Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

ისტორია

თბილისი

2024

1
შესავალი

კრებული შედგენილია მათთვის, ვინც 2024 წელს ისტორიაში ერთიან ეროვნულ გამოცდას
აბარებს. კრებულში მოცემულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის
მოთხოვნები, ინფორმაცია 2024 წლის ისტორიის საგამოცდო ტესტში შეტანილი ცვლილების
შესახებ, ტესტურ დავალებათა აღწერილობა და ინსტრუქციები, აბიტურიენტების მიერ
დაშვებული ტიპური შეცდომები და რეკომენდაციები, ასევე 2024 წლის ერთიანი ეროვნული
საგამოცდო პროგრამა ისტორიაში.

აბიტურიენტებმა ყურადღებით უნდა წაიკითხონ თითოეული ტესტური დავალების


აღწერილობა, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან დავალებების სწორად შესრულების ტექნიკური
და შინაარსობრივი მოთხოვნები.

ვიმედოვნებთ, ეს კრებული დაგეხმარებათ საფუძვლიანად მოემზადოთ 2024 წლის მისაღები


გამოცდებისათვის.

საგამოცდო ტესტში არ განმეორდება ამ კრებულში მოცემული არც ერთი დავალება.

გისურვებთ წარმატებას!

საგამოცდო კრებული წარმოადგენს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“


საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ ნებართვის გარეშე დაუშვებელია
ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, მისი რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით
(როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) გავრცელება, აგრეთვე იკრძალება
საგამოცდო კრებულის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

2
ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მოთხოვნები

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის საგამოცდო პროგრამა


ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და მოიცავს მსოფლიო და საქართველოს
ისტორიის საკითხებს უძველესი დროიდან XX საუკუნის ჩათვლით. საქართველოს
ისტორია განხილულია არა დამოუკიდებლად, არამედ მსოფლიო ისტორიის
კონტექსტში, მსოფლიო ისტორიაში მიმდინარე პროცესების ჭრილში.
ისტორიის ტესტი ამოწმებს როგორც ფაქტობრივ ცოდნას და მისი გამოყენების
უნარს, არამედ ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა: კრიტიკული
აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების
დადგენა, ისტორიულ პროცესებს შორის მიმართების დადგენა, პრობლემის
გააზრება, ანალიზი და შეფასება.

3
ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის 2024 წლის სიახლეები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში მოცემული


იქნება შემდეგი დავალებები:
➢ 35 დახურული ტიპის დავალება
➢ ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით)
➢ ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.)
ანალიზი და შეფასება
➢ ისტორიული წყაროს ანალიზი

ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:



35 დახურული ტიპის დავალება - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა
1; სულ - 35 ქულა;

ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) - თითოეული
დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ - 6 ქულა;

ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.)
ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 5;

ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 14.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური


ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი - 2 საათი და 40 წუთი.

აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური


ქულის 25%-ზე მეტს.
4
ტესტურ დავალებათა აღწერილობა და ინსტრუქციები

დავალება I ტიპი

o დახურული დავალება

დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში დასმულია კითხვა, რომელსაც ოთხი


სავარაუდო პასუხი ახლავს. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. პასუხების ფურცელში უნდა
გადახაზოთ არჩეული პასუხის შესაბამისი უჯრა.

მოწმდება: ფაქტობრივი მასალის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი; ისტორიული მოვლენებისა


და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენის უნარი; ისტორიული
მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენის უნარი.

შეფასება: თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

დავალების II ტიპი

o ისტორიული რუკის ანალიზი

დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული


რუკა, რომელსაც თან ახლავს დახურული ტიპის შეკითხვები.

მოწმდება: ისტორიული წყაროში - რუკაზე მოცემული ინფორმაციის წაკითხვის, მისი


გამოყენებისა, ინტერპრეტაციისა და ისტორიულ კონტექსტში ჩასმის უნარი.

შეფასება: დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

5
დავალების III ტიპი
o ისტორიული მოვლენის ანალიზი და შეფასება

დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც


აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი მოცემული კითხვების მიხედვით უნდა
ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე.

მოწმდება: ისტორიული მოვლენების (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.)


დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენისა და
შეფასების, კრიტიკული გააზრებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

შეფასება: დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

დავალების IV ტიპი

o წერილობითი ისტორიული წყაროს ანალიზი

დავალების აღწერა და ინსტრუქცია: დავალებაში მოცემულია უცნობი წერილობითი


(ნარატიული, დოკუმენტური) ისტორიული წყარო, რომელსაც თან ახლავს შეკითხვები.

მოწმდება: წერილობით ისტორიული წყაროში მოცემული ინფორმაციის წაკითხვის, მისი


გამოყენებისა, ინტერპრეტაციისა და ისტორიულ კონტექსტში ჩასმის უნარი. საკუთარი აზრის
შემუშავებისა და არგუმენტირებულად დასაბუთების, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნების
უნარი; მოვლენათა შეფასების უნარი.

შეფასება: დავალების მაქსიმალური ქულაა 14.

6
აბიტურიენტების მიერ დაშვებული ტიპური შეცდომები და რეკომენდაციები

აბიტურიენტები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების


შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ.
ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული
პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ
შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ, აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების
ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. რაც შეეხება შინაარსობრივი
ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:

✓ ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც,


პრაქტიკულად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“. გაითვალისწინეთ, ზოგადი პასუხი
გასწორებისას არ შეფასდება.

✓ ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში,


პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, ამგვარი პასუხი გასწორებისას არ
შეფასდება.

✓ ხშირად აბიტურიენტები არ აკვირდებიან ტესტური დავალების შეკითხვა მხოლობით


რიცხვშია დასმული თუ მრავლობითში. შესაბამისად, სრულყოფილ პასუხს ვერ სცემენ
დასმულ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, ამგვარ შემთხვევაში აბიტურიენტი ქულას/ქულებს
კარგავს.

7
2024 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა ისტორიაში

საგამოცდო საკითხთა საკითხთა დეტალიზებული ჩამონათვალი


ჩამონათვალი (დაზუსტება)
1) ძველი აღმოსავლეთი და ძველი ეგვიპტე, შუმერი, ბაბილონი, ასურეთი,
ხეთები, ურარტუ (სახელმწიფოს წარმოქმნა, საშინაო
საქართველო
და საგარეო პოლიტიკა, რელიგია);
დიაოხი და კოლხა;
აქემენიანთა ირანი (სახელმწიფოს წარმოქმნა, საშინაო
და საგარეო პოლიტიკა, რელიგია).
2) ძველი საბერძნეთი, ძველი რომი ძველი საბერძნეთი (ათენი, სპარტა, ბერძნული
კოლონიზაცია, ბერძენ-სპარსელთა ომები;
და საქართველო
პელოპონესის ომი);
ალექსანდრე მაკედონელი, ელინიზმი და
ელინისტური სახელმწიფოები;
ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში
(კოლხეთი, ქართლი);
ძველი რომი: რომი მეფეთა ხანაში, რომის
რესპუბლიკა; რომის იმპერია I-IV საუკუნეებში
(საშინაო და საგარეო პოლიტიკა, რელიგია);
საქართველო ძვ.წ. I-ახ.წ. III საუკუნეებში.
3) მსოფლიო და საქართველო IV-X ევროპა IV-V საუკუნეებში (რომის იმპერიის ორად
გაყოფა, დასავლეთ რომის იმპერიის დასუსტება და
საუკუნეებში
დაცემა, ბარბაროსული სამეფოების ჩამოყალიბება);
ქრისტიანობა (წარმოშობა, გავრცელება, I, IV და VII
მსოფლიო საეკლესიო კრებები);
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში;
ვახტანგ გორგასალი (საშინაო და საგარეო პოლიტიკა);
ბიზანტია (საშინაო და საგარეო პოლიტიკა);
სასანიანთა ირანი (სახელმწიფოს ჩამოყალიბება;
საშინაო და საგარეო პოლიტიკა);
საქართველო VI საუკუნეში;
კარლოს დიდი, ფრანკთა იმპერია (საშინაო და საგარეო
პოლიტიკა), იმპერიის დაშლა;
არაბები და მათი დაპყრობები; ისლამის წარმოქმნა და
გავრცელება; არაბთა სახალიფო (სახელმწიფოს
ჩამოყალიბება, საშინაო და საგარეო პოლიტიკა,
კულტურა);
არაბთა ბატონობა საქართველოში;
ქართული სამეფო-სამთავროები VIII-X საუკუნეებში.
4) მსოფლიო და საქართველო XI-XV საღვთო რომის იმპერია (სახელმწიფოს ჩამოყალიბება,
საშინაო და საგარეო პოლიტიკა);
საუკუნეებში
პაპობა, ბრძოლა ინვესტიტურისათვის;
საქართველო X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნეში;
სელჩუკები (დაპყრობები, საშინაო და საგარეო
პოლიტიკა), საქართველო XI საუკუნეში;
დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარ
მეფე; საქართველოს კულტურა XI-XIII საუკუნეებში;
ჯვაროსნული ლაშქრობები (მიზეზები, I-VIII
ლაშქრობები, შედეგები);
რაინდული ორდენები;
მონღოლთა სახელმწიფო (დაპყრობები, მონღოლთა
სახელმწიფოების საშინაო და საგარეო პოლიტიკა);
საქართველო XIII-XV საუკუნეებში (ჯალალ ედ-დინის
ლაშქრობები, მონღოლთა ბატონობა საქართველოში,
გიორგი ბრწყინვალე, თემურ-ლენგის ლაშქრობები,
საქართველო XV საუკუნის I ნახევარში, საქართველოს
დაშლა სამეფო-სამთავროებად);
ოსმალთა სახელმწიფო (ჩამოყალიბება; საშინაო და
საგარეო პოლიტიკა);
ბიზანტიის დაცემა და მისი მნიშვნელობა;
წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოები
ევროპაში: („თავისუფლების დიდი ქარტია“ და
პარლამენტი ინგლისში, გენერალური შტატები
საფრანგეთში);
უნივერსიტეტების ხანა ევროპაში.
5) მსოფლიო და საქართველო XV- კოლუმბამდელი ამერიკა;
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები (მიზეზები,
XVII საუკუნეებში
ექსპედიციები, შედეგები);
ლუთერი და რეფორმაცია გერმანიაში, რეფორმაცია
ინგლისში; კალვინიზმი;
კონტრრეფორმაცია;
რელიგიური ომები ევროპაში;
ნიდერლანდების რევოლუცია;
ოცდაათწლიანი ომი;
ინგლისი XVI-XVII საუკუნეებში (ინგლისი
ტიუდორების ხანაში, ჩარლზ I-ისა და პარლამენტის
დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, კრომველის
მმართველობა, სტიუარტების რესტავრაცია,
სახელოვანი რევოლუცია);
აბსოლუტიზმი საფრანგეთში (ლუი XIII, ლუი XIV);
მოსკოვის სამთავროს ჩამოყალიბება და გაძლიერება;
პოლონეთის სამეფო, ლიტვის დიდი სამთავრო და
რეჩპოსპოლიტა;
ოსმალეთი და სეფიანთა ირანი XVI-XVII საუკუნეებში;
საქართველო XVI-XVII სს-ში.
6) მსოფლიო და საქართველო XVIII პეტრე I (საშინაო და საგარეო პოლიტიკა);
საქართველო XVIII საუკუნეში (ვახტანგ VI - საშინაო
საუკუნეში
და საგარეო პოლიტიკა, კულტურულ-
საგანმანათლებლო მოღვაწეობა; თეიმურაზ II; ერეკლე
II; სოლომონ I);
შვიდწლიანი ომი;
ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია, აშშ-ს შექმნა
(დამოუკიდებლობისათვის ომი, აშშ-ს შექმნა);
განმანათლებლობა;
საფრანგეთის რევოლუცია (გენერალური შტატების
მოწვევა, ბასტილიის აღება, საფრანგეთი ეროვნული
კრების მოღვაწეობის პერიოდში, კონვენტი, 1791 წლის
კონსტიტუცია, იაკობინელთა მმართველობა,
თერმიდორული გადატრიალება, დირექტორია).
7) ნაპოლეონის ეპოქა და ვენის 18 ბრიუმერის გადატრიალება და კონსულობა;
• საფრანგეთის პირველი იმპერია;
კონგრესი
• ვენის კონგრესი.

1. 8) საქართველო რუსეთის იმპერიის რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების


დაპყრობა;
შემადგენლობაში
აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ
XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
• საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
• ალექსანდრე II-ის რეფორმები;
რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
9) რევოლუციები, სამოქალაქო • რევოლუციები ევროპაში XIX საუკუნეში;
• ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობა;
ომები და ეროვნულ-
• გერმანიის გაერთიანება;
გამათავისუფლებელი მოძრაობები • იტალიის გაერთიანება;
საფრანგეთი 1815-1913 წლებში;
XIX ს-სა და XX ს-ის დასაწყისში • სამოქალაქო ომი აშშ-ში.
2. 10) პირველი მსოფლიო ომი და • სამხედრო ბლოკების შექმნა და ომის გამომწვევი
მიზეზები;
პარიზის სამშვიდობო კონფერენცია
• ომის მიმდინარეობა და ომის შედეგები;
• პარიზის კონფერენცია და მისი მნიშვნელობა, ერთა
ლიგა;
• რევოლუციები და სამოქალაქო ომი რუსეთში;
• საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და
მისი წინაპირობები.
3. 11) საქართველო • საქართველოს
და მსოფლიო პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკა;
პირველ და მეორე მსოფლიო ომებს
• საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს პირველი
შორის პერიოდში რესპუბლიკის ოკუპაცია;
• საბჭოთა კავშირის შექმნა; საბჭოთა კავშირი 20-30-იან
4.
წლებში და საქართველო მის შემადგენლობაში;
• იტალია და გერმანია, ესპანეთი, იაპონია 20-30-იან
წლებში.
5. 12) მეორე მსოფლიო ომი • მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები; მოლოტოვ-
რიბენტროპის პაქტი;
6.
• გერმანიისა და სსრკ-ს თავდასხმა პოლონეთზე;
• სსრკ-ს მიერ ბალტიის რესპუბლიკების ოკუპაცია;
• სსრკ-ფინეთის ომი;
• იაპონიის თავდასხმა აშშ-ზე და ომო წყნარ ოკეანეში;
• გერმანიის თავდასხმა სსრკ-ზე და სამხედრო
ოპერაციები გერმანია-სსრკ-ს ფრონტზე; სამხედრო
ოპერაციები აფრიკაში;
• ოპერაცია „ოვერლორდი“;
• თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციები;
• გერმანიისა და იაპონიის კაპიტულაცია;
• ნიურნბერგის პროცესი.
7. 13) საქართველო და მსოფლიო • „ცივი ომი“ და მისი მიზეზები;
• კორეისა და ვიეტნამის ომები, „კარიბის კრიზისი“,
„ცივი ომის“ ეპოქაში
ავღანეთის ომი;
8. • NATO-სა და „ვარშავის ხელშეკრულების“ ბლოკის
შექმნა; აშშ XX საუკუნის 50-80-იან წლებში;
საბჭოთა კავშირი და საქართველო XX საუკუნის 50-
80-იან წლებში;
ინდოეთისა და აფრიკის დეკოლონიზაცია;
ანტისაბჭოთა გამოსვლები 1956 წელს უნგრეთსა და
1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში;
• 1956 წლის 9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილის და 1989
წლის 9 აპრილის მოვლენები საქართველოში;
• ჰელსინკის შეთანხმება.
14) აღმოსავლეთ ევროპის აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკისა და
სსრკ-ის დაშლა;
სოციალისტური ბანაკისა და სსრკ-
• 1990 წლის არჩევნები საქართველოში;
ის დაშლა; საქართველო XX დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს;
• საქართველო XX-XXI სს-ის მიჯნაზე.
საუკუნის მიწურულს

You might also like