Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 82

მე და შენ

ეძ​ღვნე​ბა ჩემს მშობ​ლებს

"„სულის წყვდიადში მუდამ ღამის სამი საათია“."

„სულის წყვდიადში მუდამ ღამის სამი საათია“.

ფრენ​სის სკოტ ფიც​ჯე​რალ​დი

„But can you save me?

Come on and save me

If you could save me

From the ranks of the freakს

Who suspect they could never love anyone“.

AIMEE MANN, Save Me

ბე​იტ​სი​სეული მი​მიკ​რი​ის დროს უწ​ყი​ნა​რი სა​ხეობა ბა​ძავს იმა​ვე ტე​რი​ტო​რიაზე მცხოვ​რე​ბი სა​ში​ში ან შხა​‐
მიანი სა​ხეობის გა​მაფ​რთხი​ლე​ბელ შე​ფე​რი​ლო​ბას და ქცე​ვას. მტა​ცებ​ლის მი​ბაძ​ვა და მას​თან გაიგი​ვე​ბა
ზრდის მიმ​ბაძ​ვე​ლი ცხო​ვე​ლის გა​დარ​ჩე​ნის შე​საძ​ლებ​ლო​ბას.

"},{"head":"ჩივიდალე-დელ-ფრიული","content":"

ჩივიდალე-დელ-ფრიული
2010 წლის​ 12 ი​ან​ვა​რი

– ყა​ვა?

ოფი​ცი​ან​ტი სათ​ვა​ლის ზე​მო​დან მი​ყუ​რებს. ხელ​ში მო​ვერ​ცხლი​ლი თერ​მო​სი უჭი​რავს.

ჭი​ქას ვუწ​ვდი:

– გმად​ლობთ.

პირ​თამ​დე მივ​სებს:

– გა​მო​ფე​ნა​ზე ჩა​მოხ​ვე​დით?

უარის ნიშ​ნად თავს ვაქ​ნევ:

– რა გა​მო​ფე​ნა​ზე?

– ცხე​ნე​ბის.

მიც​ქერს. ელო​დე​ბა, რომ ვეტ​ყვი, ჩივიდალე-​დელ-ფრიულიში რამ ჩა​მო​მიყ​ვა​ნა. ბო​ლოს ჯი​ბი​დან უბის წიგ​‐
ნაკს აძ​რობს:

– თქვე​ნი ოთა​ხი რო​მე​ლია?

გა​სა​ღებს ვუჩ​ვე​ნებ:

– ას მეც​ხრა​მე​ტე.

ნო​მერს იწერს:

– ყა​ვა კი​დევ თუ მო​გინ​დე​ბათ, შე​გიძ​ლი​ათ ბარ​ში და​ის​ხათ.

– გმად​ლობთ.

– არაფ​რის.
რო​გორც კი მშორ​დე​ბა, სა​ფუ​ლი​დან ოთ​ხად გა​კე​ცილ ფურ​ცელს ვი​ღებ და მა​გი​და​ზე ვშლი.

ეს ჩემ​მა დამ, ოლი​ვი​ამ ათი წლის წინ, 2000 წლის 24 თე​ბერ​ვალს და​წე​რა.

მე თოთ​ხმე​ტის ვი​ყა​ვი მა​შინ, ის – ოც​და​სა​მის.

"},{"head":"რომი ათი წლის წინ - 1.","content":"

რომი ათი წლის წინ - 1.

2000 წლის 18 თე​ბერ​ვალს ად​რიანად დავ​წე​ქი და მა​შინ​ვე ჩა​მე​ძი​ნა, მაგ​რამ შუაღა​მი​სას გა​მეღ​ვი​ძა და ვე​ღა​‐
რაფ​რით და​ვი​ძი​ნე.

შვი​დის ათი წუ​თი გახ​და. ბუმ​ბუ​ლის სა​ბა​ნი ნი​კა​პამ​დე მე​ფა​რა და პი​რით ვსუნ​თქავ​დი.

სახ​ლში სი​ჩუ​მე იდ​გა. მხო​ლოდ ის ის​მო​და, წვი​მის წვე​თე​ბი ფან​ჯრის მი​ნას რო​გორ ეხეთ​ქე​ბო​და, ზე​და სარ​‐
თულ​ზე სა​ძი​ნე​ბელ​სა და სააბა​ზა​ნოს შო​რის დე​და​ჩე​მი რო​გორ მი​მო​დიოდა და ჰაერი სა​სუ​ლე​ში რო​გორ
მოძ​რა​ობ​და.

მა​ლე დე​და​ჩე​მი მო​მა​კით​ხავს, რომ გა​მაღ​ვი​ძოს და სხვებ​თან შე​სახ​ვედ​რად წა​მიყ​ვა​ნოს.

ტუმ​ბა​ზე მდგა​რი ჭრი​ჭი​ნის ფორ​მის სა​ნა​თი ავან​თე. მწვა​ნე შუქ​მა ოთა​ხის ის ნა​წი​ლი გაანა​თა, რო​მელ​შიც
ტან​საც​მლით გა​ტე​ნი​ლი ზურ​გჩან​თა, ქურ​თუ​კი, ფეხ​საც​მლიანი ჩან​თა და თხი​ლა​მუ​რე​ბი ეწ​ყო.

ცა​მე​ტი​დან თოთ​ხმეტ წლამ​დე ტა​ნი უცებ ისე ავი​ყა​რე, თით​ქოს სა​სუ​ქი და​მა​ყა​რე​სო, და თა​ნა​ტო​ლებ​ზე მა​ღა​‐
ლი აღ​მოვ​ჩნდი. დე​და​ჩე​მი ამ​ბობ​და, რომ ისე უც​ბად გა​ვი​ზარ​დე, გე​გო​ნე​ბო​და სა​ფორ​ნე ცხე​ნებ​მა გამ​წე​ლეს.
სარ​კეს​თან დიდ დროს ვა​ტა​რებ​დი, და​ჭორ​ფლილ ფერ​მკრთალ კანს და ფეხ​ზე ამო​სულ ბა​ლანს ვათ​ვა​‐
ლიერებ​დი. თავ​ზე წაბ​ლის​ფე​რი თმის მთე​ლი ბუჩ​ქი მეზ​რდე​ბო​და, იქი​დან ყუ​რე​ბი გა​მოშ​ვე​რი​ლი​ყო. სქე​სობ​‐
რი​ვი მომ​წი​ფე​ბის პე​რი​ოდ​ში სა​ხის მო​ხა​ზუ​ლო​ბა შე​მეც​ვა​ლა. მწვა​ნე ფე​რის თვა​ლებს ერ​თმა​ნე​თის​გან კარ​გა
მოზ​რდი​ლი ცხვი​რი ყოფ​და.

ავ​დე​ქი და ხე​ლი კარ​თან ახ​ლოს მი​ყუ​დე​ბუ​ლი ზურ​გჩან​თის ჯი​ბე​ში ჩავ​ყა​ვი.

– და​ნაც დევს და ფა​რა​ნიც. ყვე​ლა​ფე​რია, – ვთქვი ხმა​დაბ​ლა.

დე​რე​ფან​ში დე​და​ჩე​მის ნა​ბი​ჯე​ბის ხმა გა​ის​მა. ალ​ბათ მა​ღალ​ქუს​ლიანი ლურ​ჯი ფეხ​საც​მე​ლი აც​ვია.

თა​ვი სა​წოლ​ში ვდურ​თე, შუ​ქი გა​მოვ​რთე და თა​ვი მო​ვიმ​ძი​ნა​რე.


– ლო​რენ​ცო, გა​იღ​ვი​ძე. გვიანია.

ბა​ლი​ში​დან თა​ვი წა​მოვ​წიე და თვა​ლე​ბი მო​ვიფ​შვნი​ტე.

დე​და​ჩემ​მა ჟა​ლუ​ზი ას​წია.

– რა სა​ზიზ​ღა​რი დღეა. იმე​დია, კორ​ტი​ნა​ში უკე​თე​სი ამინ​დი იქ​ნე​ბა.

დი​ლის პირ​ქუშ ბინ​დბუნ​დში დე​და​ჩე​მის სი​ლუეტი გა​მო​იკ​ვე​თა. ქვე​და​ბო​ლო​სა და რუხ ჟა​კეტ​ში გა​მოწ​ყო​ბი​‐
ლი​ყო, რო​მელ​საც მა​შინ იც​ვამ​და, რო​დე​საც მნიშ​ვნე​ლო​ვან საქ​მე​ებ​ზე მი​დიოდა. მა​ღალ​ყე​ლიანი სვიტ​რი და
მა​ღალ​ქუს​ლიანი ლურ​ჯი ფეხ​საც​მე​ლი ეც​ვა, ყელ​ზე მარ​გა​ლი​ტის მძი​ვი აეს​ხა.

– დი​ლა მშვი​დო​ბი​სა, – ისე და​ვამ​თქნა​რე, თით​ქოს ეს-​ესაა გა​მეღ​ვი​ძა.

დე​და​ჩე​მი სა​წო​ლის კი​დე​ზე ჩა​მოჯ​და:

– კარ​გად გე​ძი​ნა, საყ​ვა​რე​ლო?

– კი.

– წა​ვალ, სა​უზ​მეს მო​გიმ​ზა​დებ... შენ კი ამა​სო​ბა​ში, დაიბა​ნე.

– ნი​ჰა​ლი სა​დაა?

თი​თე​ბით თმა გა​და​მი​ვარ​ცხნა:

– ამ დროს სძი​ნავს. გაუთოებუ​ლი მაისუ​რე​ბი მოგ​ცა?

თან​ხმო​ბის ნიშ​ნად თა​ვი და​ვუქ​ნიე.

– ადე​ქი.

ად​გო​მა მინ​დო​და, მაგ​რამ თით​ქოს გულ​მკერ​დზე რა​ღაც სიმ​ძი​მე მაწ​ვა და მახ​რჩობ​და.

– რა იყო?

ხე​ლი ჩავ​ჭი​დე:
– გიყ​ვარ​ვარ?

გა​მი​ღი​მა:

– რა თქმა უნ​და, მიყ​ვარ​ხარ.

ფეხ​ზე ად​გა, კარ​თან ჩა​მო​კი​დე​ბულ სარ​კე​ში ჩაიხე​და და ქვე​და​ბო​ლო გა​ის​წო​რა.

– მი​დი, ადე​ქი. გინ​და, სა​წო​ლი​დან ად​გო​მა​ზე დღე​საც მახ​ვეწ​ნი​ნო?

– მა​კო​ცე.

დაიხა​რა:

– სათ​ხი​ლა​მუ​როდ მი​დი​ხარ, არ​და​დე​გებ​ზე, ჯარ​ში კი არა!

მო​ვეხ​ვიე და თა​ვი დე​დას სა​ხე​ზე ჩა​მოყ​რილ ქე​რა თმა​ში ჩავ​მა​ლე, ცხვი​რით კი ყელ​ზე მი​ვებ​ჯი​ნე.

სა​სიამოვ​ნო სურ​ნე​ლი ას​დიოდა. თვალ​წინ მა​რო​კო წარ​მო​მიდ​გა, ვიწ​რო შუკა-​შესახვევები, დახ​ლე​ბი და ზედ
დახ​ვა​ვე​ბუ​ლი ფერად-​ფერადი სა​ნე​ლებ​ლე​ბი. თუმ​ცა, მა​რო​კო​ში არას​დროს ვყო​ფილ​ვარ.

– რის სუ​ნია?

– სან​და​ლო​ზის საპ​ნის, რო​გორც ყო​ველ​თვის.

– ამ სა​პონს მომ​ცემ?

ცა​ლი წარ​ბი ას​წი​ა:

– რის​თვის?

– და​ვი​ბან ხოლ​მე და შე​ნი სუ​ნი ამი​ვა.

სა​ბა​ნი გა​და​მაძ​რო:

– ეს რას ნიშ​ნავს? რას ჰქვია, დაიბან? ნუ სუ​ლე​ლობ, იქ ჩემ​ზე ფიქ​რის​თვის არ გეც​ლე​ბა.


BMW-ს ფან​ჯრი​დან სვე​ლი სა​არ​ჩევ​ნო პლა​კა​ტე​ბით და​ფა​რულ ზოოპარ​კის ღო​ბეს გავ​ყუ​რებ​დი. მტა​ცე​ბე​ლი
ფრინ​ვე​ლე​ბის ვო​ლი​ერ​ში, გამ​ხმარ ტოტ​ზე სვა​ვი იჯ​და. ძა​ძებ​ში ჩაც​მულ დე​და​ბერს ჰგავ​და, რო​მელ​საც წვი​‐
მა​ში ჩას​ძი​ნე​ბია.

მან​ქა​ნა​ში ჩარ​თუ​ლი გათ​ბო​ბა სულს მი​ხუ​თავ​და, ორ​ცხო​ბი​ლა ყელ​ში მეჩ​ხი​რე​ბო​და.

წვი​მამ იკ​ლო. თა​ნა​მედ​რო​ვე ხე​ლოვ​ნე​ბის მუ​ზეუმის სვე​ლი ფოთ​ლე​ბით მო​ფე​ნილ კი​ბე​ზე ვი​ღაც წყვი​ლი
ვარ​ჯი​შობ​და, კა​ცი მსუ​ქა​ნი იყო, ქა​ლი – გამ​ხდა​რი.

დე​და​ჩემს გავ​ხე​დე.

– რა? – ისე მკით​ხა, გზის​თვის თვა​ლი არ მოუშო​რე​ბია.

მკერ​დი გა​მოვ​ბე​რე და ვცა​დე, მა​მა​ჩე​მის ბო​ხი ხმის​თვის მი​მემ​სგავ​სე​ბი​ნა:

– არიანა, კარ​გი იქ​ნე​ბა, მან​ქა​ნა გა​გე​რეც​ხა. ბორ​ბლებ​ზე შემ​დგარ სა​ღო​რეს ჰგავს.

არ გაუღი​მი​ა:

– მა​მა​შენს და​ემ​შვი​დო​ბე?

– კი.

– რაო, რა გით​ხრა?

– მით​ხრა, რომ სი​სუ​ლე​ლეები არ ვა​კე​თო და გა​და​რეული​ვით არ ვის​რიალო, – შევ​ყოვ​ნდი და მე​რე და​ვა​მა​‐


ტე: – ჰო, და კი​დევ მით​ხრა, ყო​ველ ხუთ წუთ​ში ერ​თხელ არ გი​რე​კო ხოლ​მე.

– ასე თქვა?

– ჰო.

სიჩ​ქა​რე შეც​ვა​ლა და ვია ფლა​მი​ნიაზე შე​უხ​ვია. ქა​ლა​ქი ნელ-​ნელა მან​ქა​ნე​ბით ივ​სე​ბო​და.

– და​მი​რე​კე, რო​ცა მო​გინ​დე​ბა. ხომ არა​ფე​რი დაგ​რჩა? მუ​სი​კა ჩაიწე​რე? მო​ბი​ლუ​რი წა​მოიღე?

– კი.

მო​ქუფ​რუ​ლი ცა სა​ხუ​რა​ვებ​სა და ან​ტე​ნებ​ზე ჩა​მო​წო​ლი​ლი​ყო.


– წამ​ლე​ბი? თერ​მო​მეტ​რი ჩაიდე?

– კი.

მო​პედ​ზე მჯდარ ბიჭს ჩაფ​ხუტ​ქვეშ მო​ბი​ლუ​რი შეეცუ​რე​ბი​ნა, ტე​ლე​ფონ​ზე ლა​პა​რა​კობ​და და თან იცი​ნო​და.

– ფუ​ლი?

– კი.

ტიბ​რზე ხი​დი გა​დავ​კვე​თეთ.

– და​ნარ​ჩე​ნი გუ​შინ ერ​თად შე​ვა​მოწ​მეთ. ყვე​ლა​ფე​რი თან გაქვს.

– ჰო, ყვე​ლა​ფე​რი მაქვს.

შუქ​ნი​შან​თან გავ​ჩერ​დით. ჩინ​კვე​ჩენ​ტო​ში მჯდა​რი ქა​ლი წინ იყუ​რე​ბო​და. მო​ხუ​ცე​ბუ​ლი კა​ცი ორ ლაბ​რა​‐
დორს ტრო​ტუ​არ​ზე უკან ლას​ლა​სით მოჰ​ყვე​ბო​და. ტო​ტებ​შე​მო​ძარ​ცულ და ცე​ლოფ​ნის პარ​კე​ბაკ​რულ ხე​ზე,
რო​მე​ლიც ტა​ლა​ხის​ფე​რი წყლი​დან ამოწ​ვე​რი​ლი​ყო, თო​ლია იჯ​და.

იმ​წუ​თას ღმერ​თი რომ გა​მომ​ცხა​დე​ბო​და და ეკით​ხა, მინ​დო​და თუ არა, ეს თო​ლია მე ვყო​ფი​ლი​ყა​ვი, დავ​თან​‐
ხმდე​ბო​დი.

ღვე​დი შე​ვიხ​სე​ნი:

– აქ დამ​ტო​ვე.

ისე შე​მომ​ხე​და, თით​ქოს ვერ გაიგო:

– რო​გორ თუ აქ?

– ჰო, აქ.

შუქ​ნი​შა​ნი მწვა​ნედ აინ​თო.

– ძა​ლი​ან გთხოვ, გააჩე​რე.

არ გააჩე​რა. ჩემ​და სა​ბედ​ნიეროდ, წინ სა​ნაგ​ვე მან​ქა​ნა მი​ზო​ზი​ნებ​და და გვა​ყოვ​ნებ​და.


– დე​და! გააჩე​რე!

– ღვე​დი შეიკა​რი.

– ძა​ლი​ან გთხოვ, გააჩე​რე.

– კი მაგ​რამ, რა​ტომ?

– მინ​და, იქ მარ​ტო მი​ვი​დე.

– არ მეს​მის...

ხმას ავუ​წი​ე:

– ძა​ლი​ან გთხოვ, გააჩე​რე.

დე​და​ჩემ​მა მან​ქა​ნა გააჩე​რა, ძრა​ვა გა​მორ​თო და თმა​ზე ხე​ლი გა​და​ის​ვა:

– რა ხდე​ბა? ლო​რენ​ცო, ძა​ლი​ან გთხოვ, ახ​ლა ნუ და​ვიწ​ყებთ, რა... ხომ იცი, რომ ამ დროს ვერ ვაზ​როვ​ნებ
ხოლ​მე.

– არა​ფე​რი, უბ​რა​ლოდ, სხვე​ბი მარ​ტო მოვ​ლენ, – მუშ​ტე​ბი შევ​კა​რი, – შენ​თან ერ​თად ვერ და​ვე​ნახ​ვე​ბი. გავ​‐
ბან​ძდე​ბი.

– გა​მა​გე​ბი​ნე... – თვა​ლე​ბი მო​იფ​შვნი​ტა, – აქ დაგ​ტო​ვო?

– ჰო.

– ალე​სი​ას მშობ​ლებს მად​ლო​ბაც არ გა​და​ვუ​ხა​დო?

მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე:

– სა​ჭი​რო არ არის. მად​ლო​ბას მე ვეტ​ყვი.

– გა​მო​რიც​ხუ​ლია! – და გა​სა​ღე​ბი გა​და​ატ​რიალა.

მის​კენ გა​ვი​წი​ე:
– არა... არა... ძა​ლი​ან გთხოვ.

ხე​ლით მო​მი​შო​რა:

– რას მთხოვ?

– მარ​ტო გა​მიშ​ვი, რა. იქ დე​დას​თან ერ​თად ვერ მი​ვალ, დამ​ცი​ნე​ბენ.

– რა სი​სუ​ლე​ლე​ა... მინ​და ვი​ცო​დე, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა თუ არა, რა​მე ხომ არ არის სა​ჭი​რო. მე მგო​ნი, ეს
სულ მცი​რეა, რის გა​კე​თე​ბაც შე​მიძ​ლია. შენ​სა​ვით ხეპ​რე ხომ არ ვარ?!

– მე ხეპ​რე არ ვარ. ისე​თი ვარ, რო​გო​რიც სხვე​ბი.

ციმ​ცი​მა ჩარ​თო:

– არა, ეს გა​მო​რიც​ხუ​ლია.

ვერ გავ​თვა​ლე, დე​და​ჩე​მის​თვის ჩე​მი გა​ცი​ლე​ბა რამ​დე​ნად მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი იყო. ვიგ​რძე​ნი, რომ ბრა​ზი მიპ​‐
ყრობ​და. ფე​ხებ​ზე მუშ​ტე​ბი და​ვირ​ტყი.

– რას აკე​თებ?

– არა​ფერს, – კა​რის სა​ხე​ლურს ისე ჩა​ვე​ჭი​დე, რომ თი​თე​ბი გა​მი​თეთ​რდა. ასე მგო​ნია, იმ წუ​თას შე​მეძ​ლო,
მან​ქა​ნის სარ​კე მო​მეგ​ლი​ჯა და ფან​ჯრის მი​ნა ნამ​სხვრე​ვე​ბად მექ​ცია.

– ბავ​შვი​ვით რა​ტომ იქ​ცე​ვი?

– ეს შენ მექ​ცე​ვი ისე, რო​გორც... სირს!

მწყრა​ლი მზე​რა მეს​რო​ლა:

– ნუ ილან​ძღე​ბი. ხომ იცი, რომ ამას ვერ ვი​ტან. ჭირ​ვეულო​ბა სა​ჭი​რო არ არის.

ხელ​საწ​ყოების პა​ნელს მუშ​ტი და​ვარ​ტყი:

– დე​და, ჯან​და​ბა! მინ​და, იქ მარ​ტო მი​ვი​დე! – ბრა​ზი მახ​რჩობ​და: – კარ​გი, არ​სა​დაც არ წა​ვალ. ჰო​და, შენც კმა​‐
ყო​ფი​ლი იქ​ნე​ბი.
– ლო​რენ​ცო, ახ​ლა კი მარ​თლა გავ​ბრაზ​დე​ბი.

ბო​ლო კო​ზი​რი მო​ვიშ​ვე​ლი​ე:

– ყვე​ლამ თქვა, რომ იქ მარ​ტო მო​ვა. მე კი, რო​გორც ყო​ველ​თვის, დე​დი​კოს​თან ერ​თად გა​მოვ​ცხად​დე​ბი. აი,
პრობ​ლე​მე​ბიც ამი​ტომ მაქვს...

– ახ​ლა იმას ნუ იტ​ყვი, რომ პრობ​ლე​მებს მე გიქ​მნი.

– მა​მამ მით​ხრა, რომ და​მოუკი​დე​ბე​ლი უნ​და ვი​ყო, სა​კუ​თა​რი ცხოვ​რე​ბით ვიც​ხოვ​რო და შენ შე​გეშ​ვა.

დე​და​ჩემ​მა თვა​ლე​ბი მო​ჭუ​ტა და თხე​ლი ტუ​ჩე​ბი ისე მო​კუ​მა, თით​ქოს სა​კუ​თარ თავს ხმის ამო​ღე​ბას უკ​რძა​‐
ლავ​და. მიტ​რი​ალ​და და მი​მა​ვალ მან​ქა​ნებს მი​აშ​ტერ​და.

– პირ​ვე​ლი შემ​თხვე​ვაა, რომ დამ​პა​ტი​ჟეს... რას იფიქ​რე​ბენ? – ჩემ​სას ვაგ​რძე​ლებ​დი.

დე​დამ გარ​შე​მო ისე მი​მოიხე​და, თით​ქოს ვი​ღა​ცას ეძებ​და, ვინც ურ​ჩევ​და, რა ექ​ნა.

ხე​ლი მო​ვუ​ჭი​რე:

– დე​და, დამ​შვიდ​დი...

თა​ვი გა​აქ​ნი​ა:

– არა, ვერ დავ​მშვიდ​დე​ბი.

მხარ​ზე გა​და​კი​დე​ბუ​ლი ზურ​გჩან​თით, ხელ​ში თხი​ლა​მუ​რე​ბი​თა და ფეხ​საც​მლით ვი​დე​ქი და ვუ​ყუ​რებ​დი, დე​‐


და​ჩემ​მა მან​ქა​ნა რო​გორ მი​ატ​რიალა. და​ვემ​შვი​დო​ბე და და​ვი​ცა​დე, სა​ნამ BMW ხიდ​ზე არ გაუჩი​ნარ​და.

ვიალე მა​ძი​ნის​კენ გა​ვე​მარ​თე. რადიო-​ტელევიზიის შე​ნო​ბას ჩა​ვუარე. ვია კოლ დი ლა​ნა​დან ასიოდე მეტ​რში
ვი​ყა​ვი, რო​ცა ნა​ბი​ჯი შე​ვა​ნე​ლე. გულს ბა​გა​ბუ​გი გაჰ​ქონ​და, პირ​ში ისეთ მწა​რე გე​მოს ვგრძნობ​დი, გე​გო​ნე​ბა,
ენა სპი​ლენ​ძის მავ​თუ​ლის​თვის ამეს​ვას. ბარ​გი მამ​ძი​მებ​და, ბუმ​ბუ​ლის ქურ​თუკ​ში გა​ვიხ​ვით​ქე და თა​ვი
საუნა​ში მე​გო​ნა.

გზაჯ​ვა​რე​დინ​თან მი​ვე​დი, ქუ​ჩის კუთ​ხი​დან თა​ვი გავ​ყა​ვი და გა​ვი​ხე​დე.

იქ, ქუ​ჩის ბო​ლოს, რო​მე​ლი​ღაც თა​ნა​მედ​რო​ვე ეკ​ლე​სი​ის წინ, „მერ​სე​დე​სის“ დი​დი ჯი​პი იდ​გა. და​ვი​ნა​ხე, ალე​‐
სია რონ​კა​ტი, დე​და​მი​სი, შუ​მე​რი და ოს​კარ ტო​მა​ზი სა​ბარ​გულ​ში ბარგს რო​გორ ალა​გებ​დნენ.

ვოლ​ვო, რომ​ლის სა​ხუ​რავ​ზეც წყვი​ლი თხი​ლა​მუ​რი დაემაგ​რე​ბი​ნათ, ჯიპს გვერ​დით ამო​უდ​გა. ვოლ​ვო​დან
რი​კარ​დო დო​ბო​ში გად​მოხ​ტა და სხვებ​თან მი​ირ​ბი​ნა. მე​რე მან​ქა​ნი​დან დო​ბო​შის მა​მაც გად​მო​ვი​და.
უკან და​ვი​ხიე. თხი​ლა​მუ​რე​ბი კე​დელს მი​ვა​ყუ​დე, ქურ​თუ​კი შე​ვიხ​სე​ნი და ისევ გა​ვი​ხე​დე.

ალე​სი​ას დე​და და დო​ბო​შის მა​მა თხი​ლა​მუ​რებს „მერ​სე​დე​სის“ სა​ხუ​რავ​ზე აწ​ყობ​დნენ. შუ​მე​რი აქეთ-​იქით
დახ​ტო​და და დო​ბოშს ვი​თომ მუშ​ტებს უქ​ნევ​და. ალე​სია და ტო​მა​ზი მო​ბი​ლუ​რებ​ზე ლა​პა​რა​კობ​დნენ.

სამ​ზა​დისს დი​დი დრო მო​ან​დო​მეს. ალე​სია დე​დას არ ეხ​მა​რე​ბო​და და ისიც ქა​ლიშ​ვილ​ზე ბრა​ზობ​და. შუ​მე​რი
თხი​ლა​მუ​რე​ბის შე​სა​მოწ​მებ​ლად მან​ქა​ნის სა​ხუ​რავ​ზე აძ​ვრა.

რო​გორც იქ​ნა, წა​ვიდ​ნენ.

ტრამ​ვაიში ვი​ჯე​ქი. ჰალსტუხ-​პიჯაკიან მო​ხე​ლე​ებს, დე​დებ​სა და სკო​ლა​ში მი​მა​ვალ ბავ​შვებს შო​რის ჩაჭ​ყლე​‐
ტი​ლი, თხი​ლა​მუ​რე​ბი​თა და ფეხ​საც​მლით ხელ​ში, თავს იდიოტად ვგრძნობ​დი.

თვა​ლებს რომ ვხუ​ჭავ​დი, სა​კუ​თარ თავს სა​ბა​გი​რო​ზე, ალე​სი​ას​თან, ოს​კარ ტო​მა​ზის​თან, დო​ბოშ​სა და შუ​‐
მერ​თან ერ​თად ვხე​დავ​დი. შო​კო​ლა​დის კა​რა​ქი​სა და გა​სა​რუ​ჯი კრე​მე​ბის სუნ​საც კი ვგრძნობ​დი. წარ​მო​მედ​‐
გი​ნა, კა​ბი​ნი​დან მუჯ​ლუ​გუ​ნე​ბის კვრით, სიცილ-​სიცილით რო​გორ გად​მო​ვი​დო​დით, ხმა​მაღ​ლა ვი​ლა​პა​რა​‐
კებ​დით და სხვებს აინუნ​შიც არ ჩა​ვაგ​დებ​დით. ისე მო​ვიქ​ცეოდით, რო​გორც ისი​ნი იქ​ცე​ვი​ან, ჩე​მი მშობ​ლე​ბი
ხეპ​რე​ებს რომ ეძა​ხი​ან. სა​ნამ სხვე​ბი თხი​ლა​მუ​რებს მო​ირ​გებ​დნენ, მე სა​ხა​ლი​სო რა​ღა​ცე​ებს მო​ვუყ​ვე​ბო​დი
და გა​ვა​ცი​ნებ​დი, ვი​ღა​ცას გა​მო​ვა​ჯავ​რებ​დი, ვი​ხუმ​რებ​დი. სა​ხალ​ხოდ ხუმ​რო​ბა არას​დროს გა​მომ​დიოდა
ხოლ​მე. ძა​ლი​ან თავ​და​ჯე​რე​ბუ​ლი უნ​და იყო, ასე ხუმ​რო​ბა რომ შე​გეძ​ლოს.

– იუმო​რის გა​რე​შე ცხოვ​რე​ბა სევ​დიანია, – ვთქვი.

– სრუ​ლი ჭეშ​მა​რი​ტე​ბაა, – ვი​ღაც სი​ნიორა გა​მო​მეხ​მაურა.

იუმორ​ზე ეს აზ​რი მა​მა​ჩემ​მა გა​მოთ​ქვა, რო​ცა ერ​თხელ ქა​ლაქ​გა​რეთ სე​ირ​ნო​ბი​სას ჩემ​მა ბი​ძაშ​ვილ​მა ვი​ტო​‐
რი​ომ ძრო​ხის ფუ​ნა მო​მარ​ტყა. გაბ​რა​ზე​ბუ​ლი, დიდ ქვას დავ​წვდი და ხეს ვეს​რო​ლე, ის გო​ნე​ბა​შეზ​ღუ​დუ​ლი
ვი​ტო​რიო კი მი​წა​ზე კოტ​რიალობ​და და სი​ცი​ლით იგუ​დე​ბო​და. ჩე​მი მშობ​ლე​ბიც იცი​ნოდ​ნენ.

თხი​ლა​მუ​რე​ბი მხრებ​ზე გა​ვი​დე და ტრამ​ვაიდან ჩა​მო​ვე​დი.

სა​ათს დავ​ხე​დე. რვას ათი წუ​თი აკ​ლდა.

სახ​ლში დაბ​რუ​ნე​ბის​თვის ძა​ლი​ან ად​რეა. სამ​სა​ხურ​ში მი​მა​ვალ მა​მას გა​და​ვეყ​რე​ბი უეჭ​ვე​ლად.

ვი​ლა ბორ​გე​ზეს​კენ გა​ვე​მარ​თე, ზოოპარ​კის ახ​ლოს მდე​ბა​რე მდე​ლოს​კენ, სა​დაც ძაღ​ლებს შე​უძ​ლი​ათ თა​ვი​‐
სუფ​ლად ირ​ბი​ნონ. სკამ​ზე ჩა​მოვ​ჯე​ქი, ზურ​გჩან​თი​დან კოკა-​კოლას ბოთ​ლი ამო​ვაძ​ვრე და ერ​თი ყლუ​პი მოვ​‐
სვი.

ჯი​ბე​ში მო​ბი​ლურ​მა და​რე​კა.

სა​ნამ ვუ​პა​სუ​ხებ​დი, ერ​თი წა​მით შევ​ყოვ​ნდი:


– დე​და...

– ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა?

– კი.

– წახ​ვე​დით?

– კი.

– სა​ცო​ბე​ბია?

წინ დალ​მა​ტი​ნელ​მა ჩა​მირ​ბი​ნა.

– ცო​ტა...

– ალე​სი​ას დე​და და​მა​ლა​პა​რა​კე.

ხმას და​ვუ​წი​ე:

– არ შე​უძ​ლია, სა​ჭეს​თა​ნაა.

– მა​შინ სა​ღა​მოს და​გი​რე​კავ და მად​ლო​ბას გა​და​ვუხ​დი.

დალ​მა​ტი​ნელ​მა პატ​რონს შეუყე​ფა. უნ​დო​და, რომ პატ​რონს ჯო​ხი ეს​რო​ლა.

ტე​ლე​ფონს ხე​ლი და​ვა​ფა​რე და ქუ​ჩის​კენ გა​ვი​ქე​ცი.

– კარ​გი.

– დროებით.

– კარ​გი, დე​და, დროებით... შენ სად ხარ? რას აკე​თებ?

– არა​ფერს, ვწე​ვარ. ცო​ტა წა​ძი​ნე​ბა მინ​დო​და.


– გა​რეთ გას​ვლას რო​დის აპი​რებ?

– მოგ​ვიანე​ბით. ბე​ბი​ას​თან წა​ვალ.

– მა​მა სა​დაა?

– ეს-​ესაა წა​ვი​და.

– აჰ... გა​სა​გე​ბია. აბა, დროებით.

– დროებით.

შე​სა​ნიშ​ნა​ვია!

აჰა, აი, ან​თა​რიც. ეზო​ში ფოთ​ლებს გვის.

„ან​თარს“ ჩვენს კა​რის​კაცს, ფრან​კი​ნოს ვე​ძახ​დი. კონ​გო​ში რომ ბი​ნად​რობს, იმ მაიმუნს ჰგავ​და. მრგვალ​თა​‐
ვა იყო, შე​ვერ​ცხლი​ლი თმის ზო​ლი კე​ფა​ზე გვირ​გვი​ნად ევ​ლე​ბო​და, ყუ​რებს გვერდს უქ​ცევ​და, ყბის გას​წვრივ
მი​უყ​ვე​ბო​და და სად​ღაც ნი​კაპ​თან იკ​ვრე​ბო​და. მუ​ქი ფე​რის გა​დაბ​მუ​ლი წარ​ბე​ბი შუბლს უსე​რავ​და. ან​თარ​მა
სიარუ​ლიც თა​ვი​სე​ბუ​რი იცო​და: კუ​ზიანი​ვით მოხ​რი​ლი დააბი​ჯებ​და, ჩა​მოშ​ვე​ბუ​ლი გრძე​ლი ხე​ლე​ბით და წინ
შეტ​რიალე​ბუ​ლი ხე​ლის​გუ​ლე​ბით, თან თავს აქი​ცი​ნებ​და.

სო​ვე​რა​ტო​დან იყო, კა​ლაბ​რიაში რომ არის. მი​სი ოჯა​ხი იქ ცხოვ​რობ​და. მაგ​რამ ფრან​კი​ნო უხ​სო​ვა​რი
დროიდან ჩვენს სახ​ლში მუ​შა​ობ​და. მე მომ​წონ​და, აი, დე​და​ჩე​მი და მა​მა​ჩე​მი კი ვერ იტან​დნენ. ამ​ბობ​დნენ,
მე​ტის​მე​ტი გა​ში​ნაურე​ბა იცი​სო.

სახ​ლში ისე უნ​და შე​მეღ​წია, ან​თარს რომ არ და​ვე​ნა​ხე.

ფრან​კი​ნო ზან​ტი იყო და ეზოს დაგ​ვას რომ იწ​ყებ​და, აღარ ამ​თავ​რებ​და ხოლ​მე.

ქუ​ჩის მეორე მხა​რეს გა​ჩე​რე​ბულ სა​ბარ​გო მან​ქა​ნას ამო​ფა​რე​ბულ​მა, მო​ბი​ლუ​რი ამო​ვი​ღე და მი​სი ბი​ნის
ნო​მე​რი ავ​კრი​ფე.

ნა​ხე​ვარ​სარ​დაფ​ში ტე​ლე​ფო​ნი აწ​კრი​ალ​და. ან​თარს ზა​რის ხმა კარ​გა ხანს არ ეს​მო​და. მე​რე, რო​გორც იქ​ნა,
გაიგო​ნა, ცოც​ხი მიატო​ვა და ჩვეული რწევა-​რწევით კა​რის​კენ გაემარ​თა. და​ვი​ნა​ხე, ბი​ნის​კენ მი​მა​ვალ კი​ბე​‐
ზე რო​გორ გაუჩი​ნარ​და.

თხი​ლა​მუ​რებს და ფეხ​საც​მელს ხე​ლი და​ვავ​ლე და ქუ​ჩა გა​დავ​კვე​თე. ერ​თი ფორ​დი კი​ნა​ღამ და​მე​ჯა​ხა და
პი​პი​ნი ატე​ხა. ფორდს უკან სხვა მან​ქა​ნე​ბიც მი​ეწ​ყვნენ და მძღო​ლებ​მა ლანძღვა-​გინებით ამიკ​ლეს.

ზურ​გჩან​თა მხრებს მი​ხერ​ხავ​და, თხი​ლა​მუ​რე​ბი ხე​ლი​დან მიც​ვიოდა. კრი​ჭა​შეკ​რულ​მა, მო​ბი​ლუ​რი გავ​თი​შე


და ჭიშ​კარს გავ​ცდი. ჩა​ვუარე ხავ​სმო​კი​დე​ბულ შად​რე​ვანს ოქ​როს თევ​ზე​ბი​თა და ინ​გლი​სურ მდე​ლოს მარ​მა​‐
რი​ლოს სკა​მე​ბით, რომ​ლებ​ზე დაჯ​დო​მაც არ შე​იძ​ლე​ბო​და. დე​და​ჩე​მის მან​ქა​ნა სა​დარ​ბა​ზოს​თან იდ​გა, იმ
პალ​მის ქვეშ, რო​მელ​საც დე​და​ჩემ​მა პალ​მე​ბის პა​რა​ზი​ტის​გან, წი​თე​ლი ცხვირ​გრძე​ლას​გან უმ​კურ​ნა​ლა.

ღმერთს შე​ვეხ​ვე​წე, გზად არა​ვის გა​დავ​ყრო​დი. სა​დარ​ბა​ზო​ში შე​ვი​ძურ​წე, ლიფტს სირ​ბი​ლით გავ​ცდი და
სარ​და​ფის​კენ მი​მა​ვალ კი​ბე​ზე და​ვეშ​ვი.

სარ​დაფ​ში რომ აღ​მოვ​ჩნდი, სუნ​თქვა მეკ​ვრო​და. ჩამ​რთვე​ლი კე​დელ​ზე ხე​ლის ცე​ცე​ბით მოვ​ძებ​ნე. ნეონის
ორი გრძე​ლი, შუქ​მკრთა​ლი ნა​თუ​რა აინ​თო და ვიწ​რო, უფან​ჯრო დე​რე​ფა​ნი გაანა​თა. ერთ კე​დელს წყლის მი​‐
ლე​ბი მი​უყ​ვე​ბო​და, მეორეს – და​კე​ტი​ლი კა​რე​ბი. მე​სა​მე კარ​თან რომ მი​ვე​დი, ხე​ლი ჯი​ბე​ში ჩა​ვი​ყა​ვი, იქი​დან
გრძე​ლი გა​სა​ღე​ბი ამო​ვი​ღე და სა​კეტ​ში გა​ვუ​ყა​რე.

კა​რი დიდ მარ​თკუთ​ხა ოთახ​ში გაიღო. ზედ ჭერ​თან გა​მოჭ​რი​ლი ორი დამ​ტვე​რი​ლი სარ​კმლი​დან სი​ნათ​ლე
ოთახ​ში გა​ჭირ​ვე​ბით აღ​წევ​და და სუს​ტად ანა​თებ​და შა​ლი​თა​გა​და​ფა​რე​ბულ სა​ვარ​ძლებს, წიგ​ნე​ბით, ქვა​ბე​‐
ბი​თა და ტან​საც​მლით სავ​სე ყუ​თებს, ჭი​ის​გან დახ​რულ ფან​ჯრის ჩარ​ჩო​ებს, ხის მა​გი​დებ​სა და კა​რებს, კირ​‐
მო​დე​ბულ პირ​სა​ბა​ნებს, შტა​ბე​ლე​ბად დაწ​ყო​ბილ დაწ​ნულ სკა​მებს. სა​დაც გაიხე​დავ​დი, ყველ​გან ნივ​თე​ბი
დახ​ვა​ვე​ბუ​ლი​ყო: ლურ​ჯი ყვა​ვი​ლე​ბით მო​ხა​ტუ​ლი ტახ​ტი, დაობე​ბუ​ლი მატ​ყლის ლეიბე​ბის გრო​ვა, ჩრჩი​‐
ლის​გან დაჭ​მუ​ლი ჟურნალ-​გაზეთების შეკ​ვრე​ბი, ძვე​ლი ფირ​ფი​ტე​ბი, დაბ​რე​ცი​ლა​ბა​ჟუ​რიანი სა​ნა​თე​ბი, ნა​ჭე​‐
დი რკი​ნის სა​წო​ლის სას​თუ​მა​ლი, გა​ზე​თებ​ში გახ​ვეული ხა​ლი​ჩე​ბი, კე​რა​მი​კის თათ​მომ​ტვრეული დი​დი ბულ​‐
დო​გი.

ორ​მოც​დაათიანი წლე​ბის სახ​ლი ერთ სარ​დაფ​ში მოქ​ცეული​ყო. ერთ-​ერთ კე​დელ​თან ლეიბი იდო, ზედ ბა​ლი​‐
ში და საბ​ნე​ბი ეყა​რა. და​ბალ მა​გი​და​ზე ჩამ​წკრი​ვე​ბუ​ლი​ყო: ათი კონ​სერ​ვის ქი​ლა სა​ქონ​ლის ხორ​ცით და
ოციც – თი​ნუ​სით, ტოს​ტის პუ​რის სა​მი შეკ​ვრა, ზეითუ​ნის ზე​თის ექ​ვსი ქი​ლა, მი​ნე​რა​ლუ​რი წყლის თორ​მე​ტი
ბოთ​ლი, ხი​ლის წვე​ნი და კოკა-​კოლა, ნუ​ტე​ლა და მაიონე​ზი. იქ​ვე ორ​ცხო​ბი​ლა, კექ​სე​ბი და რძიანი შო​კო​ლა​‐
დის ორი ფი​ლა ეწ​ყო. ყუთ​ზე პა​ტა​რა ტე​ლე​ვი​ზო​რი და ფლე​ის​თეიშე​ნი იდ​გა, გვერ​დით სტი​ვენ კინ​გის სა​მი
რო​მა​ნი და მარ​ვე​ლის კო​მიქ​სე​ბი იდო.

კა​რი დავ​ხუ​რე.

აი, ეს იყო ჩე​მი „სათ​ხი​ლა​მუ​რო კვი​რეული“.

"},{"head":"2.","content":"

2.

სა​მი წლის ვი​ყა​ვი, ენა რომ ავიდ​გი. ქა​ქა​ნი დი​დად არას​დროს მე​ხერ​ხე​ბო​და. უც​ხო ადა​მიანი თუ გა​მო​მე​ლა​‐
პა​რა​კე​ბო​და, მოკ​ლედ ვპა​სუ​ხობ​დი: „ჰო“, „ა​რა“, „არ ვი​ცი“. თა​ვი​სას თუ არ და​იშ​ლი​და და ლა​პა​რაკს გა​აგ​‐
რძე​ლებ​და, იმას ვე​უბ​ნე​ბო​დი, რის გა​გო​ნე​ბაც უნ​დო​და.

რაც უკ​ვე გაიფიქ​რე, იმის თქმა რა​ღა სა​ჭი​როა?

– ლო​რენ​ცო, კაქ​ტუ​სი​ვით ხარ. ისე იზ​რდე​ბი, არა​ვის აწუ​ხებ, წვე​თი წყა​ლი და ცო​ტა სი​ნათ​ლე გყოფ​ნის, – მე​‐
უბ​ნე​ბო​და ჩე​მი ბე​ბე​რი ძი​ძა კა​ზერ​ტა​დან.

ხან​და​ხან მშობ​ლებს სახ​ლში ჩე​მი ტო​ლი გო​გოები მოჰ​ყავ​დათ, ჩემ​თან რომ ეთა​მა​შათ. მაგ​რამ მე თა​მა​ში
მარ​ტოს მერ​ჩივ​ნა. კარს გა​მო​ვი​ხუ​რავ​დი და წარ​მო​ვიდ​გენ​დი, რომ ჩე​მი ოთა​ხი კუ​ბია, რო​მე​ლიც უკაც​რი​ელ
სივ​რცე​ში უგზო-​უკვლოდ და​ხე​ტიალობს.
პრობ​ლე​მე​ბი დაწ​ყე​ბით სკო​ლა​ში და​იწ​ყო.

იმ​დრო​ინ​დე​ლი მო​გო​ნე​ბე​ბი ბევ​რი არ შე​მომ​რჩა. მახ​სოვს მას​წავ​ლებ​ლე​ბის სა​ხე​ლე​ბი, ეზო​ში დარ​გუ​ლი


ოლე​ან​დრე​ბი და სა​სა​დი​ლოს ოხ​შივ​რიანი პას​ტა თუ​ნუ​ქის ვერ​ცხლის​ფერ ქი​ლებ​ში. და კი​დევ, სხვე​ბი მახ​‐
სოვს.

„სხვე​ბი“ და​ნარ​ჩე​ნე​ბი იყ​ვნენ – ყვე​ლა​ნი, დე​და​ჩე​მის, მა​მა​ჩე​მის და ბე​ბია ლაურას გარ​და.

სხვე​ბი თავს მე​ტის​მე​ტად თუ მა​ბეზ​რებ​დნენ, სის​ხლი მი​დუღ​დე​ბო​და, კუჭ​ში მეღ​ვრე​ბო​და და მე​რე მთელ სხე​‐
ულს – ფე​ხე​ბი​დან ხე​ლის თი​თის წვე​რე​ბამ​დე – ავ​სებ​და. მუშ​ტებს ვკრავ​დი და მოქ​მე​დე​ბას ვიწ​ყებ​დი.

ერ​თხელ, რო​დე​საც ჯამ​პაოლო ტი​ნა​რის ხე​ლი ვკა​რი და კედ​ლი​დან გად​მო​ვაგ​დე, მან კი თა​ვი ბე​ტონს და​არ​‐
ტყა და შუბ​ლზე ნა​კე​რე​ბი დაადეს, სახ​ლში დაგ​ვი​რე​კეს.

სა​მას​წავ​ლებ​ლო​ში დამ​რი​გე​ბელ​მა დე​და​ჩემს უთ​ხრა:

– თით​ქოს სად​გურ​ზე დგას და მა​ტა​რე​ბელს ელო​დე​ბა, რო​მე​ლიც სახ​ლში წა​იყ​ვანს. არა​ვის ერ​ჩის, მაგ​რამ
ვინ​მემ თუ შეაწუ​ხა, ყვი​რილს იწ​ყებს, ბრა​ზის​გან წით​ლად იფოთ​ლე​ბა და ხელ​ში რაც მოხ​ვდე​ბა, ყვე​ლა​ფერს
ის​ვრის, – შეც​ბუ​ნე​ბულ​მა მას​წავ​ლე​ბელ​მა თვა​ლე​ბი და​ხა​რა, – ხან​და​ხან მა​ში​ნებს. არ ვი​ცი... გირ​ჩევ​დით,
რომ...

დე​და​ჩემ​მა პრო​ფე​სორ მას​ბურ​გერ​თან წა​მიყ​ვა​ნა.

– აი, ნა​ხავ, პრო​ფე​სო​რი უამ​რავ ბავშვს ეხ​მა​რე​ბა.

– რამ​დე​ნი ხნით მო​მი​წევს ხოლ​მე დარ​ჩე​ნა?

– ორ​მოც​და​ხუ​თი წუ​თით, კვი​რა​ში ორ​ჯერ. რას იტ​ყვი, გინ​და?

– ჰო. ეს ბევ​რი არ არის, – ვუ​პა​სუ​ხე.

სავ​სე​ბით მაძ​ლევ​და ხელს, დე​და​ჩე​მი თუ დაიჯე​რებ​და, რომ შე​დე​გად სხვებს და​ვემ​სგავ​სე​ბო​დი. ყვე​ლას –
დე​და​ჩე​მის ჩათ​ვლით – უნ​და ეფიქ​რა, რომ ნორ​მა​ლუ​რი ვი​ყა​ვი.

პრო​ფე​სორ​თან ნი​ჰალს დავ​ყავ​დი. მსუ​ქა​ნი მდი​ვა​ნი, კა​რა​მე​ლის სუ​ნი რომ ას​დიოდა, და​ბალ​ჭე​რი​ან ოთახ​ში
მიშ​ვებ​და, რო​მე​ლიც შმო​რის სუ​ნით ყარ​და. კაკ​ლის​ფერ კედ​ლებ​ზე რო​მის ძვე​ლი, შავ-​თეთრი ფო​ტოები ეკი​‐
და. ფან​ჯრი​დან რუ​ხი ფე​რის კე​დე​ლი მო​ჩან​და.

– ვი​საც პრობ​ლე​მა აქვს, ყვე​ლა აქ წვე​ბა? – ვკით​ხე პრო​ფე​სორ მას​ბურ​გერს, რო​დე​საც გა​ხუ​ნე​ბულ ფარ​ჩა​გა​‐
დაკ​რულ ტახ​ტზე მი​მი​თი​თა.
– რა თქმა უნ​და. ასე ლა​პა​რა​კი უფ​რო ად​ვი​ლია.

შე​სა​ნიშ​ნა​ვია! თა​ვი უნ​და მო​მეჩ​ვე​ნე​ბი​ნა, რომ ნორ​მა​ლუ​რი ბავ​შვი ვარ, რო​მელ​საც, უბ​რა​ლოდ, რა​ღაც
პრობ​ლე​მა აქვს. პრო​ფე​სო​რის მოტ​ყუება არ გა​მი​ჭირ​დე​ბო​და – ზუს​ტად ვი​ცო​დი, სხვე​ბი რას ფიქ​რობ​დნენ,
რა მოს​წონ​დათ და რა სურ​დათ. თუ საკ​მა​რი​სი ცოდ​ნა არ აღ​მო​მაჩ​ნდე​ბო​და, ტახ​ტი, რო​მელ​ზეც დავ​წვე​ბო​დი,
იმ ბავ​შვე​ბის ფიქ​რებს გად​მომ​ცემ​და, აქ ჩე​მამ​დე რომ წო​ლი​ლან. ზუს​ტად ისე, რო​გორც გა​ხუ​რე​ბუ​ლი
სხეული სით​ბოს ცივ სხე​ულს გა​დას​ცემს ხოლ​მე.

აი, ასე მო​ვუ​ყე​ვი პრო​ფე​სორს იმ ლო​რენ​ცო​ზე, რო​მელ​საც სხვებ​თან ლა​პა​რა​კის რცხვე​ნო​და და თან უნ​დო​‐
და, მათ დამ​სგავ​სე​ბო​და. მომ​წონ​და, თავს რომ ვი​კა​ტუ​ნებ​დი, ვი​თომ სხვა ადა​მიანე​ბი მიყ​ვარს.

მკურ​ნა​ლო​ბის დაწ​ყე​ბი​დან რამ​დე​ნი​მე ხნის შემ​დეგ გა​ვი​გო​ნე, ჩე​მე​ბი მი​სა​ღებ ოთახ​ში რო​გორ ჩურ​ჩუ​ლებ​‐
დნენ. კა​ბი​ნეტ​ში შე​ვე​დი, კა​რა​დი​დან წიგ​ნე​ბი ჩა​მო​ვი​ღე და ყუ​რი კე​დელს მი​ვა​დე.

– რაო, რა სჭირს? – იკით​ხა მა​მამ.

– ასე თქვა, ნარ​ცი​სიზ​მიო.

– და ეს რას ნიშ​ნავს?

– ამ​ბობს, რომ ლო​რენ​ცოს სხვე​ბის თა​ნაგ​რძნო​ბა არ შე​უძ​ლია. ყვე​ლა​ფე​რი, რაც მი​სი ემო​ციური წრის ფარ​‐
გლებს გა​რე​თაა, მის​თვის არ არ​სე​ბობს და არა​ნა​ირ გრძნო​ბას არ აღუძ​რავს. ლო​რენ​ცო დარ​წმუ​ნე​ბუ​ლია,
რომ გა​მორ​ჩეულია და მი​სი გა​გე​ბა მხო​ლოდ გან​სა​კუთ​რე​ბულ ადა​მიანებს შე​უძ​ლი​ათ.

– გა​ინ​ტე​რე​სებს, მე რას ვფიქ​რობ? იმას, რომ ეს მას​ბურ​გე​რი ნამ​დვი​ლი სი​რია! ჩვენს შვილ​ზე უფ​რო გულ​‐
თბი​ლი ბი​ჭი არ მი​ნა​ხავს.

– მარ​თა​ლია, ფრან​ჩეს​კო, მაგ​რამ ლო​რენ​ცო ასე​თი მხო​ლოდ ჩვენ​თა​ნაა! მი​სი აზ​რით, ჩვენ გან​სა​კუთ​რე​ბუ​‐
ლე​ბი ვართ, და​ნარ​ჩე​ნე​ბი კი შე​სა​ფე​რი​სად არ მი​აჩ​ნია.

– ანუ სნო​ბია? პრო​ფე​სო​რი ამას ამ​ბობს?

– პრო​ფე​სორ​მა თქვა, რომ ლო​რენ​ცოს გაზ​ვიადე​ბუ​ლი თვით​შე​ფა​სე​ბა აქვს.

მა​მა​ჩემს სი​ცი​ლი აუტ​ყდა:

– კი​დევ კარ​გი! წარ​მო​იდ​გი​ნე, და​ბა​ლი თვით​შე​ფა​სე​ბა რომ ჰქონ​დეს! მორ​ჩა, საკ​მა​რი​სია! ამ უნიათო პრო​‐
ფე​სორს უნ​და შე​ვეშ​ვათ, სა​ნამ ჩვე​ნი შვი​ლის​თვის ტვი​ნი მარ​თლა არ აურე​ვია. ლო​რენ​ცო ნორ​მა​ლუ​რი ბავ​‐
შვია.

– ლო​რენ​ცო ნორ​მა​ლუ​რი ბავ​შვია, – გა​ვი​მეორე.

ნელ-​ნელა მივ​ხვდი, სკო​ლა​ში რო​გორ მოვ​ქცეული​ყა​ვი. თა​ვი გან​ცალ​კე​ვე​ბით უნ​და და​მე​ჭი​რა, მაგ​რამ გა​და​‐
მე​ტე​ბის გა​რე​შე, თო​რემ შემ​ნიშ​ნავ​დნენ.

ისე​თი​ვე შე​უმ​ჩნე​ვე​ლი ვი​ყა​ვი, რო​გორც სარ​დი​ნი სარ​დი​ნე​ბის გუნ​დში. ისე ვი​ნიღ​ბე​ბო​დი, რო​გორც მწე​რი
ჩხი​რუ​ლა – გამ​ხმარ ტო​ტებ​ში. ბრა​ზის გა​კონ​ტრო​ლე​ბა ვის​წავ​ლე. წარ​მო​ვიდ​გენ​დი, რომ კუჭ​ში ავ​ზი მქონ​და
და ჩე​მი გაბ​რა​ზე​ბა იქ გროვ​დე​ბო​და. ავ​ზი პირ​თამ​დე რომ ივ​სე​ბო​და, მას ფე​ხე​ბის მეშ​ვეობით ვცლი​დი და
ბრა​ზი მი​წა​ში უჩი​ნარ​დე​ბო​და, დე​და​მი​წის შუაგულს აღ​წევ​და და იქ მა​რა​დი​ულ ცეც​ხლში იწ​ვო​და.

თავს აღა​რა​ვინ მა​ბეზ​რებ​და.

დაწ​ყე​ბი​თი სკო​ლის მე​რე წმინ​და იოსე​ბის ინ​გლი​სურ კო​ლეჯ​ში გა​მიშ​ვეს, რო​მე​ლიც სავ​სე იყო დიპ​ლო​მა​ტე​‐
ბის, იტა​ლიაზე შეყ​ვა​რე​ბუ​ლი უც​ხოელი ხე​ლო​ვა​ნე​ბის, ამე​რი​კე​ლი მე​ნე​ჯე​რე​ბი​სა და იმ შეძ​ლე​ბუ​ლი იტა​‐
ლიელე​ბის შვი​ლე​ბით, რომ​ლებ​საც სწავ​ლის სა​ფა​სუ​რის გა​დახ​და არ უჭირ​დათ. ყვე​ლა​ნი თით​ქოს უც​ხო ად​‐
გი​ლას იყ​ვნენ მოხ​ვედ​რილ​ნი და იქაურო​ბას არ შეეფე​რე​ბოდ​ნენ: სხვა​დას​ხვა ენა​ზე ლა​პა​რა​კობ​დნენ და
შემ​თხვე​ვით გამ​ვლე​ლებს ჰგავ​დნენ. გო​გოები თა​ვის​თვის ერ​თო​ბოდ​ნენ, ბი​ჭე​ბი სკო​ლის წინ დიდ მდე​ლო​ზე
ფეხ​ბურთს თა​მა​შობ​დნენ. მე თავს კარ​გად ვგრძნობ​დი.

მაგ​რამ ჩე​მი მშობ​ლე​ბი უკ​მა​ყო​ფი​ლო​ნი იყ​ვნენ. მე მე​გობ​რე​ბი უნ​და მყო​ლო​და.

ფეხ​ბურ​თი სუ​ლე​ლურ თა​მა​შად მი​მაჩ​ნდა, ყვე​ლა​ნი ბურთს უკან დას​დევ​დნენ, მაგ​რამ მათ სწო​რედ ეს მოს​‐
წონ​დათ. თა​მაშს თუ ავით​ვი​სებ​დი, ყვე​ლა​ფე​რი მოგ​ვარ​დე​ბო​და და მე მე​გობ​რე​ბიც გა​მიჩ​ნდე​ბო​და.

სი​მა​მა​ცე მო​ვიკ​რი​ბე და კარ​ში დავ​დე​ქი, სა​დაც დგო​მა არა​ვის უნ​დო​და და აღ​მო​ვა​ჩი​ნე, რომ მე​ტო​ქის თავ​‐
დას​ხმის​გან კა​რის დაც​ვა თურ​მე არც ისე​თი სა​ში​ნე​ლე​ბა ყო​ფი​ლა. იქ ერ​თი ტი​პი იყო, ან​ჯე​ლო სტან​გო​ნი,
რო​მე​ლიც ბურთს თუ დაეპატ​რო​ნე​ბო​და, ვე​ღა​რა​ვინ წა​არ​თმევ​და. კარ​თან ელ​ვის სის​წრა​ფით ჩნდე​ბო​და და
უძ​ლიერე​სი დარ​ტყმა ჰქონ​და. ერთ დღეს ფე​ხი ჰკრეს და ძირს დაეცა. სა​ჯა​რი​მო დარ​ტყმა და​ნიშ​ნეს. მე კა​‐
რის ცენ​ტრში დავ​დე​ქი, ან​ჯე​ლო ჩემ​კენ გა​მოექა​ნა.

გულ​ში ვთქვი: მე ადა​მიანი კი არა, ნიუცო ვარ, უმ​ბრი​ის ლა​ბო​რა​ტო​რიაში გა​მოყ​ვა​ნი​ლი უმა​ხინ​ჯე​სი და
უმოქ​ნი​ლე​სი ცხო​ვე​ლი, რო​მელ​საც ცხოვ​რე​ბა​ში ერ​თა​დერ​თი მი​ზა​ნი აქვს. ამ მი​ზანს რომ მი​აღ​წევს, მე​რე
შეძ​ლებს მშვი​დად მოკ​ვდეს, მა​ნამ​დე კი დე​და​მი​წა სა​ში​ში, მო​მაკ​ვდი​ნე​ბე​ლი მე​ტეორის​გან უნ​და და​იც​ვას.

სტან​გო​ნიმ ძლიერი და პირ​და​პი​რი დარ​ტყმა ჩემ​გან მარ​ჯვნივ მო​მარ​თა და მეც ბურ​თის​კენ ისე გავ​ფრინ​დი,
რო​გორც მხო​ლოდ ნიუცოს შე​უძ​ლია. ხე​ლე​ბი წინ გა​ვიშ​ვი​რე და აი, ბურ​თიც ჩემს ხელ​ში აღ​მოჩ​ნდა. დარ​‐
ტყმა კარს ავა​ცი​ლე.

მახ​სოვს, კლა​სე​ლე​ბი გარს რო​გორ მეხ​ვე​ოდ​ნენ. ეს კარ​გი იყო, რად​გა​ნაც სჯე​რო​დათ, რომ მეც ერთ-​ერთი
მათ​გა​ნი ვი​ყა​ვი.

გუნ​დში მი​მი​ღეს. ახ​ლა ამ​ხა​ნა​გე​ბი მყავ​და, რომ​ლე​ბიც სახ​ლში მი​რე​კავ​დნენ. დე​და​ჩე​მი პა​სუ​ხობ​და და უხა​‐
რო​და, რომ შე​ეძ​ლო ეთ​ქვა: „ლო​რენ​ცო, შენ გე​ძა​ხი​ან“.

ვამ​ბობ​დი, რომ მე​გობ​რებ​თან მივ​დი​ვარ, სი​ნამ​დვი​ლე​ში კი ბე​ბია ლაურას​თან ვი​მა​ლე​ბო​დი. ჩვენ​თან ახ​‐
ლოს, მან​სარ​და​ში ცხოვ​რობ​და, ბე​ბერ ბა​სეტ პე​რიკ​ლეს​თან და რუს მომ​ვლელ ოლ​გას​თან ერ​თად. შუ​ად​ღე​‐
ებს კა​ნას​ტას თა​მაშ​ში ვა​ტა​რებ​დით. ბე​ბია „სის​ხლი​ან მე​რის“ სვამ​და, მე – პილ​პი​ლით და მა​რი​ლით შე​ზა​ვე​‐
ბულ პო​მიდ​ვრის წვენს. ასე​თი შე​თან​ხმე​ბა გვქონ​და: ბე​ბია ტყუ​ილ​ში არ მამ​ხელ​და, მე კი მის კოქ​ტეილებ​ზე
ხმას არ ვი​ღებ​დი.

სა​შუალო კლა​სებ​ში სწავ​ლა მა​ლე დამ​თავ​რდა. მა​მა​ჩემ​მა და​მი​ძა​ხა, კა​ბი​ნეტ​ში სა​ვარ​ძელ​ზე დამ​სვა და მით​‐
ხრა:

– ლო​რენ​ცო, ვი​ფიქ​რე, რომ დროა, სა​ჯა​რო სკო​ლა​ში იარო. კმა​რა დე​დი​კოს ბი​ჭე​ბის​თვის გან​კუთ​ვნი​ლი კერ​‐
ძო სკო​ლე​ბი! მით​ხა​რი, მა​თე​მა​ტი​კა უფ​რო მოგ​წონს თუ ის​ტო​რია?

თვა​ლი შე​ვავ​ლე თა​რო​ებ​ზე ფა​ქი​ზად ჩამ​წკრი​ვე​ბულ სქელ​ტა​ნი​ან წიგ​ნებს ძველ ეგ​ვიპ​ტე​ლებ​სა და ბა​ბი​ლო​‐
ნე​ლებ​ზე.

– ის​ტო​რია.

კმა​ყო​ფილ​მა მა​მა​ჩემ​მა ხე​ლი მო​მიტ​ყა​პუ​ნა:

– შე​სა​ნიშ​ნა​ვია! შე ძვე​ლო, მე და შენ ერ​თნაირი გე​მოვ​ნე​ბა გვაქვს. აი, ნა​ხავ, რომ კლა​სი​კუ​რი გიმ​ნა​ზია მო​გე​‐
წო​ნე​ბა.

სწავ​ლის პირ​ველ დღეს სა​ჯა​რო სკო​ლის წინ რომ აღ​მოვ​ჩნდი, კი​ნა​ღამ გუ​ლი შე​მი​ღონ​და.

იქაურო​ბა ნამ​დვი​ლი მი​წიერი ჯო​ჯო​ხე​თი იყო: ასეულო​ბით მო​ზარ​დი ისე ირეოდა, გე​გო​ნე​ბა, სა​კონ​ცერ​ტო
დარ​ბა​ზის შე​სას​ვლე​ლიაო. ზო​გი გა​ცი​ლე​ბით უფ​რო​სი იყო, წვე​რიც კი ჰქონ​და მოშ​ვე​ბუ​ლი. დიდ​მკერ​და გო​‐
გოები, ყვე​ლა მო​პედ​ზე ან სკე​იტ​ბორ​დზე ამ​ხედ​რე​ბუ​ლი. ერ​თი დარ​ბო​და, მეორე იცი​ნო​და, მე​სა​მე ყვი​რო​და.
ვი​ღა​ცა ბარ​ში შე​დიოდა, ვი​ღა​ცა გა​მო​დიოდა. ერ​თი ტი​პი ხე​ზე ამ​ძვრა​ლი​ყო და ვი​ღაც გო​გოს ზურ​გჩან​თა
ტოტ​ზე ჩა​მოეკონ​წიალე​ბი​ნა, გო​გო კი ქვე​მო​დან ქვებს უშენ​და.

აღელ​ვე​ბის​გან სუნ​თქვა შე​მეკ​რა. წარ​წე​რე​ბით და ნა​ხა​ტე​ბით აჭ​რე​ლე​ბულ კე​დელს მი​ვეყ​რდე​ნი.

რა​ტომ უნ​და მევ​ლო სკო​ლა​ში? სამ​ყა​რო რა​ტო​მაა ასე მოწ​ყო​ბი​ლი? იბა​დე​ბი, სკო​ლა​ში და​დი​ხარ, მუ​შა​ობ და
კვდე​ბი. ვინ გა​დაწ​ყვი​ტა, რომ ასეა სწო​რი და სხვაგ​ვა​რად ცხოვ​რე​ბა არ შე​იძ​ლე​ბა? მა​გა​ლი​თად, პირ​ველ​ყო​‐
ფი​ლი ადა​მიანე​ბი​ვით? ისე, რო​გორც ბე​ბიაჩე​მი ლაურა ცხოვ​რობ​და, რო​მელ​მაც გა​ნათ​ლე​ბა სახ​ლში მიიღო
და მას​წავ​ლებ​ლე​ბი შინ მის​დი​ოდ​ნენ? რა​ტომ არ შე​იძ​ლე​ბო​და, მეც იგი​ვე მექ​ნა? თავს რა​ტომ არ მა​ნე​ბებ​‐
დნენ? სხვებს რა​ტომ უნ​და დავ​მსგავ​სე​ბო​დი? რა​ტომ არ შე​იძ​ლე​ბო​და კა​ნა​დის რო​მე​ლი​მე ტყე​ში ჩემ​თვის
მშვი​დად მეც​ხოვ​რა?

– მე მათ არ ვგა​ვარ! მე გაზ​ვიადე​ბუ​ლი თვით​შე​ფა​სე​ბა მაქვს, – ვჩურ​ჩუ​ლებ​დი, რო​ცა სამ​მა ნა​დირ​მა ისე გამ​‐
ტყორ​ცნა გვერ​დით, გე​გო​ნე​ბა, კეგ​ლი ვი​ყა​ვი: – აორ​თქლდი, მიკ​რო​ბო!

ბუნ​დოვ​ნად და​ვი​ნა​ხე, ჩემს ხის კუნ​ძი​ვით გა​შე​შე​ბულ ფე​ხებს საკ​ლა​სო ოთა​ხის​კენ რო​გორ მივ​ყავ​დი. ფან​‐
ჯა​რას​თან ახ​ლოს, ბო​ლოს​წი​ნა მერ​ხთან დავ​ჯე​ქი და ვცა​დე, უხი​ლა​ვი გავ​მხდა​რი​ყა​ვი.

მაგ​რამ აღ​მო​ვა​ჩი​ნე, რომ ამ მტრულ პლა​ნე​ტა​ზე მი​მიკ​რია არ მოქ​მე​დებ​და. ამ სკო​ლა​ში მტა​ცებ​ლე​ბი გა​ცი​‐
ლე​ბით უფ​რო გან​ვი​თა​რე​ბუ​ლი და აგ​რე​სიულე​ბი იყ​ვნენ და ხრო​ვე​ბად და​დი​ოდ​ნენ. ნე​ბის​მიერი უჩ​ვეულო
ქცე​ვა თუ გა​ყუ​ჩე​ბა მა​შინ​ვე შეინიშ​ნე​ბო​და და ის​ჯე​ბო​და.

დას​ჯამ არ დააყოვ​ნა: ჯერ დამ​ცი​ნეს, რო​გორ მეც​ვა და, ხმას რომ არ ვი​ღებ​დი, მე​რე და​ფის საწ​მენ​დი ღრუბ​‐
ლე​ბით ჩამ​ქო​ლეს.
მშობ​ლებს ვე​მუ​და​რე​ბო​დი, ნე​ბა და​ერ​თოთ, სკო​ლა შე​მეც​ვა​ლა. შეზ​ღუ​დუ​ლი უნა​რე​ბის ან ყრუ-​მუნჯი ბავ​‐
შვე​ბის სკო​ლა იდეალუ​რი იქ​ნე​ბო​და. ნე​ბის​მი​ერ სა​ბაბს ვე​ჭი​დე​ბო​დი, ოღონდ შინ დავ​რჩე​ნი​ლი​ყა​ვი. აღარ
ვმე​ცა​დი​ნე​ობ​დი. გაკ​ვე​თი​ლებ​ზე დროს იმ წუ​თე​ბის თვლა​ში ვა​ტა​რებ​დი, რომ​ლე​ბიც ამ ცი​ხი​დან გა​რეთ გას​‐
ვლამ​დე დამ​რჩე​ნო​და.

ერთ დი​ლას თა​ვის ტკი​ვი​ლი მო​ვი​მი​ზე​ზე, სახ​ლში დავ​რჩი და ტე​ლე​ვი​ზორ​ში რა​ღაც დო​კუ​მენ​ტურ ფილმს
ვუ​ყუ​რე მიმ​ბაძ​ველ მწე​რებ​ზე.

თურ​მე სად​ღაც ტრო​პი​კებ​ში ერ​თი ბუ​ზი ბი​ნად​რობს, რო​მე​ლიც კრა​ზა​ნას ბა​ძავს. ამ ბუზს, შავ-​ყვითელი ზო​‐
ლიანი მუც​ლით, ულ​ვა​შე​ბი​თა და ამო​ბურ​ცუ​ლი თვა​ლე​ბით, ცრუ ნეს​ტა​რიც კი გა​აჩ​ნია. უწ​ყი​ნა​რია და არა​ვის
ერ​ჩის, მაგ​რამ კრა​ზა​ნი​სებ​რი გა​რეგ​ნო​ბის გა​მო მას ფრინ​ვე​ლე​ბი, ხვლი​კე​ბი და ადა​მიანე​ბიც კი უფ​რთხი​ან.
ამ ბუზს შე​უძ​ლია, ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე და​ცულ და სა​ხი​ფა​თო ად​გი​ლას – კრა​ზა​ნის ბუ​დე​ში – მშვი​დად შეფ​‐
რინ​დეს და იქაც კი ვე​რა​ვინ იც​ნობს.

აქამ​დე ყვე​ლა​ფერს არას​წო​რად ვა​კე​თებ​დი! აი, თურ​მე რა უნ​და მექ​ნა – ყვე​ლა​ზე სა​ში​შე​ბის​თვის უნ​და მი​მე​‐
ბა​ძა.

ამიერი​დან ისე ვიც​ვამ​დი, რო​გორც სხვე​ბი: ადი​და​სის ბო​ტა​სებს, და​ხე​ულ ჯინ​სებს, კა​პიუშო​ნი​ან შავ ქურ​‐
თუკს. თმის შუაზე გა​ყო​ფას შე​ვეშ​ვი და მო​ვი​ზარ​დე. სა​ყუ​რის გა​კე​თე​ბაც მინ​დო​და, მაგ​რამ დე​და​ჩემ​მა და​მი​‐
შა​ლა. სა​ნაც​ვლოდ, შო​ბა​ზე ჩე​მებ​მა მო​პე​დი მა​ჩუ​ქეს, ყვე​ლა​ზე ჩვეულებ​რი​ვი მო​პე​დი.

სიარუ​ლი​თაც ისე დავ​დიოდი, რო​გორც ისი​ნი – ფარ​თო, გაშ​ლი​ლი ნა​ბი​ჯე​ბით. ზურ​გჩან​თას ძირს ვაგ​დებ​დი
და წიხ​ლებს ვუ​შენ​დი.

მაგ​რამ თავ​შე​კა​ვე​ბუ​ლად ვბა​ძავ​დი – მი​ბაძ​ვი​დან კა​რი​კა​ტუ​რამ​დე ერ​თი ნა​ბი​ჯია.

გაკ​ვე​თი​ლებ​ზე მერ​ხთან ვი​ჯე​ქი და ვი​თომ გაკ​ვე​თილს ვუს​მენ​დი, სი​ნამ​დვი​ლე​ში კი ჩემს რა​ღა​ცებ​ზე ვფიქ​‐
რობ​დი და ფან​ტას​ტი​კურ ის​ტო​რი​ებს ვი​გო​ნებ​დი. ფიზ​კულ​ტუ​რა​ზეც დავ​დიოდი, სხვე​ბის ნათ​ქვამ​ზე ვი​ცი​ნო​‐
დი, გო​გო​ებს სუ​ლე​ლუ​რად ვე​ხუმ​რე​ბო​დი. რამ​დე​ნი​მე​ჯერ მას​წავ​ლებ​ლებს უხე​შად შე​ვე​პა​სუ​ხე. საკ​ლა​სო წე​‐
რის შემ​დეგ ცა​რიელი ფურ​ცლე​ბი ჩა​ვა​ბა​რე.

ბუ​ზი კრა​ზა​ნე​ბის სა​ზო​გა​დოებას შე​სა​ნიშ​ნა​ვად შე​ერ​წყა და ყვე​ლას გა​ცუ​რე​ბა მოახერ​ხა. ისი​ნი თა​ვი​სიანად
და შე​სა​ფე​რი​სად მი​მიჩ​ნევ​დნენ.

სახ​ლში ვბრუნ​დე​ბო​დი და ჩე​მებს ვუყ​ვე​ბო​დი, რომ სკო​ლა​ში კარგ ტი​პად მთვლი​ან და ვთხზავ​დი სა​ხა​ლი​სო
ის​ტო​რი​ებს, რომ​ლე​ბიც ვი​თომ​და შე​მემ​თხვა.

მაგ​რამ ამ ფარ​სში რაც უფ​რო ღრმად ვეფ​ლო​ბო​დი, თავს მით უფ​რო გან​სხვა​ვე​ბუ​ლად ვგრძნობ​დი. ბზა​რი,
რო​მე​ლიც სხვებს მა​შო​რებ​და, სულ უფ​რო იზ​რდე​ბო​და და ღრმავ​დე​ბო​და. ბედ​ნიერი მხო​ლოდ მარ​ტოობი​სას
ვი​ყა​ვი, სხვებ​თან თა​მა​ში მი​წევ​და.

ეს ხან​და​ხან მა​ში​ნებ​და კი​დეც. ნუ​თუ სი​ცოც​ხლის ბო​ლომ​დე მო​მი​წევს მიმ​ბაძ​ვე​ლო​ბა?

ბუ​ზი, რო​მე​ლიც ჩემ​ში არ​სე​ბობ​და, თით​ქოს სწორ რა​მე​ებს მე​უბ​ნე​ბო​და. მიხ​სნი​და, რომ ერ​თი წა​მიც საკ​მა​‐
რი​სია, მე​გობ​რებ​მა რომ და​გი​ვიწ​ყონ, რომ გო​გოები ბო​რო​ტე​ბი არი​ან და აბუ​ჩად გიგ​დე​ბენ, რომ სახ​ლის
მიღ​მა არ​სე​ბულ სამ​ყა​რო​ში მხო​ლოდ მე​ტო​ქეობა, ჩაგ​ვრა და ძა​ლა​დო​ბაა და მე​ტი არა​ფე​რი.
ერთ ღა​მეს კოშ​მა​რი მე​სიზ​მრა და ყვი​რი​ლით გა​ვიღ​ვი​ძე. სიზ​მარ​ში მაისუ​რი და ჯინ​სე​ბი ჩე​მი კა​ნი იყო, „ა​დი​‐
და​სის“ კე​დე​ბი კი – ფე​ხე​ბი. რქო​ვა​ნა გარ​სი​ვით მა​გა​რი ქურ​თუ​კის ქვეშ მწე​რის ასეულო​ბით სა​ცე​ცი ირ​‐
ხეოდა.

ასეა თუ ისე, ყვე​ლა​ფე​რი კარ​გად იყო მა​ნამ, სა​ნამ ერთ დი​ლით არ მო​მინ​და, კრა​ზა​ნად გა​დაც​მუ​ლი ბუ​ზი კი
არა, ნამ​დვი​ლი კრა​ზა​ნა ვყო​ფი​ლი​ყა​ვი.

ჩვეულებ​რივ, შეს​ვე​ნე​ბა​ზე მოს​წავ​ლეებით გა​ძეძ​გილ დე​რეფ​ნებ​ში ისე დავ​დიოდი, გე​გო​ნე​ბა, რა​ღაც საქ​მე
მქონ​და. ეჭ​ვი არა​ვის უჩ​ნდე​ბო​და. ზა​რის და​რეკ​ვამ​დე რამ​დე​ნი​მე წუ​თით ად​რე ჩემს მერხს მი​ვუჯ​დე​ბო​დი და
ლო​რი​ან პი​ცას ვჭამ​დი, რო​მელ​საც ყვე​ლა​ნი სკო​ლის კა​რის​კა​ცის​გან ყი​დუ​ლობ​დნენ. საკ​ლა​სო ოთახ​ში
ჩვეული ამ​ბა​ვი მხვდე​ბო​და: ორი ჯგუ​ფი იბ​რძო​და – ერ​თმა​ნეთს და​ფის საწ​მენდ ღრუბ​ლებს ეს​როდ​ნენ. თუ
მო​მარ​ტყამ​დნენ, სა​პა​სუ​ხოდ მეც ვეს​რო​დი, თან შეძ​ლე​ბის​დაგ​ვა​რად ვეც​დე​ბო​დი, არა​ვის​თვის მო​მეხ​ვედ​რე​‐
ბი​ნა, სა​პა​სუ​ხო რე​აქ​ცია რომ არ გა​მო​მეწ​ვია.

ჩემ უკან ალე​სია რონ​კა​ტო იჯ​და და ოს​კარ ტო​მა​ზის გაუჩე​რებ​ლად ელა​პა​რა​კე​ბო​და. თან ფურ​ცელ​ზე რა​‐
ღაც სი​ას წერ​დნენ.

ნე​ტავ რა სია იყო?

წე​სით, რა​ში მე​ნაღ​ვლე​ბო​და, მაგ​რამ ოხერ​მა ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობამ, ხან​და​ხან სრუ​ლი​ად უმი​ზე​ზოდ რომ შე​‐
მო​მი​ტევ​და ხოლ​მე, მი​ბიძ​გა, სკა​მი ჩა​მე​ჩო​ჩე​ბი​ნა, ნათ​ქვა​მის​თვის ყუ​რი რომ მო​მეკ​რა.

– რო​გორ ფიქ​რობ, გა​მო​უშ​ვე​ბენ? – იკით​ხა ოს​კარ ტო​მა​ზიმ.

– კი, დე​და​ჩე​მი თუ ეტ​ყვის, – უპა​სუ​ხა ალე​სია რონ​კა​ტომ.

– ყვე​ლა​ნი და​ვე​ტე​ვით?

– რა თქმა უნ​და, სახ​ლი დი​დია, – ამ დროს ვი​ღა​ცა აწივ​ლდა და მე​ტი ვე​ღა​რა​ფე​რი გა​ვი​გო​ნე.

ალ​ბათ წყვეტ​დნენ, წვეულე​ბა​ზე ვინ დაეპა​ტი​ჟათ.

გა​სას​ვლელ​თან ყურ​სას​მე​ნი გა​ვი​კე​თე, მაგ​რამ მუ​სი​კა არ ჩავ​რთე. ალე​სია რონ​კა​ტო და ოს​კარ ტო​მა​ზი სკო​‐
ლის კე​დელ​თან შუ​მერ​თან და რი​კარ​დო დო​ბოშ​თან ერ​თად იდ​გნენ. ყვე​ლა​ნი აგ​ზნე​ბუ​ლე​ბი იყ​ვნენ. შუ​მე​რი,
თით​ქოს თხი​ლა​მუ​რებ​ზე დგა​სო, რო​გორც სლა​ლომ​ზე, ისე იკ​ლაკ​ნე​ბო​და. დო​ბო​ში შუ​მერს ზურ​გზე შე​ახ​ტა
და ვი​თომ ახ​რჩობ​და. არ ვი​ცი, ალე​სია ოს​კარ ტო​მა​ზის რას ეუბ​ნე​ბო​და, მაგ​რამ შუ​მერს და დო​ბოშს რომ
უყუ​რებ​და, თვა​ლე​ბი უბ​რწყი​ნავ​და.

რამ​დე​ნი​მე მეტ​რით მი​ვუ​ახ​ლოვ​დი და, რო​გორც იქ​ნა, გა​ვი​გო​ნე: ალე​სი​ამ ისი​ნი ზამ​თრის ერ​თკვი​რი​ან არ​და​‐
დე​გებ​ზე კორ​ტი​ნა​ში, თა​ვის სახ​ლში და​პა​ტი​ჟა.

ეს ოთ​ხეული სხვე​ბის​გან ძა​ლი​ან გან​სხვავ​დე​ბო​და. გა​ნუყ​რე​ლი მე​გობ​რე​ბი, თა​ვის​თვის იყ​ვნენ. გარ​შე​მო


თით​ქოს უხი​ლა​ვი გარ​სი ერ​ტყათ, რო​მელ​შიც შეღ​წე​ვა არა​ვის შე​ეძ​ლო, თა​ვად თუ არ მო​ინ​დო​მებ​დნენ.

მათ ალე​სია რონ​კა​ტო მე​თაურობ​და. ალე​სია სკო​ლა​ში ყვე​ლა​ზე ლა​მა​ზი გო​გო იყო, მაგ​რამ არ ნა​შობ​და, არც
არა​ვის მი​ბაძ​ვას ცდი​ლობ​და, იყო ისე​თი, რო​გორც იყო, მორ​ჩა და გა​თავ​და.

ოს​კარ ტო​მა​ზი, უგამ​ხდრე​სი ტი​პი, ქა​ლუ​რი მიხვრა-​მოხვრით, ლა​პა​რაკს იწ​ყებ​და თუ არა, ყვე​ლა​ნი იცი​ნოდ​‐
ნენ.

რი​კარ​დო დო​ბო​ში სა​მუ​რაივით აუღელ​ვე​ბე​ლი და მო​ღუ​შუ​ლი იყო.

ყვე​ლა​ზე მე​ტად შუ​მე​რი მომ​წონ​და. არ ვი​ცი, ასე რა​ტომ ეძახ​დნენ. სარ​ბო​ლო მო​ტო​ციკ​ლი ჰყავ​და და სპორ​‐
ტის ყვე​ლა სა​ხეობა​ში მა​გა​რი იყო. ამ​ბობ​დნენ, რომ რაგ​ბის ჩემ​პიონი გახ​დე​ბო​და. მა​ცი​ვა​რი​ვით ვეებერ​თე​‐
ლას, ხე​ლე​ბი პლას​ტი​ლი​ნის​გან გა​მო​ძერ​წილს უგავ​და, თმა ზღარ​ბი​ვით ჰქონ​და, ცხვი​რი კი – მიჭ​ყლე​ტი​ლი.
ჩე​მი აზ​რით, შუ​მერს მუშ​ტი დო​გის​თვის რომ მო​ექ​ნია, ერ​თი დარ​ტყმით ძირს და​აგ​დებ​და. უფ​როს​კლა​სე​ლი
იყო, მაგ​რამ უმ​ცრო​სებს ცუ​დად არას​დროს ექ​ცეოდა. უმ​ცროს​კლა​სე​ლე​ბი მის​თვის ლეიბის ტკი​პე​ბი​ვით იყ​‐
ვნენ: აი, რომ არ​სე​ბო​ბენ, მაგ​რამ შენ ვერ ხე​დავ.

ეს „ფან​ტას​ტი​კუ​რი ოთ​ხეული“ იყო, მე კი – „ვერ​ცხლის სერ​ფე​რი“.

შუ​მე​რი მო​ტო​ციკ​ლზე დაჯ​და, უკან ალე​სია მი​უჯ​და და ხე​ლე​ბი ისე მოხ​ვია, გე​გო​ნე​ბა, მი​სი და​კარ​გვის ეში​‐
ნიაო. ად​გილს ბორ​ბლე​ბის წუილით მოს​წყდნენ. თან​და​თა​ნო​ბით სხვა მოს​წავ​ლეებიც წავიდ-​წამოვიდნენ და
ქუ​ჩა და​ცა​რი​ელ​და. ფირ​ფი​ტე​ბი​სა და სა​ყო​ფაც​ხოვ​რე​ბო ტექ​ნი​კის მა​ღა​ზი​ებ​ზე ჟა​ლუ​ზე​ბი ჩა​მო​უშ​ვეს და შეს​‐
ვე​ნე​ბა​ზე და​კე​ტეს.

მარ​ტო დავ​რჩი.

სახ​ლში უნ​და წავ​სუ​ლი​ყა​ვი.

ათი წუ​თიც და, დე​და​ჩე​მი მი​სულს თუ ვერ მნა​ხავს, აუცი​ლებ​ლად და​მი​რე​კავს. მო​ბი​ლუ​რი გავ​თი​შე. სახ​ლის
კე​დელ​ზე პულ​ვე​რი​ზა​ტო​რით დაჯ​ღაბ​ნილ წარ​წე​რებს მა​ნამ​დე ვაშ​ტერ​დე​ბო​დი, სა​ნამ გა​მო​სა​ხუ​ლე​ბა არ გა​‐
იდ​ღაბ​ნა და სა​ღე​ბა​ვის ლა​ქე​ბად არ დაიშა​ლა.

ალე​სი​ას მეც რომ და​ვე​პა​ტი​ჟე, ნა​ხავ​და, რა კარ​გად ვსრიალებ. საიდუმ​ლო სას​რიალო ბი​ლი​კებს ვაჩ​ვე​ნებ​‐
დი.

კორ​ტი​ნა​ში და​ბა​დე​ბი​დან დავ​დიოდი, იქ ყვე​ლა ტრა​სა და უამ​რა​ვი ბი​ლი​კი ვი​ცო​დი. ჩე​მი საყ​ვა​რე​ლი ბი​ლი​კი
მონ​ტეკ​რის​ტალ​ზე იწ​ყე​ბო​და და შუა და​სახ​ლე​ბამ​დე ეშ​ვე​ბო​და. გზად ტყეს გა​დიოდა, სა​დაც წარ​მო​უდ​გე​ნე​‐
ლი ნახ​ტო​მე​ბის კე​თე​ბა გი​წევ​და. ერ​თხელ რო​მე​ლი​ღაც სახ​ლის უკან ორი არ​ჩვი ვნა​ხე. კი​დევ, შეგ​ვეძ​ლო კი​‐
ნო​ში წავ​სუ​ლი​ყა​ვით და „ლო​ვატ​ში“ ცხე​ლი შო​კო​ლა​დი დაგ​ვე​ლია.

მათ​თან ბევ​რი სა​ერ​თო გა​მაჩ​ნდა. ის, რომ ალე​სი​ას კორ​ტი​ნა​ში სახ​ლი ჰქონ​და, უბ​რა​ლო დამ​თხვე​ვა ვერ იქ​‐
ნე​ბო​და. თა​ნაც მივ​ხვდი, რომ ისი​ნიც ბუ​ზე​ბი იყ​ვნენ, რომ​ლე​ბიც კრა​ზა​ნებს ბა​ძავ​დნენ, ოღონდ ჩემ​ზე ბევ​‐
რად უკეთ გა​მოს​დიოდათ. კორ​ტი​ნა​ში მათ​თან ერ​თად რომ წავ​სუ​ლი​ყა​ვი, მიხ​ვდე​ბოდ​ნენ, რომ მეც მათ​‐
ნაირი ვი​ყა​ვი.

სახ​ლში რომ დავ​ბრუნ​დი, დე​და​ჩე​მი ნი​ჰალს ოსო​ბუ​კოს რე​ცეპტს უხ​სნი​და. იქ​ვე ჩა​მოვ​ჯე​ქი, დანა-​ჩანგლის
უჯ​რა გა​ვა​ღე, მე​რე დავ​ხუ​რე და ვთქვი:

– ალე​სია რონ​კა​ტომ კორ​ტი​ნა​ში სათ​ხი​ლა​მუ​როდ დამ​პა​ტი​ჟა.


დე​და​ჩემ​მა ისე შე​მომ​ხე​და, გე​გო​ნე​ბა, მეთ​ქვას, რომ კუ​დი გა​მე​ზარ​და. სკა​მი მო​იშ​ვე​ლია, სუ​ლი მო​ით​ქვა და
ჩაიბუტ​ბუ​ტა:

– ძვირ​ფა​სო, რო​გორ მი​ხა​რია, – და გულ​ში მაგ​რად ჩა​მიკ​რა, – შე​სა​ნიშ​ნა​ვი იქ​ნე​ბა. ერ​თი წა​მით, მა​პა​ტიე.

ად​გა, გა​მი​ღი​მა და სააბა​ზა​ნო​ში შეიკე​ტა.

ნე​ტავ, რა დაემარ​თა?

კარს ყუ​რი მი​ვა​დე. დე​და​ჩე​მი ტი​რო​და და ხან​და​ხან სრუ​ტუ​ნებ​და. მე​რე გა​ვი​გო​ნე, ონ​კა​ნი რო​გორ მო​უშ​ვა და
სა​ხე მოიბა​ნა.

ვე​რა​ფერს მივ​ხვდი.

მე​რე მო​ბი​ლურ​ზე ლა​პა​რა​კი და​იწ​ყო:

– ფრან​ჩეს​კო, რა​ღაც უნ​და გით​ხრა. ჩვე​ნი შვი​ლი სათ​ხი​ლა​მუ​როდ და​პა​ტი​ჟეს... ჰო, კორ​ტი​ნა​ში. აი, ხე​დავ,
რომ არ უნ​და ვღე​ლავ​დეთ... წარ​მო​იდ​გი​ნე, სუ​ლე​ლი​ვით ავ​ტირ​დი კი​დეც. რომ არ და​ვე​ნა​ხე, სააბა​ზა​ნო​ში
ჩა​ვი​კე​ტე...

რამ​დე​ნი​მე დღის გან​მავ​ლო​ბა​ში ვცდი​ლობ​დი მეთ​ქვა, რომ მო​ვიტ​ყუე, რომ ეს სი​სუ​ლე​ლე ხუმ​რო​ბით წა​მომ​‐
ცდა, მაგ​რამ ასე გა​ხა​რე​ბულ და ბედ​ნი​ერ დე​და​ჩემს რომ ვხე​დავ​დი, უკან ვი​ხევ​დი. ისე​თი შეგ​რძნე​ბა მქონ​და,
თით​ქოს მკვლე​ლო​ბა ჩა​მე​დი​ნოს.

პრობ​ლე​მა არ იყო მე​ღიარე​ბი​ნა, რომ ყვე​ლა​ფე​რი გა​მო​ვი​გო​ნე და არა​ვის არ​სად და​ვუ​პა​ტი​ჟე​ბი​ვარ. და​მამ​‐
ცი​რე​ბე​ლი იქ​ნე​ბო​და, მაგ​რამ ამას გა​და​ვი​ტან​დი. ჩემს აღიარე​ბას რომ მოჰ​ყვე​ბო​და, იმ კით​ხვას ვერ ავი​ტან​‐
დი: „ლო​რენ​ცო, რა​ტომ მო​მატ​ყუ​ე?“

აი, ამ კით​ხვა​ზე პა​სუ​ხი არ გა​მაჩ​ნდა.

ღამ​ღა​მო​ბით, ლო​გინ​ში, ვცდი​ლობ​დი, პა​სუ​ხი მო​მე​ძებ​ნა: „ი​მი​ტომ, რომ...“

მაგ​რამ თით​ქოს ჩე​მი ტვი​ნი რა​ღაც დაბ​რკო​ლე​ბას აწ​ყდე​ბო​და და ბორ​ძი​კობ​და.

„ი​მი​ტომ, რომ სი​რი ვარ“ – ეს ერ​თა​დერ​თი პა​სუ​ხი იყო, რო​მე​ლიც თავ​ში მომ​დიოდა, მაგ​რამ ვგრძნობ​დი,
რომ ეს საკ​მა​რი​სი არ იყო. ვი​ცო​დი, ამის მიღ​მა რა​ღაც ისე​თი იმა​ლე​ბო​და, რის გა​გე​ბაც არ მინ​დო​და.

ბოლო-​ბოლო დი​ნე​ბას ავ​ყე​ვი და ტყუილი თა​ვა​დაც და​ვი​ჯე​რე. ზამ​თრის არ​და​დე​გე​ბის შე​სა​ხებ ან​თარ​საც კი
მო​ვუ​ყე​ვი. ჩე​მი ის​ტო​რია თან​და​თა​ნო​ბით სულ უფ​რო სარ​წმუ​ნო ხდე​ბო​და და დე​ტა​ლე​ბით მდიდ​რდე​ბო​და:
ვყვე​ბო​დი, მა​ღალ მთა​ში მოთ​ხი​ლა​მუ​რე​თა ბა​ნაკ​ში რო​გორ წა​ვი​დო​დით, იქ ვერ​ტმფრე​ნით რო​გორ გავ​‐
ფრინ​დე​ბო​დით.
ერ​თი ამ​ბა​ვი ავ​ტე​ხე, ჩემ​თვის თხი​ლა​მუ​რი, ფეხ​საც​მე​ლი და ახა​ლი ქურ​თუ​კი რომ ეყი​დათ. დრო გა​დიოდა
და უკ​ვე თა​ვა​დაც მჯე​რო​და, რომ ალე​სი​ამ დამ​პა​ტი​ჟა.

თვა​ლებს რომ ვხუ​ჭავ​დი, წარ​მო​ვიდ​გენ​დი, ალე​სია რო​გორ მი​ახ​ლოვ​დე​ბო​და. სა​ნამ მო​პედს ჯაჭვს ვხსნი​დი,
ის თა​ვი​სი ლურ​ჯი თვა​ლე​ბით მი​ყუ​რებ​და, მე​რე შუბ​ლზე შეჭ​რილ ქე​რა თმა​ზე ხელს გა​და​ის​ვამ​და, „ნაიკის“
ერთ ბო​ტასს მეორე​ზე გა​დაიდებ​და და მეტ​ყო​და: „მის​მი​ნე, ლო​რენ​ცო, არ​და​დე​გებ​ზე სათ​ხი​ლა​მუ​როდ მივ​‐
დი​ვარ. წა​მოხ​ვალ?“

მე ცო​ტას ვა​ყოვ​ნებ​დი და მე​რე მშვი​დად ვპა​სუ​ხობ​დი: „კარ​გი, წა​მო​ვალ“.

ერ​თხე​ლაც ჩემს ოთახ​ში ვი​ყა​ვი, ახა​ლი ფეხ​საც​მე​ლი მეც​ვა. კა​რა​და​ზე და​მაგ​რე​ბულ სარ​კე​ში ჩა​ვი​ხე​დე და იქ
ტრუ​სიანი, ჭიაყე​ლა​სა​ვით უფე​რუ​ლი ბი​ჭი და​ვი​ნა​ხე, სუს​ტი გულ-​მკერდით და იმ სა​სა​ცი​ლო წი​თე​ლი ფეხ​‐
საც​მლით ღინ​ღლი​ან გაჩ​ხინ​კულ ფე​ხებ​ზე, რომ​ლე​ბიც გამ​ხმარ ტო​ტებს მო​გა​გო​ნებ​დათ. ბიჭს ცო​ტა ხა​ნი
პირ​ღია ვუ​ყუ​რე და მე​რე ვკით​ხე: „სა​ით მიემარ​თე​ბი?“

ბიჭ​მა სარ​კი​დან უჩ​ვეულოდ ზრდას​რუ​ლი ხმით მი​პა​სუ​ხა: „არ​სა​ით“.

ფეხ​ზე არ გა​მიხ​დია, სა​წოლ​ზე ისე და​ვემ​ხე. ისე​თი შეგ​რძნე​ბა მქონ​და, თით​ქოს ზურ​გზე ერ​თი ტო​ნა სამ​შე​‐
ნებ​ლო ნა​გა​ვი და​მა​ყა​რეს და გა​ვი​ფიქ​რე, რომ აზ​რზე არ ვარ, ამ ხა​თა​ბა​ლას თა​ვი რო​გორ და​ვაღ​წიო. კი​დევ
ერ​თხელ თუ შე​ვეც​დე​ბი და​ვი​ჯე​რო, რომ ალე​სი​ამ მარ​თლა დამ​პა​ტი​ჟა, ფან​ჯრი​დან გა​დავ​ხტე​ბი და, აბა ჰე,
გმად​ლობთ, მშვი​დო​ბით და სულ კარ​გად მე​ყო​ლეთ.

ეს ყვე​ლა​ზე მარ​ტი​ვი გა​მო​სა​ვა​ლი იქ​ნე​ბო​და. ჩე​მი ცხოვ​რე​ბა მა​ინც ერ​თი დი​დი ქა​ქია და მე​ტი არა​ფე​რი.

– მორ​ჩა! უნ​და ვთქვა, რომ ვერ​სა​დაც ვერ წა​ვალ, ვი​ნაიდან ლაურა ბე​ბია საავად​მყო​ფო​შია და კი​ბო​თი კვდე​‐
ბა, – მაღ​ლა ავ​ხე​დე და სე​რიოზუ​ლი ტო​ნით ვუთ​ხა​რი ჭერს, – დე​და, ბე​ბია ცუ​და​დაა და ამი​ტო​მაც გა​დავ​წყვი​‐
ტე, სათ​ხი​ლა​მუ​როდ აღარ წა​ვი​დე. ვაითუ ბე​ბია მოკ​ვდეს, სა​ნამ მე წა​სუ​ლი ვიქ​ნე​ბი?

შე​სა​ნიშ​ნა​ვი იდეა იყო... ფეხ​საც​მე​ლი გა​ვიძ​რე და ოთახს ცეკვა-​ცეკვით ისე და​ვუარე, თით​ქოს იატა​კი ავარ​‐
ვა​რე​ბუ​ლი​ყოს. სა​წოლ​ზე ვხტე​ბო​დი, სა​წო​ლი​დან – სა​წერ მა​გი​და​ზე, თან ვცდი​ლობ​დი კომ​პიუტე​რის​თვის,
წიგ​ნე​ბი​სა და კუებით სავ​სე ავ​ზის​თვის გვერ​დი ამექ​ცია და ვმღე​რო​დი:

– იტა​ლი​ის ძმე​ბო, იტა​ლია გა​მოფ​ხიზ​ლდა, – ერ​თი ნახ​ტო​მით წიგ​ნე​ბის კა​რა​დას ჩა​მო​ვე​კი​დე, – სცი​პიონის
მუ​ზა​რა​დი... “

რას ვა​კე​თებ​დი?

– „თავ​ზე და​ი... ხუ​რა.​..“(ნაწ​ყვე​ტი იტა​ლი​ის ჰიმ​ნი​დან)

თა​ვი რომ გა​და​მერ​ჩი​ნა, ბე​ბი​ის სიკ​ვდი​ლით ვსარ​გებ​ლობ​დი?

ასე​თი სა​ში​ნე​ლე​ბა მხო​ლოდ ჩემ​ნა​ირ ურ​ჩხულს თუ მოაფიქ​რდე​ბო​და.

– გრცხვე​ნო​დეს! – და​ვიყ​ვი​რე, ლო​გინ​ზე და​ვე​ნარ​ცხე და სა​ხე ბა​ლიშ​ში ჩავ​რგე.


რო​გორ გავ​თა​ვი​სუფ​ლდე იმ სიც​რუ​ის​გან, რო​მე​ლიც მა​გი​ჟებს?

უეც​რად სარ​და​ფი გა​მახ​სენ​და. ბნე​ლი, მყუდ​რო და ყვე​ლას​გან მი​ვიწ​ყე​ბუ​ლი.

"},{"head":"3. ","content":"

3.

სარ​დაფ​ში გვა​რიანად ცხე​ლო​და. იქ პა​ტა​რა ტუალე​ტიც იყო, კედ​ლებ​ზე ნეს​ტის ლა​ქე​ბით. ჩა​სა​რეც​ხი მე​ქა​‐
ნიზ​მი გა​ფუ​ჭე​ბუ​ლი იყო, მაგ​რამ შე​მეძ​ლო, უნი​ტა​ზი ვედ​რო​ში ონ​კა​ნი​დან დაგ​რო​ვე​ბუ​ლი წყლით ჩა​მე​რეც​ხა.

დი​ლის დარ​ჩე​ნი​ლი საათე​ბი სა​წოლ​ში სტი​ვენ კინ​გის „სა​ლე​მის ხვედ​რის“ კით​ხვა​სა და ძილ​ში გა​ვა​ტა​რე. სა​‐
დი​ლად შო​კო​ლა​დის ნა​ხე​ვა​რი ფი​ლა შევ​სან​სლე.

მე ადა​მიანი ვარ, რო​მე​ლიც უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლე​ბის შე​მო​სე​ვას გა​და​ურ​ჩა. ადა​მი​ან​თა მოდ​გმა გა​ნად​გუ​რე​ბუ​‐


ლია, მხო​ლოდ რამ​დე​ნი​მე მათ​გა​ნი გა​დარ​ჩა, ვინც თავს სარ​და​ფებ​სა და შე​ნო​ბე​ბის მი​წის​ქვე​შა სარ​თუ​ლებ​‐
ზე და​მალ​ვით უშ​ვე​ლა. რომ​ში ერ​თა​დერ​თი ცოც​ხა​ლი არ​სე​ბა მე დავ​რჩი. გა​რეთ გა​სას​ვლე​ლად ჯერ უნ​და
დავ​ლო​დე​ბო​დი, უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​ლე​ბი მშობ​ლი​ურ პლა​ნე​ტა​ზე დაბ​რუ​ნე​ბუ​ლიყ​ვნენ. ეს კი, ჩემ​თვის უც​ნო​ბი მი​‐
ზე​ზით, ერ​თი კვი​რის მე​რე მოხ​დე​ბო​და.

ზურ​გჩან​თი​დან ტან​საც​მე​ლი და ავ​ტო​რუ​ჯის სპრე​ის ორი ფლა​კო​ნი ამო​ვი​ღე. მზის სათ​ვა​ლე გა​ვი​კე​თე, ქუ​დი
და​ვი​ხუ​რე და სით​ხე სა​ხე​სა და ხე​ლებ​ზე მი​ვის​ხი.

სით​ხით მოთ​ხვრი​ლი, კო​მოდ​ზე ავ​ძვე​რი და მო​ბი​ლუ​რი ფან​ჯრის რა​ფა​ზე დავ​დე, რო​მელ​საც ძლივს ვწვდე​‐
ბო​დი.

არ​ტი​შო​კის კონ​სერ​ვი გავ​ხსე​ნი და ხუ​თი ცა​ლი შევ​ჭა​მე.

აი, ნამ​დვი​ლი არ​და​დე​გე​ბი ეს იყო, კორ​ტი​ნა კი არა.

ტე​ლე​ფო​ნის ზარ​მა უსიზ​მრო ძილს გა​მომ​გლი​ჯა.

სარ​დაფ​ში ბნე​ლო​და. მო​ბი​ლურს ხე​ლის ცე​ცე​ბით მი​ვა​გე​ნი რო​მე​ლი​ღაც ყუთ​ზე გა​ჭირ​ვე​ბით ავ​ბობ​ღდი, ვცა​‐
დე, წკრიალა ხმით მე​პა​სუ​ხა:

– დე​და!

– აბა, საქ​მეები რო​გორ მი​დის?


– შე​სა​ნიშ​ნა​ვად!

– სად ხარ?

რო​მე​ლი საათია? მო​ბი​ლუ​რის ეკ​რანს დავ​ხე​დე. ცხრის ნა​ხე​ვა​რია. დიდ​ხანს მძი​ნე​ბია.

– პი​ცე​რიაში ვარ.

– სად?

– იქა, რა ქვი​ა... – იმ პი​ცე​რი​ის სა​ხელს ვერ ვიხ​სე​ნებ​დი, სა​დაც ბე​ბი​ას​თან ერ​თად საჭ​მე​ლად დავ​დიოდი
ხოლ​მე.

– პე​და​ვე​ნა​ში?

– ჰო.

– რო​გორ იმ​გზავ​რეთ?

– მშვე​ნივ​რად.

– ამინ​დი რო​გო​რია?

– იდეალუ​რი, – ალ​ბათ ვაზ​ვიადებ​დი, – კარ​გი. ური​გო ამინ​დი არაა.

– თოვ​ლი?

ნე​ტავ რამ​დე​ნი თოვ​ლი უნ​და ყო​ფი​ლი​ყო?

– ცო​ტა თოვ​ლი არის, კი.

– ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა? უც​ნაური ხმა გაქვს.

– არა. არა. ყვე​ლა​ფე​რი რიგ​ზეა.

– ტე​ლე​ფო​ნი ალე​სი​ას დე​დას მიეცი, მო​ვი​კით​ხავ.

– აქ მხო​ლოდ ჩვენ ვართ. ალე​სი​ას დე​და სახ​ლშია.


დუ​მი​ლი.

– აჰ... ხვალ და​გი​რე​კავ და და​მა​ლა​პა​რა​კე. ან შენ დაარე​კი​ნე.

– კარ​გი. წა​ვე​დი, პი​ცა მოიტა​ნეს, – წარ​მო​სახ​ვით ოფი​ცი​ანტს მივ​მარ​თე, – მე... მე აი, ის ლო​რიანი პი​ცა!

– კარ​გი, ხვალ შე​გეხ​მიანე​ბი. ძა​ლი​ან გთხოვ, დაიბა​ნე.

– აბა, დროებით.

– დროებით, ძვირ​ფა​სო. გა​ერ​თე.

თა​ვის დაძ​ვრე​ნა ური​გოდ არ გა​მომ​სვლია. კმა​ყო​ფილ​მა ფლე​ის​თეიშე​ნი ჩავ​რთე, „Soul River“ რომ მე​თა​მა​შა,
მაგ​რამ მა​ინც სა​ტე​ლე​ფო​ნო ზარ​ზე ვფიქ​რობ​დი. დე​დას კარ​გად ვიც​ნობ​დი, ვი​ცო​დი, არ შე​მეშ​ვე​ბო​და. ალე​სი​‐
ას დე​დას თუ არ დაელა​პა​რა​კე​ბო​და, კორ​ტი​ნა​ში ჩააკით​ხავ​და. და თუ ვეტ​ყვი, რომ სი​ნიორა რონ​კა​ტომ
სრიალის დროს ფე​ხი მოიტე​ხა და საავად​მყო​ფო​შია? არა, უკე​თე​სი რა​მე უნ​და მო​მე​ფიქ​რე​ბი​ნა, მაგ​რამ ახ​ლა
თავ​ში არა​ფე​რი მომ​დიოდა.

ნეს​ტის სუნ​მა შე​მა​წუ​ხა და ფან​ჯა​რა გა​ვა​ღე. ცხაურებს შო​რის თა​ვი ძლივს მე​ტეოდა.

სი​ნიორა ბა​რა​ტიერის ბა​ღი დამ​პა​ლი ფოთ​ლე​ბით მო​ფარ​და​გე​ბუ​ლი​ყო. ლამ​პიონის ცი​ვი შუ​ქი სუ​რო​თი და​‐
ფა​რულ ჭიშ​კარს ანა​თებ​და. მცე​ნა​რეების სიმ​წვა​ნე​ში ეზოს ძლივს ვარ​ჩევ​დი. მა​მა​ჩე​მის „მერ​სე​დე​სი“ არ იდ​‐
გა. წა​სუ​ლი იქ​ნე​ბო​და სად​მე, სა​ვახ​შმოდ ან ბრი​ჯის სა​თა​მა​შოდ.

ისევ დავ​წე​ქი.

დე​და სა​მი სარ​თუ​ლით მაღ​ლა იყო. დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ ტახ​ტზე იწ​ვა, ფეხ​თან კი ტაქ​სე​ბი მო​კა​ლა​‐
თე​ბუ​ლიყ​ვნენ. და​ბალ მა​გი​და​ზე ლან​გა​რი იდო რძით და კექ​სით. შავ-​თეთრი ფილ​მის ყუ​რე​ბი​სას დე​დას იქ​ვე
ჩაეძი​ნე​ბა, სახ​ლში დაბ​რუ​ნე​ბუ​ლი მა​მა​ჩე​მი კი გა​აღ​ვი​ძებს და სა​წოლ​ში გა​და​იყ​ვანს.

ყურ​სას​მე​ნი გა​ვირ​ჭე და ლუ​ჩო ბა​ტის​ტი ამ​ღერ​და, „ი​სევ შენ“. ყურ​სას​მე​ნი მო​ვიძ​რე.

მძულ​და ეს სიმ​ღე​რა.

"},{"head":"4.","content":"

4.

„ი​სევ შენ“ ბო​ლოს რომ მო​ვის​მი​ნე, კორ​სო ვი​ტო​რიოზე სა​ცობ​ში გაჩ​ხე​რილ მან​ქა​ნა​ში დე​დას​თან ერ​თად ვი​‐
ჯე​ქი. დე​მონ​სტრან​ტებ​მა პიაცა ვე​ნე​ცია გა​და​კე​ტეს. სა​ცო​ბი გა​ფარ​თოვ​და, სით​ბო​სა​ვით გაიშა​ლა და ქა​ლა​‐
ქის ის​ტო​რი​ულ ცენ​ტრში ავ​ტო​მო​ბი​ლე​ბის მოძ​რაობა შეწ​ყდა.

დი​ლა დე​და​ჩე​მის გა​ლე​რეაში გა​ვა​ტა​რე. ფრან​გი ფო​ტოგ​რა​ფის ნა​მუ​შევ​რე​ბის და​კი​დე​ბა​ში ვეხ​მა​რე​ბო​დი,


რომ​ლის გა​მო​ფე​ნა​საც დე​და​ჩე​მი მომ​დევ​ნო კვი​რას ხსნი​და. მომ​წონ​და ეს უზარ​მა​ზა​რი ფო​ტოები, რომ​ლებ​‐
ზეც ვი​ღა​ცე​ბი ხალ​ხით სავ​სე რეს​ტორ​ნებ​ში მარ​ტო​ნი ის​ხდნენ და ჭამ​დნენ.

მო​პე​დე​ბი მან​ქა​ნებს შო​რის, რო​გორც სლა​ლომ​ზე, ისე დას​რიალებ​დნენ. ეკ​ლე​სი​ის კი​ბე​ზე ჭუჭ​ყი​ან სა​ძი​ლე
ტო​მა​რა​ში გახ​ვე​ულ უსახ​ლკა​როს ეძი​ნა, თავ​ზე ნაგ​ვის პარ​კე​ბი გა​დაეფა​რე​ბი​ნა და ეგ​ვიპ​ტურ მუ​მი​ას ჰგავ​‐
და.

– ოოჰ, კი მაგ​რამ, რა ხდე​ბა? – დე​და​ჩე​მი სიგ​ნალს ხელს არ უშ​ვებ​და, – ეს ქა​ლა​ქი აუტა​ნე​ლია. არ გინ​და, სო​‐
ფელ​ში ვიც​ხოვ​როთ?

– სად?

– არ ვი​ცი... მა​გა​ლი​თად, ტოს​კა​ნა​ში.

– მე და შენ?

– მა​მა შაბათ-​კვირას ჩა​მოგ​ვა​კით​ხავ​და ხოლ​მე.

– სახ​ლი კო​მო​დო​ზე ხომ არ ვი​ყი​დოთ?

– კო​მო​დო სად არის?

– კუნ​ძუ​ლია. ძა​ლი​ან შორ​საა.

– მე​რე, იქ რა​ტომ უნ​და ვიც​ხოვ​როთ?

– იქ კო​მო​დოს დრა​კო​ნე​ბი ბი​ნად​რო​ბენ. უშ​ვე​ლე​ბე​ლი ხვლი​კე​ბია, რომ​ლებ​საც შე​უძ​ლი​ათ, ცოც​ხა​ლი თხა ან


ადა​მიანი გა​დაყ​ლა​პონ, რო​მელ​საც მოძ​რაობა უჭირს. ძა​ლი​ან სწრა​ფე​ბი არი​ან. შეგ​ვიძ​ლია მო​ვი​ში​ნაუროთ,
რომ დაგ​ვიც​ვან.

– ვის​გან?

– ყვე​ლას​გან...

დე​დას გაეღი​მა, რა​დი​ოს ხმა აუწია და ლუ​ჩო ბა​ტის​ტის სიმ​ღე​რას აჰ​ყვა:

– „ი​სევ შენ. იცი, არ მიკ​ვირს...“


სიმ​ღე​რას მეც ავ​ყე​ვი და რო​ცა გა​ის​მა: „ჩე​მო სიყ​ვა​რუ​ლო, შენ უკ​ვე ჭა​მე? მეც მშია, მაგ​რამ მხო​ლოდ შენ არ
ხარ, რაც მწა​დი​ა“, დე​და​ჩემს ხე​ლი უიმე​დო შეყ​ვა​რე​ბუ​ლი​ვით ჩავ​კი​დე.

დე​და​ჩე​მი იცი​ნო​და და თავს აქ​ნევ​და:

– რა შტე​რი ხარ... რა სუ​ლე​ლი...

თა​ვი ბედ​ნიერად ვიგ​რძე​ნი. სამ​ყა​რო ფან​ჯრებს მიღ​მა დარ​ჩა, მე და დე​და კი სა​ცობ​ში, რო​გორც გარ​სში, ისე
ვი​ყა​ვით გა​მომ​წყვდე​ულ​ნი. არ არ​სე​ბობ​და არც სკო​ლა, არც სა​ში​ნაო და​ვა​ლე​ბე​ბი და აღარც ის უამ​რა​ვი
რამ, რის კე​თე​ბაც მო​მი​წევ​და, სა​ნამ გა​ვიზ​რდე​ბო​დი.

უცებ დე​დამ რა​დი​ოს ხმას დაუწია.

– ვიტ​რი​ნა​ში იმ კა​ბას შე​ხე​დე, რას იტ​ყვი?

– ლა​მა​ზი კა​ბაა. მე​ტის​მე​ტად თა​მა​მი ხომ არ არის?

დე​დამ გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა შე​მომ​ხე​და.

– თა​მა​მი? ამ სიტ​ყვას რო​დი​დან ხმა​რობ?

– რო​მე​ლი​ღაც ფილ​მში გა​ვი​გო​ნე. ერთ ქალ​ზე ამ​ბობ​დნენ, რომ მე​ტის​მე​ტად თა​მა​მი კა​ბა ეც​ვა.

– იცი, ეს რას ნიშ​ნავს?

– რა თქმა უნ​და, – ვთქვი, – კა​ბას, რო​მე​ლიც ბევრ რა​მეს აშიშ​ვლებს.

– არა მგო​ნია, ეს კა​ბა ბევრ რა​მეს აშიშ​ვლებ​დეს.

– შე​იძ​ლე​ბა, არც აჩენს.

– მო​ვი​ზო​მო?

– კარ​გი.

უცებ რა​ღაც სას​წაულებ​რი​ვად ერ​თმა ჯიპ​მა ად​გი​ლი გაათა​ვი​სუფ​ლა. დე​და​ჩემ​მა მან​ქა​ნა მა​შინ​ვე დაძ​რა, ცა​‐
რი​ელ ად​გი​ლას რომ დაეყე​ნე​ბი​ნა.
ძა​რა​ზე ყრუ დარ​ტყმის ხმა გა​ის​მა. დე​დამ გაზს ფე​ხი აუშ​ვა და მუხ​რუჭს მიაჭი​რა. წინ გა​დავ​ქან​დი, მაგ​რამ
ღვედ​მა არ გა​მიშ​ვა და სა​ვარ​ძელ​ზე მი​მა​ჯაჭ​ვა. ძრა​ვამ ერ​თი ამო​იკ​ვნე​სა და ჩაქ​რა.

თა​ვი მი​ვატ​რიალე. BMW-ს უკა​ნა კარს ყვი​თე​ლი ფე​რის სმარ​ტი აკ​რო​ბო​და.

დაგ​ვე​ჯა​ხა.

– არა​ა... ჯან​და​ბა! – ამო​იხ​ვნე​შა დე​და​ჩემ​მა და ზა​რა​ლის და​სა​ნა​ხად ფან​ჯა​რა ჩა​მოს​წია.

მეც გა​ვი​ხე​დე. არც BMW-ს ფრთა​ზე და არც სმარ​ტის ბულ​დო​გი​სებრ ძა​რა​ზე ნა​კაწ​რიც არ ჩან​და. პა​ტა​რა ავ​‐
ტო​მო​ბილ​ში მი​ნის უკან თეთრ-​ცისფერი პლუ​შის მრა​ვალ​ფე​ხა ეკი​და, წარ​წე​რით „ლა​ცი​ო“. მე​რე​ღა შე​ვამ​‐
ჩნიე, რომ სმარტს მარ​ცხე​ნა სარ​კე აკ​ლდა. სარ​კის ად​გი​ლას ფერად-​ფერადი ელექ​ტრო​სა​დე​ნე​ბი კონ​‐
წიალებ​და.

– იქ, დე​და.

მან​ქა​ნის კა​რი გაიღო და იქი​დან მა​მა​კა​ცი გად​მოიხა​რა, რომ​ლის სი​მაღ​ლე მეტ​რი და ოთ​ხმოც​დაათი, სი​გა​ნე
კი ოთ​ხმო​ცი სან​ტი​მეტ​რი იქ​ნე​ბო​და.

ვი​ფიქ​რე, ნე​ტავ ამ კონ​სერ​ვის ქი​ლა​ში რო​გორ შეეტია-​მეთქი. კიბო-​განდეგილს ჰგავ​და, რო​მელ​საც ნი​ჟა​რი​‐
დან თა​ვი და მარ​წუ​ხე​ბი გა​მო​უყ​ვია. პა​ტა​რა ცის​ფე​რი თვა​ლე​ბი, შუბ​ლზე შეკ​რე​ჭი​ლი ხში​რი შა​ვი თმა და ცხე​‐
ნის კბი​ლე​ბი ჰქონ​და. კა​კა​ოს​ფრად გა​რუ​ჯუ​ლი​ყო.

– რა მოხ​და? – იკით​ხა შე​წუ​ხე​ბულ​მა დე​და​ჩემ​მა.

ტი​პი მან​ქა​ნი​დან გად​მო​ვი​და და სარ​კეს​თან ჩაიკუ​ზა. ისე​თი მწუ​ხა​რე​ბით და, ამა​ვე დროს, მო​წი​წე​ბით უყუ​‐
რებ​და, გე​გო​ნე​ბა მი​წა​ზე პლას​ტმა​სი​სა და მი​ნის ნა​ტე​ხი კი არ ეგ​დო, არა​მედ მხე​ცუ​რად მოკ​ლუ​ლი დე​და ეწ​‐
ვა. თი​თიც არ დააკა​რა, თით​ქოს იქ გვა​მი ეს​ვე​ნა და კრი​მი​ნა​ლის​ტე​ბის მოს​ვლას ელო​დე​ბო​და.

– რა მოხ​და? – დე​და​ჩემ​მა თა​ვი ფან​ჯრი​დან გა​და​ყო და კით​ხვა მშვი​დი ხმით გაიმეორა.

კა​ცი არც შე​მოტ​რიალე​ბუ​ლა, ისე უპა​სუ​ხა:

– რა მოხ​და? გინ​და იცო​დე, რა მოხ​და? – ისე​თი ყრუ ხმა ჰქონ​და, თით​ქოს პლას​ტმა​სის მილ​ში ლა​პა​რა​კობ​სო,
– ჰო​და, გად​მო​დი მაგ მან​ქა​ნი​დან, მო​დი და ნა​ხე!

– შენ აქ დარ​ჩი, – მით​ხრა დე​დამ, თან თვა​ლებ​ში შე​მომ​ხე​და. ღვე​დი მო​იხ​სნა და მან​ქა​ნი​დან გა​და​ვი​და.

ფან​ჯრი​დან და​ვი​ნა​ხე, წვი​მამ დე​და​ჩემს გარ​გა​რის​ფე​რი კოს​ტიუმი რო​გორ და​უს​ვე​ლა.

რამ​დე​ნი​მე ქოლ​გა​მო​ფა​რე​ბუ​ლი ფე​ხით მო​სიარუ​ლე სეირის სა​ყუ​რებ​ლად გა​ჩერ​და. გარ​შე​მო მან​ქა​ნე​ბი


ასიგ​ნა​ლებ​დნენ და თან ჩვენ​თვის გვერ​დის აქ​ცე​ვას ცდი​ლობ​დნენ, აი, იმ ჭი​ან​ჭვე​ლე​ბი​ვით, გზად გირ​ჩას
რომ წა​აწ​ყდე​ბი​ან და გვერდს აუვ​ლი​ან ხოლ​მე. ოც​დაათიოდე მეტ​რის და​შო​რე​ბით ავ​ტო​ბუ​სი აპი​პინ​და.
მან​ქა​ნი​დან ვხე​დავ​დი, ხალ​ხი დე​და​ჩემს რო​გორ უყუ​რებ​და. ოფ​ლმა და​მას​ხა და ვიგ​რძე​ნი, რომ სუნ​თქვა გა​‐
მი​ჭირ​და.

– ალ​ბათ აჯო​ბებს, გვერ​დზე გა​ვი​წი​ოთ, – დე​და​ჩემ​მა კაცს შეს​თა​ვა​ზა, – თო​რემ მან​ქა​ნე​ბის მოძ​რაობა...

მაგ​რამ კაცს არ ეს​მო​და. სარ​კეს ისე და​ჟი​ნე​ბით უყუ​რებ​და, გე​გო​ნე​ბა, ცდი​ლობ​და სარ​კე გო​ნე​ბის ძა​ლით
თა​ვის ად​გი​ლას და​ებ​რუ​ნე​ბი​ნა.

დე​და​ჩე​მი მიუახ​ლოვ​და და სინ​დი​სის ქენ​ჯნი​თა და მოჩ​ვე​ნე​ბი​თი თა​ნაგ​რძნო​ბით ჰკით​ხა:

– კი მაგ​რამ, ეს რო​გორ მოხ​და?

წვი​მით დას​ვე​ლე​ბულ​მა თმის ჟე​ლემ კაცს თმა აუპ​რიალა და ზედ კინ​კრი​ხო​ზე სი​მე​ლო​ტის პირ​ვე​ლი ნიშ​ნე​ბი
გა​მოაჩი​ნა.

პა​სუ​ხი რომ ვერ მიიღო, დე​და​ჩემ​მა ხმა​დაბ​ლა დაამა​ტა:

– საქ​მე სე​რიოზუ​ლა​დაა?

ტიპ​მა, რო​გორც იქ​ნა, თა​ვი ას​წია და პირ​ვე​ლად გაიაზ​რა, რომ ამ სა​ში​ნე​ლე​ბის ჩამ​დე​ნი იქ​ვეა, მის გვერ​დით.
დე​და​ჩე​მი თა​ვი​დან ფე​ხე​ბამ​დე შე​ათ​ვა​ლიერა, მე​რე ჩვენს მან​ქა​ნას შე​ხე​და და ჩაიცი​ნა.

ვა​რალ​დი და რი​ჩარ​დე​ლიც ასე​ვე ბო​რო​ტად იღი​მე​ბოდ​ნენ, რო​ცა თა​ვის მო​პე​დებ​ზე მსხდარ​ნი მი​ყუ​რებ​დნენ.
მტა​ცებ​ლის ღი​მი​ლი, რო​მელ​მაც მსხვერ​პლი შე​ნიშ​ნა.

დე​და​ჩე​მი უნ​და გა​მეფ​რთხი​ლე​ბი​ნა.

ლა​ციოელ​მა სარ​კე ისე ფრთხი​ლად აიღო, თით​ქოს ფრთა​მო​ტე​ხი​ლი გულ​წი​თე​ლა ყო​ფი​ლი​ყოს.

– შე​იძ​ლე​ბა შენ​თვის სე​რიოზუ​ლი არაა, ჩემ​თვის კი – ძა​ლი​ან. ეს წუ​თია, სა​ხე​ლოს​ნო​დან გა​მო​ვიყ​ვა​ნე. იცი,
ეს სარ​კე რა ღირს?

დე​და​ჩემ​მა თა​ვი გა​აქ​ნი​ა:

– ძვი​რია?

ხე​ლი თმა​ზე მო​ვის​ვი. დე​და​ჩემს ამ ტიპ​თან არ უნ​და ეხუმ​რა. ბო​დი​ში უნ​და მოეხა​და, ფუ​ლი მიეცა და ამით
და​ემ​თავ​რე​ბი​ნა.

– ოფი​ცი​ან​ტის ხელ​ფა​სის მე​ოთ​ხე​დი ღირს! თუმ​ცა შენ ეს საიდან გე​ცო​დი​ნე​ბა... შენ ასე​თი პრობ​ლე​მე​ბი არ
გაქვს.

მან​ქა​ნი​დან უნ​და გა​დავ​სუ​ლი​ყა​ვი, დე​და​ჩე​მის​თვის ხე​ლი მო​მე​კი​და და იქაურო​ბას სირ​ბი​ლით გავ​ცლო​დი,


მაგ​რამ ვგრძნობ​დი, რომ გუ​ლი მიმ​დიოდა.

დაბ​ნე​ულ​მა დე​და​ჩემ​მა თა​ვი გა​აქ​ნი​ა:

– იცით, ეს თქვენ და​მე​ჯა​ხეთ... თქვე​ნი ბრა​ლია.

ლა​ციოელი ოდ​ნავ შე​ყოყ​მან​და, თვა​ლე​ბი ისე და​ხუ​ჭა და გაახი​ლა, გე​გო​ნე​ბა, ეს-​ესაა, სი​ლა გა​აწ​ნეს და ახ​‐
ლა გონს მო​დი​სო. ცხვი​რის ნეს​ტოები ისე უთ​რთო​და, ტრიუფე​ლის მე​ძე​ბარ ძაღ​ლებს რომ უთ​რთით ხოლ​მე:

– ჩე​მი ბრა​ლია? ვი​სი? ჩე​მი? მე და​გე​ჯა​ხე? – ფეხ​ზე ად​გა, ხე​ლე​ბი გა​შა​ლა და ამო​იღ​რი​ნა: – რას ბო​დავ, შე ბო​‐
ზო!

დე​და​ჩემს „ბო​ზი“ დაუძა​ხა.

ღვე​დის მოხ​სნა ვცა​დე, მაგ​რამ ხე​ლე​ბი გა​მიქ​ვავ​და და არ მე​მორ​ჩი​ლე​ბო​და.

დე​და​ჩე​მი ცდი​ლობ​და, თავ​და​ჯე​რე​ბა შეენარ​ჩუ​ნე​ბი​ნა. თა​ვა​ზიანი, წვი​მა​ში მან​ქა​ნი​დან მა​შინ​ვე გა​და​ვი​და.


და​ნა​შაული თუ ჩაიდი​ნა, მზად იყო, ბრა​ლი სა​კუ​თარ თავ​ზე აეღო. არა​ფე​რი დაუშა​ვე​ბია, ამ ტიპ​მა კი, რო​‐
მელ​საც დე​და თვა​ლით არას​დროს უნა​ხავს, „ბო​ზი“ დაუძა​ხა.

„ბო​ზი, ბო​ზი, ბო​ზი“, სამ​ჯერ გა​ვი​მეორე და მთე​ლი ის ზიზ​ღი შე​ვიგ​რძე​ნი, რო​მელ​საც ეს სიტ​ყვა შეიცავ​და.
არა​ვი​თა​რი ზრდი​ლო​ბა, თა​ვა​ზიანო​ბა, პა​ტი​ვის​ცე​მა. არა​ფე​რი.

უნ​და მო​მეკ​ლა!

ჰო, მაგ​რამ ჩე​მი ბრა​ზი სად გაქ​რა? ბოღ​მის ნა​კა​დი, რო​მე​ლიც მავ​სებ​და, რო​ცა ვინ​მე თავს მა​ბეზ​რებ​და?
მძვინ​ვა​რე​ბა, რო​მე​ლიც მაიძუ​ლებ​და, ხალხს გა​აფ​თრე​ბით მოვ​ქცეოდი? დაც​ლი​ლი ბა​ტა​რეა ვი​ყა​ვი. ში​შით
ატა​ნი​ლი, ღვე​დის შეხ​სნა​საც ვერ ვა​ხერ​ხებ​დი.

– რა​ტომ, რა გა​ვა​კე​თე? – წარ​მოთ​ქვა დე​და​ჩემ​მა. ისე წა​ბარ​ბაც​და, თით​ქოს გულ​მკერ​დში ჩა​არ​ტყე​სო, და


გულ​ზე ხე​ლი იტა​ცა.

– საყ​ვა​რე​ლო! – სმარ​ტის ფან​ჯა​რა​ში ხუ​ჭუჭ​თმიანი გო​გოს მრგვა​ლი სა​ხე გა​მოჩ​ნდა. მწვა​ნე ფე​რის სათ​ვა​ლე
ეკე​თა და იის​ფე​რი პო​მა​და ეს​ვა. მა​ნამ​დე არ შე​მი​ნიშ​ნავს, – ძვირ​ფა​სო, იცი, ვინ ხარ? ნა​გა​ვი BMW-​ში! შენ
დაგ​ვარ​ტყი. ის ად​გი​ლი შენ​ზე ად​რე და​ვი​ნა​ხეთ.

ამ დროს ლა​ციოელი დე​დას ნი​ჩა​ბი​ვით ხელს უქ​ნევ​და:

– მარ​ტო იმი​ტომ, რომ ფუ​ლით გა​ძეძ​გი​ლი გა​დაღ​რძუებუ​ლი მ... ხარ, გგო​ნია, ყვე​ლაფ​რის კე​თე​ბა შე​გიძ​ლია,
რაც მო​გეპ​რიანე​ბა? ეს ქვე​ყა​ნა შე​ნია, არა?
სმარ​ტში მჯდომ​მა ხუ​ჭუჭ​თმი​ან​მა გო​გომ ტა​ში შე​მოკ​რა:

– მა​გა​რი ხარ, ტეოდო​რო! მი​დი, ყვე​ლა​ფე​რი უთ​ხა​რი ამ ბოზს!

რა​ღაც უნ​და მექ​ნა, მაგ​რამ მხო​ლოდ იმა​ზე ვფიქ​რობ​დი, რომ იმ ტიპს ტეოდო​რო ერ​ქვა და მის სეხ​ნი​ას არა​‐
ვის ვიც​ნობ​დი.

ღრმად ვსუნ​თქავ​დი, ოღონდ ეს იდიოტუ​რი აზ​რი თა​ვი​დან ამო​მეგ​დო. ყუ​რე​ბი და კი​სე​რი მი​ხურ​და, თავ​ბრუ
მეხ​ვეოდა.

პირ​ველ სარ​თულ​ზე რომ ცხოვ​რობს, იმ ქა​ლის ბე​ბერ კო​კერს, ტე​ოს, ალ​ბათ სი​ნამ​დვი​ლე​ში ტეოდო​რო
ჰქვია.

ახ​ლა​ვე უნ​და გავ​ცლო​დი აქაურო​ბას. ამ ის​ტო​რი​ას​თან არა​ფე​რი მა​კავ​ში​რებს, დე​და​ჩემს მხო​ლოდ ის ვუთ​‐
ხა​რი, რომ კა​ბა თა​მა​მია და ჩემ​თვის ყუ​რი რომ და​ეგ​დო...

ღვე​დი მო​ვიხ​სე​ნი, მაგ​რამ გან​ძრე​ვაც არ შე​მეძ​ლო.

მე​გო​ნა, რომ ქვის გო​ლიათის კალ​თა​ში ვზი​ვარ, რო​მე​ლიც ხელს მი​ჭერს და არ მიშ​ვებს.

ტრო​ტუარის​კენ იმ იმე​დით გა​ვი​ხე​დე, რომ ვინ​მე მოგ​ვეშ​ვე​ლე​ბო​და. გამ​ვლე​ლე​ბი გად​ღაბ​ნილ მა​სად მეჩ​ვე​‐
ნე​ბო​და.

ლა​ციოელ​მა დე​და​ჩემს მა​ჯა​ზე ხე​ლი წა​ავ​ლო და შეაჯან​ჯღა​რა.

– მო​დი და შე​ხე​დე, ნა​ხე, რა გააკე​თე!

დე​და​ჩე​მი წა​ბარ​ბაც​და და მი​წა​ზე დაეცა.

ქა​ლის გამ​ყი​ნა​ვი ხმა გა​ის​მა:

– ტეო! ტეო! შე​ეშ​ვი, გვაგ​ვი​ან​დე​ბა. თა​ნაც ამ ნა​გავ ბურ​ჟუ​ას მა​ინც არა​ფე​რი ეს​მის.

დე​და​ჩე​მი, თვალ​წა​სუ​ლი წინ​დით, ქვე​ბით მო​კირ​წყლულ ქუ​ჩა​ზე, ათას​ნაირი სი​ბინ​ძუ​რით დას​ვრილ ქვებ​ზე
ეგ​დო – რომ​ში ხომ ქუ​ჩებს არ წმენ​დენ, ყველ​გან მტრე​დის ინ​ფი​ცი​რე​ბუ​ლი სკინ​ტლია. დე​და​ჩე​მი მან​ქა​ნის
ბორ​ბალ​თან იწ​ვა, ის ტი​პი თავ​ზე ედ​გა.

„ახ​ლა ზედ დააფურ​თხებს“, – გა​ვი​ფიქ​რე.

მაგ​რამ ტიპ​მა მხო​ლოდ ეს თქვა:


– ღმერთს მად​ლო​ბა უთ​ხა​რი, რომ ქა​ლი ხარ. ეს რომ არა, ახ​ლა...

ქა​ლი რომ არ ყო​ფი​ლი​ყო, რას უზამ​და?

დე​და​ჩემ​მა თვა​ლე​ბი მი​ლუ​ლა. ვიგ​რძე​ნი, ქვის გო​ლი​ათ​მა ხე​ლე​ბი რო​გორ მო​მი​ჭი​რა და სა​სუნ​თქი და​მიხ​შო,
მე​რე ერ​თი დარ​ტყმით მან​ქა​ნას სა​ხუ​რა​ვი ააძ​რო და გამ​ვლე​ლებს, იმ ლა​ციოელს, მო​კირ​წყლულ გზა​ზე მწო​‐
ლიარე დე​და​ჩემს, ყვა​ვებ​შე​მომ​სხდარ სა​ხუ​რა​ვებს, ეკ​ლე​სიების შპი​ლებს გა​და​ვუფ​რი​ნეთ.

გუ​ლი წა​მი​ვი​და.

"},{"head":"5. ","content":"

5.

ცხრა სა​ათ​ზე მზის ოქ​როს​ფერ​მა სხი​ვებ​მა ჭუჭ​ყი​ან მი​ნა​ში შე​მო​აღ​წია. ალ​ბათ გათ​ბო​ბის მი​ლე​ბის სიმ​ხურ​ვა​‐
ლის ბრა​ლი იყო, სარ​დაფ​ში ფხიზ​ლად ყოფ​ნა რომ მი​ჭირ​და.

და​ვამ​თქნა​რე და ტრუ​სი​თა და მაისუ​რით კბი​ლე​ბის გა​სა​ხე​ხად წა​ვე​დი.

იღ​ლიები ჯერ​ჯე​რო​ბით უძ​ლებ​დნენ. ცი​ვი წყლის გა​დავ​ლე​ბის იდეა არ მხიბ​ლავ​და, თა​ნაც შე​მეძ​ლო აქო​თე​‐
ბულ​საც მევ​ლო, მა​ინც არა​ვინ დამ​ყნო​სავ​და. ავ​ტო​რუ​ჯი მი​ვის​ხი და ბუ​ტერ​ბრო​დი გა​ვი​კე​თე ნუ​ტე​ლა​თი.

გა​დავ​წყვი​ტე, რამ​დე​ნი​მე საათი სარ​და​ფის შეს​წავ​ლის​თვის და​მეთ​მო. ყვე​ლა ნივ​თი ჩვე​ნი ბი​ნის წი​ნა მფლო​‐
ბელს ეკუთ​ვნო​და, გარ​დაც​ვლილ გრა​ფი​ნია ნუნ​ცი​ან​ტეს, რო​მელ​საც ნა​თე​სა​ვე​ბი არ ჰყავ​და. მა​მა​ჩემ​მა ბი​ნა
ავეჯ​თან და ნივ​თებ​თან ერ​თად შეიძი​ნა, მე​რე კი ეს ყვე​ლა​ფე​რი აქ და​ახ​ვა​ვა.

მუ​ქი ფე​რის ძველ კო​მოდ​ში ფერად-​ფერადი კა​ბე​ბი, რვეულე​ბი ხარ​ჯე​ბის ჩა​ნა​წე​რე​ბით, ყო​ველ​კვი​რეული
ჟურ​ნა​ლე​ბი შევ​სე​ბუ​ლი კროს​ვორ​დე​ბით, ქინ​ძის​თა​ვე​ბით, სა​მაგ​რე​ბით, კალ​მე​ბი​თა და გამ​ჭვირ​ვა​ლე კენ​ჭე​‐
ბით სავ​სე ყუ​თე​ბი, სი​გა​რე​ტი „Muratti“-​ის კო​ლო​ფე​ბი, სუ​ნა​მოს ცა​რიელი ფლა​კო​ნე​ბი და გამ​ხმა​რი პო​მა​დე​ბი
ვი​პო​ვე. ღია ბა​რა​თე​ბის დას​ტე​ბიც ერი​ა: კა​ნი, ვიარე​ჯო, ის​კია, მად​რი​დი. ვერ​ცხლის გა​შა​ვე​ბუ​ლი დანა-​‐
ჩანგალიც იყო. ქე​რა პა​რიკ​საც კი წა​ვაწ​ყდი, რო​მე​ლიც თავ​ზე ჩა​მო​ვიფ​ხა​ტე. ფორ​თოხ​ლის​ფე​რი აბ​რე​შუ​მის
ხა​ლა​თი შე​მო​ვიხ​ვიე და სარ​დაფ​ში, ვი​თომ სა​სახ​ლის დარ​ბაზ​ში, გავიარ-​გამოვიარე.

– სა​ღა​მო მშვი​დო​ბის, ჰერ​ცო​გო, მე გრა​ფი​ნია ნუნ​ცი​ან​ტე ვარ. აჰ, გრა​ფი​ნია სი​ნი​ბალ​დიც აქ ყო​ფი​ლა. დი​ახ,
ეს წვეულე​ბა, ცო​ტა არ იყოს, მო​საწ​ყე​ნია. მარ​კი​ზი ან​თა​რი ჯერ არ შე​მი​ნიშ​ნავს. შემ​თხვე​ვით ნი​ან​გე​ბი​ან
მდი​ნა​რე​ში ხომ არ ჩა​ვარ​და?

ავე​ჯის გრო​ვის ქვეშ წითელ-​მწვანე ყვა​ვი​ლე​ბით მო​ხა​ტუ​ლი გრძე​ლი სკივ​რი იდ​გა, რო​მე​ლიც კუ​ბოს ჰგავ​და.

– აქ საწ​ყა​ლი გოფ​რე​დო გა​ნის​ვე​ნებს. მო​წამ​ლუ​ლი მი​ლა​ნუ​რი კატ​ლე​ტი შე​ჭა​მა.


მო​ბი​ლუ​რი აწ​კრი​ალ​და.

ამო​ვიხ​ვნე​შე:

– არა, რა! ჯან​და​ბა! დე​და, ძა​ლი​ან გთხოვ... თა​ვი და​მა​ნე​ბე.

ვცა​დე, ყუ​რად​ღე​ბა არ მი​მექ​ცია, მაგ​რამ არ გა​მო​მი​ვი​და. ბო​ლოს, ვე​ღარ გავ​ძე​ლი და ფან​ჯა​რას​თან ავ​ძვე​რი.
ეკ​რან​ზე უც​ნო​ბი ნო​მე​რი დაიწე​რა. ვინ იყო? დე​დას, ნი​ჰა​ლის, ბე​ბიისა და ხან​და​ხან მა​მა​ჩე​მის გარ​და, არა​ვინ
მი​რე​კავ​და. ტე​ლე​ფონს დაბ​ნეული მი​ვაშ​ტერ​დი. ბო​ლოს ცნო​ბის​მოყ​ვა​რეობამ მძლია და ვუ​პა​სუ​ხე:

– ალო!

– ალო, ლო​რენ​ცო, ოლი​ვია ვარ.

რამ​დე​ნი​მე წა​მი დამ​ჭირ​და იმის​თვის, რომ მივ​მხდა​რი​ყა​ვი, ოლი​ვია ვინ იყო... ოლი​ვია, ჩე​მი ნა​ხე​ვარ​და.

– ჰო, გა​მარ​ჯო​ბა...

– რო​გორ ხარ?

– კარ​გად, მად​ლო​ბა. შენ?

– კარ​გად. მა​პა​ტიე, რომ გა​წუ​ხებ. შე​ნი ნო​მე​რი დეიდა რო​ბერ​ტამ მომ​ცა. მის​მი​ნე, რა​ღა​ცის კით​ხვა მინ​დო​‐
და... თუ იცი, დე​და​შე​ნი და მა​მა სახ​ლში არი​ან?

ეს ხა​ფან​გია!

ფრთხი​ლად უნ​და ვყო​ფი​ლი​ყა​ვი. ალ​ბათ დე​დამ რა​ღაც იეჭ​ვა და ჩე​მი ნამ​დვი​ლი ად​გილ​სამ​ყო​ფე​ლის გა​სა​‐
გე​ბად ოლი​ვი​ას იყე​ნებ​და. თუმ​ცა, რამ​დე​ნა​დაც ვი​ცო​დი, ოლი​ვია და დე​და ერ​თმა​ნეთს არ ელა​პა​რა​კე​ბოდ​‐
ნენ.

– არ ვი​ცი... მე არ​და​დე​გებ​ზე ვარ წა​სუ​ლი.

– აჰ... – ხმა​ში იმედ​გაც​რუება და​ეტ​ყო, – კარ​გია, ალ​ბათ ერ​თო​ბი.

– ჰო.

– ლო​რენ​ცო, ერ​თი ეს მით​ხა​რი: ამ დროს მა​მა​შე​ნი და დე​და​შე​ნი შინ არი​ან ხოლ​მე?

რა კით​ხვებს მის​ვამ​და?
– ამ დროს მა​მა სამ​სა​ხურ​შია. დე​და ხან სა​ვარ​ჯი​შო დარ​ბაზ​შია, ხან გა​ლე​რეაში. გა​აჩ​ნი​ა...

დუ​მი​ლი.

– გა​სა​გე​ბია. რო​ცა არ არი​ან, სახ​ლში სხვა ვინ​მე რჩე​ბა?

– ნი​ჰა​ლი.

– ნი​ჰა​ლი ვინ არის?

– მსა​ხუ​რია.

– კარ​გი. მის​მი​ნე, ერთ თხოვ​ნას შე​მის​რუ​ლებ?

– მით​ხა​რი.

– არა​ვის უთ​ხრა, მე რომ და​გი​რე​კე.

– კარ​გი.

– დამ​პირ​დი.

– გპირ​დე​ბი.

– ყო​ჩაღ. მი​დი, გა​ერ​თე, ის​რიალე. თოვ​ლი არის?

– ცო​ტა.

– აბა, და​გემ​შვი​დო​ბე​ბი. და ძა​ლი​ან გთხოვ, ხმა არ ამოიღო.

– კარ​გი. ნახ​ვამ​დის, – ტე​ლე​ფო​ნი გავ​თი​შე და პა​რი​კი მო​ვიძ​ვრე. ვცდი​ლობ​დი გა​მე​გო, ჩემ​გან რა უნ​დო​და.
რა​ტომ აინ​ტე​რე​სებ​და, დე​და და მა​მა სახ​ლში თუ იყ​ვნენ? მათ რა​ტომ არ დაურე​კა? მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე. მე ეს არ
მე​ხე​ბო​და. ნე​ბის​მი​ერ შემ​თხვე​ვა​ში, თუ ეს მა​ხე იყო, მე მას​ში არ გა​ვე​ბი.

ჩე​მი ნა​ხე​ვარ​და ოლი​ვია ერ​თა​დერ​თხელ, 1998 წლის აღ​დგო​მას ვნა​ხე.

მა​შინ თორ​მე​ტი წლის ვი​ყა​ვი, ის – ოც​და​ერ​თის. მა​ნამ​დე ნა​ნახს არ ვთვლი. ერთი-​ორჯერ ზაფ​ხუ​ლი ერ​თად
გა​ვა​ტა​რეთ კაპ​რი​ზე, ბე​ბია ლაურას ვი​ლა​ში, მაგ​რამ მა​შინ ძა​ლი​ან პა​ტა​რა ვი​ყა​ვი საიმი​სოდ, რომ მახ​სოვ​‐
დეს.

ოლი​ვია მა​მა​ჩე​მის და ერ​თი სა​ზიზ​ღა​რი კო​მოელი ქა​ლის შვი​ლი იყო, რო​მე​ლიც დე​და​ჩემს ვერ იტან​და. სტო​‐
მა​ტო​ლო​გი იყო, რო​მე​ლიც მა​მა​ჩემ​მა ცო​ლად მა​ნამ​დე შე​ირ​თო, სა​ნამ მე გავ​ჩნდე​ბო​დი. მა​მა ამ სტო​მა​ტო​‐
ლოგ​თან ერ​თად მი​ლან​ში ცხოვ​რობ​და და ოლი​ვია ჰყავ​და. მე​რე ერ​თმა​ნეთს გაეყარ​ნენ და მა​მა დე​და​ჩემ​ზე
და​ქორ​წინ​და.

მა​მა​ჩე​მი თა​ვის ქა​ლიშ​ვილს უხა​ლი​სოდ ახ​სე​ნებ​და ხოლ​მე. ხან​და​ხან ნა​ხუ​ლობ​და და მე​რე ყო​ველ​თვის ცუდ
გუ​ნე​ბა​ზე ბრუნ​დე​ბო​და. რო​გორც ვხვდე​ბო​დი, ოლი​ვია გი​ჟი იყო. ვი​თომ ფო​ტოგ​რა​ფობ​და, მაგ​რამ სულ შარ​‐
ში ეხ​ვეოდა. ლი​ცეუმი​დან გა​რიც​ხეს, რამ​დე​ნი​მე​ჯერ სახ​ლი​დან გა​იქ​ცა, მე​რე პა​რიზ​ში მა​მა​ჩე​მის ბუ​ღალ​ტერ​‐
ზე, ფა​უს​ტი​ნი​ზე დაინიშ​ნა.

ეს ყვე​ლა​ფე​რი ნაგლეჯ-​ნაგლეჯ გა​ვი​გე – ჩე​მე​ბი ოლი​ვიაზე ჩე​მი თან​დას​წრე​ბით არ ლა​პა​რა​კობ​დნენ, მაგ​რამ


ხან​და​ხან, რო​ცა მან​ქა​ნა​ში ვის​ხე​დით, ავიწ​ყდე​ბო​დათ, რომ მეც იქ​ვე ვი​ყა​ვი და რა​ღა​ცა წა​მოს​ცდე​ბო​დათ
ხოლ​მე.

აღ​დგო​მამ​დე ორი დღით ად​რე ბი​ძა​ჩემ​თან წა​ვე​დით, რო​მე​ლიც კამ​პა​ნიანო​ში ცხოვ​რობ​და. გზა​ში მა​მამ დე​‐
დას უთ​ხრა, რომ სა​დი​ლად ოლი​ვია და​პა​ტი​ჟა, უნ​დო​და და​ერ​წმუ​ნე​ბი​ნა, სი​ცი​ლიაზე გამ​გზავ​რე​ბუ​ლი​ყო. იქ
მღვდლე​ბი ლა​მაზ ად​გი​ლას დააბი​ნა​ვე​ბენ, სა​დაც ბევ​რი ხე​ხი​ლი, ბოს​ტა​ნი და გა​სა​კე​თე​ბე​ლი საქ​მეც ბლო​მა​‐
დაა.

მე​გო​ნა, ოლი​ვია უშ​ნო იქ​ნე​ბო​და, კონ​კი​ას დე​ბი​ვით უსიამოვ​ნო სა​ხით, ის კი წარ​მო​უდ​გენ​ლად ლა​მა​ზი აღ​‐
მოჩ​ნდა, აი, ისე​თი, რო​მელ​საც შე​ხე​დავ თუ არა, სა​ხე​ზე ალ​მუ​რი გე​დე​ბა და ყვე​ლა მიხ​ვდე​ბა, რომ მოგ​წონს.
თუ და​გე​ლა​პა​რა​კა, აღარ იცი, ხე​ლებს რა უყო, ისიც კი არ იცი, რო​გორ დაჯ​დე. ხში​რი ხვეული ქე​რა თმა ზურ​‐
გზე ეყა​რა, ნაც​რის​ფე​რი თვა​ლე​ბი ჰქონ​და და ჩემ​სა​ვით სულ და​ჭორ​ფლი​ლი იყო. მა​ღალს და დიდ​მკერ​დას,
შე​ეძ​ლო შუასაუკუ​ნეების​დრო​ინ​დე​ლი სა​მე​ფოს დე​დო​ფა​ლი ყო​ფი​ლი​ყო.

ვახ​შამ​ზე ხმა თით​ქმის არ ამოუღია. მე​რე მა​მას​თან ერ​თად კა​ბი​ნეტ​ში შეიკე​ტა. ისე წა​ვი​და, არა​ვის დამ​შვი​‐
დო​ბე​ბია.

ცო​ტა ხანს ამ უც​ნა​ურ ზარ​ზე ვფიქ​რობ​დი. მე​რე და​ვას​კვე​ნი, რომ გა​ცი​ლე​ბით სე​რიოზუ​ლი პრობ​ლე​მა მაქვს
გა​და​საჭ​რე​ლი – ჩე​მი პრობ​ლე​მა. შე​მეძ​ლო, დე​და​ჩე​მის​თვის ალე​სი​ას დე​დის სა​ხე​ლით შეტ​ყო​ბი​ნე​ბა სხვა სა​‐
ტე​ლე​ფო​ნო ნომ​რი​დან გა​მეგ​ზავ​ნა, მაგ​რამ ეს არ იკ​მა​რებ​და, დე​და​ჩემს მას​თან და​ლა​პა​რა​კე​ბა უნ​დო​და.

ფალ​ცე​ტით წარ​მოვ​თქვი:

– გა​მარ​ჯო​ბა, სი​ნიორა, მე... ალე​სი​ას დე​და ვარ... მინ​დო​და მეთ​ქვა, რომ თქვე​ნი შვი​ლი კარ​გა​დაა და ერ​თო​‐
ბა. ნახ​ვამ​დის.

რა სა​ში​ნე​ლე​ბაა. დე​და​ჩე​მი ეგ​რე​ვე მიც​ნობ​და.

მო​ბი​ლუ​რი ავი​ღე და ავ​კრი​ფე: „დე​და, მა​ღალ მთა​ში ვართ, ბა​ნაკ​ში. მო​ბი​ლუ​რი არ იჭერს. ხვალ და​გი​რე​კავ.
მიყ​ვარ​ხარ“.

ასე ერ​თი დღე მო​ვი​გე.


ტე​ლე​ფო​ნი გა​მოვ​რთე, დე​და​ჩე​მი თა​ვი​დან ამო​ვიგ​დე, სა​წოლ​ზე და​ვემ​ხე, ყურ​სას​მე​ნი წა​მო​ვიც​ვი და „Soul
River“-​ის თა​მაშს შე​ვუ​დე​ქი. მე​ტის​მე​ტად ძლიერი პერ​სო​ნა​ჟის პი​რის​პირ აღ​მოვ​ჩნდი, რო​მე​ლიც ვე​რაფ​რით
და​ვა​მარ​ცხე, გაბ​რა​ზე​ბულ​მა ფლე​ის​თეიშე​ნი გა​მოვ​რთე და ბუ​ტერ​ბრო​დი გა​ვი​კე​თე, მაიონე​ზით და სო​კო​თი
ზეთ​ში.

რა კარ​გად ვი​ყა​ვი აქ. ვინ​მე საჭმელ-​სასმელსაც თუ მო​მი​ტან​და, დარ​ჩე​ნილ ცხოვ​რე​ბას სარ​დაფ​ში გა​ვა​ტა​‐
რებ​დი. მივ​ხვდი, რომ ცი​ხის იზო​ლი​რე​ბულ სა​კან​ში ყოფ​ნა ჩემ​თვის ნამ​დვი​ლი ღვთის წყა​ლო​ბა იქ​ნე​ბო​და.

რო​გორც იქ​ნა, ბუზ​მა სო​რო იპო​ვა, სა​დაც შე​ეძ​ლო, ისე​თი ყო​ფი​ლი​ყო, რო​გო​რიც არის, და ჩაეძი​ნა კი​დეც.

თვა​ლე​ბი მყის​ვე გა​ვა​ხი​ლე.

კა​რის სა​კეტს აწ​ვა​ლებ​დნენ.

ერ​თხე​ლაც არ გამ​ჩე​ნია აზ​რი, რომ ვი​ღა​ცას სარ​დაფ​ში შე​მოს​ვლა შე​ეძ​ლო.

კარს მი​ვაშ​ტერ​დი, მაგ​რამ გან​ძრე​ვა​საც ვერ ვა​ხერ​ხებ​დი, გე​გო​ნე​ბა, სა​წოლს მი​ვე​წე​ბე. ყე​ლი გა​და​მე​კე​ტა და
სუნ​თქვა შე​მეკ​რა.

უეც​რად, თით​ქოს თა​ვი აბ​ლა​ბუ​დი​დან და​ვიხ​სე​ნი, მკვეთ​რი მოძ​რაობით სა​წო​ლი​დან იატაკ​ზე გად​მო​ვეშ​ვი
და მარ​ცხე​ნა მუხ​ლი ტუმ​ბას მი​ვარ​ტყი. კრი​ჭა​შეკ​რულ​მა, სიმ​წრის ყვი​რი​ლი ჩა​ვიხ​შვე და კოჭლობა-​‐
კოჭლობით, კა​რა​და​სა და კე​დელს შო​რის ღრი​ჭო​ში შე​ვი​კუნ​ჭე. მე​რე მა​გი​დის ქვეშ შე​ვი​ყუ​ჟე, სა​დაც და​გორ​‐
გლი​ლი ხა​ლი​ჩე​ბი ეწ​ყო, თან ფე​ხე​ბი მაგ​რად გა​და​ვიყ​ვლი​ფე. ხა​ლი​ჩებ​ზე გა​ვი​შო​ტე, ყუ​რებ​ში სის​ხლის ფეთ​‐
ქვას ვგრძნობ​დი.

სა​ბედ​ნიეროდ, კარს ვერ აღებ​დნენ. სა​კე​ტი ძვე​ლი იყო და გა​სა​ღებს ბო​ლომ​დე თუ მი​აწ​ვე​ბო​დი, არ იღე​ბო​‐
და.

და მა​ინც, კა​რი გაიღო.

კბი​ლე​ბი აქო​თე​ბულ ხა​ლი​ჩა​ში ჩა​ვა​სე.

ჩე​მი სა​მა​ლა​ვი​დან მხო​ლოდ იატა​კის ნაგ​ლეჯს ვხე​დავ​დი. ნა​ბი​ჯე​ბის ხმა გა​ვი​გო​ნე, მე​რე ჯინ​სი და კოვ​ბო​ის
შა​ვი ჩექ​მა და​ვი​ნა​ხე.

ნი​ჰალს ჩექ​მა სა​ერ​თოდ არ გა​აჩ​ნდა. მა​მა​ჩე​მი „Church“-​ის ფეხ​საც​მელს, ზაფ​ხუ​ლო​ბით კი მო​კა​სი​ნებს იც​ვამ​‐
და. დე​და​ჩემს უამ​რა​ვი ფეხ​საც​მე​ლი ჰქონ​და, მაგ​რამ ასე​თი მა​ხინ​ჯი – არ​ცერ​თი. ან​თა​რი კი ფორ​მა​და​კარ​‐
გულ ბო​ტა​სებს ატა​რებ​და. ვინ უნ​და იყოს?

ვინც უნ​და ყო​ფი​ლი​ყო, შე​ამ​ჩნევ​და, რომ სარ​დაფ​ში ვი​ღაც ცხოვ​რობ​და. აქ ყვე​ლა​ფე​რი იყო: ლო​გი​ნი, საჭ​მე​‐
ლი, ჩარ​თუ​ლი ტე​ლე​ვი​ზო​რი.

ამა​სო​ბა​ში, შავ​მა ჩექ​მებ​მა ოთა​ხი ისე შე​მოიარეს, თით​ქოს რა​ღა​ცას ეძებ​დნენ. სა​წოლს მიუახ​ლოვ​დნენ და
გა​ჩერ​დნენ.
ჩექ​მე​ბის პატ​რო​ნი პი​რით სუნ​თქავ​და, გე​გო​ნე​ბა, გა​ციებუ​ლიაო. მა​გი​დი​დან რა​ღაც ქი​ლა აიღო, მე​რე ისევ
მა​გი​და​ზე დად​გა.

– არის აქ ვინ​მე? – იკით​ხა ქა​ლის ხმამ.

ხა​ლი​ჩას კბი​ლე​ბი მო​ვუ​ჭი​რე. ვი​ფიქ​რე, თუ ვერ მო​მაგ​ნო, იმ ჩემს მას​ხა​რა ბი​ძაშ​ვილს ყო​ველ​დღე
ვინახულებ-​მეთქი. ღმერთს ვფი​ცავ, მი​სი საუკე​თე​სო მე​გო​ბა​რი გავ​ხდე​ბი.

– აქ ვინ არის?

თვა​ლე​ბი დავ​ხუ​ჭე და ყუ​რებ​ზე ხე​ლე​ბი ავი​ფა​რე, მაგ​რამ მა​ინც მეს​მო​და, ის ვი​ღა​ცა ოთახ​ში რო​გორ და​‐
დიოდა, ნივ​თებს აქეთ-​იქით სწევ​და და რა​ღა​ცას ეძებ​და.

– გა​მოძ​ვე​რი. და​გი​ნა​ხე.

თვა​ლე​ბი გა​ვა​ხი​ლე. ჩემს სა​წოლ​ზე მუ​ქი ფი​გუ​რა ჩა​მომ​ჯდა​რი​ყო.

– გა​ინ​ძე​რი.

არა, იქი​დან სიკ​ვდი​ლის ში​შიც ვერ გა​მო​მიყ​ვან​და.

– ყრუ ხარ? გამოძვერი-​მეთქი.

ჯობ​და გა​მე​გო, ვინ იყო. წა​მოვ​დე​ქი და სა​მა​ლა​ვი​დან იმ ძაღ​ლი​ვით გა​მო​ვი​ძურ​წე, რო​მელ​საც მა​ცი​ვარ​ში
ცხვირ​შე​ყო​ფილს წა​ას​წრეს.

სა​წოლ​ზე ოლი​ვია იჯ​და.

ძა​ლი​ან გამ​ხდა​რი​ყო, ღაწ​ვე​ბი გა​მოჰ​კვე​თო​და. დაღლილ-​დაქანცული სა​ხე ჰქონ​და, ქე​რა თმა მოკ​ლედ შე​ეჭ​‐
რა. ჯინ​სზე გად​მოშ​ვე​ბუ​ლი „Camel“-​ის ემ​ბლე​მიანი გა​ხუ​ნე​ბუ​ლი მაისუ​რი და მეზ​ღვაურის ქურ​თუ​კი ეც​ვა.

ისე​თი ლა​მა​ზი აღარ იყო, რო​გორც ორი წლის წინ.

დაბ​ნე​ულ​მა შე​მომ​ხე​და:

– აქ რას აკე​თებ?

ყვე​ლა​ზე მე​ტად მძულ​და, ვინ​მე, გან​სა​კუთ​რე​ბით ქა​ლი, ტრუ​სის ამა​რა თუ და​მი​ნა​ხავ​და. დარ​ცხვე​ნილ​მა,
იატა​კი​დან შარ​ვა​ლი ავი​ღე და ამო​ვიც​ვი.
– აქ რა​ტომ იმა​ლე​ბი?

არ ვი​ცო​დი, რა მე​პა​სუ​ხა. ისე​თი შეც​ბუ​ნე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ მხრე​ბის აჩე​ჩაც კი ძლივს მო​ვა​ხერ​ხე.

ჩე​მი ნა​ხე​ვარ​და ად​გა და გარ​შე​მო მი​მოიხე​და.

– დაიკი​დე, არ მა​ინ​ტე​რე​სებს. ერთ ყუთს ვე​ძებ, რო​მე​ლიც მა​მა​ჩემს... მა​მაჩ​ვენს მი​ვე​ცი. მო​სამ​სა​ხუ​რემ მით​‐
ხრა, რომ აქ დევს. თვი​თონ აუთო​ვებ​და და აქ ვერ ჩა​მომ​ყვა. რა ნა​გა​ვია, არა?

ნი​ჰა​ლი მარ​თლაც ცო​ტა წაინაგ​ვებ​და იმათ​თან, ვი​საც კარ​გად არ იც​ნობ​და. ეს ნაკ​ლი ჰქონ​და: ყვე​ლას ქედ​‐
მაღ​ლუ​რად უყუ​რებ​და.

– დი​დი ყუ​თია, ზედ „ო​ლი​ვი​ა“ აწე​რია. და​მეხ​მა​რე, ვი​პო​ვო.

გულ​მოდ​გი​ნედ შე​ვუ​დე​ქი ძებ​ნას, თან კმა​ყო​ფი​ლი ვი​ყა​ვი, რომ ჩემს ნა​ხე​ვარ​დას სრუ​ლე​ბით არ ანაღ​ვლებ​‐
და, აქ რა​ტომ აღ​მოვ​ჩნდი.

მაგ​რამ ყუ​თის ნა​სა​ხიც არ​სად ჩან​და. უფ​რო სწო​რად, ასე​თი ყუ​თე​ბი სარ​დაფ​ში მრავ​ლად იყო, თუმ​ცა „ო​ლი​‐
ვი​ა“ არ​ცერთს არ ეწე​რა.

ჩემ​მა ნა​ხე​ვარ​დამ თა​ვი გა​აქ​ნი​ა:

– ხე​დავ, მა​მა​შე​ნი ჩემს ნივ​თებს რო​გორ ექ​ცე​ვა?

ხმა​დაბ​ლა ვუთ​ხა​რი:

– ის მა​მა​შე​ნი​ცაა.

– მარ​თა​ლი​ა... – ოლი​ვი​ამ, გა​მარ​ჯვე​ბის ნიშ​ნად, მუშ​ტი ას​წია. ზედ სარ​და​ფის კარ​სუ​კან, ეტა​ჟერ​თან სკოჩ​გა​‐
დაკ​რუ​ლი ყუ​თი იდო, წარ​წე​რით: „ო​ლი​ვი​ას. ფრთხი​ლად, მსხვრე​ვა​დი​ა“.

– აი, აქაა! ნა​ხე, სად დაუდი​ათ. და​მეხ​მა​რე, მძი​მეა.

ყუ​თი ოთა​ხის შუაგუ​ლამ​დე მი​ვა​ჩო​ჩეთ.

ოლი​ვია იატაკ​ზე ფეხ​მორ​თხმით დაჯ​და, ყუთს სკო​ჩი ააძ​რო, იქი​დან წიგ​ნე​ბი, დის​კე​ბი, ტან​საც​მე​ლი, კოს​მე​‐
ტი​კა ამო​ყა​რა და ძირს და​ყა​რა.

– აი!
თეთ​რი ფე​რის, ყდა​გაც​ვე​თი​ლი წიგ​ნი იყო: „ტყუ​პე​ბის ტრი​ლო​გი​ა“.

ოლი​ვი​ამ ფურ​ცვლა და​იწ​ყო, რა​ღა​ცას ეძებ​და და თა​ვის​თვის ლა​პა​რა​კობ​და:

– ჯან​და​ბა, აქ იყო. არ მჯე​რა. ის ნა​ბიჭ​ვა​რი ან​ტო​ნიო იპო​ვი​და.

მკვეთ​რად წა​მოდ​გა. თვა​ლე​ბი უბ​ზი​ნავ​და. დო​ინ​ჯი შე​მოიყა​რა, ჭერს ახე​და და მე​რე ყუთს წიხ​ლე​ბი გა​მე​ტე​‐
ბით დაუში​ნა.

– წა​დი, შე​ნი... წა​დი, შე​ნი! მძულ​ხარ! ესეც კი წა​მარ​თვი. ახ​ლა რა ჯან​და​ბა ვქნა?

შე​ში​ნე​ბუ​ლი ვუ​ყუ​რებ​დი, მე​რე ვე​ღარ მო​ვით​მი​ნე:

– შიგ​ნით რა იდო?

ოლი​ვია იატაკ​ზე ჩა​მოჯ​და და სა​ხე​ზე ხე​ლე​ბი აიფა​რა.

ვი​ფიქ​რე, ახ​ლა ატირდება-​მეთქი.

შე​მომ​ხე​და:

– ფუ​ლი გაქვს?

– რა?

– ფუ​ლი. ფუ​ლი მჭირ​დე​ბა.

– არა. სამ​წუ​ხა​როდ, – სი​ნამ​დვი​ლე​ში ფუ​ლი მქონ​და, მა​მამ სა​ხარ​ჯოდ მომ​ცა, მაგ​რამ მინ​დო​და და​მე​ზო​გა და
სტე​რეო მე​ყი​და.

– სი​მარ​თლე მით​ხა​რი.

თა​ვი გა​ვაქ​ნიე და ხე​ლე​ბი გავ​შა​ლე:

– გე​ფი​ცე​ბი, არ მაქვს.

ისე და​მაკ​ვირ​და, თით​ქოს ამოც​ნო​ბა უნ​დო​და, ვატ​ყუ​ებ​დი თუ არა.


– ერ​თი სათ​ხო​ვა​რი მაქვს. ეს ყვე​ლა​ფე​რი უკან ჩაალა​გე და ყუ​თი და​ხუ​რე.

სარ​და​ფის კა​რი გააღო:

– აბა ჰე.

– მო​მის​მი​ნე, – და​ვუ​ძა​ხე.

შე​ჩერ​და:

– რა იყო?

– ძა​ლი​ან გთხოვ, არა​ვის არ უთ​ხრა, რომ მე აქ ვარ. ნი​ჰალ​საც ნუ ეტ​ყვი. თუ ეტ​ყვი, და​ვი​ღუ​პე​ბი.

ოლი​ვია მი​ყუ​რებ​და, მაგ​რამ ვერ მხე​დავ​და, თა​ვი​სას ფიქ​რობ​და, რაც აღელ​ვებ​და. მე​რე, თით​ქოს გაღ​ვი​ძე​‐
ბას ცდი​ლობ​სო, თვა​ლე​ბი დაახამ​ხა​მა:

– კარ​გი, არ ვეტ​ყვი.

– გმად​ლობ.

– იცო​დე, რომ სა​ხე გა​გიყ​ვით​ლდა. ავ​ტო​რუ​ჯი ბევ​რი და​გის​ხამს, – და კა​რი გაიხუ​რა.

ოპე​რა​ცია „ბუნ​კე​რი“ ჩაფ​ლა​ვე​ბის პი​რას იყო. დე​და​ჩე​მი ალე​სი​ას დე​დას​თან ლა​პა​რაკს ით​ხოვ​და. ოლი​ვი​ამ
სარ​დაფ​ში წა​მას​წრო. ყვე​ლა სი​კე​თეს​თან ერ​თად, სა​ხეც მი​ლაპ​ლა​პებ​და.

სარ​კე​ში ვი​ყუ​რე​ბო​დი და ავ​ტო​რუ​ჯის გა​მო​ყე​ნე​ბის წე​სებს ვკით​ხუ​ლობ​დი. იქ არ ეწე​რა, ფე​რი რამ​დენ ხან​ში
გა​და​ვი​დო​და.

„Vim“-​ის ძვე​ლი ქი​ლა ვი​პო​ვე, ონ​კა​ნის ნი​ჟა​რის, აბა​ზა​ნი​სა და კა​ფე​ლის საწ​მენ​დი პას​ტა სა​ხე​ზე წა​ვის​ვი და
სა​წოლ​ზე გა​ვი​შო​ტე.

დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვი​ყა​ვი, რომ ოლი​ვია არ გამ​თქვამ​და. ენა​ტა​ნი​ას არ ჰგავ​და.

ათი წუ​თის შემ​დეგ სა​ხე მო​ვი​ბა​ნე, მაგ​რამ მა​ინც მი​ღაჟ​ღა​ჟებ​და.

ჩე​მი დის ყუ​თი გავ​ქე​ქე. ნივ​თე​ბი, ძი​რი​თა​დად, ტან​საც​მე​ლი და ფეხ​საც​მე​ლი, უწეს​რი​გოდ იყო ჩაყ​რი​ლი. ძვე​‐
ლი ნო​უთ​ბუ​ქი, ფო​ტოაპა​რა​ტი ობი​ექ​ტი​ვის გა​რე​შე, მყრა​ლი ხის​გან გა​მოკ​ვე​თი​ლი ბუ​და, მსხვი​ლი და მრგვა​‐
ლი კა​ლიგ​რა​ფი​ით ნა​წე​რი ფურ​ცლე​ბი, მეტ​წი​ლად ჩა​ნა​წე​რე​ბი გა​სა​კე​თე​ბე​ლი საქ​მეების ჩა​მო​ნათ​ვა​ლით,
წვეულე​ბა​ზე მოწ​ვე​ულ​თა სია და ხარ​ჯე​ბი. ცის​ფერ სა​ქა​ღალ​დე​ში იმ​დრო​ინ​დე​ლი ფო​ტო​სუ​რა​თე​ბი ვი​პო​ვე,
რო​ცა ოლი​ვია ჯერ კი​დევ კარ​გად გა​მოიყუ​რე​ბო​და. ერთ ფო​ტო​ზე წი​თე​ლი ხა​ვერ​დის ტახ​ტზე იყო წა​მო​წო​‐
ლი​ლი და მა​მა​კა​ცის პე​რან​გი ეც​ვა, საიდა​ნაც მკერ​დი მოუჩან​და. მეორე​ზე პირ​ში გაჩ​რი​ლი სი​გა​რე​ტით სკამ​‐
ზე იჯ​და და გრძელ​ყე​ლი​ან წინ​დას იც​ვამ​და. ფო​ტო​ზე, რო​მე​ლიც ყვე​ლა​ზე მე​ტად მო​მე​წო​ნა, ოლი​ვია ზურ​გი​‐
დან იყო გა​და​ღე​ბუ​ლი, თა​ვი ობი​ექ​ტი​ვის​კენ სა​ნა​ხევ​როდ მო​ებ​რუ​ნე​ბი​ნა, ხე​ლით სა​კუ​თა​რი მკერ​დი ეჭი​რა.
იმ​სიგ​რძე ფე​ხე​ბი ჰქონ​და, ბო​ლო არ უჩან​დათ.

ამა​ზე არ უნ​და ვი​ფიქ​რო – ოლი​ვია ჩე​მი ნა​ხე​ვარ​დაა.

ფო​ტო​სუ​რა​თებ​ში ერ​თი პა​ტა​რა შავ-​თეთრი ფო​ტო ერია. ჯინ​სსა და ტყა​ვის პი​ჯაკ​ში გა​მოწ​ყო​ბი​ლი მა​მა​ჩე​მი
გრძე​ლი თმით, ნავ​სად​გუ​რის შე​სას​ვლელ​თან აგე​ბულ გრძელ კე​დელ​თან, და​ბალ ბოძ​ზე ჩა​მომ​ჯდა​რი​ყო და
მუხ​ლებ​ზე პა​ტა​რა გო​გო​ნა, სა​ვა​რაუდოდ, ოლი​ვია და​ეს​ვა, რო​მე​ლიც ნა​ყინს ჭამ​და.

სი​ცი​ლი ამიტ​ყდა. ვერც კი წარ​მო​მედ​გი​ნა, რომ მა​მა​ჩე​მი ახალ​გაზ​რდო​ბა​ში ასე სა​შინ​ლად იც​ვამ​და. მას ყო​‐
ველ​თვის მოკ​ლედ შეკ​რე​ჭი​ლი შე​ვერ​ცხლი​ლი თმით, რუ​ხი ფე​რის კოს​ტი​უმ​ში ჩაც​მულს, ჰალ​სტუ​ხი​თა და
თას​მიანი ფეხ​საც​მლით ვხე​დავ​დი. მაგ​რამ იქ, იმ ფო​ტო​ზე, ბე​ბე​რი ჩოგ​ბურ​თე​ლის ვარ​ცხნი​ლო​ბით, მა​მა​ჩე​მი
ბედ​ნიერად გა​მოიყუ​რე​ბო​და.

ყუთ​ში წე​რი​ლი იდო, რო​მე​ლიც ოლი​ვი​ამ მა​მას მის​წე​რა.

„ძვირ​ფა​სო მა​მა,

გწერ, ფუ​ლის​თვის მად​ლო​ბა რომ გა​და​გი​ხა​დო. ყო​ველ​თვის, რო​ცა შე​ნი ფუ​ლის მეშ​ვეობით უსიამოვ​ნე​ბი​დან
მიხ​სნი ხოლ​მე, სა​კუ​თარ თავს ვე​კით​ხე​ბი: ნე​ტავ მა​მა​ჩე​მი რო​გორ მიშ​ვე​ლი​და, ამ სამ​ყა​რო​ში ფუ​ლი რომ არ
არ​სე​ბობ​დეს? მე​რე ვფიქ​რობ, რა გაიძუ​ლებს ჩემს დახ​მა​რე​ბას – და​ნა​შაულის გრძნო​ბა თუ სიყ​ვა​რუ​ლი? იცი,
რას გეტ​ყვი? არც მინ​და, რომ ვი​ცო​დე. გა​მი​მარ​თლა, რომ შე​ნის​თა​ნა მა​მა მყავს, რო​მე​ლიც იმის შე​საძ​ლებ​‐
ლო​ბას მაძ​ლევს, სა​კუ​თა​რი გა​მოც​დი​ლე​ბით ვიც​ხოვ​რო და, რო​დე​საც შეც​დო​მას ვუშ​ვებ, თით​ქმის ყო​ველ​‐
თვის მეხ​მა​რე​ბა. მაგ​რამ ახ​ლა მორ​ჩა, საკ​მა​რი​სია, აღარ მინ​და, მეხ​მა​რე​ბო​დე.

არას​დროს მოგ​წონ​დი, უსიამოვ​ნო ტი​პად აღ​მიქ​ვამ. ჩემ​თან ყოფ​ნი​სას ყო​ველ​თვის მე​ტის​მე​ტად სე​რიოზუ​‐
ლი ხარ ხოლ​მე. ალ​ბათ იმი​ტომ, რომ მე შენ​თვის მცდა​რი სა​სიყ​ვა​რუ​ლო ურ​თი​ერ​თო​ბის ცოც​ხალ დას​ტურს
წარ​მო​ვად​გენ და ყო​ველ ჯერ​ზე, რო​ცა ჩემ​ზე ფიქ​რობ, გახ​სენ​დე​ბა, რა სი​სუ​ლე​ლე ჩაიდი​ნე, დე​და​ჩე​მი ცო​‐
ლად რომ შე​ირ​თე. მაგ​რამ ეს ჩე​მი ბრა​ლი არაა, ამა​ში დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ. სხვა ყვე​ლა​ფერ​ში კი ეჭ​ვი მე​პა​‐
რე​ბა. ვინ იცის, შენ​თან და​ახ​ლოება და იმ კედ​ლის დან​გრე​ვა რომ მე​ცა​და, რო​მე​ლიც ერ​თმა​ნე​თის​გან გვყოფ​‐
და, იქ​ნებ ყვე​ლა​ფე​რი სხვაგ​ვა​რად ყო​ფი​ლი​ყო.

ჩემს ცხოვ​რე​ბა​ზე წიგ​ნი რომ და​მე​წე​რა, შენ​და​მი მიძ​ღვნილ თავს ასე და​ვარ​ქმევ​დი: „ერ​თი სი​ძულ​ვი​ლის
დღიური“. ასეა თუ ისე, ამ სი​ძულ​ვილს უნ​და გა​და​ვეჩ​ვიო. უნ​და ვის​წავ​ლო, არ მძულ​დე, რო​დე​საც შე​ნი გა​‐
მოგ​ზავ​ნი​ლი ფუ​ლი ჩა​მომ​დის და რო​ცა იმის სა​კით​ხა​ვად მი​რე​კავ, რო​გორ ვარ. უზო​მოდ მძულ​დი. ამან დამ​‐
ღა​ლა.

კი​დევ ერ​თხელ გიხ​დი მად​ლო​ბას, მაგ​რამ ამიერი​დან ჩე​მი დახ​მა​რე​ბა თუ მო​გინ​დე​ბა, ეს სურ​ვი​ლი მო​თო​კე.
შენ ხომ დათ​რგუნ​ვი​სა და დუ​მი​ლის ოს​ტა​ტი ხარ.

შე​ნი ქა​ლიშ​ვი​ლი ოლი​ვი​ა“.

წე​რი​ლი სამ​ჯერ მა​ინც წა​ვი​კით​ხე. იმის და​ჯე​რე​ბა მი​ჭირ​და, რომ ოლი​ვი​ას მა​მა ასე ძლი​ერ სძულ​და. ვი​ცო​‐
დი, რომ დი​დად ვერ რიგ​დე​ბოდ​ნენ, მაგ​რამ ის ხომ მა​მა​მი​სი იყო. ჯან​და​ბა! რა თქმა უნ​და, მა​მას თუ არ იც​‐
ნობ​დი, შე​იძ​ლე​ბა უსიამოვ​ნო ადა​მიანად მოგ​ჩვე​ნე​ბო​და, ერთ-​ერთ მათ​გა​ნად, ვი​საც თა​ვი ყო​ველ​თვის იმ​დე​‐
ნად სე​რიოზუ​ლად უჭი​რავს, გე​გო​ნე​ბა, მთელ სამ​ყა​როს მხრე​ბით მარ​ტო დაატა​რებს. მაგ​რამ ზაფ​ხულ​ში
ზღვა​ზე ან ზამ​თარ​ში თხი​ლა​მუ​რე​ბით მოს​რიალეს თუ დაინა​ხავ​დი, ძა​ლიანაც სა​სიამოვ​ნოდ და სიმ​პა​‐
თიურად მი​იჩ​ნევ​დი. თა​ნაც, ეს ოლი​ვია იყო, ვი​საც მა​მას ნახ​ვა არ უნ​დო​და, აგ​რე​სიულად ექ​ცეოდა და თა​ვის
სტო​მა​ტო​ლოგ დე​დას​თან ერ​თად ემ​ტე​რე​ბო​და. მა​მა ურ​თი​ერ​თო​ბის აღ​სად​გე​ნად ყვე​ლა​ფერს აკე​თებ​და.

– „სი​ძულ​ვი​ლის დღიური“... ცო​ტა არ იყოს, გაზ​ვიადე​ბუ​ლია. თა​ნაც, ამ​დე​ნი ფუ​ლი რად გინ​და? – ვი​ფიქ​რე.
კარ​გი ვქე​ნი, ფუ​ლი რომ არ მი​ვე​ცი. არ იმ​სა​ხუ​რებ​და, ფო​ტო​სუ​რა​თებს შიშ​ვე​ლიც კი იღებ​და.

ოლი​ვი​ას ნივ​თე​ბი ყუთ​ში ჩავ​ყა​რე და ყუ​თი ად​გილ​ზე და​ვაბ​რუ​ნე.

ღა​მის სა​მი საათი იქ​ნე​ბო​და, რო​დე​საც თავ​ზე ჩა​მოც​მუ​ლი ყურ​სას​მე​ნით სიბ​ნე​ლე​ში „Soul River“-ს ვთა​მა​შობ​‐
დი, სარ​დაფ​ში ხმაური მო​მეს​მა. ყურ​სას​მე​ნი მო​ვიძ​ვრე და გარ​შე​მო ნე​ლა მი​მო​ვი​ხე​დე.

ვი​ღა​ცა ფან​ჯა​რა​ზე აკა​კუ​ნებ​და.

უკან გა​დავ​ხტი. ჟრუ​ან​ტელ​მა ისე და​მიარა, თით​ქოს ზურ​გზე ბა​ლა​ნი მქონ​და და ვი​ღა​ცამ ხე​ლი გა​და​უს​ვა.
თა​ვი შე​ვი​კა​ვე, რომ არ მეყ​ვი​რა.

ვინ უნ​და იყოს?

ვინც უნ​და ყო​ფი​ლი​ყო, კა​კუ​ნი არ შე​უწ​ყვე​ტია.

შუ​შა​ზე ტე​ლე​ვი​ზო​რის მო​ლურ​ჯო სი​ნათ​ლე და მე, ფეხ​ზე წა​მომ​ხტა​რი და შე​ში​ნე​ბუ​ლი, ვი​რეკ​ლე​ბო​დით.

ნერ​წყვის გა​დაყ​ლაპ​ვა ვცა​დე, მაგ​რამ ვერ გა​დავ​ყლა​პე. ში​შის​გან თავ​ბრუ მეს​ხმო​და. ღრმად სუნ​თქვა და​ვიწ​‐
ყე. უნ​და დავ​წყნა​რე​ბუ​ლი​ყა​ვი. არა​ნაირი საფ​რთხე არ არ​სე​ბობ​და, ფან​ჯა​რას გი​სო​სე​ბი ჰქონ​და აკ​რუ​ლი და
გა​რე​დან ვე​რა​ვინ შე​მოძ​ვრე​ბო​და, რვა​ფე​ხა​სა​ვით მოქ​ნი​ლი თუ არ იქ​ნე​ბო​და.

ელექ​ტრო​ფა​რა​ნი ავან​თე და ხე​ლის კან​კა​ლით ფან​ჯა​რას მი​ვუშ​ვი​რე.

შუ​შის მიღ​მა ოლი​ვია იდ​გა და მა​ნიშ​ნებ​და, კა​რი გა​მე​ღო.

– ჯან​და​ბა! – ამო​ვიხ​ვნე​შე. ფან​ჯა​რას​თან მი​ვე​დი და გა​ვა​ღე. სარ​დაფ​ში სუს​ხიანი ჰაერი შე​მო​იჭ​რა, – ახ​ლა
რა​ღა გინ​და?

თვა​ლე​ბი ჩას​წით​ლე​ბო​და და ძა​ლი​ან დაღ​ლი​ლი ჩან​და:

– ჯან​და​ბა! ნა​ხე​ვა​რი საათია, ვა​კა​კუ​ნებ.

– ყურ​სას​მე​ნი მე​კე​თა. რა იყო?

– ძა​მი​კო, უნ​და შე​მი​ფა​რო.


თა​ვი მო​ვი​კა​ტუ​ნე, ვი​თომ ვერ გა​ვი​გე:

– რას გუ​ლის​ხმობ?

– იმას, რომ არ ვი​ცი, ღა​მე სად გა​ვა​თიო.

– და გინ​და, აქ დაიძი​ნო?

– აი, ყო​ჩაღ!

უარის ნიშ​ნად თა​ვი გა​ვაქ​ნი​ე:

– შან​სი არაა.

– რა​ტომ?

– იმი​ტომ, რომ არა! ეს ჩე​მი სარ​და​ფია და აქ მე ვარ. აქაურო​ბა ერ​თი ადა​მიანის​თვი​საა მოწ​ყო​ბი​ლი.

ხმა არ ამოუღია, ისე მი​ყუ​რებ​და, თით​ქოს ფიქ​რობ​და, რომ ვე​ხუმ​რე​ბო​დი.

მო​მი​წია მეთ​ქვა:

– მა​პა​ტიე, მაგ​რამ ასეა. ნამ​დვი​ლად არ ვი​ცი...

თა​ვი უნ​დობ​ლად გა​აქ​ნი​ა:

– სა​შინ​ლად ცი​ვა. აქ მი​ნუს ხუ​თი გრა​დუ​სია. არ ვი​ცი, სად ჯან​და​ბა​ში წა​ვი​დე. ძა​ლი​ან გთხოვ...

– ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ.

– იცი, რას გეტ​ყვი? მა​მა​შე​ნის შვი​ლი ხარ.

– მა​მაჩ​ვე​ნის, – გა​ვუს​წო​რე.

„Marlboro“-ს კო​ლო​ფი ამო​აძ​რო და სი​გა​რეტს მოუკი​და:

– ამიხ​სე​ნი, რა​ტომ არ შე​მიძ​ლია ამა​ღამ აქ დავ​რჩე? რა პრობ​ლე​მაა?


რა უნ​და მეთ​ქვა? ვიგ​რძე​ნი, რომ ბრაზ​მა შე​მიპ​ყრო და დი​აფ​რაგ​მა​ზე და​მაწ​ვა.

– ასე ყვე​ლა​ფერს ამირ-​დამირევ. ად​გი​ლი არაა. აქ დარ​ჩე​ნა სა​ხი​ფა​თოა. მე ვი​მა​ლე​ბი და კარს ვერ გა​გი​ღებ.
სხვა​გან წა​დი. ერ​თი იდეა მაქვს: ჩვენ​თან ბი​ნა​ში ზა​რი და​რე​კე და სტუმ​რე​ბის​თვის გან​კუთ​ვნილ ოთახ​ში და​‐
გაწ​ვე​ნენ. თავს კარ​გად იგ​რძნობ...

– იმ ორ ნა​გავ​თან დარ​ჩე​ნას მირ​ჩევ​ნია, ვი​ლა ბორ​გე​ზეს პარ​კში სკამ​ზე და​ვი​ძი​ნო.

ამას რო​გორ ბე​დავ​და? რა დააშა​ვა მა​მა​ჩემ​მა, ასე​თი ქა​ლიშ​ვი​ლი რომ ჰყავ​და? კე​დელს წიხ​ლი მი​ვარ​ტყი:

– ძა​ლი​ან გთხოვ... გეხ​ვე​წე​ბი. აქ ყვე​ლა​ფე​რი მო​წეს​რი​გე​ბუ​ლია, აქაურო​ბა იდეალუ​რად მო​ვაწ​ყვე, ახ​ლა კი


შენ მოხ​ვე​დი და ყვე​ლა​ფერს მი​რევ... – აღ​მო​ვა​ჩი​ნე, რომ ვსლუ​კუ​ნებ​დი, მე კი ტი​რილს ვერ ვი​ტან.

– მა​შინ... მოიცა, რა გქვია? ჰო, ლო​რენ​ცო. ლო​რენ​ცო, კარ​გად მო​მის​მი​ნე! რო​დე​საც დი​ლით მთხო​ვე, არა​ვის​‐
თვის არა​ფე​რი არ მეთ​ქვა, სი​კე​თე გა​მო​ვი​ჩი​ნე და ხმა არ ამო​მი​ღია. შენ​თვის არა​ფე​რი მით​ხო​ვია. არ მა​ინ​ტე​‐
რე​სებს, ეს შე​ნი საქ​მეა. ახ​ლა მე გთხოვ. ერ​თი წა​მით თუ გა​მოხ​ვალ და კარს გა​მი​ღებ, შე​მო​ვალ. ვე​რა​ვინ
დაგ​ვი​ნა​ხავს.

– არა. მე და​ვი​ფი​ცე, რომ გა​რეთ არ გა​ვალ.

შე​მომ​ხე​და:

– ვის შეჰ​ფი​ცე?

– სა​კუ​თარ თავს.

ნა​ფა​ზი და​არ​ტყა:

– იცი, რას ვი​ზამ? დო​მო​ფონს თითს და​ვა​ჭერ და ვაც​ნო​ბებ, რომ სარ​დაფ​ში ხარ. აბა, რას იტ​ყვი?

– ამას არ იზამ...

ბო​რო​ტად ჩაეღი​მა:

– არა? შენ მე არ მიც​ნობ...

ბა​ღის შუაგუ​ლის​კენ გა​დაინაც​ვლა და საკ​მა​ოდ ხმა​მაღ​ლა წარ​მოთ​ქვა:

– ყუ​რად​ღე​ბა, ყუ​რად​ღე​ბა! სარ​დაფ​ში ერ​თი ბი​ჭი იმა​ლე​ბა. ეს ლო​რენ​ცო კუ​ნია, რო​მე​ლიც იტ​ყუება, სათ​ხი​‐
ლა​მუ​როდ ვარ წა​სუ​ლი​ო... მო​ბი​ნად​რეებო...
გი​სო​სებს ჩა​ვე​ჭი​დე და შე​ვეხ​ვე​წე:

– გა​ჩუმ​დი! გე​მუ​და​რე​ბი, გა​ჩუმ​დი!

კმა​ყო​ფი​ლი მი​ყუ​რებ​და:

– აბა, რას იზამ, კარს გა​მი​ღებ, თუ მთე​ლი სახ​ლი გა​ვაღ​ვი​ძო?

არ მჯე​რო​და, ასე​თი ვე​რა​გი თუ იყო. კარ​გად გა​მა​ცუ​რა.

– კაი, ოღონდ ხვალ დი​ლით აქე​დან წახ​ვალ. მპირ​დე​ბი?

– გპირ​დე​ბი.

– გა​მო​ვალ. კარ​თან მი​დი.

სარ​და​ფი​დან ისე სწრა​ფად გა​მო​ვე​დი, მხო​ლოდ დე​რე​ფან​ში შე​ვამ​ჩნიე, რომ ფეხ​შიშ​ვე​ლა ვი​ყა​ვი. უნ​და მე​‐
მარ​ჯვა. სა​ბედ​ნიეროდ, გვიანი იყო. ჩე​მე​ბი სახ​ლში ხში​რად ბრუნ​დე​ბოდ​ნენ გვი​ან, მაგ​რამ ყო​ველ​თვის – ღა​‐
მის სამ საათამ​დე.

„წარ​მო​იდ​გი​ნე, აი, კარს ვა​ღებ და ჩე​მე​ბი ამ დროს მო​დი​ან. რა შარ​ში გა​ვებ​მე​ბი“, – გა​ვი​ფიქ​რე, თან ორ-​ორ
სა​ფე​ხურს ვახ​ტე​ბო​დი. კა​რის​კა​ცის ჯი​ხურს ჩა​ვურ​ბი​ნე. არ მე​ში​ნო​და, რომ ამ შუაღა​მი​სას ან​თარს გა​და​ვეყ​‐
რე​ბო​დი – ერ​თხელ მით​ხრა, რომ ღამ​ღა​მო​ბით სა​ღა​თას ძი​ლით სძი​ნავს. ბო​შე​ბის ბრა​ლი იყო, რომ​ლებ​მაც
ძილ-​ღვიძილის რიტ​მი და​ურ​ღვი​ეს – სა​მი წლის წინ, ღა​მით სახ​ლში შე​მოიპარ​ნენ და სა​ხე​ში რა​ღაც და​სა​ძი​‐
ნე​ბე​ლი სით​ხე შე​ას​ხეს. გარ​შე​მო ამ​დე​ნი სახ​ლია, ფუ​ლით, ნა​ხა​ტე​ბით და ძვირ​ფა​სეულო​ბით გა​ძეძ​გი​ლი,
ესე​ნი კი მა​ინ​ცდა​მა​ინც ან​თა​რის გა​სა​ძარ​ცვად მო​ვიდ​ნენ, სათ​ვა​ლე და რა​დიო მო​პა​რეს. მოკ​ლედ, საწ​ყალს
სა​მი დღე-​ღამე გა​დაბ​მით ეძი​ნა, სას​წრა​ფო დახ​მა​რე​ბა​მაც ვერ გა​აღ​ვი​ძა. ან​თარ​მა ამიხ​სნა, რომ ამ შემ​თხვე​‐
ვის მე​რე თავს სულ არა​ქათ​გა​მოც​ლი​ლად გრძნობ​და და ისე​თი ღრმა ძი​ლით ეძი​ნა, რომ: „მი​წის​ძვრა თუ
მოხ​და, და​ღუ​პუ​ლი ვარ! იმ ნა​ბიჭ​ვარ​მა ბო​შებ​მა ასე​თი რა ოხ​რო​ბა შე​მას​ხეს?“

სა​დარ​ბა​ზო სირ​ბი​ლით გა​ვიარე. ფეხ​ქვეშ ცივ მარ​მა​რი​ლოს ვგრძნობ​დი.

შე​სას​ვლე​ლი კა​რი გა​ვა​ღე. ოლი​ვია იქ მე​ლო​დე​ბო​და.

– გმად​ლობ, ძა​მი​კო, – მით​ხრა.

"},{"head":"6.","content":"

6.
ოლი​ვია ტახ​ტზე ჩა​მოჯ​და. ჩექ​მა გა​იძ​რო, ფე​ხი ფეხ​ზე გა​დაიდო და სი​გა​რეტს მოუკი​და:

– აქ ური​გო არ არის, მარ​თლა კარ​გია.

– გმად​ლობ, – ისე ვუ​პა​სუ​ხე, თით​ქოს იქაურო​ბა ჩე​მი სახ​ლი იყო.

– რა​მე და​სა​ლე​ვი გაქვს?

– ხი​ლის წვე​ნი, კოკა-​კოლა. ოღონდ თბი​ლი​ა... და წყა​ლი.

– ლუ​დი არ გაქვს?

– არა.

– მა​შინ ცო​ტა წვე​ნი და​მის​ხი, – ისე შე​მიკ​ვე​თა, გე​გო​ნე​ბა, ბარ​შიაო.

ბოთ​ლი მი​ვუ​ტა​ნე, ოლი​ვი​ამ დი​დი ყლუ​პი მოს​ვა და პი​რი სა​ხე​ლო​თი მო​იწ​მინ​და.

– დღეს ეს პირ​ვე​ლი მშვი​დი წუ​თია, – თვა​ლე​ბი მო​ის​რი​სა&​#160;და პი​რი​დან ბო​ლი ამო​უშ​ვა, – უნ​და და​ვის​ვე​‐
ნო, – თა​ვი ტახ​ტის სა​ზურ​გეს ჩა​მო​აყ​რდნო და ბნელ ჭერს გა​უნ​ძრევ​ლად მი​აშ​ტერ​და.

მდუ​მა​რედ ვუ​ყუ​რებ​დი, არ ვი​ცო​დი, რა მეთ​ქვა. შე​იძ​ლე​ბა ლა​პა​რა​კი არ უნ​დო​და, ან სა​უბ​რის ღირ​სად არ მი​‐
მიჩ​ნევ​და. ასე ჯობ​და კი​დეც.

წა​მოვ​წე​ქი და კით​ხვას შე​ვუ​დე​ქი, მაგ​რამ ყუ​რად​ღე​ბას ვერ ვიკ​რებ​დი. ოლი​ვი​ას წიგ​ნის ზე​ვი​დან ვაკ​ვირ​დე​‐
ბო​დი. და​ხუ​ჭუ​ლი თვა​ლე​ბით და პირ​ში სი​გა​რე​ტით იჯ​და. სი​გა​რე​ტი იწ​ვო​და, ის კი არ აფერ​ფლებ​და. შევ​‐
შფოთ​დი, რომ ფერ​ფლი ზედ და​ეყ​რე​ბო​და და დაწ​ვავ​და. ეგებ ჩაეძი​ნა.

ეს რომ გა​მერ​კვია, ვკით​ხე:

– გცი​ვა? სა​ბა​ნი გინ​და?

დიდ​ხანს არ მპა​სუ​ხობ​და. მე​რე, თვა​ლი არ გაუხე​ლია, ისე მით​ხრა:

– ჰო, გმად​ლობ.

– აქ გრა​ფი​ნი​ას საბ​ნე​ბი​ა... ძვე​ლი საბ​ნე​ბია, ალ​ბათ ცო​ტა ყარს კი​დეც.

– გრა​ფი​ნიასი?
– ჰო. აქ ჩვე​ნამ​დე ცხოვ​რობ​და. წარ​მო​იდ​გი​ნე, მა​მამ სახ​ლი კი იყი​და, მაგ​რამ გრა​ფი​ნია არ გა​უგ​დია. ელო​დე​‐
ბო​და, რო​დის მოკ​ვდე​ბო​და. მი​სი დახ​მა​რე​ბა უნ​დო​და. ეს ნივ​თე​ბი გრა​ფი​ნია ნუნ​ცი​ან​ტეს ეკუთ​ვნო​და.

– სა​მის​დღე​შიო რჩე​ნის ვალ​დე​ბუ​ლე​ბით უყი​დია.

– ეს რას ნიშ​ნავს?

– არ იცი, სა​მის​დღე​შიო რჩე​ნა რას ნიშ​ნავს?

– არა.

– რო​დე​საც ვი​ღა​ცას ნა​თე​სა​ვე​ბი არ ჰყავს და ერ​თი ლი​რაც აღარ აქვს, სახლს იაფად ყი​დის, მაგ​რამ შე​უძ​‐
ლია, ამ სახ​ლში სი​ცოც​ხლის ბო​ლომ​დე დარ​ჩეს... მარ​ტი​ვი ასახ​სნე​ლი არ არის.

ჩაეცი​ნა:

– მოიცა, ვეც​დე​ბი, უფ​რო გა​სა​გე​ბად აგიხ​სნა...

ნე​ლა ლა​პა​რა​კობ​და, გე​გო​ნე​ბა, სიტ​ყვე​ბი არ ჰყოფ​ნი​და:

– წარ​მო​იდ​გი​ნე, რომ მო​ხუ​ცი ხარ, არა​ვინ გყავს, შე​ნი პენ​სია ორი გრო​შია. რას იზამ? ბი​ნას სა​კუ​თარ თავ​თან
ერ​თად გა​ყი​დი. მყიდ​ვე​ლი სახლს და ნივ​თებს მხო​ლოდ შე​ნი სიკ​ვდი​ლის მე​რე მიიღებს... გაიგე?

– კი, – ვე​რა​ფე​რიც ვერ გა​ვი​გე, – რამ​დე​ნი ხნის მე​რე?

– გა​აჩ​ნია, რო​დის მოკ​ვდე​ბი, ერთ დღე​ში თუ ათ წე​ლი​წად​ში. ამ​ბო​ბენ, ვინც სახლს ასე​თი პი​რო​ბით ყი​დის, მე​‐
რე აღარ კვდე​ბაო. მო​მაკ​ვდა​ვი ქო​ნე​ბას სა​მის​დღე​შიო რჩე​ნის ვალ​დე​ბუ​ლე​ბით გა​ყი​დის, მე​რე კი​დევ ოც
წელს იცოც​ხლებს.

– ეს რო​გორ?

– არ ვი​ცი... მაგ​რამ მგო​ნია, რო​ცა ხალხს იმე​დი აქვს, რომ მოკ​ვდე​ბი...

– ესე იგი, სახ​ლი თუ იყი​დე, მე​რე იმის იმე​დი უნ​და გქონ​დეს, რომ მო​ხუ​ცი მა​ლე მოკ​ვდე​ბა? რა ცუ​დია.

– ყო​ჩაღ! მაშ, მა​მამ... თქვე​ნი სახ​ლი... მა​შინ იყი​და, რო​ცა... – გა​ჩერ​და. ვუც​დი​დი, რომ ნათ​ქვამს და​ას​რუ​ლებ​‐
და, მაგ​რამ უეც​რად ხე​ლე​ბი უღო​ნოდ ჩა​მო​უც​ვივ​და, თით​ქოს მკერ​დში ეს​რო​ლე​სო. სი​გა​რე​ტი ჩა​უქ​რა და
ფერ​ფლი კი​სერ​ზე დაეყა​რა.

ფრთხი​ლად მი​ვუ​ახ​ლოვ​დი და მი​ვა​ყუ​რა​დე. სუნ​თქავ​და.


ნამ​წვი ავა​ცა​ლე, სა​ბა​ნი ავი​ღე და და​ვა​ფა​რე.

რო​ცა გა​ვიღ​ვი​ძე, მზე უკ​ვე მაღ​ლა იყო, ლურჯ უღ​რუბ​ლო ცა​ში. ქა​რი პალ​მას აქეთ-​იქით ხრი​და. კორ​ტი​ნა​ში
იდეალუ​რი სას​რიალო ამინ​დი იქ​ნე​ბო​და.

ოლი​ვია ტახ​ტზე მო​კუნ​ტუ​ლი​ყო, ჭუჭ​ყი​ან ბა​ლიშ​ში სა​ხე ჩა​ერ​გო და ისე ეძი​ნა. ალ​ბათ მარ​თლა დაღ​ლი​ლი
იყო.

„ცო​ტაც ვა​ცა​ლოთ“, გა​ვი​ფიქ​რე და გა​თი​შუ​ლი მო​ბი​ლუ​რი გა​მახ​სენ​და. ჩავ​რთე თუ არა, მა​შინ​ვე სა​მი შეტ​ყო​‐
ბი​ნე​ბა მი​ვი​ღე. ორი დე​და​ჩე​მის იყო – ნერ​ვიულობ​და და მთხოვ​და, რო​გორც კი ისეთ ად​გი​ლას აღ​მოვ​ჩნდე​‐
ბო​დი, სა​დაც ტე​ლე​ფო​ნი იჭერ​და, დაუყოვ​ნებ​ლივ და​მე​რე​კა. ერ​თი შეტ​ყო​ბი​ნე​ბა მა​მა​ჩე​მის​გან იყო, მწერ​და,
რომ დე​და ღე​ლავ​და და მთხოვ​და, რო​გორც კი ტე​ლე​ფო​ნი ამუ​შავ​დე​ბა, მა​შინ​ვე დაურე​კეო.

ვი​სა​უზ​მე და „Soul River“-​ის თა​მაშს შე​ვუ​დე​ქი.

ოლი​ვი​ამ ერ​თი საათის მე​რე გა​იღ​ვი​ძა.

თა​მა​ში გა​ვაგ​რძე​ლე, მაგ​რამ ში​გა​და​შიგ მა​ლუ​ლად გავ​ხე​დავ​დი ხოლ​მე. მინ​დო​და, მიმ​ხვდა​რი​ყო, რომ
შეუვა​ლი ვარ და თავს არა​ვის და​ვა​ჩაგ​ვრი​ნებ.

ოლი​ვია ისე გა​მოიყუ​რე​ბო​და, გე​გო​ნე​ბა, ურ​ჩხულ​მა ღე​ჭა, ღე​ჭა, მაგ​რამ მე​რე მწა​რე მო​ეჩ​ვე​ნა და გად​‐
მოაფურ​თხაო. ნა​ხე​ვა​რი საათი დას​ჭირ​და, რომ ამ​დგა​რი​ყო. ლო​ყებ​სა და შუბ​ლზე ბა​ლი​შის კვა​ლი ეტ​ყო​ბო​‐
და, თვა​ლებს ის​რეს​და და გამ​შრალ ტუ​ჩებს ენით ილო​კავ​და. ბო​ლოს ჩახ​ლე​ჩი​ლი ხმით ერ​თა​დერ​თი სიტ​ყვა
ამოთ​ქვა:

– წყა​ლი.

მი​ვუ​ტა​ნე. ბოთლს დაეწა​ფა, მე​რე ხელ-​ფეხი მოისინ​ჯა, თან ტკი​ვი​ლის​გან იმან​ჭე​ბო​და:

– ყვე​ლა​ფე​რი მტკი​ვა. გე​გო​ნე​ბა, კუნ​თებ​ში ეკ​ლიანი მავ​თუ​ლი გა​მი​ყა​რეს.

ხე​ლე​ბი გავ​შა​ლე:

– გა​ციებუ​ლი იქ​ნე​ბი. მე წამ​ლე​ბი არ მაქვს და აფ​თი​აქ​ში მის​ვლა მო​გი​წევს. მოედან​ზე თუ გახ​ვალ...

– ვერ წა​ვალ, ძა​ლა არ მაქვს.

– რაო? შენ ხომ დამ​პირ​დი, რომ დღეს დი​ლით აქე​დან წახ​ვი​დო​დი.

ოლი​ვი​ამ შუბ​ლზე ხე​ლი მო​ის​ვა:


– ასე გაგ​ზარ​დეს? ნა​ბიჭ​ვრო​ბა გას​წავ​ლეს? არა, ეს მხო​ლოდ აღ​ზრდის ბრა​ლი არაა. შიგ​ნით, სულ​ში, რა​ღაც
მცდა​რი და და​მა​ხინ​ჯე​ბუ​ლი გაქვს.

თავ​დახ​რი​ლი ვდუმ​დი, პა​სუხ​საც ვერ ვცემ​დი. ჩემ​გან რა ჯან​და​ბა უნ​დო​და? ჩე​მი დაც არ იყო, წე​სიერად არც
ვიც​ნობ​დი. მე თავს არა​ვის ვა​ბეზ​რებ, ეს გო​გო მე რა​ტომ​ღა მა​ბეზ​რებს? ჩემს სო​რო​ში ცრუ და​პი​რე​ბით შე​მო​‐
იჭ​რა და ახ​ლა აქე​დან წას​ვლა აღარ ნე​ბავს.

ფეხ​ზე გა​ჭირ​ვე​ბით წა​მოდ​გა, ტკი​ვი​ლის​გან სა​ხე და​ეღ​რი​ჯა, ჩაიმუხ​ლა და შე​მომ​ხე​და. თვა​ლის გუ​გე​ბი ისე
გაუფარ​თოვ​და და ჩაუშავ​და, რომ ფე​რა​დი გარ​სი თით​ქმის აღარ უჩან​და:

– იცო​დე, აქ თუ იმა​ლე​ბი და შენ​თვის მი​ყუ​ჩე​ბულ​ხარ, სუ​ლაც არ ნიშ​ნავს, რომ კარ​გი ადა​მიანი ხარ. ასე ფიქ​‐
რი ძა​ლი​ან ად​ვი​ლია.

გე​გო​ნე​ბა, ჩე​მი აზ​რე​ბი წაიკით​ხაო.

– ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ... ორი​ვეს სამ​ყო​ფი საჭ​მე​ლი არაა. მხო​ლოდ ამი​ტომ... გარ​და ამი​სა, აქ სი​ჩუ​მე უნ​და და​‐
ვიც​ვათ... თა​ნაც... არა, გა​მო​რიც​ხუ​ლია, მე აქ მარ​ტო უნ​და ვი​ყო, – წა​ვი​ბურ​ტყუ​ნე მუშ​ტებ​შეკ​რულ​მა.

ხე​ლე​ბი ისე ას​წია, თით​ქოს მნებ​დე​ბა​ო:

– კარ​გი, მივ​დი​ვარ. მა​გა​რი ნა​გა​ვი ყო​ფილ​ხარ.

– ნამ​დვი​ლად.

– და გი​ჟი.

– ასეა.

– ყარ​ხარ კი​დეც.

იღ​ლია და​ვიყ​ნო​სე:

– რა​ში მე​ნაღ​ვლე​ბა? აქ მარ​ტო ვარ. შე​მიძ​ლია, ისე ვყარ​დე, რამ​დე​ნიც და რო​გორც მინ​და. თა​ნაც, ამას ვინ
ამ​ბობს? სუ​ნი შენც აგ​დის...

სწო​რედ ამ დროს ტე​ლე​ფონ​მა და​რე​კა. დე​და​ჩე​მი იყო.

ვი​თომ ვერ გა​ვი​გო​ნე. იმე​დი მქონ​და, რომ რეკ​ვას შეწ​ყვეტ​და, მაგ​რამ არ შე​უწ​ყვე​ტია.

ოლი​ვი​ამ შე​მომ​ხე​და:
– რაო, არ პა​სუ​ხობ?

– არა.

– რა​ტომ?

– იმი​ტომ.

ზა​რი არა და არ წყდე​ბო​და. რო​გორ ჩანს, დე​და ძა​ლი​ან გაბ​რა​ზე​ბუ​ლი იყო. წარ​მო​ვიდ​გი​ნე, თა​ვის ოთახ​ში,
სა​წოლ​ზე რო​გორ იჯ​და და ხვნე​შო​და. კო​მოდ​ზე მოწ​ყვე​ტით ავ​ხტი და მო​ბი​ლურს დავ​წვდი. ვუ​პა​სუ​ხე:

– დე​და!

– ლო​რენ​ცო! ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა?

– კი.

– ას​ჯერ მა​ინც და​გი​რე​კე!

– ჩე​მი მე​სი​ჯი მიიღე?

– გგო​ნია, ასე უნ​და იქ​ცეოდე? სა​ნამ ბა​ნაკ​ში წახ​ვი​დო​დი, მა​ნამ​დე უნ​და და​გე​რე​კა!

– ვი​ცი... მა​პა​ტიე, უბ​რა​ლოდ, მოულოდ​ნე​ლად წა​ვე​დით. და​რეკ​ვას ვა​პი​რებ​დი.

– ვი​ნერ​ვიულე. რო​გორ ხარ?

– კარ​გად, ძა​ლი​ან კარ​გად.

– ალე​სი​ას დე​დას უნ​და და​ვე​ლა​პა​რა​კო.

– ახ​ლა არ შე​უძ​ლია. მე​რე და​მი​რე​კე.

ერ​თი წა​მით და​დუმ​და, მე​რე აფეთ​ქდა:

– კმა​რა, ლო​რენ​ცო! ან ალე​სი​ას დე​დას ახ​ლა​ვე და​მა​ლა​პა​რა​კებ, ან სხვა ბავ​შვე​ბის მშობ​ლებს და​ვუ​რე​კავ!

მკაც​რი ხმა ჰქონ​და, თავს ძლივს იკა​ვებ​და, რომ არ ეყ​ვი​რა.


– ეს ის​ტო​რია მომ​ბეზ​რდა! რას მი​მა​ლავ?

აჰა, ზღვარ​ზეა. მეტს ვე​ღარ გავ​ქა​ჩავ​დი. ოლი​ვი​ას გავ​ხე​დე:

– აი, ისიც! მოიცა, წა​ვალ, და​ვუ​ძა​ხებ. ვნა​ხავ, თუ შე​უძ​ლია, რომ მო​ვი​დეს.

ტე​ლე​ფო​ნი დავ​დე და კო​მო​დი​დან ჩა​მო​ვე​დი. ოლი​ვი​ას მი​ვუ​ჯე​ქი და ყურ​ში ჩავ​ჩურ​ჩუ​ლე:

– ძა​ლი​ან გთხოვ, მიშ​ვე​ლე, გეხ​ვე​წე​ბი. ვი​თომ ალე​სი​ას დე​და ხარ. დე​დას ჰგო​ნია, რომ კორ​ტი​ნა​ში ვარ სათ​‐
ხი​ლა​მუ​როდ ერთ გო​გოს​თან ერ​თად, რო​მელ​საც ალე​სია რონ​კა​ტო ჰქვია და რო​მელ​მაც არ​და​დე​გებ​ზე დამ​‐
პა​ტი​ჟა. ვი​თომ ალე​სი​ას დე​და ხარ. უთ​ხა​რი, რომ მე კარ​გად ვარ და ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა. ჰო, ძა​ლი​ან მნიშ​‐
ვნე​ლო​ვა​ნია ისიც უთ​ხრა, რომ მე კაი ტი​პი ვარ.

ჩემს ნა​ხე​ვარ​დას სა​ხე​ზე მზაკ​ვრულ​მა ღი​მილ​მა გა​და​ურ​ბი​ნა:

– არა მგო​ნი​ა...

– გეხ​ვე​წე​ბი.

– თუნ​დაც მომ​კლან, მა​ინც არ....

მა​ჯა​ზე ხე​ლი წა​ვავ​ლე:

– თუ გაიგებს, რომ სას​რიალოდ არ წავ​სულ​ვარ, და​ვი​ღუ​პე​ბი. ფსი​ქო​ლოგ​თან წა​მიყ​ვა​ნენ.

ხე​ლი გა​მაშ​ვე​ბი​ნა:

– ამას ჩემს სი​ცოც​ხლე​ში არ ვი​ზამ! ნა​გავ ეგო​ისტს, რო​მე​ლიც ამ ძუნ​ძგლიანი სარ​და​ფი​დან მაგ​დებს, მძღნე​‐
რი​დან არას​დროს ამო​ვიყ​ვან.

რა ნა​ბიჭ​ვა​რია, ისევ გა​მა​ცუ​რა.

– კარ​გი, თუ დაელა​პა​რა​კე​ბი, შე​გიძ​ლია აქ დარ​ჩე.

იატა​კი​დან ჩექ​მა აიღო:

– აქ დარ​ჩე​ნა ვის სჭირ​დე​ბა?!


– გე​ფი​ცე​ბი, ყვე​ლა​ფერს გა​ვა​კე​თებ, რა​საც მოისურ​ვებ.

– მუხ​ლებ​ზე, – და იატაკ​ზე მი​მი​თი​თა.

– მუხ​ლებ​ზე?

– ჰო, მუხ​ლებ​ზე.

და​ვე​მორ​ჩი​ლე.

– გაიმეორე: ჩემს მშობ​ლებს ვფი​ცავ, რომ ოლი​ვია კუ​ნის მო​ნა ვიქ​ნე​ბი...

– კარ​გი რა, ტე​ლე​ფონ​თან გე​ლო​დე​ბა... მი​დი! – ამო​ვის​ლუ​კუ​ნე ანერ​ვიულე​ბულ​მა.

ის კი, პი​რი​ქით, ძა​ლი​ან მშვი​დი იყო:

– გაიმეორე.

ბო​ლოს მი​ღებს და ეგაა.

– ჩემს მშობ​ლებს ვფი​ცავ, რომ ოლი​ვია კუ​ნის მო​ნა ვიქ​ნე​ბი...

– ცხოვ​რე​ბის ბო​ლომ​დე...

– ცხოვ​რე​ბის ბო​ლომ​დე? შენ, რა, გა​გიჟ​დი? – ჭერს ავ​ხე​დე და ამოვ​ღერ​ღე: – ცხოვ​რე​ბის ბო​ლომ​დე.

– ყო​ველ​თვის თა​ვა​ზიანად და კე​თილ​გან​წყო​ბით მო​ვექ​ცე​ვი.

– ყო​ველ​თვის თა​ვა​ზიანად და კე​თილ​გან​წყო​ბით მო​ვექ​ცე​ვი. ახ​ლა უპა​სუ​ხე, რა, გეხ​ვე​წე​ბი.

ტკი​ვი​ლის​გან და​მან​ჭუ​ლი, წა​მოდ​გა:

– დე​და​შე​ნი ამ ქალს იც​ნობს?

– არა.

– შვილს რა ჰქვია?
– ალე​სია. ალე​სია რონ​კა​ტო.

არ​თრი​ტიანი დე​და​ბე​რი​ვით გა​და​ად​გილ​დე​ბო​და, ფან​ჯრამ​დე ძლივს მი​ბობ​ღდა. ეტ​ყო​ბო​და, რომ მარ​თლა


ცუ​დად იყო, მაგ​რამ ტე​ლე​ფონს წკრიალა ხმით უპა​სუ​ხა:

– ალო, სი​ნიორა კუ​ნი! გა​მარ​ჯო​ბა, რო​გორ ბრძან​დე​ბით?

აღელ​ვე​ბის​გან კი​ნა​ღამ ხე​ლი მო​ვი​ჭა​მე.

გე​გო​ნე​ბო​დათ, ოლი​ვია ბედ​ნიერე​ბის მწვერ​ვალ​ზე იყო, დე​და​ჩემს რომ ელა​პა​რა​კე​ბო​და.

– რა თქმა უნ​და... რა თქმა უნ​და... ლო​რენ​ცომ მით​ხრა. მა​პა​ტი​ეთ, რომ აქამ​დე არ და​გი​რე​კეთ. ჩე​მი ბრა​ლი
არ არის, უბ​რა​ლოდ, უამ​რა​ვი რამ გვქონ​და გა​სა​კე​თე​ბე​ლი. ხომ იცით, მთა​ში რო​გორ ხდე​ბა. რას ბრძა​ნებთ...
რას ბრძა​ნებთ... გმად​ლობთ. ჩვენ​თვის დი​დი სიამოვ​ნე​ბაა, რომ ასე კარ​გად აღ​ზრდი​ლი ბი​ჭი... რა თქმა უნ​და,
შე​ნო​ბით ვი​ლა​პა​რა​კოთ. ერ​თი სიტ​ყვით, აქ ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა. თოვ​ლი? თოვ​ლი არის? – შე​მომ​ხე​და. არ
იცო​და, რა ეპა​სუ​ხა.

– ცო​ტა, – ხმა​დაბ​ლა ვუ​კარ​ნა​ხე.

– ცო​ტა, – მშვი​დად თქვა, – ალე​სია ძა​ლი​ან კმა​ყო​ფი​ლია, – შე​მომ​ხე​და და თა​ვი გა​აქ​ნია, – თუ ნე​ბას მომ​ცემთ,
გეტ​ყვით, რომ თქვე​ნი შვი​ლი დი​დი სიმ​პა​თიური ვინ​მეა. იმ​დენს გვა​ცი​ნებს. ერ​თი სიამოვ​ნე​ბაა, რომ ჩვენ​თან
ერ​თა​დაა. ისე​თი კე​თილ​შო​ბი​ლი ბი​ჭია.

– მა​გა​რია! ძა​ლი​ან მა​გა​რი ხარ, – ვერც შე​ვამ​ჩნიე, ისე წა​მომ​ცდა.

– თუ გინ​და, ჩე​მი მო​ბი​ლუ​რის ნო​მერს მოგ​ცემ. თუმ​ცა ჩვენ თვი​თონ და​გი​რე​კავთ. აბა, დროებით... მეც სა​‐
სიამოვ​ნო დღეს გი​სურ​ვებ. კარ​გი, გმად​ლობ. გმად​ლობ, – მო​ბი​ლუ​რი გა​თი​შა.

ხე​ლე​ბის ქნე​ვით ავ​ხტი:

– ვა​შა! ძა​ლი​ან ყო​ჩა​ღი ხარ. ზუს​ტად ალე​სი​ას დე​და​სა​ვით ლა​პა​რა​კობ​დი. შენ, რა, მას იც​ნობ?

– ვიც​ნობ ასე​თებს, – თქვა, ცა​ლი ხე​ლით კე​დელს მი​ეყ​რდნო, თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭა, მე​რე გაახი​ლა, შე​მომ​ხე​და და
ზედ ხე​ლებ​ზე ამოაღე​ბი​ნა.

ღე​ბი​ნე​ბა ტუალეტ​შიც გა​აგ​რძე​ლა. უფ​რო სწო​რად, ცდი​ლობ​და, მაგ​რამ არ გა​მოს​დიოდა. მე​რე ძა​ლა​გა​მოც​‐
ლი​ლი ტახ​ტზე და​ეგ​დო და შარ​ვა​ლი გაიხა​და. თეთ​რი ფე​ხე​ბი უცახ​ცა​ხებ​და. ფე​ხებს ისე აფარ​თხა​ლებ​და, გე​‐
გო​ნე​ბა, მთე​ლი ძა​ლით ცდი​ლობ​და, კან​კა​ლი შეეჩე​რე​ბი​ნა.

– ესეც ასე... და​იწ​ყო, – თვალ​და​ხუ​ჭუ​ლი, მძი​მედ სუნ​თქავ​და.


რა ავად​მყო​ფო​ბა სჭირ​და? ვაითუ გა​დამ​დე​ბი იყო?

– რა და​იწ​ყო?

– არა​ფე​რი... არა​ფე​რი.

– რა გჭირს? გა​დამ​დე​ბი ავად​მყო​ფო​ბაა?

– არა, ნუ ღე​ლავ. შე​მეშ​ვი და შენს საქ​მე​ებს მი​ხე​დე. ვი​თომ მე აქ არ ვარ, კარ​გი?

ნერ​წყვი გა​დავ​ყლა​პე:

– კარ​გი.

ციებ-​ცხელება სჭირ​და. რო​გორც კა​რა​ვა​ჯოს.

მით​ხრა, ჩე​მი საქ​მეების​თვის მი​მე​ხე​და. შე​სა​ნიშ​ნა​ვია! რა პრობ​ლე​მაა? მე ხომ ამის ოს​ტა​ტი ვი​ყა​ვი. ჰო​და,
„შო​ულ ღივერ“-​ის თა​მაშს შე​ვუ​დე​ქი. ისევ იმ მონსტრს ვებ​რძო​დი, ვე​რაფ​რით რომ ვერ და​ვა​მარ​ცხე. ში​გა​და​‐
შიგ გუ​ლი არ მით​მენ​და და ოლი​ვი​ას ვუთ​ვალ​თვა​ლებ​დი.

ერ​თი წუ​თი​თაც არ გა​ჩე​რე​ბუ​ლა. ვერ ის​ვე​ნებ​და, წა​რა​მა​რა გვერდს ისე იც​ვლი​და, თით​ქოს ბოთ​ლის ნამ​‐
სხვრე​ვე​ბით მო​ფე​ნილ ხა​ლი​ჩა​ზე წევ​სო. სა​ბან​ში ხან ეხ​ვეოდა, ხან ძირს აგ​დებ​და, ად​გილს ვერ პოულობ​და
და ისე ბორ​გავ​და, თით​ქოს ვი​ღა​ცა აწ​ვა​ლებ​და.

მა​გი​ჟებ​და, ჩემ​თვის გუ​ლის აჩუ​ყე​ბას ასე გაშ​მა​გე​ბით რომ ცდი​ლობ​და. მე​გო​ნა, რომ ეს ყვე​ლა​ფე​რი თა​მა​ში
იყო და ამას მხო​ლოდ ჩემს გა​სა​ღი​ზიანებ​ლად აკე​თებ​და.

ყურ​სას​მენ​ში ხმას ბო​ლომ​დე ავუ​წიე, კედ​ლის​კენ შევ​ტრი​ალ​დი და თა​ვი წიგ​ნში ისე ჩავ​რგე, რომ თვა​ლე​ბი
და​მი​ელ​მდა. რამ​დე​ნი​მე სტრი​ქო​ნი წა​ვი​კით​ხე და ჩა​მე​ძი​ნა.

თვა​ლე​ბი ორი საათის მე​რე გა​ვა​ხი​ლე. ოლი​ვია ტახ​ტის კი​დე​ზე ჩა​მომ​ჯდა​რი​ყო, ოფ​ლად იღ​ვრე​ბო​და, ფე​‐
ხებს ნერ​ვიულად ასავ​სა​ვებ​და და იატაკს ჩას​ცქე​რო​და. სვიტ​რი გაეხა​და, ლურ​ჯი მაისუ​რი ეც​ვა, რო​მე​ლიც
მხრი​დან უცურ​დე​ბო​და და ჩა​მო​კი​დე​ბულ მკერდს უჩენ​და. ისე​თი გამ​ხდა​რი იყო, რომ ყვე​ლა ძვალს ვხე​დავ​‐
დი. გრძე​ლი ფე​ხე​ბი, გრეიჰა​უნ​დის წვრი​ლი კი​სე​რი, ფარ​თო მხრე​ბი, ხე​ლე​ბი...

ხე​ლებ​ზე რა სჭირს?

ხე​ლე​ბი წით​ლად და​წინ​წკლუ​ლი მოიის​ფრო ლა​ქე​ბით ჰქონ​და და​ფა​რუ​ლი.

თა​ვი ას​წი​ა:
– გე​ძი​ნა?

ის ად​გი​ლი სი​ცი​ლიაზე, სა​დაც მა​მა​ჩემს მი​სი გაგ​ზავ​ნა უნ​დო​და...

– რა?

ფუ​ლი...

– გე​ძი​ნა?

ჩე​მე​ბი, თვალს მომ​კრავ​დნენ თუ არა, ოლი​ვიაზე ლა​პა​რაკს წყვეტ​დნენ...

– კი.

ავად​მყო​ფო​ბა, რო​მე​ლიც გა​დამ​დე​ბი არა​ა...

– რა​მე უნ​და შევ​ჭა​მო...

იმ ტი​პებს ჰგავ​და, ვი​ლა ბორ​გე​ზე​ში პარ​კის სკა​მებ​ზე რომ ცხოვ​რო​ბენ, ხურ​დას გთხო​ვენ და ლუდს ყლურ​წა​‐
ვენ. მა​თი მე​ში​ნო​და და ყო​ველ​თვის გვერდს ვუვ​ლი​დი ხოლ​მე.

– ორ​ცხო​ბი​ლა მო​მე​ცი... ცო​ტა პუ​რი...

ესეც ერთ-​ერთი მათ​გა​ნი იყო.

ავ​დე​ქი, უჯ​რი​დან პუ​რი ამო​ვი​ღე და მი​ვუ​ტა​ნე.

ჩემ გვერ​დით იყო, ჩემს სო​რო​ში.

პუ​რი ტახ​ტზე და​აგ​დო:

– და​ბა​ნა მინ​და... სა​კუ​თა​რი თა​ვი მე​ზიზ​ღე​ბა...

– აქ მხო​ლოდ ცი​ვი წყა​ლია, – გა​მიკ​ვირ​და, პა​სუ​ხის გა​ცე​მა რომ მო​ვა​ხერ​ხე.

– არა უშავს. რა​ღაც უნ​და ვქნა, – ჩაილა​პა​რა​კა, გა​ჭირ​ვე​ბით წა​მოდ​გა ფეხ​ზე და სა​პირ​ფა​რე​შოს​კენ გაემარ​‐
თა.
და​ვი​ცა​დე, სა​ნამ წყალს მო​უშ​ვებ​და, და მის ზურ​გჩან​თას ვე​ცი. შიგ​ნით გაც​ვე​თი​ლი სა​ფუ​ლე, ფურ​ცლე​ბით
გა​ტე​ნი​ლი უბის წიგ​ნა​კი, მო​ბი​ლუ​რი და გა​უხ​სნე​ლი შპრი​ცე​ბის შეკ​ვრა ეწ​ყო.

"},{"head":"7.","content":"

7.

სა​წოლ​ზე გა​შო​ტი​ლი, ჭერს მივ​შტე​რე​ბო​დი. სი​ჩუ​მე იყო, მაგ​რამ სუნ​თქვას თუ შე​ვი​კა​ვებ​დი, მეს​მო​და, რომ
ოლი​ვია ტუალეტ​ში რა​ღა​ცას საქ​მიანობ​და. ქუ​ჩა​ში მან​ქა​ნე​ბის ხმა, ეზო​ში ან​თა​რის ცოც​ხის შრიალი, სად​‐
ღაც შორს ტე​ლე​ფო​ნის რეკ​ვა, გათ​ბო​ბის ქვა​ბის ში​ში​ნი და ხის ხო​ჭოების ფა​ჩუ​ნი მეს​მო​და. სარ​დაფ​ში დახ​‐
ვა​ვე​ბუ​ლი ნივ​თე​ბის, ხის ავე​ჯის მკვეთრ და ნეს​ტიანი ხა​ლი​ჩე​ბის მწა​რე სუნს ვგრძნობ​დი.

და​ვარ​დნის ყრუ ხმა გა​ვი​გო​ნე.

თა​ვი ბა​ლი​ში​დან ავ​წიე.

ტუალე​ტის კა​რი შე​ღე​ბუ​ლი იყო.

ავ​დე​ქი და სა​ნა​ხა​ვად წა​ვე​დი.

ოლი​ვია იატაკ​ზე ეგ​დო. შიშ​ვე​ლი, ფერ​მკრთა​ლი, უნი​ტაზ​სა და პირ​სა​ბანს შო​რის მო​კუნ​ტუ​ლი​ყო. ად​გო​მას
ცდი​ლობ​და, მაგ​რამ ვერ დგე​ბო​და. სველ ფი​ლებ​ზე ფე​ხი ისე უცუ​რავ​და, ცხე​ნებს ყი​ნულ​ზე რომ უს​რიალებთ
ხოლ​მე. ბოქ​ვენ​ზე თმა ცო​ტა ჰქონ​და.

გავ​შეშ​დი და მი​ვაშ​ტერ​დი.

ზომ​ბის ჰგავ​და, რო​მელ​საც ეს-​ესაა, ტყვია მოხ​ვდა.

კა​რის ზღურ​ბლთან მდგა​რი და​მი​ნა​ხა თუ არა, კბი​ლებ​ში გა​მოც​რა:

– გა​დი აქე​დან! გა​ეთ​რიე! ეს ოხე​რი კა​რი და​ხუ​რე!

ნუნ​ცი​ან​ტეს ხა​ლა​თი მო​ვი​ტა​ნე და კა​რის სა​ხე​ლურ​ზე ჩა​მოვ​კი​დე.

რო​დე​საც ჭუჭ​ყი​ან პირ​სა​ხოც​ში გახ​ვეული ოლი​ვია გა​რეთ გა​მო​ვი​და, ხა​ლა​თი ჩა​მოხ​სნა, და​ხე​და, ჩა​იც​ვა, მე​‐
რე ტახ​ტზე დაწ​ვა და ზურ​გი შე​მაქ​ცია ისე, რომ ერ​თი სიტ​ყვაც არ უთ​ქვამს.

ყურ​სას​მე​ნი გა​ვირ​ჭვე და მა​მას დის​კი ჩავ​რთე. სა​ფორ​ტე​პიანო ნა​წარ​მოები იყო, და​უს​რუ​ლებ​ლად გრძე​ლი,
წყნა​რი და მო​ნო​ტო​ნუ​რი, რო​მელ​საც შუ​შის მიღ​მა, სად​ღაც შორს მივ​ყავ​დი და მე​გო​ნა, თით​ქოს რო​მე​ლი​‐
ღაც დო​კუ​მენ​ტურ ფილმს ვუ​ყუ​რებ​დი. მე და ოლი​ვია ერთ ოთახ​ში აშ​კა​რად არ ვიმ​ყო​ფე​ბო​დით.
დრო გა​დიოდა და ჩე​მი და თავს სულ უფ​რო ცუ​დად გრძნობ​და. სიც​ხიანი​ვით კან​კა​ლებ​და. ზვირ​თმჭრელს
ჰგავ​და, რო​მელ​საც უზარ​მა​ზა​რი ტალ​ღე​ბი ეხეთ​ქე​ბა. თვა​ლე​ბი და​ხუ​ჭუ​ლი ჰქონ​და, მაგ​რამ არ ეძი​ნა. მეს​მო​‐
და, თა​ვის​თვის რო​გორ ბუტ​ბუ​ტებ​და:

– შე​ნი დე​და... ჯან​და​ბა... აღარ შე​მიძ​ლი​ა... ასე აღარ შე​მიძ​ლია.

მუ​სი​კა ყუ​რებ​ში მეღ​ვრე​ბო​და, ჩე​მი და კი ამ დროს ტახ​ტი​დან დგე​ბო​და, მე​რე ისევ წვე​ბო​და, ფე​ხებს იფ​ხან​‐
და და ისის​ხლიანებ​და, ბორ​გავ​და, შუბ​ლით კა​რა​დის კარს ეყ​რდნო​ბო​და. ტკი​ვი​ლის​გან სა​ხე დაღ​რე​ჯო​და.
ხან​და​ხან წელ​ზე დო​ინჯს ირ​ტყამ​და და ქო​შინს იწ​ყებ​და:

– მი​დი, ოლი, შენ შეძ​ლებ... მი​დი, მი​დი... ჯან​და​ბა!

მე​რე მოიკუნ​ტა, სა​ხე​ზე ხე​ლე​ბი მიიჭი​რა და კარ​გა ხანს ასე იწ​ვა.

შვე​ბით ამო​ვი​სუნ​თქე. ვი​ფიქ​რე, ასეთ მოუხერ​ხე​ბელ პო​ზა​ში ჩაეძინა-​მეთქი, მაგ​რამ არა, ისევ წა​მოდ​გა და,
რა​საც მის​წვდა, ყვე​ლა​ფერს წიხ​ლე​ბი დაუში​ნა.

ყურ​სას​მე​ნი მო​ვიხ​სე​ნი, ავ​დე​ქი და მა​ჯა​ზე ხე​ლი წა​ვავ​ლე:

– ჩუ​მად იყა​ვი, თო​რემ ყვე​ლა გაიგო​ნებს! გეხ​ვე​წე​ბი...

ჩა​სის​ხლიანე​ბუ​ლი, სი​ძულ​ვი​ლით აღ​სავ​სე თვა​ლე​ბით შე​მომ​ხე​და და მო​მი​შო​რა:

– „გეხ​ვე​წე​ბი“ არა ის! წა​დი, შე​ნი... მი​დი, გა​ირ​ჭვე შე​ნი მძღნე​რუ​ლი ყურ​სას​მე​ნი! შე სა​ცო​და​ვო, – თი​ხის
ძაღლს წიხ​ლი ჩააზი​ლა და თა​ვი მოს​ტე​ხა.

ვე​მუ​და​რე​ბო​დი, ვცდი​ლობ​დი, და​მეწ​ყნა​რე​ბი​ნა:

– ძა​ლი​ან გთხოვ... ძა​ლი​ან გთხოვ... ამას ნუ შვრე​ბი... ასე თუ გა​აგ​რძე​ლებ, ორი​ვე და​ვი​ღუ​პე​ბით. ხომ გეს​მის?

– შე​მეშ​ვი! გე​ფი​ცე​ბი, მოგ​კლავ, – ხე​ლი მკრა და შუ​შის ლამ​პა​ზე მი​მაგ​დო, რო​მე​ლიც ათას ნა​ტე​ხად დაიშა​ლა.

ბრმა ბოღ​მამ ამავ​სო. კუნ​თე​ბი გა​მიქ​ვავ​და და ვი​ფეთ​ქე:

– არა, ეს მე მოგ​კლავ! – თა​ვი დავ​ღუ​ნე და მის​კენ გა​ვი​წიე.

– თა​ვი უნ​და და​მა​ნე​ბო! არ გეს​მის?

ხე​ლი გა​მე​ტე​ბით ვკა​რი.


ოლი​ვია უკან გა​და​ქან​და, ფე​ხი და​უც​და და მხა​რი კა​რა​დას მი​არ​ტყა. პირ​ღია ისე გა​შეშ​და, თით​ქოს მომ​ხდა​‐
რის არ სჯე​რო​და.

– რა გინ​და ჩემ​გან? წა​დი აქე​დან! – შე​ვუღ​რი​ნე.

ოლი​ვია მო​მი​ახ​ლოვ​და და სი​ლა გა​მაწ​ნა:

– შე ნა​გა​ვო... ეს აღარ გა​ბე​დო.

„ახ​ლა კი ნაღ​დად მოვ​კლავ“, გა​ვი​ფიქ​რე და ხე​ლი აალე​ბულ ლო​ყა​ზე წა​ვივ​ლე. ვიგ​რძე​ნი, ყელ​ში ბურ​თი რო​‐
გორ გა​მეჩ​ხი​რა. ცრემ​ლე​ბი გა​დავ​ყლა​პე, მუშ​ტე​ბი შევ​კა​რი და ოლი​ვი​ას ვე​ცი:

– აქე​დან წა​ეთ​რიე, ნა​გა​ვო ნარ​კო​მა​ნო!

ტახ​ტზე აღ​მოვ​ჩნდით, მე – ზე​მოთ, ის – ქვე​მოთ. ოლი​ვია წიხ​ლებს ის​რო​და, მუშ​ტებს ჰა​ერ​ში იქ​ნევ​და, ჩემ​გან
თა​ვის დაღ​წე​ვას ცდი​ლობ​და, მაგ​რამ მე მას​ზე ღო​ნიერი ვი​ყა​ვი. მა​ჯე​ბი და​ვუ​კა​ვე და სა​ხე​ში ჩავ​ძა​ხე:

– რა ჯან​და​ბა გინ​და ჩემ​გან? მით​ხა​რი!

გა​თა​ვი​სუფ​ლე​ბა სცა​და, მე​რე თით​ქოს ძა​ლა გა​მოელია, უეც​რად მო​ეშ​ვა და ზედ და​ვე​ცი.

ფეხ​ზე ავ​დე​ქი და მოვ​შორ​დი. ვკან​კა​ლებ​დი. იმის შე​მე​შინ​და, რის გა​კე​თე​ბაც შე​მეძ​ლო: შე​მეძ​ლო, მო​მეკ​ლა!
და​საწ​ყნა​რებ​ლად ყუ​თებს წიხ​ლი ჩა​ვა​ზი​ლე. ტერ​ფში შუ​შის ნა​ტე​ხი შე​მერ​ჭო. ამო​ვიძ​ვრე, თან ტკი​ვი​ლის​გან
მძი​მედ ვსუნ​თქავ​დი.

ოლი​ვია სლუ​კუ​ნებ​და, თა​ვით ტახ​ტის სა​ზურ​გეს მიეყუ​და, ფე​ხებ​ზე ხე​ლე​ბი შე​მო​იხ​ვია.

– ახ​ლა კი გე​ყო​ფა! – კოჭლობ-​კოჭლობით ზურ​გჩან​თის​კენ გა​ვი​ქე​ცი, კონ​ვერ​ტი​დან ფუ​ლი ამო​ვი​ღე, მი​ვა​ყა​‐


რე და ვუყ​ვი​რე: – აჰა, აიღე! დაიჭი​რე! აიღე, ოღონდ აქე​დან წა​დი!

ტახ​ტი​დან წა​მოდ​გა და ბან​კნო​ტე​ბი აკ​რი​ფა:

– შე ბო​ზიშ​ვი​ლო... ვი​ცო​დი, რომ გქონ​და, – შარ​ვა​ლი აიღო, ფუ​ლი ხელ​ში ჩაიკუ​ჭა და თვა​ლე​ბი მი​ლუ​ლა.
ცრემ​ლე​ბი მოს​დიოდა, მხრე​ბი უცახ​ცა​ხებ​და: – არა, არ შე​მიძ​ლი​ა...

ფუ​ლი გა​და​ყა​რა და სა​ხე​ზე ხე​ლი აიფა​რა:

– და​ვი​ფი​ცე, რომ თავს და​ვა​ნე​ბებ​დი... ამ​ჯე​რად უნ​და გა​და​ვეჩ​ვი​ო... თუ არა, და​ვი​ღუ​პე​ბი.

ვე​რა​ფე​რი გა​ვი​გე. სიტ​ყვე​ბი და სლუ​კუ​ნი ერ​თმა​ნეთ​ში არეული​ყო.


– მძღნე​რი ვარ... მე მას მი​ვე​ცი... მი​ვე​ცი... ეს რო​გორ ვქე​ნი? – შე​მომ​ხე​და და ხე​ლი მომ​კი​და, – დო​ზის გუ​ლის​‐
თვის იმ ნა​გავ​თან ვი​ჟი​მა​ვე. ის ღო​რი პირ​და​პირ მან​ქა​ნებს შო​რის მხმა​რობ​და. რა სა​ზიზ​ღრო​ბა​ა... მით​ხა​რი,
რომ გე​ზიზ​ღე​ბი. მით​ხა​რი, გეხ​ვე​წე​ბი, მით​ხა​რი... – მი​წა​ზე და​ეშ​ვა და ისე ახ​რი​ალ​და, თით​ქოს მუ​ცელ​ში მუშ​‐
ტი უთა​ვა​ზეს.

„ვერ სუნ​თქავს“, ვი​ფიქ​რე და ყუ​რებ​ზე ხე​ლი მი​ვი​ჭი​რე, მაგ​რამ ეს ხრიალი ყუ​რებს მიხ​ვრეტ​და.

ვინ​მე უნ​და მო​ვი​დეს და უშ​ვე​ლოს, თო​რემ მოკ​ვდე​ბა.

– „გეხ​ვე​წე​ბით... გეხ​ვე​წე​ბით... და​მეხ​მა​რეთ“, – სარ​და​ფის კედ​ლებს შევ​თხო​ვე.

მე​რე უეც​რად და​ვი​ნა​ხე, იატაკ​ზე, ძირს მი​მო​ფან​ტულ ბან​კნო​ტებს შო​რის რო​გორ იწ​ვა, მარ​ტო​სუ​ლი და სა​‐
სო​წარ​კვე​თი​ლი.

შიგ​ნით რა​ღაც ჩამ​წყდა. გო​ლი​ათ​მა, რო​მელ​საც ქვის მკერ​დში ვყავ​დი მომ​წყვდეული, ხე​ლი გა​მიშ​ვა.

– მა​პა​ტიე, არ მინ​დო​და, გტკე​ნო​და. ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ... – ხე​ლი მოვ​ხვიე და იატა​კი​დან ავ​წიე.

აღარ სუნ​თქავ​და, გე​გო​ნე​ბა, ყელ​ში წაუჭი​რე​სო. არ ვი​ცო​დი, რა მექ​ნა, ვან​ჯღრევ​დი და ზურ​გზე ხელს ვურ​‐
ტყამ​დი:

– არ მოკ​ვდე! გეხ​ვე​წე​ბი, არ მოკ​ვდე, რა... ახ​ლა მე და​გეხ​მა​რე​ბი. რა​მეს მო​ვი​ფიქ​რებ...

გა​ვი​გო​ნე, ჰაერის ნა​კად​მა სა​სუ​ლე​ში რო​გორ შე​აღ​წია და ქვე​მოთ, გულ​მკერ​დის​კენ გა​დაინაც​ვლა, თა​ვი​დან
სუს​ტად, მე​რე კი, ყო​ველ ჩა​სუნ​თქვას​თან ერ​თად, უფ​რო ძლი​ერ... სა​ნამ არ ჩაიჩურ​ჩუ​ლა:

– არ მოვ​კვდე​ბი. იმის​თვის, რომ მოვ​კვდე, სხვა რა​მეა სა​ჭი​რო.

გულ​ში ჩა​ვი​ხუ​ტე, შუბ​ლით – მის კი​სერს, ცხვი​რით კი ლა​ვიწს მი​ვებ​ჯი​ნე და ტი​რი​ლი წამ​სკდა.

ვერ ვჩერ​დე​ბო​დი. რამ​დე​ნი​მე წა​მით ვწყნარ​დე​ბო​დი, მე​რე უფ​რო ძლიერი ტი​რი​ლი მი​ვარ​დე​ბო​და.

ოლი​ვია ცახ​ცა​ხებ​და და კბი​ლებს აღ​რჭიალებ​და. სა​ბან​ში გა​ვახ​ვიე, მაგ​რამ ვერც შე​ამ​ჩნია. თით​ქოს ეძი​ნა,
მაგ​რამ სი​ნამ​დვი​ლე​ში ეღ​ვი​ძა. ტკი​ვი​ლის​გან ტუ​ჩებს იკ​ვნეტ​და.

თავს უსარ​გებ​ლოდ ვგრძნობ​დი, არ ვი​ცო​დი, რა მექ​ნა.

– კოკა-​კოლა ან ბუ​ტერ​ბრო​დი არ გინ​და? – ვკით​ხე.

არ მი​პა​სუ​ხა.
ბო​ლოს ვკით​ხე:

– გინ​და, მა​მას და​ვუ​ძა​ხო?

თვა​ლე​ბი გაახი​ლა და ამოილუღ​ლუ​ღა:

– არა. ძა​ლი​ან გთხოვ, არ დაუძა​ხო.

– აბა, რა გა​ვა​კე​თო?

– მარ​თლა გინ​და, და​მეხ​მა​რო?

თა​ვი და​ვუქ​ნიე.

– რაიმე სა​ძი​ლე სა​შუალე​ბა მი​შო​ვე. უნ​და და​ვი​ძი​ნო, თო​რემ ასე ვე​ღარ გავ​ძლებ.

– აქ მხო​ლოდ ას​პი​რი​ნი, ტა​ხი​პი​რი​ნი და ფარ​გა​ნი მაქვს...

– არა, ეს წამ​ლე​ბი არ გა​მო​მად​გე​ბა.

სა​წოლ​ზე დავ​ჯე​ქი. დაბ​ნეული ვი​ყა​ვი, ასე სუ​ლე​ლი​ვით რომ ვუ​ყუ​რებ​დი და არ ვი​ცო​დი, რო​გორ დავ​ხმა​რე​‐
ბო​დი.

ბე​ბია ლაურას​თა​ნაც ამას ვგრძნობ​დი.

ორი წე​ლია, ბე​ბი​ას კი​ბო კუჭს უხ​რავ​და. ქვეყ​ნის ოპე​რა​ციები გაუკე​თეს. ყო​ველ ჯერ​ზე, რო​ცა ვა​კით​ხავ​დით,
ბე​ბია იქ იყო, პა​ლა​ტა​ში. საავად​მყო​ფო​ში, რო​მე​ლიც სავ​სე იყო ხე​ლოვ​ნუ​რი ტყა​ვის სა​ვარ​ძლე​ბით, ჟურ​ნა​‐
ლე​ბით „Gente“ და „Espresso“, რომ​ლებ​საც მხო​ლოდ ჩვენ ვკით​ხუ​ლობ​დით, პლას​ტმა​სის ავე​ჯით, მომ​წვა​ნო
კედ​ლე​ბით, გამ​ხმარ​კრუასა​ნე​ბიანი ბა​რით, ნერ​ვიული ექ​თნე​ბით, რომ​ლებ​საც ფეხ​ზე თეთ​რი ფე​რის სა​ში​ნე​‐
ლი სა​ბოები ეც​ვათ, უშ​ნო ფი​ლე​ბით მო​პირ​კე​თე​ბუ​ლი პა​ტა​რა ტე​რა​სით მცე​ნა​რეების გა​რე​შე. ბე​ბია კი, წამ​‐
ლე​ბით გაჭ​ყე​პი​ლი, ლი​თო​ნის სა​წოლ​ზე იწ​ვა, პირ​ღია, კბი​ლის პრო​თე​ზის გა​რე​შე. ჩე​მე​ბი მდუ​მა​რედ უყუ​რებ​‐
დნენ, ცდი​ლობ​დნენ, სა​ხე​ზე ღი​მი​ლი გა​მოესა​ხათ და თან ნატ​რობ​დნენ, რაც შე​იძ​ლე​ბა მა​ლე მომ​კვდა​რი​ყო.

არ მეს​მო​და, რა​ტომ უნ​და მოგ​ვე​ნა​ხუ​ლე​ბი​ნა – ბე​ბია ძლივს გვცნობ​და.

– მარ​ტოს არ ვტო​ვებთ. ეს შენც გე​სიამოვ​ნე​ბო​და, – მე​უბ​ნე​ბო​და დე​და.

არა, ეს ტყუილი იყო. სუ​ლაც არ არის სა​სიამოვ​ნო, რო​დე​საც სხვე​ბი ხე​და​ვენ, რომ ცუ​დად ხარ. ადა​მიანი
მარ​ტო უნ​და და​ტო​ვო, რო​ცა კვდე​ბა. არა, ამ ვი​ზი​ტე​ბის აზ​რი არას​დროს მეს​მო​და.
ჩემს დას შევ​ხე​დე. კან​კა​ლებ​და.

მე​რე, მოულოდ​ნე​ლად, მივ​ხვდი.

რა იდიოტი ვარ... ვი​ცო​დი, წამ​ლე​ბი სად უნ​და მე​შო​ვა.

– შენ აქ იყა​ვი, მე მა​ლე დავ​ბრუნ​დე​ბი.

"},{"head":"8.","content":"

8.

ცრი​და. 30 ნო​მერ ტრამ​ვაიში ჩავ​ჯე​ქი.

სა​ბედ​ნიეროდ, სახ​ლი​დან რომ გა​მო​ვე​დი, ან​თარს შუ​ად​ღის ძი​ლით ეძი​ნა.

შუბ​ლზე კა​პიუშონ​ჩა​მოფ​ხა​ტუ​ლი ვა​გო​ნის ბო​ლო​ში დავ​ჯე​ქი. საიდუმ​ლო აგენ​ტი ვი​ყა​ვი, რო​მელ​საც დის გა​‐
დარ​ჩე​ნის მი​სია აკის​რია და ვე​რა​ვინ შეაჩე​რებს.

საავად​მყო​ფო​ში უკა​ნას​კნე​ლად რომ მიგ​ვყავ​და, ბე​ბი​ამ სახ​ლი​დან გა​მოს​ვლამ​დე ყურ​ში ჩამ​ჩურ​ჩუ​ლა:

– ძვირ​ფა​სო, ტუმ​ბა​დან ყვე​ლა წა​მა​ლი აკ​რი​ფე და ჩან​თა​ში ჩა​მი​ლა​გე. ის წყეული ექი​მე​ბი კლი​ნი​კა​ში საკ​მა​‐
რის წა​მალს არ მაძ​ლე​ვენ, რომ არ ვი​ტან​ჯე​ბო​დე. ოღონდ ეცა​დე, არა​ვინ და​გი​ნა​ხოს.

მეც მო​ვა​ხერ​ხე და ჩან​თა​ში წამ​ლე​ბი ისე ჩავ​დე, არა​ვის და​ვუ​ნა​ხი​ვარ.

ვი​ლა ორ​ნე​ლას რომ მი​ვუ​ახ​ლოვ​დით, ტრამ​ვაიდან ჩა​მო​ვე​დი.

მაგ​რამ კლი​ნი​კის წინ რომ აღ​მოვ​ჩნდი, მთე​ლი ჩე​მი სი​მა​მა​ცე სად​ღაც აორ​თქლდა. ბე​ბი​ას დავ​პირ​დი, რომ
მო​სა​ნა​ხუ​ლებ​ლად მარ​ტო მი​ვა​კით​ხავ​დი, მაგ​რამ არას​დროს მივ​სულ​ვარ. ბე​ბი​ას ისე ვე​ღარ ვე​ლა​პა​რა​კე​ბო​‐
დი, თით​ქოს ისევ მას​თან სახ​ლში ვყო​ფი​ლი​ყა​ვით. დედ-​მამასთან ერ​თად მის​ვლა კი ნამ​დვი​ლი ტანჯვა-​‐
წამება იყო.

„კარ​გი რა, ლო​რენ​ცო, შენ შეძ​ლებ“, სა​კუ​თარ თავს შე​ვუ​ძა​ხე და მან​ქა​ნე​ბის სად​გო​მი შე​ვათ​ვა​ლიერე. დე​და​‐
ჩე​მი​სა და მა​მა​ჩე​მის მან​ქა​ნე​ბი არ იდ​გა. მთა​ვა​რი კი​ბე ორი ნახ​ტო​მით ავიარე და ვეს​ტი​ბიული სირ​ბი​ლით
გა​დავ​ჭე​რი. მა​გი​დას​თან მჯდარ​მა ექ​თან​მა კომ​პიუტე​რის ეკ​რანს მზე​რა მოს​წყვი​ტა, მაგ​რამ თვა​ლი მხო​ლოდ
კი​ბეს​თან გაუჩი​ნა​რე​ბულ ჩრდილს მოჰ​კრა. მე​სა​მე სარ​თულ​ზე ავ​ფრინ​დი. თეთ​რი და ყა​ვის​ფე​რი ფი​ლე​ბით
მო​პირ​კე​თე​ბუ​ლი დე​რე​ფა​ნი გა​ვიარე. 3225 ფი​ლა იყო – ბე​ბი​ას ოპე​რა​ცი​ას რომ უკე​თებ​დნენ, მა​შინ და​ვით​ვა​‐
ლე. მთე​ლი დღე მა​მას​თან ერ​თად საავად​მყო​ფო​ში გა​ვა​ტა​რე, ბე​ბია კი საოპე​რა​ციოდან არა და არ გა​მოჰ​‐
ყავ​დათ.
ექ​თნე​ბის ოთახს ჩა​ვუარე. ექ​თნე​ბი იცი​ნოდ​ნენ. მარ​ჯვნივ შე​ვუხ​ვიე და და​ვი​ნა​ხე, ჩემ​კენ ცოც​ხა​ლი გვა​მი
რო​გორ მოფ​რა​ტუ​ნებ​და. ლურ​ჯარ​შიიანი ცის​ფე​რი პი​ჟა​მა ეც​ვა, პე​რან​გის სამ​კუთ​ხა ამოჭ​რილ გულ​ში ჭა​ღა​‐
რა თმის ხვეულე​ბი მოუჩან​და. სა​ხეს ყვრი​მა​ლი​დან პი​რამ​დე იის​ფე​რი ნაიარე​ვი უსე​რავ​და. სა​კა​ცე​ზე ქა​ლი
იწ​ვა და კე​დელ​ზე ჩა​მო​კი​დე​ბულ სუ​რათს უყუ​რებ​და, რო​მელ​ზეც აბო​ბოქ​რე​ბუ​ლი ზღვა ეხა​ტა. ერთ-​ერთი კა​‐
რი​დან პა​ტა​რა გო​გო​ნა გა​მო​ვი​და, დე​და​მის​მა ხე​ლი ჩა​ავ​ლო და დაიჭი​რა.

პა​ლა​ტა ნო​მე​რი 103.

გულს ვა​ცა​ლე, დამ​შვი​დე​ბუ​ლი​ყო და კა​რის სა​ხე​ლუ​რი ჩა​მოვ​წიე.

შარ​დით თით​ქმის პირ​თამ​დე სავ​სე პარ​კი, ტუმ​ბა​ზე ჭი​ქა​ში კბი​ლის პრო​თე​ზი, შტა​ტივ​ზე და​მაგ​რე​ბუ​ლი წვე​‐
თო​ვა​ნი. ლაურა ბე​ბი​ას, პირ​ღი​ას და ტუ​ჩებ​ჩა​ვარ​დნილს, გი​სო​სე​ბი​ან სა​წოლ​ზე ეძი​ნა. ისე​თი პა​ტა​რა და გა​‐
ლეული იყო, ვი​ფიქ​რე, შე​მეძ​ლო ხელ​ში ამეყ​ვა​ნა და თან წა​მეყ​ვა​ნა.

მი​ვუ​ახ​ლოვ​დი და და​ვაკ​ვირ​დი, თან ტუ​ჩებს ვიკ​ვნეტ​დი.

რო​გო​რი მო​ხუ​ცი იყო – და​ნაოჭე​ბუ​ლი, ქერ​ცლიანი კა​ნით და​ფა​რუ​ლი ძვლე​ბის გრო​ვა. ზეწ​რი​დან ერ​თი ფე​ხი
მოუჩან​და. მო​ლურ​ჯო, გა​შა​ვე​ბუ​ლი და ჯო​ხი​ვით გამ​ხმა​რი ფე​ხი მოღ​რე​ცი​ლი ტერ​ფით, ცე​რა თი​თი შიგ​ნით
ისე შე​ღუნ​ვო​და, გე​გო​ნე​ბა, რკი​ნის მავ​თუ​ლი გაუყა​რე​სო. ტალ​კი​სა და სპირ​ტის სუ​ნი ას​დიოდა. თმა, რო​მელ​‐
საც წი​ნათ ბა​დე​ში შე​კე​ცილს ატა​რებ​და, ახ​ლა, კუ​დიანი დე​დაბ​რის თმა​სა​ვით თეთ​რი და გრძე​ლი, გაეშა​ლა
და ბა​ლიშ​ზე ეფი​ნა.

მკვდარს ჰგავ​და, მაგ​რამ სა​ხე​ზე ცხედ​რის სიმ​შვი​დე კი არა, მკაც​რი და ტან​ჯუ​ლი გა​მო​მეტ​ყვე​ლე​ბა ჰქონ​და,
თით​ქოს მწვა​ვე ტკი​ვი​ლი ხორცს შე​უს​ვე​ნებ​ლად უხ​რავ​და.

სა​წოლს მი​ვუ​ახ​ლოვ​დი და ფეხ​ზე ზე​წა​რი გა​და​ვა​ფა​რე. ბე​ბი​ას ნა​ტის ჩან​თა კა​რა​და​ში იდო. ჩან​თა გავ​ხსე​ნი,
ყვე​ლა ფლა​კო​ნი და კო​ლო​ფი ამო​ვი​ღე და ქურ​თუ​კის ჯი​ბე​ებ​ში ჩა​ვი​ტე​ნე. ელ​ვა​შე​საკ​რავს რომ ვკრავ​დი,
ზურ​გსუ​კან ჩურ​ჩუ​ლი მო​მეს​მა:

– ლო... რენ... ცო... შენ ხარ?

მა​შინ​ვე მივ​ბრუნ​დი:

– კი, ბე​ბო, მე ვარ.

– ლო​რენ​ცო, ჩემს სა​ნა​ხა​ვად მოხ​ვე​დი? – სა​ხე​ზე ტკი​ვილ​მა გა​დაუარა. თვა​ლე​ბი მიელუ​ლა, თვა​ლის კაკ​ლებს
და​ნა​კე​ცე​ბუ​ლი ქუ​თუ​თოები უფა​რავ​და.

– ჰო.

– ყო​ჩაღ. მო​დი, ახ​ლოს და​მი​ჯე​ქი.

სა​წოლ​თან ახ​ლოს ლი​თო​ნის ტა​ბუ​რეტ​ზე ჩა​მოვ​ჯე​ქი.


– ბე​ბო, მე უნ​და...

– ხე​ლი მომ​კი​დე.

ხე​ლი ჩავ​ჭი​დე. ცხე​ლი იყო.

– რო​მე​ლი საათია?

კედ​ლის სა​ათს ავ​ხე​დე:

– სა​მის ათი წუ​თია.

– ღა​მის... – შე​ირ​ხა და ხე​ლი ოდ​ნავ მო​მი​ჭი​რა, – თუ...?

– დღის, ბე​ბო.

უნ​და წავ​სუ​ლი​ყა​ვი, აქ ყოფ​ნა სა​ხი​ფა​თო იყო. ექ​თნებს რომ და​ვე​ნა​ხე, ჩე​მებს აუცი​ლებ​ლად ეტ​ყოდ​ნენ.

ბე​ბია დუმ​და, მძი​ნა​რე​სა​ვით ცხვი​რით სუნ​თქავ​და. მე​რე შე​მობ​რუნ​და, უფ​რო მო​ხერ​ხე​ბუ​ლად რომ და​წო​ლი​‐
ლი​ყო.

– გტკი​ვა?

მუ​ცელ​ზე ხე​ლი მიიდო:

– აქ... სულ მტკი​ვა. ძა​ლი​ან ვწუხ​ვარ, რომ ხე​დავ, რო​გორ ვი​ტან​ჯე​ბი. ასე სიკ​ვდი​ლი რა ცუ​დი ყო​ფი​ლა, – სიტ​‐
ყვებს ისე გა​ჭირ​ვე​ბით წარ​მოთ​ქვამ​და, თით​ქოს ცა​რი​ელ ყუთ​ში სა​თი​თა​ოდ ეძებ​სო.

– არა, შენ არ კვდე​ბი, – წა​ვი​ლუღ​ლუ​ღე, შარ​დის პარ​კზე თვალ​მიშ​ტე​რე​ბულ​მა.

გაიღი​მა:

– არა, ჯერ არ ვკვდე​ბი. სიკ​ვდილს ჩე​მი სხეული უძა​ლი​ან​დე​ბა, არ უნ​და შე​იგ​ნოს, რომ ეს და​სას​რუ​ლია.

მინ​დო​და მეთ​ქვა, რომ უნ​და გა​ვიქ​ცე, მაგ​რამ ვერ გავ​ბე​დე. ხის სა​კიდ​ზე ჩა​მო​კი​დე​ბულ ტან​საც​მელს – ლურჯ
ქვე​და​კა​ბას, თეთრ პე​რანგს და მუ​ქი წი​თე​ლი ფე​რის ჟა​კეტს შევ​ხე​დე.

„თვი​თონ ვე​ღა​რას​დროს ჩა​იც​ვამს“, გა​ვი​ფიქ​რე, „სხვე​ბი ჩა​აც​მე​ვენ, სა​ნამ კუ​ბო​ში გა​მო​ამ​წყვდე​ვენ“.


მქრქა​ლი მი​ნის ჭაღს ავ​ხე​დე, რო​მე​ლიც ჭე​რი​დან თით​ბრის ღე​რო​თი ეშ​ვე​ბო​და. რა​ტო​მაა ოთა​ხი ასე​თი უშ​‐
ნო? ადა​მიანი ძა​ლი​ან ლა​მაზ ოთახ​ში უნ​და კვდე​ბო​დეს. მე ჩემს ოთახ​ში მოვ​კვდე​ბი.

– ბე​ბო, უნ​და წა​ვი​დე, – მინ​დო​და ჩავ​ხუ​ტე​ბო​დი, შე​იძ​ლე​ბა უკა​ნას​კნე​ლად. ვკით​ხე:

– შე​იძ​ლე​ბა მო​გეხ​ვიო?

ბე​ბი​ამ თვა​ლე​ბი გაახი​ლა და თა​ვი და​მიქ​ნია.

ფრთხი​ლად გა​და​ვეხ​ვიე, თა​ვი ბა​ლიშ​ში ჩავ​რგე და წამ​ლე​ბის, თეთ​რეულის სა​რეც​ხი საპ​ნი​სა და ბე​ბი​ის კა​‐
ნის მკვეთ​რი სუ​ნი მე​ცა.

– უნ​და... უნ​და წა​ვი​დე, სა​მე​ცა​დი​ნო მაქვს, – წა​მოვ​დე​ქი.

ბე​ბი​ამ ხე​ლი ჩა​მავ​ლო და ამოიოხ​რა:

– ლო​რენ​ცო, რა​მე მო​მი​ყე​ვი... ასე ნაკ​ლებს ვი​ფიქ​რებ.

– რა მო​გიყ​ვე, ბე​ბო?

– არ ვი​ცი, რაც გინ​და. რაიმე ლა​მა​ზი ამ​ბა​ვი.

– ახ​ლა? – ოლი​ვია მე​ლო​დე​ბო​და.

– თუ გე​ზა​რე​ბა, არა უშავს...

– ნამ​დვი​ლი თუ გა​მო​გო​ნი​ლი ამ​ბა​ვი?

– გა​მო​გო​ნი​ლი. სად​მე სხვა​გან წა​მიყ​ვა​ნე.

ერ​თი ასე​თი ის​ტო​რია კი მქონ​და, ერთ დი​ლას სკო​ლა​ში ყოფ​ნი​სას მო​მა​ფიქ​რდა. მაგ​რამ ჩემს ის​ტო​რი​ებს
ჩემ​თვის ვი​ნა​ხავ​დი – სხვებს რომ ვუყ​ვე​ბო​დი, თხრო​ბი​სას ის​ტო​რია მოწ​ყვე​ტი​ლი მინ​დვრის ყვა​ვი​ლი​ვით
უმალ ჭკნე​ბო​და და მეც აღარ მომ​წონ​და.

მაგ​რამ ამ​ჯე​რად სხვაგ​ვა​რად იყო.

ტა​ბუ​რეტ​ზე მოვ​კა​ლათ​დი:

– მაშ ასე, ეს ამ​ბა​ვი... ბე​ბო, ის იისფერ-​ყვითელი რო​ბო​ტი ხომ გახ​სოვს, ორ​ვიეტო​ში შენს აუზს რომ წმენდს?
იმ რო​ბოტს შიგ​ნით ელექ​ტრო​ნუ​ლი ტვი​ნი აქვს, რო​მე​ლიც აუზის ფსკერს იკ​ვლევს, რო​ბოტ​მა კარ​გად რომ
გაწ​მინ​დოს და ერ​თი და იმა​ვე ად​გი​ლას ხელ​მეორედ რომ არ გაიაროს. გახ​სოვს, ბე​ბო? – ვერ ვხვდე​ბო​დი, ბე​‐
ბი​ას ეძი​ნა თუ არა.

– ეს ამ​ბა​ვი აუზის საწ​მენდ რო​ბოტ​ზეა. K19 ჰქვია, რო​გორც რუ​სულ წყალ​ქვე​შა ნა​ვებს. მაშ ასე... ერთ დღეს
ამე​რი​კა​ში ყვე​ლა გე​ნე​რა​ლი და შე​ერ​თე​ბუ​ლი შტა​ტე​ბის პრე​ზი​დენ​ტი შე​იკ​რი​ბა, უნ​და გა​და​ეწ​ყვი​ტათ, სა​დამ
ჰუ​სეინი რო​გორ მო​ეკ​ლათ. მი​სი მო​შო​რე​ბა ყვე​ლა​ნაირად სცა​დეს. ჰუ​სეინის ვი​ლა უდაბ​ნო​ში აშე​ნე​ბუ​ლი და
„ჰაერი-​მიწა“ ტი​პის რა​კე​ტე​ბით აღ​ჭურ​ვი​ლი ცი​ხე​სი​მაგ​რე იყო. ეს რა​კე​ტე​ბი მო​წი​ნა​აღ​მდე​გის რა​კე​ტებს ჰა​‐
ერ​ში​ვე აფეთ​ქებ​და. ამე​რი​კის პრე​ზი​დენ​ტი სა​სო​წარ​კვე​თი​ლი იყო, სა​დამს თუ არ გაანად​გუ​რებ​და, გა​დააყე​‐
ნებ​დნენ. მი​სი გე​ნერ​ლე​ბი დიქ​ტა​ტო​რის გა​ნად​გუ​რე​ბის ხერხს ათ წუთ​ში თუ არ გა​მო​ნა​ხა​ვენ, ყვე​ლას ალას​‐
კა​ზე გა​დაასახ​ლებს. და აი, ერთ-​ერთი მათ​გა​ნი წა​მოდ​გა, ჩია, კომ​პიუტე​რე​ბის მცოდ​ნე გე​ნე​რა​ლი, რო​მელ​‐
საც სათ​ვა​ლავ​ში არა​ვინ აგ​დებ​და და ისიც ხმას არას​დროს იღებ​და. გე​ნე​რალ​მა თქვა, რომ ერ​თი იდეა გა​უჩ​‐
ნდა. ყვე​ლამ თა​ვი გა​აქ​ნია, მაგ​რამ პრე​ზი​დენ​ტმა ანიშ​ნა, გა​აგ​რძე​ლეო. ჩია გე​ნე​რალ​მა აუხ​სნა, რომ სა​დამს
და​მა​ლუ​ლი ბომ​ბე​ბის ეში​ნია და ამი​ტო​მაც არ​სად არა​ფერს ყი​დუ​ლობს. თურ​მე ერ​თხელ ანა​ნა​სი შე​უკ​ვე​თია,
შიგ​ნით კი ნაღ​მი იდო, რო​მელ​მაც მზა​რეული მო​უკ​ლა. ამი​ტო​მაც ყვე​ლა​ფე​რი, რაც სჭირ​დე​ბა, ვი​ლის მი​წის​‐
ქვე​შეთ​ში მზად​დე​ბა: ტე​ლე​ვი​ზო​რე​ბი, ვი​დეომაგ​ნი​ტო​ფო​ნე​ბი, მა​ცივ​რე​ბი, კომ​პიუტე​რე​ბი, ყვე​ლა​ფე​რი! მაგ​‐
რამ ერთ რა​მეს იქ ვერ აკე​თე​ბენ და სა​და​მი იძუ​ლე​ბუ​ლია, სხვა​გან შეიძი​ნოს: ეს აუზის საწ​მენ​დი რო​ბო​ტე​‐
ბია. სა​და​მის აუზი იმ​ხე​ლაა, რომ მი​სი რო​ბო​ტი იქ იკარ​გე​ბა, უდაბ​ნო​ში კი ქა​რი სულ ქრის და აუზს სი​ლით
პირ​თამ​დე ავ​სებს. საუკე​თე​სო რო​ბო​ტებს კი, რომ​ლებ​საც სა​და​მის აუზის მსგავ​სი უზარ​მა​ზა​რი აუზე​ბის გა​‐
სუფ​თა​ვე​ბა შე​უძ​ლი​ათ, მხო​ლოდ ამე​რი​კა​ში აწარ​მოებენ.

გავ​ჩუმ​დი.

– ბე​ბო, გაიგე?

არ მპა​სუ​ხობ​და. ფრთხი​ლად ვცა​დე, ხე​ლი გა​მე​თა​ვი​სუფ​ლე​ბი​ნა.

– გა​ნაგ​რძე, – ჩაიბუტ​ბუ​ტა.

– სა​და​მი თა​ვის თორ​მეტ ცოლ​თან ერ​თად სა​ბა​ნა​ოდ რომ მი​დიოდა, აუზის ფსკე​რი ყო​ველ​თვის ჭუჭ​ყიანი
ხვდე​ბო​და. ბო​ლოს, მიუხე​და​ვად იმი​სა, რომ ეს სა​ხი​ფა​თო იყო, გა​დაწ​ყვი​ტა, ერ​თი რო​ბო​ტი ფოს​ტით ამე​რი​‐
კა​ში შე​ეკ​ვე​თა. თა​ვის თა​ნა​შემ​წეს აყიდ​ვი​ნა, ისე, რომ ეჭ​ვიც არა​ვის აუღია. მაგ​რამ ცენ​ტრა​ლურ​მა სა​დაზ​‐
ვერ​ვო სააგენ​ტომ სა​ტე​ლე​ფო​ნო ლა​პა​რაკს მო​უს​მი​ნა და გაიგო, რომ ქარ​ხა​ნა რო​ბოტს მომ​დევ​ნო კვი​რას
გა​აგ​ზავ​ნი​და. ჩია გე​ნე​რალ​მა თქვა, რომ გე​ნიალუ​რი იდეა აქვს: აიღებს რო​ბოტს და გა​დააკე​თებს. შიგ​ნით
უჭ​კვიანეს კომ​პიუტერს ჩა​უდ​გამს, რო​მე​ლიც ახ​ლა​ხან გა​მოიგო​ნა და სა​და​მის გა​ნად​გუ​რე​ბას და​აპ​როგ​რა​‐
მებს. რო​ბოტ​ში ატო​მურ მი​ნი​რა​კე​ტებს და ორი ათას ვოლ​ტი​ან ბა​ტა​რე​ებს მოათავ​სებს. გარ​და ამი​სა, რო​ბო​‐
ტი მო​წამ​ლუ​ლი ის​რე​ბის სრო​ლა​საც შეძ​ლებს. შე​ერ​თე​ბუ​ლი შტა​ტე​ბის პრე​ზი​დენ​ტი ბედ​ნიერი იყო. ეს შე​სა​‐
ნიშ​ნა​ვი იდეაა! ჩია გე​ნე​რა​ლი რო​ბო​ტე​ბის და​მამ​ზა​დე​ბელ ქარ​ხა​ნა​ში წა​ვი​და, ერ​თი რო​ბო​ტი წა​მოიღო და
მთე​ლი ღა​მე უტ​რიალა, კომ​პიუტე​რი ჩა​უდ​გა და სა​და​მის გა​სა​ნად​გუ​რე​ბე​ლი პროგ​რა​მაც ჩაუწე​რა, რო​მე​ლიც
– მე​ტი საიმე​დოობის​თვის – ნე​ბის​მი​ერს მოკ​ლავ​და, ვინც კი აუზ​ში სა​ბა​ნა​ოდ ჩა​ვი​დო​და. გე​ნე​რალ​მა მუ​‐
შაობა მკვდა​რი​ვით დაღ​ლილ​მა და​ას​რუ​ლა, სა​მა​გიეროდ, რო​ბო​ტი იდეალუ​რი იყო, თა​ნაც სხვე​ბის​გან ვერ
გა​მო​არ​ჩევ​დი. მი​სი კო​დუ​რი სა​ხე​ლი K19 იყო. დი​ლით ის კა​ცი მო​ვი​და, რო​მელ​საც რო​ბო​ტი უნ​და გა​ეგ​ზავ​ნა,
და შეც​დო​მა და​უშ​ვა: ეგო​ნა, გა​და​კე​თე​ბუ​ლი რო​ბო​ტი ლოს-​ანჯელესის ახ​ლოს მცხოვ​რე​ბი ერ​თი ოჯა​ხის​‐
თვის იყო გან​კუთ​ვნი​ლი და გა​უგ​ზავ​ნა კი​დეც. ოჯახ​მა რო​ბო​ტი მიიღო და აუზ​ში ჩა​უშ​ვა. K19-მ ფსკე​რის წმენ​‐
და და​იწ​ყო – მას ხომ წმენ​დაც კარ​გად ეხერ​ხე​ბო​და. მაგ​რამ რო​ცა მა​მა შვი​ლებ​თან ერ​თად აუზ​ში ჩა​ვი​და,
ყვე​ლა​ნი ძლი​ერ​მა ელექ​ტრო​დარ​ტყმამ დაწ​ვა.

– ვინ იყ​ვნენ? ფი​ნო​ტის შვი​ლიშ​ვი​ლე​ბი? – ბე​ბი​ამ თა​ვი ბა​ლი​ში​დან წა​მოს​წია.

– ფი​ნო​ტი ვი​ნაა? – ვკით​ხე მე.

– მა​რი​ნო ფი​ნო​ტი, ინ​ჟი​ნე​რი ტერ​ნი​დან. გა​ნა აუზ​ში არ და​იხ​რჩვნენ?


– არა, ესე​ნი ამე​რი​კე​ლე​ბი არი​ან, ტერ​ნი რა შუაშია.

– დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ხარ? – აფო​რი​აქ​და ბე​ბია.

– კი, ბე​ბო, დაწ​ყნარ​დი, – მო​ყო​ლა გა​ვაგ​რძე​ლე, – მაშ ასე... რო​ბოტ​მა ორი დღე იცა​და. გვა​მე​ბი აუზ​ში ტივ​ტი​‐
ვებ​დნენ, სა​და​მი კი არ​სად ჩან​და. რო​ბო​ტი გო​ნიერი იყო და მიხ​ვდა, რომ შეც​დო​მით სხვა აუზ​ში მოათავ​სეს.
მუხ​ლუ​ხოების მეშ​ვეობით აუზის კი​დე​ზე ამო​ვი​და და სხვა აუზე​ბის სა​ძი​ებ​ლად გაემარ​თა. ბე​ბო, ამე​რი​კის ის
მხა​რე, სა​დაც რო​ბო​ტი გა​აგ​ზავ​ნეს, აუზე​ბი​თაა სავ​სე, ყვე​ლა სახლს აქვს. იქ უამ​რა​ვი აუზია, მი​ლიონი... სა​და​‐
მის ძებ​ნა​ში, რო​ბო​ტი ერ​თი აუზი​დან მეორე​ში ინაც​ვლებ​და და ყვე​ლა მო​ბა​ნა​ვეს კლავ​და. თუ სხვა K19-ს წა​‐
აწ​ყდე​ბო​და, იმა​საც ანად​გუ​რებ​და და აუზს ასუფ​თა​ვებ​და. მოკ​ლედ, დი​დი სა​საკ​ლაო მო​აწ​ყო, ნა​ხე​ვა​რი კა​‐
ლი​ფორ​ნია ამოწ​ყვი​ტა. ბო​ლოს, ჯა​რი მო​ვი​და. ჯა​რის​კა​ცე​ბი დაირაზ​მნენ, რო​ბოტს ლა​ზე​რუ​ლი იარა​ღიც ეს​‐
რო​ლეს, მაგ​რამ ვე​რა​ფერს გახ​დნენ. მე​რე თვით​მფრი​ნა​ვე​ბი გა​მოიძა​ხეს და კა​ლი​ფორ​ნი​ას ბომ​ბე​ბი დაუში​‐
ნეს. K19 და​იჭ​რა, ერ​თი მუხ​ლუ​ხო და​ემ​ტვრა, მაგ​რამ მა​ინც არ და​ნებ​და. აუზი​დან ამო​ბობ​ღდა და გზატ​კე​‐
ცილ​ზე გა​ვი​და, უკან ტან​კე​ბი მის​დევ​დნენ და ეს​როდ​ნენ. K19 ნა​წი​ლე​ბად იშ​ლე​ბო​და, ძრა​ვა უც​ნაურად ურახ​‐
რა​ხებ​და, იარა​ღიც არ ჰქონ​და. გზის ბო​ლოს რო​ბო​ტი უკი​დე​გა​ნო აუზს წა​აწ​ყდა, ბინ​ძუ​რი წყლი​თა და ტალ​‐
ღე​ბით. ამ​ხე​ლა აუზი არას​დროს ენა​ხა! ამა​სო​ბა​ში, ჯა​რი დაეწია. K19 უყუ​რებ​და აუზს, რო​მელ​საც ბო​ლო არ
უჩან​და. მზე შიგ წყალ​ში ეშ​ვე​ბო​და და იქ უშ​ვე​ლე​ბე​ლი ლეიბე​ბიც და​ცუ​რავ​და. რო​ბო​ტის​თვის არა​ვის აუხ​‐
სნია, რომ ეს აუზი კი არა, ზღვაა, ლეიბე​ბი კი გე​მე​ბია. K19-მ არ იცო​და, რა ექ​ნა. და​ფიქ​რდა, ეს უსას​რუ​ლო
აუზი რო​გორ გა​ეწ​მინ​და. და​ფიქ​რდა და პირ​ვე​ლად შე​შინ​და. პირ​სი ბო​ლომ​დე ჩაიარა, მე​რე მოტ​რი​ალ​და, ჯა​‐
რი კი უკ​ვე იქ დახ​ვდა. რო​ბო​ტი საბ​რძოლ​ვე​ლად გა​ემ​ზა​და, მაგ​რამ უეც​რად გა​დაიფიქ​რა. ერ​თი და​იტ​კა​ცუ​ნა,
ზღვა​ში ის​კუ​პა და გაუჩი​ნარ​და, – პი​რი გა​მიშ​რა. ტუმ​ბა​დან ბოთ​ლი ავი​ღე და წყა​ლი ჭი​ქა​ში ჩა​ვას​ხი.

ბე​ბია არ შერ​ხეულა, ჩაეძი​ნა.

ეტ​ყო​ბა, მო​ნა​ყო​ლი არ მოეწო​ნა.

წა​მოვ​დე​ქი, მაგ​რამ ბე​ბი​ამ დაიჩურ​ჩუ​ლა:

– მე​რე?

– რა მე​რე?

– რით მთავ​რდე​ბა?

ის​ტო​რია დამ​თავ​რდა. მორ​ჩა. ასე​თი და​სას​რუ​ლი მომ​წონ​და.

თა​ნაც, და​სას​რუ​ლე​ბი მძულ​და. ბო​ლოს ყვე​ლა​ფე​რი ავად თუ კარ​გად უნ​და მოგ​ვარ​დეს. მე უც​ხოპ​ლა​ნე​ტე​‐
ლებ​სა და დე​და​მი​წე​ლებს შო​რის უმი​ზე​ზო ბრძო​ლე​ბი და სი​ცა​რიელის მა​ძი​ებ​ლე​ბის კოს​მო​სუ​რი მოგ​‐
ზაურო​ბე​ბი მომ​წონ​და. კი​დევ, ვე​ლუ​რი ცხო​ვე​ლე​ბი მომ​წონ​და, რომ​ლებ​მაც არ იცი​ან, რა​ტომ ცხოვ​რო​ბენ
და ისიც კი არ იცი​ან, რომ დაიხო​ცე​ბი​ან. მა​გი​ჟებ​და, რო​ცა ფილმს ვუ​ყუ​რებ​დი, დედ-​მამა კი ფილ​მის და​სას​‐
რულ​ზე ყო​ველ​თვის ისე მსჯე​ლობ​და, გე​გო​ნე​ბა, მთა​ვა​რი სწო​რედ ფი​ნა​ლი იყო, და​ნარ​ჩენს კი არა​ვი​თა​რი
მნიშ​ვნე​ლო​ბა არ ჰქონ​და.

რა გა​მო​დის, რომ ცხოვ​რე​ბა​ში ყვე​ლა​ზე მთა​ვა​რი ეს არის? რომ ბე​ბია ლაურას სი​ცოც​ხლეს აზ​რი არ ჰქო​ნია
და მნიშ​ვნე​ლო​ვა​ნი მხო​ლოდ ამ სა​ში​ნელ კლი​ნი​კა​ში მი​სი სიკ​ვდი​ლია?

ჰო, ალ​ბათ K19-​ის ის​ტო​რი​ას მარ​თლაც რა​ღაც აკ​ლდა, მაგ​რამ ზღვა​ში თვით​მკვლე​ლო​ბის იდეა მომ​წონ​და.
ის-​ის იყო, და​ვა​პი​რე მეთ​ქვა, რომ ამ​ბა​ვი დას​რულ​და, რო​ცა სხვა ფი​ნა​ლი მო​მა​ფიქ​რდა.
– აი, ასე დამ​თავ​რდა: ორი წლის შემ​დეგ, სავ​სემ​თვა​რი​ან ღა​მეს ერთ ტრო​პი​კულ კუნ​ძულ​ზე, დიუნებს ამო​ფა​‐
რე​ბუ​ლი მეც​ნიერე​ბი დურ​ბინ​დით სა​ნა​პი​როს აკ​ვირ​დე​ბოდ​ნენ. უცებ წყლი​დან კუები ამო​ბობ​ღდნენ და ნა​პი​‐
რის​კენ გაემარ​თნენ, სი​ლა​ში ორ​მოები ამო​ჩიჩ​ქნეს და კვერ​ცხე​ბი და​დეს. მოულოდ​ნე​ლად კ19-ც გა​მოჩ​ნდა,
თა​ვი​დან ფე​ხე​ბამ​დე წყალ​მცე​ნა​რეებით და ნი​ჟა​რე​ბით იყო და​ფა​რუ​ლი. წყლი​დან ნე​ლა ამო​ვი​და, მუხ​ლუ​ხე​‐
ბით ღრმა ორ​მო ამოთ​ხა​რა და ზედ დაჯ​და. მე​რე კუ​ებ​თან ერ​თად ზღვა​ში დაბ​რუნ​და. მომ​დევ​ნო ღა​მეს ქვი​‐
ში​დან უამ​რა​ვი პა​ტა​რა კუ ამო​ცოც​და. ერ​თი ორ​მო​დან კი ბევ​რი პა​წა​წი​ნა კ19 ამო​ვი​და, რომ​ლე​ბიც სა​თა​მა​შო
ტან​კებს ჰგავ​დნენ, და პა​ტა​რა კუ​ებ​თან ერ​თად ზღვის​კენ გაემარ​თნენ, – ჩა​ვი​სუნ​თქე, – დამ​თავ​რდა. მო​გე​წო​‐
ნა?

თვალ​და​ხუ​ჭულ​მა ბე​ბი​ამ თან​ხმო​ბის ნიშ​ნად თა​ვი და​აქ​ნია. ამ დროს პა​ლა​ტის კა​რი გაიღო და ექ​თა​ნი შე​მო​‐
ვი​და, ხელ​ში წამ​ლე​ბით სავ​სე თეფ​ში ეჭი​რა. ზედ​გა​მოჭ​რი​ლი ჯონ ლე​ნო​ნი იყო. არ ელო​და, რომ პა​ლა​ტა​ში
ვინ​მე დახ​ვდე​ბო​და და დაბ​ნეული ად​გილ​ზე გა​შეშ​და.

ერ​თი წა​მი ერ​თმა​ნეთს მი​ვაშ​ტერ​დით, მე​რე დამ​შვი​დო​ბე​ბის ნიშ​ნად რა​ღაც ამოვ​ღერ​ღე და გა​ვი​ქე​ცი.

"},{"head":"9. ","content":"

9.

ან​თა​რი ეზოს ბო​ლო​ში გა​სუ​ლი​ყო და გვი​და.

ქუ​ჩის მეორე მხრი​დან, ნაგ​ვის კონ​ტეინერს ამო​ფა​რე​ბუ​ლი ვუ​ყუ​რებ​დი. ცოცხს მო​უს​ვამ​და, მე​რე თით​ქოს
დე​ნი გა​მო​ურ​თე​სო, ცო​ტა ხნით ჩერ​დე​ბო​და.

რა იდიოტი ვარ, მო​ბი​ლუ​რი სარ​დაფ​ში დავ​ტო​ვე და მის გა​ცუ​რე​ბას იმ​დღე​ვან​დე​ლი​ვით ვე​ღარ შევ​ძლებ​დი.
ბე​ბი​ას​თან დიდ​ხანს შევ​ყოვ​ნდი, კა​რის​კა​ცის სა​მუ​შა​ოს დამ​თავ​რე​ბამ​დე კი​დევ ორი საათი იყო დარ​ჩე​ნი​ლი,
მე კი ოლი​ვია მე​ლო​დე​ბა.

თხუთ​მე​ტი წუ​თის შემ​დეგ ინ​ჟი​ნე​რი კა​ჩა მო​ვი​და, მე​ხუ​თე სარ​თულ​ზე რომ ცხოვ​რობს. მე​რე ნი​ჰა​ლი გა​მო​ვი​‐
და ტაქ​სებ​თან ერ​თად, შად​რე​ვან​თან გა​ჩერ​და და ან​თარს გა​მოელა​პა​რა​კა. ერ​თმა​ნე​თი გულ​ზე დი​დად არ
ეხა​ტე​ბო​დათ, მაგ​რამ ან​თარს ერ​თი ნა​თე​სა​ვი ჰყავ​და, რო​მე​ლიც ტუ​რის​ტულ სააგენ​ტო​ში მუ​შა​ობ​და და
უბან​ში მცხოვ​რე​ბი სინ​ჰა​ლე​ლე​ბის​თვის ავიაბი​ლე​თებს იაფად შოულობ​და.

სა​ნაგ​ვის უკან მი​მა​ლულს, დგო​მით ფე​ხე​ბი მეტ​კი​ნა. თავ​ბედს ვიწ​ყევ​ლი​დი, მო​ბი​ლუ​რი რომ არ წა​მო​ვი​ღე.

ყვე​ლა​ფერ​თან ერ​თად, ჯო​ვა​ნიც მო​ვი​და, ფოს​ტა​ლიონი, ნი​ჰა​ლის დი​დი მე​გო​ბა​რი. სა​მი​ვემ საუბა​რი გააბა
და აღარ და​ას​რუ​ლა. საწ​ყა​ლი ტაქ​სე​ბი, რომ​ლებ​საც მო​საქ​მე​ბა უნ​დო​დათ, მათ დაღ​ვრე​მი​ლე​ბი შეს​ცქე​‐
როდ​ნენ.

კმა​რა, რა​ღაც უნ​და ვი​ღო​ნო. რა ვქნა, და​მი​ნა​ხონ.

კონ​ტეინერს მოვ​შორ​დი და ქუ​ჩა გად​მოვ​ჭე​რი, მე​რე ჩე​მი სახ​ლის კე​დელ​თან მი​ვირ​ბი​ნე, რო​მელ​საც ზედ წვე​‐
რამ​დე მიღრეცილ-​მოღრეცილი ბუ​გენ​ვი​ლია მი​უყ​ვე​ბო​და.
– აქ უკ​ვე რო​მის გუნ​დმა იმ​ძლავ​რა... რას ვი​ზამთ, – გა​ვი​გო​ნე ან​თა​რის ნათ​ქვა​მი.

– ამ​ჯე​რად ის მიიღეს, რა​საც იმ​სა​ხუ​რებ​დნენ. ტო​ტი მო​ყო​ჩაღ​და. აბა, ჰე, დროებით... – თქვა ჯო​ვა​ნიმ.

ღმერ​თო ჩე​მო, მი​დის! მცე​ნა​რეს მო​ვე​ჭი​დე და ხელ​ში ეკა​ლი შე​მერ​ჭო. კრი​ჭა​შეკ​რუ​ლი, კე​დელ​ზე გა​დავ​ძვე​‐
რი და სი​ნიორა ბა​რა​ტიერის ბაღ​ში მო​უქ​ნე​ლად გა​დავ​ხტი.

სახ​ლის​კენ გა​ვი​ქე​ცი, თან გულ​ში ვლო​ცუ​ლობ​დი, რომ არა​ვის და​ვე​ნა​ხე. მი​ვირ​ბი​ნე და კე​დელს ავე​კა​რი.

ან​თა​რის ნა​ხე​ვარ​სარ​და​ფის ფან​ჯა​რა ღია იყო. ამა​ში მა​ინც გა​მი​მარ​თლა.

ფან​ჯა​რა შე​ვა​ღე და ფან​ჯრის ჩარ​ჩო​ზე ხელ​მო​ჭი​დე​ბულ​მა, თა​ვი ოთა​ხის ბინ​დბუნ​დში შევ​ყა​ვი. საყ​რდე​ნის
ძიება​ში ფე​ხე​ბი გავ​შა​ლე და მარ​ცხე​ნა ფე​ხით სა​ში​ნე​ლი სიმ​ხურ​ვა​ლე ვიგ​რძე​ნი. ყვი​რი​ლი ძლივს შე​ვი​კა​ვე
და ჯერ გაზ​ქუ​რას, გაზ​ქუ​რი​დან კი იატაკს საჯ​დო​მით და​ვე​ნარ​ცხე.

თურ​მე ფე​ხი პას​ტი​თა და ოს​პით სავ​სე ქვაბ​ში ჩა​მიყ​ვია, რო​მე​ლიც, სა​ბედ​ნიეროდ, ჩამ​ქრალ ქუ​რა​ზე იდ​გა და
გრილ​დე​ბო​და.

დუნ​დუ​ლე​ბის სრესა-​სრესით წა​მოვ​დე​ქი.

ყველ​გან ოს​პის მარ​ცვლე​ბი იყო მი​მობ​ნეული, გე​გო​ნე​ბო​დათ, ბომ​ბი აფეთ​ქდაო.

ახ​ლა რა ვქნა? აქაურო​ბას თუ არ მო​ვა​წეს​რი​გებ, ან​თა​რი არეულო​ბას შე​ამ​ჩნევს და იფიქ​რებს, რომ...

გა​მე​ღი​მა.

ცხა​დია, იფიქ​რებს, რომ მას​თან ისევ ბო​შე​ბი შეიპარ​ნენ.

გარ​შე​მო მი​მო​ვი​ხე​დე. რაიმე უნ​და მო​მე​პა​რა.

ჩე​მი ყუ​რად​ღე​ბა წმინ​და პიუსის პა​ტა​რა ქან​და​კე​ბამ მი​იპ​ყრო, რო​მე​ლიც რა​კე​ტას ჰგავ​და. ზე​და​პი​რი რა​ღაც
ბრჭყვიალა ნივ​თიერე​ბით ჰქონ​და და​ფა​რუ​ლი, რო​მე​ლიც ამინ​დის მი​ხედ​ვით ფერს იც​ვლი​და.

ქან​და​კე​ბას ხე​ლი წა​ვავ​ლე და ოთა​ხი​დან გას​ვლა და​ვა​პი​რე, მაგ​რამ უკან შევ​ბრუნ​დი და მა​ცივ​რის კა​რი გა​‐
მო​ვა​ღე.

იქ ხი​ლი, მო​ხარ​შუ​ლი ბრინ​ჯით სავ​სე ჯა​მი და ლუ​დის ექ​ვსი ბოთ​ლი დამ​ხვდა.

ლუ​დი ავი​ღე. ბი​ნი​დან რომ გა​მო​ვე​დი, ან​თა​რი ისევ ეზო​ში იდ​გა და ნი​ჰალს ელა​პა​რა​კე​ბო​და.
ცა​ლი ფეხ​საც​მლით ხელ​ში, კოჭლობა-​კოჭლობით სარ​და​ფის​კენ მი​მა​ვალ კი​ბეს ჩა​ვუ​ყე​ვი. გა​სა​ღე​ბი გა​და​‐
ვატ​რიალე და კა​რი გა​ვა​ღე:

– ნა​ხე... რა მო​ვი​ტა...

წმინ​და​ნის ქან​და​კე​ბა ხე​ლი​დან გა​მი​ვარ​და და და​იმ​სხვრა.

ოლი​ვია ჩემს სა​წოლ​ზე იწ​ვა, ფე​ხე​ბი გაეშა​ლა, ცა​ლი ხე​ლი ბა​ლიშ​ზე ედო, პი​რი​დან ნერ​წყვი გად​მოს​დიოდა
და ნი​კაპ​ზე ეწ​ვე​თე​ბო​და.

პირ​ზე ხე​ლი ავი​ფა​რე:

– მკვდა​რია!

ყვე​ლა კა​რა​დის კა​რი მოფ​რიალე​ბუ​ლი იყო, უჯ​რე​ბი – ამოტ​რიალე​ბუ​ლი, ყუ​თე​ბი – გა​მო​ფატ​რუ​ლი, ყველ​გან
ტან​საც​მე​ლი ეყა​რა, სა​წო​ლის ქვეშ წამ​ლის გახ​სნი​ლი ქი​ლე​ბი ეყა​რა.

ჩე​მი დის​თვის თვა​ლი არ მო​მი​შო​რე​ბია, ტახ​ტამ​დე ისე მივ​ლას​ლას​დი.

ხე​ლი სა​ფეთ​ქელ​ზე მი​ვი​ჭი​რე, მი​ფეთ​ქავ​და. ყუ​რე​ბი მი​გუ​გუ​ნებ​და, თვა​ლე​ბი მტკიოდა.

არა​ქათ​გა​მოც​ლი​ლი ვი​ყა​ვი, ასე დაღ​ლი​ლი არას​დროს ვყო​ფილ​ვარ. სხეულის თი​თოეული უჯ​რე​დი დას​ვე​ნე​‐
ბას მთხოვ​და, თვა​ლე​ბი მებ​ლი​ტე​ბო​და.

ჰო, ჯობ​და, ცო​ტა ხა​ნი და​მე​ძი​ნა, ხუ​თი წუ​თი მა​ინც.

ფეხ​საც​მე​ლი გა​ვიძ​ვრე და ტახ​ტზე გა​ვი​შო​ტე. არ ვი​ცი, რამ​დენ ხანს ვი​წე​ქი ასე, თან ჩემს დას ვუ​ყუ​რებ​დი და
ვამ​თქნა​რებ​დი.

ოლი​ვია ცის​ფერ ლო​გინ​ზე მუ​ქი ფე​რის ლა​ქას ჰგავ​და. წარ​მო​ვიდ​გი​ნე, ძარ​ღვებ​ში სის​ხლი რო​გორ გაუჩერ​‐
და. წი​თე​ლი სის​ხლი ჯერ გა​მუქ​დე​ბა, მე​რე – ქერ​ქად, ბო​ლოს კი მტვრად იქ​ცე​ვა.

ოლი​ვი​ას თი​თე​ბი ისე უკ​რთო​და, ძაღ​ლებს რომ უთ​რთით ხოლ​მე ძილ​ში თა​თე​ბი.

მხედ​ვე​ლო​ბის და​ძაბ​ვა ვცა​დე, მაგ​რამ თვა​ლე​ბი მეწ​ვო​და.

შევ​ცდი – ეს მხო​ლოდ ჩე​მი წარ​მო​სახ​ვა იყო და მე​ტი არა​ფე​რი.

მე​რე ოლი​ვი​ამ ხე​ლი აამოძ​რა​ვა.


წა​მოვ​ხტი, მას​თან მი​ვირ​ბი​ნე და შე​ვა​ჯან​ჯღა​რე. არ მახ​სოვს, რას ვე​უბ​ნე​ბო​დი. მხო​ლოდ ის მა​გონ​დე​ბა, რომ
სა​წო​ლი​დან წა​მოვ​წიე, გულ​ში ჩა​ვი​კა​რი და გა​ვი​ფიქ​რე, რომ გა​რეთ უნ​და გა​მეყ​ვა​ნა და რომ საკ​მა​ოდ ღო​‐
ნიერი ვი​ყა​ვი იმის​თვის, ხელ​ში დაჭ​რი​ლი ძაღ​ლი​ვით აყ​ვა​ნი​ლი მე​ტა​რე​ბი​ნა, ვია ალ​დრო​ვან​დი​ზე, ვია დე​ლე
ტრე მა​დო​ნე​ზე, ვიალე ბრუ​ნო ბუოცი​ზე...

ოლი​ვი​ამ ხმა​დაბ​ლა რა​ღაც წარ​მოთ​ქვა.

– ცოც​ხა​ლი ხარ! ცოც​ხა​ლი ხარ! – ავ​ლუღ​ლუღ​დი.

არ მეს​მო​და, რას ამ​ბობ​და.

ხე​ლი კე​ფის ქვეშ შე​ვუ​ცუ​რე და ყუ​რი პირ​თან მი​ვუ​ტა​ნე.

– რა? რა თქვი?

წაიბუტ​ბუ​ტა:

– სა​ძი​ლე აბე​ბი...

– რამ​დე​ნი და​ლიე?

– ორი აბი...

– კარ​გად ხარ?

– კი, – თავს ვერ იჭერ​და, – გა​ცი​ლე​ბით უკეთ... გრა​ფი​ნი​ას ქვეყ​ნის წამ​ლე​ბი ჰქო​ნია. კარ​გი წამ​ლე​ბი... კი​დევ
ცო​ტა ხა​ნი და​ვი​ძი​ნებ...

თვა​ლე​ბი ცრემ​ლე​ბით ამევ​სო და და​მე​ბინ​და.

– კარ​გი, – გა​ვუ​ღი​მე, – დაიძი​ნე. ტკბილ სიზ​მრებს გი​სურ​ვებ.

სა​წოლ​ზე და​ვაწ​ვი​ნე და სა​ბა​ნი და​ვა​ფა​რე.

"},{"head":"10. ","content":"

10.
ჩემს დას ორი დღე ეძი​ნა. მხო​ლოდ იმის​თვის იღ​ვი​ძებ​და, რომ სა​პირ​ფა​რე​შო​ში გა​სუ​ლი​ყო და წყა​ლი
დაელია. ამა​სო​ბა​ში სარ​და​ფი და​ვა​ლა​გე, მონ​სტრი და​ვა​მარ​ცხე და „SoulRiver“-​ის თა​მა​ში და​ვას​რუ​ლე. „სა​ლე​‐
მის ხვედ​რის“ კით​ხვას შე​ვუ​დე​ქი. ვკით​ხუ​ლობ​დი ვამ​პი​რად გა​დაქ​ცე​ვა​ზე, მო​ჯა​დოებულ სახ​ლებ​ზე, გუ​ლად
ბავ​შვებ​ზე, რომ ვამ​პი​რებს ერ​კი​ნე​ბოდ​ნენ და თან თვა​ლი ჩე​მი დის​კენ გა​მირ​ბო​და, რო​მელ​საც სა​ბან​ში გახ​‐
ვე​ულს ეძი​ნა. ვგრძნობ​დი, რომ ჩემს სო​რო​ში ის კარ​გა​დაა და​ცუ​ლი და და​მა​ლუ​ლი და ვე​რა​ვინ ვე​რა​ფერს
დაუშა​ვებს.

დე​და​ჩემ​მა და​რე​კა:

– აბა, საქ​მეები რო​გორ მი​დის?

– ყვე​ლა​ფე​რი კარ​გა​დაა.

– მე თუ არ და​გი​რე​კე, შენ ხომ არას​დროს და​რე​კავ... კარ​გად ერ​თო​ბი?

– ძა​ლი​ან.

– გუ​ლი არ გწყდე​ბა, ხვალ სახ​ლში რომ ბრუნ​დე​ბი?

– ცო​ტა.

– რო​მელ სა​ათ​ზე წა​მოხ​ვალთ?

– ად​რე. გა​ვიღ​ვი​ძებთ და წა​მო​ვალთ.

– დღეს რას იზამთ?

– ვის​რიალებთ. იცი, ტო​ფა​ნა​ში ვინ შემ​ხვდა?

– არა.

ჩემს დას შევ​ხე​დე:

– ოლი​ვია.

წა​მიერი დუ​მი​ლი და მე​რე:

– ოლი​ვია? რო​მე​ლი ოლი​ვია? შე​ნი ნა​ხე​ვარ​და?

– ჰო.
– მარ​თლა? რამ​დე​ნი​მე დღის წინ აქ ყო​ფი​ლა, რა​ღა​ცას ეძებ​და. ახ​ლა ვხვდე​ბი, რომ ალ​ბათ მთა​ში წა​სას​ვლე​‐
ლად ტან​საც​მე​ლი სჭირ​დე​ბო​და. რო​გორ არის?

– კარ​გად.

– მარ​თლა? არ მე​გო​ნა. მა​მამ მით​ხრა, რომ უჭირს... საწ​ყა​ლი გო​გო, ქვეყ​ნის პრობ​ლე​მე​ბი აქვს. იმე​დია,
სწორ გზას და​ად​გე​ბა...

– დე​და, ოლი​ვია გიყ​ვარს?

– მე?

– ჰო.

– კი, მიყ​ვარს, მაგ​რამ მას​თან საქ​მის და​ჭე​რა ად​ვი​ლი არ არის. შენ კარ​გად იქ​ცე​ვი? ალე​სი​ას დე​დას​თან თა​‐
ვა​ზიანი ხარ? სახ​ლში ეხ​მა​რე​ბი ხოლ​მე? ლო​გინს თუ ალა​გებ?

– კი.

– ალე​სი​ას დე​და ძა​ლი​ან სიმ​პა​თიური მეჩ​ვე​ნა. მო​მი​კით​ხე და კი​დევ ერ​თხელ გა​დაუხა​დე მად​ლო​ბა.

– ჰო. მის​მი​ნე, ახ​ლა უნ​და წა​ვი​დე...

– მიყ​ვარ​ხარ, ბარ​ტყო.

– მეც. ალე​სი​ას დე​დამ თქვა, რომ ჩა​მო​ვალთ, სახ​ლში მო​მიყ​ვანს.

– შე​სა​ნიშ​ნა​ვია. რომს რომ მოუახ​ლოვ​დე​ბით, და​მი​რე​კე.

– კარ​გი. ნახ​ვამ​დის.

– ნახ​ვამ​დის, ძვირ​ფა​სო.

გრა​ფი​ნი​ას ყვა​ვი​ლე​ბი​ან ხა​ლათ​ში ჩაც​მუ​ლი ოლი​ვია, და​ბა​ნი​ლი და უკან გა​და​წეული თმით, ტახ​ტზე იჯ​და და
ხე​ლებს ის​რეს​და:

– აბა, ჩვენს უკა​ნას​კნელ სა​ღა​მოს რო​გორ აღ​ვნიშ​ნავთ?


ამ​დე​ნი ძი​ლის მე​რე თავს გა​ცი​ლე​ბით უკეთ გრძნობ​და. სა​ხე და​უმ​შვიდ​და და ამ​ბობ​და, რომ ხელ-​ფეხი ისე
აღარ ტკიოდა.

– ეგებ, ვახ​შმით? – ვთქვი.

– ვახ​შმით. აბა, გემ​რი​ელს რას შე​მომ​თა​ვა​ზებ?

სურ​სა​თის ნარ​ჩე​ნებს დავ​ხე​დე:

– თით​ქმის ყვე​ლა​ფე​რი შევ​ჭა​მეთ. თი​ნუს​ზე და არ​ტი​შოკ​ზე ზეთ​ში რას იტ​ყვი? დე​სერ​ტად კი ორ​ცხო​ბი​ლა​ზე?

– იდეალუ​რია.

კა​რა​და გა​ვა​ღე:

– სი​ურ​პრი​ზი მაქვს, – და ლუ​დის ბოთ​ლე​ბი ვაჩ​ვე​ნე.

ოლი​ვი​ამ თვა​ლე​ბი დაჭ​ყი​ტა:

– მა​გა​რი ხარ! საიდან?

გა​ვუ​ღი​მე:

– ან​თა​რის​გან. საავად​მყო​ფო​დან რომ ვბრუნ​დე​ბო​დი, მა​შინ მოვ​პა​რე. თბი​ლი​ა...

– არა უშავს. შენ​ზე ვგიჟ​დე​ბი, – მით​ხრა ოლი​ვი​ამ და ხე​ლი კონ​სერ​ვის და​ნას წა​ავ​ლო, ორ ბოთლს თავ​სა​ხუ​‐
რი ააძ​რო და ერ​თი მე გა​მო​მი​წო​და.

– ლუ​დი არ მიყ​ვარს.

– არა უშავს. უნ​და აღ​ვნიშ​ნოთ, – ლუდს დაეწა​ფა და ერ​თი ყლუ​პით ბოთ​ლი სა​ნა​ხევ​როდ ჩა​ცა​ლა, – ღმერ​თო
ჩე​მო, რა გემ​რიელია.

მეც მოვ​სვი და ვცა​დე, არ შემ​ტყო​ბო​და, რომ ლუ​დი არ მომ​წონს.

მა​გი​დას გრა​ფი​ნი​ას ხა​რა​ხუ​რა​ში ნა​პოვ​ნი სუფ​რა გა​და​ვა​ფა​რეთ, სან​თე​ლი ავან​თეთ, დარ​ჩე​ნი​ლი არ​ტი​შო​კი
და თი​ნუ​სის ორი ქი​ლა შევ​სან​სლეთ. დე​სერ​ტად ორ​ცხო​ბი​ლა და​ვა​ყო​ლეთ.

გამ​ძღრე​ბი, სარ​და​ფის სიბ​ნე​ლე​ში ტახ​ტზე და​ვე​ყა​რეთ და ფე​ხე​ბი მა​გი​და​ზე შე​მო​ვაწ​ყეთ. სან​თე​ლი გვა​ნა​‐
თებ​და. ფე​ხე​ბი ერ​თნაირი გვქონ​და: თეთ​რი, გრძე​ლი, თხე​ლი თი​თე​ბით.

ოლი​ვი​ამ „Muratti“-ს მოუკი​და და პი​რი​დან ბო​ლის ღრუ​ბე​ლი ამო​უშ​ვა:


– გახ​სოვს, ზაფ​ხუ​ლო​ბით კაპ​რი​ზე რომ დავ​დიოდით?

ლუდ​მა ენა ამო​მად​გმე​ვი​ნა:

– არც მა​ინ​ცდა​მა​ინც. მხო​ლოდ ის მახ​სოვს, რომ უამ​რა​ვი კი​ბე იყო ასას​ვლე​ლი. იქ ჭაც იყო, საიდა​ნაც ხვლი​‐
კე​ბი ძვრე​ბოდ​ნენ და კი​დევ, ლი​მო​ნის მა​ღა​ლი ხეები.

– ის თუ გახ​სოვს, წყალ​ში რო​გორ ჩა​გაგ​დეს?

ოლი​ვი​ას​კენ მივ​ტრი​ალ​დი:

– არა.

– ფა​რა​ლიონის კლდე​ებ​თან ვი​ყა​ვით, მა​მას კა​ტე​რით.

– კა​ტე​რი ფო​ტო​ზე მი​ნა​ხავს. პრიალა ხის იყო და „SweetMelodyII“ ერ​ქვა. ერ​თი ფო​ტოა, რო​მელ​ზეც მა​მაა გა​და​‐
ღე​ბუ​ლი, წყლის თხი​ლა​მუ​რე​ბით სრიალებს.

– კა​ტერს მეზ​ღვაური მარ​თავ​და, ძა​ლი​ან გა​რუ​ჯუ​ლი, ხუ​ჭუჭ​თმიანი, ყელ​ზე ოქ​როს ძეწ​კვი ეკი​და. შენ წყლის
პა​ნი​კუ​რად გე​ში​ნო​და. პლა​ჟის და​ნახ​ვა​ზე მა​შინ​ვე ყვი​რილს იწ​ყებ​დი, ით​ხოვ​დი, რომ სამ​კლა​ვუ​რე​ბი გაეკე​‐
თე​ბი​ნათ. მათ გა​რე​შე ბო​რან​ზეც არ ადიოდი. მოკ​ლედ, იმ დღეს ღია ზღვა​ში გა​ვე​დით. ყვე​ლა​ნი ვცუ​რავ​დით,
შენ კი კი​ბეს კი​ბორ​ჩხა​ლა​სა​ვით ჩა​აფ​რინ​დი და იქი​დან გვი​ყუ​რებ​დი. ვინ​მე წყალ​ში ჩახ​ტო​მას თუ გთა​ვა​ზობ​‐
და, გიჟ​დე​ბო​დი. მე​რე ზღვის ზღარ​ბე​ბი და​ვი​ჭი​რეთ და პურ​თან ერ​თად ვჭა​მეთ. მა​მამ და იმ მეზ​ღვა​ურ​მა
ბლო​მად ღვი​ნო და​ლი​ეს. მეზ​ღვა​ურ​მა თქვა, ბავ​შვებს, წყლის რომ არ ეში​ნო​დეთ, წყალ​ში სამ​კლა​ვუ​რე​ბი​სა
და სა​მაშ​ვე​ლო რგო​ლის გა​რე​შე აგ​დე​ბენ. ბავ​შვე​ბი ჯერ იძი​რე​ბი​ან, მაგ​რამ მე​რე ცურ​ვას იწ​ყე​ბენ. შენ გა​სა​‐
ბერ აუზ​ში იჯე​ქი და თა​მა​შობ​დი. უკ​ნი​დან მო​გე​პარ​ნენ და სამ​კლა​ვუ​რე​ბი მო​გაძ​რეს. თა​ვის დახ​სნას ცდი​‐
ლობ​დი, ისე ყვი​რო​დი, გე​გო​ნე​ბა, ცოც​ხლად გატ​ყა​ვებ​დნენ. ვე​უბ​ნე​ბო​დი, შენ​თვის თა​ვი დაენე​ბე​ბი​ნათ, მაგ​‐
რამ ყუ​რი არ და​მიგ​დეს. მე​რე წყალ​ში ჩა​გაგ​დეს.

ვუს​მენ​დი და ყუ​რებს არ ვუ​ჯე​რებ​დი:

– დე​და​ჩემ​მა არ დაუშა​ლა?

– იმ დღეს იქ არ იყო.

– მე​რე რა მოხ​და?

ოლი​ვი​ამ გაიღი​მა:

– ჩაიძი​რე. მა​მამ მა​შინ​ვე ჩაყ​ვინ​თა, მაგ​რამ ამ დროს შენ ზე​და​პირ​ზე ამო​ცურ​დი, თან ისე ღრიალებ​დი, თით​‐
ქოს ზვი​გენ​მა დაგ​კბი​ნა. მე​რე ხე​ლე​ბის ქნე​ვა და​იწ​ყე და... გა​ცუ​რე.
– მარ​თლა?

– კი, ძაღ​ლუ​რად გა​ცუ​რე. თვა​ლებ​გად​მო​კარ​კლუ​ლი, კი​ბეს ჩა​ებ​ღაუჭე და კა​ტერ​ზე დამ​დუღ​რუ​ლი​ვით ამოხ​‐


ტი.

– მე​რე?

– მე​რე კაიუტა​ში გა​ვარ​დი და სა​წოლ​ზე მოიკუნ​ტე, კან​კა​ლებ​დი და ქო​ში​ნებ​დი. მა​მა ცდი​ლობ​და და​ეწ​ყნა​რე​‐
ბი​ნე, გე​უბ​ნე​ბო​და, რო​გო​რი ყო​ჩა​ღი ხარ, რომ მა​გა​რი მო​ცუ​რა​ვე ხარ და სამ​კლა​ვუ​რე​ბი აღარ გჭირ​დე​ბა.
მაგ​რამ შენ მა​ინც ტი​რო​დი და უყ​ვი​რო​დი, რომ წა​სუ​ლი​ყო.

– მე​რე?

– მე​რე უეც​რად ჩა​გე​ძი​ნა. თან ისე​თი ღრმა ძი​ლით, თით​ქოს და​სა​ძი​ნე​ბე​ლი გა​გი​კე​თე​სო. მსგავ​სი არა​ფე​რი
მი​ნა​ხავს.

– შენ... შენ რა ქე​ნი?

– გვერ​დით ჩა​მო​გი​ჯე​ქი. მე​რე კა​ტე​რი და​იძ​რა. მე და შენ კაიუტა​ში დავ​რჩით. იქაურო​ბა ბინ​ძუ​რი წყლის სუ​‐
ნით ყარ​და, ყვე​ლა​ფე​რი ირ​ყეოდა და ჯაყ​ჯა​ყებ​და.

– მე და შენ?

– ჰო, – ნა​ფა​ზი და​არ​ტყა, – მე და შენ.

– რა უც​ნაურია, რომ არა​ფე​რი მახ​სოვს. მა​მას ჩემ​თვის არას​დროს მოუყო​ლია.

– რა​საკ​ვირ​ვე​ლია, მა​გა​რი სი​სუ​ლე​ლე გააკე​თა... ეს რომ დე​და​შენს გაეგო, მიასიკ​ვდი​ლებ​და კი​დეც. ახ​ლა ცუ​‐
რავ?

მხრე​ბი ავი​ჩე​ჩე:

– კი.

– წყლის არ გე​ში​ნია?

– არა. ცურ​ვა​ზე ცო​ტა ხა​ნი ვიარე, მაგ​რამ მე​რე შე​ვეშ​ვი. წყა​ლი ყურ​ში რომ ჩამ​დის, ვე​ღარ ვაზ​როვ​ნებ. აუზი
მძულს.

ოლი​ვი​ამ სი​გა​რე​ტი კონ​სერ​ვის ქი​ლა​ში ჩა​აქ​რო:


– ამ​ქვეყ​ნად ყვე​ლა​ზე მე​ტად რა გძულს?

ბევ​რი რა​მე მძულ​და:

– მოულოდ​ნე​ლი დღე​სას​წაულე​ბი. ორი წლის წინ დე​და​ჩემ​მა წვეულე​ბა მო​მიწ​ყო. ყვე​ლა​ნი მი​ლო​ცავ​დნენ
და ეს ნამ​დვი​ლი კოშ​მა​რი იყო. ახა​ლი წე​ლიც მაგ​რად არ მიყ​ვარს. შენ?

– მე... მოიცა, დავ​ფიქ​რდე. მე ქორ​წი​ლე​ბი მძულს.

– ჰო, ქორ​წი​ლე​ბი მეც არ მიყ​ვარს.

– მოიცა​დე! – ოლი​ვია ად​გა, – ნა​ხე, რა ვი​პო​ვე, – საიდან​ღაც წი​თე​ლი ფე​რის კვად​რა​ტუ​ლი ჩე​მო​და​ნი გა​მო​ათ​‐
რია და გახ​სნა. შიგ​ნით ფირ​საკ​რა​ვი იდო: – ნე​ტავ, თუ მუ​შა​ობს?!

ჩავ​რთეთ და დის​კი დატ​რი​ალ​და. ოლი​ვი​ამ ფირ​ფი​ტე​ბით სავ​სე ყუთ​ში ქექ​ვა და​იწ​ყო.

– არა... ნა​ხე, რა სა​ოც​რე​ბაა, – 45-​ბრუნიანი ფირ​ფი​ტა ამო​აძ​რო და მაჩ​ვე​ნა, – ამ სიმ​ღე​რა​ზე ვგიჟ​დე​ბი.

ფირ​საკ​რავ​ზე და​დო და მარ​ჩე​ლა ბე​ლას სიმ​ღე​რას გაუბე​და​ვად აჰ​ყვა:

– „მახ​სენ​დე​ბა მწვა​ნე მთე​ბი. ბავ​შვო​ბის წრფელ მე​გო​ბარ​თან, შავ​დრუნ​ჩა კურ​დღელ​თან ერ​თად სირ​ბი​ლი
მახ​სენ​დე​ბა“...

ფირ​საკ​რა​ვის ხმას და​ვუ​წი​ე:

– ჩუ​მად... ჩუ​მად... გაგ​ვი​გო​ნე​ბენ. ბა​რა​ტიერი, ან​თა​რი...

მაგ​რამ ოლი​ვია არ მის​მენ​და. ცეკ​ვავ​და, მთე​ლი სხეულით ირ​ხეოდა და ხმა​დაბ​ლა მღე​რო​და:

– „მე​რე ერ​თხე​ლაც მა​ტა​რე​ბელს გავ​ყე​ვი. ბა​ლა​ხი, მდე​ლო და ყვე​ლა​ფე​რი, რაც ჩე​მად მე​გუ​ლე​ბო​და, სად​ღაც
გაქ​რა და გაუჩი​ნარ​და“...

ოლი​ვი​ამ ხე​ლი მომ​კი​და და თა​ვის​კენ მი​მი​ზი​და, თან ნა​მიანი თვა​ლე​ბით მი​ყუ​რებ​და:

– „ჩე​მი ბე​დის​წე​რაა, შენ გვერ​დით ვი​ყო. შენ​თან სი​ახ​ლო​ვეს არაფ​რის შე​მე​შინ​დე​ბა და ისევ ბავ​შვო​ბა​ში დავ​‐
ბრუნ​დე​ბი“...

ამო​ვიხ​ვნე​შე და, მარ​თა​ლია, მრცხვე​ნო​და, მაგ​რამ მა​ინც ავ​ცეკ​ვდი. აი, ყვე​ლა​ზე მე​ტად რა მძულ​და: ცეკ​ვა.

მაგ​რამ იმ სა​ღა​მოს ვცეკ​ვავ​დი და ცეკ​ვი​სას სრუ​ლი​ად ახა​ლი შეგ​რძნე​ბა გა​მიჩ​ნდა: ვიგ​რძე​ნი, რომ ცოც​ხა​ლი
ვარ და სუნ​თქვა შე​მეკ​რა. რამ​დე​ნი​მე სა​ათ​ში სარ​და​ფი​დან გა​მო​ვი​დო​დი და ყვე​ლა​ფე​რი ძვე​ლე​ბუ​რად იქ​ნე​‐
ბო​და. მე კი ვი​ცო​დი, რომ ამ კარს მიღ​მა სამ​ყა​რო მე​ლო​დე​ბო​და და სხვებ​თან ლა​პა​რაკ​საც შევ​ძლებ​დი ისე,
რო​გორც ერთ-​ერთი მათ​გა​ნი. შევ​ძლებ​დი თა​ვად გა​და​მეწ​ყვი​ტა, რა მექ​ნა და ვი​ზამ​დი კი​დეც. კო​ლეჯ​ში
სიარულს, ჩემს ოთახ​ში ავე​ჯის შეც​ვლას შევ​ძლებ​დი.

სარ​დაფ​ში ბნე​ლო​და. ტახ​ტზე მწო​ლიარე დის თა​ნა​ბა​რი სუნ​თქვა მეს​მო​და.

ხუ​თი ბოთ​ლი ლუ​დი და​ლია და მთე​ლი კო​ლო​ფი „მუ​რატ​ტი“ მოს​წია.

ვე​რაფ​რით ვერ და​ვი​ძი​ნე. ლა​პა​რა​კი მინ​დო​და. ვიხ​სე​ნებ​დი, ან​თა​რი რო​გორ გავ​ქურ​დე, სათ​ხი​ლა​მუ​როდ მი​‐
მა​ვა​ლი ხუ​თეული რო​გორ და​ვი​ნა​ხე. ლუ​დი​ან ვახ​შამ​ზე ვფიქ​რობ​დი და კი​დევ ჩემ​ზე და ჩემს და​ზე ვფიქ​რობ​‐
დი, დი​დე​ბი​ვით რომ ვსა​უბ​რობ​დით და „მწვა​ნე მთე​ბის“ მუ​სი​კა​ზე ვცეკ​ვავ​დით.

– ოლი​ვია, – ჩურ​ჩუ​ლით და​ვუ​ძა​ხე.

პა​სუ​ხი დააყოვ​ნა:

– ჰო?

– გძი​ნავს?

– არა.

– აქე​დან რომ გა​ვალთ, რას იზამ?

– არ ვი​ცი... ალ​ბათ გა​ვემ​გზავ​რე​ბი.

– სად წახ​ვალ?

– ბა​ლი​ზე საქ​მროს მაგ​ვა​რი მე​გო​ბა​რი მყავს.

– ბა​ლი​ზე? ინ​დო​ნე​ზიაში?

– ჰო. იოგას მწვრთნე​ლია და მა​საჟ​საც აკე​თებს. ზღვას​თან ახ​ლოს ცხოვ​რობს, სა​დაც ბევ​რი პალ​მა და
ფერად-​ფერადი თევ​ზია. მინ​და გა​ვი​გო, ისევ ერ​თად ვართ თუ არა. ვცა​დო, მი​სი ქა​ლი ვი​ყო. თუ მა​საც უნ​და
ეს...

– მი​სი ქა​ლი, – წა​ვი​ბუტ​ბუ​ტე ბა​ლიშ​ში თავ​ჩარ​გულ​მა.

გაუმარ​თლა იმ ბიჭს. შე​ეძ​ლო ეთ​ქვა: „ო​ლი​ვია ჩე​მი ქა​ლი​ა“. ბა​ლი​ზე წას​ვლა მეც მინ​დო​და. ოლი​ვი​ას​თან ერ​‐
თად თვით​მფრი​ნა​ვით გავ​ფრინ​დე​ბო​დი, რე​გის​ტრა​ცი​ის რიგ​ში უბ​რა​ლოდ ვი​ცი​ნებ​დით, ლა​პა​რა​კი​სა და ერ​‐
თმა​ნე​თის​თვის რაიმეს თქმის აუცი​ლებ​ლო​ბის გა​რე​შე. მე და ოლი​ვია ფე​რა​დი თევ​ზე​ბის​კენ გავ​ფრინ​დე​ბით.
ოლი​ვია თა​ვის საქ​მროს ეტ​ყვის: „ეს ლო​რენ​ცოა, ჩე​მი ძმა“.

– შენს საქ​მროს რა ჰქვია? – ვკით​ხე. ლა​პა​რა​კი მი​ჭირ​და.

– რო​მა​ნი.

– კაი ტი​პია?

– დარ​წმუ​ნე​ბუ​ლი ვარ, რომ შენ მო​გე​წო​ნე​ბო​და.

რა მა​გა​რია, ოლი​ვია ისე კარ​გად მიც​ნობს, რომ იცის: მი​სი საქ​მრო მო​მე​წო​ნე​ბა.

– მის​მი​ნე, რა​ღაც უნ​და გით​ხრა... სი​სუ​ლე​ლე ჩა​ვი​დი​ნე, ვთქვი, რომ კორ​ტი​ნა​ში მივ​დი​ვარ. სკო​ლა​ში გა​ვი​გო​‐
ნე, რომ ჩე​მი კლა​სე​ლე​ბი სათ​ხი​ლა​მუ​როდ წას​ვლას აპი​რებ​დნენ. არ და​ვუ​პა​ტი​ჟე​ბი​ვარ, თუმ​ცა სხვებ​თან
სიარუ​ლი ფეხ​ზე მკი​დია. მაგ​რამ სახ​ლში რომ დავ​ბრუნ​დი, დე​დას ვუთ​ხა​რი, რომ მეც დამ​პა​ტი​ჟეს. დე​დამ
დაიჯე​რა, გაუხარ​და, იტი​რა კი​დეც. ჰო​და, აქ ამი​ტო​მაც და​ვი​მა​ლე. იცი... იმ დღი​დან სულ ვცდი​ლობ​დი გა​მე​‐
გო, რა​ტომ მო​ვიტ​ყუე.

– მე​რე, გაიგე?

– კი. იმი​ტომ, რომ კორ​ტი​ნა​ში წას​ვლა და მათ​თან ერ​თად სრიალი მინ​დო​და. მე კარ​გად ვსრიალებ. კი​დევ
იმი​ტომ, რომ მინ​დო​და, მათ​თვის საიდუმ​ლო ბი​ლი​კე​ბი მეჩ​ვე​ნე​ბი​ნა. და იმი​ტო​მაც, რომ მე​გობ​რე​ბი არ
მყავს... ჰო​და, მინ​დო​და, მეც ერთ-​ერთი მათ​გა​ნი ვყო​ფი​ლი​ყა​ვი.

გა​ვი​გო​ნე, ოლი​ვია რო​გორ ად​გა.

– ჩაიჩო​ჩე, – ჩა​ვი​ჩო​ჩე. ოლი​ვია მო​მიწ​ვა და მაგ​რად მო​მეხ​ვია. გვერ​დში მი​სი გაძ​ვალ​ტყა​ვე​ბუ​ლი მუხ​ლი შე​‐
მე​სო. ფერ​დზე ხე​ლი და​ვა​დე, შე​მეძ​ლო ნეკ​ნე​ბი გა​და​მეთ​ვა​ლა. მე​რე ზურ​გზე მო​ვე​ფე​რე, თი​თე​ბით ხერ​ხემ​‐
ლის წვე​ტიანი მა​ლე​ბი ვიგ​რძე​ნი.

– ოლი​ვია, რა​ღა​ცას დამ​პირ​დე​ბი?

– რას?

– ნარ​კო​ტი​კი აღარ გაიკე​თო, რა. აღა​რას​დროს.

– ღმერთს გე​ფი​ცე​ბი. აღა​რას​დროს! ამ მძღნერ​ში თავს აღარ ჩავ​ყოფ, – ყურ​ში ჩამ​ჩურ​ჩუ​ლა, – შენ კი, ჩერ​ჩე​‐
ტო, მპირ​დე​ბი, რომ ერ​თმა​ნეთს კი​დევ შევ​ხვდე​ბით?

– გპირ​დე​ბი.
რო​ცა გა​ვიღ​ვი​ძე, ჩე​მი და უკ​ვე წა​სუ​ლი​ყო.

წე​რი​ლი და​მი​ტო​ვა.

"},{"head":"ჩივიდალე-დელ-ფრიული","content":"

ჩივიდალე-დელ-ფრიული

2010 წლის​ 12 ი​ან​ვა​რი

ყლუ​პი ყა​ვა მოვ​სვი და წე​რი​ლი გა​და​ვი​კით​ხე.

„ძვირ​ფა​სო ლო​რენ​ცო,

კი​დევ ერ​თი რამ გა​მახ​სენ​და, რაც მძულს: დამ​შვი​დო​ბე​ბა. ამი​ტო​მაც მირ​ჩევ​ნია, მა​ნამ​დე წა​ვი​დე, სა​ნამ გა​‐
იღ​ვი​ძებ.

გმად​ლობ, რომ და​მეხ​მა​რე. ბედ​ნიერი ვარ, სარ​დაფ​ში და​მა​ლუ​ლი ძმა რომ აღ​მო​ვა​ჩი​ნე.

პი​რო​ბა არ და​გა​ვიწ​ყდეს.

შე​ნი ოლი

P.S. ან​თარს უფ​რთხილ​დი.“

დღეს, ათი წლის შემ​დეგ, ოლი​ვი​ას იმ ღა​მის შემ​დეგ პირ​ვე​ლად ვნა​ხავ.

ფურ​ცელს ვკე​ცავ და სა​ფუ​ლე​ში ვი​ნა​ხავ. ჩე​მო​დანს ვი​ღებ და სას​ტუმ​რო​დან გავ​დი​ვარ.


სუს​ხიანი ქა​რი ქრის, მაგ​რამ ფერ​მკრთა​ლი მზე ღრუბ​ლე​ბი​დან იჭ​ყი​ტე​ბა და შუბლს მით​ბობს. ჩე​მოდ​ნის
გორ​გო​ლა​ჭე​ბი მო​კირ​წყლულ გზა​ზე მი​რახ​რა​ხებს.

აი, ეს ქუ​ჩაა. ჭიშ​კარს ვა​ღებ და კვად​რა​ტუ​ლი ფორ​მის ეზო​ში ვხვდე​ბი, რო​მე​ლიც მან​ქა​ნე​ბი​თაა სავ​სე.

კა​რის​კა​ცი მი​თი​თებს, სად უნ​და წა​ვი​დე. მი​ნის კარს ვა​ღებ.

– რა გნე​ბავთ?

– მე ლო​რენ​ცო კუ​ნი ვარ.

მა​ნიშ​ნებს, რომ გავ​ყვე. დე​რე​ფან​ში ერთ-​ერთი კა​რის წინ ჩერ​დე​ბა:

– ესაა.

– ჩე​მო​დანს რა ვუ​ყო?

– აქ და​ტო​ვეთ.

დი​დი ოთა​ხია, თეთ​რი ფი​ლე​ბით მო​პირ​კე​თე​ბუ​ლი. ცი​ვა.

ჩე​მი და მა​გი​და​ზე წევს. ზე​წა​რი ყე​ლამ​დე ფა​რავს. ვუ​ახ​ლოვ​დე​ბი. ნა​ბი​ჯის გა​დად​გმა მი​ჭირს.

– ის არის? იცა​ნით?

– დი​ახ... ისაა, – მი​ვუ​ახ​ლოვ​დი, – რო​გორ მო​მა​გე​ნით?

– თქვე​ნი დის სა​ფუ​ლე​ში ფურ​ცე​ლი ვი​პო​ვეთ, ზედ თქვე​ნი ტე​ლე​ფო​ნის ნო​მე​რი ეწე​რა.

– შე​იძ​ლე​ბა, მას​თან დავ​რჩე?

– ხუ​თი წუ​თით, – გა​დის და კარს ხუ​რავს.

ზე​წარს ვწევ და ოლი​ვი​ას მოყ​ვი​თა​ლო ხელს ვი​ღებ. ისე​თი​ვე გამ​ხდა​რია, რო​გო​რიც მა​შინ, სარ​დაფ​ში. დამ​‐
შვი​დე​ბუ​ლი სა​ხე აქვს და ძა​ლი​ან ლა​მა​ზია. თით​ქოს სძი​ნავს.

ვიხ​რე​ბი და ცხვირს ოლი​ვი​ას კი​სერ​ში ვრგავ.


ოლი​ვია კუ​ნი 1976 წლის 25 სექ​ტემ​ბერს მი​ლან​ში დაიბა​და. 2010 წლის 9 იან​ვარს, ჩივიდალე-​დელ-ფრიულის
სად​გუ​რის კა​ფე​ში ნარ​კო​ტი​კის დო​ზის გა​და​ჭარ​ბე​ბის შე​დე​გად გარ​და​იც​ვა​ლა. ოც​და​ცა​მე​ტი წლის იყო.

"}]}

You might also like