Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 119

1

ალექსეი ტოლსტოი

ანუ

2
ამ წიგნს ვუძღვნი
ლუდმილა ილიას ასულ
ტოლსტაიას

დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი,
წავიკითხე ერთი წიგნი, რომელსაც „პინოკიო, ანუ ხის თოჯინას თაგ-
გადასავალი“ ეწოდებოდა (ხის თოჯინას იტალიურად ბურატინო
ჰქვია).
ხშირად ვუამბობდი ჩემს ამხანაგებს, გოგონებსა და ბიჭუნებს,
ბურატინოს საინტერესო თავგადასავალს, მაგრამ ერთხელ წიგნი
დამეკარგა და იძულებული გავხდი, ყოველთვის სხვადასხვანაირად
მომეთხრო მათთვის ეს ამბავი. თან ისეთ რამეებსაც ვიგონებდი,
რომელიც წიგნში სულაც არ ყოფილა.
ახლა, აი ამდენი წლის შემდეგ, კვლავ მომაგონდა ჩემი ძველი
მეგობარი ბურატინო და გადავწყვიტე, მეამბნა თქვენთვის, გოგონე-
ბო და ბიჭუნებო ამ ხის კაცუნას არაჩვეულებრივი თავგადასავალი.

ალექსეი ტოლსტოი.

3
დიდი ხნის წინათ, ხმელთაშუა ზღვისპირა ერთ ქალაქში ცხოვ-
რობდა მოხუცი დურგალი ჯუზეპე. მეტსახელად მას ლურჯცხვირას
ეძახდნენ.
ერთხელ ჯუზეპემ შეშის ნაპობი იპოვა. ჩვეულებრივი ნაპობი,
ზამთარში ბუხრის ასანთებად რომ ხმარობენ ხოლმე.
‒ აი, ეს კი კარგი რამეა,–ჩაილაპარაკა თავისთვის ჯუზეპემ –ამი-
საგან შეიძლება მაგიდის ფეხები გამოთალო კაცმა...
ჯუზეპემ გაიკეთა კანაფშებმული ძველი სათვალე, შეატრიალ–
შემოატრიალა ხელში ხის ნაჭერი და ის იყო, დაუწყო ნაჯახით თლა,
რომ ვიღაცის წრიპინი შემოესმა:
‒ ვაი, ვაი, ნელა, გეთაყვა!
ჯუზეპემ სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და სახელოსნო მიათვალი-
ერ-მოათვალიერა, მაგრამ ვერავინ დაინახა. შეიხედა დაზგის ქვეშ,
იქაც არავინ ჩანდა... ჩაიხედა ბურბუშელით სავსე კალათში, არც იქ
იყო ვინმე. კარებშიც გაჰყო თავი, ქუჩაშიც არავინ ჭაჭანებდა.
„ნუთუ მომეჩვენა? ‒ გაიფიქრა ჯუზეპემ. – ნეტავ ვინ დაიწრიპი-
ნა? ჯუზეპემ ისევ აიღო ნაჯახი, მაგრამ დაჰკრა თუ არა ნაპობს...
– ვაი, მტკივა-მეთქი!–კვლავ შემოესმა წრიპინი. ახლა კი
შეეშინდა ჯუზეპეს. შიშისაგან სათვალეებიც კი შეუოფლიანდა. ადგა
და ოთახი კუთხე-კუთხე დაათვალიერა, ბუხარშიაც კი შეჰყო. თავი
და კარგა ხანს კისერმოღრეცილი გასცქეროდა საკვამურს.
არავინ იყო...
„შეიძლება დღეს შეუფერებელი რამ დავლიე და ყურები მიწი-
ვის?“ - ფიქრობდა ჯუზეპე...
არა, დღეს ისეთი არაფერი დაულევია... ცოტა რომ დამშვიდდა,
ჯუზეპემ შალაშინი აიღო, ყუაზე ჩაქუჩი დაჰკრა, რომ დანის პირი ზო-
მიერად წამოეწია, მერე შეშის ნაპობი დაზგაზე დადო და, შეუდგა თუ
არა გაშალაშინებას, კვლავ გაისმა სასოწარკვეთილი წრიპინი:
4
‒ ვაი, ვაი, ვაი, ვაი, არ გესმით, რას იჩქმიტებით?
ჯუზეპეს შალაშინი ხელიდან გაუვარდა, უკან უკან დაიხია და
პირდაპირ იატაკზე ჩაიკეცა. ახლაღა მიხვდა, რომ წრიპინებდა შე-
შის ნაპობი.

5
ამ დროს ჯუზეპესთან მისმა ძველმა მეგობარმა, მეარღნე კარ-
ლომ შეაღო კარი.
ერთ დროს კარლოს განიერფარფლებიანი ქუდი ეხურა, ქალაქ-
ქალაქ დადიოდა მხარზე არღანგადაკიდებული, მღეროდა და პურის
ფულს ასე შოულობდა·
ახლა კი კარლო მოხუცდა, დასნეულდა და მისი არღანიც დიდი
ხანია, მოიშალა.
‒ გამარჯობა, ჯუზეპე, ‒ მიესალმა იგი სახელოსნოში შესვლის-
თანავე – იატაკზე რას დამჯდარხარ?
– იცი რა, პატარა ხრახნი დავკარგე... მაგრამ, ჯანდაბას,–მიუგო
ჯუზეპემ და ქვეშ-ქვეშ გახედა შეშის ნაპობს.‒ როგორა ხარ, მოხუ-
ცო?
‒ ცუდად, ‒ უპასუხა კარლომ, –სულ იმის ფიქრში ვარ, როგორ
ვიშოვო პურის ფული, შენ მაინც დამეხმარე, ან რამე მირჩიე...
‒ მაგაზე ადვილი რა არის,‒ მხიარულად უთხრა ჯუზეპემ და გა-
იფიქრა: „ახლა კი მოვიცილებ თავიდან ამ წყეულ შეშის ნაპობსაო.“
‒ მაგაზე ადვილი რა არის, ხედავ, აგერ დაზგაზე მშვენიერი შეშის
ნაპობი ძევს. აიღე, ჩემო კარლო, და შინ წაიღე...
‒ ეჰ ‒ ნაღვლიანად უპასუხა კარლომ‒ რად მინდა შინ რომ წა-
ვიღო,სენაკში არც ბუხარი მაქვს და არც არაფერი...
– აი, რას გეტყვი, კარლო:‒აიღე დანა, გამოსჭერი აი, ამ შეშის
ნაპობიდან თოჯინა, ასწავლე სასაცილო სიტყვები, ცეკვა, სიმღერა
და ატარე ეზო-ეზო. ამით ლუკმაპურსაც იშოვი და ერთი ჭიქის
ფულიც დაგრჩება.
ამ დროს დაზგიდან, სადაც შეშის ნაპობი იდო, მხიარული წრიპი-
ნი მოისმა:– ყოჩაღ, ლურჯცხვირავ, მშვენივრად მოგიფიქრებია!
ჯუზეპე კვლავ აცახცახდა შიშისაგან, კარლო კი განცვიფრებული

6
იყურებოდა აქეთ-იქით და უკვირდა, საიდან ისმის ეს ხმაო.
– გმადლობ, ჯუზეპე, რომ რჩევა მომეცი. კეთილი, მოიტა ეგ შენი
შეშის ნაპობი.

ჯუზეპემ ხელი სტაცა ნაპობს და სასწრაფოდ მიაჩეჩა მეგობარს,


მაგრამ მოუხერხებლად გადაცემისა თუ იმის გამო,რომ თვითონ ახ-
ტა ნაპობი, თავში მოხვდა კარლოს.
‒ აი თურმე რა ყოფილა შენი საჩუქარი!–წყენით შესძახა კარ-
ლომ.
– მაპატიე, მეგობარო, მე არ ჩამირტყამს!

7
‒ მაშ მე თვითონ ჩავირტყი თავში, არა?
– არა, მეგობარო, ალბათ თვითონ დაგეცა თავზე.
– ცრუობ, შენ ჩამარტყი!..
‒ არა, მე არა...
– ვიცოდი, ლურჯცხვირავ, ლოთი რომ იყავი,‒ უთხრა კარლომ,
მაგრამ თუ ცრუც იქნებოდი, ეს კი აღარ მეგონა.
‒ ოჰო, მლანძღავ კიდეც, არა! – დაიღრიალა ჯუზეპემ, – აბა ერ-
თი ახლოს მოდი!
‒ შენ თვითონ მოდი ახლოს, შენა, რომ ეგ ცხვირი მიგინაყო.
მოხუცები აიმრიზნენ და ერთმანეთს ეძგერნენ. კარლო ლურჯ
ცხვირში სწვდა ჯუზეპეს. ჯუზეპემ ჭაღარა წვერში სტაცა ხელი კარ-
ლოს და ურტყეს და ურტყეს ერთმანეთს ფერდებში მუშტები. ამ
დროსკი დაზგიდან ვიღაცა გულისწამღები წრიპინით აქეზებდა მო-
ხუცებს:
‒ დასცხე, დასცხე, მაგრად დასცხე!
ბოლოს მოხუცები დაიქანცნენ და სულს ძლივსღა ითქვამდნენ.
– მოდი, შევრიგდეთ,–უთხრა ჯუზეპემ.
‒ კარგი, შევრიგდეთ,‒ დაეთანხმა კარლო·
მოხუცებმა ერთმანეთი გადაკოცნეს. კარლომ იღლიაში ამოიჩა-
რა შეშის ნაპობი და შინისაკენ გასწია.

8
კარლო ცხოვრობდა კიბის ქვეშა ბნელ სენაკში. შინ ერთი ლამა-
ზი ბუხრის გარდა არაფერი გააჩნდა
ბუხარში ცეცხლი ენთო, ზედ ქვაბი იდგა და თუხთუხებდა, მაგრამ
თქვენ გგონიათ, ეს ნამდვილი ბუხარი იყო?
არა, კარლოს დაეხატა ერთ ძველ ტილოს ნაჭერზე. კარლო თა-
ვის სენაკში შევიდა, ფეხმოტეხილ მაგიდასთან მიდგმულ ერთა-
დერთ სკამზე ჩამოჯდა. გადაატრიალ-გადმოატრიალა შეშის ნაპობი
და შეუდგა დანით თოჯინის გამოთლას.
„რა დავარქვა?–ფიქრობდა კარლო,–მოდი, ბურატინოს დავარ-
ქმევ. ეს სახელი ბედნიერებას მომიტანს. ერთ ოჯახს ვიცნობდი,მა-
მას, დედასა და შვილებს – ყველას ბურატინო ერქვა. ყველანი მხი-
არულად და უდარდელად ცხოვრობდნენ.
კარლომ ჯერ თმები გამოჭრა, შემდეგ შუბლი და თვალები...
უცებ თვალები თავისთავად გაიღო და კარლოს მიაშტერდა.
კარლომ არ შეიმჩნია, რომ შეეშინდა და ალერსიანად ჰკითხა:
‒ ხის თვალებო, ეგრე უცნაურად რად მიცქერით?
თოჯინა სდუმდა, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ პირი არა ჰქონდა.
კარლო გამოუკვეთა ლოყები, შემდეგ– ცხვირი...
უცებ ცხვირი თავისთავად დაგრძელდა. ისე გაიწელა და გაწვე-
ტიანდა, რომ კარლომ წამოიყვირა:
– არ ვარგა. გრძელია...
კარლომ ცხვირის წაჭრა მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა,
ცხვირი ტრიალებდა და ხელიდან უსხლტებოდა. ბოლოს, ისევ
გრძელ, ცნობისმოყვარე წვეტიან ცხვირად დარჩა.
კარლო ახლა პირის გამოკვეთას შეუდგა, მაგრამ გამოჭრა თუ
არა ტუჩები, პირი ხელად გაიღო: ‒ ხა-ხა-ხა, ხი-ხი-ხი! – გაისმა ხით-
ხითმა თოჯინამ კარლოს გასაჯავრებლად წითელი, ვიწრო ენა გა-

9
მოუყო.
კარლო იმის ოინებს უკვე ყურადღებას აღარ აქცევდა, განაგ-
რძობდა თლას. გაუკეთა თოჯინას ნიკაპი, კისერი, მხრები , ტანი, ხე-
ლები...
კარლომ ძლივს მოასწრო უკანასკნელი თითის გამოჭრა, რომ
ბურატინომ პაწია მუშტებით დაუწყო ცემა მოტვლეპილ თავზე;
ჩქმეტდა და უღიტინებდა კარლოს.
– გეყურება! - უთხრა მკაცრად კარლომ. ‒ მე ჯერ არ დამიმთავ-
რებია შენი გამოჭრა და უკვე ცელქობ... მერე რაღა იზამ, ჰა?
კარლო მრისხანედ შეჰყურებდა ბურატინოს. ბურატინოც თავი-
სი მრგვალი თვალებით, თაგვივით შესცქეროდა მამილო კარლოს.
კარლომ კვარიდან დიდტერფიანი გრძელი ფეხები გამოთალა,
ხის ბიჭუნას მიაბა და იატაკზე დასვა, რომ სიარული ესწავლებინა.
ბურატინო წვრილ ფეხებზე ძლივს იდგა, ბარბაცებდა.
მერე გადადგა ერთი ნაბიჯი, მეორე, ბოლოს სკუპ-სკუპით პირ-
დაპირ კარებს მიაშურა, ზღურბლზე გადახტა და ქუჩაში გაჩნდა.
შეშფოთებული კარლო უკან დაედევნა...
სადღა დაეწეოდა! ბურატინო კურდღელივით მიხტოდა და მიაპა-
კუნებდა ხის ფეხებს ქვაფენილზე.
‒ დაიჭირეთ, არ გაუშვათ! –გაჰკიოდა კარლო.
გამვლელები თითით უჩვენებდნენ გაქცეულ ბურატინოზე და
იცინოდნენ...
გზაჯვარედინზე ულვაშებგადაგრეხილი პოლიციელი იდგა, და-
ინახა თუ არა ხის კაცუნა, ფეხები განივრაღ გაჩაჩხა და ქუჩა გადაუ-
ღობა. ბურატინოს უნდოდა ფეხებში გაძრომოდა, მაგრამ პოლიცი-
ელმა ცხვირში სტაცა ხელი და ასე ეჭირა, სანამ მამილო კარლო არ
მოვიდა.
‒ დამაცადე, ერთი, გაყურებინებ სეირს,‒სულს ძლივს ითქვამდა
კარლო, სწვდა ბურატინოსდა უნდოდა, ქურთუკის ჯიბეში ჩაესვა, მა-
გრამ ბურატინოს სულაც არა სურდა ასეთ მხიარულ დღეს და თანაც
ამდენ ხალხში ქურთუკის ჯიბიდან ესავსავებინა ფეხები, მოხერხებუ-
ლად დაუძვრა ხელიდან კარლოს, ტყაპანი მოადინა ქვაფენილზე და

10
თავი მოიმკვდარუნა.
‒ ვაი, მგონი, საქმე ცუდად არის. – თქვა პოლიციელმა.
გამვლელები მოგროვდნენ. ქვაფენილზე გართხმულ. ბურატი-
ნოს დასცქეროდნენ და თავს აქნევდნენ.
– საბრალო. ალბათ შიმშილისაგან მოუვიდა,‒ამბობდა ზოგი-
ერთი.
– კარლომ სიკვდილის პირს მიიყვანა ცემით, – დასძენდნენ
სხვები, – ეგ ბებერი მეარღნე ხალხს თავს კარგ ადამიანად აჩვენებს,
ნამდვილად კი ცუდი და ბოროტია...
ამის გამგონე ულვაშიანმა პოლიციელმა საწყალ კარლოს ხელი
ჩაავლო საყელოში და პოლიციის განყოფილებაში წაათრია.
კარლო ფეხებს ატყაპუნებდა და ოხრავდა:
– ოჰ-ოჰ, ჩემდა საუბედუროდ გავაკეთე ეს ხის ლაწირაკი!
როცა ქუჩა დაცარიელდა, ბურატინომ ცხვირი წამოწია. მიიხედ-
მოიხედა და ხტუნვა-ხტუნვით მოკურცხლა შინისაკენ.

11
ბურატინომ სენაკში შეირბინა და სკამის ფეხთან იატაკზე განერ-
თხო.
„რა მოვიგონო კიდევ?“–ფიქრობდა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბურატინო მხოლოდ ერთი დღისა იყო.
ჭკუაც პატარა, სულ პატარა, მოკლე და ფუქსავატური ჰქონდა.
– ჭრ-რრ, ჭრ-რრ, ჭრ-რრ! – მოისმა ამ დროს.
ბურატინომ მიიხედ-მოიხედა, სენაკი მოათვალიერა.
‒ ჰეი, რომელი ხარ?
‒ მე ვარ, ჭრ-რრ...

ბურატინომ დაინახა რაღაც მწერი, რომელიც ფურნის ჭიას წააგავ-


და, მხოლოდ თავი ჰქონდა კუტკალიასნაირი; ბუხრის ზემოთ კე-
დელზე მისკუპულიყო და წყნარად ჭრიჭინებდა: ჭრ-რრ... ამობურ-
ცული ჭრელი თვალებით იცქირებოდა და ულვაშებს ათამაშებდა.
‒ ჰეი, ვინა ხარ?
12
‒ მე მოლაპარაკე ჭრიჭინა ვარ, ‒ მიუგო. მან. – აგერ, ას წელზე
მეტია, ამ ოთახში ვცხოვრობ.
‒ მე ვარ აქ ბატონ-პატრონი, დაიკარგე აქედან!
– კეთილი, წავალ, ძალიან კი მენანება ამ ოთახის მიტოვება, სა-
დაც ასი წელი გამიტარებია, ‒ უპასუხა ჭრიჭინამ, – მაგრამ სანამ წა-
ვიდოდე, ყური დამიგდე, კარგ რჩევას მოგცემ.
‒ რრრრრაში მესაჭიროება ნეტავ ბებრუხანა ჭრიჭინას რჩევა.
‒ ეჰ,ბურატინო, ბურატინო,–უთხრა ჭრიჭინამ, თავი დაანებე
ცელქობას, გაუგონე კარლოს, ნუ დარბიხარ უსაქმოდ გარე-გარე და
ხვალიდანვე სკოლაში დაიწყე სიარული. ასე თუ არ მოიქცევი, ფა-
თერაკს გადაეყრები და შავ დღეში ჩავარდები. უსწავლელად შენი
სიცოცხლე ჩირად არ ეღირება.
‒ რრრრატომ? ‒ შეეკითხა ბურატინო.
–მერე ნახავ, თუ რრრრატომ, – უპასუხა ჭრიჭინამ.
‒ ეჰ, უე ბებერო. მატლო, შენა! -- დაუყვირა ბურატინომ.– ყვე-
ლაზე მეტად ფათერაკები მიყვარს· ხვალ გათენდება თუ არა, მაშინ-
ვე გავიქცევი შინიდან, ავძვრები ღობეებზე, ჩამოვშლი ჩიტის ბუდე-
ებს, გავაბრაზებ ბიჭებს, კუდით ვათრევ ძაღლებსა და კატებს... და
ვინ იცის, კიდევ რა ოინს არ მოვიგონებ...
‒ მეცოდები, ბურატინო, მეცოდები, მწარედ არ იტირო...
‒ რრრრატომ?–ისევ შეეკითხა ბურატინო.
– იმიტომ, რომ უტვინო ხის თავი გაბია...
მაშინ ბურატინო შეხტა სკამზე, იქიდან მაგიდაზე ახტა, დაავლო.
ხელი ჩაქუჩს და ჭრიჭინას შიგ თავში ესროლა. მოხუცმა, ჭკვიანმა
ქრიჭინამ მძიმედ ამოიოხრა,ულვაშები აათამაშა და კედელში გაძ-
ვრა. მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.

13
მოლაპარაკე ჭrიჭინასთან მომხდარი შემთხვევის შემდეგ სე-
ნაკში მოწყენილობა გამეფდა. დღეს ბოლო აღარ უჩანდა. ბურა-
ტინოს მუცელშიც საგრძნობი მოწყენილობა სუფევდა.
ბურატინომ თვალები დახუჭა. ხედავს, თეფშზე შემწვარი ქათამი
დევს.
სწრაფად გაახილა თვალები, მაგრამ აღარც თეფმში იყო. და
აღარც ქათამი.
ბურატინომ ისევ დახუჭა თვალები. ახლა ფაფითა და ჟოლოს მუ-
რაბით სავსე თეფში დაინახა. გაახილა თვალები, მაგრამ აღარც
თეფში იყო, აღარც ფაფა და აღარც მურაბა, მაშინღა მიხვდა ბურა-
ტინო, რომ ძალიან შიოდა.
მიირბინა ბუხართან და ცეცხლზე მოჩუხჩუხე პატარა ქვაბში ჩაჰ-
ყო ცხვირი, მაგრამ მისმა გრძელმა ცხვირმა ქვაბი გახვრიტა, რად-
გან, როგორც გითხარით, ბუხრის ცეცხლიც, კვამლიცა და ქვაბიც
საბრალო კარლოს დახატული იყო. ძველ ტილოს ნაჭერზე.
ბურატინომ გამოაძვრინა ცხვირი და ნახვრეტში გაიჭვრიტა. ტილოს
შიგნით კედელში რაღაც პატარა კარის მსგავსი მოჩანდა, მაგრამ აბ-
ლაბუდათი ისე იყო დაქსელილი, რომ ვერაფერი გაარჩია·
მოშიებულმა ბურატინომ სუნსული დაიწყო, იქნებ სადმე პურის
ნატეხი, ან კატისგან გამოხრული ქათმის ძვალი ვიპოვოო, მაგრამ
ვერაფერი ნახა... საწყალ კარლოს არაფერი ებადა და ვახშმისათ-
ვის აბა, რა ექნებოდა შენახული!
უცებ ბურატინომ ბურბუშელიან კალათაში ქათმის კვერცხს მოჰ-
კრა თვალი, სტაცა ხელი, დადო. რაფაზე, ჩაჰკრა ცხვირი – ტუკ,
ტუკ... და გატეხა...
კვერცხიდან წივილი მოისმა: ‒ გმადლობ, ხის კაცუნავ!
გატეხილი ნაჭუჭიდან გამოძვრა ქულა, მხიარულთვალება წიწი-

14
ლა: ‒ ნახვამდის, დედაჩემი კრუხი უკვე დიდი ხანია ეზოში მელოდე-
ბა,–თქვა წიწილამ, ფანჯრიდან გადახტა და გაუჩინარდა.

– ვაი, ვაი, მშია! – წამოიძახა ბურატინომ.


დღე, როგორც იქნა, დაილია. ოთახში ბინდი ჩამოწვა. ბურატი-
ნო. დახატულ ცეცხლთან იჯდა და შიმშილისაგან ასლოკინებდა.
უცებ შეამჩნია, კიბის ძირას, იატაკიდან რაღაცამ მსხვილი თავი
ამოჰყო, ნელ-ნელა ამოიწია, ჰაერი დაყნოსა და ბოლოს მოკლეთა-
თებიანი რუხი ცხოველი ამოძვრა. დინჯად მიცუნცულდა ბურბუშე-
ლიან კალათთან, შიგ ჩაძვრა, რაღაცას ეძებდა, ყნოსავდა და გაჯავ-
რებით აშრიალებდა ბურბუშელას. ალბათ ბურატინოს მიერ გატე-
ხილ კვერცხს ეძებდა.
შემდეგ კალათიდან ამოძვრა და ბურატინოსთან მივიდა, გრძე-
ლულვაშებიანი შავი ცხვირი ააცმაცუნა და ბურატინო დაყნოსა, რა-

15
კი საჭმლის სუნი არ უდიოდა, თავი მიანება. რომ გაბრუნდა, გრძელ,
წვრილ კუდს ისე მიათრევდა, ბურატინოს გულმა არ მოუთმინა და
კუდში სტაცა ხელი.
ეს ცხოველი ბებერი, ბოროტი ვირთაგვა შუშარა გახლდათ. ვი-
ოთაგვა შიშისაგან ისარივიით გაექანა კიბის ქვეშ შესაძვრომად,
ბურატინოც თან გაითრია, მაგრამ როცა დაინახა, მისი შემშინებე-
ლი ერთი ცინგლიანი ხის ბიჭუნა იყო, მოუტრიალდა და გაცოფებუ-
ლი ეცა ყელის გამოსაღადრავად.
ახლა კი შეეშინდა ბურატინოს. იმწამსვე გაუშვა ხელი ვირთაგ-
ვას ცივ კუდს და სკამზე შეხტა. ვირთაგვა უკან დაედევნა. სკამიდან
ბურატინო რაფაზე გადახტა, ვირთაგვაც თან გადაჰყვა. რაფიდან ის-
კუპა და ოთახის ბოლოში მდგარ მაგიდაზე დახტა, ვირთაგვაც გა-
დახტა მაგიდაზე. წააქცია ბურატინო, კისერში ჩაავლო კბილები.
ძირს გადმოითრია და თავის სოროსაკენ წააცურა.
‒ მამიკო კარლო! – ამის დაწრიპინებაღა მოასწრო ბურატინომ.
‒ აქა ვარ! ‒ უპასუხა ვიღაცამ ბოხი ხმით. კარები გაიღო და მა-
მილო კარლო შემოვიდა. წაიძრო ხის ფეხსაცმელი და ვირთაგვას
ესროლა.
შუშარამ თავი გაანება ხის ბიჭუნას. კბილები გააკრაჭუნა და მი-
იმალა.
– აი, რა გიყო შენმა ცელქობამ,–წაიბურტყუნა კარლომ და ია-
ტაკიდან წამოაყენა ბურატინო, აათვალიერ-ჩაათვალიერა, ხომ
არაფერი სტკენიაო, მუხლზე დაისვა, ჯიბიდან ხახვი ამოიღო, გაუფ-
ცქვნა და მიაწოდა:
‒ აჰა, ჭამე!
დამშეულმა ბურატინომ კბილები ჩაავლო ხახვს და ხრაშა-ხრუ-
შით გადასანსლა. შემდეგ თავით მიუალერსა მამილო კარლოს ჯა-
გარაწვერიან ლოყაზე.
‒ მე ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ვიქნები, მამილო კარლო,‒
ჭრიჭინამ მითხრა სკოლაში იარეო.
– რა კარგად მოუფიქრებია, პატარავ.
– მერე მამილო კარლო, მე ხომ ტიტლიკანა ხის ბიჭი ვარ, სკო-

16
ლაში ბიჭები სასაცილოდ ამიგდებენ.
‒ ჰო, მართალი ხარ, პატარავ, –უთხრა კარლომ და ჯაგარა ნი-
კაპი მოიფხანა.

მამილო კარლო, ადგა, აანთო ლამპა, აიღო მაკრატელი, წებო


და ფერადი ქაღალდის ნაჭრები. ყავისფერი ქაღალდიდან ქურთუკი

17
გამოჭრა და შეაწება, ღია მწვანე ქაღალდიდან–შარვალი. ძველი
ჩექმის ყელიდან ფეხსაცმელი შეკერა, ხოლო ძველი წინდიდან –ქუ-
ჩუჩიანი ქუდი. ჩააცვა ბურატინოს და უთხრა:
‒ მშვიდობაში გაგეცვითოსო!
– მამილო. კარლო, ანბანი რომ არა მაქვს, როგორ წავიდე სკო-
ლაში? ‒ უთხრა ბურატინომ.
– ჰო, ეგეც მართალია, პატარავ!
მამილო კარლომ კეფა მოიფხანა,თავისი ერთადერთი ძველი
ქურთუკი წამოისხა და ქუჩაში გავიდა...
ცოტა ხნის მერე უქურთუკოდ დაბრუნდა. ხელში მსხვილ-
ასოებიანი და ლამაზსურათებიანი წიგნი ეჭირა·
‒ აი, ანბანიც, კარგად ისწავლე!
‒ მამილო კარლო, ქურთუკი რა უყავი?
–ქურთუკი გავყიდე, არა უშავს რა, ისედაც იოლად წავალ, ოღო-
ნდაც შენ იყავი კარგად.
ბურატინომ ცხვირი ჩარგო. მამილო კარლოს მადლიან ხელებ-
ში.
– ვისწავლი და, როცა გავიზრდები, ბევრ ქურთუკს გიყიდი...
ბურატინო იმ საღამოს ძალიან ცდილობდა ჭკვიანად მოქცეული-
ყო, როგორც ჭრიჭინამ ურჩია.

18
დილაადრიან ბურატინომ ჩანთაში ჩაიდო. თავისი ანბანი და
ხტუნვა-ხტუნვით გასწია სკოლისაკენ.
გზაზე დუქნების ვიტრინებში დალაგებული ტკბილეულის ‒ ხაშ-
ხაშმოყრილი თაფლის კვერების, ტკბილი ღვეზელებისა და ჯოხზე
წამოცმული შაქარყინულის მამლებისთვისაც კი არ შეუხედავს!
არც იმ ბიჭებისათვის მიუქცევია ყურადღება, ქაღალდის ფრანს
რომ უშვებდნენ...
აი ქუჩაზე ზოლებიანმა კატა ბაზილიომ გადაიარა, მაგრამ ბურა-
ტინომ თავი შეიკავა და კუდში ხელი არ უტაცნია.
რაც უფრო უახლოვდებოდა სკოლას, მით უფრო გარკვევით ეს-
მოდა ხმელთაშუა ზღვის ნაპირიდან მხიარული მუსიკის ხმა.
‒ პი-პი-პი, –წრიპინებდა ფლეიტა.
– ლა-ლა–ლა, – ღუღუნებდა ჭიანური.
‒ ძინ-ძინ!‒ წკრიალებდნენ სპილენძის თეფშები.
‒ ბუმ–ბუმ!–ბუბუნებდა დოლი.
სკოლისაკენ მიმავალი გზა მარჯვნივ უხვევდა, მუსიკა კი მარ-
ცხენა მხრიდან მოისმოდა. ბურატინო შეყოყმანდა, ფეხები ზღვისა-
კენ ეწეოდა.
-- პი-პი-პიიი....
– ძინ-ლა-ლა, ძინ-ლა-ლა...
‒ ბუმ!
‒ სკოლა სად გამექცევა – ხმამაღლა თქვა ბურატინომ.‒ მოდი,
წავალ, თვალს შევავლებ, ცოტას მოვუსმენ და მაშინვე სკოლისაკენ
გავქუსლავ.
ბურატინო ქარივით გაქანდა ზღვისკენ. ხედავს, ფერად-ფერადი
დროშებით მორთული ტილოს ბალაგანი დგას, ზედ დროშები ფრი-
ალებენ და ზღვის ქარის შემობერვაზე დროშებს შარიშური გააქვთ

19
ბალაგანის თავზე ოთხი მუსიკოსი უკრავს და თან ცეკვავს...
დაბლა მსუქანი მოღიმარი დეიდა ბილეთებსა ჰყიდდა.
შესასვლელთან უთვალავი ხალხი იდგა. ბიჭები და გოგოები, ჯა-
რისკაცები, ლიმონათის გამყიდველები, ბალღებიანი ძიძები, მეხან-
ძრეები, წერილების დამტარებლები – ყველანი იდგნენ და კითხუ-
ლობდნენ დიდ აფიშას:
თოჯინების თეატრი
მხოლოდ ერთი წარმოდგენა
იჩქარეთ!
იჩქარეთ!
იჩქარეთ!

ბურატინომ ერთ ბიჭს სახელოზე მოსწია.


– მითხარით, გეთაყვა, რა ღირს შესასვლელი ბილეთი?
ბიქმა აუჩქარებლად გასცა პასუხი:
‒ ოთხი სოლდო, ხის კაცუნავ...
‒იცით, ბიჭიკო, საფულე შინ დამრჩენია და ვერ მასესხებთ ოთხ
სოლდოს?
ბიჭმა ზიზღით დაუსტვინა:
‒ შენც მნახე რაღა, სულელი!
– ძააალიან მინდა, ვნახო თოჯინების თეატრი,‒უთხრა ცრემ-
ლმორეულმა ბურატინომ. – მაშ ჩემი მშვენიერი ქურთუკი იყიდეთ,
ოთხ სოლდოდ მოგცემთ...
‒ ქაღალდის ქურთუკი ოთხ სოლდოდ? უჭკუო ხომ არა ხარ?!
– მაშ ეს ჩემი კარგი ჩაჩი აიღეთ...
‒ შენი ჩაჩი რაში მინდა, თავკომბალები დავიჭირო? წადი, გასა-
ტუტუცებელი სხვაგან მოძებნე.
ბურატინოს ისე ძალიან უნდოდა თეატრში შესვლა, რომ აღარ
იცოდა რა ექნა.
– ბიჭიკო, ჩემი ახალი ანბანი მაინც აიღეთ...
‒ სურათებიანია?

20
– სსსსაუცხოო სსურათებია შიგ და მსხვილი ასოებითაცაა დაწე-
რილი.

‒ კარგი,ავიღებ,‒ უთხრა ბიჭმა, გამოართვა წიგნი და უგულოდ


გადაუთვალა ოთხი სოლდო.
ბურატინომ მიირბინა მსუქან მომღიმარ დეიდასთან და უთხრა:
‒ მომეცით ბილეთი პირველ რიგში თოჯინების თეატრის წარ-
მოდგენაზე.

21
ბურატინო პირველ რიგში დაჯდა და აღტაცებით უცქეროდა
დაშვებულ ფარდას. ფარდაზე ეხატა მოცეკვავე კაცუნები, შავნიღ-
ბიანი გოგონები, საშინელი შესახედაობის დიდწვერა ადამიანები,
რომელთაც ვარსკვლავიანი ჩაჩები ეხურათ, ბლინის მსგავსი მზე,
ზედ გამოსახული ცხვირით, თვალებით, და სხვა გასართობი სურა-
თები.
სამჯერ ჩამოჰკრეს ზარს და ფარდაც აიხადა.
პატარა სცენაზე აქეთ-იქიდან მუყაოს ხეები იდგა. ხეების თავზე
მთვარის მსგავსი ფარანი ეკიდა და მისი შუქი ირეკლებოდა სარკის
ნატეხში, რომელზედაც ბამბისაგან გაკეთებული ორი ოქროსნის-
კარტიანი გედი დაცურავდა.
მუყაოს ხის იქიდან პატარა კაცუნა გამოჩნდა. გრძელსახელო-
ებიანი თეთრი ხალათი ეცვა და სახე ისე გაეპუდრა, გეგონებოდათ,
ფქვილში ამოუგანგლიათო.
იგი დაღვრემილი მიესალმა პატივცემულ საზოგადოებას·
‒ გამარჯობათ, მე პიეროს მეძახიან ‒ ჩვენ ახლა გავითამაშებთ
კომედიას: „ცისფერთმიანი გოგონა, ანუ ოცდაცამეტი კინწისკვრა“.
მე ჯოხით კარგა მიმბეგვავენ, ერთ სილასაც მითავაზებენ და კინ-
წისკვრით გამაგდებენ. ძალიან სასაცილო. კომედიაა!
მერე მუყაოს მეორე ხის იქიდან გამოხტა მეორე კაცუნა, ჭადრა-
კის დაფასავით იყო მოხატული.
ისიც მიესალმა პატივცემულ საზოგადოებას.
– გამარჯობათ, მე არლეკინი გახლავართ!
მერე პიეროს მიუბრუნდა და ორჯერ ისეთი სილა სტკიცა, რომ
ლოყებიდან პუდრი ჩამოსცვივდა.
– რას წუწუნებ, ბრიყვო!

22
– რასა და ცოლის შერთვა მინდა, ‒მიუგო პიერომ.
‒ მერე, რატომ არ შეირთავ?
‒ რატომ და საცოლე გამექცა.
– ხა-ხა–ხა,– სიცილისაგან გადაბჟირდა არლეკინი,‒ ბრიყვი გი-
ნახავთ?– სტაცა ჯოხს ხელი და მოსცხო და მოსცხო პიეროს.
– რა ჰქვია შენს საცოლეს?
‒ მეტს ხომ აღარ მცემ?
‒ როგორ არა, ჯერ სადა ხარ!
‒ მალვინა, ანუ ცისფერთვალებიანი გოგონა.
‒ ხა-ხა-ხა,– ისევ გადაბჟირდა სიცილისაგან არლეკინი და სამ-
ჯერ წაუთაქა პიეროს,– ყური უგდეთ ამას, დიდად პატივცემულო სა-
ზოგადოებავ, სად გაგონილა ცისფერთმიანი გოგონები?
ხალხისკენ რომ მოტრიალდა, უცებ პირველ რიგში მჯდომი ხის
ბიჭი შეამჩნია. ბიჭს თავზე ქუჩუჩოიანი ჩაჩი ეხურა, ლაშები ყურე-
ბამდე სწვდებოდა და გრძელი ცხვირი ჰქონდა.
‒ შეხედეთ, ეს ხომ ბურატინოა! ‒ დაიყვირა არლეკინმა და თი-
თით უჩვენა.
‒ ცოცხალი ბურატინო! – იღრიალა პიერომ და გრძელი სახე-
ლოები აიქნია.
მუყაოს ხეების იქიდან გამოცვივდნენ თოჯინები. შავნიღბიანი
გოგონები, ჩაჩჩამოფხატული საშინელი შესახედაობის წვერიანი
კაცუნები, გაბანჯგვლული ძაღლები, რომელთაც თვალების მაგიერ
ღილები ჰქონდათ ჩასმული, და კუზიანი ჯუჯები, ამათ ცხვირი კიტრს
მიუგავდათ...
თოჯინებმა რამპის გასწვრივ ანთებულ სანთლებთან მიირბინეს,
ბურატინოს დააცქერდნენ და მერე ერთბამად ატიტინდნენ:
‒ ბურატინოა, ბურატინო! აქ მოდი, მხიარულო, ეშმაკო ბურატი-
ნო!
ბურატინო მოკარნახის ჯიხურზე ახტა, იქიდან კი სცენაზე ისკუპა.
თო[ჯინებმა ხელი სტაცეს, დაუწყეს ხვევნა, კოცნა, ჩქმეტა... მეოე უმ-
ღერეს „ჩიტი–პოლკა“:

23
„ უთენია პოლკას ცეკვავს სერზე ჩიტი პაწია:
ცხვირი მარცხნივ გასწია, კუდი მარჯვნივ გასწია·
ამგვარ ცეკვის სახელი პოლკა-ყარაბასია.
ორი ხოჭო დოლთანაა, სცემს და ერთ ამბავშია.
ჯოჯო –კონტრაბასია, ჩაჰბერა და გასწია...
უთენია პოლკას ცეკვავს სერზე ჩიტი პაწია:
ცხვირი‒მარცხნივ· კუდი მარჯენივ–
პოლკა – ბარაბასია.
უთენია დაუარა სერზე ჩიტმა პაწიამ,
ეგ მიტომ, რომ უდარდელი, მხიარული კაცია:
ცხვირი ‒მარცხნივ,
კუდი‒ მარჯვნივ,
პოლკა ‒ყარაბასია“

მაყურებლებს გული აუჩვილდათ, ეოთმა ძიძამ ცრემლებიც კი


გადმოყარა, ერთი მეხანძრე გულამოსკვნილი ქვითინებდა.
მარტო უკანა სკამებზე ჩამომსხდარი ბიჭები ბრაზობდნენ და ფე-
ხებს ატყაპუნებდნენ.
– გეყოფათ ერთმანეთის ლოშნა, პატარები ხომ არა ხართ. გა-
ნაგრძეთ წარმოდგენა!
ამ ხმაურობაზე კულისებიდან ისეთი საზარელი გარეგნობის კაცი
გამოვიდა, რომ იმის დანახვაზე შეიძლებოდა ადამიანი შიშისაგან
გაქვავებულიყო. სქელი, დაუვარცხნელი წვერი კოჭებამდე ჩას-
თრევდა, გადმოკარკლულ თვალებს ატრიალებდა, ვეება პირიდან
დაღრჭენილი კბილები უჩანდა, თითქოს კაცი კი არა, ნიანგი ყოფი-
ლიყოს. ხელში შვიდკუდიანი მათრახი ეჭირა.
ეს იყო თოჯინების თეატრის პატრონი, სათოჯინო მეცნიერებათა
დოქტორი, სინიორი ყარაბას ბარაბასი.
-- გა-გა-გა, გუ-გუ-გუ – დაუღრიალა მან ბურატინოს,‒ მაშ შენ შე-
უშალე ხელი ჩემს მშვენიერ კომედიას?

24
სინიორ ყარაბასმა სტაცა ხელი ბურატინოს, შეათრია თეატრის
საკუჭნაოში და იქ ლურსმანზე ჩამოჰკიდა. იქიდან დაბრუნდა, მათრ-
ახით დაემუქრა თოჯინებს, წარმოდგენა განაგრძეთო.

25
თოჯინებმა, როგორც იქნა, დაამთავრეს კომედია, ფარდა დაეშ-
ვა, მაყურებლები წავიდ-წამოვიდნენ.
სათოჯინო მეცნიერებათა დოქტორმა სინიორ ყარაბას ბარაბას-
მა სამზარეულოსკენ გასწია სავახშმოდ.
წვერის ბოლო მობღუჯა და ჯიბეში ჩაიდო, რომ ხელი არ შეეშალა
და ბუხარს მიუჯდა, სადაც შამფურზე კურდღელი და ორი წიწილა იწ-
ვებოდა.
ყარაბასმა თითები დაინერწყვა და მწვადი გასინჯა. ჯერ უმი იყო.
ბუხარს შეშა აკლდა. ყარაბას ბარაბასმა სამჯერ შემოჰკრა ტაში.
მყისვე შემოცვივდნენ არლეკინი და პიერო.
‒ მომითრიეთ ერთი აქ ის ცუღლუტი. ბურატინო,‒ უთხრა მათ სი-
ნიორ ყარაბას ბარაბასმა. ‒ ხმელი ხისგან არის გაკეთებული,
ცეცხლს შევუკეთებ და ჩემი მწვადიც მალე შეიწვება.
არლეკინმა და პიერომ დაუჩოქეს და შეევედრნენ, შეიბრალე
საწყალი ბურატინოო.
‒ აბა, რა იქნა ჩემი მათრახი! ‒ დაიღრიალა ყარაბას ბარაბასმა.
არლეკინი და პიერო ქვითინით შევიდნენ საკუჭნაოში,
ჩამოხსნეს ლურსმნიდან ბურატინო და სამზარეულოში წაათრიეს.

26
თოჯინებმა ბურატინო შეათრიეს და ბუხრის წინ იატაკზე დააგ-
დეს. სინიორ ყარაბას ბარაბასი ამ დროს საჩხრეკით ურევდა ნაკ-
ვერცხლებს და თან საშინლად სრიტინებდა.
ერთბაშად თვალებში სისხლი მოაწვა, ცხვირი და სახე მოუნაოჭ-
და. ეტყობოდა, ნაპერწკლები შეუცვივდა ნესტოებში.
– ააა... ააა. –აღმუვლდა ყარაბას ბარაბასი და თვალები გადმო-
კარკლა – აანცხიკ...
მან ისე დააცემინა ცხვირი, რომ ნაცრის ბორიაყი დააყენა ბუ-
ხარში.
სათოჯინო მეცნიერებათა დოქტორს როცა ცხვირისცემინება
აუტყდებოდა, გაჩერება აღარ შეეძლო ხოლმე, ორმოცდაათჯერ ან
ასჯერ თუ არ დააცემინებდა, ისე არ გაუვლიდა.
ასეთი უჩვეულო ცხვირისცემინების შემდეგ ძალა ელეოდა და
კეთილი ხდებოდა.
პიერომ ჩუმად წასჩურჩულა ბურატინოს:
‒ სცადე და ცხვირისცემინების დროს დაელაპარაკე.
‒ აანცხიკ აანცხიკ – ყარაბას ბარაბასს გაეღო პირი და ფეხების
ბარტყუნითა და თავის ქნევით ხმამაღლა აცემინებდა ცხვირს და
აცემინებდა.
სამზარეულოში ყველაფერი ძაგძაგებდა, მინები ზრიალებდა,
ლურსმნებზე დაკიდებული ტაფები და ქვაბები ქანაობდა.
სანამ ყარაბასი კიდევ დააცემინებდა ცხვირს, ბურატინომ ისარ-
გებლა და საცოდავად აწრიპინდა:
– რა უბედური ვარ, მე საწყალი... არავის ვებრალები...
‒ თავი დაანებე წირპლვას,‒ დაუყვირა ყარაბას ბარაბასმა, ‒
ხელს ნუ მიშლი...ანცხიკ!
‒იცოცხლეთ, სინიორ, ‒ამოისლუკუნა ბურატინომ.

27
‒ გმადლობ!‒ მშობლები ცოცხალი გყავს?....აანცხიკ!
‒ არასოდეს არ მყოლია დედა, სინიორ,ოჰ, რა უბედური ვარ,‒
ახლა კი ესე გულშემზარავად აწრიპინდა ბურატინო, რომ მისმა ხმამ
ნემსივით დაუწყო ჩხვლეტა ყურებში ყარაბას ბარაბასს.
‒ შეწყვიტე წრიპინი, გეუბნები, აანცხიკ... მამა ცოცხალი გყავს?
‒ საცოდავი მამაჩემი ცოცხალია, სინიორ.
‒ წარმომიდგენია, რას იზამს მამაშენი, როცა გაიგებს, რომ ცეც-
ლში შეგიკეთე და კურდღელი და ორი წიწილა შევწვი...აანცხიკ!
‒ უბედური მამაჩემი, სულ ერთია, მალე მოკვდება შიმშილით და
სიცივით, მე მისი ერთადერთი ნუგეში ვარ, შემიბრალეთ, გამათავი-
სუფლეთ, სინიორ!
‒ ეშმაკმა დაგლახვროს, ‒ დაიღრიალა ყარაბას ბარაბასმა , ‒
შებრალებაზე კრინტიც არ დაძრა, კურდღელი და წიწილები უნდა
შევწვა,აბა, შეძვერი ბუხარში.
‒ სინიორ, არ შემიძლია!
‒ რატომ?‒ ჰკითხა ყარაბას ბარაბასმა, რომ ბურატინოს წრიპი-
ნი შეეწყვიტა.
‒ სინიორ, ერთხელ ვცადე ბუხარში ცხვირის შეყოფა და გავხვრ-
იტე იგი.
‒ რა სისულელეს როშავ, ‒ განცვიფრდა ყარაბას ბარაბასი, ‒
ცხვირით როგორ უნდა გაგეხვრიტა ბუხარი?
‒ როგორ და, კერაც და ცეცხლზე დადგმული ქვაბიც ძველ ტი-
ლოზე ყოფილიყო დახატული.
‒ აანცხიკ!‒ ისეთი ხმაურით დააცემინა ცხვირი ყარაბას ბარაბა-
სმა, რომ პიერო აქეთ გადააგდო, არლეკინი ‒ იქით, ბურატინო კი
ბზრიალასავით შემოტრიალდა.
‒ სად ნახე ძველ ტილოზე დახატული ბუხარი, ცეცხლი და ქვა?
– მამილო კარლოს სენაკში.
‒ კარლო შენი მამა არის?–ყარაბას ბარაბასი სკამიდან წამოხ-
ტა, ხელი აიქნია და წვერი გაიშალა,‒ მაშასადამე, მოხუცი კარლოს
სენაკში ყოფილა საიდუმლო კარი...

28
მაგრამ ყარაბასმა ორივე მუჭი პირში ჩაიჩარა, რომ რაღაც სა-
იდუმლო არ დასცდენოდა. რამდენსამე ხანს ასე იჯდა და გადმოკარ-
კლული თვალებით დასცქეროდა მიმქრალ ცეცხლს:
‒ კარგი, – თქვა ბოლოს,– ნახევრად შემწვარი კურდღლითა და
წიწილებით ვივახშმებ. სიცოცხლე მიჩუქებია შენთვის, ბურატინო,
კიდევ...
მან წვერის ქვეშ ჟილეტის ჯიბეში ჩაიყო ხელი, ხუთი ოქროს ფუ-
ლი ამოიღო და ბურატინოს გაუწოდა·
– აი კიდევ... აიღე ეს ფული და კარლოს წაუღე. სალამი გადაეცი
ჩემგან და უთხარი, ყარაბას ბარაბასმა შემოგითვალა, შიმშილითა
და სიცივით არ მოკვდე და რაც მთავარია, მაგ სენაკიდან, სადაც
ძველ ტილოს ნაჭერზე დახატული ბუხარია, არსად გადახვიდე-თქო·
ახლა გასწი, გამოიძინე და დილით ადრე მოკურცხლე შინისაკენ.
ბურატინომ ხუთი ოქრო ჯიბეში ჩაიდო და მადლობა გადაუხადა:
– გმადლობთ, სინიორ! ჩემზე საიმედოს ვერც იშოვიდით..
არლეკინმა და პიერომ ბურატინო თოჯინების საწოლ ოთახში
წაიყვანეს. თოჯინები ისევ შემოეხვივნენ, ზოგი კოცნიდა, ზოგი
ჩქმეტდა, ზოგი ხელს ჰკრავდა, ზოგი ეხვეოდა და უხაროდათ, ასე
უცნაურად რომ გადაურჩა ბუხარში საშინელ დაღუპვას.
‒აქ რაღაც საიდუმლოებააო, -ეჩურჩულებოდა ბურატინო თო-
ჯინებს.

29
დილით ადრე ბურატინომ გადათვალა ფულები,‒ოქროს ფული
იმდენი იყო, რამდენი, თითიც ჰქონდა ხელზე – ხუთი.ბურატინომ
ფულები მაგრად ჩამუჭა და ხტუნვა–ხტუნვით გაიქცა შინისაკენ. მიხ-
ტოდა და თან მიიმღეროდა:
– მამილო კარლოს ახალ ქურთუკს ვუყიდი, ჩემთვის კი ბევრ
ხაშხაშმოყრილ კვერებსა და შაქარყინულის მამლებს ვიყიდი...
როცა თოჯინების თეატრის ბალაგანი და მოფრიალე ბაირაღები
თვალს მიეფარა, ხედავს, გზაზე დადარდიანებული ორი მათხოვარი
მოხეტიალობს. ესენი კოჭლი მელა ალისა და ბრმა ხვადი კატა ბა-
ზილიო გახლდათ.
ეს ის ხვადი კატა კი არ იყო, გუშინ ქუჩამი რომ შეხვდა ბურატი-
ნოს, სულ სხვა, ოღონდ ამასაც ბაზილიო ერქვა და ჭრელი ბეწვი
ჰქონდა.
ბურატინოს უნდოდა გზა აექცია იმათთვის, მაგრამ მელა ალისამ
გულამაჩვილებლად უთხრა: ‒ გამარჯობა, კეთილო ბურატინო, სა-
ით მიიჩქარი?
‒ შინისაკენ, მამილო კარლოსთან.
მელამ კიდევ უფრო გულამაჩვილებლად ამოიოხრა:
‒ არ ვიცი, ცოცხალი დაგხვდება თუ არა საცოდავი კარლო, ძა-
ლიან ცუდად გრძნობდა თავს შიმშილისა და სიცივისაგან.
– ასეთი რამე გინახავს? – ბურატინომ მუჭი გაშალა და ხუთი ოქ-
რო აჩვენა.
ფულის დანახვაზე მელამ უნებურად გაუშვირა თათი, კატამ კი
ბრმა თვალები უცებ ისე დაჭყიტა, რომ მწვახე ფარანივით აუბრჭყვი-
ალდა.
ბურატინომ ვერაფერი შეამჩნია.
– კეთილო, კარგო ბურატინო, რა უნდა უყო ამ ფულებს?

30
‒ მამილო კარლოს ქურთუკს ვუყიდი... ჩემთვის კი ახალ ანბანს
ვიყიდი.
– ანბანს! ოჰ-ოჰო, -- თქვა მელა ალისამ თავი ქნევით,‒კარგს
არას დაგაყრის შენ ეგ სწავლა. აი, მეც ვსწავლობდი, ვისწავლე და
შემხედე, სამი თითითღა დავდივარ.
‒ ანბანს... –წაიბუტბუტა კატა ბაზილიომ და მწყრალად ჩაიფრუ-
ტუნა ულვაშეებში‒მაგ წყეული სწავლისგან იყო სწორედ, თვალთ
რომ დამაკლდა.
გზის ახლოს, ხმელ ტოტზე ბებერი ყვავი იჯდა. უსმინა, უსმინა მათ
და დასჩხავლა:
‒ ტყუიან, ტყუიან!
კატა ბაზილიო მყისვე შეხტა ტოტზე, თათი წაჰკრა ყვავს, ძირს ჩა-
მოაედო და ნახევარი ბოლო მოაგლიჯა, ‒ საბრალო ძლივსღა გაფ-
რინდა. კატამ კვლავ ისე მოაჩვენა თავი ბურატინოს ვითომ ბრმა ვა-
რო.
‒ რას ერჩოდით, ბაზილიო? ‒ გაკვირვებით შეეკითხა ბურატი-
ნო.
‒ მე ხომ ბრმა ვარ.‒უპასუხა კატამ.–მე მეგონა, ხეზე ძაღლი
არის-მეთქი.
სამივენი გაუდგნენ გზას.
‒ ჭკვიანო, გონიერო ბურატინო, არ გინდა ათჯერ მეტი ფული
გქონდეს?–უთხრა მელამ.
‒ რასაკვირველია, მინდა, მაგრამ როგორ ვიშოვო?
–სულ უბრალოდ. ჩვენ წამოგვყევი.
– სად?
‒ ბრიყვთა ქვეყანაში.
ბურატინო მცირე ხანს ჩაფიქრდა.
‒ არა, გეთაყვა, ახლა შინ უნდა წავიდე.
როგორც გენებოს, ძალას არ გატანთ – უთხრა მელამ, მით უა-
რესი შენთვის.
‒ მით უარესი შენთვის,‒ წაიბუტბუტა კატამ.
‒ შენი თავის მტერი ყოფილხარ, ‒ უთხრა მელამ.

31
‒ შენი თავის მტერი ყოფილხარ, – წაიბუტბუტა კატამ... ‒ თორემ
შენი ხუთი ოქრო, ფულების გროვად გადაიქცეოდა...
ბურატინო შეჩერდა და პირი დააღო.
‒ ტყუი!
მელა თავის კუდზე ჩაჯდა და ენა გააწკლაპუნა:
‒ მაშ ყური დამიგდე, ახლავე აგიხსნი‒ ბრიყვთა ქვეყანაში ერ-
თი ჯადოსნური მინდორია, სასწაულთა მინდორს ეძახიან... ამ მინ-
დორში პატარა ორმო ამოთხარე და სამჯერ თქვი:
„კრეკს, ფეკს, პეკს“, ორმოში ეგ ოქროები ჩაყარე, დააყარი ზე-
ვიდან მიწა, მარილი მოაყარე, კარგად მორწყე, წადი და დაიძინე.
დილისათვის ამ ორმოში ამოვა პატარა ხე, რომელიც ფოთლების
ნაცვლაღ ოქროს ფულებს გამოისხამს. გაიგე?
ბურატინო მყისვე შეხტა.
– ტყუი!
‒ წავიდეთ, ბაზილიო,‒ წარმოთქვა შეურაცხყოფილმა მელამ და
ცხვირი მოიღრიცა, ჩვენიარა სჯერა და არც საჭიროა...
– არა, არა, მჯერა, მჯერა! –წამოიყვირა ბურატინომ.‒წავიდეთ
ჩქარა ბრიყვთა ქვეყანაში.

32
ბურატინო, მელა ალისა და კატა ბაზილიო დაეშვნენ მთიდან.
იარეს, იარეს, ბევრი იარეს,–გადაიარეს მინდვრები, ვენახები,
ფიჭვის ჭალა, გამოვიდნენ ზღვასთან და კვლავ გაუხვიეს ზღვიდან
იმავე ფიჭვის ჭალისა და ვენახებისაკენ.

ბორცვზე გაშენებული ქალაქი და მზე ხან მარჯვნივ მოექცე-


ოდათ, ხან მარცხნივ...
მელა ალისა ოხრავდა და ამბობდა:
‒ ეჰ, ადვილი როდია ბრიყვთა ქვეყანაში მოხვედრა. სანამ იქამ-
დე მივაღწევთ, ჩვენ ჩვენი დაგვემართება...
დაბინდებისას გზის პირად ბრტყელსახურავიანი ძველი სახლი
დაინახეს. კარის თავზე ეწერა: „სამი კლდისთევზას“ დუქანი.

33
მედუქნე სტუმრებს გამოეგება, ქუდი მოიშვლიპა, მოტვლეპილი
თავი მდაბლად დაუკრა მოსულებს და დუქანში შეიწვია.
‒ არ გვაწყენდა, ცოტა რომ დავნაყრებულიყავით,თუნდაც გამ-
ხმარი ქერქი ყოფილიყო‒თქვა მელამ.
‒ გამხმარი პურის ქერქით მაინც გაგვიმასპინძლდებოდნენ ‒
გაიმეორა კატამ.
შევიდნენ დუქანში და დასხდნენ ბუხართან, სადაც შამფურებზე
და ტაფებზე ნაირნაირ საჭმელებს სწვავდნენ.
მელა წამდაუწუმ ტუჩებს ილოკავდა. კატამ თათები მაგიდაზე და-
აწყო, ზედ ულვაშებიანი დრუნჩი ჩამოსდო და საჭმელს მიაშტერდა.
–ეი, მედუქნევ, ‒ მედიდურად უთხრა ბურატინომ,‒მოგვიტანეთ
სამი ნატეხი პურის ქერქი.

34
მედუქნე კინაღამ პირაღმა გადავარდა გაკვირვებისაგან, რომ
ასეთი პატივცემული სტუმრები ასე ცოტას თხოულობდნენ.
‒ მხიარული, გონებამახვილი ბურატინო გეხუმრებათ,მასპინძე-
ლო,–ჩაიხითხითა მელამ.
– ხუმრობს‒ წაიბუტბუტა კატამ.
‒ მოგვართვით სამი ნატეხი პურის ქერქი და თანაც აი, ის მშვე-
ნივრად შემწვარი ბატკანი, – უთხრა მელამ,‒ერთიც ის ბატის ჭუჭუ-
ლი და ფამფურზე შემწვარი ორი მტრედი, ჰო, კიდევ ღვიძლიც...
‒ექვსი ცალი ყველაზე უფრო მსუქანი კარჩხანა და ნედლი, წვრი-
ლი თევზი საუზმისათვის,–უბრძანა კატამ.
ერთი სიტყვით, მათ მოატანინეს ყველაფერი, რაც კი იხრაკებო-
და, ბურატინოს მარტო პურის ქერქიღა დარჩა.
მელა ალისამ და კატამ ყველაფერი ძვლებიანად შესანსლეს·
მუცლები დაებერათ და ცხვირ-პირი გაექონათ.
– ერთ საათს დავისვენებ, – თქვა მელამ.‒შუაღამე რომ გახდე-
ბა, წავალთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი გაღვიძება, მასპინძელო.
მელა და კატა რბილ საწოლებში ჩაგორდნენ და მყისვე ხვრინვა
ამოუშვეს. ბურატინომ კი იქვე კუთხეში ძაღლის საგებზე მიდო თა-
ვი...
მას ესიზმრა, ოქროსფოთლებიანი ხე... ის-ის იყო,ხელი გაიშვი-
რა, რომ ვიღაცის კაკუნი გაისმა კარზე.
‒ ეი, სინიორ ბურატინო, დროა, უკვე შუაღამეა.
ბურატინო წამოხტა, თვალები მოიფშენიტა. ხედავს, საწოლზე
არც კატა ჩანს, არც მელა·
– თქვენმა პატივცემულმა მეგობრებმა ადრე ადგომა ინებეს, ცი-
ვი ხაჭაპურით დანაყრდნენ და წავიდნენ. – უთხრა მედუქნემ.
‒ ჩემთვის არაფერი დაუბარებიათ?
‒ როგორ არა, ‒ დაგიბარეს, სინიორ ბურატინომ ერთი წუთიც
არ დააყოვნოს და სირბილით წამოვიდეს ტყისაკენ მიმავალი გზი-
თაო...
ბურატინო კარებს ეცა, მასპინძელი წინ გადაუდგა, თვალები მო-

35
ჭუტა და დოინჯი შემოიყარა:
– ვახშმის ფულს ვინ გადაიხდის?
‒ უჰ,–დაიწრიპინა ბურატინომ.–რამდენი გერგებათ?
‒ სრული ერთი ოქრო...
ბურატინოს უნდოდა ფეხებში გასძრომოდა, მაგრამ მედუქნემ
შამფურს სტაცა ხელი, ჯაგარა ულვაშები და თმა ყალყზე დაუდგა...
‒ გადაიხადე, მე არამზადავ, თორემ სოკოსავით აგაგებ ამ შამ-
ფურზე!
რაღა გზა ჰქონდა, ხუთი ოქროდან ერთი უნდა მიეცა მედუქნი-
სათვის. სიმწრისაგან ათრთოლებული გამოვიდა ბურატინო წყე-
ული დუქნიდან.
ბნელოდა, კიდევ მეტიც, უკუნი შავი ღამე იყო. ირგვლივ ყველა-
ფერს ჩასძინებოდა, მხოლოდ ბურატინოს უხმოდ დასტრიალებდა
თავს ღამის ფრინველი ‒ წრომი.
წრომმა რბილი ფრთები მოუთათუნა ბურატინოს ცხვირზე და
რამდენჯერმე გაუმეორა:
‒ არ დაუჯერო, არ დაუჯერო, არ დაუჯერო!
ბურატინო შეწუხებული შეჩერდა: – რა გინდა ჩემგან?
– არ დაუჯერო კატასა და მელა·ს.
‒ აქედან დამეკარგე!
ბურატინომ სირბილით განაგრძო გზა. წრომი მისდევდა და მის-
ჩხაოდა:‒ ერიდე ამ გზაზე ყაჩაღებს.

36
ცისკიდურზე მომწვანო შუქი გამოჩნდა –მთვარე ამოდიოდა.
წინ შავი ტყე მოჩანდა, ბურატინომ ფეხს აუჩქარა: მის უკანაც ვი-
ღაცამ უმატა ნაბიჯს.
ბურატინო გაიქცა. უცნობიც ფეხდაფეხ დაედევნა უხმო ნახტომე-
ბით.
ბურატინო მობრუნდა.
უკან მოსდევდნენ ორნი, თავზხე ტომრებჩამოცმულნი, ტომრებს
თვალების ადგილას გამოჭრილი ჰქონდა ჭუჭრუტანები.
ერთი უფრო დაბალი იყო, დანას აქნევდა. მეორეს, უფრო მაღ-
ალს, დამბაჩა ეჭირა. დამბაჩას ლულა ძაბრისნაირი ჰქონდ
‒ ვაიმე, ვაიმე!‒...დაიჭყივლა ბურატინომ და კურდღელივით გა-
ქანდა ჩაბნელებული ტყისაკენ.
‒შესდექ, შესდექ! ‒ მისძახოდნენ ყაჩაღები·
ბურატინო მეტისმეტად შეშინებული იყო, მაგრამ მაინც მოისაზ-
რა –ოთხივე ოქრო პირში ჩაიდო და მაყვლით დაფარული ღობისა-
კენ შეუხვია, მაგრამ ამ დროს ყაჩაღებმა ხელი სტაცეს.
‒ ფული მოგვეცი, თორემ აქვე გაგაფრთხობინებთ სულს!
ბურატინომ, თითქოს ვერ გაიგო, რასა სთხოვდნენ, აქსიტინდა,
ყაჩაღებს საყელოში ჩაევლოთ მისთვის ხელი და ანჯღრევდნენ, ერ-
თი დამბაჩით ემუქრებოდა, მეორე კი ჯიბეებს უჩხრეკდა. |
– რა უყავი ფული? – ღრიალებდა მაღალი.
‒ ნაკუწ-ხაკუწ დაგგლეჯ.
‒ თავს მოგაჭრი.
ბურატინო ახლა კი შიშით ისე აცახცახღა, რომ პირში ოქროს
ფულები აუწკრიალდა.
‒ აი, თურმე სადა ჰქონია ფულები‒ ღაიღმუვლეს ყაჩაღებმა, –
პირში დაუმალავს.
ერთმა თავში სტაცა ხელი ბურატინოს, მეორემ‒ ფეხებში და ბუ-

37
რთივით რამდენჯერმე აისროლეს მაღლა, მაგრამ ბურატინო უფრო
მაგრად უჭერდა კბილებს.
ყაჩაღებმა ახლა თავდაყირა დააყენეს ბურატინო და თავი მიწაზე
არტყმევინეს, მაგრამ ვერც ამან გასჭრა· მერე დაბალმა ყაჩაღმა
ბრტყელპირიანი დანით დაუწყო კბილების გახსნა. ის-ის იყო კინა-
ღამ გაუხსნა პირი, რომ ბურატინომ იხელთა და, რაც ძალ-ღონე
ჰქონდა, ხელზე უკბინა ყაჩაღს...
მაგრამ ბურატინოს ხელი კი არა, კატის თათი შერჩა პირში. ყა-
ჩაღმა საზარლად დაიღრიალა. ამასობაში ბურატინო ხვლიკივით
დაუსხლტა, ღობეს ეცა და ეკლიან მაყვალში შეძვრა. შარვალი და
ქურთუკი ეკლებზე სულ დაფლითა, გაძვრა ბუჩქებში და ტყისკენ მო-
უსვა.
ტყის პირას ყაჩაღები კვლავ წამოეწიენ. ბურატინო ახტა, ხელი
წაავლო მოქანავე ტოტს და ხეზე აცოცდა. ყაჩაღებიც აჰყვნენ, მაგ-
რამ იმათ ხელს უშლიდა თავზე ჩამოცმული ტომრები.
ხის წვერზე აცოცებულმა ბურატინომ ისკუპა და მეზობელ ხეზე
გადახტა. ყაჩაღებიც გადაჰყვნენ...მაგრამ ორივენი მაშინვე მოს-
წყდნენ და ძირს მოადინეს ზღართანი სანამ ისინი კრუსუნსა და ქექ-
ვას მორჩებოდნენ, ბურატინო ხიდან ჩამოსრიალდა და თავქუდმოგ-
ლეჯილმა მოჰკურცხლა.
მთვარის შუქზე მიწაზე ხეების გრძელი ჩრდილი გაწოლილიყო.
მთელი ტყე ზოლებად იყო დასერილი. ბურატინო ხან ამ ჩრდილში
გაუჩინარდებოდა, ხან ისევ გაიელვებდა მისი თეთრი ჩაჩი მთვარის
შუქზე. ასე მიაღწია ტბას. სარკესავით მოკრიალებულ წყალზე მთვა-
რე ისე ეკიდა, როგორც თოჯინების თეატრში.
ბურატინო აქეთ ეცა ‒ ჭაობი იყო, იქით ეცა‒ ჭაობი დაუხვდა...
უკან კი, ისევ ხმელი ფოთლებისა და ტოტების ტკაცატკუცი ესმოდა.
– დაიჭირეთ, დაიჭირეთ!.
ყაჩაღები საცაა აქ გაჩნდებოდენ, წამდაუწუმ მაღლა ხტებოდნენ
სველი ბალახებიდან, რომ ბურატინო თვალიდან არ დაჰკარგოდათ.
‒ აი, ისიც!...

38
ბურატინოს სხვა გზა აღარ ჰქონდა, წყალში უნდა გადამხტარიყო
ამ დროს ტბის ნაპირას თვალი შეასწრო,თეთრ გედს, გედს თავი
ფრთის ქვეშ ამოედო და ეძინა.
ბურატინომ ისკუპა ტბაში, ჩაიყურყუმელავა და გედს ფეხებში წა-
ავლო ხელი.
‒ ღუ-ღუ-ღუ, ‒ დაიღუღუნა გამოღვიძებულმა გედმა, ‒ეს რა თავ-
ხედური ხუმრობაა. გამიშვით.

სწორედ იმ დროს, როცა ყაჩაღებს ხელი უნდა ეტაცათ ბურატი-


ნოსათვის ფეხებში, გედმა გაშალა ვეება ფრთები და ამაყად გადა-
იფრინა ტბაზე
გაღმა ნაპირზე რომ გავიდნენ, ბურატინომ ხელი გაუშვა გედს და
დავარდა მიწაზე, მაგრამ მაშინვე წამოხტა და შამბნარს შეერია. ხავ-
სიან კოლბოხებზე ხტუნვა-ხტუნვით მოუსვა პირდაპირ ბორცვებზე
გადმოკიდებული დიდი მთვარისაკენ.

39
დაღლილობისაგან ბურატინო ძლივს ადგამდა ფეხებს, ძალაგა-
მოცლილი შემოდგომის ბუზივით მიღოღიალებდა· უცებ თხილნარ-
ში ლამაზი კორდი შენიშნა, შუა კორდზე მთვარით განათებული ოთ-
ხსარკმლიანი. პატარა სახლი იდგა
ფანჯრის დარაბებზე მზე, მთვარე და ვარსკვლავები ეხატა.სახ-
ლის გარშემო დიდი, ლაჟვარდისფერი ყვავილები ბიბინებდა.
ბილიკებზე მოყრილი იყო წმინდა სილა. შადრევანიდან წყლის
წვრილი ნაკადი სცემდა, შიგ ჭრელი ბურთი ტრიალებდა.
ბურატინო. აივანზე აბობღდა და კარზე დააკაკუნა. სახლში ჩამი-
ჩუმი არ ისმოდა. მაგრად დააკაკუნა, ალბათ ღრმად სძინავთო, – გა-
იფიქრა ბურატინომ.
ამასობაში ტყიდან კვლავ გამოცვივდნენ ყაჩაღები. ტბაში გამოე-
ცურათ და წყალი წურწურით ჩამოსდიოდა ორივეს.
დაბალმა ყაჩაღმა ბურატინო რომ დაინახა, კატასავით საზიზ-
ღრად დაიფრუტუნა, მაღალი კი მელიასავით აწკავწკავდა
ბურატინომ ახლა ხელებითა და ფეხებით დაუწყო ბრახუნი კა-
რებს.
– მიშველეთ, მიშველეთ, კეთილო ადამიანებო!..
ფანჯრიდან თავი გამოჰყო ლამაზმა ხუჭუჭთმიანმა ცხვირპაჭუა
გოგონამ რომელსაც თვალები დახუჭული ჰქონდა
– გოგონავ, გამიღე კარები, ყაჩაღები მომდევენ.
– ოჰ, რა ს სისულელეა, ‒მთქნარებით წარმოთქვა გოგონამ. მე-
ძინება არ შემიძლია თვალების გახელა
გოგონა გაიზმორა და ფანჯარაში მიიმალა.
სასოწარკვეთილი ბურატინო ცხვირით სილაში წაემხო და თავი
მოიმკვდარუნა
ყაჩაღებიც მოცვივდნენ.

40
– ოჰო, ახლა კი ვეღარსად წაგვიხვალ...
ვერ წარმოიდგენთ, რას სჩადიოდნენ ყაჩაღები, რომ პირი გა-
ეღებინებინათ ბურატინოსათვის ამდენ სირბილში დანა და დამბაჩა
დაჰკარგოდათ ასე რომ არ მომხდარიყო, შეიძლებოდა სწორედ აქ
დაგვემთავრებინა საბრალო ბურატინოს ამბავი.
ბოლოს ყაჩაღებმა გადაწყ ვიტეს, თავდაყირა დაეკიდათ ბურატი-
ნო. მოაბეს ფეხზე თოკი და მუხის ტოტზე ჩამოჰკიდეს, თვითონ კი
კუდამოძუებულნი დასხდნენ და ელოდნენ, როდის გამოუცვივდე-
ოდა ბურატინოს პირიდან ოქროები.
განთიადისას ქარი ამოვარდა მუხაზე ფოთლები აშრიალდა, ბუ-
რატინო კუნძივით ქანაობდა, ყაჩაღებს მოსწყინდათ სველ კუდებზე
ჯდომა...
‒ იქანავე, მეგობარო ეგრე საღამომდე ბოროტად მიაძახეს და
გზისპირა დუქნის საძებნელად გასწიეს.

41
მუხის ტოტები სადაც ბურატინო ეკიდა, დილის ცისკარმა ოქო-
ოსფრად ააციმციმა, მინდორში ბალახი შავ-იისფრად შეიღება. ლაჟ-
ვადისფერ ყვავილებს ცვარი დაეპკურა.
ცისფერ ხუჭუჭთმიანი გოგონა ისევ ფანჯარაში გამოჩნდა, ნამძი-
ნარევი ლამაზი თვალები მოიფშვნიტა და ფართოდ გაახილა.
ეს გოგონა ყველაზე ლამაზი თოჯინა იყო სინიორ ყარაბას. ბარა-
ბასის თოჯინების თეატრში. გოგონამ ვეღარ აიტანა პატრონის უხეში
მოპყრობა, თეატრიდან გამოიქცა და შა-ვმოისფრო მინდორზე და-
სახლდა განმარტოებულ პატარა სახლში.
მხეცებმა, ფრინველებმა და ზოგიერთმა მწერმა ძალიან შეიყვა-
რა იგი, ალბათ იმიტომ, რომ ზრდილი და უწყინარი გოგონა იყო.
მხეცები უზიდავდნენ ყველაფერს, რაც სჭირდებოდა. თხუნელას
ნოყიერი ძირხვენები მოჰქონდა ხოლმე. თაგვებს–შაქარი, ყველი
და ძეხვის ნაჭრები. კეთილ ძაღლს – პუდელ არტემონს ‒ ქადები.
კაჭკაჭი ბაზარში იპარავდა ვერცხლის ქაღალდში გახვეულ შოკო-
ლადის კანფეტებს და მიართმევდა ხოლმე!
ბაყაყებს კაკლის ნაჭუჭით მიჰქონდათ ლიმონათი, ქორს–შემ-
წვარი ნანადირევი. მაისის ხოპოებს‒სხვადასხვაგვარი ხილი.პეპ-
ლები სახეზე წასასმელი ყვავილების მტვერს ეზიდებოდნენ. მუხლუ-
ხები სხეულიდან იწურავდნენ პასტას კბილის საწმენდად და ჭრი-
ალა კასრებზე წასასმელად. მერცხლები კოღოებსა და კრაზანებს
მუსრს ავლებდნენ გოგონას სახლის მახლობლად.
ერთი სიტყვით, გაახილა თუ არა თვალი ცისფერთმიანმა გოგო-
ნამ, მაშინვე ფეხებით ჩამოკიდებული ბურატინო შენიშნა.
ლოყებზე შემოიკრა ხელები და დაიწივლა:
– უი, უი, უი...
ფანჯრის ქვეშ ყურების პარტყუნით გამოჩნდა კეთილი პუდელი

42
არტემონი. მას ის–ის იყო გაეკრიჭა სხეულის უკანა ნახევარი, სხე-
ულის წინა ნაწილზე ხუჭუჭა ბეწვი დაევარცხნა, კუდზე შავი ბაფთი
გამოენასკვა, წინა თათზე კი ვერცხლის საათი გაეკეთებინა.
‒ მე მზად ვარ!
არტემონმა ცხვირი განზე მიიბრუნა, ზედა ლაში ოდნავ ასწია და
თეთრი კბილები გამოაჩინა...
‒ დაუძახე ვინმეს, არტემონ! – უთხრა გოგონამ, ‒ საბრალო ბუ-
რატინო ჩამოვხსნათ, შინ შემოვიყვანოთ და ექიმი მოვიწვიოთ...
– ახლავე.
არტემონი, აქაოდა, ქალბატონს ერთგულება დავანახოო, ისე
დატრიალდა, რომ უკანა თათებით სველი სილა აჰყარა·
მერე ეცა ყეფით ჭიანჭველების ბუდეს, გააღვიძა მთელი მოსახ-
ლეობა და ოთხასამდე ჭიანჭველა გაგზავნა იმ თოკის გადასაღ-
რღნელად, რომლითაც ბურატინო ეკიდა.
ოთხასამდე დარბაისელი ჭიანჭველა გაცოცდა ვიწრო ბილიკზე,
აძვრნენ მუხაზე და თოკი გადაღრღნეს.
არტემონმა წინა თათებით დაიჭირა ჩამოვარდნილი ბურატინო.
და სახლში შეიყვანა...
დააწვინა თუ არა საწოლზე, მაშინვე ნავარდით გაექანა ტყისკენ
შამბნარში და მყისვე მოიყვანა იქიდან ცნობილი ექიმი ბუ, ექთანი
გომბეშო და ექიმბაში ნემსიყლაპია, რომელიც ხმელ რკოს წააგავ-
და.
ბუმ ყური დაადო გულზე ბურატინოს.
‒ პაციენტი მკვდარს უფრო ჰგავს, ვიდრე ცოცხალს, ‒ წაიჩურ-
ჩულა მან და თავი ას ოთხმოცი გრადუსით უკან მოაბრუნა.
გომბეშო დიდხანს ზელდა სველი თათით ბურატინოს და ფიქ-
რში გართული გადმოკარკლული თვალებით აცაბაცა იყურებოდა.
‒ პაციენტი ცოცხალს უფრო ჰგავს, ვიდრე მკვდარს,‒ დიდი
ლაშების ტყლაშუნით წარმოთქვა მან.
სახალხო მკურნალი, ნემსიყლაპია, ბალახის ღეროსავით ხმელი
ხელებით შეეხო ბურატინოს:‒ ორში ერთია–დაიშრიალა მან.–პა-
ციენტი ან ცოცხალია, ან უკვე მოკვდა. თუ ცოცხალია, იცოცხლებს,

43
ან ვერ იცოცხლებს თუ მკვდარია,შეიძლება გავაცოცხლოთ, ან ვერ
გავაცოცხლოთ.
– თთთაღლითობაა, ‒ ჩაილაპარაკა ბუმ, ფაფუკი ფრთები აიქ-
ნია და ბნელ სხვენზე შეფრინდა.
გომბეშოს სიბრაზისაგან მეჭეჭები დაებერა.
‒ რრრრა სსსსაზიზღარი კადნიერებაა!‒ წამოიყვირა მან და ტყა-
პუნით ჩახტა ნესტიან სარდაფში.
მკურნალი ნემსიყლაპია გამხმარ ტოტს დაემსგავსს და ფანჯრი-
დან გადავარდა.
გოგონამ კოხტა ხელებით ტაში შემოჰკრა.
‒ მაშ რა ვქნა, რით ვუმკურნალო, მოქალაქენო?
‒ სასაქმებელი ზეთით! –დაიყიყინა გომბეშომ იატაკის ქვემო-
დან.
‒ სასაქმებელი ზეთით! ‒ ზიზღით გადაიხარხარა ბუმ სხვენზე.
–ან სასაქმებლით,ან არასასაქმებლით,–დაიღრიალა ფანჯარას-
თან ნემსიყლაპიამ.
მაშინ დალურჯებულ-დაფლეთილმა ბურატინომ საცოდავად წა-
მოიკვნესა:
– არ არის საჭირო სასაქმებელი ზეთი, თავს ძალიან კარგად
ვგრძნობ.
ცისფერთმიანი გოგონა მზრუნველობით დაიხარა მისკენ.
‒ ბურატინო, გევედრები, დახუჭე თვალები, ცხვირზე ხელი მო-
იჭირე და დალიე.
‒ არ მინდა, არ მინდა, არ მინდა...
– შაქრის ნატეხს მოგცემ.
საწოლზე მყისვე თეთრი თაგვი აცოცდა, მას შაქრის ნატეხი ექი-
რა.
‒ თუ გამიგონებ, ამას მიიღებ, ‒ უთხრა გოგონამ.
‒ მარტო. შშშაქარი მომეცით.
‒ დამიჯერე, თუ წამალს არ დალევ, მოკვდები
‒ მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე სასაქმებელი ზეთი დავლიო.
მაშინ გოგონამ მკაცრად, დიდი ადამიანივით უთხრა:

44
‒ ცხვირზე, ხელი მოიჭირე და ჭერს უცქირე. ერთი, ორი, სამი –
–და ბურატინოს პირში სასაქმებელი ზეთი ჩაასხა, მაშინვე ხელში
შაქარი ჩაუდო და აკოცა.
– აი, სულ ეს იყო...
კეთილი არტემონი, რომელსაც უყვარდა ყველაფერი, რაც კეთი-
ლად დამთავრდებოდა, სწვდა კბილებით თავის კუდს და ისე დატრი-
ალდა ფანჯარასთან, გეგონებოდათ, ათასთათიანი, ათასყურიანი
და ათასბრწყინვალეთვალიანი ბზრიალა ტრიალებსო·

დილით ბურატინომ, თითქოსდა არაფერი მომხდარაო,მხია-


რულმა და საღ-სალამათმა გამოიღვიძა.
ცისფერთმიანი გოგონა ბაღში იჯდა სათოჯინო ჭურჭლით გაწყო-
ბილ პაწია მაგიდასთან და უცდიდა.
პირი ახლად დაბანილი ჰქონდა, ლოყებსა და კოხტად აწეულ
ცხვირზე ყვავილის მტვერი ეყარა.
ბურატინოს მოლოდინში გულმოსული იგერიებდა აბეზარ პეპ-
ლებს.
‒ დაიკარგეთ აქედან, მართლაც და მართლაც...
მან თავიდან ფეხებამდე აათვალიერ–ჩაათვალიერა ხის ბიჭუნა
და მოიღუშა. უბრძანა, მაგიდასთან დაჯექიო და ერთი ბეწო ფინჯან-
ში კაკაო დაუსხა.

45
ბურატინო ფეხმოკეცილი მიუჯდა მაგიდას. ნუშის ნამცხვარს მთ-
ელ-მთელს იტენიდა პირში და დაუღეჭავად ყლაპავდა· მურაბიან
ლარნაკში პირდაპირ ჩაყო თითები და სიამოვნებით გაილოკა.
როცა გოგონა მიბრუნდა, რომ ნამცეცები დაეყარა ხანშიშესული
ბზუალასათვის, ბურატინომ ხელი სტაცა ყავადანს, მოიყუდა და მთე-
ლი კაკაო გამოცალა, მაგრამ სასულეში გადასცდა, ხველება აუტ-
ყდა და კაკაო სუფრაზე დაღვარა.
‒ფეხი ჩამოიღეთ და მაგიდის ქვეშ ჩაუშვით, ხელებით ნუ ჭამთ,
ამისათვის კოვზი და ჩანგალი არსებობს,‒ მკაცრად შენიშნა გოგო-
ნამ, რომელიც აღშფოთებისაგან წამწამებს ახამხამებდა·
‒ ერთი მითხარით, გეთაყვა, ვინა გზრდით?
‒ ხან მამილო კარლო მზრდის, ხან კი არავინ.
– ახლა მე დავიწყებ თქვენს აღზრდას, ფიქრი ნუ გაქეთ.
„ეს რა ხათაბალაში გავები!“ –გაიფიქრა ბურატინომ.
პუდელი არტემონი სახლის გარშემო ბალახებში დარბოდა და
პატარა ჩიტებს დასდევდა. ჩიტები ხეზე დასხდებოდნენ თუ არა და
პუდელი დაინახავდა, მაშინვე წკმუტუნსა და ყეფას ასტეხდა.
„რა ყოჩაღად დასდევს ჩიტებს“,–შურით გაიფიქრა ბურატინომ.
მაგიდასთან წესიერი ჯდომისაგან თითქოს მთელ სხეულში ჭიან-
ჭველები უვლიდნენ.
როგორც იქნა, საუზმე დამთავრდა და ბურატინოს წამებასაც ბო-
ლო. მოეღო. გოგონამ უბრძანა, კაკაოთი გათხუპნული ცხვირი მო-
იწმენდეო, თვითონ კაბის ნაკეცები და ზედ მოვლებული ბაფთები
გაისწორა, ბურატინოს ხელი მოჰკიდა და შინ შეიყვანა, ქცევის წესე-
ბი რომ ესწავლებინა.
მხიარული პუდელი არტემონი კი ბალახებში დარბოდა და ჰყეფ-
და, ფრინველები სულ არ ერიდებოდნენ და მხიარულად სტვენდნენ,
ნელი ქარი ლაღად ჰქროდა და ხეების ტოტებს არხევდა.
‒ გაიხადეთ ეგ თქვენი ძონძები, კარგ ქურთუკსა და შარვალს
მოგცემენ. – უთხრა გოგონამ.

46
ოთხი თერძი, მარტოხელა ოსტატი, პირქუში კიბო შეპტალო,
ნაცრისფერი ქოჩორა კოდალა, დიდი ხოჭო როგაჩი და თაგვი ლი-
ზეტა გოგონას ძველი კაბებიდან ბიჭისათვის ლამაზ ქურთუკს კერა-
ვდნენ შეპტალო ჭრიდა, კოდალა ნისკარტს უყრიდა და კერავდა,
ხოჭო როგაჩი უკანა ფეხებით გრეხდა ძაფს, ლიზეტა კი ამ ძაფებს
წყვეტდაბურატინოს შერცხვა გოგოს გამონაცვლის ჩაცმა, მაგრამ
რას იზამდა, ხომ უნდა გამოეცვალა ტანისამოსი. სრიტინ–სრიტი-
ნით დამალა ბურატინომ ახალი ქურთუკის ჯიბეში ოთხი ოქროს ფუ-
ლი.

‒ ახლა დაჯექით, დაიწყეთ ხელები წინ და გასწორდით.– უთხრა


გოგონამ და ცარცის ნატეხი აიღო, – შევუდგეთ არითმეტიკის სწავ-
ლას...
– თქვენ ჯიბეში გაქვთ ორი ვაშლი...

47
ბურატინომ ეშმაკურად აახამხამა თვალები.
‒ სტყუით, არც ერთიც არა მაქვს...
‒ მე გეუბნებით,– მშვიდად გაიმეორა გოგონამ.–ვთქვათ, ჯიბე-
ში გაქვთ ორი ვაშლი, ერთი ვაშლი ვიღაცამ გამოგართვათ, რამდე-
ნი ვაშლი დაგრჩებათ?
– ორი.
‒ რატომ?
‒ მე ვაშლს ვიღაცას არ მივცემ, ბევრიც რომ მეჩხუბო.
– სულ არა გქონიათ მათემატიკის ნიჭი.– მწუხარედ წარმოთქვა
გოგონამ. ‒შევუდგეთ კარნახს.
მან ჭერს მიაპყრო ლამაზი თვალები.
‒დაწერეთ: „ატამი ითესა, ასეთი იმატა· დაწერეთ? ახლა უკუღმა
წაიკითხეთ ეს ჯადოსნური ფრაზა.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ბურატინოს არასოდეს თვალით არ უნა-
ხავს კალამი და სამელნე.
გოგონამ თქვა თუ არა: „დაწერეთო“,– მან მყისვე ჩაყო სამელ-
ნეში ცხვირი და საშინლად შეშინდა, როცა ცხვირიდან ქაღალდზე
მელნის წვეთი დაეცა.
სასოწაოკვეთილმა გოგონამ ხელი ხელს შემოჰკრა და ცრემლე-
ბი გადმოსცვივდა.
‒ რა საძაგელი, ცელქი ბიჭი ყოფილხართ, უნდა დაგსაჯოთ!
გოგონა წამოდგა და ფანჯარაში გაჰყო თავი.
‒ არტემონ, მოდი ერთი, ბურატინო ბნელ საკუჭნაოში შეაგდე.
კეთილი არტემონი თეთრი კბილების ღრეჭით ”მემოვიდა. ბუ-
რატინოს ქურთუკში ეცა და საკუჭნაოში წაათრია, სადაც დიდრონ
ობობებს აბლაბუდებით დაექსელათ მთელი კუთხეები. კარი დაუკე-
ტა, დაუღრინა, რომ კარგად შეეშინებინა, და ისევ ჩიტებს გაედევნა.
გოგონა მაქმანმოვლებულ საწოლზე დაემხო და აქვითინდა.
სწუხდა, რომ ასე მკაცრად მოექცა ხის ბიჭუნას, მაგრამ, რაკი ხელი
მოჰკიდა მის აღზრდას, საქმე ბოლომდე ხომ უნდა მიეყვანა.

48
‒ დახე, იმ სულელ გომბიოს, იმას ფაიფურის თავი აბია, ტანი კი
ბამბითა აქვს გამოტენილი და მე მომინდომა აღზრდა. – ბუზღუნებ-
და ბურატინო ბნელ კუთხეში.
საკუჭნაოში წრიპინი გაისმა თითქოს ვიღაცა კბილებს აკაწუნებ-
სო.
‒გეყურება, გეყურება...
ბურატინომ მაღლა ასწია მელანში ამოსერელი ცხვირი, სიბნე-
ლეში ჭერქვეშ თავდაყირა დაკიდებული ღამურა გაარჩია.
‒ რა გნებავს?
‒ დაღამებამდე მოითმინე, ბურატინო.
‒ წყნარად, წყნარად,‒შრიალებდნენ კუთხეში ობობები. ‒
ქსელს ნუ არხევთ, ბუზებს გვიფრთხობთ.
ბურატინო გატეხილ ქოთანზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო.
იგი ამაზე უფრო ცუდ დღეში ყოფილა, მაგრამ ასეთი უსამართლობა
აღშფოთებდა.
– განა ასე ზრდიან ბავშვებს? ეს აღზრდა კი არა, წამებაა! ასე ნუ
ზიხარ, ასე ნუ ჭამო. იქნება ჯერ ანბანი არ იცის ბავშვმა და იმან ერ-
თბაშად სამელნე დამიდო... ძაღლი კი... რა ენაღვლება, ფრინვე-
ლებს დასდევს.
ღამურამ ისევ დაიწრიპინა:
‒ დაიცადე, ბურატინო, დაღამებამდე და ბრიყვთა ქვეყანაში წა-
გიყვან, იქ გელოდებიან მეგობრები ‒ კატა და მელა, ბედნიერება და
სიხარული. მოითმინე დაღამებამდე·

49
ცისფერთმიანი გოგონა საკუჭნაოს კარებს მიადგა.
‒ბურატინო, ჩემო მეგობარო, ინანიებთ თუ არა, ბოლოს და ბო-
ლოს, თქვენს საქციელს?
ბურატინო ძალიან გაჯავრებული იყო. გარდა ამისა, სულ სხვა
ფიქრები უტრიალებდა თავში.
‒ რა ეშმაკად მინდა ეს სინანული! ამას ვერ მოესწრებით·
‒ მაშინ, დილამდე საკუჭნაოში იჯდებით.
გოგონამ მწარედ ამოიოხრა და წავიდა.
დაღამდა. სხვენზე მყოფმა ბუმ გადაიხარხარა, გომბეშო იატაკის
ქვემოდან ამოძვრა, რომ მთვარით განათებულ წუმპეებში ეტყაპუნა.
გოგონა მაქმანებმოვლებულ საწოლში ჩაწვა და დიდხანს მწა-
რედ სლუკუნებდა, სანამ არ ჩაეძინა.
არტემონს ცხვირი კუდქვეშ ჩაერგო და ასე ეძინა გოგონას საწო-
ლი ოთახის კართან.
სახლში ქანქარიანმა საათმა შუაღამის ჟამი აუწყა.
ღამურა წერს მოსწყდა.
‒ დროა, ბურატინო, გაიქცე,‒ ჩასწრიპინა ყურში.‒ საკუჭნაოს
კუთხეში ვირთაგვას სორო. იატაკის ქვეშ გადის. მე მინდორში და-
გელოდები.
ღამურა სამერცხლურიდან გამოფრინდა· ბურატინო საკუჭნაოს
კუთხისაკენ გაქანდა, გზადაგზა ობობას ქსელში იხლართებოდა.
უკან ბოროტად სისინებდნენ ობობები·
ბურატინო ვირთაგვას სოროში შეცოცდა. სორო თანდათან ვიწ-
როვდებოდა. ბურატინო ახლა ძლივსღა მიძვრებოდა. უცებ თავ-
დაღმა დაეშვა. კინაღამ სათაგურში მოხვდა, ფეხი დაადგა კუდზე ან-
კარას, რომელსაც ის-ის იყო რძე დაელია ქოთნიდან და კატის ხვრე-
ლით მინდორში გადიოდა.
ლაჟვარდისფერ ყვავილებს უხმოდ დასტრიალებდა ღამურა.
‒ მომყევი, ბურატინო, ბრიყვთა ქვეყანაში წავიდეთ·
ღამურას ბოლო არა აქვს, ჩიტივით სწორად როდი დაფრინავს,

50
არამედ აღმა–დაღმა. აპკოვანი ფრთებით იგი ეშმაკს წააგავს. პირი
სულ ღია აქვს, რომ დრო არ დაკარგოს, გზადაგზა დაიჭიროს და
ცოცხლად გადაყლაპოს კოღოები თუ ღამის პეპლები.
ბურატინო ღამურას მისდევდა, ყელამდე სწვდებოდა ბალახი,
სველი სამყურა ლოყებზე ხედებოდა. უეცრად ღამურამ მთვარისკენ
შეინავარდა და იქიდან ვიღაცას დაუძახა:
– მოვიყვანე!
ბურატინო მყისვე კოტრიალით დაქანდა ძირს ციცაბო ხრამიდან.
იგორა, იგორა და ოროვანდებში ბრაგვანი მოადინა. მთლად დაკაწ-
რული იყო, პირი სილით ავსებოდა. თვალებდაჭყეტილი წამოჯდა:
ხედავს, მის წინ კატა ბაზილიო და მელა ალისა დგანან.
– გულადი, მამაცი ბურატინო, ალბათ მთვარიდან ჩამოვარდა, –
თქვა მელამ.
‒ საოცარია, ცოცხალი როგორ გადარჩა,‒ პირქუშად წარმოთ-
ქვა კატამ.
ბურატინოს გაუხარდა ძველი ნაცნობების შეხვედრა, თუმცა მას
საეჭვოდ ეჩვენა, რომ კატას ჩვრით ჰქონდა შეხვეული მარჯვენა თა-
თი, ხოლო მელას მთელი კუდი ჭაობის შლამში ამოეთხუპნა.
‒ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, სამაგიეროდ, ბრიყვთა
ქვეყანაში მოხვდი. – უთხრა მელამ. და თათით უჩვენა დამშრალ ნა-
კადულზე გადებული, ჩატეხილი ხიდი. ნაკადულს გაღმა ნაგვის
გროვებს შუა მოჩანდა ნახევრად დანგრეული სახლები, ტოტებდამ-
სხვრეული გამხმარი ხეები და მიღრეცილ-მოღრეცილი სამრეკლო-
ები.
‒ ამ ქალაქში იყიდება კურდღლის ბეწვის შესანიშნავი ქურთუკე-
ბი, კარგი იქნებოდა მამილო კარლოსათვის. – ტუჩების ცმაცუნით
წამოიმღერა მელამ. – ფერადსურათებიანი ანბანი.. ოჰ, რა ტკბილ
ნამცხვრებსა და ჯოხზე წამოცმულ შაქარყინულის მამლებსა ჰყიდი-
ან აქ. ხომ არსად დაგიკარგავს ფულები, მშვენიერო ბურატინო?
მელა ალისამ ბურატინო ზეზე წამოაყენა, თათი დაინერწყვა,
ქურთუკი გაუწმინდა და ჩატეხილ ხიდზე გაიყვანა. კატა ბაზილიო
კოჭლობ–კოჭლობით პირქუშად მიჰყვებოდა უკან

51
უკვე შუაღამე იყო, მაგრამ ბრიყვთა ქალაქში არავის ეძინა.უს-
წორმასწორო ჭუჭყიან ქუჩაში გამხდარი, ბირკებმიკრული ძაღლები
დაძრწოდნენ და შიმშილისაგან ამთქნარებდნენ:‒ ე, ჰე, ჰე!

ფერდებჩავარდნილი თხები ფილაქნებთან ამოსულ მურიან ბა-


ლახს წიწკნიდნენ და გაქუცულ კუდებს აქიცინებდნენ.
‒ უბე-ე-ე-ე-ე-დურება...
თავჩაქინდრული იდგა გაძვალტყავებული ძროხა.
‒ წამმმებაა, – იმეორებდა იგი ჩაფიქრებული.
ტალახის კოლბოხებზე გაპუტული ბეღურები ისხდნენ, ისინი, ფე-
ხიც რომ დაგედგათ, არ აფრინდებოდნენ... დაბარბაცებდნენ ბო-
ლოდაქნილი მშიერი ქათმები.
სამაგიეროდ, გზაჯვარედინებზე გაჭიმული იდგნენ მრისხანე ბუ-

52
ლდოგი და პოლიციელები, რომელთაც სამკუთხა ქუდები ეხურათ
და ეკლიანი საყელოები ეკეთათ.
ისინი თავს დასჭყიოდნენ მშიერსა და გაქეციანებულ მცხოვრებ-
ლებს:
‒ გაიარრრე! მარრრჯვნივ! ნუ შეჩერრრდები!
მელას ბურატინოსათვის ჩაეკიდა თათი და ქუჩაში მიათრევდა.
ცოტა რომ გაიარეს, ხედავენ, მთვარიან ღამეში ფილაქანზე ოქროს
სათვალიანი გამომძღარი ხვადი კატები თავშალმოხვეულ კატებ-
თან ხელიხელ გაყრილნი დასეირნობდნენ·
სასეირნოდ გამოსულიყო ამ ქალაქის გუბერნატორე მელაც,
რომელსაც მედიდურად აეწია ცხვირი. გუბერნატორს თან ახლღა
მეუღლე, ამპარტავანი მელაკუდა. მას თათში ღამის ია ეჭირა.
‒აქ ისინი დასეირნობენ, ვინც სასწაულთა მინდორში ფული და-
თესა... დღეს თესვის უკანასკნელი ღამეა. დილისათვის ფულების
გროვა გექნება და რაცა გსურს, ყველაფერს იყიდი... წავიდეთ ჩქა-
რა... – წასჩურჩულა მელა ალისამ.
მელამ და კატამ ბურატინო ერთ უშენ ადგილას მიიყვანეს, სადაც
ეყარა დამტვრეული ქოთნები, დაცვეთილე ფეხსაცმლები, დახეული
კალოშები და ჩვრები... მელა და კატა ერთმანეთს აღარ აცლიდნენ
ტარტარს:
‒ ამოთხარე ორმო!
‒ ჩააწყვე ოქროები!
‒ მოაყარე მარილი!
‒ წყალი მოიტანე გუბიდან და კარგად მორწყე.
– ჰო, არ დაგავიწყდეს თქმა: – „კრეკს, ფეკს, პეკს“.
ბურატინომ მელანში დასვრილი ცხვირი მოიფხანა.
‒ თქვენ ცოტა იქით წადით.
‒ ღმერთო ჩემო, ჩვენ სულაც არ გვინდა დავინახოთ, სად ჩაფ-
ლავ ფულებს, – უთხრა მელამ.
– ღმერთმა დაგვიფაროს. – თქვა კატამ.
ისინი გაშორდნენ და შორიახლოს ნაგვის გროვას ამოეფარნენ.

53
ბურატინომ ამოთხარა ორმო და სამჯერ ჩურჩულით წარმოთქვა:
„კრეკს, ფეკს, პეკს,“ ჩადო. ორმოში ოთხი ოქროს ფული, დააყარა
მიწა, ამოიღო. ჯიბიდან ერთ წება მარილი და ზევიდან მოაბნია. გუ-
ბიდან პეშვით წყალი მოიტანა და მორწყო·
მერე დაჯდა და დაიწყო ლოდინი, როდის ამოვიდოდა ხე...

54
მელა ალისას ეგონა, ბურატინო ღასაძინებლად წავაო, მაგრამ
იმას ფეხიც არ მოუცვლია, ცხვირაწეული მოთმინებით იჯდა ნაგვის
გროვაზე.
– მაშინ ალისამ კატას უთხრა, აქ დარჩი და ბურატინოს უდარაჯე,
მე კი აგერ, აქვე პოლიციის განყოფილებაში გავიქცევიო.
ოთახი თამბაქოს ბოლით იყო სავსე. მელნით გათხუნულ მაგი-
დასთან მორიგე ბულდოგი ხვრინავდა.
– ბატონო მამაცო მორიგევ, ერთ უპატრონო ქურდს ვერ დააპა-
ტიმრებთ? საშინელი ხიფათი მოელის ამ ქალაქის ყველა მდიდარ
და პატივცემულ მოქალაქეს,‒თანაგრძნობით უთხრა მელამ.
ნამძინარევმა მორიგე ბულდოგმა ისე დაიყეფა, რომ შიშისაგან
მელამ გუბე დააყენა.
– ქურრრრდი! ჰამ!
დ მელამ უთხრა, რომ ეს საშიში ქურდი ბურატინო, აგერ აქვე
უშენ ადგილას იმყოფებაო.
მორიგემ, რომელიც ჯერ ისევ იღრინებოდა, ზარი დააწკარუნა.
ოთახში მემოცვივდნენ დობერმან-პინჩერები, მეძებრები, რომელ-
ნიც მუდამ ფხიზლად იყვნენ, არავის ენდობოდნენ და თავის თავშიაც
კი ეჭვი ეპარებოდათ.
მორიგემ უბრძანა, ცოცხალი ან მკვდარი აქ მომგვარეთ ის სა-
შიშარი დამნაშავეო.
მეძებრებმა მოკლედ უპასუხეს:
– ჰამ!
და გაექანენ უშენი ადგილისაკენ უჩვეულო, ეშმაკური ხტუნვით,
უკანა ფეხებს გვერდ-გეერდ იქნევდნენ.
ას ნაბიჯზე რომ მიუახლოვდნენ, მუცლით გახოხდნენ, ერთბაშად
ეცნენ ბურატინოს მკლავებში და განყოფილებაში წაათრიეს.

55
ბურატინო ფეხებს აფხაკუნებდა და ევედრებოდა, მითხარით,
რისთვის მიჭერთო.
‒ ამას იქ გაარჩევენ...‒ პასუხობდნენ მეძებრები.
მელას და კატას დრო არ დაუკარგავთ, მაშინვე ამოთხარეს ორ-
მო და ამოიღეს ოქროს ფულები. მელამ ისე მოხერხებულად გაჰყო
ფული, რომ კატას ერთი ცალი არგუნა, თვითონ კი სამი დაიტოვა.
კატას ხმაც არ ამოუღია, შიგ სახეში ეცა კლანჭებით·
მელამაც მაგრად ჩასჭიდა თათები და ორივენი კარგა ხანს გორ-
გალივით კოტრიალებდნენ. კატისა და მელას ბეწვი ბღუჯა-ბღუჯა
დაფრიალებდა ჰაერში მთვარის სინათლეზე·
კარგად რომ დაბდღვნეს ერთმანეთი, მერე თანაბრად გაიყვეს
ფული და იმ ღამესვე გაქრნენ ქალაქიდან.
ამასობაში მეძებრებმა ბურატინო განყოფილებაში მიიყვანეს.
მორიგე ბულდოგი მაგიდიდან გამოძვრა და თვითონ გაუჩხრიკა ჯი-
ბეები.
ჯიბეში ბურატინოს შაქრის ნატეხისა და ნუშის ნამცხვრის ნამცე-
ცების მეტი არაფერი აღმოაჩნდა. სისხლმოწყურებულმა მორიგემ
ბურატინოს დაუღრინა:– სამმაგად დამნაშავე ხარ, არამზადავ.
უპატრონო ხარ, უპასპორტო და უმუშევარი. აბა, ქალაქგარეთ გაიყ-
ვანეთ ეს და ტბორში დაახრჩვეთ.
‒ ჰამ– უპასუხეს მეძებრებმა.
ბურატინომ სცადა, ეამბნა მისთვის მამილო კარლოსი და თავის
თავგადასავალი, მაგრამ ამაოდ. მეძებრებმა სტაცეს პირი, ხტუნვა-
ხტუნვით გაათრიეს ქალაქგარეთ და ხიდიდან ბინძურ მორევში გა-
დაუძახეს, მორევი სავსე იყო ბაყაყებით, წურბელებით და წყლის
ხოჭოს ჭუპრებით·
ბურატინომ ტყაპანი მოადინა წყალში და მწვანე ლემნამ შთან-
თქა იგი.

56
ხომ არ დაგვიწყებიათ, რომ ბურატინო ხისა იყო, და არც დამ-
ხრჩვალა, მაგრამ თვითონ ბურატინოს ისე შეეშინდა, რომ დიდხანს
გაუნძრევლად იწვა წყლის ზედაპირზე, მწვანე ლემნაში გახვეული.
ბურატინოს გარს შემოეხვივნენ ტბორის მკვიდრნი: თავისი სისუ-
ლელით ცნობილი, მუცელგაბერილი შავი თავკომბალები, წყლის
ხოჭოები, რომელთაც უკანა თათები ჰქონდათ, წურბელები, ჭუპრე-
ბი, რომლებიც ყველაფერს სანსლავდნენ, რაც კი შეხვდებოდათ,
ერთმანეთსაც კი, და ბოლოს, ნაირ-ნაირი წვრილი ინფუზორიები.
თავკომბალები თავიანთი მაგარი ტუჩებით უღიტინებღნენ ბურა-
ტინოს, პირში ჩაედოთ იმისი ქუდის ქუჩუჩო და სიამოვნებით ღეჭავ-
დნენ. წურბელები ქურთუკის ჯიბეში ჩასძრომოდნენ. ერთი წყლის
ხოჭო რამდენჯერმე ააცოცდა ბურატინოს წყლიდან ამოჩრილ
ცხვირზე.
წვრილი ინფუზორიები იკლაკნებოდნენ, სწრაფად ამოძრავებ-
დნენ საცეცებს, რომლებიც მათ ხელ-ფეხის მაგივრობას უწევდა, და
ცდილობდნენ, რაიმე საჭმლისათვის ეტაცნათ პირი, მაგრამ თვი-
თონვე წყლის ხოჭოს ჭუპრების მსხვერპლნი ხდებოდნენ.
ბურატინოს ბოლოს მობეზრდა იმათი ყურება და ფეხები აატყა-
პუნა წყალში...
– დაიკარგეთ აქედან! დამხრჩვალი კატა ხომ არ გგონივართ!
ტბორის მკვიდრნი აქეთ-იქით გაიფანტნენ. ბურატინო პირქვე
გადაბრუნდა და გაცურდა.
წყლის შროშანას მრგვალ ფოთლებზე ბაყაყები შემსხდარიყვნენ
და მთვარის შუქზე, გადმოკარკლული თვალებით შესცქეროდნენ
ბურატინოს.

57
‒ რაღაც საფრთხობელა მოცურავს, – დაიყიყინა ერთმა.
‒ ცხვირი ყარყატს მიუგავს,– დაიყიყინა მეორემ.
– ეს ზღვის ბაყაყია, ‒ დაიყიყინა მესამემ.

ბურატინოს სული რომ მოითქვა, წყლის შროშანას დიდ ფოთლ-


აცოცდა, დაჯდა ზედ, ხელები მუხლებზე შემოიდო და სიცივისაგან
აკანკალებულმა თქვა: – ყველა ბიჭი და გოგო რძეს დალევდა და
ახლა თბილ ლოგინში იქნება დაძინებული. მე კი აქ სველ ფოთოლ-
ზე ვზივარ... ბაყაყებო, არაფერი გაქვთ? მაჭამეთ რამე.
ბაყაყები, მართალია, ცივსისხლიანები არიან, მაგრამ არ გეგო-
ნოთ, რომ იმათ გული არა ჰქონდეთ. როცა ბურატინო კბილების
კაწკაწით უამბობდა თავის უბედურ თავგადასავალს, ბაყაყები წა-
მოცვივდნენ და წყალში ჩაყურყუმელავდნენ. ფსკერიდან დამხრჩვა-
ლი ხოჭო, ჭრიჭინას ფრთა, შლამის ნამცეცი,კიბოს ხიზილალის მა-

58
რცვალი და რამდენიმე დამპალი ფესვი ამოიტანეს.
საჭმელი ბურატინოს წინ დაუწყვეს, ხოლო თვითონ ისევ წყლის
შროშანას ფოთლებზე შეხტნენ. გაქვავებულებივით ისხდნენ, განი-
ერლაშებიანი თავი აეწიათ და თვალები გადმოეკარკლათ.
ბურატინომ დაყნოსა, გასინჯა ბაყაყების მოტანილი ხორაგეული: .
‒ რა საძაგლობაა, გული ამერია. – თქვა მან.
მაშინ ბაყაყები ისევ ჩახტნენ წყალში...
ტბორის ზედაპირზე მწვანე ლემნა შეირხა: დიდი, საშინელი გვე-
ლი გამოჩნდა და იმ ფოთოლთან მიცურდა, სადაც ბურატინო იჯდა.
ბურატინოს ქუდის ქუჩუჩო ყალყზე დაუდგა. შიშისაგან კინაღამ
წყალში მოადინა ტყაპანი. მაგრამ ეს გველი კი არა, უვნებელი მო-
ხუცი, ბრუტიანი კუ ტორტილა გახლდათ.
‒ შე უტვინო, ჭკუამოკლე ბიჭუნავ,–უთხრა ტორტილამ.–არ გერ-
ჩია, შინ მჯდარიყავი და ბეჯითად გესწავლა, რა მოგარბენინებდა ამ
ბრიყვთა ქვეყანაში?
‒მინდოდა, ბევრი ოქროს ფული მეშოვნა მამილო კარლოსათ-
ვის... მე ძძძძალიან კარგი და ჭკვიანი ბიჭი ვარ...
‒ შენი ფულები მელამ და კატამ წაიღეს,–უთხრა კუმ.იმათ ამ ჩვ-
ენს ტბასთან ჩამოირბინეს და და წყლის დასალევად შეჩერდნენ.
მესმოდა, როგორ ეტრაბახებოდნენ ერთმანეთს.შენი ფული ამოუთ-
ხრიათ თურმე და გაყოფაზე ჩხუბიც მოსვლიათ... ოჰ, შე უტვინო,
ჭკუამოკლე ბიჭუნავ, ყველას რომ ენდობი!
– ასეთ დროს ლანძღვა კი არა, დახმარება უნდა კაცს ‒წაიბურ-
ტყუნა ბურატინომ,‒რა უნდა ვქნა ახლა?როგორ დავბრუნდე მამი-
ლო კარლოსთან? ვაიმე...ვაიმე...
მუჭით ისრესდა თვალებს ბურატინო და ისე შესაბრალისად
ზლუქუნებდა, რომ ბაყაყებმა უცებ ერთხმა ამოიოხრეს,‒ოჰ, ოჰ,
ტორტილა, უშველე რამე ამ ადამიანს...
კუ დიდხანს შესცქეოოდა მთვარეს, რაღაცას იგონებდა.
‒ერთხელ მე ერთ კაცს დავეხმარე, იმან კი ჩემი ბებიის და პაპის
ბაკნისაგან სავარცხლები გაიკეთა, ‒ თქვა კუმ და ისევ დიდხანს შე-

59
აჩერდა მთვარეს.– კარგი, აქ იჯექი ცოტა ხანს, კაცუნავ, მე კი
ფსკერზე გავცოცდები, იქნებ რამე გამოსადეგი ნივთი გიპოვო.
კუ ბაკანში ჩამალა გველისებუოი თავი და ნელა ჩაეშვა წყალში.
‒კუ ტორტილამ დიდი საიდუმლოება იცის.‒წაიჩურჩულეს ბაყა-
ყებმა.კარგა ხანმა გაიარა.მთვარე უკვე მთებს ეფარებოდა...ისევ
შეირხა ლემნა და გამოჩნდა კუ.პირში პატარა ოქროს გასაღები ეჭი-
რა, გასაღები ბურატინოს ფეხებთან, ფოთოლზე დადო.
– უტვინო, ჭკუამოკლე ბიჭუნავ, ყველას რომ ენდობი,‒უთხრა
კუმ,‒იმაზე ნუ სწუხხარ, მელამ და კატამ რომ ფული მოგპარეს. აი,
ამ გასაღებს მოგცემ. ერთხელ ეს გასაღები ვიღაცა კაცს ჩაუვარდა
ტბორში. მას ისეთი გრძელი წვერი ჰქონდა, რომ ბოლოებს ჯიბეში
იდებდა ხოლმე, სიარულის დროს ფეხებში არ გაბლანდოდა. ოჰ,
როგორ შემევედრა, მომიძებნე ის გასაღებიო. –კუმ ამოიოხრა, გა-
ჩუმდა და კვლავ ისე ამოიოხრა, რომ წყლიდან ბუშტები ამობუყბუყ-
და. ‒ მაგრამ არ დავხმარებივარ. მაშინ, ძალიან გაბრაზებული ვი-
ყავი ადამიანებზე, ბებია და პაპა რომ დამიღუპეს და იმათი ბაკნისა-
გან სავარცხლები გაიკეთეს. იმ გრძელწვერა კაცმა ბევრი რამ მიამ-
ბო. ამ გასაღების თაობაზი. მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა. მახ-
სოვს მხოლოდ, რომ ამით რომელიღაც კარი იღება და ადამიანი
ბედნიერებას ეწევა.
ბურატინოს გული აუძგერდა, თვალები აენთო, უცებ დაავიწყდა
მთელი თავისი უბედურება, ქურთუკის ჯიბიდან წურბელები ამოათ-
რია და შიგ გასაღები ჩაიდო, მადლობა გადაუხადა კუ ტორტილასა
და ბაყაყებს, წყალში ჩახტა და ნაპირისაკენ გაცურდა. მისი შავი
ლანდი რომ გამოჩნდა ნაპირთან,ბაყაყებმა მიაძახეს:‒ გასაღები არ
დაკარგო, ბურატინო!

60
კუ ტორტილას არ უსწავლებია ბურატინოსათვის ბრიყვთა ქვეყ-
ნიდან როგორ გასულიყო·
ბურატინო უგზო-უკვლოდ გარბოდა. შავ ხეებს იქით ვარ-
სკვლავები ბრწყინავდნენ. გზაზე კლდეები გადმოკიდებულიყო. ხევ-
ში ნისლი იწვა.
უცებ ბურატინოს წინ რაღაც ნაცრისფერმა მორგვმა გადაურბინა
და მყისვე ძაღლების ყეფა მოისმა.
ბურატინო კლდეს აეკრა. გააფთრებული ქშენით ჩაუქროლეს
გვერდზე ბრიყვთა ქალაქის პოლიციის ორმა ბულდოგმა.
იმ ნაცრისფერმა მორგვმა ფერდობისკენ აუხვია, ბულდოგებიც
უკან მიჰყვნენ.
როცა ფეხის ხმა და ყეფა ცოტა მიწყდა, ბურატინო თავქუდმოგ-
ლეჯილი გაიქცა. ვარსკვლავები სწრაფად ეფარებოდნენ შავ ტო-
ტებს·
უცებ ნაცრისფერმა მორგვმა კვლავ გადაუჭრა გზა.
ბურატინომ ახლაღა გაარჩია, რომ მორგვი კი არა, კურდღელი
იყო, ზედ კი გაფითრებული პატარა კაცუნა იჯდა, ყურებში ხელი ჩა-
ეჭიდა და მიარბენინებდა·
ფერდობიდან კენჭები ჩამოცვივდა. ბულდოგებმაც, რომლებიც
კურდღელს კვალდაკვალ მისდევდნენ, გზაზე გადაირბინეს და
კვლავ ყველაფერი მიყუჩდა.
ბურატინო ისე სწრაფად გარბოდა, რომ შავი ტოტების იქით ვარ-
სკვლავებიც მასთან ერთად მიჰქროდნენ.
მესამედ რომ გადაუჭრა გზა ნაცარა კურდღელმა, პატარა კაცუნა
თავით გამოედო ტოტს, ჩამოვარდა და პირდაპირ ბურატინოს ფე-
ხებთან დაენარცხა

61
‒ ჰამ, ჰამ! დაიჭირე, არ გაუშვა! ‒კვალღაკვალ მოსდევდნენ
კურდღელს პოლიციის ბულდოგები. ისე იყვნენ გაბოროტებულნი,
რომ ვერც ბურატინო შეამჩნიეს და ვერც გაფითრებული კაცუნა.

‒ მშვიდობით, მალვინა, მშვიდობით სამუდამოდ, – ცრემლნარე-


ვი ხმით დაიწრიპინა კაცუნამ.
ბურატინო დაიხარა და მეტად განცვიფრდა, რომ პიერო შერჩა
ხელში. მას გრძელსახელოებიანი თეთრი ხალათი ეცვა.
პიერო თავით დარჭობილიყო ფორნის ნაკვალევში და, ეტყობო-
და, გადარჩენის იმედი აღარა ჰქონდა. სიცოცხლეს ეთხოვებოდა და

62
თავისთვის ჩურჩულებდა: ”მშვიდობით,მალვინა, მშვიდობით სამუ-
დამოდ“.
ბურატინომ ხელი ჩაავლო ფეხში და ნჯღრევა დაუწყო. პიერო არ
ინძრეოდა. მაშინ ბურატინომ ჯიბეში ჩარჩენილი წურბელა მოძებნა
და უსულოდ დაგდებულ კაცუნას ცხვირზე დაასვა.
წურბელა მაშინვე ჩამოეკიდა ცხვირზე პიერო სწრაფად წამოჯდა,
თავი გაიქნია, წურბელა მოიგლიჯა და ამოიკვნესა·
‒უჰ, თურმე ისევ ცოცხალი ვარ.
ბურატინო კბილის ფხვნილივით გადათეთრებულ ლოყებს
უკოცნიდა და ეკითხებოდა:
‒ როგორ მოხვდი აქ? რატომ მიჰქროდი ნაცარა კურდღელზე
შემჯდარი?
– ბურატინო, ბურატინო! ‒შესძახა პიერომ და დაფეთებული
აქეთ-იქით იცქირებოდა.‒ ჩქარა დამმალე... ძაღლები ნაცარა კურ-
დღელს კი არა, მე მომდევდნენ... სინიორ ყარაბა ბარაბასი დღემდე
დამდევს დასაჭერად. ბრიყვთა ქალაქში პოლიციის ძაღლები და-
იქირავა და დაიფიცა, ცოცხალი ან მკვდარი შემიპყროს.
შორიდან ისევ მოისმა ძაღლების წკავწკავი· ბურატინომ სახე-
ლოში სტაცა ხელი პიეროს და მიმოზის ბუჩქებში შეათრია. მიმოზა
მრგვალი, ყვითელი სურნელოვანი ყვავილებით იყო გადაპენტილი·
იქ დამპალ ფოთლებზე წამოწოლილი პიერო ჩურჩულით უამ-
ბობდა ბურატინოს: – იცი რა, ბურატინო, ერთხელ ღამით ქარი ზუ-
ოდა, კოკისპირულად წვიმდა...

63
– იცი რა, ბურატინო, ერთხელ ღამით ქარი ზუოდა, კოკისპირუ-
ლად წვიმდა. სინიორ ყარაბას ბარაბასი ბუხართან იჯდა და ყალი-
ონს აბოლებდა. ყეელა თოჯინას ეძინა. მე ძილი არ მეკარებოდა,
ცისფერთმიან გოგონაზე ვფიქრობდი მხოლოდ...
‒ შენც გიშოვია საფიქრალი რა! სულელი ქოფილხარ? ‒შეაწყვე-
ტინა ბურატინომ.–მე სწორედ გუშმინ საღამოს გამოვექეცი იმ გო-
გონას ობობებიან საკუჭნაოდან.
‒ როგორ! შენ ნახე ცისფერთმიანი გოგონა? შენ ნახე ჩემი მალ-
ვინა?
– მერე რა მოხდა, ვნახე. ერთი მტირალა და აბეზარი ვინმეა.
პიერო ხელებისქნევით წამოხტა ზეზე.
‒ წამიყვანე იმასთან... მალვინას თუ მომაძებნინებ, ოქროს გა-
საღების საიდუმლოს გეტყვი...
– რაო! ‒სიხარულით წამოიძახა ბურატინომ, ‒შენ იცი ოქროს
გასაღების საიდუმლო?
– ჰო, ვიცი სად არის ის გასაღები, როგორ უნდა ამოიღო იქიდან
და იმითი ერთი კარი გააღო. აი ამ საიდუმლოს მოვკარი ყური და
ამიტომ დამეძებს სინიორ ყარაბას ბარაბასი პოლიციის ძაღლე-
ბით...
ბურატინოს ძალიან მოუნდა დაეტრაბახა, ის საიდუმლო გასაღე-
ბი აგერ ჯიბეში მიდევსო, მაგრამ რომ არ წამოეყრანტალებინა, ქუ-
დიწ მოიხადა და პირში ჩაიტენა.
პიერო ევედრებოდა, მალვინასთან წამიყვანეო. ბურატინომ თი-
თებით აუხსნა ამ ბრიყვს, რომ ახლა ბნელა და სახიფათოა წასვლა,
როდესაც გათენდება, ერთად გავიქცეთ გოგონასთანო.

64
ბურატინომ პიერო კვლავ მიმოზის ბუჩქებში დამალა და რაკი
პირში ქუდი ედო, ენამოჩლექით უთხრა:
– ჰოდა, ერთხელ ღამით ქარი ზუოდა...
– ეს ხომ უკვე მითხარი...
‒ ჰოდა, ‒ განაგრძო პიერომ. ‒ ხომ გესმის, არ მეძინა.
უცებ ფანჯარაზე ვიღაცამ მაგრად დააკაკუნა...
სინიორ ყარაბას ბარაბასმა წაიბურტყუნა: „ნეტა ვინ მოეთრა
ასეთ ჯოჯოხეთურ ამინდში?“
‒მე ვარ, დურემარი,‒მოისმა გარედან. –სამკურნალო წურბე-
ლებით მოვაჭრე, ნება მომეცით, ცეცხლთან გავშრე.
‒მე კი, გესმის, ძალიან მომინდა დამენახა, როგორი იყვნენ სამ-
კურნალო წურბელებით მოვაჭრენი. წყნარად გადავწიე ფარდის
კუთხე და თავი ოთახში შევყავი. ვხედავ, სინიორ ყარაბას ბარაბასი
სავარძლიდან წამოდგა. როგორც ყოველთვის წვერი ფეხებში გაებ-
ლანდა, ერთი შეიგინა და კარი გააღო.
შემოვიდა მთლად გაწუწული გრძელი კაცი, რომელსაც ხარის-
ფაშვა სოკოსავით დანაოჭებული პატარა, სულ პატარა სახე ჰქონდა·
ზედ ძველი მწვანე პალტო ეცვა, ქამარზე ჩქიფი, ნემსკავები და სარ-
ჭები ეკიდა. ხელში კი თუნუქის ქილა და პატარა ბადე ეჭირა.
‒ თუ მუცელი გტკივათ, – უთხრა მან და მისასალმებლად ისე და-
იხარა, თითქოს ზურგი შუაძე გადატეხილი ჰქონდა.–თუ ძლიერი
თავის ტკივილი, ან ყურების ბჟუილი გაქვთ, ყურის ძირში ექვს საუც-
ხოო წურბელას დაგასვამთ.
სინიორ ყარაბას ბარაბასმა წაიბურტყუნა:‒ ჯანდაბას თქვენი თა-
ვი და ტანი, არავითარი წურბელა არა მჭირდება! გათბით ცეც-
ხლთან, რამდენ ხანსაც გინდათ·
დურემარმა ზურგი მიუფიცხა ბუხარს. მწვანე პალტოდან მაშინვე
ორთქლი აუვიდა და ოთახში შლამის სუნი დადგა.
– ცუდად მიდის წურბელებით ვაჭრობის საქმე,–ისევ გაიმეორა
მან, – თუ ძვლებში გტეხავთ, ერთი ნაჭერი ცივი ღორის ხორცი რომ
მომცეთ და ერთი ჭიქა თვინოც დამალევინოთ, ბარძაყზე თორმეტ
ფრიად საუცხოო წურბელას დაგასვამთ.

65
‒ ჯანაბას თქვენი თავი და ტანი, არ მინდა ეგ შენი წურბელები!
დაიყვირა ყარაბას ბარაბასმა.‒აგერა ჭამეთ ღორის ხორცი და და-
ლიეთ ღვინო.
დურემარი ღორის ხორცის ჭამას შეუდგა, მისი სახე რეზინასავით
იწელებოდა და იკუმშებოდა. როცა ჭამას მორჩა, ერთი მწიკვი თამ-
ბაქო ითხოვა.
‒ სინიორ, მე ახლა გამაძღარიცა ვარ და გამთბარიც, –უთხრა
მან.– გულუხვი მასპინძლობისათვის ერთ საიდუმლოს გაგანდობთ.
სინიორ ყარაბას ბარაბასმა ყალიონი ააქშუტუნა და უპასუხა:
– ქვეყნად მხოლოდ ერთი საიდუმლოება არის და ის მინდა ვი-
ცოდე. დანარჩენი ფეხებზე მკიდია
– სინიორ, – უთხრა ისევ დურემარმა, – კუ ტორტილამ ერთი დი-
დი საიდუმლო გამანდო.
ამ სიტყვებზე ყარაბას ბარაბასმა თვალები გადმოკარკლა, ზეზე
წამოხტა, წვერში გაიხლართა,პირდაპირ შეშინებულ დურემარს მი-
ვარდა, ზედ მიიკრა და ხარივით დაიბღავლა:
‒ ჩემო უსაყვარლესო, ჩემო ძვირფასო. დურემარ, მითხარი, ჩქა-
რა მითხარი, რა გითხრა კუ ტორტილამ.
დურემარმა ასეთი ამბავი მოუთხრო:
„ბრიყვთა ქალაქის მახლობლად, მღვრიე ტბორში წურბელებს
ვიჭერდი. ერთი ღარიბი კაცი დავიქირავე, დღეში ოთხ სოლდოს ვაძ-
ლევდი, ‒ის კაცი გაიხდიდა ხოლმე ტანსაცმელს, ყელამდე ჩადგე-
ბოდა წყალში და მანამდე იდგა შიგ, სანამ შიშველ ტანზე წურბელე-
ბი არ მიეკვრებოდნენ. ნაპირზე რომ გამოდიოდა, ტანიდან წურბე-
ლებს მოვაცლიდი და ისევ ტბორში ვგზავნიდი.
როცა ჩვენ ამნაირად საკმაო რაოდენობის წურბელები შევაგ-
როვეთ, უცებ წყლიდან გველის თავი გამოჩნდა.
‒ გეყურება, დურემარ,–მითხრა მან, ‒შენ აფრთხობ ჩვენი მშვე-
ნიერი ტბორის მკვიდრთ, ამღვრევ წყალს, არ გვაძლევ საშუალებას,
საუზმის შმემდეგ დამშვიდებით დაგისვენოთ, როდის მოეღება ბო-
ლო ამ საძაგლობას?
დავხედე, ჩვეულებრივი კუ იყო და უშიშრად ვუპასუხე:

66
– სანამ ყველა წურბელას არ დავიჭერ ტბორში-მეთქი.
„ოღონდ ჩამოეხსენი ამ ჩვენს ტბორს და აქ ნუღარ მოხვალო. და
მზადა ვარ, რაც გინდა, ის მოგცეო.“
მაშინ მე დაცინვა დავუწყე კუს:
‒აი, შე ბებერო მცურავო ჩემოდანო, სულელო დეიდა ტორტი-
ლა, რა შეგიძლია მომცე-მეთქი. იქნებ მაგ შენი ძვლის ფარის მოცე-
მას აპირებ, შიგ თავსა და თათებს რომ მალავ... მაგ ფარს სავარ-
ცხლებად გავყიდი-მეთქი...
კუს სიბრაზისაგან მწვანე ფერი დაედო და მითხრა: –წყლის
ფსკერზე ერთი ჯადოსნური გასაღები ძევს... ერთ კაცს ვიცნობ, რო-
მელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ კი ეს გასაღები მი-
იღოსო...
დურემარმა ვერც კი მოასწრო ამ სიტყვების თქმა, რომ ყარაბას
ბარაბასმა რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაიღრიალა: ‒ მე ვარ ის კა-
ცი, მე! მე! უსაყვარლესო დურემარ, მერე და ის გასაღები არ გამო-
ართვი კუს?..
‒ ერიჰაა,‒უპასუხა დურემარმა და ისე მოიჭმუხნა სახე,რომ მო-
ხარშულ ხარიფაშვას დაემსგავსა,–ერიჰაა! ‒საუკეთესო წურბელე-
ბი რაღაც გასაღებში გამეცვალა... ერთი სიტყვით, მე და კუმ ერთმა-
ნეთი რომ დავლანძღეთ, თათი ამოსწია წყლიდან და მითხრა:
„ვფიცავ, ვერც შენ და ვერც სხვა ვინმე ამ ჯადოსნურ გასაღებს
ვერ იხილავთ. გასაღებს მხოლოდ იმ კაცს მივცემ,ვისზედაც მეტყვი-
ან ტბორის მკვიდრნიო."
ასე მაღლა აშვერილი თათით კუ წყალში ჩაეშვა.
‒ ერთი წამიცკი არ უნდა დავკარგოთ, ახლავე უნდა გავიქცეთ
ბრიყვთა ქვეყანაში! ‒ დაიყვირა ყარაბას ბარაბასმა, წვერის ბოლო
საჩქაროდ ჩაიჩარა ჯიბეში და ხელი სტაცა ქუდსა და ფარანს. ‒გუბუ-
რის პირას დავჯდები, შესაბრალისად დავიწყებ ღიმილს, შევევედ-
რები ბაყაყებს, თავკომბალებს და წყლის ხოჭოებს, რომ სთხოვონ
კუს... მილიონნახევარ საუკეთესო მსუქან ბუზს შევპირდები... მარ-
ტო დარჩენილ ძროხასავით ვიბღავლებ, ავადმყოფი ქათამივით
ვიკრიახებ, ნიანგივით ვიტირებ, ყველაზე პატარა ბაყაყის წინაშეც

67
კი დავიჩოქებ... გასაღები მე უნდა მქონდეს! წავალ ქალაქში, მივალ
ერთ სახლში, შევძვრები კიბის ქვედა ოთახში... მოვძებნი პატარა
კარს და გავაღებ, მის ახლოს ვინ არ დადის, მაგრამ კარს ვერავინ
ამჩნევს...

‒ ამ დროს, გესმის, ბურატინო,–ამბობდა მიმოზის ძირში, დამ-


პალ ფოთლებზე ჩამომჯდარი პიერო, მე ისე დავინტერესდი, რომ
გავედი ფარდიდან და სინიორ ყარაბას ბარაბასმა დამინახა.
‒ შენ ყურს გვიგდებ, არამზადავ! ‒ შემომძახა, გამოექანა, რომ
დავეჭირე და ცეცხლში ჩავეგდე, მაგრამ თავის წვერებში გაიხლარ-
თა, სკამებს დაეჯახა, ერთი ბრახაბრუხით წააქცია აქეთ-იქით და
თვითონაც იატაკზე გაიშხლართა.
აღარ მახსოვს, როგორ გადავხტი ფანჯარაში. როგორ გადავძვერი

68
ღობეზე. ბნელოდა, ქარი ზუოდა და წვიმა შხაპუნით ასხამდა. ცაზე
შავ ღრუბლებში ელვა გაიკლაკნა და განათდა. ათიოდე ნაბიჯზე
ჩემს უკან დავინახე ყარაბას ბარაბასი და წურბელებით მოვაჭრე
მომდევდნენ. „დავიღუპე-მეთქი“‒გავოფქრე და წავიფორთხე, რა-
ღაც რბილსა და თბილზე დავვარდი, ხელი რომ მოვიშველიე ვიღა-
ცას ყურებში ვტაცე ხელი... ეს თურმე ნაცარა კურდღელი ყოფილი-
ყო შიშისაგან შესჭყივლა, წამოხტა, მაგრამ მე მაგრად მქონდა ხელი
ჩაჭიდული ყურებში და ასე სირბილით გადავიარეთ იმ სიბნელეში
მინდვრები, ვენახები და ბოსტნები.
როცა კურდღელი დაიღლებოდა, დაჯდებოდა და გულნატკენი
მოჰყვებოდა ორად გაყოფილი ტუჩების ცმაცუნს, მე შუბლზე ვკოც-
ნიდი მას.
‒ აბა, გეთაყვა, აბა ცოტა კიდვე გავირბინოთ, ჩემო ნაცარა.
კურდღელი ერთს ამოიხვნეშებდა და კვლავ გავრბოდით ხან
მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ისე რომ, არც კი გვიცოდე საით მივდი-
ოდით...
როცა ღრუბლები გაიფანტა და მთვარე გამოჩნდა, მთის ძირას
პატარა ქალაქი შევნიშნე მიღრეცილ–მოღრეცილი სამრეკლო-
ებით.
ქალაქისაკენ მიმავალ გზაზე მირბოდნენ ყარაბას ბარაბასი და
წურბელებით მოვაჭრე.
‒ ეეჰ, აი ეს არის კურდღლის ბედი! ისინი ახლა ბრიყვთა ქალაქ-
ში მიდიან პოლიციის ძაღლების დასაქირავებლად. მორჩა, დავიღუ-
პენით, – თქვა კურდღელმა.
კურდღელი სულით დავცა. ცხვირი თათებში ჩარგო და ყურები
ჩამოყარა·ვთხოვდი, ვტიროდი, ფეხებშიც კი ჩავუვარდი, მაგრამ კუ-
რდღელი არ იძვროდა.
როცა ქალაქიდან მარჯვენა თათებზე შავნაჭერშემოხვეული
ორი ცხვირპაჭუა ბულდოგი გამოვარდა, მაშინ კი კურდღელს მთე-
ლი ტანი აუცახცახდა, ძლივს მოვასწარი ზურგზე შეხტომა, თავგან-
წირვით მოჰკურცხლა ტყისაკენ.
დანარჩენი ხომ შენი თვალითა ნახე, ბურატინო.

69
პიერომ რომ დაამთავრა ამბავი, ბურატინომ ფრთხილად ჰკითხა:
– რომელ სახლში, რომელი კიბის ქვეშა ოთახშია ის კარი ეს გა-
საღები რომ აღებს?
ყარაბას ბარაბასმა ვეღარ მოასწრო ამისი თქმა. ჩვენთვის ხომ
სულ ერთია, გასაღები ტბის ფსკერზეა და ვერც ვერასოდეს ვიხი-
ლავთ ბედნიერებას...
‒შენ ეს გინახავს? ‒ყურში ჩასძახა მას ბურატინომ· ჯიბიდან გა-
საღები ამოაძვრინა და პიეროს ცხვირწინ შეათამაშა.აი, ის გასაღე-
ბი!

70
როცა მზემ მთის კლდოვან მწვერვალზე ამოანათა, ბურატინო
და პიერო ბუჩქებიდან გამოძვრნენ· მათ ის მინდორი გადაირბინეს,
რომელზედაც გუშინ ღამით, ცისფერთმიანი გოგონას სახლიდან ღა-
მურამ ბრიყვთა ქვეყანაში წასაყვანად ბურატინო გადაატარა.
სასაცილო სანახავი იყო. პიერო, როგორ ჩქარობდა მალვინას
ნახვას.
‒გესმის, ბურატინო,–ეკითხებოდა იგი წამდაუწუმ,‒ ნეტავ გა-
უხარდება თუ არა მალვინას ჩემი ნახვა?
– აბა რა ვიცი...
თხუთმეტი წამის შემდეგ კვლავ შევკითხა: ‒ გესმის, ბურატინო,
ერთიც ვნახოთ, არ გაუხარდა?
‒ მე საიდან ვიცი.
ბოლოს მათ დაინახეს თეთრი სახლი, რომლის დარაბებზედაც
მზე, მთვარე და ვარსკვლავები ეხატა. ბუხრის მილიდან კვამლი
ამოდიოდა. მის ზევით ცაზე კატის თავის მსგავსი პატარა ღრუბლები
დაცურავდა.
პუდელი არტემონი პარმაღზე წამოსკუპებულიყო და დროდად-
რო უღრენდა ამ ღრუბელს. ბურატინოს მაინცადამაინც არ უნდოდა,
ცისფერთმიან გოგონასთან მიბრუნებულიყო, მაგრამ შიოდა და თა-
ნაც შორიდან ახლად ადუღებული რძის სუნი ეცა.
‒ თუ იმ გოგონამ კიდევ იფიქრა ჩვენი აღზრდა, რძეს რომ დავ-
ლევთ, არაფრის გულისათვის აქ არ დავრჩები.
ამ დროს მალვინა შინიდან გამოვიდა. ერთ ხელში ფაიფურის ყა-
ვადანი ეჭირა, მეორეში ‒ ნამცხვრებით სავსე კალათა. თვალები
ნამტირალევი ჰქონდა, იმას ჰგონებოდა ბურატინო ვირთაგვებმა
გაათრიეს საკუჭნაოდან და შეჭამესო.

71
გოგონა როგორც კი მიუჯდა ქვიშიან ბილიკზე მდგარ პატარა მა-
გიდას, ლაჟვარდისფერი ყვავილები მყისვე შეირხნენ, პეპლები წა-
მოიშალნენ და ბურატინო და პიეროც გამოჩნდნენ. მალვინამ ისე
ფართოდ გააღო თვალები, რომ ორივე ხის ბიჭუნას თავისუფლად
შეეძლო შიგ შემხტარიყო.
პიერომ მალვინას დანახვაზე ისეთი სულელური და გაურკვევე-
ლი ბუტბუტი დაიწყო, რომ იგი ჩვენ აქ არ მოგვყავს. ბურატინომ, ვი-
თომ აქ არაფერიაო, მალვინას უთხრა: ‒აი, მოგიყვანეთ ეს და აღ-
ზარდეთ...
ბოლოს მალვინა დარწმუნდა, რომ ეს სიზმარი არ იყო.
‒ ოჰ, რა ბედნიერებაა!‒ წაიჩურჩულა მან, მაგრამ მყისვე დიდი-
ვით დაუმატა:‒ ბიჭუნებო, ახლავე წადით, პირი დაიბანეთ და კბი-
ლები გამოიწმინდეთ. არტემონ, წაიყვანე ბიჭები ჭასთან.

‒ დახე ერთი, – წაიბუტბუტა ბურატინომ. ‒მაგას თავში ოფო-


ფები ჰყავს, დაიბანე, კბილები გაიწმინდე; თავისი სისუფთავით სი-
ცოცხლეს მოუსწრაფებს ადამიანს...

72
პირი მაინც დაიბანეს. არტემონმა თავისი კუდის ბოლოთი ქურ-
თუკები გაუწმინდა. ყველანი სუფრას მიუსხდნენ. ბურატინო ორივე
ხელით იტენიდა საქმელს. პიეროს ნამცხვრის გემოც კი არ გაუსინ-
ჯავს, სულ მალვინას შესცქეროდა, თითქოს გოგონა ნუშის ცომი-
საგან ყოფილიყო გაკეთებული.
ბოლოს მალვინას მობეზრდა ეს ცქერა და პიეროს უთხრა: – აბა
რა ნახეთ ასეთი ჩემს სახეზე, რომ მომჩერებიხართ? ისაუზმეთ, გე-
თაყვა, დამშვიდებით.
– მალვინა, ‒ უპასუხა პიერომ,–მე უკვე დიდი ხანია არაფერსა
ვჭამ, ლექსებსა ვთხზავ.
ბურატინო სიცილით კვდებოდა.
მალვინას განცვიფრებისაგან თვალები გაუფართოვდა:
– მაშ, წამიკითხეთ თქვენი ლექსები
მალვინა ლოყით დაეყრდნო ლამაზ ხელს და მშვენიერი თვალე-
ბი ღრუბელს მიაპყრო.
პიერომ ისეთი ზუზუნით დაიწყო ლექსების კითხვა, გეგონებო-
დათ, ღრმა ჭის ფსკერზე ზისო:
მალვინა გაიქცა,
წასულა სხვა მხარეს,
დამტოვა საცოლემ
და რაღა მახარებს.
ვტირი და არ ვიცი
ვეძებო სად! !
რად დავრჩი ცოცხალი,
ნეტავი რად?
იქნება სიკვდილი მერჩია მთლად!

ვერც კი მოასწრო პიერომ ლექსის კითხვის დამთავრება,რომ


ქვიშიან ბილიკზე გომბეშო გამოჩნდა. თვალები საშინლად გადმო-
კარკლა და ჩაილაპარაკა: ‒წუხელ ჩერჩეტმა კუ ტორტილამ ყველა-
ფერი უამბო ყარაბას ბარაბასს ოქროს გასაღების შესახებ.

73
შეშინებულმა მალვინამ შეჰკივლა. თუმცა ვერაფერს მიხვდა‒
პოეტივით დაბნეულმა პიერომ რამდენიმე უაზრო სიტყვა წარმოთ-
ქვა, რომლებიც ჩვენ აქ არ მოგვყავს სამაგიეროდ, ბურატინო მყის-
ვე წამოხტა, წამოუსვა ხელი ნამცხვრებს,შაქარს, კანფეტებს და ჯი-
ბეში ჩაიყარა.
– რაც შეიძლება, ჩქარა გავიქცეთ, თორემ პოლიციის ძაღლებმა
რომ აქ ყარაბას ბარაბასი მოიყვანონ, დავიღუპებით.
მალვინა თეთრი პეპელას ფრთასავით გაფითრდა· პიერომ
იფიქრა, კვდებაო და ყავადანი ზედ მოაპირქვავა და მალვინას ლა-
მაზი კაბა კაკაოში ამოუსვარა.
რაკი არტემონი მალვინას თვითონ ურეცხავდა ხოლმე კაბებს,
გაჯავრებული ყეფით მივარდა პიეროს, საყელოში ეცა და ნჯღრევა
დაუწყო. პიერომ ენის ბორძიკით წაილუღლუღა:
‒ კმარა, გეთაყვა.
გომბეშო გადმოკარკლული თვალებით შესცქეროდა ამ ფაცი-
ფუცს და კვლავ გაიმეორა.
‒ ყარაბას ბარაბასი პოლიციის ძაღლებით თხუთმეტ წუთში აქ
გაჩნდება
მალვინა ტანისამოსის გამოსაცვლელაღ გაიქცა· პიერო გამწა-
რებული იმტვრევდა ხელებს და უნდოდა ქვიშიან ბილიკზე გარ-
თხმულიყო· არტემონი საოჯახო ნივთებით სავსე ბოხჩებს მოათრევ-
და. ისმოდა კარების ჯახუნი, ბეღურების თავგამოდებული ჟივჟივი.
მერცხლებმა თითქმის მიწაზე გაკრულებმა ჩაიქროლეს. ბუმ ზარის-
დამცემი ხმით გადაიხარხარა სხვენზე.
მარტო ბურატინო არ დაბნეულა, არტემონს ზურგზე აჰკიდა საჭი-
რო ნივთებით სავსე ორი ბოხჩა და ზედ მშვენიერ კაბაში გამოწყო-
ბილი მალვინა დასვა. პიეროს უბრძანა, ხელი მოეჭიდნა ძაღლი-
სათვის კუდში და ისე გაჰყოლოდა, თვითონ კი წინ გაუძღვა და თქვა:
– ნუ დაფეთდებით, გავიქცეთ!

74
როდესაც ძაღლის წინ ვაჟკაცურად მიმავალი ბურატინო, ბოხ-
ჩებზე გადამჯდარი მალვინა და სულელური ლექსებით თავგამოტე-
ნილი პიერო ხშირი ბალახიდან ტრიალ მინდორზე გამოვიდნენ,
ტყიდან ყარაბას ბარაბასის გაწეწილი წვერი გამოჩნდა.
ყარაბას ბარაბასმა მზე ხელით მოიჩრდილა და მიდამო მოათვა-
ლიერა·

75
სინიორ ყარაბასს პოლიციის ორი ძაღლი ეჭირა ხელში თოკზე
გამობმული, დაინახა თუ არა ტრიალ მინდორზე გაქცეულები, ბას-
რკბილებიანი პირი დააღო.
– ოჰო! ‒ შესძახა მან და ძაღლები გაუშვა. გააფთრებულმა ნაგა-
ზებმა უკანა თათებით ჯერ მიწას დაუწყეს ფხოჭნა· იმდენად გაამაყე-
ბულნი იყვნენ თავიანთი ძალ-ღონით, რომ იმათკენ არც გაუხედავთ
და ყეფითაც არ დაუყეფიათ. მერე ნელი ნაბიჯით გასწიეს იმ ადგი-
ლისაკენ, სადაც უზომოდ შეშინებული ბურატინო, არტემონი, პიერო
და მალვინა შეჩერდნენ.
თითქოს ყველაფერი დაიღუპა. ყარაბას ბარაბასი ფეხმომართუ-
ლი კვალდაკვალ მიჰყვებოდა პოლიციის ძაღლებს. წვერი წარამა-
რა უვარდებოდა ქურთუკის ჯიბიდან და ფეხებში ეხლართებოდა.
არტემონს კუდი ამოეძუებინა და ბოროტად იღრინებოდა. მალვინა
ხელებს ასავსავებდა: – მეშინია! მეშინია!
პიეროს სახელოები ჩამოეშვა და მალვინას შესცქეროდა. ეგონა,
ყველაფერი გათავდაო.
პირველი ბურატინო მოვიდა გონს.
–პიერო! –შესძახა მან. ‒მოჰკიდე ხელი გოგონას და გედების
ტბისკენ გაიქეცით. არტემონ, დაყარე ბოხჩები, საათი მოიხსენი და
საბრძოლველად მოემზადე.
გაიგონა თუ არა ეს ვაჟკაცური განკარგულება, მალვინა მყისვე
ჩამოხტა არტემონის ზურგიდან, აიკაპიწა კაბა და ტყისაკენ გაქანდა.
პიეროც უკან მიჰყვა.
არტემონმა დაჰყარა ბოხჩები, მოიხსნა თათიდან საათი და კუ-
დის ბოლოზე გაკეთებული ბაფთი. დაკრიჭა თეთრი კბილები და კუნ-
თების გასამართავად ჯერ მარცხნივ გადახტა, მერე მარჯნივ. მერე
იმანაც უკანა ფეხებით ზანტად დაიწყო მიწის ფხოჭნა.
ბურატინო მინდორში ეულად მდგარ იტალიურ ფისიან ფიჭვზე
აცოცდა და იქიდან რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხან ყვიროდა, ხან
ზუოდა, ხან წრიპინებდა.

76
‒ მხეცებო, ფრინველებო, მწერებო! ჩვენები დახოცეს, იხსენით
უდანაშაულო ხის კაცუნები...

პოლიციის ბულდოგებმა თითქოსდა ახლა დაინახეს არტემონი,


ორთავე ერთად ეცნენ. მარდი პუდელი დაუსხლტა ნაგაზებს და ერთ
ძაღლს კუდზე უკბინა, მეორეს ‒ ბარკალზე.
ბულდოგები მოუხშავად მოტრიალდნენ და კვლავ ეცნენ პუ-
დელს. მაგრამ პუდელი მაღლა შეხტა, ზედ გადაევლო ბულდოგებს,
და კიდევ მოასწრო ერთისათვის გვერდი გამოეგლიჯა, მეორისათ-
ვის – ზურგი.

77
მესამედაც ეცნენ ბულდოგები. მაშინ არტემონმა დაუშვა კუდი
ბალახზე და დაიწყო გარშემო რბენა. ხან ახლოს მოუშვებდა პოლი-
ციის ძაღლებს, ხან კი ცხვირწინ დაუსხლტებოდა და განზე გახტებო-
და...
ცხვირპაჭუა ბულდოგები ახლა კი მართლა გაბრაზდნენ, აქშინ-
დნენ, აუჩქარებლივ, დაჟინებით დასდევდნენ არტემონს და მზად იყ-
ვნენ მომკვდარიყვნენ, ოღონდ კი ყელში სწვდომოდნენ მოუსვენარ
პუდელს.
ამასობაში ყარაბას ბარაბასი იტალიურ ფიჭვთან მივიდა და
ნჯღრევა დაუწყო.
– ჩამოდი, ჩამოდი!
ბურატინო ხელებით, ფეხებით, კბილებით ჩაეჭიდა ფიჭვის ტოტს·
ყარაბას ბარაბასმა ისე დაარხია ხე, რომ ტოტებზე კველა ჯალღუზა
შეირხა.
იტალიურ ფიჭვს ეკლიანი, პატარა ნესვისოდენა ჯალღუზები ას-
ხია, ასეთი ჯალღუზა თავში თუ ვინმეს მოხვდა, კარგ დღეს არ დააყ-
რის.
ტოტი ქანაობდა და ბურატინო ძლივს იმაგრებდა ზედ თავს იგი
ხედავდა, რომ არტემონს წითელი ენა გადმოეგდო და ვეღარ გარ-
ბოდა.
‒ მომეცი გასაღები!–დააღო ხახა და დაიღრიალა ყარაბას ბარა-
ბასმა. ა
ბურატინო ტოტზე გაცოცდა, ერთ დიდ ჯალღუზას მისწვდა და
ღრღნა დაუწყო ყუნწში· ყარაბას ბარაბასმა ხე უფრო ძლიერად შე-
არხია. მძიმე ჯალღუზა მოსწყდა და ბახ! -- პირდაპირ ბასრკბილება
პირში ჩაუვარდა.ყარაბას ბარაბასი ერთბაშად ჩაჯდა.
ბურატინომ მეორე ჯალღუზაც მოგლიჯა და შიგ კეფაში ისე მოარ-
ტყა ყარაბას ბარაბასს, გეგონებოდათ, დოლი ყოფილიყოს.
– დახოცეს ჩვენები,‒ კვლავ მორთო ყვირილი ბურატინომ. ‒ უშ-
ველეთ უდანაშაულო ხის კაცუნებს.
საშველად პირველნი ნამგალები მოფრინდნენ და ბულდოგებს
ცხვირწინ გაუქროლ-გამოუქროლეს. ძაღლები კბილებს აკაწკაწებ-

78
დნენ, მაგრამ ნამგალა ბუზი არ გეგონოთ, ნაცრისფერ ელვასავით
დასრიალებდნენ.
კატის თავის მსგავსი ღრუბლიდან შავი ძერა დაეშვა, რომელსაც
ნანადირევი ხორცი მოჰქონდა ხოლმე მალვინასათვის, და კლანჭე-
ბი ჩასჭიდა ზურგში პოლიციის ძაღლს, თავისი მშვენიერი ფრთებით
შეინავარდა, ძაღლიც აიტაცა თან და გაუშვა...
ძაღლი წკმუტუნით გულაღმა დაენარცხა მიწაზე·
არტემონი გვერდიდან დაესხა თავს მეორე ძაღლს, მკერდით და-
ეჯახა, წააქცია, უკბინა და განზე გახტა... გაიქცა და განმარტოებით
მდგარი ფიჭვის ირგვლივ დაიწყო სირბილი. მინდორში არტემონს
კვალდაკვალ მისდევდნენ მოთეთქვილი და დაკბენილი პოლიციის
ძაღლები.
არტემონის საშველად გომბეშოებიც წამოსულიყვნენ და სიბე-
რისაგან დაბრმავებულ ორ ანკარას მოათრევდნენ· გომბეშოებს ან-
კარებისათვის ჩაეგონებინათ, სულ ერთია, მაინც მალე დაიხოცები-
თო და სადღაც დამპალი კუნძის ქვეშ სიკვდილს ან ყანჩის კუპში
მოხვედრას, არ გირჩევნიათ გმირულად დაიღუპოთო!
კეთილმა არტემონმა ახლა კი გადაწყვიტა, პირისპირ შებრძო-
ლებოდა ბულდოგებს. კუდზე ჩაჯდა და კბილები დაკრიჭა.
ბულდოგები ეცნენ არტემონს: სამთავენი გორგალივით
კოტრიალებდნენ.
არტემონი კბილებს აკაწკაწებდა და ბრჭყალებით ჰკაწრავდა
ბულდოგებს. ბულდოგები აინუნში არ აგდებდნენ არც იმის კბენას,
არც დაკაწვრას და ერთი სული ჰქონდათ, როგორმე ყელში სწვდო-
მოდნენ და დაეხრჩოთ არტემონი. ერთი წკმუტუნი და ღრიალი ის-
მოდა მთელ მინდორში·
არტემონის საშველად წამოსულიყო ზღარბი და მისი მთელი
ოჯახი, ‒ თვითონ ზღარბი, ზღარბის ცოლი, ზღარბის სიდედრი,
ზღარბის ორი გაუთხოვარი დეიდა და პატარა ზღარბუნები.
მოფრინავდნენ და მოზუზუნებდნენ ოქროს ლაბადაში გამოწყო-
ბილი შავხავერდოვანი კელები,გაავებული ბზიკები, მოცოცავდნენ
ბზუალები და გრძელულვაშა კბენია ხოჭოები.

79
მხეცები, ფრინველები და მწერები გააფთრებულები ეცნენ პო-
ლიციის საზიზღარ ძაღლებს.
ზღარბი, ზღარბის ცოლი, ზღარბის სიდედრი, ზღარბის ორი გა-
უთხოვარი დეიდა და პატარა ზღარბუნები კროკეტის ბურთივით შიგ
ცხვირში ეტაკნენ ბულდოგებს და ნემსებით დაჩხვლიტეს.
კელები და კრაზანები წაესიენ და შმხამიანი ისრები ჩაუყარეს
ბულდოგებს. დინჯი ჭიანჭველები ცხვირის ნესტოებში შეუძვრნენ
ძაღლებს და შხამიანი ჭიანჭველისმჟავა ჩაუშვეს. ბზუალები და ხო-
ჭოები ჭიპზე კბენდნენ ძაღლებს. ძერა ხან ერთ ძაღლს ჩაუნისკარ-
ტებდა თავში მოკაუჭებულ ნისკარტს, ხან მეორეს. პეპლები და ბუ-
ზები ღრუბელივით აეფარნენ თვალებზე ძაღლებს და სინათლეს არ
უშვებდნენ.
გომბეშოებს მომზადებული ჰყავდათ ორი ანკარა, რომლებიც
მზად იყვნენ გმირულად დახოცილიყვნენ,
და როდესაც ერთ–ერთმა ბულდოგმა ფართოდ დააღო პირი შხა-
მიანი ჭიანჭველისმჟავას გადმოსანთხევად, ბებერი, ბრმა ანკარა
გაექანა და ხახაში ჩაუძვრა და ხრახნივით ჩაუსრიალდა საყლაპავ
მილში.
იგივე დაემართა მეორე ბულდოგსაც. მეორე, ბრმა ანკარა იმას
ჩაუძვრა პირში.
დაჩხვლეტილი, დაკბენილ–დაკაწრული ძაღლები სულს ძლივს
ითქვამდნენ და უმწეოდ გორაობდნენ მიწაზე
კეთილშობილი არტემონი გამარჯვებუღო გამოვიდა ბრძოლი-
დან.
ამასობაში ყარაბას ბარაბასმა, როგორც იყო, თავისი ვეება პი-
რიდან ეკლიანი ჯალღუზა გადმოაგდო. კეფაში მოხვედრისაგან
თვალებგადმოკარკლული კარაბას ბარაბასი ბარბაცით წამოდგა
და კვლავ იტალიურ ფიჭვს ჩაეჭიდა. ქარი წვერს უფრიალებდა.
ხის კენწეროზე მჯდომმა ბურატინომ შეამჩნია, რომ ქარისაგან
აფრიალებული ყარაბას ბარაბასის წვერის ბოლოები ფიჭვის ფისი-
ან ღეროს ეწებებოდა.ბურატინო როკზე გადმოეკიდა და გასაბრაზე-
ბლად აწრიპინდა:‒ვერ დამეწევი, ძია, ვერ დამეწევი

80
მერე ჩამოხტა ძირს და ფიჭვის გარშემო მოჰყვა სირბილს.
ყარაბას ბარაბასმა ხელი გაიშვირა და ბარბაც–ბარბაცით ბიჭს და-
საჭერად გამოუდგა.

შემოურბინა ხეს ერთხელ, ცოტაღა აკლდა, რომ წაეტანებინა


მოკრუნჩხული თითები ბიჭისათვის, შემოუარა მეორედ... მესამედ··.
წვერი კი ფიჭვის ტანს ეხვეოდა და მაგრად ეწებებოდა ფისს. რო-
ცა ყარაბას ბარაბასი წვერით ფიჭვს სულ შემოეხვია და ცხვირით
ზედ მიებჯინა ხეს, ბურატინომ გრძელი ენა გამოუყო და გედების
ტბისაკენ გაიქცა მალვინასა და პიეროს მოსაძებნად
ნაბეგვ-ნაცემ არტემონს ნატკენი ფეხი აეკვანჭილებინა და ბურა-
ტინოს უკან მისდევდა. მინდორზე დარჩა პოლიციის ორი ძაღლი,
რომელთა სიცოცხლე ამიერიდან ჩირადაც არ ღირდა და სათოჯინო
მეცნიერებათა თავგზააბნეული დოქტორი, სინიორ ყარაბას ბარა–
ბასი, წვერით მაგრად მიწებებული იტალიურ ფიჭვზე·

81
მალვინა და პიერო ლელიანში ნესტიან, თბილ კოლბოხზე დამ-
სხდარიყვნენ.
ზემოდან ჭრიჭინას ფრთებითა და გამოწუწნული კოღოებით გავ-
სებული ობობას ქსელი ჰფარავდათ.
პატარა, ცისფერი ჩიტები მხიარულად დაფრინავდნენ ლელიდან
ლელზე და განცვიფრებულნი შესცქეროდნენ მწარედ მოქვითინე
გოგონას. შორიდან ისმოდა სასოწარკვეთილი გოდება და წკმუ-
ტუნი. ‒ეს არტემონი და ბურატინო იყვნენ, რომელთაც, ეტყობო-
დათ, ძვირად უჯდებოდათ თავიანთი სიცოცხლე·
‒ მეშინია, მეშინია! ‒ იმეორებდა მალვინა სასოწარკვეთილი,
ოროვანდის ფოთლით იფარავდა ცრემლით დასველებულ სახეს.
პიერო ცდილობდა, ლექსებით დაემშვიდებინა გოგონა:
ჩვენ კოლბოხზე დავსხედით,
ტურფა სანახავია,
ირგვლივ ათასფერადი
ყვავილები ჰყვავიან.
იქ ვიცხოვრებთ ზაფხულში,
აქ დავრჩებით დროებით,
ყველას გასაკვირველად,
ჰოი, განმარტოებით...

მალვინამ ფეხები დაუბრახუნა: – თავი ნუ მომაბეზრეთ, თავი ნუ


მომაბეზრეთ, ბიჭო! მომიწყვიტეთ ახალი ოროვანდი. ხომ ხედავთ,
ეს მთლად დამისველდა და დამეხა·
უეცრად ხმაური და წკმუტუნი მიწყდა, მალვინამ ხელი ხელს ოდ-
ნავ შემოჰკრა·
‒არტემონი და ბურატინო ღაიღუპნენ,‒შეჰყვირა და პირქვე და-
ემხო მწვანე ხავსით დაფენილ კოლბოხზე.
პიერო უაზროდ წრიალებდა მის გვერდით· ქარი წყნარად აშრია-
ლებდა ლელიანს.

82
ბოლოს ფეხის ხმა მოისმა. ეს უეჭველად ყარაბას ბარაბასი მო-
დისო, გაიფიქრეს მალვინამ და პიერომ· –რომ გვტაცოს ხელი და
თავის უძირო ჯიბეში ჩაგვიძახოსო· ლელი გადაიწია და გამოჩნდა
ცხვირაბზეკილი ბურატინო ყურებამდე გაწეული ლაშებით· უკან და-
წიწკნილ-დაგლეჯილი არტემონი მოკვანჭილობდა ზურგზე ბოხჩებ-
მოკიდებული.
‒ ამათაც მოინდომეს რაღა ჩემთან ჩხუბი·– თქვა ბურატინომ,
მალვინასა და პიეროს სიხარულისათვის ყურადღება არ მიუქცევია.
- რას დამაკლებდნენ კატა, მელა და პოლიციის ძაღლები. ან თუნ-
დაც თვით ყარაბას ბარაბასი, ფუ! მალვინა, შეაჯექი ძაღლს ზურგზე,
პიერო, ჩაჭიდე ხელი კუდში პუდელს და წავიდეთ.
ბურატინო ვაჟკაცური ნაბიჯით გაემართა ტბის გაღმა ნაპირისა-
კენ და ნიდაყვებით იკაფავდა ლელიანს.
მალვინამ და პიერომ ვერც კი გაბედეს ეკითხათ, თუ რით დამ-
თავრდა ბრძოლა პოლიციის ძაღლებთან. ან რატომ აღარ მოსდევ-
დათ ყარაბას ბარაბასი.
როცა ტბის გაღმა გააღწიეს, კეთილი არტემონი აწკმუტუნდა და
ოთხივე თათით დაიწყო კოჭლობა. საჭირო იყო, ცოტა შეესვენათ,
რომ ჭრილობები შეეხვიათ პუდელისათვის· ერთ ქვიან გორაკზე
ფიჭვის უზარმაზარ ფესვებს ქვეშ გამოქვაბული დაინახეს. შიგ ეათ-
რიეს ბოხჩები და არტემონიც შიგ შეცოცდა.
კეთილი ძაღლი ხან ერთ თათს გაილოკავდა და გაუწვდიდა მალ-
ვინას, ხან მეორეს. ბურატინო მალვინას ძველ პერანგსა ხევდა და
ნაჭრებს პიეროს აძლევდა, მალვინა კი იმითი წყლულებს უხვევდა
პუდელს.
თათები რომ შეუხვიეს არტემონს, თერმომეტრი ჩაუდეს· ძაღლმა
მშვიდად ღაიძინა·
‒ პიერო, გასწი ტბაზე და წყალი მოიტანე– უთხრა ბურატინომ.
პიერო მორჩილებით წამოდგა და ლექსების ბუტბუტით წაჩან-
ჩალდა წყლის მოსატანად. გზაში ჩაიდნის ხუფი დაჰკარგვოდა და
რამდენიმე წვეთი წყალი ძლივს მოიტანა·
– მალვინა, გაქანდი და ფიჩხი მოიტანე, ცეცხლი დავანთოთ, ‒

83
უთხრა ბურატინომ·
მალვინამ საყვედურით შეხედა ბურატინოს, მხრები აიჩეჩა და
რამდენიმე გამხმარი ღერო მოიტანა.
– ოჰ, რა წამებაა ამ კარგად აღზრდილებთან ყოფნა!– თქვა ბუ-
რატინომ.
ადგა და თვითონ მოიტანა წყალი, ფიჩხი და ფიჭვის ჯალღუზები·
გამოქვაბულის შესასვლელთან ისეთი კოცონი გააჩაღა, რომ მაღა-
ლი ფიჭვის ტოტები თრთოდა, ზედ კაკაო დადგა და მოადუდა.
– აბა ჩქარა დასხედით, ვისაუზმოთ.
მალვინამ, ამდენ ხანს რომ პირი მოეკუმა და დუმდა,მტკიცედ გა-
ნაცხადა: ‒ნუ გგონიათ· ბურატინო, რაკი ძაღლებთან იბრძოდით და
გაიმარჯვეთ, გვიხსენით ყარაბას ბარაბასისაგან და მერეც ვაჟკაცუ-
რად იქცეოდით, ეს განთავისუფლებდეთ ჭამის წინ ხელის დაბანისა
და კბილების გაწმენდისაგან.
ბურატინო იქვე ჩაჯდა.
‒ ერთი ამას დამიხედეთ! ‒მან თვალები შეაჭყიტა რკინისებური
ხასიათის გოგონას.
მალვინა გამოქვაბულიდან გამოვიდა და ტაში შემოჰკრა.
‒ პეპლებო, მუხლუხოებო, ხოჭოებო, გომბეშოებო...
წუთსაც არ გაუვლია, რომ მოფრინდნენ ყვავილების მტვერში
ამოგანგლული დიდრონი პეპლები, მოცოცდნენ მუხლუხოები და
პირქუში ხოჭოები, მოტყაპუნდნენ გომბეშოები.
პეპლები ფრთების ფარფატით გამოქვაბულის კედლებს მოეფინ-
ნენ რომ გაელამაზებინათ, შიგნიდან მიწა არ ჩამოცვენილიყო და
საჭმელში არ ჩაცვენილიყო.
ხოჭოები გუნდებად აგორებდნენ გამოქვაბულის იატაკზე დაყრ-
ილ ნაგავს და გარეთ ჰყრიდნენ. თეთრი. მსუქანი მუხლუხო თავზე
შეაცოცდა ბურატინოს და ზედ ცხვირზე ჩამოეკიდა· ცოტაოდენი
კბილის გასაწმენდი სითხე გამოიდინა და კბილებზე წასცხო. რაღა
გზა ჰქონდა, ბურატინო იძულებული გახდა, გაეწმინდა კბილები.
მეორე მუხლუხომ პიეროს გაუწმინდა კბილები.
ახლა გაბანჯგვლული, გოჭის მსგავსი ნამძინარევი მაჩვი მოვი-

84
და, თათით აიყვანა ქავისფერი მუხლუხო, ყავისფერი სითხე გამოა-
დინა ფეხსაცმლის გასაწმენდად და კუდით მშვენივრად გააპრიალა
მალვინას, ბურატინოსა და პიეროს ფეხსაცმელები გაწმინდა თუ
არა, დაამთქნარა: ა-ჰ, – ააჰა, –და ბაჯბაჯით წავიდა.
მერე მოფრინდა მოუსვენარი, ჭრელი და მხიარული წითელქოჩ-
რიანი ოფოფი, რომელსაც, როცა რამე გაუკვირდეოდა, ქოჩორი
ყალყზე დაუდგებოდა ხოლმე.
‒ვის დავვარცხნო თმა? ‒ იკითხა მან.
‒მე,‒უთხრა მალვინამ,–დამვარცხნეთ და დამიხვიეთ,გაწეწილი
ვარ.
‒სარკე სად არის, მითხარით, სულიკო.
‒ ჩვენ მოვიტანთ.— თქვეს თვალებდაჭყეტილმა გომბეშოებმა.
ათი გომბეშო ჩატყაპუნდა ტბასთან. სარკის ნაცვლად მოათრიეს
პრიალა მსუქანი ჭანარი, ისეთი ძილისგუდა იყო, არც გაუგია, სად
მიათრევდნენ ფარფლებით.
ჭანარი კუდით დააყენეს მალვინას წინ და სული რომ შეგუბებო-
და, ჩაიდნით ასხამდნენ პირში წყალს.
მოუსვენარმა ოფოფმა დაუვარცხნა და დაუხვია თმა მალვინას.
ფრთხილად აიყვანა კედლიდან ერთი პეპელა და ცხვირი გაუპუდრა
გოგონას·
– ყველაფერი რიგზეა, სულიკო... – და ფრრრრრ! ჭრელი გორ-
გალივით გამოფრინდა გამოქვაბულიდან.
გომბეშოებმა პრიალა ჭანარი წაიყვანეს და ისევ ტბაში ჩაუშვეს.
ბურატინომ და პიერომ ძალაუნებურად დაიბანეს ხელები და კი-
სერი. მალვინამ ნება დართო მათ, სასაუზმოდ დამსხდარიყვნენ.
საუზმის შემდეგ მალვინამ კალთიდან ნამცეცები ჩამოიფერთხა
და ბურატინოს უთხრა: ‒ ბურატინო, ჩემო კარგო მეგობარო, ბო-
ლოს ჩვენ კარნახზე შევჩერდით, განვაგრძოთ გაკვეთილი...
ბურატინო მზად იყო სადმე გაქცეულიყო და გადავარდნილიყო,
მაგრამ უმწეო ამხანაგებისა და ავადმყოფი ძაღლის მიტოვება არ
შეეძლო და უკმაყოფილოდ წაიბურტყუნა:
‒ საწერ-კალამი არ წამოგვიღია.

85
‒ ტყუის, წამოვიღეთ, – წამოიკვნესა არტემონმა. მიცოცდა ბოხ-
ჩასთან, კბილებით გახსნა და იქიდან ამოათრია მელნით სავსე მუ-
შა, საკალმე, რვეული და პატარა გლობუსიც კი.
– ნუ გიჭირავთ კალმისტარი ასე წაყრონჭილი, მოკრუნჩხული
თითებით, თორემ ხელები მელნით დაგესვრებათ.‒ უთხრა ბურატი-
ნოს მალვინამ. ლამაზი თვალები გამოქვაბულის ჭერზე შეფენილ
პეპლებს მიაპყრო და...
ამ დროს მოისმა ხმელი ტოტების ლაწალუწი და ტლანქი ხმა, გა-
მოქვაბულის მახლობლად ჩაიარეს სამკურნალო წურბელებით მო-
ვაჭრე დურემარმა და ყარაბას ბარაბასმა. ყარაბასი ძლივს მიათ-
რევდა ფეხებს.
თოჯინების თეატრის დირექტორს შუბლზე უშველებელი წითელი
კოპი აჯდა, ცხვირი გასიებოდა, წვერი დაფლეთოდა და ფისით გათ-
ხუპნოდა.
ყარაბას ბარაბასი იფურთხებოდა და ოხვრით ლაპარაკობდა:
შორს ვერ გაიქცეოდნენ, აქვე იქნებიან სადმე ტყეში.

86
ყარაბას ბარაბასმა და დურემარმა ნელი ნაბიჯით ჩაუარეს გვერ-
დით გამოქვაბულს.
მინდორზე გამართული ბრძოლის დროს სამკურნალო წურბე-
ლებით მოვაჭრე შიშისაგან აცახცახებული ბუჩქს იყო ამოფარებუ-
ლი. როცა ყველაფერი მიწყნარდა და არტემონი და ბურატინო ხშირ
ბალახებში მიიმალნენ, მხოლოდ მაშინ გამოვიდა საფარიდან, დი-
დის ვაი–ვაგლახით მოაცილა იტალიურ ფიჭვს ზედ მიწებებული ყა-
რაბას ბარაბასის წვერი.
‒ კარგად კი შეგახურათ იმ ლაწირაკმა, არა? ‒უთხრა მას დურე-
მარმა. ‒კეფაზე ორი დუჟინი საუკეთესო წურბელის მოკიდება მაინც
დაგჭირდებათ...
– ჯანდაბას იქით გზა გქონია! ‒ჩქარა გამოვუდგეთ იმ არამზა-
დებს! – დაიღრიალა ყარაბას ბარაბასმა.
ყარაბას ბარაბასი და დურემარი კვალდაკვალ გაჰყვნენ გაქცე-
ულებს· ყოველ ბუჩქსა და ბალახს ათვალიერებდნენ, ყოველ კოლ-
ბოხს ჩხრეკდნენ.
ერთი ბებერი ფიჭვის ძირას კვამლი შენიშნეს, მაგრამ აზრადაც
არ მოსვლიათ თუ ხის კაცუნები ამ გამოქვაბულში დაიმალებოდნენ·
და ცეცხლსაც გააჩაღებდნენ·
‒ იმ არამზადა ბურატინოს ჯიბის დანით ავკუწავ, – ბურდღუნებ-
და ყარაბას ბარაბასი.
გაქცეულები გამოქვაბულში გაირინდნენ.
რა უნდა ექნათ? გაქცეულიყვნენ? მთლად შებანდული არტემონი
მაგრად ხვრინავდა, ჭრილობები რომ მორჩენოდა,ძაღლს ოცდა-
ოთხი საათი უნდა სძინებოდა.ასეთ კეთილ ძაღლს მარტო ხომ ვერ

87
დატოვებდნენ გამოქვაბულში? არა, არა, თუ გადარჩებიან ყველანი
ერთად გადარჩნენ, თუ არა და, დე, ერთად დაიღუპონ.

ბურატინო, პიერო და მალვინა დიდხანს მსჯელობდნენ გამოქვა-


ბულში. ბოლოს გადაწყვიტეს, გათენებამდე დაეცადათ აქ, გამოქვა-
ბულის შესასვლელი ტოტებით დაეფარათ და არტემონისათვის
სწრაფად რომ განკურნებულიყო, მასაზრდოებელი ოყნა გაეკეთე-
ბინათ.
– მე მაინც მინდა, რადაც უნდა დამიჯდეს, გავიგო ყარაბას ბარა-
ბასისაგან, სად არის ის კარი, რომელსაც ოქროს გასაღები აღებს.
იმ კარს იქით რაღაც შესანიშნავი, განსაცვიფრებელი რამ ინახება
თურმე... და იმან ბედნიერება უნდა მოგვიტანოს ჩვენ...– თქვა ბურა-
ტინომ.

88
‒ მეშინია უთქვენოდ დარჩენა, მეშინია –წამოიკვნესა მალვი-
ნამ.
‒ პიერო რაღას აკეთებს?
‒ოჰ, ეგ მარტო ლექსებს კითხულობს...
‒ ლომივით დავიცავ მალვინას,‒ წამოიძახა პიერომ ისეთი
ხრინწიანი ხმით, როგორითაც მტაცებლები ლაპარაკობენ – თქვენ
ჯერ მე არ მიცნობთ
– ყოჩაღ, პიერო! ადრევე უნდა. მოქცეულიყავი ასე.
ბურატინო კვალდაკვალ დაედევნა ყარაბას ბარაბასსა და დურე-
მარს.
მალე წამოეწია. ხედავს, თოჯინების თეატრის დირექტორი მდი-
ნარის პირას ზის, ხოლო დურემარი ღოლოს ფოთლების კომპრესს
ადებს კოპზე. შორიდანვე მოისმოდა ყარაბას ბარაბასის ცარიელი
კუჭის გამძვინვებული ბუყბუყი და სამკურნალო წურბელებით მო-
ვაჭრის კუჭის გულისწამღები წრიპინი.
– სინიორ, ცოტა დავნაყრდეთ, ‒ ამბობდა დურემარი.– თორემ
ვი ინ იცის ის არამზადები შუაღამემდე ვერც ვნახოთ.
‒მე ახლა მთელ გოჭსა და წყვილ იხვს გეახლებოდი, პირქუშად
უპასუხა ყარაბას ბარაბასმა.
მეგობრები „სამი კლდისთევზას“ დუქნისკენ წალასლასდნენ, რო-
მლისჯ აბრაც გორაკზე მოჩანდა. მაგრამ სანამ ყარაბას ბარაბასი
და დურემარი მივიდოდნენ იქ, მანამდე ბურატინო მივიდა. წაკუზუ-
ლი მიძვრებოდა ბალახებში, რომ არ შეემჩნიათ.
დუქნის კართან ბურატინო ერთ დიდ მამალს მიეპარა,რომელ-
საც მარცვალი თუ წიწილის ნაწლავის ნაგლეჯი ეპოვნა, წითელ ბი-
ბილოს ამაყად აქნევდა, ბრჭყალებით მიწას ფხოჭნიდა და დიდი ამ-
ბით ეძახდა ქათმებს გასამასპინძლებლად:– კო-კო-კო...
ბურატინომ ხელით გაუწოდა მამალს ნუშის ნამცხვრის ნამცეცე-
ბი.
– მიირთვით, სინიორ მთავარსარდალო!
მამალმა მკაცრად შეხედა ხის ბიჭუნას, მაგრამ თავი ვერ შეიმაგ-
რა და ხელის გულზე ნისკარტი დაჰკრა.

89
– კო-კო-კო...
– სინიორ მთავარსარდალო, მე მინდა ისე შევიდე დუქანში, რომ
პატრონმა ვერ შემამჩნიოს. მოდი, მაგ ლამაზად აფერადებულ ბო-
ლოში დამმალეთ და ბუხრამდე მიმიყვანეთ,კარგი?
– კო-კო! –კიდევ უფრო მედიდურად დაიქორქოლა მამალმა. ვე-
რაფერი გაიგო, მაგრამ არ უნდოდა ეჩვენებინა ბურატინოსათვის,
ვერ გავიგეო და დინჯად გასწია დუქნის გაღებული კარისაკენ.
ბურატინო ფრთებსა და ბოლოს ქვეშ ამოეკრა მამალს და ჩაცუც-
ქული მიიპარა სამზარეულოს ბუხართან, სადაც ქაჩალი მედუქნე
ფუსფუსებდა, ცეცხლზე შამფურებსა და ტაფებს ატრიალებღა.
‒ გადი აქედან, შე დანის კერძო! ‒დაუყვირა მამალს პატრონმა
და ისე ჰკრა წიხლი, რომ მამალი გამწარებული კრიახით გამოფ-
რინდა გარეთ შეშინებულ ქათმებთან. ბურატინო კი შეუმჩნევლად
გაუძვრა მედუქნეს ფეხებთანდა თიხის დიდ ხელადას ამოეფარა·
ამ დროს ყარაბას ბარაბასისა და დურემარის ხმაც მოისმა. მე-
დუქნე მდაბალი სალმით მიეგება მათ. ბურატინო თიხის ხელადაში
ჩაძვრა და გაინაბა.

90
ყარაბას ბარაბასი და დურემარი შემწვარ გოჭს შეექცეოდნენ.
მედუქნე კი ღვინოს უსხამდა.
არაბას ბარაბასი, რომელიც გოჭის ფეხს წუწნიდა, მედუქნეს მი-
უბრუნდა:
‒ საძაგელი ღვინო გქონია, აბა, ერთი აი იმ ხელადიდან დამის-
ხი! - ძვლით მიუთითა იმ ხელადაზე, რომელშიაც ბურატინო იჯდა.
– სინიორ, ის ხელადა ცარიელია, ‒ უპასუხა მედუქნემ.
‒ სტყუი, აბა მაჩვენე!
მაშინ მედუქნემ აიღო ხელადა და პირქვე მოამხო, ბურატინომ,
რომ არ გადმოვარდნილიყო, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ნიდაყვე-
ბი მიაბჯინა ხელადის გვერდებს·
– შიგ რაღაც შავად მოჩანს, ‒ ხრინწიანი ხმით თქვა ყარაბას ბა-
რაბასმა.
– შიგ რაღაც თეთრად მოჩანს.—დაემოწმა დურემარიც.
– სინიორებო, ძირმაგარები გამომივიდეს ენაზე, წელკავი დამე-
მართოს, თუ ხელადა ცარიელი არ იყოს.
– მაშ, მაგიდაზე დადგი და ძვლებს ჩავყრით შიგ.
ხელადა, რომელშიც ბურატინო იჯდა, თოჯინების თეატრის დი-
რექტორისა და სამკურნალო წურბელებით მოვაჭრის შუა დადგეს.
ბურატინოს თავზე გამოხრული ძვლები და ქერქები დაეყარა.
ყარაბას ბარაბასმა, საკმაო ღვინო რომ დალია, ცეცხლს მიუფიც-
ხა წვერი, რომ მიწებებული ფისი დამდნარიყო და მოშორებოდა.
‒ ბურატინოს ერთ ხელზე დავისვამ, მეორეს დავკრავ და მისგან
მტვერიც კი არ დარჩება, გავაცამტვერებ, –ტრაბახობდა ყარაბას ბა-
რაბასი.
– სწორედ მაგისი ღირსია ის არამზადა, ისა,–უმოწმებდა დურ-
ემარი, ‒ მაგრამ აჯობებს, ჯერ წურბელები დავასვათ, რომ ერთი
კარგად გამოსწოვონ სისხლი...
– არა, –მუშტს აბრახუნებდა ყარაბას ბარაბასი, – ჯერ ოქროს გა-
91
საღები უნდა წავართვა...
საუბარში მედუქნეც ჩაერია. მან უკვე იცოდა ხის კაცუნების გაქ-
ცევის ამბავი.
‒ თქვენ რად უნდა დაიღალოთ ძებნით, სინიორ! მე ახლავე და-
ვუძახებ ორ მარჯვე ყმაწვილს, სანამ თქვენ ღვინით შეზარხოშდე-
ბოდეთ, ისინი უცებ გაჩხრეკავენ მთელ ტყეს და ბურატინოს აქ მო-
ათრევენ.
‒ კარგი, გაგზავნე ყმაწვილები, ‒უთხრა ყარაბას ბარაბასმა და
ცეცხლს მიუშვირა უზარმაზარი ფეხები. და,რაკი მთვრალიც იყო,
რაც შეეძლო ხმამაღლა წამოიწყო სიმღერა:
ჩემი ხალხი ‒უცნაური:
თავი ‒ ხისა, ტანიც–ხისა,
თოჯინების ხელმწიფე ვარ,
შიში არ აქვს ჩემი ვისა
ვარ მრისხანე ყარაბასი,·
ვარ განთქმული ბარაბასი.
ჩემს წინაშე მორჩილებით
ძირს გართხმულან თოჯინები·
არ დაგიდევ ლამაზ სახეს,
შვიდკუდიან მათრახს ვარხევ,
და მათრახს რომ დავანახვებ,
ჩემს ხალხს შიშით აცახცახებს.
მღერას აღარ აყოვნებს,
მერე ფულებს აგროვებს
ამ ჩემს ფართო ჯიბეში–
უზარმაზარ ჯიბეში.

მაშინ ხელადაში მჯდარმა ბურატინომ წამოიზუზუნა: – გაამჟღავ-


ნე საიდუმლო, შე უბედურო, გაამჟღავნე...
ყარაბას ბარაბასმა მოულოდნელობისაგან ხმამაღლა ააკრაჭუ-
ნა ყბები და თვალდაჭყეტილი შეაჩერდა დურემარს:
– ეს შენ იყავი?
‒ არა, მე არა ვყოფილვარ...

92
‒ მაშ ვინა თქვა, რომ საიდუმლო. გამოვამჟღავნო?
დურემარი ერთი ცრუმორწმუნე ვინმე იყო. ღვინოც კარგა ბლო-
მად ჰქონდა დალეული და შიშისაგან სახე გაულურჯდა და ხარის-
ფაშვა სოკოსავით დაეღმიჭა.
მის შემხედვარე ყარაბას ბარაბასსაც ყბები აუცახცახდა·
– გაამჟღავნე საიდუმლო, ‒ ისევ დაიზუზუნა იდუმალმა ხმამ ხე-
ლადიდან,– თორემ მაგ სკამიდან ვეღარ ააღწევ, უბედურო!
კარაბას ბარაბასმა მოინდომა წამომხტარიყო, მაგრამ წელი ვერ
წამოსწია.
‒ რრრრა სსსსაიდუმლო? –ენის ბორძიკით იკითხა მან.
– კუ ტორტილას საიდუმლო, ‒უპასუხა ხმამ.
თავზარდაცემული დურემარი მაგიდის ქვემ შეძვრა. ყარაბას ბა-
რაბასს ყბა ჩამოუვარდა.
‒ სად არის ის კარი, სად არის ის კარი?–ისევ აზუზუზუნდა ვიღა-
ცა, როგორც შემოდგომის ქარი საკვამურში ზუის ხოლმე ღამით.
– გეტყვი, გეტყვი, გაჩუმდი–წაიჩურჩულა ყარაბას ბარაბასმა.‒
კარი მოხუცი კარლოს საკუჭნაოშია დახატული, ბუხრის უკან.
ის-ის იყო წარმოთქვა ყარაბას ბარაბასმა ეს სიტყვები, რომ მე-
დუქნეც შემოვიდა.
‒ აი, სინიორ, მეტად საიმედო ყმაწვილები არიან, ფულის გული-
სათვის, თვით ეშმაკსაც კი მოგგვრიან. და მან კარებში მდგომი მე-
ლა ალისა და კატა ბაზილიო აჩვენა· მელამ მოწიწებით მოიხადა
ძველი ქუდი.
– სინიორ ყარაბას ბარაბასო, როგორც ღარიბებს, ათი ოქრო
გვაჩუქე და იმ არამზადა ბურატინოს ისე გავაჩენთ აქ, რომ ფეხსაც
არ მოვიცვლით აქედან.
ყარაბას ბარაბასმა წვერქვეშ ჟილეტის ჯიბეში ჩაიყო ხელი და
ათი ოქრო ამოიღო.
– აჰა ფული, აბა სად არის ბურატინო?
მელამ რამდენჯერმე გადათვალა ფული, ამოიოხრა, ნახევარი
კატას მისცა და თითით აჩვენა:

93
‒ აი, იმ ხელადაშია, სინიორ, თქვენს ცხვირწინ რომ დგას...
ყარაბას ბარაბასმა ხელი სტაცა მაგიდაზე მდგარ ხელადას და
გააფთრებულმა ქვის იატაკზე დაანარცხა. ქილის ნამსხვრევებისა
და გამოხრული ძვლების გროვიდან ამოხტა ბურატინო და სანამ
სხვები გონს მოვიდოდნენ, ისარივით გავარდა ეზოში და პირდაპირ
მამალს მივარდა, რომელიც ხან ერთი და ხან მეორე თვალით მეღი-
დურად ათვალიერებდა მკვდარ ჭიას.

– ეს შენ გამეცი, ბებერო, საკატლეტე ხორცო?– უთხრა ბურატი-


ნომ და გაშმაგებულმა ცხვირი წააგრძელა.–აბა, ახლავე მოჰკურ-
ცხლე, რაც ძალი და ღონე გაქვს...
ბურატინომ მაგრად ჩასჭიდა ხელები გენერლურ ბოლოში. მა-
მალმა თუმცა ვერაფერი გაიგო, მაგრამ ფრთები გაშალა და აყლინ-
წული ფეხებით მოუსვა. ბურატინო ქარივით მისდევდა. გადაიარეს
გზები, მინდვრები და ტყეს მიაშურეს.

94
ყარაბას ბარაბასი, დურემარი და მედუქნე ბოლოს გამოერკვნენ
და ბურატინოს გამოეკიდნენ. მაგრამ რამდენი არ იცქირეს აქეთ–
იქით, ბურატინოს თვალი ვერსად მოჰკრეს
შენიშნეს მხოლოდ შორს მინდორზე მამალი გარბოდა რაც ძალი
და ღონე ჰქონდა. რადგან ყველამ იცოდა, რომ მამალი ჩერჩუტი
იყო, ამიტომ იმისათვის ყურადღება არავის მიუქცევია·

95
ჩერჩეტი მამალი დაიღალა და ნისკარტგაღებული ძლივსღა
მირბოდა. ბოლოს ბურატინომ ხელი გაუშვა მის აბურდულ ბოლოს
და უთხრა: ‒ დაბრუნდით, გენერალო, თქვენს ქათმებთან...
თვითონ კი მარტოკა გასწია გედების ტბისაკენ, რომელიც ფოთ-
ლებში ლივლივით მოჩანდა.
აი, ფიჭვიც გამოჩნდა ქვიან გორაკზე. აი, გამოქვაბულიც. ირ-
გვლივ მიფანტულ-მოფანტული ეყარა დამტვრეული ტოტები. ბალა-
ხი ბორბლების ნაკვალევით იყო გათელილი.
ბურატინოს საშინლად აუფანცქალდა გული. გორაკიდან ჩამოხ-
ტა და დაკორძილ ფესვებში შეიხედა... გამოქვაბული ცარიელი იყო.
არც მალვინა ჩანდა, არც პიერო, არც არტემონი!
ძირს ორი ჩვარი ეგდო. ბურატინომ აიღო ეს ჩვრები და ხელში
პიეროს ხალათზე მოგლეჯილი სახელოები კი შერჩა.
„ვიღაცას გაუტაცია ჩემი მეგობრები, ალბათ დაიღუპნენ!“ ‒ გა-
იფიქრა ბურატინომ, დაემხო პირქვე და ცხვირი მიწაში წაყო.
ახლაღა მიხვდა, თუ რა ძვირფასნი ყოფილან მისთვის მეგობრე-
ბი. დეე, მალვინას ისევ მისი აღზრდისაღვის მოეკიდა ხელი, პიეროს
თუნდაც ათასჯერ ეკითხა ზედიზედ ლექსები, – ბურატინო ოქროს გა-
საღებსაც კი დასთმობდა, ოღონდ კი ისევ ენახა თავისი მეგობრები.
ბურატინოს თავთან ნელ-ნელა ამოიწია მიწის ფხვიერი ბორცვი
და იქიდან ამოძვრა ხავერდოვანი თხუნელა, ვარდისფერი თათის
გულები ჰქონდა, სამჯერ დააცემინა ცხვირი წრიპინით და ბურატი-
ხოს უთხრა: ბრმა კი ვარ, მაგრამ საუცხოო სმენა მაქვს. აი, აქ მოვი-
დნენ ცხვრებშებმული პატარა ფორანით მელა,ბრიყვთა ქალაქის
გუბერნატორი და მეძებრები.
გუბერნატორმა ბრძანა: დაიჭირეთ ეს არამზადები, ამათ დამიხო-

96
ოცეს ჩემი საუკეთესო პოლიციელები მოვალეობის ასრულების
დროსაო, დაიჭირეთო!
‒ ჰამ! ‒უპასუხეს მეძებრებმა და შეცვივდნეხ გამოქვაბულში. იქ
საშინელი ღრიანცელი ატყდა.–შენი მეგობრები შებოჭეს, ფორანში
ჩაყარეს თავიანთ ბოხჩებიანად და წავიდნენ.
რაღას უშველიდა ასე მიწაში ცხვირწაყოფილი წოლა ბურატი-
ნოს! წამოხტა და ბორბლის ნაკვალევს გაჰყვა. ტბას შემოუარა და
ხშირ ბალახიან მინდორზე გავიდა. შეუჩერებლივ მიდიოდა. მას
თავში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა, როგორმე ეხსნა ამხანაგი-
ბი.
მიაღწია იმ ხრამს, საიდანაც გუშინწინ ლამის ოროვანდებში ჩა-
ვარდა. ქვემოთ ჭუჭყიანი ტბორი დაინახა, სადაც კუ ტორტილა
ცხოვრობდა. ტბორისაკენ მიმავალ გზაზე ფორანი ეშვებოდა. შიგ
ება გამხდარი, ჩონჩხადქცეული და გაქუცული ორი ცხვარი.
კოფოზე ლოყებგამობუშტული ოქროს სათვალიანი მსუქანი კა-
ტა დასკუპულიყო. იგი გუბერნატორთან მსახურობდა ყურში სა-
იდუმლო წამჩურჩულებლად. მის უკან წარჩინებული გუბერნატორი
მელა იჯდა... ბოხჩებზე იწვნენ მალვინა, პიერო და მთლად დაბანდუ-
ლი არტემონი, მისი მუდამ დავარცხნილი კუდის ბოლო ახლა მტვე-
რში ითრეოდა·
ფორანს უკან მისდევდა ორი მეძებარი ‒ ორი დობერმან-პინჩე-
რი.
მეძებრებმა უცებ მაღლა აიხედეს და ხრამის თავზე ბურატინოს
თეთრი ჩაჩი დაინახეს.
პინჩერებმა დიდი ნახტომებით აირბინეს ციცაბო ფერდობი. ბუ-
რატინო ახლა უკვე ვეღარსად დაიმალებოდა და ვერც გაიქცეოდა,
მაგრამ სანამ მეძებრები ხრამის თავს მიაღწევდნენ, ბურატინომ ხე-
ლები თავზე შემოიწყო და ყველაზე ფრიალო ადგილიდან ისკუპა
ძირს „მაკრატელასავით”, მწვანე ლემით დაფარულ ჭუჭყიან
ტბორში. ჰაერში წრე მოხაზა და, რა თქმა უნდა, ტბორში დეიდა
ტორტილას მფარველობის ქვეშ მოხვდებოდა, რომ ძლიერ ქარს არ
დაექროლა.

97
ქარმა აიტაცა მსუბუქი ხის ბურატინო, შეატრიალ–შემოატრია-
ლა იგი „ორმაგი შტოპორით“, გასტყორცნა განზე და პირდაპირ ფო-
რანში მჯდომ გუბერნატორ მელას თავზე გაადინა ტყაპანი.
ოქროს სათვალიანი მსუქანი კატა მოულოდნელობისაგან კო-
ფოდან გადმოვარდა, იგი ერთი ფლიდი და ლაჩარი იყო, თავი მო-
იმკვდარუნა, ვითომდა გული შეუწუხდა.
გუბერნატორი მელაც, როგორც საშინელი მხდალი, წკმუტუნით
გაიქცა ფერდობისაკენ და იქვე მაჩვის სოროში შეძვრა.იქ მას ცუდი
დღე დაადგა, მაჩვები სასტიკად უსწორდებოდნენ.ცხვრები დაფ-
რთხნენ, ფორანი გადაბრუნდა. მალვინა, პიერო და არტემონი თა-
ვიანთი ბოხჩებით ოროვანდებში ჩაგორდნენ.
ყველაფერი ეს ისე სწრაფად მოხდა, ძვირფასო მკითხველებო,
რომ თქვენ ხელზე ყველა თითის დათვლასაც კი ვერ მოასწრებდით.
დობერმან–პინჩერები უზარმაზარი ნახტომებით დაეშვნენ ძირს,
მიცვივდნენ გადაბრუნებულ ფორანთან და დაინახეს გულშეწუ-
ხებული მსუქანი კატა, ოროვანდებში გართხმული ხის კაცუნები და
შებანდული პუდელი. გუბერნატორი მელა კი არსად ჩანდა·
თითქოს მიწამ უყო პირიო, ისე გაქრა ის, ვისაც თვალის ჩინივით
უნდა გაფრთხილებოდნენ მეძებრები. ერთმა მეძებარმა მაღლა ას-
წია დრუნჩი და სასოწარკვეთით დაიყმუვლა. მეორემაც იმას მიბაძა.
‒ აუ, აუ, აუ, აუ-უ-უ-უ...
მერე დატრიალდნენ და მთელი ფერდობი გაჩხრიკეს მერე ისევ
სევდიანად აყმუვლდნენ, რადგან მათრახი და რკინის ხლართულე-
ბი ელანდებოდათ·
შეურაცხყოფილნი კუდის ქიცინით გაიქცნენ ბრიყვთა ქალაქისა-
კენ, რომ თავის გასამართლებლად ტყუილები შეეთხზათ და მოეხ-
სენებინათ პოლიციის განყოფილებაში. გზაში მოიფიქრეს, თითქოს
გუბერნატორი ცოცხლად წაიყვანეს ზეცაში.
ბურატინომ ჩუმად მოსინჯა თავისი თავი, ფეხები და ხელები უვ-
ნებელი ჰქონდა. ოროვანდებში შეცოცდა და მალვინასა და პიეროს
თოკები შეხსნა.
მალვინა ხმის ამოუღებლად მოეხვია ბურატინოს კისერზე,მაგრ-

98
ამ კოცნა ვერ მოახერხა,–იმისმა გრძელმა ცხვირმა დაუშალა, პი-
ეროსათვის ნიდაყვებამდე მოეგლიჯათ სახელოები. ლოყებიდან
თეთრი პუდრი ჩამოსცვენოდა და მიუხედავად ლექსების სიყვარუ-
ლისა, ჩვეულებრივი, ღაჟღაჟა ლოყები ჰქონდა.

‒ სასტიკად კი ვიბრძოდი,– თქვა მან ტლანქი ხმით. –ფეხი რომ


არ გამოედოთ, ვერაფრით ვერ დამიმორჩილებდნენ·
– პიერო მართლაც ლომივით იბრძოდა,– დაუმოწმა მალვინამ.
იგი ყელზე მოეხვია პიეროს და ორივე ლოყა დაუკოცნა.
‒ გეყოფათ, გეყოფათ ლოკვა, ‒წაიბურტყუნა ბურატინომ. – გა-
ვიქცეთ, არტემონი კუდით წავათრიოთ.
სამივემ ხელი მოჰკიდა საბრალო ძაღლს კუდში და ზევით, ფერ-
დობისაკენ აათრიეს.
‒ გამიშვით, მე თვითონ წამოვალ, ეს ჩემი დამცირებაა,– კვნესო-

99
და შებანდული პუდელი.
‒ არა, არა, შენ ძალიან დასუსტებული ხარ. მაგრამ ძლივს მიაღ-
წიეს შუა ფერღობამდე, რომ ზევით ყარაბას ბარაბასი და დურემარი
გადმოდგნენ. მელა ალისა თათით უჩვენებდა გაქცეულებზე, კატა
ბაზილიოს ულვაშები აბურძგნოდა და საზარლად სისინებდა.
‒ხა-ხა-ხა! აი, ეს მესმის! ‒გადაიხარხარა ყარაბას ბარაბასმა. ‒
ოქროს გასაღები თვითონ მოდის ჩემთან.
ბურატინო ცდილობდა, ჩქარა მოესაზრებინა, თუ როგორ დაეღ-
წია თავი ამ ახალი ხიფათისაგან·პიერომ გულზე მიიკრა მალვინა და
გადაწყვიტა, ადვილად არ დაეთმო სიცოცხლე, ამჯერად კი გადარ-
ჩენის არავითარი იმედი აღარ ჰქონდათ.
დურემარი ფერდობის თავზე ხითხითებდა·
‒ავადმყოფი ძაღლი პუდელი მე მომეცით, სინიორ ყარაბას, მა-
გას ჩემს წურბელებს გადავუგდებდი, რომ კარგად გასუქდნენ.
ჩასუქებულ ყარაბას ბარაბასს ძირს ჩასვლა ეზარებოდა, თავისი
ძეხვის მსგავსი თითით იხმობდა გაქცეულებს:
‒ მოდით, მოდით ჩემთან, ბავშვებო...
‒ ადგილიდან არ დაიძრათ! – გასცა ბრძანება ბურატინომ. – თუ
ვიღუპებით, მხიარულად დავიღუპოთ! პიერო, თქვი შენი რომელიმე
ყველაზე საზიზღარი ლექსი. მალვინა, იცინე, რაც ძალი და ღონე
გქონდეს.
მალვინამ, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლისა, კარგი ამხანაგობა
იცოდა. ცრემლები მოიწმინდა და ისე გაიცინა, რომ ეს სიცილი მე-
ტად საწყენად დარჩათ ფერდობის თავზე მდგომთ.
პიერომ მყისვე შეთხზა ლექსი და უსიამოვნო. ხმით აზუზუნდა:
შე საბრალო მელაკუდავ,
მართალს გეტყვი, მებრალები.
სახრე აღარ მოგხვედრია,
ტირის სახრე, ენატრები
: ხატაურა ბაზილიო
ქურდია და გლახაკია.
დურემარი რეგვენ
კაცის სახე დაჰკარგვია·

100
ყარაბას ბარაბას
შენი შიში არა გვაქვს!

ბურატინო კი იმანჭებოდა და აჯავრებდა: ‒ შენ, ეი, თოჯინების


თეატრის დირექტორო, ლუდის ძველო კასრო, სისულელით გატენი-
ლო მსუნაგო ტომარავ, ჩამოდი, ჩამოდი ერთი აქ, რომ მაგ დაფლე-
თილ წვერში მოგაფურთხო.
პასუხად ყარაბას ბარაბასმა საშინლად დაიღრიალა, დურემარმა
ცად აღაპყრო გამხმარი ხელები.
მელა ალისამ ნაძალადევად გაიღიმა: ‒ ნებას მომცემთ, კისერი
მოვუგრიხო ამ თავხედებს?
ერთი წუთიც და ყველაფერი გათავდებოდა... რომ უცებ სტვენით
ჩაიქროლეს ნამგალებმა: ‒ აქ არის, აქ არის, აქ არის!
ყარაბას ბარაბასს კაჭკაჭმა გადაუქროლა თავზე ტარტარით:
‒ ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!
ფერდობის თავზე გამოჩნდა მოღუშული მოხუცი მამილო კარ-
ლო. მკლავები დაეკარწახებინა და ხელში ნუჟრებიანი კომბალი
ეჭირა.
კარლომ ყარაბას ბარაბასს მხარი გაჰკრა, დურემარს- ნიდაყვი,
მელა ალისას ზურგზე კომბალი გადასცხო, კატა ბაზილიოს წიხლი
ამოჰკრა და იქით გადაისროლა...
შემდეგ წაიხარა და ფერდობიდან ძირს გადაიხედა, სადაც ხის კა-
ცუნები იდგნენ.
‒ შვილო, ბურატინო, შე ეშმაკო, შენა, ცოცხალი და უვნებელი
ხარ, მაშ, ჩქარა მოდი. ჩემთან!–გადასძახა გახარებულმა.

101
კარლოს უეცარმა გამოჩენამ, მისმა მოღუშულმა წარბებმა და
კომბალმა შიშის ზარი დასცა არამზადებს.
მელა ალისა ხშირ ბალახებში შეძვრა და, რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, მოჰკურცხლა, მხოლოდ ხანდახან გაჩერდებოდა ხოლმე,
რომ ნაკომბლარი ზურგი მოეშუშებინა რითიმე.
ათ ნაბიჯზე გადასროლილი კატა ბაზილიო ბრაზისაგან ველოსი-
პედის გახვრეტილ სალტესავით ქშუტუნებდა
დურემარს მწეანე პალტოს კალთები აეჟკეცა, ფერდობიდან ქვე-
ვით მიცოცავდა და თან ბურტყუნებდა:‒ მე რა შუაში ვარ, მე რა შუ-
აში ვარ...
მაგრამ ციცაბოზე ფეხი დაუსხლტა, რიხინ-რიხინით დაგორდა და
ტყაპანი მოადინა ტბორში·
ყარაბას ბარაბასი ადგილზევე გაშეშდა, საქოჩრემდე ჩამალა
თავი მხრებში, ისე რომ, წვერი ძენძივით დაიკიდა.
ბურატინო, პიერო და მალვინა ზევით ავიდნენ. მამილო კარლომ
სათითაოდ აიყვანა თოჯინები და უბეში ჩაისვა, თან თითს უქნევდა,
აი, თქვე ცელქებოო.
შემდეგ რამდენიმე ნაბიჯით დაეშვა ძირს, ფერდობზე, და საცო-
დავ ძაღლთან ჩაჯდა. ერთგულმა არტემონმა თავი ასწია და კარ-
ლოს ცხვირი გაულოკა. ბურატინომ მაშინვე გამოჰყო თავი უბიდან:
– მამილო კარლო, ჩვენ უძაღლოდ შინ არ წამოვალთ.
‒ ეეჰ, მძიმე კი იქნება, მაგრამ როგორმე მივიყვან ამ თქვენს
ძაღლსაც სახლამდე... – უთხრა კარლომ, აიკიდა არტემონი და მძი-
მე ტვირთით ქშენა-ქშენით ავიდა ზევით, სადაც ძველებურად მხრებ-
ში თავჩარგული და თვალებგა დმოკარკლული იდგა ყარაბას ბარა-
ბასი.
‒ თოჯინები ჩემია, –წაიბურტყუნა მან.
მამილო კარლომ მრისხანედ უპასუხა: – ეჰ შე საცოდავო! ვის
გადაკიდებიხარ ამ სიბერის დროს,‒ქვეყანაზე ცნობილ გაიძვერებს
102
დურემარს, კატასა და მელას. ამ პატარებს კი აწვალებ! არა გრცხვე-
ნია, დოქტორო! და კარლო. ქალაქისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
მხრებში თავჩარგული ყარაბას ბარაბასიც კვალდაკვალ გაჰყვა.
‒ თოჯინები ჩემია, მომეცი!
– არაფრით არ მისცე! ‒ დაიწრიპინ ბურატინომ და თავი გამოყო
უბიდან.
ასე მიდიოდნენ დიდხანს. გასცდნენ „სამი კლდისთევზას“ დუ-
ქანს, კარებში თავმოტვლეპილი მედუქნე იდგა, მიესალმა მამილო.
კარლოს და ორივე ხელით ანიშნა მოშუშხუნე ტაფებზე. კარების მახ-
ლობლად აქეთ-იქით ბოლომოგლეჯილი მამალი სეირნობდა და
აღელვებული უამბობდა ქათმებს ბურატინოს ხულიგნურ საქციელ-
ზე. ქათმები თანაგრძნობით ემოწმებოდნენ:
‒აჰ, აჰ, მამალო! ჩვენო გმირო, ფრთამალო!
კარლო ავიდა ბორცევზე, აქედან მოჩანდა ქართა ქროლვის გა-
მო აქა-იქ ოდნავ ზოლებად ანაოჭებული ზღვა, ზღვისპირა ქვიშის-
ფერი ძველი ქალაქი და თოჯინების თეატრის ტილოს სახურავი.
კარლოს უკან სამ ნაბიჯზე მდგომმა ყარაბას ბარაბასმა წაიბურ-
ტყუნა: ‒ მაგ თოჯინებში ას ოქროს მოგცემ, მომყიდე.
ბურატინომ, მალვინამ და პიერომ სუნთქვა შეწყვიტეს.–ელოდ-
ნენ, თუ რას ეტყოდა მამილო კარლო.
– არა! შენ რომ თეატრის კეთილი და კარგი დირექტორი ყოფი-
ლიყავი, მაშინ მოგცემდი პატარა კაცუნებს, მაგრამ შენ ნიანგზე უა-
რესი ხარ. არც მოგცემ და არც მოგყიდი. აქედან დამეკარგე! – უპა-
სუხა მამილო კარლომ. ·
კარლო ბორცვიდან დაეშვა და ისე შევიდა ქალაქში, რომ ყურად-
ღება აღარ მიუქცევია ყარაბას ბარაბასისათვის·
დაცარიელებულ მოედანზე უძრავად იდგა პოლიციელი, სიცხისა
და მოწყენილობისაგან ულვაშები , ჩამოშვებოდა, ქუთუთოები ერ-
თმანეთზე მისწებებოდა, სამკუთხა ქუდზე ბუზები ეხვეოდა.
ყარაბას ბარაბასმა უცებ წვერი ჯიბეში ჩაიჩარა,სტაცა ხელი კარ-
ლოს ქეჩოში და მთელი მოედნის გასაგონად დაიღრიალა:‒ დაიჭი-
რეთ ქურდი, ამან თოჯინები მომპარა.

103
მაგრამ პოლიციელი, რომელსაც სცხელოდა და მოწყენილი
იყო, არც კი განძრეულა. ყარაბას ბარაბასი მივარდა პოლიციელს
და სთხოვა, კარლო დაეპატიმრებინა.
– ვინა ხარ?‒ ზანტად შეეკითხა პოლიციელი.
– მე სათოჯინო მეცნიერებათა დოქტორი ვარ, ცნობილი თეატ-
რის დირექტორი, უმაღლესი ორდენების კავალერი, ტარაბარის მე-
ფის უახლოესი მეგობარი, სინიორ ყარაბას ბარაბასი...
‒ აგრე ნუ მიყვირი,–უპასუხა პოლიციელმა.
სანამ ყარაბას ბარაბასი მას ედავებოდა, მამილო კარლო ქვაფე-
ნილზე ჯოხის აჩქარებული კაკუნით თავის სახლს მიუახლოვდა, შე-
აღო კიბის ქვეშ ნახევრად ბნელი სენაკის კარი, ჩამოსვა არტემონი,
დააწვინა საწოლზე, ამოიყვანა უბიდან ბურატინო, მალვინა, პიერო
და დასხა მაგიდაზე·
მალვინამ მაშინვე უთხრა:
– მამილო კარლო, უწინარეს ყოვლისა, ავადმყოფ ძაღლს მიხე-
დეთ. ბიჭებო, საჩქაროდ გასწით ხელ-პირის დასაბანად.
უცებ საშინლად შეწუხებულმა ხელი ხილს შემოჰკრა.
– ჩემი კაბები! ჩემი ახალი ფეხსაცმელები, ჩემი მშვენიერი ბაფ-
თები ხევის ძირას დარჩა ოროვანდში...
‒ არაფერია, ნუ სწუხხარ, ‒უთხრა მამილო კარლომ, ‒წავალ სა-
ღამოთი და მოვიტან შენს ბოხჩებს.
მამილო კარლომ მზრუნველობით შეხსნა არტემონს ბანდები
თათებზე· ჭრილობები თითქმის უკვე მოშუშებოდა და ძაღლი იმი-
ტომ ვერ იძვროდა, რომ შიოდა.
– ერთი თეფში შვრიის ფაფა და ტვინიანი ძვალი რომ მომცა... –
წამოიკვნესა არტემონმა.– მთელი ქალაქის ძაღლებს შევებრძოლე-
ბი.
‒ ვაი, ვაი, ვაი.. ‒ შეწუხდა მამილო კარლო. – მე კი შინ პურის
ნამცეციც არ მომეპოვება, ფულიც არა მაქვს...
მალვინა შესაბრალისად ასლუკუნდა. პიერო მუშტით ისრესდა
შუბლს და რაღაცას ფიქრობდა.
‒ გავალ ქუჩაში და ლექსებს წავიკითხავ, გამვლელები მთელ გრ-

104
ოვა სოლდოს მომცემენ. კარლომ თავი გაიქნია.
‒ მაწანწალობისათვის, შვილო, პოლიციის განყოფილებაში
ამოგაყოფინებენ თავს.
ბურატიოს გარდა ყველანი დანაღვლიანდნენ, ის კი ეშმაკურად
იღიმებოდა, ისე ტრიალებდა, თითქოს მაგიდაზე კი არა, ნემსებზე
ზისო.
– მეგობრებო, გეყოფათ წუწუნი! ‒ბურატინო იატაკზე ჩამოხტა
და ჯიბიდან რაღაც ამოათრია. ‒ მამილო კარლო, აიღე ჩაქუჩი და
ჩამოგლიჯე კედლიდან ეს დახატული ტილო.
და მან აბზეკილი ცხვირით მიუთითა ძველ ტილოს ნაკერზე, რო-
მელზხედაც დახატული იყო ბუხარი, ცეცხლზე შემდგარი ქვაბი და
ადენილი კვამლი.
კარლო განცვიფრდა.
– რად გინდა, შვილო, კედლიდან ასეთი მშვენიერი სურათის
მოგლეჯა? ზამთრობით მაგას შევცქერი ხოლმე და ასე მგონია, ნამ-
დვილი ცეცხლია-მეთქი, შიგ ქვაბში ნამდვილი ცხვრის ხორცის ნივ-
რიანი შეჭამანდი მგონია და ცოტა მთბილა.
‒ მამილო კარლო, პატიოსან სიტყვას გაძლევ, რომ კერაში ნამ-
დვილი ცეცხლი, ნამდვილი თუჯის ქვაბი და ცხელი შეჭამანდი გვექ-
ნება· ჩამოგლიჯე ტილო!
ბურატინომ ეს სიტყვები ისე დამაჯერებლად წარმოთქვა, რომ მა-
მილო კარლომ კეფა მოიფხანა, თავი გადააქნია, ერთ ხანს იხვნეშა,
იკრუსუნა, მერე აიღო. გაზი, ჩაქუჩი და შეუდგა ტილოს ჩამოგლი-
ეჯას. ტილოს უკან, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, ყველაფერს აბლაბუ-
და ჰქონდა მოდებული და მკვდარი ობობები ეკიდა.
კარლომ, გულმოდგინედ ჩამოგავა აბლაბუდა და კედელში გა-
შავებული მუხის პატარა კარი გამოჩნდა, ამ კარის ოთხივე კუთხეში
ამოჭრილი იყო პატარა მომცინარე სახეები და შუაშიკი გრძელცხვი-
რა მოცეკვავე კაცუნა.
კარს მტვერი რომ მოაცილეს, მალვინამ, პიერომ, მამილო კარ-
ლომ და მშიერმა არტემონმაც კი ერთხმად წამოიძახვს:
‒ ეს ხომ ბურატინოს პორტრეტია!

105
‒ ასეც ვფიქრობდი, ‒ თქვა ბურატინომ, თუმცა მას ამის მსგავსი
არაფერი უფიქრია და თვითონაც განცვიფრებული იყო. ‒აი, ამ კა-
რის გასაღებიც, მამილო კარლო, გააღე...
– ეს კარი და ეს ოქროს გასაღები,–თქვა კარლომ, – დიდი ხნის
წინათ გაუკეთებია ვიღაც საუკეთესო ხელოსანს. მოდი ერთი ვნა-
ხოთ, რა იმალება ამ კარს იქით.
მამილო კარლომ გასაღები მოარგო კლიტის ჭუჭრუტანას და
გადაატრიალა... გაისმა წყნარი, მეტად სასიამოვნო. მუსიკა, თით-
ქოს მუსიკალურ ყუთში ორღანს უკრავენო. მამილო კარლომ ხელი
ჰკრა კარს. კარი ჭრიალით გაიღო.
ამ დროს ფან ჯარასთან აჩქარებული ნაბიჯის ხმა გაისმა.
‒ ტარაბარის მეფის სახელით დაატუსაღეთ ბებერი გაიძვერა
კარლო! – დაიღრიალა ყარაბას ბარაბასმა.

106
ყარაბას ბარაბასი ამაოდ ცდილობდა ჩაეგონებინა ზანტი პოლი-
ციელისათვის, დაეპატიმრებინა კარლო, მაგრა რაკი ვერაფერს
გახდა, სირბილით გაუდგა ქუჩას.
წვერი უფრიალებდა და გამვლელთა ტანსაცმელის ღილებსა და
ქოლგებზე ედებოდა. იგი ხან ერთ მგზავრს დაეჯახებოდა, ხან მე-
ორეს და კბილებს აკრაჭუნებდა. ბიჭები გულისწამღებად უს-
ტვენდნენ და ზურგში დამპალ ვაშლებს უშენდნენ.
ყარაბას ბარაბასი ქალაქის უფროსთან შევარდა. ქალაქის უფ-
როსს დასცხომოდა და ბაღში დამჯდარიყო შადრევანთან ქვედა საც-
ვლის ამარა და ლიმონს შეექცეოდა. ღაბაბი ექვსად დაკეცოდა,
ცხვირი ვარდისფერ ლოყებში ჩამალვოდა. მის უკან, ცაცხვის ქვეშ,
ოთხი პირქუში პოლიციელი წამდაუწუმ ლიმონათის ბოთლსა ხსნი-
და.
ყარაბას ბარაბასი. მუხლებზე დაეცა ქალაქის უფროსის წინ, წვე-
რით მოიწმინდა სახეზე ცრემლები და აზლუქუნდა.
‒ მე ერთი ბეჩავი ობოლი ვარ, დამჩაგრეს, გამქურდეს, მცემეს.
‒ ვინ დაგჩაგრა, ობოლო? –ქშენით ჰკითხა ქალაქის უფროსმა.
– უბოროტესმა მტერმა, ძველმა მეარღნე კარლომ სამი საუკე-
თესო თოჯინა მომპარა და ახლა უნდა, დაწვას ჩემი ცნობილი თეატ-
რი. მთელ ქალაქს გადასწვავს და გაძარცვავს, თუ ახლავე არ და-
იჭირეთ·
თავისი სიტყვების განსამტკიცებლად ყარაბას ბარაბასმა ერთი
მუჭა ოქროს ფული ამოიღო და ქალაქის უფროსს ფეხსაცმელში ჩა-
უყარა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყარაბას ბარაბასმა იმდენი ტყუილი მოჩ-
მახა, რომ შეშინებულმა ქალაქის უფროსმა ცაცხვის ქვეშ მდგომ
ოთხ პოლიციელს უბრძანა:‒ გაჰყევით პატივცემულ ობოლს და კა-
ნონის სახელით გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა.
107
ყარაბას ბარაბასმა ოთხი პოლიციელის თანხლებით კარლოს
სენაკთან მიირბინა და დაიძახა: ‒ტარაბარის მეფის სახელით და-
ატუსაღეთ ქურდი და არამზადა,
მაგრამ კარები დაკეტილი აღმოჩნდა. სენაკიდან არავინ გამოხ-
მაურებია.
‒ ტარაბარის მეფის სახელით შეამტვრიეთ კარები! ‒ უბრძანა
ყარაბას ბარაბასმა.
პოლიციელები მიაწვნენ, დამპალი კარები ანჯამებს მოსწყდა და
ოთხმა ყოჩაღმა პოლიციელმა ხმლების ჩხარუნით ბრაგვანი
მოადინა კიბისქვეშა სენაკის იატაკზე.
ეს სწორედ იმ დროს მოხდა, როცა საიდუმლო კარში მოხრილი
შედიოდა მამილო კარლო. მიიმალა თუ არა, მოისმა ჯახ! ‒და კარიც
მიიხურა.
წყნარი მუსიკა შეწყდა. კიბისქვეშა სენაკში ჭუჭყიანი სახვევები
და დაგლეჯილი ტილო ეყარა მხოლოდ, რომელზედაც კერა იყო და-
ხატული.
ყარაბას ბარაბასი საიდუმლო კარს მივარდა და მუხლები და
წიხლი დაუშინა: ‒ ბრახ! ბრუხ! ბრახ! ბრუხ!

108
შაგრამ კარი მაგარი იყო. ყარაბას ბარაბასი გაექანა და უკანა-
ლით დაეჯახა კარს.
კარი არ გაიღო.
‒შემტვრიეთ ეს წყეული კარი ტარაბარის მეფის სახელით! ‒ და-
უბრახუნა ფეხები პოლიციელს.
პოლიციელები ერთმანეთს უსინჯავდნენ ცხვირზე ნაცემ ად-
გილებსა და თავზე კოპებს·
‒არა, აქ მეტად მძიმე სამუშაოა, ‒ უპასუხეს მათ და წავიდნენ ქა-
ლაქის უფროსთან, რომ მოეხსენებინათ ყველაფერი. კანონიერად
გავაკეთეთ, მაგრამ მოხუც მეარღნეს, ეტყობა, ეშმაკი ეხმარება, კე-
დელში გაძვრა და გაქრაო.
ყარაბას ბარაბასი წვერებს იგლეჯდა, დავარდა იატაკზე კიბის
ქვეშა ცარიელ სენაკში, ღმუოდა, გორაობდა და ღრიალებდა.

109
სანამ ყარაბას ბარაბასი. ცოფმორეული ტრიალებდა და წვერს
იგლეჯდა, ბურატინო, მალვინა, პიერო, არტემონი და მამილო კარ-
ციცაბო ქვი კიბით მიწისქვეშეთში ეშვებოდნენ.
მამილო კარლოს ხელში სანთლის ნამწვი ეჭირა, რომლის მო-
ციმციმე შუქი ხან არტემონის გაჩეჩილ თავს, ხან პიეროს გაშლილი
მკლავის დიდრონი ლანდები კედელზე იხატებოდა, მაგრამ სანთე-
ლი ვერ აშუქებდა იმ სიბნელეს, სადაც კიბე ეშვებოდა.
მალვინა, შიშისაგან ღრიალი რომ არ მოერთო, ყურებს იჩქმეტ-
და. პიერო, ჩვეულებისამებრ, უაზროდ ბურტყუნებდა ლექსებს

ათასგვარი ი ჩრდილები ირგვლივ ფერხულს უვლიან,


ეგ ჩრდილები პიეროს, არ აშინებს სრულიად.
დამრეცილი კიბე გრძელია და ძნელი,
დაე, ღამე ბნელი, იყოს საშინელი.
დაე, ღამემ კიბე ჩააბნელოს შავად,
მიწისქვეშა გზებით ბოლოს სადმე გავალთ...

ბურატინომ წინ გაუსწრო ამხანაგებს,–მისი თეთრი ჩაჩი ძლივ-


სღა მოჩანდა ქვევიდან.
უეცრად რაღაცამ დაისისინა, დაეცა, დაგორდა და ბურატინოს
საცოდავი ხმა მოისმა:‒ მომეშველეთ!
არტემონს მყისვე დაავიწყდა თავისი ჭრილობები და შიმშილი.
მალვინა და პიერო წააქცია და შავი გრიგალივით დაეშვა საფეხუ-
რებზე ქვემოთ. მოისმა კბილების ღრჭიალი, რაღაც არსებამ საზიზ-
ღრად დაიჭყივლა.
ყველაფერი მიყუჩდა. მხოლოდ მალვინას გული სცემდა ხმამაღ-
ლა, მაღვიძარა საათივით.
სინათლის ფართო სხივი შემოიჭრა ქვემოდან კიბეზე, სანთლის
შუქი, რომელიც მამილო კარლოს ეჭირა ხელში, გაყვითლდა

110
–შეხედეთ, ჩქარა შეხედეთ ‒ დაუძახა მათ ბურატინომ.მალვინა
ფორთხვა–ფორთხვით სწრაფად ჩადიოდა საფეხურიდან საფეხურ-
ზე. იმას ხტუნვა–ხტუნვით მიჰყვა პიერო. სულ ბოლოს მიაბიჯებდა
კარლო, წელში იხრებოდა და წამდაუწუმ ჰკარგავდა ხის ფეხსაცმე-
ლებს.
ქვევით, იქ, სადაც დაქანებული კიბე თავდებოდა, ქვის მოედანზე
არტემონი იჯდა და ილოკებოდა. მის ფერხთით წამხრჩვალი ვირ-
თაგვა შუშარა ეგდო.
ბურატინომ ორივე ხელით ასწია დამპალი ქეჩა, რომელიც ქვის
კედელზე ხვრელს ეფარა. იქიდან ცისფერი სინათლე შემოვიდა.
პირველი, რაც მათ დაინახეს, როდესაც ქვის კედლის ხვრელში
გაძვრნენ, ეს იყო. მზის გაშლილი სხივები, რომელიც კამაროვანი
ჭერის მრგვალი ფანჯრიდან ეცემოდა.
სხივები, რომელშიაც უჩინარი მტვერი ირეოდა, უხვად აფრქვევ-
და შუქს მოყვითალო ფერის მარმარილოს მრგვალ ოთახს. ამ ოთა-
ხის შუაგულში იდგა საუცხოო სილამაზის თოჯინების თეატრი. თე-
ატრის ფარდაზე ელვისებური ოქროს ზიგზაგი ბრწყინავდა.
ფარდის ორთავ მხარეს აღმართული იყო. სწორკუთხოვანი
კოშკები, ისეთნაირად შეღებილი, თითქოს პატარა აგურებისაგან
ყოფილიყოს აშენებული· მწვანე თუნუქის მაღალი სახურავები თვა-
ლისმომჭრელად ბრწყინავდა.
მარცხენა კოშკზე ბრინჯაოს ისრებიანი საათი ეკიდა. ციფერ-
ბლატზე, ყოველი ციფრის პირდაპირ, გოგო–ბიჭის მომღიმარი სახე
ეხატა.
მარჯვენა კოშკს მრავალფეროვანი მინის მრგვალი სარკმელი
ჰქონდა. ამ სარკმლის ზემოთ, მწვანე თუნუქის სახურავზე, მოლაპა-
რაკე ჭრიჭინა იჯდა. როცა საუცხოო თეატრის წინ ყველანი პირდა-
ღებულები შეჩერდნენ, ჭრიჭინამ ნელა და გარკვევით ჩაილაპარა-
კა: – ხომ გაგაფრთხილე, ბურატინო, საშინელი საფრთხე და უცნაუ-
რი თავგადასავალი მოგელის-მეთქი. კიდევ კარგი, რომ ყველაფე-
რი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ შეიძლებოდა ცუდადაც დამ-
თავრებულიყო... ესეც ასე...ჭრიჭინას სიბერისაგან ხმა უკანკალებ-

111
და და ნაწყენობაც ემჩნეოდა, იმიტომ, რომ ერთხელ ბურატინომ
თავში ჩაქუჩი მოახვედრა და მიუხედავად იმისა, რომ ასი წლისა იყო
და გულკეთილი,ბიჭისგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მაინც
არ დავიწყებია. ამიტომ მეტი აღარაფერი უთქვამს – ულვაშები აა-
თამაშა, თითქოს მტვერს იფერთხავსო და დინჯად შეძვრა
ჭუჭრუტანაში, რომ აურზაურს გარიდებოდა.

მაშინ მამილო. კარლომ წაილაპარაკა:‒ მე მგონია, აქ ოქროსა


და ვერცხლის გროვას მაინც ვიპოვიდით და ძველი სათამაშო კი
შეგვრჩა ხელში.
კარლო კოშკში ჩადგმულ საათს მიუახლოვდა. ფრჩხილით და-
აკაკუნა ციფერბლატზე და რადგან საათის გვერდით სპილენძის
ლურსმანზე პატარა გასაღები ეკიდა, ჩამოიღო და საათი მომართა...
გაისმა ხმამაღალი ტაკატუკი. ისრები დაიძრა. დიდი ისარი თორ-
მეტს მიუახლოვდა, პატარა ‒ ექვსს. კოშკის შიგნით რაღაცამ დაიგ-

112
უგუნა და დაისისინა. საათმა წკრიალით დარეკა ექვსი.
მარჯვენა კოშკზე მყისვე გაიღო მრავალფეროვანი მინის სარკმე-
ლი, იქიდან ფრთების ფართხუნით გამოხტა მოსამართი ჭრელი
ფრინველი და ექვსჯერ დაიმღერა.
‒ ჩვენთან, ჩვენთან, ჩვენთან, ჩვენთან, ჩვენთან, ჩვენთან...
ფრინველი დაიმალა, სარკმელი მიიხურა, ორღანის ხმა გაისმა
და ფარდა აიხადა.
არც ერთ იმათგანს, თვით მამილო კარლოსაც კი არ ენახა ასეთი
ლამაზი დეკორაცია.
სცენაზე ბაღლი გამოჩნდა. ოქროსა და ვერცხლის ფოთლებიან
პატარა ხეებზე გალობდნენ ფრჩხილისოდენა მოსამართი შოშიები
ერთ ხეზე ბრინჯის მარცვლისტოლა ვაშლები ეკიდა.ხეებს ქვეშ ფარ-
შავანგები დადიოდნენ და ფეხის წვერებზე შემდგარნი, ვაშლებს
კენკავდნენ. კორდზე ორი თიკანი დახტოდა და ერთმანეთს რქენდა.
ხოლო. ჰაერში ძლივს შესამჩნევი პეპლები დაფრინავდნენ.
ასე განვლო. ერთმა წუთმა. შოშიები დაჩუმდნენ, ფარშავანგებმა
და თიკნებმა უკან დაიხიეს გვერდის კულისებში, ხეები იატაკქვეშ ჩა-
საშვებ საიდუმლო კარებში ჩაეშვნენ.
უკანა დეკორაციაზე ლეჩაქივით ღრუბლები გაიშალა, სილიან
უდაბნოში წითელი მზე გამოჩნდა, მარჯვნივ და მარცხნივ, გვერდის
კულისებიდან გველის მსგავსი ლიანის ტოტები გადაიშალა. ერთ
ტოტზე მახრჩობელა გველი ეკიდა, მეორე ტოტზე კუდებით დაკიდე-
ბული მაიმუნები ქანაობდნენ.
ეს იყო აფრიკა.
წითელი მზის ქვეშ, უდაბნოს სილაზე მხიცები მიდიოდნენ. აი სამი
ნახტომი გააკეთა ფაფარაშლილმა ლომმა, რომელიც კატაზე დიდი
არც იქნებოდა, მაგრამ საშინელი კი ჩანდა, ქოლგა დაეჭირა და
კოჭლობ-კოჭლობით მიბაჯბაჯებდა ხავერდის დათვი. მიცოცავდა
საზიზღარი შესახედაობის ნიანგი. მისი წვრილი, საძაგელი თვალე-
ბი გულკეთილობას იჩემებდნენ, მაგრამ არტემონმა მაინც არ და-
უჯერა და შეუღრინა, მერე მარტორქამ ჩაიქროლა. ხიფათის ასაცი-
ლებლად წვეტიან რქაზე რეზინის ბურთი ჰქონდა ჩამოცმული.

113
რც ძალი და ღონე ჰქონდა, მირბოდა გრძელკისერა ზოლიანი ჟი-
რაფი, რომელიც რქებიან აქლემსა ჰგავდა. იმას მოყვებოდა ბავშვე-
ბის მეგობარი, ჭკვიანი, გულკეთილი სპილო, ხორთუმით სოიას კან-
ფეტი ეჭირა და იქნევდა.
სულ ბოლოს გვერდ-გვერდ მიცუნცულებდა საშინლად ბინძური,
ველური ძაღლი–ტურა. არტემონი ყეფით გამოუდგა, მამილო კარ-
ლომ ძლივს მოახერხა მისი სცენიდან გამოთრევა.
მხეცებმა ჩაიარეს. უცებ მზე ჩაქრა. სიბნელეში რაღაც ნივთები
ჩამოეშვა ზემოდან, მერე რაღაც ნივთები გამოიწია გვერდებიდან,
გაისმა ხმა, თითქოს სიმებზე ქამანი ჩამოჰკრესო.
აინთო ქუჩის მქრქალი ფარნები. სცენაზე ქალაქის მოედანი გა-
დაიშალა. სახლის კარები გაიღო, გამოცვივდნენ პატარა კაცუნები
და სათამაშო ტრამვაიში შეძვრნენ· კონდუქტორმა დარეკა. ვატმან-
მა სახელური დაატრიალა, პატარა ბიჭი მკვირცხლად ჩამოეკიდა კი-
ბის საფეხურს, მილიციელმა დაუსტვინა. ტრამვაი მოსახვევში გას-
რიალდა მაღალ სახლებს შორის.
სამურაბე ლამბაქისოდენა თვლებიანი ველოსიპედით გაირბინა
ბიჭმა, მერე მეგაზეთემ, რომელსაც მიჰქონდა ოთხად მოკეცილი,
მოსახევი კალენდრის ფურცლისოდენა გაზები.
ნაყინის გამყიდველმა მოედანზე ნაყინით დატვირთული ურიკა
გაატარა,სახლების აივნებზე გოგონები გამოცვივდნენ და დაუძახეს
ნაყინის გამყიდველს, მაგრამ მან ხელი გაიქნია, უარის ნიშნად და
უთხრა:‒ სულ შეჭამეს, მერე მოდით...
ამ დროს ფარდა დაეშვა და კვლავ გაბრწყინდა ელვასავით
დაკლაკწოლი ოქროსფერი ზიგზაგი.
მამილო კარლო, მალვინა, პუდელი და პიერო დიდხანს ვერ
გამორკვეულიყვნენ აღტაცებისაგან. ჯიბეებში ხელჩაწყობილმა და
ცხვირაბზეკილმა ბურატინომ ტრაბახით წამოიძახა:‒ ხედავთ, ტყუ-
ილუბრალოდ არ ამოვგანგლულვარ დეიდა ტორტილასთან ჭაობ-
ში!.. იცით, ამ თეატრში ჩვენ რა კომედიას დავდგამთ?—„ოქროს გა-
საღებს, ანუ ბურატინოსა და მისი მეგობრების უჩვეულო თავგადა-
სავალს.“ ყარაბას ბარაბასი ჯავრით გულზე გასკდება.

114
პიერომ მუშტით მოისრისა დანაოჭებული შუბლი: – ამ კომედიას
მე მშვენიერ ლექსად დავწერ.
‒ მე ნაყინსა და ბილეთებს გავყიდი, – თქვა მალვინამ.– და თუ
თქვენ ნიჭს შემამჩნევთ, ვცდი კარგი გოგონების როლის თამაშს.
‒ დაიცათ, მეგობრებო, როდისღა უნდა ისწავლოთ? ‒შეეკითხა
მათ მამილო კარლო.
‒ ვისწავლით დილით, საღამოს კი თეატრში ვითამაშებთ. – უპა-
სუხა ყველამ ერთხმად.
‒ მაშ კარგი, ბავშვებო,–უთხრა მამილო კარლომ მე კი პატივცე-
მული საზოგადოების გასამხიარულებლად არღანზე დავუკრავ და
თუ იტალიაში დავიწყებთ მოგზაურობას და ქალაქიდან ქალაქში
ვივლით, ცხენის მოვლა-ტარება და ცხვრის ხორცის ნივრიანი შეჭა-
მანდის კეთება ჩემზე იყოს
არტემონი ყურდაცქვეტილი უსმენდა თავს იქნევღა და გაბრწყი-
ნებული თვალებით შესცქეროდა მეგობრებს, თითქოს ეკითხებოდა,
რა გავაკეთოო.
‒ არტემონი ბუტაფორიებისა და სათეატრო კოსტიუმების გამგე
იქნება, მას საკუჭნაოს გასაღებს ჩავაბარებთ. წარმოდგენის დროს
შეუძლია მიბაძოს კულისებში ლომის ღრიალს, მარტორქის თქა-
რათქურს, ნიანგის კბილების კრაჭუნს, კუდის სწრაფი ტრიალით ‒
ქარის ზუზუნს და სხვა აუცილებელ ხმებს, ‒თქვა ბურატინომ.
‒ შენ რაღას იზამ, ბურატინო? ‒რა უნდა აკეთო თეატრში, ეკით-
ხებოდნენ ყველანი.
‒ რა უცნაურები ხართ, მე ჩემსავე თავს ვითამაშებ ამ კომედიაში
და მთელს ქეეყანაზე გავითქვამ სახელს.

115
ყარაბას ბარაბასი ბუხრის წინ იჯდა, საძაგელ ხასიათზე იყო.
ნედლი შეშა ძლივძლივობით იფერფლებოდა და ბჟუტავდა. ქუჩაში
წვიმდა. თოჯინების თეატრის ალაგ-ალაგ დახვრეტილ სახურავში
წვიმა ჩადიოდა. თოჯინებს ხელ-ფეხი დაუნესტიანდათ, რეპეტიციაზე
აღარავის უნდოდა ემუშავა. შვიდკუდიანი მათრახით მუქარამაც კი
არაფერი უშველა. თოჯინებს უკვე მესამე დღე იყო,არაფერი ეჭამათ
და საკუჭნაოში ლურსმნებზე დაკიდებულნი გაბოროტებით ეჩურჩუ-
ლებოდნენ ერთმანეთს.
თეატრის ერთი ბილეთიც კი არ გაყიდულა დილას აქეთია. ან კი
ვინ წავიდოდა ყარაბას ბარაბასის მოსაწყენი პიესებისა და მშიერი,
ჩამოხეულ-ჩამოფლეთილი აქტიორების საყურებლად.
ქალაქის კოშკზე საათმა ექვსი დაჰკრი. ყარაბას ბარაბასი მოღუ-
შული წაჩანჩალდა თეატრში. დარბაზი ცარიელი იყო.
‒ შმაკმა წაიღოს ყველა პატივცემული მაყურებელი, ‒ჩაიბურ-
ტყუნა მან და ქუჩაში გავიდა. გაიხედა და თვალები აახამხამა, პირი
იმოდენაზე დააღო, რომ შიგ ყვავი თავისუფლად შეფრინდებოდა.
მისი თეატრის პირდაპირ, ახალი დიდი ტილოს კარვის წინ, ხალ-
ხი იდგა და აინუნშიაც არ აგდებდა ზღვიდან მობერილ ცივ აერს.
კარვის შესავლის ზემოთ, ფიცარნაგზე, ჩაჩიანი გრძელცხვირა
კაცუნა იდგა, ხრინწიან ბუკს უკრავდა და რაღაცას გაჰკიოდა. ხალ-
ხი იცინოდა, ტაშს უკრავდა და ბევრი შიგ კარავში შედიოდა.
ყარაბას ბარაბასთან მივიდა დურემარი, რომელსაც საშინელი
შლამის სუნი ასდიოდა.
‒ ეჰ, ეჰ,–უთხრა და სახე დაეღმიჭა.‒სულ წახდა სამკურნალო
წურბელებით ვაჭრობის საქმე. ახლა მინდა ერთი იმათთან წავიდე
და ახალ კარავზე მიუთითა. ‒მინდა ბედი ვცადო, იქნებ სანთლის ამ-
ნთების ან დამლაგებლის ადგილზე დამაყენონ.
– ვისია ეს წყეული თეატრი? საიდან გაჩნდა, ‒ დაიღრიალა ყა-

116
რაბას ბარაბასმა.
‒ეს არის თოჯინების თეატრი „ელვა“, თვითონ თოჯინებმა გახ-
სნეს. თოჯინები წერენ პიესებს ლექსად და თვითონვე თამაშობენ.
ყარაბას ბარაბასმა კბილები გააკრაჭუნა, წვერი მოიქაჩა და ახ-
ალი კარვისაკენ გასწია.
თეატრის შესასვლელის თავზე იდგა ბურატინო და გაიძახოდა:
‒ პირველი წარმოდეინა, საინტერესო, მიმზიდველი კომედია
ხის კაცუნების ცხოვრებიდან· ნამდვილი ამბავი, თუ როგორ დავა-
მარცხეთ ჩვენი მტრები გონებამახვილობის, გამბედაობისა და სიმ-
ტკიცის მეოხებით.
თოჯინების თეატრის შესასვლელთან მინის ჯიხურში იჯდა მალ-
ვინა, რომელსაც ცისფერ თმაზე მშვენიერი ბაფთი ეკეთა. იგი ვერც
კი ასწრებდა ბილეთების დარიგებას მსურველთათვის, რომელთაც
უნდოდათ ენახათ მხიარული კომედია თოჯინების ცხოვრებიდან.
ხავერდის ახალ ქურთუკში გამოწყობილი მამილო კარლო არ-
ღანს ატრიალებდა და მხიარულად უკრავდა თვალის პატივცემულ
საზოგადოებას.
არტემონი კუდით მიათრევდა კარავიდან მელა ალისას,რომ-
ელიც უბილეთოდ შემოპარულიყო. კატა ბაზილიოც უბილეთოდ შე-
მომძვრალიკო, მაგრამ გაქცევა მოესწრო, ამ წვიმაში ხეზე შესკუპუ-
ლიყო და იქიდან გაბრაზებული იცქირებოდა.
ბურატინომ ლოყები გაბერა, ხრინწიან ბუკს ჩაჰბერა და დასძახა:
‒ წარმოდგენა იწყება!
ბურასტინომ კიბეებზე აირბინა, რომ ეთამაშა კომედიის პირველ
სცენაში, სადაც წარმოდგენილი იყო, თუ როგორ თლიდა საბრალო
მამილო კარლო შეშის ნაპობიდან ხის კაცუნას და არცა ფიქრობდა,
ეს რა ბედნიერებას მოუტანდა.
თეატრში ყველაზე ბოლოს მოცოცდა კუ ტორტილა, პირში პერ-
გამენტის ქაღალდის საპატიო ბილეთი ეჭირა, ოქროთი კუთხეებმო-
ხატული.
წარმოდგენა დაიწყო. ყარაბას ბარაბასი მოღუული დაბრუნდა
თავის ცარიელ თეატრში· აიღო შვიდკუდიანი მათრახი და საკუჭნა-

117
ოს კარები შეაღო.
‒მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, თქვე ფლიდებო, გადაგაჩვევთ სი-
ზარმაცეს, ქეციანებო! ‒ გააფთრებული ღრიალებდა ყარაბას
ბარაბასი.–მე თქვენ გასწავლით, როგორ უნდა მოიზიდოთ ხალხი
თეატრში.
ყარაბას ბარაბასმა მათრახი გაატკაცუნა, მაგრამ არავინ გამო-
პასუხებია. საკუჭნაო დაცარიელებული იყო. ლურსმნებზე მხოლოდ
თოკის ნაწყვეტებიღა ეკიდა.
ყველა თოჯინა–არლეკინიც, შავნიღბიანი გოგონებიც, ჯადოქ-
რებიც, ვარსკვლავებით მოჭედილი წოპწოპა ქუდები რომ ეხურათ,
კუზიანებიც, კიტრის მსგავსი ცხვირებით, ზანგებიცა და ძაღლებიც –
ყველა, ყველა გაპარულიყო ყარაბას ბარაბასის თეატრიდან.
საშინელი ღრიალით გავარდა ყარაბას ბარაბასი ქუჩაში. ხედავს
გუბეზე გადადიან და ახალი თეატრისაკენ მიიპარებიან მისი აქტიო-
რები,თეატრიდან კი ისმოდა მხიარული მუსიკის, ხარხარისა და ტა-
შის ხმა.
ყარაბას ბარაბასი წამოეწია და მოასწრო ხელი ეტაცა ბამბაზიის
ძაღლისათვის, რომელსაც თვალების ნაცვლად ღილები ეკეთა.მაგ-
რამ საიდაღაც თავს დაესხა არტემონი, წააქცია ყარაბას ბარაბასი
და ხელიან გამოსტაცა ძაღლი და მასთან ერთად მოჰკურცხლა კარ-
ვისაკენ.იქ,კულისებში დამშეული აქტიორებისათვის მომზადებული
იყო ცხვრის ხორცის ნივრიანი შეჭამანდი.
ყარაბას ბარაბასი კი წუმპეში იჯდა და თავზე აწვიმდა.

118
119

You might also like