Professional Documents
Culture Documents
მე და შენ
მე და შენ
ბეიტსისეული მიმიკრიის დროს უწყინარი სახეობა ბაძავს იმავე ტერიტორიაზე მცხოვრები საშიში ან შხა‐
მიანი სახეობის გამაფრთხილებელ შეფერილობას და ქცევას. მტაცებლის მიბაძვა და მასთან გაიგივება
ზრდის მიმბაძველი ცხოველის გადარჩენის შესაძლებლობას.
"},{"head":"ჩივიდალე-დელ-ფრიული","content":"
ჩივიდალე-დელ-ფრიული
2010 წლის 12 იანვარი
– ყავა?
ჭიქას ვუწვდი:
– გმადლობთ.
პირთამდე მივსებს:
– გამოფენაზე ჩამოხვედით?
– რა გამოფენაზე?
– ცხენების.
მიცქერს. ელოდება, რომ ვეტყვი, ჩივიდალე-დელ-ფრიულიში რამ ჩამომიყვანა. ბოლოს ჯიბიდან უბის წიგ‐
ნაკს აძრობს:
გასაღებს ვუჩვენებ:
– ას მეცხრამეტე.
ნომერს იწერს:
– გმადლობთ.
– არაფრის.
როგორც კი მშორდება, საფულიდან ოთხად გაკეცილ ფურცელს ვიღებ და მაგიდაზე ვშლი.
ეს ჩემმა დამ, ოლივიამ ათი წლის წინ, 2000 წლის 24 თებერვალს დაწერა.
2000 წლის 18 თებერვალს ადრიანად დავწექი და მაშინვე ჩამეძინა, მაგრამ შუაღამისას გამეღვიძა და ვეღა‐
რაფრით დავიძინე.
შვიდის ათი წუთი გახდა. ბუმბულის საბანი ნიკაპამდე მეფარა და პირით ვსუნთქავდი.
სახლში სიჩუმე იდგა. მხოლოდ ის ისმოდა, წვიმის წვეთები ფანჯრის მინას როგორ ეხეთქებოდა, ზედა სარ‐
თულზე საძინებელსა და სააბაზანოს შორის დედაჩემი როგორ მიმოდიოდა და ჰაერი სასულეში როგორ
მოძრაობდა.
ტუმბაზე მდგარი ჭრიჭინის ფორმის სანათი ავანთე. მწვანე შუქმა ოთახის ის ნაწილი გაანათა, რომელშიც
ტანსაცმლით გატენილი ზურგჩანთა, ქურთუკი, ფეხსაცმლიანი ჩანთა და თხილამურები ეწყო.
ცამეტიდან თოთხმეტ წლამდე ტანი უცებ ისე ავიყარე, თითქოს სასუქი დამაყარესო, და თანატოლებზე მაღა‐
ლი აღმოვჩნდი. დედაჩემი ამბობდა, რომ ისე უცბად გავიზარდე, გეგონებოდა საფორნე ცხენებმა გამწელეს.
სარკესთან დიდ დროს ვატარებდი, დაჭორფლილ ფერმკრთალ კანს და ფეხზე ამოსულ ბალანს ვათვა‐
ლიერებდი. თავზე წაბლისფერი თმის მთელი ბუჩქი მეზრდებოდა, იქიდან ყურები გამოშვერილიყო. სქესობ‐
რივი მომწიფების პერიოდში სახის მოხაზულობა შემეცვალა. მწვანე ფერის თვალებს ერთმანეთისგან კარგა
მოზრდილი ცხვირი ყოფდა.
დერეფანში დედაჩემის ნაბიჯების ხმა გაისმა. ალბათ მაღალქუსლიანი ლურჯი ფეხსაცმელი აცვია.
დილის პირქუშ ბინდბუნდში დედაჩემის სილუეტი გამოიკვეთა. ქვედაბოლოსა და რუხ ჟაკეტში გამოწყობი‐
ლიყო, რომელსაც მაშინ იცვამდა, როდესაც მნიშვნელოვან საქმეებზე მიდიოდა. მაღალყელიანი სვიტრი და
მაღალქუსლიანი ლურჯი ფეხსაცმელი ეცვა, ყელზე მარგალიტის მძივი აესხა.
– კი.
– ნიჰალი სადაა?
– ადექი.
– რა იყო?
ხელი ჩავჭიდე:
– გიყვარვარ?
გამიღიმა:
– მაკოცე.
დაიხარა:
მოვეხვიე და თავი დედას სახეზე ჩამოყრილ ქერა თმაში ჩავმალე, ცხვირით კი ყელზე მივებჯინე.
სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. თვალწინ მაროკო წარმომიდგა, ვიწრო შუკა-შესახვევები, დახლები და ზედ
დახვავებული ფერად-ფერადი სანელებლები. თუმცა, მაროკოში არასდროს ვყოფილვარ.
– რის სუნია?
– ამ საპონს მომცემ?
– რისთვის?
საბანი გადამაძრო:
წვიმამ იკლო. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სველი ფოთლებით მოფენილ კიბეზე ვიღაც წყვილი
ვარჯიშობდა, კაცი მსუქანი იყო, ქალი – გამხდარი.
დედაჩემს გავხედე.
არ გაუღიმია:
– მამაშენს დაემშვიდობე?
– კი.
– რაო, რა გითხრა?
– ასე თქვა?
– ჰო.
– დამირეკე, როცა მოგინდება. ხომ არაფერი დაგრჩა? მუსიკა ჩაიწერე? მობილური წამოიღე?
– კი.
– კი.
მოპედზე მჯდარ ბიჭს ჩაფხუტქვეშ მობილური შეეცურებინა, ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან იცინოდა.
– ფული?
– კი.
შუქნიშანთან გავჩერდით. ჩინკვეჩენტოში მჯდარი ქალი წინ იყურებოდა. მოხუცებული კაცი ორ ლაბრა‐
დორს ტროტუარზე უკან ლასლასით მოჰყვებოდა. ტოტებშემოძარცულ და ცელოფნის პარკებაკრულ ხეზე,
რომელიც ტალახისფერი წყლიდან ამოწვერილიყო, თოლია იჯდა.
იმწუთას ღმერთი რომ გამომცხადებოდა და ეკითხა, მინდოდა თუ არა, ეს თოლია მე ვყოფილიყავი, დავთან‐
ხმდებოდი.
ღვედი შევიხსენი:
– აქ დამტოვე.
– როგორ თუ აქ?
– ჰო, აქ.
– ღვედი შეიკარი.
– კი მაგრამ, რატომ?
– არ მესმის...
ხმას ავუწიე:
– რა ხდება? ლორენცო, ძალიან გთხოვ, ახლა ნუ დავიწყებთ, რა... ხომ იცი, რომ ამ დროს ვერ ვაზროვნებ
ხოლმე.
– არაფერი, უბრალოდ, სხვები მარტო მოვლენ, – მუშტები შევკარი, – შენთან ერთად ვერ დავენახვები. გავ‐
ბანძდები.
– ჰო.
მხრები ავიჩეჩე:
მისკენ გავიწიე:
– არა... არა... ძალიან გთხოვ.
ხელით მომიშორა:
– რას მთხოვ?
– რა სისულელეა... მინდა ვიცოდე, ყველაფერი კარგადაა თუ არა, რამე ხომ არ არის საჭირო. მე მგონი, ეს
სულ მცირეა, რის გაკეთებაც შემიძლია. შენსავით ხეპრე ხომ არ ვარ?!
ციმციმა ჩართო:
– არა, ეს გამორიცხულია.
ვერ გავთვალე, დედაჩემისთვის ჩემი გაცილება რამდენად მნიშვნელოვანი იყო. ვიგრძენი, რომ ბრაზი მიპ‐
ყრობდა. ფეხებზე მუშტები დავირტყი.
– რას აკეთებ?
– არაფერს, – კარის სახელურს ისე ჩავეჭიდე, რომ თითები გამითეთრდა. ასე მგონია, იმ წუთას შემეძლო,
მანქანის სარკე მომეგლიჯა და ფანჯრის მინა ნამსხვრევებად მექცია.
– ნუ ილანძღები. ხომ იცი, რომ ამას ვერ ვიტან. ჭირვეულობა საჭირო არ არის.
– დედა, ჯანდაბა! მინდა, იქ მარტო მივიდე! – ბრაზი მახრჩობდა: – კარგი, არსადაც არ წავალ. ჰოდა, შენც კმა‐
ყოფილი იქნები.
– ლორენცო, ახლა კი მართლა გავბრაზდები.
– ყველამ თქვა, რომ იქ მარტო მოვა. მე კი, როგორც ყოველთვის, დედიკოსთან ერთად გამოვცხადდები. აი,
პრობლემებიც ამიტომ მაქვს...
– მამამ მითხრა, რომ დამოუკიდებელი უნდა ვიყო, საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო და შენ შეგეშვა.
დედაჩემმა თვალები მოჭუტა და თხელი ტუჩები ისე მოკუმა, თითქოს საკუთარ თავს ხმის ამოღებას უკრძა‐
ლავდა. მიტრიალდა და მიმავალ მანქანებს მიაშტერდა.
დედამ გარშემო ისე მიმოიხედა, თითქოს ვიღაცას ეძებდა, ვინც ურჩევდა, რა ექნა.
ხელი მოვუჭირე:
– დედა, დამშვიდდი...
თავი გააქნია:
ვიალე მაძინისკენ გავემართე. რადიო-ტელევიზიის შენობას ჩავუარე. ვია კოლ დი ლანადან ასიოდე მეტრში
ვიყავი, როცა ნაბიჯი შევანელე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, პირში ისეთ მწარე გემოს ვგრძნობდი, გეგონება,
ენა სპილენძის მავთულისთვის ამესვას. ბარგი მამძიმებდა, ბუმბულის ქურთუკში გავიხვითქე და თავი
საუნაში მეგონა.
იქ, ქუჩის ბოლოს, რომელიღაც თანამედროვე ეკლესიის წინ, „მერსედესის“ დიდი ჯიპი იდგა. დავინახე, ალე‐
სია რონკატი, დედამისი, შუმერი და ოსკარ ტომაზი საბარგულში ბარგს როგორ ალაგებდნენ.
ვოლვო, რომლის სახურავზეც წყვილი თხილამური დაემაგრებინათ, ჯიპს გვერდით ამოუდგა. ვოლვოდან
რიკარდო დობოში გადმოხტა და სხვებთან მიირბინა. მერე მანქანიდან დობოშის მამაც გადმოვიდა.
უკან დავიხიე. თხილამურები კედელს მივაყუდე, ქურთუკი შევიხსენი და ისევ გავიხედე.
ალესიას დედა და დობოშის მამა თხილამურებს „მერსედესის“ სახურავზე აწყობდნენ. შუმერი აქეთ-იქით
დახტოდა და დობოშს ვითომ მუშტებს უქნევდა. ალესია და ტომაზი მობილურებზე ლაპარაკობდნენ.
სამზადისს დიდი დრო მოანდომეს. ალესია დედას არ ეხმარებოდა და ისიც ქალიშვილზე ბრაზობდა. შუმერი
თხილამურების შესამოწმებლად მანქანის სახურავზე აძვრა.
ტრამვაიში ვიჯექი. ჰალსტუხ-პიჯაკიან მოხელეებს, დედებსა და სკოლაში მიმავალ ბავშვებს შორის ჩაჭყლე‐
ტილი, თხილამურებითა და ფეხსაცმლით ხელში, თავს იდიოტად ვგრძნობდი.
თვალებს რომ ვხუჭავდი, საკუთარ თავს საბაგიროზე, ალესიასთან, ოსკარ ტომაზისთან, დობოშსა და შუ‐
მერთან ერთად ვხედავდი. შოკოლადის კარაქისა და გასარუჯი კრემების სუნსაც კი ვგრძნობდი. წარმომედ‐
გინა, კაბინიდან მუჯლუგუნების კვრით, სიცილ-სიცილით როგორ გადმოვიდოდით, ხმამაღლა ვილაპარა‐
კებდით და სხვებს აინუნშიც არ ჩავაგდებდით. ისე მოვიქცეოდით, როგორც ისინი იქცევიან, ჩემი მშობლები
ხეპრეებს რომ ეძახიან. სანამ სხვები თხილამურებს მოირგებდნენ, მე სახალისო რაღაცეებს მოვუყვებოდი
და გავაცინებდი, ვიღაცას გამოვაჯავრებდი, ვიხუმრებდი. სახალხოდ ხუმრობა არასდროს გამომდიოდა
ხოლმე. ძალიან თავდაჯერებული უნდა იყო, ასე ხუმრობა რომ შეგეძლოს.
იუმორზე ეს აზრი მამაჩემმა გამოთქვა, როცა ერთხელ ქალაქგარეთ სეირნობისას ჩემმა ბიძაშვილმა ვიტო‐
რიომ ძროხის ფუნა მომარტყა. გაბრაზებული, დიდ ქვას დავწვდი და ხეს ვესროლე, ის გონებაშეზღუდული
ვიტორიო კი მიწაზე კოტრიალობდა და სიცილით იგუდებოდა. ჩემი მშობლებიც იცინოდნენ.
ვილა ბორგეზესკენ გავემართე, ზოოპარკის ახლოს მდებარე მდელოსკენ, სადაც ძაღლებს შეუძლიათ თავი‐
სუფლად ირბინონ. სკამზე ჩამოვჯექი, ზურგჩანთიდან კოკა-კოლას ბოთლი ამოვაძვრე და ერთი ყლუპი მოვ‐
სვი.
– ყველაფერი კარგადაა?
– კი.
– წახვედით?
– კი.
– საცობებია?
– ცოტა...
ხმას დავუწიე:
– არ შეუძლია, საჭესთანაა.
– კარგი.
– დროებით.
– მამა სადაა?
– ეს-ესაა წავიდა.
– დროებით.
შესანიშნავია!
„ანთარს“ ჩვენს კარისკაცს, ფრანკინოს ვეძახდი. კონგოში რომ ბინადრობს, იმ მაიმუნს ჰგავდა. მრგვალთა‐
ვა იყო, შევერცხლილი თმის ზოლი კეფაზე გვირგვინად ევლებოდა, ყურებს გვერდს უქცევდა, ყბის გასწვრივ
მიუყვებოდა და სადღაც ნიკაპთან იკვრებოდა. მუქი ფერის გადაბმული წარბები შუბლს უსერავდა. ანთარმა
სიარულიც თავისებური იცოდა: კუზიანივით მოხრილი დააბიჯებდა, ჩამოშვებული გრძელი ხელებით და წინ
შეტრიალებული ხელისგულებით, თან თავს აქიცინებდა.
სოვერატოდან იყო, კალაბრიაში რომ არის. მისი ოჯახი იქ ცხოვრობდა. მაგრამ ფრანკინო უხსოვარი
დროიდან ჩვენს სახლში მუშაობდა. მე მომწონდა, აი, დედაჩემი და მამაჩემი კი ვერ იტანდნენ. ამბობდნენ,
მეტისმეტი გაშინაურება იცისო.
ფრანკინო ზანტი იყო და ეზოს დაგვას რომ იწყებდა, აღარ ამთავრებდა ხოლმე.
ქუჩის მეორე მხარეს გაჩერებულ საბარგო მანქანას ამოფარებულმა, მობილური ამოვიღე და მისი ბინის
ნომერი ავკრიფე.
ნახევარსარდაფში ტელეფონი აწკრიალდა. ანთარს ზარის ხმა კარგა ხანს არ ესმოდა. მერე, როგორც იქნა,
გაიგონა, ცოცხი მიატოვა და ჩვეული რწევა-რწევით კარისკენ გაემართა. დავინახე, ბინისკენ მიმავალ კიბე‐
ზე როგორ გაუჩინარდა.
თხილამურებს და ფეხსაცმელს ხელი დავავლე და ქუჩა გადავკვეთე. ერთი ფორდი კინაღამ დამეჯახა და
პიპინი ატეხა. ფორდს უკან სხვა მანქანებიც მიეწყვნენ და მძღოლებმა ლანძღვა-გინებით ამიკლეს.
ღმერთს შევეხვეწე, გზად არავის გადავყროდი. სადარბაზოში შევიძურწე, ლიფტს სირბილით გავცდი და
სარდაფისკენ მიმავალ კიბეზე დავეშვი.
სარდაფში რომ აღმოვჩნდი, სუნთქვა მეკვროდა. ჩამრთველი კედელზე ხელის ცეცებით მოვძებნე. ნეონის
ორი გრძელი, შუქმკრთალი ნათურა აინთო და ვიწრო, უფანჯრო დერეფანი გაანათა. ერთ კედელს წყლის მი‐
ლები მიუყვებოდა, მეორეს – დაკეტილი კარები. მესამე კართან რომ მივედი, ხელი ჯიბეში ჩავიყავი, იქიდან
გრძელი გასაღები ამოვიღე და საკეტში გავუყარე.
კარი დიდ მართკუთხა ოთახში გაიღო. ზედ ჭერთან გამოჭრილი ორი დამტვერილი სარკმლიდან სინათლე
ოთახში გაჭირვებით აღწევდა და სუსტად ანათებდა შალითაგადაფარებულ სავარძლებს, წიგნებით, ქვაბე‐
ბითა და ტანსაცმლით სავსე ყუთებს, ჭიისგან დახრულ ფანჯრის ჩარჩოებს, ხის მაგიდებსა და კარებს, კირ‐
მოდებულ პირსაბანებს, შტაბელებად დაწყობილ დაწნულ სკამებს. სადაც გაიხედავდი, ყველგან ნივთები
დახვავებულიყო: ლურჯი ყვავილებით მოხატული ტახტი, დაობებული მატყლის ლეიბების გროვა, ჩრჩი‐
ლისგან დაჭმული ჟურნალ-გაზეთების შეკვრები, ძველი ფირფიტები, დაბრეცილაბაჟურიანი სანათები, ნაჭე‐
დი რკინის საწოლის სასთუმალი, გაზეთებში გახვეული ხალიჩები, კერამიკის თათმომტვრეული დიდი ბულ‐
დოგი.
ორმოცდაათიანი წლების სახლი ერთ სარდაფში მოქცეულიყო. ერთ-ერთ კედელთან ლეიბი იდო, ზედ ბალი‐
ში და საბნები ეყარა. დაბალ მაგიდაზე ჩამწკრივებულიყო: ათი კონსერვის ქილა საქონლის ხორცით და
ოციც – თინუსით, ტოსტის პურის სამი შეკვრა, ზეითუნის ზეთის ექვსი ქილა, მინერალური წყლის თორმეტი
ბოთლი, ხილის წვენი და კოკა-კოლა, ნუტელა და მაიონეზი. იქვე ორცხობილა, კექსები და რძიანი შოკოლა‐
დის ორი ფილა ეწყო. ყუთზე პატარა ტელევიზორი და ფლეისთეიშენი იდგა, გვერდით სტივენ კინგის სამი
რომანი და მარველის კომიქსები იდო.
კარი დავხურე.
"},{"head":"2.","content":"
2.
სამი წლის ვიყავი, ენა რომ ავიდგი. ქაქანი დიდად არასდროს მეხერხებოდა. უცხო ადამიანი თუ გამომელა‐
პარაკებოდა, მოკლედ ვპასუხობდი: „ჰო“, „არა“, „არ ვიცი“. თავისას თუ არ დაიშლიდა და ლაპარაკს გააგ‐
რძელებდა, იმას ვეუბნებოდი, რის გაგონებაც უნდოდა.
– ლორენცო, კაქტუსივით ხარ. ისე იზრდები, არავის აწუხებ, წვეთი წყალი და ცოტა სინათლე გყოფნის, – მე‐
უბნებოდა ჩემი ბებერი ძიძა კაზერტადან.
ხანდახან მშობლებს სახლში ჩემი ტოლი გოგოები მოჰყავდათ, ჩემთან რომ ეთამაშათ. მაგრამ მე თამაში
მარტოს მერჩივნა. კარს გამოვიხურავდი და წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოთახი კუბია, რომელიც უკაცრიელ
სივრცეში უგზო-უკვლოდ დახეტიალობს.
პრობლემები დაწყებით სკოლაში დაიწყო.
სხვები თავს მეტისმეტად თუ მაბეზრებდნენ, სისხლი მიდუღდებოდა, კუჭში მეღვრებოდა და მერე მთელ სხე‐
ულს – ფეხებიდან ხელის თითის წვერებამდე – ავსებდა. მუშტებს ვკრავდი და მოქმედებას ვიწყებდი.
ერთხელ, როდესაც ჯამპაოლო ტინარის ხელი ვკარი და კედლიდან გადმოვაგდე, მან კი თავი ბეტონს დაარ‐
ტყა და შუბლზე ნაკერები დაადეს, სახლში დაგვირეკეს.
– თითქოს სადგურზე დგას და მატარებელს ელოდება, რომელიც სახლში წაიყვანს. არავის ერჩის, მაგრამ
ვინმემ თუ შეაწუხა, ყვირილს იწყებს, ბრაზისგან წითლად იფოთლება და ხელში რაც მოხვდება, ყველაფერს
ისვრის, – შეცბუნებულმა მასწავლებელმა თვალები დახარა, – ხანდახან მაშინებს. არ ვიცი... გირჩევდით,
რომ...
სავსებით მაძლევდა ხელს, დედაჩემი თუ დაიჯერებდა, რომ შედეგად სხვებს დავემსგავსებოდი. ყველას –
დედაჩემის ჩათვლით – უნდა ეფიქრა, რომ ნორმალური ვიყავი.
პროფესორთან ნიჰალს დავყავდი. მსუქანი მდივანი, კარამელის სუნი რომ ასდიოდა, დაბალჭერიან ოთახში
მიშვებდა, რომელიც შმორის სუნით ყარდა. კაკლისფერ კედლებზე რომის ძველი, შავ-თეთრი ფოტოები ეკი‐
და. ფანჯრიდან რუხი ფერის კედელი მოჩანდა.
– ვისაც პრობლემა აქვს, ყველა აქ წვება? – ვკითხე პროფესორ მასბურგერს, როდესაც გახუნებულ ფარჩაგა‐
დაკრულ ტახტზე მიმითითა.
– რა თქმა უნდა. ასე ლაპარაკი უფრო ადვილია.
შესანიშნავია! თავი უნდა მომეჩვენებინა, რომ ნორმალური ბავშვი ვარ, რომელსაც, უბრალოდ, რაღაც
პრობლემა აქვს. პროფესორის მოტყუება არ გამიჭირდებოდა – ზუსტად ვიცოდი, სხვები რას ფიქრობდნენ,
რა მოსწონდათ და რა სურდათ. თუ საკმარისი ცოდნა არ აღმომაჩნდებოდა, ტახტი, რომელზეც დავწვებოდი,
იმ ბავშვების ფიქრებს გადმომცემდა, აქ ჩემამდე რომ წოლილან. ზუსტად ისე, როგორც გახურებული
სხეული სითბოს ცივ სხეულს გადასცემს ხოლმე.
აი, ასე მოვუყევი პროფესორს იმ ლორენცოზე, რომელსაც სხვებთან ლაპარაკის რცხვენოდა და თან უნდო‐
და, მათ დამსგავსებოდა. მომწონდა, თავს რომ ვიკატუნებდი, ვითომ სხვა ადამიანები მიყვარს.
მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგონე, ჩემები მისაღებ ოთახში როგორ ჩურჩულებ‐
დნენ. კაბინეტში შევედი, კარადიდან წიგნები ჩამოვიღე და ყური კედელს მივადე.
– და ეს რას ნიშნავს?
– ამბობს, რომ ლორენცოს სხვების თანაგრძნობა არ შეუძლია. ყველაფერი, რაც მისი ემოციური წრის ფარ‐
გლებს გარეთაა, მისთვის არ არსებობს და არანაირ გრძნობას არ აღუძრავს. ლორენცო დარწმუნებულია,
რომ გამორჩეულია და მისი გაგება მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ.
– გაინტერესებს, მე რას ვფიქრობ? იმას, რომ ეს მასბურგერი ნამდვილი სირია! ჩვენს შვილზე უფრო გულ‐
თბილი ბიჭი არ მინახავს.
– მართალია, ფრანჩესკო, მაგრამ ლორენცო ასეთი მხოლოდ ჩვენთანაა! მისი აზრით, ჩვენ განსაკუთრებუ‐
ლები ვართ, დანარჩენები კი შესაფერისად არ მიაჩნია.
– კიდევ კარგი! წარმოიდგინე, დაბალი თვითშეფასება რომ ჰქონდეს! მორჩა, საკმარისია! ამ უნიათო პრო‐
ფესორს უნდა შევეშვათ, სანამ ჩვენი შვილისთვის ტვინი მართლა არ აურევია. ლორენცო ნორმალური ბავ‐
შვია.
ნელ-ნელა მივხვდი, სკოლაში როგორ მოვქცეულიყავი. თავი განცალკევებით უნდა დამეჭირა, მაგრამ გადა‐
მეტების გარეშე, თორემ შემნიშნავდნენ.
ისეთივე შეუმჩნეველი ვიყავი, როგორც სარდინი სარდინების გუნდში. ისე ვინიღბებოდი, როგორც მწერი
ჩხირულა – გამხმარ ტოტებში. ბრაზის გაკონტროლება ვისწავლე. წარმოვიდგენდი, რომ კუჭში ავზი მქონდა
და ჩემი გაბრაზება იქ გროვდებოდა. ავზი პირთამდე რომ ივსებოდა, მას ფეხების მეშვეობით ვცლიდი და
ბრაზი მიწაში უჩინარდებოდა, დედამიწის შუაგულს აღწევდა და იქ მარადიულ ცეცხლში იწვოდა.
დაწყებითი სკოლის მერე წმინდა იოსების ინგლისურ კოლეჯში გამიშვეს, რომელიც სავსე იყო დიპლომატე‐
ბის, იტალიაზე შეყვარებული უცხოელი ხელოვანების, ამერიკელი მენეჯერებისა და იმ შეძლებული იტა‐
ლიელების შვილებით, რომლებსაც სწავლის საფასურის გადახდა არ უჭირდათ. ყველანი თითქოს უცხო ად‐
გილას იყვნენ მოხვედრილნი და იქაურობას არ შეეფერებოდნენ: სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ და
შემთხვევით გამვლელებს ჰგავდნენ. გოგოები თავისთვის ერთობოდნენ, ბიჭები სკოლის წინ დიდ მდელოზე
ფეხბურთს თამაშობდნენ. მე თავს კარგად ვგრძნობდი.
ფეხბურთი სულელურ თამაშად მიმაჩნდა, ყველანი ბურთს უკან დასდევდნენ, მაგრამ მათ სწორედ ეს მოს‐
წონდათ. თამაშს თუ ავითვისებდი, ყველაფერი მოგვარდებოდა და მე მეგობრებიც გამიჩნდებოდა.
სიმამაცე მოვიკრიბე და კარში დავდექი, სადაც დგომა არავის უნდოდა და აღმოვაჩინე, რომ მეტოქის თავ‐
დასხმისგან კარის დაცვა თურმე არც ისეთი საშინელება ყოფილა. იქ ერთი ტიპი იყო, ანჯელო სტანგონი,
რომელიც ბურთს თუ დაეპატრონებოდა, ვეღარავინ წაართმევდა. კართან ელვის სისწრაფით ჩნდებოდა და
უძლიერესი დარტყმა ჰქონდა. ერთ დღეს ფეხი ჰკრეს და ძირს დაეცა. საჯარიმო დარტყმა დანიშნეს. მე კა‐
რის ცენტრში დავდექი, ანჯელო ჩემკენ გამოექანა.
გულში ვთქვი: მე ადამიანი კი არა, ნიუცო ვარ, უმბრიის ლაბორატორიაში გამოყვანილი უმახინჯესი და
უმოქნილესი ცხოველი, რომელსაც ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი აქვს. ამ მიზანს რომ მიაღწევს, მერე
შეძლებს მშვიდად მოკვდეს, მანამდე კი დედამიწა საშიში, მომაკვდინებელი მეტეორისგან უნდა დაიცვას.
სტანგონიმ ძლიერი და პირდაპირი დარტყმა ჩემგან მარჯვნივ მომართა და მეც ბურთისკენ ისე გავფრინდი,
როგორც მხოლოდ ნიუცოს შეუძლია. ხელები წინ გავიშვირე და აი, ბურთიც ჩემს ხელში აღმოჩნდა. დარ‐
ტყმა კარს ავაცილე.
მახსოვს, კლასელები გარს როგორ მეხვეოდნენ. ეს კარგი იყო, რადგანაც სჯეროდათ, რომ მეც ერთ-ერთი
მათგანი ვიყავი.
გუნდში მიმიღეს. ახლა ამხანაგები მყავდა, რომლებიც სახლში მირეკავდნენ. დედაჩემი პასუხობდა და უხა‐
როდა, რომ შეეძლო ეთქვა: „ლორენცო, შენ გეძახიან“.
ვამბობდი, რომ მეგობრებთან მივდივარ, სინამდვილეში კი ბებია ლაურასთან ვიმალებოდი. ჩვენთან ახ‐
ლოს, მანსარდაში ცხოვრობდა, ბებერ ბასეტ პერიკლესთან და რუს მომვლელ ოლგასთან ერთად. შუადღე‐
ებს კანასტას თამაშში ვატარებდით. ბებია „სისხლიან მერის“ სვამდა, მე – პილპილით და მარილით შეზავე‐
ბულ პომიდვრის წვენს. ასეთი შეთანხმება გვქონდა: ბებია ტყუილში არ მამხელდა, მე კი მის კოქტეილებზე
ხმას არ ვიღებდი.
საშუალო კლასებში სწავლა მალე დამთავრდა. მამაჩემმა დამიძახა, კაბინეტში სავარძელზე დამსვა და მით‐
ხრა:
– ლორენცო, ვიფიქრე, რომ დროა, საჯარო სკოლაში იარო. კმარა დედიკოს ბიჭებისთვის განკუთვნილი კერ‐
ძო სკოლები! მითხარი, მათემატიკა უფრო მოგწონს თუ ისტორია?
თვალი შევავლე თაროებზე ფაქიზად ჩამწკრივებულ სქელტანიან წიგნებს ძველ ეგვიპტელებსა და ბაბილო‐
ნელებზე.
– ისტორია.
– შესანიშნავია! შე ძველო, მე და შენ ერთნაირი გემოვნება გვაქვს. აი, ნახავ, რომ კლასიკური გიმნაზია მოგე‐
წონება.
სწავლის პირველ დღეს საჯარო სკოლის წინ რომ აღმოვჩნდი, კინაღამ გული შემიღონდა.
იქაურობა ნამდვილი მიწიერი ჯოჯოხეთი იყო: ასეულობით მოზარდი ისე ირეოდა, გეგონება, საკონცერტო
დარბაზის შესასვლელიაო. ზოგი გაცილებით უფროსი იყო, წვერიც კი ჰქონდა მოშვებული. დიდმკერდა გო‐
გოები, ყველა მოპედზე ან სკეიტბორდზე ამხედრებული. ერთი დარბოდა, მეორე იცინოდა, მესამე ყვიროდა.
ვიღაცა ბარში შედიოდა, ვიღაცა გამოდიოდა. ერთი ტიპი ხეზე ამძვრალიყო და ვიღაც გოგოს ზურგჩანთა
ტოტზე ჩამოეკონწიალებინა, გოგო კი ქვემოდან ქვებს უშენდა.
რატომ უნდა მევლო სკოლაში? სამყარო რატომაა ასე მოწყობილი? იბადები, სკოლაში დადიხარ, მუშაობ და
კვდები. ვინ გადაწყვიტა, რომ ასეა სწორი და სხვაგვარად ცხოვრება არ შეიძლება? მაგალითად, პირველყო‐
ფილი ადამიანებივით? ისე, როგორც ბებიაჩემი ლაურა ცხოვრობდა, რომელმაც განათლება სახლში მიიღო
და მასწავლებლები შინ მისდიოდნენ? რატომ არ შეიძლებოდა, მეც იგივე მექნა? თავს რატომ არ მანებებ‐
დნენ? სხვებს რატომ უნდა დავმსგავსებოდი? რატომ არ შეიძლებოდა კანადის რომელიმე ტყეში ჩემთვის
მშვიდად მეცხოვრა?
– მე მათ არ ვგავარ! მე გაზვიადებული თვითშეფასება მაქვს, – ვჩურჩულებდი, როცა სამმა ნადირმა ისე გამ‐
ტყორცნა გვერდით, გეგონება, კეგლი ვიყავი: – აორთქლდი, მიკრობო!
ბუნდოვნად დავინახე, ჩემს ხის კუნძივით გაშეშებულ ფეხებს საკლასო ოთახისკენ როგორ მივყავდი. ფან‐
ჯარასთან ახლოს, ბოლოსწინა მერხთან დავჯექი და ვცადე, უხილავი გავმხდარიყავი.
მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ამ მტრულ პლანეტაზე მიმიკრია არ მოქმედებდა. ამ სკოლაში მტაცებლები გაცი‐
ლებით უფრო განვითარებული და აგრესიულები იყვნენ და ხროვებად დადიოდნენ. ნებისმიერი უჩვეულო
ქცევა თუ გაყუჩება მაშინვე შეინიშნებოდა და ისჯებოდა.
დასჯამ არ დააყოვნა: ჯერ დამცინეს, როგორ მეცვა და, ხმას რომ არ ვიღებდი, მერე დაფის საწმენდი ღრუბ‐
ლებით ჩამქოლეს.
მშობლებს ვემუდარებოდი, ნება დაერთოთ, სკოლა შემეცვალა. შეზღუდული უნარების ან ყრუ-მუნჯი ბავ‐
შვების სკოლა იდეალური იქნებოდა. ნებისმიერ საბაბს ვეჭიდებოდი, ოღონდ შინ დავრჩენილიყავი. აღარ
ვმეცადინეობდი. გაკვეთილებზე დროს იმ წუთების თვლაში ვატარებდი, რომლებიც ამ ციხიდან გარეთ გას‐
ვლამდე დამრჩენოდა.
ერთ დილას თავის ტკივილი მოვიმიზეზე, სახლში დავრჩი და ტელევიზორში რაღაც დოკუმენტურ ფილმს
ვუყურე მიმბაძველ მწერებზე.
თურმე სადღაც ტროპიკებში ერთი ბუზი ბინადრობს, რომელიც კრაზანას ბაძავს. ამ ბუზს, შავ-ყვითელი ზო‐
ლიანი მუცლით, ულვაშებითა და ამობურცული თვალებით, ცრუ ნესტარიც კი გააჩნია. უწყინარია და არავის
ერჩის, მაგრამ კრაზანისებრი გარეგნობის გამო მას ფრინველები, ხვლიკები და ადამიანებიც კი უფრთხიან.
ამ ბუზს შეუძლია, ამქვეყნად ყველაზე დაცულ და სახიფათო ადგილას – კრაზანის ბუდეში – მშვიდად შეფ‐
რინდეს და იქაც კი ვერავინ იცნობს.
აქამდე ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი! აი, თურმე რა უნდა მექნა – ყველაზე საშიშებისთვის უნდა მიმე‐
ბაძა.
ამიერიდან ისე ვიცვამდი, როგორც სხვები: ადიდასის ბოტასებს, დახეულ ჯინსებს, კაპიუშონიან შავ ქურ‐
თუკს. თმის შუაზე გაყოფას შევეშვი და მოვიზარდე. საყურის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა დამი‐
შალა. სანაცვლოდ, შობაზე ჩემებმა მოპედი მაჩუქეს, ყველაზე ჩვეულებრივი მოპედი.
სიარულითაც ისე დავდიოდი, როგორც ისინი – ფართო, გაშლილი ნაბიჯებით. ზურგჩანთას ძირს ვაგდებდი
და წიხლებს ვუშენდი.
გაკვეთილებზე მერხთან ვიჯექი და ვითომ გაკვეთილს ვუსმენდი, სინამდვილეში კი ჩემს რაღაცებზე ვფიქ‐
რობდი და ფანტასტიკურ ისტორიებს ვიგონებდი. ფიზკულტურაზეც დავდიოდი, სხვების ნათქვამზე ვიცინო‐
დი, გოგოებს სულელურად ვეხუმრებოდი. რამდენიმეჯერ მასწავლებლებს უხეშად შევეპასუხე. საკლასო წე‐
რის შემდეგ ცარიელი ფურცლები ჩავაბარე.
ბუზი კრაზანების საზოგადოებას შესანიშნავად შეერწყა და ყველას გაცურება მოახერხა. ისინი თავისიანად
და შესაფერისად მიმიჩნევდნენ.
სახლში ვბრუნდებოდი და ჩემებს ვუყვებოდი, რომ სკოლაში კარგ ტიპად მთვლიან და ვთხზავდი სახალისო
ისტორიებს, რომლებიც ვითომდა შემემთხვა.
მაგრამ ამ ფარსში რაც უფრო ღრმად ვეფლობოდი, თავს მით უფრო განსხვავებულად ვგრძნობდი. ბზარი,
რომელიც სხვებს მაშორებდა, სულ უფრო იზრდებოდა და ღრმავდებოდა. ბედნიერი მხოლოდ მარტოობისას
ვიყავი, სხვებთან თამაში მიწევდა.
ბუზი, რომელიც ჩემში არსებობდა, თითქოს სწორ რამეებს მეუბნებოდა. მიხსნიდა, რომ ერთი წამიც საკმა‐
რისია, მეგობრებმა რომ დაგივიწყონ, რომ გოგოები ბოროტები არიან და აბუჩად გიგდებენ, რომ სახლის
მიღმა არსებულ სამყაროში მხოლოდ მეტოქეობა, ჩაგვრა და ძალადობაა და მეტი არაფერი.
ერთ ღამეს კოშმარი მესიზმრა და ყვირილით გავიღვიძე. სიზმარში მაისური და ჯინსები ჩემი კანი იყო, „ადი‐
დასის“ კედები კი – ფეხები. რქოვანა გარსივით მაგარი ქურთუკის ქვეშ მწერის ასეულობით საცეცი ირ‐
ხეოდა.
ასეა თუ ისე, ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ ერთ დილით არ მომინდა, კრაზანად გადაცმული ბუზი კი
არა, ნამდვილი კრაზანა ვყოფილიყავი.
ჩვეულებრივ, შესვენებაზე მოსწავლეებით გაძეძგილ დერეფნებში ისე დავდიოდი, გეგონება, რაღაც საქმე
მქონდა. ეჭვი არავის უჩნდებოდა. ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩემს მერხს მივუჯდებოდი და
ლორიან პიცას ვჭამდი, რომელსაც ყველანი სკოლის კარისკაცისგან ყიდულობდნენ. საკლასო ოთახში
ჩვეული ამბავი მხვდებოდა: ორი ჯგუფი იბრძოდა – ერთმანეთს დაფის საწმენდ ღრუბლებს ესროდნენ. თუ
მომარტყამდნენ, საპასუხოდ მეც ვესროდი, თან შეძლებისდაგვარად ვეცდებოდი, არავისთვის მომეხვედრე‐
ბინა, საპასუხო რეაქცია რომ არ გამომეწვია.
ჩემ უკან ალესია რონკატო იჯდა და ოსკარ ტომაზის გაუჩერებლად ელაპარაკებოდა. თან ფურცელზე რა‐
ღაც სიას წერდნენ.
წესით, რაში მენაღვლებოდა, მაგრამ ოხერმა ცნობისმოყვარეობამ, ხანდახან სრულიად უმიზეზოდ რომ შე‐
მომიტევდა ხოლმე, მიბიძგა, სკამი ჩამეჩოჩებინა, ნათქვამისთვის ყური რომ მომეკრა.
– ყველანი დავეტევით?
– რა თქმა უნდა, სახლი დიდია, – ამ დროს ვიღაცა აწივლდა და მეტი ვეღარაფერი გავიგონე.
გასასვლელთან ყურსასმენი გავიკეთე, მაგრამ მუსიკა არ ჩავრთე. ალესია რონკატო და ოსკარ ტომაზი სკო‐
ლის კედელთან შუმერთან და რიკარდო დობოშთან ერთად იდგნენ. ყველანი აგზნებულები იყვნენ. შუმერი,
თითქოს თხილამურებზე დგასო, როგორც სლალომზე, ისე იკლაკნებოდა. დობოში შუმერს ზურგზე შეახტა
და ვითომ ახრჩობდა. არ ვიცი, ალესია ოსკარ ტომაზის რას ეუბნებოდა, მაგრამ შუმერს და დობოშს რომ
უყურებდა, თვალები უბრწყინავდა.
რამდენიმე მეტრით მივუახლოვდი და, როგორც იქნა, გავიგონე: ალესიამ ისინი ზამთრის ერთკვირიან არდა‐
დეგებზე კორტინაში, თავის სახლში დაპატიჟა.
მათ ალესია რონკატო მეთაურობდა. ალესია სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგო იყო, მაგრამ არ ნაშობდა, არც
არავის მიბაძვას ცდილობდა, იყო ისეთი, როგორც იყო, მორჩა და გათავდა.
ოსკარ ტომაზი, უგამხდრესი ტიპი, ქალური მიხვრა-მოხვრით, ლაპარაკს იწყებდა თუ არა, ყველანი იცინოდ‐
ნენ.
ყველაზე მეტად შუმერი მომწონდა. არ ვიცი, ასე რატომ ეძახდნენ. სარბოლო მოტოციკლი ჰყავდა და სპორ‐
ტის ყველა სახეობაში მაგარი იყო. ამბობდნენ, რომ რაგბის ჩემპიონი გახდებოდა. მაცივარივით ვეებერთე‐
ლას, ხელები პლასტილინისგან გამოძერწილს უგავდა, თმა ზღარბივით ჰქონდა, ცხვირი კი – მიჭყლეტილი.
ჩემი აზრით, შუმერს მუშტი დოგისთვის რომ მოექნია, ერთი დარტყმით ძირს დააგდებდა. უფროსკლასელი
იყო, მაგრამ უმცროსებს ცუდად არასდროს ექცეოდა. უმცროსკლასელები მისთვის ლეიბის ტკიპებივით იყ‐
ვნენ: აი, რომ არსებობენ, მაგრამ შენ ვერ ხედავ.
შუმერი მოტოციკლზე დაჯდა, უკან ალესია მიუჯდა და ხელები ისე მოხვია, გეგონება, მისი დაკარგვის ეში‐
ნიაო. ადგილს ბორბლების წუილით მოსწყდნენ. თანდათანობით სხვა მოსწავლეებიც წავიდ-წამოვიდნენ და
ქუჩა დაცარიელდა. ფირფიტებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებზე ჟალუზები ჩამოუშვეს და შეს‐
ვენებაზე დაკეტეს.
მარტო დავრჩი.
ათი წუთიც და, დედაჩემი მისულს თუ ვერ მნახავს, აუცილებლად დამირეკავს. მობილური გავთიშე. სახლის
კედელზე პულვერიზატორით დაჯღაბნილ წარწერებს მანამდე ვაშტერდებოდი, სანამ გამოსახულება არ გა‐
იდღაბნა და საღებავის ლაქებად არ დაიშალა.
ალესიას მეც რომ დავეპატიჟე, ნახავდა, რა კარგად ვსრიალებ. საიდუმლო სასრიალო ბილიკებს ვაჩვენებ‐
დი.
კორტინაში დაბადებიდან დავდიოდი, იქ ყველა ტრასა და უამრავი ბილიკი ვიცოდი. ჩემი საყვარელი ბილიკი
მონტეკრისტალზე იწყებოდა და შუა დასახლებამდე ეშვებოდა. გზად ტყეს გადიოდა, სადაც წარმოუდგენე‐
ლი ნახტომების კეთება გიწევდა. ერთხელ რომელიღაც სახლის უკან ორი არჩვი ვნახე. კიდევ, შეგვეძლო კი‐
ნოში წავსულიყავით და „ლოვატში“ ცხელი შოკოლადი დაგველია.
მათთან ბევრი საერთო გამაჩნდა. ის, რომ ალესიას კორტინაში სახლი ჰქონდა, უბრალო დამთხვევა ვერ იქ‐
ნებოდა. თანაც მივხვდი, რომ ისინიც ბუზები იყვნენ, რომლებიც კრაზანებს ბაძავდნენ, ოღონდ ჩემზე ბევ‐
რად უკეთ გამოსდიოდათ. კორტინაში მათთან ერთად რომ წავსულიყავი, მიხვდებოდნენ, რომ მეც მათ‐
ნაირი ვიყავი.
სახლში რომ დავბრუნდი, დედაჩემი ნიჰალს ოსობუკოს რეცეპტს უხსნიდა. იქვე ჩამოვჯექი, დანა-ჩანგლის
უჯრა გავაღე, მერე დავხურე და ვთქვი:
– ძვირფასო, როგორ მიხარია, – და გულში მაგრად ჩამიკრა, – შესანიშნავი იქნება. ერთი წამით, მაპატიე.
ნეტავ, რა დაემართა?
კარს ყური მივადე. დედაჩემი ტიროდა და ხანდახან სრუტუნებდა. მერე გავიგონე, ონკანი როგორ მოუშვა და
სახე მოიბანა.
ვერაფერს მივხვდი.
– ფრანჩესკო, რაღაც უნდა გითხრა. ჩვენი შვილი სათხილამუროდ დაპატიჟეს... ჰო, კორტინაში. აი, ხედავ,
რომ არ უნდა ვღელავდეთ... წარმოიდგინე, სულელივით ავტირდი კიდეც. რომ არ დავენახე, სააბაზანოში
ჩავიკეტე...
რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდი მეთქვა, რომ მოვიტყუე, რომ ეს სისულელე ხუმრობით წამომ‐
ცდა, მაგრამ ასე გახარებულ და ბედნიერ დედაჩემს რომ ვხედავდი, უკან ვიხევდი. ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს მკვლელობა ჩამედინოს.
პრობლემა არ იყო მეღიარებინა, რომ ყველაფერი გამოვიგონე და არავის არსად დავუპატიჟებივარ. დამამ‐
ცირებელი იქნებოდა, მაგრამ ამას გადავიტანდი. ჩემს აღიარებას რომ მოჰყვებოდა, იმ კითხვას ვერ ავიტან‐
დი: „ლორენცო, რატომ მომატყუე?“
„იმიტომ, რომ სირი ვარ“ – ეს ერთადერთი პასუხი იყო, რომელიც თავში მომდიოდა, მაგრამ ვგრძნობდი,
რომ ეს საკმარისი არ იყო. ვიცოდი, ამის მიღმა რაღაც ისეთი იმალებოდა, რის გაგებაც არ მინდოდა.
ბოლო-ბოლო დინებას ავყევი და ტყუილი თავადაც დავიჯერე. ზამთრის არდადეგების შესახებ ანთარსაც კი
მოვუყევი. ჩემი ისტორია თანდათანობით სულ უფრო სარწმუნო ხდებოდა და დეტალებით მდიდრდებოდა:
ვყვებოდი, მაღალ მთაში მოთხილამურეთა ბანაკში როგორ წავიდოდით, იქ ვერტმფრენით როგორ გავ‐
ფრინდებოდით.
ერთი ამბავი ავტეხე, ჩემთვის თხილამური, ფეხსაცმელი და ახალი ქურთუკი რომ ეყიდათ. დრო გადიოდა
და უკვე თავადაც მჯეროდა, რომ ალესიამ დამპატიჟა.
თვალებს რომ ვხუჭავდი, წარმოვიდგენდი, ალესია როგორ მიახლოვდებოდა. სანამ მოპედს ჯაჭვს ვხსნიდი,
ის თავისი ლურჯი თვალებით მიყურებდა, მერე შუბლზე შეჭრილ ქერა თმაზე ხელს გადაისვამდა, „ნაიკის“
ერთ ბოტასს მეორეზე გადაიდებდა და მეტყოდა: „მისმინე, ლორენცო, არდადეგებზე სათხილამუროდ მივ‐
დივარ. წამოხვალ?“
ერთხელაც ჩემს ოთახში ვიყავი, ახალი ფეხსაცმელი მეცვა. კარადაზე დამაგრებულ სარკეში ჩავიხედე და იქ
ტრუსიანი, ჭიაყელასავით უფერული ბიჭი დავინახე, სუსტი გულ-მკერდით და იმ სასაცილო წითელი ფეხ‐
საცმლით ღინღლიან გაჩხინკულ ფეხებზე, რომლებიც გამხმარ ტოტებს მოგაგონებდათ. ბიჭს ცოტა ხანი
პირღია ვუყურე და მერე ვკითხე: „საით მიემართები?“
ფეხზე არ გამიხდია, საწოლზე ისე დავემხე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზურგზე ერთი ტონა სამშე‐
ნებლო ნაგავი დამაყარეს და გავიფიქრე, რომ აზრზე არ ვარ, ამ ხათაბალას თავი როგორ დავაღწიო. კიდევ
ერთხელ თუ შევეცდები დავიჯერო, რომ ალესიამ მართლა დამპატიჟა, ფანჯრიდან გადავხტები და, აბა ჰე,
გმადლობთ, მშვიდობით და სულ კარგად მეყოლეთ.
ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა. ჩემი ცხოვრება მაინც ერთი დიდი ქაქია და მეტი არაფერი.
– მორჩა! უნდა ვთქვა, რომ ვერსადაც ვერ წავალ, ვინაიდან ლაურა ბებია საავადმყოფოშია და კიბოთი კვდე‐
ბა, – მაღლა ავხედე და სერიოზული ტონით ვუთხარი ჭერს, – დედა, ბებია ცუდადაა და ამიტომაც გადავწყვი‐
ტე, სათხილამუროდ აღარ წავიდე. ვაითუ ბებია მოკვდეს, სანამ მე წასული ვიქნები?
შესანიშნავი იდეა იყო... ფეხსაცმელი გავიძრე და ოთახს ცეკვა-ცეკვით ისე დავუარე, თითქოს იატაკი ავარ‐
ვარებულიყოს. საწოლზე ვხტებოდი, საწოლიდან – საწერ მაგიდაზე, თან ვცდილობდი კომპიუტერისთვის,
წიგნებისა და კუებით სავსე ავზისთვის გვერდი ამექცია და ვმღეროდი:
– იტალიის ძმებო, იტალია გამოფხიზლდა, – ერთი ნახტომით წიგნების კარადას ჩამოვეკიდე, – სციპიონის
მუზარადი... “
რას ვაკეთებდი?
"},{"head":"3. ","content":"
3.
სარდაფში გვარიანად ცხელოდა. იქ პატარა ტუალეტიც იყო, კედლებზე ნესტის ლაქებით. ჩასარეცხი მექა‐
ნიზმი გაფუჭებული იყო, მაგრამ შემეძლო, უნიტაზი ვედროში ონკანიდან დაგროვებული წყლით ჩამერეცხა.
დილის დარჩენილი საათები საწოლში სტივენ კინგის „სალემის ხვედრის“ კითხვასა და ძილში გავატარე. სა‐
დილად შოკოლადის ნახევარი ფილა შევსანსლე.
ზურგჩანთიდან ტანსაცმელი და ავტორუჯის სპრეის ორი ფლაკონი ამოვიღე. მზის სათვალე გავიკეთე, ქუდი
დავიხურე და სითხე სახესა და ხელებზე მივისხი.
სითხით მოთხვრილი, კომოდზე ავძვერი და მობილური ფანჯრის რაფაზე დავდე, რომელსაც ძლივს ვწვდე‐
ბოდი.
სარდაფში ბნელოდა. მობილურს ხელის ცეცებით მივაგენი რომელიღაც ყუთზე გაჭირვებით ავბობღდი, ვცა‐
დე, წკრიალა ხმით მეპასუხა:
– დედა!
– სად ხარ?
– პიცერიაში ვარ.
– სად?
– იქა, რა ქვია... – იმ პიცერიის სახელს ვერ ვიხსენებდი, სადაც ბებიასთან ერთად საჭმელად დავდიოდი
ხოლმე.
– პედავენაში?
– ჰო.
– როგორ იმგზავრეთ?
– მშვენივრად.
– ამინდი როგორია?
– თოვლი?
– კარგი. წავედი, პიცა მოიტანეს, – წარმოსახვით ოფიციანტს მივმართე, – მე... მე აი, ის ლორიანი პიცა!
– აბა, დროებით.
თავის დაძვრენა ურიგოდ არ გამომსვლია. კმაყოფილმა ფლეისთეიშენი ჩავრთე, „Soul River“ რომ მეთამაშა,
მაგრამ მაინც სატელეფონო ზარზე ვფიქრობდი. დედას კარგად ვიცნობდი, ვიცოდი, არ შემეშვებოდა. ალესი‐
ას დედას თუ არ დაელაპარაკებოდა, კორტინაში ჩააკითხავდა. და თუ ვეტყვი, რომ სინიორა რონკატომ
სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და საავადმყოფოშია? არა, უკეთესი რამე უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ ახლა
თავში არაფერი მომდიოდა.
ნესტის სუნმა შემაწუხა და ფანჯარა გავაღე. ცხაურებს შორის თავი ძლივს მეტეოდა.
სინიორა ბარატიერის ბაღი დამპალი ფოთლებით მოფარდაგებულიყო. ლამპიონის ცივი შუქი სუროთი და‐
ფარულ ჭიშკარს ანათებდა. მცენარეების სიმწვანეში ეზოს ძლივს ვარჩევდი. მამაჩემის „მერსედესი“ არ იდ‐
გა. წასული იქნებოდა სადმე, სავახშმოდ ან ბრიჯის სათამაშოდ.
ისევ დავწექი.
დედა სამი სართულით მაღლა იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ტახტზე იწვა, ფეხთან კი ტაქსები მოკალა‐
თებულიყვნენ. დაბალ მაგიდაზე ლანგარი იდო რძით და კექსით. შავ-თეთრი ფილმის ყურებისას დედას იქვე
ჩაეძინება, სახლში დაბრუნებული მამაჩემი კი გააღვიძებს და საწოლში გადაიყვანს.
მძულდა ეს სიმღერა.
"},{"head":"4.","content":"
4.
„ისევ შენ“ ბოლოს რომ მოვისმინე, კორსო ვიტორიოზე საცობში გაჩხერილ მანქანაში დედასთან ერთად ვი‐
ჯექი. დემონსტრანტებმა პიაცა ვენეცია გადაკეტეს. საცობი გაფართოვდა, სითბოსავით გაიშალა და ქალა‐
ქის ისტორიულ ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეწყდა.
მოპედები მანქანებს შორის, როგორც სლალომზე, ისე დასრიალებდნენ. ეკლესიის კიბეზე ჭუჭყიან საძილე
ტომარაში გახვეულ უსახლკაროს ეძინა, თავზე ნაგვის პარკები გადაეფარებინა და ეგვიპტურ მუმიას ჰგავ‐
და.
– ოოჰ, კი მაგრამ, რა ხდება? – დედაჩემი სიგნალს ხელს არ უშვებდა, – ეს ქალაქი აუტანელია. არ გინდა, სო‐
ფელში ვიცხოვროთ?
– სად?
– მე და შენ?
– ვისგან?
– ყველასგან...
თავი ბედნიერად ვიგრძენი. სამყარო ფანჯრებს მიღმა დარჩა, მე და დედა კი საცობში, როგორც გარსში, ისე
ვიყავით გამომწყვდეულნი. არ არსებობდა არც სკოლა, არც საშინაო დავალებები და აღარც ის უამრავი
რამ, რის კეთებაც მომიწევდა, სანამ გავიზრდებოდი.
– რომელიღაც ფილმში გავიგონე. ერთ ქალზე ამბობდნენ, რომ მეტისმეტად თამამი კაბა ეცვა.
– მოვიზომო?
– კარგი.
უცებ რაღაც სასწაულებრივად ერთმა ჯიპმა ადგილი გაათავისუფლა. დედაჩემმა მანქანა მაშინვე დაძრა, ცა‐
რიელ ადგილას რომ დაეყენებინა.
ძარაზე ყრუ დარტყმის ხმა გაისმა. დედამ გაზს ფეხი აუშვა და მუხრუჭს მიაჭირა. წინ გადავქანდი, მაგრამ
ღვედმა არ გამიშვა და სავარძელზე მიმაჯაჭვა. ძრავამ ერთი ამოიკვნესა და ჩაქრა.
დაგვეჯახა.
მეც გავიხედე. არც BMW-ს ფრთაზე და არც სმარტის ბულდოგისებრ ძარაზე ნაკაწრიც არ ჩანდა. პატარა ავ‐
ტომობილში მინის უკან თეთრ-ცისფერი პლუშის მრავალფეხა ეკიდა, წარწერით „ლაციო“. მერეღა შევამ‐
ჩნიე, რომ სმარტს მარცხენა სარკე აკლდა. სარკის ადგილას ფერად-ფერადი ელექტროსადენები კონ‐
წიალებდა.
– იქ, დედა.
მანქანის კარი გაიღო და იქიდან მამაკაცი გადმოიხარა, რომლის სიმაღლე მეტრი და ოთხმოცდაათი, სიგანე
კი ოთხმოცი სანტიმეტრი იქნებოდა.
ვიფიქრე, ნეტავ ამ კონსერვის ქილაში როგორ შეეტია-მეთქი. კიბო-განდეგილს ჰგავდა, რომელსაც ნიჟარი‐
დან თავი და მარწუხები გამოუყვია. პატარა ცისფერი თვალები, შუბლზე შეკრეჭილი ხშირი შავი თმა და ცხე‐
ნის კბილები ჰქონდა. კაკაოსფრად გარუჯულიყო.
ტიპი მანქანიდან გადმოვიდა და სარკესთან ჩაიკუზა. ისეთი მწუხარებით და, ამავე დროს, მოწიწებით უყუ‐
რებდა, გეგონება მიწაზე პლასტმასისა და მინის ნატეხი კი არ ეგდო, არამედ მხეცურად მოკლული დედა ეწ‐
ვა. თითიც არ დააკარა, თითქოს იქ გვამი ესვენა და კრიმინალისტების მოსვლას ელოდებოდა.
– რა მოხდა? გინდა იცოდე, რა მოხდა? – ისეთი ყრუ ხმა ჰქონდა, თითქოს პლასტმასის მილში ლაპარაკობსო,
– ჰოდა, გადმოდი მაგ მანქანიდან, მოდი და ნახე!
– შენ აქ დარჩი, – მითხრა დედამ, თან თვალებში შემომხედა. ღვედი მოიხსნა და მანქანიდან გადავიდა.
– ალბათ აჯობებს, გვერდზე გავიწიოთ, – დედაჩემმა კაცს შესთავაზა, – თორემ მანქანების მოძრაობა...
მაგრამ კაცს არ ესმოდა. სარკეს ისე დაჟინებით უყურებდა, გეგონება, ცდილობდა სარკე გონების ძალით
თავის ადგილას დაებრუნებინა.
წვიმით დასველებულმა თმის ჟელემ კაცს თმა აუპრიალა და ზედ კინკრიხოზე სიმელოტის პირველი ნიშნები
გამოაჩინა.
– საქმე სერიოზულადაა?
ტიპმა, როგორც იქნა, თავი ასწია და პირველად გაიაზრა, რომ ამ საშინელების ჩამდენი იქვეა, მის გვერდით.
დედაჩემი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, მერე ჩვენს მანქანას შეხედა და ჩაიცინა.
ვარალდი და რიჩარდელიც ასევე ბოროტად იღიმებოდნენ, როცა თავის მოპედებზე მსხდარნი მიყურებდნენ.
მტაცებლის ღიმილი, რომელმაც მსხვერპლი შენიშნა.
– შეიძლება შენთვის სერიოზული არაა, ჩემთვის კი – ძალიან. ეს წუთია, სახელოსნოდან გამოვიყვანე. იცი,
ეს სარკე რა ღირს?
– ძვირია?
ხელი თმაზე მოვისვი. დედაჩემს ამ ტიპთან არ უნდა ეხუმრა. ბოდიში უნდა მოეხადა, ფული მიეცა და ამით
დაემთავრებინა.
– ოფიციანტის ხელფასის მეოთხედი ღირს! თუმცა შენ ეს საიდან გეცოდინება... შენ ასეთი პრობლემები არ
გაქვს.
ლაციოელი ოდნავ შეყოყმანდა, თვალები ისე დახუჭა და გაახილა, გეგონება, ეს-ესაა, სილა გააწნეს და ახ‐
ლა გონს მოდისო. ცხვირის ნესტოები ისე უთრთოდა, ტრიუფელის მეძებარ ძაღლებს რომ უთრთით ხოლმე:
– ჩემი ბრალია? ვისი? ჩემი? მე დაგეჯახე? – ფეხზე ადგა, ხელები გაშალა და ამოიღრინა: – რას ბოდავ, შე ბო‐
ზო!
„ბოზი, ბოზი, ბოზი“, სამჯერ გავიმეორე და მთელი ის ზიზღი შევიგრძენი, რომელსაც ეს სიტყვა შეიცავდა.
არავითარი ზრდილობა, თავაზიანობა, პატივისცემა. არაფერი.
უნდა მომეკლა!
ჰო, მაგრამ ჩემი ბრაზი სად გაქრა? ბოღმის ნაკადი, რომელიც მავსებდა, როცა ვინმე თავს მაბეზრებდა?
მძვინვარება, რომელიც მაიძულებდა, ხალხს გააფთრებით მოვქცეოდი? დაცლილი ბატარეა ვიყავი. შიშით
ატანილი, ღვედის შეხსნასაც ვერ ვახერხებდი.
– საყვარელო! – სმარტის ფანჯარაში ხუჭუჭთმიანი გოგოს მრგვალი სახე გამოჩნდა. მწვანე ფერის სათვალე
ეკეთა და იისფერი პომადა ესვა. მანამდე არ შემინიშნავს, – ძვირფასო, იცი, ვინ ხარ? ნაგავი BMW-ში! შენ
დაგვარტყი. ის ადგილი შენზე ადრე დავინახეთ.
– მარტო იმიტომ, რომ ფულით გაძეძგილი გადაღრძუებული მ... ხარ, გგონია, ყველაფრის კეთება შეგიძლია,
რაც მოგეპრიანება? ეს ქვეყანა შენია, არა?
სმარტში მჯდომმა ხუჭუჭთმიანმა გოგომ ტაში შემოკრა:
რაღაც უნდა მექნა, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ იმ ტიპს ტეოდორო ერქვა და მის სეხნიას არა‐
ვის ვიცნობდი.
ღრმად ვსუნთქავდი, ოღონდ ეს იდიოტური აზრი თავიდან ამომეგდო. ყურები და კისერი მიხურდა, თავბრუ
მეხვეოდა.
პირველ სართულზე რომ ცხოვრობს, იმ ქალის ბებერ კოკერს, ტეოს, ალბათ სინამდვილეში ტეოდორო
ჰქვია.
ახლავე უნდა გავცლოდი აქაურობას. ამ ისტორიასთან არაფერი მაკავშირებს, დედაჩემს მხოლოდ ის ვუთ‐
ხარი, რომ კაბა თამამია და ჩემთვის ყური რომ დაეგდო...
მეგონა, რომ ქვის გოლიათის კალთაში ვზივარ, რომელიც ხელს მიჭერს და არ მიშვებს.
ტროტუარისკენ იმ იმედით გავიხედე, რომ ვინმე მოგვეშველებოდა. გამვლელები გადღაბნილ მასად მეჩვე‐
ნებოდა.
– ტეო! ტეო! შეეშვი, გვაგვიანდება. თანაც ამ ნაგავ ბურჟუას მაინც არაფერი ესმის.
დედაჩემი, თვალწასული წინდით, ქვებით მოკირწყლულ ქუჩაზე, ათასნაირი სიბინძურით დასვრილ ქვებზე
ეგდო – რომში ხომ ქუჩებს არ წმენდენ, ყველგან მტრედის ინფიცირებული სკინტლია. დედაჩემი მანქანის
ბორბალთან იწვა, ის ტიპი თავზე ედგა.
დედაჩემმა თვალები მილულა. ვიგრძენი, ქვის გოლიათმა ხელები როგორ მომიჭირა და სასუნთქი დამიხშო,
მერე ერთი დარტყმით მანქანას სახურავი ააძრო და გამვლელებს, იმ ლაციოელს, მოკირწყლულ გზაზე მწო‐
ლიარე დედაჩემს, ყვავებშემომსხდარ სახურავებს, ეკლესიების შპილებს გადავუფრინეთ.
გული წამივიდა.
"},{"head":"5. ","content":"
5.
ცხრა საათზე მზის ოქროსფერმა სხივებმა ჭუჭყიან მინაში შემოაღწია. ალბათ გათბობის მილების სიმხურვა‐
ლის ბრალი იყო, სარდაფში ფხიზლად ყოფნა რომ მიჭირდა.
იღლიები ჯერჯერობით უძლებდნენ. ცივი წყლის გადავლების იდეა არ მხიბლავდა, თანაც შემეძლო აქოთე‐
ბულსაც მევლო, მაინც არავინ დამყნოსავდა. ავტორუჯი მივისხი და ბუტერბროდი გავიკეთე ნუტელათი.
გადავწყვიტე, რამდენიმე საათი სარდაფის შესწავლისთვის დამეთმო. ყველა ნივთი ჩვენი ბინის წინა მფლო‐
ბელს ეკუთვნოდა, გარდაცვლილ გრაფინია ნუნციანტეს, რომელსაც ნათესავები არ ჰყავდა. მამაჩემმა ბინა
ავეჯთან და ნივთებთან ერთად შეიძინა, მერე კი ეს ყველაფერი აქ დაახვავა.
მუქი ფერის ძველ კომოდში ფერად-ფერადი კაბები, რვეულები ხარჯების ჩანაწერებით, ყოველკვირეული
ჟურნალები შევსებული კროსვორდებით, ქინძისთავებით, სამაგრებით, კალმებითა და გამჭვირვალე კენჭე‐
ბით სავსე ყუთები, სიგარეტი „Muratti“-ის კოლოფები, სუნამოს ცარიელი ფლაკონები და გამხმარი პომადები
ვიპოვე. ღია ბარათების დასტებიც ერია: კანი, ვიარეჯო, ისკია, მადრიდი. ვერცხლის გაშავებული დანა-‐
ჩანგალიც იყო. ქერა პარიკსაც კი წავაწყდი, რომელიც თავზე ჩამოვიფხატე. ფორთოხლისფერი აბრეშუმის
ხალათი შემოვიხვიე და სარდაფში, ვითომ სასახლის დარბაზში, გავიარ-გამოვიარე.
– საღამო მშვიდობის, ჰერცოგო, მე გრაფინია ნუნციანტე ვარ. აჰ, გრაფინია სინიბალდიც აქ ყოფილა. დიახ,
ეს წვეულება, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია. მარკიზი ანთარი ჯერ არ შემინიშნავს. შემთხვევით ნიანგებიან
მდინარეში ხომ არ ჩავარდა?
ავეჯის გროვის ქვეშ წითელ-მწვანე ყვავილებით მოხატული გრძელი სკივრი იდგა, რომელიც კუბოს ჰგავდა.
ამოვიხვნეშე:
ვცადე, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს, ვეღარ გავძელი და ფანჯარასთან ავძვერი.
ეკრანზე უცნობი ნომერი დაიწერა. ვინ იყო? დედას, ნიჰალის, ბებიისა და ხანდახან მამაჩემის გარდა, არავინ
მირეკავდა. ტელეფონს დაბნეული მივაშტერდი. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვუპასუხე:
– ალო!
რამდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის, რომ მივმხდარიყავი, ოლივია ვინ იყო... ოლივია, ჩემი ნახევარდა.
– ჰო, გამარჯობა...
– როგორ ხარ?
– კარგად. მაპატიე, რომ გაწუხებ. შენი ნომერი დეიდა რობერტამ მომცა. მისმინე, რაღაცის კითხვა მინდო‐
და... თუ იცი, დედაშენი და მამა სახლში არიან?
ეს ხაფანგია!
ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი. ალბათ დედამ რაღაც იეჭვა და ჩემი ნამდვილი ადგილსამყოფელის გასა‐
გებად ოლივიას იყენებდა. თუმცა, რამდენადაც ვიცოდი, ოლივია და დედა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდ‐
ნენ.
– ჰო.
რა კითხვებს მისვამდა?
– ამ დროს მამა სამსახურშია. დედა ხან სავარჯიშო დარბაზშია, ხან გალერეაში. გააჩნია...
დუმილი.
– ნიჰალი.
– მსახურია.
– მითხარი.
– კარგი.
– დამპირდი.
– გპირდები.
– ცოტა.
– კარგი. ნახვამდის, – ტელეფონი გავთიშე და პარიკი მოვიძვრე. ვცდილობდი გამეგო, ჩემგან რა უნდოდა.
რატომ აინტერესებდა, დედა და მამა სახლში თუ იყვნენ? მათ რატომ არ დაურეკა? მხრები ავიჩეჩე. მე ეს არ
მეხებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს მახე იყო, მე მასში არ გავები.
მაშინ თორმეტი წლის ვიყავი, ის – ოცდაერთის. მანამდე ნანახს არ ვთვლი. ერთი-ორჯერ ზაფხული ერთად
გავატარეთ კაპრიზე, ბებია ლაურას ვილაში, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ მახსოვ‐
დეს.
ოლივია მამაჩემის და ერთი საზიზღარი კომოელი ქალის შვილი იყო, რომელიც დედაჩემს ვერ იტანდა. სტო‐
მატოლოგი იყო, რომელიც მამაჩემმა ცოლად მანამდე შეირთო, სანამ მე გავჩნდებოდი. მამა ამ სტომატო‐
ლოგთან ერთად მილანში ცხოვრობდა და ოლივია ჰყავდა. მერე ერთმანეთს გაეყარნენ და მამა დედაჩემზე
დაქორწინდა.
მამაჩემი თავის ქალიშვილს უხალისოდ ახსენებდა ხოლმე. ხანდახან ნახულობდა და მერე ყოველთვის ცუდ
გუნებაზე ბრუნდებოდა. როგორც ვხვდებოდი, ოლივია გიჟი იყო. ვითომ ფოტოგრაფობდა, მაგრამ სულ შარ‐
ში ეხვეოდა. ლიცეუმიდან გარიცხეს, რამდენიმეჯერ სახლიდან გაიქცა, მერე პარიზში მამაჩემის ბუღალტერ‐
ზე, ფაუსტინიზე დაინიშნა.
აღდგომამდე ორი დღით ადრე ბიძაჩემთან წავედით, რომელიც კამპანიანოში ცხოვრობდა. გზაში მამამ დე‐
დას უთხრა, რომ სადილად ოლივია დაპატიჟა, უნდოდა დაერწმუნებინა, სიცილიაზე გამგზავრებულიყო. იქ
მღვდლები ლამაზ ადგილას დააბინავებენ, სადაც ბევრი ხეხილი, ბოსტანი და გასაკეთებელი საქმეც ბლომა‐
დაა.
მეგონა, ოლივია უშნო იქნებოდა, კონკიას დებივით უსიამოვნო სახით, ის კი წარმოუდგენლად ლამაზი აღ‐
მოჩნდა, აი, ისეთი, რომელსაც შეხედავ თუ არა, სახეზე ალმური გედება და ყველა მიხვდება, რომ მოგწონს.
თუ დაგელაპარაკა, აღარ იცი, ხელებს რა უყო, ისიც კი არ იცი, როგორ დაჯდე. ხშირი ხვეული ქერა თმა ზურ‐
გზე ეყარა, ნაცრისფერი თვალები ჰქონდა და ჩემსავით სულ დაჭორფლილი იყო. მაღალს და დიდმკერდას,
შეეძლო შუასაუკუნეებისდროინდელი სამეფოს დედოფალი ყოფილიყო.
ვახშამზე ხმა თითქმის არ ამოუღია. მერე მამასთან ერთად კაბინეტში შეიკეტა. ისე წავიდა, არავის დამშვი‐
დობებია.
ცოტა ხანს ამ უცნაურ ზარზე ვფიქრობდი. მერე დავასკვენი, რომ გაცილებით სერიოზული პრობლემა მაქვს
გადასაჭრელი – ჩემი პრობლემა. შემეძლო, დედაჩემისთვის ალესიას დედის სახელით შეტყობინება სხვა სა‐
ტელეფონო ნომრიდან გამეგზავნა, მაგრამ ეს არ იკმარებდა, დედაჩემს მასთან დალაპარაკება უნდოდა.
ფალცეტით წარმოვთქვი:
– გამარჯობა, სინიორა, მე... ალესიას დედა ვარ... მინდოდა მეთქვა, რომ თქვენი შვილი კარგადაა და ერთო‐
ბა. ნახვამდის.
მობილური ავიღე და ავკრიფე: „დედა, მაღალ მთაში ვართ, ბანაკში. მობილური არ იჭერს. ხვალ დაგირეკავ.
მიყვარხარ“.
რა კარგად ვიყავი აქ. ვინმე საჭმელ-სასმელსაც თუ მომიტანდა, დარჩენილ ცხოვრებას სარდაფში გავატა‐
რებდი. მივხვდი, რომ ციხის იზოლირებულ საკანში ყოფნა ჩემთვის ნამდვილი ღვთის წყალობა იქნებოდა.
როგორც იქნა, ბუზმა სორო იპოვა, სადაც შეეძლო, ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის, და ჩაეძინა კიდეც.
კარს მივაშტერდი, მაგრამ განძრევასაც ვერ ვახერხებდი, გეგონება, საწოლს მივეწებე. ყელი გადამეკეტა და
სუნთქვა შემეკრა.
უეცრად, თითქოს თავი აბლაბუდიდან დავიხსენი, მკვეთრი მოძრაობით საწოლიდან იატაკზე გადმოვეშვი
და მარცხენა მუხლი ტუმბას მივარტყი. კრიჭაშეკრულმა, სიმწრის ყვირილი ჩავიხშვე და კოჭლობა-‐
კოჭლობით, კარადასა და კედელს შორის ღრიჭოში შევიკუნჭე. მერე მაგიდის ქვეშ შევიყუჟე, სადაც დაგორ‐
გლილი ხალიჩები ეწყო, თან ფეხები მაგრად გადავიყვლიფე. ხალიჩებზე გავიშოტე, ყურებში სისხლის ფეთ‐
ქვას ვგრძნობდი.
საბედნიეროდ, კარს ვერ აღებდნენ. საკეტი ძველი იყო და გასაღებს ბოლომდე თუ მიაწვებოდი, არ იღებო‐
და.
ჩემი სამალავიდან მხოლოდ იატაკის ნაგლეჯს ვხედავდი. ნაბიჯების ხმა გავიგონე, მერე ჯინსი და კოვბოის
შავი ჩექმა დავინახე.
ნიჰალს ჩექმა საერთოდ არ გააჩნდა. მამაჩემი „Church“-ის ფეხსაცმელს, ზაფხულობით კი მოკასინებს იცვამ‐
და. დედაჩემს უამრავი ფეხსაცმელი ჰქონდა, მაგრამ ასეთი მახინჯი – არცერთი. ანთარი კი ფორმადაკარ‐
გულ ბოტასებს ატარებდა. ვინ უნდა იყოს?
ვინც უნდა ყოფილიყო, შეამჩნევდა, რომ სარდაფში ვიღაც ცხოვრობდა. აქ ყველაფერი იყო: ლოგინი, საჭმე‐
ლი, ჩართული ტელევიზორი.
ამასობაში, შავმა ჩექმებმა ოთახი ისე შემოიარეს, თითქოს რაღაცას ეძებდნენ. საწოლს მიუახლოვდნენ და
გაჩერდნენ.
ჩექმების პატრონი პირით სუნთქავდა, გეგონება, გაციებულიაო. მაგიდიდან რაღაც ქილა აიღო, მერე ისევ
მაგიდაზე დადგა.
ხალიჩას კბილები მოვუჭირე. ვიფიქრე, თუ ვერ მომაგნო, იმ ჩემს მასხარა ბიძაშვილს ყოველდღე
ვინახულებ-მეთქი. ღმერთს ვფიცავ, მისი საუკეთესო მეგობარი გავხდები.
– აქ ვინ არის?
თვალები დავხუჭე და ყურებზე ხელები ავიფარე, მაგრამ მაინც მესმოდა, ის ვიღაცა ოთახში როგორ და‐
დიოდა, ნივთებს აქეთ-იქით სწევდა და რაღაცას ეძებდა.
– გამოძვერი. დაგინახე.
– გაინძერი.
ჯობდა გამეგო, ვინ იყო. წამოვდექი და სამალავიდან იმ ძაღლივით გამოვიძურწე, რომელსაც მაცივარში
ცხვირშეყოფილს წაასწრეს.
ძალიან გამხდარიყო, ღაწვები გამოჰკვეთოდა. დაღლილ-დაქანცული სახე ჰქონდა, ქერა თმა მოკლედ შეეჭ‐
რა. ჯინსზე გადმოშვებული „Camel“-ის ემბლემიანი გახუნებული მაისური და მეზღვაურის ქურთუკი ეცვა.
დაბნეულმა შემომხედა:
– აქ რას აკეთებ?
ყველაზე მეტად მძულდა, ვინმე, განსაკუთრებით ქალი, ტრუსის ამარა თუ დამინახავდა. დარცხვენილმა,
იატაკიდან შარვალი ავიღე და ამოვიცვი.
– აქ რატომ იმალები?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ისეთი შეცბუნებული ვიყავი, რომ მხრების აჩეჩაც კი ძლივს მოვახერხე.
– დაიკიდე, არ მაინტერესებს. ერთ ყუთს ვეძებ, რომელიც მამაჩემს... მამაჩვენს მივეცი. მოსამსახურემ მით‐
ხრა, რომ აქ დევს. თვითონ აუთოვებდა და აქ ვერ ჩამომყვა. რა ნაგავია, არა?
ნიჰალი მართლაც ცოტა წაინაგვებდა იმათთან, ვისაც კარგად არ იცნობდა. ეს ნაკლი ჰქონდა: ყველას ქედ‐
მაღლურად უყურებდა.
გულმოდგინედ შევუდექი ძებნას, თან კმაყოფილი ვიყავი, რომ ჩემს ნახევარდას სრულებით არ ანაღვლებ‐
და, აქ რატომ აღმოვჩნდი.
მაგრამ ყუთის ნასახიც არსად ჩანდა. უფრო სწორად, ასეთი ყუთები სარდაფში მრავლად იყო, თუმცა „ოლი‐
ვია“ არცერთს არ ეწერა.
ხმადაბლა ვუთხარი:
– ის მამაშენიცაა.
– მართალია... – ოლივიამ, გამარჯვების ნიშნად, მუშტი ასწია. ზედ სარდაფის კარსუკან, ეტაჟერთან სკოჩგა‐
დაკრული ყუთი იდო, წარწერით: „ოლივიას. ფრთხილად, მსხვრევადია“.
ოლივია იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა, ყუთს სკოჩი ააძრო, იქიდან წიგნები, დისკები, ტანსაცმელი, კოსმე‐
ტიკა ამოყარა და ძირს დაყარა.
– აი!
თეთრი ფერის, ყდაგაცვეთილი წიგნი იყო: „ტყუპების ტრილოგია“.
მკვეთრად წამოდგა. თვალები უბზინავდა. დოინჯი შემოიყარა, ჭერს ახედა და მერე ყუთს წიხლები გამეტე‐
ბით დაუშინა.
– წადი, შენი... წადი, შენი! მძულხარ! ესეც კი წამართვი. ახლა რა ჯანდაბა ვქნა?
– შიგნით რა იდო?
შემომხედა:
– ფული გაქვს?
– რა?
– არა. სამწუხაროდ, – სინამდვილეში ფული მქონდა, მამამ სახარჯოდ მომცა, მაგრამ მინდოდა დამეზოგა და
სტერეო მეყიდა.
– სიმართლე მითხარი.
– გეფიცები, არ მაქვს.
– აბა ჰე.
– მომისმინე, – დავუძახე.
შეჩერდა:
– რა იყო?
– ძალიან გთხოვ, არავის არ უთხრა, რომ მე აქ ვარ. ნიჰალსაც ნუ ეტყვი. თუ ეტყვი, დავიღუპები.
ოლივია მიყურებდა, მაგრამ ვერ მხედავდა, თავისას ფიქრობდა, რაც აღელვებდა. მერე, თითქოს გაღვიძე‐
ბას ცდილობსო, თვალები დაახამხამა:
– კარგი, არ ვეტყვი.
– გმადლობ.
ოპერაცია „ბუნკერი“ ჩაფლავების პირას იყო. დედაჩემი ალესიას დედასთან ლაპარაკს ითხოვდა. ოლივიამ
სარდაფში წამასწრო. ყველა სიკეთესთან ერთად, სახეც მილაპლაპებდა.
სარკეში ვიყურებოდი და ავტორუჯის გამოყენების წესებს ვკითხულობდი. იქ არ ეწერა, ფერი რამდენ ხანში
გადავიდოდა.
„Vim“-ის ძველი ქილა ვიპოვე, ონკანის ნიჟარის, აბაზანისა და კაფელის საწმენდი პასტა სახეზე წავისვი და
საწოლზე გავიშოტე.
ჩემი დის ყუთი გავქექე. ნივთები, ძირითადად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, უწესრიგოდ იყო ჩაყრილი. ძვე‐
ლი ნოუთბუქი, ფოტოაპარატი ობიექტივის გარეშე, მყრალი ხისგან გამოკვეთილი ბუდა, მსხვილი და მრგვა‐
ლი კალიგრაფიით ნაწერი ფურცლები, მეტწილად ჩანაწერები გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალით,
წვეულებაზე მოწვეულთა სია და ხარჯები. ცისფერ საქაღალდეში იმდროინდელი ფოტოსურათები ვიპოვე,
როცა ოლივია ჯერ კიდევ კარგად გამოიყურებოდა. ერთ ფოტოზე წითელი ხავერდის ტახტზე იყო წამოწო‐
ლილი და მამაკაცის პერანგი ეცვა, საიდანაც მკერდი მოუჩანდა. მეორეზე პირში გაჩრილი სიგარეტით სკამ‐
ზე იჯდა და გრძელყელიან წინდას იცვამდა. ფოტოზე, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა, ოლივია ზურგი‐
დან იყო გადაღებული, თავი ობიექტივისკენ სანახევროდ მოებრუნებინა, ხელით საკუთარი მკერდი ეჭირა.
იმსიგრძე ფეხები ჰქონდა, ბოლო არ უჩანდათ.
ფოტოსურათებში ერთი პატარა შავ-თეთრი ფოტო ერია. ჯინსსა და ტყავის პიჯაკში გამოწყობილი მამაჩემი
გრძელი თმით, ნავსადგურის შესასვლელთან აგებულ გრძელ კედელთან, დაბალ ბოძზე ჩამომჯდარიყო და
მუხლებზე პატარა გოგონა, სავარაუდოდ, ოლივია დაესვა, რომელიც ნაყინს ჭამდა.
სიცილი ამიტყდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ მამაჩემი ახალგაზრდობაში ასე საშინლად იცვამდა. მას ყო‐
ველთვის მოკლედ შეკრეჭილი შევერცხლილი თმით, რუხი ფერის კოსტიუმში ჩაცმულს, ჰალსტუხითა და
თასმიანი ფეხსაცმლით ვხედავდი. მაგრამ იქ, იმ ფოტოზე, ბებერი ჩოგბურთელის ვარცხნილობით, მამაჩემი
ბედნიერად გამოიყურებოდა.
„ძვირფასო მამა,
გწერ, ფულისთვის მადლობა რომ გადაგიხადო. ყოველთვის, როცა შენი ფულის მეშვეობით უსიამოვნებიდან
მიხსნი ხოლმე, საკუთარ თავს ვეკითხები: ნეტავ მამაჩემი როგორ მიშველიდა, ამ სამყაროში ფული რომ არ
არსებობდეს? მერე ვფიქრობ, რა გაიძულებს ჩემს დახმარებას – დანაშაულის გრძნობა თუ სიყვარული? იცი,
რას გეტყვი? არც მინდა, რომ ვიცოდე. გამიმართლა, რომ შენისთანა მამა მყავს, რომელიც იმის შესაძლებ‐
ლობას მაძლევს, საკუთარი გამოცდილებით ვიცხოვრო და, როდესაც შეცდომას ვუშვებ, თითქმის ყოველ‐
თვის მეხმარება. მაგრამ ახლა მორჩა, საკმარისია, აღარ მინდა, მეხმარებოდე.
არასდროს მოგწონდი, უსიამოვნო ტიპად აღმიქვამ. ჩემთან ყოფნისას ყოველთვის მეტისმეტად სერიოზუ‐
ლი ხარ ხოლმე. ალბათ იმიტომ, რომ მე შენთვის მცდარი სასიყვარულო ურთიერთობის ცოცხალ დასტურს
წარმოვადგენ და ყოველ ჯერზე, როცა ჩემზე ფიქრობ, გახსენდება, რა სისულელე ჩაიდინე, დედაჩემი ცო‐
ლად რომ შეირთე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არაა, ამაში დარწმუნებული ვარ. სხვა ყველაფერში კი ეჭვი მეპა‐
რება. ვინ იცის, შენთან დაახლოება და იმ კედლის დანგრევა რომ მეცადა, რომელიც ერთმანეთისგან გვყოფ‐
და, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო.
ჩემს ცხოვრებაზე წიგნი რომ დამეწერა, შენდამი მიძღვნილ თავს ასე დავარქმევდი: „ერთი სიძულვილის
დღიური“. ასეა თუ ისე, ამ სიძულვილს უნდა გადავეჩვიო. უნდა ვისწავლო, არ მძულდე, როდესაც შენი გა‐
მოგზავნილი ფული ჩამომდის და როცა იმის საკითხავად მირეკავ, როგორ ვარ. უზომოდ მძულდი. ამან დამ‐
ღალა.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, მაგრამ ამიერიდან ჩემი დახმარება თუ მოგინდება, ეს სურვილი მოთოკე.
შენ ხომ დათრგუნვისა და დუმილის ოსტატი ხარ.
წერილი სამჯერ მაინც წავიკითხე. იმის დაჯერება მიჭირდა, რომ ოლივიას მამა ასე ძლიერ სძულდა. ვიცო‐
დი, რომ დიდად ვერ რიგდებოდნენ, მაგრამ ის ხომ მამამისი იყო. ჯანდაბა! რა თქმა უნდა, მამას თუ არ იც‐
ნობდი, შეიძლება უსიამოვნო ადამიანად მოგჩვენებოდა, ერთ-ერთ მათგანად, ვისაც თავი ყოველთვის იმდე‐
ნად სერიოზულად უჭირავს, გეგონება, მთელ სამყაროს მხრებით მარტო დაატარებს. მაგრამ ზაფხულში
ზღვაზე ან ზამთარში თხილამურებით მოსრიალეს თუ დაინახავდი, ძალიანაც სასიამოვნოდ და სიმპა‐
თიურად მიიჩნევდი. თანაც, ეს ოლივია იყო, ვისაც მამას ნახვა არ უნდოდა, აგრესიულად ექცეოდა და თავის
სტომატოლოგ დედასთან ერთად ემტერებოდა. მამა ურთიერთობის აღსადგენად ყველაფერს აკეთებდა.
– „სიძულვილის დღიური“... ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია. თანაც, ამდენი ფული რად გინდა? – ვიფიქრე.
კარგი ვქენი, ფული რომ არ მივეცი. არ იმსახურებდა, ფოტოსურათებს შიშველიც კი იღებდა.
ღამის სამი საათი იქნებოდა, როდესაც თავზე ჩამოცმული ყურსასმენით სიბნელეში „Soul River“-ს ვთამაშობ‐
დი, სარდაფში ხმაური მომესმა. ყურსასმენი მოვიძვრე და გარშემო ნელა მიმოვიხედე.
უკან გადავხტი. ჟრუანტელმა ისე დამიარა, თითქოს ზურგზე ბალანი მქონდა და ვიღაცამ ხელი გადაუსვა.
თავი შევიკავე, რომ არ მეყვირა.
ნერწყვის გადაყლაპვა ვცადე, მაგრამ ვერ გადავყლაპე. შიშისგან თავბრუ მესხმოდა. ღრმად სუნთქვა დავიწ‐
ყე. უნდა დავწყნარებულიყავი. არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ფანჯარას გისოსები ჰქონდა აკრული და
გარედან ვერავინ შემოძვრებოდა, რვაფეხასავით მოქნილი თუ არ იქნებოდა.
– ჯანდაბა! – ამოვიხვნეშე. ფანჯარასთან მივედი და გავაღე. სარდაფში სუსხიანი ჰაერი შემოიჭრა, – ახლა
რაღა გინდა?
– რას გულისხმობ?
– და გინდა, აქ დაიძინო?
– აი, ყოჩაღ!
– შანსი არაა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არა! ეს ჩემი სარდაფია და აქ მე ვარ. აქაურობა ერთი ადამიანისთვისაა მოწყობილი.
მომიწია მეთქვა:
– საშინლად ცივა. აქ მინუს ხუთი გრადუსია. არ ვიცი, სად ჯანდაბაში წავიდე. ძალიან გთხოვ...
– ძალიან ვწუხვარ.
– მამაჩვენის, – გავუსწორე.
– ასე ყველაფერს ამირ-დამირევ. ადგილი არაა. აქ დარჩენა სახიფათოა. მე ვიმალები და კარს ვერ გაგიღებ.
სხვაგან წადი. ერთი იდეა მაქვს: ჩვენთან ბინაში ზარი დარეკე და სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში და‐
გაწვენენ. თავს კარგად იგრძნობ...
ამას როგორ ბედავდა? რა დააშავა მამაჩემმა, ასეთი ქალიშვილი რომ ჰყავდა? კედელს წიხლი მივარტყი:
– მაშინ... მოიცა, რა გქვია? ჰო, ლორენცო. ლორენცო, კარგად მომისმინე! როდესაც დილით მთხოვე, არავის‐
თვის არაფერი არ მეთქვა, სიკეთე გამოვიჩინე და ხმა არ ამომიღია. შენთვის არაფერი მითხოვია. არ მაინტე‐
რესებს, ეს შენი საქმეა. ახლა მე გთხოვ. ერთი წამით თუ გამოხვალ და კარს გამიღებ, შემოვალ. ვერავინ
დაგვინახავს.
შემომხედა:
– ვის შეჰფიცე?
– საკუთარ თავს.
ნაფაზი დაარტყა:
– იცი, რას ვიზამ? დომოფონს თითს დავაჭერ და ვაცნობებ, რომ სარდაფში ხარ. აბა, რას იტყვი?
– ამას არ იზამ...
ბოროტად ჩაეღიმა:
– ყურადღება, ყურადღება! სარდაფში ერთი ბიჭი იმალება. ეს ლორენცო კუნია, რომელიც იტყუება, სათხი‐
ლამუროდ ვარ წასულიო... მობინადრეებო...
გისოსებს ჩავეჭიდე და შევეხვეწე:
კმაყოფილი მიყურებდა:
– გპირდები.
სარდაფიდან ისე სწრაფად გამოვედი, მხოლოდ დერეფანში შევამჩნიე, რომ ფეხშიშველა ვიყავი. უნდა მე‐
მარჯვა. საბედნიეროდ, გვიანი იყო. ჩემები სახლში ხშირად ბრუნდებოდნენ გვიან, მაგრამ ყოველთვის – ღა‐
მის სამ საათამდე.
„წარმოიდგინე, აი, კარს ვაღებ და ჩემები ამ დროს მოდიან. რა შარში გავებმები“, – გავიფიქრე, თან ორ-ორ
საფეხურს ვახტებოდი. კარისკაცის ჯიხურს ჩავურბინე. არ მეშინოდა, რომ ამ შუაღამისას ანთარს გადავეყ‐
რებოდი – ერთხელ მითხრა, რომ ღამღამობით საღათას ძილით სძინავს. ბოშების ბრალი იყო, რომლებმაც
ძილ-ღვიძილის რიტმი დაურღვიეს – სამი წლის წინ, ღამით სახლში შემოიპარნენ და სახეში რაღაც დასაძი‐
ნებელი სითხე შეასხეს. გარშემო ამდენი სახლია, ფულით, ნახატებით და ძვირფასეულობით გაძეძგილი,
ესენი კი მაინცდამაინც ანთარის გასაძარცვად მოვიდნენ, სათვალე და რადიო მოპარეს. მოკლედ, საწყალს
სამი დღე-ღამე გადაბმით ეძინა, სასწრაფო დახმარებამაც ვერ გააღვიძა. ანთარმა ამიხსნა, რომ ამ შემთხვე‐
ვის მერე თავს სულ არაქათგამოცლილად გრძნობდა და ისეთი ღრმა ძილით ეძინა, რომ: „მიწისძვრა თუ
მოხდა, დაღუპული ვარ! იმ ნაბიჭვარმა ბოშებმა ასეთი რა ოხრობა შემასხეს?“
"},{"head":"6.","content":"
6.
ოლივია ტახტზე ჩამოჯდა. ჩექმა გაიძრო, ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს მოუკიდა:
– ლუდი არ გაქვს?
– არა.
– დღეს ეს პირველი მშვიდი წუთია, – თვალები მოისრისა და პირიდან ბოლი ამოუშვა, – უნდა დავისვე‐
ნო, – თავი ტახტის საზურგეს ჩამოაყრდნო და ბნელ ჭერს გაუნძრევლად მიაშტერდა.
მდუმარედ ვუყურებდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა. შეიძლება ლაპარაკი არ უნდოდა, ან საუბრის ღირსად არ მი‐
მიჩნევდა. ასე ჯობდა კიდეც.
წამოვწექი და კითხვას შევუდექი, მაგრამ ყურადღებას ვერ ვიკრებდი. ოლივიას წიგნის ზევიდან ვაკვირდე‐
ბოდი. დახუჭული თვალებით და პირში სიგარეტით იჯდა. სიგარეტი იწვოდა, ის კი არ აფერფლებდა. შევ‐
შფოთდი, რომ ფერფლი ზედ დაეყრებოდა და დაწვავდა. ეგებ ჩაეძინა.
– ჰო, გმადლობ.
– გრაფინიასი?
– ჰო. აქ ჩვენამდე ცხოვრობდა. წარმოიდგინე, მამამ სახლი კი იყიდა, მაგრამ გრაფინია არ გაუგდია. ელოდე‐
ბოდა, როდის მოკვდებოდა. მისი დახმარება უნდოდა. ეს ნივთები გრაფინია ნუნციანტეს ეკუთვნოდა.
– ეს რას ნიშნავს?
– არა.
– როდესაც ვიღაცას ნათესავები არ ჰყავს და ერთი ლირაც აღარ აქვს, სახლს იაფად ყიდის, მაგრამ შეუძ‐
ლია, ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს... მარტივი ასახსნელი არ არის.
ჩაეცინა:
– წარმოიდგინე, რომ მოხუცი ხარ, არავინ გყავს, შენი პენსია ორი გროშია. რას იზამ? ბინას საკუთარ თავთან
ერთად გაყიდი. მყიდველი სახლს და ნივთებს მხოლოდ შენი სიკვდილის მერე მიიღებს... გაიგე?
– გააჩნია, როდის მოკვდები, ერთ დღეში თუ ათ წელიწადში. ამბობენ, ვინც სახლს ასეთი პირობით ყიდის, მე‐
რე აღარ კვდებაო. მომაკვდავი ქონებას სამისდღეშიო რჩენის ვალდებულებით გაყიდის, მერე კიდევ ოც
წელს იცოცხლებს.
– ეს როგორ?
– ესე იგი, სახლი თუ იყიდე, მერე იმის იმედი უნდა გქონდეს, რომ მოხუცი მალე მოკვდება? რა ცუდია.
– ყოჩაღ! მაშ, მამამ... თქვენი სახლი... მაშინ იყიდა, როცა... – გაჩერდა. ვუცდიდი, რომ ნათქვამს დაასრულებ‐
და, მაგრამ უეცრად ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა, თითქოს მკერდში ესროლესო. სიგარეტი ჩაუქრა და
ფერფლი კისერზე დაეყარა.
როცა გავიღვიძე, მზე უკვე მაღლა იყო, ლურჯ უღრუბლო ცაში. ქარი პალმას აქეთ-იქით ხრიდა. კორტინაში
იდეალური სასრიალო ამინდი იქნებოდა.
ოლივია ტახტზე მოკუნტულიყო, ჭუჭყიან ბალიშში სახე ჩაერგო და ისე ეძინა. ალბათ მართლა დაღლილი
იყო.
„ცოტაც ვაცალოთ“, გავიფიქრე და გათიშული მობილური გამახსენდა. ჩავრთე თუ არა, მაშინვე სამი შეტყო‐
ბინება მივიღე. ორი დედაჩემის იყო – ნერვიულობდა და მთხოვდა, როგორც კი ისეთ ადგილას აღმოვჩნდე‐
ბოდი, სადაც ტელეფონი იჭერდა, დაუყოვნებლივ დამერეკა. ერთი შეტყობინება მამაჩემისგან იყო, მწერდა,
რომ დედა ღელავდა და მთხოვდა, როგორც კი ტელეფონი ამუშავდება, მაშინვე დაურეკეო.
თამაში გავაგრძელე, მაგრამ შიგადაშიგ მალულად გავხედავდი ხოლმე. მინდოდა, მიმხვდარიყო, რომ
შეუვალი ვარ და თავს არავის დავაჩაგვრინებ.
ოლივია ისე გამოიყურებოდა, გეგონება, ურჩხულმა ღეჭა, ღეჭა, მაგრამ მერე მწარე მოეჩვენა და გად‐
მოაფურთხაო. ნახევარი საათი დასჭირდა, რომ ამდგარიყო. ლოყებსა და შუბლზე ბალიშის კვალი ეტყობო‐
და, თვალებს ისრესდა და გამშრალ ტუჩებს ენით ილოკავდა. ბოლოს ჩახლეჩილი ხმით ერთადერთი სიტყვა
ამოთქვა:
– წყალი.
ხელები გავშალე:
თავდახრილი ვდუმდი, პასუხსაც ვერ ვცემდი. ჩემგან რა ჯანდაბა უნდოდა? ჩემი დაც არ იყო, წესიერად არც
ვიცნობდი. მე თავს არავის ვაბეზრებ, ეს გოგო მე რატომღა მაბეზრებს? ჩემს სოროში ცრუ დაპირებით შემო‐
იჭრა და ახლა აქედან წასვლა აღარ ნებავს.
ფეხზე გაჭირვებით წამოდგა, ტკივილისგან სახე დაეღრიჯა, ჩაიმუხლა და შემომხედა. თვალის გუგები ისე
გაუფართოვდა და ჩაუშავდა, რომ ფერადი გარსი თითქმის აღარ უჩანდა:
– იცოდე, აქ თუ იმალები და შენთვის მიყუჩებულხარ, სულაც არ ნიშნავს, რომ კარგი ადამიანი ხარ. ასე ფიქ‐
რი ძალიან ადვილია.
– ძალიან ვწუხვარ... ორივეს სამყოფი საჭმელი არაა. მხოლოდ ამიტომ... გარდა ამისა, აქ სიჩუმე უნდა და‐
ვიცვათ... თანაც... არა, გამორიცხულია, მე აქ მარტო უნდა ვიყო, – წავიბურტყუნე მუშტებშეკრულმა.
– ნამდვილად.
– და გიჟი.
– ასეა.
– ყარხარ კიდეც.
იღლია დავიყნოსე:
– რაში მენაღვლება? აქ მარტო ვარ. შემიძლია, ისე ვყარდე, რამდენიც და როგორც მინდა. თანაც, ამას ვინ
ამბობს? სუნი შენც აგდის...
ვითომ ვერ გავიგონე. იმედი მქონდა, რომ რეკვას შეწყვეტდა, მაგრამ არ შეუწყვეტია.
ოლივიამ შემომხედა:
– რაო, არ პასუხობ?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ.
ზარი არა და არ წყდებოდა. როგორ ჩანს, დედა ძალიან გაბრაზებული იყო. წარმოვიდგინე, თავის ოთახში,
საწოლზე როგორ იჯდა და ხვნეშოდა. კომოდზე მოწყვეტით ავხტი და მობილურს დავწვდი. ვუპასუხე:
– დედა!
– კი.
– გგონია, ასე უნდა იქცეოდე? სანამ ბანაკში წახვიდოდი, მანამდე უნდა დაგერეკა!
– კმარა, ლორენცო! ან ალესიას დედას ახლავე დამალაპარაკებ, ან სხვა ბავშვების მშობლებს დავურეკავ!
– ძალიან გთხოვ, მიშველე, გეხვეწები. ვითომ ალესიას დედა ხარ. დედას ჰგონია, რომ კორტინაში ვარ სათ‐
ხილამუროდ ერთ გოგოსთან ერთად, რომელსაც ალესია რონკატო ჰქვია და რომელმაც არდადეგებზე დამ‐
პატიჟა. ვითომ ალესიას დედა ხარ. უთხარი, რომ მე კარგად ვარ და ყველაფერი კარგადაა. ჰო, ძალიან მნიშ‐
ვნელოვანია ისიც უთხრა, რომ მე კაი ტიპი ვარ.
– არა მგონია...
– გეხვეწები.
ხელი გამაშვებინა:
– ამას ჩემს სიცოცხლეში არ ვიზამ! ნაგავ ეგოისტს, რომელიც ამ ძუნძგლიანი სარდაფიდან მაგდებს, მძღნე‐
რიდან არასდროს ამოვიყვან.
– მუხლებზე?
– ჰო, მუხლებზე.
დავემორჩილე.
– გაიმეორე.
– ცხოვრების ბოლომდე...
– ცხოვრების ბოლომდე? შენ, რა, გაგიჟდი? – ჭერს ავხედე და ამოვღერღე: – ცხოვრების ბოლომდე.
– არა.
– შვილს რა ჰქვია?
– ალესია. ალესია რონკატო.
– რა თქმა უნდა... რა თქმა უნდა... ლორენცომ მითხრა. მაპატიეთ, რომ აქამდე არ დაგირეკეთ. ჩემი ბრალი
არ არის, უბრალოდ, უამრავი რამ გვქონდა გასაკეთებელი. ხომ იცით, მთაში როგორ ხდება. რას ბრძანებთ...
რას ბრძანებთ... გმადლობთ. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა, რომ ასე კარგად აღზრდილი ბიჭი... რა თქმა უნდა,
შენობით ვილაპარაკოთ. ერთი სიტყვით, აქ ყველაფერი კარგადაა. თოვლი? თოვლი არის? – შემომხედა. არ
იცოდა, რა ეპასუხა.
– ცოტა, – მშვიდად თქვა, – ალესია ძალიან კმაყოფილია, – შემომხედა და თავი გააქნია, – თუ ნებას მომცემთ,
გეტყვით, რომ თქვენი შვილი დიდი სიმპათიური ვინმეა. იმდენს გვაცინებს. ერთი სიამოვნებაა, რომ ჩვენთან
ერთადაა. ისეთი კეთილშობილი ბიჭია.
– თუ გინდა, ჩემი მობილურის ნომერს მოგცემ. თუმცა ჩვენ თვითონ დაგირეკავთ. აბა, დროებით... მეც სა‐
სიამოვნო დღეს გისურვებ. კარგი, გმადლობ. გმადლობ, – მობილური გათიშა.
– ვაშა! ძალიან ყოჩაღი ხარ. ზუსტად ალესიას დედასავით ლაპარაკობდი. შენ, რა, მას იცნობ?
– ვიცნობ ასეთებს, – თქვა, ცალი ხელით კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა, მერე გაახილა, შემომხედა და
ზედ ხელებზე ამოაღებინა.
ღებინება ტუალეტშიც გააგრძელა. უფრო სწორად, ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მერე ძალაგამოც‐
ლილი ტახტზე დაეგდო და შარვალი გაიხადა. თეთრი ფეხები უცახცახებდა. ფეხებს ისე აფართხალებდა, გე‐
გონება, მთელი ძალით ცდილობდა, კანკალი შეეჩერებინა.
– რა დაიწყო?
– არაფერი... არაფერი.
ნერწყვი გადავყლაპე:
– კარგი.
მითხრა, ჩემი საქმეებისთვის მიმეხედა. შესანიშნავია! რა პრობლემაა? მე ხომ ამის ოსტატი ვიყავი. ჰოდა,
„შოულ ღივერ“-ის თამაშს შევუდექი. ისევ იმ მონსტრს ვებრძოდი, ვერაფრით რომ ვერ დავამარცხე. შიგადა‐
შიგ გული არ მითმენდა და ოლივიას ვუთვალთვალებდი.
ერთი წუთითაც არ გაჩერებულა. ვერ ისვენებდა, წარამარა გვერდს ისე იცვლიდა, თითქოს ბოთლის ნამ‐
სხვრევებით მოფენილ ხალიჩაზე წევსო. საბანში ხან ეხვეოდა, ხან ძირს აგდებდა, ადგილს ვერ პოულობდა
და ისე ბორგავდა, თითქოს ვიღაცა აწვალებდა.
მაგიჟებდა, ჩემთვის გულის აჩუყებას ასე გაშმაგებით რომ ცდილობდა. მეგონა, რომ ეს ყველაფერი თამაში
იყო და ამას მხოლოდ ჩემს გასაღიზიანებლად აკეთებდა.
ყურსასმენში ხმას ბოლომდე ავუწიე, კედლისკენ შევტრიალდი და თავი წიგნში ისე ჩავრგე, რომ თვალები
დამიელმდა. რამდენიმე სტრიქონი წავიკითხე და ჩამეძინა.
თვალები ორი საათის მერე გავახილე. ოლივია ტახტის კიდეზე ჩამომჯდარიყო, ოფლად იღვრებოდა, ფე‐
ხებს ნერვიულად ასავსავებდა და იატაკს ჩასცქეროდა. სვიტრი გაეხადა, ლურჯი მაისური ეცვა, რომელიც
მხრიდან უცურდებოდა და ჩამოკიდებულ მკერდს უჩენდა. ისეთი გამხდარი იყო, რომ ყველა ძვალს ვხედავ‐
დი. გრძელი ფეხები, გრეიჰაუნდის წვრილი კისერი, ფართო მხრები, ხელები...
ხელებზე რა სჭირს?
თავი ასწია:
– გეძინა?
– რა?
ფული...
– გეძინა?
– კი.
იმ ტიპებს ჰგავდა, ვილა ბორგეზეში პარკის სკამებზე რომ ცხოვრობენ, ხურდას გთხოვენ და ლუდს ყლურწა‐
ვენ. მათი მეშინოდა და ყოველთვის გვერდს ვუვლიდი ხოლმე.
– არა უშავს. რაღაც უნდა ვქნა, – ჩაილაპარაკა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და საპირფარეშოსკენ გაემარ‐
თა.
დავიცადე, სანამ წყალს მოუშვებდა, და მის ზურგჩანთას ვეცი. შიგნით გაცვეთილი საფულე, ფურცლებით
გატენილი უბის წიგნაკი, მობილური და გაუხსნელი შპრიცების შეკვრა ეწყო.
"},{"head":"7.","content":"
7.
საწოლზე გაშოტილი, ჭერს მივშტერებოდი. სიჩუმე იყო, მაგრამ სუნთქვას თუ შევიკავებდი, მესმოდა, რომ
ოლივია ტუალეტში რაღაცას საქმიანობდა. ქუჩაში მანქანების ხმა, ეზოში ანთარის ცოცხის შრიალი, სად‐
ღაც შორს ტელეფონის რეკვა, გათბობის ქვაბის შიშინი და ხის ხოჭოების ფაჩუნი მესმოდა. სარდაფში დახ‐
ვავებული ნივთების, ხის ავეჯის მკვეთრ და ნესტიანი ხალიჩების მწარე სუნს ვგრძნობდი.
ოლივია იატაკზე ეგდო. შიშველი, ფერმკრთალი, უნიტაზსა და პირსაბანს შორის მოკუნტულიყო. ადგომას
ცდილობდა, მაგრამ ვერ დგებოდა. სველ ფილებზე ფეხი ისე უცურავდა, ცხენებს ყინულზე რომ უსრიალებთ
ხოლმე. ბოქვენზე თმა ცოტა ჰქონდა.
გავშეშდი და მივაშტერდი.
როდესაც ჭუჭყიან პირსახოცში გახვეული ოლივია გარეთ გამოვიდა, ხალათი ჩამოხსნა, დახედა, ჩაიცვა, მე‐
რე ტახტზე დაწვა და ზურგი შემაქცია ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
ყურსასმენი გავირჭვე და მამას დისკი ჩავრთე. საფორტეპიანო ნაწარმოები იყო, დაუსრულებლად გრძელი,
წყნარი და მონოტონური, რომელსაც შუშის მიღმა, სადღაც შორს მივყავდი და მეგონა, თითქოს რომელი‐
ღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი. მე და ოლივია ერთ ოთახში აშკარად არ ვიმყოფებოდით.
დრო გადიოდა და ჩემი და თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა. სიცხიანივით კანკალებდა. ზვირთმჭრელს
ჰგავდა, რომელსაც უზარმაზარი ტალღები ეხეთქება. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა. მესმო‐
და, თავისთვის როგორ ბუტბუტებდა:
მუსიკა ყურებში მეღვრებოდა, ჩემი და კი ამ დროს ტახტიდან დგებოდა, მერე ისევ წვებოდა, ფეხებს იფხან‐
და და ისისხლიანებდა, ბორგავდა, შუბლით კარადის კარს ეყრდნობოდა. ტკივილისგან სახე დაღრეჯოდა.
ხანდახან წელზე დოინჯს ირტყამდა და ქოშინს იწყებდა:
შვებით ამოვისუნთქე. ვიფიქრე, ასეთ მოუხერხებელ პოზაში ჩაეძინა-მეთქი, მაგრამ არა, ისევ წამოდგა და,
რასაც მისწვდა, ყველაფერს წიხლები დაუშინა.
– „გეხვეწები“ არა ის! წადი, შენი... მიდი, გაირჭვე შენი მძღნერული ყურსასმენი! შე საცოდავო, – თიხის
ძაღლს წიხლი ჩააზილა და თავი მოსტეხა.
– ძალიან გთხოვ... ძალიან გთხოვ... ამას ნუ შვრები... ასე თუ გააგრძელებ, ორივე დავიღუპებით. ხომ გესმის?
– შემეშვი! გეფიცები, მოგკლავ, – ხელი მკრა და შუშის ლამპაზე მიმაგდო, რომელიც ათას ნატეხად დაიშალა.
„ახლა კი ნაღდად მოვკლავ“, გავიფიქრე და ხელი აალებულ ლოყაზე წავივლე. ვიგრძენი, ყელში ბურთი რო‐
გორ გამეჩხირა. ცრემლები გადავყლაპე, მუშტები შევკარი და ოლივიას ვეცი:
ტახტზე აღმოვჩნდით, მე – ზემოთ, ის – ქვემოთ. ოლივია წიხლებს ისროდა, მუშტებს ჰაერში იქნევდა, ჩემგან
თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ მე მასზე ღონიერი ვიყავი. მაჯები დავუკავე და სახეში ჩავძახე:
გათავისუფლება სცადა, მერე თითქოს ძალა გამოელია, უეცრად მოეშვა და ზედ დავეცი.
ფეხზე ავდექი და მოვშორდი. ვკანკალებდი. იმის შემეშინდა, რის გაკეთებაც შემეძლო: შემეძლო, მომეკლა!
დასაწყნარებლად ყუთებს წიხლი ჩავაზილე. ტერფში შუშის ნატეხი შემერჭო. ამოვიძვრე, თან ტკივილისგან
მძიმედ ვსუნთქავდი.
– შე ბოზიშვილო... ვიცოდი, რომ გქონდა, – შარვალი აიღო, ფული ხელში ჩაიკუჭა და თვალები მილულა.
ცრემლები მოსდიოდა, მხრები უცახცახებდა: – არა, არ შემიძლია...
„ვერ სუნთქავს“, ვიფიქრე და ყურებზე ხელი მივიჭირე, მაგრამ ეს ხრიალი ყურებს მიხვრეტდა.
მერე უეცრად დავინახე, იატაკზე, ძირს მიმოფანტულ ბანკნოტებს შორის როგორ იწვა, მარტოსული და სა‐
სოწარკვეთილი.
შიგნით რაღაც ჩამწყდა. გოლიათმა, რომელსაც ქვის მკერდში ვყავდი მომწყვდეული, ხელი გამიშვა.
აღარ სუნთქავდა, გეგონება, ყელში წაუჭირესო. არ ვიცოდი, რა მექნა, ვანჯღრევდი და ზურგზე ხელს ვურ‐
ტყამდი:
გავიგონე, ჰაერის ნაკადმა სასულეში როგორ შეაღწია და ქვემოთ, გულმკერდისკენ გადაინაცვლა, თავიდან
სუსტად, მერე კი, ყოველ ჩასუნთქვასთან ერთად, უფრო ძლიერ... სანამ არ ჩაიჩურჩულა:
გულში ჩავიხუტე, შუბლით – მის კისერს, ცხვირით კი ლავიწს მივებჯინე და ტირილი წამსკდა.
ვერ ვჩერდებოდი. რამდენიმე წამით ვწყნარდებოდი, მერე უფრო ძლიერი ტირილი მივარდებოდა.
ოლივია ცახცახებდა და კბილებს აღრჭიალებდა. საბანში გავახვიე, მაგრამ ვერც შეამჩნია. თითქოს ეძინა,
მაგრამ სინამდვილეში ეღვიძა. ტკივილისგან ტუჩებს იკვნეტდა.
არ მიპასუხა.
ბოლოს ვკითხე:
– აბა, რა გავაკეთო?
თავი დავუქნიე.
– რაიმე საძილე საშუალება მიშოვე. უნდა დავიძინო, თორემ ასე ვეღარ გავძლებ.
საწოლზე დავჯექი. დაბნეული ვიყავი, ასე სულელივით რომ ვუყურებდი და არ ვიცოდი, როგორ დავხმარე‐
ბოდი.
ორი წელია, ბებიას კიბო კუჭს უხრავდა. ქვეყნის ოპერაციები გაუკეთეს. ყოველ ჯერზე, როცა ვაკითხავდით,
ბებია იქ იყო, პალატაში. საავადმყოფოში, რომელიც სავსე იყო ხელოვნური ტყავის სავარძლებით, ჟურნა‐
ლებით „Gente“ და „Espresso“, რომლებსაც მხოლოდ ჩვენ ვკითხულობდით, პლასტმასის ავეჯით, მომწვანო
კედლებით, გამხმარკრუასანებიანი ბარით, ნერვიული ექთნებით, რომლებსაც ფეხზე თეთრი ფერის საშინე‐
ლი საბოები ეცვათ, უშნო ფილებით მოპირკეთებული პატარა ტერასით მცენარეების გარეშე. ბებია კი, წამ‐
ლებით გაჭყეპილი, ლითონის საწოლზე იწვა, პირღია, კბილის პროთეზის გარეშე. ჩემები მდუმარედ უყურებ‐
დნენ, ცდილობდნენ, სახეზე ღიმილი გამოესახათ და თან ნატრობდნენ, რაც შეიძლება მალე მომკვდარიყო.
არა, ეს ტყუილი იყო. სულაც არ არის სასიამოვნო, როდესაც სხვები ხედავენ, რომ ცუდად ხარ. ადამიანი
მარტო უნდა დატოვო, როცა კვდება. არა, ამ ვიზიტების აზრი არასდროს მესმოდა.
ჩემს დას შევხედე. კანკალებდა.
"},{"head":"8.","content":"
8.
შუბლზე კაპიუშონჩამოფხატული ვაგონის ბოლოში დავჯექი. საიდუმლო აგენტი ვიყავი, რომელსაც დის გა‐
დარჩენის მისია აკისრია და ვერავინ შეაჩერებს.
– ძვირფასო, ტუმბადან ყველა წამალი აკრიფე და ჩანთაში ჩამილაგე. ის წყეული ექიმები კლინიკაში საკმა‐
რის წამალს არ მაძლევენ, რომ არ ვიტანჯებოდე. ოღონდ ეცადე, არავინ დაგინახოს.
მაგრამ კლინიკის წინ რომ აღმოვჩნდი, მთელი ჩემი სიმამაცე სადღაც აორთქლდა. ბებიას დავპირდი, რომ
მოსანახულებლად მარტო მივაკითხავდი, მაგრამ არასდროს მივსულვარ. ბებიას ისე ვეღარ ველაპარაკებო‐
დი, თითქოს ისევ მასთან სახლში ვყოფილიყავით. დედ-მამასთან ერთად მისვლა კი ნამდვილი ტანჯვა-‐
წამება იყო.
„კარგი რა, ლორენცო, შენ შეძლებ“, საკუთარ თავს შევუძახე და მანქანების სადგომი შევათვალიერე. დედა‐
ჩემისა და მამაჩემის მანქანები არ იდგა. მთავარი კიბე ორი ნახტომით ავიარე და ვესტიბიული სირბილით
გადავჭერი. მაგიდასთან მჯდარმა ექთანმა კომპიუტერის ეკრანს მზერა მოსწყვიტა, მაგრამ თვალი მხოლოდ
კიბესთან გაუჩინარებულ ჩრდილს მოჰკრა. მესამე სართულზე ავფრინდი. თეთრი და ყავისფერი ფილებით
მოპირკეთებული დერეფანი გავიარე. 3225 ფილა იყო – ბებიას ოპერაციას რომ უკეთებდნენ, მაშინ დავითვა‐
ლე. მთელი დღე მამასთან ერთად საავადმყოფოში გავატარე, ბებია კი საოპერაციოდან არა და არ გამოჰ‐
ყავდათ.
ექთნების ოთახს ჩავუარე. ექთნები იცინოდნენ. მარჯვნივ შევუხვიე და დავინახე, ჩემკენ ცოცხალი გვამი
როგორ მოფრატუნებდა. ლურჯარშიიანი ცისფერი პიჟამა ეცვა, პერანგის სამკუთხა ამოჭრილ გულში ჭაღა‐
რა თმის ხვეულები მოუჩანდა. სახეს ყვრიმალიდან პირამდე იისფერი ნაიარევი უსერავდა. საკაცეზე ქალი
იწვა და კედელზე ჩამოკიდებულ სურათს უყურებდა, რომელზეც აბობოქრებული ზღვა ეხატა. ერთ-ერთი კა‐
რიდან პატარა გოგონა გამოვიდა, დედამისმა ხელი ჩაავლო და დაიჭირა.
შარდით თითქმის პირთამდე სავსე პარკი, ტუმბაზე ჭიქაში კბილის პროთეზი, შტატივზე დამაგრებული წვე‐
თოვანი. ლაურა ბებიას, პირღიას და ტუჩებჩავარდნილს, გისოსებიან საწოლზე ეძინა. ისეთი პატარა და გა‐
ლეული იყო, ვიფიქრე, შემეძლო ხელში ამეყვანა და თან წამეყვანა.
როგორი მოხუცი იყო – დანაოჭებული, ქერცლიანი კანით დაფარული ძვლების გროვა. ზეწრიდან ერთი ფეხი
მოუჩანდა. მოლურჯო, გაშავებული და ჯოხივით გამხმარი ფეხი მოღრეცილი ტერფით, ცერა თითი შიგნით
ისე შეღუნვოდა, გეგონება, რკინის მავთული გაუყარესო. ტალკისა და სპირტის სუნი ასდიოდა. თმა, რომელ‐
საც წინათ ბადეში შეკეცილს ატარებდა, ახლა, კუდიანი დედაბრის თმასავით თეთრი და გრძელი, გაეშალა
და ბალიშზე ეფინა.
მკვდარს ჰგავდა, მაგრამ სახეზე ცხედრის სიმშვიდე კი არა, მკაცრი და ტანჯული გამომეტყველება ჰქონდა,
თითქოს მწვავე ტკივილი ხორცს შეუსვენებლად უხრავდა.
საწოლს მივუახლოვდი და ფეხზე ზეწარი გადავაფარე. ბებიას ნატის ჩანთა კარადაში იდო. ჩანთა გავხსენი,
ყველა ფლაკონი და კოლოფი ამოვიღე და ქურთუკის ჯიბეებში ჩავიტენე. ელვაშესაკრავს რომ ვკრავდი,
ზურგსუკან ჩურჩული მომესმა:
მაშინვე მივბრუნდი:
– ლორენცო, ჩემს სანახავად მოხვედი? – სახეზე ტკივილმა გადაუარა. თვალები მიელულა, თვალის კაკლებს
დანაკეცებული ქუთუთოები უფარავდა.
– ჰო.
– ხელი მომკიდე.
– რომელი საათია?
– დღის, ბებო.
უნდა წავსულიყავი, აქ ყოფნა სახიფათო იყო. ექთნებს რომ დავენახე, ჩემებს აუცილებლად ეტყოდნენ.
ბებია დუმდა, მძინარესავით ცხვირით სუნთქავდა. მერე შემობრუნდა, უფრო მოხერხებულად რომ დაწოლი‐
ლიყო.
– გტკივა?
– აქ... სულ მტკივა. ძალიან ვწუხვარ, რომ ხედავ, როგორ ვიტანჯები. ასე სიკვდილი რა ცუდი ყოფილა, – სიტ‐
ყვებს ისე გაჭირვებით წარმოთქვამდა, თითქოს ცარიელ ყუთში სათითაოდ ეძებსო.
გაიღიმა:
– არა, ჯერ არ ვკვდები. სიკვდილს ჩემი სხეული უძალიანდება, არ უნდა შეიგნოს, რომ ეს დასასრულია.
მინდოდა მეთქვა, რომ უნდა გავიქცე, მაგრამ ვერ გავბედე. ხის საკიდზე ჩამოკიდებულ ტანსაცმელს – ლურჯ
ქვედაკაბას, თეთრ პერანგს და მუქი წითელი ფერის ჟაკეტს შევხედე.
– შეიძლება მოგეხვიო?
ფრთხილად გადავეხვიე, თავი ბალიშში ჩავრგე და წამლების, თეთრეულის სარეცხი საპნისა და ბებიის კა‐
ნის მკვეთრი სუნი მეცა.
– რა მოგიყვე, ბებო?
ერთი ასეთი ისტორია კი მქონდა, ერთ დილას სკოლაში ყოფნისას მომაფიქრდა. მაგრამ ჩემს ისტორიებს
ჩემთვის ვინახავდი – სხვებს რომ ვუყვებოდი, თხრობისას ისტორია მოწყვეტილი მინდვრის ყვავილივით
უმალ ჭკნებოდა და მეც აღარ მომწონდა.
ტაბურეტზე მოვკალათდი:
– მაშ ასე, ეს ამბავი... ბებო, ის იისფერ-ყვითელი რობოტი ხომ გახსოვს, ორვიეტოში შენს აუზს რომ წმენდს?
იმ რობოტს შიგნით ელექტრონული ტვინი აქვს, რომელიც აუზის ფსკერს იკვლევს, რობოტმა კარგად რომ
გაწმინდოს და ერთი და იმავე ადგილას ხელმეორედ რომ არ გაიაროს. გახსოვს, ბებო? – ვერ ვხვდებოდი, ბე‐
ბიას ეძინა თუ არა.
– ეს ამბავი აუზის საწმენდ რობოტზეა. K19 ჰქვია, როგორც რუსულ წყალქვეშა ნავებს. მაშ ასე... ერთ დღეს
ამერიკაში ყველა გენერალი და შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეიკრიბა, უნდა გადაეწყვიტათ, სადამ
ჰუსეინი როგორ მოეკლათ. მისი მოშორება ყველანაირად სცადეს. ჰუსეინის ვილა უდაბნოში აშენებული და
„ჰაერი-მიწა“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილი ციხესიმაგრე იყო. ეს რაკეტები მოწინააღმდეგის რაკეტებს ჰა‐
ერშივე აფეთქებდა. ამერიკის პრეზიდენტი სასოწარკვეთილი იყო, სადამს თუ არ გაანადგურებდა, გადააყე‐
ნებდნენ. მისი გენერლები დიქტატორის განადგურების ხერხს ათ წუთში თუ არ გამონახავენ, ყველას ალას‐
კაზე გადაასახლებს. და აი, ერთ-ერთი მათგანი წამოდგა, ჩია, კომპიუტერების მცოდნე გენერალი, რომელ‐
საც სათვალავში არავინ აგდებდა და ისიც ხმას არასდროს იღებდა. გენერალმა თქვა, რომ ერთი იდეა გაუჩ‐
ნდა. ყველამ თავი გააქნია, მაგრამ პრეზიდენტმა ანიშნა, გააგრძელეო. ჩია გენერალმა აუხსნა, რომ სადამს
დამალული ბომბების ეშინია და ამიტომაც არსად არაფერს ყიდულობს. თურმე ერთხელ ანანასი შეუკვეთია,
შიგნით კი ნაღმი იდო, რომელმაც მზარეული მოუკლა. ამიტომაც ყველაფერი, რაც სჭირდება, ვილის მიწის‐
ქვეშეთში მზადდება: ტელევიზორები, ვიდეომაგნიტოფონები, მაცივრები, კომპიუტერები, ყველაფერი! მაგ‐
რამ ერთ რამეს იქ ვერ აკეთებენ და სადამი იძულებულია, სხვაგან შეიძინოს: ეს აუზის საწმენდი რობოტე‐
ბია. სადამის აუზი იმხელაა, რომ მისი რობოტი იქ იკარგება, უდაბნოში კი ქარი სულ ქრის და აუზს სილით
პირთამდე ავსებს. საუკეთესო რობოტებს კი, რომლებსაც სადამის აუზის მსგავსი უზარმაზარი აუზების გა‐
სუფთავება შეუძლიათ, მხოლოდ ამერიკაში აწარმოებენ.
გავჩუმდი.
– ბებო, გაიგე?
– განაგრძე, – ჩაიბუტბუტა.
– სადამი თავის თორმეტ ცოლთან ერთად საბანაოდ რომ მიდიოდა, აუზის ფსკერი ყოველთვის ჭუჭყიანი
ხვდებოდა. ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახიფათო იყო, გადაწყვიტა, ერთი რობოტი ფოსტით ამერი‐
კაში შეეკვეთა. თავის თანაშემწეს აყიდვინა, ისე, რომ ეჭვიც არავის აუღია. მაგრამ ცენტრალურმა სადაზ‐
ვერვო სააგენტომ სატელეფონო ლაპარაკს მოუსმინა და გაიგო, რომ ქარხანა რობოტს მომდევნო კვირას
გააგზავნიდა. ჩია გენერალმა თქვა, რომ გენიალური იდეა აქვს: აიღებს რობოტს და გადააკეთებს. შიგნით
უჭკვიანეს კომპიუტერს ჩაუდგამს, რომელიც ახლახან გამოიგონა და სადამის განადგურებას დააპროგრა‐
მებს. რობოტში ატომურ მინირაკეტებს და ორი ათას ვოლტიან ბატარეებს მოათავსებს. გარდა ამისა, რობო‐
ტი მოწამლული ისრების სროლასაც შეძლებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბედნიერი იყო. ეს შესა‐
ნიშნავი იდეაა! ჩია გენერალი რობოტების დამამზადებელ ქარხანაში წავიდა, ერთი რობოტი წამოიღო და
მთელი ღამე უტრიალა, კომპიუტერი ჩაუდგა და სადამის გასანადგურებელი პროგრამაც ჩაუწერა, რომელიც
– მეტი საიმედოობისთვის – ნებისმიერს მოკლავდა, ვინც კი აუზში საბანაოდ ჩავიდოდა. გენერალმა მუ‐
შაობა მკვდარივით დაღლილმა დაასრულა, სამაგიეროდ, რობოტი იდეალური იყო, თანაც სხვებისგან ვერ
გამოარჩევდი. მისი კოდური სახელი K19 იყო. დილით ის კაცი მოვიდა, რომელსაც რობოტი უნდა გაეგზავნა,
და შეცდომა დაუშვა: ეგონა, გადაკეთებული რობოტი ლოს-ანჯელესის ახლოს მცხოვრები ერთი ოჯახის‐
თვის იყო განკუთვნილი და გაუგზავნა კიდეც. ოჯახმა რობოტი მიიღო და აუზში ჩაუშვა. K19-მ ფსკერის წმენ‐
და დაიწყო – მას ხომ წმენდაც კარგად ეხერხებოდა. მაგრამ როცა მამა შვილებთან ერთად აუზში ჩავიდა,
ყველანი ძლიერმა ელექტროდარტყმამ დაწვა.
– კი, ბებო, დაწყნარდი, – მოყოლა გავაგრძელე, – მაშ ასე... რობოტმა ორი დღე იცადა. გვამები აუზში ტივტი‐
ვებდნენ, სადამი კი არსად ჩანდა. რობოტი გონიერი იყო და მიხვდა, რომ შეცდომით სხვა აუზში მოათავსეს.
მუხლუხოების მეშვეობით აუზის კიდეზე ამოვიდა და სხვა აუზების საძიებლად გაემართა. ბებო, ამერიკის ის
მხარე, სადაც რობოტი გააგზავნეს, აუზებითაა სავსე, ყველა სახლს აქვს. იქ უამრავი აუზია, მილიონი... სადა‐
მის ძებნაში, რობოტი ერთი აუზიდან მეორეში ინაცვლებდა და ყველა მობანავეს კლავდა. თუ სხვა K19-ს წა‐
აწყდებოდა, იმასაც ანადგურებდა და აუზს ასუფთავებდა. მოკლედ, დიდი სასაკლაო მოაწყო, ნახევარი კა‐
ლიფორნია ამოწყვიტა. ბოლოს, ჯარი მოვიდა. ჯარისკაცები დაირაზმნენ, რობოტს ლაზერული იარაღიც ეს‐
როლეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მერე თვითმფრინავები გამოიძახეს და კალიფორნიას ბომბები დაუში‐
ნეს. K19 დაიჭრა, ერთი მუხლუხო დაემტვრა, მაგრამ მაინც არ დანებდა. აუზიდან ამობობღდა და გზატკე‐
ცილზე გავიდა, უკან ტანკები მისდევდნენ და ესროდნენ. K19 ნაწილებად იშლებოდა, ძრავა უცნაურად ურახ‐
რახებდა, იარაღიც არ ჰქონდა. გზის ბოლოს რობოტი უკიდეგანო აუზს წააწყდა, ბინძური წყლითა და ტალ‐
ღებით. ამხელა აუზი არასდროს ენახა! ამასობაში, ჯარი დაეწია. K19 უყურებდა აუზს, რომელსაც ბოლო არ
უჩანდა. მზე შიგ წყალში ეშვებოდა და იქ უშველებელი ლეიბებიც დაცურავდა. რობოტისთვის არავის აუხ‐
სნია, რომ ეს აუზი კი არა, ზღვაა, ლეიბები კი გემებია. K19-მ არ იცოდა, რა ექნა. დაფიქრდა, ეს უსასრულო
აუზი როგორ გაეწმინდა. დაფიქრდა და პირველად შეშინდა. პირსი ბოლომდე ჩაიარა, მერე მოტრიალდა, ჯა‐
რი კი უკვე იქ დახვდა. რობოტი საბრძოლველად გაემზადა, მაგრამ უეცრად გადაიფიქრა. ერთი დაიტკაცუნა,
ზღვაში ისკუპა და გაუჩინარდა, – პირი გამიშრა. ტუმბადან ბოთლი ავიღე და წყალი ჭიქაში ჩავასხი.
– მერე?
– რა მერე?
– რით მთავრდება?
თანაც, დასასრულები მძულდა. ბოლოს ყველაფერი ავად თუ კარგად უნდა მოგვარდეს. მე უცხოპლანეტე‐
ლებსა და დედამიწელებს შორის უმიზეზო ბრძოლები და სიცარიელის მაძიებლების კოსმოსური მოგ‐
ზაურობები მომწონდა. კიდევ, ველური ცხოველები მომწონდა, რომლებმაც არ იციან, რატომ ცხოვრობენ
და ისიც კი არ იციან, რომ დაიხოცებიან. მაგიჟებდა, როცა ფილმს ვუყურებდი, დედ-მამა კი ფილმის დასას‐
რულზე ყოველთვის ისე მსჯელობდა, გეგონება, მთავარი სწორედ ფინალი იყო, დანარჩენს კი არავითარი
მნიშვნელობა არ ჰქონდა.
რა გამოდის, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ეს არის? რომ ბებია ლაურას სიცოცხლეს აზრი არ ჰქონია
და მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ საშინელ კლინიკაში მისი სიკვდილია?
ჰო, ალბათ K19-ის ისტორიას მართლაც რაღაც აკლდა, მაგრამ ზღვაში თვითმკვლელობის იდეა მომწონდა.
ის-ის იყო, დავაპირე მეთქვა, რომ ამბავი დასრულდა, როცა სხვა ფინალი მომაფიქრდა.
– აი, ასე დამთავრდა: ორი წლის შემდეგ, სავსემთვარიან ღამეს ერთ ტროპიკულ კუნძულზე, დიუნებს ამოფა‐
რებული მეცნიერები დურბინდით სანაპიროს აკვირდებოდნენ. უცებ წყლიდან კუები ამობობღდნენ და ნაპი‐
რისკენ გაემართნენ, სილაში ორმოები ამოჩიჩქნეს და კვერცხები დადეს. მოულოდნელად კ19-ც გამოჩნდა,
თავიდან ფეხებამდე წყალმცენარეებით და ნიჟარებით იყო დაფარული. წყლიდან ნელა ამოვიდა, მუხლუხე‐
ბით ღრმა ორმო ამოთხარა და ზედ დაჯდა. მერე კუებთან ერთად ზღვაში დაბრუნდა. მომდევნო ღამეს ქვი‐
შიდან უამრავი პატარა კუ ამოცოცდა. ერთი ორმოდან კი ბევრი პაწაწინა კ19 ამოვიდა, რომლებიც სათამაშო
ტანკებს ჰგავდნენ, და პატარა კუებთან ერთად ზღვისკენ გაემართნენ, – ჩავისუნთქე, – დამთავრდა. მოგეწო‐
ნა?
თვალდახუჭულმა ბებიამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ამ დროს პალატის კარი გაიღო და ექთანი შემო‐
ვიდა, ხელში წამლებით სავსე თეფში ეჭირა. ზედგამოჭრილი ჯონ ლენონი იყო. არ ელოდა, რომ პალატაში
ვინმე დახვდებოდა და დაბნეული ადგილზე გაშეშდა.
ერთი წამი ერთმანეთს მივაშტერდით, მერე დამშვიდობების ნიშნად რაღაც ამოვღერღე და გავიქეცი.
"},{"head":"9. ","content":"
9.
ქუჩის მეორე მხრიდან, ნაგვის კონტეინერს ამოფარებული ვუყურებდი. ცოცხს მოუსვამდა, მერე თითქოს
დენი გამოურთესო, ცოტა ხნით ჩერდებოდა.
რა იდიოტი ვარ, მობილური სარდაფში დავტოვე და მის გაცურებას იმდღევანდელივით ვეღარ შევძლებდი.
ბებიასთან დიდხანს შევყოვნდი, კარისკაცის სამუშაოს დამთავრებამდე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი,
მე კი ოლივია მელოდება.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ინჟინერი კაჩა მოვიდა, მეხუთე სართულზე რომ ცხოვრობს. მერე ნიჰალი გამოვი‐
და ტაქსებთან ერთად, შადრევანთან გაჩერდა და ანთარს გამოელაპარაკა. ერთმანეთი გულზე დიდად არ
ეხატებოდათ, მაგრამ ანთარს ერთი ნათესავი ჰყავდა, რომელიც ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა და
უბანში მცხოვრები სინჰალელებისთვის ავიაბილეთებს იაფად შოულობდა.
სანაგვის უკან მიმალულს, დგომით ფეხები მეტკინა. თავბედს ვიწყევლიდი, მობილური რომ არ წამოვიღე.
ყველაფერთან ერთად, ჯოვანიც მოვიდა, ფოსტალიონი, ნიჰალის დიდი მეგობარი. სამივემ საუბარი გააბა
და აღარ დაასრულა. საწყალი ტაქსები, რომლებსაც მოსაქმება უნდოდათ, მათ დაღვრემილები შესცქე‐
როდნენ.
კონტეინერს მოვშორდი და ქუჩა გადმოვჭერი, მერე ჩემი სახლის კედელთან მივირბინე, რომელსაც ზედ წვე‐
რამდე მიღრეცილ-მოღრეცილი ბუგენვილია მიუყვებოდა.
– აქ უკვე რომის გუნდმა იმძლავრა... რას ვიზამთ, – გავიგონე ანთარის ნათქვამი.
– ამჯერად ის მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ. ტოტი მოყოჩაღდა. აბა, ჰე, დროებით... – თქვა ჯოვანიმ.
ღმერთო ჩემო, მიდის! მცენარეს მოვეჭიდე და ხელში ეკალი შემერჭო. კრიჭაშეკრული, კედელზე გადავძვე‐
რი და სინიორა ბარატიერის ბაღში მოუქნელად გადავხტი.
სახლისკენ გავიქეცი, თან გულში ვლოცულობდი, რომ არავის დავენახე. მივირბინე და კედელს ავეკარი.
ფანჯარა შევაღე და ფანჯრის ჩარჩოზე ხელმოჭიდებულმა, თავი ოთახის ბინდბუნდში შევყავი. საყრდენის
ძიებაში ფეხები გავშალე და მარცხენა ფეხით საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი. ყვირილი ძლივს შევიკავე
და ჯერ გაზქურას, გაზქურიდან კი იატაკს საჯდომით დავენარცხე.
თურმე ფეხი პასტითა და ოსპით სავსე ქვაბში ჩამიყვია, რომელიც, საბედნიეროდ, ჩამქრალ ქურაზე იდგა და
გრილდებოდა.
გამეღიმა.
ჩემი ყურადღება წმინდა პიუსის პატარა ქანდაკებამ მიიპყრო, რომელიც რაკეტას ჰგავდა. ზედაპირი რაღაც
ბრჭყვიალა ნივთიერებით ჰქონდა დაფარული, რომელიც ამინდის მიხედვით ფერს იცვლიდა.
ქანდაკებას ხელი წავავლე და ოთახიდან გასვლა დავაპირე, მაგრამ უკან შევბრუნდი და მაცივრის კარი გა‐
მოვაღე.
ლუდი ავიღე. ბინიდან რომ გამოვედი, ანთარი ისევ ეზოში იდგა და ნიჰალს ელაპარაკებოდა.
ცალი ფეხსაცმლით ხელში, კოჭლობა-კოჭლობით სარდაფისკენ მიმავალ კიბეს ჩავუყევი. გასაღები გადა‐
ვატრიალე და კარი გავაღე:
– ნახე... რა მოვიტა...
ოლივია ჩემს საწოლზე იწვა, ფეხები გაეშალა, ცალი ხელი ბალიშზე ედო, პირიდან ნერწყვი გადმოსდიოდა
და ნიკაპზე ეწვეთებოდა.
– მკვდარია!
ყველა კარადის კარი მოფრიალებული იყო, უჯრები – ამოტრიალებული, ყუთები – გამოფატრული, ყველგან
ტანსაცმელი ეყარა, საწოლის ქვეშ წამლის გახსნილი ქილები ეყარა.
არაქათგამოცლილი ვიყავი, ასე დაღლილი არასდროს ვყოფილვარ. სხეულის თითოეული უჯრედი დასვენე‐
ბას მთხოვდა, თვალები მებლიტებოდა.
ფეხსაცმელი გავიძვრე და ტახტზე გავიშოტე. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიწექი ასე, თან ჩემს დას ვუყურებდი და
ვამთქნარებდი.
ოლივია ცისფერ ლოგინზე მუქი ფერის ლაქას ჰგავდა. წარმოვიდგინე, ძარღვებში სისხლი როგორ გაუჩერ‐
და. წითელი სისხლი ჯერ გამუქდება, მერე – ქერქად, ბოლოს კი მტვრად იქცევა.
ოლივიას თითები ისე უკრთოდა, ძაღლებს რომ უთრთით ხოლმე ძილში თათები.
– რა? რა თქვი?
წაიბუტბუტა:
– საძილე აბები...
– რამდენი დალიე?
– ორი აბი...
– კარგად ხარ?
– კი, – თავს ვერ იჭერდა, – გაცილებით უკეთ... გრაფინიას ქვეყნის წამლები ჰქონია. კარგი წამლები... კიდევ
ცოტა ხანი დავიძინებ...
"},{"head":"10. ","content":"
10.
ჩემს დას ორი დღე ეძინა. მხოლოდ იმისთვის იღვიძებდა, რომ საპირფარეშოში გასულიყო და წყალი
დაელია. ამასობაში სარდაფი დავალაგე, მონსტრი დავამარცხე და „SoulRiver“-ის თამაში დავასრულე. „სალე‐
მის ხვედრის“ კითხვას შევუდექი. ვკითხულობდი ვამპირად გადაქცევაზე, მოჯადოებულ სახლებზე, გულად
ბავშვებზე, რომ ვამპირებს ერკინებოდნენ და თან თვალი ჩემი დისკენ გამირბოდა, რომელსაც საბანში გახ‐
ვეულს ეძინა. ვგრძნობდი, რომ ჩემს სოროში ის კარგადაა დაცული და დამალული და ვერავინ ვერაფერს
დაუშავებს.
დედაჩემმა დარეკა:
– ყველაფერი კარგადაა.
– ძალიან.
– ცოტა.
– არა.
– ოლივია.
– ჰო.
– მართლა? რამდენიმე დღის წინ აქ ყოფილა, რაღაცას ეძებდა. ახლა ვხვდები, რომ ალბათ მთაში წასასვლე‐
ლად ტანსაცმელი სჭირდებოდა. როგორ არის?
– კარგად.
– მართლა? არ მეგონა. მამამ მითხრა, რომ უჭირს... საწყალი გოგო, ქვეყნის პრობლემები აქვს. იმედია,
სწორ გზას დაადგება...
– მე?
– ჰო.
– კი, მიყვარს, მაგრამ მასთან საქმის დაჭერა ადვილი არ არის. შენ კარგად იქცევი? ალესიას დედასთან თა‐
ვაზიანი ხარ? სახლში ეხმარები ხოლმე? ლოგინს თუ ალაგებ?
– კი.
– ალესიას დედა ძალიან სიმპათიური მეჩვენა. მომიკითხე და კიდევ ერთხელ გადაუხადე მადლობა.
– მიყვარხარ, ბარტყო.
– კარგი. ნახვამდის.
– ნახვამდის, ძვირფასო.
გრაფინიას ყვავილებიან ხალათში ჩაცმული ოლივია, დაბანილი და უკან გადაწეული თმით, ტახტზე იჯდა და
ხელებს ისრესდა:
– თითქმის ყველაფერი შევჭამეთ. თინუსზე და არტიშოკზე ზეთში რას იტყვი? დესერტად კი ორცხობილაზე?
– იდეალურია.
კარადა გავაღე:
გავუღიმე:
– არა უშავს. შენზე ვგიჟდები, – მითხრა ოლივიამ და ხელი კონსერვის დანას წაავლო, ორ ბოთლს თავსახუ‐
რი ააძრო და ერთი მე გამომიწოდა.
– ლუდი არ მიყვარს.
– არა უშავს. უნდა აღვნიშნოთ, – ლუდს დაეწაფა და ერთი ყლუპით ბოთლი სანახევროდ ჩაცალა, – ღმერთო
ჩემო, რა გემრიელია.
მაგიდას გრაფინიას ხარახურაში ნაპოვნი სუფრა გადავაფარეთ, სანთელი ავანთეთ, დარჩენილი არტიშოკი
და თინუსის ორი ქილა შევსანსლეთ. დესერტად ორცხობილა დავაყოლეთ.
გამძღრები, სარდაფის სიბნელეში ტახტზე დავეყარეთ და ფეხები მაგიდაზე შემოვაწყეთ. სანთელი გვანა‐
თებდა. ფეხები ერთნაირი გვქონდა: თეთრი, გრძელი, თხელი თითებით.
– არც მაინცდამაინც. მხოლოდ ის მახსოვს, რომ უამრავი კიბე იყო ასასვლელი. იქ ჭაც იყო, საიდანაც ხვლი‐
კები ძვრებოდნენ და კიდევ, ლიმონის მაღალი ხეები.
ოლივიასკენ მივტრიალდი:
– არა.
– კატერი ფოტოზე მინახავს. პრიალა ხის იყო და „SweetMelodyII“ ერქვა. ერთი ფოტოა, რომელზეც მამაა გადა‐
ღებული, წყლის თხილამურებით სრიალებს.
– კატერს მეზღვაური მართავდა, ძალიან გარუჯული, ხუჭუჭთმიანი, ყელზე ოქროს ძეწკვი ეკიდა. შენ წყლის
პანიკურად გეშინოდა. პლაჟის დანახვაზე მაშინვე ყვირილს იწყებდი, ითხოვდი, რომ სამკლავურები გაეკე‐
თებინათ. მათ გარეშე ბორანზეც არ ადიოდი. მოკლედ, იმ დღეს ღია ზღვაში გავედით. ყველანი ვცურავდით,
შენ კი კიბეს კიბორჩხალასავით ჩააფრინდი და იქიდან გვიყურებდი. ვინმე წყალში ჩახტომას თუ გთავაზობ‐
და, გიჟდებოდი. მერე ზღვის ზღარბები დავიჭირეთ და პურთან ერთად ვჭამეთ. მამამ და იმ მეზღვაურმა
ბლომად ღვინო დალიეს. მეზღვაურმა თქვა, ბავშვებს, წყლის რომ არ ეშინოდეთ, წყალში სამკლავურებისა
და სამაშველო რგოლის გარეშე აგდებენ. ბავშვები ჯერ იძირებიან, მაგრამ მერე ცურვას იწყებენ. შენ გასა‐
ბერ აუზში იჯექი და თამაშობდი. უკნიდან მოგეპარნენ და სამკლავურები მოგაძრეს. თავის დახსნას ცდი‐
ლობდი, ისე ყვიროდი, გეგონება, ცოცხლად გატყავებდნენ. ვეუბნებოდი, შენთვის თავი დაენებებინათ, მაგ‐
რამ ყური არ დამიგდეს. მერე წყალში ჩაგაგდეს.
– დედაჩემმა არ დაუშალა?
– იმ დღეს იქ არ იყო.
– მერე რა მოხდა?
ოლივიამ გაიღიმა:
– ჩაიძირე. მამამ მაშინვე ჩაყვინთა, მაგრამ ამ დროს შენ ზედაპირზე ამოცურდი, თან ისე ღრიალებდი, თით‐
ქოს ზვიგენმა დაგკბინა. მერე ხელების ქნევა დაიწყე და... გაცურე.
– მართლა?
– მერე?
– მერე კაიუტაში გავარდი და საწოლზე მოიკუნტე, კანკალებდი და ქოშინებდი. მამა ცდილობდა დაეწყნარე‐
ბინე, გეუბნებოდა, როგორი ყოჩაღი ხარ, რომ მაგარი მოცურავე ხარ და სამკლავურები აღარ გჭირდება.
მაგრამ შენ მაინც ტიროდი და უყვიროდი, რომ წასულიყო.
– მერე?
– მერე უეცრად ჩაგეძინა. თან ისეთი ღრმა ძილით, თითქოს დასაძინებელი გაგიკეთესო. მსგავსი არაფერი
მინახავს.
– გვერდით ჩამოგიჯექი. მერე კატერი დაიძრა. მე და შენ კაიუტაში დავრჩით. იქაურობა ბინძური წყლის სუ‐
ნით ყარდა, ყველაფერი ირყეოდა და ჯაყჯაყებდა.
– მე და შენ?
– რასაკვირველია, მაგარი სისულელე გააკეთა... ეს რომ დედაშენს გაეგო, მიასიკვდილებდა კიდეც. ახლა ცუ‐
რავ?
მხრები ავიჩეჩე:
– კი.
– წყლის არ გეშინია?
– არა. ცურვაზე ცოტა ხანი ვიარე, მაგრამ მერე შევეშვი. წყალი ყურში რომ ჩამდის, ვეღარ ვაზროვნებ. აუზი
მძულს.
– მოულოდნელი დღესასწაულები. ორი წლის წინ დედაჩემმა წვეულება მომიწყო. ყველანი მილოცავდნენ
და ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ახალი წელიც მაგრად არ მიყვარს. შენ?
– მოიცადე! – ოლივია ადგა, – ნახე, რა ვიპოვე, – საიდანღაც წითელი ფერის კვადრატული ჩემოდანი გამოათ‐
რია და გახსნა. შიგნით ფირსაკრავი იდო: – ნეტავ, თუ მუშაობს?!
– „მახსენდება მწვანე მთები. ბავშვობის წრფელ მეგობართან, შავდრუნჩა კურდღელთან ერთად სირბილი
მახსენდება“...
– „მერე ერთხელაც მატარებელს გავყევი. ბალახი, მდელო და ყველაფერი, რაც ჩემად მეგულებოდა, სადღაც
გაქრა და გაუჩინარდა“...
– „ჩემი ბედისწერაა, შენ გვერდით ვიყო. შენთან სიახლოვეს არაფრის შემეშინდება და ისევ ბავშვობაში დავ‐
ბრუნდები“...
ამოვიხვნეშე და, მართალია, მრცხვენოდა, მაგრამ მაინც ავცეკვდი. აი, ყველაზე მეტად რა მძულდა: ცეკვა.
მაგრამ იმ საღამოს ვცეკვავდი და ცეკვისას სრულიად ახალი შეგრძნება გამიჩნდა: ვიგრძენი, რომ ცოცხალი
ვარ და სუნთქვა შემეკრა. რამდენიმე საათში სარდაფიდან გამოვიდოდი და ყველაფერი ძველებურად იქნე‐
ბოდა. მე კი ვიცოდი, რომ ამ კარს მიღმა სამყარო მელოდებოდა და სხვებთან ლაპარაკსაც შევძლებდი ისე,
როგორც ერთ-ერთი მათგანი. შევძლებდი თავად გადამეწყვიტა, რა მექნა და ვიზამდი კიდეც. კოლეჯში
სიარულს, ჩემს ოთახში ავეჯის შეცვლას შევძლებდი.
ვერაფრით ვერ დავიძინე. ლაპარაკი მინდოდა. ვიხსენებდი, ანთარი როგორ გავქურდე, სათხილამუროდ მი‐
მავალი ხუთეული როგორ დავინახე. ლუდიან ვახშამზე ვფიქრობდი და კიდევ ჩემზე და ჩემს დაზე ვფიქრობ‐
დი, დიდებივით რომ ვსაუბრობდით და „მწვანე მთების“ მუსიკაზე ვცეკვავდით.
პასუხი დააყოვნა:
– ჰო?
– გძინავს?
– არა.
– სად წახვალ?
– ბალიზე? ინდონეზიაში?
– ჰო. იოგას მწვრთნელია და მასაჟსაც აკეთებს. ზღვასთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ბევრი პალმა და
ფერად-ფერადი თევზია. მინდა გავიგო, ისევ ერთად ვართ თუ არა. ვცადო, მისი ქალი ვიყო. თუ მასაც უნდა
ეს...
გაუმართლა იმ ბიჭს. შეეძლო ეთქვა: „ოლივია ჩემი ქალია“. ბალიზე წასვლა მეც მინდოდა. ოლივიასთან ერ‐
თად თვითმფრინავით გავფრინდებოდი, რეგისტრაციის რიგში უბრალოდ ვიცინებდით, ლაპარაკისა და ერ‐
თმანეთისთვის რაიმეს თქმის აუცილებლობის გარეშე. მე და ოლივია ფერადი თევზებისკენ გავფრინდებით.
ოლივია თავის საქმროს ეტყვის: „ეს ლორენცოა, ჩემი ძმა“.
– რომანი.
– კაი ტიპია?
რა მაგარია, ოლივია ისე კარგად მიცნობს, რომ იცის: მისი საქმრო მომეწონება.
– მისმინე, რაღაც უნდა გითხრა... სისულელე ჩავიდინე, ვთქვი, რომ კორტინაში მივდივარ. სკოლაში გავიგო‐
ნე, რომ ჩემი კლასელები სათხილამუროდ წასვლას აპირებდნენ. არ დავუპატიჟებივარ, თუმცა სხვებთან
სიარული ფეხზე მკიდია. მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი, დედას ვუთხარი, რომ მეც დამპატიჟეს. დედამ
დაიჯერა, გაუხარდა, იტირა კიდეც. ჰოდა, აქ ამიტომაც დავიმალე. იცი... იმ დღიდან სულ ვცდილობდი გამე‐
გო, რატომ მოვიტყუე.
– მერე, გაიგე?
– კი. იმიტომ, რომ კორტინაში წასვლა და მათთან ერთად სრიალი მინდოდა. მე კარგად ვსრიალებ. კიდევ
იმიტომ, რომ მინდოდა, მათთვის საიდუმლო ბილიკები მეჩვენებინა. და იმიტომაც, რომ მეგობრები არ
მყავს... ჰოდა, მინდოდა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი.
– ჩაიჩოჩე, – ჩავიჩოჩე. ოლივია მომიწვა და მაგრად მომეხვია. გვერდში მისი გაძვალტყავებული მუხლი შე‐
მესო. ფერდზე ხელი დავადე, შემეძლო ნეკნები გადამეთვალა. მერე ზურგზე მოვეფერე, თითებით ხერხემ‐
ლის წვეტიანი მალები ვიგრძენი.
– რას?
– ღმერთს გეფიცები. აღარასდროს! ამ მძღნერში თავს აღარ ჩავყოფ, – ყურში ჩამჩურჩულა, – შენ კი, ჩერჩე‐
ტო, მპირდები, რომ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით?
– გპირდები.
როცა გავიღვიძე, ჩემი და უკვე წასულიყო.
წერილი დამიტოვა.
"},{"head":"ჩივიდალე-დელ-ფრიული","content":"
ჩივიდალე-დელ-ფრიული
„ძვირფასო ლორენცო,
კიდევ ერთი რამ გამახსენდა, რაც მძულს: დამშვიდობება. ამიტომაც მირჩევნია, მანამდე წავიდე, სანამ გა‐
იღვიძებ.
გმადლობ, რომ დამეხმარე. ბედნიერი ვარ, სარდაფში დამალული ძმა რომ აღმოვაჩინე.
პირობა არ დაგავიწყდეს.
შენი ოლი
აი, ეს ქუჩაა. ჭიშკარს ვაღებ და კვადრატული ფორმის ეზოში ვხვდები, რომელიც მანქანებითაა სავსე.
– რა გნებავთ?
– ესაა.
– ჩემოდანს რა ვუყო?
– აქ დატოვეთ.
ჩემი და მაგიდაზე წევს. ზეწარი ყელამდე ფარავს. ვუახლოვდები. ნაბიჯის გადადგმა მიჭირს.
– ის არის? იცანით?
– თქვენი დის საფულეში ფურცელი ვიპოვეთ, ზედ თქვენი ტელეფონის ნომერი ეწერა.
ზეწარს ვწევ და ოლივიას მოყვითალო ხელს ვიღებ. ისეთივე გამხდარია, როგორიც მაშინ, სარდაფში. დამ‐
შვიდებული სახე აქვს და ძალიან ლამაზია. თითქოს სძინავს.
"}]}