Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 53

სარჩევი

სარჩევი 2
იურგენ ტამენი 3
ახალგაზრდა მასწავლებელი 8
ომ​გა​მოვ​ლი​ლი ​მას​წავ​ლებ​ლის​ გუ​ლის​ნა​დე​ბი 8
მტერი 11
მდუმარება ვერდენის გარშემო 16
კარლ ბროეგერი ფლერიში 21
იოზეფის ცოლი 26
ანეტეს სიყვარულის ამბავი 32
იოჰან ბარტოკის უცნაური ბედი 38
გზაში 48

2
იურგენ ტამენი

სა​არ​ტი​ლე​რიო ცეც​ხლი ისევ გაძ​ლი​ერ​და. ბომ​ბსა​ფა​რი ზან​ზა​რებ​და. აფეთ​ქე​ბებს შო​რის ჩა​მო​ვარ​დნილ


სიწ​ყნა​რე​ში ჭუჭ​ყი იფ​რქვეოდა​.ა ამას მოს​დევ​და მო​გუ​დუ​ლი, ნერ​ვებ​ზე მოქ​მე​დი გრუ​ხუ​ნი. უცებ
შე​სას​ვლე​ლი ჩაბ​ნელ​და: საჭ​მე​ლი მოიტა​ნეს! გა​ხა​რე​ბუ​ლე​ბი იმით, რომ ჭკუიდან გა​დამ​ყვა​ნი
მი​ყუ​რა​დე​ბის გარ​და, სხვა რა​მის გა​კე​თე​ბის შე​საძ​ლებ​ლო​ბაც გვეძ​ლეოდა, ხარ​ბად და​ვაც​ხე​რით
მა​კა​რო​ნის წვნი​ანს. ამა​სო​ბა​ში, მო​სუ​ლე​ბი გვიყ​ვე​ბოდ​ნენ, თუ რა ხდე​ბო​და გა​რეთ. ჩემ გვერ​დით
მჯდომ​მა ჯა​რის​კაც​მა თა​ვი ას​წია. საჭ​მლის ერთ-​ერთი დამ​ტა​რე​ბე​ლი საკ​მა​ოდ ხმა​მაღ​ლა
ლა​პა​რა​კობ​და:

- აქე​დან და​ახ​ლოებით ას მეტ​რში დაჭ​რი​ლი ძაღ​ლი იწ​ვა. სა​ცო​და​ვად წკმუ​ტუ​ნებ​და და უნ​დო​და, რომ
გა​მოგ​ვყო​ლო​და, მაგ​რამ ძლივს წა​მომ​დგა​რი ისევ დაეცა. სის​ხლი სდიოდა. ეშ​მაკ​მა უწ​ყის, საიდან
გაჩ​ნდა იქ საწ​ყა​ლი. ალ​ბათ, იერი​შის დროს წი​ნა ხაზ​ზე გა​მო​ვარ​და. ყვე​ლა​ფერ​თან ერ​თად, ბო​ლო
მო​მენ​ტში ეს ოხე​რი ტყვია ისა​რი​ვით დაესო ქვაბს და გემ​რიელი წვნიანი და​იღ​ვა​რა.

ამ დროს ჩე​მი მე​ზო​ბე​ლი წა​მოდ​გა. ტლან​ქი და მო​უქ​ნე​ლი იყო.

- სად წევს ძაღ​ლი? - უხე​შად ჰკით​ხა მოქ​ნილ ბერ​ლი​ნელს, რო​მე​ლიც ამა​სო​ბა​ში უკ​ვე დე​ტა​ლუ​რად
აღ​წერ​და ადა​მიანის დაფ​ლე​თი​ლი სხეულის შე​მაძ​რწუ​ნე​ბელ სუ​რათს. გაოცე​ბულ​მა და დაბ​ნე​ულ​მა
ამო​ხე​და.

- რო​მე​ლი ძაღ​ლი?

- სის​ხლი რომ სდიოდა.

- ახ, ის? ბრუს​ტვერს აქ​ვე მარ​ჯვნი​დან მო​უვ​ლი, შემ​დეგ კი - და​მა​კავ​ში​რე​ბელ სან​გარს, იქამ​დე, სა​დაც
30.5-​მილიმეტრიანი ქვე​მე​ხი​დან ყუმ​ბა​რა ჩა​მო​ვარ​და. ცო​ტა მო​შო​რე​ბით, ქვე​მოთ ჩახ​ვალ და იქ უნ​და
იწ​ვეს.

იურ​გენ ტა​მე​ნი ისე ამოძ​ვრა ბომ​ბსფა​რი​დან, სიტ​ყვაც არ უთ​ქვამს. გაოცე​ბულ​მა ბერ​ლი​ნელ​მა ერ​თი
წა​მით გააყო​ლა თვა​ლი, "გი​ჟი​ა!" ჩაიბურ​ტყუ​ნა და დაფ​ლე​თი​ლი გვა​მის შე​სა​ხებ გა​ნაგ​რძო საუბა​რი.

მა​შინ პირ​ვე​ლად მომ​ხვდა თვალ​ში იურ​გენ ტა​მე​ნი. ჯერ მხო​ლოდ 14 დღე იყო გა​სუ​ლი მას შემ​დეგ,
რაც ამ ასე​ულ​ში გაგ​ვა​ნა​წი​ლეს და წე​სიერად არც შე​მი​ხე​დავს ამ მა​ღა​ლი, სიტ​ყვა​ძუნ​წი
ჯა​რის​კა​ცის​თვის აღ​მო​სავ​ლეთ ფრი​ზიიდან. ის ყო​ველ​თვის ჩუ​მად იჯ​და კუთ​ხე​ში და სა​ერ​თო
სა​უბ​რებ​ში არ მო​ნა​წი​ლე​ობ​და.

ნა​ხე​ვა​რი საათის შემ​დეგ დაბ​რუნ​და, ხელ​ში ძაღ​ლი ეჭი​რა. ყუ​რად​ღე​ბა არ მი​უქ​ცე​ვია და​ნარ​ჩე​ნე​ბის
და​ცინ​ვი​სათ​ვის, თა​ვის კუთ​ხე​ში შეძ​ვრა და ნა​პოვნ ცხო​ველს დას​ტრიალებ​და. მხო​ლოდ მა​შინ უთ​ხრა

3
ბერ​ლი​ნელს მოკ​ლედ და უხე​შად, "მო​კე​ტე!", რო​ცა ის ბო​როტ ხუმ​რო​ბებ​ზე გა​და​ვი​და. შემ​დეგ ისე
შე​ხე​და, რომ ბერ​ლი​ნელს სუნ​თქვა შე​ეკ​რა. ჩუ​მად ვუ​ყუ​რებ​დი ყვე​ლა​ფერ ამას. მე​რე მის​კენ გავ​ხოხ​დი
და ბინ​ტე​ბის პა​კე​ტი მი​ვე​ცი, რა​თა ძაღ​ლის​თვის ის ად​გი​ლე​ბი გა​და​ეხ​ვია, რომ​ლე​ბი​და​ნაც ძლიერი
სის​ხლდე​ნა ჰქონ​და. ერ​თი წა​მით და​ჟი​ნე​ბით შე​მომ​ხე​და, შემ​დეგ კი მოკ​ლედ თქვა: - სე​რიოზუ​ლად
და​შავ​და. საწ​ყა​ლი ცხო​ვე​ლი.

გა​დახ​ვე​ვა​ში და​ვეხ​მა​რე. ნელ-​ნელა ლა​პა​რა​კი გა​მი​ბა.

- ჩემს კარ-​მიდამოში ასე​თი ძაღ​ლი მყავს, - სას​ხვა​თა​შო​რი​სოდ თქვა მან, - სა​უც​ხო​ოდ იცავს
იქაურო​ბას. მა​შინ ორი წლის იყო. ახ​ლა... ჰო, ახ​ლა ოთ​ხი​საა. ნე​ტავ გაიზარ​და? რა​საკ​ვირ​ვე​ლი​ა... -
მო​გო​ნე​ბებ​ში ჩაიძი​რა. მი​სი კუთ​ხო​ვა​ნი სა​ხე ერ​თი წა​მით უფ​რო რბი​ლი და ახალ​გაზ​რდუ​ლი გახ​და. -
ჩემს ცოლს ძა​ლი​ან უყ​ვარს. ერ​თმა​ნეთს ვერ დააშო​რებ. მას უფ​რო უჯე​რებს, ვიდ​რე მე.

- რამ​დე​ნი ხნის და​ქორ​წი​ნე​ბუ​ლე​ბი ხართ? - ვკით​ხე მე. გა​მოფ​ხიზ​ლდა და მკაც​რი სა​ხით, თით​ქმის
არა​თა​ვა​ზიანად მი​პა​სუ​ხა:

- ნა​ხე​ვა​რი წე​ლია. - შემ​დეგ ძაღლს სა​ყე​ლურ​ზე წა​ავ​ლო ხე​ლი, თა​ვი და​ხა​რა და მი​სი გა​დახ​ვე​ვა
გა​ნაგ​რძო.

რამ​დე​ნი​მე დღის შემ​დეგ წი​ნა ხაზ​ზე სხვებ​მა შეგ​ვცვა​ლეს. ჩვე​ნი პო​ზი​ციიდან ბბა​რა​კე​ბამ​დე
და​ახ​ლოებით ოთ​ხი კი​ლო​მეტ​რი გვქონ​და გა​სავ​ლე​ლი. რო​დე​საც შე​ბინ​დე​ბი​სას ერ​თად ვის​ხე​დით და
ჩვე​ნი ულუ​ფე​ბი და წე​რი​ლე​ბი დაგ​ვი​რი​გეს, სა​სიამოვ​ნო გან​წყო​ბა​ზე დავ​დე​ქით. ჩვენს ჩა​ლის
ლეიბებ​ზე ვი​წე​ქით, ვჭამ​დით, ვე​წეოდით, ვკით​ხუ​ლობ​დით და ამ​ბებს ვყვე​ბო​დით. ბა​რა​კის შუაგულ​ში
სკა​ტის მოყ​ვა​რუ​ლე​ბი ის​ხდნენ კას​რის ირ​გვლივ და ბან​ქოს თა​მა​შობ​დნენ. მე ჩე​მი სატ​რფოს
და​მათ​რო​ბელ, მო​ნატ​რე​ბით აღ​სავ​სე წე​რილს ვკით​ხუ​ლობ​დი. ამ დროს ფურ​ცელ​ზე ჩრდი​ლი დაეცა.
ზე​ვით ავი​ხე​დე. ჩემ წინ იურ​გენ ტა​მე​ნი იდ​გა. ხელ​ში წე​რი​ლი ეჭი​რა. ბო​ლო პე​რი​ოდ​ში ჩვენ შო​რის
მე​გობ​რუ​ლი და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბა ჩა​მო​ყა​ლიბ​და. ერ​თად მოგ​ვქონ​და ხოლ​მე საჭ​მე​ლი და პუ​რი.

- შე​ნა, სწავ​ლუ​ლო, - თქვა მან ენის ბორ​ძი​კით, - იცი?..

- რა, იურგენ?-​ გა​ვამ​ხნე​ვე მე.

- ჰო, - უჭირ​და სა​უბ​რის გაგ​რძე​ლე​ბა. ბო​ლოს და ბო​ლოს, ამო​ღერ​ღა: - სად მდე​ბა​რე​ობს გერ​მა​ნია?

თა​ვი​დან ვერ მივ​ხვდი, რას გუ​ლის​ხმობ​და. მან სწრა​ფად გა​აგ​რძე​ლა ლა​პა​რა​კი: - აქე​დან რო​მელ
მხა​რეს? აქეთ თუ იქით? თუ სად?

ახ​ლა​ღა მივ​ხვდი, რა უნ​დო​და. ჩე​მი კომ​პა​სი ავი​ღე, შე​სა​ბა​მი​სად და​ვა​ყე​ნე, შემ​დეგ კი ხე​ლით ვაჩ​ვე​ნე:

- იურ​გენ, იქ არის ჩვე​ნი სამ​შობ​ლო.

მის თვა​ლებ​ში გაკ​ვირ​ვე​ბა და რა​ღაც სხვა, უც​ნაური გრძნო​ბა იკით​ხე​ბო​და. შემ​დეგ სწრა​ფად მო​ის​ვა
ხე​ლი შუბ​ლზე და ნე​ლა და მძი​მედ წარ​მოთ​ქვა: - დღეს ჩე​მი ნიშ​ნო​ბის დღეა. სა​მი წლის წინ...

4
შე​მობ​რუნ​და და სწრა​ფად გახ​სნა წე​რი​ლი. შემ​დეგ ისევ შებ​რუნ​და და დიდ​ხანს იდ​გა ჩუ​მად.

სა​ხით გერ​მა​ნი​ის​კენ იყო მიბ​რუ​ნე​ბუ​ლი.

ბო​ლოს ად​გილს მოს​წყდა და მძი​მე ნა​ბი​ჯე​ბით გა​ვი​და გა​რეთ.

ღა​მით უც​ნა​ურ​მა ხმა​ურ​მა გა​მო​მაღ​ვი​ძა. მხო​ლოდ თვა​ლე​ბი გა​ვა​ხი​ლე, ისე კი გა​ვიტ​რუ​ნე. და​ვი​ნა​ხე
იურ​გენ ტა​მე​ნი, რო​მე​ლიც ნა​ხევ​რად იყო წა​მომ​ჯდა​რი სა​წოლ​ზე, თვა​ლე​ბი გა​ხე​ლი​ლი ჰქონ​და, სა​ხე კი
- მოღ​რე​ცი​ლი. ფან​ჯრის პა​ტა​რა და​რა​ბე​ბი​დან მთვა​რის შუ​ქი შე​მო​დიოდა და მის სა​წოლ​სა და სა​ხეს
ეცე​მო​და. ისე იწ​ვა ყვე​ლა​სათ​ვის ნაც​ნო​ბი ხის სა​წო​ლის მეორე სარ​თულ​ზე, რომ სიბ​ნე​ლე​ში კარ​გად
შე​მეძ​ლო დავ​კვირ​ვე​ბო​დი. სა​წო​ლის კარ​კა​სის სა​ხე​ლურს ან​ჯღრევ​და. უცებ შე​ში​ნე​ბუ​ლი შე​ჩერ​და და
მიაყუ​რა​და. შემ​დეგ ისევ მტკივ​ნეულად დაემან​ჭა სა​ხე. წა​მოიმარ​თა და რა​ღაც გრძნო​ბით აღ​ვსი​ლი
ისევ ლე​იბ​ზე დაეცა. ისე​თი შეგ​რძნე​ბა მქონ​და, თით​ქოს სლუ​კუ​ნი მო​მეს​მა. თუმ​ცა ეს შე​იძ​ლე​ბა ქა​რი
ყო​ფი​ლი​ყო, რო​მე​ლიც ჩვე​ნი ბა​რა​კის გარ​შე​მო წუოდა.

ბო​ლოს ნა​ხევ​რად წა​მოიმარ​თა, ლეიბი სხვა​ნაირად და​დო, ბა​ლი​ში ფე​ხებ​თან დაიდო და ნე​ლა ისევ
დაწ​ვა. უცებ მივ​ხვდი, რა​ტომ მო​იქ​ცა ასე. გულ​ში საოცა​რი გრძნო​ბა ჩა​მეღ​ვა​რა. ისე დაწ​ვა, რომ მზე​რა
სამ​შობ​ლოს​კენ ჰქო​ნო​და მიპ​ყრო​ბი​ლი...

სა​ხით გერ​მა​ნი​ის​კენ...

იმ ღა​მით მეც მო​ნატ​რე​ბი​სა და ნოს​ტალ​გი​ის გრძნო​ბა მო​მე​ძა​ლა. ეს გრძნო​ბა ისეთ ტკი​ვილს


მა​ყე​ნებ​და, რომ კბილს კბილ​ზე ვა​ჭერ​დი. შემ​დეგ კი მარ​ჯვნივ გა​ვი​ხე​დე, სა​დაც მძი​ნა​რე ტა​მე​ნი იწ​ვა.

ბო​ლოს სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და.

ვფიქ​რობ, მეც ვი​ტი​რე. ზუს​ტად აღარ მახ​სოვს. მო​მა​ვალ​ში ხში​რად მი​წევ​და ხოლ​მე ტი​რი​ლი.

იმ ღა​მით ჩე​მი შავ​გვრე​მა​ნი სატ​რფო მე​სიზ​მრა...

ოთ​ხი კვი​რა ვის​ვე​ნებ​დით. იურ​გენ ტა​მე​ნი ზოგ​ჯერ თა​ვის კარ-​მიდამოსა და დე​და​კაც​ზე მიყ​ვე​ბო​და.
რო​დე​საც ასე​თი ამ​ბის მო​ყო​ლი​სას გზა​აბ​ნეული ჭურ​ვის ყრუ აფეთ​ქე​ბის ხმა გა​ის​მო​და ხოლ​მე,
შე​ეძ​ლო, უცებ სრუ​ლი​ად დაბ​ნე​ულს და გა​ოგ​ნე​ბულს ამოეხე​და. ამ თვა​ლე​ბის მზე​რამ მა​შინ ომ​ზე
ნელ-​ნელა სხვა​ნაირად და​მა​ფიქ​რა და სხვა კუთ​ხით და​მა​ნახ​ვა ის. ომი ჩემ​თვის უკ​ვე აღარ იყო
მხო​ლოდ ახალ​გაზ​რდუ​ლი ჟი​ნი და თავ​გა​და​სავ​ლის სურ​ვი​ლი.

მოგ​ვიანე​ბით, რო​დე​საც ლა​ზა​რეთ​ში ვი​წე​ქი, ციებ-​ცხელებისას ეს თვა​ლე​ბი მოს​ვე​ნე​ბას არ მაძ​ლევ​და.


ნა​წა​მე​ბი ცხო​ვე​ლის მზე​რას მა​გო​ნებ​და, რო​მელ​საც არ ეს​მო​და, რას ერ​ჩოდ​ნენ.

გვი​ან სა​ღა​მოს სა​სა​დი​ლო​დან სახ​ლში ვბრუნ​დე​ბო​დი. ნავ​თის კვამ​ლი​სა და სკა​ტის თა​მა​ში​სას


ატე​ხი​ლი ღრი​ან​ცე​ლის ფონ​ზე ჩემს სატ​რფოს გრძე​ლი წე​რი​ლი მივ​წე​რე. ბედ​ნი​ერს ჯი​ბე​ში მე​დო. ჩვე​ნი
ბა​რა​კის წინ იურ​გენ ტა​მე​ნი და​ვი​ნა​ხე. ძა​ლი​ან აღელ​ვე​ბუ​ლი მო​მეჩ​ვე​ნა. არ მინ​დო​და, რომ
დავ​ნახ​ვე​ბო​დი და უხერ​ხულ მდგო​მა​რეობა​ში ჩა​მეგ​დო. ასე​თი ადა​მიანე​ბი, მა​თი არამ​დგრა​დი

5
სუ​ლიერი მდგო​მა​რეობის გა​მო, ძა​ლი​ან მორ​ცხვო​ბენ ხოლ​მე. უცებ მი​სი ხმა გა​ვი​გო​ნე.
ჩვეულებ​რი​ვის​გან გან​სხვა​ვე​ბუ​ლად, გაბ​ზა​რუ​ლად ჟღერ​და. "ოჰ, ჩე​მი სამ​შობ​ლოს ყვა​ვი​ლო",
იმეორებ​და შეუჩე​რებ​ლივ, "საყ​ვა​რე​ლო იავ!."

ია ეპო​ვა, ფრთხი​ლად, გვირ​გვი​ნი​ვით ეჭი​რა თა​ვის დიდ, უხეშ ხე​ლებ​ში. შემ​დეგ უცებ შე​მოტ​რი​ალ​და.
ვი​ფიქ​რე, რომ ჩე​მი მოს​ვლა გაიგო. მაგ​რამ ასე არ იყო. ია ზე​მოთ ჰქონ​და აწეული, თით​ქოს
ლო​ცუ​ლობ​სო და ძა​ლი​ან თა​ვი​სე​ბუ​რად, ჩუ​მად, უც​ნაური ხმით მღე​რო​და ძველ სიმ​ღე​რას, რო​მე​ლიც
ნამ​დვი​ლად დი​დი ხნის წინ, მი​ვიწ​ყე​ბულ სიყ​მაწ​ვი​ლის წლებ​ში, თა​ვი​სი სოფ​ლის სკო​ლა​ში ეს​წავ​ლა:
"ჩემს სამ​შობ​ლო​ში მინ​და ისევ..." და მეც და​ვი​ნა​ხე, რა​ტომ შე​მობ​რუნ​და ასე. ეს ის მი​მარ​თუ​ლე​ბა იყო,
რო​მე​ლიც მა​შინ ვაჩ​ვე​ნე.

მღე​რო​და თა​ვის სიმ​ღე​რას მარ​ტის იმ ბნელ, ნეს​ტი​ან სა​ღა​მოს, სა​ხით გერ​მა​ნი​ის​კენ მიბ​რუ​ნე​ბუ​ლი.

უცებ სიმ​ღე​რა შეწ​ყვი​ტა და გა​წით​ლდა, მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ მარ​ტო იყო. რამ​დე​ნი​მე დი​დი ნა​ბი​ჯი
გა​დად​გა და შემ​დეგ ნე​ლა გაემარ​თა ბა​რა​კის​კენ. რო​დე​საც მოგ​ვიანე​ბით მას​თან მი​ვე​დი, მთლიანად
ჩა​კე​ტი​ლი​ყო თა​ვის თავ​ში და თით​ქმის არ მპა​სუ​ხობ​და. თუმ​ცა თვა​ლე​ბი თა​ვი​სე​ბუ​რად უბ​რწყი​ნავ​და.
თა​ვის ნივ​თებ​ში იქე​ქე​ბო​და და არა​ფერს ამ​ბობ​და.

მაგ​რამ ძა​ლი​ან გვი​ან მა​ინც მო​ვი​და ჩემ​თან. ფეხ​ზე მხო​ლოდ წინ​დე​ბი ეც​ვა და ჩუ​მად შე​მოიპა​რა.
ძილ-​ღვიძილში ვი​ყა​ვი.

- აიღე, გა​სინ​ჯე ძეხ​ვი, სახ​ლი​საა, - მი​ჩურ​ჩუ​ლა მან.

პა​სუ​ხად, ნა​ხევ​რად მძი​ნა​რემ რამ​დე​ნი​მე სიტ​ყვა ჩა​ვი​ლუღ​ლუ​ღე.

თვა​ლე​ბის გა​ხე​ლა მინ​დო​და, მაგ​რამ ამ დროს სწო​რედ ჩემს შავ​გვრე​მან სატ​რფო​ზე ვფიქ​რობ​დი,
ამი​ტომ აღარ ავ​დე​ქი.

ღა​მით ჩვე​ნი ბა​რა​კის გარ​შე​მო ძლიერად ქრო​და გა​ზაფ​ხუ​ლის ქა​რი. ფან​ჯრე​ბი ჭრი​ჭი​ნებ​დნენ და
ხეები შრიალებ​დნენ.

მეორე დი​ლას იურ​გენ ტა​მე​ნი ად​გილ​ზე აღარ იყო. ჩე​მი სა​წო​ლის გვერ​დით, ვიწ​რო კა​რა​და​ზე დი​დი
შე​ბო​ლი​ლი ძეხ​ვი იდო. იურ​გენ​მა ის წი​ნად​ღეს მიიღო. გვერ​დით ბა​რა​თი იდო. იურ​გე​ნის და​წე​რი​ლი
იყო. "სახ​ლში უნ​და წა​ვი​დე. მშვი​დო​ბით და ბედ​ნიერად!.." - ეწე​რა იქ. წე​რი​ლი სწრა​ფად დავ​მა​ლე. არ
მინ​დო​და, იურ​გე​ნის წას​ვლის ამ​ბა​ვი შე​ეტ​ყოთ. რო​დე​საც ფელ​დფე​ბე​ლი მო​ვი​და და იურ​გე​ნის შე​სა​ხებ
შე​მე​კით​ხა, თა​ვი ისე მო​ვაჩ​ვე​ნე, თით​ქოს არა​ფე​რი ვი​ცო​დი. თუმ​ცა სა​ღა​მოს უკ​ვე ცნო​ბი​ლი გახ​და,
რომ იურ​გე​ნი გა​იქ​ცა.

სა​მი დღის შემ​დეგ უკან მო​იყ​ვა​ნეს. ფერ​მკრთა​ლი იყო და არც ერთს არ დაგ​ვე​ლა​პა​რა​კა. მწყობ​რში
დაგ​ვა​ყე​ნეს და ასეულის მე​თა​ურ​მა მოგ​ვახ​სე​ნა, რომ იურ​გე​ნი დე​ზერ​ტი​რო​ბის მცდე​ლო​ბის​თვის
ის​ჯე​ბო​და და ჰა​უპ​ტვახ​ტში მოათავ​სებ​დნენ. მაგ​რამ სა​ღა​მოს მოულოდ​ნე​ლად თავ​დაც​ვის ზოლ​ში
გა​დაგ​ვიყ​ვა​ნეს და ამი​ტომ სას​ჯე​ლის ამოქ​მე​დე​ბა შე​ჩერ​და.

6
ჩვენს ბომ​ბსა​ფარ​ში თა​ვი​დან იურ​გე​ნი თა​ვის​თვის იყო. ერ​თხელ, რო​დე​საც სრუ​ლი​ად გულ​ღი​ად და
მე​გობ​რუ​ლად ვთხო​ვე რა​ღაც, ნელ-​ნელა ისევ გა​იხ​სნა. მო​მიყ​ვა, რომ არ იცო​და, რა გააკე​თა იმ
ღა​მეს. სულ ის აზ​რი უტ​რიალებ​და თურ​მე, რომ სა​გა​ზაფ​ხუ​ლი თეს​ვის დრო იყო, და ვე​ღარ გა​უძ​ლია
ამის​თვის. შეუჩე​რებ​ლივ გარ​ბო​და თურ​მე, საჭ​მლი​სა და სას​მლის გა​რე​შე...

მი​სი გა​მო​ჯან​მრთე​ლე​ბუ​ლი ძაღ​ლიც მას​თან ერ​თად გარ​ბო​და. ამით უც​ვნი​ათ. ის თა​ვის ქმე​დე​ბას არ
ნა​ნობ​და, არც ამარ​თლდებ​და. სა​ერ​თოდ არ იცო​და, რა გააკე​თა. აუცი​ლებ​ლო​ბის ზე​წო​ლის ქვეშ
იმ​ყო​ფე​ბო​და.

კი​დევ ხში​რად ვსა​უბ​რობ​დით ხოლ​მე სამ​შობ​ლოს შე​სა​ხებ. თან​და​თა​ნო​ბით უფ​რო და​ვახ​ლოვ​დით.


ხში​რად ჰყვე​ბო​და თა​ვი​სი ცო​ლის შე​სა​ხებ, რო​მე​ლიც ძა​ლი​ან უყ​ვარ​და.

ერთ სა​ღა​მოს სა​გუ​შა​გო​ზე იდ​გა. სიმ​შვი​დე იყო. ნელ-​ნელა ფრონ​ტი აგ​რუ​ხუნ​და. ერ​თი პე​რიოდი
ვკით​ხუ​ლობ​დი. უცებ მოულოდ​ნე​ლო​ბის​გან შევ​ხტი. ძლიერი დარ​ტყმა იყო. ბომ​ბსა​ფა​რი ნან​გრე​ვე​ბი​თა
და ნამ​სხვრე​ვე​ბით აივ​სო. ჭურ​ვი, რო​გორც ჩანს, ახ​ლოს ჩა​მო​ვარ​და. რო​დე​საც სი​ტუაცია დამ​შვიდ​და,
გა​რეთ გა​მოვ​ძვე​რით. ირ​გვლივ ნან​გრე​ვე​ბი და დაფ​ლე​თი​ლი მავ​თულ​ხლარ​თე​ბი იყო მი​მო​ფან​ტუ​ლი.
იურ​გე​ნის ძაღ​ლიც ჩვენ​თან ერ​თად მორ​ბო​და და ად​გილს ყნო​სავ​და. შემ​დეგ ყმუილი და​იწ​ყო. ორ
მორს შო​რის, სან​გრის უკა​ნა კე​დელ​ზე მიკ​რუ​ლი ეკი​და იურ​გენ ტა​მე​ნი. მის უნი​ფორ​მა​ზე სის​ხლი უკ​ვე
შეს​ქე​ლე​ბუ​ლი და გა​მუ​ქე​ბუ​ლი იყო. ნამ​სხვრევს მის​თვის მკერ​დის მთე​ლი მარ​ცხე​ნა მხა​რე გა​ეგ​ლი​ჯა.

ნე​ლა ჩა​მოვ​ხსე​ნი და ღა​მით ცხე​დარს არ მოვ​შო​რე​ბი​ვარ. ძაღ​ლი მო​ბუ​ზუ​ლი იწ​ვა მის ფე​ხებ​თან...

მეორე დი​ლას დავ​მარ​ხეთ. ნის​ლიანი და ნეს​ტიანი ამინ​დი იყო. ისე ჩა​ვაწ​ვი​ნეთ, რომ თვა​ლე​ბი
სამ​შობ​ლოს​კენ ჰქო​ნო​და მიპ​ყრო​ბი​ლი.

სა​ხით გერ​მა​ნი​ის​კენ.

შემ​დეგ მი​სი საათი და სა​ფუ​ლე ჩა​ვი​დე ჯი​ბე​ში და მის ცოლს მძი​მე წე​რი​ლი მივ​წე​რე.

ახალგაზრდა მასწავლებელი

7
ომ​გა​მოვ​ლი​ლი ​მას​წავ​ლებ​ლის​ გუ​ლის​ნა​დე​ბი

გა​რეთ თავ​სხმა წვი​მაა და ქა​რიშ​ხა​ლი ბო​ბოქ​რობს. ჩე​მი პა​ტა​რა სახ​ლის გარ​შე​მო ღა​მე მძვინ​ვა​რებს,
ღრუბ​ლე​ბი და ქა​რი გრიალით მოძ​რაობენ უსას​რუ​ლო​ბის​კენ - ზამ​თრის ქა​რიშ​ხა​ლია!

ჩემს მა​გი​დას​თან მო​წი​თა​ლო ლამ​პა ბჟუ​ტავს. რა სიმ​ყუდ​რო​ვეა ჩემს პა​ტა​რა ოთახ​ში! ვდგე​ბი, რომ
ღუ​მელ​ში ტორ​ფის რამ​დე​ნი​მე ნა​ჭე​რი და​ვა​მა​ტო. ქა​რი საკ​ვა​მურ​ში უბე​რავს და ღუმ​ლის კა​რი​დან
ნა​პერ​წკლებს ყრის. უნე​ბუ​რად ორი წლის წი​ნან​დე​ლი ღა​მეები მახ​სენ​დე​ბა, რო​დე​საც ფლან​დრი​ის
წვი​მა ჩვენს ბომ​ბსაფ​რებ​ში ჩა​მო​დიოდა და ჭურ​ვე​ბის ხმა ქა​რიშ​ხლი​სას ახ​შობ​და. მთე​ლი ღა​მეები
მი​წა​ში, სან​გრებ​ში ვი​ყა​ვით ჩაფ​ლუ​ლი, გულ​ში სამ​შობ​ლო​ზე ვოც​ნე​ბობ​დით, ხე​ლებ​ში იარა​ღი და
ხელ​ყუმ​ბა​რე​ბი გვქონ​და ჩაბ​ღუ​ჯუ​ლი. ზამ​თრის ღა​მის ქა​რიშ​ხა​ლი შიშს გვგვრი​და, შეძ​რწუ​ნე​ბი​სა​გან
სუნ​თქვა გვეკ​ვრო​და. ჩვენ​და უნე​ბუ​რად ხა​ტოვ​ნად წარ​მოგ​ვიდ​გე​ბო​და აზ​რე​ბი სიკ​ვდი​ლის შე​სა​ხებ. ეს
სა​ში​ნე​ლი იდუ​მა​ლი გრძნო​ბა, რო​მე​ლიც ვეფ​ხვის კლან​ჭე​ბით, კა​ტა​სა​ვით ფე​ხაკ​რე​ფით გვე​პა​რე​ბო​და,
ნერ​ვებს გვაწ​ყვეტ​და - სა​ში​ნე​ლი ში​ში ომის წი​ნა​შე!

მო​გო​ნე​ბებ​ში ჩა​ძი​რულს ზურ​გში მსუ​ბუ​ქი სიგ​რი​ლე მივ​ლის. თით​ქმის ნა​ზად ვუს​ვამ ხელს ძველ,
გაც​ვე​თილ, სხვა​დას​ხვაფ​რად მო​ხა​ტულ ფო​ლა​დის ჩაფ​ხუტს, რო​მე​ლიც წიგ​ნე​ბის თა​როს ამ​ძი​მებს.

თან​და​თან მახ​სენ​დე​ბა ერ​თი წლის წი​ნან​დე​ლი ქა​რიშ​ხლიანი ღა​მეები...

თეთ​რი სა​წო​ლე​ბი ნა​თელ დარ​ბა​ზებ​ში, გვერ​დიგ​ვერდ ჩამ​წკრი​ვე​ბუ​ლი სა​წო​ლე​ბი, თა​ბა​ში​რი,


გორ​გო​ლა​ჭე​ბიანი სა​კა​ცეები, ბინ​ტე​ბი, თეთ​რი ფი​გუ​რე​ბი, რომ​ლე​ბიც აქეთ-​იქით მი​იჩ​ქა​რი​ან.
ლა​ზა​რე​თი. მუდ​მი​ვი ყრუ ტკი​ვი​ლი მუხ​ლში, მკლავ​სა ან თავ​ში, ნაოპე​რა​ციები ჭრი​ლო​ბე​ბის
გაუთა​ვე​ბე​ლი პულ​სა​ცია და ფეთ​ქვა. ოჰ, ტან​ჯვა​ში გა​ტა​რე​ბუ​ლი უძი​ლო ღა​მეები, სიბ​ნე​ლე​ში რომ არ
მთავ​რდე​ბი​ან, ტვი​ნის მბურ​ღა​ვი ბო​ბო​ქა​რი ბრძო​ლა, ტკი​ვი​ლე​ბი, ტკი​ვი​ლე​ბი, ტკი​ვი​ლე​ბი, რამ​დენ
ხანს გრძელ​დე​ბო​და? ლო​დი​ნი, რომ ტან​ჯვა შე​გიმ​სუ​ბუქ​დე​ბო​და, დრო​დად​რო ტკი​ვი​ლის​გან
მოულოდ​ნე​ლი წა​მოყ​ვი​რე​ბა და ზა​რის მკვეთ​რი ხმა... ზამ​თრის ქა​რიშ​ხა​ლი ტკი​ვი​ლე​ბით სავ​სე
შე​ნო​ბის გარ​შე​მო წუოდა და და​რა​ბებ​სა და ფან​ჯრებს აწ​ყდე​ბო​და...

ახ​ლა ჩემს საყ​ვა​რელ, წყნარ სტეპ​ში ვარ. რამ​დე​ნი​მე თვეა, სოფ​ლის სკო​ლის მას​წავ​ლე​ბე​ლი ვარ.
თა​ვი​დან ვფიქ​რობ​დი, რომ აქ ვერ ვიც​ხოვ​რებ​დი, ქა​ლა​ქი​სა და ხმაურის​გან ასე შორს, თე​ატ​რე​ბის,
კონ​ცერ​ტე​ბი​სა და კო​ლე​გე​ბის გა​რე​შე. მე​გო​ნა, სუ​ლიერად და​ვიმ​შეოდი და ჩე​მი პრო​ფე​სია ვერ
შე​მივ​სებ​და ცხოვ​რე​ბას. უკ​ვე ში​შით ვფიქ​რობ​დი ზამ​თრის გრძელ სა​ღა​მო​ებ​ზე და​ცა​რიელე​ბულ
სო​ფელ​ში.

რა სხვაგ​ვა​რად მოხ​და ყვე​ლა​ფე​რი! უკ​ვე მიყ​ვარს ასე​თი ჩუ​მი მარ​ტოობა სტეპ​ში! აქ ყვე​ლა​ფე​რი
უფ​რო სიღ​რმი​სეული და ლა​მა​ზია, ვიდ​რე ქა​ლაქ​ში. აზ​რე​ბი უწინ​დე​ლი​ვით სწრა​ფად აღარ მომ​დის

8
თავ​ში, ისი​ნი ჩქა​რი ნა​ბი​ჯე​ბით აღარ მეს​ხმი​ან თავს. პი​რი​ქით, აზ​რე​ბი მშვი​დად და ჩუ​მად მოაბი​ჯე​ბენ,
მი​ღი​მი​ან და მე​სალ​მე​ბი​ან. ვხე​დავ, რომ ეს ჩე​მი აზ​რე​ბი მოემარ​თე​ბი​ან ჩემ​კენ. რა კარ​გია ეს
ყვე​ლა​ფე​რი! სა​კუ​თარ თავს ყურს ვუგ​დებ და სუ​ლი​ერ ზრდას ვგრძნობ. კვლავ სიამოვ​ნე​ბით ვე​კი​დე​ბი
პატარ-​პატარა საქ​მე​ებს, რომ​ლებ​საც ად​რე ამ​პარ​ტავ​ნუ​ლად ვა​რი​დებ​დი თავს. აქ იმას ვპოულობ,
რის​კე​ნაც ად​რე ამა​ოდ მი​ვილ​ტვო​დი - ღმერ​თთან ჰარ​მო​ნი​ას!

აქ, მარ​ტოობა​ში ისევ შე​მიძ​ლია დავ​ფიქ​რდე სა​კუ​თარ თავ​ზე. ყვე​ლა​ფე​რი ხომ თა​ვი​სე​ბუ​რად
ლა​მა​ზი​ა... ად​რე ჩემ​თვის სა​მუ​შაო, გან​სა​კუთ​რე​ბით კი, სა​კირ​კი​ტო სა​მუ​შაო ტან​ჯვას წარ​მო​ად​გენ​და.
ახ​ლა ვგრძნობ, რომ მუ​შაობა შე​იძ​ლე​ბა დღე​სას​წაული იყოს.

ჯერ კი მე​ნატ​რე​ბა ხალ​ხი და მჩქე​ფა​რე ცხოვ​რე​ბა, მსურს ჭა​ღე​ბით გა​ჩახ​ჩა​ხე​ბულ დარ​ბა​ზებ​ში ჯდო​მა,
სის​ხლში გამ​ჯდა​რი მსუ​ბუ​ქი სა​ცეკ​ვაო მუ​სი​კის მოს​მე​ნა, მაგ​რამ რო​დე​საც ჩე​მი კლა​სის წინ ვდგა​ვარ
და ამ, ჩემ​კენ მოპ​ყრო​ბილ, ჩემ​და​მი რწმე​ნით სავ​სე, მიმ​ნდობ სა​ხე​ებს ვუ​ყუ​რებ, ყვე​ლა​ფე​რი
მა​ვიწ​ყდე​ბა და თა​ვი მთეს​ვე​ლი მგო​ნია, რო​მე​ლიც თა​ვის თესლს სე​რიოზუ​ლად და აუჩ​ქა​რებ​ლად
აბ​ნევს ნიადაგ​ში. ცხოვ​რე​ბის მთეს​ვე​ლი! ლა​მა​ზი სა​ხე​ლია მას​წავ​ლებ​ლი​სათ​ვის!

ახ​ლა ჩე​მი აზ​რე​ბი ისევ ჩემს სახლს უკავ​შირ​დე​ბა. წვი​მის მო​ნო​ტო​ნუ​რი წკა​პაწ​კუ​პი ის​მის. გა​რე​დან
ში​გა​და​შიგ ძაღ​ლის ყე​ფის ხმა აღ​წევს, ვი​ღაც მძი​მე ნა​ბი​ჯე​ბით მო​დის, ეს ხმაც მა​ლე​ვე მი​ჩუმ​დე​ბა. ჩე​მი
ძაღ​ლი ჩემს ფე​ხებ​თან ღრე​ნას იწ​ყებს, შემ​დეგ წა​მოიყე​ფებს, წა​მოიმარ​თე​ბა და თავს მა​გი​დის კი​დე​ზე
ჩა​მო​დებს, ლამ​პა​ში იყუ​რე​ბა, შემ​დეგ მუხ​ლებ​ზე მა​დებს თავს და ერ​თგუ​ლი თვა​ლე​ბით შე​მომ​ცქე​რის.
ვე​ფე​რე​ბი.

ჩემ წინ ყა​ვის​ფე​რი რვეულე​ბი დევს - ბევ​რი რვეული. ისი​ნი წი​თელ მე​ლანს ელო​დე​ბი​ან, რო​მელ​საც
გა​აფ​რთე​ბუ​ლი ბრძო​ლა მოუწევს ურჩ შეც​დო​მებ​თან. რო​დე​საც რვეულე​ბის დას​ტას ვუ​ყუ​რებ, სა​თუ​თი
გრძნო​ბა მიპ​ყრობს. ამ რვეულე​ბის, ამ და​მა​ხა​სიათე​ბე​ლი შეც​დო​მე​ბის, ამ მო​უქ​ნე​ლი ასოების
ცქე​რი​სას თვალ​წინ ურ​ჩი ბი​ჭუ​ნას, მორ​ცხვი გო​გო​ნას სა​ხეები წარ​მო​მიდ​გე​ბა, იმ პა​ტა​რა საყ​ვა​რე​ლი
ადა​მიანე​ბი​სა, რომ​ლე​ბიც დი​ლაობით გაოცე​ბუ​ლი, დი​დი თვა​ლე​ბით მი​ყუ​რე​ბენ და სა​ოც​რად სჯე​რათ
ჩე​მი. ერ​თი ღი​მი​ლი, ჩე​მი ტკბი​ლი სიტ​ყვა, თბი​ლი შე​ხედ​ვა მთელ დღეს ულა​მა​ზებს მათ​.რო​დე​საც ამა​ზე
ვფიქ​რობ, ძა​ლი​ან მე​ნატ​რე​ბა ბავ​შვო​ბა. ყურ​ში ჩუ​მად ჩა​მეს​მის ბრამ​სის სიმ​ღე​რის სა​უც​ხოო სევ​დიანი
ფრა​ზა და ჰაერო​ვა​ნი აკომ​პა​ნე​მენ​ტი:

"ეჰ, ნე​ტავ ვი​ცო​დე უკან და​საბ​რუ​ნე​ბე​ლი გზა,

გზა ბავ​შვუ​რი სამ​ყა​როს​კენ..."

ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი ვფურ​ცლავ რვეულებს.

მა​თი თვა​ლიერე​ბი​სას ცო​ტა​თი მე​ღი​მე​ბა.

აი, ექ​ვსი წლის გრა​ვე​ლი! "ით"-ს "ტ"-​თი წერს, სა​მა​გიეროდ, სწო​რად წერს სიტ​ყვას "ცხე​ნი". ის
ცხე​ნე​ბის მოყ​ვა​რუ​ლია, მთელ დღე​ებს სა​ჯი​ნი​ბო​ებ​სა და მდე​ლო​ებ​ზე ატა​რებს და სოფ​ლის ყვე​ლა
ცხე​ნის დე​ტა​ლუ​რი აღ​წე​რა შე​უძ​ლია. ზუს​ტად იცის მა​თი ყვე​ლა ლა​ქა, ყო​ვე​ლი თეთ​რი ნი​შა​ნი. იცის,
რო​დის აკ​რა​ვენ ცხე​ნებს ნა​ლებს, და რა შე​უძ​ლია თი​თოეულ მათ​განს.

9
აი, პა​ტა​რა რო​ზა, რო​მე​ლიც თო​ჯი​ნა​სა​ვით ეხე​ბა ხოლ​მე და​ფას. ყო​ველ​თვის, რო​ცა ამ​ბობს სიტ​ყვას
"თო​ჯი​ნა," ღრმად ისუნ​თქავს ჰა​ერს და თვა​ლე​ბი უბ​რწყინ​დე​ბა. ჰო, ჩე​მო გო​გო​ნა, შენს თვა​ლებ​ში
ჯერ კი​დევ თო​ჯი​ნე​ბის მთე​ლი სამ​ყა​როა. რო​დე​საც ასე​თი გაბ​რწყი​ნე​ბუ​ლი მი​ყუ​რებ, ჩემს სულ​ში ისევ
იღ​ვი​ძებს რა​ღაც, წყვდი​ად​ში გამ​ქრა​ლი, დი​დი ხნის წინ მი​ვიწ​ყე​ბუ​ლი; ჩუ​მად ჟღერს რა​ღაც ძვე​ლი,
გარ​და​სუ​ლი, და​კარ​გუ​ლი; ახალ​გაზ​რდო​ბის, ბედ​ნიერი ახალ​გაზ​რდო​ბის ზა​რე​ბი რე​კა​ვენ ისევ.
მახ​სენ​დე​ბა ყა​ჩა​ღო​ბა​ნა და თევ​ზის ჭე​რა, ჩი​კო​რი და ხე​ებ​ზე ძრო​მიალი. მა​შინ კი ვხვდე​ბი, რომ
თო​ჯი​ნა​ზე სა​უბ​რის შემ​დეგ შე​იძ​ლე​ბა, ცო​ტა ხა​ნი უყუ​რად​ღე​ბოდ იჯ​დე და ვე​ღა​რა​ფერს აღიქ​ვამ​დე,
რაც შენ გარ​შე​მო ხდე​ბა.

იქ კი პა​ტა​რა მენ​გე​რია, რო​მელ​საც ყვე​ლა​ზე დი​დი ბუ​ტერ​ბრო​დე​ბი და კარ​ნახ​ში ყვე​ლა​ზე უხე​ში


შეც​დო​მე​ბი აქვს. მის თე​მე​ბის რვე​ულს, რა თქმა უნ​და, ისევ ბე​ჭე​დი აქვს დას​მუ​ლი - ცხი​მის ლა​ქე​ბი.

აი, პა​ტა​რა რუ​პე​ნი, ყო​ველ​თვის მორ​ცხვად რომ მი​ყუ​რებ​და და რო​ცა რა​მეს შე​ვე​კით​ხე​ბო​დი, მა​შინ​ვე
ტი​რილს იწ​ყებ​და. ახ​ლა ნორ​ჩი ვარ​დი​ვით ყვა​ვის. მი​სი მე​ოც​ნე​ბე სუ​ლი ჭუპ​რი​დან გა​მომ​ძვრალ
პე​პე​ლა​სა​ვით ვი​თარ​დე​ბა. ახ​ლა თა​ვი​სი წკრიალა ხმით მხიარუ​ლად ამ​ბობს სხვა ბავ​შვებ​თან ერ​თად,
რომ: 1-ს რომ 1 მი​ვუ​მა​ტოთ - 2-​ია, 2-ს რომ 1 - 3, 3-ს რომ 1 - 4 და ა.შ. ან რო​დე​საც სა​ხუ​მა​რო
სიმ​ღე​რას "რა" ვმღე​რით, რომ ჩვენს მდე​ლო​ზე რა​ღაც და​დის, ბა​ყა​ყებს - ყლაპ, ყლუპ, ყლაპ - იჭერს,
წი​თე​ლი მა​ღა​ლი წინ​დე​ბი და შავ-​თეთრი ქვე​და​კა​ბა აც​ვია.

ჰო, შემ​დეგ მზე​რას მა​გი​დას ვაპ​ყრობ. იქ ქა​ლა​ქი​დან ჩა​მო​სუ​ლი ჟურ​ნა​ლე​ბი აწ​ყვია. წიგ​ნე​ბი -
წი​თე​ლი, ყვი​თე​ლი, მწვა​ნე წიგ​ნე​ბი, ლექ​სე​ბი, რო​მა​ნე​ბი, რაც ჩა​გა​ფიქ​რებს.

გა​რეთ წვი​მა ხმაურობს…

ქა​რიშ​ხა​ლი ბო​ბოქ​რობს...

ჩემს საყ​ვა​რელ ოთახ​ში კი სი​ჩუ​მე და სიმ​შვი​დეა.

ფიქ​რებ​ში ვი​ძი​რე​ბი.

ად​რე მჯე​რო​და, რომ ცხოვ​რე​ბა წარ​მო​უდ​გენ​ლად, შე​უძ​ლებ​ლად, უზო​მოდ დი​დი უნ​და ყო​ფი​ლი​ყო,
ახ​ლა კი ვხე​დავ - სულ ცო​ტაა სა​ჭი​რო იმი​სათ​ვის, რომ ადა​მიანის ცხოვ​რე​ბა სი​ხა​რუ​ლით აღ​სავ​სე,
მშვი​დი და სა​სარ​გებ​ლო გა​ხა​დო. იმა​ზე მე​ტიც კი არა, რა ფარ​თობ​საც ჩე​მი ლამ​პის შუ​ქი ანა​თებს.

ვაგ​რძე​ლებ ოც​ნე​ბას, ბავ​შვებ​ზე, სამ​შობ​ლო​ზე, ერ​თგუ​ლე​ბა​ზე, ვიდ​რე კა​რი გაიღე​ბა და ორ​ჯერ


უშე​დე​გო და​კა​კუ​ნე​ბის შემ​დეგ ჩე​მი ძვირ​ფა​სი მზა​რეული, შო​მა​კე​რე​ბის დე​და, ვახ​შმით ხელ​ში შე​მო​ვა
და ისევ რეალო​ბა​ში და​მაბ​რუ​ნებს.

10
მტერი

რო​დე​საც ჩემს სკო​ლის ამ​ხა​ნაგს, ლეიტე​ნანტ ლუდ​ვიგ ბრეიერს ვკით​ხე, ომის რო​მე​ლი მოვ​ლე​ნა
ჩარ​ჩა ყვე​ლა​ზე ნათ​ლად მეხ​სიერე​ბა​ში, მო​ვე​ლო​დი, რომ მო​მიყ​ვე​ბო​და ვერ​დე​ნის, სო​მეს ან
ფლან​დრი​ის შე​სა​ხებ, რად​გან ის ყვე​ლა​ზე მძი​მე თვეების დროს ამ სა​მი​ვე ფრონ​ტზე იმ​ყო​ფე​ბო​და.
თუმ​ცა, ნაც​ვლად ამი​სა, მან ეს ამ​ბა​ვი მო​მით​ხრო:

"ყვე​ლა​ზე ძლიერი არა, მაგ​რამ ყვე​ლა​ზე და​სა​მახ​სოვ​რე​ბე​ლი შთა​ბეჭ​დი​ლე​ბე​ბი იმით და​იწ​ყო, რომ
ფრონ​ტის ხა​ზი​დან საკ​მა​ოდ მო​შო​რე​ბით, ერთ პა​ტა​რა ფრან​გულ სო​ფელ​ში წაგ​ვიყ​ვა​ნეს
და​სას​ვე​ნებ​ლად. მა​ნამ​დე რთულ მო​ნაკ​ვეთ​ზე ვი​ყა​ვით, სა​დაც ძა​ლი​ან ძლიერი სა​არ​ტი​ლე​რიო ცეც​ხლი
იყო გახ​სნი​ლი. ჩვენ ჩვეულებ​რივ​ზე უფ​რო შორს გა​დაგ​ვიყ​ვა​ნეს, რად​გან დი​დი და​ნა​კარ​გი გვქონ​და
და ძა​ლე​ბის მოკ​რე​ბა გვჭირ​დე​ბო​და.

აგ​ვის​ტოს სა​სიამოვ​ნო კვი​რა იყო. შე​სა​ნიშ​ნა​ვი, ბიბ​ლიური ზაფ​ხუ​ლი. ეს ყვე​ლა​ფე​რი თავ​ში იმ მძი​მე
ოქ​როს​ფერ ღვი​ნო​სა​ვით მოგ​ვაწ​ვა, რო​მე​ლიც ერ​თხელ შამ​პა​ნის სარ​დაფ​ში ვი​პო​ვეთ. დე​ზინ​ფექ​ცია
ჩაგ​ვი​ტა​რეს. ზო​გი​ერ​თმა ჩვენ​გან​მა სუფ​თა თეთ​რეულიც კი მიიღო, და​ნარ​ჩე​ნებ​მა პა​ტა​რა ცეც​ხლზე
სა​ფუძ​ვლიანად გა​მო​ხარ​შეს თა​ვი​ან​თი პე​რან​გე​ბი. ყველ​გან სი​სუფ​თა​ვე სუ​ფევ​და - ამ ნე​ტა​რე​ბას
მხო​ლოდ ჭუჭ​ყის სქე​ლი ფე​ნით და​ფა​რუ​ლი ჯა​რის​კა​ცი იც​ნობს. ეს დღე იმ შო​რეული, მშვი​დო​ბიანი,
შა​ბათ სა​ღა​მო​სა​ვით სა​სიამოვ​ნო იყო, რო​დე​საც ბავ​შვო​ბა​ში დიდ აბა​ზა​ნა​ში ვბა​ნა​ობ​დით, დე​და კი
კა​რა​დი​დან სუფ​თა თეთ​რე​ულს გვაძ​ლევ​და, რო​მელ​საც სა​ხა​მებ​ლის, კვი​რად​ღი​სა და ნამ​ცხვრის სუ​ნი
ას​დიოდა.

ხომ იცი, არ მო​გატ​ყუ​ებ, თუ გეტ​ყვი, რომ აგ​ვის​ტოს იმ სა​ღა​მომ მთელ სხე​ულ​ში ძლიერი და
სა​სიამოვ​ნო გრძნო​ბა აღ​მიძ​რა. უმე​ტე​სი ადა​მიანე​ბის​გან გან​სხვა​ვე​ბით, ჯა​რის​კაცს სრუ​ლი​ად სხვა
და​მო​კი​დე​ბუ​ლე​ბა აქვს ბუ​ნე​ბას​თან. ყვე​ლა ის ათა​სო​ბით აკ​რძალ​ვა, დაბ​რკო​ლე​ბა, რო​მე​ლიც
სიკ​ვდი​ლის ზღვარ​ზე მკაც​რი, სა​ში​ნე​ლი არ​სე​ბო​ბის პი​რო​ბებ​ში გბო​ჭავს, ერ​თბა​შად ქრე​ბა და
შეს​ვე​ნე​ბის წუ​თე​ბი​სა და საათე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში, იმ დღე​ებ​ში, რო​დე​საც სუ​ლის მოთ​ქმის
შე​საძ​ლებ​ლო​ბა გეძ​ლე​ვა, ფიქ​რი სი​ცოც​ხლის შე​სა​ხებ ზოგ​ჯერ უსაზ​ღვროდ ძლი​ერ​დე​ბა. უზარ​მა​ზარ
სი​ხა​რულს გა​ნი​ჭებს მხო​ლოდ ის ფაქ​ტი, რომ ჯერ კი​დევ აქ ხარ, გა​დარ​ჩი, რომ შე​გიძ​ლია, დაინა​ხო,
ისუნ​თქო და თა​ვი​სუფ​ლად იმოძ​რაო.

ჩა​მა​ვა​ლი მზით გა​ნა​თე​ბუ​ლი მინ​დო​რი, ტყის ლურ​ჯი ჩრდი​ლე​ბი, ალ​ვის ხის ფოთ​ლე​ბის შრიალი,
ან​კა​რა ნა​კა​დუ​ლის ჩუხ​ჩუ​ხი აუწე​რელ სი​ხა​რულს გვა​ნი​ჭებ​და, მაგ​რამ გუ​ლის სიღ​რმე​ში ეკა​ლი​ვით
გვე​სო​ბო​და ძლიერი ტკი​ვი​ლი, რად​გან ვი​ცო​დით, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი რამ​დე​ნი​მე სა​ათ​ში, რამ​დე​ნი​მე
დღე​ში დამ​თავ​რდე​ბო​და და სიკ​ვდი​ლის გა​დამ​ხმა​რი პეიზა​ჟე​ბით შე​იც​ვლე​ბო​და. ეს გრძნო​ბა,
რო​მე​ლიც ბედ​ნიერე​ბის, ტკი​ვი​ლის, მე​ლან​ქო​ლი​ის, სევ​დის, მო​ნატ​რე​ბი​სა და უიმე​დო​ბის უც​ნაური
ნა​რე​ვი იყო, ყო​ვე​ლი ჯა​რის​კა​ცის​თვის ჩვეულებ​რი​ვი იყო დას​ვე​ნე​ბი​სას.

11
ვახ​შმის შემ​დეგ, რამ​დე​ნი​მე ამ​ხა​ნაგ​თან ერ​თად, სოფ​ლის ფარ​გლებს გა​რეთ გა​ვე​დი. ბევრს არ
ვლა​პა​რა​კობ​დით; პირ​ვე​ლად, კვი​რე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში სრუ​ლი​ად კმა​ყო​ფი​ლე​ბი ვი​ყა​ვით და მზის
დამ​რეც სხი​ვებს ვე​ფიც​ხე​ბო​დით, რომ​ლე​ბიც სა​ხე​ში გვა​ნა​თებ​დნენ. ბო​ლოს ფაბ​რი​კის პა​ტა​რა,
უბად​რუკ ყშე​ნო​ბას​თან აღ​მოვ​ჩნდით, რო​მე​ლიც დი​დი შე​მო​ღო​ბი​ლი ნაკ​ვე​თის შუაგულ​ში იდ​გა. მის
გარ​შე​მო სა​გუ​შა​გოები იყო გან​თავ​სე​ბუ​ლი. ეზო ტყვეებით იყო სავ​სე, რომ​ლე​ბიც გერ​მა​ნიაში
გაგ​ზავ​ნას ელო​დე​ბოდ​ნენ.

გუ​შა​გებ​მა უპ​რობ​ლე​მოდ შეგ​ვიშ​ვეს და შეგ​ვეძ​ლო, იქაურო​ბა დაგ​ვეთ​ვა​ლიერე​ბი​ნა. იქ რამ​დე​ნი​მე


ასეული ფრან​გი იყო, რომ​ლე​ბიც ის​ხდნენ ან იწ​ვნენ, ეწე​ოდ​ნენ, სა​უბ​რობ​დნენ ან თვლემ​დნენ. თით​ქოს
თვა​ლე​ბი ამე​ხი​ლა. აქამ​დე მხო​ლოდ მწი​რი, ზე​და​პი​რუ​ლი, ცალ​კეული, წარ​მო​სახ​ვი​თი წარ​მოდ​გე​ნა
მქონ​და იმ ადა​მიანე​ბის შე​სა​ხებ, რომ​ლე​ბიც მტრის სან​გრებ​ში იყ​ვნენ. მა​გა​ლი​თად, ჩაფ​ხუ​ტი,
რო​მე​ლიც ერ​თი წა​მით ბრუს​ტვე​რის ზე​და​პირ​ზე ამოიწეოდა ხოლ​მე, ან ხე​ლი, რო​მე​ლიც რა​ღა​ცას
ის​რო​და და ისევ უჩი​ნარ​დე​ბო​და, ან მონაცრისფრო-​მოლურჯო ქსო​ვი​ლის პა​ტა​რა ნა​წი​ლი, ფი​გუ​რა,
რო​მე​ლიც ჰა​ერ​ში გაიელ​ვებ​და - თით​ქმის აბ​სტრაქ​ტუ​ლი საგ​ნე​ბი, ავ​ტო​მა​ტუ​რი ცეც​ხლის,
ხელ​ყუმ​ბა​რე​ბი​სა და მავ​თულ​ხლარ​თე​ბის უკან ჩა​საფ​რე​ბუ​ლე​ბი.

აქ პირ​ვე​ლად ვნა​ხე ტყვეები, ბევ​რი ტყვე, რომ​ლე​ბიც ის​ხდნენ, იწ​ვნენ, ეწე​ოდ​ნენ - ფრან​გე​ბი იარა​ღის
გა​რე​შე.

უეც​რად თით​ქოს შოკ​ში ჩავ​ვარ​დი. მე​რე კი სა​კუ​თარ თავ​ზე გა​მე​ცი​ნა. გან​მაც​ვიფ​რა უბ​რა​ლოდ აზ​რმა,
რომ ისი​ნი ისე​თი​ვე ადა​მიანე​ბი იყ​ვნენ, რო​გო​რიც ჩვენ. მაგ​რამ ფაქ​ტი ფაქ​ტად რჩე​ბო​და, ღმერ​თმა
იცის, საკ​მა​ოდ უც​ნა​ურ ფაქ​ტად, რომ ეს აზ​რი ად​რე არას​დროს მომ​სვლია თავ​ში. ფრან​გე​ბი? ისი​ნი
ხომ მტრე​ბი იყ​ვნენ, რომ​ლე​ბიც უნ​და მო​გეკ​ლა, რად​გან მათ გერ​მა​ნი​ის გა​ნად​გუ​რე​ბა უნ​დო​დათ.
მაგ​რამ აგ​ვის​ტოს იმ სა​ღა​მოს ჩემ​თვის სა​ზა​რელ საიდუმ​ლოს აეხა​და ფარ​და - იარა​ღის მა​გიური
ძა​ლის საიდუმ​ლოს. იარა​ღი ცვლის ადა​მიანებს. ისი​ნი ხომ უწ​ყი​ნა​რი ადა​მიანე​ბი არი​ან - ფაბ​რი​კის
მუ​შე​ბი, დამ​ხმა​რეები, ბიზ​ნეს​მე​ნე​ბი, სკო​ლის მოს​წავ​ლე ბი​ჭე​ბი, რომ​ლე​ბიც ასე ჩუ​მად ის​ხდნენ, ბედს
შე​გუებულ​ნი. იარა​ღი რომ მი​გე​ცათ, იმ წამს მტრე​ბად იქ​ცე​ოდ​ნენ.

ისი​ნი მხო​ლოდ იარა​ღის მი​ღე​ბის შემ​დეგ გახ​დნენ მტრე​ბი. აი, ამან და​მა​ფიქ​რა, თუმ​ცა ვი​ცო​დი, ჩე​მი
ლო​გი​კა შე​იძ​ლე​ბა მთლად სწო​რი არ იყო, მაგ​რამ იმ გა​ურ​კვე​ველ აზრს ვყავ​დი შეპ​ყრო​ბი​ლი, რომ
სწო​რედ იარაღ​მა მოგ​ვახ​ვია თავს ომი. მსოფ​ლიოში იმ​დე​ნი იარა​ღი დაგ​როვ​და, რომ ბო​ლოს
ადა​მიანებ​ზე გა​ბა​ტონ​და და ისი​ნი ერ​თმა​ნე​თის მტრე​ბად აქ​ცია.

მოგ​ვიანე​ბით, ფლან​დრიაში ყოფ​ნი​სას, იმა​ვე სი​ტუაცი​ას შე​ვეს​წა​რი. ბრძო​ლის მიმ​დი​ნა​რეობი​სას,


რო​მელ​შიც დი​დი რაოდე​ნო​ბის ტექ​ნი​კა იყო ჩარ​თუ​ლი, ადა​მიანე​ბის იქ ყოფ​ნას, პრაქ​ტი​კუ​ლად,
არა​ნაირი სარ​გე​ბე​ლი აღარ მოჰ​ქონ​და. ერ​თმა​ნეთს გა​ვე​შე​ბუ​ლი ტექ​ნი​კა ეომე​ბო​და. ადა​მი​ანს ისე​თი
გრძნო​ბა გიჩ​ნდე​ბო​და, რომ მა​ში​ნაც კი, თუ ცოც​ხა​ლი აღა​რა​ვინ დარ​ჩე​ბო​და, იარა​ღე​ბი თვი​თონ
გა​ნაგ​რძობ​დნენ ომს სამ​ყა​როს სრულ გა​ნად​გუ​რე​ბამ​დე.

მაგ​რამ აქ, ფაბ​რი​კის ეზო​ში, მხო​ლოდ ჩვენ​ნა​ირ ადა​მიანებს ვხე​დავ​დი. პირ​ვე​ლად გა​ვი​აზ​რე, რომ
ადა​მიანე​ბის წი​ნა​აღ​მდეგ ვიბ​რძო​დი. ადა​მიანე​ბი​სა, რომ​ლე​ბიც ჩვენ​სა​ვით ხმა​მა​ღა​ლი სიტ​ყვე​ბი​თა და
იარა​ღით მოაჯა​დო​ეს; ადა​მიანე​ბი​სა, რომ​ლებ​საც ცო​ლე​ბი და შვი​ლე​ბი, მშობ​ლე​ბი ჰყავ​დათ,

12
პრო​ფე​სია ჰქონ​დათ. რო​გორც მე გა​მი​ნათ​და გო​ნე​ბა მა​თი მეშ​ვეობით, შე​საძ​ლოა, ისი​ნიც
გა​მოფ​ხიზ​ლდე​ბი​ან, ირ​გვლივ მი​მოიხე​და​ვენ და იკით​ხა​ვენ: "ძმე​ბო, რას ვა​კე​თებთ? რას ჰგავს ეს?"

რამ​დე​ნი​მე კვი​რის შემ​დეგ ისევ შე​და​რე​ბით მშვიდ მო​ნაკ​ვეთ​ზე გა​დაგ​ვის​რო​ლეს. ფრან​გე​ბის წი​ნა
ხა​ზი საკ​მა​ოდ ახ​ლოს იყო ჩვენ​თან, მაგ​რამ ჩვე​ნი პო​ზი​ციები კარ​გად იყო გა​მაგ​რე​ბუ​ლი, სა​ერ​თოდ კი,
ვიტ​ყო​დი, რომ აქ გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი თით​ქმის არა​ფე​რი ხდე​ბო​და. ყო​ველ დი​ლით, ზუს​ტად შვიდ
სა​ათ​ზე ორი​ვე მხა​რის არ​ტი​ლე​რია ერ​თმა​ნეთს რამ​დე​ნი​მე გას​რო​ლით ესალ​მე​ბო​და. შუ​ად​ღი​სას
კი​დევ მოკ​ლე სა​ლუტს უშ​ვებ​დნენ, სა​ღა​მოს​თვის კი, ჩვეულებ​რივ, რამ​დე​ნი​მე გას​რო​ლა ის​მო​და
ხოლ​მე. ჩვე​ნი ბომ​ბსაფ​რე​ბის წინ მზის აბა​ზა​ნებს ვი​ღებ​დით და ღა​მით, და​ძი​ნე​ბის წინ, ჩექ​მე​ბის
გახ​და​საც კი ვბე​დავ​დით.

ერთ დღეს, უეც​რად, ნე​იტ​რა​ლუ​რი ზო​ნის მეორე მხა​რეს ბრუს​ტვე​რის თავ​ზე აბ​რა გა​მოჩ​ნდა
წარ​წე​რით: Attention! ად​ვი​ლი წარ​მო​სად​გე​ნია, რო​გო​რი გან​ცვიფ​რე​ბუ​ლე​ბი შე​ვაშ​ტერ​დე​ბო​დით მას.
ბო​ლოს ის დას​კვნა გა​მო​ვი​ტა​ნეთ, რომ მათ მხო​ლოდ ჩვე​ნი გაფ​რთხი​ლე​ბა უნ​დო​დათ. ალ​ბათ,
ჩვეულებ​რი​ვი პროგ​რა​მის​გან გან​სხვა​ვე​ბით, გან​სა​კუთ​რე​ბუ​ლი სა​არ​ტი​ლე​რიო შე​ტე​ვა იყო
მო​სა​ლოდ​ნე​ლი. მო​ვემ​ზა​დეთ, რომ პირ​ვე​ლი​ვე გას​რო​ლი​სას ჩვენს ბომ​ბსაფ​რებ​ში გავ​მქრა​ლი​ყა​ვით.

მაგ​რამ სი​ტუაცია ისევ მშვი​დი იყო. აბ​რა გაქ​რა. რამ​დე​ნი​მე წა​მის შემ​დეგ ზე​ვით ნი​ჩაბ​მა ამოიწია,
რო​მელ​ზეც სი​გა​რე​ტის დი​დი კო​ლო​ფი იყო მი​მაგ​რე​ბუ​ლი. ერთ-​ერთმა ჩვენ​მა ამ​ხა​ნაგ​მა, რო​მელ​საც
ცო​ტა​თი ეს​მო​და ფრან​გუ​ლი, ტო​პოგ​რა​ფიული რუ​კის პლან​შეტს უკა​ნა მხა​რეს ფეხ​საც​მლის საც​ხით
მიაწე​რა სიტ​ყვა "Compris!" პლან​შე​ტი მაღ​ლა ავ​წი​ეთ. მეორე მხა​რეს სი​გა​რე​ტის​კო​ლო​ფიანი ნიჩ​ბის
აქეთ-​იქით ქნე​ვა და​იწ​ყეს. პა​სუ​ხად ჩვენ პლან​შე​ტი და​ვაქ​ნი​ეთ. ამის შემ​დეგ თეთ​რი ქსო​ვი​ლი
ააფ​რიალეს.

უფ​როს ეფ​რეიტორ ბიულერს, რო​მე​ლიც იმ დროს ტი​ლებს იშო​რებ​და, სას​წრა​ფოდ ავა​ცა​ლეთ


მუხ​ლე​ბი​დან პე​რან​გი და პა​სუ​ხად ავაფ​რიალეთ.

ცო​ტა ხნის შემ​დეგ მეორე მხა​რეს ისევ ამოს​წი​ეს თეთ​რი ქსო​ვი​ლი, შემ​დეგ ჩაფ​ხუ​ტი გა​მოჩ​ნდა. უფ​რო
ძლიერად და​ვაქ​ნი​ეთ ჩვე​ნი პე​რან​გი და ტი​ლე​ბი აქეთ-​იქით მი​მოვ​ფან​ტეთ.

ბო​ლოს ხე​ლი გა​მოჩ​ნდა ზე​ვით აწეული პა​კე​ტით. შემ​დეგ კი მავ​თულ​ხლარ​თში ნე​ლა გა​მოძ​ვრა კა​ცი,
ხე​ლებ​სა და მუხ​ლებ​ზე მო​ხო​ხავ​და ჩვენ​კენ, დრო​დად​რო ცხვირ​სა​ხოცს გვიქ​ნევ​და და აღელ​ვე​ბუ​ლი
იცი​ნო​და. ნე​იტ​რა​ლუ​რი ზო​ნის და​ახ​ლოებით შუაში შე​ჩერ​და და პა​კე​ტი ძირს და​დო. რამ​დენ​ჯერ​მე
მიგ​ვი​თი​თა მას​ზე, იცი​ნო​და, თავს აქ​ნევ​და, მე​რე კი უკან გა​ხოხ​და.

ამ სა​ნა​ხაობამ უჩ​ვეულოდ აგ​ვა​ღელ​ვა. თით​ქმის ბავ​შვურ​მა გრძნო​ბამ აგ​ვი​ტა​ცა, გაგ​ვე​კე​თე​ბი​ნა


რა​ღაც აკ​რძა​ლუ​ლი, ვინ​მე გაგ​ვე​მას​ხა​რა​ვე​ბი​ნა. რა თქმა უნ​და, ამას ემა​ტე​ბო​და ძლიერი სურ​ვი​ლი,
ხელ​ში ჩაგ​ვეგ​დო ჩვენ წინ და​დე​ბუ​ლი კარ​გი რა​ღა​ცე​ბი. მსუ​ბუ​ქად დაგ​ვიარა თა​ვი​სუფ​ლე​ბის,
სიკ​ვდი​ლის მთელ მე​ქა​ნიზ​მზე ტრი​უმ​ფის სი​ომ. იგი​ვე გრძნო​ბა მქონ​და მა​ში​ნაც, რო​ცა ტყვე​ებს შო​რის
ვი​ყა​ვი, და ჩემს გო​ნე​ბა​ში შე​მო​იჭ​რა რა​ღაც ადა​მიანუ​რი, რო​მელ​მაც დაამარ​ცხა წარ​მოდ​გე​ნა "მტრის"
შე​სა​ხებ. მინ​დო​და, ამ ტრი​უმ​ფში ჩე​მი წვლი​ლი შე​მე​ტა​ნა.

13
სას​წრა​ფოდ მოვ​ძებ​ნეთ რამ​დე​ნი​მე სა​ჩუ​ქა​რი, სრუ​ლი​ად უბად​რუ​კი ნივ​თე​ბი, რად​გან ჩვენ ბევ​რად
ნაკ​ლე​ბი სა​სა​ჩუქ​რე რა​ღა​ცე​ბი გვქონ​და, ვიდ​რე ჩვენს ამ​ხა​ნა​გებს ფრონ​ტის მეორე მხა​რეს. შემ​დეგ
პე​რან​გით კვლავ მი​ვე​ცით სიგ​ნა​ლი და მა​შინ​ვე მი​ვი​ღეთ პა​სუ​ხი. ნე​ლა წა​მო​ვი​წიე, თა​ვი და მხრე​ბი
უკ​ვე ბომ​ბსაფ​რის ზე​მოთ მქონ​და. ნამ​დვი​ლად სა​ში​ნე​ლი წუ​თი იყო, ბრუს​ტვე​რის თავ​ზე ასე და​უც​ვე​ლი,
სა​მიზ​ნე​სა​ვით რომ ვი​დე​ქი.

შემ​დეგ პირ​და​პირ გავ​ხოხ​დი. ახ​ლა კი აზ​რე​ბი სრუ​ლი​ად შე​მეც​ვა​ლა, თით​ქოს უკან გა​და​ახ​ვიესო. ამ
უც​ნა​ურ​მა სი​ტუაცი​ამ და​მატ​ყვე​ვა. ვგრძნობ​დი, რო​გორ იზ​რდე​ბო​და ჩემ​ში სი​ხა​რუ​ლის ძლიერი
გრძნო​ბა, თით​ქოს გად​მოს​ვლას აპი​რებ​სო. ბედ​ნიერი, სი​ცი​ლით მარ​ჯვედ მივ​რბო​დი ოთ​ხზე. და
გან​ვი​ცა​დე მშვი​დო​ბის სა​უც​ხოო წა​მი - ცალ​კეული ადა​მიანის, პი​რა​დი მშვი​დო​ბი​სა, მშვი​დო​ბი​სა მთელ
სამ​ყა​რო​ში, მხო​ლოდ ჩემ​თვის დამ​ყა​რე​ბუ​ლი მშვი​დო​ბი​სა.

ჩვე​ნი ნივ​თე​ბი და​ვაწ​ყვე, სხვე​ბი ავი​ღე და უკან გავ​ხოხ​დი. და იმ წამს და​იმ​სხვრა მშვი​დო​ბის
შეგ​რძნე​ბა. ისევ ცხა​დად ვგრძნობ​დი, თუ რო​გორ იყო ასო​ბით ავ​ტო​მა​ტის ლუ​ლა ჩე​მი ზურ​გის​კენ
მო​მარ​თუ​ლი. სა​ში​ნელ​მა შიშ​მა შე​მიპ​ყრო, ოფ​ლი წურ​წუ​რით ჩა​მომ​დიოდა შუბ​ლზე. თუმ​ცა სან​გარს
მშვი​დო​ბით მი​ვაღ​წიე და სუნ​თქვა​შეკ​რუ​ლი დავ​წე​ქი.

მეორე დღეს უკ​ვე საკ​მა​ოდ მი​ვეჩ​ვი​ეთ სი​ტუაცი​ას, თან​და​თა​ნო​ბით კი საქ​მე გა​ვა​მარ​ტი​ვეთ.


ერ​თმა​ნე​თის შემ​დეგ კი არ გავ​დიოდით, არა​მედ ორი​ვე მხრი​დან ერ​თდროულად ვძვრე​ბო​დით ხოლ​მე
სან​გრე​ბი​დან. აშ​ვე​ბუ​ლი ძაღ​ლე​ბი​ვით მივ​ხო​ხავ​დით ერ​თმა​ნე​თის შე​სახ​ვედ​რად და სა​ჩუქ​რებს
ვცვლი​დით.

რო​დე​საც ერ​თმა​ნეთს პირ​ვე​ლად შევ​ხე​დეთ სა​ხე​ში, მხო​ლოდ მო​რი​დე​ბუ​ლად გა​ვი​ღი​მეთ. ის ამ​ხა​ნა​გი


ჩემ​სა​ვით ახალ​გაზ​რდა ბი​ჭი იყო, ასე ოცი წლი​სა. სა​ხე​ზე ეტ​ყო​ბო​და, რო​გორ მოს​წონ​და ეს
წა​მოწ​ყე​ბა. Bonjour, camerade!, მით​ხრა მან. ისე გა​ვოგ​ნდი, რომ ვუ​პა​სუ​ხე Bonjour, bonjour,
ორ​ჯერ, სამ​ჯერ გა​ვი​მეორე იგი​ვე, თა​ვი და​ვუქ​ნიე და სწრა​ფად შე​მოვ​ბრუნ​დი.

შეხ​ვედ​რი​სათ​ვის გან​საზ​ღვრუ​ლი დრო გვქონ​და დათ​ქმუ​ლი. წი​ნას​წარ სიგ​ნა​ლის მი​ცე​მა აღარ


გვჭირ​დებ​და, რად​გან ორი​ვე მხა​რე ვი​ცავ​დით ამ დაუწე​რელ სამ​შვი​დო​ბო ხელ​შეკ​რუ​ლე​ბას. ერ​თი
საათის შემ​დეგ კი ჩვეულებ​რივ ისევ ვეს​რო​დით ერ​თმა​ნეთს. ერ​თხელ იმ ამ​ხა​ნაგ​მა ჭოჭ​მა​ნით
გა​მო​მი​წო​და ხე​ლი და ერ​თმა​ნეთს ხე​ლი ჩა​მო​ვარ​თვით. ეს ისე​თი უც​ნაური იყო!

იმ დროს ფრონ​ტის სხვა მო​ნაკ​ვე​თებ​ზეც ხდე​ბო​და მსგავ​სი შემ​თხვე​ვე​ბი. შტა​ბის ხელ​მძღვა​ნე​ლო​ბა​საც


მიუვი​და ხმე​ბი ამის შე​სა​ხებ და ბრძა​ნე​ბა გა​მოს​ცეს, რომ​ლის მი​ხედ​ვი​თაც, მსგავ​სი რამ
კა​ტე​გო​რიულად იკ​რძა​ლე​ბო​და, რად​გან, ზო​გი​ერთ შემ​თხვე​ვა​ში ამან ყო​ველ​დღი​ურ საომარ
მოქ​მე​დე​ბებ​ზე მო​ახ​დი​ნა გავ​ლე​ნა. თუმ​ცა ეს ჩვენ ხელს არ გვიშ​ლი​და.

ერთ დღეს ფრონ​ტზე მაიორი ჩა​მო​ვი​და და პი​რა​დად ჩაგ​ვი​ტა​რა ლექ​ცია. ძა​ლი​ან მონ​დო​მე​ბუ​ლი და
ენერ​გიული იყო და გვით​ხრა, რომ სა​ღა​მომ​დე ფრონ​ტზე დარ​ჩე​ნას აპი​რებ​და. საუბე​დუ​როდ, იმ
ად​გილ​თან ახ​ლოს და​ბი​ნავ​და, საიდა​ნაც გავ​დიოდით, და იარა​ღიც კი მო​ით​ხო​ვა. ძა​ლი​ან ახალ​გაზ​რდა
მაიორი იყო, საგ​მი​რო საქ​მეების​თვის მო​წო​დე​ბუ​ლი.

14
არ ვი​ცო​დით, რა გვექ​ნა. იმის შე​საძ​ლებ​ლო​ბა არ იყო, რომ ჩვე​ნი იქაური ამ​ხა​ნა​გე​ბი​სათ​ვის ნი​შა​ნი
მიგ​ვე​ცა. გარ​და ამი​სა, ვფიქ​რობ​დით, რომ მტერ​თან საქ​მის და​ჭე​რის გა​მო ად​გილ​ზე დაგ​ვხვრეტ​დნენ.
ჩე​მი საათის წუ​თე​ბის ისა​რი ნე​ლა მოძ​რა​ობ​და წინ. არა​ფე​რი ხდე​ბო​და და საქ​მეს თით​ქოს ისე​თი პი​რი
უჩან​და, რომ ყვე​ლა​ფე​რი მშვი​დო​ბიანად დას​რულ​დე​ბო​და.

ცხა​დია, მაიორ​მა მხო​ლოდ ზო​გა​დად იცო​და ფრონ​ტის გას​წვრივ დაძ​მო​ბი​ლე​ბის შე​სა​ხებ.


კონ​კრე​ტუ​ლად კი არ ეცო​დი​ნე​ბო​და იმის შე​სა​ხებ, რა​საც აქ ვა​კე​თებ​დით. ნამ​დვი​ლად არ
გაგ​ვი​მარ​თლა, რომ სწო​რედ ახ​ლა გა​მო​უშ​ვეს აქ და ეს და​ვა​ლე​ბა მის​ცეს.

ვფიქ​რობ​დი, ხომ არ მეთ​ქვა მის​თვის: "ხუთ წუთ​ში იქი​თა მხრი​დან ვი​ღაც გა​მო​ვა. არ უნ​და
ვეს​რო​ლოთ. ის ჩვენ გვენ​დო​ბა". მაგ​რამ ვერ გავ​ბე​დე. აზ​რიც არ ექ​ნე​ბო​და. ასე რომ მოვ​ქცეული​ყა​ვი,
მაიორი შე​იძ​ლე​ბა ზუს​ტად ამ ად​გი​ლას დარ​ჩე​ნი​ლი​ყო და დაეცა​და. ასე კი შან​სი მა​ინც იყო, რომ
აქე​დან წა​ვი​დო​და. გარ​და ამი​სა, ბიულერ​მა ჩამ​ჩურ​ჩუ​ლა, რომ ბრუს​ტვე​რის უკან გა​ხოხ​და და
ავ​ტო​მა​ტით ანიშ​ნა, სრო​ლი​სას "ააცი​ლა" (ა​სე ტირ​ში მიანიშ​ნე​ბენ იმა​ზე, რომ ვერ მო​არ​ტყეს). იქი​თა
მხრი​და​ნაც ნი​შა​ნი მოუცი​ათ. თით​ქოს მიმ​ხვდა​რან, რომ გა​მოს​ვლა არ შე​იძ​ლე​ბო​და.

სა​ბედ​ნიეროდ, მოღ​რუბ​ლუ​ლი დღე იყო. ცო​ტა წვიმ​და და უკ​ვე ჩა​მობ​ნელ​და. ჩვე​ნი შეხ​ვედ​რის​თვის
დათ​ქმუ​ლი დროიდან თხუთ​მე​ტი წუ​თი იყო გა​სუ​ლი. ნელ-​ნელა ამო​ვი​სუნ​თქეთ. უცებ მზე​რა
გა​მიშ​ტერ​და. ენა და​მიმ​ძიმ​და, წა​მოყ​ვი​რე​ბა მინ​დო​და და არ შე​მეძ​ლო. შეძ​რწუ​ნე​ბის​გან გა​შე​შე​ბუ​ლი
ვხე​დავ​დი, რო​გორ გა​მოჩ​ნდა ნე​ლა ხე​ლი, შემ​დეგ კი სხეული, ბიულე​რი ბრუს​ტვე​რის გას​წვრივ
დარ​ბო​და და სა​სო​წარ​კვე​თი​ლი ცდი​ლობ​და გა​მაფ​რთხი​ლე​ბე​ლი ნიშ​ნის მი​ცე​მას. მაგ​რამ მე​ტის​მე​ტად
გვი​ან იყო. მაიორ​მა უკ​ვე გა​ის​რო​ლა. გა​ის​მა სუს​ტი ხმით წა​მოყ​ვი​რე​ბა და სხეული უკან ჩა​ეშ​ვა.

ერ​თი წა​მით სა​მა​რი​სე​ბუ​რი სი​ჩუ​მე ჩა​მო​ვარ​და. შემ​დეგ ღრიალი გა​ვი​გეთ და ძლიერი ცეც​ხლი ატ​ყდა.

- ის​ვრი​ან! თავს გვეს​ხმი​ან! - იყ​ვი​რა მაიორ​მა.

პა​სუ​ხად ჩვენც გავ​ხსე​ნით ცეც​ხლი. გი​ჟე​ბი​ვით ვტე​ნი​დით ავ​ტო​მა​ტებს და ვის​რო​დით, ვტე​ნი​დით და


ვის​რო​დით, მხო​ლოდ იმი​ტომ, რომ ეს სა​ში​ნე​ლი წუ​თე​ბი გა​დაგ​ვე​გო​რე​ბი​ნა. მთე​ლი ფრონ​ტი
ამოძ​რავ​და, ქვე​მე​ხე​ბიც ჩარ​თეს და ასე გაგ​რძელ​და მთე​ლი ღა​მე. დი​ლის​თვის თორ​მე​ტი კა​ცი
დავ​კარ​გეთ, მათ შო​რის მაიორი და ბიულე​რი.

ამის შემ​დეგ საბ​რძო​ლო მოქ​მე​დე​ბე​ბი წეს​დე​ბის შე​სა​ბა​მი​სად გა​ნახ​ლდა. სი​გა​რე​ტებს აღარ


ვგზავ​ნი​დით აქეთ-​იქით. და​ნა​კარ​გის რაოდე​ნო​ბაც გაიზარ​და. მას შემ​დეგ ბევ​რი რამ გა​დამ​ხდა. ბევ​რი
ჯა​რის​კა​ცის სიკ​ვდი​ლი ვნა​ხე. მეც არა​ერ​თი მოვ​კა​ლი. სას​ტი​კი და გულ​ქვა გავ​ხდი.
წლე​ბი გა​ვი​და, მაგ​რამ მთე​ლი ეს პე​რიოდი ვერ ვბე​დავ​დი, გა​მეხ​სე​ნე​ბი​ნა სუს​ტი ხმით წა​მოყ​ვი​რე​ბა
წვი​მა​ში.

15
მდუმარება ვერდენის გარშემო

ვე​რა​ვინ იტ​ყვის, ზუს​ტად რო​დის იწ​ყე​ბა ეს, მაგ​რამ გლუ​ვი, ოდ​ნავ მომ​რგვა​ლე​ბუ​ლი ხა​ზე​ბი
ჰო​რი​ზონ​ტზე უეც​რად იც​ვლე​ბი​ან. ყა​ვის​ფე​რი და წი​თე​ლი ფე​რე​ბი, ტყის ფოთ​ლე​ბის კაშ​კა​შა, მო​ელ​ვა​რე
ტო​ნე​ბი მოულოდ​ნე​ლად გან​სა​კუთ​რე​ბულ შე​ფე​რი​ლო​ბას იძე​ნენ, მინ​დვრე​ბი ფერს კარ​გა​ვენ და
ჟან​გმი​წის​ფრად ჭკნე​ბი​ან. პეიზა​ჟი რა​ღაც​ნაირი უჩ​ვეულოდ მშვი​დი, ფერ​მკრთა​ლი ხდე​ბა და ამის ახ​სნა
არა​ვის შე​უძ​ლია.

იგი​ვე ქე​დე​ბია, იგი​ვე ტყეები, იგი​ვე მინ​დვრე​ბი და მდე​ლოები, რო​გორც უწინ, ისევ იგი​ვე პეიზა​ჟია,
რო​გო​რიც ერ​თი საათის წინ იყო. აი, უსას​რუ​ლოდ გრძე​ლი და გა​ნიერი თეთ​რი გზატ​კე​ცი​ლი, გვიანი
შე​მოდ​გო​მის ოქ​როს​ფე​რი შუ​ქი, რო​მე​ლიც ისევ ტკბილ ღვი​ნო​სა​ვით იღ​ვრე​ბა დე​და​მი​წა​ზე. და მა​ინც,
თით​ქოს რა​ღაც უხი​ლა​ვი და ჩუ​მი შე​მო​იჭ​რა შო​რი​დან; ის აქ​ვეა, გვერ​დით, უზარ​მა​ზა​რი,
გა​მარ​ჯვე​ბუ​ლი, ძლიერი, და ჩრდი​ლავს ყვე​ლა​ფერს.

საქ​მე იმ, გზის ნა​პი​რას ამო​მარ​თულ თხელ და შავ ჯვრებ​ში არ არის, რომ​ლე​ბიც ყო​ველ წამს
გვხვდე​ბა გზად. გა​და​ქა​ნე​ბუ​ლე​ბი და გა​დაღ​ლი​ლე​ბი ამოჩ​რი​ლან ბა​ლა​ხე​ბი​დან, ქა​რის​გან
შე​ლან​ძღუ​ლე​ბი, წვი​მის ნა​კა​დე​ბის​გან გაც​ვე​თი​ლე​ბი - 1870 წლის ომის ჯვრე​ბი. წვრი​ლი, ნორ​ჩი
ხეები, რომ​ლე​ბიც მა​შინ ჯვრებს შო​რის ჩარ​გეს, უკ​ვე დი​დი ხა​ნია სქელ​ტო​ტე​ბი​ან ხეებად გა​და​იქ​ცნენ,
რომ​ლე​ბიც მო​ჭიკ​ჭი​კე ჩი​ტე​ბი​თაა სავ​სე. მსრო​ლელ​თა სან​გრე​ბი აღარ გვა​ში​ნე​ბენ, ისი​ნი თით​ქმის
აღარ გვა​გო​ნე​ბენ სიკ​ვდილს, ისი​ნი პარ​კის თვალ​წარ​მტაც და ლა​მაზ პეიზაჟს შერ​წყმი​ან. ნა​ყო​ფიერი
ნიადა​გი და კარ​გი მხა​რე.

საქ​მე ამ ლა​მა​ზი, ამ სა​ში​ნე​ლი მი​და​მოს ხა​სი​ათ​ში არაა, რო​მე​ლიც ყო​ველ​თვის ბრძო​ლის ველს
წარ​მო​ად​გენ​და და სა​დაც ომი საუკუ​ნეების მან​ძილ​ზე ახ​ვა​ვებ​და თა​ვის ნარ​ჩე​ნებს, რო​გორც
სხვა​დას​ხვა ფე​ნას კლდის ქა​ნებ​ში, ერთ ნა​ლექს მეორე​ზე, ერთ ფე​ნას მეორე​ზე, ერ​თი ომის ნარ​ჩე​ნებს
მეორე ომი​სა​ზე... დღე​საც კი ზუს​ტად შე​გიძ​ლია შე​იტ​ყო ყვე​ლა​ფე​რი - ფრან​გი მე​ფეების ბრძო​ლებ​ზე,
მარს ლა ტუ​რის სა​მარ​ხებ​სა და დუომო​ნის სა​ერ​თო საფ​ლა​ვებ​ზე.

საქ​მე არც ამ მი​წის საიდუმ​ლოებით მო​ცულ, გაორე​ბულ იერ​სა​ხე​შია. რბილი, ლურ​ჯი ხა​ზე​ბი,
ჰო​რი​ზონ​ტზე რომ მო​ჩანს, არა უბ​რა​ლოდ ბორ​ცვე​ბი და ტყის მა​სი​ვე​ბი, არა​მედ შე​ნიღ​ბუ​ლი ფორ​ტე​ბია.
მათ წინ აღ​მარ​თუ​ლი გლუ​ვი მწვერ​ვა​ლე​ბი არა უბ​რა​ლოდ ქე​დე​ბია, არა​მედ - ძლი​ერ გა​მაგ​რე​ბუ​ლი
სი​მაღ​ლეები. იდი​ლიური ხეობე​ბი იმავ​დროულად მსრო​ლელ​თა სან​გრე​ბის ფუნ​ქციასაც ას​რუ​ლე​ბენ,
რო​გორც სიკ​ვდი​ლის ხეობე​ბი, და ჯა​რის​კაც​თა შემ​კრე​ბი პუნ​ქტე​ბი​სა და სტრა​ტე​გიული
პლაც​დარ​მე​ბის ფუნ​ქციასაც; პა​ტა​რა ბორ​ცვე​ბი ქვე​მე​ხე​ბის ან ტყვი​ამ​ფრქვე​ვე​ბის ჩა​ბე​ტო​ნე​ბულ
სას​რო​ლო პო​ზი​ცი​ებს წარ​მო​ად​გენ​დნენ, ან საბ​რძო​ლო სა​შუალე​ბე​ბის საწ​ყო​ბებს და მი​წის​ქვე​შა
გა​სას​ვლე​ლებს, რად​გან აქ ყვე​ლა​ფე​რი სტრა​ტე​გი​ად იყო გა​დაქ​ცეული - სტრა​ტე​გი​ად და საფ​ლა​ვე​ბად.

საქ​მე მდუ​მა​რე​ბა​შია, შე​მაძ​რწუ​ნე​ბელ მდუ​მა​რე​ბა​ში ვერ​დე​ნის გარ​შე​მო. მდუ​მა​რე​ბა ბრძო​ლის


შემ​დეგ. მდუ​მა​რე​ბა, რომ​ლის მსგავ​სი სამ​ყა​რო​ში არ არ​სე​ბობს. აქამ​დე ყვე​ლა ბრძო​ლა​ში

16
სა​ბო​ლო​ოდ ბუ​ნე​ბა იმარ​ჯვებ​და. გა​ნად​გუ​რე​ბის შემ​დეგ სი​ცოც​ხლე ისევ ბრუნ​დე​ბო​და, ქა​ლა​ქებს ისევ
აღად​გენ​დნენ, ტყეები კვლავ იზ​რდე​ბო​და, რამ​დე​ნი​მე თვის მან​ძილ​ზე ყა​ნებ​ში ისევ ამო​დიოდა ახა​ლი
მარ​ცვლეული. მაგ​რამ ამ ბო​ლო, ყვე​ლა​ზე სა​ში​ნელ ომ​ში პირ​ვე​ლად გაიმარ​ჯვა გა​ნად​გუ​რე​ბამ. აქ იყო
სოფ​ლე​ბი, რომ​ლე​ბიც აღარ აღუდ​გე​ნი​ათ: სოფ​ლე​ბი, რომ​ლე​ბის​გა​ნაც ქვა ქვა​ზე აღარ დარ​ჩა. მათ ქვეშ
ნიადა​გი იმ​დე​ნა​დაა გაჟ​ღენ​თი​ლი მო​მაკ​ვდი​ნე​ბე​ლი სა​შიშ​როებით, ცოც​ხა​ლი ასა​ფეთ​ქე​ბე​ლი ძა​ლით,
ჭურ​ვე​ბით, ნაღ​მე​ბი​თა და მომ​წამ​ვლე​ლი გა​ზით, რომ თო​ხის ერ​თი დარ​ტყმა ან ნიჩ​ბის ერ​თი მოს​მაც კი
სა​ხი​ფა​თოა. აქ ხა​რობ​დნენ ხეები, რომ​ლე​ბიც აღა​რა​სო​დეს ამო​იყ​რის, რად​გან არა მარ​ტო მა​თი
კენ​წე​როები და ტა​ნი, არა​მედ მა​თი ყვე​ლა​ზე ღრმა ფეს​ვე​ბიც კი ამოიძირ​კვა, გა​ნად​გურ​და და
ნაფ​ლე​თე​ბად იქ​ცა. აქ იყო მინ​დვრე​ბი, რომ​ლებ​ზეც ვე​ღა​რა​სო​დეს გა​დაატა​რებ გუ​თანს, რად​გან იქ
და​თე​სი​ლია ფო​ლა​დი, ფო​ლა​დი და კი​დევ ერ​თხელ ფო​ლა​დი.

თუმ​ცა ჭურ​ვე​ბის​გან ამოთ​ხრილ ორ​მო​ებ​ში, რომ​ლე​ბი​თაც მთლიანა​დაა დაც​ხრი​ლუ​ლი მი​წა, მარ​თლაც


იზ​რდე​ბა აბურ​დუ​ლი, უფე​რუ​ლი სა​რე​ვე​ლა. მათ ნა​პი​რებ​თან წი​თე​ლი ყა​ყა​ჩოები და გვი​რი​ლე​ბი ყვა​ვის;
ზოგ​ჯერ ნარ​ჩე​ნე​ბის შუაგულ​ში, გაუბე​და​ვად და მორ​ცხვად, უს​წორ​მას​წო​რო ბუჩ​ქიც კი ამო​იწ​ვე​რე​ბა,
მაგ​რამ ეს მწი​რი მცე​ნა​რეული სა​ფა​რი კი​დევ უფ​რო აძ​ლიერებს მდუ​მა​რე​ბი​სა და უიმე​დო​ბის
შეგ​რძნე​ბას. თით​ქოს ცხოვ​რე​ბი​სეული მოვ​ლე​ნე​ბის კონ​ვეიერ​ში ხვრე​ლი გა​ჩე​ნი​ლა და დრო
გა​ჩე​რე​ბუ​ლა; თით​ქოს დროს, რო​მე​ლიც არა მარ​ტო წარ​სულს, არა​მედ მო​მა​ვალ​საც მოიცავს,
თა​ნაგ​რძნო​ბის გა​მო ძრა​ვა გა​მო​ურ​თავს. დე​და​მი​წა​ზე არ​სად არის ასე​თი მხა​რე. უდაბ​ნოც კი უფ​რო
ცოც​ხა​ლია, რად​გან მი​სი მდუ​მა​რე​ბა ორ​გა​ნუ​ლია.

არ​სად სამ​ყა​რო​ში არ არის ასე​თი მდუ​მა​რე​ბა, რად​გან ეს მდუ​მა​რე​ბა შე​მაძ​რწუ​ნე​ბე​ლი, გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი


ყვი​რი​ლია. სა​საფ​ლა​ოს სიმ​შვი​დეც არ იგ​რძნო​ბა აქ, რად​გან ბევრ დაღ​ლილ, ღო​ნე​მიხ​დილ ადა​მი​ანს
შო​რის, აქ რომ და​უდ​ვი​ათ სა​ბო​ლოო გან​სას​ვე​ნე​ბე​ლი, ცო​ტა თუ იყო ჭეშ​მა​რი​ტად ახალ​გაზ​რდა და
შთა​გო​ნე​ბით აღ​სავ​სე; ათიათა​სო​ბით ადა​მიანის ის დი​დი ძა​ლა, რო​მე​ლიც თვა​ლებ​ში ჰქონ​დათ და
რო​მე​ლიც სუნ​თქვის, და​ნახ​ვის, და​მალ​ვი​სა და ბრძო​ლის სა​შუალე​ბას აძ​ლევ​და, აქ უცებ ატო​მე​ბად
დაიშა​ლა. ადა​მიანე​ბი ამ გაშ​მა​გე​ბუ​ლი, გამ​ძაფ​რე​ბუ​ლი თავ​დაც​ვი​სას აღ​მერ​თებ​დნენ და
ელო​ლიავე​ბოდ​ნენ სი​ცოც​ხლეს, ისე მგზნე​ბა​რედ, ძლიერად, გა​გი​ჟე​ბით, თით​ქოს დამ აზ​რით
შეპ​ყრო​ბი​ლებს, რო​გორც არას​დროს, სჯე​რო​დათ მი​სი. ამ სა​სო​წარ​კვე​თი​ლი, მო​ბი​ლი​ზე​ბუ​ლი
ნე​ბის​ყო​ფის, ამ მოქ​მე​დე​ბის, ტან​ჯვის, იმე​დის, ში​შის, სი​ცოც​ხლის წყურ​ვი​ლის მო​თუხ​თუ​ხე მო​რე​ვის
თავ​ზე იფ​რქვეოდა ნამ​სხვრე​ვე​ბი​სა და ტყვიების სეტ​ყვა. სი​ცოც​ხლე, ეს ყვე​ლა​ზე გამ​ძლე და სა​თუ​თი
რამ, რაც კი არ​სე​ბობს ამ​ქვე​ყა​ნა​ზე, სის​ხლი​სა​გან იც​ლე​ბო​და; რვაასი ათა​სი კა​ცის თავ​ზე უკუ​ნი
სიბ​ნე​ლე ვრცელ​დე​ბო​და.

ისე​თი შთა​ბეჭ​დი​ლე​ბა იქ​მნე​ბა, რომ ამ მინ​დვრე​ბის თავ​ზე გრძელ​დე​ბა და​კარ​გუ​ლი წლე​ბის ათ​ვლა,
წლე​ბი​სა, რომ​ლე​ბიც არ ყო​ფი​ლან, რომ​ლე​ბიც სიმ​შვი​დეს ვერ პოულო​ბენ - ახალ​გაზ​რდო​ბის ძა​ხი​ლი
მე​ტის​მე​ტად ად​რე ჩა​იხ​შო, მე​ტის​მე​ტად სწრა​ფად დას​რულ​და. ღა​მე ისი​ნი მი​წი​დან ამო​დი​ან და
მოჩ​ვე​ნე​ბე​ბი​ვით და​ხე​ტიალე​ბენ.

სი​მაღ​ლეები​დან რუ​ხი, მძი​მე ქა​რი უბე​რავს და შე​მოდ​გო​მის სიც​ხეს, მის კაშ​კა​შა ცეც​ხლსა და
ოქ​როს​ფერ შუქს ერ​წყმის. სი​მაღ​ლეები​დან მდუ​მა​რე​ბა ეშ​ვე​ბა, რო​მე​ლიც სა​სიამოვ​ნო დღე​ებს
უღო​ნოს და უსი​ცოც​ხლოს ხდის, თით​ქოს მზე დაბ​ნელ​დაო, ისე, რო​გორც იმ ნა​შუ​ად​ღევს გოლ​გო​თა​ზე.
სი​მაღ​ლეები​დან მო​გო​ნე​ბე​ბი ეშ​ვე​ბა, მეხ​სიერე​ბა​ში აქაური ად​გი​ლე​ბის და​სა​ხე​ლე​ბე​ბი
ამო​ტივ​ტივ​დე​ბა: ვო, ტის​მო​ნი, ბე​ლე​ვი​ლი, ცი​ვი მი​წა, მკვდრე​ბის ხეობა, ბორ​ცვი 304, მკვდა​რი კა​ცი...

17
რა სა​ხე​ლე​ბია! ოთ​ხი გა​წე​ლი​ლი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში ისი​ნი სიკ​ვდი​ლის და​უს​რუ​ლე​ბე​ლი ზუ​ზუ​ნის
პი​რო​ბებ​ში არ​სე​ბობ​დნენ. დღეს კი ამ მდუ​მა​რე​ბის უსას​რუ​ლო​ბა გიპ​ყრობს. და ამას ვერც
სა​მოგ​ზაურო ბიურო "კუ​კის" ტუ​რის​ტუ​ლი ჯგუ​ფე​ბი შეც​ვლის, ვერც სა​სიამოვ​ნო ექ​სკურ​სიები
შე​ღა​ვა​თი​ან ფა​სად, ღრმა ბომ​ბსაფ​რე​ბის დათ​ვა​ლიერე​ბა კარ​ბი​დის რო​მან​ტი​კუ​ლი შუ​ქის ფონ​ზე. ეს
მხა​რე მიც​ვა​ლე​ბუ​ლებს ეკუთ​ვნით.

მაგ​რამ ყვე​ლა კა​ლიბ​რის ჭურ​ვე​ბით მუდ​მი​ვად ფეთ​ქე​ბად ამ მი​წა​ში, ამ გა​შე​შე​ბულ სა​ში​ნე​ლე​ბა​თა


ქვე​ყა​ნა​ში, ამ კრა​ტე​რე​ბი​ან ლან​დშაფ​ტში ადა​მიანე​ბი ცხოვ​რო​ბენ. მათ ძლივს შე​ამ​ჩნევს კა​ცი. დრო​თა
გან​მავ​ლო​ბა​ში მი​და​მოს ისე კარ​გად მიესა​დაგ​ნენ, გა​რე​მოს​გან თით​ქმის არ გან​სხვავ​დე​ბი​ან. მა​თი
ტან​საც​მე​ლი მძი​მე ჯა​ფი​სა​გან ყვი​თე​ლი, რუ​ხი და ჭუჭ​ყიანია. ზოგ​ჯერ ასო​ბით არი​ან, ზოგ​ჯერ
შე​იძ​ლე​ბა ათა​სო​ბი​თაც იყ​ვნენ, მაგ​რამ ინ​დი​ვი​დუალუ​რად შრო​მო​ბენ და ისე გაბ​ნეულე​ბი არი​ან, რომ
გეჩ​ვე​ნე​ბა, თით​ქოს ცო​ტა​ნი არი​ან - შრო​მის​მოყ​ვა​რე პა​ტა​რა ჭი​ან​ჭვე​ლე​ბი ცა​რი​ელ ორ​მო​ებ​ში.
თა​ვის​თვის ცხოვ​რო​ბენ, ხში​რად თვეობით რჩე​ბი​ან თა​ვი​ანთ ბნელ ბა​რა​კებ​ში და სოფ​ლებ​ში იშ​ვიათად
მი​დი​ან. ისი​ნი "მა​ძი​ებ​ლე​ბი" არი​ან.

ბრძო​ლის ვე​ლე​ბი სპე​კუ​ლა​ცი​ის ობი​ექ​ტე​ბად გა​დაქ​ცეულან. ერთ-​ერთმა მე​წარ​მემ მთავ​რო​ბის​გან


ძვირ​ფა​სი მე​ტა​ლის შეგ​რო​ვე​ბის ნე​ბარ​თვა მიიღო. ამ სა​მუ​შაოსათ​ვის მა​ძი​ებ​ლებს ქი​რა​ობს. ისი​ნი
ყვე​ლა​ფერ​ზე ნა​დი​რო​ბენ, რა​საც მე​ტა​ლის ღი​რე​ბუ​ლე​ბა აქვს - ძველ შაშ​ხა​ნებ​ზე, აუფეთ​ქე​ბელ
ჭურ​ვებ​ზე, ბომ​ბებ​ზე, რკი​ნიგ​ზის რელ​სებ​ზე, მავ​თუ​ლის ხვეულებ​ზე, ნიჩ​ბებ​ზე. მო​გო​ნე​ბე​ბის, სი​ჩუ​მი​სა
და გლო​ვის ეს მინ​დვრე​ბი მათ​თვის რკი​ნის, ფო​ლა​დი​სა და სპი​ლენ​ძის მო​პო​ვე​ბის წყა​როა.
გან​სა​კუთ​რე​ბით სპი​ლენ​ძი უყ​ვართ - მას​ში უკე​თეს ფასს იღე​ბენ.

მა​ძი​ებ​ლე​ბის უმე​ტე​სო​ბა რუ​სია. ამ მდუ​მა​რე​ბა​ში ისი​ნიც სიტ​ყვა​ძუნ​წე​ბი გახ​დნენ. უმე​ტე​სად


ერ​თმა​ნეთ​ში ურ​თი​ერ​თო​ბენ. არც არა​ვინ ცდი​ლობს მათ​თან კონ​ტაქ​ტში შეს​ვლას. მიუხე​და​ვად იმი​სა,
რომ მთავ​რო​ბამ ათა​სო​ბით ნე​ბარ​თვა გას​ცა, მა​ინც ისე​თი გან​ცდა გაქვს კაცს, რომ რა​საც აკე​თე​ბენ,
კარ​გი არ არის.

ამ მი​წა​ში მი​ლიონო​ბით ფრან​კის ღი​რე​ბუ​ლე​ბის მე​ტა​ლია, მაგ​რამ იქ ასე​ვე მი​ლიონო​ბით ადა​მიანის


ცრემ​ლი, სის​ხლი და ში​შია.

შე​მო​სავ​ლიანი საქ​მეა, ბევ​რი მა​ძიებე​ლი მა​ლე​ვე ახერ​ხებს მან​ქა​ნის ყიდ​ვას. წლე​ბის გან​მავ​ლო​ბა​ში
ზრუ​ნავ​და არ​ტი​ლე​რია იმა​ზე, რომ მათ ახ​ლა მო​გე​ბა ენა​ხათ. პირ​ვე​ლი ნაჩ​ქა​რე​ვი, ზე​და​პი​რუ​ლი
შეგ​რო​ვე​ბა დას​რულ​და, ახ​ლა კი მათ უფ​რო ღრმად თხრა მოუწევთ, რომ შემ​დეგ ფე​ნა​ში ჩა​მარ​ხულ
განძს მი​აგ​ნონ. ნიადა​გი მა​გა​რია, რამ​დე​ნი​მე კვად​რა​ტუ​ლი მეტ​რი ზო​მის ორ​მოს გათ​ხრას ერ​თი
კვი​რა მო​ან​დო​მეს. ამი​ტომ აუცი​ლე​ბე​ლია ზუს​ტი ად​გი​ლე​ბის მიგ​ნე​ბა. ამას კი გა​მოც​დი​ლე​ბა სჭირ​დე​ბა.

ჩვეულებ​რი​ვად, მი​წა​ში თა​ვი​დან რკი​ნის გრძელ ღე​რებს არ​ჭო​ბენ და ისე ეძე​ბენ მე​ტალს. შე​იძ​ლე​ბა
ისე მოხ​დეს, რომ ჩხი​რი ჩექ​მას გა​მოედოს, რო​მე​ლიც წი​ნა​აღ​მდე​გო​ბას გა​გი​წევს, რად​გან
მიც​ვა​ლე​ბუ​ლის ჩექ​მა მი​წის ქვეშ, ზო​გა​დად, კარ​გა​დაა შე​მო​ნა​ხუ​ლი. თუმ​ცა მა​ძიებე​ლი ხვდე​ბა ამას,
მას ხომ გა​მოც​დი​ლე​ბა აქვს. სა​ერ​თოდ, მას ზე​მო​დან შე​უძ​ლია გან​საზ​ღვროს, ღირს თუ არა თხრა. თუ
ჩხი​რი ფო​ლა​დის ჩაფ​ხუტს მოხ​ვდე​ბა, ეს ძა​ლი​ან კარ​გია. ეს ღი​რე​ბუ​ლია იმ​დე​ნად, რამ​დე​ნა​დაც
შე​საძ​ლო ნა​დავ​ლზე მიანიშ​ნებს.

18
არ​სე​ბო​ბენ ასა​კო​ვა​ნი, გა​მოც​დი​ლი მა​ძი​ებ​ლე​ბი, რომ​ლე​ბიც მხო​ლოდ იმ ად​გი​ლას თხრი​ან, სა​დაც
ბუჩ​ქია ამო​სუ​ლი. ისი​ნი მი​იჩ​ნე​ვენ, რომ მსგავს ად​გი​ლებ​ში ცხედ​რე​ბით სავ​სე ბომ​ბსაფ​რე​ბია
და​მარ​ხუ​ლი. სხვა შემ​თხვე​ვა​ში ბუჩ​ქი ასე კარ​გად არ იხა​რებ​და. ბომ​ბსაფ​რებ​ში კი ყვე​ლა​ნაირი
მე​ტა​ლის შოვ​ნა შე​იძ​ლე​ბა.

თუ გა​გი​მარ​თლა, ტყვი​ამ​ფრქვევს ან საბ​რძო​ლო მა​სა​ლის მცი​რე საწ​ყობ​საც კი წა​აწ​ყდე​ბი. ამ


შემ​თხვე​ვა​ში, რა​საკ​ვირ​ვე​ლია, ერ​თი ხე​ლის მოს​მით რამ​დე​ნი​მე ათას ფრანკს იშო​ვი. აღ​მო​ჩე​ნა,
რო​მელ​ზეც დღე​საც ლა​პა​რა​კო​ბენ, გერ​მა​ნუ​ლი თვით​მფრი​ნა​ვი იყო. პი​ლო​ტის სა​ვარ​ძელ​ში ჩონ​ჩხი
იჯ​და, მის ფე​ხებს შო​რის კი - ყუ​თი, 15 000 ოქ​როს მარ​კით.

ყველ​გან ერ​თნაირად ხდე​ბა. თა​ვი​დან მი​წას აფ​ხვიერე​ბენ და თხრი​ან, შემ​დეგ ხე​ლებს აფა​თუ​რე​ბენ.
გერ​მა​ნუ​ლი გრძელ​სა​ხე​ლუ​რე​ბიანი ხელ​ყუმ​ბა​რე​ბი და კარ​და​ლა ამო​აქვთ. ამეებით დი​დად არ
ინ​ტე​რეს​დე​ბი​ან. მო​ღუ​ნულ და კო​რო​ზი​ით შეჭ​მულ თო​ფის ლუ​ლას კი და​ჟან​გუ​ლი რკი​ნის გრო​ვა​ზე
ის​ვრი​ან. ჩაფ​ხუ​ტი - შემ​დეგ გა​ხუ​ნე​ბუ​ლი, ნეს​ტიანი მორუხო-​მომწვანო, გაც​ვე​თი​ლი ძონ​ძი, ნა​ხევ​რად
თი​ხად გა​დაქ​ცეული, შემ​დეგ თა​ვის ქა​ლა, ჯერ კი​დევ თმით, ქე​რა თმით, თა​ვის ქა​ლა ნახ​ვრე​ტით,
ტყვია პირ​და​პირ შუბ​ლში მოხ​ვედ​რია. მა​ძიებე​ლი მას პა​ტა​რა ყუთ​ში ათავ​სებს, რო​მე​ლიც უკან უდევს.
ლა​ქე​ბი​ან ყა​ვის​ფერ ძვლებს გა​სა​ცო​და​ვე​ბუ​ლი, ჭუჭ​ყიანი მწვა​ნე ძონ​ძე​ბი​დან ფერ​თხავს. დარ​ჩე​ნილ
ძვლებს ჩექ​მის ცხვი​რე​ბი​დან ყრი​ან. ყვე​ლა​ფე​რი ყუთ​ში ხვდე​ბა, რომ სა​ღა​მოს ამო​საც​ნო​ბად
გა​იგ​ზავ​ნოს მთა​ვარ ბა​ზა​ში. დამ​პა​ლი ქი​სა, რო​მელ​შიც ცო​ტა​თი გა​შა​ვე​ბუ​ლი ფუ​ლია, ად​გილ​ზე რჩე​ბა.
ასე​ვე საკ​მა​ოდ დაშ​ლი​ლი სა​ფუ​ლის ნარ​ჩე​ნე​ბი. მაგ​რამ ახ​ლა ნი​ჩა​ბი კი​დევ ერ​თხელ, ჟღა​რუ​ნით
ხვდე​ბა მე​ტალს, რკი​ნის ბო​ძე​ბი და მავ​თუ​ლის ხვეულე​ბი მო​ჩანს - კარ​გი აღმოჩენაა.

სულ ერ​თი და იგი​ვე სუ​რა​თია, ას​ჯერ, ათას​ჯერ მე​ორ​დე​ბა; შე​მოდ​გო​მის მზის ქვეშ წევს ჯა​რის​კა​ცი,
რამ​დე​ნი​მე დამ​პა​ლი ძონ​ძი, რამ​დე​ნი​მე ძვა​ლი, თა​ვის ქა​ლა, რა​ღაც აღ​ჭურ​ვი​ლო​ბა ქამ​რის და​ჟან​გუ​ლი
ბალ​თი​სა და სა​ვაზ​ნე ჩან​თის ჩათ​ვლით. ისიც ბედ​ნიერი იქ​ნე​ბო​და, ახ​ლა ცოც​ხა​ლი რომ ყო​ფი​ლი​ყო.

ზო​გი​ერ​თი მა​ძიებე​ლი დარ​წმუ​ნე​ბუ​ლია, რომ ნი​კა​პის ძვლის ფორ​მის მი​ხედ​ვით შე​უძ​ლია თქვას,
გერ​მა​ნე​ლის თა​ვის ქა​ლა უდევს წინ თუ ფრან​გის. ასე​ვე მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია, რომ ძვლე​ბი სა​ღა​მოს
მთა​ვარ შტაბ​ში წაიღონ, თო​რემ დი​ლამ​დე მე​ლიები შე​ჭა​მენ. უც​ნაურია, რომ აქ მე​ლიები ძვლებს ჭა​მენ.
ნამ​დვი​ლად მე​ტი არა​ფე​რი აქვთ საჭ​მე​ლი. აქ კი ბევ​რი მე​ლა ცხოვ​რობს. მა​ძი​ებ​ლე​ბი თა​ვი​ანთ
უთ​ვა​ლავ პა​ტა​რა ორ​მო​ებ​ში სხე​დან და თხუ​ნე​ლე​ბი​ვით თხრი​ან. ძვლებს, რომ​ლებ​საც პოულო​ბენ,
იდენ​ტი​ფი​ცი​რე​ბა უტარ​დე​ბა. მათ სა​საფ​ლაოებ​ზე, მავ​ზო​ლეუმებ​ში, ქვის უზარ​მა​ზარ კუ​ბო​ებ​ში
აგ​რო​ვე​ბენ. თუმ​ცა უკე​თე​სი იქ​ნე​ბო​და, რომ ამ ჯა​რის​კა​ცე​ბი​სათ​ვის თა​ვი დაენე​ბე​ბი​ნათ. ისი​ნი ხომ
უკ​ვე ათი, თორ​მე​ტი წე​ლია აქ გა​ნის​ვე​ნე​ბენ. ისი​ნი ხომ, ყვე​ლა​ნი, ამ​ხა​ნა​გე​ბი იყ​ვნენ.

თით​ქოს თვი​თო​ნაც არ უნ​დო​დათ, რომ სხვა​ნაირად ყო​ფი​ლი​ყო საქ​მე. თით​ქოს თვი​თონ მი​წა
და​რა​ჯობს მათ და იცავს იმ ხე​ლე​ბი​სა​გან, რომ​ლე​ბიც მათ შო​რის მე​ტალს და ფულს ეძე​ბენ, რად​გან
მკვდა​რი ჯა​რის​კა​ცე​ბის გვერ​დით მა​თი იარა​ღია. ხში​რად ამ იარაღს შე​ნარ​ჩუ​ნე​ბუ​ლი აქვს მოქ​მე​დე​ბის
ძა​ლა.

საკ​მა​რი​სია თო​ხის ერ​თი დარ​ტყმა მი​წა​ზე, ნიჩ​ბის ერ​თი მკვეთ​რი მოს​მა და მი​წა ყრუდ აგუ​გუნ​დე​ბა,
ნამ​სხვრე​ვე​ბი ამოფ​რინ​დე​ბა და მი​წი​დან ამო​სუ​ლი სიკ​ვდი​ლი სწრა​ფად ჩა​ავ​ლებს ხოლ​მე ბრჭყა​ლებს
მა​ძი​ებ​ლებს. უკ​ვე ბევ​რი იქ​ცა ნაფ​ლე​თე​ბად, ბევ​რი და​სა​ხიჩ​რდა, მა​თი რიც​ხვი ყო​ველ​კვი​რა იზ​რდე​ბა.

19
სიკ​ვდი​ლი, რო​მელ​მაც თა​ვი​დან ჯა​რის​კა​ცე​ბი მო​ცე​ლა, ახ​ლა მოკ​ლუ​ლე​ბის საფ​ლა​ვებს და​რა​ჯობს.
მი​წა ინა​ხავს მათ, თით​ქოს ისი​ნი დი​დე​ბულ მავ​ზო​ლეუმებ​ში კი არ უნ​და იწ​ვნენ, არა​მედ იქ დარ​ჩნენ,
სა​დაც დაიღუპ​ნენ.

ამ სუ​და​რის თავ​ზე კი თით​ქოს დრო გა​ჩე​რე​ბუ​ლა, იმ ტან​ჯვის წი​ნა​შე, რო​მე​ლიც ჰო​რი​ზონ​ტებს შო​რის
გა​შე​შე​ბუ​ლა. ამ სუ​და​რის თავ​ზე მდუ​მა​რე​ბა, გლო​ვა და მო​გო​ნე​ბე​ბი ჩა​მო​წო​ლი​ლა.

კარლ ბროეგერი ფლერიში

მან​ქა​ნა ქუ​ჩის გას​წვრივ მიქ​რის. გზა სწო​რია. სა​ბუ​რა​ვე​ბი ჭრა​ჭუ​ნო​ბენ, ფან​ჯრე​ბი ჩუ​მად ზრიალე​ბენ,
სტრას​ბურ​გი და მეტ​ცი უკ​ვე დი​დი ხა​ნია უკან ჩა​მო​ვი​ტო​ვეთ. ჩემ გვერ​დით კარლ ბროეგე​რი ზის და
ბუ​ტერ​ბროდს მი​ირ​თმევს, მაგ​რამ ის ამ საქ​მიანო​ბა​ზე მთლიანად კონ​ცენ​ტრი​რე​ბუ​ლი არ არის. მი​სი
აზ​რე​ბი სხვა​გა​ნაა.

ორი საათია, რაც ვი​სა​დი​ლეთ. სა​სიამოვ​ნო სი​ურ​პრი​ზი მოგ​ვიწ​ყვეს. ამ დაუვიწ​ყარ სა​დილ​ზე


აპე​ტაიზე​რად მაიონე​ზიანი ნა​ხე​ვა​რი ომა​რი და ყვე​ლის ასორ​ტის უზარ​მა​ზა​რი ლან​გა​რი მხო​ლოდ
ოც​და​ხუთ ფრან​კად მოგ​ვარ​თვეს - სხვა, მა​დი​საღ​მძვრელ გემ​რი​ელ რა​ღა​ცებ​ზე აღარ ვლა​პა​რა​კობ.
ცო​ტა აზ​რზე რომ მო​ვე​დით, კარ​ლმა დე​ტა​ლუ​რად და​იწ​ყო იმის მო​ყო​ლა, თუ რა გეგ​მე​ბი და მო​ლო​დი​ნი
ჰქონ​და სა​მო​მავ​ლოდ.

ამის ბევ​რი არა​ფე​რი მეს​მის, რად​გან ამ გეგ​მებ​თან ბევ​რი "თუ" და "მაგ​რამ", გათ​ვლე​ბი და ხალ​ხი
არის და​კავ​ში​რე​ბუ​ლი​.ა არ ვი​ცი, რა იყო ამის მი​ზე​ზი - ომა​რი, ღვი​ნო თუ ის, რომ ყვე​ლა​ფე​რი ეს
სა​ოც​რად იაფი იყო, კარ​ლი იმ​დენ სა​მო​მავ​ლო ოც​ნე​ბას ახ​ვა​ვებს, რომ მა​ლე ევე​რეს​ტის მთის
მწვერ​ვალ​ზე ღრუბ​ლებ​ში იკარ​გე​ბა - ათ წე​ლი​წად​ში სა​წარ​მოს ხელ​მძღვა​ნე​ლი იქ​ნე​ბა, ოც წე​ლი​წად​ში
- დი​რექ​ტო​რი, გე​ნე​რა​ლუ​რი დი​რექ​ტო​რი, პრე​ზი​დენ​ტი და ასე შემ​დეგ. ამ​ჟა​მად კარ​ლი კი​ბის იმ​დე​ნად
და​ბალ სა​ფე​ხურ​ზე დგას, რომ ნამ​დვი​ლად შე​უძ​ლია სე​რიოზუ​ლი და​შა​ვე​ბის გა​რე​შე ჩა​მო​ვარ​დნა. ის
ბან​კის მო​სამ​სა​ხუ​რეა და საკ​მა​ოდ ჯან​მრთე​ლია. ამი​ტომ შე​უძ​ლია, ომა​რის მი​ღე​ბი​დან უკ​ვე ორი
საათის შემ​დეგ უპ​რობ​ლე​მოდ მი​ირ​თვას კა​რა​ქიანი პუ​რის მოზ​რდი​ლი ნა​ჭე​რი. ამა​სო​ბა​ში, თა​ვი​სი
იდეალე​ბის გან​ხორ​ციელე​ბა​ზე ფიქრს არ წყვეტს და იმა​ზე ოც​ნე​ბობს, თუ რას გააკე​თებს, რო​ცა
სა​წარ​მოს ხელ​მძღვა​ნე​ლი იქ​ნე​ბა. ასე​თია კარ​ლი.

მან​ქა​ნა ისევ მიქ​რის, სხვა​დას​ხვა სო​ფელს გავ​დი​ვართ. ფან​ჯრე​ბი​დან ვი​ყუ​რე​ბით, ერ​თმა​ნეთს


ენაც​ვლე​ბი​ან წვე​ტიანი სა​ხუ​რა​ვე​ბი, ძრო​ხე​ბი, ქა​ლე​ბის ჭრე​ლი კა​ბე​ბი და ნეხ​ვის გრო​ვე​ბი.
შე​მოდ​გო​მის ქა​რი უბე​რავს. მო​სახ​ვევს მო​სახ​ვე​ვი მოს​დევს, ბორცვს ბორ​ცვი, მე​რე კი ხე​ივ​ნე​ბი და
ხეები აღარ ჩანს. ქუ​ჩე​ბი იტო​ტე​ბა და ვიწ​როვ​დე​ბა, გვი​ახ​ლოვ​დე​ბი​ან მოუხე​შა​ვი, მო​რახ​რა​ხე
ავ​ტო​ბუ​სე​ბი, რომ​ლებ​ზეც დი​დი ასოებია გა​მო​სა​ხუ​ლი და კი​დევ რა​ღაც მო​წო​დე​ბე​ბი აწე​რია.
და​სახ​ლე​ბუ​ლი პუნ​ქტე​ბის მაჩ​ვე​ნე​ბელ აბ​რებ​ზე კი ისე​თი სა​ხე​ლე​ბი ჩნდე​ბა, რო​მელ​თა წი​ნა​შე
ყვე​ლა​ფე​რი უნ​და გა​ჩერ​დეს.

20
კარ​ლი თა​ვის სა​ფუ​ლეს აწეს​რი​გებს. ბან​კნო​ტებს შო​რის ჩა​ტე​ნი​ლია ამო​ნაჭ​რე​ბი სპორ​ტუ​ლი
გა​ზე​თი​დან, რომ​ლებ​შიც აღ​წე​რი​ლია სა​ხელ​გან​თქმუ​ლი ფეხ​ბურ​თის მატ​ჩი რეინე მი​უნ​სტე​რის
წი​ნა​აღ​მდეგ (კარ​ლის გუნ​დმა დი​დი უპი​რა​ტე​სო​ბით, 6:0 გაიმარ​ჯვა და კარ​ლიც სა​ქე​ბა​რი სიტ​ყვე​ბით
იყო მოხ​სე​ნიებუ​ლი), მაგ​რამ უფ​რო მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნია მომ​ხიბ​ლა​ვი ქალ​ბა​ტო​ნე​ბის რამ​დე​ნი​მე
ფო​ტო​სუ​რა​თი, რომ​ლებ​საც ის დე​სერ​ტის მირ​თმე​ვის დროს აკ​ვირ​დე​ბო​და.

ჩვენ წინ გზა მთავ​რდე​ბა. მან​ქა​ნა მუხ​რუ​ჭე​ბის ხრჭიალით ჩერ​დე​ბა. მოედან​ზე გად​მოვ​დი​ვართ, სა​დაც
ქა​ლა​ქის ბა​ზა​რია. აქ მან​ქა​ნე​ბია გა​ჩე​რე​ბუ​ლი, გვერ​დით შე​ფიქ​რიანე​ბუ​ლი მძღო​ლე​ბი დგა​ნან საქ​მიანი
სა​ხით, თავ​ზე მძღო​ლის წვე​ტიანი კე​პე​ბი ახუ​რავთ, ადა​მიანე​ბის ჯგუ​ფე​ბი ერთ ად​გი​ლას გროვ​დე​ბი​ან,
გი​დე​ბი აქეთ-​იქით დარ​ბი​ან, თა​ვი​ანთ "ცხვრებს" აგ​რო​ვე​ბენ და მი​დი​ან.

ადა​მიანე​ბი ჩვენ ირ​გვლივ თა​ვი​ან​თი საქ​მეებით არი​ან და​კა​ვე​ბუ​ლი, ერ​თმა​ნეთ​ში მო​გუ​დუ​ლად და


სწრა​ფად სა​უბ​რო​ბენ. გუ​შინ​დე​ლი სიკ​ვდი​ლის ქუ​ჩე​ბი ბულ​ვა​რე​ბად გა​დაქ​ცეულან, რომ​ლებ​საც ომის
შემ​დგომ პა​ტივ​სა​ცე​მი მნახ​ვე​ლე​ბი სტუმ​რო​ბენ. იქ, სა​დაც ად​რე ყო​ვე​ლი ფე​ხის ნა​ბი​ჯი სის​ხლთან
ასო​ცირ​დე​ბო​და და სა​ზა​რე​ლი ში​ში ადა​მი​ანს გულს უკუმ​შავ​და, ახ​ლა ქუ​ჩებ​ში ხე​ფე​ნი​ლე​ბია,
ტუ​რის​ტებს ფეხ​საც​მე​ლე​ბი რომ არ გაუჭუჭ​ყი​ან​დეთ. კარ​გად მომ​ზა​დე​ბუ​ლი თარ​ჯიმ​ნე​ბი კი სტუმ​რებს
წინ მი​უძ​ღვი​ან, რა​თა ყვე​ლამ ყვე​ლა​ფე​რი დაინა​ხოს - გა​რან​ტი​რე​ბუ​ლად ყვე​ლა​ფე​რი. დუომო​ნი....

ჩვენ გარ​შე​მოც დაქ​რის ვი​ღაც სწრა​ფად, აღელ​ვე​ბუ​ლი და მონ​დო​მე​ბუ​ლია. უნ​და, რომ აგ​ვიხ​სნას,
რო​გო​რი სტრა​ტე​გია გა​მოიყე​ნე​ბო​და აქ, ასე ვთქვათ, საქ​მის კურ​სში შეგ​ვიყ​ვა​ნოს. ომა​რი​თა და
ბუ​ტერ​ბრო​დით მოძ​ლიერე​ბუ​ლი კარ​ლი მე​გობ​რუ​ლად უღი​მის მას და ყუ​რად​ღე​ბით უს​მენს. გიდს
კარ​ბი​დის შუქ​ზე ფორ​ტის და​სათ​ვა​ლიერებ​ლა​დაც მივ​ყვე​ბით. ვუს​მენთ მის მო​ნა​ყოლს, თუ რო​გო​რი
პრაქ​ტი​კუ​ლე​ბი იყ​ვნენ გერ​მა​ნე​ლე​ბი. რო​გორც კი ფორ​ტი დაუკა​ვე​ბი​ათ, სარ​დაფ​ში
მანქანა-​დანადგარები დაუმონ​ტა​ჟე​ბი​ათ, სი​ნათ​ლე გა​უყ​ვა​ნი​ათ და ამ​წეები დაუყე​ნე​ბი​ათ საბ​რძო​ლო
მა​სა​ლის ზე​ვით ასა​წე​ვად. მა​ნამ​დე ასე​თი რამ არ ყო​ფი​ლა.

თან​ხმო​ბის ნიშ​ნად კარ​ლი თავს უქ​ნევს: "ჰო, ასე იყო". მაგ​რამ რო​ცა და​ჟან​გუ​ლი ფო​ლა​დის
ჩაფ​ხუ​ტე​ბის, ავ​ტო​მა​ტის მო​ღუ​ნუ​ლი ლუ​ლე​ბი​სა და აუფეთ​ქე​ბე​ლი ჭურ​ვე​ბის წი​ნა​შე აღ​მოვ​ჩნდე​ბით,
ჩვე​ნი გი​დი კი ისევ ლაყ​ბო​ბას გა​ნაგ​რძობს, ხო​ლო იქ​ვე მეორე გი​დი იმა​ვე ამ​ბავს ჰყვე​ბა
ინ​გლი​სუ​რად, კარ​ლი თა​ვით მა​ნიშ​ნებს, საკ​მა​რი​სიაო. ხალ​ხში ვე​რე​ვით და გა​რეთ გა​მოვ​დი​ვართ.
ქვე​მოთ ნა​ნა​ხი ჩაფ​ხუ​ტე​ბის, ჯავ​შან​ჟი​ლე​ტე​ბი​სა და ჭურ​ვის ნამ​სხვრე​ვე​ბის გა​მო კარ​ლი
და​დუ​მე​ბუ​ლია.

გვი​რა​ბის მხუ​თა​ვი ჰაერის შემ​დეგ გა​რეთ ქა​რი ისე ნა​ზად და რბი​ლად გვე​ლა​მუ​ნე​ბა, რომ
სიამოვ​ნე​ბით მი​ვეყ​რდნო​ბო​დით მას. ჯერ კი​დევ საკ​მაო სი​ნათ​ლეა, მაგ​რამ უკ​ვე დგე​ბა ის
საიდუმ​ლოებით მო​ცუ​ლი საათი, რო​დე​საც დღე და ეღა​მე თა​ნაბ​რდე​ბა, სას​წო​რის თეფ​შებ​მა თით​ქოს
უსას​რუ​ლო რწე​ვა შეწ​ყვი​ტე​სო, ერ​თი წა​მით ჩერ​დე​ბი​ან - კი​დევ ერ​თი ამო​სუნ​თქვა და, ჯა​დოქ​რო​ბამ
ჩაიარა. უცებ სა​ღა​მოს სუს​ტი შუ​ქი ჩა​მოდ​გე​ბა, მდე​ლო​ზე ძრო​ხა ბღა​ვის, და​ღამ​და.

ჩვენ წინ სი​მაღ​ლეების იის​ფე​რი ჩრდი​ლი იქოჩ​რე​ბა. გი​დი გა​მოგ​ვყო​ლია და ჩვენს ზურგს უკან
მო​ყო​ლას გა​ნაგ​რძობს: "ეს კოშ​კი, რო​მელ​საც "სა​პილ​პი​ლეს" უწო​დებ​დნენ, სტრა​ტე​გიული
თვალ​საზ​რი​სით მე​ტად სა​ინ​ტე​რე​სო წერ​ტი​ლი იყო".

21
მე​ტის თქმის შე​საძ​ლებ​ლო​ბა აღარ ეძ​ლე​ვა. გა​ღი​ზიანე​ბუ​ლი კარ​ლი უკან მოიხე​დავს და
კა​ტე​გო​რიულად ეუბ​ნე​ბა: "მო​კე​ტეთ!.."

ბო​რო​ტად არ ამ​ბობს ამას, უფ​რო მშვი​დად, მაგ​რამ სა​ბო​ლოო სიტ​ყვა​სა​ვით.

ამის შემ​დეგ წინ მი​დის, შორ​დე​ბა ბრძო​ლის სტრა​ტე​გი​ულ და​გეგ​მა​რე​ბას, ტუ​რის​ტე​ბის ჯგუ​ფე​ბის
გა​ურ​კვე​ველ მუ​სა​იფს, ომარს, ბუ​ტერ​ბროდს, ქალ​ბა​ტო​ნე​ბის სუ​რა​თებს და სა​ბან​კო საქ​მე​ებს,
შორ​დე​ბა მშვი​დო​ბის ათ წელს.

ის მი​დის და სა​ხე სულ უფ​რო და უფ​რო უსე​რიოზულ​დე​ბა. თვა​ლე​ბი უწ​ვრილ​დე​ბა, და​ძა​ბუ​ლი იყუ​რე​ბა
მი​წის​კენ, ბა​ლა​ხი შრიალებს, ქვე​ბი ხრა​შუ​ნო​ბენ, სად​ღაც გა​მაფ​რთხი​ლე​ბე​ლი აბ​რაა, რო​მე​ლიც იმ
სა​შიშ​როება​ზე მიგ​ვა​ნიშ​ნებს, ჯერ კი​დევ რომ არ​სე​ბობს. თუმ​ცა კარლს ეს ყვე​ლა​ფე​რი აღარ
აინ​ტე​რე​სებს. ის რა​ღა​ცას დაეძებს.

გზას ჭურ​ვე​ბის​გან გა​დათ​ხრილ მინ​დორ​ზე და მავ​თუხ​ლარ​თე​ბის გრო​ვას​თან მივ​ყა​ვართ. თარ​ჯი​მა​ნი


გვე​ძა​ხის, გაფ​რთხი​ლე​ბე​ბით გვავ​სებს და საკ​მაო მან​ძი​ლით ჩა​მოგ​ვრჩე​ბა. უკ​ვე მო​ჩანს
ბომ​ბსაფ​რე​ბი, რომ​ლე​ბიც ოდეს​ღაც მი​წით და​ფა​რუ​ლა და შემ​დეგ ისევ ამო​უთ​ხრი​ათ. ირ​გვლივ
მი​მო​ფან​ტუ​ლია გრძელ​ტა​რიანი ჭურ​ვე​ბი, მთლიანად დახ​ვრე​ტი​ლი კარ​და​ლე​ბი, ყვი​თელ თი​ხა​ში
ჩარ​ჭო​ბი​ლია გა​სა​ცო​და​ვე​ბუ​ლი და​ჟან​გუ​ლი ჩან​გა​ლი, და მის ბო​ლო​ზე ჩა​მო​კი​დე​ბუ​ლი კოვ​ზის
ნა​ხე​ვა​რი.

რა​ღაც პე​რიოდი გზას ვაგ​რძე​ლებთ. კარ​ლი ხში​რად ჩერ​დე​ბა და საგ​ნე​ბის მდე​ბა​რეობას ამოწ​მებს.
შემ​დეგ თავს აქ​ნევს და ისევ წინ მიიწევს. რო​მე​ლი​ღაც ტრან​შე​ის მი​მარ​თუ​ლე​ბის მო​ძებ​ნა უნ​და.
მხო​ლოდ მი​მარ​თუ​ლე​ბა - ჭურ​ვე​ბის​გან ამოთ​ხრილ ორ​მო​ებს შო​რის ბი​ლი​კი მი​იკ​ლაკ​ნე​ბა და შემ​დეგ
მკვეთ​რად უხ​ვევს კუთ​ხე​ში.

კი​დევ რამ​დე​ნი​მე ნა​ბი​ჯი. კი​დევ ერ​თი მზე​რა და კარ​ლმა იპო​ვა, რაც უნ​დო​და.

ერ​თი წა​მით დუმს, შემ​დეგ კი ამ​ბობს:

პ-​ აქ, - ჩერ​დე​ბა და შემ​დეგ ისევ წინ მი​დის, - და​ახ​ლოებით აქ იყო, მა​შინ აქ ვი​ყა​ვით, ირ​გვლივ
ყვე​ლა​ფე​რი ზან​ზა​რებ​და, რამ​დე​ნი​მე გას​რო​ლა გა​ის​მა და შემ​დეგ შე​ტე​ვა... - ის იმეორებს, - და
შემ​დეგ შე​ტე​ვა…

ის ტრან​შე​ას უკან იტო​ვებს, ფეხ​ზე წა​მოხ​ტე​ბა და თით​ქოს შე​ტე​ვა​ზე გა​და​დის. მაგ​რამ ახ​ლა ის აღარ
არის კარლ ბროეგე​რი, კა​ცი, რო​მელ​საც სა​ბან​კო საქ​მეები და ფეხ​ბურ​თის შე​სა​ხებ ცნო​ბე​ბი
აინ​ტე​რე​სებს. ის სრუ​ლი​ად სხვა, ათი წლით გაახალ​გაზ​რდა​ვე​ბუ​ლი უნ​ტე​რო​ფი​ცე​რი ბროეგე​რია,
რო​მე​ლიც ისევ აიტა​ცა მი​წამ, ბრძო​ლის ვე​ლის ვე​ლურ​მა ფერ​ფლის სუნ​მა და მო​გო​ნე​ბამ, რო​მე​ლიც
ქა​რიშ​ხა​ლი​ვით უტევს მას.

მი​სი მოძ​რაობა ისე​თი აღა​რაა, რო​გო​რიც ად​რე იყო: გაუბე​და​ვად აღარ ეძებს რა​ღა​ცას; სიარუ​ლის
მა​ნე​რაც აღა​რაა ისე​თი, რო​გორ​საც მიჩ​ვეული ვი​ყა​ვი. გა​უც​ნო​ბე​რებ​ლად, უნე​ბუ​რად ისევ მკვეთ​რად,

22
ყუ​რად​ღე​ბით, მი​პარ​ვით მოძ​რა​ობს, ცხო​ვე​ლის ინ​სტინ​ქტურ სიფ​რთხი​ლეს გა​უღ​ვი​ძია მას​ში; თა​ვად
ვერ ამ​ჩნევს, რო​გორ ჩარ​გო თა​ვი მხრებ​ში, რა მოშ​ვე​ბუ​ლად აქვს ჩა​მო​კი​დე​ბუ​ლი ხე​ლე​ბი, მზად არის,
დაეცეს. იმა​საც ვერ ამ​ჩნევს, რო​გორც ცდი​ლობს, რომ არ გა​მოჩ​ნდეს. თით​ქოს უნ​და, რომ არა​ვინ
დაინა​ხოს, თუმ​ცა სულ სა​ფარ​ში რჩე​ბა.

ასე მი​ვი​წევთ წინ. რამ​დე​ნი​მე საათის წინ ნამ​დვი​ლად ვერ შეძ​ლებ​და გზის გაკ​ვლე​ვას. ახ​ლა მი​წის
ყო​ველ კუნ​ჭულს ცნობს. წარ​სულ​მა ისევ მო​იც​ვა მი​სი გო​ნე​ბა. ასე მივ​დევთ ნაკ​ვა​ლევს, შეკ​ვე​თით
შე​კე​რილ კოს​ტიუმებ​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლი ორი მა​მა​კა​ცი, შლა​პე​ბი​თა და სა​სე​ირ​ნო ჯო​ხე​ბით, მივ​დევთ
კვალს, სა​დაც იმ სა​ში​ნელ ღა​მეს კარ​ლი და მი​სი ოცეული მი​ხო​ხავ​და, რო​დე​საც მა​ნა​თო​ბე​ლი
რა​კე​ტე​ბი უზარ​მა​ზა​რი რკა​ლუ​რი ნა​თუ​რე​ბი​ვით დას​ცქე​როდ​ნენ გა​ნად​გუ​რე​ბის პრო​ცესს. მი​წა
ტიომო​ნი​სა და ფლე​რის გარ​შე​მო აფეთ​ქე​ბე​ბის შად​რევ​ნე​ბის ქვეშ ზღვა​სა​ვით ღე​ლავ​და - ჩვენ ისევ ამ
გზას გავ​დი​ვართ. ჩვენ გარ​შე​მო სა​ღა​მოს უსაზ​ღვრო სიმ​შვი​დეს დაუსად​გუ​რე​ბია, მაგ​რამ
უნტერ-​ოფიცერ ბროეგე​რის ყუ​რებ​ში ბრძო​ლა გუ​გუ​ნებს, სა​სე​ირ​ნო ჯო​ხი ჭურ​ვი​ვით უჭი​რავს ხელ​ში,
კი​დევ ერ​თხელ მი​უძ​ღვე​ბა თა​ვის ჯა​რის​კა​ცებს ჭურ​ვე​ბით ამოთ​ხრილ ორ​მო​ებ​ში ქა​ლაქ​ზე შტურ​მის
მი​სა​ტა​ნად.

ქა​ლა​ქი კი აღარ არ​სე​ბობს. ის გაქ​რა, აღი​გა​ვა პი​რი​სა​გან მი​წი​სა. აღარ აღად​გი​ნეს, იმი​ტომ, რომ
მი​წა ჯერ ისევ და​ნაღ​მუ​ლია, სავ​სეა ფეთ​ქე​ბა​დი ნივ​თიერე​ბე​ბით, მე​ტის​მე​ტად სა​ხი​ფა​თოა აქ ისევ
რაიმეს აშე​ნე​ბა.

კარ​ლი ძეგლს ეყ​რდნო​ბა. ის იმ ად​გილს აღ​ნიშ​ნავს, სა​დაც ოდეს​ღაც ფლე​რი იყო, სა​ში​ნე​ლე​ბა​თა
სო​ფე​ლი, რომ​ლის ნან​გრე​ვე​ბი ერთ ღა​მე​ში ექ​ვსჯერ აიღეს შტურ​მით და ბო​ლოს მა​ინც და​კარ​გეს.

- იქ ერ​თი ახალ​გაზ​რდა ახალ​წვეული იყო, - ამ​ბობს ის, - მთე​ლი იმ ხნის გან​მავ​ლო​ბა​ში ჩემს
სი​ახ​ლო​ვეს იყო. რო​დე​საც უკან ვი​ხევ​დით, ვე​ღარ და​ვი​ნა​ხე. მოგ​ვიანე​ბით კი...

მოგ​ვიანე​ბით, რო​დე​საც ეს ად​გი​ლი დაიკა​ვეს, ცხედ​რის მხო​ლოდ ერ​თი ნა​წი​ლი იპო​ვეს, მაგ​რამ არ
იცოდ​ნენ, ის იყო თუ არა. ამი​ტომ "და​კარ​გუ​ლად" გა​მო​აც​ხა​დეს. დე​და​მისს დღემ​დე იმე​დი აქვს, რომ
ერთ მშვე​ნი​ერ დღეს მის წი​თე​ლი პლუ​შით გაწ​ყო​ბილ მი​სა​ღებ ოთახ​ში შე​ვა, გაზ​რდი​ლი, ღო​ნიერი,
მხარ​ბე​ჭიანი და მის გვერ​დით დაჯ​დე​ბა დი​ვან​ზე.

- არ არ​სე​ბობს მი​ზე​ზი, რა​ტომ არ შე​იძ​ლე​ბა, ჯერ კი​დევ ცოც​ხა​ლი იყოს... - ფიქ​რობს კარ​ლი და
მო​ღუ​შუ​ლი შე​მომ​ყუ​რებს. - რო​გორ გგო​ნია, შე​იძ​ლე​ბა, რომ მუ​სი​კო​სი გამ​ხდა​რი​ყო? მა​შინ ეს
უნ​დო​და.

ამ კით​ხვა​ზე პა​სუ​ხი არ მაქვს და გზას ვაგ​რძე​ლებთ. ბბინ​დმა მუ​ქი ლურ​ჯი შე​ფე​რი​ლო​ბა მიიღო.
კარ​ლი კი​დევ ერ​თხელ ჩერ​დე​ბა, ხე​ლით გა​ურ​კვე​ველ ჟესტს აკე​თებს და ამ​ბობს:

- შე​ხე​დე, უბ​რა​ლოდ არ მეს​მის, აქ ისე​თი ამ​ბა​ვი ხდე​ბო​და, რომ ფიქ​რის უნა​რიც კი გერ​თმეოდა კაცს,
ჯო​ჯო​ხე​თი იყო, ნამ​დვი​ლი ჯო​ჯო​ხე​თი, ბო​ლო წერ​ტი​ლი, და​სას​რუ​ლი, კუპ​რით სავ​სე უზარ​მა​ზა​რი
ქვა​ბი, სრუ​ლიუ უიმე​დო​ბა. ამ ქვაბ​ში ადა​მიანი იყო და არც იყო. ახ​ლა კი აქ დავ​ბო​დიალებთ, მხო​ლოდ
პა​ტა​რა ხეობაა, იქ კი, სიბ​ნე​ლე​ში, უწ​ყი​ნა​რი ბორ​ცვი...

23
სიბ​ნე​ლე​ში თეთ​რად ამო​მარ​თუ​ლა მავ​ზო​ლეუმი. ავ​ტო​ბუ​სე​ბი გა​სამ​გზავ​რებ​ლად მზად​ყოფ​ნა​ში არი​ან.
ხმაურით მი​დი​ან, თა​ვი​ან​თი რბი​ლი სა​ვარ​ძლე​ბის რი​გე​ბით.

მან​ქა​ნას ისევ მუ​ქი ლან​დშაფ​ტი მის​დევს. ფა​რე​ბის შუქ​ზე მე​მო​რიალე​ბი მის​რიალე​ბენ, ბევ​რი
მე​მო​რიალი. მათ​ზე უმე​ტე​სად საუბა​რია Gloire-​ზე და Victoire-​ზე(Gloire, Victoire - დი​დე​ბა,
გა​მარ​ჯვე​ბა (ფრანგ.)).

კარ​ლი თავს აქ​ნევს.

- ეს მთელ ის​ტო​რი​ას არ გვიყ​ვე​ბა. არა, სრუ​ლიადაც არა. თუმ​ცა ისი​ნი მარ​თლე​ბი არი​ან, ძეგ​ლებს
რომ აღ​მარ​თა​ვენ, რად​გან იმა​ზე მე​ტი ტან​ჯვა, რაც აქ და მიმ​დე​ბა​რე ტე​რი​ტო​რი​ებ​ზე გა​ნი​ცა​და
ხალ​ხმა, არ​სად ყო​ფი​ლა. მხო​ლოდ ერ​თი რამ გა​მორ​ჩათ: აღა​რა​სო​დეს. აი, ეს აკ​ლია. შენ...

ჩვენ წინ გზა თეთ​რად იშ​ლე​ბა და ნელ-​ნელა ზე​მოთ მი​უყ​ვე​ბა. ღრუბ​ლე​ბის მიღ​მა წი​თე​ლი და
მოწ​ყე​ნი​ლი მთვა​რე ამო​დის. თან​და​თა​ნო​ბით პა​ტა​რავ​დე​ბა და ღი​ავ​დე​ბა, ბო​ლოს კი რო​მა​ნის
ამე​რი​კულ სა​საფ​ლა​ოს ვერ​ცხლის​ფრად ანა​თებს. სუსტ შუქ​ზე თოთ​ხმე​ტი ათა​სი ჯვა​რი კიაფობს.
თოთ​ხმე​ტი ათა​სი ჯვა​რი ერ​თმა​ნე​თის უკან რი​გებ​შია აღ​მარ​თუ​ლი. თვა​ლე​ბი აგეწ​ვე​ბა კაცს, ისე
გა​მა​ოგ​ნებ​ლად სწო​რად არი​ან გან​ლა​გე​ბულ​ნი, ვერ​ტი​კა​ლუ​რად, დიაგო​ნა​ლუ​რად. ყო​ვე​ლი ჯვრის
ქვეშ საფ​ლა​ვია. ყო​ველ მათ​გან​ზე - წარ​წე​რა:

"ჰერ​ბერტ კ. ვი​ლი​ამ​სი, ლეიტე​ნან​ტი, ქი​მიური სამ​ხედ​რო ოპე​რა​ციების ხელ​მძღვა​ნე​ლი, კო​ნექ​ტი​კუ​ტი,


13 სექ​ტემ​ბე​რი, 1918 წ.".

"ალ​ბერტ პე​ტერ​სო​ნი, 137-ე ქვე​ით​თა და​ნა​ყო​ფი, 35-ე პოლ​კი, ჩრდი​ლოეთი და​კო​ტა, 28 სექ​ტემ​ბე​რი,
1918 წ.".

თოთ​ხმე​ტი ათა​სი... - ოც​და​ხუ​თი ათა​სი იყ​ვნენ. მონ​ფო​სო​ნის შტურ​მი​სას დაიღუპ​ნენ, ომის


დამ​თავ​რე​ბამ​დე რამ​დე​ნი​მე კვი​რით ად​რე. ეს მხო​ლოდ ერ​თი სა​საფ​ლაოა ამ​დე​ნი კა​ცის​თვის.
ყველ​გან, ასო​ბით ად​გი​ლას, სხვე​ბი წვა​ნან. ფრან​გე​ბი​სათ​ვის თეთ​რი ხის, ხო​ლო გერ​მა​ნე​ლე​ბი​სათ​ვის
შა​ვი ჯვრე​ბი აღუ​მარ​თავთ.

ამ თოთ​ხმე​ტი ათა​სი ჯვრის შუაგულ​ში, ფარ​თო მთა​ვარ გზა​ზე, ერ​თი კა​ცი სცემს ბოლ​თას, შო​რი​დან
პა​ტა​რად მო​ჩანს. ეს უფ​რო ამ​ძი​მებს გულს, ვიდ​რე არა​ვინ რომ არ ყო​ფი​ლი​ყო იქ. კარ​ლი მაჩ​ქა​რებს.

ქა​ლა​ქებ​ში ბავ​შვე​ბი მო​ედ​ნებ​ზე თა​მა​შო​ბენ, მათ გარ​შე​მო მა​ღა​ზიები, სახ​ლე​ბი, ეკ​ლე​სი​ის ეზოები,
გა​ზე​თე​ბი, ხმაური, ყვი​რი​ლი, ქუ​ჩე​ბი, მთე​ლი სამ​ყა​როა, მაგ​რამ ისი​ნი თა​მაშს გა​ნაგ​რძო​ბენ,
ჩა​ძი​რუ​ლე​ბი არი​ან თა​ვი​ანთ მარ​ტივ თა​მა​შებ​ში. ისი​ნი ამ​ქვეყ​ნად ყველ​გან თა​მა​შო​ბენ.

- ბავ​შვე​ბი... - ამ​ბობს კარ​ლი და სიბ​ნე​ლე​ში ვერ ვხე​დავ, რა სჭირს, - ბავ​შვე​ბი ყველ​გან ერ​თნაირე​ბი
არი​ან, არა? ბავ​შვებ​მა ჯერ არა​ფე​რი იცი​ან.

სა​ნამ ამ ყვე​ლა​ფერს გა​ვაანა​ლი​ზებ​დე და შევ​ხე​დავ​დე, ის ჩემ​კენ ბრუნ​დე​ბა:

24
- ახ​ლა წა​ვი​დეთ, რა​ტომ​ღა ვდგა​ვართ აქ?

ის თავს აბ​რუ​ნებს და დარ​ჩე​ნი​ლი მგზავ​რო​ბი​სას და​ძა​ბუ​ლი იყუ​რე​ბა ფან​ჯრი​დან.

იოზეფის ცოლი

1919 წე​ლი იდ​გა, ან​წლი უკ​ვე აყ​ვა​ვი​ლე​ბუ​ლი იყო, რო​დე​საც უნტერ-​ოფიცერი იოზეფ თი​დე​მა​ნი სახ​ლში
დაბ​რუნ​და. სად​გურ​ზე მას ცო​ლი დახ​ვდა ეტ​ლით, მარ​ტო, მე​ეტ​ლის გა​რე​შე.

ცოლ-​ქმარი მთე​ლი გზა ჩუ​მად იჯ​და ერ​თმა​ნე​თის გვერ​დით. მათ თვალ​წინ მსუ​ბუ​ქად ირ​წე​ოდ​ნენ
ცხე​ნე​ბის მო​ელ​ვა​რე ყა​ვის​ფე​რი ზურ​გე​ბი. სოფ​ლის ქუ​ჩა​ზე შე​უხ​ვი​ეს, ნე​ლა მიიწევ​დნენ წინ. მზე
ჩა​დიოდა და ხალ​ხი თა​ვი​სი სახ​ლე​ბის წინ გა​მო​ფე​ნი​ლი​ყო, ცო​ლი ქმარს ში​გა​და​შიგ მკლავ​ზე ხელს
წა​ავ​ლებ​და ხოლ​მე, მაგ​რამ თი​დე​მა​ნი ვე​რა​ვის ცნობ​და, თა​ვის ცოლ​სა და ცხე​ნებ​საც კი.

1918 წლის ივ​ლის​ში ბომ​ბსა​ფარს, რო​მელ​შიც თი​დე​მა​ნი რამ​დე​ნი​მე ამ​ხა​ნაგ​თან ერ​თად იმ​ყო​ფე​ბო​და,
ნაღ​მი მოხ​ვდა და მი​წით და​ფა​რა. მი​სი გა​დარ​ჩე​ნა წმინ​და წყლის შემ​თხვე​ვი​თო​ბა იყო. ბომ​ბსაფ​რის
და​ლე​წი​ლი ძელ​ჭე​რის ერთ-​ერთმა კოჭ​მა, რო​მე​ლიც მას გარ​დი​გარ​დმო დაეცა, იოზე​ფი
გაჭ​ყლე​ტი​სა​გან გა​და​არ​ჩი​ნა. რამ​დე​ნი​მე საათის შემ​დეგ იპო​ვეს. ყვე​ლა ფიქ​რობ​და, რომ უკ​ვე
გა​გუ​დუ​ლი იქ​ნე​ბო​და, მაგ​რამ ორი და​ლე​წი​ლი ბო​ძი ისე იყო ჩა​ჭე​დი​ლი, რომ მათ შო​რის ვიწ​რო
ხვრე​ლი​დან ცო​ტა ჰაერი შე​დიოდა. ამან სიკ​ვდილს გა​და​არ​ჩი​ნა.

რო​დე​საც იქი​დან ამო​იყ​ვა​ნეს, თი​დე​მა​ნი ჯერ კი​დევ გო​ნე​ბა​ზე იყო, გა​რეგ​ნუ​ლად და​ზიანე​ბა,
პრაქ​ტი​კუ​ლად, არ ეტ​ყო​ბო​და. ცო​ტა ხა​ნი სან​გრის პი​რას იჯ​და აპა​თიური გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბით და
დაბ​ნეული დაშ​ტე​რე​ბო​და თა​ვი​სი ამ​ხა​ნა​გე​ბის ცხედ​რებს. ერთ-​ერთმა სა​ნი​ტარ​მა შე​ან​ჯღრია და
შეეცა​და, ერ​თი ფინ​ჯა​ნი არ​ყიანი ყა​ვა დაელე​ვი​ნე​ბი​ნა. შემ​დეგ კი თი​დე​მან​მა ღრმად ამოიოხ​რა და
ძა​ლა​გა​მოც​ლი​ლი დაეცა.

რო​გორც ჩანს, ძლიერი შო​კი ჰქონ​და მი​ღე​ბუ​ლი. მთე​ლი ერ​თი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში ერ​თი
ფსი​ქი​ატ​რიული კლი​ნი​კი​დან მეორე​ში გა​დაჰ​ყავ​დათ. ბო​ლოს კი მის​მა ცოლ​მა, რო​გორც იქ​ნა, მიიღო
ნე​ბარ​თვა, სახ​ლში წა​მო​ეყ​ვა​ნა.

რო​დე​საც ეტ​ლმა იმ გზა​ზე შე​უხ​ვია, რო​მე​ლიც მი​სი კარ-​მიდამოსკენ მი​დიოდა და სა​თავ​სის​კენ


წა​რახ​რახ​და, თი​დე​მა​ნი წა​მოიმარ​თა. ცოლს ფე​რი წაუვი​და და სუნ​თქვა შე​ეკ​რა. ბო​სელ​ში ღო​რე​ბი
ღრუ​ტუ​ნებ​დნენ, მათ​კენ ცაც​ხვე​ბის სურ​ნე​ლი მო​დიოდა. თი​დე​მან​მა თა​ვი ჯერ აქეთ მო​აბ​რუ​ნა, მე​რე -
იქით, თით​ქოს რა​ღა​ცას ეძებ​და. შემ​დეგ კვლავ ძველ მდგო​მა​რეობას და​უბ​რუნ​და და ისევ გულ​გრი​ლი
გახ​და. მა​ში​ნაც კი არ ჰქონ​და რე​აქ​ცია, რო​დე​საც მა​გი​დას​თან იჯ​და და დე​და​მი​სი შე​მო​ვი​და. რაც კი
შეს​თა​ვა​ზეს, შე​ჭა​მა და სახ​ლის შე​მოვ​ლას შე​უდ​გა. ყველ​გან კარ​გად ახ​დენ​და ორი​ენ​ტა​ცი​ას, იცო​და,
სად ჰყავ​დათ პი​რუტ​ყვი და სად იყო სა​ძი​ნე​ბე​ლი, მაგ​რამ ვე​ღა​რა​ფერს ცნობ​და. ძაღ​ლი, რო​მელ​მაც

25
თა​ვი​დან აღელ​ვე​ბულ​მა დაყ​ნო​სა, ისევ ღუმ​ლის გვერ​დით დაწ​ვა და წკმუ​ტუ​ნი და​იწ​ყო. არც ხე​ლე​ბი
აულო​კა მას და აღარც შე​ახ​ტა.

პირ​ვე​ლი რამ​დე​ნი​მე კვი​რის გან​მავ​ლო​ბა​ში თი​დე​მა​ნი ხში​რად იჯ​და გან​მარ​ტოებით მზე​ზე, ბეღ​ლის
გვერ​დით. ყუ​რად​ღე​ბას არა​ვის აქ​ცევ​და. არც უშ​ლიდ​ნენ იმის კე​თე​ბას, რაც უნ​დო​და. ხში​რად
ღამ​ღა​მო​ბით თით​ქოს იხ​რჩო​ბო​და. წა​მოხ​ტე​ბო​და ხოლ​მე, ხე​ლებს აქეთ-​იქით იქ​ნევ​და და ყვი​რო​და.
ერ​თხელ, რო​დე​საც ფან​ჯა​რა ჩა​ამ​ტვრია და მა​ჯა დაიზიანა, თით​ქმის სის​ხლი​სა​გან დაიცა​ლა. ამის
შემ​დეგ ცოლ​მა გი​სო​სე​ბიანი ფან​ჯრე​ბი ჩა​ას​მე​ვი​ნა.

მოგ​ვიანე​ბით თი​დე​მა​ნი ძა​ლი​ან ბედ​ნიერი იყო, რო​დე​საც ბავ​შვებ​თან თა​მა​შობ​და. მათ პა​ტა​რა
ქა​ღალ​დის გე​მებს უკე​თებ​და, მტი​რა​ლა ტი​რი​ფის ტო​ტე​ბის​გან სას​ტვე​ნებს უჭ​რი​და. ბავ​შვებს
უყ​ვარ​დათ ის და რო​დე​საც მოც​ვი დამ​წიფ​და, ტყე​ში წა​იყ​ვა​ნეს შე​საგ​რო​ვებ​ლად. უკან რომ
ბრუნ​დე​ბოდ​ნენ, გზის შე​მოკ​ლე​ბა უნ​დო​დათ და რა​ღაც მან​ძი​ლი გაშ​ლილ მინ​დორ​ზე უნ​და გა​ევ​ლოთ.
ცო​ტა ხნის გა​მო​სუ​ლე​ბი იყ​ვნენ ტყის საფ​რი​დან, რომ თი​დე​მა​ნი აღელ​და. შე​ში​ნე​ბუ​ლი და
გა​ნერ​ვიულე​ბუ​ლი რა​ღა​ცას ეძახ​და ბავ​შვებს, შემ​დეგ მი​წა​ზე დაეცა. ბავ​შვებ​მა გაკ​ვირ​ვე​ბუ​ლებ​მა
შე​ხე​დეს. მან ერთ-​ერთ პა​ტა​რა ბიჭ​საც წა​ავ​ლო ხე​ლი და თა​ვის გვერ​დით და​იწ​ვი​ნა. ვე​რაფ​რით ვერ
დაითან​ხმეს, რომ წა​მომ​დგა​რი​ყო და გაშ​ლილ მინ​დორ​ზე გა​ევ​ლო. ხოხ​ვა უნ​დო​და და მუდ​მი​ვად
იკუ​ზე​ბო​და. ბავ​შვებ​მა აღარ იცოდ​ნენ, რა ექ​ნათ და მი​სი ცო​ლის მო​საყ​ვა​ნად წა​ვიდ​ნენ. რო​გორც კი
დაინა​ხა, რომ ბავ​შვე​ბი მინ​დორ​ში გა​იქ​ცნენ, აღელ​ვე​ბულ​მა თი​დე​მან​მა რა​ღა​ცის ძა​ხი​ლი და​უწ​ყო და
თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა, თით​ქოს რა​ღაც სა​ში​ნე​ლე​ბა უნ​და მომ​ხდა​რი​ყო.

დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში გა​სუქ​და და გა​სივ​და - არა​ფერს აკე​თებ​და და უაზ​როდ და მე​ტის​მე​ტად ბევრს


ჭამ​და. ნელ-​ნელა გა​იც​ნო ადა​მიანე​ბი, რომ​ლე​ბიც ამ სახ​ლში ცხოვ​რობ​დნენ, მაგ​რამ ვერ ხვდე​ბო​და,
რომ თვი​თო​ნაც ერ​თი მათ​გა​ნი იყო. მა​თი გა​რეგ​ნო​ბა მის​თვის უც​ხო იყო. თით​ქმის ყო​ველ​თვის
მე​გობ​რუ​ლი და კმა​ყო​ფი​ლი, მხო​ლოდ ზოგ​ჯერ, რო​დე​საც შემ​თხვე​ვით ახალ​და​ჩე​ხილ ღია ფე​რის
შე​შას დაინა​ხავ​და, ტი​რო​და და ძლივს აწ​ყნა​რებ​დნენ.

ცო​ლი მარ​ტო უძ​ღვე​ბო​და საოჯა​ხო მე​ურ​ნეობას. დამ​ხმა​რე გა​უშ​ვა, რად​გან მან ერ​თხელ მა​გი​დას​თან
თი​დე​მა​ნის უსუ​სურ ჟესტს დას​ცი​ნა. რამ​დე​ნი​მე დღის შემ​დეგ ბი​ჭი უკან დაბ​რუნ​და იმის ასახ​სნე​ლად,
რომ ბო​რო​ტი გან​ზრახ​ვა არ ჰქო​ნია, მაგ​რამ ქალ​მა არც მო​უს​მი​ნა, მხო​ლოდ გა​სამ​რჯე​ლო მის​ცა და
ოთა​ხი​დან გა​ვი​და. ერთ სა​ღა​მოს ად​გი​ლობ​რი​ვი მე​წის​ქვი​ლის შვი​ლი შეეცა​და გა​არ​ში​ყე​ბო​და და
ზურგს უკან კა​რი ჩა​კე​ტა. ქალ​მა სპორ​ტულ თოფს წა​ავ​ლო ხე​ლი, რო​მე​ლიც კე​დელ​ზე ეკი​და და მის წინ
დად​გა. ბი​ჭი სუ​ლე​ლუ​რი ღი​მი​ლით გაიძურ​წა. სხვებ​საც ჰქონ​დათ ანა​ლო​გიური მცდე​ლო​ბე​ბი, მაგ​რამ
არა​ფე​რი გა​მოუვი​დათ. თი​დე​მა​ნის ოც​დათ​ხუთ​მე​ტი წლის ცო​ლი მკაც​რი, ღირ​სე​ბით აღ​სავ​სე
სი​ლა​მა​ზით გა​მო​ირ​ჩეოდა. მას მძი​მე მუ​შაობა უწევ​და, მაგ​რამ მა​ინც მარ​ტო დარ​ჩე​ნა ამ​ჯო​ბი​ნა.

პირ​ველ თვე​ებ​ში ექი​მე​ბი ხში​რად მო​დი​ოდ​ნენ მათ სახ​ლში. ყო​ველ ჯერ​ზე თი​დე​მა​ნი იმა​ლე​ბო​და და
მი​სი ძებ​ნა უწევ​დათ. მხო​ლოდ ცო​ლის და​ძა​ხილ​ზე გა​მო​დიოდა. ერ​თი ექი​მი თით​ქმის ნა​ხე​ვა​რი წე​ლი
გა​ჩერ​და მათ კარ-​მიდამოში თი​დე​მა​ნის სამ​კურ​ნა​ლოდ. რო​დე​საც ექი​მი გა​ემ​გზავ​რა, ქალს რამ​დე​ნი​მე
პი​რუტ​ყვის გა​ყიდ​ვა მო​უხ​და. იმ წელს ზაფ​ხუ​ლის თავ​სხმა წვი​მებ​მა მარ​ცვლეულის მო​სა​ვა​ლი
დააზიანა, კარ​ტო​ფილ​საც არ და​ად​გა კარ​გი დღე. რთუ​ლი წე​ლი იყო.

26
თუმ​ცა თი​დე​მა​ნის მდგო​მა​რეობა არ იც​ვლე​ბო​და. ცო​ლი აუღელ​ვებ​ლად ის​მენ​და ექი​მე​ბის
დი​აგ​ნო​ზებს, თით​ქოს ეს მის​თვის სუ​ლერ​თი იყო. მაგ​რამ რო​დე​საც თი​დე​მა​ნი ღამ​ღა​მო​ბით ძილ​ში
გა​ურ​კვე​ველ სიტ​ყვებს ბუტ​ბუ​ტებ​და და სა​წოლ​ში ბორ​გავ​და, ქა​ლი ეკ​ვრო​და ხოლ​მე ქმარს, თით​ქოს
მი​სი სხეულის სით​ბო შეძ​ლებ​და მის დახ​მა​რე​ბას. ის უს​მენ​და კაცს, კით​ხვებს უს​ვამ​და და ცდი​ლობ​და,
ესა​უბ​რა მას​თან. კა​ცი არ პა​სუ​ხობ​და, მაგ​რამ მშვიდ​დე​ბო​და და მა​ლე იძი​ნებ​და.

ასე გა​დიოდა წლე​ბი.

ერ​თხელ თი​დე​მანს რამ​დე​ნი​მე დღით ერთ-​ერთი ამ​ხა​ნა​გი ეწ​ვია. ომის დროს გა​და​ღე​ბუ​ლი რამ​დე​ნი​მე
ფო​ტო ჰქონ​და თან და ბო​ლო სა​ღა​მოს უჩ​ვე​ნა ქალს. სუ​რა​თებს შო​რის იყო თი​დე​მა​ნის ოცეულის
ჯგუ​ფუ​რი ფო​ტო. წელს ზე​ვით შიშ​ვე​ლი კა​ცე​ბი ბომ​ბსაფ​რის წინ ის​ხდნენ და იკ​რი​ჭე​ბოდ​ნენ,
იმავ​დროულად კი პე​რან​გებს ტი​ლებს აშო​რებ​დნენ. თი​დე​მა​ნი მარ​ჯვნი​დან მეორე იყო და იღი​მე​ბო​და,
ერ​თი ხე​ლი ზე​მოთ ჰქონ​და აწეული და ცე​რა და საჩ​ვე​ნე​ბელ თი​თებს ერ​თმა​ნეთს მაგ​რად უჭერ​და.

ცო​ლი ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით ყუ​რად​ღე​ბით ათ​ვა​ლიერებ​და სუ​რა​თებს. ამ დროს თი​დე​მა​ნი


შე​მო​ვი​და ოთახ​ში, მძი​მე ნა​ბი​ჯე​ბით მი​ვი​და ღუ​მელ​თან და სკამ​ზე ჩა​მოჯ​და. ცოლ​მა ჯგუ​ფუ​რი ფო​ტო
აიღო და ცო​ტა ხანს ხელ​ში ეჭი​რა. სპონ​ტა​ნუ​რად გა​და​ღე​ბუ​ლი ფო​ტო​დან მზე​რა ღუ​მელ​თან მჯდარ
აპა​თი​ურ ფი​გუ​რა​ზე გა​დაიტა​ნა.

- აქ იყო, ესე იგი, არა? - იკით​ხა მან. ქმრის მე​გო​ბარ​მა თა​ვი და​უქ​ნია.

ცო​ტა ხანს ცო​ლი დუმ​და. სი​ჩუ​მე​ში მხო​ლოდ თი​დე​მა​ნის მძი​მე სუნ​თქვა ის​მო​და. ფან​ჯრი​დან ფარ​ვა​ნა
შე​მოფ​რინ​და და ლამ​პის გარ​შე​მო ფარ​ფა​ტებ​და. მი​სი ფრთე​ბის მო​კან​კა​ლე ჩრდი​ლი მა​გი​დი​სა და
ფო​ტოების თავ​ზე ციმ​ცი​მებ​და და მათ მოძ​რაობი​სა და სი​ცოც​ხლის ილუ​ზი​ას სძენ​და. ცოლ​მა
საფ​ლა​ვე​ბი​სა და დან​გრეული სოფ​ლე​ბის სუ​რა​თებ​ზე მიუთი​თა და ჰკით​ხა:

- ახ​ლაც ასეა?

- უთუ​ოდ, - უპა​სუ​ხა ქმრის ამ​ხა​ნაგ​მა. ცოლ​მა სწრა​ფი მოძ​რაობით მის​ცა მას ფან​ქა​რი და შაქ​რის
დაჭ​მუჭ​ნი​ლი პა​კე​ტი გა​ას​წო​რა, რო​მე​ლიც იქ​ვე ფან​ჯრის რა​ფა​ზე იდო.

- იმ ად​გი​ლის სა​ხე​ლი და​მი​წე​რეთ, და რო​გორ მი​ვი​დე იქ.

ამ​ხა​ნაგ​მა თა​ვი ას​წია.

- იქ წას​ვლა გინ​დათ?

ცო​ლი სუ​რათს და​აც​ქერ​და, რო​მელ​ზეც თი​დე​მა​ნი, ჯერ კი​დევ ჯან​მრთე​ლი და მო​ღი​მა​რი ბომ​ბსაფ​რის
წინ იდ​გა. შემ​დეგ მშვი​დად ამოიხე​და.

- ჰო, - უპა​სუ​ხა მან.

27
- ჩვენ, ყვე​ლა​ნი, სიამოვ​ნე​ბით გა​ვემ​გზავ​რე​ბო​დით იქ კი​დევ ერ​თხელ, - თქვა ამ​ხა​ნაგ​მა ფრთხი​ლად,
თან ნე​ლა გა​მოჰ​ყავ​და ასოები. - მეტ​ცის გავ​ლით უნ​და გა​ემ​გზავ​როთ.

გა​სამ​გზავ​რე​ბე​ლი სამ​ზა​დი​სი დიდ​ხანს გაგ​რძელ​და. ხალხს არ ეს​მო​და, რა​ტომ უნ​დო​და ქალს იქ


წას​ვლა და ცდი​ლობ​დნენ, გა​დაეფიქ​რე​ბი​ნათ მის​თვის. მაგ​რამ ის არა​ვის აზრს არ აქ​ცევ​და
ყუ​რად​ღე​ბას, მტკი​ცე გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბა ჰქონ​და მი​ღე​ბუ​ლი და ალა​გებ​და ყვე​ლა​ფერს, რაც კი
მგზავ​რო​ბი​სათ​ვის აუცი​ლე​ბე​ლი იყო. ხალ​ხის შე​კით​ხვებს მოკ​ლედ პა​სუ​ხობ​და. მხო​ლოდ ამას
ამ​ბობ​და: - ასეა სა​ჭი​რო.

მოგ​ზაურო​ბა რთუ​ლი გა​მოდ​გა. თი​დე​მანს მგზავ​რო​ბი​სა​გან თა​ვი ას​ტკივ​და, ქალს კი გვერ​დზე არა​ვინ
ჰყავ​და ისე​თი, ვინც და​ეხ​მა​რე​ბო​და. არც ენა იცო​და. უბ​რა​ლოდ, იდ​გა და ხალხს თვა​ლებ​ში
შეს​ცქე​რო​და, ვიდ​რე ისი​ნი მიხ​ვდე​ბოდ​ნენ, რა უნ​დო​და.

მე​სა​მე დღის ნა​შუ​ად​ღევს ჩა​ვიდ​ნენ იმ ად​გი​ლას, სა​დაც თი​დე​მა​ნის ასეული იყო გან​ლა​გე​ბუ​ლი.
უკაც​რიელი, პირ​ქუ​ში სო​ფე​ლი იყო რუ​ხი სახ​ლე​ბის გრძე​ლი რი​გე​ბით. ფო​ტო​ზე გა​მო​სა​ხუ​ლი
ნან​გრე​ვე​ბი არ​სად ჩან​და. ად​გი​ლი მთლიანად იყო აღ​დგე​ნი​ლი.

სას​ტუმ​როს წინ რამ​დე​ნი​მე ეტ​ლმა ჩაიარა, რო​მელ​შიც ტუ​რის​ტე​ბი ის​ხდნენ. ქალს თარ​ჯი​მა​ნი
მიუახ​ლოვ​და და გა​მოელა​პა​რა​კა. იოზე​ფის ცოლ​მა ჰკით​ხა, იცო​და თუ არა რაიმე ფრონ​ტის იმ
მო​ნაკ​ვე​თის შე​სა​ხებ, სა​დაც თი​დე​მა​ნი ჩაიმარ​ხა მი​წა​ში. თარ​ჯი​მან​მა მხრე​ბი აიჩე​ჩა, - ახ​ლა ყველ​გან
მინ​დვრე​ბიაო, გარ​კვეული ხა​ნია, ისევ და​უწ​ყი​ათ მი​წის და​მუ​შა​ვე​ბაო.

- ყველ​გან? - იკით​ხა ქალ​მა.

- ოჰ, არა! - თარ​ჯი​მა​ნი, რო​გორც ჩანს, მი​უხ​ვდა ქალს და თქვა, რომ იქ​ვე ახ​ლოს, და​ახ​ლოებით ერ​თი
კი​ლო​მეტ​რის მო​შო​რე​ბით ტე​რი​ტო​რიაა, სა​დაც საფ​ლა​ვე​ბი და ჭურ​ვე​ბის მი​ერ ამოთ​ხრი​ლი ორ​მოები
ყო​ფი​ლა. იქ ყვე​ლა​ფე​რი თით​ქმის ისე გა​მოიყუ​რე​ბა, რო​გორც ად​რე ყო​ფი​ლაო. ჰკით​ხა, იქ ხომ არ
მი​გიყ​ვა​ნოო?

ქალ​მა თა​ვი და​უქ​ნია. რო​გორც კი ბარ​გი სას​ტუმ​რო​ში დააბი​ნა​ვეს, გზას გა​უდ​გნენ.

ნა​თე​ლი და ლა​მა​ზი დღე იდ​გა. ფერ​დო​ბებ​ზე მსუ​ბუ​ქი სიო უბე​რავ​და და პა​წა​წი​ნა ლურ​ჯი პეპ​ლე​ბი
საფ​ლა​ვებ​სა და მავ​თულ​ხლარ​თებს შო​რის და​ფარ​ფა​ტებ​დნენ. ორ​მოების პი​რას ყა​ყა​ჩოები და
გვი​რი​ლე​ბი ამოზ​რდი​ლიყ​ვნენ. თან​და​თან უკან დარ​ჩა მდე​ლოები, რომ​ლე​ბიც აქა-​იქ ჯერ კი​დევ
ეწე​რე​ბოდ​ნენ ამ პეიზაჟ​ში. სო​ფე​ლი თვალს მიეფა​რა. ერ​თი ბორ​ცვის თხე​მიც გა​დაიარეს და უცებ
ირ​გვლივ ბრძო​ლის ვე​ლე​ბის სა​მა​რი​სე​ბუ​რი სი​ჩუ​მე გა​მეფ​და, რა​საც მხო​ლოდ ადა​მი​ან​თა მეორე
ჯგუ​ფე​ბის ხმაური არ​ღვევ​და, რომ​ლე​ბიც აქა-​იქ ორ​მო​ებს შო​რის მუ​შა​ობ​დნენ. რო​გორც გიდ​მა
უთ​ხრა, ისი​ნი მე​ტა​ლის შემ​გრო​ვებ​ლე​ბი იყ​ვნენ და რკი​ნას, ალუ​მინ​სა და ფო​ლადს ეძებ​დენ.

- აქ? - იკით​ხა ქალ​მა. გიდ​მა თა​ვი და​უქ​ნია.

- მი​წა საბ​რძო​ლო მა​სა​ლი​თაა სავ​სე, - უპა​სუ​ხა თარ​ჯი​მან​მა, - ამი​ტომ მთე​ლი ეს ტე​რი​ტო​რია მე​ტა​ლის
გა​და​მა​მუ​შა​ვე​ბელ ფირ​მას აქვს იჯა​რით აღე​ბუ​ლი. ნა​პოვნ ცხედ​რებს აგ​რო​ვე​ბენ და ახ​ლომ​დე​ბა​რე

28
სხვა​დას​ხვა სა​საფ​ლაოზე მარ​ხა​ვენ. - მან მარ​ჯვნივ გაახე​და ქალს, სა​დაც მზე​ში მო​ელ​ვა​რე თეთ​რი
ჯვრე​ბის გრძე​ლი რი​გე​ბი მო​ჩან​და.

ქა​ლი თი​დე​მან​თან ერ​თად სა​ღა​მომ​დე ამ ად​გილ​ზე დარ​ჩა. მას​თან ერ​თად ბევ​რი საფ​ლა​ვი და ორ​მო
მოიარა, ბევ​რი ჩა​მოშ​ლი​ლი და დან​გრეული ბომ​ბსაფ​რის წინ გა​ჩერ​და. ხში​რად შე​ხე​დავ​და ხოლ​მე,
მე​რე კი ისევ გზას აგ​რძე​ლებ​და. მაგ​რამ თი​დე​მა​ნი უემო​ცი​ოდ მიჰ​ყვე​ბო​და უკან. მი​სი ჩამ​ქრა​ლი სა​ხის
გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბას სი​ცოც​ხლის არა​ნაირი ნი​შან​წყა​ლი არ ეტ​ყო​ბო​და.

მეორე დი​ლას ქა​ლი ისევ წა​ვი​და იმ ად​გი​ლას. ახ​ლა გზა უკ​ვე იცო​და. ყო​ველ​დღე ხე​დავ​დნენ მათ, თუ
რო​გორ მი​უყ​ვე​ბოდ​ნენ ნე​ლა თი​ხი​ან გა​დათ​ხრილ მინ​დვრებს - დაღ​ლი​ლი, მოხ​რი​ლი კა​ცი და მა​ღა​ლი,
მდუ​მა​რე ქა​ლი. სა​ღა​მოს უკან, სას​ტუმ​რო​ში, ბრუნ​დე​ბოდ​ნენ და თა​ვი​ანთ ოთახ​ში ადი​ოდ​ნენ.

ზოგ​ჯერ მათ თარ​ჯი​მა​ნი მიჰ​ყვე​ბო​და ბრძო​ლის ველ​ზე. ერ​თხელ ისეთ ად​გი​ლას მი​იყ​ვა​ნა, სა​დაც
ტუ​რის​ტე​ბი იშ​ვიათად მი​დი​ოდ​ნენ. კა​ციშ​ვი​ლის ჭა​ჭა​ნე​ბა არ იყო, გარ​და მუ​შაობა​ში გარ​თუ​ლი
შემ​გრო​ვებ​ლე​ბის რამ​დე​ნი​მე მეორე ჯგუ​ფი​სა.

ერთ ად​გი​ლას სან​გრე​ბის ლა​ბი​რინ​თი, პრაქ​ტი​კუ​ლად, ხელ​შეუხებ​ლად იყო დარ​ჩე​ნი​ლი. თი​დე​მა​ნი


ერ​თი ბომ​ბსაფ​რის წინ გა​ჩერ​და და დაიხა​რა. ეს ხში​რად გაუკე​თე​ბია, მაგ​რამ ამ​ჯე​რად ცოლს
სუნ​თქვა შე​ეკ​რა და თარ​ჯი​მანს მკლავ​ზე წა​ავ​ლო ხე​ლი. შე​სას​ვლე​ლი​დან ამოჩ​რი​ლი იყო რამ​დე​ნი​მე
დამ​პა​ლი ფი​ცა​რი, რომ​ლე​ბი​თაც ად​რე ბომ​ბსაფ​რის კედ​ლე​ბი იყო შეკ​რუ​ლი. თი​დე​მა​ნი ხე​ლე​ბით
ფრთხი​ლად შეეხო მათ, თით​ქოს იკ​ვლევ​სო.

ამ მო​მენ​ტში უცებ დარ​ტყმის მკვეთ​რი ხმა გა​ის​მა, შემ​გრო​ვებ​ლებ​მა რამ​დე​ნი​მე ასეული მეტ​რის
მო​შო​რე​ბით თხრა და​იწ​ყეს. ქალს ისე აუტან​ლად ხმა​მა​ღა​ლი მო​ეჩ​ვე​ნა ეს ხმაური, რომ უნებ​ლი​ეთ
ხე​ლის ისე​თი მოძ​რაობა გააკე​თა, თით​ქოს ამით ხმაურის შე​ჩე​რე​ბა უნ​დაო. ამ დროს ძლი​ერ​მა
გრუ​ხუნ​მა მი​წა ააზან​ზა​რა. ამას მოჰ​ყვა სტვე​ნა, ღმუილი, ში​ში​ნი, შემ​დეგ კი შემ​გრო​ვე​ბელ​თა
ჯგუ​ფი​დან ვი​ღა​ცის სა​სო​წარ​კვე​თი​ლი, გამ​გმი​რა​ვი ყვი​რი​ლი.

- აფეთ​ქე​ბა! - იყ​ვი​რა თარ​ჯი​მან​მა და იქით გა​იქ​ცა. - თხრის დროს ჭურვს გა​მო​ედ​ნენ!

თი​დე​მა​ნის ცო​ლი თა​ვის​და უნე​ბუ​რად მუხ​ლებ​ზე და​ჩო​ქი​ლი აღ​მოჩ​ნდა კა​ცის გვერ​დით, რომ​ლის ფე​ხი
დაფ​ლე​თი​ლი იყო. ვი​ღა​ცის სა​მუ​შაო ქურ​თუკს სა​ხე​ლო მო​აგ​ლი​ჯა და ბარ​ძა​ყი გა​და​უხ​ვია. ძი​რი​დან
რკი​ნის ნა​ჭე​რი აიღო, ნას​კვში გაატა​რა და კაცს ჭრი​ლო​ბა მჭიდ​როდ შე​უკ​რა. დაჭ​რი​ლი იდაყ​ვებ​ზე
წა​მოიწია, რომ ჭრი​ლო​ბა ენა​ხა, მაგ​რამ გრძნო​ბა და​კარ​გა. ამ​ხა​ნა​გებ​მა ის ბა​რა​კე​ბის​კენ წა​იყ​ვა​ნეს.
ქა​ლი წა​მოდ​გა. თარ​ჯი​მა​ნი შე​უს​ვე​ნებ​ლივ ელა​პა​რა​კე​ბო​და მას, - ეს უკ​ვე მეშ​ვი​დე აფეთ​ქე​ბაა ამ ორი
კვი​რის მან​ძილ​ზეო! ქალ​მა მი​მოიხე​და, ბა​ლახს ეძებ​და, რომ ხე​ლე​ბი​დან სის​ხლი მო​ეწ​მინ​და. უცებ
გა​მოფ​ხიზ​ლდა და მიაყუ​რა​და. დაჭ​რი​ლი კა​ცი უკ​ვე ისე შორს იყო, რომ მი​სი ხმა, წე​სით, ვე​ღარ უნ​და
გაეგო​ნა, მაგ​რამ ჯერ კი​დევ ის​მო​და ყრუ, მო​გუ​დუ​ლი ყვი​რი​ლი. ის უკან გა​იქ​ცა.

ეს თი​დე​მა​ნი ყვი​რო​და. მი​წა​ზე პირ​ქვე იყო გა​წო​ლი​ლი. რო​გორც ჩანს, ში​შის​გან შეშ​ლი​ლი
რა​ღაც​ნაირად შეეცა​და, შე​უმ​ჩნე​ვე​ლი გამ​ხდა​რი​ყო. მხრე​ბი უცახ​ცა​ხებ​და და მი​წა​ზე პირ​ქვე​დამ​ხო​ბი​ლი
ყვი​რო​და. თარ​ჯი​მა​ნი გაოცე​ბუ​ლი უყუ​რებ​და და უნ​დო​და წა​მოეყე​ნე​ბი​ნა, მაგ​რამ ქალ​მა შეაჩე​რა.

29
ბა​რა​კე​ბი​დან რამ​დე​ნი​მე მუ​შამ მო​ირ​ბი​ნა. ისი​ნი ფიქ​რობ​დნენ, რომ თი​დე​მა​ნი დაჭ​რი​ლი იყო და მი​სი
წაყ​ვა​ნა უნ​დო​დათ. თუმ​ცა ქალ​მა არა​ვინ მი​უშ​ვა. თით​ქოს სრუ​ლი​ად გარ​და​იქ​მნაო, სწრა​ფად
მოძ​რა​ობ​და და მი​სი თვა​ლე​ბი​დან ისე​თი ძა​ლა, ვედ​რე​ბა და ში​ში გა​მოს​ჭვიოდა, რომ ყვე​ლა
იძუ​ლე​ბუ​ლი გახ​და, წა​სუ​ლი​ყო. თა​ვის ქნე​ვით და​ტო​ვეს ად​გი​ლი, თარ​ჯი​მა​ნიც კი წა​ვი​და. ქა​ლი
უყუ​რებ​და, რო​გორ გაუჩი​ნარ​დნენ ისი​ნი საფ​ლა​ვე​ბის ლა​ბი​რინ​თში. შემ​დეგ ბომ​ბსაფ​რის კი​ბე​ზე
ჩა​მოჯ​და და ლო​დი​ნი და​იწ​ყო.

ბინ​დი ჩა​მოწ​ვა და თი​დე​მა​ნი გა​ჩუმ​და. ახ​ლა ის მი​წა​ზე იწ​ვა ისე, რო​გორც მა​შინ. ბა​ნა​კის თავ​ზე
რე​კავ​დნენ ეკ​ლე​სი​ის ზა​რე​ბი, რომ​ლე​ბიც სა​ღა​მოს ლოც​ვის დაწ​ყე​ბას იუწ​ყე​ბოდ​ნენ. ქა​ლი კი იჯ​და და
ად​გი​ლი​დან არ იძ​ვრო​და.

ბო​ლოს თი​დე​მა​ნი გა​ინ​ძრა. შეეცა​და იდაყ​ვებ​ზე წა​მომ​ჯდა​რი​ყო, მაგ​რამ ისევ უკან გა​და​ვარ​და.
რამ​დე​ნი​მე ხნის შემ​დეგ მეორედ შეეცა​და. ცო​ლი არ ეხ​მა​რე​ბო​და. ის უფ​რო უკან, ბომ​ბსაფ​რის
სიბ​ნე​ლე​ში მიიყუ​ჟა.

თი​დე​მა​ნი მი​წა​ზე გა​ხოხ​და. ხე​ლე​ბით ხის ყა​ლი​ბის ნა​წი​ლი მო​არ​ყია. შეეცა​და ამ​დგა​რი​ყო, მაგ​რამ
ამა​ოდ. შემ​დეგ დაჯ​და და ხე​ლებს ბა​ლახს უს​ვამ​და. თა​ვი ას​წია და ნე​ლა ატ​რიალებ​და აქეთ-​იქით.
დიდ​ხანს გაგ​რძელ​და ასე.

ცოლ-​ქმრის თა​ვებ​ზე ჩი​ტი აჭიკ​ჭიკ​და. თი​დე​მან​მა ხე​ლე​ბი გააჩე​რა.

- ანა! - თქვა მან ცო​ტა​თი გაოცე​ბულ​მა.

ცო​ლი ჯერ კი​დევ არა​ფერს ამ​ბობ​და. მაგ​რამ რო​დე​საც თი​დე​მანს ხე​ლი ჩაჰ​კი​და, რომ წა​ეყ​ვა​ნა, უცებ
სა​ხე შე​უკ​რთა, თით​ქოს ნა​წი​ლე​ბად და​ეშ​ლე​ბაო. მე​რე კი ერ​თი წა​მით შე​ტორ​ტმან​და.

რამ​დე​ნი​მე კვი​რის შემ​დეგ თი​დე​მან​მა შეძ​ლო კარ-​მიდამოს მოვ​ლის თა​ვის თავ​ზე აღე​ბა.

ცოლს კარ​გად მო​ევ​ლო მე​ურ​ნეობი​სათ​ვის. სა​ქონ​ლის​თვის თოთ​ხმე​ტი დე​კეული შეემა​ტე​ბი​ნა და,


გარ​და ამი​სა, რამ​დე​ნი​მე სა​ძო​ვა​რი და სახ​ნა​ვი ნაკ​ვე​თიც ჰქონ​და ნა​ყი​დი.

ანეტეს სიყვარულის ამბავი

ანე​ტე შტო​ლი ცენ​ტრა​ლუ​რი გერ​მა​ნი​ის პა​ტა​რა საუნი​ვერ​სი​ტე​ტო ქა​ლაქ​ში გაიზარ​და. ის ნორ​ჩი


გო​გო​ნა იყო, ღია ფე​რის პი​რი​სა​ხით, უდარ​დე​ლი და კის​კი​სა. სკო​ლა​ში ზო​მიერად ბე​ჯი​თი იყო,
ტკბი​ლეული​სა და ფილ​მე​ბის მი​მართ კი სი​სუს​ტით გა​მო​ირ​ჩეოდა. ბავ​შვო​ბა​ში მას​ზე სა​მიოდე წლით
უფ​როს, გამ​ხდარ და მოუხერ​ხე​ბელ გერ​ჰარდ იეგერ​თან ერ​თად თა​მა​შობ​და ხოლ​მე. ბი​ჭი წიგ​ნე​ბი​სა
და სე​რიოზუ​ლი სა​უბ​რე​ბის მოყ​ვა​რუ​ლი იყო.

30
მე​ზობ​ლე​ბი იყ​ვნენ და მა​თი მშობ​ლე​ბიც მე​გობ​რობ​დნენ. ამი​ტომ და-​ძმასავით იზ​რდე​ბოდ​ნენ. ერ​თის
თავ​გა​და​სა​ვა​ლი მეორი​საც იყო - მი​ტო​ვე​ბუ​ლი ბა​ღე​ბი, მიხვეულ-​მოხვეული ქუ​ჩე​ბი, კვი​რად​ღეები და
ზა​რე​ბის ხმა, ზაფ​ხუ​ლის მდე​ლოები, ბინ​დი, ვარ​სკვლა​ვე​ბი, სურ​ნე​ლი და ახალ​გაზ​რდო​ბის
თავ​ბრუ​დამ​ხვე​ვი, იდუ​მა​ლი ხიბ​ლი - ეს ყვე​ლა​ფე​რი მათ სა​ერ​თო ჰქონ​დათ.

მოგ​ვიანე​ბით სი​ტუაცია შე​იც​ვა​ლა. ლა​მა​ზი და ნა​ად​რე​ვად მომ​წი​ფე​ბუ​ლი თექ​ვსმე​ტი წლის კეკ​ლუ​ცი


გო​გო​ნა ცი​ვი და თავ​შე​კა​ვე​ბუ​ლი გახ​და. ბავ​შვუ​რი მე​გობ​რო​ბის გახ​სნი​ლი, ნაც​ნო​ბი ბა​ღი​დან ის უცებ
მო​მა​ჯა​დოებელ, საიდუმ​ლოებე​ბით მო​ცულ გა​რე​მო​ში მოხ​ვდა. ახალ​გაზ​რდა გერ​ჰარ​დი, რო​მე​ლიც
სულ ცო​ტა ხნის წინ მი​სი ბავ​შვო​ბის უფ​რო​სი მე​გო​ბა​რი და დამ​ცვე​ლი იყო, ახ​ლა უსუ​სუ​რად, მას​ზე
ბევ​რად უმ​ცრო​სად ეჩ​ვე​ნე​ბო​და, მი​სი გაუბე​დაობა და ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა კი - თით​ქმის
სა​სა​ცი​ლოდ. გო​გო​ნას ცხოვ​რე​ბა​ში ისე​თი რა​ღა​ცე​ბი მოს​წონ​და, რაც ად​ვი​ლად, უპ​რობ​ლე​მოდ
გა​მოს​დიოდა. ამი​ტომ არ იყო რთუ​ლი მი​სი მო​მავ​ლის გან​ჭვრე​ტა - მას ექ​ნე​ბო​და უსაფ​რთხო, მშვი​დი
და ჩვეულებ​რი​ვი ცხოვ​რე​ბა, ეყო​ლე​ბო​და პა​ტივ​სა​ცე​მი მე​უღ​ლე და ჯან​მრთე​ლი შვი​ლე​ბი.

რო​დე​საც გერ​ჰარ​დმა უნი​ვერ​სი​ტეტ​ში პირ​ვე​ლი სე​მეს​ტრი და​ხუ​რა, ისი​ნი ერ​თმა​ნე​თის მი​მართ უკ​ვე
გა​უც​ხოებუ​ლი იყ​ვნენ.

შემ​დეგ ომი და​იწ​ყო. ქა​ლა​ქი სა​ყო​ველ​თაო აჟიოტაჟ​მა მო​იც​ვა. ყო​ველ​დღიურად სულ უფ​რო მე​ტი და
მე​ტი უფ​როს​კლა​სე​ლი და ახალ​ბე​და სტუ​დენ​ტი ეწე​რე​ბო​და მო​ხა​ლი​სედ და სტუ​დენ​ტურ ქუ​დებს
სამ​ხედ​რო კე​პებ​ში ცვლი​და. მათ ბი​ჭურ სა​ხე​ებს რა​ღაც​ნაირი გა​უც​ხოებუ​ლი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა გა​უხ​და.
უფ​რო სე​რიოზუ​ლე​ბი გახ​დნენ, თით​ქოს გაიზარ​დნენ. მო​სა​წო​ნი იყო მა​თი ახალ​გაზ​რდუ​ლი
შე​მარ​თე​ბა, გაეწი​რათ თა​ვი. თუმ​ცა ისი​ნი ჯერ კი​დევ ახ​ლოს იყ​ვნენ სკო​ლის მერ​ხთან, ნიჩ​ბო​სან​თა
კლუ​ბებ​თან და სა​ღა​მოს გარ​თო​ბას​თან. მე​ტის​მე​ტად ახ​ლოს იყ​ვნენ მშვი​დო​ბი​ან პე​რი​ოდ​თან, რომ
სე​რიოზუ​ლად აღექ​ვათ, თუ რას ნიშ​ნავ​და ომი და სად მი​დი​ოდ​ნენ.

გერ​ჰარდ იეგე​რი პირ​ველ მო​ხა​ლი​სე​ებს შო​რის იყო. მშვი​დი, გაუბე​და​ვი, მე​ოც​ნე​ბე ბი​ჭი თით​ქოს
გარ​და​იქ​მნა. თით​ქოს ში​ნა​გა​ნი ცეც​ხლი წვავ​და, თუმ​ცა ეს შორს იყო ომით გა​მოწ​ვეული იმ უზო​მო
აღ​ფრთო​ვა​ნე​ბის​გან, რა​საც პრო​ფე​სო​რე​ბი მო​ეც​ვა. ის და მი​სი მე​გობ​რე​ბი ომ​ში მეტს ხე​დავ​დნენ,
ვიდ​რე მხო​ლოდ ბრძო​ლა​სა და თავ​დაც​ვას. მათ​თვის ეს იყო დიადი შე​ტე​ვა, რო​მელ​საც უნ​და
მოეშო​რე​ბი​ნა თვით​კმა​ყო​ფი​ლი და მო​წეს​რი​გე​ბუ​ლი ყო​ფის მოძ​ვე​ლე​ბუ​ლი იდეალე​ბი და მო​ბე​რე​ბუ​ლი
ცხოვ​რე​ბა გაეახალ​გაზ​რდა​ვე​ბი​ნა.

ერთ კვი​რად​ღეს ყვე​ლა​ნი ერ​თად გაეშურ​ნენ ფრონ​ტზე. სად​გურ​ზე ბევ​რი მტი​რა​ლი, აღელ​ვე​ბუ​ლი და
აღ​ფრთო​ვა​ნე​ბუ​ლი მე​გო​ბა​რი და ნა​თე​სა​ვი იყო. იქ თით​ქმის მთელ​მა ქა​ლაქ​მა მოიყა​რა თა​ვი. ყველ​გან
ყვა​ვი​ლე​ბი იყო, ნორ​ჩი მწვა​ნე ტო​ტე​ბი თო​ფე​ბის ლუ​ლებ​ში ჩარ​ჭოთ, სამ​ხედ​რო ორ​კეს​ტრი უკ​რავ​და,
ყვი​რი​ლი და შე​ძა​ხი​ლე​ბი ის​მო​და. ის იყო, მა​ტა​რე​ბე​ლი და​იძ​რა, რომ გერ​ჰარ​დმა უეც​რად თა​ვი​სი
კუ​პეს ფან​ჯრის წინ ანე​ტე დაინა​ხა. ის სხვა ვა​გონ​ში ვი​ღა​ცას ხელს უქ​ნევ​და. ბიჭ​მა ხელ​ზე ხე​ლი
წა​ავ​ლო.

- ანე​ტე...

ანე​ტემ გაიცი​ნა და მას დარ​ჩე​ნი​ლი ყვა​ვი​ლე​ბი ეს​რო​ლა.

31
- რაიმე ლა​მა​ზი ჩა​მო​მი​ტა​ნე პა​რი​ზი​დან!

გერ​ჰარ​დმა თა​ვი და​უქ​ნია, მაგ​რამ მე​ტი ვე​ღა​რა​ფე​რი უთ​ხრა, რად​გან მა​ტა​რე​ბელ​მა სიჩ​ქა​რეს უმა​ტა,
სად​გურ​ში კი სიმ​ღე​რი​სა და სა​სუ​ლე ორ​კეს​ტის ხმა​მა​ღა​ლი გუ​გუ​ნი ის​მო​და. გო​გო​ნას მოფ​რიალე,
თეთ​რი სა​ზაფ​ხუ​ლო კა​ბა ბო​ლო მო​გო​ნე​ბა იყო, რო​მე​ლიც თან წაიყო​ლა. პირ​ვე​ლი თვეების
გან​მავ​ლო​ბა​ში ანე​ტე იშ​ვიათად თუ გაიგებ​და რა​მეს გერ​ჰარ​დის შე​სა​ხებ. შემ​დეგ კი გახ​შირ​და მი​სი
წე​რი​ლე​ბი და ღია ბა​რა​თე​ბი ფრონ​ტი​დან. კაც​მა რომ თქვას, ანე​ტეს აკ​ვირ​ვებ​და ეს. ვერ გაეგო, რა
გახ​და ასე ერ​თბა​შად ამის მი​ზე​ზი, მაგ​რამ ყვე​ლა​ზე მე​ტად ის აოცებ​და, რომ თვეების გან​მავ​ლო​ბა​ში
გა​მოგ​ზავ​ნი​ლი ყვე​ლა წე​რი​ლი მხო​ლოდ მა​თი სა​ერ​თო ბავ​შვო​ბის მო​გო​ნე​ბებს ეხე​ბო​და. ანე​ტე
მოელო​და გა​ბე​დუ​ლი შე​ტე​ვე​ბის ხა​ტო​ვან აღ​წე​რას და ყო​ველ​თვის იმედ​გაც​რუებუ​ლი რჩე​ბო​და, რო​ცა
იმ ამ​ბე​ბის შე​სა​ხებ უწევ​და წა​კით​ხვა, რომ​ლე​ბიც უკ​ვე იცო​და და უინ​ტე​რე​სოდ ეჩ​ვე​ნე​ბო​და.

გერ​ჰარ​დის ბრი​გა​დამ ფლან​დრი​ის ბრძო​ლა​ში სა​ში​ნე​ლი და​ნა​კარ​გი გა​ნი​ცა​და. რამ​დე​ნი​მე დღის


შემ​დეგ მის​მა ოჯახ​მა მხო​ლოდ მოკ​ლე შეტ​ყო​ბი​ნე​ბა მიიღო, რო​მელ​შიც ეწე​რა, რომ ორა​სი
ჯა​რის​კა​ცის​გან მხო​ლოდ გერ​ჰარ​დი და კი​დევ ოც​დაშ​ვი​დი მეომა​რი გა​დარ​ჩა უვ​ნებ​ლად.

ანე​ტემ კი გრძე​ლი წე​რი​ლი მიიღო, რო​მელ​შიც გერ​ჰარ​დი თით​ქმის თავ​და​ვიწ​ყე​ბით იხ​სე​ნებ​და მაისის
რო​მე​ლი​ღაც დი​ლას და თეთ​რად აყ​ვა​ვი​ლე​ბულ ალუბ​ლის ხეს ტაძ​რის გა​ლე​რე​ის უკან. წე​რი​ლის
კით​ხვი​სას გერ​ჰარ​დის მა​მამ გაოცე​ბულ​მა გა​და​აქ​ნია თა​ვი. ის უფ​რო მა​ღა​ლი იდეალე​ბით იყო
შეპ​ყრო​ბი​ლი და ბედ​ნიერი იქ​ნე​ბო​და, მის ვაჟს უფ​რო გმი​რუ​ლი კუთ​ხით რომ წარ​მოეჩი​ნა თა​ვი.
ანე​ტემ მხრე​ბი აიჩე​ჩა და სა​გულ​და​გუ​ლოდ ჩა​წიკ​წი​კე​ბუ​ლი წე​რი​ლი გვერ​დზე გა​და​დო - მან ვე​რა​ფე​რი
გა​იხ​სე​ნა მაისის იმ დი​ლის შე​სა​ხებ.

ამი​ტო​მაც უფ​რო მე​ტად გააოცა ორი​ვე ცო​ტა ხნის შემ​დეგ მი​ღე​ბულ​მა ცნო​ბამ - გერ​ჰარდს ფლან​დრი​ის
ბრძო​ლა​ში ისე​თი სი​მა​მა​ცე გა​მოუჩე​ნია, რომ ბრძო​ლის ველ​ზე​ვე დაუჯილ​დოები​ათ და სამ​ხედ​რო
წო​დე​ბა მოუმა​ტე​ბი​ათ.

მა​ლე​ვე შვე​ბუ​ლე​ბით ჩა​მო​ვი​და სახ​ლში და​კუნ​თუ​ლი, ტა​ნა​დი და გა​რუ​ჯუ​ლი გერ​ჰარ​დი, სრუ​ლი​ად


სხვა​ნაირი, ვიდ​რე ანე​ტეს წე​რი​ლე​ბის მი​ხედ​ვით წარ​მო​ედ​გი​ნა. მა​მის​გან გან​სხვა​ვე​ბით, რო​მელ​საც
ქედ​მაღ​ლუ​რი ლა​პა​რა​კი უყ​ვარ​და, ის ორ​მა​გად სე​რიოზუ​ლი, ზოგ​ჯერ ფიქ​რებ​ში ჩა​ძი​რუ​ლი და
უც​ნაურად დაბ​ნეული იყო. რო​დე​საც პირ​ვე​ლად დარ​ჩა მარ​ტო ანე​ტეს​თან, საკ​მა​ოდ უც​ნაურად
იქ​ცეოდა. თით​ქმის ერ​თი საათი ხმას არ იღებ​და, უსუ​სუ​რად იხე​დე​ბო​და აქეთ-​იქით, მე​რე
მოულოდ​ნე​ლად შე​ხე​დავ​და ხოლ​მე ანე​ტეს. უცებ ხელ​ზე ხე​ლი წა​ავ​ლო და ჰკით​ხა, ხომ არ
დავ​ქორ​წინ​დე​თო. და​ჟი​ნე​ბით, თუმ​ცა მშვი​დად იდ​გა თა​ვის აზ​რზე. მა​ში​ნაც კი, რო​ცა ანე​ტე შეეკა​მა​თა
და უთ​ხრა, ძა​ლი​ან ახალ​გაზ​რდე​ბი ვარ​თო. გერ​ჰარ​დი ცხრა​მე​ტი წლის, ანე​ტე კი ჯერ ჩვიდ​მე​ტი​საც არ
იყო.

იმ პე​რი​ოდ​ში დაჩ​ქა​რე​ბულ ქორ​წი​ნე​ბებ​სა და ნიშ​ნო​ბებ​ში არა​ფე​რი იყო უჩ​ვეულო. ესეც სა​ყო​ველ​თაო


აღ​ტა​ცე​ბის შე​მად​გე​ნე​ლი ნა​წი​ლი იყო. პირ​ვე​ლი წა​მიერი გაოცე​ბის შემ​დეგ ანე​ტე სწრა​ფად შე​ეჩ​ვია ამ
აზრს - მიმ​ზიდ​ვე​ლად ეჩ​ვე​ნე​ბოდ, რომ კლას​ში პირ​ვე​ლი გათ​ხო​ვი​ლი ქა​ლი იქ​ნე​ბო​და. მა​მა​კა​ცუ​რი,
ახალ​გაზ​რდა ოფი​ცე​რიც საკ​მა​ოდ მოს​წონ​და, რომ​ლა​დაც გა​და​იქ​ცა მი​სი ბავ​შვო​ბის მე​ოც​ნე​ბე
მე​გო​ბა​რი გერ​ჰარ​დი. ეს ყვე​ლა​ფე​რი კი მის​თვის საკ​მა​რი​სი იყო გა​დაწ​ყვე​ტი​ლე​ბის მი​სა​ღე​ბად.

32
ანე​ტეს შეძ​ლე​ბულ​მა, კე​თილ​გან​წყო​ბილ​მა და, ამას​თან, პატ​რი​ოტ​მა მშობ​ლებ​მაც თან​ხმო​ბა
გა​ნაც​ხა​დეს. გაუხარ​დათ კი​დეც - ქორ​წი​ლი დი​დი დღე​სას​წაულის სა​ბაბს იძ​ლეოდა.

ღო​ნის​ძიება შუ​ად​ღეს და​იწ​ყო. ნა​შუ​ად​ღევს, სა​ქორ​წი​ლო სა​დი​ლის დროს, გა​ზე​თის სპე​ციალუ​რი


გა​მოშ​ვე​ბა გა​მო​ვი​და, რო​მე​ლიც აღ​მო​სავ​ლე​თის ფრონ​ტზე ახალ დიდ გა​მარ​ჯვე​ბას იტ​ყო​ბი​ნე​ბო​და.
გერ​ჰარ​დის მა​მამ ყვე​ლა გა​ზე​თი მოატა​ნი​ნა და შეკ​რე​ბილ სა​ზო​გა​დოებას ხმა​მაღ​ლა წაუკით​ხა
ცნო​ბე​ბი. ათი ათა​სი რუ​სი აუყ​ვა​ნიათო ტყვედ! ქორ​წი​ლის სტუმ​რე​ბი სი​ხა​რუ​ლი​სა​გან მეც​ხრე ცა​ზე
დაფ​რი​ნავ​დნენ. სიტ​ყვე​ბი წარ​მო​ით​ქვა, პატ​რიოტუ​ლი სიმ​ღე​რე​ბი შეს​რულ​და, რუხ სამ​ხედ​რო ფორ​მა​ში
გა​მოწ​ყო​ბი​ლი გერ​ჰარ​დი კი იმ იდეალე​ბის გან​სა​ხიერე​ბას წარ​მო​ად​გენ​და, რომ​ლებ​საც თით​ქოს
ყვე​ლა და​ეთ​რო.

მღვდელ​მა გერ​ჰარდს ხე​ლი ჩა​მო​არ​თვა, მას​წავ​ლე​ბელ​მა მხარ​ზე ხე​ლი და​უტ​ყა​პუ​ნა, მა​მამ კი


გა​ამ​ხნე​ვა, რომ ისე​თი​ვე შე​მარ​თე​ბით შებ​მო​და მტერს. ყვე​ლა დამ​სწრე წა​მოდ​გა, რომ მას​თან ერ​თად
დაელი​ათ "ბრძო​ლა​ში გა​მარ​ჯვე​ბის, დი​დე​ბი​სა და გა​მარ​თლე​ბის" სად​ღეგ​რძე​ლო. გერ​ჰარ​დი,
რო​მე​ლიც უფ​რო მოიღუ​შა და სიტ​ყვა​ძუნ​წი გახ​და, უცებ ფეხ​ზე წა​მოხ​ტა და თა​ვის ჭი​ქას ხე​ლი და​ავ​ლო.
მი​სი სიტ​ყვის მო​ლო​დინ​ში სტუმ​რე​ბი გაირინ​დნენ. მან კი მათ თვალ​წინ ისე მაგ​რად დას​ცხო ჭი​ქა
მა​გი​დას, რომ ნამ​სხვრე​ვე​ბად აქ​ცია.

- თქვენ, - თქვა მან, - თქვენ, - მი​სი მუ​ქი, მო​ელ​ვა​რე თვა​ლე​ბის მზე​რა ერ​თი სტუმ​რი​დან მეორე​ზე
გა​და​დიოდა, - რა იცით სა​ერ​თოდ ამის შე​სა​ხებ?

და გა​რეთ გა​ვი​და.

ამ სა​ღა​მოს და მთე​ლი ღა​მე აღელ​ვე​ბუ​ლი ელა​პა​რა​კე​ბო​და ანე​ტეს, თით​ქოს უნ​დო​და, რომ რა​ღაც
მო​მენ​ტი დაეჭი​რა, რო​მე​ლიც ხე​ლი​დან შე​იძ​ლე​ბა დას​ხლტო​მო​და. ის ლა​პა​რა​კობ​და ახალ​გაზ​რდო​ბა​ზე,
მი​ზან​ზე, ცხოვ​რე​ბა​ზე. სულ ანე​ტე​ზე ლა​პა​რა​კობ​და, მაგ​რამ გო​გოს ხში​რად ეჩ​ვე​ნე​ბო​და, რომ მას არ
გუ​ლის​ხმობ​და.

მეორე სა​ღა​მოს გერ​ჰარ​დი ფრონტს და​უბ​რუნ​და, მაგ​რამ გამ​გზავ​რე​ბამ​დე მთე​ლი დღის


გან​მავ​ლო​ბა​ში ცდი​ლობ​და, მარ​ტო დარ​ჩე​ნი​ლი​ყო ანე​ტეს​თან. თით​ქოს ციებ-​ცხელება ჰქონ​და. მის
გარ​და არა​ვის და​ნახ​ვა არ სურ​და. მხო​ლოდ მას​თან უნ​დო​და მო​ედ​ნებ​სა და ბა​ღებ​ში ხე​ტიალი,
მდი​ნა​რეს​თან მდე​ლო​ზე ყოფ​ნა, სა​ნამ გან​შო​რე​ბის დრო დად​გე​ბო​და. ანე​ტეს ეს უჩ​ვეულოდ
ეჩ​ვე​ნე​ბო​და და ცო​ტა​თი ეში​ნო​და კი​დეც მი​სი. დამ​შვი​დო​ბე​ბი​სას ძლიერად მო​ეხ​ვია, სწრა​ფად
ესა​უბ​რე​ბო​და, სიჩ​ქა​რის​გან ენა ებ​მო​და, თით​ქოს ბევ​რი რამ უთ​ქმე​ლი, გაუკე​თე​ბე​ლი რჩე​ბო​და.
შემ​დეგ უკ​ვე დაძ​რულ მა​ტა​რე​ბელს შე​ახ​ტა.

ოთ​ხი კვი​რის შემ​დეგ გერ​ჰარ​დი ომ​ში დაიღუ​პა და ანე​ტე ჩვიდ​მე​ტი წლი​სა დაქ​ვრივ​და.

ომი გრძელ​დე​ბო​და და წლე​ბი სულ უფ​რო და უფ​რო სის​ხლიანი ხდე​ბო​და. ბო​ლოს პა​ტა​რა ქა​ლაქ​ში
თით​ქმის აღარ დარ​ჩა სახ​ლი, რო​მელ​შიც ვინ​მეს არ გლო​ვობ​დნენ. ანე​ტეს უბე​დუ​რე​ბა კი, რის
შე​სა​ხე​ბაც თა​ვი​დან ხში​რად სა​უბ​რობ​დნენ, იმ ოჯა​ხე​ბის უფ​რო მძი​მე ხვედ​რმა გააუფე​რუ​ლა,
რომ​ლებ​შიც მა​მე​ბი და შვი​ლე​ბი დაიღუპ​ნენ ომ​ში. თან​და​თა​ნო​ბით თვი​თო​ნაც აღარ გრძნობ​და სევ​დას.
ანე​ტე მე​ტის​მე​ტად ახალ​გაზ​რდა იყო და ის რამ​დე​ნი​მე დღე, რომ​ლე​ბიც ერ​თად გაატა​რეს, არ

33
აღ​მოჩ​ნდა საკ​მა​რი​სი, რომ გერ​ჰარ​დი ქმრად აღექ​ვა. ის მის​თვის მხო​ლოდ ბავ​შვო​ბის მე​გო​ბა​რი იყო,
რო​მე​ლიც ომ​ში დაიღუ​პა - ისე​ვე, რო​გორც ბევ​რი სხვა.

თვალ​ში მო​სახ​ვედ​რი იყო, რომ ის გარ​კვე​ულ​წი​ლად კარ​ჩა​კე​ტილ ცხოვ​რე​ბას ეწეოდა. ძველ


მე​გობ​რებ​თან, ფაქ​ტობ​რი​ვად, აღა​რა​ფე​რი აკავ​ში​რებ​და - მათ​სა​ვით პა​ტა​რა გო​გო აღარ იყო. მეორე
მხრივ კი, მოზ​რდი​ლებ​საც არ ეკუთ​ვნო​და - მათ​თვის მე​ტის​მე​ტად პა​ტა​რა იყო. აღ​მოჩ​ნდა, რომ აღარ
იცო​და, რო​გორ მოქ​ცეული​ყო. ძა​ლი​ან ბევ​რი რამ მოხ​და და ძა​ლი​ან მა​ლე ჩაიარა ყვე​ლა​ფერ​მა.

თუმ​ცა ომის ბო​ლო წლე​ბის მოვ​ლე​ნე​ბი მას დროს არ უტო​ვებ​დნენ და​სა​ფიქ​რებ​ლად. დი​ლი​დან
სა​ღა​მომ​დე ერთ-​ერთ საავად​მყო​ფო​ში მედ​დის დამ​ხმა​რედ მუ​შა​ობ​და მო​ხა​ლი​სედ. დრო​ის
ორომ​ტრი​ალ​მა ირ​გვლივ ყვე​ლა შთან​თქა.

შემ​დეგ იყო ცეც​ხლის შეწ​ყვე​ტა, რე​ვო​ლუ​ცია, პუტ​ჩის პე​რიოდი, ინ​ფლა​ცი​ის კოშ​მა​რი - ბო​ლოს კი,
რო​ცა ყვე​ლა​ფე​რი დას​რულ​და და ანე​ტე გონს მოეგო, მან თით​ქმის გაოცე​ბულ​მა აღ​მოაჩი​ნა, რომ
ოც​და​ხუ​თი წლის ქა​ლი გამ​ხდა​რი​ყო, მი​სი ცხოვ​რე​ბა კი არაფ​რით გამ​დიდ​რე​ბუ​ლი​ყო. ის ახ​ლა
გერ​ჰარ​დზე თით​ქმის აღარ ფიქ​რობ​და.

მა​ლე მშობ​ლე​ბი გარ​და​ეც​ვალ​ნენ. მი​სი ქო​ნე​ბა იმ​დე​ნად შემ​ცირ​და, რომ ანე​ტე მად​ლო​ბე​ლი უნ​და
ყო​ფი​ლი​ყო, რო​ცა ერთ-​ერთ ჩრდი​ლო​გერ​მა​ნულ ქა​ლაქ​ში მედ​დის ად​გი​ლი მიიღო. რამ​დე​ნი​მე თვის
შემ​დეგ ერ​თი კა​ცი გა​იც​ნო, რო​მელ​საც მოეწო​ნა და მას​ზე და​ქორ​წი​ნე​ბა მო​ინ​დო​მა. ანე​ტე თა​ვი​დან
ჭოჭ​მა​ნობ​და, მაგ​რამ დრო​თა გან​მავ​ლო​ბა​ში თაყ​ვა​ნის​მცემ​ლის მი​მართ კარ​გად გა​ნეწ​ყოა და
ქორ​წი​ლის დღეც დაინიშ​ნა.

ახ​ლა კი ნამ​დვი​ლად ბედ​ნიერი უნ​და ყო​ფი​ლი​ყო, მაგ​რამ ანე​ტემ სიმ​შვი​დე და​კარ​გა. თვი​თო​ნაც არ
იცო​და, რა​ტომ. იყო მას​ში რა​ღაც, რის გა​მოც ამ ქორ​წი​ნე​ბის ეში​ნო​და. სა​კუ​თარ თავს ამ​ჩნევ​და, რომ
უნებ​ლი​ეთ ფიქ​რებ​ში იძი​რე​ბო​და, რო​დე​საც ვინ​მე ესა​უბ​რე​ბო​და, და დაბ​ნეული უს​მენ​და. აზ​რე​ბი
ებინ​დე​ბო​და და მძი​მე მე​ლან​ქო​ლიაში ვარ​დე​ბო​და. ღამ​ღა​მო​ბით უმი​ზე​ზოდ იღ​ვი​ძებ​და ტი​რი​ლით.
შემ​დეგ გა​უჩ​ნდა მგზნე​ბა​რე სურ​ვი​ლი, რომ სი​ნა​ზე და ზრუნ​ვა სხვა​ზე გა​დაეტა​ნა და მის წინ თან​და​თან
წა​მო​მარ​თუ​ლი ეს უც​ნაური ბა​რიერი ასე გა​დაელა​ხა.

ზოგ​ჯერ, რო​დე​საც ოთახ​ში მარ​ტო იყო და ფან​ჯრი​დან შიშ​ველ, რუხ სახ​ლებს უყუ​რებ​და, ეჩ​ვე​ნე​ბო​და,
თით​ქოს კედ​ლე​ბი გამ​ჭვირ​ვა​ლე კვამ​ლში უჩი​ნარ​დე​ბო​და, მათ უკან კი კა​რე​ბი იღე​ბო​და, საიდა​ნაც
მო​ჩან​და ქუ​ჩე​ბი და ორ​ფერ​და სა​ხუ​რა​ვე​ბი, ზაფ​ხუ​ლის მდე​ლოები და მი​ტო​ვე​ბუ​ლი ბა​ღე​ბი - ამ დროს
მას მშობ​ლიური სახ​ლის მძაფ​რი მო​ნატ​რე​ბის გრძნო​ბა იპ​ყრობ​და. და​ბო​ლოს, იმ დას​კვნამ​დე მი​ვი​და,
რომ ყვე​ლა მი​სი სირ​თუ​ლე სწო​რედ ამას​თან იყო და​კავ​ში​რე​ბუ​ლი, ეს მხო​ლოდ ნოს​ტალ​გია იყო. ამის
გა​და​სა​ლა​ხა​ვად სახ​ლში უნ​და დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი​ყო და თა​ვი​დან აღექ​ვა ყვე​ლა​ფე​რი.

ანე​ტემ გა​დაწ​ყვი​ტა, რამ​დე​ნი​მე დღით თა​ვი​სი სამ​შობ​ლო მოენა​ხუ​ლე​ბი​ნა. მოგ​ზაურო​ბი​სას საქ​მრო


თან ახ​ლდა.

სა​ღა​მოს ჩა​ვიდ​ნენ. ანე​ტე ძა​ლი​ან აღელ​ვე​ბუ​ლი იყო. ნივ​თე​ბი სას​ტუმ​რო​ში დააბი​ნა​ვა თუ არა, საქ​მრო
და​ტო​ვა და მარ​ტო წა​ვი​და.

34
ის იდ​გა შე​ნო​ბის წინ, რო​მე​ლიც ოდეს​ღაც მი​სი მშობ​ლიური სახ​ლი იყო. ბაღ​ში შე​ირ​ბი​ნა და თან​და​თან
უფ​რო აღელ​და. მთვა​რე ანა​თებ​და და სა​ხუ​რა​ვე​ბი ელ​ვა​რებ​და. ჰა​ერ​ში გა​ზაფ​ხუ​ლის სურ​ნე​ლი
ტრიალებ​და და ისე​თი გრძნო​ბა ჰქონ​და, რომ მის წინ რა​ღაც იხ​სნე​ბო​და, რა​ღა​ცის და​საწ​ყი​სი,
რო​მე​ლიც უკ​ვე ჰო​რი​ზონ​ტზე ამო​დიოდა, მის​კენ მოემარ​თე​ბო​და, რა​ღაც უნ​და გახ​სე​ნე​ბო​და და
მის​თვის სა​ხე​ლი და​ერ​ქმია.

მდე​ლო​ებ​ზე და​სე​ირ​ნობ​და. ბა​ლა​ხი ნა​მი​სა​გან დამ​ძი​მე​ბუ​ლი​ყო. ალუბ​ლის ხეები ახა​ლი თოვ​ლი​ვით


ბრწყი​ნავ​დნენ. და აი, უცებ ჩა​ეს​მა ხმა - გა​რი​ყუ​ლი, და​ვიწ​ყე​ბუ​ლი, ჩა​ძი​რუ​ლი ხმა, გა​რი​ყუ​ლი,
და​ვიწ​ყე​ბუ​ლი, ჩა​ძი​რუ​ლი სა​ხე. ში​ნა​გა​ნად რა​ღაც გა​ეხ​სნა, რა​ღაც უსაზ​ღვროდ შო​რეული,
წარ​მო​უდ​გენ​ლად დაღ​ლი​ლი, მძი​მე, სევ​დიანი, რა​ზეც უკ​ვე აღარ ფიქ​რობ​და. ახ​ლა კი ამოძ​რავ​და და
უფ​რო გაძ​ლი​ერ​და, ვიდ​რე ოდეს​მე ყო​ფი​ლა მის ცხოვ​რე​ბა​ში - უცებ გახ​და ძა​ლი​ან საყ​ვა​რე​ლი,
სა​მუ​და​მოდ და​კარ​გუ​ლი, თუმ​ცა არა​სო​დეს და​ნამ​დვი​ლე​ბით მი​სი - გერ​ჰარდ იეგე​რი.

სას​ტუმ​რო​ში ბარ​ბა​ცით, დათ​რგუნ​ვი​ლი დაბ​რუნ​და. საქ​მროს შე​ხე​და - რა უც​ხო იყო იგი მის​თვის! მის
წინ იდ​გა ცოც​ხა​ლი და ჯან​მრთე​ლი, მას კი თით​ქმის ეზიზ​ღე​ბო​და უკ​ვე. ძლივს უთ​ხრა რამ​დე​ნი​მე
აუცი​ლე​ბე​ლი სიტ​ყვა. კაცს უნ​დო​და და​ლა​პა​რა​კე​ბო​და, და​ჟი​ნე​ბით სთხოვ​და, კი​დევ ერ​თხელ
და​ფიქ​რე​ბუ​ლი​ყო, ჰპირ​დე​ბო​და, რომ დაელო​დე​ბო​და. ქა​ლი მხო​ლოდ თავს უქ​ნევ​და და სთხოვ​და,
მარ​ტო დაეტო​ვე​ბი​ნა.

გერ​ჰარ​დთან ერ​თად გა​ტა​რე​ბუ​ლი რამ​დე​ნი​მე დღე ანე​ტე​სათ​ვის მტან​ჯველ საიდუმ​ლოდ იქ​ცა.


გერ​ჰარ​დის წე​რი​ლე​ბი ამოიღო და ატი​რე​ბუ​ლი, მა​ნამ​დე კით​ხუ​ლობ​და, სა​ნამ ცრემ​ლე​ბი დაუბინ​დავ​და
თვა​ლებს. მი​სი რამ​დე​ნი​მე ამ​ხა​ნა​გი მო​ძებ​ნა და გაუჩე​რებ​ლად ეკით​ხე​ბო​და გერ​ჰარ​დის შე​სა​ხებ.
ერთ-​ერთს ბევ​რი უსა​უბ​რია გერ​ჰარ​დთან, იმ დღე​საც კი, რო​დე​საც ის დაიღუ​პა. ახ​ლა პირ​ვე​ლად
გაითა​ვი​სა ანე​ტემ, რა იყო სი​ნამ​დვი​ლე​ში ომი. პირ​ვე​ლად გაიაზ​რა, რა​ზე ელა​პა​რა​კე​ბო​და გერ​ჰარ​დი
გამ​გზავ​რე​ბის წი​ნა​ღა​მეს, რო​გორ ცხოვ​რე​ბა​ზე ოც​ნე​ბობ​და მას​თან ერ​თად - ნატ​რობ​და წყნარ
ად​გილს, ნავ​სა​ყუ​დელს, სიყ​ვა​რუ​ლის პა​ტა​რა ცეცხლს ამ​დე​ნი სი​ძულ​ვი​ლის შუაგულ​ში, ადა​მიანო​ბის
ნა​პერ​წკალს ურ​თი​ერ​თგა​ნად​გუ​რე​ბის შუაგულ​ში; სით​ბოს, ნდო​ბას, სა​ძირ​კველს, რო​მელ​ზეც
შეძ​ლებ​და დგო​მას; მი​წას, სამ​შობ​ლოს, ხიდს, რომ​ლი​თაც შეძ​ლებ​და უკან დაბ​რუ​ნე​ბას.

სი​ნა​ნუ​ლი​სა და სიყ​ვა​რუ​ლის გრძნო​ბამ მო​იც​ვა. ანე​ტეს, რომ​ლის​თვი​საც ეს ყვე​ლა​ფე​რი მხო​ლოდ


მცი​რე​დი პა​ტივ​მოყ​ვა​რეობა, ქა​რაფ​შუ​ტუ​ლი მიდ​რე​კი​ლე​ბა უჩ​ვეულო რა​ღა​ცე​ბი​სად​მი, ოდ​ნა​ვი
მე​გობ​რო​ბა და ცო​ტაც ქა​ლიშ​ვი​ლის სურ​ვი​ლე​ბის დაკ​მა​ყო​ფი​ლე​ბა იყო, მას, რო​მელ​მაც ასე ჩქა​რა
დაივიწ​ყა და თით​ქმის აღარ ახ​სენ​დე​ბო​და გერ​ჰარ​დი, ახ​ლა უცებ შე​უყ​ვარ​და - მი​სი ჩრდი​ლი
შე​უყ​ვარ​და.

ყვე​ლას​გან გან​მარ​ტოებუ​ლი ცხოვ​რე​ბა და​იწ​ყო. მი​სი ნაც​ნო​ბე​ბი ცდი​ლობ​დნენ, გა​დაეფიქ​რე​ბი​ნათ


მის​თვის ასე​თი ცხოვ​რე​ბა, დახ​მა​რე​ბოდ​ნენ, ეპო​ვა სა​კუ​თა​რი თა​ვი, მაგ​რამ არა​ფე​რი ჭრი​და. ცოც​ხალ
ადა​მი​ან​თან ერ​თად რომ ეც​ხოვ​რა, იქ​ნებ შე​საძ​ლე​ბე​ლი ყო​ფი​ლი​ყო, იქ​ნებ გა​მოს​წო​რე​ბუ​ლი​ყო მი​სი
მდგო​მა​რეობა, მაგ​რამ ის მო​გო​ნე​ბე​ბით ცხოვ​რობ​და.

სულ უფ​რო და უფ​რო უც​ნაური ხდე​ბო​და. ხში​რად, რო​ცა ოთახ​ში მარ​ტო იყო, ხმა​მაღ​ლა ესა​უბ​რე​ბო​და
თა​ვის თავს. მა​ლე და​კარ​გა სა​მუ​შაო ად​გი​ლი. მოგ​ვიანე​ბით პა​ტა​რა სექ​ტას შეუერ​თდა, რო​მე​ლიც
სპი​რი​ტუალურ სე​ან​სებს აწ​ყობ​და. ერ​თხელ თქვა, რომ მის​კენ მო​მა​ვა​ლი გერ​ჰარ​დი დაინა​ხა. ასე

35
გა​დიოდა წლე​ბი... ერთ დღე​საც აღეს​რუ​ლა... ბო​ლო რამ, რაც დაინა​ხა, ფან​ჯრის ჩარ​ჩოს მუ​ქი ჯვა​რი
იყო, რომ​ლის უკა​ნაც ჩა​მა​ვა​ლი მზე ეკი​და.

იოჰან ბარტოკის უცნაური ბედი

ომი რომ და​იწ​ყო, სან​ტექ​ნი​კო​სი და მე​მონ​ტა​ჟე იოჰან ბარ​ტო​კი ხუ​თი თვის და​ქორ​წი​ნე​ბუ​ლი იყო.
მა​შინ​ვე ომ​ში გა​იწ​ვი​ეს და საზ​ღვარ​თან, ავ​სტრი​ულ გარ​ნი​ზონ​ში გაგ​ზავ​ნეს. გამ​გზავ​რე​ბის დღეს
თა​ვი​სი საქ​მეები მოაწეს​რი​გა და პა​ტა​რა მა​ღა​ზია ცოლ​სა და თა​ვის ქარ​გალს გა​დააბა​რა. ისიც კი
მოახერ​ხა, რომ ორი და​მა​ტე​ბი​თი შეკ​ვე​თა მიეღო. ამ ყვე​ლა​ფერს ნა​შუ​ად​ღე​ვამ​დე მო​უნ​და, კმა​ყო​ფი​ლი
იყო, რომ შო​ბამ​დე მა​ინც, ყვე​ლა​ფე​რი მოგ​ვა​რე​ბუ​ლი ჰქონ​და. რო​დე​საც მო​სა​ღა​მოვ​და, თა​ვი​სი
საუკე​თე​სო კოს​ტიუმი ჩა​იც​ვა და, ცოლ​თან ერ​თად, ფო​ტოგ​რაფ​თან წა​ვი​და. აქამ​დე ვერ მოუხერ​ხდათ
სუ​რა​თის გა​და​ღე​ბა. თა​ვი რომ გაეტა​ნათ, მძი​მე მუ​შაობა უწევ​დათ. ამი​ტომ ამი​სათ​ვის ფუ​ლის
და​ხარ​ჯვა ზედ​მეტ ფუ​ფუ​ნე​ბად ეჩ​ვე​ნე​ბო​დათ. მაგ​რამ ახ​ლა ამ საქ​მეს სხვა თვა​ლით შე​ხე​დეს.
ფო​ტოგ​რაფ​მა მეორე დღეს ფო​ტოები მა​ტა​რე​ბელ​თან მიუტა​ნა. მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ სუ​რა​თე​ბი
ცო​ტა უფ​რო დი​დი ზო​მის აღ​მოჩ​ნდა, ვიდ​რე ბარ​ტო​კი მოელო​და, ის შეეცა​და, ისე ამო​ეჭ​რა ორი​ვეს
სა​ხე, რომ ფო​ტო საათის თავ​სა​ხურ​ში ჩა​ტეული​ყო, მაგ​რამ არ გა​მოუვი​და. ამი​ტომ თა​ვი​სი და​ნა აიღო,
სა​კუ​თა​რი სუ​რა​თი მო​აჭ​რა და მხო​ლოდ ცო​ლი​სა დაიტო​ვა. ახ​ლა ის ზუს​ტად ჩაეტია თავ​სა​ხურ​ში.

ბარ​ტო​კის პოლ​კი მა​ლე ფრონ​ტზე გა​და​ის​რო​ლეს. 1914 წლის ზამ​თარ​ში შე​ტე​ვა​ზე გა​და​ვიდ​ნენ და
ღა​მით გა​აფ​თრე​ბულ ბრძო​ლა​ში ჩა​ებ​ნენ. მტერ​მა საფ​ლან​გო მა​ნევ​რი შე​ას​რუ​ლა და სამ ასე​ულს ალ​ყა
შე​მო​არ​ტყა. მთე​ლი დღე თავს იცავ​დნენ. რო​დე​საც ტყვია-​წამალი გაუთავ​დათ, იძუ​ლე​ბუ​ლი გახ​დნენ,
მტერს ტყვედ ჩაჰ​ბა​რე​ბოდ​ნენ. მათ რი​გებ​ში ბარ​ტო​კიც იყო. ტყვე​ებ​მა რამ​დე​ნი​მე თვე ბა​ნაკ​ში
გაატა​რეს. ბარ​ტო​კი მთე​ლი დღეები ქოხ​ში იჯ​და ჩა​ფიქ​რე​ბუ​ლი. აინ​ტე​რე​სებ​და, რო​გორ იყო მი​სი
ცო​ლი, შეძ​ლო თუ არა ახა​ლი შეკ​ვე​თე​ბის მი​ღე​ბა, რად​გან ახ​ლა ამით უნ​და გა​მო​ეკ​ვე​ბა თა​ვი. მაგ​რამ
მთელ ბა​ნაკ​ში წე​რი​ლი არა​ვის მიუღია. ბარ​ტოკს ერ​თა​დერ​თი იმის გა​კე​თე​ბა შე​ეძ​ლო, რომ თვი​თონ
გა​ეგ​ზავ​ნა სახ​ლში წე​რი​ლე​ბი, რომ​ლებ​შიც ცოლს რჩე​ვებს მის​ცემ​და და ასე​ვე, იმ ადა​მიანე​ბის
მი​სა​მარ​თებს აც​ნო​ბებ​და, რომ​ლებ​საც, შე​საძ​ლოა, მა​გა​ლი​თად, ახა​ლი რკი​ნის კა​რი ან უნი​ტა​ზი
დას​ჭირ​ვე​ბო​დათ. აპ​რი​ლის და​საწ​ყი​სის​თვის 1800-​კაციანი რაზ​მი შექ​მნეს და სა​ნა​პი​რო​ზე
გა​და​ის​რო​ლეს. მათ შო​რის ბარ​ტო​კი და მი​სი ამ​ხა​ნა​გე​ბიც იყ​ვნენ. ისი​ნი გე​მის ბორ​ტზე აიყ​ვა​ნეს.
გავ​რცელ​და ჭო​რი, რომ აღ​მო​სავ​ლეთ აზი​ის ერთ-​ერთ ბა​ნაკ​ში უნ​და გა​და​ეყ​ვა​ნათ.

პირ​ველ დღე​ებ​ში თით​ქმის ყვე​ლა ზღვის ავად​მყო​ფო​ბით იტან​ჯე​ბო​და. შემ​დეგ შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად


გან​თავ​სდნენ. ბნელ, და​ხუ​თულ ტრი​უმ​ში ის​ხდნენ და სა​ნამ სი​გა​რე​ტი ჰქონ​დათ, ეწე​ოდ​ნენ. მხო​ლოდ
რამ​დე​ნი​მე ვიწ​რო ილუ​მი​ნა​ტო​რი​დან შე​ეძ​ლოთ, ზღვის​თვის თვა​ლი შე​ევ​ლოთ. რიგ​რი​გო​ბით
იყუ​რე​ბოდ​ნენ ხოლ​მე. წყა​ლი ლურ​ჯი და გამ​ჭვირ​ვა​ლე იყო, ზოგ​ჯერ თეთრ ფრთას ან დი​დი თევ​ზის
ჩრდილს მოჰ​კრავ​დნენ თვალს. დრო გა​ვი​და და ზე​დამ​ხედ​ვე​ლებ​მა ყუ​რად​ღე​ბა მოადუ​ნეს. ტყვე​ებ​მა ეს
შე​ამ​ჩნი​ეს და შეიმუ​შა​ვეს გეგ​მა, თუ რო​გორ დას​ხმოდ​ნენ თავს ეკი​პაჟს და გე​მის კონ​ტრო​ლი თვი​თონ

36
ჩა​ეგ​დოთ ხელ​ში. ზო​გი​ერ​თმა მათ​გან​მა ის ოთა​ხე​ბი დაზ​ვე​რა, სა​დაც იარა​ღი ინა​ხე​ბო​და, სხვე​ბი კი
საიდუმ​ლოდ იარაღ​დე​ბოდ​ნენ ნა​გე​ლე​ბით, ბა​გი​რე​ბი​თა და და​ნე​ბით.

მა​ლე​ვე, ერთ შტორ​მი​ან ღა​მეს და​იწ​ყო ყვე​ლა​ფე​რი. სა​მი გო​ლიათი​ვით უნტერ-​ოფიცერი


ხელ​მძღვა​ნე​ლობ​და რაზმს, რო​მელ​საც ბარ​ტო​კიც მიეკუთ​ვნე​ბო​და. ვი​თომ უსაქ​მოდ დაეხე​ტე​ბოდ​ნენ,
ისე გაემარ​თნენ კაიუტის კი​ბის​კენ და უცებ კა​ტე​ბი​ვით და​ეს​ხნენ თავს გაოცე​ბულ ზე​დამ​ხედ​ვე​ლებს,
რომ​ლებ​მაც წი​ნა​აღ​მდე​გო​ბის გა​წე​ვა ვერ შეძ​ლეს. რამ​დე​ნი​მე წა​მის შემ​დეგ ლიუკე​ბი ამო​ამ​ტვრი​ეს და
გემ​ბან​ზე აღ​მოჩ​ნდნენ.

ეკი​პა​ჟის ნა​წილს ეძი​ნა და ისი​ნი ად​ვი​ლად დაიმორ​ჩი​ლეს, და​ნარ​ჩე​ნე​ბი კი ჩაჰ​ბარ​დნენ. მხო​ლოდ


კა​პი​ტა​ნი და ორი ოფი​ცე​რი დაიმალ​ნენ და ცეც​ხლი გახ​სნეს. სა​მი ტყვე რე​ვოლ​ვე​რი​დან გას​რო​ლას
ემ​სხვერ​პლა. მაგ​რამ რო​ცა ტყვე​ებ​მა ტყვი​ამ​ფრქვე​ვი მო​იყ​ვა​ნეს პო​ზი​ციაში, მძი​მედ დაჭ​რი​ლი
კა​პი​ტა​ნიც და​ნებ​და.

ტყვე​ებს გა​დაწ​ყვე​ტი​ლი ჰქონ​დათ, რო​მე​ლი​მე ნე​იტ​რა​ლურ ნავ​სად​გუ​რამ​დე მი​ეღ​წი​ათ, რად​გან კარ​გად


იყ​ვნენ უზ​რუნ​ველ​ყო​ფი​ლი იარა​ღი​თა და სურ​სა​თით. ამას​თან, მათ შო​რის ყო​ფი​ლი მეზ​ღვაურე​ბიც
იყ​ვნენ. გე​მის მე​თაურო​ბა თა​ვის თავ​ზე ყო​ფილ​მა ოფი​ცერ​მა აიღო. ყო​ველ​დღე სამ​ხედ​რო წვრთნებს
ატა​რებ​დნენ, ბარ​ტო​კი ტყვი​ამ​ფრქვე​ვის მოხ​მა​რე​ბას სწავ​ლობ​და. მე​თაური ვა​რაუდობ​და, რომ შემ​დეგ
პორ​ტამ​დე მი​საღ​წე​ვად სრუ​ლი ერ​თი კვი​რა დას​ჭირ​დე​ბო​დათ, მაგ​რამ მოვ​ლე​ნე​ბი სხვა​ნაირად
გან​ვი​თარ​და. მე​ოთ​ხე დღეს ჰო​რი​ზონ​ტზე სამ​ხედ​რო ხო​მალ​დის და​ბა​ლი, რუ​ხი კორ​პუ​სი გა​მოჩ​ნდა.
მი​სი მი​ლე​ბი​დან კვამ​ლი ამო​დიოდა და პირ​და​პირ მათ​კენ მოემარ​თე​ბო​და.

შეეცად​ნენ, გას​ცლოდ​ნენ, მაგ​რამ სიჩ​ქა​რე არ აღ​მოჩ​ნდა საკ​მა​რი​სი. მა​შინ კი ყვე​ლა​ფე​რი მო​ამ​ზა​დეს,


რომ თა​ვი და​ეც​ვათ. იმე​დი ჰქონ​დათ, და​ღა​მე​ბამ​დე გა​უძ​ლებ​დნენ და შემ​დეგ, ნის​ლი​სა და სიბ​ნე​ლის
დახ​მა​რე​ბით ხე​ლი​დან და​უს​ხლტე​ბოდ​ნენ.

ოღონდ არ გაუმარ​თლათ. ავ​ტო​მა​ტე​ბი კი ჰქონ​დათ, მაგ​რამ გემს ვერ მი​აწ​ვდენ​დნენ. ერ​თი საათის
შემ​დეგ უკ​ვე ბევ​რი და​ღუ​პუ​ლი ჰყავ​დათ და იძუ​ლე​ბუ​ლი გახ​დნენ, თეთ​რი დრო​შა აღე​მარ​თათ.
რო​დე​საც სამ​ხედ​რო ხო​მალ​დის პირ​ვე​ლი ნა​ვი გვერ​დი​დან მოუახ​ლოვ​დათ, გე​მის ოფი​ცერ​მა თა​ვი
მო​იკ​ლა. კრეისე​რის კა​პი​ტან​მა ტყვეები ჯა​რის​კა​ცე​ბად კი არა, ამ​ბო​ხე​ბუ​ლე​ბად ჩათ​ვა​ლა. ამი​ტომ
ისი​ნი ერთ-​ერთ კუნ​ძულ​ზე სა​დამ​სჯე​ლო კო​ლო​ნიაში მი​იყ​ვა​ნეს. რამ​დე​ნი​მე მე​თაური დახ​ვრი​ტეს, მათ
შო​რის იყო ბარ​ტო​კის მე​გო​ბა​რი მი​ხა​ელ ჰორ​ვა​თი. მან ბარ​ტოკს თა​ვი​სი საათი და სა​ფუ​ლე გა​დას​ცა.

- წარ​მა​ტე​ბას გი​სურ​ვებ, იოჰან, - უთ​ხრა მან და გა​მომ​შვი​დო​ბე​ბი​სას ხე​ლი ჩა​მო​არ​თვა, - არა აქვს
მნიშ​ვნე​ლო​ბა, რო​გორ მოვ​კვდე​ბი, სა​ბო​ლო​ოდ ხომ შე​დე​გი ერ​თია. იმე​დი ვი​ქო​ნი​ოთ, რომ
გა​მოძ​ვრე​ბი! თუ დე​და​ჩე​მი კი​დევ ცოც​ხა​ლი იქ​ნე​ბა, ეს ნივ​თე​ბი გა​დაეცი, კარ​გი?

და​ნარ​ჩე​ნი ტყვეები ამ​ბო​ხე​ბა​ში დაადა​ნა​შაულეს. ყო​ველ მე​ხუ​თეს "უ​ვა​დო" პა​ტიმ​რო​ბა მიუსა​ჯეს,


ხო​ლო და​ნარ​ჩე​ნებს - 15 წლით იძუ​ლე​ბი​თი მუ​შაობა. გა​დათ​ვლი​სას ბარ​ტოკს გაუმარ​თლა - მას
მხო​ლოდ თხუთ​მე​ტი წე​ლი მიუსა​ჯეს.

"თხუთ​მე​ტი წე​ლი, - ფიქ​რობ​და ის პირ​ველ​სა​ვე სა​ღა​მოს. სახ​სრე​ბი სტკიოდა და გოფ​რი​რე​ბუ​ლი


თუ​ნუ​ქის გა​ხუ​რე​ბუ​ლი ქო​ხის კუთ​ხე​ში მი​წო​ლი​ლი​ყო, - თხუთ​მე​ტი წე​ლი. ახ​ლა ოც​და​თორ​მე​ტი წლის

37
ვარ. ესე იგი, იმ დროს ორ​მოც​დაშ​ვი​დის ვიქ​ნე​ბი. - საათის თავ​სა​ხუ​რი​დან ცო​ლის სუ​რა​თი ამოიღო და
დიდ​ხანს უყუ​რა. შემ​დეგ თა​ვი გა​და​აქ​ნია და და​ძი​ნე​ბას შეეცა​და.

სა​მუ​შაო მძი​მე იყო, ხო​ლო კლი​მა​ტი - აუტა​ნე​ლი. პირ​ველ წელს ას ოთ​ხმო​ცი კა​ცი გარ​და​იც​ვა​ლა,
მეორე წელს - ას ათი. მე​ოთ​ხე წელს ბარ​ტო​კი ბა​ნა​ტელ გლეხს, ვილ​ცეკს დაუმე​გობ​რდა, მე​ექ​ვსე
წელს კი ის დაასაფ​ლა​ვა. მეშ​ვი​დე წელს წი​ნა კბი​ლე​ბი და​კარ​გა. მერ​ვე წელს გაიგო, რომ ომი დი​დი
ხნის დამ​თავ​რე​ბუ​ლი იყო. მეც​ხრე წელს გა​ჭა​ღა​რავ​და. მეათე წელს თექ​ვსმე​ტი კა​ცი გაიპა​რა, მაგ​რამ
ისევ დაიჭი​რეს. მე​თორ​მე​ტე წელს აღა​რა​ვინ ლა​პა​რა​კობ​და სახ​ლზე. სამ​ყა​რო მათ​თვის მხო​ლოდ ამ
კუნ​ძულს წარ​მო​ად​გენ​და, ცხოვ​რე​ბა კი - ტან​ჯვა​სა და ღრმა ძილს. მო​ნატ​რე​ბა გაქ​რა, ტკი​ვი​ლი
დაჩ​ლუნ​გდა, მო​გო​ნე​ბე​ბი წაიშა​ლა. ამ, ჯერ კი​დევ გა​დარ​ჩე​ნილ აპა​თი​ურ არ​სე​ბებ​ზე, რომ​ლე​ბიც
ღა​მით უსიტ​ყვოდ წვე​ბოდ​ნენ, რომ მომ​კვდა​რიყ​ვნენ, მაგ​რამ დი​ლით ისევ ეღ​ვი​ძე​ბო​დათ, მხო​ლოდ
ახო​ვა​ნი და პირ​ქუ​ში ზე​დამ​ხედ​ვე​ლე​ბი ბა​ტო​ნობ​დნენ, და კი​დევ ციებ-​ცხელება და სა​სო​წარ​კვე​თი​ლე​ბა.

რო​დე​საც ერთ დღეს მათ ზე​დამ​ხედ​ველ​მა უთ​ხრა, თა​ვი​სუფ​ლე​ბი ხარ​თო, თა​ვი​დან არ სჯე​რო​დათ.
უკა​ნას​კნელ დღემ​დე ფიქ​რობ​დნენ, - ზე​დამ​ხედ​ვე​ლი მო​ვი​დო​და და ეტ​ყო​და, რომ კი​დევ და​მა​ტე​ბი​თი
ხუ​თი წე​ლი მოუწევ​დათ იქ დარ​ჩე​ნა. უკ​ვე თით​ქმის ვერ წარ​მო​ედ​გი​ნათ, რას ნიშ​ნავ​და თა​ვი​სუფ​ლე​ბა.
თა​ვი​ან​თი უბად​რუ​კი ქო​ნე​ბა ჩაალა​გეს და ქვე​მოთ, ნავ​სად​გუ​რის​კენ გაეშურ​ნენ. ბარ​ტოკ​მა კი​დევ
ერ​თხელ მიიხე​და უკან. იქ, ქო​ხე​ბის წინ, ის გა​დარ​ჩე​ნი​ლი ამ​ხა​ნა​გე​ბი დაინა​ხა, რომ​ლებ​საც უვა​დო
პა​ტიმ​რო​ბა ჰქონ​დათ მის​ჯი​ლი და კუნ​ძულ​ზე დარ​ჩე​ნა უწევ​დათ. ისი​ნი მდუ​მა​რედ უყუ​რებ​დნენ
გა​თა​ვი​სუფ​ლე​ბულ ტყვე​ებს. წას​ვლამ​დე ბარ​ტოკ​მა ორ მათ​განს ჰკით​ხა, სახ​ლი​დან რაიმე ხომ არ
გა​მო​ეგ​ზავ​ნა მათ​თვის. - მო​კე​ტე! - უპა​სუ​ხა ერთ-​ერთმა, მიბ​რუნ​და და წა​ვი​და. მეორეს უკ​ვე
აღა​რა​ფე​რი ეს​მო​და. პირ​ვე​ლი მა​ინც გაეკი​და მათ და და​იყ​ვი​რა:

- ერ​თხელ ჩვენც წა​მო​ვალთ!

სხვე​ბი არ გან​ძრეულან. ისი​ნი გაქ​ვა​ვე​ბუ​ლი მზე​რით იდ​გნენ.


გე​მის​კენ მი​მა​ვალ​მა ბარ​ტოკ​მა საათი ამოიღო. ჯერ კი​დევ ჰქონ​და ცო​ლის სუ​რა​თი, რო​მე​ლიც ისე​თი
გა​ხუ​ნე​ბუ​ლი იყო, რომ აღა​რა​ფე​რი ეტ​ყო​ბო​და. მაგ​რამ მა​ინც ამოიღო და შეეცა​და, წარ​სუ​ლი
გა​ეხ​სე​ნე​ბი​ნა. დი​დი ხა​ნია აღარ უფიქ​რია იმ პე​რი​ოდ​ზე და იმ​დე​ნად გა​დაჩ​ვეული იყო, რომ მა​ლე თა​ვი
ას​ტკივ​და.

ხმე​ლეთ​ზე რომ გა​და​ვიდ​ნენ, რამ​დე​ნი​მე ამ​ხა​ნაგ​თან ერ​თად გა​ნაგ​რძო გზა. მათ აღ​მოაჩი​ნეს, რომ
მა​თი სამ​შობ​ლო ახ​ლა იმ ქვეყ​ნის ნა​წი​ლი იყო, რო​მე​ლიც ად​რე მათ წი​ნა​აღ​მდეგ იბ​რძო​და.
სამ​შვი​დო​ბო ხელ​შეკ​რუ​ლე​ბის სა​ფუძ​ველ​ზე, ეს ტე​რი​ტო​რია სხვა ქვეყ​ნის​თვის მიეკუთ​ვნე​ბი​ნათ. ვერ
გაიაზ​რეს ეს ფაქ​ტი, მაგ​რამ და​საწ​ყი​სის​თვის შეეცად​ნენ, შე​რი​გე​ბოდ​ნენ ამას, რად​გან მათ​თვის
გან​ვლი​ლი თხუთ​მე​ტი წლის გან​მავ​ლო​ბა​ში მთე​ლი სამ​ყა​რო შეც​ვლი​ლი​ყო. ისი​ნი ხე​დავ​დნენ სახ​ლებს,
ქუ​ჩებს, მან​ქა​ნებს, ადა​მიანებს - ეს​მო​დათ ნაც​ნო​ბი სა​ხე​ლე​ბი, მაგ​რამ მა​ინც ყვე​ლა​ფე​რი უც​ხო იყო.
ქა​ლა​ქე​ბი გაზ​რდი​ლიყ​ვნენ, ტრან​სპორ​ტის მოძ​რაობა აში​ნებ​დათ, უჭირ​დათ იმის გა​გე​ბა, თუ რა
ხდე​ბო​და მათ გარ​შე​მო. ყვე​ლა​ფე​რი სწრა​ფად მოძ​რა​ობ​და, ისი​ნი კი ნე​ლა ფიქრს იყ​ვნენ მიჩ​ვეულე​ბი.

ბო​ლოს და ბო​ლოს, ბარ​ტო​კი თა​ვის მშობ​ლი​ურ ქა​ლაქ​ში ჩა​ვი​და. აღელ​ვე​ბის​გან მუხ​ლე​ბი ისე
უკან​კა​ლებ​და, რომ ნე​ლა მი​დიოდა და ჯოხს ეყ​რდნო​ბო​და. იპო​ვა სახ​ლი, რო​მელ​შიც ცხოვ​რობ​და.
მა​ღა​ზია ისევ ად​გილ​ზე იყო, მაგ​რამ მი​სი ცო​ლის შე​სა​ხებ არა​ვინ არა​ფე​რი იცო​და. ბო​ლო ათი წლის

38
გან​მავ​ლო​ბა​ში მა​ღა​ზია სხვას ჰქონ​და იჯა​რით აღე​ბუ​ლი. რო​გორც ჩანს, მი​სი ცო​ლი უკ​ვე დი​დი ხა​ნია,
სხვა​გან იყო გა​და​სუ​ლი. ბარ​ტო​კი ყველ​გან ეძებ​და მას. ბო​ლოს გაიგო, რომ ცო​ლი ახ​ლა,
სა​ვა​რაუდოდ, და​სავ​ლეთ​ში, უფ​რო დიდ ქა​ლაქ​ში ცხოვ​რობ​და.

იმ ქა​ლა​ქის​კენ აიღო გე​ზი, რო​მე​ლიც დაუსა​ხე​ლეს. სხვა​დას​ხვა სახ​ლის კარ​ზე აკა​კუ​ნებ​და და ცოლს
კით​ხუ​ლობ​და. ვერ​სად ვე​რა​ფე​რი გაიგო და, და​ქან​ცუ​ლი და იმედ​გა​და​წუ​რუ​ლი, უკ​ვე უკან
გამ​გზავ​რე​ბას აპი​რებ​და, რო​ცა უეც​რად რა​ღაც აზ​რი მოუვი​და თავ​ში. შეტ​რი​ალ​და და მო​ხე​ლეს
თა​ვი​სი ყო​ფი​ლი ქარ​გლის გვა​რი დაუსა​ხე​ლა. მო​ხე​ლემ კი​დევ ერ​თხელ ჩაიხე​და წიგ​ნში და იპო​ვა ის.
მი​სი ცო​ლი ქარ​გალს შვი​დი წლის წინ გაჰ​ყო​ლო​და ცო​ლად. ბარ​ტოკ​მა თა​ვი და​უქ​ნია. ახ​ლა მის​თვის
ნა​თე​ლი გახ​და, რა​ტომ არ იღებ​და წე​რი​ლებს, რა​ტომ არ მოს​დიოდა ცნო​ბე​ბი სახ​ლი​დან. ყვე​ლას
უფიქ​რია, რომ ის დაიღუ​პა.

ნე​ლა აუყ​ვა კი​ბეს და ზა​რი და​რე​კა. კა​რი ხუ​თი წლის ბავ​შვმა გაუღო. შემ​დეგ მი​სი ცო​ლიც გა​მო​ვი​და.
შე​ხე​და მას, არ იყო დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი, რომ ქმა​რი ედ​გა წინ, ხმის ამო​ღე​ბას ვერ ბე​დავ​და.

- იოჰა​ნი ვარ, - თქვა ბო​ლოს კაც​მა.

- იოჰან! - ქალ​მა უკან დაიხია და მძი​მედ ჩა​ეშ​ვა სა​ვარ​ძელ​ში. - ღმერ​თო ჩე​მო! - თქვაქ ქალ​მა და
ტი​რი​ლი და​იწ​ყო. - მაგ​რამ ჩვენ ხომ მა​შინ ცნო​ბა მი​ვი​ღეთ, სა​ბუ​თი, რომ დაიღუ​პე!

ქალ​მა უჯ​რა გა​მოაღო და აკან​კა​ლე​ბუ​ლი ხე​ლე​ბით და​იწ​ყო ქექ​ვა. თით​ქოს მი​სი ცხოვ​რე​ბა იმა​ზე იყო
და​მო​კი​დე​ბუ​ლი, იპო​ვი​და თუ არა ამ ცნო​ბას.

- კარ​გი, კარ​გი, თა​ვი დაანე​ბე... - ბარ​ტოკ​მა აპა​თიური მზე​რით გაიარა სამ​ზა​რეულო​ში. - შე​ნი
ბავ​შვია? - იკით​ხა მან. ქალ​მა თა​ვი და​უქ​ნია. - კი​დევ გყავს?

- ორი.

- ესე იგი, ორი. - მე​ქა​ნი​კუ​რად გაიმეორა მან. შემ​დეგ დი​ვან​ზე დაჯ​და და თვა​ლი გა​უშ​ტერ​და.

- ახ​ლა რა იქ​ნე​ბა, იოჰან? - ჰკით​ხა თვალ​ცრემ​ლი​ან​მა ცოლ​მა. ბარ​ტოკ​მა ამოიხე​და.

მის წინ, და​ბალ კა​მოდ​ზე მო​ოქ​რულ ჩარ​ჩო​ში ჩას​მუ​ლი ფო​ტო იდო. ეს ის ფო​ტო იყო, რო​მე​ლიც
ფრონ​ტზე გამ​გზავ​რე​ბამ​დე გა​დაიღეს. ბარ​ტოკ​მა ფო​ტო ჩა​მოიღო და დიდ​ხანს უყუ​რა. შემ​დეგ ისევ
ცოლს შე​ხე​და და შუბ​ლზე ხე​ლი გა​და​ის​ვა.

- ხუ​თი თვე ვი​ყა​ვით ერ​თად, არა?

- ჰო, იოჰან.

- ახ​ლა?

39
- შვი​დი წე​ლია, - უპა​სუ​ხა მან წყნა​რად. კაც​მა თა​ვი და​უქ​ნია და წა​მოდ​გა. ქა​ლი მო​ეხ​ვია. - ხომ არ
დაგ​ვტო​ვებ?

- არა, წა​ვალ, - თქვა ბარ​ტოკ​მა და თა​ვი​სი კე​პი აიღო.

- ვახ​შმამ​დე მა​ინც დარ​ჩი, - სთხო​ვა ცოლ​მა, - სა​ნამ ალ​ფრე​დი მო​ვა.

კაც​მა თა​ვი გა​აქ​ნია.

- არა, არა, ასე ჯო​ბია. შენ თა​ვად უნ​და გა​ერ​კვე ამ საქ​მე​ში. ასე უფ​რო სწო​რი იქ​ნე​ბა.

გა​რეთ ცო​ტა ხანს კი​დევ გა​ჩერ​და სახ​ლის წინ. შემ​დეგ ისევ სად​გურ​ში წა​ვი​და და თა​ვის მშობ​ლი​ურ
ქა​ლაქ​ში გა​ემ​გზავ​რა. იქ სამ​სა​ხუ​რის შოვ​ნას და ყვე​ლაფ​რის თა​ვი​დან დაწ​ყე​ბას აპი​რებ​და.

"ღამით მესიზმრა..."

1917 წლის დე​კემ​ბრის ღა​მეებო! ლა​ზა​რე​თის კვნე​სი​თა და გან​წი​რუ​ლი გო​დე​ბით სავ​სე ღა​მეებო! რა
აზ​რი აქვს თქვენს გახ​სე​ნე​ბას დღეს, იმ დრო​ში, რო​მე​ლიც ისევ ომის​კენ ლტოლ​ვი​თა და
შეური​გებ​ლო​ბი​თაა აღ​სავ​სე! ხომ არ დაგ​ვა​ვიწ​ყდა ყვე​ლა​ფე​რი, რაც ფერ​ფლი​სა და უბე​დუ​რე​ბი​სა​გან
აღ​დგა. ისევ ხომ არ წაიშა​ლა ის წლე​ბი, რო​დე​საც მი​წა​ში წვი​მის წყალს სის​ხლი ჭარ​ბობ​და.

ღა​მეებო, რო​დე​საც ტან​ჯვა, სიკ​ვდი​ლი, ნოს​ტალ​გია და უიმე​დო​ბა ყვე​ლას სა​ერ​თო, შავ​ბნე​ლი


თან​მხლე​ბი იყო! ღა​მეებო, რო​დე​საც სიტ​ყვებს "მშვი​დო​ბა დე​და​მი​წა​ზე" ბრა​ლეულო​ბის და სა​ში​ნე​ლი
სევ​დის ელ​ფე​რი დაჰ​კრავ​და! თქვე​ნი და​ვიწ​ყე​ბა არაფ​რით არ შე​იძ​ლე​ბა. ამ არეულ-​დარეულ დღე​ებ​ში
არ უნ​და გა​ნელ​დეს თქვე​ნი ფიქ​რი მუდ​მივ საფ​რთხე​ზე, არა​სო​დეს!.. …

წი​თე​ლი გა​მომ​წვა​რი აგუ​რით ნა​შე​ნი საავად​მყო​ფო ღრმად იყო თოვ​ლში ჩაფ​ლუ​ლი. ქა​რი ფან​ჯრებს
აზან​ზა​რებ​და, დე​რეფ​ნებ​ში ლამ​პის სუს​ტი შუ​ქი ბჟუტავდა, გათ​ბო​ბის მი​ლებ​ში წყა​ლი ჩხრიალებ​და, ჩემ
გვერ​დით პა​ლა​ტა​ში კი უკ​ვე რამ​დე​ნი​მე კვი​რაა კვდე​ბო​და უნტერ-​ოფიცერი გერ​ჰარტ ბროკ​მა​ნი,
რო​მელ​საც ჭრი​ლო​ბიანი ზურ​გის ქვეშ ბა​ლი​შე​ბი ჰქონ​და შეწ​ყო​ბი​ლი.

ომამ​დე სტე​პის პა​ტა​რა სო​ფელ​ში მუ​შა​ობ​და მას​წავ​ლებ​ლად. სა​ნამ ლა​პა​რა​კი შე​ეძ​ლო, ხში​რად
გვიყ​ვე​ბო​და იმ პე​რი​ოდ​ზე. მა​შინ პა​ლა​ტა​ში ოთ​ხნი ვი​წე​ქით და ბროკ​მანს ჯერ კი​დევ სჯე​რო​და, რომ
რამ​დე​ნი​მე თვე​ში გა​მო​ჯან​მრთელ​დე​ბო​და და სამ​ხედ​რო სამ​სა​ხუ​რი​დან და​ით​ხოვ​დნენ. სკო​ლა​ში
აპი​რებ​და დაბ​რუ​ნე​ბას, რო​მე​ლიც სოფ​ლის ძვე​ლი სა​საფ​ლა​ოს გვერ​დით, და​ბალ შე​ნო​ბა​ში იყო
გან​თავ​სე​ბუ​ლი, სა​დაც ფუტ​კრე​ბი ბზუ​ოდ​ნენ, პეპ​ლე​ბი კი ორ​დე​ნე​ბი​ვით ის​ხდნენ საფ​ლა​ვის ქვებ​ზე.
უნ​დო​და, დაჰ​ბრუ​ნე​ბო​და არ​ყე​ბის ხე​ივ​ნებს, ზაფ​ხუ​ლის ნა​თელ სა​ღა​მო​ებს, მას​წავ​ლებ​ლის ოთახს,
სა​დაც პიანი​ნო იდ​გა და წიგ​ნე​ბით სავ​სე თა​როები ეწ​ყო, დაჰ​ბრუ​ნე​ბო​და ად​რინ​დელ მშვი​დო​ბი​ან
ცხოვ​რე​ბას.

40
- ბავ​შვე​ბი და კი​დევ სიმ​ღე​რის გაკ​ვე​თი​ლე​ბი! - ამ​ბობ​და ის და იდაყ​ვებ​ზე დაყ​რდნო​ბი​ლი ზე​ვით
იწეოდა. პე​რან​გის რუ​ხი სა​ხე​ლოები გამ​ხდარ მკლა​ვებ​ზე ეშ​ვე​ბო​და, - ეს საუკე​თე​სო რა​მაა. ერთ
სიმ​ღე​რას ვსწავ​ლობ​დით... სამ ხმა​შიც კი ვი​ცო​დით... გინდ და​მი​ჯე​რეთ, გინდ არა. ჩვენს სკო​ლა​ში
მხო​ლოდ ერ​თი კლა​სი იყო, მაგ​რამ ისე ვმღე​რო​დით სამ ხმა​ში, რო​გორც პრო​ფე​სი​ულ სიმ​ღე​რის
გუნ​დში. არ ვი​ცი, იცით თუ არა ეს სიმ​ღე​რა "ღა​მით მე​სიზ​მრა.​..".აუცი​ლებ​ლად უნ​და მო​ვის​მი​ნო კი​დევ
ერ​თხელ.

ძნე​ლი იყო გა​გეძ​ლო მი​სი მო​ციმ​ცი​მე თვა​ლე​ბის​თვის, და​ჟი​ნე​ბუ​ლი მზე​რის​თვის. რო​გორც ჩანს, ეს
სიმ​ღე​რა მის​თვის ბევრს ნიშ​ნავ​და, რად​გან ხში​რად იხ​სე​ნებ​და მას. იქ​ნებ, ოდეს​ღაც იმ გო​გოს
უმ​ღე​რია, რო​მე​ლიც მას უყ​ვარ​და. მოგ​ვიანე​ბი​თაც, პე​ტერ​სო​ნი​სა და ფი​შე​რის გარ​დაც​ვა​ლე​ბის
შემ​დეგ, ხში​რად იწ​ყებ​და ამ სიმ​ღე​რა​ზე საუბარს. სწრა​ფად ვუ​პა​სუ​ხებ​დი ხოლ​მე:

- ჰო, გერ​ჰარდ, ვი​ცი. ყო​ვე​ლი სტრო​ფიც კი ზე​პი​რად ვი​ცი.

მა​შინ ჩუმ​დე​ბო​და და მედ​დის მოს​ვლას უც​დი​და, რომ მის​თვის მოეყო​ლა ამის შე​სა​ხებ. ზოგ​ჯერ
ცდი​ლობ​და, თა​ვი​სი ჩახ​ლე​ჩი​ლი, გაბ​ზა​რუ​ლი ხმით მედ​დის​თვის მე​ლო​დია ემ​ღე​რა. მაგ​რამ ეს თით​ქოს
აღარ ჰგავ​და ხმას, თით​ქოს ეს მი​სი ბო​ლო აზ​რე​ბი იყო, რომ​ლე​ბიც დაღ​ლი​ლი ბუ​ზე​ბი​ვით ბზუილით
დაფ​რი​ნა​ვენ ერ​თმა​ნე​თის მი​ყო​ლე​ბით კა​ნით და​ფა​რულ მის თა​ვის ქა​ლა​ში. გერ​ჰარდ ბროკ​მა​ნი
ოც​დაათი წლის იყო, ტყვია ფილ​ტვებ​ში რომ ჩარ​ჩა და ტუ​ბერ​კუ​ლო​ზი გა​ნუ​ვი​თარ​და. ახ​ლა ოთ​ხმო​ცი
წლი​სას ჰგავ​და.

1917 წლის დე​კემ​ბრის ღა​მეებო! ოქ​ტომ​ბერ​ში, რო​დე​საც ფო​თოლ​ცვე​ნა და​იწ​ყო, ჩვე​ნი ამ​ხა​ნა​გე​ბიც
გა​მოგ​ვე​ცალ​ნენ ხე​ლი​დან. პა​ლა​ტა​ში ოთ​ხნი ვი​ყა​ვით, ახ​ლა კი მე და ბროკ​მა​ნი დავ​რჩით. ფან​ჯრებს
ათოვ​და და ხმაური უხი​ლა​ვი საათის ხმას გვა​გო​ნებ​და, კა​რი მუდ​მი​ვად იღე​ბო​და, სახ​ლის გარ​შე​მო
სიკ​ვდი​ლი დაძ​რწო​და, კუთ​ხეები​დან ციებ-​ცხელება მოძ​ვრე​ბო​და და ძი​ლი არ გვე​კა​რე​ბო​და. ძლივს
ჩა​მე​ძი​ნე​ბო​და ხოლ​მე და მძი​მე სიზ​მრე​ბით გა​ტან​ჯულს, მოულოდ​ნე​ლად ისევ მაღ​ვი​ძებ​და ჩუ​მი, სუს​ტი
ხმა ოთა​ხის კუთ​ხი​დან. ბროკ​მა​ნი ჩურ​ჩუ​ლებ​და, ში​ში​სა​გან ხმა უწ​ყდე​ბო​და:

- სი​ნათ​ლე, სი​ნათ​ლე აან​თეთ, თუ ღმერ​თი გწამთ!..

შემ​დეგ ღა​მის ლამ​პის შუ​ქი ბროკ​მა​ნის თვა​ლებ​ში ირეკ​ლე​ბო​და - მის მუქ, იდუ​მალ თვა​ლებ​ში,
რომ​ლებ​საც ნე​ლა და ყუ​რად​ღე​ბით აცე​ცებ​და აქეთ-​იქით, თით​ქოს ვი​ღა​ცას ეძებ​სო. მას არ უნ​დო​და
და​ძი​ნე​ბა. ფიქ​რობ​და, რომ ასე არ მოკ​ვდე​ბო​და.

რუ​ხი და მო​ღუ​შუ​ლი შო​ბის დი​ლა გა​თენ​და. მედ​დებ​მა ლა​ზა​რე​თის დიდ დარ​ბაზ​ში სა​შო​ბაო სა​ჩუქ​რე​ბი
დაარი​გეს, ნაძ​ვის ხე ნა​თუ​რე​ბით, ბურ​თე​ბი​თა და "წვი​მე​ბით" იყო მორ​თუ​ლი.ყ თი​თოეულ​მა ჩვენ​გან​მა
სა​ჩუქ​რად ვაშ​ლე​ბი, ორ​ცხო​ბი​ლა, სი​გა​რე​ტი და ერ​თი წყვი​ლი მა​ღა​ლი წინ​დაც კი მიიღო. შუ​ად​ღეს
სტუ​მა​რი მეწ​ვია, ჩე​მი მე​გო​ბა​რი ლუდ​ვიგ ბრეიერი. ფლან​დრიაში შე​ტე​ვის დროს დავ​კარ​გეთ
ერ​თმა​ნე​თი. შემ​დეგ გა​ვი​გე, დაიღუ​პაო. ახ​ლა კი ჩემ წინ იდ​გა უვ​ნე​ბე​ლი, ორ​კვი​რიანი შვე​ბუ​ლე​ბა
მიეღო და სახ​ლი​სა​კენ მი​ემ​გზავ​რე​ბო​და. სი​ხა​რუ​ლი მა​ინც ისე​თი არ იყო, რო​გო​რიც უნ​და ყო​ფი​ლი​ყო,
რად​გან შო​ბის წი​ნად​ღეს უკ​ვე ყვე​ლამ იცო​და, რომ ბროკ​მა​ნი კვდე​ბო​და.

41
კან​ცე​ლა​რიაში ამა​ოდ ცდი​ლობ​დნენ მი​სი ნა​თე​სა​ვე​ბის პოვ​ნას და მათ​თვის დე​პე​შის გაგ​ზავ​ნას, რა​თა
უკა​ნას​კნელ დღე​ებ​ში მის გვერ​დით ვინ​მე მა​ინც ყო​ფი​ლი​ყო. არა​ფე​რი გა​მო​ვი​და. მი​სი მშობ​ლე​ბი
გარ​დაც​ვლი​ლი იყ​ვნენ, დედ​მა​მიშ​ვი​ლი არ ჰყავ​და, სხვა შე​კით​ხვებ​ზე კი ვე​რა​ნაირი პა​სუ​ხი ვერ
მიიღეს. ბროკ​მა​ნი მთე​ლი დღე ხრიალებ​და.

ლუდ​ვიგ ბრეიერი შე​ბინ​დე​ბამ​დე დარ​ჩა ჩემ​თან, მაგ​რამ მეტ​ხანს ვე​ღარ შეძ​ლო. წას​ვლაც უნ​დო​და
სახ​ლში, დე​და​მის​თან.

- არ გეწ​ყი​ნოს, - მით​ხრა მან, - არ ვარ ამას შეჩ​ვეული. იერი​ში​სას, კი ბა​ტო​ნო, ყვე​ლა​ფე​რი სწრა​ფად
ხდე​ბა და ამას სხვა თვა​ლით უყუ​რებს კა​ცი. აქ კი ეს ყვე​ლა​ფე​რი უფ​რო მე​ტად მოქ​მე​დებს ნერ​ვებ​ზე,
ვიდ​რე მთე​ლი პოლ​კი რომ აღ​მო​ჩე​ნი​ლი​ყო ტყვი​ამ​ფრქვე​ვის ცეც​ხლის ქვეშ.

თა​ვი და​ვუქ​ნიე და მა​ნამ ვუ​ყუ​რებ​დი ფან​ჯრი​დან, ვიდ​რე თვალს მიეფა​რე​ბო​და. შემ​დეგ შუ​ქი ავან​თე,
მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ ვი​ცო​დი, შე​მოვ​ლი​სას მედ​და იჩ​ხუ​ბებ​და. სი​ნათ​ლე უნ​და დაგ​ვე​ზო​გა და ჯერ
საკ​მა​ოდ ად​რე იყო. შე​მეძ​ლო, საღ ფეხ​ზე ხტუნ​ვით გავ​სუ​ლი​ყა​ვი სხვა პა​ლა​ტა​ში, სა​დაც მსუ​ბუ​ქად
დაჭ​რი​ლე​ბი იწ​ვნენ, მაგ​რამ ბროკ​მა​ნის მარ​ტო და​ტო​ვე​ბა არ მინ​დო​და. მეორე მხრივ, სიბ​ნე​ლე​შიც არ
მინ​დო​და მას​თან ერ​თად მარ​ტო ყოფ​ნა. ისე​დაც სულ იმ ადა​მიანებ​ზე ვფიქ​რობ​დი, რომ​ლე​ბიც აქ
გარ​და​იც​ვალ​ნენ. ამი​ტომ ჩაც​მუ​ლი წა​მოვ​წე​ქი ჩემს სა​წოლ​ზე. ვფიქ​რობ​დი, რომ მწო​ლიარე უფ​რო
ად​ვი​ლად ავი​ტან​დი ხრიალის მოს​მე​ნას. რო​ცა ვი​წე​ქით, თით​ქოს ერ​თნაირე​ბი ვი​ყა​ვით.

ამ დღეს მედ​და ჩვეულებ​რივ​ზე უფ​რო ად​რე შე​მო​ვი​და პა​ლა​ტა​ში. მინ​დო​და სწრა​ფად მივ​წვდო​მო​დი
ლამ​პას, მაგ​რამ მას სა​ერ​თოდ არ მი​უქ​ცე​ვია ყუ​რად​ღე​ბა სი​ნათ​ლის​თვის. ბროკ​მა​ნის სა​წო​ლის​კენ
გაემარ​თა და მის​კენ დაიხა​რა. ერ​თი ხა​ნო​ბა უს​მენ​და, მე​რე კი მხრე​ბი აიჩე​ჩა. ახ​ლა კარ​ში
საოპე​რა​ცი​ოს მედ​დის ფერ​მკრთა​ლი, ვიწ​რო სა​ხე გა​მოჩ​ნდა.

ვერ ვხვდე​ბო​დი, რა ხდე​ბო​და. შე​უძ​ლებ​ლად მი​მაჩ​ნდა, რომ ახ​ლა გერ​ჰარ​დის​თვის ოპე​რა​ცი​ის


გა​კე​თე​ბას აპი​რებ​დნენ! სწრა​ფად წა​მო​ვი​მარ​თე. საოპე​რა​ცი​ოს მედ​დამ გა​მი​ღი​მა. ეს სა​ეჭ​ვოდ
მო​მეჩ​ვე​ნა, რო​დე​საც ის იღი​მო​და, ამას რა​ღაც სა​ხი​ფა​თო მოჰ​ყვე​ბო​და ხოლ​მე. იქ​ნებ მე
მგუ​ლის​ხმობ​და და მეც კი​დევ ერ​თხელ უნ​და და​ვეწ​ვი​ნე "ყას​ბის" მა​გი​და​ზე.

მაგ​რამ ისიც ბროკ​მა​ნის​კენ გაემარ​თა. შემ​დეგ შე​მოტ​რი​ალ​და და თქვა: - შე​იძ​ლე​ბა მო​სინ​ჯვა.

გაოცე​ბუ​ლი ავ​დე​ქი. ნა​ხევ​რად ბნელ დე​რე​ფან​ში ღია კა​რის წინ ბავ​შვე​ბის გუნ​დი იდ​გა. მათ გო​გო​ნა
ახ​ლდა.

- მას​წავ​ლე​ბე​ლია, - ჩამ​ჩურ​ჩუ​ლა მედ​დამ, - ერ​თი კვი​რაა, გვერ​დი​თა პა​ლა​ტა​ში, ქა​ლე​ბის


გან​ყო​ფი​ლე​ბა​ში წევს. მას ბროკ​მა​ნის შე​სა​ხებ მო​ვუ​ყე​ვით. დღეს კი მთე​ლი თა​ვი​სი კლა​სი აქ დაიბა​რა,
რა​თა ბროკ​მა​ნის​თვის შო​ბა​ზე სიამოვ​ნე​ბა მიენი​ჭე​ბი​ნა. იმე​დია, გაიგებს.
- რაა? - ვი​კით​ხე მე. რა​ღაც წი​ნათ​გრძნო​ბამ სუნ​თქვა შე​მიკ​რა.

და აი, წკრიალა ხმე​ბით და​იწ​ყეს სიმ​ღე​რა: "ღა​მე მე​სიზ​მრა - ისე​თი ცუ​დი სიზ​მა​რი..."

42
თით​ქოს რა​ღა​ცა და​მე​ცა და წა​მაქ​ცია. ხე​დავ? ამა​ზე უფიქ​რი​ათ! ნა​ხევ​რად გა​ნა​თე​ბულ ოთახ​ში,
რო​მელ​შიც უკ​ვე სიკ​ვდი​ლის მოტ​კბო სუ​ნი ტრიალებ​და, ისე​თი გრძნო​ბა და​მე​უფ​ლა, თით​ქოს
და​ვიწ​ყე​ბუ​ლი სამ​შობ​ლო კი​დევ ერ​თხელ გა​მოგ​ვეც​ხა​და, რომ მოგ​ვსალ​მე​ბო​და. რა​ღაც მახ​რჩობ​და.
მაგ​რამ შემ​დეგ თა​ვი ხელ​ში ავიყ​ვა​ნე და ბროკ​მანს გა​დავ​ხე​დე. მა​ინ​ტე​რე​სებ​და, ეს​მო​და თუ არა
სიმ​ღე​რა.

პირ​ვე​ლი სტრო​ფის დროს გა​უნ​ძრევ​ლად იწ​ვა. მედ​დამ ბავ​შვებს ხე​ლი და​უქ​ნია, ისი​ნი ახ​ლოს
მო​ვიდ​ნენ და კა​რის ქვეშ დად​გნენ. მათ მეორე სტრო​ფის სიმ​ღე​რა და​იწ​ყეს.

ბროკ​მა​ნის ხე​ლე​ბი წრიული მოძ​რაობე​ბით თაგ​ვე​ბი​ვით დას​რიალებ​დნენ სა​ბან​ზე. შემ​დეგ კი ხე​ლე​ბი


გა​შა​ლა და გააჩე​რა, თით​ქოს ბე​დის​წე​რას ურიგ​დე​ბაო. უკ​ვე ვფიქ​რობ​დი, რომ ეს და​სას​რუ​ლი იყო,
მაგ​რამ ბროკ​მან​მა თვა​ლე​ბი გაახი​ლა, რომ​ლე​ბიც ახ​ლა ნა​ზი, დი​დი და სა​ოც​რად მეტ​ყვე​ლი იყო. სა​ხე
ვულ​კა​ნის კრა​ტე​რი​ვით გა​შე​შე​ბუ​ლი, გა​ტან​ჯუ​ლი და რუ​ხი ჰქონ​და, მაგ​რამ თვა​ლე​ბი იმ გო​გო​ნა​ზე
უფ​რო ლა​მა​ზი გახ​დო​მო​და, რო​მე​ლიც ბავ​შვებ​თან ერ​თად მღე​რო​და. თვა​ლებ​ში უკ​ვე იმ სიმ​შვი​დეს
დაესად​გუ​რე​ბი​ნა, რო​მე​ლიც ჯერ სა​ხე​ზე არ იყო გავ​რცე​ლე​ბუ​ლი.

სიმ​ღე​რა დამ​თავ​რდა. ბროკ​მა​ნი არ იძ​ვრო​და. გა​სუ​სუ​ლი იწ​ვა. მას​წავ​ლე​ბელ​მა ბავ​შვებს თა​ვი


და​უქ​ნია და მათ თა​ვი​დან და​იწ​ყეს სიმ​ღე​რა. გერ​ჰარ​დმა თა​ვი მო​ატ​რიალა, თით​ქოს ის​მენ​სო, სა​ხე​ზე
რა​ღაც გაუბე​დავ​მა, სუს​ტმა ღი​მილ​მა გა​და​ურ​ბი​ნა. ტუ​ჩე​ბი აამოძ​რა​ვა. მის​კენ და​ვი​ხა​რე. თა​ვი​დან
კარ​გად ვერ ვი​გებ​დი, რას ამ​ბობ​და, ამი​ტომ ბა​ლი​ში ცო​ტა ზე​მოთ ავუ​წიე. "სამ ხმა​ში, - ჩურ​ჩუ​ლებ​და
ის, - სამ ხმა​ში..."

შემ​დეგ გა​ჩუმ​და და გო​გო​ნას შე​ხე​და. ის ძა​ლი​ან ახალ​გაზ​რდა იყო და ვერ ვი​ჯე​რებ​დი, რომ უკ​ვე
მას​წავ​ლე​ბე​ლი იყო. მე თვი​თო​ნაც ჯერ ცხრა​მე​ტი წლის ვი​ყა​ვი, მაგ​რამ მას​თან შე​და​რე​ბით უკ​ვე
მო​ხუ​ცად გა​მო​ვი​ყუ​რე​ბო​დი. ის ჯერ ბავ​შვი იყო და ნამ​დვი​ლად არ იცო​და, რა ხდე​ბო​და აქ. ალ​ბათ,
უნ​დო​და, ავად​მყო​ფი ადა​მიანი​სათ​ვის სი​კე​თე გაეკე​თე​ბი​ნა, მაგ​რამ ნამ​დვი​ლად არ ფიქ​რობ​და იმა​ზე,
რომ აქ სიკ​ვდი​ლის პი​რას მყო​ფი ადა​მიანი კი​დევ ერ​თხელ ხე​დავ​და თა​ვის ახალ​გაზ​რდო​ბას.

სა​ღა​მოს ცხრა სა​ათ​ზე გერ​ჰარ​დი აფო​რი​აქ​და. ათის ნა​ხე​ვარ​ზე უკ​ვე თვალ​ში სა​ცე​მი იყო, რომ მი​სი
სხეული უკა​ნას​კნელ რე​ზერ​ვებს იკ​რებ​და. ათ სა​ათ​ზე ორ​თქლმა​ვა​ლი​ვით მუ​შა​ობ​და. სა​ხე​ზე ოფ​ლი
გა​დას​დიოდა, კან​კა​ლებ​და და იხუ​თე​ბო​და, ფილ​ტვე​ბი ხი​ხი​ნებ​დნენ, დაფ​ჩე​ნი​ლი პი​რით ჰაერის
ჩა​სუნ​თქვას ლა​მობ​და. ნე​ლა იხ​რჩო​ბო​და, მაგ​რამ გო​ნე​ბა​ზე იყო.

- დაო, გაუკე​თეთ რა იმ​დე​ნი მორ​ფი, რომ მა​შინ​ვე დამ​შვიდ​დეს, - ვთხო​ვე მე.

თა​ვი გა​და​აქ​ნია.

- ეს რწმე​ნის წი​ნა​აღ​მდე​გაა, - მი​პა​სუ​ხა მან.

- მა​შინ მე მო​მე​ცით, - ვუ​პა​სუ​ხე, - გა​მოიჩი​ნეთ გულ​მოწ​ყა​ლე​ბა. აქ და​დეთ და აქე​დან რომ გახ​ვალთ,


დაივიწ​ყეთ.

მედ​დამ შე​მომ​ხე​და.

43
- სიკ​ვდი​ლი მხო​ლოდ ღმერ​თის ხელ​შია, - მი​პა​სუ​ხა მან და ჩუ​მად დაამა​ტა: - ასე რომ არ იყოს, მა​შინ
აქ ყოფ​ნა ხომ გაუსაძ​ლი​სი იქ​ნე​ბო​და.

თერ​თმე​ტის ნა​ხე​ვარ​ზე ისე გაუარეს​და გერ​ჰარ​დის მდგო​მა​რეობა, რომ ამის ყუ​რე​ბა აღარ შე​მეძ​ლო.
რა​ღაც უნ​და გა​მე​კე​თე​ბი​ნა და უცებ იდეა მო​მი​ვი​და.

აღარ მახ​სოვს, რო​გორ გა​მო​ვე​დი გა​რეთ. ისიც არ მახ​სოვს, რო​გორ გა​ვი​გე, რო​მელ პა​ლა​ტა​ში იწ​ვა
გო​გო​ნა. სა​ბედ​ნიეროდ, დე​რე​ფან​ში ვე​რა​ვინ და​მი​ნა​ხა. ისიც აღარ ვი​ცი, რა ვუთ​ხა​რი გო​გო​ნას,
მაგ​რამ, რო​გორც ჩანს, ის მი​მიხ​ვდა, რად​გან ზედ​მე​ტი კით​ხვე​ბის გა​რე​შე გა​მომ​ყვა.

გო​გო​ნა ბროკ​მა​ნის სა​წოლ​თან ჩა​მოჯ​და და მი​სი ნეს​ტიანი ხე​ლე​ბი აიღო. და​ვი​ნა​ხე, რო​გორ
გა​აჟ​რჟო​ლა შეძ​რწუ​ნე​ბის​გან, მაგ​რამ არ შე​იმ​ჩნია. გო​გო​ნა ახ​ლა ნამ​დვი​ლად მის პა​ლა​ტა​ში იყო და
მოხ​და ის, რი​სიც ახ​ლა თით​ქმის აღარ მჯე​რო​და: გერ​ჰარ​დი დამ​შვიდ​და. კი აგ​რძე​ლებ​და ხრო​ტინს,
მაგ​რამ ისე აღარ იტან​ჯე​ბო​და.

მო​რი​გე მედ​და თორ​მეტ სა​ათ​ზე მო​ვი​და. ეს მსუ​ქა​ნი მედ​და ერ​თა​დერ​თი იყო, რო​მელ​საც ვე​რა​ვინ
იტან​და. გო​გო​ნას და​ნახ​ვი​სას შეკ​რთა. შე​ვე​ცა​დე, ყვე​ლა​ფე​რი ამეხ​სნა მის​თვის, მაგ​რამ ის მხო​ლოდ
თავს აქ​ნევ​და უარის ნიშ​ნად. ჰოს​პი​ტა​ლი კა​თო​ლი​კუ​რი იყო და მსგავს რა​ღა​ცებს ძა​ლი​ან მკაც​რად
უყუ​რებ​დნენ. მედ​და ყო​ველ​დღე ხე​დავ​და ვი​ღა​ცის სიკ​ვდილს. მის​თვის უფ​რო უჩ​ვეულო ის იყო, რომ
ღა​მით ჩვენ​თან გო​გო​ნა იყო.

- ქა​ლიშ​ვი​ლო, აქ ვერ დარ​ჩე​ბით! - თქვა მან და შე​მომ​ხე​და.

- მაგ​რამ... - ვუ​პა​სუ​ხე მე და სა​წო​ლის​კენ მი​ვუ​თი​თე.

მედ​დამ ცა​ლი თვა​ლით გაიხე​და იქით.

- ახ​ლა ხომ მშვი​და​დაა, - მო​უთ​მენ​ლად თქვა მან, - ქა​ლიშ​ვი​ლი უნ​და გა​ვი​დეს! ახ​ლა​ვე! ნა​თე​სა​ვი ხომ
არ არის.

გო​გო​ნა გა​წით​ლდა. ხე​ლე​ბი გაითა​ვი​სუფ​ლა და წა​მოდ​გო​მას შეეცა​და. მაგ​რამ ბროკ​მა​ნის ტუ​ჩებს


ხორ​ხის​მიერი ბგე​რა მოს​წყდა, სა​ხე აუტა​ნე​ლი ში​შით დაემან​ჭა. მო​მეჩ​ვე​ნა, თით​ქოს სა​ხე​ლი "ა​ნა"
დაიძა​ხა. - დარ​ჩით! - ვთქვი გა​ცო​ფე​ბულ​მა და გო​გო​ნა​სა და მედ​დას შო​რის ჩავ​დე​ქი. ახ​ლა ჩემ​თვის
სუ​ლერ​თი იყო, რა მოხ​დე​ბო​და.

მედ​და აღ​შფო​თე​ბის​გან კან​კა​ლებ​და. ის გო​გო​ნას მი​უბ​რუნ​და.

- ქა​ლიშ​ვი​ლო, და​ტო​ვეთ პა​ლა​ტა! მმე თვი​თონ დავ​რჩე​ბი პა​ცი​ენ​ტთან.

- არ არის სა​ჭი​რო, - უხე​შად ვუთ​ხა​რი მე, - თქვენ​ზე საკ​მა​ოდ ბევ​რჯერ გაბ​რა​ზე​ბუ​ლა.

მედ​და კა​რის​კენ გაექა​ნა.

44
- ამის შე​სა​ხებ გან​ვაც​ხა​დებ! ახ​ლა​ვე ბა​ტონ დი​რექ​ტორ​თან წა​ვალ!

- ეშ​მაკ​საც წაუღი​ხარ, ბე​ბე​რო ჭოტო...-​ მი​ვა​ლან​ძღე მე.

და​ძა​ბუ​ლი და აღელ​ვე​ბუ​ლი ვე​ლო​დი, რა მოხ​დე​ბო​და. გა​დაწ​ყვე​ტი​ლი მქონ​და, აღა​რა​ვინ შე​მო​მეშ​ვა.


ახ​ლა ეს ჩე​მი და გერ​ჰარ​დის საქ​მე იყო და სხვას არა​ვის ეხე​ბო​და.

მაგ​რამ აღა​რა​ვინ მო​სუ​ლა.

გერ​ჰარ​დი შო​ბის მეორე დი​ლას გარ​და​იც​ვა​ლა. ის მშვი​დად მოკ​ვდა, თით​ქოს დაიძი​ნაო. გო​გო​ნა
გარ​დაც​ვა​ლე​ბამ​დე მის გვერ​დით დარ​ჩა. ამის შემ​დეგ მდუ​მა​რედ გა​ვიარეთ მკრთა​ლად გა​ნა​თე​ბუ​ლი
დე​რე​ფა​ნი. ახ​ლა, რო​დე​საც ყვე​ლა​ფე​რი დას​რულ​და, მედ​დის ამ​ბა​ვი მძი​მედ და​მაწ​ვა გულ​ზე.
ჰოს​პი​ტალ​ში ასეთ რა​ღა​ცებ​თან და​კავ​ში​რე​ბით არ ხუმ​რობ​დნენ. ჩემ​თვის კი სუ​ლერ​თი იყო, მაგ​რამ
სრუ​ლი​ად შე​საძ​ლე​ბე​ლი იყო, რომ გო​გო​ნა საავად​მყო​ფო​დან გა​ეშ​ვათ.

- იმე​დია, დი​დი პრობ​ლე​მე​ბი არ შე​გექ​მნე​ბათ, - შე​წუ​ხე​ბულ​მა ვუთ​ხა​რი მე.

ხე​ლი აიქ​ნია, პირ​და​პირ იყუ​რე​ბო​და.

- ეს ხომ არა​ფე​რია, იმას​თან შე​და​რე​ბით...

შევ​ხე​დე. სრუ​ლი​ად სხვა​ნაირად გა​მოიყუ​რე​ბო​და. სა​ღა​მოს, თა​ვის კლას​თან ერ​თად რომ მღე​რო​და,
ბავ​შვუ​რი სა​ხე ჰქონ​და. ახ​ლა მას ისე​თი ადა​მიანის სე​რიოზუ​ლი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა მიეღო, რო​მელ​მაც
ბევ​რი რამ იცის და ტან​ჯვაც უც​ხო არ არის მის​თვის.

უკან რომ ვბრუნ​დე​ბო​დი, სულ ამა​ზე ვფიქ​რობ​დი. უც​ნაური შეგ​რძნე​ბა მქონ​და. გა​რეთ ცის​კრის
ლოც​ვის მა​უწ​ყე​ბე​ლი ზა​რე​ბის რეკ​ვის ხმა გა​ის​მა. მას შემ​დეგ, რაც ჯა​რის​კა​ცი გავ​ხდი, პირ​ვე​ლად
მქონ​და მშვი​დო​ბის შეგ​რძნე​ბა. ვგრძნობ​დი, რომ რა​ღაც კარ​გი მოხ​და, რომ ომი​სა და გა​ნად​გუ​რე​ბის
გარ​და, კი​დევ რა​ღაც არ​სე​ბობ​და, და ეს რა​ღაც დაბ​რუნ​დე​ბო​და. დამ​შვი​დე​ბუ​ლი და მო​ბი​ლი​ზე​ბუ​ლი
დავ​ბრუნ​დი ჩემს პა​ლა​ტა​ში, რო​მელ​საც დი​ლის მონაცრისფრო-​მოოქროსფრო შუ​ქი ანა​თებ​და.მ იქ,
სა​წოლ​ში, აღარ იწ​ვა უბ​რა​ლო ჯა​რის​კა​ცი გერ​ჰარდ ბროკ​მა​ნი, იქ სა​მუ​და​მო მე​გო​ბა​რი იწ​ვა და მი​სი
სიკ​ვდი​ლი უკ​ვე აღარ მაძ​რწუ​ნებ​და - ეს ან​დერ​ძი და აღ​თქმა იყო. დამ​შვი​დე​ბუ​ლი და და​ცუ​ლი დავ​წე​ქი
ისევ მის გვერ​დით.

1917 წლის დე​კემ​ბრის ღა​მეებო! ტან​ჯვით აღ​სავ​სე და შე​მაძ​რწუ​ნე​ბე​ლო ღა​მეებო! თქვენს გა​ნუ​ზო​მელ
ნაღ​ველ​ში იმედ​მა და ადა​მიანუ​რო​ბის სურ​ვილ​მა გა​იღ​ვი​ძა! თქვე​ნი და​ვიწ​ყე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა. ამ
არეულ-​დარეულ დღე​ებ​ში არ უნ​და გა​ნელ​დეს თქვე​ნი ფიქ​რი მუდ​მივ საფ​რთხე​ზე, არასოდეს!

45
გზაში

მას შემ​დეგ, რაც ოთ​ხი დღის გან​მავ​ლო​ბა​ში მხო​ლოდ მკვა​ხე ქლიავით ვიკ​ვე​ბე​ბო​დი, გრძნო​ბა
დავ​კარ​გე. კუ​ჭი გა​ხუ​რე​ბულ რკი​ნა​სა​ვით მქონ​და, სოფ​ლის შა​რაგ​ზის ყუ​რე​ბი​სას თვა​ლე​ბი
მიჭ​რელ​დე​ბო​და. ვი​ცო​დი, რომ ნა​თე​ლი შუ​ად​ღე და მწვე​ლი მზე იყო, მაგ​რამ მე ყვე​ლა​ფე​რი მა​ინც
ფერ​ფლი​ვით ნაც​რის​ფრად მეჩ​ვე​ნე​ბო​და, მუხ​ლე​ბი კი ისე მი​კან​კა​ლებ​და, თით​ქოს ჭა​ობ​ში უნ​და
გა​მევ​ლო. გად​მო​ვე​დი გზი​დან და ყვე​ლა​ფერ​ზე ხე​ლი ჩა​ვიქ​ნიე. ფიჭ​ვის ქვეშ დავ​წე​ქი, პე​რან​გზე ღი​ლე​ბი
შე​ვიხ​სე​ნი და ისე​თი შეგ​რძნე​ბა და​მე​უფ​ლა, თით​ქოს უფ​სკრულ​ში ვეშ​ვე​ბო​დი. ვფიქ​რობ​დი, რომ
ყვე​ლა​ფე​რი დამ​თავ​რდა.

რო​დე​საც გრძნო​ბა​ზე მო​ვე​დი, უკ​ვე მო​სა​ღა​მოებუ​ლი იყო. ჩემ გვერ​დით ვი​ღაც გლე​ხი იდ​გა და
მა​ჯან​ჯღა​რებ​და. ვგრძნობ​დი, რომ სა​ხე სვე​ლი მქონ​და. ტუ​ჩე​ბი მეწ​ვო​და და ენით წვე​თე​ბი მო​ვი​ლო​კე.
არა​ყი იყო. გლეხს ჩემს პირ​თან ბოთ​ლი ეჭი​რა. წა​მო​ვი​მარ​თე და ერ​თი ყლუ​პი მოვ​სვი. შემ​დეგ თა​ვი
გა​ვაქ​ნიე - მე​ტის და​ლე​ვა არ შე​მეძ​ლო. ეს ერ​თი ყლუ​პიც თავ​ში ამი​ვარ​და.

გლე​ხი თა​ვი​სი სოფ​ლის​კენ მი​დიოდა. მი​სი ცხე​ნი ფრუ​ტუ​ნებ​და და ქუ​ჩის გა​ნა​პი​რას მდგა​რი ფურ​გო​ნის
წინ ტლინ​კებს ის​რო​და. ბორ​ბლებს შო​რის ფა​რა​ნი ქა​ნა​ობ​და. ფარ​ნის ყვი​თე​ლი შუ​ქი ბინ​დში, ცხე​ნის
თბი​ლი სუ​ნი, გლე​ხის მა​ღა​ლი, მუ​ქი ფი​გუ​რა - ეს ყვე​ლა​ფე​რი სახლს მა​გო​ნებ​და და ძა​ლას მაც​ლი​და.
ტუჩ​ზე ვიკ​ბი​ნე და წა​მოვ​დე​ქი.

გლეხ​მა მკით​ხა, რა გჭირ​სო. ვუ​პა​სუ​ხე, რომ უმუ​შე​ვა​რი ვარ და ერ​თი კვი​რის წინ გზა​ში ვი​ღა​ცამ
უკა​ნას​კნე​ლი ფუ​ლი მომ​პა​რა. მან ფურ​გო​ნი​დან ორი უმი კვერ​ცხი ამოიღო, გა​ტე​ხა, ცო​ტა არა​ყი
დაამა​ტა და ეს ნა​ზა​ვი მომ​ცა. ნე​ლა დავ​ლიე. შემ​დეგ ჩან​თი​დან პუ​რი ამოიღო, რო​მელ​საც ცო​ტა
მო​ვა​ტე​ხე და შევ​ჭა​მე.

მით​ხრა, ჩემ​თან ერ​თად წა​მო​დიო. შე​ვე​კით​ხე, სა​მუ​შა​ოს მო​ცე​მა თუ შე​ეძ​ლო. უარი მით​ხრა. მკით​ხა,
რი​სი გა​კე​თე​ბა შე​გიძ​ლიაო.

- ყვე​ლაფ​რის, რა​საც დი​დი სწავ​ლა არ სჭირ​დე​ბა, - ვუ​პა​სუ​ხე მე.

ერ​თი წუ​თით და​ფიქ​რდა და მით​ხრა, სად​ღაც ახ​ლოს რკი​ნიგ​ზა​ზე მუ​შე​ბის ჯგუ​ფი მუ​შა​ობ​სო. გაეგო,
რომ ბრი​გა​დი​რი რამ​დე​ნი​მე და​მა​ტე​ბი​თი მუ​შის და​ქი​რა​ვე​ბას აპი​რებ​და, მაგ​რამ ეს სა​მუ​შაო ალ​ბათ
ჩემ​თვის მძი​მე იქ​ნე​ბო​და. ვუ​პა​სუ​ხე, რომ ცო​ტა ძა​ლას აღ​ვიდ​გენ​დი და შევ​ძლებ​დი მუ​შაობას.
ვუთ​ხა​რი, რომ ხვალ მოვ​სინ​ჯავ​დი და შე​ეძ​ლო, აქ და​ვე​ტო​ვე​ბი​ნე. ამიხ​სნა, სად უნ​და წავ​სუ​ლი​ყა​ვი. ის
ად​გი​ლი აქე​დან მხო​ლოდ სა​მი მი​ლით იყო და​შო​რე​ბუ​ლი. შემ​დეგ კი​დევ რამ​დე​ნი​მე კვერ​ცხი, მთე​ლი
პუ​რი და ძეხ​ვი და​მიწ​ყო გვერ​დზე. პა​ტა​რა ჯი​ბის და​ნის გარ​და, არა​ფე​რი გა​მაჩ​ნდა, რომ მის​თვის
მი​მე​ცა. არ უნ​დო​და გა​მორ​თმე​ვა, მაგ​რამ ბო​ლოს მა​ინც აიღო. ალ​ბათ მიხ​ვდა, რა​ტომ და​ვი​ჟი​ნე ასე.
წას​ვლი​სას ცხე​ნის ძვე​ლი ასა​ლიც მომ​ცა.

46
კვერ​ცხე​ბი ხავ​სის ქვეშ დავ​მა​ლე. პუ​რი და ძეხ​ვი ჩემ​თან ახ​ლოს ასა​ლის ქვეშ და​ვი​დე. ღა​მით ხში​რად
მეღ​ვი​ძე​ბო​და და ხე​ლით ვსინ​ჯავ​დი, ად​გილ​ზე იყო თუ არა ეს ყვე​ლა​ფე​რი. ასა​ლის უხე​ში ნა​პი​რი
კი​სერ​ზე მე​ხა​ხუ​ნე​ბო​და და ცხე​ნის სუნს ვგრძნობ​დი. ახ​ლა ჩე​მი მდგო​მა​რეობა არც ისე სა​ვა​ლა​ლო
იყო.

რო​გორც კი ინა​თა, გზის​პი​რი​დან და​ვეშ​ვი. ჩე​მი ქო​ნე​ბის შე​ნარ​ჩუ​ნე​ბა​ზე ფიქ​რი მა​ღელ​ვებ​და. ტყე​ში
პა​ტა​რა ვე​ლო​ბი ვნა​ხე, რო​მელ​ზეც ნა​კა​დუ​ლი მიედი​ნე​ბო​და. იქ დავ​რჩი.

შიმ​ში​ლის გრძნო​ბა ახ​ლა უფ​რო მე​ტად მტან​ჯავ​და, ვიდ​რე ბო​ლო ორი დღის გან​მავ​ლო​ბა​ში. მაგ​რამ
ჩე​მი მა​რა​გი გულ​დას​მით გა​ვა​ნა​წი​ლე. ვერ გავ​რის​კავ​დი, რომ ჩემს კუჭს ერთ ლუკ​მა​ზეც კი უარი
ეთ​ქვა. საჭ​მლის ყო​ვე​ლი ნამ​ცე​ცი მჭირ​დე​ბო​და, რა​თა მუ​შაობის​თვის ძა​ლა მო​მეკ​რი​ბა. პირ​ველ დღეს
ძა​ლი​ან ცო​ტას ვჭამ​დი და სულ ჩრდილ​ში ვი​ყა​ვი. მეორე დღეს თავს კარ​გად ვგრძნობ​დი, ვი​ბა​ნა​ვე და
ცო​ტა ხნით მზეს მი​ვე​ფიც​ხე, თუმ​ცა ვცდი​ლობ​დი, რომ თა​ვი მზის​გან და​ცუ​ლი მქო​ნო​და. ვში​შობ​დი, რომ
სა​ნამ და​ნიშ​ნუ​ლე​ბის ად​გი​ლას ჩა​ვი​დო​დი, სა​მუ​შაო უკ​ვე გა​ცე​მუ​ლი იქ​ნე​ბო​და; მიუხე​და​ვად ამი​სა,
მე​სა​მე დღე​საც ვე​ლობ​ზე დავ​რჩი, მე​ძი​ნა და ვჭამ​დი, ვიდ​რე საჭ​მე​ლი არ გა​მი​თავ​და.

მომ​დევ​ნო დი​ლას რკი​ნიგ​ზა​ზე წა​ვე​დი. ბრი​გა​დირ​მა ეჭ​ვის თვა​ლით შე​მომ​ხე​და, მაგ​რამ გა​მი​მარ​თლა.
ორი მუ​შა ავად გამ​ხდა​რი​ყო და სამ​სა​ხურ​ში ამიყ​ვა​ნეს.

და​ახ​ლოებით ოცი კა​ცი ვი​ყა​ვით, ლი​ან​და​გებ​თან ახ​ლოს ვცხოვ​რობ​დით, გოფ​რი​რე​ბუ​ლი თუ​ნუ​ქის


ფირ​ფი​ტე​ბით ნა​შენ ბა​რა​კებ​ში. პირ​ველ დი​ლას თა​ვაუღებ​ლად ვმუ​შა​ობ​დი, რად​გან ვხე​დავ​დი, რო​გორ
მაკ​ვირ​დე​ბო​და ბრი​გა​დი​რი. შუ​ად​ღეს ძლივს ვინ​ძრეოდი და ისე​თი და​ქან​ცუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ ძა​ლი​ან
ცო​ტა ვჭა​მე. სა​სო​წარ​კვე​თამ მო​მიც​ვა, რად​გან ვი​ცო​დი, რომ მა​ლე გა​მო​მეც​ლე​ბო​და ძა​ლა.
სიბ​რა​ლუ​ლის იმე​დი არ უნ​და მქო​ნო​და. ერთ-​ერთი მუ​შა, და​კუნ​თუ​ლი, უჟ​მუ​რი ტი​პი, რო​მელ​საც მეკს
ეძახ​დნენ, თა​ვი​დან​ვე მტრუ​ლად გა​ნეწ​ყო ჩემ მი​მართ და მაგ​რძნო​ბი​ნა კი​დეც ეს. ისე გა​მე​ტე​ბით
ურ​ტყამ​და წე​რაქვს მი​წას, რომ ქვე​ბი პირ​და​პირ ფე​ხებ​ში მხვდე​ბო​და. გარ​და ამი​სა, გა​მუდ​მე​ბით
შე​ნიშ​ვნებს იძ​ლეოდა იმ მუ​შე​ბის მი​სა​მარ​თით, რომ​ლებ​საც ამ სა​მუ​შა​ოს შეს​რუ​ლე​ბა ეთა​კი​ლე​ბო​დათ,
- ეშ​მაკ​საც წაუღია ისი​ნიო.

პა​პა​ნა​ქე​ბა სიც​ხე იყო. თუ​ნუ​ქის ფირ​ფი​ტე​ბის ბა​რა​კე​ბი გა​ხუ​რე​ბუ​ლი იყო, ჩვე​ნი შიშ​ვე​ლი ზურ​გე​ბი
ოფ​ლი​სა​გან ლაპ​ლა​პებ​და, ლი​ან​და​გე​ბი მზე​ზე ვარ​ვა​რებ​და. ჩემ გვერ​დით ბი​ჭი მუ​შა​ობ​და, რო​მე​ლიც
ცხე​ნი​ვით ძლიერი იყო და ხში​რი ულ​ვა​ში ჰქონ​და. არა​ფერს ამ​ბობ​და, მაგ​რამ ში​გა​და​შიგ ჩემ​კენ
გად​მოიხე​დავ​და ხოლ​მე. ამ​ჩნევ​და, რა მოუხერ​ხე​ბე​ლი ვი​ყა​ვი. ბო​ლოს მუ​შაობა შევ​წყვი​ტე. ხე​ლე​ბი
მი​კან​კა​ლებ​და. უცებ ცივ​მა ოფ​ლმა და​მას​ხა. მან რა​ღაც ჩაიბურ​ტყუ​ნა და გვერ​დზე გა​მიყ​ვა​ნა, წე​რაქ​ვი
გა​მო​მარ​თვა და მაჩ​ვე​ნა, რა უნ​და გა​მე​კე​თე​ბი​ნა, რომ მუ​შაობი​სას ნაკ​ლე​ბად დავ​ძა​ბუ​ლი​ყა​ვი.

- გმად​ლობ, - ვუთ​ხა​რი მე.

- მო​კე​ტე, - მი​პა​სუ​ხა მან, თუმ​ცა უხე​შად არ უთ​ქვამს ეს.

ისევ შე​ვუ​დე​ქი მუ​შაობას. დღეს და​სას​რუ​ლი არ უჩან​და, მაგ​რამ ახ​ლა უკ​ვე ვი​ცო​დი, რომ გა​ვუძ​ლებ​დი.

47
სა​ღა​მოს ბრი​გა​დირ​თან წა​ვე​დი და ავან​სად ორი მარ​კა მი​ვი​ღე. სა​სა​დი​ლო​ში ორი კო​ლო​ფი სი​გა​რე​ტი
ვი​ყი​დე. კა​ცი, რო​მე​ლიც და​მეხ​მა​რა, ბა​რა​კე​ბის გვერ​დით ხის კუნ​ძზე იჯ​და. მას ჰა​ინ​რიხ თიესი ერ​ქვა.
თა​ვი ისე მო​ვაჩ​ვე​ნე, თით​ქოს შემ​თხვე​ვით ჩა​ვიარე, სი​გა​რეტს მო​ვუ​კი​დე და მა​საც შევ​თა​ვა​ზე.

- არა, გმად​ლობ, - მით​ხრა მან და ყა​ვის​ფე​რი თუ​თუ​ნი გად​მოაფურ​თხა. მას თამ​ბა​ქოს ღეჭ​ვა ერ​ჩივ​ნა.

ბრი​გა​დირ​თან დავ​ბრუნ​დი და რამ​დე​ნი​მე სი​გა​რე​ტი ერთ და​სა​ღეჭ თამ​ბა​ქო​ზე გა​და​ვუც​ვა​ლე. ერ​თი


საათის შემ​დეგ ჰა​ინ​რიხს მი​ვუ​ტა​ნე.

- თხე​ლი, მუ​ქი სა​ხეობაა, - ვუთ​ხა​რი მე, - რო​მის გე​მო​თი.

- ერ​კვე​ვი ამა​ში? - მკით​ხა და თამ​ბა​ქო გა​მო​მარ​თვა.

- ცო​ტა​თი, - ვუ​პა​სუ​ხე მე, - მაგ​რამ ღეჭ​ვა არ მიყ​ვარს.

- ჰო, მიჩ​ვე​ვის ამ​ბა​ვია, - მი​პა​სუ​ხა თი​ეს​მა.

ამ დღის შემ​დეგ სა​ღა​მოობით ერ​თად ვვახ​შმობ​დით ხოლ​მე. ზოგ​ჯერ მდი​ნა​რე​ში თევზს იჭერ​და,
ჯოხ​ზე ავა​გებ​დით და ცეც​ხლზე ვწვავ​დით. ასეთ რა​ღა​ცებ​ში კარ​გად ერ​კვეოდა. ერ​თხელ თი​ხა​ში
ზღარ​ბი გა​მო​აც​ხო. მით​ხრა, ბო​შე​ბის სად​ღე​სას​წაულო საჭ​მე​ლიაო. უც​ნაური გე​მო ჰქონ​და, მაგ​რამ
ცუ​დი არ იყო. უფ​რო მო​მე​წო​ნე​ბო​და, რომ არ მცოდ​ნო​და, ზღარ​ბი იყო. ჯა​რის​კა​ცო​ბის პე​რი​ოდ​ში
ერ​თხელ კა​ტა ვჭა​მე ისე, რომ არ ვი​ცო​დი, რა იყო. შე​სა​ნიშ​ნა​ვი გე​მო ჰქონ​და.

სა​ღა​მოობით, ჭა​მის შემ​დეგ, ჰა​ინ​რი​ხი თა​ვი​სი მოგ​ზაურო​ბის შე​სა​ხებ მიყ​ვე​ბო​და. მო​ხე​ტიალე იყო და
ერთ ად​გი​ლას დიდ​ხანს არ მუ​შა​ობ​და. სა​უც​ხოო ღა​მე​ებს ვა​ტა​რებ​დით. ჰაერი თბი​ლი იყო, უფ​რო
მკვეთ​რად იგ​რძნო​ბო​და ყვა​ვი​ლე​ბის სურ​ნე​ლი, ვიდ​რე დღი​სით. ჩვენს ბა​რა​კებ​თან ახ​ლოს ერ​თი ბა​ღი
იყო, რო​მე​ლიც ლი​ან​და​გის და​რაჯს ეკუთ​ვნო​და. პა​ტა​რა, საყ​ვა​რე​ლი ბა​ღი იყო, რო​გო​რებ​საც
მუდ​მი​ვად ხე​დავს კა​ცი მა​ტა​რებ​ლის ფან​ჯრე​ბი​დან. ბაღ​ში ვარ​დე​ბი აყ​ვა​ვე​ბუ​ლი​ყო. სურ​ნე​ლი ქარს
ხში​რად ჩვენ​კენ მოჰ​ქონ​და. ახო​ვა​ნი ჰა​ინ​რი​ხი ფეხ​ზე წა​მოდ​გა, ჰაერი ჩაისუნ​თქა და ნერ​ვიულად
და​იწ​ყო ბოლ​თის ცე​მა, თა​ვი დახ​რი​ლი ჰქონ​და.

შემ​დეგ ლი​ან​და​გის და​რა​ჯის სახ​ლის​კენ გაიხე​და. ჯან​მრთე​ლო​ბა​შერ​ყეული და​რა​ჯი იქ თა​ვის


ცოლ​თან ერ​თად ცხოვ​რებ​და. რო​გორც წე​სი, ქა​ლი დი​ლაობით ფან​ჯრის წმენ​დი​სას მღე​რო​და ხოლ​მე.
ქმარ​ზე ბევ​რად უმ​ცრო​სი იყო, ჯან​მრთე​ლი და ლა​მა​ზი. ჰა​ინ​რიხ თიესი ას ოთ​ხმოც ფუტს იწო​ნი​და.
ერ​თი გრა​მი ცხი​მიც არ ჰქონ​და ზედ​მე​ტი.

უჟ​მუ​რი მე​კი არ მეშ​ვე​ბო​და. ფეხ​ში ისე ჩა​მარ​ტყა ნი​ჩა​ბი, რომ მთე​ლი ორი დღე მტკიოდა. საჭ​მლის
კონ​ტეინე​რი გა​და​მი​ყი​რა​ვა. რო​გორც კი სა​ბა​ბი ეძ​ლეოდა, მეჩ​ხუ​ბე​ბო​და. თა​ვი​დან ჰა​ინ​რიხ თი​ეს​მა
რამ​დენ​ჯერ​მე დაუცაც​ხა​ნა, მაგ​რამ ის მა​ინც არ მა​ნე​ბებ​და თავს. ვძულ​დი, მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ
ვცდი​ლობ​დი, თვალ​ში არ მოვ​ხვედ​რო​დი.

48
- აზ​რი არა აქვს, - მით​ხრა ბო​ლოს ჰა​ინ​რიხ​მა, - ბრძო​ლა​ში უნ​და დაამარ​ცხო. შე​მეძ​ლო, შენ
მა​გივ​რად გა​მე​კე​თე​ბი​ნა ეს, მაგ​რამ შე​დე​გი არ ექ​ნე​ბო​და. მა​შინ მთე​ლი ბრი​გა​და შენ წი​ნა​აღ​მდეგ
გა​ნეწ​ყო​ბო​და. წა​მო​დი.

ტყე​ში წა​ვე​დით. იქ მიჩ​ვე​ნა, რა უნ​და გა​მე​კე​თე​ბი​ნა.

- თა​ვი მა​გა​რი აქვს, ვი​ცი ეს. სა​მა​გიეროდ, მუ​ცე​ლი აქვს კა​რა​ქი​ვით. ისე უნ​და ჩას​ცხო მუ​ცელ​ში, რომ
ჰაერის​გან დაეცა​ლოს.

იმ პე​რი​ოდ​ში ბა​რა​კებ​ში ხში​რი იყო მუშტი-​კრივი მუ​შებს შო​რის ან სოფ​ლის გლე​ხის ბი​ჭებ​თან. ბევ​რი
მათ​გა​ნი ქა​ლებ​ზე იყო გა​გი​ჟე​ბუ​ლი. ყო​ველ კვი​რად​ღეს ჩხუ​ბი იყო. ჰა​ინ​რი​ხი მეკს ყუ​რად​ღე​ბით
აკ​ვირ​დე​ბო​და.

- ის და​იხ​რე​ბა და ქვე​მო​დან შე​მო​გი​ტევს, - მით​ხრა ჰა​ინ​რიხ​მა, - პან​ჩუ​რი უნ​და ამო​არ​ტყა და რომ


გაიმარ​თე​ბა, მა​შინ და​ეს​ხა თავს.

ყო​ველ სა​ღა​მოს ვვარ​ჯი​შობ​დით.

- მი​დი, და​მარ​ტყი, - მით​ხრა ჰა​ინ​რიხ​მა ერ​თხელ, - გა​ვუძ​ლებ.

მუც​ლის კუნ​თე​ბი მიჩ​ვე​ნა. რო​დე​საც და​ჭი​მა, რკი​ნა​სა​ვით გა​უხ​და.

კი​დევ ერ​თი კვი​რა მო​ვი​ცა​დე. და ერთ კვი​რად​ღეს მოხ​და ეს ამ​ბა​ვი. ბა​რა​კებ​ში და​ძა​ბუ​ლი სი​ტუაცია
სუ​ფევ​და. მე​კი გა​ცო​ფე​ბუ​ლი იყო. ერთ-​ერთმა გო​გო​ნამ, რო​მელ​საც დას​დევ​და, უარი უთ​ხრა.
ნა​შუ​ად​ღე​ვი​დან მო​ყო​ლე​ბუ​ლი, ჩხუ​ბის მი​ზეზს ეძებ​და. მე რომ გა​მოვ​ჩნდი, ჩემ​ზე გა​დაწ​ყვი​ტა ბრა​ზის
ამონ​თხე​ვა. ეგო​ნა, რომ, რო​გორც ყო​ველ​თვის, მშვი​დად ვიქ​ნე​ბო​დი, მაგ​რამ ამ​ჯე​რად არ შე​ვე​პუე.

- მო​კე​ტე, შე ბინ​ძუ​რო ძაღ​ლო! - ვუთ​ხა​რი მე.

ბა​რაკ​ში მა​შინ​ვე ყვე​ლა გაისუ​სა. მე​კი დაიხა​რა და მო​მი​ახ​ლოვ​და. ჭარ​ბშეჭ​მუხ​ნილს, პი​რი ოდ​ნავ
გახ​სნი​ლი ჰქონ​და. ეტ​ყო​ბო​და, გა​ხა​რე​ბუ​ლი იყო, რომ, ბო​ლოს და ბო​ლოს, მიეცა მი​ზე​ზი,
გამ​სწო​რე​ბო​და.

- რა? - მკით​ხა მან და პირ​ქუ​შად მო​მაშ​ტერ​და. - რა მით​ხა​რი, შე სუ​ლე​ლო?

მო​სა​ღა​მოებუ​ლი იყო და ნა​ხევ​რად ბნელ ბა​რაკ​ში სა​ხე​ებს მზე​რა შე​ვავ​ლე. ზო​გი​ერ​თე​ბი გულ​გრი​ლად
იყუ​რე​ბოდ​ნენ, ზო​გი​ერ​თე​ბი - გაოცე​ბუ​ლი, მაგ​რამ ყვე​ლას გა​მო​ხედ​ვა​ში იგ​რძნო​ბო​და ცი​ვი,
დაუოკე​ბე​ლი წყურ​ვი​ლი, რომ ვინ​მეს ცე​მი​სათ​ვის ეყუ​რე​ბი​ნა.

მაგ​რამ მე ჰა​ინ​რიხ თიესის სა​ხეც და​ვი​ნა​ხე.

- გით​ხა​რი, შე​ნი ბინ​ძუ​რი პი​რი დახურე-​მეთქი! - და​ვუღ​რიალე მეკს.

49
დაღ​რიალე​ბა ჰა​ინ​რი​ხის იდეა იყო. ამან გაამარ​თლა. ერ​თი წა​მით მე​კი გა​ოგ​ნდა, მე​რე კი თავს
და​მეს​ხა. მან მხრებ​ში და​მარ​ტყა, მე კი - კე​ფა​ში. შემ​დეგ დაიხა​რა, რომ მუხ​ლებ​ში მწვდო​მო​და,
ზუს​ტად ისე, რო​გორც ჰა​ინ​რიხ​მა მით​ხრა. ისე სწრა​ფად მოხ​და ყვე​ლა​ფე​რი, წი​ნას​წარ რომ არ
მცოდ​ნო​და, რეაგი​რე​ბას ვერ მო​ვას​წრებ​დი. უკან გა​დავ​ხტი და ფე​ხი და​ვარ​ტყი. ოდ​ნავ ბორ​ძი​კით
წა​მოიმარ​თა და ვიდ​რე მკლა​ვე​ბის და​ფა​რე​ბას მო​ას​წრებ​და, ეგ​რე​ვე მუ​ცელ​ში ვუ​თა​ვა​ზე. ძირს დაეცა,
მძი​მედ სუნ​თქავ​და და არ ინ​ძრეოდა.

- ეყო​ფა! - დაიძა​ხა ვი​ღა​ცამ კუთ​ხი​დან. - თა​ვი დაანე​ბე.

ჰა​ინ​რიხს გა​დავ​ხე​დე. თა​ვი და​მიქ​ნია. ჩემ ირ​გვლივ სა​ხეები და​ვი​ნა​ხე, ჩა​ლით გა​მო​ტე​ნი​ლი ტომ​რე​ბი,
კე​დელ​ზე წე​რაქ​ვე​ბი და ნიჩ​ბე​ბი ეკი​და. ფან​ჯრი​დან მო​სა​ღა​მოებულ​ზე მზით გა​ნა​თე​ბუ​ლი მდე​ლოები
მო​ჩან​და, თით​ქოს პირ​ვე​ლად ვუ​ყუ​რებ​დი ყვე​ლა​ფერს. უცებ ვიგ​რძე​ნი, რომ ვკან​კა​ლებ​დი. ახ​ლა მე​კი
ნამ​დვი​ლად გა​მი​ერ​თიანებ​და ძვალ-​რბილს.

ჰა​ინ​რი​ხის​კენ წა​ვე​დი. უცებ ვი​ღა​ცამ წა​მოიძა​ხა:

- ფრთხი​ლად!

გვერ​დზე გა​დავ​ხტი, მეორე წამ​სვე ჰა​ინ​რი​ხი წა​მოხ​ტა და ჩემ​კენ გა​მო​იქ​ცა. დარ​ტყმა, გუ​ლის
გამ​გმი​რა​ვი ყვი​რი​ლი და მე​კი და​ნით ხელ​ში და​ჩო​ქი​ლი აღ​მოჩ​ნდა.

- ეშ​მაკ​მა დას​წყევ​ლოს! - დაიძა​ხა კაც​მა, რო​მელ​მაც გა​მაფ​რთხი​ლა. - და​ნე​ბის ტრიალი?! ეს არ უნ​და


შერ​ჩეს.

ჰა​ინ​რი​ხი მის​კენ წა​ვი​და. ისე ურ​ტყამ​და, თით​ქოს დი​დი ურო უჭი​რავ​სო ხელ​ში. სა​ში​ნე​ლი სა​ნა​ხაობა
იყო. ბა​რა​კი გმი​ნავ​და. ჰა​ინ​რი​ხი კი ცე​მას გა​ნაგ​რძობ​და. რა​ღაც პე​რიოდი მე​კი ძირს იწ​ვა. აღარ
შე​მეძ​ლო ამის ყუ​რე​ბა.

- შე​ეშ​ვი, - ვთქვი მე.

ჰა​ინ​რიხ​მა ისე შე​მომ​ხე​და, თით​ქოს არ მიც​ნობ​და და თა​ვი გა​აქ​ნია.

- დაივიწ​ყე. ეს ისე​თი რა​მაა, რაც შენ არ გეს​მის.

სხვე​ბი არ გან​ძრეულან.

მოგ​ვიანე​ბით გა​ვი​გე, რომ ასე ჩემ გა​მო კი არა, და​ნის გა​მო მო​იქ​ცა. ჰა​ინ​რი​ხი ბა​რა​კებ​ში ყვე​ლა​ზე
ძლი​ერ კა​ცად ით​ვლე​ბო​და და ეს მას გარ​კვე​ულ უფ​ლე​ბებ​სა და ვალ​დე​ბუ​ლე​ბებს აკის​რებ​და. ამას
ყვე​ლა აღიარებ​და. ისე​ვე, რო​გორც არ შე​ეძ​ლო დამ​ხმა​რე​ბო​და ერ​თი ერ​თზე ბრძო​ლა​ში, არც
ზურ​გი​დან და​ნით თავ​დას​ხმა შე​ეძ​ლო, და​უს​ჯე​ლი დაეტო​ვე​ბი​ნა.

50
აგ​ვის​ტო დად​გა. მე და ჰა​ინ​რიხს და​ხუ​თულ ბა​რა​კებ​ში აღარ გვე​ძი​ნა. ჩვე​ნი ჩა​ლით სავ​სე ტომ​რე​ბი
გა​რეთ გა​ვი​ტა​ნეთ და ღია ცის ქვეშ ვი​წე​ქით. დაუვიწ​ყა​რი ღა​მეები იყო. ლი​ან​და​გე​ბი მთვა​რის შუქ​ზე
ლაპ​ლა​პებ​და. ზოგ​ჯერ მა​შუ​ქე​ბი​თა და მწვა​ნე ფარ​ნე​ბით გა​ნა​თე​ბუ​ლი მა​ტა​რე​ბე​ლი ჩა​იქ​რო​ლებ​და
ხოლ​მე. ვარ​სკვლა​ვე​ბი კიაფობ​დნენ, არას​დროს მი​ნა​ხავს ასე​თი უკი​დე​გა​ნო და დი​დე​ბუ​ლი ცა,
რო​გო​რიც ამ მდე​ლოს თავ​ზე. ირ​მის ნახ​ტო​მის იდუ​მა​ლი შუ​ქი ჩვენს თავ​ზე ჰო​რი​ზონტს მიღ​მა
გაუჩი​ნა​რე​ბუ​ლი უზარ​მა​ზა​რი გე​მის კვამ​ლი​ვით მი​იკ​ლაკ​ნე​ბო​და.

ზოგ​ჯერ, რო​ცა მეღ​ვი​ძე​ბო​და, ვარ​სკვლა​ვებს ად​გი​ლი ჰქონ​დათ შეც​ვლი​ლი, ცა გა​დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი​ვით


მეჩ​ვე​ნე​ბო​და - დი​დი დათ​ვის თა​ნა​ვარ​სკვლა​ვე​დი ყალ​ყზე იყო შემ​დგა​რი, ორიონი კი მეორე მხა​რეს
ეკი​და. ისე​თი შეგ​რძნე​ბა მქონ​და, თით​ქოს დე​და​მი​წა ეულად მიფ​რი​ნავ​და კოს​მოს​ში, უხ​მაუროდ
პა​ტა​რავ​დე​ბო​და, ბურ​თის ზო​მას იღებ​და, უსას​რუ​ლო მრუდ​ზე მო​სახ​ვევ​ში ჰო​რი​ზონ​ტის
მი​მარ​თუ​ლე​ბით მი​იჩ​ქა​რო​და და სი​ცა​რიელე​ში ვარ​დე​ბო​და. ეს ზმა​ნე​ბა იმ​დე​ნად მკვეთ​რი იყო, რომ
ხში​რად მინ​დო​და, რა​ღა​ცას ჩავ​ჭი​დე​ბო​დი, რომ უფ​სკრულ​ში არ გა​დავ​ჩე​ხი​ლი​ყა​ვი. სიზ​მრი​დან რომ
ვფხიზ​ლდე​ბო​დი, ვხე​დავ​დი, ჰა​ინ​რი​ხი ჩემ გვერ​დით აღარ იყო. ხში​რად დიდ​ხანს ვი​ჯე​ქი და მუქ ტყე​ებს
გავ​ცქე​რო​დი, რომ​ლე​ბიც ისე ლივ​ლი​ვებ​დნენ დაბ​ლო​ბის თავ​ზე, რო​გორც ძრო​ხე​ბი და​ნის​ლულ
მდე​ლო​ზე. დი​ლის​კენ, რო​დე​საც მი​წა უცებ ნა​მის დი​დი რაოდე​ნო​ბით დაიფა​რე​ბო​და ხოლ​მე,
მეღ​ვი​ძე​ბო​და და ზოგ​ჯერ ვხე​დავ​დი, რო​გორ ბრუნ​დე​ბო​და ჰა​ინ​რი​ხი, ვი​ცო​დი, საიდან მო​დიოდა -
ლი​ან​და​გის და​რა​ჯის ცო​ლის​გან. რო​დე​საც წვე​ბო​და, მე თავს ვიმ​ძი​ნა​რებ​დი ხოლ​მე.

ერთ სა​ღა​მო​საც ლი​ან​და​გის და​რა​ჯი მო​ვი​და ჩვენ​თან. მე და ჰა​ინ​რი​ხი ცეც​ხლთან ვის​ხე​დით. ჰა​ინ​რიხს
კალ​მა​ხი დაეჭი​რა და ხარ​შავ​და. და​რა​ჯი გვერ​დზე მოგ​ვიჯ​და, სა​ხე ფერ​მკრთა​ლი და გა​ოფ​ლი​ლი
ჰქონ​და. ჰა​ინ​რი​ხი ისე იქ​ცეოდა, თით​ქოს ვერ შე​ამ​ჩნია ის. და​რა​ჯი ამინ​დსა და სიც​ხე​ზე
ლა​პა​რა​კობ​და. გა​რეგ​ნუ​ლად აღელ​ვე​ბა არ ეტ​ყო​ბო​და, მაგ​რამ რა​ტომ​ღაც უმი​ზე​ზოდ იქე​ქე​ბო​და
ცეც​ხლში.

- ახ​ლა​ვე დავ​ბრუნ​დე​ბი, - ვთქვი მე.

მოგ​ვიანე​ბით გა​ვი​გე, რა მოხ​და. და​რაჯ​მა ჰა​ინ​რიხს მო​უყ​ვა, რომ ომ​ში ფილ​ტვში და​იჭ​რა.

- სად? - ჰკით​ხა ჰა​ინ​რიხ​მა.

- არას​ში.

- მეც ვი​ყა​ვი იქ, - უთ​ხრა ჰა​ინ​რიხ​მა.

და​რა​ჯი ტუ​ბერ​კუ​ლო​ზიყ იყო ავად. ექი​მის დას​კვნაც აჩ​ვე​ნა, რო​მე​ლიც თან წა​მოეღო. ჰა​ინ​რიხს
ცნო​ბი​სათ​ვის არ შეუხე​დავს. სრუ​ლე​ბით არ ცდი​ლობ​და, ჩვენ​ში სიბ​რა​ლუ​ლი გა​მო​ეწ​ვია, მშვი​დად
თქვა, რომ დი​დი ხნის სი​ცოც​ხლე არ დარ​ჩე​ნო​და. ისიც თქვა, რომ ცო​ლის გარ​და არა​ვინ ჰყავ​და
ქვე​ყა​ნა​ზე. კარ​გად იცო​და, რომ მე​ტის​მე​ტად ავად იყო მის​თვის. მაგ​რამ ახ​ლა სულ ცო​ტა ხა​ნი ჰქონ​და
დარ​ჩე​ნი​ლი. თა​ნაც, სხვა არა​ვინ გა​აჩ​ნდა... აინ​ტე​რე​სებ​და, ეს​მო​და თუ არა ჰა​ინ​რიხს მი​სი.

- ჰო, - თქვა თი​ეს​მა. ამის შემ​დეგ და​რაჯს ბევ​რი აღა​რა​ფე​რი უთ​ქვამს. ის ჰა​ინ​რი​ხის პა​სუხს
ელო​დე​ბო​და.

51
ერ​თხანს ყვე​ლა დუმ​და. ჰა​ინ​რი​ხი ცეცხლს ჩაჰ​ყუ​რებ​და. შემ​დეგ კი​დევ ერ​თხელ იკით​ხა:
- მე​გო​ბა​რო, სად დაიჭე​რი? არას​თან? - და​რაჯ​მა თა​ვი და​უქ​ნია. ჰა​ინ​რი​ხი ისევ ცეცხლს ჩა​აშ​ტერ​და,
თით​ქოს სა​კუ​თა​რი შე​კით​ხვაც არ გაუგო​ნია.

ცეც​ხლში ტოტ​მა და​იტ​კა​ცუ​ნა. ჰა​ინ​რიხ​მა ამოიხე​და.

- კარ​გი მა​შინ... - თქვა მან, თით​ქოს ყვე​ლა​ფე​რი დაავიწ​ყდაო. - მხო​ლოდ მე თვი​თონ ვეტ​ყვი მას.

- კარ​გი, - თქვა და​რაჯ​მა და წა​მოდ​გა.


მომ​დევ​ნო ღა​მეს ჰა​ინ​რი​ხი უფ​რო ად​რე დაბ​რუნ​და, ვიდ​რე მო​ვე​ლო​დი. ზუს​ტად იმ მო​მენ​ტში
ვარშავა-​პარიზის ჩქარ​მა მა​ტა​რე​ბელ​მა ჩა​იგ​რიალა. ორ​თქლმა​ვა​ლი შად​რე​ვა​ნი​ვით აფ​რქვევ​და
ნა​პერ​წკლებს. ჰა​ინ​რი​ხი ბა​ლახ​ზე და​ეგ​დო.

- ხვალ მოვ​ტყდე​ბი, პა​ულ, - თქვა მან.

ვდუმ​დი. ვი​ცო​დი, ასე დამ​თავ​რდე​ბო​და, მაგ​რამ მა​ინც ისე ძლიერად მომ​ხვდა გულ​ზე, რომ ხმა ვერ
ამო​ვი​ღე.

- მა​ინც უკ​ვე დროა, - თქვა ჰა​ინ​რიხ​მა ცო​ტა ხნის შემ​დეგ. - მე​ტის​მე​ტად დიდ​ხანს დავ​რჩი ერთ
ად​გი​ლას.

- ქალს უთ​ხა​რი? - ვკით​ხე მე.

- ჰო.

და​ნის​ლულ მდე​ლო​ებს გა​დავ​ხე​დე.

- იმ სა​ცო​დავს მა​ინც დი​დად არ უშ​ვე​ლის შე​ნი წას​ვლა. ცო​ლი იჯ​დე​ბა და იტი​რებს.

- არ იტი​რებს, - თქვა ჰა​ინ​რიხ​მა.

შევ​ხე​დე. მკვეთ​რად შე​მოტ​რი​ალ​და ჩემ​კენ.

- უკ​ვე ყელ​ში ამო​ვუ​ვე​დი, - თქვა მან. - მო​ვუ​ყე​ვი, რომ და​ქორ​წი​ნე​ბუ​ლი ვარ და სახ​ლში მინ​და
წას​ვლა, ჩემს ცოლ​თან.

თა​ვი და​ვუქ​ნიე.

- ამის მე​რე დიდ​ხანს აღარ უტი​რია, - თქვა მან. - გა​ცო​ფე​ბუ​ლი იყო, ბრა​ზი, გეს​მის? ბრა​ზი! ეს
და​ეხ​მა​რე​ბა. ეშ​მაკ​მა და​ლახ​ვროს, ისე​თი ხა​სიათის ქა​ლი​ა...

გავ​ჩუმ​დით.

52
- მარ​თლა და​ქორ​წი​ნე​ბუ​ლი ხარ? - ვკით​ხე ცო​ტა ხნის შემ​დეგ.

- ახ, რა აზ​რი მო​გი​ვი​და თავ​ში?!.. - თქვა ჰა​ინ​რიხ​მა და ერ​თი ბღუ​ჯა ბა​ლა​ხი მოგ​ლი​ჯა.

მეორე დი​ლას წა​ვი​და.

- ცო​ტას გა​გა​ცი​ლებ, - ვუთ​ხა​რი მე.

თა​ვი გა​აქ​ნია.

- არ გინ​და. ასე ჯო​ბია.

გა​რეთ მოწ​მენ​დი​ლი ამინ​დი იდ​გა. კარ​გა მან​ძილ​ზე ჩან​და ყვე​ლა​ფე​რი.

- მეკ​თან ფრთხი​ლად იყა​ვი, - თქვა ჰა​ინ​რიხ​მა, - ჯო​ბია, ჩემს ად​გი​ლას დაწ​ვე, კუთ​ხე​ში. თუმ​ცა არა
მგო​ნია, რა​მე პრობ​ლე​მა შე​გიქ​მნას.

- მეც არა მგო​ნია, - ვუ​პა​სუ​ხე მე.

- მა​შინ, წარ​მა​ტე​ბე​ბი, პა​ულ.

- წარ​მა​ტე​ბე​ბი, ჰა​ინ​რიხ.

ბა​რა​კე​ბის წინ ვი​დე​ქი, სა​ნამ ტყე​ში შე​ვი​დო​და. უკან არ მოუხე​დავს.

სა​მი კვი​რის შემ​დეგ მეც წა​ვე​დი.

53

You might also like