თურქ.ენოვანი-ხალები-და-მათი-განსახ.არეალი (2)

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თურქულენოვანი ხალხები და მათი განსახლების გეოგრაფიული

არეალი

თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს უჭირავთ უზარმაზარი


ტერიტორიები აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში და დასავლეთ, შუა
და ჩრდილოეთ აზიაში, ბალკანეთიდან ჩინეთამდე, ცენტრალური
სპარსეთიდან ჩრდილოეთის ზღვამდე.
თურქული ენების გავრცელების გეოგრაფიული ძირითადი
არეალია მცირე აზია, საიდანაც მოვიდნენ თურქები. თურქულენოვან
ხალხთა საერთო რიცხვი 280 მილიონია. ევრაზიის 30 ქვეყანას ჰყავს ერთ-
ერთ თურქულ ენაზე მოლაპარაკეთა საკმაოდ დიდი რიცხვი.
თურქული ენები 12 მილიონ კვ.კმ-ზეა გავრცელებული და ენათა ეს
ოჯახი ალთაურ ენათა მაკროოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია.
თურქულენოვანი ხალხები ცხოვრობენ:
შუა აზიაში (უზბეკები, ყაზახები, თურქმენები, ყირგიზები),
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში (უიღურები),
სამხრეთ (ალთაელები) და დასავლეთ ციმბირში (ხაკასები, შორები,
თუვინები, დოლგანები, იაკუტები);
ვოლგა-კამის აუზში (ბაშკირები, ჩუვაშები, თათრები),
ჩრდილო კავკასიაში (ბალყარები, ყარაჩაელები, ყუმუხები, ნოღაელები);
ირანში (აზერბაიჯანელები, ავშარები - ჩრდ.ირანში,
ყაჯარები, ყაშყაელები, ბეიათები,ხალაჯები);
ამიერკავკასიაში (აზერბაიჯანელები, ყარაფაფახები, წალკელი
ურუმები);
შავი ზღვისპირეთში (თურქები, ყირიმის თათრები,
ურუმები);
კასპიის ზღვისპირეთში (ყარაყალფახები, თურქმენები);
მცირე აზიაში (თურქები).
ჩინეთში (უიღურები, სალარები, ყვითელი უიღურები).
თურქული წარმომავლობის მცირერიცხოვანი ერები
მოსახლეობენ: უკრაინაში (თათრები, ყარაიმები, ურუმები);
ლიეტუვაში (თათრები, ყარაიმები),
პოლონეთში (ყარაიმები),
მოლდოვაში (გაგაუზები),
მაკედონიაში, ბულგარეთსა და
რუმინეთში (თურქები); ავღანეთში (თურქმენები).
მონღოლეთში (უიღურები) ;
თურქულ ენებზე მეტყველებენ:
ავშარები – ცხოვრობენ ჩრდ. ირანში;
აზერბაიჯანელები – აზერბაიჯანში, ირანში;
ალთაელები – ალთაის მხარეში, დედაქალაქი- ალთაისკი.
ბალყარელები – ჩრდ. კავკასია (ნალჩიკი);
ბაშკირები – ვოლგისპირეთში;
გაგაუზები – მოლდოვაში, ქრისტიანები არიან;
დოლგანები – ციმბირში;
თათრები (36 დასახელების) – ყირიმის, ფინეთის, ყაზანის და სხვ.;
თუვები – ციმბირში;
თურქები –მცირეაზიაში,
თურქმენები – შუა აზიაში,
იაკუტები – ციმბირში;
ნოღაელები – სტავროპოლის მხარეში;
სალარები – ჩინეთში;
უზბეკები ––– შუა აზიაში,
უიღურები – ჩინეთში;
ყაზახები – ყაზახეთში;
ყარაიმები – ლიეტუვაში,პოლონეთში(იუდაიზმის აღმსარებლები არიან);
ყარაყალფახები – ვოლგის დელტასთან, რუსეთი, ავღანეთი;
ყარაჩაელები – ჩრდ. კავკასია , რუსეთი;
ყაშყაელები - ირანში;
ურუმები – უკრაინაში,
ყაჯარები – ირანი;
ყირგიზები –შუა აზიაში,
ყუმუხები – დაღესტანში,
შორები – ციმბირში,
ჩუვაშები – ვოლგისპირეთში;
ხაკასები – ციმბირში;
ხალაჯები –ირანში.

You might also like