Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 15

კლიფორდ სიმაკი

გამანდე შენი დარდი


(თარგმანი ა.ფეიქრიშვილი)

შაბათი იყო, საღამოვდებოდა, ასე რომ, პარმაღზე მოვეწყე და გადავწყვიტე კარგად


გამოვმთვრალიყავი. ბოთლი შორიახლო მქონდა, განწყობა ამაღლებული და თანდათანობით კიდევ
იწევდა მაღლა, და ამ დროს, სახლისკენ მომავალ ბილიკზე ორნი გამოჩნდენ: უცხოპლანეტელი და მისი
რობოტი.
მაშინვე მივხვდი, რომ უცხოპლანეტელი იყო. ადამიანს კი ჰგავდა, მაგრამ ადამიანებს რობოტები
კუდში არ დასდევენ.
ფხიზელი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება თვალები შუბლზე ამცვივნოდა: საიდან უნდა
მოხვედრილიყო ჩემს ბილიკზე უცხოპლანეტელი, - და შეიძლება ცოტათიც დავეჭვებულიყავი, ხომ არ
მომეჩვენა-მეთქი. მაგრამ ფხიზელი არ ვიყავი, უფრო სწორად, არც მთლად ფხიზელი.
ასე რომ, უცხოპლანეტელს „საღამო მშვიდობისა“ ვუთხარი და ჩამოჯდომა შევთავაზე. მან მიპასუხა
„გმადლობთ“ და დაჯდა.
- შენც დაჯექი, - მივმართე რობოტს და ჩავიჩოჩე, რომ ადგილი გამეთავისუფლებინა.
- იდგეს, - მიპასუხა უცხოპლანეტელმა. - დაჯდომა არ იცის. უბრალოდ მანქანაა.
რობოტმა გორგოლაჭით დაუღრჭიალა, მეტი კი არაფერი უთქვამს.
- მოსვი, - შევთავაზე და ბოთლი ავწიე, მაგრამ უცხოპლანეტელმა მხოლოდ თავი გააქნია.
- ვერ გავბედავ, - მიპასუხა მან. - მეტაბოლიზმი არ მაძლევს უფლებას.
ეს ზუსტად იმ ჭკვიანური სიტყვებიდანაა, რომლებიც ცოტა ვიცი. როცა დოქტორ აბელის კლინიკაში
მუშაობ, შენდაუნებურად სამედიცინო აბდაუბდას იმახსოვრებ.
- დასანანია, - წამოვიძახე. - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, თუ თავად მოვყლურწავ?
- არანაირად, - თქვა უცხოპლანეტელმა.
ჰოდა, გვარიანად მოვსვი. ალბათ, ვგრძნობდი, რომ ბლომად უნდა დამელია. შემდეგ ბოთლი
დავდგი, ტუჩები მოვიწმინდე და ვკითხე, რამე ისეთი ხომ არ მაქვს, რითაც გაგიმასპინძლდები-მეთქი.
თორემ ჩემი მხრიდან სტუმრის უპატივცემულობა იქნებოდა ვმჯდარიყავი და ვისკით ჩავმსკდარიყავი,
მისთვის კი არც კი შემეთავაზებინა.
- შეგიძლიათ ამ ქალაქის შესახებ მომითხროთ, - მიპასუხა უცხოპლანეტელმა. - თუ არ ვცდები,
მილვილი ჰქვია არა?
- ზუსტადაც, მილვილი. და რა გსურს მის შესახებ იცოდე?
- ყველანაირი ნაღვლიანი ისტორია, - თქვა რობოტმა. მან, როგორც იქნა ხმის ამოღება გადაწყვიტა.
- რობოტი არ ტყუის, - დაუდასტურა უცხოპლანეტელმა და იმ მოხერხებულ პოზაში მოეწყო,
რომელიც აშკარად წინასწარ ტკბობის სიხარულს გამოხატავდა. - გამანდეთ აქაური ყველა უსიამოვნება
და უბედურება.
- რითი დავიწყო, - დავინტერესდი.
- თუნდაც თქვენით.
- ჩემით? არასდროს დამტყდომია რამე უბედურება. კვირის განმავლობაში კლინიკაში ვგვი,
შაბათობით კი ვილეშები ხოლმე. მერწმუნეთ, მისტერ, - ვეჩიჩინებოდი, - არანაირი უსიამოვნება არ მაქვს.
მკვიდრად ვზივარ ჩემს ადგილზე. თავიც გამაქვს...
- მაგრამ, სავარაუდოდ, სხვებიც არიან...
- რაც არის, არის. მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენი წუწუნი არ მსმენია, რასაც ეხლა ვისმენ
მილვილში. აქ, ჩემს გარდა ყველას ათასნაირი დარდი აქვს. ეგ კიდე ჯანდაბას, მარა ყოველ ნაბიჯზე
მოთქვამენ...
- ჰოდა, მომიყევით, - შემაწყვეტინა მან.

1
მომიწია კიდევ ერთხელ მომესვა და მომეყოლა ქვრივი ფრაის შესახებ, რომელიც ქუჩაზე ცოტა
მოშორებით ცხოვრობს. ვთქვი, რომ მთელი მისი ცხოვრება ტანჯვით იყო აღსავსე: ქმარი მაშინ გაექცა,
როცა ვაჟს ჯერ კიდევ არ შესრულებოდა სამი წელი, და ისიც სარეცხს რეცხავდა და თითებს
ისისხლიანებდა, რათა ბავშვი გამოეკვება, ხოლო შემდეგ, როცა ბიჭს ცამეტი თუ თოთხმეტი წელი
შეუსრულდა, მანქანა გაიტაცა და გლენ-ლეიკის გამომასწორებელ კოლონიაში უკრეს თავი ორი წლით.
- სულ ესაა? - მკითხა უცხოპლანეტელმა.
- ზოგადად კი, - ვუპასუხე. - მაგრამ, რა თქმა უნდა გამოვტოვე უამრავი ჩახლართული და კუშტი
წვრილმანი, რომელიც ასე უყვარს ქვრივს. კარგი იქნებოდა მოგესმინა, თავად როგორ ყვება ამ ამბავს...
- შეგიძლიათ ამის მოწყობა?
- რისი?
- რომ თავად მომიყვეს ყველაფერი.
- ვერ დაგპირდები, - ვაღიარე გულახდილად. - ქვრივს კარგი შეხედულება არ აქვს ჩემზე. ჩემთან
საუბარსაც კი არ მოინდომებს.
- ჰო, მაგრამ ვერ ვხვდები.
- ის ღირსეული, ღვთისმოშიში ქალია - ავუხსენი, - მე კი გათახსირებული უქნარა. თანაც ლოთი.
- მას რა, ლოთები არ უყვარს?
- ფიქრობს, რომ ლოთობა - ცოდვაა.
უცხოპლანეტელი თითქოს შეკრთა.
- გასაგებია. ჩანს, სადაც არ უნდა ნახო, ყველგან ერთი და იგივეა.
- გამოდის, თქვენც გყავთ ასეთები, ქვრივი ფრაისნაირები?
- ზუსტად ასეთი არა, მაგრამ იგივე შეხედულებებით.
- რას იზამ, - ვთქვი და კიდევ ერთხელ მოვიყუდე, - გამოდის, სხვა გამოსავალი არაა. როგორმე
გავუძლებთ...
- თუ არ შეგაწუხებთ, - იკითხა უცხოპლანეტელმა, - იქნებ კიდევ ვინმეზე მომიყვეთ?
- რას ბრძანებთ, სულაც არა, - დავარწმუნე.
და მოვუყევი ელმერ ტროტტერზე, რომელმაც მედისონის იურიდიული სკოლისკენ წელებზე ფეხი
დაიდგა და ისე გაიკვალა გზა, არანაირი სამუშაო არ ეთაკილებოდა, ოღონდ სწავლის ფული ეშოვა -
მშობლები ხომ არ ჰყავდა. მან კურსი ჩაამთავრა, მილვილში დაბრუნდა და საკუთარი კანტორა გახსნა.
ვერ ავუხსენი უცხოპლანეტელს, როგორ მოხდა და რანაირად, თუმცა ჩემთვის სულ ვფიქრობდი, რომ
ელმერს ყელში ჰქონდა მომდგარი სიღარიბე და არ გაუშვა ხელიდან ფულის შოვნის პირველივე შანსი.
ალბათ, მასზე კარგად არავინ იცოდა, რომ გარიგება უპატიოსნო იყო, ის ხომ იურისტი იყო და არა ვიღაც.
თუმცა მაინც არ შეეშვა და დაიჭირეს.
- შემდეგ რა მოხდა? - მკითხა სულგანაბულმა უცხოპლანეტელმა. - დასაჯეს?
და მოვუყევი, რომ ელმერს ადვოკატურის უფლება ჩამოართვეს, ხოლო ელიზა ჯენკინსმა ნიშნობა
გააუქმა და ბეჭედი დაუბრუნა, და მოუწია ელმერს სადაზღვევო აგენტად გახდომა და უბადრუკი
ცხოვრების დაწყება. რანაირად არ გაიჭიფხა, რომ საადვოკატო პრაქტიკა დაებრუნებინა, მაგრამ მეტი
არაფერი აღარ გამოუვიდა.
- ყველაფერი ჩაიწერე? - ჰკითხა უცხოპლანეტელმა რობოტს.
- ყველაფერი ჩაწერილია, - უპასუხა რობოტმა.
- რა შემაძრწუნებელი ნიუანსებია! - წამოიყვირა უცხოპლანეტლმა. - როგორი სასტიკი, ყოვლად
დამთრგუნველი რეალობაა!..
აზრზე არ ვიყავი, რაზე ამბობდა, ჰოდა უბრალოდ კიდევ მოვიყუდე.
შემდეგ კი, თხოვნას აღარ დავლოდებივარ, გავაგრძელე, და მოვყევი ამანდა რობინსონზე და მის
უბედურ სიყვარულზე და იმაზე, თუ როგორ გახდა მილვილის ერთ-ერთი ზნეკეთილი და სევდიანი
შინაბერა. და ებნერ ჯონსზე და მის გაუთავებელ უიღბლობაზე: არანაირად სურდა უარი ეთქვა აზრზე,

2
რომ უდიდეს გამომგონებლად დაიბადა, და მისი ოჯახი ნახევრად მშიერი და დაკონკილი დადიოდა, ის
კი მხოლოდ იგონებდა და იგონებდა...
- რა მწუხარებაა! - წამოიყვირა უცხოპლანეტელმა. - რა შესანიშნავი პლანეტაა!..
- სჯობს მალე დაამთავროთ, - გააფრთხილა რობოტმა. - ხომ იცით, შემდეგ რა იქნება...
- მოდი, კიდევ ერთი, - ითხოვა უცხოპლანეტელმა. - ჯერ კიდევ არ ვარ კონდიციაში. ერთი სულ
ბოლოც და ეგაა...
- მისმინე, - ვუთხარი. - წინააღმდეგი არ ვარ ჭორები მოგიყვე, რადგან ასე გსურს. მაგრამ იქნებ
თავიდან შენს შესახებაც გეთქვა რამე. როგორც ვხვდები, უცხოპლანეტელი ხარ...
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა უცხოპლანეტელმა.
- და ჩვენთან კოსმოსური ხომალდით ჩამოფრინდი?
- ჰმ, ხომალდით ალბათ არა...
- ჰო, მაგრამ თუ უცხოპლანეტელი ხარ, ჩვენებურად ასე კარგად როგორ ლაპარაკობ?
- აი, თურმე რაზე ამბობთ, - თქვა უცხოპლანეტელმა. - ჩემთვის ეგ არც ისე სასიამოვნო კითხვაა.
რობოტმა დათრგუნულად ახსნა.
- უკანასკნელ გროშამდე გაძარცვეს.
- გამოდის, ამაში ფული გადაიხადე?
- ძალიან ბევრი, - მიპასუხა რობოტმა. - ნახეს, რომ ვერ ითმენდა, და ფასი აუწიეს.
- მაგრამ მაინც გადავუხდი სამაგიეროს, - ჩაურთო უცხოპლანეტელმა. - თუ ამ მგზავრობიდან
მოგებას ვერ ვნახავ, დაე მაშინ არასდროს დამიძახონ...
და მან წარმოთქვა რაღაც გრძელი, ჩახლართული და სავსებით უაზრო რამ.
- ასე გეძახიან? - ვკითხე.
- რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენ უილბური მიწოდეთ. რობოტს კი - რობოტს შეგიძლიათ ლესტერი
დაუძახოთ.
- გაუმარჯოს, ბიჭებო, - ვთქვი მე. - მოხარული ვარ თქვენი გაცნობით. მე სემი მქვია.
და კიდევ ცოტა გადავყლურწე. პარმაღზე ვისხედით, და მთვარე ამოდიოდა, და ციცინათელები
მქრქალად ელავდნენ იასამნის ბუჩქებში, და სამყარო საცეკვაოდ იყო მზად. ცხოვრებაში ასე კარგად არ
მიგრძვნია თავი.
- იქნებ, ერთიც კიდევ, - მავედრებლად თქვა უილბურმა.
ავდექი და ავადმყოფობის რამდენიმე ისტორია მოვუყევი, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან.
ვცდილობდი მძიმე შემთხვევები შემერჩია, და უილბურმა ქვითინი დაიწყო, ხოლო რობოტმა განაცხადა:
- თავადაც ხედავთ რა ჩაიდინეთ. სიმთვრალის ისტერიკა აქვს.
მაგრამ ამ დროს უილბურმა თვალები მოიმშრალა და გვაცნობა, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ
ოღონდ არ შევჩერებულიყავი, თავად კი როგორმე თავს შეიკავებდა.
- რა ხდება? - ვიკითხე, ცოტა გაოცებულმა. - შენ რა, ამ სევდიანი ისტორიებით თვრები?
- აბა თქვენ რა გეგონათ? - მიპასუხა რობოტმა ლესტერმა. - სხვა მხრივ აქ რატომ უნდა იჯდეს და
ისმინოს თქვენი ლაქლაქი.
- შენც თვრები? - ვკითხე ლესტერს.
- რა თქმა უნდა, არა, - მიპასუხა უილბურმა. - ემოციებს მოკლებულია. უბრალოდ მანქანაა.
ერთი კიდევ მოვიყუდე და კარგად დავფიქრდი, და ყველაფერი დღესავით ნათელი შეიქნა. და
უილბურს ჩემეული ცხოვრებისეული ფილოსოფია გავაცნე:
- დღეს შაბათის საღამოა, კარგი დროა გასალეშად და საწუწუნოდ. ასე, რომ დავცხოთ...
- თანახმა ვარ, - ამოიქვითინა უილბურმა, - სანამ ენას ატრიალებთ პირში, თანახმა ვარ...
ლესტერმა გორგოლაჭი დააღრჭიალა, სავარაუდოდ, თავისი უკმაყოფილება გამოხატა, მაგრამ ხმა არ
ამოუღია.

3
- სიტყვა-სიტყვით ჩაიწერე, - უბრძანა უილბურმა რობოტს. - ამით მილიონებს ვიშოვით. უნდა
დავიბრუნო რაც სწავლებაზე დავხარჯე. - მან მძიმედ ამოიოხრა. - არა, ფულზე არ ვდარდობ. რა
მშვენიერი, მწუხარებით აღვსილი პლანეტაა!
და მეც მოვიქოქე და ტემპი აღარ დამიგდია, და ღამეც ყოველი დალოცვილი წუთით სულ უფრო და
უფრო ლამაზდებოდა.
სადღაც შუაღამისკენ ისე გავილეშე, ფეხზე ძლივს ვიდექი, უილბური კი - ისე, რომ ცრემლისგან
ასლოკინებდა, და ჩვენ, თითქოს შეთანხმებულად, დავნებდით. ავდექით პარმაღიდან და
ხელიხელგადახვეულები შევედით სახლში, მართალია, უილბური გზაში დავკარგე, მაგრამ ლოგინამდე
როგორღაც მივაღწიე, და მეტი არაფერი მახსოვს.
როცა გამომეღვიძა, მაშინვე მიხვდი, რომ უკვე კვირა დილა იყო. მზე ფანჯრიდან მირტყამდა, ნათელი
იდგა და ფარისევლობის სუნი ტრიალებდა, როგორც ყოველთვის კვირაობით იცის ხოლმე ჩვენს მხარეში.
ჩვეულებისამებრ, კვირაობით სიწყნარეა, და მხოლოდ ესეც კმარა, რომ კვირა დღეები არ გიყვარდეს.
თუმცა დღევანდელი ჩუმი არ გამოდგა. გარედან საშინელი ხმაური შემოდიოდა. თითქოს ვიღაცა ქვებს
ისროდა კონსერვის ცარიელ ქილაში.
ლოგინიდან ჩამოვგორდი, და პირში ისეთი საზიზღარი გემო მქონდა, როგორიც მოსალოდნელი იყო.
როცა თვალები მოვიფშვნიტე, არადა თითქოს შიქ ქვიშა ჩამიყარესო, მეორე ოთახში გავაბოტე, და როგორც
კი ზღურბლს გადავაბიჯე, კინაღამ უილბურს დავადგი ფეხი.
თავიდან გვარიანად შემეშინდა, მაგრამ მერე გამახსენდა, ვინ იყო, და გავირინდე, ვუცქერდი და
თვალს არ ვუჯერებდი. ვიფიქრე, ღმერთმა ნუ ქნას, მკვდარი იყოს-მეთქი, მაგრამ მაშინვე დავრწმუნდი -
ცოცხალი იყო. ზურგზე გადათხლაშული იწვა, ლოქოსებრი ბრტყელი პირი ჰქონდა გაღებული, და
ტუჩზედა ბუმბულის მსგავსი ულვაშები ყოველი ამოსუნთქვისას ყალყზე დგებოდნენ, შემდეგ კი
ეშვებოდნენ.
გადავაბიჯე და კარებისკენ წავედი, გამერკვია რა აურზაური იდგა. იქ იდგა ლესტერი, რობოტი,
ზუსტად იმავე ადგილზე, სადაც საღამოს დავტოვეთ, ბილიკზე კი ბავშვების ჯგრო შეიყარა და ქვებს
ესროდნენ. ბავშვები თითქოს აარჩიესო, მიზანში ურტყამდნენ. რამდენიც უნდა ესროლათ, ყველა
ლესტერს ხვდებოდა.
ერთი დავუცაცხანე და მაშინვე დაიფანტნენ. ყველამ იცოდა, როგორ ალიყურს ვაჭმევდი.
ის-ის იყო სახლში შებრუნება დავაპირე, რომ ბილიკზე მანქანა შემოქანდა. იქიდან ჯო ფლეტჩერი
გადმოხტა, ჩვენი კონსტებლი, და მაშინვე მივხვდი, რომ განწყობა ჰქონდა - მტერს არ უსურვებ. ჯო
ზღურბლთან გაჩერდა, დოინჯი შემოიყარა და მზერით გაგვბურღა - ჯერ ლესტერი, შემდეგ მე.
- სემ, - მკითხა საზიზღარი ღიმილით, - აქ რა ხდება? შენი ერთი იასამნისფერი სპილო გაცოცხლდა
და შენთან გადმოვიდა საცხოვრებლად?
- ჯო, - საზეიმოდ ვთქვი და შეურაცხყოფა ყურიდან ყურში გავუშვი, - ნება მიბოძე წარმოგიდგინო
ლესტერი.
ჯო უკვე მოემზადა ჩემთვის ეღრიალა, მაგრამ უცებ კარში უილბური გამოჩნდა.
- ეს კი უილბურია, - დავსძინე. - უილბური - უცხოპლანეტელია, ლესტერი კი, როგორც თავადაც
ხვდები...
- უილბური ვინაა? - დაიღრიალა ჯომ.
უილბურმა პარმაღზე გადმოინაცვლა და განაცხადა:
- რა მწუხარე სახეა! და ამასთან რაოდენ კეთილშობილი!..
- შენ გგულისხმობს, - განვუმარტე კონსტებლს.
- თუ იგივენაირად გააგრძელებთ, - დაიღრინა ჯომ, - ორივეს ვირის აბანოში ჩაგაყუდებთ.
- სულაც არ მსურდა თქვენი წყენინება, - თქვა უილბურმა. - და თუ უნებურად თქვენი გრძნობებში
შეურაცხვყავი, მზად ვარ ბოდიშის მოსახდელად.
ჯოს გრძნობები - შეიძლება გააფრინო!
- ერთი შეხედვით ვხედავ, - განაგრძნობდა უილბური, - რომ ცხოვრების ნებიერა არ იყავით...
4
- რაც არ იყო, არ იყო, - დაეთანხმა ჯო.
- არც მე ვყოფილვარ, - თქვა უილბურმა და საფეხურზე ჩამოჯდა. - ახლა კი ისეთი დღეები დადგა,
როცა რაც არ უნდა იწვალო, ცენტსაც ვერ გადადებ შავი დღისთვის.
- მისტერ, მართალი ბრძანდებით, - გამოეხმაურა ჯო. - აი, ზუსტად იგივე ვუთხარი ჩემს
დიასახლისს ამ დილას, როცა ტვინის ბურღვა დამიწყო, ბავშვებს ფეხსაცმელები დააცვდათო...
- პირდაპირ სასწაულია, ჯერ კიდევ პურის ფულს რომ ვშოულობთ.
- მისმინეთ, თქვენ ჯერ კიდევ არაფერი იცით...
და მეხი დამეცეს, სამამდე დათვლაც ვერ მოვასწარი, რომ ჯო უცხოპლანეტელის გვერდით
მოკალათდა და თავისი დარდის გაზიარება დაიწყო.
- ლესტერ, - გააფრთხილა უილბურმა, - არ დაგავიწყდეს ყველაფრის ჩაწერა...
მე უკან წავღანღალდი სახლისკენ და უცბად გადავკარი სირჩა კუჭის დასაწყნარებლად, სანამ
საუზმეს შევუდგებოდი. ჭამა მაინცდამაინც არ მსურდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ საჭირო იყო. მოვძებნე
კვერცხები და ბეკონი და ჩავფიქრდი, რითი გამომეკვება უილბური. უცებ გამახსენდა, რა უცნაური
მეტაბოლიზმი აქვს, რომ ვერ იტანს სპირტიან სასმელს, და თუ უცხოპლანეტელს ვისკი წყენს, მაშინ არა
მგონია, დაეტაკოს ბეკონს კვერცხით.
საუზმის დამთავრებაც ვერ მოვასწარი, რომ უკანა კარიდან სამზარეულოში ჰიგგმენ მორისი
შემომივარდა. ჰიგგი - ჩვენი მერი, ეკლესიის ბურჯი, სკოლის საბჭოს წევრი, ბანკის დირექტორი და
მოკლედ სწორ ადგილზე ბორცვია.
- სემ, - დამიყვირა, - უკვე ბევრი აიტანა შენგან ჩვენმა ქალაქმა! ვეგუებოდით შენს ლოთობას, შენს
არაფრისმაქნისობას, და პატრიოტიზმის უქონლობას. მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია!
ნიკაპიდან კვერცხი მოვიწმინდე.
- რაა მეტისმეტი?
ჰიგგი კინაღამ აღფოთებისგან დაიხრჩო.
- ეს სახალხო წარმოდგენა! ეს უფასო ცირკი! საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა! და თანაც კვირა
დღეს!..
- აი თურმე რა ყოფილა, - ვთქვი, - უილბურსა და მის რობოტზე მიმანიშნებთ.
- სახლის წინ ბრბო იკრიბება, უკვე ათმა კაცმა დამირეკა, ჯო კი ზის იქ შენს... შენს...
- უცხოპლანეტელთან ერთად, - ვუკარნახე.
- და ხელიხელგადახვეულები ტირიან, როგორც სამი წლის ბავშვები, და... რა? უცხოპლანეტელი?
- დიახ, - დავუდასტურე. - აბა, როგორ გგონია, მეტი ვინ უნდა იყოს?
ჰიგგიმ აკანკალებული ხელით მისწია თავისკენ სკამი და უღონოდ ჩამოჯდა.
- სემუელ, - წყნარად თქვა მან, - შენი სიტყვები კიდევ ერთხელ გაიმეორე. მგონი, რაღაც კარგად ვერ
გავიგე.
- უილბური - უცხოპლანეტელია, - გავუმეორე, - სხვა სამყაროდან. ის და რობოტი ჩვენთან
ნაღვლიანი ისტორიების მოსასმენად ჩამოვიდნენ.
- ნაღვლიანი ისტორიების?
- ზუსტად. მას მოსწონს ნაღვლიანი ისტორიები. ზოგს მხიარულები მოსწონს, ზოგს უხამსი. ამას კი
- ნაღვლიანი.
- ის უცხოპლანეტელია, - თქვა ჰიგგიმ ისე, რომ არავის მიმართავდა.
- უცხოპლანეტელია, უცხოპლანეტელი, ეჭვიც არ შეგეპაროს, - გამოვეპასუხე.
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
ჰიგგი ანერვიულდა.
- ნუთუ ვერ ხვდები რას ნიშნავს ეს მილვილისთვის! ჩვენი პატარა ქალაქი - პირველი ადგილია
დედამიწაზე, რომელსაც უცხოპლანეტელი ესტუმრა!

5
მხოლოდ ერთი რამ მსურდა: რომ მოეკეტა და წათრეულიყო - საშუალება მოეცა სირჩა გადამეკრა
საუზმის შემდეგ. ჰიგგი არ სვამდა, განსაკუთრებით კი კვირაობით. ის, ალბათ თავზარდაცემული
მოკვდებოდა.
- ახლა მთელი მსოფლიოდან გვესტუმრებიან! - დაიყვირა ჰიგგიმ. სკამიდან წამომხტარი,
სამზარეულოდან ოთახში გაიქცა. - ვალდებული ვარ ოფიციალურად მივესალმო უდიდეს სტუმარს!..
უკან მივყევი ჩანჩალით - თავს ვერ ვაპატიებდი ესეთი სანახაობა გამომეტოვა.
ჯომ წასვლა მოასწრო, უილბური პარმაღზე მარტო იჯდა, და შევამჩნიე, უკვე კარგად იყო მთვრალი.
ჰიგგი მიუახლოვდა, მკერდი წინ წამოაგდო, ხელი გაიშვირა და საზეიმოდ დაიწყო, სრული
ფორმალობით:
- მე, როგორც ქალაქ მელვილის მერს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს თქვენთვის ჩვენი გულითადი
სალმის გადმოცემა...
უილბურმა ხელი ჩამოართვა და უთხრა:
- ქალაქის თავად ყოფნა - უდიდესი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ღმერთმა უწყის, როგორ
არ მოიკაკვეთ ასეთი ტვირთის სიმძიმით.
- გამოგიტყდებით, ხანდახან... - აღმოხდა ჰიგგის.
- მაგრამ თქვენ, როგორც ჩანს, იმ ხალხს მიეკუთვნებით, რომლებიც მთლიანად მოყვასის
კეთილდღეობისთვის იღვწიან, და ამიტომ, ბუნებრივია, იძულებული ხართ ყოველდღიურად შეეჩეხოთ
გაუგებრობასა და უმადურობას...
ჰიგგი მძიმედ დაეშვა საფეხურებზე.
- სერ, - მიმართა მან უილბურს, - არ დაიჯერებთ, რა ტანჯვის თმენა მიწევს.
- ლესტერ, - თქვა უილბურმა, - ჩაწერა არ დაგავიწყდეს...
მე სახლში შევედი. ამას უკვე ვერ გადავიტანდი.
ქუჩაში უკვე ბრბო შეიკრიბა - ჯეიკ ელლისი, მენაგვე, და დონ მაიერსი, „მხიარული მეწისქვილეს“
მეპატრონე, და უამრავი სხვა. და იქვე - ვისაც არ ეზარებოდა ყველა მუჯლუგუნს კრავდა, ის კი მაინც წინ
ძვრებოდა - ტრიალებდა ქვრივი ფრაი. ეკლესიაში მიმავალი ხალხი გზად ჩერდებოდა საცქერად, შემდეგ
აგრძელებდა გზას, მაგრამ მათ ადგილს სხვები იკავებდნენ, და ბრბო კი არ იკლებდა, არამედ პირიქით,
იმატებდა და იმატებდა.
სამზარეულოში გავედი და ჩემი სირჩა შევსვი, ჭურჭელი გავრეცხე და კვლავ ჩავფიქრდი, უილბური
რითი გამომეკვება. თუმცა ამ დროისთვის, ჩანდა, რომ საკვები ძალიანაც არ სჭირდებოდა.
შემდეგ ოთახში გადავინაცვლე, ჩავჯექი სარწეველა-სავარძელში და ჩექმები გავიხადე. ვიჯექი
სარწეველაში, ფეხის თითებს ვათამაშებდი და ვფიქრობდი, რა უცნაური ჩვევა ჰქონდა უილბურს,
დარდით ავსილიყო ალკოჰოლის ნაცვლად.
თბილი დარი გამოვიდა, ცოტა მოვთენთე, და რწევამაც, ალბათ თვლემა მომგვარა, იმიტომ რომ
უცბად გამომეღვიძა და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. მაშინვე არ დამინახავს, ვინ იყო, მაგრამ მაინც
ვიცოდი, რომ ოთახში ვიღაც იყო.
ეს ქვრივი ფრაი აღმოჩნდა. თავისი საკვირაო კაბა ჩაეცვა - ამდენი წლის შემდეგ, როცა ქუჩის
საპირისპირო მხარეს ჩაივლიდა ხოლმე, თითქოს ჩემი ქოხმახის ან ჩემი შესახედაობა მის მზერას
წაბილწავდა, - ამდენი წლის შემდეგ ჩემთან მოვიდა გამოწყობილი და ღიმილით გაცისკროვნებული! მე
კიდევ ნაბახუსევი ვზივარ, წინდებში.
- სემუელ - თქვა ქვრივმა ფრაიმ, - არ შემიძლია არ გაგიზიარო. მგონი, შენი მისტერ უილბური -
ნამდვილი სასწაულია...
- ის უცხოპლანეტელია, - ვუპასუხე. ახალი გამოღვიძებული ვიყავი და გონება ჯერ კიდევ არეული
მქონდა.
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინაა! - წამოიძახა ქვრივმა. ის ჯენტლმენია, აღვსილი ისეთი
თანაგრძნობით... არაფრით არ ჰგავს ამ საშინელი ქალაქის მაცხოვრებლებს.

6
წამოვხტი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი რა მექნა. ანაზდად გამომიჭირა, როგორც იტყვიან
ყველაზე არაპრეზტაბელურ მდგომარეობაში. მთელ დუნიაზე სტუმრად ნებისმიერი შეიძლება მწვეოდა,
მარა მას ნამდვილად არ ველოდი. კინაღამ დალევა შევთავაზე, და კიდევ კარგი - ბოლო მომენტში გონს
მოვეგე.
- თქვენ რა, ესაუბრეთ? - სლოკინით ვკითხე.
- მეც, და ყველა სხვაც, - თქვა ქვრივმა ფრაიმ. - ისეთი მიმზიდველია! საკუთარ საზრუნავს თუ
გაანდობ - თითქოს ყველა გიქრება. იქ ეხლა იმდენი ხალხი ელის თავის რიგს.
- რას იზამ, - ვუთხარი, - მიხარია ამის მოსმენა თქვენგან. მაგრამ როგორ უძლებს ამხელა
დატვირთვას?
ქვრივმა ახლოს მოიწია და ჩურჩულით მითხრა.
- მგონი გასავათებულია. ვიტყოდი, რომ... ვიტყოდი, რომ თრობაშია, მისი წყენინების რომ არ
მეშინოდეს.
სწრაფად დავხედე საათს.
- ვუიმე, დედიკო! - წამომცდა.
უკვე ლამის დღის ოთხის საათი იყო. უილბურმა იქ ექვსი თუ შვიდი საათი დაჰყო მიყოლებით და
რაც ქალაქმა შესთავაზა, ყველანაირი დარდი შთანთქა. ახლა, ნათელია, გაგუდული მთვრალი იყო.
კარებს ვეცი - და მართლაც, უილბური პარმაღზე იჯდა, ცრემლები ღვარღვარით ჩამოსდიოდა, და
ვიღაცას კი არა, თავად ჯეკ რიტტერს უსმენდა, - ჰოდა იმაზე თავხედ ცრუპენტელას, ვიდრე ჩვენი ჯეკია,
ვერც ჩვენს ოლქში ნახავ და ვერც გვერდითებში. უეჭველი, უილბურთან იმას ბოდავდა, რასაც
სახელდახელოდ იგონებდა.
- ბოდიში, ჯეკ, - მივუგდე და უილბური ფეხზე წამოვაყენე.
- ჰო, მაგრამ ზუსტად ახლა იმას ვეუბნებოდი, რომ...
- სახლში წადი! - წავუღრინე. - და თქვენც, ყველანი! ქანცი გაწყვიტეთ კაცს...
- მისტერ სემ, - გამოტყდა ლესტერი, - ისე მიხარია, რომ მოხვედით. მე არ მიჯერებდა.
ქვრივმა ფრაიმ კარი დამიჭირა და უილბური სახლში შევათრიე და ჩემს ლოგინზე დავაწვინე, რომ
გამოეძინა. ქვრივმა პარმაღზე დამიცადა.
- იცით რა, სემუელ, - მითხრა მან. - სადილად წიწილი მოვამზადე. იმაზე მეტია, ვიდრე თავად
მივირთმევ. ხომ არ გსურთ შემომიაროთ და დამეწვიოთ?
წამით დავმუნჯდი. შემდეგ თავი გავაქნიე.
- გმადლობთ მიპატიჟებისთვის, მაგრამ უილბურს უნდა მივაქციო ყურადღება. რობოტს - არ
უჯერებს.
ქვრივი იმედგაცრუებული ჩანდა.
- იქნებ, როგორმე სხვა დროს?
- დიახ, როგორმე სხვა დროს.
როცა წავიდა, ისევ გავედი გარეთ და ლესტერი სახლში შევიპატიჟე.
- შეგიძლია ჩამოჯდე, - ვკითხე, - თუ უნდა იდგე?
- უნდა ვიდგე, - მიპასუხა ლესტერმა.
მაშინ დავწყნარდი - დაე, იდგეს, - თავად კი სარწეველაში ჩავჯექი.
- რას მიირთმევს უილბური? - ვკითხე. - ალბათ, უეჭველი მოშივდა.
რობოტმა მკერდის შუაგულში პატარა კარი გამოაღო და უცნაური პატარა ბოთლი გამოიღო. მან იგი
შეაჯანჯღარა და მომესმა, როგორ აჟღრიალდა შიგნით რაღაც.
- აი, ესაა მისი საკვები, - თქვა ლესტერმა. - დღეში ერთ ბოთლს იღებს.
ლესტერმა ბოთლის უკან დადგმა დააპირა, მაგრამ იქიდან სქელი დასტა გადმოვარდა. რობოტი
დაიხარა და აიღო.
- ფული, - განმარტა მან.
- გამოდის, იქაც გაქვთ ფული?
7
- ეს მაშინ მოგვცეს, როცა სწავლება გავიარეთ. ასდოლარიანი კუპიურები.
- ასდოლარიანი!..
- სხვანაირად, ძალიან დიდ ადგილს დაიკავებდა, - თავაზიანად მიპასუხა ლესტერმა, ფული და
ბოთლი ისევ უკან დადო და კარი ჩარაზა.
თითქოს ნისლში ვიყავი, ისე ვიჯექი. ასდოლარიანი კუპიურები!
- ლესტერ, - ვურჩიე, - ასე მგონია, არ ღირს, მაგ ფულის ნებისმიერისთვის ჩვენება. შეიძლება
წართმევა სცადონ.
- ვიცი, - მიპასუხა ლესტერმა. - და ამიტომ მაქვს მე.
მან მკერდზე დაირტყა ხელი. ერთი ასეთი დარტყმა ადვილად წააძრობდა კაცს თავს.
ვიჯექი, სავარძელში ვირწეოდი, და იმდენი აზრი მიფუთფუთებდა თავში, რომ მეგონა ჩემი ტვინიც
სავარძლის ტაქტში ირწეოდა წინ და უკან. ჯერ ერთი, უილბური თრობის უცნაური ხერხით, მერე ქვრივი
ფრაის ასეთი ქცევა, და კიდევ ეს ასდოლარიანი კუპიურები.
განსაკუთრებით ასდოლარიანი კუპიურები.
- მისმინე, იქ რა მოხდა, სწავლების დროს? - დავინტერესდი. - შენ ახსენე, რომ ის არალეგალური
იყო...
- წმიდა წყლის არალეგალური, - მიპასუხა ლესტერმა. - ამით ერთი გახრწნილი ტიპია დაკავებული,
რომელიც აქ ჩუმად შემოიპარა და ყველაფერი ლენტზე ჩაიწერა, ახლა კი დახლქვემოდან ვაჭრობს...
- კი მაგრამ, რატომ შემოიპარა? თანაც ჩუმად?
- აკრძალული ზონაა, - თქვა ლესტერმა. - დაშვებულ ზღვარს მიღმაა. უფლებათა მიჯნის იქითაა.
გასაგებად ვამბობ?
- და ეს გახრწნილი ტიპი მიხვდა, რომ შეუძლია ლენტზე ჩაწერილი ინფორმაცია მოგყიდოთ, და ეს...
როგორ თქვი?
- უცხო კულტურის მოდელი, - მიპასუხა ლესტერმა. - თქვენს ლოგიკას სწორად მიყავხართ, მაგრამ
სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივი არაა.
- ალბათ, არა, - დავეთანხმე. - და იგივე გახრწნილმა ტიპმა აგახიათ მთელი ფული, ასე არაა?
- ზუსტად ასეა. მთელი ფული აგვახია.
ცოტა ხანს კიდევ ვიჯექი, შემდეგ უილბურის დასახედად წავედი. გაუნძრევლად ეძინა, ჩასუნთქვის
დროს ულვაშს თავის ლოქოსებრ ხახაში იწოვდა, ამოსუნთქვისას უკან აფურთხებდა. ავდექი და
სამსარეულოში გავედი, ვახშამი მოვიმზადე.
ის-ის იყო დავნაყრდი, რომ კარზე დააკაკუნეს. ამჯერად დოქტორი აბელი აღმოჩნდა კლინიკიდან.
- საღამო მშვიდობისა, დოკ, - ვთქვი. - ახლავე რამე სასმელს შემოგთავაზებთ.
- დალევის გარეშეც გავძლებ, - მითხრა ექიმმა. - სჯობს შენი უცხოპლანეტელი მიჩვენო.
ის ოთახში შემოვიდა, და ლესტერი დაინახა თუ არა, გაშეშდა. ლესტერი, მგონი მიხვდა, რომ ექიმი
გაოცებისგან გაოგნდა და შეეცადა მაშინვე დაემშვიდებინა:
- მე უცხოპლანეტელის ე.წ. რობოტი ვარ. იმ აშკარა ფაქტის მიუხედავად, რომ უბრალოდ მანქანა
ვარ, ამავე დროს ერთგული მსახურიც ვარ. თუ თქვენი დარდის გაზიარება გსურთ, შეგიძლიათ მე
მითხრათ კონფიდენციალურად. მე კი დაუყოვნებლივ გადავცემ ჩემს პატრონს.
ექიმი თითქოს ოდნავ წაბორძიკდა, მაგრამ თავი შეიკავა.
- ნებისმიერ დარდს იღებთ, - ჰკითხა მან, - თუ რომელიმე განსაკუთრებულ ხარისხს ანიჭებთ
უპირატესობას?
- პატრონი, - უპასუხა ლესტერმა, - ღრმა მწუხარებას ამჯობინებს, მაგრამ არც სხვაგვარ დარდზე
ამბობს უარს.
- უილბური მათგან ქლიავდება, - ჩავურთე მე. - ეხლა საძინებელშია, გახეულ მთვრალს სძინავს.
- მეტსაც გეტყვით, - განაგრძო ლესტერმა, - ჩვენს შორის დარჩეს და, ასეთი საქონლის გასაღება
ძნელი არაა. ჩვენთან ბევრი გამოჩნდება პირველხარისხოვანი სიმწრის მოყვარული, რომელიც ესოდენ
დამახასიათებელია ამ პლანეტისთვის.
8
ექიმს წარბები ისე მაღლა აუცვივდა, ლამის თმას შეახო.
- ყველაფერი ნაღდია, - დავარწმუნე. - ყველანაირი ოინბაზობის გარეშე. ხომ არ გსურთ უილბურს
დახედოთ?
დოკმა თავი დამიქნია, მე საწოლთან მივიყვანე და ორივე სასთუმალთან გავირინდეთ, უილბურს
დავცქეროდით ზემოდან ქვემოთ. როცა უცხოპლანეტელს გაშოტილს ეძინა, უსაზიზღრეს სანახაობას
წარმოადგენდა.
დოკმა ხელი შუბლისკენ წაიღო და ძალით გაისვა სახეზე, ყბა ჩამოწია და მაძებარ ძაღლს დაემსგავსა.
მისმა დიდმა, სქელმა, ჩამოშვებულმა ტუჩებმა ხელისგულისქვეშ გაიჭყაპუნეს.
- წყეულიმც ვიყო! - თქვა ექიმმა.
შემდეგ შეტრიალდა და საძინებლიდან გავიდა, მე უკან გავყევი. ის შეუჩერებლად გაემართა კარისკენ
და ქუჩაში გავიდა. ბილიკს ცოტათი გაუყვა, შემდეგ შეჩერდა და დამელოდა. შემდეგ უეცრად ხელები
გამოიშვირა და გულისპირით დამიჭირა - პერანგი ისე დამეჭიმა, კინაღამ შემომასკდა.
- სემ, - მითხრა მან, - ჩემთან უამრავი წელია რაც მუშაობ და მგონი ბერდები. უმრავლესობა ჩემს
ადგილზე მოხუცს სამსახურიდან გაათავისუფლებდა, და ვინმე ახალგაზრდას დაიქირავებდა. უფლება
მაქვს მოგხსნა ნებისმიერ დროს, როცა მოვისურვებ,.
- ალბათ, ასეა, - ვუპასუხე და საძაგელი გრძნობა განვიცადე, რადგან აქამდე არასდროს
დავფიქრებულვარ, რომ ოდესმე გამათავისუფლებდნენ სამსახურიდან. კლინიკაში პატიოსნად ვგვი და
მძიმე საქმესაც არ ვთაკლობ. ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნება, მორიგი შაბათი რომ მოვა, მე კი დასალევის
ფული არ მექნება!
- ერთგული და პატიოსანი მუშაკი იყავი, - ამასობაში აგრძელებდა ექიმი, რომელიც პერანგზე
მებღაუჭებოდა, - მე კი - კეთილი უფროსი. ყოველთვის გჩუქნიდი შობას ერთ ბოთლ სასმელს და კიდევ
ერთს აღდგომას.
- ნამდვილად ასეა, - დავუდასტურე. - ყველაფერი უკანასკნელ სიტყვამდე.
- შენ ხომ არ გააცურებ შენს მეგობარ ექიმს, - თქვა ექიმმა. - ამ გაღლეტილ ქალაქში თუნდაც ყველას,
ალბათ შეიძლება, მაგრამ შენს მეგობარ ექიმს არა.
- ჰო, მაგრამ, დოკ, - შევეწინააღმდეგე, - არავის არ ვატყუებ...
ექიმმა როგორც იქნა პერანგზე ხელი გამიშვა.
- კარგი, ყურადღებას ნუ მიაქცევ, არც მიფიქრია, რომ ატყუებ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც
მიყვებოდნენ? ის ზის და სხვის დარდს ისმენს, და ისინი, ვინც მას ესაუბრა, მაშინვე თავს უკეთ გრძნობენ?
- ქვრივი ფრაი ირწმუნება, რომ ასეა. ამბობს, მასთან ვიჯექი და მთელი დარდი გაქრაო.
- წმიდა წყლის სიმართლეა, სემ?
- დიახ.
ექიმი აბელი ანერვიულდა. კვლავ ხელი მტაცა პერანგზე.
- შენ რა, ვერ ხედავ თავს რა დაგვატყდა? - კინაღამ დამიყვირა.
- ჩვენ? - ჩავეკითხე.
ამას ყურადღება არ მიაქცია.
- უდიდესი ფსიქიატრი, - წარმოთქვა ექიმმა, - რომელიც ოდესმე უნახავს მსოფლიოს! ფსიქიატრიაში
შეტანილი უდიდესი წვლილი ათადან და ბაბადან! ხვდები, რას ვგულისხმობ?
- მგონი, ვხვდები, - ვთქვი, თუმცა ვერაფერიც ვერ გავიგე.
- ყველაზე მეტად, - წარმოთქვა ექიმმა, - კაცობრიობას სჭირდება ვიღაც ან რაღაცა, რომელზეც ან
რაზეც შეიძლება საკუთარი დარდის გადაყოლება. ვიღაცა, ვინც ერთი ჯადოსნური შეხებით გააქრობს
ნაღველს. საქმის არსი, რა თქმა უნდა აღსარებაშია - იმაში, რომ სიმბოლურად შენი ტვირთი სხვაზე
გადადო. ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს ეკლესიაში, პროფესიულ ფსიქიატრიაში და მეგობრობაში -
მეგობრობა უფრო ღრმა და მტკიცეა მხოლოდ მაშინ, როცა შეიძლება შენს მეგობართან იწუწუნო...
- დოკ, მართალი ბრძანდებით, - ვთქვი, და ნელ-ნელა გავიაზრე რაზე იყო საუბარი.

9
- მთელი უბედურება ისაა, რომ აღსარების ჩამბარებელიც ადამიანია. და ადამიანურად
შეზღუდულია, და ვინც აღსარებას ამბობს, ის ამის შესახებ გათვიცნობიერებულია. აღსარების მიმღები
გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ნებისმიერ უბედურებას ან ნებისმიერ ვნებას გაიზიარებს. აქ ჩვენს წინაშე
რაღაც პრინციპულად ახალია. უცხოპლანეტელი - ვარსკვლავეთის არსებაა, ადამიანური ცრურწმენების
გარეშე. თავად განმარტებიდან ჩანს, რომ მას შეუძლია ნებისმიერი დარდის მიღება და თავისი
არაადამიანური არსით შეთვისება...
- დოკ, - დავიღრიალე, - თქვენ რომ უილბური კლინიკაში გყოლოდათ!..
ექიმი გონებაში ხელებს იფშვნეტდა.
- სწორედ ამაზე ვიფიქრე.
რა სიამოვნებით ამოვკრავდი ჩემს თავს პანღურს საკუთარი დაუოკებელი აღფრთოვანებისთვის.
ახლა ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ დაკარგული პოზიციები დამებრუნებინა.
- არ ვიცი დოკ. უილბურს ალბათ ვერ შეუთანხმდებით.
- რას ვიზამთ, მოდი დავბრუნდეთ და ვცადოთ.
- არ ვიცი, - გავჯიქდი მე.
- წუთის დაკარგვაც არ შეიძლება. დილისთვის უამრავ მილზე გავრცელდება ხმა, და აქ გაზეთის
ჟურნალისტების, სატელევიზიო ფურგუნებისა და ღმერთმა უწყის კიდევ ვისი წყვეტა იქნება. სწავლული
ცინგლიანებიც მოქანდებიან, სამთავრობო აგენტებიც, და საქმე ხელიდან დაგვისხლტება.
- სჯობს პირისპირ დაველაპარაკები, - ვუთხარი მე. - შეიძლება, შიშით ენა გადაყლაპოს, თუ ფეხებში
მომებლანდებით. მე კი მიცნობს, და შეიძლება დამიჯეროს...
როგორ არ ეცადა ექიმი, საიდან არ მომიარა, მაგრამ შემდეგ დამთანხმდა.
- მანქანაში დავიცდი, - შემომთავაზა. - თუ დაგჭირდები, დამიძახე.
ის ხრეშის ხრაშუნით გაემართა ბილიკზე მანქანისკენ, მე კი სახლში დავბრუნდი.
- ლესტერ, - მივმართე რობოტს, - უილბურს უნდა დაველაპარაკო. ძალიან მნიშვნელოვანია.
- არანაირი ნაღვლიანი ისტორია, - გამაფრთხილა ლესტერმა. - დღეისთვის ეყოფა.
- არა, არა. შეთავაზება მაქვს მისთვის.
- რა შეთავაზება?
- გარიგება. საქმიანი შეთავაზება.
- კეთილი, - თქვა ლესტერმა. - მე გავაღვიძებ.
გაღვიძება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ როგორც იქნა ვაიძულეთ გაეღვიძა და ლოგინზე
წამომჯდარიყო.
- უილბურ, ყურადღებით მისმინე, - დავიწყე მე. - შენთვის სპეციალურად მაქვს რაღაც შემონახული.
არის ისეთი ადგილი, სადაც ყველას აწუხებს საშინელი დარდი და შემაძრწუნებელი მწუხარება. თანაც
რამდენიმეს კი არა, არამედ ყველას გამონაკლისის გარეშე. ეს ხალხი იმდენად შეწუხებული და მწუხარეა,
რომ სხვებთან ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ...
უილბური საწოლიდან ადგა და ბარბაცით დადგა ფეხზე.
- ა-ახლავე ი-იქ წამიყვანე, - თქვა მან.
ხელი ვკარი და უკან დავაგდე ლოგინზე.
- არც ისე მარტივადაა საქმე. იქ მოხვედრა ძნელია.
- ჰო, მაგრამ თითქოს თქვით, რომ...
- იცი, მეგობარი მყავს, რომელიც შენთვის ამ ამბავს მოაგვარებს. მაგრამ, ვგონებ, ფული იქნება
საჭირო...
- მეგობარო, - განაცხადა უილბურმა, - ფული გვაქვს ჩეჩქივით. რამდენი გჭირდება?
- ძნელია წინასწარ თქმა.
- ლესტერ, ფული მიეცი, რომ ყველაფერი მოაგვაროს.
- ბატონო, - შეეწინააღმდეგა ლესტერი, - არ ვიცი, ღირს თუ არა...

10
- სემი იმსახურებს ნდობას, - განაცხადა უილბურმა. - ხვეჭია არაა. ცენტსაც არ დახარჯავს იმაზე
მეტს, რაც საჭიროა.
ლესტერმა მკერდზე კარი გამოაღო და ასდოლარიანების დასტა მომცა, მე კი როგორღაც ჩავიტენე
ფული ჯიბეებში.
- აქ დამელოდეთ, - განვუცხადე მათ, - სანამ მეგობარს მოვინახულებ. მალე დავბრუნდები.
და უცბად დავიწყე მიმატება და გამოკლება, საგონებელში ჩავვარდი, რა თანხა შეიძლებოდა
დოქტორი აბელიდან გადმომებერტყა. რა მიშლის ხელს თავიდან ბევრი ვუთხრა, მაგრამ იმდენი, რომ
მერე დავაკლო, როცა ექიმი ღრენას, ოხვრას და ტირილს დაიწყებს და შემახსენებს, რომ მე და ის ძველი
მეგობრები ვართ და რომ ის ყოველთვის მჩუქნიდა ბოთლ სასმელს შობაზე და კიდევ ერთს აღდგომაზე.
ის იყო უკვე ოთახიდან გასვლა დავაპირე - და გავშეშდი.
კარში მეორე უილბური იდგა. თუმცა, როცა ცოტა დავაკვირდი, მაშინვე რაღაც განსხვავება შევნიშნე.
და ვერ მოასწრო ახალმა უილბურმა სიტყვის ამოღება, ვერ მოასწრო ნაბიჯის გადმოდგმაც, რომ მაშინვე
გულისამრევი გრძნობა განვიცადე, რომ ყველაფერი უცბად დაინგრა.
- საღამო მშვიდობისა, სერ, - ვთქვი. - სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა.
მან ყურიც არ შეიბერტყა.
- ვხედავ, სტუმრები გყავთ. სამწუხაროა, მაგრამ დაშორება მოგიწევთ.
ზურგს უკან ლესტერმა ისე დაიღრჭიალა, თითქოს გორგოლაჭები დასცვივდაო, ხოლო უილბური -
თვალის კუთხით ვხედავდი - ისე გაიჭიმა, თითქოს სარი გადაყლაპაო, და თოვლივით გათეთრდა.
- აბა, რა საჭიროა, - გამოვექომაგე. - სულ ახლახანს მეწვივნენ...
- საქმის არსს ვერ ხვდებით, - მაცნობა უცხოპლანეტელმა, რომელიც კარში იდგა. - ისინი კანონის
დამრღვევები არიან. უფლებამოსილი ვარ თან წავიყვანო.
- მეგობარო, - მომმართა უილბურმა, - გულწრფელად ვწუხვარ. ასეც ვიცოდი, რომ არაფერი არ
გამოგვივიდოდა.
- ახლა, - განუცხადა უილბურს მეორე უცხოპლანეტელმა, - საბოლოოდ დარწმუნდით ამაში და
შეეშვებით მცდელობას...
ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, და თუ ცოტა ტვინსაც გააძრევდი, - საოცარია, აქამდე ამას
როგორ ვერ მივხვდი. რადგან დედამიწა თუ იმ ავანტიურისტებისთვისაც იყო აკრძალული, ვინც
უილბურის განსწავლისთვის ინფორმაციას აგროვებდა, მაშინ მითუმეტეს...
- მისტერ, - მივმართ იმ უცხოპლანეტელს, რომელიც კარებში იყო გაკვეხებული, აქ ისეთი
რაღაცაცაა, რომელსაც ჩანს, თქვენ ანგარიშს არ უწევთ. იქნებ თქვენთან ერთად ეს საქმე პირისპირ
განგვეხილა?
- მოხარული ვიქნები, - მიპასუხა უცხოპლანეტლმა ტკივილამდე თავაზიანად, - მაგრამ, გაიგეთ,
გეთაყვა, რომ ჩემი ვალი უნდა აღვასრულო.
- რაზეა ბაასი, - მივუგე.
უცხოპლანეტელი კარს მოცილდა, ნიშანი მისცა - და ოთახში ორი რობოტი შემოვარდა, რომლებიც
მანამდე კარს უკან იდგნენ, სადაც ვერ ვხედავდი.
- უსაფრთხოების ზომები მიღებულია, - განახადა უცხოპლანეტელმა, - და ახლა შეგვიძლია
სასაუბროდ გავიდეთ. მზად ვარ სრული ყურადღებით მოსასმენად...
სამზარეულოში გავედი, ის კი უკან გამომყვა.
მაგიდასთან დავჯექი, ის პირისპირ დამიჯდა.
- ბოდიში უნდა მოგიხადოთ, - დარბაისლურად მითხრა. - ეს გაიძვერა თქვენს პლანეტაზე და
პირადად თქვენთან მოტყუებით შემოიპარა.
- მისტერ, - ვუპასუხე. - ვერაფერიც ვერ გაიგეთ. მე ეს თქვენი გამოპარული მომწონს.
- მოგწონთ? - ჩამეკითხა განცვიფრებული. - წარმოუდგენელია! ის - უმაქნისი ლოთია, მეტიც...
- მეტიც, - ინიციატივა ჩემს ხელში ავიღე და უცხოპლანეტელის წინადადება დავასრულე, - მას
ჩვენთვის დიდი სარგებელი მოაქვს!
11
უცხოპლანეტელს თითქოს დენმა დაარტყა.
- წარმოდგენა არ გაქვთ რაზე მეტყველებთ! თქვენგან დარდს ქაჩავს და ყველაზე უგვანი ხერხით
აგემოვნებს, და ლენტაზე იწერს, რათა კვლავ და კვლავ გადაღეჭოს თქვენი სამუდამო სირცხვილი, და
მეტიც...
- სულაც არაა მასე! - დავიყვირე. - ჩვენთვის სასარგებლოა, როცა ჩვენი ხვაშიადი სააშკარაოზე
გამოგვაქვს...
- საზიზღრობაა! მეტიც - საჩოთიროა! - უცებ სიტყვა შეახმა. - რა ბრძანეთ?
- ჩვენი დარდის მოყოლა ჩვენთვის სასარგებლოა, - იმდენად საზეიმოდ ვთქვი, რამდენადაც
შემეძლო. - ეს სამყაროს აღქმის საკითხია.
უცხოპლანეტელმა ხელისგული შუბლზე მიირტყა, და ლოქოს პირის გარშემო ბუმბული ყალყზე
ადგა და ათრთოლდა.
- იქნებ ეს სიმართლეა? - თქვა თავზარდაცემულმა. - თუ ცივილიზაცია ისეთი პირიმიტიულია, ისეა
ჩაფლული ცოდვასა და უსირცხვილობაში...
- როგორც, მაგალითად ჩვენ, - დავურთე.
- ჩვენს პლანეტაზე, - განაცხადა უცხოპლანეტელმა, - არც შფოთია, არც დარდი. ყოველ შემთხვევაში
არც ისე ბევრია. სრულყოფილად მოვერგეთ ცხოვრებას.
- ისეთნაირების გარდა, როგორც უილბურია?
- უილბური?..
- თქვენი მეგობარი, იმ ოთახში რომაა, - ავუხსენი. - ვერ წარმოვთქვი მისი სახელი, ამიტომ
უილბური დავარქვი. სხვათა შორის...
მან სახეზე ხელი გადაისვა, და იმისდამიუხედავად წეღან რას ამბობდა, დღესავით ნათელი იყო, რომ
იმ მომენტში შეშფოთებული იყო.
- ჯეიკი დამიძახეთ. რაც გსურთ ის დამიძახეთ. ოღონდ კი ამ სულელური მდგომარეობიდან
ვიპოვოთ გამოსავალი.
- მაგაზე ადვილი რა უნდა იყოს, - ვუპასუხე. - უილბური აქ დატოვეთ, ეგაა და ეგ. სინამდვილეში
ძალიანაც არ წუხხართ მასზე, ასე არაა?
- ვწუხვართ? მასზე? - წამოენთო ჯეიკი. - მისგან და მისნაირებისგან მხოლოდ უსიამოვნებებია.
მაგრამ ჩვენ ვშობეთ - და ჩვენვე ვაგებთ პასუხს მათზე. უფლება არ გვაქვს ეს ტვირთი თქვენ აგკიდოთ.
- გამოდის, სხვებიც გყავთ, უილბურისნაირები?
ჯეიკმა ნაღვლიანად დააქნია თავი.
- ჩვენ ყველას წამოვიყვანთ, - გადავწყვიტე. - და ისინი ძალიან გვეყვარება. უკლებლივ.
- ჭკუიდან შეიშალეთ!
- რა თქმა უნდა, - დავუდასტურე. - სწორედ ამიტომ გვჭირდებიან ისინი.
- დარწმუნებული ხართ, და ეჭვიც კი არ გეპარებათ?
- სავსებით დარწმუნებული.
- მეგობარო, - განაცხადა ჯეიმა, - მაშ ხელიც დავკრათ და შევთახმდით!..
ხელი გავიწოდე, რათა მას ჩამოერთმია, მაგრამ ჩემი ხელი, ჩანს, ვერ შენიშნა. ის სკამიდან წამოდგა,
და ნეტა გენახათ რა უზომო შვება გამოეხატა სახეზე. შემდეგ შეტრიალდა და ამაყად გავიდა
სამზარეულოდან.
- ჰეი, ერთ წუთს შეიცადეთ! - დავიღრიალე. - კიდევ რაღაც დეტალები გვაქვს გასარკვევი.
მაგრამ ჩემი, მგონი აღარ ესმოდა.
ოთახში შევვარდი, მაგრამ ჯეიკის კვალიც კი ვერ აღმოვაჩინე. ეგრევე საძინებელში გავვარდი, მაგრამ
ორივე რობოტიც გაქრა. უილბური და ლესტერი სიმარტოვით ტკბებოდნენ.
- ხომ გეუბნებოდით, - მიმართა ლესტერმა უილბურს, - რომ მისტერ სემი ყველაფერს მოაგვარებს-
მეთქი...

12
- თვალებს არ ვუჯერებ, - გამოეხმაურა უილბური. - ნუთუ მართლაც წავიდნენ? სამუდამოდ
წავიდნენ? და არანაირად არ დაბრუნდებიან?
შუბლი მაჯით მოვიწმინდე.
- მეტს არავინ შეგაწუხებთ. როგორც იქნა მოიშორეთ თავიდან.
- შესანიშნავია! - წამოიყვირა უილბურმა. - აბა, იმ გარიგებაზე რა ხდება?
- ახლავე, - ვუპასუხე. - ერთი წუთით. გავალ და იმ კაცს შევხვდები.
პარმაღზე გამოვედი და ცოტა ხნით გავჩერდი, მუხლებში კანკალის შესაჩერებლად. ჯეიკმა თავისი
ორი რობოტით ლამის ყველა გეგმა ჩაფუშეს. დალევა ისე მინდოდა, როგორც არასდროს, მაგრამ
დაყოვნების უფლება ვერ მივეცი თავს. დოქტორი ლაყუჩებით უნდა დამეთრია, სანამ კიდევ რამე არ
მოხდა.
მანქანას მივუახლოვდი.
- რამდენი უნდა ვიცადო? - თქვა გაღიზიანებულმა ექიმმა.
- უილბურის დათანხმება დიდ ხანს მომიწია, - ვუპასუხე.
- მაგრამ დაგთანხმდათ?
- დიახ, დამთანხმდა.
- მაშ, - მკითხა ექიმმა, - რაღას ველოდებით?
- ათი ათას დოლარს, - ვთქვი მე.
- ათი ათასი?..
- ასეთი ფასი აქვს უილბურს. ჩემს უცხოპლანეტელს ასე ვყიდი.
- შენს უცხოპლანეტელს? ის სულაც არაა შენი!
- შეიძლება, არცაა, - ვუპასუხე, - მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს! ერთს ვეტყვი, და არსადაც არ
გამოგყვებათ.
- ორი ათასი, - განაცხადა ექიმმა. - არცერთი ცენტით მეტი.
შევაჭრების შემდეგ, შვიდი ათას დოლარზე მოვრიგდით. მთელი ღამე რომ დამეკარგა, ალბათ
რვანახევარსაც გამოვცინცლავდი. მაგრამ ქანცი მქონდა გაწყვეტილი, და ერთი სირჩა ათას ხუთასზე
მეტად მიღირდა. ასე რომ, შვიდზე მოვრიგდით.
სახლში დავბრუნდით, და ექიმმა ჩეკი გამომიწერა.
- რა თქმა უნდა, თავადაც ხვდები, რომ მოხსნილი ხარ, - თქვა დოკმა, როცა ჩეკი გადმომცა.
- ამაზე ჯერ კიდევ არ მიფიქრია, - ვუპასუხე - და თან გულახდილად. ხელში შვიდი ათასი დოლარის
ჩეკი მეჭირა, ჯიბე კი ასდოლარიანებით მქონდა გამოტენილი, და რამდენი დასალევის ყიდვა
შეიძლებოდა ამ ფულით!
საძინებლიდან უილბური და ლესტერი გამოვიხმე და ვთქვი:
- ექიმი თანახმაა თავისთან მოგაწყოთ.
და უილბურმა მიპასუხა:
- ისეთი ბედნიერი, ისეთი მადლიერი ვარ. იმედია, მისი დათანხმება ძნელი არ აღმოჩნდა?
- არა, სრულებით არა. ზედმეტი არ მოუთხოვია.
- ეი, - დაგვიძახა ექიმმა თვალებში ანთებული სისხლისმსმელი ნაპერწკლით, - აქ რა ხდება?
- ისეთი არაფერი, - დავარწმუნე.
- მომეჩვენა...
- აი, თქვენი უცხოპლანეტელი, - შევაწყვეტინე. - წაიყვანეთ, თუ სურვილი გაქვთ. ხოლო თუ
ანაზდად გადაიფიქრეთ, ბედნიერი ვიქნები ჩემთან დავიტოვო. სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან...
და უკან გავუწოდე ჩეკი. სარისკო იყო, მაგრამ, მგონი ბლეფის დროც დადგა.
ექიმმა ჩეკი გვერდზე გაწია - ჯერ კიდევ ეჭვობდა, რომ გააცურეს, მაგრამ ვერ ხვდებოდა რითი.
მაგრამ არაფრისდიდებით უილბურის ხელიდან გაშვებაც არ სურდა. ვხედავდი, რომ უკვე ყველაფერი
აწონ-დაწონა, აპირებდა უცხოპლანეტელი გამოეკეტა და მისი მეშვეობით მსოფლიოში გაეთქვა სახელი.

13
მართალია, აქ ერთი მომენტი იყო, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა. ვერც კი ხვდებოდა, რომ
მცირე ხანში - დედამიწაზე სხვა უილბურებიც გაჩნდებოდნენ. მე კი ჩემთვის, - რა თქმა უნდა გულში, -
ვხარხარებდი, სანამ ექიმს მზრუნველად გაჰყავდა უილბური და ლესტერი კარში.
სანამ ზღურბლს გადააბიჯა, ჩემკენ შემოტრიალდა.
- აქ რაღაცის სუნი მცემს, - თქვა მან, - გავერკვევი რა ხდება, დავბრუნდები და ტყავს გაგაძრობ.
ხმა არ გამიცია, უბრალოდ ვიდექი და ვუსმენი, როგორ მიახრაშუნებდნენ ხრეშს სამნი ბილიკზე.
როცა მანქანის წასვლის ხმა მესმა, სამზარეულოში გავედი და ბოთლი გამოვიღე.
ნახევარი დუჟინი სირჩა დავლიე მიყოლებით. შემდეგ სამზარეულოს მაგიდასთან სკამზე დავეშვი და
თავის ხელში აყვანას შევეცადე. ამ მიზნით დამატებით ნახევარი დუჟინი სირჩა გამოვცალე, მაგრამ უკვე
სვენებ-სვენებით.
შემდეგ იმ სხვა დანარჩენ უილბურებზე დავიწყე ფიქრი, რომლების დედამიწაზე გამოგზავნასაც
ჯეიკი დამთანხმდა, და ვინანე, რომ ცოტა მაინც ვერ მოვწველე. მაგრამ უბრალოდ ვერ მოვასწარი: წამოხტა
და გაქრა იმ მომენტში, როცა დავაპირე საქმეს შევდგომოდი.
მხოლოდ იმის იმედი უნდა მქონოდა, რომ მათ მე გადმომცემდა - ან პარმაღთან, ან ბილიკზე, - მაგრამ
ასეთი რამ არ დამპირებია. რა ინტერესი უნდა მქონდეს, თუ აიღებს და მათ იქ დატოვებს, სადაც
მოესურვება!
საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი, როდის გამოგზავნის ან საბოლოოდ რამდენი აღმოჩნდებიან-
მეთქი. რაღაც დრო, გასაგებია, რომ დაჭირდება: რადგან სანამ მათ დედამიწაზე გამოაგზავნის, სწავლების
კურსი უნდა გაატაროს, - და რაც შეეხება მათ რაოდენობას, აქ უკვე ვიბნეოდი. ჯეიკის საუბრიდან ჩანდა,
რომ ოცამდე შეგროვდებოდნენ, თუ მეტი არა. ასეთი რაზმით ძნელი არ იქნება ბლომად ფულის შოვნა,
თუ რა თქმა უნდა, საქმეს თავს მოაბამ.
თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ისედაც მსხვილი თანხა დამიგროვდა.
ჯიბიდან ასდოლარიანი კუპიურების დასტა ამოვიღე და შევეცადე ზუსტად გადამეთვალა, მაგრამ
თუ გსურთ ასო-ასო ამქენით, ციფრები გონებაში ვერ გავიჩერე. მთვრალი ვიყავი - და თანაც შაბათს კი არა,
კვირას. სამსახურის გარეშე დავრჩი, სანაცვლოდ ახლა შემეძლო ნებისმიერ დღეს გამოვმთვრალიყავი,
როცა მოვისურვებდი.
ასე ვიჯექი და ვიყუდებდი, სანამ არ გავითიშე.
საზარელმა ბრახუნმა გამომაღვიძა და უცბად ვერ მივხვდი, სად ვიყავი. რაღაც დროის მერე მივხვდი,
რომ სამზარეულოს მაგიდასთან ჩამეძინა, - კისერი გამიშეშდა, ხოლო ისეთი ნაბახუსევი ვიყავი - უარესს
რომ ვერ მოიგონებ.
როგორც იქნა წამოვდექი და საათს დავხედე. ათის ათი წუთი.
ბრახუნი კი კვლავ გრძელდებოდა.
სამზარეულოდან ოთახში გადავინაცვლე, შემდეგ შემოსასვლელი კარი გავაღე. ქვრივი ფრაი ლამის
იატაკზე გაგორდა - ისეთი მძვინვარებით აბრახუნებდა კარის ლირსზე.
- სემუელ, - ქოშინით თქვა, - გაიგე უკვე?
- არაფერიც არ გამიგია, - ვუპასუხე, - სანამ კარზე ბრახუნი არ ატეხეთ.
- ეგ კი არა, რადიოში!
- ეშმაკმაც წაგიღოთ, ხომ იცით, რომ არც რადიო მაქვს, არც ტელეფონი, არც ტელევიზორი. ათასი
ახალმოდური სისულელის დრო არ მაქვს...
- უცხოპლანეტელებზე, - თქვა მან. - ზუსტად ისეთებზე, როგორიც შენია. დიდებულ, კეთილ,
თანამგრძნობ უცხოპლანეტელებზე. ისინი ყველგან არიან. ყველგან მთელ დედამიწაზე. ბევრნი არიან,
სადაც არ უნდა ნახო. ათასობით. შეიძლება მილიონობითაც კი...
მაშინვე კარისკენ გავიქეცი.
უცხოპლანეტელები ისხდნენ ყველა პარმაღზე ქუჩის აყოლებასა და ჩამოყოლებაზე, წინ და უკან
დადიოდნენ ქვაფენილზე, ხოლო შორიახლო ხრიოკზე მთელი ჯგრო შეიყარა და თამაშობდნენ,
ერთმანეთს დასდევდნენ.
14
- აი ასეა ახლა ყველგან! - იჭაჭებოდა ქვრივი ფრაი. - რადიოში ზუსტად ასე გადმოსცეს. იმდენი
არიან, რომ დედამიწაზე ყველას შეუძლია თავისთვის უცხოპლანეტელი გაიჩინოს. აბა, ნუთუ სასწაული
არაა?
„ოჰ, შე ბინძურო თაღლითო, ჯეიკ“ - შევიგინე ჩემთვის. არადა, ისე ლაპარაკობდა თითქოს ცოტანი
ჰყავდათ, თავი გამოიდო - ვითომდა, ცივილიზაცია ისეთი კულტურული და სრულყოფილი ჰქონდათ,
რომ შეშლილები თითქმის არ დარჩნენ...
თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ციფრები ხომ არ დაუსახელებია. და შეიძლება, ვინც დედამიწაზე
გამოაბუნძულა - მხოლოდ ერთი მუჭა იყო მათი ცივილიზაციის რაოდენობასთან შედარებით, თუ
მთლიანობაში გავითვალისწინებთ.
და ამ დროს კიდევ ერთი რამ გამახსენდა. ჯიბიდან საათი დავაძვრე და ერთხელ კიდევ დავხედე. ათს
აკლდა თხუთმეტი წუთი.
- მისის ფრაი, - მივუგდე, - ბოდიშს გიხდით. სასწრაფო დავალება მაქვს და უნდა გავიქცე...
და ისე სწრაფად გავარდი ქუჩაში, როგორც შემეძლო. უილბურებიდან ერთ-ერთი ჯგუფს გამოეყო და
გამომეკიდა.
- მისტერ, - მკითხა მან, - დარდი ხომ არ გაქვთ, რომელიც შეგიძლიათ გამიზიაროთ?
- არა, - თავიდან მოვიშორე. - არანაირი დარდი არ მაქვს.
- თუნდაც საფიქრალი?
- არც საფიქრალი.
სწორედ მაშინ მომივიდა თავში აზრად, რომ საფიქრალი მაქვს, და თანაც როგორი - და მხოლოდ
ჩემთვის კი არა, არამედ მთელი პლანეტისთვის.
იმიტომ, რომ იმ ყველა უილბურის დახმარებით, რომლებიც ჯეიკმა დედამიწაზე გამოაძევა, მალე
ჩვენი საკუთარი შეშლილი აღარ დაგვრჩება. არავინ იქნება, ვინც რამეზე იდარდებს ანდა შეფიქრიანდება.
ღმერთმა ნუ ქნას, ისეთი მოწყენილობა დაისადგურებს.
და მაინც მაგის დრო არ მქონდა.
ქუჩაზე იმ უკიდურესი სისწრაფით მივრბოდი, რის საშუალებასაც ფეხები მაძლევდნენ.
ბანკში იმაზე ადრე უნდა მოვხვედრილიყავი, სანამ ექიმი შვიდი ათასი დოლარის ჩეკის განაღდებას
შეაჩერებდა.

15

You might also like