თურქულ ენათა შესწ. შესავალი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

თურქული ენა მიეკუთვნება თურქულ ენათა ოღუზურ ჯგუფს.

თურქულ
სალიტერატურო ენამდე არსებობდა ოსმალური ენა, ის შედგებოდა არაბული და
სპარსული ენებისაგან ნასესხები სიტყვებისაგან.
თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა 1923 წლის 29 ოქტომბერს. პირველი
წერილობითი ძეგლები მიეკუთვნება მე-13 საუკუნეს.
ოსმალეთის იმპერიაში შემავალი ხალხები იწოდებოდნენ - Osmanlı.. მე-20
საუკუნემდე სალიტერატურო ენის ფორმირების საფუძველს წარმოადგენდა
რუმელიური (აღმოსავლური) დიალექტი. ახლანდელ დროში აღინიშნება
სალიტერატურო ენაზე შუაანატოლიური ჯგუფის ანატოლიური დიალექტის
გავლენა.
ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ხალხთა ენას ეწოდებოდა - Osmanlıca.
თურქული არის თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ენა, უწინ ამ ენას
ეწოდებოდა Osmanlıca.
პირველი კონსტიტუცია მიიღეს 1924 წელს.
კონსტიტუციის მიღების შემდეგ სახელმწიფოს ეწოდა თურქეთის
რესპუბლიკა (Türkiye Cumhuriyeti).
თურქული ენა იწოდება, როგორც Türk dili, Türkçe. ფართო პოლიტიკური
რეფორმების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ე.წ. სუფთა თურქულის (Öz Türkçe)
შექმნა, პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით ფაქტიურად
შეიცვალა ენა; მრავალრიცხოვანი არაბული და სპარსული ნასესხობები თურქული
ეკვივალენტებით ჩაანაცვლეს, ხოლო მანამდე გამოყენებაში არსებული ანბანი კი -
ლათინური ანბანით.
თურქული ენები იწოდება - Türk dilleri. განსხვავება ოსმალურსა და
თანამედროვე თურქულს შორის იმდენად დიდია, რომ ოსმალური და თურქული
არამარტო ცალკე ენებად შეიძლება განიხილებოდნენ, არამედ ოსმალურს
თანამედროვე თურქულის წინამორბედი შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ
გარკვეული წინადათქმების გათვალისწინებით. თუკი ოსმალური
სიტყვათშეხამებები სპარსული და არაბული სიტყვაწარმოების წესებით
იქმნებოდა უწინ, თანამედროვე თურქულში ეს ფენომენი მხოლოდ შეზღუდული
სახითაა მოცემული. უწინდელი სპარსულ-არაბული სიტყვათმაწარმოებელი
სუფიქსები სადღეისოდ ძირითადად გათურქებულია.
თურქეთის მოსახლეობას ეწოდება - Türk. თურქულ ენათა უმეტესობა
საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს ფონოლოგიაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში.
ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას.
თურქული ენების გავრცელების გეოგრაფიული ძირითადი არეალია მცირე
აზია, საიდანაც მოვიდნენ თურქები. თურქულენოვან ხალხთა საერთო რიცხვი 150
მილიონია.
თურქეთის ევროპული ნაწილია აღმოსავლეთ თრაკია, რუმელია და კუნძულ
კვიპროსის ნაწილი. მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა პოლიტიკური და რელიგიურ-
კულტურული მოძრაობა, თურქულენოვან ეთნოსთა ენობრივ სიახლოვეს
ეფუძნებოდა და პერსპექტივაში საბოლოო მიზნად ისახავდა თურქულენოვან
ხალხთა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე
აღმოცენებული თურქეთის რესპუბლიკის ჰეგემონიით.
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს ეწოდება ანატოლია, თურქულად -
Anadolu. თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს უჭირავთ უზარმაზარი
ტერიტორიები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და დასავლეთ, შუა და
ჩრდილოეთ აზიაში, ბალკანეთიდან ჩინეთამდე, ცენტრალური სპარსეთიდან
ჩრდილოეთის ზღვამდე.
ანატოლია მოიცავს ქვეყნის 97%-ს. ევრაზიის 30 ქვეყანას ჰყავს ერთ-ერთ
თურქულ ენაზე მოლაპარაკეთა საკმაოდ დიდი რიცხვი.
ძველ ანატოლიურ-თურქული ენის ძეგლები დაწერილია არაბული
დამწერლობით. მნიშვნელოვანი თურქული ენებია: საკუთრივ თურქული ენა,
აზერბაიჯანული, უზბეკური, ყაზახური, უიღურული, თურქმენული,
ყირგიზული, ჩუვაშური, ბაშკირული, თათრული.
ოსმალეთის იმპერიაში მიღებული იყო არაბული დამწერლობა. თურქულ
სალიტერატურო ენას ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა საკუთრივ თურქული
ლიტერატურული ენის ჩამოყალიბება მე-19-მე-20 ს.ს. მოხდა, რომელიც
მეტწილად არაბული და სპარსული ნასესხები სიტყვებისაგან შედგებოდა.
არაბული დამწერლობა ლათინურით 1928 წელს შეიცვალა. ძველი
ანატოლიური თურქული ენა (მე-13-მე-15სს). ყალიბდებოდა და ვითარდებოდა მე-
11 საუკუნეში მცირე აზიაში, ანატოლიაში, სელჩუკთა შეჭრის შემდეგ შექმნილ
რთულ ეთნიკურ ვითარებაში. სელჩუკურ დაპყრობით ომებში მონაწილეობას
იღებდნენ ასევე ყივჩაღური და ყარლუხური ტომები. ძველი ანატოლიური-
სალიტერატურო ენის საფუძველს წარმოადგენდა შუააზიურ-თურქული
სალიტერატურო ენა, რომელიც აქ სელჩუკებმა მოიტანეს. ეს ენა უხვად იყო
გაჯერებული მცირე აზიის შერეული თურქული სახალხო-სალაპარაკო ლექსიკით.
თურქულ ენებს ასევე ალთაურ ენებსაც უწოდებენ, თუმცა მათი გენეტიკური
ნათესაობა დღემდე დადგენილი არაა. ადრე თურქული ენა (მე-15 ს.ის მე-2 ნახ. მე-
16 ს) ანუ ადრე ოსმალური პერიოდი ხასიათდება სამწერლო-ლიტერატურული და
სალაპარაკო ენის მკვეთრი სხვაობით. უბრალო მოსახლეობა იყენებდა
ტერიტორიულ დიალექტებს. ამ პერიოდის სამწერლო-ლიტერატურული ენა
ხასიათდება სინტაქსის მკვეთრი გართულებით (არაბული და სპარსული
იზაფეტის გამოყენების ხარჯზე), არაბული და სპარსული ლექსიკის ფართო
გამოყენებით, არაბული და სპარსული კავშირებისა და მოდალური ფორმების
მოხმარებით.
თურქული ენების სამხრეთულ შტოში თურქულთან ერთად შედის
აზერბაიჯანული, თურქმენული და უზბეკური. საშუალო თურქული ანუ
საშუალო ოსმალური პერიოდი (მე-17ს.ის პირველი ნახევარი - მე-19ს). ამ
პერიოდის დასაწყისი, ანუ ოსმალური ლიტერატურის ,,ოქროს ხანა,, ხასიათდება
სამწერლო-სალიტერატურო ენისა და სალაპარაკო ენის მკვეთრი სხვაობით. ამ
ორი ენის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად თანაარსებობა გრძელდება მე-19
საუკუნის შუა ხანებამდე.
შუა აზიის რესპუბლიკებიდან ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და
თურქმენეთი არის თურქულენოვანი. ახალი თურქული, ანუ ახალი ოსმალური
(მე-19-მე-20 სს-ის პირველი მეოთხედი) ხასიათდება მოწინავე თურქული
ბურჟუაზიის ბრძოლით ეროვნული თურქული ენის შექმნისათვის.
ჩუვაშეთისა და ბაშკირეთისთურქულენოვანი ავტონომიური რესპუბლიკები
არის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. უახლესი თთურქული ენა (მე-20 ს-
ის 30 წლებიდან) ხასიათდება სახელმწიფოს მასშტაბით ორგანიზებული
ბრძოლით, რომელიც მიზნად ისახავდა სალიტერატურო ენის გამარტივებას და
მის მიახლოვებას სალაპარაკო ენასთან. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ენიჭება
1932 წელს შექმნილ ლინგვისტურ საზოგადოებას ,,Türk Dil Kurumu’’.
ჩრდილოეთის თურქულ ენებს კონტაქტები აქვთ ურალურ ენებთან.
თურქული ენა ხასიათდება მთელი რიგი მისთვის ნიშანდობლივი გენეტიკური და
ტიპოლოგიური თვისებებით: ლექსიკის სფეროში - ძირითადი სალექსიკონო
ფონდის ერთობით; ფონეტიკაში - თურქული ხაზის ენებისათვის ჩვეული
სინჰარმონიზმის კანონებით; მორფოლოგიაში - აგლუტინაციური ტიპის
სიტყვათწარმოების და სიტყვათცვალების ფორმები; სინტაქსში -
სიტყვათშეწყობის შემადგენელი კომპონენტების და წინადადებების
ფიქსირებული წესრიგი.
აღმოსავლეთის თურქულ ენებს კონტაქტები აქვთ ტუნგუსო-მანჯურიულ,
მონღოლურსა და ჩინურთან. თანამედროვე თურქული ენა ჩამოყალიბდა
ოღუზურ-სელჩუკური ტომების მრავალსაუკუნოვანი განვითარების პროცესების
შედეგად, რომლებმაც შეაღწიეს მე-11-მე-12 სს.ში შუა აზიიდან ანატოლიის
ნახევარკუნძულზე და მე-12 საუკუნეში ჩამოაყალიბეს იქ სელჩუკთა სახელმწიფო,
მოგვიანებით მე-14 საუკუნეში ოსმალეთის სახელმწიფო, რომელიც შემდეგ გახდა
ოსმალეთის იმპერია, რომელმაც თავის აყვავების ხანას მიაღწია მე-15-მე-16 სს.ში .
ამ პერიოდში დაიწყო თურქული ეროვნებისა და თურქული ენის ჩამოყალიბება.
სამხრეთის თურქულ ენებს კონტაქტები აქვთ ირანულ და სემიტურ ენებთან.
მთელი თავისი განვითარების ისტორიის მანძილზე აგლუტინაციური თურქული
ენა განიცდიდა ძლიერ ზეგავლენას სხვა ენებისგან. უმთავრესად ეს იყო ფლექსიის
მქონე არაბული ენა და ანალიზური სპარსული ენა. არაბული ენის ძლიერი
გავლენა ოღუზურ-სელჩუკურ ტომებზე დაიწყო მე-9-მე-12 საუკუნეებში მათ მიერ
ისლამის მიღების შემდეგ. გავლენა თვალშისაცემია ლექსიკიდან და ფონეტიკიდან
დაწყებული, მორფოლოგიით და სინტაქსით დამთავრებული.
დასავლეთის თურქულ ენებს კონტაქტები აქვთ სლავურ და ზოგიერთ
ინდოევროპულ (ბერძნული, რუსული) ენებთან. მთელი თავისი განვითარების
ისტორიის მანძილზე აგლუტინაციური თურქული ენა განიცდიდა ძლიერ
ზეგავლენას სხვა ენებისგან. ერთ-ერთი იყო ანალიზური სპარსული ენა, რომელიც
მიღებული იყო ოფიციალურ ლიტერატურულ ენად სელჩუკთა სულთნების
კარზე, მაშინდელ ეპოქაში წარმოადგენდა პოეზიისა და პროზის ენას
აღმოსავლეთის ენების უმრავლესობაში.
გაგაუზები ცხოვრობენ მოლდოვას ტერიტორიაზე. კავკასიაში ცხოვრობენ
აზერბაიჯანელები, ყუმიხები, ყარაჩაევო-ბალყარელები, ნოღაელები და
ტრუხმენები (სტავროპოლის თურქმენები). ვოლგისპირეთსა და ურალში
ცხოვრობენ თათრები, ბაშკირები და ჩუვაშები. შუა აზიასა და ყაზახეთის
ტერიტორიაზე ცხოვრობენ უზბეკები, უიღურები, ყაზახები, კარაკალპაკები,
თურქმენები, ყირგიზები. ციმბირში ცხოვრობენ იაკუტები, დოლგანები, ტუვები,
ხაკასები, ალტაის თურქები.

You might also like