და გველივით ბრუნავს. რა
არის ეს? ერთი გველი მოიხარა, საკუთარი კუდი პირით დაიჭირა და დამცინავად
დაიკლაკნა ჩემს თვალწინ. თითქოს მეხი დამეცა, მომენტალურად გავიღვიძე".

საკუთარი კუდის მჭამელი გველი არის ანტიკური სიმბოლო, რომელსაც ურობოროსი


ეწოდება. ამ ხილვამ კეკულე მიიყვანა იმის გაგებამდე, რომ ბენზოლის მოლეკულის
ნახშირბადის ექვსი ატომი წრეს ქმნიდა, რითაც საკუთარ თავში თავად ინარჩუნებდა
პროცესს. აწმყოს შეგრძნებებისგან თავისუფლება, სიზმარში დოფამინს საშუალებას

122
აძლევს თავისუფლად იდინოს და შეუზღუდავად იმოძრაოს გარეგანი რეალობის
კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქოლოგი და სიზმრების მკვლევარი დოქტორი


დეირდ ბარეტი აღნიშნავს, რომ გასაკვირი სულაც არ არის, როდესაც სამეცნიერო
პრობლემის პასუხი კეკულემ ვიზუალური ხილვის სახით მიიღო. ტვინის დიდი
ნაწილი სიზმარშიც ისევე აქტიურია, როგორც სიფხიზლის მომენტში, მაგრამ
გადამწყვეტი განსხვავებები არსებობს. გასაკვირი არ არის, რომ ტვინის ის ნაწილები,
რომლებშიც ერთი შეხედვით შეუსაბამო დეტალები იფილქტრება, შუბლის წილებში
დახურულია. მაგრამ აქტივობა იზრდება მიდამოში, რომელსაც მეორადი
ვიზუალური ქერქი ეწოდება. ტვინის ეს ნაწილი სიგნალებს პირდაპირ თვალების
მეშვეობით არ ღებულობს, ამიტომაც სიზმრის სანახავად არ არის აუცილებელი
თვალები გახელილი გვქონდეს. ამის ნაცვლად, იგი ინფორმაციის ვიზუალურ
დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. იგი ტვინს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რას ხედავს
თვალები.

სიზმრები მაღალი ხარისხის ვიზუალური ელემენტებით გამოირჩევიან. დოქტორმა


ბარეტმა დაწერა წიგნი "როგორ იყენებენ მხატვრები, მეცნიერები და სპორტსმენები
სიზმრებს, პრობლემათა კრეატიული გადაჭრისათვის - და როგორც შეგიძლია მისი
გამოყენება", სადაც იგი კეკულეს მაგალითზე საუბრობს, თუ როგორ შეუძლიათ
ადამიანებს სიზმრების გამოყენება. დოქტორმა ბარეტმა პრობლემათა გადაწყვეტის
სიზმრისეული კრეატივის ძალის გამოცდა ჰარვარდის ბაკალავრიატის სტუდენტების
ჯგუფში გადაწყვიტა.

მან სტუდენტებს სთხოვა აერჩიათ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს შეიძლება


ყოფილიყო პირადი, აკადემიური ან უფრო ზოგადი. სტუდენტები ერთი კვირის
განმავლობაში ყოველ ღამე იწერდნენ საკუთარ სიზმრებს, სანამ არ დარწმუნდნენ,
რომ პრობლემა მოაგვარეს. პრობლემები და სიზმრები შემდგომში გადაეცა
მკვლევართა ჯგუფს, რომელთაც უნდა გადაეწყვიტათ, მისცათ თუ არა სიზმრებმა
სტუდენტებს პრობლემის ნამდვილი და კრეატიული გამოსავალი.

შედეგები გასაოცარი იყო. სტუდენტების დაახლოებით ნახევარს ესიზმრა ისეთი რამ,


რაც პირდაპირ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, ხოლო აქედან სამოცდაათ
პროცენტს სჯეროდა, რომ სიზმრებში ცხადად დაინახეს პრობლემის გადაწყვეტის
გზა. დამოუკიდებელი მკვლევარები მეტწილად ეთანხმებოდნენ ამ მოცემულობას.

კვლევის ერთ-ერთი სტუდენტი ცდილობდა გადაეწყვიტა, რა პროფესიით სურდა


კარიერის გაგრძელება უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. მან მიმართა ორ
სამაგისტრო პროგრამას კლინიკურ ფსიქოლოგიაში, რომელთაგან ორივე
მდებარეობდა მასაჩუსეტსში, მის მშობლიურ შტატში. მან ასევე მიმართა ორ
ინდუსტრიული ფსიქოლოგიის პროგრამას, ერთი ტეხასში და მეორე კალიფორნიაში.

123
ერთ საღამოს მას ესიზმრა, რომ თვითმფრინავით სადღაც მიფრინავდა.
მოულოდნელად თვითმფრინავს ძრავის პრობლემა გაუჩნდა და პილოტმა
გამოაცხადა, რომ უსაფრთხო ადგილის მოძებნა სჭირდებოდათ, რათა ავარიულად
დაშვებულიყვნენ. ისინი ამ მომენტში მასაჩუსეტსის თავზე მიფრინავდნენ;
სტუდენმტა პილოტს შესთავაზა, რომ ამ ქალაქში დაფრენილიყვნენ, მაგრამ პილოტმა
უთხრა, რომ ამ შტატში სადმე დაშვება ძალიან საშიში იყო. გაღვიძებისას სტუდენტი
მიხვდა, რომ მთელი ცხოვრება აქ გაატარა, სიზმარი კი სხვა ადგილას გადასვლისაკენ
მოუწოდებდა. დოფამინის სქემებმა სტუდენტს ახალი პერსპექტივა მისცეს.

სიზმრისეული ამბები და სიმღერები

სიზმარი მხატვრული შემოქმედების საკმაოდ ხშირი წყაროა. პოლ მაკარტნიმ


არაერთხელ აღნიშნა, რომ "Yesterday"-ის მელოდია სიზმარში მოისმინა. კიტ
რიჩარდსმა თქვა, რომ “Satisfaction”-ის ტექსტი და გიტარის მელოდია სიზმარში
ეწვია. "მესიზმრება ფერები, ფორმები და ხმები" - თქვა ბილი ჯოელმა. იგივეს ამბობს
ლესტერ ბენგსი, ლენი ბრიუსი, ლეონარდ ბერნშტეინი. მწერლები, რობერტ ლუის
სტივენსონი და სტივენ კინგიც აღნიშნავენ, რომ მათი ნაწარმოებები ხშირად იბადება
სიზმრებიდან. კინგმა ამ კუთხით განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მის საკულტო რომან
"მიზერის" შექმნას.

სიზმრის ინკუბაცია: როგორ მოვაგვაროთ პრობლემები ძილში

აირჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის გადაჭრის ძლიერი


სურვილი გამოძრავებთ. რაც უფრო დიდია სურვილი, მით უფრო სავარაუდოა, რომ
პრობლემა სიზმარში გამოჩნდება. იფიქრეთ ამ პრობლემაზე ძილის წინ. თუ
შესაძლებელია, წარმოიდგინეთ იგი ვიზუალური გამოსახულებების სახით. როდესაც
პრობლემა ურთიერთობაშია, წარმოიდგინეთ კონკრეტული ადამიანი, რომელსაც
პრობლემაში მოიაზრებთ. თუ შთაგონებას ეძებთ, წარმოიდგინეთ ცარიელი
ფურცელი. შეინახეთ გამოსახულება გონებაში ჩაძინების მომენტამდე.

დარწმუნდით, რომ საწოლის თავთან კალამი და ფურცელი გიდევთ. ჩაიწერეთ


სიზმარი გაღვიძებისთანავე, თუნდაც სიზმარს თქვენთვის კავშირი არ ჰქონდეს
პრობლემასთან. სიზმარი ხშირად ძალიან შეფარულია და პასუხი შესაძლოა
შენიღბული იყოს. მნიშვნელოვანია სიზმრის გაღვიძებისთანავე ჩაწერა, რადგან
მეხსიერება მნიშვნელოვან დეტალებს წამებში ააორთქლებს, როგორც კი სხვა აზრები
მოგიახლოვდებათ.

124
შეიძლება რამდენიმე ღამე დასჭირდეს, სანამ იმას იპოვით, რის მიგნებასაც
ცდილობთ. ასევე, შესაძლოა სიზმრის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ იყოს
საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ იგი ახალი გადაწყვეტა იქნება, რომელიც პრობლემას
განსხვავებული კუთხიდან მიუახლოვდება.

სახვით ხელოვნებასა და რთულ მეცნიერებებს უფრო მეტი საერთო აქვთ ვიდრე


ადამიანების უმეტესობას სჯერა, რადგან ორივე მათგანი დოფამინით არის
განპირობებული. პოეტი, რომელიც უიმედო სიყვარულზე ლექსებს თხზავს, დიდად
არ განსხვავდება მეცნიერისგან, რომელიც ელექტრონების ფორმულას დაჰკირკიტებს.
ორივე მათგანი გრძნობათა სამყაროს მიღმა ხედვის უნარს მოითხოვს, რომელიც
იდეების უფრო ღრმა სამყაროს წარმოადგენს. მეცნიერთა ელიტური საზოგადოებები
სავსეა მხატვრებით. რაც უფრო უკეთ მართავთ კომპლექსურ და აბსტრაქტულ
იდეებს, სავარაუდოდ, მით მეტი შანსი გაქვთ არსტისტი გახდეთ.

რატომ არიან გენიოსები ნაბიჭვრები

მუსიკა და მათემატიკა ერთ ბილიკზე მიდიან, რადგან დოფამინური ენერგია უამრავ


ფაქტორს ერთდროულად ეხება: თუ თქვენ გამოირჩევით დოფამინურობით ერთ
საკითხში, ეს ნიშნავს, რომ სხვა სფეროებშიც ასეთი იქნებით. მეცნიერები არიან
ხელოვანები, ხოლო მუსიკოსები მათემატიკოსები. თუმცა, არსებობს უარყოფითი
მხარეც. ხანდახან, ბევრი დოფამინის ფლობა დიდი პასუხისმგებლობაა.

დოფამინის მაღალი დონე თრგუნავს აქ და ახლა ფუნქციონირებას, ამიტომაც


ხანდახან ბრწყინვალე ადამიანები ადამიანურ ურთიერთობებში მოსაწყენები და
არაფრით გამორჩეულნი არიან. ჩვენ გვჭირდება თანაგრძნობა, რომელიც აქ და ახლას
ეკუთვნის, რათა გავიგოთ, რა ხდება სხვა ადამიანის გონებაში. ეს არის სოციალური
ინტერაქციის აუცილებელი უნარი. ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა: "ჩემი
სამართლიანობის შეგრძნების მხურვალე განცდა და სოციალური პასუხისმგებლობა
ხშირად ეწინააღმდეგებოდა სხვა ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტის გამოხატული
საჭიროების ნაკლებობას". და ისევ: "მე მიყვარს კაცობრიობა, მაგრამ მძულს
ადამიანები". სოციალური სამართლიანობისა და კაცობრიობის სიყვარულის
აბსტრაქტული ცნებები ადვილად მოდის, მაგრამ სხვა ადამიანთან შეხვედრის
კონკრეტული გამოცდილება რთულად მისაღებია.

აინშტაინის პირადი ცხოვრება ცხადად ასახავდა მის სირთულეებს ურთიერთობებში.


იგი ბევრად უფრო დაინტერესებული იყო მეცნიერებით, ვიდრე ადამიანებით.
ცოლთან განშორებამდე ორი წლით ადრე, მან საკუთარ ბიძაშვილთან გააბა რომანი
და საბოლოოდ მასზე იქორწინა კიდეც. ამავდროულად, იგი ღალატობდა თავის
ბიძაშვილს ათობით სხვა ქალთან. დოფამინური გონება მისთვის კურთხევასთან

125
ერთად, წყევლაც გახლდათ. დოფამინი, რომელიც მას საშუალებას აძლევდა
ფარდობითობის თეორია აღმოეჩინა, სავარაუდოდ არასდროს დაუშვებდა
გადასულიყო აქ და ახლას გრძელვადიან ურთიერთობებში ფოკუსირებაზე.

იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს გენიოსების ტვინი, დოფამინური პიროვნების


ამოსახსნელად უხვად მასალას იძლევა. ჩვენ უკვე ვნახეთ იმპულსური სიამოვნების
მაძიებელი, რომელსაც გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება უჭირს. ასევე
ვნახეთ გეგმაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც მეგობრებთან გართობას
ოფისში გვიანობამდე დარჩენა ურჩევნია. ახლა ჩვენ ვხედავთ მესამე შესაძლებლობას:
შემოქმედებით გენიოსს, რომელსაც იმდენად უჭირს ადამიანური ურთიერთობები,
რომ შესაძლოა აუტისტად მოგვეჩვენოს. (აუტიზმი ტვინში დოფამინური აქტივობის
არანორმალურად მაღალ დონესთან ასოცირდება). პლატონი წერს ინციდენტის
შესახებ, როდესაც მისი მასწავლებელი, სოკრატე, მთელი 24 საათის განმავლობაში
ერთ ადგილზე გაუნძრევლად გაშეშდა, რადგან რაღაც საკითხზე ჩაფიქრდა,
ამასობაში კი საერთოდ არანაირი რეაქცია არ ჰქონია, რა ხდებოდა მის ირგვლივ.

პიროვნების ეს სამი ტიპი, როგორც ჩანს, ძალიან განსხვავებულია ზედაპირზე, მაგრამ


მათ ყველას აქვს რაღაც საერთო. ისინი ზედმეტად ორიენტირებულნი არიან
სამომავლო რესურსების მაქსიმალიზაციაზე, აქ და ახლას ხარჯზე. სიამოვნების
მაძიებელს ყოველთვის მეტი სურს. რამდენიც არ უნდა მიიღოს მან, მაინც არ არის
საკმარისი. ასეთ დროს სიამოვნების ძიებაში კმაყოფილებას ვერ პოულობენ. როგორც
კი შედეგი მოვა, ყურადღებას მომდევნო საკითხი იპყრობს. გენიოსი უცნობ
სამყაროში ცხოვრობს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი; იგი შეპყრობილია,
რომ თავისი ნამუშევრებით მომავალი უკეთეს ადგილად აქციოს. გენიოსები
სამყაროს ცვლიან, მაგრამ მათი აკვიატება ხშირად გამოიხატება სხვების მიმართ
გულგრილობაში.

კეთილგანწყობილი მიზანთროპები

უაღრესად ინტელექტუალური, უაღრესად წარმატებული და უაღრესად კრეატიული


ადამიანები - ანუ მაღალი დონის დოფამინური ადამიანები - ხშირად გამოხატავენ
უცნაურ შეგრძნებებს: ისინი გატაცებულნი არიან კაცობრიობით, მაგრამ
ინდივიდების მიმართ მცირე მოთმინებას ავლენენ.

"რაც უფრო მეტად მიყვარს კაცობრიობა, მით უფრო ნაკლებად მიყვარს ცალკე
აღებული ადამიანი. ჩემს ოცნებებში ხშირად ვაწყობ კაცობრიობისათვის სასიკეთო
გეგმებს... თუმცა, არ შემიძლია ერთ ოთახში ორ დღეზე დიდხანს ვინმესთან
გაჩერება... ხალხის მიმართ მტრულ განწყობას ვგრძნობ, როდესაც ჩემთან
დაახლოებას ცდილობენ." - ფიოდორ დოსტოევსკი

126
"მე ვარ მიზანთროპი, მაგრამ მაინც კეთილგანწყობილი. მე ვარ სუპერ იდეალისტი,
რომლისთვისაც ფილოსოფია უფრო ეფექტურია, ვიდრე საკვები". - ალფრედ ნობელი

"მე მიყვარს კაცობრიობა, მაგრამ მძულს ადამიანები". - ედნა მილეი

ეს შეიძლება მოსასმენად უსიამოვნოა, მაგრამ ამის ახსნა შესაძლებელია. მაღალი


დონის დოფამინური ადამიანები აბსტრაქტულ აზროვნებას ამჯობინებენ სენსორულ
გამოცდილებას. მათთვის განსხვავება კაცობრიობის სიყვარულსა და მეზობლის
სიყვარულს შორის არის იგივე განსხვავება, რაც ლეკვის სიყვარულსა და მასზე
ზრუნვას შორის არსებობს.

ტრაგიკული შედეგები

აინშტაინის დოფამინურ თვისებებში ნამდვილად იყო გენეტიკური წვლილიც. მისი


ორი ვაჟიდან ერთ-ერთი გახდა ჰიდრავლიკური ინჟინერიის საერთაშორისოდ
აღიარებული ექსპერტი. მეორეს ოცი წლის ასაკში შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს
და საგიჟეთში გარდაიცვალა. მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა კვლევებმა
დოფამინური ხასიათის გენეტიკური კომპონენტები აღმოაჩინა. ისლანდიაში 86,000
ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოფამინური გენებით ისინი
შიზოფრენიისა და ბიპოლარული აშლილობის უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ და
მათ შორის მრავლად იყო მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები და
მწერლები.

ისააკ ნიუტონი, რომელმაც გრავიტაციის უნივერსალური კანონი აღმოაჩინა,


პრობლემატური გენიოსების სიაში შედიოდა. მას უჭირდა სხვა ადამიანებთან
ურთიერთობა, ფარული პარანოიკი გახლდათ და სრული უემოციობის
მდგომარეობებში იშვიათად თუ ამჟღავნებდა რაიმე განწყობას. როდესაც იგი სამეფო
ზარაფხანის ოსტატად მუშაობდა, კოლეგების წინააღმდეგობის მიუხედავად
მრავალი ფალსიფიკატორი (გამყალბებელი, მატყუარა) ჩამოახრჩო.

ასევე, ნიუტონს ჰქონდა სიგიჟის სიმპტომები. იგი საათობით ცდილობდა ბიბლიაში


ჩადებული საიდუმლო გზავნილების ამოხსნას და დაწერა მილიონობით წინადადება
რელიგიისა და ოკულტიზმის შესახებ. ამასთან ერთად, აკვიატებული განწყობით
სწავლობდა ალქიმიას და დაეძებდა ფილოსოფიური ქვის საიდუმლოს, რომელსაც
ალქიმიური ტრაქტატების მიხედვით ადამიანისთვის უკვდავების მინიჭება შეეძლო.
ორმოცდაათი წლის ასაკში ნიუტონი მთლიანად ფსიქოზით დაავადდა და ერთი
წელი საგიჟეთში გაატარა.

127
ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს ნიუტონი მაღალი დოფამინური
აქტოვობით გამოირჩეოდა, რამაც ხელი შეუწყო მის ბრწყინვალე აღმოჩენებს და
ამასთან ერთად ფსიქოზურ დარღვევებსაც. თუმცა, ნიუტონი მარტო არ არის.
ცნობილია, რომ უამრავ მხატვარს, მეცნიერს თუ მუსიკოსს ჰქონდა ფსიქიკური
დაავადება. მათ შორისაა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ედვარდ მუნკი, ვინსენტ ვან გოგი,
ჩარლზ დარვინი, ჯორჯია ო’კიფი, სილვია პლათი, ნიკოლა ტესლა, ვირჯინია
ვულფი, ბობი ფიშერი და მრავალი სხვა.

დოფამინი გვაძლევს შემოქმედების ძალას. იგი გვანიჭებს უნარს, ერთმანეთთან


დავაკავშიროთ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი. ეს გვაძლევს სამყაროსეული
მოდელების აშენების საშუალებას, რომელიც ფიზიკურ აღწერილობას აღემატება და
სცილდება სენსორულ შთაბეჭდილებებს. შემდეგ, დოფამინი ანგრევს საკუთარ
მოდელებს, რათა ავაშენოთ ახალი და ვიპოვოთ მნიშვნელობა, რომელიც აქამდე
ჩვენთვის უცნობი იყო.

მაგრამ, ამ ძალას საკუთარი ფასი აქვს. ჰიპერაქტიური დოფამინური სისტემები


შემოქმედებით გენიოსებს ფსიქიკური დაავადების რისკის ქვეშ აყენებს. ხანდახან
არარეალური სამყარო არღვევს ბუნებრივ საზღვრებს, იწვევს პარანოიას, ბოდვებს და
მანიაკალური ქცევის მღელვარებას. გარდა ამისა, გაძლიერებულმა დოფამინურმა
აქტივობამ შესაძლოა მთლიანად გადაფაროს „აქ და ახლას“ სისტემები, რომელიც
ყოველდღიურ სამყაროში ადამიანურ ურთიერთობებს და კომუნიკაციას განაგებს.

ზოგისთვის ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. შემოქმედების სიხარული მათთვის


ყველაზე დიდი სიხარულია; როგორიც არ უნდა იყოს მოწოდება, ისინი არასდროს
შეწყვეტენ მუშაობას. მათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ქმნილება, აღმოჩენა და
განათლება. ისინი არასდროს ისვენებენ, არ ჩერდებიან, რათა საკუთარი მონაპოვრით
დატკბნენ. სამაგიეროდ, შეპყრობილნი არიან მომავლის აშენებით, რომელიც
არასოდეს მოდის, რადგან, როდესაც მომავალი აწმყო ხდება, კმაყოფილება მოითხოვს
აქ და ახლა სისტემების გააქტიურებას, რაც დოფამინურ ადამიანებს არ მოსწონთ და
ამას ერიდებიან. ასეთი ადამიანები კარგად ემსახურებიან საზოგადოებას, მაგრამ რაც
არ უნდა მდიდრები, ცნობილები ან წარმატებულები გახდნენ, თითქმის არასდროს
არიან ბედნიერები. ასეთ ადამიანებს სახეობათა გადარჩენის განმკარგველი
ევოლუციური ძალები ქმნიან. ბუნება მათ ბედნიერებას მსხვერპლად სწირავს, რათა
სამყაროში ახალი იდეები და ინოვაციები შემოვიდეს, რომელიც სარგებელს მოუტანს
დანარჩენ მსოფლიოს.

128
სერფინგი, ქვიშა და ფსიქოზი

ბრაიან უილსონი (Beach Boys-ის სოლისტი) ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური და


პოპულარული მუსიკოსია. ადრეულ წლებში მისი მუსიკა მარტივი იყო:
მიმზიდველი მელოდიები სერფინგის, მანქანების და გოგონების შესახებ. მაგრამ რაც
დრო გადიოდა, იგი უპრეცედენტო ბგერით ექსპერიმენტებს მართავდა - მისი მუსიკა
ისეთივე სასიამოვნო მოსასმენია, როგორც ადრე, მაგრამ უფრო მრავალფეროვანი და
რთული. როგორც კომპოზიტორმა და პროდიუსერმა, მან პოპ მუსიკაში ახალი ხმების
და ბგერათა კომბინაციების დანერგვა დაიწყო. ამ ექსპერიმენტმა კულმინაციას
მიაღწია ალბომში Pet Sounds (1966), რომელიც კრიტიკოსების მიერ აღიარებულ
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად იქცა.

უჩვეულო შემოქმედებითი კავშირების სპექტრი გვავარაუდებინებს, რომ მან


განიცადა დაბალი ლატენტური ინჰიბირება, რომელიც დაკავშირებულია დოფამინის
მაღალ დონესთან, მაგრამ ამ მაღალმა დონეებმა შესაძლოა ხელი შეუწყო უილსონის
ფსიქიკურ დაავადებას. "მას ხმები ესმის" განუცხადა უილსონის მეუღლემ, მელინდა
ლედბეტერმა ჟურნალ People-ს 2012 წელს; "მე შემიძლია გითხრათ, რომელ მომენტში
ესმის კარგი ხმები და რომელში ცუდი, რადგან ყველაფერი სახეზე აწერია. ჩვენთვის
ძნელი გასაგებია, მაგრამ მისთვის ეს ყველაფერი ძალიან რეალურია". უილიამს
შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც მოგვიანებით შიზოაფექტური
აშლილობით შეიცვალა; ეს არის შიზოფრენიის სიმპტომებისა და პათოლოგიური
განწყობის კომბინაცია, რომელიც ჰალუცინაციებს და პარანოიას მოიცავს. 2006 წელს
უილსონმა ჟურნალ Ability-ს განუცხადა, რომ ხმები ოცდახუთი წლის ასაკიდან
ესმოდა, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც მან ფსიქოდელიური ნარკოტიკები
მიიღო. "ამ დღიდან მოყოლებული, უკვე ორმოცი წელია ყოველ დღე სმენითი
ჰალუცინაციები მაქვს და მათ ვერ ვაჩუმებ. ყოველ რამდენიმე წუთში ერთხელ ხმები
რაღაც დამამცირებელს მეუბნება. მე მწამს, რომ ჩემი დამცირება ეჭვიანობის გამო
დაიწყეს. ხმები ჩემს თავში, ჩემზე ეჭვიანობენ".

უილსონი ამბობს, რომ სიმპტომების შესამცირებლად ჩატარებული მკურნალობა


კრეატიულობის ხარისხს არ ამცირებს.

129
თავი მეხუთე - პოლიტიკა
რატომ არ შეგვიძლია, რომ უბრალოდ გავერთიანდეთ.

ამ თავში შევისწავლით, როგორ გავლენას ახდენენ სუპერძალები და ხელის


სადეზინფექციო საშუალებები ჩვენს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე.

ავტორთა წუხილი...

2002 წლის აპრილში American Journal of Political Science-მა გამოაქვეყნა კვლევის


მოხსენება, "კორელაცია და არა მიზეზი: ანუ ურთიერთობა პიროვნულ
მახასიათებლებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის". სტატია დაწერილია
ვირჯინიის "თანამეგობრობის უნივერსიტეტის" მკვლევარების მიერ, რომლებიც
პიროვნულ თვისებებს და პოლიტიკურ იდეოლოგიებს სწავლობდნენ. მათ
აღმოაჩინეს, რომ ეს ორი მცნება ერთმანეთთან კავშირშია და ასევე, კავშირი
გარკვეულწილად გენეტიკასაც მიეწერება. კვლევის განმავლობაში მათ შენიშნეს, რომ
გარკვეული პიროვნული მახასიათებელი ასოცირდება ლიბერალიზმთან, სხვები კი
კონსერვატიზმთან.

მათ განსაკუთრებით აინტერესებდათ პიროვნების თვისებათა კოლექციები,


რომელსაც ფსიქიატრები "პიროვნების თანავარსკვლავედს" უწოდებენ. ავტორებმა
აღნიშნეს, რომ "პიროვნების თანავარსკვლავედის" დაბალი მაჩვენებელი უფრო
მეტად აღნიშნავს "ალტრუიზმს, კარგად სოციალიზებულს, ემპათს და
ჩვეულებრივს". და პირიქით, მაღალი მაჩვენებელი განასახიერებს "მანიპულატორს,
მკაცრი წესებით მოაზროვნეს და პრაქტიკულობას". ასეთ ადამიანებს გააჩნიათ ისეთი
მახასიათებლები, რომელიც მოიცავს რისკზე წასვლას, იმპულსურობას და
ავტორიტარიზმს. მკვლევარებმა დაასკვნეს: "როგორც ასეთი, ჩვენ ველით, რომ
პიროვნების თანავარსკვლავედის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებული იქნება
კონსერვატიულ პოლიტიკურ დამოკიდებულებასთან".

ის, რაც მათ იწინასწარმეტყველეს, ზუსტად ემთხვეოდა თავიანთ აღმოჩენას.


ავტორთა მიხედვით, სტერეოტიპები მართალნი იყვნენ: კონსერვატორი მიდრეკილია
იმპულსურობისკენ და ავტორიტატულობისკენ, მაშინ როცა ლიბერალები კარგად
სოციალიზებულები და მშვიდობიანები არიან. მაგრამ, მეცნიერებაში ასე ხდება
ხოლმე: როდესაც ზუსტად იმას მიაგნებ, რასაც მოელი, ეს ხშირად არის წითელი
ნიშანი. 2016 წლის იანვარში, პირველი მოხსენებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ,
ჟურნალმა გამოაქვეყნა უარყოფა:

"ავტორები გამოთქვამენ წუხილს, ვინაიდან მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში -


"კორელაცია და არა მიზეზი: ანუ ურთიერთობა პიროვნულ მახასიათებლებსა და
პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის" - დაშვებულია შეცდომა. კოდირების
ინტერპრეტაცია აბსოლუტურად შებრუნებულია.

130
ვიღაცამ ეტიკეტები არასწორ ადგილას დააკრა. სწორი ინტერპრეტაცია ზუსტად იმის
საპირისპირო იყო, რაც მათ განაცხადეს. მანიპულატორები, მკაცრი კანონებით
მოაზროვნეები და პრაქტიკულები სწორედ ლიბერალები იყვნენ, ხოლო არა
ლიბერალი კონსერვატორები კარგად სოციალიზებულები, ემპათები და
ალტრუისტები აღმოჩნდნენ. ამ შებრუნების გამო უამრავმა ადამიანმა გამოხატა
გაკვირვება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა ისწავლება ამ მოცემულობით
საბაზისო დონეზე და როგორ უკავშირდება იგი დოფამინურ სისტემას,
შესწორებული შედეგებიდან კარგ აზრს გამოვიტანთ - ასეთი შესწორება ბევრად
უფრო ლოგიკურია, ვიდრე თავდაპირველი აღმოჩენები, რომლებიც საყოველთაოდ
იყო გავრცელებული, მაგრამ ამავდროულად მთლიანად უკუღმა აღქმული.

პერსონალური საზომების შეზღუდულობები

ფსიქოლოგები ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ პერსონალური


გამოვლინებების შესწავლის მიზნით. მათ აღმოაჩინეს, რომ პიროვნება იყოფა
სხვადასხვა ტიპებად, მაგალითად, რამდენად ღიაა ადამიანი ახალი
გამოცდილებისთვის ან რამდენად თვითდისციპლინირებულია. ამერიკელი
ფსიქოლოგები პიროვნებას ხუთ ტიპად ჰყოფენ, ბრიტანელები კი სამ პიროვნულ
ტიპს აღიარებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეცნიერი ერთ-ერთ სფეროზე
ამახვილებს ყურადღებას, იგი ადამიანური პიროვნების მხოლოდ ერთ ნაწილს
ზომავს და არა მთლიანად პიროვნებას. განვიხილოთ ორი მედდა რომელთაგან
ორივე მათგანს მაღალი თანაგრძნობის მაჩვენებელი აქვს. ერთი შეხედვით, შეიძლება
წარმოგვიდგეს ორი ერთნაირი ადამიანი. მაგრამ, არსებობს პიროვნების სხვა
სფეროებიც. ერთი ექთანი შეიძლება იყოს აქტიური და ემოციური, ხოლო მეორე
ინტროვერტული და თავშეკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ექთნებს შეიძლება
ჰქონდეთ საერთო პიროვნული თვისებები, ისინი მაინც უნიკალური
ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფია.

პერსონალური საზომის კიდევ ერთი შეზღუდვა არის ის, რომ მეცნიერები


ჩვეულებრივ საშუალო დონეს აფიქსირებენ. ასე რომ, თუ კვლევა ლიბერალებთან
უფრო მაღალ რისკს აჩვენებს, სავარაუდოა, რომ ლიბერალთა ამ ჯგუფში ზოგი
ისეთიც იქნება, ვინც უსაფრთხოებას ეძებს. პერსონალური საზომების შესწავლა
გვეხმარება ვიწინასწარმეტყველოთ რას გააკეთებს დაჯგუფება, მაგრამ იმის
პროგნოზირებაში ნაკლებად გვეხმარება, თუ რას გააკეთებს ინდივიდი.

131
პროგრესულები უკეთეს მომავალს წარმოიდგენენ

მახასიათებლები, რომლებიც კვლევამ საბოლოოდ ლიბერალებთან დააკავშირა, -


რისკზე წასვლა, იმპულსურობა და ავტორიტარიზმი - მომატებული დოფამინის
ნიშანია. მაგრამ, ნამდვილად უჭერენ თუ არა დოფამინური ადამიანები მხარს
ლიბერალურ პოლიტიკას? როგორც ჩანს, პასუხი არის დიახ. ლიბერალები ხშირად
მოიხსენიებენ საკუთარ თავს, როგორც პროგრესულებს; ეს არის ტერმინი, რომელიც
მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს. პროგრესულები ღებულობენ და
ემორჩილებიან ცვლილებას. ისინი წარმოიდგენენ უკეთეს მომავალს და ზოგ
შემთხვევაში სჯერათ, რომ ტექნოლოგიასა და საჯარო პოლიტიკას შორის სწორ
კომბინაციას შეუძლია ადამიანური მდგომარეობის ფუნდამენტური პრობლემები
აღმოფხვრას, როგორიცაა სიღარიბე, უმეცრება და ომი. პროგრესულები არიან
იდეალისტები, რომლებიც დოფამინს იმისთვის იყენებენ, რომ სამყარო
დღევანდელზე უკეთეს ადგილად აქციონ. პროგრესულობა არის ისარი, რომელიც
წინაა მიმართული.

მეორეს მხრივ, სიტყვა კონსერვატიული გულისხმობს საუკეთესო ნაწილების


შენარჩუნებას, რაც მემკვიდრეობით მივიღეთ ჩვენი წინამორბედებისგან.
კონსერვატორებს ხშირად ეჭვი ეპარებათ ცვლილებაში. მათ არ მოსწონთ ექსპერტები,
რომლებიც ცივილიზაციის წინსვლის მიზნით რჩევებს აძლევენ, თუნდაც მიზანი
საკუთარ ინტერესებში შედიოდეს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს კანონი,
რომელიც მოტოციკლის მძღოლს ჩაფხუტის ტარებას ავალდებულებს ან
რეგულაციები, რომლებიც ჯანსაღ კვებას უწყობს ხელს. კონსერვატორები არ
ენდობიან პროგრესულობის იდეალიზმს და ხშირად აკრიტიკებენ მას, როგორც
შეუძლებელ ძალისხმევას სრულყოფილი უტოპიის აგებისათვის. ისინი ამას
აღიქვამენ მცდელობად, რომელიც უფრო დაგვაახლოებს ტოტალიტარიზმამდე,
რომელშიც ელიტა დომინირებს საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტზე.
პროგრესულობის ისრისგან განსხვავებით, კონსერვატიზმი წრით არის
წარმოდგენილი.

მეტ ბაიმ, New York Times-ის პოლიტიკურმა კორესპონდენტმა უნებურად


გამოაცხადა დოფამინური განსხვავება, როდესაც დაწერა, რომ "დემოკრატები
იმარჯვებენ, როცა მოდერნიზაციას განასახიერებენ. ლიბერალიზმი იმარჯვებს
მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს ხელისუფლების რეფორმას და არა მის
შენარჩუნებას... ამერიკელებს არ სჭირდებათ დემოკრატია ნოსტალგიისა და
აღდგენისათვის. ამისათვის უკვე გვყავს რესპუბლიკელები".

დოფამინსა და ლიბერალიზმს შორის არსებული კავშირი მკაფიოდ არის ნაჩვენები


ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის დაკვირვების შედეგად. დოფამინური ხალხი
მიდრეკილია იყოს შემოქმედებითი. ისინი ასევე კარგად მუშაობენ აბსტრაქტულ
ცნებებთან. მათ მოსწონთ სიახლისკენ სწრაფვა და ახასიათებთ საერთო

132
უკმაყოფილება სტატუს კვოსთან ერთად. არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება,
რომ ასეთი ტიპის ადამიანი პოლიტიკურად ლიბერალია? "სილიკონ ველის"
კომპანიები ზუსტად ამ ტიპის ადამიანებს იზიდავენ: კრეატიულებს, აბსტრაქტულად
მოაზროვნეებს, იდეალისტებს და ასე შემდეგ. ისინი საქმდებიან ინჟინერიაში,
მათემატიკურ და დიზაინურ პროფესიებში. დოფამინური ადამიანები მეამბოხეები
არიან და ცვლილებებისკენ მოძრაობენ, თუნდაც კრახის რისკის ქვეშ ათავსებდნენ
საკუთარ თავს.

რა ვიცით "სილიკონ ველის" პოლიტიკის შესახებ? "სტარტაპის" დამფუძნებლებმა


გამოკითხვით გამოავლინეს, რომ 83 პროცენტს აქვს პროგრესული შეხედულება, რომ
განათლებას შეუძლია საზოგადოებაში არსებული ყველა ან მათგან უმეტესი
პრობლემის გადაჭრა. ფართო საზოგადოებაში მხოლოდ 44 პროცენტს სჯერა, რომ ეს
სიმართლეა. "სტარტაპის" წარმომადგენლებს ფართო საზოგადოებისგან
განსხვავებით მეტად სწამთ, რომ მთავრობამ უნდა წაახალისოს მახვილგონივრული
პერსონალური გადაწყვეტილებები. მათ 80 პროცენტს სჯერა, რომ ყველა ცვლილება
კარგია შორეულ პერსპექტივაში. ხოლო 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ტოპ
ტექნიკური კომპანიების 80 პროცენტზე მეტმა ბარაკ ობამას დაუჭირა მხარი.

ჰოლივუდიდან ჰარვარდამდე

დოფამინსა და ლიბერალიზმს შორის კავშირის კიდევ ერთი მაგალითის პოვნა


გასართობ ინდუსტრიაში შეგვიძლია. ჰოლივუდი ამერიკული კრეატიულობის მექაა,
ისევე როგორც დოფამინურობის ჭარბი მოდელი. ჩვენი ყველაზე მაღალი დონის
ცნობილი სახეები ყოველთვის მეტს დაეძებენ: მეტი ფული, მეტი ნარკოტიკები, მეტი
სექსი და ახალი მოდა, როგორიც არ უნდა იყოს იგი. მათ ყველაფერი ადვილად
ბეზრდებათ. ჰოლივუდში განქორწინების მაჩვენებელი ორჯერ აღემატება დანარჩენი
მოსახლეობისას. ეს კიდევ უფრო უარესია ქორწინების პირველ წელიწადში, როდესაც
წყვილი ვნებიანი სიყვარულიდან კომპანიურ სიყვარულში უნდა გადავიდეს. ახლად
დაქორწინებული ცნობილი სახეები თითქმის ექვსჯერ აღემატებიან სხვა ადამიანებს
განქორწინების ალბათობაში.

ბევრი პრობლემა, რომელთაც მსახიობები აწყდებიან, დოფამინური ხასიათისაა. 2016


წელს ავსტრალიელი მსახიობების კვლევამ აჩვენა, რომ "მიუხედავად პიროვნული
ზრდისა და მსახიობთა მიზანდასახულობისა, ისინი ფსიქიკური დაავადებების
მიმართ ძლიერ დაუცველობას ავლენენ". მსახიობებმა გამოავლინეს რამდენიმე სახის
დარღვევა, როგორებიცაა "ავტონომიასთან დაკავშირებული პრობლემები, გარემოს
დაუფლების ნაკლებობა, რთული ინტერპერსონალური ურთიერთობები და მაღალი
თვითკრიტიკა". ესენი განასახიერებენ გამოწვევებს, რომელიც დოფამინური
პიროვნებებისთვის ყველაზე რთულად გამოიყურება, რადგან მათ სჭირდებათ

133
კონტროლის გრძნობა საკუთარ გარემოზე და უჭირთ ადამიანურ ურთიერთობებში
ნავიგაცია.

რაც შეეხება პოლიტიკას, ჰოლივუდში ლიბერალური შეხედულებები დომინირებს.


CNN-ის მიხედვით ცნობილმა ადამიანებმა 800 000 დოლარი შესწირეს პრეზიდენტ
ბარაკ ობამას ხელახალი არჩევის კამპანიას, მაშინ როცა რესპუბლიკელ კონკურენტს
მხოლოდ 76 000 დოლარი შესწირეს. საპასუხო პოლიტიკის ცენტრი, რომელსაც
ვებგვერდი Opensecrets.org აქვეყნებს იტყობინება, რომ საარჩევნო ციკლის დროს
შვიდმა მსხვილმა მედია კორპორაციამ დემოკრატებს რესპუბლიკელებზე ექვსჯერ
მეტი შესწირეს.

სიაში შემდეგია აკადემია. აკადემია დოფამინის ტაძარია. ისინი სიცოცხლეს


არამატერიალურ ასპექტებს უთმობენ, ანუ იდეათა აბსტრაქტულ სამყაროს.
აკადემიაში კომუნისტის პოვნა უფრო შესაძლებელია, ვიდრე კონსერვატორის. New
York Times-ის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანელი მეცნიერების მხოლოდ
ორი პროცენტი გახლდათ რესპუბლიკელი, მაშინ, როცა სოციალურ მეცნიერთა
თვრამეტმა პროცენტმა გამოაცხადა საკუთარი თავი როგორც მარქსისტი.

ლიბერალური ორთოდოქსიზმი საუნივერსიტეტო კამპუსებში უფრო ფართოდ არის


გავრცელებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა გარემოში. კომიკოსმა კრის როკმა The
Atlantic-ის რეპორტიორს განუცხადა, რომ იგი კოლეჯის კამპუსებში სიტყვით
არასდროს გამოვა, ვინაიდან აუდიტორია ძალიან ნაწყენდება მეტყველებით,
რომელიც ლიბერალურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

ლიბერალები უფრო ჭკვიანები არიან?

აკადემიური კარიერა ზოგადად უმაღლესი ინტელექტის ნიშანია, მაგრამ ვრცელდება


თუ არა ასეთი ინტელექტი ლიბერალებზე, რომელთაც აქტიური დოფამინური
სისტემა აქვთ? ალბათ ასეა. აბსტრაქტული იდეებით მანიპულირების უნარის
ტესტირება არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, თუ როგორ აფასებენ ფსიქოლოგები
ინტელექტს.

ლიბერალებისა და კონსერვატორების შედარებითი ინტელექტის შესწავლის მიზნით,


სატოში კანაზავამ, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის
მეცნიერმა, შეაფასა მამაკაცებისა და გოგონების ჯგუფი, რომლებმაც გაიარეს IQ
ტესტები, როდესაც ისინი საშუალო სკოლაში სწავლობდნენ. ქულები საშუალო
პოლიტიკური იდეოლოგიით ნაწილდებოდა და მაშინვე საოცრად მკაფიო
ტენდენციამ იჩინა თავი. ისინი, რომლებიც საკუთარ თავს მაღალი დონის
ლიბერალებად აღწერდნენ, უფრო მაღალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე ისინი,

134
რომლებიც საკუთარ შეხედულებებს ჩვეულებრივ ლიბერალიზმთან აკავშირებდნენ.
ლიბერალებს უფრო მაღალი ქულები ჰქონდათ, ვიდრე მათ, რომლებიც ამბობდნენ
რომ შუაგულში იდგნენ და ჯერ ვერ გადაეწყვიტათ რას უჭერდნენ მხარს.
კონსერვატორებთან პროგრესი უცვლლი იყო. IQ-მ შუალედში მყოფებთან აჩვენა 100
ქულა, ლიბერალებთან 106, ხოლო კონსერვატორებთნ 95.

უფრო მცირე, მაგრამ მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა რელიგიურობასთან


დაკავშირებით. ათეისტებს IQ ჰქონდათ 103, ხოლო ძალიან რელიგიურებს
საშუალოდ 97. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ეს არის საშუალო
მონაცემი. უფრო დიდ ჯგუფებში არიან ბრწყინვალე კონსერვატორები და არც თუ
ისე ბრწყინვალე ლიბერალები. უფრო მეტიც, საერთო განსხვავებები მცირეა.
"ნორმალური" დიაპაზონი არის 90-დან 109-მდე. "უმაღლესი ინტელექტი" იწყება 110-
დან და "გენიოსი" 140-დან.

რა არის ინტელექტი?

ინტელექტის განსაზღვრება მრავალი კუთხით არის შესაძლებელი. ექსპერტთა


უმეტესობა თანხმდება, რომ IQ ტესტი სულაც არ განსაზღვრავს ინტელექტის ზოგად
მონაცემს. იგი უფრო კონკრეტულად ზუმავს განზოგადების უნარს და არასრული
მონაცემიდან აბსტრაქტული წესების გამოყენებით აზრის გამოტანის
შესაძლებლობას. ასევე, IQ ტესტი ზომავს ადამიანის უნარს, რომელმაც უნდა შექმნას
წარმოსახვითი მოდელები წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შემდეგ
გამოიყენოს ისინი მომავლის პროგნოზირებისათვის. კონტროლის დოფამინი აქ დიდ
როლს თამაშობს.

თუმცა, არსებობს ინტელექტის განსაზღვრების სხვა გზებიც, როგორიცაა


ყოველდღიურად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ამ სახის მენტალური
აქტივობის ფუნციონირებისთვის ემოციები (აქ და ახლა) აუცილებელია. ანტონიო
დამასიო, "დეკარტეს შეცდომის" ავტორი და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის
ნეირომეცნიერი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებათა უმეტესობას ვერ მივიღებთ
წმინდად რაციონალური გზით. ჩვენ ან საკმარის ინფორმაციას არ ვფლობთ, ან
იმდენად ბევრს ვფლობთ, რომ მისი გადამუშავების ძალა არ შეგვწევს. მაგალითად:
რომელ კოლეჯში ღირს ჩაბარება? რომელია სწორი მეთოდი თანაგრძნობის
გამოხატვისთვის? უნდა ვიმეგობრო თუ არა ამ ადამიანთან? რა ფერად შევღებო
სამზარეულო? დავქორწინდე თუ არა მასზე? არის თუ არა საუკეთესო დრო ჩემი
აზრის დასაფიქსირებლად, თუ ჯობია რომ გავჩუმდე?

ჩვენს ემოციებთან კავშირში ყოფნა და ემოციური ინფორმაციის ოსტატურად


დამუშავება გადამწყვეტი ფაქტორია თითქმის ყველა გადაწყვეტილების მისაღებად.

135
მხოლოდ ინტელექტუალური სიძლიერე საკმარისი არ არის. ყველა იცნობს გენიოსს
მეცნიერს ან ბრწყინვალე მწერალს, რომელიც ყოფით ცხოვრებაში უმწეო ბავშვს
ჰგავს, რადგან მას აკლია "საერთო შეგრძნება" - ანუ კარგი გადაწყვეტილების მიღების
უნარი. გადაწყვეტილების მიღებაში ემოციების როლი იმდენად ფართოდ
შესწავლილი არ არის, როგორც რაციონალური მიდგომის როლი. თუმცა,
უსაფუძვლო პროგნოზირება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ ტერიტორიაზე აშკარა
უპირატესობა იმას გააჩნია, ვისაც ძლიერი "აქ და ახლას" სისტემა აქვს. IQ ტესტში
მაღალი ქულა შეიძლება იყოს აკადემიური წარმატების კარგი პროგნოზირების
ნიშანი, მაგრამ ბედნიერი ცხოვრებისათვის ემოციური დახვეწილობა მეტად
მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

განსხვავება ჯგუფურ ტენდენციებსა და ინდივიდუალურ შემთხვევებს შორის

მეცნიერები ადამიანთა დიდ ჯგუფებს სწავლობენ. ისინი ზომავენ მათთვის


საინტერესო მახასიათებლებს და ითვლიან საშუალო ღირებულებებს. შემდეგ ისინი
ადარებენ ამ საშუალო მაჩვენებლებს იმას, რასაც საკონტროლო ჯგუფი ჰქვია.
საკონტროლო ჯგუფი ასახავს უბრალო ადამიანებს და ზოგადად მოსახლეობას.
მაგალითად, მეცნიერებმა მოსახლეობაში ჩატარებული კვლევით დაადგინეს, რომ
მწეველებს კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე ყველა დანარჩენს.
მათ ასევე გენეტიკის შესწავლით დაადგინეს, რომ დოფამინური სისტემის აჩქარების
მქონე ადამიანებში კრეატიულობის დონე მეტია, ვიდრე მათში, რომელთაც გენში
ასეთი რამ არ აღენიშნებათ.

პრობლემა ის არის, რომ როდესაც დიდ ჯგუფზე ვსაუბრობთ, ყოველთვის არსებობს


გამონაკლისები და ისინი საკმაოდ ხშირია. ბევრ ჩვენგანს შეუძლია იფიქროს აქტიურ
მწეველებზე, რომლებიც მშვენივრად ცხოვრობდნენ ოთხმოცდაათიანებში.
ანალოგიურად, დოფამინური გენის მქონე ყველა ადამიანი კრეატიული არ არის.

ადამიანის ქცევაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას: ათეულობით სხვადასხვა გენი


ერთმანეთთან ურთიერთქმედებს. მხოლოდ ერთ სპეციფიკურ გენს ჩვეულებრივ
მცირე ეფექტი აქვს ხოლმე. ასე რომ, სანამ კვლევები ადამიანური ტვინის გაგების
გაუმჯობესებაში გვეხმარება, იგი მაინც არ არის საკმარისად დახვეწილი იმის
პროგნოზირებაში, თუ როგორია კონკრეტული ინდივიდი. სხვა სიტყვებით, ჯგუფურ
დაკვირვებაში მიღებული დასკვნები შესაძლოა თქვენ არ გეხებოდეთ და ეს
სრულებით მოსალოდნელია.

136
რეცეპტორული გენები და ლიბერალ-კონსერვატიული დაყოფა

არსებობს იმის შანსი, რომ კონსერვატორთა პრობლემები დნმ-ს


განსხვავებულობიდან იღებს სათავეს. ზოგადად, პოლიტიკური დამოკიდებულებები
როგორც ჩანს გავლენას ახდენს გენეტიკაზე. გარდა ამერიკული ჟურნალის
პოლიტიკური მეცნიერების სტატიისა, რომელიც ახლახან განვიხილეთ, სხვა
კვლევებიც უჭერენ მხარს გენეტიკასა და დოფამინური პიროვნების ლიბერალურ
განწყობებთან კავშირში. კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ყურადღება
გაამახვილეს გენზე, რომელიც დოფამინის ერთ-ერთი რეცეპტორის კოდირებას
ახდენს; მას D4 ეწოდება. გენების უმეტესობის მსგავსად, D4 გენსაც აქვს რამდენიმე
ვარიანტი. გენების უმნიშვნელო ცვალებადობას "ალელები" ეწოდება. თითოეული
ადამიანის განსხვავებული ალელების კომბინაცია (გარემოსთან ერთად, რომელშიც
ისინი გაიზარდნენ) მათ უნიკალურ პიროვნებას განსაზღვრავს.

D4 გენის ერთ-ერთ ვარიანტს ჰქვია 7R. ადამიანებს, რომელთაც 7R ვარიანტი აქვთ,


სიახლის ძიებაში არიან. მათ ნაკლები ტოლერანტობა გააჩნიათ ერთფეროვნების
მიმართ და მიჰყვებიან იმას, რაც ახალი და უჩვეულოა. ისინი შეიძლება იყვნენ
იმპულსურები, მკვლევარები, მერყევნი, აღელვებულნი, სწრაფი ტემპერამენტის
მქონენი და ექსტრავაგანტულები. სიახლის ძიების დაბალი მაჩვენებლის მქონე
ადამიანები კი ხისტები, ლოიალურები, ეკონომიურები და მსუბუქად
ტემპერამენტიანები არიან.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი 7R ალელსა და ლიბერალური იდეოლოგიის


ერთგულებას შორის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სხვადასხვა
პოლიტიკური შეხედულებების მქონე გარემოში იზრდება. უნდა არსებობდეს
როგორც გენეტიკური, ასევე სოციალური ნაწილი, რათა მსგავსი კავშირი დამყარდეს.
სინგაპურში, ჩინეთის უნივერსიტეტის სტუდენტებში ჩატარებული ასოციაცია
მიუთითებს, რომ კავშირი 7R ალელსა და ლიბერალური იდეოლოგიის ერთგულებას
შორის არ არის დამახასიათებელი მხოლოდ დასავლური კულტურისათვის.

ადამიანი თუ კაცობრიობა?

მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორების საშუალო მაჩვენებელს შესაძლოა


დოფამინური ვირტუოზობა აკლია, ისინი მეტად სარგებლობენ ძლიერი "აქ და
ახლას" სისტემით. ეს მოიცავს თანაგრძნობასა და ალტრუიზმს - განსაკუთრებით
საქველმოქმედო გაცემას და გრძელვადიანი, მონოგამიური ურთიერთობების
დამყარების უნარს.

137
ქველმოქმედებაში მემარცხენეთა და მემარჯვენეთა უთანასწორობა აღწერილი იყო
ფილანტროპიის ქრონიკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში. მკვლევარებმა
გამოიყენეს IRS მონაცემები სახელმწიფოს მიერ საქველმოქმედო გაცემის
შესაფასებლად იმის მიხედვით, თუ როგორ აძლევდნენ ხმას 2012 წლის არჩევნებში.

ქრონიკამ აღმოაჩინა, რომ მიტ რომნის იმ შტატებმა დაუჭირეს მხარი, რომელთაც


ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდათ, ხოლო შედარებით ღარიბი შტატები ბარაკ
ობამას მიემხრნენ. ფაქტობრივად, თექვსმეტი შტატიდან თითოეულმა, რომელსაც
მაღალპროცენტული შემოსავალი ჰქონდა, მხარი რომნის დაუჭირა. ქალაქების
მიხედვით დაყოფამ დაადგინა, რომ ლიბერალური ქალაქებიდან სან-ფრანცისკო და
ბოსტონი ყველაზე ბოლოში აღმოჩნდნენ, ხოლო სოლტ ლეიკ სიტი, ბირმინგემი,
მემფისი, ნეშვილი და ატლანტა ყველაზე გულუხვები გამოდგნენ. შემოსავლების
კუთხით აქ დამოუკიდებელი განსხვავება აღინიშნებოდა. ღარიბმა, მდიდარმა და
საშუალო კლასის კონსერვატორებმა უფრო მეტი გასცეს, ვიდრე მათმა ლიბერალმა
კოლეგებმა.

ეს შედეგები იმას არ ნიშნავს, რომ კონსერვატორები ღარიბებზე უფრო ზრუნავენ,


ვიდრე ლიბერალები. შესაძლოა, ალბერტ აინშტაინის მსგავსად, ლიბერალები
კონცენტრაციას კაცობრიობაზე უფრო ახდენენ, ვიდრე ცალკე აღებულ ადამიანზე.
ლიბერალები მხარს უჭერენ კანონებს, რომლებიც დახმარებას უწევს ღარიბებს.
საქველმოქმედო გაცემასთან შედარებით, სიღარიბის პრობლემასთან მუშაობისთვის
საკანონმდებლო მიდგომა უფრო პრაქტიკულია. დოფამინურ ადამიანებს მეტად
აინტერესებთ დისტანციური ქმედებები და დაგეგმვა, მაშინ, როცა "აქ და ახლას"
სისტემით მოქმედი ადამიანები უშუალოდ ხელი-ხელში გადაცემაზე ამახვილებენ
ყურადღებას. ღარიბთა რესურსებს ბიუროკრატია უზრუნველყოფს, რომლებიც
ერთობლივად ფინანსდებიან მილიონობით ინდივიდუალური გადამხდელის მიერ.

რომელია უკეთესი: პოლიტიკა თუ ქველმოქმედება? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ


რომელი კუთხიდან შევხედავთ. როგორც მოსალოდნელია, დოფამინური მიდგომა
მაქსიმალურ რესურსებს გამოიმუშავებს, რომელიც ხელმისაწვდომია
ღარიბებისთვის. რესურსების მაქსიმიზაცია არის ის, რასაც დოფამინი უკეთესად
უმკლავდება. 2012 წელს ფედერალურმა შტატებმა დაახლოებით 1 ტრილიონი
დოლარი დახარჯეს სიღარიბის საწინააღმდეგო პროგრამებზე. ეს არის დაახლოებით
20,000 დოლარი ამერიკის თითოეულ ღარიბ მოქალაქეზე. მეორეს მხრივ,
ქველმოქმედებაში მხოლოდ 360 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. დოფამინურმა
მიდგომამ თითქმის სამჯერ მეტი თანხა უზრუნველყო.

უპიროვნო ხელისუფლების ემოციური გავლენა და დახმარება განსხვავდება


ეკლესიასთან პირადი კავშირისაგან და ქველმოქმედებისგან. ქველმოქმედება უფრო
მოქნილია, ვიდრე კანონი, ამიტომ, უკეთესია რეალურ ინდივიდთა განსაკუთრებულ
მოთხოვნილებებზე ფოკუსირება, ვიდრე აბსტრაქტული ჯგუფების განსაზღვრება.

138
ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციებში,
ჩვეულებრივ ახლოს არიან იმ პირებთან, რომელთაც ეხმარებიან. ეს ინტიმური
ურთიერთობა საშუალებას აძლევს მათ გაიცნონ ადამიანები და გაუწიონ მათ
ინდივიდუალური დახმარება. ამ გზით, რესურსი შეიძლება გაიზარდოს ემოციური
მხარდაჭერის გზით, როგორიცაა შრომისუნარიანი ბიძგი დასაქმებისკენ. ბევრი
საქველმოქმედო ორგანიზაცია ხაზს უსვამს პირადი პასუხისმგებლობის და სიკეთის
უშუალოდ კეთების მნიშვნელობას, როგორც სიღარიბესთან მებრძოლი ყველაზე
ეფექტური მიდგომა. ასეთი მიდგომა ყველასთვის არ გამოდგება, მაგრამ
ზოგიერთისთვის ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე სახელმწიფო უფლებების მიღება.

ქველმოქმედების გამცემისათვის არსებობს ემოციური სარგებელიც. ჰედონისტური


პარადოქსი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ, მას ვერ
პოულობენ, მაგრამ ისინი, ვინც სხვებს ეხმარებიან, პოულობენ. ალტრუიზმი
კეთილდღეობასთან, ჯანმრთელობასთან და დღეგრძელობასთან ასოცირდება.
არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ სხვების დახმარება დაბერების პროცესს
უჯრედულ დონეზე ანელებს. Case Western Reserve University-ის ბიოეთიკის
დეპარტამენტის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ალტრუიზმის სარგებელი შესაძლოა
მომდინარეობდეს "უფრო ღრმა და უფრო პოზიტიური სოციალური ინტეგრაციისგან,
რომელსაც პირადი პრობლემებისგან ყურადღება გადააქვს და ამცირებს შფოთვას,
რადგან არსებობს მიზანი, ცხოვრების აქტიური წესი". ეს არის სარგებელი, რომლის
მიღებაც შეუძლებელია მხოლოდ გადასახადების გადახდით.

თუ პოლიტიკა ღარიბებისადმი მეტ რესურსს გამოიმუშავებს, ხოლო ქველმოქმედება


დამატებით სარგებელს გვანიჭებს, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ორივე? პრობლემა ის
არის, რომ დოფამინის და აქ და ახლას ნეირომედიატორები ერთმანეთს
ეწინააღმდეგებიან. ხალხი, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის კანონიერ
დახმარებას (დოფამინურს), ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიემხრნონ
ქველმოქმედების (აქ და ახლას) მიდგომას და პირიქით.

კონსერვატორთა დაწყვილება

მჭიდრო და პირადი კონტაქტი, რომელსაც კონსერვატორები ამყარებენ, ღარიბების


დასახმარებლად პრაქტიკულ მიდგომას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს
ხანგრძლივ და მონოგამიურ ურთიერთობებს. New York Times იტყობინება, რომ თუ
ბავშვი ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, ბოსტონში ან ვაშინგტონში
იზრდება, 10 პროცენტით ნაკლები შანსია, რომ იგი სხვა ქალაქის წარმომადგენელთან
დაქორწინდება. გარდა ამისა, როდესაც ლიბერალები ქორწინდებიან, ისინი უფრო
ხშირად ღალატობენ პარტნიორს.

139
გარდა ქველმოქმედებისა, ზოგადი სოციალური კვლევაც აკონტროლებს
ამერიკელების სექსუალურ ქცევას. 1991 წლიდან მოყოლებული, ისინი სვამენ
კითხვას: "გქონიათ თუ არა სექსი ვინმესთან, როდესაც დაქორწინებული იყავით?"
დოქტორმა კანაზავამ, რომელიც პოლიტიკურ იდეოლოგიასა და ინტელექტს შორის
კავშირებს აფასებს, აღმოაჩინა, რომ კონსერვატორთა 13 პროცენტს ჰქონდა ღალატი
ჩადენილი, როდესაც ლიბერალებში მაჩვენებელი 26 პოცენტი გახლდათ. იგივე
ტენდენცია დაფიქსირდა, როდესაც მონაცემები მამაკაცებისთვის და ქალებისთვის
ცალ-ცალკე გაანალიზდა.

კონსერვატორებს ნაკლები სექსი აქვთ, ვიდრე ლიბერალებს; შესაძლოა იმიტომ, რომ


კონსერვატორები უფრო მეტად არიან კომპანიურ ურთიერთობებში, რომელშიც
ტესტოსტერონის დათრგუნვა ოქსიტოცინით და ვაზოპრესინით ხდება. ღალატი და
ხშირი სექსი ნაკლებად სავარაუდოა, თუ სექსის დროს ორივე პარტნიორი ორგაზმს
განიცდის. კვლევა, სახელწოდებით "მარტოხელები ამერიკაში" იუწყება, რომ
ორგაზმს კონსერვტორები უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე ლიბერალები.
დოქტორი ელენ ფიშერი ვარაუდობს, რომ კონსერვატორები უკეთ ახერხებენ
კონტროლის დათმობას, რაც აუცილებელია ორგაზმისთვის. მან ეს უნარი მკაფიო
ღირებულებების ქონას მიაწერა, რომელიც მოდუნებას აადვილებს. შესაძლოა ეს არ
იყოს ყველაზე პირდაპირი ახსნა; პასუხი უფრო მარტივია იმის საფუძველზე, რაც
შესწავლილია სექსის ნეირობიოლოგიაში. ყველაზე მთავარია კონტროლის დათმობა,
რომელიც აუცილებელია კულმინაციისათვის და ამის გაკეთება მეტად ადვილი
ხდება ურთიერთობაში, სადაც პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ ნდობა აქვთ.
ერთგული ურთიერთობები უფრო ხშირად გვხვდება საერთო სტაბილურობის
მაძიებელ "აქ და ახლა" კონსერვატორებში, სიახლის მაძიებელი დოფამინური
ლიბერალებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, სექსში სიამოვნების მიღების უნარი
მოითხოვს აქ და ახლა სისტემის ენდორფინებისა და ენდოკანაბინოიდების მიერ
დოფამინის აქტივობის დათრგუნვას.

გაცნობის ვებგვერდმა OkCupid-მა ჩაატარა საკუთარი გამოკითხვა სექსზე და იპოვა


დამაინტრიგებელი მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორი ხალხი აფასებდა ან არ
აფასებდა ორგაზმს. მათ ჰკითხეს: "არის თუ არა ორგაზმი სექსის ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწილი?" მონაცემები პოლიტიკური ნიშნით და პროფესიული
კუთვნილების მიხედვით დაყვეს. ისინი, რომლებმაც კითხვაზე უარყოფითი პასუხი
გასცეს, იყვნენ პოლიტიკურად ლიბერალები, მწერლები, მხატვრები და
მუსიკოსები.

თუ ძალიან დოფამინური ადამიანი ხართ - მწერლების, მხატვრების და მუსიკოსების


მსგავსად - სექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ორგაზმამდე არსებული
პროცესია. ეს არის დაპყრობა. როდესაც სურვილის წარმოსახვითი ობიექტი რეალურ
ადამიანად გადაიქცევა და როდესაც იმედი ფლობით იცვლება, დოფამინის როლი
ფუნქციონირებას ამთავრებს. მღელვარება გაქრა, ორგაზმი კი ანტიკლიმაქსურია.

140
და ბოლოს, როგორც მოსალოდნელია, კონსერვატორები უფრო ბედნიერები არიან,
ვიდრე ლიბერალები. 2005-დან 2007 წლამდე Gallup-ის მიერ ჩატარებულმა
გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელთა 66 პროცენტი ძალიან კმაყოფილი იყო
საკუთარი ცხოვრებით, დემოკრატების 53 პროცენტთან შედარებით.
რესპუბლიკელების 61-მა პროცენტმა საკუთარ თავს ძალიან ბედნიერი უწოდა,
მაგრამ დემოკრატების ნახევარზე ნაკლებმა შეძლო იგივეს თქმა. ანალოგიურად,
დაქორწინებული ადამიანები უფრო ბედნიერები იყვნენ, ვიდრე მარტოხელები; ასევე
ისინი, ვინც ყოველკვირეულად ეკლესიაში დადიოდნენ იმათზე ბედნიერები იყვნენ,
რომლებიც არ დადიოდნენ.

თუმცა, სამყარო მარტივად მოწყობილი როდია. ლიბერალურ შტატებში


განქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე კონსერვატიულ შტატებში.
ასევე, ლიბერალები ჭარბად მოიხმარენ პორნოგრაფიას. ქორწინებამდე სექსის
უარყოფამ შეიძლება გამოიწვიოს პორნოგრაფიის უფრო დიდი გამოყენება
სექსუალური განთავისუფლების მიზნით.

ჰიპები და ევანგელისტები

კომპლექსურობას ისიც ემატება, რომ პოლიტიკური პარტიები შედგენილნი არიან


არაერთგვაროვანი ჯგუფებისგან, რომელთაც წინააღმდეგობრივი რწმენა-
წარმოდგენები გააჩნიათ. რესპუბლიკელებს შორის არიან ისეთები, რომლებიც
თვლიან, რომ ინდივიდებმა საკუთარი არჩევანი თავად უნდა გააკეთონ, რომელიც
კანონის კონტროლისგან და რეგულაციებისგან თავისუფალი იქნება. მაგრამ არიან
პოლიტიკურად აქტიური ევანგელისტებიც, რომელთაც უნდათ, რომ ქვეყანა
მორალის დაკანონებით გახდეს უკეთესი ადგილი. გასაკვირი არ არის, რომ
ტრანსცენდენტული არსებებისადმი თაყვანისმცემელი ჯგუფი ხაზს უსვამს
აბსტრაქტულ ცნებებს, როგორებიცაა სამართლიანობა და წყალობა. მათი ყურადღება
მუდმივ მორალურ ზრდაზე და ასევე სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისადმი რწმენა
დოფამინის მომავლის მიმართ ინტერესზე მიანიშნებს. მეორეს მხრივ, არსებობენ
ჰიპები, რომლებიც აფასებენ მდგრადობას და ბუნებასთან ყოფნა მათთვის მეტად
მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნოლოგია. ისინი უპირატესობას ანიჭებენ აქ და ახლა
გამოცდილებას, მომავლის დევნისგან განსხვავებით.

ასეთი სახის კომპლექსურობა გვაჩვენებს, რომ სოციალურ ტენდენციებში


მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილად და შევინარჩუნოთ საღი გონება. პოლიტიკისა
და პიროვნული თვისებების კვლევის შედეგების შებრუნება ცხადყოფს, რომ
მონაცემები შეიძლება შეცდომით იქნეს ინტერპრეტირებული და მიუხედავად ამისა,
მაინც ჩაითვალოს, რომ იგი სწორია. რაც უფრო უარესია, მონაცემთა ხარისხი
ყოველთვის არასრულყოფილია და ათასობით ადამიანის გამოკითხვისას მიღებულ

141
შედეგებში უფრო მეტი შეცდომაა, ვიდრე მჭიდრო ზედამხედველობითი კვლევების
მონაცემები. გამოკითხვები ასევე დამოკიდებულია რესპონდენტთა სიმართლეზე.
შესაძლოა კონსერვატორებს ლიბერალებზე ნაკლებად სურდათ ეღიარებინათ
ცოლქმრული ღალატი ან ცხოვრებით უკმაყოფილება, რაც საერთო სოციალურ
მოცემულობას გაუსწორდებოდა.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ სამეცნიერო კვლევები შეიძლება


არათანმიმდევრული იყოს. პოლიტიკური აზროვნების ნეირომეცნიერების ზოგიერთ
კვლევას ახასიათებს "ბოროტი ტყუპისცალი", ანუ როდესაც იგივე საკითხის სხვა
ჭრილში კვლევა საპირისპირო შედეგს იწვევს. საერთო ჯამში, მონაცემები მხარს
უჭერს ტენდენციას, რომ პროგრესული პოლიტიკური იდეოლოგია უფრო მეტად
დოფამინურ ადამიანებში ვლინდება, ხოლო კონსერვატიზმი ახასიათებთ ისეთ
ადამიანებს, რომელთაც დოფამინის დაბალი დონე და აქ და ახლას მაღალი დონე
აქვთ.

ფართო სურათი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: საშუალოდ, ლიბერალები არიან


წინდახედულები, არასტაბილურები, შემოქმედები, ჭკვიანები და უკმაყოფილოები.
კონსერვატორები კი პირიქით, იქნებიან უფრო კომფორტულ ემოციურ განწყობაში,
სტაბილურები, საიმედოები, ნაკლებად ინტელექტუალურები და ბედნიერები.

სანდო ირაციონალური ამომრჩეველი

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კონსერვატიული და ძალიან ლიბერალური ხალხი


მიდრეკილია პარტიული ხაზით მისცეს საკუთარი ხმა, სხვებს უფრო ზომიერი
იდეოლოგიები გააჩნიათ. ესენი არიან დამოუკიდებელი ამომრჩევლები, რომლებიც
ღიანნი არიან პოლიტიკური დარწმუნებისთვის. ასეთი ჯგუფის მოსაზრებები
აუცილებელია წარმატებული კამპანიისთვის და ნეირომეცნიერებამ შესაძლოა
ნათელი მოჰფინოს ამის განხორციელების საუკეთესო საშუალებებს.

დარწმუნების ხელოვნება ნეირომეცნიერებასთან გადაკვეთაში გადაწყვეტილებისა


და ქმედების შედეგად მოდის - ანუ სურვილის დოფამინისა და კონტროლის
დოფამინის წრეების კვეთაში, სადაც ჩვენ ვწონით ვარიანტებს და
შესაძლებლობათაგან საუკეთესო არჩევანს ვაკეთებთ. ხელის სადეზინფექციო
საშუალებების არჩევასა და საარჩევნო კანდიდატების არჩევასაც კონტროლის
დოფამინი განსაზღვრავს. ასეთ მომენტში ადამიანი სვამს მარტივს შეკითხვას: რა
არის საუკეთესო ჩემი გრძელვადიანი მომავლისთვის? რაციონალური
გადაწყვეტილებები საკმაოდ მყიფეა და ყოველთვის ღიაა ხელახლა
გადასინჯვისთვის, როდესაც ახალი მტკიცებულებები მოდიან. ამ თვალსაზრისით
ირაციონალურობა უფრო გამძლეა და "აქ და ახლას" სისტემების გამოყენება

142
შესაძლებელია ირაციონალური ადამიანების გადაწყვეტილებათა
სახელმძღვანელოდ; ამის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია შიში, სურვილი და
თანაგრძნობა.

აქედან ყველაზე ეფექტური მაინც შიშია; სწორედ ამიტომ ხორციელდება მუდმივი


შეტაკება სარეკლამო სააგენტოებში სხვადასხვა კანდიდატებზე, როდესაც ადამიანს
სახიფათო კუთხით წარმოაჩენენ. დავრჩები თუ არა ცოცხალი? იქნებიან თუ არა ჩემი
შვილები უსაფრთხოდ? შევძლებ თუ არა სამსახურის შენარჩუნებას? მექნება თუ არა
საკვებისა და ქირის ფული? შიშის გაღვივება თითქმის ნებისმიერი პოლიტიკური
კამპანიის განუყოფელი ნაწილია. ამერიკელებში ერთმანეთის მიმართ სიძულვილის
გაღვივება სამწუხარო გვერდით ეფექტს წარმოადგენს.

რატომ ვიმხიარულებთ საკუთარ თავს სიკვდილამდე?

1985 წლის პროვოკაციულ წიგნში " რატომ ვიმხიარულებთ საკუთარ თავს


სიკვდილამდე?", მედია მეცნიერი ნილ პოსტმენი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური
დისკუსიის ფასი სატელევიზიო აქტიურობით მცირდებოდა. იგი დააკვირდა, რომ
სატელევიზიო ამბებმა ერთგვარი გასართობი მახასიათებელი შეიძინა. სამ
ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ახალი ამბები ინტერნეტში იგივეა. საინფორმაციო
გვერდები დატვირთულია ათობით მოკლე, პროვოკაციული სათაურებით. უმეტესი
მათგანი არც ისე გრძელი საკითხავია და ხშირად მოკლე ვიდეოსაც წარმოადგენს.

პოსტმენი ამტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი ღრმა პრობლემას ქმნის, რადგან


სერიოზულად დაფიქრებას ყოველთვის გართობა გვირჩევნია მაშინ, როდესაც
აუცილებელია მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ერმა უნდა მიიღოს.
ოცდაათი წლის შემდეგ, საკითხი ისევ ღიად რჩება. უსასრულოდ მრავალფეროვანი
ინფორმაცია არის მიზეზი, თუ რატომ ამაღლდა მოკლე ინფორმაციები ღრმა
ანალიზთან შედარებით. ნუთუ არ იმსახურებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები
შედარებით მეტ ყურადღებას?

პასუხი არის სურვილის დოფამინი. მოკლე ამბავი გამორჩეულია. იგი სწრაფ


დარტყმას აწვდის დოფამინს და მალევე იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ამრიგად,
ათეულობით პროვოკაციული სათაური მარტივად იწვევს ინტერესს, ხოლო ვრცელი
სტატიები ჯანდაცვის შესახებ ნაკლებად გვაინტერესებს. ჯანდაცვა უფრო მეტად
გვეხება, მაგრამ ინფორმაციის დამუშავება და გრძელი განხილვა დოფამინის მარტივ
სიამოვნებას არ იწვევს. კონტროლის დოფამინმა შესაძლოა უკან დაიხიოს, მაგრამ
ახალი და ბრწყინვალე მოკლე სიახლეები ინტერნეტის ვალუტას ასახავს.

143
სად მიგვიყვანს ეს? რენესანსის დროინდელ ვრცელ ჟურნალისტიკასთან ნამდვილად
არა. რაც უფრო ვრცელდება მოკლე ინფორმაცია, მათი მესიჯიც მეტად
ზედაპირულია. სად მთავრდება ასეთი ციკლი? უკვე სიტყვებიც აღარ არის
აუცილებელი. მობილური ტელეფონების უმეტესობა ახლა გთავაზობთ აკრეფილი
ტექსტი სწრაფი და მარტივი სმაილებით ჩაანაცვლოთ.

ნილ პოსტმენმა შესაძლოა არ იცოდა ამ ყველაფრის ნეირომეცნიერული მიზეზი,


როდესაც განაცხადა, რომ: "ჩვენ სწრაფად შევდივართ საინფორმაციო გარემოში,
რომელსაც შეიძლება სამართლიანად ეწოდოს ტრივიალური დევნა. ამ
სახელწოდების თამაშში ფაქტები გართობის წყაროდ გამოიყენება, ისევე როგორც
ახალი ამბების წყაროებს ვიყენებთ ამჟამად. აქამდე არაერთხელ იქნა
დემონსტრირებული, რომ კულტურას შეუძლია გადარჩენა დეზინფორმაციისა და
მცდარი აზრის ფარგლებში. თუმცა, ჯერ არავის დაუდასტურებია, რომ კულტურა
გადარჩება ოც წუთიანი განხილვებით ან იმით, რომ სიახლეების ღირებულება
სიცილით განისაზღვრება".

როდესაც უყვარდით და მიგატოვებენ, უფრო მტკივნეულია

პრიმიტიულ მოთხოვნილებებზე წვდომის გარდა, შიშის კიდევ ერთი მაგალითია


დანაკარგისას განცდილი ზიზღი, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაკარგის ტკივილი უფრო
ძლიერია, ვიდრე მოგებისას განცდილი სიამოვნება. მაგალითად, ოცი დოლარის
დაკარგვის ტკივილი უფრო დიდია, ვიდრე ნაპოვნი ოცი დოლარი. სწორედ ამიტომ,
ფსონების დადებისას არავის უნდა ოც დოლარში მოგების საერთო ოდენობა
ოცდაათი დოლარი იყოს. როგორც მინიმუმ, მოგება ფსონის ნახევარს მაინც უნდა
წარმოადგენდეს.

მათემატიკოსი იტყვის, რომ როდესაც მოგების შანსი გაორმაგებულია ან


ანაზღაურება ფსონს აღემატება, აზარტული თამაში დადებით ღირებულებას ატარებს
- თქვენ ასეთ ფსონზე უნდა წახვიდეთ. თუმცა, უმეტესობა უარყოფს ოცი დოლარის
სანაცვლოდ ოცდაათის მოგებას. რომელი ჭკუათმყოფელი გააკეთებს ამას?

როდესაც მეცნიერებმა ტვინის სკანირება ფსონების ექსპერიმენტების დროს ჩაატარეს,


ბუნებრივია, ძირითად ყურადღებას დოფამინზე ამახვილებდნენ. მათ აღმოაჩინეს,
რომ - როგორც მოსალოდნელია - მოგების შედეგად ნერვული აქტივობა სურვილის
წრეში გაიზარდა, წაგების დროს კი შემცირდა. მაგრამ ცვლილებები არ იყო
სიმეტრიული. დანაკარგის შემდეგ ნერვული ნაკლებობის მაჩვენებელი მეტი იყო,
ვიდრე მოგების ზრდის შემთხვევაში. დოფამინის წრე სუბიექტურ გამოცდილებას
ასახავდა. ზარალის ეფექტი უფრო დიდი იყო, ვიდრე მოგების ეფექტი.

144
რა სახის ნერვული ნაწილები იდგა ამ დისბალანსის უკან? რა აძლიერებს დანაკარგის
რეაქციას? მკვლევარებმა ყურადღება მიაქციეს ამიგდალას, (ანატომიური ტერმინი -
ნუშისებრი ჯირკვალი (amygdala)) "აქ და ახლას" სტრუქტურას, რომელიც შიშს და
ნეგატიურ ემოციებს ამუშავებს. ყოველ ჯერზე, როცა მონაწილე ფსონს კარგავდა,
ამიგდალა ფეთქდებოდა და სტრესს აძლიერებდა. ეს იყო "აქ და ახლა" ემოცია,
რომელიც დანაკარგის ზიანის გაძლიერებისკენ უბიძგებდა. მას არ აინტერესებს, რა
შეიძლება მივიღოთ; მის ინტერესში მხოლოდ ის შედის, რაც ახლა გვაქვს. როდესაც
ნივთებს საფრთხე ემუქრებათ, აქტიურდება უბედურებისა და შიშის გამოცდილება.

სხვა კვლევებმაც მსგავსი შედეგები აჩვენა. ამით ამიგდალას არსებითი როლი


დანაკარგის მიმართ ზიზღში დადასტურდა, რომელიც "ბუნების ექსპერიმენტის"
სახით აღმოაჩინეს. "ბუნების ექსპერიმენტები" განასახიერებს დაავადებებსა და
დაზიანებებს, რომლებიც მეცნიერული ცოდნის მნიშვნელოვან ნაწილებს ავლენს.
არავინ აპირებს ქირურგისთვის ამიგდალას ამოჭრის თხოვნას, მაგრამ დროდადრო ეს
თავისთავად ხდება. ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა გამოიკვლიეს ორი პაციენტი,
რომლებსაც ჰქონდათ ძალიან იშვიათი დაავადება (ურბახ-ვიტის დაავადება),
რომელიც ტვინში ამიგდალას ორივე მხარეს ანადგურებს. ამიგდალას გარეშე,
დანაკარგის ზიზღი გაქრა.

გარკვეულწილად, ზარალის ავერსია მარტივ არითმეტიკას წარმოადგენს. მოგება


უკეთესი მომავლისთვის არსებობს, ამიტომ მხოლოდ დოფამინი ირთვება. მოგების
შესაძლებლობა დოფამინისგან +1 ქულას იღებს. აქ და ახლა სტრუქტურისგან ასეთ
დროს ნული ქულა მიიღება, ანუ არაფერი, რადგან აქ და ახლა მხოლოდ აწმყოზე
ზრუნავს. ზარალი ასევე ეხება მომავალს, ამიტომ იგი აწუხებს დოფამინს და კარგავს
-1 ქულას. ზარალი არ სიამოვნებს აქ და ახლას მოლეკულებსაც, ამიტომ ისიც -1
ქულას კარგავს, რადგან იგი გავლენას ახდენს ნივთებზე, რომლებიც აწმყოში გვაქვს.
ასე რომ, მოგება ტოლია პლუს ერთს, ხოლო ზარალი მინუს ორს. ზუსტად იგივეს
ვხედავთ ტვინის სკანირებაზე ფსონის ექსპერიმენტებში.

შიში, ისევე როგორც სურვილი, უპირველეს ყოვლისა მომავლის კონცეფციაა, ანუ


დოფამინის სფერო. მაგრამ ზარალის დროს აქ და ახლას სტრუქტურა ამიგდალას
აფეთქებით აძლიერებს დანაკარგის ტკივილს, რომელიც არღვევს საუკეთესო
არჩევანის გაკეთებისას რისკზე წასვლის უნარს.

უზრუნველვყოთ თუ დავიცვათ?

მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგის ზიზღი უნივერსალური მოვლენაა, ჯგუფებს


შორის განსხვავებები არსებობს. საერთო ჯამში, დოფამინური ლიბერალები უფრო
მეტად გამოეპასუხებიან შეტყობინებებს, რომლებიც მეტი რესურსის შესაძლებლობას

145
ეხება, ხოლო აქ და ახლას კონსერვატორები ფოკუსირებას მოახდენენ
უსაფრთხოებაზე, რათა შეინარჩუნონ ის საგნები, რომლებიც ახლა აქვთ.

ნებრასკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეარჩიეს მოხალისეთა ჯგუფი


პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე; მათ გაზომეს აღგზნების დონე,
როდესაც აჩვენებდნენ ისეთ სურათებს, რაც სურვილს ან სტრესს იწვევდა. აღგზნება
ზოგჯერ გამოიყენება სექსუალური აღტყინების აღსაწერად, მაგრამ ზოგადი გაგებით
ტერმინი ასახავს ისეთ მოვლენებში ჩართულობის ხარისხს, რაც მოცემულ მომენტში
ხდება. როდესაც ადამიანი რაღაცით დაინტერესებული და დაკავებულია, მისი გული
ჩვეულებრივზე შედარებით სწრაფად სცემს, წნევა ოდნავ მატულობს და მცირე
რაოდენობით ოფლი გამოიყოფა. ექიმები ამას "სიმპათეთიკურ პასუხს" ეძახიან.
სიმპათეთიკური პასუხის გაზომვის ყველაზე გავრცელებული გზა ადამიანის
სხეულზე ელექტროდების მიმაგრებაა, რომელიც სხეულში ელექტროენერგიის
გადინებას ზომავს. ოფლი მარილიანი წყალია, რომელიც მშრალ კანზე უკეთ ატარებს
ელექტროენერგიას. რაც უფრო აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო ადვილად
მიედინება ელექტროენერგია.

მას შემდეგ, რაც კვლევის მონაწილეებს ელექტროდები მიამაგრეს, მათ აჩვენეს სამი
შემაშფოთებელი ფოტო (ობობა მამაკაცის სახეზე, ღია ჭრილობა და ბრბო, რომელიც
ერთ ადამიანს ურტყამს). შემდეგ აჩვენეს სამი პოზიტიური ფოტო (ბედნიერი ბავშვი,
ხილის თასი და საყვარელი კურდღელი). ლიბერალებს შედარებით ძლიერი რეაქცია
ჰქონდათ პოზიტიურ ფოტოებზე, კონსერვატორებს კი ნეგატიურზე.

შემდეგ მათ გამოიყენეს თვალის კონცენტრაციის მაჩვენებელი მოწყობილობა, რათა


დაენახათ, რამდენი დრო გაატარეს მონაწილეებმა ფოტოების თვალიერებაში.
აღმოჩნდა, რომ ლიბერალებიც და კონსერვატორებიც ნეგატიურ სურათებს მეტ დროს
უთმობდნენ. ეს შედეგი შეესაბამება დანაკარგის ზიზღის უნიკალურ ფენომენს.
დანაკარგის ზიზღი ორივე ჯგუფში აღინიშნა, მაგრამ უფრო მეტად
კონსერვატორებში იყო გამოხატული.

ჩვენ ვფლობთ საშუალებებს, რათა კონსერვატორად გაქციოთ

კონსერვატიზმსა და საფრთხეს შორის ურთიერთობა ორმხრივი მიმართულებით


მოძრაობს. კონსერვატორები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას საფრთხეზე,
ვიდრე ლიბერალები. ამავე დროს, როდესაც ადამიანები ძლიერ საფრთხეს გრძნობენ,
ისინი უფრო კონსერვატიულები ხდებიან. ცნობილია, რომ ტერორისტული
თავდასხმები ხელს უწყობს კონსერვატიული კანდიდატების პოპულარობას, მაგრამ
თუნდაც მცირე მუქარა ლიბერალიზმისკენ გადახრას იწვევს. დახვეწილ საფრთხესა
და კონსერვატიულ იდეოლოგიას შორის კავშირის შესამოწმებლად, მკვლევარებმა

146
კოლეჯის კამპუსში სტუდენტებს მიმართეს და სთხოვეს შეევსოთ გამოკითხვა, მათი
პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. მონაწილეთა ნახევარი ხელის
სადეზინფექციო საშუალების გვერდით იჯდა, რომელიც მათ ინფექციის რისკზე
აფრთხილებდა. მეორე ნახევარი სხვა უბანში გადაიყვანეს. ისინი, რომლებიც
ხელების სადეზინფექციო საშუალებებთან ისხდნენ, აღწერეს მორალის უფრო
მაღალი დონე, სოციალური და ფისკალური კონსერვატიზმი. აღსანიშნად ღირს, რომ
არჩევნები გრიპის სეზონზე იმართება და სენსორული ხმის მიცემის აპარატები
მიკრობებს ავრცელებენ. შედეგად, არც ისე იშვიათია სადეზინფექციო დისპენსერების
დანახვა, რომელიც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთათვის არის ხელმისაწვდომი.

მორალური განსჯის ნეიროქიმიური მოდულაცია

ნარკოტიკებიც მოქმედებს. მეცნიერებს შეუძლიათ ადამიანები კონსერვატიზმისკენ


მოაბრუნონ პრეპარატების მიღებით, რომლებიც აქ და ახლას ნეირომედიატორ
სეროტონინს ააქტიურებს. ერთ ექსპერიმენტში მონაწილეებს მიეცათ
სეროტონირგული პრეპარატი "ციტალოპრამი", რომელიც ჩვეულებრივ დეპრესიის
სამკურნალოდ გამოიყენება. (სეროტონირგული ანტიდეპრესანტის ერთჯერადი
დოზა საკმარისი არ არის, რათა განწყობის ცვლილებაში ეფექტი დავინახოთ.
პირველი დოზის მიღებისას ტვინში სეროტონინის დონე მატულობს, მაგრამ
რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ სიტუაცია უფრო კომპლექსური ხდება.
იმ დროისთვის, როდესაც დეპრესია უკან დახევას იწყებს, ტვინი ისე ერგება
მედიკამენტებს, რომ შეიძლება ცალკეულ ადგილებში აქტიურობდეს, სხვაგან კი არა.
სინამდვილეში არავინ იცის, როგორ აუმჯობესებენ ანტიდეპრესანტები განწყობას).
მედიკამენტების მიღების შემდეგ ისინი ნაკლებად იყვნენ კონცენტრირებულნი
სამართლიანობის აბსტრაქტულ კონცეფციაზე და უფრო მეტად კონცენტრირდნენ
ინდივიდის ზიანისგან დაცვაზე.

ციტალოპრამის ერთჯერადი დოზა ადამიანებს აიძულებდა ეპატიებინათ


უსამართლო საქციელი და ნაკლებად მოსწონდათ სხვებისთვის ზიანის მიყენება. ეს
არის აქ და ახლას დამოკიდებულების მახასიათებელი. მკვლევარებმა ასეთი ქცევა
ინდივიდუალურ დონეზე პროსოციალურად დაასახელეს. პროსოციალური არის
ტერმინი, რომელიც სხვა ადამიანისთვის დახმარების სურვილს ნიშნავს.

ჩვენ ვფლობთ საშუალებებს, რათა ლიბერალად გაქციოთ

თუ გარემოში საფრთხეების დანერგვა ადამიანებს უფრო კონსერვატიულს ხდის,


შესაძლებელია თუ არა მოდულაცია პირიქით განხრციელდეს და ხალხი უფრო

147
ლიბერალური გახდეს? პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგიების ექსპერტმა
დოქტორმა ჯეიმი ნაპიერმა აღმოაჩინა რომ პასუხი არის დიახ, და ამას დიდი
მტკიცება არ სჭირდება. ისევე როგორც მცირე სტიმულის მეშვეობით მკვლევარებმა
ტვინში კონსერვატიზმის გაძლიერება შეძლეს, დოქტორმა ნაპიერმა შეძლო
ადამიანებში ლიბერალური მხარის გააქტიურება მარტივი წარმოსახვითი ვარჯიშით.
მან კონსერვატორებს სთხოვა წარმოედგინათ ზესახელმწიფოები, სადაც ამჟამად
დაუშვებელი და შეუძლებელი ფაქტორები ხელმისაწვდომი იყო. პოლიტიკური
იდეოლოგიის შემდგომმა ტესტირებამ დაადგინა, რომ ასეთმა წარმოსახვამ ისინი
შედარებით ლიბერალებად აქცია. დაუცველობის გრძნობის შემცირებამ, რომელმაც
აქ და ახლას დანაკარგის შიში დათრგუნა, გაააქტიურა დოფამინი, რომელმაც
იდეოლოგიის განსაზღვრაში დიდი როლი ითამაშა.

რა შეიძლება ითქვას თავად წარმოსახვის აქტზე? წარმოსახვა დოფამინური


აქტივობაა, რადგან ის ისეთ საგნებს მოიცავს, რომელთაც ფიზიკური არსებობა არ
გააჩნიათ. დოფამინის სისტემის უბრალო გააქტიურებამ ხელი შეუწყო ფანტაზიის
განხორციელების გზით პოლიტიკურ გადახრას. განცალკევებულმა კვლევამ იგივე
შედეგი აჩვენა.

აბსტრაქტული აზროვნება დოფამინური სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.


აბსტრაქტული აზროვნება საშუალებას გვაძლევს გავცდეთ სენსორული დაკვირვების
ფარგლებს, მოვლენათა მოდელის შექმნის მიზნით. აღწერილობა, რომელიც
გრძნობებს ეყრდნობა, ფიზიკურ სამყაროზეა ფოკუსირებული. ამ ტიპის აზროვნების
ტექნიკური ტერმინი არის კონკრეტული. ეს არის აქ და ახლას ფუნქცია და
მეცნიერები ამას დაბალი დონის აზროვნებას უწოდებენ. აბსტრაქტული აზროვნება
მაღალ დონეს ეკუთვნის. მეცნიერთა ჯგუფები ამბობენ, რომ დაბალი დონის
მოაზროვნეები შედარებით მტრულად იქნებიან განწყობილი ისეთი ადამიანების
მიმართ, რომლებიც მათგან განსხვავდებიან და ცხოვრებისეული წესის
სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან; ასეთი აგრესიის ობიექტებს წარმოადგენენ
ჰომოსექსუალები, მუსულმანები და ათეისტები.

კონსერვატორებისთვის ლიბერალური აზროვნების განვითარების ერთ-ერთ


საშუალებას დოფამინური წრედების გააქტიურება წარმოადგენს. ლიბერალებთან
იგივეს გაკეთება აქ და ახლა სისტემების გააქტიურებით არის შესაძლებელი.

მოდით დავუბრუნდეთ კონსერვატორთა აშკარა წინააღმდეგობას, რომლებიც მხარს


უჭერენ არალეგალური ემიგრანტების ჯგუფურად დეპორტაციას მაშინ, როდესაც
კონკრეტულ ინდივიდებს საკვებით, წყლით და ნივთებით ეხმარებიან.
კონსერვატორები შესაძლოა იმიგრაციის იდეისადმი მტრულად განწყობილები
იყვნენ, მაგრამ მათ თანდაყოლილი უნარი აქვთ ემპათიით განეწყონ რეალურ
ემიგრანტებთან. ეს უნარი - შეიძლება მას არაცნობიერი იმპულსიც კი ვუწოდოთ -
ჰოლივუდში მწერალთა მიერ გამოიყენება, რათა ლესბოსელების, გეებისა და

148
ტრანსგენდერების მიმართ მიმღებლობა გაზარდონ. ასეთი ქმედება სიუჟეტის ძალით
კეთდება.

ჩვენ ვავითარებთ ემოციურ ურთიერთობას სიუჟეტის გმირებთან. თუ ეს კარგად


დაწერილი ისტორიაა, შესაძლოა მათ მიმართ ისეთი გრძნობები გაგვიჩნდეს, რაც
რეალური ადამიანის მიმართ გვექნება.

ჰომოსექსუალთა ალიანსის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, ტელევიზიაში


პერსონაჟთა რაოდენობა, რომელიც ჰომოსექსუალად არის იდენტიფიცირებული,
დროთა განმავლობაში იზრდება. ეს გამოგონილი პერსონაჟები რეალურ გავლენას
ახდენენ მაყურებლის დამოკიდებულებაზე. The Hollywood Reporter-ის მიერ
ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 27 პროცენტი ერთსქესიანთა
ქორწინების მიმართ თანახმა ტელევიზიის შედეგად გახდა. აბსტრაქტული ჯგუფების
კონკრეტულ ინდივიდებად გარდაქმნა კარგი საშუალებაა აქ და ახლას სქემებს
გასააქტიურებლად.

იდეებით მართული ერი (ბიოლოგიის მეშვეობით)

ხელისუფლების არსი არის კონტროლი. ხალხი შეიძლება დაემორჩილოს კონტროლს


დაპყრობის შედეგად, ან შეიძლება ნებაყოფლობით დათმოს თავისუფლების ზოგი
ასპექტი დაცულობის სანაცვლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, მცირე რაოდენობის
ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ შეუზღუდავი ძალაუფლება
დანარჩენ მოსახლეობაზე. ეს დოფამინური აქტივობაა, რადგან მოსახლეობა
აბსტრაქტული კანონებით იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის
აღსასრულებლად აქ და ახლა მომენტი გამოიყენება, ადამიანთა უმეტესობა ამას
არასოდეს განიცდის. ისინი წარმოიდგენენ იდეებს და არა ფიზიკურ ძალას.

ვინაიდან მთავრობა არსებითად დოფამინურია, ამ შემთხვევაში ლიბერალები უფრო


ენთუზიასტები არიან, ვიდრე კონსერვატორები. ქუჩაში გამოსული ხუთასი
ლიბერალი სავარაუდოდ საპროტესტო აქციას მართავს. კონსერვატორებისთვის ეს
აღლუმი იქნება. პოლიტიკურ პროცესში ჩართულობის ენთუზიაზმის გარდა,
ლიბერალები მიდრეკილნი არიან საჯარო პოლიტიკაში უმაღლესი ხარისხი გაიარონ,
როგორიცაა მაგალითად ჟურნალისტიკა, რათა ყოველდღიურად შეეძლოთ
პოლიტიკურ მოვლენებში ჩართულობა. კონსერვატორები კი პირიქით, უფრო
ხშირად უნდობლად ეკიდებიან ხელისუფლების მმართველობას, რომელიც
დისტანციურად მოქმედებს. კონსერვატორები უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივ
მმართველობას, რომელსაც მმართველობა ადგილობრივ დონეზე აქვს და არა
სახელმწიფო დონეზე.

149
დისტანცია მნიშვნელოვანია. ანალოგიურად, დისტანციურად მიღებულ ბევრ კანონს
სარგებელი მოაქვს, ბევრს კი ზიანი. რაც უფო შორს შევტოპავთ, მით უფრო ადვილია
გარკვეული ზიანის მოთმენა, შედარებით დიდი სარგებლის მოლოდინის ხარჯზე.
დისტანცია იცავს პოლიტიკოსებს მათი გადაწყვეტილებების უშუალო შედეგებისგან.

რატომ იმყოფება ვაშინგტონი მუდმივად "რაღაცის კეთების" რეჟიმში

დისტანციის გარდა, ფაქტორი, რის გამოც მთავრობა მთლიანად დოფამინურია, არის


კეთება. თითქმის გაუგონარია ვაშინგტონში პოლიტიკური კამპანიის მხოლოდ
დაპირებებით გამართვა, რაიმეს კეთების გარეშე. პოლიტიკა ცვლილებებს ეხება,
ცვლილებებს კი დოფამინი განაპირობებს. როდესაც რაიმე ტრაგედია ხდება,
ყვირილი მატულობს: "გააკეთეთ რამე!". მიუხედავად იმისა, რომ ტერაქტის შემდეგ
აეროპორტის უსაფრთხოება ძალიან გაძლიერებულია და ადამიანებს ხანგრძლივი
ჩხრეკის რიტუალს უტარებენ, ამით უსაფრთხოება გარანტირებული მაინც არ არის.
ფარული TSA-ს აგენტებს, რომლებიც სისტემას აკონტროლებენ, ყოველთვის
შეუძლიათ იარაღის მიღება; მიუხედავად ამისა, რაღაცის გაკეთების მანდატი
შესრულებულია.

GovTrack.us-ის ცნობით, ფედერალურმა მთავრობამ ყოველი ორწლიანი სესიის


განმავლობაში 1973 წლიდან მოყოლებული, ორასიდან რვაასამდე კანონი მიიღო. ეს
ბევრი კანონია, მაგრამ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც პოლიტიკოსები
ცდილობდნენ. ამ სესიებზე კონგრესი ცდილობდა მიეღო 8000-დან 26000-მდე კანონი.
როდესაც ხალხი რაღაცის გაკეთებას მოითხოვს, პოლიტიკოსები სიამოვნებით იღებენ
ამ ვალდებულებას.

კონტროლის სურვილი გარდაუვალია. ვაშინგტონში ზოგი საკუთარ თავს ლიბერალს


უწოდებს, ზოგი კი კონსერვატორს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართული თითქმის ყველა
ადამიანი დოფამინურია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არავინ აირჩევდა.
პოლიტიკური კამპანია ინტენსიურ მოტივაციას მოითხოვს. მათ სჭირდებათ
მზადყოფნა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გაწირონ. აქ და ახლა სისტემის
მქონე ადამიანები, რომელთათვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მთავარი
პრიორიტეტია, პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დიდ ბრიტანეთში
პარლამენტის წევრებს შორის განქორწინების მაჩვენებელი ორჯერ აღემატება
დანარჩენ მოსახლეობას. უამრავი პოლიტიკოსი იშვიათად ხვდება ოჯახის წევრებს
და ბევრი ახალბედა თანამშრომელი ადამიანზე მეტად ძალაუფლებით არის
შეყვარებული, რომელიც დოფამინური სურვილების ხელმისაწვდომობის გარანტიას
იძლევა. პოლიტიკოსთათვის ურთიერთობები სიამოვნებას არ ემსახურება. ამერიკის
ოცდამეცამეტე პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა ერთხელ ასეთი რაღაც თქვა:
"ვაშინგტონში თუ მეგობრის ყოლა გინდა, ძაღლი იყიდე".

150
კონსერვატიული კანდიდატი, ლიბერალი კანონმდებელი

არჩევნებში დოფამინურობის გამომჟღავნება კონსერვატორებისთვის პრობლემას


წარმოადგენს, რადგან პოლიტიკაში აქ და ახლა სისტემები ყოველთვის კარგად არ
მუშაობს. დოფამინის მანდატი უფრო მეტია. ცვლილება განასახიერებს პროგრესს ან
ტრადიციული მიდგომის დაკარგვას, გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ, მაგრამ
ყველა შემთხვევაში, ცვლილება გარდაუვალია. მხოლოდ აქ და ახლას შეგრძნებებს
შეუძლიათ კმაყოფილების განცდის მოტანა, როდესაც ფინიშის ხაზამდე მივედით და
დრო ჩერდება. ენდორფინები, ენდოკანაბინოიდები და სხვა ნეირომედიატორები
გვეუბნებიან, რომ ჩვენი სამუშაო დასულებულია და დროა შრომის შედეგით
დავტკბეთ. მაგრამ დოფამინი ამ ქიმიკატებს თრგუნავს. დოფამინი არასოდეს
ისვენებს. პოლიტიკური თამაში 24 საათის განმავლობაში, მუდმივად გრძელდება;
პოლიტიკაში, სიტყვა "საკმარისია", წარუმატებლობის ნიშანია.

ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა აუცილებლად ცუდია. საზოგადოებრივი სიკეთისთვის


გამოყენებულ ძალაუფლებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს
მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე. თუ მთავრობა კეთილგანწყობილი და
ეფექტურია, მზარდი ცენტრალიზებული ძალაუფლება ხელს შეუწყობს ხალხის
უფლებების დაცვას და გაჭირვებულებს სიღარიბიდან ამოიყვანს. მაგრამ თუ
პოლიტიკოსები ხალხის ნაცვლად საკუთარ სარგებელზე კონცენცტირდებიან,
ფარული კორუფცია ყველგან გავრცელდება და შედეგად თავისუფლება და
კეთილდღეობა დაზარალდლება.

ისტორიულად, ფესვგადგმული ძალაუფლების რადიკალური შემოტრიალების


მეთოდი არის რევოლუცია. ჯონ კალჰუნმა, მეცხრამეტე საუკუნის სამხრეთ
კაროლინას სენატორმა და ვიცე-პრეზიდენტმა გვიჩვენა, თუ რა ტიპის ადამიანები
თამაშობენ ძალაუფლების თამაშს: "თავისუფლების მოპოვება უფრო ადვილია,
ვიდრე მისი შენარჩუნება", რაც ნიშნავს, რომ ან ტირანი უნდა იყო, ან მეამბოხე.
მეამბოხეებიც და პოლიტიკოსებიც დოფამინურები არიან, რადგან ორივეს მიზანს
ცვლილება წარმადგენს.

ნუღარ მოატყუებინებთ საკუთარ თავს

საბოლოო ჯამში, ჰარმონიის მიღწევის ფუნდამენტური დაბრკოლება ის არის, რომ


ლიბერალური ტვინი განსხვავდება კონსერვატიული ტვინისგან, რის გამოც ამ ორს
ერთმანეთის გაგება უჭირთ. ვინაიდან პოლიტიკა წინააღმდეგობრივ თამაშს
წარმოადგენს, ასეთი გაუგებრობა დემონიზაციას იწვევს. ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ
კონსერვატორებს ქვეყნის დამხობა უნდათ, როდესაც უმცირესობებს უსამართლო
უხეშობით ეპყრობიან. კონსერვატორებს მიაჩნიათ, რომ ლიბერალებს ყველაფრის

151
კონტროლის განზრახვა აქვთ გულში ჩადებული, რითაც მათი ცხოვრების ნებისმიერ
ასპექტს გააკონტროლებენ.

სინამდვილეში, პოლიტიკური განხეთქილების ორივე მხარეს, ადამიანთა


აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ის, რაც ყველასთვის საუკეთესოა. არსებობს
გამონაკლისებიც: ცუდი ადამიანი ყველგანაა და საზოგადოდ ისინი ყველაზე ხშირად
ჩნდებიან, რადგან ცუდი ტიპაჟი კარგ ტიპაჟზე ბევრად საინტერესოა, ამიტომ
სასარგებლო პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენენ. მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ
ტიპურ დემოკრატს ან რესპუბლიკელს.

კონსერვატორთა უმეტესობას უბრალოდ მარტო დარჩენა სურს. მათ სურთ მიიღონ


თავისუფლება, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. ლიბერალების
უმეტესობას ადამიანების დახმარება უნდა, რათა მათ უკეთესად იცხოვრონ. მათი
მიზანია ყველა იყოს უფრო ჯანმრთელი, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან
თავისუფალი. მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ამ ორ ჯგუფს შორის მტრობის
გაღვივებით სარგებლობენ, რადგან ეს მათი მიმდევრების ერთგულებას აძლიერებს.
მთავარია გახსოვდეთ; ლიბერალებს სურთ ხალხი უკეთესი გახდეს; კონსერვატორებს
სურთ ხალხი ბედნიერი გახდეს; ხოლო პოლიტიკოსებს ძალაუფლება სურთ.

152
თავი მეექვსე - პროგრესი

...დასასრული დასაწყისში იბადება.

კატერინა ვალენტე, მწერალი.

რა ხდება, როდესაც მსახური ბატონი ხდება?

...როდესაც დოფამინი პრეისტორიული ადამიანების გადარჩენას და კაცობრიობის


გადაშენებას უზრუნველყოფს.

აფრიკის მიღმა

თანამედროვე ადამიანებმა აფრიკაში განვითარება დაახლოებით 200 000 წლის წინ


დაიწყეს და მსოფლიოს სხვა ნაწილებში მათი გავრცელება დაახლოებით მომდევნო
100 000 წლის მანძილზე გრძელდებოდა. ეს მიგრაცია აუცილებელი იყო
კაცობრიობის გადარჩენისთვის და არსებობს გენეტიკური მტკიცებულება, რომ ჩვენ
ეს თითქმის ვერ მოვახერხეთ. ადამიანის გენის ერთ-ერთი უჩვეულო მახასიათებელი
ის არის, რომ სხვა პრიმატებთან შედარებით ერთი ადამიანის მეორესთან
განსხვავებულობა გაცილებით ნაკლებია. ასეთი გენეტიკური მსგავსების მაღალი
დონე ვარაუდობს, რომ ჩვენ ყველანი, შედარებით მცირე რაოდენობის წინაპართა
შთამომავლები ვართ. სინამდვილეში, ჩვენი ევოლუციური ისტორიის დასაწყისში,
ჩვენთვის უცნობმა მოვლენებმა ადამიანთა დიდი ნაწილი ამოწყვიტა და კაცობრიობა
20 000 მოსახლემდე შემცირდა, რაც გადაშენების სერიოზულ რისკს წარმოადგენს.

გადაშენების პირას მისული ადამიანური მაჩვენებელი ცხადად ასახავს, რატომ იყო


მიგრაცია ასეთი მნიშვნელოვანი. როდესაც სახეობა მცირე ფართობზეა
კონცენტრირებული, არსებობს მრავალი საშუალება, რასაც მთლიანად შეუძლია
სახეობის განადგურება გამოიწვიოს. გვალვას, დაავადებებს ან სტიქიურ
კატასტროფებს ადვილად შეუძლიათ გადაშენების გამოწვევა. ხოლო სხვადასხვა
რეგიონებში გადანაწილება სადაზღვევო პოლისს ჰგავს. ერთი პოპულაციის
განადგურება არ იწვევს სრულ გადაშენებას.

თანამედროვე ხალხებში "გენეტიკური მარკერების" სიხშირის საფუძველზე


დაადგინეს, რომ ადამიანები მთლი აზიის ტერიტორიაზე დაახლოებით 75 000 წლის
წინ გავრცელდნენ. ავსტრალიამდე 45 000 წლის წინ მიაღწიეს, ევროპაში 42 000 წლის
წინ, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრაცია 30 000-დან 14 000 წლამდე მოხდა.

153
დღევანდელ დროში ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხე აქვთ დაკავებული, მაგრამ
არა იმიტომ, რომ საფრთხე გააცნობიერეს და ამ მიზეზით დაიფანტნენ.

სათავგადასავლო გენი

ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დოფამინური წამლები აძლიერებენ


საძიებო ქცევის შაბლონებს. ვირთაგვები, რომელთაც ასეთი წამალი აქვთ მიღებული,
უფრო აქტიურად მოძრაობენ და არ ერიდებიან უცნობ ადგილებში ბოდიალს.
დაეხმარა თუ არა დოფამინი ადამიანებს აფრიკის დატოვებაში და დანარჩენი
სამყაროს ათვისებაში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კალიფორნიის შტატის
უნივერსიტეტის მეცნიერებმა თორმეტი კვლევიდან შეაგროვეს მონაცემები,
რომლებიც დოფამინური გენების სიხშირეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
ზომავდნენ.

მათ ყურადღება გაამახვილეს გენზე, რომელიც სხეულს ეუბნება, თუ როგორ


წარმოქმნას D4 რეცეპტორი. ალბათ გახსოვთ, რომ დოფამინის რეცეპტორები არიან
ცილები, რომლებიც ტვინის უჯრედებზე გარედან არის მიმაგრებული. დოფამინური
რეცეპტორის ამოცანაა დაელოდოს დოფამინის მოლეკულის მოსვლას და შემდგომ
მიებას მას. ასეთი მიბმა უჯრედის შიგნით ქიმიური რეაქციების კასკადს იწვევს,
რომელიც უჯრედულ ქცევას ცვლის.

ჩვენ ამ გენს ადრეც შევხვდით, როდესაც სიახლის ძიებასა და პოლიტიკურ


იდეოლოგიას შორის კავშირი აღვწერეთ. შეგახსენებთ, რომ გენები მოდიან
სხვადასხვა ვარიაციებში, რომელთაც ალელები ეწოდებათ. ალელი განასახიერებს
გენური კოდირების უმნიშვნელო ცვალებადობას, რომელიც ადამიანს სხვადასხვა
მახასიათებელს აძლევს. ხალხი, რომელთაც DRD4 გენების გრძელი ფორმა აქვთ,
როგორიცაა მაგალითად 7R ალელი, უფრო ხშირად რისკავენ. ისინი ახალ
გამოცდილებას ეძებენ, რადგან დაბალი ტოლერანტობა აქვთ მოწყენილობის მიმართ.
მათ მოსწონთ ახალი ადგილების შესწავლა: იდეები, საკვები, ნარკოტიკები და
სექსუალური შესაძლებლობები. ისინი ავანტიურისტები არიან. მსოფლიოში ყოველი
ხუთი ადამიანიდან ერთს აქვს 7R ალელი, მაგრამ სხვადასხვა ადგილას არსებით
ცვალებადობას აქვს ადგილი.

154
მეტი დოფამინი, მეტი მანძილი

მკვლევარებმა გენეტიკური მონაცემები ყველაზე ცნობილი მიგრაციული


მარშრუტების მიხედვით მიიღეს ჩრდილოეთ ამერიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,
აღმოსავლეთ აზიიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, აფრიკიდან და ევროპიდან.
როდესაც მათ მონაცემები გააანალიზეს, ნათელი ნიმუში გამოვლინდა. პოპულაციებს
შორის, რომლებიც თავიანთ საწყის წყაროებთან ახლოს დარჩნენ, ნაკლებ
რაოდენობას ჰქონდა DRD4 ალელი, ვიდრე მიგრაციაში უფრო შორს წასულებს.

მათ მიერ შეფასებული მიგრაციის ერთ-ერთი მარშრუტის მიხედვით მიგრაცია


აფრიკიდან დაიწყო, აღმოსავლეთ აზიაში გაგრძელდა, შემდგომში ბერინგის სრუტის
გავლით ჩრდილოეთ ამერიკაში გადავიდა და იქიდან სამხრეთ ამერიკაში
დასრულდა. ეს საკმაოდ გრძელი გზაა. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სამხრეთ
ამერიკამდე მისულ ჯგუფებს დოფმინური ალელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
ჰქონდათ - 69 პროცენტი. მათ შორის, ვინც მიგრაციაში უფრო მცირე მანძილებზე
დასახლდა, მხოლოდ 32 პროცენტს ჰქონდა მაღალი ალელი. ცენტრალური ამერიკის
ძირძველ მოსახლეობაში მაჩვენებელი 42 პროცენტზე მერყეობდა. საშუალო
მონაცემებით შეფასდა, რომ მიგრაციაში ყოველ 1000 მილზე ალელების პროპორცია
4.3 პროცენტით გაიზარდა.

როდესაც დადგინდა, რომ DRD4 გენის 7R ალელი მოსახლეობის მიგრაციის


მახასიათებლებთან იყო კავშირში, შემდეგი კითხვა გაჩნდა - რატომ? როგორ გახდა 7R
ალელი უფრო გავრცელებული შორეულ პოპულაციებში? აშკარა პასუხი ის არის, რომ
დოფამინი ადამიანებს მეტი და მეტი ძიებისაკენ მოუწოდებს. ეს მათ მოუსვენრებს და
უკმაყოფილოებს ხდის. ისინი ზუსტად იმ ჯგუფებს წარმოადგენენ, რომელთაც
ჩამოყალიბებული საზღვრების მიღმა, რაღაც ახლის ძიებისკენ გადადგეს ნაბიჯი.
თუმცა, არსებობს სხვა ახსნაც.

გადარჩენა

შესაძლოა სხვადასხვა ტომები მიგრაციაში ისეთი მიზეზებით წავიდნენ, რომელსაც


საერთო არაფერი ჰქონდა სიახლის ძიებასთან. შეიძლება კონფლიქტს ჰქონდა
ადგილი, ან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობდნენ. ბევრი მიზეზი დოფამინთან
დაკავშირებული არ არის, მაგრამ კითხვა მაინც რჩება: რატომ დამთავრდა ასეთ
სიტუაციაში მიგრაცია გაზრდილი 7R ალელით? პასუხი ის არის, რომ 7R ალელს არ
დაუწყია მიგრაცია, მაგრამ როგორც კი დაიწყო, ალელმა გასცა თავისი კუთვნილი
გადარჩენის უპირატესობა.

155
7R ალელის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მიგრანტებს ახალი გარემოს უკეთ
შესწავლის საშუალება მიეცათ, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ რესურსების
მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობათა მოძიების მიზნით. ხვა სიტყვებით, მან
ხელი შეუწყო სიახლის ძიებას. მაგალითად, ერთი გეოგრაფიული არეალი
ტომისთვის თანმიმდევრულ კლიმატს და ერთსა და იგივე საკვებს ნიშნავდა. ახალ
ადგილებში მიგრაციის შემდეგ, მიგრანტებს უნდა განეცადათ წვიმიანი ან მშრალი
სეზონები და ამისდა მიხედვით ესწავლათ საკვები წყაროების შეცვლა, რომლებიც
სეზონურ ცვლილებებთან იყო დაკავშირებული. ასეთი პროცესი თავისთავად
მოიცავდა სხვადასხვა რისკებს და ექსპერიმენტებს.

ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც 7R ალელს ატარებენ,


შედარებით სწრაფად სწავლობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორი პასუხი
ჯილდოს მიღებას უზრუნველჰყოფს. ზოგადად, 7R ალელის მატარებლები ჯილდოს
მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. მათ აქვთ ძლიერი რეაქცია როგორც მოგებაზე,
ასევე წაგებაზე. შესაბამისად, როდესაც უცხო გარემოში აღმოჩნდებიან და
ადაპრიტება სჭირდებათ, ისინი უფრო მეტს მუშაობენ ვითარების გარკვევაში,
ვინაიდან მათი წარმატებაც და წარუმატებლობაც მეტად ინტენსიურია.

კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ 7R ალელი ასოცირდება ისეთ რაღაცასთან,


რომელსაც ახალი სტრესის მიმართ დაბალი რეაქტიულობა ეწოდება. კარგი
ცვლილებაც და ცუდი ცვლილებაც სტრესის მომგვრელია. მაგალითად, ცოტა რამ თუ
არის განქორწინებაზე უფრო სტრესული, მაგრამ დაქორწინებაც ასევე რთულია.
გაკოტრება სტრესულია, მაგრამ იგივე ხდება ლატარიის მოგების შემთხვევაშიც.
ცუდმა ცვლილებებმა შესაძლოა კარგ ცვლილებებზე მეტი სტრესი გამოიწვიოს,
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ცვლილების ზომაა. დიდი ცვლილება მეტ
სტრესს ნიშნავს.

სტრესი ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. სინამდვილეში, სტრესი კლავს. სტრესი


ზრდის გულის დაავადების ალბათობას, უძილობას, საჭმლის მომნელებელი
სისტემის დარღვევას და იმუნური სისტემის დაქვეითებას. მას ასევე შეუძლია
გამოიწვიოს დეპრესია, რომელიც ადამიანში ენერგიის პათოლოგიურ ნაკლებობას,
უიმედობას, სიკვდილზე ფიქრს და მოტივაციის დავარდნას იწვევს; ეს ყველაფერი
გადარჩენის აუცილებლობას ეწინააღმდეგება. ჩვენს წინაპრებში მაღალი ემოციური
სტრესის მქონე ადამიანებს უჭირდათ გარემოს ათვისება, რესურსების მოპოვება და
საჭირო ცვლილებების განხორციელება. ისინი ნაკლებად წარმატებული
მონადირეები და შემგროვებლები იყვნენ. ამან გაართულა რეპროდუქციული
შეჯიბრება შედარებით აქტიურ წარმომადგენლებთან, ზოგჯერ კი საკმარისად
დიდხანსაც არ ცოცხლობდნენ, რათა შვილები ჰყოლოდათ.

თუმცა, ყველა არ განიცდის სტრესს ცვლილების გამო. ახალი სამუშაო, ახალი


ქალაქში, თუნდაც სრულიად ახალი კარიერა შესაძლოა ადამიანისთვის ძალიან

156
საინტერესო და ენერგიული გამოდგეს. ეს უმეტესწილად დოფამინურ პიროვნებებს
ეხებათ. ისინი ხარობენ უცნობ გარემოში, შესაბამისად, პრეისტორიულ ხანაშიც უკეთ
უმკლავდებოდნენ რადიკალურ ცვლილებებს. დროთა განმავლობაში, ისეთი
ალელები, რომლებიც ადამიანებს უცნობ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარებოდნენ,
მარტივად გავრცელდა პოპულაციაში, ხოლო სხვა ალელები შედარებით იშვიათი
გახდა.

რა თქმა უნდა, 7R ალელის მატარებლები ყველანაირ სიტუაციას უთოუდ


წარმატებით არ ერგებოდნენ. დოფამინური პიროვნების მქონდე ადამიანები კარგად
ეგუებიან ახალ გარემოს, მაგრამ მათ ხშირად უჭირთ ურთიერთობებში. ეს კი ძალიან
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან გამოცდილი სოციალური ფუნქციონირება
ევოლუციურ უპირატესობას იძლევა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდი, ძლიერი
ან ჭკვიანია ადამიანი, იგი ვერ შეძლებს კონკურენციას ხალხთან, რომლებიც
ჯგუფურად მუშაობენ. ცალკეული პირები დაჯგუფებებს ვერ შეებრძოლებიან.
სიტუაციაში, როდესაც თანამშომლობის საჭიროება უმნიშვნელოვანესია,
დოფამინური პიროვნებები მოიკოჭლებენ ხოლმე.

ასე რომ, ყველაფერი გარემოზეა დამოკიდებული. ნაცნობი, სოციალური


თანამშრომლობის პირობებში მაღალი დოფამინური გენები ნაკლებად ვრცელდება,
რადგან მათი გადარჩენისა და მეწყვილეს ძიების უპირატესობები მცირდება
დოფამინის უფრო დაბალანსებული დონის უპირატესობებთან შედარებით. მეორეს
მხრივ, რაღაც უცნობის აღმოჩენისკენ მიმავალ დაჯგუფებებში აქტიურ დოფამინურ
სისტემას მეტი უპირატესობა ეძლევა.

რომელია მართალი?

ასეთი მოცემულობა გვაძლევს ორ კონკურენტუნარიან თეორიას:

1. დოფამინური გენები ადამიანებს ახალი შესაძლებლობების ძიებისკენ უბიძგებს.


შედეგად, ასეთი გენები ისეთ პოპულაციებში უფრო მეტია, რომელთაც მიგრაცია
განიცადეს.

2. რაღაც განსხვავებულმა ფაქტორმა აიძულა მოსახლეობა დაეწყოთ ახალი


შესაძლებლობების ძიება და დოფამინურმა გენებმა ზოგიერთ მათგანს სხვებთან
შედარებით გადარჩენისა და რეპროდუქციის უკეთესი საშუალება მისცეს.

როგორ გავიგოთ, რომელია აქედან მართალი?

აქ საქმე ცოტათი რთულდება. თუ მიგრაცია დოფამინურმა გენებმა გამოიწვია, მაშინ


უამრავ 7R ალელს უნდა ვხედავდეთ ყველა ჯგუფში, რომელმაც მოგზაურობა

157
აფრიკიდან დაიწყო. ეს უნდა გამოვლინდეს ორივე შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე
თაობის განმავლობაში გადასახლდნენ და მიგრაცია ახლოს დაასრულეს და მაშინაც,
როცა გადასახლდნენ მრავალი თაობის მანძილზე და მიგრაცია ძალიან შორს
დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ მიგრაციის დასაწყებად მოსახლეობას მაღალი
დოფამინი სჭირდება, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, სად დასრულდება მიგრაცია.
ვინც შორს მიდის, მას მეტი დოფამინი ექნება, ხოლო ვინც ახლოს რჩება, ნაკლები.

მეორეს მხრივ, თუ ადამიანებმა მიგრაცია 7R ალელის გარეშე დაიწყეს, ალელების


ეტაპობრივ ცვლილებას იმ ადამიანებში უფრო მკაფიოდ დავინახავთ, ვინც მას
ატარებს. აი რატომ: თუ ტომი მცირე მანძილზე სახლდება, მხოლოდ რამდენიმე
თაობა განიცდის უცნობ გარემოს. როგორც კი მოძრაობა შეწყდა, უცნობი გახდა
ნაცნობი და 7R ალელი აღარ იძლევა უპირატესობას.

თუმცა, ტომები, რომლებიც განაგრძობდნენ მოგზაურობას, უცნობ გარემოს


თაობიდან თაობამდე განიცდიდნენ. 7R-ის რეპროდუქციული უპირატესობები
გაგრძელდება და 7R ალელის მატარებლები სხვებზე დიდხანს იცოცხლებენ; ამასთან,
შთამომავლობის დატოვების მეტი შანსებიც მათ ხელში იქნება. დროთა
განმავლობაში 7R ალელი უფრო და უფრო ხშიი გახდება. ეს სწორედ ის არის, რასაც
ჩვენ ვხედავთ. რაც უფრო შორს მოძრაობს მოსახლეობა, მით მეტია 7R ალელის
სიხშირე. ამას არ დაუწყია მათი მიგრაცია, მაგრამ გადარჩენაში ნამდვილად
დაეხმარა.

მიგრაცია

დღევანდელ დროში ადამიანების მოძრაობა დიდად განსხვავდება ჩვენი


პრეისტორიული წინაპრების მოძრაობისგან. მშობლიური ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში
წასვლა დღეს პირადი გადაწყვეტილებაა და არა ერთპიროვნული, ტომობრივი
არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციის მიზეზი შეიძლება მსგავსი იყოს, 7R
ალელი მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს. დღეს-დღეისობით იმიგრანტ
პოპულაციებს 7R ალელის დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვთ, რაც დანარჩენ
მოსახლეობას - მშობლიურ ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, დოფამინი ჩართულია,
მაგრამ განსხვავებულად.

მეოთხე თავში, როდესაც კრეატიულობაში დოფამინის როლს განვიხილავდით, ჩვენ


კრეატიულობა შევადარეთ შიზოფრენიას, რომელიც სურვილის წრეში დოფამინის
გადაჭარბებული აქტივობის შედეგია, ფსიქიკური დაავადების სახით. ჩვენ
განვიხილეთ სიტუაციები, რომლებშიც ფსიქოზურ ილუზიებს კავშირი ჰქონდათ
შემოქმედებით იდეებთან და თუნდაც ჩვეულებრივ ოცნებებთან. მაგრამ შიზოფრენია

158
არ არის მხოლოდ დაავადება, რომელიც დოფამინის გადაჭარბებული აქტივობით
ხასიათდება. ბიპოლარულ აშლილობას, რომელსაც ზოგჯერ მანიაკალურ-
დეპრესიულ დაავადებას უწოდებენ, დოფამინური კომპონენტები გააჩნია და
როგორც აღმოჩნდა, მას მიგრაციასთან აქვს კავშირი.

ბიპოლარული მანია: გადაჭარბებული დოფამინის კიდევ ერთი მდგომარეობა

ბიპოლარულობა ეხება განწყობის ორ უკიდურესობას (როგორც ველოსიპედი ეხება


ორ ბორბალს). ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები განიცდიან დეპრესიის
ეპიზოდებს, როდესაც მათი განწყობა არანორმალურად დაბალია და მანიაკალურ
ეპიზოდებს, როდესაც განწყობა ძალიან მაღალია. მანიაკალური მდგომარეობის
სიმპტომების გათვალისწინებით, ეს უკანასკნელი ასოცირდება დოფამინის მაღალ
დონესთან: მაღალი ენერგია, ეიფორიული განწყობა, ქოასური აზრები, აქტივობის
სიმრავლე ერთდროულად მრავალი მიზნის მისაღწევად და გადაჭარბებული
ჩართულობა მაღალი რისკის მქონე, სიამოვნების მომტან აქტივობებში, როგორიცაა
შეუზღუდავი ხარჯვა და უხამსი სექსუალური ქცევა.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი ინვალიდია. ისინი ვერ ახერხებენ


სამსახურის ან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას. ზოგ მათგანს
სტბილიზაციური წამლების მიღების შედეგად მკურნალობა შეუძლია. მთელს
მსოფლიოში, მოსახლეობის დაახლოებით 2,4 პროცენტს აქვს ბიპოლარული
აშლილობა, მაგრამ იგი გარკვეულ ჯგუფებში უფრო ხშირად ვლინდება.
ისლანდიელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ
შემოქმედებით სფეროებში, (როგორიცაა ცეკვა, მსახიობობა, მუსიკა და მწერლობა) 25
პროცენტით აღემატებოდნენ ბიპოლარული აშლილობის მაჩვენებლით დანარჩენ
ადამიანებს, რომელთაც არაკრეატიული სამუშაო ჰქონდათ. გლაზგოს
უნივერსიტეტის მეცნიერები რვიდან ოცი წლის ასაკამდე 1800 ადამიანს
აკვირდებოდნენ. მათ აღმოაინეს, რომ რვა წლის ასაკში მაღალი IQ ქულები
ბიპოლარული აშლილობის უფრო მაღალ რისკს წინასწარმეტყველებდა, ვიდრე
მაღალი IQ ქულები 23 წლის ასაკში. ჩვეულებრივ ტვინებთან შედარებით, ჭკვიანი
ტვინები უფრო დიდი რისკის ქვეშ იდგნენ დოფამინური ფსიქიკური დაავადებების
განვითარების ალბათობაში.

ბევრმა ცნობილმა, კრეატიულმა ადამიანმა აღიარა, რომ ისინი ბიპოლარულ


აშლილობასთან ერთად ცხოვრობდნენ. მათ შორის არიან ფრენსის ფორდ კოპოლა,
რეი დევისი, პეტი დიუკი, კერი ფიშერი, მელ გიბსონი, ერნესტ ჰემინგუეი, ები
ჰოფმანი, პატრიკ კენედი, ადა ლავლეისი, მერილინ მონრო, სინედ ო’კონორი, ლუ
რიდი, ფრენკ სინატრა, ბრიტნი სპირსი, ტედ ტერნერი, ჟან-კლოდ ვან დამი,

159
ვირჯინია ვულფი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ჩარლზ დიკენსი, ფლორენს ნაიტინგეილი,
ფრიდრიხ ნიცშე და ედგარ ალან პო.

არაჩვეულებრივი ტვინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მაღალი ხარისხის


სპორტული მანქანა. მას წარმოუდგენელი ქმედებების განხორციელება შეუძლია,
მაგრამ ადვილად იშლება. დოფამინი ამოძრავებს ინტელექტს, კრეატიულობას და
შრომისმოყვარეობას, მაგრამ მას ასევე შეუძლია აიძულოს ადამიანები უცნაური
ქცევისკენ. ბიპოლარული მანიის დროს დოფამინის გადაჭარბებული აქტივობა არ
არის ერთადერთი პრობლემა, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც
აღინიშნა, ეს არ არის გამოწვეული მაღალი აქტიური DRD4 რეცეპტორების
ალელებით. ამის ნაცვლად, მეცნიერები თვლიან, რომ პრობლემა დოფამინის
ტრანსპორტერთან არის დაკავშირებული.

რა ხდება, როდესაც ტანსპორტერი ნორმალურად არ ფუნქციონიერებს? ჩვენ


შეგვიძლია ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ, როდესაც კოკაინზე დამოკიდებულ
ადამიანებს შევისწავლით. კოკაინი ბლოკავს დოფამინის ტრანსპორტერს. ბლოკირება
დოფამინს რეცეპტორებთან უსასრულო ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს.
როდესაც ეს ხდება, ადამიანი გრძნობს გაზრდილ ენერგიას, მიზანმიმართულ
აქტივობას და სექსუალური მადის მატებას. ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ
ამაღლებული თვითშეფასება, ეიფორია და ქაოსური აზრები. კოკაინით
ინტოქსიკაცია ძალიან ჰგავს მანიას, რადგან ექიმებს უჭირთ მათი ერთმანეთისგან
გარჩევა.

განსაზღვრავს თუ არა ბიპოლარული გენები მიგრციას?

ძალიან სწრაფად გავიაზრე, რომ ემიგრაციაში წასვლისას იმ ყავარჯნებს კარგავ,


რომელთაც აქამდე ეყრდნობოდი. თქვენ ნულიდან უნდა დაიწყოთ, რადგან წარსული
ერთი დარტყმით უკვე წაშლილია და არავის აინტერესებს საიდან ხართ ან აქამდე რას
აკეთებდით.

იზაბელ ალენდე, მწერალი.

ბიპოლარული აშლილობა არ არის მაინცდამაინც ყველაფერი ან არაფერი. ზოგ


ადამიანს ამ დაავადების მძიმე ფორმები აქვს, ზოგს კი შედარებით მსუბუქი. სხვებს
მხოლოდ ბიპოლარული ტენდენცია ახასიათებთ. უკანასკნელი ჯგუფის მქონე
ადამიანებშიც შეგვიძლია შევამჩნიოთ ამაღლებული განწყობის მომენტები, მაგრამ
იგი არც თუ ისე ცუდია, რათა სამედიცინო დაავადების დიაგნოზი დავუსვათ. ეს

160
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ბევრ რისკის ჰორმონს
ღებულობს ადამიანი გენებში საკუთარი წინაპრებისგან. გენეტიკური რისკი
შემდგომში ურთიერთქმედებს ადამიანის გარემოსთან (მაგალითად, სტრესული
ბავშვობა) და საბოლოო შედეგის სახით დგება ბიპოლარული აშლილობა ან მისი
მახასიათებლების ზოგიერთი გამოვლინება, რომელიც არ არის საკმარისად მძიმე,
რათა რეალური დაავადება გამოიწვიოს.

შესაძლებელია თუ არა, რომ დოფამინის ტრანსპორტერში ამ მცირე დისფუნქციამ


(რამდენიმე სარისკო გენმა, რომელთაც მცირე ეფექტი აქვთ) ხალხი მოუსვენარი
გახადოს? შესაძლოა თუ არა, ამის შედეგად ადამიანმა სახლის დატოვების
გადაწყვეტილება მიიღოს? ენდრიუ კარნეგმა, მეცხრამეტე საუკუნის შოტლანდიელმა
ემიგრანტმა, რომელმაც ქარხანაში კაპიკებზე მუშაობა დაიწყო და მოგვიანებით
მილიონერი გახდა, სამყაროს განუცხადა: "კმაყოფილი ადამიანები ატლანტიკის
ქარიშხლის ტალღებს არ ებრძვიან, არამედ უმწეოდ სხედან სახლებში".

თუ ბიპოლარული გენები ხელს უწყობენ ემიგრაციას, ეს ამბიციური ხალხი ხელს


შეუწყობს რისკის გენების გავრცელებას და ბიპოლარული გენები მეტად
გავრცელდება ისეთ ქვეყნებში, სადაც მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია.
შეერთებული შტატები თითქმის მთლიანად ემიგრანტებით და მათი
შთამომავლებით არის დასახლებული. სწორედ ამ ქვეყანაშია ბიპოლარული
აშლილობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: 4,4 პროცენტი, რომელიც ორჯერ
აღემატება დანარჩენ მსოფლიოს. არის თუ არა ეს ორი ერთმანეთთან კავშირში?

იაპონიაში, სადაც იმიგრაცია თითქმის არ არსებობს, ბიპოლარული აშლილობის


მაჩვენებელი 0,7 პროცენტია - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მთელს მსოფლიოში.
შეერთებულ შტატებში ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები ახალგაზრდა ასაკში
იწყება, რომელიც დაავადებების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს. მოსახლეობის
დაახლოებით ორ მესამედს ოც წლამდე უვითარდება მსგავსი სიმპტომები. ასეთი
მაჩვენებელი მხარს უჭერს იმ აზრს, რომ შეერთებულ შტატებში გენოფონდის
მრავალფეროვნება ხელს უწყობს მაღალი რისკის გენების გავრცელებას.

გენი, რომელიც დოფამინის ტანსპორტერს წარმოქმნის მხოლოდ ერთია, მაგრამ მის


გარდა მრავალი სხვაც არსებობს. არავინ იცის ზუსტად რამდენი, მაგრამ აშკარაა, რომ
გენეტიკური მემკვიდრეობის გარკვეული ფორმა თავის როლს თამაშობს.
ბიპოლარული მშობლების შვილებში აშლილობის განვითარების ალბათობა ორჯერ
მეტია დანარჩენებთან შედარებით. ზოგმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ რისკი ორის
ნაცვლად, ათჯერ მეტია. მაგრამ ხანდახან ბავშვებს უმართლებთ. ისინი სარგებლობენ
ბიპოლარობის უპირატესობებით, ავადმყოფური სიმპტომების გარეშე.

როგორც აღინიშნა, ბიპოლარული აშლილობა არ არის მაინცდამაინც ყველაფერი ან


არაფერი. განწყობის აშლილობის სპეციალისტები ბიპოლარული სპექტრის შესახებ

161
საუბრობენ. სპექტრის ერთ ბოლოში არის ბიპოლარული I. დაავადების ამ ფორმის
მქონე ადამიანები განიცდიან მძიმე მანიას და ღრმა დეპრესიას. შემდეგი მოდის
ბიპოლარული II. ბიპოლარული II-ის მქონე ადამიანები განიცდიან ღრმა დეპრესიას,
მაგრამ ამაღლებული განწყობის მსუბუქ ფორმებს, რომელსაც ჰიპომანია ეწოდება.
სპექტრის ქვემოთ არის ციკლოთიმია, რომელსაც ჰიპომანიის და მსუბუქი დეპრესიის
ციკლური ეპიზოდები ახასიათებს. შემდეგ მოდის ჰიპერთიმიული ტემპერამენტი,
რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "thymia", რაც გონების
მდგომარეობას აღნიშნავს.

ჰიპერთიმიული ტემპერამენტი დაავადებად არ ითვლება. ბიპოლარული


აშლილობის მკვეთრი ელემენტები მასში არ მონაწილეობენ. ჰიპერთიმიული
ტემპერამენტის მქონე ადამიანებს უბრალოდ "ჰიპერ" პიროვნება აქვთ და მათ ეს
მუდმივად აღენიშნებათ. ჰაგოპ აკისკალის მიხედვით - რომელმაც მოცემულ სფეროსი
პიონერული სამუშაო ჩაატარა - ჰიპერთიმიული ტემპერამენტის მქონე ადამიანები
არიან ოპტიმისტურები, მხიარულები, ზედმეტად თავდაჯერებულები, ტრაბახები და
გეგმებითა და ენერგიით სავსენი. ისინი მრავალმხრივი ინტერესებით გამოირჩევიან,
რისკზე მიდიან და დიდხანს არ სძინავთ. ისინი ზედმეტად აღფრთოვანებულნი
ხდებიან ცხოვრების ახალი მიმართულებებით, როგორიცაა დიეტა, რომანტიკული
პარტნიორები, ბიზნეს შესაძლებლობები, რელიგიები, მაგრამ მალევე კარგავენ
ინტერესს. ჰიპერთიმიული ტემპერამენტის მქონე ადამიანები ხშირად აღწევენ დიდ
წარმატებას, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება რთულია.

ბიპოლარული სპექტრის ბოლო ეტაპი ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც


მემკვიდრეობით იღებენ გენეტიკური რისკის ძალიან შეზღუდულ რაოდენობას.
ასეთი ხალხი არ განიცდის არანორმალურ სიმპტომებს, მაგრამ მათ სიამოვნებთ
ისეთი რამ, როგორიცაა გაძლიერებული მოტივაცია, კრეატიულობა, გაბედული
მოქმედებისა და რისკისკენ მიდრეკილება და სხვა. ესენი არიან მახასიათებლები,
რომლებიც დოფამინური აქტივობის საშუალოზე მაღალ დონეს ასახავენ.

დოფამინის ერი

ბიპოლარულ გენებს და ბიპოლარულ აშლილობას შედარებით მაღალი მაჩვენებლით


ვხვდებით შეერთებულ შტატებში. რა ხდება არაპათოლოგიურ გამოხატულებებთან?
არის თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომ ასეთი მაჩვენებელიც ფართოდ არის
გავრცელებული? ფაქტობრივად, მტკიცებულებები უხვადაა და ყველაფერი სათავეს
რესპუბლიკის ადრეულ წლებში იღებს.

162
ამერიკული კულტურის ერთ-ერთი პირველი დამკვირვებელი გახლდათ ალექსის დე
ტოკვილი, ფრანგი დიპლომატი, პოლიტოლოგი და ისტორიკოსი. ტოკვილმა
მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ამერიკელებზე საკუთარი დაკვირვებები მის
მიერ დაწერილ წიგნში აღწერა ("დემოკრატია ამერიკაში"). მან შეისწავლა ახალი
ქვეყანა, რადგან სჯეროდა, რომ სავარაუდოდ ევროპაშიც არისტოკრატიას
დემოკრატია ჩაანაცვლებდა. მას ეგონა, რომ ამერიკაში დემოკრატიის შედეგების
შესწავლა სასარგებლო იქნებოდა ევროპისთვისაც, როდესაც მმართველობის ახალ
ფორმებზე მიდგებოდა საქმე.

ბევრი რამ, რაც ტოკვილმა შენიშნა, შეიძლება მიეწეროს თანასწორობის


დემოკრატიულ პრინციპს. მაგრამ მან ამერიკელთა ისეთი მახასიათებლებიც აღწერა,
რომლებიც, როგორც ჩანს, არ იყვნენ დაკავშირებულნი პოლიტიკურ
ფილოსოფიასთან. ზოგიერთი მახასიათებელი საოცრად ჰგავს ბიპოლარული
აშლილობის სიმპტომებს ან სულ მცირე, დოფამინური პიროვნების პრობლემებს.
წიგნის ერთ-ერთ თავში ("ფანატიკური ენთუზიაზმი ზოგიერთ ამერიკელში"),
ტოკვილი წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ამქვეყნიური სიკეთეების შეძენის სურვილი ამერიკელ


ხალხზე გაბატონებულ ვნებას წარმოადგენს, გარკვეული მომენტალური აფეთქებები
ხდება, თითქოს მოულოდნელად აღარ აინტერესებთ მატერიალური ობლიგაციები
და იმპულსურად ისწრაფვიან ზეცაში აფრენისაკენ".

ამ ერთ წინადადებაში ჩვენ ვხედავთ დოფამინური დევნის მგზნებარე მანიას,


რომელიც ფიზიკური საგნების აღქმის მიღმა იმყოფება. მომდევნო თავში,
სახელწოდებით "ამერიკელთა მოუსვენარი სულის მიზეზები კეთილდღეობის
შუაგულში", ტოკვილი ცხადად აღწერს, რომ დოფამინური "გაფართოების"
საზღვრები არასოდეს არის საკმარისი. ტოკვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად
ყველაზე ბედნიერი გარემოებებისა, ამერიკელები მაინც უკეთეს ცხოვრებას ეძებენ.
ტოკვილი წერს:

"შეერთებულ შტატებში კაცი სახლს აშენებს, რათა ცხოვრების დარჩენილი წლები


მყუდროდ გაატაროს, და ამ სახლს ყიდის, სანამ ნორმალურად გადახურავდეს. ბაღს
აშენებს და შემდეგ აქირავებს. ეუფლება პროფესიას და შემდეგ ივიწყებს. თუ წლების
მანძილზე უწყვეტი შრომის შემდეგ აღმოაჩენს, რომ რამდენიმე დღიანი შვებულება
აქვს, აუცილებლად დაკავდება სხვა საქმით, რათა თავიდან მოიშოროს ბედნიერების
შეგრძნება".

ტოკვილმა აღწერა ჰიპერთიმიებით დასახლებული ერი.

163
გამომგონებლები, მეწარმეები და ნობელის პრემიის ლაურეატები

როგორც ემიგრანტების ერი, შეერთებული შტატები სანახაობრივად დაწინაურდა


დოფამინური მიღწევებით. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის იმიგრაციის კვლევის
ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის ბრიფინგის მიხედვით, 1901-დან 2013
წლამდე ნობელის პრემიის ლაურეატებიდან 42 პროცენტი ამერიკელი გახლდათ, რაც
ცხადია, დანარჩენ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც,
ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატების გარკვეული რაოდენობა იმიგრანტები
იყვნენ: ანადა (13%), გერმანია (11%) და დიდი ბრიტანეთი (11%).

შეერთებული შტატები აგრძელებს ემიგრანტების მოზიდვას მსოფლიოს ყველა


წერტილიდან, რომელთა უნარებიც თვალშისაცემად გამორჩეულია.
გარკვეულწილად, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპანიების უმეტესობა
ემიგრანტების მიერ არის დაფუძნებული; ასეთებია Google, Intel, PayPal, eBay და
Snapchat. ეს ყველაფერი აღსანიშნავია, რადგან ემიგრანტები ამერიკის მოსახლეობის
მხოლოდ 13 პროცენტს შეადგენენ. ქვეყანა, რომელიც ამერიკას ყველაზე დიდი
ტექნოლოგიური ნაწარმით ეხმარება, არის ინდოეთი.

წიგნის ავტორები - "როგორც განსაზღვრა მიგრაციამ ჩვენი სამყარო" - იუწყებიან, რომ


2006 წელს შეერთებულ შტატებში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები
ჩამოთვლილნი იყვნენ როგორც გამომგონებლები ან თანაგამომგონებლები.

ემიგრანტები არ მუშაობენ მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებში. ისინი ხსნიან


სალონებს, რესტორნებს და ქიმწმენდის ქარხნებს. ამერიკაში ემიგრანტები იწყებენ
ყოველი ახალი ბიზნესის მეოთხედს. მეწარმეობას ფართოდ რომ შევხედოთ,
პირდაპირ ბმას დავინახავთ დოფამინის სისტემასთან.

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების გამორჩეული როლი მხოლოდ ამერიკაში არ


გვხვდება. ემიგრანტების მიერ მოტანილ სიახლეზე ორიენტირებულ ქვეყნებს
განეკუთვნება კანადაც, ისრაელიც და ავსტრალიაც. ისრაელი ემიგრანტების
სახელმწიფოდ ბოლო სამი თაობის მანძილზე იქცა.

მსოფლიოში მაღალფუნქციური დოფამინური ადამიანების შეზღუდული რაოდენობა


არსებობს, ასე რომ, ერთი ქვეყნის მოგება მეორე ქვეყნის ზარალს ნიშნავს. ბევრი
ამერიკელი ემიგრანტი ევროპიდან ჩამოვიდა, რამაც ამერიკაში დოფამინური
გენოფონდი გაზარდა და ევროპას მხოლოდ ნარჩენები შერჩა. ამიტომ, ევროპაში
მოსახლეობა ამერიკასთან შედარებით "აქ და ახლა" მიდგომით ხასიათდება.

Pew Research Center-მა ჩაატარა გამოკითხვა, თუ რა განსხვავება არსებობდა


ამერიკელებსა და ევროპელებს შორის. მათი დასკვნები წარმოდგენილია

164
მოხსენებაში, სახელწოდებით The American-Western European Values Gap. მიუხედავად
იმისა, რომ ღირებულებებზე გავლენას გენეტიკის გარდა მრავალი ფაქტორი ახდენს,
მათ მიერ დასმული ზოგიერთი შეკითხვა მჭიდროდ იყო დაკავშირებული
დოფამინურ პიროვნებებთან. მაგალითად, მათ ჰკითხეს: "არის თუ არა წამატება
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?" გერმანიაში 72-მა პროცენთქმა თქვა "დიახ".
საფრანგეთში ეს იყო 57 პროცენტი, ხოლო ბრიტანეთში 41. ამერიკაში
გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას დოფამინური ხედვა ჰქონდა.

დოფამინური განსხვავება სხვა საკითხებშიც ვლინდება. ამერიკელები


განსაკუთრებულად იწონებდნენ სამხედრო ძალის გამოყენების იდეას და
ცვლილებების ფაქტობრივ შემოღებას, ეროვნული მიზნების მისაღწევად. ისინი
ნაკლებად თვლიდნენ, რომ ამისთვის გაეროს ნებართვა იყო საჭირო. ამერიკელთა
თითქმის 50-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ცხოვრებაში რელიგია მნიშვნელოვან
როლს თამაშობდა. ამასთან დაკავშირებით ევროპაში ნახევარზე დაბალი
მაჩვენებელი გახლდათ: ესპანეთში იგივე თქვა 22-მა პროცენტმა, გერმანიაში 21-მა, 17
ბრიტანეთში და 13 საფრანგეთში.

შესაძლოა ამერიკაში და სხვა ემიგრანტ ქვეყნებში გამორჩეული დოფამინური გენები


ვლინდებოდეს, მაგრამ ცხოვრებისადმი დოფამინური მიდგომა კოლექტიური
კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, მიუხედავად იმისა, უჭერს თუ არა მხარს
ასეთ მიდგომას ადამიანის გენები. მსოფლიოს ახლა ახასიათებს ინფორმაციის
დაუსრულებელი ნაკადი, ახალი პროდუქტები, რეკლამა და მეტის საჭიროება.
დოფამინი დღეს-დღეისობით ჩვენი არსების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილთან
ასოცირდება. დოფამინმა შეიპყრო ჩვენი სულები.

მე, დოფამინი

დოფამინის წარმომქმნელი უჯრედები ტვინის 0,0005 პროცენტს შეადგენენ. ეს არის


უჯრედების მცირე ნაწილი, რომელსაც ჩვენს სამყაროში ნავიგაციისათვის ვიყენებთ.
მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობთ, თუ რას წარმოვადგენთ ღრმა გაგებით,
სინამდვილეში ამ დროს უჯრედების მცირე პორციას ვგულისხმობთ. ჩვენ
დოფამინთან ვახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. ჩვენს გონებაში, ჩვენ
ვართ დოფამინი.

ჰკითხეთ ფილოსოფოსს, რა არის კაცობრიობის არსი და არ გაგიკვირდეთ, თუ მისგან


მიიღებთ პასუხს, რომ კაცობრიობის არსი არის "თავისუფალი ნება". კაცობრიობის
არსი არის ინსტიქტების მიღმა განვითარებისა და გადაადგილების უნარი, რათა
ჩვენს გარშემო ავტომატური რეაქციების სპექტრს გავცდეთ. ეს არის არჩევანის

165
გაკეთების უნარი; თუ როგორ შემოვიტანოთ ცხოვრებაში ღირებულებები და
პრინციპები და როგორ ავირჩიოთ შესაძლებლობათაგან საუკეთესო, იქნება ეს ფული,
სიყვარული თუ სულიერი კეთილშობილება; სწორედ ეს არის დოფამინი.

აკადემიკოსმა შეიძლება თქვას, რომ კაცობრიობის არსი არის სამყაროს გაგებისა და


შესწავლის უნარი. ეს არის საშუალება, როდესაც ინფორმაციის ხარჯზე ადამიანი
ფიზიკურ გრძნობებზე მაღლდებდა და ცდილობს უფრო ფართოდ გაიგოს ის, რასაც
აღიქვამს. შემდგომში იგი აფასებს, განსჯის და პროგნოზებს აკეთებს; ეს არის
დოფამინი.

ჰედონისტს სჯერა, რომ ცხოვრებაში მთავარი არის სიამოვნების მიღება, იქნება ეს


ღვინო, ქალი თუ ცეკვა-თამაში, მისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაზარდოს
სიამოვნების წყაროები, რომელსაც ღებულობს, როდესაც "მეტისკენ" ისწრაფვის; ეს
არის დოფამინი.

არტისტი გეტყვით, რომ ყველაფრის არსი არის შემოქმედება. ეს არის ღვთიური ძალა,
რათა სამყაროში შემოვიდეს ისეთი სინათლე და სილამაზე, რომელიც აქამდე არ
არსებობდა; ეს არის დოფამინი.

და ბოლოს, სულიერმა ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ სამყაროს არსი არის


ტრანსცენდენტური რეალობა; რაღაც, რაც ფიზიკურ სამყაროზე მაღლა დგას. ეს არის
სულის უკვდავების ნაწილი, რომელიც სივრცისა და დროის მიღმა არსებობს.
ვინაიდან ჩვენს სულს ვერ ვხედავთ, არ გვესმის, ვერ ვეხებით, ვერ ვაგემოვნებთ და
ვერ ვყნოსავთ, იგი წარმოსახვის მეშვეობით არსებობს; ეს არის დოფამინი.

როგორ ვიფხანთ თავს

ტვინის 99,999 პროცენტზე მეტი შედგება უჯრედებისგან, რომლებიც დოფამინს არ


წარმოქმნიან. ბევრი მათგანი ისეთ ფუნქციებზე ზრუნავს, რომელიც ჩვენი
გაცნობიერების მიღმა იმყოფება, როგორიცაა მაგალითად სუნთქვა, ჰორმონალური
სისტემების ბალანსის შენარჩუნება და კუნთების კოორდინაცია, რაც საშუალებას
გვაძლევს შევასრულოთ ერთი შეხედვით მარტივი მოძრაობები. იფიქრეთ თავის
მოფხანვაზე. ამაზე ფიქრი იმით იწყება, რომ დოფამინური უჯრედი ამბობს: "ეს
მშვენიერი იდეაა". დოფამინი გადაწყვეტს, რომ საუკეთესო საშუალებაა მომავალში
ქავილი არ გვაწუხებდეს, ამიტომ სხეულს მოფხანვის სიგნალს უგზავნის. სწორედ აქ
იწყება და აქვე სრულდება დოფამინის ფუნქცია.

დოფამინი არის დირიჟორი და არა ორკესტრი.

166
გარკვეულწილად, რაღაცის გაკეთების დოფამინური ბრძანება ყველაზე მარტივი
ნაწილია. შემდგომში რაც ამას მოჰყვება იმდენად რთულია, რომ ძნელი
წარმოსადგენია, როგორ უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი ბოლომდე.

თავის მოსაფხანად მკლავის აწევა ათობით კუნთის კოორინაციას მოითხოვს,


რომელშიც ჩართულია თითები, მკლავი, მაჯა, მხარი, ზურგი, კისერი და მუცელი.
მკლავის ზემოთ აწევისას იცვლება თქვენი სიმძიმის ცენტრი, ამიტომ იგი ბალანსის
კორექტირებასაც მოითხოვს. თქვენს სხეულში თითოეულ სახსარს აქვს საპირისპირო
კუნთები (თავის ტვინში საპირისპირო სქემების მსგავსად), რათა სახსარი მაღალი
სიზუსტით კონტროლდებოდეს. სახსრის ერთ მხარეს კუნთებს სჭირდებათ შეკუმშვა,
კონკრეტული და მუდმივად ცვალებადი სიძლიერით, ხოლო მოწინააღმდეგეებმა
მუდმივად ცვალებადი წესით უნდა დაისვენონ. კუნთები ინდივიდუალური
ბოჭკოებისგან არის დამზადებული. მათგან მეოთხედი მილიონი მხოლოდ მუცლის
კუნთებში იმყოფება. შეკუმშვის სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა
პროცენტული მაჩვენებლით არის გააქტიურებული ასეთი ბოჭკოები. თავის
მოსაფხანად ტვინმა უნდა გააკონტროლოს მილიონობით უჯრედი მთელს სხეულში.
იგი უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველი უჯრედი სწორად არის კოორდინირებული
ერთმანეთთან და დინამიურად იცვლება შეკუმშვის შედარებითი ძალა მოძრაობის
დროს. ამას დიდი გონებრივი ენერგია სჭირდება; იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ გგონიათ,
რომ გაგაჩნიათ. ეს არ არის დოფამინი, მაგრამ საერთო ჯამში ორივე მოქმედებას
მაინც თქვენ ასრულებთ.

ბევრი რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ მთელი დღის განმავლობაში, ავტომატურია. ჩვენ
ძალიან ბევრ ისეთ ქმედებას ვახორციელებთ, რომელიც გვერდს უვლის ტვინის ისეთ
ნაწილებს, რომელსაც აწონ-დაწონა და გაცნობიერება მოეთხოვება. ამ არგუმენტის
ფონზე შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთი არაცნობიერი (არადოფამინური)
მოქმედებები წარმოადგენენ იმას, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.

ეს გოგო დღეს საკუთარ თავს არ ჰგავს

ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობთ და გვიყვარს, აქვთ განსაკუთრებული


მახასიათებლები, რაც განსაზღვრავს, თუ ვინ არიან ისინი. ზოგიერთი ასეთი
მახასიათებელი დოფამინური აქტოვობიდან წარმოიქმნება; ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ:
"ის ყოველთვის აქ არის, როდესაც მჭირდება". მაგრამ ხშირად, ადამიანის
არაცნობიერი (არადოფამინური) ქმედებები ჩვენთვის კიდევ უფრო ძვირფასია: "ის
ყოველთვის ბედნიერია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცუდად ვგრძნობ თავს, მას
მაინც შეუძლია, რომ გამახალისოს", "მე მიყვარს მისი ღიმილი", "მას ყველაზე
უცნაური იუმორის გრძნობა აქვს", "რაღაცნაირად მოძრაობს, სხვებში ყოველთვის
გამოვარჩევ".

167
თავის მოფხანვისას შეიძლება ვერ ვამჩნევდეთ ჩვენთვის დამახასიათებელ
მოძრაობის თავისებურებებს, მაგრამ სხვა ადამიანები ამას ხედავენ. თითოეულ
ჩვენგანს აქვს გადაადგილების უნიკალური მახასიათებელი. ჩვენ ჩვეულებრივ არ
ვიცით ამ ჩვევების შესახებ, მაგრამ სხვები ამჩნევენ. ხშირად ჩვენს მეგობრებს
შორიდან ვიცნობთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოძრაობენ ისინი, მაშინაც კი,
როდესაც ვერ ვხედავთ მათ სახეებს.

რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ: "ეს გოგო დღეს საკუთარ თავს არ
ჰგავს?"; ადამიანი შეიძლება ავად იყოს, ან თავს იმედგაცრუებულად გრძნობდეს;
შეიძლება დაღლილი იყოს, რადგან გუშინ კარგად არ ეძინა. სულ ერთია რა არის
მიზეზი, ჩვენ ამ სიტყვებში იმას ვგულისხმობთ, რომ იგი განსხვავებული
ადამიანივით იქცევა. ზოგადად ასეთი ქცევა აღნიშნავს ქმედების შაბლონებს,
რომლებიც ცნობიერი კონტროლის მიღმა იმყოფებიან, რის გამოც ქმედება
განსხვავებულია. როდესაც "მასზე" ვფიქრობთ, ხშირად სწორედ არაცნობიერ
ასპექტებს ვგულისხმობთ.

კიდევ რას უგულებელვყოფთ, როდესაც საკუთარი თავის დოფამინურ წრეებთან


იდენტიფიცირებას ვახდენთ? პიროვნებას ასეთ დროს ეკარგება ემოციები,
თანაგრძნობა, საყვარელ ადამიანთან გვერდით ყოფნის სიხარული და ასე შემდეგ. თუ
ჩვენ უგულებელყოფთ ჩვენს ემოციებს და მათთან კავშირს დავკარგავთ, ისინი
დროთა განმავლობაში ნაკლებად დახვეწილნი ხდებიან და გადაიზრდებიან ბრაზში,
სიხარბეში ან წყენაში. თუ ჩვენ უგულებელყოფთ თანაგრძნობას, ვკარგავთ უნარს,
რომ სხვებს თავი ბედნიერად ვაგრძნობინოთ. და თუ უგულებელვყოფთ
ურთიერთობებს, დიდი ალბათობით საერთოდ დავკარგავთ ბედნიერების
შეგრძნების უნარს - პლუს, საკმაოდ ადრე მოვკვდებით. ჰარვარდის კვლევამ,
რომელიც სამოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აღმოაჩინა, რომ
სოციალური იზოლაცია (თუნდაც მარტოობის გრძნობის არარსებობის შემთხვევაში)
ადრეული სიკვდილის ალბათობას 50-დან 90 პროცენტამდე ზრდის. ეს დაახლოებით
იგივე მაჩვენებელია, რაც მოწევა და კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ჭარბი წონა ან
ვარჯიშის ნაკლებობა. როგორც მინიმუმ, ჩვენს ტვინს ურთიერთობები მხოლოდ
იმისთვის სჭირდება, რომ ცოცხალი დარჩეს.

ჩვენ ასევე ვკარგავთ გარშემო არსებული სენსორული სამყაროს სიამოვნებას.


სამაგიეროდ, ყვავილის სილამაზით ტკბობისას ჩვენ წარმოვიდგენთ როგორი იქნება
იგი ვაზაში, ჩვენი სამზარეულოს მაგიდაზე. დილის ჰაერის შესუნთქვის ნაცვლად
ამინდის აპლიკაციას ვუყურებთ და მთლიანად უყურადღებოდ ვტოვებთ
გარესამყაროს.

საკუთარი თავის დოფამინის სისტემებთან იდინტიფიცირება სპეკულაციებისა და


შესაძლებლობების სამყაროში გვაგდებს. კონკრეტული სამყარო, რომელიც აქ და
ახლა არსებობს, ჩვენში ზიზღს, იგნორირებას და შიშს აღძრავს, რადგან ჩვენ არ

168
შეგვიძლია მისი გაკონტროლება. ჩვენ მხოლოდ მომავლის გაკონტროლება
შეგვიძლია და კონტროლზე უარის თქმა არის უკანასკნელი, რაც დოფამინურ
ადამიანებს მოსწონთ. მაგრამ არც ერთი არ არის რეალური. თუნდაც ისეთი
მომავალი, რომელიც ორ წამში დადგება, უკვე არარეალურია. არსებობს მხოლოდ
აწმყოს მკვეთრი და რეალური ფაქტები, რომლებიც ზუსტად ისე უნდა იქნეს
მიღებული, როგორებიც არიან. აწმყო არის რეალური სამყარო. მომავალი, სადაც
დოფამინური არსებები ცხოვრობენ, ფანტომების სამყაროს წარმოადგენენ.

ჩვენი ფანტაზიის სამყარო შეიძლება იქცეს ნარცისულ თავშესაფრად, სადაც ძლიერი,


ლამაზი და სათაყვანებელი ვიქნებით. როდესაც რეალურ სამყაროში ვზივართ,
ნახევრად დაბრმავებულ მდგომარეობაში ვზრუნავთ მხოლოდ იმაზე, თუ რა
შეგვიძლია გამოვიყენოთ რეალობის ღრმა ოკეანეების ხარჯზე ჩვენი
დაუსრულებელი სურვილებისთვის. საბოლოოდ, ამან შეიძლება დაგვღუპოს.

გაანადგურებს თუ არა დოფამინი ადამიანურ რასას?

როდესაც კაცობრიობა გადაშენების პირას იყო მისული, მეტისკენ სწრაფვამ მას


სიცოცხლე შეუნარჩუნა. დოფამინი პროგრესის ძრავას წარმოადგენდა. იგი დაეხმარა
ჩვენს ევოლუციურ წინაპრებს, რათა საარსებო წყარო ეპოვათ. მაგრამ სიმრავლის
გარემოში, რომელშიც ჩვენ ავითვისეთ საკუთარი სამყარო და შევიმუშავეთ
დახვეწილი ტექნოლოგია - ანუ როდესაც გადარჩენის საკითხი აღარ დგას - დოფამინი
მაინც აგრძელებს წინსვლას, მაგრამ ამჯერად ალბათ ჩვენივე განადგურებისაკენ.

როგორც სახეობა, ჩვენ ახლა ბევრად განვითარებულები ვართ იმასთან შედარებით,


რაც ევოლუციის საწყის ფაზებში ვიყავით. ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება, ხოლო
ევოლუცია ძალიან ნელია. ჩვენი ტვინი ზუსტად იმ დროს განვითარდა, როდესაც
გადარჩენა უკვე საეჭვო იყო. თანამედროვე სამყაროში გადარჩენა ნაკლებ პრობლემას
წარმოადგენს, მაგრამ ისე გამოდის, რომ ჩვენ მაინც პირველყოფილი ადამიანებივით
ვაზროვნებთ.

სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანური რასა უახლოესი ორმოცდაათი თაობის


განმავლობაში აღარ იარსებებს. ჩვენ უბრალოდ ზედმეტად შეგვიპყრო დოფამინური
სურვილების დაკმაყოფილების მანიამ: მეტი და მეტი ყოველთვის კარგი არ არის
ინდივიდისთვის და ამ შემთხვევაში იგივე ეხება მთლიან სახეობასაც. მაგრამ
დოფამინი არ ჩერდება. იგი უფსკრულისაკენ გვიბიძგებს. შემდეგ ქვეთავში ჩვენ
განვიხილავთ ყველაზე უარეს სცენარს, რაც კი შეიძლება, რომ დოფამინმა
დაატრიალოს. შესაძლოა ახლებურმა დოფამინურმა გამოგონებებმა დაგვეხმარონ,
რათა კაცობრიობის გადარჩენისთვის უკეთესი გზა ვიპოვოთ, რომელიც მუდმივად

169
აჩქარებული პროგრესის ფაზაში იმყოფება. თუმცა, შესაძლოა უკვე ვერც ვერაფერმა
გვიშველოს. რატომ? აი პასუხი:

ღილაკზე თითის დაჭერა

ბირთვული არმაგედონი არის ყველაზე აშკარა დოფამინური მეთოდი კაცობრიობის


გასანადგურებლად. მაღალი დოფამინის მქონე ადამიანებმა შექმნეს დედამიწის
განკითხვის დღის იარაღი, რომელიც მაღალი დოფამინის სახელმწიფო მმართველებს
გადასცეს. მეცნიერები ვერ ჩერდებიან და ყოველთვის უფრო საშინელ და
სასიკვდილო იარაღებს ქმნიან, ხოლო არც პოლიტიკურ ლიდერებს ეტყობათ, რომ
ოდესმე ძალაუფლების დიქტატურას დათმობენ. დროის მსვლელობასთან ერთად,
უფრო მეტი ქვეყანა ღებულობს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობებს და
ადრე თუ გვიან რომელიმე მათგანის დოფამინური სქემები იმ დასკვნამდე მივა, რომ
მომავალში რესურსების გაზრდის საუკეთესო საშუალებას ღილაკზე თითის დაჭერა
წარმოადგენს. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს (ზოგს ღრმად სჯერა), რომ სანამ საკუთარ
თავს გავანადგურებთ, კაცობრიობა იპოვის გამოსავალს, რათა პრიმიტიული
დროისთვის დამახასიათებელი დაპყრობის მანიისგან გადარჩეს, რაშიც თავისი
როლი უნდა ითამაშონ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციებმა,
როგორიცაა გაერო.

პლანეტის დასასრული

განკითხვის დღის კიდევ ერთი აშკარა სცენარი მოიცავს დოფამინის დაუოკებელ


სწრაფვას მეტისკენ; ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში ჩვენ დედამიწის რესურსებს
მოვიხმართ, შედეგად კი რაღაც დროს პლანეტა განადგურდება. სამრეწველო
აქტივობით დაჩქარებული კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავარი
ყურადღებაა, რომელთაც დამანგრეველი შედეგების ეშინიათ; კლიმატის ასეთი
სისწრაფით ცვალებადობა იწვევს გვალვას, წყალდიდობას და და რესურსების
შესამცირებლად გამართულ ძალადობრივ კონკურენციას. სათბურის გაზების
ნახევარზე მეტი წარმოიქმნება წიაღისეული საწვავის დაწვით, რითაც ცემენტი,
ფოლადი, პლასტმასი და ქიმიკატები მზადდება. რაც უფრო მეტი ქვეყანა ამოდის
სიღარიბიდან, ამ მასალებზე მოთხოვნაც მეტად იზრდება. ყველას მეტი სურს - არ
არის აუცილებელი იგი ფუფუნებისკენ იყოს მიმართული; ბევრი მათგანი
სიღარიბიდან ამოსვლას ეხება.

170
დედამიწის გადასარჩენად გლობალური ეკონომიკური ზრდა უნდა შენელდეს.
ხალხს დასჭირდება გამოიყენოს ნაკლები სითბო, ნაკლები კონდიციონერი, ნაკლები
ცხელი წყალი. მათ ნაკლებად უნდა იმოძრაონ ავტომობილით, თვითმფრინავით,
გემით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოფამინის მკვეთრი დათრგუნვა უნდა მოხდეს
და უკეთეს ეპოქას აუცილებლად დასჭირდება, რომ "მეტის" დაუოკებელი სურვილი
რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

ეს არასოდეს მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში. მხოლოდ ტექნოლოგიური


გარღვევა მოგვცემს სსაშუალებას, შევაჩეროთ ჩვენი ამჟამინდელი რესურსების
მოხმარების მზარდი ტემპი; აუცილებელია, რომ სათბური ქარხნების
ფუნქციონირება შემცირდეს.

მოდით ყველამ მივესალმოთ ჩვენს ახალ სუპერკომპიუტერებს

კომპიუტერები, რომლებიც ადამიანებზე ჭკვიანები იქნებიან, ფუნდამენტურად


შეცვლიან სამყაროს. ჩვენი დოფამინით გამოწვეული უნარის წყალობით,
ყოველწლიურად უფრო სწრაფი და მძლავრი კომპიუტერები იქმნება. მას შემდეგ, რაც
კომპიუტერი საკმარისად ჭკვიანი გახდება, რათა მან საკუთარი თავი გააუმჯობესოს,
პროგრესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება. შესაძლებელია ეს უფრო ადრე მოხდეს,
ვიდრე გვგონია. რეი კურცვეილი, მსოფლიოს წამყვანი ფუტუროლოგი მიიჩნევს, რომ
სუპერინტელექტუალური კომპიუტერები 2029 წლისთვის გვექნება.

კომპიუტერები, რომლებიც დაპროგრამებულია ტრადიციული ტექნიკის


გამოყენებით, სრულიად პროგნოზირებადნი არიან. ისინი მიჰყვებიან მიღებისა და
გაანგარიშების მკაფიო ინსტრუქციას დასაწყისიდან ბოლომდე. ახალი გამოგონებები
ხელოვნურ ინტელექტში არაპროგნოზირებადი შედეგების შესაქმნელად ისწრაფვიან.
კომპიუტერი საკუთარ თავს იმის მიხედვით შეცვლის, თუ რამდენად წარმატებული
იქნება იგი მიზნის მიღწევაში. სქემები, რომლებიც წარმატებამდე მიგვიყვანს,
ძლიერდება და წარუმატებლობის ალბათობა სუსტდება. როდესაც დროთა
განმავლობაში სქემები განვითარდება, ძალიან რთული გახდება გასაგებად, თუ
როგორ აკეთებს სუპერკომპიუტერი ამ ყველაფერს.

შედეგად, ზუსტად არავინ იცის რის გაკეთებას შეძლებს სუპერკომპიუტერი.


ხელოვნური ინტელექტი, რომელიც საკუთარ სქემებს აპროგრამებს, შეიძლება ერთ
მშვენიერ დღეს მივიდეს დასკვნამდე, რომ ადამიანთა რასის განადგურება საუკეთესო
საშუალებაა მიზნის მისაღწევად. მეცნიერებს შეუძლიათ "დაცვითი გარანტიები"
დააპროგრამონ, მაგრამ როდესაც პროგრამა უშუალოდ პროგრამისტების კონტროლს
მიღმა ვრცელდება, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა სახის ძლიერი დაცვა იქნება

171
საკმარისი სუპერკომპიუტერის ოპტიმიზაციისგან გადასარჩენად. ერთ-ერთი
ვარიანტია, რომ საერთოდ შეჩერდეს ხელოვნური ინტელექტის შექმნა. მაგრამ ეს
მკაფიო მუხრუჭი იქნება "სიახლის" ძიების გზაზე და ამას არავინ გააკეთებს, ამიტომ,
შეგვიძლია ეს ვარიანტი გამოვრიცხოთ. დოფამინი მეცნიერებს შეჩერების უფლებას
არ მისცემს, არ აქვს მნიშვნელობა, კარგი იქნება ეს კაცობრიობისთვის თუ ცუდი.
დაგვრჩა ერთი გზა - სუპერკომპიუტერმა ეთიკური კანონების დაცვით უნდა
იმოქმედოს. დღეს ბევრი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ეს უნდა იყოს
კომპიუტერული მეცნიერების მთავარი პრიორიტეტი.

ყველაფერი მუდმივად

დოფამინზე ორიენტირებული ტექნოლოგიური მიღწევები გვიადვილებს


საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას. სასურსათო მაღაზიის თაროები
მუდმივად იცვლება "ახალი და გაუმჯობესებული" პროდუქტებით, ავტომობილებს
უფრო სწრაფად მივყავართ დანიშნულების ადგილამდე, ინტერნეტი პრაქტიკულად
ულიმიტო გართობის ვარიანტებს გვაწვდის და ყოველწლიურად ბაზარზე უფრო და
უფრო მაგარი რაღაცები შემოდის.

დოფამინი ჩვენს ცხოვრებას ძალიან დიდი სისწრაფით მართავს. ამის


განგრძობადობას კი მეტი განათლება სჭირდება. მაგისტრატურა დღეს ისეთივე
აუცილებელია, როგორც კოლეჯის განათლება იყო ერთი თაობის წინ. ჩვენ უფრო
დიდხანს ვმუშაობთ, საჭიროა ძლიერი მეხსიერება და მუდმივად აქტიურად ყოფნა.
ეს არასოდეს ჩერდება.

ამდენი ხნის სწავლის, გარჯის და დროის დახარჯვის შემდეგ, ადამიანს უნდა


ჰქონდეს რაღაც, რისთვისაც ეს ყველაფერი ღირს, და ეს არის ოჯახი. აშშ-ს აღწერის
ბიუროს მიხედვით, 1976 წლიდან 2012 წლამდე ამერიკაში უშვილო ქალების
რაოდენობა გაორმაგდა. The New York Times იუწყება, რომ 2015 წელს ამან გამოიწვია
უშვილო ქალების გლობალური შეკრება, სადაც განიხილავდნენ, უშვილობა არჩევანი
იყო თუ აწ უკვე შექმნილი გარემოება.

განვითარებულ ქვეყნებში ხალხმა შვილების ყოლისადმი ინტერესი მკვეთრად


დაკარგა. ბავშვების აღზრდა ბევრი ფული ჯდება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის
დეპარტამენტის ცნობის მიხედვით, თვრამეტ წლამდე ბავშვის აღზრდა საშუალოდ
245,000 დოლარი ჯდება. შემდგომში უნივერსიტეტის და წვრილმანი ხარჯები 160,000
დოლარს უტოლდება. ამ ფულით ყოველწლიურად მოგზაურობა შეიძლება, რომ
აღარაფერი ვთქვათ გართობაზე, რესტორნებზე, ძვირადღირებულ ტანსაცმელებზე
და ასე შემდეგ.

172
მომავალზე ორიენტირებული დოფამინი აღარ უბიძგებს წყვილებს შვილების
გაჩენისკენ, რადგან განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს სიბერეში აღარ
სჭირდებათ შვილების მხრიდან თანადგომა. მთავრობის მიერ დაფინანსებული
საპენსიო გეგმები ისედაც ზრუნავს ამ პრობლემაზე. საბოლოო შედეგი არის
დემოგრაფიული კოლაფსი.

ევროპის ყველა ქვეყანა, ასევე ავსტრალია, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა და ახალი
ზელანდია უკვე გადასულია დაბალი შობადობის მაჩვენებელზე. შეერთებული
შტატები მეტწილად უფრო სტაბილური მაჩვენებლით სარგებლობს განვითარებადი
ქვეყნებიდან ემიგრანტების შემოდინების გამო, რომელთაც ჯერ არ დაუკარგავთ
ადამიანური რასის გადარჩენის ჩვევა.

გააკეთე არაფერი, გამოცადე ყველაფერი

და ბოლოს, კაცობრიობის დასასრული შესაძლებელია დაჩქარდეს ვირტუალური


რეალობის წყალობით (VR). ვირტუალური რეალობა უკვე ქმნის ისეთ
გამოცდილებას, რომელსაც მყისიერად გადაჰყავს ადამიანი ლამაზ და საინტერესო
ადგილებში.

VR უკვე აწარმოებს სურათებს და ხმას, სენსორული გამოცდილებები კი მალე


"ონლაინ რეჟიმში" გადავა. მკვლევარებმა შეიმუშავეს სენსორული სისტემა, სადაც
ნებისმიერი არომატის დაგემოვნება არის შესაძლებელი ენაზე სენსორის
გააქტიურების შედეგად. შეხება არის საბოლოო ზღვარი, რადგან ეს საშუალებას
მისცემს ვირტუალური რეალობის შემქმნელებს, მოახდინონ სექსის სიმულაცია,
ხოლო პორნოგრაფია სრულიად ახალ საფეხურზე გადავა. რატომ შევიწუხებთ
სექსით თავს ჭირვეულ, განმეორებად და არასრულყოფილ პარტნიორთან, როდესაც
მუდმივად ცვალებადი ფანტაზიის რეალურად გამოცდა შეგვეძლება? შეხების
სფეროს დამუშავებით, პორნოგრაფია კიდევ უფრო მეტად გახდება
დამოკიდებულების შემქმნელი; შესაძლოა ნარკოტიკის დონეზეც კი. ბაზარზე უკვე
არსებობს მოწყობილობები, რომლებიც გენიტალიური სტიმულაციის სინქრონიზებას
გამოსახულების პარალელურად ახდენს. სასწორზე ბევრი ფულია. 2016 წელს
სექსუალური სათამაშოების ბიუჯეტი 15 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ
პროგნოზირებენ, რომ 2020 წლისთვის მაჩვენებელი 50 მილიარდ დოლარს
გადააჭარბებს.

მალე ჩვენ შევძლებთ კომპიუტერს ვასწავლოთ ის, რაც მოგვწონს, რომელსაც


კომპიუტერი გამოცდილების რეიტინგისა და შეფასების მიხედვით დაახარისხებს.

173
კომპიუტერი იმდენად დახელოვნებული გახდება ჩვენი სურვილების შესრულებაში,
რომ ვერც ერთი ადამიანი ვეღარ გაუწევს კონკურენციას. მომდევნო ნაბიჯი იქნება
ვირტუალური სექსი, ყოველგვარი კომპლექსებისა და ბავშვს გაჩენის საფრთხის
გარეშე. როდესაც მიმდინარე ტენდენციები ვირტუალური რეალობის ინტერესებში
ხვდება, შეგვიძლია რომ კაცობრიობის მომავალი ეჭვქვეშ დავაყენოთ. ვირტუალური
რეალობის მეშვეობით, კაცობრიობა შესაძლოა საკუთარი ნებით გადავიდეს
წყვდიადში. დოფამინური წრეები გეტყვიან, რომ ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი
ოდესმე გამოგიცდიათ.

მხოლოდ ერთი რამ გადაგვარჩენს: უკეთესი ბალანსის მიღწევის უნარი, მეტისადმი


ჩვენი აკვიატების დაძლევა, რეალობის შეუზღუდავი კომპლექსურობის დაფასება და
იმით ტკბობის სწავლა, რაც ახლა გვაქვს.

174
თავი მეშვიდე - ჰარმონია

გსურს დიდებული იყო? მაშინ დიდებულად ყოფნით დაიწყე. გსურს ააშენო


უზარმაზარი ფაბრიკა? რაც უფრო მაღალი გინდა რომ იყოს, მით უფრო ღრმად უნდა
ჩაყარო საძირკველი.

წმინდა ავგუსტინე

დილით ვიღვიძებ სამყაროს გაუმჯობესების სურვილსა და უბრალოდ სამყაროთი


ტკბობის სურვილს შორის. ეს ართულებს დღის დაგეგმვას.

ელვინ ვაითი

ახლა მოდით, ყველაფერი გავაერთიანოთ; ანუ საკითხი, სადაც დოფამინი და "აქ და


ახლა" წონასწორობას პოულობს.

დელიკატური ბალანსი დოფამინსა და "აქ და ახლას" შორის

შუახნის მამაკაცი დეპრესიის სამკურნალოდ სპეციალისტთან მივიდა. გარდა იმისა,


რომ ზოგადად სევდიან და უიმედო განწყობაზე იყო, არაჯანსაღი აკვიატება გააჩნდა
მომავლის შესახებ. იგი ფიქრობდა ყველა შესაძლო თანმდევ საკითხზე, რომელიც
შესაძლოა არასწორად განვითარებულიყო და მუდმივად ეშინოდა მოულოდნელი და
უცნობი კატასტროფების. რაღაც მომენტში, მისი ფსიქიკური ენერგია ამოიწურა და
ემოციურად ძალიან სუსტი გახდა. მცირედ პროვოკაციაზეც კი ფეთქდებოდა.
მამაკაცი ვეღარ ახერხებდა სამსახურში მეტროთი სიარულს, რადგან სხვების
დანახვაც კი აუტანლად ეჩვენებოდა. იყო ღამეები, როდესაც მისი ცოლი შუაღამის სამ
საათზე იღვიძებდა და მეუღლეს მტირალს ხედავდა.

მამაკაცს ჩაუტარდა დეპრესიის სტანდარტული მკურნალობა და დაიწყო


ანტიდეპრესანტების მიღება, რომლებიც ტვინში "აქ და ახლას" ნეირომედიატორ
სეროტონინს გამოყოფენ; მალე შესანიშნავი შედეგი დადგა. დაახლოებით ერთი თვის
განმავლობაში მისი გუნება-განწყობა თანდათან უმჯობესდებოდა იქამდე, სანამ იგი
კვლავ სალმიანი და მხიარული არ გახდა. მამაკაცი უფრო გამძლედ იქცა და
ყოველდღიური სიკეთეებითაც მეტად დაიწყო დატკბობა. რა თქმა უნდა, ეს შვება იყო
მისი მეუღლისთვისაც. მისი აზრით, საინტერესო იქნებოდა წამლის უფრო მაღალი
დოზა ეცადა. ექიმმა მხოლოდ ერთხელ დართო პაციენტს ამის უფლება.

175
"თავს მშვენივრად ვგრძნობდი", - გამოუცხადა მამაკაცმა შემდეგ ვიზიტზე
სპეციალისტს - "ძალიან ბედნიერი ვიყავი. არაფრის გაკეთება საჭირო არ იყო.
საწოლიდან წამოდგომის მიზეზსაც კი ვერ ვხედავდი". ექიმმა გადაწყვიტა, ამის
შემდეგ პაციენტი ნორმალურ დოზებს დაბრუნებოდა და ემოციური წონასწორობაც
ბალანსში ჩადგა.

სეროტონინულ ანტიდეპრესანტებზე დრამატული რეაქცია მხოლოდ მცირე


რაოდენობის ადამიანებში გვხვდება, რომელთაც გენებისა და გარემოს სწორი
კომბინაცია გააჩნიათ. მაგრამ ეს კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შეუძლია
ადამიანს დაერღვეს ნორმალური ფუნქციონირება როგორც მომავალზე აკვიატებული
ფიქრისას, ასევე აწმყოთი გადაჭარბებული სიამოვნების დროსაც.

დოფამინი და "აქ და ახლას" ნეირომედიატორები ერთად მუშაობენ. ისინი ხშირად


მოქმედებენ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ეს ტვინის უჯრედებს
სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ორ ნაწილს შორის წონასწორობიდან
ყველაზე ხშირად დოფამინი გამოდის. ზედმეტმა დოფამინმა შესაძლოა
პროდუქტიული გაჭირვება გამოიწვიოს, ხოლო ზედმეტმა "აქ და ახლამ" ბედნიერი
სიზარმაცე: შრომისმოყვარე აღმასრულებელი მწეველი ჰიპის წინააღმდეგ. აქედან
არც ერთი არ ცხოვრობს ჭეშმარიტად ბედნიერი ცხოვრებით და არც პიროვნულად
იზრდება. ბედნიერი ცხოვრებისთვის, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ისინი
წონასწორობაში.

ინსტინქტურად ყველა ჩვენგანმა იცის, რომ არც ერთი უკიდურესობა ჯანსაღი არ


არის და შესაძლოა სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მოგვწონს ისეთი
ისტორიები, სადაც პერსონაჟი მოგზაურობას გარკვეული უკიდურესობით იწყებს და
ბოლოს ბალანსის პოვნით ამთავრებს. 2009 წელს გამოსული საკულტო ფილმი
ავატარი სწორედ იმის მაგალითია, თუ როგორ იწყება პროცესი ზედმეტი დოფამინის
არსებობასთან ერთად. ყოფილი საზღვაო ქვეითი სახელად ჯეიკი, დაქირავებულია
პლანეტათაშორისი კორპორაციის მიერ; ეს კომპანია აპირებს გამოიყენოს მთვარის
მსგავსი პლანეტის ბუნებრივი რესურსები, რომელსაც "პანდორა" ეწოდება, პლანეტა
კი ჰუმანოიდი არსებებით და სხვა ცოცხალი ორგანიზმებით არის დასახლებული,
რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ. ჰუმანოიდები თაყვანს სცემენ დედა
ქალღმერთს, სახელად ეივას. ეს არის დოფამინისა და "აქ და ახლას" დაპირისპირების
სტანდარტული მაგალითი.

რესურსების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, კორპორაციას სურს ამოთხაროს და


გაანადგუროს სულების ხე, რომელიც გზაზე წინ ეღობება. შემაძრწუნებელი გეგმის
გააზრების შედეგად, ჯეიკი უარყოფს დოფამინურ სქემას და "აქ და ახლას" სისტემას
უერთდება; იგი ავითარებს მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს პლანეტის
მკვიდრებთან. დოფამინური შესაძლებლობებისა და ახლად შეძენილი უნარის

176
მეშვეობით ჯეიკი ჰუმანოიდ ტომთან ერთად იმარჯვებს დოფამინურ კომპანიაზე.
ფილმის დასასრულს, მთავარი პერსონაჟი სულების ხის დახმარებით ერთ-ერთი
ჰუმანოიდი ხდება და ბალანსის მიღწევას ახერხებს.

1980-იანი წლების კლასიკური ფილმი "სავაჭრო ადგილები" ბალანსის საპირისპირო


სახით დარღვევაზე მოგვითხრობს. ბილი რეი ვალენტინი უპასუხისმგებლო,
უსახლკარო კაცია. ამასთან ერთად, ზარმაცია და საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე.
შემდგომში იგი ხდება ექსპერიმენტის მონაწილე, რომელშიც საკუთარ ცხოვრებას
წარმატებულ საქონლის მოვაჭრეში ცვლის, რომელიც მისი სარკისებული
პოლარობაა. სიმდიდრის დარგოვების შემდეგ, ბილი უარყოფს თავის უდარდელობას
და მეტად პასუხისმგებლიანი ხდება. საბოლოოდ იგი მონაწილეობს დახვეწილად
დაგეგმილ სცენაში, რომელიც მას ამდიდრებს და ცხოვრებისეული დასვენების
ფაზაში აბრუნებს, მაგრამ ამჯერად შესაძლებლობების ახალი ნაკრებით.

როგორ შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს აუცილებელი ბალანსის პოვნა? ნაკლებად


სავარაუდოა, რომ რომელიმე ჩვენგანი თანამედროვე სამყაროს მივატოვებთ და
წარმართულ კლანს შევუერთდებით. ბალანსის სხვა საშუალებები უნდა გამოვნახოთ.
მხოლოდ დოფამინი არასდროს დაგვაკმაყოფილებს; მას უბრალოდ არ შეუძლია
კმაყოფილების მოტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მუდმივად გვპირდება, რომ
კმაყოფილება ერთი ნაბიჯით წინ, სადღაც ბოლოში არსებობს: კიდევ ერთი დონატი,
კიდევ ერთი დაწინაურება, კიდევ ერთი დაპყრობა. როგორ განვთავისუფლდეთ ამ
სარბენი ბილიკიდან? ეს არ არის ადვილი, მაგრამ გზები ნამდვილად არსებობს.

ოსტატობა: სიამოვნება საქმეში, როდესაც რაღაც კარგად გამოგდის

ოსტატობა არის გარემოებათა ნაკრების შედეგად მაქსიმალური ჯილდოს მიღების


უნარი. დოფამინის თვალსაზრისით ოსტატობა კარგია - ეს არის რაღაც, რაც
დოფამინისთვის სასურველია და რისკენაც იგი მიისწრაფვის. ოსტატობა არ არის
უბრალოდ საკვების პოვნა, პარტნიორის ყოლა ან კონკურენტის დამარცხება; იგი
საკუთარ თავში ბევრად უფრო ფართო სპექტრს მოიცავს. ოსტატობა არის წარმატება
ჯილდოს მოპოვებაში: როდესაც წარმატება მიღწეულია, დოფამინი თავისი
მისწრაფების მწვერვალს აღწევს. ეს არის დოფამინის ბოლო წვეთი, რომელიც მისი
რესურსიდან იღვრება. სულ ეს არის დოფამინის თავი და ბოლო. ოსტატობა
მიღწეულია, თქვენ მას ახლა გრძნობთ, აწმყოში. ოსტატობის დროს დოფამინი ქედს
იხრის "აქ და ახლას" წინაშე. მას შემდეგ, როდესაც დოფამინი შესაძლებლობათაგან
ყველაფერს გააკეთებს, იგი ჩერდება და "აქ და ახლას" საშუალებას აძლევს გზა
გამონახოს ბედნიერების განცდის სქემებთან. თუნდაც მოკლე დროის შუალედში,
ასეთ მომენტში დოფამინი არ ებრძვის კმაყოფილების შეგრძნებას; პირიქით, იგი

177
აღიარებს მის არსებობას. შესაბამისად, საუკეთესო ბალანსირება არის კარგად
შესრულებული სამუშაო.

ოსტატობა ქმნის განცდას, რასაც ფსიქოლოგები "შინაგანი კონტროლის ტექნიკას"


უწოდებენ. ეს ფრაზა ეხება საკუთარი არჩევანის აღწერისა და განცდის ტენდენციას,
როგორც კონტროლის აქტს და არა განსაზღვრული ბედის, იღბლის ან სხვა
ადამიანების გავლენას. ეს კარგი განცდაა. ადამიანთა უმეტესობას არ მოსწონს
ძალაუფლების წყალობა, რომელიც მათი კონტროლის მიღმა ხორციელდება.
პილოტები ამბობენ, რომ ცუდ ამინდში ფრენისას თავად უფრო ნაკლებ სტრესს
განიცდიან, ვიდრე სალონში მსხდომი მგზავრები. იგივე ეხება ქარბუქში
ავტომობილით მგზავრობას; ადამიანებს მძღოლის სავარძელზე ჯდომა ურჩევნიათ
მგზავრის სავარძელზე ჯდომას. შინაგანი კონტროლის ტექნიკა ადამიანებს უფრო
ეფექტურებს ხდის. შინაგანი კონტროლის ძლიერი შეგრძნების შემთხვევაში უფრო
სავარაუდოა, რომ ადამიანი აკადემიურ წარმატებას მიაღწევს და
მაღალანაზღაურებად სამუშაოს მიიღებს.

კონტროლის გარეგანი ასპექტის შემთხვევაში, ადამიანები ცხოვრების უფრო პასიურ


ხედვას იზიარებენ. ზოგი ბედნიერი, მოდუნებული და მოხერხებულია, მაგრამ ამავე
დროს ისინი ხშირად სხვებს ადანაშაულებენ თავიანთ წარუმატებლობაში და
შესაძლოა არ განახორციელონ საუკეთესო ძალისხმევა პროგრესის მიღწევის
თანმიმდევრულ საფუძველზე. ექიმები ხშირად იმედგაცრუებულნი ხდებიან ასეთი
ადამიანებით, რადგან ისინი ხშირად არ ითვალისწინებენ რჩევებს და ადვილად არ
რწმუნდებიან საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღებით. ამასთანავე,
კარგად არ იცავენ წამლების მიღების თანმიმდევრობას და არ ღებულობენ ჯანსაღი
ცხოვრების წესის არჩევანს.

შინაგანი კონტროლის ტექნიკის განვითარებას, ისევე როგორც კმაყოფილებას


(თუნდაც მხოლოდ მცირე ხნით) მრავალი სარგებელი მოაქვს აქტივობის ოსტატურ
საფეხურად გარდაქმნაში. მაგრამ ამას უზარმაზარი დრო და ძალისხმევა სჭირდება,
მუდმივ გონებრივ მუშაობასთან ერთად. ამ უნარის დაუფლება გამუდმებით
მოითხოვს, რომ ადამიანი კომფორტის ზონიდან გავიდეს. როგორც კი პიანისტი
მარტივ სიმფონიას დაეუფლება, შედარებით რთულის დამუშავებაზე უნდა
გადავიდეს. ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ შესაძლოა დიდი სიხარულის წყაროც
აღმოჩნდეს. ისინი, ვინც არ ნებდებიან, საბოლოოდ გრძნობენ, რომ ძალისხმევა ამად
ღირდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს იმდენად მიმზიდველი გატაცება, რომ ადამიანი
მთლიანად ჩაიძიროს მასში.

178
რეალობის სიურპრიზები

რას ფიქრობთ კბილების გახეხვისას? ალბათ კბილების გახეხვაზე ნამდვილად არ


ფიქრობთ. უფრო სავარაუდოა, რომ ფიქრობთ იმაზე, რაც თქვენს მიერ მოგვიანებით
დღის განმავლობაში, თუნდაც კვირების ან თვეების შემდეგ უნდა გაკეთდეს. რატომ?
შესაძლოა, ასეთი ჩვევა გაქვთ. შეიძლება შფოთვაა, რომ თუ მომავალზე არ იფიქრებთ,
რაღაც გამოგრჩებათ. როდესაც რაღაცის კეთებისას მოცემულ სამუშაოზე არ
ფიქრობთ, მომავალში კი არა სწორედ მოცემულ მომენტში რაღაც აუცილებლად
გამოგრჩებათ.

ის რაც დოფამინს ყველაზე მეტად უყვარს, არის ჯილდოს წინასწარმეტყველების


შეცდომა, რომელიც როგორ აქამდე განვიხილეთ, დოფამინის მოლოდინზე უკეთეს
შედეგს წარმოადგენს. პარადოქსულია მაგრამ ფაქტია, რომ დოფამინი ყველაფერს
აკეთებს, რათა თავიდან აიცილოს ასეთი არასწორი პროგნოზი. ჯილდოს
წინასწარმეტყველების შეცდომა სასიამოვნო შეგრძნებაა, რადგან დოფამინის სქემები
აღელვებას განიცდის ცხოვრებისეული გაუმჯობესების მოულოდნელი ფაქტორის
გამო. მაგრამ მოულოდნელი ახალი რესურსით გაოცება ნიშნავს, რომ რესურსი
სრულად არ არის გამოყენებული. ასე რომ, დოფამინი ამიერიდან დარწმუნდება -
იგივე სიურპრიზი, რომელმაც ბედნიერება აგრძნობინა, ამიერიდან აღარასოდეს
იქნება სიურპრიზი და ასეთ აღელვებას არ გამოიწვევს. დოფამინი აქრობს საკუთარ
სიამოვნებას. ასეთ დროს იმედგაცრუება იგრძნობა, მაგრამ დოფამინი მხოლოდ ამით
არსებობს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა სიურპრიზები შევინარჩუნოთ?

რეალობა მოულოდნელობის ყველაზე მდიდარი წყაროა. ფანტაზიები, რომლებსაც


გონებაში ვიგონებთ, ყოველთვის პროგნოზირებადია. ჩვენ გაუთავებლად
განვიხილავთ ერთსა და იმავე წარმოსახვის მასალას. დროდადრო ჩვენ გაგვაოცებს
წარმოსახვაში გაჩენილი ორიგინალური იდეა, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად ხდება
და არა მაშინ, როდესაც ვცდილობთ ჩვენი კრეატიულობა ქმედებაში გავაძლიეროთ.

რეალობისადმი ტოტალური ყურადღების მიქცევა, თქვენს ტვინში მაქსიმალურად


ზრდის ინფორმაციის ნაკადს. ამასთანავე, იგი მაქსიმალურად ზრდის დოფამინის
უნარს, ახალი გეგმის შედგენაში, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს მომავალს;
მომავლის ზუსტად განსაზღვრის მიზნით დოფამინს მონაცემები სჭირდება, ასეთი
მონაცემები კი აწმყოს გრძნობებიდან მიედინება. სწორედ ამგვარად მუშაობენ ერთად
დოფამინი და "აქ და ახლა".

როდესაც დოფამინის სისტემას რაიმე საინტერესო ააქტიურებს, ჩვენ მაშინვე ვაქცევთ


ყურადღებას ასეთ საკითხს. თუ შევძლებთ, რომ ყურადღების ფოკუსირება "აქ და
ახლას" ჩართულობის ფონზე გავზარდოთ, ასეთი ყურადღების გაზრდილი დონე

179
სენსორულ განცდას უფრო ინტნსიურად გაზრდის. ყველაზე რთული გარემო,
რომელიც ყველაზე მეტად არის გამდიდრებული, ბუნებრივ გარემოს წარმოადგენს.

წადით ბუნებაში

ბუნება ძალიან კომპლექსურია. იგი სისტემის მრავალი ურთიერთდაკავშირებული


ნაწილით შედგება. მოულოდნელი ბუნებრივი ნიმუშები ელემენტების დიდი
რაოდენობის შედეგად ერთმანეთზე გავლენის მეშვეობით წარმოიქმნება.
შესწავლისათვის ბუნებაში შეუზღუდავი რაოდენობის დეტალები არსებობს. ასევე,
ბუნებას აღვიქვამთ როგორც მშვენიერს, შთამაგონებელს, ზოგჯერ დამამშვიდებელს
და ენერგიულს. დოქტორმა ქეით ლიმ და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის
მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლიეს ორმოც წამიანი კოგნიტური ეფექტები ბუნების
გამოსახულებებზე და ბეტონით სავსე ქალაქის ხედებზე.

სურათის ნახვის შემდეგ ჩასატარებელი სამუშაოს ფონზე გაირკვა, რომ


სტუდენტებმა, რომლებმაც ბუნების გამოსახულებებს შეხედეს, ნაკლები შეცდომა
დაუშვეს ბეტონის კონსტრუქციებზე დამკვირვებლებთან შედარებით. მკვლევარები
ვარაუდობენ, რომ განსხვავების ყველაზე სავარაუდო ახსნა ბუნების
მასტიმულირებელ ეფექტს წარმოადგენს; ასეთ დროს ბუნების ხედები ორივე
სენსორის სტიმულირებას ახდენდა - "ქვეკორტიკალურ აღგზნებას" (სურვილის
დოფამინს) და "კორტიკალური ყურადღების კონტროლს" (დოფამინის კონტროლს).
Washington Post-ის რეპორტიორმა, რომელმაც კვლევაზე კომენტარი გააკეთა, აღნიშნა,
რომ "ქალაქის მშენებლობის სახურავებზე გამწვანების პოპულარობა უფრო და უფრო
იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით..." Facebook-მა კალიფორნიაში, საკუთარი
რეზიდენციის ფარგლებში 9 ჰექტარზე გამწვანება გააკეთა. ეს არის არქიტექტურის
სახე, რომელიც "აქ და ახლას" სტიმულაციას დოფამინის გააქტიურების მიზნით
იყენებს.

ნუ ეცდებით რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებას

თითქმის ნებისმიერი გამოცდილება უმჯობესდება მასზე ტოტალური ყურადღების


დათმობით.

კელი მაკგონიგალი, მენეჯმენტის ლექტორი.

მიუხედავად იმისა, თუ რისი სჯერა ტექნოლოგიაზე დამოკიდებულ თაობას, ფაქტია,


რომ ერთდროულად მრავალი დავალების შესრულებისას საჭირო ყურადღების
განხორციელება შეუძლებელია. როდესაც ტელეფონზე საუბრისას ელფოსტის
წაკითხვას ვცდილობთ, საჭირო ყურადღება აქედან ვერცერთ მათგანს ეთმობა. ასეთ

180
დროს აშკარად არ აქცევთ სრულ ყურადღებას კონკრეტულ საკითხს და შედეგად
მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩებათ. იმის ნაცვლად, რომ გაზარდოთ თქვენი
ეფექტურობა, „მრავალ დავალების ერთდროულად შესრულება“ ამცირებს ამის
ალბათობას.

უყურადღებობა ხშირად შეცდომების დაშვებასაც გულისხმობს. შესაძლოა


შეცდომების რაოდენობა გაორმაგდეს, როდესაც ისეთ სამუშაოს ასრულებთ, რაც
კონცენტრაციას მოითხოვს, ხოლო ასეთ დროს მთლიან ყურადღებას არ უთმობთ.

ცხოვრების მაღალი ღირებულება მომავალში

მომავლის აბსტრაქტულ და არარეალურ დოფამინურ სამყაროში ცხოვრებას


საკუთარი ღირებულება გააჩნია და ამის საფასურს ბედნიერება ეწოდება. ჰარვარდის
უნივერსტიტეტის მკვლევარებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც მოხალისეებს
მოუწოდებდა მიეწოდებინათ მისთვის ანგარიშები თავიანთი აზრების,
შეგრძნებებისა და ქმედებების შესახებ, როდესაც ყოველდღიური საქმიანობით იყვნენ
დაკავებულნი. კვლევის მიზანი იყო უკეთ დაედგინათ, რა კავშირი არსებობდა
მოუსვენარ გონებასა და ბედნიერებას შორის. ექსპერიმენტში ოთხმოცდასამი
ქვეყნიდან ხუთიათასზე მეტი მოხალისე იღებდა მონაწილეობას.

აპლიკაცია არარეგულარული დროის მონაცვლეობით უსვამდა მოხალისეებს


შეკითხვებს: "როგორ გრძნობთ თავს ახლა?" "რას აკეთებთ?" "ფიქრობთ თუ არა
ამჟამად სხვა საკითხზე, სამუშაოს გარდა?" მონაწილეთა ნახევარზე მეტმა
უკანასკნელ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცა დროის ნებისმიერ შუალედში.
ადამიანებში ნებისმიერი აქტივობა სხვა საკითხზე ფიქრს მაინც იწვევდა, სექსის
გარდა, რომელიც აშკარად იპყრობდა მოხალისეების ყურადღებას. თუმცა, ყველა სხვა
სიტუაციაში, სხვა საკითხებზე ფიქრი ისე ხშირად ხდებოდა, რომ მკვლევართა
აზრით ასეთი აზროვნება სტიმულისგან დამოუკიდებლად არსებობს, ანუ ტვინის
თავისთავად ნაგულისხმევი რეჟიმია.

როდესაც ბედნიერების მაჩვენებელს დახედეს, აღმოჩნდა, რომ ყველა თანმდევ


საკითხზე ფიქრისას ხალხი ნაკლებად ბედნიერია და ასეთ დროს უშუალო აქტივობას
მნიშვნელობა არ ენიჭება. როდესაც ადამიანები აწმყოზე კონცენტრირდებოდნენ და
სხვა საკითხზე არ ფიქრობდნენ - ჭამისას, ტელევიზორის ყურებისას,
სოციალიზაციისას ან მუშაობისას - ისინი ბევრად ბედნიერად გრძნობდნენ თავს.
მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ "ადამიანური გონება არის მოუსვენარი და მუდმივად
მოხეტიალე გონება; ასეთი გონება კი უბედური და უსიხარულოა".

181
მაგრამ რა მოხდება, თუ ბედნიერება არ გვაინტერესებს? თუ იმდენად დოფამინუები
ვართ, რომ მხოლოდ რაღაცის მიღწევას აქვს აზრი? არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად
ბრწყინვალე, ორიგინალური ან კრეატიულია თქვენი დოფამინური წრეები, რადგან
იგი ვერ შეძლებს ბევრს მიაღწიოს "აქ და ახლას" სენსორული გამოცდილების გარეშე.

მიქელანჯელოს პიეტა, რომელიც ღვთისმშობლის გარდაცვლილი შვილის მიმართ


ტკივილსა და მწუხარებას ასახავს, შესანიშნავად გადმოსცემს სევდის აბსტრაქტულ
იდეებს. მაგრამ მოქანდაკეს კონცეფციის გამოსახატავად განსახორციელებლად
მარმარილოს ბლოკი დასჭირდა. ღვთისმშობლის სევდიანი სილამაზე ქალურობის
იდეალური გამომხატველობაა, მაგრამ მიქელანჯელო ვერ გამოძერწავდა ამ ფიგურას,
სანამ თვალების მეშვეობით ქალებს არ შეისწავლიდა და თავად არ განიცდიდა
ნამდვილ მწუხარებას, რომელიც "აქ და ახლას" საკუთრებაა.

აწმყოს მიმართ ყურადღების მეშვეობით ჩვენ ვიღებთ სენსორულ ინფორმაციას


რეალობის შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ, რაც საშუალებას აძლევს დოფამინის
სისტემას გამოიყენოს ეს ინფორმაცია ჯილდოს მაქსიმიზაციის გეგმების
შესამუშავებლად. ჩვენს მიერ აღქმულ შთაბეჭდილებებს გააჩნიათ პოტენციალი,
შთაგვაგონონ იდეათა ახალი ნაკადი, რათა გაძლიერდეს ჩვენს წინაშე ახალი
გადაწყვეტილებების მიღების უნარი, არსებულ პრობლემებთან მიმართებაში. მისი
სიახლის გამო, შემოქმედება ყველაზე გამძლეა დოფამინურ სიამოვნებათა შორის.

გაერთიანება

კრეატიულობა შესანიშნავი საშუალებაა დოფამინისა და "აქ და ახლას"


გაერთიანებისთვის. ჩვენ განვიხილეთ შემოქმედების კონკრეტული სახეობა მეოთხე
თავში, სადაც კრეატიულობა რეალობის ჩვეული აღქმის დემონტაჟით არის
შესაძლებელი. მარტოხელა და იდეებით შეპყრობილი ადამიანები უმეტესწილად
უკმაყოფილონი არიან. ასეთ დროს დოფამინი დომინირებს და აწმყოს სქემები
კვდება. მაგრამ არსებობს შემოქმედების სხვა ფორმებიც, რომელთა დაპრაქტიკებაც
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია; ისინი ხელს უწყობენ ბალანსს და არა დოფამინურ
დომინირებას.

დამუშავება, ქსოვა, ფერწერა, გაფორმება და კერვა მოძველებული აქტივობებია,


რომელსაც თანამედროვეობაში დიდ ყურადღებას არ უთმობენ. სწორედ ეს არის
ამოსავალი წერტილი. ასეთ სამუშაოებს არ სჭირდებათ ტელეფონი და სწრაფი
ინტერნეტი; საჭიროა ხელები, ტვინი და ფიზიკური შრომა. როდესაც პროექტს
წარმოსახვაში ჩავიფიქრებთ, შემდგომში გეგმას ვამუშავებთ მის
განსახორციელებლად, ბოლოს კი ხელები ჩანაფიქრს რეალობად აქცევენ. უამრავმა

182
ადამიანმა ხატვა არ იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სილამაზის შექმნა მისთვის
მიუწვდომელია.

აუცილებელია, რომ ბავშვებმა ხელით მუშაობა ისწავლონ. 2015 წელს ჟურნალმა


Time-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "რატომ სჭირდებათ სკოლებს უკან
დააბრუნონ ფიზიკური მუშაობის საგნები?" მაგალითად, ხეზე მუშაობა ის
სიხარულია, რომელსაც დღეს-დღეისობით ცოტა ადამიანი განიცდის. როდესაც
ბავშვი ჩიტის სახლს საკუთარი ხელებით შექმნის, ეს პატარა სასწაულია; შემდგომში
მასში ჩიტები დასახლდებიან და მშვიდობის ოაზისი იქნება გონების მიერ
გაკეთებული დასკვნა, სადაც მას შეუძლია თქვას - "მე ეს შევძელი".

ბევრი ადამიანი გაიზარდა სახლში, სადაც მამას სამუშაო მაგიდა ავტოფარეხში


ჰქონდა. ისინი დღეს ნაკლებად გავრცელებულია, მაგრამ ნივთების შეკეთება
უნიკალური სიამოვნებაა. თითოეული პროექტი არის პრობლემა, რომელიც უნდა
გადაიჭრას და შედეგად გამოსავალი რეალური ხდება. ხანდახან სარემონტო
პრობლემების გადაჭრა კრეატიულობას მოითხოვს, რადგან საჭირო ინსტრუმენტები
მიუწვდომელია. მაგალითად, იმის გარკვევა, რომ ფრჩხილის საჭრელი შეიძლება
გამოყენებულ იქნას მავთულის საჭრელად. ნივთების შეკეთება ასევე ზრდის
თვითეფექტურობას და კონტროლის გრძნობას, ანუ "აქ და ახლას" დოფამინური
მიწოდების დაკმაყოფილებას. მაგრამ ადამიანების უმეტესობა თავს არ იწუხებს
შემოქმედებით, რადგან არ არსებობს პრაქტიკული მიზეზი ამის გასაკეთებლად.
სავარაუდოდ (დასაწყისში მაინც) იგი არ მოგვცემს ფულს, პრესტიჟს ან უკეთესი
მომავლის გარანტიას. მაგრამ შემოქმედებას შეუძლია რომ გაგვახაროს.

ძალაუფლება თქვენს ხელშია

ბედნიერების მისაღწევად საჭიროა როგორც დოფამინი, ასევე "აქ და ახლაც",


რომელსაც ფილოსოფოსი არისტოტელე მიზანთა მიზანს უწოდებდა. დოფამინის
წრეები ადამიანებად გვაყალიბებს. სწორედ დოფამინი აძლევს ადამიანს
განსაკუთრებულ ძალაუფლებას. ჩვენ ფიქრი და დაგეგმვა შეგვიძლია. ასევე
შეგვიძლია ავმაღლდეთ აბსტრაქტულ მცნებებზე და ისინი რეალობად ვაქციოთ,
როგორებიცაა სიმართლე, სამართლიანობა და სილამაზე. დოფამინის სქემებში
სივრცისა და დროის ბარიერების გადალახვა შეგვიძლია. ჩვენ ვვითარდებით
ყველაზე მტრულ გარემოში, ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს დომინირების
უნარის წყალობით. მაგრამ იგივე სქემებს შეუძლიათ უფრო ბნელ გზაზე დაგვაყენონ,
სადაც დამოკიდებულება, ღალატი და უბედურება გველის. თუ მიზნად ვისახავთ
მუდამ დიდების გზაზე ყოფნას, ალბათ იმ ფაქტის მიღებაც მოგვიწევს, რომ

183
უბედურება მისი განუყოფელი ნაწილი იქნება. ეს არის უკმაყოფილების წყარო, სანამ
სხვები მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობით ტკბებიან.

მაგრამ მათ, ვინც ბედნიერ ცხოვრებას ამჯობინებს, სხვა დავალება აქვთ


შესასრულებელი: ჰარმონიის პოვნა. ადამიანებმა უნდა დაძლიონ დაუსრულებელი
დოფამინური ცდუნების სისტემები და დაასრულონ უსასრულო დოფამინური
შიმშილი. თუ ჩვენ შევძლებთ დოფამინის და "აქ და ახლას" გაერთიანებას, ჰარმონიის
მიღწევა შესაძლებელი გახდება. მხოლოდ დოფამინი ყოველთვის არ არის ბილიკი
საუკეთესო მომავლისაკენ. როდესაც სენსორული რეალობა და აბსტრაქტული
აზროვნება ერთად მუშაობენ, ტვინის სრული პოტენციალი იხსნება. შემოქმედების
უმაღლესი ხარისხის შესრულებისას, ადამიანი არა მარტო ბედნიერებას,
კმაყოფილებას, პატივს და სიმდიდრეს ჰპოვებს, არამედ მიიღებს სენსორული
გამოცდილებისა და ბრძნული გაგების მდიდარი ნაზავის უნარს, რომელსაც
შეუძლია, რომ ადამიანური არსებობის უფრო ჰარმონიულ და დაბალანსებულ გზაზე
დაგვაყენოს.

184

You might also like