გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 465

მთარგმნელი: ირაკლი ლომოური

1
პირველი ნაწილი ვაჟი კარგავს ქალს

ნიკ დანი იმ დღეს

ყოველ ჯერზე, როცა კი ჩემს ცოლზე ვფიქრობ, ჯერ მისი თავი მაგონდება,
რომელსაც ისეთი ფორმა აქვს, უეჭველია, ამით უნდა დავიწყო. პირველად ის
ზურგიდან დავინახე და მოვიხიბლე. რაღაც გულისამაჩუყებელი იყო თავის ამ
მოყვანილობაში, რომელიც დამ წიფებულ კაკალსა თუ რიყის ქვას მოგაგონებ-
დათ. ვიქტორიანულ ეპოქაში ამაზე იტ ყოდნენ: იდეალური ფორმის თავი აქ-
ვსო.გ ამიტომ ასეთ თავის ქალას ადვილად წარმოიდგენთ.
ყველგან ვცნობ მის თავს.
ნაცნობია ისიც, რაც მის შიგნითაა. ამაზეც ხშირად ვფიქრობ.
მისი გონება: ტვინი, უამრავი ნაოჭით დაღარული; ღარები, რომლებზეც
აზრები სწრაფი, შლეგი მრავალფეხებივით გადარბიან. ბავშვივით წარმოვიდ-
გენ, როგორ გადავხსნი ამ თავის ქალას და ტვინის ნაოჭებს დახვეული გორგა-
ლივით გავშლი, მისი აზრების მოსახელთებლად და წასაკითხად. „რაზე ფიქ-
რობ, ემი?“ ჩვენი ქორწინების დღიდანაც ყველაზე ხშირად ამ კითხვასა ვსვამ,
ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც; არაფერს ვკითხავ იმას, ვინც შესაძლოა მი-
პასუხოს. მგონია, რომ ასეთი კითხვები ყველა ახალშეუღლებული წყვილის
გონებაში ქარიშხლის მომასწავლებელი ღრუბლებივით ირევა: რაზე ფიქრობ?
რას გრძნობ? ვინ ხარ? რა გავაკეთეთ ერთმანეთისთვის? რას გავუკეთებთ?
ზუსტად 6 საათზე გავახილე თვალი. ძილბურანიდან ნელ-ნელა არ გამოვ-
სულვარ, არც თვალები ამიხამხამებია კოლიბრის ფრთებივით, მე ქანიკურად
გავიღვიძე. თითქოს ილუზიონისტმა ხელის ერთი, ავის მომასწავებელი მოძ-
რაობით ჯადოსნურ ყუთს თავი ახადაო. წამის წინ სამყარო წყვდიადში იყო

2
ჩაძირული და უცებ - ბაჰ! - და წარმოდგენაც დაიწყო. 6:00 - მომახალა საათ-
მა. ეს იყო პირველი, რაც დავინახე. 6:00. რაღაც უჩვეულო ხდებოდა. იშ-
ვიათად ვიღვიძებ ასე ადრე. თანაც, ყოველთვის სხვადასხვა დროს: 8:43, 11:51,
9:26. მაღვიძარას გარეშე ვცხოვრობ.
ზუსტად 6:00. მზე ჰორიზონტზე ამოიწვერა, მუხის ხეების მწკრივს გად-
მოალაჯა, გამოანათა ზაფხულის მკაცრი ბატონივით, მდინარის ზედაპირზე
აირეკლა და ჩვენი სახლისკენ სხივი სტყორცნა. გრძელი, კაშკაშა თითი ჩემკენ
მომართა, საძილე ოთახის თხელ ფარდაში შემოღწია, თითქოსდა ბრალსა
მდებსო შეძახილით - დაგინახეს და თვალს აღარასოდეს მოგაცილებენ!
ჩვენს ნიუიორკულ საწოლზე, რომელიც ახალ სახლში ჩამოვიტანეთ, ბა-
ლიშ ში ჩავრგე თავი. ახალს კი ვეძახდი, ოღონდ უკვე ორი წელიწადია, რაც იქ
ვცხოვრობდით. მისისიპის ნაპირზე ნაქირავები ეს სახლი - ქალაქგარეთ გაშე-
ნებულ, ნუვორიშის გამომ წვევად მდიდრულ სასახლესა ჰგავდა. რაკი დიდ ქა-
ლაქ ში ცხოვრება მიმძიმდა, ასეთ სახლზე ბავშვობიდან ვოცნებობდი - სახლი,
რომელშიც ყველა წვრილმანი ნაცნობი, გასაოცრად დიდებული და მტკიცეა,
ახალთახალი. ახალი სახლი, რომელიც ჩემს ცოლს ეჯავრება.
- სანამ ამ სახლში შემოვალ, საკუთარ სულზე უარი განვაცხადო? - მით-
ხრა, როდესაც ზღურბლს გადმოაბიჯა. ეს კომპრომისის შედეგი იყო: ემი მო-
ითხოვდა, ჩემს მშობლიურ, მისურის შტატის ამ ქალაქ ში სახლი კი არ გვეყი-
და, არამედ გვე ქირავა, რადგან მტკიცედ სჯეროდა, რომ აქ დიდხანს მაინც არ
გავჩერდებოდით. ისედაც ამ პატარა ქალაქ ში, რომელიც მოჩვენებას დამსგავ-
სებოდა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, მხოლოდ გასაქირავებელი სახლები
იყო. უძრავ ქონებას ბანკები დაჰპატრონებოდნენ და სახლები წარმოუდგენ-
ლად იაფი ღირდა. დასახლება გახსნასაც ვერ ასწრებდა, უკვე მიტოვებული
იყო. კომპრომისი გახლდათ, მაგრამ ემი ამას ერთი წამითაც არ განიხილავდა,
როგორც კომპრომისს. მას მიაჩნდა, რომ ეს, ჩემი მხრიდან, ეგოისტური და
მზაკვრული მოქმედება იყო. დანის ზურგში ჩაცემის მსგავსი. თითქოსდა ძა-
ლით ჩამომეთრიოს ამ პატარა ქალაქ ში, რომელიც სძულდა და სადაც ისეთ
სახლში ვაცხოვრებდი, როგორსაც ყოველთვის დასცინოდა.
კომპრომისი ნამდვილი არ არის, თუკი მას კომპრომისად მხოლოდ ერთი
მხარე აღიქვამს, ჩვენი კომპრომისები კი ყოველთვის სწორედ ასეთი იყო; ამი-
ტომ ერთ-ერთი ჩვენგანი ყოველთვის უკმაყოფილო რჩებოდა, როგორც წესი -
ემი.

3
„ემი, ნუ მადანაშაულებ ამ დაუსრულებელი მისურიული უბედურების გა-
მო. დაადანაშაულე ეკონომიკა, უიღბლობა, ჩემი მშობლები, შენი მშობლები,
ინტერნეტი, ხალხი, ვინც ინტერნეტს მოიხმარს“. მწერალი ვიყავი. ვწერდი
წიგნებს, ტელე და კინოსცენარებს. სანამ ხალხი ქაღალდზე ნაბეჭდს კითხუ-
ლობდა, ჩემი ნაფიქრი ვიღაცას მაინც აინტერესებდა. ნიუ-იორკში 90-იანი
წლების ბოლოს, მწერლობის დიდებული პერიოდის დასასრულს ჩავედი,
ოღონდ ეს რომ დასასრული იყო, ამას მაშინ ვერავინ ხვდებოდა. ნიუ-იორკი
სავსე იყო ნამდვილი მწერლებით, რადგან იქ უამრავი, ურიცხვი რაოდენობის
ნამდვილი ჟურნალიც გამოდიოდა. ინტერნეტი ჯერ ბეჭდური სამყაროს კუთ-
ხეში შეყუჟულ, სახლში გამოკეტილ ეგზოტიკურ ცხოველსა ჰგავდა; გადაუგ დე
ლუკმა და უყურე, როგორ ხტის მოკლე საბელზე, არ გეშინია, რომ ღამე მოგე-
პარება და ყელს გამოგ ღადრავს. წარმოიდგინეთ: ნიუ-იორკში კოლეჯის ახალ-
დამთავრებული ღლაპები ჩადიოდნენ და მწერლობით ირჩენდნენ თავს. რას
ვიფიქრებდი, რომ ვეუფლებოდი ხელობას, რომელიც სულ რაღაც ათ წელი-
წადში აღარავის დასჭირდებოდა. თერთმეტი წლის განმავლობაში მქონდა სა-
მუშაო, რომელიც უცებ დაიკარგა, გაქრა. მთელ ქვეყანაში იხურებოდა ჟურნა-
ლები, თითქოს ჟურნალებსაც და ეკონომიკასაც ერთად დაეცაო დამბლა (ჩემი
ტიპის მწერლები: შთაგონებული რომანისტები, მოფიქრალნი, ღრმად მოაზ-
როვნენი, არასაკმარისად მოქნილნი საიმისოდ, რომ ბლოგერები გამხდარიყ-
ვნენ და „ელინკავათ“ და „ეტვიტათ“, - ძირითადად, ბებერი, ჯიუტი, ტრაბახა
ტიპები) - ქრებოდნენ ქალის ქუდების მკერავებივით ანდა ხელოსნებივით,
რომლებიც მეეტლეებისთვის შოლტებს ამზადებენ: ყავლი გაგ ვივიდა). ჩემი
სამსახურის დაკარგვიდან სამ კვირაში, ემისაც იგივე დაემართა (ახლა შემიძ-
ლია წარმოვიდგინო, ემი როგორ იჭყიტება ჩემს ნაწერში და ირონიულად
ხითხითებს იმ ადგილებზე, სადაც ჩემს კარიერაზე, ჩემს უიღბლობასა და სამ-
სახურიდან დათხოვნაზე ვმსჯელობ. - როგორ გგავს შენ ეს ყველაფერი, -
მეტ ყოდა ემი, - ეს ყველაფერი, ნიკ, ზუსტად შენს სტილშია, - ამას ხშირად
იმეორებდა ხოლმე. ნაღდად ნიკის სტილია... როგორ გგავს ეს ყველაფერი შენ,
ნიკ... ეს სიტ ყვები რეფრენივით ჟღერდა, ყველაფერი რაც ჩემს სტილში იყო,
მისთვის უვარგისი გახლდათ). ორი უმუშევარი, შინაურულად ჩაცმული
ზრდასრული, მრავალი კვირის განმავლობაში დავბოდიალებდით ბრუკლინის
ყავისფერ ქვაფენილზე და მომავალს სრულ იგნორირებას ვუკეთებდით, თით-
ქოს ის არც გვადარდებდა. შინ, მაგიდასა და ტახტზე გაუხსნელი კონვერტები
ეყარა, ჩვენ დილის 10 საათიდან შუადღემდე ნაყინს მივირთმევდით, შემდეგ

4
წავუძინებდით... იმ ერთხელ კი ტელეფონმა დარეკა. ჩემი ტყუპი და მირეკავ-
და. მარგომ თავისი სამუშაო ნიუ-იორკში, ჩემზე ერთი წლით ადრე დაკარგა
და ახლა მატ ყობინებდა, რომ მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყო. ჩემი და
ყველაფერში ყოველთვის ერთი ნაბიჯით მისწრებდა წინ, მაშინაც კი, როდე-
საც ბედი გვიმუხთლებდა ხოლმე. მარგო ჩრდილოეთ კართაგენიდან (მისურის
შტატი) მირეკავდა, იმ სახლიდან, სადაც გავიზარდეთ. ვუსმენდი და თვალწინ
მედგა მდინარის პირას ძველ ნავმისადგომზე ჩამომჯდარი, ძველი ბალიშივით
წინ წახრილი, შავი, ხშირთმიანი, მაშველებიან შორტებში გამოწყობილი, ათი
წლის მარგო, რომელიც წყალში ფეხებს ატ ყაპუნებს, თან დაკვირვებით ჩაჰყუ-
რებს, როგორ მიედინება მდინარე მის ფეხებს შორის, თეთრ თევზებს რომ
ჰგვანან. მარგო ბავშვის კვალობაზე მეტისმეტად დაკვირვებული არსება გახ-
ლდათ.
გომ თავისი ნაზი, ტკბილი ხმით შემაძრწუნებელი ამბავი მამცნო: ჩვენი
უდრეკი დედილო გვიკვდებოდა. მამაჩვენიც თითქმის უკვე გასულიყო გაღმა,
მისი (საძაგელი) გონება და (წვრილმანი) გული არყოფნის რუხი ბინდბუნდის-
კენ მიემართებოდნენ. ისე ჩანდა, რომ დედას ამაშიც აჯობებდა. ექიმები დე-
დას სიცოცხლის ექვს თვეს, დიდი-დიდი, ერთ წელიწადს უწინასწარმეტ ყვე-
ლებდნენ. როგორც მივხვდი, გომ ექიმთან პირისპირ საუბარი საგულდაგუ-
ლოდ ჩაიწერა თავისი გაკრული ხელით, და ახლა, როცა ცდილობდა, გაერკვია,
რა ჩაიწერა, ცრემლები სდიოდა - თარიღები იყო და დოზები.
- მაგის დედაც!.. აზრზე ვერ მოვდივარ, რა წერია აქ, ეს რა, ცხრიანია?..
ამას რამე აზრი შეიძლება ჰქონდეს? - იკითხა ბოლოს. სიტ ყვა გავაწყვეტინე.
აი მიზანი, ის ჩემი დის ხელისგულზე ქლიავივით იდო. შვებით ლამის წამო-
ვიყვირე.
- გო, ვბრუნდები. ჩვენს სახლში ვბრუნდები, მარტო აღარ მოგიწევს ამ
ყველაფრის კეთება!
არ დამიჯერა, ყურმილში მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა.
- სერიოზულად გეუბნები, გო, აქ აღარაფერი მაკავებს.
- და ემი რას იტ ყვის? - გომ ღრმად ამოისუნთქა.
აი, ამაზე კი ჯერ არ მეფიქრა. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ჩემს ნიუიორ-
კელ ცოლს თავისი ნიუიორკული გატაცებებიანად ჩემოდან ში ჩავსვამდი, მო-
ვაშორებდი ნიუიორკელ მშობლებს, უკან მოვატოვებინებდი გამძვინვარე-
ბულ, შმაგ სამ შობლოს მანჰეტენზე, გადავრგავდი მშვიდ, პატარა ქალაქ ში მი-
სურის ნაპირებზე და ყველაფერი მშვენივრად იქნებოდა.

5
როდესაც ასე ვფიქრობდი, იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი,
რამდენად ბრიყვი და ოპტიმისტი ვიყავი. რომ მართლაც „ნიკის სტილში“ ვაზ-
როვნებდი. არ ვიცოდი და ვერც ის წარმომედგინა, რა უბედურ შედეგს გა-
მოიღებდა ჩემი სიბრიყვე.
- ემი თანახმა იქნება. ემი... - მინდოდა ამომეთქვა: ემის უყვარს
დედაჩვენი-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან ემი დედაჩვენს, პრაქტიკუ-
ლად, არც იცნობდა. მართალია რამდენჯერმე შეხვდნენ, მაგრამ მაინცდამა-
ინც ვერ გაუგეს ერთმანეთს. მათი საუბრების შემდეგ ემი რამდენიმე დღეს მო-
უსვენრობდა, - რას გულისხმობდა დედაშენი? - მიმეორებდა ხშირად, ისე,
თითქოს დედა პირველყოფილი მონადირე ქალი იყო, რომელიც ტუნდრიდან
ჩრდილოეთის ირმის უმი ხორცითა და ძვლისგან გამოთლილი ღილებით დატ-
ვირთული მხოლოდ იმისთვის გამოვიდა, რომ ეს ყველაფერი რაღაცაში გაუც-
ვალოს ჩემს ცოლს, ის კი ვერაფრით მიმხვდარა, რაში შეიძლება რომ დასჭირ-
დეს ასეთი დოვლათი.
ემის ჩვენი ოჯახი არ აინტერესებდა, არც ჩემი მშობლიური მხარის ნახვა
სურდა, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მაინც რატომღაც მეგონა, რომ ჩვენი გა-
დასახლება ჩინებული იდეა იქნებოდა.
ჩემმა სუნთქვამ ბალიში გაათბო და სულ სხვა რაღაცაზე დავიწყე ფიქრი.
არა, დღევანდელი დღე სინანულისა და წარსულში ხელის ფათურის დღე არ
არის, ის აქტიური მოქმედების დღეა. ქვედა სართულიდან სასიამოვნო ხმები
შემომესმა, ემი საუმზეს ამზადებდა. გავიგონე კარადის კარის გამოღების ხმა,
ქილები და თუნუ ქის კონსერვები ზანზალაკებივით აჟღარუნდნენ; ქვაბები,
ლითონის ყუთები და ლანგრები ზანზარებდნენ აი, კულინარიული ორკეს-
ტრის „მუსიკამ“ უმაღლეს წერტილს მიაღწია და ფინალისკენ ენერგიულად
გაიჭრა. ნამცხვრის გამოსაცხობი ლითონის ფორმა იატაკზე დავარდა, გაგორ-
და და კედელს მიეხალა ციმბალების ხმით. საუზმედ რაღაც განსაკუთრებული
მზადდებოდა, მაგალითად, კრეპი (თხელი ბლინის ნაირსახეობა. - მთარგმნ.
შენიშვნ.), ემის აზრით, დღევანდელ დღე განსაკუთრებულია და რაიმე ორიგი-
ნალურის მომზადება სურდა. დღეს ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავია.
კიბესთან ფეხშიშველა მივედი და ხავერდის ხალიჩაზე დავდე ქი, ზუსტად
ისე, როგორც პრინციპულად არ მოსწონდა ემის, ვაყურადებდი და იმაზე
ვფიქრობდი - მზად ვიყავი თუ არა ჩემს ცოლთან ჩასასვლელად. ემი ვერც კი
წარმოიდგენდა, როგორ ვყოყმანობდი. ის რაღაც ნაცნობ მელოდიას, ცოტა არ
იყოს, ნაღვლიანად ღიღინებდა. ვცადე გამეხსენებინა რა იყო ეს: ფოლკლორი?

6
თუ ძილისპირული, რომელსაც ბავშვებს უმღერიან? მერე უცებ მივხვდი - ეს
იყო მელოდია ფილმიდან: „M*A*S*H“. თვითმკვლელობა უმტკივნეულოა. ქვე-
ვით ჩავედი. („M*A*S*H“ (ინგლ.) „სამხედრო-საველე ჰოსპიტალი“ (აბრე-
ვიატურა) - რობერტ ოლტმანის ცნობილი ანტიმილიტარისტული ფილმი ვი-
ეტნამის ომზე. გადაღებულია რიჩარდ ჰუკერის რომანის მიხედვით - მთარგმნ.
შენიშვნ.)
სამზარეულოს ზღურბლზე შევდე ქი. ცოლს შევცქეროდი. ყვითელი, კარა-
ქისფერი თმა „ცხენის კუდივით“ ჰქონდა შეკრული; თავს ისე აქნევდა, გეგონე-
ბოდა სახტუნაოზე ხტისო, თან პირში ცეცხლზე დამ წვარი თითის წვერი
ჩაედო - მხოლოდ მელოდიას ღიღინებდა, რადგან სიმღერების ტექსტების და-
მახსოვრება ყოველთვის უჭირდა. ჩვენს პირველ პაემანზე რადიოში „ჯენესი-
სის“ სიმღერა გაისმა: „მან თითქოს უხილავი შეხება იცის, დიახაც“... ემიმ კი
სულ სხვა რაღაც წაიმღერა: „ის იღებს ჩემს ქუდს და ზედა თაროზე დებს“.
როცა ვკითხე, რატომ გგონია, რომ შენი ვარიანტი სწორია-მეთქი, ასე მიპასუ-
ხა: ყოველთვის, როცა წარმოვიდგენ ამ სიმღერის პერსონაჟ ქალს, მეჩვენება,
რომ იმდენად უყვარს თავისი კაცი, რომ მის ქუდს ყოველთვის ზედა თაროზე
ინახავსო. ვიცოდი, ემის რომ ვუყვარდი, ამიტომაც ამ პასუხმა სავსებით და-
მაკმაყოფილა.
ამ თბილ მოგონებასა და ჩვენი ახლანდელი, ცივი ურთიერთობის შეპირის-
პირებაში რაღაც მეტად უსიამოვნო და შემაწუხებელი იყო.
ემი დააც ქერდა ტაფას, სადაც კრეპი იბრაწებოდა და მაჯა აილოკა. გამარ-
ჯვებულის გამომეტ ყველება ჰქონდა, ისეთი, მხოლოდ ცოლებს რომ აქვთ. მე
კი გავიფიქრე, რომ, თუკი ახლა გულში ჩავიკრავდი, კენკრისა და შაქრის პუდ-
რის სუნს შევიგრძნობდი.
ემიმ გამომხედა. მოკრივის გრძელი ტრუსებში გამოწყობილს, თმა ჰიტ
მეიზერივით მქონდა გაკრე ჭილი. ის სამზარეულოს მაგიდას იდაყვებით დაეყ-
რდნო და მითხრა:
- ოო, გამარჯობა, ჩემო მაგარო ბიჭო.
ყელში შიშნარევი სიმ წარე შემომაწვა, ფიქრიც: კარგი, წავალ. მე ხომ ყო-
ველთვის მაგ ვიანდებოდა სამსახურში, მე და ჩემმა დამ დიდი სისულელე ჩა-
ვიდინეთ, როდესაც მშობლიურ ქალაქ ში დავბრუნდით. ჩვენ გავაკეთეთ ის,
რასაც ყოველთვის ვაპირებდით, და რაზეც ბევრს ვმსჯელობდით - ბარი გავ-
ხსენით. ფული, ოთხმოცი ათასი დოლარი, ემის ვესესხეთ. ეს თანხა ემისთვის
ოდესღაც დიდი არაფერი იყო, ახლა კი მთელ მის ქონებას შეადგენდა. დავი-

7
ფიცე, ვალს ბოლომდე დაგიბრუნებ პროცენტებითურთ-მეთქი. ის კაცი ხომ
არა ვარ, ვინც ცოლს ესესხება - წარმოვიდგინე, როგორ დაიმანჭებოდა მამაჩე-
მი, ასეთი აზრის გაგონებაზეც კი. და კიდევ, გამახსენდა მისი ყველაზე დამამ-
ცირებელი ფრაზა: „ამ ქვეყნად ყველანაირი მამაკაცები არსებობენ...“ ის ამ
ფრაზას არ ამთავრებდა, ოღონდ გულისხმობდა, რომ ამ „ყველანაირ მამა-
კაცს“ შორის მე ყველაზე უვარგისი ვიყავი.
არადა, ეს პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო, ჩვენ ხომ ბიზნესის თვალ-
საზრისით, სწორი ნაბიჯები გადავდგით. მე და ემის ახალი კარიერა გვჭირდე-
ბოდა, ეს ბიზნესი კი ჩემთვის ზედგამოჭრილი ჩანდა. ამ ოპტიმიზმს ემი ან
დაეთანხმებოდა, ან - არა, მაგრამ საქმე, რომელიც ემის ფულს, ანუ მის „საინ-
ვესტიციო ფონდს“ უნდა უზრუნველეყო, აუცილებლად მოიტანდა მოგებას.
ჩვენი ნაქირავები მაკმენსონის პროექტის შენობაც და ბარიც სიმბოლურად
ჩემი ბავშვობის მოგონებებს განასახიერებდნენ - ადგილს, სადაც მხოლოდ
უფროსებს შეესვლებათ, და სადაც იმის გაკეთებაში, რასაც მოისურვებენ -
ხელს ვერავინ შეუშლით.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ მინდოდა ასე დაბეჯითებით ბარის შეძენა მა-
შინ, როცა ცხოვრების სახსარი დავ კარგე. ბარი მახსენებდა, რომ მე, ზრდას-
რული მამაკაცი, სარგებლობის მომტანი ადამიანი ვიყავი, მიუხედავად იმისა,
რომ კარიერა ჩამეფუშა.
შეცდომას აღარ გავიმეორებ. მწერლების ურიცხვი ჯგრო დაუსრულებლად
ჩივის: ინტერნეტზე, ეკონომიკურ კრიზისზე, ამერიკელ მომხმარებელზე, რო-
მელსაც ურჩევნია ტელევიზორს უც ქიროს ან ვიდეოთამაშებით შეიქციოს თა-
ვი, ანდა სოციალურ ქსელებში მეგობრებს „ეჩათაოს“, - ერთი გახედე, თურმე
წვიმა წამოსულაო! სამაგიეროდ არავინ ამბობს უარს, ერთი-ორი ჭიქა „ბურ-
ბონი“ გადაჰკრას დამღლელი დღის ბოლოს, სადმე გრილ, ნახევრად ჩაბნელე-
ბულ ბარში. სმას მსოფლიო არასოდეს მოიშლის.
ქუჩის კუთხეში მდებარე ჩვენი ბარი ყველანაირი სტილისა და გემოვნების
ნაზავს წარმოადგენდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ მასიური ვიქ-
ტორიანული დახლი, ხეზე მჭრელის ერთობ ექსტრავაგანტული ნამუშევარი,
პლასტიკატის ბატონობის ეპოქაში: ანგელოზები და დრაკონები მუხის ხიდან
თითქოს თავის დაღწევას ცდილობდნენ. უნდა ვაღიარო, ბარის დანარჩენი
მორთულობა თავს ვერაფრით მოიწონებდა, განვლილი საუკუნის ყოველი ათ-
წლეულიდან იქ თითო ატრიბუტი იყო წარმოდგენილი: ეიზენჰაურის ეპოქის
ლინოლეუმი, კიდეები დამ წვარი ბლინივით რომ აპრეხოდა; უსახური ხის ფი-

8
ლებით მოჭედილი კედლები, თითქოს 70-იანი წლების შინნაკეთი პორნოგრა-
ფიული ვიდეოდან გადმოტანილი; ჰალოგენის ნათურები იატაკზე, ზუსტად
ისეთი, 90-იანი წლების ჩემს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში რომ იყო.
თუმცა, საბოლოო ჯამ ში, დიზაინი მაინც საკმაოდ მყუდრო და სახალისო ატ-
მოსფეროს ქმნიდა - ეს ყველაფერი ბარს ნაკლებად მოგაგონებდა. წინასწარ
რომ გვეფიქრა ამგვარი ეფექტის შექმნაზე, ალბათ, ვერც მოვახერხებდით,
თავისთავად გამოვიდა... კეგელბანთან საერთო მანქანების სადგომი გვქონდა,
და როდესაც კარი იღებოდა, შემოსულ კლიენტს ბურთების გრიალი მოჰყვე-
ბოდა ხოლმე, ხმამაღლა აძლევდა სალამს, თითქოს ტაშისკვრით ხვდებაო.
ბარს სახელად „ბარი“ დავარქვით.
- ხალხი იფიქრებს, რომ ჩვენ ირონიულები ვართ, და არა იმას, რომ სახე-
ლის გამოსაგონად შემოქმედებითი უნარი არ გვეყო, - მსჯელობდა ჩემი და.
ჩვენ გვეგონა, გონებამახვილი ნიუიორკელები ვიყავით, და რომ ამ ხუმრო-
ბას ჩვენნაირად ვერავინ გაიგებდა. საერთოდ ვერავინ. იქაურები შუბლს შე-
იჭმუხნიდნენ: რატომ დაარქვით ბარს „ბარი“? მაგრამ ჩვენმა პირველივე კლი-
ენტმა, ნაცრისფერთმიანი ქალმა, რომელსაც ბიფოკალური სათვალე და ვარ-
დისფერი სპორტული კოსტიუმი ეცვა, შემოსვლისთანავე გამოაცხადა:
- მე მომ წონს სახელი, ეს იმასა ჰგავს, ოდრი ჰეპბერნის კატას რომ ერქვა
„კატა“, ფილმში „საუზმე ტიფანისთან“...
ამის შემდეგ თავი ზედმეტად აღარ მოგ ვქონდა, და სწორადაც ვიქცეოდით.
მანქანების სადგომზე შევუხვიე, დაველოდე, სანამ კეგელბან ში ყველა
კეგლს ერთბაშად ჩამოყრიდნენ - მადლობა, მადლობა, მეგობრებო, - და მან-
ქანიდან გადმოვედი. ჯერჯერობით მომ წონდა გარემო, ჯერ არ მომბეზრებო-
და პეიზაჟი - თეთრი აგურით ნაშენი ფოსტა ქუჩის მეორე მხარეს (შაბათობით
დაკეტილი) და ქალაქის ადმინისტრაციის მონაცისფრო შენობა (ისიც
დროებით დაკეტილი). ქალაქს დიდი ხანია აყვავებული აღარ ეთქმოდა. ჯან-
დაბა, საკუთარი სახელიც კი არ ჰქონდა, ერთ-ერთი იყო ორი კართაგენიდან,
ჩვენსას „ჩრდილოეთ კართაგენი“ ერქვა, 1000 მილით იყო დაშორებული
მეორე კართაგენისგან და უფრო პატარაც გახლდათ. ეს უცნაური ქალაქი
1950-იან წლებში გაჩნდა და იმხანად საშუალო ზომის სამრეწველო დასახ-
ლებას წარმოადგენდა, რომელიც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის წყალო-
ბით ქალაქად გადაიქცა. აქ დაიბადა და მთელი ცხოვრება იცხოვრა დედაჩემ-
მა, აქ გაგ ვზარდა მე და ჩემი და, გო. ასე რომ, ქალაქს გარკვეული ისტორია
ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

9
სანამ „ბარისკენ“ ბეტონის ფილებით მივდიოდი, რომლის ნაპრალებშიც
ბალახი ამოსულიყო, ქუჩას გავხედე და მდინარე დავინახე. ეს ჩვენს ქალაქ ში
ყოველთვის მიყვარდა: მისისიპისგან მოშორებით, უსაფრთხო შემაღლებაზე
კი არ ვსახლობდით, არამედ ზედ მისისიპის ნაპირზე. თავისუფლად შემეძლო
ბილიკზე ჩამერბინა, სამი ფუტის სიმაღლიდან მდინარეში გადავმხტარიყავი
და ტენესის შტატისკენ გამეცურა. ქალაქის ყველა უბან ში შენობებზე წყალ-
დიდობის დონის მაჩვენებლები იყო ხელით დატანებული - სადამდე ავიდა
წყალი ამა თუ იმ წელს: 61, 75, 84, 93, 07, 08, 11 და ა.შ.
ახლა მდინარე არ იყო ადიდებული, მიუხედავად იმისა, რომ დინება სწრა-
ფი და ძლიერი გახლდათ. ადამიანები მდინარისკენ ერთმანეთის მიყოლებით
ჩადიოდნენ. ვუყურებდი და მზერას არც არ ვაჩერებდი. მაგრამ უცებ ერთ--
ერთმა თავი ასწია და შემომხედა, ჩრდილში იყო მოქცეული, სახის მაგივრად
ბნელი ლაქა ჩანდა. მზერა მოვაშორე.
ვიგრძენი, სასწრაფოდ უნდა დავმალულიყავი. დარჩენილი ოცი ნაბიჯი სა-
ნამ გავიარე, გავაცნობიერე, რომ კისერზე ოფლი ჩამომდიოდა. მზე ისევ აჭერ-
და, ავად მომჩერებოდა ციდან. დაგინახეს! ნაწლავებში რაღაცამ წამიჭირა,
ფეხს ავუჩქარე და ძალიან მომინდა დალევა.

ემი ელიოტ-დანი 2005 წლის 8 იანვარი


დღიურის დასაწყისი

ლა-ლა-ლა, როცა ვწერ, ისე მეღიმება, თითქოს ობოლი ბავშვი ვიყო, რო-
მელიც იშვილეს. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ცოტა არ იყოს, კიდეც მრცხვენო-
და - „ტექნოკოლორის“ კომიქსის თინიეიჯერ, „ცხენისკუდიან“ გოგოსავით,
ტელეფონზე რომ ლაქლაქებს და აღტაცებით იმეორებს: ბიჭი გავიცანი, ბიჭი!
ასეც იყო. ეს ნამდვილი, ემპირიული ჭეშმარიტება გახლდათ. დიახ, მე შევ-
ხვდი ბიჭს: მაღალია, ძლიერი, კარგი გარეგნობის, მხიარული, მაგარი ბიჭი! უნ-

10
და აღვწერო ეს მომენტი, რადგან იმსახურებს, შთამომავლობას რომ დარჩეს
(ოღონდ არ იფიქროთ, თითქოს ჩემი შთამომავლობა უკვე წარმოვისახე). მაგ-
რამ, მოდი, თავიდან დავიწყოთ. ახალი წლის დადგომამდე ცოტა დრო იყო
დარჩენილი. ზამთარია: ადრე ბნელდება, საშინლად ყინავს. კარმენმა, ჩემმა
ახალმა, არც ისე ახლო, თუმც კი ისეთმა მეგობარმა, უარის თქმა რომ გერი-
დება, ბრუკლინ ში მწერლების წვეულებაზე დამპატიჟა. მიყვარს მწერლების
წვეულებები, მწერლებიც მიყვარს - ბუნებრივია, მწერლების შვილი ვარ, თვი-
თონაც მწერალი. ისიც მსიამოვნებს, როგორ ვწერ ამ სიტ ყვას - „მწერალი“ -
ნებისმიერ დოკუმენტში, ანკეტაში, კითხვარში, სადაც ჩემი პროფესია უნდა
აღვნიშნო. მართალია, მე დღის უმთავრეს მოვლენებზე კი არ ვწერ, არამედ
ფსიქოლოგიურ ტესტებს ვადგენ, მაგრამ, მაინც მგონია, ეს საკმარისია, რომ
განვაცხადო: მე მწერალი ვარ! ჟურნალში მუშაობა დროებითია, მაგრამ საჭი-
რო, რათა დავხვეწო ოსტატობა, დავაგროვო გამოცდილება და ჩავწვდე ყველა
წვრილმანს იმისათვის, რომ ჩემზე არ თქვან ის, რასაც სხვა მწერლებზე ამბო-
ბენ ჩვეულებრივ („ნაშვილები ობლის ღიმილი“ - ვგულისხმობ, ჩემი საქმე არ-
ცთუ ურიგოდ მიდის). სინამდვილეში, მართლა მგონია, რომ ჩემ მიერ შევსე-
ბულ ანკეტებს უფრო მაღალ დონეზე ავ ყავარ, ასე არ არის? წვეულებაზე,
მართლაც ნიჭიერი მწერლების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ისეთების, მაღალ-
პროფესიულ, რესპექტაბელურ გაზეთებსა და ჟურნალებში რომ მუშაობდნენ.
თქვენ კიდევ, ქალების ჟურნალებისთვის ფსიქოლოგიურ ტესტებს ად-
გენთ.
რას პასუხობთ, როდესაც ვიღაცა გეკითხებათ: რას საქმიანობთ?
ა) იბნევით და პასუხობთ: მე მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგიური ტეს-
ტების შემდგენელი ვარ, მეტი არაფერი.
ბ) ღიზიანდებით: მე მწერალი ვარ, და ახლა სერიოზულ შემოთავაზებას
ველი, თქვენ თვითონ რას საქმიანობთ?
გ) ამაყად ყვებით საკუთარი მიღწევების შესახებ: ვამზადებ პერსონალურ
ტესტებს, ვიყენებ ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნას, მაქვს მაგისტრის ხარისხი და,
აი, კიდევ ფაქტი: პოპულარული საბავშვო წიგნების სერიის მთავარი გმირის,
„საოცარი ემის“ პროტოტიპი ვარ. არ გაგიგიათ? არა? ჰოდა, ცივი წყალი და-
ლიეთ, სნობებო!
სწორი პასუხი: „გ“, რასაკვირველია, „გ.“
წვეულებას კარმენის ერთ-ერთი ახლო მეგობარი მართავდა. ის კინოს
ჟურნალისთვის რეცენზიებს წერდა ფილმებზე, - სახალისო ტიპიაო, ამბობდა

11
მასზე კარმენი. ვშიშობდი - კარმენს უნდოდა, რომ ვიღაც გაეცნო ჩემთვის.
რადგან ასეთი რაღაცები არ მომ წონს, მირჩევნია მამაკაცი ჩამისაფრდეს და
მოულოდნელად დამესხას თავს, მტაცებელივით. სხვა შემთხვევაში დავიმორ-
ცხვებ ხოლმე. მეჩვენება, რომ ვცდილობ მომხიბვლელი ვიყო; მერე ვაცნო-
ბიერებ, რომ მართლაც ვცდილობ ამას, ამიტომ კიდევ უფრო მეტად მომხიბ-
ვლელი მინდა გამოვჩნდე, რათა ჩემი ყალბი მომხიბვლელობა დავფარო... და
ლაიზა მინელის ვემსგავსები: სცენაზე ვიტ ყლარჭები და ყველას ვემუდარები:
შემიყვარეთ... თავზე ქვაბურა ქუდი, „ჯაზბენდი“ და გაბადრული ღიმილი.
არა, მესმის კარმენის, რომელიც თავის მეგობარს ეტმასნება - მოსწონს კაცი
და ეს კარგია. მონჯღრეული კიბით მესამე სართულზე, მწერლებით სავსე და-
ხუთულ ოთახში შევდივართ. უმეტესობას მზის შავი სათვალე უკეთია და
თმაგაჩეჩილია. კოვბოური პერანგები ანდა მაღალყელიანი როლინგები აცვი-
ათ, ტახტზე ქურთუკებია ერთმანეთზე დაყრილი და მთელი ეს გროვა ნელ--
ნელა იატაკისკენ მიცოცავს. კედელზე გაკრულია „გაქცევის“ პლაკატი გერმა-
ნულ ენაზე („Iჰრე ჩჰანცე წარ გლეიცჰ ნულლ!“) („მათი შანსები ნულის ტოლი-
ა“ - მთარგმნ. შენიშვნ.). ფრანც ფერდინანდი სტერეოზე მღერის: „გამიყვანე“.
კაცები ბანქოს პატარა მაგიდასთან ირევიან, რადგან მაგიდაზე ბოთლები
დგას. ყოველი ორი ყლუპის შემდეგ ივსებენ ჭიქებს, რადგან სასმელი ცოტაა
და ვინც ბუზებს დაითვლის, ხახამ შრალი დარჩება. მაგიდამდე ძლივს მივაღ-
წიე პატარა პლასტიკატის ჭიქით, ქუჩის მუსიკოსივით რომ მე ჭირა ხელში. ჭი-
ქაში ყინულის ნატეხები ჩამიყარეს და რამდენიმე ყლუპი არაყი ჩამისხეს, - ეს
დატ კბილულად ლამაზმა ბიჭმა გააკეთა, რომლის მაისურსაც ეწერა: „კოსმო-
სური მტაცებლები.“ სასმელი მალე ილევა, რჩება მხოლოდ ერთი ბოთლი, გუ-
ლისშემძვრელად რომ გამოიყურება: მწვანე ვაშლის ლიქიორი, მასპინძელი
ირონიულად შენიშნავს - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაილევა, თუ არავინ
არ ჩაირბენს და სასმელს არ ამოიტანს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, რად-
გან ყველა ამტკიცებს, რომ ბოლო ჯერზე სწორედ მან ამოიტანა.
ეს წვეულება იანვარში გაიმართა, სტუმრები დღესასწაულებისგან გადაღ-
ლილები, გაზარმაცებულები და, ამავე დროს, უკმაყოფილოები იყვნენ.
წვეულება, სადაც ბევრს სვამენ, ბევრს კამათობენ ჭკვიანური გამომეტ ყველე-
ბით, სიგარეტის კვამლს ოდნავ შეღებული ფანჯრიდან უშვებენ, მაშინაც კი,
როცა მასპინძელი ეუბნებათ, გადით და გარეთ მოსწიეთო. ჩვენ უკვე ყველა-
ფერი ვუთხარით ერთმანეთს, ათასობით ჩავლილ წვეულებაზე, ამიტომ არა-
ფერი დაგ ვრჩა სათქმელი და მოწყენილები ვართ, მაგრამ იანვრის სიცივეში

12
გასვლა მაინც არ გვინდა. ძვლები ჯერ კიდევ გვტკივა მეტროში ბორიალის-
გან.
კარმენი თავის თავმომ წონე მეგობართან ერთად დავ ტოვე, რაღაცაზე
მსჯელობდნენ სამზარეულოს კუთხეში შეყუჟულები, წელში მოხრილები. ისე
ახლოს იდგნენ ერთმანეთთან, რომ მათი ფიგურები ლამის გულის მოხაზულო-
ბას ქმნიდნენ. კეთილი. შიმ შილისგან მუცლის გვრემა ვიგრძენი, ვდგავარ და
ვფიქრობ, საჭმელი სად ვიშოვო. აქეთ-იქით ვიყურები ბავშვივით, პირველად
რომ მოხვდა სასადილოში. არადა, ყველაფერი უკვე შეუჭამიათ. უზარმაზარი
ჯამის ძირზე კარტოფილის რამდენიმე ჩიფსი აგ დია. მაგიდაზე ლანგარია, ზედ
სუპერმარკეტიდან ამოტანილი ბოსტნეულის ასორტია: მიმჭკნარი სტაფილო,
გაყვითლებული ოხრახუში და სოუსი, გარეგნულად სპერმას რომ გაგონებს.
მართალია, ასორტი ხელუხლებელია, სამაგიეროდ, ბოსტნეულს სიგარეტის
ნამ წვები „ამ შვენებს“.... მსგავს მომენტებში იმპულსური მოქმედების სურვი-
ლი მიჩნდება ხოლმე, მაგალითად: რა მოხდება უცებ თეატრის აივნიდან პარ-
ტერში რომ ჩავხტე? ანდა, რა მოხდება, უცებ ტუჩებში რომ ვაკოცო მაწან წა-
ლას, მეტროს ვაგონ ში რომ ზის ჩემ წინ? ანდა, რა მოხდება, უცებ ამ წვეულე-
ბის შუაგულში იატაკზე რომ დავჯდე და შევ ჭამო ყველაფერი, რაც ლანგარ-
ზეა, ნამ წვების ჩათვლით? აქედან არაფერი ჭამოთ - მეუბნება. ეს ის არის
(ბუმ-ბუმ-ბუმ!), მაგრამ ჯერ არ ვიცი, რომ ისაა (ბუმ-ბუმ-ბუუუუმ!). ვიცი, ის
ტიპია, რომელიც გამომელაპარაკება. ცოტა არ იყოს თავშეყვარებული ჩანს,
ისევე, როგორც ის ირონიული ჯეელი მაისურში, ოღონდ ამას თავშეყვარებუ-
ლობა უფრო უხდება. იმ ყაიდის მამაკაცია, რომელსაც შეუძლია საკუთარი
თავი წარმოაჩინოს, ქალს თავი მოაწონოს, და ისე გაჟიმოს, როგორც საჭიროა.
მომ წონს, თუკი სწორად მჟიმავენ. ჩემი პირადი ცხოვრება სამი ტიპის მამაკა-
ცის გარშემო ბრუნავს: წესიერი ჯეელები, რომლებსაც თავი ფიცჯერალდის
რომანის გმირები ჰგონიათ; თმაგადაგ ლესილი ბიჭები უოლ სტრიტიდან, ფუ-
ლი მათი თვალებიდან კი არ გამოსჭვივის მხოლოდ, არამედ ყურებიდან და
ცხვირიდანაც კი; და მგრძნობიარე ინტელექტუალი ბიჭები, რომლებიც იმდე-
ნად მანერულები არიან, რომ ყველაფერი ხუმრობა ჰგონიათ. ფიცჯერალდის
პერსონაჟები ლოგინ ში უაზროდ ჰბაძავენ პორნოს, ბაქიბუ ქობენ, ყირაზე გა-
დადიან, მაგრამ სრულიად უაზროდ. ფულიანები სუსტები არიან და სწრაფად
იხევენ უკან; დელიკატური ჭკუისკოლოფები კი ისე ჟიმაობენ, თითქოს მათე-
მატიკურად გათვლილ როკს ასრულებენ, - ერთი ხელი ითვლის აკორდებს
აქეთ, მეორე კი ბას-გიტარის რიტმს იძლევა იქით... მეტისმეტად გარყვნილად

13
ხომ არ გეჩვენებით? ერთი წამით, დავითვალო, სულ რამდენნი იყვნენ... 11. არ
არის ცუდი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ 12 კარგი რიცხია, სოლიდური საიმი-
სოდ, რომ შეეშვა ამ ამბავს. „სერიოზულად გეუბნებით“. აგრძელებს #12. (ჰა!)

- ამ ლანგარს ხელი არ ახლოთ. ჯეიმსს კიდევ სამი რაღაც აქვს მაცივარში. შე-
მიძლია გაგიკეთოთ ზეთისხილი მდოგ ვით, ოღონდ ზეთისხილი იქ მხოლოდ
ერთი ცალია.
„ზეთისხილი იქ მხოლოდ ერთი ცალია“. არც ისეთი გონებამახვილური
ხუმრობაა, მაგრამ არსებობენ ხუმრობები, რომლებიც შინაური მოხმარების-
თვის არიან განკუთვნილნი, და, რაც დრო გადის, მით უფრო სასაცილო ხდე-
ბიან, ამის საფუძველი ნოსტალგიაა. წარმოვიდგენ, - ერთი წლის შემდეგ მზის
ჩასვლისას ბრუკლინის ხიდზე მივსეირნობთ და ერთ-ერთი ჩვენგანი აუცი-
ლებლად უჩურჩულებს მეორეს: ზეთისხილი იქ მხოლოდ ერთი ცალია. და გაგ-
ვეცინება (უცებ გონს მოვდივარ. რა კოშმარია, რომ მიმხვდარიყო, უკვე ერთი
წლის შემდგომ ამბებზე ვოცნებობ, უკანმოუხედავად გაიქცეოდა, რაც სრუ-
ლიადაც არ მაწყობს).
ბევრს ვიღიმი, მაგრამ იმიტომ, რომ ძალიან მაგარია. ისეთი სიმპათიურია
- თვალს ვერ მოაშორებ. გინდება პირდაპირ აჯახო: „შენ თვითონ თუ ხარ აზ-
რზე, რა მაგარი ხარ?“ და მერე დაიწყება საუბარი. ნაძლევს ჩამოვალ, სხვა
ლამაზი ბიჭები მას ვერ იტანენ, 80-იან წლებში მოზარდებისთვის გადაღებუ-
ლი ფილმების ფულიან ნაძირალას ჩამოჰგავს. ასეთი ტიპი მგრძნობიარე უიღ-
ბლო ბიჭებს ამცირებს ხოლმე, სანამ ტორტი არ მოხვდება სიფათში - და, აი,
დგას დალენჩებული, კისერში კი კრემი ჩასდის.
ოღონდ ის ასე არ იქცევა. ნიკი ჰქვია. კარგი სახელია. ხელს უწყობს, უფრო
ნორმალური და სიმპათიური რომ გამოჩნდეს. როდესაც ნიკი თავს წარმომიდ-
გენს, ვპასუხობ:
- კი, ეს ნაღდი სახელია.
იბადრება და იწყებს მსჯელობას:
- ნიკი ისეთი ტიპია, რომელთანაც უბრალოდ შეგიძლია ლუდი დალიო. ის
ტიპია, რომელსაც არ ახსოვს, მის მანქანაში გული აგერია თუ არა. ნიკი!
ზედიზედ რამდენიმე საოცარ კალამბურს აფრქვევს, ციტატებს კინოფილ-
მებიდან... სამ მეოთხედს თუ ვცნობ, ან სულაც, ორ მესამედს (არ დამავიწ-
ყდეს: გამოვიტანო ვიდეოკასეტა და ვნახო ფილმი „ნაღდი“). ისევ მისხამს სას-
მელს ჭიქაში ისე, რომ არც კი მეკითხება, მინდა თუ არა, თანაც მეტ-ნაკლებად

14
სუფთა ჭიქას პოულობს. თვალი დამადგა, ასე ვთქვათ, მომნიშნა (პირველი
ვარ, ის ჩემია, ჩემი!). მაგარია! განსაკუთრებით ჩემი ბოლო კაცის - გამარჯვე-
ბული ფემინიზმის ეპოქის დონდლო ჯეელის მერე. ნიკს ფართო ღიმილი აქვს,
კატის ღიმილი. თითქოს საცაა გადასანსლული იადონ ტვიტის ბუმბულებს გა-
მოაფურთხებსო. არ მეკითხება, რას ვსაქმიანობ ცხოვრებაში, რაც კარგია და
სიახლეა (მწერალი რომ ვარ, უკვე გითხარით?). მისურის მკვიდრის გაწელილი
ინტონაციით ლაპარაკობს. ჰყვება, რომ დაიბადა და გაიზარდა ჰანიბალში,
მარკ ტვენის მშობლიურ ქალაქ ში, სადაც „ტომ სოიერით“ იქნა შთაგონებუ-
ლი. მიყვება, რომ ბავშვობაში სამდინარო ორთქლისძრავიან გემზე მუშაობდა
- სადილი და ჯაზი ტურისტებისთვის. მაგრამ, როცა გამეცინა - თავხედ, თავ-
ნება ნიუიორკელ გოგოს, რომელსაც არასოდეს გაურისკავს და ჩასულა ცენ-
ტრალურ შტატებში, სადაც სრულიად განსხვავებული ადამიანები ცხოვრო-
ბენ, - მეუბნება, - მისური ჯადოსნური შტატია და მასზე უფრო დიდებული და
ლამაზი ადგილი მსოფლიოში არ არსებობსო. და ამასთან ისეთი ცუღლუტი
გამოხედვა და გრძელი წამ წამები აქვს, რომ ადვილად შეგიძლია წარმოიდგი-
ნო, ბავშვობაში როგორი იქნებოდა.
სახლში ერთად ვბრუნდებით ტაქსით, ისეთი სიჩქარით მივდივართ, ლამ-
პიონები ქუჩაში ზოლებად ჩანან, თავბრუც კი მეხვევა. მძღოლი აქსელერა-
ტორს ისე აჭერს, თითქოს ვინმე მოგ ვდევდეს, მაგრამ როდესაც ჩემს სახლამდე
თორმეტიოდე კვარტალი რჩება, მოულოდნელად ნიუ-იორკის კლასიკურ სა-
ცობში ვიჭედებით. მანქანიდან სიცივესა და სიცარიელეში გადმოვდივართ.
მერე რა ხდება? ნიკი სახლამდე მაცილებს, წელზე მსუბუ ქად მხვევს ხელს,
სახე გვეთოშება. კუთხეს ვცდებით და ვხედავთ, როგორ ჩააქვთ ტომრებით სა-
კონდიტროს სარდაფში შაქრის პუდრი, თითქოს ცემენტიაო. მტვირთავების
სილუეტები მოჩვენებებივით ილანდებიან თეთრ ნისლში. ქუჩა ტორტმანებს,
ნიკი თავისკენ მიზიდავს და მიღიმის. ჩემს კულულს თითებს შორის ატარებს,
ორჯერ ქაჩავს, თითქოს ზარი დარეკაო. წამ წამები პუდრისგან გასთეთრებია.
მერე იხრება და ტუჩებიდან შაქარს ისე მილოკავს, თითქოს გემო გამისინჯაო.

ნიკ დანი იმ დღეს


15
კარს ხელი ვკარი, ნახევრად ბნელ ბარში შევაბიჯე, სიგარეტისა და ლუ-
დის სუნი, „ბურბონის“ თავისებური არომატი და გადახრაკული პოპკორნის
სურნელიც ვიგრძენი, კედლებს რომ მოსდებოდა ხავსივით და მთელი ამ დღის
განმავლობაში, პირველად ამოვისუნთქე შვებით. ბარში ერთადერთი კლიენტი
იჯდა დახლის ბოლოს, თავის ჩვეულ ადგილზე, მოხუცი სიუ - ის, ტრადი-
ციულად, ქმართან ერთად, ხუთშაბათობით მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ სამი
თვის წინათ მეუღლე გარდაეცვალა, ახლა კი მხოლოდ ჩვეულ რიტუალს
იცავს. კენტად მოდის, უბრად, უბრალოდ ზის ლუდის ჭიქითა და კროსვორ-
დით ხელში. ჩემი და დახლთან იდგა და მუშაობდა, თმა უკან, გოგონასავით,
ჰქონდა სარჭით აკრული. დაწითლებული ხელებით კათხებს ავლებდა და
ლუდს ასხამდა. გოს მოხდენილი ტან-ფეხი და თავისებური ნაკვთები აქვს, ვერ
იტ ყვი, მიმზიდველი არ არისო. უბრალოდ, კარგად უნდა დააკვირდე და ღირ-
სეულად შეაფასო. ფართო ღაწვები, აკურატული ცხვირი და მრგვალი თვალე-
ბი აქვს. ერთ დროს, მისი გარეგნობის მსახიობებს ფილმებში იღებდნენ, მაშინ
მამაკაცები მათ წინაშე შლაპებს კეფაზე იწევდნენ, უსტვენდნენ და ამასაც
შესძახებდნენ: აი, ეს მესმის!.. ისეთი ეგზოტიკური დედოფლის ხატება, როგო-
რიც 30-იანი წლების კინოში იყო, ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენს წარმოდგე-
ნებს ფერიის შესახებ, მაგრამ ჩემი და, რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მოს-
წონდათ მამაკაცებს. ეს ერთდროულად სიამაყითაც მავსებდა და გოს გამო
ვნერვიულობდი კიდეც.
- „პიმენტოს პურს“ კიდევ ამზადებენ? - მკითხა გომ მოსალმების ნაცვლად,
ისე, რომ თავი არ აუწევია - უბრალოდ, მიხვდა, მივედი.
შვება ვიგრძენი, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ, როდესაც მას ვხედავ.
შეიძლება ჩვენი საქმე გადასარევად არ მიდის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,
ადგილზე არ არის გაყინული.
გო - ჩემი ტყუპისცალია. იმდენჯერ გავიმეორე ეს წინადადება, რომ ის უკ-
ვე მანტრას, დამამ შვიდებელ შელოცვას დაემსგავსა. ჩვენ 70-იან წლებში და-
ვიბადეთ, მაშინ ტყუპები ისევე იშვიათად იბადებოდნენ, როგორც უნიკორნები
და ელფები. ერთმანეთს ტელეპატიურადაც კი ვგრძნობთ. გო ერთადერთი
ადამიანია მსოფლიოში, რომელთანაც ჩემს თავს ვაიგივებ და მისთვის ჩემი
მოქმედების ახსნა არ მჭირდება. არადა, ბოლო ხანს ყველაფერს აღარც ვეუბ-

16
ნები და აღარც ვუყვები, მაგრამ ვუმხელ იმას, რაც შეიძლება, რომ ვუთხრა.
ჩვენ ერთად გავატარეთ ცხრა თვე, ერთმანეთს ზურგებს ვუმაგრებდით. ეს
ცხოვრებისეულ ჩვეულებად გვექცა. არასდროს ჰქონია მნიშვნელობა იმას,
რომ გო გოგოა. ცოტა არ იყოს, უცნაური დამოკიდებულებაა ჩემისთანა უც-
ნაური ბიჭისთვის, არა? რა შემიძლია კიდევ ვთქვა? გო ყოველთვის მაგარი
იყო.
- „პიმენტოს პური“ (პური ესპანური წიწაკითა და ხორცით - მთარგმნ. შე-
ნიშვნ.) ეს ლანჩის ხორვეულია, არა? მე მგონი, კიდევ უნდა აკეთებდნენ.
- უნდა ვიშოვოთ ცოტა, - თქვა მან და წარბი აზიდა, - მაინტერესებს, რო-
გორია.
კათხაში ლუდი ჩამომისხა ისე, არც კი უკითხავს. კათხა მთლად სუფთა არ
ჩანდა. როდესაც შეამჩნია, ჭუჭყიან კიდეს ვუყურებდი, კათხა პირთან მიიტანა
და ენით მოაშორა ლაქა, კიდეზე ნერწყვი დარჩა. კათხა ჩემ წინ დადგა მუ-
ყაოზე და მკითხა:
- ასე უკეთესია, ჩემო მბრძანებელო?
გოს ყოველთვის მიაჩნდა, რომ მშობლებს განსაკუთრებულად ვუყვარდი,
მარტივი მიზეზით, მე ბიჭი ვიყავი, ერთადერთი ბავშვი, რომლის გაჩენასაც
გეგმავდნენ, ის კი ამქვეყნად ქურდულად, ჩემს ფეხს ჩაჭიდებული შემოიპარა.
დაუპატიჟებელი სტუმარი (მამაჩემისთვის კი, მეტად დაუპატიჟებელი). მას
თავი ზედმეტად მიაჩნდა, განსაკუთრებით საცოდავი ცხოვრება ჰქონდა ბავ-
შვობაში. მისთვის იშვიათად ყიდულობდნენ ახალ ტანსაცმელს, მასზე ხარჯე-
ბი შეზღუდული გახლდათ და ყველას ეცოდებოდა. ეს გან წყობა რეალურ
მდგომარეობას ბევრწილად ემთხვეოდა. ამას სავსებით ვუშვებ.

- დიახ, ჩემო პატარა მონავ, - ვთქვი და ხელები მეფესავით გავშალე.

ლუდის სმა დავიწყე, რადგან დილის მერე ნერვები ვერ დავიწყნარე, რამ-
დენიმე კათხა მინდოდა დამელია, უმჯობესი, ალბათ, სამი იქნებოდა.
- რა გ ჭირს? - მკითხა, - რაღაც აღგზნებული ჩანხარ.
ქაფი შემომაშხეფა, რომელშიც წყალი უფრო მეტი იყო, ვიდრე საპონი.
უეცრად კონდიციონერი ამუშავდა და თმა აგ ვიჩეჩა. ბარში უფრო მეტხანს ვა-
ტარებდით, ვიდრე საჭირო იყო. ის გახდა ჩვენი „ბავშვობის შტაბი“, რომელიც
არასდროს გვქონია სინამდვილეში. ერთხელ, ღამით, ნასვამებმა დედაჩვენის
სახლის სარდაფში ძველი ყუთები გავხსენით. მაშინ დედა ჯერ კიდევ ყოჩაღად

17
გვაჩვენებდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილი უკვე კარზე უკაკუნებ-
და. აღტაცებული შეძახილების თანხლებით ამოვიღეთ და გავარჩიეთ ყველა
სათამაშო და სამაგიდო თამაში, თან ქილის ლუდს ვსვამდით. შობა აგ ვისტო-
ში გამოგ ვივიდა. დედის გარდაცვალების შემდეგ გო მის ძველ სახლში გადავი-
და, სათამაშოები კი ნელ-ნელა ჩვენს ბარში გადმოვზიდეთ, მარწყვის შორ-
თქეიკის თოჯინა, რომელსაც სუნი დაკარგული ჰქონდა - ჩემი ძველისძველი
საჩუ ქარი გოს. თაროს კუთხეში იდო მისი საპასუხო საჩუ ქარიც, ერთი ბორ-
ბლის გარეშე დარჩენილი პატარა მანქანა, „ჰოტ ვილსის“ ფირმის „შევროლე
ელ კამინო“.
ჩვენ იმაზეც კი ვფიქრობდით, რომ კლიენტებისთვის სამაგიდო თამაშების
საღამო გაგ ვემართა, ოღონდ მათი უმეტესობა მეტისმეტად ასაკოვანი იყო
საიმისოდ, რომ ეხალისათ „დამ შეული ჰიპოპოტამებით“ ანდა თამაშით
„ცხოვრება“, პატარა პლასტმასის ავ ტომობილებით, რომლებშიც ქინძისთავის-
ხელა მშობლები და შვილები უნდა ჩასხა.
„არ მახსოვს, როგორ გაიმარჯვე“ (დღის აფორიზმი კომპანიისგან „ჰას-
ბრო“). გომ შემივსო კათხა და თავისთვისაც შეივსო. მისი მარცხენა თვალის
ქუთუთო ოდნავ ჩამოეშვა. ზუსტად შუადღე იყო, 12:00. ჩემს თავს ვკითხე -
ნეტავი, მერამდენე კათხასა სვამს?
მარგომ მძიმე ათწლეული გამოიარა. ჩემი და ფინანსისტია, გონება კოსმო-
სური ინჟინრის, ჟინი კი - როდეოს მხედრისა აქვს. 90-იანი წლების ბოლოს
დაამთავრა კოლეჯი და მანჰეტენ ში დასახლდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო
„დოტ-კომური“ ფენომენის წარმომადგენელთაგან, - ორი წლის განმავლობა-
ში გიჟურ ფულს ჭრიდა, მაგრამ 2000 წელს ინტერნეტის „საპნის ბუშტში“
მოყვა... ამ კატასტროფამ გო ვერ გატეხა. შინაგანად ოც წელთან უფრო ახ-
ლოს იყო, ვიდრე ოცდაათთან, და თანაც, მშვენივრად გამოიყურებოდა. ცხოვ-
რების დრამის მეორე აქტში გომ მეცნიერის ხარისხი მიიღო და საბანკო ინვეს-
ტიციების ბნელ სამყაროში გაერია. ის საშუალო დონის, არაფრით გამორ-
ჩეული ფინანსისტი გახლდათ, არც დანაშაულებრივი ჩაუდენია რამე, მაგრამ
სამუშაო მალე დაკარგა - 2008 წლის საფინანსო კრიზისის დროს. არც კი ვი-
ცოდი, ნიუ-იორკი თუ დატოვა, სანამ დედის სახლიდან არ დამირეკა და არ
მითხრა: მორჩა, დავმარცხდი. ვაგულიანებდი, მის თავმოყვარეობაზე ვთამა-
შობდი, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილს ვიღებდი. როდესაც ყურმილი დავ-
კიდე, შეშფოთებული მივედი ბაუერიში და როცა იქ, ჩემი დის სახლში, სახან-
ძრო კიბის ბაქანზე გაძევებული მისი საყვარელი ფიკუსის ხე, სახელად ჰარი

18
დავინახე, რომელიც სულს ღაფავდა, მივხვდი, გო იქ დაბრუნებას აღარ აპი-
რებდა.
ბარში მუშაობამ თითქოს გამოაცოცხლა, ბუღალტრობდა, ლუდს ასხამდა,
რეგულარულად და ჩემზე ბევრს მუშაობდა.
ჩვენ ვცდილობდით განვლილი ცხოვრება არ გაგ ვეხსენებინა, ჩვენ და-ძმა
დანები ვართ, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და, რაც უნდა უცნაური იყოს, კმა-
ყოფილები ვართ ცხოვრებით.
- და მერე? - მკითხა გომ. ამ სიტ ყვებით იწყებდა ხოლმე ლაპარაკს.
- ეჰ.
- რა ეჰ? ეჰ, ცუდს ნიშნავს? ცუდად გამოიყურები.
მხრები ავიჩეჩე და დამ სახეში ყურადღებით შემხედა:
- ემი?
ადვილად მისახვედრი კითხვაა. ისევ ავიჩეჩე მხრები, ამ შემთხვევაში და-
ვეთანხმე. ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკეთებინა, მხრები ამეჩეჩა.
გომ გაოცებული გამომეტ ყველება მიიღო, ბარის დახლს იდაყვებით დაეყ-
რდნო, თავი ხელებში ჩარგო, - ჩანს, რაღაც მწარე უნდა ეთქვა ჩემი ოჯახური
ცხოვრების თაობაზე. ამ საქმეში მდიდარი გამოცდილება ჰქონდა.
- რა პრობლემაა?
- მძიმე დღეა, უბრალოდ მძიმე.
- შენ მას მეტისმეტად დაჰკანკალებ, - გომ სიგარეტს მოუკიდა, დღეში თი-
თო ღერს ეწეოდა, - ყველა ქალი შერეკილია.
გო თავს ჩვეულებრივი ქალების კატეგორიას არ მიაკუთვნებდა და ამ სიტ-
ყვასაც დამცინავად ხმარობდა. გოს სიგარეტის კვამლს შევუბერე და პატრონს
დავუბრუნე...
- დღეს იუბილე გვაქვს, ხუთი წელი გავიდა.
- ვაუ! - გომ თავი უკან გადასწია, ჩვენს ქორწილზე ის საცოლის მეჯვარე
იყო, ღია იისფერი კაბა ეცვა, - „მშვენიერი, გიშერივით შავთმიანი, ამეთვის-
ტოებით მორთული ქალბატონი.“ ემის დედა ეხმარებოდა მორთვა-მოკაზმვაში
- მაგრამ იუბილეების თარიღებს დამახსოვრების ღირსად არ მიიჩნევდა. - ვაა,
ამის დედაც, რა მალე გასულა დრო, - კვამლი ისევ ჩემკენ გამოუშვა, ფილტვის
კიბოს შეძენის პასიური ხერხი, - და ემი აპირებს, ის რომ მოაწყოს... რა ჰქვია?
ნაგ ვის ძიება...
- განძის ძიება, - გავუსწორე.

19
ჩემს ცოლს ლოგიკური, თანაც დინამიკური გართობის სახეობები მოსწონ-
და. ჩვენი ქორწილის ყოველ წლისთავზე ერთობ რთულ გასართობს, „განძის
ძიებას“ აწყობდა, - ყოველი სვლა „გასაღების“, ანუ მინიშნების პოვნას ითხოვ-
და, რომელიც შემდეგ მინიშნებამდე მიგიყვანდა, და ასე ბოლომდე - სანამ
პრიზს არ მიაგნებდი. ასეთ რაღაცას დედამისი უწყობდა მამამისს ქორწინების
ყოველ წლისთავზე, და ამ ყველაფერში ძალიან კარგად ვხედავდი გენდერუ-
ლი როლების განაწილებას და იმას, რომ თავისთავად ესეც მინიშნება გახ-
ლდათ ჩემთვის. მაგრამ მე ემის ბავშვობაში არ გავზრდილვარ, ჩემი საკუთარი
ბავშვობა მქონდა - ბოლო საჩუ ქარი, რომელიც მამაჩემმა დედაჩემს აჩუ ქა,
რკინის უთო იყო, რომელიც ქაღალდში კი არ იყო გახვეული, არამედ სამზა-
რეულოს მაგიდაზე იდო.
- გინდა დაგენაძლევები, ემი მაგრად გაგიბრაზდება ამ წელს? - ჩაილაპა-
რაკა გომ ღიმილით.
ემის „განძის ძიებაში“ მუდმივად პრობლემები მექმნებოდა, - საჭირო მი-
ნიშნებას ვერ ვპოულობდი ხოლმე. ჩვენი ქორწინების პირველ წლისთავზე
შვიდიდან მხოლოდ ორი მინიშნება გამოვიცანი, არადა, ის ჩემი ქორწინების
საუკეთესო წელი იყო.
პირველი მინიშნება იუწყებოდა:
ადგილია მომცრო, ვიწრო, დაიღლები ფეხზე დგომით,
სადაც მაგრად ვიკოცნავეთ იმ სამ შაბათს, შემოდგომით.
ჩაგიბარებიათ ბავშვობაში გრამატიკის გამოცდა? რამდენიმე დაუსრულე-
ბელ წამს გონებაში იქე ქები, ამაოდ ცდილობ პასუხი იპოვო. აი, ასეთივე შეგ-
რძნებაა - პანიკაში ვარდები, თავზარი გეცემა.
- ერთი ირლანდიური ბარი, არცთუ ირლანდიურ ადგილას, - მიკარნახა
ემიმ.
ტუჩზე ვიკბინე და მხრები ავიჩეჩე, გარშემო ისე მიმოვიხედე, თითქოს პა-
სუხი ჩვენს სასადილო ოთახში უნდა გამოჩენილიყო, ემიმ კიდევ მაცალა ერთი
დაუსრულებელი წუთი.
- წვიმდა, გზა დაგ ვებნა, - მის ხმაში ამჯერად გაღიზიანება იგრძნობოდა.
მხრების ჩეჩას შევეშვი, ხელი ჩავიქნიე.
- „მაკმანზი“, ნიკ! გახსოვს, როგორ დაგ ვებნა გზა ჩინურ კვარტალში და
როგორ გვინდოდა მშრალი ადგილის პოვნა? გვეგონა, კონფუცის ქანდაკებას-
თან დავემალებოდით წვიმას, მაგრამ იქ სულაც ორი კონფუცის ქანდაკება
აღმოჩნდა, ასე რომ, ჩვენ ოღონდ კი საზიზღარ სინესტეს გავ ქცეოდით, პირვე-

20
ლივე შემხვედრ ირლანდიურ ბარში შევიყუჟეთ, იქ რამდენიმე ჭიქა ვისკი გა-
დავ კარით და შენ ჩამიხუტე და მაკოცე და ეს იყო...
- მართალია. შენ მინიშნებად კონფუცი რომ გაგეხადა, მაშინ მე...
- ქანდაკება არ იყო მნიშვნელოვანი, ადგილი იყო მნიშვნელოვანი... მაშინ
ვიფიქრე, რომ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული. - ბოლო სიტ ყვები წამღერე-
ბით წარმოთქვა პატარა გოგონასავით. ოდესღაც ეს ძალზე მხიბლავდა.
- ეს რაღაც განსაკუთრებული იყო, - ემი ჩემკენ მოვიზიდე და ვაკოცე. ასე-
თი კოცნა საგანგებოდ ქორწილის წლისთავისთვისა მაქვს შემონახული. - მო-
დი, მაშინ ისევ წავიდეთ „მაკმანზში“ და კოცნა გავიმეოროთ.
როცა „მაკმანზის“ მხარბე ჭიანმა, დათვივით ბარმენმა შეგ ვნიშნა, დაიღმი-
ჭა, ვისკი დაგ ვისხა და შემდეგი მინიშნება გამომიცხადა:
თუკი ვნაღვლობ, თუკი ვტირი, თუკი სევდა მამძიმებს,
არის ერთი ადგილი, უმალ რომ გამაღიმებს.
ეს მანუგეშებელი ადგილი, ვერც ერთი სხვა ვერ იქნებოდა, გარდა ცენ-
ტრალურ პარკში დადგმული ქანდაკებისა, რომელიც გამოსახავდა „ელისს სა-
ოცრებათა ქვეყანაში“. ამის შესახებ მან არაერთხელ მიამბო, რამაც მე, უვიც
მოწაფეს, მინიშნების ამოცნობა გამიადვილა. იმ საუბრებიდან არაფერი დამ-
ვიწყებია, მართლა, არაფერი. თუმც კი მაქვს ასეთი ცოდვა - ყველაფერს ვაზ-
ვიადებ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი ცოლი ძალიან მაგარია. ამ სიტ ყვის
ყველაზე კარგი გაგებით. მის გვერდით კარგავ შესაძლებლობას საღად იაზ-
როვნო. საკმარისი იყო მის გვერდით ყოფნა და მისი მოსმენა, თუმცა მე ყო-
ველთვის არ ვუგ დებდი ყურს. წესით კი უნდა დამეგ დო, მაგრამ ასე არ ვიქ-
ცეოდი.

როცა მოსაღამოვდა და მოვიდა დრო ნამდვილი ქაღალდის საჩუქრებისა -


როგორც მიღებულია ქორწინების პირველ წლისთავზე, ემიმ ჩემთან ლაპარაკი
შეწყვიტა.
- მე შენ მიყვარხარ ემი, ხომ იცი, რომ მიყვარხარ, - ვეუბნებოდი ზურგი-
დან და ტურისტების ჯგროში მივ ყვებოდი, რომლებიც გაოცებით გვიყურებ-
დნენ.

ემი ტურისტების ჯგროში სწრაფად მიდიოდა, ცენტრალური პარკი სავსე იყო


ხალხით, გორგოლაჭებზე მოსრიალენი, მშობლები, პატარა ბავშვები, რომ-
ლებმაც ახლახან აიდგეს ფეხი და მთვრალებივით ყანყალებენ, ფეხებში მებ-

21
ლანდებოდნენ. ვცდილობდი ემისთვის ხელი ჩამე ჭიდა. ის გაქვავებული გამო-
მეტ ყველებით მომიტრიალდა და მეც ერთადერთი არგუმენტი მოვუყვანე, რო-
მელიც ლოგიკურად მეჩვენა:

- ემი, არ მესმის, რატომ უნდა გიმტკიცო ჩემი სიყვარული იმით, რომ და-
ვიმახსოვრო ყველაფერი, რასაც აკეთებ ან ამბობ? თუ ამას არ ჩავდივარ, ეგ
არ ნიშნავს, რომ ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას არ ვაფასებ.
იქვე, შორიახლოს, ჯამბაზი ცხოველის ფორმის ბუშტს ბერავდა, უცნობი
მამაკაცი ყიდულობდა ვარდს, ბავშვი ნაყინს ტლეკდა, ჩვენ კი ამასობაში ახა-
ლი ტრადიცია გვიჩნდებოდა, ემი მშორდებოდა, ბორტს მიღმა მტოვებდა, რო-
გორც რაღაცას, რაც არაფრად ღირს. აი, ესეც თქვენ ბედნიერი წლისთავი, მა-
გის დედაც!
- ხუთი წელი გავიდა, ალბათ, მაგრად გაბრაზდება, - გააგრძელა გომ, -
იმედი მაქვს, მისთვის საუკეთესო საჩუ ქარი გაქვს მომზადებული.
- ეს გადაუდებელ საქმეებში მქონდა ჩანიშნული.
- რა არის სიმბოლო ქორწინების ხუთი წლისთავისთვის? ქაღალდი?
- არა, ეს პირველ წელსაა, „ქაღალდის ქორწინება“.
იმ „მტანჯველი განძის“ ძიების დასასრულს ემიმ მშვენიერი საწერი კომ-
პლექტი მაჩუ ქამ, რომელზეც, ყოველი ფურცლის ზემოთ ჩემი ინიციალები
იყო ამოტვიფრული, ქაღალდი კი ისეთი კარაქისფერი ყვითელი იყო, მეშინო-
და, თითები არ დამესვარა. საპასუხოდ მე ქაღალდის ფრანი ვაჩუ ქე, რომელიც
მოხატული იყო „ცენთრალ პარკის“ ხედებით, პიკნიკებით ანუ ცხელი ზაფხუ-
ლის სიამენით. საჩუქრები არც ერთ ჩვენგანს არ მოეწონა. სხვა რაღაცები
გვერჩივნა. ო’ჰენრის მოთხრობა გამოვიდა, ოღონდ, თავდაყირა.
- ვერცხლის? - გამოცნობას ცდილობდა გო - ბრინჯაოს? სპილოს ძვლის?
ჰა, მიდი დამეხმარე...
- ხის, - ვუთხარი როგორც იქნა, - ხისგან გაკეთებული რომანტიკული ნივ-
თი გეგულება?
ბარის ბოლოში, სიუმ აკურატულად დაკეცა გაზეთი, და ცარიელ კათხას-
თან ხუთდოლარიანი კუპიურა დატოვა. როცა გავიდა, მე და გომ ერთმანეთს
მდუმარედ გავუღიმეთ.
- მოვიფიქრე, - თქვა გომ, - მიდი სახლში, გაჟიმე ისე, ტვინი რომ აეხადოს,
მერე სახეში შენი „იარაღი“ მისცხე და უთხარი: „ჩათლახისთვის საუკეთესო
საჩუ ქარი მორია.“

22
გადავიხარხარეთ, მერე კი ორივენი თითქმის ერთდროულად გავწით-
ლდით. და ასე უხამსად არ უნდა გეხუმროს. არადა, გოს უბრალოდ სიამოვ-
ნებდა, ასეთ ხუმრობას ხელყუმბარასავით რომ მესროდა ხოლმე. სწრორედ
ამიტომ სკოლაში ჭორები დადიოდა, თითქოს საყვარლები ვიყავით, - ტყუპთა
ინცესტი. გვერდიდან ჩანდა, რომ მეტისმეტად ინტიმურად ვართ ერთმანეთში:
ჩვენ - ჩვენი, საკუთარი შეხუმრებები გვქონდა, წვეულებებზე ერთად ვიყა-
ვით, ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით და ა.შ. არ ვარ დარწმუნებული, ამაზე
ღირდეს ლაპარაკი, მაგრამ რაიმე გაუგებრობას რომ არ ჰქონდეს ადგილი,
ვიტ ყვი: მე და ჩემი და არასდროს ვყოფილვართ საყვარლები და ამის ფიქრიც
კი არ გაგ ვივლია გულში. ჩვენ უბრალოდ ძალიან ახლო მეგობრები ვართ.
მერე გომ მოაწყო პანტომიმა, თუ როგორ ვჟიმავ ჩემს ცოლს.
გო და ემი ვერ დამეგობრდებოდნენ, რადგან ორივე ცდილობდა საკუთარ
შერჩეულ ტერიტორიაზე მთლიან კონტროლს დაუფლებოდა. გო ცდილობდა,
ჩემს ცხოვრებაში „ალფა-მდედრი“ ყოფილიყო, ემის კი ეს ყველას ცხოვრებაში
სურდა. ისინი ერთსა და იმავე ქალაქებში ცხოვრობდნენ: ჯერ ნიუ-იორკში,
შემდეგ კი აქ, და ერთმანეთს ახლოს არ იცნობდნენ; სამაგიეროდ ჩემს ცხოვ-
რებაში თეატრის იმ გაწვრთნილი მსახიობებივით დაფარფატებდნენ, რომელ-
თაგანაც ერთი სცენაზე მიიჩქარის, მეორე კი ამ დროს საწინააღმდეგო მხრი-
დან კულისებში გადის. ერთდროულად თუ აღმოჩნდებოდნენ ერთსა და იმავე
ადგილას, ორივე თავის თავში იკეტებოდა.
დროდადრო, ემის დანიშვნამდე და მერეც, დაქორწინებამდე, გო მეუბნე-
ბოდა:
- უცნაურია, მაგრამ ვერაფრით ვერ გამიგია, რა ადამიანია.
ან კიდევ:
- შენ უბრალოდ შენ თავს აღარ ჰგავხარ, როცა ის შენ გვერდითაა.
ანდა:
- არის არსებითი განსხვავება სიყვარულში ქალის მიმართ და სიყვარულ-
ში ქალის წარმოსახვითი სახების მიმართ.
და ბოლოს:
- ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლებს თუ არა, თავი ბედნიერად გაგრძნობი-
ნოს.
იმ დროს ემის მართლა ბედნიერება მოჰქონდა ჩემთვის.
და მანაც გამოხატა საკუთარი დებულებები გოს შესახებ:
- მეტისმეტად მისურელია, ნუთუ ვერ ხედავ?

23
და კიდევ:
- შენ მისთვის განსაკუთრებული გან წყობა გ ჭირდება.
და კიდევ:
- შენ მას ძალიანაც არ სჭირდები, თუმცა, მას შენ გარდა სხვა არავინა
ჰყავს.
როდესაც მისურიში ვბრუნდებოდით, მეგონა, რომ ჩემი და და ცოლი დაახ-
ლოვდებოდნენ, იმ უთანხმოებასაც დაივიწყებდნენ, რომელიც ჩემ გვერდით
ყოფნის სურვილისთვის ჰქონდათ, მაგრამ ეს არც ერთმა არ ისურვა. გოს მე-
ტად ჰქონდა იუმორის გრძნობა, ამიტომ მათი ორთაბრძოლა თანასწორი არ
იყო. ემი ჭკვიანი, გამჭრიახი, სარკასტული გახლდათ. მას შეეძლო გავებრაზე-
ბინე; შეეძლო სწორად მოერტყა მიზან ში, მაგრამ გო ყოველთვის მაცინებდა.
ეს საშიშიც კია, როცა კაცს აიძულებენ, ცოლს დასცინოს.

- გო, მე მეგონა, შევთანხმდით, რომ ჩემს გენიტალიებს უაზროდ აღარ ახსენებ,


- ვეუბნები, - ჩვენი ახლობლური ურთიერთობის გათვალისწინებით, მე საერ-
თოდაც არანაირი გენიტალიები არ გამაჩნია.
ტელეფონმა დარეკა. გომ ლუდი მოსვა და ყურმილი აიღო, თვალები მინა-
ბა, გაიღიმა და თქვა:
- რა თქმა უნდა, აქ არის, ერთი წუთი მოითმინეთ, - და გამომიცხადა, -
კარლია.
კარლ პელი ქუჩის გადაღმა ცხოვრობდა, ჩემი და ემის სახლის მოპირდაპი-
რედ. სამი წლის წინათ პენსიაზე გავიდა. ორი წლის წინათ ცოლს გაშორდა.
ჩვენს უბან ში სწორედ ცოლთან გაყრის შემდეგ დასახლდა. კომივოიაჟორი
იყო - საბავშვო წვეულებებისთვის ნივთებს ყიდდა. ვხვდებოდი, მოტელებში
ორმოცწლიანი ცხოვრების შემდეგ, სახლში თავს მთლად კომფორტულად ვერ
გრძნობდა. ყოველდღე შემოდიოდა ბარში ცხარე ჰამბურგერების პაკეტით
ხელში და უფულობას უჩიოდა. ჩიოდა მანამ, სანამ არ შევთავაზებდი პირვე-
ლი ჭიქა ბარის ხარჯზე დაელია (ბარში ყოფნისას შევატ ყვე, ნამდვილი ალკო-
ჰოლიკი იყო, ოღონდ ლოთს გარეგნულად სრულიადაც არ ჰგავდა). მას ეყო კე-
თილგონიერება დაეჯერებინა, რომ არ ვცდილობდით ვადაგასული სასმელები
მიგ ვესაღებინა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მსგავსი ეჭვი გაუჩნდა. მთე-
ლი ერთი თვის განმავლობაში კარლს მხოლოდ 1992 წლის ჩამოსხმის „ზიმას“
(მსუბუ ქი ალკოჰოლური, გაზიანი სასმელი, აშშ-ში 1992 წელს ლუდის ალ-
ტერნატივად შექმნილი. 2008 წლის შემდეგ ამერიკაში აღარ გამოდის, იწარ-

24
მოება მხოლოდ იაპონიაში. - მთარგმნ. შენიშვნ.) ვასმევდით, რომლის დამ-
ტვერილი ბოთლები სარდაფში ვიპოვეთ. როდესაც მძიმე ნაბახუსევი გახ-
ლდათ, სახლიდან ვერ გამოდიოდა, მაგრამ აუცილებლად გვირეკავდა:
- ნიკ, თქვენი საფოსტო ყუთი გადაივსო, იქნებ ამანათი მოგივიდათ?
ანდა:
- წვიმას აპირებს, ფანჯრების დაკეტვა ხომ არ დაგავიწყდათ?
ყოველ ჯერზე მიზეზი შეთხზული იყო. კარლს უბრალოდ ძალიან უნდოდა
გაეგონა ჭიქების წკარუნი, ან სასმლის ჩამოსხმის ხმა. ყურმილს დავწევდი,
თან დამსხვრეული ყინულით სავსე ჭიქას ვანჯღრევდი, რათა კარლს ჯინის
ულუფა თვალნათლივ წარმოედგინა.
- ჰაი, ნიკ, - გავიგონე მისი უსახური ხმა, - უკაცრავად, რომ გაწუხებთ, უბ-
რალოდ, მინდა გითხრათ, თქვენი სახლის კარი ღიაა და კატა ქუჩაშია გამო-
სული, ალბათ, ასე არ უნდა იყოს, არა?
რაღაცა გაურკვევლად ჩავიბურდღუნე.
- წავიდოდი და შევამოწმებდი, მაგრამ რაღაც შეუძლოდ ვგრძნობ თავს.
- ნუ ღელავთ, - ვუთხარი, - მაინც ჩემი სახლში დაბრუნების დრო მოვიდა.

რივერ როუდზე, რომელიც პირდაპირ, ჩრდილოეთისკენ მიდის, 15 წუთის გზა


მქონდა გასავლელი. ყოველთვის, როდესაც ჩვენს უბან ში შევდივარ, ძა-
ლაუნებურად შევ კრთები ხოლმე. აქ მეტისმეტად ბევრი სახლია დაცარიელე-
ბული. სახლები, რომლებსაც არასოდეს ჰყოლიათ პატრონები, ანდა სახლები,
რომლებიც პატრონებმა დაკარგეს - მიტოვებული და გაუკაცრიელებული სახ-
ლები. როდესაც აქ ახალი გადმოსულები ვიყავით, ჩვენი მცირერიცხოვანი მე-
ზობლები გვეწვივნენ: ერთი შუახნის, მარტოხელა დედა, რომელსაც სამი ბავ-
შვი ჰყავდა, პატარა ქვაბით ხელში გვესტუმრა; სამი ტყუპის ახალგაზრდა მა-
მა, რომელმაც ლუდის ექვსი შეკვრა მოიტანა (ბავშვები დედას დაუტოვა სახ-
ლში); შედარებით ხნიერი, მორწმუნე ქრისტიანი ცოლ-ქმარი, რომლებიც იქვე
მახლობლად ცხოვრობდნენ, და, რა თქმა უნდა, კარლი, მოპირდაპირე, ქუჩის
გადაღმა მდებარე სახლიდან. უკანა ვერანდაზე ვისხედით, გავ ყურებდით მდი-
ნარეს, თან სამ წუხარო რაღაცებზე ვმასლაათობდით: იპოთეკურ კრედიტებზე,
თავისუფლად ცვლად კურსზე, უპროცენტო კრედიტებზე, კრედიტზე წინასწა-
რი გადახდის გარეშე... მერე კი ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ჩვენ
ერთადერთი წყვილი ვართ, რომელთაც არ ჰყავთ შვილები, სამაგიეროდ,
გვაქვს მდინარეზე გასასვლელი.

25
- ამხელა სახლში მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით? - გაუკვრდა მარტოხელა
დედას, და სათითაოდ ჩამოგ ვირიგა თითო ულუფა ომლეტი.
- დიახ, მხოლოდ ჩვენ ორნი. - დავუდასტურე ღიმილით და ომლეტი გავ-
სინჯე.
- მოგწყინდებათ, - აი, ეს კი სიმართლე თქვა.
ოთხიოდე თვის შემდეგ იმ ქალბატონმა თავისი დიდი სახლის იჯარა ვე-
ღარ გადაიხადა, და ერთ ღამეში გაქრა თავის სამ ბავშვთან ერთად. მათი სახ-
ლი კვლავაც ცარიელი იდგა. სასტუმრო ოთახის ფანჯარაზე ჯერ კიდევ შე-
მორჩენილიყო ბავშვის ხელით დახატული პეპელა. ფლომასტერის ფერები
ნელ-ნელა ხუნდებოდნენ. ერთ საღამოსაც, როდესაც გვერდით ჩავუარე
სახლს, შევნიშნე წვერმოშვებული მამაკაცი ჭუჭყიანი სახით, რომელიც ფან-
ჯრიდან იყურებოდა. სიბნელეში მისი სახე აკვარიუმ ში მოლივლივე თევზს
მოგაგონებდათ. მიხვდა, რომ დავინახე და სახლის სიღრმეში შეიმალა. მეორე
დღეს კიბის პირველ საფეხურზე სენდვიჩებით სავსე ქაღალდის პაკეტი დავუ-
ტოვე, რომელიც ერთი კვირა ხელუხლებლად იდო, სანამ მზეზე არ დამძაღდა
და მევე არ გადავაგ დე.
მდუმარება. უბან ში მუდმივად დამთრგუნველი მდუმარება იყო გამეფებუ-
ლი. ერთადერთი, ჩემი მანქანის ძრავა ხმაურობდა, სანამ სახლს ვუახლოვდე-
ბოდი. კატა მართლაც კიბეზე იჯდა. არადა, კარლის დარეკვიდან 20 წუთი მა-
ინც იყო გასული. უცნაურია. ემის უყვარდა კატა. კატას წათლილი ბრჭყალები
ჰქონდა და არასოდეს ვუშვებდით გარეთ, რადგან ბლიკერი საყვარელი, მაგ-
რამ ერთობ შტერი არსება გახლდათ და, მიუხედავად იმისა, რომ სადღაც ბან-
ჯგვლიან ნაოჭებში ჩამალული ჰქონდა ჩიპი, ემი დარწმუნებული იყო, სამუ-
დამოდ დაკარგავდა, თუკი გარეთ გაუშვებდა. ვთქვათ, კატა პირდაპირ მისი-
სიპიში ჩახტებოდა - ჭყლუმპ-ჭყლუმპ! - და დინებას გაჰყვებოდა მექსიკის ყუ-
რისაკენ, სადაც სიცოცხლეს მშიერი ზვიგენის ხახაში დაასრულებდა.
ისე, საკითხავია, ეყოფა თუ არა ჭკუა, კიბეზე ჩავიდეს. ახლა ბლიკერი კი-
ბეზე იყო დარჭობილი - სქელი, მაგრამ ამაყი გუშაგი, - სიზარმაცის განსა-
ხიერება.
მანქანიდან გადმოვედი, კარლი თავისი სახლის კიბეზე გამოვიდა და დად-
გა. - როცა სახლისკენ მივდიოდი, იმ ბილიკით, რომლის ორივე მხარეს წითე-
ლი, ხორციანი და წვნიანი პიონებია დარგული, თითქოს რომ ითხოვენ, მოდი,
ერთი ჩაგ ვკბიჩეო, ვგრძნობდი, ორივენი მიყურებდნენ, მოხუციც და კატაც.

26
უკვე ვაპირებდი, ისე დავმდგარიყავი, რომ კატისთვის გასაქცევი გზა მო-
მეჭრა, როცა სახლის შესასვლელი კარი დავინახე. კარლმა კი მითხრა, ღიააო,
მაგრამ საკუთრი თვალით დანახულმა მაინც შემაშფოთა. ეს არ იყო ოდნავ
შეღებული კარი, რომელსაც ერთი წამით ტოვებ, როცა ნაგ ვის გადასაყრელად
გამოდიხარ. კარი ავის მომასწავებლად, ბოლომდე მოღიავებული გახლდათ.
კარლი ქუჩის გადაღმა გაშეშებულიყო, ჩემს რეაქციას ელოდებოდა, მე კი,
იაფფასიანი სპექტაკლის მონაწილესავით, უცებ ვიგრძენი, რომ აღელვებული
ქმრის როლი უნდა მეთამაშა... კიბის შუაგულში წამით შევ ყოვნდი, მოვიღუშე
და ისე ავირბინე, სულ ორ-ორ საფეხურს ვახტებოდი ერთად, თან ცოლის სა-
ხელს ვიძახდი:
- ემი, სახლში ხარ?
ზედა სართულზე ავირბინე. ემი არსად ჩანდა. საუთოებელი მაგიდა გაშ-
ლილი დამხვდა, უთო - ჩართული, კაბები კი - გასაუთოებლად გადმოყრილი.
- ემი!
როდესაც ქვემოთ ჩამოვრბოდი, ღია კარში შევნიშნე, კარლი ისევ იქ იდგა
და დოინჯშემოყრილი იყურებოდა. სასტუმრო ოთახში შევვარდი და შუ ქი
ავანთე. ხალიჩაზე შუშის ნამსხვრევები ეყარა - ყავის მომცრო მაგიდის ნაშ-
თები. ტუმბოები გადაბრუნებული იყო, წიგნები იატაკზე ეყარა ბანქოს ფურ-
ცლებივით. მძიმე ანტიკვარული „ოტომანიც“ (მასიური უზურგო დასაჯდომი -
მთარგმნ. შენიშვნ.) კი ამოყირავებული დამხვდა. მოკლე ფეხები ისე ჰქონდა
ჰაერში აშვერილი, მკვდარ ცხოველს მოგაგონებდათ. ამ არეულობის შუაგულ-
ში, იატაკზე ბასრი მაკრატელი ეგ დო.
- ემი!
აქეთ-იქით ვაწყდებოდი, თან ემის ვეძახდი. სამზარეულოს გავლით, სადაც
ჩაიდანი დუღდა, სარდაფში ჩავედი, რომელშიც სტუმრებისთვის განკუთვნი-
ლი ცარიელი ოთახი გვქონდა, ბოლოს კი გარეთ გავვარდი უკანა გასასვლე-
ლიდან. ეზო გადავირბინე და ვიწრო ნავმისადგომზე გავედი. კიდეზე გადავი-
ხარე და ჩავიხედე, რომ მენახა, ჩვენს ნავში ხომ არ იჯდა. ერთხელ იქ ვიპოვე,
იწვა მზეს მიფიცხებული, თვალდახუ ჭული. მაშინ დიდხანს ვტკბებოდი მისი
მშვენიერი, მშვიდი სახის სილამაზით, მდინარის თვალისმომჭრელი ათინათე-
ბის ფონზე. მახსოვს, ემიმ უეცრად გაახილა ლურჯი თვალები, ოღონდ არაფე-
რი უთქვამს. მეც არ ამომიღია ხმა და მდუმარედ წავედი სახლისკენ...
- ემი!
არსად იყო - არც მდინარეზე, არც სახლში. ემი გაუჩინარდა.

27
ემი ელიოტ-დანი 2005 წლის 18 სექტემბერი
დღიურის დასაწყისი

ვაუ, ვაუ, ვაუ, აბა, გამოიცანით, ვინ დამიბრუნდა? ნიკ დანი, ჯეელი ბრუკ-
ლინის წვეულებიდან, დაშაქრულ-ჰაეროვანი კოცნა რომ იცის, და კიდევ -
უეცარი გაქრობა. რვა თვე, ორი კვირა და ორი დღე იყო დაკარგული ისე, სიტ-
ყვაც არ უთქვამს, მერე კი კვლავ გამოჩნდა, თითქოს ყველაფერი წინასწარ
გვქონდა დაგეგმილი. თავი იმართლა, ტელეფონის ნომერი დამეკარგაო. მო-
ბილური დამჯდარი ჰქონდა, ამიტომ ჩემი ნომერი ძველ ბილეთზე ჩაიწერა,
მერე ბილეთი ჯინსის ჯიბეში ჩაიდო, ჯინსები კი სარეცხ მანქანაში ჩაუშვა,
ასე რომ, ბილეთი ქაღალდის სველ, ქარიშხალგამოვლილ ნაგ ლეჯად იქცა.
მხოლოდ ორი ციფრი იკითხებოდაო, 3 და 8 (ასე ამბობს).
მერე კი სამუშაომ მთლიანად ჩაითრია, დრო როგორ გამექცა, ვერ შევნიშ-
ნეო, მოხედვა ვერ მოვასწარი და ვხედავ უკვე მარტის თვე დამდგარაო, იმდე-
ნი დრო გავიდა, შემრცხვა შენი მოძებნაო (ასე ამბობს).
რასაკვირველია, გავბრაზდი. მართლა გავბრაზდი. მაგრამ ახლა - აღარა
ვბრაზობ. მომეცით უფლება, აღვადგინო სიტუაცია (ამას მე ვამბობ): დღევან-
დელი დღე. სექტემბრის ცვალებადი ქარი. ლანჩის დრო. მეშვიდე ავენიუს მი-
ვუყვები და ვიტრინაში გამოდგმულ ურიცხვ პლასტიკატის კონტეინერს ვათ-
ვალიერებ, რომლებიც სავსეა ჩვეულებრივი ნესვებით, „კანტალუპე“ ნესვე-
ბით, „თაფლა“ ნესვებივით - ყინულზე დილას დაჭერილი თევზებივით წვანან,
- და უცებ ვგრძნობ, ვიღაცამ გამასწრო, გვერდითი მზერით ვამჩნევ, ვინც
არის. სწორედ ის ბრძანდება - ბიჭი სცენიდან „მე გავიცანი ბიჭი!“
ძველებურად ვაგრძელებ სვლას, თავს ვაბრუნებ და ვეკითხები:
ა) მე თქვენ გიცნობთ? (თავდაჭერილად, თუმც კი ოდნავ გამომ წვევად);

28
ბ) ვაუ, როგორ მიხარია შენი დანახვა (უნებისყოფოდ, თითქოს ფეხის საწ-
მენდი მჩვარი ვიყო);
გ) მიდი, გააჯვი (აგრესიულად, გაცხარებით);
დ) რა კარგია, შენ ხომ არსად გეჩქარება, ნიკ, ასე არაა? (მსუბუ ქად,
თამაშ-თამაშ, ხალისით),
სწორი პასუხი: „დ)“.
და, აი, ახლა ჩვენ ერთად ვართ. ერთად, ერთად! ასე იოლად გამოვიდა
ყველაფერი.
დაინტერესდა, მაქვს თუ არა თავისუფალი დრო. რასაკვირველია, მაქვს!
გავისეირნოთ, თუ გსურთო (დიახაც, მსურდა!).
წინადღეს ჩემი მშობლების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „საოცარი ემი
და მთავარი დღე“. ეჰ, რენდმა და მერიბეთმა ვერ შეიკავეს თავი. თუ ქალიშვი-
ლის გათხოვება ვერ შეძლეს სინამდვილეში, მისი მოსახელე მაინც გაათხოვეს.
დიახ, ეს მათი მეოცე წიგნია. საოცარი ემი თხოვდება. ჰეეეეეეე. არავის ენაღ-
ვლება. არავის უნდოდა, საოცარი ემი გაზრდილიყო, ყველაზე ნაკლებად კი -
მე. დატოვეთ თავის გეტრებსა და ბაფთებთან, მე კი მომეცით უფლება გავი-
ზარდო ისე, რომ ჩემმა რბილყდიან გამოცემაში ჩამალულმა, უკეთესმა ნახე-
ვარმა, ლიტერატურულმა ალტერ-ეგომ, რომელიც ყველას მე ვგონივარ, არ
დამჩრდილოს.
მაგრამ ემი ხომ ელიოტების ოჯახის „კარაქიანი პური“ გახლდათ, მშვენივ-
რად გვემსახურებოდა. ამიტომაც ჩავთვალე, არ მქონდა უფლება, მეშურიანა
მის იღბლიან ქორწინებაზე. ის, რასაკვირველია, ძველ ნაცნობს, ნიჭიერ ენდის
მისთხოვდა. ჩემი მშობლებივით იქნებიან, იცხოვრებენ დიდხანს და ბედ-
ნიერად.
ამ ამბავში სამ წუხარო ის იყო, რომ წიგნი გამომცემელმა წარმოუდგენ-
ლად მცირე სასტარტო ტირაჟით დაბეჭდა. 80-იან წლებში ყოველი ახალი
„საოცარი ემი“ პირველი გამოცემისას ასი ათასი ცალი იბეჭდებოდა. ახლა კი -
ათი ათასი დაიბეჭდა. წიგნის პრეზენტაციაც მეტად მოკრძალებული გახ-
ლდათ, რაც, ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა. როგორ გგონიათ, რანაირი უნდა
იყოს წარმოსახვითი პერსონაჟის პატივსაცემად გამართული ბანკეტი? პერსო-
ნაჟისა, რომელიც ცხოვრებაში ექვსი წლისა შემოიყვანეს, ოცდაათი წლის
ასაკამდე ატარეს, ახლა კი უკვე პატარძალია, არადა, კვლავაც პატარა ბავ-
შვივით ლაპარაკობს („ფუუ, - გაიფიქრა ემიმ, - ჩემი საქმრო ნამდვილად სა-
შინელი ჯაჯღანა ხდება, როდესაც ვერ იღებს იმას, რაც სურს“ - ციტატა წიგ-

29
ნიდან. მთლიანად ტექსტი კი ისეთია, მინდება მის დამ წერს პანჩური ამოვ-
კრა). წიგნი განკუთვნილია ნოსტალგიით შეპყრობილი დეიდებისათვის, ვინც
„საოცარ ემიზე“ გაიზარდა. მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ მათ ამ ახალი
წიგნის წაკითხვა არ მოუნდებათ. მე კი, რა თქმა უნდა, წავიკითხე. წიგნს ჩემი
კურთხევა მივეცი, როგორც უკვე მრავალჯერ მომხდარა. რენდი და მერიბეთი
შიშობდნენ, რომ მე შესაძლოა ემის ქორწინება ისე შევაფასო, როგორც ჩემი
გაუთხოვრობის დაცინვა („მე, ჩემდათავად, მგონია, რომ ქალი არ უნდა გათ-
ხოვდეს 35 წლამდე“ - თქვა დედაჩემმა, რომელიც მამაჩემს 23 წლისა მის-
თხოვდა). ჩემი მშობლები ყოველთვის განიცდიდნენ იმას, რომ მე ემის მეტად
პიროვნულად ვიღებ; ყოველთვის მეუბნებოდნენ სხვა აღარაფერი მეკითხა მის
შესახებ. მაგრამ შევამჩნიე, რომ როდესაც ცხოვრებაში რაღაც არ გამომდის,
ემი იმავე სიტუაციას ღირსეულად სძლევს. ასე მაგალითად, როცა 12 წლისამ
საბოლოოდ დავანებე თავი ვიოლინოზე სიარულს, ემი შემდეგ წიგნში წარ-
მოგ ვიდგა, როგორც დიდი მუსიკალური ნიჭის მქონე ადამიანი („ვიოლინო შე-
იძლება მძიმე შრომას ითხოვდეს, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა, უკეთესი რომ
გახდე“). მას მერე, რაც 16 წლის ასაკში ჩოგბურთის ჩემპიონატი იმისთვის გა-
ვაცდინე, რომ უიკენდი მეგობრებთან ერთად ზღვის პირას გამეტარებინა, ემიმ
სპორტში წარმატებას მიაღწია („მე, რა თქმა უნდა, მომ წონს მეგობრებთან
დასვენება, მაგრამ ვერ დავაღალატებ ჩემს თავსაც და ჩემს გუნდსაც იმით,
რომ ტურნირზე არ გამოვალ“). ჩვეულებრივ, ამას ჭკუიდან გადავ ყავდი, მაგ-
რამ მას მერე, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტში შევედი (სხვათა შორის, ემიმ
ასევე შეუცდომლად აირჩია ჩემი მშობლების ალმა მატერი), ეს ყველაფერი
უკვე იმდენად ბრიყვულად მეჩვენებოდა, რომ აღარც განვიცდიდი. და, თუკი
ჩემმა დიპლომირებულმა მშობლებმა, - ორივე ბავშვთა ფსიქოლოგია, - საკუ-
თარი შვილის მიმართ ესოდენ პასიურ-აგრესიული დამოკიდებულების ფორმა
აირჩიეს, მაშინ საკუთარი სიბრიყვის ქვაბში იხარშონ. მე კი მათზე ვიოხუნ-
ჯებ.
წიგნის პრეზენტაცია ისეთივე შიზოფრენიული მომეჩვენა, როგორიც - თა-
ვად წიგნი. საღამო „ბლუნაითში“ გაიმართა, იუნიონ სკვერის გვერდით. ნახევ-
რად ჩაბნელებული დარბაზი არტ-დეკოს სტილის გრეხილი სკამებითა და
სარკეებით იყო გაწყობილი. ეს ისეთი სტილია, გინდა თუ არა, მის ფონზე
თავს ახალგაზრდა, ნათელ პიროვნებად იგრძნობ. გაქვავებულღიმილიანი
ოფიციანტები ჯინსა და მარტინის ლანგრებით დაატარებდნენ. ხარბი ჟურნა-

30
ლისტები ერთ ადგილზე ვერ ისვენებდნენ უფასო საჭმელ-სასმლის მოლოდინ-
ში, მერე კი სადმე უკეთეს ადგილას წავიდოდნენ.
ჩემი მშობლები სალონ ში ხელგადახვეულები დასეირნობდნენ, მათი სიყ-
ვარულის ამბავი ყოველთვის „საოცარი ემის“ ამბის შემადგენილი ნაწილი
გახლდათ: ცოლ-ქმრის თანაცხოვრების ამბავი, რომლებიც ერთობლივ შემოქ-
მედებით სამუშაოს ეწევიან მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. ნამ-
დვილი სულიერი მეგობრები. ისინი თავის თავს ასე აღიქვამდნენ და ამაში
ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად იყო. ამაზე შემიძლია თავი დავდო,
რადგან თვალყურს მრავალი წელია ვადევნებ, ბავშვობიდან. მათ ურთიერთო-
ბაში არ არის მახვილი კუთხეები, არავითარი კონფლიქტები, ცხოვრებაში
ისინი წინ ისე მიიწევენ, როგორც შეტ ყუპული მედუზები, ინსტინქტურად
ფართოვდებიან და იკუმ შებიან, მდორედ გადაედინებიან ერთმანეთში.
ამბობენ, დაცილებული მშობლების შვილებს მძიმე ბავშობა აქვთო, თუმ-
ცა, იდეალური მშობლების შვილებსაც საკუთარი სირთულეები ელით ცხოვ-
რებაში.
თავისთავად ცხადია, კუთხეში ყველასგან მოშორებით, ხავერდის დივან-
ზე, ხმაურის მოშორებით დავჯე ქი. ესე იგი, თავისუფლად შემიძლია მივცე ინ-
ტერვიუ ერთ მუ ჭა ჟურნალისტ-პრაქტიკანტებს, რომლებსაც რედაქ ტორებმა
დაავალეს „მოიტანონ ციტატა.“
რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ ემი ცოლად მიჰყვება ენდის, თქვენ
ხომ ჯერ გათხოვილი არ ხართ? ეს კითხვა დამისვა:
ა) მოდებილო, თვალებდაყვლეპილმა ტიპმა, რომელმაც ნოუტბუკი ჩანთა-
ზე ძლივს გაშალა;
ბ) გადაპრანჭულმა, თმაგაწკეპილმა ნორჩმა არსებამ, რომელსაც ეცვა
წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ფასონისა „გამჟიმე“;
გ) მონდომებულმა, ტატუებით დაფარულმა გოგონამ, რომელსაც როკაბი-
ლის (მუსიკალური ჟანრი, როკ-ენ-როლის ნაირსახეობა. - მთარგმნ. შენიშვნ.)
სტილში ეცვა, თან გაცილებით მეტი ყურადღება გამოიჩინა ემის ბედისადმი,
ვიდრე როკაბილის ტატუირებული ფანისაგან მოველოდი.
დ) ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა.
სწორი პასუხი: „დ)“
ვპასუხობ:
- ო, როგორ მიხარია ემისა და ენდის მაგივრად, მე მათ ბედნიერებას ვუ-
სურვებ. ჰა-ჰა-ჰა...

31
აი, ჩემი პასუხები დანარჩენ კითხვებზე, შემთხვევითი თანამიმდევრობით:
- დიახ, ემის ზოგიერთი თვისება ჩემგან არის ნასესხები, დანარჩენი კი შე-
მოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია.
- ამჟამად ბედნიერი მარტოხელა ვარ, და არავითარი ნიჭიერი ენდი ჩემს
ცხოვრებაში არ არსებობს.
- არა მგონია, რომ წიგნი ემის შესახებ მამაკაცისა და ქალის ურთიერთო-
ბებს ამარტივებდეს.
- არა, ვერ ვიტ ყვი, რომ სერია „საოცარი ემი“ ერთი დღის წიგნია. ჩემი აზ-
რით, ეს სერია - კლასიკაა.
- დიახ, მე ამჟამად მარტო ვარ, არავითარი ნიჭიერი ენდი ჩემს ცხოვრება-
ში არ არსებობს.
- რატომაა, რომ ემი საოცარია, ენდი კი მხოლოდ ნიჭიერი? კარგი ერთი,
განა არ იცით, ძალიან ბევრმა საოცრად წარმატებულმა, გასაგიჟებლად წარ-
მატებულმა ქალმა ცხოვრება უბრალო ჯოს ანდა ნიჭიერ ენდის რომ დაუკავ-
შირა?.. ეს ხუმრობაა, არ ჩაიწეროთ.
- დიახ, მარტო ვარ.
- დიახ, ჩემი მშობლები ნამდვილად სულიერი მეგობრები არიან.
- დიახ, მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ეს ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს.
- ჰო, მარტო ვარ, შენი დედაც...
ისევ ერთი და იგივე კითხვები მეორდება, ისევ ცდილობენ ჩემს პროვოცი-
რებას. ისე უჭირავთ თავი, თითქოს ეს მე ვაიძულებ მათ, რომ დაფიქრდნენ.
მადლობა ღმერთს, სასმელი უფასოა. შემდეგ კი უეცრად, საკმაოდ მალე, ირ-
კვევა, რომ სხვას აღარავის სურს ჩემთან საუბარი და პიარ-მენეჯერი გოგო
ისეთ გამომეტ ყველებას იღებს, თითქოს ეს კარგიცაა, რადგან ახლა საშუალე-
ბა გვეძლევა დავ ტკბეთ წვეულებით.დ
ხალხის ერთობ მეჩხერ ჯგროს შევერიე, - ჩემი მშობლები პუბლიკაზე სა-
ხეგაბრწყინებულები მუშაობენ - რენდი იღიმება, კბილებს პრეისტორიული
მონსტრივით აჩენს; მერიბეთი ხალისიანად აქნევს თავს, რაღაცით ქათამს მა-
გონებს. გვერდიგ ვერდ დგანან, ერთად იცინიან, ერთად ხარობენ, ერთად გა-
ნიცდიან. მე კი ვფიქრობ: „ო, რა საძაგ ლად მარტო ვარ“.
სახლში წავედი. გზაში დროდადრო მეტირებოდა. თითქმის 32 წლისა ვარ.
ბებერი არ მეთქმის, განსაკუთრებით, ნიუ-იორკის კვალობაზე, მაგრამ ფაქტი
ფაქტად რჩება - უკვე წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ვიღაც მართლა მომ წონ-
და. სავსებით შესაძლებელია, ვინმე კიდევ შემიყვარდეს, მაგრამ სულ უფრო

32
ნაკლები და ნაკლები შანსია, იმდენად შემიყვარდეს, რომ ცოლად გავ ყვე. და-
ვიღალე იმაზე ფიქრით, ვისთან ერთად ვიქნები, ან კი ვიქნები ვინმესთან?
ბევრი დაქორწინებული მეგობარი მყავს, მაგრამ მათ შორის არც ისე ბევ-
რია ბედნიერი - ისინი, უბრალოდ, დაქორწინებულები არიან. რამდენიმე მათ-
განი ბედნიერიცაა ჩემი მშობლებივით, - და მათ ძალიან ადარდებთ ჩემი მარ-
ტოობა. ჭკვიანი, სიმპათიური, მომხიბლავი გოგო, მრავალმხრივი ინტერესითა
და გატაცებით, კარგი სამსახურით, მოსიყვარულე ოჯახით, არადა, მარტოა.
თანაც, უნდა ითქვას, მე არც ფული მიჭირს. ისინი შუბლს იჭმუხნიან და ცდი-
ლობენ იმაზე იფიქრონ, ვინ გამაცნონ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ყველა მო-
საწონი უკვე დიდი ხანია დატაცებულია. და ვხვდები, რომ ფიქრობენ, რაღაცა
მჭირს, რაღაც საიდუმლო ნაკლი მაქვს, რომელიც არ მაძლევს საშუალებას,
დავაკმაყოფილო მამაკაცები ანდა კმაყოფილება მივიღო მათგან.
ისინი, ვინც ერთმანეთის სულიერი მეგობრები არ არიან, რომლებიც, უბ-
რალოდ, ერთად ცხოვრობენ, ჩემს მარტოობას კიდევ მეტად განიცდიან: არც
ისე ძნელია, იპოვო ვინმე, ვისაც ცოლად გაჰყვები, - მეუბნებიან, - სქესთა შო-
რის ურთიერთობა სრულყოფილებისგან შორსაა, ვიღაც სექსისთვის თამაშობს
შეყვარებულის როლს, ვიღაცას თანამოსაუბრე სჭირდება ან ადამიანი, რო-
მელთანაც ერთად იჯდები და ტელევიზორს უყურებ, ვიღაც მეუღლეს ანგარე-
ბის გამო ემორჩილება: „ჰო, ჩემო ტკბილო, რა თქმა უნდა, ჩემო ტკბილო“ და
ყველაფერზე თანხმდება, შენს თხოვნას მხოლოდ იმიტომ ასრულებს, რომ
თავს არ იწუხებს, დაფიქრდეს და შეგეწინააღმდეგოს. შენი წვრილმანი მოთ-
ხოვნები მას თანდათან ტვირთად აწვება, თითქოსდა ამით ამცირებო. ჰოდა,
ერთხელაც, თავის მომხიბლავ, ახალგაზრდა თანამ შრომელს გაჟიმავს, რომე-
ლიც მისგან არაფერს ითხოვს, შენ კი ამის გამო გული გაგისკდება. არა, მე
სხვანაირი კაცი მჭირდება, ისეთი, რომელიც დაპირისპირებას არ გაექცევა; კა-
ცი, რომელიც თვალს გაუსწორებს ჩემს სისუსტეებს (და კიდეც მოეწონება
ისინი). არ უნდა მიბიძგო ისეთი ურთიერთობისკენ, როდესაც ცოლ-ქმარი
მუდმივად კბენს ერთმანეთს და ერთმანეთის შეურაცხყოფას ხუმრობად ასა-
ღებენ, სინამდვილეში კი, თვალებმოწკურულები, მეგობრების თვალწინ
თამაშ-თამაშ, ერთმანეთს თავს ესხმიან და თანაც ცდილობენ ისინი თავის
მხარეზე გადმოიყვანონ დაპირისპირებაში, რომელიც მათ სრულიადაც არ
ენაღვლებათ. საშინელებაა ასეთი ურთიერთობა. ქორწინება ბედნიერება იქ-
ნებოდა, თუ... და მერეღა ხვდები, რას ნიშნავს ეს „თუ“... ვფიქრობ, თქვენც შე-
გიძლიათ გააგრძელოთ სია, რომელიც ბევრად დიდი გამოვა, ვიდრე გგონიათ.

33
ამდენად, ვიცი, არ ვარ ვალდებული, გავთხოვდე, ოღონდ ამის ცოდნა არა-
ფერს მიმსუბუ ქებს, რადგან ყველა ჩემი მეგობარი უკვე გათხოვილია. პარას-
კევ საღამოს მარტო ვატარებ შინ, მაგიდაზე ერთი ბოთლი ღვინო და ჩემ მიერ
მომზადებული საჭმელი მიდგას. მშვენიერია, თითქოსდა მე თვითონ ვარ სა-
კუთარი თავის იდეალური მეწყვილე. მერე იდეალური მაკიაჟიათა და მრავ-
ლისმთქმელი პარფიუმერიით შეიარაღებული, დაუსრულებელ წვეულებებსა
და ბარებში დავბორიალებ და საკუთარ თავს, როგორც იშვიათ ჩაროზს, ისე
ვთავაზობ გამვლელსა და გამომვლელს. მინდა შევხვდე სრულყოფილ მამა-
კაცს - სიმპათიურსა და ჭკვიანს, მაგრამ შეგრძნება, თითქოს საზღვარგარეთ
ვიმყოფები და ვცდილობ ვინმეს რაღაც მაინც გავაგებინო, ვცდილობ გამიც-
ნონ და შემიცნონ, არაფრით მტოვებს. განა ამაში არ მდგომარეობს ნების-
მიერი ურთიერთობის არსი? ვიღაცამ გაგიგოს, შენი გაიგოს. მას ესმის ჩემი.
მას ესმის ჩემი. განა ეს ჯადოსნური ფრაზა არ გახლავთ?
შემდეგ კი მთელი საღამო იტანჯები ვითომცდა სრულყოფილ მამაკაცთან,
რომელმაც შესაძლოა შენი ხუმრობები არასწორად გაიგოს - მას შენი გონება-
მახვილური შენიშვნები ან არ ესმის, ან ისინი მასზე სრულიად არ მოქმედებს.
ანდა ასეც ხდება: ძალიანაც კარგად ხვდება, რომ იხუმრე, მაგრამ წარმოდგენა
არ აქვს, რა გიპასუხოს, -დდა, აი, შენი ხუმრობა ხელისგულზე უდევს ვერბა-
ლური ამონახველივით, რომელსაც ცოტა ხან ში შარვლის ტოტზე შეუმჩნევ-
ლად შეიწმენდს... მთელი საათი ცდილობთ გაიცნოთ ერთმანეთი და უფრო
მეტსა სვამთ, ვიდრე საჭიროა. მერე ბრუნდები შინ, წვები გაყინულ ლოგინ ში
და ფიქრობ: ყველაფერი კარგადაა, და იმასაც ფიქრობ, რომ მთელი შენი
ცხოვრება ამგვარი „კარგად ყოფნის“ ერთ დაუსრულებელ წყებას წარმოად-
გენს.
მერე კი მეშვიდე ავენიუზე, დაჭრილი კანტალუპის (ნესვის ნაირსახეობაა.
- მთარგმნ. შენიშვნ.) თვალიერებისას ნიკ დანს გადააწყდები... …ხედავ რომ
გიცნო, ხვდები, რომ ერთმანეთს შეეფერებით. თანაც, ამას ორივე აცნო-
ბიერებთ. საერთო მოგონებებიც გაქვთ („ზეთისხილი, მართალია, მხოლოდ ერ-
თი ცალია, მაგრამ...“) ორივეს გული ერთ რიტმში ძგერს. ბაგ-ბუგ. ერთმანეთს
გრძნობთ, და უცებ წარმოიდგენ - კვირა დღეს ლოგინ ში წევხართ და წიგნს
კითხულობთ და ვაფლს მიირთმევთ და უმიზეზოდ იცინით და მისი ტუჩები
შენსას ეკვრის და აღარ გსურს დაუბრუნდე წარსულ „კარგად ყოფნას“. აღარც
გამოგივა. გგონია, რომ მთელი ცხოვრება შენთან იქნება. როგორც იქნა, ბო-
ლოს და ბოლოს, „გამოჩნდა“!

34
ნიკ დანი იმ დღეს

თავიდან პოლიციელებს სამზარეულოში ველოდებოდი, მაგრამ დამ წვარი


ჩაიდნის სუნმა იმდენად შემაწუხა, კინაღამ გული ამერია. ამიტომ იძულებუ-
ლი გავხდი, გარეთ გავსულიყავი. კიბის ზედა საფეხურზე ჩამოვჯე ქი, ვცდი-
ლობდი სიმ შვიდე შემენარჩუნებინა. არ ვკარგავდი იმედს, რომ ემის მობილუ-
რით დავუკავშირდებოდი, მაგრამ მხოლოდ ავ ტომატურ ხმოვან შეტ ყობინე-
ბებს ვიღებდი, რომ დამირეკავს, როგორც კი შეძლებს. ემი ყოველთვის მირე-
კავდა, როცა ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. გავიდა სამი საათი. ხუთი მე-
სიჯი გავუგზავნე, მაგრამ არ დამირეკა.
ამას არც ველოდი. ზუსტად ასე ვუთხარი პოლიციას. ემი არასოდეს გავი-
დოდა სახლიდან ისე, რომ ჩაიდანი ცეცხლზე დაეტოვებინა. კარს მოღიავე-
ბულს არაფრით დატოვებდა. და არც საუთოებელს მიატოვებდა შუა გზაზე. ეს
ქალი თავს მოიკლავს, მაგრამ დაწყებულ პროექტს ბოლომდე მიიყვანს - თუნ-
დაც არ მოსწონდეს, არასოდეს მიაგ დებს (მაგალითად, ქმრის გაწვრთნას). ჩვე-
ნი ორკვირიანი თაფლობის თვის დროს, ფიჯის პლაჟზე, დაწყებული წიგნის,
„მე ქანიკური ფრინველის ქრონიკის“ (ჰარუკი მურაკამის სამნაწილიანი რომა-
ნი. - მთარგმნ. შენიშვნ.) კითხვა ბოლომდე მიიყვანა, მილიონ მისტიკურ
გვერდს სძლია მაშინ, როდესაც მე თრილერს თრილერზე „ვყლაპავდი“ - უკ-
მაყოფილოდ გადმომხედავდა ხოლმე. მისურიში ჩვენი დაბრუნების შემდეგ
მისი ცხოვრება წვრილმან და, კაცმა რომ თქვას, უაზრო საქმიანობამდე დავი-
და. მაგრამ კაბა ყოველთვის გაუთოებული ჰქონდა.
გარდა ამისა, სასტუმრო ოთახს ბრძოლის კვალი აშკარად ეტ ყობოდა. ვი-
ცოდი, ემი არ დარეკავდა. ამ დრამის მომავალი აქტის მოლოდინ ში ვიყავი.
დღის საუკეთესო მონაკვეთი იყო, ივლისის ცაზე ღრუბლის ფთილაც კი არ
ჩანდა. მზე ნელ-ნელა ჩადიოდა, სხივებს აღმოსავლეთისაკენ ტყორცნიდა,
პეიზაჟს ოქროსფრად ღებავდა, ისე, ფლამანდიურ სურათებზე რომაა ხოლმე

35
გამოსახული. გამოჩნდა პოლიციის მანქანა. კიბის საფეხურზე ჩამომჯდარი
ყველაფერს თითქოს გვერდიდან ვუყურებდი: საღამო ჟამის ჩიტი ხის ტოტზე
გალობს, ორი პოლიციელი ავ ტომობილიდან აუჩქარებლად გადმოდის, თით-
ქოს ქალაქგარეთ პიკნიკზე არიანო. ღლაპი პოლიციელები არიან, ოც წელს
ოდნავ გადაცილებულები, თავდაჯერებულები და გულგრილები, მიჩვეულები
არიან მშობლების დამ შვიდებას, რომელთა ბავშვები შინ დროზე არ დაბრუნ-
დნენ... - შავთმიანი გრძელნაწ ნავიანი ესპანელი გოგო და შავ კანიანი ჯეელი,
საზღვაო ფეხოსანის იერით. ვერ იტ ყვი, რომ მეტისმეტად ბევრნი არიან, მაგ-
რამ, სანამ კართაგენ ში არ ვიყავი, აქ ფერადკანიანები მომრავლდნენ. კვლა-
ვაც შენარჩუნებული იყო, პროფესიების თვალსაზრისით სეგრეგაცია. ფერად-
კანიანები, რომელთაც დროდადრო ვხედავდი, ექსპედიტორებად, სანიტრებად,
ფოსტალიონებად, პოლიციელებად მუშაობდნენ. („ეს ქალაქი იმდენად თეთ-
რია, მთრგუნავს კიდეც“ - მითხრა ემიმ, მანჰეტენის ქვაბში რომ იხარშებოდა
და მეგობრებს შორის ერთი აფროამერიკელიც ჰყავდა). საპასუხოდ, მოჩვენე-
ბით მულტიკულტურალიზმში დავდე ბრალი, უმცირესობებს ფონად იყენებ--
მეთქი. თუმცა, ამან მაინცდამაინც არ იმოქმედა მასზე).
- მისტერ დან? მე ოფიცერი ველასკესი ვარ, - თქვა ქალმა, - ეს კი ოფიცე-
რი რიორდანია. როგორც ვხვდებით, თქვენი ცოლის გამო ღელავთ?
რიორდანმა გზას გახედა, შაქარყინულს წუწ ნიდა. დავინახე, როგორ
გააყოლა თვალი ჩიტს, რომელმაც მდინარეს სწრაფად გადაუფრინა. მერე კი
მკვეთრად მკიდა მზერა. ტუჩები დაემანჭა, რითაც მაგრძნობინა, ხედავს იმას,
რასაც ყველა, - მე მაქვს სიფათი, რომელსაც გინდება, რომ ხეთქო: ვარ მშრო-
მელი ირლანდიელების ოჯახის შვილი, რომელიც გლამურულად გასისინებუ-
ლი ნაძირალას სხეულშია გამომ წყვდეული. ხშირად ვიღიმები, ოღონდ ეს იშ-
ვიათად ჭრის. კოლეჯში სწავლისას სათვალესაც კი ვატარებდი ჩვეულებრივი,
უდიოპტრიო ლინზებით, ჩემი სახისთვის ნაკლებაგრესიული, უფრო კეთილ-
გან წყობილი გამომეტ ყველება რომ მიმეცა. „შენ რა, ვერ ხვდები, რომ ასე უფ-
რო ემსგავსები დებილს?“ - შენიშნა მაშინ გომ. ამ სიტ ყვების მერე სათვალე
გადავაგ დე და ღიმილი მეტი მონდომებით გავაგრძელე.
პოლიციელებს სახლისკენ ხელის აქნევით მივუთითე:
- სახლში შედით და თქვენი თვალით ნახეთ.
კიბეზე ქამარ-იარაღის ჟღარუნ-ჭრაჭუნით ავიდნენ. სასტუმრო ოთახის
ზღურბლზე შევდე ქი და არეულობაზე მივუთითე.

36
- ო! - თქვა ოფიცერმა რიორდანმა და ხელის სახსრები გაატ კაცუნა. მოწ-
ყენილობა მყისვე გაუქრა.
რიორდანი და ველასკესი სასადილო მაგიდას მიუსხდნენ - დამისვეს ყვე-
ლა კითხვა, რაც დასაწყისისთვის იყო აუცილებელი: ვინ, სად, რამდენ ხანს.
ყურები, როგორც იტ ყვიან ყალყზე ჰქონდათ. შემდეგ ხელმძღვანელობასთან
დარეკეს და ვითარება მოახსენეს - მათი ლაპარაკი არ მესმოდა. მერე კი მაც-
ნობეს, დეტექტივები უკვე გზაში არიანო. მწარე კმაყოფილება ვიგრძენი, - ჩე-
მი მდგომარეობა, როგორც იქნა, სერიოზულად აღიარეს.
რიორდანმა ორჯერ მკითხა, ბოლო ხანს სახლის ახლოს უცნობები ხომ არ
შემინიშნავს, მერე კი მესამეჯერ შემახსენა, კართაგენ ში უსახლკაროების ბან-
დებიაო. სწორედ იმ მომენტში დარეკა ტელეფონმა. წამოვხტი, ტელეფონს ვე-
ცი. ქალის პირქუში ხმა მომესმა: „მისტერ დან, „კომფორტ ჰილის“ პანსიონა-
ტიდან გირეკავთ“. ეს იყო დაწესებულება, სადაც მე და გომ ჩვენი ალცჰაიმე-
რით დაავადებული მამა დავაბინავეთ. „ვერ დაგელაპარაკებით, მოგ ვიანებით
გადმოვრეკავ!“ - დავუღრიალე, და ყურმილი დავაგ დე. „კომფორტ ჰილის“
მდივან ქალს ვერ ვიტანდი, ღიმილი არ იცოდა და არანაირ კეთილგან წყობას
არ ავლენდა. ცოტას უხდიდნენ და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ პანსიონატის
პერსონალი არავის უღიმოდა და კეთილგან წყობასაც არ იჩენდა. მესმოდა,
რომ ტყუილუბრალოდ ვბრაზობდი მათზე - მე ხომ, უბრალოდ, ის აზრი მაგი-
ჟებდა, რომ მამაჩვენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაშინ როცა დედა მიწაში იწ-
ვა.
გოს ჯერი იყო, ჩეკი ახლა მას უნდა გაეგზავნა. სრულიად დარწმუნებული
ვიყავი, ივლისში გოს ჯერი რომ იყო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას
ეგონა, ჩემი ჯერია. ასეთი რამ ადრეც მოგ ვსვლია. გომ ერთხელ მითხრა, ქვეც-
ნობიერად იმიტომ გვავიწყდება ჩეკის გაგზავნა, არ გვინდა გავიხსენოთ, რომ
ის კაცი მამაჩვენიაო. მე ვუყვებოდი რიორდანს უცნობზე, რომელიც შევნიშნე
მეზობლის მიტოვებულ სახლში. და ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. იმდენად
ჩვეულებრივად გაისმა ეს ხმა, თითქოს პიცის დამტარებელს ველოდებოდი.
ოთახში ორი, ძალზე დაღლილი დეტექტივი შემოვიდა. მამაკაცი გამხდარი
იყო, გაძვალტყავებულიც კი, სახე ნიკაპისკენ წვეთივით უწვრილდებოდა; ქა-
ლი გასაოცრად უშნო იყო, ნამდვილი სიმახინჯე: ღილებივით თვალები, გრძე-
ლი ცხვირი, შავი წერტილებით დაწინ წკლული კანი, გრძელი მეჩხერი, მტვერ-
ში ამოგანგლულ ბაჭიას ფერი თმა. უშნო ქალებთან გარკვეული სიახლოვე
მქონდა. სამი ქალი მზრდიდა: ბებია, დედა და ჩემი და. ისინი ყოველთვის გო-

37
ნიერები, მხიარულები, კეთილები და ჯანმრთელები იყვნენ, კარგი ქალები. ემი
იყო პირველი ლამაზი გოგო, რომელსაც ცხოვრებაში შევხვდი. უშნო ქალმა
თითქმის სიტ ყვასიტ ყვით გაიმეორა ის, რაც ოფიცერ ველასკესს უკვე ნათქვა-
მი ჰქონდა.
- მისტერ დან, მე ვარ დეტექტივი რონდა ბონი. ეს არის ჩემი პარტნიორი
ჯიმ გილპინი. როგორც ვხვდებით, თქვენი ცოლის გამო ღელავთ...
პასუხად ჩემი მუცელი საკმაოდ ხმამაღლა აბუყბუყდა, რაზეც ყველამ ისე
დაიჭირა თავი, თითქოს ვერაფერი გაიგონეს.
- აქაურობას დავათვალიერებთ, სერ? - ითხოვა გილპინმა.
ჯიმს თვალების ქვეშ კანი ჰქონდა მომჩვარული, ულვაშებში კი ჭაღარა
ერია. მისი პერანგი დაჭმუჭნილი არ იყო, მაგრამ ისე ახერხებდა ტარებას, გე-
გონებოდა, დაჭმუჭნილიაო. მის იერზე იფიქრებდი, სიგარეტისა და იაფფა-
სიანი ყავის სუნი უნდა ასდიოდესო, არადა, ტუალეტის საპონ „დიალის“ სუნს
აფრქვევდა. მე რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი სასტუმრო ოთახისკენ და
არეულობაზე მივუთითე, ოთახის შუაგულში ორი ახალგაზრდა პოლიციელი
რაღაცას ეძებდა იატაკზე, თითქოს რაიმე მნიშვნელოვნის პოვნის იმედი ჰქონ-
დათ. ბონიმ იმ სავარძლისკენ მიმითითა, რომელიც ამ ბრძოლის „ველის“ მო-
შორებით იდგა.
რონდა ბონიმ იგივე საწყისი კითხვები დამისვა, რაც ველასკესმა და რი-
ორდანმა, ამ დროს გიპლინი ძირს მუხლებზე დაეშვა და დაჩოქილი იატაკს
დააშტერდა.
- ხომ არ დაგირეკავთ მეგობრებისთვის ან ნათესავებისთვის, ვისთანაც შე-
იძლება იმყოფებოდეს თქვენი ცოლი? - მკითხა რონდა ბონიმ.
- მე… არა, არა. ჯერ არა. ვიფიქრე, ჯერ თქვენ უნდა დაგ ლოდებოდით.
- ო, - ბონის გაეღიმა, - ოჯახის გამორჩეული ბავშვი იყავით?
- რაა?
- თქვენ იყავით ოჯახის ნებიერა.
- ტყუპი და მყავს. - ვიგრძენი, რაღაც დასკვნა გამოიტანა. „რატომ?“ ემის
საყვარელი ლარნაკი იატაკზე ეგ დო - მთელი და უვნებელი, კედელთან მიგო-
რებულიყო. ჩვენი საქორწინო საჩუ ქარი გახლდათ, იაპონელი ოსტატების ნა-
მუშევარი, ჩემი ცოლი ყოველთვის ინახავდა ამ ლარნაკს, როდესაც დამლაგე-
ბელი უნდა მოსულიყო, რადგან შიშობდა, არ გაუტ ყდესო.
- ვხვდები, რატომ დაგ ველოდეთ, მიჩვეული ხართ, რომ ვიღაც ყოველთვის
თავის თავზე იღებს ინიციატივას, - თქვა ბონიმ, - ჩემი უმცროსი ძმაც ასეა.

38
დაბადების რიგითობის ამბავია. - ბლოკნოტში რაღაცა ჩაინიშნა.
- ო’კეი, - გაღიზიანებით ავიჩეჩე მხრები, - თქვენ ჩემი ჰოროსკოპიც გაინ-
ტერესებთ, თუ შეიძლება საქმეს მივხედოთ?
ბონიმ თავაზიანად გამიღიმა, იცდიდა.
- გელოდებოდით, რაღაც ზომები რომ მივიღოთ, რადგან დარწმუნებული
ვარ, მეგობრებთან არ წასულა, - ვთქვი და მივუთითე არეულობაზე, რომელიც
ოთახში სუფევდა.
- მისტერ დან, თქვენ აქ ორი წელია ცხოვრობთ, არა?
- სექტემბერში ორი წელი შესრულდება.
- საიდან გადმოსახლდით?
- ნიუ-იორკიდან.
- ქალაქ ნიუ-იორკიდან?
- დიახ.
მან ზედა სართულზე მიმითითა, უსიტ ყვოდ მთხოვა ასვლის ნებართვა.
თავი დავუქნიე და წინ წავედი, გილპინი გამომყვა.
- იქ მწერალი ვიყავი, - წამომცდა, სანამ ენაზე კბილის დაჭერას მოვას-
წრებდი.
ორი წლის გასვლის შემდეგაც კი, არ მინდოდა, ვინმეს სცოდნოდა, რა
ცხოვრებით ვცხოვრობდი ნიუ-იორკში.
- შთამბეჭდავად ჟღერს, - თქვა ბონიმ.
- რის შესახებ წერდით? - მკითხა გილპინმა.
პასუხი მთელ კიბეზე გავწელე. - ვწერდი ჟურნალისთვის (საფეხური),
ვწერდი პოპკულტურაზე (საფეხური), მამაკაცების ჟურნალისთვის (საფეხუ-
რი). - როცა გილპინს მოვხედე დავინახე, რომ შეტრიალებული სასადილო
ოთახს უყურებდა.
- პოპკულტურა? - შემომხედა და გზა განაგრძო, - რას ნიშნავს პოპკულტუ-
რა?
- პოპულარული კულტურა, - მივუგე.
ბონი მეორე სართულზე გველოდებოდა.
- კინოფილმები, ტელევიზია, მუსიკა, მაგრამ, აი, ისეთი, ხომ გესმით, მაღა-
ლი ხელოვნება კი არა... არაფერი სერიოზული.
დავიჭყანე. ალბათ, ამ პროვინციალებს ჩემი ინგლისურიდან, განათლებუ-
ლი აღმოსავლეთის ინგლისურიდან, ამათ ინგლისურზე, შუა დასავლეთის

39
ხალხურ ინგლისურზე უნდა გადავუთარგმნო, - როგორც კინოფილმის ნახვის
შემდეგ მივჯღაბნიდი ხოლმე ორ სიტ ყვას.
- მას უყვარს კინო, - თქვა გილპინმა და ბონიზე მიმითითა.
ბონიმ თავი დაუქნია.
- კი, მიყვარს.
- ახლა კი მე „ბარის“ მფლობელი ვარ, ქალაქის ცენტრში, - კიდევ მინდო-
და მეთქვა, რომ კოლეჯშიც ვასწავლი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ახლა ამის
თქმა საჭირო არც იყო.
ბონიმ სააბაზანოში შეიხედა. მე და გილპინი დერეფან ში ვიდე ქით.
- „ბარი“? - იკითხა მან, - ვიცი ეგ ადგილი. გინდება რომ შეირბინო. სახე-
ლიც მომ წონს, ამაში არის რაღაც, - ჩაილაპარაკა გილპინმა.
- გონებამახვილურ გადაწყვეტილებასა ჰგავს, - ჩაურთო გილპინმა. ბონი
საძილე ოთახისკენ გაემართა. მივ ყევით. - ცხოვრება ლუდის გარემოცვაში არ-
ცთუ უსიამოვნოა.
- ზოგჯერ პასუხი ბოთლის ფსკერზეა, - ვთქვი და მივხვდი, ჩემმა სიტ ყვებ-
მა უადგილოდ გაიჟღერა.
საძინებელ ოთახში შევედით, გილპინმა ჩაიცინა:
- ჩემთვის ეს გამოცდილება უცნობია.
- ხედავთ, რომ უთო ჯერ კიდევ ჩართულია?
ბონიმ თავი დამიქნია, კედლის კარადის კარი გამოაღო, და კაბებსა და პე-
რანგებს შორის ხელის ფათურს მოჰყვა. მერე უცებ რაღაც ჩაიბურტყუნა,
დაიხარა და აიღო კოლოფი, რომელიც ვერცხლისფერ ქაღალდში საგულდაგუ-
ლოდ იყო შეხვეული. მუცელში წამიჭირა.
- ვინმეს დაბადების დღეა? - მკითხა.
- ჩვენი ქორწინების წლისთავია.
ბონი და გილპინი ობობებივით შეტოკდნენ, მაგრამ ისეთი სახე მიიღეს,
თითქოს არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ.
სასადილო ოთახში როცა ჩავედით, აღმოვაჩინეთ: ნორჩი პოლიციელები
წასულიყვნენ. გილპინი მუხლებზე დაეშვა, გადატრიალებულ „ოტომანს“ ლა-
მისაა თვალებით ჭამდა.
- ცოტა არ იყოს მაჟრიალებს შიშისგან, - დავიწყე.
- მე თქვენ არაფერში გადანაშაულებთ, ნიკ, - მითხრა გილპინმა წრფელი
ინტონაციით. ღია ცისფერი თვალები ჰქონდა, ისე მიყურებდა, ნებისყოფა მე-
კარგებოდა, თითქოს ჰიპნოზს მიკეთებსო.

40
- არ შეიძლება რამე გავაკეთოთ? ჩემი ცოლი რომ ვიპოვოთ-მეთქი, ვგუ-
ლისხმობ, რადგან, ცხადია, აქ არ არის.
ბონი კედელზე ჩამოკიდებულ საქორწინო ფოტოსურათთან მივიდა: სმო-
კინგში ვარ გამოწყობილი, ვიღიმები ისე, 32 კბილი მიჩანს, არაბუნებრივად
გაწვდილი ხელი ემის წელზე მიდევს; ემის ქერა თმა დახვეული და გაშლილი
აქვს, მის ფატას კეიპ-კოდის ნიავი არხევს, თვალები მეტისმეტად ფართოდ
აქვს გახელილი, რადგან ბოლო მომენტში ახამხამებდა ხოლმე და იმ მომენტში
თავს იკავებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. მხოლოდ ერთი დღე იყო გასული
დამოუკიდებლობის დღესასწაულიდან - ფეირვერკების გოგირდოვანი სუნი
ზღვის სურნელებას შერეოდა - ზაფხული იდგა.
კეიპ-კოდზე მშვენიერი იყო. კარგად მახსოვს, როგორ აღმოვაჩინე რამდე-
ნიმე თვით ადრე, რომ ჩემი მეგობარი ემი შეძლებული და მე ტად ნიჭიერი ავ-
ტორების ერთადერთი შვილი იყო, რომლის ხატებასაც ამ წიგნების სერიის გა-
მოისობით ბავშვობიდან ვეთაყვანებოდი - „საოცარი ემი“. ის მიამბობდა თა-
ვის თავზე მშვიდი, ზომიერი ტონით, როგორც ავადმყოფს, რომელიც ეს-ესაა
კომიდან გამოვიდა. თითქოს მას ადრეც არაერთხელ გაუმეორებია ეს სიტ ყვე-
ბი, მაგრამ შედეგი ყოველთვის უვარგისი გახლდათ, - შესაძლოა, თავის სიმ-
დიდრეზე მეტი ენთუზიაზმით ილაპარაკებდა, გაცნობიერებული რომ არ ჰქო-
ნოდა, მის დაგროვებაში მაინცდამაინც დიდი მონაწილეობა რომ არ ჰქონდა
მიღებული.
ემიმ მიამბო, ვინ არის და რას წარმოადგენს, მერე კი ელიოტებთან იმ სახ-
ლში წავედით ნანტაკეტ საუნდის სანაპიროზე, რომელიც ოფიციალურად და-
რეგისტრირებულია, როგორც ისტორიული ძეგ ლი; ბოლოს იახტით გავისეირ-
ნეთ. ჩემი მაშინდელი ფიქრიც მახსოვს „მე, მისურელი ჯეელი, ოკეანეში დავ-
ქრივარ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც გაცილებით მე ტი აქვთ ნანახი,
ვიდრე მე. ახლა ძალიანაც რომ ვცადო დაწევა, მაინც ვერ დავეწევი“. არა,
ამას შური კი არ გამოუწვევია, არამედ მხოლოდ სიხარული. არასოდეს ვეს-
წრაფოდი სიმდიდრეს, ანდა დიდებას. ჩემი მშობლები დიდი მეოცნებეები არ
ყოფილან და ჩემ ში მომავალ პრეზიდენტს ვერ ხედავდნენ. ისინი პრაგმატუ-
ლად აზროვნებდნენ და მზრდიდნენ, როგორც ოფისის კლერკს, რომელიც სა-
კუთარი ცხოვრების უზრუნველყოფას ახერხებს. მე სავსებით მაკმაყოფილებ-
და ელიოტების სიახლოვე, მათთან ერთად იახტით სეირნობა ატლანტიკაში,
მათ დიდებულ 1822 წელს ვეშაპებზე მონადირე გემის კაპიტნის აგებულ, რეს-
ტავრირებულ სახლში დაბრუნება. იქ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით მი-

41
მასპინძლდებოდნენ, რომლის სახელიც კი რთული წარმოსათქმელია, მაგალი-
თად: ქუინოა. მახსოვს, გავიფიქრე - „ქუინოა“ თევზია („ქუინოა“. ლათინური
დასახელება: „ჩჰენოპōდიუმ ქუīნოა“, ფსევდომარცვლეული კულტურა, იზ-
რდება სამხრეთ ამერიკაში, ინკების ტრადიციული საკვები. - მთარგმნ. შე-
ნიშვნ.).
ქორწილი ოკეანის სანაპიროზე, ზაფხულის ლაჟვარდოვან დღეს გადავიხა-
დეთ, ვჭამდით და ვსვამდით თეთრი ტენტის ქვეშ, რომელსაც ქარი აფრასა-
ვით არხევდა. რამდენიმე საათის შემდეგ ემი ტალღებისკენ წავიყვანე. ბინ-
დბუნდში ყველაფერი ირეალური მეჩვენებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა,
თითქოს მე თვითონ ვიქეცი მოციმციმე ნათებად. მერე კი გრილი ნისლი ჩემს
კანზე ვიგრძენი, რამაც რეალურ სამყაროში დამაბრუნა - ემიმ დამაბრუნა,
უკან ტენტის ქვეშ, ოქროსფერ ნათებაში, სადაც ზეციური არსებები ამბროზი-
ას მიირთმევდნენ. და ჩვენი ურთიერთობაც ამ დღესასწაულის სადარი იყო.
ბონი ახლოს მივიდა ფოტოსთან, უკეთ რომ დაენახა.
- ერთობ მომხიბლავი ცოლი გ ყავთ.
- დიახ, მშვენიერია, - ვუპასუხე და საკუთარი მუცლის ბუყბუყი ისევ მო-
მესმა.
- მერამდენე წლისთავია დღეს?
- მეხუთე.
ერთ ადგილზე ვცმუკავდი, რაღაც მაინც მინდოდა გამეკეთებინა. სულაც
არ ვაპირებდი მათთან ჩემი ცოლის სილამაზეზე მსჯელობას, მინდოდა, რომ
გარეთ გასულიყვნენ და ჩემი წყეული ცოლი მოეძებნათ. მაგრამ ეს ხმამაღლა
არ მითქვამს, ძალზე ხშირად ჩუმად ვარ ხოლმე. მაშინაც კი, როცა ხმამაღლა
უნდა ვთქვა სათქმელი. ბოღმას გულში ვიგროვებ და თანდათანობით დუღი-
ლის წერტილს ვაღწევ. ჩემ ში ასობით მრისხანების, სასოწარკვეთის, შიშის
ბოთლი ინახება, მაგრამ თქვენ ამას, ჩემი გამომეტ ყველების შემყურე, ვერა-
სოდეს მიხვდებით.
- ხუთი წელი დიდი რამეა, მოდი, აბა, გამოვიცნობ, „ჰიუსტონ ში“ შეუკვე-
თეთ სუფრა? - გილპინმა მკითხა.
ეს ყველაზე მაღალი დონის რესტორანი იყო ქალაქ ში. თქვენ უნდა წახვი-
დეთ „ჰიუსტონ ში“, მითხრა დედამ, როდესაც ნიუ-იორკიდან დავბრუნდით. მას
მიაჩნდა, რომ ეს დაწესებულება ნამდვილი მარგალიტია, რომლითაც შესაძ-
ლოა ჩემი ცოლის მომთხოვნი გემოვნება დავაკმაყოფილო.
- რასაკვირველია, „ჰიუსტონ ში“.

42
ეს იყო ჩემი მეხუთე ტყუილი, რომელიც პოლიციას ვუთხარი. მაგრამ ეს
მხოლოდ დასაწყისი გახლდათ.

ემი ელიოტ-დანი 2008 წლის 5 ივლისი


დღიური

სიყვარული მახრჩობს. გრძნობები მაგიჟებს. ერთგულებით ვარ ავად. ბედ-


ნიერი ვარ, საქორწინო ენთუზიაზმის ბედნიერი, გამრჯე ფუტ კარი. უწყვეტად
დავბზუი ჩემი კაცის გარშემო, ვფაციფუცობ და ვფორიაქობ. საოცარ არსებად
ვიქეცი. მე გავხდი ცოლი. აღმოვაჩინე, რომ უაზროდ ვლაპარაკობ, არაბუნებ-
რივად, მაგრამ მხოლოდ ასე შემიძლია მისი სახელი წარმოვთქვა. მე გავხდი
ცოლი, მე გავხდი მოსაწყენი. უარი ვთქვი ახალგაზრდა ფემინისტი ქალის
იდენტობაზე. ფეხებზე მკიდია. ვაწარმოებ მისი ჩეკების წიგნაკს, თმას ვუვარ-
ცხნი. იმდენად ძველმოდური გავხდი, რომ, ალბათ, მალე ჩემი მისამართით
ვიხმარ სიტ ყვა „საფულეს“, ქუჩაში გავალ ტვიდის პალტოში, სილამაზის სა-
ლონ ში მიმავალი ტუჩებზე წითელ საცხს წავისვამ და არაფერი ეს არ მაღელ-
ვებს. თითქოს ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი მოვლენა სახალისო
ამბად შეიძლება შემობრუნდეს, რომელსაც სადილზე მოყვები. ძვირფასო,
დღეს მანქანით მაწან წალას გადავუარე... ჰაჰაჰაჰა! ო, როგორ ვიხალისეთ!
ნიკი მაგარ სასმელს მოგაგონებს, ის ნებისმიერ მოვლენას სწორი პერსპექ-
ტივიდან უყურებს. სხვა პერსპექტივიდან კია არა, არამედ ზუსტი პერსპექ ტი-
ვიდან. ნიკის გავლენით მივხვდი, რომ სინამდვილეში არა აქვს მნიშვნელობა,
შუ ქის ფულს ზუსტად გადაიხდი თუ რამდენიმე დღის დაგ ვიანებთ, არა აქვს
მნიშვნელობა, თუ ჩემი ბოლო ტექსტი ოდნავ მოიკოჭლებს (არ ვხუმრობ. კით-
ხვა ასეთი იყო: რომელი ხე იქნებოდი? მე თვითონ ვაშლის ხე გამოვედი, არა-
და, ეს არაფერს ნიშნავს). არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ „საოცარი ემის“
ახალი წიგნი ჩაფლავდა, რეცენზიები უარყოფითია, დუნე სტარტის შემდეგ

43
გაყიდვები საერთოდაც შეწყდა. არა აქვს მნიშვნელობა, რა ფერად გადავღე-
ბავ ჩვენს ოთახს, რითი ვარ დაკავებული ბოლო სამსახურში, რამდენ დროს
ვხარჯავ გზაზე და მართლაც გადამუშავდება თუ არა ის, რასაც ვაბარებთ გა-
დასამუშავებლად (აბა, ნიუ-იორკო, თქვი სიმართლე, გადამუშავდება?). ამ
ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა, რადგან ჩემი მეწყვილე ვიპოვე. ეს ნიკია.
ზანტი და მშვიდი, გონებამახვილი და მხიარული, კაცი, რომელიც ცხოვრებას
არ ართულებს, გაწონასწორებული, ბედნიერი, საყვარელი. დიდი პენისის პატ-
რონი.
ყველაფერი, რაც ჩემს თავში არ მომ წონს, ქვეცნობიერის უკანა კუთხეში
შევჩურთე. შესაძლოა, ყველაზე მეტად ის მომ წონს, თუ როგორ აყალიბებს
ჩემს პიროვნებას. ჩემს გრძნობებს კი არ აღვიძებს, არამედ სწორედაც აყალი-
ბებს. სიხარულით ვარ აღსავსე, თამაშის ხალისი მავსებს, თავადაც სათამაშო
ვარ. ბედნიერი და სრულიად დაკმაყოფილებული. ცოლი! უცნაურია ამ სიტ-
ყვების წარმოთქმა (სერიოზულად, გადამუშავების შესახებ, ნიუ-იორკო, მი-
ნიშნება მაინც მომეცი).
ყველანაირ სისულელეს ჩავდივართ, მაგალითად, წინა უიკენდზე მანქანით
დელავერის შტატში იმის გამო წავედით, რომ მანამდე არც ერთს არ გვქონია
სექსი დელავერში. ნება მომეცით აღგიწეროთ ეს სცენა, იმისთვის, რომ შთა-
მომავლობას დარჩეს. ჩვენ გადავდივართ შტატის საზღვარს, ფირნიშზე წარ-
წერაა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დელავერში“, ასევე: „მცირე სას-
წაული“, და კიდევ: „პირველი შტატი“ და ასევე: „თავისუფალი ვაჭრობის ზო-
ნა“. დელავერში ბევრი მდიდარი ადამიანი ბინადრობს.
ნიკს პირველივე შემხვედრ გრუნტის გზაზე მივუთითე და ხუთწუთიანი
ჯაყჯაყის შემდეგ ფიჭვის ხეების გარემოცვაში აღმოვჩნით, ხმას არ ვიღებდით.
ნიკმა თავისი სავარძლის საზურგე უკან გადასწია, კაბა ავიწიე. ტრუსი არ
მეცვა. დავინახე, როგორ დააღო პირი, სახე გაებადრა. მზერა მიზანმიმართუ-
ლი გაუხდა, - როცა სამოქმედოდ მზადაა, ასე ემართება ხოლმე. ზემოდან გა-
დავაწე ქი და ფეხები საქარე მინას მივაბჯინე, საჭეს დავაწე ქი და, როდესაც
ერთდროულად დავიწყეთ მოძრაობა, კლაქსონმა ბანი მოგ ვცა. მე და ნიკს ამის
კეთება ყველგან შეგ ვიძლია, არც მე და არც მას შემთხვევითი თვითმხილვე-
ლებისა არ გვეშინია. პირიქით, ჩვენ ვამაყობთ ამით. მერე სახლში ვბრუნდე-
ბით, გზაში შებოლილ ძროხის ხორცს მივირთმევ, შიშველი ფეხები კი მანქანის
წინა პანელზე მაქვს შეწყობილი.

44
ჩვენ გვიყვარს ჩვენი სახლი, რომელიც „საოცარმა ემიმ“ ააშენა. ყავისფერი
კირქვისგან აშენებული სახლი ჩემმა მშობლებმა გვიყიდეს. ის სანაპიროზე
დგას და მისი ფანჯრებიდან მშვენერი ხედი იშლება მანჰეტენზე. ისეთი ექ-
სტრავაგანტურია, ცოტა არ იყოს, დანაშაულის გრძნობასაც კი იწვევს ჩემ ში,
მაგრამ ეს მშვენიერია. ყოველთვის ვცდილობდი ჩემ ში განებივრებული მდი-
დარი გოგოს სახება დამეძლია. კედლებს ორი უიკენდის განმავლობაში ჩვენი
ხელით ვღებავდით სხვადასხვა ფერად: „გაზაფხულის მწვანე“, „ღია ყვითე-
ლი“, და „ხავერდოვანი ლურჯი“, თეორიულად ეგრე იყო, მაგრამ მხოლოდ
თეორიულად - რაც გამოვიდა სრულიად არ შეესაბამებოდა იმას, რაც გვსურ-
და, მაგრამ ჩვენ არ ვიმჩნევდით და თავი ისე გვე ჭირა, თითქოს ძალიანაც
მოგ ვწონს. სახლს ათასი ხარახურით ვავსებთ, რომელსაც ბაზრობაზე ვყიდუ-
ლობთ; ვყიდულობთ ფირფიტებს ნიკის ფირსაკრავისთვის. გუშინ ძველ სპარ-
სულ ხალიჩაზე ვისხედით, ვსვამდით ღვინოს და ვატრიალებდით ვინილის
დისკებს. ცა შებინდდა და მანჰეტენ ში ნათურები აინთო, მაშინ ნიკმა მითხრა:
- ყოველთვის წარმოვიდგენდი ამას, დიახაც, ზუსტად ამას წარმოვიდგენ-
დი.
უქმეებზე ოთხი ფენა ნაჭრის ქვეშ ვწევართ და ვმასლაათობთ; მზესავით
ყვითელი საბანი სახეს გვითბობს. პარკეტიც კი გვახალისებს: ორი ფიცარი
ჭრაჭუნით გვეხმიანება, როდესაც კარისკენ მივდივართ. მომ წონს, რომ ეს ჩვე-
ნია, ჩვენ გვაქვს მთელი ამბავი ძველებურ ტორშერზე, ანდა უხეშად გამოყვა-
ნილი თიხის კათხაზე, რომელიც ყავადანის გვერდით დგას. მაგრამ მასში არა-
ფერი არასოდეს ყოფილა, გარდა ძველი საკანცელარიო სკრეპებისა. მთელი
დღეები ვფიქრობ იმაზე, როგორ ვაჩუ ქო ნიკს პატარ-პატარა სიხარულები: მა-
გალითად, ვყიდულობ მისთვის პიტნის საპონს, რომელიც ხელისგულზე ისე
თავსდება, როგორც თბილი კენჭი; ანდა ვუმზადებ კალმახს, როგორც იმ დრო-
ის მოგონებას, როდესაც სამდინარო გემზე მუშაობდა. მესმის, რომ სასაცი-
ლოდ გამოვიყურები, მაგრამ მომ წონს ეს. თუმც კი, ვერც წარმოვიდგენდი,
რომ მამაკაცის ხათრით ოდესმე ესოდენ სასაცილო გავხდებოდი. ესაა შვება.
მისი წინდებითაც აღტაცებული ვარ, რომელთაც, ახერხებს და როგორც ლეკ-
ვი, დაათრევს ყოვლად წარმოუდგენელ ადგილებში.
დღეს ჩვენი ქორწინების პირველი წლისთავია და მე სიყვარულით ვარ აღ-
სავსე, მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები კვლავაც გვარწმუნებენ, ოჯახური
ცხოვრების პირველი წელი მეტისმეტად რთულიაო - თითქოს მიამიტი ბავ-
შვები ვიყოთ, რომლებმაც ომ ში წასვლა გადაწყვიტეს. სულაც არა. ჩვენ ერ-

45
თმანეთისთვის ვართ დაბადებულები. დღეს ჩვენი ქორწინების წლისთავია,
ნიკი სამსახურიდან ლანჩის მერე წამოვა, მას ჩემი „განძის მაძიებლობანა“
ელოდება. ყველა მინიშნება ჩვენი საკუთარია, ჩვენი შარშანდელი თავგადა-
სავლების გადამეორება:
ჩემს ტკბილ ქმარს თუ შესცივდება, ეს კერძია, წინ რომ ხვდება.
პასუხი: წვნიანი „ტომ იამი“, პრეზიდენტ სტრიტზე ტაიტაუნ ში (ტაილან-
დური დასახლება. - მთარგმნ. შენიშვნ.). მენეჯერი სადეგუსტაციო ჯამით
ხელში გველის და შემდეგ გამოცანა-მინიშნებას გვთავაზობს. კიდევ, მაკმანი -
ჩაინა ტაუნ ში და ელისის ქანდაკება - სენტრალ პარკში. გრანდიოზული მოგ-
ზაურობა ნიუ-იორკში, რომელსაც ფულტონ სტრიტზე დავასრულებთ, თევზის
მაღაზიაში, სადაც ერთ წყვილ უგემრიელეს ხამანწკს შევიძენთ. ტაქსიში მუხ-
ლებზე მედება კონტეინერი, ნიკი კი გვერდით იჯდება, ნერვიულად ვიწ-
რიალებთ. სახლში მივ ქანდებით, ხამანკწებს ახალ ქვაბში ჩავ ყრი და ძველ
ქურაზე მოვხარშავ, მთელ ჩემს ცოდნას გამოვიყენებ, გოგონას ცოდნას, ყო-
ველ ზაფხულს კეიპ კოდის კონცხზე რომ ისვენებდა. ნიკი კი იხითხითებს და
ვითომ შეშინებული, სამზარეულოს კარს უკან დაიმალება. შევთავაზე ჰამ-
ბურგერები შეგ ვეკვეთა. ნიკს უნდოდა ქალაქ ში გავსულიყავით, სადმე ხუთ-
ვარსკვლავიან რესტორან ში კერძების დიდი არჩევანით და მედიდური მომტა-
ნებით. ასე რომ, ხამან წკები ოქროს შუალედია, და ეს ხამან წკები გვარწმუნებს
(და გვარწმუნებს და გვიჩიჩინებს), რომ ქორწინებაში მთავარი - კომპრომისი-
ა.
შევ ჭამთ ხამან წკებს კარაქით და მერე პირდაპირ იატაკზე ვიჟიმავებთ, ამ
დროს ჯაზის მომღერალი ქალი ძველი ფირფიტიდან შორეული, თითქოსდა
გვირაბის ბოლოდან მოსული ხმით გვიმღერებს. მერე ნიკის საყვარელი ვისკი
ნელ-ნელა შეგ ვათრობს. გადავცემ საჩუ ქარს - „კრეინი და კომპანიის“ საწერ
კომპლექტს - მოყვითალო ფერის ძვირფას ქაღალდზე მკაფიოდ ჩანს მწვანედ,
თითქოსდა სანადირო კამუფლაჟიაო, სან-სერიფის შრიფტით დაბეჭდილი მი-
სი მონოგრამა, რაც ცოლისგან მიძღვნილი, სრულიად აუცილებელი რამ არის
მწერლისთვის. ვინ იცის, ამ ქაღალდზე დაწერილი რამდენიმე სასიყვარულო
ბარათი იქნებ მასაც ერგოს.
არ არის გამორიცხული, რომ მერე ისევ ვიჟიმაოთ. მოგ ვიანებით. ღამით კი
შევ ჭამთ ჰამბურგერს და დავლევთ ვისკის. ვუალა: ყველაზე ბედნიერი წყვილი
ვართ ჩვენს კვარტალში. ვიღაც-ვიღაცები კიდევ გვიჩიჩინებენ, ქორწინება
მძიმე შრომააო.

46
ნიკ დანი იმ დღეს

ბონიმ და გილპინმა გადაწყვიტეს, პოლიციის შენობაში გვესაუბრა, რომე-


ლიც გარეგნულად გაკოტრების პირას მყოფ ბანკსა ჰგავდა. პატარა ოთახში
ორმოცი წუთით დამტოვეს, არადა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, მშვიდად იყავი,
არ გაინძრე-მეთქი. განასახიერო სიმ შვიდე, ესეც თავისებური ფორმაა სიმ შვი-
დისა. იდაყვები მაგიდაზე მქონდა დაწყობილი, თავი - ხელებზე. ვიცდიდი.
- გინდათ ემის მშობლებს დაურეკოთ? - მკითხა ბონიმ.
- არ მინდა შევაშინო, - ვუპასუხე - ემის შესახებ ერთი საათის განმავლო-
ბაში ახალს თუ ვერაფერს გავიგებთ, დავურეკავ.
ჩვენი საუბარი მესამე წრეზე დატრიალდა.
ბოლოს და ბოლოს, პოლიციელები დაბრუნდნენ და ჩემ წინ შემოუსხდნენ
მაგიდას. ეს ყველაფერი იმდენად ჰგავდა სატელევიზიო სერიალებში ნანახ
სცენას, რომ ძლივს შევიკავე თავი, არ გამცინებოდა. ბოლო ათი წლის განმავ-
ლობაში, როდესაც საკაბელო ტელევიზიის არხიდან არხზე გადავდიოდი, ზუს-
ტად ასეთივე ოთახსა და ორ დაღლილ და შემტევ პოლიციელს ვხედავდი, -
კინოვარსკვლავებივით ირჯებოდნენ. სრული სიყალბე. დისნეილენდის პოლი-
ციის განყოფილება. ბონის ხელში ყავით სავსე პლასტიკატის ჭიქა და საქა-
ღალდე ეჭირა. ეს ყველაფერი ბუტაფორიასა ჰგავდა. საპოლიციო ბუტაფო-
რია. თავბრუ დამეხვა იმის გაცნობიერებისგან, რომ გარშემო ყველა თამა-
შობს. მოდი, ვითამაშოთ: დაკარგულცოლობანა.
- როგორ ხართ, ნიკ? - მკითხა ბონიმ.
- კარგად და რა იყო?
- თქვენ იღიმებით.
თვალებში მეტლახის იატაკი დამიტრიალდა.
- უკაცრავად, უბრალოდ, ეს ყველაფერი...
- მესმის, - მითხრა ბონიმ და ისე შემომხედა, თითქოს სილა გამაწ ნაო.

47
- ეს ყველაფერი ძალზე უცნაურია, მესმის, - ყელი ჩაიწმინდა, - პირველ
რიგში, უნდა დავრწმუნდეთ, რომ თქვენ აქ ნორმალურად გრძნობთ თავს. თუ
რამე დაგ ჭირდებათ, გვაცნობეთ, რაც მეტ ინფორმაციას მოგ ვაწვდით, მით
უკეთესი იქნება. მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წახვიდეთ, არც ეს არის
პრობლემა.
- ყველაფერს გეტ ყვით, რაც გნებავთ.
- ძალიან კარგი. დასაწყისისთვის მინდა, რომ ყველა შესაძლო გაუგებრო-
ბა და უზუსტობები გამოვრიცხო. თუკი თქვენი ცოლი გაიტაცეს, არადა, ჩვენ
ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა ამასა ჰგავს, უნდა დავიჭიროთ გამტაცებელი და,
როცა დავიჭერთ, ისე უნდა მივაწვეთ, რომ ვეღარ გამოძვრეს, ჩიხში უნდა მო-
ვიმ წყვდიოთ...
- ასეა.
- ამიტომ ჩვენ უნდა შეგამოწმოთ. ეს საკმაოდ სწრაფად და მარტივად
ხდება, მხოლოდ იმისთვის, რომ გამტაცებელმა არ განაცხადოს, რომ არ შეგ-
ვიმოწმებიხართ. ხვდებით, რას ვგულისხმობ?
მე ქანიკურად თავი დავუქნიე, თუმც კი ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობ-
და. მთელი ძალით ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ მზად ვარ თანამ შრომლო-
ბისთვის.
- რასაც მეტ ყვით.
- ჩვენ არ გვსურს, რაიმე დაგაბრალოთ, - დაუმატა გილპინმა, - გვსურს
ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც წესი მოითხოვს.
„ჩემით იწყებენ, დამნაშავე ყოველთვის ქმარია“, - გავიფიქრე. ეს ყველამ
იცის. მაშ, რატომ პირდაპირ არ მეტ ყვიან, ჩვენ ეჭვი გვაქვს თქვენზე, რადგან
თქვენ ხართ ქმარი, ხოლო ქმარი ყოველთვის დამნაშავეა. უყურეთ„დეითლა-
ინს“ („Dateline“. NBC-ს ტელეგადაცემა კრიმინალური ახალი ამბების შესა-
ხებ. - მთარგმნ. შენიშვნ.)
- ო’კეი, ნიკ, დიდებულია. დასაწყისისთვის გვსურს, რომ ავიღოთ სინჯი
თქვენი ლოყის შიდა ზედაპირიდან, რათა ყველა ბიომასალის დნმ ანალიზი
გავაკეთოთ თქვენს სახლში, და გავარჩიოთ თქვენი და სხვისი, თანახმა ხართ?
- ასევე მინდა შევამოწმო თქვენი ხელები, ხომ არ დარჩა დენთის კვალი
გასროლის შემდეგ, ისე, უბრალოდ.
- მოიცათ, მოიცათ, თქვენ რა, ისეთი რამე ნახეთ, რაც გაფიქრებინებთ,
რომ...
- არა, არა, ნიკ, - გამაწყვეტინა გილპინმა.

48
სკამი მაგიდისკენ საზურგედან მისწია და შებრუნებულად მოაჯდა. დავ-
ფიქრდი, პოლიციელები მართლა აკეთებენ ასე, თუ ვიღაც ჭკვიანმა მსახიობმა
გააკეთა ერთხელ და შემდეგ პოლიციელებმა მიბაძეს, მხოლოდ იმიტომ, რომ
გვერდიდან ეს მაგრად ჩანს?
- ამას მხოლოდ და მხოლოდ პროცედურა მოითხოვს, - გააგრძელა გილ-
პინმა. - ჩვენ ყველა წვრილმანი უნდა შევამოწმოთ: თქვენი ხელები, ავიღოთ
სინჯი, ასევე, თქვენი მანქანაც...
- რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც მეტ ყვით.
- გმადლობთ, ნიკ, გულწრფელად ვაფასებ ამას. ზოგიერთი ჯეელი საქმეს
გვირთულებს ხოლმე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა აქვს.
მე ეგეთი ტიპების სრულიად საპირისპირო ვარ. მამაჩემმა ბავშვობაში ერ-
თი წარუშლელი თვისება შემძინა - ყოველთვის ეძებდა რაღაცას, რასაც შეეძ-
ლო გაებრაზებინა. ამის გამო ჩემი და გო, თავდაცვაზე გადავიდა და არც კი
ცდილობდა, ოდესმე რამე აკრძალული გაეკეთებინა. მე კი გადავიქეცი მლიქ-
ვნელად, რომელიც ქედს იხრის იმის წინაშე, ვისაც მცირედი ძალაუფლება მა-
ინც აქვს. დედა, მამა, მასწავლებლები... ყველაფერს გავაკეთებ, რაც გნებავთ,
საქმე რომ გაგიადვილოთ, ბატონო ან ქალბატონო. უწყვეტად მჭირდებოდა
შე ქება.
- შენ მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, იცრუო, მოიპარო, ეშმაკმა დალახ-
ვროს, მოკლა კიდეც, ოღონდ ხალხი დარწმუნდეს, რომ კარგი ბიჭი ხარ, - მით-
ხრა ერთხელ გომ.
კნიშის (ერთგვარი ღვეზელია. - მთარგმნ. შენიშვნ.) საყიდლად ვიდე ქით,
იოაჰიმ შიმელის საცხობში, გოს ნიუიორკული ბინის მახლობლად. ის მომენტი
ძალიან კარგად დამამახსოვრდა, მადა დამეკარგა, რადგან, რაც მითხრა, სრუ-
ლი სიმართლე იყო და, თუმცა კი მანამდე არასდროს გამიცნობიერებია, როცა
ამას მეუბნებოდა, გავიფიქრე: ეს არის ისეთი მომენტი, რომელიც სამუდამოდ
რჩება შენს მეხსიერებაში, ამას არასოდეს დავივიწყებ.
პოლიციელებთან განყენებულ თემებზე ვსაუბრობდი: 4 ივლისის ფეიერ-
ვერკებზე, ამინდზე. ამასობაში კი სხვა პოლიციელებმა ხელები შემიმოწ მეს და
ლოყიდან ბამბიანი წკირით სინჯი ამიღეს - არაფერი განსაკუთრებული, თით-
ქოს კბილის ექიმთან ხარ. როცა ეს ყველაფერი მორჩა, ბონიმ ახალი ფინჯანი
ყავა დამიდგა და მხარზე ხელი მომიჭირა.
- უკაცრავად, ეს ჩვენი სამუშაოს ყველაზე უარესი ნაწილია. ხომ არა
ხართ წინააღმდეგი, რომ ახლა რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხოთ?! ეს ნამდვი-

49
ლად დაგ ვეხმარება.
- კი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ.
ბონიმ ჩემ წინ, მაგიდაზე თხელი ციფრული დიქტოფონი დადო.
- წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ერთი და
იგივე კითხვები არ დაგისვათ რამდენჯერმე.
მათ უნდოდათ ჩაეწერათ ჩემი სიტ ყვები, რომ დანაშაულზე გამოვე ჭირეთ.
ალბათ, ადვოკატი უნდა მომეთხოვა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ მხოლოდ დამნა-
შავეებს სჭირდებათ ადვოკატი, ასე რომ, თავი დავუქნიე.
- კი ბატონო, პრობლემა არ არის.
- მაშ ასე, - თქვა ბონიმ. - რამდენი ხანია, რაც ემი და თქვენ აქ ცხოვ-
რობთ?
- ორი წელიწადია.
- ემი წარმოშობით ნიუ-იორკიდანაა?
- დიახ.
- იპოვა სამუშაო? - იკითხა გილპინმა.
- ფსიქოლოგიურ ტესტებს ადგენდა.
დეტექტივებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ფსიქოლოგიურ ტესტებს?
- მოზარდების ჟურნალებისთვის, ქალების ჟურნალებისთვის. გინდათ
გაიგოთ, რამდენად ეჭვიანი ხართ? შეავსეთ ჩვენი ტესტი და გაიგებთ. ბიჭები
ყურადღებას არ გაქცევენ? უპასუხეთ ჩვენს კითხვებს და გაიგებთ, რატომ...
- მშვენიერია, - თქვა ბონიმ, - მომ წონს. მაგრამ არ ვიცოდი, რომ ამეების
შედგენა შეიძლება სამსახური ყოფილიყო. სამსახურებრივი კარიერის მსგავ-
სი.
- უკვე აღარ არის, მორჩა. ინტერნეტი უფასო ტესტებით აივსო. ემი პრო-
ფესიულად მუშაობდა, მას ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი ჰქონდა. უფრო
სწორად, აქვს. მაგრამ, სამ წუხაროდ, უფასოს ჭკვიანურად შედგენილი ვერ
აჯობებს.
- შემდეგ რა მოხდა?
მხრები ავიჩეჩე.
- აქ გადმოვსახლდით. ემი სულ სახლში იჯდა.
- ო, ესე იგი, თქვენ ბავშვი გ ყავთ? - ისე თქვა, თითქოს რაღაც სასიამოვნო
აღმოაჩინა. - არა.
- მაშინ რას აკეთებდა დილიდან საღამომდე?

50
- მეც ეგ მაინტერესებს.
ემი ისეთი ქალი იყო, მუდმივად ცოტ-ცოტა რაღაცას რომ აკეთებს. როდე-
საც ჩვენ ახალი დაწყებული გვქონდა ერთობლივი ცხოვრება, ინტენსიურად
ითვისებდა ფრანგულ სამზარეულოს. წარმოუდგენლად სწრაფად ისწავლა
სპეციალური დანების ხმარება და მოამზადა ძროხის ხორცი ბურგუნდიულად.
მის 34-ე დაბადების დღეზე ბარსელონაში გავემგზავრეთ, და იქ ესპანურის
ცოდნით განმაცვიფრა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აითვისა
ჩემგან საიდუმლოდ. ჩემს ცოლს ბრწყინვალე, დაუოკებელი გონება და უსაზ-
ღვრო ცნობისმოყვარეობა ახასიათებდა. მაგრამ მის ამ თვისებას მუდმივად
შეჯიბრების მოთხოვნილება ასაზრდოებდა. უნდოდა მამაკაცები აღტაცებაში
მოეყვანა, ქალები კი - შურით გამსკდარიყვნენ. რა თქმა უნდა, ემის შეეძლო
მოემზადებინა ფრანგული სამზარეულოს კერძები, თავისუფლად ელაპარაკა
ესპანურად, მოევლო ბაღისთვის, მოექსოვა, ერბინა მარათონული დისტანცია,
გარკვეულიყო საფონდო ბირჟის კურსებში, ემართა თვითმფრინავი და, ამავე
დროს, ტოპმოდელის გარეგნობა ჰქონოდა. ის მარადიულად „საოცარი ემი“
უნდა ყოფილიყო. აქ მისურიში, ქალების მაღაზია „ტარგეტში“, სადაც ამზა-
დებენ მარტივ, ჯანსაღ კერძებს და იცინიან იმაზე, თუ რა ცუდად ახსოვთ სკო-
ლაში ნასწავლი ესპანური - შეჯიბრება არ აინტერესებთ. ემის მუდმივ მცდე-
ლობას აქაურები კეთილგან წყობილი, თუმც კი შემცოდე ღიმილით ხვდებოდ-
ნენ, რაც ჩემი, შეჯიბრების მოყვარული ცოლისთვის შესაძლოა, ერთ-ერთი
ყველაზე მძიმე დარტყმა იყო. ქალაქ ში კმაყოფილი „ლუზერები“ ბინადრობ-
დნენ.
- მას უამრავი ჰობი ჰქონდა, - ვეუბნები.
- რამეზე ხომ არ წუხდით? - მკითხა ბონიმ, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანე-
ბულმა. - მაგალითად, სასმელს ანდა მსუბუქ ნარკოტიკებს ხომ არ ეტანებო-
და? არა, თქვენს ცოლზე ცუდი არაფერი მინდა ვთქვა. საკმაოდ ბევრი დიასახ-
ლისი, გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ, ხმარობს ასეთ რა-
ღაცებს. დღე ძალიან იწელება, როდესაც სახლში მარტო ზიხარ. ამიტომ ზოგი
სვამს, ზოგიც წამლებს იღებს - არ ვგულისხმობ ჰეროინს, შესაძლოა, ეს უბრა-
ლოდ, ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელი იყოს. აქ, ჩვენს
რაიონ ში, უამრავი ადამიანი ვაჭრობს მსგავსი საშუალებებით.
- ნარკოტიკებით მოვაჭრენი მთლად თავს გავიდნენ, - დაუმატა გილპინმა,
- ჩვენთან, პოლიციაში, კი შტატები შეამცირეს, პირადი შემადგენლობის მხო-
ლოდ მეხუთედი დატოვეს. მოკლედ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა.

51
- ერთ დიასახლისს, სრულიად წესიერ ქალბატონს, გასულ თვეში კბილები
ჩაუმტვრიეს ოქსიკონტინის გამო. - თქვა ბონიმ.
- არა, ემის შეეძლო დაელია ჭიქა ღვინო, ანდა სხვა რამე, მაგრამ ნარკო-
ტიკებს არ ეკარებოდა.
ბონიმ ისე შემომხედა, მივხვდი, სხვა პასუხს ელოდებოდა.
- აქ ახლო მეგობრები ჰყავს? გვინდა მათ დაველაპარაკოთ, რაღაც--
რაღაცებში რომ დავრწმუნდეთ. ნუ გეწყინებათ. ზოგჯერ ქმარი ბოლო იგებს,
რომ თურმე ცოლი ნარკოტიკებს ხმარობს. ადამიანებს ამისა რცხვენიათ, გან-
საკუთრებით, ქალებს. - ემი ნიუ-იორკში ახალ მეგობრებს ყოველ კვირა იძენ-
და და კარგავდა, ისინი რაღაცით მის პროექტებს ჰგავდნენ. თავიდან ახალი
მეგობრით შეიძლება მეტად გატაცებული ყოფილიყო: პაულა, ვინც სიმღერის
გაკვეთილების უტარებდა, და საშინლად კარგი ხმა ჰქონდა (ემი მასაჩუსეტსის
სკოლა-პანსიონში სწავლობდა. იმ დროს მეხალისებოდა, მის საუბარში ახალი
ინგლისის გამოთქმებს რომ ვიჭერდი: „საშინლად კარგი“); ჯესი დიზაინის
კურსებიდან. მაგრამ, როცა ერთი თვის შემდეგ პაულას ან ჯესის მოვიკითხავ-
დი, ისე გაიკვირვებდა, თითქოს პირველად გაიგონა ეს სახელები. გარდა ამისა,
იყვნენ მამაკაცები, რომლებიც ყოველთვის ირეოდნენ ემის გარშემო, სთავა-
ზობდნენ წვრილ-წვრილ სამსახურს, ისეთს, ქმარი რომ ვერ უწევდა. მაგალი-
თად: სკამის ფეხის შეკეთებას, ანდა იმის გაგებას, თუ სად იყიდება მისი საყ-
ვარელი აზიური ჩაი. მამაკაცები, რომლებიც, როგორც მარწმუნებდა, მისი მე-
გობრები იყვნენ, მხოლოდ კარგი მეგობრები. ემი მათ საკმაო დისტანციაზე
აჩერებდა. საკმარისად შორს, მე რომ არ გავბრაზებულიყავი, და საკმარისად
ახლოს, მათ რომ მიერბინათ, როგორც კი თითს დაუქნევდა.
მისურიში კი... ღმერთო ჩემო, მართლა არაფერი ვიცოდი. ეს მხოლოდ ახ-
ლა გავაცნობიერე. ნიკ, ნამდვილი იდიოტი ხარ - გავიფიქრე. ჩვენ ორი წელი-
წადი ვიცხოვრეთ კართაგენ ში. პირველი თვეების შემდეგ, როდესაც ახალ
ხალხს ეცნობი, სტუმრადაც დადიხარ და ყოველ შემხვედრსაც ესალმები, ემი
კი არავისთან აღარ ურთიერთობდა სისტემატურად. საურთიერთოდ დედაჩე-
მი ჰყავდა, რომელიც ახლა უკვე გარდაცვლილია, და მე; ჩვენი საუბარი კი,
როგორც წესი, კინკლაობას წარმოადგენდა, თავდასხმა და თავდაცვა. ერთხე-
ლაც შარშან, შინ ვისხედით და ნაძალადევი თავაზიანობით ვკითხე:
- როგორ მოგწონთ ჩრდილოეთ კართაგენი, მისის დან?
- ახალი კართაგენი, გინდათ თქვათ? - მიპასუხა.

52
აღარ მიკითხავს, საიდან მოიტანა ეს „დაზუსტება“, მაგრამ მივხვდი, რომ
დასამცირებლად იხმარა.
- მას ჰყავს რამდენიმე ახლო მეგობარი, მაგრამ ისინი უმეტესად აღმოსავ-
ლეთში ცხოვრობენ.
- მისი ნათესავები?
- ნათესავები ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობენ.
- და თქვენ ჯერაც არ დაგირეკავთ მათთან? - მკითხა ბონიმ გაოცებული
ღიმილით.
- აქამდე ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც მეუბნებოდით. დარეკვის სა-
შუალებაც კი არ მქონდა. ხელი მოვაწერე ნებართვას, რომ პოლიციას შეემოწ-
მებინა საკრედიტო და ბანკომატის ბარათებზე ოპერაციები; ასევე, ემის მობი-
ლურიდან გაშვებული ზარები; დეტექტივებს გოსა და სიუს ტელეფონის ნომ-
რებიც მივეცი. სიუ ქვრივი ქალია, რომელიც ბარში იყო, სანამ სახლისკენ წა-
მოვიდოდი და შეუძლია თქვას, თუ რომელ საათზე მივედი იქ.
- მშობლების ნებიერა. არა, თქვენ მართლაც ჰგავხართ ჩემს უმცროს ძმას.
- პაუზა. - დამერწმუნეთ, ეს ქათინაურია.
- გიჟდება მასზე, - განმარტა გილპინმა, რომელიც უბის წიგნაკში რაღაცას
ინიშნავდა, - ესე იგი, თქვენ სახლი დილის რვის ნახევარზე დატოვეთ, შემდეგ
კი ბარში იყავით სხვების თანდასწრებით დაახლოებით შუადღემდე. შუალედ-
ში მდინარის ნაპირას იყავით.
ჩვენი სახლიდან დაახლოებით 10 მილის მოშორებით, ჩრდილოეთით, სა-
ნაპიროს მონაკვეთია, - არცთუ სასიამოვნო სანახავი ქვიშის, შლამისა და
ლუდის ბოთლების ნამსხვრევების გროვა. ნაგ ვის კონტეინერები პლასტიკატის
ჭიქებითა და ჭუჭყიანი პამპერსებით არის გადავსებული. სამაგიეროდ, იქ
ქარს მოფარებული მაგიდა დგას პიკნიკისათვის, რომელსაც მზე კარგად ადგე-
ბა. შეგიძლია ჩამოჯდე და პირდაპირ უყურო მდინარეს. ამ შემთხვევაში, მთე-
ლი ეს ნაგავი თვალში აღარ გხვდება.
- ზოგჯერ იქ მიმაქვს ყავა, ქაღალდი და უბრალოდ ვწერ. ზაფხულში
თითქმის ყოველდღე. არა, სანაპიროზე არავისთან მილაპარაკია. არა, არავის
დავუნახავვარ.
- დიახ, ეს საკმაოდ წყნარი ადგილია, მით უფრო, შუა კვირაში. - დამეთან-
ხმა გილპინი.
თუკი პოლიცია გამოჰკითხავს ვინმეს, ვინც იცნობს ჩემს ჩვევებს, სწრაფად
გაარკვევს, რომ ძალზე იშვიათად მივდივარ მდინარის ნაპირას, ყავაც იქ,

53
პრაქტიკულად, არასდროს მიმიტანია. მეტისმეტად თეთრი კანი მაქვს, ირ-
ლანდიელის კვალობაზეც კი, და მეტისმეტად მოუთმენელი საიმისოდ, რომ
საკუთარ ჭიპს ვუჭვრიტო: პლიაჟზე დასვენების მოყვარული არ გახლავართ.
პოლიციელებს კი ეს იმიტომ ვუთხარი, რომ ემის იდეა იყო - წავსულიყავი
მდინარეზე, დავმჯდარიყავი მარტო და ჩვენი ერთობლივი ცხოვრების შესახებ
მეფიქრა. იმ დილით, მას მერე, რაც მისი მომზადებული საუზმე მივირთვით,
ემი მაგიდას დაეყრდნო და მითხრა:
- ვიცი, რომ რთული პერიოდი გვიდგას, მაგრამ მე შენ ძალიან მიყვარხარ,
ნიკ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. მინდა, რომ შენ-
თვის კარგი ცოლი ვიყო, მინდა, რომ შენ იყო ჩემი ქმარი და იყო ბედნიერი.
მაგრამ შენ უნდა გადაწყვიტო, რა გსურს.
აშკარა იყო, ეს სიტ ყვა წინასწარ მოამზადა. როდესაც ლაპარაკი დაასრუ-
ლა, სიამაყით გაიღიმა. როდესაც ჩემი ცოლი ასეთ სიკეთეს მთავაზობს, - გავი-
ფიქრე, - ყველაფერი წინასწარ აწონ-დაწონა და წარმოიდგინა. გონებაში
დადგა სცენა: ვდგავარ მდინარის პირას, გავ ყურებ წყლის გამალებულ სრბო-
ლას, ქარი თმას მიჩეჩავს, ჰორიზონტს ვაშტერდები და ჩვენს ერთობლივ
ცხოვრებაზე ვფიქრებ... აბა, უბრალოდ ხომ არ ავდგები და „დანკინ დონატ-
სში“ ხომ არ წავალ?
მაგრამ უნდა გადაწყვიტო, რა გინდა. ემისთვის საუბედუროდ, უკვე გადაწ-
ყვეტილი მქონდა.
ბონიმ გამომხედა და სწრაფად მკითხა:
- შეგიძლიათ, მითხრათ თქვენი ცოლის სისხლის ჯგუფი?
- ო, არა, არ ვიცი.
- როგორ, თქვენი ცოლის სისხლის ჯგუფი არ იცით?
- არ ვიცი, იქნებ „0“? - ვცადე გამომეცნო.
ბონი მოიღუშა, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა, თითქოს იოგას ვარჯიში
შეასრულაო.
- კარგი, ნიკ, რაღაც ზომები უკვე მივიღეთ.
და ჩამოთვალა: ემის ბანკის უჯრედი დაკვირვების ქვეშაა, მისი ფოტო გა-
ავრცელეს, მისი საკრედიტო ბარათები კონტროლდება. ყველა პირი, ვინც ქა-
ლაქ ში სექსუალურ დანაშაულში გახლდათ ბრალდებული, დაჰკითხეს. ჩვენს
მცირერიცხოვან მეზობლებს გაესაუბრნენ. ჩვენი სახლის ტელეფონი ისმინება,
იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე დარეკავს და გამოსასყიდს მოითხოვს. არ ვიცო-

54
დი, რა უნდა მეთქვა. კინოფილმებში ქმარი რას ამბობს ხოლმე ასეთ სი-
ტუაციაში? ეს დამოკიდებულია იმაზე, დამნაშავეა თუ უდანაშაულო.
- ვერ ვიტ ყვი, რომ დამამ შვიდეთ... როგორ მიგაჩნიათ, გაიტაცეს თუ „ადა-
მიანის გაუჩინარების“ შემთხვევაა? ან როგორ ამბობენ?
გაუჩინარების მიახლოებითი სტატისტიკა ვიცოდი სატელევიზიო შოუები-
დან, - ახლა თითქოს მე თვითონ ვთამაშობდი მთავარ როლს ერთ-ერთ მათ-
გან ში. თუ პირველი 48 საათის განმავლობაში ვერ იპოვიან დაკარგულის
კვალს, საფიქრებელია, რომ საერთოდ ვეღარასოდეს მიაგნებენ... პირველი 48
საათი გადამ წყვეტია.
- გაიგეთ, ჩემი ცოლი გაქრა, ჩემი! გაიგეთ! ჩემი ცოლი! - უცებ გავაცნო-
ბიერე, პირველი შემთხვევაა, როდესაც ვთქვი ისე, როგორც თავიდანვე უნდა
მეთქვა, შიშითა და წყრომით.
მამაჩემი ისეთი კაცი იყო, რომლის გულშიც მუდმივად სიმ წარის, რისხვის,
უკმაყოფილების გრძნობები ბობოქრობდა. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, მას
რომ არ დავმსგავსებოდი, და ჩემს თავში განვავითარე უნარი, ნეგატიური ემო-
ციები საერთოდ არ გამომეხატა. ეს კიდევ ერთი თვისება იყო, რომელიც უგ-
რძნობელ დებილს მამსგავსებდა: ჩემს მუცელში, შესაძლოა, გველთევზები იკ-
ლაკნებოდნენ, მაგრამ ჩემი სახის გამომეტ ყველებით და ჩემი ნათქვამიდან გა-
მომდინარე, ვერაფრით მიხვდებოდით ამას. რაც მუდმივად პრობლემებს მიქ-
მნიდა: ან მეტისმეტი კონტროლი, ან საერთოდ, უკონტროლობა.
- ნიკ, ჩვენ ყველა წვრილმანს გულდასმით განვიხილავთ, - თქვა ბონიმ, -
ჩვენი თხოვნით ექსპერტები ლაბორატორიიდან მივიდნენ თქვენთან სახლში,
რაც დაგ ვეხმარება, წინ წავიწიოთ. ახლა კი, შეგიძლიათ უფრო მეტი რამ
გვითხრათ თქვენი ცოლის შესახებ? როგორია ის?
თავში ტრაფარეტული ფრაზები მომივიდა, რაც ამ სიტუაციაში ქმარს
მოუვა: რომ ის არის კეთილი, ყურადღებიანი, მზრუნველი, მშვენიერი, მხარ-
ში მდგომი.
- რას ნიშნავს როგორია? - ვიკითხე.
- მისი პიროვნების შესახებ მთავარი მითხარით, - განმარტა ბონიმ. - მაგა-
ლითად, რა უყიდეთ მას ქორწინების წლისთავზე, სამკაული?
- ჯერაც არაფერი მიყიდია. - ვთქვი, - ამ საღამოს ვაპირებდი საჩუქრის
შეძენას.
ველოდებოდი, რომ დეტექტივი გაიცინებდა და კვლავ იტ ყოდა: „მშობლე-
ბის ნებიერა“, მაგრამ არაფერი უთქვამს.

55
- კარგი, მაშინ უბრალოდ მომიყევით მის შესახებ: შეეგუა თუ არა უმუშევ-
რობას? ის, როგორ გითხრათ, მეტისმეტად ნიუიორკელია? რას გააკეთებდა,
თუკი იძულებული გახდებოდა ვინმეს უხეშად მოჰქცეოდა? ადამიანის
შეურაცხყოფა შეეძლო?
- არ ვიცი. ემი არ არის იდეალური, მაგრამ არც უხეშია. იმდენად მაინც
არა, რომ ვინმეს ვნება მიაყენოს.
ეს იყო ჩემი მეთერთმეტე ტყუილი. ემი საკმარისად უხეში იყო საიმისოდ,
რომ რაიმე მიზეზით, ანდა უმიზეზოდ ვინმესთვის ეწყენინებინა. ამას ვამბობ
დღევანდელ ემიზე, რომელიც ოდნავ თუ მოგაგონებდათ იმ ქალს, რომელიც
შემიყვარდა. ეს იყო ზღაპრის საშინელი ტრანსფორმაცია, თავდაყირა დაყენე-
ბა. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ძველი კანი თითქოს ჩამოსძვრა
და იქიდან ახალი ემი გამოვიდა, ნერვიული და კაპასი. ჩემი ცოლი აღარ იყო
ჩემი ცოლი, ის ეკლიანი მავთულის გორგალი გახდა, რომელიც ვერაფრით გავ-
ხსენი ჩემი გახევებული, ნერვიული თითებით. პროვინციელის თითებით. თი-
თებით, მზად რომ არ იყვნენ, გავარჯიშებული არ გახლდნენ ესოდენ ნატიფი
და საშიში საქმის შესასრულებლად, როგორიც ემის ახსნა იყო. როდესაც ჩემს
სისხლიან ჭრილობებს ვუჩვენებდი, ის ოხრავდა და თავის საიდუმლო უბის
წიგნაკს მიმართავდა, გონებაში რომ ჰქონდა შენახული, სადაც ჩემს ყველა
შეცდომას, ყველა გულაცრუებას, ყველა ნაკლსა და ხარვეზს ინიშნავდა. ჩემი
ძველი ემი კი... ამის დედაც... მხიარული იყო. მართლა მხიარული. მაცინებდა
ხოლმე. ეს უკვე დამავიწყდა. და თვითონაც იცინოდა. სიცილი თითქოს ხორ-
ხის სიღრმეში იწყებოდა, შემდეგ კი წკრიალა ზანზალაკების ხმად ამოიფ-
რქვეოდა. ეს, ჩემი აზრით, სიცილის საუკეთესო სახეობაა. თავის წყენას იშო-
რებდა, აბნევდა ისე, როგორც, ჩიტებს უყრიან ხოლმე ნამცეცებს. აგერ აქაა
და უცებ, აღარაა.
ემი ის არსება არ იყო, ახლა რომაა. არსება, ყველაზე მეტად რომ მეშინო-
და. ავი ქალი. ავი ქალის წინაშე ყოველთვის ვიბნეოდი. ისინი ჩემ ში რაღაც
საძაგელ, გულისამრევ განცდას იწვევდნენ.
- ძალაუფლების მოყვარულია? - მკითხა გილპინმა, - უყვარს მბრძანებ-
ლობა?
გონებაში წარმოვისახე ემის კალენდარი, რომელიც სამ წელზე იყო გათ-
ვლილი და ამ წლის ჩანაწერებში რომ ჩამეხედა, ვნახავდი მის გეგმებს. დერ-
მატოლოგი, კბილის ექიმი, ვეტერინარი.

56
- ყველაფრის დაგეგმვა უყვარს. ჰაიჰარად, წუთიერი ახირების გავლენით
არაფერს აკეთებს. აუცილებელ საქმეთა სიების შედგენა უყვარს, მეთოდურად
ცდილობს მიზანს მიაღწიოს. ამიტომაც ეს ყველაფერი აზრს მოკლებული მგო-
ნია...
- კი, მართალია, ამან შეიძლება კაცი გააგიჟოს, - მითხრა ბონიმ თანაგ-
რძნობით, - თუ თქვენ თვითონ არ ხართ ასეთივე. თქვენ მე მგონი, „ბ“ ტიპის
პიროვნება ხართ.
- მე ცოტა უფრო ზანტი ვარ, ასე მგონია, - ვუპასუხე, შემდეგ კი დავამატე
ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, - ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ.
კედელზე ჩამოკიდებულ საათს გავხედე, ბონიმ ხელი მხარზე დამადო.
- ჰეი, რატომ არ გინდათ, წინ წახვიდეთ და ემის მშობლებს დაურეკოთ?
დარწმუნებული ვარ, ამას დაგიფასებენ.
შუაღამე გადასული იყო. ემის მშობლები 9 საათზე იძინებდნენ. ისინი ყო-
ველთვის ამაყობდნენ ამ თავისი ჩვევით, იმით, რომ ადრე იძინებდნენ. ჩემი
ზარი მათ შუა ძილს დაუფრთხობდა. მობილურს ყოველთვის თიშავენ 20:45--
ზე, ამიტომ რენდ ელიოტი იძულებული იქნება საწოლიდან ადგეს, დერეფნის
ბოლომდე გაიაროს, აიღოს სტაციონარული ტელეფონის მძიმე ყურმილი, მო-
ძებნოს სათვალე, ჩართოს მაგიდის ლამპა. ამ დროს გონებაში ყველა უვნებელ
მიზეზს გადახედავს, რომლის გამოც ვიღაცას შუაღამისას მისი გაღვიძება
დასჭირდა. ორჯერ ავ კრიფე ნომერი და დავ კიდე ყურმილი ისე, რომ პასუხს
არ დაველოდე. მესამეჯერ კი, რენდმა კი არა, მერიბეთმა მიპასუხა. მისი და-
ბალი ხმა დაგუდულად გაისმა.
- მერიბეთ, ნიკი ვარ, - ვთქვი და დავიბენი, აღარ ვიცოდი, როგორ გამეგ-
რძელებინა.
- რა მოხდა, ნიკ?
ჩავისუნთქე.
- ემის რაღაც მოუვიდა? მითხარი!
- მაპატიეთ, უნდა დამერეკა თქვენთვის...
- ჩქარა თქვი, ღმერთო ჩემი!..
- ემის ვერ ვპოულობთ, - ენის ბორძიკით ვუთხარი.
- ემის ვერ პოულობთ?
- არ ვიცი.
- ემი დაიკარგა?
- ამაში ჯერ დარწმუნებულები არა ვართ. ჩვენ ჯერ...

57
- რამდენი ხანია?
- დარწმუნებულები არა ვართ. მე სახლიდან დილით გამოვედი, 7 საათის
მერე.
- და ღამემდე იცადე, ჩვენთვის რომ დაგერეკა?
- მაპატიეთ, მაგრამ არ მინდოდა...
- ღმერთო ჩემო, ჩვენ ამ საღამოს ჩოგბურთს ვთამაშობდით, ჩოგბურთს,
არადა, შეგ ვეძლო... პოლიციამ იცის?
- პოლიციის განყოფილებაში ვარ ახლა.
- დამალაპარაკე ვინც არის მანდ უფროსი, ნიკ, თუ შეიძლება.
როგორც დამჯერმა ბავშვმა ყურმილი გილპინს გავუწოდე, „ჩემს სიდედრს
თქვეთან უნდა საუბარი.“
ელიოტებთან დარეკვამ ამ ამბავს ოფიციალური სახე შესძინა. ახალმა ამ-
ბავმა - ემის დაკარგვის შესახებ, - გავრცელება დაიწყო.
როდესაც იმ ოთახში ვბრუნდებოდი, სადაც მესაუბრებოდნენ, უეცრად მა-
მაჩემის ხმა გავიგონე. ზოგჯერ, ყველაზე უფრო სამარცხვინო მომენტებში,
მისი ხმა გონებაში მესმოდა. მაგრამ მისი ხმა ამჯერად მართლა ჟღერდა იქ.
მისი სიტ ყვები ჭაობის აირის ბუშტუკებსა ჰგავდნენ, მყრალი ტლაპოდან რომ
ამოდის: „კახპა, კახპა, კახპა“. მას შემდეგ, რაც მამაჩემი მთლად გამოშტერდა,
ასე მოიხსენიებდა ყველა ქალს, რომელიც მას ოდნავ მაინც აღიზიანდებდა:
„კახპა, კახპა, კახპა.“ როდესაც ოთახში შევიხედე, დავინახე, რომ კედელთან
სკამზე იჯდა. ოდესღაც კარგი ვაჟ კაცური გარეგნობა ჰქონდა, ნიკაპზე პატარა
ჩაღრმავება ჰქონდა. „ჩემი ოცნების მამაკაცი“ - როგორც ერთხელ დაახასიათა
დეიდაჩემმა. ახლა კი იჯდა, რაღაცას ბუტბუტებდა, იატაკს ჩაჰყურებდა. ქერა
თმა აჩეჩილი, შარვალი ბინძური, ხელები დაკაწრული, თითქოს ეკლიან ბუჩ-
ქებში იკვლევდაო გზას. ნერწყვის ზოლი მოუჩანდა ნიკაპზე ისე, თითქოს ლო-
კოკინამ გაიარა და კვალი დატოვაო. ხელებს მუშტავდა და შლიდა. გვერდით
ოფიცერი ქალი იდგა, გაჭიმული და მოღუშული, ცდილობდა არ შეემჩნია მისი
სიტ ყვები: „კახპა, კახპა, კახპა, გესმის შენ? კახპა.“
- რა ხდება? - ვკითხე ოფიცერ ქალს, - ეს მამაჩემია.
- თქვენ დაგირეკეს?
- დამირეკეს?
- იმისთვის, რომ მოსულიყავით და მამა წაგეყვანათ, - მითხრა დამარ-
ცვლით, თითქოს ათი წლის გონებაჩლუნგი ბავშვი ვიყავი.
- ჩემი ცოლი დაიკარგა, თითქმის მთელი ღამე აქა ვარ.

58
პოლიციელი ქალი ისე მიყურებდა, გაყინული გამომეტ ყველება ოდნავაც
არ შესცვლია. ყოყმანი შევნიშნე, ხომ არ დათმოს თავისი სიამაყე და ბოდიში
მომიხადოს, მაგრამ მამაჩემმა ისევ დაიწყო: „კახპა, კახპა, კახპა“. და თავისი
კეთილშობილური სურვილი იმავე წამს დაივიწყა.
- სერ, მთელი დღეა ცდილობენ „კომფორტ-ჰილიდან“ თქვენთან დაკავში-
რებას - მამათქვენი გამოიქცა დღეს, სახანძრო კიბით ჩასულა, დაკაწრულია,
მაგრამ უვნებელი - შეგიძლიათ, დარწმუნდეთ. რამდენიმე საათის წინ
შეურაცხად მდგომარეობაში ვიპოვეთ, რივერროუდზე მიბორიალებდა. შემ-
დეგ კი ვცდილობდით თქვენთან დაკავშირებას.
- მაგრამ მე სულ აქ ვიყავი, - წამოვიძახე, - დალახვროს ეშმაკმა, გვერდი-
თა ოთახში. როგორ ვერ დააკავშირეთ ეს ორი რაღაც ერთმანეთთან?
- კახპა, კახპა, კახპა, - ისევ დაიწყო მამაჩემმა.
- სერ, ძალიან გთხოვთ, ასეთი ტონით ნუ მელაპარაკებით.
- კახპა, კახპა, კახპა...
ბონიმ განკარგულება გასცა, რომ პოლიციელს - ამჯერად მამაკაცს, - და-
ებრუნებინა მამაჩემი პანსიონატში, ასე რომ, ამ პრობლემისგან გავთავისუფ-
ლდი.
პოლიციის განყოფილების კიბეზე ვიდე ქით, ვუყურებდით, როგორ ჩასვეს
უაზროდ მობუტბუტე მოხუცი მანქანაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერ-
თხელაც არ შეიმჩნია, რომ მიცნო - როდესაც მანქანა დაიძრა, ერთხელაც არ
მოუხედავს ჩემკენ.
- ბიჭებო, ერთმანეთში ურთიერთობა არა გაქვთ? - მკითხა ბონიმ.
- სწორედაც რომ არა გვაქვს.
ამრიგად, პოლიციამ ჩემი გამოკითხვა დაასრულა. სახლში დაახლოებით
ღამის ორ საათზე გამამგზავრეს, მითხრეს, - კარგად გამოიძინე და მეორე
დღეს თერთმეტიდან თორმეტ საათამდე გამოცხადდიო. თორმეტ საათზე
პრესკონფერენცია იყო დანიშნული.
სახლში მიყვანა არ მითხოვია, გოსთან ვითხოვე მიყვანა, რადგან ვიცოდი,
ჯერ არ ეძინა და უარს არ იტ ყოდა ჩემთან ერთად ცოტა დაელია და სენდვი-
ჩიც გაეკეთებინა. რაც უნდა სამ წუხაროდ ჟღერდეს, ეს იყო ერთადერთი, რაც
მაშინ მსურდა: ყოფილიყო ქალი, რომელიც გამიკეთებდა სენდვიჩს და შეკით-
ხვებს არ დამისვამდა.
- არ გინდა, წავიდეთ და მოვძებნოთ? - შემომთავაზა გომ ჭამის დროს. -
შეიძლება აქაურობა მანქანით შემოვიაროთ.

59
- აზრი არ აქვს. - ვუპასუხე გალენჩებულმა, - სად უნდა ვეძებოთ?
- ნიკ, ეს, ძალიან სერიოზული ამბავია.
- ვიცი, გო.
- ცოტა უფრო გაბედულად მოიქეცი, ლენს. მოეშვი ამ შენს წყეულ „მიუ--
მიუ-მიუს“.
ამ ხმით გო ბავშვობიდან მაჯავრებდა, ამით ჩემს უნებისყოფობას გამოხა-
ტავდა, წარმოთქმისას თვალებს უაზროდ ქაჩავდა, და ოფიციალური სახელით
მომმართავდა. არ შეიძლება ბიჭს ლენსი ერქვას და თან ისეთი სახე ჰქონდეს,
როგორიც მე მაქვს. გომ ჭიქა ვისკი მომაწოდა.
- მოდი, დალიე, ოღონდ მხოლოდ ერთი ჭიქა, ხვალ ფხიზლად უნდა იყო.
ამის დედაც, სად ჯანდაბაში შეიძლება იყოს... ღმერთო, ცუდადა ვარ...
გომ თავისთვისაც დაისხა ვისკი, მოწრუპა, შემდეგ კი სამზარეულოში
ბოლთის ცემას მოჰყვა.
- ნიკ, შენ არ უშვებ, რომ ვიღაც ტიპმა ქუჩაში დაინახა და მოტაცება გა-
დაწყვიტა? თავში ჩაარტყა რაღაც, თავში და...
- რატომ ამბობ, რომ თავში ჩაარტყა, ეს რა ჯანდაბაა? - დავიწყე.
- უკაცრავად, არ მინდოდა გაბუ ქება, უბრალოდ, ვცდილობ ვიმსჯელო...
იქნებ ვინმე ფსიქოპათი შეხვდა... - თქვა და ჭიქაში ვისკი დაიმატა.
- ფსიქოპათზე გამახსენდა - ვეუბნები, - მამაჩვენი დღეს ისევ გამოქ-
ცეულა. რივერროუდზე იპოვეს, უკან წაიყვანეს „კომფორტ-ჰილში“.
მხრები აიჩეჩა.
- კარგი, ბატონო.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევა იყო, როცა მამაჩვე-
ნი გამოიქცა. გომ სიგარეტს მოუკიდა. თან ემიზე გააგრძელა ფიქრი.
- მე ვგულისხმობ, ნუთუ არავინ არ არის, ვისთანაც შეიძლება მივიდეთ და
გამოვ კითხოთ, - თქვა მან. - ნუთუ არაფრის გაკეთება არ შეგ ვიძლია?
- გო, შენ გინდა, რომ მე უფრო მეტად ვიგრძნო თავი იმპოტენტად, ვიდრე
ამ სიტუაციაში ვგრძნობ. წარმოდგენაც კი არა მაქვს, რა შეიძლება გავაკე-
თოთ. ეს ის შემთხვევა არ არის... „თუკი თქვენი ცოლი დაიკარგა, აკრიფეთ
101.“ პოლიციელებმა მითხრეს, რომ შემეძლო წამოვსულიყავი და წამოვედი -
იმას ვაკეთებ, რასაც მეუბნებიან.
- რა თქმა უნდა, აკეთებ, - ჩაიბურტყუნა გომ, რომელიც დიდი ხანია ცდი-
ლობდა, ჩემგან მეამბოხე აღეზარდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

60
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, შინ ყოველთვის დროზე ვბრუნდებოდი;
როდესაც მწერალი ვიყავი, ყოველთვის ვიცავდი დათქმულ ვადებს, მაშინაც
კი, როდესაც ვადები სწორი არ იყო; პატივს ვცემ წესებს, რადგან, როდესაც
წესებს იცავ, ყველაფერი, ჩვეულებრივ, კარგად მიდის.
- დაიკიდე, გო, რამდენიმე საათში პოლიციის განყოფილებაში უნდა მივი-
დე. გო, არ შეგიძლია ერთი წამით მაინც დამასვენო, ვერ ხედავ, რომ სასტიკა-
და ვარ დაზაფრული?!
ხუთიოდე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, შემ-
დეგ გომ ბოდიშის მოხდის ნიშნად ვისკი დამისხა, ჩემ გვერდით დაჯდა და
მხარზე ხელი დამადო:
- საწყალი ემი! - თქვა მან.

ემი ელიოტ-დანი 21 აპრილი, 2009 დღიური

რა საწყალი ვარ!.. ნება მომეცით, აღვწერო სიტუაცია: კემპბელი, ინსლი


და მე სოხოში ვართ. ვსადილობთ „ტაბლოში.“ ბლომად თხის ყველის ტარტა-
ლეტები, ბატ კნის გუფთა, მწვანე რუკოლას სალათი, - არ ვარ დარწმუნებუ-
ლი, რომ ამ ყველაფერს მოვერევით, მაგრამ ვცდილობთ. სადილის მერე გა-
დავდივართ პატარა ოთახში, რომელიც კემპბელმა შეუკვეთა, იქ შეიძლება
დაისვენო, რბილ დივანზე მოკალათდე, რომელიც პრაქტიკულად არ განსხვავ-
დება იმისგან, საკუთარ სასტუმრო ოთახში რომ გიდგათ, და სასმელი მოწრუ-
პოთ. მაგარია, როცა ბედნიერად გრძნობ თავს და შეგიძლია ზოგჯერ სულე-
ლობები აკეთო. ჩვენ, ყველას, მეტისმეტად ძვირად ღირებული ტანსაცმელი
გვაცვია, ძვირფასი კაბები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. პატარა თეფ-
შებიდან ვკენკავთ ისეთივე დეკორატიულ და ჰაეროვან ჩაროზს, როგორებიც
თვითონ ვართ.

გადავწყვიტეთ ჩვენი ქმრებისთვისაც დაგ ვეძახა და ერთად დაგ ველია თითო

61
ჭიქა სასმელი. ამრიგად, ჩვენ ვისვენებთ სადილის მერე, ვსვამთ მოჰიტოს,
მარტინის და, ჩემს შემთხვევაში, ბურბონს, რომელიც შემოგ ვიტანა ოფიციან-
ტმა ქალმა. მას ისეთი გარეგნობა აქვს, გამოდგებოდა ფილმისთვის „მომხიბ-
ლავი ქალიშვილი, რომელიც ეს-ესაა ავ ტობუსიდან ჩამოვიდა.“
სალაპარაკო თითქოს არაფერი გვაქვს, სამ შაბათია და სასმელებს ვეპარე-
ბით: ინსლისა და კემპბელს რაღაც საქმე აქვთ შემდეგ დილას, მე კი - სამუ-
შაო, ასე რომ, ღამეს სმაში ვერ გავათენებ. თანდათანობით გვწყინდება. და-
ვიშლებოდით, ქმრებს რომ არ ველოდებოდეთ. კემპბელი წამდაუწუმ თავის
„ბლექბერიში“ იხედება, ინსლი საკუთარ წვივებს სხვადასხვა კუთხიდან შეჰუ-
რებს და აფასებს. პირველი ჯონი მოდის, კემპბელს ბოდიშებს უხდის, გაღიმე-
ბული ყველას გვკოცნის. ამ კაცმა მთელი ქალაქი გამოიარა, საცობებში იდგა
მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან ერთი კოქტეილი დალიოს. ახლა მას შეუძლია
სასმელი გადაკრას, და ცოლთან ერთად სახლში გაბრუნდეს. ჯორჯი ოცი წუ-
თის შემდეგ მოდის, მორიდებული, დაძაბული, თავს იმართლებს, სამსახურში
პრობლემები მაქვსო. ინსლი უღრენს:
- შენ ორმოცი წუთით დააგ ვიანე!
- დიახ, ასეა, - საპასუხოდ უღრენს ისიც, - უკაცრავად, მაგრამ მე ამ დროს
ჩვენთვის ფულსა ვშოულობ.
ამის მერე ეს ორნი ერთმანეთს თითქმის აღარ ამჩნევენ, სხვებთან ლაპა-
რაკობენ. ნიკი არ ჩანს, ტელეფონის ზარებზე არ მპასუხობს. კიდევ 45 წუთს
ველოდებით, კემპბელის წინადადებით („შესაძლოა, მას დედლაინის ბოლო
წუთი უდგას, და გამალებული მუშაობს“ - ამბობს და უღიმის თავის კეთილ,
ბებერ ჯონს, რომელსაც ვერავითარი კრიტიკული სიტუაცია ვერ შეუშლის
ხელს, ცოლთან დროზე მივიდეს). ინსლი უკვე აღარ ბრაზობს ქმარზე, რადგან
ხვდება, რომ ის არ ყოფილა ყველაზე დებილი ჩვენს კამპანიაში - „ძვირფასო,
დარწმუნებული ხარ რომ შეტ ყობინებაც არ გამოუგზავნია?“)
სახიდან ღიმილს არ ვიშორებ, ვინ იცის, სად არის. არა უშავს, სახლში და-
ველაპარაკები. ამის მერე მამაკაცებს გუნება უფუჭდებათ, ნუთუ შესაძლებე-
ლია, საერთოდ არ გამოჩნდეს? შეიძლება შენს თავს ამის უფლება მისცე და
მძიმე შედეგები არ იწვნიო? ნუთუ არ იქნება არც დადანაშაულება, არც
უსიამოვნება, არც ჩხუბი?
კარგი, თქვენ ამას ვერ გაიგებთ, ბიჭებო.
ნიკი და მე ზოგჯერ ვიცინით, ვხარხარებთ, როცა გვახსენდება, რას აკეთე-
ბინებენ ქალები ქმრებს, სიყვარული რომ დაამტკიცებინონ. უაზრო საქმეა,

62
ათასობით მსხვერპლი, დაუსრულებელი მცირე დათმობები... ასეთ მამაკაცებს
ჩვენ გაწვრთნილ, „მოცეკვავე მაიმუნებს“ ვუწოდებთ.
ნიკი სახლში ბეისბოლის სტადიონიდან დაბრუნდება - გაოფლიანებული,
მარილიანი, ლუდით შემთვრალი, მე მის კალთაში მოვ კალათდები, გამოვ კით-
ხავ თამაშის შესახებ, კარგად გაატარეს თუ არა დრო მან და მისმა მეგობარმა
ჯეკმა.
- ო, მას დღეს მოუხდა, რომ „მოცეკვავე მაიმუნი“ გამხდარიყო, საწყალ
ჯენიფერს „რეალურად მძიმე კვირა“ ჰქონდა და შინ წავიდა.
ანდა მისი ძმაკაცი, რომელსაც არ შეუძლია მეგობრებთან ერთად დალევა,
რადგან უნდა წავიდეს რესტორან ში, სადაც მისი ცოლი სხვა ქალაქიდან ჩამო-
სულ ამხანაგთან ერთად სადილობს და სურს აჩვენოს როგორი დამჯერია მისი
მაიმუნი - აი, მოვიდა როგორც კი დავუძახე, შეხედე, რა კარგი გაწვრთნილია.
ჩაიცვი ეს, არ ჩაიცვა ის, გააკეთე სახლის ეს საქმე ახლავე, ანდა გააკეთე
მაშინ, როცა თავისუფალი წუთი გექნება, ანუ, ესე იგი, ახლავე, და ყოველ-
გვარი ყოყმანის გარეშე უარი თქვი შენს საყვარელ ჩვევებზე ჩემი გულისათ-
ვის! მხოლოდ ასე დამიმტკიცებ, რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ! ეს არის ქა-
ლური ანალოგი შეჯიბრებისა სიშორეზე გადაფსმაში. გამოპრანჭულები გა-
დავდივართ წიგნის კლუბებიდან კოქტეილ-წვეულებებზე, მაგრამ ცოტა რამ
არის ამქვეყნად უფრო სასიამოვნო ქალისათვის, ვიდრე შესაძლებლობა გა-
მოიგონოს ახალ-ახალი მსხვერპლი, რომელზეც მამაკაცი მისი გულისთვის
უნდა წავიდეს. „მოწოდება-და-პასუხი“, პასუხი კი გულისხმობს: „ოოო, რა
სიტ კბოებაა!“
მიხარია, რომ იმ კლუბის წევრი არ გახლავარ. მე არ ვმონაწილეობ ემოცი-
ურ ზეწოლაში, არ ვაიძულებ ნიკს ითამაშოს ბედნიერ-მორჩილის როლი, ჩი-
ნურ მოქანქარე-თოჯინასავით, დღე და ღამე იაროს მიწებებული ღიმილით
სახეზე, უსიტ ყვოდ გაიტანოს ნაგავი - ყოველი ცოლის საოცნებო მამაკაცი,
რომელიც შეესაბამება ყოველი მამაკაცის საოცნებო ქალს: ტკბილი, მხურვა-
ლე, ალერსიანი, უყვარს სექსი და მაგარი სასმელები.
მომ წონს, როცა ვფიქრობ, იმდენად მომ წიფებული ვარ, რომ ვიცი, ნიკს
ვუყვარვარ და არ გვჭირდება ერთმანეთისთვის სიყვარულის მუდმივად მტკი-
ცება. მე არ მჭირდება პათეტიკური „მოცეკვავე მაიმუნის“ მიერ გათამაშებუ-
ლი სცენები იმისთვის, რომ გავუმეორო ჩემს მეგობრებს: „ კმაყოფილი ვარ
იმით, რომ ვაძლევ საშუალებას, იყოს ისეთი, როგორიც არის“.
არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ ეს ძალზე რთულია.

63
როცა სადილის დშემდეგ შინ დავბრუნდი, ჩემი ტაქსის გვერდით შეჩერდა
ტაქსი, საიდანაც ნიკი გადმოვიდა, დამელოდა ტროტუარზე, ხელები გაშალა,
გამიღიმა, მითხრა: „პატარავ!“ გავე ქანე და ჩავეხუტე. გაუპარსავი ლოყა ლო-
ყაზე მომადო.
- ამ საღამოს რას აკეთებდი? - ვკითხე.
- ბიჭები სამსახურის მერე პოკერს თამაშობდნენ და ცოტათი შევ ყოვნდი.
იმედია, ყველაფერი რიგზეა?
- რა თქმა უნდა, - ვუთხარი, - უფრო გიმხიარულია, ვიდრე მე ამ საღამოს.
- ვინ ნახე?
- ოჰ, კემპბელი, ინსლი და მათი „მოცეკვავე მაიმუნები“, მომ წყინდა. შენ
მაგრად გადარჩი. ნამდვილად ბედმა გაგიღიმა.
ნიკმა ხელში ამიყვანა, და კიბეზე ასვლა დაიწყო.
- ღმერთო, როგორ მიყვარხარ! - თქვა მან.
შემდეგ იყო სექსი, მაგარი სასმელები, მერე კი ტკბილად გვეძინა ჩვენს
ფართო, რბილ ლოგინ ში გასავათებულებს. ო, რა საწყალი ვარ!

ნიკ დანი ერთი დღის შემდეგ

გოს არ დავუჯერე, როცა მითხრა, მეტი აღარ დალიოო. დარჩენილი ნახე-


ვარი ბოთლი ჩავცალე მარტომ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ვერაფრით და-
ვიძინე, ისეთი აღგზნებული ვიყავი, ადრენალინი დაძინების საშუალებას არ
მაძლევდა - თავს ბალიშზე ვდებდი, მაგრამ თვალწინ ჩემი ცოლი მედგა, ქერა
თმა გასისხლიანებული ჰქონდა, ტკივილისგან ტიროდა, ჩვენს სამზარეულოში
იატაკზე დაფორთხავდა და მეძახდა „ნიკ, ნიკ, ნიკ!“
წამდაუწუმ ბოთლს ვიყუდებდი, ვაიძულებდი ჩემს თავს, დამეძინა, მაგრამ
უშედეგოდ. ძილი კატასა ჰგავს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდის, თუ ყურად-
ღებას არ აქცევ. სმას ვაგრძელებდი და „მანტრას“ ვიმეორებდი: „შეწყვიტე
ფიქრი, - ყლუპი, - გაათავისუფლე გონება, - კიდევ ყლუპი, - ახლავე, სე-

64
რიოზულად გეუბნები, გაითავისუფლე თავი, - დიდი ყლუპი, - ხვალ ფხიზლად
უნდა იყო, უნდა დაიძინო“, - დიდი ყლუპი.
გამთენიისას ჩამთვლიმა, ერთ საათში გამეღვიძა მაგრად ნაბახუსევს.
მთლად ისეთი საშინელიც არ იყო, განძრევის უნარს რომ კარგავ კაცი, მაგრამ
ბევრად ნაკლებიც არ ეთქმოდა. სრულიად მორღვეული ვიყავი, ვერ ვაზროვ-
ნებდი... შესაძლოა, ჯერ კიდევ ოდნავ მთვრალიც ვიყავი. ბარბაცით მივედი
გოს „სუბარუსთან“, ისე ვმოძრაობდი, თითქოს ფეხები მე არ მეკუთვნოდა. ამ
მანქანის დროებითი მფლობელი გავხდი, რადგან პოლიციამ ჩემი მანქანა წა-
იყვანა ისევე, როგორც -ფ ჩემი ნოუტბუკი, გამოსაკვლევად. როგორც მარწმუ-
ნებდნენ, ეს მხოლოდ ფორმალობა იყო. სახლში შევიარე, შესაფერისი ტანსაც-
მელი რომ ჩამეცვა. პოლიციის სამი მანქანა იდგა ჩემს სახლთან, იქვე იყვნენ
ჩემი მცირერიცხოვანი მეზობლებიც, კარლი არ ჩანდა, სამაგიეროდ მოსული-
ყო ქრისტიანი - ჯენ თრევერერი, და მაიკი - სამი ტყუპის მამა - თრინიტის,
თოფერისა და თალულასი („ვერც ერთს ვერ ვიტან, მხოლოდ ამ სახელების
გამო“, - მითხრა ემიმ. დიდ ყურადღებას აქცევდა ეგეთ წვრილმანებს, ვერ
იტანდა ვერაფერს მოდურს. როდესაც შევნიშნე, რომ სახელი „ემი“ ოდესღაც
ასევე იყო მოდაში, მითხრა: „ნიკ, შენ იცი ჩემი სახელის ისტორია.“ არადა,
წარმოდგენაც კი არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა). ჯენმა თავი დამიქნია შო-
რიდან, ისე, რომ თვალებშიც არ შემოუხედავს, ხოლო მაიკი ჩემთან მოვიდა,
როგორც კი მანქანიდან გადმოვედი და მითხრა:
- ძალიან ვწუხვარ, მეგობარო, ოღონდ სიტ ყვა მითხარი და, თუ შემიძლია
რამით დაგეხმარო, ყველაფერს გავაკეთებ, რაც გსურს. გაზონი გავ კრიჭე ამ
დილით, ასე რომ, ამაზე მაინც არ გექნება საფიქრალი.
მე და მაიკი რიგრიგობით ვასუფთავებდით მიტოვებულ ნაკვეთებს ჩვენს
უბან ში. ძლიერმა წვიმებმა იმ გაზაფხულს მიტოვებული ბაღები ლამის ჯუნ-
გლებად აქცია, სადაც ენოტები გამრავლდნენ. ეს ცხოველები ყველგან იყვნენ,
ნაგავში იქე ქებოდნენ, სარდაფებში ძვრებოდნენ, ვერანდებზე ისხდნენ ზარმა-
ცი შინაური ცხოველებივით. ბუჩქნარის განადგურებამ მათ წასვლა ვერ აიძუ-
ლა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც ვხედავდით, როდის მოდიოდნენ
ან სად იყვნენ.
- გმადლობ, მეგობარო, - თავი დავუქნიე, - დიდი მადლობა.
- ჩემი ცოლი ისტერიკაში ჩავარდა, როცა გაიგო, რაც მოხდა, - მითხრა მან,
- ნამდვილ ისტერიკაში.

65
- ძალიან ვწუხვარ, - ვუთხარი, - უნდა შევიდე... - თვალით ჩემი სახლის
კარზე ვანიშნე.
- ემის ფოტოებს ათვალიერებს და ტირის.
ეჭვი არ მეპარებოდა, რომ პოლიციამ ღამით ინტერნეტში ათასობით ფო-
ტო ატვირთა, მხოლოდ იმისთვის, გული რომ აეჩუყებინა მსგავსი ქალბატონე-
ბისთვის, როგორიც მაიკის ცოლია. საზოგადოდ, ისტერიულ ქალბატონებს
არასოდეს თანავუგრძნობდი.
- ჰეი, მინდოდა მეკითხა... - დაიწყო მაიკმა.
მხარზე ხელი მივუტ ყაპუნე და ისევ კარს გავხედე ისე, თითქოს სასწრაფო
საქმე მქონდა. მანამ მივ ტრიალდი, სანამ კიდევ რაიმე კითხვის დასმას მოას-
წრებდა, და საკუთარი სახლის კარზე დავაკაკუნე.
ოფიცერმა ველასკესმა ზემო სართულზე ამაცილა, ჩემს საკუთარ საძინე-
ბელში საკუთარ საკუჭნაოში შემიყვანა, - ვერცხლისფერ კოლოფს ჩავუარე,
რომელშიც საჩუ ქარი იდო. უფლება მომცეს, ტანსაცმელი ამომერჩია. თავს
ძალზე უხერხულად ვგრძნობდი, რადგან იძულებული ვიყავი, ტანსაცმელი იმ
გრძელნაწ ნავიანი ახალგაზრდა ქალის თვალწინ ამერჩია, რომელსაც ჩემი გა-
სამართლების უფლება ჰქონდა. საბოლოოდ, ის ავიღე, რაც პირველი მომხვდა
ხელში: შარვალი, მოკლესახელოებიანი პერანგი - ისეთი ტანსაცმელი, თით-
ქოს მწერლების შეკრებაზე მივდიოდი. საინტერესო ნარკვევი დაიწერებოდა, -
როგორი ტანსაცმელი უნდა აირჩიო მაშინ, როდესაც შენი საყვარელი ადა-
მიანი დაკარგულია. ჩემს პიროვნებაში ხარბ, ორიგინალური სიუჟეტური
სვლების მაძიებელ მწერალს ვერაფერი გააქრობდა. როდესაც ყველაფერი
ჩანთაში ჩავ ტენე, მოვ ტრიალდი და საჩუქრის კოლოფს გავხედე, იატაკზე რომ
იდო.
- შემიძლია, შიგ ჩავიხედო? - ვკითხე.
შეყოყმანდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, თავი დაეზღვია.
- უკაცრავად, სერ, მაგრამ, ჯობია, ახლა არ ნახოთ.
შევნიშნე, რომ საჩუქრის კოლოფზე შემოხვეული ქაღალდი ცალ მხარეს
აკურატულად იყო გაჭრილი.
- უკვე ნახა ვიღაცამ?
თავი დამიქნია.
კოლოფისკენ გადავდგი ნაბიჯი.
- თუკი უკვე ნახეთ, რა დევს იქ...
გზა გადამიღობა:

66
- სერ, ამის უფლებას არ მოგ ცემთ.
- ეს ხომ სასაცილოა, ეს ჩემი საჩუ ქარია, ჩემი ცოლისგან...
დავიხარე, ცალი ხელი კოლოფს ჩავავლე, მაგრამ ველასკესმა დამიჭირა,
და კოლოფის გახსნის საშუალება არ მომცა. განრისხებისგან უმალ ვიფეთქე,
რადგან ეს ქალი მკარნახობდა, როგორ მოვ ქცეულიყავი საკუთარ სახლში.
იმისდა მიუხედავად, რომ მე ვცდილობდი, დედიკოს ბიჭი ვყოფილიყავი, მამა-
ჩემის ხასიათი უეცრად იფეთქებდა ხოლმე - თავში საშინელი სიტ ყვები და
აზრები მომდიოდა.
- სერ, ეს დანაშაულის ადგილია, თქვენ კი...
უტვინო კახპა.
უცებ ოთახში მისი მეწყვილე რიორდანი შემოვიდა. მათგან თავის გათავი-
სუფლებას ვცდილობდი, მაგრამ მოახერხეს და ქვემოთ ჩამათრიეს.
შემოსასვლელ კართან ჩაცუც ქული ქალი დავინახე, რაღაცას ეძებდა
იატაკზე. გავიფიქრე: „სისხლის კვალს ეძებს“. მან გაკვირვებით გამომხედა,
შემდეგ კი გზა დამითმო. თავის ხელში აყვანა ვცადე, სანამ გოსთან ვბრუნდე-
ბოდი ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ეს იყო პირველი ბრიყვული მოქმედება
პოლიციის მხრიდან, ამ გამოძიების მსვლელობაში. მიყვარს წესები, რომელ-
თაც აზრი აქვს, და ვერ ვიტან ლოგიკას მოკლებულს, ამიტომ დამ შვიდება
მჭირდებოდა. „ნუ ეწინააღმდეგები პოლიციელებს,“ - ვუთხარი ჩემს თავს. და,
თუ საჭიროა, ბევრჯერ გავიმეორებ. „ნუ ეწინააღმდეგები პოლიციელებს!“
როცა პოლიციის განყოფილებაში შევედი, ბონი შემეჩეხა და მომახალა:
- თქვენი ცოლის ნათესავები აქ არიან, ნიკ.
ისეთი ხმით მითხრა, თითქოს თბილ მაფინს (პატარა მრგვალი ან ოვალუ-
რი ნამცხვარი. - მთარგმნ. შენიშვნ.) მთავაზობდა.
მერიბეთი და რენდ ელიოტი ოთახის ცენტრში ისე იდგნენ ხელიხელჩაკი-
დებულები, თითქოს ფოტოს გადაღებას აპირებენო. ხშირად მინახავს ხელჩა-
ჭიდებულები, ლოყებშეტ ყუპულები... როდესაც ელიოტებთან ვიყავი სახლში
სტუმრად, წამდაუწუმ მიხდებოდა ჩახველება, იმის მისანიშნებლად, რომ
ოთახში შემოვდივარ, რადგან ნებისმიერ კუთხეში შეიძლება აღმოგეჩინა, რომ
ერთმანეთს ეფერებიან, ტუჩებში კოცნიან, - და ასე, ყოველი დამ შვიდობები-
სას. როცა ცოლი გვერდით ჩაუვლიდა, რენდი ყოველთვის უკანალზე უთათუ-
ნებდა ხელს. ეს ჩემთვის სრულიად უცხო იყო. ჩემი მშობლები ერთმანეთს მა-
შინ დასცილდნენ, როდესაც 12 წელი შემისრულდა, და ერთადერთი, ის მახ-
სოვს, რომ შეიძლებოდა უბრალოდ ერთმანეთისთვის ლოყაზე ეკოცნათ, რო-

67
დესაც ამის აუცილებლობა მოითხოვდა - შობა დღეს, დაბადების დღეს - ხის-
ტი, მშრალი ტუჩებით. მათი ოჯახური ცხოვრების საუკეთესო პერიოდშიც კი
მათი ურთიერთდამოკიდებულება საქმიანს უფრო მიაგავდა.
- რძე გაგ ვითავდა.
- დღეს შევიძენ.
- მინდა, რომ ყველაფერი კარგად დამიუთოო.
- კარგი, დღეს ყველაფერს გავაკეთებ.
- რა, ასე ძნელია, რძე რომ იყიდო?
დუმილი.
- შენ ისევ დაგავიწყდა სანტექნიკოსის გამოძახება.
ამოოხვრა.
- ჯანდაბა, ჩაიცვი შენი წყეული პალტო, გადი ქუჩაში და ახლავე იყიდე ეს
წყეული რძე, ახლავე!
ასეთ ბრძანებებსა და ინსტრუქციებს აძლევდა მამაჩემი დედაჩემს, მამაჩე-
მი საშუალო დონის მენეჯერი გახლდათ სატელეფონო კომპანიაში და, უკეთეს
შემთხვევაში, ისე ექცეოდა, თითქოს მისი უნიათო თანამ შრომელი იყო. უარეს
შემთხვევაში? არა, არასოდეს დაურტყამს მისთვის, მაგრამ მისი გამოუთქმე-
ლი მრისხანება მუდმივად ავსებდა სახლს, ჰაერს ამძიმებდა ისე, სუნთქვაც კი
ჭირდა. მამაჩემი სახლში ბოლთასა სცემდა, დაძაბული სახით, თითქოსდა რე-
ვან შის მოსურნე მოკრივეაო, და კბილებს ისე ხმამაღლა აკრაჭუნებდა, მთელ
სახლში ისმოდა. რაღაც საგნებს ესროდა ხოლმე დედას, ოღონდ არ უმიზნებ-
და. დარწმუნებული ვარ, თავის თავს უთხრა: „არასოდეს დავარტყამ“. დარ-
წმუნეული ვარ, თავი მოძალადედ არასოდეს მიაჩნდა, მაგრამ მამამ ჩვენი
ოჯახური ცხოვრება გზატ კეცილზე არასწორი მიმართულებით, ერთ დაუსრუ-
ლებელ მოგზაურობად გადააქცია იმ მძღოლთან ერთად, რომელსაც ბოღმა
გულში ჩაუხვევია, - მოგზაურობა, რომელსაც მცირე შანსიც კი არა აქვს, სა-
ხალისო რომ იყოს. ნუ მაიძულებ, მანქანა მოვაბრუნო! ძალიან გთხოვ, მარ-
თლა, მოაბრუნე!
არა მგონია, რომ მამაჩემი ასე მხოლოდ დედაჩემს ექცეოდა. ქალებს საერ-
თოდაც ვერ იტანდა. მიაჩნდა, რომ ქალები შტერები და არათანამიმდევრუ-
ლები არიან, ამიტომ მუდმივად გაღიზიანებენ. დებილი კახპა. ეს მისი საყვა-
რელი გამოთქმა იყო, რომელსაც ნებისმიერ ქალს მიუყენებდა, თუ ის რამეთი
მაინც გააღიზიანებდა: მძღოლს, ოფიციანტს, ჩვენი სკოლის მასწავლებელსაც,
ის ერთხელაც რომ არ ენახა, რადგანაც მშობელთა კრებაზე არასდროს და-

68
დიოდა. მყრალი დედაკაცების ჯგრო. მახსოვს, 1984 წელს, როდესაც ვიცე--
პრეზიდენტობის კანდიდატად ჯერალდინ ფერარო დაასახელეს, მთელი ოჯახი
ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით, სადილის წინ. ჩემმა დედიკომ, ჩემ-
მა კარგმა კეთილმა დედიკომ, გოს თავზე ხელი გადაუსვა და თქვა:
- მე მგონი, ეს მშვენიერია.
მამაჩემმა კი ტელევიზორი გათიშა და განაცხადა:
- ეს ხუმრობაა. ეს ბრიყვული ხუმრობაა. ეს იგივეა, უყურო, როგორ დაჰ-
ყავს მაიმუნს ველოსიპედი.
კიდევ ხუთი წელი გავიდა მანამ, სანამ დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ მეტი
აღარ შეუძლია. ერთხელ, სკოლიდან როცა დავბრუნდი, აღმოვაჩინე, მამაჩემი
სახლიდან წასულიყო. დილით ადგილზე იყო, საღამოს კი - წასული დამხვდა.
დედამ დაგ ვსხა სასადილო მაგიდასთან და გამოგ ვიცხადა:
- მე და მამამ გადავწყვიტეთ, რომ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუკი
ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ.
გო ატირდა, წაილუღლუღა:
- თუ ასეა, ვერც ერთს ვერ გიტანთ.
და შემდეგ, იმის მაგივრად, რომ თავის ოთახში ჩაკეტილიყო, როგორც
მსგავს სიტუაციებში იქცევიან ხოლმე, დედასთან მივიდა და მოეხვია.
აი, ასე წავიდა ოჯახიდან მამაჩემი და ჩემი გამხდარი, სუსტი დედა გასა-
ოცრად მოსუქდა და გაბედნიერდა - დაჩუტული საჰაერო ბუშტივით, რომელ-
შიც ჰაერი ჩატუმბეს. ერთი წლის განმავლობაში, მხიარულ, მხნე, ენერგიულ
დიასახლისად იქცა და ასეთივედ დარჩა სიკვდილამდე. მისი და ამბობდა
ხოლმე: „მადლობა ღმერთს, ძველი მორინი დაგ ვიბრუნდა.“ თითქოსდა ქალი,
რომელმაც ჩვენ გაგ ვზარდა, თვითმარქვია იყო.
რაც შეეხება მამაჩემს, მას მერე მას თვეში ერთხელ თუ ვესაუბრებოდი
ტელეფონით, თავდაჭერილად ვუყვებოდი ჩემი ცხოვრების შესახებ. ერთა-
დერთი, რასაც მამაჩემი ემის შესახებ მეკითხებოდა, იყო: „როგორ არის ემი?“
რაზეც სხვა პასუხი არ არსებობდა, გარდა ერთისა: „მშვენივრადაა.“
ამ დისტანციას 60 წლის ასაკამდე ჯიუტად ინარჩუნებდა, სანამ მისმა გო-
ნებამ დასუსტება დაიწყო. თუკი ადრე მიხვალ, არასოდეს დაიგ ვიანებ. ეს მა-
მაჩემის „მანტრა“ იყო, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებაზეც გავრცელდა.
თანდათანობით ეშვებოდა ძირს, კარგავდა გონებას და იძულებულნი გავ-
ხდით, ჩვენი დამოუკიდებელი, ქალთმოძულე მამა პანსიონ ში განგვემ წესები-

69
ნა, რომელიც ქათმის ბულიონისა და ფსლის სუნად ყარდა და სადაც მხოლოდ
ქალების გარემოცვაში იყო, მუდმივად თავზე ადგნენ. ჰა!
მამაჩემი შეზღუდული კაცი იყო. ამას ჩვენი გულკეთილი დედა ყოველ-
თვის გვეუბნებოდა. შეზღუდულია, მაგრამ არ სურს, ვინმეს ავნოს. მისი მხრი-
დან დიდსულოვანი ნათქვამი იყო, რადგან, სინამდვილეში, მამამ ჩვენ გვავნო.
ეჭვი მეპარება, ჩემი და ოდესმე გათხოვდეს. როდესაც დანაღვლიანებულია, ან
გაღიზიანებული, ან გაბრაზებული, მარტო დარჩენა უნდა. ეშინია, რომ, თუ
მამაკაცი მის ცრემლებს დაინახავს, დასცინებს. მეც ასეთივე ვარ. რაც კი კარ-
გი მაქვს, ყველაფერი დედისგან გადმომეცა. შემიძლია ვიხუმრო, ვიცინო, გა-
მოვაჯავრო, დავეხმარო, შევაქო, - შემიძლია ვიყო მზესავით ნათელი, ოღონდ
ვერ ვიტან გაბრაზებულ ან ცრემლიან ქალებს. ამ დროს ვგრძნობ, როგორ მავ-
სებს ყველაზე უფრო საძაგ ლად მამაჩემზე ბოღმა. ემი ნამდვილად მოგიყვებო-
დათ ამას, აქ რომ იყოს, დიახ, მოგიყვებოდათ.
რენდი და მერიბეთი ერთი წამით ადრე დავინახე, სანამ თავად შემამჩნევ-
დნენ. დავფიქრდი, რაოდენ განრისხებულნი იქნებოდნენ ჩემზე. მე უპატიებე-
ლი რაღაც ჩავიდინე, ამდენი ხნის განმავლობაში არ დავურეკე. ჩემი სიმხდა-
ლის გამო ემის მშობლებმა საღამო გაატარეს, როგორც ყოველთვის - თბილი
ამინდი, კორტზე მოხტუნავე ყვითელი ბურთები, სპორტული ფეხსაცმლის ხმა,
ხუთშაბათის ჩვეულებრივი საღამო, და ამ დროს კი მათი ქალიშვილი - გაუჩი-
ნარდა.
- ნიკ, - მითხრა რენდ ელიოტმა, როცა დამინახა. ჩემკენ წამოვიდა, სამი
დიდი ნაბიჯი გადადგა, და უკვე მეგონა, რომ დამარტყამდა, მაგრამ უცებ მთე-
ლი ძალით გადამეხვია, - „როგორ ხარ, უძლებ?“ - მიჩურჩულა კისერში. და
ოდნავ შებარბაცდა. შემდეგ ამოისლუკუნა, თავი შეიკავა და ხელი მომიჭირა.
- ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ემის, ნიკ სხვა გზა არა გვაქვს, უბრალოდ
დაიჯერე ეს, კარგი?
რამდენიმე წამი რენდ ელიოტი მომ შტერებოდა თავისი ცისფერი თვალე-
ბით, შემდეგ ისევ ზედიზედ რამდენჯერმე ამოისლუკუნა, თითქოს ასლოკინებ-
სო. ამ დროს მერიბეთი მოგ ვიახლოვდა და ქმრის იღლიაში ჩარგო თავი.
როდესაც მე და ჩემი სიმამრი ერთმანეთს მოვშორდით, მერიბეთმა ვეება,
გაფართოებული თვალებით შემომხედა და მითხრა:
- ეს უბრალოდ კოშმარული სიზმარია! როგორ ხარ, ნიკ?
როდესაც მერიბეთი გეკითხება, „როგორ ხარ?“ ეს თავაზიანობა კი არ
არის, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის კითხვაა. ის დაკვირვებით მიყუ-

70
რებდა, დარწმუნებული ვიყავი, ცდილობდა გაეგო ჩემი მდგომარეობა. ის ასე
გააგრძელებს დაკვირვებას ჩემს ყოველ ფიქრსა თუ მოქმედებაზე. ელიოტებს
მიაჩნდათ, რომ ყოველი საქციელი უნდა შეისწავლო, შეაფასო და მისი კლა-
სიფიცირება მოახდინო. ყველა წვრილმანი რაღაცას ნიშნავს - ნებისმიერი უმ-
ნიშვნელო რამ, შესაძლოა, სინამდვილეში სასარგებლო აღმოჩნდეს. მამაც,
დედაც და შვილიც ფსიქოლოგიის ხარისხის მქონე, წინ წასული ადამიანები
იყვნენ. დილის 9 საათამდე უფრო მეტ ფიქრსა და დასკვნების გამოტანას ას-
წრებდნენ, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა მთელი თვის განმავლობაში. მახ-
სოვს, ერთხელ სადილზე ალუბლის ნამცხვარზე უარი ვთქვი, რენდმა უცებ
თავი დახარა და გამოაცხადა:
- ოო, „ხატმებრძოლია“! ვერ იტანს მსუბუქ, სიმბოლურ პატრიოტიზმს.
მინდოდა ყველაფერი ხუმრობაში გადამეყვანა, მეთქვა, რომ, უბრალოდ,
არ მიყვარს ალუბლიანი ნამცხვარი, მერიბეთი კი რენდის მკლავს შეეხო და
უთხრა:
- ეს იმის გამოა, რომ მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს. ყველა ის
გემრიელი ჩაროზი და ა.შ., რაც მიღებულია ოჯახურ სუფრაზე, ნიკს უარყო-
ფით მოგონებებს აღუძრავს.
ეს სისულელე იყო, თუმც კი, მაინც მსიამოვნებდა ამ ხალხის მცდელობა,
ამდენი ენერგიის ხარჯვა იმისათვის, რომ როგორმე ამოეცნო ჩემი ხასიათი.
პასუხი კი იყო: უბრალოდ, არ მიყვარს ალუბალი.
თორმეტის ნახევრისთვის პოლიციის განყოფილებაში ხმაური ატ ყდა. ტე-
ლეფონები რეკავდნენ, ხალხი ოთახში ყვიროდა. ქალი, რომლის სახელიც ვე-
რაფრით დავიმახსოვრე, და მხოლოდ მის ბულულივით ვარცხნილობას ვხე-
დავდი, ჩემ გვერდით აღმოჩნდა. წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენი ხანი იყო
იქ:
-... რაც ყველაზე მთავარია, ნიკ, ხალხს უნდა მოვაძებნინოთ ემი, უნდა
ვაჩვენოთ მათ, რომ მას აქვს ოჯახი, ის უყვართ და უნდათ, რომ დაიბრუნონ.
ამ ყველაფრის გაკონტროლება შეიძლება, ნიკ, თქვენ ასევე დაგ ჭირდებათ...
ნიკ?
- დიახ.
- ხალხს მოუნდება გაიგოს, რას იტ ყვის ქმარი, როგორ განცხადებას გააკე-
თებს.
ოთახში გო დავინახე, რომელიც ჩემკენ მორბოდა. მან პოლიციის განყოფი-
ლებამდე მომაცილა, მერე შეირბინა „ბარში“, ნახევარი საათი დაყო იქ,

71
იქაურობისთვის რომ მოევლო, ახლა კი ისევ მობრუნდა და სწრაფად მო-
დიოდა ჩემკენ, მაგიდებს შორის ზიგზაგურად მოძრაობდა, ყურადღებას არ
აქცევდა პოლიციის ოფიცერს, რომელსაც დაავალეს ჩემთან მშვიდად და უხ-
მაუროდ მოეყვანა.
- ნორმალურადაა ყველაფერი? - მკითხა გომ და ცალი ხელი გადამხვია.
დანების ოჯახში არასოდეს იცოდნენ სწორი ჩახუტება. მისი ცერი, მარ-
ჯვენა კერტში შემერჭო.
- როგორ მინდა, ახლა დედა ჩვენთან ერთად იყოს, - მიჩურჩულა გომ,
თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო. - არაფერია ახალი? - მკითხა, როდესაც ნა-
ბიჯი გვერდზე გადადგა!
- არაფერი, ამის დედაც, არაფერი.
- არ მომ წონხარ, რაღაც ცუდად გამოიყურები.
- ისე ვგრძნობ თავს, თითქოს თავზე მიქნეს… - მინდოდა დამემატებინა,
რომ ნამდვილი იდიოტივით მოვიქეცი, როცა არ დავუჯერე, მეტი არ დალიოო.
- მეც ბოლომდე დავლევდი, - გომ ზურგზე ხელი მომიტ ყაპუნა.
- უკვე დროა, - თქვა პიარ-მენეჯერმა ქალმა, სასწაულებრივად უცებ რომ
გაჩნდა არსაიდან. - კარგი გადაცემა გამოვა, ოთხი ივლისის უიკენდისთვის, -
მოჟამულ საკონფერენციო დარბაზში შეგ ვრეკა.
ალუმინის დარაბები, დასაკეცი სკამები და მოწყენილი რეპორტიორების
ჯგრო. გვაიძულა შემაღლებაზე ავსულიყავით. თავი უხერხულად ვიგრძენი,
გეგონება, მესამე სიტ ყვა უნდა ვთქვა მეორეხარისხოვან საქმიან შეკრებაზე,
სადაც აუდიტორია სავსეა გადაღლილი ადამიანებით, მხოლოდ ერთი რამ რომ
აწუხებთ, რას შესთავაზებენ ლანჩზე. როდესაც ჟურნალისტებმა თვალი შე-
მავლეს, - ახალგაზრდა, კარგად ჩაცმულ ჯეელს, - გამოცოცხლდნენ. შემდეგ
პიარ-მენეჯრემა მუყაოზე დაკრული ემის დიდი ფოტო მოათავსა იქვე, სად-
გარზე. ეს ემის მშვენიერი პორტრეტი იყო. ისეთი სახე ჰქონდა, რომ მოგინდე-
ბოდა გეკითხა: არა, როგორ შეიძლება ქალი ესოდენ ლამაზი იყოს? არადა, მას
მართლა შეეძლო, ყოფილიყო მომხიბლავი. ჩემი ცოლის ფოტოსურათს ვუყუ-
რებდი და თვალს ვერ ვაშორებდი, ამ დროს კი რეპორტიორები ფოტოებს მი-
ღებდნენ. გამახსენდა ის დღე ნიუ-იორკში, როდესაც დიდი ხნის გან შორების
შემდეგ შევხვდი. მაშინ მხოლოდ მისი ქერა თმა დავინახე კეფაზე, მაგრამ იმა-
ვე წამს ვიცანი. ვიცოდი, რომ ეს ემი იყო და მე ეს აღვიქვი, როგორც ნიშანი.
რამდენი მილიონი თავი მინახავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ვიცანი ემის ლამა-

72
ზი თავის ქალა, რომელიც ჩემ წინ მეშვიდე ავენიუზე მიცურავდა. მივხვდი, ეს
ისაა, და მივხვდი, ჩვენ ერთად ვიქნებით.
კამერების ბლიცები ელვარებდნენ, მიმოვიხედე და ფერადი ლაქები დავი-
ნახე. ეს ნამდვილი სიურრეალიზმი იყო. თითქოს სიზმარში ვიყავი. ეს სწორედ
ის იყო, რაზეც ადამიანები ამბობენ, როცა ცდილობენ აღწერონ სრულიად უჩ-
ვეულო მომენტები გავიფიქრე: „შენ არასოდეს იცოდი, რა არის სინამდვილეში
სიურრეალიზმი.“ ჩემი ნაბახუსევი მდგომარეობა თითქოს უფრო გაძლიერდა,
მარცხენა თვალი ისე მიცემდა, გულმა რომ იცის.
ფოტოკამერები ჩხაკუნობდნენ, ორი ოჯახი გვერდიგ ვერდ იდგა, მხოლოდ
გო ჰგავდა ნამდვილ ადამიანს, დანარჩენები კი კლონირებულ ბიორობოტებს
ვგავდით. ემიც კი უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა თავის სურათზე. ჩვენ
ყველას გვენახა მსგავსი პრესკონფერენციები, როცა ქალები იკარგებოდნენ.
ახლა კი ჩვენ თვითონ გვიხდებოდა თამაში სპექტაკლში, რომელსაც ელოდნენ
ტელემაყურებლები, - დამ წუხრებული, მაგრამ თანაც იმედით აღსავსე ოჯახი,
ყავისა და უძილობისგან დაბინდული თვალები და ჩამოშვებული მომჩვარუ-
ლი ხელები, ნაჭრის თოჯინებს რომ აქვთ.
ხმამაღლა გაისმა ჩემი სახელი, აუდიტორიამ მოლოდინით სუნთქვა შეიკ-
რა, შოუ იწყებოდა.
როდესაც მოგ ვიანებით ჩანაწერი ვნახე, ვერც ჩემი ხმა ვიცანი და ვერც -
სახე. გუშინდელი დალევის შედეგად არცთუ სახარბიელოდ გამოვიყურებოდი,
როგორც სრული არარაობა, რომელმაც მოახერხა და სამუდამოდ დაკარგა რე-
პუტაცია. შემეშინდა, ხმა ამიკანკალდება-მეთქი, ამიტომ მოკლე-მოკლე, მოჭ-
რილი ფრაზებით ვლაპარაკობდი, თითქოს სასწრაფო ცნობა უნდა გადამეცა.
- ჩვენ გვსურს რომ ემი შინ საღ-სალამათი დაბრუნდეს. - ჩემი ხმა სრული-
ად ყალბად და არაბუნებრივად ჟღერდა.
ასეთივე წარმატებით შემეძლო წამეკითხა შემთხვევითი ციფრები. რენდ
ელიოტი წამოდგა და ჩემს შველას შეეცადა:
- ჩვენი ქალიშვილი ემი სიცოცხლით აღსავსე, საყვარელი გოგონაა. ის ჩვე-
ნი ერთადერთი შვილია, იგი ლამაზია, მას სხარტი გონება და კეთილი გული
აქვს. მართლაც რომ საოცარია ემი. ძალიან გვინდა, რომ დაბრუნდეს. ნიკსაც
უნდა, რომ დაგ ვიბრუნდეს.
ხელი მხარზე მომიჭირა, მერე კი ცხვირსახოცი თვალის უპეზე მიიდო. ჩემ-
და უნებურად გავცეცხლდი. ჩემ ში ისევ მამაჩემი ალაპარაკდა: მამაკაცები არ
ტირიან. რენდი კი აგრძელებდა:

73
- ჩვენ გვინდა, რომ ემი საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში დავაბრუ-
ნოთ... ჩვენი „შტაბი“ იქნება სასტუმრო „დეის ინ ში.“
ახალ ამბებში აჩვენეს ნიკ დანი, დაკარგული ქალის ქმარი, რომელიც სი-
მამრის გვერდით გახევებული იდგა. ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედი-
ნებული, მზერა - გაყინული. ლამის მოწყენილი ჩანდა, ემის მტირალი მშობ-
ლების ფფონზე, მერე კი უარესი მოხდა: ჩემი დაგ ვიანებული რეაქცია, მცდე-
ლობა მეჩვენებინა, რომ ნაბიჭვარი კი არა, არამედ კარგი კაცი ვარ, მიუხედა-
ვად იმისა, რომ გაყინული მზერა მაქვს და მოდებილო სიფათი. და, აი, ის ღი-
მილიც საიდანღაც მოვიდა, გულის გამგმირავი ღიმილი.

ემი ელიოტ-დანი 5 ივლისი, 2010 დღიური

არ მინდა დავადანაშაულო ნიკი. არ ვადანაშაულებ მას და უარს ვამბობ


გავხდე, კაპასი, გაავებული ქალი, რომელიც საყვედურებს ისვრის. როდესაც
ნიკზე ვთხოვდებოდი, ჩემს თავს ორი რაღაცის პირობა მივეცი: პირველი, რომ
არ ვეცდებოდი მისგან „მოცეკვავე მაიმუნი“ გამომეყვანა; მეორე, რომ არასო-
დეს, ვეტ ყოდი მას, რომ მომ წონს, როცა ისე იქცევა, როგორც თავად სურს, სი-
ნამდვილეში კი ამის გამო დავსჯიდი. ჰო, არ დავსჯიდი იმისთვის, რომ მან
უიკენდზე ბიჭებთან ერთად გადაწყვიტა გართობა. მაგრამ ახლა ვშიშობ, რომ
მივუახლოვდი იმ ზღვარს, როცა შეიძლება ორივე პირობა დავარღვიო.
მაგრამ მაინც, ეს ხომ ჩვენი ქორწინების მესამე წლისთავია, სახლში მარ-
ტოდმარტო ვარ, ჩემი სახე კი ცრემლებისგან უკვე ნიღაბს ჰგავს, რადგან დღეს
ხმოვანი შეტ ყობინება მივიღე ნიკისგან და გულმა ცუდი მიგრძნო. დანამდვი-
ლებით ვიგრძენი ცუდის მოახლოება, როდესაც მისი მობილურიდან მამაკაცე-
ბის ხმა გავიგონე, ფონად რომ გასდევდა მის ხანგრძლივ დუმილს, თითქოს
ვერ გადაეწყვიტა, რა ეთქვა ჩემთვის. შემდეგ კი გავიგონე მისი ხმა, რომელიც
სასმლისგან უკვე მოშვებული და გაურკვეველი იყო. მივხვდი, რომ საშინლად
ვბრაზდები. სუნთქვა ამიჩქარდა, ტუჩები მომეკუმა, მხრები დამეძაბა, არ მინ-

74
დოდა გაცოფება, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თავს ვერ ვერეოდი. ნუთუ მამაკა-
ცებისთვის უცნობია ეს განცდა? აი, როცა არ გინდა გაცოფდე, მაგრამ ეს
აუცილებელია, ვალდებული ხარ, რადგან წესი, კარგი წესი, მშვენიერი წესი
დაირღვა. ან, შესაძლოა, წესი არასწორი სიტ ყვაა. წესი? ჩვეულება? იქნებ, რი-
ტუალი? რა მნიშვნელობა აქვს?! მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენი წლისთა-
ვი - დაირღვა. მესმის, რომ სერიოზული მიზეზის გამო დაირღვა, ჰო, მესმის.
ჭორები მართალი აღმოჩნდა: თექვსმეტი მწერალი დაითხოვეს ერ-
თდროულად ნიკის ჟურნალიდან, ზუსტად შტატის მესამედი. ნიკი ჯერჯერო-
ბით კი დატოვეს, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის, რომ დათხოვილ თანამ-
შრომლებს გაუმასპინძლდეს. კაცები ტაქსიში ჩაეტენენ, მესამე ავენიუზე და-
ეშვნენ - თავი ისე ეჭირათ, თითქოს არაფერი მომხდარიყო. რამდენიმე სახ-
ლში წავიდა, მაგრამ საოცრად ბევრი დარჩა და ჩვენი ქორწინების წლისთავის
ღამეს ნიკი მთელი საღამო ბარიდან ბარში ხეტიალს, ოცდაორი წლის გოგოებ-
თან არშიყს აპირებდა (ჩემი მეგობარი ეს-ესაა სამსახურიდან დაითხოვეს,
ვინმემ უნდა ანუგეშოს). მერე ეს, ამჟამად უმუშევარი ჯეელები, ნიკს მაგარ
ბიჭად გამოაცხადებენ, რადგან მათი დასალევის საფასურს იხდის ჩემს საბან-
კო ანგარიშზე მიბმული საკრედიტო ბარათით. ნიკი მშვენიერ დროს გაატა-
რებს ჩვენი ქორწინების წლისთავის აღნიშვნის ნაცვლად, რომელიც თავის
ხმოვან შეტ ყობინებაში არც კი ახსენა, უბრალოდ, თქვა: „მახსოვს, რომ ჩვენ
გარკვეული გეგმები გვქონდა, მაგრამ...“ არადა, წარმომედგინა - წლისთავის
აღნიშვნა ტრადიციად იქცეოდა: ჩემი ხელით დაბნეული სასიყვარულო ბარა-
თები, რომლებიც გასულ წელს გაგ ვახსენებდა, - ჩემი „განძის ძიება“... ჩემი მე-
სამე მინიშნება მომაგონდა, რომელიც რობერტ ინდიანას ქანდაკებას „ლავის“
ქვედა ასო „ვ“-ზე სკოჩით მივაწებე (ამერიკელი მხატვრის, რობერტ ინდიანას
ირონიული კომპოზიცია პოპარტის სტილში. - მთარგმნ. შენიშვნ.), „სენტრალ
პარკთან“. ხვალ მას რომელიმე, მშობლებს კუდში ადევნებული თორმეტიოდე
წლის ტურისტი ბიჭი ჩამოხევს, წაიკითხავს, მხრებს აიჩეჩს და მოისვრის, სა-
ღე ჭი რეზინის ქაღალდივით.
მე ხომ „განძის ძიების“ მშვენიერი ფინალი მოვიფიქრე, სამსახურთან და-
კავშირებული საჩუ ქარი სრულიად მშვენიერი, მოდური ტყავის ჩანთა, რად-
გან მესამე წლისთავი ტყავისაა, მაგრამ ახლა ის აღარავის სჭირდება. შესაძ-
ლოა ახლა ეს მთლად კარგი იდეა არც იყოს, რადგან სამსახურში პრობლემები
გაჩნდა. სამზარეულოში კი, როგორც ყოველთვის, ორი ცოცხალი კიბორჩხა-
ლაა. როგორც ყოველთვის. დედას უნდა დავურეკო და ვკითხო: გაძლებენ თუ

75
არა ყუთში გაოცებით მხოხავი კიბორჩხალები ხვალამდე, თუ საჭიროა მოვ-
ხარშო, შემთვრალი შევებრძოლო და მოვხარშო, ყოველგვარი არსებითი მი-
ზეზის გარეშე. მოვ კლავ ორ კიბორჩხალას, რომლებსაც პირსაც არ დავაკარებ.
საერთოდაც არასოდეს მიჭამია.
მამამ დამირეკა. უნდოდა ჩვენთვის ქორწინების წლისთავი მოელოცა,
ყურმილს დავწვდი და მასთან მშვიდად დალაპარაკებას ვაპირებდი, მაგრამ,
როგორც კი ხმა ამოვიღე, ეგრევე ტირილი ამივარდა: გულსაკლავი ტირილი,
განაწყებული ბარტყის ღნავილი: „ვაა, ვაა, ვაა...“ ამიტომ იძულებული გავხდი
ამეხსნა, თუ რა მოხდა; მანაც მირჩია, გამეხსნა ბოთლი ღვინო და დამელია.
მამა ყოველთვის თვითჩაღრმავების, წყენის საკუთარ თავში მონელების მომ-
ხრე იყო. მაგრამ ნიკი მაინც გამიბრაზდება, რაკი რენდს შევჩივლე. რა თქმა
უნდა, რენდიც ისე მოიქცევა, როგორც მამას შეჰფერის, ნიკს ხელს მხარზე
დაჰკრავს და ეტ ყვის: „გავიგე, ქორწინების წლისთავზე სხვაგან დალევამ მო-
გიწია, ნიკ.“ და ჩაიცინებს. ნიკი, რასაკვირველია, გაბრაზდება, რადგან სურს,
ჩემს მშობლებს ის სრულყოფილების განსახიერება ეგონოთ: პირდაპირ
სიამოვნებისგან იფურჩქნება ხოლმე, როდესაც ჩემს მშობლებთან ვიწყებ იმის
მოყოლას, როგორი შესანიშნავი სიძე ჰყავთ. ოღონდ არა ამ საღამოს. ვიცი, ვი-
ცი, პატარა გოგოსავით ვიქცევი.

***

დილის ხუთი საათია, თითქმის ისეთივე კაშკაშა მზე ამოდის, როგორიც


ლამპიონებია ქუჩაში, რომლებიც ეს-ესაა, ჩააქრეს. ყოველთვის მომ წონდა ეს
წამი, რა თქმა უნდა, თუ მეღვიძა. დროდადრო, როდესაც ვერაფრით ვიძინებ,
ვდგები და ქუჩაში გავდივარ, დავბორიალებ ალიონზე და, როცა ვხედავ, რო-
გორ ქრება ერთდროულად ყველა ლამპიონი, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თით-
ქოს რაღაც განსაკუთრებული ვნახე. აი, ლამპიონებიც ჩაქრა. მინდა განვაცხა-
დო, ნიუ-იორკში დილის სამი ან ოთხი საათი სულაც არ არის მშვიდი დრო,

76
მეტისმეტად ბევრი ხალხი ბრუნდება ბარებიდან, ტაქსის იძახებენ და ბოლო
სიგარეტს უკიდებენ. აი, დილის 5 საათი კი ყველაზე კარგი დროა. დრო, როცა
შენი ქუსლების ბაკიბუკიც კი კანონის დარღვევად ისმის. ადამიანები ბეტონის
კოლოფებში შეიმალნენ და ახლა მთელი ქალაქი შენ გეკუთვნის.
და, აი, რა მოხდა: ნიკი შინ დილის ოთხი საათის მერე, ლუდის, სიგარეტი-
სა და ერბო-კვერცხის სუნით აყროლებული დაბრუნდა. სიმყრალის ნამდვილი
პლაცენტა. არ მეძინა, ველოდებოდი. თავი მისკდებოდა „კანონისა და წესრი-
გის“ უამრავი სერიის ნახვის შემდეგ. ნიკი ჩამოჯდა დივანზე, ჩემს საჩუ ქარს
გახედა, რომელიც მაგიდაზე იდო, მაგრამ სიტ ყვა არ დასცდენია. თვალს არ
ვაშორებდი. აშკარად არ აპირებდა პატიების თხოვნას - რა ვქნა, დღეს თავდა-
ყირა დადგა ყველაფერი!
ერთადერთი, რაც მინდოდა, მოკლედ ნათქვამი: „გმადლობ“ იყო.
- წლისთავის შემდგომ ბედნიერ დღეს გილოცავ, - დავიწყე.
ღრმად, აგრესიულად ამოისუნთქა.
- ემი, ყველაზე მურტალი დღე მქონდა ცხოვრებაში. ძალიან გთხოვ, ამას
კიდევ მეტად ნუ დამიმძიმებ, ისედაც ცუდად ვარ.
ნიკი ისეთმა მამამ გაზარდა, რომელიც ბოდიშს არასოდეს იხდიდა. ამიტომ
ნიკი, როდესაც გრძნობს, რომ დამნაშავეა, შეტევაზე აქეთ გადმოდის. მე ეს
ვიცი და, ჩვეულებრივ, ვცდილობ ხოლმე მოვიცადო, დრო გავიყვანო.
- უბრალოდ მოგილოცე.
- კი, მომილოცე, როგორ არა. შენ სინამდვილეში მითხარი, ჩემმა ნაბიჭ-
ვარმა ქმარმა მიმატოვა ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღესო.
დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მდუმარედ შევ ყურებდით ერ-
თმანეთს - მუცლის გვრემა დამეწყო. არ მინდა, ამ კამათში ცუდი ადამიანი
გამოვიდე. ამას არ ვიმსახურებ. ბოლოს ნიკი ადგა.
- ჰო, კარგი, როგორ ჩაიარა? - უაზროდ ვკითხე.
- როგორ ჩაიარა? ეს სრული მარაზმი იყო, ჩემი თექვსმეტი მეგობარი ახლა
უმუშევარია. ძალიან მეცოდებიან. ერთ-ორ თვეში, ალბათ, მეც იგივე მომე-
ლის.
მეგობრები. იმ თექვსმეტი კაციდან ნახევარზე მეტი მისი ამხანაგიც კი არ
ყოფილა. მაგრამ არაფერს ვიტ ყვი.
- ნიკ, მესმის, რომ შენ ახლა გეშინია, რომ...
- სამაგიეროდ, შენ არ გეშინია არაფრის, ემი. შენ ხომ არასოდეს გეშინია.
მაგრამ ჩვენ, დანარჩენებს? დიდი სხვაობაა.

77
ისევ ჩართო ძველი ფირფიტა. ნიკს აცოფებს, რომ არც წარსულში მაწუ-
ხებდა ის, თუ როგორ მეშოვა ფული, და არც მომავალში მომიწევს ამაზე წუ-
ხილი. მას ჰგონია, რომ ამის გამო უფრო რბილი ხასიათი მაქვს, ვიდრე სხვებს.
მეც არ ვცდილობ გადავარწმუნო. მაგრამ მე ხომ ვმუშაობ. დილით მივდივარ
სამსახურში და საღამოს ვბრუნდები. ზოგიერთ ჩემს დაქალს საერთოდაც არ
უმუშავია; მომუშავე ადამიანებზე ისეთი შემბრალებლური ტონით მსჯელო-
ბენ, როგორც მსუ ქან გოგოზე, „რომელსაც სახე საკმაოდ ლამაზი აქვს“. შე ქუჩ-
დებიან, ერთმანეთს თავებს მიადებენ და ამბობენ: „ჰო, მართალია, მაგრამ
ჩვენი ელენიც ხომ მსახურობს“, ნოელ კაიარდის (ინგლისელი რეჟისორი, დრა-
მატურგი და მსახიობი. - მთარგმნ. შენიშვნ.) ფილმებში რომ არის. მაგრამ ჩემს
შემთხვევაში ამას სერიოზულად არ აღიქვამენ, რადგან, თუკი მოვინდომებ,
ნებისმიერ მომენტში შემიძლია თავი დავანებო სამსახურს და მზად ვიქნები
მთელი დღეები საქველმოქმედო კომიტეტების კრებებზე ვიარო, სახლის ინ-
ტერიერის დახვეწაზე ვიზრუნო, ბაღში ყვავილებს მოვუარო, ანდა მოხალისედ
ვიმუშაო. მიმაჩნია, ეს არაფრით არის ნაკლები ნებისმიერ სხვა საქმეზე. ქალე-
ბი უამრავ კარგ და ლამაზ რაღაცას აკეთებენ. არადა, მე სამსახურში დავდი-
ვარ.
- ნიკ, მე შენს მხარეზე ვარ. ჩვენ ერთად კარგად ვიქნებით, ჩემი ფული -
შენი ფულია.
- და საქორწინო კონტრაქტი?
მთვრალია. როდესაც მთვრალია, ყოველთვის საქორწინო კონტრაქ ტი ახ-
სენდება. ისევ ვბრაზდები. ათასჯერ მითქვამს - მართლა ათასჯერ! - რომ სა-
ქორწინო კონტრაქტი უბრალოდ ბიზნესია. ის არ არსებობს არც ჩემთვის და
არც ჩემი მშობლებისთვის, - ის მხოლოდ ადვოკატებისათვისაა. იქ ჩვენზე
არაფერია ნათქვამი, ჩემზე და შენზე.
სამზარეულოში შედის, საფულედან დაჭმუჭნილ დოლარებს იღებს და ყა-
ვის მაგიდაზე ყრის, პატარა კვადრატულ ფურცელს ჭმუჭნის და გამოყენებულ
ჩეკებთან ერთად ნაგ ვის კონტეინერში აგ დებს.
- ეს საზიზღარი თემაა სალაპარაკოდ, ნიკ.
- საზიზღარია, როდესაც ამას გრძნობ, ემი.
ის ჩვენი ბარისკენ მიდის ნასვამი კაცის ფრთხილი ნაბიჯებით, წონასწო-
რობის შენარჩუნება რომ სურს და სასმელს ისხამს ჭიქაში.
- არ გაწყინოს, - ვეუბნები.
ჭიქას ისე სწევს, თითქოს ჩემს სადღეგრძელოსა სვამს.

78
- ემი, შენ ამას ვერ გაიგებ. უბრალოდ არ გესმის. 14 წლიდან ვმუშაობ. არ
ვყოფილვარ იმ წყეულ საჩოგბურთო და შემოქმედებითი ახალგაზრდების ბა-
ნაკებში, არ მყოლია რეპეტიტორები და არ მქონია არაფერი იქიდან, რაც
თქვენთვის, ნიუიორკელებისთვის, ჩვეულებრივი ამბავი იყო. ვწმენდდი მაგი-
დებს სავაჭრო ცენტრში, ვკრეჭდი ბალახს გაზონებზე, დავცურავდი გემით ქა-
ლაქ ჰანიბალამდე, ტურისტების გულის გასახარად იმ ნაბიჭვარ ჰეკ ფინივით
მეცვა და ღამღამობით ნამცხვრების გამოსაცხობ ლითონის ფორმებს ვწმენ-
დდი.
მეცინება. ხარხარი მინდა. ცოტაც და თავს ვეღარ შევიკავებ, სიცილი ამი-
ვარდება, მერე ნიკსაც გადაედება და ერთად ვიხარხარებთ მანამ, სანამ ეს ყვე-
ლაფერი დავიწყებას არ მიეცემა. ო, აღსრულებულ საქმეთა ეს შთაგონებული
ჩამოთვლა. როდესაც ნიკს ცოლად გავ ყევი, კარგად გავაცნობიერე: ხალხი
იძულებულია ყველაფერზე წავიდეს ფულის გულისთვის. მას მერე, რაც ნიკის
ცოლი გავხდი, ყოველთვის კეთილგან წყობით ვუქნევ ხელს ადამიანებს, რომ-
ლებიც ქუჩაში რეკლამას უკეთებენ სხვადასხვა პროდუქტს და შესაბამისი
კოსტიუმები აცვიათ, რითიც ამ პროდუქტებს გამოსახავენ.
- ჟურნალის რედაქციაში ყველაზე მეტს ვმუშაობ მხოლოდ იმისთვის, რომ
არ გამაგ დონ. ოცი წელი თავს ვიკლავდი და ახლა ყველაფერი ბეწვზე ჰკიდია.
წარმოდგენაც კი არა მაქვს, რა ვიღონო, მშობლიურ ქალაქ ში დაბრუნება და
მდინარის ვირთხად გადაქცევა რომ არ მომიხდეს.
- მგონი, ცოტა არ იყოს, ბებერი ხარ საიმისოდ, ჰეკ ფინი რომ ითამაშო.
- ემი, შენი დედაც!..
ამ სიტ ყვების შემდეგ ნიკი საძინებელში შედის. აქამდე არასოდეს შეუგი-
ნებია ჩემთვის. მაგრამ ახლა ისე იოლად შემაგინა, ვაცნობიერებ იმას, რაზეც
ადრე არც მიფიქრია. ვხვდები, ეს პირველად არ მოსვლია თავში, ამაზე ადრეც
ფიქრობდა. არ მეგონა, რომ გავხდებოდი ქალი, რომელსაც საკუთარი ქმარი
დედას აგინებს. ჩვენ თავის დროზე ერთმანეთს სიტ ყვა მივეცით, რომ არასო-
დეს დავწვებოდით დასაძინებლად ერთმანეთზე გულმოსულები. წადით კომ-
პრომისზე, შეურიგ დით ერთმანეთს და ნურასოდეს ჩაწვებით ლოგინ ში ერ-
თმანეთზე გულმოსულები - აი, სამი რჩევა, რომელსაც ყოველთვის აძლევდნენ
და მისცემენ ახალდაქორწინებულებს. მაგრამ მოგ ვიანებით შევნიშნე, რომ
კომპრომისზე მხოლოდ მე მივდივარ, შერიგების მცდელობას კი შედეგი არ
მოაქვს და ნიკი მშვენივრად წვება ლოგინ ში გულმოსულიც. მას შეუძლია

79
ემოციები ერთი ხელის მოსმით ჩაიხშოს, თითქოს ონკანი გადაკეტაო. ერთი
წამიც არ გასულა და უვ კე ხვრინავს.
მე კი ვერ ვითმენ და ვიცი, ეს ჩემი საქმე არ არის, და ნიკიც გაცოფდება,
თუკი გაიგებს, მაგრამ მაინც მივდივარ ნაგ ვის ვედროსთან, ვიხრები და ვიღებ
ჩეკებს - ასე რომ, ახლა შემიძლია დავადგინო, სად გაატარა ღამე. ორი ბარი,
ორი სტრიპტიზ-კლუბი. შემიძლია წარმოვიდგინო, თითოეულ მათგან ში რო-
გორ ელაპარაკება ჩემზე თავის მეგობრებს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ბინ-
ძური გინება ასე იოლად არ წამოსცდებოდა. შემდეგ ვხედავ, როგორ ზის ძვი-
რიან სტრიპტიზ-კლუბში, ისეთ კლუბში, რომელიც განკუთვნილია საიმისოდ,
მამაკაცი დაარწმუნოს: ამქვეყნად ბატონობისთვისაა შექმნილი, ქალი კი -
მის მსახურად. იქ ცუდი აკუსტიკა და მეტისმეტად ხმამაღალი მუსიკა იმის-
თვისაა, ერთმანეთში რომ ვერ ილაპარაკო. მოფლაშულძუძუებიანი ქალი
კალთაში უჯდება ჩემს ქმარს (ის კი მერე დაიფიცებს, ეს მხოლოდ ხუმრობით
გავაკეთეო). ქალს თმა ჩამოშლია ზურგზე, ტუჩები სველი აქვს და უელავს.
ოღონდ, ნიკის აზრით, არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება გამანაწყენოს.
მამაკაცის უცოდველი გართობა. მას ჰგონია, რომ უბრალოდ გავიცინებ ამაზე,
მნიშვნელობას არ მივანიჭებ..
მერე მოჭმუჭნილ ქაღალდსაც ვშლი და ქალის ხელწერას ვხედავ - „ჰანნა“
- და ტელეფონის ნომერს. საწყენია, რომ ეს სახელი ისეთი ბრიყვული არა
არის, როგორც კინოფილმებში იციან ხოლმე, ვთქვათ, „კენდი“ ანდა „ბემბი“,
რაღაც ისეთი, რაზეც უბრალოდ თვალებს დაქაჩავ, ანდა „მისტი“ ორი პატარა
გულით ასო „ი“- ს თავზე. მაგრამ ესაა ჰანნა, რეალური ქალი, ისევე რეალუ-
რი, როგორიც მე ვარ. ნიკს არასოდეს უღალატია ჩემთვის - დაიფიცა, - მაგრამ
ვიცოდი, რომ საამისოდ ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა. შემიძლია ვკითხო ჰან-
ნაზე, მაგრამ, ცხადია, მიპასუხებს, რომ წარმოდგენა არა აქვს, რატომ დაუწე-
რა თავისი ტელეფონი და რომ თავაზიანობამ არ მისცა უფლება, ბარათი არ
აეღო. და ეს, შეიძლება, სიმართლეც კი იყოს. ანდა, არც იყოს. თუკი ნიკი მღა-
ლატობს, არასოდეს აღიარებს, სულ უფრო ნაკლებსა და ნაკლებს იფიქრებს
ჩემზე, მაგრამ არასოდეს გამოხატავს ამას. აი, ვთქვათ, ჩვენ ვსხედვართ და
ვსაუზმობთ, როგორც ყოველთვის, კოვზით იღებს ქერის ფაფას, მიყურებს და
იმაზე ფიქრობს, როგორი დებილი ვარ. და განა შეიძლება დებილს პატივი
სცე?
ისევ მომდის ცრემლები, ჰანნას ბარათით ხელში.

80
მეტისმეტად ქალური ამბავია, არა? ცოლი ფიქრობს, ბიჭებმა როგორ
იქეიფეს მთელ ღამეს და ამ ერთმა გაფიქრებამ ქმრის შესაძლო ღალატზე შე-
საძლოა ოჯახის დანგრევა გამოიწვიოს იმ პატარა კენჭივით, ზვავს რომ
მოიყოლებს თან.
არ ვიცი, რა ვქნა, წარმოდგენაც კი არა მაქვს. ისე ვგრძნობ თავს, გეგონე-
ბა, რაღაც საშუალო ვიყო მკივანა კაპას ქალსა და გაწურულ ფეხის საწმენდ
ჩვარს შორის - არ ვიცი, უფრო რომელს ვგავარ. არ მინდა გავცოფდე - ისიც კი
ვერ გადამიწყვეტია, საჭიროა თუ არა გაცოფება. ვფიქრობ, იქნებ დროებით
სასტუმროში გადავიდე საცხოვრებლად, - იქნება, მომისაკლისოს.
ასე ვიდე ქი და ვფიქრობდი რამდენიმე წუთი, მკვეთრად ამოვისუნთქე და
საძინებელში შევედი, რომელიც უკვე გაჟღენთილიყო ალკოჰოლის სუნით;
ჩავწე ქი ლოგინ ში. ნიკი ჩემკენ მოტრიალდა, ხელი მომხვია, თავი ჩემს მხრებ-
ში ჩარგო და ჩვენ ერთდროულად ვთქვით: „მაპატიე“.

ნიკ დანი ერთი დღის შემდეგ

ფოტორეპორტიორთა ბლიცებმა იელვეს. სახიდან ღიმილი ჩამოვირეცხე,


თუმცა, ეს საკმარისად სწრაფად არ გამომივიდა. ვიგრძენი, როგორ შემახურა,
ოფლის წვეთებმა ცხვირი დამიცვარა. „იდიოტი ხარ, ნიკ, იდიოტი“. იმ მომენ-
ტისთვის კი, როდესაც თავი ხელში საბოლოოდ ავიყვანე, პრესკონფერენციაც
დასრულდა და სხვა გამომეტ ყველების დაჭერა გვიანღა იყო.
ელიოტებთან ერთად გამოვედი, თავს მით უფრო დაბლა ვხრიდი, რაც მე-
ტად მიღებდნენ ფოტოებს. უკვე გასასვლელთან ვიყავი მისული, როდესაც
გილპინი შევნიშნე, ჩემკენ რომ მოქროდა ხელის ქნევით: „ერთი წუთით, ნიკ!“
პოლიციის განყოფილებაში შევბრუნდი.
- ჩვენ შევამოწმეთ სახლები თქვენ გარშემო და ერთი გატეხილი სახლი
ვიპოვეთ. როგორც ჩანს, მაწან წალებმა ღამის გასათევად გამოიყენეს. ახლა იქ

81
შესაძლო კვალს ვეძებთ. და კიდევ, ერთ სახლში, თქვენი უბნის ბოლოს, უკა-
ნონო მცხოვრებლები ვნახეთ.
- უნდა გითხრათ, რომ ეს მეც მაწუხებდა, - ვეუბნები, - ეგ ტიპები ყველგან
არიან ჩვენ გარშემო. მთელი ქალაქი სავსეა უსახლკარო, უმუშევარი ადა-
მიანებით.
შარშანდლამდე ქალაქ კართაგენს კომპანია „რივერვეი მოლი“ აცოც-
ხლებდა. ის თავისთავად მინიატიურული ქალაქი გახლდათ. იქ 4000 კაცი იყო
დასაქმებული - კართაგენის მოსახლეობის მეხუთედი. ის 1985 წელს დააარსეს
შუა დასავლეთიდან მყიდველების მოსაზიდად. კომპანიის გახსნის დღე ახლაც
კი მახსოვს. მე, გო, დედა და მამა ზეიმს შეჯგუფული ხალხის ბოლო რიგები-
დან ვუყურებდით, ვცდილობდით მანქანის სადგომს ძალიან არ მოვშორებო-
დით, რადგან მამაჩვენს ყოველთვის სურდა, ნებისმიერი ადგილიდან ჰქონოდა
სწრაფად წასვლის საშუალება. ბეისბოლის მატჩის დროსაც კი, მანქანას ზედ
შესასვლელთან ვაყენებდით და სტადიონს მერვე მოწოდების შემდეგ ვტოვებ-
დით, რის გამოც მე და გო ვჭირვეულობდით ხოლმე. თამაშის ბოლომდე ნახვა
ვერც ერთხელ ვერ შევძელით. მაგრამ ამჯერად ჩვენი ოჯახის დაშორებული
პოზიცია სასიკეთოდ წაგ ვადგა, რადგან დღესასწაულის მთელ პანორამას ვხე-
დავდით: ხალხი მოუთმენლად ირხეოდა ადგილზე, ფეხს ინაცვლებდა. მერი
თეთრად და ლურჯად შეღებილ ტრიბუნაზე ავიდა. გაისმა ხმამაღალი სიტ-
ყვები - სიამაყე, წინსვლა, კეთილდღეობა, წარმატება - ჩვენ ყველანი გავ-
ხდით ჯარისკაცები მომხმარებელთა უფლებების დასაცავად წარმოებული
ბრძოლის ველზე, შეიარაღებულნი ვინილისყდიანი ჩეკის წიგნაკებითა და მო-
ქარგული საფულეებით. და, აი, კარი მკვეთრი მოძრაობით გაიხსნა და ყველა-
ნი კონდიცირებული ჰაერით სავსე დარბაზში შევცვივდით. გაისმა მუსიკა, გამ-
ყიდველები გვიღიმოდნენ, მათგან ბევრი ჩვენი მეზობელი იყო. მამამ მოგ ვცა
უფლება, შევსულიყავით, რიგშიც კი ჩადგა და რაღაც გვიყიდა კიდეც. „ორანჯ
ჯულიუსი“, ტკბილი გამაგრილებელი სასმელი, ქაღალდის ჭიქებში.
მეოთხედი საუკუნის განმავლობაში „რივერვეი მოლი“ მოცემულობა გახ-
ლდათ. შემდეგ კი თავს კრიზისი დაგ ვატ ყდა, სავაჭრო ცენტრის მაღაზიები
ერთიმეორეს მიყოლებით დაიხურა და საბოლოოდ, მოლი გაკოტრდა. ახლა
ორი მილიონი კვადრატული ფუტის სივრცეში მხოლოდ ექოს თუ შეხვდებით.
არც ერთმა ფირმამ არ ისურვა გამოთავისუფლებული ფართობის ათვისება,
არც ერთმა ბიზნესმენმა არ გარისკა ფული ჩაედო კომპლექსის აღორძინებაში,
აღარც იქ მომუშავე ხალხი სჭირდებოდა ვინმეს. მათ შორის, დედაჩემი, რო-

82
მელმაც დაკარგა ადგილი „შუბი-დუბიში“. მან იქ ორი ათეული წელი გაატარა
მუხლებზე კოლოფების დახარისხებასა და ფეხსაცმლის მოზომვაში, მერე კი
ყოველგვარი ცერემონიების გარეშე დაითხოვეს. კატასტროფა, რომელიც თავს
დაატ ყდა მოლს, კართაგენის კრახის გამომ წვევი გახდა. ხალხმა დაკარგა სამ-
სახურები, დაკარგა სახლები. აღარავინ ელოდა რაღაცის შეცვლას უკეთესო-
ბისკენ. არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი. გოს და მე
არასოდეს გვენახა ფინალი, მაგრამ ახლა, ეტ ყობა, ვნახავთ, ყველა ნახავს.
საყოველთაო კრახი ჩემს სულიერ მდგომარეობას სწორედაც რომ შეესაბა-
მებოდა. რამდენიმე წელი მოწყენილობისგან ვიტანჯებოდი, ეს მოუსვენარი
ბავშვის დროებითი მოწყენილობა კი არა (თუმც კი, ბევრადაც არ განსხვავდე-
ბოდა მისგან), ყოვლისმომცველი უიმედობა გახლდათ. როგორც ჩანს, ვერა-
ფერს ვნახავდი ახალსა და საინტერესოს, საერთოდაც ვერ ვნახავდი. ჩვენი
საზოგადოება საბოლოოდ, კატასტროფულად დერივაციული იყო (თუმცა
სიტ ყვა „დერივაციულის“ გამოყენება კრიტიკული თვალსაზრისით, თავისთად
დერივაციაა). ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელიც ვერაფერს ვერასოდეს
ნახავს პირველად. გაშტერებულები ვუყურებთ სამყაროს საოცრებებს, მაგრამ
ჩვენი თვალი დაჩლუნგებულია, აღქმის უნარი - დაქვეითებული. მონა ლიზა,
პირამიდები, ემპაირ სთეით ბილდინგი... ჯუნგლის ცხოველები ნადირობენ,
აისბერგები დნებიან, ვულკანები იფრქვევიან. მაგრამ ვერ გავიხსენებ ვერც
ერთ მოვლენას, რომელიც ჩემი თვალით მენახოს და რომელიც იმავე წამს არ
აისახა სატელევიზიო შოუსა თუ კინოში. დედანატირები კომერციული რეკ-
ლამა. იცით ის კოშმარული, დატ კბილული სიმღერა, „შე-ე-ენ Iტ ალლ“? სწო-
რედაც ვხედავ ამ ყველაფერს, ყველაზე ცუდი, რის გამოც ჭკუიდან გადავდი-
ვარ, ისაა, რომ მეორადი აღქმა სიკეთე ჰგონიათ. სურათი უფრო ფერადოვა-
ნია, ხედვის კუთხე - ყველაზე უფრო შთამბეჭდავი; კამერის რაკურსი და სა-
უნდთრეკი ჩვენს ემოციებს სრულიად გარკვეულ მიმართულებას აძლევს, რაც
რეალურ ცხოვრებაში, უბრალოდ, შეუძლებელია. არ ვიცი, საერთოდ ვართ
თუ არა ადამიანები იმ მომენტში, ჩვენ, ვინც ტელევიზორის წინ გავიზარდეთ,
ახლა კი ინტერნეტში ჩავ ყვინთეთ. თუ გვღალატობენ, ვიცით, რა უნდა
ვთქვათ; როდესაც ჩვენი საყვარელი ადამიანი კვდება, ვიცით, რა უნდა
ვთქვათ; თუ გვინდა, გონებამახვილები, ან სულელები, ან ჭკუისკოლოფები გა-
მოვჩნდეთ - ვიცით, რა უნდა ვთქვათ. ყველანი ერთი, ძველი, გაცვეთილი სცე-
ნარის მიხედვით ვმოქმედებთ. ჩვენს დროში ძალზე რთულია იყო პიროვნება,

83
- ნამდვილი, რეალური პიროვნება, და არა კრებული პიროვნული ნიშან--
თვისებებისა, სხვადასხვა პერსონაჟისგან რომ გაქვს გადმოღებული.
და, თუკი ყველანი ვთამაშობთ, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ სულიერ
ნათესაობაზე, - ჩვენ ხომ არც ერთს არ გაგ ვაჩნია ნამდვილი სული.
ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, ნამდვილი პიროვნება ვარ თუ რა-
ღაც სხვა.
რაღაც უნდა გავაკეთო, კვლავ რომ ვიგრძნო ჩემი თავი ადამიანად.
გილპინმა კარი გააღო და იმ ოთახში შემიყვანა, სადაც წინა ღამით დამ-
კითხეს. მაგიდის შუაგულში ემის საჩუ ქარი იდო - ვერცხლისფერ ქაღალდში
გახვეული კოლოფი. შევცბი, კოლოფს მივაჩერდი, იმდენად ავის მომაწავებ-
ლად მომეჩვენა ეს ნივთი ახალ სიტუაციაში. რაღაც შემაძრწუნებელმა
გრძნობამ დამიარა. ეჰ, უფრო ადრე რატომ არ ვიპოვე? ადრე უნდა მეპოვა.
- მობრძანდით, თუ შეიძლება, - მითხრა გილპინმა, - გვინდა, კოლოფში
ჩაიხედოთ.
ქაღალდი ისე ფრთხილად გავშალე, თითქოს იქ მოჭრილ თავს ველოდი.
მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდის ლურჯი კონვერტი ვიპოვე. პირველი
მინიშნება.
გილპინმა ჩაიცინა.
- წარმოიდგინეთ ჩვენი დაბნევა, ვეძებთ გამქრალ ადამიანს, და უცებ
ვპოულობთ წერილს, რომელშიც გამოცანაა მოცემული.
- ეს „განძის ძიების“ თამაშია, ჩემი ცოლი რომ...
- მართალია. თქვენი წლისთავისთვის. როგორც თქვენმა სიმამრმა გვით-
ხრა.
კონვერტი გავხსენი და ლაჟვარდისფერი ფურცელი ამოვიღე, ემის საწერი
კომპლექტიდან, - ორად იყო გადაკეცილი. ყელში ბურთი გამეჩხირა. მთელი
ეს „განძის ძიება“ ერთადერთ კითხვაზე დაიყვანება: ვინ არის ემი? რას წარ-
მოადგენს ემი? (რაზე ფიქრობს ჩემი ცოლი? განვლილი წლის რომელი მოვლე-
ნები აღმოჩნდა მისთვის მნიშვნელოვანი? რომელმა მოვლენებმა გააბედ-
ნიერეს ის? ემი, ემი, ემი... უნდა იფიქრო მხოლოდ ემიზე.)
პირველი მინიშნება კბილების კრაჭუნით წავიკითხე. ისედაც კოშმარულად
გამოვიყურები, ალბათ, ახლა კი, დამატებით, თავი უნდა ვიმტვრიო ჩვენი
ოჯახური ცხოვრების შარშანდელ მოვლენებზე, გავიხსენო ატმოსფერო, ისე-
დაც რომ საშინლად საზარლად მოქმედებდა ჩემზე.
შენს სტუდენტად წარმოვიდგენ თავს ოცნებაში,

84
ჩემო მაგარო, ჩემო ბრძენო მასწავლებელო,
ჩემს სულს გთავაზობ (დანარჩენი - თავად ცნებაში),
ყვავილებს არ გთხოვ, ამ გულისა გამხარებელო,
ოღონდაც ერთხელ მიხმე შენს კაბინეტში,
ნუ დააყოვნებ, გეხვეწები, დავიწყოთ მალე,
მერე მიხვდები, რაღაც თურმე მეც კი გასწავლე.
ეს სხვა ცხოვრებიდან მოკითხვას ჰგავდა. ყველაფერი რომ ისე წასულიყო,
როგორც ჩემს ცოლს ჰქონდა ჩაფიქრებული, ამ ბარათს გუშინ წავიკითხავდი,
ემი ჩემ გვერდით იქნებოდა, მოუთმენლობით შეპყრობილი - მიდი, გამომიცა-
ნი! დაბოლოს უეჭველად მკითხავდა: „აბა?“
- აა, მივხვდი! - შევძახე, - ალბათ, ჩემს კაბინეტს გულისხმობს კოლეჯში,
სადაც ლექციებს ვკითხულობ. მე მგონი, სწორი პასუხი ეს უნდა იყოს. - თვა-
ლი მოვ ჭუტე და ბარათი გადავიკითხე, - წელს ადვილი გამოცანა შეუდგენია.
- თუ გნებავთ ჩემი მანქანით მიგიყვანთ, - მითხრა გილპინმა.
- არა, გმადლობთ, გოს მანქანა გამოვართვი.
- მაშინ უკან გამოგ ყვებით.
- თქვენი აზრით, ეს მნიშვნელოვანია?
- რა თქმა უნდა, ეს გვაჩვენებს მის გადაადგილებას, სანამ გაუჩინარდებო-
და, წინა ერთი ან ორი დღის განმავლობაში. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანია. -
ფურცელს დახედა - ეს, ალბათ, ძალზე სასიამოვნო რაღაცაა, კინოსავით:
„განძის ძიება“. მე და ჩემი ცოლი ერთმანეთს ბარათებს ვჩუქნით ან რაიმე
გემრიელობას. თქვენ კი ყველაფერს სწორად აკეთებთ, რომანტიკას ინარჩუ-
ნებთ.
გილპინმა ფეხსაცმელზე დაიხედა და მანქანის გასაღები შეათამაშა. ეს
წასვლის ნიშანი იყო.
კოლეჯმა გამომიყო კაბინეტი, რომელიც ლამის კუბოს ზომისა იყო, ძლივს
ეტეოდა მაგიდა, ორი სკამი და რამდენიმე თარო. მე და გილპინი გზას მივიკ-
ვლევდით საზაფხულო კურსების სტუდენტების ჯგროში, მათ შორის სრული-
ად ნორჩებიც იყვნენ (მოწყენილი სახეები ჰქონდათ, თუმცა, მობილურის ღი-
ლაკებს ცოცხლად აჭერდნენ ხელს) და ზრდასრული, სერიოზული ადამიანე-
ბიც, როგორც ჩანს, მოლის დათხოვილი თანამ შრომლები, რომლებიც ახალი
კარიერის დასაწყებად ემზადებოდნენ..
- რას ასწავლით? - მკითხა გილპინმა.
- ჟურნალისტიკას... როგორ კეთდება ჟურნალი.

85
კინაღამ დამეჯახა გოგონა, რომელიც მოდიოდა და თან შეტ ყობინებას
კრეფდა მობილურზე. გვერდზე გაიწია ისე, არც შემოუხედავს. ამან ჩემი ასაკი
მაგრძნობინა, ეტ ყობა, აღარ ვარ საინტერესო.
- მეგონა, თავი დაანებეთ ჟურნალისტიკას.
- ვისაც შეუძლია საქმის კეთება, აკეთებს, ვისაც არა - ასწავლის, - გავი-
ღიმე.
კაბინეტის კარი გავაღე და შევედი - მტვრისა და შმორის სუნი იდგა. ზაფ-
ხულის არდადეგების გამო იქ რამდენიმე კვირის განმავლობაში ნამყოფი არ
ვიყავი. მაგიდაზე მეორე კონვერტი იდო, მეორე მინიშნება.
- კაბინეტის გასაღები ყოველთვის გასაღების აცმაზე გაქვთ? - მკითხა
გილპინმა.
- დიახ.
- მაშ, ემიმ აიღო გასაღები იმისთვის, აქ რომ შემოსულიყო?
კონვერტს გვერდი მოვახიე.
- სახლში სათადარიგოც გვაქვს, ემიმ ყველა გასაღების დუბლიკატი გააკე-
თა.
მუდმივად მავიწყდებოდა, სად დავ ტოვე გასაღებები, საკრედიტო ბარათე-
ბი, მობილური. მაგრამ არ მინდოდა ამის თქმა გილპინისთვის. არ მინდოდა,
კიდევ ერთხელ ეფიქრა, რომ ოჯახში გამანებივრეს.
- რატომ მეკითხებით?
- უბრალოდ მაინტერესებს, შეეძლო თუ არა ვინმეს დაენახა, როგორ შე-
მოვიდა აქ, დარაჯს ან კიდევ ვინმეს.
- აქ ფრედი კრუგერის მსგავსი მანიაკები არ არიან, რამდენადაც ვიცი.
- არასოდეს მინახავს ეგ ფილმი, - მომიგო გილპინმა.
კონვერტში ორი მოკეცილი ფურცელი იდო, ერთზე ეხატა გული, მეორეზე
კი - გასაღები. ორი ბარათი, განსხვავებული. მუცლის გვრემა დამეწყო. ღმერ-
თმა იცის, ემი რას მწერდა. გადავშალე ფურცელი, რომელსაც გული ეხატა.
კარგი იქნებოდა, რომ გილპინი ახლოს მოსულიყო, მერე კი პირველი სიტ ყვები
წავიკითხე.
ჩემო საყვარელო ქმარო, ვფიქრობ ეს იქნება მშვენიერი ადგილი, ცოდნის
წმინდა ტაძარი, იმისთვის, რომ გითხრა, შენ შესანიშნავი კაცი ხარ. ყველა-
ფერს არ გეტ ყვი, მაგრამ აღტაცებული ვარ შენი ჭკუა-გონებით: უცნაური
სტატისტიკა და ანეკდოტები, საოცარი ფაქტები და განსაცვიფრებელი უნარი
ფილმების ციტირებისა. გონებამახვილობა, სიტ ყვებით ოპერირების არაჩ-

86
ვეულებრივი ნიჭი. ერთად გატარებული წლების მერე ცოლ-ქმარმა შეიძლება
დაივიწყოს, როგორი მშვენიერი იყო მათთვის ერთმანეთის აღმოჩენა. მე მახ-
სოვს, როგორ შევხვდით პირველად ერთმანეთს, როგორი დამაბრმავებელი
შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე და ამიტომ მინდა ვისარგებლო მომენტით და
გითხრა, ახლაც ასეა და მთავარი, რასაც გეუბნები. ეს არის: შენ ხარ შესანიშ-
ნავი.
ნერწყვი გადავ ყლაპე. გილპინი ზურგს უკან მედგა და ბარათს კითხულობ-
და, ამოისუნთქა.
- რა კარგი ქალბატონია, - თქვა მან. შემდეგ ჩაახველა და ყელი ჩაიწმინ-
და.
- ოო, ეს თქვენია?
გავხედე, მას ფანქრის ბოლოთი აეწია ქალის წითელი, აბრეშუმისმაქმანე-
ბიანი ტრუსი, რომელიც კონდიციონერის ქვეშ, ჭიკარტით მიმაგრებული ეკი-
და.
- ო, ღმერთო, რა ჯანდაბაა.
გილპინი ჩემგან განმარტებას ელოდა.
- ხომ გესმით, მე და ემი, როგორ გითხრათ, ხომ ნახეთ მისი ბარათი, ჩვენ
გარკვეულად... ხომ გესმით, ზოგჯერ საჭიროა ურთიერთობებში სიმძაფრე შე-
მოიტანო...
- აა, მივხვდი. ვნებიანი პროფესორი და ურჩი სტუდენტი გოგო. თქვენ მარ-
თლაც სწორად აკეთებთ ყველაფერს.
უკვე უნდა ამეღო ქალის საცვალი, მაგრამ გილპინმა დამასწრო, ჯიბიდან
სამხილისთვის განკუთვნილი პლასტიკატის პარკი ამოაძვრინა და შიგ ჩაუშვა.
- ეს, უბრალოდ, თავის დასაზღვევად. - თქვა მან.
- ო, არ გინდათ, ემი მოკვდება სირცხვილისგან, თუ გაიგებს... - და წინადა-
დება აღარ დავამთავრე.
- ნუ ღელავთ, ნიკ, უბრალოდ, წესია ასეთი, ჩემო მეგობარო. ვერ წარმო-
იდგენთ რამდენი ასეთი ფორმალური პროცედურაა, აუცილებლად რომ უნდა
დავიცვათ. თავის დაზღევვაა, სასაცილოც კია იმდენი თავის დაზღვევა. მაშ,
რას გვეუბნება მინიშნება?
ისევ მივეცი უფლება წაეკითხა ბარათი. ახლოს იდგა და მისი სისუფთავის
სურნელი მაღიზიანებდა.
- მაშ, რაო, რა იგულისხმება? - მკითხა მან.
- წარმოდგენა არა მაქვს, - ვიცრუე.

87
ბოლოს და ბოლოს, გილპინს თავი დავაღწიე, მანქანაში ჩავჯე ქი და გზატ-
კეცილზე გავედი. ერთხანს უაზროდ მივდიოდი, მერე კი ავ კრიფე ნომერი მო-
ბილურზე. შეტ ყობინება არ გამიგზავნია. სიჩქარეს მოვუმატე, თითქოს სადმე
მიმეჩქარებოდა. შემდეგ მოვატრიალე მანქანა და 45 წუთის შემდეგ მივედი
ქალაქ ში, რომ მენახა ელიოტები სასტუმრო „დეის ინ ში.“ გავიარე გრძელი ჰო-
ლი, რომელიც სავსე იყო „შუადასავლეთის ავ ტოსორსინგული კომპანიის ასო-
ციაციის“ კრების მონაწილეებით - ყველგან გორგოლაჭებიანი ჩანთები ეწყო,
მათი პატრონები კი უფასო გამაგრილებელ სასმელებს სვამდნენ პლასტიკატის
ჭიქებიდან, ხმამაღლა იცინოდნენ და სავიზიტო ბარათებს ცვლიდნენ. ლიფ-
ტით ავედი, ოთხ კაცთან ერთად, ოთხივეს მოკლესახელოებიანი მაისურები
ეცვა, ცოლშვილიანი მამაკაცის პატარა ღიპზე ქამრები მაგრად შემოეჭირათ.
კარი მერიბეთმა გამიღო, თან მობილურზე ლაპარაკობდა. ტელევიზორის-
კენ მიმითითა და წამჩურჩულა:
- ლანგარზე ყინულია, თუ გინდა, აიღე, ძვირფასო.
შემდეგ სააბაზანოში შევიდა, კარი მოიხურა. მესმოდა როგორ აგრძელებს
მობილურზე ლაპარაკს. რამდენიმე წუთში გამოვიდა და ზუსტად მიუსწრო
ხუთსაათიანი ახალი ამბების გამოშვებას სენტ-ლუისიდან, რომელშიც ემის
გაუჩინარებაზე იყო ლაპარაკი.
- მშვენიერი ფოტოა,პ - ეკრანს შემხედვარემ წაიბუტბუტა მერიბეთმა,
საიდანაც ჩემი ცოლი გვიმზერდა. - ადამიანები ნახავენ, და მიხვდებიან, რო-
გორია ემი სინამდვილეში.
ემის ფოტოპორტრეტი მართლაც კარგად გამომივიდა, ოღონდ მისი გამო-
ყენება მაინც არ ღირდა. ემი ლამაზად ჩანდა, მაგრამ, გამოსახულება, ცოტა
არ იყოს, შემაშფოთებელი გახლდათ. გეგონებოდა, ქალი ფოტოდან ისე გით-
ვალთვალებს, როგორც ძველებური პორტრეტიდან, მოჩვენებებიან სახლში
რომ კიდია კედელზე. ისიც კი გეგონებოდა, შენს მოძრაობას თვალს აყოლებ-
სო.
- რამდენიმე ჩვეულებრივი ფოტო უნდა გადავცეთ, - ვუთხარი, - უბრალო,
ყოველდღიური ფოტოები.
ელიოტებმა ერთდროულად დამიქნიეს თავი, მაგრამ არაფერი უთქვამთ.
როდესაც გადაცემა დასრულდა, რენდმა თქვა:
- რაღაც ვერ ვარ კარგად.
- ვიცი, - მიუგო მერიბეთმა.

88
- შენ როგორ ხარ, ნიკ? - მკითხა რენდმა, გადმოიხარა, მუხლებს ისე დაეყ-
რდნო, თითქოს დივნიდან წამოდგომა უნდოდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა.
- სიმართლე გითხრათ, სრულიად დანგრეული ვარ, ესოდენ უმ წეოდ არა-
სოდეს მიგრძნია თავი.
- სულ მინდოდა მეკითხა იმ ხალხზე, რომლებიც შენთან მუშაობენ. - რენ-
დი ბოლოს ადგა, მინიბართან მივიდა და ჯანჯაფილის ლუდი დაისხა. შემდეგ
მე და მერიბეთს მოგ ვიტრიალდა:

- რამე ხომ არ გსურთ?

თავი გავაქნიე, მერიბეთმა კი სოდიანი წყალი ითხოვა.


- ცოტოდენი ჯინი ხომ არ გინდა ამასთან ერთად, პატარავ? - ისე ჰკითხა
რენდმა - უკანასკნელ სიტ ყვაზე ხმა აუთრთოლდა.
- დიახ, მინდა.
მერიბეთმა თვალი მოხუ ჭა, წინ გადაიწია, თავი მუხლებში ჩარგო, შემდეგ
ღრმად ამოისუნთქა და გასწორდა, თითქოს ეს ყველაფერი იოგას ვარჯიში
ყოფილიყოს.
- პოლიციას სრული სია გადავეცი, - ვუთხარი, - ისე, ჩვენი ბიზნესი ძალზე
მშვიდი ბიზნესია, რენდ. მათ შორის ძებნა არც კი ღირს, ალბათ.
რენდმა ხელი თვალებთან მიიტანა, კანი ზემოთ აიწია, უპეებთან რომ
ჰქონდა რამდენიმე ნაოჭად მოკეცილი.
- რა თქმა უნდა, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ ჩვენი ბიზნესპარტნიორების
შემთხვევაში.
რენდი და მერიბეთი „საოცარი ემის“ წიგნების სერიას ჯიუტად ეძახდნენ
ბიზნესს, რაც მე სისულელედ მიმაჩნდა. ეს იყო საბავშვო წიგნი გოგონაზე, სა-
დაც დახატული ჰყავდათ ჩემი საკუთარი ემის „ანიმაციური“ ვარიანტი. მაგ-
რამ მათთვის ეს, რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი იყო. მათ წიგნებზე ორი ათ-
წლეულის განმავლობაში იზრდებოდნენ უმცროსკლასელები, უმთავრესად
იმიტომ, რომ ყოველი თავის ბოლოს კითხვები იყო. მაგალითად: მესამე კლას-
ში ემიმ დაიჭირა თავისი ამხანაგი ბრაიანი, რომელიც კლასის კუს ზედმეტს
აჭმევდა. ემიმ მასთან კამათი დაიწყო, მაგრამ, როდესაც ბრაიანმა არ დაუჯე-
რა, ემის სხვა არჩევანი არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ მასწავლებლისთვის
ეთქვა:

89
- მისის თიბლს, არ მინდა ვიყო ენატანია, ვცადე ბრაიანის დარწმუნება,
მაგრამ, როგორც ჩანს, უფროსის დახმარება მჭირდება.
პასუხის ვარიანტები:
1) ბრაიანმა უთხრა ემის, რომ არ არის სანდო მეგობარი და აღარ დაელა-
პარაკება.
2) მისი მორიდებული მეგობარი სუზი ეტ ყვის ემის, რომ მასწავლებლის-
თვის კი არ უნდა ეთქვა, არამედ ზედმეტი საკვები უნდა ამოეღო, ბრაიანისგან
ფარულად.
3) ემის მეტოქე ჯოანამ თქვა, რომ ემი უბრალოდ ეჭვიანობს, იმიტომ, რომ
თვითონ უნდა აჭამოს კუს.
4) ემის არ უნდა არავის მოსმენა - ის გრძნობს, რომ მართალია.
პასუხი მარტივია რადგან, ემი ყოველთვის მართალია, ყველა შემთხვევა-
ში.
(არ გეგონოთ, რომ ნამდვილ ემისთან არ მომიყვანია ეს არგუმენტი, - დი-
ახ, არაერთხელ). ამ კითხვებს ორი დიპლომირებული ფსიქოლოგი ადგენდა,
რომლებიც, ამავე დროს, მშობლები იყვნენ, ისეთები, როგორებიც თქვენ
ხართ! ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ ბავშვის პიროვნული თავისებურებე-
ბი გამოევლინათ: თქვენი ბავშვი ბრაიანის მსგავსი ეგოისტია, რომელიც ვერ
იტანს, როცა რაღაცას უსწორებენ? თუ უხერხემლო არსებაა, სუზის მსგავსი?
ჯოანას მსგავსი შურიანი თუა? თუ ისეთი სრულყოფილებაა, როგორიც ემი?
წიგნების სერია მეტად პოპულარული გახდა, სცენაზე კვლავ გამოსული
„იაპის“ (აბრევიატ. „ყოუნგ ურბან პროფესსიონალ პერსონ“ - იგულისხმება
წარმატებული ტექნოკრატების ახალი თაობა - მთარგმნ. შენიშვნ.) კლასის
წარმომადგენლებში: ეს წიგნები აღზრდის სისტემის ბურჯად აღიქმებოდა, პე-
დაგოგიკის „კუბიკ-რუბიკად“. ელიოტები გამდიდრნენ. ერთ-ერთი გამოკით-
ხვით გაირკვა, რომ ამერიკის ყველა სკოლის ბიბლიოთეკას ჰქონდა წიგნი
„საოცარი ემი“.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევა რაღაცით შეიძლება იყოს დაკავში-
რებული „საოცარი ემის“ ბიზნესთან? - ვიკითხე.
- დიახ, არსებობს რამდენიმე კაცი, რომლებიც აუცილებლად უნდა
შეამოწმონ - დაიწყო რენდმა.
სიცილისგან თავი ძლივს შევიკავე.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ემი ჯუდით ვერსტმა მოიტაცა ალექსანდრესთვის
და ახლა მას „საშინელი, კოშმარული, აუტანელი და საზიზღარი დღეები“

90
აღარ ექნება?
რენდმა და მერიბეთმა გაოცებულებმა და დაბნეულებმა გადმომხედეს.
სრულიად უადგილო, უგემოვნო რაღაც ვთქვი. მაგრამ ჩემს გონებაში ხშირად
იბადებოდა ასეთი სიბრიყვე, თანაც სრულიად შეუფერებელ მომენტებში - მე
ხომ ჩემი მენტალური აურის ამოფრქვევას ყოველთვის ვერ ვაკონტროლებ.
აი, ზუსტად ასევე წავიღიღინებდი ხოლმე „ბონი მორონის“, როგორც კი ჩემს
ნაცნობ პოლიციელ ქალს დავინახავდი. „გაძვალტყავებულია, როგორც კენტი
მაკარონი“- ჟღერდა გონებაში მაშინაც, როდესაც დეტექტივი რონდა ბონი
მარწმუნებდა, თქვენი ცოლის მოსაძებნად აუცილებელია მდინარის ფსკერი
გავჩხრიკოთო. თავდაცვითი მე ქანიზმია, - ვეუბნებოდი თავს, - უბრალოდ,
არაპროგნოზირებადი თავდაცვითი მე ქანიზმი. სიამოვნებით გავაჩერებდი.
დელიკატური პოზა დავიჭირე და დელიკატურადვე დავიწყე საუბარი, ისე-
თი თავაზიანობითა და სიფრთხილით, თითქოს ჩემი ყოველი სიტ ყვა უნაზესი
ფაიფურისგან ყოფილიყოს შექმნილი:
- მაპატიეთ, არ ვიცი, ეს რამ მათქმევინა.
- ყველანი გადავიღალეთ. - დაასკვნა რენდმა.
- უნდა ვაიძულოთ პოლიცია, ალყა შემოარტყას ვიურსტს (

ჟუდიტჰ Vიორსტ - XX საუკუნის ამერიკელი საბავშვო მწერალი ქალი. წერდა


დიდებისთვისაც - მთარგმნ. შენიშვნ.), - მერიბეთმა ხუმრობა სცადა, - და, ასე-
ვე, იმ ჩათლახ ბევერლი კლირისაც

(ბევერლყ ჩლეარყ - XX საუკუნის ამერიკელი საბავშვო მწერალი ქალი. -


მთარგმნ. შენიშვნ.) მოუაროს. - ეს ბოდიშს უფრო ჰგავდა, ვიდრე ხუმრობას.

- რაღაც უნდა გითხრათ, - დავიწყე, - პოლიციელებს ასეთ სიტუაციაში,


ჩვეულებრივ...
- ეჭვი ქმარზე მიაქვთ ხოლმე, კი, ვიცით, - გამაწყვეტინა რენდმა, - მე
ვუთხარი, რომ ტყუილად კარგავენ დროს. კითხვები, რომლებიც დაგ ვისვეს...
- შეურაცხმყოფელი იყო. - წინადადება დაასრულა მერიბეთმა.
- მაშ, ჩემზე გელაპარაკნენ? - მინიბართან მივედი და ჯინი ჩამოვისხი, სას-
ხვათაშორისოდ. სამი ყლუპი გადავ კარი მიყოლებით და კიდევ უარესად გავ-
ხდი. კუ ჭი თითქოს საყლაპავისკენ დაიძრა, - და რას გეკითხებოდნენ?

91
- ოდესმე თუ დაგირტყამს ემისთვის, ან ემი ხომ არ ჩიოდა ჩვენთან, რომ
ემუქრები, - ჩამოთვალა მერიბეთმა, - ანდა მე ქალთანე ხომ არ ხარ; ემის ხომ
არ უთქვამს, რომ ღალატობ? მაგრამ განა ემის შეეძლო ასეთი რამ ეთქვა? ვუ-
პასუხე, რომ მსგავსი რამ საერთოდაც არ გაგვიგია-მეთქი.
რენდმა მხარზე დამადო ხელი.
- ნიკ, უპირველესად რაც უნდა გვეთქვა, ეს არის: ჩვენ ვიცით, ემისთვის
შენ მცირედი ზიანიც კი არასოდეს მიგიყენებია. ისიც კი მოვუყევი დეტექ ტი-
ვებს, როგორ გადაარჩინე თაგ ვი, წებოიან ხაფანგში რომ გაება პლაჟის კოტეჯ-
ში. - მან მერიბეთს ისე გახედა, თითქოს მას ამ ამბის შესახებ არაფერი სმენო-
და. მერიბეთი მართლაც განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა. - მთელი
საათი ცდილობდი იმ წყეულის გათავისუფლებას და ბოლოს ქალაქგარეთაც
კი გაიყვანე და გაუშვი. განა ასეთ კაცს შეუძლია თავის ცოლს რაიმე ავნოს?
ვიგრძენი, როგორ შემომაწვა სირცხვილის ტალღა. რაღაც წამს ვიფიქრე,
ახლა შეიძლება ცრემლები წამსკდეს-მეთქი.
- ჩვენ შენ გვიყვარხარ, ნიკ, - მითხრა რენდმა და მხარზე ბოლოჯერ მომი-
ჭირა ხელი.
- ასეა, ნიკ, - ექოსავით გაიმეორა მერიბეთმა. - შენ ჩვენი შვილი ხარ. ჩვენ
ძალიან გვტკივა გული, რომ ემის გაუჩინარების გამო ეჭვის ღრუბელმა მო-
გიცვა.
გამოთქმა „ეჭვის ღრუბელმა მოგიცვა“ არ მომეწონა. მერჩივნა ეთქვა,
„ფორმალურად ეჭვის ქვეშ აღმოჩნდი“, ან კიდევ უფრო ზოგადი რაღაც.
- გვეკითხებოდნენ, იმ დღეს რესტორან ში მაგიდა დაჯავშნე თუ არა, -
თქვა მერიბეთმა და ალმაცერად გადმომხედა.
- პოლიციელებმა თქვეს, შენ განუცხადე, „ჰიუსტონ ში“ მაქვს დაჯავშნუ-
ლიო, მაგრამ შეამოწმეს და აღმოჩნდა, შეკვეთა არ ყოფილა. როგორც ჩანს, ამ
გარემოებით მეტად დაინტერესდნენ.
მაგიდა არ შემიკვეთია და არც საჩუ ქარი მომიმზადებია, რადგან, თუ იმ
დღეს ემის მოკვლას ვგეგმავდი, არც მაგიდის დაჯავშნა დამჭირდებოდა და
არც საჩუ ქარი. ასე მოიქცეოდა პრაგმატული მკვლელი. არადა, უკიდურესად
პრაგმატული ვარ, ჩემი მეგობრები ამას ეტ ყოდნენ პოლიციას.
- ო, არა, არა მე არ დამიჯავშნია მაგიდა რესტორან ში. ალბათ, მათ არას-
წორად გაიგეს. ავუხსნი ამას.
დივანზე მერიბეთის წინ დავეშვი. არ მინდოდა, რენდი ისევ შემხებოდა.

92
- ო, კარგი, კარგი, - თქვა მერიბეთმა, - და ემიმ წელს „განძის ძიება“ მოამ-
ზადა? - თვალები ისევ დაუწითლდა, - მანამ, სანამ...
- დიახ, მათ დღეს მომცეს პირველი მინიშნება. გილპინმა და მე ერთად ვი-
პოვეთ მეორე მინიშნება კოლეჯში, ჩემს კაბინეტში. ჯერ კიდევ ვცდილობ გა-
მოვიცნო, რას გულისხმობს.
- შეიძლება ვნახოთ? - იკითხა ჩემმა სიდედრმა.
- თან არ მაქვს, - ვიცრუე.
- მაგრამ ხომ ეცდები, რომ ამოხსნა? - მკითხა მერიბეთმა.
- დიახ, მერიბეთ, ამოვხსნი.
- იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რომ ნივთი, რომელსაც ის ეხებოდა, მარტოა
სადღაც მიტოვებული...
ჩემმა მობილურმა დარეკა, ეკრანს დავხედე და გავთიშე. უკვე უნდა მომე-
შორებინა ეს საგანი, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე.
- შენ ყველა ზარს უნდა უპასუხო, ნიკ, - მითხრა მერიბეთმა.
- ვიცანი ზარი, ჩემი კოლეჯის კურსდამთავრებულთა ფონდია, ფულს კრე-
ბენ.
რენდი ჩემ გვერდით დაჯდა დივანზე. ძველისძველი, მონჯღრეულზამბა-
რებიანი დივანი ჩაიწია, ჩვენ ერთმანეთს მკლავებით დავეჯახეთ - ხელები ერ-
თმანეთს ეხებოდა, რაც რენდისთვის არ იყო პრობლემა. ეს იმ ტიპის კაცი გახ-
ლდათ, რომელიც გიცხადებს, რომ შენი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ, ამ
დროს, ავიწყდება გ კითხოს, როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ მის მიმართ.
მერიბეთი საუბარს დაუბრუნდა.
- ჩვენი აზრით, შესაძლებელია, ემი ვიღაც ფსიქიკურად აშლილმა თაყვა-
ნისმცემელმა გაიტაცა. - მომიბრუნდა და ისე შემომხედა, თითქოს ჩემს მხარ-
დაჭერას ელოდებოდა. - ეგეთები ცხოვრებაში შეგ ვხვედრია.
ემის თაყვანისმცემლების გახსენება უყვარდა. აღწერდა მამაკაცებს, რომ-
ლებიც მასზე ოცნებობდნენ და მხოლოდ იგი სურდათ. ის ამას ჩვენი ქორწინე-
ბის სხვადასხვა პერიოდში, ისე სასხვათაშორისოდ, მშვიდი ინტონაციით, ღვი-
ნის ჭიქით ხელში აღწერდა მამაკაცებს, რომლებიც ჯერ კიდევ იქ იყვნენ, მხო-
ლოდ მასზე ფიქრობდნენ და მხოლოდ იგი ეწადათ. ეჭვი მაქვს, რომ აზვიადებ-
და: მამაკაცები ყოველთვის მე ტად საშიშნი ჩანდნენ, ოღონდ გარკვეულ დო-
ნემდე, - საკმარისი იმისთვის, რომ შევშფოთებულიყავი, მაგრამ არასაკმარისი
იმისთვის, რომ პოლიცია ჩაგ ვერია. მოკლედ, ჩემი ცოლი ეწეოდა თამაშს, რა-
თა მე თავი უშიშარ გმირად მეგრძნო, რომელიც მის ღირსებას იცავს. ემი მე-

93
ტისმეტად თანამედროვე, მეტისმეტად დამოუკიდებელი იყო იმისთვის, რომ
მსგავსი რაღაც დაეშვა: მას უნდოდა ეთამაშა როლი ქალწულისა, რომელსაც
დაცვა სჭირდება.
- ამ ბოლო დროს?
- არა, ამ ბოლო დროს, არა, - თქვა მერიბეთმა, თან ტუჩს იკვნეტდა. - მაგ-
რამ, აი, სკოლაში იყო, ერთი გოგო, მეტად შემაწუხებელი...
- ეს როგორ, შემაწუხებელი?
- ის ემის პიროვნებით იყო შეპყრობილი, „საოცარი ემის“... მას ჰილარი
ჰენდი ერქვა - ემის საუკეთესო მეგობრად წარმოიდგენდა თავს, რომელსაც
წიგნში სუზი ერქვა. თავიდან ეს უბრალოდ უწყინარი თამაში იყო. მაგრამ
შემდეგ მან მეტი და მეტი მოინდომა, საოცარი ემი მოუნდა ყოფილიყო და არა
სუზი, მისი აჩრდილი. ასე რომ, მან დაიწყო ჩვენი ემის მიბაძვა... იცვამდა ემი-
სავით, თმა ქერად შეიღება, ნიუ-იორკში ჩვენი სახლის გარშემო დაეხეტებო-
და. ერთხელაც ქუჩაში მივდიოდი, მოვარდა ჩემთან, მეცა, მაგრად მომხვია ხე-
ლები და მითხრა, მე ვიქნები თქვენი ქალიშვილი, ემის მოვ კლავ და ახალი ემი
გავხდები. თქვენთვის ხომ მნიშვნელობა არ ექნება, ემი გ ყავდათ და ისევ გე-
ყოლებათო. თითქოსდა, ჩვენი ქალიშვილი წიგნის ნაწყვეტი იყო, რომელიც
შეიძლება გადაწერო.
- საბოლოო გაფრთხილება ჩვენთვის ის იყო, რომ მან ემის სკოლაში კიბე-
ზე ხელი ჰკრა და ჩამოაგ დო, - თქვა რენდმა,- მეტად შემაწუხებელი გოგო იყო.
ასეთი მანია თავისთავად არ ქრება.
- შემდეგ კი, იყო დესი, - თქვა მერიბეთმა.
- დიახ, დესი, - გაიმეორა რენდმა.
მეც კი ვიცოდი დესის შესახებ. ემი მასაჩუსეტსის სკოლა-პანსიონში სწავ-
ლობდა, რომელსაც „უიქ შირის აკადემია“ ერქვა - ფოტოები მაქვს ნანახი,
ემის ლაკროსის ქვედაბოლო აცვია, თმაში ლენტები აქვს, მუდმივად შემოდ-
გომის ფერების ფონზე, თითქოს სკოლა კონკრეტულ ქალაქ ში კი არ დაარსდა,
არამედ კონკრეტულ, ოქტომბრის თვეში. დესი კოლინგსი ბიჭების სკოლა--
ინტერნატში სწავლობდა, რომელიც უიქ შირთან გახლდათ დამეგობრებული.
ემის თქმით, ის იყო ფერმკრთალი, რომანტიკული ყმაწვილი, და მის არშიყს
სკოლა-პანსიონის ცხოვრებაში მრავალფეროვნება შეჰქონდა. პიკნიკები, ფეხ-
ბურთის მატჩები, ცეკვები, იასამნისფერი კორსაჟები და სეირნობა პრესტიჟუ-
ლი „იაგუარით“. თითქოს ყველაფერს ოდნავ შუასაკუნოვანი ელფერი დაჰ-
კრავდა. ემი დესის საკმაოდ სერიოზულად ხვდებოდა, ერთი წლის განმავლო-

94
ბაში, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინა, რომ ის ერთობ შემაშფოთებლად იქცეოდა:
ლაპარაკობდა, თითქოს უკვე დანიშნულები იყვნენ, წინასწარ იცოდა, რამდე-
ნი და რომელი სქესის შვილები ეყოლებოდათ - უნდოდა, რომ მაინცდამაინც
ოთხი ვაჟიშვილი ჰყოლოდათ. რაც საეჭვოდ მიაგავდა მის საკუთარ ოჯახს.
განსაკუთრებით, როცა დედამისი ნახა, ემიმ აღმოაჩინა, რომ მასსა და მისის
კოლინზს შორის საოცარი მსგავსებაა. ხნოვანმა ქალბატონმა ცივად აკოცა
ლოყაზე და წასჩურჩულა: „გისურვებ წარმატებას“. ემი ვერ მიხვდა, ეს კეთი-
ლი სურვილი იყო, თუ მუ ქარა.
მას შემდეგ, რაც ემიმ დესისთან ურთიერთობა გაწყვიტა, ის გაუთავებლად
დაბორიალებდა უინქშირის პანსიონის გარშემო, ზამთრის ფოთოლშემოძარ-
ცულ მუხის ხეებს შორის.
ერთხელ თებერვალში, როდესაც ემი საღამოს ცეკვებიდან დაბრუნდა, თა-
ვის ლოგინ ში შიშველი დესი იპოვა. თანაც რაღაც აბები ჰქონდა გადაყლაპუ-
ლი. მალე დესიმ სკოლა დატოვა. მაგრამ დღემდე წელიწადში რამდენჯერმე
ურეკავდა ემის, უგზავნიდა სქელ კონვერტებს, რომლებსაც ემი ჯერ მე მაჩვე-
ნებდა, შემდეგ კი გაუხსნელად აგ დებდა. კონვერტები სენტ-ლუისიდან იგზავ-
ნებოდა, ორმოცი წუთის სავალზე ჩვენი ქალაქიდან.
- გულისშემძვრელი დამთხვევაა, - მითხრა მან. ნათესავები დედის მხრი-
დან სენტ-ლუისში ცხოვრობდნენ. სულ ეს იყო, რაც იცოდა და არც უცდია, მე-
ტი რომ გაეგო. ერთხელ ნაგ ვის ყუთიდან ამოვიღე „ალფრედოს“ სოუსით მოთ-
ხვრილი კონვერტი და გავხსენი, რომ წამეკითხა. მეტად ბანალური წერილი
აღმოჩნდა. დესი სწერდა, რომ თამაშობს ჩოგბურთს, მოგზაურობს და ა.შ.,
როგორც ერთობიან მდიდარი ახალგაზრდები. მაგალითად, სპანიელებზე. შე-
ვეცადე წარმომედგინა ეს გამხდარი ტიპი, დენდი, რომელსაც ყელსახვევი
უკეთია კისერზე, კუს ბაკნისგან გაკეთებულ სათვალეს ატარებს - როგორ იჭ-
რება ჩვენს სახლში და იტაცებს ემის თავისი მოვლილი, ლაკწასმული თითე-
ბით. ამჯერად ძვირად ღირებული „როდსტერით“ მიჰყავს თავის მამულში, ამ-
ჯერად, ვერმონტში. ვინ დაიჯერებს, რომ ეს დესიმ გააკეთა?
- სხვათა შორის, დესი ახლოს ცხოვრობს, სენტ-ლუიში, - ვთქვი.
- ნუთუ? - მომიგო რენდმა. - და რატომ არ იციან პოლიციელებმა ეს ყვე-
ლაფერი?
- ვიღაცამ უნდა შეატ ყობინოს, - ჩავილაპარაკე, - მე წავედი. ხვალ ისევ აქ
შევხვდეთ.

95
- პოლიციას ეტ ყობა, ჰგონია, რომ აუცილებლად სახლთან ახლოს უნდა
ეძებონ. - თქვა მერიბეთმა. ერთი წამით უფრო დიდხანს მიყურა, ვიდრე საჭი-
რო იყო, და შემდეგ თავი გააქნია, თითქოს რაღაცა აზრი მოიშორა.

ემი ელიოტ-დანი 2010 წლის 23 აგვისტო


დღიური

ზაფხული. ჩიტები. მზე კაშკაშებს. მთელი დღეა ვსეირნობ „პროსპექტ--


პარკში“. კანი ნაზი მაქვს, ძალები კი - მყიფე. ვებრძვი დეპრესიას. და ეს პროგ-
რესია, რადგან წინა სამი დღე სახლში გავატარე, არ გამიხდია ჭუჭყიანი პიჟა-
მა, მოუთმენლად ველოდი 5 საათს, როდესაც შემეძლო სასმელი დამელია.
ვცდილობ გავიხსენო, რა მოხდა დარფურში (რეგიონი დასავლეთ სუდან ში, სა-
დაც ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდს ჰქონდა ადგილი. - მთარგმნ. შე-
ნიშვნ.). შევხედო მოვლენებს პერსპექტივაში, რაც, კაცმა რომ თქვას, დარფუ-
რის მცხოვრებთა ექსპლუატაციის გაგრძელებაა.
რამდენი რაღაც მოხდა ბოლო კვირის განმავლობაში! მგონია, რომ რადგან
ეს ყველაფერი ერთბაშად მოხდა, შემთხვევითობა არ უნდა იყოს, რაღაც ნიშა-
ნია და ემოციურად მთრგუნავს. ნიკმა სამსახური ერთი თვის წინ დაკარგა. რე-
ცესია, სავარაუდოდ, უნდა შესუსტდეს, მაგრამ ზუსტად არავინ იცის. მოკ-
ლედ, ნიკი უმუშევარია. დათხოვნის მეორე რაუნდი, როგორც მან იწინასწარ-
მეტ ყველა - პირველის შემდეგ რამდენიმე კვირაში. „უუპს, ჩვენ საკმარისად
ბევრი ხალხი არ გაგ ვიშვია“. იდიოტები!
თავიდან მეგონა, ნიკი ნორმაშია. მან შეადგინა ვრცელი სია ჩამონათ-
ვლით, რის გაკეთებასაც ყოველთვის აპირებდა - მათ შორის, რაღაც წვრილ-
მანებიც: გამოცვალა საათის ელემენტები, გაასწორა ყველა საათი, გამოცვალა
მილი ნიჟარის ქვეშ, გადაღება ოთახების კედლები, რომელთა ფერი მაინცდა-
მაინც არ მოგ ვწონდა. ძირითადად, სასარგებლო რამეებს აკეთებს. ასეთ დროს

96
არის სწორედ შესაძლებელი იმ ყველაფრის კეთება, რისთვისაც ვერასოდეს
იცლი. შემდეგ კი უფრო დიდ საქმეს შეეჭიდა: „ომის და მშვიდობის“ კითხვა
დაიწყო. შიგადაშიგ უსმენდა არაბულის აუდიოგაკვეთილებს. უმრავი დრო
დახარჯა იმის გასარკვევად, რისი ცოდნა და ჩვევა იქნება მოთხოვნადი შემ-
დეგ ათწლეულში. ეს მცდელობანი გულს მიკლავს, მაგრამ ისე ვიჭერ თავს,
თითქოს ეს მის გამო არ მემართება.
დროდადრო ვეკითხები:
- დარწმუნებული ხარ, რომ კარგად გრძნობ თავს?
პირველად ეს ყავის სმისას ვკითხე სერიოზულად, თვალი თვალში გავუყა-
რე, ხელი ხელზე დავადე. შემდეგ ვცადე მეკითხა სასხვათაშორისოდ, მსუბუ-
ქად. შემდეგ კი - ნაზად, ლოგინ ში, თმაში ხელი შევუცურე.
ყოველთვის ერთსა და იმავეს მპასუხობდა:
- კარგად ვარ. თუმცა, ამ თემაზე საერთოდაც არ მინდა ლაპარაკი.
დავწერე მომენტის შესაფერისი კითხვარი: „როგორ უმკლავდებით
დროებით უმუშევრობას?“
ა) ვზივარ შინ და ვჭამ ნაყინს - უაზრო გასართობი ამ შვიდებს.
ბ) ვწერ ინტერნეტფორუმებზე საზიზღრობებს ჩემი უფროსის შესახებ -
ბრიყვული საქციელი ამ შვიდებს.
გ) სანამ ახალ სამსახურს ვიპოვიდე, ვცდილობ თავისუფალი დრო სასარ-
გებლო რაღაცებისთვის გამოვიყენო, მაგალითად, ვსწავლობ მოთხოვნად უც-
ხო ენას ანდა ვკითხულობ რომანს „ომი და მშვიდობა“.
ეს იყო ჩემი ქათინაური ნიკის მისამართით - სწორი პასუხი, რა თქმა უნ-
და, არის „გ“. მაგრამ, როდესაც ვაჩვენე ჩემი დაწერილი ტესტი, მხოლოდ მჟა-
ვედ გაიღიმა.
რამდენიმე კვირის შემდეგ საქმიანობა შეწყვიტა, რაიმე სასარგებლოს კე-
თების სურვილი დაეკარგა, თითქოს ერთ მშვენიერ დილას ძველისძველი,
დამტვერილი წარწერის ქვეშ გაიღვიძა, რომელიც ასე ჟღერს: „რა აზრი აქვს
თავის შეწუხებას, ამის დედაც!“ თვალები ჩაუქრა. ახლა ნიკი ტელევიზორს
შესცქერის, გადადის არხიდან არხზე, უყურებს პორნოს. ჭამს ბევრს, საჭმე-
ლებს სახლში მოტანით უკვეთს. სანაგ ვე კონტეინერი ნიჟარის ქვეშ უკვე გა-
დაივსო პლასტიკატის კოლოფებით. აღარ მელაპარაკება, ისე უჭირავს თავი,
თითქოს ჩემთან საუბარი ფიზიკურ ტკივილს აყენებს და, უბრალოდ, უნამუსო
ვარ, რადგან ურთიერთობას ვთხოვ.

97
მხოლოდ მხრები აიჩეჩა, როდესაც ვუთხარი, რომ მეც დამითხოვეს. წინა
კვირას.
ეს საშინელებაა, ძალიან ვწუხვარ, - მითხრა მან, - მაგრამ, ყოველ შემ-
თხვევაში, შენი ფული მაინცა გაქვს, შიმ შილით სიკვდილი არ გემუქრება.
- ჩვენ გვაქვს ფული. არადა, ჩემი სამუშაო მომ წონდა.
- იწყებს სიმღერას „ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც გსურს“...
(„როლინგ-სტოუნზის“ ცნობილი კომპოზიცია - მთარგმნ. შენიშვნ.). არასწო-
რად მღერის, ჩახრინ წული ხმით, თანაც ცეკვავს. ფეხი ერევა და ვხვდები -
მთვრალია.
გვიანი საღამოა, მშვენიერი მუქი-ლურჯი დღე იწურება, ჩვენს სახლში კი
ჰაერი ჩახუთულია და დამძაღებული ჩინური კერძის მოტ კბო სუნი იგრძნობა.
დავიარე ოთახები, გადავწიე ფარდები, დავხსენი ფანჯრები, მტვრის ბუღი და-
ვაყენე და, როდესაც ბუნაგივით ჩაბნელებულ ერთ კუთხეს მივადე ქი, იატაკზე
დაგ დებულ ჩანთას წამოვედე, მერე კიდევ და კიდევ, მულტფილმის კატასა-
ვით, რომელმაც ოთახი უნდა გაიაროს, იატაკზე კი სათაგურებია დახვავებუ-
ლი. როდესაც შუ ქი ავანთე, იატაკზე მაღაზიის უამრავი საფირმო ჩანთა და-
ვინახე, თანაც ისეთი მაღაზიებისა, სადაც უმუშევარი ხალხი არ დადის. ეს
არის მაღალი საზოგადოებისთვის განკუთვნილი მაღაზიები, სადაც ინდივი-
დუალურად გემსახურებიან, მკერავი შენს ზომაზე კერავს კოსტიუმს, გამყიდ-
ველი თვითონ გიკეთებს ყელსახვევს, ამ დროს კი მყიდველი ტყავის სავარ-
ძელშია მოკალათებული. მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს ხარახურა
დაკვეთით არის დამზადებული.
- ნიკ, რა არის ეს ყველაფერი?
- ეს გასაუბრებებისთვის არის. იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმე ისევ დაიწ-
ყებს სამსახურში მისაღებად კანდიდატების შერჩევას.
- ამდენი გ ჭირდება?
- ჩვენ ხომ გვაქვს ფული. - დაღვრემილი ღიმილით მეუბნება, ხელები ჯვა-
რედინად გულზე აქვს დაწყობილი.
- იქნებ ეს ყველაფერი ჩამოკიდო მაინც?
ვხედავ, რომ ბლიკერს რამდენიმე პლასტიკატის შეკვრა უკვე დაუღრღნია
კიდეც. იატაკზე, სამიათასდოლარიანი კოსტიუმის გვერდით, კატის ნარწყევი
ჩანს, შეკვეთით შეკერილი თეთრი პერანგი კი კატის ნარინჯისფერი ბეწვითაა
დაფარული - ზედ, ეტ ყობა, იკოტრიალა.
- მოგ ცლია, ერთი...… - მეუბნება და თან იკრიჭება.

98
კაპასი ცოლი არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით, თავი ყოველთვის იმით
მომქონდა, რომ ქმარს საქმეს არ ვუ ჭირებ. მაგრამ სწორედ ის მაცოფებს, რომ
ნიკი მაიძულებს, კაპასი გავხდე. მზადა ვარ დავუშვა ისეთი ცხოვრება, სადაც
გარკვეული დოზით იქნება უწესრიგობა, სიზარმაცე, უდარდელობა. ვაცნო-
ბიერებ, მე უფრო ა-ტიპის ადამიანი ვარ, ვიდრე ნიკი, ფრთხილად ვიქცევი,
ჩემს წარმოდგენებს თავს არ ვახვევ.
ნიკი იმ ტიპის კაცი არ არის, მტვერსასრუტით სახლის დასუფთავებაზე
ანდა მაცივრის გარეცხვაზე იფიქროს. უბრალოდ, ვერ ამჩნევს, რომ ჭუჭყი
დაგროვდა. მართლა. მაგრამ მე ცხოვრების გარკვეული სტანდარტი მომ წონს -
მე მგონი, სწორია, როდესაც ვამბობ, რომ ნაგ ვის კონტეინერი არ უნდა გადა-
ივსოს ისე, რომ ნაგავი იატაკზე იყრებოდეს, თეფშები კი კვირაობით იდოს ნი-
ჟარაში ზედ შემხმარი კეტჩუპის ნარჩენებით. ეს ზრდასრული ადამიანების
ერთობლივი ცხოვრების წესია. არადა, ნიკი არასოდეს არაფერს აკეთებს, ამი-
ტომაც მიწევს გაკაპასება, რაც თავისთავად მაცოფებს: შენ მაიძულებ გავხდე
ის, რაც არასოდეს ვყოფილვარ და არც მინდოდა, ვყოფილიყავი. და ეს მხო-
ლოდ იმიტომ, რომ ელემენტარულ წესებს არ იცავ. ნუ იქცევი ასე, არ გირჩევ.
ვიცი, ვიცი, სამსახურის დაკარგვა საშინელი სტრესია, განსაკუთრებით,
მამაკაცისთვის, მათთვის ეს თითქმის ოჯახში ახლობლის გარდაცვალების
ტოლფასია, განსაკუთრებით ისეთი კაცისთვის, როგორიც ნიკია, რომელიც
მთელი ცხოვრება მუშაობდა. ამიტომ ჩემს განრისხებას რეზინის წითელ ბურ-
თად ვაგორგოლავებ და მენტალურად ვუშვებ კოსმოსში.
- ხომ არ იქნები წინააღმდეგი, ეს ყველაფერი რომ დავ კიდო? უფრო უკეთ
შეგენახება.
- თავი გამანებე!
როდესაც ქმარი და ცოლი ერთდროულად კარგავენ სამსახურს, ამაში სა-
ხარბიელო არაფერია. იმასაც ვაცნობიერებ, რომ სხვებზე უფრო გაგ ვიმარ-
თლა. ყოველ ჯერზე, როდესაც ავნერვიულდები ხოლმე, ინტერნეტში შევდი-
ვარ და ჩემს „სტაბილიზაციურ ფონდს“ ვამოწმებ. ეს სახელი ჩემს საბანკო ან-
გარიშს ნიკმა შეარქვა. გრანდიოზული თანხა არ არის, თუმც კი ნამდვილად
კარგად გამოიყურება - 785 404 დოლარი. ეს ის დანაზოგია, რომელსაც ჩემს
მშობლებს უნდა ვუმადლოდე. თუმც კი ეს ისეთი თანხა არ არის, რომ სამუ-
დამოდ მუშაობის შეწყვეტა შეძლო, განსაკუთრებით, ნიუ-იორკში. ჩემს მშობ-
ლებს უნდოდათ, თავი საკმარისად დაცულად მეგრძნო, რომ არ მქონოდა
პრობლემა განათლების მიღების თუ კარიერის კეთების თვალსაზრისით, მაგ-

99
რამ ეს თანხა არც იმდენი უნდა ყოფილიყო, რომ ამის გამო ამპარტავნებაში
გადავვარდნილიყავი. ნიკი კი ქირქილებს, მაგრამ, მე მგონი, ჩემი მშობლების
მხრიდან ეს დიდებული ჟესტი გახლდათ (ეს ერთგვარი საფასურია იმისა, რომ
ჩემი ბავშვობა, ჩემს დაუკითხავად, წიგნში გადაიტანეს).
ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობ თავს სამსახურიდან დათხოვნის, ჩვენი დათ-
ხოვნის გამო, როდესაც მამაჩემი მირეკავს და მეკითხება, შეიძლება თუ არა
დედასთან ერთად გვესტუმროს. ჩვენთან ლაპარაკი სურთ. ამ საღამოს, დღეს-
ვე. კი, რასაკვირველია, რა თქმა უნდა, - ვეუბნები. თავში კი მიტრიალებს -
„კიბო, კიბო, კიბო“...…
ჩემი მშობლები ზღურბლზე ისეთი გამომეტ ყველებით დგანან, თითქოს
ჩვენთან მოსასვლელად განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდათ. მამა სუფ-
თადაა გაპარსული, სრულ წესრიგშია, ლამის ანათებს. ერთდერთი, მისი თვა-
ლები არ მომ წონს - უპეები აქვს დამძიმებული. დედაჩემს ძოწისფერი სა-
ზეიმო კაბა აცვია, რომელსაც წინათ მიღებებსა და ცერემონიებზე იცვამდა
ხოლმე, როცა სიტ ყვის სათქმელად იწვევდნენ. ამბობდა, ეს ფერი თავდაჯერე-
ბას მმატებსო.
მშობლები მშვენივრად გამოიყურებიან, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დარცხვე-
ნილი გამომეტ ყველება აქვთ. დივანზე ვსხდებით და ერთი-ორი წუთით ჩუმად
ვართ.
- შვილებო, დედას და მე, მგონი გვაქვს... - მამა ბოლოს და ბოლოს იწყებს
ლაპარაკს, მაგრამ ჩერდება ხველების გამო. ხელები მუხლებზე აქვს შემოხ-
ვეული, თითების სახსრები - გათეთრებული.
- მოკლედ, დედას და მე, მგონი საშინელი ფინანსური პრობლემები
გვაქვს...…
არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს - გავოცდე, თანავუგრძნო მათ თუ,
მეწყინოს? ჩემი მშობლები არასოდეს მიზიარებდნენ თავიანთ პრობლემებს.
თან, არ მგონია, რომ ბევრი პრობლემა ჰქონოდათ.
- საქმე ისაა, რომ ჩვენ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცით, უკანასკნელი ათ-
წლეულის განმავლობაში ისე ვცხოვრობდით, თითქოს იმდენივე ფულს ვიღებ-
დით, რასაც - წინა ორ ათწლეულში. არადა, იმის ნახევარიც კი არ იყო,
ოღონდ ამის დანახვა არ გვინდოდა. ჩვენ... ჩვენ მეტისმეტად ოპტიმისტურად
ვუყურებდით მომავალს, გვეგონა, რომ ემის შემდეგი წიგნი სასწაულს მოახ-
დენდა. მაგრამ სასწაული არ მოხდა. ჩვენ კი ვაგრძელებდით არასწორი გა-

100
დაწყვეტილებების მიღებას. ფულს ბრიყვულად ვაბანდებდით. ბრიყვულად
ვხარჯავდით. ახლა კი...…
- შეიძლება ითქვას, გავ კოტრდით, - დაასრულა მის ნაცვლად რენდმა, -
ვეღარ ვიხდით ჩვენი სახლისა და ამ სახლის ფულს.
მე კი მეგონა, - დარწმუნებულიც ვიყავი, - რომ მშობლებმა ეს სახლი გვი-
ყიდეს და მთელი თანხა ერთბაშად გადაიხადეს. წარმოდგენაც კი არ მქონდა,
რომ ყოველთვიურად იხდიან. მაშინ გამკრა პირველად ეჭვმა, რომ ფინანსუ-
რად დაცული ვარ, როგორც ნიკი ამბობდა.
- როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით,
- გააგრძელა მერიბეთმა, - ჯობდა დაგ ვეწერა წიგნი: „საოცარი ემი და იპოთე-
კური კრედიტის ცვლადი ნიხრი“. ყველაფერი ჩავაფლავეთ. ეს ერთგვარი
ზღაპარი-გაფრთხილება იქნებოდა. ისე ვიქცეოდით, როგორც ემის მეგობარი
ვენდი-ახლავე-მინდა-ყველაფერი.
რენდმა დაუმატა:
- ჰარი-თავი-მაქვს-ქვიშაში.
- და ახლა რა იქნება? - ვკითხე.
- ეს ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, - მითხრა მამამ.
მერე დედამ თვითნაკეთი ბროშურა ამოიღო და ჩვენ წინ მაგიდასთან ჩა-
მოჯდა. გადაშალა ბროშურა, რომელიც სავსე იყო დიაგრამებით, გრაფიკებით,
ცხრილებით, რაც აშკარად სახლის კომპიუტერზე გახლდათ აწყობილი. ცუ-
დად გავხდი, როცა წარმოვიდგინე, როგორ სხედან ჩემი მშობლები კომ-
პიუტერთან, წამდაუწუმ იხედებიან მომხმარებლის სახელმძღვანელოში იმის-
თვის, რომ თავიანთი წინადადება ჩემთვის მოსაწონად შეადგინონ.
მერიბეთმა ფრთხილად დაიწყო:
- შეიძლება ვისესხოთ ცოტა ფული შენი ანგარიშიდან, სანამ ჩამოვ ყალიბ-
დებით, რა გავაკეთოთ შემდგომ?!
ჩემი მშობლები ჩემ წინაშე ისე ისხდნენ, როგორც მონდომებული ბავშვე-
ბი, რომლებსაც იმედი აქვთ, თავიანთ პირველ გასაუბრებას გაივლიან. მამა-
ჩემს მუხლიც კი უცახცახებდა, სანამ დედამ მსუბუ ქად არ დაადო ხელი.
- რა თქმა უნდა, ჩემი ფონდი თქვენი ფულითაა შედგენილი, ამიტომ
თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ისესხოთ - ვუთხარი.
მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, ჩემი
მშობლების იმედით სავსე მზერას ვეღარ ვუძლებდი.

101
- რამდენი გ ჭირდებათ, რომ გადაიხადოთ რაც გადასახდელია და ცოტა
ხანი მშვიდად იგრძნოთ თავი?
მამაჩემმა ძირს დაიხედა. დედაჩემმა ღრმად ამოისუნქთა.
- 650,000.
- ო, - მხოლოდ ამის თქმა შევძელი. ეს იყო თითქმის ყველაფერი, რაც
გვქონდა.
- იქნებ მე და შენ მოვითათბიროთ? - მითხრა ნიკმა.
- არა, არ გამოვა, - ვუპასუხე, - ახლა წავალ და ჩემი ჩეკების წიგნაკს მო-
ვიტან.
- სინამდვილეში უკეთესი იქნება, თუ ამ თანხას ჩვენს ანგარიშზე გადმო-
რიცხავთ. - თქვა მერიბეთმა, - წინააღმდეგ შემთხვევაში, 10-დღიანი ლოდი-
ნის პერიოდი იქნება გასავლელი.
აი, მაშინ კი მივხვდით, რა სერიოზულ გასაჭირში იყვნენ.

ნიკ დანი ორი დღის შემდეგ

ელიოტების სასტუმროს ნომერში გამეღვიძა, გასაშლელ საწოლზე, სრუ-


ლიად გასავათებულს. დამაძალეს, მათთან დავრჩენილიყავი. ჩემი საკუთარი
სახლი ჩემთვის აღარ იყო ხელმისაწვდომი. დამაძალეს ისეთივე დაჟინებით,
როგორც ერთხელ ცდილობდნენ გადაეხადათ სადილის საფასური რესტორან-
ში - ჩვენს ნაცვლად. სტუმარმასპინძლობა, როგორც ხასიათის დაუოკებელი
თვისება. „თქვენ უნდა მოგ ვცეთ ამის უფლება“ და მივეცი კიდეც. ღამე მათ-
თან გავატარე, ხვრინვა მესმოდა - საძინებლიდან აღწევდა დახურულ კარში.
ერთი ხმა ძლიერი და ღრმა, ჯანსაღი ტყისმჭრელის ხმა იყო, მეორე კი - წყვე-
ტილი და არითმიული. თითქოს ადამიანს ესიზმრება, რომ იხრჩობა.
მე ყოველთვის ისევე ადვილად შემეძლო საკუთარი გონება გამეთიშა, რო-
გორც შუქს ვთიშავ ხოლმე. როგორც კი ვეტ ყოდი ჩემს თავს „ვიძინებ“ და ხე-
ლებს ლოყის ქვეშ ამოვიდებდი, ეგრევე ჩვილი ბავშვივით მეძინებოდა - იმ

102
დროს, როცა ჩემი უძილობით შეპყრობილი ცოლი ჩემ გვერდით ტრიალებდა
ლოგინ ში. მაგრამ, ამ ღამით ემისავით ვგრძნობდი თავს, გონება ჯერაც მუშა-
ობდა, როდესაც სხეული თითქმის გათიშული იყო. მე ის კაცი ვარ, ცხოვრების
უმეტესი ნაწილი, საკუთარ ტყავში მშვენივრად რომ ვგრძნოდი თავს. როცა
მე და ემი ვისხედით დივანზე და ვუყურებდით ტელევიზორს, მე შემეძლო
მოვდუნებულიყავი, შემეძლო მიმეღო ნებისმიერი მდგომარეობა, როგორც
დამდნარ ცვილს, ჩემი ცოლი კი წრიალებდა და მოსახერხებელ პოზიციას
ეძებდა. ერთხელ ვკითხე, იქნებ მას „მოუსვენარი ფეხის“ სინდრომი აქვს. იმ
დროს ტელევიზორში რეკლამა იყო. მსახიობები იჭყანებოდნენ, თითქოს ძა-
ლიან სტკივათ და წვივებს და თეძოებს იზელდნენ. ემიმ კი მიპასუხა, „მე ყვე-
ლაფრის მოუსვენრობის სინდრომი მაქვს“. ვიწე ქი და ვუყურებდი რუხი სას-
ტუმროს ჭერს, რომელიც ჯერ გავარდისფრდა, შემდეგ - გაყვითლდა. ვუყუ-
რებდი მანამ, სანამ არ ამოვიდა მზე, თითქოსდა მდინარიდან, და იქაურობა
გაანათა. და უცებ გონებაში რაღაც სახელებმა იწყეს გაელვება! ჰილარი ჰენ-
დი. ისეთი მომხიბლავი სახელია, ძნელი დასაჯერებელია, რომ შეიძლება მის-
მა პატრონმა რაიმე დანაშაული ჩაიდინოს. დესი კოლინგსი, ყოფილი თაყვა-
ნისმცემელი, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის დაშორებაზე ცხოვრობს. ეს
არის ეპოქა, როდესაც ადამიანს ყველაფერი თვითონ უნდა, რომ გააკეთოს:
თავის თავის უმკურნალოს, სახლი აიშენოს, გამოძიება თვითონ ჩაატაროს.
შედი ინტერნეტში და ყველაფერში შენ თვითონ გაერკვიე, რადგან გარშემო
ყველა დაკავებულია და კადრებიც არ არის საკმარისი. მე ჟურნალისტი ვიყა-
ვი. ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ინტერვიუებს ვატარებდი, და
ვცდილობდი ადამიანებს საკუთარი თავი გაეხსნათ. ე.ი. მე შემიძლია ამ საქმის
გაკეთება, მერიბეთსაც და რენდსაც სჯერათ ამისა. მადლობელი ვიყავი მათი,
რომ კვლავაც მენდობოდნენ. სიძე, რომელიც ეჭვის მსუბუქ ღრუბელში მოექ-
ცა. თუ თავს ვისულელებ, როცა სიტ ყვა „მსუბუქს“ ვხმარობ?
სასტუმრო „დეიზი ინმა“ თავისი ცარიელი საცეკვაო დარბაზი ემი დანის
საძიებო შტაბს დაუთმო. საკმაოდ უღიმღამო სათავსი იყო. რუხი ლაქებით
კედლებზე და შმორის სუნით. გათენებამდე მერიბეთი, ნამდვილი პიგმა-
ლიონივით, დარბაზის სრულყოფას შეუდგა. მტვერსასრუტით დაუარა, მტვე-
რი ყველგან გადაწმინდა, განცხადებები, ტელეფონის ნომრების სია, ბიულე-
ტენები და ემის დიდი ფოტოპორტრეტიც გამოაკრა კედელზე. პლაკატი, რო-
მელზეც ემი მკაცრი გამოჭოლი მზერით თვალს გაყოლებს. ერთი სიტ ყვით, გა-
რემო საპრეზიდენტო არჩევნების შტაბს დაამსგავსა. მერიბეთმა ისე მოაწყო

103
დარბაზი, ლამისაა ფიზიკურად გრძნობდი, ჰაერი გაჯერებულია ეფექ ტიანო-
ბითგ - გამარჯვების უცილობელი იმედით, არადა, პოლიტიკოსი აშკარად
ხელმოცარულია, თუმც კი მისი ერთგული თანაშემ წეები ამას ვერ ამჩნევენ.
ბონი ათი საათის შემდეგ გამოჩნდა, თან მობილურზე ლაპარაკობდა.
მხარზე ხელი დამკრა და პრინტერს შეუჩხიკინა. გამოჩნდნენ მოხალისე დამ-
ხმარენი, გო და დედაჩემის ხუთი-ექვსი მეგობარი. ორმოც წელს გადაცილებუ-
ლები, „კაპრის“ რეიტუზებში, თითქოს საცეკვაო შოუს რეპეტიციაზე იყვნენ
მოსულები. ორი მათაგანი, - ორივე მოხდენილი, ქერა, გარუჯული, - აშკარად
მეტოქეობდნენ ჯგუფში ლიდერობისთვის, დანარჩენები მეორეხარისხოვანი
როლებით კმაყოფილდებოდნენ. შემდეგ მობრძანდნენ თეთრთმიანი მოხუცი
ქალბატონები, ერთმანეთში მასლაათობდნენ, ზოგიერთი მათგანი თან ესემე-
სებსაც გზავნიდა. უზომო ენერგია ჰქონდათ და ამას ისე გამოხატავდენ, შეიძ-
ლება გეფიქრა, სხვის დასანახად აკეთებენო.
მათ შორის მხოლოდ ერთი იყო მამაკაცი, დაახლოებით ჩემი ასაკის სიმპა-
თიური ტიპი, კარგად ჩაცმული, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ საჭირო იყო
თავისი იქ ყოფნა აეხსნა. თვალს ვადევნებდი ამ მარტოსულ „რაინდს“, რომე-
ლიც ნამცხვრებს ათვალიერებდა და ალმაცერად გაჰყურებდა ემის ფოტო-
პორტრეტს.
ბონიმ დაამთავრა პრინტერის გამართვა, მადისაღმძვრელი მაფინი აიღო
და ჩემ გვერდით დადგა.
- თუ ამოწმებთ, ვინ ეწერება მოხალისედ? - ვკითხე, - ვგულისხმობ, რომ
რომელიმე მათგანი...
- ვინმე საეჭვოდ ცნობისმოყვარედ გეჩვენებათ? რა თქმა უნდა, ვამოწ-
მებთ. - მაფინს ნაკუწი ჩამოატეხა და პირში ჩაიდო. შემდეგ ხმას დაუწია, -
მაგრამ სიმართლეს თუ ვიტ ყვით, სერიული მკვლელები იმავე სატელევიზიო
შოუებს უყურებენ, რასაც ჩვენ - მათ იციან, რომ ჩვენ ვიცით, რა შეიძლება
გააკეთონ...
- თვითონაც ჩაერთონ გამოძიებაში.
- დიახ, სწორედაც, - თავი დამიქნია. - ამიტომ ისინი ამ თვალსაზრისით
მეტად ფრთხილობენ. ჩვენ გავცხრილავთ ყველას, ვინც მიდრეკილია პათო-
ლოგიისაკენ.
წარბი ავწიე.
- მე და გილპინი რამდენიმე წლის წინ კაილა ჰოლმანის საქმეზე წამყვან
დეტექტივებად ვმუშაობდით, იცით კაილა ჰოლმანი?

104
თავი გავაქნიე. პირველად მესმის.
- გაოცდებით, თუკი გაიგებთ, რამდენი ადამიანი მიეტმასნება ხოლმე ასეთ
გამოძიებას, და იმ ორს მოერიდეთ, - ბონიმ იმ ორ მოხდენილ, ორმოცს მიტა-
ნებულ ქალბატონზე მიმითითა, - ასეთები ყოველთვის მზად არიან, მწუხარე
ქმარს თანაუგრძნონ...
- ოჰ, კარგი რა.
- რა გიკვირთ. სიმპათიური მამაკაცი ხართ, ეს ხდება ხოლმე.
იმავე წამს იმ ქალებიდან ერთ-ერთი, უფრო ქერა და უფრო გარუჯული,
მოტრიალდა ჩვენკენ, თვალებში შემომხედა და გამიღიმა უსათნოესი, მორი-
დებული ღიმილით, შემდეგ კი თავი დახარა კატასავით, რომელიც ელის, თავ-
ზე ხელს გადაუსვამენ.
- ძალიან ეცდება, უბრალოდ, თანაგრძნობის განსახიერებად იქცევა, - გა-
აგრძელა ბონიმ, - აი, ასე ხდება ყველაფერი...
- და კაილა ჰოლმანის საქმე როგორ დამთავრდა?
მან თავი გააქნია: უშედეგოდ.
კიდევ ოთხი ქალი შემოვიდა, ერთმანეთს გასარუჯ კრემს აწვდიდნენ, რო-
მელსაც ხელებზე, მხრებსა და ცხვირზე ისვამდნენ. ოთახი ქოქოსის კაკლის
სუნით აივსო.
- სხვათა შორის, ნიკ, - მითხრა ბონიმ, - გახსოვთ, გ კითხეთ, ჰყავს თუ არა
ემის მეგობრები ქალაქ ში, თქვენ არ გიხსენებიათ ნოელ ჰოტორნი, არადა, მან
ორჯერ გამოგ ვიგზავნა შეტ ყობინება.
არაფრისმთქმელი გამომეტ ყველებით გავხედე.
- ნოელი ჩვენი უბნიდან, სამ ტყუპის დედა? არა, ისინი მეგობრები არ არი-
ან.
- მართლა? საინტერესოა, ნოელი კი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, მე-
გობრები არიან.
ემის ასეთი რაღაც ხშირად ემართება, საკმარისია ვინმეს ერთხელ დაელა-
პარაკოს და ის ადამიანი ფიქრობს, მეგობრები არიან. ცოტა არ იყოს, შემაში-
ნებელიც კია.
- ეს მისმა მშობლებმა გვითხრეს.
შევ ყოყმანდი, პირდაპირ მეთქვა თუ არა ბონისთვის ჰილარი ჰენდისა და
დესი კოლინგსის შესახებ. შემდეგ გადავიფიქრე. უკეთესი იქნება, თუ მე თვი-
თონ გავარკვევ ყველაფერს. მინდოდა, რომ რენდსა და მერიბეთს ისე აღვექვი,

105
როგორც „ექ შენ“ ფილმის გმირი. მერიბეთის გამოხედვა მაშფოთებდა: პოლი-
ციას მიაჩნია, რომ სახლთან ახლოს უნდა ეძებოს...
- ადამიანებს ჰგონიათ, კარგად იცნობენ ემის, რადგან წაუკითხავთ წიგნები
იმის შესახებ, თუ როგორ იზრდებოდა. - ვთქვი.
- დიახ, მესმის, - თავი დამიქნია ბონიმ, - ადამიანებს საერთოდაც სჯერათ,
რომ იცნობენ სხვა ადამიანებს. მშობლებს სჯერათ, რომ იცნობენ შვილებს,
ცოლების, რომ იცნობენ ქმრებს.
მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოხალისეთა ცენტრი ოჯახურ პიკ-
ნიკს დაემსგავსა. შემოირბინა რამდენიმე ჩემმა ძველმა მეგობარმა გოგომ, თა-
ვიანთი შვილები გამაცნეს. დედაჩემის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, ვიკი,
ერთბაშად სამ შვილიშვილთან ერთად მოვიდა, ტყუპ გოგონებს ვარდისფერი
კაბები ეცვათ. დედაჩემი ხშირად ლაპარაკობდა შვილიშვილებზე, თითქოს ეს
ისეთი რაღაც იყო, რაც თავისთავად მოხდებოდა. როდესაც დედაჩემი რაიმე
ავეჯეულს შეიძენდა, იტ ყოდა ხოლმე, ეს ჩემს შვილიშვილებსაც გამოადგება-
თო. დედაჩემს ძალიან უნდოდა ენახა შვილიშვილები. მის ყველა მეგობარს
ჰყავდა.
ერთხელაც მე და ემიმ ჩვენთან დავპატიჟეთ დედაჩემი, „ბარის“ მუშაობის
ყველაზე წარმატებული კვირა რომ აღგვენიშნა. როდესაც განვაცხადე, ჩვენ
გვაქვს მიზეზი საზეიმოდ-მეთქი, ადგილზე შეხტა, აქვითინდა და ემის ჩაეხუ-
ტა, რომელსაც ასევე წამოუვიდა ცრემლი და დედაჩემის მკლავებში მოქცე-
ულმა გაჭირვებით ჩაიბუტბუტა - „ჩვენს „ბარს“ გულისხმობს, მხოლოდ და
მხოლოდ ჩვენს „ბარს“. მერე კი დედაჩემმა ისე დაიჭირა თავი, თითქოს სწო-
რედ ამის გამო წამოუვიდა ცრემლი. „უამრავი დრო გაქვთ ბავშვების გასაჩე-
ნად“, გვითხრა შემდეგ ისეთი მანუგეშებელი ინტონაციით, ემიკ ისევ ატირდა.
ამან მეტად გამაკვირვა, რადგნ ემი მეუბნებოდა, რომ შვილის გაჩენა არ სურ-
და. მისმა რეაქციამ იმედი გამიჩინა, - ვინ იცის, იქნებ გუნება-განწყობა შეეც-
ვალა? რადგან სინამდვილეში სულაც არ გვქონდა ბევრი დრო. ემი 37 წლის
იყო, როდესაც კართაგენ ში გადავსახლდით. ოქტომბერში ის 39-ის გახდება.
თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ალბათ, დაბადების დღის ან რაღაც
მსგავსის იმიტაციის მოწყობა მოგ ვიწევს, რომელიმე თარიღის აღნიშვნა, მო-
ხალისეებისათვის ცერემონიის ჩატარება ანუ რაღაც ისეთის ჩადენა, რაც მას-
მედიის ყურადღებას გამოაცოცხლებს, სადაც მე ისე დავიჭერ თავს, თითქოს
კვლავაც იმედითა ვარ აღსავსე.

106
- უძღები შვილის დაბრუნება, - გავიგონე ვიღაცის დაგუდულად ნათქვამი
ფრაზა. მოვ ტრიალდი და გამხდარი მამაკაცი დავინახე, რომელსაც ჩამოფლა-
შული მაისური ეცვა და გრძელ, ჩამოშვებულ ულვაშებს იწიწკნიდა. ჩემი ძვე-
ლი მეგობარი სტაკს ბაკლი, რომელსაც უნდოდა ეთქვა „უძღები შვილი“, მაგ-
რამ არც ის იცოდა, სწორად როგორ გამოითქმის ეს სიტ ყვა და არც ის, თუ რას
ნიშნავს ის. ალბათ, ეგონა, რომ ეს სახალისო სინონიმი იყო სიტ ყვისა „დები-
ლი“. სტაკს ბაკლი ისე ჟღერს, როგორც ცნობილი ბეისბოლისტის სახელი, ბავ-
შვობაში სწორედ ეს სურდა, მაგრამ მხოლოდ ძლიერი სურვილი ჰქონდა, სა-
თანადო ნიჭი კი არ აღმოაჩნდა. მოზარდობისას ქალაქ ში საუკეთესო იყო,
მაგრამ ეს სრულიადაც არ იყო საკმარისი. ცხოვრებაში მთავარი შოკი მაშინ
მიიღო, როდესაც კოლეჯის გუნდიდან გარიცხეს. ამის შემდეგ ცხოვრება აერია.
ახლა შემთხვევითი სამუშაოთი ირჩენდა თავს და ყველასა და ყველაფერს ამ-
რეზით უყურებდა. რამდენჯერმე შემოიარა „ბარში“ - სამუშაოს ეძებდა, მაგ-
რამ რაც კი შევთავაზე, ყველაფერზე უარი თქვა. როგორც სჩვეოდა, ლოყის
შიდა ნაწილის ღეჭვით მეუბნებოდა: „კაი, ძმაო, მერე იყოს, სხვა რამე გამოჩ-
ნდება საჩემო, სხვა რამე“.
- სტაკს! - ვთქვი მისალმების ნაცვლად, მინდოდა ჯერ გამერკვია, მეგობ-
რულად იყო გან წყობილი თუ არა.
- როგორც გავიგე, პოლიცია მაინცდამაინც თავს არ იკლავს, - მითხრა და
ხელები იღლიებში ამოიდო.
- ამაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა.
- მისმინე, ძმაო, რა საჭიროა პათოლოგ-მანიაკის ეს ვითომც ძიება? რო-
გორც ვუყურებ, პოლიცია გულხელდაკრეფილია. მერის ფინია როცა დაიკარ-
გა, მაშინაც კი უფრო მეტად ირჯებოდნენ.
სახე დასწითლებოდა. როდესაც ჩემკენ გადმოიხარა, ვიგრძენი, როგორ
უხურდა სახე, ცხვირში მეცა „ლისტერინის“ (ანტიბაქტერიული პირის სავლე-
ბი - მთარგმნ. შენიშვნ.) და საღე ჭი რეზინის სუნი.
- რატომ არ ჩითავენ ვიღაც-ვიღაცებს? ქალაქ ში საეჭვო ხალხი საკმაოდაა,
ერთი მათგანი მაინც რატომ არ აიყვანეს? ერთი მაინც? რას იტ ყვი „ლურჯი
რვეულის ბიჭებზე“? აი, რას ვკითხავდი ქალბატონ დეტექტივს. მაგრამ რა შე-
უძლია მიპასუხოს ამ კითხვაზე?
- „ლურჯი რვეულის ბიჭები“ ეს რა არის? ბანდაა?
- ეს ბიჭები შარშან გამოუშვეს „ლურჯი რვეულის ფაბრიკიდან“. არაფერი
აქვთ საარსებოდ. უფულოდ სხედან. ხომ გინახავს, როგორ დაყიალობენ

107
ჯგუფ-ჯგუფად ქალაქის გარშემო, ისეთები არიან, რომ შეხედავ, შიშისგან შე-
იძლება ჩაიფსა. ვინ იცის, იქნებ სულაც „ლურჯი რვეულის ბიჭების“ ნახელა-
ვია?
- რაღაც ვერ გავიგე. ეს „ლურჯი რვეული“, ფაბრიკაა?
- არ გაგიგია „რივერ-ველი პრინტვორქს“? ქალაქის განაპირას? სადაც ამ-
ზადებდნენ ლურჯყდიან რვეულებს, ჩვენ რომ გვქონდა კოლეჯში ესეებისა
თუ რაღაც ხარახურისათვის.
- ჰოო, არ ვიცოდი.
- ახლა კოლეჯში კომპებია, ასე რომ - ბაჰ! - და კარგად იყავით, „ლურჯი
რვეულის ბიჭებო“!
- ღმერთო, მთელი ქალაქი იხურება, - ჩავიბუტბუტე.
- „ლურჯი რვეულის ბიჭები“ სვამენ, იჩხირავენ, ხალხს აშინებენ, მე ვგუ-
ლისხმობ, რომ ამას ადრეც აკეთებდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში ჩერდებოდ-
ნენ, ორშაბათს სამსახურში რომ წასულიყვნენ. ახლა კი, მთლად აიწყვიტეს.
სტაკსმა გაიღიმა და მეჩხერი კბილები გამოაჩინა. თმაში გამხმარი საღება-
ვის ნამცეცები ჰქონდა - ზაფხულობით სახლებს ღებავდა, მას შემდეგ, რაც
კოლეჯიდან გამოაგ დეს. „მე მხატვრულ სამუშაოზე ვარ დასპეცებული“, - იტ-
ყოდა ხოლმე და ელოდა, რომ მოსაუბრე გაიცინებდა ამ ხუმრობაზე. თუ არ
გაიცინებდი, აგიხსნიდა.

- მოლში მაინც თუ შევიდა პოლიცია? - იკითხა სტაკსმა. მხრები ავიჩეჩე.


- ჯანდაბა... შენ, ძმაო. რეპორტიორი არა ხარ? - სტაკსი ჩემს ძველ სამუ-
შაოს ყოველთვის ამრეზით უყურებდა, თითქოს ის ტყუილი იყო, რომელიც
მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა.
- „ლურჯი რვეულის ბიჭებმა“ მოლში ერთი პატარა, ლაზათიანი რეზიდენ-
ცია მოიწყვეს. სხედან და ნარკოტიკებით ვაჭრობენ. პოლიცია ზოგჯერ მიდის,
გამოყრის იქიდან, მაგრამ მეორე დღეს ისევ ბრუნდებიან. აი, რას ვეტ ყოდი იმ
ქალბატონ დეტექტივს: გაჩხრიკეთ ეს დედანატირები მოლი. ერთი თვის წინ
ამ ბიჭებმა ჯგუფურად გააუპატიურეს ერთი გოგო. მინდა ვთქვა, რომ იქ გაბო-
როტებული ჯეელების ჯგროა, და ქალს, რომელიც მათ გადაეყრება, კარგი
არაფერი ელის.
დღისით, სანამ წავიდოდი რაიონ ში, რომელიც საძიებოდ იყო შერჩეული,
ბონის დავურეკე და მიპასუხა თუ არა, ეგრევე ვაჯახე:
- რატომ არ გაჩხრიკეთ მოლი?

108
- ნიკ, მოლს აუცილებლად შევამოწმებთ. პოლიციელები სწორედ ახლა მი-
დიან იქ.
- ო, კარგი. თორემ ერთი ჩემი მეგობარი...…
- სტაკსი, კი ვიცი, ვიცნობ.
- მეუბნებოდა, რომ...
- „ლურჯი რვეულის ბიჭები“, კი, ვიცი. დაგ ვიჯერე, ნიკ, ყველაფერს ვამოწ-
მებთ. ჩვენ ისევე გვინდა ემის პოვნა, როგორც შენ.
- კარგი, გმადლობთ.
ჩემი უფლებების დაცვა მოვითხოვე, უზარმაზარი ჭიქა ყავა დავლიე და
საძიებო რაიონ ში გავედი; დღისით სამი ადგილი უნდა დაგ ვეთვალიერებინა:
გალის ნავმისადგომი (ის ახლა ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც ნიკმა
გაატარა დილა ისე, რომ ვერავინ შენიშნა); ტყე მილერ-კრიკთან (ტყე, მეტის-
მეტად ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ხეებს შორის მშვენივრად ჩანს ფასტ--
ფუდის რესტორნები) და უოლკი-პარკი, ბუნების ჯერაც ხელუხლებელი ნაწი-
ლი, სადაც ტურისტები დაჰყავთ ფეხითა და ცხენებით. მე უოლკი-პარკი მერ-
გო. როდესაც მივედი, ადგილობრივი ინსტრუქტორი თორმეტიოდე კაცისგან
შემდგარ ჯგუფს ესაუბრებოდა, ყველანი შემოტ კეცილ შორტებში, მზის სათ-
ვალეებში, თავზე ქუდებით და ცხვირზე ცინკის მალამოთი იდგნენ. სიტუაცია
საზაფხულო ბანაკის გახსნის დღეს მოგაგონებდათ.
იქვე იყო ტელერეპორტიორების ორი ჯგუფი, ადგილობრივი ტელეარხე-
ბისთვის სიუჟეტები რომ გადაეღოთ. ეს იყო 4 ივლისის წინა უიკენდი. ემის
შესახებ სიუჟეტს უცილობლად შტატის ბაზრობასა და ბარბეკიუს კონკურსის
აშესახებ რეპორტაჟებს შორის ჩააკვეხებდნენ. ერთი ახალგაზრდა რეპორ-
ტიორი არ მეშვებოდა, უაზრო კითხვებს მისვამდა, კოღოსავით დამბზუოდა.
საზოგადოებრივი ყურადღების ფოკუსში აღმოვჩნდი თუ არა, უმალ დავიბენი,
შეწუხებული გამომეტ ყველება მქონდა, მაგრამ ეს ეკრანზე საოცრად ყალბად
ჩანდა. იქაურობა ცხენის ნაკელის სუნით ყარდა. მალე რეპორტიორები მოხა-
ლისეებთან ერთად ტყეში გაუჩინარდნენ. როგორი ჟურნალისტი უნდა იყო,
ეჭვის ქვეშ მყოფი ქმარი უინტერესოდ რომ ჩათვალო და მიატოვო? ახლა
კარგი ჟურნალისტების ადგილებს უნიჭოები იკავებენ. ახალგაზრდა ფორმიან-
მა პოლიციელმა მაჩვენა, სადაც უნდა დავმდგარიყავი, - განცხადებების და-
ფასთან, რომელიც ძველისძველი რეკლამებით იყო აჭრელებული. მათ შორის
ჩანდა ემის ფოტო. ჩემი ცოლი ფოტოდან მომჩერებოდა, ყველგან თან მდევდა.

109
- რა უნდა გავაკეთო? - ვკითხე ოფიცერს, - თავს ისე ვგრძნობ, თითქოს
უკანასკნელი იდიოტი ვიყო.
სადღაც ტყეში ცხენმა საწყლად დაიჭიხვინა.
- ნიკ, ჩვენ ზუსტად აქ გვჭირდებით - უბრალოდ, იყავით მეგობრული,
ადამიანები გაამხნევეთ. - მითხრა და ღია ნარინჯისფერ თერმოსზე მიმანიშნა.
- შესთავაზეთ წყალი; თუ ვინმე მიკითხავს, აჩვენეთ, საით წამოვიდეს.
გატრიალდა და საბძლისკენ წავიდა. გავიფიქრე, რომ განზრახ მარიდებენ
დანაშაულის შესაძლო ადგილს, ოღონდ რატომ, ვერ ვხვდებოდი.
სრულიად უაზროდ ვიდე ქი, თავი ისე მე ჭირა, თითქოს ქულერით ვიყავი
დაკავებული. ამ დროს წითელი ყველგანმავალი შემოგრიალდა, კარი გაიღო
და იქიდან გადმოვიდა ის ორმოცს მიტანებული ქალი მოხალისეთა ცენტრი-
დან... მომხიბლავი ქალი, რომელზეც დეტექტივმა ბონიმ მითხრა, აი, ესეთებს
უნდა ერიდოს გაუჩინარებული ქალის ქმარიო. ცალი ხელით თმა აიწია, „ცხე-
ნის კუდად“ დაიჭირა, ამ დროს მისი მეგობარი მწერების საწინააღმდეგო რე-
პელელენტს ასხურებდა კისერზე. ენერგიულად გაიქნია ხელი - ბუღი გაფანტა.
შემდეგ წინ გადადგა ნაბიჯი, გამოეყო მეგობრებს, თმა მხრებზე ჩამოიშალა და
თანამგრძნობი ღიმილით ჩემკენ წამოვიდა. პონის ვეება წაბლისფერი თვალე-
ბი ჰქონდა, ვარდისფერი მაისური და გახამებული თეთრი შორტები, მაღალ-
ქუსლიანი სანდალეტები ეცვა, თმა დახვეული ჰქონდა, ოქროსფერი დიდი სა-
ყურეები ეკეთა - კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ არ უნდა გეცვას
ძიებისას.
ოღონდ ახლა ლაპარაკი არ დამიწყო, ქალბატონო.
- ჰაი, ნიკ, მე შონა კელი ვარ, ძალიან ვწუხვარ...
მისი ხმა მეტისმეტად მაღალი მომეჩვენა, ასეთი ხმა ექნებოდა მზეზე გა-
დახურებულ სახედარს. ვიგრძენი, გულში შეშფოთებამ დამიარა, შონას მეგობ-
რები უკვე ბილიკს დაადგნენ, მიდიოდნენ და თან ჩვენკენ იყურებოდნენ. -
გვერდიგ ვერდ ვიდე ქით, წყვილივით.
ყველაფერი შევთავაზე, რაც მქონდა: ჩემი მადლიერება, ჩემი წყალი, ჩემი
მოუხერხებლობა. მაგრამ შონა წასვლას არ აპირებდა, გავ ყურებდი ბილიკს,
სადაც მისი მეგობრები გაუჩინარდნენ.
- იმედი მაქვს, გ ყავთ მეგობრები, ახლობლები, რომლებიც თქვენ გვერდით
დგანან ამ დროს, ნიკ, - თქვა მან და ბუზს ხელი აუქნია. - მამაკაცებს ავიწყდე-
ბათ საკუთარ თავს რომ უნდა მიხედონ, ნორმალური კვება, აი, რა გ ჭირდე-
ბათ.

110
- ძირითადად, ძეხვეულსა ვჭამ, - სწრაფიცაა და იოლიც, მოგეხსენებათ.
სალიამის გემო ჯერ კიდევ პირში მქონდა, მუცლიდან ამომდიოდა. გავაც-
ნობიერე, რომ დილას კბილები არ გამიხეხავს. - ო, ცარიელი ძეხვეული, არა
ასე არ ივარგებს.
ოქროსფერ საყურეებზე მზის სხივმა გაიბრწყინა.
- მამაკაცმა ძალა უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ ბედმა გაგიღიმათ, რადგან
ქათმის ღვეზელ „ფრიტოს“ საკმაოდ კარგად ვამზადებ. ხვალ მოხალისეთა
ცენტრში აუცილებლად მოვიტან. მიკროტალღურ ღუმელში შეიძლება გააც-
ხელოთ და ნორმალური სადილი გექნებათ.
- მეტისმეტად უნდა შეწუხდეთ, არ არის საჭირო, ისედაც კარგად ვარ.
- კარგად თუ შე ჭამთ, კიდევ უკეთესად იქნებით. - მითხრა მან და მხარზე
ხელი მომიტ ყაპუნა.
არაფერი მითქვამს. სხვა კუთხიდან სცადა შემოევლო.
- მინდა იმედი მქონდეს, რომ მომხდარს არ აქვს კავშირი ჩვენს საერთო
პრობლემასთან, უსახლკაროებთან, - ჩაილაპარაკა, - იცით, მე საჩივარს საჩი-
ვარზე ვგზავნი. ერთ-ერთი მათგანი ჩემს ბოსტან ში შემოიპარა, კომბოსტოს
იპარავდა. ჩაირთო სიგნალიზაცია, გარეთ გამოვიხედე და რას ვხედავ: მიწაშია
ოთხზე და პამიდვრებს იქვე ჭამს. ვაშლივით კბეჩს, სახე და პერანგი პამიდ-
ვრის წვენით და თესლით აქვს მოთხვრილი. მინდოდა დამეფრთხო, მაგრამ
შენც არ მომიკვდე... კიდევ ოციოდე ცალი პამიდორი წაიღო და გაიქცა. „ლურ-
ჯი რვეულის“ ბიჭები უკვე ზღვარს გადადიან, სხვა არაფრის შნო არ შესწევთ.
უეცრად ვიგრძენი, ბევრი საერთო მაქვს „ლურჯი რვეულის“ ბიჭებთან.
წარმოვიდგინე, როგორ მივდივარ მათი ბანაკისკენ ხელში თეთრი დროშის
ფრიალით. მე თქვენი ძმობილი ვარ, მეც ბეჭდვის სფეროში ვმუშაობდი. კომ-
პიუტერებმა მეც წამართვეს სამსახური.
- ნიკ, ახლა არ მითხრათ, რომ მეტისმეტად ახალგაზრდა ხართ საიმისოდ,
გახსოვდეთ „ლურჯი რვეულები“, - მითხრა შონამ და ნეკნებში ხელი ისე მა-
ტაკა, ადგილზე შევხტი.
- მე იმდენად ბებერი ვარ, კიდეც დამავიწყდა „ლურჯი რვეულები“... სანამ
არ გამახსენეთ.
გაეცინა.
- და რამდენი წლის ხართ, ოცდათერთმეტის? ოცდათორმეტის?
- თითქმის ოცდათხუთმეტის.
- ჯერ კიდევ ბავშვი ყოფილხართ.

111
სამმა ხნოვანმა ენერგიულმა ქალბატონმა, რომლებსაც კედები, უხეში ტი-
ლოს ქვედაბოლოები და უსახელო მაისურები ეცვათ, რომლებიც მათ და-
ნაოჭებულ მკლავებს აჩენდა, თავი თავაზიანად დამიქნიეს, (ერთ-ერთი მათგა-
ნი ამ დროს ტელეფონზე ლაპარაკობდა), შონას კი ყოველგვარი კეთილგან-
წყობის გარეშე გახედეს. ჩვენ ვგავდით წყვილს, რომელმაც საკუთარ ეზოში
ბარბე ქიუ მოიწყო, - სიტუაცის შეუსაბამოდ გამოვიყურებოდით.
„შონა, თუ შეიძლება, წადი აქედან,“ - გავიფიქრე.
- ეს მაწან წალები შეიძლება სწორედაც აგრესიულები იყვნენ და ქალის-
თვის საფრთხესაც წარმოადგენდნენ, ეს მე დეტექტივ ბონის ვუთხარი, მაგრამ
ვგრძნობ, რომ თვალში მაინცდამაინც არ მოვუდივარ.
- რატომ მიყვებით ამას? - წინასწარ ვიცოდი, რას მეტ ყოდა. ეს ხომ ყველა
მიმზიდველი ქალის „მანტრაა“.
- ქალებს საერთოდაც არ მოვწონვარ, - მხრები აიჩეჩა. - ემის ბევრი მეგო-
ბარი ჰყავდა ქალაქ ში?
რამდენიმე ქალი - დედაჩემის მეგობრები, გოს მეგობრები იწვევდნენ ხოლ-
მე ემის წიგნის კლუბში, საზოგადოება „ამწაყ“-ს (აბრევიატ. „American Way
of Life“ - მთარგმნ. შენიშვნ.) წვეულებებსა და ქალების საღამოებზე ჩილი
გრილ ბარში. ემი ზოგიერთ მოწვევაზე ეგრევე უარს ამბობდა, ზოგიერთს კი
იღებდა, მაგრამ როგორც კი ბრუნდებოდა, აღშფოთებით მიყვებოდა, „ჩვენ
უამრავი შემწვარ-მოხრაკული შევუკვეთეთ, რასაც ნაყინის კოქ ტეილებს ვა-
ყოლებდით.“
შონა ხარბად შემომცქეროდა, უნდოდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ემიზე,
ჩემი ცოლის საქმესთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო, არადა, ემი წამ ში
შეიჯავრებდა მას.
- მე მგონი, მასაც იგივე პრობლემები ჰქონდა, რაც თქვენ, - ვუთხარი და-
გუდული ხმით.
გაიღიმა.
„დამტოვე, შონა“, - გავიფიქრე.
- ახალ ქალაქ ში ძნელია გაშინაურდე... - თქვა მან, - ძნელია შეიძინო მე-
გობრები, რაც უფრო ასაკში ხარ, მით უფრო ძნელი... თქვენი ტოლია?
- ოცდათვრამეტისაა.
როგორც ჩანს, პასუხი მოეწონა.
„წადი რა, შენი დედაც...“

112
- ჭკვიან კაცებს მათზე უფრო ასაკოვანი ქალები მოსწონთ. - უზარმაზარი
ხელჩანთიდან მობილური ტელეფონი ღიმილით ამოიღო.
- მოდი ახლოს, - თქვა მან და ხელი გადამხვია, - გამიღიმე ისეთივე ფარ-
თო ღიმილით, როგორიცაა ქათმის ღვეზელი „ფრიტო“.
მომინდა მეხეთქა, მაგრამ, რომ დაფიქრდე, ეს მხოლოდ ქალის თვისება,
ეგოს შემოტევა იყო, სურვილი დააინტერესოს მამაკაცი, რომელმაც ცოტა
ხნის წინ დაკარგა ცოლი. ნერვები დავიოკე, შევეცადე დავმშვიდებულიყავი,
ვყოფილიყავი თავაზიანი და ზრდილობიანი. მე ქანიკურად გავუღიმე, შონამ
ლოყა ლოყაზე მომადო და ფოტო გადაიღო მობილურით. ტელეფონმა ფო-
ტოაპარატის ჩხაკუნი გამოსცა და სწორედ ამ ხმამ გამომაფხიზლა. მობილური
მოაბრუნა და ეკრანზე ერთმანეთს შეტ ყუპული გარუჯული სახეები დავინახე,
ისე ვიღიმებოდით, თითქოს ბეისბოლის მატჩზე ვიყავით პაემანზე. საკუთარ
შემპარავ ღიმილსა და მოჭუტულ თვალებს რომ შევხედე, გავიფიქრე - ამ ტიპს
ვერ ვიტან.

ემი ელიოტ-დანი 2010 წლის 15 სექტემბერი


დღიური

ვწერ სადღაც პენსილვანიაში, სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, მოტელში


გზატ კეცილის პირას. ჩვენი ნომერი მანქანების სადგომს გადაჰყურებს და უხე-
ში ნაცრისფერი ფარდის ღრიჭოში ვხედავ, ლამპიონების შუქ ში როგორ
მიდი-მოდიან ადამიანები. ისეთი ადგილია, სადაც მუდმივად ხალხი ირევა.
ემოციურად ისევ მძიმედ ვარ. მეტისმეტად ბევრი რამე მოხდა, თან ისე სწრა-
ფად, რომ ახლა სამხრეთ-დასავლეთ პენსილვანიაში ვარ, ჩემს ქმარს კი ტკბი-
ლად სძინავს, ლოგინზე მიმობნეულ ჩიფსებისა და კანფეტების პაკეტებს შო-
რის, რომლებიც ჰოლში სავაჭრო ავ ტომატში იყიდა. ეს ჩვენი სადილია. მიბ-
რაზდება, რომ არ შემიძლია აღვიქვა ეს, როგორც თამაში. მეგონა, სახეზე შე-

113
საფერისი ნიღაბი მოვირგე, - „ვაშა, ჩვენ ახალი თავგადასავალი გვაქვს!“ -
მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ნიღაბი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ უნდა
იყოს.
ახლა, როცა წარსულში ვიხედები, ვხვდები, რაღაც მსგავსის მოლოდინი
რომ გვქონდა, თითქოს მე და ნიკი ხმაგაუმტარ, ქარგაუმტარ ქილაში ვისხე-
დით, მერე კი ქილა გადაყირავდა და იძულებული გავხდით რაღაც გვეღონა.
ორიოდე კვირის წინ ჩვენი უმუშევრობის ჩვეულ მდგომარეობაში ვიყავით,
ნახევრად ჩაცმულები, უსაქმურობით გასავათებულები, ვემზადებოდით მდუ-
მარედ გვე ჭამა საუზმე და თავიდან ბოლომდე წაგ ვეკითხა გაზეთი. ახლა ჩვენ
ავ ტომობილისტებისთვის განკუთვნილ გვერდსაც კი ვკითხულობთ.
დილის 10 საათზე ნიკის მობილურმა დარეკა. ნიკის პასუხზე მივხვდი, გო
რეკავდა. დას ყოველთვის მხიარული, ბიჭური ხმით ელაპარაკება, მე კი - გან-
სხვავებული ხმით.
ნიკი საძინებელში შევიდა და კარი მიიხურა, დამტოვა ხელში ორი ახალ-
მომზადებული კვერცხ-ბენედიქტით, თეფშებზე რომ თახთახებდნენ. მისი
თეფში მაგიდაზე დავდე, მოპირდაპირე მხარეს დავჯე ქი და დავფიქრდი, დავ-
ლოდებოდი თუ არა. მის ადგილას მე შემოვიდოდი და ვიტ ყოდი, - შეგიძლია
ჭამო, ან ხელით მაინც ვანიშნებდი, ერთ წუთში მოვალ-მეთქი. ვიზრუნებდი
ჩემს მეუღლეზე, რომელიც სამზარეულოში კვერცხიან თეფშებთან დავ ტოვე...
ასე ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ მიფუჭდებოდა გუნება-განწყობა,
რადგან ცოტა ხან ში დაკეტილი კარიდან მომესმა ნიკის ხმა, თბილი და კეთი-
ლი, როგორ ამ შვიდებდა გოს. დავიწყე ფიქრი, იქნებ გოს რაღაც უსიამოვნება
შეემთხვა თავის კაცთან. მას ბევრჯერ გაუწყვეტია ურთიერთობები, მაგრამ
ნიკისგან მხარდაჭერა და თანაგრძნობა არც ერთხელ არ დასჭირვებია.
როდესაც ნიკი შემოვიდა, უკვე მზად მქონდა ჩვეული, გოს თანამგრძნობი
გამომეტ ყველება, კვერცხი კი თეფშზე გაყინულიყო. შევხედე და მივხვდი, -
საქმე გოს პრობლემაში არ უნდა ყოფილიყო.
- დედაჩემი, - დაიწყო მან, მერე ჩამოჯდა, - ჯანდაბა..დ. დედას კიბო აღ-
მოაჩნდა. მეოთხე სტადია, მეტასტაზები უკვე ღვიძლსა და ძვლებშია წასული.
უარესი შეუძლებელია.
თავი ხელებში ჩარგო, ავდე ქი, მაგიდას შემოვუარე და მოვეხვიე. როცა
ამომხედა, შევნიშნე, თვალები მშრალი ჰქონდა. მშვიდად იყო. არასოდეს მი-
ნახავს, ჩემს ქმარს ეტიროს.

114
- ეს უკვე მეტისმეტია გოსთვის, განსაკუთრებით, მამაჩვენის ალცჰაიმერის
შემდეგ.
- ალცჰაიმერის? ალცჰაიმერის? კი მაგრამ, როდის მერე?
- გარკვეული ხანია. ექიმებს თავიდან ეგონათ, რომ ეს უბრალოდ ნაადრე-
ვი დემენციაა, მაგრამ ყველაფერი უარესადაა, გაცილებით უარესად.
იმავე წამს გავიფიქრე, რაღაც არასწორად მიდის ჩვენს ცხოვრებაში, რად-
გან ჩემს ქმარს აზრადაც არ მოსვლია ეს ჩემთვის ეთქვა. ზოგჯერ მგონია, სა-
კუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, თითქოს რაღაც გაუმჭვირვალე გარსითააო
გარემოცული.
- რატომ არ მითხარი?
- მამაჩემზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.
- კი მაგრამ...
- ემი, ძალიან გთხოვ...
ისე მიყურებს, თითქოსდა რაღაც უტაქტობა ვთქვი, თანაც ისე დარწმუნე-
ბით, კიდეც შევეჭვდი, იქნება, მართლა დავუშვი-მეთქი რაღაც უტაქ ტობა?
- ახლა კი გო ამბობს, რომ დედა ძალიან ცუდადაა, ქიმიოთერაპია უნდა
ჩაუტარონ, მაგრამ... მართლა, მართლა ცუდადაა... დახმარება სჭირდება.
- იქნებ მოვძებნოთ ვინმე, ვინც მიხედავს სახლში? მომვლელი?
- მისი დაზღვევა ამას ვერ გასწვდება.
მომაჩერდა. ხელები გულზე აქვს ჯვარედინად დაწყობილი. თვალებში მი-
ყურებს. ვხვდები, რასაც ფიქრობს - ჩვენ შევძლებდით მომვლელის ხარჯის
დაფარვას, ფული ჩემი მშობლებისთვის რომ არ მიმეცა.
- კარგი, პატარავ, - ვეუბნები, - მაშინ რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
ერთმანეთის პირისპირ ვდგავართ, თითქოს ერთმანეთს ვებრძვით, თუმცა,
მხოლოდ ახლა მივხვდით ამას. ხელს ვწევ, მინდა შევეხო, მაგრამ ისე მიყუ-
რებს, ხელი ჰაერში მიშეშდება.
- უნდა დავბრუნდეთ. - მომჩერებია ფართოდ გახელილი თვალებით, თი-
თებით ისეთ მოძრაობას აკეთებს, თითქოს რაღაც წებოვანისგან უნდა გათავი-
სუფლდეს, - ჩვენ უნდა გავ ყიდოთ ყველაფერი და აქედან წავიდეთ. სამსახუ-
რი დავ კარგეთ, ფული არ გვაქვს, აქ არაფერი გვაკავებს. შენც კი უნდა
აღიარო ეს.
- მეც კი? - ისე მითხრა, თითქოს უკვე შევეწინააღმდეგე. საცაა ავფეთქდე-
ბი, თუმცა ჯერ თავს ვიკავებ.

115
- აი, რა უნდა გავაკეთოთ. უნდა დავბრუნდეთ. ეს სწორი ნაბიჯი იქნება.
ჩემს მშობლებს უნდა დავეხმაროთ.
რასაკვირველია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და მას რომ არ დაეწყო ჩემთან
ამ თემაზე ლაპარაკი ისე, თითქოს მისი მტერი ვარ, თვითონვე ვიტ ყოდი ამა-
ვეს. მაგრამ ის უკვე გავიდა და კარიც გაიხურა. ისე მექცევა, თითქოს დაბრკო-
ლება ვიყო, რომელიც უნდა გადალახოს. მე მისთვის ის მწარე ხმა იყავი, რო-
მელიც უნდა ჩაეხშო.
ჩემი ქარი ყველაზე შემ წყნარებელი ადამიანია ამქვეყნად, მაგრამ მხო-
ლოდ გარკვეულ მომენტამდე. თვალებში ახლა ისეთი წყვდიადი ჩაუდგა,
თითქოს მეგობარმა უღალატა, საუკეთესო მეგობარმა ცხოვრებაში და
ამიერიდან მის სახელს აღარასოდეს ახსენებს.
ისე შემომხედა, თითქოს რაღაც საგანი ვარ, რომელიც, თუკი დაგ ჭირდა,
ბორტს მიღმა უნდა გადააგ დო, როგორც ბალასტი. ისე შემომხედა, დავიზაფ-
რე.
ასე რომ, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღეთ და თითქმის, დისკუსიების
გარეშე. ნიუ-იორკს ვტოვებთ. მისურის შტატში გადავდივართ. უნდა ვიცხოვ-
როთ სახლში მდინარის პირას. ეს რაღაც სიურრეალიზმია, მე კი ის ადამიანი
არა ვარ, ამ სიტ ყვის ხმარება შემეშალოს.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ეს იმდენად შორ-
საა იმისგან, რასაც წარმოვიდგენდი, - ჩემს ცხოვრებას როგორც წარმოვიდ-
გენდი. ვერ ვიტ ყვი, რომ ცუდია, მაგრამ...… მილიონი შანსიც რომ მოეცათ ჩემ-
თვის, აბა, გამოიცანი, ცხოვრება სად გადაგაგ დებსო, ვერ გამოვიცნობდი. ეს კი
მეტისმეტად მაშფოთებს.
ბარგის ჩატვირთვა მანქანაში - ნამდვილი პატარაა ტრაგედიაა. ნიკი კონ-
ცენტრირებულია, თანაც დამნაშავედ გრძნობს თავს, ტუჩები მაგრად მოუკუ-
მავს, თვალს მარიდებს. ფურგონი რამდენიმე საათია დგას ჩვენს სახლთან,
ჩვენს პატარა ქუჩაზე მოძრაობას კეტავს ავარიული სიგნალიზაციის შუ ქების
ციმციმით - საფრთხეა, საფრთხეა, საფრთხეა, - ნიკი კი ამ დროს ადის და ჩა-
მოდის კიბეზე, - მარტო-კაცი-კონვეიერი, - ეზიდება წიგნებითა და ჭურჭლით
სავსე ყუთებს, სკამებს, ჟურნალის მაგიდებს. ჩამოგ ვაქვს ჩვენი ანტიკვარული
დივანი, ჩვენი ფართე, ძველი „ჩესტერფილდი“, რომელსაც მამაჩვენი ჩვენს
შინაურ ცხოველს ეძახის, რადგან გაგიჟებით გვიყვარს. ეს ბოლოა, რაც გაოფ-
ლილებმა, გასავათებულებმა ჩამოვათრიეთ. კიბეზე ესოდენ მასიური ნივთის
ჩამოტანა („გე ჭიროს, უნდა შევისვენო, მარჯვნივ გასწიე, მოიცა, გე ჭიროს, ძა-

116
ლიან სწრაფად ნუ მიდიხარ, მოიცა, ჩემი თითები, თითები!“) თავისთავად
ვარჯიშია. საქმეს როცა მოვრჩით, კუთხის კაფეში ცივი სოდიანი წყალი და
სენდვიჩები ვიყიდეთ, გზაში რომ გვე ჭამა. ნიკმა დიდსულოვნად დამრთო ნება,
დივანი წამომეღო, დანარჩენი ავეჯი კი ნიუ-იორკში დარჩა. ნიკის ერთმა მე-
გობარმა მემკვიდრეობით საწოლი მიიღო, ის ჯეელი ჩვენს დაცარიელებულ
სახლში მივა, სადაც არაფერი დარჩა მტვრისა და ძველი კაბელების გარდა,
და წაიღებს ჩვენს საწოლს, იცხოვრებს ნიუიორკული ცხოვრებით, ღამის ორ
საათზე შე ჭამს ჩინურ საჭმელს, ექნება ზანტი, უსაფრთხო სექსი შემთვრალ,
ხმაურიან გოგოებთან, პიარის სფეროში რომ მუშაობენ (ჩვენს სახლში კი გად-
მოვა ხმაურიანი წყვილი იურისტებისა - ცოლი და ქმარი, რომლებიც აშკა-
რად, უსირცხვილოდ ხარობენ, ასეთი ბინა იაფად რომ ჩაიგ დეს ხელში. ვერ ვი-
ტან!). მე მხოლოდ ერთი რაღაც ჩამომაქვს მაშინ, როცა ნიკი ოთხ გზობას აკე-
თებს. ვმოძრაობ ავადმყოფურად ფრთხილად, თითქოს ძვლები მტკიოდეს. ნი-
კი ამირბენს-ჩამირბენს, მკითხავს „კარგად ხარ?“ არც ელოდება პასუხს, პირ-
დაღებულს მტოვებს, ისეთს, კომიქსებში რომ ხატავენ. არადა, არ ვარ კარგად.
კარგად ვიქნები, მაგრამ ახლა არ ვარ, არა. მინდა, რომ ქმარი მომეხვიოს, და-
მამ შვიდოს, წამით მაინც მანუგეშოს, ის კი ყუთებს ათრევს. ნიკი ამაყობს
იმით, რომ შეუძლია ძალიან კარგად დაალაგოს ბარგი. ოდესღაც ჭურჭლის სა-
რეცხი მანქანების მტვირთავად მუშაობდა, ასევე - დიდი ზომის, საშვებულე-
ბო ჩანთებისა. ახლა ვხვდები, რომ მეტისმეტად ბევრი რამ გავ ყიდეთ ან გავა-
ჩუ ქეთ. ფურგონი მხოლოდ სანახევროდ არის სავსე. დღის განმავლობაში პირ-
ველად ვგრძნობ სიხარულს, მხურვალე, შურისძიების გრძნობით აღსავსე სი-
ხარულს სადღაც - თითქოს ვერცხლისწყლის წვეთიაო. „კარგი, - ვფიქრობ, -
ძალიანაც კარგი“.
- ისე, შეგ ვიძლია წამოვიღოთ საწოლი, თუ მართლა გინდა, - ამბობს ნიკი
და ქუჩაში იყურება, - ადგილი სამყოფია.
- არა, შენ ხომ დაჰპირდი უოლის, ესე იგი, უოლიმ უნდა მიიღოს. - ცივად
ვპასუხობ.
„შევცდი... უბრალოდ მითხარი: შევცდი, დაუფიქრებლად თქვი, შემეშლა.
მაპატიე, მოდი, წამოვიღოთ საწოლი. შენ უნდა გ ქონდეს შენი ძველი, მყუდ-
რო, კომფორტული საწოლი. გამიღიმე და მომეფერე. იყავი დღეს ალერსიანი
ჩემთან“.
ნიკმა ამიოხრა.
- კარგი რადგან ასე გინდა, ემი, ასე არ გადაწყვიტე?

117
ნიკი დგას, სულს ითქვამს, ეყრდნობა ყუთს, რომელსაც დიდი ასოებით,
მარკერით აწერია: „ემის ზამთრის ტანსაცმელი“.
- საწოლზე მეტს ხომ აღარ ილაპარაკებ, ემი? ამიტომაც ბოლოჯერ გთავა-
ზობ, წამოვიღოთ. ბედნიერი ვიქნები, თუკი წამოვიღებთ.
- როგორი დიდსულოვნებაა, - ვამბობ ოდნავ გასაგონად, როგორც ვამბობ
ხოლმე უმეტესად ასეთ სიტუაციებში. მშიშარა ვარ. მე არ მიყვარს დაპირის-
პირება. ვიღებ ერთ ყუთს და ფურგონისკენ მივდივარ.
- რას იტ ყვი?

თავს ვაქნევ.

არ მინდა დაინახოს, როგორ მომდის ცრემლები, ეს კიდევ მეტად გააბრა-


ზებს.
ათი წუთის შემდეგ კიბეზე ბრახაბრუხი გაისმის, ნიკი მარტო მოათრევს
დივანს. როდესაც ნიუ-იორკს ვტოვებთ, უკან მოხედვის საშუალება არ მაქვს,
რადგან ფურგონი უფანჯროა. ამიტომ უბრალოდ ცის ზოლს შევცქერი გვერ-
დითა სარკეში (როგორც გოგონა, ვიქტორიანული რომანებიდან, რომელიც
იძულებულია დატოვოს სახლი). მაგრამ არც ერთი არაჩვეულებრივი შენობა,
- არც „ემპაირ სტეიტ ბილდინგი“, არც „ფლეტ აირონი“, არც „კრაისლერი“, -
ამ პატარა სარკეში არ აირეკლა. გუშინ ღამით ჩემმა მშობლებმა შემოიარეს
და გვაჩუ ქეს რელიკვია, გუგულიანი საათი, მერე ყველანი ერთმანეთს ვეხ-
ვეოდით და ვტიროდით, ნიკი კი იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მპირდე-
ბოდა, რომ იზრუნებს ჩემზე, არადა, შიში მიპყრობდა - ვგრძნობდი, რაღაცა
ცუდად მიდის და ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება. იმის განცდა არ
მაქვს, რომ ნიკის ცოლი ვარ. საერთოდაც ვერ ვგრძნობ ჩემს თავს პიროვნე-
ბად. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს რაღაც ტვირთი ვარ, რომელიც ფურგონ ში
შეტენეს და მერე გამოიღებენ, დივანივით ან გუგულიანი საათივით. შეიძლება
ნაგავსაყრელზე გადამაგ დონ, ანდა მდინარეში გადამიძახონ, თუკი აღარ დავ-
ჭირდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება გავ ქრე.

118
ნიკ დანი სამი დღის შემდეგ

პოლიციამ ემი ვერ იპოვა. ისიც საკითხავია, საერთოდაც უნდოდა თუ არა


ეს. გარშემო ყველაფერი გაჩხრიკეს, ყველაფერი მწვანე და ყავისფერი: მისი-
სიპის შლამიანი ნაპირები, საცხენოსნო და ტურისტული ბილიკები ტყეში,
ჩვენს მეჩხერ ტყეში. ემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ვიღაც გადაეყრებოდა.
რომ დაღუპულიყო, ბუნება მის სხეულს დაგ ვიბრუნებდა. ეს სრულიად ცხადი
იყო, ისევე, როგორი ცხადიცაა ლიმონის მჟავე გემო ენის წვერზე. მოხალისე-
თა ცენტრში მივედი და მივხვდი, ყველა ასე ფიქრობდა. ეს საერთო გან წყობა
გახლდათ, მარცხის აპათიურ განცდას ჰაერი გაეჟღინთა. ჩემი თავი ვაიძულე,
რაღაც მაინც მე ჭამა, ვთქვათ, დანიური კექსი. უნდა გითხრათ, არ არსებობს
ნამცხვარი, რომელიც მეტ დეპრესიას იწვევდეს ჩემ ში, ვიდრე დანიური კექ-
სია. მე მგონი, ეგრევე ხმება, როგორც კი ღუმლიდან გამოიღებენ.
- დარწმუნებული ვარ, მდინარეშია, - ეუბნებოდა ერთი მოხალისე მეორეს
და ნამცხვრებში ჭუჭყიან ხელს აფათურებდა. - იმ ჯეელის სახლს უკან მდი-
ნარეა, ამაზე მარტივი რა იქნებოდა...
- მდინარეში რომ იყოს, ამოცურდებოდა...
-არ ამოცურდება, გვამი თუ დაანაწევრეს. ხელები - ცალკე, ფეხები ცალკე,
მაშინ დინება წაიღებს სიღრმეში, სანამ მდინარე ზღვას არ შეუერთდება. სულ
ცოტა, ქალაქ ტანიკამდე მაინც ჩაიტანდა.
გვერდზე გასვლა მოვასწარი, სანამ შემიცნობდნენ. ჩემი ყოფილი მასწავ-
ლებელი მისტერ კოლმენი ბანქოს სათამაშო მაგიდასთან იჯდა. ტელეფონის
ყურმილი ეჭირა ხელში, ლაპარაკობდა და ქაღალდზე რაღაცას იწერდა. როცა
მისი მზერა დავიჭირე, რაღაც მანიშნა - ჯერ ყურზე, მერე - ტელეფონზე. გუ-
შინ შემდეგი სიტ ყვებით შემხვდა:
- ჩემი შვილიშვილი გოგონა მთვრალმა მძღოლმა გაიტანა, აი, ასეა...
ერთმანეთს მხარზე ხელი მოვუთათუნეთ უხერხულად.
ჩემი მობილური რეკავდა, არადა, მე არ მახსოვდა, სად დავდე. სადღაც
დავრეკე, ახლა საპასუხოდ გადმომირეკეს, მაგრამ ვერ ვუპასუხებდი. მობი-
ლური ვიპოვე და გავთიშე. ოთახში მიმოვიხედე, მინდოდა დავრწმუნებული-
ყავი, რომ ელიოტებმა ვერ დამინახეს, რა გავაკეთე. მერიბეთი რაღაცას კით-

119
ხულობდა თავისი „ბლექბერის“ (სმარტფონია - მთარგმნ. შენიშვნ.) ეკრანზე,
ეჭირა საკმაოდ შორს, გაჭიმული ხელის მანძილზე. როცა დამინახა, სწრაფად
წამოვიდა ჩემკენ, „ბლექბერი“ წინ ეჭირა, როგორც დამცავი თილისმა.
- მემფისი აქედან რამდენი საათის სავალშია? - მკითხა.
- დაახლოებით, ხუთი საათი უნდა მანქანით. და რა ხდება მემფისში?
- ჰილარი ჰენდი მემფისში ცხოვრობს. ემის თაყვანისმცემელი სკოლიდან,
მართლა დამთხვევაა ეს, თუ არა?
არ ვიცოდი რა მეპასუხა. მართლაც და, რა არის?
- გილპინი ყურადღებას არ მაქცევს. ამბობს: „ვერ გამოვიძიებთ იმას, რაც
ოცი წლის წინათ ხდებოდა“. რა უნამუსოა. ისე მექცვევა, ცოტაც და გავცოფ-
დები. ჩემი თანდასწრებით ელაპარაკა რენდს ისე, თითქოს მჭირდება ქმარი,
რომ ამიხსნას... თითქოს ჩემით ვერაფერს გავიგებ. ეგ ნაძირალა.
- დარწმუნებული ვარ პოლიციას არ ჰყოფნის სახსრები, მერიბეთ, ქალაქი
კრიზისშია, - მივუგე.
- მაშინ ჩვენ თვითონ უნდა ვეძებოთ, ნიკ. ის გოგო ჩვენს ქალიშვილს ჰბა-
ძავდა სკოლაში, და სკოლის დამთავრების შემდეგაც ცდილობდა მასთან კონ-
ტაქტი დაემყარებინა.

- ემის ჩემთვის არაფერი უთქვამს.


- რა ღირს იქ ჩასვლა? 50 დოლარი? ძალიან კარგი. წახვალ? ხომ ამბობდი,
რომ შეძლებ წასვლას - სანამ ვინმე არ დაელაპარაკება, ვერ მოვისვენებო.
მის ქალიშვილს ზუსტად ასევე ჰქონდა აკვიატებული იდეები. ემის შეეძ-
ლო მთელი საღამო ენერვიულა იმის გამო, ხომ არ დარჩა ქურა ჩართული, მა-
შინ როცა იმ დღეს ჩვენ საერთოდაც არაფერი მოგ ვიმზადებია. ანდა, „ნამდვი-
ლად ჩავ კეტეთ კარი? დარწმუნებული ხარ?“ მას შეეძლო არაფრისგან შეექმნა
პრობლემა. რადგან, მისი აზრით, კარი უბრალოდ ღია არ იქნებოდა, - თუკი
ჩაკეტვა დაგ ვავიწყდა, ვიღაც აუცილებლად შეძვრებოდა ბინაში, და დაელო-
დებოდა უმ წეო ქალს, იმისთვის, რომ ეძგეროს, გააუპატიუროს და მოკლას.
უეცრად ოფლმა დამასხა, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ცოლის ფობია სინამ-
დვილედ იქცა. ეს რაღაც საზარელ კმაყოფილებას უნდა ჰგვრიდეს იმას, ვისი
მრავალწლიანი შიშიც ბოლოს და ბოლოს გამართლდა.
- რა თქმა უნდა, წავალ და სენტ ლუისშიც გავჩერდები; იმ მეორე ტიპსაც
ვნახავ, დესის, ჩათვალეთ, რომ უკვე გზაში ვარ.

120
მივ ტრიალდი და დემონსტრაციულად წავედი გასასვლელისკენ, მაგრამ
ვერ მოვასწარი ოცი ნაბიჯის გადადგმაც კი, რომ დავინახე სტაკსი, სახე დასი-
ვებული ჰქონდა ძილისგან.
- გავიგე, პოლიციამ გუშინ სავაჭრო ცენტრი გაჩხრიკა. - თქვა და გაუპარ-
სავი ლოყა მოიფხანა. მეორე ხელში სტაკსს შოკოლადმოსხმული, ჯერაც მო-
უკბეჩავი დონატი ეჭირა. შარვლის ჯიბე გამობერილი ჰქონდა, კინაღამ ვიხუმ-
რე: „ეტ ყობა, ჯიბეში კიდევ ერთი გიდევს...“
- გავიგე, რომ ვერავინ ნახეს.
- გუშინ მივიდნენ, დღისით.
აქეთ-იქით გაიხედა, თითქოს ვინმე გვისმენდა, თავი დახარა და მითხრა:
- ღამით თუ მიხვალ, ნახავ. ღამით ყველანი იქ არიან. დღისით მდინარის
პირას არიან ხოლმე, ანდა დროშას აფრიალებენ.
- დროშას აფრილებენ?
- აი, ხო იცი, გზატ კეცილის პირას რომ სხედან ხოლმე პლაკატებით, თუ
შეიძლება, დაგ ვეხმარეთ, გვჭირდება ფული ლუდისთვის, ან მსგავსი ტექსტი,
- მითხრა და ისევ მოათვალიერა ოთახი, - ამას ჰქვია „დროშის ფრიალი“, მე-
გობარო.
- გასაგებია.
- ღამით კი მოლში მიდიან.
- მაშინ ამ ღამით მივიდეთ, - ვუთხარი, - მე, შენ და ვინმე.
- ჯო და მიკი ჰილსემები წავიყვანოთ, - თქვა სტაკსმა, - ამ საქმისთვის
ზედგამოჭრილები არიან.
ძმები ჰილსემები ჩემზე 3-4 წლით უფროსები იყვნენ. ქალაქ ში მაგარ ბიჭე-
ბად ითვლებოდნენ. იმ ყაიდის ბიჭები იყვნენ, უშიშრებად რომ იბადებიან და
ტკივილის შეგრძნება საერთოდ არ გააჩნიათ; დაკუნთული ბიჭები, რომლებიც
მთელ ზაფხულს ატარებდნენ ბეისბოლის თამაშ ში, შორტებში გამოწყობილე-
ბი და კიდევ უფრო უცნაურ რაღაცებსაც კისრულობდნენ: სკეიტბორდით
სრიალი წყალსადენ არხში, ანდა შიშვლად აძრომა წყალსაქაჩის კოშკზე. შეხ-
ვდები მათ შაბათის მოსაწყენ საღამოს და იცი, რომ რაღაც მოხდება, შესაძ-
ლოა, არცთუ ისე კარგი, მაგრამ აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა, ჰილ-
სემები ზედგამოჭრილები იყვნენ.
- ძალიან კარგი, - ვუთხარი - ამ საღამოს მივდივართ.
ჯიბეში ისევ აწკარუნდა მობილური. წესიერად ვერ გამოვრთე. კიდევ ერ-
თხელ დარეკა.

121
- არ პასუხობ? - მკითხა სტაკსმა.
- არა.
- ყველა ზარს უნდა უპასუხო, ძმაო, მართლა ყველას.
დღის ბოლომდე მეტი არაფერი იყო დაგეგმილი: ძიება აღარ გრძელდებო-
და, ტელეფონი დადუმდა, ფლაერების დარიგება საჭირო აღარ იყო. მერიბეთ-
მა მოხალისეები სახლებში გაუშვა. უსაქმოდ იდგნენ, ჭამდნენ და არ იცოდნენ,
რა გაეკეთებინათ.
სტაკსმა, მე მგონი, იმის ნახევარი, რაც საუზმის მაგიდებზე იდო, ჯიბეებში
ჩაიწყო.
- დეტექტივებმა რამე თქვეს? - იკითხა რენდმა.
- არაფერი, - მე და მერიბეთმა ერთდროულად ვუპასუხეთ.
- იქნებ ეს უკეთესიცაა? - ჩაილაპარაკა რენდმა, თვალებში იმედი ჰქონდა
და მერიბეთმა და მე თავი დავუქნიეთ - ჰო, რასაკვირველია.
- როდის აპირებ მემფისში წასვლას? - მკითხა მერიბეთმა.
- ხვალ. დღეს მე და ჩემი მეგობრები მოლში მივდივართ, რომ კიდევ ერ-
თხელ გავჩხრიკოთ, ჩვენი აზრით, გუშინ პოლიციამ ეს არასწორად გააკეთა.
- მშვენიერია, - თქვა მერიბეთმა. - სწორედ ასეთი მოქმედება გვჭირდება.
თუკი ეჭვი გაგ ვიჩნდება, რომ რაღაც სწორად არ გაკეთდა, ეს რაღაც ჩვენ თვი-
თონ უნდა გამოვასწოროთ. რადგან მაინცდამაინც არ მომ წონს, რაც პოლიცი-
ამ აქამდე გააკეთა.
რენდმა ცოლს მხარზე ხელი დაადო, რითიც მიმანიშნა, რომ ეს სიტ ყვები
მას არაერთხელ აქვს მოსმენილი.
- მინდა წამოგ ყვე, ნიკ, - მითხრა, - ამ ღამით. ძალიან მინდა.
რენდს ფირუზისფერი მაისური და ფართო ზეთისხილის ფერის შარვალი
ეცვა, თმა ისე ჰქონდა დაყენებული, გეგონებოდა, შავი მუზარადიაო. წარმო-
ვიდგინე, როგორ ურთიერთობს ძმებ ჰილსემებთან, ცდილობს თვითონაც მაგა-
რი ბიჭი გამოჩნდეს. „ჰეი, ბიჭებო, კარგი ლუდი მეც მაგრად მევასება, და
თქვენ რომელი გუნდის ფანები ხართ?“ - და საოცარი უხერხულობა ვიგრძენი.

- რასაკვირველია, რენდ, რასაკვირველია.

ჩემს განკარგულებაში ათი საათი იყო. საკმაო დროა. მანქანა დამიბრუნეს,


სავარაუდოდ, საგულდაგულო შემოწმებისა და თითის ანაბეჭდების აღების
შემდეგ. პოლიციის განყოფილებაში ხნიერმა მოხალისემ წამიყვანა მანქანით.

122
ის ფაციფუცა ბებიების ჯგუფიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც ჩემთან მარტო
დარჩა, მე მგონი, ცოტას ნერვიულობდა კიდეც.
- მისტერ დანს მანქანით მივიყვან პოლიციის განყოფილებაში და ნახევარ
საათში დავბრუნდები, - დემონსტრაციულად ხმამაღლა გააფრთხილა მეგობა-
რი, - მაქსიმუმ ნახევარ საათში დავბრუნდები.
გილპინმა ყურადღება არ მიაქცია ემის მეორე მინიშნებას. მეტისმეტად
აფიქრებდა ქვედა საცვალი, თვითონ რომ იპოვა. ჩემს მანქანაში გადავჯე ქი,
კარი ღია დავ ტოვე, ისე, რომ სიცხე გასულიყო, და ჩემი ცოლის მეორე მინიშ-
ნება გადავიკითხე:
„წარმოიდგინე, შენზე ვოცნებობ და შენზე ვბოდავ,
მომავლის ბურუსს გავ ყურებ ნდომით, - განა მე ვცოდავ?
აქ მე მოვსულვარ ურთიერთობის გასაგრძელებლად,
შენს მოსასმენად, იმ შენი ქუდის გასახსენებლად,
ბავშვობა გაქრა, შენკენ მოვილტვი მე საკვირველად
ისე მაკოცე, თითქოს შეგხვდი ამ დღეს პირველად.“
უეჭველია, ქალაქი ჰანიბალი იგულისხმებოდა, სადაც მარკ ტვენის ბავ-
შვობამ გაიარა. სადაც ჰეკლბერი ფინის მსგავსად დავბორიალებდი, ჩალის
ქუდითა და განზრახ გახეული შარვლით, ტურისტებს ვეპატიჟებოდი, ნაყინის
საჭმელად კაფეში შესვლას ვთავაზობდი. ეს იყო ერთ-ერთი ეპიზოდი იმ ამბი-
დან, რომლის მოყოლა მიყვარდა ნიუ-იორკში ლანჩის დროს მეგობრებთან.
რადგან არც ერთ იქ მყოფს არ შეეძლო საუბარში ჩაერთო, „ო, მეც ასევე...“ ჩე-
მი „იმ ქუდის“, საჩრდილობელიანი ქუდის ხსენება, დიდი ხანია იქცა ჩვენს პა-
ტარა შინაურულ ხუმრობად: როდესაც პირველად ვუყვებოდი, რომ ჰეკლბერი
ფინს ვასახიერებდი, ვსადილობდით, უკვე მეორე ბოთლი გავხსენით და ემი
ძალიან მომხიბლავად იყო შემთვრალი. როცა დალევდა, მთელი გულით იღი-
მოდა და ლოყები უწითლდებოდა. ჩემკენ ისე იყო გადმოწეული, თითქოს მაგ-
ნიტი მქონდა და ვიზიდავდი. მკითხა, შემომრჩა თუ არა ეს ქუდი და ვატარებ
თუ არა მას? მე გამიკვირდა, რატომ ჰგონია, რომ ჰეკლბერი ფინი საჩრდილო-
ბელიან ქუდს ატარებდა? „მე ვგულისხმობდი ჩალის ქუდს“ - ემიმ ისე მითხრა,
თითქოს ეს ორი სიტ ყვა ერთმანეთის სინონიმები ყოფილიყოს. მას მერე როცა
ჩოგბურთს ვუყურებდით, ყოველთვის ვაქებდით სპორტსმენების ქუდებს და
მათ ჩალის ქუდებს ვეძახდით. ჰანიბალი უცნაური არჩევანი იყო ემისთვის,
არადა, ვერა და ვერ გავიხსენე, კარგი დრო გავატარეთ იქ თუ ცუდი, უბრა-
ლოდ ვიყავით - ეს იყო და ეს. ერთი წლის წინათ იქ დავბორიალებდით, ვუყუ-

123
რებდით პლაკატებს და ერთ-ერთი ჩვენგანი ამბობდა: რა საინტერესოა, და
მეორე პასუხობდა: მართლაც რომ. მანამდე მე ვიყავი იქ ემის გარეშე, ამის მი-
ზეზი იყო ჩემი ყოვლისმომცველი ნოსტალგია, და მშვენიერი დრო გავატარე,
მშვიდი და სიხარულით აღსავსე. მაგრამ ემისთან ერთად ყველაფერი სხვა-
ნაირი იყო, ყველაფერი უგემური და მე ქანიკური გამოვიდა. ცოტა არ იყოს,
შებოჭილი ვიყავი. მახსოვს, ერთხელ ქუჩაში დავუწყე მოყოლა ჩემი ბავშობის
თავგადასავლისა და უცებ მის თვალებში სრული გულგრილობა შევნიშნე, გავ-
ჩუმდი და ათი წუთის განმავლობაში ვცოფდებოდი, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ-
დი, რადგან ეს ჩვევაში გადამივიდა - როდესაც გავბრაზდებოდი, ჩემთვის ვი-
ნახავდი ბოღმას და ეს სიამოვნების გრძნობასაც კი მანიჭებდა, თუმცა
მრცხვენოდა, იმის მსგავსად, როცა ფრჩხილებს იკვნეტ, იცი, რომ უნდა შეწ-
ყვიტო, მაგრამ მაინც ვერ აიძულებ თავს. გარეგნულად, რა თქმა უნდა, არა-
ფერი გამოიხატებოდა, ჩვენ ვაგრძელებდით სეირნობას, ვათვალიერებდით
პლაკატებს და ხელით ვუთითებდით რაღაც-რაღაცებზე: „შეხედე...“
ასე რომ, ჩემმა ცოლმა „განძის ძიების“ ერთ-ერთ ადგილად ჰანიბალი შე-
არჩია. ეს იყო საკმაოდ გამჭვირვალე და საწყენი მინიშნება იმაზე, რომ ემის
სასიამოვნო გასახსენებელი ნაკლებად ჰქონდა იმ პერიოდიდან, რაც აქ გადმო-
ვედით საცხოვრებლად.
ჰანიბალში ოც წუთში ჩავედი, „მოოქრული ეპოქის“ სასამართლოს შენო-
ბას გვერდით ჩავუარე (ახლა ამ შენობის სარდაფშიც ქათმის ბარკლების საწ-
ყობია) და გზა გავაგრძელე, მდინარისკენ ჩავუხვიე - ჩავუარე დიდი ხნის წი-
ნათ დახურულ დაწესებულებებს, გაკოტრებულ კომერციულ ბანკებსა და გა-
უქმებულ კინოთეატრებს. მანქანა მისისიპის მარჯვენა ნაპირზე გავაჩერე,
სამდინარო გემ „მარკ ტვენის“ წინ. პარკინგი უფასო იყო (ვერასოდეს წარმო-
ვიდგენდი, თუ უფასო პარკინგის სიკეთეს დავაფასებდი). ბანერები, ჭაღარათ-
მიანი გენიოსის გამოსახულებით, საცოდავად ეკიდა ბოძებზე, პლაკატები სიც-
ხისგან დაღრეცილიყო. საოცრად ცხელი დღე იყო, მაგრამ ამ დროისთვისაც კი
ჰანიბალში შემაშფოთებელი სიჩუმე იდგა. როდესაც სუვენირების მაღაზიებს
ჩავუარე, დავინახე მოქარგული საბნები, ანტიკვარიატი, ტკბილეული და გან-
ცხადებები უძრავი ქონების სასწრაფო გაყიდვის შესახებ. ბეკი ტეჩერის სახლი
სარესტავრაციოდ იყო დაკეტილი, ოღონდ საამისო ფული ჯერ ვერ შეეგროვე-
ბინათ.ე ათ დოლარად ენებისმიერ მსურველს შეეძლოე დაეწერა საკუთარი
სახელი ღობეზე, რომელიც ტომ სოიერმა საკუთარი ხელით შეღება, არც ამის
ბევრი მოსურნე ჩანდა მაინცდამაინც.

124
კიბის საფეხურზე ჩამოვჯე ქი, დახურული მაღაზიისე შესასვლელთან.
უცებ გავიფიქრე, რომ ემი ყველაფრის დასასრულამდე მივიყვანე. ჩვენ, ამ
სიტ ყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კაცობრიობის დასასრულს მოვესწარით.
აქამდე, ჩემს ფიქრებში, ეს მხოლოდ ახალი გვინეის პაპუასებსა და აპალაჩელ
ინდიელებს ეხებოდათ. ახლა კი კრიზისმა ჩაძირა ყველა სავაჭრო ცენტრი;
კომპიუტერებმა დაასამარეს „ლურჯი რვეულების“ ფაბრიკა; კართაგენი გა-
კოტრდა; მისი ძმობილი ქალაქი ჰანიბალი ასევე ნელ-ნელა იძირება, ადგილს
უთმობს უფრო მრავალფეროვან, ხმაურიან, თვალისმომჭრელ ტურისტულ
ცენტრებს. ჩემს საყვარელ მდინარე მისისიპის გადაჭამა აზიიდან ჩამოყვანილ-
მა კობრმა, გზას იკვალავს, დინების წინააღმდეგ ადის მიჩიგანის ტბამდე.
„საოცარი ემი“ დასრულდა, ჩემს კარიერას ბოლო მოეღო. აღსასრული დაუდ-
გა მამას, დედას, ჩვენს ქორწინებას, ემის.
სამდინარო გემის ხელოვნური სირენა გაისმა. პერანგი ზურგზე ოფლისგან
მისველდებოდა. თავს ვაიძულე, ავმდგარიყავი და საექსკურსიო ბილეთი მეყი-
და; გავიარე ის მარშუტი, რაც მე და ემიმ ერთად ერთხელ უკვე გავიარეთ,
წარმოვიდგენდი, რომ ჩემ გვერდითაა მაშინაც ცხელი დღე იყო. „შესანიშნავი
ხარ“. ჩემს წარმოსახვაში გვერდით მედგა, გადმოიხარა და გამიღიმა. რაღაცამ
წამიჭირა მუცელში.
ჰეკლბერი ფინის სახლის წინ ჭაღარა ცოლ-ქმარი შეჩერდა, - შესვლას არ
ჩქარობდნენ. უბნის ბოლოს მარკ ტვენის ორეული, - გრძელი თეთრი თმა,
თეთრი კოსტიუმი, - გამოვიდა „ფორდ ფოკუსიდან“, წამით შედგა, გაიხედ--
გამოიხედა, ცარიელი ქუჩა მოათვალიერა და პიცერიაში შევიდა. შემდეგ მივე-
დით ფიცრულ სახლთან, რომელიც ოდესღაც სემუელ კლემენსის მამას ეკუთ-
ვნოდა და აბრაზე ეწერა: „ჯ.მ კლემენსი, მოსამართლე“.
„ისე მაკოცე, თითქოს შეგხვდი ამ დღეს პირველად.“ ამჯერად ემიმ მარტი-
ვი და გასაგები მინიშნება შეადგინა, თითქოს სურს, გამოვიცნო და გავიხარო.
ასე გააგრძელე და რეკორდს მოვხსნი.
შიგნით არავინ იყო, მტვრიან იატაკზე დავეშვი, მუხლებზე დავდე ქი და
შევიხედე პირველი გრძელი სკამის ქვეშ. როდესაც საზოგადოებრივ ადგილებ-
ში ტოვებდა მინიშნებას, ავეჯზე ყოველთვის ქვემოდან ამაგრებდა. - მტვერსა
და მიწებებულ საღეჭ რეზინს შორის - ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ადა-
მიანებს არ უყვართ ავეჯის ქვეშ შეხედვა. პირველი რიგის სკამებს ქვეშ არა-
ფერი იყო, მაგრამ მეორე რიგის სკამის ქვეშ კონვერტის კუთხე შევნიშნე. შევ-
ძვერი და გამოვიღე სკოჩით დაწებებული ემის ლურჯი კონვერტი.

125
„ჩემო ძვირფასო ქმარო, შენ იპოვე! მაგარი კაცი ხარ. შეიძლება იმან გიშ-
ველა, რომ წელს გადავწყვიტე განძის ძიებისას ჩემს პირად მოგონებებში
ღრმად არ შევსულიყავი.
მინიშნება დავესესხე შენს საყვარელ მარკ ტვენს: „რა უნდა უქნა კაცს,
რომელმაც წლისთავის საზეიმო აღნიშვნა გამოიგონა? უბრალოდ სიკვდილით
დასჯა ძალზე მსუბუ ქი იქნებოდა..“
როგორც იქნა, მივხვდი იმას, რასაც წლიდან წლამდე მიმეორებ, განძის
ძიება ჩვენთვის უნდა იყოს ზეიმი და არა გამოცდა - გახსოვს თუ არა, რაზე
ვფიქრობდი ან ვლაპარაკობდი გასული წლის განმავლობაში? შენ მეტ ყვი,
რომ ზრდასრული ქალი ამას თვითონ უნდა მიხვდეს, მაგრამ, მე მგონი, ზუს-
ტად მაგიტომაც არსებობენ ქმრები, რომ მიგ ვითითონ იმაზე, რასაც ჩვენ თვი-
თონ ვერ ვხვდებით, არადა, ხუთი წელია ერთად ვცხოვრობთ.
მინდა ვისარგებლო მომენტით და ამ ქალაქ ში, სადაც შენი საყვარელი
მარკ ტვენის ბავშვობამ ჩაიარა, მადლობა გითხრა შენი იუმორის გრძნობის
გამო. შენ ყველაზე გონებამახვილი და მხიარული კაცი ხარ, ვისაც კი ვიცნობ.
გონებაში საოცარ მოგონებებს ვინახავ. რამდენჯერ ჩამჩურჩულებდი რაღაცას
ყურში, როცა გინდოდა ჩემი გამხიარულება. ახლა, როცა ამას ვწერ, ვგრძნობ
შენს სუნთქვას, ყურის ბიბილოზე რომ მიღიტინებს. სურვილი, გააცინო ცოლი,
ამაზე კეთილშობილური რა შეიძლება იყოს! თანაც საამისოდ შენ ყოველთვის
საუკეთესო მომენტებს ირჩევდი. გახსოვს, ინსლიმ და მისმა ქმარმა, „მოცეკვა-
ვე მაიმუნმა“, როგორ დაგ ვპატიჟეს თავისთან, საკუთარი ბავშვით რომ წაეტ-
რაბახათ? ლანჩზე ვეწვიეთ, - ვიზიტად, - მათ სრულქმნილ სახლში, ყვავილე-
ბითა და ნამცხვრების სუნით რომ იყო გაჟღენთილი, იმისთვის, რომ მათი მემ-
კვიდრე გაგ ვეცნო. როგორი თვითკმაყოფილნი იყვნენ, როგორი შემ წყნარე-
ბელნი - ჩვენი უშვილობის მიმართ. თავიანთ დორბლიან ჩვილს გვაჩვენებ-
დნენ, რომელიც მოთხვრილი იყო სტაფილოს პიურეთი და სულაც, მგონი, ცო-
ტაოდენი განავლითაც კი - სრულიად შიშველი იყო, თუ არ ჩავთვლით პატარა
წინსაფარსა და მოქსოვილ წინდებს. მე ფორთოხლის წვენსა ვსვამდი, შენ კი
ყურში ჩამჩურჩულე, „აი, ასე გამოვეწყობი მეც, მოგ ვიანებით“. ეს იყო ერთ--
ერთი იმ მომენტებიდან, როდესაც მაიძულებდი გამეცინა. „ზეთისხილი მარ-
თალია, მხოლოდ ერთია, მაგრამ მაინც...“ შენ საოცრად გონებამახვილი ხარ.
ახლა კი მაკოცე“.
სუნთქვა შემეკრა. ემიმ „განძის ძიება“, ურთიერთობის აღსადგენად გა-
მოიყენა. სამ წუხაროდ, უკვე გვიან იყო. მაშინ, როდესაც ამ მინიშნებას წერდა,

126
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მაქვს ჩაფიქრებული. ეჰ, ემი, უფრო ადრე რატომ
არ გააკეთე ეს?
დროის განაწილებაში ყოველთვის მოვიკოჭლებდით.
კონვერტი გავხსენი, შემდეგი მინიშნება წავიკითხე, ჯიბეში ჩავიდე და სახ-
ლისკენ წავედი. ვიცოდი, სადაც უნდა მივსულიყავი, მაგრამ საიმისოდ, რომ
ახალი ქათინაური მეპოვა ჩემი ცოლისგან, ჯერ მზად არ ვიყავი, ახალი „ზე-
თისხილის რტო“ - მშვიდობის გზავნილი. ჩემი გრძნობები მის მიმართ მეტის-
მეტად სწრაფად იცვლებოდა: სიმ წრიდან სიტ კბოზე.
გოსთან დავბრუნდი და რამდენიმე საათი მარტო ვიჯე ქი - გაღიზიანებუ-
ლი და შეწუხებული ვიყავი, უაზროდ ვუყურებდი ტელევიზორს, არხიდან არ-
ხზე ვრთავდი - თერთმეტ საათამდე დრო უნდა გამეყვანა, სანამ სავაჭრო ცენ-
ტრში წავიდოდით. ჩემი ტყუპისცალი რვა საათისთვის დაბრუნდა შინ. „ბარ-
ში“ მარტო საქმიანობდა და მეტად დაიღალა. ისე გახედა ტელევიზორს, მივ-
ხვდი, უნდა გამომეთიშა:
- რას აკეთებდი დღეს? - მკითხა, სიგარეტი გააბოლა და დედაჩვენის ნა-
ქონ, ბანქოს ძველ მაგიდასთან ჩამოჯდა.
- მოხალისეთა ცენტრში ვიყავი უაზროდ. თერთმეტ საათზე კი მოლში მივ-
დივართ, უნდა გავჩხრიკოთ. - არ მინდოდა მეთქვა, რომ ემის მინიშნება ვიპო-
ვე. ამის გარეშეც საკმარისად დამნაშავედ ვგრძნობდი თავს.
გომ პასიანსის გაშლა დაიწყო და ეტ ყობა განზრახ ატ ყაპუნებდა ბანქოს -
საყვედურის ნიშნად. წამოვხტი და ოთახში ბოლთის ცემას მოვ ყევი, მაგრამ
გო თითქოს ვერ მამჩნევდა.
- ტელევიზორს იმიტომ ვუყურებდი, რომ ყურადღება გადამეტანა რამეზე.
- ვიცი, გასაგებია.

ვალეტი გადააბრუნა.
- იქ უნდა ვიყო, სადაც რაღაც სასარგებლოს გაკეთებას შევძლებ, - გამო-
ვაცხადე, თან ოთახში აქეთ-იქით სიარულს ვაგრძელებდი.
- რამდენიმე საათის შემდეგ გაჩხრეკ მოლს, - მითხრა გომ ისე, მივხვდი,
ჩემს განზრახვას არ იწონებდა, და სამი კარტი გადააბრუნა.
- ისე ამბობ, თითქოს ეს დროის ტყუილ კარგვად მიგაჩნია.
- არა, რატომ, ყველაფერი უნდა შევამოწმოთ, სემის ვაჟიშვილს ხომ პარ-
კინგის ქვითრის მიხედვით მიაგნეს.

127
გო მესამე ადამიანია, ვინც ეს მანიაკი ახსენა ჩემთან. „მანტრასავით“
იმეორებენ, რომლისგანაც ჟრუანტელი გივლის. გოს წინ ჩამოვჯე ქი.
- ემის უსამართლოდ ვექცეოდი. ახლა მივხვდი ამას.
- შესაძლოა, არც ექცეოდი... - გომ ბოლოს და ბოლოს შემომხედა, - რაღაც
უცნაურად იქცევი.
- იმის ნაცვლად, რომ პანიკაში ჩავვარდე, მის მიმართ ჩემს უარყოფით
ემოციებზე ვარ ფოკუსირებული. რადგან ბოლო ხანს ურთიერთობა გაგ ვიფუჭ-
და. ისე გამოდის, რომ განსაკუთრებული განცდები არ მაქვს, რადგან უსამარ-
თლოდ ვექცეოდი. ასე მგონია.
- მართლა რაღაც უცნაურად იქცევი, - თქვა გომ, - თან სიტუაციაც მეტად
უცნაურია. - სიგარეტი ჩააქრო, - ჩემთან როგორ იქცევი, მაგას მნიშვნელობა
არა აქვს, მაგრამ უცხოებთან ფრთხილად იყავი, კარგი? ადამიანებს ნაჩქარევი
დასკვნები გამოაქვთ ხოლმე.
პასიანსს მიუბრუნდა, მაგრამ მე მისი ყურადღება მჭირდებოდა.
- მამა უნდა მოვინახულო პანსიონ ში, - ვუთხარი, - ოღონდ არ ვიცი, ვუთ-
ხრა თუ არა ემის შესახებ.
- ნუ ეტ ყვი. ემის მიმართ ის კიდევ უფრო უცნაურადაა გან წყობილი, ვიდ-
რე შენ.
- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ემი მას ძველ მეგობარ გოგოს აგონებდა,
რომელიც დაკარგა. მას მერე, რაც ის, - ხელი ავაცახცახე, ალცჰაიმერის
დაავადება განვასახიერე, - რაც ის გახდა უხეში და აუტანელი...
გომ თქვა:
- ტიპური თორმეტი წლის ლაწირაკია, სამოცდარვა წლის მარაზმატიკის
სხეულში გამომ წყვეული.
- და განა ქალები არ ფიქრობენ, რომ ყველა მამაკაცი, გულის სიღრმეში,
თორმეტი წლის ლაწირაკია?
- საერთოდ თუ აქვს გული.
12 საათსა და 8 წუთზე რენდი უკვე სასტუმროს კარში იდგა და სიბნელეში
დაძაბული იყურებოდა - ჩვენ გველოდებოდა. ჰილსემების ოჯახი მართავდა
საკუთარ პიკაპს - მე და სტაკსი ფურგონ ში ვისხედით. ჩემი სიმამრი ძუნძუ-
ლით მოგ ვიახლოვდა, ხაკისფერი შორტები და მიდლბერი-კოლეჯის ემბლე-
მიანი მაისური ეცვა, ის ლაღად შემოხტა ფურგონ ში და ისე თავისუფლად ჩა-
მოჯდა სათადარიგო საბურავზე, გეგონება, რეალითი-შოუს წამყვანი ყოფი-
ლიყოს.

128
- ემის გამო თანაგიგრძნობთ, - უთხრა სტაკსმა ხმამაღლა, როდესაც გაჩე-
რებულ მანქანებს ჩავუქროლეთ და გზატ კეცილზე გავედით. ჩემი ჭკუით, ზედ-
მეტად სწრაფად მივდიოდით. - ემი ისეთი საყვარელია! მახსოვს, ერთხელ და-
მინახა, სახლს როგორ ვღებავდი, მზეზე გახვითქული. ოფლი უკანალში გამ-
დიოდა, ჰოდა, მანქანით წავიდა „7-ელევენში“ ლიმონათის უზარმაზარი ბოთ-
ლი მიყიდა და მომიტანა, პირდაპირ მისადგმელ კიბეზე ამომაწოდა.
ეს მტკნარი სიცრუე გახლდათ. ემის ისე ნაკლებად აწუხებდა სტაკსი და
მისი გაგრილება, ჭიქაში არც კი ჩაუფსამდა, თავს არ შეიწუხებდა.
- დიახ, ეს მის საქციელს ჰგავს, - მიუგო რენდმა, და ისევ ვიგრძენი, როგორ
მომაწვა სრულიად ზედმეტი, არაჯენტლმენური გაღიზიანება. შესაძლოა, ჩემ-
ში ჟურნალისტი ალაპარაკდა, მაგრამ ფაქტი ყოველთვის ფაქ ტად რჩება, და
არ უნდა აქციო ემი ყველას საუკეთესო მეგობრად მხოლოდ იმიტომ, რომ გე-
ცოდება.
- ო, მიდლბერი? - თქვა სტაკსმა და რენდის მაისურზე მიუთითა, - ძალიან
მაგარი მორაგბე ჰყავთ!
- ზუსტად ასეთი მაგრები ვართ ჩვენც! - თქვა რენდმა და ფართოდ გაიღი-
მა. მათ საუბარი რაგბიზე დაიწყეს და სანამ სავაჭრო ცენტრამდე მივიდოდით,
მანქანის ხმაურიც გადაავიწყდათ და ჩახუთულობაც.
ჯო ჰილსემმა მანქანა ვეება „მერვინსთან“ შეაჩერა. ფურგონიდან გადმოვ-
ხტით, ფეხი გავშალეთ, გონზე მოვედით. მთვარიანი, დახუთული ღამე იყო.
ჩემი ყურადღება სტაკსის მაისურის წარწერამ მიიქცია - „დაზოგე აირი.
ჩააპუკე ბალონ ში“. ეტ ყობა, ეს ირონია იყო, ანდა, შესაძლოა, - ვცდები.
- მოკლედ, ეს ადგილი, არ მოგატ ყუებთ და საზიზღრად სახიფათოა, - და-
იწყო მიკი ჰილსემმა. ბოლო წლებში კიდევ უფრო დამსხვილებულიყო, თავისი
ძმისა არ იყოს, მისი ტანი კასრს მარტო კი არ გაგონებდათ, არამედ - ნამდვი-
ლი კასრი იყო. გვერდიგ ვერდ მდგომი ძმები, სულ ცოტა, ხუთას ფუნტ ცოც-
ხალ ძალას წარმოადგენდნენ.
- მე და მიკი აქ ერთხელ უკვე ვიყავით, - დაუმატა ჯომ, - უბრალოდ, გვინ-
დოდა გვენახა, რას დაემსგავსა აქაურობა, ჰოდა, ლამის საკუთარი ტრაკი
დაგ ვაჭერინეს ხელში. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ღამით სხვანაირად მოვიქ-
ცეთ.
მანქანიდან ნაჭრის გრძელი ჩანთა გადმოიღო, ელვაშესაკრავი გახსნა და
იქიდან ექვსიოდე ბეისბოლის ჩოგანი ამოიღო. სათითაოდ ჩამოგ ვირიგა. რო-
დესაც რენდს მიადგა, შეყოყმანდა.

129
- ჯანდაბას, მეც მოვიქნევ ერთს, - თქვა რენდმა. ყველას გაეღიმა, მოწონე-
ბის ნიშნად თავი დაუქნიეს. თითქოს ენერგიაც მოგ ვემატა, როგორც ხდება
ხოლმე, როცა მხარზე ხელს დაგ კრავენ მეგობრულად და გ ეტ ყვიან: „კარგი
ხარ, შე ძველო!“
- წავედით! - თქვა მიკმა და ჩვენც ფასადის გაყოლებას გავ ყევით, - აქ
სადღაც „სპენსერის“ გვერდით, უნდა იყოს კარი, რომელზეც კლიტეა გატეხი-
ლი.
„შუ-ბი-დუ-ბის“ ჩაბნელებულ ფანჯრებს ჩავუარეთ, სადაც დედაჩემმა ნა-
ხევარი ცხოვრება იმუშავა. ჯერაც მახსოვს, როგორ ღელავდა, როდესაც სამ-
სახურის მისაღებად ჩვენი ქალაქის ყველაზე საოცარ ადგილზე, მოლში მი-
დიოდა... ერთ მშვენიერ დღეს, 40 წლის დედაჩემმა ატმისფერი პიჯაკი და
კოსტიუმი ჩაიცვა და სავაჭრო ცენტრისკენ გასწია, ცხოვრებაში პირველი სამ-
სახური რომ მოეძებნა. სახლში დაბნეული ღიმილით დაგ ვიბრუნდა: „ვერც კი
წარმოვიდგენდი, რომ მოლში ამდენი სხვადასხვანაირი მაღაზია! მიდი ახლა
და გამოიცანი, რომელში დაიწყებ მუშაობას?! სულ ცოტა, ცხრა მაღაზიაში
შევედი, მზა ტანსაცმლის, მუსიკალური აპარატურის, იქაც კი, სადაც პოპ-
კორნს ამზადებენ“. ერთი კვირის თავზე გამოგ ვიცხადა, რომ ფეხსაცმლის მა-
ღაზიაში მიიღეს ფახსაცმლის გამყიდველად. ამ ახალმა ამბავმა, ჩვენ, ბავშვე-
ბი, მაინცდამაინც არ აღგვაფრთოვანა.
- ვიღაცის მყრალ ფეხს ხელი უნდა მოჰკიდო... - უკმაყოფილოდ ჩაილაპა-
რაკა გომ.
- მე საინტერესო ადამიანებს გავიცნობ, - შეუსწორა დედამ.
ჩაბნელებულ ფანჯარაში შევიხედე - სრული სიცარიელე. მხოლოდ ფეხ-
საცმლის საზომები იყო ჩამ წკრივებული კედელთან.
- დედაჩემი მუშაობდა აქ, - ვუთხარი რენდს, შევაყოვნე.
- როგორი იყო?
- მისთვის კარგი, მოსწონდა.
- მე ვიგულისხმე, რას აკეთებდა?
პ- ო, ფეხსაცმელები. ფეხსაცმელებს ყიდდა.
- კარგია! ფეხსაცმელები! მიყვარს ეგეთები. ისაა, რაც ადამიანებს ყოველ-
თვის სჭირდებათ. დღის ბოლოს ნამდვილად იცი, რა გაქვს გაკეთებული. ხუთი
წყვილი ფეხსაცმელი მიჰყიდე ხუთ ადამიანს. ეგ წიგნის წერა არ გეგონოს, ასე
არაა?

130
- დან, მოდი აქ! - დამიძახა სტაქსმა, გამოღებული კარი ხელით ეჭირა,
სხვები უკვე შესულიყვნენ. როცა შევდიოდით, ველოდი, რომ იქ კონდიცირე-
ბული შენობის სუნი დამხვდებოდა, არადა, ამის ნაცვლად გამხმარი ბალახისა
და მიწის სუნი, დახუთულობა და სიცხე დაგ ვხვდა, თითქოს გრძელი, ცხელი
საბნის ქვეშ აღმოვჩნდით. სამ ჩვენგანს ძლიერი ტურისტული ფარნები ეჭირა,
მკვეთრი შუ ქი იქაურობას არაბუნებრივად ანათებდა:ლ გეგონებოდა, რაღაც
გლობალური კატასტროფის შემდგომი სურათიაო: ზომბები უკვე შემოესივნენ
დედამიწას, ანდა კომეტა ჩამოვარდა და კაცობრიობა ამოწყდაო.

მაღაზიის ურიკებს სავაჭრო ცენტრის თეთრ იატაკზე კვალი დაეტოვებინათ.


ენოტი ძაღლის საკვებს ღე ჭავდა ქალების ტუალეტის შესასვლელში, თვალები
ათცენტიანი მონეტებით უბრწყინავდა.

მოლში სრული სიჩუმე სუფევდა. მიკის ხმა ექოდ ისმოდა, ჩვენი ნაბიჯე-
ბიც, სტაკსის ხითხითიც ასევე ექოდ ირეკლებოდა კედლებიდან. მოულოდნე-
ლი შეტევა არაფრით გამოგ ვივიდოდა, თუკი საერთოდ ვაპირებდით
მოულოდნელ შეტევას.
როდესაც სავაჭრო ცენტრის მთავარ გასასვლელს მივადე ქით, ჭერი თით-
ქოს მაღლა აიწია, ოთხი სართულის სიმაღლეზე ესკალატორები და ლიფტები
წყვდიადში იკარგებოდნენ. გავჩერდით დამ შრალ შადრევანთან და ერთმა-
ნეთს შევხედეთ - ვინ აიღებდა თავის თავზე ლიდერობას?
- აბა, ბიჭებო, - ყოყმანით თქვა რენდმა, - რა გეგმა გვაქვს? თქვენ იცნობთ
აქაურობას, მე კი - არა. უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვახერხოთ სისტემუ-
რად...
ლითონის დამცავი ცხაურის ხმამაღლა აწევის ხმა გავიგონეთ.
- ჰეი, აქ ვიღაცაა, - დაიყვირა სტაკსმა და ფარანი მიანათა საწვიმარში
გახვეულ მამაკაცს, რომელიც მაღაზია „კლერიდან“ გამოხტა, და თავ ქუდმოგ-
ლეჯილი გაიქცა.
- დაიჭი! - იყვირა ჯომ, და გაეკიდა, მისი სპორტული ფეხსაცმლის ტყაპუ-
ნი კერამიკულ ფილებზე ხმამაღლა ისმოდა; მაიკი ძმას უკან მისდევდა, თან
უცნობს ფარანს ანათებდა.
ორი ძმა გაბრაზებით უყვიროდა გაქცეულს:
- მოიცა! ჰეი! რაღაც უნდა გ კითხოთ!

131
კაცი არც კი მობრუნებულა. „გეუბნები, გაჩერდი-მეთქი, შენი დედაც!...“
კაცი გაჩერებას არ აპირებდა, პირიქით, სისწრაფეს მოუმატა. ვხედავდით, რო-
გორ გარბოდა დერეფან ში ფარნის შუქზე, ხან კარგად ჩანდა, ხანაც - არა.
საწვიმარი მანტიასავით უფრიალებდა. მერე კი ამ ჯეელმა აკრობატული მოძ-
რაობა გააკეთა: ნაგ ვის ურნას გადაახტა, შადრევანის კიდეს ფეხი ჰკრა, ლი-
თონის ცხაურის ქვეშ გაძვრა და გაქრა.
- შენი დედაც!@ - ჰილსემები ვარვარებდნენ, სახე უხურდათ, სახე, კისერი,
ხელები, ყველაფერი გასწითლებოდათ. თან ცხაურის აწევას ცდილობდნენ.
მივეხმარე, მაგრამ არაფერი გამოგ ვივიდა, ღრიჭო ფუტის ნახევარი თუ იქ-
ნებოდა. იატაკზე გავწე ქი და შევეცადე ცხაურის ქვეშ გავმძვრალიყავი - ჯერ
ტერფები, წვივები გავაძვრინე, მაგრამ თეძოები ვეღარაფრით გაეტია.
- არა, არ გამოდის, - ამოვთქვი, - ამის დედაც!.. - ფარანი ამოვიღე და მა-
ღაზიაში შევანათე - დარბაზი ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით საკიდების
გროვას, რომლებიც იატაკზე ეყარა შუაგულში, თითქოს ვიღაცა კოცონის დან-
თებას აპირებდა.
- აქ ყველა მაღაზიას უკანა გასასვლელი აქვს სამსახურებრივ დერეფან ში,
- ვთქვი, - იქ მილები გადის და ა.შ. ის ტიპი, ალბათ, უკვე სავაჭრო ცენტრის
ბოლოშია გასული.
- მაშინ ჩვენც უნდა გავიდეთ ცენტრის ბოლოში, - თქვა რენდმა.
- გამოდით, თქვენი დედაც! - იღრიალა ჯომ, თვალები გადმოყვლეფილი
ჰქონდა, თავი უკან გადაგ დებული. მისმა ხმამ ექოდ დაუარა მთელ შენობას.
მერე ერთ ჯგუფად შეკრულები წავედით წინ, ხელში ბეისბოლის კეტები გვე-
ჭირა; ჰილსემები კი თავიანთ კეტებს კარებსა და ლითონის ცხაურებს ურ-
ტყამდნენ, როგორც სამხედრო პატრული განსაკუთრებით მძიმე საომარ ზო-
ნაში.
- ჯობია, თქვენ თვითონ გამოხვიდეთ, სანამ გიპოვით! - იყვირა მაიკმა, - ო,
გამარჯობა!
ზოომაღაზიის წინ, ბაქანზე, ჯარისკაცის რამდენიმე საბანი იყო დაგებუ-
ლი, ზედ კი ქალი და მამაკაცი იწვნენ, თმა ოფლისგან დანამული ჰქონდათ.
მაიკი თავზე დაადგა, ხმამაღლა ქშინავდა და შუბლს იწმენდდა. ამ სცენამ ის
სამხედრო ფილმები გამახსენა, რომლებშიც გაბოროტებული ჯარისკაცები
უდანაშაულო სოფლელებს გადაეყრებიან ხოლმე და მერე ცუდი რაღაც ხდება.
- რა ჯანდაბა გინდა? - იატაკზე წამოწოლილმა კაცმა ჰკითხა, რომელიც
დაუძლურებული ჩანდა - სახე ისეთი გამხდარი და გაწელილი ჰქონდა, გეგო-

132
ნებოდა, ცვილივით დნებაო. გრძელი თმა მხრებზე სცემდა, თვალები მწუხა-
რებით ჰქონდა აღსავსე. დაცემულ იესოსა ჰგავდა. ქალი უკეთეს ფორმაში
იყო: სუფთა მსუ ქანი ხელ-ფეხი, მეჩხერი თმა. მართალია, დაუბანელი ჰქონდა,
მაგრამ სამაგიეროდ დავარცხნილი იყო.
- შენ „ლურჯი რვეულის“ ბიჭი ხარ? - ჰკითხა სტაკსმა.
- რომელი ბიჭი მე მნახე, - ჩაიბუტბუტმა კაცმა და ხელები მხრებზე დაიწ-
ყო.
- ცოტა წესიერად, თქვენი, - ჩაიბურტყუნა ქალმა, ისეთი გამომეტ ყველება
მიიღო, იფიქრებდი ტირილს აპირებსო. მერე კი გვერდზე გაიხედა- ყელში
ამოუვიდა ამათი უზრდელობა.
- კითხვა დაგისვით, მეგობარო, - მაიკი ახლოს მივიდა და კაცს ტერფზე მი-
არტყა.
- „ლურჯი რვეულიდან“ არ ვარ, - უპასუხა იმან, - უბრალოდ, არ გამიმარ-
თლა...
- და რა ჯანდაბაა...
- აქ ყველანაირი ხალხია, სხვადასხვა, მხოლოდ „ლურჯ რვეულიდან“ კი
არა ვართ... მაგრამ თუ მათ ეძებთ...
- მიდით, მიდით, ეძებეთ და იპოვით, - თქვა ქალმა, ქვედა ყბა ნელ-ნელა
ჩამოეშვა, - მიდით, შეაწუხეთ.
- ისინი „ხვრელში“ ვაჭრობენ, - თქვა კაცმა და, როცა ჩვენ ერთმანეთს გა-
დავხედეთ, აგ ვიხსნა, - „მერვინსში“, ბოლოში, სადაც კარუსელი იდგა.
- და ეშმაკსაც წაუღია თქვენი თავი, - ჩაიბურტყუნა ქალმა.
იქ, სადაც ადრე კარუსელი იდგა, საღებავით წრე იყო მოხაზული. სანამ
მოლი დაიხურებოდა, მე და ემი ამ კარუსელზე ვისხედით. წარმოიდგინეთ,
კურდღლებზე შემომსხდარი ორი ზრდასრული ადამიანი , - ჩემს ცოლს უნდო-
და ენახა სავაჭრო ცენტრი, სადაც ბავშვობაში უამრავი დრო მქონდა გატარე-
ბული, უნდოდა ჩემი ისტორიებს მოსმენა. მხოლოდ უსიამოვნებები კი არ
გვქონია, მართლა და მართლა.

„მარვინსის“ შესასვლელში ცხაური ამომტვრეული იყო, კარი - სტუმართმოყ-


ვარედ, ფართოდ გახსნილი, თითქოსდა, აქ „პრეზიდენტის დღის“ (აშშ-ის ფე-
დერალური დღესასწაული, აღინიშნება თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს,
უკავშირდება ჯორჯ ვაშინგ ტონის დაბადების დღეს. - მთარგმნ. შენიშვნ.)
ფასდაკლება ყოფილიყოს. აქედან ყველაფერი გაეტანათ, იმ მაგიდების გარდა,

133
რომლებზეც წინათ სალარო აპარატები იდგა. ფირნიშების ქვეშ კი („საიუვე-
ლირო ნაკეთობანი“, „სილამაზის სალონი“, „თეთრეული“) ხალხი ეყარა, -
სხვადასხვა დონის კაიფში მყოფი თორმეტიოდე კაცი. იქაურობა ტურისტული
ლამპებით გაენათებინათ, ჩირაღდნებივით რომ ციმციმებდნენ. როდესაც შევე-
დით, რამდენიმე კაცმა თვალი გაახილა, დანარჩენები კი მკვდრებივით ეყარ-
ნენ. ორი ახალგაზრდა, რომლებმაც ეს-ესაა გადააბიჯეს თინეიჯერულ ასაკს,
„გეთისბერგულ მიმართვას“ (აბრაამ ლინკოლნის სიტ ყვა, რომელიც წარმოთ-
ქვა ჯარისკაცების სასაფლაოს გახსნისას 1863 წელს გეთისბერგში. - მთარგმნ.
შენიშვნ.) მგზნებარედ ციტირებდნენ: „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ დიად სამოქა-
ლაქო ომს...“ ერთი კაცი ისე იწვა ნოხზე, ჯინსის შორტებსა და თეთრ სპორ-
ტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი, თითქოს თავისი შვილის „თი-ბოლის“ (სა-
ბავშვო თამაში აშშ-ში - ბეისბოლისა და სოფთბოლის ნაჯვარი. - მთარგმნ.
შენიშვნ.) მატჩზე მიდისო. რენდი ისე მიაჩერდა იმ ტიპს, თითქოს ეცნო.
დიახ, კართაგენს ნარკომანიის ეპიდემია უფრო ძლიერად მოსდებოდა,
ვიდრე წარმომედგინა. პოლიცია სულაც გუშინ იყო აქ, მაგრამ მეორე დღეს
ნარკოტიკების გამსაღებლები ჩვეულ ადგილს ისევ დაუბრუნდნენ - ისე, რო-
გორც ბუზი უბრუნდება თაფლს. სანამ ამ გაუბედურებულ ხალხში გზას მივიკ-
ვლევდით, ვიღაც მოხუცი ქალი მოგრიალდა ელექტროსკურეტით, - მე ჭე ჭიანი,
გაოფლილი სახე და მეჩხერი კბილები ჰქონდა.
- ან იყიდეთ, ან დაახვიეთ აქედან, რადგან ჩვენ არც არაფერს გეტ ყვით და
არც არაფერს გაჩვენებთ! - გვითხრა მან.
სტაკსმა სიფათში მიანათა.
- გაწიე ეს დედანატირები, - თქვა მან.
- ჩემს ცოლს ვეძებ, - დავიწყე, - ემი დანს. ჯერ კიდევ ხუთშაბათს გაქრა.
- გამოჩნდება. აზრზე მოვა და სახლში დაბრუნდება.
- ნარკოტიკებზე არა გვაქვს ეჭვი, - ვუთხარი, - ჩვენ უფრო ზოგიერთი
აქაური გვაფიქრებს, ჭორები გვესმის.
- მელანი, ყველაფერი რიგზეა? - გაისმა ხმა.
თინეიჯერთა ტანსაცმლის სექციის კუთხეში, ვიღაც კაცი იდგა, მანეკენს
ზურგით მიყრდნობილი, და ალმაცერი ღიმილით გვიყურებდა.
მელანიმ მხრები აიჩეჩა, თვალები დაგ ვიბრიალა და სკუტერი გააქროლა.
კაცმა, ისე, რომ ჩვენთვის თვალი არ მოუშორებია, ვიღაცას ტანსაცმლის
სექციის ბოლოში გასძახა, იქიდან ოთხი წყვილი ფეხი ჩანდა. როგორც ჩანს,
ვიღაცებს ცალკე „ნომრებში“ ერჩიათ ღამის გათევა.

134
- ჰეი, ლონი! ჰეი, ყველას ვეუბნებით! ეს ნაბიჭვრები ისევ გამოჩნდნენ!
ხუთნი არიან, - თქვა კაცმა. ლუდის ცარიელ ქილას ფეხი ჰკრა და ჩვენკენ მო-
ისროლა.
სექციის ბოლოში სამი წყვილი ფეხი ამოძრავდა. მეოთხეს ან ეძინა, ან მა-
გარ კაიფში იყო.
- დიახ, თქვენი დედაც, დავბრუნდით, - უთხრა მაიკ ჰილსემმა. ბეისბოლის
კეტი ასწია და მანეკენს პლასტმასის ძუძუებს შორის ბილიარდის ჯოხივით
მიარტყა. მანეკენი იატაკს დაენარცხა. „ლურჯი რვეულის“ ბიჭებმა ისე გააყო-
ლეს თვალი მანეკენის ვარდნას, თითქოს კარგად დადგმული სპექ ტაკლის სცე-
ნა ყოფილიყო.
- ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია დაკარგული გოგოს შესახებ.
სამი ნარკომანი მოსაზომი კაბინებიდან გამოვიდა და ამხანაგებს შეუერ-
თდა. ეცვათ მაისურები წარწერებით: „Pi Phi Tie-Dye“ და „Fiji Iსლანდ“. „გუდ-
ვილის“ ფირმის ადგილობრივმა საქველმოქმედო განყოფილებამ არ იცოდა,
ზაფხულის დადგომისას ასეთი მაისურები სად წაეღო - კოლეჯების სტუდენ-
ტები ნახმარ „ძონძებს“ იშორებდნენ.
კაცები ყველანი დაკუნთულები და დაძარღვულები აღმოჩნდნენ, ცისფერი
ვენები უჩანდათ. ბოლოს გამოვიდა ლონი, ჯეელი ჩამოშვებული ულვაშებითა
და გრძელი თმით, „ცხენის კუდივით“ რომ ჰქონდა შეკრული; ეცვა მაისური
წარწერით „Gamma Phi“, ხელში რკინის მილი ეჭირა. ეს სავაჭრო ცენტრის
„დაცვა“ ბრძანდებოდა.
- რაშია საქმე? - იკითხა ლონიმ.
- „...ჩვენ არ შეგ ვიძლია მივუძღვნათ; არ შეგ ვიძლია ვაკურთხოთ; არ შეგ-
ვიძლია პატივი ვცეთ ამ მიწას...“ - წამღერებით ციტირებდნენ მოზარდები,
ცოტაც და ყვირილზე გადავიდოდნენ.
- ჩვენ ვეძებთ ემი დანს, შეიძლება, თვალი მოჰკარით ახალ ამბებში, ხუთ-
შაბათის მერე აღარ გვინახავს, - უთხრა ჯო ჰილსემმა, - ლამაზი, მომხიბლავი,
კეთილი ქალბატონი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
- ჰო, მოვ კარი ყური. მერე? - თქვა ლონიმ.
- ჩემი ცოლია, - ვთქვი.
- ჩვენ ვიცით, რას აკეთებთ აქ. თქვენ, ვინც აქ იკრიბებით, - გააგრძელა
ჯომ, მხოლოდ ლონის მიმართავდა, რომელიც თავის „ცხენის კუდს“ აქანავებ-
და, ყბა წინ ჰქონდა გადმოგ დებული, ხელის თითებზე კი გადღაბნილი მწვანე

135
ტატუ უჩანდა, - გვსმენია, რომ, აქ მოძალადეთა ბანდამ ქალი ჯგუფურად
გააუპატიურა.
რენდს გავხედე, რომ მენახა, როგორაა. ჩემი სიმამრი დავარდნილ მანეკენს
თვალს არ აცილებდა.
- მოძალადეთა ბანდამ! - შესძახა ლონიმ და თავი ასწია, - თქვენი დედაც!..
ჩვენ მოძალადეთა ბანდა გვიწოდეს!
- ბიჭებო, - უთხრა ჯომ, - თქვენ ხომ „ლურჯი რვეულის ბიჭები“ ხართ...…
- ჩვენ, „ლურჯი რვეულის ბიჭები“, ერთგვარი გუნდი ვართ, - ჩაიფხუკუნა
ლონიმ, - არა, მხეცები არ ვართ, თქვენი დედაც! ჩვენ ქალებს არ ვიტაცებთ!
არავის უნდა დაგ ვეხმაროს და იმიტომაც იგონებენ ჩვენზე ჭორებს. აი, ეგენი
დახმარებას არ იმსახურებენ, რადგან, უბრალოდ, მოძალადეთა ბანდა არიან.
ეს ყველაფერი ნაბიჭვრული მონაჩმახია. მე დიდი ხანია მოვიხეოდი ამ დამპა-
ლი ქალაქიდან, წესიერად რომ გაესწორებინათ ჩემთან ანგარიში, მაგრამ ერ-
თი ცენტიც კი არ მომცეს. არც ერთს არ გადაგ ვიხადეს. ამიტომაც იძულებუ-
ლები ვართ, აქ ვიყურყუტოთ.
- ჩვენ მოგ ცემთ ფულს, კარგ ფულს, თუკი დაგ ვეხმარებით და ემის შესახებ
ინფორმაციას მოგ ვაწვდით. თქვენ აქ ყველას იცნობთ. იქნებ რაიმეს ყური
მოჰკარით.
ემის ფოტო ამოვიღე. ჰილსემი და სტაკსი გაოცებულები ჩანდნენ. უცებ გა-
ვაცნობიერე, რომ მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თავ გადასა-
ვალი, „მაჩოების“ საკადრისი თავშესაქცევია. ნაბიჯი გადავდგი და ფოტო ლო-
ნის გავუწოდე, ველოდი, რომ თვალს ზერელედ შეავლებდა, თუმცა, ამის ნაც-
ვლად, წინ გადმოიხარა.
- ამის დედაც, - თქვა მან, - ის არის?
- იცანით?
აშკარად დაბნეული ჩანდა.
- მას იარაღის ყიდვა უნდოდა.

136
ემი ელიოტ-დანი 2010 წლის 16 ოქტომბერი
დღიური

ვულოცავ ჩემს თავს იუბილეს!.. უკვე მთელი თვეა მისურიში ვარ და ყვე-
ლაფერი იქით მიდის, რომ შუა დასავლეთის ნამდვილი ბინადარი გავხდე! დი-
ახ, მე უკვე დავივიწყე აღმოსავლეთის სანაპიროს ყველა ჩვევა და დავიმსახუ-
რე „მედალი“ ოცდაათდღიანის სტაჟისთვის (აქაური ტრადიციით, „მედალი“
კარტოფილისაა). ვაკეთებ ჩანაწერებს, პატივს ვცემ აქაურ ტრადიციებს. მე
ვარ მარგარეტ მიდი (ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი - მთარგმნ. შე-
ნიშვნ.) წყეული მისისიპის ნაპირებიდან.
მოდი, ვნახოთ, რა მაქვს ახალი. ამჟამად მე და ნიკი ჩავეფალით პრობლე-
მაში, რომელსაც „გუგულიანი საათის თავსატეხი“ დავარქვი. ჩემი მშობლების
საოჯახო რელიკვია, რომელსაც სათუთად ინახავდნენ, ჩვენს ახალ სახლში სა-
საცილოდ გამოიყურება. მაგრამ, მეორე მხრივ, ნიუ-იორკიდან რაც ჩამოვიტა-
ნეთ, ყველაფერი ასევე გამოიყურება. სპილოსავით ვეება, პატივდებული „ჩეს-
ტერფილდი“ თავის შვილობილ „ოტომანკასთან“ ერთად, სასტუმრო ოთახში
გაშტერებულივით დგას, თითქოს დამაძინებელი ნემსი სტყორცნეს, ბუნებრივი
გარემოდან გამოიყვანეს, გამოღვიძებულმა კი აღმოაჩინა, რომ ახალ, უცნობ
ნივთებს შორის იმყოფება - უსწორმასწორო გრძელი ნოხების, სინთეტიკური
ხისა და გლუვი კედლების გარემოცვაში. ჩვენი ძველი სახლი მენატრება -
მთელი თავისი ბზარებითა და ნაკაწრებით, ათწლეულების განმავლობაში რომ
დაგროვდა (მცირედი პაუზა, გრძნობები წესრიგში უნდა მოვიყვანო). ისე, ახა-
ლიც სიმპათიურია. უბრალოდ, სხვანაირია. ამაში საათი არ დამეთანხმებოდა.
გუგულსაც უჭირს ახალ ადგილთან შეგუება: ჩიტი მთვრალივით გამობანცალ-
დება ხოლმე ათი წუთის დაგ ვიანებით. გუშინ ჩვიდმეტი წუთითაც კი დააგ-
ვიანა. ერთხელ კი სულაც - მთელი ორმოცდაერთი წუთი! ისეთ ხმებს უშვებს,
გეგონება, აგონიაშიაო - გუ-გურრხხხ... - და ყოველ ჯერზე ბლიკერი გარბის
და იმალება, კუდი აშვერილი აქვს, ბეწვი კი ყალყზე უდგას. შეიმალება ხოლმე
სადღაც, იქიდან გაჰყურებს საათს და აღშფოთებული კნავის.

137
- ოო, ეტ ყობა, შენი მშობლები ვერ მიტანენ, - ამბობს ამ დროს ნიკი, ვიცი,
თავს იკავებს, რადგან არ მთავაზობს, მოდი, მოვიშოროთო ეს ხარახურა.
არადა, მეც მინდა, ნაგავში მოვისროლო. მე ხომ არ ვმუშაობ, მთელი დღე
შინ ვზივარ და მუდმივად ველოდები, როდის ამოუშვებს ამ თავის საზარელ
ხმას. ერთდროულად გულზე მომეშვება ხოლმე (ჯერ კიდევ ცოცხალია!) და
თან ბრაზი მახრჩობს (ისევ ცოცხალია!), - როდესაც გუგული ხავის.
ამ საათის ირგვლივ ერთი ამბავი ატეხეს ახალმოსახლეობაზე (შეხედეთ,
შეხედეთ, ნამდვილი ანტიკვარული საათი!), რომლის ამუშავებაც დაჟინებით
მოითხოვა დედა მორინ დანმა. ისე, სინამდვილეში, არც მოუთხოვია. ის უბრა-
ლოდ აკეთებს იმას, რაც მიაჩნია, რომ უნდა გააკეთოს. ჩვენი გადმოსახლების
პირველივე დილას გამოგ ვეცხადა თავის ხელით მომზადებული ომლეტითა და
ტუალეტის ქაღალდის დიდი შეკვრით (რაც, უეჭველია, მეტად უხდება ომ-
ლეტს), და ისე ალაპარაკდა ახალმოსახლეობის საზეიმო აღნიშვნაზე, თითქოს
ეს უკვე გადაწყვეტილი ფაქტი ყოფილიყოს.
- აბა, როდის აპირებთ ახალმოსახლეობა აღნიშნოთ? უკვე მოიფიქრეთ,
ვის დაპატიჟებთ? სახლში გინდათ აღნიშნოთ თუ უფრო მხიარული რაღაც
მოიფიქრეთ, ვთქვათ, წვეულება ბარში? ისე, ტრადიციული ახალმოსახლეობა
ყოველთვის უფრო კარგია ხოლმე.
ჰოდა, უცებ, სახელდახელოდ დავნიშნეთ დღე და ეს დღე სწორედ ახლა
დადგა. დანების ოჯახი და მეგობრები გადამეტებული მზრუნველობით იფერ-
თხავენ ოქტომბრის წვიმის წვეთებს ქოლგებიდან და ფეხს კარის წინ დაგე-
ბულ იმ ნოხზე იწმენდენ, რომელიც ამ დილით მოგ ვიტანა მორინმა. მას წარ-
წერა აქვს: „ყველა, ვინც ჩვენთან მოდის, ჩვენი მეგობარია“. „კოტსკოშია“ ნა-
ყიდი. მისისიპის ნაპირებზე ცხოვრების ოთხი წლის შემდეგ ბევრი შევიტ ყვე
ადგილობრივი მცხოვრებლების სავაჭრო ჩვევებზე. რესპუბლიკელები მიდიან
„სემ კლაბში“, დემოკრატები - „კოტსკოში“, მაგრამ, მანჰეტენისგან განსხვავე-
ბით, ესენი ძალიან ბევრ რამეს ყიდულობენ, რადგან სახლში საკმაოდ ბევრი
თავისუფალი ადგილი აქვთ, საკმარისი იმისთვის, რომ ოცდაოთხი ქილა პიკუ-
ლი შეინახო. თან ოცდაოთხივეს ათავებენ (და არც ერთი წვეულება არ იმარ-
თება პიკულებისა და ესპანური ზეთისხილის გარეშე, რომელიც პირდაპირ ქი-
ლიდან უნდა ამოიღო).
ახლა აღვწერ სცენას: ეს დღე ერთ-ერთია იმ მეტად სურნელოვანი
დღეებიდან, როცა ქუჩიდან შემოსულ ადამიანებს ოთახში ლაბადებით, თმით
წვიმის სუნი შემოაქვთ. ხნიერ ქალბატონებს მოაქვთ სხვადასხვა კერძი,

138
პლასტიკატის კონტეინერებით - ეს კონტეინერები უძლებენ რეცხვას სარეცხ
მანქანაში და ვიცი, რომ მთხოვენ, გავრეცხო და დავუბრუნო. როდესაც აქ ჩა-
მოვედი, ასეთი წესის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა. მშვიდად გადავ ყარე
ყველა კონტეინერი და მერე იძულებული გავხდი, ახლები მეყიდა. მორინის
საუკეთესო მეგობარმა, ვიკიმ, უმალ შენიშნა, რომ კონტეინერი ახალია და
მომთხოვა განმარტება. როდესაც გულახდილად ვაღიარე, თუ რა გავაკეთე,
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და თქვა:
- აი, თურმე როგორ იქცევიან ნიუ-იორკში.
მაშ ასე, ახალმოსახლეებო: უფროსი ასაკის ეს ქალები მორინის მეგობრები
არიან, ზოგი მათგანი მშობლებისა და მასწავლებლების ასოციაციიდან, და
წიგნის კლუბებიდან არის, ზოგიც - „შუბი-დუბის“ მაღაზიიდან, იმ სავაჭრო
ცენტრიდან, სადაც ის კვირაში ორმოცი საათი ფეხსაცმელს აზომებდა ყველა
ასაკის ქალს (მას შეეძლო თვალით განესაზღვრა ფეხის ზომა, - ქალების 8,
ვიწრო! - წვეულებებზე ამ ფოკუსს ხშირად ატარებდა ხოლმე), მორინის ყვე-
ლა მეგობარი ნიკზე ჭკუას კარგავს, და მზად არიან საათობით ილაპარაკონ იმ
საქმეებზე, რომელთაც ახალგაზრდობაში აკეთებდა მათთვის.
შედარებით ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ემის პოტენციური მეგობრე-
ბის ჯგუფს წარმოადგენენ: მათ სპორტული ვარცხნილობა და ქერა, ხელოვნუ-
რად გაუფერულებული თმა აქვთ, მორინის მეგობრების ქალიშვილები არიან.
ყოველი მათგანი ნიკზე ჭკუას კარგავს. ისინიც მზად არიან საათობით ილაპა-
რაკონ იმ საქმეებზე, რასაც ის ახალგაზრდობაში აკეთებდა მათთვის. როდე-
საც მოლი დაიხურა, უმეტესობამ ანდა მათმა ქმრებმა სამსახური დაკარგეს.
ამიტომაც „იაფი და სასარგებლო საკვების“ მომზადების რეცეპტებს მიზიარე-
ბენ. ჩვეულებრივ, ესაა შე ჭამანდი, რომელიც მზადდება კონსერვირებული
წვნიანის, კარაქისა და ჩიფსებისაგან.
კაცები საოცრად ჩუმი და ზრდილობიანები ჩანან, ჯგუფებად დგანან,
სპორტზე საუბრობენ და კეთილგან წყობით მიღიმიან.
მოკლედ, ყველა მშვენიერია. იმდენად კარგები არიან, რამდენადაც ეს სა-
ერთოდ შესაძლებელია. მორინი, რომელსაც კიბოს მესამე სტადია აქვს, თავის
მეგობრებს ჩემს თავს ისე წარმოუდგენს, თითქოს, ცოტა არ იყოს, საშიშ შინა-
ურ ცხოველს აცნობდეს:
- ეს ემია, ნიკის ცოლი, დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ნიუ-იორკში.
მისი მეგობრები მესალმებიან და უმალ „ტურეტის სინდრომის“ (ცენტრა-
ლური ნერვული სისტემის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მოტორული და

139
ვოკალური ტიკები. - მთარგმნ. შენიშვნ.) მსგავსი რაღაც ეწყებათ: ხმამაღლა
იმეორებენ, - „ნიუ-იორკ სითი!“. ხელს მართმევენ წამღერებით: „ნიუ-იორკ,
ნიუ-იორკ!“ ტაშის შემოკვრით, ადგილზე რხევით, თითქოს ჯაზის მომღერლე-
ბი არიან. ბარბიმ, მორინის მეგობარმა ფეხსაცმლის მაღაზიიდან, საერთოდაც
დაახეთქა:
- ნიუ-იორკ სიიითი! თოკი უნდა მოვამზადოთ!@
როდესაც დაბნეულმა შევცინე, ამიხსნა:
- ო, ეს „სალსას“ ძველი რეკლამიდანაა!
და, როცა დაინახა, მაინც ვერ გავიგე მისი ხუმრობა, გაწითლდა, მხარზე
ხელი დამადო და მითხრა:
- მართლა კი არ ვაპირებ თქვენს ჩამოხრჩობას.
ბოლოს და ბოლოს, ხითხითი შეწყდა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ
არასოდეს ყოფილან ნიუ-იორკში, ანდა მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ამის გამო
მაინცდამაინც არ ნაღვლობენ. მერე კი დაახლოებით ასეთი რაღაც ვთქვი:
- იქ მოგეწონებოდათ, თუმცა, ნიუ-იორკი მართლაც არ არის ყველასთვის,
ანუ... მმმ... აღარც ვიცი, რა ვთქვა, სიტ ყვებს ვერ ვპოულობ...
- ემი, უფრო მეგობრული იყავი, - ნიკმა ყურში ჩამჩურჩულა, როდესაც
სამზარეულოში სასმელებს ვასხამდით (შუა-დასავლეთის მცხოვრებლებს უყ-
ვართ სოდიანი წყალი ორლიტრიან ბოთლებში, და ჩვენ ყოველთვის ვასხამთ
მას დიდ წითელ პლასტმასის ჭიქებში „სოლო“).
- ვცდილობ, - ამოვიოხრე. კიდეც მწყინს ეს, რადგან იმ ოთახში მყოფებს
თუ ჰკითხავ, ვარ თუ არა მეგობრული, იტ ყვიან: დიახ. ზოგჯერ მგონია, რომ
ნიკმა ჩემი პიროვნების „ვერსია“ გამოიგონა, რომელიც სინამდვილეში არ არ-
სებობს. მას მერე, რაც აქ გადმოვსახლდით, დავივიწყე გოგოების ღამეული
წვეულებები და საქველმოქმედო საღამოები და ამის ნაცვლად ვამზადებ ჩა-
თუშულ ბოსტნეულს მამამისისთვის და ვეხმარები ლატარიის ბილეთების გა-
ყიდვაში. უკანასკნელი დანაზოგი გავიღე იმისთვის, რომ ნიკს, და გოს ეყიდათ
ბარი, რომელზეც ოცნებობდნენ... ჩეკიც კი ჩავდე ბარათში, რომელსაც ლუდის
კათხის ფორმა ჰქონდა მიცემული - გაგიმარჯოს! - ნიკმა კი მხოლოდ მშრალი
მადლობა მითხრა. არც კი ვიცი, რა ვქნა, მაგრამ ვცდილობ.
სოდიანი წყალი შევიტანეთ, მაგრამ ახლა უფრო რთულია ჩემთვის, გავი-
ღიმო და ვიცინო, ვუყურო ამ მხიარულებას და ვკითხო სტუმრებს, რა სურთ
კიდევ, შევაქო მათ მიერ მოტანილი სალათი „ამბროზია“, კიბორჩხალები, ან-
და დაჭრილი პიკული, ყველსა და ძეხვთან ერთად რომაა გახვეული. ნიკის მა-

140
მა გოსთან ერთად შემოდის. ზღურბლზე მდუმარედ ჩერდებიან. ბილ დანი,
ძარღვიანი, ჯერ კიდევ წარმოსადეგი შუადასავლეთელი მამაკაცია, რომელ-
საც შუბლზე პატარა სამედიცინო სალბუნი აქვს მიკრული. გო მოღუშულია,
თმა სარჭებით აქვს აკრული, ცდილობს, მამას არ უყუროს.
- ნიკ, - ამბობს ბილ დანი, ნაბიჯს დგამს წინ, შვილს ხელს ართმევს, და
შუბლშეჭმუხნილი მიყურებს. გო ნიკს მკლავზე ქაჩავს და ჩურჩულით ეუბნე-
ბა:
- არ ვიცი, რა დაემართა, რატომაა ასე უხასიათოდ, იქნება მარცხენა ფეხ-
ზე ადგა, ანდა იმიტომ, რომ მარაზმშია. ბებერი ვირი. აზრზე არა ვარ.
- კარგი, კარგი, არ იღელვო, თვალყურს ვადევნებ.
გო გაღიზიანებით იჩეჩს მხრებს.
- გო, სერიოზულად ვამბობ, დალიე ლუდი, დაისვენე... ერთი საათით შეგ-
ცვლი. მამაჩემს მე ვუპატრონებ.
ვფიქრობ, რომ მის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, ნიკი იტ ყოდა, ზედმე-
ტად მგრძნობიარე ვარ.
ხნოვანი ქალბატონები ჩემ გარშემო ტრიალებენ და გაუჩერებლად მიყვე-
ბიან, როგორ უმტკიცებდათ მორინი, რომ ჩვენ, მე და ნიკი, შესანიშნავი წყვი-
ლი ვართ, და ის, რა თქმა უნდა, მართალია, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექ-
მნილები.
ამ კლიშეების მოსმენა მანამ მერჩივნა, სანამ დავ ქორწინდებოდით. ქორ-
წინება კომპრომისის ხელოვნებას გულისხმობს და მძიმე შრომას, და მერე კი-
დევ უფრო მძიმე შრომას, ურთიერთგაგებასა და კომპრომისებს. და მერე კი-
დევ უფრო მეტ შრომას.
„მიატოვოს იმედი ყოველმა, ვინც აქ შედის“ , („Abandon all hope, ye
who enter“ - წარწერა ჯოჯოხეთის კარიბჭეზე, დანტე ალიგიერის პოემა
„ღვთაებრივ კომედიაში“. (1307-1321) ორიგინალი ჟღერს ასე: „Lasciate ogni
speranza, voi ch’entrate“. - მთარგმნ. შენიშვნ.)
ნიშნობის წვეულება ნიუ-იორკში კიდევ ამაზე უარესი იყო. სასმელისა და
ლაპარაკისგან გახურებული სტუმრები ისე იქცეოდნენ, თითქოს დაქორწინე-
ბულების რაღაც დახურულ კლუბში გვიღებდნენ. ყყველა რჩევებს გვაძლევდა.
აი, მაგალითად, ბინქს მორიარტიმ, დედაჩემის საუკეთესო მეგობრის ოთხმოც-
დარვა წლის დედამ, ბართან ისეთი ხმით დამიჭირა და გამაჩერა, სასწრაფო
დახმარების სირენა გაგახსენდებოდათ.
- ემი, უნდა დაგელაპარაკო!

141
ძვირფას ბეჭდებს ატრიალებდა გაძვალებულ თითებზე - ერთი ბრუნი,
მეორე, ჭრიალის ხმა, - შემდეგ ხელზე ხელი მომიჭირა და მომეფერა (წარმო-
იდგინეთ, ბებერი, ცივი თითებით როგორ ეხება თქვენს ნაზ, გლუვ, თბილ
კანს); თან მეუბნება, რომ მისი ქმარი, რომელიც სამოცდასამი წლის ასაკში
გარდაიცვალა, „იმას ტრუსებში ვერ იოკებდა“. ეს ისე მითხრა, იგულისხმებო-
და, რომ თითქმის უკვე მკვდარი ვარ და ამიტომ მაქვს უფლება, ასეთ რაღაცე-
ზე ვილაპარაკო; ჩაიღიმა და კატარაქტით დაბინდული თვალები მოხუ ჭა.
- ვერა და ვერ იოკებდა ტრუსებში, - გაიმეორა ბებერმა, თან არაფრით
მიშვებდა გაყინულ, სიკვდილის მომასწავებელ თითებს, - მაგრამ არც ერთი
მათგანი არ უყვარდა ისე, როგორც მე, ეს მე ვიცი და შენც იცოდე.
ამ ამბის მორალი შემდეგი გახლდათ: მისტერ ბინქსი, რასაკვირველია, სა-
შინელი მე ქალთანე იყო, წამდაუწუმ ღალატობდა მას, მაგრამ ქორწინება
კომპრომისს გულისხმობს.
როგორც კი დრო ვიხელთე, დავეთესე; მერე კი დავბორიალებდი სტუმრებს
შორის, ვუღიმოდი შუახნის ადამიანების ერთნაირად დანაოჭებულ, გამოფი-
ტულ, დაუკმაყოფილებელ სახეებს, - ყველას ერთნაირი სახე ჰქონდა. მათი
უმეტესობა, ამავე დროს, ნასვამიც ბრძანდებოდა. ზოგიერთი ცეკვავდა თავის
ახალგაზრდობის დროინდელ მუსიკაზე - ქანთრის ჰანგებზე - და ასეთები კი-
დევ უფრო მძიმე სანახავი იყვნენ.
გზას ფანჯრისკენ მივიკვლევდი, სუფთა ჰაერი მინდოდა ჩამეყლაპა და
უცებ ვიღაცამ ხელკავი გამომდო. ეს აღმოჩნდა ნიკის დედა, მორინი, დიდი,
შავი, ლაზერივით გამჭოლი თვალებისა და მომლოდინე მოპსის (ძაღლის ჯი-
შია. - მთარგმნ. შენიშვნ.) გამომეტ ყველების პატრონი. თხის ყველის ნაჭერი
და კრეკერი ჰქონდა პირში, მაინც მოახერა და მითხრა:
- ეს არც ისე იოლია, სამუდამოდ დაუკავშირო შენი ცხოვრება ვიღაცას.
მშვენიერია, რომ თქვენ ორივენი ამას აკეთებთ, მაგრამ ო, ბიჭი გაიცნობს გო-
გოს, გოგო გაიცნობს ბიჭს, და თქვენს ცხოვრებაში იქნება დღეები, როდესაც
ინანებთ, რომ ეს გააკეთეთ. და კიდევ კარგი, თუ ეს სინანული დდდღეები გა-
გიგრძელდებათ და არა თვეები.

ეტ ყობა იმ წამს შოკირებული ვჩანდი, თან მე მართლაც მივიღეე შოკი, - რად-


გან სასწრაფოდ დაუმატა:

142
- მაგრამ თქვენ ბედნიერი დღეებიც გექნებათ. დარწმუნებული ვარ. თქვენ
ორივეს. ბევრი-ბევრი ბედნიერი დღე. ასე რომ... მაპატიე, ძვირფასო, რაც გით-
ხარი ერთი წუთის წინ. მე, უბრალოდ, სულელი, ბებერი, ქმარგაყრილი ქალი
ვარ...… ო, დედიკო, მგონი, სასმელი მეტი მომივიდა, შევთვერი... - სასწრაფოდ
დამემ შვიდობა და გამ შორდა.
- შენ აქ არ უნდა იყო, - უეცრად ბილ დანმა მომმართა, - რატომ ხარ აქ?
აქ ყოფნის უფლება არ გაქვს.
- მე ემი ვარ, - ვუთხარი და მკლავზე შევეხე, თითქოს ეს გამოაფხიზლებდა.
ბილს ყოველთვის მოვწონდი, თუნდაც ვერაფერი მოეფიქრებინა, ჩემთვის
რომ ეთქვა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მოვწონვარ, ამას მის მზერაში ვგრძნობ-
დი. თითქოს რაღაც იშვიათი ფრინველი ვიყავი. ახლა კი იბღვირებოდა, გულ-
მკერდი გამოებრიქა, ჩხუბისთავი მეზღვარის კარიკატურას მიაგავდა. იქვე იყო
გო, რომელმაც თეფში დადგა და ჩვენთან მოსვლა დააპირა, ოღონდ ძალიან
ფრთხილად, ისე, თითქოს არ უნდოდა დაეფრთხო ბუზი, რომლის მოკვლაც
ჩაიფიქრა.
- რატომ ხარ ჩვენს სახლში? - მკითხა ბილ დანმა, სახე დაემანჭა, -
ვიღაც-ვიღაცებს აღიზიანებ, ქალბატონო!
- ნიკ? - დაიძახა გომ, არცთუ ძალიან ხმამაღლა, მაგრამ კატეგორიული
ტონით.
- აქ ვარ, - მიუგო ნიკმა - მამა, ეს ხომ ჩემი ცოლია, ემი, გახსოვს ემი? ჩვენ
დავბრუნდით მშობლიურ ქალაქ ში, უფრო ხშირად რომ გნახოთ, ეს ჩვენი ახა-
ლი სახლია.
ნიკი თვალებს მიბრიალებს: სწორედ მე დავიჟინე მამამისის დაპატიჟება.
- ნიკ, მარტო იმის თქმა მინდა, - გამოაცხადა ბილ დანმა და საჩვენებელი
თითი პირდაპირ სახესთან მომიტანა.
ამ დროს მეზობელი ოთახიდან რამდენიმე მამაკაცი გამოვიდა და ჩვენკენ
ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა, მზად იყვნენ ჩარეულიყვნენ, თუ საჭირო იქნე-
ბოდა.
- აქ მისი ადგილი არაა, ამ კახპას ჰგონია, ყველაფერი შეუძლია გააკეთოს,
რაც უნდა.
დედა მორინმა ყოფილ ქმარს ენთუზიაზმით მოხვია ხელი:
- რას ამბობ, ბილ? ეს, რა თქმა უნდა, მისი სახლია, ეს ჩვენი ბიჭის ცოლია,
შენ რა, დაგავიწყდა?

143
- მინდა აქედან გავაგ დო, გესმის, მორინ?! - მხრების მოძრაობით მოიშორა
ყოფილი ცოლი და ჩემკენ წამოვიდა, - უტვინო კახპა!
გაუგებარია, ვის გულისხმობს: მე თუ მორინს... მერე კი მომაჩერდა და გა-
მოცრა:
- მაგისი ადგილი აქ არ არის.
- მე წავალ, - ვუპასუხე და კარისკენ წავედი, გარეთ წვიმდა. ალცჰაიმერის
ავადმყოფობის მსხვერპლთა ბაგეებით - ვფიქრობ - ჭეშმარიტება ღაღადებს.
უბანს წრე დავარტყი, ველოდებოდი, როდის გამოჩნდებოდა ნიკი და უკან
სახლში შემიყვანდა. წვიმა ცრიდა და მე უკვე საკმაოდ დავსველდი. მჯერა,
რომ ნიკი გამომხედავს. სახლისკენ ვიყურები და მხოლოდ დახურულ კარს
ვხედავ.

ნიკ დანი ოთხი დღის შემდეგ

დილის ხუთ საათზე, მე და რენდი მოხალისეთა შტაბბინაში ვისხედით,


ვსვამდით ყავას და ველოდებოდით პოლიციელებს, რომლებსაც ლონი უნდა
შეემოწმებინათ. ემი კედელზე გაკრული პლაკატიდან მოგ ვშტერებოდა. ამჟა-
მად ფოტოზე თითქმის საწყლად გამოიყურებოდა.
- არაფრით არ მესმის, რატომ არ გითხრა არაფერი, თუკი ვიღაცის ფეში-
ნოდა, - თქვა რენდმა. - რატომ არ უნდა ეთქვა?
ემი მოლში მივიდა წმ. ვალენტინის დღეს, იარაღის საყიდლად, - როგორც
განაცხადა ჩვენმა მეგობარმა ლონიმ. - ცოტა არ იყოს, ღელავდა. ასე თქვა:
„შეიძლება სულელივით ვიქცევი... მაგრამ მგონია, რომ იარაღი მჭირდება.“
თანაც, მეტად დამფრთხალი ჩანდა. როგორც ლონის უთხრა, მას ვიღაც აში-
ნებდა. მეტი არაფერი უთქვამს ლონისთვის, მან კი ჰკითხა: როგორი ტიპის
იარაღი უნდოდა? ემიმ კი უპასუხა: ისეთი, რომელიც კაცს უმალ გააჩერებს.
ლონიმ რამდენიმე დღის მერე დაიბარა, ემი ასეც მოიქცა, მაგრამ ლონიმ იარა-
ღი ვერ უშოვა (ეს ჩემი საქმე არ არისო). ახლა ნანობს, რომ ვერ უშოვა. ემი

144
კარგად დაამახსოვრდა, რამდენიმე თვის მერეც კი ახსენდებოდა და ფიქრობ-
და, როგორ არისო ის მომხიბლავი, დამფრთხალი, ქერა ქალი, რომელსაც გა-
დაწყვეტილი ჰქონდა იარაღი შეეძინა წმ. ვალენტინის დღეს.
- ვისი შეიძლება შინებოდა? - იკითხა რენდმა.
- დესის შესახებ კიდევ ერთხელ მომიყევით, რენდ, - ვთხოვე, - ოდესმე თუ
გინახავთ?
- ჩვენს სახლში რამდენჯერმე იყო მოსული - რენდმა გახსენებისას შუბლი
შეიჭმუხნა. - სიმპათიური ახალგაზრდა იყო, ემის ეთაყვანებოდა, ისე ექ-
ცეოდა, როგორც პრინცესას. მაგრამ მე არასდროს მომ წონდა, მაშინაც კი, რო-
დესაც მათ ძალიან კარგი ურიერთობა ჰქონდათ. ის ემის პირველი სიყვარუ-
ლია. ჩემ მიმართ აუხსნელად უხეში იყო, ემის არ სცილდებოდა, მუდმივად ხე-
ლი ჰქონდა გადახვეული. ძალიან, ძალიან მიკვირდა ჩვენთან კარგი ურთიერ-
თობის დამყარება რომ არ სურდა. ნებისმიერ ახალგაზრდა კაცს სურს, ქალიშ-
ვილის მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.
- მინდოდა...
- და შენ ეს შეძელი, - გაიღიმა მან, - შენ, ცოტა არ იყოს ნერვიულობდი,
მაგრამ საერთო ჯამ ში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდი, დესი კი სხვა არაფერი
იყო, თუ არა სისაძაგ ლე.
- დესი ამ ქალაქიდან, სულ რაღაც, ერთი საათის მოშორებით ცხოვრობს.
- ასეა. და ჰილარი ჰენდი? - რენდმა თვალები მოისრისა. - არ მინდა ქალ-
თმოძულე გამოვჩნდე, მაგრამ ის დესიზე უფრო შემაშინებელი ჩანდა. რადგან
ლონის, მოლის ბინადარ ბიჭს, არ უთქვამს, რომ ემის მაინცდამაინც კაცის
ეშინოდა.
- არა, მან თქვა რომ, უბრალოდ ეშინოდა. არის კიდევ ერთი, ნოელ ჰო-
ტორნი, რომელიც ჩვენ ახლოს ცხოვრობს. მან უთხრა პოლიციას, რომ ემის
საუკთესო მეგობარია, არადა, ეს ასე არ არის. ისინი არც კი ამხანაგობდნენ.
მისმა ქმარმა თქვა, ისტერიკაში ჩავარდა, ემის ფოტოს უყურებს და
ღრიალებსო. მაშინ ვიფიქრე, რომ ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოები იგუ-
ლისხმებოდა, მაგრამ იქნებ ეს ემის ჩვეულებრივი ფოტოები იყო? იქნებ ნოელ
ჰოტორნი მას უთვალთვალებდა?
- მას ჩემთან საუბარი უნდოდა, გუშინ, როდესაც, ცოტა არ იყოს, დაკავე-
ბული ვიყავი, - თქვა რენდმა, - „საოცარი ემიდან“ ციტატებს მიკითხავდა. უფ-
რო ზუსტად, „საოცარი ემი და საუკეთესო მეგობრების ომი“ - საუკეთესო მე-
გობრები არიან, ისინი ვინც ჩვენ ყველაზე უკეთ გვიცნობს.

145
- ეს ჰილარისა ჰგავს, - ვთქვი მე, - ოღონდ გაზრდილს.
ბონისა და გილპინს ყველაფრის მოსაყოლად დაახლოებით შვიდ საათზე
შევხვდით. კაფე „აიჰოპში“, გზატ კეცილის პირას... უბრალოდ, სასაცილოც კი
იყო, რომ ჩვენ მათ საქმეს მათ ნაცვლად ვაკეთებდით. წარმოუდგენელიც კი
ჩანდა, რომ ეს ჩვენ წავწიეთ წინ გამოძიება. „FBI“ გამოძახების დრო მოვიდა
(ქართულად, „ფგბ“ - ფედერალური გამოძიების ბიურო. - მთარგმნ. შენიშვნ.),
რადგან ადგილობრივი პოლიცია, აშკარად ვერ ასრულებდა თავის მოვა-
ლეობას. ჩასუ ქებულმა ქარვისფერთვალება ოფიციანტმა ქალმა შეკვეთა
მიიღო, ყავა დაგ ვისხა, მერე კი აშკარად მიცნო და აღარც მოგ ვშორდა, სანამ
გილპინმა არ უბრძანა წასულიყო. ვერ მოვასწარით ყლუპის გადაკვრაც, რომ
საჭმელიც მოგ ვიტანა. აბეზარ ბუზს მოგაგონებდათ. წარმოუდგენლად სწრა-
ფად მოიტანა საჭმელი, უსწრაფესად დააწყო თეფშები, დანა-ჩანგალი, კიდევ
მოგ ვიტანა ყავა. ამის გამო ჩვენი საუბარი მეტისმეტად წყვეტილი გამო-
დიოდა.
- არა, ეს შეუძლებელია... ყავა საკმარისია... ეს დაუჯერებელია... დიახ,
საჭმელი მშვენიერია.
სანამ დავამთავრებდით, ბონიმ გაგ ვაწყვეტინა.
- ყველაფერი მესმის, ბიჭებო, ეს ბუნებრივი სურვილია, იგრძნო თავი საქ-
მეში ჩართულად. მაგრამ, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ძალზე სახიფათოა. საქ-
მის გაძღოლა ჩვენთვის უნდა მოგენდოთ.
- კი, ასეა, მაგრამ თქვენ ვერ გაუძღვებოდით ამ საქმეს, - ვთქვი მე, -
თქვენ ვერასოდეს მიიღებდით ინფორმაციას იარაღის შესახებ, ჩვენ რომ იქ
არ მივსულიყავით. რა გითხრათ ლონიმ, როდესაც დაელაპარაკეთ.
- იგივე. რაც თქვენ გვითხრათ, - მომიგო გილპინმა, - ის, რომ ემის უნდო-
და იარაღის ყიდვა და შეშინებული იყო.
- თქვენ, ეტ ყობა, გგონიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ არის -
ვუსაყვედურე, - თქვენ რა, ფიქრობთ, რომ იტ ყუება?
- არა, ჩვენ არ გვგონია, რომ იტ ყუება, ვერ ვხედავ მიზეზს, ამ ჯეელს უნ-
დოდეს პოლიციის ყურადღების მიპყრობა. როგორც ჩანს, თქვენმა ცოლმა
მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალზე დიდი. არ ვიცი, რატომ ფიქ-
რობდა მასზე ამდენს, იმაზე თუ რა შეემთხვა მას. კონკრეტული დეტალებიც
კი ახსოვს. ნიკ, მან გვითხრა, რომ თქვენს ცოლს მწვანე შარფი ეკეთა. ხომ
გესმით, ზამთრის კაშნე კი არა, არამედ მეტად მოდური ყელსახვევი. - ხელით

146
ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს გვითხრა, მოდა თავისთავად ბავშვობაა,
რომელიც მისი ყურდღების ღირსიც კი არ არის.
- ზურმუხტისფერი. არაფერი გახსენდებათ?
თავი დავუქნიე.
- კი, ჩვეულებრივ, ლურჯ ჯინსებთან ერთად იკეთებდა ხოლმე.
- და სამკაული ჟაკეტზე, ოქროს ასო-ბგერა „ე“.
- ჰო, რა.
ბონიმ მხრები აიჩეჩა, თითქოს ამან ყველაფერს ნათელი მოჰფინა.
- თქვენ არ უშვებთ, რომ ემიმ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე,
რომ აიღო და გაიტაცა? - ვკითხე.
- ალიბი აქვს, კლდესავით მტკიცე ალიბი. - მითხრა ბონიმ და მრავალ-
მნიშვნელოვნად გამომხედა.
- სიმართლე გითხრათ, სხვა მოტივების ძებნა დავიწყეთ.
- რაღაც უფრო პირადის. - დაუმატა გილპინმა, და დაფიქრებით შეხედა
ბლინს, რომელსაც ზემოდან მარწყვი და ათქვეფილი ნაღები ესხა. შემდეგ ეს
ყველაფერი თეფშის კიდეზე გაწია.
- უფრო პირადის? - გავიმეორე.
- ნიშნავს ეს თუ არა, რომ აპირებთ გაესაუბროთ ჰილარი ჰენდის ან დესი
კოლინგსს? თუ ეს მე უნდა გავაკეთო? - მართლაც დავპირდი მერიბეთს, რომ
დღესვე შევუდგებოდი ამ საქმეს.
- რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, - ტონი ისეთი ჰქონდა, როგორიც
გოგონას, რომელიც პირობას აძლევს დედას, რომ უფრო მეტ საჭმელს შე ჭამს.
- ჩვენ ეჭვი გვეპარება, რომ ეს წინ წაგ ვწევს, მაგრამ აუცილებლად დაველაპა-
რაკებით.
- ძალიან კარგი, დიდი მადლობა, რომ აკეთებთ თქვენს საქმეს - ვუთხარი,
- და რას ფიქრობთ ნოელ ჰოტორნზე? თუ გსურთ ვინმე მსგავსი იპოვოთ ჩვენ
მეზობლად, ზუსტად ერგება, ემიზეა ცოტათი შე ქანებული.
- დიახ, დამირეკა მან. ის ჩვენს სიაშია - გილპინმა თავი დამიქნია.
- დღეს.
- ძალიან კარგი, კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?
- ნიკ, ახლა გთხოვთ, რომ მოგ ვცეთ უფლება, თქვენს გონებაში ჩავიხედოთ,
- მითხრა ბონიმ, - მეუღლეებმა ყოველთვის უფრო მეტი იციან, ვიდრე აცნო-
ბიერებენ. და, აი, რა გვინდა, ეგებ თქვენი კამათის შესახებ ცოტა მეტი გაიხსე-

147
ნოთ. თქვენი მეზობელმა მისის ტევერერმა შემთხვევით გაიგონა თქვენი
საუბარი ემისთან, გაუჩინარების წინადღეს.
რენდი მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ.
ჯენ ტევერერი, მორწმუნე ქრისტიანი დიასახლისი, რომელიც თვალს მა-
რიდებს.
- ვგულისხმობ, შესაძლოა, რომ ეს ყველაფერი კავშირში იყოს, რადგან ემი
შესაძლოა ვიღაცის გავლენის ქვეშ იყო? - მკითხა ბონიმ გულუბრყვილო გამო-
მეტ ყველებით, - მე ვგულისხმობ, რომ მას ჰქონდა კავშირი ქალაქის ასო-
ციალურ ელემენტებთან. უამრავი სხვა ნარკოდილერი არსებობს, შესაძლოა,
სწორედ ამიტომ დასჭირდა იარაღი, თავდასაცავად და ამიტომაც არაფერი
გითხრათ თქვენ. ხომ უნდა არსებობდეს მიზანი, რისთვისაც ქალი ცდილობს,
იყიდოს იარაღი, თან არაფერს ეუბნება ქმარს. და კიდევ, გთხოვთ, ნიკ, კარგად
მოიფიქრეთ და გაიხსენეთ, სად იყავით საღამოს თერთმეტი საათიდან მოყო-
ლებული, ანუ თქვენი კამათის მომენტიდან მანამ, სანამ ემის ხმა ბოლოჯერ
გაიგონეს.
- ჩემ გარდა?
- დიახ, თქვენ გარდა. შუადღემდე, სანამ თქვენ ბარში მიხვიდოდით. თუ
თქვენ ქალაქ ში მოძრაობდით, მდინარის ნაპირზე ან პლაჟზე, ანდა ნავთსაშე-
ნის მიდამოებში, ვიღაცას უნდა დაენახეთ. დავუშვათ, თქვენ შეგხვდათ ვიღაც,
ვინც ძაღლს ასეირნებდა და იცნობთ. თუკი გაიხსენებთ, ეს ძალიან...
- დაგ ვეხმარებოდა, - დაასრულა გილპინმა. მარწყვი ჩანგლით აიღო.
ყურადღებით, თუმც კი კეთილგან წყობილად მიყურებდნენ.
- ეს ძალიან დაგ ვეხმარებოდა, ნიკ, - მითხრა გილპინმა კიდევ უფრო თავა-
ზიანად. - როდესაც პირველად ახსენეს ჩემთან კამათი - ანუ ის, რომ მათ იცი-
ან ამის შესახებ - და ეს რენდსაც უთხრეს, - მეტად უწყინარი ტონით.
- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე მე.
- არ გინდათ მოგ ვიყვეთ, რაზე გ ქონდათ კამათი? - მკითხა ბონიმ, - რის
შესახებ კამათობდით?
- და რა გითხრათ მისის ტევერერმა, რის შესახებ იყოო?
- მისი მონათხრობი არ მჭირდება, როდესაც შემიძლია პირდაპირ თქვენ
მოგმართოთ. - დეტექტივმა ბონიმ ნაღები ყავის ჭიქაში ჩაასხა.
- ეს იყო უმნიშვნელო კამათი, - დავიწყე, - სწორედ ამიტომაც არ ვახსენე
თქვენთან, ცოლ-ქმარი, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ ერთად, ხშირად კინ-
კლაოს ხოლმე.

148
რენდმა ისე შემომხედა, თითქოს ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ:
- კინკლაობენ? რას გულისხმობ?
- ჩვენ ვკამათობდით სადილის თაობაზე, - ვიცრუე, - იმის შესახებ, თუ რა
უნდა გვქონოდა სუფრაზე ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავზე. ემი, რო-
გორც მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებში ტრადიციების მომხრეა...
- კიბორჩხალა! - რენდმა გამაწყვეტინა და პოლიციელებს მიუბრუნდა. -
ემი ყოველ წელს ნიკისთვის კიბორჩხალას ხარშავს.
- მართალია, მაგრამ ამ ქალაქ ში შეუძლებელია იშოვო ცოცხალი კიბორ-
ჩხალები აკვარიუმიდან, ამის გამო ვიყავი უკმაყოფილო. ვფიქრობდი „ჰიუს-
ტონ ში“ შემეკვეთა...
- მე კი მეგონა, მითხარი, რომ არ შეგიკვეთია მაგიდა „ჰიუსტონ ში“, -
მოიღუშა რენდი.
- დიახ, უკაცრავად, ამერია. ვგულისხმობდი, რომ შევთავაზე შეგ ვეკვეთა
მაგიდა „ჰიუსტონ ში“, მაგრამ, სინამდვილეში, კიბორჩხალები უნდა მოეტანათ
ჩვენთვის.
პოლიციელებმა წარბები აზიდეს, ეს ყველაფერი მეტისმეტად ფანტასტი-
კურად ჟღერდა.
- ეს არ დაჯდებოდა ძალიან ძვირი, თან ეს კამათი კი არ იყო, არამედ უაზ-
რობა, რომელიც ნებისმიერ ოჯახში ხდება. - ბლინი მოვ კბიჩე. ვგრძნობდი,
გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. - ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მე და ემი ამა-
ზე ვიცინოდით.
- ჰაჰ, - მხოლოდ ეს თქვა ბონიმ.
- და როგორ მიდის თქვენი „განძის ძიება“? - მკითხა გილპინმა.
წამოვდე ქი, ჯიბეში ფული მოვიჩხრიკე, გასასვლელად მოვემზადე. მათ წი-
ნაშე თავის მართლებას არ ვაპირებდი.
- ჯერჯერობით ვერანაირად ვერ წავედი წინ, რადგან ძნელია ამ ორომ-
ტრიალში გონება მოიკრიბო.
- კარგი, - თქვა გილპინმა. - ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განძის ძიება
კვალის პოვნაში დაგ ვეხმაროს, რადგან ემი უკვე რამდენიმე თვის წინ შიშობ-
და თავისი უსაფრთხოების გამო. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, საქმის
კურსში მამყოფეთ, კარგი?
ყველანი გამოვედით გარეთ. ძალიან ცხელოდა. როდესაც რენდი და მე
ჩვენს მანქანაში ჩავსხედით, უცებ ბონიმ მკითხა:
- ეი, ემის ისევ ორი ზომა აქვს, ნიკ?

149
შუბლი შევიჭმუხნე.
- ორი აქვს? - გაიმეორა მან.
- ჰო, ალბათ, ასე მგონია, - ვუპასუხე, - კი, ასეა.
ბონიმ ისეთი გამომეტ ყველება მიიღო, თითქოს უნდოდა ეთქვა „ჰმმ“ და
თავის მანქანაში ჩაჯდა.
- როგორ ფიქრობ, რას გულისხმობდა? - მკითხა რენდმა.
- ორი ზომა? მე რა ვიცი.
სასტუმრომდე მთელი გზა ჩუმად ვიყავით. რენდი ფანჯრიდან იყურებოდა
და გაჩახჩახებული კაფეების რეკლამებს ადევნებდა თვალს, რომლებიც გზის
ორივე მხარეს იყო ჩამ წკრივებული. მე კი ვფიქრობდი ჩემს ტყუილზე, - ჩემს
ტყუილებზე. სასტუმრო „დეისი ინთან“ დიდხანს მოგ ვიწია მანქანის გასაჩერე-
ბელი ადგილის ძებნამ - როგორც ჩანს, აუტოსორსინგის ასოციაციის კრება
სეზონის მთავარი მოვლენა იყო.
- იცი, სასაცილოც კია, რამდენად პროვინციელი ვარ, მიუხედავად იმისა,
რომ მთელი ცხოვრება ნიუ-იორკში ვიცხოვრე, - მითხრა რენდმა და კარის სა-
ხელურს მოჰკიდა ხელი.
- როდესაც ემიმ გვითხრა, რომ თქვენ ბრუნდებით მისისიპის ნაპირზე,
წარმოვიდგინე მწვანე მიდამო, ფერმები, ვაშლის ბაღები, დიდი, წითლად შე-
ღებილი ბეღელები. მაგრამ ახლა იძულებული ვარ გითხრა, რომ აქ საკმაოდ
უსახურია ყველაფერი. - მან გაიცინა, - ამ ქალაქ ში ლამაზს ვერაფერს ვიხსე-
ნებ, ჩემი ქალიშვილის გამოკლებით, რასაკვირველია.
მანქანიდან გადავიდა, სწრაფად გაემართა სასტუმროსკენ. არც მიცდია,
დავწეოდი. მოხალისეთა ცენტრში რამდენიმე წუთის შემდეგ გშევედი. კუთხე-
ში მოვ კალათდი მაგიდასთან, დარბაზის უკანა ნაწილში. მინდოდა „განძის
ძიება“ დამესრულებინა მანამ, სანამ მინიშნებები გაქრებოდა, გამომეთვალა,
სად უნდოდა ემის, რომ მივსულიყავი. ვიჯდები აქ და მესამე მინიშნების ამ-
ბავს გავარკვევ, მანამდე კი დავრეკავ.
- დიახ, - მომესმა გაღიზიანებული ხმა. სადღაც იქვე ბავშვი ღნაოდა. გავი-
გონე, ქალმა როგორ მოიშორა შებერვით თმა სახიდან.
- ჰაი, თქვენ ჰილარი ჰენდი ხართ?
დამიკიდა. ისევ ავ კრიფე ნომერი.
- ჰელოუ?
- ჰაი, კიდევ ერთხელ, მე მგონი, გაგ ვთიშეს.
- ამ ნომერზე მეტი აღარ დარეკოთ.

150
- ჰილარი, მე არაფერს ვყიდი. მინდა გაგესაუბროთ ემი დანის, ემი
ელიოტის შესახებ.
სიჩუმე. ბავშვი ისევ აჭყლოპინდა, ხმა კატის კნავილს მიუგავდა. ვერ
გაიგებდი, უხაროდა რაღაც თუ ტირილს აპირებდა.
- რა დაემართა?
- არ ვიცი. შესაძლოა, თქვენც ნახეთ ტელევიზორში, დაიკარგა. ეს 5 ივ-
ლისს მოხდა. სავარაუდოდ, გატაცებულია.
- ო, ვწუხვარ.
- მე ნიკ დანი ვარ, მისი მეუღლე, მის ძველ მეგობრებს ვურეკავ.
- მერე?
- მაინტერესებს, ხომ არ გ ქონიათ რაიმე კონტაქტი ცოტა ხნის წინ.

ღრმად დაიწყო სუნთქვა, - სამჯერ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.


- ეს რა, იმ სისულელის გამო, რაც სკოლაში იყო?
სადღაც იქვე ბავშვმა ყვირილი მორთო: „დედიკო, მოდი!“
- ერთ წამი მაცალე, ჯეკ, - უპასუხა ვიღაცას ყურმილს მიღმა, შემდეგ კი
მომიბრუნდა და ისეთი ხმით მკითხა, თითქოს წითლად ვარვარებდა: - და ამი-
ტომ მირეკავთ? მას მერე ოცი წყეული წელი გავიდა, მეტიც კი.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ უნდა გ კითხოთ, იდიოტი ვიქნები, თუ არ გ კითხავთ.
- ღმერთო ჩემო, მე ახლა სამი შვილის დედა ვარ. ემისთან აღარ მილაპა-
რაკია მას მერე, რაც სკოლა დავამთავრე. ჭკუა ვისწავლე. ქუჩაში რომ შემ-
ხვდეს, მეორე მხარეს გადავალ.
ბავშვი ატირდა.
- უნდა წავიდე.
- ერთი წამით, ჰილარი...
ყურმილი დაკიდა. და იმავე წამს ჩემი მობილური აზანზარდა. გავთიშე. ეს
მომაბეზრებელი საგანი სადღაც უნდა გადავმალო.
ვიგრძენი, ჩემ გვერდით ვიღაც ქალია, მაგრამ არ ავხედე, იმედი მქონდა,
წავიდოდა. მაგრამ არ წავიდა.
- ჯერ შუადღეც კი არ არის, მაგრამ ისე გამოიყურებით, თითქოს მთელი
დღის განმავლობაში შრომობდით. საწყალი ბიჭი!
შონა კელი. თმა პატარა გოგოსავით კეფაზე აუკრავს, ცხენის კუდივით.
თანაგრძნობით მიყურებდა, წინ ტუჩებგამოწეული.

151
- მზად ხართ გასინჯოთ ჩემი ღვეზელი „ფრიტო“? - ხელში ლანგარი ეჭი-
რა, მკერდი ზედ ისე გადმოეშვა, პერანგი დაენამა ღვეზლის ორთქლით.
ეს ისე მითხრა, თითქოს ოთხმოციანი წლების როკმომღერალი ყოფილი-
ყოს: „გინდა გასინჯოოო ჩემი ნამცხვარი?“
- კარგად ვისაუზმე, დიდი მადლობა, ძალზე კეთილი ხართ.
იმის ნაცვლად, რომ გამცლოდა, ჩემ გვერდით ჩამოჯდა. იისფერი სპორ-
ტული ქვედაბოლოდან ლოსიონით დანამული ფეხები გამოაჩინა. და სპორტუ-
ლი ფეხსაცმლის წვერი გამკრა.
- ძვირფასო, საკმარისად თუ გძინავთ?
- კი, ნორმალურად.
- ნიკ, საკმარისად უნდა გეძინოთ. აბა, როგორ დაეხმარებით გამოძიებას,
თუკი გამოიფიტეთ.
- შეიძლება გავიდე...… იქნებ ერთი-ორი საათი წავუძინო.
- მე მგონი, ეს აუცილებელია, ნამდვილად უნდა წაუძინოთ.
უეცრად მის მიმართ გულისამაჩუყებელი მადლიერება ვიგრძენი. ისე
მზრუნველად მექცეოდა, დედაჩემი გამახსენდა. მაგრამ ეს საშიშია, ნიკ,
ფრთხილად იყავი!
ველოდებოდი, რომ ადგებოდა და წავიდოდა, მაგრამ არა და არ მიდიოდა,
- ჩვენ უკვე ყურადღება მოგ ვაქციეს.
- თუ გსურთ, შემიძლია მანქანით მიგიყვანოთ სახლში, - მითხრა მან. - ძი-
ლი პირდაპირ მისწრებაა თქვენთვის.
ქალი წინ წამოიწია, უნდოდა ჩემთვის მუხლზე ხელი დაედო. უცებ, მისი
მიუხვედრელობის გამო, საშინელი სიბრაზე ვიგრძენი. დროულად უნდა წასუ-
ლიყო. დატოვე შენი ღვეზელი, შე აბეზარა კახპავ, და დამეკარგე! „მამიკოს
ბიჭივით“ მოქცევა მომინდა, რაც ასევე არ იქნებოდა სწორი.
- რატომ არ გინდათ, მერიბეთთან აღინიშნოთ? - ვუთხარი ხისტად და ჩემი
სიდედრისკენ მივუთითე, რომელიც ქსეროქსის აპარატთან იდგა და ემის ფო-
ტოს ასლებს გაუთავებლად ბეჭდავდა.
- კარგი.
ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ იგნორირებას ვუწევ.
- კარგი, რადგან ასე, წავალ. იმედია, მოგეწონებათ ღვეზელი.
ჩემმა ასეთმა დამოკიდებულებამ აშკარად გული ატ კინა - ისე წამოდგა,
არც კი შემომხედა. უბრალოდ, გატრიალდა და წავიდა. იმავე წამს უხერხუ-
ლად ვიგრძენი თავი, ვიფიქრე, ხომ არ გავეკიდო და ბოდიში მოვუხადო--

152
მეთქი, - ჩემთვის ხომ მას სიკეთე უნდოდა, - მაგრამ თავს ძალა დავატანე,
ვუთხარი: იჯე ქი, იმ ქალს არ გაეკიდო.
- არის რაიმე ახალი? - ნოელ ჰოტორნი მოვიდა და შონას ადგილას დაჯ-
და. შონას ტოლი იყო, თუმცა, ბევრად ასაკოვანი ჩანდა: მოფლაშული, მომ-
სუქნო სხეული, დიდი მკერდი. მოღუშული გამომეტ ყველება.
- ახალი არაფერია.
- მე მგონი, თქვენ მაინც მიგ ყავთ საქმე კარგად.
თავი გავაქნიე, რადგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- იცით, მე ვინ ვარ?
- რა თქმა უნდა, თქვენ ნოელ ჰოტორნი ხართ.
- მე ემის საუკეთესო მეგობარი ვარ ამ ქალაქ ში.
ნოელთან დაკავშირებით ორი ვარიანტი არსებობდა: მას ან სურდა მიტ-
მასვნოდა „გაუჩინარებული ქალის“ საქმეს და ამით საყოველთაო ყურადღე-
ბის ცენტრში ყოფილიყო, ანდა - ნორმალური არ იყო. შესაძლოა ემისთან მე-
გობრობას ეძებდა, მაგრამ როდესაც ემიმ უარი უთხრა...
- და გაქვთ რამე ინფორმაცია ემის შესახებ, ნოელ?
- რა თქმა უნდა, მაქვს, ის ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარია.
რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.
- აპირებთ, ეს ინფორმაცია გამიზიაროთ? - ვკითხე.
- პოლიციამ იცის, სად მეძებოს, თუკი მოუნდებათ.
- ეს მეტად დაგ ვეხმარება, ნოელ. ეს იქნება სუპერდახმარება, დარწმუნე-
ბული ვარ, გაგესაუბრებიან.
ლოყები აელეწა. წითელმა ლაქებმა დააყარა, ადგა და წავიდა. უსიამოვნო
აზრი ამომიტივ ტივდა, ესაა ერთ-ერთი, ვისაც ვერ ვაკონტროლებ. ქალები გი-
ჟები არიან, მაგათი დედაც... ზოგიერთი ქალი კი არა, ან ბევრი ქალი, არამედ
ყველა. ყველა ქალი გიჟია.
ღამით მამაჩემის სახლს მივადე ქი. ემის მინიშნება ჩემ გვერდით იდო, მან-
ქანის სავარძელზე.
აქეთ რომ ჩამომიყვანე, ეს ცოტა უცნაურია,
თავს დამნაშავედ თუკი გრძნობ, ამისი საზღაურია,
სხვა არჩევანი, თუმცაღა, მე და შენ არა გვქონია
ერთად ვთქვით, შეთანხმებულად - სიტ ყვა ხომ გასაგონია,
მაშ, მოდი, ეს სიყვარული ყავისფერ სახლში ვახაროთ,
შენა ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი მზე, - ერთად ვიხაროთ!

153
ეს უფრო ძნელი ამოსაცნობი აღმოჩნდა, ვიდრე დანარჩენები, თუმცა,
დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად მივხვდი. ემიმ მიიღო კართაგენი, საბო-
ლოოდ მაპატია, რომ აქ ჩამოვიყვანე. „თავს დამნაშავედ თუკი გრძნობ, ამისი
საზღაურია, სხვა არჩევანი, თუმცაღა, მე და შენ არცა გვქონია“. მომცრო „ყა-
ვისფერი სახლი“ მამაჩემის სახლია. მართალია, სინამდვილეში, ის ლურჯი
ფერისაა, მაგრამ ემი ამ შემთხვევაში, იყენებდა ჩვენს მეორე „შინაურ“ ხუმ-
რობას. ყოველთვის ძალიან მიყვარდა „შინაური“ ხუმრობები. ეს ემისთან კავ-
შირს გაცილებით ძლიერად მაგრძნობინებდა, ვიდრე გულახდილი საუბრები
ანდა მხურვალე სექსი, ან თუნდაც ჩურჩული გათენებამდე. მომცრო „ყავის-
ფერი სახლი“ გახლდათ მინიშნება მამაჩემზე - ეს იყო ამბავი, რომელიც ამ-
ქვეყნად არავისთვის მითქვამს, ემის გარდა. მშობლების გაყრის შემდეგ მამას
ისე იშვიათად ვხედავდი, რომ გადავწყვიტე მეფიქრა მასზე, როგორც წიგნის
პერსონაჟზე. ვითომ ჩემი მშობელი კი არ იყო სინამდვილეში - კაცი, რომელ-
საც, წესით, უნდა ვყვარებოდი და უამრავი დრო დაეთმო ჩემთვის, არამედ კე-
თილგან წყობილი და გავლენიანი ფიგურა, რომელიც მეტად დაკავებული
ბრძანდებოდა და ძალზე მნიშვნელოვან და იდუმალებით მოცულ დავალებას
ასრულებდა შეერთებული შტატების საკეთილდღეოდ. და რომელიც დრო-
დადრო მიყენებდა, როგორც საფარს, იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქ ში თავისუფ-
ლად ევლო. როდესაც ეს ისტორია ემის მოვუყევი, დავინახე, თვალზე ცრემლი
მოადგა, არ მიფიქრია, რომ ეს ასეთ ეფექტს მოახდენდა - მოვუყევი, როგორც
ჩემი ბავშვობიდან სახალისო ამბავი. მითხრა, რომ ახლა - იგია ჩემი ოჯახი და
რომ მას ვუყვარვარ უფრო ძლიერ, ვიდრე ათ უვარგის მამას, ერთად აღე-
ბულს; რომ ჩვენ ვართ დანების ოჯახი და მარადიულად ერთად ვიქნებით. და
ყურში მიჩურჩულა: „მეც მაქვს დავალება, რომელიც შენთვის ზედგამოჭრილი
იქნება...“
„გუდვილის“ ხსენება კი მეორე ამბავთან იყო დაკავშირებული. როდესაც
მამაჩემს ალცჰაიმერის ავადმყოფობამ ბოლომდე დარია ხელი, გადავწყვიტეთ
მისი სახლი გაგ ვეყიდა. ამიტომ მივედით უკაცრიელ სახლში, ძველი ნივთები
რომ გადაგ ვერჩია და ყუთებში ჩაგ ველაგებინა „გუდვილში“ წასაღებად. ემი,
რასაკვირველია, მბრუნავი დერვიშივით ტრიალებდა სახლში - არჩევდა, ახა-
რისხებდა, კრავდა, - მე კი მამაჩემის ნივთებს გულგრილად დავ ყურებდი. ჩემ-
თვის ყველაფერი გამოცანა იყო. მაგალითად, მუ ქი ყავისფერი კათხა - აშკა-
რად მისი საყვარელი სასმისი. ნაჩუ ქარია? მაგრამ ვინ აჩუ ქა? თუ თვითონ
იყიდა? ძალიან ძნელი იყო ჩემთვის წარმომედგინა, როგორ შედის მამაჩემი

154
მაღაზიაში და ეძებს რაღაცას, რადგან მაღაზია და შოპინგი ყოველთვის ჭირის
დღესავით ეზარებოდა. თუმცა, მისი გარდერობის შემოწმებამ მაჩვენა, რომ
ხუთი წყვილი ფეხსაცმელი ჰქონდა - ახალი, თავის საფირმო კოლოფებში ჩაწ-
ყობილი. ნუთუ თავად შეიძინა ეს ყველაფერი და ასეთ დროს სრულიად გან-
სხვავებულ, უფრო კეთილგან წყობილ ბილ დანს თამაშობდა? აიღო და მივიდა
„შუბი-დუბიში“, სადაც დედაჩემი მოემსახურა სიხარულით - ის ხომ ყველას
სიხარულით ემსახურებოდა. ეს ჩემი აზრები ემისთვის, ცხადია, არ გამიზიარე-
ბია, ემიმ კი, ალბათ, გაიფიქრა, რომ მე, უბრალოდ, მეზარება საქმის კეთება -
როგორც ყოველთვის, ვზარმაცობ.
- აი, ეს ყუთი „გუდვილისთვისაა“, - მითხრა, როდესაც დაინახა, უსაქმოდ
ვიდე ქი კედელს მიყრდნობილი და მამაჩემის ფეხსაცმელებს ვათვალიერებდი,
- ფეხსაცმელები ამ ყუთში ჩააწყე, გასაგებია?
გავღიზიანდი, უხეშად ვუპასუხე, მანაც ასევე და წავიდა და წავიდა... მოკ-
ლედ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე.
ემის სასარგებლოდ, უნდა ვაღიარო, რომ ყოველთვის მეკითხება, თანაც
ერთხელ კი არა, ორჯერ, მინდა თუ არა ლაპარაკი, დარწმუნებული ვარ თუ
არა, რომ მინდა გავაკეთო ესა და ეს. არადა, მე ასეთ წვრილმანებს ყურადღე-
ბას არ ვაქცევ. ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის. სინამდვილეში, მირჩევ-
ნია, ჩემს აზრებს კითხულობდეს, რომ არ მჭირდებოდეს მეტ ყველების ქალური
ხელოვნების შეფასებაზე დროის ხარჯვა. დროდადრო მეც ვთამაშობ ამ სულე-
ლურ თამაშს, „აბა, გამომიჭირე!“ ისევე, როგორ ემი.
პოლიციისთვის არც ეს მითქვამს.
ტყუილის დიდი ოსტატი ვარ ბოლომდე ართქმისა და გამოტოვების მეშ-
ვეობით.
11 საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც მამაჩემის სახლთან გავაჩერე
მანქანა. პატარა მოხდენილი შენობა გახლდათ, შესაფერისი სახლი მათთვის,
ვინც იწყებს ცხოვრებას (ან - ასრულებს). ორი საძინებელი, ორი აბაზანა, სა-
სადილო და ოდნავ მოძველებული, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი სამზა-
რეულო. ფირნიში წარწერით „იყიდება“ სახლის წინ, ეზოში იჟანგებოდა. უკვე
წელიწადზე მეტი ხანია, ერთი მსურველიც კი არ გამოჩენილა.
სახლში შევედი - ზღურბლს მიღმა ჰაერი დახუთული აღმოჩნდა. იაფფა-
სიანი სიგნალიზაცა, რომელიც მას მერე დავაყენეთ, რაც სახლი სამჯერ გატე-
ხეს, აწრიპინდა - ისეთ ხმას გამოსცემდა, როგორც ასაფეთქებლად შემზადე-
ბული ყუმბარის მე ქანიზმი, დარჩენილ წამებს რომ ითვლის. ავ კრიფე კოდი,

155
რომელმაც ემი თავის დროზე საშინლად გააბრაზა, რადგან მე დავარღვიე ყვე-
ლა წესი, რაც კი კოდებს ეხება, ეს იყო ჩემი დაბადების თარიღი: 81577.
მე ქანიზმი არ გაითიშა. თავიდან ავ კრიფე. ისევ იგივე. ვიგრძენი, ოფლმა
როგორ დამასხა - ემი მუდმივად იმუქრებოდა, კოდს შევცვლიო. ამბობდა,
სრული სიბრიყვეა, როდესაც ესოდენ ადვილად ამოსაცნობ კოდს აყენებო,
მაგრამ ნამდვილ მიზეზს ვხვდებოდი. მას აცოფებდა, რომ მე დავაყენე ჩემი
დაბადების თარიღი და არა ჩვენი ქორწინებისა. კვლავ „მე“ უფრო მაღლა და-
ვაყენე, ვიდრე „ჩვენ“. ემისთან დაკავშირებული ტკბილი ნოსტალგია წამ ში გა-
მიქრა. პანიკაში ჩავარდნილი, პულტის ღილაკებს უაზროდ ვაწვებოდი, ამა-
სობაში კი წრიპინა საშინელი სიძლიერის სირენის ხმად იქცა.
- ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ!
წესით ახლა უნდა დარეკოს ჩემმა მობილურმა და შემეძლება გავაუქმო
განგაში - „ეს მე ვარ, იდიოტი“. მაგრამ მობილური დუმდა. მთელი წუთი ვუ-
ცადე. განგაშმა გამახსენა ფილმი გემზე, რომელსაც წყალქვეშა ნავმა ტორპე-
დო ესროლა. გამოკეტილი სახლის ივლისის თვის ჩახუთულობა მახრჩობდა.
პერანგი ზურგზე ოფლისგან დამენამა. „ემი, შენი დედაც!“
მოწყობილობაზე კომპანიის ნომერი მინდოდა მომეძებნა, მაგრამ ვერ ვი-
პოვე. სკამზე შევდე ქი და დავიწყე სიგნალიზაციის ღილაკებზე დაჭერა. მერე
თითქმის კედლიდან ჩამოვხსენი. ჩემმა მობილურმა, ბოლოს და ბოლოს, და-
რეკა. ვიღაცამ კაპასი ხმით მომთხოვა ემის პირველი შინაური ცხოველის სა-
ხელი.
- ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ!
ტონი გულგრილი და სრულიად არასწორი იყო და ასევე, კითხვაც. რადგან
არ ვიცოდი პასუხი, - ამან გამაცოფა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ემის რამდენი
გამოცანა ამოვხსენი, მაგრამ მისმა ახალმა გამოცანამ ჭკუიდან გადამიყვანა.
- მისმინეთ, მე ვარ ნიკ დანი, ეს მამაჩემის სახლია, სიგნალიზაცია მე დავა-
ყანე. არ ვიცი და არც მაინტერესებს, რა ერქვა ჩემი ცოლის პირველ შინაურ
ცხოველს, მაგის დედაც...
- ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ!
- სერ, ასეთ ტონ ში ნუ მელაპარაკებით!
- მისმინეთ, მე აქ შემოვიარე. რაღაც რომ წავიღო მამაჩემის სახლიდან და
ახლა უკვე მივდივარ, გესმით?
- ვალდებული ვარ, დაუყოვნებლივ შევატ ყობინო პოლიციას.
- შეგიძლიათ გათიშოთ ეს წყეული სირენა, აზროვნება რომ შევძლო?

156
- ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ! ვოოუუუუუ!
- სირენა გათიშულია.
- სირენა არ არის გათიშული.
- სერ, კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ასეთი ტონით ნუ მელაპარაკებით!
„კახპა, შენი დედაც...“
- იცით რა? ამის დედაც, ამის დედაც, ამის დედაც!
მობილური გავთიშე და ეგრევე გამახსენდა ემის პირველი კატის სახელი,
სტიუარტი.
ხელახლა ავ კრიფე ნომერი, მაგრამ სხვა ოპერატორთან მოვხვდი, უფრო
გონიერ ოპერატორთან, რომელმაც სირენა გათიშა, და რომელმაც, ღმერთი
დალოცავს, პოლიციის გამოძახება გააუქმა. ახლა ნამდვილად არ მქონდა პო-
ლიციის თავი. იაფფასიან ხალიჩაზე დავჯე ქი და რამდენჯერმე ღრმად ჩავი-
სუნთქე, გულისცემა რომ დამემ შვიდებინა. ერთი წუთის შემდეგ, მას მერე,
რაც მხრის კუნთები მოვადუნე, მუშტები გავშალე და კრიჭა გავიხსენი, გუ-
ლისცემა დამიმ შვიდდა, წამოვდე ქი. ვაპირებდი ეგრევე გამოვსულიყავი სახ-
ლიდან, თითქოს ამით ემის ჭკუას ვასწავლიდი, მაგრამ უცებ ცისფერი კონ-
ვერტი დავინახე, რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე იდო. ღრმად ჩავისუნ-
თქე, ამოვისუნთქე, - ახალი ჩვევაა, - და კონვერტი გავხსენი. ამოვიღე ფურ-
ცელი ზედ დახატული გულით:
„ჰაი, ძვირფასო,
ჩვენ ორივეს გვაქვს რაღაც, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. ჩემს შემთხვევაში ეს
არის ჩემი პერფექციონიზმი, ჩემი პერიოდული (სასურველია მჯეროდეს, რომ
ასეთია) თავდაჯერებულობა. შენს შემთხვევაში? ვიცი, შენ განიცდი იმას, რომ
ზოგჯერ ხარ გაუცხოებული, ცივი; კარგავ უნარს, გამოიჩინო სიყვარული და
მზრუნველობა. მინდა გითხრა - აქ, მამაშენის სახლში, - რომ ეს არ არის მარ-
თალი. შენ არ ჰგავხარ მამაშენს. შენ უნდა იცოდე, რომ შენ ხარ კაცი, შენ ხარ
ტკბილი კაცი, შენ ხარ კეთილი. მე შენ გსაყვედურობდი, რომ ზოგჯერ ვერ
ახერხებ ჩემი სურვილების გამოცნობას, რომ შენ არ იქცევი ისე, როგორც მინ-
და ამა თუ იმ მომენტში; მე გსაყვედურობდი, რომ შენ ხარ ნამდვილი, ცოცხა-
ლი კაცი. მე ვცდილობდი შენს მართვას, იმის ნაცვლად, რომ მომეცა შენთვის
საშუალება გაგეკეთებინა დამოუკიდებელი არჩევანი, ან გეპოვა სწორი გზა. მე
შენ არ გაძლევდი უფლებას გეყოყმანა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა,
რამდენი შეცდომა დავუშვით მე და შენ - შენ ყოველთვის გიყვარდი და გინ-
დოდა ბედნიერი ვყოფილიყავი. და ეს ნებისმიერი ქალისთვის საკმარისი უნდა

157
იყოს, ასე არაა?მე განვიცდი იმის გამო, რომ გითხარი ბევრი სისულელე, შენ კი
დაიჯერე. ამიტომ ახლა უნდა გითხრა: შენ ხარ უთბილესი, შენ ხარ ჩემი მზე.“
ემი ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო, როგორც აპირებდა „განძის ძიებისას“,
ამ მომენტში ჩარგავდა სახეს ჩემს მხრებში, მაკოცებდა, გამიღიმებდა და მეტ-
ყოდა: „შენ იცი, ვინც ხარ, შენ ხარ ჩემი მზე“. ყელში ბურთი მომაწვა, უკანას-
კნელად შევავლე თვალი მამაჩემის სახლს, თავი დავაღწიე მხუთავ სიმხურვა-
ლეს, გავხსენი კონვერტი და ამოვიღე ბარათი, სადაც ეწერა მეოთხე მინიშნე-
ბა. „განძის ძიება“ დასასრულს უახლოვდებოდა.
წარმოიდგინე, დაუშვი - ვარ ცუდი გოგო ძალიან,
და ასეთები, ძვირფასო, დასჯისა ღირსნი არიან,
ეს კარგად მესმის, ასეა, რაღა ვთქვა ამაზე მეტი,
გთხოვ, მაპატიო, გულწრფელად ვამბობ, ხომ ხედავს ღმერთი.
გამოცანები უფრო რთულდება, სიტ კბოებაა ამ ხუთი წელის,
მზიან შუადღით კოქტეილს ვსვამდით, ჰეი, მოემზადე, სიურპრიზი გელის!
გადავიკითხე, აზრზე ვერ მოვდიოდი. ემი აღარ მინდობდა. მაგრამ თავს
ხომ ვერ დავანებებ „განძის ძიებას“ ამ ყველაფრის მერე?
გულზე თითქოს დანა დამისვესო, - როგორი უიღბლო დღეა! ბონიმ კინა-
ღამ ჭკუიდან გადამიყვანა, ნოელიც არანაკლები იყო. მერე ეს შონა მომეწება,
მერე კიდევ ეს ჰილარი. მერე ეს კახპა ქალი, დაცვის კომპანიიდან, ჩემმა ცოლ-
მა კი ეს ყველაფერი დააგ ვირგვინა. დროა, ეს წყეული დღე დავასრულო. მხო-
ლოდ ერთი ქალი არსებობდა, რომლის ატანაც ამ წამს შემეძლო.

***

გომ მხოლოდ ერთხელ შემომხედა, მზერა ჰქონდა გამჭოლი, მხურვალე,


როგორც მამაჩვენს. დამსვა დივანზე და გამომიცხადა, რომ ახლა ვახშამს მო-
მიმზადებს. ხუთიოდე წუთის შემდეგ მობრუნდა, ხელში ძველებური ლან-

158
გრით, საჭმელი მომიტანა - გრილზე შემ წვარი ყველი და ბარბიქიუს არომა-
ტის ჩიფსები, პლასტიკატის ჭიქა...
- ეს „ქულ-ეიდი“ (არომატიზებული გამაგრილებელი სასმელი - მთარგმნ.
შენიშვნ.) არაა, - თქვა გომ. - ეს ლუდია. „ქულ-ეიდი“, ცოტა არ იყოს, ძველ-
მოდურია.
- როგორი მზრუნველობაა და როგორი საოცარია შენი მხრიდან, გო.
- ხვალ შენ თვითონ მოამზადებ.
- იმედია, მოგეწონება კონსერვირებული წვნიანი.
გო ჩემ გვერდით ჩამოჯდა დივანზე, მოიტაცა ჩიფსი ჩემი თეფშიდან, და
სასხვათაშორისოდ მკითხა.
- რატომ მკითხეს პოლიციელებმა, ისევ ატარებს ემი ორ ნომერს თუ არა?
- აზრზე ვერ მოვდივარ, - ვუთხარი.
- და ეს არ გაეჭვებს? თითქოს მათ იპოვეს მისი ტანსაცმელი ან რაღაც
სხვა?
- მაშინ მის იდენტიფიცირებას მომთხოვდნენ, ასე არ არის?
ერთი წამი იფიქრა და მიპასუხა.
- ჰო, მართალი ხარ.
რაღაც ხანი ჩუმად იჯდა, შემდეგ შემომხედა, გამიღიმა.
- ფეხბურთის მატჩი ჩავწერე, გინდა უყურო? კარგად ხარ?
- კარგად ვარ. - სინამდვილეში საშინლად ვიყავი, მუცლის გვრემა მქონდა,
თავი მისკდებოდა. შესაძლოა, ამის მიზეზი იყო მინიშნება, რომელიც ვერ გა-
მოვიცანი. მაგრამ უეცრად მომეჩვენა, რომ რაღაცა გამომრჩა. რაღაც დიდი
შეცდომა დავუშვი და ეს საშინელ შედეგს გამოიწვევს. შესაძლოა, ეს ჩემი სინ-
დისი მოქმედებდა, რომელიც გულის სიღრმეში დაფარულ პასუხს ზედაპირზე
ამოათრევს.
გომ კასეტა ჩართო და ათი წუთი მხოლოდ თამაშზე ლაპარაკობდა, თანაც
ლუდს წრუპავდა. ჩემს დას არ უყვარდა გრილზე შემ წვარი ყველი, ამიტომ
ახლა არაქისის კარაქს უსვამდა მარილიან კრეკერებს. როდესაც ეკრანზე რეკ-
ლამა დაიწყო, პაუზას დააჭირა და მითხრა.
- ასო რომ მქონდეს, ამ არაქისის კარაქს გავჟიმავდი, - თქვა და კრეკერის
ნამცეცები ჩემკენ გადმოყარა.
- შენ რომ ასო გ ქონდეს, ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოხდებოდა.
ჩემმა დამ თამაშის უინტერესო ნაწილი გადაახვია, „კარდსი“ ხუთი ქუ-
ლით აგებდა. როდესაც შემდეგი რეკლამის დრო მოვიდა, გომ პაუზას დააჭირა

159
და მითხრა:
- დღეს ჩემი მობილურის პაკეტის გამო დავრეკე, ოპერატორს ხმოვანი სიგ-
ნალის ნაცვლად ლაიონელ რიჩის სიმღერა ჰქონდა დაყენებული. შენ ოდესმე
მოგისმენია ლაიონელ რიჩი? მე მისი „პენი ლავერი“ მომ წონს, მაგრამ მას სხვა
სიმღერა ეყენა. ვიღაც ქალმა მიპასუხა, რომ კლიენტების მომსახურე მენეჯე-
რები ქალაქ ბატონ-რუჟში იყვნენ. უცნაურად მომეჩვენა, რომ ის ქალი აქცენ-
ტის გარეშე ლაპარაკობდა. ჩავეკითხე, მითხრა, რომ ის ნიუ-ორლეანში
გაიზარდა და ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ნიუორლეანელებს პრაქტიკუ-
ლად არ აქვთ აქცენტი. მან მირჩია პაკეტი „ა“...
მე და გოს ყოველთვის გვაოცებდა დედაჩვენის უნარი, ელაპარაკა არა-
ფერზე, გაუთავებლად მოეყოლა არაფრისმთქმელი ამბები; თანაც გოს მიაჩ-
ნდა, რომ დედაჩვენი ამას სპეციალურად აკეთებს, უნდა რომ დაგ ვაგოიმოს.
ფარულად ჟიმაობდეს ჩვენთან. უკვე ათი წელია გასული, მას მერე, რაც ჩემსა
და გოს საუბარში პაუზა ჩნდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ჩვენგანი საყო-
ფაცხოვრებო ტექნიკის რემონტსა და კუპონების განაღდებას ახსენებს. გოს,
ჩემთან შედარებით, უკეთესად გამოსდის. მისი ნაამბობი ამბავი შეიძლება
იყოს სრულიად უაზრო, დაუკავშირებელი, გაწელილი - იმდენად გაწელილი,
შეიძლება ჭკუიდანაც კი გადაგიყვანოს, მაგრამ გონებამახვილური ხუმრობით
დასრულდეს.
გომ დაიწყო მოყოლა ამბისა მაცივრის შიდა განათების შესახებ. ჰყვებოდა
და ჰყვებოდა ისე რომ დაღლილობის ნატამალიც კი არ ემჩნეოდა. უეცრად,
მადლიერების გრძნობა დამეუფლა, წინ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.
- ეს რისთვის?
- უბრალოდ. მადლობა. - თვალებზე ცრემლი მომადგა, ერთი წამით გვერ-
დზე გავიხედე, ცრემლი რომ მომეშორებინა, გომ კი ამ დროს მითხრა:
- ასე და ამგვარად, მე მჭირდება „ა“ ბატარეა, სამმაგი. ის ბევრად გან-
სხვავდება ტრანზისტორის ბატარეისგან. ამიტომ იძულებული გავხდი, მეპოვა
კვიტანცია, რომ გამოეცვალათ ბატარეა.…
მატჩის ყურებას მოვრჩით. ეკრანი ჩაქრა. გომ ტელევიზორის ხმა გათიშა.
- გინდა კიდევ ვილაპარაკოთ, თუ უკვე მოგბეზრდა? როგორც გინდა.
- წადი, დაიძინე, გო, მე კი ვერ გადამიწყვეტია, რა მინდა უფრო მეტად,
ალბათ, მეც დავიძინებ, უბრალოდ, გამოძინება მჭირდება.
- გინდა „ამბიენის“ ერთი აბი მოგ ცე?

160
ჩემს ტყუპისცალს მიაჩნდა, რომ მიზანს უმოკლესი გზით უნდა მიაღწიო.
რა საჭიროა დამამ შვიდებელი მუსიკა ანდა ვეშაპების სუნთქვის ხმა, როდესაც
არსებობს დასაძინებელი წამლები, გადაყლაპე და გათიშული ხარ.
- არაა.
- თუ მაინც მოგინდება, წამლების ყუთშია. რაღაც მომენტში აუცილებე-
ლია მიიღო საძილე აბი.
რამდენიმე წამი მიყურა, მერე კი თავის ჩვეულებრივ სტილში სწრაფად
გადაჭრა სასადილო ოთახი ისე, რომ სულაც არ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც
ეძინება, და საძინებელი ოოთახის კარი გამოიხურა, მიხვდა - ახლა ჩემთვის
საუკეთესო იქნებოდა, მარტო თუ დამტოვებდა.
ძალიან ბევრ ადამიანს არ გააჩნია ეს ნიჭი: იგრძნოს, როდის უნდა მოგ-
შორდეს. ხალხს უყვარს ლაპარაკი, მე კი არასდროს ვყოფილვარ დიდი მოსა-
უბრე. ხშირად შინაგანი მონოლოგი მაქვს, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ვამბობ
ხოლმე. „დღეს კარგად გამოიყურება“, გავიფიქრე, ოღონდ თავში არ მომსვლია
ეს ხმამაღლა მეთქვა. დედაჩემი ბევრს ლაპარკობდა და ჩემი დაც ბევრს ლაპა-
რაკობს. მერჩია მესმინა. დივანზე ვიჯე ქი უაზროდ, გამოფიტულად ვიგრძენი
თავი. გოს ჟურნალები გადავათვალიერე, შემდეგ სატელევიზიო არხებს თვა-
ლი გადავავლე, ბოლოს ყურადღება ძველ შავ-თეთრ სატელევიზიო შოუზე
შევაჩერე, სადაც შლაპებიანი კაცები რაღაცას ინიშნავდნენ ბლოკნოტებში,
მომხიბლავი დიასახლისი კი უხსნიდა, რომ მისი ქმარი ფრესნოშია წასული,
რაზეც დეტექტივებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს და თა-
ვი დააქნიეს. ბონი და გილპინი გამახსენდა და მუცლის გვრემა ვიგრძენი. ჩემს
ჯიბეში მობილურმა მინიჯეკპოტის ზარი გამოუშვა, რაც ნიშნავდა, რომ ტექ-
სტი მომივიდა:
- გამოდი გარეთ, კართან ვარ.

ემი ელიოტ-დანი 2011 წლის 28 აპრილი


დღიური

161
აკეთე ის, რაც უნდა აკეთო - ამბობს დედა მორინი და, როცა ამას ამბობს -
ისე გამოთქვამს ყოველ სიტ ყვას, ისე უსვამს ხაზს, თითქოს ეს მართლაც სასი-
ცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიაა. ეს წინადადება აღარ არის უბრალოდ
სიტ ყვების კრებული, არამედ მართლაც რეალური და ძალზე მნიშვნელოვანი
რაღაცაა. აკეთე ის, რასაც აკეთებ, ზუსტად.
აი, რა მომ წონს შუა დასავლეთში - ხალხი არ ცდილობს შეიქმნას ზედმე-
ტი პრობლემები, სიკვდილიც კი არ არის პრობლემა. დედა მო ახერხებს იმის
კეთებას, რაც უნდა აკეთოს მანამ, სანამ კიბო ბოლოს არ მოუღებს და არ მოკ-
ვდება.
ამიტომ ვცდილობ, მორჩილად დავხარო თავი და უიმედო სიტუაციაშიც კი
საუკეთესო დავინახო. და, მგონი, სწორედ ეს არის დედა მოს სიღრმისეული
ფილოსოფია. თავი მაქვს დახრილი და ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ: დამყავს
მო ექიმებთან და ქიმიოთერაპიის სეანსებს ვუტარებ; წყალს ვუცვლი ყვავი-
ლებს ლარნაკში; ხოლო პანსიონატში, სადაც ცხოვრობს ნიკის მამა, პერსო-
ნალს ნამცხვრებით ვუმასპინძლდები, რის მერეც უფრო უკეთ უვლიან მას.
ვცდილობ საუკეთესოდ მოვიქცე, ცუდ სიტუაციაშიც კი. არადა, სიტუაცია
მართლაც ცუდია, რადგან ჩემმა ქმარმა, რომელმაც აქ ჩამომიყვანა, რათა თა-
ვის ავადმყოფ მშობლებთან ახლოს ყოფილიყო, როგორც ჩანს, ჩემ მიმართაც
დაკარგა ინტერესი და თავისი ზემოხსენებული ავადმყოფი მშობლების მიმარ-
თაც.
მამასთან სრული გაუცხოება დაემართა - მის სახელსაც აღარ ახსენებს.
კარგად ვიცი, როდესაც ზარი პანსიონატ „კომფორტ-ჰილიდან“ შემოდის, ნიკი
გულის სიღრმეში ელის - რომ ეს ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ იქნება.
რაც შეეხება დედას, მხოლოდ ერთხელ წაიყვანა ქიმიოთერაპიაზე, შემდეგ კი
გამოაცხადა, რომ მეტს ამას ვეღარ გაუძლებს. მითხრა, რომ ვერ იტანს
საავადმყოფოებს; ვერ იტანს ავადმყოფ ადამიანებს; ვერ იტანს, როცა დრო
ზოზინით მიდის და არასდროს მთავრდება; ვერ იტანს, როგორ ნელა წვეთავს
სითხე გადასხმის სისტემაში. მას უბრალოდ ამის თავი არ აქვს. და როდესაც
შევეცადე, რომ გამემხნევებინა სიტ ყვებით, - უნდა გამაგრდე და აკეთო ის,
რაც გასაკეთებელია-მეთქი, მითხრა, თუ ასეა, შენ აკეთეო ყველაფერი, რაც
გასაკეთებელია. ასეც ვიქცევი. დედა მო, რა თქმა უნდა, არ ადანაშაულებს

162
ნიკს ამის გამო. ერთ დღესაც, როდესაც წვეთოვანი ეყენა, იქვე ვიყავი, რომან-
ტიკულ კომედიას ვუყურებდი ლეპტოპში, თან ვსაუბრობდით, წვეთები კი ძა-
ლიან ნელა ჩამოდიოდა. და, როდესაც გაცეცხლებული ფილმის გმირი ქალი
დივანს დაეჯახა, ნიკის დედა მო მომიტრიალდა და მითხრა:
- ნიკზე არ გაბრაზდე, იმის გამო, რომ არ უნდა იმის კეთება, რაც უნდა
აკეთოს. მე ყოველთვის ვანებივრებდი მას - სიგიჟემდე მიყვარდა და სხვა-
ნაირად როგორ მოვექცეოდი? ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა. აი, სწორედ
ამის გამო უჭირს ჩემს შვილს მძიმე საქმე იტვირთოს. მაგრამ მე მართლაც არ
ვბრაზობ ამის გამო, ემი, მართლა.
- თუმც კი, არ გსიამოვნებთ, - შევნიშნე.
- ნიკს არ სჭირდება მისი სიყვარულის დამტკიცება ჩემ მიმართ, - თქვა მან
და მაჯაზე ხელი დამკრა. - მე ისედაც ვიცი, რომ ვუყვარვარ.
აღტაცებას მგვრის მოს უანგარო სიყვარული, ამიტომ არ მოვუყევი, რა ვი-
პოვე ნიკის კომპიუტერში - მწერლის გეგმა, რომელიც მანჰეტენიდან მშობ-
ლიურ მისურიში დაბრუნდა; გეგმა ჟურნალისტისა, როგორ მოუაროს თავის
ავადმყოფ მშობლებს. ნიკი ყველაფერს იწერს კომპიუტერში, მე კი ზოგჯერ
ვერ ვითმენ ხოლმე, ცხვირი რომ არ ჩავ ყო შიგ - ეს საშუალებას მაძლევს, მივ-
ხვდე, რას ფიქრობს ჩემი ქმარი. ბოლოს, როცა ძიების ისტორიაში ჩავიხედე,
აღმოვაჩინე: „ნუარის“ სტილის ფილმები (ფრანგულიდან „ film noir“ - „შავი
ფილმი“. - ჰოლივუდის კრიმინალური დრამები, გადაღებული მეოცე საუკუნის
40-50 წლებში. - მთარგმნ. შენიშვნ.), ვებსაიტი ჟურნალისა, სადაც ბოლო ხა-
ნებში მუშაობდა, და მასალები მდინარე მისისიპის შესახებ, - როგორ შეიძლე-
ბა რომ ტივ ტივით ჩახვიდე აქედან მექსიკის ყურემდე. ვიცი, როგორც ფიქ-
რობდა: როგორ მიყვება მდინარის დინებას, ჰეკლბერი ფინივით... შემდეგ რო-
გორ დაწერს ამის შესახებ.
ნიკს ყოველთვის უყვარდა საგნების სხვადასხვა კუთხით დანახვა.
მის კომპიუტერს ვათვალიერებდი, როცა წიგნის სინოფსისს წავაწყდი.
„ორმაგი ცხოვრება: დასაწყისისა და დასასრულის მემუარები.“ განსაკუთრე-
ბით გამოხმაურებას პოვებს „იქს“ თაობაში. მობიჭო მამაკაცებში, რომლებიც
განიცდიან სტრესებსა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, რომელიც დაკავში-
რებულია მოხუცი მშობლების მოვლასთან. „ორმაგ ცხოვრებაში“ განსაკუთრე-
ბულად განვიხილავ:
ჩემი მზარდი გაგება მამაჩემის ხასიათისა, წარუმატებელი კაცისა, რო-
მელმაც ოდესღაც მიმატოვა.

163
ჩემი ტკივილით აღსავსე ტრანსფორმაცია, როდესაც უდარდელი ახალგაზ-
რდა გარდაიქმნება ოჯახის თავად, იმ დროს, როცა მის საყვარელ დედას სიკ-
ვდილი ემუქრება.
ჩემი მანჰეტენელი ცოლის აღშფოთება, რადგან იძულებული გახდა ად-
რინდელი ცხოვრება მიეტოვებინა. უნდა შევნიშნო, რომ ჩემი ცოლი - ემი
ელიოტ-დანი, პროტოტიპია მთავარი გმირისა პოპულარული წიგნების სე-
რიისა „საოცარი ემი.“
სინოფსისი არასოდეს ქცეულა წიგნად. როგორც ვხვდები, ჯერ ერთი, იმის
გამო, რომ ნიკმა გააცნობიერა, ვერასოდეს შეძლებს გაუგოს მამას, რომელმაც
ოდესღაც მიატოვა; და მეორეც, იმიტომ, რომ ნიკი ოჯახის მოვალეობობის
შესრულებას ყველანაირად არიდებდა თავს; და კიდევ იმიტომაც, რომ მე არა-
სოდეს გამომიხატავს განსაკუთრებული უკმაყოფილება, ჩემი ახლანდელი
ცხოვრების გამო. მცირედი უკმაყოფილება მქონდა, კი, მაგრამ არანაირი რის-
ხვა და აღშფოთება. ეს არ იყო წიგნისთვის სამყოფი აღშფოთება. მრავალი
წლის განმავლობაში ჩემი ქმარი აქებდა შუა დასავლეთის მცხოვრებლების
ემოციურ მდგრადობას: ისინი არიან სტოელებივით მტკიცენი, თავმდაბალნი,
ცხოვრობენ ბუნებრივად და უპრეტენზიოდ. მაგრამ ასეთი ხალხი ვერ მოგ ცემს
მემუარებისთვის საჭირო მასალას. წარმოიდგინეთ წიგნის გარეკანზე ტექსტი:
ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და კეთილგონივრულად, შემდეგ კი დაიხოცნენ.
და კიდევ, ცოტა არ იყოს, გულში მომხვდა „ჩემი მანჰეტენელი ცოლის აღ-
შფოთება“. შესაძლოა, გამოვხატავ აღშფოთებას... სიჯიუტეს. მიფიქრია იმაზე,
რამდენად თანამიმდევრულად საყვარელია მორინი და ვღელავ იმის გამო,
რომ მე და ნიკი მაინცდამაინც კარგი წყვილი არ გამოვედით. რომ ის უფრო
ბედნიერი იქნებოდა ქალთან, რომელიც მთელი არსებით ზრუნავს ქმარზე,
თავგამოდებით დიასახლისობს. მე კიდევ სწორედაც, ამით ვერ დავიტრაბახებ.
ეს თვისებები არ გამაჩნია. არადა, მინდა, რომ მქონდეს. მინდა იმაზე ვზრუ-
ნავდე, ნიკს რომ არასდროს არ დაუმთავრდეს მისი საყვარელი კბილის პასტა;
ვიცოდე, რომ მისი პერანგის საყელოს მოცულობა ტოლია ჩემი თავის გარშე-
მოწერილობისა. ვიცოდე, რომ მე ვარ მოსიყვარულე ქალი, რომლისთვისაც
უდიდესი ბედნიერებაა - ბედნიერი ამყოფოს თავისი მამაკაცი.
მე ამ გზას ვადე ქი გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ არ ვარ საკ-
მარისად თავგან წირული. ამას რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში კი
ვაკეთებდი, ოღონდ უსისტემოდ, რადგან არ მყოფნის თავგან წირვა. თუმც კი
ვცდილობ. ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე. ნიკი კი დაქრის ქალაქ ში,

164
როგორც პატარა ბიჭი; ხარობს იმით, რომ ისევ იმ ადგილებში აღმოჩნდა, სა-
დაც ბავშვობა გაატარა. თითქმის ათი ფუნტი დაიკლო, ახალი ვარცხნილობა
დაიყენა, იყიდა ახალი ჯინსები და მაგრად გამოიყურება. მაგრამ მე მას იშ-
ვიათად ვხედავ - როცა მოდის, ეგრევე მიდის და ყოველ ჯერზე ამბობს, რომ
ეჩქარება. შენ იქ არ მოგეწონება - მპასუხობს, სადაც არ უნდა მიდიოდეს.
ბორტს მიღმა როგორც გადაყარა მშობლები, როდესაც აღარ დასჭირდა, ასევე
ცდილობს ჩემს გადაგ დებას, რადგან მის ახალ ცხოვრებაში ადგილი აღარ
მაქვს. ნიკი მუშაობს, რომ უზრუნველყოს ჩემთვის მინიმალური კომფორტი,
მაგრამ სინამდვილეში მუშაობა სულაც არ უნდა - მას, უბრალოდ, უნდა კარ-
გად გაატაროს დრო.
შეწყვიტე, შეწყვიტე ემი. შენ უნდა უყურო ცხოვრებას ნათელ ფერებში. მე
უნდა ამოვიყვანო ჩემი ქმარი საკუთარი ბნელი წარმოდგენებიდან და მივაშუ-
ქო ოქროსფერი სინათლე. მე უნდა გავაკეთო ეს, რაც შეიძლება ხშირად. ნიკს
უნდა ვაჩვენო, რომ გაგიჟებით მიყვარს, ის ამას პასუხობს. უბრალოდ, მინდა,
რომ ეს გრძნობა თანასწორი იყოს.
ჩემი გონება ნიკზე ფიქრით არის დაკავებული, ჩემს თავში ეს ფიქრები
ფუტ კრის სკასავით ზუზუნებენ: ნიკ-ნიკ-ნიკ-ნი-კნიკ!.. როდესაც წარმოვიდგენ
ჩემს თავს მის ფიქრებში, ვიცი ჩემი სახელი დღეში ერთხელ ან დიდი-დიდი,
ორჯერ თუ გაიჟღერებს მის გონებაში და იმავე წამს დადუმდება. არადა, მე
მხოლოდ და მხოლოდ ის მინდა, იმდენივე იფიქროს ჩემზე, რამდენსაც მე
ვფიქრობ მასზე. განა ეს ცუდია? არც კი ვიცი, რა ვთქვა

ნიკ დანი ოთხი დღის შემდეგ

ლამპიონის მოყვითალო შუქ ში იდგა, - თხელი კაბა ეცვა, თმა დატალღუ-


ლი ჰქონდა. ენდი. შემოვარდა, მომეხვია, ვუთხარი „მოიცა, მოიცა“ და კარი
დავხურე მანამ, სანამ ჩამეხუტებოდა. ლოყა მკერდზე დამადო. თვალები დავ-
ხუ ჭე - მის მოშიშვლებულ ზურგს ვგრძნობდი ხელებში. ერთდროულად შვება-

165
სა და შიშს განვიცდიდი: იმის მსგავსად, როდესაც ქავილს დაიოკებ და უცებ
მიხვდები, ისე მოიფხანე, რომ სისხლი წამოგივიდა.
საყვარელი მყავს. დრო მოვიდა, რომ გითხრათ, მე მყავს საყვარელი. ახლა
შეგიძლიათ ზურგი შემაქციოთ. ეს იმ შემთხვევაში თუ თავიდან რაღაც დონე-
ზე მაინც გესიამპათიურებოდით. მე მყავს, მომხიბლავი, ახალგაზრდა, ძალზე
ახალგაზრდა საყვარელი, - ენდი ჰქვია. ვიცი, ეს ცუდია.
- ბიჭო, ამის დედაც... რატომ არ დამირეკე? - მითხრა მან და ისევ მომეკ-
რო.
- ვიცი, საყვარელო, უნდა დამერეკა. მაგრამ შენ ვერც კი წარმოიდგენ, ეს
რაღაც კოშმარია... როგორ მიპოვე?
უფრო მაგრად მომეკრო.
- შენი სახლი ჩაბნელებულია, ამიტომ გადავწყვიტე გოსთან მომეძებნე.
ენდიმ იცის ჩემი ჩვევები და ქცევები. ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც
ურთიერთობა გვაქვს. მე მყავს მომხიბლავი, ძალიან ახალგაზრდა საყვარელი
და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც გრძელდება.
- საშინლად ვღელავდი შენზე, წარმოიდგინე, ვზივარ მედისთან, ტელევი-
ზორს ვუყურებ და უცებ იჩითება ვიღაც ჯეელი და ჰყვება, როგორ დაეკარგა
ცოლი, და უცებ მივხვდი, რომ ეს შენ ხარ. წარმოიდგინე, რა შოკს მივიღებდი.
ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკე?
- გირეკავდი.
- გაჩერდი. არაფერი მითხრა. ჩუმად იჯე ქი, სანამ ყველაფერს არ გეტ ყვი.
ეს ჩემი ბრძანებაა. არც კი გიცდია, დაგერეკა.
- ვერაფრით დავრჩი მარტო, ხან ემის მშობლები იყვნენ ჩემთან, ხან - გო,
ხან - პოლიცია.
ენდის თმის სურნელი ვიგრძენი.
- ემი ისევ დაკარგულია?
- კი, ემი გამქრალია.
ენდის მკლავებიდან გავთავისუფლდი და დივანზე დავჯე ქი. ჩემ გვერდით
დაჯდა, ფეხი ფეხზე მომიჭირა, მხარი მხარზე მომადო.
- ვიღაცამ გაიტაცა.
- ნიკ, კარგად ხარ?
მისი შოკოლადისფერი, ტალღოვანი თმა, ყელზე, მხრებზე, მკერდზე ჩან-
ჩქერივით ეშვებოდა. ერთი კულული სუნთქვის ტაქტში თრთოდა.

166
- არც ისე კარგად. - ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო, და მივუთითე დერეფ-
ნისკენ. - იქ ჩემი დაა.
მდუმარედ ვისხედით გვერდიგ ვერდ, ტელევიზორში შავ-თეთრი პოლი-
ციელები, ფარფლებიანი ქუდებით თავზე, ვიღაცას აპატიმრებდნენ. მისი ხე-
ლის სითბოს ვგრძნობდი. შემდეგ ენდი მომეკრო, თითქოს კინოთეატრში ვიყა-
ვით, - უდარდელი წყვილი, - მოიწია და მაკოცა.
- ენდი, არა, - წავჩურჩულე.
- შენ მე მჭირდები. - ისევ მაკოცა და კალთაში ჩამიჯდა. აშმაშურდა, კაბის
კალთა მუხლებს ზემოთ აეწია, ცალი ფეხსაცმელი იატაკზე დავარდა. - ნიკ,
ისე ვღელავდი შენ გამო. მხოლოდ შენზე ვფიქრობ. მინდა, ვიგრძნო შენი ხე-
ლები ჩემს ტანზე, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მეშინია, ნიკ.
ენდი მგრძნობიარე გოგონა იყო, და ეს არ არის მეტაფორა, რომელიც
სექსს გულისხმობს. მას მოსწონდა ფიზიკური შეხების, მოფერების შეგრძნება.
უყვარდა ჩემს თმაში თითების შეყოფა, ან ზურგის მეგობრულად მოფხანა. შე-
ხება ამ შვიდებდა და ანუგეშებდა. რა თქმა უნდა, სექსიც უყვარდა. ხელის
მკვეთრი მოძრაობით საზაფხულო კაბის ზედა ნაწილი ჩამოიწია და ჩემი ხე-
ლი მკერდზე დაიდო. ვნებისაგან, ლამისაა, გონებას ვკარგავდით.
- მინდა გაგ ჟიმო, - ლამის, ხმამაღლა ვთქვი. „შენ ხარ უთბილესი“, - ჩამეს-
მა ჩემი ცოლის ხმაც. შემაქანა. ისე ვიყავი დაღლილი, თვალები მიჭრელდებო-
და.
- ნიკ? - ენდის ქვედა ტუჩი ჩემი ნერწყვისგან დასველებოდა. - რა, ემის გა-
მო ხარ ასე?
ენდიში ახალგაზრობა ჩქეფდა - ოცდასამი წლისა იყო და ასეც უნდა ყო-
ფილიყო, მაგრამ უცებ გავაცნობიერე, რაოდენ გროტესკულად ახალგაზრდაა
ის. უპასუხისმგებლოდ, კატასტროფულად ახალგაზრდა. დამანგრეველად
ახალგაზრდა. ჩემი ცოლის სახელის მისგან გაგონება ყოველთვის მეხამუშებო-
და. არადა, მას უყვარდა ამ სახელის გამეორება. მოსწონდა ემის შესახებ ლა-
პარაკი, თითქოს ემი იყო სატელევიზიო „საპნის ოპერის“ გმირი. ენდი არასო-
დეს მიიჩნევდა ემის მტრად, მან იგი პერსონაჟად აქცია. მუდმივად მისვამდა
კითხვებს ჩვენი ერთობლივი ცხოვრების შესახებ, ემის შესახებ. რას აკეთებ-
დით ერთად ნიუ-იორკში? რას ვაკეთებდით უიკენდებზე? როდესაც ერთხელ
ვუთხარი, რომ ჩვენ ოპერაში დავდიოდით, ენდიმ გაოცებისგან პირი დააღო.
ოპერაში დადიოდით? და რას იცვამდა? გრძელ კაბას? ჩვეულებრივი მოსასხა-
მი ჰქონდა თუ ბეწვისა? ძვირფასი სამკაულები? და თმა როგორი ჰქონდა? აგ-

167
რეთვე, მეკითხებოდა ემის მეგობრებზე. რაზე ვსაუბრობდით? სინამდვილეში
ვის ჰგავდა ემი? მართლა ჰგავდა წიგნის გმირ გოგონას, საუკეთესოს, საოცარს?
ამბები ემის შესახებ ენდისთვის ძილისპირული ზღაპარივით საყვარელი მო-
სასმენი იყო.
- ძვირფასო, ჩემი და მეზობელ ოთახშია, შენ აქ საერთოდაც არ უნდა იყო.
ღმერთო, მე მართლა მინდა, რომ ჩემთან ერთად იყო, მაგრამ აქ არ უნდა მოხ-
ვიდე, პატარავ, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა.
შენ ხარ შესანიშნავი, შენ ხარ გონებამახვილი, შენ ხარ უთბილესი.
- ახლავე მაკოცე!
ენდი წამომაჯდა, მკერდი შიშველი ჰქონდა, კერტები გაუმაგრდა კონდი-
ციონერის ცივ ჰაერზე.
- ძვირფასო, ჯერ უნდა გავარკვიოთ, ჩვენ თვითონ როგორ ვართ ამ წუთას.
ეს აუცილებლად გვჭირდება.
ისევ მომეკრა, თბილი და მათრობელა.
- ეს არის ყველაფერი, რაც მე ახლა მჭირდება, ნიკ. მე აგზნებული ვარ. ვი-
ცი, შენ არ გინდა ახლა ლაპარაკი და ეს ნორმალურია, მაგრამ მე მჭირდები
შენ... ჩემთან უნდა იყო.
მინდოდა მეკოცნა მისთვის. როგორც პირველ ჯერზე. კბილი კბილს მოხ-
ვდა, სახე სახეს მიეკრა, თმა ხელზე მიღიტინებდა. სველი კოცნა. არაფერზე არ
ვფიქრობთ გარდა კოცნისა, რადგან სხვა რამეზე ფიქრი, უბრალოდ, შეუძლე-
ბელია, მხოლოდ იმაზე, რა კარგი შეგრძნებაა. ერთადერთი, რაც მაკავებდა
იმისგან, რომ არ შემეთრია საძინებელ ოთახში, ის კი არ იყო, რომ ეს საქ-
ციელი თავისთავად არასწორი იქნებოდა, - რამდენჯერ ჩაგ ვიდენია არასწორი
საქციელი, - არამედ ის, რომ ეს ნამდვილად სახიფათო იქნებოდა.
რადგან იყო ემი. ბოლოს და ბოლოს, იყო ემი, მისი ხმა, რომელიც ჩემს
ყურში ჟღერდა ხუთი წლის განმავლობაში; ჩემი ცოლის ხმა, რომელიც კი არ
მეჩხუბებოდა, არამედ ისევ ტკბილი იყო. საშინლად ვბრაზობდი, რომ ჩემი
ცოლის ამ სამმა პატარა ბარათმა ასეთი გრძნობები გამოიწვია ჩემ ში - გული-
სამაჩუყებელი და ნაზი.
მე კიდევ სრულიად არ მქონდა იმისი უფლება, რომ გული ამჩუყებოდა, ახ-
ლა არ იყო ამის დრო.
ენდი მომეკრო - მე კი იმაზე ვფიქრობდი, პოლიცია, ნეტავ, თვალყურს
ადევნებს თუ არა-მეთქი გოს სახლს და უცებ ხომ არ გავიგონებ კარზე დაკა-
კუნებას. მე ახალგაზრდა, ძალზე მომხიბლავი საყვარელი მყავს.

168
დედა ყოველთვის გვეუბნებოდა ბავშვებს: თუ არ იცით, გააკეთოთ თუ არა
რაღაც, წარმოიდგინეთ, რომ ეს რაღაც ქაღალდზე დაიბეჭდა და მთელი მსოფ-
ლიო კითხულობს მას.
„ნიკ დანი, რომელიც წინათ ჟურნალებისთვის წერდა და ახლაც გულდაწ-
ყვეტილია იმის გამო, რომ 2010 წელს სამსახურიდან დაითხოვეს, და რომე-
ლიც შემდეგ დათანხმდა ასწავლოს ჟურნალისტიკის საფუძველები ჩრდილო
კართაგენის კოლეჯში, მოწიფული შუახნის ცოლიანი მამაკაცი, რომელმაც
გამოიყენა თავისი მდგომარეობა, რათა ნორჩი სტუდენტი გოგონასთვის თავ-
გზა აებნია, მასთან სექსუალური კავშირის დაამყარებაზე დაითანხმა.“
მე ვარ განსახიერება ყოველი მწერლის ყველაზე დიდი შიშისა: ეს არის
კლიშეებით აზროვნება.
აი, კიდევ რამდენიმე კლიშე თქვენს გასახალისებლად: ეს მოხდა უნებლი-
ეთ, თანდათან, მე არ მინდოდა ვინმესთვის ტკივილი მიმეყენებინა. მე უფრო
ღრმად შევ ტოპე, ვიდრე ვაპირებდი. მაგრამ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრა-
ლოდ ეგოისტური სურვილი... ეს არ იყო მხოლოდ სასიამოვნო თავ გადასავა-
ლი, და არც მცდელობა საკუთარი თვითშეფასება ამეწია, მე მართლაც მიყ-
ვარს ენდი. მართლა.
ჯგუფში, სადაც ვკითხულობდი ლექციებს: „როგორ დავიწყოთ კარიერა
ჟურნალისტიკაში“, თოთხმეტი განსხვავებული ნიჭის მქონე სტუდენტი იყო და
ყველა გოგონა. მე ვლაპარაკობ ახალგაზრდა ქალებზე, მაგრამ სიტ ყვა გოგო-
ნას ხმარება მაინც უფრო სწორი მგონია. მათ, ყველას, უნდოდათ ჟურნალებ-
ში დაეწყოთ მუშაობა. მათ იაფფასიან გაზეთებში მუშაობა კი არ სურდათ,
არამედ მოდურ ილუსტრირებულ ჟურნალებში. მათ ნანახი ჰქონდათ ფილმე-
ბი; წარმოიდგენდნენ, როგორ დაქრიან მანჰეტენზე, ცალ ხელში - ჭიქა ყავა
„ლატე“, მეორე ხელში - მობილური, ცდილობენ გააჩერონ ტაქსი. გრაციოზუ-
ლად უტ ყდებათ ფეხსაცმლის ქუსლი და უცებ აღმოჩნდებიან თვალისმომჭრე-
ლად სიმპათიური მამაკაცის მკლავებში, რომელიც მათ სულიერ მეგობრობა-
საც გაუწევს.
ოდნავადაც კი ვერ ხვდებოდნენ, რამდენად უაზრო და ბრიყვული იყო მა-
თი ეს ოცნება. ვაპირებდი მათთვის თვალი ამეხილა, ამისათვის კი საკუთარი
ბიოგრაფია გამომეყენებინა, რომელიც სამსახურიდან დათხოვნით დასრულ-
და. მაგრამ არ მინდოდა მათ თვალში ტრაგიკულად გამოვჩენილიყავი. მოვ-
ყვები ჩემს ამბავს უდარდელად და ხუმრობით, არაფერი საშინელება არ მომ-
ხდარა სამაგიეროდ, ახლა მაქვს უფრო მეტი დრო, რომ რომანი დავწერო.

169
ამის ნაცვლად კი ჩემი პირველი გაკვეთილი მათ კითხვებზე პასუხის გაცე-
მას მოვანდომე, მღელვარე კითხვებზე, რის გამოც თავი გაბერილ საჰაერო
ბურთად ვიგრძენი, თითქოს ისეთი მნიშვნელოვანი ვინმე ვიყავი, რომ ნამ-
დვილ ამბავს ვეღარც მოვუყვებოდი. როგორ გამომიძახა მთავარმა რედაქ-
ტორმა დათხოვნის მეორე რაუნდის დროს; როგორ გავიარე ფეხით გრძელი
რიგი სამუშაო კაბინებისა, საიდანაც თითქოს ყველა მე მომ შტერებოდა. გა-
ვიარე მოსიარულე გვამივით, თუმცა, ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ ყველა-
ფერი გამოსწორდება, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ჩემს ჟურნალს, და რედაქ ტო-
რი მეტ ყვის: სასწრაფოდ მჭირდება გამზადებული მასალა. მაგრამ ამის ნაც-
ვლად შეფმა მხოლოდ ეს მითხრა: ვფიქრობ, ხვდებით, რატომ დაგიძახეთ, ძა-
ლიან ვწუხვარ, მაგრამ... და თვალები მოისრისა, რითიც მაჩვენა, როგორი გა-
დაღლილი და გულდაწყვეტილია.
მინდოდა, რომ ჩემი სტუდენტების თვალში ვყოფილიყავი მაგარი - ჩემ-
პიონი. ამიტომ, არაფერი მითქვამს ჩემი კარიერის კრახზე. ვუთხარი, რომ ჩე-
მი მშობლები ავად არიან, მათ სჭირდებათ მიხედვა, რაც თავისთავად სრული
სიმართლე იყო, თანაც ერთობ გმირულად ჩანდა.
მომხიბლავი, ჭორფლიანი ენდი ჩემ წინ იჯდა, მისი ლურჯი თვალები მომ-
ჩერებოდნენ, შუბლზე შოკოლადისფერი ხვეული თმა ჩამოშვებოდა, ფუმფუ-
ლა ტუჩები ოდნავ გახსნილი ჰქონდა, საოცრად დიდი ნატურალური მკერდი,
გრძელი წვრილი ფეხები და ხელები. სექსუალური თოჯინა, შეიძლება ითქვას,
სრულიად საწინააღმდეგო ჩემი ელეგანტური არისტოკრატული ცოლისა. თა-
ნაც, ენდი სხეულის მხურვალებასა და ლავანდის სურნელს ასხივებდა, ლეპ-
ტოპზე აკაკუნებდა და ოდნავ მოგუდული ხმით მეკითხებოდა:
- და როგორ აღწევთ იმას, რომ ადამიანები მოგენდონ და სიმართლე გით-
ხრან?

და მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, საიდან გაჩნდა ეს გოგო, ამის დედაც..., ეს რა,


ხუმრობაა?

თქვენ მკითხავთ, კი მაგრამ, რატომ, მე ხომ ყოველთვის ემის ერთგული ვიყა-


ვი. მე ხომ ის კაცი ვიყავი, რომელიც ადრე მიდის ბარიდან, თუ ქალი მეტისმე-
ტად ეკეკლუცება ანდა მისი შეხება მეტისმეტად ნაზია. მატ ყუარა არ ვყო-
ფილვარ. მე არ მომ წონდა (არ მომ წონდა?) მატ ყუარები, უსინდისოები, თავხე-
დები, გაფუ ჭებულები... მე ყოველთვის ვუძლებდი ცდუნებას, მაგრამ ეს იყო

170
მაშინ, როცა ბედნიერი ვიყავი. მე ვერ ვიტანდი ჩემს თავს, რადგან პასუხი ასე-
თი მარტივი აღმოჩნდა, რომ მე მთელი ცხოვრება ვიყავი ბედნიერი, ახლა კი
აღარ და ენდიც გამოჩნდა, რომელიც რჩება მეცადინეობის შემდეგ, აინტერე-
სებს ჩემი ცხოვრება, რაც ემის არათუ ბოლო ხანს, არც არასდროს აინტერე-
სებდა. ამ გოგოს კითხვებმა საშუალება მომცეს, თავი კაცად მეგრძნო, კაცად
და არა იდიოტად, რომელმაც დაკარგა სამსახური, უმაქნისია, რომელსაც
ტუალეტის დასაჯდომის ჩამოშვებაც კი ავიწყდება, რომელიც ვერაფერს აკე-
თებს ისე, როგორც საჭიროა და ვერაფერში ერკვევა.
ერთხელ ენდიმ „რედ დელიშესის“ ჯიშის ვაშლი მომიტანა. აი, შესანიშნავი
სათაური ჩვენი რომანისა, თუ ოდესმე გადავწყვეტ დავწერო. მან მთხოვა გა-
მომეთქვა აზრი მისი ადრეული ხელნაწერის შესახებ. ეს იყო წერილი სტრიპ-
ტიზის მოცეკვავეზე სენტ-ლუისის კლუბში. სტატია მეტად ჰგავდა იმას, რა-
საც „პენტჰაუს-ფორუმში“ ბეჭდავენ. სანამ ვკითხულობდი, ენდი გვერდიდან
მიყურებდა, მერე ჩემი ვაშლის ჭამა დაიწყო. ვუყურებდი ვაშლის წვენს მის
ტუჩებზე და გავიფიქრე, „დასწყევლოს ღმერთმა, ამ გოგოს უნდა, რომ მაცდუ-
ნოს.“ თავი ბებერ ბრიყვად ვიგრძენი, ხან ში შესულ ბენჯამენ ბრედოკად
(ფილმ „კურსდამთავრებულის“ გმირი, რომელსაც დასტინ ჰოფმანი თამაშობს.
- მთარგმნ. შენიშვნ.).
ამან იმუშავა - ენდიზე ფიქრი, როგორც გაქცევის შესაძლებლობაზე და-
ვიწყე, როგორც არჩევანზე. როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ვხედავდი დი-
ვანზე წამოწოლილ, გორგალივით მორკალულ, კედელს მიშტერებულ ემის,
რომელიც არასდროს იწყებდა საუბარს პირველი, რადგან ყოველთვის მელო-
დებოდა. ჩვენი ურთიერთობა ეს იყო დაუსრულებელი თამაში „ყინულის გა-
ტეხისა“, მუდმივი მენტალური გამოწვევა - რამ შეიძლება გააბედნიეროს იგი
დღეს. და მე გავიფიქრე: რამდენადაც ვიცნობ, ენდი არასდროს მოიქცევა ასე.
ენდი ყოველთვის გაიცინებს ჩემს ხუმრობაზე, მას ენდომება მოუსმინოს ჩემს
მონათხრობს. ენდი იყო მომხიბლავი, კოხტა დიდმკერდიანი გოგონა ჩემი
მშობლიური ქალაქიდან, მხიარული და ხალისიანი. ენდი აუდიტორიაში ყო-
ველთვის წინა რიგში ჯდებოდა და მეტად დაინტერესებული ჩანდა. როდესაც
ენდიზე ვფიქრობდი, მუცლის გვრემა არ მეწყებოდა, როგორც ჩემს ცოლზე მე-
მართებოდა ხოლმე. მუდმივი შიში სახლში დაბრუნებისა, სახლში, რომელშიც
არ მელიან. ჰოდა, დავიწყე წარმოდგენა, როგორ შეიძლება რომ ეს მოხდეს
ჩვენ შორის. საშინლად მსურდა მისი შეხება, როგორც ეს 80-იანი წლების
იაფფასიან სიმღერაშია. მე ვოცნებობდი მის შეხებაზე, ვოცნებობდი შეხებაზე

171
ზოგადად, რადგან ჩემი ცოლი თავს მარიდებდა: სახლში ჩემ გვერდით ისე გას-
რიალდებოდა, როგორც ცივი თევზი. მხოლოდ სამზარეულოში თუ აღმოჩნდე-
ბოდა გვერდით, ანდა კიბეზე. საღამოობით ერთად ვუყურებდით ტელევი-
ზორს, დივნის სხვადასხვა კუთხეში, ჩვენ-ჩვენი ბალიშებით მიმსხდარები, ისე
როგორც ინდივიდუალურ სამაშველო ტივზე. ერთხელ ღამით გამეღვიძა და,
რადგან ვიცოდი, რომ ეძინა, ოდნავ ჩამოვუწიე მხრიდან ბრეტელი, მერე ლოყა
და ხელი მის გაშიშვლებულ კანს მივადე. იმ ღამეს ვეღარ დავიძინე, საშინლად
გაღიზიანებული ვიყავი, საოცრად მეზიზღებოდა საკუთარი თავი. ავდე ქი, შე-
ვედი საშხაპეში და მასტურბაციას მივ ყავი ხელი. წარმოვიდგინე მისი მზერა,
როგორც მიყურებდა ჩვეულებრივ, მზერა იყო გამჭოლი - ამომავალი მთვარის
მსგავსი. როდესაც მოვრჩი, ჩამოვჯე ქი აბაზანის კიდეზე და უაზროდ ვუყუ-
რებდი წყლის ჭავლს. პენისი საწყლად გაწოლილიყო მარცხენა თეძოზე, რო-
გორც პატარა ზღვის ცხოველი, ტალღებმა რომ ნაპირზე გამორიყა. ვიჯე ქი
აბაზანის კიდეზე დამცირებული და ვცდილობდი არ მეტირა.
მოკლედ, მოსახდენი მოხდა. უეცარ, უცნაურ ქარბუქ ში, აპრილის დასაწ-
ყისში რომ დაატ ყდა ქალაქს. ოღონდ წელს აპრილში კი არა, არამედ, შარშან.
ბარში მარტო ვმუშაობდი, რადგან გო დედასთან რჩებოდა ღამით. მე და გო
მასთან რიგრიგობით ვრჩებოდით ხოლმე და დედასთან ერთად ვუყურებდით
უაზრო გადაცემებს ტელევიზორში. დედის მდგომარეობა სწრაფად უარესდე-
ბოდა, სავარაუდოდ, ერთ წელსაც ვეღარ გაძლებდა.
იმ დღეს თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობდი. დედა და გო სახლში ისხდნენ,
უყურებდნენ ანეტ ფუნიჩელოს (Annette Joanne Funicello - ამერიკელი მსა-
ხიობი, მომღერალი, სცენარისტი და პროდიუსერი. - მთარგმნ. შენიშვნ.)
ფილმს სანაპიროზე, ბარში კი სიცოცხლე დუღდა. ეს იყო სიცოცხლით სავსე
საღამო, რომელიც ასეთივე დატვირთულ დღეს მოჰყვება. ლამაზი გოგოები
ეკეკლუცებოდნენ „დედიკოს ბიჭებს“. ადამიანები უცნობებს სასმელზე პატი-
ჟებდნენ. დღესასწაულის ატმოსფერო სუფევდა. საღამო დასასრულს უახ-
ლოვდებოდა, აი, ბარის დაკეტვის დროც მოვიდა. უკვე კარში ვიდე ქი, როდე-
საც ზღურბლს ენდიმ ისე გადმოაბიჯა, რომ კინაღამ დამეჯახა. ვიგრძენი მისი
სუნთქვა. მსუბუ ქი ლუდის მოტ კბო სურნელი, თმაზე კი კვამლის სუნი ას-
დიოდა. ერთი წამით შევ ყოვნდი, ეს იყო მომენტი, როცა ცდილობ, შეეჩვიო ვი-
ღაცას, რომელიც ყოველთვის სხვა სიტუაციაში გ ყავს ნანახი და ახლა სხვა-
ნაირად უნდა აღიქვა. ენდი ბარშია. ო’კეი. მეკობრე-ქალივით გაიცინა და ბა-
რისკენ მიბიძგა.

172
- ცოტა ხნის წინ საშინელი პაემანი მქონდა და ჩემთან ერთად მინდა, რომ
დალიო.
ენდის ტალღოვან თმაში ფანტელები ბრწყინავდნენ, მისი სიმპათიური
ჭორფლები თითქოს ანათებდნენ. ლოყები ალეწილი ჰქონდა, ისე თითქოს ვი-
ღაცამ ორჯერ გაულაწუნა. ეს მითხრა თავისი დიდებული ხმით, რომელიც თა-
ვიდან შემპარავი და მორიდებული იყო, ბოლოს კი სრულიად აშკარად სექ-
სუალურად ჟღერდა.
- ნიკ, თუ შეიძლება... ძალიან მინდა ამ საშინელი პაემნის გ ემო მოვიშო-
რო, ენაზე რომ დამრჩა.
მახსოვს, როგორ გამეცინა და გავიფიქრე, როგორი სასიამოვნოა, იყო ქალ-
თან და გესმოდეს მისი სიცილი. ჯინსები და ქაშმირის ამოჭრილი ფუმფულა
სვიტერი ეცვა, ისეთი გოგო იყო, რომელსაც ჯინსები უფრო უხდება, ვიდრე კა-
ბა. სახეც, ტანიც საუკეთესოდ გამოიყურებოდა. ბარის სკამზე ჩამოჯდა, დახ-
ლთან, ჩემს ზურგს უკან ბოთლებს თვალიერება დაუწყო.
- რას ინებებს ქალბატონი?
- აბა, გამაკვირვეთ.
- ოოო, - გავაგრძელე მე და ტუჩები ისე მოვ კუმე, თითქოს კოცნას ვაპირებ-
დი.
- ჯერ სასმლით გამაკვირვეთ, - ენდი წინ გადმოიხარა დახლზე და დეკოლ-
ტედან მკერდი გამოუჩნდა. გულსაკიდი, რომელიც წვრილ ოქროს ძეწკვზე ეკი-
და, ძუძუებს შორის უბრწყინავდა. „ნუ იქნები ისეთი ტიპი,“ - გავიფიქრე -
„რომლებიც იჭყიტებიან. ნეტა, სად იმალება კულონი?“
- როგორი სასმელი გნებავთ? - ვკითხე.
- ნებისმიერი. ყველაფერი მომეწონება.
სწორედ ამ სატ ყუარაზე წამოვეგე, ყველაფრის სიმარტივეზე. პირდაპირ
მიმანიშნა, რომ მე შემიძლია გავაკეთო ყველაფერი მარტივად და ეს მას
გააბედნიერებს. შვება ვიგრძენი, თითქოს თბილმა ტალღამ დამიარაო. და
უცებ ვიგრძენი, რომ ემი აღარ მიყვარს. „ჩემი ცოლი აღარ მიყვარს“, გავიფიქ-
რე და ორი მაღალი სასმისი ავიღე. წამით დავიცალე სიყვარულისგან, მცირე-
დი კვალიც კი არ დარჩენილა. ჩემი საყვარელი სასმელი გავაკეთე, „შობის დი-
ლა“, ცხელი ყავა და ცივი პიტნიანი შნაპსი. თითო გადავ კარით და, როდესაც
შეაკანკალა და გაეცინა, ხმამაღლა ჩაიკისკისა, კიდევ თითო ჩამოვასხი. ერთი
საათი გავიდა ბარის დახურვიდან, ჩვენ კი ვისხედით და ვსვამდით, ცოლი სამ-
ჯერ ვახსენე, არადა, ამ დროს ენდის ვუყურებდი და წარმოვიდგენდი, როგორ

173
ვხდი ტანსაცმელს. თითქოს გავაფრთხილე, ვუთხარი, რომ ცოლი მყავს. რო-
გორც უნდა, ისე გაეგო.
ჩემ წინ იჯდა, თავი ხელებზე ჩამოედო, მიღიმოდა, მერე კი მკითხა:
- გამაცილებ?
მანამდე ენდიმ ახსენა, ისე ახლოს ვცხოვრობ, რომ ზოგჯერ მინდება ბარ-
თან შევჩერდე და ვთქვა: „გამარჯობა“. ცოტა არ იყოს, დავიბენი. აქამდეც
წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ გავივლიდი რამდენიმე კვარტალს და მის
მოხდენილ აგურის სახლს მივადგებოდი. ახლა კი მართლაც გამოვდივარ ქუ-
ჩაში და ენდის სახლისკენ მივემართები და ეს ყველაფერი სრულიად ბუნებ-
რივად ხდება, არავითარი განგაშის ნიშანი, - გაჩერდი, ასე არ შეიძლება, ეს
ხომ არასწორია!
მივდიოდით ქარბუქ ში, ქარი სახეში გვცემდა, რის გამოც კაშნე წამ-
დაუწუმ სძვრებოდა. როდესაც მესამედ დავეხმარე შარფის გასწორებაში, ჩვე-
ნი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. ლოყები აღაჟღაჟებული
ჰქონდა, როგორც ბავშვს ზამთრის არდადეგებზე ციგაობის მერე. მოხდა ის,
რაც შეიძლება სხვა დროს არც მომხდარიყო, თუნდაც ასჯერ რომ გაგ ვესეირ-
ნა, მაგრამ იმ ღამეს - მოხდა. საუბარი, დასალევი, ქარბუ ქი, შარფი. ჩვენ ერ-
თდროულად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ენდი ხეს მივაყრდენი, ამ დროს გრძელი
ტოტები შეირხა და ბლომად თოვლი დაგ ვეყარა. მაგრამ უეცარმა დაბრკოლე-
ბამ კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, მეგრძნო მისი ტანის სითბო. ერთი ხე-
ლი სვიტერის ქვეშ შევუცურე, მეორე კი ფეხებს შორის. ენდიმ მომცა ამის უფ-
ლება.
მაგრამ თანაც ოდნავ გასწია თავი და კბილების კაწკაწით მითხრა:
- წამოდი ჩემთან.
არაფერი ვუპასუხე.
- წამოდი ჩემთან. - ისევ გაიმეორა, - მინდა შენთან ვიყო.
ჩვენი პირველი სექსი მაინცდამაინც გადასარევი არ ყოფილა. სხვადასხვა
რიტმს ვიყავით მიჩვეული, ამიტომ პირველ ჯერზე თითქოს ერთმანეთს ვაკ-
ვირდებოდით, თანაც მე ქალთან დიდი ხანი არ ვიყავი ნამყოფი და სწრაფად
გავათავე. შემდეგ კი იმდენი ხანი გავძელი, რომ მასაც მიეღო სიამოვნება. სა-
ერთო ჯამ ში, არა უშავდა, ოღონდ რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა.
მსგავსი იმედგაცრუება აქვთ, ალბათ, ქალიშვილებს, როდესაც უბიწოებას
კარგავენ. ამდენი ამბავი ამის გამოა? მაგრამ მომ წონდა, როგორ მეხვეოდა. და
მომეწონა ის, რომ ისეთი ნაზი იყო, როგორსაც წარმოვიდგენდი. ქორფა -

174
სირცხვილით გავიფიქრე, რადგან წარმოვიდგინე ემი მისი გაუთავებელი კრე-
მებითა და ლოსიონებით, რომელთაც მუდმივად ისვამდა კანზე.
ენდის სააბაზანოში შევედი, გადავაფსი, საკუთარ თავს შევხედე სარკეში
და ჩემს თავს ვუთხარი: მოღალატე ხარ. შენ ვერ ჩააბარე მამაკაცის ერთ--
ერთი მთავარი ტესტი, არ ხარ კარგი ტიპი! და, როცა მივხვდი, ეს ჩემზე არ
მოქმედებდა, გავიმეორე: ნამდვილად არ ხარ კარგი ტიპი.
ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სინამდვილეში სექსი ენდისთან არ მა-
ღელვებდა. შესაძლოა, სწორედ ამაში იყო ჩემი წინდაუხედაობის მთავარი მი-
ზეზი. მაგრამ განა ეს ამართლებდა ჩემს მოღალატედ ქცევას? როგორ მარტი-
ვად დავანგრიე ჩემი ერთგულება და რაღაც უღიმღამოზე გავცვალე. თან მივ-
ხვდი, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდებოდა. მე ხომ არ მიმიცია სიტ ყვა, რომ ეს
არასდროს განმეორდებოდა. შემდეგი - ძალიან, ძალიან კარგი იყო, და შემდე-
გის შემდეგი - საერთოდ შესანიშნავი. მალე ენდი ყველაფერ იმის საპირისპი-
რო გახდა, რასაც ემი ასახიერებდა: ენდი მაცინებდა და ჩვენ ერთად ვხალი-
სობდით. არასოდეს მეწინააღმდეგებოდა და არ ცდილობდა საკუთარი აზრის
დამტკიცებას. არასოდეს მიბრაზდებოდა. მასთან ურთიერთობა იოლი იყო.
ყველაფერი საოცრად იოლი გახლდათ. სიყვარული გაიძულებს გახდე უკეთე-
სი კაცი - მართლა, მართლა. მაგრამ, ნამდვილი სიყვარული გაძლევს უფლე-
ბას იყო ისეთი, როგორიც ხარ სინამდვილეში.
ვაპირებდი, ემისთვის სიმართლე მეთქვა. ვიცოდი, რომ ოდესმე მომიწევდა,
მაგრამ ვერ ვაიძულებდი თავს და ეს დღეები გრძელდებოდა. მერე კიდევ, -
თვეები. ამისი მიზეზი ჩემი სილაჩრე იყო. ვერ ვიწყებდი ამაზე ლაპარაკს,
წარმოდგენაც კი მიჭირდა, როგორ უნდა დამეწყო ახსნა. არ შემეძლო იმის
წარმოდგენაც, როგორ ვმსჯელობ მის მშობლებთან გაყრის თაობაზე, ისინი
კი, ეჭვგარეშეა, ჩვენს კონფლიქტში ჩაერევიან.
როგორც აღმოჩნდა, მართალია, ნაკლებად, მაგრამ ამაში ჩემი მტკიცე
პრაგმატიზმიც თამაშობდა როლს, - ზოგჯერ მე თვითონაც კი არ მჯერა
რაოდენ პრაქტიკული (ან სულაც, ეგოისტი?) ვარ - ემის კიდევ იმიტომ ვერ
ვთხოვდი გაყრას, რომ ბარი მისი ფულით შევიძინეთ. ის მისი მთავარი მფლო-
ბელი იყო და, რასაკვირველია, თავის ფულს უკან მოითხოვდა. მე კი უბრა-
ლოდ არ შემეძლო, უფლება მიმეცა ჩემი თავისთვის, რომ ჩემს დას კიდევ ერ-
თხელ განეცადა კრახი, დაეკარგა ყველაფერი, რაც ბოლო ორი წლის განმავ-
ლობაში მოიპოვა. ჰოდა, მივ ყევი დინებას, ვფიქრობდი, რომ ემი აიღებდა თა-

175
ვის თავზე ინიციატივას და მოითხოვდა გაყრას, მე კი კარგი ჯეელი ვიქნებო-
დი.
ჩემი სურვილი, თავი დამეღწია ამ სიტუაციიდან დადანაშაულების გარეშე,
საზიზღარი იყო. რაც უფრო საზიზღარი ვხდებოდი, მით უფრო მეტად ვიყავი
დამოკიდებული ენდიზე, რომელმაც იცოდა, რომ არ ვარ ისეთი ცუდი, როგო-
რიც ვჩანვარ, იმდენად ცუდი, რომ ჩემი ამბის გამოქვეყნება გაზეთშიც შეიძ-
ლება. „ემი გამეყრება“ - ასე მეგონა. მეტის მოცდა მას არ შეუძლია. მაგრამ გა-
ზაფხულიც მიილია, მერე ზაფხულიც, მერე შემოდგომაც, მერე ზამთარიც, მე
კი სულ უფრო მეტად ვხდებოდი კაცი, რომელიც ყველა სეზონ ში ღალატობს
ცოლს - ღალატობს საამურ, სულწასულ საყვარელთან - მშვენიერ, მოუთმე-
ნელ საყვარელთან. და უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა, რომ რაღაცა უნდა
მოგ ვემოქმედებინა.
- მიყვარხარ, ნიკ, - მითხრა ენდიმ, რომელიც აქ, ჩემი დის დივანზე, მარ-
თლაც სიურრეალისტური სანახავი იყო. - არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება,
მართლა არ ვიცი, კიდევ რა გითხრა, სრულ დებილად ვგრძნობ თავს.
- ნუ გრძნობ თავს დებილად - ვუთხარი, - მეც არ ვიცი, კიდევ რა შეიძლე-
ბა ითქვას. სათქმელიც არაფერია.
- შეგიძლია მითხრა: მეყვარები, რაც უნდა მოხდეს.
გავიფიქრე, რომ ამას ვეღარასოდეს ვიტ ყოდი ხმამაღლა. რამდენჯერმე
ვუჩურჩულე ეს სასიყვარულო სიტ ყვები, მის მხრებში თავჩარგულმა, ვუჩურ-
ჩულე, როცა ყელზე ვკოცნიდი, გაურკვეველი სევდით შეპყრობილი. მაგრამ
სიტ ყვები მხოლოდ სიტ ყვებია, მეტი არაფერი. შემდეგ დავიწყე ფიქრი ჩვენს
სასიყვარულო რომანზე, რომლის საიდუმლოდ შენახვაზეც მაინცდამაინც
თავს არ ვიკლავდი. თუკი მის სახლში იყო დაყენებული სათვალთვალო კამე-
რა, აუცილებლად დამაფიქსირებდა. შევიძინე ცალკე მობილური, რომ ენდის-
თან დამერეკა ხოლმე, მაგრამ ჩემი ხმოვანი შეტ ყობინებები და მესიჯები მის
ჩვეულებრივ ტელეფონზე მიდიოდა. ვალენტინის დღის ვულგარული მოსა-
ლოცი ბარათი გავუგზავნე, გავრითმე: „გამოგეკიდე, მერე შეგიდე“. და, რაც
მთავარია, ენდი მხოლოდ და მხოლოდ ოცდასამი წლის იყო. ვუშვებდი, რომ
ჩემი სიტ ყვები, ჩემი ხმა, ჩემი ფოტოებიც კი ჩაწერილი იყო სხვადასხვა ელექ-
ტრონულ მატარებლებზე. ერთხელ ღამით ეჭვიანობამ შემომიტია და მის მო-
ბილურში ფოტოები დავათვალიერე, აღმოვაჩინე - ჩემ გარდა კიდევ რამდენი-
მე ჯეელია, მის საწოლში ამაყად რომ იკრიჭება. და მივხვდი, კლუბის წევრი
ვარ. კიდეც მინდოდა, კლუბის წევრი გავმხადირაყავი. ფეხებზე მეკიდა, რომ

176
ჩემი ფოტო შეუძლია გაუგზავნა მილიონ აბონენტს, თუკი მოუნდება სამა-
გიერო გადამიხადოს.
- ენდი, ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იქმნება. ძალიან მინდა, მოთმინება
გამოიჩინო.
ენდი გაიწია.
- და არ შეგიძლია მითხრა, რომ გეყვარები, რაც უნდა მოხდეს?
- მიყვარხარ, ენდი, ნამდვილად. - თვალებში ჩავხედე. ახლა ამის თქმა სა-
შიში იყო, მაგრამ რომ არ მეთქვა, არ გამოდიოდა.
- მაშინ გამჟიმე, - მიჩურჩულა და ქამრის შეხსნა დამიწყო.
- ჩვენ ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება
ჩემთვის: თუ პოლიცია ყველაფერს გაიგებს ჩვენს შესახებ, ძალიან ცუდია.
- რა გაწუხებს?
- მე ვარ კაცი, რომლის ცოლი გაუჩინარდა, და თან ფარულად მყავს მეგო-
ბარი გოგონა. ეს კი ძალიან ცუდად გამოჩნდება. თითქოს კრიმინალი ვიყო.
- ცოტა არ იყოს, ვულგარულად ჟღერს, - მითხრა მან, მკერდი კვლავაც
მოშიშვლებული ჰქონდა.
- ხალხი ჩვენ არ გვიცნობს, ენდი, ყველაფერ ვულგარულს დაიჯერებენ.
- ღმერთო ჩემო, ეს იაფფასიან ფილმ „ნუარსა“ ჰგავს.
გავიღიმე. ეს მე გავაცანი ენდის „ნუარი“, ჰემფრი ბოგარტი ფილმიდან
„ღრმა ძილი“, „ორმაგი დაზღვევა“ და ჟანრის დანარჩენი კლასიკა. ეს იყო
ერთ-ერთი იმ საგანთაგან, რაც ყველაზე მეტად მომ წონდა ჩვენს ურთიერთო-
ბაში - რომ შემეძლო მისთვის რაღაც ახალი გამეცნო.
- რატომ არ გინდა პოლიციას ყველაფერს მოუყვე? განა უკეთესი არ იქნე-
ბა?
- არა, ენდი, არც იფიქრო ამაზე, არა.
- მაინც გაიგებენ.
- საიდან გაიგებენ? ვისგან? გითქვამს ვინმესთვის?
გაბრაზებით შემომხედა. გულმა რეჩხი მიყო. ენდი ნამდვილად არ ფიქ-
რობდა, რომ ღამე ასეთ საუბრებში გაივლიდა. ის, უეჭველია, ჩემი ნახვის
სურვილით იყო ატაცებული, ჩვენს ხორციელ ურთიერთობას წარმოიდგენდა.
მე კი მხოლოდ საკუთარი უკანალის დაცვაზე ვფიქრობდი.
- ძვირფასო, ბოდიში, მაგრამ უნდა ვიცოდე, - ვუთხარი...
- სახელით არა.
- რას გულისხმობ ამაში?

177
- დედაჩემმა, ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ვიღაცას ვხვდები, მაგრამ სახე-
ლით, - არა. - თქვა და ბოლოს და ბოლოს, კაბა ჩამოიწია.
- და არანაირი ახსნა, ხო? - უფრო დაჟინებით ვუთხარი, ვიდრე მინდოდა.
ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თავზე ჭერი მენგრევა.
- მხოლოდ ორმა კაცმა იცის ამის შესახებ. მე და შენ. თუ დამეხმარები, თუ
გიყვარვარ, ეს ასე დარჩება, და პოლიცია ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს.
საჩვენებელი თითი ჩემს ქვედა ყბაზე მოატარა.
- და რა მოხდება, თუ ემის ვერასოდეს იპოვიან?
- მე და შენ ენდი, მაინც ერთად ვიქნებით, რაც უნდა მოხდეს. მაგრამ იმ
შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ სიფრთხილეს დავიცავთ. და თუ არ დავიცავთ,
სავსებით შესაძლებელია, ყველაფერი ისე ცუდად დამთავრდეს, ციხეში გამიშ-
ვან.
- იქნებ ვიღაცასთან ერთად გაიქცა, - თქვა მან და ლოყა მხარზე მომადო, -
ვინ იცის...
ისიც კი ვიგრძენი, როგორ მუშაობს მისი გონება, როგორ გარდაქმნის ამ
მღელვარე, სკანდალურ ისტორიას და უგულებელყოფს რეალობას, რომელიც
არ ჯდება სცენარში.
- არ გაქცეულა. საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა, ვიდრე... - ხელი
ნიკაპის ქვეშ ამოვდე ისე, რომ შემომხედა. - ენდი, აუცილებლად უნდა გააც-
ნობიერო, რამდენად სერიოზულადაა საქმე, გესმის?
- რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად ვუყურებ, მაგრამ შენთან უფრო ხში-
რად მჭირდება საუბარი. ძალზე მარტო ვგრძნობ თავს, ნიკ.
- ჩვენ ახლა ჩუმად უნდა ვისხდეთ. - მხრებზე ხელი მოვ კიდე ისე, რომ
იძულებული იყო, ჩემთვის შეეხედა - ჩემი ცოლი დაკარგულია, ენდი,
- მაგრამ შენ არც კი...
მივხვდი, რის თქმას აპირებდა - „შენ არც კი გიყვარს“, - მაგრამ ენდის ეყო
ჭკუა, ფრაზა არ დაესრულებინა.
მომეხვია.
- შეხედე, არც კი მინდა, რომ შეგეწინააღმდეგო, და ვიცი, მართლა გაწუ-
ხებს ეს - შენ ახლა მართლა რთული პერიოდი გაქვს. კარგი, თანახმა ვარ, უფ-
რო ღრმად დავფაროთ ჩვენი ურთიერთობები, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებ-
დით, თუკი შესაძლებელი იქნება. მაგრამ არ დაგავიწყდეს, საქმე მეც მეხება.
მე მჭირდება შენთან ურთიერთობა, დღეში ერთხელ მაინც დამირეკე. უბრა-

178
ლოდ, დამირეკე ერთხელ მაინც, რამდენიმე წამით, რომ შენი ხმა გავიგონო.
ყოველდღე, ნიკ. თორემ, უბრალოდ, გავგიჟდები. ნამდვილად გავაფრენ.
გამიღიმა და წამჩურჩულა:
- ახლა კი მაკოცე.
რაც შემეძლო ნაზად ვაკოცე.
- მიყვარხარ, - მითხრა ენდიმ, და ვაკოცე ყელში და პასუხად რაღაცა ჩა-
ვიბურტყუნე.
ამის მერე ჩუმად ვისხედით, ტელევიზორი ციმციმებდა.
თვალები მოვხუ ჭე, „ახლა კი მაკოცე“, ვინ თქვა?
როცა გავიღვიძე, 5 საათი გადასული იყო, გო ფეხზე დამხვდა. მესმოდა,
როგორ შევიდა აბაზანაში და ონკანი მოუშვა. ენდი გავაღვიძე და ვუთხარი:
- უკვე ხუთი საათია, ხუთი საათია.
და სიყვარულისა და დარეკვის დაპირებებით დავიწყე მისი გაძევება სახ-
ლიდან, თითქოს ერთი ღამის ქალი ყოფილიყოს.
- დაიმახსოვრე, ყოველდღე უნდა დამირეკო, - მიჩურჩულა ენდიმ.
გავიგონე კარის გაღების ხმა.
- ყოველდღე, - დავეთანხმე კლიტე გავხსენი კარი გავაღე და ენდი წავიდა.
როცა შემოვბრუნდი, გო სასტუმრო ოთახში იდგა გაშეშებული. პირი
გაოცებისგან დაეღო, მაგრამ თანაც მისი სხეული სრულ განრისხებას გამოხა-
ტავდა, - ხელები - თეძოებზე, წარბები - შუბლზე ასული.

- ნიკ, ამის დედაც!.. იდიოტი ხარ!

ემი ელიოტ-დანი 21 ივლისი, 2011 დღიური

რა იდიოტი ვარ. ზოგჯერ ვუყურებ ჩემს თავს და ვხვდები: რა გასაკვირია,


თუ ნიკი მიყურებს და ფიქრობს, რომ სასაცილო, განებივრებული, ქარაფშუტა
ვარ დედამისთან შედარებით. მორინი კვდება. მაგრამ თავის ავადმყოფობას

179
ფართო ღიმილით ფარავს და ყოველ კითხვას ჯანმრთელობის შესახებ ასე პა-
სუხობს:
- ო, მე მშვენივრად ვარ, მაგრამ შენ თვითონ როგორ ხარ, საყვარელო?
კვდება, თუმცა სულაც არ უნდა ამის აღიარება. მაგალითად, გუშინ დი-
ლით დამირეკა და მკითხა, ხომ არ მინდა მასთან და მის მეგობრებთან ერთად
სასეირნოდ წავიდე. ხედავს, რომ კარგი დღეა, და უნდა გააკეთოს ყველაფერი
კარგი, რაც კი შესაძლებელია. უმალ დავეთანხმე, მაგრამ ვიცოდი, რომ მათი
გასართობი სრულიად არ შეესაბამება ჩემს ინტერესებს. პინოკლი (ბაქნოს ანუ
კარტის თამაშია. - მთარგმნ. შენიშვნ.), ანდა ბრიჯი, ან რამე ეკლესიური აქ-
ტივობა, რაც, ჩვეულებრივ, საქველმოქმედოდ განკუთვნილი ნივთების დახა-
რისხებას გულისხმობს.
- ჩვენ თხუთმეტ წუთში შენთან ვიქნებით, - მითხრა მან, - რაიმე მოკლე-
სახელოებიანი ჩაიცვი.
ესე იგი, რაღაც უნდა დავალაგოთ. იდაყვებამდე ჭუჭყში უნდა ვაფათურო
ხელები. ჩავიცვი მოკლესახელოებიანი მაისური და ზუსტად თხუთმეტ წუთში
კარი გავუღე თმაგაცვენილ მორინს, რომელსაც თავზე ნაქსოვი ქუდი ეფარა,
და მის მეგობრებს, მათ ერთნაირად ეცვათ: მოკლესახელოებიანი მაისურები,
მოხატული ზანზალაკებით, ლენტებითა და წარწერებით „პლასმამას“, რომ-
ლებიც მთელ მკერდზე ჰქონდათ გადაჭიმული.
გეგონებოდა, „დუ-ვოპ“-ის („დო-წოპ“ - მუსიკალური ჟანრი, ჩამოყალიბდა
აშშ-ში მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებში. - მთარგმნ. შენიშვნ.) ჯგუფი შე-
ადგინესო. მაგრამ, როდესაც როუზის ძველისძველ „კრაისლერში“ ჩავსხედით,
რომლის წინა სავარძელი მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული, - ბებიაჩემის
დროინდელი მანქანა სიგარეტის სუნად ყარდა, - აღმოჩნდა, რომ დონორთა
ცენტრში მივდიოდით, სისხლის ჩასაბარებლად.
- ჩვენი დღეებია ორშაბათი და ხუთშაბათი, - ამიხსნა როუზმა და უკანა
ხედვის სარკეში გამომხედა.
- ო, - ვუპასუხე. აბა, სხვა რა უნდა მეთქვა? ო, ეს მადლიანი პლაზმის
დღეებია? თუ რა?
- ჩვენ უფლებას გვაძლევენ სისხლი კვირაში ორჯერ ჩავაბაროთ, - მიხ-
სნის მორინი მაისურის ზანზალაკების წკარუნის ფონზე. - პირველად გაძლე-
ვენ ოც დოლარს, მეორედ სულაც ოცდაათს. აი, რატომ ვართ ყველანი კარგ
ხასიათზე.

180
- მოგეწონება, - მითხრა ვიკიმ - ყველანი სხედან და ჭორაობენ, როგორც
სილამაზის სალონ ში.
მორინმა ხელი მომიჭირა და მშვიდად ამიხსნა:
- მე აღარ შემიძლია სისხლის ჩაბარება, მაგრამ ვიფიქრე, რომ შენ იქნები
ჩემი შემცვლელი. შენთვის კარგი იქნება, თუ ცოტა ჯიბის ფულს იშოვი. კარ-
გია, როცა გოგოს საკუთარი ფული აქვს.
ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავფეთქებულიყავი. „მე ცოტაოდენზე მეტი
ფული მქონდა, მაგრამ შენს შვილს მივეცი.“
ვიღაცა ჯინსის გრძელ ქურთუკში გამოწყობილი, გაძვალტყავებული კაცი,
მაწან წალა ძაღლივით დაბორიალებს პარკინგის ადგილას, მაგრამ, ამისდა
მიუხედავად, შიგნით სისუფთავეა. ოთახია ნათელი, ფიჭვის სურნელით: კედ-
ლებზე გაკრული პლაკატები ქრისტიანული თემატიკისაა - ცარიელი ღრუბ-
ლები და მტრედები. მაგრამ ვიცი, რომ ამას ვერ გავაკეთებ. ნემსები, სისხლი.
არა მე ეს არ შემიძლია, არავითარ შემთხვევაში. მე სხვა ფობიები არ გამაჩ-
ნია, მაგრამ ეს ორი სერიოზულია ჩემთვის, მე ერთ-ერთი ვარ იმ გოგონებიდან,
რომელთაც გული მისდით, თითს რომ გაიჭრიან. ასე მოქმედებს ჩემზე ყველა-
ფერი, რაც დაკავშირებულია კანის მთლიანობის დარღვევასთან: გაჭრა, ათ-
ლა, გახვრეტა. მორინთან ერთად როცა ვარ ქიმიოთერაპიის სეანსზე, არასო-
დეს ვუყურებ, როგორ უკეთებენ ნემსს.
- ჰაი, კეილის, - ამბობს მორინი. ოთახში შევდივართ. ფართე სამედიცინო
ფორმაში გამოწყობილი მსუ ქანი შავ კანიანი ქალი საპასუხოდ ეუბნება:
- ჰაი, მორინ, როგორ ხარ?
- ო, მე კარგად ვარ, მშვენივრად, და შენ როგორ ხარ?
- რამდენი ხანია, რაც ამას აკეთებთ? - ვიკითხე.
- გარკვეული ხანია, - ამბობს მორინი, - კეილისი ჩვენი ფავორიტია - ისე
შეჰყავს ნემსი, რომ ვერც კი იგრძნობ. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელო-
ვანია, რადგან ჩემი ვენები მოძრავია. - და მაჩვენებს თავის წინამხარს, რომე-
ლიც ლურჯი ვენებით არის დასერილი.
პირველად როცა ვნახე მორინი, საკმაოდ მსუ ქანი იყო, მაგრამ ახლა აღარ
არის ასეთი, რაც ჩემთვის საკმაოდ უცნაურია - მსუ ქანი უკეთ გამოიყურებო-
და.
- აბა, მოდი, დაადე თითი ჩემს ვენას.
აქეთ-იქით ვიყურები. იმედი მაქვს, რომ კეილისი დაგ ვიძახებს.
- მიდი, მიდი.

181
თითის წვერს ვადებ ვენაზე, და ვგრძნობ როგორ სხლტება. ვიგრძენი, შე-
მახურა.
- ეს ჩვენი ახალი მოხალისეა? - ინტერესდება კეილისი ჩემს ზურგს უკან.
- მორინი სულ თქვენზე მელაპარაკება. მაშ ასე, რაღაც ქაღალდები უნდა
შეავსოთ...
- უკაცრავად, მაგრამ არ შემიძლია. არც ნემსის და არც სისხლის დანახვა
არ შემიძლია, სერიოზული ფობია მაქვს. უბრალოდ, დანახვაც კი არ შემიძ-
ლია. უცებ გამახსენდა, რომ დღეს არ მისაუზმია, სისუსტე ვიგრძენი. გული
მიმდის. ლამის თავი ჩამომივარდა.
- აქ ყველაფერი ჰიგიენურია, თქვენ პროფესიონალების ხელში ხართ, - გა-
ნაცხადა კეილისმა.
- არა, არა არ შემიძლია, არასოდეს მიმიცია სისხლი! ჩემი ექიმი ძალიან
მიბრაზდება, რომ ყოველწლიური სისხლის ანალიზსაც კი ვერ ვიკეთებ, ქო-
ლესტერინზე.
ამის შემდეგ ჩვენ ვსხედვართ და ველოდებით. ორი საათი გადის. ვიკი და
როუზი ცენტრიფუგებზე არიან მიბმული. როგორც იქნა, შესაძლებლობა აქვთ
ჩააბარონ. მათ თითებზე აქვთ ნიშნები, კვირაში ორზე მეტჯერ რომ ვერ
ჩააბარონ. ეს ნიშნები ჩანს ულტრაიისფერ შუქ ში. „ჯეიმს ბონდის“ ფილმებში
რომაა, ისე“ - ამბობს ვიკი და ყველა ხითხითებს. მორინი ღიღინებს მელოდიას
ბონდის ფილმიდან (ასე მგონია), როუზი კი თითებს ისე იჭერს, ვითომ პისტო-
ლეტია.
- ერთხელ მაინც არ გამოვ ტოვოთ, თქვე ბებრებო? - ჩაილაპარაკა თეთ-
რთმიანმა ქალმა, რომელიც ოთხი სკამის მოშორებით იჯდა. მას და ჩვენ შო-
რის სამი გაზინტლული კაცია. მომ წვანო მოციმციმე ტატუები უფარავთ
მკლავებს, გაუპარასავები არიან. აი, ასე წარმოვიდგენდი ტიპებს, რომლებიც
ფულის გულისთვის აბარებენ სისხლს, - ქალი კი ამ დროს თითს გვიქნევს.
- მერი, მეგონა, ხვალ მოდიოდი!
- დიახ, ხვალ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ უმუშევარს არ შეუძლია მთელი
კვირა იცადოს. მხოლოდ ერთი კოლოფი ბურბუშელა, და ერთი ქილა კონსერ-
ვირებული სიმინდი დამრჩა.
ისე იცინიან, თითქოს შიმ შილის საფრთხე ძალიან სახალისო რამ იყოს. ეს
ქალაქი ზოგჯერ მეტისმეტად ემოციურია, როგორც სასოწარკვეთაში, ასევე
სასოწარკვეთის უარყოფაში. მესმის, როგორ გადაედინება სისხლი აპარატებ-
ში, გრძელი პლასტიკატის მილებით აერთებენ ადამიანებს, - თითქოს ძროხე-

182
ბივით წველიანო. ყველგან სისხლია, გახსნილ კარში, იქაც კი, სადაც, წესით,
არ უნდა იყოს, მუ ქი წითელი, თითქმის ალისფერი სისხლი.
ვდგები, რომ სააბაზანოში შევიდე და სახეზე ცივი წყალი შევისხა. მაგრამ
გადავდგი თუ არა ნაბიჯი, ყურები დამიგუბდა, თვალებში დამიბნელდა და სა-
კუთარი სისხლის მიმოქცევა ვიგრძენი... წაქცევის მომენტში ვთქვი „ ო, მაპა-
ტიეთ.“
თითქმის არ მახსოვს, სახლში როგორ მიმიყვანეს. მორინმა მიმაცილა სა-
წოლამდე, მომიტანა ერთი თეფში წვნიანი და სასთუმალთან დამიჯდა. შევე-
ცადეთ, ნიკისთვის დაგ ვერეკა. გომ თქვა, რომ არ არის ბარში, მობილურზე კი
არ გვიპასუხა.
კაცი გაქრა.
- ბავშვობაშიც ეგეთი იყო, ბევრს დაბორიალებდა, ნამდვილი მაწან წალა,
-ამბობს მორინი, - მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იყო, თუ საკუთარ ოთახ-
ში ჩაკეტავდი. - შუბლზე გრილ ნაჭერს მადებს.
მის სუნთქვას ასპირინის სუნი ასდის.
- შენი საქმე ახლა დასვენებაა, მე გავაგრძელებ რეკვას მანამ, სანამ არ მე-
ცოდინება, რომ ჩემი ბიჭი სახლში მოვიდა.
როცა ნიკი შინ დაბრუნდა, მეძინა. როდესაც გამეღვიძა, გავიგონე, როგორ
იღებდა შხაპს, საათს დავხედე. 23:04.
მას უყვარს ბარში მუშაობის შემდეგ მიიღოს შხაპი, ჩამოიბანოს ლუდისა
და მარილიანი პოპკორნის სუნი (ასე ამბობს).
ლოგინ ში ძვრება, - მისკენ გახელილი თვალებით მივბრუნდი, და შევნიშნე,
როგორ შეშფოთდა, როცა დაინახა, რომ არ მძინავს.
- ჩვენ საათობით გირეკავდით.
- მობილური დამიჯდა. რა, გული წაგივიდა?
- მე მგონი ამ წუთას მითხარი, რომ ტელეფონი დაგიჯდა.
ნიკი წამით დადუმდა და მივხვდი, რომ ახლა ტყუილებს დაიწყებდა. როცა
ელოდები და ამზადებ შენს თავს ტყუილების მოსასმენად. ნიკი ძველმოდუ-
რია, მას თავისუფლება სჭირდება, არც არაფრის ახსნა უყვარს და არც თავის
მართლება. წინასწარ ერთი კვირით ადრე იცის, რომ საღამოს მეგობრებთან
გაატარებს, მაგრამ წასვლამდე ერთი საათით ადრე მაინც ამბობს უზრუნვე-
ლად.
- იცი რა, ხომ არ წავსულიყავი და ბიჭებთან პოკერი მეთამაშა, თუკი წინა-
აღმდეგი არ იქნები. - და მტოვებს ისე, თითქოს მე ვიყო ცუდი ტიპი, რადგან

183
ამ საღამოსთვის სხვა გეგმებს ვაწყობდი.
არ მინდა ვიყო ცოლი, რომელიც არ უშვებს ქმარს პოკერის სათამაშოდ;
არ მინდა ვიყო ბიგუდიანი ცოლი, ხელში რომ ცომის გასაბრტყელებელი უჭი-
რავს. ამიტომ იმედგაცრუება უნდა გადავ ყლაპო და ვთქვა, „კი ბატონო“. არა
მგონია, ამას განზრახ მიკეთებდეს. უბრალოდ მამამისს თავისი ცხოვრება
ჰქონდა, დედამისი კი ამის უფლებას აძლევდა. სანამ არ გაეყარა.
ტყუილები დაიწყო. არც კი მოვუსმინე.

ნიკ დანი ხუთი დღის შემდეგ

კარს მივეყუდე და ჩემს დას დაკვირვებით გავხედე. ჯერ კიდევ ენდის სუნს
ვგრძნობდი და მინდოდა ეს მომენტი კიდევ ერთი წამით გამეგრძელებინა,
რადგან უკვე წარსულში იყო. სიამოვნებას ვიღებდი გახსენებისგან. ენდის ყო-
ველთვის ჰქონდა ირისის კანფეტის გემო, სუნი კი - ლავანდისა. ლავანდის
შამპუნი, ლავანდის ლოსიონი. ლავანდას მოაქვს იღბალი, ამიხსნა ერთხელ -
მე კი მჭირდება იღბალი.
- რამდენი წლისაა? - კატეგორიული ტონით მკითხა გომ.
- აქედან დავიწყოთ?
- რამდენი წლისაა, ნიკ?
- ოცდასამის.
- ოცდასამის. გადასარევია.
- არ გინდა, გო...
- ნიკ, ნუთუ ვერ აცნობიერებ, როგორ მოგეხაზა? - მითხრა გომ, - მაგარი
დებილი ხარ.
ამ ბავშვობის სიტ ყვას, „დებილს“ ისე იმეორებდა, თითქოს ისევ ათი წლის
ვიყავი, და ისევ მწყინდა.
- სიტუაცია მართლაც არ არის სახარბიელო. - მშვიდად დავეთანხმე.

184
- არ არის სახარბიელო? ნიკ, შენ ხარ... შენ ხარ მოღალატე. ნიკ, რა ჯანდა-
ბა დაგემართა? შენ ყოველთვის კარგი ბიჭი იყავი. თუ ეს მე ვიყავი მთელი ამ
ხნის განმავლობაში ისეთი შტერი, რომ ვერ ვხვდებოდი ვერაფერს?
- არა. - იატაკს ვუყურებდი, სწორედ იმ ადგილს, სადაც ყოველთვის ვუყუ-
რებდი, როდესაც ბავშვობაში დედას გულს გავუტეხდი და ამის გამო მსჯიდ-
ნენ.
- ახლა? შენ ხარ კაცი, რომელიც ღალატობს ცოლს და შენ ამას ვერ უარ-
ყოფ, - თქვა გომ, - ღმერთო, მამაჩვენიც კი არ ღალატობდა დედას, შენ კი...
მინდა ვთქვა, რომ შენი ცოლი, ემი, ახლა გამქრალია, კაცმა არ იცის სადაა,
შენ კი ამ დროს ერთობი პატარა...
- გო, აღტაცებული ვარ ამ გულისამაჩუყებელი ისტორიით, შენ რომ ჰყვე-
ბი. მე ვგულისხმობ, რომ შენ არასოდეს მოგწონდა ემი, არც ადრე და არც იმის
მერე, რაც გაქრა, თითქოს...
- მაგრამ მე არ შემიძლია, არ თანავუგრძნობდე შენს გამქრალ ცოლს,
დიახაც. მე განვიცდი. გახსოვს, გეუბნებოდი, რომ შენი საქციელი რაღაც უც-
ნაურად მეჩვენება? შენ - გაგიჟებულხარ, როგორ იქცევი? ეს სრულიად დაუშ-
ვებელია.
ოთახი გადასერა, თან ფრჩხილს იკვნეტდა.
- პოლიცია ამას როცა გაიგებს, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება
მოხდეს, - თქვა მან, - საშინლად მეშინია, ნიკ. აი, ახლა პირველად ცხოვრება-
ში მართლა შემეშინდა შენ გამო. ვერ დავიჯერებ, რომ მათ ჯერ არაფერი
იციან. ისინი შეამოწმებდნენ სატელეფონო ჩანაწერებს.
- მე სხვა ტელეფონს ვიყენებდი.
გო წამით შეყოვნდა.
- ეს კიდევ უარესია, ეს იმას ჰგავს, თითქოს შენ წინასწარი განზრახვით
მოქმედებდი.
- მართალია, წინასწარი განზრახვით ვღალატობდი, გო, დამნაშავე ვარ
ამაში.
მას ერთი წამით სუნთქვა შეეკრა, შემდეგ ტახტზე დაეშვა. მას ახალი
რეალობა დაატ ყდა თავს. სინამდვილეში, შვება ვიგრძენი, რომ ახლა გომ ჩემი
ამბავი გაიგო.
- რამდენი ხანია? - მკითხა.
- წელიწადზე ცოტა მეტია, - ჩემს თავს ვაიძულე მზერა იატაკისთვის მო-
მეშორებინა და მისთვის შემეხედა.

185
- წელიწადზე მეტია და ერთხელაც არ მითხარი?
- მეშინოდა, მეტ ყოდი, გაჩერდიო; რომ ჩემზე ცუდს იფიქრებდი და იძულე-
ბული გავხდებოდი, ენდისთან ურთიერთობა შემეწყვიტა. მე კი ეს არ მსურდა.
ემისთან დაკავშირებით კი...
- წელიწადზე მეტია, - ჩაილაპარაკა გომ, - მე კი წამითაც არ შემპარვია
ეჭვი. რვა ათასი საუბარი ჭიქით ხელში, და ერთხელაც არ გამენდე. ვერ წარ-
მოვიდგენდი, რომ შეგიძლია, რაღაც დამიმალო ასე დიდხანს.
- მხოლოდ ამას გიმალავდი.
გომ მხრები აიჩეჩა.
- აბა, ახლა როგორღა გენდო? გიყვარს? - მან ხელი დიჯეივით დაატრიალა
და ამით მიმანიშნა, რომ ვერც კი წარმოუდგენია, რომ მიყვარს.
- კი. ასე მგონია. მართლა. მართლა მიყვარს.
- და იმაზე თუ გიფიქრია, რომ, თუ თქვენ ერთად დაიწყებთ ცხოვრებას,
არაერთ ნაკლს დაინახავს შენ ში, ასე არაა? ზოგიერთი შენი ჩვევა ნამდვილად
ჭკუიდან გადაიყვანს. ის შენგან მოითხოვს ისეთ რაღაცას, რაც შენ ნამდვი-
ლად არ მოგეწონება და ამის გამო გაბრაზდება შენზე.
- მე ათი წლის არ ვარ, გო. მშვენივრად მომეხსენება, რა არის ურთიერთო-
ბა.
ისევ აიჩეჩა მხრები.
- მართლა? ჩვენ გვჭირდება ადვოკატი. კარგი ადვოკატი, რომელსაც აქვს
საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი. რადგან ზოგ-ზოგიერთი საკაბელო
ტელეშოუს ტიპები უკვე დასუნსულებენ გარშემო. მედიამ მოღალატე, ბო-
როტ, მე ქალთანე ქმრად თუ გამოგაცხადა, ეს ყველაფრის დასასრული იქნება.
- გო, მეტისმეტად მკაცრად აფასებ სიტუაციას. - სინამდვილეში გოს ვე-
თანხმებოდი, მაგრამ არ შემეძლო მომესმინა მისგან ეს სიტ ყვები. მათი უარ-
ყოფა მინდოდა.
- ნიკ, ეს მართლაც სერიოზული სიტუაციაა. წავალ, ერთ-ორ ადგილას გა-
დავრეკავ.
- რაც გინდა, გააკეთე, თუკი დაგამ შვიდებს.
გომ ორი თითი მატაკა მკერდში.
- შენი დედაც, ლენს... მე არ მჭირდება დამ შვიდება, „ო, გოგონები ისე ღე-
ლავენ!“ რა მარაზმია. შენ ძალიან ცუდად გაები, მეგობარო. შეეცადე, თავი
დააღწიო ამ ხაფანგს და მომეცი უფლება დაგეხმარო ამაში.

186
პერანგის ქვეშ ვგრძნობდი, როგორ მტკივა კანი. გო ამ დროს გატრიალდა
და, მადლობა ღმერთს, თავის ოთახში შევიდა. ტახტზე დამუნჯებული დავეშ-
ვი, მერე წამოვწე ქი, მაგრამ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ მალე ავდგებოდი.
ემი დამესიზმრა. ჩვენი სამზარეულოს იატაკზე იკრუნჩხებოდა, უკანა გასას-
ვლელის კართან მიცოცებას ცდილობდა, მაგრამ სახე სისხლით ჰქონდა დაფა-
რული და ვერაფერს ხედავდა. ნელა მოძრაობდა, ძალიან ნელა. მისი ლამაზი
თავი დეფორმირებული იყო. მარჯვენა მხრიდან შეჭყლეტილი, სისხლი გრძე-
ლი კულულიდანაც წვეთდა, ემი კვნესით იმეორებდა ჩემს სახელს. გავიღვიძე
და მივხვდი, სახლში დაბრუნების დროა. უნდა მენახა დანაშაულის ადგილი,
ეს სრულიად აუცილებელი იყო ჩემთვის.
არავის უნდოდა სახლიდან გარეთ გასვლა ამ სიცხეში. ჩვენი უბანი ისევე
ცარიელი და უკაცრიელი იყო, როგორც იმ დღეს, როცა ემი გაუჩინარდა. კარი
გავაღე, შევედი და თავი ვაიძულე, მშვიდად მესუნთქა. სახლი ახალი იყო,
მაგრამ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მოჩვენებებით არის სავსე - ვიქ-
ტორიანული ეპოქის რომანის სტილში კი არა, არამედ მართლა ჟრუანტელის
მომგვრელი, დამზაფრავი. ნანგრევებად ქცეული სახლის კრიმინალური ის-
ტორია აქვს, არადა, მხოლოდ და მხოლოდ სამი წლის აშენებულია. ყველგან
ჩანდა ექსპერტების მუშაობის კვალი. ზედაპირი წებოვანი იყო, რაღაც ნივ-
თიერებებით დაფარული. დივანზე ჩამოვჯე ქი, რომელსაც ისეთი სუნი ჰქონდა,
თითქოს ცოტა ხნის წინ იქ ვიღაც ისეთი იჯდა, ვისაც მკვეთრსურნელოვანი
ლოსიონი ესხა, როგორსაც გაპარსვის შემდეგ ხმარობენ. ფანჯრები გავხსენი,
სიცხის მიუხედავად, ჰაერი რომ შემოსულიყო. ბლიკერმა კიბეზე ჩამოირბინა.
ავიტაცე და მოვეფერე. კატა აკრუტუნდა. მისი ჯამი პირთამდე სავსე იყო, ეტ-
ყობა, ვიღაც პოლიციელმა აავსო. კეთილშობილური ჟესტია მას შემდეგ რაც
ჩვენი სახლი დაარბიეს. ბლიკერი ფრთხილად დავსვი კიბის ქვედა საფეხურ-
ზე, ავედი საძინებელში, გავიხადე მაისური და წამოვწე ქი. საწოლზე გავიშო-
ტე და თავი ბალიშ ში ჩავრგე. სწორედ იმ ბალიშ ში, რომელიც ჩვენი ქორწინე-
ბის მეხუთე წლისთავზე დავინახე, იმ დილას, როცა გაუჩინარდა.
ტელეფონი აწკრიალდა. გო იყო. ვუპასუხე.
- ელენ ებოტი დღის შოუში სპეციალურ გადაცემას ამზადებს ემის შესახებ.
გული ცუდს მიგრძნობს, გინდა მოხვიდე?
- არა არ მინდა. მარტო შევხედავ.
ცოტა ხანი ვდუმდით.
- კარგი, მერე გავაგრძელოთ საუბარი.

187
ელენ ებოტის შოუ კაბელური ტელევიზიის პროგრამა იყო, რომელიც სპე-
ციალიზდებოდა ქალების გატაცებასა და მკვლელობებზე. მისი წამყვანი, მუდ-
მივად მძვინვარე ელენ ებოტი, ოდესღაც პროკურორად მუშაობდა და მსხვერ-
პლთა უფლებებს იცავდა. შოუ დაიწყო. ის ელენმა გახსნა, ორიგინალური
ვარცხილობა და შეღებილი ტუჩები ჰქონდა, ობიექტივს დაჟინებით მისჩერე-
ბოდა. ჩვენი დღევანდელი სიუჟეტი უბრალოდ შოკის მომგვრელია, მშვენიერი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც პროტოტიპია წიგნების სერიისა „საოცარი ემი“
- გაუჩინარდა, სახლში ყველაფერი თავდაყირა იდგა.
მისი ქმარია ნიკოლას ლენს დანი, უმუშევარი მწერალი, რომელიც ახლა
იმ ბარში საქმიანობს, რომელიც ცოლის ფულით შეიძინა. საინტერესოა, რამ-
დენად განიცდის ის ამას? აი, ფოტოები გადაღებული მას შემდეგ, რაც ემი
ელიოტ-დანი გაუჩინარდა, მათი ხუთწლიანი ქორწინების საიუბილეო დღეს, 5
ივლისს. ეკრანზე გამოჩნდა ჩემი პრესკონფერენციაზე გადაღებული ფოტო, სა-
დაც კრეტინული ღიმილით ვდგავარ.
შემდეგ კიდევ ერთი ფოტო, სადაც ვიღიმები და ხელს ვიქნევ, თითქოს სა-
მეფო ოჯახის წევრი ვიყო. შემდეგ მანქანიდან გადმოვდივარ (ხელს მერიბეთს
ვუქნევდი, ვიღიმოდი იმიტომ, რომ ყოველთვის ვიღიმები, როცა ვინმეს ხელს
ვუქნევ).
შემდეგ კი გამოჩნდა კიდევ ერთი ფოტო, მობილურით გადაღებული - მე და
შონა კელი. ღვეზელ „ფრიტოს“ მცხობელი. ლოყები ერთმანეთისთვის შეგ ვიტ-
ყუპებია და გაბადრულები ვიღიმებით.
შემდეგ კი კამერის წინ გამოჩნდა გარუჯული, მოღუშული და მეტად შე-
მართული შონა. ელენმა ის მთელ ამერიკას წარუდგინა. ოფლმა დამასხა.
ელენი - მაშ ასე, ლენს ნიკოლას დანი. შონა შეგიძლიათ აღგვიწეროთ მისი
ქცევა? თქვენ შეხვდით ერთმანეთს, როდესაც მთელი ქალაქი ეძებდა მის
გაუჩინარებულ მეუღლეს, რას აკეთებდა ლენს ნიკოლას დანი ამ დროს?
შონა - ის იყო მშვიდი და მეგობრული.
ელენი - მოიცა, მოიცა, მშვიდი და მეგობრული? მისი ცოლი ხომ გაუჩი-
ნარდა. როგორ შეიძლება მამაკაცი იყოს მშვიდი და მეგობრული, როცა მისი
ცოლი დაიკარგა?.. ეკრანზე ისევ ის გროტესკული ფოტო აჩვენეს, მე მგონი, ამ-
ჯერად ჩვენ კიდევ უფრო მხიარულები ვჩანდით.
შონა - ცოტა არ იყოს, წამეარშიყა კიდეც...
„უფრო კეთილად უნდა მოქცეოდი, ნიკ, უნდა გე ჭამა მისი წყეული ღვეზე-
ლი“ - ვუთხარი ჩემს თავს.

188
ელენი - წაგეარშიყათ? და ეს მაშინ, როდესაც მისი ცოლი, ღმერთმა იცის,
სადაა... უკაცრავად, მაპატიეთ, მაგრამ ეს ფოტო... უკეთეს სიტ ყვას ვერ
ვპოულობ, თუ არა, „საძაგელია“... უდანაშაულო კაცი ასე არ შეიძლება გა-
მოიყურებოდეს...…
გადაცემის ამ ნაწილის დარჩენილი დროის განმავლობაში ელენ ებოტი,
პროფესიონალი პროვოკატორივით, აბუჩად იგ დებდა ჩემს უვარგის ალიბის:
„რატომ არა აქვს ლენს ნიკოლას დანს ალიბი შუადღემდე? იმ დილას სად
ბრძანდებოდა და რას აკეთებდა?“ ტეხასელი შერიფივით წელავდა სიტ ყვებს.
სტუდიაში მოწვეული სტუმრები ეთანხმებოდნენ, რაც კარგს არაფერს მოას-
წავებდა.
გოს დავურეკე. მან მითხრა:
- შენი ბედი, რომ ბოლო ერთი კვირაა, არ დაგ დევდნენ.
რაღაც ხნის განმავლობაში იმ დედანატირებ კახპას, დარტყმულ, ჩათლახ
შონას ვლანძღავდით.
- დღეს მაინც გააკეთე რაიმე რეალური, რაიმე რეალურად სასარგებლო, -
მირჩია გომ, - ხალხი გიყურებს.
- რომც მინდოდეს, მაინც ვერ გავჩერდები უსაქმოდ.
სენტ-ლუისში მანქანით წავედი, გონებაში გაბოროტებით მიტრიალებდა
ტელეშოუს ეპიზოდები, ელენის კითხვებს ვპასუხობდი და ვაჩუმებდი. „დღეს,
ელენ ებოტ, შე დედანატირებო კახპავ, ვიპოვი ერთ-ერთს იმათგან, ვინც ემის
მოსვენებას არ აძლევდა, დესი კოლინგსს. ვიპოვი და სიმართლესაც ვათქმევი-
ნებ. მე, გმირი-ქმარი.“ ეს სიტ ყვები ჩემ ში მუსიკასავით ჟღერდა, სიხარულსა
და სიამოვნებას მანიჭებდა. მე, კეთილი, მშრომელი ოჯახის წარმომადგენელი
ვუპირისპირდები გაფუ ჭებულ, მდიდარ ჯეელს. პრესას ცხვირში წკიპურტი
უნდა ვუთავაზო - მანიაკური მდევნელები, როგორც წესი, უფრო დიდ ინტე-
რესს აღუძრავენ საზოგადოებას, ვიდრე ცოლების ბანალური მკვლელები. რო-
გორც მინიმუმ, ელიოტები დააფასებენ ჩემს მცდელობას. მერიბეთის ნომერი
ავ კრიფე, მაგრამ მხოლოდ ხმოვანი ფოსტის გადაცემა მოვახერხე. მაშ, წინ, შე-
ტევაზე!
როდესაც მის უბან ში შევუხვიე, დესიზე წარმოდგენა შემეცვალა - უბრა-
ლოდ მდიდარი კი არა, არამედ ძალიან მდიდარი აღმოჩნდა. ცხოვრობდა ლე-
დიუს კვარტალში. კერძო სახლში, რომელიც, სულ ცოტა, ხუთი მილიონი დო-
ლარი მაინც ეღირებოდა. თეთრი ფერის აგური, შავი, ლაკირებული დარაბები,
გაზის განათება და სურო. შეხვედრისათვის ჩემს საუკეთესო კოსტიუმ ში გა-

189
მოვეწყვე, მაგრამ, როდესაც ზარს ჩამოვ კარი, გავაცნობიერე, რომ 400--
დოლარიანი კოსტიუმი ამ კვარტალში კიდევ უფრო შეუფერებელი გამოჩნდე-
ბა, - ჯობდა, უბრალოდ, ჯინსებით მივსულიყავი. მესმოდა, შორიდან, სახლის
სიღრმიდან, როგორ მიახლოვდება ვიღაც ქუსლების ბაკაბუკით. კარიც ისეთი
ხმით გაიღო, მაცივრის კარმა რომ იცის. სახლის სიღრმიდან ცივი ჰაერი მეცა
სახეში. დესი ისე გამოიყურებოდა, როგორც მე თვითონ მსურდა ყოველთვის:
როგორც მეტად წარმოსადეგი, გამორჩეული მამაკაცი. რაღაც ჰქონდა განსა-
კუთრებული, თვალებსა თუ სახის მოყვანილობაში... ღრმად ჩამჯდარი ნუშის-
ფერი თვალები, სათამაშო დათუჩასავით, და ფოსოებიანი ლოყები ჰქონდა.
ვინც კი ერთად დაგ ვინახავდა, ეგრევე იტ ყოდა, - დადებითი ტიპი, ჩვენ შორის,
სწორედ ისაა.
- ო! - თქვა მან, სახეზე მაკვირდებოდა, - თქვენ ნიკი ხართ. ნიკ დანი.
ღმერთო ჩემო, ძალიან ვწუხვარ ემის გამო. მობრძანდით, მობრძანდით.
მასპინძელმა მკაცრად გაწყობილ სასადილო ოთახში შემიყვანა, რომელიც
დიზაინერის ჩანაფიქრით, ვაჟკაცობის იდეის განსახიერება უნდა ყოფილიყო.
უამრავი მუ ქი ფერის, ტყავის მოუხერხებელი ავეჯი. მასპინძელმა მიმითითა
სავარძელზე, რომელსაც სწორი საზურგე ჰქონდა. შევეცადე მოხერხებულად
დავმჯდარიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ სავარძელზე ერთადერთი პოზა,
რომლის მიღებასაც შევძლებდი, იყო მოსწავლის მდგომარეობა, რომელმაც
რაღაც დააშავა - „გასწორდი და ყურადღებით მომისმინე!“
დესის არ უკითხავს, რამ მიმიყვანა მასთან. არც ის აუხსნია, როგორ მიცნო
ასე უცებ. თან ყველაფრის მარტივად ახსნა შეიძლებოდა: ტელევიზიით ორ-
ჯერ გასული გადაცემა და გავრცელებული ჭორები.
- შემიძლია სასმელი შემოგთავაზოთ? - მკითხა დესიმ და ხელები მოიფ-
შვნიტა: ჯერ საქმე.
- გმადლობთ, ნუ შეწუხდებით.
ჩემ წინ ჩამოჯდა. მუ ქი ლურჯი ფერის კოსტიუმი ეცვა, ფეხსაცმლის თას-
მებიც კი გაუთოებული გეგონებოდათ. ყველაფერს მოხდენილად ატარებდა,
სულაც არ აღმოჩნდა გაბღენძილი, ქარაფშუტა ჯეელი. უფრო ჯენტლმენის
განსახიერებასა ჰგავდა, ვინც სასხვათაშორისოდ ციტირებს დიდ პოეტებს, იშ-
ვიათ ვისკის უკვეთს და ქალისთვის საჩუქრად გამორჩეულ სამკაულს ყიდუ-
ლობს. ისეთ კაცსა ჰგავდა, რომელმაც ნამდვილად იცის, თუ რა სურს ქალს -
მის გვერდით უხერხულობას ვგრძნობდი ჩემი ტომარასავით მომდგარი კოს-
ტიუმისა და უხეში მანერების გამო. ისეთ ტიპად ვჩანდი, ვისაც მხოლოდ ფეხ-

190
ბურთის მატჩზე შეუძლია ისაუბროს - იმაზე, ვის გაუღიმა ბედმა და ვის - არა.
ასეთ ჯეელსა ვგავდი ყოველთვის.
- რაიმე ისმის ემიზე? - იკითხა დესიმ.
ვიღაცას მაგონებდა, შესაძლოა, მსახიობს.
- კარგი არაფერი.
- სახლიდან...… გაიტაცეს, ასე არაა?
- დიახ, ჩვენი სახლიდან.
და უცებ ვიცანი. ეს ის ახალგაზრდა კაცი გახლდათ, რომელიც ძიების პირ-
ველ დღეს შევნიშნე, როცა ემის ფოტოს მალულად ათვალიერებდა.
- მოხალისეთა ცენტრში იყავით, არა? პირველ დღეს?
- დიახ, - კეთილგონივრულად დამეთანხმა, - უკვე ვაპირებდი ამის თქმას.
მაშინაც მინდოდა თქვენთან მოვსულიყავი და თანაგრძნობა გამომეხატა.
- შორიდან ჩამოსულხართ.
- იგივე შემიძლია თქვენც გითხრათ, - გაიღიმა, - მე მართლა შეყვარებუ-
ლი ვიყავი ემიზე. როდესაც გავიგე, რაც მოხდა, მომინდა რაღაც გამეკეთები-
ნა... უბრალოდ… საშინელებაა ამის თქმა, მაგრამ, როდესაც ახალ ამბებში
ვნახე, რაც მოხდა, გავიფიქრე, რასაკვირველია...…
- რასაკვირველია, რა?
- რასაკვირველია, ვიღაცას უნდა... მისი მოტაცების სურვილი გასჩენოდა, -
დაასრულა მან ფრაზა. დაბალი ხმა ჰქონდა, ისეთი, წვეულებებს რომ უხდება.
- იცით, ეს ყოველთვის ასე იყო. ემი უბრალოდ აიძულებდა მამაკაცებს, რომ
მისი თავი ენატრათ. ყოველთვის. ხომ იცით ძველი გამონათქვამი: ყველა მა-
მაკაცს სურს იგი, ყველა ქალს კი სურს, იყოს იგი. ემის შემთხვევაში ნამდვი-
ლად ასე იყო.
დესიმ ხელები შარვალზე დაიწყო. ვერ მივხვდი, როგორი დამოკიდებულე-
ბა გაუჩნდა ჩემ მიმართ, ამიტომ თავს ვუთხარი: „ფრთხილად იყავი“. პოტენ-
ციურად მძაფრი ინტერვიუს წესია: თავიდან ნუ მიაწვები, დაელოდე, სანამ
შენ წინ მყოფი თავად გაიხსნება.
- თქვენ ძალზე ინტენსიური ურთიერთობა გ ქონდათ ემისთან, არა? -
ვკითხე.
- ეს მხოლოდ მისი გარეგნობის გამო კი არ არის, - მომიგო დესიმ. იდაყვს
დაეყრდნო და სივრცეში გაიხედა. - ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. ის პირვე-
ლი სიყვარულია. განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი ჩემს გრძნობას. როგორც
მედიტაციისას. რა ვქნა, მეტისმეტად ვფილოსოფოსობ, - თვითირონიულად,

191
მობოდიშებით ჩაიცინა, ლოყებზე ფოსოები გაუჩნდა. - იცით, როდესაც ემი
მოგწონთ, როდესაც ისიც ინტერესდება თქვენით, მისი ინტერესი იმდენად
თბილია, რომ ის სრულიად მოგიცავთ და თბილი აბაზანასავით გამ შვიდებთ.
წარბები ავზიდე.
- ერთი წამით მოითმინეთ, - არ მაცადა რამე მეთქვა - თქვენ მის გვერდით
კარგად გრძნობთ თავს, ძალიან კარგად. მაგრამ ეს მხოლოდ პირველ ხანებშია
ასე. მერე ემი დაინახავს თქვენს სისუსტეებს, გააცნობიერებს, რომ ერთი-ერთი
რიგითი, ახალი, ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ვისთანაც ურთიერთობა უწევს
- დიახ, თქვენ, რეალურად, უნარიანი ენდი ხართ, მაგრამ უნარიანი ენდი ვე-
რასოდეს შეედრება საოცარ ემის, - და მაშინ ემის ინტერესი ჭკნება და თქვენ
თავს კარგად ვეღარ გრძნობთ, გარშემო ისევ ძველებური სიცივე ისადგურებს
- განცდაა, თითქოს შიშველი ზიხართ სააბაზანოს იატაკზე. და ერთადერთი,
რაც გწადიათ, ეს უკან, აბაზანაში ჩაწოლაა.
ჩემთვის ნაცნობი იყო ეს განცდა. დაახლოებით სამი წელი ვიჯე ქი შიშვე-
ლი სააბაზანოს იატაკზე - მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენა, გრძნობების გა-
ზიარება უცხო მამაკაცისგან, სრულიად აუტანელი იყო.
- დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რას ვგულისხმობ, - მითხრა დესიმ და
შეთქმულივით ჩამიკრა თვალი.
„რა უცნაური ტიპია“, - გავიფიქრე. ვინ ადარებს სხვა კაცის ცოლს აბაზა-
ნას, რომელშიც გინდა, რომ ჩაწვე? მით უფრო - სხვა კაცის გაუჩინარებულ
ცოლს?
დესის ზურგს უკან გრძელი, პრიალაზედაპირიანი მაგიდა იდგა, რომელ-
ზეც რამდენიმე ვერცხლისფერ ჩარჩოში ჩასმული ფოტო შევნიშნე. შუაში ყვე-
ლაზე დიდი ზომის ფოტო იდგა - დესისა და ემის სკოლის დროინდელი სურა-
თი. ორივეს ჩოგბურთელის თეთრი ფორმა აცვია, ორივე ისეთი ნატიფია, ისე-
თი ძველმოდური, გეგონება, ჰიჩკოკის ფილმის კადრიაო. წარმოვიდგინე დესი
- მოზარდი დესი, - რომელიც მიიპარება ემის პანსიონის საძინებელში, იხდის
ტანსაცმელს, იატაკზე ყრის, ემის ცივ ლოგინ ში წვება და თან პრიალა, მოტ-
კბოგარსიან აბებს ყლაპავს. მერე კი ელოდება, როდის იპოვიან. ეს იყო დას-
ჯის, რისხვის ერთგვარი გამოხატულება, მაგრამ ამას არაფერი ჰქონდა საერ-
თო იმასთან, რაც ჩემს სახლში მოხდა. მივხვდი, რატომ არ ჰქონდა პოლიციას
მაინცდამაინც დიდი ინტერესი მის მიმართ. დესიმ ჩემი მზერა დაიჭირა.
- ო, თქვენ ვერ გამკიცხავთ ამის გამო, - გაიღიმა მან - მე ვგულისხმობ, გა-
ნა თქვენ შეძლებდით ასეთი მშვენიერი ფოტოს გადაგ დებას?

192
- ფოტო გოგოსი, რომელიც უკვე ოცი წელია, აღარ მინახავს? - ენაზე კბი-
ლის დაჭერა ვერ მოვასწარი. მივხვდი, რომ ჩემი ტონი უფრო მეტად აგრე-
სიულად ჟღერდა, ვიდრე კეთილგონიერება მოითხოვდა.
- მე ვიცნობ ემის. - მომიჭრა დესიმ. ღრმად ჩაისუნთქა. - მე ძალიან კარ-
გად ვიცნობ მას. ამას ხომ ვერ გამოეკიდებით. მაშინ მე გ კითხავთ, მამამისი იქ
არის?
- რა თქმა უნდა, ჩამოვიდა.
- არ მეგონა. ნამდვილად ნიუ-იორკში იყო, როცა ეს მოხდა?
- ნიუ-იორკში იყო. და რა?
დესიმ მხრები აიჩეჩა. „უბრალოდ ისე ვკითხე, უმიზეზოდ“. მდუმარედ ვის-
ხედით, დაახლოებით, ნახევარი წუთი და ერთმანეთს თვალს არ ვაცილებდით.
არც ერთს არ დაგ ვიხამხამებია.
- დესი, მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ გავიგო, რა შეგიძლიათ, მითხრათ.
შევეცადე, წარმომედგინა ემის გამტაცებელი დესი, - ნეტავ, ახლომახლო
ტბასთან თუ აქვს სახლი? მსგავსი ტიპები ასე იქცევიან. წარმოიდგინეთ, უცებ
რომ აღმოჩნდეს, რომ ეს ნატიფი და რაფინირებული კაცი ემის სარდაფში ამ-
ყოფებს. ემი დააბიჯებს ხალიჩაზე, სძინავს მტვრიან დივანზე, რომელიც შე-
ღებილია სამოციანი წლების მყვირალა ფერებში - ლიმონისფერ ყვითელში
ანდა მარჯნისფერ ვარდისფერში. კარგი იქნებოდა გილპინი და ბონი აქ ყოფი-
ლიყვნენ. და თავიანთი ყურებით მოესმინათ, როგორი მესაკუთრული ტონით
ლაპარაკობს დესი. „მე ვიცნობ ემის“.
- ჩემგან? - დესიმ მეტად ხვავრიელად გაიცინა. ეს სწორი სიტ ყვაა მისი სი-
ცილის აღსაწერად. - მე თქვენ ვერაფერს გეტ ყვით. როგორც თქვენ ბრძანეთ,
მე მას არ ვიცნობ.
- მაგრამ ახლა არ მითხარით, რომ იცნობთ?
- მე მას ისე არ ვიცნობ, როგორც თქვენ.
- თქვენ მას მოსვენებას არ აძლევდით სკოლაში.
- მოსვენებას არ ვაძლევდი? ნიკ, ის ჩემი შეყვარებული იყო.
- თავიდან იყო, - დავეთანხმე, - მაგრამ, როდესაც აღარ მოუნდა ურთიერ-
თობა, თავი არ დაანებეთ.
- ო, მე მაშინ მართლაც შეყვარებული ვიყავი მასზე. ასეთ შემთხვევებში
ასე ხდება ჩვეულებრივ.
- თქვენ ჩვეულებრივ ამბავს ეძახით იმას, რომ მის საძინებელ ოთახში
თავს იკლავდით?

193
დესიმ მკვეთრად ასწია თავი და თვალები მოჭუტა. პირი გააღო, რაღაცის
თქმა დააპირა, მაგრამ შემდეგ ხელებზე დაიხედა.
- მართალი გითხრათ, წარმოდგენაც არა მაქვს, რაზე ლაპარაკობთ, ნიკ, -
თქვა მან ბოლოს.
- მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ თქვენ არ აძლევდით მოსვენებას ჩემს ცოლს.
- სკოლაში.
- და ახლაც.
- აი, თურმე რისი თქმა გსურდათ, - ისევ გაიცინა. - მე კი მეგონა, რომ
თქვენ ფულს აგროვებთ ჯილდოსათვის ანდა რაღაც მსგავსი. რისთვისაც,
სხვათა შორის, სიამოვნებით გავიღებდი თანხას. როგორც გითხარით, ემის-
თვის ყოველთვის კარგი მინდოდა. მიყვარს ემი? არა. მე მას სინამდვილეში
აღარ ვიცნობ. ჩვენ წერილებს თუ ვწერთ ერთმანეთს, იშვიათად. მაგრამ საინ-
ტერესო ის არის, რომ თქვენ აქ ჩამოხვედით. საკითხს აბუნდოვანებთ. უნდა
შევნიშნო, ნიკ, რომ არც ტელევიზორში და არც აქ თქვენ არ ჰგავხართ მეტის-
მეტად დამ წუხრებულ ქმარს. პირიქით, თქვენ მეტისმეტად... თვითკმაყოფილი
გამომეტ ყველება გაქვთ. სხვათა შორის, პოლიციამ უკვე გამომკითხა. ახლა
ვხვდები, რომ ამას თქვენ უნდა გიმადლოდეთ. ანდა ემის მშობლებს. სხვათა
შორის, არ მოგეჩვენათ უცნაურად, რომ პოლიციელებმა არაფერი გითხრეს
ამის შესახებ? თქვენ, ემის ქმარს?
მუცელში წამიჭირა.
- მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ მენახა თქვენი გამომეტ ყველება, როცა
ემიზე ილაპარაკებდით, - ვთქვი, - მინდა გითხრათ, რომ ეს მე მაწუხებს,
თქვენ, ცოტა არ იყოს... შეპყრობილსა ჰგავხართ.
- ერთ-ერთი ჩვენგანი ნამდვილად ჰგავს. - თქვა დესიმ დაფიქრებით.
- ძვირფასო, - მოისმა სახლის სიღრმდან, და სასტუმრო ოთხაში ძვირფასი
საშინაო ფეხსაცმლის ბაკაბუკი გაისმა.
- რა ერქვა იმ წიგნს...
გამოჩნდა ქალი, რომელიც ემის მოფლაშულ ვერსიას წააგავდა. ემის ანა-
რეკლი ბუნდოვან სარკეში: ისეთივე ფერის თმა, სახის მსგავსი ნაკვთები, მაგ-
რამ ნახევარი საუკუნით უფრო ხნოვანი, - გარეგნობა ისეთივე გაცვეთილი
ჰქონდა, როგორც ცვდება ძვირფასი ნაჭერი. თუმცა, სილამაზე ჯერ კიდევ ბო-
ლომდე არ დაეკარგა, ასეთი ქალები გრაციოზულად ბერდებიან, სხეული რა-
ღაცით ორიგამის მოგაგონებთ. გამოშვერილი იდაყვები და ნეკნები. ლურჯი
ლაჟვარდისფერი კაბა ეცვა. და, როდესაც ოთახში იყო, ყველა მამაკაცი მას

194
აყოლებდა თვალს, ისევე როგორც ემის. ცოტა არ იყოს, აგრესიულად გამიღი-
მა.
- გამარჯობა. მე ჟაკლინ კოლინგსი ვარ.
- დედა, ეს ემის ქმარია - თქვა დესიმ.
- ემი - გაიღიმა ქალმა კიდევ ერთხელ. კონტრალტო ჰქონდა, რომელიც
საოცარ რეზონანსს იძლეოდა. - ძალიან დაგ ვაინტერესა ამ ამბავმა, რომელიც
ჩვენ მახლობლად მოხდა. დიახ, ძალიან დაგ ვაინტერესა. - თქვა და მკაცრად
გადახედა თავის ვაჟს, - ესე იგი, ჩვენ ვერასოდეს შევძელით დაგ ვევიწყებინა
საოცარი ემი ელიოტი, ასე არაა?
- ახლა უკვე, ემი დანი. - შევნიშნე.
- რა თქმა უნდა - დამეთანხმა ჟაკლინი, - ძალიან ვწუხვარ, ნიკ, იმის გამო,
რაც თქვენ გადაიტანეთ.
გამომცდელად მომაჩერდა.
- ბოდიში, მაგრამ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ემის ქმარი იქნებოდა
ასეთი... „ამერიკელი ბიჭი“.
ისე ლაპარაკობდა, თითქოს არც მე მომმართავდა და არც დესის.
- ო, ღმერთო, ნიკაპიც კი ორად აქვს გაყოფილი.
- მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ გამეგო, რა ინფორმაციას ფლობს თქვენი
შვილი. მე ვიცი, რომ მას ჩემი ცოლისთვის უამრავი წერილი აქვს გაგზავნილი.
- წერილები. - ჟაკლინმა გაბრაზებით გაიღიმა - რა საინტერესო საშუალე-
ბაა დროის გასაყვანად.
- ემი თქვენ მათ გაჩვენებდათ? ძალიან მიკვირს. - თქვა დესიმ.
- არა - მისკენ მივბრუნდი. - ის მათ ყოველთვის გაუხსნელად ყრიდა.
- ყველას? ყოველთვის ? და მაშინ საიდან იცით? - ისევ იღიმოდა.
- ერთხელ ნაგ ვიდან ამოვიღე, რომ წამეკითხა. - ჟაკლინისკენ შევბრუნდი.
- იმიტომ, რომ მინდოდა გამეგო, სინამდვილეში რა ხდება.
- კარგი საქციელია, - ისე ჩაილაპარაკა ჟაკლინმა, თითქოს ჩაიბურტყუნა.
- ჩემი ქმარიც ზუსტად იმავეს გააკეთებდა.
- ემი და მე ყოველთვის ვუგზავნიდით ერთმანეთს წერილებს, - თქვა დე-
სიმ. დედამისის ინტონაცია ჰქონდა, რომელიც თითქოსდა გეუბნებოდა: „აბა
გაბედე და ნუ გაიგონებ ჩემს სიტ ყვებს.“
- ეს ჩვენი თამაში იყო. ელექტრონული ფოსტა, ჩემი აზრით, იაფფასიანი
სისულელეა. და არც არავინ ინახავს მას. არავინ არ ინახავს იმეილებს, რად-
გან ძალზე უპიროვნოა. მე კიდევ შთამომავლობაზე ვფიქრობ. ყველა დიდი

195
სასიყვარულო წერილები, სიმონა დე ბოუავირასა სარტრისადმი, სამუელ
კლემენსისა მისი ცოლისადმი, კიდევ რა ვიცი, რომელი ერთი ვთქვა. რა საში-
ნელება იქნებოდა, ეს წერილები რომ დაკარგულიყო.
- ჩემი წერილები შენახული გაქვს? - იკითხა ჟაკლინმა. ზემოდან დაგ ვყუ-
რებდა, ცალი ხელით ბუხრის თაროს ეყრდნობოდა.
- რა თქმა უნდა.
შემდეგ ჩემკენ მოტრიალდა, ელეგანტურად აიჩეჩა მხრები და თქვა:
- უბრალოდ მაინტერესებდა.
გამაჟრჟოლა და ლამისაა ხელი წავიღე ბუხრისკენ, რომ გამეთბო, მაგრამ
დროზე გამახსენდა, ივლისია.
- საკმაოდ უცნაურად მეჩვენება ასეთი მრავალწლიანი მიჯაჭვულობა, -
ჩავილაპარაკე. - ემი ხომ არ გპასუხობდათ.
დესის თვალები აენთო.
- ო, - მხოლოდ ეს თქვა. ისე, როგორც ამბობს კაცი, როცა მოულოდნელად
აფეთქებულ მაშხალას დაინახავს.
- ნიკ, მე კი უცნაურად მეჩვენება, რომ თქვენ აქ ჩამობრძანდით და დესის
ეკითხებით მათი ურთიერთობის ანდა ურთიერთობის არარსებობის შესახებ, -
მითხრა ჟაკლინ კოლინგსმა.
- თქვენ და ემი ერთმანეთს არ ენდობოდით? შემიძლია გარანტია მოგ ცეთ,
რომ დესის არანაირი კონტაქტი არ ჰქონია ათწლეულობის განმავლობაში
ემისთან. ათწლეულების განმავლობაში.
- ჟაკლინ, მე უბრალოდ ვამოწმებ. ზოგჯერ აუცილებელია რაღაცაში შე-
ნით დარწმუნდე.
ჟაკლინი კარისკენ წავიდა, შემდეგ მოტრიალდა და თავი დამიქნია ისე,
რომ მივხვდი, ჩემი წასვლის დრო დადგა.
- ეს მეტად გაბედული საქციელია თქვენი მხრიდან, ნიკ. ისეთი კაცის საქ-
ციელი, რომელიც თვითონ ქმნის თავის პიროვნებას. გამოძიებასაც თავად
ატარებთ? - ამ სიტ ყვებზე გაეცინა და კარი გამიღო.
თვალი მის შიშველ კისერს შევავლე და გავიფიქრე, ნეტავ, რატომ არ ატა-
რებს მაგალიტების ასხმას? ასეთ ქალბატონებს ყოველთვის აქვთ მარგალიტე-
ბის ასხმა, სიარულისას რომ ხმა გამოსცენ. მისი სუნი ვიგრძენი, ქალური, ვა-
გინალური. საოცრად აღვირახსნილი.
- საინტერესო იყო თქვენი გაცნობა - მითხრა, - იმედი ვიქონიოთ, რომ ემი
შინ მშვიდობით დაბრუნდება, შემდეგ ჯერზე, როდესაც დესისთან შეხვედრას

196
მოისურვებთ...
ხელში სქელი, მოყვითალო სავიზიტო ბარათი ჩამიდო:
- ჩვენს ადვოკატს დაუკავშირდით.

ემი ელიოტ-დანი აგვისტო 17, 2011 დღიური

მესმის, რომ ისე ვიქცევი, როგორც შეპყრობილი მოზარდი გოგო, მაგრამ


ნიკის გან წყობას ჩემ მიმართ თვალს თუნდაც მხოლოდ იმისთვის ვადევნებ,
რომ დავრწმუნდე, არ გავგიჟებულვარ. კალენდარი მაქვს და იმ დღეებს, როცა
ჩემთან ნიკი სიყვარულობს, გულს ვახატავ; როდესაც ამას არ აკეთებს, შავად
ვაფერადებ. შარშან მთელი წელი თითქმის სულ შავი იყო.
მაგრამ ახლა? ახლა ცხრა ერთ რიგში ჩამ წკრივებული დღე გულებით არის
დამ შვენებული. შესაძლოა, ერთადერთი რაც მას სჭირდებოდა - იმის გაგება
იყო, როგორ მიყვარს იგი და როგორი უბედური ვიყავი. შესაძლოა, მას გული
მოუბრუნდა. ისე, ეს ფრაზა არასოდეს მყვარებია. ტესტი:
ერთწლიანი ცივი ურთიერთობის შემდეგ თქვენი ქმარი ისევ სიყვარუ-
ლობს თქვენთან, რას აკეთებთ თქვენ?
ა) გაუთავებლად უყვებით მას, რამდენი ტკივილი მოგაყენათ და ამით სა-
შუალებას აძლევთ, უფრო მეტად ითხოვოს პატიება.
ბ) დემონსტრაციულად ცივად ექცევით, დაე, ეს მისთვის გაკვეთილი იყო.
გ) არ აწვებით მას, აცნობიერებთ, რომ მოვა დრო და თვითონ მოგიყვებათ
ყველაფერს, ჯერჯერობით კი სიყვარულსა და ყურადღებას იჩენთ მის მი-
მართ, რადგან ესაა ცოლქმრობის მთავარი მამოძრავებელი.
დ) მოითხოვთ, რომ გულახდილად გითხრათ, რა არ მოსწონდა მანამდე, და
მუდმივად ამაზე ელაპარაკებით, რათა საკუთარი ნევროზი როგორმე
დაიამოთ.
სწორი პასუხი: „გ)“

197
რა მშვენიერია, რომ ამ აგ ვისტოში აღარ მაქვს შავი კვადრატები და ჩემს
კალენდარზეც გულების გარდა არაფერია. ნიკი ნამდვილი ქმარივით იქცევა, -
ტკბილი, მოსიყვარულე და ბრიყვი. ჩემთვის იწერს ჩემს საყვარელ შოკოლადს
ნიუ-იორკიდან, და სულელურ ლექსს, პრაქტიკულად, ლიმერიკი (მოკლე სა-
ხუმარო ლექსის ფორმა, რომელიც ბრიტანეთში გაჩნდა. „ლიმერიკი“ ქალაქია
ირლანდიაში. - მთარგმნ. შენიშვნ.):
იყო ერთი გოგო მანჰეტენიდან,
მხოლოდ ატლასის ზეწრებზე წვებოდა,
ქმარი ლოგინ ში შეუწვა ანაზდად,
ორი სხეული შეერწყა ლამაზად,
და ისაუბრეს მათ ლათინურად - გაეგებოდათ.
სახალისო იქნებოდა, ჩვენი სექსუალური ცხოვრება რომ ისეთივე უდარ-
დელი ყოფილიყო, როგორსაც ლექსი გულისხმობდა. გასულ კვირას ჩვენ რა?...
ვიჟიმავეთ? ამას ვაკეთებდით? არა, ეს რაღაც უფრო რომანტიკული იყო, ვიდ-
რე მხოლოდ სექსი, მაგრამ ნაკლებად ამაღლებული, ვიდრე სიყვარული. სამ-
სახურიდან დაბრუნდა, შემოვიდა და ტუჩებში მაკოცა. და ისე მომეხვია, თით-
ქოს უკვე ლოგინ ში ვიყავით. კინაღამ გული ამიჩუყდა, მე ხომ ძალზე მარტო
ვგრძნობდი თავს. ქმრისაგან ტუჩებში ამბორზე მეტად გულისამაჩუყებელი რა
შეიძლება რომ იყოს?
კიდევ რა გითხრათ? წამიყვანა საცურაოდ ხელოვნურ ტბაზე, სადაც ბავ-
შვობაში დადიოდა. შემიძლია წარმოვიდგინო ნიკი, რომელიც ნაპირზე დაქ-
რის, გაუთავებლად, მზეზე აწითლებული სახითა და მხრებით, ისევე, როგორც
დღეს, უარს ამბობს მზის დამცავ მალამოზე და აიძულებს დედა მოს გამოეკი-
დოს, და ისიც, ყოველ ჯერზე, როცა კი ეწევა, ცდილობს მხრებზე წაუსვას.
ჩამიტარა ექსკურსია იმ ადგილებში, სადაც ბავშვობაში იყო ნამყოფი, თა-
ნაც ისე, თითქოს ამას დიდი ხანია, ვთხოვდი. წამიყვანა მდინარის ნაპირზე და
მაკოცა, როცა ქარი თმას მიფრიალებდა. („ამქვეყნად არის ორი რაღაცა, რისი
ყურებაც არასოდეს მომბეზრდება“- ყურში ჩამჩურჩულა). მაკოცა საბავშვო
მოედანზე, სათამაშო ციხესიმაგრეში, რომელსაც ოდესღაც თავის „შტაბად“
იყენებდა („ყოველთვის ვოცნებობდი, მშვენიერი გოგო მომეყვანა აქ და, აბა,
ახლა შემომხედე“ -ყ ყურში ჩამჩურჩულა). ორი დღით ადრე, სანამ სავაჭრო
ცენტრი სამუდამოდ დაიხურებოდა, კარუსელზე ვისხედით, კურდღლებზე,
გვერდიგ ვერდ და ჩვენი მხიარული სიცილი ცარიელ სივრცეში ექოდ გაისმო-
და.

198
ნიკი მთავაზობს ნაყინს, მის საყვარელ კაფეში, შემდეგ ჩვენ ისევ იმ ადგი-
ლას მივდივართ - ჰაერი სიტ კბოებით არის აღსავსე. ისევ მკოცნის და მეუბნე-
ბა, რომ ამ ადგილას ოდესღაც საკმაოდ ბევრი განცდები ჰქონდა თავისი მორი-
დებულობის გამო და თავის თავს მისცა სიტ ყვა, რომ აქ, ერთ მშვენიერ დღეს,
თავისი ოცნების ქალიშვილს მოიყვანდა. ჩვენ ვჭამთ ნაყინს, სანამ არ მოდის
შინ დაბრუნების დრო, ნიკი თითქოსდა შემთხვევით ეფერება ჩემს მუცელს. ^
ჩემ ში ჩამალული ნევროტიკი კი კითხვას სვამს: „რაშია ხრიკი?“ ნიკის ქცე-
ვა ისე უეცრად და ისე რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ, რომ ახლა
რაღაცას ველოდები - რაღაცას მთხოვს. ანდა მას რაღაც უკვე აქვს გაკეთებუ-
ლი და სანამ გავიგებ, უნდა რომ წინასწარ დამატ კბოს. ვნერვიულობ. წინა
კვირას გამოვიჭირე ნიკი, როდესაც ჩემს საქაღალდეში იქე ქებოდა. ამ საქა-
ღალდეს „დანები“ აწერია (რომელიც ჩემი საუკეთესო ხელწერით მქონდა და-
წერილი, ჩვენი თავდაპირველი, ბედნიერი ცხოვრების დროს). იქ მე ვაგროვებ-
დი ყველანაირ ქაღალდებს, რაც ცოლქმრული ურთიერთობისას დაგ ვიგროვ-
და. მეშინია, რომ კიდევ მთხოვს ფულს ბარისთვის, ანდა ჩვენი დაზღვევის
ფულს, ანდა შემომთავაზებს გავ ყიდოთ რაღაც. იმისათვის, რომ „შემდეგი ოც-
დაათი წელი არაფერმა აღარ შეგ ვაწუხოს.“ როცა საქაღალდესთან დავიჭირე,
ნიკმა მითხრა, რომ აქ მხოლოდ იმის გამო ჩაიხედა, რომ შეემოწ მებინა, დოკუ-
მენტები წესრიგშია თუ არა. მაგრამ, ეს რაღაცნაირად სწრაფად ჩაილაპარაკა.
გული გამისკდებოდა, ნაყინის ჭამისას უცებ რომ ეთქვა: „წარმოიდგინე, რა სა-
ინტერესო რამაა ხელმეორედ დაგირავება...“
ეს უნდა დამეწერა. მჭირდებოდა ამის გამოხატვა, მაგრამ ახლა, როცა გა-
დავიკითხე, ვგრძნობ, როგორ არანორმალურად ჟღერს ეს ყველაფერი. მე კი
ისე გამოვიყურები, როგორც სრულიად დაუცველი, ეჭვებით შეპყრობილი
ნერვოტიკი. არ მივცემ ყალბ ეჭვებს უფლებას ჩვენი ოჯახური ცხოვრება და-
ანგრიონ. ჩემს ქმარს ვუყვარვარ. ვუყვარვარ და ამიტომაც დამიბრუნდა, და
სწორედ ამის გამო მეპყრობა ესოდენ ნაზად. მისი ერთადერთი მიზეზი ესაა.
შეიძლება ვთქვა: ეს არის ჩემი ნამდვილი ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს,
დამიბრუნდა.

199
ნიკ დანი ხუთი დღის შემდეგ

როდესაც დესის სახლიდან გამოვედი, ჩემს გახურებულ მანქანაში ჩავჯე-


ქი, ფანჯრები ჩამოვწიე, და ტელეფონი შევამოწმე, ვნახე, რომ გილპინისგან
მესიჯი მოსულიყო:
„ჰაი, ნიკ, დღეს უნდა შევხვდეთ, სალაპარაკო გვაქვს, რაღაცებია დასა-
ზუსტებელი. ოთხი საათისთვის თქვენს სახლში გველოდეთ. წინასწარ მად-
ლობა.“
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პოლიციელებმა მიბრძანეს შეხვედრაზე
მივსულიყავი - არავითარი თავაზიანი მომართვა, არამედ პირდაპირი ბრძანე-
ბა „უნდა შევხვდეთ... „...სახლში გველოდეთ“.
მაჯის საათს დავხედე, უკვე სამი საათია. აჯობებს, არ დავაგ ვიანო.
მისისიპის თავზე ზაფხულის ავიაშოუ გაემართათ. ჰაერში, ტურისტული
გემების თავზე, ისე, რომ გარშემო ყველაფერი ზანზარებდა, რეაქტიული და
ხრახნიანი თვითმფრინავები დაქროდნენ. სამი დღე გასული იყო შოუს დაწყე-
ბიდან და უკვე ყველაფერი კულმინაციისკენ მიდიოდა, როდესაც გილპინი და
რონდა ბონი ჩემს სახლს მოადგნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, იმ დღის შემ-
დეგ, რაც ემი გაუჩინარდა.
ჩემი სახლი პირდაპირ თვითმფრინავების ფრენის მარშრუტის ქვეშ იყო
მოქცეული. საოცარი ხმაური იდგა - რაღაც საშუალო პნევმატური ჩაქუჩისა
და მთიდან წამოსული ზვავის ხმას შორის. ინტერვალებში მე და ჩემმა მეგო-
ბარმა პოლიციელებმა მაინც ვცადეთ ერთმანეთისთვის რაღაცა გვეთქვა.
რონდა იმ დღეს კიდევ უფრო მაგონებდა ჩიტს - ფეხს ინაცვლებდა, აქეთ-იქით
იყურებოდა, ხედვის კუთხეს იცვლიდა, თითქოს კაჭკაჭი ბუდის მოსაწყობ ად-
გილს ირჩევსო.
გილპინი უკან მიყვებოდა, ტუჩის კბენით, ფეხსაცმლის ტყაპუნით. თითქოს
ოთახიც კი გრძნობდა მღელვარებას. საღამოს მზის სხივები ოთახში აღწევდა
და ჩანდა, როგორ ტრიალებენ ჰაერში მტვრის უმცირესი ნაწილაკები. რეაქ-
ტიული თვითმფრინავების ხმა ჭექა-ქუხილივით ატ ყდებოდა სახლს.
- რაღაცები გვაქვს გასარკვევი, - თქვა რონდამ, როდესაც ოთახში ისევ სი-
ჩუმემ დაისადგურა.

200
ორივენი ისე ჩამოსხდნენ, თითქოს გადაწყვიტეს დიდხანს დარჩენილიყ-
ვნენ ჩემთან.
- რაღაცები თქვენ უნდა გვითხრათ, ყველაფერი ეს ჩვეულებრივი რუტი-
ნაა, მაგრამ, თუკი გსურთ ადვკოტის თანდასწრებით ილაპარაკოთ...
მაგრამ ტელეწარმოდგენებიდან და ფილმებიდან ვიცოდი, რომ მხოლოდ
დამნაშავე ჯეელები ითხოვენ ადვოკატს. ნამდვილად დამ წუხრებული, გაუბე-
დურებული და უდანაშაულო ქმარი კი - არასოდეს.
- არა, გმადლობთ, არ მინდა, - ვუპასუხე. - მე მართლაც მაქვს რაღაც ინ-
ფორმაცია, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. ემის ყოფილი თაყვანისმცემლის
შესახებ, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა...
- დესი კოლინგსი - დაიწყო გილპინმა.
- დიახ, კოლინგსი. ვიცი, რომ თქვენ მას გაესაუბრეთ. და ისიც ვიცი, რაღაც
მიზეზებით არ დაინტერესდით მისით. ამიტომ მე დღეს მასთან თავად წავედი,
მინდოდა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის არაფერ შუაშია, არადა, მე
მგონი, სწორედაც შუაშია. მგონი თქვენ უნდა მიხვიდეთ მასთან, ვგულისხმობ,
რომ ის სენტ ლუისში გადავიდა.
- სენტ ლუისში გადავიდა სამი წლით ადრე, სანამ თქვენ გადმოხვიდოდით
აქ, - თქვა გილპინმა.
- დიახ, ასეა. მაგრამ ის სენტ ლუისშია ახლა. ძალიან ახლოს არის, იქიდან
ადვილია ჩამოსვლა. ემიმ იყიდა პისტოლეტი, რადგან შიშობდა...
- დესი არაფერ შუაშია, ნიკ, კარგი ბიჭია. - თქვა რონდამ, - თქვენ როგორ
გგონიათ? ის თქვენს თავს მაგონებს, სინამდვილეში, ნამდვილად ოქროს ბი-
ჭია, ოჯახის ნებიერა.
- მე ტყუპისცალი ვარ და არა ოჯახის ნებიერა. სინამდვილეში კი, სამი წუ-
თით უფროსი.
რონდა ნამდვილად ჩემს გამოწვევას, მდგომარეობიდან გამოყვანას ცდი-
ლობდა. ამას ვხვდებოდი, მაგრამ მაინც ვღიზიანდებოდი და ვიძაბებოდი, რო-
ცა მესმოდა ეს „ოჯახის ნებიერა.“
- ასეა თუ ისე - ჩაერია გილპინი - ისიც და დედამისიც უარყოფენ, რომ ის
ოდესმე მოსვენებას არ აძლევდა ემის, ანდა რომ მათ ჰქონდათ რაიმე კონტაქ-
ტი ბოლო წლების განმავლობაში, რაიმე შემთხვევითი შეხვედრის გარდა.
- ჩემი ცოლი სხვა რამეს გეტ ყოდათ. დესი ემის წლების განმავლობაში
წერდა. და მერე? ის ემის ძებნის გამოცხადებისთანავე, პირველივე დღეს გა-

201
მოჩნდა. თქვენ მითხარით, რომ ამოწმებთ ყველა მოხალისე მამაკაცს, რომე-
ლიც ინტერესს გამოთქვამს გამოძიების მიმართ...
- დესი კოლინგსი ეჭვებს არ იწვევს - მომიჭრა მან და ხელი ასწია.
- მაგრამ...
- დესი კოლინგსი ეჭვებს არ იწვევს - გაიმეორა.
ეს ახალი ამბავი იყო. მინდოდა მეთქვა დეტექტივისთვის, რომ ის ელენ
ებოტის გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ მივხვდი, ელენ ებოტის ხსენება ამ წუ-
თას საერთოდ არ ღირდა.
- და იმ ტიპებზე, რას იტ ყვით, ცხელ ხაზზე რომ რეკავდნენ?
ნაბიჯი გადავდგი და ხელში ავიღე სია, სახელებისა და ტელეფონების
გრძელი ჩამონათვალი, რომელიც წინასწარვე მოვამზადე. კითხვა დავიწყე:
- ძიებაში ჩართვა ითხოვეს შემდეგმა პირებმა: დევიდ სამსონი, მერფი
კლარკი - ესენი ძველი „ბოიფრენდები“ არიან, - ტომი ო’ჰარამ სამჯერ დარე-
კა; ტიტო პუენტე - ეს, საერთოდაც, იდიოტურ ხუმრობასა ჰგავს.
- თქვენ მას რომელიმეს დაურეკეთ? - მკითხა ბონიმ.
- არა, ეს ხომ თქვენი საქმეა? არ ვიცი, მათგან რომელი იმსახურებს ყუ-
რადღებას და რომელი, უბრალოდ, დარტყმულია. მეტი საქმე არ მაქვს, ვიღაც
კრეტინს ვურეკო, რომელმაც ტიტო პუენტე დაირქვა.
- მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი ამ ზარებს, ნიკ - თქვა
რონდამ - ეს, უბრალოდ, სიტუაციიდან გამომდინარეა. იმას ვგულისხმობ, რომ
ჩვენ ზარები თქვენი ძველი „გერლფრენდებისგანაც“ მივიღეთ, უბრალოდ რომ
ეთქვათ, როგორ ხარ. უცნაური ადამიანებს რა გამოლევს.
- იქნებ ჩვენს კითხვებზე გადავიდეთ - თქვა გილპინმა.
- კი ბატონო.
- მე მგონი, უნდა დავიწყოთ იმ კითხვით, თუ სად ბრძანდებოდით იმ დი-
ლას, როდესაც თქვენი ცოლი გაუჩინარდა. - თქვა ბონიმ უეცრად მეტისმეტად
ზრდილობიანად, თითქოს მოიბოდიშაო. ის თამაშობდა „კარგ პოლიციელს“
და ორივემ ვიცოდით, რომ ის მას თამაშობდა, თუ სინამდვილეში მართლაც
ჩემს მხარეს არ იყო. ზოგჯერ მართლაც შესაძლებელია, პოლიციელი შენს
მხარეს რომ იყოს. განა ასე არ არის?
- მდინარის ნაპირას ვიყავი.
- კიდევ ვერავის იხსენებთ? გნახათ თუ არა ვინმემ? - მკითხა ბონიმ - ეს
ჩვენ ძალზე დაგ ვეხმარებოდა. ამ კითხვას ჩვენი სიიდან ერთხელ და სამუდა-
მოდ ამოვშლიდით.

202
თანაგრძნობით გაჩუმდა. რონდას შეეძლო არა მხოლოდ დუმილი, მას შე-
ეძლო არა მხოლოდ გაჩუმებულიყო, არამად აევსო ოთახი თავისი გან წყობით,
როგორც რვაფეხას - აკვარიუმი მელნით.
- დამიჯერეთ, ეს ისევე მინდა, როგორც თქვენ. მაგრამ რა ვქნა, არ მახ-
სოვს არავინ.
ბონიმ მწუხარედ გაიღიმა.

- უცნაურია, მაგრამ ჩვენ უბრალო საუბარში ვახსენეთ, თქვენ იყავით მდინა-


რის ნაპირზე. და ყველა, ვინც ეს გაიგო, გაოცდა. თქვეს, რომ ეს თქვენს ქცევას
სრულიად არ ჰგავს. თქვენ არ ხართ ნაპირზე სეირნობის მოყვარული.
მხრები ავიჩეჩე.
- არ ვგულისხმობ, რომ მთელ დღეს ნაპირზე ვატარებ და პლაჟზე ვგორა-
ობ. მაგრამ ის, რომ დილას გავიდე და იქ ყავა დავლიო, ეს კი, რა თქმა უნდა.
- ო, ეს შეიძლება დაგ ვეხმაროს, - ბონის გაუხარდა. - სად იყიდეთ თქვენი
ყავა იმ დილას? - გილპინისკენ შებრუნდა, თითქოს მისგან მოწონებას ელოდა.
- ეს დაგ ვეხმარება, დროის ჩარჩოები დავაზუსტოთ, ასე არაა?
- ყავა აქ მოვიხარშე. - ვთქვი.
- ო, - მოიღუშა ბონი - ეს გაუგებარია, რადგან აქ საერთოდ არ გაქვთ ყავა.
სახლში საერთოდ არ არის ყავა. მახსოვს, ყურადღება მივაქციე და გავიფიქრე,
ეს უცნაურია. ყავის მოყვარული ასეთ რაღაცას აუცილებლად აქცევს ყურად-
ღებას.
„ჰო, მხოლოდ ამიტომ თუ შეამჩნევდი ამას“ - გავიფიქრე - „ვიცნობდი პო-
ლიციელს, ბონი მორონის, ხერხები ჰქონდა მარტივი, როგორც რომ, მაკარო-
ნი.“
- მაცივარში ერთი ჭიქა ყავა მქონდა დარჩენილი და გავაცხელე. - მხრები
ავიჩეჩე - დიდი ამბავი.
- ჰა, ალბათ ძალიან დიდხანს ინახავდით. ნაგავში ყავის ჭურჭელი ვერ აღ-
მოვაჩინეთ.
- რამდენიმე დღე. გემო ისევ კარგი ჰქონდა.
ჩვენ ერთმანეთს გავუღიმეთ. მე ვიცი და შენც იცი. თამაში გრძელდება.
გონებაშიც კი გავიმეორე ეს ბრიყვული სიტ ყვები: თამაში გრძელდება. თუმცა,
რაღაცით მაინც კმაყოფილი ვიყავი - ჩვენ გადავედით შემდეგ ეტაპზე. ბონი
მიუბრუნდა გილპინს, ხელები მუხლებზე დაიწყო და მსუბუ ქად დაუქნია თა-
ვი.

203
გილპინმა ტუჩი ღე ჭა ცოტა ხანს, მერე მიმითითა „ოტომანსა“ და ტუმბო-
ზე, რომლებიც ახლა თავის ადგილას ეწყო.
- ნიკ, ესაა ჩვენი პრობლემა - დაიწყო მან - ჩვენ გვინახავს ათობით შემ-
თხვევა, როდესაც სახლში შეიჭრნენ.
- ათობით, ათობით და კიდევ ათობით - დაუმატა ბონიმ.
- მოკლედ, ბევრი ასეთი შემთხვევა. გახსოვთ, რა დაგ ვხვდა აქ, ამ სასადი-
ლო ოთახში? გადატრიალებული „ოტომანი“, ამობრუნებული მაგიდა, ლარნა-
კი იატაკზე.
ოთახის ფოტო ამოიღო - დამანახა.
- აქ ისეთი არეულობა იყო, უნდა გვეგულისხმა, რომ ეს ბრძოლის კვალია,
არა?
ერთი წამით დავიბენი, მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანე.
„დამ შვიდდი“, ჩემს თავს ვუთხარი.
- უნდა გვეგულისხმა? ეს ყველაფერი არასწორად გამოიყურება, - გააგ-
რძელა გილპინმა - ამას იმავე წამს მივხვდით, როგორც კი დავინახეთ. სიმარ-
თლე რომ ვთქვათ, მთელი ეს სცენა დადგმულს ჰგავდა. პირველ რიგში კი ის
ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ამ ერთ წერტილში იყო კონცენტრირებული. რა-
ტომ იყო ეს არეულობა მხოლოდ აქ და სხვაგან არსად? უცაურია.
კიდევ ერთი ფოტო ამოიღო. მსხვილად გადაღებული.
- და ამას შეხედეთ, წიგნების ამ გროვას, ისინი უნდა ეყაროს ტუმბოს წინ,
ისინი ხომ ტუმბოზე ელაგა, ასე არაა?
თავი დავუქნიე.
- აქედან გამომდინარე, როდესაც ტუმბო ამოაყირავეს, ისინი წინ უნდა გა-
დაცვენილიყვნენ, ტუმბოს ვარდნის ტრაექტორიას უნდა მიჰყოლოდნენ. ამის
მაგივრად წიგნები, უკან არის იატაკზე, თითქოს ვიღაცამ ჯერ ისინი გადმოყა-
რა, შემდეგ კი ტუმბო ამოაყირავა.
დამუნჯებული მივშტერებოდი ფოტოს.
- აბა, ამას შეხედეთ, ეს მეტად საინტერესო მომენტია - გააგრძელა გილ-
პინმა.
მიუთითა სამ ფოტოსურათზე, ძველებურ ჩარჩოში, ბუხრის თაროზე. მან
მთელი ძალით დაჰკრა ფეხი იატაკს და ფოტოები იმავე წამს წინ გადმოცვივ-
და.
- იმ დღეს კი, რატომღაც, ფოტოები არ დაცვენილა.

204
მაჩვენა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ჩარჩოებიანი ფოტოსურათები გამარ-
თულად იდგნენ თავიანთ ადგილზე. მე კი მეგონა - მას მერეც კი, „ჰოუსტონ-
თან“ დაკავშირებულ ტყუილზე რომ გამომიჭირეს, - რომ საქმე ჩლუნგ პოლი-
ციელებთან მქონდა, ისეთებთან, კინოში რომ გვინახავს, რომლებიც სოფლელ
ბიჭებს დასდევენ და ყველაფრისა სჯერათ, რაც უნდა უთხრა. მაგრამ ჩემი პო-
ლიციელები სულაც არ აღმოჩნდნენ ბრიყვები.
- არ მესმის, რას ელოდებით ჩემგან, - წავიბუტბუტე, - არც კი ვიცი, რა ვი-
ფიქრო ამაზე. მე უბრალოდ მინდა, ჩემი ცოლი ვიპოვო.
- ჩვენც ეგ გვინდა, - თქვა რონდამ, - მაგრამ აქ კიდევ ერთი მომენტია. გახ-
სოვთ, როგორ იყო ამოტრიალებული „ოტომანი“ ოთხივე ფეხით ზემოთ? - და
ხელი მოუტ ყაპუნა დასაჯდომს, რომლის ქვეშ ფეხები მხოლოდ რამდენიმე
დუიმზე ჩანდა. - შეხედეთ. სიმძიმის ცენტრი ძალზე ქვემოთაა, მოკლე ფეხე-
ბის გამო. ისეთი დაბალია, ლამისაა იატაკს ეხება. აბა, სცადეთ მისი ამობრუ-
ნება.
შევ ყოყმანდი.
- მიდით, სცადეთ, - დაიჟინა ბონიმ.
ვცადე ამომეტრიალებინა, მაგრამ ამის ნაცვლად ხალიჩაზე გასრიალდა.
ბონის თავი დავუქნიე. მართლაც, სიმძიმის ცენტრი ძალზე დაბლა ჰქონდა.
- სერიოზულად გეუბნებით, იატაკზე დაეშვით, თუ საჭიროა, და ამოატ-
რიალეთ ეს ნივთი, - მიბრძანა ბონომ.
მუხლებზე დავდე ქი, და ვცადე ამომებრუნებინა, სულ უფრო და უფრო
ვიხრებოდი წინ, მერე კი ხელები ქვეშ შევუყარე და „ოტომანი“ ავწიე. მაგრამ
მაინც არაფერი გამოვიდა, კი არ ამოყირავდა, არამედ ცალ მხარეს გადაწვა
და ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ბოლოს და ბოლოს, ხელები ჩავ ჭიდე და
ნელ-ნელა ამოვაყირავე, რაც საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა.
- საოცარია, არა? - მითხრა რონიმ, რომელიც სულაც არ ჰგავდა გაოცე-
ბულს.
- ნიკ, თქვენ დაალაგეთ სახლი იმ დღეს, როდესაც ემი გაუჩინარდა? -
მკითხა გილპინმა.
- არა.
- კარგი. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ჩვენმა ექსპერტებმა აიღეს სინჯე-
ბი სამზარეულოს ლინოლეუმის იატაკიდან. უკაცრავად, რომ ეს ადრე არ
გითხარით, მაგრამ იქ საკმაოდ ბევრი სისხლია დაღვრილი.

205
- ემთხვევა ემის სისხლის ჯგუფს - მესამე ჯგუფია - და რეზუს ფაქტორს,
დადებითია. - დაუმატა ბონიმ, - ლაპარაკი არაა რაღაც ნაკაწრზე. სისხლი
ბლომად იყო.
- ო, ღმერთო, - შემახურა, - კი მაგრამ...
- გამოდის, რომ თქვნმა ცოლმა გააღწია სასადილოდან, - თქვა გილპინმა,
- ყოველ შემთხვევაში, შეგ ვიძლია ეს ვივარაუდოთ. თანაც არ შეხებია არც
ერთ ნივთს სასადილოს გარეთ. მერე კი დაიჭრა სამზარეულოში და ბევრი სის-
ხლი დაკარგა.
- მერე კი ვიღაცამ საგულდაგულოდ მოწმინდა იატაკი.
- მოიცა, მოიცა. რატომ მოსპობდა ვიღაც სისხლის კვალს და მერე კი ყვე-
ლაფერს ააყირავებდა სასადილოში...
- ჩვენ ამას გავარკვევთ, - მშვიდად მითხრა ბონიმ, - ნიკ, ნუ ღელავთ, ყვე-
ლაფერს გავარკვევთ.
- არ ვღელავ. მე მხოლოდ...…
- მოდი, ჩამოვსხდეთ, - ბონიმ სასადილოს მაგიდისკენ მიმითითა, - მშიერი
ხომ არა ხართ? გნებავთ, სენდვიჩს გაგიკეთებთ.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ბონი ქალის სხვადასხვა როლს თამაშობდა:
ხან მბრძანებელს, ხან ყურადღებიან დიასახლისს. ეტ ყობა, არჩევდა, რა
მოუტანდა უკეთეს შედეგს.
- და რას იტ ყვით თქვენს ქორწინებაზე, ნიკ? - მკითხა, - იმას ვგულისხმობ,
რომ 5 წელი, მე-7 წლის კრიზისთან ახლოსაა.
- ჩვენ კარგი ქორწინება გვაქვს, - ვუპასუხე, - ყველაფერი კარგადაა. შეიძ-
ლება საუკეთესოდ არა, მაგრამ კარგად.
ბონის ცხვირი შეეჭმუხნა, ეტ ყობა გაიფიქრა: „ცრუობ“.
- თქვენ გგონიათ, ემი გამექცა? - დავსვი კითხვა, რომელიც თავისთავად
იგულისხმებოდა, - ყველაფერი ისე მოაწყო, რომ გვეფიქრა, გაიტაცეს, თვი-
თონ კი გაიპარა?
რონდამ კონტრარგუმენტების ჩამოთვლა დაიწყო:
- მას არ გამოუყენებია მობილური, საკრედიტო ბარათები, პლასტიკური
ბარათები. მანამდე კი, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ბანკიდან დიდი თან-
ხები არ გამოუტანია.
- გარდა ამისა, იქ იყო სისხლი, - დაუმატა გილპინმა, - კიდევ ერთხელ გა-
ვიმეორებ, არ მინდა სასტიკი ვჩანდე, მაგრამ ბევრი სისხლია დაღვრილი. საქ-
მე საკმაოდ სერიოზულადაა... ძნელი წარმოსადგენია, რომ თვითონ დაიშავა

206
თავი შემთხვევით. ღრმა ჭრილობები იყო. თქვენს ცოლს მტკიცე ნერვები
აქვს?
- დიახ. რკინისებური.
მას, ასევე, სისხლის ძლიერი ფობია აქვს, მაგრამ უფლება მივეცი ჩვენს
ბრწყინვალე დეტექტივებს, თვითონ მიმხვდარიყვნენ ამას.
- მით უფრო უცნაურია, - ჩაილაპარაკა გილპინმა, - თვითონ რომ დაეჭრა
თავი, თანაც ესოდენ მძიმედ, სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს.
- ნიკ, მოდი, გულახდილად ვისაუბროთ, - მითხრა ბონიმ და წინ წამოიწია,
მუხლებს დაეყრდნო, ჩემთვის თვალებში რომ ჩაეხედა, რადგან იატაკს ვიყავი
ჩაჩერებული. - ბოლო ხანს როგორ მიდიოდა თქვენი ოჯახური ცხოვრება?
ჩვენ თქვენს მხარეზე ვართ, მაგრამ გვინდა სიმართლე ვიცოდეთ. როდესაც
რაღაცას გვიმალავთ, ძნელია, დაგეხმაროთ...
- ჩვენ გვქონდა უთანხმოებანი.
თვალწინ წარმომიდგა სურათი: ემი წინა ღამით - სახე წითელი ლაქებით
აქვს დაფარული, რაც ემართებოდა, როცა ბრაზდებოდა. სიტ ყვებს თითქოს
მაფურთხებსო - საწყენ, ავ სიტ ყვებს, მე კი ვუსმენ და გულში ვცდილობ დავე-
თანხმო, რადგნ რასაც მეუბნება, არსებითად, სიმართლეა.
- აღწერეთ თქვენი უთანხმოებანი.
- არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი აზრთა სხვაობა. მინდა გით-
ხრათ, რომ ემის ფეთქებადი ხასიათი აქვს. ითმენს, ითმენს და მერე უცებ
იფეთქებს ხოლმე. მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში, პრობლემა მალე გვარდება
ხოლმე. ჩვენ არასოდეს დავწოლილვართ გაბუტულები.
არც ოთხშაბათის ღამეს?
- არასოდეს, - ვიცრუე.
- ფულის გამო ჩხუბობდით უმე ტესად?
- ვერც კი ვიტ ყვი კონკრეტულად. რაღაც სისულელეების გამო.
- და რაზე იჩხუბეთ იმ ღამეს, როცა გაუჩინარდა? - იკითხა გილპინმა და
ფართოდ გაიღიმა, თითქოს კარგად იხუმრაო.
- მგონი უკვე გითხარით. კიბორჩხალების გამო.
- კიდევ რაზე? უბრალოდ ვერ დავიჯერებ, რომ მთელი საათი კიბორჩხა-
ლების გამო ყვიროდით.
იმ წამს ბლიკერი კიბეზე ჩამოვიდა და იქვე დაჯდა საფეხურზე, მოაჯირის
რიკულებიდან გვიყურებდა.

207
- ჩვეულებრივი ოჯახური უთანხმოება ქმარსა და ცოლს შორის. კატის ყუ-
თი. - ვთქვი მე, - ვინ უნდა წმენდდეს კატის ყუთს.
- და თქვენ კატის ყუთის გამო ჩხუბობდით და ყვიროდით, - თქვა ბონიმ.
- იცით რა, ეს პრინციპის საქმეა. მე მთელი დღე ვმუშაობდი, ემი კი - არა,
ჰოდა, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი სახლის ძირითად საქმეებს
თავის თავზე აიღებდა, თუნდაც ყველაზე ელემენტარულს.
გილპინი შეტოკდა, ინვალიდივით, რომელსაც სადილის შემდგომი ძილი
უეცრად დაუფრთხეს.
- თქვენ ძველმოდური კაცი ხართ, არა? მეც ასეთი ვარ. მეც სულ ამას ვე-
უბნები ცოლს, „მე არ ვიცი დაუთოება, არ ვიცი ჭურჭლის რეცხვა. არ შემიძ-
ლია საჭმლის მომზადება. ასე რომ, საყვარელო, მე დავიჭერ ცუდ ბიჭებს, შენ
კი დაიჭირე ჭუჭყიანი ტანსაცმელი და შეყარე სარეცხ მანქანაში. რონდა, შენ
ხომ იყავი გათხოვილი. აკეთებდი სახლის საქმეებს?
ბონი აშკარად შეურაცხყოფილი ჩანდა.
- მეც ცუდ ბიჭებს ვიჭერ, იდიოტო!
გილპინმა გადმომხედა. აი, ახლა ისევ წამოისვრის თავისი ჭკუით რაღაც
სასაცილოს. ეტ ყობა, თავისებურად კრიტიკული დღე აქვს - ენას კბილს ვერ
აჭერს.
გილპინმა ყბა მოიფხანა და ისე ჩაილაპარაკა, თითქოს სრულიად ლოგიკუ-
რი დასკვნა გააკეთა.
- ესე იგი, თქვენ გ ჭირდებოდათ ცოლი-დიასახლისი.
- მე მინდოდა... მე მინდოდა იგივე, რაც უნდოდა ემის. ისე, კაცმა რომ
თქვას, ეს კინკლაობა მაინცდამაინც არ მაწუხებდა...
ახლა ბონის მივმართე. დეტექტივ რონდა ბონის თანაგრძნობა მეტ--
ნაკლებად ნამდვილსა ჰგავდა (სინამდვილეში ასე არ არის - ჩემს თავს შევახ-
სენე).
- ემიმ არ იცოდა, რა ეკეთებინა აქ. ვერ იპოვა სამსახური, თანაც არც „ბა-
რი“ აინტერესებდა. ჰოდა, ძალიან კარგი, ვუთხარი, გინდა სახლში ჯდომა? კი
ბატონო, იჯე ქი. მაგრამ სახლში ჯდომაც არ მოსწონდა. ელოდებოდა, რომ
პრობლემას გადავუჭრიდი. თითქოს მხოლოდ ჩემს სურვილზე იყო დამოკიდე-
ბული მისი ბედნიერება.
ბონის არაფერი უთქვამს, ისეთი არაფრისგამომხატველი გამომეტ ყველე-
ბით შემომხედა, უძრავ წყალს რომ აქვს გუბეში.

208
- იმის თქმა მინდა, რომ სასიამოვნოა, როცა თავს რაინდად გრძნობ თეთრ
ცხენზე, მაგრამ ეს, სამ წუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანს ხოლმე. მე ვერ მოვა-
ხერხებდი, რომ ბედნიერი ყოფილიყო. მას არ უნდოდა ბედნიერი ყოფილიყო.
მაგრამ მიმაჩნდა, ზოგიერთი პრაქტიკული მოვალეობა თავის თავზე უნდა
აეღო.
- მაგალითად, კატის ყუთი, - თქვა ბონიმ.
- დიახაც. გაწმინდოს კატის ყუთი, იყიდოს პროდუქტი, გამოიძახოს სან-
ტექნიკოსი, ონკანი გაუთავებლად რომ არ წვეთავდეს, რის გამოც ჭკუიდან გა-
დადის.
- ბედნიერების ნამდვილ გეგმად ჟღერს. ძალიან მაგარია.
- რაღაც მაინც უნდა ეკეთებინა, ჩემი აზრით. რაღაც საქმე გამოენახა თა-
ვისთვის. არ შეიძლება ელოდო მთელი დღეები, როდის მოვა ქმარი და პრობ-
ლემას გადაგიჭრის. - ხმამაღლა ვლაპარაკობდი, გავაცნობიერე, რომ ძალიან
გაბრაზებული ვჩანვარ, თუმც კი სამართლიანად. ამ ყველაფერმა გასაოცარი
შვება მომგვარა. რა კარგი ყოფილა, მოუყვე შენი ამბავი უცნობს, რომელიც
არ აისხლეტს მას, როგორც რაღაც სისულელეს, არამედ ყურადღებით მოგის-
მენს. ანდა ისე დაიჭერს თავს, თითქოს მართლაც გულისხმიერად გისმენს
(ჩემს თავს შევუსწორე).
- და მისურიში თქვენი ჩამოსვლა? თქვენ ემი მისი სურვილის საწინააღ-
მდეგოდ ჩამოიყვანეთ? ემის უნდოდა?
- მისი სურვილის საწინააღმდეგოდ? არა. ჩვენ ისე მოვიქეცით, როგორც
უნდა მოვ ქცეულიყავით: მე არ მქონდა სამსახური, ემის არ ჰქონდა სამსახუ-
რი, დედაჩემი ავად იყო. მე იმავეს გავაკეთებდი ემისთვის.
- მეტად კეთილშობილურია თქვენი მხრიდან - ჩაიბურტყუნა ბონიმ. მაგ-
რამ მან უცებ ემი გამახსენა, ისიც ასე ამბობდა ხოლმე საკამათო, ორაზროვან
ფრაზებს, ჩუმი ამოსუნთქვით. ისე ამბობდა, ნამდვილად რომ გამეგო ნათქვა-
მი, მაგრამ ბოლომდე არ ვყოფილიყავი დარწმუნებული. როდესაც ჩავეკითხე-
ბოდი: „რა თქვი“? ყოველთვის ერთსა და იმავეს მპასუხობდა: „არაფერი“.
ბონის ღიმილი შევანათე. ფართოდ გავიკრიჭე, შემდეგ კი დავფიქრდი - ვინ
იცის, იქნებ ეს მისი გეგმის ნაწილია? უნდა გაარკვიოს, როგორ ვექცევი ქალს,
რომელიც ჩემით უკმაყოფილოა და ჩემზეა გაბრაზებული. შევეცადე გამეღიმა,
კიდევ უფრო მეტად. მაგრამ ამან უფრო მეტად გააღიზიანა.
- და შეგიძლიათ აგ ვიხსნათ, იმისდა მიუხედავად, მუშაობდა თუ არ მუშა-
ობდა ემი, როგორ უმკლავდებოდით ფინანსურ პრობლემებს?

209
- ბოლო დროს ჩვენ მართლაც გვქონდა ფინანსური პრობლემები - მივუგე,
- როდესაც ცოლად შევირთე, ემი მდიდარი იყო, საკმაოდ მდიდარი.
- გასაგებია, - თქვა ბონიმ - „საოცარი ემის“ წიგნების წყალობით.
- დიახ, ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში მისმა მშობლებმა დიდი
ფული იშოვეს, მაგრამ შემდეგ გამომცემლებმა მიივიწყეს. უთხრეს, რომ ემიმ
ამოწურა თავის თავი. და ყველაფერი დასრულდა. იძულებულები გახდნენ,
ჩვენგან ესესხათ ფული, როგორმე თავი რომ გაეტანათ.
- როგორ, თქვენი ცოლისგან?
- დიახ, ჩემი ცოლისგან. ჩვენ ემის ფონდის მონარჩენით ვიყიდეთ ბარი,
რომელიც მას შემდეგ გვარჩენდა.
- მაშ ასე, როცა ემი შეირთეთ, საკმაოდ მდიდარი იყო.
თავი დავუქნიე.
ჩემი ამბავი ლამის რომან ში აღწერილ გმირობად მეჩვენებოდა, ქმარი
დარჩა ცოლთან მისი ოჯახის საოცარი დაცემისა და მატერიალური გასაჭირის
მიუხედავად.
- თქვენ მიჩვეულები იყავით განცხრომით ცხოვრებას.
- დიახ, მართლაც მაგარი იყო, შესანიშნავი..
- მაგრამ ახლა თქვენი ცხოვრება დაღმართზე ეშვება, და საჭირო გახდა
თქვენს ჩვევებზე უარი გეთქვათ, რას იტ ყვით ამაზე?
ახლა კი გავაცნობიერე, რომ ჩემი წარმოდგენა საკუთარ „გმირობაზე“
მცდარი იყო.
- ნიკ, თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გადავავლეთ თვალი და უნდა
გითხრათ, ის საკმაოდ ცუდად გამოიყურება. - გილპინმა თითქოს ბრალდებით
დაიწყო, მაგრამ თანაგრძნობით, შეწუხებულმა გააგრძელა.
- ბარს სტაბილური შემოსავალი აქვს. - ვთქვი, - ჩვეულებრივ, 3-4 წელია
საჭირო იმისთვის, რომ ახალმა ბიზნესმა კრედიტი დაფაროს.
- სწორედ თქვენმა საკრედიტო ბარათებმა მიიქციეს ჩემი ყურადღება -
თქვა ბონიმ. - თქვენ საკრედიტო ბარათის ვალი გაქვთ, ორას ოცი ათასი. ეს
რომ დავინახე, სუნთქვაც კი შემეკრა.
საბუთების დასტა ამოიღო. ჩემს მშობლებს საკრედიტო ბარათები არ უყ-
ვარდათ, მას მხოლოდ იმ გადასახადებისთვის იყენებდნენ, რომლებსაც ყოველ
თვიურად იხდიდნენ. „არ ვყიდულობთ იმას, რისი საფასურის გადახადაც არ
შეგ ვიძლია“ - ეს იყო დანების ოჯახის დევიზი.

210
- ჩვენ არ შეგ ვეძლო... ყოველშემთხვევაში, მე არ... ალბათ, არც ემის... შე-
იძლება ვნახო? - წავილუღლუღე და ამ დროს კი რეაქტიულმა ბომბდამ შენმა
სახლს ისე დაბლა გადაუფრინა, ფანჯრის მინები აზანზარდა. ფანჯრის რაფა-
ზე მდგარ მცენარეს რამდენიმე წითელი ფოთოლი ჩამოუვარდა. ათი წამის
განმავლობაში, სანამ თვითმფრინავის ხმა მიწყდებოდა, ვუყურებდით, ფოთ-
ლები როგორ ეშვებოდნენ იატაკზე.
- იმ საშინელი ორთაბრძოლის დროს, რომელიც ვითომცდა აქ მოხდა -
ჩაიბუტბუტა გილპინმა - ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდნილა.
ბონის საბუთები გამოვართვი, - დავინახე ჩემი სახელი სხვადასხვა ვარიან-
ტად დაწერილი: ნიკ დანი, ნიკოლას დანი, ნიკ ლენს დანი, და სხვადასხვა თან-
ხაზე გამოწერილი ჩეკები, 62.78 დოლარიდან დაწყებული, 45602.33 დოლა-
რით დამთავრებული, ყველას გადახდის განსხვავებული ვადა ჰქონდა და არც
ერთი არ იყო განაღდებული. და ყოველი ქვითრის თავზე ეწერა - დაუყოვნებ-
ლივ გადაიხადეთ.
- დედაც ვატირე! ეს რა ჯანდაბაა. ეტ ყობა, რაღაც თაღლითობაა. - წამო-
ვიძახე, - ეს ჩემი არ არის. აი, შეხედეთ, ზოგიერთი ანგარიში სრულიად არ
არის დამაჯერებელი, მე გოლფს საერთოდ არ ვთამაშობ. ვიღაცამ გადაიხადა
შვიდი ათას დოლარზე მეტი გოლფის კეტებში. არადა, არასოდეს მითამაშია
გოლფი.
შევეცადე ეს მეთქვა ვითომცდა საკუთრი თავის დამცირებით, - აი, კიდევ
ერთი რაღაც, რაც არ ვიცი, - მაგრამ დეტექტივები არ მოტ ყუვდნენ.
- იცნობთ ნოელ ჰოტორნს? - მკითხა ბონიმ. - ემის მეგობარს, რომელზეც
გვითხარით, შეამოწმეთო?
- მოიცა, ჩეკებზე მინდა ვილაპარაკოთ ეს ჩეკები ჩემი არ არის. ძალიან
გთხოვთ, სერიოზულად, ეს ყველაფერი უნდა გავარკვიოთ.
- გავარკვევთ, ნუ ღელავთ - უემოციოდ მითხრა ბონიმ. - ნოელ ჰოტორნს
იცნობთ?
- მე შემოგთავაზეთ ნოელ ჰოტორნის შემოწმება, რადგან ქალაქ ში დაძ-
რწის და ყველგან აცხადებს, რომ ემის საუკეთესო მეგობარი იყო.
- და თქვენ ეს გაღიზიანებთ?
- არა, მაგრამ ხომ გითხარით უკვე, რაღაც მეტისმეტად თამაშობს, თით-
ქოს ძალიან განიცდის, თითქოს ამას სხვების დასანახავად აკეთებს. ეტ ყობა
ცდილობს ყურადღება მიიპყროს. ცოტა არ იყოს, შეპყრობილსა ჰგავს.

211
- ამტკიცებს, რომ თქვენს ცოლს განცდები ჰქონდა თქვენი ქორწინების გა-
მო. ძალიან დიდი იმედების გაცრუება დაემართაო; განიცდიდა, რომ ფულის
გამო შეირთეთ ცოლად; ამბობს, რომ ემი თქვენი ხასიათის გამოც წუხდა.
- არ ვიცი, რატომ გითხრათ ნოელმა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, მათ მთე-
ლი ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხუთ სიტ ყვაზე მეტი არ უთქვამთ.
- მართლა? ცოტა არ იყოს, უცნაურია, რადგან ჰოტორნების სასადილო
ოთახი ნოელისა და თქვენი ცოლის სურათებითაა მოფენილი.
- მისი და ემის ნამდვილი, რეალური ფოტოებით?
ბონიმ გააგრძელა:
- სენტ-ლუისის ზოოპარკში, შარშან ოქტომბერში გადაღებული ფოტოები.
პიკნიკზე სამ ტყუპთან ერთად. ნავით გასეირნებისას ამ ივნისს, ერთი თვის
წინ.
- ემის არასოდეს უხსენებია ნოელი, რაც აქ ვართ. - მეხსიერება დავძაბე
და გამახსენდა, რომ ერთ უიკენდზე ენდისთან ერთად ვიყავი, მაგრამ ემის
ვუთხარი, რომ სენტ-ლუისში მივდივარ ბიჭებთან ერთად დასალევად. როდე-
საც დავბრუნდი, ემი დამხვდა აწითლებული და უკმაყოფილო. მოსაწყენ საკა-
ბელო ტელევიზიასა და მოსაწყენ საკითხავს ლანძღავდა. და ემი იმ დღეს ნა-
ვით სეირნობდა? არა. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ ემის შეიძლება მონაწი-
ლეობა მიეღო იმაში, რაც შუადასავლეთელებისთვის ჩვეული გართობაა: გასე-
ირნება ნავებით, - კანოებზე მიბმული ქულერები, სავსე ლუდის ქილებით,
ხმამაღალი მუსიკა. ნარწყევით მოთხვრილი ტურისტული ბანაკი.
- დარწმუნებული ხართ, რომ ჩემი ცოლია იმ ფოტოებზე?
დეტექტივებმა ერთმანეთს გადახედეს - ამას რა, სერიოზულად გვეკითხე-
ბა?
- ნიკ, - მითხრა ბონიმ - თქვენ ამბობთ, რომ ეს ქალი, რომელიც გაჭრილი
ვაშლივით ჰგავს თქვენს ცოლს, თქვენი ცოლი არ არის, მაშინ, როდესაც ნოელ
ჰოტორნი, სამი შვილის დედა ამტკიცებს - თქვენი ცოლია.
- თქვენი ცოლი, რომელიც, როგორც ნოელი ამტკიცებს, ფულის გამო შე-
ირთეთ - დაუმატა გილპინმა და გაიღიმა.
- მე არ ვხუმრობ, დღეს შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოახლაფორ-
თოს ფოტო ლეპტოპზე.
- კარგი მაგრამ, რამდენიმე წუთის წინ თქვენ გვარწმუნებდით, რომ დესი
კოლინგსია ამ საქმეში ჩარეული, შემდეგ კი გადახვედით ნოელ ჰოტორნზე -

212
შენიშნა გილპინმა. - ეს იმას ჰგავს, თითქოს ეძებთ ვიღაცას, ვისაც დაადანა-
შაულებთ.
- ჩემ ნაცვლად? გასაგებია. მისმინეთ, ნამდვილად არ შემირთავს ემი ფუ-
ლის გამო. თქვენ ემის მშობლებს უნდა დაელაპარაკოთ. ისინი მიცნობენ, ისი-
ნი იცნობენ ჩემს ხასიათს. - თუმცა, მათ არ იციან ყველაფერი - გავიფიქრე და
ვიგრძენი, როგორ წამიჭირა მუცელში. ბონი შემომყურებდა, ისეთი გამომეტ-
ყველება ჰქონდა, თითქოს თანამიგრძნობს, გილპინი კი ისე იჯდა, თითქოს სა-
ერთოდაც არ მისმენს.
- თქვენ თქვენი ცოლი 1 200 000 დოლარად დააზღვიეთ. - გილპინმა ეს
ისე მითხრა, თითქოს სასტიკად დაიქანცა. გამხდარ სახეზე ხელიც კი მოისვა.
- ემიმ ეს თვითონ გააკეთა - უმალ ვუპასუხე.
დეტექტივებმა უხმოდ შემომხედეს. გაგრძელებას ელოდებოდნენ.
- მინდოდა მეთქვა, რომ დოკუმენტები მე გავაფორმე. მაგრამ იდეა ემისი
იყო, მან დაიჟინა. მან თქვა, რომ თუ ამას გავაკეთებ, უფრო დაცულად იგ-
რძნობს თავს. ან რაღაც ამის მსგავსი, რომ ეს არის სწორი ბიზნესგადაწყვეტი-
ლება. ამის დედაც... არ მახსოვს. არ მახსოვს, რატომ მოუნდა ეს.
- ორი თვის წინათ, ვიღაცამ თქვენი კომპიუტერიდან მოიძია... - გააგრძე-
ლა ბონიმ - „მისისიპის მდინარე, სხეულის ტივ ტივი“. როგორ ახსნით ამას?
ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ათიოდე წამი გონზე მოვდიოდი.
- ო, ღმერთო, ეს იყო სულელური იდეა წიგნისთვის, მინდოდა წიგნი დამე-
წერა.
- ჰმ, - გამომეპასუხა ბონი.
- მისმინეთ, აი, რა ხდება, ჩემი აზრით, - დავიწყე, - ტელევიზორში ხშირად
აჩვენებენ გადაცემებს, სადაც ქმარი საშინელი ვიღაცაა, ცოლს კლავს, და ამი-
ტომ მიყურებენ ადამიანები ასე, და ზოგიერთი ჩვეულებრივი, უწყინარი საქ-
ციელიც ამის გამო აღიქმება გაუკუღმართებულად. გამოძიება კი კუდიანებზე
ნადირობას ემსგავსება.
- და როგორ ახსნით ამ საკრედიტო ბარათების ჩეკებს? - იკითხა გილპინმა.
- ხომ გითხარით, მე არ შემიძლია ამ წყეული ბარათების ახსნა, რადგან
არანაირი შეხება არა მაქვს ამ ჩეკებთან, ეს თქვენი საქმეა, გაარკვიოთ,
საიდან გაჩნდა ეს ანგარიშები!
დეტექტივები მდუმარედ ისხდნენ გვერდიგ ვერდ, მელოდებოდნენ.
- საერთოდ რამეს აკეთებთ, ჩემი ცოლი რომ იპოვოთ? რა ვერსიებს ამუშა-
ვებთ, გარდა იმისა, რომ მე ვარ დამნაშავე?

213
სახლი აზანზარდა, ცა თითქოს გაიხლიჩა, ღია ფანჯარაში დავინახეთ, რო-
გორ ჩაგ ვიფრინა რეაქტიულმა თვითმფრინავმა და მდინარის თავზე გა-
დაიარა.
- „ფ-10“, - თქვა რონდამ.
- არა, მეტისმეტად პატარაა - თქვა გილპინმა - მე მგონი, ეს უნდა იყოს...
- არა, ეს „ფ-10“-ია, - თქვა ბონიმ. ბონი ჩემკენ გადმოიხარა, ხელი გადაჭ-
დობილი ჰქონდა. - ნიკ, ჩვენი საქმეა დავრწმუნდეთ, რომ ასი პროცენტით
სუფთა ხართ, - თქვა მან. - ეჭვი მაქვს, თქვენც იგივე გინდათ. ახლა აუცილე-
ბელია დაგ ვეხმაროთ ამ წვრილმანებში გავერკვეთ. წვრილმანებში, რომლე-
ბიც გვაბნევენ.
- მე მგონი, დროა ადვოკატი მოვითხოვო - ვთქვი.
დეტექტივებმა ერთმანეთს ისე გადახედეს, თითქოს ნაძლევი ჰქონდათ და-
დებული.

ემი ელიოტ-დანი ოქტომბერი 21, 2011 დღიური

ნიკის დედა გარდაიცვალა. დიდხანს ვერ ვწერდი დღიურს, რადგან ნიკის


დედა კვდებოდა, მისი ვაჟიშვილი კი თითქოს გაგიჟდა. კეთილი, ჯიუტი მორი-
ნი. ფეხზე იდგა და გონებაც საღი ჰქონდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე
დღით ადრეც კი, უარს ამბობდა სიცოცხლის გაგრძელების მეთოდების გან-
ხილვაზე.
- მინდა ვიცოცხლო მანამ, სანამ ჯერ კიდევ ქმედუნარიანი ვიქნები. - ამ-
ბობდა.
იგი ქსოვდა ქუდებს სხვა ავადმყოფებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიას
გადიოდნენ (თვითონ კი ქიმიოთერაპიას თავი დაანება, ერთი ციკლის შემდეგ -
არ უნდოდა სიცოცხლის გაგრძელება, როგორც ამბობდა, მილაკებზე მიერთე-
ბულს), ამიტომ ყოველთვის ნათელი ფერის ძაფის გორგლების გარემოცვაში
მემახსოვრება, - წითელი, ყვითელი, მწვანე, - და მუდმივად მოძრაობაში მყო-

214
ფი ხელებით. საქსოვი ჯოხებით, რომლებიც ჩხაკუნობდნენ. და სანამ ქსოვდა,
მორინი კატასავით კრუტუნებდა, ჩუმად და მიმაძინებლად.
შემდეგ, სექტემბრის ერთ დილას, გაიღვიძა, მაგრამ სინამდვილეში ეს
აღარ იყო მორინი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში დაპატა-
რავდა, მოიჭმუხნა, დანაოჭდა, ქალს კი არა, ჩიტს დაემსგავსა. ოთახში აქეთ--
იქით აწყდებოდა, ვერავის ვეღარ ცნობდა, საკუთარ თავსაც კი. ასე შემოვიდა
ჩვენს ცხოვრებაში „ჰოსპისი“ რბილი შუ ქით განათებული, კედლებზე ქალების
პორტრეტებითა და პეიზაჟებით, ყავისა და ბუტერბროდების ავ ტომატებით.
„ჰოსპისი“ არ არის იმაზე გათვლილი, რომ ადამიანი გამოაჯანმრთელოს, არა-
მედ იმაზე, რომ კომფორტულად მიიცვალოს. და მართლაც, სამი დღის შემდეგ
ის გარდაიცვალა. სინამდვილეში, მე მგონი, მორინს სწორედ ასე უნდოდა
(დარწმუნებული ვარ, მორინს ეს ფრაზა რომ ენახა, თვალები შუბლზე აუვი-
დოდა: მორინს სწორედ ასე უნდოდა).
მისი დაკრძალვა, მოკრძალებული თუმც კი, ემოციური გამოვიდა. შეიკრი-
ბა ასიოდე ადამიანი, გარეგნულად მისი მსგავსნი - ომაჰიდან ჩამოსული მისი
და ფუსფუსებდა, ყავასა და „ბეილისს“ (ბაილეყს - ირლანდიური ლიქიორი. -
მთარგმნ. შენიშვნ.) უსხამდა ყველას, ნამცხვარს არიგებდა და ჰყვებოდა სახა-
ლისო ისტორიებს მისი ცხოვრებიდან. მიწას თბილ, მაგრამ ქარიან დღეს მივა-
ბარეთ. გო და ნიკი ერთმანეთს მიკრულები იდგნენ, მე კი შორიახლოს ვიდე ქი
და თავს ზედმეტად ვგრძნობდი. იმ ღამით, ლოგინ ში, ნიკმა მომცა უფლება
ჩავხუტებოდი, მაგრამ რამდენიმე წუთის მერე თავი გაითავისუფლა და მით-
ხრა: ჰაერზე უნდა გავიდეო, და სახლი დატოვა.
დედამისი ყოველთვის ზრუნავდა მასზე. დაიჟინა, რომ კვირაში ერთხელ
მოსულიყო ჩვენთან, და დაეუთოებინა დასაუთოებელი. ყოველ ჯერზე, როცა
აუთოებდა, ამბობდა, „მე მხოლოდ ცოტას გეხმარებით, რომ ყველაფერი წეს-
რიგში გ ქონდეთ“. როდესაც მიდიოდა, მაცივარში ნიკისთვის მომზადებული
თხელ ნაჭრებად დაჭრილი გრეიპფრუტი მხვდებოდა, - კონტეინერში დებდა
ზემოთ. შემდეგ საპურეს ვხსნიდი და ვხედავდი, რომ მომ პურს ქერქები მოაჭ-
რა, ყოველ ნაჭერს. მე ვარ ცოლი 34 წლის მამაკაცისა, რომელიც ჯერაც უარს
ამბობს ჭამოს ქერქიანი პური!
მეც იმავეს კეთება გავაგრძელე, მორინის გარდაცვალებიდან პირველი კვი-
რის განმავლობაში: ვაჭრიდი პურს ქერქებს, ვაუთოებდი ნიკის მაისურებს,
ვაცხობდი მოცხარის ნამცხვარს, დედამისის რეცეპტით.

215
- ემი, სრულიადაც არ მინდა, ბავშვი ვიყო, - მითხრა ნიკმა, როდესაც ქერ-
ქებმოცილებული პური ნახა, - დედაჩემს ამის უფლებას ვაძლევდი, რადგან ეს
მას სიხარულს ანიჭებდა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენ არ მოგწონს ასეთი
მზრუნველობა.
ასე რომ, შავ კვადრატებს დავუბრუნდით. კეთილი, მოსიყვარულე, ალერ-
სიანი ნიკი სადღაც გაქრა. მობრუნდა უხეში, მუდამ გაღიზიანებული, ბრა-
ზიანი ნიკი. საერთოდ, ძნელბედობის ჟამს მიღებულია, მეუღლის მხარს დაეყ-
რდნო, თუმცა, მე და ნიკს ეს არასოდეს გამოგ ვდიოდა. ის დედიკოს ბიჭია, რო-
მელსაც გარდაეცვალა დედიკო. მას არაფერი არ უნდოდა მიეღო ჩემგან.
თუ ნიკს ჰქონდა სურვილი, სექსისთვის მიყენებდა. მაგიდაზე გადამაწვენ-
და, ანდა საწოლზე და მჟიმავდა. მდუმარედ, ბოლო მომენტამდე, როდესაც
რამდენჯერმე სწრაფ, ღრუტუნის მსგავს ბგერებს გამოსცემდა. შემდეგ გამიშ-
ვებდა და მხოლოდ ზურგზე რამდენჯერმე გადამისვამდა ხელს. ერთადერთი
ინტიმური მოძრაობა. და ამბობდა სიტ ყვებს, რომლებიც, მისი ჭკუით, ამ
ყველფერს თამაშად აქცევდა.
- შენ ისეთი სექსუალური ხარ, რომ ზოგჯერ თავსაც ვერ ვიკავებ. - ამ ყვე-
ლაფერს ის უსიცოცხლო ინტონაციით ამბობდა.
ტესტი: თქვენი ქმარი, რომელთანაც წინათ გ ქონდათ შესანიშნავი სქესობ-
რივი ცხოვრება, უცებ ხდება ცივი და განყენებული, მას მხოლოდ ზოგჯერ უნ-
დებით სექსისთვის.
თქვენ:
ა) უარს ეუბნებით სექსზე, მან არ უნდა მოიგოს ეს თამაში.
ბ) ტირით და ჩივით და მოითხოვთ ალერსს, რომლის მოსაცემად ის მზად
არ არის, რაც მასში კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას იწვევს.
გ) გჯერათ იმისა, რომ ეს მხოლოდ დროებითი, რთული პერიოდია, ხან-
გრძლივ ცოლქმრულ ცხოვრებაში. თქვენს ქმარს უიღბლო დღეები აქვს. ასე
რომ, შეეცადეთ გგაუგოთ და დაელოდეთ უკეთეს დროებას.
სწორი პასუხი: „გ)“. ხომ ესეა?
რა თქმა უნდა, მე მაწუხებს, რომ ჩემი ოჯახი დაშლის პირასაა, მე კი არ
ვიცი, რა ვიღონო. შესაძლოა თქვენ გგონიათ, რომ უნდა დაველაპარაკო ჩემს
მშობლებს, ფსიქოლოგების ტანდემს, მაგრამ ამისთვის მეტისმეტად ამაყი
ვარ. ისინი ვერ მომცემენ სასარგებლო რჩევას, ისინი სულიერი მეგობრები
არიან, გახსოვთ? მათ მხოლოდ აღმაფრენა ჰქონდათ ურთიერთობაში და არა-
სოდეს - ჩავარდნა. ერთი დაუსრულებელი ამოფრქვევა ოჯახური სიხარული-

216
სა. ვერ მივალ და ვერ ვეტ ყვი, რომ ჩემი ქორწინების გამო ვწუხვარ. ეგრევე
დაწერენ ახალ წიგნს, სადაც საოცარი ემი ყოველგვარი პრობლემების გარეშე
ზეიმობს ფანტასტიკური, იდეალური ქორწინების იუბილეს, რომელიც კი
ოდესმე ყოფილა... რადგან ყოველთვის იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს.
არადა, ვწუხვარ. დღე და ღამე. ვიცი, ჩემი ქმრის გემოვნებით, უკვე მეტის-
მეტად ბებერი ვარ. როდესაც ექვსი წლის წინ მის იდეალს შევესაბამებოდი,
მახსოვს, როგორ სასტიკად მსჯელობდა ორმოცს მიტანებულ ქალებზე: რა სა-
ცოდავები არიან მის თვალში, ზედმეტად ჩაცმულ-მოკაზმულები, ბარებში მა-
მაკაცების ყურადღება რომ უნდათ მიიპყრონ, არადა, ძველი მომხიბვლელობა
უკვე დაკარგული აქვთ. ბარიდან როდესაც ბრუნდებოდა, ნებისმიერი ბარი-
დან, ნასვამი, ვეკითხებოდი ხოლმე, როგორი იყო, და ყოველთვის მპასუხობ-
და: სავსე „დაკარგული შანსებით“, - ასე ეძახდა ჩემი ახლანდელი ასაკის ქა-
ლებს. მაშინ მე, ოცდაათიოდე წლის გოგო, მასთან ერთად ვხითხითებდი,
თითქოს ეს საერთოდაც არ მემუქრებოდა. ახლა კი მისი საკუთარი „დაკარგუ-
ლი შანსი“ ვარ და ნიკი ჩემთან თავს ისე გრძნობს, როგორც ხაფანგში მომ-
წყვდეული. შესაძლოა, სწორედ ამიტომაცაა ამდენად გაბრაზებული.
ბავშვებთან ურთიერთობით ვშველი ჩემს თავს. ყოველდღე მივდივარ ნო-
ელთან და მის სამ ტყუპთან - ბავშვების ფუმფულა ხელები ჩემს თმაში, მათი
სველი სუნთქვა ჩემს კისერზე. ახლა ვხვდები, რატომ ამბობენ ხოლმე ქალები,
რომ მზად არიან გადაყლაპონ ბავშვი! მზადა ვარ კოვზითაც კი შევ ჭამო, იმ-
დენად ტკბილები არიან! ამავე დროს, როდესაც ვუყურებ ამ სამ პატარას, შუ-
ადღის ძილის შემდეგ გალენჩებულები როგორ იფშვნეტენ თვალებს, როგორ
მისდევენ დედას ბაჯბაჯით, ხელებსა და ფეხებზე ეკიდებიან ისე, თითქოს იგია
ყველაფრის საყრდენი, თითქოს იციან, რომ მასთან დაცულები იქნებიან... გუ-
ლი მეწურება. ზოგჯერ ეს სურათი გულს მტკენს.
გუშინ ნოელთან ვიყავი და საბოლოოდ მოვიშალე. შესაძლოა, ამიტომაც
მოვიქეცი სულელივით.
ნიკი სახლში დაბრუნდა, საძინებელში მიპოვა, სურნელოვანი ახალმიღე-
ბული შხაპის შემდეგ, ჰოდა, უმალ მიმაყენა კედელთან და გამჟიმა. როდესაც
საქმეს მორჩა და გამიშვა, დავინახე ჩემი ტუჩების სველი ანაბეჭდი და იქვე -
ლურჯი საღებავი. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, და მითხრა: „უკაცრავად, მაგ-
რამ მე ეს მჭირდებოდა“. თანაც გვერდზე გაიხედა.
მის გვერდით ჩამოვჯე ქი, მოვეხვიე, თითქოს არაფერი განსაკუთრებული
არ მომხდარიყოს, - სასიამოვნო ცოლქმრული რიტუალი - და ვუთხარი:

217
- იცი, რას ვფიქრობ?…
- ჰო, რას?
- მე მგონი, ახლა სწორედაც კარგი დროა ოჯახის ნამდვილი დასაწყისის-
თვის, იმისთვის, რომ დაორსულება ვცადო...
ვიცოდი, ნიკისთვის ამის თქმა სრული სიგიჟეა, მაგრამ ვერაფერი მოვუ-
ხერხე თავს - მე თვითონ ვიყავი სიგიჟემდე მისული ქალი, რომელსაც დაორ-
სულება უნდა, რადგან ეს მის ოჯახს გადაარჩენს.
რაოდენ დამამცირებელია, როდესაც ემსგავსები იმას, ვისაც წინათ დასცი-
ნოდი.
ნიკი გვერდზე გაიწია.
- ახლა? მე მგონი ახლა ყველაზე ცუდი დროა ოჯახის შესაქმნელად, ემი,
შენ უმუშევარი ხარ...
- ვიცი, მაგრამ მინდა ბავშვთან ერთად ვიჯდე სახლში, მაინც უსაქმოდ
ვზივარ...
- ემი, დედაჩემი ეს-ესაა გარდაიცვალა.
- ბავშვი იქნება სიცოცხლის გაგრძელება, ახალი დასაწყისი.
ნიკმა მხრებში ჩამკიდა ხელი და პირველად შემომხედა თვალებში, მთელი
ერთი კვირის განმავლობაში.
- ემი, შენ გგონია, რადგან დედაჩემი გარდაიცვალა, ჩვენ ნიუ-იორკში დავ-
ბრუნდებით, ბავშვებს გავაჩენთ და ძველებური ცხოვრება გვექნება? მაგრამ
საამისოდ საკმარისი ფული არ გვაქვს. ჩვენ აქაც კი ძლივს გაგ ვაქვს თავი. შენ
ვერც კი წარმოიდგენ, რამდენს ვშრომობ ყოველდღე, რომ როგორმე გამოვ-
ძვრეთ ამ მძიმე სიტუაციიდან. ჩვენ ფინანსურ უფსკრულში ვართ. ვერ მოვა-
ხერხებ ჩვენი და კიდევ დამატებით, ბავშვების უზრუნველყოფას. მინდა მივცე
მათ ყველაფერი, რაც შენ მიიღე ბავშვობაში, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძ-
ლია. პატარა დანები ვერც კერძო სკოლაში ივლიან, ვერც ჩოგბურთზე, ვერც
ვიოლინოზე და ვერც საზაფხულო პანსიონატებში. შენ ჩვენი სიღარიბე შეგ-
ძულდება, ნამდვილად შეგძულდება.
- ნიკ, ბრიყვი ნუ გგონივარ...
- შენ რა, მართლა ფიქრობ, რომ ჩვენ მშვენიერ სიტუაციაში ვართ და შე-
იძლება ბავშვები გავიჩინოთ?
ჩვენ ძალიან შორს წავედით ჩვენი საოჯახო მდგომარეობის განხილვაში
და დავინახე, რომ ნიკი უკვე ნანობს რაღაც-რაღაცებს, იქიდან რაც მითხრა.

218
- ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაწვება, ძვირფასო - ვთქვი - ჩვენ ხში-
რად ვჩხუბობთ წვრილმანების გამო და ისიც ვიცი, რომ მე ყოველთვის მართა-
ლი არ ვარ. უბრალოდ, მე აქ ჩემს გემოზე ვერა ვგრძნობ თავს.
- ესე იგი, ჩვენ უნდა დავემსგავსოთ იმ წყვილებს, რომლებიც აჩენენ ბავ-
შვებს, რომ მოაწესრიგონ ოჯახური ურთიერთობა? რადგან ეს ყოველთვის შე-
საბამის შედეგს იძლევა.
- გავაჩინოთ ბავშვი, რადგან...
მზერა დაებინდა, - თითქოს ავი ნაგაზი მიყურებსო, - ხელები მხრებში ჩა-
მავლო კვლავ.
- არა, ემი, ოღონდ ახლა არა. მე ისედაც სტრესულ მდგომარეობაში ვარ,
ახალ პრობლემას ვეღარ გავუძლებ. ეს ზეწოლა დამანგრევს.
აი, ახლა კი ვგრძნობ, რომ სიმართლეს მეუბნება.

ნიკ დანი ექვსი დღის შემდეგ

ნებისმიერ გამოძიებაში პირველი 48 საათია მნიშვნელოვანი, ემი თითქმის


ერთი კვირის წინ გაქრა. მის პატივსაცემად გადაწყდა ყოველდღე დავანთოთ
სანთლები ტომ სოიერის პარკში, რომელიც, პრესის მტკიცებით, ემი ელიოტ--
დანის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო (ისიც კი არ ვიცი, ერთხელ მა-
ინც თუ შესულა იქ ემი. მიუხედავად მისი სახელისა, პარკი მიგ დებულია, ჭუჭ-
ყიანი, ხეების გარეშე ქვიშის სათამაშო მოედნებით, რომლებიც ძაღლების ექ-
სკრემენტებითაა სავსე, სრულიად არაა მარკ ტვენისეული). განვლილი ოცდა-
ოთხი საათის განმავლობაში ნაციონალური ტელეარხებზე ტრიალებს სიუჟე-
ტი ჩვენ შესახებ - ის იყო ყველგან და ყველას შეეძლო ნახვა.
მადლობა ღმერთს, ელიოტებს ჩემი სჯეროდათ. მერიბეთმა დამირეკა გუ-
შინ საღამოს, როდესაც გონზე მოვდიოდი პოლიციის დაჟინებული დაკითხვის
შემდეგ. ჩემმა სიდედრმა უყურა ელენ ებოტის გადაცემას და მითხრა, რომ ეს
ქალი ჩათლახია და რეიტინგის მოსაპოვებლად ყველაფერს იკადრებს. დღე-

219
ვანდელი დღის უმეტესი ნაწილი სტრატეგიის შემუშავებას მოვანდომეთ, რო-
გორ გადმოვიყვანოთ მედია ჩვენს მხარეზე.
მედიას (ჩემი ყოფილი კლანი, ჩემი ხალხი) ამ ამბისთვის საკუთარი ინტერ-
პრეტაციის მიცემა მეტისმეტად მოეწონა. ასევე, ეს „საოცარი ემის“ და
ელიოტების ხანგრძლივი ცოლქმრობის ისტორიაცაა. ერთი სიტ ყვაც კი არავის
დაუძრავს იმაზე, რომ წიგნების სერიამ პოპულარობა დაკარგა, რომ ავ ტორები
თითქმის გაკოტრდნენ. ახლა, ამ წუთას ელიოტებს ყველა აქებდა და სიყვა-
რულს უხსნიდა. მედიას ისინი უყვარდა.
მე კი მაინცდამაინც არ ვუყვარდი. მედიისთვის მე ვიყავი სუბიექტი, რომე-
ლიც დიდ ნდობას არ იმსახურებს. ამის მიზეზი მხოლოდ ის ინფორმაცია არ
იყო, რომელმაც გაჟონა - რომ არ მაქვს ალიბი. არც ის, რომ დანაშულის ად-
გილი, შესაძლოა, ინსცენირების შედეგია, არამედ, ჩემი ხასიათის ზოგიერთი
თვისებაც. ჟურნალისტებმა თქვეს, რომ სკოლაში სწავლისას, არც ერთ გოგოს
ორ თვეზე მეტხანს არ ვხვდებოდი და ნამდვილად მე ქალთანე ვარ. მათ ასევე
გაიგეს, რომ მამაჩემი ამჟამად პანსიონატ „კომფორთ ჰილშია“ და მე იშ-
ვიათად მივდივარ მის სანახავად. ეგრევე უმადურ შვილად ვიქეცი.
- ეს პრობლემაა, შენ მათ არ მოსწონხარ. - მეუბნება გო ახალი ამბების
ყველა გამოშვების შემდეგ. - ეს მართლა სერიოზული პრობლემაა, ლენს.
მედიამ გააცოცხლა ის სახელი, რომელსაც ვერ ვიტანდი. ყოველი სასწავ-
ლო წლის დასაწყისში აღშფოთებით ვიმეორებდი, მე ნიკი ვარ, მე ნიკი ვარ.
ყოველ სექტემბერს ეს რიტუალივით მეორდებოდა: „მე მინდა ვიყო ნიკი.“ ყო-
ველთვის გამოჩნდებოდა რომელიმე ონავარი ბავშვი, რომელიც დერეფან ში
მომდევდა ხელოვნური გალანტურობით და საზიზღარი ხმით იმეორებდა: „ჰაი,
მე ლენსი ვარ, მე ლენსი ვარ“. შემდეგ კი ყველას ყველაფერი ავიწყდებოდა,
შემდეგი წლის დასაწყისამდე.
მაგრამ ახლა არაფერი წყდება. ეს სახელი ტრიალებს ყველა საინფორმა-
ციო გამოშვებაში. სასტიკი სამჯერადი სახელი, როგორც ტიპური მკვლელის
სახელი - ლენს ნიკოლას დანი - მე კი ვერაფერს ვცვლი.
რენდმა და მერიბეთ ელიოტებმა, გომ და მე ღამე ერთად გავათენეთ. ჩემ-
თვის გაურკვეველი იყო, რა მოცულობის კომპრომატი აქვთ მათ საკუთარ სი-
ძეზე. ის კი ვიცოდი, რომ მათ უკვე შეატ ყობინეს - დანაშაულის სცენა „დად-
გმულია“:
- მე თქვენ კარგ იურისტებს გამოგიგზავნით, - მითხრა რენდმა ჩუმად, -
ისინი დაამტკიცებენ. რომ ეს მართლაც ბრძოლის კვალია. ჭეშმარიტება მოქ-

220
ნილი რამაა, მთავარია, სწორი ექსპერტი იპოვო.
მაგრამ რენდმა არ იცოდა დანარჩენი: საკრედიტო ბარათები, სიცოცხლის
დაზღვევის ამბავი, სისხლი. არც ნოელ ჰოტორნის შესახებ იცოდა რამე, რომე-
ლიც ჩემი ცოლის „საუკეთესო მეგობარია“, და რომელმაც საშინელი განცხა-
დებები გააკეთა ჩემზე, რომ მე ვარ ხარბი, საშიში და ანგარებიანი კაცი. ამ სა-
ღამოს ის ელენ ებოტის შოუში მიიწვიეს. ეს ორი ძუკნა აუდიტორიის წინაშე,
ჩემ მიმართ თავის სიძულვილზე ისაუბრებს. იმსჯელებენ, როგორ ვერ მიტა-
ნენ და ვეჯავრები.
მაგრამ ყველას არ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ. წინა კვი-
რას, ბარის საქმე წინ წავიდა - ასობით კლიენტი შემოდიოდა კათხა ლუდისა
და პოპკორნის მისართმევად ბარში, რომელიც ეკუთვნოდა ლენს ნიკოლას
დანს, შესაძლო მკვლელს. გო იძულებული გახდა ოთხი ახალგაზრდა დამხმა-
რეებად აეყვანა, საქმეს რომ მორეოდნენ. ერთხელაც შენიშნა: აღარ შეუძლია
იქ გაჩერება. ვეღარ იტანს იმ წყეულ უსაქმურებს, რომლებიც ჩვენს ლუდს
სვამენ და ჩემზე ჭორაობენ.
- ეს საზიზღრობაა - ამბობდა გო - მაგრამ ფული ძალიანაც გამოგ ვადგება,
თუ...
ემი უკვე ექვსი დღეა, რაც გაქრა და ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, თუ რა
მოხდება. პარკისკენ მივდიოდით მანქანით, ხმას არ ვიღებდით, მხოლოდ მე-
რიბეთი აკაკუნებდა ფრჩხილით მანქანის მინაზე.
- ლამისაა ორმაგ პაემანზე ვართ. - ჩაიცინა რენდმა, მაგრამ ცოტა არ იყოს
ისტერიული ხმით. წვრილი, წიკვინა ხმით. რენდ ელიოტი, გენიალური ფსიქო-
ლოგი, ბესტსელერების ავ ტორი, ყველას მეგობარი, აშკარად მოტ ყდა.
პრაქტიკულმა მერიბეთმა თვითმკურნალობას მიმართა, გარკვეული, მკაც-
რად მოზომილი ინტერვალების შემდეგ, თითო ჭიქა მაგარ სასმელს იღებდა.
ეს სტრესს უხსნიდა, თანაც არ ათრობდა, საღი აზროვნების უნარს უნარჩუ-
ნებდა. რენდი კი, მეორე მხრივ, თავს კარგავდა ამ სიტ ყვის პირდაპირი მნიშ-
ვნელობით. ვუყურებდი და ველოდებოდი, აი, მისი თავი ახტება, მხრებს მოს-
წყდება, როგორც ზარდახშიდან უეცრად ამომხტარი ჯამბაზის თავი - კუ-
კუუუუუუ! რენდის ლაპარაკის მანიაკური მოთხოვნილება ჰქონდა - ლაპარაკს
უწყებდა ყველას, პირველ შემხვედრს, ეხვეოდა პოლიციელებს, ჟურნალის-
ტებს, მოხალისეებს. განსაკუთრებით ცუდ დღეში იყო „მეკავშირე“ სასტუმრო
„დეიზიდან“, აწეწილი, მორიდებული ბიჭი, სახელად დონი, რომელსაც რენდი
ხუმრობას უწყობდა და მერე გამოუტ ყებოდა ხოლმე.

221
- უბრალოდ გეხუმრები - ამბობდა და დონიც გახარებული იღიმებოდა.
- არ შეიძლება, ეს ბავშვი სადმე სხვაგან იმკვიდრებდეს თავს? - შევჩივლე
გოს გუშინ.
მან მითხრა, რომ უბრალოდ ვეჭვიანობ, რადგან ჩემმა სიმამრმა ჩემს ნაც-
ვლად სხვა შეიყვარა. მართლაც ასე იყო.
როდესაც პარკში მივდიოდით, მერიბეთმა რენდს მხარზე ხელი მოუთათუ-
ნა. მეც მომინდა მეგრძნო ვინმეს მეგობრული შეხება და ეს იმდენად მომინდა,
რომ ლამის კვნესის მაგ ვარი ხმა აღმომხდა. დიახ, მჭირდებოდა ვიღაც, მაგრამ
ენდი თუ ემი, ვერ გამეგო.
- ნიკ? - მითხრა გომ და უკვე ხელი უნდა დაედო ჩემს მხარზე, მაგრამ
მხრების აჩეჩით გამოვიწიე.
- უკაცრავად, რაღაც სისულელეა - ვთქვი მე - წამიერი სისუსტე, დანებს
არ ეკადრებათ.
- კარგი, დიდი ამბავი - გომ წინ გაიხედა. - ჩვენ ახლა ბევრ ისეთ რაღაცას
ვაკეთებთ, რაც არ გვეკადრება.
რაც გომ ჩემი „სიტუაცია“ აღმოაჩინა, - ასე ეძახდა ჩემს ღალატს, - საკმა-
ოდ ცივად ეჭირა თავი, მზერა სივრცეში ჰქონდა მიმართული და მუდმივად
ჩაფიქრებული იყო. ყველანაირად ვცდილობდი, არ მწყენოდა.
როდესაც პარკში შევედით, დავინახე, რომ ყველგან იყვნენ რეპორტიორე-
ბი, არა მხოლოდ ადგილობრივი არხებიდან, არამედ ცენტრალურიდანაც. და-
ნები და ელიოტები ამ ბრბოს პერიმეტრზე უვლიდნენ. რენდი იღიმებოდა და
თავს უკრავდა ვიზიტზე მყოფი ცნობილი პიროვნების მსგავსად. გილპინი და
ბონი გამოჩნდნენ და კეთილგან წყობილი პოინტერებივით აგ ვეკიდნენ. ისე შე-
ვეჩვიეთ მათ, როგორც ძველ ავეჯს. ეტ ყობა, ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული.
ბონის ეცვა მკაცრი შავი ქვედაბოლო და ნაცრისფერზოლიანი ბლუზა, რასაც,
როგორც ჩანს, ყველა ოფიციალურ მიღებაზე იცვამდა. თხელი თმა ორივე
მხრიდან რაღაც სარჭით ჰქონდა აკრული... „გოგონა მყავდა სახელად ბონი
მორონი...“ ღამე იყო ცხელი და ტენიანი, ბონის იღლიებქვეშ ოფლის მუ ქი ლა-
ქები „სმაილიკებივით“ ჩანდა. ბონი მხიარულად მიღიმოდა, თითქოს გუშინ-
დელ ბრალდებებს - განა ბრალდებები არ იყო? - ადგილი საერთოდაც არ ჰქო-
ნია.
ელიოტებთან ერთად ავედი ხის დროებით სცენაზე. მივბრუნდი, ჩემს ტყუ-
პისცალს გავხედე და მან მიმიკით მანიშნა, „ღრმად ისუნთქე, არ გაიღიმო“, გა-
მახსენა, როგორ უნდა ვისუნთქო. ასობით თვალი მომჩერებოდა, ისმოდა ფო-

222
ტოკამერების ჩხაკუნი, იქაურობას ბლიცების შუ ქი ანათებდა. არ გაიღიმო,
ვუთხარი ჩემს თავს. არ გაიღიმო!
წინა რიგში ათობით ადამიანს ეცვა მაისური წარწერით „იპოვე ემი!“
მაისურებიდან ცოლი შემომყურებდა. გომ მითხრა, რომ მოკლე სიტ ყვა უნდა
ვთქვა (უფრო ადამიანური უნდა გახდე, თანაც, რაც შეიძლება სწრაფად!).
ასეც მოვიქეცი, მივედი მიკროფონთან, რომელიც მეტისმეტად დაბლა იყო და-
ყენებული, ლამისაა ჩემი ჭიპის დონეზე. რამდენიმე წამი მიკროფონს ვე ჭიდა-
ვე, მაგრამ მხოლოდ ოდნავ ავწიე, ერთ დიუიმზე - როგორც წესი, ასეთი ხარ-
ვეზები მაცოფებს ხოლმე, მაგრამ გაცოფებული ვეღარ გამოვჩნდებოდი პუბ-
ლიკის წინაშე, ასე რომ, ღრმად ჩავისუნთქე, მიკროფონისკენ დავიხარე და წა-
ვიკითხე სიტ ყვა, რომელიც ჩემმა დამ დამიწერა.
„ჩემი ცოლი, ემი დანი, თითქმის ერთი კვირაა, რაც გაუჩინარდა. მე არ
ძალმიძს იმ ტკივილის აღწერა, რომელსაც ჩემი ოჯახი განიცდის, იმ საზარე-
ლი სიცარიელის, ემის გაქრობით რომ წარმოიშვა. ემი ჩემი ცხოვრების სიყვა-
რული, ჩვენი ოჯახის სული და გულია. ვინც ემის არ იცნობს, ვეტ ყვი, იგი
მხიარული, მომხიბლავი და კეთილია, დაბრძენებული და თბილი. ჩემი დამ-
ხმარე და პარტნიორია ყველა საქმეში“, - თვალი გადავავლე ბრბოს და უცებ,
თითქოს რაღაც ჯადოქრობააო, დავინახე ენდი, რომელსაც სახეზე ისეთი ზიზ-
ღი ეწერა, რომ თავი სასწრაფოდ ქაღალდში ჩავრგე, - „ემი ქალია, რომელთან
ერთად მსურს დაბერება და ვიცი, ასეც მოხდება“.
პაუზა. ღრმად ისუნთქე. არ გაიღიმო.
გომ მართლაც დაწერა ეს სიტ ყვები ბარათზე. „მოხდება, მოხდება, მოხდე-
ბა“ - ჩემი ხმა დინამიკებიდან ექოდ ვრცელდება და მდინარემდე აღწევს.
- „გთხოვთ, მოგ ვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია. ამ ღამით სანთლებს
ავანთებთ იმის იმედით, რომ ემი შინ მალე და უვნებლად დაბრუნდება. მიყ-
ვარხარ, ემი“.
თვალს საგულდაგულოდ ვაშორებდი იმ ადგილს, სადაც ენდი იდგა. პარკში
სანთლები აკიაფდა. იგულისხმებოდა, რომ ამ მომენტში უნდა ყოფილიყო
„დუმილის წუთი“, თუმცა, პატარა ბავშვები ტიროდნენ, ვიღაც უსახლკარო
ბარბაცით მიიკვლევდა გზას ხალხში და ხმამაღლა კითხულობდა:
- ჰეი, ეს რა არის? აქ რა ხდება?
ვიღაცამ ემის სახელი უჩურჩულა და მთვრალმა ხმამაღლა იკითხა:
- რაო? ვის გამოო?

223
ხალხის ჯგროდან სცენისკენ ნოელ ჰოტორნი დაიძრა, ცხადია - სამივე
ტყუპთან ერთად. ერთი ხელში ჰყავდა, ორი კი ქვედაბოლოზე ეკიდებოდა.
ბავშვები წარმოუდგენლად პატარები ჩანდნენ ადამიანისთვის, ვისაც ბავ-
შვებთან საქმე არ ჰქონია. ხალხმა გაატარა ისინი და, აი, ნოელი ბავშვებთან
ერთად სცენის კიდეს მოადგა და ქვემოდან ამომაჩერდა. გაღიზანებულმა დავ-
ხედე, - ამ ქალმა ცილი დამ წამა! - და უცებ შევნიშნე, რომ მუცელი წამოზ-
რდილი ჰქონდა. კვლავაც ორსულადაა! გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. ოთხი
ბავშვი! ღმერთო ჩემო! და მოგ ვიანებით, როცა ჩემი მზერა გაანალიზეს, ბევ-
რმა ადამიანმა დაიჯერა, რომ ის შიშისა და ბრაზის გამომხატველი იყო.
- ჰაი, ნიკ, - ნახევრად აწეულმა მიკროფონმა მისი ხმა დაიჭირა და ყველას
გასაგონად გადასცა.
ხელი ვტაცე მიკროფონს, მინდოდა გამომერთო, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე.
- მე მხოლოდ თვალებში მინდა ჩაგხედო! - თქვა მან და ცრემლები წასკდა.
ცრემლნარევი ქვითინის ხმა იქაურობას მოედო, აუდიტორია ჩაჩუმდა.
- სად არის ემი? რა უყავი ემის? რა უყავი შენს ცოლს?
„ცოლს, ცოლს...“ ექომ გაიმეორა მისი ხმა. მისი ორი ბავშვი დაფრთხა და
აჭიჭყინდა.
რაღაც წამს ნოელი ვეღარ ლაპარაკობდა, ხმამაღლა ტიროდა, შემდეგ კი
გააფთრებულმა ხელი სტაცა მიკროფონს და სცენიდან თავისკენ გადმოსწია.
მე დავაპირე ჩემკენ გამომე ქაჩა, მაგრამ უცებ მივხვდი, სახალხოდ, ორსულ,
სამბავშვიან ქალთან ხელჩართული ჩხუბის დაწყება არ შეიძლებოდა. მაიკ
ჰოტორნის ძიებაში თვალი შემოვავლე იქაურობას, მაგრამ ვერ დავინახე. ნო-
ელმა იქ შეკრებილ ხალხს მიმართა:
- მე ემის საუკეთესო მეგობარი ვარ!
„მეგობარი, მეგობარი, მეგობარი“ - მისი სიტ ყვები, ბავშვების ჭიჭყინთან
ერთად, მთელ პარკში ისმოდა.
- მიუხედავად ჩემი ყველა მცდელობისა, პოლიცია უარს ამბობს სერიოზუ-
ლად მომისმინოს. ამიტომ, სათქმელი ქალაქს უნდა ვუთხრა, ამ ქალაქს, რო-
მელსაც ემი უყვარდა.
- ამ კაცმა, ნიკ დანმა უნდა გვიპასუხოს რამდენიმე შეკითხვაზე. უნდა გვი-
პასუხოს, რა უყო თავის ცოლს!
ამ დროს ბონი სცენისკენ წამოვიდა, ნოელი მოტრიალდა და მათ ერთმა-
ნეთს შეხედეს. ბონიმ ყელზე გაისვა ხელი, ანიშნა გაჩერდიო.
- რა უყო თავის ორსულ ცოლს!

224
ამის მერე ვეღარავინ ხედავდა სანთლების ალს, რადგან იქაურობა ფოტო-
რეპორტიორთა ბლიცებმა გააჩახჩახა. ჩემ გვერდით მდგომმა რენდმა რაღაც
უცნაური ხმა გამოსცა, თითქოს გაბერილ რეზინის ბუშტზე ძალით გადაატა-
რესო ხელი. ბონიმ თითები შუბლზე მიიჭირა, თითქოს თავი უსკდებაო ტკივი-
ლისგან. გარშემო ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს სტრობოსკოპში (მოწყობი-
ლობა, რომელიც უშვებს სინათლის განმეორებით, მრავალჯერად იმპულსებს
ანდა აჩვენებს მოძრავ ნახატებს. - მთარგმნ. შენიშვნ.), სადაც ცალკეული
კადრების გამოჩენის რიტმი ჩემს გულისცემას ემთხვეოდა.
ხალხში ენდის ცრემლიანი, ალეწილი, გაგიჟებული სახე დავინახე. თვალს
არ მაცილებდა. ჩვენი მზერა გადაიკვეთა და ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რა
მითხრა: „შე ნაძირალავ!“ და ხალხში გაუჩინარდა.
- უნდა წავიდეთ, - მიჩურჩულა გომ და მკლავზე მომქაჩა. კამერები მომჩე-
რებოდნენ. ვიდე ქი მონსტრივით, მდევარი გლეხების ჩირაღდნებით რომაა და-
შინებული. ჩვენ ავმოძრავდით, ორ ჯგუფად გავიყავით. მე და ჩემი და გოს
მანქანისკენ მივდიოდით, ელიოტები კი სცენაზე დარჩნენ.
რეპორტიორები არ მეშვებოდნენ, ერთსა და იმავე კითხვას მისვამდნენ:
„ნიკ, იცოდით, რომ ემი ორსულად იყო?“ პარკიდან ისე გამოვედი, თითქოს
ძლიერ სეტ ყვაში გამოვიარე. „ორსულად, ორსულად, ორსულად“... სიტ ყვა
პულსირებდა ზაფხულის ღამეში ჭრიჭინების ფონზე.

ემი ელიოტ-დანი 15 თებერვალი, 2012


დღიური

რა უცნაურ დროში ვცხოვრობთ. ვცდილობ, ამას შორიდან შევხედო: ჰაჰა,


რა უცნაურ პერიოდად გამოჩნდება, როცა უკან წარსულში გავიხედავ, ოთ-
ხმოც წელს მიღწეული. მეცმევა დამჭკნარი ლავანდისფერი კაბა, ვიქნები დაბ-
რძენებული წლებით, მოვწრუპავ მარტინის და ამ ყველაფერს, როგორც შო-

225
რეულ წარსულს, ისე შევხედავ. იქნებ მომინდეს ამ ყველაფრის წიგნად დაწე-
რა. საოცარი და საშინელი ამბავი იმისა, როგორ გადავირჩინე თავი.
რადგან რაღაცა საშინელება სჭირს ჩემს ქმარს, რაღაც მანკიერი. ამაში
ვრწმუნდები. კი, მართლაც გლოვობს დედას, მაგრამ აქ საქმე სხვა რაღაცაში-
ა... მისი გრძნობები ჩემკენ არის მომართული, მაგრამ ეს მწუხარება არაა...
ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ნიკი მითვალთვალებს, მაგრამ ვხედავ - ჩემი ქმრის სა-
ხე ცოფით არის გადალესილი. ზიზღით არის დამანჭული, თითქოს უეცრად
რაღაც საშინელების კეთებაზე გამომიჭირა, როცა ვსაუზმობ ანდა თმას ვი-
ვარცხნი დაწოლის წინ. იმდენად გაუწონასწორებელია, იმდენად გაღიზიანე-
ბული, რომ ზოგჯერ თავში აზრად მომდის, მისი მდგომარეობა რამე ავადმყო-
ფობასთან ხომ არ არის დაკავშირებული? რამე საჭმლით გამოწვეულ ალერ-
გიასთან, რამაც შეიძლება ადამიანი გააგიჟოს; ანდა მის ტვინ ში დაიბუდეს
რაღაც პარაზიტებმა, სპორებმა, რომლებიც იქ მრავლდებიან და ტვინს უჭა-
მენ (ერთ ღამეს პირველ სართულზე ჩავედი და დავინახე, რომ მაგიდასთან
ზის, თავი ხელებში ჩაურგავს და საკრედიტო ბარათების ჩეკების გროვას დაჰ-
ყურებს.) ჭაღის შუ ქი სცემდა. მინდოდა მივსულიყავი, გვერდით მივჯდომოდი,
და ყველაფერი ერთად, როგორც თანამოაზრეებს, ისე გადაწყვიტა. მაგრამ შე-
მეშინდა, არ აფეთქებულიყო. ზოგჯერ ვფიქრობ, რა არის მიზეზი ნიკის გუ-
ლაცრუებისა. მან დამანახვა თავისი სუსტი მხარეები, და ვიცი, ამის გამო
ვძულვარ.
ხელი მკრა. ორი დღის წინ ხელი მკრა. მე დავვარდი და თავი დავარტყი
სამზარეულოს კარადას. არც კი ვიცი, რა ვთქვა ამაზე. ეს უფრო შოკის მომ-
გვრელი იყო, ვიდრე მტკივნეული. იმ მომენტში ვეუბნებოდი, რომ მე შემიძ-
ლია ვიშოვო სამუშაო, რაიმე ხელშეკრულებით, და ჩვენ შეგ ვეძლება დავიწ-
ყოთ ნამდვილი ოჯახური ცხოვრება, ნამდვილი ცხოვრება.
- და რას უწოდებ შენს ამჟამინდელ ცხოვრებას? - მკითხა.
„განსაწმედელს“ - გავიფიქრე, მაგრამ არ ვთქვი.
- და ამას რას ეძახი ემი? ჰა? „საოცარი ემისთვის“ ეს ცხოვრება არაა?
- მე სხვანაირ ცხოვრებაზე ვოცნებობდი. - ვუთხარი.
ნიკმა სამი დიდი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ - გავიფიქრე, რომ ახლა... ჩვენ
ორივენი ღრმად ვსუნთქავდით. ხელი მუშტად შეკრული ეჭირა და ისეთი სახე
ჰქონდა, თითქოს ტირილს აპირებსო. ნიკი უბრალოდ კი არ ნანობდა თავის
საქციელს, შეძრწუნებულიც კი იყო. მაგრამ აქ უნდა დავაზუსტო ერთი მომენ-
ტი. მე ვიცოდი, რას ვაკეთებდი. მე შეგნებულად ვურტყავდი მის სუსტ წერტი-

226
ლებზე. მე ვხედავდი, როგორ ღრმად და ღრმად იკეტება თავის თავში, და მინ-
დოდა სტიმული მიმეცა, რაღაც მაინც ეთქვა, რაღაც მაინც გაეკეთებინა. თუკი
ეს ყველაფერი ცუდია, თუკი ეს საშინელებაა. მაშინ გააკეთე რამე, ნიკ. ნუ
მტოვებ აქ ისე, თითქოს აჩრდილი ვიყო.
მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამის გაკეთებას თუ აპირებდა. წამითაც
კი არ მიფიქრია, რომ ჩემს ქმარს აქვს უნარი, თავს დამესხას, რადგან არასო-
დეს ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორც ერთ-ერთს იმ ქალებიდან, რომლებ-
საც ქმრები სცემენ (მე „ლაიფტაიმის“ არხს ვუყურებ. ვიცი, ძალადობა ყველა
სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერს არღვევს, მაგრამ ნიკი?) ეს დაუჯერებლად
ჟღერს. ეს სულაც წარმოუდგენლად სასაცილოა. მე გალახული ცოლი ვარ.
„საოცარი ემი“ და ოჯახის ტირანი. ნიკი მთელი არსებით მთხოვდა პატიებას
(რა შეიძლება გააკეთო კიდევ, მთელი არსებით? მე მგონი, მხოლოდ გაოფლი-
ანდე). ის დათანხმდა იმაზე, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ეს უკვე თა-
ვისთავად კარგია. საერთოდ, ნიკი გულის სიღრმეში ძალიან კარგი კაცია, და
მე მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო, ვუშვებ, რომ მისი მოქმედება გამოწვეული
იყო რაღაც ანომალიით, რომელიც ჩვენ ორივემ გამოვიწვიეთ. ზოგჯერ მავიწ-
ყდება როგორ სტრესებს ვგრძნობ, არადა, ნიკიც იმავეს განიცდის: ის თავს
იდანაშაულებს იმის გამო, რომ აქ ჩამომიყვანა. გრძნობს, რომ უნდა უზრუნ-
ველყოს ჩემთვის კომფორტი და ბედნიერება, მაგრამ გრძნობს - არ შეუძლია.
არადა, ისეთი კაცისთვის, როგორიც ნიკია, ვისაც სჯერა ბედნიერებისა, საკუ-
თარი შრომით რომ მოიპოვა, ამის გაცნობიერებამ შეიძლება გააცოფოს. ბიძგი
ძლიერი იყო, მაგრამ თავისთავად ამას არ შევუშინებივარ, მე უფრო მისმა გა-
მომეტ ყველებამ შემაშინა, რომელიც იატაკზე დაგ დებულმა შევნიშნე, ყურში
როცა ზრიალი მესმოდა. სახეზე ეწერა, რომ კიდევ უნდა რომ დამარტყას და
ძლივს იკავებს თავს. ძალიან უნდოდა ეს. მას მერე ასე მიყურებს - მდუმარედ
- ისე, როგორც კაცი, რომელსაც ეზიზღები, მაგრამ თან თავს დამნაშავედ
გრძნობს, რადგან შენ წინაშეა დამნაშავე, ანუ სრულიად ეზიზღები.
ახლა კი ყველაზე ბნელ ამბავს მოვ ყვები. გუშინ წავედი მოლში, სადაც ქა-
ლაქის ნახევარი ნარკოტიკებს ყიდულობს, თითქოს რეცეპტით გამოიწერაო.
ეს კარგად იცის ნოელ ჰოტორნმა. მისი ქმარი დროდადრო მიდის იქ, მოსაწევი
რომ იყიდოს. მე ნარკოტიკი არ მჭირდება, პისტოლეტის ყიდვას ვაპირებდი,
ყოველი შემთხვევისთვის. იმ შემთხვევისთვის თუ ნიკთან ურთიერთობა
უკუღმართად განვითარდებოდა. სანამ არ მივედი, ვერ გავაცნობიერე, რომ
წმ. ვალენტინის დღეა. ასეთ დღეს ვაპირებდი პისტოლეტის ყიდვას, შემდეგ კი

227
ჩემი ქმრისთვის საჭმლის გაკეთებას. და გავიფიქრე: ნიკის მამა მართალი იყო,
როდესაც მითხრა: „შენ ჩლუნგი კახპა ხარ“. რადგან თუკი გგონია, რომ ქმარმა
შეიძლება გავნოს, უნდა გაშორდე. არადა, შენ არ შეგიძლია მიატოვო ქმარი,
რომელიც გლოვობს გარდაცვლილ დედას. არ შეგიძლია. საამისოდ მართლა
რაღაც საარაკოდ, ბიბლიურად ბოროტი ქალი უნდა იყო. ერთადერთი, თუ
მდგომარეობა მართლა დამძიმდა, მართლა უნდა გჯეროდეს, რომ ქმარმა შე-
იძლება გავნოს.
არადა, გულის სიღრმეში ამის არ მჯერა.
მაგრამ პისტოლეტი თუ მექნება, უფრო დაცულად ვიგრძნობ თავს.

ნიკ დანი ექვსი დღის შემდეგ

გომ მანქანაში ჩამსვა და პარკს გამარიდა. ჩავუარეთ ნოელს, რომელიც


თავის სამ ტყუპთან, ბონისა და გილპინთან ერთად პოლიციის ჯიპისკენ მი-
დიოდა - ბავშვები დედას გამობმულები იყვნენ, ფრანის კუდივით. ხალხის
ჯგროს ჩავუქროლეთ: ასობით მსუ ქანი, აღშფოთებული სახე მომჩერებოდა.
ჩვენ, ფაქტობრივად, გამოვიქეცით. ტექნიკურად მოვ ტყდით.
- მაგარი მახე დაგ ვიგო, - ჩაიბურტყუნა გომ.
- მახე? - გაოცებულმა გავიმეორე.
- ნიკ, შენ რა, მართლა გგონია, რომ ეს შემთხვევით მოხდა? ეგ სამტყუ-
პიანი ძუკნა ელაპარაკა პოლიციელს, მაგრამ ორსულობაზე სიტ ყვაც არ და-
უძრავს!
- ანდა, სენსაციურ ამბებს ჩაის კოვზით იძლევიან.
ბონიმ და გილპინმა უკვე იცოდნენ, რომ ჩემი ცოლი ორსულადაა და გა-
დაწვიტეს, ეს თავის სტრატეგიაში ჩაერთოთ. მათ ნამდვილად, აშკარად სჯე-
რათ, რომ მე მოვ კალი ჩემი ცოლი.
- მომავალ კვირაში ნოელი ყველა საკაბელო არხზე იქნება, მოჰყვება, რომ
შენ ხარ მკვლელი, თვითონ კი ემის საუკეთესო მეგობარია. ამას სამართალ-

228
დამცავების წინაშე მოჰყვება. ცნობადობაზე შე ქანებული ჩათლახი. ცნობადი
ჩათლახი. ა
შუბლი მანქანის ფანჯრის მინას მივადე, თავი მკვეთრად დავხარე და სა-
ვარძელში მოვიკუნტე. სატელევიზიო ახალი ამბების რამდენიმე ფურგონი
მოგ ვსდევდა. მივდიოდით და ხმას არ ვიღებდით, გოს სუნთქვა ნელ-ნელა და-
უწყნარდა. მდინარეს გავხედე, წყალს ხის ტოტი სამხრეთისკენ მიჰქონდა.
- ნიკ? - ბოლოს თქვა გომ. - შენ იცოდი?
- არა გო, არ ვიცოდი. ემის ჩემთვის არაფერი უთქვამს. თუ ორსულად იყო,
რატომ უთხრა ნოელს და არ მითხრა მე?
- და რატომ უნდოდა პისტოლეტის შეძენა და არაფერი გითხრა? - მომიგო
გომ - ერთიც და მეორეც მაგარი უაზრობაა.

***

გოს სახლში წავედი, ჩემი საკუთარი უეჭველია ჟურნალისტების ალყაში იქ-


ნებოდა მოქცეული. როგორც კი ზღრუბლს გადავაბიჯე, მობილურმა დარეკა,
ჩემმა მთავარმა მობილურმა. ელიოტები მირეკავდნენ. ღრმად ჩავისუნთქე,
ჩემს ძველ საძინებელ ოთახში შევედი და პასუხის ღილაკს დავაჭირე.

- მე ეს უნდა გ კითხო შენ, ნიკ, - თქვა რენდმა, სადღაც მის სიახლოვეს ტე-
ლევიზორი ბუტბუტებდა, - შენ მე უნდა მიპასუხო. იცოდი, რომ ემი ორსუ-
ლად იყო?
შევ ყოვნდი. მინდოდა მომეძებნა საუკეთესო გზა იმის ასახსნელად, რომ
ძალიან მცირე შანსია, მართლა ყოფილიყო ორსულად.
- მიპასუხე, ეშმაკსაც წაუღიხარ!
რენდის აღშფოთებამ მაიძულა, ხმა დამეწია. ავლაპარაკდი რბილი, მშვი-
დი ტონით. ისეთი ხმით, გეგონება, შალის თბილ სვიტერში ვარ გახვეულიო.

229
- ემი და მე ვცდილობდით, რომ არ დაორსულებულიყო. ემის არ უნდოდა
დაორსულება. რენდ, მე ისიც კი არ ვიცი, საერთოდ თუ უნდოდა ოდესმე. ჩვენ
არც კი გვქონია ხშირი ურთიერთობა. ამიტომ... ძალიან გამიკვირდება, თუკი
მართლა ორსულად იყო.
- ნოელმა თქვა, რომ ემი იყო ექიმთან, იმაში დასარწმუნებლად, არის თუ
არა ორსულად. პოლიციამ უკვე გამოითხოვა სამედიცინო დასკვნა. ამ საღა-
მოს ყველაფერი გვეცოდინება.
გო ვიპოვე სასტუმრო ოთახში, გაცივებული ყავის ჭიქით, დედაჩემის ბან-
ქოს მაგიდასთან მჯდომი. მან თავის მოძრაობით მაგრძნობინა, რომ შენიშნა
ჩემი ოთახში შემოსვლა, თუმცა, სახე ჩემკენ არ მოაბრუნა და არ შემომხედა.
- რატომ აგრძელებ ტყუილებს, ნიკ? - მკითხა. - ელიოტები შენი მტრები
არ არიან. იქნებ ჯობდა გეთქვა, რომ სწორედ შენ არ გინდოდა ბავშვი. ემი
უარყოფით ტიპად რატომ უნდა გამოიყვანო?
კინაღამ ავფეთქდი, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და მშვიდად ვუპასუხე,
მუცელში ისევ წამიჭირა.
- გო, სრულიად გამოვიფიტე, აღარ შემიძლია, ამის დედაც... მაინცდამაინც
ახლა უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი?
- უკეთესი დრო იქნება საერთოდ?
- მე მინდოდა ბავშვი. რაღაცა დროის განმავლობაში ვცდილობდით, მაგ-
რამ უშედეგოდ. უნაყოფობის მკურნალობაზეც კი ვფიქრობდით, მაგრამ შემ-
დეგ ემიმ გადაწყვიტა, რომ არ უნდა.
- შენ მითხარი, რომ შენ არ გინდოდა.
- უბრალოდ, მინდოდა ეს ყველაფერი კარგად წარმომეჩინა.
- ო, ისევ მატ ყუებ. - თქვა გომ - ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი
ხარ... რასაც ამბობ, ნიკ, ამას არავითარი აზრი არ აქვს, სისულელეა. მე ხომ
ვიყავი იმ დღეს სადილზე, როდესაც ბარის შეძენას ვზეიმობდით, როცა დედამ
არასწორად გაიგო ნათქვამი და იფიქრა, რომ თქვენ აცხადებთ: „ემი ორსულა-
დაა“, ემის ხომ ცრემლები წასკდა მაშინ.
- ჰო მაგრამ, მე ხომ არ შემიძლია ავხსნა ემის ყველა საქციელი. წარმოდ-
გენაც არ მაქვს, რატომ ატირდა მთელი ერთი წლის წინათ, გასაგებია?
გო უძრავად იჯდა, ქუჩიდან შემოსული ლამპიონის ნარინჯისფერი შუ ქი
მის პროფილს როკვარსკვლავის შარავანდედს ჰფენდა.
- ეს შენთვის ნამდვილი გამოცდაა, ნიკ. - ჩაიბუტბუტა მან, ისე, რომ არც
შემოუხედავს. - შენ ყოველთვის გ ქონდა პრობლემები სიმართლის თქმასთან

230
დაკავშირებით. როდესაც არ გ ქონდა რეალური არგუმენტი, ყოველთვის გერ-
ჩია ტყუილი გეთქვა. შენ ყოველთვის ყველაზე იოლ გზას ირჩევდი. დედას
ეუბნებოდი, რომ მიდიხარ ბეისბოლის ვარჯიშზე, როცა გუნდიდან უკვე წამო-
სული იყავი. დედას ეუბნებოდი, ეკლესიაში მივდივარო, როდესაც კინოში მი-
დიოდი. ეს რაღაცნაირი ავადმყოფობაა.
- ეს ბეისბოლისგან ძალზე განსხვავდება, გო.
- დიახ, ძალზე განსხვავდება, მაგრამ შენ პატარა ბიჭივით აგრძელებ
ტყუილების ლაპარაკს. შენ დღემდე გ ჭირდება, რომ გარშემო ყველა იდეალურ
ბიჭად გთვლიდეს. არც ერთ ვარიანტში არ გინდა იყო ცუდი ბიჭი. ამიტომაც
უთხარი ემის მშობლებს, რომ მას არ უნდოდა ბავშვი; მე არ მითხარი, რომ
ცოლს ღალატობ; შენ მზადა ხარ დაიფიცო, რომ შენი საკრედიტო ბარათის ან-
გარიშები შენი არ არის; შენ ამტკიცებ, რომ იყავი სანაპიროზე, მაშინ, როცა
ვერ იტან პლაჟზე ყოფნას; ამტკიცებ, რომ გ ქონდა ბედნიერი ქორწინება. ახ-
ლა უკვე აღარც ვიცი, რისი შეიძლება მჯეროდეს.
- შენ რა, ხუმრობ?
- მას მერე, რაც ემი გაუჩინარდა, ყველაფერი, რასაც ამბობ, ტყუილია.
ამიტომ ძალიან შეწუხებული ვარ, ვღელავ იმაზე, რა მოხდება შემდგომ.
წამით სამარისებური დუმილი ჩამოწვა.
- გო, მართლა იმას მეუბნები, რაც გგონია? თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ
ჩვენს ურთიერთობაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაკარგულა, ამის დე-
დაც...
- გახსოვს თამაში, რომელსაც დედასთან თამაშობდი, პატარა როცა იყავი?
გეყვარები თუკი...? გეყვარები, თუკი გოს ჩავარტყამ? გეყვარები, თუკი ბანკს
გავძარცვავ? გეყვარები, თუკი ვინმეს მოვ კლავ?
სუნთქვა ამიჩქარდა.
- მე მაინც მეყვარები, - თქვა გომ.
- გო, შენ მართლა გინდა, რომ ვთქვა ეს?
გო დუმდა.
- მე არ მომიკლავს ემი.
გო დუმდა.
- გჯერა ჩემი? - ვკითხე.
- მიყვარხარ.
ხელი მხარზე დამადო და საძინებელში შევიდა, კარი ჩაკეტა. ველოდებო-
დი, რომ ოთახში სინათლეს აანთებდა, მაგრამ ოთახი ჩაბნელებული დარჩა.

231
ორი წამის შემდეგ დარეკა ჩემმა სათადარიგო მობილურმა, რომელიც წესით,
უნდა მომეშორებინა, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მუდამ ველოდებოდი ზარს
ენდისგან. „ნიკ, მე უნდა მესმოდეს შენი ხმა, თუნდაც დღეში ერთხელ...“ უცებ
გავაცნობიერე, რომ კბილებს ვაკრაჭუნებ. ღრმად ჩავისუნთქე.
ქალაქის კიდეზე, ოდესღაც დასავლეთის დაპყრობის დროინდელი სტილის
ფორტი იდგა. ახლა იქ ერთი პარკია, მიგ დებული და უკაცრიელი, და ყველა-
ფერი, რაც დარჩა ამ ციხესიმაგრისგან, ესაა ორსართულიანი ხის კოშკი. გარ-
შემორტყმული დაჟანგებული საბავშვო ატრაქციონებითა და საქანელებით.
ერთხელ მე და ენდი შევხვდით ერთმანეთს იმ პარკში. ერთმანეთს ვეფერებო-
დით ამ სათვალთვალო კოშკის ჩრდილში.
იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, არავინ მითვალთვალებდა, სამი წრე
დავარტყი ქალაქ ში, დედაჩემის ძველი ავ ტომობილით. რა თქმა უნდა, ეს სი-
გიჟე იყო, ჯერ ათი საათიც არ შესრულებულიყო, მაგრამ არავინ მეკითხებო-
და, მსურს თუ არა პაემანზე მისვლა.
„მე უნდა გნახო, ნიკ, ახლავე, ამ საღამოს, თორემ იცოდე, მეტი ვეღარ შე-
ვიკავებ თავს.“ როდესაც ფორტთან მივედი, გავოცდი, რამდენად შორს არის
ის საცხოვრებელი უბნებიდან. სამაგიეროდ, დავმშვიდდი. კარგია, რომ ენდის
არ ეშინია ჩემთან შეხვედრის, ორსული ცოლის მკვლელთან, უკაცრიელ ბნელ
ადგილას. როდესაც უხეშ ბალახზე კოშკისკენ მივდიოდი, პატარა სარკმელში
სილუეტი დავინახე.
„ეს გოგო შენ ბოლოს მოგიღებს“, გავიფიქრე და შევეცადე, რაც შეიძლება,
სწრაფად დამეფარა დარჩენილი მანძილი. ერთი საათის შემდეგ სახლში ვიყა-
ვი და პაპარაცების ალყაში მოქცეული ვიცდიდი. რენდმა თქვა, რომ ისინი
შუაღამემდე შეიტ ყობენ, იყო თუ არა ჩემი ცოლი ორსულად. როდესაც ტელე-
ფონმა დარეკა, ხელი ვტაცე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრატორი მირე-
კავდა წყეული „კომფორტ-ჰილიდან.“ მამაჩემი ისევ გაიქცა. პოლიციას უკვე
შეატ ყობინეს. ყოველ ჯერზე, როცა ეს ხდებოდა, ამას ისე მატ ყობინებდნენ,
რომ თავს სრულ იდიოტად ვგრძნობდი. „თუ ასეთი რამე კიდევ ერთხელ გან-
მეორდება, ჩვენ იძულებულები გავხდებით შევწყვიტოთ მამათქვენის მოვლა“.
ამის წარმოდგენაც კი მზარავდა. როგორ გადმოდის მამაჩემი ჩემთან და რო-
გორ ვცხოვრობთ ერთად - ორი მღელვარე, გაავებული ნაბიჭვარი - ეს უეჭვე-
ლად ყველაზე საშინელი კომედია იქნებოდა მეგობრების შესახებ („ბუდდყ
ფილმ“ - ამერიკული კინოს ჟანრი. - მთარგმნ. შენიშვნ.). ფინალში: მკვლელო-
ბა და თვითმკვლელობა. ბაჰ, ბაჰ, ბაჰ! ტიტრები და მხიარული მუსიკა.

232
- ტელეფონი გავთიშე და უკანა ფანჯარაში მდინარეს გავხედე. „მშვიდად,
ნიკ, მშვიდად!“ ნავმისადგომთან მოხრილი ფიგურა დავინახე. თავიდან ვიფიქ-
რე, რომ ვიღაც გზააბნეული რეპორტიორი იყო, მაგრამ შემდეგ რაღაცა ნაცნო-
ბი შევნიშნე მომუშტულ ხელებსა და მოხრილ მხრებში. „კომფორტ-ჰილი“ ნა-
ხევარი საათის სავალში იყო რივეროუდიდან, - მას მაშინ, როცა მე დავავიწ-
ყდი, ჩვენი სახლი ახსოვდა.
გარეთ სიბნელეში გავედი, მამაჩვენი იჯდა, ფეხებს აქანავებდა და მდინა-
რეს აშტერდებოდა. არც ისე საცოდავად გამოიყურებოდა, როგორც წინა ჯერ-
ზე, მაგრამ აშკარად ყარდა ოფლის სუნით.
- მამა, აქ რას აკეთებ? ყველა ღელავს შენზე.
მუ ქი წაბლისფერი თვალებით შემომაც ქერდა. სულაც არ ჰქონდა მოთეთ-
რო წყლიანი თვალები, მოხუცებს რომ აქვთ ხოლმე. ჩემთვის უფრო ადვილი
იქნებოდა, წყლიანი თვალები რომ ჰქონოდა.
- მითხრა, მოდიო, - გამოცრა, - ეს ჩემი სახლია, როცა მინდა მაშინ შემიძ-
ლია მოვიდე.
- შენ რა, ფეხით გამოიარე მთელი გზა?
- როცა მინდა, მაშინ მოვალ აქ. შეიძლება შენ ვერ მიტან, მაგრამ მას მოვ-
წონვარ.
კინაღამ გამეცინა. მამაჩემიც კი თავდაყირა აყენებდა თავის ურთიერთო-
ბას ემისთან.
რამდენიმე ფოტორეპორტიორმა ჩემს უკანა ეზოში ფოტოების გადაღება
დაიწყო. სასწრაფოდ უნდა შემეყვანა მამაჩემი. შემეძლო წარმომედგინა, რო-
გორ ტექსტს დაურთავენ ამ ექსკლუზიურ ფოტოებს: როგორი მამა იყო ბილ
დანი, როგორი ვაჟიშვილი აღზარდა მან. მამაჩემი თუ ახლა ისევ ჩართავს
„ფირფიტას“ კახპებზე... „კომფორტ-ჰილის“ პანსიონ ში დავრეკე და მცირედი
კამათის შემდეგ დავითანხმე, რომ გამოგზავნიდნენ სანიტარს მის წასაყვანად.
რაც შემეძლო, ფრთხილად წავიყვანე მამაჩემი მანქანისკენ, ფოტორეპორ-
ტიორები მთელი გზა ფოტოებს გვიღებდნენ. მამაჩემი ღიმილით გავაცილე,
რითაც მეტად ამაყი ვიყავი. ჟურნალისტები კი დამესივნენ და კითხვები დამა-
ყარეს: „მართალია, რომ მე მოვ კალი ჩემი ცოლი?“ უკან, სახლისკენ ვიხევდი,
როდესაც პოლიციის მანქანა გამოჩნდა. ეს ბონი იყო, რომელიც ჩემთან სახ-
ლში მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცების გარემოცვაში ვიმყოფებო-
დი, და ახალი ამბავი მახარა. თანაც ეს კეთილგან წყობილად, ნაზი ხმით
გააკეთა.

233
- ემი ორსულად იყო.

ჩემი ცოლი გაუჩინარდა ბავშვთან ერთად, მუცლად რომ ჰყავდა.

ბონი ჩემს რეაქციას აკვირდებოდა. პოლიციის პატაკში უნდა ჩაეწერა. ისე მო-
ვიქეცი, როგორც ქმარი მოიქცეოდა, როცა ასეთ ახალ ამბავს იგებს. სახე ხე-
ლებში ჩავრგე და ჩურჩულით ვთქვი: „ო, ღმერთო, ო, ღმერთო!“ თვალწინ კი
სურათი მედგა - ჩემი ცოლი იატაკზეა, ხელები მუცელზე აქვს შემოჭერილი.

ემი ელიოტ-დანი დღიური26 ივნისი, 2012

უფრო ცოცხლად ცხოვრებაში არ მიგრძნია თავი. ეს იყო ნათელი, უღრუბ-


ლო დღე. ისეთი თბილი დღეებია, ჩიტები ლამისაა გადაირივნენ. მდინარე
აუჩქარებლად მიაგორებს ტალღებს. მე კი ვგრძნობ, როგორ ჩქეფს ჩემ ში სი-
ცოცხლე. მე დამფრთხალი ვარ, აღელვებული, თუმცა, ცოცხალი.
ამ დილით როცა გამეღვიძა, ნიკი აღარ იყო სახლში. ლოგინ ში წამოვჯე ქი
და ვუყურებდი ჭერს, ოქროსფერ ათინათებს. გული მერეოდა. საყლაპავი
პულსირებდა, გეგონებოდა, გული ფეთქავსო. ჩემს თავს ვუთხარი: „თავი
შეიკავე“, მაგრამ მერე აბაზანაში გავ ქანდი და პირდაპირ ნიჟარაში ვარწყიე.
ნაღველი, თბილი წყალი და ერთადერთი ბარდის მარცვალი. მუცელში სპაზ-
მებს ვგრძნობდი, თვალებიდან ცრემლი მდიოდა, ვერ ვსუნთქავდი. შემდეგ და-
ვიწყე იმის ანგარიში, რასაც იწყებს ნებისმიერი ქალი, რომელიც ასე ნიჟარაზე
არის გადაწოლილი. აბებს ვიღებდი, მაგრამ ზოგჯერ მავიწყდებოდა და ერთ--
ორ დღეს გამოვ ტოვებდი ხოლმე, დიდი ამბავი! როდესაც შენ ოცდათვრამეტი
წლის ხარ და ოცი წლის განმავლობაში იღებ აბებს. შემთხვევით დაორსულე-
ბას არ ვაპირებდი.
ტესტები შუშის ქვეშ იყო ჩაკეტილ ვიტრინაში. იძულებული გავხდი, გა-
მეღვიძებინა გაღიზიანებული ულვაშა ქალი და ამეხსნა რა მინდოდა. გულის-

234
განგმირავი მზერა მტყორცნა, პაკეტი გადმომცა და მითხრა: „წარმატებას გი-
სურვებთ“.
არ ვიცოდი რა ჩამეთვალა წარმატებად, დადებითი პასუხი თუ უარყოფი-
თი. სახლში დავბრუნდი და სამჯერ წავიკითხე ინსტრუქცია. დავიჭირე ქა-
ღალდის ზოლი. რამდენიც საჭირო იყო იმდენ ხანს მე ჭირა მითითებული კუთ-
ხით, შემდეგ კი ნიჟარის კუთხეზე დავდე და გავიქეცი, თითქოს აფეთქებას
აპირებდა. სამი წუთი ვიცადე, ჩავრთე რადიო და ეგრევე ტომ პეტის (თომ
პეტტყ - როკმუსიკოსი, 60-იანი წლების ბოლოს როკმუსიკის სტილის მომღე-
რალი. - მთარგმნ. შენიშვნ.) სიმღერა შემხვდა, - მაშინ, რადიოს ჩართავდი თუ
არა, ეგრევე ტომ პეტის სიმღერა გესმოდა. მასთან ერთად ვიმღერე „ამერიკე-
ლი გოგო“, თავიდან ბოლომდე, შემდეგ კი აბაზანაში ფეხაკრეფით შევედი,
თითქოსდა, ტესტი ფხიზლად მყოფი მსხვერპლია, მე კი - მტაცებელი. გული
საოცრად სწრაფად მიცემდა. ორსულად ვარ.
სირბილით გადავიარე მზით გაჩახჩახებული მდელო, მივირბინე მეორე
მხარეს და ნოელის კარზე დავაბრახუნე. როდესაც გამიღო, ქვითინი ამივარდა,
ვაჩვენებდი ქაღალდის ზოლს და ვყვიროდი „ორსულად ვარ!“ ახლა ეს მხო-
ლოდ მე კი არ ვიცი, არამედ სხვამაც. ამ აზრმა დამზაფრა.
დავბრუნდი შინ, ორი აზრი მიტრიალებდა თავში.
პირველი: შემდეგ კვირას ჩვენი ქორწინების წლისთავია. მინიშნებებს ექ-
ნებათ სასიყვარულო წერილების სახე და „განძის ძიების“ ბოლოს ნიკი აღ-
მოაჩენს პატარა ხის საწოლს, - ბავშვის საწოლს. ვეცდები დავარწმუნო, ჩვენ
ერთ მთლიანობას წარმოვადგენთ, ჩვენ ოჯახი ვართ.
მეორე: კარგი იქნებოდა, პისტოლეტი რომ მქონოდა.
ახლა ზოგჯერ შიშით ველოდები ქმრის დაბრუნებას სახლში. რამდენიმე
კვირის წინ მან შემომთავაზა მდინარეზე დავშვებულიყავით ტივით. ისე მაგ-
რად ვიყავი ჩაჭიდებული ტივის კიდეს, რომ ნიკმა კიდეც მკითხა: „ასე ძალიან
რისი გეშინია?“ მე კი თვალწინ სურათი მედგა, ნიკი ჯერ ხუმრობით აყანყა-
ლებს ტივს, დასცინის ჩემს პანიკას, მერე კი გაბრაზებით მაგ დებს წყალში,
ჭუჭყიან ყავისფერ წყალში, რომელშიც ქვიშის უხეში მარცვლები და ხის ტო-
ტები დაცურავენ. წყალში მაგ დებს და ამოსვლის საშუალებას არ მაძლევს. ჩე-
მი თავი უჭირავს ძლიერი ხელით, მე ვეწინააღმდეგები, მაგრამ ბოლოს კი ძა-
ლას ვკარგავ.
ვერაფერს ვიზამ. ნიკმა ცოლად როცა შემირთო, ახალგაზრდა, მდიდარი
და ლამაზი ვიყავი ახლა კი ღარიბი და უმუშევარი ვარ და უფრო ახლოს ვარ

235
ორმოც წელთან, ვიდრე ოცდაათთან. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, ჩემი
ასაკისთვის კარგად გამოვიყურები. ჩემი ფასი იკლებს. ამას იმაზე ვატ ყობ, თუ
როგორ მიყურებს ნიკი. ასეთი მზერა არ აქვს კაცს, რომელსაც პატიოსნად შე-
უძლია აღიაროს წაგება. ეს უფრო იმ მამაკაცის მზერასა ჰგავს, რომელიც
კუთხეში მოამ წყვდიეს. აქამდე კიდევ შეეძლო ჩემთან გაყრა, მაგრამ ახლა,
როცა ბავშვი არსებობს, ჩემი კარგი ნიკი ამას ვეღარ შეძლებს... ამ ქალაქ ში,
სადაც ოჯახური ფასეულობები ესოდენ პატივცემულია, საზოგადოება გარი-
ყავს კაცს, რომელმაც მიატოვა ცოლი და ახალგაჩენილი ბავშვი. ამიტომ სა-
ფიქრებელია, რომ ის ჩემთან დარჩება და დაიტანჯება. დაიტანჯება, გაბრაზ-
დება და სცენებს მოაწყობს.
მაგრამ აბორტს არ გავიკეთებ! ექვსი თვის ნაყოფია ჩემს მუცელში. უკვე
გაიზარდა საკმარისად, იმისთვის, რომ ჰქონდეს თვალები, ყურები და ფილ-
ტვები. რამდენიმე საათის წინ ჩავედი სამზარეულოში, ფაციფუცით მოვძებნე
დაკონსერვებული ლობიოს ქილა, რომელიც მორინმა გადმომცა, როგორც ჩე-
მი ქმრის საყვარელი წვნიანი, ამოვიღე ოსპის მარცვალი, დავდე მაგიდაზე. ძა-
ლიან პატარა მარცვალია, ჩემს ფრჩხილზე უფრო პატარა. არ შემეძლო ყურე-
ბა, როგორ დევს მაგიდაზე, დავიდე ხელისგულზე და ნაზად გადავუსვი თითი.
ის ჯერ კიდევ ჩემს ჯიბეშია და ვერაფრით გადამიგ დია.
არ მინდა, რომ აბორტი გავიკეთო, არ მინდა გავეყარო ნიკს. უბრალოდ შე-
მიძლია წარმოვიდგინო, როგორ ჩაყვინთა ზაფხულის ერთ დღეს ოკეანეში,
როგორ იდგა თავდაყირა წყალში, ფეხებს ჰაერში იქნევდა და იქიდან ყველაზე
ლამაზი ნიჟარა ამოიტანა ჩემთვის. მზე კი თვალს მიბრმავებდა ისე, როცა
თვალებს ვხუ ჭავდი, ფერად ლაქებს ვხედავდი, მერე ნიკმა მარილიანი ტუჩე-
ბით მაკოცა და მივხვდი, რაოდენ ბედნეირი ვარ. მე მიყვარს ჩემი ქმარი, ჩემი
მომავალი შვილების მამა. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით ერთად.
მაგრამ შესაძლოა, ვცდები, ძალიან ვცდები. მაშინ რატომ მიყურებს ზოგ-
ჯერ ასეთი ცივი თვალებით? სადაა ის ტკბილი ბიჭი პლაჟიდან? ჩემი ოცნებე-
ბის მამაკაცი? ჩემი მომავალი შვილების მამა?
ამ კაცმა შეიძლება მომკლას.
ჰოდა, თუ თქვენ იპოვით ამ რვეულს და მე ვიქნები მკვდარი... უკაცრავად,
მაგრამ ეს არ არის სასაცილო.

236
ნიკ დანი შვიდი დღის შემდეგ

დროც მოვიდა. ზუსტად 8 საათზე ცენტრალური და 9 საათზე ნიუ-იორკის


დროით, ყურმილი ავიღე. ჩემი ცოლი მართლა ორსულად ყოფილა. საყოველ-
თაო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, ოღოდ ეჭვმიტანილის როლში. გადავ-
წყვიტე, ადვოკატი დავიქირაო. დღესვე უნდა დავიქირაო ადვოკატი, რომლის
დაქირავება არ მინდოდა, და რომელიც უსიკვდილოდ მჭირდება.
ტანერ ბოლტი. სასტიკი აუცილებლობა. შეიხედეთ იურიდიულ საიტებზე,
შეხედეთ კრიმინალურ ახალ ამბებს და ტანერ ბოლტის ხელოვნური ნარუჯით
დაფარული სახე აუცილებლად გაჩნდება თქვენ თვალწინ - აღშფოთებული და
მზრუნველი, რომელი კლიენტის სახელითაც არ უნდა ლაპარაკობდეს. სახელი
გაითქვა 34 წლის ასაკში, როდესაც იცავდა კოდი ოლსენს, ჩიკაგოელ რესტავ-
რატორს, რომელსაც აბრალებდნენ ორსული ცოლის მკვლელობასა და მისი
სხეულის დაფვლას ქალაქის ნაგავსაყრელზე.
მეძებარმა ძაღლებმა იყნოსეს გვამის სუნო ოლსენის „მერსედესში“; მისი
ლეპტოპის შემოწმებამ აჩვენა, რომ ვიღაცას ამოუბეჭდავს ნაგავსაყრელისკენ
მიმავალი გზის სქემა იმ დილას, როდესაც კოდის ცოლი გაუჩინარდა. ყველა
სამხილი მის წინააღმდეგ იყო. მაგრამ, როდესაც საქმეს ხელი ტანერ ბოლტმა
მოჰკიდა, ყველა - პოლიციის დეპარტამენტი, ჩიკაგოს ვესტ-საიდის განგსტერ-
თა ბანდა, კლუბის ბრაზიანი მცველი - მკვლელობაში გარეული აღმოჩნდა
კოდი ოლსენის გარდა, რომელიც თავისუფლად გამოვიდა სასამართლო დარ-
ბაზიდან და მერე კოქტეილებით უმასპინძლდებოდა ყველა მსურველს.
შემდეგი ათი წლის განმავლობაში ტანერ ბოლტმა „ქმრების (დამცველი)
შევარდენის“ (ჰუბბყ ჰაწკ) სახელი მოიხვე ჭა - მისი უნარი და პროფესიონა-
ლიზმი ყველაზე უკეთ მჟღავნდებოდა ურთულეს შემთხვევებში, როდესაც
იცავდა მამაკაცებს, ვისაც ცოლების მკვლელობა ჰბრალდებოდათ. როგორც
წესი, იგი წარმატებას აღწევდა, იგებდა საქმეებს, მიუხედავად იმის, რომ მისი
დაცვის ქვეშ მყოფები მეტისმეტად არასიმპათიური ტიპები იყვნენ - მოღალა-

237
ტე ქმრები, ნარცისები, სოციოპატები. ამიტომ ტანერ ბოლტს მეორე მეტსახე-
ლიც შეერქვა - „გამოშტერებულების დამცველი“.
მიღება დღის 2 საათზე დამინიშნა.
- მერიბეთ ელიოტი ვარ. დატოვეთ შეტ ყობინება და სასწრაფოდ გადმოგი-
რეკავთ, - თქვა ავ ტომოპასუხემ ემის მსგავსი ხმით. ემისა, რომელიც სასწრა-
ფოდ ვეღარ გადმორეკავს.
აეროპორტში მივიჩქაროდი, ნიუ-იორკში რომ წავსულიყავი ტანერ ბოლ-
ტთან შეხვედრაზე. როდესაც ბონის ვთხოვე, ქალაქის დატოვების უფლება
მოეცა, გაუკვირდა. მითხრა, რომ პოლიცია, როგორც წესი, ამას არ მოითხოვს,
ეს უფრო სერიალებში ხდება.
- ჰაი, მერიბეთ, ისევ ნიკი ვარ. უნდა დაგელაპარაკოთ. მართლა არ ვიცო-
დი, რომ ემი ორსულადაა. შეძრული ვარ ისევე, როგორც, ალბათ, თქვენ. ეე...
მე გადავწყვიტე ადვოკატი დავიქირაო. გახსოვთ, რენდიც ამას მთავაზობდა.
ერთი სიტ ყვით... ხომ იცით, რომ ავ ტომოპასუხეზე კარნახის ოსტატი არ ვარ.
იმედი მაქვს, გადმომირეკავთ.
ტანერ ბოლტის ოფისი ნიუ-იორკის ცენტრში იყო, ჩემი ძველი სამსახურის
სიახლოვეს. ლიფტმა 25 სართული ისე უჩუმრად აიარა, არც კი ვიყავი დარ-
წმუნებული, რომ ვმოძრაობთ, სანამ ყურები არ დამიგუბდა. 26-ე სართულზე
კარი გაიღო და კაბინაში მკაცრ საქმიან კოსტიუმ ში გამოწყობილი ვიღაც ქერა
ქალი შემოვიდა. სანამ კარი დაიხურებოდა, მოუთმენლობისგან ფეხსაცმლის
ქუსლს აბაკუნებდა, მერე კი მე მომიბრუნდა გაბრაზებით:
- რატომ არ აჭერთ ღილაკს?
რაც შემეძლო, გულიანად გავუღიმე, ასე ვუღიმი ხოლმე კაპას ქალებს, რო-
ცა მინდა, ურთიერთობა გამოვასწორო. ასეთ ღიმილს ემი ეძახდა „გულთამ-
პყრობელი ნიკის ღიმილს“. და უცებ ქალმა მიცნო.
- ო! - თქვა და დაიჯღანა, თითქოს რაღაც დამპლის სუნი ეცა.
როდესაც ტანერ ბოლტის სართულზე ლიფტიდან გავედი, ეს, ეტ ყობა, პი-
რადი შეურაცხყოფად მიიღო.
ეს კაცი საუკეთესო იყო თავის საქმეში და მე სწორედაც საუკეთესო მჭირ-
დებოდა, ამავე დროს, მეხამუშებოდა მასთან საქმის დაჭერა - კაცთან, რომე-
ლიც არაფერს თაკილობდა, საკუთარ თავს პიარს უკეთებდა, ბოროტმოქმე-
დებს იცავდა. ტანერ ბოლტი წინასწარ შევიჯავრე იმდენად, რომ მისი ოფისი
ზუსტად ისეთად წარმოვიდგინე, როგორიც სერიალში „მაიამის პოლიცია“.
არადა, „ბოლტი და ბოლტის“ ოფისი გამოგონილის სრულიად საპირისპირო

238
აღმოჩნდა - სოლიდური, მართლაც ისეთი, ადვოკატს რომ შეეფერება... უხინ-
ჯოდ სუფთა შუშის კარს მიღმა ძალიან კარგ კოსტიუმებში ჩაცმული ადა-
მიანები კაბინეტიდან კაბინეტში საქმიანად მიდი-მოდიოდნენ. ახალგაზრდა,
კარგი შესახედაობის კაცმა, რომელსაც ეკეთა ტროპიკული მცენარეების ფე-
რებში გადაწყვეტილი ჰალსტუხი, ხელი ჩამომართვა და ლაპლაპა მინებითა
და სარკეებით გაწყობილ მიმღებში შემიძღვა, სადაც თავაზიანად შემომთავა-
ზა წყალი (უარი ვუთხარი), შემდეგ კი ლაპლაპა მაგიდას მიუჯდა და ლაპლა-
პა ყურმილი აიღო.
ვიჯე ქი დივანზე და ფანჯარაში ვიყურებოდი - ჰორიზონტზე პორტის ამ-
წეები რაღაცას კენკავდნენ მე ქანიკური ფრინველებივით. მერე ჯიბიდან ემის
ბოლო მინიშნება ამოვიღე. ხუთი წელი - ხის იუბილეა. რა მელოდა განძის
ძიების ბოლოს? რაიმე ჩვილისათვის? მუხის ხის საწოლი? მოჩუ ქურთმებული
საჩხარუნო? რაღაც ჩვენი შვილისა და ჩვენთვის, დანების აღორძინებული
ოჯახისთვის.
სანამ ფურცელს დავ ყურებდი, გომ დარეკა.
- ნორმალურად ხარ? - უმალ მკითხა.
ჩემი და ფიქრობდა, რომ მე, შესაძლოა, ცოლის მკვლელი ვარ.
- ნორმალურად ვარ, რამდენადაც ეს შესაძლებელია ამ სიტუაციაში.
- ნიკ, მაპატიე. ამიტომაც ვრეკავ... პატიება რომ გთხოვო, - ჩაილაპარაკა
გომ, - გავიღვიძე და მივხვდი, რომ გიჟივით ვიქცეოდი. უბრალოდ ჭკუიდან გა-
დავედი. რაღაც დამეტაკა. გულწრფელად გთხოვ პატიებას.
ხმას არ ვიღებდი.
- უნდა გამიგო, ნიკ... გადავიღალე და გამოვიფიტე. მაპატიე, თუ შეიძლება.
- კარგი, გპატიობ, - ვიცრუე.
- ისე კი, კიდეც მიხარია. რაღაც გაირკვა მაინც.
- მართლა ორსულად ყოფილა...

მუცლის გვრემა ვიგრძენი. ისევ გამიჩნდა შეგრძნება, რომ რაღაც გადამ წყვეტი
დამავიწყდა. რაღაც გამომრჩა და ეს ძვირად დამიჯდება.
- მაპატიე, - მითხრა გომ, რამდენიმე წამი დუმდა, იცდიდა, - საქმე ისაა,
რომ...
- მე არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. არ შემიძლია.
- კარგი.
- ახლა ნიუ-იორკში ვარ, - ვუთხარი, - ტანერ ბოლტთან მაქვს შეხვედრა.

239
გომ ხმამაღლა ამოისუნთქა, სტვენასავით ხმა ამოაყოლა.
- ღმერთო ჩემო! ასე სწრაფად მოახერხე მასთან შეხვედრა?
- ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა საშინელი საქმეა ეს.
ბოლტთან სამ წამ ში დამაკავშირეს, მაშინვე, როგორც კი ჩემი სახელი
ვთქვი. როდესაც ვუთხარი ჩემს სასტუმრო ოთახში დაკითხვისა და ემის ორ-
სულობის შესახებ, მირჩია, პირველივე თვითმფრინავით ჩავსულიყავი.
- მეტისმეტს ვაქტიურობ, ალბათ. - დავუმატე.
- ყველაფერს სწორად აკეთებ, სერიოზულად გეუბნები.
ისევ პაუზა.
- ტანერ ბოლტი მისი ნამდვილი სახელი ვერ იქნება, ასე არაა? - ვთქვი
მხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაცია ოდნავ განმემუხტა.
- გამიგია, რომ ეს რატნერ ტოლბის ანაგრამაა.
- მართლა?
- არა.
გამეცინა, სიცილი უადგილო იყო, მაგრამ კარგად იმოქმედა ჩემზე. მერე კი
დავინახე, რომ „ანაგრამა“ ჩემკენ მოდის დარბაზის ბოლოდან. - შავი, წვრილ-
ზოლიანი კოსტიუმი, ხასხასა მწვანე ჰალსტუხი და ზვიგენის ღიმილი. ტანერ
ბოლტი ჩემკენ მოდიოდა ხელის ქნევით - ხელისგულის თეძოზე ტყაპუნით.
- ნიკ დან, მე ტანერ ბოლტი ვარ. წამოდით, დროა, საქმეს შევუდგეთ!
ტანერ ბოლტის კაბინეტი თითქოს განზრახ იყო ისე დაპროექტებული,
რომ მამაკაცთა გოლფ-კლუბის დასასვენებელი ოთახის ასოციაცია გამოეწვია
- ტყავის მოხერხებული სავარძლები, თაროები იურიდიული ლიტერატურით
და ბუნერივი აირის გამათბობელი, სადაც ალი კონდიცირებული ჰაერის ნაკა-
დის ზემოქმედებით პარპალებს. ჩამოჯე ქი, სიგარა გააბოლე, დაიჩივლე ცო-
ლის გამო, უწმაწურად იხუმრე - აქ ყველანი კაცები არა ვართ?
ბოლტმა აშკარად განზრახ არჩია, საწერ მაგისთან არ დამჯდარიყო. მა-
ნიშნა მომცრო, ორკაციან მაგიდასთან დავმსხდარიყავით, თითქოს ჭადრაკის
პარტია უნდა გვეთამაშა. სიტ ყვის უთქმელად ბოლტმა მიმანიშნა - ჩვენ პარ-
ტნიორები ვართ. დავსხდეთ ჩვენს შტაბში და მომავალი ოპერაცია დავ გეგე-
მოთ.
- ჩემი წინასწარი ჰონორარი, მისტერ დან, 100 000 დოლარია. ეს, რა თქმა
უნდა, დიდი ფულია, ამიტომ მინდა პირდაპირ გითხრათ, რას გთავაზობთ და
რას ველი თქვენგან, კარგი?

240
მიყურებდა თანამგრძნობი ღიმილით, თვალს არ ახამხამებდა - ელოდებო-
და, როდის დავუქნევდი თავს. მხოლოდ ტანერ ბოლტს შეიძლებოდა თავის-
თვის უფლება მიეცა, ესოდენ ხისტად დაემუშავებინა ჩემისთანა კლიენტი,
პირდაპირი ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინა - რა ცეკვა უნდა ვიცეკვო, რომ ჩემი
ფული მისი ფული გახდეს.
- ვიგებ, მისტერ დან. ვიგებ მოუგებელ საქმეებს, და პრობლემა ისაა, რომ,
მგონი, ამას მალე გააცნობიერებთ - არ მინდა ილუზიები შეგიქმნათ, - თქვენი
საქმე სწორედ ერთ-ერთი ასეთი რთული საქმეა: ფინანსური პრობლემები,
უთანხმოება ოჯახში, ორსული ცოლი. მედიამ წინასწარ დაგადანაშაულათ,
საზოგადოება თქვენ წინააღმდეგ არის გან წყობილი.
თითზე დაიტრიალა საბეჭდური (ბე ჭედი, რომელზეც მფლობელის ხელმო-
წერაა ამოტვიფრული. - მთარგმნ. შენიშვნ.), მოთმინებით დამელოდა, სანამ
ვანიშნებდი, რომ ვუსმენ. ბევრჯერ შემხვედრია ფრაზა: ორმოცი წლის ასაკში
კაცს აქვს ის სახე, რომელიც მან გამოიმუშავა. ბოლტის ორმოცწლიანი სახე
საგულდაგულოდ მოვლილი გახლდათ - ნაოჭების გარეშე, ზომაზე მოსუ ქებუ-
ლი, თვითკმაყოფილი. დარწმუნებული კაცი იყო, საუკეთესო თავის სფეროში,
კაცი, რომელსაც მოსწონს საკუთარი ცხოვრება.
- პოლიციას ჩემ გარეშე მეტად აღარ დაელაპარაკებით, - მითხრა ბოლტმა,
- სხვათა შორის, აქამდე ამას სულ ტყუილად აკეთებდით. სანამ ამ საქმის
იურიდიულ ასპექტებზე გადავალთ, უნდა დავამყაროთ კონტაქ ტი საზოგა-
დოებასთან, რადგან ყველაფერმა, რაც გაჟონა: საკრედიტო ბარათების
გაუნაღდებელი ანგარიშები, მილიონიანი დაზღვევა, დანაშაულის ადგილის
იმიტაცია, სასწრაფოდ მოწმენდილი სისხლი - თქვენ წინააღმდეგ მუშაობს. ეს
ყველაფერი სავალალოდ ჩანს, მეგობარო. მოჯადოებულ წრეში მოხვდით: პო-
ლიცია ფიქრობს, რომ დამნაშავე ხართ და ამას პუბლიკას ატ ყობინებს. პუბ-
ლიკა განრისხებულია და თქვენს დაპატიმრებას მოითხოვს. ესე იგი, პირველ
რიგში უნდა ვიპოვოთ ალტერნატიული ეჭვმიტანილი. მეორეც, ჩვენ უნდა შე-
ვინარჩუნოთ ემის მშობლების მხარდაჭერა - სიტ ყვით ვერც კი გამოვხატავ
ბოლომდე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. და მესამე: ჩვენ უნდა გამოვასწო-
როთ თქვენი იმიჯი, რადგან, თუ საქმე სასამართლომდე მივა, ამან შეიძლება
განსაზღვროს ნაფიც მსაჯულთა გან წყობა. საქმის გარჩევის ადგილის შეცვლა
ამჟამად არაფერს ნიშნავს - 24-საათიანი საკაბელო მაუწყებლობა, ინტერნე-
ტი, - ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო თქვენი ადგილსამყოფელია. ვერც კი

241
გეტ ყვით, რომელი ერთით დავიწყოთ, რადგან ყველა ფრონტზე ერ-
თდროულად უნდა ვიბრძოლოთ.
- მეც ასე ვფიქრობ, დამერწმუნეთ.
- ემის მშობლებთან როგორაა საქმე? ჩვენს მხარდამჭერ განცხადებას
გააკეთებენ?
- მათთან აღარ მილაპარაკია იმ დღიდან, რაც დადასტურდა, რომ ემი ორ-
სულად იყო.
- ორსულადაა, - ტანერმა შუბლი შეიჭმუხნა, - არის, ორსულად არის. არა-
სოდეს ახსენოთ თქვენი ცოლი წარსულ დროში.
- ამის დედაც... - წამით თავი ხელებში ჩავრგე. არასოდეს ვიცი, რას ვამ-
ბობ.
- ნუ სწუხხართ ამაზე, როცა მარტო ვართ, - ბოლტმა დიდსულოვნად აიქ-
ნია ხელი, - მაგრამ სხვაგან, ყველგან უნდა სწუხდეთ. თანაც მაგრად. არ მინ-
და საერთოდ პირი გააღოთ მანამ, სანამ კარგად არ მოიფიქრებთ, რის თქმას
აპირებთ. მაშ, თქვენ არ გილაპარაკიათ ემის მშობლებთან. მე ეს არ მომ წონს.
მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დაკავშირებას მაინც თუ ეცადეთ?
- რამდენიმე შეტ ყობინება გავგზავნე.
ბოლტმა ყვითელ ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა.
- მოკლედ, უნდა ვთქვათ, რომ ეს თქვენთვის ცუდი ახალი ამბავია. მაგრამ
თქვენ მათ უნდა დაელაპარაკოთ. ოღონდ ხალხმრავალ ადგილას არა, სადაც
ნებისმიერი ნაბიჭვარი მობილურის კამერით გადაგიღებთ - ერთი შონა კელის
მომენტიც გვეყოფა, მეორეს ვერ დავუშვებთ. ანდა დასაზვერად გაგზავნეთ
თქვენი და. წინასწარ გაიგოს, რა ხდება. ასე აჯობებს.
- კარგი.
- და კიდევ, ნიკ, მე მჭირდება, რომ თქვენ ჩამოწეროთ, რა გაგიკეთებიათ
კარგი და სასიამოვნო ემისთვის ამ წლების განმავლობაში. რომანტიკული რა-
მერუმეები. განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მაგალითად,
მოუხარშეთ ქათმის ბულიონი, როდესაც ავად იყო, ან უგზავნიდით სასიყვა-
რულო წერილებს, როდესაც საქმეზე იყავით ქალაქიდან გასული. არაფერი
განსაკუთრებულად ძვირად ღირებული. მე არ მაინტერესებს ძვირფასეულო-
ბა, გარდა იმისა, რაც ერთად შეიძინეთ, დასვენებისას, ან რაიმე ამდაგ ვარი.
ჩვენ გვჭირდება რეალურად რომანტიკული რაღაცები, რომანტიკული ფილ-
მის მასალა.
- და რა ვქნა, თუ არა ვარ რომანტიკული ფილმის ტიპაჟი?

242
ტანერმა კოპები შეკრა, მაგრამ მერე ისევ ჩვეულებრივი გამომეტ ყველება
მიიღო.
- ნიკ, რამე მოიფიქრე კარგი? შენ კარგი კაცის გარეგნობა გაქვს, დარწმუ-
ნებული ვარ, შარშან რამე რომანტიკული გაკეთებული გექნება.
მაგრამ ვერაფერი შესაფერისი ვერ გავიხსენე განვლილი ორი წლის გან-
მავლობაში.
ნიუ-იორკში, ქორწინების პირველ წლებში, ძალიან ვცდილობდი, რომ ჩემი
ცოლი გამეხარებინა, მინდოდა, ის მშვენიერი დღეები დამებრუნებინა, როდე-
საც ემი ავ ტოსადგომზე გამორბოდა და მეხუტებოდა, ეს იყო სპონტანური სი-
ხარულის გაზიარება, ლოყა ლოყაზე გვქონდა მიტ ყუპული, მისი ნათელი ცის-
ფერი თვალები ფართოდ იყო გახელილი. წამ წამები ჩემს წამ წამებს ეხებოდა,
მისი თბილი სუნთქვა კი ტუჩს მითბობდა, ცხვირის ქვეშ. როგორი გულისამა-
ჩუყებელი სისულელეა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერი გამოვცა-
დე, რადგან ჩემი ცოლი თითქოს სადღაც მისხლტებოდა. მე ვიყენებდი - არა,
ჩხუბსა და კამათს კი არა, - მე მუდმივად ვანუგეშებდი, ყველაფერს ვუსრუ-
ლებდი როგორც ტიპური ცოლის მორჩილი ქმარი, სერიალიდან „დიახ, ძვირ-
ფასო, რა თქმა უნდა, საყვარელო“.
ბოლოს და ბოლოს ბობოქარმა ენერგიამ მიმატოვა, მაგრამ ჩემი აზრები
მოუსვენარი ბაჭიებივით აქეთ-იქით აწყდებოდნენ, ისევ ეძებდნენ საშუალე-
ბას ემი ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ ნებისმიერი საქციელი, ნებისმიერი
მცდელობა იმით მთავრდებოდა, რომ ემი გვერდზე გაიხედავდა და სევდიანად
ამოიოხრებდა. „შენ უბრალოდ არაფერი გესმის“, ამას ნიშნავდა მისი ეს ამო-
ოხვრა. მაგრამ როცა მისურიში გადავსახლდით, საერთოდ ჭკუიდან გადავედი.
კიდეც მრცხვენია გავიხსენო, წვრილმანებზე როგორ ვგიჟდებოდი, საზიზღრად
მლიქვნელი გავხდი. ასე რომ, მე არ ვიყავი რომანტიკული, კეთილიც კი აღარ
ვიყავი.
- ახლა კი მჭირდება სია ადამიანებისა, ვისაც შეუძლიათ ემის ავნონ, ვინც
შეიძლება მის საწინააღმდეგოდ რამეს გეგმავდეს.
- უნდა გითხრათ, რომ ემი შეეცადა პისტოლეტი ეყიდა, წელს
- პოლიციამ იცის?
- დიახ.
- თქვენც იცოდით?
- არა, სანამ იმ ტიპმა არ მითხრა, ვისგანაც პისტოლეტის ყიდვას აპირებ-
და.

243
ადვოკატი ორიოდე წამით ჩაფიქრდა.
- მაშინ ნაძლევს ჩამოვალ, რომ პოლიციამ წამოაყენა ვერსია, პისტოლეტი
სჭირდებოდა თქვენგან თავდასაცავად. ის მარტო გრძნობდა თავს და ის იყო
დამფრთხალი. მას უნდოდა თქვენი ნდობა ჰქონოდა, მაგრამ ეშინოდა, რომ
მოვლენები ცუდად განვითარდება. ასე რომ, გადაწყვიტა შეეძინა იარაღი,
რადგან ეშინოდა, მისი ყველაზე უარესი შიშები გამართლდება.
- ო, კარგად მსჯელობთ.
- მამაჩემი პოლიციელი იყო, - თქვა მან.
- მაგრამ მე მომ წონს პისტოლეტის იდეა, უბრალოდ, უნდა ვიპოვოთ ვინმე,
თქვენ მაგივრად რომ ამას მივაბათ. ვინმე. უახლოესი გარემოცვიდან.
- იქნებ ის მუდმივად ჩხუბობდა მეზობელთან მყეფარა ძაღლის გამო? ან-
და უნდოდა წინააღმდეგობა გაეწია ჯეელისთვის, რომელიც მოსვენებას არ
აძლევდა, ეს იქნება ზუსტად ის, რაც გვჭირდება. ტომი ო’ ჰარას შესახებ რამე
გაგიგიათ?
- კი, გამიგია, მან ბოლო დროს რამდენჯერმე სცადა ემისთან დარეკვა.
- 2005 წელს ბრალდება წაუყენეს, რომ ემის გაუპატიურებას შეეცადა.
გაოცებისგან პირი დავაღე.
- ისინი ერთმანეთს იშვიათად ხვდებოდნენ. ერთხელაც ერთად იყვნენ მას-
თან სახლში და სადილის მერე რაღაც ისე არ წავიდა და ემი გააუპატიურა.
ასე ამტკიცებენ ჩემი წყაროები.
-კონკრეტულად როდის 2005-ში?
- მაისში.
ეს მომხდარა იმ ცხრათვიან შუალედში, როდესაც ემი დამეკარგა. ნიუ--
იორკში ჩვენი გაცნობისა და მეშვიდე ავენიუზე ჩვენი შემთხვევითი შეხვედ-
რის პერიოდს შორის. ტანერმა ჰალსტუხი გაისწორა, საქორწინო ბე ჭედი თით-
ზე დაიტრიალა, და გამომცდელად შემომხედა:
- ამის შესახებ არაფერი მოუყოლია?
- ამის შესახებ არასდროს არაფერი გამიგია, მით უმეტეს, ემისგან.
- ნუ გიკვირთ, ქალების უმეტესობისთვის ეს არის სტიგმა, სამარცხვინო
დაღი.
- ვერ ვიჯერებ...
- ახალ კლიენტთან შეხვედრის წინ ვცდილობ მაქსიმალურად მეტი ინ-
ფორმაცია მოვაგროვო ხოლმე. მინდა გაჩვენოთ, რამდენად გ ჭირდებით.
- ის ტიპი შეიძლება იყოს ეჭვმიტანილი?

244
- დიახ, რატომაც არა? - ტანერმა მეტისმეტად მხნედ მიპასუხა. - მან
თქვენი ცოლის გამო გაიფუ ჭა რეპუტაცია.
- ციხეშია?
- ემიმ უკან წაიღო საჩივარი, არ უნდოდა ჩვენების მიცემა. თუ გადავ-
წყვეტთ, რომ ერთად ვმუშაობთ, ეს დაგ ვჭირდება. გაიხსენეთ ყველა, ვისაც
თქვენი ცოლის განსაკუთრებული ინტერესი შეიძლება ჰქონდეს. უკეთესი იქ-
ნება, თუ კართაგენ ში ცხოვრობს. უფრო დამაჯერებელია. - ტანერმა ფეხი
ფეხზე გადაიდო და გამოაჩინა კბილების ქვედა რიგი, ყვითელი და მოღრეცი-
ლი, ზედა იდეალურ მდგომარეობაში მყოფ რიგთან შედარებით.
- ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე გადავდივართ, - თქვა მან - მე
მჭირდება სრული გულახდილობა თქვენგან. ყველა სხვა შემთხვევაში არაფე-
რი გამოგ ვივა. ასე რომ, მომიყევით ყველაფერი თქვენი ქორწინების შესახებ,
ყველაზე უფრო ცუდი ამბების ჩათვლით. რადგან, თუ მეცოდინება ყველაზე
ცუდი, მეცოდინება, როგორ მოვემზადო ამისთვის. მაგრამ თუ არ მეცოდინება,
ჩავიჭრებით. და ორივე ერთად ჩავიჭრებით. შენ ჩაიჭრები, მე კი ჩემი „ჯი--
ოთხით“ (გ4 - რეაქტიული თვითმფრინავი. - მთარგმნ. შენიშვნ.) გავფრინდები.
ღრმად ჩავისუნთქე. თვალებში ჩავხედე და ვუთხარი:
- ემის ვღალატობდი და ახლაც ვღალატობ.
- გასაგებია. ერთ ქალთან თუ ბევრთან?
- არა, ბევრთან არა. ადრე არ ვღალატობდი.
- ესე იგი, ერთთან? - იკითხა ბოლტმა და გვერდზე გაიხედა, კედელზე ეკი-
და აკვარელი, რომელიც იალქნიან ნავს გამოხატავდა. უყურებდა სურათს და
თან საქორწინო ბე ჭედს ატრიალებდა ხელზე. წარმოვიდგინე, როგორ ურეკავს
მოგ ვიანებით ცოლს და უყვება: „ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც შემხვდეს პა-
ტიოსანი კლიენტი, სრული ნაძირალა კი არა“.
- დიახ, ერთ გოგოსთან, ის ძალიან...
- არ თქვათ გოგო, არასოდეს არ თქვათ გოგო, - მითხრა ბოლტმა - თქვით
ქალი. ერთ ქალთან, რომელიც თქვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამის თქმა
გინდოდათ?
რა თქმა უნდა, ასეც იყო.
- ნიკ, ეს კიდევ უარესია, ძალიან ბევრს რომ ნიშნავს თქვენთვის. თქვენ
გ ქონდათ მასთან კონტაქტი ემის გაუჩინარების შემდეგ?
- დიახ. სათადარიგო მობილურით. და პირადადაც, ერთხელ, არა ორჯერ,
მაგრამ...

245
- პირადად?
- არავის დავუნახავვართ, შემიძლია დავიფიცო, მხოლოდ ჩემმა დამ...
ადვოკატმა ღრმად ამოისუნთქა და ისევ შეხედა სურათს.
- და რას ამბობდით, რა ჰქვიაო?
- ენდი.
- რა დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ?
- კარგად ეჭირა თავი, სანამ ორსულობის ამბავს გაიგებდა. ახლა კი მგო-
ნია, რომ ცოტა არ იყოს, ზღვარზეა. ცოტა არ იყოს კი არა, მაგრად. მას რაღაც
სჭირდება...
- პირდაპირ თქვით, ნიკ, რა სჭირდება.
- ნუგეში, დამ შვიდება. და იგი მოითხოვს ამას. მართლა საყვარელი გოგოა,
მაგრამ მეტად ნორჩი, და ეს, რა თქმა უნდა, საქმეს ართულებს.
ტანერ ბოლტი მივიდა მაგიდასთან და „კლამატოს“ ბოთლი ამიღო. ბარი
სავსე იყო „კლამატოს“ ბოთლებით. მან გახსნა ბოთლი, სამი ყლუპი დალია,
შემდეგ კი ტუჩები ნაჭრის ხელსახოცით გაიწმინდა.
- თქვენ უნდა ერთხელ და სამუდამოდ შეწყვიტოთ ყველანაირი ურთიერ-
თობა ენდისთან, - თქვა მან.
რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ ხელი ასწია და გამაჩუმა.
- დაუყოვნებლივ!
- არ შემიძლია მასთან გავწყვიტო ურთიერთობა ასე უცებ, არაფრის გამო.
- ნიკ, ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. თქვენ უნდა შეასრულოთ, რასაც
გეტ ყვით, მეგობარო, მე ხომ უკვე გითხარით. თქვენ არ შეიძლება ხვდებოდეთ
საყვარელს, როცა თქვენი ორსული ცოლი გაუჩინარებულია. ეს არის პირდა-
პირი გზა ციხეში. ახლა მთავარია, ეს ისე გავაკეთოთ, რომ ენდი ჩვენს წინააღ-
მდეგ არ განვაწყოთ. არ უნდა დავუშვათ, რომ მან შურისძიება გადაწყვიტოს,
ანდა საჯაროდ გამოვიდეს და დაიწყოს მოყოლა. დაარწმუნეთ, რომ ახლა
სხვა გამოსავალი არ არის, უნდა მიხვდეს, რომ თქვენს უსაფრთხოებაზე უნდა
იზრუნოს. თქვენ გაქვთ ქალებთან ურთიერთობის შეწყვეტის გამოცდილება.
უნდა მეპასუხა, მაგრამ არ დამაცალა.
- ჩვენ მასთან საუბრის რეპეტიცია უნდა ჩავატაროთ. ეს გამოცდისთვის
მომზადების მსგავსი იქნება. მაშ ასე, თუ თქვენ მზად ხართ ჩემთან კონტრაქ-
ტი გააფორმოთ, მე ჩამოვალ მისურიში, დავბანაკდები იქ და სერიოზულ მუ-
შაობას დავიწყებთ.

246
კართაგენ ში სადილის შემდეგ დავბრუნდი. საოცარი საქმეა - როგორც კი
ტანერმა ენდი სიტუაციიდან გამოთიშა და ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა,
რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, მე უპრობლემოდ შევეგუე ამ აზრს, თითქმის
განცდების გარეშე. იმ ორი საათის განმავლობაში რაც თვითმფრინავით მოვ-
ფრინავდი, ენდი გადავიყვარე, ისე მარტივად, თითქოს ოთახიდან გამოვედიო.
ჩვენი ურთიერთობა ერთბაშად გახუნდა, წარსულში გადაინაცვლა. რა უც-
ნაურია, რომ მე დავანგრიე ჩემი ოჯახი, ამ პატარა გოგოს გამო, რომელთანაც
საერთო არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ გვიყვარს სიცილი და გვიყვარს
ლუდი სექსის შემდეგ.
რა თქმა უნდა, შენ გიხარია, ეს ურთიერთობა რომ დაასრულე - იტ ყოდა
გო - მერე უფრო ძნელი იქნებოდა. მაგრამ არსებობდა უფრო მნიშვნელოვანი
მიზეზიც: ემი ჩემს გონებაში სულ უფრო მეტ ადგილს იკავებდა. ის გაუჩინარ-
და, მაგრამ ახლა უფრო მეტს ვფიქრობდი მასზე, ვიდრე ოდესმე. ემი ხელახლა
შემიყვარდა, რადგან მასთან ერთად მე სუპერნიკი ვიყავი. მის მიმართ სიყვა-
რული მე სუპერმენად მაქცევდა. ეს სიცოცხლის განცდას მიცხოველებდა. ყვე-
ლაზე მარტივ საქმესაც კი ემი მთელი არსებით აკეთებდა, მე მიხდებოდა ძა-
ლების მაქსიმალური დაძაბვა, რომ მას დავწეოდი. შემეძლო მთელი საათი
დამეხარჯა, ემისთვის ჩვეულებრივი ელექტრონული წერილის დასაწერად, -
იმისთვის, რომ ემისთან საუბარი შემძლებოდა, ინტერნეტში ვიქე ქებოდი. ვე-
ძებდი ინფორმაციას ტბის პოეტებზე, სადუელო კოდექსზე, საფრანგეთის რე-
ვოლუციაზე. მისი გონების თვალსაწიერი უფრო ფართო და ღრმა იყო, ბევრი
რამე გავიგე მასთან ურთიერთობისას, დავ ჭკვიანდი. თანაც უფრო აქტიური,
უფრო კონცენტრირებული ვხდებოდი, თითქოს სხეულში ელექ ტროენერგიამ
დამიარაო. რადგან ემისთვის სიყვარული იყო მსგავსი ნარკოტიკისა, ან ალკო-
ჰოლისა ან პორნოსი: აქ ერთი დონე არ არსებობდა, უფრო და უფრო უნდა გა-
გეზარდა დოზა, იმავე შედეგისთვის რომ მიგეღწია.
ემიმ მაიძულა დამეჯერებინა, რომ მე განსაკუთრებული ვარ, რომ შეიძლე-
ბა მას გავეტოლო. ეს ჩვენ გვაერთიანებდა და შთაგონებასაც გვაძლევდა. მაგ-
რამ ამ ყველაფერს ჰქონდა საბედისწერო სირთულე. საქმე ისაა, რომ მე არ
შევესაბამებოდი ამ მაღალ მოთხოვნებს. მე მინდოდა სისადავე და სიმარტივე,
და თუმც კი ამის გამო ჩემს თავს ვერ ვიტანდი, ჩემდა უნებურად, - და მე ეს
გავაცნობიერე, - ამის გამო ემის ვსჯიდი. მოწყვლად და ეკლიან არსებად ვაქ-
ციე. შევეცადე თავი წარმომეჩინა, როგორც ერთი ყაიდის კაცს, და შემდეგ აღ-
მოვაჩინე, სრულიად სხვა ყაიდის კაცი ვყოფილვარ სინამდვილეში. კიდევ

247
უარესი, მე დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ჩვენი ტრაგედია მთლიანად მისი გა-
მოწვეულია. წლები დავხარჯე იმაზე, რომ ჩემი თავი გარდამექმნა იმად, რაც
იყო ემი. სიძულვილის თავდაჯერებული გორგალი.

***

უკანა გზაზე, თვითმფრინავში, სანამ კართაგენ ში ჩავფრინდებოდი, იმდენ-


ჯერ გადავიკითხე მეოთხე მინიშნება, რომ ზეპირად ვისწავლე. მინდოდა ჩემი
თავი მეტანჯა. არ არის გასაკვირი, რომ ეს ჩანაწერები წინანდლისგან ესოდენ
განსხვავდებოდა. ჩემი ცოლი ორსულად იყო. მას ყველაფრის თავიდან დაწყე-
ბა უნდოდა, უნდოდა აღედგინა ჩვენი წინანდელი ნათელი ცხოვრება. ადვი-
ლად შემეძლო წარმომედგინა, როგორ დაქრის ქალაქ ში, როგორ ტოვებს სა-
სიყვარულო წერილებს, ისე ცდილობს, თითქოს სკოლის მოსწავლე პატარა
გოგონა იყოს, უნდა, რომ „განძის ძიება“ ბოლომდე მივიყვანო, და სასიხარუ-
ლო ამბავი მამცნოს, ორსულადაა. ეს იქნებოდა ძველმოდური ჩვილის საწო-
ლი. თუმცა, თემა ამ მინიშნებისა საკმაოდ უცნაური იყო ორსული ქალისათ-
ვის, რომელიც დედა უნდა გახდეს.
წარმოიდგინე, დაუშვი - ვარ ცუდი გოგო ძალიან,
და ასეთები, ძვირფასო, დასჯისა ღირსნი არიან,
ეს კარგად მესმის, მართლაც ასეა, რაღა ვთქვა მეტი,
გთხოვ მაპატიო, გულწრფელად ვამბობ, ხომ ხედავს ღმერთი,
გამოცანები უფრო რთულდება, სიტ კბოებაა ამ ხუთი წელის,
მზიან შუადღით კოქტეილს ვსვამდით, ჰეი, მოემზადე, სიურპრიზი გელის!
უკვე სახლში ვიყავი, როდესაც მოვისაზრე - სასურველი ნივთი მეხუთე
წლისთავისთვის უნდა იყოს რაღაც, რაც დამზადებულია ხისგან. დასჯა გუ-
ლისხმობს, რომ ეს რაღაცები შეშის ფარდულში უნდა იყოს. სწორედ ასეთი
ფარდული იდგა ჩემი დის ეზოში, სახლის უკანა მხარეს. ფარდული, სადაც წი-
ნათ ინახავდნენ დაჟანგებულ ინსტრუმენტებსა და გაზონის საკრეჭ მანქანას.

248
ძველი ხის ნაგებობა, თითქოსდა საშინელებათა ფილმიდან გადმოსული. ფარ-
დული, სადაც ნელ-ნელა, ერთი-მეორეს მიყოლებით კლავენ ტურისტებს. გო
იქ არასოდეს შედიოდა, ხშირად ხუმრობდა, ცეცხლი უნდა შევუნთო და დავ-
წვაო. რაც ამ სახლში გადმოვიდა, ახლოსაც არ მიჰკარებია, ფარდული კი სულ
უფრო და უფრო ძველდებოდა და აბლაბუდებით იფარებოდა. ხშირად ვხუმ-
რობდით, - გვამის დასამალად უკეთესი ადგილის პოვნა შეუძლებელია.
ქალაქ ში მანქანით მივდიოდი, სახე - გაქვავებული, ხელები გაყინული
მქონდა. დავინახე გოს მანქანა, სახლთან დგას, მაგრამ ჩავუარე, გავცდი, ფერ-
დობზე დავეშვი. ბოლოს კი სახლის უკან აღმოვჩნდი, სადაც ვერავინ დამინა-
ხავდა. სრულიად მარტო ვიყავი.
ეზოს ბოლოში ხეების რიგთან ფარდული იდგა.
კარი გავაღე.
არა, არა, არა, არა!

"},{"head":"მეორე ნაწილი ქალი პოულობს ვაჟს ","content":"

249
მეორე ნაწილი ქალი პოულობს ვაჟს

გაცილებით ბედნიერი ვარ ახლა, რადგან მკვდრად ვითვლები. ოფიციალუ-


რად, დაკარგულად. მალე კი ოფიციალურადაც იტ ყვიან, რომ მკვდარი ვარ.
მაგრამ სიმოკლისთვის ახლავე ვიხმაროთ ეს სიტ ყვა, მკვდარი. მხოლოდ რამ-
დენიმე საათი გავიდა, მაგრამ უკვე უკეთესად ვარ. კუნთებში ენერგია მომემა-
ტა, სახსრები კი უფრო მოქნილი გამიხდა. ამ დილით უეცრად გავაცნობიერე,
რომ სახის კუნთების მდგომარეობას რაღაც უცნაურად, უჩვეულოდ შევიგ-
რძნობ. უკანა ხედვის სარკეში ჩავიჭყიტე, ეს საზარელი კართაგენი 43 მილის
მანძილზე ჩამოვიტოვე. ჩემი თვითკმაყოფილი ქმარი გამოჭიმულა აქ თავის
ზინტლიანი ბარის დახლთან. ამ დროს როგორი მკაცრი სასჯელი ემუქრება
მის უტვინო გოგრას, არაფერს რომ არ ეჭვობს. ჩავიხედე სარკეში და მივხვდი,
ჰო, ეს რაღაცა ახალია. (მნიშვნელოვანი საქმეების სია, ერთ-ერთი იმ მრავალი
სიათაგანი, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ვადგენდი). ჩემ გვერდით
დევს სავარძელზე. სისხლის ლაქა ჩანს ოცდამეორე პუნქტზე, „დავიჭრა თავი“.
მაგრამ ემის ხომ სისხლის ეშინია? იტ ყვიან მისი დღიურის წამკითხველნი (ო,
დღიური, დიახაც, ჩემს ბრწყინვალე დღიურსაც მივუბრუნდებით). არა, არა, მე
სისხლის არ მეშინია, საერთოდაც არა, მაგრამ მთელი ერთი წლის განმავლო-
ბაში ვამბობდი, რომ ძალიან მეშინია. ნიკს ერთი ოცჯერ მაინც ვუთხარი, რომ
მეშინია, და, როცა მითხრა, „რაღაც არ მახსოვს, ასე გეშინოდა სისხლის“, ვუ-
პასუხე რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რამდენჯერ. ნიკი არ აქცევს ყურადღე-
ბას სხვების პრობლემებს, ასე რომ, ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ სიმართლეს ვე-
უბნები. გულის წასვლა, სისხლის გადასხმის ცენტრში ზედგამოჭრილი შემ-
თხვევაა, მართლაც წამივიდა გული, უბრალოდ კი არ დავწერე (ნუ ღელავთ,
მალე ჩვენ ყველაფერს დავახარისხებთ: რა არის სიმართლე, რა არ არის სი-
მართლე და რა შეიძლება, სიმართლე რომ ყოფილიყო).
22-ე პუნქტი სიაში დიდი ხანია, რაც ჩავწერე. ახლა კი რეალობად ვაქციე
და ხელიც მტკივა. საკმაოდ ძლიერად. საკმაო ნებისყოფაა საჭირო იმისთვის,
ხორცი რომ ჩაიჭრა, ისე, თითქოს ქაღალდს ჭრი. სისხლი ბევრი იყო საჭირო,
მაგრამ არც ძალიან ბევრი, თქვენ ხომ არ გინდათ, რომ ერთი საათის მერე გი-
პოვონ სისხლის გუბეში და კითხვები დაგაყარონ. დანა ჯერ ჩემს მაჯასთან მი-

250
ვიტანე, მაგრამ, როდესაც შევხედე მოცისფრო ვენებს, თავი ვიგრძენი ფილმში
ნანახ გამნაღმველად - ერთი არასწორი მოძრაობა და მკვდარი ხარ.
გავავლე გრძელი ხაზი მკლავის მხარეს და ხორცი გრძლად ჩავ ჭერი, პირში
ნაჭერი მქონდა და მთელი ძალით ვუ ჭერდი, რომ არ მეყვირა. ერთი ღრმა
გრძელი ჭრილობა. მერე ფეხმორთხმული ვიჯე ქი იატაკზე, ვუყურებდი, რო-
გორ წვეთავს სისხლი, სანამ კარგა მოზრდილი გუბე არ გამოვიდა. შემდეგ ყვე-
ლაფერი გავწმინდე, მაგრამ ისე ზერელედ, როგორც ნიკმა მოწ მინდა მაშინ,
როცა ხელი მკრა და თავი გამიტ ყდა. მე მჭირდება, რომ სცენა ისე გამოიყურე-
ბოდეს, როგორც რაღაც საშუალო ნამდვილსა და გაყალბებულს შორის. სას-
ტუმრო ოთახში სცენა ნამდვილად დადგმულია, სისხლი მოწმენდილია, ეს ემი
ვერ იქნებოდა! ასე რომ, მიღირდა თვითდაზიანება. ახლა, როდესაც რამდენი-
მე საათი არის გასული, ჭრილობა სახვევის ქვეშ მეწვის. თითქოს ცეცხლი მი-
კიდია ხელზეო (30-ე პუნქტი: საგულდაგულოდ გადავიხვიო ხელი, რომ სის-
ხლი არ დაეწვეთოს იქ, სადაც არ უნდა იყოს, გავახვიო საკანცელარიო დანა
და ჩავიდო ჯიბეში, რომ შემდეგ გადავაგ დო).
პუნქტი მე-18: მოვაწყო ბრძოლის სცენა სასადილოში, გადავატრიალო „ო-
ტომანი“. შესრულებულია;
პუნქტი მე-12: პირველი მინიშნება ჩავდო კოლოფში და დავდო იქ, სადაც
პოლიცია უფრო ადრე იპოვის, ვიდრე ჩემი გაშტერებული ქმარი დაიწყებს მის
ძებნას. ის აუცილებლად უნდა მოხვდეს პოლიციის ოქმში. მინდა რომ ნიკი
იძულებული გახდეს, დაიწყოს „განძის ძიება“ (შინაგანი „მე“ აიძულებს მას,
რომ ბოლომდე მიჰყვეს). შესრულებულია;
პუნქტი 32-ე: გადავიცვა რაიმე უბრალო ტანსაცმელი, დავიხურო ქუდი,
რომ თმა არ მიჩანდეს, ჩავიდე მდინარის ნაპირზე, შევიდე წყალში რამდენიმე
დუიმის სიღრმეზე და გავიარო საცხოვრებელი პუნქტის ნავმისადგომზე. გავა-
კეთო ეს, როცა ტრევერსები, ჩვენი ერთადერთი მეზობლები, რომლებმაც შე-
იძლება დამინახონ, ეკლესიაში იქნებიან. გავაკეთო ეს, რადგან ვერასოდეს იქ-
ნები დარწმუნებული, გიყურებენ თუ არა. ამიტომ აუცილებელია გააკეთო ისე,
სხვები რომ არ აკეთებენ, რადგან შენ ასეთი მაგარი ხარ;
29-ე პუნქტი: გამოვემ შვიდობო ბლიკერს. უკანასკნელად ვიგრძნო კატის,
არცთუ მაინცდამაინც საამური სუნთქვა. ავუვსო ჯამი საკვებით, იმ შემთხვე-
ვისთვის, თუკი დაავიწყდებათ მისი ჭმევა, როდესაც ყველაფერი დაიწყება;
33-ე პუნქტი: მოვიშორო ეს დამპალი მანქანა - „დოჯი“.
შესრულებულია, შესრულებულია, შესრულებულია.

251
მე შემიძლია მოგიყვეთ ყველაფერს, რაც გავაკეთე, მაგრამ მინდა, რომ
თავდაპირველად ცოტა უკეთ გამიცნოთ. ოღონდ დღიურის ემი კი არა, რომე-
ლიც წარმოსახვის ნაყოფია (ნიკმა მითხრა, რომ ჩემგან ნამდვილი მწერალი
არ გამოვა, საერთოდ რატომ ვუსმენდი მას?) არამედ მე, ნამდვილი ემი. რა
ტიპის ქალი გააკეთებდა ამ ყველაფერს? ახლა კი მოგიყვებით ნამდვილ ამ-
ბავს და თქვენ ყველაფერს გაიგებთ.
დავიწყებ იმით, რომ მე საერთოდაც არ უნდა გავჩენილიყავი.
დედაჩემს ხუთჯერ მოეშალა მუცელი, ორი ბავშვი კი მკვდარი გააჩინა. ეს
ხდებოდა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე, თითქოს სეზონური მოვა-
ლეობააო. ყველა იყო გოგონა. ყველას ჰოუპი დაარქვეს. დარწმუნებული ვარ,
რომ ეს იყო მამაჩემის წინადადება, მისი ოპტიმისტური გან წყობა, რომელსაც
სერიოზულობისა და თან ირონიის ელფერი დაჰკრავდა. ჩვენ არ უნდა დავ-
კარგოთ იმედი, მერიბეთ, მაგრამ ჰოუპის ყოველ ჯერზე კარგავდნენ (Hope
(ინგლ.) - იმედი. - მთარგმნ. შენიშვნ).
ექიმები არწმუნებდნენ ჩემს მშობლებს, შეეწყვიტათ მცდელობა, მაგრამ
მშობლებმა უარი უთხრეს, ისინი ქედს არ იხრიან სირთულეების წინაშე, ისი-
ნი ცდილობდნენ და ცდილობდნენ და საბოლოოდ მეც გავჩნდი. დედაჩემი არ
ფიქრობდა, რომ გადავრჩებოდი, ჩემზე არც კი ფიქრობდა, როგორც ნამდვილ,
ცოცხალ ბავშვზე, გოგონაზე, რომელსაც სამ შობიაროდან სახლში წაიყვანდა.
საქმე ცუდად რომ წასულიყო, მე გავხდებოდი ჰოუპი ნომერი რვა. მაგრამ მე
სამყაროში შემოვედი ყვირილით, ენერგიით დამუხტული, პამიდორივით ვარ-
დისფერი. ჩემს მშობლებს მეტად გაუკვირდათ, როცა გააცნობიერეს, რომ ერ-
თხელაც არ უფიქრიათ, რას დაარქმევდნენ რეალურ ბავშვს. სამ შობიაროში
პირველი ორი დღე სახელი არ მქონდა. ყოველ დილით დედას ესმოდა, როგორ
იღებოდა მისი პალატის კარი და შემოდიოდა მედდა თეთრ სამოსში (ყოველ-
თვის ძვირად ღირებული თოჯინასავით წარმოვიდგენდი, - გახამებული ქუდი,
ჩინური საკვების სატარებელ კოლოფს რომ ჰგავს). დედა ისე უსვამს კითხვას,
რომ თვალებს მაღლა არ სწევს: „ჯერაც ცოცხალია?“
ცოცხალი როცა დავრჩი, ემი დამარქვეს, რადგან ეს გავრცელებული სახე-
ლი იყო. იმ წელიწადს უამრავ ბავშვს დაარქვეს ემი, ღმერთებს ვერ დაენახათ
ეს ბავშვი, სხვა ათას ბავშვს შორის. დედაჩემმა მითხრა, თავიდან რომ შეს-
ძლებოდა ჩემთვის სახელის დარქმევა, ლიდიას დამარქმევდა.
ვიზრდებოდი ამაყი, იმის განცდით, რომ განსაკუთრებული ვარ. მე ვიყავი
გოგონა, რომელიც შეებრძოლა სიკვდილს - გამარჯვების შანსები დაახ-

252
ლოებით 1% იყო, მაგრამ მოვახერხე გამარჯვება. დედაჩემის საშო ამ პროცეს-
ში დავარღვიე, ჩემი დაბადება გენერალ შერმანის ლაშქრობასავით დამანგრე-
ველი აღმოჩნდა. მერიბეთი მე ტი ვერასოდეს გააჩენდა ბავშვს. ბავშვობაში ეს
საოცრად მახარებდა. მხოლოდ მე, მხოლოდ მე, მხოლოდ მე ვიქნები.
დედაჩემი იჯდა ხოლმე სარწეველა სავარძელში, ყველა ჰოუპის
დაბადება-სიკვდილის დღეს. ცხელ ჩაის მიირთმევდა და ამბობდა - „მცირე
დრო ჩემს თავსაც მინდა დავუთმო“. დედაჩემი მეტისმეტად გონისმიერი ადა-
მიანი იყო, რათა პანაშვიდი გადაეხადა. მაგრამ ის მეტად განყენებული და თა-
ვის თავში ჩაღრმავებული ხდებოდა, მე კი ეს არ მომ წონდა. აი, მის კალთაზე
ვძვრები, ან ცხვირში ვჩრი პასტელით დახატულ სურათს, ან ვაჩვენებ „ნებარ-
თვის ფურცელს“ სკოლიდან, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს, მაგრამ ზედაც
არ მიყურებს.
მამაჩემი ცდილობდა გავერთე: ხან კანფეტებს მაჭმევდა, ხან კინოში მივ-
ყავდი, მაგრამ არაფერი მშველოდა. დედაჩემისთვის მარტოობის იმ რამდენი-
მე წუთსაც არ ვიმეტებდი. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველა დანარჩენ
ჰოუპიზე უკეთესი ვიყავი, რადგან მე გავიმარჯვე. მაგრამ, ამავე დროს, ვეჭ-
ვიანობდი, მშვიდ, მკვდარ, მოცეკვავე პრინცესებზე. მათ მიაღწიეს სრულყო-
ფილებას ისე, რომ მცირედი ძალისხმევაც არ დასჭირვებიათ. ერთი წამით არ
უცხოვრიათ ამ დედამიწაზე. მე კი გავიჩხირე ამქვეყნად და ახლა ყოველ-
დღიურად იძულებული ვარ თვითდამკვიდრებისთვის ვიბრძოლო. ყოველ-
დღიურად დავამტკიცო, რომ სწორედ მე ვარ ღირსი ვიყო საუკეთესო.
ასე ცხოვრება მეტისმეტად დამღლელია, არადა, ასე ვცხოვრობდი, სანამ
31 წლისა არ გავხდი. მერე კი, ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი კარგად
იყო. ნიკის წყალობით.
ნიკს ვუყვარდი. ვუყვარდი ექვსი „ი“-თი: ვუყვარდიიიიიიი... მაგრამ მე კი
არ ვუყვარდი. ნიკს უყვარდა გოგო, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა.
მე ვთამაშობდი, ხშირად ვასახიერებდი რაღაც პიროვნებებს. სხვანაირად, უბ-
რალოდ, არ შემიძლია. ვერაფერს ვუშვრებოდი ჩემს თავს, ეს იყო ის, რასაც
ყოველთვის ვაკეთებდი: ისევე, როგორც ზოგიერთი ქალი მუდმივად იცვლის
სტილს, ასე ვიცვლი პიროვნებას. რომელი პიროვნება გრძნობს თავს კარგად,
რომელია პოპულარული, რომელია მოთხოვნადი? ვფიქრობ, რომ ადამიანთა
უმეტესობა ასე იქცევა, უბრალოდ, ამას არ აღიარებს; ხოლო ვინც ამას არ
აკეთებს, ან მეტისმეტად ზარმაცია, ან ჩლუნგი, საიმისოდ, პიროვნება რომ შე-
იცვალოს.

253
ბრუკლინის წვეულებაზე ვთამაშობდი თანამედროვე ქალიშვილს, რომე-
ლიც ნიკის მსგავს კაცს შეიძლება მოეწონოს: მაგარ გოგოს. მამაკაცებს ეს
საუკეთესო ქათინაური ჰგონიათ, ასე არ არის? „მაგარი გოგოა“. იყო „მაგარი
გოგო“ ნიშნავს, რომ შენ ხარ მშვენიერი, სექსუალური, მხიარული ქალი, რო-
მელსაც უყვარს ფეხბურთი, პოკერი, უხამსი ხუმრობები და ბოყინი; ვინც თა-
მაშობს ვიდეოთამაშებს, სვამს იაფ ლუდს, უყვარს სექსი სამ ში და, ასევე, ანა-
ლურიც; შთანთქავს ჰოთ-დოგებსა და ჰამბურგერებს, მაგრამ მაინც ახერხებს
და მეორე ნომერს ატარებს, რადგან მაგარი გოგო ყველაფერში მაგარია. მაგა-
რი და გამგებიანი. მაგარი გოგო არასოდეს გაბრაზდება, მხოლოდ ერთს
ჩაიღიმებს ნაღვლიანად, საყვარლად, და თავის კაცს ყველაფრის კეთების უფ-
ლებას მისცემს. მიდი, თავზე მიქენი, არა უშავს, მე ხომ მაგარი გოგო ვარ.
კაცებს ჰგონიათ, რომ ასეთი გოგოები არსებობენ. შესაძლოა, იმიტომ
ბრიყვდებიან, რომ მეტისმეტად ბევრი ქალი თამაშობს ასეთ „გოგოს“. „მაგარი
გოგო“ დიდი ხნის განმავლობაში მაღიზიანებდა. ვხედავდი, მამაკაცები - მე-
გობრები, კოლეგები, უცნობები, - როგორ იოლად ყლაპავენ ამ სატ ყუარას.
მინდოდა, მათ გვერდით დავმჯდარიყავი და მშვიდად მეთქვა მათთვის: შენ
პაემანს უნიშნავ უბრალოდ ქალს კი არა, არამედ ქალს, რომელმაც მეტისმე-
ტად ბევრი ფილმი ნახა, რომელთა სცენარები დაწერეს სოციალურად დაუკ-
მაყოფილებელმა მამაკაცებმა, ვისაც სჯერა, რომ ამ ტიპის ქალები მართლა
არსებობენ და შეუძლიათ აკოცონ კიდეც მათ.“ მინდოდა ხელი დამე ქაჩა საწ-
ყალი ბიჭის სახელოზე ანდა მხარზე გადაკიდებულ ჩანთაზე და მეთქვა: „ამ
კახპას სულაც არ უყვარს „ჩილი-დოგი“ ამდენად, რადგან ამდენად „ჩილი--
დოგი“ არავის უყვარს.“ მაგარი გოგოები ჩემ ში თანაგრძნობას არ იწვევდნენ.
ისეთ ქალს კი არ თამაშობენ, რაც თვითონ უნდათ, რომ იყვნენ, არამედ ისეთს,
მამაკაცს რომ მოსწონს. თუ თქვენ მაგარი გოგო არ ხართ, ეს სულაც არ ნიშ-
ნავს იმას, რომ თქვენს კაცს არ უნდა მაგარი გოგო. კი, მართალია, შეიძლება
არსებობდეს მცირედი ვარიანტები - შესაძლოა, ის ვეგეტარიანელია, ამიტომ
მის მაგარ გოგოს უნდა უყვარდეს „სეიტანი“ (მცენარეული პროდუქტი აღმო-
სავლეთ აზიიდან. - მთარგმნ. შენიშვნ.) და არა ჰოთ-დოგი; ანდა მოხიპო მხატ-
ვარია და მაგარი გოგო მისთვის არის ტატუირებული, სათვალიანი, კომიქსე-
ბის მოყვარული გოგო. კი, შესაძლებელია, იყოს განსხვავებანი ვიტრინის გა-
ფორმებაში, მაგრამ, დამიჯერეთ, ყველას სურს მაგარი გოგო, - გოგო, რომელ-
საც უყვარს ყველა ის საზიზღრობა, რაც მათ უყვართ და რომელიც ყოველ-
თვის ყველაფრით კმაყოფილია და არასოდეს არაფერზე ჩივის (როგორ უნდა

254
მიხვდე, რომ არ ხარ „მაგარი გოგო“? როდესაც იტ ყვის: „მე მომ წონს ძლიერი
ქალები“. თუ ამას თქვენ გეუბნებათ, ეს ნიშნავს, რომ ერთხელაც სხვას გაჟი-
მავს. რადგან „მე მომ წონს ძლიერი ქალები“ უნდა გაიგო, როგორც „მე მძულს
ძლიერი ქალები“).
წლების განმავლობაში ველოდებოდი, რომ ქანქარა საწინააღმდეგო მხა-
რეს გადაიხრებოდა - რომ მამაკაცები ჯეინ ოსტინის კითხვას დაიწყებდნენ,
ისწავლიდნენ ქსოვას, დაიწყებდნენ ჰარმონიის ძიებას სიყვარულში, საოჯახო
ალბომების თვალიერებას დაიწყებდნენ და ერთმანეთს მიესიყვარულებოდნენ,
ჩვენ მათ ავხორცად შევხედავდით და ვიტ ყოდით: „აი, ეს მაგარი ბიჭია“.
მაგრამ ეს არასოდეს მომხდარა. ამის ნაცვლად, ჩვენი ქვეყნის ქალებმა,
ნაციონალურ მასშტაბში, საშინელი დეგრადაცია განიცადეს! საკმაოდ სწრა-
ფად „მაგარი გოგო“ ქცევის სტანდარტი გახდა. კაცებმა დაიჯერეს, რომ ასეთი
გოგოები მართლა არსებობენ - და ეს არ არის უბრალოდ ოცნების გოგო, რო-
მელიც ერთია მილიონ ში. იგულისხმებოდა, რომ ყველა გოგო უნდა იყოს „მა-
გარი გოგო“ და, თუ შენ ეს არ გინდოდა, ეს ნიშნავდა, რაღაც არ გაქვს წესრიგ-
ში.
მაგრამ ეს ნამდვილი ტანჯვაა - „მაგარ გოგოდ“ ყოფნა. განსაკუთრებით
მათთვის, ვინც მე მგავს, ვისაც მოსწონს, იყოს გამარჯვებული. ჩვენთვის
მტანჯველია, ისეთ გოგოდ ყოფნა, ყველა კაცს რომ სურს. როდესაც ნიკს შევ-
ხვდი, უმალ გავაცნობიერე, რომ სწორედ ესა სურს და შევეცადე „მაგარი გო-
გო“ მეთამაშა. ვაღიარებ, ამ ყველაფერში მეც მიმიძღვის ბრალი. მაგრამ თა-
ვიდან ნიკის გამო ჭკუას ვკარგავდი - აი, რა იყო მიზეზი. ეგზოტიკურად გარ-
ყვნილ ბიჭად მეჩვენებოდა. ბიჭი ძველი კეთილი მისურიდან. გარშემო ყველას
სჯობდა. თითქოს მაცდუნებდა და ჩემ ში ისეთ რაღაცებს აღვიძებდა, რაც ად-
რე არ ვიცოდი: ბუნებრიობას, იუმორს, ურთიერთობის სიმსუბუ ქეს. თითქოს
გამომ შიგნა და ბუმბულით გამავსო. დამეხმარა მაგარი გოგო გავმხდარიყავი -
არ იყო სხვა არავინ, ვისთანაც ეს მომინდებოდა. უბრალოდ, არ მომინდებოდა.
ვერ ვიტ ყვი, რომ ეს არ მომ წონდა: ვჭამდი ორცხობილა „მუნპაის“, დავდიოდი
ფეხშიშველა, ვცდილობდი არ მეღელვა წვრილმანების გამო, ვუყურებდი
იდიოტურ ფილმებს და ვჭამდი ქიმიით გაჯერებულ პროდუქ ტებს. ჩემი ქცე-
ვის შედეგებზე არ ვფიქრობდი. ვსვამდი „კოკას“ და არ ვფიქროდი იმაზე, თუ
როგორ მოვახერხებდი მის მონელებას, არ ვფიქრობდი მჟავაზე, მუცელში
რომ მიგროვდებოდა, მჟავაზე, რომელიც იმდენად ძლიერია, შეუძლია მონეტა
გააპრიალოს.

255
როდესაც რაღაც ბრიყვულ ფილმს ვუყურებდით, არ მენაღვლებოდა
შეუარცხმყოფელი სექსიზმი ანდა ის, რომ წამყვან როლებში უმცირესობების
დეფიციტი იგრძნობოდა. იმასაც კი არ დაგიდევდით, საერთოდ აქვს თუ არა
ფილმს აზრი. არ მაწუხებდა ის, თუ რა იქნებოდა მომავალში. შედეგებს მნიშ-
ვნელობა არ ჰქონდა, ვცხოვრობდი მომენტით, თუმცა ვგრძნობდი, ვკარგავ
მასშტაბს და ვშტერდები. არადა, ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
სანამ ნიკს შევხვდებოდი, თავი არასოდეს მიგრძნია პიროვნებად, რადგან
მე ყოველთვის ვიყავი პროდუქტი. საოცარი ემი უნდა ყოფილიყო ბრწყინვა-
ლე, კრეატიული, კეთილი, გონიერი, გონებამახვილი და ბედნიერი. „ჩვენ გვინ-
და, რომ შენ ბედნიერი იყო“, მუდამ მეუბნებოდნენ რენდი და მერიბეთი, მაგ-
რამ არ მიხსნიდნენ, როგორ მომეპოვებინა ბედნიერება. რამდენი გაკვეთილი
ჩამიტარეს, რამდენი შესაძლებლობები და უპირატესობანი მქონდა, მაგრამ
არ მასწავლეს, როგორ მიიღწევა ბედნიერება. სხვა ბავშვები ყოველთვის მაბ-
ნევდნენ. როდესაც დაბადების დღეებზე მპატიჟებდნენ, ვხედავდი, როგორ
იმანჭებიან და ხითხითებენ და ვცდილობდი მიმებაძა მათთვის, მაგრამ არ
მესმოდა, რა საჭიროა ეს. უნდა ვმჯდარიყავი დაბადების დღის ქუდით თავზე,
რომლის ელასტიკური ზონარი ნიკაპში მერჭობოდა, ტორტის კრემი კბილებს
მიფერადებდა, მე კი ვიჯე ქი და ვფიქრობდი, ნეტავი, რატომ ითვლება ეს ყვე-
ლაფერი მხიარულებად?
მხოლოდ მას მერე გავიგე, რაც ნიკს შევხვდი, რადგან ის მართლა მხიარუ-
ლი იყო. თითქოს მიდიხარ პაემანზე ზღვის წავთან. ის იყო პირველი ბუნებრი-
ვად მხიარული პიროვნება, რომელიც კი ცხოვრებაში შემხვდა. ვიპოვე ჩემი
ტოლი და სწორი. ნიკი ბრწყინვალე, შესანიშნავი, მხიარული და მომხიბლავი
გახლდათ. ადამიანებს მოსწონდათ, ქალებს უყვარდათ. მეგონა, ჩვენი ერთობა
საუკეთესო შედეგს მოიტანდა: ვიქნებოდით უბედნიერესი წყვილი მათ შორის,
ვინც კი არის გარშემო. იმას კი არ ვამბობ, თითქოს სიყვარული შეჯიბრებაა.
მაგრამ მართლა არ მესმის, რატომ უნდა იცხოვრო ვიღაცასთან, თუკი არ
გრძნობ თავს უბედნიერესად.
და მე, შესაძლოა, მართლაც უბედნიერესად ვგრძნობდი თავს იმ რამდენი-
მე წლის განმავლობაში, როდესაც სხვა პიროვნებას ვთამაშობდი, - არც მანამ-
დე და არც მერე ასე აღარ მიგრძნია თავი. ოღონდ არ ვიცი, ეს როგორ გამო-
დის.
მაგრამ, ბოლოს, ესეც დასრულდა, რადგან ნამდვილი არ იყო, ეს მე არ ვი-
ყავი. ეს მე არ ვიყავი, ნიკ! მეგონა, შენ ამას ხვდებოდი. მეგონა, იცოდი, რომ ეს

256
მხოლოდ თამაშია.
მეგონა, ჩვენ თვალის ერთი შეხედვით ვუგებდით ერთმანეთს, უსიტ ყვოდ.
ისე ვცდილობდი, რომ მარტივი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს შეუძლებელი აღ-
მოჩნდა. მან, თავის მხრივ, ასევე აუწეველი ტვირთი იკისრა: გონებამახვილუ-
რი ხუმრობები, ჭკვიანური თამაშები, რომანტიკული თავის შეყვარება და ურ-
თიერთობა. ეს ყველაფერი თავისთავად დაინგრა. მე შევიძულე ნიკი, როცა
აღმოვაჩინე, რომ აღმოაჩინა, როგორი ვარ სინამდვილეში. შევიძულე იგი,
რადგან მან არ იცოდა, რომ ამას დასასრული ექნებოდა. შევიძულე ნიკი იმის
გამო, რომ მას არ სურდა გაეგო, ეს თამაში შეუძლებელია დაუსრულებელი
იყოს, რადგან მას სჯეროდა, რომ ცოლად მაგარი გოგო მოიყვანა, არადა, ეს
იყო მილიონობით წარმოსახვითი მასტურბატორის შედეგად შექმნილი სტე-
რეოტიპი, რომელიც თვითდაკმაყოფილებულია და დაჰყურებს სპერმას საკუ-
თარ ხელებზე. ის მართლაც გაოგნდა, როდესაც ვთხოვე, ყური დაეგ დო ჩემ-
თვის. ვერ დაიჯერა, რომ არ მომ წონს ჩემი ინტიმური ადგილის ცვილით გა-
სუფთავება და უარს ვეუბნები პირში ავიღო. მას ვერ წარმოედგინა, რომ ჩემ-
თვის მნიშვნელობა აქვს იმას, წამოვა თუ არა ჩემს მეგობრებთან დასალევად.
გახსოვთ, ის ღიმილის მომგვრელი ეპიზოდი დღიურში? მე არ მჭირდება „მო-
ცეკვავე მაიმუნი“ იმისთვის, რომ ჩემი მეგობრების წინაშე ვიტრაბახო. კმაყო-
ფილი ვარ იმით, რომ ვაძლევ უფლებას ჩემს ქმარს იყოს ის, რაც სინამდვილე-
ში არის. აი, ეს კი იყო სუფთა „მაგარი გოგოს“ მარაზმი. რა კრეტინობაა! მარ-
თლაც, თუ არ აიძულებ კაცს თავისი გეგმები შეცვალოს, ანდა თუ აძლევ უფ-
ლებას, არ წამოვიდეს დათმობებზე, შენ ამით აგებ. შენ ვერ მიიღებ იმას, რაც
გსურს, ეს დღესავით ნათელია. შესაძლოა, ის მართლაც ბედნიერია; შესაძ-
ლოა, ის ამბობს, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო, ვინც კი ოდესმე უნახავს,
მაგრამ ის ამას მხოლოდ იმიტომ ამბობს, რომ აკეთებს იმას, რაც სურს. იმი-
ტომ გეძახის „მაგარ გოგოს“, რომ უნდა გაგაბრიყვოს. ცდილობს დაგაჯეროს,
რომ მართლა კარგი გოგო ხარ და სანაცვლოდ, ყველა სურვილი უნდა შეუს-
რულო. მანქანების გამყიდველის მსგავსად, რომელიც გეკითხებათ: „რამდენი
გსურთ გადაიხადოთ ამ მშვენიერებაში?“ თქვენ კი ამ დროს საერთოდაც არ
აპირებთ არაფრის ყიდვას. კიდევ ერთი საშინელი ფრაზა, კაცები რომ იყენე-
ბენ. „ვიცი, შენ, რასაკვირველია, წინააღმდეგი არ იქნები, თუკი მე...“ მე კი ვიქ-
ნები წინააღმდეგი, უბრალოდ უნდა თქვა ეს, არ უნდა დაუთმო, არ უნდა
წააგო, შენ, პატარა, სულელო გოგო!

257
ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. ეს ყველაფერი: ნიკის ერ-
თგულება, ნიკთან ერთად დაცულობის შეგრძნება, ნიკთან ერთად ბედნიერება,
რამაც გამაცნობიერებინა, რომ არსებობს ნამდვილი ემი, რომელიც გაცილე-
ბით უფრო უკეთესი და მრავალმხრივია, ვიდრე მაგარი ემი. მაგრამ ნიკს მაინც
„მაგარი ემი“ უნდა.
წარმოიდგინეთ, როგორია აჩვენო ჭეშმარიტი სახე თქვენს მეუღლეს და
უცებ აღმოაჩინო, მას ეს არ მოსწონს. აი, როგორ დაიწყო სიძულვილი. ამაზე
ბევრი ვიფიქრე და, მე მგონი, სწორედ ასე დაიწყო, ჩემი აზრით.

ნიკ დანი შვიდი დღის შემდეგ

ფარდულის შიგნით რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოვასწარი, სანამ კე-


დელს მივეყრდენი. სული უნდა მომეთქვა.
ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. ამას იმ წამიდან
ვგრძნობდი, როცა მოვისაზრე, ახალი მინიშნება შეშის ფარდულში უნდა მო-
მეძებნა. ჩახჩახა შუადღე, კოქტეილი, - დიახ, მინიშნებაში ნახსენები იყო შეხ-
ვედრის ადგილი. რადგან აღწერილი ჩემი და ემის კი არა, არამედ ჩემი და ენ-
დის შეხვედრის ადგილი იყო. შეშის ფარდული იყო ერთ-ერთი იმ მრავალი
ადგილიდან სადაც მე და ენდის სექსი გვქონდა. ჩვენ შეზღუდულები ვიყავით
შეხვედრის ადგილებით. მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც
ენდი ცხოვრობდა, ამისთვის საერთოდ არ გამოდგებოდა, მოტელში რომ გავ-
ჩერებულიყავით, ეს კრედიტბარათზე აისახებოდა, ჩემი ცოლი არც მენდობო-
და და არც სულელი იყო (ენდის ჰქონდა მასტერქარდი, მაგრამ მისი ანგარიში
დედამისთან მიდიოდა. ამის აღიარება ძალიან მტკენს გულს). ამიტომ შეშის
ფარდული, რომელიც ჩემი დის მიწის ნაკვეთის სიღრმეში იდგა, მეტად უსაფ-
რთხო ადგილი გახლდათ, თუკი გო სამუშაოზე იყო. ისევე, როგორც მამაჩემის
მიტოვებული სახლი (შეიძლება შენ გრძნობ დანაშაულს, როცა აქ მოგ ყავარ,
გეთანხმები, ცოტა არ იყოს უცნაური შეგრძნება მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი

258
არ ნიშნავს, თითქოს ჩვენ ბევრი ადგილი გვქონდა ასარჩევად. ჩვენ გავაკეთეთ
ეს არჩევანი, ჩვენ შევიქმენით საკუთარი სივრცე). რამდენჯერმე ეს ჩემი კო-
ლეჯის კაბინეტშიც მოხდა („შენს სტუდენტად წარმოვიდგენ თავს ოცნებაში,
ჩემო მაგარო, ჩემო ბრძენო მასწავლებელო“), ერთხელ კი ეს მოხდა ენდის მან-
ქანაში, როდესაც ჰანიბალში გავემგზავრეთ. წავიყვანე იმ ადგილებში, სადაც
ემი მყავდა წინათ, როდესაც მოსაწყენი ექსკურსია გამოგ ვივიდა („აქ მე მოვ-
სულვარ ურთიერთობის გასაგრძელებლად, შენს მოსასმენად, იმ შენი ქუდის
გასახსენებლად, ბავშვობა გაქრა...“)
ყოველი მინიშნება დამალული იყო იმ ადგილას, სადაც ემის ვღალატობ-
დი. „განძის ძიება“ გამოიყენა იმისთვის, რომ მოეწყო ექსკურსია ღალატის
ადგილებში. გულისრევა ვიგრძენი, როდესაც წარმოვიდგინე, როგორ მომდევს
ემი მანქანით, ყველასთვის შეუმჩნევლად, მამაჩემის სახლში, გოსთან, წყეულ
ჰანიბალში, - მიყურებს, როგორ ვჟიმავ ამ ნორჩ, ტკბილ გოგოს, - ჩემი ცოლი
ტუჩებს ერთდროულად ამრეზითა და ტრიუმფით მანჭავს.
რადგან იცის, რომ სამაგალითოდ შეუძლია დამსაჯოს. აი, ახლა გამოჩნდა,
ემი ჩემზე რამდენად ჭკვიანია. რადგან შეშის ფარდული გამოტენილი იყო
ძვირად ღირებული ნივთებითა და გაჯეტებით, რომლებიც ჩემი საკრედიტო
ბარათებით იყო შეძენილი, მე კი ლამისაა ბიბლიაზე დავუფიცე გილპინსა და
ბონის, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. წარმოუდგენლად ძვირი გოლფის
კედებიც აქ იყო და ვიდეოთამაშებიც, ყველაფერი ეს მაღალი მოდის მაღა-
ზიაში ნაყიდ ტანსაცმელთან ერთად - თავის დროს ჩემი დის კუთვნილ მიწაზე
ელოდებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოსდა აქ იმ მომენტამდე გა-
დავმალე, ვიდრე გალაღებას შევძლებდი, ვიდრე ჩემი ცოლი მოკვდებოდა.
გოს კარზე ვაკაკუნე მანამ, სანამ ანთებული სიგარეტით ხელში არ გამოვი-
და. ვუთხარი, რომ რაღაც უნდა ვაჩვენო და უსიტ ყვოდ წავიყვანე ფარდუ-
ლისკენ.
- შეხედე! - ვუთხარი და ღია კარზე მივუთითე.
- ეს რა არის...… ეს ის რაღაცებია, საკრედიტო ბარათებით რომაა ნაყიდი?
- თქვა გომ, ხმა გაებზარა.
გომ პირზე ხელი აიფარა და უკან წადგა ნაბიჯი. მივხვდი, გაიფიქრა, რომ
გადავწყვიტე დანაშაულში გამოვუტ ყდე. ჩვენ ვერასოდეს ვეღარ შევცვლით
ამ მომენტს, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ჩემი ცოლი სიძულვილის ღირსია
თუნდაც მხოლოდ ამისთვის.

259
- ემის უნდა, ყველაფერი მე შემომტენოს, - ვთქვი, - გო, ეს ყველაფერი
ემის ნაყიდია.
გოს შეაჟრჟოლა. ორჯერ დაახამხამა და თავი ოდნავ გააქნია, თითქოს უნ-
დაო მოიშოროს ხილვა: ნიკი, რომელმაც მოკლა თავისი ცოლი.
- ემიმ ყველაფერი ისე მოაწყო, თითქოს მე მოვ კალი, გესმის? მისმა ბოლო
მინიშნებამ პირდაპირ აქ მომიყვანა, მაგრამ არაფერი ვიცოდი აქ დამალული
ნივთების შესახებ. ეს გრანდიოზული მისტიფიკაციაა. სპექტაკლი: ნიკ დანი
მიდის ციხეში! ყელში ვეება ბურთი გამეჩხირა - ან გადავიხარხარებდი, ან ავ-
ქვითინდებოდი. მე გადავიხარხარე. - არა, შენ გესმის? ეს რა ჯანდაბაა! ამის
დედაც!
„ნუ დააყოვნებ, გეხვეწები, დავიწყოთ მალე. მერე მიხვდები, რაღაცა მეც
კი გასწავლე.“
ემის პირველი მინიშნების ბოლო სიტ ყვები. ადრე როგორ ვერ მოვისაზრე?
- კი მაგრამ, თუ უნდა, რომ ყველაფერი შენ დაგბრალდეს, რატომ მოგიყ-
ვანა აქ? - გო ფარდულში დაწყობილ ნივთებს ათვალიერებდა.
- რადგან მან ყველაფერი ესოდენ მაგრად მოაწყო. მას ყოველთვის სჭირ-
დებოდა დადასტურება, შე ქება, ყოველთვის. მას უნდა, რომ გავაცნობიერო,
კატასტროფულად მომეხაზა. სხვანაირად არ შეუძლია. სხვა შემთხვევაში, ეს
ყველაფერი მას სიამოვნებას არ მიანიჭებს.
- არა, - მითხრა გომ ფრჩხილის კვნეტით, - აქ რაღაც სხვაა. რაღაც ამაზე
მეტი. ხელი რამეს მოჰკიდე?
- არა.
- ეს კარგია. ერთი კითხვა გამიჩნდა...
- რას ვიზამ, როდესაც აღმოვაჩენ ამ ყველაფერს, კომპრომატებს ჩემი დის
ფარდულში, - ვთქვი, - ესაა საკითხავი, რადგან რასაც ის ფიქრობს, რომ გავა-
კეთებ, რაც უნდა, რომ გავაკეთო, სწორედ იმის საწინააღმდეგო უნდა მოვი-
მოქმედო ახლა. თუკი ფიქრობს, რომ შემეშინდება და ვეცდები თავიდან მოვი-
შორო კომპრომატები, თავს დავდებ, იცის, როგორ შემიყვანს ეს ხაფანგში.
- ჰო, მაგრამ, ამ ყველაფერს აქ ვერ დატოვებ, - მითხრა გომ, - თორემ ნამ-
დვილად გაებმები მახეში. დარწმუნებული ხარ, რომ ეს ბოლო მინიშნებაა? სა-
დაა შენი საჩუ ქარი?
- ო, ჯანდაბა! სადღაც სიღრმეში უნდა იყოს.
- არ შეხვიდე, - მითხრა გომ.
- უნდა შევიდე. ღმერთმა უწყის, კიდევ რა მომიმზადა.

260
ფეხაკრეფით შევედი ბნელ ფარდულში, ხელები სხეულზე მქონდა მიკრუ-
ლი, თითის წვერებზე მივდიოდი, ნაკვალევი რომ არ დამეტოვებინა. ბრტყე-
ლეკრანიან ტელევიზორს რომ გავცდი, დავინახე ემის ლურჯი კონვერტი დიდ
სასაჩუქრე ყუთზე, რომელიც ბრჭყვიალა ვერცხლისფერ ქაღალდში იყო გახ-
ვეული. კონვერტი ავიღე და ყუთი გარეთ გამოვიტანე. ყუთი საკმაოდ მძიმე
აღმოჩნდა - სულ ცოტა, 30 ფუნტს მაინც იწონიდა და იმ რაკუნის მიხედვით,
რასაც გამოსცემდა, შიგ რამდენიმე რაღაც უნდა ყოფილიყო. ყუთი გოს ფეხებ-
თან დავდგი, გომ უნებლიეთ უკან დაიხია. მე კი კონვერტი გავხსენი.
„ძვირფასო ქმარო!
აი, მოვიდა დრო გითხრა, რომ უფრო უკეთ გიცნობ, ვიდრე ოდესმე გეგონა.
ვიცი, გეგონა, რომ შეგიძლია ამქვეყნად იარო მარტოდმარტო, უჩინარი კაცი-
ვით, ისე, რომ ვერავინ შეგამჩნევს. ოღონდ ეს წამითაც არ დაიჯერო. მე კარ-
გად შეგისწავლე. წინასწარ ვიცი, რის გაკეთება გინდა, ვიცი მანამ, სანამ კე-
თებას დაიწყებდე. ვიცი, სად იყავი, ვიცი, სად იქნები. ჩვენი ქორწინების მეხუ-
თე წლისთავზე მოგზაურობა მოგიწყვე, გაუყევი შენს საყვარელ მდინარეს:
მაღლა, მაღლა, მაღლა! და ნუ ინაღვლებ, რომ ვერ პოულობ შენს საჩუ ქარს.
დრო მოვა და საჩუ ქარი თავად გიპოვის! ასე რომ, დაჯე ქი და მოდუნდი, რად-
გან შენ უკვე მოგეხაზა.
- რას ნიშნავს, მდინარის მაღლა?
- მდინარის ზედაწელზე მგზავნის, - ამოვიგმინე.
- მაგის დედაც! გახსენი ყუთი.
მუხლებზე დავდე ქი და ყუთის თავსახური ისე ფრთხილად ავწიე, თითქოს
ველოდი, რომ შეიძლება აფეთქდეს. გარშემო სიჩუმე გამეფებულიყო. ყუთში
ჩავიხედე - ორი ხის თოჯინა-მარიონეტი იწვა გვერდიგ ვერდ. ცოლ-ქმარს
ჰგავდა. კაც-თოჯინას მყვირალა ფერის ტანსაცმელი ეცვა, საოცრად იკრიჭე-
ბოდა, ხელში კი კეტი თუ ხელჯოხი ეჭირა. ქმარი-თოჯინა ამოვიყვანე და აღ-
მოვაჩინე, ხელ-ფეხი უცახცახებს, გეგონება საცეკვაოდ ემზადებაო. ცოლი--
მარიონეტი უფრო მოხდენილი იყო, უფრო ნაზი და ნაკლებად მოძრავი. გამო-
მეტ ყველება შეშფოთებული ჰქონდა, თითქოს რაღაც საგანგაშო დაინახა. იქვე
ფსკერზე იყო ჩვილის ხის ფიგურა, რომელსაც ლენტი ჰქონდა, „დედაზე“ რომ
მიგება. მარიონეტები ძველებური, მძიმე, დიდი ზომისანი იყვნენ, იმ თოჯინე-
ბის მსგავსი, მუცლით მეზღაპრენი რომ იყენებენ. ხელი მოვ კიდე სქელ სახე-
ლურს და კაცი-მარიონეტი წამოვწიე, ხელ-ფეხი ეგრევე აუცხცახდა.
- რა საშინელია, - თქვა გომ. - გაუშვი.

261
თოჯინების ქვეშ იდო მუ ქი მოცისფრო ქაღალდის გადაკეცილი ფურცელი.
ზედ ემის გაკრული ხელით - კუთხოვან-დაკლაკნილით - ეწერა:
„ახალი, საოცარი ამბავი იწყება, ნიკ! აი, ასე იწყება!“
ისიამოვნე.
დედაჩვენის სამზარეულოს მაგიდაზე დავაწყვეთ ყველა მინიშნება და თო-
ჯინებიანი ყუთი. ისე დავ ყურებდით ამ ყველაფერს, როგორც თავსატეხს, მომ-
ცრო ნაწილებისგან რომ უნდა ააწყო.
- რატომ შეიწუხა თავი ამ განძის ძიებით, თუკი... თუკი საკუთარ გეგმას
აწყობდა? - იკითხა გომ.
მისი გეგმა გულისხმობდა საკუთარიგ გაუჩინარების იმიტაციას იმისთვის,
რომ შენზე მიეტანათ ეჭვი, რომ მკვლელი ხარ. ეს არცთუ გიჟურად ჟღერდა.
- ეს, ჯერ ერთი, იმიტომ გააკეთა, რომ თავგზა აებნია ჩემთვის, რომ დამე-
ჯერებინა, ჯერაც ვუყვარვარ. მთელ ქვეყანაზე ვეძებ მინიშნებებს და მგონია,
ჩემს ცოლს უნდა შეცდომის გამოსწორება, ოჯახური ურთიერთობების ხელახ-
ლა დაწყება.
ის მარაზმული, ქალური მდგომარეობა, რაშიც ემის ჩანაწერებმა ჩამაგ დო,
პირდაპირ სამარცხვინო იყო. სირცხვილი ისე ღრმად გამიჯდა, ლამისაა ჩემი
დნმ-ს ნაწილად იქცა, ლამისაა შემცვალა. ერთად გატარებული წლების მერეც
კი, ემი მათამაშებდა. რამდენიმე ჩანაწერით ჩემი ერთიანად შემობრუნება შე-
ეძლო. მისთვის მე ვიყავი პატარა მარიონეტი, ძაფებით რომ ათამაშებ.
მე გიპოვი შენ, ემი. სიყვარულით აღსავსე სიტ ყვები, რომელთა მიღმა სი-
ძულვილი იმალება...
„უნდა შევწყვიტო მუდმივი ფიქრი: ჰეი, ეს იმასა ჰგავს, რომ ჩემი ცოლი
მართლა მე მოვ კალი და მაინტერესებს, რატომ?“
- და პოლიციასაც უცნაურად მოეჩვენებოდა, და, ასევე, შენც, თუკი ემი
დაარღვევდა ამ თქვენს ტრადიციას, განძის ძიებას, - დასკვნა გააკეთა გომ, -
ისე გამოჩნდებოდა, რომ მან წინასწარ იცოდა, უნდა გაუჩინარდეს.
- ახლა კიდევ ესენი, - ვთქვი და თოჯინებზე მივუთითე, - ძალზე უჩ-
ვეულონი არიან, რაღაცას უნდა გულისხმობდნენ. მინდა ვთქვა, რომ, თუ უბ-
რალოდ უნდა ჩემი ყურადღება რაღაც სხვაზე გადაიტანოს, შეეძლო ნების-
მიერი რამე ეჩუ ქებინა, მთავარია ხისა ყოფილიყო.
გო კაც-მარიონეტის უნიფორმას თითით შეეხო.
- მართლა ძალზე ძველი თოჯინებია. ანტიკვარული.

262
გომ თოჟინას ტანსაცმელი აუწია და აღმოაჩინა, რომ კაც-მარიონეტს ხის
კეტი აქვს, ქალ-მარიონეტს კი - კვადრატული ფორმის ხვრელი.
- ეს რა, სექსუალურად ითვლება? კაცს აქვს დიდი ხის კეტი, ფალოსივით.
ქალს კი არა აქვს თავისი, მხოლოდ ხვრელი.
- ეს ხო ისედაც ცხადია, მამაკაცს აქვს პენისი, ქალს - ვაგინა.
გომ თითი შეყო ქალ-მარიონეტის ხვრელში, მიუსვ-მოუსვა, შეამოწ მა, იქ-
ნებ იქ რამეა დამალული ?
- რა უნდა ემის ამით გვითხრას?
- როდესაც დავინახე, ვიფიქრე, რომ მან ბავშვის სათამაშოები იყიდა, მამა,
დედა, შვილი, რადგან ორსულად იყო.
- და არის რო ორსულად?
სასოწარკვეთილების ტალღამ გადამიარა. ანდა, პირიქით, ტალღამ კი არ
გადამიარა, არამედ რაღაცა თითქოს მომცილდა, ზღვა რომ უკუიქცევა და
თან წაიღებს რაღაცას - ასე წაიღო ჩემი ნაწილი. ახლა უკვე ვეღარ ვიჯერებ-
დი, რომ ჩემი ცოლი ორსულად იყო, თუმცა, აღარც იმისა მჯეროდა, რომ არ
იყო.
გომ კაცი-მარიონეტი აიღო, დახედა, ცხვირი მოიფხანა, რაღაც აზრი
მოუვიდა თავში, თქვა:
- შენ ხარ ძაფებზე ჩამოკიდებული მარიონეტი.
გამეცინა.
- მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე. მაგრამ რატომაა მაშინ კაცი და ქალი? ემი ნამ-
დვილად არაა ძაფებზე ჩამოკიდებული მარიონეტი. ემია, მარიონეტებს ვინც
ათამაშებს.
- და რას ნიშნავს: „აი, როგორ კეთდება ეს“? რას გულისხმობს?
- ისე მიტირებს დედას, რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
- ეს ხომ არაა ფრაზა, რომელსაც ემი ხშირად იმეორებდა? ანდა ციტატა
წიგნიდან ემის შესახებ?
გო მივიდა კომპიუტერთან და შეიყვანა ეს სიტ ყვები. პასუხად მიიღო ტექ-
სტი სიმღერისა „That’s the Way to Do Iტ“, ჯგუფი „Madness“.
- ო, მახსოვს ეგ ჯგუფი, - თქვა გომ, - კარგი ჯგუფი იყო, „სკა ბენდის“
სტილში (ska - მუსიკალური სტილი, ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის 50-იან
წლებში იამაიკაზე. დასავლეთში ჰქონდა განვითარების სამი პერიოდი („ტალ-
ღა“), 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში. - მთარგმნ. შენიშვნ.).
- სკა, - ცოტაც და ისტერიული სიცილი ამივარდებოდა, - მაგარია!

263
სიმღერა იყო ოსტატზე, რომელიც არემონტებდა სახლებს და ყველაფერს
აკეთებდა - ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის ჩათვლით, - და ერჩია,
ფული ხელზე მიეღო.
- ო, როგორ ვერ ვიტან 80-იანებს - ვთქვი, - სიმღერას ვერ ნახავდი, რაიმე
აზრი რომ ჰქონოდა.
- „ანარეკლი, მხოლოდ და მხოლოდ, ბავშვია“, - თავი დამიქნია გომ.
- „რომელიც პარკში გელოდება“, - მე ქანიკურად ჩავიბურტყუნე (ციტატე-
ბი ჯგუფ დ„Duran Duran“-ის სიმღერიდან «Reflex», მთარგმნ. შენიშვნ.).
- და თუკი ესაა, მაშინ რას გულისხმობს? - მკითხა გომ, მოტრიალდა და
თვალებში ჩამხედა. - ესაა სიმღერა ხელოსანზე, ვისაც შეუძლია შენს სახლში
შემოვიდეს რაღაცის შესაკეთებლად ან დასამონტაჟებლად. ის, ვისაც ხელზე
გადაუხდი, ამიტომ ამის ჩანაწერიც არ არსებობს.
- ვიღაცა, ვინც ამონტაჟებს ვიდეოკამერებს? - კითხვა დავსვი, - ემი რამ-
დენჯერმე გავიდა ქალაქიდან, შესაძლოა, ფიქრობდა, რომ ვიდეოკამერაზე ნა-
ხავდა ჩვენს შეხვედრას.
გომ კითხვის თვალით შემომხდა. არა, არა, ჩვენს სახლში მე და ენდის არა-
სოდეს გვქონია შეხვედრა.
- და იქნებ რაიმე საიდუმლო კარი იგულისხმება? - ვარაუდი გამოთქვა
ჩემმა დამ. - იქნებ ემიმ სადღაც გააკეთებინა სამალავი, სადაც ისეთ რაღაცას
ინახავს, რაც გაგამართლებს?
- მეც მგონია, რომ ეგრე უნდა იყოს. ემი იყენებს ჯგუფ „მედნესის“ სიმღე-
რას, რომ მომცეს მინიშნება, თავი როგორ დავაღწიო ციხეს. ოღონდ იმ შემ-
თხვევაში, თუკი მოვახერხებ და გავშიფრავ „სკა“-ტექსტურ კოდებს.
გოსაც გაეცინა.
- და იქნებ ჩვენ თვითონაც გავაფრინეთ? ჩვენ, რა, სრულ ჭკუაზე ვართ?
იქნებ გავრეკეთ?
- არა, არ გაგ ვიფრენია, ემის უნდა, ყველაფერი მე დამბრალდეს, სხვა-
ნაირად ჩვენ ვერ ავხსნით შენს ფარდულში მოწყობილ ნივთების საწყობს. აი,
ესაა სწორედ ემი. მას უნდა, რომ ამ საქმეში შენც ჩაგითრიოს და ჩემი ჭუჭყით
შენც გაგსვაროს. არა, არა, მოდი, ისევ თოჯინებს მივუბრუნდეთ. მოდი, აბა,
კომპიუტერს მიეცი საძიებო სიტ ყვა „მარიონეტი“.
დივანზე გადავწე ქი. საოცრად გადაღლილი, დაძაბული ვიყავი. გო მდივანი
ქალის როლს ასრულებდა.

264
- ო, ესაა „პანჩი და ჯუდი“, ნიკ, რა იდიოტები ვართ! ეს სიტ ყვები პანჩის
სლოგანია: „აი, როგორ კეთდება ეს!“
- ესაა ძველისძველი თოჯინური სპექტაკლი, და მასში რეალურად არის
ძალადობა, არა? - ვკითხე.
- ძალადობაა, მაგის დედაც...
- ძალიან სასტიკია, ჰო?
- კი სასტიკია... გიჟია, მაგის დედაც...
- სცემს, ჰო?
- პანჩი კლავს მათ ბავშვს. - გომ ამომხედა.
- ჰოდა, როცა ჯუდი შეეწინააღმდეგა მას, სიკვდილამდე სცემა.
პირი ნერწყვით ამევსო. ყოველ ჯერზე, როცა პანჩი რაღაც საშინელებას
აკეთებს და მშრალი გამოდის წყლიდან, ამბობს: „აი, როგორ კეთდება ეს!“
გომ მარიონეტი ბავშვივით ხელში აიყვანა.
- მაშინაც კი ყოჩაღად იყო, როცა ცოლი და შვილი დახოცა.
მარიონეტებს გადავხედე.
- აი, ასე ემი მიმანიშნებს, როგორ შემეტენება ყველაფერი.
- ჩემი გონება ამ ყველაფერს ვერ ხარშავს... დედანატირები ფსიქოპათი...
- გო?
- კი ეგრეა. შენ არ გინდოდა, რომ დაორსულებულიყო. შენ განურისხდი და
მოკალი ის და მისი ჯერაც არდაბადებული ბავშვი.
- არცთუ მანუგეშებლად ჟღერს. - შევნიშნე.
- შენ მიიღებ იმ სასჯელს, რომელსაც პანჩი გაექცა. დაგიჭერენ და გაგასა-
მართლებენ მკვლელობისათვის.
- მისურის შტატში სიკვდილით დასჯა არსებობს, - ჩავილაპარაკე, - რა სა-
სიამოვნოა.

ემი ელიოტ-დანი ერთი დღის შემდეგ

265
გაიტერესებთ, როგორ გავიგე? უბრალოდ, დავინახე. აქედან ჩანს, როგორი
დებილია ჩემი ქმარი. ერთ თოვლიან აპრილის დღეს, თავს მარტო ვგრძნობდი,
ვსვამდი თბილ „ამარეტოს“ და ვკითხულობდი იატაკზე წამოწოლილი. ბარ-
დნიდა. ვუსმენდი ძველ ფირფიტებს, რომელთაც ოდესღაც მე და ნიკი ერთად
ვუსმენდით (ამ შემთხვევაში სიმართლეს ვამბობ). რომანტიზმმა შემომიტია.
მივალ ბარში, ერთად დავლევთ, შემდეგ კი ვიხეტიალებთ ცარიელ ქუჩებში,
და ხელს ხელთათმან ში ჩავუყოფ. ჩვენ ვისეირნებთ დაუნთაუნ ში, ნიკი კე-
დელზე მიმაკრავს და მაკოცებს, გარშემო კი თოვლი შაქრის გროვებივით იქ-
ნება. იმ ღამით იმდენად მინდოდა ჩემთან დაბრუნებულიყო, ხელახლა განმე-
ცადა ის მომენტი, მზად ვიყავი, კვლავ მეთამაშა ვიღაცის როლი. ჩვენ შეიძ-
ლება ვიპოვოთ გზა, თუ როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი. ამის მჯეროდა.
გავ ყევი მას მისურიში, რადგან მჯეროდა, რომ ის კვლავ შემიყვარებს და იქნებ
ისეთივე ძლიერი სიყვარულით, როგორითაც წინათ ვუყვარდი, სიყვარულით,
რომელიც ყველაფერს აფერადებს. ამის მჯეროდა!
ზუსტად იმ მომენტში მივედი, როცა ბარიდან გამოდიოდნენ. მანქანის გა-
საჩერებელ ადგილას ვიყავი, ოცი ფუტის დაშორებით, მათ წინ, მაგრამ ვერ
შემნიშნეს, თითქოს მოჩვენება ვიყავი. ნიკს ჯერ ხელი გადახვეული არ ჰქონ-
და, მაგრამ მაინც ყველაფერს მივხვდი. დარწმუნებული ვიყავი, შეყვარებუ-
ლია. გავ ყევი მათ და უეცრად ხეს მიაკრა შუა ქალაქ ში და აკოცა. „ნიკი მღა-
ლატობს“, გავიფიქრე იდიოტივით და სანამ კიდევ რამის თქმას მოვასწრებდი
ჩემი თავისთვის, გეზი იმ გოგოს სახლისკენ აიღეს. თითქმის ერთი საათი ვე-
ლოდებოდი სახლის კიბეზე ჩამომჯდარი, გავიყინე ისე, რომ ფრჩხილებიც კი
გამილურჯდა. კბილებს ვაკაწკაწებდი. შემდეგ კი სახლში წავედი. ეჭვიც კი არ
გასჩენია, რომ ყველაფერი გავიგე.
აი, ასე გავხდი ახალი პიროვნება. მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მე
გავხდი რიგითი გაბრიყვებული ქალი, რომლის ქმარი რიგითი მე ქალთანე მა-
მაკაცია. მან ერთი ხელის მოსმით „საოცარ ემის“ მთელი მისი საოცრება წაარ-
თვა.
ვიცნობ ქალებს, ვისი პიროვნებაც შედგენილია უბადრუკი ყოფითი
წვრილმანებისგან. მათი ცხოვრება წარუმატებლობების ნუსხაა, „ბოიფრენდი“,
რომელიც ვერ აფასებს, მოიმატა წონაში კიდევ ათი ფუნტი, ბოსმა სამსახუ-
რიდან დაითხოვა, საკუთარი და საზიზღად ექცევა, ქმარი ღალატობს. ამ ყვე-
ლაფერზე მუდამ მაღლა ვგრძნობდი თავს, ვმსჯელობდი იმაზე, რამდენად
ბრიყვები არიან ეს ქალები, რომლებიც უფლებას აძლევენ მსგავს სისულელე-

266
ებს მათ ცხოვრებაში დაუკითხავად შეიჭრნენ. ახლა კი ერთ-ერთი მათგანი
აღმოვჩნდი! ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომლებიც გაუთავებლად ჩივიან,
აიძულებენ ადამიანებს მოუსმინონ და თანაუგრძნონ, ამ დროს კი ფიქრობენ:
„საწყალი შტერი კახპა“.
უკვე წარმომედგინა, თითქოს სინამდვილეშიც მესმის, როგორ იჭორავე-
ბენ: საოცარმა ემიმ, - არადა, ეს იყო ქალი, რომელიც არასოდეს ცდებოდა, -
თავს უფლება მისცა, გაღატაკებულიყო, სადღაც ჯანდაბაში წათრეულიყო, იქ
კი ქმარმა მიატოვა ვიღაც ნორჩი კახპას გამო. რა ადვილად შეიძლებოდა ამის
წინასწარმეტ ყველება, როგორი სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, როგორი სა-
ხალისოა. და მისი ქმარი? ის უფრო ბედნიერია, ვიდრე ოდესმე. არა. მე ამას
ვერ დავუშვებ. არა, არასოდეს, არასოდეს. მას არ აქვს უფლება ასე მომექცეს
და გაიმარჯვოს, ამის დედაც!..
არადა, მე გვარიც გამოვიცვალე ამ... კურკლის ხათრით. ოფიციალური ჩა-
ნაწერები შეიცვალა, „ემი ელიოტი“ გახდა „ემი დანი“ და თითქოს არც არაფე-
რი. არა, მან ვერ უნდა გაიმარჯვოს. ამიტომაც დავიწყე ფიქრი ახალ სიუჟეტ-
ზე, უკეთეს ამბავზე, რომელიც ნიკს მოსპობს ამ ღალატის გამო. სიუჟეტი, რო-
მელიც აღადგენს ჩემს სრულყოფილებას, ეს სიუჟეტი მე გმირად მაქცევს,
უხინჯო და აღტაცების ღირს გმირად.
რადგან ყველას უყვარხარ, როცა მკვდარი ხარ.
არადა, ეს ექსტრიმია. მოაწყო ისე, რომ შენი ქმარი დასაჯონ შენი მკვლე-
ლობისთვის. მინდა, იცოდეთ, ამას ვაცნობიერებ. დდაე, სკეპტიკოსებმა თქვან,
უნდა გაშორებოდა, მისი ღირსების ნარჩენებიანად წასულიყო. გზა ხომ ხსნი-
ლი ჰქონდა. მინუსი მინუსზე ყოველთვის პლუსს არ იძლევა და მსგავსი რაღა-
ცები, რასაც უხერხემლო ქალები ამბობენ, როცა სისუსტე მორალურობაში
ერევათ.
არ მინდოდა გაყრა, რადგან მას სწორედ ეს უნდოდა. და არ ვაპირებ მის
პატიებას, რადგან არ მსურს მეორე ლოყა მივუშვირო. ამაზე მეტი რა ვთქვა?
არ მიმაჩნია, რომ ეს სიტუაციიდან დამაკმაყოფილებელი გამოსავალია. ცუდმა
ტიპმა უნდა გაიმარჯვოს? მაგის დედაც...
ამის მერე, მთელი წლის განმავლობაში ცხვირში მცემდა მისი გენიტა-
ლიების სუნი ნიკის თითებზე, როცა ჩუმად შემოწვებოდა ხოლმე ლოგინ ში.
თვალს ვადევნებდი, როგორ მოსწონს საკუთარი თავი სარკეში, როგორ იპრან-
ჭება, ლამაზდება ბაბუინივით, როდესაც პაემანზე წასასვლელად ემზადება. და
ვისმენდი მის ტყუილებს, ტყუილებს, ტყუილებს. თავიდან მარტივს, ბავშვის

267
ჭყლოპინივით, მერე კი რთულებს, რუბი გოლდბერგის სტილში (ამერიკელი
მწერალი, მოქანდაკე, კარიკატურისტი და გამომგონებელი - მთარგმნ. შე-
ნიშვნ.). მისმა მშრალმა კოცნამ ახალი გემო შეიძინა, როგორიც წინათ არასო-
დეს ჰქონია, ირისის კანფეტის გემო. მის გაუპარსავ ლოყაზე ჯაგარსა
ვგრძნობდი, არადა, მშვენივრად იცოდა, რომ ამას ვერ ვიტან. მაგრამ აშკარა
იყო, იმ გოგოს მოსწონდა. ღალატის გამო ხუთივე გრძნობა მტანჯავდა. და ასე
მთელი წლის განმავლობაში. შესაძლოა მე, ცოტა არ იყოს, გავრეკე. მესმის,
შენი ქმრის ხელით საკუთარი მკვლელობა მოაწყო, ჩვეულებრივი ქალის ქცე-
ვაში მაინცდამაინც არ ჯდება.
მაგრამ ეს სრულიად აუცილებელია. ნიკს უნდა ჭკუა ვასწავლო. მისთვის
არავის არასოდეს უსწავლებია ჭკუა. ის ცხოვრებას მიუყვება, მომხიბლავი ნი-
კის ღიმილით - იმ ბავშვის ჩვევით, ყველა რომ ანებივრებს. ასეთი ბავშვის
თვისებებითა და მანერებით, მანკიერებითა და ეგოიზმით და არავინ არაფერ-
ზე სთხოვს პასუხს. ჩემი აზრით, ეს ახალი გამოცდილება მას უკეთეს ადა-
მიანად აქცევს. ან, სულ მცირე, ინანებს მაინც, მაგის დედაც...
მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შემიძლია იდეალური მკვლელობა ჩავი-
დინო. ადამიანებს, რომლებსაც იჭერენ, იმიტომ იჭერენ, რომ მათ მოთმინება
არ გააჩნიათ. ისინი საგულდაგულოდ არ გეგმავენ. ვიღიმები და მეხუთე სიჩ-
ქარეში ვაგ დებ ჩემს უვარგის მანქანას (კართაგენს და ჩემ შორის უკვე 78 მი-
ლი მტვერია). როდესაც სატვირთო მასწრებს, ჩემი მანქანა ლამისაა გზიდან
გადაფრინდეს. მაგრამ მე ვიღიმები, რადგან ეს მანქანა კიდევ ერთხელ ამტკი-
ცებს, რამდენად ჭკვიანი ვარ. მე ის განცხადებით „კრეიგ ლისტში“ 1 200 დო-
ლარ ნაღდ ფულად ვიყიდე, ხუთი თვის წინ, რაც სრულიად საკმარისია, რომ
ეს შემთხვევა ყველას დაავიწყდეს. ესაა პატარა „ფორდ ფესტივა“ 1992 წლის
გამოშვებისა, ყველაზე შეუმჩნეველი მანქანაა მსოფლიოში. მანქანის პატრო-
ნებს საღამოთი, ჯონსბოროში, არკანზასის შტატში შევხვდი. „ვოლმორტის“
მაღაზიასთან, პარკინგის ადგილას. ჩავჯე ქი მატარებელში, საფულეში დოლა-
რების დასტა მედო. რვა საათი ვიმგზავრე ჯონსბორომდე, სანამ ბიჭი ერთო-
ბოდა ბიჭების კამპანიაში (სინამდვილეში, ჟიმავდა თავის კახპას) ვისადილე
ვაგონ-რესტორანში, მივირთვი სალათის ფურცელი და ორი პამიდორი „ჩერი“
რასაც მენიუში ამაყად ერქვა „სალათი“. ვმგზავრობდი მელანქოლიური ფერ-
მერის გვერდით, რომელიც სახლში ბრუნდებოდა მას მერე, რაც პირველად
მოინახულა შვილიშვილი.

268
წყვილი, რომელიც ყიდდა მანქანას, ჩემსავით დაინტერესებული იყო იმით,
რომ არავის არაფერი გაეგო. ქალი, რომელიც მანქანაში იჯდა ხელში პატარა
ბავშვით, გვიყურებდა, მისი ქმარი და მე როგორ ვცვლით ფულს მანქანის გა-
საღებზე (ეს სწორი გრამატიკული ფორმა: მისი ქმარი და მე). ყველაფერი
სწრაფად მოხდა, უკანა ხედვის სარკეში ვუყურებდი, მანქანის ყოფილი
მფლობელები როგორ შევიდნენ „ვოლმარტში“ თავის ფულიანად.
მანქანა დიდი ხნის სადგომზე დავაყენე სენტ-ლუისში, სადაც თვეში ორ-
ჯერ ჩავდიოდი და ახლ ადგილას გადამყავდა. ვიხდიდი მხოლოდ ნაღდ ფულს.
თავზე ბეისბოლის ქუდი მეხურა. სავსებით საკმარისია.
ეს მხოლოდ მაგალითად მოგიყვანეთ. მოთმინებისა და წინდახედულობის
მაგალითად. საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ. სამ საათზე ცოტა მეტი დამ-
ჭირდება, სანამ გადაკარგულში ჩავალ - მისურის შტატის ქალაქ ოზარკში, სა-
დაც ტყეში არის სასტუმრო ცალკეული მომცრო კოტეჯებისგან შემდგარი, იქ
იღებენ ნაღდ ფულს და არის საკაბელო ტელევიზია. იქ შეიძლება ერთი ან
ორი კვირაც კი გავატარო. არ მინდა გზაში ყოფნა, როდესაც ახალ ამბებში
ჩემს გაუჩინარებაზე დაიწყებენ ლაპარაკს. გარდა ამისა, ესაა უკანასკნელი
ადგილი, სადაც ნიკმა შეიძლება ძებნა დამიწყოს, როდესაც მიხვდება, რომ ვი-
მალები.
გზატ კეცილის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით ულაზათოა. ამერიკის ცენ-
ტრალური შტატების დაცემა აქ კარგად ჩანს. ოციოდე მილი გავიარე და შევ-
ნიშნე საოჯახო ბიზნესის უბადრუკი ნაშთები - მიტოვებული, მაგრამ ჩაუკეტა-
ვი ბენზინგასამართი სადგური. ახლოს როცა მივედი, დავინახე, რომ ქალების
ტუალეტის კარი მოღიავებულია, ქარი ამოძრავებს. გავჩერდი. შევედი. ელექ-
ტრობა არ იყო, სამაგიეროდ იყო ლითონის დაგრეხილი სარკე და წყალიც მო-
დიოდა ონკან ში. ჩამავალი მზის შუქსა და ტუალეტის დახუთულობაში - ისე
ცხელოდა, გეგონება, საუნაში ვარ, - ხელჩანთიდან მაკრატელი და წაბლისფე-
რი თმის საღებავი ამოვიღე. გრძელი კულულები მოვიკვეცე. ყველაფერი, რაც
ქერა მქონდა, პოლიეთილენის პაკეტში დავმალე. ქარი უჩვეულოდ მიქიქი-
ნებს კისერზე, თავი კი მსუბუ ქი მაქვს, საჰაერო ბუშტივით, - აქეთ-იქით ვაქ-
ნევ, ახალი შეგრძნებით ბოლომდე რომ ვისიამოვნო. თმა შევიღებე, სარკეში
ჩავიხედე, გამოვედი, კარში წამით შევდე ქი, გავხედე დაბლობს, რომელიც
ფასტ-ფუდისა და მოტელების ქსელით იყო დაფარული. შემიძლია ვიგრძნო,
როგორ ტირის ინდიელი (ნიკი ამ ხუმრობას ვერ იტანდა. დერივაციულია!
თუმცა, სიტ ყვა დერივაციულის გამოყენება კრიტიკული მნიშვნელობით თა-

269
ვისთავად დერივაციულობაა. ნიკი თავიდან უნდა ამოვიგ დო! ასი მილის მან-
ძილზეც კი არ მეშვება). თავი დავიბანე ნიჟარაში, წყალი ისეთი ცხელი იყო,
ოფლიც კი მომივიდა, მერე მანქანაში დავბრუნდი მოჭრილი თმით, სავსე პა-
კეტითა და სხვა ხარახურით. ძველმოდური მზის სათვალე გავიკეთე, სარკეში
ჩავიხედე და ისევ გავიღიმე. ნიკს რომ მაშინ ასეთი ვენახე, პირველად როცა
შევხვდით, ცოლად არასოდეს მომიყვანდა. და მაშინ ჩემი ცხოვრება სხვა-
ნაირად აეწყობოდა.
პუქტი 4-ე. შევიცვალო გარეგნობა. შესრულებულია.
ჯერჯერობით ძნელად წარმომიდგენია, რას ნიშნავს იყო მკვდარი ემი.
მაგრამ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შევეცდები გავიგო, რას
ნიშნავს ეს პირადად ჩემთვის. ნებისმიერზე დავთანხმდები, ოღონდ იმათზე
არა, რაც უკვე ვიყავი. საოცარი ემი. 80-იანი წლების სკოლის მოსწავლე.
ფრისბისა და გრანოლას ფანატი. „ინჟენიუ“ (მორცხვი გოგო). გონებამახვილი,
საზრიანი, ჰეპბერნის სტილში. ირონიული, ჭკვიანი გოგო და ბოჰო-ბეიბი. მა-
გარი გოგო და მოსიყვარულე ცოლი. საძულველი ცოლი. შურისძიების სურვი-
ლით შეპყრობილი ცოლი. დღიურის ემი. იმედი მაქვს, მოგეწონათ დღიურის
ემი. მე ისე აღვწერე, თანაგრძნობა რომ გამომეწვია. მკითხველს რომ მოსწო-
ნებოდა. შეუძლებელია, არ მოგეწონოთ. არასოდეს მესმოდა, რატომ ითვლება
ქათინაურად, როდესაც ყველას მოსწონხარ. ისე ამას მნიშვნელობა არა აქვს.
შევეცადე ჩანაწერები ისეთი ყოფილიყო, ყველას რომ მოსწონებოდა. არადა,
ეს საკმაოდ რთული საქმეა. იძულებული ვიყავი, კეთილგან წყობილი, ოდნავ
გულუბრყვილო ადამიანის სახება შემექნა - სახება ქალისა, რომელსაც უყ-
ვარს ქმარი, თან მის ცალკეულ ნაკლს ამჩნევს (ეს რომ არ გამეკეთებინა, სრუ-
ლი დებილი გამოვიდოდა), მაგრამ ქმრის ერთგულია მთელი არსებით - რაც
მკითხველს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციას, რომელმაც, გულით მინ-
და, რაც შეიძლება მალე იპოვოს ეს დღიური) მიიყვანს იმ აზრამდე, რომ ნიკს
მართლა უნდოდა ჩემი მოკვლა. წინ კიდევ იმდენი ამოუხსნელი მინიშნება, იმ-
დენი სიურპრიზია!
ნიკი ყოველთვის შაყირობდა იმაზე, რომ დაუსრულებლად ვადგენდი გა-
საკეთებელი საქმეების სიებს („ეს იმას ჰგავს, რომ შენ მუდმივად დაუკმაყო-
ფილებელი ხარ, მუდმივად მიისწრაფვი სრულყოფილებისაკენ, იმის ნაცვლად,
რომ მომენტით ისიამოვნო!“), მაგრამ ვინ გაიმარჯვა საბოლოოდ? მე გავიმარ-
ჯვე, რადგან ჩემი სია, მთავარი სია, რომელსაც სათაურად ჰქონდა „დედა ვუ-
ტირო ნიკ დანს“, ამაღელვებელი გახლდათ - ყველაზე სრული, ყველაზე დე-

270
ტალური ყველა სიას შორის, რაც კი ოდესმე შემიდგენია. დღიურის ჩანაწერე-
ბი დათარიღებულია სხვადასხვა წლით - 2005-დან 2012-ის ჩათვლით. ესაა
დსადღიურო ჩანაწერების შვიდი წელი, მართალია, ყოველდღიური არა, მაგ-
რამ, სულ მცირე, თვეში ორჯერადი მაინც. თქვენ წარმოგიდგენიათ, რაოდენ
შინაგან დისციპლინას მოითხოვს ეს? „მაგარი გოგო“ ემი ამის გამკეთებელი
იქნებოდა? გაარჩიო მიმდინარე მოვლენები, შეადარო ძველ ჩანაწერებს,
რაიმე მნიშვნელოვანი რომ არ გამოგრჩეს, და ზუსტად აღადგინო დღიურის
ემის რეაქცია ამა თუ იმ მოვლენაზე. ამის კეთება, ძირითადად, მეხალისებო-
და. ნიკი წავიდოდა თუ არა „ბარში“ ანდა საყვარელთან - შტერ გოგოსთან,
მუდმივად რომ ესემესებს კრეფდა, კევს ღეჭდა, აკრილის საღებავით ჰქონდა
ფრჩხილები შეღებილი და ეცვა სპორტული შარვალი წარწერით უკანალზე
(ვიცი, რომ ასეთი არ იყო, მაგრამ სავსებით შეიძლება, ყოფილიყო) - დავის-
ხამდი ყავას, ანდა გავხსნიდი ბოთლ ღვინოს, ავიღებდი ჩემი 32 კალმიდან
ერთ-ერთს და საკუთარ ცხოვრებას ოდნავ გადავასხვაფერებდი.
ისიც ფაქტია, რომ, როდესაც ამას ვაკეთებდი, ზოგჯერ ნიკი ნაკლებად
მძულდა, უფრო სწორად, ეს ემართებოდა ქარაფშუტა „მაგარ გოგოს“. ნიკი
ბრუნდებოდა ლუდის ანდა ხელების სადენზინფექციო საშუალების სუნით აყ-
როლებული, რითიც იწმენდდა თავს კოიტუსის შემდეგ (თუმცა, სუნს ბოლომ-
დე ვერ აქრობდა, ეტ ყობა, ენდის ერთი ადგილი მეტად მყრალი ჰქონდა), დამ-
ნაშავესავით გამიღიმებდა, ისეთი საყვარელი და საცოდავი, რომ ვფიქრობდი:
„არა, საქმეს ბოლომდე არ მივიყვან“. მერე კი წარმოვიდგენდი, როგორ არიან
ერთად, როგორ აღაგზნებს, როგორ აძლევს უფლებას დაამციროს, „მაგარ გო-
გოს“ თამაშობს, ისე უჭირავს თავი, ვითომ ძალიან უყვარს ფეხბურთი ან მი-
ნეტი, და გან წყობა მეცვლებოდა. ვფიქრობდი: „ჩემი ქმარი იმბეცილია. ცო-
ლად გავ ყევი კაცს, რომელიც ყოველთვის ასეთს აირჩევს, როდესაც ეს ჩლუნგი
მოჰბეზრდება, სხვა გოგოს იპოვის, რომელიც „მაგარ გოგოს“ ითამაშებს, თვი-
თონ კი ცხოვრებაში არაფერ სერიოზულზე არ დახარჯავს ძალისხმევას“.
და გადაწყვეტილება მიმტკიცდებოდა.
სულ 152 ჩანაწერია და ემის ინტონაცია თითქოს ერთხელაც არ დამიკარ-
გავს. ემის დღიურს მთელი გულისყურით ვწერდი. დამაჯერებელი უნდა ყო-
ფილიყო როგორც პოლიციისთვის, ასევე პუბლიკისთვის, თუკი მისი ნაწყვე-
ტები გამოქვეყნდებოდა. ისე უნდა წაეკითხათ დღიური, თითქოს რაღაც გო-
ტიკური სტილის ტრაგედიააო. მშვენიერი, გულკეთილი ქალი, - მთელი ცხოვ-

271
რება წინ ჰქონდაო, თუ რასაც ამბობენ მიცვალებულზე, - შეცდება ცხოვრების
თანამგზავრის არჩევაში და ყველაზე ძვირ საფასურს იხდის.
უნდა მოვეწონო. უფრო სწორად, უნდა მოეწონოთ ეს.
ჩემი მშობლები. რა თქმა უნდა, დამ წუხრდებიან, მაგრამ უნდა მეცოდებო-
დეს თუ არა ისინი მას მერე, რაც ასეთად აღმზარდეს და მერე კი ბედის ანაბა-
რა მიმატოვეს? ისინი არასოდეს აცნობიერებდნენ, რომ ფულს ჩემზე აკეთებ-
დნენ და ვალდებულნი იყვნენ, საავ ტორო ჰონორარი ჩემთვის გაეყოთ. მერე კი
ჩემი ფული წამართვეს და ნიკთან ერთად გამგზავნეს მისურიში, თითქოს ავე-
ჯი ვიყავი, თუ საცოლე, ფოსტით რომ შეიძლება გამოიწერო, ანდა საკუთრება,
რომელიც შეგიძლია გაცვალო. რაღაც დამპალი გუგულიანი საათი შემაჩეჩეს
სამახსოვროდ. და ეს მას შემდეგ, რაც 36 წელი სარგებლობდნენ ჩემით! ჰოდა,
იმსახურებენ ეგონოთ, რომ მოვ კვდი, რადგან სწორედ მათ გამიმზადეს ასეთი
მომავალი - არც ფული, არც სახლი, არც მეგობრები. იმსახურებენ, რომ თვი-
თონაც დაიტანჯონ, რადგან ჩემზე არ იზრუნეს, სანამ ცოცხალი ვიყავი, - ეს
იგივეა, რომ ჩემს სიკვდილს ხელი შეუწყვეს. ამაში ისინი ნიკს ჰგვანან - რომე-
ლიც ყოველ ჯერზე ნაწილ-ნაწილ მანგრევდა, უარყოფდა ჩემს ნამდვილ „მეს“,
- შენ მეტისმეტად სერიოზული ხარ, ემი; შენ მეტისმეტად ბევრს ფიქრობ, ემი,
შენ მეტისმეტად ბევრს აანალიზებ, ემი; შენ მეტად აღარ მახალისებ, ემი; შენ-
თან მწყინდება, შენთან თავს ცუდად ვგრძნობ, ემი. უმოწყალოდ მართმევდა
ჩემს დამოუკიდებლობას, სიამაყეს, საკუთარი თავის პატივისცემას. მე გავ-
ცემდი, ის კი იღებდა, იღებდა და იღებდა. მან გარეთ გამიყვანა არსებობიდან.
ახლა კი ეს კახპა!.. ეს ნორჩი კახპა ურჩევნია ჩემს თავს. მან სული ჩამიკლა
- განა ეს დანაშაული არ არის? ნამდვილად დანაშაულია. ჩემი აზრით, ყოველ
შემთხვევაში.

ნიკ დანი შვიდი დღის შემდეგ

272
იძულებული გავხდი დამერეკა ტანერ ბოლტისთვის, ჩემი ახალგამომცხვა-
რი ადვოკატისთვის, რამდენიმე საათის შემდეგ, მას შემდეგ რაც დავიქირავე
და მეთქვა სიტ ყვები, რომლების გამოც, შესაძლოა, ინანა, ჩემი ფულის აღება-
ზე რომ დათანხმდა: „მე მგონი, ჩემმა ცოლმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მე
დამბრალდეს“. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ შემეძლო წარმომედგინა -
თვალები ზეაპყრობილი, სახე დამანჭული, გამომეტ ყველება კაცისა, რომელ-
საც ტყუილის მეტი არაფერი ესმის კლიენტებისაგან.
- კარგი, - თქვა მან მტანჯველი პაუზის შემდეგ, - ხვალ პირველივე
რეისით ჩამოვფრინდები, ყველაფერი გავარჩიოთ და დავახარისხოთ, - ფაქ ტე-
ბი მაგიდაზე დავაწყოთ, - მანამდე კი მშვიდად იჯე ქით, კარგი? დაიძინეთ და
მშვიდად იყავით.
გომ მიიღო ეს რჩევა, თერთმეტი საათიც არ იქნებიდა, როდესაც ორი აბი
დასაძინებელი წამალი გადაყლაპა და მარტო დამტოვა, მე კი მის დივანზე ვი-
ჯე ქი მოკუნტული, შინაგანად საოცრად დაძაბული. დროდადრო გავდიოდი
წინკარში და შეშის ფარდულისკენ ვიყურებოდი დოინჯშემოყრილი, გეგონე-
ბოდა, იქ რაღაც მტაცებელი იმალება, მე კი უნდა დავაფრთხოო. თვითონაც
არ მესმოდა, რატომ ვაკეთებდი ამას, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ხუთ
წუთზე მეტს ვერ ვძლებდი - ვდგებოდი და გავდიოდი გარეთ, ფარდულს ვუმ-
ზერდი.
ის იყო შევბრუნდი სახლში, რომ უკანა კარზე დააკაკუნეს. ამის დედაც! 12
საათიც არ არის. პოლიციელები წინა კარიდან მოვიდოდნენ - ასე არაა? - რე-
პორტიორებმა კი ჯერ ვერ მოაღწიეს გოს სახლამდე (თუმცა, სიტუაცია მალე
შეიცვლება, უახლოეს საათებში თუ არა, ხვალ-ზეგ). ვიდე ქი გაქვავებული და
არ ვიცოდი, რა მექნა. კაკუნი უფრო ხმამაღლა განმეორდა და ჩურჩულით შე-
ვიგინე, შევეცადე ჩემი შიში სიბრაზეში გადამეყვანა. „მიდი, გაარკვიე, რა
ხდება, დან!“
კარი მკვეთრი მოძრაობით გავაღე. ენდი აღმოჩნდა. ეს იყო წყეული ენდი,
მომხიბლავი, გეგონება, დახატულიაო. საგანგებოდ გახლდათ გამოწყობილი,
ამ შეხვედრის ხათრით, არადა, ვერ ხვდებოდა, რომ თავისი მოსვლით პირდა-
პირ ყულფში მაყოფინებდა თავს.
- პირდაპირ ყულფში, ენდი, - ვუთხარი და სახლში შემოვათრიე. ენდი
გაოცებით შეჰყურებდა ჩემს ხელს, მკლავში რომ ვტაცე, - პირდაპირ წყეულ
ყულფში მაყოფინებ თავს.

273
- მე ხო უკანა კარიდან მოვედი, - მომიგო. როდესაც ვუბრაზდებოდი, ბო-
დიშსაც კი არ იხდიდა ხოლმე, არამედ პირიქით, შეტევაზე გადმოდიოდა.
თვალსა და ხელს შუა ხდებოდა ხისტი და უდრეკი.
- მე უნდა გნახო, ნიკ, ხომ გითხარი. ყოველდღე უნდა გნახო ან დაგელაპა-
რაკო მაინც მობილურით, დღეს კი სადღაც გაქრი. „დატოვეთ ხმოვანი შეტ ყო-
ბინება, დატოვეთ ხმოვანი შეტ ყობინება, დატოვეთ ხმოვანი შეტ ყობინება“.
- ენდი, თუ არ გპასუხობ, ესე იგი, არ შემიძლია დაგელაპარაკო. ღმერთო
ჩემო, ნიუ-იორკში ვიყავი, ადვოკატი ავიყვანე. ხვალ პირველივე რეისით ჩა-
მოდის.
- ადვოკატი აიყვანე და ამის გამო ისე იყავი დაკავებული, რომ ათი წამით
არ შეგეძლო ჩემთან დალაპარაკება?
მომინდა გამერტყა მისთვის. ღრმად ჩავისუნთქე. არა, ენდისთან ურთიერ-
თობა უნდა გავწყვიტო. და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ტანერ ბოლტი ამას
მოითხოვს. ჩემმა ცოლმა ზედმიწევნით კარგად შემისწავლა, ეჭვი არ ეპარება,
რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაპირისპირება თავიდან ავიცილო. ემიმ
ფსონი გააკეთა იმაზე, რომ ბრიყვი ვარ, ურთიერთობას გავაგრძელებ და ბო-
ლოს მახეში გავებმები. არა, დროა, მივატოვო ეს ყველაფერი. მაგრამ ეს უნდა
გავაკეთო, რაც შეიძლება, ფრთხილად. უნდა დავარწმუნო, რომ ეს სასიცოც-
ხლოდ აუცილებელია.
- ადვოკატმა მნიშვნელოვანი რჩევა მომცა, - დავიწყე მე, - რჩევა, რომელ-
საც ვერ უგულებელვყოფ.
ჯერ კიდევ გუშინ მასთან ურთიერთობაში მაქსიმალურად თბილი და მო-
სიყვარულე ვიყავი, როდესაც ჩვენს ხელოვნურ ფორტში შევხვდით ერთმა-
ნეთს. ყველაფერს ვპირდებოდი, ოღონდ კი დამ შვიდებულიყო. მოვლენების
ასეთ განვითარებას არ ელოდა. და ამას კარგად არ მიიღებს.
- რჩევა? ძალიან კარგი... ალბათ, გითხრა, რომ ასე ნაბიჭვრულად არ უნდა
მექცეოდე, არა?
ვიგრძენი, ცოტაც და ავფეთქდებოდი, ეს ყველაფერი სკოლის ბავშვების
ჩხუბსა ჰგავდა. 34 წლის ზრდასრულ მამაკაცს ცხოვრებაში ყველაზე მურტა-
ლი ღამე აქვს და ეს ცინგლიანი კიდევ ეხიპიშება, საქმეს ურჩევს! ენდის ხელი
მოვ კიდე და ერთი მაგრად შევაჯანჯღარე, ნერწყვის ციც ქნა წვეთი ქვედა
ტუჩზე დაეცა.
- მე... ენდი, შენ ვერ ხვდები. ეს სახუმარო არაა, საქმე ჩემს სიცოცხლეს
ეხება.

274
- მაგრამ მე... მე შენ მჭირდები, - თვალები დახარა და ისე ჩაილაპარაკა, -
მესმის, რომ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. არ
შემიძლია, ნიკ. მე მეტი ასე აღარ შემიძლია. უბრალოდ დანგრეული ვარ. მუდ-
მივად მეშინია.
ეშინია. წარმოვიდგინე, როგორ შემოდის პოლიცია და მხედავს გოგოსთან,
რომელსაც ვჟიმავდი იმ დილით, ჩემი ცოლი რომ გაუჩინარდა. იმ დღეს ვნახე
პირველად თავის სახლში. არასოდეს არ მივსულვარ მასთან სახლში გარდა იმ
პირველი შემთხვევისა, მაგრამ იმ ღამეს წესი დავარღვიე, საკუთარი გულის-
ცემა მესმოდა და ვცდილობდი მომეფიქრებინა, როგორ მეთქვა ემისთვის:
„მინდა გაგეყარო, სხვა მიყვარს, უნდა დავშორდეთ. არ შემიძლია ამის თამა-
ში, თითქოს მიყვარხარ, არ შემიძლია ჩვენი ქორწინების იუბილეს აღნიშვნა, -
ეს ღალატზე უარესია (თუმც კი ვიცი, ეს საკამათო საკითხია), მაგრამ, როდე-
საც ძალა მოვიკრიბე სიტ ყვის სათქმელად ემიმ თავს დამატეხა მონოლოგი,
რომ ძალიან ვუყვარვარ (მატ ყუარა კახპა!) და ვეღარაფერი მოვახერხე. ჩემს
თავს პირწავარდნილ ნაძირალად და ლაჩრად ვგრძნობდი და - „ხრიკი 22“ -
(„The catch-22“ - ჯოზეფ ჰელერის ცნობილი რომანი. მთარგმნ. შენიშვნ.) ჩა-
ვე ჭიდე ენდის, თავი უკეთ რომ მეგრძნო, მაგრამ ენდი ჩემს ნერვებს ვეღარ
შველოდა. პირიქით.

გოგო ისე მომეკრა, სარეველა ბალახმა რომ იცის.

- შეხედე, ენდი - ვთქვი და მთელი ძალით ამოვისუნთქე, თუმცა, მივეცი


საშუალება იქვე დამჯდარიყო. - შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, და მშვე-
ნივრად გე ჭირა თავი და მე უნდა ვიზრუნო შენს უსაფრთხოებაზე.
- მე ვგულისხმობ - ხმა აუკანკალდა - ძალიან მეცოდება ემი. ეს რაღაცა
სიგიჟეა. ვიცი, მე უფლებაც კი არ მაქვს შემეცოდოს და მით უფრო, მის გამო
დამ წუხრებული ვიყო, მაგრამ მაინც განვიცდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
და თავი მკერდზე მომადო. მე უკან დავიხიე, ამომხედა.
- კარგი, ეს არის რაღაც, რაც შეიძლება გამოვასწოროთ, მე მგონი, უნდა
გამოვასწოროთ - ტანერის სიტ ყვები გავიმეორე.
- უნდა წავიდეთ პოლიციაში, - თქვა მან - მე ხომ შენი ალიბი ვარ იმ დი-
ლით. მოდი, ყველაფერს მოვუყვეთ.
- შენ ხარ ჩემი ალიბი მხოლოდ ერთი საათით იმ დილას, - ვუთხარი, - წი-
ნადღის 11 საათის შემდეგ ემი არავის უნახავს. პოლიციამ შეიძლება თქვას,

275
რომ ჯერ მოვ კალი და მერე შენთან წამოვედი.
- რა საზიზღრობაა. მხრები ავიჩეჩე. წამით დავფიქრდი. ხომ არ მეთქვა
მისთვის - ემი ისე აკეთებს, რომ მკვლელობა მე დამბრალდეს, მაგრამ მაშინვე
მივხვდი, ამის თქმა არ შეიძლება. ენდი ვერ ითამაშებს ემის დონეზე. მას უნდა
ჩემი გუნდის წევრი იყოს, მაგრამ სინამდვილეში კი მძირავს. ენდი უპასუხის-
მგებლო მოთამაშეა. მხრებზე ხელები დავადე და თავიდან დავიწყე:
- ენდი, მისმინე, ჩვენ ახლა საშინელ დაძაბულობას და ზეწოლას განვიც-
დით. და ეს უმეტესად დანაშაულის განცდის მიზეზით. საქმე ისაა, რომ ჩვენ
სინამდვილეში კარგი ადამიანები ვართ. ჩვენ ერთმანეთის მიმართ გრძნობები
გაგ ვიჩნდა, ჩვენ ერთნაირი შეხედულებები გვაქვს - რომ ადამიანებს კარგად
უნდა მოვექცეთ, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. ახლა კი ვიცი, რომ
ჩვენ რასაც ვაკეთებთ, არასწორია.
მისი უიმედო გულგატეხილი გამომეტ ყველება შეიცვალა. თვალები ცრემ-
ლებით აევსო და, თითქოს მის სახეს ჩრდილი დაეცაო, მოიღუშა.
- ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ, ენდი. მე მგონი, ორივე ვხვდებით ამას.
ეს ძალიან ძნელია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ამ რჩევას
ჩვენ თვითონ მივცემდით ჩვენს თავს, სწორი აზროვნება რომ შეგ ვეძლოს.
მართალია, მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ემი ჩემი კანონიერი ცოლია, და
მე სწორად უნდა მოვიქცე.
- და, თუკი მას იპოვიან? - ენდიმ არ დააკონკრეტა ცოცხალსა თუ მკვდარს.
- და, თუკი იპოვიან, მაშინ ვილაპარაკოთ.
- მანამდე რა?
უმ წეოდ ავიჩეჩე მხრები.
- იქამდე არაფერი.
- რაო, ნიკ? და მანამდე, ენდის დედაც...?
- ეს ძალიან ცუდი სიტ ყვაა.
- მაგრამ შენ სწორედ ამას გულისხმობ, - მწარედ ჩაიცინა ენდიმ.
- არა, მაგრამ კარგი არაფერი გამოვა, თუკი ერთად ვიქნებით, ენდი, ეს
შენთვის სახიფათოა, ასევე, ჩემთვისაც. და სინდისიც შემაწუხებს. ვგრძნობ.
- მართლაა? და შენ თუ იცი, მე რას ვგრძნობ, - თვალები გაუფართოვდა,
ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა, - გამოდის, რომ მე ვარ ერთი შტერი სტუ-
დენტი გოგო, რომელსაც ჟიმავდი, რადგან ცოლი ყელში ამოგივიდა. იმ მომენ-
ტში ხელში მოგხვდი. შენ შეგეძლო შინ მისულიყავი, გე ჭამა მისი გაკეთებული
სადილი, შემდეგ წასულიყავი ბარში გასართობად, რომელიც მისი ფულით

276
იყიდე, შემდეგ კი წაგეყვანე მომაკვდავი მამაშენის სახლში და ჩემს ძუძუებზე
გაგეთავებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი წესიერი ცოლი ამის უფლებას არ
გაძლევს.
- ენდი, შენ ხომ იცი, რომ ეს...
- რა დამპალი ხარ! შენ რა კაცი ხარ საერთოდ?!
- ენდი, თუ შეიძლება, - „ნიკ, მშვიდად, მოითმინე“, გავიფიქრე, - მე მგონი,
იმის გამო, რომ არ გ ქონდა საშუალება ვინმესთან გელაპარაკა ამაზე, ყველა-
ფერს ცოტა გადაჭარბებულად აღიქვამ, ცოტა...
- შენი დედაც!.. შენ გგონია, მე რა, დებილი ბავშვი ვარ? მე დავრჩი შენთან
მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ მკვლელი ხარ. და როგორც კი რაღაც გაგი-
ჭირდა? არა არა, შენ არ შეგიძლია ილაპარაკო სინდისზე, დანაშულის გან-
ცდაზე და იმაზე, თუ რა არის სწორი საქციელი. გესმის? რადგან შენ ხარ მო-
ღალატე, ეგოისტი ნაბიჭვარი.
ენდიმ ზურგი შემაქცია, ქვითინებდა, ხმამაღლა ისუნთქავდა ნესტიან ჰა-
ერს, და ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე კრუსუნებდა, შევეცადე გამეჩერე-
ბინა, მხარზე ხელი მოვ კიდე.
- ენდი, არ მინდოდა ასე...
- ხელი არ მახლო, ხელი არ მახლო!
უკანა კარისკენ მიტრიალდა. ნათლად დავინახე, რა მოხდება უახლოეს
მომავალში. სიძულვილს სიცხესავით აფრქვევდა. დარწმუნებული ვიყავი,
ერთ ბოთლ ღვინოს დალევს, მერე კი მეგობარს ან დედას მოუყვება ყველა-
ფერს, და ჭორი ინფექციასავით მოედება ქალაქს. ენდიმ ხელი შემართა, ჩემ-
თვის რომ დაერტყა, მე კი დავუ ჭირე, თავი რომ დამეცვა. ხელებს მაღლა--
დაბლა ვიქნევდი შეშლილი მოცეკვავესავით.
- არა, ნიკ, გამიშვი...
- ერთი წუთით დარჩი, მომისმინე...
- გამიშვი ახლავე!
თავი მომიტრიალა, თითქოს კოცნას მიპირებსო. და მიკბინა. ენდიმ დრო
იხელთა და გარეთ გავარდა.

277
ემი ელიოტ-დანი ხუთი დღის შემდეგ

შეგიძლიათ ოზარკელი ემი დამიძახოთ. „მოგზაურის თავშესაფარში“ ვიმა-


ლები (უფრო ზედგამოჭრილი სახელის წარმოდგენაც კი ძნელია). ვზივარ ჩემ-
თვის და ვუყურებ, თვალს ვადევნებ, როგორ მოდის მოქმედებაში ყველა ის
ბერკეტი და თოკი, რომლებიც წინასწარ მოვამზადე.
თავი დავაღწიე ნიკს, მაგრამ სულ ნიკზე ვფიქრობ, ჩვეულებრივზე მეტა-
დაც კი. წინა ღამით თერთმეტის ოთხ წუთზე ჩემმა დამატებითმა ტელეფონმა
დარეკა (ასე რომ, ნიკ, შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც ეს ძველი ხრიკი იცის),
დაცვიდან მირეკავდნენ, რა თქმა უნდა, არ ვუპასუხე. მართალია, მე ახლა ძა-
ლიან შორს ვარ, მაგრამ მივხვდი, ნიკი მამამისის სახლში შევიდა. ჩემს გაუჩი-
ნარებამდე ორი კვირით ადრე შევცვალე კოდი, და მივუთითე ჩემი საიდუმლო
მობილური, როგორც პირველი ნომერი, სადაც შეიძლებოდა დაერეკათ. შემიძ-
ლია წარმოვიდგინო ნიკი, ხელში უჭირავს მინიშნება, შედის მამამისის
მტვრიან სახლში, შეჰყავს სიგნალიზაციის კოდი, მერე კი ირთვება სირენა.
ბიპ-ბიპ-ბიპ. მისი ტელეფონი მითითებულია, როგორც სათადარიგო ტელეფო-
ნი, თუკი ვერ დამიკავშირდებიან, და, რა თქმა უნდა, ვერ მიკავშირდებიან.
ატეხა განგაში, დაელაპარაკა ვიღაცას დაცვის კომპანიაში და მისი მისვლა
მამამისის სახლში დაფიქსირდა, რაც კარგია ჩემი გეგმისთვის. მაგრამ ეს არ
არის აუცილებელი. მე ისედაც საკმარისად დავუტოვე სამხილები პოლიციას,
ნიკის წინააღმდეგ საქმე რომ აღძრან. დადგმული სცენა, მოწ მენდილი სის-
ხლი, საკრედიტო ბარათის ჩეკები. ამ ყველაფერს ყველაზე უფრო ჩლუნგი პო-
ლიციელებიც კი მიხვდებიან. ნოელი მალე ყველას ამცნობს ჩემს ორსულობას
(თუ უკვე არ ამცნო). ეს სავსებით საკმარისია, განსაკუთრებით, თუ პოლიცია
თავისით აღმოაჩენს „უნარიან ენდის“ (უნარი რომ აქვს პირში აიღოს, რო-
გორც კი უბრძანებენ). ასე რომ, ეს ყველაფერი დამატებითია, ბონუსია, საბო-
ლოოდ რომ მოეხაზოს. მიყვარს მახე-სიურპრიზები. მე მახე-სიურპრიზებიანი
ქალი ვარ.
ელენ ებოტიც ჩემი გეგმის ნაწილია. კრიმინალური ახალი ამბების უდიდე-
სი საკაბელო არხი ქვეყანაში. მიყვარს ელენ ებოტი, დედასავით როგორ ზრუ-
ნავს ყველა გაუჩინარებულ ქალზე თავის შოუში, და ქოფაკი ძაღლივით რო-

278
გორ ესხმის თავს ეჭვმიტანილს - როგორც წესი, ეს, უპირველესად, ქმარია
ხოლმე. იგია ამერიკის ქალთა სამართლიანობის რუპორი. ამიტომ მინდა, ჩემი
ამბავი რომ გააშუ ქოს. საზოგადოებრივი აზრი ნიკს უნდა აუმხედრდეს. ეს
ძვირფასი ნიკის სასჯელის ნაწილია, ციხისა არ იყოს, - ნიკისა, რომელიც უამ-
რავ დროს ხარჯავს, ყველას რომ მოსწონდეს - უნდა გაიგოს, რომ ყველას
ეჯავრება. და კიდევ, ელენი მჭირდება, რომ მუდმივად ვიგებდე, როგორ მიდის
გამოძიება. ხომ არ იპოვეს პოლიციელებმა ჩემი დღიური? ხომ არ გაიგეს ჩემი
უზარმაზარი დაზღვევის შესახებ? ყველაზე რთული ყოფილა მოლოდინი, -
უნდა იცადო, სანამ ეს ჩლუნგები ყველა სამხილს მიაგნებენ.
ჩემს პატარა ოთახში ტელევიზორს საათში ერთხელ ვრთავ. მინდა გავიგო,
რას ამბობს ახალს ელენ ებოტი. ხომ არ დაინტერესდა ჩემი შემთხვევით? ის
ვალდებულია, უბრალოდ, ვალდებულია, ვერ დავიჯერებ, რომ ამ შანსს ხელი-
დან გაუშვებს. მე სიმპათიური ვარ, ნიკიც სიმპათიურია, თანაც მე ხომ
„საოცარი ემი“ ვარ. შუადღემდე გაიელვა გადაცემის ანონსმა - სპეციალური
გამოშვება იქნება. მოლოდინისგან სული მელევა, ტელევიზორს ვერ ვწყდები:
იჩქარე, ელენ! ან სულაც: ვიჩქაროთ, ელენ! ჩვენ ხომ ასე ვგავართ ერთმანეთს.
ორივენი ვართ ადამიანები და პერსონაჟები. ემი და ემი. ელენი და ელენი.
ინტიმური საფენების რეკლამა, სარეცხი ფხვნილის რეკლამა, ტამპონების
რეკლამა, ფანჯრების საწმენდი საშუალების რეკლამა. ეტ ყობა ჰგონიათ, ერ-
თადერთი, რასაც ქალები აკეთებენ - რეცხავენ, ხეხავენ, და სისხლი სდით.
როგორც იქნა! ბოლოს და ბოლოს გამოვჩნდი! ჩემი დებიუტია!
გამოჩნდა თუ არა ელენი გაბრაზებული გამომეტ ყველებით (ელვისს რომ
ჰქონდა), მივხვდი, ამბავი იწყება. ჩემი რამდენიმე მომხიბლავი ფოტო, ნიკის
ფოტო თავისი იდიოტური ღიმილით - ყველამ შემიყვარეთ! პირველ პრეს--
კონფერენციაზე გადაღებული. ახალ ამბებში: უშედეგო ძიება მრავალი ადა-
მიანის მონაწილეობით „ლამაზი ახალგაზრდა ქალისა, რომელმაც ყველა
ჩვენგანის გულში დაიდო ბინა“. ახალ ამბებში: ნიკმა საკუთარ თავს უყო, რაც
უყო: აჩვენებენ მის ფოტოებს შონასთან ერთად, ჩემი ძიების პროცესში. აი,
რამ გააღიზიანა ელენი, აი, რატომ არის ესოდენ გაცოფებული. ფოტოზე ნიკი
თავის ჩვეულ სტილშია, ყველას უყვარს და ყველას ეუბნება - გოგოებო, თქვე-
ნი ვარ! და, რაც მთავარია, უცნობ ქალს ლოყაზე ისე ეკვრის, გეგონება, უახ-
ლოესი მეგობრები იყვნენ.
რა იდიოტია! ძალიანაც მომ წონს ეს.

279
ელენ ებოტი რამდენჯერმე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ჩვენი
უკანა ეზო პირდაპირ მისისიპის გადაჰყურებს. მაინტერესებს, თუ იპოვეს უკვე
ნიკის კომპიუტერში, „გუგ ლში“ შემდეგი სიტ ყვების ძიების ისტორია: „გვამი,
ტივ ტივი, მდინარე მისისიპი“ და ასევე, მისისიპის მეჩეჩებისა და დარაბების
სრული ჩამონათვალი? მოკლედ, მსგავსი რამ შეიძლებოდა მე დამმართოდა -
დიდი შანსია, რომ მდინარე ჩემს გვამს პირდაპირ ოკეანეში გაიტანდა. საკუ-
თარი თავი მართლა შემეცოდა, წარმოვიდგინე, როგორ მიაქვს დინებას მდი-
ნარის ფსეკრზე ჩემი მოხდენილი, შიშველი, გაფითრებული სხეული, ცალ ფეხ-
ზე ლოკოკონების კოლონია შემაცოცდა, გაშლილი თმა წყალმცენარეებივით
ირხევა. მერე კი ოკეანეში აღმოვჩნდი და სულ უფრო დაბლა და დაბლა ვეშვე-
ბი ფსკერზე, ჩემი გაწყალებული ხორცი იშლება და აკვარელის საღებავივით
ქრება, მხოლოდ ძვლებიღა რჩება.
მაგრამ მე რომანტიკოსი ვარ. რეალურ ცხოვრებაში, ნიკს რომ მოვეკალი,
მდინარეში კი არ ჩამაგ დებდა, არამედ პლასტიკატის სანაგ ვე ტომარაში ჩამ-
ტენიდა და ნაგავსაყრელზე წამიღებდა 60 მილის რადიუსში. უბრალოდ
მოიშორებდა გვამს. თანაც, ასე მგონია, ხელს გააყოლებდა ხარახურას - გაფუ-
ჭებულ ტოსტერს, რომლის გაკეთება შეუძლებელია, ძველ ვიდეოკასეტებს,
ზედმეტად რომ არ მოუხდეს ნაგავსაყრელზე მისვლა.
ვსწავლობ ეკონომიურად ცხოვრებას. როცა ქალი მკვდარია, ბიუჯეტი სა-
გულდაგულოდ უნდა დაგეგმოს. სანამ გაქცევას ვამზადებდი, გარკვეული
თანხის დაგროვება მოვახერხე. მას მერე, რაც საბოლოოდ მივიღე გაუჩინარე-
ბის გადავწყვეტილება ჩემს თავს მთელი თორმეტი თვე მივეცი მოსამზადებ-
ლად. აი, რატომ იჭერს პოლიცია მკვლელთა უმრავლესობას, მათ არ ჰყოფნით
მოთმინება. ამჟამად 10 200 დოლარი ნაღდი ფული მაქვს. ერთბაშად რომ მო-
მეხსნა ასეთი თანხა საკრედიტო ბარათიდან, ნიკი შეამჩნევდა. ცოტ-ცოტას
ვაგროვებდი, ნიკის სახელზე ვხსნიდი საკრედიტო ბარათებს და მერე უმნიშ-
ვნელო თანხებს ვიღებდი - როცა მოვა ანგარიშები, ნიკი ხარბ, წვრილმან
თაღლითად გამოჩნდება. დანარჩენი 4 400 დოლარი ჩვენი საბანკო ანგარიში-
დან რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვიტანე, 200 და 300 დოლარად, არა-
ფერი ისეთი, ყურადღება რომ მიექცია ვინმეს. ნიკის ჯიბიდან ვიპარავდი ხან
10, ხან 20 დოლარს. თანხა ნელა იზრდებოდა, მაგრამ ფონდის შევსების გეგ-
მის მიხედვით. ასე მაგალითად, დილით „სტარბაქსში“ წასვლის მაგივრად იქ
დასახარჯ თანხას თუ გადავინახავდი, წლის ბოლოს ეს 1 500 დოლარს მომ-
ცემდა. და კიდევ, „ბარში“ ყოველთვის ვიპარავდი ცოტ-ცოტას „ჩაიზე“ დატო-

280
ვებული ფულიდან. დარწმუნებული ვარ, ნიკი გოს აბრალებდა, ის კი, პირი-
ქით, მასზე ფიქრობდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდნენ, რადგან და-ძმა
ერთმანეთს მეტად უფრთხილდება.
ერთი სიტ ყვით, ფულს მომჭირნედ ვხარჯავ. საკმარისი მაქვს, რომ ვიცხოვ-
რო მანამ, სანამ თავს მოვიკლავ. ვაპირებ დავიმალო მანამ, სანამ არ ვნახავ,
როგორ გადაიქცევა ლანს ნიკოლას დანი გარიყულად, როგორ დააპატიმრე-
ბენ, ციხეში ჩააგ დებენ, ბორკილებს დაადებენ და პატიმრის ნარინჯისფერ სა-
მოსს ჩააცმევენ, პარაშუტით მხტომელის კომბინეზონს რომ მიაგავს. მინდა
ვნახო, როგორ წვალობს, ოფლად იღვრება და ყველას არწმუნებს, რომ უდა-
ნაშაულოა. რომ ყველაფერი მოუწყვეს და შეტენეს. მერე კი წავალ სამხრე-
თისკენ, მდინარეს დავუყვები, ჩემს გამოგონილ ემის შევხვდები, მექსიკის ყუ-
რეში რომ ტივ ტივებს. ავიღებ ბილეთს ნებისმიერ საკრუიზო გემზე, რომელიც
შუა ზღვაში გამიყვანს (ოღონდ ისეთზე, სადაც საბუთებს არ ითხოვენ), დავ-
ლევ დიდ კოქტეილს ჯინითა და ყინულით, გადავ ყლაპავ დასაძინებელი აბებს
და ჩუმად გადავვარდები წყალში, როცა გვერდით არავინ იქნება. ჯიბეები
ქვებით მექნება გატენილი, როგორც ვირჯინია ვულფს. თავი რომ დაიხრჩო,
ნებისყოფაა საჭირო, მაგრამ მე ნებისყოფის ნაკლებობას არ ვუჩივი. არ არის
გამორიცხული, ჩემი გვამი საერთოდაც ვერ იპოვონ ანდა იპოვონ ერთ კვირა-
ში, ერთ თვეში ანდა უფრო გვიან, როდესაც სხეულის ხრწნა ისე შორს იქნება
წასული, რომ ექსპერტიზა ვერ დაადგენს სიკვდილის თარიღს და მაშინ მე
უზრუნველვყოფ საბოლოო სამხილს, ნიკს გავუყენებ გზას პირდაპირ ციხის
მაგიდისკენ, სადაც საწამლავს გაუკეთებენ და მოკვდება.
კარგი იქნებოდა, მენახა, როგორ მოკვდება, მაგრამ ჩვენი სასამართლო
სისტემის გათვალისწინებით, განაჩენის სისრულეში მოყვანას შეიძლება
თვეები, ან სულაც, წლები დასჭირდეს. ამდენს ვერ მოვიცდი, არც ფული მეყო-
ფა და არც მოთმინება. მზადა ვარ შევუერთდე ჰოუპებს.
გათვალისწინებულზე ცოტა მეტის ხარჯვა მიწევს. 500 დოლარი დავხარ-
ჯე, რომ ცოტა უფრო მეტი კომფორტი შემექმნა ჩემს ციც ქნა კოტეჯში - ვიყი-
დე მაღალი ხარისხის თეთრეული, კარგი ლამპა. პირსახოცები, რომლებიც არ
არის გახეშეშებული მრავალწლიანი გახამებისგან. საერთოდ კი ვცდილობ ის
ვიმყოფინო, რასაც მთავაზობენ. ჩემ შორიახლოს, რამდენიმე კოტეჯის მოშო-
რებით, ერთი სიტ ყვაძუნ წი მოხიპო ჯეელი ცხოვრობს, ნამდვილი „გრიზლი
ადამსი“, - დიდი წვერი აქვს მოშვებული, ფირუზიანი ბე ჭედი უკეთია და ზოგ-
ჯერ საღამოობით ვერანდაზე გიტარას აჟღარუნებს, ჯეფი მქვიაო, მაგრამ, მე

281
მგონი, ეგ ისეთივე ჯეფია, როგორც მე - ლიდია (ეს სახელი დავირქვი). ჩვენ
ერთმანეთს მხოლოდ ვესალმებით თავის დაკვრით, თუმცა, მან უკვე ორჯერ
მომიტანა თევზი დიდი ჩანთა-მაცივრით. სუნით თუ ვიმსჯელებთ, თევზი ახა-
ლი უნდა იყოს, თავი წაცლილი აქვს და გასუფთავებულია. „ახალი თევზი“ -
ხმამაღლა ამბობს და კარზე აკაკუნებს. უცებ თუ არ გავუღე, ჩანთას კართან
ტოვებს. თევზს საკმაოდ კარგ ტაფაზე ვწვავ, რომელიც „ვოლმარტში“ ვიყიდე
- ურიგო არაა, თანაც უფასოა.
- სად შოულობთ ამ თევზს? - ვკითხე.
- სადაც იშოვება. - მომიგო.
დოროთი, სასტუმროს ადმინისტრატორი, კეთილად განეწყო ჩემ მიმართ
და საკუთარი ბოსტნის პომიდორი მომიტანა. გეახლებით პომიდორს, რომელ-
საც მიწის სურნელი აქვს ისევე, როგორც თევზს - ტბისა. ვფიქრობ იმაზე, რომ
ერთი წელიც არ გავა და ნიკი ჩაკეტილი აღმოჩნდება ისეთ ადგილას, სადაც
გარედან არავითარი სუნი არ აღწევს. იქ მხოლოდ ხელოვნური სუნი იქნება:
დეზოდორანტის, ძველი ფეხსაცმლის, იაფფასიანი საკვებისა და ძველი
ლეიბების. მისი ყველაზე საშინელი კოშმარი: ციხეში სვამენ, იცის, რომ არა-
ფერი ჩაუდენია, მაგრამ ვერ ამტკიცებს, უდანაშაულოა. ნიკს ყოველთვის ასე-
თი კოშმარები ჰქონდა - როგორ ხვდება მახეში, იმ ძალების მსხვერპლია,
რომლებსაც ვერ აკონტროლებს.
ის ყოველთვის დგება ასეთი სიზმრების შემდეგ, სახლის გარშემო დაბო-
რიალებს, შემდეგ იცვამს საგარეო ტანსაცმელს და ქუჩაში გადის. დაყიალებს
ჩვენი სახლის სიახლოვეს, მიდის პარკში - მისურის პარკში, ნიუ-იორკის პარ-
კში - მიდის, სადაც უნდა. მას უყვარს ღია სივრცე, მაგრამ ეს ღია სივრცე მის-
თვის ქუჩაა. ის არ არის ტურისტი ან კემპერი, მან არ იცის, როგორ დაანთოს
კოცონი. ის ვერ დაიჭერს თევზს და ვერ მომიტანს. მაგრამ მას უყვარს, როცა
აქვს თავისუფალი არჩევანი, როცა აქვს ალტერნატივა. ის შეიძლება იჯდეს
სამი საათი და უყურებდეს ბრძოლას წესების გარეშე, მაგრამ მისთვის მთავა-
რია ჰქონდეს საშუალება ნებისმიერ მომენტში ადგეს და გარეთ გავიდეს.
და როგორ არის ის პატარა კახპა - ენდი. მე მგონი, სამ დღეს თუ გაძლებს.
შემდეგ კი ვეღარ გაუძლებს ცდუნებას და ვიღაცას ყველაფერს მოუყვება. ვი-
ცი, მას უყვარს ამბების გაზიარება, რადგან „ფეისბუკზე“ მეგობრებში მყავს.
რა თქმა უნდა, გამოგონილი სახელით (მედელინ ესტერი, ჰა!), ფოტო მოვიპა-
რე რეკლამიდან (ქერათმიანი ქალი, რომელიც ხარობს რეკორდულად იაფი
იპოთეკით). ოთხი თვის წინ მედლინმა სთხოვა ენდის დამეგობრება, ვითომ

282
სასხვათაშორისოდ, და მანაც უტვინო ლეკვივით მიიღო მისი წინადადება. ასე
რომ, მე ძალიან კარგად შევისწავლე პატარა გოგონა და ასევე მისი ჭორიკანა
მეგობრებიც, რომლებსაც უყვართ დღისით ძილი, ბერძნული იოგურტი და
ღვინო „პინო გრიგიო“, ერთი სიტ ყვით, ვიცი ყველაფერი, რასაც ერთმანეთს
უზიარებენ. ენდი კარგი გოგოა, მე ვგულისხმობ, რომ არ დებს „წვეულებებზე“
გადაღებულ თავის ფოტოს და არ წერს უხამს პოსტებს. რაც მე არ მაწყობს.
როდესაც გამოირკვევა, რომ ნიკის საყვარელია. მირჩევნია ჟურნალისტებმა
აღმოაჩინონ მისი ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ კოცნის გოგოებს, სვამს ალ-
კოჰოლს ანდა თავს მაცდუნებელ საცვლებში აჩვენებს. ასე უფრო კარგად გა-
მოიძერწებოდა მისი, როგორც ოჯახის დამანგრევლის, სახება.
ოჯახის დამანგრეველი. ჩემი ოჯახი უკვე ირყეოდა, მაგრამ ჯერ არ იყო
დანგრევის პირას მისული, როცა მან პირველად აკოცა ჩემს ქმარს, ჩაუყო ხე-
ლი ტრუსებში და ლოგინ ში ჩაუწვა. საყვარლები თითქმის ერთი წელი იყვნენ.
ერთად ატარებდნენ ყველა დღესასწაულს. მე ვსინჯავდი მის საკრედიტო ბა-
რათს (ნამდვილს) მინდოდა გამეგო, რა აჩუ ქა შობას, მაგრამ დავრწმუნდი, ნი-
კი მეტისმეტად ფრთხილობდა. მაინტერესებს, როგორი იყო ქალი, რომელსაც
მხოლოდ ნამდვილი ფულით ნაყიდ საჩუ ქარს ჩუქნიან. ნამდვილი თავისუფ-
ლებაა, იყო საყვარელი, როდესაც შენ არ მოგეთხოვება სანტექნიკოსის გამო-
ძახება, არ გევალება უსმინო მისი სამსახურის გაუთავებელ პრობლემებს, ან-
და შეახსენო, რომ დროა კატას უყიდოს წყეული საკვები.
მჭირდება, რომ ენდი მორალურად გატ ყდეს. მჭირდება 1) ნოელმა თქვას,
რომ ორსულად ვარ; 2) პოლიციამ იპოვოს ჩემი დღიური; 3) ენდი ვინმეს მო-
უყვეს ნიკთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მე მგონი, კარგად შევი-
ცანი მისი ქცევის სტერეოტიპები. ესაა გოგო, რომელიც დღეში ხუთჯერ აახ-
ლებს სტატუსს სოციალურ ქსელში, ანუ ადამიანი, რომელსაც არ აქვს წარ-
მოდგენა, რა არის ნამდვილი საიდუმლო. მან ჩემს ქმარზე თავისდა უნებუ-
რად რამდენჯერმე მიანიშნა თავის სტატუსებში:
დღეს შევხვდი მისტერ სუპერს.
(ო, მოგ ვიყევი)
(როდის გვაჩვენებ ამ შენს კვიცს)
(ბრიჯიტს მოსწონს ეს!)
როდესაც კოცნი შენი ოცნების კაცს, ყველაფერი უკეთესი ხდება.
(მართლაც ასეა)
(როდის შევხვდებით შენი ოცნების კაცს?)

283
(ბრიჯიტს ისევ მოსწონს ეს!)
მაგრამ ენდი საოცრად გულჩათხრობილია თავისი თაობის გოგოს კვალო-
ბაზე. კარგი გოგოა (კახპას ვარიანტში). წარმომიდგენია, მხარზე როგორ
ადებს თავს და კეკლუცად იჭმუხნის შუბლს. მე უბრალოდ მინდა იცოდე, ნიკ,
მე შენს მხარეს ვარ, მე შენთვის ვარ. და შესაძლოა, თავისი ხელით გაკეთებუ-
ლი ნამცხვრით უმასპინძლდება.
ელენ ებოტის კამერა ახლა აჩვენებს მოხალისეთა ცენტრის პანორამას,
რომელიც საღორეს მოგაგონებთ. კორესპონდენტი ჰყვება, რომ ჩემმა გაუჩინა-
რებამ „შოკში ჩააგ დო ეს ციც ქნა ქალაქი“, მის ზურგს უკან კი ჩანს მაგიდა, სა-
დაც დახვავებულია ნამცხვრები და სახლში დამზადებული კასეროლები, საწ-
ყალი ნიკისთვის. ქალები ამ ნაბიჭვარს ახლაც კი თავს ევლებიან. სასოწარკვე-
თილი ქალი მზადაა დაიკავოს თავისუფალი ადგილი. სიმპათიური, შინაგანად
სუსტი მამაკაცი - შესაძლოა მან მოკლა ცოლი, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით
ზუსტად. დარწმუნებულები არ ვართ. ჩვენ უბრალოდ გვყავს კაცი, რომელსაც
გემრიელ რაღაცებს ვუცხობთ, ორმოცს მიღწეული ქალები არიან, მაგრამ ისე
იქცევიან, თითქოს სკოლის მოწაფეები იყვნენ, ველოსიპედს რომ დაატარებენ
სიმპათიური ბიჭის სახლის გარშემო.
აი, ისევ აჩვენებენ ფოტოს, სადაც ნიკი გაბადრულია. მობილურით გადა-
ღებულ ფოტოს. წარმომიდგენია, როგორ აცხობს ტკბილეულს ეს კართაგენე-
ლი კახპა, თავის გაზიზინებულ სამზარეულოში, რომელიც უეჭველად ალი-
მენტებით აქვს ნაყიდი, და თან წარმოსახვაში ნიკს ებაასება. „არა, მე სინამ-
დვილეში ორმოცდასამი წლის ვარ. არა, მართლა. არა, ჩემ გარშემო თაყვა-
ნისმცემლები არ ირევიან. საერთოდ ამ ქალაქ ში არ არიან საინტერესო მამა-
კაცები, მათი უმეტესობა...“ უეცრად ვგრძნობ ეჭვიანობას ამ ქალბატონის მი-
მართ, რომელიც ჩემს ქმარს ლოყით ლოყაზე მიეკრო. ის გაცილებით მომხიბ-
ლავად გამოიყურება, ვიდრე მე ამჟამად. „ჰერშის“ შოკოლადს მივირთმევ და
დავცურავ აუზში, რამდენიმე საათის განმავლობაში მხურვალე მზის ქვეშ,
ქლორიანი წყლისგან კანი სელაპივით მიხდება. გავირუჯე, რის უფლებასაც
ჩემს თავს არასოდეს ვაძლევდი. ყოველ შემთხვევაში არასოდეს ვყოფილვარ
ასე გარუჯული, გარუჯული კანი - ტრამვირებული კანია. და არავის მოეწონე-
ბა ნაოჭებიანი გოგო. ამიტომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მზისგან დამ-
ცავ კრემს ვხმარობდი. მაგრამ გაქცევამდე ხუთი დღით ადრე, ჩემს თავს უფ-
ლება მივეცი მზის გულზე დავწოლილიყავი, ახლა კი ყოველდღე ვირუჯები.
„მაყვალივით შავი ხარ“ - ამბობს მოხუცი დოროთი, მენეჯერი. „მაყვალივით

284
შავი ხარ, ძვირფასო“ - ამბობს, როცა შევდივარ შემდეგი კვირის ფულის გა-
დასახდელად.
ახლა მუ ქი კანი მაქვს, თმა მოკლედ შეკრე ჭილი და გაუგებარ თაგ ვისფრად
შეღებილი და მაგარი გოგოს სათვალე მიკეთია. ჩემს გაუჩინარებამდე რამდე-
ნიმე თვით ადრე, წონაში 12 ფუნტი მოვიმატე. რასაც საგულდაგულოდ ვმა-
ლავდი ფართო სარაფანების ქვეშ, თუმცა, ჩემი უყურადღებო ქმარი ამას მა-
ინც ვერ შეამჩნევდა. ახლა კი კიდევ ორი ფუნტი მივუმატე. ძალიან ფრთხი-
ლად ვიქცეოდი, თავს ვარიდებდი სურათის გადაღებას გაუჩინარების წინ, ასე
რომ, საზოგადოება გამიცნობს როგორც გამხდარ, ფერმკრთალ ემის. მაგრამ მე
ახლა სრულიად სხვანაირი ვარ. სიარულისას ზოგჯერ ვგრძნობ, როგორ მოძ-
რაობს თავისით ჩემი უკანალი. „მიდი უკანალი გააქნიე“ - ასე არ მღეროდნენ
ოდესღაც? არადა, არასოდეს მქონია ადრე. ჩემი სხეული ყოველთვის სრულ-
ყოფილი იყო, ყველაფერი ერთმანეთთან დაბალანსებული და მისადაგებული,
ყველაფერი პროპორციული, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე. მაგრამ ახლა
ეს აღარც მენაღვლება. არ მენაღვლება, რომ კაცები აღარ მიყურებენ. ძალიან
მაგარია, წახვიდე და წამოხვიდე მაღაზიაში და სრულიად არ გაიფუ ჭო გუნება
იმის გამო, რომ ვიღაცა ვიგინდარა ალმაცერად გიყურებს და რაღაც დამამცი-
რებელს ბუტბუტებს ქალების მისამართით. უხეშად არავინ მექცევა, თუმცა,
მეტისმეტად არც არავის მოვუდივარ თვალში. არავინ მაქცევს ყურადღებას,
რაც, ცოტა არ იყოს, მეუცხოვება.
ემის სრული ანტიპოდი ვარ.

ნიკ დანი რვა დღის შემდეგ

მზის ამოსვლას ყინულის ნატეხით ხელში შევხვდი, ლოყაზე ვიდებდი.


რამდენიმე საათი იყო გასული, მაგრამ ნაკბენს კვლავაც ვგრძნობდი: სარკეში
ვხედავდი ორი კბილის ნაჭდევს, თითქოს კანი დამისტეპლერესო. ენდის გამო-
დევნება ვერ გავბედე - ეს კიდევ უარესი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ მისი

285
გაბრაზება. სამაგიეროდ, გაუჩერებლად ვურეკავდი, ხმოვან შეტ ყობინებებს
ვუგზავნიდი.
„დამ შვიდდი, ნიკ, ყველაფერს მშვიდად შეხედე“.
- ენდი, ბოდიშს გიხდი. დაბნეული ვარ, არ ვიცი, რა ვქნა, არ ვიცი, რა იქ-
ნება, ძალიან გთხოვ, მაპატიე, გეხვეწები!
ხმოვანი შეტ ყობინება არ უნდა გამეგზავნა, მაგრამ, მერე ვიფიქრე, მობი-
ლურში, შესაძლოა, უამრავი ჩემი შეტ ყობინება აქვს შენახეული-მეთქი ისე-
დაც. ღმერთო ჩემო, თუკი ამოარჩევს და გამოაქვეყნებს ყველაზე უფრო უხამ-
სსა და ვულგარულს...… ნებისმიერი ნაფიცი მსაჯული ქალი მხოლოდ ამის გა-
მო გამიშვებს ციხეში. ერთია, იცოდე, რომ ცოლს ვღალატობ და მეორე - მოის-
მინო, როგორი სოლიდური ხმით ველაპარაკები მე, მასწავლებელი, ჩემს სტუ-
დენტ გოგონას, რამხელა მაქვს და რა მაგარი...

გავწითლდი. ამომავალი მზის შუქზე ყინული საბოლოოდ დადნა.


გოს სახლის კიბეზე ვიჯე ქი და ენდის ათ წუთში ერთხელ ვურეკავდი, მაგ-
რამ უშედეგოდ. უძინარი ვიყავი, ნერვები დაწყვეტილი მქონდა. 6:12 იყო, რო-
დესაც დავინახე, სახლთან მანქანა შეჩერდა - ჩემკენ ბონი მოდიოდა ორი
პლასტიკატის ჭიქით ხელში.
- ჰეი, ნიკ, ყავა მოგიტანეთ. როგორაა საქმეები?
- ვზივარ და ვფიქრობ.
- თქვენ, ალბათ, საგონებელში ხართ ჩავარდნილი იმ ახალი ამბის გამო.
თქვენი ცოლის ორსულობას ვგულისხმობ... - ყავაში აუჩქარებლად ჩაუშვა
ნაღების ორი პაკეტი, ზუსტად ისე, მე რომ მიყვარს, და ჭიქა მომაწოდა, - ეს
რა გაქვთ? - და ლოყაზე მანიშნა.
- რას მეკითხებით?
- გეკითხებით, რა გ ჭირთ სახეზე? ძალიან დიდი გაწითლება... - ბონიმ ხე-
ლი მომკიდა ნიკაპზე, დააკვირდა - ნაკბენსა ჰგავს.
- ეტ ყობა, ალერგიაა. ყოველთვის ასე მემართება სტრესის დროს.
- მმმ... - ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა, - ნიკ, ხომ იცით, მე თქვენს მხარეზე
ვარ.
- ვიცი.
- მართლა. და მინდა, რომ მენდოთ. ვერ დაგეხმარებით, თუკი არ მენდო-
ბით. მესმის, ეს ჰგავს პოლიციელის ნათქვამს სერიალიდან, მაგრამ მართლა
ასეა.

286
უცნაურ, ნახევრად მეგობრულ სიჩუმეში ვისხედით და ყავას ვწრუპავდით.
- კარგი, - თქვა ბონიმ, - ჯობია ჩემგან გაიგოთ, ვიდრე სხვისგან. ჩვენ ემის
ხელჩანთა ვიპოვეთ.
- რაა?
- დიახ. ფული იქ არაა, მაგრამ არის პირადობის მოწმობა და მობილური.
ვიპოვეთ სრულიად სხვაგან, ჰანიბალში, წარმოგიდგენიათ? მდინარის ნაპი-
რას, ნავმისადგომის სამხრეთით. ჩვენ ვფიქრობთ: ვიღაცას უნდა შექმნას
შთაბეჭდილება, რომ ჩანთა გადაგ დებულია მდინარეში ხიდიდან, ილინოისის-
კენ მიმავალ გზაზე.
- შექმნას შთაბეჭდილება?
- ჩანთა არასოდეს ყოფილა მთლიანად წყალქვეშ, გარედან თითების ანა-
ბეჭდებია, ელვაშესაკრავის გვერდით. მართალია, ზოგჯერ თითის ანაბეჭდები
შენარჩუნდება ხოლმე, წყალში ყოფნის შემდეგაც, მაგრამ ჩვეულებრივ... მეც-
ნიერულ სიღრმეებში არ წავალ, უბრალოდ გეტ ყვით: ჩვენი ვარაუდით, ხელ-
ჩანთა დააგ დეს ნაპირზე, იმ ანგარიშით, რომ აუცილებლად გვეპოვა.
- იმას ჰგავს, თითქოს ტყუილუბრალოდ არ მიყვებით ამ ყველაფერს, -
ვუთხარი.
- თითის ანაბეჭდები თქვენ გეკუთვნით ნიკ, ეს არცთუ ისეთი უცნაურია,
კაცები თავიანთი ცოლების ჩანთებში იქე ქებიან ხოლმე, თუმცა... - ისე ჩაიცი-
ნა, თითქოს რაღაც გენიალური იდეა მოუვიდა. - კითხვა მაქვს, თქვენ ხომ
იყავით ამას წინათ ჰანიბალში? არა?
მან ისეთი თავდარწმუნებით თქვა, რომ თვალწინ წარმომიდგა, როგორ
დაამაგრა პოლიციამ სათვალთვალო ჩიპი ჩემი მანქანის ძარაზე. მანქანა კი
პოლიციამ იმ დილით დამიბრუნა, როცა მე მართლა წავედი ჰანიბალში.
- ჩემი ცოლის ხელჩანთის მოსაშორებლად ჰანიბალში რატომ წავიდოდი?
- დავუშვათ, თქვენ მოკალით ცოლი, მოაწყვეთ დანაშაულის ინსცენირება
სახლში, თითქოს მას დაესხა ვიღაც უცხო. მერე კი მიხვდით, რომ მთავარი ეჭ-
ვმიტანილი თქვენ ხართ, ამიტომ გადაწყვიტეთ კიდევ ერთი ახალი, ყალბი
კვალი მოგეცათ ჩვენთვის. ზოგიერთი ჩვენი პოლიციელი იმდენად დარწმუნე-
ბულია, რომ თქვენ ხართ დამნაშავე, ამ ვერსიას სერიოზულად განიხილავს.
ასე რომ, მომეცით უფლება დაგეხმაროთ, იყავით ჰანიბალში ამ ბოლო დროს?
თავი გავაქნიე.
- თქვენ უნდა დაელაპარაკოთ ჩემს ადვოკატს, ტანერ ბოლტს.

287
- ტანერ ბოლტს? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს გ ჭირდებათ, ნიკ?
მე მგონი, ჩვენ სრულიად გახსნილები ვიყავით ერთმანეთთან, ბოლტი კი... ის
უკანასკნელი არგუმენტია. ის არის ადვოკატი, რომელსაც დამნაშავეები ეპო-
ტინებიან ხოლმე.
- მაგრამ, რონდა, ხომ ცხადია, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ვარ, იძულებუ-
ლი, თავი დავიცვა, როგორც შემიძლია.
- მოდი, შევიკრიბოთ ყველანი, როდესაც ის ჩამოვა, კარგი?
- რა თქმა უნდა. ასეც ვგეგმავდით.
- კაცი გეგმით. ესე იგი, დაგეგმეთ, - თქვა ბონიმ, - მოუთმენლად დაგელო-
დებით.
წამოდგა, კარისკენ წავიდა, მერე კი მითხრა: „ალქაჯის კაკლის“ მალამო
კარგად შველის გამონაყარს.
ერთი საათის შემდეგ კარზე ზარი დაირეკა და ზღურბლზე ტანერ ბოლტი
გამოჩნდა. ეცვა ღია ცისფერი კოსტიუმი. გუმანმა მიკარნახა, რომ ის ყოველ-
თვის ასე იცვამს, როცა სამხრეთის შტატებში მიემგზავრება. აქაურობას ათვა-
ლიერებდა, გაჰყურებდა მანქანებს გზაზე და გარშემო მდგარ სახლებს.
ელიოტები გამახსენდა, რომლებიც მუდმივად დაკავებულები იყვნენ ყველა-
ფერის შესწავლითა და ანალიზით - გონება, რომელსაც გამომრთველი არ გა-
აჩნია.
- მაჩვენეთ, - მითხრა ტანერმა, არც დაელოდა, სანამ მივესალმებოდი. -
უბრალოდ, მიმითითეთ ფარდული, არ წამომყვეთ, ახლოსაც კი არ გაიაროთ.
მერე კი ყველაფერს მომიყვებით.
სამზარეულოს მაგიდასთან შევიყარეთ მე, ტანერი და ახალგაღვიძებული
გო, რომელიც პირველ ჭიქა ყავას სვამდა. მაგიდაზე გავშალე ემის ყველა მი-
ნიშნება, „ტაროს“ შემაშინებელი კარტებივით.
ტანერი ჩემკენ გადმოიწია, კისერი დაეძაბა.
- მაშ ასე, ნიკ, მომიყევით თქვენი ისტორია. - მითხრა, - ესე იგი, თქვენი
აზრით, ცოლმა ეს ყველაფერი მოგიწყოთ, არა? მოდი, დაამტკიცეთ.
საჩვენებელი თითი მაგიდაზე დააკაკუნა.
- რადგან არ ვაპირებ გადავდგა ნაბიჯი ისე, რომ ცალ ხელში საკუთარი
ასო მე ჭიროს, მეორეში კი - ეს თქვენი წარმოუდგენელი ამბავი, სანამ არ და-
მარწმუნებთ; სანამ არ მივხვდები, რომ ამან შეიძლება გაჭრას.
ღრმად ჩავისუნთქე და გონება მოვიკრიბე. წერა ყოველთვის უკეთ გამომ-
დიოდა, ვიდრე ლაპარაკი.

288
- სანამ დავიწყებდეთ, - ვთქვი, - უნდა გაიგოთ მთავარი, ძალიან მნიშვნე-
ლოვანი რაღაც ემის შესახებ. წარმოუდგენლად ჭკვიანია, მაგის დედაც... მისი
გონება მუდმივად ჩართულია, არასოდეს მუშაობს ერთ დონეზე. ის დაუსრუ-
ლებელი არქეოლოგიური გათხრების მსგავსია. როცა გგონია, რომ ყველაზე
ქვედა შრეს მიაღწიე, მის ქვეშ კიდევ რაღაც აღმოჩნდება და უფრო ღრმა შრე-
საც პოულობ - შრეს, სადაც გვირაბებია, ლაბირინთები და უძირო ორმოები.
- კარგია, - თქვა ტანერმა, - აბა...
- ემის მეორე თავისებურება, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ, ესაა მისი სა-
მართლიანობა. იგი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიც ყოველთვის
მართლები არიან, და მას უყვარს სხვას ჭკუა ასწავლოს, სასჯელი მოუზომოს.
- კარგია, კარგი, მერე...
- მომეცით უფლება, ერთ ამბავს მოგიყვეთ. მოკლე ამბავია. სამი წლის წი-
ნათ მასაჩუსეტში წავედით მანქანით. საშინელი მოძრაობა იყო, საშინელი.
ერთმა საბარგომ გზა გადაუჭრა ემის. წინ არ უშვებდა, მან კი სიჩქარეს
მოუმატა და ემის გზა გადაუჭრა. არაფერი საშიში არ ყოფილა, ერთი წამით კი
დავფეთდით... ხომ გინახავთ სატვირთო წარწერით ძარაზე: „აბა, როგორ დამ-
ყავს?“ ემიმ მაიძულა, რომ დამერეკა ძარაზე მითითებული ტელეფონით, და
გადაგ ვეცა მანქანის ნომერი. მეგონა, ამით დამთავრდა ყველაფერი. ორი თვის
შემდეგ - ორი თვის შემდეგ! - შევედი საძინებელში და რას ვხედავ, ემი ტელე-
ფონზე ლაპარაკობს და იმ სატვირთოს ნომერს იმეორებს. მან მთელი დრამა
შეთხზა, რომ მგზავრობდა ორი წლის ბავშვთან ერთად და სატვირთომ ისე გა-
დაუჭრა გზა, რომ კინაღამ გზიდან გადავარდა. მითხრა, რომ უკვე მეოთხეჯერ
ურეკავს მათ, იმ კომპანიის საბარგოთა მარშრუტებიც კი შეისწავლა, იმის-
თვის, რომ შეერჩია ისეთი ადგილი, სადაც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა
მისი მონათხრობი. ყველაფერი გათვალა. და ამით მეტად ამაყობდა. მტკიცედ
ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სატვირთოს მძღოლი დაესაჯა - სამსახურიდან
გაგ დებით.
- ღმერთო ჩემო, ნიკ, - ჩაილაპარაკა გომ.
- ეს ამბავი ბევრ რამეს ჰფენს ნათელს, - შენიშნა ტანერმა.
- ეს, უბრალოდ, მაგალითია.
- მოდი, ეს ყველაფერი გავაერთიანოთ, - თქვა ადვოკატმა, - ემიმ აღ-
მოაჩინა, რომ ღალატობთ, თავისი მკვლელობის ინსცენირებას აწყობს, დანა-
შულის ადგილს ისე ამზადებს, რომ ეჭვი ან, სულ ცოტა, გაკვირვება მაინც გა-
მოიწვიოს. საკრედიტო ბარათებით, დაზღვევითა და ფარდულში გადანახული

289
მამაკაცის პატარ-პატარა სიამოვნებების საწყობის მეშვეობით ცდილობს, რომ
მკვლელობა დაგბრალდეთ...
- ხმამაღლა მეჩხუბებოდა გაუჩინარების წინა საღამოს და თან ღია ფანჯა-
რასთან იდგა, მეზობელს რომ გაეგო.
- რაზე ჩხუბობდით?
- ყვიროდა, რომ მე ვარ ეგოისტი ნაძირალა. ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრე-
სი განსასჯელი თემა გახლდათ. მაგრამ, რაც მეზობელს არ ესმოდა, ესაა, რომ
ემი მერე პატიებას მთხოვდა ხოლმე. ემის არ უნდოდა, რომ ეს სხვებს გაეგოთ.
მახსოვს, გავშტერდი კიდევაც, ასე სწრაფად არასდროს არ შევრიგებულვართ.
იმ დილით ემი თაფლივით დამტკბარი იყო და კრეპს მიცხობდა, და ეს წინაღა-
მის ყვირილისა და ჩხუბის შემდეგ.
დავინახე, როგორ დგას ემი ქურასთან, შაქრის პუდრაში ამოსვრილ თითს
ილოკავს და ღიღინებს. და წარმოვიდგინე, როგორ მივდივარ მასთან, მხრებში
ხელს ვკიდებ და ვაჯანჯღარებ მანამ, სანამ...
- კარგი და, განძის ძიება? - იკითხა ტანერმა. - თქვენ რა ვერსია გაქვთ
ამასთან დაკავშირებით?
მინიშნებები მაგიდაზე იყო გაშლილი. ტანერმა სათითაოდ აიღო და მერე
ისევ მაგიდაზე დაყარა.
- ამ ყველაფერმა დამატებით მიტირა დედა. დამიჯერეთ, ჩემს ცოლს ძა-
ლიან კარგად ვიცნობ. მშვენივრად ხვდებოდა, „განძის ძიებას“ თუ არ მოამზა-
დებდა, მისი გაუჩინარება ეჭვს გამოიწვევდა. ასე რომ, ეს ყველაფერი მოამზა-
და, მაგრამ ამ ყველაფერში 18 განსხვავებული აზრი ჩააქსოვა, შეხედეთ პირ-
ველ მინიშნებას:
შენს სტუდენტად წარმოვიდგენ თავს ოცნებაში,
ჩემო მაგარო, ჩემო ბრძენო მასწავლებელო,
ჩემს სულს გთავაზობ (დანარჩენი - თავად ცნებაში),
ყვავილებს არ გთხოვ, ამ გულისა გამხარებელო,
ოღონდაც ერთხელ მიხმე შენს კაბინეტში,
ნუ დააყოვნებ, გეხვეწები, დავიწყოთ მალე.
მერე მიხვდები, რაღაც თურმე მეც კი გასწავლე.
- აი, ესაა ნამდვილი ემი. ეს რომ წავიკითხე, ვიფიქრე: „ჰეი, ჩემი ცოლი მე-
კეკლუცება!… არადა, სინამდვილეში, მიმანიშნებს იმაზე, რომ ენდისთან ვღა-
ლატობ. აი, ეს დედანატირები მინიშნება ნომერი ერთი. მივდივარ კოლეჯში,
გილპინთან ერთად, და რა მხვდება ჩემს კაბინეტში? ქალის საცვალი! თანაც

290
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ჩემი ცოლის ზომა არ არის. კიდეც მიკვირდა,
პოლიციელები რატომ ეკითხებოდნენ ყველას, რა ზომას ატარებსო.
- მაგრამ ემის არ შეიძლება სცოდნოდა, რომ გილპინი წამოგ ყვებოდათ. -
მოიღუშა ბოლტი.
- ემიმ უბრალოდ გარისკა! - გააწყვეტინა გომ, - პირველი მინიშნება დანა-
შაულის სცენის ნაწილი იყო. ასე რომ, პოლიციელებს ეცოდინებოდათ ამის
შესახებ, ის ოქმში შეიტანეს და კაბინეტი უნდა შეემოწმებინათ, რომელზეც
იყო ლაპარაკი. ამდენად, ლოგიკურია, მივიდოდნენ იქ, ნიკთან ერთად ან მის
გარეშე.
- და ვისი პანტალონებია? - იკითხა ბოლტმა.
გოს ამ სიტ ყვის გაგონებაზე ცხვირი შეეჭმუხნა.
- ვინ იცის? - ჩავილაპარაკე, - თავიდან ვიფიქრე, რომ ენდისაა, მაგრამ,
ალბათ, ემიმ იყიდა. მთავარია, რომ მისი ზომა არ არის. ეს აფიქრებინებს
კაცს, რომ ჩემს კაბინეტში რაღაც უწესო ხდებოდა ვიღაცა სხვასთან ერთად
და არა ჩემს ცოლთან. ახლა ვნახოთ მეორე მინიშნება.
- და დეტექტივი თქვენთან ერთად კოლეჯში რომ არ წამოსულიყო? ანდა
ვერ შეემჩნია პანტალონები?
- არ ენაღვლებოდა, ტანერ! ემი განძის ძიებას საკუთარი სიამოვნებისთვის
აწყობდა ისე, როგორც დანარჩენ ყველაფერს. არ ენაღვლებოდა. მან ეს ყვე-
ლაფერი იმისთვის წამოიწყო, რომ ეჩვენებინა ჩემთვის, კიდევ მილიონი
წყეული მინიშნება აქვს თადარიგში. ანუ ისევ და ისევ, ჩემს ცოლს უნდა იც-
ნობდეთ. თავს იზღვევს ყველაფერში.
- კარგი, ახლა მეორე მინიშნება ვნახოთ, - თქვა ტანერმა.
წარმოიდგინე, შენზე ვოცნებობ და შენზე ვბოდავ,
მომავლის ბურუსს გავ ყურებ ნდომით, - განა მე ვცოდავ?
აქ მე მოვსულვარ ურთიერთობის გასაგრძელებლად,
შენს მოსასმენად, იმ შენი ქუდის გასახსენებლად,
ბავშვობა გაქრა, შენკენ მოვილტვი მე საკვირველად,
ისე მაკოცე, თითქოს შეგხვდი ამ დღეს პირველად.
- ჰანიბალი იგულისხმება. - ვთქვი მე, - ემი და მე ვიყავით ერთხელ იქ, ასე
გავიგე, მაგრამ ამ ქალაქ ში მე ასევე მქონდა... ურთიერთობა ენდისთან.
- და ვერაფერი შეატ ყვეთ? - თქვა ტანერმა.
- არა, მე, უბრალოდ ლამის დავდნი ამ ბარათებისგან, რომლებსაც ემი მი-
წერდა. ო, ღმერთო, ღმერთო, ემი ხუთი თითივით მიცნობდა. მშვენივრად

291
იცოდა, რისი გაგონება მსურდა. შენ შესანიშნავი ხარ, შენ მაგარი გონებამახ-
ვილი ხარ. როგორ სიამოვნებს ალბათ იმის გაფიქრება, რომ შეუძლია თავის
დაკრულზე მაცეკვოს, დისტანციურადაც კი. მე კი... ღმერთო, ლამისაა თავი-
დან შემიყვარდა.
ყელში ბურთი გამეჩხირა. უაზრო ამბავი მისი მეგობარი ინსლის საძაგელ,
ნახევრად შიშველ ბავშვზე. ემიმ იცოდა, რომ მე ყველაზე მეტად ჩვენს წარ-
სულ ურთიერთობებში რომანტიკულ, გულისამაჩუყებელ მომენტებზე მეტად
ხუმრობები მომ წონდა რომლებიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმოდა. და ახლა მათ
ჩემს წინააღმდეგ იყენებდა.
- აბა, თუ მიხვდებით, რა მოხდა? ჰანიბალში იპოვეს ემის ხელჩანთა. დარ-
წმუნებული ვარ, ვიღაცამ მნახა იქ და დაადასტურებს, რომ მართლაც ვიყავი.
ეშმაკმა დალახვროს, მე საკრედიტო ბარათიდან გადავიხადე ტურის ბილეთის
საფასური. კიდევ ერთი სამხილია, ემის სჭირდებოდა გარანტია, ხელჩანთას-
თან ჩემი კავშირი დადასტურდება.
- ხელჩანთა რომ ვერ ეპოვათ? - იკითხა ტანერმა.
- მნიშვნელობა არ აქვს, - უპასუხა გომ, - თავს მოვიჭრი, ბედნიერია, როცა
მოგზაურობს იმ ადგილებში, სადაც ნიკი ღალატობდა, კითხულობს მომხიბ-
ლავ ბარათებს და სინდისი ქენჯნის. ცოლს ღალატობდა და ისიც გაექცა.
ვცადე, რომ არ მიმექცია ყურადღება მისი დამამცირებელი ტონისთვის:
„ღალატობდა.“
- რა მოხდებოდა, ნიკთან ერთად გილპინი რომ წასულიყო ჰანიბალში? -
დაიჟინა ტანერმა, - რა იქნებოდა, გილპინი არ მოშორებოდა ნიკს არც ერთი
წუთით და ზუსტად სცოდნოდა, რომ ნიკს არ დაუგ დია ხელჩანთა ნაპირზე,
მერე?
- ემი მშვენივრად მიცნობს. მან წინასწარ იცოდა, ყველაფერს გავაკეთებ,
გილპინის კამპანიას თავი რომ დავაღწიო. არ მომინდება ვიკითხო მისი ბარა-
თები, როცა ზურგს უკან დეტექტივი მიდგას და ჩემს რეაქციას აკვირდება.
- საიდან იცით?
„უბრალოდ, ვიცი“. - მხრები ავიჩეჩე. ვიცი და მორჩა.
- მინიშნება ნომერი სამი, - ადვოკატს ბარათი ხელში ჩავუდე.
აქეთ რომ ჩამომიყვანე, ეს ცოტა უცნაურია,
თავს დამნაშავედ თუკი გრძნობ, ამისი საზღაურია.
სხვა არჩევანი, თუმცაღა, მე და შენ არა გვქონია
ერთად ვთქვით, შეთანხმებულად - სიტ ყვა ხომ გასაგონია.

292
მაშ, მოდი, ეს სიყვარული ყავისფერ სახლში ვახაროთ,
შენა ხარ ჩემი სიცოცხლე, ჩემი მზე, - ერთად ვიხაროთ!
- მიაქციეთ ყურადღება, სწორად ვერ გამიგია, როცა „ჩამოყვანაში“ კარ-
თაგენი ვიგულისხმე, მაგრამ, არა, თურმე ემი მამაჩემის სახლს გულისხმობ-
და...
- კიდევ ერთი ადგილი, სადაც ჟიმავდით გოგონა ენდის, - თქვა ტანერმა,
მერე კი ჩემს დას მიუბრუნდა. - ბოდიში უხამსი გამოთქმისათვის.
გომ თავის მოძრაობით ანიშნა, პრობლემა არააო.
ტანერმა გააგრძელა:
- მაშ ასე, ნიკ. ესე იგი, მაკომპრომეტირებელი ქალის პანტალონებია
თქვენს კაბინეტში, სადაც გაჟიმეთ ენდი; მაკომპრომეტირებელი ხელჩანთაა
ჰანიბალში, სადაც ასევე გაჟიმეთ ენდი; და თქვენი საკრედიტო ბარათებით ნა-
ყიდი მაკომპრომეტირებელი ნივთებია შეშის ფარდულში, სადაც ასევე გაჟი-
მეთ ენდი.
- უჰ, კი, ეგრეა, მართალია.
- და მამათქვენის სახლზე რას ამბობდით?

ემი ელიოტ-დანი შვიდი დღის შემდეგ

ორსულად ვარ!ქ მადლობა ნოელ ჰოტორნს, მთელმა მსოფლიომ გაიგო


ამის შესახებ ამ პატარა იდიოტის წყალობით. მხოლოდ ერთი დღეა გასული
მას მერე, რაც მისთვის განსაზღვრული როლი შეასრულა, რაც ჩემ პატივსაცე-
მად ლამის აქცია გაიმართა (ცუდია, რომ მან თითქმის დამჩრდილა ამ ღონის-
ძიებაზე - ზოგჯერ მახინჯის გამოსვლაც კი იწვევს ხოლმე ფურორს), და სა-
ზოგადოების სიძულვილიც ნიკის მიმართ ლამისაა ცას მისწვდა - თითქოს ჰა-
ერბურთმა აზიდაო. მას, ალბათ, სუნთქვაც კი უჭირს ყოველი მხრიდან წამო-
სული სიძულვილის გამო.

293
წინასწარ ვიცოდი, რომ ჩემი ორსულობა საყოველთაო ცნობადობის გასა-
ღები - ელენ ებოტის შოუში ჩემი პერსონის განუწყვეტლად განსჯის მიზეზი
და საფუძველი გახდებოდა.
საოცარი ემი თავისთავად საინტერესოა, ორსულად მყოფი საოცარი ემი კი
სრულიად შეუდარებელია. ამერიკელებს უყვართ ის, რაც მარტივია: და რა
შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე თანაგრძნობა ორსული ქალის მი-
მართ? ისინი ჰგვანან იხვის ჭუკებს, ბაჭიებს ან ლეკვებს. მაინც მწყინს, რომ
ამერიკელები ესოდენ ტრაფარეტულები არიან თავიანთ მასაში და წინასწარ
სრულიად პროგნოზირებადები. რა დიდი ამბავი მაგას უნდა, ფეხები გასწიო
და მამაკაცს მისცე საშუალება, გაათავოს შენს ფეხებს შუა.
მაგრამ რა არის, იცით, რთული? ორსულობის ფალსიფიკაცია.
მიაქციეთ ყურადღება - ეს მეტად შთამბეჭდავია. ყველაფერი ჩემი უტვი-
ნო დაქალით, ნოელით, დაიწყო. შუა დასავლეთი სავსეა ამ ტიპის ადამიანე-
ბით, კეთილი, მაგრამ საოცრად მიამიტი, რასაც გინდა გამოძერწავ მისგან. მი-
სი მუსიკალური გემოვნება შემოიფარგლება „პოტერი ბარნში“ ნაყიდი ფირ-
ფიტებით. მისი წიგნების თაროზე ნახავთ ყავის მაგიდიდან აღებულ ნაგავს:
„ირლანდიელები ამერიკაში“, „მისურის უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდი:
ისტორია ფოტოებში“, „ჩვენ გვახსოვს 9/11“ და რაღაც სიბრიყვეს კნუტების
შესახებ. მე მჭირდებოდა მიმნდობი ამხანაგი ჩემი გეგმისთვის, ვისაც ავავსებ-
დი საშინელი ისტორიებით ნიკის შესახებ. ის უნდა ყოფილიყო ვიღაცა, ვინც
იქნებოდა ჩემზე დამოკიდებული. ვიღაცა, ვისაც ადვილად ვმართავდი, ვიღაც,
ვინც არ დაიწყებდა იმის ანალიზს, რასაც მოვუყვებოდი, რადგან თვით ფაქტი,
რომ მე მას ვუყვები, უკვე პრივილეგიად აღიქმებოდა. ნოელზე უკეთესს ამ
როლისთვის ვერც ვინატრებდი და, როდესაც მითხრა, რომ კიდევ ორსულა-
დაა, - ისე, თითქოს სამი ტყუპი საკმარისი არ იყო, - მივხვდი, მეც შეიძლება
„დავორსულდე“.
ინტერნეტში გავიგო, როგორ შეიძლება დააშრო ტუალეტი შესაკეთებლად.
დავპატიჟო ნოელი ლიმონათის დასალევად. ბევრი ლიმონათის დასალე-
ვად.
ნოელი შედის ჩემს ტუალეტში, არადა, ტუალეტი არ მუშაობს, ჩვენ ორივე
ძალიან შეწუხებულები ვართ.
და, აი, პატარა ქილას ვიღებ და ნოელის შარდი ამ ქილაში გადადის.
ტყუილად კი არ ვავრცელებდი ხმებს, რომ სისხლისა და ნემსის გაგიჟებით
მეშინია.

294
ექიმთან მივედი, ქილით შარდი ხელჩანთაში მედო, და, როდესაც ექიმმა
მითხრა, ტესტი გამეკეთებინა - „ო სისხლის ანალიზს ვერ გავიკეთებ, საშინ-
ლად მეშინია ნემსის. აი, შარდის ტესტი კი შემიძლია ჩავიტარო, დიდი მად-
ლობა, ექიმო, ძალიან დიდი მადლობა“.
და, აი, ჩემს სამედიცინო ბარათში ჩნდება ჩანაწერი, რომ ორსულად ვარ.
მივრბივარ ნოელთან, კარგი ამბავი რომ ვახარო.
მშვენიერია. ნიკს უჩნდება ახალი მოტივი ჩემს მოსაკლავად, მე ვარ მომ-
ხიბლავი ორსული ქალი, რომელიც გაუჩინარდა. ჩემი მშობლები განიცდიან,
კიდევ უფრო მეტად არიან დაზაფრულები, ელენ ებოტზე კი ეს საოცრად მოქ-
მედებს. სიმართლე გითხრათ, კიდეც ვამაყობ, რომ ჩემს შრომას ელენ ებოტმა
ესოდენ მაღალი შეფასება მისცა, როდესაც ჩემი შემთხვევა შეარჩია მრავალ
სხვა ასეულ შემთხვევას შორის. ეს რაღაც მსგავსია ნიჭიერთა შოუში: რაც შე-
გიძლია, იმას აკეთებ, დანარჩენი კი შენზე აღარ არის დამოკიდებული, ყველა-
ფერი მსაჯების ხელშია.
ო, რა თქმა უნდა, მას სძულს ნიკი და მე ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, გული
მწყდება, რომ ჩემს მშობლებს ასეთი რაღაც დავატეხე თავს. მე ვნახე ისინი
ახალი ამბების გამოშვებაში - დედა საშინლად გამოიყურებოდა, გამხდარი
იყო, ძარღვები კისერზე თვალში საცემად უჩანდა, ხის ტოტებივით. მამაჩემი
მღელვარებისგან გაწითლებულიყო, თვალები გაფართოებოდა, ღიმილი კი
თითქოს სახეზე ჰქონდა შეყინული. წარმოსადეგი მამაკაცია, მაგრამ ამ სი-
ტუაციაში თავის კარიკატურას, შე ქანებული ჯამბაზის თოჯინას დაემსგავსა.
ვიცი, უნდა ვგრძნობდე სინდისის ქენჯნას მათ გამო, მაგრამ ვერ ვგრძნობ. მე
მათთვის არასოდეს ვყოფილვარ სიმბოლოზე მეტი, ცოცხალი მოსიარულე
იდეალი, ხორცშესხმული „საოცარი ემი“ - თავი არ შეირცხვინო, შენ ხომ
„საოცარი ემი“ ხარ, ჩვენი ერთადერთი - არსებობს მკაცრი პასუხისმგებლობა,
რაც გამომდინარეობს შვილის ერთადერთობიდან: შენ იზრდები იმის ცოდნით,
რომ არ გაქვს უფლება იმედი გაუცრუო, იმის უფლებაც კი არ გაქვს, რომ მოკ-
ვდე. შენ არ გ ყავს შემცვლელი, ერთადერთი ხარ. მთელი ძალით ცდილობ, იყო
სრულყოფილი და თანაც ივსები ძალაუფლების განცდით. დესპოტებს რომ
აქვთ, ისეთი განცდით.
ამ დილით დოროთის ოფისში შევედი, სოდიანი წყლის სათხოვნელად. ეს
იყო ხის ფილებით მოპირკეთებული ოთახი. საწერ მაგიდას, მე მგონი, მხო-
ლოდ ერთი მიზნით იყენებდა, იქ ინახავდა სუვენირების კოლექციას ყველა იმ
ადგილიდან, სადაც კი ყოფილა, თუმცა, ისეთი ადგილებია, დასამახსოვრებ-

295
ლად არც ღირს: „გალფს შორსი“, ალაბამას შტატი, „ჰაილოუ“, არკანზასის
შტატი. როცა ვხედავ ამ თოვლის ბურთულებს, სამოთხეს კი არ წარმოვიდგენ,
არამედ მზეზე დამ წვარ სოფლელებს, რომლებიც ერთი ხელით მიათრევენ
ბავშვს, მეორე ხელით კი უჭირავთ ვეება პლასტიკატის ჭიქა, რომელიც მიწაში
არც კი იშლება და სავსეა სიმინდის თბილი, სიროფიანი სასმლით.
დოროთის აქვს ერთ-ერთი სამოცდაათიანი წლების იმ პლაკატებიდან, -
კნუტი ხეზე, „არ ჩამოვარდე“. სიყვარულით აქვს გამოკრული თავისი პოსტე-
რი. მინდა წარმოვიდგინო, როგორ მოხვდება ვილიამსბურგიდან ჩამოსული
თავშეყვარებული კახპა, რომელსაც ასევე უკიდია ეს პლაკატი, ოღონდ - ირო-
ნიულად. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, როგორ საუბრობენ ამის შესახებ.
ირონიული ხალხი ყოველთვის იბნევა, როცა ასეთ გულწრფელობას აწყდება.
ესაა მათი კრიპტონიტი (კრყპტონიტე - გამოგონილი კრისტალური ნივთიერე-
ბა, კომიქსების სამყაროში, ერთადერთი, რაც მოქმედებს სუპერმენზე. -
მთარგმნ. შენიშვნ.). დოროთის ჰქონდა კიდევ ერთი პლაკატი, რომელიც გა-
ზიანი წყლის ავ ტომატის გვერდით ეკიდა - ბავშვი, რომელსაც ღამის ქოთან-
ზე ჩამოეძინა, „ისე დავიღალე, რომ ფისსაც კი ვერ ვაკეთებ“. ვიფიქრე, ხომ არ
მომეპარა ეს პლაკატი. არაფერი რთული ამაში არ იყო, ფრჩხილს ამოსდებ
სკოჩს, სანამ დოროთის ელაპარაკები. დარწმუნებული ვარ „იბეიზე“ ასეთი ან-
ტიკვარი კარგად გაიყიდება. მიყვარს, ფული რომ შემომდის, მაგრამ ამას ვერ
გავაკეთებდი, - რომ გამეყიდა, ამით ელექტრონულ კვალს დავ ტოვებდი. და,
თუკი დავუჯერებთ ჩემ მიერ წაკითხულ დეტექტივებს, ელექტრონული კვალი
ძალზე ცუდი რამეა, რადგან ამით შეიძლება შენი ადგილმდებარეობა გაარ-
კვიონ. არ გამოიტანოთ ფული ბანკომატიდან და არ გამოიყენოთ საკრედიტო
ბარათი. ინტერნეტში შედით მხოლოდ საზოგადოებრივი კომპიუტერებიდან,
მოერიდეთ სათვალთვალო ვიდეოკამერებს, რომლებიც ჩვეულებრივ დგას ბან-
კებთან, გაცხოველებულ გზაჯვარედინებსა და რესტორნებში. აქ, კოტეჯების
კომპლექსში, არანაირი კამერები არ არის. ეს დოროთისთან გავარკვიე მაშინ,
როდესაც ვითომც დავინტერესდი, რამდენად დაცულია აქაურობა.
ჩვენი კლიენტები „დიდი ძმის“ ზედამხედველობას ნამდვილად არ საჭი-
როებენ. იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს კრიმინალები იყვნენ, მაგრამ არ
უყვართ, როცა მათ აფიქსირებენ. მათ ეს არ მოეწონებოდათ. მაგალითად, ჩე-
მი ნაცნობი ჯეფი, რომელიც ღამღამობით სადღაც მიდის და უკან დიდი ოდე-
ნობის თევზით ბრუნდება, რომელიც აშკარად უკანონოდ აქვს ნაშოვნი და ყი-
ნულით სავსე კონტეინერებში ინახავს. აშკარად საეჭვო ტიპია. შორეულ კო-

296
ტეჯში ცხოვრობს წყვილი, ორმოციოდე წლისანი არიან, მაგრამ ნარკოტიკე-
ბის მიღებისგან ისეთი შესახედაობა აქვთ, სამოცის გეგონებათ. ისინი კოტეჯი-
დან თითქმის არ გამოდიან, მხოლოდ იშვიადად გადიან სამრეცხაოში. თვალე-
ბი გადმოკარკლული აქვთ, სწრაფად გაივლიან ხოლმე ბილიკზე, ხელში პლას-
ტიკატის ნაგ ვის ტომრებში ჩაწყობილი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აქვთ, - ცხოვე-
ლებივით, გაზაფხულზე რომ თავიანთ ბუნაგს ალაგებენ. ყოველთვის ორჯერ
გესალმებიან და თავს ორჯერ გიკრავენ ზედიზედ. მამაკაცს ყოველთვის მახ-
რჩობელა გველი ჰყავს კისერზე შემოხვეული „ბოა კონსტრუქტორი“, ოღონდ
არც მე და არც მას ამაზე სიტ ყვაც არ დაგ ვიძრავს. დროდადრო გამოჩნდებიან
ხოლმე მარტოხელა ქალები, ხშირად თვალებჩალურჯებულები. ზოგიერთი
დაბნეულია, ზოგიერთი კი - მეტად სევდიანი. ერთ-ერთი მათგანი, ქერა გოგო,
გუშინ ჩამოვიდა, წაბლისფერი თვალები და გახეთქილი ტუჩი ჰქონდა. მისი
კოტეჯი ჩემი კოტეჯის გვერდით დგას. და, როცა ჩემი მზერა დაიჭირა, მხრები
ამაყად გაშალა. წელში გასწორდა. მორიდებულობის ნატამალიც არ ეტ ყობო-
და. მაშინ გავიფიქრე, მას უნდა დავემსგავსო, უნდა შევისწავლო, ეს არის ტი-
პი, რომელიც მეც შეიძლება ვიყო, ნაწილობრივ მაინც. ეს არის განაწყენებუ-
ლი, დაჩაგრული, მაგრამ ამაყი გოგო, რომელიც განმარტოვდა და ელოდება,
რომ რთულმა პერიოდმა ჩაიაროს.
დილით, რამდენიმე საათი ტელევიზორს ვუყურე, ველოდებოდი ნებისმიერ
ახალ ამბავს ემი ელიოტ-დანის საქმეზე, შემდეგ კი ჩავიცვი ჩემი ნოტიო ბიკი-
ნი და აუზისკენ გავემართე. ცოტას წავიჭყუმპალავებ, ჩემს გადაღლილ გონე-
ბას დავასვენებ-მეთქი. ორსულობის ამბავმა ძალიან მასიამოვნა, მაგრამ ჯერ
კიდევ ბევრი რაღაცა არ ვიცი. ყველაფერი საგულდაგულად დავგეგმე, მაგრამ
არის რაღაცები, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ, რაც მოვლენების განვითარების
ჩემს გეგმას არღვევს. ენდიმ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. დღიურის
პოვნაში შეიძლება რაღაცნაირად უნდა დავეხმარო. პოლიციას ჯერჯერობით
არ სურს ნიკის დაპატიმრება. არ ვიცი, რა იპოვეს და ეს ძალიან არ მომ წონს.
ძალიან მინდა, რომ დავურეკო ნდობის ტელეფონიდან ცხელ ხაზზე და მინიშ-
ნება მივცე. კიდევ რამდენიმე დღეს მოვიცდი. კედელზე კალენდარი მიკიდია
და დღეიდან სამი დღე მოვნიშნე სიტ ყვით „დავრეკო“. ასე რომ, ზუსტად მეცო-
დინება, რამდენი დღე უნდა ვიცადო. როგორც კი დღიურს იპოვიან, მოვლენე-
ბი სწრაფად განვითარდება.
გარეთ ცხელა, გეგონება, ჯუნგლებში ვიყოთ. ჭრიჭინები გამაყრუებლად
ჭრიჭინებენ. ჩემი გასაბერი ლეიბი, ქალთევზებით მოხატული, ცოტა არ იყოს,

297
პატარაა ჩემი სიმაღლისთვის - ფეხები მუხლამდე წყალში მაქვს, სამაგიეროდ,
მაძლევს საშუალებას მთელი საათი ვიტივ ტივო. როგორც აღმოჩნდა, „მე“ ძა-
ლიან მომ წონს ეს. დავინახე ვიღაც ქერათმიანი, რომელმაც მანქანის სადგომი
გადაკვეთა, შემდეგ კი ტუჩგახეთქილმა გამოიარა აუზის შესასვლელი, ხელში
კოტეჯის საბანაო პირსახოცი უჭირავს, რომელიც ლამისაა ჭურჭლის ტილოს
ზომისაა. ცალ ხელში სიგარეტი „მერიტსი“ აქვს, მეორეში - წიგნი, ასევე -
მზისგან დამცავი კრემი. ოღონდ კანის კიბო არ დაემართოს და ფილტვის კი-
ბო, ჯანდაბას. ჯდება და საგულდაგულოდ ისვამს კრემს. სრულიად განსხვავ-
დება იმ ქალებისგან, რომლებიც ჩვენს თავშესაფარში იმალებიან. ისინი უმე-
ტესად ჩვილი ბავშვების ზეთს ისვამენ ხოლმე და შეზლონგებზე დიდ ლაქებს
ტოვებენ.
გოგო თავს მიკრავს. ისე, როგორც კაცები უკრავენ თავს ერთმანეთს, როცა
ბარში სხდებიან ბარის დახლთან. რეი ბრედბერის „მარსის ქრონიკებს“ კით-
ხულობს. სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულია. დაჩაგრულ ქალებს, რა
თქმა უნდა, რეალობისგან გაქცევა ახასიათებთ.
- კარგი წიგნია, - ვეუბნები, პლაჟის უწყინარ მასლაათს ვიწყებ.
- ვიღაცამ დატოვა ჩემს კოტეჯში. ან ეს უნდა წამეკითხა, ან „შავი მშვენე-
ბა“ („Black Beauty“ - ამერიკელი მწერალი ქალის, ენ სიველის (Anna
Sewell), ცნობილი საბავშვო წიგნი, ცხენის თავგადასავალი (1877), - მთარგმნ.
შენიშვნ.), - თქვა და მასიური, იაფფასიანი მზის სათვალე გაიკეთა.
- ორივე კარგია. მაგრამ შავი ულაყი, მე მგონი, უკეთესია.
სათვალიდან გამომხედა, - ორი ვეება დისკო - გეგონება, ფუტ კრის თვა-
ლებიაო.
- ჰმ.
წიგნს მიუბრუნდა და ხელის მოძრაობით მანიშნა, ვკითხულობ და არ შე-
მიშალოთო. ასეთი ჟესტი ხშირად მინახავს მგზავრებით სავსე თვითმფრინავ-
ში, როდესაც მეზობელი სავარძლიდან სულელურ კითხვას სვამენ: „საქმეზე
მიემგზავრებით თუ გასართობად?“
- ნენსი მქვია, - ახალ სახელს ვიგონებ. არადა, ჯეფს ვუთხარი, რომ ლიდია
მქვია. ეს არც ისე@ ჭკვიანურია ჩვენისთანა პატარა დასახლებაში. მაგრამ ეს
თავისით მოხდა. ზოგჯერ ჩემი გონება მეტისმეტად სწრაფად იწყებს მოქმედე-
ბას. თავიდან ასოციაციურად ვიფიქრე გახეთქილ ტუჩსა და ნაღვლიან თვა-
ლებზე, შემდეგ დაჩაგ ვრასა და პროსტიტუციაზე, მერე კი მიუზიკლზე „ო,
ოლივერ!“ ჩემი ბავშვობის საყვარელი სანახაობა იყო. უბედური მეძავი ნენსი

298
თავის სასტიკ კაცს გაექცა, მაგრამ მერე მაინც მისი ხელით მოკვდა. ბევრჯერ
მიფიქრია, ფემინისტი დედაჩემი გაუთავებლად რატომ უსმენდა ჩემთან ერ-
თად ნენსის არიას: „სანამ ჯერ კიდევ ვჭირდები...“ რომელიც, გადაუჭარბებ-
ლად შეიძლება ითქვას, ოჯახურ ძალადობას ხოტბას ასხამს. შემდეგ კი მივ-
ხვდი, დღიურის ემი ასევე მოკლა მისმა კაცმა და მათ ბევრი საერთო აქვთ...
- ნენსი მქვია. - გავიმეორე.
- გრეტა.
მაინცდამაინც დამაჯერებლად არ ჟღერს.
- მოხარული ვარ გაცნობის, გრეტა.
მოშორებით გავცურე. გრეტას სანთებელას ხმა გავიგონე. მალე წყალზე
სიგარეტის კვამლი გაიშალა.
ოთხიოდე წუთის შემდეგ გრეტა აუზის კიდეზე ჩამოჯდა და ფეხები წყალ-
ში აატ ყაპუნა.
- ცხელია, - თქვა, - წყალი. - ძლიერი ხმა ჰქონდა, სიგარეტისა და პრერიის
მტვრისგან ჩახრინ წული.
- როგორც აბაზანაში.
- არც მთლად კარგი საშუალებაა გასაგრილებლად.
- ტბაც არაა ბევრად გრილი.
- ჰო, მაგრამ ცურვა მაინც არ ვიცი.
არასოდეს შემხვედრია ადამიანი, რომელმაც ცურვა საერთოდ არ იცის.
- მეც ძლივს ვცურავ, - დაუფიქრებლად ვამბობ ტყუილს, - ცოტ-ცოტას,
„ძაღლივით“.
გრეტა ფეხებს ათამაშებს. ტალღები ჩემს გასაბერ ლეიბს არხევს. მეკითხე-
ბა:
- როგორია აქ?
- მშვენიერია. სიმ შვიდეა.
- ძალიან კარგი. სწორედ ეს მჭირდება.
ვტრიალდები და ვუყურებ. ორი ოქროს ძეწკვი უკეთია, ქლიავის ხელა
მრგვალი ჩალურჯება აქვს მარცხენა ძუძუსთან, და სამყურას ტატუ ბიკინის
ხაზს ოდნავ ზემოთ. საცურაო კოსტიუმი ახალთახალია, ალუბლისფერ--
წითელი, იმ მაღაზიიდან, სადაც მე გასაბერი ლეიბი ვიყიდე.
- მარტო ხართ?
- სრულიად მარტო.

299
აღარ ვიცი, რა ვკითხო. შესაძლოა, არსებობს პირობითი, კოდური ფრაზე-
ბი, რომელთაც ერთმანეთს ეუბნებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები და
რომლებიც არ ვიცი?
- პრობლემა გაქვთ კაცთან?
წარბი ისე აზიდა, რომ მივხვდი, მითხრა: „დიახ“.
- მეც ასევე. - ვეუბნები.
- არადა, ასე გგონია, არ გვაფრთხილებდნენ, - ამბობს გრეტა, წყალს
იღებს ხელით და მკერდზე ისხამს, - დედამ პირველი, რაც მითხრა, როდესაც
პირველ კლასში გამამგზავრა, იყო: „მოერიდე ბიჭებს, ან ქვებს გესვრიან, ან
კაბის ქვეშ გიძვრებიან.“
- ეს ფრაზა მაისურზე უნდა დაიწერო.
- ნამდვილად, - გაეცინა, - თუმცა, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. დე-
დაჩემი ლესბოსურ სოფელში ცხოვრობს, სადღაც ტეხასში. რომ დავფიქრდე,
ჩემთვისაც არ იქნებოდა ურიგო, თუ შევუერთდები. იქ ყველა ბედნიერი ჩანს.
- ლესბოსურ სოფელში?
- რა ჰქვია...… კომუნაში. რამდენიმე ლესბოსელმა გამოისყიდა მიწის ნაკ-
ვეთი და შექმნა თემი. მამაკაცების შესვლა აკრძალულია. მაგარია, ზუსტად
საჩემოა. სამყარო მამაკაცების გარეშე. - კიდევ აიღო პეშვით წყალი, სახესა
და სათვალეზე დაისხა, - სამ წუხაროდ, მე ქალის ის ერთი ადგილი არ მიზი-
დავს.
გაიცინა. ბებერი, ყველაფრის მნახველი ქალის ავი სიცილი აქვს.
- აქ საერთოდ თუ არიან კაცები, ვისთანაც შეიძლება ურთიერთობა? - მე-
კითხება, - ეგეთი ბედი მაქვს. ერთს გავექცევი, მეორეს რომ შევეჯახო.
- აქ თითქმის არავინაა. არის ერთი ჯეფი, წვერებიანი, თითქოს, ნორმა-
ლურსა ჰგავს. აქ ჩემზე ადრე დასახლდა.
- და რამდენ ხანს აპირებ აქ დარჩენას?
პაუზას ვიჭერ. უცნაურია, მაგრამ არც კი ვიცი, რამდენ ხანს უნდა დავრჩე
აქ. მანამ ვფიქრობდი დარჩენას, სანამ ნიკს არ დააპატიმრებენ, მაგრამ წარ-
მოდგენაც არა მაქვს, როდის მოხდება ეს.
- სანამ თქვენს ძებნას არ შეწყვეტენ? - ივარაუდა გრეტამ.
- დაახლოებით...
ყურადღებით, დაკვირვებით მიმზერს. ვიძაბები, ველოდები რომ ახლა
მეტ ყვის: „საიდანღაც მეცნობით“.

300
- არასოდეს დაუბრუნდე კაცს, სანამ ჩალურჯებები არ გაგივლის, - დას-
კვნას აკეთებს გრეტა, - არ მიანიჭო ეს სიამოვნება.
დგება, თავის ნივთებს იღებს, ფეხებს ციც ქნა პირსახოცით იმ შრალებს.
- დღე გადააგორე, ეგეც საქმეა. - ამბობს.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცერა თითს მაღლა ვწევ, რაც ცხოვრებაში არ გა-
მიკეთებია.
- თუ გინდა, შემოდი ჩემთან, როცა აქ მორჩები, - მეუბნება, - ტელევი-
ზორს შევხედოთ.
ვიღებ ახალ პომიდორს, დოროთიმ რომ მომცა - ხელისგულზე ვიდებ,
თითქოს ახალსახლობის კაშკაშა საჩუ ქარი ყოფილიყოს. გრეტა კარს მიღებს
და უცებ, მგონი, ვერც მცნობს, ისე თითქოს რამდენიმე წელია, არ შევხვედრი-
ვართ. მერე სწრაფად იღებს პომიდორს.
- მშვენიერია! სწორედ სენდვიჩებს ვაკეთებ. - მეუბნება, - მოეწყვე.
საწოლზე მითითებს. - სასტუმრო ოთახები არ გაგ ვაჩნია, - თვითონ კი
მომცრო სამზარეულოში შედის, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს კო-
ტეჯში, - პლასტიკატატის საჭრელი დაფა, გაულესავი დანა. ჭრის პომიდორს.
მაგიდაზე დევს მსუბუ ქი საუზმით დატვირთული პლასტიკატატის ლანგარი:
გასტრონომიულ-მოტკბო სუნი ოთახს ავსებს. ორ სენდვიჩს ქაღალდის
მრგვალ თეფშებზე დებს, გვერდით კრეკერებს აწყობს და საძინებელში გამო-
აქვს. ხელში უკვე პულტი უჭირავს და არხიდან არხზე გადადის.
- გამაჩერე, თუ რამე საინტერესოს თვალს მოჰკრავ, - მითხრა გრეტამ.
სენდვიჩს ვუკბიჩე, ჩემი მოტანილი პომიდორის ნაჭერი გადმოვარდა და
თეძოზე დამეცა.
„სოფლელი“ ბევერლი ჰილსიდან, „მოულოდნელი სიუზენი“, „არმაგედო-
ნი“.
ელენ ებოტი პირდაპირ ეთერში. ჩემი ფოტო ეკრანზე ჩანს. მე ვარ მთავარი
ახალი ამბავი. ისევ მშვენივრად გამოვიყურები.
- ნახე ეს? - მეკითხება გრეტა ისე, არც მიყურებს. ისე ლაპარაკობს, თით-
ქოს ჩემი გაუჩინარება სატელევიზიო შოუს განმეორებითი ჩვენება იყოს. - ეს
ქალი გაქრა მისი ქორწილების მეხუთე წლისთავზე, ქმარი თავიდანვე უც-
ნაურად იქცევა, იღიმება და იღიმება... აღმოჩნდა, რომ ცოლი უზარმაზარ
თანხად დააზღვია, მერე კი გაირკვა, ორსულად ყოფილა. არადა, ქმარს შვილი
არ უნდოდა.
ეკრანზე „საოცარი ემის“ წიგნის გარეკანები გამოჩნდა.

301
გრეტა მომიბრუნდა.

- გახსოვს ეს წიგნები?
- რა თქმა უნდა.
- მოგწონს?
- ყველას მოსწონს, მაგარი საყვარლობაა. - ვამბობ.
გრეტამ ჩაიფხუკუნა:
- ძალიან ხელოვნურია.
ამ დროს ეკრანზე გამოჩნდა გამოსახულება ჩემი ახლო ხედით.
ველოდები, როდის იტ ყვის გრეტა, როგორი ლამაზი ვარ.
- ცუდად არ გამოიყურება, ჰა-ჰა, თავისი ასაკისთვის - ამბობს გრეტა, - ნე-
ტავი, ასე გამოვიყურებოდე, ორმოცის რომ გავხდები.
ელენი აუდიტორიას მოუთხრობს ჩემს ისტორიას, ფოტოგრაფია ეკრანზე
რჩება.
- ჩემი აზრით, ერთი გაფუ ჭებული მდიდარი გოგო იქნებოდა, - ამბობს გრე-
ტა, - ამპარტავანი და გაბოროტებული.
ეს, უბრალოდ, უსამართლობაა. მე არ მიმიცია არავისთვის საბაბი, რომ
ასეთად აღმიქვან. მას მერე, რაც მისურიში ჩამოვედი, ყოველ შემთხვევაში,
მას მერე, რაც ჩემი გეგმის განხორციელება დავიწყე, ძალზე ფრთხილად ვიქ-
ცეოდი, არავითარი ქედმაღლობა, მუდმივად კეთილგან წყობილი, ხალისიანი
ვიყავი, - ისეთი, როგორსაც ხალხი მოელის, რომ ქალი იქნება. მეგობრულად
ვუქნევდი ხელს მეზობლებს, დედა მოს მეგობრების წვრილმან დავალებას
ვასრულებდი, ერთხელ „კოლაც“ კი მივუტანე სტაკს ბაკლის. ნიკის მამასთან
დავდიოდი მოსანახულებლად, - სანიტრებს რომ დაენახათ, როგორ ვზრუნავ
მასზე. ამ დროს ვეჩურჩულებოდი ბილ დანს, ისევ და ისევ, მის არეულ ტვინ ში
რომ გამჯდარიყო, „მობრძანდით ჩვენთან და იცხოვრეთ, მე თქვენ მიყვარ-
ხართ“, „მობრძანდით ჩვენთან და იცხოვრეთ მე თქვენ მიყვარხართ“, ნიკის მა-
მის მსგავსებს „კომფორტ-ჰილში“ მაწან წალებს უწოდებდნენ. მაგრამ სიამოვ-
ნებით წარმოვიდგენდი, როგორ ჩნდება ბილ დანი ჩვენი სახლის ზღურბლზე.
ბილ დანი - ნიკის მთავარი შიშების მატერიალიზებული განსახიერება.
- რატომ გგონია, რომ გაბოროტებულია? - ვეკითხები.
მხრები აიჩეჩა. ტელევიზორში ჰაერის გამ წმენდის რეკლამას აჩვენებდნენ.
ქალი აფრქვევს ჰაერის გამ წმენდს და მისი ოჯახი ბედნიერი ხდება. მერე კი

302
იწყება რეკლამა საფენების შესახებ, რომელთა წყალობით ქალს შეუძლია ჩა-
იცვას მოტ კეცილი ტრუსები, შემდეგ კი იცეკვოს, შეხვდეს მამაკაცს, შემდეგ
დააფრქვიოს ჰაერის გამ წმენდი და გააბედნიეროს.
სისუფთავე და მენსტრუაცია. მენსტრუაცია და სისუფთავე.
- ეს ისე ვთქვი, უბრალოდ, - ამბობს გრეტა, - ვუსმენ და მგონია, რომ არის
ერთი მდიდარი კახპა, რომელსაც ყველაფერი ყელში ამოუვიდა. იმ მდიდარი
კახპების მსგავსი, რომლებიც თავიანთი ქმრების ფულს ხარჯავენ, კაფეების,
მაღაზიების და მსგავსი ნაგ ვის გასახსნელად. ბუტიკები და ბუტიკები.
ზოგიერთი ჩემი ნიუ-იორკელი დაქალი, მართლაც თამაშობდა ბიზნესლე-
დის - უყვარდათ მოყოლა, რომ ისინიც მუშაობენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს
მხოლოდ თამაში იყო, თავის შექცევა. მაგრამ ისინი ერთობოდნენ ამით: იგო-
ნებდნენ სახელებს კექსისთვის, უკვეთდნენ საკანცელარიო ნივთებს, ატარებ-
დნენ ეფექტურ კაბებს, რომელთაც საკუთარ მაღაზიებში იღებდნენ.
- აშკარად ერთ-ერთი ეგეთი კახპაა - ამბობს გრეტა, - მდიდარი კახპა ვარ-
სკვლავებს ეპოტინება.
გრეტა ერთი წამით გადის ტუალეტში. მე კი ფეხაკრეფით გავდივარ სამზა-
რეულოში, ვაღებ მის მაცივარს, ვაფურთხებ მის რძეში, მისი ფორთოხლის
წვენ ში, კარტოფილის სალათის კონტეინერში და მერე ასევე ფეხაკრეფით
ვბრუნდები ოთახში.
წყლის ჩარეცხვის ხმა. გრეტა ბრუნდება.
- იმის თქმა არ მინდა, თითქოს მისაღები იყოს, ქმარმა რომ მოკლა. უბრა-
ლოდ, ეს არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც შეცდა კაცის არჩევაში.
გრეტა მიყურებს და ველოდები, ახლა იტ ყვის: „მოიცა, მოიცა...“
მაგრამ ტელევიზორისკენ ტრიალდება, მუცელზე წვება ბავშვივით, თავი
ხელებზე აქვს ჩამოდებული და ეკრანზე ჩემს სურათს მისჩერებია.
- ერთი ამას შეხედე, - ამბობს გრეტა, - როგორ სძულს ყველას ეს ჯეელი.
კემბელ მაკინტოში, ბავშვობის მეგობარი: „ემი არის უბრალოდ მზრუნვე-
ლი, ქალის დედობრივი ტიპი. მას მოსწონდა ცოლობა. დარწმუნებული ვარ,
დიდებული დედა იქნებოდა. მაგრამ ნიკი - ხომ ხედავთ - ნიკი რაღაცნაირად
მანკიერი ტიპია. ის საოცრად გულცივი, განყენებული და ანგარებიანი იყო,
ისეთი განცდა მეუფლება, რომ მან ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, რამდენი
ფული აქვს ემის.“
(კემბელი იტ ყუება, - ყოველთვის აღტაცებული იყო ნიკით, ლამისაა აღ-
მერთებდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის იდეა, რომ ნიკმა მე მხოლოდ ფუ-

303
ლის გამო შემირთო, მას ძალიანაც მოსწონს).
შონა კელი, ჩრდილოეთ კართაგენის მკვიდრი:
- ძალიან, ძალიან გამიკვირდა, რომ მას სრულიად არ აინტერესებდა თა-
ვისი ცოლის ძებნა. ის უბრალოდ ლაპარაკობდა, დრო გაყავდა და ერთობოდა.
მეარშიყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არც მიცნობდა. შევეცადე
ემიზე დამეწყო ლაპარაკი, მაგრამ არანაირი ინტერესი არ გამოავლინა.
(დარწმუნებული ვარ, ეს ბებერი ჩათლახი ნიკთან ჩემზე ერთ სიტ ყვასაც
არ იტ ყოდა)
სტივენ „სტაკს“ ბაკლი, ნიკის ძველი მეგობარი:
- ემი იყო საყვარელი, კეთილი, გულიანი. და ნიკი? თითქოს არც კი აწუ-
ხებდა, ემი რომ დაიკარგა. ნიკი თავ კერძი ეგოისტია, ყოველთვის ასეთი იყო
და არის... ვითომ ნიუ-იორკში ძალიან მაგარი იყო და ჩვენ ყველამ მის წინაშე
თავი უნდა მოვიდრიკოთ.
(ვერ ვიტან სტაკს ბაკლის, - საერთოდაც, რა საზიზღარი სახელია)
ნოელ ჰოტორნი, ისე გამოიყურება, თითქოს რაღაცა მაგარი ახალი ამბავი
გაიგოო:
- მე მგონი, მან მოკლა ემი. არავინ იტ ყვის ამას, მაგრამ მე ვიტ ყვი. იგი მას
ჩაგრავდა, ამცირებდა და ბოლოს მოკლა კიდეც.
(ჩემო ცუგრიკო)
გრეტა ნახევრად ტრიალდება ჩემკენ, თითები ლოყებზე აქვს მიბჯენილი,
ტელევიზორის ციმციმა შუ ქი სახეს უნათებს.
- იმედი მაქვს, რომ ეს არ არის სიმართლე, - ამბობს, - რომ მან მოკლა ემი.
მინდა ვიფიქრო, რომ ის უბრალოდ გაიქცა და სადღაც იმალება საღ--
სალამათი.
ფეხებს ზევით-ქვევით იქნევს ზანტად, მოცურავესავით, და ვერ გამიგია,
მეთამაშება თუ მართლა ასე ფიქრობს.

ნიკ დანი რვა დღის შემდეგ

304
მამაჩემის სახლში ყველა კუთხე-კუნჭული გავჩხრიკე, რამაც დიდი დრო
არ წაიღო, რადგან სახლი, პრაქტიკულად, ცარიელია - ცარიელი ოთახები და
ტუალეტები. ვწევდი ხალიჩებს, რომ დავრწმუნებულიყავი, ქვეშ არაფერია
დამალული. ჩავიხედე სარეცხ მანქანასა და საშრობში, ხელი შევ ყავი და მო-
ვაფათურე საკვამურში. ტუალე ტის ჩასარეცხ ავზშიც კი ჩავიხედე.
- პირდაპირ „ნათლია“ გეგონება.
- ეს რომ „ნათლია“ ყოფილიყო, უკვე ვიპოვიდი, რასაც ვეძებ, და გამოვი-
დოდი სროლა-სროლით.
ტანერი მამაჩემის სასტუმრო ოთახის ცენტრში იდგა და ლაიმისფერ ჰალ-
სტუხს ათამაშებდა. მე და გო მტვერსა და ჭუჭყში ამოვიგანგლეთ, არადა, ტა-
ნერის პერანგის საყელო ისევ ქათქათა იყო, ისე კაშკაშებდა, თითქოს ნიუ--
იორკის მთელი გლამური შეისრუტაო. ტანერი ოთახის ბოლოში იყურებოდა,
ტუჩს იკვნეტდა, ჰალსტუხს ათამაშებდა, დუმდა. ამ მზერას, ალბათ, წლების
განმავლობაში ამუშავებდა „მოკეტე კლიენტო, ვერ ხედავ, ვფიქრობ“. ბოლოს
კი თქვა:
- არ მომ წონს მე ეს ყველაფერი, ჩვენს საქმეში ძალზე ბევრი გამოცანაა.
პოლიციაში არ წავალ, სანამ თავად არ გავერკვევი ამ ყველაფერში. ჩემი პირ-
ველი ინსტიქტური სურვილია, გავუსწრო მოვლენების განვითარებას და შე-
ვატ ყობინო ფარდულში დამალული ხარახურის შესახებ, სანამ თვითონ უპო-
ვიათ. მაგრამ, თუ არ გვეცოდინება, რა უნდა ემის, რომ აქ ვიპოვოთ, და არ
გვეცოდინება, რას ფიქრობს ენდი, ამის გაკეთება არ ღირს. ნიკ შეგიძლია ივა-
რაუდო, რას ფიქრობს ენდი?
მხრები ავიჩეჩე.
- გაცოფებულია.
- მე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან მანერვიულებს, ძალიან, ძალიან. ჩვენ
მეტისმეტად საჩოთირო სიტუაციაში ვართ, არსებითად. ჩვენ უნდა შევატ ყო-
ბინოთ პოლიციას ფარდულის შესახებ - ჩვენ ამის პირველაღმომჩენები უნდა
ვიყოთ. მაგრამ, ასევე, მინდა, რომ გესმოდეთ, რა მოჰყვება ამას, - ისინი გოს
სერიოზულად მოჰკიდებენ ხელს. და იქნება ორი ვარიანტი: პირველი - გო
თქვენი თანამზრახველია, რომელიც გეხმარებათ დამალოთ თქვენი ხარახურა
მის მიწაზე, და, საფიქრებელია, მან იცის, რომ თქვენ მოკალით ემი.
- მოიცა, თქვენ რა ამას სერიოზულად ამბობთ?

305
- ნიკ, ასეთი ვერსია ჩვენთვის ძალიანაც კარგი იქნებოდა. პოლიციას შე-
უძლია ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს ამას, როგორიც მოეპრიანება. აბა, ამა-
ზე რას იტ ყვით? ეს იყო გო, რომელმაც მოიპარა თქვენი პირადობა, ხელში ჩა-
იგ დო ეს საკრედიტო ბარათები, მან შეიძინა ეს ყველაფერი, ემიმ ეს ყველაფე-
რი გაიგო, მათ შორის მოხდა ჩხუბი და გომ მოკლა ემი.
- მაშინ უნდა დავასწროთ, ვეტ ყვით შეშის ფარდულის შესახებ და რომ ემი
მახეს მიგებს.
- მე მგონი, ეს ცუდი იდეაა ზოგადად, განსაკუთრებით, თუ ენდი ჩვენს მხა-
რეზე არაა, რადგან მოგ ვიწევს ენდიზე ყველაფრის თქმა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თუ ჩვენ მივალთ პოლიციაში თქვენი ვერსიით, რომ ემი
ყველაფერს გიწყობთ და გატენით...
- რატომ ამბობთ, რომ ეს ჩემი ვერსიაა? თითქოს ეს ყველაფერი გამომეგო-
ნოს?
- ჰმ, კარგი შენიშვნაა. თუ ჩვენ ვეტ ყვით პოლიციელებს რომ ემი მახეს გი-
გებთ, უნდა ავუხსნათ, რატომ აკეთებს ამას. ანუ მოგ ვიწევს იმის ახსნა, რომ
ემიმ აღმოაჩინა - თქვენ გ ყავთ საყვარელი, მეტად ახალგაზრდა საყვარელი.
- ჩვენ მართლა უნდა ვუთხრათ ეს ყველაფერი? - ვიკითხე.
- აბა, ემი მახეს გიგებთ იმის გამო, რომ... უბრალოდ მოსწყინდა?
ტუჩზე ვიკბინე.
- ემის მოქმედების მოტივი უნდა ავუხსნათ, სხვა შემთხვევაში, ეს შედეგს
არ მოიტანს.
- მაგრამ საქმე ის არის, რომ ემის, ასე ვთქვათ, „საჩუქრად მივართმევთ“,
ზღუბლზეც დავუდებთ, მაგრამ არ მიიღებენ. ამ ყველაფერს თქვენს მოტივე-
ბად ჩათვლიან. პირველი: ფულის პრობლემა, მეორე: ორსული ცოლი და მესა-
მე: საყვარელი. ეს მკვლელობის მოტივთა კლასიკური ტრიადაა და აღარაფე-
რი გიშველით. ქალები რიგში ჩადგებიან, საკუთარი ხელით რომ გაგატ ყაონ.
ტანერი ბოლთის ცემას მოჰყვა.
- მაგრამ ჩვენ თუ გულხელდაკრეფილები ვისხდებით და ამ დროს ენდი თა-
ვისი ნებით მივა მათთან და...
- მაშ, რა ვქნათ? - ვიკითხე.
- დარწმუნებული ვარ, თუ ახლავე ვეტ ყვით პოლიციელებს, რომ ემი მახეს
გიგებთ, სიცილით დაიხოცებიან. მეტისმეტად არადამაჯერებელია. მე კი მჯე-
რა თქვენი, მაგრამ ეს მეტისმეტად სუსტი პოზიციაა.

306
- მაგრამ „განძის ძიების“ მინიშნებები? - დავიწყე.
- ნიკ, მეც კი ვერ ვხვდები ამ მინიშნებების მნიშვნელობას, - თქვა გომ, - ეს
შენი და ემის შინაური „ბეისბოლის“ თამაშია. ეს მხოლოდ შენ ამტკიცებ,
თითქოს ამეებს რაღაც მაკომპრომეტირებელ სიტუაციებში მიყავხარ. სე-
რიოზულად გეუბნები, როგორ უნდა გავიგოთ, რომ ქუდის ხსენება ჰანიბალს
აღნიშნავს?
- პატარა ყავისფერი სახლი კი ნიშნავს მამათქვენის სახლს, რომელიც სი-
ნამდვილეში ლურჯია, - დაუმატა ტანერმა.
ვაცნობიერებდი ტანერის ეჭვს. აუცილებელი იყო, დაენახა ემის ხასიათი -
რომ მატ ყუარაა, ბოღმიანი, შურისმაძიებელი და მეწვრილმანე. მე მჭირდებო-
და სხვა ადამიანების მხარდაჭერა, იმისთვის, რომ დამემტკიცებინა, ჩემი ცო-
ლი - „საოცარი ემი“ კი არ არის, არამედ შურისმაძიებელი ემია.
- მოდი, იქნებ დღესვე ვცადოთ ენდის დავუკავშირდეთ, - ბოლოს თქვა ტა-
ნერმა.
- და რომ დავიცადოთ, სარისკოა? - იკითხა გომ.
ტანერმა თავი დაუქნია.
- დიახ, რისკია. ჩვენ უნდა სწრაფად ვიმოქმედოთ. თუ რამე სხვა სამხილი
გამოხტება, თუ პოლიცია შეიტ ყობს შეშის ფარდულის შესახებ, თუ ენდი მივა
პოლიციაში...
- არ მივა. - ვთქვი.
- მან თქვენ გიკბინათ, ნიკ.
- არა, არ მივა. იმ მომენტში ის გაცოფებული იყო, მაგრამ... ვერ დავიჯე-
რებ, რომ ამას გამიკეთებს, მან იცის, უდანაშაულო ვარ.
- ნიკ თქვენ თქვით, რომ ენდისთან ერთი საათი გაატარეთ, იმ დილით, რო-
ცა ემი გაუჩინარდა, ასე არაა?
- დიახ, თერთმეტის ნახევრიდან, თითქმის თორმეტამდე.
- მაშინ გვითხარით, სად იყავით რვის ნახევრიდან ათ საათამდე? - იკითხა
ტანერმა. - თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ სახლიდან გახვედით რვის ნახევარზე,
ასე არ არის? სად წახვედით?
არაფერი მითქვამს.
- სად წახვედით, ნიკ, უნდა ვიცოდე.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს.
- ნიკ! - შესძახა გომ.

307
- მე ვაკეთებდი იმას, რასაც ხშირად ვაკეთებ დილაობით, ისე მიჭირავს
თავი, თითქოს სამსახურში მივდივარ, სინამდვილეში, ჩვენი კვარტლის მიტო-
ვებულ გარაჟ ში, ღია გარაჟ ში შევდივარ.
- მერე? - ტანერმა.
- და ვკითხულობ ჟურნალებს.
- რა ბრძანეთ?
- მე ვკითხულობ ჩემი ძველი ჟურნალის ნომრებს.
მენატრება ჩემი ჟურნალი. მე ვმალავ ჩემს ძველ ნომრებს, თითქოს პორ-
ნოგრაფია იყოს და ჩუმ-ჩუმად ვკითხულობ მათ, რადგან არ მინდა, რომ ვინ-
მემ შემიცოდოს.
ავიხედე და დავინახე, რომ გოს და ტანერს, ორივეს, ძალიან შევეცოდე.

***

ჩემს სახლში შუადღისას დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ქუჩა სავსეა სა-


ტელევიზიო ახალი ამბების ფურგონებით, რეპორტიორებს კი, საერთოდაც,
ჩემი სახლის წინ მდელოზე გაუშლიათ ბანაკი. სახლთან ახლოს ვერც კი მი-
ვიყვანე მანქანა და იძულებული გავხდი ქუჩაში დამეტოვებინა. ღრმად ჩავი-
სუნთქე და მანქანიდან გადმოვხტი. რეპორტიორები თავს დამესხნენ მშიერი
ყორნებივით, რომ გძიძგნიან, გინისკარტებენ, გუნდად იკვრებიან და მერე ისევ
იშლებიან. „ნიკ, იცოდით, რომ ემი ორსულადაა?“ „ნიკ, გაქვთ ალიბი?“ „ნიკ,
თქვენ მოკალით ემი?“
სახლში შევვარდი და შიგნიდან ჩავ კეტე. კარის ორივე მხრიდან იყო ფან-
ჯრები, ასე რომ, სასწრაფოდ ჩამოვუშვი ფარდები. ამასობაში რეპორტიორები
ფოტოებს იღებდნენ და კითხვებს გარედან მისვამდნენ: „ნიკ, თქვენ მოკალით
ემი?“ მაგრამ, როცა ფარდები ჩამოვუშვი, ამან ისევე იმოქმედა, იადონის გა-
ლიაზე რომ დააფარებ ნაჭერს, ხმაური წამ ში შეწყდა.

308
მეორე სართულზე ავედი და შხაპი მივიღე, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობ-
დი. თვალები დავხუ ჭე და თბილ ჭავლს საშუალება მივეცი, მამაჩემის სახლის
ჭუჭყი ჩამოებანა. თვალი როცა გავახილე, ემის ვარდისფერი სამართებელი
დავინახე, სასაპნეზე რომ იდო. ავის მომასწავებლად მომეჩვენა, ან - თითქოს
ნიშნის მომგებად. ჩემი ცოლი შეშლილი იყო. ფსიქიკურად ავადმყოფი შევირ-
თე ცოლად. ეს ყოველდღიური დედანატირები შელოცვასავით იყო: ცოლად
შევირთე შეშლილი კახპა. მაგრამ ეს მცირედ კმაყოფილების შეგრძნებასაც
მგვრიდა, მართლაც ნამდვილი რეალური ფსიქოპათი მომიყვანია ცოლად. ნიკ,
გაიცანი შენი ცოლი: მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტვინის მბურღავი. მე არც
ისეთი ბედოვლათი ვარ, როგორც ვფიქრობდი. არა, რასაკვირველია, ვარ ბე-
დოვლათი, მაგრამ არც მაინცდამაინც გრანდიოზული. ჩემი ღალატი ქვეცნო-
ბიერი რეაქცია იყო იმ ხუთ წელიწადზე, რომელიც ფსიქიკურად შეშლილ
ქალთან გავატარე. რა თქმა უნდა, მიმიზიდავდა უბრალო, კეთილი გოგონა
მშობლიური ქალაქიდან. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანს ორგანიზმში რკინა აკ-
ლია და სისხლიანი ბიფშტექსის მოთხოვნილება აქვს.
ტანს ვიმ შრალებდი, როდესაც კარზე ზარმა დარეკა. სააბაზანოს კარი გა-
მოვაღე და გავიგონე ჟურნალისტების ხმები: „თქვენ გჯერათ თქვენი სიძის,
მერიბეთ?“ „რენდ, რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ ბაბუა უნდა გამხდარიყა-
ვით?“ „გჯერათ, რომ ნიკმა მოკლა თქვენი ქალიშვილი, მერიბეთ?“
გვერდიგ ვერდ იდგნენ ჩემი ოთახის ზღურბლზე, - სახეზე შემართული გა-
მომეტ ყველება, - დაძაბულები იყვნენ. გარშემო ჟურნალისტები ირეოდენენ,
ათი-თორმეტი პაპარაცი, მაგრამ ისეთ ხმაურს ქმნიდნენ, იფიქრებდი, სულ
ცოტა, ოცდაათი კაციაო.
- „ენდობით თქვენს სიძეს, მერიბეთ?“
- „რენდ, რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ ბაბუა უნდა გამხდარიყავით?“
ელიოტები შემოვიდნენ, ჩაიბურტყუნეს „გამარჯობა“, მე კი რეპორ-
ტიორებს ცხვირწინ მივუხურე კარი.
რენდმა მხარზე ხელი დამადო, მაგრამ იმავე წამს აიღო, მერიბეთის მზე-
რის გავლენით.
- უკაცრავად, აბაზანაში ვიყავი.
თმა სველი მქონდა, მაისურზე წვეთები ეცემოდა. მერიბეთს თავი აშკარად
დაუბანელი ჰქონდა და რაღაც ულაზათოდ ეცვა. ისე შემომხედა, თითქოს გი-
ჟი ვიყავი.
- ტანერ ბოლტი? სერიოზულად? - მკითხა.

309
- რას გულისხმობთ?
- მე ვგულისხმობ, ნიკ, სანამ ტანერ ბოლტს დაიქირავებდით ადვოკატად,
კარგად დაფიქრდით? ის ხომ მხოლოდ დამნაშავეებს იცავს.
ჩემკენ გადმოიწია და ნიკაპზე ხელი დამადო.
- რა გ ჭირთ ლოყაზე?
- ალერგია. ეს ნერვებისგანაა, - უკან გავიწიე. - თქვენ მთლად სწორი წარ-
მოდგენა არ გაქვთ ტანერზე, მერიბეთ, არა. ის ყველაზე მაგარია თავის საქმე-
ში. ის მე სწორედ ახლა მჭირდება. პოლიცია ეჭვის თვალით მიყურებს.
- ეს შემთხვევა მართლაც ასეთსა ჰგავს, - თქვა მან, - ეს კი ნაკბენსა ჰგავს.
- ეს ალერგიაა.
მერიბეთმა ამოიოხრა და სასადილო ოთახში შევიდა.
- აქ მოხდა ეს ყველაფერი? - იკითხა მან. სახე მოეფლაშა, მოუდუნდა, და-
ნაოჭებული, ბებრული გაუხდა.
- ასე ვფიქრობთ. რაღაც... ჩხუბი, დაპირისპირება უნდა ყოფილიყო. ასევე,
სამზრეულოშიც.
- სისხლის გამო. - მერიბეთმა ოტომანს ხელი მოჰკიდა, რამდენიმე დუიმით
ასწია, თავის ადგილზე დააბრუნა, - ტყუილად დაალაგეთ აქაურობა. ახლა
გეგონება, არც არაფერი მომხდარა აქ.
- მერიბეთ, ნიკს აქ ცხოვრება უწევს. - უთხრა რენდმა.
- მაინც ვერ გამიგია, როგორ... მე ვგულისხმობ, როგორ ვერ იპოვა პოლი-
ციამ ვერაფერი? იქნებ... არა, არ ვიცი... ასე მგონია, დეტექტივებმა ფარ--
ხმალი დაყარეს. თუკი სახლი აღარ აინტერესებთ. ყველასთვის ღიაა.
- დარწმუნებული ვარ, არაფერი გამორჩებოდათ, - მიუგო რენდმა და ხელ-
ზე მოუჭირა. - რატომ არ ვთხოვოთ, ემის ნივთები გვაჩვენონ და მოგ ვცენ უფ-
ლება ამოვირჩოთ რაიმე? - გამომხედა, - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ნიკ? ეს
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამახსოვროდ რომ გვქონდეს ემის ნივთი, - და
ცოლს მიმართა, - მაგალითად, ლურჯი სვიტერი, ნანამ რომ მოუქსოვა.
- მე არ მინდა ეს წყეული სვიტერი, რენდ!
ხელი გაითავისუფლა და ოთახში გაბრაზებულმა დაიწყო სიარული, თან
ავეჯს ფეხსა ჰკრავდა. ბოლოს ოტომანს წაჰკრა ფეხის წვერი, - ეს ის ოტომა-
ნია, ნიკ? - მკითხა, - რომელზეც პოლიცია ამბობს, რომ ამობრუნებული იყო,
არადა, არ უნდა ყოფილიყო ასეო?
- დიახ. ის არის.

310
მერიბეთი არ გაჩერებულა, ისევ წაჰკრა ფეხი, დარწმუნდა, რომ მართლაც
ძნელია მის ამოყირავება.
- მერიბეთ, მე მგონი, ნიკი საშინლად გადაღლილია, - რენდმა გამგებიანი
ღიმილით გამომხედა, - ისევე, როგორც ჩვენ ყველა. მოდი, გავაკეთოთ ის,
რისთვისაც მოვედით...

- სწორედ იმას ვაკეთებ, რისთვისაც მოვედი! რენდ! არ მჭირდება ეს იდიოტუ-


რი სვიტერი, არ ვაპირებ მის ჩახუტებას, სამი წლის ბავშვი არა ვარ! მე ჩემი
ქალიშვილი მჭირდება! მისი ხარახურა არ მინდა. ის ჩემთვის არაფერს ნიშ-
ნავს. მინდა, რომ ნიკმა აგ ვიხსნას, რა ხდება, რადგან ამ ყველაფერს უკვე ძა-
ლიან ცუდი სუნი უდის! არასოდეს, არასოდეს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ
ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში! @- ყვირილზე გადავიდა, ქვითინნარევ ყვი-
რილზე, - ჩვენ ქალიშვილი ჩაგაბარეთ, ნიკ! გენდობოდით! გვითხარით სიმარ-
თლე! - მერიბეთმა საჩვენებელი თითი ცხირთან მომიტანა, - ეს სიმართლეა?
მართლა არ გინდოდათ ბავშვი? ემი აღარ გიყვართ? დაგირტიათ მისთვის?
ერთი სული მქონდა,გ მერიბეთისთვის გამერტყა. ემი მან აღზარდა, რენ-
დთან ერთად. იგი მათი პროდუქტი გახლავთ, ამ სიტ ყვის პირდაპირი მნიშვნე-
ლობით. მათ შექმნეს. მინდოდა მეთქვა, „თქვენი ქალიშვილი მონსტრია!“ მაგ-
რამ ვერაფერი ვთქვი, - სანამ პოლიციას არ შევატ ყობინებთ, - ვიდე ქი მუნჯი-
ვით და არ ვიცოდი, რა მეთქვა, სიტ ყვებს ვეძებდი. არადა, ისე ჩანდა, თითქოს
განზრახ არ ვიღებ ხმას, გავ კერპდი.
- მერიბეთ, არასოდეს ცხოვრებაში... - წავილუღლუღე.
- „არასოდეს... ვერასოდეს“... მხოლოდ ეს მესმის თქვენი წყეული პირიდან.
იცოდეთ, თქვენი დანახვაც კი აღარ მინდა! აშკარად რაღაც გ ჭირთ. რაღაც
გაკლიათ სულში, ასე თუ იქცევით. თუნდაც ბოლოს გაირკვეს, რომ სრულიად
უდანაშაულო ხართ, არასოდეს გაპატიებთ, ასე რომ იქცევით. თითქოს ძველი
ქოლგა დაგეკარგოთ და მეტი არაფერი! და ეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც
ემიმ თქვენთვის გააკეთა. და, აი, რა მიიღო სანაცვლოდ. მე თქვენი აღარ მჯე-
რა, და აღარასოდეს აღარ დაგიჯერებთ. აი, ამის სათქმელად მოვედი აქ. აღარ
მჯერა თქვენი და აღარასოდეს დაგიჯერებთ.
აქვითინდა, გატრიალდა, გარეთ გავარდა. რეპორტიორები უღებდნენ. მან-
ქანაში ჩაჯდა. ორი ჟურნალისტი მანქანის შუშას მიეკრო, უკაკუნებდნენ, უნ-
დოდათ, რაიმე ეთქმევინებინათ მისთვის, ოთახში მესმოდა, როგორ იმეორებ-
დნენ მის სახელს „მერიბეთ, მერიბეთ“. რენდი იდგა, ჯიბეში ხელები ჩაეწყო და

311
ცდილობდა მოესაზრებინა, რა როლი უნდა ითამაშოს ამ სიტუაციაში. „ე-
ლიოტები ჩვენს მხარეზე უნდა შევინარჩუნოთ“, ისევ და ისევ მესმოდა გონე-
ბაში - ძველბერძნული ქოროსავით.
რენდმა რაღაცის თქმა დააპირა.
- რენდ, მითხარით, რა უნდა გავაკეთო.
- უბრალოდ თქვი, ნიკ.
- რა ვთქვა?
- მე არ მინდა გ კითხო, შენ კი არ გინდა მიპასუხო, ეს ბუნებრივია; მაგრამ
მე უნდა გავიგონო, რომ შენ ამას ამბობ. რომ არ მოგიკლავს ჩვენი ქალიშვი-
ლი. - ერთდროულიად გაიცინა და ატირდა.
- ღმერთო ჩემო, თავს ვერ ვიკავებ, - თქვა რენდმა. სახე გაუწითლდა,
მიუხედავად ძლიერი ნარუჯისა. - უბრალოდ არ მესმის, რა ხდება, უბრალოდ
არ მესმის. - ჯერაც იღიმებოდა. ლოყაზე ცრემლი ჩამოუვარდა და საყელოზე
დაეცა, - უბრალოდ თქვი ეს, ნიკ.
- რენდ, მე არ მომიკლავს ემი, და არავითარი ვნება არ მიმიყენებია მის-
თვის.
რენდმა გამომცდელად გამომხედა.
- გჯერათ ჩემი, რომ მისთვის ფიზიკური ვნება არ მიმიყენებია? არავითარი
ფიზიკური ვნება.
რენდმა ისევ გაიცინა.
- იცი, რა მინდოდა მეთქვა? მინდოდა მეთქვა, რომ აღარ ვიცი, რისი მჯე-
როდეს. ეს ფილმში რომ ხდებოდეს, აუცილებელი იქნებოდა, რაღაც მეთქვა,
და გავიფიქრე, კინოში ხომ არ ვარ მართლა? შეიძლება ამ კინოდან გამოვიდე?
მაგრამ ვიცი, რომ არ შემიძლია, მაგრამ ერთი წამით მომეჩვენა, რომ რაღაცა
სხვას ვიტ ყვი და ეს ყველაფერი შეიცვლება. მაგრამ არ შეიცვლება... ასე არ
არის?
ჯეკ რასელივით თავი ერთხელ სწრაფად დამიქნია, გარეთ გავიდა და მან-
ქანაში ჩაჯდა. დანაღვლიანების ნაცვლად შევშფოთდი. სასწრაფოდ პოლი-
ციაში უნდა მივიდე. სანამ ელიოტები საჯაროდ დაიწყებენ იმის ლაპარაკს,
რომ აღარ მენდობიან. უნდა დავამტკიცო, რომ ჩემი ცოლი არ იყო ისეთი, რო-
გორაღაც აჩვენებდა თავს. ის არ იყო საოცარი ემი, არამედ შურისმაძიებელი
ემი გახლდათ. და უცებ გამახსენდა ტომი ო’ჰარა, რომელმაც სამჯერ სცადა
ტელეფონით დალაპარაკება და ვინც ემიმ გაუპატიურების მცდელობაში
დაადანაშაულა. ტანერმა რაღაც ცნობები შეაგროვა მის შესახებ: ტომი არ ყო-

312
ფილა ირლანდიელი მაჩო, რასაც მისი სახელიდან გამომდინარე წარმოვიდ-
გენდი. არც მეხანძრე ან პოლიციელი. წერდა იუმორისტული ვებსაიტისთვის
ბრუკლინ ში, იყო წესიერი ბიჭი - მისი ფოტოც კი იშოვა: გამხდარი სათვა-
ლიანი ტიპი, შავი გრძელი თმით, შავი მაისურით.
პირველივე ზარზე მიპასუხა.
- გისმენთ.
- ნიკ დანი ვარ. თქვენ რეკავდით ემის თაობაზე, ემი ელიოტ-დანის, მინდა
დაგელაპარაკოთ.
პაუზა დაიჭირა. აი, ახლა დამიკიდებს ყურმილს, როგორც ჰილარი ჰენდიმ
გამიკეთა ეს. მაგრამ მითხრა:
- ათ წუთში გადმომირეკეთ.
ასეც მოვიქეცი. ხმაურის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ბარში უნდა ყო-
ფილიყო. ამ ხმას მშვენივრად ვცნობ, მთვრალების ბურტყუნი, ყინულის წკა-
რუნი ჭიქებში, სასმლის შეკვეთა და მეგობრების მისალმება. უცებ ვიგრძენი,
როგორ მომენატრა ჩემი საკუთარი „ბარი“.
- გმადლობთ, რომ დამირეკეთ, - თქვა მან, - იძულებული გავხდი უახლოეს
ბარში შემოვსულიყავი. ერთი ჭიქა ვისკით ხელში უკეთესად ვისაუბრებთ.
მისი ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდა, თითქოს მომიახლოვდაო. წარმოვიდგი-
ნე, რომ ხელი მოაფარა ყურმილს.
- მაშ ასე, - დავიწყე, - მე ვნახე თქვენი მესიჯები.
- ასეა. ჯერ კიდევ დაკარგულია, არა? ემის ვგულისხმობ.
- დიახ.
- შეიძლება გ კითხოთ, რა მოუვიდა ემის?
ამის დედაც, ძალიან მომინდა, მეც გადამეკრა. სამზარეულოში შევედი,
რომელიც საუკეთესო ადგილი იყო ბარის შემდეგ და ვისკი ჩამოვისხი. შევეცა-
დე ბევრი არ მომსვლოდა, არადა, ძალიან მინდოდა. კარგად ვიგრძენი თავი:
ვისკის არომატი, ბინდბუნდი კაშკაშა მზის შემდეგ.
- შეიძლება გ კითხოთ, რატომ დამირეკეთ? - ვეკითხები.
- ტელევიზორს ვუყურებდი, - თქვა მან, - მაგრად გეხაზებათ.
- ნამდვილად ეგრეა. მე მინდოდა თქვენთან დალაპარაკება, რადგან... მე-
ტად დამაფიქრებლად მომეჩვენა, რომ თქვენ ჩემთან დაკავშირება მოგინდათ.
ყველაფრის გათვალისწინებით, ანუ გაუპატიურების ბრალდებას ვგულის-
ხმობ.
- აჰ, თქვენ იცით ამის შესახებ? - თქვა მან.

313
- მე ვიცოდი, რომ გაუპატიურება დაგაბრალათ, მაგრამ არ მჯერა, რომ
მოძალადე ხართ. - მაინტერესებს, რა შეგიძლიათ მითხრათ.
- ჰო. - გავიგონე, როგორ მოსვა ვისკი, ყინულის ნატეხებმა ჭიქაში გაიწკა-
რუნეს. - ერთ საღამოს ტელევიზორში ახალ ამბებს წავაწყდი. თქვენსა და
ემიზე იყო გადმოცემა. ლოგინ ში ვიწე ქი, ტაილანდურ საჭმელსა ვჭამ, ჩემს
საქმეებზე ვფიქრობ და უცებ გამაჟრჟოლა. ისევ ის, ამდენი წლის შემდეგ. -
ბარმენს გასძახა და კიდევ ერთი ვისკი შეუკვეთა, - მოკლედ, ჩემმა ადვოკატმა
მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ დაგ ლაპარაკებოდით, მაგრამ... რა შემიძ-
ლია გითხრათ? მე კიდევ იოლად გამოვძვერი. არ შემიძლია იმის ყურება, რო-
გორ გძირავენ. ო, ღმერთო, რაო აღარ შეიძლება ბარში მოწევა? ამ საუბარს
ვისკი და სიგარეტი სჭირდება.
- მომიყევით, - ვთხოვე, - რაც დაგაბრალათ, ანუ გაუპატიურებაზე.
- როგორც გითხარით, ვნახე ახალ ამბებში, რომ მედია თავზე გიშვრებათ,
რადგან მისი ქმარი ხართ. სულაც არ მინდა, რომ ეს ქალი ისევ გამოჩნდეს
ჩემს ცხოვრებაში, თუნდაც ერთი წამით.. მაგრამ, მეორეს მხრივ... მაშინ მეც
ხომ მინდოდა, ვიღაც მაინც დამხმარებოდა...

- ჰოდა, დამეხმარეთ.

- ჯერ ერთი, მან უკან წაიღო ბრალდება, ეს იცით, არა?


- დიახ, ვიცი. თქვენ ეს ჩაიდინეთ?
- თქვენი დედაც!.. რა თქმა უნდა, არა! და თქვენ რა, ჩაიდინეთ?
- არა.
- კარგია.
ტომმა ისევ მოითხოვა ვისკი.
- შეიძლება გ კითხოთ? ბედნიერი ქორწინება გ ქონდათ? ემი ბედნიერი
იყო?
არაფერი ვუპასუხე.
- შეგიძლიათ არ მიპასუხოთ, ჩემით მივხვდები. ემი ბედნიერი არ იყო. მი-
ზეზს მნიშვნელობა არა აქვს. არ ვაპირებ ამის გარკვევას. შემიძლია მივხვდე,
მაგრამ არ გ კითხავთ. მაგრამ უნდა იცოდეთ - ემის მოსწონს, როდესაც ღმერ-
თად წარმოიდგენს თავს, ძველი აღთქმის ღმერთად.
- რას გულისხმობთ?

314
- დამნაშავეს სჯის, - თქვა ტომმა, - სჯის მკაცრად. - მობილურში ჩაიცინა,
- ერთი უნდა მნახოთ. სრულიად არ ვგავარ მოძალადე ალფა-მამრს. უფრო
ჩმორსა ვგავარ. ვარ კიდეც ჩმორი. როდესაც კარაოკეზე ვმღერი სიმღერას
„Sister Christian“, ხმამაღლა მეტირება. ვუყურებ „ნათლია-II“-ს და ვქვითი-
ნებ. ყოველ ჯერზე. - დაახველა, ვისკი გადასცდა.
ეტ ყობა, დადგა მომენტი, როდესაც რაღაც უნდა შევაშველო.
- ფრედო? - ვკითხე.
- ფრედო, კი, ძმაო, საწყალი ფრედო.
- უკვე გადასცდა მიჯნას.
მამაკაცების უმეტესობა სპორტულ ტერმინოლოგიას, როგორც მაგარი ბი-
ჭების საიდუმლო კოდს იყენებს. ფილმის ეს გახსენება ფეხბურთის უმაგრესი
მატჩის განხილვის ეკვივალენტი გახლდათ. ჩვენ ორივემ ვიცოდით დიალოგე-
ბი და ამ ფაქტმა დაგ ვაახლოვა - ეს მთელი დღის საუბრის ტოლფასი იყო.
კიდევ ერთი ვისკი შეუკვეთა.
- ეს ყველაფერი სრული აბსურდი იყო, მაგის დედაც.
- მომიყევით.
- ამ საუბარს არ იწერთ, არა? ხომ არავინ გვისმენს? სულაც არ მინდა,
რომ...
- არა. მხოლოდ ჩვენ ორნი. მე თქვენს მხარეზე ვარ.
- მოკლედ, ემის წვეულებაზე შევხვდი, შვიდიოდე წლის წინათ... ძალიან
მაგარი გოგო ჩანდა - მხიარული, უცნაური და... მაგარი. ერთმანეთს მალე გა-
ვუგეთ. იცით, მე გოგოებთან იშვიათად მქონია ურთიერთობა, ყოველ შემ-
თხვევაში, ისეთებთან, როგორიც ემია... მოკლედ, ვფიქრობ, რომ... მე ცოტა არ
იყოს, მორიდებული ვარ, აი, იმ სიტუაციაში, როცა უნდა დაიჭირო, გესმით?
მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ ურთიერთობა 2-3 თვის განმავლობაში მერე კი
უცებ აღმოვაჩინე, ის სულაც არ არის ისეთი გოგო, როგორიც მეგონა. მას შე-
ეძლო სასაცილო რაღაცები ეთქვა, თუმცა, სინამდვილეში არ მოსწონდა არა-
ფერი მხიარული. სინამდვილეში საერთოდ არ იცინოდა. გარდა იმისა, რომ
თვითონ არ იცინოდა, ისიც არ უნდოდა, მე რომ გამცინებოდა, ან მხიარულად
ვყოფილიყავი. სრულიად მიუღებელი იყო ჩემთვის, რადგან ეს ჩემი სამუშაოა,
მისთვის კი უბრალოდ დროის კარგვა იყო. დღემდე ვერ გამიგია, საერთოდ რა-
ტომ მოუნდა ჩემთან ურთიერთობა. რადგან აშკარად ცხადი გახდა - არასო-
დეს მოვწონდი. ამას შეიძლება რამე აზრი ჰქონდეს?
თავი გავაქნიე და ვისკი მოვსვი.

315
- დიახ, მესმის.
- ამიტომ დავიწყე მიზეზების გამოგონება, ხშირად რომ არ შევხვედროდი.
აღარ ვურეკავდი, რადგან მე იდიოტი ვიყავი, ის კი ძალიან მაგარი. იმედი
მქონდა, რომ ეს თავისთავად დასრულდებოდა, მაგრამ, თქვენ გესმით, იძუ-
ლებული ვიყავი, გამომეგონა მიზეზები, პაემანზე რომ არ მივსულიყავი: სამ-
სახურში გამაჩერეს, „დედლაინი“ მაქვს, ჩემთან მეგობარი ჩამოვიდა სხვა ქა-
ლაქიდან, ჩემი მაიმუნი ავად გახდა და ა.შ. და თანაც გავიცანი ერთი გოგო.
არაფერი სერიოზული, უბრალოდ ვხვდებოდით, ყოველ შემთხვევაში მაშინ
ასე ვფიქრობდი, მაგრამ ემიმ ეს შეიტ ყო - როგორ, დღემდე არ ვიცი. ეტ ყობა
ჩემს სახლს უთვალთვალებდა. ამის დედაც...
- დალიეთ კიდევ ცოტა.
ორივემ თითო ყლუპი მოვსვით.
- ერთხელაც ღამით ემი მეწვია. იმ სხვა გოგოს უკვე მთელი თვეა ვხვდებო-
დი. ემი ძალიან კარგად იყო გან წყობილი ჩემ მიმართ და ისე მექცეოდა, რო-
გორც ყოველთვის: მოიტანა არალეგალურად ჩაწერილი დისკი კომიკოსისა,
რომელიც მომ წონდა. „არალეგალური წარმოდგენა დარჰემ ში“. თან მოიტანა
უამრავი ბურგერი და დავსხედით შოუს საყურებლად. უეცრად მისი ფეხი
ჩემს ფეხს შეეხო, მერე კი ჩალიჩი დამიწყო... უკაცრავად, ის ხომ თქვენი ცო-
ლია. მაგრამ მან მშვენივრად იცოდა, როგორ უნდა აღმაგზნოს. მოკლედ ყვე-
ლაფერი მოხდა...
- სექსი გ ქონდათ.
- დიახ, სექსი ურთიერთშეთანხმებით, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა,
ადგა და წავიდა. მაკოცა დამ შვიდობებისას. და ყველაფერი, როგორც ქალებს
სჩვევიათ.
- მერე რა მოხდა?
- მერე დამადგა ორი პოლიციელი, წამიყენეს ბრალდება, რომ გავაუპა-
ტიურე ემი, რომ მას აქვს „დაზიანებები, რაც გაუპატიურებას ამტკიცებს“, ანუ
მაჯებზე დალურჯებები აქვს; ხოლო, როცა გაჩხრიკეს ჩემი ბინა, იპოვეს ჩემი
საწოლის თავზე მიბმული ორი ჰალსტუხი, შეჩურთული ლეიბის ქვეშ. და რომ
ისინი „შეესაბამება ჩალურჯებებს მაჯებზე.“
- თქვენ მიაბით?
- არა, სრულიად ჩვეულებრივი სექსი იყო... მე მოშვებული ვიყავი. ეტ ყო-
ბა, მაშინ გადააბა და დამალა, როცა ტუალეტში გავედი. სერიოზულ შარში
გავები. მერე კი უკან წაიღო თავისი ბრალდება. ორი კვირის შემდეგ ანონიმუ-

316
რი წერილი მომივიდა, რომელშიც ეწერა: „იქნებ შემდეგში კარგად დაფიქ-
რდე“.
- და ამის შემდეგ მასზე არაფერი გაგიგიათ?
- არა, არასოდეს.
- და არ გიცდიათ საქმე აღგეძრათ ანდა რაიმე მსგავსი ჩაგედინათ?
- არა. კმაყოფილი ვიყავი, რომ მომ შორდა. და, აი, ამ კვირას, ვზივარ სა-
წოლში, ვჭამ ტაილანდურ საჭმელს და რას ვხედავ - ემი, იდეალური ცოლი,
ქორწინების იუბილე, სხეული ნაპოვნი არ არის, ნამდვილი მარაზმი. გეფიცე-
ბით, ისე შემახურა, ოფლად დავიღვარე. გავიფიქრე: ეს ემია, რაღაცას იგო-
ნებს, ამჯერად თავისი მკვლელობა გამოიგონა, დარწმუნებული ვარ, იმისთვის
გააკეთა, რომ ჩაგძიროთ, ალბათ, საშინელ დღეში ხართ.

ემი ელიოტ-დანი რვა დღის შემდეგ

ტბაზე ბამპერიანი ნავებით (მრგვალი ფორმის მოტორიანი ნავი, რომელ-


საც იყენებენ ერთმანეთის დასატაკებლად. გართობის საშუალება. - მთარგმნ.
შენიშვნ.) დავსრიალებდით - თავიდან ბოლომდე გავილუმპეთ. ეს გართობა 5
დოლარი დაგ ვიჯდა. ამ დროს ნაპირზე თინეიჯერები ისხდნენ და რაღაც ტაბ-
ლოიდებს კითხულობდნენ. რადგან არავინ გვიყურებდა, მთლად გადავირიეთ,
ვატაკებდით ერთმანეთს ნავებს და ლამის ნახევარი საათი დავ ქროდით წყალ-
ზე, გიჟურად ვუხვევდით აქეთ-იქით, ბოლოს კი მოგ ვბეზრდა და გავჩერდით.
გრეტა, ჯეფი და მე უცნაური კამპანია ვართ უცნაურ ადგილას. გრეტა და ჯე-
ფი ერთ დღეში დამეგობრდნენ, რაც არ არის გასაკვირი ადამიანებისგან, რომ-
ლებმაც არ იციან, რითი გაირთონ თავი. ფიქრობს, ხომ არ გაიხადოს ჯეფი მო-
რიგ სუბიექტად თავის სიაში. იგი გაცილებით უფრო მომხიბლავია, ვიდრე მე,
რომელიც აქ, ამ ადგილას ვარ. ოღონდ მისი სილამაზე იაფფასიანია. გრეტა
ატარებს ბიკინის და ჯინსის შორტებს, რომლის უკანა ჯიბეში ჩატენილი აქვს
მაისური, ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი მაღაზიაში მოუნდება შესვლა. (მაისუ-

317
რები, ხის ნაკეთობანი, დეკორატიული ქვები) ანდა რესტორან ში (ბურგერი,
ბარბე ქიუ, ტკბილეული), მთავაზობს ფოტო გადავიღოთ ძველი „ველური და-
სავლეთის“ მცხოვრებელთა ტანსაცმელში გამოწყობილებმა, მაგრამ უარს ვე-
უბნები - არავითარი სურვილი არ მაქვს ჩავიცვა ვიღაც სოფლელის ნაცვამი.
მერე გადავწყვიტეთ მინი გოლფის რამდენიმე ტური გვეთამაშა. მაგრამ
აღმოჩნდა, რომ სათამაშო ორმოებში ბალახი ამოსულიყო, „ალიგატორები“
და „ქარის წისქვილები“, რომლებიც თავის დროზე მე ქანიკურად მოძრაობ-
დნენ, მოშლილიყო. ჯეფი გვართობს, ხელით ატრიალებს „ქარის წისქვილის“
ფრთებს და აიძულებს „ალიგატორებს“ ხახა დააფჩინონ. ზოგიერთი ორმო
ისეთ დღეშია, თამაში უბრალოდ შეუძლებელია, ბალახი ხალიჩასავით გადაჰ-
ფარებია, იქვე მდგომი შენობა კი დანგრეულია. ასე რომ არავინაა, ვინც ანგა-
რიშს დაითვლის.
წინანდელ ემის ეს ყველაფერი გააღიზიანებდა - უაზრო დროს ტარებას
ვერ იტანდა. მაგრამ მე ვსწავლობ დინების მიყოლას და ეს საკმაოდ კარგად
გამომდის. უმიზნო ყოფაში ვჭყუმპალაობ, მე ვარ ალფა-მდედრი, ლიდერი
გულგატეხილი ბავშვების ბანდისა, რომლებიც დაბორიალებენ ცარიელ პარ-
კში... ყოველი ჩვენგანი გონზე მოდის საყვარელი ადამიანის ღალატის შემდეგ.
დავინახე, როგორ მოიღუშა ჯეფი (ცოლმა „რქები“ დაადგა, გაყრილია, ბავ-
შვის ნახვა აუკრძალეს), როდესაც „სასიყვარულო ტესტერს“ (ვეება თერმო-
მეტრის ფორმის ატრაქციონს) ჩავუარეთ: „მოჰკიდეთ ხელი ლითონის სახე-
ლურებს და მოიცადეთ, სანამ ტესტერი გათბება მდგომარეობიდან „უბრალო
ფლირტი“ მდგომარეობამდე „სულიერი მეგობარი“. ეს ასოციაციები - რაც მე-
ტად გაწვება, მით უფრო ნაღდია სიყვარული, - მახსენებს ჩალურჯებას, რო-
მელიც გრეტას აქვს მკერდზე და დროდადრო თითით ისინჯავს, თითქოს ღი-
ლაკი იყოს, რომელსაც თუ დააჭერ, სიყვარული ჩაირთვება.
- ახლა შენ მიდი! - მეუბნება გრეტა. თავის ბურთს შორტებზე ამ შრალებს,
უკვე ორჯერ ჩაუვარდა ჭუჭყიანი წყლით სავსე ორმოში. პოზიციას ვიკავებ,
ვემზადები და ვურტყამ. ჩემი კაშკაშა წითელი ბურთი პირდაპირ საშოს
ხვრელში ხვდება. წამით ქრება, მერე ისევ ჩნდება და ორმოში ვარდება... გაქ-
რა, გამოჩნდა. წამით შევშფოთდი - ამქვეყნად ყველაფერი ქრება და ჩნდება,
მეც კი. ვშფოთავ იმიტომ, რომ იძულებული ვარ, გეგმა შევცვალო.
აქამდე გეგმა მხოლოდ ორჯერ შევცვალე. პირველად - იარაღის გამო. თა-
ვიდან ვაპირებდი პისტოლეტის შოვნას და საკუთარი თავის დაჭრას. საშიში
არაფერია: რბილ ხორცში დუნდულასა თუ მხარზე. სამაგიეროდ დარჩებოდა

318
ტყვია ჩემი ხორცისა და სისხლის ნაკვალევით. გამოდის, საშინელი ბრძოლა
ყოფილა! ემის ესროლეს! მაგრამ მერე მივხვდი, რომ უბრალოდ არ მეყოფა
ამის გამბედაობა. მრავალი კვირის განმავლობაში მეტ კინება, მე კი ტკივილი
არ მიყვარს (გაჭრილი თითქმის აღარ მაწუხებს, მადლობა ღმერთს), მაგრამ
პისტოლეტის იდეაზე ბოლომდე უარი არ მითქვამს. სიუჟეტის ჩინებული გან-
ვითარება გამოვიდა: მართალია, ემი არ დაუჭრიათ, სამაგიეროდ, დააშინეს.
წმინდა ვალენტინის დღეს ლამაზად გამოვეწყვე და გავემართე მოლში, მეხ-
სიერებაში რომ ჩავრჩენოდი მნახველს. პისტოლეტი არ შემიძენია, ოღონდ ეგ
არაფერი - გეგმა მაინც შემეცვალა.
მეორე შემთხვევა გაცილებით სერიოზულია. თავის მოკვლა გადავიფიქრე.
არა, მე კი მეყოფა ნებისყოფა, თავი რომ მოვიკლა. მაგრამ ვერ ვეგუები
უსამართლობას. და განა სამართლიანი იქნება, თუკი მოვ კვდები? მართლა
მოვ კვდები? მე არაფერს ვაკეთებ არასწორად.
ახლა ჩემი მთავარი პრობლემა - ფულია. სახალისოა, რომ იმ ყველა პრობ-
ლემიდან, რაც თავს დამატ ყდა, მთავარია ფული. ამჟამად სასრული თანხა
მაქვს - 9,132 დოლარი. მეტი მჭირდება. იმ დილით შევედი დოროთისთან,
ვცდილობ შევუქმნა შთაბეჭდილება, რომ ვარ სამხრეთელი, მდიდარი, მაგრამ
გაღარიბებული არისტოკრატიული ოჯახის ჩამომავალი, (ბლანშ დიუბუას
მსგავსი) (Blanche Dubois - ტენესი უილიამსის ცნობილი პიესის „ტრამვაი
„სურვილი“-ის (1947) გმირი. - მთარგმნ. შენიშვნ.). დავჯე ქი მისი
მაგიდის წინ და ძალიან ბევრი რაღაც გავიგე სისხლის გამათხელებელზე,
მისთვის ფუფუნებას რომ წარმოადგენს თურმე, - ეს ქალი არატრადიციული
ფარმაცევ ტული საშუალებების მოსიარულე ენციკლოპედიაა, - მერე კი სი-
ტუაციის დასაზვერად ვთქვი:
- ვიცი, რასაც გულისხმობთ. დიახ, თქვენი მშვენივრად მესმის, მაგრამ მე
თვითონაც არ ვიცი, რითი გადავიხდი ქირას მომავალ კვირაში.
ჯერ მე გამომხედა, შემდეგ ისევ ტელევიზორს. აჩვენებდნენ სატელევიზიო
ვიქტორინა-შოუს. ხალხი ყვიროდა და წიოდა. დოროთი ისე მექცეოდა, თით-
ქოს ბებიაჩემი ყოფილიყოს. ალბათ, მომცემს უფლებას უფასოდ დავრჩე. კო-
ტეჯების ნახევარი მაინც ცარიელია, ამით არ დაზარალდება.
- მაშინ ჯობია სამუშაო იშოვო, - თქვა დოროთიმ, ისე, რომ ტელევიზო-
რისთვის თვალი არ მოუშორებია.
იქ კი ვიღაც ჩაიჭრა და პრიზიც დაკარგა.
- სამუშაო? აქ ახლომახლო რა ტიპის სამუშაო შეიძლება ვიშოვო?

319
- შეგიძლია სახლი დაალაგო, ან ბავშვს მოუარო.
ესე იგი, მე მთავაზობენ ვიყო დიასახლისი ანაზღაურებით. ბედის როგორი
ირონიაა. მილიონ პოსტერს ეყოფოდა...
ჩვენს ღარიბულ შტატ მისურიში, არასოდეს დამიგეგმავს ოჯახური
ბიუჯეტი. მე არ შემეძლო, ავმდგარიყავი და მეყიდა ახალი მანქანა მხოლოდ
იმიტომ, რომ მომინდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია ყოველდღიურ ხარჯებზე.
არასოდეს არ ამომიჭრია კუპონები ჟურნალიდან, არ მიყიდია პროდუქტი სო-
ციალურ მაღაზიაში და ისიც კი არ ვიცოდი, რძე რა ღირდა. ჩემს მშობლებს ეს
არასოდეს უსწავლებიათ ჩემთვის, ასე რომ, მე არ ვიყავი მომზადებული
რეალური ცხოვრებისთვის. მაგალითად, როდესაც გრეტამ დაიჩივლა, რომ
ნავმისადგომთან მაღაზიაში გალონ რძეს 5 დოლარად ყიდიან, დავიჭყანე,
რადგან ბიჭი, რომელიც იქ რძეს ყიდდა, 10 დოლარად მაძლევდა. კი გავიფიქ-
რე, რომ ძვირი ღირს, მაგრამ თავშიც აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს პატარა
მუწუკებიანი ლაწირაკი უბრალოდ მიორმაგებდა ფასს. გამოდის შეამოწ მა -
„თუ გადაიხდისო“.
ასე და ამგვარად, ბიუჯეტი შევადგინე. ინტერნეტში ნაპოვნი ფასების მი-
ხედვით აღმოჩნდა, რომ ჩემი ფული მეყოფა ექვსიდან ცხრა თვემდე. მაგრამ
ეს მხოლოდ ქაღალდზე.
როდესაც გოლფი მოგ ვბეზრდა - მე მოვიგე, ამაში დარწმუნებული ვარ,
რადგან გონებაში ანგარიშს ვთვლიდი, წასახემსებლად ჰოთ-დოგის დახლთან
მივედით. იქვე კუთხეს მოვეფარე, რომ ფული ამომეღო ჩემი ჯიბეებიანი და
ელვაშესაკრავიანი ქამრიდან, რომელსაც მუდმივად ვატარებ პერანგის ქვეშ.
ამოვიღე ფული და უცებ დავინახე - გრეტა მიყურებს.
- არ გაგიგია, რომ არსებობს ხელჩანთა? საფულე? - ჩაიბურტყუნა.
ეს სწორედაც რომ დილემაა, გაქცეულ ადამიანს სჭირდება ბევრი ფული,
მაგრამ გაქცეული კაცი მაგ ფულს ვერსად დამალავს. გრეტამ საუბარი აღარ
გააგრძელა, მან იცის, რომ ჩვენ ორივე მსხვერპლი ვართ. დავსხედით მზის
გულზე, ლითონის სკამებზე, და დავიწყეთ ჰოთ-დოგის ჭამა. ვჭამთ რაღაცას,
თეთრ ფოსფატებში გახვეულს, თანაც ისეთი მწვანე ფერისაა, საწამლავი გე-
გონება. მაგრამ ჩემთვის ეს არის ყველაზე მაგარი, რაც ცხოვრებაში მიჭამია,
რადგან ვარ მკვდარი ემი და არაფერიც არ მენაღვლება.
- აბა, გამოიცანი, რა იპოვა ჩემს კოტეჯში ჯეფმა, - ამბობს გრეტა - კიდევ
ერთი წიგნი. იმ ტიპისაა, „მარსის ქრონიკები“ რომ დაწერა.
- რეი ბრედბეროუ, - თქვა ჯეფმა. „ბრედბერი“, გავიფიქრე.

320
- კი, ეგრეა, - თქვა გრეტამ, - „რაღაც საშინელება მოხდება“.
- კარგია. - თქვა ისე, თითქოს წიგნზე მეტი არაფერია სათქმელი - ან კარ-
გია, ან ცუდი, ან მომ წონს, ან არა. არავითარი დისკუსია წერის სტილზე, თე-
მაზე, სტრუქტურაზე. უბრალოდ, კარგია ან ცუდი. ჰოთ-დოგისა არ იყოს.
- წავიკითხე, კოტეჯში როცა შევსახლდი - თქვა ჯეფმა. - კარგი წიგნია,
შესაშინებელი.
შეამჩნია, ვუყურებ, და დამეჭყანა. გობლინის გამომეტ ყველება მიიღო,
თვალები გადმოკარკლული, ენა გამოყოფილი. ამ ტიპის მამაკაცები არ მომ-
წონს. წვერი მეტისმეტად ხეშეში აქვთ. ამის თევზაობაც საეჭვოა, თუმც კი
სიმპათიურია, მომხიბლავი. თვალები აქვს ძალიან თბილი, განსხვავებით ნი-
კის თვალებისგან. ვფიქრობ, მომეწონებოდა თუ არა მასთან სექსი. ნაზი, ბნე-
ლი მოძრაობა სხეულებისა, ერთმანეთს რომ არიან მიკრულნი. წარმოვიდგინე,
როგორ მასუნთქებს ყურში, წვერი ლოყაზე მიღიტინებს. ისე კი არა, ნიკი რომ
ჟიმაობს, როცა ორი სხეული ოდნავ თუ ეხება ერთმანეთს. მერე კი თითქმის
ეგრევე დგება და გარბის აბაზანაში შხაპის მისაღებად და მტოვებს დაუკმა-
ყოფილებელს.
- ენა გადაყლაპე? - ჯეფი მეკითხება. სახელს არასოდეს მეძახის, თითქოს
იმას უსვამს ხაზს, რომ ორივემ მშენივრად ვიცით, ტყუილი ვუთხარი. ამბობს,
ან „ლედი“, ან „ლამაზო“, ან „შენ“. საინტერესოა, რას დამიძახებდა საწოლში.
იქნებ, „ჩემო პატარა“?
- უბრალოდ, ჩავფიქრდი.
- ოო, - ისევ ამბობს და ისევ იღიმება.

- ნაძლევს ჩამოვალ, კაცზე ფიქრობდი, - ამბობს გრეტა.


- შესაძლოა.
- ხომ შევთანხმდით, იმ ნაბიჭვრებს ცოტა ხანი მოვერიდებით, - მეუბნება,
- ჩვენს წიწილებს მივუბრუნდეთ.
წინა საღამოს, „ელენ ებოტის შოუს“ შემდეგ ისე ვიყავი აღგზნებული, რომ
სახლშიც ვერ წავედი, ლუდის ექვსქილიანი შეკვრა გავხსენით და დავლიეთ,
მერე კი წარმოვიდგინეთ, როგორ ვართ ერთადერთი ნატურალები გრეტას დე-
დის ლესბოსელთა სოფელში - როგორ გავამრავლებდით წიწილებს და დავ-
რეცხავდით სარეცხს. როგორ დელიკატურად პლატონური გრძნობით მოუვ-
ლიდნენ მათ ხნოვანი დეიდები, გაძვალებული თითებითა და შემ წყნარებლუ-
რი ჩაცინებებით. კოტონი და ველვეტი და არავითარი ზრუნვა კოსმეტიკაზე,

321
თმის ვარცხნილობასა თუ მანიკურზე, მკერდისა თუ თეძოების ზომაზე. რო-
დესაც არავითარი აუცილებლობა არ არის, რომ მზრუნველი დისახლისის, მა-
მაკაცის ერთგული თანამგზავრის როლი ითამაშონ, ვისაც უყვარს ყველაფერი,
რაც უყვარს კაცს.
- ყველა კაცი ნაბიჭვარი არ არის, - ამბობს ჯეფი. გრეტას ეღიმება.
ჩვენს კოტეჯებში გასავათებულები ვბრუნდებით. ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს პლაჟის ბურთი ვიყო, რომელიც მზისგულზე დარჩათ. ერთდერთი,
რაც მინდა, ვიჯდე კონდიციონერის ქვეშ, გრილ ჰაერს რომ მიბერავს, და ვუ-
ყურო ტელევიზორს. გამეორებითი ჩვენების არხი ვიპოვე, სადაც მხოლოდ
70-იანებისა და 80-იანების სერიალებს უშვებენ: „ქუინსი“, „ტრფობის ნავი“,
„აიღე საკმარისი“... მაგრამ თავიდან „ელენ ებოტის შოუს“ ვუყურებ - რაღაც
ხანია, ეს ჩემი საყვარელი გადაცემაა.
არაფერია ახალი, არაფერია ახალი. ელენ ებოტი მანიპულირებას არ ერი-
დება, მოჰყავს ვიღაც უცნობების მთელი ჯგრო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ
ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. ყველანი მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ
ჩემზე, ისინიც კი, ვისაც არასოდეს ვუყვარდი. ასეა, მკვდარზე ან კარგი უნდა
თქვა, ან არაფერი.
კარზე კაკუნია. ვხვდები, გრეტა და ჯეფი არიან. სასწრაფოდ ვთიშავ ტე-
ლევიზორს. ზღურბლზე დგანან უაზროდ.
- რას შვრები? - მეკითხება ჯეფი.
- ვკითხულობ, - ტყუილს ვეუბნები.
ჯეფი ლუდის ექვსქილიან შეკვრას მაგიდაზე დებს.
- ტელევიზორის ხმა მოგ ვესმა.
სამი კაცი ციც ქნა კოტეჯში - მთელი ბრბოა. ისე დგებიან, რომ გასას-
ვლელს მიკეტავენ. უცებ შევშფოთდი - რატომ მიკეტავენ გასასვლელს? მერე
აგრძელებენ მოძრაობას და ისე დგებიან, რომ საწოლისპირა მომცრო მაგი-
დასთან მისასვლელს მიკეტავენ. იქ მიდევს ჩემი ქამარი, სადაც 8 000 დოლა-
რი მაქვს: ასდოლარიანები, ორმოცდაათდოლარიანები, ოცდოლარიანები. ეს
ქამარი საზიზღარი სანახავია, ხორცისფერი, სქელი. მუდმივად თან ვერ ვატა-
რებ მთელ ჩემს ფულს - ნაწილს ვტოვებ ხოლმე კოტეჯში - თუმცა, ვცდილობ,
თანხის უმეტესობა ყოველთვის ტანზე მქონდეს. ასეთ შემთხვევაში თავს
ვგრძნობ გოგონად, რომელსაც პლაჟზე „მაქსიპადი“ - დიდი ზომის ჰიგიენური
საფენი უკეთია. ფულის ხარჯვისგან სიამოვნებას ვიღებ, არადა, ყოველ ჯერ-

322
ზე, როდესაც ოცდოლარიანს ვიღებ, ვფიქრობ, რომ სულ უფრო ცოტა ფული
მრჩება დასამალად, - ფული, რომელიც შეიძლება მომპარონ ან დავ კარგო.
ჯეფი ტელევიზორს რთავს და ეკრანზე ელენ ებოტი და ემი ჩნდებიან. ჯე-
ფი თავს აქნევს, რაღაცაზე იღიმის.
- გინდა ნახო... ემი? - მეკითხება გრეტა.
არა ვარ დარწმუნებული, რომ მის ნათქვამ წინადადებაში არის მძიმე
(„გინდა ნახო, ემი?“ თუ „გინდა ნახო ემი?“)
გრეტამ და ჯეფმა ერთმანეთს გადახედეს.
- მაგრამ შენს ხომ ამას უყურებდი, არა? - და მითითებს ეკრანს, სადაც მე
და ნიკი ვართ შეხმატ კბილებული. მაცვია ხალათი, თმა მაქვს შეკრული კეფა-
ზე და ამის გამო შეკრე ჭილს ვგავარ, ისეთს, როგორიც ახლა ვარ.
- მოსაწყენია, - ვამბობ.
- ო, სულაც არ მგონია, რომ ეს მოსაწყენია, - ამბობს გრეტა და ჩემს სა-
წოლზე ეხეთქება. მე კი ვფიქრობ, რა დებილი ვარ, რომ ეს ორი ტიპი ჩემთან
შემოვუშვი. მეგონა, რომ შემეძლო მათი მართვა, არადა, ველური არსებები
არიან, სხვათა სისუსტეებს იყენებენ. ეს იმას ჰგავს, როცა ადამიანს სახლში
ჰყავს პუმა თუ შიმპანზე - წარმოიდგინეთ, როგორი სიურპრიზია მისთვის,
როდესაც მოშინაურებული საყვარელი ცხოველი ნაწლავებს დააყრევინებს.
- იცით რა, მეგობრებო, - ვამბობ, - რაღაც ვერ ვარ მთლად კარგად, ეტ ყო-
ბა მზეზე გადავხურდი.
მიყურებენ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებითა და წყენით. ვფიქრობ, ხომ არ
შემეშალა რაღაცა. ისინი არაფერ შუაში არიან და მე პარანოია მეწყება, ძა-
ლიან მინდა, რომ ეს დავიჯერო.
- კი, კი, რა თქმა უნდა, - ამბობს ჯეფი, ისინი გადიან ჩემი კოტეჯიდან და
თან მიაქვთ ლუდი.
ერთი წუთის შემდეგ, მესმის ელენ ებოტის ხმა კოლეჯიდან. დამადანა-
შაულებელი კითხვები: „რატომ გააკეთეთ ეს?“ „რატომ არ გააკეთეთ ის?“ „რო-
გორ შეგიძლიათ ამიხსნათ?..“
საერთოდ, როგორ მივეცი ჩემს თავს აქ, ვიღაცასთან დაახლოების უფლე-
ბა. რატომ არ ვიყავი ჩემთვის მოყუჩებული? როგორ ავხსნი ჩემს ქცევას, თუკი
გამომააშკარავებენ? არა, მე არ უნდა მიპოვონ. თუ აღმომაჩენენ, ყველაზე სა-
ძულველი ქალი ვიქნები დედამიწის ზურგზე. საყვარელი დაჩაგრული ორსუ-
ლი, კეთილი ქალი თავ კერძ, მოღალატე ძუკნად, კაპას და ავ დედაკაცად გა-
დაიქცევა, რომელმაც მთელი ამერიკის მოსახლეობის გულკეთილობა ბორო-

323
ტად გამოიყენა. ელენ ებოტი მომიძღვნის არაერთ შოუს, სადაც გაავებული
ადამიანები მოვლენ და თავიანთ აღშფოთებას გამოხატავენ:
- აი, კიდევ ერთი მაგალითი გაფუ ჭებული, განებივრებული გოგოსი, რომე-
ლიც აკეთებს იმას, რაც უნდა და როცა უნდა; და არ ფიქრობს არავის გრძნო-
ბებზე გარდა საკუთარისა, ამიტომ, მგონია, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი
მან უნდა გაატაროს ციხეში, ან რაღაც მაგის მსგავსი.
ინტერნეტში წავიკითხე ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია იმის შე-
სახებ, თუ რა სასჯელი ეკუთვნის საკუთარი სიკვდილის ფალსიფიკაციის ანდა
მეუღლის სიკვდილით დასჯამდე მიყვანისათვის. თუმც კი ვიცი, რომ საზოგა-
დოებრივი აზრი იქნება მაქსიმალურად სასტიკი. არ აქვს მნიშვნელობა, რაც
უნდა გავაკეთო მერე, ვთქვათ ობოლ ბავშვებს გამოვ კვებავ თუ კეთროვანებს
ჩემი ხელით მოვუვლი, როცა მოვ კვდები, ისტორიაში შევალ, როგორც „ ქალი,
რომელმაც მოახდინა თავისი სიკვდილის ინსცენირება, ქმარი კი კინაღამ
ელექტროსკამზე დასვა“.
ამას ვერ დავუშვებ.
რამდენიმე საათის შემდეგ, კიდევ არ მეძინა, ვფიქრობდი სიბნელეში, უცებ
კარზე კაკუნი გაისმა, ეს ჯეფი იყო. წამით დავფიქრდი, რა ვქნა, უცებ ვიფიქ-
რე, ხომ არ მომეხადა ბოდიში ჩემი უხეშობისთვის. ჯეფი წვერს იწიწკნიდა,
თვალებდახრილი ჩემს ფეხის საწმენდ ნოხს დაჰყურებდა, მერე კი თავისი
ქარვისფერი თვალებით შემომანათა.
- დოროთიმ მითხრა, რომ სამუშაოს ეძებთ.
- კი, ასეა, ვეძებ.
- რაღაც საქმე მაქვს ამ ღამით, ორმოცდაათ დოლარს გიხდით.
ემი ელიოტ-დანი ორმოცდაათ დოლარად კოტეჯიდან არ გავიდოდა, მაგ-
რამ ლიდიას და/ან ნენსის სჭირდება სამუშაო. იძულებული ვარ, ვუთხრა, კი.
- ორიოდე საათი, ორმოცდაათი დოლარი. - მხრებს იჩეჩს. ჩემთვის ამას
დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- რა სამუშაოა?
- თევზაობა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯეფს დაჰყავს პიკაპი, მაგრამ მან მაჩვენა გა-
ზიზინებული „ფორდ ჰეჩბეკი“. ეს ავ ტომობილი კოლეჯის ახალდამთავრებულ
ჯეელს უფრო შეეფერება, რომელსაც დიდი და შეზღუდული გეგმები აქვს, და
არ შეეფერება ზრდასრულ მამაკაცს. მითხრა, ბიკინი ჩამეცვა (სრული საცუ-
რაო კოსტიუმი, რომ ნამდვილად შეგეძლოს ცურვა. - აი, ასე თქვა ჯეფმა). მე

324
არასოდეს მინახავს ჯეფი აუზში, მაგრამ ის კარგად ერკვეოდა ჩემს ჩასაცმე-
ლებში, რაც ერთი მხრივ მესიამოვნა, მეორე მხრივ კი - შემაშფოთა.
ჯეფმა შუშა ჩამოწეული დატოვა და, როდესაც ჩვენ გავიარეთ ტყით და-
ფარული გორაკები, გრუნტის გზის მტვერი თმაზე მომედო, ჩემს მოკლე თმას
მოაჯდა, როგორც ქანთრის კლიპში: გოგო საზაფხულო სარაფან ში მანქანის
ფანჯრიდან გადმოიწევა, რომ შეიგრძნოს წითელი შტატის ზაფხულის ღამის
ნიავი. ჯეფი რაღაცას ღიღინებს.
მანქანას აჩერებს ოჩოფეხებზე შემდგარი რესტორნის გვერდით, ტბაზე.
ბარბეკიუს ცნობილი ადგილია, სადაც იციან ვეება კოქტეილები უცნაური სა-
ხელებით: „ალეგიტორის წვენი“ ანდა „ბლიც ბასმუტი“. რესტორანს ამ შვენებს
ნეონის წარწერა: „ლოქო-კარლი“.
- ჯეფ, რის გაკეთებას ვაპირებთ?
- შენ ბადით დაიჭერ, მე ბოლოს მოვუღებ, - მანქანიდან გადადის, მეც მივ-
ყვები, მერე საბარგულს ხსნის, და ვხედავ, მაცივარ-კამერები უწყვია, - აი, აქ
დავდებთ, ყინულზე. მერე კი გავ ყიდი.
- გაყიდი? და ვინ იყიდის მოპარულ თევზს?
ჯეფი ზანტი კატის ღიმილით იღიმება:
- მე მყავს მაგ ტიპის კლიენტურა.
და უცებ ვაცნობიერებ, იგი სულაც არ არის გრიზლი-ადამსი, გიტარისტი,
თავისუფლების მოყვარული ჰიპი. ის, უბრალოდ, ერთი გაუთლელი სოფლელი
ქურდბაცაცაა, რომელსაც უნდა, რომ ხალხს ეგონოს, რაღაცას წარმოადგენს.
ჯეფი იღებს ბადეს, „ნაინ ლაივის“ კოლოფსა და პლასტმასის ჭუჭყიან
სათლს.
არავითარი სურვილი არ მაქვს, თევზის უკანონო ჭერაში გავერიო. მაგრამ,
აბა, რამდენ ქალს შეუძლია თქვას, რომ თევზის ბრაკონიერულ ჭერაში
მიუღია მონაწილეობა? თანაც ჩემს „მეს“ აინტერესებს და ცნობისმოყვარეობა
სიფრთხილეს გადასწონის. ჩემი „მესთვის“ ეს თამაშია. მას მერე, რაც მოვ-
კვდი, ისევ აზარტული გავხდი. ყველაფერი, რისიც მეშინოდა და ვუფრთხოდი,
ყველა შინაგანი ბარიერი, გამიქრა. ჩემს „მეს“ ახლა მართლა ყველაფერი შე-
უძლია გააკეთოს. აჩრდილი თავისუფალია.
გორაკიდან დაბლა ჩავდივართ, „ლოქო კარლის“ ვერანდის ქვეშ, სადაც
წყალზე მოტივ ტივე ნავმისადგომია. ტბაზე გამავალი კატარღის ტალღებისგან
ქანაობს, ისმის ჯიმი ბაფეტის სიმღერა.
ჯეფი ბადეს მაწვდის.

325
- სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. წყალში ჩადი, ჩაუშვი ბადე, რაც შეიძლება
მეტი თევზი მოიხელთე, და ამომაწოდე. ბადე მძიმე იქნება, თევზი გასხლტო-
მას ეცდება, ასე რომ, მოემზადე. და არ იყვირო, რაც უნდა მოხდეს.
- არ ვიყვირებ. წყალში კი არ მინდა. ზემოდან დავიჭერ.
- კაბა მაინც გაიხადე, რომ არ გაგიფუჭდეს.
- არა უშავს.
ჯეფი თითქოს გაბრაზდა - ის ხომ უფროსია, მე კი დაქირავებული მუშა.
წესით, უნდა დავემორჩილო. მაგრამ მერე კატის საკვებით სავსე კოლოფს მა-
ჩეჩებს, ტრიალდება, როგორც ერთობ მორიდებული არსება და მაისურს იხ-
დის. კოლოფის შიგთავსს წყალში ვყრი. იმავე წამს წყალი ნავმისადგომთან
თითქოს დუღილს იწყებს. ვარჩევ ასობით მოხვანცალე სხეულს, გველებივით
რომ იკლაკნებიან, კუდებს ატ ყლაშუნებენ, წყალს აქაფებენ.
ბადეს თევზების შუაგულში ვისვრი და რაც ძალი და ღონე მაქვს, ჩემკენ
ვეზიდები. როდესაც ბადე გამოჩნდება, მასში ექვსიოდე სასოწარკვეთილი,
ულვაშიანი, სლიკინა ლოქო ფართხალებს. ნეილონის ბადის უჯრედებიდან
თავებს ჰყოფენ, პირს აფჩენენ, ერთობლივად აქანავებენ ბადეს.
- ამოქაჩე, პატარავ, ამოქაჩე!
მუხლი შევუდგი ბადეს და ჯეფს გადავეცი, რომელიც ორი ხელით იღებდა
თევზებს, ეცვა სპეციალური ხელთათმანები, თევზი ადვილად რომ დაეჭირა.
ის თევზს კუდში ჰკიდებს ხელს და თავს არტყმევინებს ფიცარზე. სისხლი ას-
ხამს ყველა მიმართულებით, ფეხებზე მესხმება, ხორცის ნამცეცი კი თმაში
მხვდება. ჯეფი აგ დებს თევზს სათლში და სხვა თევზს იღებს მარჯვე მოძ-
რაობით.
დაახლოებით ნახევარი საათია, რაც სრულ სიჩუმეში ვმუშაობთ. ოთხ სავ-
სე ბადეს ვიღებ წყლიდან, ისე ვიღლები, რომ ხელები მიკანკალებს, ოთხივე
ყინულიანი კონტეინერი პირამდეა სავსე. ჯეფი იღებს სათლით ტბის წყალს
და ნავმისდგომიდან სისხლსა და თევზის ნაწილებს რეცხავს. ლოქოები ტბაში
ხარბად შთანთქავენ თავიანთი დაღუპული თანამოძმეების ნარჩენებს. ნავმი-
სადგომს სუფთად ვტოვებთ. უკანასკნელ ვედროს ჯეფი ჩვენს სისხლიან ფე-
ხებზე ასხამს.
- რატომ კლავ? - ვკითხე.
- ვერ ვიტან, როცა რაღაცა წვალობს. - მპასუხობს, - არ გინდა, ჩავ ყვინ-
თოთ?
- არა, კარგად ვარ, - ვამბობ.

326
- შენ უფრო ჭუჭყიანი ხარ, ვიდრე გგონია, მანქანაში ასე ვერ ჩაგსვამ. მო-
დი, წყალში შევიდეთ.
სანამ ფრთხილად შევდივართ მუხლებამდე წყალში, ჯეფი გამოქანდება
და წყალში ყვინთავს. მას მერე, რაც ჯეფი ნაპირს ცურვით მოშორდა, ვიხდი
სარაფანს, ვიხსნი ფულით სავსე ქამარს და ტანსაცმელში ვახვევ. ტანსაცმლის
ფუთას ვაკეთებ და ზემოდან სათვალეს ვადებ. შევდივარ წყალში, ვგრძნობ,
როგორ მელამუნება წყალი თეძოებზე, მუცელზე, ყელზე. შემდეგ ჰაერს ვი-
სუნთქავ და ვყვინთავ. შორს მივცურავ სწრაფად, წყალქვეშ უფრო დიდხანს
ვრჩები, ვიდრე საჭიროა. ჩემს თავს ვახსენებ, რომ ეს არ არის თავის დახრჩო-
ბის მცდელობა, ისედაც ვიცი, რომ შემიძლია ამის გაკეთება. ამოვ ყვინთე,
ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და ვხედავ - ჯეფი სწრაფად მიცურავს ნაპირისკენ,
უნდა გავასწრო, დელფინივით სწრაფად უნდა გავცურო, ნაპირს მასზე ადრე
რომ მივაღწიო და ავძვრე ქვებზე.

ნიკ დანი რვა დღის შემდეგ

ტომთან საუბრის შემდეგ ეგრევე ჰილარი ჰენდის დავურეკე. თუკი ჩემ მი-
ერ ჩადენილი ემის „მკვლელობა“ და ტომი ო’ჰარას ემის „გაუპატიურება“
ტყუილია, რატომ არ შეიძლება, რომ ჰილარი ჰენდის მიერ ემის „დევნა“ ასევე
გამოგონილი იყოს? სოციოპათს კბილები სადმე ხომ უნდა გაელესა, ვთქვათ,
„უილშირის აკადემიის“ მარმარილოს დარბაზებში.
როცა მიპასუხა, ვაჯახე:
- ნიკ დანი ვარ, ემი ელიოტის ქმარი. მინდა, რომ დაგელაპარაკოთ.
- რატომ?
- ძალიან, ძალიან მჭირდება დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ.
- ოღონდ არ ახსენოთ „მეგობრობა“ - მის ხმაში ავის მომასწავებელი ჩაცი-
ნება მესმის.

327
- არა. უბრალოდ მინდა თქვენი ვერსია მოვისმინო. იმიტომ არ გირეკავთ,
თითქოს მგონია, რომ თქვენ ემისთან რაიმე კავშირი გაქვთ ახლა. რაიმე, ნე-
ბისმიერი. მაგრამ მართლა მინდა გავიგო, რა მოხდა სინამდვილეში, რადგან
ვფიქრობ, რომ თქვენ ნათელს მოჰფენთ... ემის ქცევის მოდელს.
- ქცევის რა მოდელს გულისხმობთ?
- როდესაც იმ ადამიანებს ვინც ემის აბრაზებენ რაღაც ძალიან ცუდი მოს-
დით.
მან ამოიოხრა და დაიწყო:
- ჯერ კიდევ ორი დღის წინ არ დაგელაპარაკებოდით. მაგრამ შემდეგ ისე
მოხდა, რომ მეგობრებთან ვისვენებდი და ტელევიზორში აჩვენებდნენ გადა-
ცემას თქვენ შესახებ და თქვეს, რომ ემი ორსულადაა. ყველა, ვინც ოთახში
იყო, თქვენზე გაცოფდა, პირდაპირ სიძულვილს ანთხევდნენ. და გავიფიქრე,
რომ ვიცი, ეს როგორი გრძნობაა. რადგან ის არ არის მკვდარი, არა? უბრალოდ
გაუჩინარდა, გვამი ხომ არ არის ნაპოვნი?
- დიახ, ასეა.
- მაშინ მომეცით უფლება მოგიყვეთ ემის შესახებ, როგორი იყო სკოლაში
და რა მოხდა მაშინ. ერთი წამით, მომიცადეთ.
ყურმილში მულტფილმის ხმა მესმოდა, მანერული ხმები და მხიარული
მუსიკა, მერე კი უცებ შეწყდა. შემდეგ წრიპინა ხმები გაისმა. „წადით, ქვემოთ
უყურეთ, პირველ სართულზე, ძალიან გთხოვთ!“
- მაშ ასე, მე ვარ პირველ კურსზე, მემფისიდან ჩამოსული გოგონა. ყველა
დანარჩენი აღმოსავლეთ სანაპიროდანაა, გეფიცებით, იცით, რა ძნელია, იყო
განსხვავებული? უილკშირის ყველა გოგო თითქოს ერთ ინკუბატორში იყო გა-
მოჩეკილი, ლაპარაკის სტილი, ვარცხნილობა, ტანსაცმელი, ყველაფერი ერ-
თნაირი ჰქონდათ. არა, მე არ ვიყავი გარიყულივით, მაგრამ არ ვიყავი საკუ-
თარ თავში დარწმუნებული, დაუცველად ვგრძნობდი თავს. ემი კი უკვე პო-
პულარული იყო. პირველივე დღიდან, მახსოვს ყველა იცნობდა მას, ყველა
მასზე ლაპარაკობდა. ის იყო „საოცარი ემი“, ყველას წაკითხული გვქონდა ეს
წიგნი ბავშვობაში და, ამის გარდა, ის თავისთავად მშვენიერი იყო. მე ვგუ-
ლისხმობ რომ...
- დიახ, ვიცი.
- მართალია. ჰოდა, საკმაოდ მალე მან ჩემ მიმართ ინტერესი გამოავლინა,
მფარველობის გასაწევად ამირჩია. თავიდან ხუმრობით თქვა, რომ „საოცარ
ემის“ ჰყავს ახლო მეგობარი სიუზი, და ამის შემდეგ, ძალიან მალე გარშემო

328
ყველა სიუზის მეძახდა. ეს ჩემთვის კარგი იყო. მე ვგულისხმობ, რომ პატარა
მსახურივით ვიყავი: წყალი მიმქონდა, თუკი მოსწყურდებოდა; მიმქონდა მისი
ტანსაცმელი სამრეცხაოში, თუკი გასარეცხი გახდებოდა. ერთი წამით მომიცა-
დეთ.
ისევ გავიგონე მისი თმის გახახუნება ყურმილზე. მერიბეთმა ჩამომიტანა
რამდენიმე საოჯახო ალბომი, იმ შემთხვევაში, თუკი ემის სხვა ფოტოებიც
დამჭირდებოდა. გვაჩვენა ემისა და ჰილარის ფოტოები, გვერდიგ ვერდ სხედან
და იღიმებიან. ამიტომ მე ახლა სრულიად თავისუფლად შემეძლო წარმომედ-
გინა ჰილარი ჰენდი - ისეთივე ფერის ქერა თმა, როგორიც ჩემს ცოლს აქვს,
ოღონდ სახე უფრო მარტივი და თვალები - წაბლისფერი.
- ჯეისონ, ტელეფონზე ვლაპარაკობ, მიეცი ბავშვებს ხილის ნაყინი, ნუთუ
ძალიან ძნელია?
- უკაცრავად, ჩვენი ბავშვები არ წავიდნენ სკოლაში, ქმარი არასოდეს უვ-
ლიდა მათ და ახლა ცოტა არ იყოს, დაიბნა, არ იცის, რა ქნას იმ ათი წუთის
განმავლობაში, რაც ტელეფონზე გელაპარაკებით. ბოდიში. ჰო, მოკლედ მე ვი-
ყავი პატარა სიუზი და ჩვენ ასე ვთამაშობდით რამდენიმე თვე, აგ ვისტო, სექ-
ტემბერი, ოქტომბერი. ეს მაინც ახლო მეგობრობას ჰგავდა, მუდმივად ერთად
ვიყავით, მერე კი უცებ ერთბაშად, უცნაური ამბები მოხდა, რამაც ემი გააღი-
ზიანა.
- რა მოხდა?
- გავიცანით ბიჭი ჩვენი დაძმობილებული სკოლიდან, ცეკვებზე, და მეორე
დღეს პაემანი მე დამინიშნა და არა ემის. დარწმუნებული ვარ, მან, უბრალოდ,
ვერ გარისკა, რადგან ემი მეტისმეტად უკარება ჩანდა. რამდენიმე დღის შემ-
დეგ კი, სემესტრის შეფასებები გამოგ ვიცხადეს და ჩემი ოდნავ უკეთესი აღ-
მოჩნდა, მე 4.1 მქონდა და ემის - 4. ერთხელაც, ერთმა ჩვენმა მეგობარმა დამ-
პატიჟა, რომ მადლიერების დღე მასთან გამეტარებინა. მე და არა ემი. დარ-
წმუნებული ვარ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ემი მეტისმეტად ამაყი ჩანდა. მასთან
ურთიერთობა არ იყო ადვილი, ბევრი უბრალოდ იბნეოდა, რადგან იძულებუ-
ლი იყავი მასზე შთაბეჭდილება მოგეხდინა. ვგრძნობდი, ჩვენს ურთიერთობა-
ში რაღაც შეიცვალა. ვხედავდი - ნამდვილად ბრაზობდა, თუმც კი ამას არა-
სოდეს აღიარებდა. სამაგიეროდ მიბიძგებდა უცნაური რაღაცების გაკეთების-
კენ. უცებ ვერც კი მივხვდი, რას მიწყობდა. მირჩია, თმა შემეღება, რომ ზუს-
ტად იმ ფერის მქონოდა, როგორიც მას ჰქონდა - მიმტკიცებდა, რომ ჩემი ელ-
ფერი მთლად კარგად არ გამოიყურება, უფრო ღია უკეთესი იქნებოდა. მერე

329
დაიწყო საკუთარ მშობლებზე ჩივილი. ემი ადრეც აკეთებდა ამას, მაგრამ ახ-
ლა თითქოს გაგიჟდა, ამბობდა, რომ მშობლებს უყვართ იგი, როგორც იდეა,
როგორც პერსონაჟი და არა - როგორც რეალური პიროვნება. მითხრა, რომ
უნდა თავის მშობლებს „ამბავი მოუწყოს“. დამიყოლია, რომ მივსულიყავი მის
მშობლებთან და მეთქვა, რომ მე ვარ ახალი „საოცარი ემი“. ჩავსხე ქით მატა-
რებელში და უიკენდზე ნიუ-იორკში წავედით. მან მითხრა, რომ დავმდგარიყა-
ვი მისი სახლის შესასვლელთან და მთხოვა მივსულიყავი დედამისთან, როცა
გამოვიდოდა და მეთქვა, რომ მე ვიქნებოდი მისი ახალი ემი, ძველი თავიდან
უნდა მოვიშოროთ და მსგავსი სისულელეები.
- და მართლა გააკეთეთ ეს?
- ეს უაზრო ბავშვური ხუმრობა იყო, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა მო-
ბილურები და კიბერხულიგნობა. ეს უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება
იყო. ჩვენ მუდმივად ასეთ ბრიყვულ ხუმრობებს ვაწყობდით. ერთმანეთს ვუმ-
ტკიცებდით, რა მაგარი გამომგონებლები და რისკიანები ვართ.
- მერე რა მოხდა?
- მერე ემი ნელ-ნელა ჩამომ შორდა. ურთიერთობა გაგ ვიცივდა. ვიფიქრე,
რომ მეტი აღარ მოვწონვარ. სკოლაში გოგოებმა დაცინვა დამიწყეს, მე ხომ
უკვე აღარ შევდიოდი „მაგართა“ წრეში. ეს ჯანდაბას, მაგრამ ერთხელ დი-
რექტორის კაბინეტში გამომიძახეს. ემის უბედურება შეემთხვა: ამოიგ დო კო-
ჭი, მოიტეხა ხელი და ნეკნები. კიბეზე დაგორდა და განაცხადა, რომ ეს მე ვკა-
რი ხელი. ერთი წამით. „ჩადით ახლავე ქვემოთ, ახლავე, ვის ვეუბნები, ქვე-
მოთ ჩადით!“ უკაცრავად, დავბრუნდი. არასოდეს გააჩინოთ შვილები.
- მაშინ ემიმ თქვა, რომ თქვენ ხელი ჰკარით? - ჩავეკითხე.
- დიახ, რადგან მე ვიყავი „გიჟი“. კუდში დავდევდი, მინდოდა სიუზი ვყო-
ფილიყავი, მერე კი ამან აღარ დამაკმაყოფილა და გადავწყვიტე ემი გავმხდა-
რიყავი. მას ჰქონდა მთელი ეს სამხილი, ის ამზადებდა ამ გეგმას რამდენიმე
თვის განმავლობაში. მისმა მშობლებმა, ცხადია, მნახეს, როგორ დავბო-
რიალებდი მათი სახლის გარშემო. მე დედამისს დაველაპარაკე და რაღაც სი-
სულელეები მოვჩმახე. თმა გადავიღებე და ვიყიდე ისეთივე ტანსაცმელი, რო-
გორიც მას ჰქონდა. ეს მე მასთან ერთად გავაკეთე, თუმცა, ამას ვერ დავამ-
ტკიცებდი. და ემის ყველა მეგობარმა აჩვენა, რომ უკვე ერთი თვეა ეშინია ჩე-
მი. მოკლედ, ასეთი მარაზმი. გიჟად გამომიყვანა. მისმა მშობლებმა მიაღწიეს
იმას, რომ ოფიციალურად ამეკრძალა მის გვერდით ყოფნა. ყველანაირად
ვამტკიცებდი, უდანაშაულო ვარ-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა და

330
სკოლიდან წასვლა მომინდა, საერთოდაც სადმე შორს წასვლა. მინდოდა, მას
გავცლოდი. ვგულისხმობ, რომ თვითონ დაიმტვრია ნეკნები. მე მისი მართლა
შემეშინდა - თხუთმეტი წლის პატარა გოგომ მოახერხა და გააცურა მშობლე-
ბიც, მასწავლებლებიც, მეგობრებიც.

- და ეს ყველაფერი მხოლოდ ბიჭის, სასემესტრო შეფასებისა და მადლიერების


დღის გამო?

- დავბრუნდი მემფისში და ერთი თვის შემდეგ მივიღე წერილი, ანონიმუ-


რი, მანქანაზე დაბეჭდილი. მაგრამ, რასაკვირველია, ეს წერილი ემისგან იყო.
იქ იყო სია, ყველა იმ შემთხვევისა, როცა მე ვაწყენინე, რომ ორჯერ დამავიწ-
ყდა დავლოდებოდი ინგლისურის გაკვეთილის შემდეგ, ასევე ორჯერ დამავიწ-
ყდა, რომ მას აქვს ალერგია მარწყვზე...
- ღმერთო ჩემო.
- მაგრამ, მე მგონი, ეს ნამდვილი მიზეზი არ იყო.
- აბა, რა იყო ნამდვილი მიზეზი?
- მე მგონი ემის უნდოდა, რომ გარშემო ყველას ეფიქრა, თითქოს იგი
სრულყოფილების განსახიერებაა, მაგრამ, რადგან ჩვენ უახლოესი მეგობრები
ვიყავით, მე კარგად გავიცანი და მივხვდი, სულაც არ გახლდათ სრულყოფი-
ლების განსახიერება, გესმით? დიახ, ის იყო მომხიბლავი და გონებამახვილი
და ა.შ მაგრამ, ამავე დროს, ძალაუფლების მოყვარული, ჰქონდა აკვიატებუ-
ლი იდეები, თამაშობდა და თანაც შიგადაშიგ იტ ყუებოდა. მე ამასთან არ
მქონდა პრობლემა, მაგრამ მას ჰქონდა. თავიდან მომიშორა, რადგან ვიცოდი,
ის არ არის იდეალური. ამან თქვენზე დამაფიქრა.
- ჩემზე? რატომ?
- მეგობრები სხვებზე უფრო კარგად ხედავენ ერთმანეთის ნაკლს, მეუღლე
კი საერთოდ ყველა ნაკლს ხედავს. თუკი მან მეგობარი დასაჯა იმით, რომ თა-
ვი დაიგორა კიბეზე, რას უზამდა მამაკაცს, რომელიც იმდენად მიამიტი იყო,
რომ ცოლად მოიყვანა?
ეგრევე დავ კიდე, რადგან მეორე ხაზის ტელეფონი ჰილარის ბავშვმა აიღო
და ძილისპირულის სიმღერა დაიწყო. სასწრაფოდ დავურეკე ტანერს და მო-
ვუყევი ჩემს საუბრებზე ჰილარისა და ტომისთან.
- ესე იგი, ჩვენ გვაქვს ორი მაგარი ისტორია, - თქვა ტანერმა, - ეს მარ-
თლაც ძალიან მაგარია, - მაგრამ ეს ისე თქვა, რომ ვიფიქრე, მთლად ასე არ

331
ფიქრობდა, - ენდის ელაპარაკეთ?
- არა.
- ჩემი კაცი მის სახლთან არის და უთვალთვალებს, - მითხრა, - ფარულად.
- მე არ ვიცოდი, ხალხი თუ გ ყავდათ.
- ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს ემის პოვნაა, - თქვა მან, ჩემს სიტ-
ყვებს ყურადღება არ მიაქცია, - ვერ წარმომიდგენია, რომ ისეთი ქალი, რო-
გორიც ემია, დამალვას ძალიან დიდხანს შეძლებს. რას ფიქრობთ ამაზე?
წარმოვიდგინე, რომ ემი არის ძვირად ღირებული სასტუმროს აივანზე,
რომელიც ოკეანეს გადაჰყურებს. თეთრ კაბაში გამოწყობილი, წრუპავს ძალინ
ძვირ „მონრაშეს“ და, ამავე დროს თვალყურს ადევნებს ჩემს კრახს, ინტერ-
ნეტში, საკაბელო არხზე ანდა ყვითელ პრესაში. სიამოვნებას იღებს ემი
ელიოტ-დანის პიარით, უკიდეგანო ცნობადობით. ეს იგივეა, საკუთარ დაკ-
რძალვას რომ დაესწრო. საინტერესოა, თუ აცნობიერებს, რომ იდეა მარკ
ტვენს მოჰპარა?
- მე მას წარმოვიდგენ ოკეანის სანაპიროზე. - დავიწყე, მაგრამ გავჩუმდი,
მივხვდი, რომ ვლაპარაკობ, როგორც ქუჩის გიჟი. - არა, არ ვიცი, ის შეიძლება
ნებისმიერ ადგილას იყოს. და არა მგონია, რომ ჩვენ ვიპოვოთ მანამ, სანამ
თვითონ გადაწყვეტს, რომ უნდა გამოჩნდეს.
- ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია, - ტანერმა გაღიზიანებით ამოიოხრა. -
მაშ, მოდი, ვიპოვოთ ენდი და ვნახოთ, აქედან რა გამოვა. ჩვენ აღარ გვაქვს
სივრცე მანევრისათვის.
მერე სადილის დრო დადგა, მერე - დაისი, მე კი ისევ სრულიად მარტო ვი-
ჯე ქი ჩემს „მოჩვენებებიან“ სახლში. ვფიქრობდი ემის ტყუილებზე და იმაზე,
რომ ორსულობა ერთ-ერთი მათგანი იყო. გამოთვლა ვცადე. ჩვენ დროდადრო
გვქონდა სექსი, ამიტომ, თეორიულად, შეიძლება დაორსულებულიყო.
ოღონდ, მან ხომ იცოდა, რომ ვეცდები გამოვთვალო.
ტყუილია თუ მართალი? თუკი ტყუილია, მხოლოდ იმისთვის გამოიგონა,
მიწასთან რომ გამასწოროს.
ყოველთვის ვიმედოვნებდი, რომ მე და ემის შვილები გვეყოლებოდა. მახ-
სოვს, პირველად ეს წარმოვიდგინე, როდესაც ორი თვე იყო გასული ჩვენი
შეხვედრების დაწყებიდან. მივდიოდი კიპს-ბეიზე, სადაც მაშინ ვცხოვრობდი,
ჩემი საყვარელი ციც ქნა პარკისკენ ისტ-რივერის ნაპირზე, ჩავუარე უზარმა-
ზარ „ლეგო-კონსტრუქციას“ - გაეროს შტაბბინას, ქარი ასობით ქვეყნის დრო-
შას აფრიალებდა. და მაშინ გავიფიქრე: „როგორ მოეწონებოდა ეს პატარას“.

332
კაშკაშა ფერები - ადვილია დასამახსოვრებლად, რომელი ფერი რომელ ქვეყა-
ნას ეკუთვნის. აგერ, ფინეთის დროშა, აგერ კი - ახალი ზელანდიისა. მავრი-
ტანიის ცალთვალა ღიმილი. მერე კი მივხვდი, რომ ეს ვიღაც ბავშვს კი არ უნ-
და მოეწონოს, არამედ ემისა და ჩემს ბავშვს. ეს ჩვენი ბავშვი იქნებოდა იატაკ-
ზე გაგორებული სასტუმრო ოთახში დროშებზე გადაშლილი ძველი ენციკლო-
პედიის წინ, როგორც მე ოდესღაც. მაგრამ ის მარტო არ იქნებოდა. გვერდით
მივუჯდებოდი. ვასწავლიდი დროშების დამახსოვრებას, ბოღმას კი არა, რაც
მამაჩემისგან ვისწავლე - რადგან ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მი-
მართ. მაგრამ ჩემი შვილის გვერდით არ ვზივარ. წარმოვიდგინე, როგორ დაჯ-
და ემი ჩვენ გვერდით იატაკზე, მუცელზე გაწვა და ფეხით ანიშნებს პალაუს
დროშას - ყვითელ რგოლს ცისფერ ფონზე, რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს დრო-
შა ყველაზე მეტად მოეწონებოდა.
მას მერე ბიჭის ხატება (ზოგჯერ გოგოსიც, მაგრამ უმეტესად, ბიჭის) მუ-
დამ თან მდევდა. მისი გაჩენა გარდაუვალი იყო. დაუკმაყოფილებელი მამობის
გრძნობა მტანჯავდა. ქორწილიდან ერთი-ორი თვის შემდეგ მქონდა უცნაური
მომენტი, როდესაც ვიდე ქი სამედიცინო კაბინეტის წინ, კბილებში გაჩრილი
სამედიცინო ძაფით და გავიფიქრე: „ემის უნდა ბავშვის გაჩენა, არა? უნდა
ვკითხო, რასაკვირველია, უნდა ვკითხო“. როდესაც კითხვა შევაპარე - შორი-
დან, მინიშნებით, - მომიგო: „კი-კი,… როცა დრო მოვა“. მაგრამ ყოველ დილით
აბებს ყლაპავდა კბილების გახეხვამდე. სამი წლის განმავლობაში იღებდა ჩა-
სახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. ამ საკითხს ვუტრიალებდი, მაგრამ ერ-
თხელაც ვერ განვუცხადე კატეგორიულად: „მინდა ბავშვი გააჩინო!“
მას შემდეგ, რაც დავ კარგეთ სამსახური, იმედი გამიჩნდა, რომ ეს შესაძ-
ლოა მოხდეს. მოულოდნელად ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა თავისუფალი დრო.
ერთხელ საუზმისას ემიმ მოსწყვიტა თვალი თავის შემ წვარ პურს და მითხრა,
„აბებს აღარ ვიღებ“, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სამი თვე არ იღებდა, მაგ-
რამ არაფერი მომხდარა. მისურიში ჩასვლის სამი თვის თავზე, ემიმ მოითხო-
ვა, რომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაგ ვეტარებინა. როდესაც ემი საქმეს იწყებ-
და, აუცილებლად ბოლომდე უნდა მიეყვანა. ჩვენ ვთქვით, რომ ვცდილობთ
ბავშვი გავაჩინოთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მე როგორც ნამდვილი
ბრიყვი დავეთანხმე. არადა, იმ პერიოდში ჩვენ ერთმანეთს არც კი ვეხებო-
დით, მაგრამ მაინც მიგ ვაჩნდა, რომ ბავშვმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.
ნამდვილად.

333
- შენ ასევე უნდა ჩაიტარო გამოკვლევა, - მითხრა მან სენტ-ლუისის გზაზე
- შენ უნდა ჩააბარო სპერმა.
- ვიცი, და რატომ მეუბნები ამას ასე?
- ვიფიქრე, რომ ამაზე არ დათანხმდები, რადგან მეტისმეტად მორცხვი და
ამაყი ხარ.
სინამდვილეში ჩემ ში მართლაც არის ამ ორივე რაღაცის ნაზავი. მაგრამ,
ამისდა მიუხედავად, მაინც მორჩილად მივედი სამედიცინო კონსულტაციის
ცენტრში და გავემართე საგანგებო ნახევრად ბნელ ოთახში. იქ მამაკაცები შე-
დიოდნენ ერთადერთი მიზნით, საკუთრი თავის ასაგზნებად: კაბინეტში იყო
ვინილგადაკრული ტელევიზორი, ვიდეოგასაშვებთან ერთად, და მაგიდა, რო-
მელზეც იყო პორნოგრაფიით სავსე ჩანთა და ხელსახოცების ყუთი. პორნო-
ფილმები 90-იან წლებში იყო გადაღებული (რაც ქალის თმაზე შეგეძლო შე-
გენიშნა, როგორც ქვემოთ ისე, ზემოთ), მოქმედება იყო ზომიერად ხისტი (სა-
ინტერესოა, ვინ განსაზღვრავს, რა იქნება მეტისმეტად დამამცირებელი ქა-
ლისთვის? გარდა ექიმებისა, მედდებისა და ჰორმონებით გაჭყეპილი ცოლები-
სა?).
სამჯერ მივედი ამ ცენტრში. ექიმებს უყვართ თავის დაზღვევა. ამ დროს
ემი საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. მას უნდა მიეღო წამლები, მაგრამ არ
იღებდა, საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. რადგან უნდოდა დაორსულებული-
ყო და ბავშვი გაეჩინა, ვცდილობდი მეტისმეტად არ დამეტვირთა და არაფერს
ვეუბნებოდი, უბრალოდ ვუყურებდი აბებით სავსე ბოთლს, ხომ არ დაიწია
დონემ ბოთლში. ბოლოს ზამთრის ერთ საღამოს, დავლიე რამდენიმე კათხა
ლუდი, დავბრუნდი სახლში, გავიძვრე გაყინული ქურთუკი და ემის გვერდით
მოვ კალათდი საწოლზე. და მის მხარში ჩავრგე თავი და ვუთხარი.
- მოდი ემი, გავაჩინოთ ბავშვი.
მან კი მითხრა:
- არა.
ველოდებოდი, რომ ემი აღელდებოდა, დაიბნეოდა, მეტ ყოდა, „ო, ნიკ, მე
კარგი დედა ვიქნები?“ მაგრამ მან ცივად მომიგ დო: „არა“ და არავითარი სხვა
შანსი. ყოველგვარი განცდების გარეშე და მივხვდი, რომ ეს საკითხი მას საერ-
თოდაც არ აინტერესებს.
- მივხვდი, რომ ყველაფერი რთული მე დამაწვება. - მითხრა მან - პამპერ-
სები, ექიმის მითითებები და ბავშვის მოვლა. შენ კი იქნები თავისუფალი ნი-
ავ ქარივით და მხიარული მამის როლს ითამაშებ. იძულებული გავხდები მთე-

334
ლი საქმე მე ვაკეთო, კარგ ადამიანად რომ აღვზარდო ბავშვი, შენ კი ყველა-
ფერს გააფუ ჭებ და მაინც ბავშვებს შენ ეყვარები, მე კი შემიჯავრებენ.
ემის ვუთხარი, რომ ასე არ არის, მაგრამ არ დამიჯერა. ვარწმუნებდი, რომ
მე უბრალოდ კი არ მინდა ბავშვი, არამედ აუცილებლად მჭირდება. უნდა
დავრწმუნებულიყავი, რომ შემიძლია მთელი სულითა და გულით შევიყვარო
და ეს პატარა ჩემთან ყოველთვის იგრძნობს თავს ყველაზე უფრო სასურველ
არსებად თავს მთელ მსოფლიოში. ვარწმუნებდი, რომ შემიძლია ვიყო გან-
სხვავებული მამა, იმისგან განსხვავებული, რაც მამაჩემი იყო; რომ მე შემიძ-
ლია გავზარდო ბიჭი, რომელიც მე არ დამემსგავსება.
ვემუდარებოდი, ემი თითქოს გაქვავებულიყო.
ერთი წლის შემდეგ მეილზე კლინიკიდან მივიღე შეტ ყობინება. გამაფ-
რთხილეს, რომ აღარ შეინახავენ ჩემს სპერმას, თუ არ დავუკავშირდები. მე
ამობეჭდილი წერილი მაგიდაზე დავ ტოვე, როგორც ღია საყვედური. სამი
დღის შემდეგ დავინახე, რომ წერილი ნაგ ვის ყუთშია. მეტი ამ თემას აღარ
შევხებივართ.
ამ დროისთვის მე უკვე რამდენიმე თვე ვხვდებოდი ენდის, ამიტომ მორა-
ლური უფლებაც აღარ მქონდა, რომ უკმაყოფილება გამომეთქვა. თუმცა, ამ
ტკივილმა არ გამიარა და კვლავაც ვოცნებობდი ჩვენს ბიჭზე, ჩემი და ემის
ბიჭზე. მე მას მივეჩვიე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ემის და მე მშვენიერი
ბავშვი გვეყოლებოდა.

***

მარიონეტები თითქოს შეშფოთებულები მიყურებდნენ თავიანთი შავი


თვალებით. ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, - ტელეოპერატორთა ფურგო-
ნები ჩაკეტილია. თბილი ღამე იდგა. გასეირნების დროა. თუნდაც დავენახე ჩა-
საფრებულ რეპორტიორს, არ მენაღვლებოდა. გავიარე ჩვენი უბანი, შემდეგ 45
წუთი ვიარე რივერ-როუდზე, მერე კი გავედი გზატ კეცილზე, რომელიც კარ-

335
თაგენს კვეთდა. კიდევ ნახევარი საათი ვიარე მანქანების გრუხუნსა და შხამი-
ან გამონაბოლქვში. ჩავუარე გასაყიდი მანქანების სალონს, რომლებიც ისე
იყო გამოფენილი, როგორც კანფეტის კოლოფები. მერე ჩავუარე ფასტ-ფუდის
რესტორნებს, სასმლის მაღაზიებს, მინიმარკეტებს, ბენზინგასამართ სადგუ-
რებს და ჩავედი ცენტრში. მთელი ამ ხნის მანძილზე ერთი ფეხით მოსიარუ-
ლეც არ შემხვედრია, მხოლოდ მანქანებს და მასში მსხდომთა უსახურ სი-
ლუეტებს ვხედავდი. თითქმის შუაღამე იყო. გავცდი ბარს, მიუხედავად იმისა,
რომ ძალიან მომინდა შევსულიყავი, მაგრამ იქ ერთი-ორი რეპორტიორი
აუცილებლად იქნებოდა ჩასაფრებული. მათ ადგილას ზუსტად ასე მოვიქ-
ცეოდი. მაგრამ მე მინდოდა ბარში შესვლა. მინდოდა ვყოფილიყავი ადამიანე-
ბით გარემოცული, ცოტა გავხალისებულიყავი, ორთქლი გამომეშვა. კიდევ
თხუთმეტი წუთი ვიარე და გავედი ცენტრის ბოლოში და მივაღწიე ახალ
ბარს, სადაც ჩვეულებრივ ახალგაზრდები იკრიბებოდნენ. უფრო იაფი და უფ-
რო ხმაურიანი ადგილი იყო, ვიდრე ჩვენი ბარი, სამაგიეროდ, დილაობით ყვე-
ლა საპირფარეშო ნარწყევით იყო სავსე. ეს იყო ბარი, სადაც ენდის ნაცნობ--
მეგობრები დადიოდნენ და, შესაძლოა, ენდიც იქ იყო. ბედი მაგრად გამიღიმებ-
და, თუკი იქ ენდის ვიპოვიდი. მისი გან წყობის შეფასებას მაინც შევძლებდი,
სხვა თუ არაფერი. მაგრამ, თუ არ იქნებოდა, შემეძლო დამელია.
ბარში შევედი, მოვიარე, ენდი ვერ ვნახე. სახეს ნახევრად მიფარავდა ბეის-
ბოლის ქუდი. მაგრამ მაინც, ამისდა მიუხედავად, ერთი-ორი დაკვირვებული
მზერა დავიჭირე: მცნობდნენ. „ეს ის ტიპი არ არის?“
შუა ივლისი იყო. თუ ასე გაგრძელდა, ოქტომბრისთვის ნიკს ისეთი ცუდი
იმიჯი ექნება, რომ ბავშვები ჰელოუინზე მის ნიღაბს მოირგებენ. ქერა გაჩეჩი-
ლი თმა და წიგნი „საოცარი ემი“ იღლიის ქვეშ. გომ თქვა, რომ მას რამდენ-
ჯერმე დაურეკეს და იკითხეს, შეიძლება თუ არა ბარის ლოგოტიპიანი მაისუ-
რის შეძენა (ჩვენ არ გვქონდა, მადლობა ღმერთს).
დახლთან ჩამოვჯე ქი და ვისკი მოვითხოვე. ბარმენი, ჩემი ასაკის ჯეელი,
მეტისმეტად დიდხანს და დაკვირვებით მიყურებდა. აშკარად ფიქრობდა, მო-
მემსახუროს თუ არა. ბოლოს და ბოლოს, აშკარად უხალისოდ, ჭიქა დამიდგა,
ნესტოების დაბერვით. როდესაც საფულე ამოვიღე, ხელი ასწია.
- არ მინდა შენი ფული, საერთოდაც არა.
ფული მაინც დავ ტოვე. საზიზღარი ტიპი იყო.
როდესაც ვანიშნე, რომ კიდევ ერთი ჭიქა მოეცა, თავი გააქნია, თვალები
დამიბრიალა და გადაიხარა ქალისკენ, რომელსაც რაღაცაზე ემუსაიფებოდა.

336
რამდენიმე წამის შემდეგ ქალმა გამომხედა ისე, თითქოს მე კი არ მიყურებს,
უბრალოდ, აქეთ-იქით იყურება; თავი დაუქნია და რაღაც ჩაილაპარაკა. „კი
ის არის, ნიკ დანი“. ბარმენი აღარც გამკარებია.
ვერც დაიყვირებ, ვერც დაარტყამ მუშტს მაგიდაზე. „ოე, დამპალო, მომ-
ცემ თუ არა ამ წყეულ ვისკის!“ უნდა იჯდე და ყველაფერი მოითმინო. მაგრამ
არც წასვლას ვაპირებდი. ვიჯე ქი ცარიელი ჭიქით ხელში და ისეთი სახე მქონ-
და, თითქოს რაღაცაზე ღრმად ჩავფიქრდი. ამოვიღე ჩემი სათადარიგო ტელე-
ფონი და შევამოწმე, ენდი ხომ არ მირეკავდა. არა. მერე კი ჩემი ძირითადი
მობილური ამოვიღე და პასეანსი გავშალე. თითქოსდა რამე სერიოზული საქ-
მით ვიყავი დაკავებული. ეს ყველაფერი ჩემმა ცოლმა გამიკეთა, მაქცია კა-
ცად, რომელსაც არ შეუძლია იყიდოს დასალევი საკუთარ, მშობლიურ ქალაქ-
ში. ღმერთო, როგორ მძულს.
- სკოჩი იყო?
ჩემ წინ ენდის ასაკის გოგო იდგა. აზიელი, შავთმიანი, საქმიანად ჩაცმული,
მეტად სიმპათიური.
- რა?
- რას სვამდით? სკოჩს?
- დიახ. პატარა პრობლემა გაჩნდა.

ქალი ბარის დახლის ბოლოსკენ წავიდა, ბარმენს გაუღიმა და მალევე მობ-


რუნდა ვისკით სავსე დიდი ჭიქით ხელში.
- გამომართვით! - მეუბნება. უარი ვერ ვუთხარი.
- გაუმარჯოს! - თქვა მან და ჭიქა ასწია.
მივუ ჭახუნეთ.
- შეიძლება, ჩამოვჯდე?
- მე დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ, - ვთქვი და მიმოვიხედე, ველოდი,
რომ კამერა გვიღებს.
-კარგი, - თქვა და ნაძალადევად გამიღიმა. - მე შემიძლია ვითამაშო, თით-
ქოს ვერ გიცანით, მაგრამ ვიცი, რომ ნიკ დანი ხართ. ოღონდ თქვენს შეურაც-
ხყოფას არ ვაპირებ. სხვათა შორის, თქვენს მხარეზე ვარ. ძალზე მძიმე მდგო-
მარეობაში აღმოჩნდით.
- გმადლობთ. დიახ, მართლაც მძიმეა.
- სერიოზულად ვამბობ. გაგიგიათ, „CSI“ (ჩშI: ჩრიმე შცენე Iნვესტიგატიონ
- ამერიკული ტელესერიალი: „დანაშაულის ადგილის გამოკვლევა“. -

337
მთარგმნ. შენიშვნ.) რა ეფექტს ახდენს სასამართლოზე? ნაფიცი მსაჯულები
უყურებენ მას და სერიოზულად ჰგონიათ, მეცნიერებას ყველაფრის დამტკი-
ცება შეუძლია.
- გამიგია.
- კარგი. მე მგონი, კიდევ არსებობს „ბოროტი ქმრის ეფექტი“. ხალხს იმდე-
ნი დეტექტივი აქვს ნანახი, სადაც ქმარი მუდამ, მუდამ მკვლელია, რომ მე ქა-
ნიკურად ასკვნის, ქმარია დამნაშავე.
- კი, ასეა, - ვუთხარი, - დიდი მადლობა. ზუსტად ასეა. მერე კიდევ ელენ
ებოტი...
- ელენ ებოტის დედაც... - თქვა ჩემმა ახალმა მეგობარმა, - ელენ ებოტი
არის ერთი გადაპრანჭული კაცთმოძულე, რომელიც თავს თემიდად ასაღებს, -
ისევ ასწია ჭიქა.
- რა გ ქვიათ?
- სკოჩი კიდევ გნებავთ?
- მაგარი სახელი გრქმევიათ.
როგორც მითხრა, რებეკა ერქვა. საკრედიტო ბარათი გამზადებული ჰქონ-
და, თანაც ვისკის წყალივით სვამდა. (კიდევ ერთიც? კიდევ ერთიც? კიდევ ერ-
თიც?). დაბადებულა მისკატონ ში, აიოვას შტატი (კიდევ ერთი ქალაქი მისისი-
პიზე). და კოლეჯის მერე გადასულა ნიუ-იორკში, მწერალი რომ გამხდარიყო
(ჩემსავით). რედაქტორის ასისტენტად მუშაობდა სამ პერიოდულ გამოცემაში:
საქორწინო, დასაქმებული დედებისა და თინეიჯერ-გოგონებისთვის განკუთ-
ვნილ ჟურნალებში. მაგრამ ყველა დაიხურა ბოლო წლებში და იძულებული
გახდა, მუშაობა კრიმინალურ ბლოგში დაეწყო, სახელად „ჭჰოდუნნიტ“ და გა-
დაწყვიტა ჩამოსულიყო ჩვენს ქალაქ ში (ეს რომ თქვა, ჩაიხითხითა), ჩემგან
რომ აეღო ინტერვიუ. არადა, მისი ეს ბავშვური მიმ წოლობა მომეწონა: „ავდე-
ქი და ჩამოვფრინდი კართაგენ ში - ვიფიქრე, ინტერნეტში არავის აქვს ნიკ
დანთან ინტერვიუ ჩაწერილი, მე კიდევ, ჩავწერ!“
- თქვენს სახლთან ვიცდიდი, ჟურნალისტების მთელ ჯგროსთან ერთად,
მერე პოლიციის განყოფილებაში, მერე კი დალევა მომინდა, და უცებ თქვენც
შემოხვედით... გადასარევია. რა საოცარია, არა? - თქვა მან.
პატარა ოქროს საყურეები ეკეთა, რომლებიც, როცა თავს ამოძრავებდა,
ოდნავ ქანაობდნენ. თმა ყურებს უკან ჰქონდა გადაწეული.
- უნდა წავიდე - ჩავიბურტყუნე. სიტ ყვები გაურკვევლად წარმოვთქვი,
ეტ ყობა, შევთვერი.

338
- თქვენ არ გითქვამთ ჩემთვის, რატომ ხართ აქ, - მითხრა რებეკამ. - უნდა
აღვნიშნო, რომ ეს საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვს - გარეთ გამოხვედით
მარტო, არც მეგობარი გ ყავთ და არც არავინ მხარდამჭერი. ნაძლევს ჩამო-
ვალ, ძალიან ცუდად გიყურებენ.
მხრები ავიჩეჩე - არ მენაღვლება.
- ადამიანები გასამართლებენ ისე, რომ არც კი იციან თქვენზე არაფერი.
იმ ფოტოებით მსჯელობენ, პარკში რომ გადაგიღეს მობილური ტელეფონით,
მე ვგულისხმობ, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. ჩვენ ისე გაგ ვზარდეს, ზრდილო-
ბიანები რომ ვიყოთ. მაგრამ არავის უნდა ნამდვილი ამბავი გაიგოს. მათ უბ-
რალოდ სანახაობა უნდათ. მეთანხმებით?
- უბრალოდ დავიღალე იმ ხალხისგან, ვინც მასამართლებს მხოლოდ იმი-
ტომ, რომ გარკვეულ სტერეოტიპს ვერგები.
რებეკამ წარბები აზიდა, საყურეები აქანავდნენ.
წარმოვიდგინე, ემი როგორ ზის თავის სამალავში, ღმერთმა უწყის სად,
ყველა კუთხიდან მაკვირდება, დისტანციის მიუხედავად, ჩემს უმცირეს მოძ-
რაობასაც კი აფასებს. შემიძლია თუ არა, გავაკეთო ისეთი რამ, რაც ამ სიგი-
ჟეს ბოლოს მოუღებს?
- ადამიანებს ჰგონიათ, რომ ჩვენი ოჯახი დაშლის პირას იყო მისული. მაგ-
რამ სწორედ მისი გაუჩინარების წინ მან მოამზადა ჩემთვის „განძის ძიება“.
ემის უნდა მიაღწიოს ამ ორიდან ერთს: ან უნდა მივიღო ღირსეული გაკვე-
თილი და დავისაჯო როგორც ცუდი ბიჭი, ანდა მე უნდა მივიღო გაკვეთილი
და დავიბრუნო მისი სიყვარული და ვიქნები კარგი, დამჯერი, უკვე დასჯილი,
გამოსწორებული პატარა ბიჭი.
- ეს არის არაჩვეულებრივი „განძის ძიება“, - გავიღიმე.
რებეკამ თავი გააქნია და ოდნავ მოღუშულმა შემომხედა.
- ჩემი ცოლი ყოველთვის ამზადებდა „განძის ძიებას“ ჩვენი ქორწილის
წლისთავისათვის - ერთ მინიშნებას მივ ყავდი საგანგებო ადგილზე, სადაც
ვპოულობდი მეორე მინიშნებას და ა.შ. - მე შევეცადე ცრემლი გადმომეგ დო,
შემდეგ კი ისე დავიჭირე თავი, თითქოს მოვიწმინდე კიდეც.
კარს ზემოთ დაკიდებულმა საათმა ღამის 12:37 აჩვენა.
- სანამ გაუჩინარდებოდა, მან ყველა მინიშნება თავის ადგილას დამალა.
ეს იყო მინიშნებები ჩვენი ერთობლივი ცხოვრების ბოლო წელს მომხდარ ამ-
ბებზე.
- ვიდრე გაქრებოდა თქვენი წლისთავის დღეს.

339
- მხოლოდ ეს მაძლევდა ძალას, აქამდე გამეძლო. მე მასთან სიახლოვეს
ვგრძნობ.
რებეკამ მინიკამერა ამოიღო.
- მომეცით უფლება, ინტერვიუ კამერაზე ჩავწერო.
- ცუდი იდეაა.
- მე კომენტარს დავურთავ, - თქვა მან. - ეს არის ის, რაც თქვენ გ ჭირდე-
ბათ, ნამდვილად დაგეხმარებათ, ნიკ, გეფიცებით. მე ავხსნი ბევრ რაღაცას,
რამდენიმე სიტ ყვა მაინც მითხარით.
თავი გავაქნიე.
- მეტისმეტად სახიფათოა.
- უბრალოდ ის თქვით კამერაში, რაც ახლა მითხარით. სერიოზულად, ნიკ,
მე ელენ ებოტს ვუპირისპირდები, მისი ანტიპოდი ვარ. თქვენ მე მჭირდებით. -
მან კამერა მოიმარჯვა, მისი ციც ქნა წითელი ნათურა თვალებში მანათებდა.
- არ ვხუმრობ, გამორთეთ.
- დაეხმარეთ გოგონას. მე თუ ნიკ დანის ინტერვიუს გავაკეთებ, ჩათვალეთ,
რომ ჩემი კარიერა უკვე შემდგარია. გთხოვთ, არაფერი დაგიშავდებათ, მხო-
ლოდ ერთი წუთი. ნიკ, გეფიცებით, მე ისე გავაკეთებ, რომ დადებითი მხრით
წარმოგაჩენთ.
მანიშნა იქვე მდგარ კუპეზე, სადაც შეგ ვეძლო სხვებისგან მოფარებულად
დავმსხდარიყავით, ცნობისმოყვარე მზერას მოვრიდებოდით. თავი დავუქნიე
და გადავჯე ქით. მთელი ამ ხნის განმავლობაში წითელი ნათურა ჩემზე იყო
მომართული.
- აბა, რა გაინტერესებთ? - ვიკითხე.
- მომიყევით „განძის ძიებაზე“, ეს ძალიან რომანტიკულად ჟღერს. სახალი-
სოა, მიმზიდველია, შთამაგონებელი, რომანტიკული.
„სიუჟეტის განვითარება შენს თავზე აიღე“ - გავიფიქრე, - „ისე გააკეთე,
რომ საზოგადოებასაც ასიამოვნო და ცოლსაც, ახლა უნდა ვიყო მოსიყვარუ-
ლე ქმარი, რომელსაც ენატრება დაკარგული ცოლი და აუცილებლად იპოვის
მას. მე კარგი ბიჭი ვარ. მე ვარ კაცი, რომელსაც შეიძლება ენდო. მე არ ვარ
სრულყოფილების განსახიერება, ჩემი ცოლი კი არის. და ამის მერე მე ვიქნები
მეტად, მეტად დამჯერი. მე ეს უფრო ადვილად გამომდის, ვიდრე იმის ჩვენე-
ბა, რომ სევდიანი ვარ და ვნაღვლობ. როგორც უკვე გითხარით, შემიძლია ვი-
ყო ნათელი და მომხიბლავი.“ სული შემიგუბდა, როცა ამის თქმა დავაპირე.

340
- ჩემი ცოლი ყველაზე მაგარი გოგოა, რომელიც კი ცხოვრებაში შემხვედ-
რია! აბა, რამდენ კაცს შეუძლია ეგეთი რაღაც თქვას? მე ცოლად შევირთე
ყველაზე მაგარი გოგო, რომელიც კი ოდესმე შემხვედრია!
დამპალო კახპა, დამპალო კახპა, დამპალო კახპა დაბრუნდი სახლში, რომ
შევძლო ჩემი ხელით მიგასიკვდილო!

ემი ელიოტ-დანი ცხრა დღის შემდეგ

გავიღვიძე და ვიგრძენი, როგორ მაქვს დაძაბული ნერვები. არა, მე აქ არ


უნდა მიპოვონ! აი, რამ გამაღვიძა - ეს სიტ ყვები გონებაში ფეთქავდნენ, ქუჩის
რეკლამასავით. გამოძიება საკმარისად სწრაფად არ მიდის, ფული კი, პირი-
ქით, მალე ილევა, ჯეფსა და გრეტას თავიანთი ხარბი ანტენები ჩემკენ
მოუმართავთ და, ყველაფერთან ერთად, თევზის სუნით ვყარვარ.
რაღაც იყო განსაკუთრებული ჯეფსა და იმაში, თუ როგორ მივცურავდით
ჩემი ტანსაცმლისა და ფულის ქამრისკენ, ნაპირზე რომ დავ ტოვე - ვინ გადა-
ასწრებდა. რაღაც არის განსაკუთრებული გრეტას ინტერესში ელენ ებოტის
შოუს მიმართ. ეს მე საოცრად მიშლის ნერვებს. თუ უკვე პარანოია დამეწყო?
დღიურის ემის ვემსგავსები: ოჩემს ქმარს მართლა უნდა, რომ მომკლას თუ ეს
მე გამოვიგონე?! მართლა შემეცოდა პირველად.
ორჯერ დავრეკე ემი დანის ცხელ ხაზზე და ორ სხვადასხვა ადამიანს ვე-
ლაპარაკე და ორი განსხვავებული რჩევა მივეცი. ძნელია იმის გამოცნობა, მო-
ხალისეები რამდენად სწრაფად გადასცემენ ჩემს ნათქვამს პოლიციას - სრუ-
ლიად გულგრილები ჩანდნენ.
ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი - ბიბლიოთეკაში მანქანით მივედი. უნდა
მოვ კრიბო ჩემი ხარახურა და აქედან წავიდე. ჩემი კოტეჯი დავასუფთაო,
ყველგან წავშალო თითის ანაბეჭდები, მტვერსასრუტით მოვაშორო ჩემი თმა.
წავშალო ემი (ასევე ლიდია და ნენსი) და გავიქცე. თუ გავიქცევი, გადავრჩები.
თუნდაც ჯეფსა და გრეტას ჰქონდეთ ეჭვი, სანამ არ დამიჭერენ ცოცხლად, ვე-

341
რაფერს დაამტკიცებენ. ემი ელიოტ-დანი თოვლის კაცსა ჰგავს -ზღაპრული
არსება, რომლის ნახვას ნატრობს ყველა - მათ კი, ორ თაღლითს ოზარკიდან,
უბრალოდ მასხრად აიგ დებენ, თუკი ამ აბდაუბადს მოჰყვებიან. დღესვე უნდა
გავიქცე. ეს გადაწყვეტილება ჩემს გონებაში საბოლოოდ მომ წიფდა - შევედი
გრილსა და თითქმის უკაცრიელ ბიბლიოთეკაში, სადაც სამი, მუდმივად თავი-
სუფალი კომპიუტერი დგას. ქსელში უნდა შევიდე, ნიკის ამბავი რომ გავიგო.
პარკში შეკრების დღიდან, ნიკის შესახებ ამბები დიდი მრავალფეროვნე-
ბით არ გამოირჩევა. ერთსა და იმავე ფაქტებს ატრიალებენ, საქმე სულ უფრო
სკანდალურ ელფერს იღებს, მაგრამ ახალი არაფერია. დღეს კი უცებ ყველა-
ფერი შეიცვალა, ნიკის სახელი ავ კრიფე თუ არა, ღვარად წამოვიდა მითითე-
ბები ბლოგებზე, სადაც მსჯელობდნენ იმაზე, რომ ნიკი გამოჩნდა ბარში და
მისცა გიჟური ინტერვიუ ვიღაც გოგოს, რომელსაც მინი-კამერა ჰქონდა.
ღმერთო, ეს იდიოტი ვერაფერს სწავლობს ცხოვრებაში!
ნიკ დანის ვიდეოაღსარება!!!
მთვრალი ნიკ დანის განცხადებები!!!
გული ამიჩქარდა, სუნთქვა შემეკრა. ჩემმა ქმარმა თავის თავს ისევ თვი-
თონ უტირა დედა.
ჩავრთე ვიდეო. მართლაც ნიკია. თვალები მიბლეტილი აქვს, როგორც
ემართება ხოლმე, როცა დათვრება, იღიმის თავისი ალმაცერი ღიმილით, ჩემ-
ზე ლაპარაკობს, და ადამიანს ჰგავს. ბედნიერიც კი ჩანს. „ჩემი ცოლი ყველაზე
მაგარი გოგოა, რომელიც კი ცხოვრებაში შემხვედრია! აბა, რამდენ კაცს შეუძ-
ლია ეგეთი რაღაც თქვას? მე ცოლად შევირთე ყველაზე მაგარი გოგო, რომე-
ლიც კი ოდესმე შემხვედრია!“
მუცელში ოდნავ წამიჭირა. არ ველოდი. ჩავიღიმე.
- რითი იყო ამდენად მაგარი? - გოგომ კადრს მიღმა იკითხა. მაღალი,
მჟღერი ხმა აქვს.
ნიკი უყვება „განძის ძიების“ შესახებ, როგორი ტრადიცია გვქონდა, რო-
გორ ვიმახსოვრებდი ჩვენს „შინაურ“ ხუმრობებს, და ახლა ესაა ერთადერთი,
რაც მას ჩემგან დარჩა, და იგი თავს მოვალედ მიიჩნევდა, „განძის ძიება“ ბო-
ლომდე მიეყვანა. ეს მისთვის წმიდათაწმიდა მისია გახლდათ.
„და, აი, ამ დილას დავასრულე“ - ხმა ჩახრინ წული ჰქონდა.
ბრბოს მიმართავდა. ასეთ შემთხვევებში ყელს ივლებდა ხოლმე მარი-
ლიანი ცხელი წყლით, დედამისი რომ უმზადებდა. თუ სახლში ვიყავი, მე
მთხოვდა, წყალი გამეცხელებინა - არ იცოდა, რამდენი წყალი იყო საჭირო.

342
- ამან ბევრ რაღაცას მიმახვედრა. ემია ერთადერთი ადამიანი მსოფ-
ლიოში, რომელსაც აქვს უნარი გამაოცოს, გესმით? როცა ვინმეს ველაპარაკე-
ბი, ყოველთვის ვიცი, რას იტ ყვის შემდეგ წამს, რადგან ყველა ერთსა და იმა-
ვეს ამბობს; რადგან ჩვენ ერთსა და იმავე შოუ-პროგრამებს ვუყურებთ; ერთსა
და იმავე ჟურნალებს ვკითხულობთ. ყველაფერს ერთსა და იმავეს ვატ-
რიალებთ. მაგრამ, ემი, თავისებური, საოცარი, სრულყოფილი ადამიანია. მხო-
ლოდ მას აქვს ჩემზე ასეთი გავლენა.
- ნიკ, როგორ ფიქრობთ, სად არის ახლა ემი?
ჩემი ქმარი თვალებს ხრის, საქორწინო ბე ჭედს უყურებს და ორჯერ ატ-
რიალებს.
- ნიკ, თავს როგორ გრძნობთ?
- გგითხრათ მართალი? ცუდად. მე ჩემი ცოლი საშინლად დავაღალატე. მე
საზიზღარი რაღაც ჩავიდინე. იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან...
ჩვენთვის.
- თქვენ ახლა ემოციურ ზღვარზე ხართ?
ნიკმა პირდაპირ ობიექტივში შემოიხედა.
- მე მინდა დავიბრუნო ჩემი ცოლი. მე მინდა, რომ აქ იყოს. - ამოიოხრა. -
მე მაინცდამაინც კარგად არ გამომდის გრძნობების გამოხატვა, ვიცი ეს. მაგ-
რამ მე მიყვარს ემი. მე მჭირდება ემი, რომ კარგად ვიყო. ის უნდა იყოს კარ-
გად. მე ძალიან ბევრი რაღაც მაქვს მისთვის გასაკეთებელი.
- მაგალითად?
ნიკი იცინის. სიმ წარენარევი სიცილით, რომელსაც დღემდე მიმზიდველად
მივიჩნევ. როცა კარგად ვიყავით, მის სიცილს „ტოკ-შოუს სიცილს“ ვეძახდი:
თვალები დახრილი, თითი ტუჩის კუთხეზე მიდებული, ჩაცინება, რომელსაც
თან ამოოხვრა სდევს. ასე იქცევა მომხიბლავი კინოვარსკვლავი, როცა მკვლე-
ლობის ისტორიის მოყოლას აპირებს.
- ეს თქვენ არ გეხებათ, - ნიკი იღიმის. - უბრალოდ, ბევრი რაღაც უნდა გა-
ვუკეთო მას. არ ვიყავი ისეთი ქმარი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი. ჩვენ
რამდენიმე მძიმე წელი გვქონდა და... ჰოდა, მოვეშვი. ძალისხმევა შევწყვიტე.
მინდა ვთქვა, ეს სხვებსაც ათასჯერ უთქვამთ. მე მცდელობა შევწყვიტე. ყვე-
ლამ იცის, რომ ეს ოჯახის დასასრულს ნიშნავს, ეს ელემენტარულია. მაგრამ
მართლაც შევწყვიტე ძალისხმევა, მე და მხოლოდ მე. არ ვიყავი კაცი, რომე-
ლიც უნდა ვყოფილიყავი.

343
ნიკს ქუთუთოები დაუმძიმდა, მთლად გასაგებად ვეღარ მეტ ყველებდა.
ბლომად დალია, ერთი ჭიქაც რომ დალიოს, გაითიშება. ლოყები სასმლისგან
გაუწითლდა. ჩემს თითებს ახსოვთ მისი კანის სიმხურვალე, რამდენიმე კოქ-
ტეილს როცა გადაკრავდა.
- როგორ აპირებთ თქვენი დანაშაულის გამოსყიდვას? - კამერა წამით
აცახცახდა, გოგო თავის კოქტეილს დასწვდა.
- როგორ გამოვისყიდი? პირველ რიგში, ემის მოძებნას და სახლში დაბრუ-
ნებას ვაპირებ. შემიძლია დაგენაძლევოთ, რომ გამომივა. მერე? მერე უნდა გა-
ვაკეთო ყველაფერი, რასაც ჩემგან ელის, ყველაფერი. ასე იქნება ამიერიდან.
რადგან, როდესაც „განძის ძიება“ დავასრულე, აღმოჩნდა, რომ სრულიად მო-
ტეხილი, მუხლებზე დაჩოქილი ვარ. ჩემი ცოლი არასოდეს ყოფილა ესოდენ
გულახდილი, როგორიც ამჯერად იყო. და არასოდეს არ მქონია ესოდენ ზუს-
ტი წარმოდგენა იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთო.
- ახლა რომ შეგეძლოთ ემის რაღაც უთხრათ, რას ეტ ყოდით?
- მიყვარხარ... მე შენ გიპოვი.
დარწმუნებული ვარ, ნიკს უნდოდა დენიელ დეის ლუისის ციტირება, „უ-
კანასკნელი მოჰიკანიდან“ „ცოცხალი დარჩი, მე შენ გიპოვი“ - მუდმივი სურ-
ვილი. ვერასოდეს უწევდა წინააღმდეგობას ცდუნებას, გულწრფელი სიტ ყვის
მაგივრად კინოსურათიდან აღებული ტექსტი გამოეყენებინა. ვგრძნობ, ცო-
ტაც და იტ ყვის, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ახერხებს და თავს იკავებს.
- მე შენ ყოველთვის მეყვარები, ემი.
როგორი გულისამაჩუყებელია და როგორ არ ჰგავს ჩემს ქმარს.

***

სამი, საოცრად მსუ ქანი, ადგილობრივი მცხოვრებელი ჩემსა და ჩემს დი-


ლის ყავას შორის დგანან. მათი უკანალი სკამიდან ისეა ჩამოშვებული, სოკოს
თავი გეგონება, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, კიდევ უნდათ ერთი კვერცხიანი

344
მაკმაფინი შე ჭამონ. ეს სამნი პირდაპირ ჩემ წინ მაკდონალდსთან არიან დაბა-
ნაკებულები. მაგრამ სინამდვილეში, ეს არ მაწუხებს.
მიუხედავად იმისა, რომ იძულებული ვარ, ჩემი გეგმა შევცვალო, მაინც
საკმაოდ მხნედ ვგრძნობ თავს. ინტერნეტში ატვირთული ვიდეო უკვე ახდენს
თავის გავლენას და რეაქცია გასაოცრად პოზიტიურია. ფრთხილი ოპტიმიზმი.
„ვინ იცის, იქნებ ამ ჯეელს მართლაც არ მოუკლავს თავისი ცოლი“. სიტყვა--
სიტყვით ამას იმეორებს აბსოლუტური უმრავლესობა. რადგან, როგორც იქნა,
ნიკმა ჩამოიხსნა თავისი დამცავი ჯავშანი და გრძნობები გამოხატა. თითქოს
მთლიანად გაიხსნა. ვინც ვიდეო ნახა, ვერავინ იჯერებს, რომ ეს ყველაფერი
თამაშია. სამოყვარულო თეატრის სიყალბე წამითაც არ იგრძნობა. ჩემს ქმარს
ვუყვარვარ. ან, ყოველ შემთხვევაში, იმ ღამით ვუყვარდი. სანამ მე ვიჯე ქი
ჩემს კოტეჯში, რომელიც გაჟღენთილი იყო ათი ათასჯერ გარეცხილი პირსა-
ხოცის სუნით, ვასრულებდი გეგმას, რომელიც მას დაღუპავდა, არადა, თურმე
ვუყვარდი.
მაგრამ არა, ეს არ არის საკმარისი. მე ვერ შევცვლი ჩემს გეგმას. მაგრამ ეს
მაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. ჩემმა ქმარმა დაამთავრა „განძის ძიება“
და მას ვუყვარვარ. და, როგორც ჩანს, ძლიერ იტანჯება. შემიძლია დავიფიცო,
რომ ლოყაზე ნერვიულობისგან გამოაყარა.
ჩემს კოტეჯთან დოროთი დამხვდა, კარზე აკაკუნებდა. უკან გადაწეული,
მიტ კეპნილი თმა, - უოლს-სტრიტის ბროკერის მსგავსად, - სიცხისა და ოფ-
ლისგან ნოტიო ჰქონდა, შევამჩნიე, რომ ზედა ტუჩიდან წვეთს თითით იშო-
რებდა ხოლმე, მერე კი ილოკავდა. ახლაც თითი პირში ედო, ჩემკენ მოტრი-
ალდა.
- აა, მევალეც მობრძანდა! - მეუბნება ადმინისტრატორი.
კოტეჯის ქირის გადახდა ორი დღით დავაგ ვიანე. კინაღამ გამეცინა. მე ვაგ-
ვიანებ ქირის გადახდას!
- მაპატიეთ, დოროთი, ათ წუთში მოგ ცემთ ფულს.
- დაგელოდებით, წინააღმდეგი თუ არ იქნებით.
- არა ვარ დარწმუნებული, რომ დარჩენა მინდა. ალბათ, ჯობია, ანგარიში
სრულად გავასწოროთ.
- თქვენ ორი დღის საფასური გაქვთ გადასახდელი. 8 დოლარი.
კოტეჯში შევედი, ჩემი არცთუ საიმედო ფულის ქამარი გავხსენი. იმ დი-
ლით ფული გადავთვალე, საწოლზე გადმოვ ყარე და სათითაოდ გავსინჯე -

345
ერთობ აღმგზნები ფინანსური „სტრიპტიზი“ მოვაწყვე - აღმოვაჩინე, რომ 8
849 დოლარი დამრჩენია. ცხოვრება ძვირი ჯდება.
როდესაც კარი გავაღე, დოროთისთვის ფული რომ მიმეცა (დამრჩა 8 769
დოლარი), დავინახე, რომ ჯეფი და გრეტა სხედან პარმაღზე და ფულის გადა-
ცემის პროცესს უთვალთვალებენ. ჯეფი გიტარაზე არ უკრავს, გრეტა სიგა-
რეტს არ ეწევა. თითქოს მხოლოდ იმიტომ არიან იქ, რომ მითვალთვალონ.
ორივე ხელს მიქნევს, „ჰეი, საყვარელო!“ საპასუხოდ ვუქნევ ხელს, კარს ვხუ-
რავ და ჩალაგებას ვიწყებ.
საოცარია, რა ცოტა ნივთი მაქვს ახლა, წინა ცხოვრებასთან შედარებით.
წვნიანის ქვაბი და კვერცხის სათქვეფი აღარ მაქვს. ზეწარი და პირსახოცი ჩე-
მია, მაგრამ საბანი სხვისი საკუთრებაა. ჰო! კიდევ მაქვს მაკრატელი, თმა რომ
შევიმოკლო ხოლმე. გამეღიმა, რადგან, როდესაც მე და ნიკმა ერთად დავიწ-
ყეთ ცხოვრება, მაკრატელი არ აღმოაჩნდა. ვკითხე, კი მაგრამ, როგორ შეგიძ-
ლია, თავი მიიჩნიო ცივილიზებულ ადამიანად, თუკი მაკრატელი არ
გაგაჩნია-მეთქი. მიპასუხა, არცა ვარო, ხელი მომკიდა, ლოგინზე დამაგ დო და
ზემოდან დამაწვა. მაშინ ამაზე ვიცინოდი, რადგან ჯერ კიდევ „მაგარი გოგო“
ვიყავი. იმის ნაცვლად, რომ მეფიქრა, ეს სადამდე მიგ ვიყვანდა.
ქალი არასოდეს არ უნდა გაჰყვეს კაცს, რომელსაც არ აქვს მაკრატელი.
ესაა ჩემი რჩევა. ეს ცუდ რაღაცამდე მიგიყვანთ.
ჩემი ნივთები მომცრო ზურგჩანთაში ჩავალაგე - რომელიც გაქცევამდე
ერთი თვით ადრე ვიყიდე და მანქანაში დავმალე, რომ ბოლო მომენტში სახ-
ლიდან არაფრის გამოტანა არ დამჭირვებოდა. იქ იყო კბილის ჯაგრისი, კა-
ლენდარი, სავარცხელი, ლოსიონი, ძილის წამალი, რომელიც შევიძინე იმ გან-
ზრახვით, რომ თავს დავიხრჩობდი, იაფფასიანი საცურაო კოსტიუმები. ჩალა-
გებას ძალზე ცოტა დრო დასჭირდა.
რეზინის ხელთათმანები გავიკეთე და ყველაფერი საგულდაგულოდ გავ-
წმინდე. ნიჟარებიდან ბადეც კი ამოვიღე, ერთი ღერი თმაც რომ არ დარჩენი-
ლიყო. არა მგონია, რომ ჯეფმა და გრეტამ მიცნეს, მაგრამ მაინც არ მინდა,
რაიმე კვალი დავ ტოვო. მუდმივად ვეუბნები საკუთარ თავს: „შენ არა გაქვს
უფლება, მოეშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერენ და ღირსიც იქნები,
რომ დაგიჭირონ, შე სულელო გოგო, რადგან დატოვე თმის ღერი ან თითის
ანაბეჭდები ჯეფის მანქანაში ანდა გრეტას სამზარეულოში. რატომ მოეშვი,
რატომ?“ წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ საგულდაგულოდ ამოწ მებს პოლიცია
კოტეჯებს და ვერაფერს პოულობს, მერე კი მსხვილი პლანით, თითქოს კინოს

346
ვუყურებდე - ჩემი თმის ერთადერთი ღერი აუზის ბეტონის ფსკერზე ნელ--
ნელა ეშვება, იმისთვის, რომ გამცეს...
შემდეგ ჩემი ფიქრი სხვა მიმართულებით წავიდა. რა თქმა უნდა, აქ არა-
ვინ დამიწყებს ძებნას - თუკი პოლიციაში ორი თაღლითი განაცხადებს, რომ
ნახეს ცოცხალი ემი ელიოტი სადღაც კოტეჯში, გადაკარგულ ადგილას, სიტ-
ყვაზე ვინ დაუჯერებს? იფიქრებენ, რომ ეს არარაობები ცდილობენ საზოგა-
დოების ყურადღება მიიქციონ.
კარზე მკვეთრი კაკუნი გაისმა. ასე აკაკუნებენ მშობლები, როცა ოთახში
შემოჭრას აპირებენ, ეს კაკუნი ნიშნავს: „აქ მე ვარ მთავარი!“ შუა ოთახში ვი-
დე ქი და ვფიქრობდი, მეპასუხა თუ არა. ბრაჰ-ბრაჰ-ბრაჰ! ახლაღა მივხვდი,
რატომ იყენებენ ამ ხერხს საშინელებათა ფილმებში: იდუმალებით მოცული
კაკუნი კარზე. რადგან ამას ღამეული კოშმარის ტოლფასი მოქმედება აქვს. არ
იცი, რა გელის კარს მიღმა, სანამ არ გააღებ. თქვენ ისევე იფიქრებთ, როგორც
მე, - ვისაც ცუდი რამ აქვს ჩაფიქრებული, კაკუნს არ დაიწყებს.
- ჰეი, საყვარელო, ვიცით, რომ სახლში ხარ, გაგ ვიღე.
სასწრაფოდ ვიძრობ რეზინის ხელთათმანებს და ვაღებ კარს. ვხედავ, ჯეფი
და გრეტა დგანან ზღრუბლზე. მზე ზურგში სცემთ, ამიტომ სახეები ჩრდილში
აქვთ მოქცეული.
- მშვენიერო ქალბატონო, შემოვიდეთ? - კითხულობს ჯეფი.
- ისე, მეგობრებო, მე თვითონ მინდოდა თქვენთან შემოსვლა და დამ შვი-
დობება - ვეუბნები, თან ვცდილობ ეს მსუბუ ქად და ოდნავ დაღლილი ინტო-
ნაციით ვთქვა. - ამ საღამოს მივდივარ. ანდა ღამით. სახლიდან დამირეკეს,
მთხოვენ, რომ უკან დავბრუნდე.
- რომელი სახლიდან ? ლუიზიანის თუ სავანის? - მეკითხება გრეტა. ჯეფი
და გრეტა აშკარად მსჯელობდნენ ჩემს პიროვნებაზე.
- ლუიზი...
- არ აქვს მნიშვნელობა. - ამბობს ჯეფი, - ერთი წამით შემოგ ვიშვი, უბრა-
ლოდ, დაგემ შვიდობებით.
და პირდაპირ ჩემკენ მოდის, უკვე ვფიქრობ, კარი ხომ არ მივუხურო ან
ხომ არ ვიყვირო-მეთქი, მაგრამ ვხვდები, არ გამომივა. აჯობებს ისე დავიჭირო
თავი, თითქოს ყველაფერი რიგზეა, და იმედი ვიქონიო, ასეც იქნება. გრეტა
კარს ხურავს და ზურგით აწვება. ჯეფი ამ დროს ჩემს ერთი ბეწო ოთახში
დაიარება, შემდეგ შედის სამზარეულოში და ამინდზე იწყებს ლაპარაკს; აღებს
კარადის კარს, სწევს უჯრას.

347
- შენ ყველაფერი უნდა გაწმინდო აქ, - ამბობს ჯეფი, - თორემ დოროთი
არ დაგიბრუნებს წინასწარ შენატანს. უბრალოდ, აფრენს სისუფთავეზე, - ჯე-
ფი აღებს მაცივარს, საყინულეში იხედება.
- კეტჩუპის ქილასაც კი ვერ დატოვებ. არადა, ჩემი აზრით, ეს სისულელეა.
კეტჩუპი ხომ არ ფუჭდება. - მერე აღებს კარადას, იღებს ჩემ მიერ დაკეცილ
ზეწრებს, შლის და ფერთხავს.
- ყოველთვის ვფერთხავ ზეწრებს, რომ დავრწმუნდე, რამე ხომ არ დარჩა,
მაგალითად, წინდა, ან საცვალი, ან კიდევ რამე.
ჯეფი აღებს ტუმბოს, რომელიც ჩემს საწოლთან დგას, მუხლებზე დგება და
შიგნით იხედება.
- ისე ჩანს, რომ კარგად გიმუშავია - დგება, იღიმება, და ხელს ჯინსებზე
იწმენდს. - ყველაფერი გამოგიწმენდია.
შემდეგ დაკვირვებით მიყურებს და მეკითხება:
- სადაა ის, ძვირფასო?
- რა?
- შენი ფული - მხრებს იჩეჩს. - არ გინდა ახლა გართულება, ფული ძალიან
გვჭირდება.
გრეტა ჩემ ზურგს უკან დგას მდუმარედ.
- ოც დოლარამდე მაქვს.
- იტ ყუები. შენ ყველაფერს ნაღდი ფულით იხდი, ბინის ქირასაც კი. გრე-
ტამ ნახა, რომ ბევრი ფული გაქვს იმ შენს ქამარ-ჩანთაში. მოგ ვეცი და სადაც
გინდა, წაბრძანდი. და იმედია, აღარასოდეს შევხვდებით.
- პოლიციას დავუძახებ.
- მიდი, დაუძახე, - ჯეფი დგას, ხელები მკერდზე გადაუჯვარედინებია, ცე-
რა თითები იღლიების ქვეშა აქვს.
- შენი სათვალე ყალბია, - ამბობს გრეტა. - უბრალო მინაა.
არაფერს ვპასუხობ, დაჟინებით ვუყურებ, იმ იმედით, რომ იქნებ გონს
მოეგოს. ორივე საკმაოდ აღელვებული ჩანს, იმდენად აღელვებული, რომ ეს
გარკვეულ საფუძველს ქმნის, შეცვალონ გადაწყვეტილება, მითხრან - ეს ხუმ-
რობა იყო, და ჩვენ სამივე გავიცინებთ, თანაც, სამივეს გვეცოდინება, რომ ეს
ღიმილი სიცრუეა.
- თმა გაგეზარდა, თმის ძირები ქერა გაქვს, გაცილებით უფრო ლამაზი,
ვიდრე ის ფერი, რითიც თმა შეიღებე, ვარცხნილობა კი, სხვათა შორის, საძა-

348
გელი გაქვს, - ამბობს გრეტა. - შენ იმალები, არ ვიცი, რას ემალები, კაცს თუ
რამე სხვას, მაგრამ შენ არასოდეს წახვალ პოლიციაში, ასე რომ, მოიტა ფული!
- ჯეფმა ჩაგითრია ამაში? - ვეკითხები.
- არა. ეს მე ჩავითრიე ჯეფი.
ვცდილობ, კართან მივიდე, რომელსაც გრეტა ბლოკავს.
- გამიშვით.
- მოგ ვეცი ფული!
ვცდილობ კარისკენ გავიწიო, მაგრამ გრეტა ხელს მკრავს, კედელზე მახეთ-
ქებს, ცალ ხელს სახეზე მადებს, მეორე ხელით კი კაბას მიწევს და ფულის ქა-
მარს მხსნის.
- არ გინდა გრეტა, გაჩერდი, გეუბნები!
მხურვალე, მარილიან ხელს ცხვირზე მაჭერს, მისი ფრჩხილი თვალში მე-
სობა. შემდეგ კედელზე მახეთქებს, კედელს თავს ვურტყამ და ენას ვიკვნეტ.
მდუმარა ბრძოლაა, ხმას არც ერთი ვიღებთ.
სასოწარკვეთილი ვეპოტინები ქამრის ბოლოს, მაგრამ ვერ ვიბრძვი, თვა-
ლიდან ცრემლი მომდის, მალე გრეტა ახერხებს და ხელს მაშვებინებს. მაჯებ-
ზე მისი ფრჩხილების კვალი მრჩება, კიდევ ერთხელ მკრავს ხელს, ელვაშესაკ-
რავს ხსნის და ქამრიდან ფულს იღებს.
- ამის დედაც... - ამბობს და დათვლას იწყებს - აქ ათასზე მეტია, არა ორ
ან სამზეც კი. ამის დედაც... შენ რა, ბანკი გაქურდე?
- სავსებით შესაძლებელია, - ამბობს ჯეფი, - ფული გაიტაცა.
იმ ფილმის მიხედვით, ნიკს რომ უყვარდა, ამ მომენტში გრეტასთვის
ცხვირში უნდა ჩამეცხო, ის იატაკზე უგონოდ დავარდებოდა, ცხვირიდან სის-
ხლი წასკდებოდა, მე კი ჯეფს გავთიშავდი. მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩხუბი
არ ვიცი. ისინი ორნი არიან, ამიტომ გაქცევას არც კი ვცდილობ, თუ ბავშვი-
ვით გავუძალიანდები, დამიჭერენ, მართლა გაბრაზდებიან და სიკვდილამდე
მცემენ, - არ ვიცი ჩხუბი, თანაც ტკივილის მეშინია.
- თუ გინდა პოლიციაში განაცხადო, მიდი. სწორედ დროა, - მიმეორებს ჯე-
ფი.
- თქვენი დედაც - ჩურჩულით ვამბობ.
- ბოდიში, - ამბობს გრეტა, - და მომავალში უფრო ფრთხილად იყავი, კარ-
გი? არ უნდა ჩანდეს, რომ გოგო მარტო მოგზაურობს და თან, იმალება.
- ყველაფერი კარგად იქნება. - ჯეფმა მკლავზე მომისვა ხელი. გატრიალ-
დნენ და წავიდნენ.

349
საწოლთან ტუმბოზე 25-ცენტიანი და 10-ცენტიანი მონეტებია, აი, მთელი
ფული, რაც დამრჩა...

ნიკ დანი ცხრა დღის შემდეგ

დილა მშვიდობისა! ლოგინ ში ვიჯე ქი, მუხლებზე ლეპტოპი მქონდა და ჩე-


მი მოულოდნელი ონლაინ ინტერვიუს მიმოხილვას ვკითხულობდი სიამოვნე-
ბით. მარცხენა თვალი ოდნავ მიფეთქავდა, ეს იაფი ვისკის შედეგი იყო, სხვა
მხრივ, ყველანაირად კმაყოფილი გახლდით. წინა ღამით ცოლის დასაბრუნებ-
ლად ნაბიჯი გადავდგი. მაპატიე, მზად ვარ, გამოვისყიდო ჩემი დანაშაული,
მთელ მსოფლიოს ვეტ ყვი, როგორი შესანიშნავი ხარ.
და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ, თუ ჩემი ცოლი არ გამოჩნდა, ჩემი საქმე
წასულია. ტანერის დეტექტივმა (ძარღვიანმა, სერიოზულმა ტიპმა, რომელიც
სრულიად არ ჰგავდა ლოთ მეძებარს, ნუარ-დეტექტივებიდან), ჯერჯერობით
ვერაფერი გაარკვია. ჩემი ცოლი მშვენივრად ახერხებს დამალვას. ამიტომ
იძულებული ვარ კომპლიმენტები ვუკეთო და ჩემი დამარცხება ვაღიარო - ემი
უნდა დავარწმუნო, რომ დაბრუნდეს.
თუკი მიმოხილვები შეიძლება, რამის მაჩვენებლად ჩაითვალოს, გამოდის
სწორი ნაბიჯი გადამიდგამს, რადგან კომენტარები პოზიტიური იყო, ძალიან,
ძალიან დადებითი:
„ყინულის კაცი დადნა“
„ვიცოდი, კარგი ბიჭი იყო“
„ჭეშმარიტება ღვინოშია“
„ვინ იცის, იქნებ მართლა არ მოუკლავს“
„ვინ იცის, იქნებ მართლა არ მოუკლავს“
„ვინ იცის, იქნებ მართლა არ მოუკლავს“
და აღარ მეძახიან „ლენს“-ს.

350
სახლის გარეთ ჟურნალისტებმა მოთმინება დაკარგეს, უნდოდათ იმ კაცის
განცხადება ჩაეწერათ, რომელსაც, შესაძლოა, ცოლი არ მოუკლავს. ჩამოშვე-
ბული დარაბების მიღმა ყვიროდნენ:
„ჰეი, ნიკ, გამოდი გარეთ, გვითხარი რამე ემის შესახებ!“ „ჰეი, ნიკ, მოგ ვიყე-
ვით თქვენი „განძის ძიების“ შესახებ!“ მათთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ ახა-
ლი „ძარღვი“ იყო, ახალი ამბების „ოქროს საბადოში“, თუმც კი ნამდვილად
უფრო მომ წონდა. ვიდრე: „ნიკ, მართალია, რომ ცოლი მოკალით?“
მერე კი უეცრად მათ გოს სახელის ყვირილი დაიწყეს, მათ უყვარდათ გო
იმიტომ, რომ მას არ შეუძლია მუდმივად განყენებული გამომეტ ყველება
შეინარჩუნოს, ყოველთვის აშკარად ჩანს - წუხს, ბრაზობს თუ ღელავს.
მოიფიქრე შესაბამისი სათაური და საქმე გაკეთებულია - „მარგო, მართალია,
რომ თქვენი ძმა უდანაშაულოა?“ „მარგო მოგ ვიყევით...“ „ტანერ, თქვენი კლი-
ენტი უდანაშაულოა?“ „ტანერ...“
ზარმა დარეკა. კარი ისე გავაღე, რომ არავის დავენახე, კარს ამოფარე-
ბულმა, რადგან ჯერაც არ მომეყვანა თავი წესრიგში. ჩემი დაუვარცხნელი
თმა და დაჭმუჭნილი საცვლები ყველაფერზე თავისთავად მეტ ყველებდნენ.
წინაღამეს, ობიექტივის პირისპირ, მშვენივრად გამოვიყურებოდი - ბავშვური
უშუალობა, რომელიც გაძლიერებულია ჭეშმარიტების ღვინოში ძიებით; ახლა
კი ლოთსა ვგავდი. კარი შევაღე და მოვემზადე მომესმინა ორი ახალი მხურვა-
ლე კომენტარი ჩემს გუშინდელ წარმოდგენაზე.
- არასოდეს, არასოდეს, აღარ გააკეთოთ ასეთი რაღაც! - დაიწყო ტანერმა.
- რა ჯანდაბა დაგემართათ, ნიკ? მგონი დროა პატარა ბავშვივით ჭოჭინაში
ჩაგსვათ. ასეთ სიბრიყვეს როგორ აკეთებთ?
- ნახეთ კომენტარები ინტერნეტში? ხალხს ეს მოეწონა! მე შემოვაბრუნე
საზოგადოებრივი აზრი, როგორც ამას მირჩევდით.
- არასოდეს არ უნდა გააკეთოთ ეს არაკონტროლირებად გარემოში, - თქვა
ადვოკატმა - რა იქნებოდა, ელენ ებოტის მოგზავნილი რომ ყოფილიყო? რა
იქნებოდა, უფრო მზაკვრული კითხვები რომ დაესვა, ვიდრე: „რა გინდათ
თქვენს ცოლს გადასცეთ, ძვირფასო?“ - ეს კითხვა ისე თქვა, აშკარად ჩანდა,
გოგოს გამოაჯავრა. მისი სახე ხელოვნური ნარუჯის ქვეშ რადიოაქ ტიური ფე-
რების პალიტრას დაემსგავსა.
- მე ვენდობი საკუთარ ინსტინქტებს, ტანერ, მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ
უნდა მენდოთ, შემიძლია ვიგრძნო, სად მიგებენ მახეს. ის გოგო ნამდვილად
გულწრფელი იყო.

351
ადვოკატი დივანზე დაჯდა და ფეხები შეაწყო ოტომანზე, რომელიც თავი-
სით არასოდეს გადაბრუნდებოდა.
- კი და ამისი ერთი მაგალითიც გვაქვს, - თქვა მან - ასეთივე იყო ენდი.
როგორ გაქვთ ლოყა?
ლოყა ჯერ კიდევ მტკიოდა, ნაკბენი თითქოს ფეთქავდა კიდეც. როცა ად-
ვოკატმა გამახსენა მისი არსებობა, მხარდაჭერის ძიებაში გოსკენ მივ ტრიალ-
დი.
- ეს სულაც არ იყო ჭკვიანური ნაბიჯი, - თქვა მან და ტანერის წინ დაჯდა.
- შენ ნამდვილად ბედმა გაგიღიმა, ყველაფერი კარგად შემობრუნდა, მაგრამ
შეიძლებოდა ასე არც მომხდარიყო.
- მეგობრებო, მეტისმეტად აბუ ქებთ. განა არ შეიძლება უბრალოდ გაგ ვი-
ხარდეს, რომ რაღაც კარგი მოხდა? თუნდაც სულ მცირე? სულ რაღაც 30 წამი
კარგი ამბებისა განვლილი ცხრა დღის განმავლობაში? არა?
ტანერმა ხაზგასმით დახედა მაჯის საათს:
- კარგი.
როცა სიტ ყვის თქმა დავაპირე, მან საჩვენებელი თითი მომიშვირა და ისე
დამიცაცხანა, როგორც გაცელქებულ ბავშვს. მისი საჩვენებელი თითი საათის
ციფერბლატზე დაეშვა.
- კარგი, 30 წამი გავიდა. გაიხარეთ? - წამით დადუმდა, რომ გაეგო, ვიტ ყვი
თუ არა რაიმეს. ასე ჩერდება მასწავლებელი, როდესაც მეტისმეტად ცელქ მო-
წაფეს აჩუმებს, „აბა, მორჩი ლაპარაკს?“ - ახლა შეგ ვიძლია დავიწყოთ საუბა-
რი. ჩვენ მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც ყველაფერს მომენტის სწორი შერჩე-
ვა წყვეტს.
- გეთანხმებით.
- მართლა? დიდი მადლობა - ადვოკატმა წარბი აზიდა. - მე ვაპირებ უახ-
ლოეს ხან ში პოლიციას შეშის ფარდულის შიგთავსის შესახებ შევატ ყობინო,
მანამ, სანამ ბრბოს...
„ოღონდ ბრბო არა, მათ ბრბო არ უნდა ვუწოდოთ“, - გავიფიქრე. ეს ემიმ
მასწავლა.
-... უყვარხართ ისევ, უკაცრავად, ბოლოს და ბოლოს, შეუყვარდით. რე-
პორტიორებმა გოს სახლს მიაგნეს და მე მგონი, სახიფათოა შეშის ფარდულის
საიდუმლოდ შენახვა. როგორ არიან ელიოტები?
- აღარ უნდა გვქონდეს ელიოტების მხარდაჭერის იმედი, საერთოდ აღარ.

352
ისევ დუმილი. ტანერს არ დაუწყია ჩემთვის ნოტაციის კითხვა, ისიც კი არ
მკითხა, რა მოხდა.
- ესე იგი, ჩვენ შეტევაზე უნდა გადავიდეთ. - ვამბობდი ამას და თან
ვგრძნობდი, როგორი გაბრაზებული ვარ.
- ნიკ, ერთი კარგი მომენტის გამო თავი ხელშეუხებელი ნუ გგონია, - მით-
ხრა გომ და რაღაც წამალი ჩამიდო ხელში, - ნაბახუსევის მდგომარეობიდან
გამოდი, დღეს კარგ ფორმაში უნდა იყო.
- კი, კარგად ვიქნები. - გადავ ყლაპე აბები და ტანერს მივუბრუნდი. - რა
უნდა ვქნათ? მოდი, გეგმა შევადგინოთ.
ძალიან კარგი, დავიწყოთ. - მომიგო ტანერმა. - სრულიად წარმოუდგენე-
ლი იყო, მაგრამ მაინც მოვახერხებ და ხვალ ინტერვიუ გვაქვს შერონ შეიბერ-
თან.
- ვაოუ, ეს... მართალია?
შერონ შეიბერი იყო საუკეთესო, ვინც კი შეიძლებოდა მენატრა. ჰქონდა
ყველაზე მაღალი რეიტინგი (30-55 წლის ასაკის კატეგორიაში) სატელევიზიო
ქსელში (საკაბელოზე უფრო დიდი დაფარვით), როგორც „ნიუსმეიკერ“ ქალს
(რათა დავამტკიცო, შემიძლია მქონდეს კორექტული ურთიერთობები საწინა-
აღმდეგო სქესის ადამიანთან), ვინც კი დღეს ჩანს ტელეეკრანზე. ყველამ იცო-
და, რომ ბინძურ თეთრეულში მაინცდამაინც არ იქე ქება, მაგრამ ყოველი შემ-
თხვევა, რომელსაც იგი ხელს მოჰკიდებდა, სამართლიანობის გამარჯვებით
მთავრდებოდა. ორი წლის წინათ, მან მფარველობა გაუწია ახალგაზრდა დე-
დას, რომელიც ციხეში ჩასვეს ბრალდებით, თითქოს ბავშვი ისე არწია, რომ ის
მოკვდა. შერონ შეიბერი ატარებდა სრულიად კანონიერ და მეტად ემოციურ
ჟურნალისტურ გამოძიებას, რამდენიმე გადაცემის განმავლობაში. ის ქალი,
რომელსაც შერონი იცავდა, ახლა სახლში დაბრუნდა, ნებრასკაშია, სადაც ხე-
ლახლა გათხოვდა და ბავშვს ელოდება.
- მართალია. თქვენი საქმით დაინტერესდა მას მერე, რაც ინტერნეტში ვი-
დეო გავრცელდა.
- ესე იგი, ვიდეომ გვიშველა, არა? - თავი ვერ შევიკავე, რომ არ მეთქვა.
- ამ ვიდეომ ახალ დონეზე აგ ვიყვანა, აქამდე ცხადი იყო, რომ ეს თქვენი
ნამოქმედარია. ახლა კი გაჩნდა იმის შანსი, რომ ეს თქვენი გაკეთებული არ
არის. არ ვიცი, როგორ მოახერხეთ, მაგრამ გუშინ თქვენ მართლაც გულწრფე-
ლი ჩანდით...

353
- რადგან გუშინ მას რეალური მიზანი ამოძრავებდა, დააბრუნოს ემი. -
თქვა გომ. - ჰოდა, შეტევაზე გადავიდა. მანამდე კი იყო სუსტი ემოციები, სა-
კუთარი თავის შეცოდება, სურვილი, გაექცეს პასუხისმგებლობას.
მადლიერებით გავხედე.
- ჰოდა, არ დაივიწყოთ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ მიზანს ემსახურე-
ბა - თქვა ტანერმა. - ნიკ, სიმართლეს გეტ ყვით: რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყო-
ველგვარ წარმოდგენას სცილდება. ადვოკატების უმეტესობა გაიძულებდათ,
ენაზე კბილი დაგე ჭირათ. მაგრამ მაინც მინდა ეს ხერხი გამოვცადო. მედია
გავლენას ახდენს სამართლებრივ გარემოზე, ინტერნეტის, ფეისბუკის, იუთუ-
ბის პირობებში აღარ არსებობს ისეთი ცნება, როგორიც არის ნაფიც მსაჯულ-
თა მიუკერძოებელი სასამართლო. 80-90% გადაწყვეტილებისა მანამდეა მი-
ღებული, სანამ სასამართლო დარბაზში შევლენ. მაშ, რატომ არ უნდა ვაკონ-
ტროლოთ მოვლენების განვითარება? მაგრამ აქ არის რისკიც, მინდა წინასწარ
დავგეგმო ყველა სიტ ყვა, ჟესტი, ინფორმაციის ყოველი ნიუანსი, მაგრამ
თქვენ უნდა იყოთ ბუნებრივი, უნდა მოეწონოთ ადამიანებს, თუ არადა, ეს
ჩვენ წინააღმდეგ იმუშავებს.
- ო, ეს სრულიადაც არ არის რთული, - მივუგე, - იყო ასი პროცენტით ბუ-
ნებრივი.
- თქვენ მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ თქვენს გამონათქვამებში.
ჩვენ გავაფრთხილებთ წამყვანს, რომ თქვენ არ გსურთ ზოგიერთ კითხვაზე პა-
სუხი გასცეთ. მაინც გ კითხავთ, მაგრამ გასწავლით, რა უპასუხოთ, მაგალი-
თად, „ზოგიერთი მიზეზის გამო, რომელიც დაკავშირებულია გამოძიებასთან,
რომელსაც პოლიცია აწარმოებს, მე არ მაქვს უფლება გიპასუხოთ ამ კითხვა-
ზე“ და ეს სიტ ყვები მაქსიმალური დამაჯერებლობით უნდა წარმოთქვათ.
- თუთიყუშივით უნდა გავიმეორო?
- ჰო, თუთიყუშივით. თუ შერონ შეიბერმა ამ საქმეს ხელი მოჰკიდა, ნიკ,
ჩათვალეთ რომ საოცრად გაგ ვიმართლა. ეს სრულიად წარმოუდგენელია, მაგ-
რამ მე ეს მოვახერხე. - თქვა ტანერმა.
მას აშკარად მოსწონდა საკუთარი თავი - ეს ფრაზა, აშკარად, ლაიტმოტი-
ვი გახლდათ. ტანერი დადუმდა, წარბები აზიდა, ისეთი სახე დაიჭირა, თითქოს
ღრმად ჩაფიქრდა. მივხვდი, რაღაც არასასიამოვნო უნდა მითხრას.
- დიახ? - ვკითხე.
- თქვენ უნდა მოუყვეთ შერენ შეიბერს ენდის შესახებ, რადგან ეს არ
დაიმალება და ისედაც მალე გამომჟღავნდება.

354
- მაშინ უნდა გავაკეთო ეს, როცა ხალხს მოვეწონე? გინდათ, რომ ისევ შე-
მიჯავრონ?
- ნიკ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, თქვენი აზრით, რამდენი
საქმე მაქვს მოგებული? ასეთი რაღაცები გინდ აქედან, გინდ იქიდან, მაგრამ
საბოლოოდ მაინც გამომჟღავდნება ხოლმე. ამ გზით ჩვენ შევინარჩუნებთ სი-
ტუაციაზე კონტროლს. თქვენ იტ ყვით ენდის შესახებ და მოინანიებთ. ისე
მოინანიებთ, თითქოს თქვენი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. თქვენ
გ ქონდათ სასიყვარულო რომანი, თქვენ ხართ სუსტი, ბრიყვი მამაკაცი, მაგ-
რამ თქვენ გიყვართ თქვენი ცოლი და ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ
მან გაპატიოთ. თქვენ მისცემთ ინტერვიუს, ის გავა ეთერში შემდეგ საღამოს.
ასე რომ, ენდის სახელი ანონსებში არ გამოჩნდება. ერთადერთი, შეიძლება გა-
მოიყენონ სიტ ყვა „სენსაცია“.
- თქვენ რა, უკვე უთხარით ენდის შესახებ?
- ღმერთო, დიდებულო, რა თქმა უნდა, არა. - თქვა მან, - მე ვუთხარი, რომ
ჩვენ გვაქვს მაგარი საინფორმაციო ბომბი, ასე რომ, თქვენ ჩაწერთ ინტერვი-
უს, და ჩვენ გვექნება ოცდაოთხი საათი, სანამ ის ეთერში გავა; ჩვენ ენდის შე-
სახებ ვუამბობთ ბონისა და გილპინს და იმასაც ვაჩვენებთ, თუ რა იპოვეთ შე-
შის ფარდულში. ჩვენ ამ ყველაფერს გავაერთიანებთ, ემი ცოცხალია და ცდი-
ლობს, ნიკს მახე დაუგოს, ის ეჭვიანობის ნიადაგზე არის შეშლილი და ცდი-
ლობს, ყველაფერი ქმარს დააბრალოს. ო, როგორი ვნებათაღელვაა!
- მაშინ, რატომ არ უნდა ვუთხრა შერონ შეიბერს, რომ ემის უნდა, ყველა-
ფერი მე დამბრალდეს?
- მიზეზი პირველი: თქვენ აღიარებთ, რომ გ ქონდათ სასიყვარულო კავში-
რი ენდისთან, ინანიებთ და ითხოვთ, მკაცრად არ განგსაჯონ. მთელ ამერიკას
გული უჩუყდება, გპატიობენ, თანაგიგრძნობენ. ამერიკელებს უყვართ იმისი
ყურება, თუ როგორ ინანიებს ცოდვილი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ
შეიძლება, თქვენი ცოლი გამოიყვანოთ ცუდ ადამიანად. არავის მოეწონება,
თუ მოღალატე ქმარი ცოლს რაღაცას დააბრალებს. უმჯობესია, ეს მეორე
დღეს ვიღაც სხვამ თქვას. საიმედო წყარომ პოლიციას შეატ ყობინა - ნიკს ცო-
ლი მთელი გულით უყვარს, არადა, ის საშინელებას უწყობს! მშვენიერი შოუა.
- და მეორე მიზეზი?
- მეორე მიზეზი ის არის, თუ როგორი რთული ასახსნელი იქნება, როგორ
მოაწყო ემიმ ეს ყველაფერი, თქვენ რომ დაგბრალებოდათ. ინტერვიუს მსვლე-
ლობის დროს ამის ახსნას ვერ მოახერხებთ. ცუდი შოუ გამოვა.

355
- ცუდად ვარ,- ვთქვი.
- ნიკ, ეს... - დაიწყო გომ.
- ვიცი, ვიცი, ეს უნდა გავაკეთო. მაგრამ შეგიძლიათ თქვენი თავი ჩემს ად-
გილას წარმოიდგინოთ? მთელ მსოფლიოს უნდა გავუმჟღავნო ჩემი ყველაზე
დიდი საიდუმლო. არა, მესმის, რომ ეს უნდა გავაკეთო, ეს ჩვენ სასარგებლოდ
იმუშავებს. მეც ასე ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი შანსი, რომ ემი დაბრუნ-
დეს. მას უნდა, რომ მე საზოგადოების თვალში სრულიად გავნადგურდე.
- მას უნდა, რომ დაისაჯოთ - ტანერმა გამაწყვეტინა, -სიტყვა განადგურე-
ბა ისე ჟღერს, თითქოს თქვენ საკუთარი თავი გეცოდებათ.
- ...და საჯაროდ პატიება ვითხოვო, - გავაგრძელე, - მაგრამ ეს ყველაფერი
ძალიან მძიმეა ჩემთვის.
- სანამ წინ წავალთ, მინდა ბოლომდე გულახდილი ვიყო. - თქვა ტანერმა.
- თუ ჩვენ პოლიციას ვეტ ყვით ყველაფერს, ანუ იმას, რომ ემი ნიკს მახეს
უგებს და ყველაფერს ატენის, ეს რისკია. პოლიციელთა უმრავლესობა ერ-
თხელ ირჩევს ეჭვმიტანილს და ბოლომდე აწვება თავის ვერსიას. მათ ვერ
აიძულებ, სხვა ვარიანტები დაუშვან. ასე რომ, აქ არსებობს რისკი - ჩვენ მათ
ყველაფერს ვეტ ყვით, ისინი კი გაიცინებენ და დაგაპატიმრებენ პირდაპირ
პოლციიის განყოფილებაში. გამოვა, რომ ჩვენ მათ წინასწარ გავუმხილეთ,
რაზე იქნება აგებული ჩვენი თავდაცვის სტრატეგია. ამდენად, მათ შეეძლე-
ბათ დაგეგმონ, როგორ დაგ ვიმსხვრიონ თავდაცვა სასამართლო პროცესის
დროს.
- ერთი წუთით, ტანერ, ეს მართლაც ძალიან, ძალიან ცუდად ჟღერს, -
თქვა გომ - ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს, არავითარ შემთხვევაში!
- მაცალეთ, დავამთავრო, - გააჩერა ტანერმა გო, - პირველი, პირადად მე
ვფიქრობ, რომ თქვენ უდანაშაულო ხართ, ნიკ; ასევე, მგონი, ბონის არ სჯერა,
რომ თქვენ ხართ მკვლელი. ამიტომ მგონია, მან შეიძლება დაუშვას ალტერ-
ნატიული ვარიანტი, მას აქვს კარგი რეპუტაცია პოლიციელისა, რომელიც მა-
ძებრის ინტუიციას ფლობს. ველაპარაკე და კარგი შთაბეჭდილება დამრჩა.
ყველა სამხილი თქვენზე მიუთითებს, მაგრამ ის გუმანით გრძნობს, რომ აქ
საქმე სხვანაირად უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, თუკი
საქმე სასამართლომდე მივა, თქვენს დასაცავად ვერ გამოვიყენებ ვერსიას,
რომლის თანახმადაც ემიმ ეს ყველაფერი მოგიწყოთ.
- რას გულისხმობთ?

356
- ეს ყველაფერი იმდენად რთულია, რომ ნაფიცი მსაჯულები ამაში უბრა-
ლოდ ვერ გაერკვევიან. კარგი შოუ არ გამოვა, დამიჯერეთ. ეს ნაფიცი მსაჯუ-
ლებისთვის არ გამოდგება. ჩვენ უნდა ვცადოთ გავიმეოროთ „ო.ჯ.სიმპსონის
საქმე“ (ორიენტალ ჯეიმს სიმპსონი, ამერიკული ფეხბურთის ცნობილი მოთა-
მაშე და მსახიობი, დააბრალეს ყოფილი ცოლისა და მისი მეგობრის მკვლელო-
ბა, მაგრამ ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს, მიუხედავად სამხილის არსე-
ბობისა. - მთარგმნ. შენიშვნ.) ანუ ჩვენი დაცვა მარტივი უნდა იყოს, პოლი-
ციელები არაკომპეტენტურები არიან, ცდილობენ ყველაფერი თქვენ დაგაბრა-
ლონ, სამხილები არ არის საკმარისი, ყველაფერი თეთრი ძაფითაა ნაკერი,
ბლა-ბლა- ბლა.
- ეს „ბლა-ბლა-ბლა“ განსაკუთრებით დამაიმედებელია - ჩავილაპარაკე.
ტანერს გაეღიმა.
- ნაფიც მსაჯულებს ვუყვარვარ, ნიკ, მე მათ ვგავარ.
- კი მაგრამ, თქვენ ხომ მათ პირისპირ დგახართ, ტანერ.
- მაშინ სხვანაირად ვიტ ყვი: მათ სურთ, მე მგავდნენ.
ეს საუბარი მიმდინარეობდა სახლში, რომელიც გარშემორტყმული იყო პა-
პარაცებით, ასე რომ, როცა გარეთ გამოვედით, ბლიცების შუქმა დაგ ვაბრმავა.
(„თავი არ დახაროთ“ - მირჩია ტანერმა, - „არ გაიღიმოთ, მაგრამ არც შერ-
ცხვენილი გამომეტ ყველება მიიღოთ, სწრაფად ნუ ივლით, ჩვეულებრივი ნა-
ბიჯით იარეთ, მიეცით საშუალება ფოტოები გადაგიღონ, არაფერი უთხრათ...
რასაც მათზე ფიქრობთ, მხოლოდ დახურულ კარს მიღმა შეგიძლიათ ილაპა-
რაკოთ“).
სენტ-ლუისში ვაპირებდით ჩასვლას, სადაც უნდა ჩაგ ვეწერა ინტერვიუ,
მანამდე კი რეპეტიცია უნდა გამევლო ტანერის ცოლთან, ბეტსისთან, რომე-
ლიც წინათ ახალი ამბების წამყვანი გახლდათ, მერე კი ადვოკატი გახდა. სწო-
რედ ის იყო მეორე ბოლტი საადვოკატო ფირმის აბრაზე: „ბოლტი და ბოლტი“.
შთამბეჭდავი ქარავანი გამოვიდა - წინ ტანერი და მე, შემდეგ გოს მანქანა,
უკან კი ტელეოპერატორების ფურგონები. მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც
ჰორიზონტზე სენტ-ლუისის თაღი გამოჩნდა, პაპარაცები სრულიად გადამა-
ვიწყდა.
ტანერის სასტუმროს როდესაც მივუახლოვდით, უკვე სავსებით გან წყობი-
ლი ვიყავი სამუშაოდ - ეს ინტერვიუ საუკეთესოდ უნდა ჩავატარო. საწყენია,
რომ საკუთრი „მუსიკალური თემა“ არ გამაჩნია, - მოუხდებოდა კადრებს, სა-

357
დაც ჩანს, დიდი ბრძოლისთვის ვემზადები. რა შეიძლება გამოდგეს ამის მენ-
ტალურ ეკვივალენტად?
კარი ლამაზმა, მაღალმა, გამხდარმა შავ კანიანმა ქალმა გაგ ვიღო.
- ჰაი, ნიკა, მე ბეტსი ბოლტი ვარ.
არადა, ბეტსი ბოლტი მინიატიურულ, ქერათმიან, სამხრეთელ გოგოდ
წარმომედგინა.
- ნუ სწუხხართ, ყველა გაოცებული რჩება, ვინც პირველად მხედავს, -
გაეცინა ბეტსის, რადგან ჩემი დაბნეული მზერა შენიშნა და ხელი ჩამომარ-
თვა. - „ტანერი და ბეტსი“, ისე ჟღერს, ჩვენი ფოტო „ძვირად ღირებული კერ-
ძო სკოლების კურსდამთავრებულთა გზამკვლევის“ გარეკანზე უნდა იყოს,
არა?
- „ძვირად ღირებული კერძო სკოლების კურსდამთავრებულთა ცნობარის“,
- შეუსწორა ტანერმა, - ლოყაზე აკოცა.
- ხედავთ? ყველაფერი იცის, - ჩაილაპარაკა ქალმა.
ბეტსიმ ერთობ შთამბეჭდავ პენთჰაუზში შეგ ვიყვანა - სასტუმრო ოთახს
მთელ კედელზე გასდევდა ფანჯარა, საძილე ოთახის ფანჯრები კი შენობის
ორივე მხარეს გადიოდა.
ტანერმა თქვა, რომ კართაგენ ში, „დეიზი ინ ში“ ემის მშობლების პატივის-
ცემის გამო ვერ გაჩერდებოდა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მიზეზი სხვა იყო -
უახლოესი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო სენტ-ლუისში მდებარეობდა.
ინტერვიუს რეპეტიციისთვის ნელ-ნელა დავიწყეთ მზადება: ვისაუბრეთ
ბეტსის ოჯახზე, მის სწავლასა და კარიერაზე (ყველგან პირველ ადგილებს
იკავებდა, საუკეთესოთა შორის იყო და ა.შ.), ყელი გავისველეთ - სოდიანი
წყალი და „კლამატო“ დავლიეთ (როგორც გადაწყვიტა გომ, ეს სასმელი ადვო-
კატის აკვიატება გახლდათ, მსგავსად იმისა, სკოლაში რომ ყალბ სათვალეს
ვატარებდი). მერე მე და გო ტყავის სავარძელში „ჩავიძირეთ“. ბეტსი ჩვენ წინ
დაჯდა, ფეხები მოკეცა, მათემატიკური ფესვის ნიშნის ფორმად. ლამაზი პრო-
ფესიონალი. ტანერი ჩვენ ზურგს უკან დადგა, კარგად რომ მოესმინა.
- კარგი, მოდი, დავიწყოთ, ნიკ, - თქვა ბეტსიმ, - შემიძლია გულახდილად
დაგელაპარაკოთ?
- რა თქმა უნდა.
- თქვენ და ტელევიზია. გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როდესაც მიეცით
ინტერვიუ გოგონას დეტექტიური საიტიდან, ეკრანზე ყოველთვის საშინლად
ჩანხართ.

358
- სწორედ ამიტომ წავედი ბეჭდურ ჟურნალისტიკაში, - ვეუბნები, - კამე-
რას როგორც კი დავინახავ, სახე მეყინება.
- ნამდვილად, - დამეთანხმა ბეტსი, - დამკრძალავი ბიუროს უგრძნობელ
მეპატრონეს ემსგავსებით. მაგრამ ვიცი ერთი ხრიკი, ამ პრობლემას რომ ვუშ-
ველოთ.
- სასმელი? - ვკითხე, - ამან ბლოგის შემთხვევაში იმუშავა.
- ამ შემთხვევაში არ იმუშავებს. - მითხრა ბეტსიმ და ვიდეოკამერა დააყე-
ნა. - მოდი, დასაწყისისთვის სასინჯი გადაღება ჩავატაროთ. მე ვითამაშებ შე-
რონის როლს: დაგისვამთ კითხვებს, რომლებსაც, სავარაუდოდ, ის დაგისვამთ,
თქვენ კი მიპასუხეთ, რასაც უპასუხებდით. ასე გავარკვევთ, რამდენად შორს
ხართ სასურველი იდეალისგან, - ბეტსიმ ისევ გაიცინა, - აბა, მაგრად დადე-
ქით.
ბეტსის ლურჯი კაბა ეცვა. ტყავის ხელჩანთიდან მარგალიტების ასხმა
ამოიღო. ეს შერონ შეიბერის „ფორმა“ იყო.
- ტანერ?
ქმარმა მარგალიტების ასხმა ყელზე შეუკრა. როცა დარწმუნდა, რომ ყვე-
ლაფერი რიგზეა, ბეტსიმ გაიღიმა. - მე ვცდილობ, მაქსიმალურად დავემსგავ-
სო, ერთადერთი განსხვავება ჩემი ჯორჯიული აქცენტია. და ის, რომ მე შავ კა-
ნიანი ვარ.
- მე მხოლოდ შერონ შეიბერს ვხედავ ჩემ წინ, - ვუთხარი.
კამერა მომართა, ჩართო, ჩემ წინ დაჯდა, ჩაისუნთქა და დაიწყო.
- ნიკ, თქვენს საქმეში ძალიან ბევრი შეუსაბამობაა. - ბეტსიმ ეს შერონის
მჟღერი ხმით თქვა, - დასაწყისისთვის ხომ არ შეგიძლიათ მოგ ვიყვეთ იმ დღის
შესახებ, როდესაც თქვენი ცოლი გაუჩინარდა.
- აქ, ნიკ, თქვენი ქორწინების წლისთავის სადღესასწაულო საუზმეზე უნ-
და ილაპარაკოთ, თქვენ ორს რომ გ ქონდათ, - საუბარში ჩაერთო ტანერი, -
ყველაფერი, როგორც იყო. მაგრამ არ უნდა თქვათ, კონკრეტულად როდის რა
ხდებოდა და ასევე არ უნდა აღწეროთ, რა ხდებოდა საუზმემდე და საუზმის
შემდეგ. თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ მხოლოდ იმ არაჩვეულებრივ
ბოლო საუზმეზე, რომელიც გვქონდათ. დაიწყეთ.
- დიახ - ჩავახველე. კამერა წითლად ციმციმებდა; ბეტსიმ ჟურნალისტის
ნიღაბი მოირგო.
- როგორც იცით, ეს იყო ჩვენი ქორწინების მეხუთე წლისთავი. ემი ადრე
ადგა და კრეპის გამოცხობა დაიწყო.

359
ბეტსიმ ხელი გაიქნია და რაღაც მტკივნეულად მომხვდა ლოყაში.
- რა ჯანდაბაა? - შევძახე, აზრზე ვერ მოვედი, რა მოხდა. კალთაზე ჟელეს
ღაჟღაჟა წითელი კანფეტი დავინახე და ავიღე.
- ყოველ ჯერზე, როდესაც დაიძაბებით და როდესაც თქვენს სიმპათიურ
სახეს ცივ ნიღბად აქცევთ, კანფეტს გესვრით. - მითხრა ბეტსიმ ისე მარტივად,
თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს.
- და თქვენ ფიქრობთ, რომ ამის გამო მე ნაკლებად დავიძაბები?
- ეს მშველის, - მითხრა ტანერმა - მეც კი ასე მასწავლიდა. ოღონდ მაშინ
ქვებს იყენებდა. - მათ მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს ერთმანეთს, გამგე-
ბიანი ცოლ-ქმრის ღიმილით. უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემ წინაშე
ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელიც მთავარ როლებს თამაშობს საკუ-
თარ დილის ტოკ-შოუში.
- ახლა თავიდან დაიწყებთ, ოღონდ დიდი ყურადღება მიაქციეთ კრეპს -
მითხრა ბეტსიმ.- ეს თქვენი საყვარელი საჭმელია? თუ მისი? და რა გაუკეთეთ
თქვენს ცოლს მაშინ, როდესაც საუზმეს ამზადებდა?
- მეძინა.
- რა უყიდეთ მას საჩუქრად?
- ჯერ არაფერი მქონდა ნაყიდი.
- ო, მისტერ დან, - თვალები აქაჩა და ქმარს გახედა, - მაშინ სხვა გზა არ
არის მართლაც უნდა აქოთ და ადიდოთ კრეპი, კარგი? და იმაზე ილაპარაკეთ,
საჩუქრად რის ყიდვას აპირებდით იმ დღეს. დარწმუნებული ვარ, არ აპირებ-
დით სახლში დაბრუნებას საჩუქრის გარეშე.
თავიდან დავიწყეთ, მე აღვუწერე კრეპის ცხობის ჩვენი ოჯახური ტრადი-
ცია, რომელიც სინამდვილეში, არც არსებულა. ვილაპარაკე მთელი არსებით,
როგორ არჩევდა ემის საჩუქრებს (იმ წამს ახალი კანფეტი მომხვდა ცხვირში -
უმალ მოვადუნე ყბა) და მე, „დებილი ბიჭი“ (მაქსიმალურად უნდა გამოვიყე-
ნოთ მიამიტი ქმრის იმიჯი - მირჩია ბეტსიმ) თავს ვიმტვრევდი, რა მეყიდა
ისეთი, რაც ჩემს ცოლს გააოცებდა.
- ეს იმიტომ კი არა, რომ მას მაინცდამაინც ძვირფასი ან ეფექ ტური სა-
ჩუქრები უყვარდა - დავიწყე (და იმავე წამს მომხვდა ქაღალდის „ბურთი“
ტანერისგან).
- წარსული დრო! შეწყვიტეთ ცოლზე წარსულ დროში ლაპარაკი!
- როგორც გავიგე თქვენ და თქვენს ცოლს რთული ურთიერთობები გ ქონ-
დათ - გააგრძელა ბეტსიმ.

360
- რთული წლები გავიარეთ, ორივემ დავ კარგეთ სამსახური….
- ო, ეს კარგია, - შესძახა ტანერმა. - ორივემ.
- ჩვენ აქ გადმოვსახლდით იმისთვის, რომ ჩემს მშობლებზე გვეზრუნა -
მამას ალცჰაიმერის დაავადება აქვს, დედას კიბო ჰქონდა, დედა გარდაიცვა-
ლა. თანაც ბევრ დროს ვხარჯავდი ახალ სამსახურში.
- კარგია, ნიკ, კარგია, - თქვა ტანერმა.
- არ დაგავიწყდეთ, იმის თქმა, როგორი ახლო ურთიერთობა გ ქონდათ დე-
დასთან - მირჩია ბეტსიმ. თუმცა, აქამდე მასთან საუბარში დედაჩემი არ მიხ-
სენებია, - არავინ გამოჩნდება, ვინც ამას უარყოფს, ასე არაა? არავინ გამოჩ-
ნდება, ვინც გაავლებს პარალელებს „ძვირფას დედიკოსთან“ ან „ძვირფას სო-
ნისთან“.
- არა, დედა და მე მართლა ძალიან ახლოს ვიყავით.
- კარგია, - მითხრა ბეტსიმ - მაშინ ხშირად ახსენეთ იგი. და ისიც, რომ
თქვენ და თქვენი და ერთად ფლობთ ბარს. ყოველთვის ახსენეთ თქვენი და,
როცა ბარს ახსენებთ. თუ თქვენ ფლობთ ბარს მარტო, მაშინ ხართ უბრალოდ
„მოთამაშე“, თუკი თქვენს საყვარელ ტყუპისცალ დასთან ერთად ფლობთ,
თქვენ ხართ...
- „ირლანდიელი“.
- განაგრძეთ.
- ამრიგად, ყველაფერი გროვდებოდა... - დავიწყე მე.
- არა, - თქვა ტანერმა - დაგროვება გულისხმობდა, რომ უნდა აფეთქდეს.
- ცოტა არ იყოს, გზას ავცდით, მაგრამ იმედი მქონდა, რომ 5 წლისთავის
აღნიშვნა დაეხმარება ჩვენი ურთიერთობის გაცოცხლებას...
- აღადგენს ჩვენს ურთიერთობას, - შემისწორა ტანერმა - აცოცხლებენ
იმას, რაც უკვე მკვდარია.
- აღადგენს ჩვენს ურთიერთობას...
- და ამ ოპტიმისტურ სურათში 23 წლის გოგოსთან ჟიმაობა როგორ ჯდე-
ბა? - იკითხა ბეტსიმ.
ტანერმა ახლა მას ესროლა კანფეტი.
- ბეტსი, ცოტა არ იყოს, როლიდან გამოხვედი.
- უკაცრავად, ბიჭებო, მაგრამ მე ქალი ვარ და ეს ყველაფერი საზიზღრად
ყარს, სრულიად არადამაჯერებელია. ურთიერთობის აღდგენა ნორმალურია,
მაგრამ როდესაც ემი გაქრა, ის გოგო ისევ თქვენთან იყო... ქალები შეგიძულე-
ბენ ნიკ, თუკი ამას ხმამაღლა იტ ყვით. იყავით გულწრფელი, ნუ გაჩერდებით.

361
ჩვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ძალიან მძიმე, მე ჩემი თავი დავ-
კარგე და საუბედუროდ ვაიძულე ემის, რომ ეზღო ჩემი დანაშაული. უკეთესი
იქნება, თუკი აღიარებთ, რომ არარაობა ხართ.
- ანუ, რასაც ზოგადად ელიან მამაკაცებისგან. - ჩავილაპარაკე.
ბეტსიმ გაღიზიანებით აიხედა მაღლა.
- ნიკ, ასეთი დამოკიდებულებით, მართლა ძალზე ფრთხილად უნდა იყოთ.

ემი ელიოტ-დანი ცხრა დღის შემდეგ

სრულიად უფულოდ ვარ. თანაც, ვიმალები, როგორც დედანატირებ


ფილმ-ნუარში. თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ საკუთარ „ფორდ ფესტივაში“
ვზივარ, „ფასტ-ფუდის“ დიდი კომპლექსის ავ ტოსადგომის კიდეზე, მისისიპის
ნაპირას, ჰაერში მარილისა და ხორცის სუნი იგრძნობა, - ახლომდებარე
ფერმა-ფაბრიკიდან ნიავი უბერავს. ღამდება. რამდენიმე საათია, ვფიქრობ, რა
ვქნა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე: არ ვიცი, სად წავიდე. ასე მგონია, რომ
მანქანა სულ უფრო და უფრო პატარავდება - იძულებული ვარ, ემბრიონის
ფორმაში მოვიკრუნჩხო, ფეხები მიბუჟდება. აშკარაა, ამ ღამით ვერ დავიძი-
ნებ. კარი ჩაკეტილი მაქვს, მაგრამ მუდმივად ველოდები, რომ ვიღაცა ფანჯა-
რაზე მომიკაკუნებს, ვიცი, გავიხედავ და დავინახავ მეჩხერკბილიან, ტკბილად
მოუბარ მანიაკს (ბედის დაცინვა არ იქნება, მართლა რომ მომკლან ახლა?).
ანდა პოლიციელს, რომელიც მომთხოვს პირადობის დამადასტურებელ მოწ-
მობას (აქ რომ ასე მაწან წალასავით მყოფს მიპოვიან, ეს ჩემთვის სიკვდილზე
უარესი არ იქნება?). რესტორნის გაჩახჩახებული წარწერები არასოდეს ქრება.
ავ ტოსადგომი სტადიონივითაა განათებული, - ისევ დავიწყე ფიქრი თვით-
მკვლელობაზე, ისე, როგორც ფიქრობს კაცი თვითმკვლელობაზე საკან ში, სა-
დაც 24 საათის მანძილზე შუ ქი ანთია. მანქანის ავზი მეოთხედზე ძლივსაა
სავსე, ამაზე ფიქრისგანაც ცუდად ვხდები. ნებისმიერი მიმართულებით ერთ
საათზე მეტს ვერ ვივლი, ამიტომ საგულდაგულოდ უნდა შევარჩიო მიმართუ-

362
ლება. სამხრეთით არკანზასია, ჩრდილოეთით - აიოვა, დასავლეთით - ისევ
ოზკარი; ანდა შემიძლია წავიდე აღმოსავლეთით, გადავ კვეთო მდინარე და
აღმოვჩნდები ილინოისში. საითაც უნდა წავიდე, ყველგან მდინარეა. მდინა-
რეს მივდევ, თუ ის მომდევს, არ ვიცი.
უცებ მივხვდი, რა უნდა გავაკეთო.

ნიკ დანი ათი დღის შემდეგ

ინტერვიუს ჩაწერის დღე ტანერის ნომერში გავატარეთ, ჩემს მომავალ მო-


ნათხრობსა და ჩემს იმიჯს ვამუშავებდით. ბეტსი ჩემთვის ტანსაცმელს არჩევ-
და, გომ კი თმა ყურებთან მინიატიურული მაკრატლით შემიმოკლა. ბეტსი
მარწუნებდა, მეხმარა პუდრა, კანის ფერი უკეთესად რომ გამოჩენილიყო. ყვე-
ლანი ჩურჩულით ვლაპარაკობდით, რადგან შერონის გუნდი იქვე ახლოს იყო,
ინტერვიუ უნდა შემდგარიყო სასტუმროს ნომერში, რომლის ფანჯარა „სენტ--
ლუისის თაღს“ გადაჰყურებს. დასავლეთის კარიბჭე. მე არ ვარ დარწმუნებუ-
ლი, აქვს თუ არა მას რამე დანიშნულება, გარდა იმისა, რომ ქვეყნის შუაგუ-
ლის ლოკალიზაცია მოახდინოს - „თქვენ აქ იმყოფებით“.
- ნიკ, სულ ცოტა პუდრა აუცილებლად გ ჭირდებათ, - მითხრა ბოლოს ბეტ-
სიმ და კოსმეტიკური ბალიშით ხელში მომიახლოვდა. - როდესაც ნერ-
ვიულობთ, ცხვირი გიოფლიანდებათ. ნიქსონმა წააგო არჩევნები, რადგან
ცხვირი უოფლიანდებოდა.
ტანერი ამ ყველაფერს რეჟისორივით ადევნებდა თვალს.
- აქეთ მხარეს მეტისმეტი არ მოგივიდეს, გო, - თქვა მან, - ბეტსი, ფრთხი-
ლად იყავი მის ცხვირთან, მეტისმეტის წასმას, ჯობია, ცოტა ჰქონდეს.
- ბოტოქსი მოგიხდებოდათ, - მითხრა ბეტსიმ. - როგორც ჩანს, ბოტოქსი
არა მარტო ნაოჭებს, არამედ ოფლიანობასაც შველის.
ზოგჯერ თავის კლიენტს უკეთებენ ნემსებს იღლიის ქვეშ. მეც შემომთავა-
ზეს, რბილად, ძალდაუტანებლად. თუ საქმე სასამართლომდე მივა...

363
- კი მაგრამ, თუკი რეპორტიორები გაიგებენ, რომ ბოტოქსი გავიკეთე მა-
შინ, როცა ჩემი ცოლი დაკარგული იყო, - ვთქვი, - სრული კატასტროფა იქნე-
ბა.
ვიცოდი, ემი არ არის მკვდარი, მაგრამ იმდენად შორს იყო, რომ ჩემთვის
ეს პრაქტიკულად იმავეს ნიშნავდა, - ის ჩემთვის იყო ცოლი წარსულ დროში.
- კარგია, რომ მიხვდით, - თქვა ტანერმა - შემდეგ ჯერზე ამას მიხვდით
მანამ, სანამ იტ ყოდეთ.
საღამოს ხუთ საათზე ტანერის ტელეფონმა დარეკა. ეკრანს დახედა.
- ბონი - თქვა მან და ზარი ხმოვან შეტ ყობინებაზე გადააგზავნა.
- მერე დაველაპარაკები.
მას არ უნდოდა, გაეგო რაიმე ახალი, არც ინფორმაცია, არც ჭორები, რაც
გვაიძულებდა ინტერვიუს სტრატეგია შეგ ვეცვალა. მეც დავეთანხმე, უბრა-
ლოდ, იმ მომენტში ბონისთან დალაპარაკება არ მჭირდებოდა.
- დარწმუნებული ხართ, რომ არ გინდათ გავიგოთ, ბონის რა უნდა? -
იკითხა გომ.
- მას უნდა, კიდევ უფრო დამამძიმოს, არა უშავს, მოიცდის.
ამრიგად, ჩვენ ყველანი შევთანხმდით (როგორც ხდება ხოლმე ჯგუფში,
როდესაც ერთ აზრზე დგებიან), რომ ეს ზარი რაღაც უმნიშვნელოა. ნახევარი
წუთით ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
- უნდა გითხრათ, რომ საშინლად ვღელავ შერონ შეიბერთან შეხვედრის
გამო, - ბოლოს თქვა გომ. - ძალიან მაგარი ქალია, კონი ჩანგს სრულიად არ
ჰგავს.
გამეცინა. დედაჩემს მოსწონდა შერონ შეიბერი და ვერ იტანდა კონი ჩანგს
(Connie Chung - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. -
მთარგმნ. შენიშვნ.). ვერაფრით აპატია შემთხვევა, როდესაც სენატორ გინ-
გრიჩის (Newt Gingrich - ამერიკელი პოლიტიკოსი, ისტორიკოსი და მწერა-
ლი. - მთარგმნ. შენიშვნ.) დედამ მის გადაცემაში ჰილარი კლინტონს კ-ა-ხ-პ-ა
უწოდა. თვითონ ინტერვიუ არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს დედაჩემის აღშფო-
თება ამ ფაქტის გამო.
6 საათზე შევედით ოთახში, სადაც ორი სკამი ერთმანეთის პირისპირ იდ-
გა, სენტ-ლუისის თაღი კი ფონად ჰქონდა. როგორც ჩანს, დრო ზუსტად იყო
გათვლილი, ჩამავალი მზის შუ ქი, მის ბრწყინვალებას არ აუფერულებდა. ეს
არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი და იგი განისაზ-
ღვრება მზის მდებარეობით ჰორიზონტის მიმართ. პროდიუსერი, რომლის სა-

364
ხელი ვერ დავიმახსოვრე, პაკაპუკით მომიახლოვდა - მეტისმეტად მაღალქუს-
ლიან ფეხსაცმელზე იდგა - და ამიხსნა, რას უნდა ველოდო. კითხვები შეიძ-
ლება რამდენჯერმე დამისვან, რათა ინტერვიუ, რაც შეიძლება კარგად გამო-
ვიდეს, და რომ შერონის რეაქციის გადაღება მოახერხონ. მე არ მაქვს უფლება,
ადვოკატს მივმართო, სანამ ვუპასუხებ, მაგრამ მაქვს უფლება პერიფრაზი გა-
ვუკეთო ჩემს სიტ ყვებს, ოღონდ ისე, რომ აზრი არ შეიცვალოს. აი, აქ არის
წყალი. შეგიძლიათ მიკროფონთან დაბრძანდეთ. სკამებისკენ წავედი, ბეტსიმ
ხელი მომკიდა მკლავზე, როცა მოვიხედე, ჟელეს კანფეტებით სავსე ჯიბე მაჩ-
ვენა.
- გახსოვდეთ... - მითხრა და თითი დამიქნია.
უცებ შერონ შეიბერი შემოვიდა, ისე ნაზად შემოსრიალდა, გეგონებოდა,
გედებს მოჰყავდათ ზურგით. მშვენიერი ქალი იყო, ქალი, რომელიც, იფიქ-
რებდი, რომ გოგონასავით არასოდეს გამოიყურებოდა. ქალი, რომლის ცხვირი
არასოდეს ოფლიანდება, მუ ქი შავი თმა მხრებზე სცემს და უზარმაზარ წაბ-
ლისფერ თვალებში შეიძლება ხან მორჩილი სინაზე დაინახო, ხან - გაავება.
- ეს შერონია, - მთრთოლარე ხმით წამჩურჩულა გომ, იმის იმიტაცია
გააკეთა, დედაჩვენი როგორ ამბობდა ხოლმე.
შერონი გოსკენ მიტრიალდა, მეფური დიდებულებით თავი დაუქნია, მოგ-
ვესალმა.
- მე შერონი ვარ, - თქვა მან თბილი მჟღერი ხმით და გოს ორივე ხელზე
მოუჭირა ხელები.
- დედაჩვენს ძალიან უყვარდით, - უთხრა გომ.
- დიდი მადლობა, - მიუგო შერონმა, რაც შეეძლო თბილად. შემდეგ ჩემკენ
მოტრიალდა და უკვე რაღაც უნდა ეთქვა ჩემთვის, რომ მაღალქუსლიანმა
პროდიუსერმა რაღაც უჩურჩულა, დაელოდა შერონის რეაქციას, და მერე კი-
დევ უჩურჩულა.
- ო, ღმერთო, - აღმოხდა შერონს. როცა შემომხედა, აღარ იღიმებოდა.

ემი ელიოტ-დანი ათი დღის შემდეგ

365
ვაპირებდი დარეკვას და დავრეკე. შეხვედრა მხოლოდ საღამოს მოხერხდა
- გაუთვალისწინებელი გართულებების გამო, ამიტომ დროს ვკლავ, ვლამაზ-
დები.
„მაკდონალდსის“ ტუალეტში დავიბანე - მწვანე ფერის გელი და ქაღალ-
დის ხელსახოცები - იაფფასიანი, მსუბუ ქი საზაფხულო კაბა გადავიცვი. ვფიქ-
რობ იმაზე, თუ რას ვიტ ყვი. საოცარმა მოუთმენლობამ შემიპყრო. ასეთი
ცხოვრება ყელში ამომივიდა: ვრეცხავ საზოგადოებრივ სარეცხ მანქანაში
(დოლურაზე აუცილებლად გაჩხერილია ვიღაცის ქვედა საცვალი და იძულე-
ბული ხდები ეწვალო, სანამ გამოათრევ, კაბინაში ნოხის ბოლო ყოველთვის
საეჭვოდ სველია, აბაზანაში ონკანი მუდმივად წვეთავს).
5 საათზე მანქანით მივდივარ ჩრდილოეთისკენ, შეხვედრის ადგილისკენ -
მდინარისპირა კაზინოში სახელად „ჰორსესჰოე ალლეყ“. შენობა ჩემ წინ უცებ
გამოჩნდა - ნეონით მოციმციმე ორმაგი აბრა მეჩხერ ტყეში. მანქანის ავზი
თითქმის ცარიელი მაქვს - ძლივს ვაღწევ დანიშნულების ადგილამდე (ცხოვ-
რებაში არ მომსვლია ასეთი რამ), მანქანას ავ ტოსადგომზე ვაჩერებ და აქეთ--
იქით ვიხედები. ვიღაც ბებრები კაზინოსკენ დასახიჩრებული მწერებივით მი-
ბორიალებენ. „ჭოჭინებს“ და ყავარჯნებს ეყრდნობიან, თან ჟანგბადის ბალო-
ნები აქვთ სასუნთქად. მათ უკან - ბიჭები იაფფასიან კოსტიუმებში, რომლებ-
მაც მეტისმეტად ბევრი ფილმი ნახეს ლას-ვეგასზე და მათი გავლენით მისუ-
რის ტყეებში ცდილობენ მიჰბაძონ ცნობილ ტიპებს „ვირთხების ხროვიდან“
(„Rat Pack“ - შოუბიზნესის ცნობილ მოღვაწეთა ჯგუფი, ჰემფრი ბოგარტი,
ფრენკ სინატრა, დინ მარტინი და სხვ. რომლებიც ხშირად გამოდიოდნენ
ლას-ვეგასის კლუბებში. - მთარგმნ. შენიშვნ.) და ვერ ხვდებიან, რა სასაცი-
ლოები არიან.
ვეება ბილბორდის ქვეშ გავდივარ - „მხოლოდ ორი საღამო“ - კონცერტებს
მართავს 50-იანების დოუ-უოპ ჯგუფი. აღდგენილი ჯგუფი. კაზინოში ბევრი
ხალხი და მოწყენილობაა.
ხურდა ფული წკარუნით ცვივა სათამაშო ავ ტომატებში, რომლებიც
მხიარულად ზანზარებენ, რაც სრულიად არ შეესაბამება მოთამაშეთა მოშვე-
ბულ, მოღუშულ სახეებს: სიგარეტს ქაჩავენ, გვერდზე გადაუდვიათ ჟანგბადის
ნიღბები. მონეტა მონეტას მიჰყვება და ასე, გაუთავებლად - ხურდა ფული

366
წკარუნობს და წკარუნობს. აქ დახარჯული ფული საზოგადოებრივი სკოლების
მიზერულ დაფინანსებაზე მიდის, იქ, სადაც ამ მოხუცების შვილიშვილები
შტერდებიან. მონეტა მიჰყვება მონეტას. უსაქმური ჯეელების ჯგუფმა ისე ჩა-
მიარა, ვერც შემამჩნია, ტუჩები სასმლისგან აქვთ სველი. მათი საუბარი
ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმის - რაღაცას ბაზრობენ გოგოების შებმაზე. მაგრამ აქ,
ჩემ გარდა, ყველა ბებრუხანაა - „სამოციანი წლების ოქროს ახალგაზრდობა“.
ვერც ვერავის შეაბამენ, მხოლოდ დატ ყვრებიან და მანქანის საჭეს მიუსხდე-
ბიან - ისიც კარგი იქნება, თუ სახლისკენ მიმავალ გზაზე ვინმეს არ მიასიკ-
ვდილებენ.
როგორც შევთანხმდით, მომცრო ბარში შესასვლელის ხელმარცხნივ ვზი-
ვარ და ვუყურებ, როგორ უკრავს გადაღრჯუებული ჯეელების ჯგუფი ასეთივე
გრძელთმიანი მსმენელების წინაშე, - ტაშს უკრავენ და ფეხებს აბაკუნებენ,
ართრიტიანი თითებით უფასო არაქისს იღებენ ჯამებიდან. ჩონჩხადქცეულ
მომღერლებს მიხრწნილ სხეულებზე ლაპლაპა სმოკინგები გადაუცვამთ, ზან-
ტად და ფრთხილად ასრულებენ მომაკვდავთა ცეკვას.
თავიდან მეგონა, რომ შეხვედრისთვის კაზინო შესაფერისი ადგილი იყო.
გზატ კეცილთან ახლოს, გარშემო მთვრალებითა და ბებრებით, რომლებიც
კარგი მხედველობით ვერ დაიკვეხნიან. მაგრამ ახლა ყველა კუთხეში, კარის
თავზე დაყენებული სათვალთვალო კამერები მაფიქრებს, - კარი ნებისმიწერ
წამს შეიძლება ჩაიკეტოს და აქედან ვეღარც გავაღწევ.
მაშინ გამოჩნდა, როცა უკვე წასვლას ვაპირებდი.
- ემი.
დესის დავურეკე, დამხმარება რომ მეთხოვა (და ჩემს თანამზრახველად
მექცია). დესის, ვისთანაც კავშირი ბოლომდე არასოდეს გამიწყვეტია და რო-
მელიც - მიუხედავად იმისა, რას ვეუბნებოდი მასზე ნიკსა და ჩემს მშობლებს
- არასოდეს მაყენებდა რამენაირ დისკომფორტს. დესი - მეორე მამაკაცი მისი-
სიპის ნაპირებიდან. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან დამჭირდე-
ბოდა. ერთ კაცი მაინც უნდა გ ყავდეს ყოველთვის თადარიგში - რა იცი, რაში
გამოგადგება. დესი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის ტიპია. მას უყვარს
უბედური ქალები. მრავალი წლის განმავლობაში, „უიკშირის კოლეჯის“ დამ-
თავრების შემდეგ, როდესაც კი პირად ცხოვრებაზე ვეკითხებოდი, ვინც უნდა
ყოფილიყო მისი ახალი გოგო, მპასუხობდა: „საქმეები კარგად არ მისდის, სამ-
წუხაროდ,“. მაგრამ ვხვდებოდი, ამ გოგოებში სწორედ ეს მოსწონდა დესის -
შემაწუხებელი კუჭნაწლავის პრობლემები, დეპრესია და ასე შემდეგ. დესი

367
ყველაზე ბედნიერად მაშინ გრძნობს თავს, როდესაც ქალის სასთუმალთანაა.
ლოგინ ში კი არა, არამედ - ლოგინის გვერდით - ტუმბოზე ბულიონი და ხილის
წვენია, დესი კი ნაზად ეუბნება: „ჩემო საწყალო“...
ახლა აქ არის, თეთრ, საზაფხულო კოსტიუმ ში გამოწყობილი (დესი გარ-
დერობს ყოველთვიურად აახლებს, რასაც ივნისში ატარებს, სრულიად არ უხ-
დება ივლისს, - კოლინგსების განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩაცმისადმი
ყოველთვის ძლიერ მომ წონდა). ჩინებულად გამოიყურება. მე კი - არა. ჩემი
ბუნდოვანმინებიანი სათვალისა და მოსუ ქებული წელის შესახებ მშვენივრად
მომეხსენება.
- ემი, - ლოყაზე მეხება, მერე კი მიხუტებს. მეხვევა. თუმცა, ეს მთლად
ზუსტი ნათქვამი არ არის. რასაც დესი აკეთებს, ეს უფრო სუროს შემოხვევას
ჰგავს. - ძვირფასო, ვერც კი წარმოიდგენ, რა იყო ჩემთვის, ეს შენი ზარი! მე-
გონა გავგიჟდებოდი. მეგონა, რომ სამუდამოდ დაგ კარგე. როგორ ვოცნებობდი,
რომ ცოცხალი ყოფილიყავი, არაფერი დაგშავებოდა, და უცებ... შენი ზარი!
კარგად ხარ?
- ახლა კი, - ვეუბნები, - ახლა თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ეს რაღაც საში-
ნელება იყო.
და უცებ, ჩემდა მოულოდნელად, ცრემლები მსკდება, ნამდვილი ცრემლე-
ბი. ამას სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ უცებ ისეთ შვებას ვგრძნობ და თან ეს
ისე უხდება ამ სიტუაციას, რომ თავის შეკავებას არც კი ვლამობ.
ხანმოკლე, დაახლოებით ორწუთიანი ტირილის შემდეგ არცთუ ურიგოდ
გამოვიყურები ხოლმე. ოდნავ შესივებული ცხვირის ქვეშ სისველე მაქვს, სა-
მაგიეროდ, ტუჩები უფრო დამებერა, თვალები გამიდიდდა, ლოყები გამივარ-
დისფრდა. დესის მხარზე ვქვითინებ და თან გონებაში ვითვლი “ერთი მისისი-
პი, ორი მისისიპი... - ისევ ეს მდინარე -… და ტირილს ზუსტად ერთი წუთისა
და ორმოცდარვა წამის შემდეგ ვწყვეტ.
- მაპატიე, რომ უფრო ადრე ვერ ჩამოვედი, ძვირფასო, - მეუბნება დესი.
- ვიცი, ჟაკლინი როგორ მჭიდროდ ავსებს შენს გრაფიკს, - გაუბედავად
ვპასუხობ. დესის დედა, - ჩვენი საუბრების საფრთხილო თემაა.
დესი გამომცდელად მიყურებს.
- გამოიყურები სრულიად... სხვანაირად, განსაკუთრებით სახე გაქვს სხვა-
ნაირი. და ეს შენი საწყალი თმა... - დესი ენას კბილს აჭერს, მერე აგრძელებს, -
ემი, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე გამიხარდებოდა. მომიყევი, რა მოხდა.

368
ჰოდა, მეც ვუყვები გოტიკურ ზღაპარს თავ კერძობასა და გაბოროტებაზე, -
შუა დასავლეთის პროვინციული სისასტიკის, ფეხშიშველა ორსულობისა და
ცხოველური დომინირების შესახებ; ძალადობისა და აბების, ალკოჰოლისა და
ცემა-ტყეპის შესახებ; იმაზე, თუ როგორ ვგრძნობდი წვეტიანი კოვბოური
ჩექმის წვერს ნეკნებზე, შიშსა და ღალატზე, ნიკის ბოლო სიტ ყვებზე: „ვერა-
სოდეს მიმატოვებ. მე შენ მოგ კლავ! ყველგან გიპოვი! შენ მე მეკუთვნი“!
ვუყვები, რომ იძულებული გავხდი გავ ქცეულიყავი, რათა გადამერჩინა ჩე-
მი თავი და ჩემი ჯერ არდაბადებული შვილი. და ვუხსნი, რაოდენ მჭირდება
ახლა დესის დახმარება. ის ჩემი მხსნელია. ვიცი, ჩემი ამბავი მოეწონება დე-
სის, დააკმაყოფილებს მის მოთხოვნილებას დაიცვას უბედური ქალი - ახლა
უბედურ ქალთა შორის მე ხომ ყველაზე უბედური და განადგურებული ვარ.
დიდი ხნის წინათ კოლეჯის პანსიონ ში დესის მოვუყევი, რომ მამაჩემი
ღამღამობით ჩუმად შემოდიოდა ჩემს საძინებელში, მე კი ვიწე ქი ვარდისფერ
გრძელ ღამის პერანგში და ჭერს არ ვაცილებდი მზერას, სანამ მამაჩემი არ წა-
ვიდოდა. ამ ტყუილის მერე დესის შევუყვარდი. ვიცი, წარმოიდგენდა, როგორ
სიყვარულობს ჩემთან; წარმოიდგენდა, როგორ ნაზად და მანუგეშებლად მექ-
ცევა ლოგინ ში. ვიცი, როცა ამ სურათს ხატავდა გონებაში, რას ფიქრობდა -
ჩუმად ვიტირებ, საკუთარ სხეულს როცა შევთავაზებ.
- დესი, ჩემს ძველ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდები. ნიკი მომკლავს. ვე-
რასოდეს ვიგრძნობ თავს უსაფრთხოდ. მაგრამ ისიც არ მინდა, ციხეში რომ გა-
ვუშვა. უბრალოდ, მინდა, რომ გავ ქრე. არ მოველოდი, რომ პოლიცია იმას
იფიქრებდა, რომ მომკლა.
ესტრადას გავხედე, სადაც 70 წელს მიტანებული ჩონჩხი სიყვარულზე
მღეროდა. შორიახლოს მჯდომმა სარგადაყლაპულმა, წვრილულვაშიანმა ჯე-
ელმა პლასტმასის ჭიქა ჩვენს მაგიდასთან მდგარი ნაგ ვის კონტეინერისკენ ის-
როლა. „ჰოპლა!“ (ეს ჭკვიანური გამოთქმები ნიკისგან შევითვისე). შეხვედრის-
თვის უფრო შთამბეჭდავი ადგილის შერჩევა ნამდვილად გამიჭირდებოდა. ახ-
ლა ის ჯეელი გაზვიადებული გაოცებით შემომყურებს. ანიმაციის პერსონაჟი
რომ იყოს, თავს მოიფხანდა და ჩვენც რეზინის ჭრიალის ხმას გავიგონებდით.
პოლიციელს ჰგავდა, ზურგი შევაქციე.
- ნიკზე აღარ იფიქრო, - მეუბნება დესი, - ეს საფიქრალი მე დამიტოვე და
ამ პრობლემას მოვაგ ვარებ. - ხელს მიწვდის ჩვეული ჟესტით, ის ჩემი დამცვე-
ლია, ეს ჩვენი რიტუალური თამაშია ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან.

369
ისეთ მოძრაობას ვაკეთებ, თითქოს ხელში რაღაცა ჩავუდე, დესიმ ხელი
მომუ ჭა და მე მართლაც უკეთესად ვგრძნობ თავს.
- აღარ მინდა, ამაზე ფიქრი... იმედი მაქვს, ნიკს სიკვდილით დასჯიან იმის-
თვის, რაც გაგიკეთა, - ამბობს დესი, - ადეკვატურ საზოგადოებაში ასეც მოხ-
დებოდა.
- მაგრამ ჩვენ არანორმალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ამიტომ იძუ-
ლებული ვიქნები მომავალშიც დავიმალო... როგორ ფიქრობ, საშინელება ჩა-
ვიდინე?
არადა, წინასწარ ვიცი, რასაც მიპასუხებს.
- არა, ჩემი ძვირფასო, რასაკვირველია, არა, შენ იმას აკეთებ, რისი გაკე-
თებაც გაიძულეს, სხვა რამის გაკეთება სიგიჟე იქნებოდა.
ორსულობაზე არაფერი მკითხა. ვიცოდი, ასეც იქნებოდა.
- მხოლოდ შენ უნდა იცოდე ეს. - ვეუბნები.
- მე შენზე ვიზრუნებ. რა შემიძლია გაგიკეთო?
ისეთ სახეს ვიღებ თითქოს არ ვიცი, რა ვუპასუხო, ტუჩს ვიკვნეტ, გვერდზე
ვიყურები, მერე კი პირდაპირ ვეუბნები:
- ფული მჭირდება, ერთხანს რომ გავძლო. ვფიქრობდი სამსახური მეშოვა,
მაგრამ...
- არა, ეს არ სცადო, შენ ხომ ყველგან ხარ, ემი ახალი ამბების ყველა გა-
მოშვებაში, ყველა ჟურნალში. ვინმე გიცნობს, მიუხედავად ამისა, - ხელით
თმაზე მანიშნა, - შენი ახალი სპორტული ვარცხნილობის მიუხედავად. შენ
ლამაზი ქალი ხარ და ლამაზი ქალისთვის დამალვა ძალზე ძნელია.
- სამ წუხაროდ, მართალს ამბობ, - დავეთანხმე, - მაგრამ არ მინდა იფიქ-
რო, რომ უბრალოდ გადავწყვიტე, გამოგიყენო... სხვა არავინა მყავს, რომ მივ-
მართო...
ოფიციანტი ქალი -სრულიად ჩვეულებრივი შავთმიანი ქალი, რომელიც
მომხიბლავ შავთმიან ქალს თამაშობს - მაგიდაზე ჩვენს შეკვეთილ სასმელებს
აწყობს. თვალს ვაყოლებ და ვხედავ, რომ ულვაშა ჯეელი ისევ მიყურებს მსუ-
ბუ ქი ჩაღიმებით. მეტისმეტად უდარდელი გავხდი. წინანდელი ემი აქ არავი-
თარ შემთხვევაში არ მოვიდოდა. თავბრუ მეხვევა „დიეტ-კოლისა“ და საკუ-
თარი ოფლის სუნისგან.
- შენთვის ჯინ-ტონიკი შევუკვეთე.
დესი ერთობ დელიკატურად დაიმანჭა.
- რაშია საქმე? - ვეკითხები, თუმცა, პასუხი ისედაც ვიცი.

370
- მაგას გაზაფხულობით ვსვამ ხოლმე, ზაფხულში კი - „ჯეკ დენიელსს“ და
ჯანჯაფილის ლუდს.
- მაშ, შევუკვეთოთ „ჯეკ დენიელსი“ ჯანჯაფილის ლუდთან ერთად, მე კი
შენს ჯინს დავლევ.
- არა, არა, არაფერია, ნუ ღელავ!
გვერდითი მზერით ისევ ვამჩნევ, რომ ჯეელი მითვალთვალებს.
- ის ტიპი, ულვაშებიანი, მითვალთვალებს?
- მომღერლებს უყურებს, - მპასუხობს დესი, მას მერე, რაც ულვაშას გახე-
და, თუმცა, ბოლო სიტ ყვას დარწმუნებით ვერ ამბობს. - შენ ახლა მხოლოდ
ცოტა ფული არ გ ჭირდება. ამ სირბილისგან ქანცი გაგიწყდა. გადაიღალე,
რადგან იძულებული ხარ, მუდმივად დაუმალო საკუთარი სახე ადამიანებს, -
ხელი დარბაზს მოავლო, - ვისთანაც არაფერი გაქვს საერთო... დაიღალე
არაადამიანურ პირობებში ცხოვრებისგან.
- ერთი ათი წელიწადი ისევ ასე მომიწევს ცხოვრება, სანამ ჩემი ამბავი და-
ვიწყებას არ მიეცემა.
- და მზად ხარ ათი წელი იცადო, ემი?
- ჩუუ, ჩემს სახელს ნუ ამბობ.
- ქეით, ან ჯეინ, ან მეგან, ან სულერთია, ნუ მაცინებ.
ოფიციანტი მოდის, დესი ოცდოლარიანს აძლევს და ხელის მოძრაობით
ანიშნებს, რომ წავიდეს. ის გაღიმებული მიდის. „ჩაიზე“ ოცი დოლარი მიიღო,
რა საოცრებაა! ჩემი ჭიქიდან ვსვამ. მგონი, „ჩვილი“ წინააღმდეგი არ იქნება.
- მეეჭვება ნიკმა სასამართლოში გიჩივლოს, თუკი დაბრუნდები, - ამბობს
დესი.
- რა?
- ნიკი იყო ჩემთან. მგონი, გრძნობს, რომ დამნაშავეა.
- ნიკი იყო შენთან? როდის?
- წინა კვირას. სანამ შენ დაგელაპარაკებოდი, მადლობა ღმერთს.
ამ ათი დღის განმავლობაში ნიკმა ჩემ მიმართ უფრი დიდი ინტერესი გა-
მოავლინა, ვიდრე მთელი წინა ათი წლის განმავლობაში. ყოველთვის მინდო-
და, რომ მამაკაცებს ჩემთვის ებრძოლათ - და ეს ბრძოლა ყოფილიყო სასტიკი,
სისხლიანი. ნიკს გადაუწყვეტია დესი დაეკითხა - მშვენიერი დასაწყისია!
- რა გითხრა? - ვეკითხები, - როგორ გამოიყურებოდა?
- უკანასკნელი ნაძირალასავით იქცეოდა. შენს გაუჩინარებას მე მაბრა-
ლებდა... რაღაც სრულიად გიჟური ისტორია მომიყვა, რომ...

371
ყოველთვის მომ წონდა გამონაგონი იმის შესახებ, თითქოს დესი ჩემ გამო
თვითმკვლელობას აპირებდა. ის მართლაც ძლიერ განიცდიდა ჩვენს დაშორე-
ბას, დეპრესიაში იყო, ჩვენი კამპუსისის გარშემო დაბორიალებდა იმედით,
რომ შევურიგ დებოდი. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, თვითმკვლელობაც
ეცადა. - რა თქვა ნიკმა ჩემზე?
- მგონი, ნიკი მიხვდა, რომ მას მერე, რაც მთელმა ქვეყანამ გაიგო შენ შე-
სახებ, ზიანს ვეღარ მოგაყენებს. საზოგადოება ამას არ დაუშვებს. შენ შეგიძ-
ლია დაუბრუნდე მას, გაეყარო და კარგ კაცს გაჰყვე ცოლად, - დესიმ სასმელი
მოწრუპა, - ეს, სულ მცირე...
- მე ვერ დავბრუნდები, დესი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალხს სჯერა, რომ
ნიკი მჩაგრავდა. ისინი შემიძულებენ, რადგან გამოვა, რომ ვატ ყუებდი. მე ვიქ-
ნები ყველაზე გარიყული გარიყულთა შორის.
- შენ ჩემი გარიყული ხარ და მიყვარხარ, ყველაფრის მიუხედავად, და მე
დაგიცავ ყველაფრისაგან, - თქვა დესიმ, - შენ აღარასოდეს მოგიწევს ამ ყვე-
ლაფერზე ნერვიულობა.
- მაგრამ ვერავისთან ვეღარ გვექნება ურთიერთობა...
- თუ გინდა, შეგ ვიძლია ქვეყანა დავ ტოვოთ, ვიცხოვროთ ესპანეთში, იტა-
ლიაში, სადაც მოისურვებ, მთელი დღეები ვჭამოთ მანგო მზის გულზე,
გვიანობამდე გვეძინოს, ვითამაშოთ „სკრებლი“ (შცრაბბლე - სამაგიდო თამა-
ში სიტ ყვებისა შედგენაზე - მთარგმნ. შენიშვნ.), ვიკითხოთ წიგნები, ვიცურა-
ოთ ოკეანეში.
- და როცა მოვ კვდები, რა დარჩება ჩემგან, ერთი წინადადება პეტიტით?..
საზიზღარი შოუ გამოვა. არა, მე ჩემი სიამაყე მაქვს.
- არ მოგ ცემ უფლებას, კემპინგში დაბრუნდე და იქ იცხოვრო. არავითარ
შემთხვევაში. მოდი, ახლავე წაგიყვან ჩემს სახლში ტბაზე. ძალზე უკაცრიელი
ადგილია. მოგიტან ხოლმე პროდუქტებს და ყველაფერს, რაც დაგ ჭირდება.
შეგიძლია დაიმალო იქ, სანამ გადავწყვეტთ, რა ვქნათ.
დესის სახლი საგ ვარეულო მამულს წარმოადგენდა, ხოლო პროდუქტებით
ჩემი მომარაგება ნიშნავდა, რომ საყვარლები უნდა გავხდეთ. ფიზიკურადაც
კი ვგრძნობდი, როგორ ასხივებს ის სურვილს, სიმხურვალესავით. იმდენად
უნდოდა, რომ თანხმობა მიმეცა, ტანსაცმლის ქვეშ თითქოს იძაგრებოდა და
იჭმუხნებოდა. დესი კოლექციონერი გახლდათ, ჰქონდა სამი სახლი, ოთხი მან-
ქანა, უამრავი კოსტიუმი და ფეხსაცმელი. ახლა კი მოუნდა გამჭვირვალე
ზარხუფის ქვეშ მომათავსოს. სპეტაკი თეთრი რაინდის ოცნება: დაჩაგრული

372
პრინცესა ბოროტებისგან გამოიხსნას და ციხე-კოშკში ჰყავდეს დაცული, მხო-
ლოდ თავისთვის.
- არა, ამას ვერ გავაკეთებ...… წარმოიდგინე, რა მოხდება, თუკი პოლიცია
შენთან მოვა და სახლის ჩხრეკას დაიწყებს?
- ემი, პოლიცია ფიქრობს, რომ შენ მკვდარი ხარ.
- არა, მე დამოუკიდებლად უნდა ვიყო. შეგიძლია, რომ უბრალოდ ცოტა
ფული მომცე?
- და თუ უარს გეტ ყვი?
- მაშინ მეცოდინება, რომ შენი წინადადება, დამეხმარო, ყალბია, რომ
შენც ისეთი ხარ, როგორიც ნიკია და მხოლოდ ის გინდა, რომ დამიქვემდება-
რო, ჩემზე კონტროლი მოიპოვო..
დესი ხმას არ იღებდა, ჯინს წრუპავდა დაძაბული.
- საზარელ რაღაცას მეუბნები.
- საზარელი რაღაცაა ასე მოქცევა.
- მე არ მინდა შენზე კონტროლი მოვიპოვო, - თქვა დესიმ, - შენ გამო
ვწუხვარ, მინდა დაგეხმარო. რაღაც ხანი იცხოვრე ტბაზე. თუკი იგრძნობ ჩემი
მხრიდან რამენაირ ზეწოლას ან სხვა დისკომფორტს, - ადგები და წახვალ.
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგემართოს, ის არის, რომ რამდენიმე დღე
დაისვენებ, ცოტას მოეშვები.
უეცრად ჩვენს მაგიდასთან ისევ ის ულვაშა ჯეელი გაჩნდა, ალმაცერად
იღიმებოდა.
- მემ, უკაცრავად, თქვენ ენლოუს ოჯახიდან ხომ არა ხართ? - მკითხა.
- არა, - მივუგე და გავ ტრიალდი.
- უკაცრავად, მაგრამ ძალიან ჰგავხართ...
- ჩვენ კანადიდან ვართ. ახლა კი გვაპატიეთ, - უთხრა დესიმ გადაჭრით.
ტიპმა თვალები დაქაჩა, ჩუმად შეიკურთხა და ბარის დახლისკენ წავიდა. თან
დროდადრო ჩემკენ იხედებოდა.
- აქ დარჩენა არ შეიძლება, - მითხრა, დესიმ, - მოდი, წავიდეთ სახლში
ტბაზე. ახლავე წაგიყვან, - და წამოდგა.
დესის სახლს ტბაზე ექნება უზარმაზარი სამზარეულო, საძინებელი, სა-
დაც ცხენი გაჭენდება. იქ იქნება Wi-Fi და საკაბელო ტელევიზია - რა მინდა
მეტი? და კიდევ, აბაზანა, და სქელი, ხაოიანი ხალათი და საწოლი, რომელიც
არ ჭრიალებს ისე, გეგონება საცაა დაიშლებაო.

373
ამასთან ერთად დესიც იქნება, მაგრამ დესი შეიძლება მართო. ბართან
მდგომი ჯეელი ისევ მიყურებს, ამჯერად სრულიად ნაკლები კეთილგან წყო-
ბით.
წინ ვიწევი და დესის მსუბუ ქად ვკოცნი ტუჩებში. ამით ჩემს გადაწყვეტი-
ლებას გამოვხატავ.
- შენ ისეთი მაგარი კაცი ხარ, ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციაში გაგაბი.
- მინდა ვიყო ამ სიტუაციაში, ემი.
გასასვლელისკენ წავედით, ჩავუარეთ განსაკუთრებით დეპრესიულ ბარს,
სადაც თითო კუთხეში ტელევიზორია ჩართული და უცებ ის პატარა კახპა და-
ვინახე, - პრეს-კონფერენცია მოუწყვია.
ენდი ნორჩი და უმანკო ჩანდა. ძიძას მიაგავდა, ოღონდ ყალბ ძიძას კი არა
პორნოფილმიდან, არამედ ნამდვილს. ვხვდები, რომ ეს ნამდვილი ენდი არ
არის, მე ხომ ვიცნობ მისი ქცევის სტილს. რეალურ ცხოვრებაში ის ამოჭრილ
მაისურს ატარებს, რომელიც მის მკერდს კარგად წარმოაჩენს, და შემოტმას-
ნილ ჯინსებს. თმა კი გრძელი და ხვეული აქვს. ნამდვილ ცხოვრებაში ის საჟი-
მაოდ გამზადებულად გამოიყურება. ახლა კი მოკრძალებული, სპორტული ტი-
პის კაბა აცვია, თმა ყურებს უკან აქვს გადაწეული, ისე ჩანს, თითქოს ცოტა
ხნის წინ ტიროდა, თვალები შესივებული აქვს, დაღლილია, თუმც კი სიმპა-
თიურად გამოიყურება, გაცილებით მომხიბლავია, ვიდრე წარმოვიდგენდი,
არასოდეს შემიხედავს მისთვის პირდაპირ, როგორც აღმოჩნდა, ჩემი ქმრის
საყვარელს ჭორფლები ჰქონია.
- ო, ჯანდაბა! - ეუბნება ერთი ქალი თავის მეგობარს, რომელსაც იაფფა-
სიანი კაბერნეს ფერი - წითელი - თმა აქვს.
- არადა, უკვე იმ ბიჭს თანავუგრძნობდი, - პასუხობს მეგობარი.
- ჩემს მაცივარში რაღაც-რაღაცები უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე ეს გოგოა...
რა ნაძირალაა!
ენდი მიკროფონის წინ დგას თავდახრილი და დაჰყურებს ფურცელს, რო-
მელიც ხელში უკანკალებს. ზედა ტუჩზე კამერების შუქ ში ოფლის წვეთი უბ-
რწყინავს, საჩვენებელი თითით იცილებს ოფლს და იწყებს:
- ჰმ, ეს არის ჩემი განცხადება, მე მქონდა სასიყვარულო კავშირი ნიკ დან-
თან 2011 წლის აპრილიდან, ამ წლის ივლისამდე, როდესაც მისი ცოლი, ემი
დანი, გაუჩინარდა. ნიკი იყო ჩემი პროფესორი, ჩრდილოეთ კართაგენის კო-
ლეჯში და მერე ჩვენ დავმეგობრდით. შემდეგ კი ეს ურთიერთობა რაღაც უფ-
რო სერიოზულში გადაიზარდა.

374
ენდი ყელის ჩასაწმენდად წამით ჩერდება, დაახლოებით ჩემი ასაკის შავ-
თმიანი ქალი ჭიქა წყალს აწვდის, ენდი აცახცახებული ხელით ართმევს და
ერთიანად სვამს.
- საშინლად მრცხვენია, რომ ურთიერთობა მქონდა ცოლიან მამაკაცთან,
ეს ეწინააღმდეგება ყველა ჩემს ფასეულობას. გულწრფელად მეგონა, რომ
შეყვარებული ვიყავი - იწყებს ტირილს, ხმა უთრთის, - და ასევე მჯეროდა,
რომ ისიც შეყვარებულია ჩემზე. მითხრა, რომ ცოლთან აღარ აქვს ურთიერ-
თობა და მალე დაშორდებიან. არ ვიცოდი, რომ ემი დანი ორსულად იყო. მე
ვთანამ შრომლობ პოლიციასთან ემი დანის გაუჩინარების საქმეზე და გავაკე-
თებ ყველაფერს, დახმარება რომ აღმოვუჩინო.
ხმა ბავშვური და სუსტი აქვს. კამერების რიგს გახედა და უცებ ზურგს
უკან მიიხედა. ლოყები მწიფე ვაშლივით გაუწითლდა.
- მე, მე... - იწყებს ქვითინს. ქალი, რომელიც დედამისი უნდა იყოს, ხელს
ადებს მხარზე, ორივეს ერთნაირი თვალები აქვთ, ანიმეს სტილში. ენდი აგ-
რძელებს, - ძალიან მრცხვენია რაც გავაკეთე; ასევე მინდა პატიება ვთხოვო
ემის ოჯახს იმის გამო, რომ ტკივილი მივაყენე. პოლიციასთან ვთანამ შრომ-
ლობ გამოძიების საქმეზე, ო, ეს უკვე ვთქვი, - დაბნეულად ოდნავ იღიმება, ამ
დროს რეპორტიორები ხითხითით ამხნევებენ.
- საწყალი პატარა არსება, - ამბობს ჟღალთმიანი.
პატარა კახპა... სულაც არ არის საწყალი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ენდი
ვინმეს შეეცოდებოდა, უბრალოდ, ვერც კი ვიჯერებ ამას.
- მე 23 წლის მოსწავლე გოგონა ვარ, - აგრძელებს ენდი - ერთს გთხოვთ
მხოლოდ, მომეცით საშუალება გავუმკლავდე ამ ჩემს ტკივილს.
- წარმატებები. - ჩურჩულით ვამბობ, ენდი მიდის. პოლიციის ოფიცერი,
რომელიც მას აცილებს, უარს ამბობს, რეპორტიორების კითხვებს უპასუხოს.
კადრიდან გადიან. ჩემს თავს ვიჭერ იმაში რომ მარცხნივ მივ ტრიალდი, თით-
ქოს მინდა მათ გავ ყვე.
- პატარა საბრალო კრავი, - ამბობს უფრო ხნიერი ქალი - თითქოს დაში-
ნებულიც კია.
- ამ ყველაფრის მერე მგონია, რომ მართლა მან მოკლა.
- მთელი წელი ჰქონდა კავშირი.
- ნაძირალა:
დესიმ იდაყვი წამკრა და გაფართოებული გამომეტ ყველებით მეკითხება:
- იცოდი ამის შესახებ? კარგად ხარ?

375
გაცოფებული ვარ, უმ წეო კრავი, კი, როგორ არა, მაგის დედაც!.. მაგრამ
ისე მიჭირავს თავი, თითქოს ამ ყველაფრის მიზეზი ნიკის ღალატია, თავს
ვუქნევ, ძალისძალად ვიღიმები:
- რიგზე ვარ...
უკვე გზა უნდა გავაგრძელო, მაგრამ ვხედავ ჩემს მშობლებს, რომლებიც
მიკროფონთან დგანან გვერდიგ ვერდ, როგორც ყოველთვის. დედაჩემი ისე გა-
მოიყურება, თითქოს ეს-ესაა თმა შეიკრიჭაო. ვფიქრობ, ღირს თუ არა იმაზე
გაბრაზება, რომ ის თავს უვლის, როცა მისი ქალიშვილი გაუჩინარებულია.
როცა ვიღაცა კვდება, მისი ნათესავები კი ისევ ისევე ცხოვრობენ, როგორც
ყოველთვის. გესმის ხოლმე: „მას სწორედ ასე უნდოდა“, არადა, მე რატომღაც
სულაც არ მინდა ეს. ლაპარაკს დედაჩემი იწყებს:
- ჩვენი განცხადება მოკლეა, შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს არ ვუპა-
სუხებთ. პირველი: დიდი მადლობა იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომელიც
აღმოუჩინეთ ჩემს ოჯახს ჩვენ ისეთი განცდა გვაქვს, რომ თითქოს მთელ
მსოფლიოს უყვარს ემი ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარს. ემი, ჩვენ გვენატრება
შენი მხურვალე ხმა, შენი ცოცხალი იუმორი, შენი გამჭრიახი გონება და შენი
კეთილი გული. შენ მართლაც საოცარი ხარ. ჩვენ დაგაბრუნებთ ოჯახში, მე
მჯერა ამის. მეორე: ჩვენ არ ვიცოდით დღევანდლამდე, რომ ჩვენს სიძეს, ნიკ
დანს, საყვარელი ჰყავდა. ის ამ კოშმარის დაწყებიდანდვე იყო ნაკლებად ჩარ-
თული, ნაკლებად შეწუხებული, ნაკლებად დაინტერესებული, ვიდრე უნდა
ყოფილიყო. ჩვენ მის ქცევას ფსიქოლოგიურ შოკს მივაწერდით. ახლა კი, ამ
ახალი ცოდნის საფუძველზე, ასე აღარ ვფიქრობთ. ჩვენ აღარ ვუ ჭერთ მხარს
ნიკ დანს და აღარ ვენდობით მას. ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და ვიმე-
დოვნებთ, რომ ემი დაბრუნდება. მისი ამბავი უნდა გაგრძელდეს. მსოფლიო
წიგნის ახალი თავის დაწყებას ელოდება.
- ამინ! - ისმის ვიღაცის ხმა.

ნიკ დანი ათი დღის შემდეგ

376
შოუ დასრულდა. ენდი და ელიოტები კადრს მიეფარნენ. შერონის პრო-
დიუსერმა ტელევიზორი გამორთო. ოთახში ყველა მე მიყურებდა, ახსნა--
განმარტებას ელოდებოდნენ. მიყურებდნენ როგორც სტუმარს, რომელმაც
წვეულებაზე, შუა ოთახში, იატაკზე მოისაქმა. შერონმა მეტისმეტად გაბად-
რული ღიმილი შემომანათა, გაბრაზებული ღიმილი, რომლის გამოც მის ბო-
ტოქსიან სახეზე ნაოჭები გაჩნდა იქ, სადაც არ უნდა გაჩენილიყო.
- აბა? - სიჩუმეში პროფესიული ხმა გაისმა, - დიდი ბოდიში, მაგრამ ეს რას
ნიშნავს, ამის დედაც...
ტანერმა დაიწყო:
- სწორედ ეს იყო ჩვენი ბომბა. ნიკი მზადაა ამ განცხადებას კომენტარი
გაუკეთოს. საწყენია, რომ ცოტა დავაგ ვიანეთ, მაგრამ ეს შეიძლება უკეთესიც
იყოს თქვენთვის, შერონ, რადგან თქვენ იქნებით პირველი, ვინც ნიკის პირ-
ველ რეაქციას ჩაიწერს.
- ნიკ, კარგი იქნება, თავის დასაცავად რამეს თუ გამონახავთ, - დამარ-
ცვლით თქვა. შემდეგ კი ვიღაცას დაუძახა. - მიკროფონი მიეცით, ახლავე ჩავ-
წეროთ.
როგორც გაირკვა, შერონ შეიბერს ჩემ მიმართ სიმპათიები ჰქონია. ნიუ--
იორკში ყოველთვის დადიოდა ხმები, რომ ის ახალგაზრდობაში კარგად ერ-
თობოდა, მაგრამ მერე ქმარს დაუბრუნდა. ეს კარგად ცნობილი ისტორია იყო
ჟურნალისტურ სამყაროში. ათ წელზე მეტი ხანი გავიდა მას მერე, მაგრამ,
როგორც ვხვდები, მას თავის მართლების სურვილი კვლავაც ჰქონდა. ასეც აღ-
მოჩნდა. შერონი ლამისაა ასხივებდა კეთილგან წყობას, მზრუნველად მექ-
ცეოდა, გულწრფელად მიღიმოდა. გადაჯვარედინებულ ხელებზე თავი ჰქონდა
დაყრდნობილი და კითხვებს მაძლევდა, - სასტიკ, პირდაპირ კითხვებს, მაგრამ
ისეთებს, რომლებზეც პასუხის გამოძებნას ვახერხებდი. მე არ ვარ ისეთი მაგა-
რი მატ ყუარა, როგორიც ემია, მას ვერც კი შევედრები, მაგრამ, როცა საჭი-
როა, მეც შემიძლია თავი გამოვიჩინო. მე ვგავდი კაცს, რომელსაც უყვარს ცო-
ლი, რომელიც შერცხვენილია იმის გამო, რომ უღალატა მას და მზადაა გააკე-
თოს ყველაფერი, რათა დანაშაული გამოისყიდოს. წინა ღამით ნერვებაშლი-
ლი, ვერაფრით ვერ ვიძინებდი, ინტერნეტში შევძვერი და ვუყურე ჰიუ
გრანტს 1995 წლისს ჯეი ლენოს სატელევიზიო შოუში, როდესაც მან საჯა-
როდ ბოდიში მოუხადა მთელ ამერიკას, სამარცხვინო ინციდენტის გამო მე-
ძავთან. ენა ებმოდა, სიტ ყვებს ყლაპავდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს კანი

377
ორი ზომით დაუპატარავდა და სასტიკად უჭერდა. მაგრამ ეს არ იყო ამ
ყაიდის თავის მართლება: „მე მგონი, იცით, არსებობს ცუდი საქციელი და არ-
სებობს - კარგი, ჰოდა, აი, მე ცუდი საქციელი ჩავიდინე, რა ვქნა, ასე მოხდა“.
ამის დედაც, იმ ჯეელმა მაგრად იმუშავა. ეკრანზე ჩანდა მორიდებული, თავ-
დაურწმუნებელი, იმდენად დაბნეული ადამიანი, რომ მაყურებელს ძალაუნე-
ბურად მოუნდა დახმარებოდა და თანაეგრძნო მისთვის, ეთქვა: „ძმობილო, გა-
ნა ასეთი საშინელი რა გააკეთე? თავს ნუ იტანჯავ ამდენად.“ არადა, მეც ზუს-
ტად ასეთი ეფექტის მიღწევა მინდოდა. იმდენჯერ ვნახე ეს ვიდეო, რომ ბო-
ლოს შემეშინდა, ბრიტანული აქცენტი არ გადმომედოს-მეთქი.
სრულიად ყალბი ვიყავი: ემის ქმარმა, რომელსაც ადრე სინანულის უნარი
არ გააჩნდა, ახლა იპოვა სიტ ყვები და ემოციები, რომლებსაც, სინამდვილეში,
მსახიობს დაესესხა.
თუმცა, ამან გაჭრა.
- შერონ, მე ძალიან ცუდად მოვიქეცი, პატიების ღირსიც არ ვარ, არც გა-
მართლება მაქვს. საკუთარ თვალში დავეცი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი,
რომ ცოლს შეიძლება ვუღალატო. ჩემი პატიება შეუძლებელია, მაგრამ ძალი-
ან მინდა, რომ ემი დამიბრუნდეს და მაშინ დარჩენილ ცხოვრებას დანა-
შაულის გამოსყიდვაში გავატარებ, ისე მოვუვლი მას, როგორც ეკადრება.
ო, მართლა მინდა ისე მოვექცე, როგორც იმსახურებს.
- მაგრამ აი, რაშია საქმე, შერონ, მე ემი არ მომიკლავს. ცხოვრებაში მის-
თვის ვნება არ მიმიყენებია. მთელ ამ აურზაურს, რაც ჩემს სახელს უკავშირ-
დება, ჩემთვის ელენ ებოტის ეფექტს ვეძახი. (ჩაცინება) ეს არის უპასუხის-
მგებლო, უღირსი ჟურნალისტიკის შედეგი. მე ვფიქრობ, ამ შოუებით საზოგა-
დოება მიაჩვიეს აზრს, რომ დამნაშავე ყოველთვის ქმარია. ამიტომ საზოგა-
დოებაც და პოლიციაც კი, თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ მე მოვ კალი
ჩემი ცოლი. რატომ? რადგან ჩვენ ეს იმდენჯერ ჩაგ ვიტენეს თავში, რომ სხვა-
ნაირად აღარ შეგ ვიძლია ფიქრი, ეს ძალიან ცუდია და მორალური თვალსაზ-
რისით, სრულიად მიუღებელი. მე არ მომიკლავს ემი და ძალიან მინდა, დამიბ-
რუნდეს.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ შერონს ასიამოვნებდა ელენ
ებოტის იაფფასიან სენსაციების მაძიებელ უპრინციპო ჟურნალისტად გამოყ-
ვანა. მისი უდიდებულესობა შერონი ჟურნალისტიკაში 20 წელია ბრწყინავს,
სახელი გაითქვა ინტერვიუთი იასირ არაფატთან, სარკოზისა და ობამასთან.
ელენ ებოტის არსებობის ფაქტიც კი მისთვის ძლიერ შეურაცხმყოფელია. მე

378
ვარ (ვიყავი) ჟურნალისტი. მე მაქვს გამოცდილება და როცა ეს სიტ ყვები წარ-
მოვთქვი „ელენ ებოტის ეფექ ტი“, დავინახე შერონის უნებლიე მოძრაობა,
წარბები ოდნავ აზიდა, სახე კი გაუნათდა. მივხვდი, ათიან ში მოვარტყი.
ინტერვიუს ბოლოს შერონმა ჩემი ხელები დაიჭირა, ცივი და ხაოიანი ხე-
ლები ჰქონდა, როგორც ვიცი, თავგადაკლული გოლფის მოყვარულია, და წარ-
მატება მისურვა.
- დაკვირვებით გადევნებთ თვალყურს, ჩემო მეგობარო.
შემდეგ გოს ლოყაზე აკოცა და დაგ ვტოვა, გვაჩვენა მრავალქინძისთავიანი
ზურგი, რომელთა დანიშნულება იყო, კაბის წინა ნაწილი ყოველგვარი
ნაოჭისგან დაეცვა.
- მაგრა გამოვიდა, ამის დედაც... - მითხრა გომ და გასასვლელისკენ წავე-
დით - სრულიად სხვანაირი გამოჩნდი. თვითდარწმუნება აღარ გეტ ყობოდა,
შემართული კი იყავი. ყბაც კი ნაკლებ დებილური გ ქონდა.
- ნიკაპზე ჩაღრმავებისგანაც გავთავისუფლდი.
- კი, თითქმის, კარგი, წავედით სახლში. - მხარზე ხელი დამკრა.
როგორც გავიგე, შერონის მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ერთდროულად ორი
არხი აჩვენებდა მეორე დღეს - საკაბელო და საეთერო. მერე კი სხვები გაავ-
რცელებენ ახალ ამბავს, პატიება და მონანიების თხოვნა დომინოს პრინციპით
გავრცელდება. ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე და სიტუაცია კონტროლს და-
ვუქვემდებარე. არც მომავალში ვაპირებდი დამნაშავე ან ემოციურად დათ-
რგუნვილი ქმრის, ანდა უგულო მოღალატე ქმრის როლით დაკმაყოფილებას.
ადამიანი გავხდი - კაცი, რომლის ტყავში მრავალი მამაკაცი ყოფილა (და ასე-
ვე ქალიც). ვღალატობდი ცოლს, ვიქცეოდი, როგორც უკანასკნელი ნაძირალა,
მაგრამ, აი, მზადა ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რათა პატიება დავიმსახურო, -
მე ხომ ნამდვილი მამაკაცი ვარ.
- ყველაფერი კარგად მიდის, - თქვა ტანერმა, როდესაც სახლში დავბრუნ-
დით. - შერონის წყალობით ენდის ეპიზოდი ისე საზარლად აღარ გამოიყურე-
ბა, როგორც აქამდე იყო. ახლა მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯით წინ გავუს-
წროთ მოვლენებს.
გომ დარეკა. ვუპასუხე. უცნაურად წვრილი ხმით დამელაპარაკა.
- პოლიცია მოვიდა ფარდულის გაჩხრეკის ორდერით. მამაჩვენის სახლშიც
წავიდნენ, მეშინია.
როდესაც მივედით, გო სამზარეულოში იჯდა, სიგარეტს სიგარეტზე
ეწეოდა. ვეება, 70-იანი წლების დროინდელი საფერფლე ნამ წვავებით იყო

379
სავსე. ეტ ყობა, მეორე კოლოფს ათავებდა. მის გვერდით ფორმაში გამოწყობი-
ლი აწოწილი, ვიწრომხრებიანი, მოზარდივით პოლიციელი იჯდა.
- ეს ტაილერია, - მითხრა გომ, - ტენესიში გაიზარდა, მის ცხენს კასტრო
ჰქვია.
- კასტერი, - შეუსწორა ტაილერმა.
- დიახ კასტერი. მას არაქისზე აქვს ალერგია. ოღონდ ცხენს კი არა,
ტაილერს. ო! მას კიდევ ტუჩი ჰქონდა დაზიანებული, რაც ბეისბოლში მომ წო-
დებლების პროფესიული ტრავმაა, ოღონდ თვითონ არ ახსოვს, როდის მიიღო
ეს დაზიანება - გომ კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა, თვალები დაუწყლი-
ანდა, - საკმაოდ დიდი ხანია აქ არის.
ტაილერი შეეცადა მკაცრად შეეხედა ჩემთვის, გაპრიალებული ფეხსაც-
მლის ყურებას თავი ანება. უკანა კარიდან სახლში ბონი შემოვიდა.
- კარგი დღეა, მეგობრებო, - მოგ ვესალმა, - ძალიან სამ წუხაროა, ნიკ, რომ
არ გვითხარით საყვარელის შესახებ. ეს ჩვენ ძალიან ბევრ დროს დაგ ვიზოგავ-
და.
- ჩვენთვის დიდი ბედნიერება იქნება, თუკი ამის შესახებ და, აგრეთვე,
ფარდულის შიგთავსის შესახებ ვისაუბრებთ. მაინც ვაპირებდით ამაზე გვეთ-
ქვა. - თქვა ტანერმა.
- მართალს გეუბნებით, თქვენ რომ ჩვენთვის ენდის შესახებ გეთქვათ,
ბევრ პრობლემას თავიდან ავიცილებდით, მაგრამ ამჯობინეთ პრესკონფერენ-
ცია მოგეწყოთ, გინდოდათ ეს საქვეყნოდ გაგეცხადებინათ. ერთობ ულამაზო
საქციელია იმ გოგოს თქვენი მიზნებისთვის გამოყენება.
- ეგრეა - დაეთანხმა ბონი, - დავუბრუნდეთ ფარდულს, ხომ არ გინდათ
წამომყვეთ? - ზურგი შეგ ვაქცია და წინ შეშის ფარდულისკენ წავიდა ზაფხუ-
ლის ბოლოს გაყვითლებულ ბალახზე. თმაზე აბლაბუდის ქსელი მოსდებოდა,
და საქორწინო ფატასავით ეკიდა. მოუთმენლად მანიშნა წავ ყოლოდი:
- წამოდით, წამოდით, არ გიკბენთ.
ფარდული განათებული იყო რამდენიმე გადასატანი ნათურით და უფრო
ავის მომასწავებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ.
- როდის იყავით აქ ბოლოს, ნიკ?
- ამას წინათ, როდესაც აქ ჩემი ცოლის „განძის ძიების“ მინიშნებამ მომიყ-
ვანა. მაგრამ ეს ნივთები ჩემი არ არის, ამიტომ ხელი არაფრისთვის მიხლია.
ტანერმა გამაწყვეტინა:

380
- მე და ჩემს კლიენტს ახალი, ბომბივით თეორია გვაქვს... - დაიწყო, მაგ-
რამ სიტ ყვა არ დაასრულა, გაჩუმდა.
ეს, ტელესტუდიის შესაფერისი ფრაზა აქ იმდენად უადგილოდ გაისმა,
რომ ყველანი შევიშმუშნეთ.
- ო, ბომბივით, რა საინტერესოა, - თქვა ბონიმ.
- ჩვენ ვაპირებდით თქვენთვის გვეცნობებინა...
- მართლა? სწორედ კარგი დრო შეგირჩევიათ, - ჩაილაპარაკა ბონიმ, - აქ
დარჩით, თუ შეიძლება.
კარი ანჯამებზე ყანყალებდა. გატეხილი კლიტე გვერდულად ეკიდა. გილ-
პინი ნივთების სიას ადგენდა.
- ესე იგი, თქვენ გოლფს არ თამაშობთ, არა? - თქვა მან და მოლაპლაპე
ლითონის კეტს ხელი დაჰკრა.

- აქ რაც არის, მე არ მეკუთვნის. მე აქ არაფერი შემინახავს.

- ეს, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჟღერს, რადგან ყველაფერი, რაც აქაა,


თქვენი საკრედიტო ბარათებითაა შეძენილი. ეს ბარათიც თქვენ არ გეკუთ-
ვნით, ალბათ, არა? - ჩაიცინა ბონიმ, - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ამას „ბუ-
ნაგს“ ეძახიან. მამაკაცის ბუნაგი შექმნის პროცესში. მისი დრო მაშინ მოვა,
როდესაც ცოლი გაქრება. დროის სასიამოვნოდ გატარებას აპირებდით, ნიკ. -
ბონიმ სამი დიდი მუყაოს კოლოფი აიღო და ჩემს ფეხებთან დადო.
- ეს რა არის?
ბონიმ თითის წვერებით ახადა კოლოფს თავი, ისე თითქოს რაღაც ბინძუ-
რი იყო შიგ, არადა, ხელთათმანები ეცვა. კოლოფში პორნოგრაფიული DVდ
დისკები აღმოჩნდა, გარეკანზე ყველა ზომისა და ფერის ხორცები ჩანდა.
გილპინმა ჩაიცინა:
- გილოცავთ, ნიკ, მესმის, მამაკაცს თავისი მოთხოვნილებები აქვს...“
- მამაკაცები ისეთი „ვიზუალები“ არიან, - მითხრა ჩემმა ყოფილმა, როდე-
საც პორნოს ყურებაზე წავასწარი, - დაუმატა ბონიმ.
- მამაკაცები, რა თქმა უნდა, არიან „ვიზუალები“, მაგრამ ნიკ, ამან მეც კი
გამაწითლა, - თქვა გილპინმა, - და კინაღამ გულიც კი ამერია, არადა, გული
ასე მარტივად არ მერევა.
რამდენიმე დისკი ერთად გაშალა მარაოსავით, თითქოს ბანქოს სათამაშო
საზიზღარი კარტიაო. დასახელებების უმეტესობაში ძალადობა იყო: „სასტიკი

381
ანალი“, „სასტიკი მინეტი“, „დამცირებული მეძავები“, „სადისტი ბოზები ჟი-
მაობენ“, „ბრბოს მიერ გაუპატიურებული ბოზი“, და ასევე სერია სახელწოდე-
ბით „დასაჯე ეგ კახპა“ , პირველიდან მეთვრამეტე გამოშვების ჩათვლით. თი-
თოეულ გარეკანზე ჩანდნენ ქალები, რომლებიც ტკივილისგან იმანჭებოდნენ,
და კაცები, რომლებიც სიცილით იხოცებოდნენ.
მივ ტრიალდი.
- ო, როგორ დაირცხვინა, - გაიკრიჭა გილპინი.
არაფერი ვუპასუხე, რადგან დავინახე, როგორ მიჰყავთ ეზოში გო და პო-
ლიციის მანქანაში სვამენ.
ერთი საათის შემდეგ შევხვდით პოლიციის განყოფილებაში. ტანერი ჩემს
გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მე მის შინაგან „მეს“, - მორა-
ლის დამცველის, კოვბოისა და მილიონერის „ეგო“-ს მივმართავდი. მოვიდა
დრო პოლიციას სიმართლე ვუთხრათ.
პოლიციის მხრიდან ჩემს დამცირებას ავიტანდი, მაგრამ ჩემი დის დამცი-
რებას - ვერავითარ შემთხვევაში.
- ამას მხოლოდ იმიტომ ვთანხმდები, რომ მიმაჩნია, ასედაც და ისედაც
თქვენი დაპატიმრება გარდაუვალია. თუკი ვეტ ყვით, რომ გულახდილ
საუბარზე თანახმა ვართ, შეიძლება გავარკვიოთ, რა აქვთ თქვენ წინააღმდეგ
შეკრებილი. რადგან გვამი არ არსებობს, მათ თქვენი აღიარება უნდა მიიღონ.
ამიტომ ფაქტებსა და სამხილებს დაგაყრიან. და, შესაძლოა, მივიღოთ საკმა-
რისი ინფორმაცია, რომ ქმედითი თავდაცვა მოვახერხოთ.
- და ჩვენ მათ ყველაფერს ვეტ ყვით, არა? - ვიკითხე, - ჩვენ ჩავაბარებთ
მათ მინიშნებებს, მარიონეტებსა და ემის.
პანიკაში ვიყავი, სასტიკად ვნერვიულობდი. თვალწინ სურათი მედგა, ჩემი
და პოლიციელების დაკითხვაზე, გაჩახჩახებული, შიშველი ნათურის პირის-
პირ ზის და ოფლი სდის.
- თუკი უფლებას მომცემთ, რომ საუბარი წავიყვანო, ვუამბობ მათ, რომ
თქვენმა ცოლმა ეს ყველაფერი მოგიწყოთ და მაშინ ამას პოლიციელები ვე-
ღარ გამოიყენებენ სასამართლოზე... თუკი ჩვენ თავდაცვის გზას ავირჩევთ.
ძალიან მაწუხებდა, რომ ჩემს ადვოკატსაც კი სიმართლე სრულიად
დაუჯერებლად მიაჩნდა.
გილპინი პოლიციის უბნის კიბეზე შეგ ვხვდა, ხელში „კოკა-კოლა“ ეჭირა.
ეტ ყობა გვიან ივახშმა. როდესაც შემობრუნდა, დავინახე, რომ ზურგზე პერან-
გი ოფლისგან სველი ჰქონდა. მზე უკვე ჩასული იყო, მაგრამ ჰაერი ტენიანი,

382
მხურვალე რჩებოდა. დეტექტივმა ხელი აიქნია, პერანგი ჯერ მოსცილდა კანს
და მერე კი ისევ მიეკრო.
- მაინც ცხელა. - ჩაილაპარაკა, - ღამით კიდევ უფრო ცხელა, თითქოს.
ბონი საკონფერენციო დარბაზში გველოდებოდა, იქ, სადაც პირველ ღამეს
ვიყავით - იმ ღამეს, როდესაც მან თმა ფრანგულ ნაწ ნავად აიკრა, და ერთობ
თავისებური ვარცხნილობა გაიკეთა, და კიდევ, ტუჩები შეიღება. გავიფიქრე,
პაემანზე ხომ არ მიდის-მეთქი. „მოდი, შუაღამის დაკითხვის შემდეგ შევ-
ხვდეთ“...
- ბავშვები გ ყავთ? - ვკითხე და სკამი მისკენ მივაჩოჩე.
თითით მიმანიშნა, „ერთიო“. არც სახელი თქვა, არც ასაკი და არც არაფე-
რი. ბონი საქმიან გან წყობაზე იყო. ეტ ყობა ჩვენს გაწურვას აპირებდა.
- თქვენ დაიწყეთ - შესთავაზა ტანერმა - მოგ ვიყევით, რა აღმოაჩინეთ.
- კი ბატონო, - უთხრა ბონიმ. დიქტოფონი ჩართო და ყველაფერი თქვა,
რაც დაკითხვისთვის იყო მიღებული. - ესე იგი, ნიკ, თქვენ ამტკიცებთ, რომ
არაფერი გიყიდიათ იმ ნივთებიდან, რომლებიც თქვენი დის შეშის ფარდულში
აღმოჩნდა და მათ ხელითაც კი არ შეხებიხართ არასოდეს?
- დიახ, ასეა. - ჩემ ნაცვლად მიუგო ტანერმა.
- ნიკ, თქვენი თითის ანაბეჭდები თითქმის ყველა ნივთზე ვიპოვეთ, რაც კი
ფარდულშია.
- ცრუობთ! მე არაფერს არ მივ კარებივარ. გარდა საიუბილეო საჩუქრისა,
რომელიც ემიმ იქ დამალა.
ტანერმა ხელი დამადო, „ენას კბილი დააჭირე, შენი დედაც...“
- ნიკ, თქვენი ანაბეჭდები ყველგან არის - პორნოგრაფიულ დისკებზე,
გოლფის ჩოგანზე, საათებზე და ტელევიზორზეც კი...
და უცებ ყველაფერს მივხვდი, დავინახე თითქოს, როგორც მოაწყო ეს
ემიმ: მან ჩემ წინააღმდეგ ჩემი თვითკმაყოფილი ძილი გამოიყენა, რომლითაც
ასე მომქონდა თავი მის წინაშე, ვუმტკიცებდი, უფრო გაწონასწორებული რომ
ყოფილიყო, ისეთი, როგორიც მე ვარ, უძილობა მასაც არ შეაწუხებდა. ცხადად
დავინახე, როგორ დგას ჩემი საწოლის წინ მუხლებზე, ჩემს თითებს ჩემი
ხვრინვის თანხლებით ხან ერთ ნივთს ადებს, ხან მეორეს და ასე რამდენიმე
თვის განმავლობაში. ვინ იცის, იქნებ რაღაც დასაძინებელსაც კი მაძლევდა.
მახსოვს ერთხელ ძლივს გავიღვიძე და ემიმ მითხრა:
- იცი, შენ მკვდარივით გძინავს, თითქოს ნარკოზი გაქვს გაკეთებული.
და მართალი იყო ერთიცა და მეორეც, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი.

383
- შეგიძლიათ ამიხსნათ, საიდან გაჩნდა თქვენი თითის ანაბეჭდები ნივთებ-
ზე?
- შემიძლია.
- გააგრძელეთ, გვითხარით დანარჩენიც, - შესთავაზა ტანერ ბოლტმა.
ბონიმ დადო მაგიდაზე მყარგარეკანიანი რვეული, რომელსაც კიდე მომ-
წვარი ჰქონდა.
- სცნობთ?
თავი გავაქნიე და მხრები ავიჩეჩე.
- ეს თქვენი ცოლის დღიურია.
- არა, არა, ემი დღიურს არ აწარმოებდა.
- არადა, ნიკ, მართლა აწარმოებდა. თანაც შვიდი წლის განმავლობაში. -
თქვა მან.
- ო’კეი.
რაღაც საშინელი ხდებოდა, ჩემმა ცოლმა ჭკუაში ისევ მოგ ვიგო.

ემი ელიოტ-დანი ათი დღის შემდეგ

ჩემი მანქანა გადავიყვანეთ ილინოისის შტატში, მდინარის ნაპირას მდე-


ბარე პატარა, გაღატაკებულ კოშმარულ გარეუბან ში, რომლის სახელიც კი არ
ვიცოდი. დაახლოებით ერთი საათი დაგ ვჭირდა, რომ თითის ანაბეჭდები გაგ-
ვეწმინდა, მერე კი მივატოვეთ, გასაღებები შიგ ვე დავ ტოვეთ.
ამას ჰქვია ცხოვრების წრებრუნვა, მანქანას ჯერ არკანზასელი საეჭვო
წყვილი ფლობდა, მერე - ოზარკელი ემი, ახლა კი, იმედია, ვინმე ილინოისელი
გაიხარებს.
შემდეგ უკან მისურიში დავბრუნდით, გზა გორაკებს შორის მიდიოდა. ბო-
ლოს კი ხეებს შორის ჰანაფანის ტბის მოლაპლაპე ზედაპირი დავინახე. დესი,
რომელიც სენტ-ლუისში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ფიქრობდა, რომ ეს
ადგილები იმ პერიოდში აითვისეს, როდესაც აღმოსავლეთი სანაპირო, მაგრამ

384
ცდება. ტბისთვის „ჰანაფანი“ მე-19 საუკუნის მოღვაწის ანდა სამოქალაქო
ომის გმირის პატივსაცემად არ დაურქმევიათ. ეს ხელოვნური წყალსაცავია,
რომელიც 2002 წელს მენავთობემ, სახელად მაიკ ჰანაფანმა, მოაწყო, მას
ტოქსიკური ნარჩენების დასამალი ადგილი დასჭირდა.
აღშფოთებული საზოგადოება ცდილობს, იპოვოს ახალი სახელი წყალსა-
ცავისთვის. დარწმუნებული ვარ, არაერთხელ იქნა დასახელებული სიტ ყვა
„კოლინგსი“. მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავი კარგად არის დაპროექ ტე-
ბული. რჩეულ მცხოვრებლებს აქვთ უფლება იალქნიანი ნავით ისეირნონ,
ოღონდ არა კატარღით. დესის ვეება სახლი შვეიცარიული „შატოს“ სტილშია
აგებული, ოღონდ ამერიკულ მასშტაბებში, - თუმც კი, მე ის მაინც არ მომეწო-
ნა. ეს დესის მუდმივი პრობლემა გახლდათ. იყავი მისურიდან ან ნუ იქნები,
მაგრამ ნუ გექნება პრეტენზია, რომ „კოლინგსის წყალსაცავი“ „კომოს“ ტბაა.
დესი თავის „იაგუარს“ დაეყრდნო და სახლს გახედა, მეც იძულებული გავხდი,
გავჩერებულიყავი და ნაგებობა შემეფასებინა.
- ჩვენ ეს სახლი იმ პატარა, მშვენიერი „შალეს“ გეგმით ავაშენეთ , სადაც
მე და დედა ვცხოვრობდით, როცა ბრიენზერზეიზე ვისვენებდით (ტბა და კუ-
რორტი შვეიცარიის ალპებში, ბერნის კანტონ ში - მთარგმნ. შენიშვნ.), ერთა-
დერთი, რაც აქ გვაკლია, ესაა მთები უკანა პლანზე.
სერიოზული მინუსია, გავიფიქრე, მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე მხარზე
ხელი დავადე და ვუთხარი:
- მაჩვენე შიგნიდან როგორია, ალბათ, შესანიშნავი.
დესი საკუთარ სახლში მიტარებს „ნიკელ-ტურს“, იაფფასიან ექსკურსიას,
თანაც ხალისობს, ასე რომ შეარქვა. სამზარეულო ლამისაა კათედრალის ხე-
ლაა, გრანიტითა და ქრომით გაწყობილი, სასადილო ოთახი კი - ორი ბუხრით,
რომელიც გარეთ გადის (რასაც შუა დასავლეთში „გემბანს“ უწოდებენ), რაც
ტყესა და ტბას გადაჰყურებს. სარდაფში გასართობი კომპლექსი: ბილიარდის
მაგიდა, დარტსი, სტერეოსისტემა, მომცრო ბარი, რომელიც კიდევ ერთ ბაქან-
ზე გადის, ღვინის სარდაფს რომ უერთდება. მეორე სართულზე ხუთი საძინე-
ბელია, სიდიდით მეორე ახლა ჩემია.
- კედლები გადავღებე, - მითხრა, - ვიცი, რომ მტვრიანი ვარდის ფერი მოგ-
წონს.
არადა, არასოდეს მყვარებია მტვრიანი ვარდის ფერი.
- შენ ისეთი საყვარელი ხარ, დესი, - ვეუბნები, რაც შემიძლია თბილად,
ყოველთვის მიჭირდა ადამიანებისთვის მადლობის თქმა.

385
ხშირად საერთოდაც მავიწყდება. ადამიანები ასრულებენ თავიანთ მოვა-
ლეობებს, მერე კი შენგან გაკეთებულის მაღალ შეფასებას ელიან. მსგავსად
იმისა, კაფეტერიაში „ჩაიზე“ ჩასაყრელი ხურდისთვის პლასტიკატატის ჭიქები
რომ აქვთ გამოდგმული, მაგრამ დესი ჩემს მადლობაზე ისე რეაგირებს, რო-
გორც კატა, ყურს უკან რომ მოფხანეს. სიამოვნებისგან ლამისაა ზურგიც კი
მოედრიკა. მოკლედ, ამ სიტუაციაში მადლობის თქმა მიჭირს. ჩანთას ოთახში
იატაკზე ვდებ და ამით ვანიშნებ, რომ მინდა დავისვენო. მაინტერესებს, რა
რეაქცია აქვს ხალხს ენდის აღიარებაზე და დააპატიმრეს თუ არა ნიკი, ბო-
ლოს და ბოლოს. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მადლობით ვერ შემოვიფარ-
გლები. განსაკუთრებული იდუმალი ღიმილით მიღიმის და ჩემს ხელს იღებს:
„რაღაცა კიდევ უნდა გაჩვენო“. მიბიძგებს ქვედა სართულისკენ („დარწმუნე-
ბული ვარ, მოგეწონება“) მივდივართ სამზარეულოს გვერდითა დერეფან ში,
(„მართლა მგონია, რომ უნდა მოგეწონოს“, ისევ იმეორებს და კარს მკვეთრი
მოძრაობით აღებს). აქ ასობით ტიტაა, ყველა ფერისა და ზომის. დესის სახ-
ლში შუა ივლისში ყვავიან. განსაკუთრებულ ოთახში, განსაკუთრებული გო-
გოსთვის.
- ვიცოდი, რომ ტიტა შენი საყვარელი ყვავილია, არადა, მისი სეზონი ისე
მოკლეა, - მითხრა დესიმ, - ასე რომ, ეს მე შენთვის გავაკეთე. ტიტა აქ მთელი
წელი ყვავის.
წელზე ხელი მომკიდა და ყვავილებთან ახლოს მიმიყვანა, რათა ღირ-
სეულად დამეფასებინა მისი საჩუ ქარი.
- ტიტა ყოველდღე, - ვამბობ და ვცდილობ, თვალებში სიხარული ჩავიყე-
ნო.
ტიტები მაშინ მიყვარდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი. ეს 80-იანი წლების
ბოლოს იყო, მაშინ ტიტებზე ყველა ჭკუას კარგავდა, ახლა კი ორქიდეები მომ-
წონს, რაც სრულიად სხვა რამეა.
- განა ნიკს ოდესმე თავში მოსვლია მსგავსი რამ გააეკეთებინა შენთვის? -
დესი ყურში ჩამჩურჩულებს. ამ დროს ყვავილები ოდნავ ირხევიან, სარწყავი
სისტემა ჩაირთო.
- ნიკს არც კი ახსოვდა, ტიტები თუ მიყვარდა, - ეს მართებული პასუხია,
დესის ჟესტი მართლაც სასიამოვნოა, და უფრო მეტიც, ვიდრე მხოლოდ სა-
სიამოვნო. ჩემი საკუთარი ყვავილების ოთახი მაქვს, როგორც ზღაპარში.
მაგრამ მესმის შინაგანი ხმა, რომელიც მიჩურჩულებს, ოცდაოთხი საათიც
არაა გასული, რაც დესის დავურეკე, ტიტები კი არ ჰგავს ახალ დარგულს. და

386
არც საძილე ოთახშია ახალი საღებავის სუნი. რამაც მისი შარშანდელი წერი-
ლების შემპარავ ტონზე დამაფიქრა, რამდენი ხანია ჩაიფიქრა ჩემი აქ მოყვა-
ნა? და რამდენი ხანი უნდა, რომ აქ გამაჩეროს? საკმარისად დიდხანს იმის-
თვის, რომ ტიტების ყვავილობა ვნახო?
- ო, ღმერთო, - ვთქვი, - დესი, ეს ჯადოსნური ზღაპარივითაა!
- ეს შენი ზღაპარია, მინდა ნახო, როგორი ცხოვრება შეიძლება, რომ გ ქონ-
დეს.
ზღაპრებში ყოველთვის ფიგურირებს ოქრო. ველოდები, რომ მომცემს საკ-
რედიტო ბარათს, გამიხსნის საბანკო ანგარიშს, მაგრამ ჯერჯერობით ექსკურ-
სია სახლში გრძელდება და შემიძლია გამოვთქვა აღტაცება ყველა იმ დეტალ-
ზე, რომელიც თავიდან გამომრჩა. ბოლოს კი ჩემს საძინებელში ვბრუნდებით.
ატლასი, აბრეშუმი, ყველაფერი ვარდისფერია და ხავერდოვანი, იმ გოგონას
ოთახს ჰგავს, რომელსაც ბამბის ნაყინი და „ზეფირი“ უყვარს.
ნერვიულად ვეკითხები:
- დესი, შეგიძლია ცოტა ფული მომცე?
ისეთ სახეს იჭერს, თითქოს გაოცებულია.
- აქ შენ ფული არ გ ჭირდება, ასე არ არის? საცხოვრებელი და საჭმელი შე-
ნი გადასახდელი არ არის. იმის თქმა არ მინდა, რომ არ მომ წონხარ იაფფასი-
ან ტანსაცმელში, მაგრამ შემიძლია ვიყიდო და მოგიტანო ახალი ჩასაცმელი.
- თუ ცოტა ფული ხელთ მექნება, თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობ. ვაიდა,
რამე მოხდა, და იძულებული გავხდი, სასწრაფოდ გავიქცე აქედან.
საფულე გახსნა და ორი ოცდოლარიანი ხელში ნაზად ჩამიდო.
- ინებე. - მითხრა შემ წყნარებელი ღიმილით.
ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა ხომ არ დავუშვი?

ნიკ დანი ათი დღის შემდეგ

387
შეცდომა დავუშვი, როდესაც თავს უფლება მივეცი, მეტისმეტად თავდა-
ჯერებული ვყოფილიყავი. რაც უნდა ეწეროს ამ დღიურში, ეს მე გამანადგუ-
რებს. თვალწინ დამიდგა დეტექტიური რომანის ყდა: ჩვენი ქორწილის შავ-
თეთრი ფოტო, სისხლიან წითელ ფონზე და ანოტაცია გარეკანზე: რომანი
შეიცავს ემი ელიოტ-დანის ფოტოების 16 გვერდს, რომლებიც ადრე არავის
უნახავს და ნაწყვეტებს მისი დღიურიდან „ხმა სამარიდან“. უნდა მივმხვდა-
რიყავი, რა იყო მიზეზი ემის უცნაური და, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარი
გართობისა, როდესაც დეტექტივებს კითხულობდა, რომლებსაც სახლში
ყველგან ვპოულობდი. მე კი მეგონა, რომ უბრალოდ დროს კლავდა მსუბუ ქი
საკითხავით. არა, სრულიადაც არა, თურმე ემზადებოდა. გილპინმა სკამი მო-
აბრუნა, დაჯდა, ხელებით საზურგეს დაერყდნო და თვალებში ისე შემომხედა,
როგორც პოლიციელები კინოში უყურებენ ხოლმე დამნაშავეს. შუაღამე იდგა,
უკვე გვიანი იყო.

- მოგ ვიყევით თქენი ცოლის ავადმყოფობის შესახებ, ბოლო რამდენიმე თვის


განმავლობაში, - მეუბნება.
- ავადმყოფობის? ემი არ ხდება ავად. დიდი-დიდი, წელიწადში ერთხელ
გაცივდეს. ეს არის და ეს.
ბონიმ დღიური აიღო და მონიშნულ გვერდზე გადაშალა:
- წინა თვეში თქვენ კოქტეილს აკეთებდით თქვენთვის და ემისთვის ვე-
რანდაზე. ემი აღწერს, რომ სასმელი მეტისმეტად ტკბილი იყო და ფიქრობს,
რომ ამან გამოიწვია მისი ალერგიული რეაქცია: „გული საოცრად მიცემდა,
ენა დამიბუჟდა, თითქმის ვეღარც ვატრიალებდი პირში, ფეხები თითქმის წა-
მერთვა, ამიტომ ნიკი დამეხმარა კიბეზე ასვლაში...“
ბონიმ დაადო თითი ადგილს, რომელსაც კითხულობდა, მერე კი ამომხედა,
თითქოს ამოწმებდა, ვუსმენ თუ არა.
- როცა მეორე დღეს გაიღვიძა „...თავი მტკიოდა, მუცელში უცნაური შეგ-
რძნებები მქონდა. ფრჩხილები გამილურჯდა, და სარკეში როცა ჩავიხედე, და-
ვინახე, რომ ტუჩებიც ლურჯი მაქვს. ორი დღის განმავლობაში შარდვას ვერ
ვახერხებდი, მთელი კვირა ცუდად ვიყავი“.
თავი გავაქნიე ზიზღით, ბონიზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა, კიდეც მი-
ვეჩვიე ამ გან წყობას.
- ეს თქვენი ცოლის ხელწერაა? - მკითხა ბონიმ და დღიური დამანახვა,
მართლაც ემის ხელი იყო. დავინახე შავი მელნით შესრულებული ემის გაკრუ-

388
ლი ნაწერი.
- მე მგონი, კი.
- ასე ფიქრობს ჩვენი ექსპერტ-გრაფოლოგიც. - ბონიმ ეს სიტ ყვები შესამ-
ჩნევი სიამაყით წარმოთქვა და უცებ გავაცნობიერე, რომ ეს იყო პირველი
შემთხვევა, როდესაც ამ ორს საშუალება მიეცა ექსპერტისთვის მიემართა.
რაც იმის მაჩვენებელი გახლდათ, რომ მათ რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩი-
ნეს. მათ ისეთ ეგზოტიკურ სპეციალისტს მიმართეს, როგორიცაა გრაფოლოგი.
- ეს ტექსტი სამედიცინო ექსპერტს ვაჩვენე, იცი, რა გვითხრა?
- მოწამვლა. - ჩავიბურტყუნე.
ტანერი მოიღუშა და მანიშნა, მშვიდად იყავიო. ბონი ერთი წამით დაიბნა,
რადგან არ ელოდა, რომ ამას ვიტ ყოდი.
- დიახ, ნიკ, გმადლობთ, ეს არის ანტიფრიზით მოწამვლა, - თქვა მან ბო-
ლოს. - ნებისმიერ ცნობარში ნახავთ. გაუმართლა, რომ გადარჩა.
- არ გადარჩენილა, რადგან ეს არასოდეს მომხდარა. როგორც თქვით, ეს
ნებისმიერ ცნობარშია. ინტერნეტში ნაპოვნი ინფორმაციაა.
ბონიმ შუბლი შეიჭმუხნა, მაგრამ კამათი არ დაუწყია.
- დღურში მაინცდამაინც კარგ ადამიანად არ ჩანხართ, - გააგრძელა მან
და თითით გაუყვა დღიურში მონიშნულ სტრიქონს. - ძალადობა. ერთხელ
თქვენ ემის ხელი ჰკარით, თქვენ მეტად ფიცხი ხასიათი გაქვთ, სექსუალური
ურთიერთობა გაუპატიურების ზღვარზე იყო. ბოლოს და ბოლოს, ემის თქვენი
ძალიან შეეშინდა... ამის კითხვა ძალზე მტკივნეულია. იარაღი, რომელიც ემის
უნდა შეეძინა, როგორც წერს, თქვენგან თავდასაცავად უნდოდა. „ამ კაცმა
შეიძლება მომკლას. ამ კაცმა შეიძლება მომკლას.“ ეს მისი სიტ ყვებია.
დამახველა, ყელში რაღაცამ წამიჭირა. წყეული კახპა, წყეული კახპა, შენი
დედაც... შენი დედაც!..
- როგორი მარჯვე შენიშვნაა, დღიურის დასამთავრებლად.
ტანერმა ხელი მხარზე დამადო, დამ შვიდდიო.
- თქვენ ისეთი გამომეტ ყველება გაქვთ, თითქოს მზად ხართ კიდევ მოკ-
ლათ, ახლა, ამ წუთას, - შენიშნა ბონიმ.
- თქვენ მუდმივად ცრუობთ, ნიკ, - დაამატა გილპინმა. - ყველა, ვისაც
ვკითხეთ, ამბობს, რომ თქვენ პლაჟზე დასვენებას ვერ იტანთ. თქვენ მითხა-
რით, რომ წარმოდგენა არა გაქვთ, საიდან გაჩნდა ეს ნივთები, თქვენი საკრე-
დიტო ბარათებით რომაა შეძენილი. ახლა ჩვენ გვაქვს ფარდული, რომელიც
გამოტენილია ნივთებით და ყველაფერზე თქვენი თითის ანაბეჭდებია. დავუ-

389
მატოთ ამას ის, რომ თქვენს ცოლს ანტიფრიზით მოწამვლის სიმპტომები
ჰქონდა, გაუჩინარებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ახლა კი სიმართლე უნდა
გვითხრათ. - ეფექტის მოსახდენად პაუზა დაიჭირა.
- ჩანაწერების გარდა, კიდევ რამე თუ გაქვთ? - იკითხა ტანერმა.
- ჩვენ შეგ ვიძლია გაჩვენოთ ადგილი ჰანიბალში, სადაც თქვენი ცოლის
ხელჩანთა ვიპოვეთ რამდენიმე დღის შემდეგ. მოწმედ გვყავს მეზობელი, რო-
მელმაც გაიგონა თქვენი ჩხუბი წინა ღამით. ორსულობა, რომელიც თქვენ არ
გსურდათ; ბარი, რომელიც თქვენი ცოლის ფულით იყიდეთ და გეშინოდათ,
რომ უკან უნდა დაგებრუნებინათ, თუ გაგეყრებოდათ; და, რაც მთავარია,
საყვარელი, რომელიც მთელ წელიწადს გ ყავდათ.
- ჩვენ კიდევ შეგ ვიძლია დაგეხმაროთ, ნიკ, - თქვა გილპინმა, - როცა დაგა-
პატიმრებთ, ვეღარ დაგეხმარებით.
- სად იპოვეთ ემის დღიური, ნიკის მამის სახლში?
- დიახ, - მიუგო ბონიმ.
ტანერმა გადმომხედა.
- ჩვენ კი ვერ ვიპოვეთ. ნება მომეცით მივხვდეთ, აა, ანონიმური ზარი?
პოლიციელებს არაფერი უთქვამთ.
- შეიძლება, გ კითხოთ, კონკრეტულად სად იპოვეთ? - ვკითხე.
- გამათბობელი სისტემის ღუმელში, თქვენ, ეტ ყობა, გეგონათ, რომ დაწ-
ვით დღიური, მაგრამ ის მხოლოდ კიდეებზეა მომ წვარი. საბედნიეროდ, ალი
სუსტი აღმოჩნდა. მხოლოდ გარედან დაიწვა - თქვა გილპინმა. - ძალიან გაგ-
ვიმართლა.
გამათბობელი ღუმელი, ჩემი და ემის კიდევ ერთი შინაურული ხუმრობა.
ყოველთვის ამბობდა, რომ ძალიან უკვირს, რატომ ვარ ესოდენ უვიცი იმ სა-
კითხებში, რომლებიც, წესით, მამაკაცებმა კარგად უნდა იცოდნენ. როდესაც
მამაჩემის სახლში რაღაცას ვეძებდით, ამ ძველი ღუმლისკენ, თავისი მილე-
ბით, მავთულებითა და ონკანებით რომ იდგა, არც კი გაგ ვიხედავს.
- სულაც არ არის გამართლება, დღიური დადეს, რომ თქვენ გეპოვათ, -
ვუთხარი პოლიციელებს.
ბონიმ ალმაცერად გაიღიმა, სკამის საზურგეს მიაწვა და გაირინდა, ცივი
ჩაის რეკლამის ვარსკვლავივით. ტანერს გაბრაზებით დავუქნიე თავი: მიდი,
გააგრძელე!
- ემი ელიოტ-დანი ცოცხალია, მან თავისი მკვლელობის იმიტაცია მოაწყო.
უნდა ეს ნიკ დანს დაჰბრალდეს.

390
ხელები წინ დავიდე და გავსწორდი, საზურგეს მივეყრდენი, მინდოდა, მი-
მეღო იმის მანიშნებელი პოზა, რომ სრულად ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. აშ-
კარად მჭირდებოდა ჩიბუხი, სათვალე, რომელსაც ეფექტური ჟესტით მოვიხ-
სნიდი, და ენციკლოპედიებზე დაყრდნობილი იდაყვი. უცებ გავმხიარულდი.
„ოღონდ არ გამეცინოს“, გავიფიქრე. ბონი მოიღუშა.
- ეს რას ნიშნავს?
- ემი საღ-სალამათია, მხოლოდ ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ნიკ-
მა მოკლა, - გაიმეორა ადვოკატმა.
პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს - განა, შეიძლება დავუჯეროთ ამ
კაცს?
- და რაში დასჭირდებოდა? - იკითხა გილპინმა და თვალები მოიფშვნიტა.
- რადგან სძულს ნიკი, აშკარად საძაგელი ქმარი იყო.
ბონიმ იატაკზე დაიხედა და ღრმად ამოისუნთქა:
- აი, ამას კი ნამდვილად შემიძლია დავეთანხმო.
ამ დროს გილპინმა ჩაილაპარაკა:
- ო, ღმერთო ჩემო.
- ის რა, ავადმყოფია, ნიკ? - ბონიმ წინ გადმოიწია და ასე მკითხა, - თქვენ
რასაც ამბობთ, ეს სიგიჟეა, ამას დასჭირდებოდა ექვსი თვე, მთელი წელი, ეს
ყველაფერი რომ მოემზადებინა. მას სძულდით თქვენ, უნდოდა თქვენი დას-
ჯა, ამზადებდა სასტიკ, ულმობელ სასჯელს, მთელი წლის განმავლობაში.
იცით, როგორი მძიმეა ამდენი ხნის განმავლობაში დამალო ასეთი მძაფრი სი-
ძულვილი?
ემის შეეძლო ამის გაკეთება. მას ჰქონდა ამის უნარი.
- და რატომ არ დაგშორდათ? - მკითხა ბონიმ.
- რადგან ეს არ შეესაბამება მის წარმოდგენას... სამართლიანობაზე. - ვუ-
პასუხე. ტანერმა კიდევ ერთხელ გადმომხედა.
- ღმერთო ჩემო, ნიკ, ამ ყველაფრისგან არ დაიღალეთ? - აღშფოთდა გილ-
პინი. - ჩვენ ხომ წავიკითხეთ თქვენი ცოლის სიტ ყვები: „ამ კაცმა შეიძლება
მომკლას“.
ეტ ყობა, ინსტრუქციის ერთ-ერთი პუნქტი მოითხოვს, ეჭვმიტანილს სახე-
ლით ხშირად მიმართო, ეს მას სიამოვნებს. იმავე მეთოდს იყენებენ მოვაჭ-
რეებიც.
- ნიკ, თქვენ ხომ ცოტა ხნის წინ იყავით მამათქვენის სახლში? - იკითხა
ბონიმ. - 9 ივლისს?

391
ამის დედაც... აი, რატომ გამოცვალა ემიმ სიგნალიზაციის კოდი, ზიზღის
ახალი ტალღა ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ. ჩემმა ცოლმა ორჯერ მომი-
გო ჭკუაში. არათუ დავიჯერე მისი ტყუილი, თითქოს მას ჯერ კიდევ ვუყვარ-
ვარ, არამედ მან ისიც მაიძულა, რომ საკუთარ თავს დავპირისპირებოდი. ნამ-
დვილი ალქაჯია! ლამისაა ხარხარი ამივარდეს. ღმერთო ჩემო, როგორ მძულს
ემი, მაგრამ, ამავე დროს, მიწევს მისი ჭკუის აღიარება.
ტანერმა დაიწყო:
- ემი ისე ადგენდა მინიშნებებს, რომ აიძულებდა ჩემს კლიენტს გარკვეულ
ადგილებში მისულიყო. იმ ადგილებში მან დატოვა სამხილები მის საწინააღ-
მდეგოდ, ჰანიბალში, ნიკის მამის სახლში და შექმნა შთაბეჭდილება, რომ ნიკი
დამნაშავეა. ჩვენ მოგიტანეთ ეს მინიშნებები და მზად ვართ თქვენთან ვითა-
ნამ შრომლოთ.
ტანერმა „ემის სასიყვარულო ბარათები“ ამოიღო და პოლიციელებს წინ
ისე დაულაგა, თითქოს ფოკუსს უტარებდა ბანქოს (სათამაშო) კარტით. ოფ-
ლში ვიწურებოდი, სანამ მინიშნებებს კითხულობდნენ და ცდილობდნენ მათში
დაფარულ აზრს მიმხდარიყვნენ, რომელიც ჩემთვის უკვე ცხადი იყო.
- ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, რომ ემის იმდენად სძულდით, რომ თვეების
განმავლობაში აწყობდა თავისი მკვლელობის იმიტაციას? - მკითხა ბონიმ
იმედგაცრუებული მშობლის ინტონაციით.
აუღელვებელი სახით გავხედე.
- მაგრამ, ნიკ, ეს გაბოროტებული ქალის ნაწერს არ ჰგავს, - ჩაილაპარაკა,
- ემი ცდილობს გამართლება მოგიძებნოთ, შანსი მოგ ცეთ ყველაფერი თავი-
დან დაიწყოთ. გითხრათ, როგორ უყვარხართ? აი, რას წერს: „შენ ხარ უთბი-
ლესი, შენ ხარ ჩემი მზე, შენ არაჩვეულებრივი ხარ“.
- მაგის დედაც...
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნიკ, მეტისმეტად უცნაური რეაქცია გაქვთ
უდანაშაულო კაცისთვის, - შენიშნა ბონიმ. - ჩვენ წაგიკითხეთ თქვენი ცოლის
სიყვარულით სავსე სიტ ყვები თქვენზე, თქვენ კი გაბრაზებული ჩანხართ, კარ-
გად მახსოვს ის პირველი საღამო, როდესაც ემი გაუჩინარდა, თქვენ მოხვე-
დით ჩვენთან და მერე ამ ოთახში მთელი 45 წუთი ვისაუბრეთ. ვნახეთ ჩანაწე-
რი და მაშინ ისეთი გამომეტ ყველება გ ქონდათ, თითქოს მოგეწყინათ.
- ეგ საქმეს არ ეხება, - დაიწყო ტანერმა.
- მე ვცდილობდი, სიმ შვიდე შემენარჩუნებინა.

392
- თქვენ ძალიან, ძალიან მშვიდი ჩანდით, - თქვა ბონიმ, - და მოქმედებ-
დით... შეუსაბამოდ. უემოციოდ, უაზროდ.
- და არ გიფიქრიათ, რომ უბრალოდ ასეთი ვარ? ფლეგმატური. მეტისმე-
ტადაც კი. ემიმ იცოდა ეს და ამის გამო მუდმივად ჩიოდა, რომ არ შემიძლია
საკმარისად თანავუგრძნო, ჩემს თავში ვარ ჩაკეტილი, ვცდილობ არ გამოვა-
ჩინო ძლიერი გრძნობები - წუხილი, სირცხვილი... წინასწარ იცოდა, რომ ამის
გამო ძალზე საეჭვო გამოვჩნდებოდი... მაგის დედაც!.. დაელაპარაკეთ ჰილარი
ჰენდის! დაელაპარაკეთ ტომი ო’ჰარას! ისინი გეტ ყვიან, როგორი ადამიანია
ემი!
- ჩვენ ველაპარაკეთ მათ.
- და რა?
- ჰილარი ჰენდის თვითმკვლელობის ორი მცდელობა ჰქონდა სკოლის დამ-
თავრების შემდეგ. ტომი ო’ჰარამ ორჯერ გაიარა რეაბილიტაციის კურსი.
- ალბათ, ემის მიზეზით.
- რადგან არამდგრადი ფსიქიკის მქონე, დანაშაულის გრძნობით შეპყრო-
ბილი ადამიანები არიან. - თქვა ბონიმ, - მოდი, ისევ განძის ძიებას მივუბრუნ-
დეთ.
გილპინმა მინიშნება #2 ნაძალადევად, მონოტონური ინტონაციით წაიკით-
ხა:
აქ მე მოვსულვარ ურთიერთობის გასაგრძელებლად,
შენს მოსასმენად, იმ შენი ქუდის გასახსენებლად,
ბავშვობა გაქრა, შენკენ მოვილტვი მე საკვირველად,
ისე მაკოცე, თითქოს შეგხვდი ამ დღეს პირველად.
- თქვენ ამტკიცებთ, რომ ამან გიბიძგათ, ჰანიბალში წასულიყავით?
თავი დავუქნიე.
- მაგრამ აქ სიტ ყვაც არაა ჰანიბალზე, - მითხრა გილპინმა, - ოდნავი მი-
ნიშნებაც კი არ არის.
- „ის ქუდი“, ჩვენი „შინაური“ ხუმრობაა, რომელიც გულისხმობს...
- ო, თქვენი „შინაური“ ხუმრობა, - ჩაიცინა გილპინმა.
- და რას იტ ყვით შემდეგ მინიშნებაზე, პატარა ყავისფერ სახლზე? - იკით-
ხა ბონიმ.
- ეს არის მინიშნება, რომ მამაჩემის სახლში უნდა მივიდე.
ბონის გამომეტ ყველება გაუმკაცრდა.

393
- ნიკ, მამათქვენის სახლი ლურჯი ფერისაა. - ტანერისკენ მიბრუნდა და
თვალები აქაჩა თითქოს იგულისხმა, „ამას გინდათ, რომ დავუჯეროთ?“
- თქვენი სიტ ყვები იმასა ჰგავს, რომ თვითონ იგონებთ ამ „შინაურ“ ხუმ-
რობებს ამ მინიშნებებში. ვგულისხმობ, რომ ამას მაშინ აკეთებთ, როცა გ ჭირ-
დებათ. შევიტ ყვეთ, რომ ჰანიბალში იყავით, თქვენ კი გვეუბნებით, იქ მინიშ-
ნებამ მიმიყვანაო.
- აი, ეს არის ბოლო საჩუ ქარი, - გამოაცხადა ტანერმა, და მაგიდაზე მუყა-
ოს კოლოფი დადო.
- ნამდვილად არ არის ბუნდოვანი მინიშნება. თოჯინები პანჩი და ჯუდი.
დარწმუნებული ვარ, იცით, რომ პანჩმა მოკლა ჯუდი და მისი ბავშვი. ისინი
ჩემმა კლიენტმა იპოვა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამას ყურადღებას მიაქ-
ცევთ.
ბონიმ კოლოფი თავისკენ მისწია, რეზინის ხელთათმანები გაიკეთა და ყუ-
თიდან ერთ-ერთი მარიონეტი ამოიღო.
- მძიმეა... - ჩაილაპარაკა, - მასიური...
ქალის კაბა, შემდეგ კაცის ჭრელი ტანსაცმელი დაათვალიერა. მერე მამა-
კაც თოჯინას ხელით გაუსინჯა სქელი ხის სახელური, თითებისათვის ჩაღრმა-
ვებები რომ ჰქონდა.
ერთხანს მდუმარედ ეჭირა, მერე კი ქალის თოჯინა აიღო და ისე გადააბ-
რუნა, რომ თოჯინას კაბა აეწია.
- სახელური არა აქვს, - ბონი მომიბრუნდა, - სახელური ჰქონდა?
- საიდან უნდა ვიცოდე? - ვუპასუხე.
- სახელური უნდა ჰქონოდა, ეს ცხადია, როგორც ორჯერ ორი - ოთხი. სქე-
ლი და მძიმე სახელური, ჩაღრმავებებით თითებისათვის, უფრო მარჯვედ რომ
ჩასჭიდო ხელი - სახელური, რომელიც წყეულ კეტსა ჰგავს?..
ბონი მომაჩერდა, ფიქრს მივუხვდი - „შენ ხარ მატ ყუარა. შენ ხარ სო-
ციოპათი. შენ ხარ მკვლელი“.

ემი ელიოტ-დანი თერთმეტი დღის შემდეგ

394
საღამოს შერონ შეიბერის ფართოდ დაანონსებული ინტერვიუა ნიკთან,
მინდოდა გადაცემისთვის კარგი ღვინის წრუპვის თანხლებით მეყურებინა, მას
შემდეგ, რაც ცხელ აბაზანას მივიღებდი, თან გადაცემის ჩაწერაც მინდოდა,
იმისთვის, რომ ნიკის უმცირესი ტყუილიც კი არ გამომრჩეს, მისი ყველა გამო-
ნაგონი, ყველაფერი, რის მიჩუმათებას ან გადასხვაფერებასაც შეეცდება, ყო-
ველი სიცრუე თუ ეშმაკობა, რათა გავამყარო ჩემი სიძულვილი მის მიმართ.
მისდამი სიძულვილი ინტერნეტში ატვირთული შემთხვევით, მთვრალ
მდგომარეობაში ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ შემისუსტდა, ამას კი ვერ და-
ვუშვებ. არ ვაპირებ, მოვეშვა. მართლა იდიოტი კი არა ვარ. თანაც, მინდა მო-
ვისმინო, რას იტ ყვის ენდიზე მას შემდეგ, რაც მან ყველაფერი აღიარა. მაინ-
ტერესებს, როგორ ეცდება თავი გაიმართლოს.
მინდა მარტომ ვუყურო, მაგრამ დესი მთელი დღეა, გვერდიდან არ მცილ-
დება. ნებისმიერ ოთახში, სადაც კი შევედი, ისიც გამოჩნდა, ამინდის უცილო-
ბელი შეცვლასავით. ვერ ვეუბნები, დამტოვე-მეთქი, რადგან ეს მისი სახლია.
მინდოდა მიმენიშნებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ხან მეუბნება, რომ
სარდაფში მილები უნდა შეამოწმოს, ხანაც - უნდა შეიხედოს მაცივარში, რომ
გაიგოს, რა პროდუქტია საყიდელი.
„და ასე გაგრძელდება. აი, რა ცხოვრება მელის. ამოვა ჩემთან, როცა
მოისურვებს და დარჩება, რამდენი ხანიც მოუნდება. ჩამოჯდება, თავის დაკ-
ვრით მანიშნებს, გვერდით დამიჯე ქიო, ბოთლ ღვინოს გახსნის, საუბარს და-
მიწყებს, საჭმელს შემომთავაზებს და ამას დასასრული არ ექნება.“
- სრულიად გამოფიტული ვარ, - ვეუბნები.
- თქვენი დამცველისათვის ოდნავ მეტი მოწყალები მოიღეთ, - მპასუხობს
და თითს შარვლის ნაკეცს აყოლებს.
მან იცის, რომ საღამოს ნიკის ინტერვიუა. მიდის, ჩემი საყვარელი საჭმე-
ლებით დატვირთული ბრუნდება: ყველი „მანჩეგო“, შოკოლადის ტრიუფელე-
ბი, ერთი ბოთლი ჩაცივებული „სანსერო“. ისიც კი მოაქვს წარბის აწევით, -
ყველიან-წიწაკიანი „ფრიტოსი“, რომელსაც ოზარკში ვჭამდი, როდესაც ჩემს
როლს ვთამაშობდი. ღვინოს მისხამს. უთქმელი შეთანხმება გვაქვს, ჩვენ არ
უნდა ვახსენოთ ჩემი ბავშვი. მან იცის, ჩემი ოჯახისთვის ეს რა მძიმე პრობლე-
მაა და ესმის, რომ ამაზე ლაპარაკი ჩემთვის მძიმე იქნება.

395
- საინტერესოა, თავის გასამართლებლად რას იტ ყვის ეგ ღორი, - ამბობს
დესი.
დესი იშვითად იგინება და ილანძღება, სიტ ყვა „ღორს“ ისე წარმოთქვამს,
რომ მეტად გესლიანად ჟღერს.
ერთი საათის შემდეგ მსუბუქ სადილს მივირთმევთ, რომელიც დესიმ მოამ-
ზადა, და ვწრუპავთ ღვინოს, რომელიც დესიმ მოიტანა. ყველის ნაჭერი და
ერთი ტრიუფელი მომაწოდა. ზუსტად ათი ცალი ჩიფსი დამიდო თეფშზე, და-
ნარჩენი კი შეინახა. ამბობს, რომ სუნი არ მოსწონს, მაგრამ ნამდვილ მიზეზს
ვხვდები - არ მოსწონს, რომ წონაში მოვიმატე. ახლა ჩვენ გვერდიგ ვერდა
ვართ დივანზე, ბალიშებზე გადაწოლილები, ფეხებზე პლედი გვაფარია - დე-
სიმ კონდიციონერი მაქსიმუმზე ჩართო, ამიტომ ოთახში შემოდგომაა მაშინ,
როცა გარეთ, - ივლისია. ეჭვი მაქვს, ეს იმიტომ გააკეთა, რომ საშუალება
ჰქონდეს, დაანთოს ბუხარი და ჩემ გვერდით პლედის ქვეშ მოკალათდეს, რო-
გორც წარმოიდგენდა, - ოქტომბერში როგორ ვიქნებოდით ერთად. საჩუ ქარიც
კი მომიტანა. თბილი იასამნისფერი სვიტერი - ფერებში კარგად შეეხამება
პლედსა და მწვანე სვიტერს, თვითონ დესის რომ აცვია.
- იცი, საუკუნეების განმავლობაში უბადრუკი კაცები ჩაგრავდნენ ძლიერ
ქალებს, რადგან მათი სიძლიერე საკუთარი მამაკაცობის გამოწვევად მიაჩ-
ნდათ, - მეუბნება დესი, - მათ ისეთი მყიფე ფსიქიკა აქვთ, უნდა აკონტრო-
ლო...
სხვა სახის კონტროლზე დავფიქრდი. კონტროლზე, ზრუნვად რომ არის
შენიღბული - აი, ეს სვიტერი შენ, რომ არ შეგ ცივდეს, ძვირფასო, და თანაც
ისეთი იქნები, როგორიც წარმოგიდგინე, როგორიც მე მინდა.
ნიკი ასეთ რაღაცას მაინც არ აკეთებდა. ნიკი მაძლევდა უფლებას მეკეთე-
ბინა, რაც მინდოდა.
მინდა, რომ დესი თავისთვის იჯდეს და ხმას არ იღებდეს. არადა, ნერ-
ვიულობს, ფაციფუცობს, თითქოს მისი მეტოქე სადღაც აქვეა, ამავე ოთახში...
- ჩუუ, - ვეუბნები იმ მომენტში, როდესაც ეკრანზე ჩემი სიმპათიური ფო-
ტო გამოჩნდა. მერე კიდევ და კიდევ. ემის ფოტოების მთელი კოლაჟია.
- ემი ყველა ქალიშვილისთვის იდეალი იყო, - დაიწყო შერონმა, - ლამაზი,
ჭკვიანი, ნიჭიერი და ძალზე მდიდარი. ნიკი კი იყო ახალგაზრდა კაცი, რომე-
ლიც ყველას მოსწონდა...
- სულაც არა, - ჩაიბურტყუნა დესიმ.

396
- ...წარმოსადეგი, მხიარული, ნათელი და მომხიბლავი... მაგრამ ხუთ ივ-
ლისს მათი, ერთი შეხედვით, იდეალური სამყარო დაინგრა - ემი გაუჩინარდა
თავისი ქორწილის მეხუთე წლისთავზე.
ინფორმაცია, ინფორმაცია, ინფორმაცია. ჩემი, ენდის, ნიკის ფოტოები.
სკანირებული ფოტოები ორსულობის ტესტისა და გაუნაღდებელი ანგარიშე-
ბის ქვითრებისა. მე მართლაც მაგარი სამუშაო ჩავატარე. ეს იმას ჰგავს, ფრეს-
კას რომ დახატავ, უკან გადადგამ რამდენიმე ნაბიჯს და გაიფიქრებ - „მარ-
თლა ძალიან მაგარია“.
- ახლა კი ექსკლუზიურად: ნიკ დანმა დაარღვია დუმილი და ახლა ის მოგ-
ვიყვება, არა მხოლოდ თავისი ცოლის გაუჩინარებაზე, არამედ თავის საყვა-
რელზეც და სხვა ჭორებზეც.
უეცრად ნიკის მიმართ თბილი გრძნობა გამიჩნდა, მას ჩემი საყვარელი
ჰალსტუხი უკეთია, რომელიც მე ვუყიდე, თავად კი ყოველთვის მიაჩნდა, რომ
მყვირალა ფერისაა, კაცს არ შეეფერება. ის მართლაც მყვირალა იასამნისფე-
რია, და ნიკის თვალებსაც იასამნისფერი დაჰკრავს. ბოლო თვის განმავლობა-
ში თვითკმაყოფილი ნაძირალას იერი დაეკარგა, ღიპი თითქმის აღარ ეტ ყობა,
ლოყები ლამისაა ჩაუცვივდეს, ნიკაპიც კი აღარ აქვს ისეთი გამომ წვევი. თმა
შეუმოკლებია, მაგრამ ეს პარიკმახერის ნახელავს არ ჰგავს. წარმოვიდგინე,
როგორ ადგას გო ნიკს მაკრატლით ხელში, „დედა მოს“ როლში შესული, და
კამერასთან გამოსვლის წინ წესრიგში მოჰყავს. ჩემი ჰალსტუხი უკეთია და,
როცა ხელს სწევს მისალმების ნიშნად, ვხედავ, ჩემი ნაჩუ ქარი საათი აქვს მა-
ჯაზე, ეს არის ანტიკვარული საათი, „ბულოვას“ ფირმის, რომელიც იმ დაბა-
დების დღეზე ვაჩუ ქე, როცა 33 წლის გახდა. ადრე არასოდეს უტარებია, მიაჩ-
ნდა, რომ არ უხდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიანაც უხდება.
- ის მეტისმეტად კარგად გამოიყურება კაცისთვის, რომელსაც ცოლი
დაეკარგა - დესი დაიმანჭა, - იმედი მაქვს, არ გამოუტოვებია ფრჩხილის მოვ-
ლის სეანსი.
- ნიკი არასოდეს დადის სალონ ში ფრჩხილების მოსავლელად - ვუპასუხე
და დესის გაპრიალებულ ფრჩხილებს გავხედე.
- მოდი, ნიკ, ყველაფერში გავერკვეთ, - იწყებს შერონი, - მეუღლის გაუჩი-
ნარებასთან რაიმე კავშირი გაქვთ?
- არა, არავითარი, ასი პროცენტით არა! - პასუხობს ნიკი და კამერას
თვალს არ აცილებს. - მე არ მაქვს უფლება რომ ვთქვა, იდეალური, სამაგალი-

397
თო ან უბრალოდ კარგი ქმარი ვარ-მეთქი, მაგრამ ასე რომ არ განვიცდიდე,
ვიტ ყოდი, რომ მისმა გაუჩინარებამ გარკვეული სარგებელიც კი მოიტანა...
- უკაცრავად ნიკ, მაგრამ ჩვენი მაყურებლების უმეტესობას ძალიან
გაუჭირდება თქვენი ბოლო ფრაზის გაგება, მით უმეტეს, რომ თქვენი ცოლი
უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
- ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა, რაც კი ოდესმე განმიცდია. ახლა ამ-
ქვეყნად ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ემი დამიბრუნდეს. იმის თქმა მსურს,
რომ, როდესაც საზოგადოება ასე ცივად გიყურებს, ეს ძალიან მძიმე გადასა-
ტანია. ძნელია დაიჯერო, რომ საშინელი კაცი ხარ, სანამ რაღაც ისეთი არ
მოხდება, რაც შენივე თვითკმაყოფილების კალაპოტიდან ამოგაგ დებს და სა-
ხეში მოგახლის ფაქტს: შენ ხარ ყველაზე მეტად იღბლიანი ნაბიჭვარი მსოფ-
ლიოში! განგიმარტავთ, რას ვგულისხმობ: მყავდა ცოლი, რომელიც კი არ ჩა-
მომივარდებოდა, არამედ ჩემზე უკეთესი იყო, ყველა თვალსაზრისით. მე კი -
მე, უმუშევარმა კაცმა, მივეცი ჩემს თავს, ჩემს სისუსტეებს უფლება, ეს ყვე-
ლაფერი დამევიწყებინა.
- დიდი ბოდიში, მაგრამ... - დაიწყო დესიმ, მაგრამ გავაჩუმე.
ნიკმა საქვეყნად განაცხადა, რომ არც ისეთი კარგი ტიპია? ეს ხომ მისთვის
მცირე სიკვდილის ტოლფასია, არა ეს მართლაც ნიკის მიკროსიკვდილს უდ-
რის.
- და, შერონ, მომეცით უფლება ახლავე განვაცხადო: დიახ მე ვღალატობ-
დი ჩემს ცოლს, დიახ, მე შეურაცხვყავი ის, მაგრამ, იმის მაგივრად, რომ საკუ-
თარ თავზე მემუშავა, იოლი გამოსავალი ვიპოვე, ემის ახალგაზრდა ქალთან
ვღალატობდი, რომელიც თითქმის არც კი მიცნობს. ამდენად, შემეძლო მასთან
მაგარი კაცი მეთამაშა - მე ვთამაშობდი იმ კაცს, რომელიც მინდოდა, რომ
ვყოფილიყავი: გამჭრიახი, წარმატებული, საკუთარ თავში დარწმუნებული.
რადგან ამ გოგოს უბრალოდ არ ჰქონდა შედარების საშუალება. მას არასოდეს
ენახა, როგორ ვტიროდი შუაღამისას სააბაზანოში და ცრემლებს პირსახოცით
ვიწმენდდი მაშინ, როდესაც სამსახური დავ კარგე; მან არ იცოდა ჩემი სისუს-
ტეები და ნაკლი, მე ვიყავი უკანასკნელი იდიოტი, რადგან დავირწმუნე თავი,
რომ, თუ არ ვიქნებოდი იდეალური, ჩემს ცოლს არ ვეყვარებოდი. მინდოდა
ემისთვის გმირი ვყოფილიყავი და, როდესაც დავ კარგე სამსახური, საკუთარი
თავის პატივისცემაც დავ კარგე. და, თუ არ ვარ გმირი, მაშინ საერთოდაც არა-
რაობა ვარ. შერონ, ვიცი რომ შემიძლია კარგი ცუდისგან გავარჩიო და უნდა
ვთქვა: მე ძალიან ცუდად მოვიქეცი.

398
- რას ეტ ყოდით თქვენს ცოლს, თუკი დავუშვებთ, რომ ის ახლა გიყურებთ
და გისმენთ?
- მე ვეტ ყვი: ემი, მიყვარხარ, შენ ხარ საუკეთესო ქალი, რომელსაც ოდესმე
შევხვედრივარ. შენ გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე ვიმსახურებ. და, თუკი და-
მიბრუნდები, მთელ დარჩენილ ცხოვრებას იმაზე დავხარჯავ, რომ დანაშაული
გამოვისყიდო. ჩვენ ერთად ვიპოვით გზას, ეს საშინელება უკან რომ მოვიტო-
ვოთ და მე ვიქნები საუკეთესო მამაკაცი მსოფლიოში ემი გეხვეწები, დამიბ-
რუნდი!
ერთი წამით საჩვენებელი თითი ნიკაპის ჩაღრმავებაზე დაიდო, ეს ჩვენი
საიდუმლო ნიშანია, ასე ვაჩვენებდით ხოლმე ერთმანეთს, რომ არ ვიტ ყუებით.
ვთქვათ, „კაბა მართლა გიხდება“ ან „სტატია მართლაც კარგი გამოგივიდა“. ეს
ნიშანი გულისხმობდა - ამ წუთში მართლა გულწრფელი ვარ ასი პროცენტით
და არ გატ ყუებ“.
დესიმ წინ გადმოიწია, უნდა, ყურადღება მასზე გადავიტანო, და ღვინის
ბოთლს იღებს.
- გინდა კიდევ ღვინო, ძვირფასო? - მეკითხება.
- ჩუუ.
დესიმ შოუ დააპაუზა.
- ემი, შენ კეთილი გული გაქვს, ვიცი, რომ ყველაფერს იღებ... ამ თავის
მართლებას, მაგრამ იცოდე, მისი ყოველი სიტ ყვა ტყუილია.
ნიკი იმას ამბობს, რაც ყოველთვის მინდოდა, რომ მისგან გამეგონა და, აი,
მოვესწარი.
დესი ჩემკენ ტრიალდება და ეკრანს სრულიად მიფარავს.
- ნიკმა მოაწყო სპექტაკლი, უნდა საზოგადოების თვალში კარგ, სინანუ-
ლით აღსავსე კაცად გამოჩნდეს. უნდა ვაღიარო, ამას შთამბეჭდავად ახერ-
ხებს. მაგრამ მას არც კი უხსენებია, რომ გცემდა, ძალადობდა... არ ვიცი, რო-
გორი მოიპოვა შენზე გავლენა, ეტ ყობა „სტოკჰოლმის სინდრომის“ მსგავსი
რაღაცაა (სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც
მძევალს გამტაცებლის მიმართ უჩნდება. ტერმინი წარმოიშვა 1973 წელს
სტოკჰოლმში მომხდარი შემთხვევის შემდეგ. - მთარგმნ. შენიშვნ.).
- მესმის, - ვეუბნები. ოღონდ კი იმას ვგულისხმობ, რომ ყოველთვის ვიცი,
რა სიტ ყვები უნდა ვუთხრა დესის. - მართალი ხარ, აბსოლუტურად მართალი
ხარ, მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მიგრძნია თავი ასე დაცულად,

399
მაგრამ, დესი, როდესაც დავინახე... არა, მე ვებრძვი ამას, მაგრამ, ნიკი იმდენი
ხნის განმავლობაში ძალადობდა ჩემზე... წლების განმავლობაში.
- იქნებ, ჯობია, მეტი აღარც უყურო, - მეუბნება და თმაზე მეფერება, მე-
ტისმეტად ახლოს მოიწია ჩემკენ.
- არა, გაჩერდი, - ვეუბნები, - შენთან ერთად უნდა ვნახო ეს ყველაფერი,
შენთან ერთად შემიძლია ამის გადალახვა. - ხელს ხელში ვუდებ. „გაჩუმდი,
შენი დედაც!“
„მინდა, რომ ემი დამიბრუნდეს, რომ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება
მას მივუძღვნა, შევასრულო ყველა მისი სურვილი“. ნიკმა მაპატია. შენ მაწყე-
ნინე, მე შენ გაწყენინე და მოდი. ვაპატიოთ ერთმანეთს და შევრიგ დეთ. ვინ
იცის, იქნებ მართალს ამბობს? უნდა რომ დავბრუნდე, უნდა რომ კარგად მო-
მექცეს, მომიაროს. და მაშინ მას შეეძლება დარჩენილი ცხოვრება მიუძღვნას
ჩემს მოვლას. ეს ძალზე მიმზიდველად ჟღერს. ჩვენ შეიძლება დავბრუნდეთ
ნიუ-იორკში, ჩემი გაუჩინარების შემდეგ, „საოცარი ემის“ წიგნის გაყიდვებმა
ერთბაშად მოიმატა, სამი თაობის მყიდველებს ერთად გაახსენდათ, როგორ
ვუყვარვარ, ჩემს ხარბ, ბრიყვ, უპასუხისმგებლო მშობლებს შეეძლებათ კვლავ
შეავსონ ჩემი ფონდი. პროცენტებითაც კი.
მართლა მინდა ჩემს ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე. უფრო სწორად, ჩემს
ძველ ცხოვრებას ჩემი ძველი ფულითა და ახალ ნიკთან ერთად. ნიკთან, რო-
მელმაც გააცნობიერა, რა არის „სიყვარული, ღირსება და მოვალეობა“. შესაძ-
ლოა, მან მიიღო გაკვეთილი. იქნებ, ისეთი გახდეს, როგორიც ოდესღაც იყო.
ბევრი დრო დავხარჯე ამ ოცნებაზე, ისეთ ნიკზე ვოცნებობდი, როგორიც ის
ჩვენი ურთიერთობის პირველ ხანებში იყო. ადრე მეგონა, რომ იმაზე ვიოცნე-
ბებდი, როგორ უტირებდნენ დედას ციხეში, მაგრამ ბოლო ხანს ეს გან წყობა
შემეცვალა. ვფიქრობ იმ ადრეულ დღეებზე, როდესაც ჩვენ ლოგინ ში გვერ-
დიგ ვერდ ვიწე ქით, შიშველი სხეული გრილ ზეწარზე, ნიკი თითს აყოლებს
ჩემს ლოყას, მიღიტინებს ყურის ბიბილოზე, ყურის ყველა ხვრელს ეფერება
და ხელში იღებს თმის ერთ კულულს ისე, როგორც მაშინ, პირველად რომ მა-
კოცა და ორჯერ ქაჩავს, თითქოს ზარს რეკავსო, და მეუბნება:
- შენ უკეთესი ხარ, ვიდრე ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი რაღაც, რაც ადა-
მიანს შეუქმნია.
ნიკი მიწისკენ მე ქაჩებოდა. ნიკი არ ჰგავდა დესის, რომელიც მჩუქნიდა
ყველაფერს, რაც მინდოდა (ტიტებს, ღვინოს) იმისთვის, რომ გამეკეთებინა ის,
რაც მას უნდოდა (შემყვარებოდა იგი). ნიკს უბრალოდ უნდოდა, რომ ბედ-

400
ნიერი ვყოფილიყავი. შესაძლოა, მე ვცდებოდი, როცა მეგონა, რომ ამას სი-
ზარმაცის გამო აკეთებდა. „მე უბრალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო, ემი“.
რამდენჯერ უთქვამს ეს ჩემთვის, მაგრამ მე ყოველთვის ასე მესმოდა, „მე უბ-
რალოდ მინდა, რომ ბედნიერი იყო, რადგან ეს ჩემგან შრომას არ მოითხოვს“.
მაგრამ, შესაძლოა, მე არ ვიყავი მის მიმართ სამართლიანი. შესაძლოა, უბრა-
ლოდ ვცდებოდი. არც ერთი შეყვარებული ადამიანი არ მოქმედებს წინასწარი
გეგმით. მაშ, ეს ყველაფერი საიდან უნდა მცოდნოდა?
ნამდვილად ასე უნდა იყოს. ამ საშინელი სიტუაციის გავლა დაგ ვჭირდა,
ამას რომ მივმხვდარიყავით. მე და ნიკი ერთმანეთს ვავსებთ. მე რაც ოდნავ
მეტი მაქვს, მას ოდნავ აკლია. ასკილივითა ვარ, ეკლები მშობლების მეტისმე-
ტი ზრუნვის გამო რომ გამოისხა, მას კი უამრავი ჭრილობა აქვს, მამისგან მი-
ყენებული, და ჩემი ეკლები მის ჭრილობებში იდეალურად თავსდება.
უნდა დავუბრუნდე.

ნიკ დანი თოთხმეტი დღის შემდეგ

ჩემი დის დივანზე გამეღვიძა, მძიმედ ნამთვრალევს და აშკარა სურვილით,


მოვ კლა ცოლი. ეს მე ხშირად მემართებოდა პოლიციაში დაკითხვის მერე.
წარმოვიდგენდი, რომ ვიპოვე ემი სადმე დასავლეთის კურორტზე - ხელში
უჭირავს ანანასის წვენით სავსე ჭიქა. მისი საფიქრალი და საწუხარი ლურჯ
კამკამა ცაშია აფრენილი და უცებ გამოვჩნდები მე, ჭუჭყიანი და ამყრალებუ-
ლი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ. მის წინ ავისვეტები, მზეს დავუფარავ,
დაველოდები, სანამ დამინახავს, მერე კი ხელებს ვუ ჭერ მის სრულყოფილ
ყელს, - თავისი ვენებით, ძარღვებითა და საყლაპავით, - და ნელ-ნელა ვახ-
რჩობ. ამ დროს ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და, ბოლოს და ბოლოს, ურ-
თიერთგაგებას ვაღწევთ.
დამაპატიმრებენ. ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა, მაზეგ. ის ფაქ ტი, რომ
პოლიციის უბნიდან დაბრკოლების გარეშეე გამომიშვეს, კარგად მენიშნა, მაგ-

401
რამ ტანერმა მიწაზე დამაბრუნა.
- გვამის გარეშე ძალზე ძნელია წაუყენო მკვლელობაში ბრალდება. ისინი
იძულებულნი არიან, ყველა წვრილმანი გამოიძიონ. ასე რომ, სასწრაფოდ
გააკეთეთ ყველა საქმე, რაც გასაკეთებელი გაქვთ, დაპატიმრების შემდეგ გვი-
ან იქნება.
ფანჯრიდან რეპორტიორების ხმები მესმოდა, ერთმანეთს დილა მშვიდო-
ბისას ისე ეუბნებოდნენ, გეგონებოდა, ფაბრიკის მუშები არიანო. ვიღაც უად-
გილოდ აჩხაკუნებდა კამერას, გოს სახლს სხვადასხვა რაკურსიდან იღებდნენ.
ზოგიერთს გამორჩა ის მომენტი, როდესაც პოლიციამ აღმოაჩინა ჩემი „მამა-
კაცური ბუნაგი“ ჩემი დის კუთვნილ მიწაზე, რასაც უცილობლად უნდა მოჰ-
ყვეს ჩემი დაპატიმრება. ახლა ჩვენ ფარდის გადაწევასაც კი ვეღარ ვბედავთ.
ოთახში გო შემოვიდა - აცვია სპორტული ტრუსი და მაისური წარწერით
„ბათჰოულის სერფერები“, მოხრილ მკლავზე ლეპტოპი უდევს.
- ისევ ყველას ეჯავრები, - მეუბნება.
- მაგათი დედაც... - ვპასუხობ, - წყეულიმც იყოს ბრბო, წამ ში რომ იცვლის
გან წყობას...
- გუშინ ვიღაცამ გაავრცელა ინფორმაცია ფარდულის, ემის ხელჩანთისა
და დღიურის შესახებ. ერთხმად გაჰყვირიან: ნიკი მატ ყუარაა, ნიკი მკვლელია,
ნიკი ცრუპენტელა-მკვლელია. შერონ შეიბერმა ეს წუთია გააკეთა განცხადე-
ბა, რომ შოკირებულია საქმის ასეთი განვითარებით. და ყველა ლაპარაკობს
პორნოგრაფიის შესახებ - „მოკალი კახპა“!
- „დაარტყი კახპას“.
- ო, ბოდიში. - მეუბნება, - „დაარტყი კახპას“. ასე რომ, ნიკი არის
ცრუპენტელა-მკვლელი და სექსუალური სადისტი. ელენ ებოტი გაცოფებუ-
ლია. ყველას მოეხსენება, რომ პორნოგრაფიის სასტიკი მოწინააღმდეგეა.
- ეჭვიც არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, ეს ემისაც მშვენივრად მოეხსე-
ნება.
- ნიკ? - დაიწყო გომ ჩუმად, - ეს ძალზე ცუდია.
- გო, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ეს
უნდა გვახსოვდეს, - ვეუბნები, - მთავარია, ემი რას ფიქრობს. ჩემზე გული თუ
მოულბა.
- ნიკ, შენ რა, მართლა გგონია, რომ ასე უცებ შეიძლება დაივიწყოს თავისი
სიძულვილი და ისევ შეუყვარდე?..
ამ თემაზე ხუთი წლის წინათაც გვილაპარაკია.

402
- კი, გო, მგონია. ემი ვერასოდეს დაიკვეხნიდა, რომ შინაგან „სიცრუის დე-
ტექტორსა“ ფლობს და ადვილად არჩევს მორთალს ტყუილისაგან. თუ ეტ ყო-
დი, რომ კარგად გამოიყურება, იჯერებდა. თუ ეტ ყოდი, რომ გასაგიჟებლად
მშვენიერია, ამას იღებდა, როგორც უცილობელ ფაქტს. ასე რომ, მაქვს სა-
ფუძველი ვიფიქრო, რომ მან დაიჯერა, რაც მოისმინა - ჩემი შეცდომები გა-
ვაცნობიერე და კვლავაც მიყვარს. რადგან განა შემიძლია სხვანაირად მოვიქ-
ცე, ღვთის გულისათვის?
- და თუკი განივითარა ის წყეული „სიცრუის დეტექტორი“? - მკითხა გომ.
- შენ ხომ იცნობ ემის - მას გამარჯვება სჭირდება. მას ის კი არ აწუხებს,
რომ ვღალატობდი, არამედ ის, რომ სხვა ქალს მივეცი უპირატესობა. მხო-
ლოდ იმიტომ მოინდომებს დამიბრუნდეს, რომ თავი გამარჯვებულად იგ-
რძნოს, არ მეთანხმები? როდესაც დაინახავს, რომ ვემუდარები დამიბრუნდეს
იმისთვის, რომ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული და ვემსახურო ისე, როგორც
მას ეკადრება, ამაზე უარს ვერ იტ ყვის. არ ფიქრობ?
- ურიგო იდეა არ არს, - მითხრა გომ იმის მსგავსი ინტონაციით, რომელიც
აქვს ადამიანს, ლატარიაში მოგებას რომ გისურვებს.
- რამე უკეთესი შეგიძლია შემომთავაზო, ამ წყეული კერძების გარდა?..
... აი, ასე „ვკბენდით“ ერთმანეთს ახლა. არადა, ასეთ ტონ ში ერთმანეთთან
არასოდეს გვილაპარაკია. მას მერე, რაც პოლიციამ შეშის ფარდული აღ-
მოაჩინა, გოს ერთობ ხისტი დაკითხვა მოუწყო. როგორც ამას კიდეც წინას-
წარმეტ ყველებდა ტანერ ბოლტი: „იცოდით?“ „ეხმარებოდით?“
ასე მეგონა, რომ იმ ღამეს გაცოფებული დაბრუნდებოდა და წყევლა--
კრულვას მოჰყვებოდა, მაგრამ გომ მხოლოდ მორიდებით გამიღიმა და საძინე-
ბელში გასხლტა იმ სახლში, რომელიც დავაგირავეთ, ადვოკატის ჰონორარის
გადასახდელად.
ჩემი საზიზღარი ქცევის გამო ჩემს დას ფინანსური სირთულეები და კა-
ნონთან პრობლემები შევუქმენი. ამ სიტუაციამ გო - წყენით, მე კი სირცხვი-
ლით ამავსო. ერთობ ფეთქებადი ნაერთია ორი ადამიანისათვის, ერთ სივრცე-
ში რომ არიან მომ წყვდეულნი.
ვცადე თემა შემეცვალა:
- ენდის ხომ არ დავურეკო?
- ეს უბრალოდ გენიალურია ნიკ! მერე ის ელენ ებოტთან გაიქცევა და...
- ელენ ებოტთან არ გაიქცევა. ის უბრალოდ ესწრებოდა პრეს--
კონფერენციას, რომელიც მოაწყო ელენ ებოტმა. ენდი არაა ბოროტი ადა-

403
მიანი, გო.
- კიი, ენდი იმიტომ გამოვიდა პრეს-კონფერენციაზე, რომ დაგხმარებოდა.
მიკვირს, რატომ აღარ ჟიმავ.
- ო, დიდი მადლობა.
- და მაინც, რას ეტ ყოდი?
- ვეტ ყოდი, რომ ვწუხვარ.
- კიი, შენ ძალიან მაგრად სწუხხარ, ამის დედაც... - ჩაიბურტყუნა გომ.
- ვწუხვარ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი.
- ბოლოს, როდესაც ენდიმ გნახა, გიკბინა, - ზედმეტად მშვიდად მითხრა
გომ. - არა მგონია, რაიმე გ ქონდეთ ერთმანეთისთვის სათქმელი. თქვენ ორი-
ვენი - მკვლელობის საქმის გამოძიებაში მთავარი ეჭვმიტანილები ხართ.
თქვენ დაკარგეთ შესაძლებლობა, მშვიდად დაშორდეთ ერთმანეთს. ნიკ, ცოტა
დაფიქრდი რა, ამის დედაც!
ჩვენ ერთმანეთს თითქმის ვეღარ ვიტანდით, რაც სულ ცოტა ხნის წინათ
ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს არ იყო მხოლოდ სტრესის
შედეგი. არც იმ საშიში სიტუაციის ბრალი, რომელიც გოს შევუქმენი. ეს იმ
ათი წამის განმავლობაში მოხდა, როდესაც, ერთი კვირის წინათ, შეშის ფარ-
დულის ზღურბლზე ვიდე ქი და ველოდებოდი, რომ გო, როგორც ყოველთვის,
მიხვდებოდა, რასაც ვფიქრობ, მან კი გადაწყვიტა, რომ მე მოვ კალი ჩემი ცო-
ლი. როდესაც მისი მზერა დავიჭირე, გამახსენდა, როგორი გაყინული და თან
მწველი მზერა ჰქონდა, როდესაც მამაჩვენს უყურებდა - კიდევ ერთი საზიზ-
ღარი კაცი, რომელიც მის სივრცეში შემოიჭრა. და მეც მოვახერხე და მამაჩვე-
ნის უბადრუკი თვალით შევხედე მას - კიდევ ერთი ყოვლად უმაქნისი ქალი,
რომელსაც ჩემზე გული მოსდის.
ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, ავდე ქი, ხელი ხელზე მოვუ ჭირე - საპა-
სუხოდ მანაც მომიჭირა.
- მე მგონი, ჯობია სახლში დავბრუნდე, - ვუთხარი. გულის რევის შეგრძნე-
ბა გამიჩნდა, - აქ ვეღარ გავჩერდები, ველოდები, როდის დამაპატიმრებენ,
ამის ატანა აღარ შემიძლია.
სანამ გამაჩერებდა, გასაღებების აცმა ავიღე, კარი მოწყვეტით გავაღე და
გარეთ გავედი. იქაურობა ფოტოკამერების ბლიცებმა გაანათა. გაცილებით მე-
ტი რეპორტიორი იყო, ვიდრე ველოდი. ეგრევე კითხვები დამაყარეს:
- ჰეი, ნიკ, თქვენ ცოლი მოკალით?
- ჰეი, მარგო, ძმას ეხმარებოდით სამხილის დამალვაში?

404
- თქვენი დედაც... - გომ გადააფურთხა. ჩემ გვერდით სოლიდარობის ნიშ-
ნად იდგა, თავის სპორტულ მაისურსა და ტრუსებში.
საპროტესტოდ მოსულ რამდენიმე კაცს ხელში პლაკატები ეჭირა. შავსათ-
ვალიანმა ქერათმიანმა ქალმა ტრანსპარანტი გაშალა „ნიკ, სად არის ემი?“
ხმაური ჩემი დის გამოჩენისთანავე გაძლიერდა.
- მარგო, თქვენი ძმა ცოლის მკვლელია?
- ნიკმა მართლა მოკლა ცოლ-შვილი?
- მარგო, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ?
- ნიკმა მართლა მოკლა ცოლი?
- ნიკმა მართლა მოკლა შვილი?
ვიდე ქი, ვცდილობდი, ძალები მომეკრიბა, ჩემს თავს ვებრძოდი უკან სახ-
ლში რომ არ შევსულიყავი. უეცრად გო ჩემ ზურგს უკან ჩაიკუზა, მოუშვა ონ-
კანი, რომელიც კიბის გვერდით იყო. ძლიერი წყლის ჭავლი ეზოს მოსარწყავი
შლანგიდან რეპორტიორებსა და საპროტესტოდ მოსულ ხალხს მიუშვა და
ცხოველების ჯოგივით გაფანტა.
გომ ამით დამაზღვია. დრო ვიხელთე და მანქანაში ჩავხტი, ეგრევე ჩავრთე
ძრავა და მანქანა დავძარი, ზურგს უკან გოს სიცილი მომესმა.
ათი წუთი დამჭირდა, გარაჟისაკენ გზა რომ გამეკვლია, ძალიან ნელა მიმ-
ყავდა მანქანა აღშფოთებული ადამიანების ბრბოში - ჩემს სახლთან საპრო-
ტესტოდ გამოსული ხალხი ტელეოპერატორებს შეუერთდა. ოციოდე კაცი,
მათ შორის, ჩემი მეზობელი ჯენ ტევერერი შევნიშნე, ჩვენი თვალები ერთმა-
ნეთს შეხვდა და მან დამანახვა პლაკატი: „სად არის ემი, ნიკ?“
როგორც იქნა, შევაღწიე გარაჟ ში და კარი ჩამოვწიე. ბეტონის საფეხურზე
ჩამოვჯე ქი, გარაჟ ში ცხელოდა, სულის მოთქმა მჭირდებოდა.
ახლა თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში, კარი იხსნება-იკეტება,
იხსნება-იკეტება. მე კი თავს დაცულად ვერ ვგრძნობ.
დღის დანარჩენი დრო იმაზე ფიქრს მივუძღვენი, თუ როგორ მოვ კლავ
ემის. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, ბოლო მო-
მეღო მისთვის. როგორი სიამოვნებით გავასხმევინებდი ტვინს, მის მოაზროვნე,
დაუღალავ, ყოვლისმცოდნე ტვინს. უნდა ვაღიარო, ემის საკადრისი უნდა მი-
ვუზღა. ახლა მეც ახალი ძალით ვიყავი აღსავსე და უკეთ ვგრძნობდი თავს წი-
ნა წლებთან შედარებით, რომლებიც, ასე მგონია, ნახევრად ძილში გავატარე.
თითქოს ენერგიით დავიმუხტეო, ისე ვიყავი, როგორც ჩვენი ქორწინების პირ-
ველ ხანს.

405
მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, მოვლენები დამეჩქარებინა, მაგრამ ვერა-
ფერს ვახერხებდი. გვიან ღამით ოპერატორები უკვე წასულები იყვნენ, მაგრამ
მაინც ვერ ვრისკავდი სახლის დატოვებას, საშინლად დაშინებული ვიყავი.
ენდიმ მიღალატა, მერიბეთი ამიჯანყდა, გომ ჩემ მიმართ ნდობა დაკარგა,
ბონი მახეს მიგებს, ემიმ გამანადგურა. სასმელი დავისხი. მოვწრუპე, მოვუ ჭი-
რე ხელი ვისკის ჭიქას, მერე კი მთელი ძალით მოვისროლე - კედელს შევახეთ-
ქე. ვუყურებდი, როგორ დაიშალა ჭიქა მბზინავ ნატეხებად, ვიგრძენი დაქ-
ცეული ბურბონის სუნიც. ჩემ ში ხუთივე გრძნობა ბობოქრობდა. ეს დედანატი-
რები კახპები!.
მთელი ცხოვრება ვცდილობდი, კარგი ბიჭი ვყოფილიყავი, რომელსაც უყ-
ვარს და პატივს სცემს ქალს, ვყოფილიყავი ნორმალური კაცი. ახლა კი ვზი-
ვარ და საშინელ რაღაცებს ვფიქრობ ჩემს ტყუპისცალზე, ჩემს სიდედრზე,
ჩემს საყვარელზე. წარმოვიდგენ, როგორი სიამოვნებით გავუტეხდი ჩემს
ცოლს თავს. უეცრად კაკუნი გაისმა, ხმამაღალი გაშმაგებული ბრახუნი, რო-
მელმაც ჩემი კოშმარული ფიქრებიდან ამომაგ დო.
კარი მოწყვეტით, ფართოდ გავაღე, გაშმაგებას ჩემი გაშმაგება დავახვედ-
რე. მამაჩემი აღმოჩნდა. საზარელ მოჩვენებას ჰგავდა, გეგონებოდა ჩემმა, სი-
ძულვილით აღსავსე გონებამ გამოიწვიაო. ოფლი სდიოდა, მძიმედ სუნთქავდა,
თმა გაჩეჩილი ჰქონდა, პერანგის მკლავი კი - ახეული, მაგრამ თვალები კი
ძველებურად ფხიზელი, რის გამოც სრულიად ნორმალური გეგონებოდა.
- აქ არის? - მკითხა.
- ვინ, მამა? ვის ეძებ?
- იცი, ვისაც. - გამ წია მხრით და სახლში შემოვიდა, იატაკზე ჭუჭყიანი
კვალი დატოვა, წინ გადახრილი მიდიოდა, ხელები მომუშტული ჰქონდა, ბუტ-
ბუტებდა: კახპა, კახპა, კახპა.
პიტნის სუნით ყარდა, ეს ნამდვილი პიტნის არომატი იყო, ქიმიური იმიტა-
ცია კი არა, შარვალზე შევნიშნე მწვანე ლაქები, გეგონებოდა, ვიღაცის ბაღი
ხოხვით გაიარაო.
- პატარა კახპა, - აგრძელებდა ბუტბუტს. გაიარა სასადილო, გავიდა სამ-
ზარეულოში, აანთო სინათლე, კედელზე ხოჭომ გაირბინა.
მივ ყვებოდი და ვცდილობდი დამემ შვიდებინა:
- მამა, რატომ არ დაჯდები? მამა, იქნებ, წყალი დალიო? მამა...
მაგრამ არ ჩერდებოდა, ფეხსაცმლიდან ტალახი სცვიოდა. უნებლიეთ ხელი
მოვმუშტე, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჭვარი ყოველთვის უდროო დროს უნდა გა-

406
მოჩნდეს და ყველაფერი კიდევ უფრო დაამძიმოს.
- მამა, მამა, შენი... აქ არავინაა ჩემ გარდა, მხოლოდ მე ვარ.
მან მოწყვეტით გააღო სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახის კარი, შემ-
დეგ დაბრუნდა უკან, სასადილოში, ისე, თითქოს ვერც მამჩნევდა.
- მამა. - არ მინდოდა ხელით შევხებოდი, მეშინოდა, თავს ვერ შევიკავებ
და დავარტყამ-მეთქი, მეშინოდა, ავ ტირდებოდი.
როცა ზემოთ საძინებელში ასვლა დააპირა, გადავეღობე. ერთი ხელით ჩა-
ვე ჭიდე მოაჯირს, მეორე ხელი კი კედელს მივაბჯინე, „კაცი-ბარიკადა“ გავხდი.
- მამა, შემომხედე.
მამაჩემი პირიდან სიტ ყვებსა და ნერწყვს ერთდროულად ისროდა:
- უთხარი იმას, იმ პატარა კახპას, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა;
უთხარი, რომ ის ჩემზე არაფრით არ არის უკეთესი; უთხარი, უთხარი, ის არ
არის ჩემზე კარგი, და არ მადარდებს, ჩემზე რას ფიქრობს; ამ მახინჯმა კახპამ
უნდა მიიღოს გაკვეთილი...
გეფიცებით, ერთი წამის განმავლობაში სრულიად სპეტაკ სითეთრეს ვხე-
დავდი, მერე კი უცებ გონება გამინათდა. შევწყვიტე მცდელობა, მამაჩემის ხმა
ჩემს გონებაში არ შემეშვა და პირიქით, მივეცი უფლება ყურებში ჩამდგომო-
და. მე არ ვიყავი ასეთი კაცი: არ მძულდა და არ მეშინოდა ყველა ქალის, მხო-
ლოდ ერთადერთი ქალი მძულდა. და, თუკი მხოლოდ ემი მძულს, თუკი მთელ
ჩემს რისხვასა და ღვარძლს ერთი ქალისაკენ მივმართავ, რომელიც ამას იმსა-
ხურებს, ეს არ მაიგივებს მამაჩემთან. ეს მე ნორმალურად მაქცევს. „პატარა
კახპა, პატარა კახპა, პატარა კახპა.“
მამაჩემი ყველაზე მეტად იმან შემაძულა, რომ ეს სიტ ყვები ნამდვილად
შემაყვარა.
„დამპალი კახპა, დამპალი კახპა.“
ხელი მკლავზე მოვ კიდე, გარეთ გავიყვანე, წავიყვანე და მანქანაში ჩავსვი,
კარი ჩავ კეტე. „კომფორტ-ჰილამდე“, მთელი გზა ამ სიტ ყვებს იმეორებდა. სამ-
სახურებრივი მანქანების ასასვლელით ავედი, მამაჩემი გადმოვიყვანე და კა-
რი გავაღე, ხელით ვუბიძგე შენობაში შესულიყო, მერე კი გავ ტრიალდი და
სახლში წამოვედი.
„დამპალი კახპა, დამპალი კახპა.“
მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო ხვეწნა-მუდარის გარდა. ჩემმა
ჩათლახმა ცოლმა სხვა არაფრის საშუალება არ დამიტოვა, - მხოლოდ ერთა-
დერთი შანსი, უნდა მემათხოვრა სახლში დაბრუნებულიყო. პრესა, ინტერნე-

407
ტი, ტელევიზია, მთელი იმედები მასმედიაზე მქონდა, თუკი ჩემმა ცოლმა, ნა-
ხა, როგორ ვთამაშობ ქმრის როლს და ვამბობ იმ სიტ ყვებს, რომლებიც ასე
სურდა, რომ გაეგო ჩემგან: „გნებდები, კაპიტულაციას ვაცხადებ, შენ მართალი
ხარ, მე კი ვცდებოდი, ყოველთვის, დამიბრუნდი.“ (დამიბრუნდი, რომ მოგ კლა,
შე ჩათლახო!) დამიბრუნდი სახლში.

ემი ელიოტ-დანი ოცდაექვსი დღის შემდეგ

დესი ისევ აქ არის. ყოველდღე მოდის, სახლის გარშემო დაბორიალებს,


სამზარეულოში ჩერდება ჩამავალი მზის ფონზე ისე, რომ მისი პერსონით
სრულად შევძლო აღფრთოვანება, მერე მიმათრევს ტიტების ორანჟერეაში,
რათა მიიღოს ჩემგან ქება-დიდების ახალი ულუფა, სადაც გავიხსენებ, რომ
ახლა სრულიად დაცული, სიყვარულით გარემოცული ვარ.
დესი მარწმუნებს, რომ სრულიად დაცული და სიყვარულით გარემოცული
ვარ, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობ, რადგან აქედან წასვლის უფლებას არ მაძ-
ლევს. არ მაძლევს არც მანქანის და არც სახლის გასაღებს, არც ჭიშკრის საკე-
ტის კოდს მეუბნება. სინამდვილეში მე ტუსაღი ვარ - მესერი თხუთმეტი ფუ-
ტის სიმაღლისაა, სახლში კი მისადგმელი კიბეები არ არის (ვეძებე და ვიცი).
ალბათ, შევძლებდი ავეჯიდან რაღაც-რაღაცების მითრევას მესერთან, აძრო-
მასა და გარეთ გადახტომას, მერე კი მოტეხილი ფეხით სადმე მიბორძიკებას
თუ მიხოხებას, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. მეუბნება, რომ მისი ძვირფასი,
საყვარელი სტუმარი ვარ, არადა, სტუმარს გადაადგილების თავისუფლება
უნდა ჰქონდეს.
რამდენიმე დღის წინ ვცადე ამ თემაზე დავლაპარაკებოდი.
- და, რა ვქნა, თუკი უცებ დამჭირდება წასვლა? სასწრაფოდ?
- იქნება ჯობდეს, გადმოვიდე აქ, - მსჯელობს დესი, - მაშინ შემეძლება და-
გიცვა 24 საათის განმავლობაში და თუკი რამე მოხდება, ერთად წავალთ.

408
- და, რა ვქნა, თუკი დედაშენს ეჭვი გაუჩნდება, მოვა აქ და აღმოაჩენს,
რომ მმალავ? ამის წარმოდგენაც კი მზარავს.
დედამისი. თუკი დედამისი აქ მოვა, მოვ კვდები, რადგან უმალ ჩამაბარებს
პოლიციას. მაგ ქალს ვეჯავრები, იმ ინციდენტის გამო, რომელიც სკოლაში
მოხდა, - რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, არადა, ისევ ვძულვარ... (მაშინ
სახე დავიკაწრე და დესის ვუთხარი, რომ დედამისი მეცა - ისე ცივად და ქედ-
მაღლურად მელაპარაკა, რომ სავსებით შეეძლო დაერტყა კიდეც). დესი დე-
დას ერთი თვე აღარ ელაპარაკებოდა. მერე, რასაკვირველია, შერიგ დნენ.
- ჟაკლინმა არ იცის საკეტის კოდი, - მეუბნება, - სახლი ტბაზე ჩემი სა-
კუთრებაა. - დესი პაუზას იჭერს, ვითომ დაფიქრდაო, - არა, მართლა, აქ უნდა
გადმოვიდე საცხოვრებლად. ამდენ ხანს მარტო არ უნდა ატარებდე - ეს სა-
ზიანოა შენი ჯანმრთელობისთვის.
არადა, არ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც მარტო ვარ. გასული ორი კვირის
განმავლობაში დღის განრიგის მსგავსი რაღაც ჩამოგ ვიყალიბდა. განრიგი, რო-
მელიც ჩემმა შესანიშნავმა ციხის დარაჯმა, ჩემმა გაუკუღმართებულმა კარის-
კაცმა დამიწესა. როგორც წესი, შუადღის მერე მოდის, თან მოჰყვება ძვირად
ღირებული რესტორნის სურნელება, სადაც, ჩვეულებრივ, ჟაკლინთან ერთად
სადილობს ხოლმე. ასეთივე რესტორან ში მეც მატარებს, თუკი გადავსახლდე-
ბით, ვთქვათ, საბერძნეთში. ეს არის მისი წინადადება, რომელსაც დროდადრო
მთავაზობს - კარგი იქნება, თუ საბერძნეთში გადავსახლდებით. რატომღაც
გადაწყვიტა, რომ ჩემს იდენტიფიკაციას ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდე-
ბარე მეთევზეთა ერთ ბეწო ბერძნულ სოფელში ვერავინ მოახერხებს - სო-
ფელში, სადაც არაერთი ზაფხული გაუტარებია. სადაც, როგორც წარმოიდ-
გენს, მოვწრუპავთ ღვინოს, აუჩქარებლად ვიჟიმავებთ და მუცელს რვაფეხე-
ბით ამოვიყორავთ. ლანჩის სურნელი სდის, თითქოს ბატის ღვიძლის პაშტეტი
უსვიაო ყურს უკან (მსგავსად იმისა, დედამისი ყოველთვის რომ ყარდა სექ-
სით. საჭმელი და სექსი, აი, კოლინგსების ოჯახის სუნი, - ურიგო პრიორიტე-
ტები არ არის).
შემოდის თუ არა, ეგრევე პირი ნერწყვით მევსება, რაღაც გემრიელი მეც
მომიტანა, მაგრამ არც ისეთი გადასარევი, როგორიც თვითონ მიირთვა. უნდა,
რომ გავხდე, ყოველთვის ტან წერწეტა ქალები მოსწონდა. მოაქვს „მწვანე კა-
რამბოლა“, „ეკლიანი არტიშოკები“ და კიბორჩხალები. ეს ყველაფერი განსა-
კუთრებულ მომზადებას მოითხოვს და ბევრ კალორიას არ შეიცავს. პრაქტი-

409
კულად, უკვე დავიბრუნე ჩემი ძველი წონა, თმაც გამეზარდა, შევიღებე ჩვე-
ულ ღია ფერში, საღებავით, რომელიც დესიმ მომიტანა.
- მე მგონი, უკეთ იგრძნობ თავს, თუკი ძველ გარეგნობას დაიბრუნებ,
ძვირფასო, - მითხრა.
კი, რასაკვირველია, ჩემზე ზრუნავს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სურს ისე-
თი მნახოს, როგორიც წინათ ვიყავი - 1987 წელს. საჭმელს მივირთმევ, დესი კი
ჩემ გარშემო ტრიალებს, ჩემგან შე ქებას ელის (იძულებული ვარ, წამდაუწუმ
ვუთხრა „მადლობა“. არადა, არ მახსოვს, რომ ნიკს პაუზა დაეჭირა, რათა ბიძ-
გი მოეცა ჩემთვის მადლობის სათქმელად). ლანჩს ვასრულებთ და დესის, რო-
გორც შეუძლია, ისე ალაგებს მაგიდას. არც ერთი ჩვენგანი არ არის მიჩვეული
საკუთარ თავზე ზრუნვას. ამიტომ აქაურობა ნელ-ნელა მოუვლელ ადგილს
ემსგავსება - უცნაური ლაქები მაგიდაზე, მტვერი ფანჯრის რაფებზე...
ლანჩის შემდეგ დესი ერთხანს ჩემს ტანსაცმელსა და გარეგნობაზე ლაპა-
რაკობს.
- შეხედე შენს თავს, - მეუბნება, კულულებს ყურებს უკან მიწევს, ისე რო-
გორც თვითონ მოსწონს. შემდეგ მიხსნის ერთ ღილს პერანგზე, ისე, რომ გა-
მოჩნდეს ჩაღრმავება ლავიწის ძვლის ქვეშ, შემდეგ კი ერთ-ერთს ხელით ეხე-
ბა, საკმაოდ თამამი ჟესტია, ჩემი ჭკუით.
- როგორ შეეძლო ნიკს შენთვის რამე დაეშავებინა, როგორ შეეძლო არ
ჰყვარებოდი? როგორ გღალატობდა?
მუდმივად ამას იმეორებს და თავიც კი მომაბეზრა ამ ლაპარაკით.
- განა მშვენიერი არ იქნება, ნიკს დაივიწყებ, ამ საშინელ ხუთ წელს უკუ-
აგ დებ და ახალ ცხოვრებას დაიწყებ? შენ იცი, რომ შეგიძლია დაიწყო ახალი
ცხოვრება მამაკაცთან, რომელსაც შეეფერები, განა ბევრმა ქალმა შეიძლება
დაიკვეხნოს ასეთი შესაძლებლობით?
კი, მე მინდა დავიწყო ცხოვრება ჩემს შესაფერის კაცთან, ახალ ნიკთან ერ-
თად. ნიკის საქმეები ახლა მთლად კარგად არ მიდის, მხოლოდ მე შემიძლია
ნიკის გადარჩენა საკუთარი თავისგან, მაგრამ მახეში ვარ გაბმული.
- თუ ერთხელაც მოვალ და აქ არ დამხვდები, იძულებული გავხდები პო-
ლიციას მივმართო, - ამბობს დესი, - არჩევანი არ მაქვს, დარწმუნებული უნ-
და ვიყო, რომ შენ არაფერი შეგემთხვა, რომ ნიკმა არაფერი დაგიშავა...
მუ ქარა, რომელიც ზრუნვად არის შენიღბული.
დესის უკვე დაუფარავი ზიზღით ვუყურებ. ზოგჯერ მგონია, კანიც კი მი-
ხურს მცდელობისგან, ეს ჩემი შინაგანი ზიზღი დავმალო. ადრე მეგონა, რომ

410
ვიცნობდი. რბილი იძულება, დელიკატური დაშინება. და თუ თავისას არ
მიიღებს, დაშინებასა და სასჯელის მუ ქარას ჩართავს საქმეში. ნიკს, ყოველ
შემთხვევაში, იმდენი გამბედაობა მაინც ჰყოფნიდა, რომ პირდაპირ გაეკეთე-
ბინა, რაც უნდოდა, დესი კი თავისი, ცვილივით რბილი თითებით ნელ-ნელა
გიბიძგებს იმისკენ, რაც უნდა, რომ გაუკეთო.
მეგონა, დესის მართვას შევძლებდი, მაგრამ ვერ შევძელი. ალბათ, რაღაც
საშინელებას უნდა ველოდო.

ნიკ დანი ოცდაცამე ტი დღის შემდეგ

დღეები გაიწელა, არაფრით გამორჩეული დღეები, მერე კი ყველაფერი და-


იმსხვრა. აგ ვისტოს ერთ მშვენიერ დილას, როცა მაღაზიიდან შინ დავბრუნდი,
აღმოვაჩინე, რომ სასადილო ოთახში ტანერი, ბონი და გილპინი მელოდნენ.
მაგიდაზე გამჭვირვალე პლასტიკატატის ჩანთა იდო, შიგ მძიმე ხის სახელური,
თითების ჩაღრმავებებით.
- ჩვენ ეს მდინარის ნაპირზე ვიპოვეთ თქვენი სახლის შორიახლოს, ჯერ
კიდევ გამოძიების დაწყებისას, - თქვა ბონიმ - მაშინ ვერ მივხვდით, ეს რა
იყო, მდინარეს უამრავი უცნაური რაღაც გამოაქვს ნაპირზე, მაგრამ ყოველი
შემთხვევისთვის შევინახეთ, შემდეგ თქვენ გვაჩვენეთ „პანჩის და ჯუდის“
თოჯინები და ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ლაბორატორიაში გავ-
გზავნეთ.
- და მერე? - ვიკითხე მშვიდად.
ბონი წამოდგა, თვალებში ჩამხედა და სევდიანად თქვა:
- მასზე ემის სისხლი აღმოვაჩინეთ, ჩვენ ახლა უკვე შეგ ვიძლია ვილაპარა-
კოთ მკვლელობაზე და მიგ ვაჩნია, რომ ჩვენ წინაშეა მკვლელობის იარაღი.
- კარგი რა, რონდა.
- თამაში დამთავრდა, ნიკ, თამაში დამთავრდა.
ახალი ნაწილი დაიწყო.

411
ემი ელიოტ-დანი ორმოცი დღის შემდეგ

ძველი თოკი და ღვინის ცარიელი ბოთლი ვიპოვე, ეს გამომადგება, ჩემი


გეგმის მიხედვით რომ ვიმოქმედო...
დისციპლინა. დისციპლინა და კონცენტრაცია მჭირდება. ახლა მზად ვარ
დასახული ამოცანა შევასრულო. ვლამაზდები, რომ დესის მოვეწონო, ნატიფი
ყვავილივით გამოვიყურები. თმა გაშლილი მაქვს ტალღებად, მასხია სუნამო,
კანი ფერმკრთალი გამიხდა, მას მერე, რაც ერთი თვეა სახლიდან არ გავსულ-
ვარ; მაკიაჟს თითქმის არ ვიკეთებ - ოდნავი ტუში წამ წამებზე, და უფერული
ტუჩის საცხი. მაცვია დესის ნაჩუ ქარი შემოტმასნილი კაბა, - არც ბიუსჰალტე-
რი და არც ტრუსები. ფეხშველა ვარ, იმის მიუხედავად, რომ ოთახში კონდი-
ციონერია ჩართული და გრილა. სუნამოს სურნელებას ვაფრქვევ, როდესაც
დესი ლანჩის მერე მოდის. მხიარულად ვეხვევი და სახით მის კისერს ველამუ-
ნები. ლოყას ლოყაზე ვადებ. უფრო ნაზად ვექცევი, ვიდრე რამდენიმე კვირის
განმავლობაში ვექცეოდი და მას ეს აოცებს.
- რა ხდება, ძვირფასო? - მეკითხება გაკვირვებული და იმდენად ნასიამოვ-
ნები, რომ ცოტა არ იყოს, კიდეც მრცხვენია.
- საშინელი კოშმარი მესიზმრა - ვეუბნები, - ნიკზე. ვითომ აქ იყო. როდე-
საც გავიღვიძე, ისე მომინდა, ჩემ გვერდით რომ ყოფილიყავი... დილითაც...
მთელი დღე გელოდებოდი.
- შემიძლია, სულ აქ ვიყო, თუ გინდა.
- მინდა, - ვეუბნები და ახლოს მიმაქვს სახე, დესი მკოცნის. მისი კოცნა არ
მსიამოვნებს. რაღაცნაირად „სლიკინაა“ და „ფართხალა“, თევზივით. ასეთია
დესი, მაშინაც კი ინარჩუნებს რესპექტაბელურობას, როდესაც ქალზე ძალა-
დობს. ისევ მკოცნის ცივი, სველი ტუჩებით. ტანზე მეხება. მინდა, რაც შეიძლე-
ბა მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი, ვეხვევი, ტუჩებს ენით ვუხსნი. მინდა,
ვუკბინო.

412
დესი უკან იწევა.
- ემი, - მეუბნება, - ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელია. ძალიან სწრა-
ფად ხდება. არ მინდა, რომ სწრაფად მოხდეს, არ მინდა, რომ თავს აიძულო,
თუკი ბოლომდე არ გადაგიწყვეტია. თუ დარწმუნებული არ ხარ.
ვიცი, უნდა, ჩემს მკერდს შეეხოს, შემოვიდეს ჩემ ში, მე კი მინდა, რომ ეს,
რაც შეიძლება მალე მორჩეს, ძლივს ვიკავებ თავს, ფრჩხილებით რომ არ ჩა-
ვაფრინდე, რადგან მას ამის გაკეთება აუჩქარებლად უნდა.
- დარწმუნებული ვარ, - ვპასუხობ, - და მგონია, რომ იმ დროიდან ვარ
დარწმუნებული, 16 წლისები რომ ვიყავით. უბრალოდ, მაშინ მეშინოდა.
უაზრო ნათქვამია, მაგრამ ეს დესის შემართებას მატებს.
კიდევ ერთხელ ვკოცნი და ვთხოვ საძინებელში ამიყვანოს.
საძინებელში ნელა იწყებს ჩემს გახდას, მკოცნის იმ ადგილებში, რომლებ-
საც სექსთან კავშირი არა აქვთ - მხარზე, ყურზე. ამ დროს დელიკატურად ვა-
შორებ ჩემს იდაყვებსა და კანჭებს. მიდი რა, გამჟიმე, უბრალოდ, გამჟიმე,
ღვთის გულისათვის! ათი წუთის შემდეგ მის ხელს ძალით ვიყოფ ფეხებს შუა.
- შენ მართლა გინდა ეს? - ოდნავ უკან იწევს.
თმა შუბლზე ჩამოეშვა, როგორც მაშინ, სკოლაში რომ ვსწავლობდით,
თითქოს სკოლის პანსიონ ში დავბრუნდით, ოღონდ დესი ამჯერად უფრო წარ-
მატებულია.
- მინდა, - ვეუბნები და მისი ასოსკენ მიმაქვს ხელი მორიდებით.
გადის კიდევ ათი წუთი და დესი, როგორც იქნა, ჩემს ფეხებს შორისაა მოქ-
ცეული, მოძრაობას ნელა იწყებს, ძალიან-ძალიან ნელა. ხანგამოშვებით ჩერ-
დება, რომ მაკოცოს და მომეფეროს. ვეღარ ვითმენ და დუნდულებზე ხელს
ვკიდებ, ვე ჭიდები, ვაიძულებ ტემპი ააჩქაროს.
- გამჟიმე, - ვუჩურჩულებ, - გამჟიმე მაგრად!
ჩერდება.
- ასე არ უნდა ხდებოდეს, ემი. მე ნიკი არა ვარ.
სიმართლეს ამბობს. ნიკი ნამდვილად არ არის.
- ვიცი, ძვირფასო, მე უბრალოდ მინდა, რომ...… რომ შემავსო...… ისეთ სი-
ცარიელეს ვგრძნობ.
ეს სიტ ყვები მოქმედებს მასზე. ვიმანჭები მის მხარს ზემოთ, დესი კიდევ
რამდენიმე მოძრაობას აკეთებს და ბოლოს ათავებს, ჩემი აზრით, დიდი დაგ-
ვიანებით. რაღაც საცოდავ ხმას გამოსცემს. ამის მერე სასწრაფოდ ვიწყებ ისე-
თი ხმების გამოცემას, თითქოს საოცრად ნასიამოვნები ვარ. ვცდილობ რამდე-

413
ნიმე ცრემლი გადმოვაგ დო, რადგან ვიცი, ის ასე წარმოიდგენდა ჩვენს პირველ
სექსს - უნდა წავუტირო.
- ძვირფასო, შენ ტირი...… - მეუბნება, იწევა და ჩემს ცრემლს ეამბორება.
- უბრალოდ, ბედნიერი ვარ, - ვეუბნები. დარწმუნებულია, რომ ასეთ
დროს ქალი ამას უნდა ამბობდეს.
- მარტინი მაქვს გამზადებული, - ვეუბნები, საღამოობით დესის გამორ-
ჩეული სასმელები უყვარს. როდესაც დესი წამოსადგომად იწევს, ვაჩერებ.
- მინდა მოგემსახურო, ამ ერთხელ მაინც, პ- ვეუბნები.
ჩავდივარ სამზარეულოში, ვიღებ მარტინის ორ დიდ სასმისს, ჩემსაში ვას-
ხამ ჯინს და ვდებ ერთ ზეთისხილს, მის ჭიქაში კი - სამ ცალ ზეთისხილს,
ჯინს, წვენს, ვერმუტს და სამ საძილე აბს, წინასწარ რომ დავფშხვენი - ისინი
ჩემი საძილე წამლებიდან შემომრჩა..
მიმაქვს მარტინი, რომელსაც დესი დიდხანს სუნავს და ყნოსავს, ამასობა-
ში ჯინს ვწრუპავ. მეტისმეტად დაძაბული ვარ, ოდნავ უნდა მოვეშვა.
- ჩემი მომზადებული მარტინი არ მოგწონს? - ვეკითხები, როდესაც ერთ
ყლუპს სვამს და ჩერდება. - ყოველთვის წარმოვიდგენდი, რომ შენი ცოლი
ვარ და მარტინის გიმზადებ. ვიცი, სულელურად ჟღერს.
უკმაყოფილო გამომეტ ყველებას ვიღებ.
- ო, ძვირფასო, სულაც არ ჟღერს სულელურად. უბრალოდ, სიამოვნებას
ვიხანგრძლივებ, - მეუბნება, მერე კი ჭიქას იყუდებს, ერთიანად ცლის, - თუ ეს
შენთვის მნიშვნელოვანია...
წარმატებისგან თავბრუ ეხვევა. ეს მისი ტრიუმფია. მან გაიმარჯვა! დესი
ისეთივეა, როგორიც ყველა მამაკაცი. მალე ჩაეძინება და, როდესაც ფშვინვას
ამოუშვებს, საქმეს შევუდგები.

"},{"head":"მესამე ნაწილი ვაჟი იბრუნებს ქალს ","content":"

414
მესამე ნაწილი ვაჟი იბრუნებს ქალს

ნიკ დანი ორმოცი დღის შემდეგ

იყავით ხაზზე და ელოდეთ სასამართლოში გამოძახებას. პოლიციაში წა-


მიყვანეს და გამომიშვეს. სტანდარტული პროცედურა ჩამიტარეს, წამიკითხეს
ჩემი იურიდიული უფლებები, აიღეს თითის ანაბეჭდები, გადამიღეს ფოტო; ეს
ყველაფერი ისე ჩატარდა, რომ თავი ცხოველად ან რამე კომერციულ პრო-
დუქტად ვიგრძენი, რომელსაც კონვეიერზე აწყობენ. ისინი აწარმოებენ ნიკ
დანს - მკვლელს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე შესაძლოა თვეები გა-
ვიდეს (ჩემი სასამართლო, ამ სიტ ყვამ შეიძლება გამაგიჟოს, ფსიქოპათად მაქ-
ციოს, ისტერიულად რომ იცინის და ვერ ჩერდება). ითვლებოდა, რომ მად-
ლიერი უნდა ვიყო, რადგან ნდობა აღმომიჩინეს: მაგრამ მე ხომ არ მიცდია და-
მალვა მაშინ, როდესაც სრულიად აშკარა იყო, დაპატიმრება გარდაუვალია.
შესაძლოა, იმანაც იმოქმედა, რომ ბონიმ ჩემზე კარგად ილაპარაკა. ასე რომ,
ჩემს საკუთარ სახლში დამტოვეს, სანამ რამდენიმე თვის მერე ციხეში წამიყ-
ვანენ და სიკვდილით დამსჯიან, შტატის სახელით.
კი, მე მართლაც იღბლიანი კაცი ვარ.
ჯერ კიდევ აგ ვისტოს შუა რიცხვები იყო, რაც ერთობ მიკვირდა, - ჯერ კი-
დევ ზაფხულია - ვფიქრობდი, რამდენი რამე მოხდა, არადა, შემოდგომა ჯერ
არ დამდგარა... სასტიკად ცხელოდა. „მოკლესახელოებიანი მაისურის ამინდი-
ა“, როგორც დედაჩემი იტ ყოდა ხოლმე, რომელსაც უფრო საკუთარი შვილების
კომფორტი აინტერესებდა, ვიდრე რეალური ტემპერატურა. მოკლესახე-
ლოებიანის ამინდი, პიჯაკის ამინდი, პალტოს ამინდი, ბუმბულის ქურთუკის
ამინდი.

415
მე კი უახლოეს მომავალში ბორკილების ამინდი მელის, შემდეგ - ღია ნა-
რინჯისფერი ციხის ტანსაცმლის ამინდი, ან სულაც, სუდარის ამინდი, რადგან
ციხეში ჩაჯდომას არ ვაპირებ, მანამდე თავს მოვიკლავ.
ტანერს ხუთი დეტექტივისგან შემდგარი ჯგუფი ჰყავს, რომლებიც ცდი-
ლობენ ემის კვალს მიაგნონ, თუმცა უშედეგოდ. ეს წყლის მუ ჭით დაჭერის
მცდელობას ჰგავს. ყოველდღე, მრავალი კვირის განმავლობაში, საერთო საქ-
მეში ჩემი პატარა, მარაზმული წილი მეც შემქონდა: ვწერდი ვიდეომიმართვას
ემისადმი და რებეკას დეტექტიურ ბლოგში ვათავსებდი (რებეკა, სხვას რომ
თავი დავანებოთ, ჩემ მიმართ ლოიალობას ინარჩუნებდა).
როდესაც ვიდეოს ვიღებდი, ემის ნაჩუ ქარ ტანსაცმელს ვიცვამდი და თმას
ისე ვივარცხნიდი, როგორც მას მოსწონდა, ვცდილობდი მისი აზრები გამომეც-
ნო. ჩემი რისხვა მის მიმართ ამ შემთხვევაში დეტონატორის როლს ასრულებ-
და.
ტელეოპერატორების ჯგუფი დილაობით კვლავაც ჩემს მდელოზე იკრიბე-
ბოდა. ჩვენ ვგავდით ურთიერთდაპირისპირებული არმიის ჯარისკაცებს, რომ-
ლებიც გასროლის მანძილზე არიან ერთმანეთისგან, სხედან სანგრებში, იყუ-
რებიან და ერთმანეთის მიმართ ძმური გრძნობებიც კი უჩნდებათ. მათ შორის
ერთი ტიპი იყო, რომელსაც მულტიპლიკაციური პერსონაჟის ხმა ჰქონდა...
რაღაც სიახლოვეს ვგრძნობდი მასთან, თუმც კი ერთხელაც არ მენახა პირის-
პირ, - ის გოგოს ხვდებოდა, რომელიც მართლა უყვარდა. ყოველ დილით აღ-
წევდა მისი ხმა ჩემს ფანჯარაში, როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა მეტად
სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. მინდოდა გამეგო, როგორ დამთავრდება მა-
თი რომანი. ემისადმი მიმართვის ჩაწერა დავასრულე. მეცვა მწვანე პერანგი,
რომელიც მას მოსწონდა და ვყვებოდი ისტორიას, თუ როგორ გავიცანი პირ-
ველად ემი, ბრუკლინ ში, წვეულებაზე. ჩემი გაცნობის უბადრუკი მცდელობა,
ზეთისხილი, მართალია მხოლოდ ერთი ცალი. ყოველ ჯერზე, როცა ემი იხსე-
ნებდა ამ ფრაზას, სირცხვილს ვგრძნობდი. ვლაპარაკობდი იმაზე, როგორ გა-
მოვედით ბინიდან, სადაც წვეულება იყო, გავედით ყინვაში, როგორ ვსეირ-
ნობდით დილით, როგორ ჰქონდა ხელი ჩადებული ჩემს ხელში, როგორ ვაკოცე
შაქრის პუდრის ღრუბელში. ეს იყო ერთ-ერთი იმ ისტორიებიდან, რომლებსაც
ერთნაირად ვყვებოდით, ისე ვყვებოდი, როგორც ძილისპირულ ზღაპარს, ზე-
პირად რომ იცი, მაგრამ რომელიც გამ შვიდებს. მიმართვა კი ყოველთვის ერ-
თნაირად მთავრდებოდა: დამიბრუნდი, ემი, დამიბრუნდი!

416
კამერა გავთიშე და დივანზე მივწე ქი (მიმართვას ყოველთვის დივანზე
მჯდომი ვიწერდი, საზარელი, მოულოდნელი გუგულებიანი საათის ქვეშ. რად-
გან, თუ არ ვაჩვენებ კადრში ამ გუგულებიან საათს, იფიქრებს, რომ ბოლოს
და ბოლოს მოვიშორე, მერე კი თავის თავს დაარწმუნებს იმაში, რომ ყველა
სიტ ყვა, რომელსაც სიყვარულით ვეუბნები, ტყუილია. ჩუმად დაამატებს: „მან
ხომ ჩემი გუგულებიანი საათი მოისროლა“). გუგულის გამოხტომის დრო იყო,
როცა ჩემ ზემოთ რაღაც ხმები გავიგონე, ღრჭიალის მსგავსი, ხმები, რომლის
გაგონებაზე წინათ მბურძგლავდა. სწორედ ამ დროს ჟურნალისტებს მდელო-
ზე საშინელი ღრიალი აღმოხდათ, გეგონება, ცუნამიმ დაარტყაო ნაპირს - ვი-
ღაც გამოჩნდა. რამდენიმე ქალი ჟურნალისტის ხმა საერთო ღრიალში თო-
ლიების კივილსა ჰგავდა. „რაღაც ხდება!“ - გამიელვა.
ზარმა სამჯერ მიყოლებით დარეკა: ნიკ-ნიკ, ნიკ-ნიკ, ნიკ-ნიკ.
მოწყვეტით წამოვდე ქი. ყოყმანი არ დამიწყია. წინა თვემ ყოყმანი დამა-
ვიწყა, უსიამოვნებას პირისპირ უნდა შევხვდე.
კარი გავაღე.
ჩემი ცოლი იყო.
ემი დაბრუნდა.
ფეხშიშველი ემი ელიოტ-დანი ჩემს ზღურბლზე იდგა, თხელ ვარდისფერ
კაბაში, რომელიც ტანზე შემოტმასნოდა, გეგონებოდა სველიაო; წვივები ჩა-
ლურჯებოდა, მკლავზე თოკი ჰქონდა მობმული, თმა - მოკლედ შეკრე ჭილი,
გეგონებოდა, ბლაგ ვი მაკრატლით შეუმოკლესო. სახე - დამფრთხალი, ტუჩები
დასივებული. ქვითინებდა. როდესაც ხელი გამომიწოდა, გამხმარი სისხლის
ლაქები შევნიშნე. რაღაცის თქმას ცდილობდა. პირი გააღო, ერთხელ, ორჯერ,
მაგრამ ხმას ვერ იღებდა, იფიქრებდი, ნაპირზე ამოგ დებული ქალთევზააო.
- ნიკ... - ბოლოს და ბოლოს აღმოხდა, ექომ გადაურბინა ცარიელ სახლებს.
ემი მკლავებში ჩამივარდა.
მინდოდა მომეკლა.
ჩვენ რომ მარტო ვყოფილიყავით, სიამოვნებით წავუ ჭერდი ხელს ყელზე,
თითებით მისი ძარღვების ფეთქვას ვიგრძნობდი, მაგრამ მარტო არ ვიყავით -
კამერები გვიღებდნენ, ყველამ იცოდა, ვინ არის ეს უცნაური ქალი. ჯგრო
ამოძრავდა, ეს ისევე გარდაუვალი იყო, როგორც გუგულიანი საათის გამოხ-
ტომა, რამდენიმე გაჩხაკუნება, რამდენიმე კითხვა, შემდეგ კი სინათლისა და
ხმაურის ნიაღვარი. კამერები გვიღებდნენ, მიკროფონიანი რეპორტიორები

417
ემის სახელს გაჰყვიროდნენ, უფრო სწორად, წიოდნენ. ამიტომ გავაკეთე ის,
რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრად მოვეხვიე და შევძახე:
- ემი! ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ჩემო საყვარელო! - მთელი ძალით ჩა-
ვეხუტე, თავი მის ყელში ჩავრგე და თხუთმეტი წამის განმავლობაში ასე ვი-
დე ქი, ვაძლევდი საშუალებას კამერებს, ეს სცენა გადაეღოთ, შემდეგ კი ემის
ყურში ოდნავ გასაგონად ვუჩურჩულე, - შე დამპალო კახპავ!..
შემდეგ თმაზე მივეფერე, მისი სახე ჩემს მოსიყვარულე ხელებში მოვაქციე
და სახლში შევათრიე. გარეთ კი ჟურნალისტების ჯგრო ისეთ ხმებს უშვებდა,
როკ კონცერტი გეგონებოდა, ემი! ემი! ემი! ვიღაცამ ფანჯარაში კენჭები ისრო-
ლა. ემი! ემი! ემი!
ჩემი ცოლი ამ ყურადღებას, როგორც დამსახურებულს, ისე იღებდა. გაგი-
ჟებულ ჯგროს ხელი დაუქნია. შემდეგ კი გამარჯვებულის ღიმილით მომიტ-
რიალდა - ეს იყო ძალადობის მსხვერპლის ღიმილი, რომელმაც გაუძლო სას-
ტიკ განსაცდელს, ეს იყო ძველი ტელეფილმების ფინალური სცენა, როდესაც
მაყურებელმა იცის, რომ ნაძირალამ დამსახურებული სასჯელი მიიღო და ეჭ-
ვგარეშეა, საწყალი გმირი ამიერიდან თავისუფლად ივლის ცხოვრების გზაზე.
კადრი იყინება.
ხელით ვანიშნე თოკის ნაგ ლეჯზე, შეკრე ჭილ თმაზე, გამხმარ სისხლზე:
- აბა, რას იტ ყვი, ემი?
- დავბრუნდი, - ამოისლუკუნა, - დაგიბრუნდი - და წამოიწია, რომ მომ-
ხვეოდა.
განზე გავდე ქი.
- რა გაქვს სათქმელი, ემი?
- დესი, - მითხრა ჩურჩულით, ზედა ტუჩი უცახცახებდა. - დესი კოლინგსმა
გამიტაცა. ეს დილით მოხდა, ჩვენი ქორწინების წლისთავზე, კარზე დარეკა, მე
ვიფიქრე, რომ... შენ გამოგზავნე ყვავილები.
ემი ყოველთვის ახერხებს „გიკბინოს“. ძალზე იშვიათად ვჩუქნიდი ყვავი-
ლების, აი, მამამისი კი დედამისს ყოველ კვირას ჩუქნიდა თაიგულს, მათი ერ-
თობლივი ცხოვრების განმავლობაში. მისი 2444 თაიგული - ჩემი ოთხის წინა-
აღმდეგ.
- ყვავილები ან სხვა რაღაც... - გააგრძელა ემიმ, - ყოველგვარი ყოყმანის
გარეშე გავაღე კარი და, დესი აღმოჩნდა. უცნაური გამომეტ ყველება ჰქონდა.
შემართული. თითქოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა, რომ იმოქმედოს. ხელში

418
მარიონეტის, ჯუდის სახელური მქონდა... იპოვე მარიონეტები? - თვალცრემ-
ლიანმა გამიღიმა. ამ დროს ემი ძალზე საყვარლად გამოიყურებოდა.
- ო, ყველაფერი ვიპოვე, რაც შენ დამიტოვე, ემი.
- იმ მომენტში ჯუდის სახელური მქონდა ხელში, ეტ ყობა იატაკზე დავარ-
და, ჰოდა, ვიპოვე და მე ჭირა, როდესაც კარი გავაღე, ვცადე დესისთვის დამერ-
ტყა, დავიწყეთ ბრძოლა, სახელური წამართვა და ჩამარტყა. მთელი ძალით.
შემდეგი, რაც...
- შენ საკუთარი მკვლელობის იმიტაცია მოაწყვე, მე რომ დამბრალდეს, მე-
რე კი, გაუჩინარდი.
- შემიძლია ყველაფერი აგიხსნა, ნიკ.
თვალებში ჩავხედე, დიდხანს ვუყურე. გონების თვალით დავინახე განვლი-
ლი დღეები, როდესაც ზღვის სანაპიროზე ვისვენებდით ერთად, ემის ხელი
ჩემს მკერდზე, ოჯახური სცენები მისი მშობლების სახლში, როდესაც რენდი
ჭიქაში სასმელს მისხამდა და მხარზე მეგობრულად მიტ ყაპუნებდა ხელს; და-
ვინახე, როგორ ვწევართ ხალიჩაზე ჩემს ღარიბულ ნიუიორკულ ბინაში და
ვენტილატორის ზანტად მბრუნავ ფრთებს ვუყურებთ; დავინახე ჩემი მომავა-
ლი შვილების დედა და ცხოვრება, რომელზეც ვოცნებობდი. ეს იყო მომენტი,
რომელიც ერთ-ორი წამი გაგრძელდა, როდესაც მთელი გულით ვისურვე, რომ
მისი ნათქვამი სიმართლე ყოფილიყო.
- მართლა მგონია, რომ ყველაფერს ვერ ამიხსნი. - ვუთხარი, - მაგრამ ინ-
ტერესით ვუყურებ, როგორ ეცდები.
- მისმინე...
ხელი უნდოდა ჩემს ხელზე დაედო, მაგრამ გავიწიე. გვერდზე გავდე ქი,
ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ მივბრუნდი. ჩემს ცოლს ყოველთვის თვალებში
უნდა უყურო.
- კარგი, ნიკ. ჯერ მომისმინე.
- კი ბატონო. ერთი მითხარი, რატომ იყო, რომ განძის ძიების ყველა მინიშ-
ნება დამალული იყო იმ ადგილებში, სადაც მე... ენდისთან მქონდა ურთიერ-
თობა?
ემიმ ამოიოხრა, თვალები დახარა. შევნიშნე, რომ წვივები ჩალურჯებული
ჰქონდა.
- ენდის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ ტელევიზორში არ ვნახე... როდე-
საც დესის საწოლზე ვიყავი მიბმული, მის სახლში, ტბაზე.
- ესე იგი, ეს უბრალოდ, დამთხვევაა?

419
- მინიშნებებს იმ ადგილებში ვმალავდი, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელო-
ვანი იყო, - თქვა ემიმ და ცრემლი ჩამოუგორდა, - შენს კაბინეტში, სადაც
რამდენადმე მაინც იკმაყოფილებდი ჟურნალისტიკისადმი შენს სიყვარულს.
ჩავიფხუკუნე.
- ჰანიბალი, სადაც მივხვდი, რამდენად ძვირფასია ეს მხარე შენთვის. მამა-
შენის სახლი - ბრძოლის ადგილი კაცთან, რომელმაც ესოდენ გატ კინა გული.
დედაშენის სახლი, რომელიც ახლა გოს ეკუთვნის. მაგრამ... მე მგონი, არ უნდა
იყოს გასაკვირი, რომ ეს ადგილები კიდევ ვიღაცას გაუზიარე, - თავი დახარა, -
ვინც შეგიყვარდა. შენ ყოველთვის გჩვეოდა განმეორება.
- და როგორ მოხდა, რომ ყველა იმ ადგილას აღმოჩნდა სამხილები, რომ-
ლებიც ადასტურებენ, თითქოს მე შენ მოგ კალი? ქალის საცვალი, შენი ხელ-
ჩანთა, შენი დღიური... ამიხსენი შენი დღიური, ყველა იქ დაწერილი ტყუილე-
ბით.
ემიმ ჩაიღიმა და თავი ისე გააქნია, თითქოს შევეცოდე.
- ყველაფერი შემიძლია აგიხსნა, ყველაფერი, - გაიმეორა ემიმ.
ემის ნამტირალევ ლამაზ სახეს შევცქეროდი, მერე კი მზერა მის სისხლიან
კაბაზე გადავიტანე.
- ემი, სად არის დესი?
ემიმ ისევ გააქნია თავი, მსუბუ ქი სევდიანი ჩაღიმებით.
გადავწყვიტე პოლიციაში დამერეკა, მაგრამ ამ დროს კარზე დააკაკუნეს,
პოლიცია თავისი ფეხით მოსულიყო.

ემი ელიოტ-დანი დაბრუნების ღამე

ჩემს სხეულში ჯერ კიდევ არის დესის სპერმა, რაც ამტკიცებს, რომ გა-
მაუპატიურა, ასე რომ, სამედიცინო ექსპერტიზამ კარგად ჩაიარა. თოკისგან
დალილავებული მაჯები, დაზიანებული საშო, ჩალურჯებები, - რაც წარმო-
ვადგინე, პირდაპირ სამედიცინო ექსპერტიზის სახელმძღვანელოსა ჰგავს.

420
ხნიერი ექიმი, რომელსაც ნოტიო სუნთქვა და მსუ ქანი თითები აქვს, მათვა-
ლიერებს და იმავდროულად წმენდას მიტარებს. ამ დროს დეტექ ტივ რონდა
ბონის ჩემი ხელი უჭირავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფრინველის ცივ
ბრჭყალს უკავია ჩემი ხელი. აშკარად უხარია, რომ ნიკი ისეთი ცუდი ტიპი არ
აღმოჩნდა, როგორიც ეგონა. ო, ამერიკის ყველა ქალმა ერთხმად ამოისუნქთა
შვებით. პოლიციელები დესის სახლისკენ გაემართნენ, სადაც მას შიშველს,
უსულოს, მუშტში ჩემი რამდენიმე ღერი თმით იპოვიან. ლოგინი სისხლით
არის მოთხვრილი. დანა, რომელიც გამოვიყენე და ჩემი არტახები, იქვე გდია
იატაკზე. ფეხშიშველა გამოვიქეცი, არაფერი წამომიღია სახლიდან, მანქანის
და ჭიშკრის გასაღებების გარდა, მისი სისხლით მოსვრილი შევხტი მის ანტიკ-
ვარულ „იაგუარში“ და პირდაპირ სახლში გამოვ ქანდი, დავუბრუნდი ჩემს
ქმარს. ცხოველურ დონემდე ვიყავი დასული, არაფერზე ვფიქრობდი, გარდა
ნიკთან დაბრუნებისა. სახლში ასე დაკარგული ფინია ბრუნდება.
ხნიერი ექიმი კარგ ამბავს მეუბნება: სერიოზული დაზიანება არ მიმიღია
და ასევე, არ არის საშოს გამოფხეკის საჭიროება - ნაყოფი ნაადრევად გამო-
მიძევებია. ბონი ისევ მიჭერს ხელს და ბუტბუტებს „ღმერთო ჩემო, რამდენი
გადაიტანეთ, იპოვით თუ არა ძალას, რამდენიმე კითხვაზე რომ გვიპასუხოთ?“
ერთობ სწრაფი გადასვლაა თანაგრძნობიდან დაკითხვაზე, შემჩნეული მაქვს,
ულამაზო ქალები ჩემთან ურთიერთობაში ან მეტისმეტად თავაზიანები არი-
ან, ან მეტისმეტად უხეშები.
თქვენ „საოცარი ემი“ ხართ, თქვენ გაგიტაცეს და გაგაუპატიურეს, თქვენ
მოკალით გამტაცებელი და დაუბრუნდით ქმარს, რომელიც, როგორც აღმოჩ-
ნდა, გღალატობდათ, თქვენ:
ა) შეეცდებით, მოხვიდეთ გონზე და ითხოვოთ დრო, რომ ძალა მოიკრი-
ბოთ.
ბ) კიდევ ცოტას მოითმენთ, რადგან გესმით, რომ მხოლოდ ასე შეგიძლიათ
დაეხმაროთ პოლიციას გამოძიებაში.
გ) გადაწყვეტთ, ვის მისცეთ პირველი ინტერვიუ, რაც გარკვეული კომპენ-
საცია იქნება თქვენ მიერ გადატანილ განსაცდელზე, ვთქვათ, გააფორმებთ
კონტრაქტს წიგნის თაობაზე.
პასუხი: ბ) „საოცარი ემი“ საკუთარ ინტერესებზე წინ ყოველთვის სხვის
ინტერესებს აყენებს.
უფლება მომცეს საავადმყოფოს აბაზანაში დამებანა - გადავიცვი ტანსაც-
მელი, რომელიც ნიკმა სახლიდან მომიტანა, ჯინსები, ნაკეცი რომ გასჩენია

421
დიდხანს დებისგან, და ლამაზი პერანგი, მტვრის სუნით... მე და ბონი საავად-
მყოფოდან პოლიციაში წავედით მანქანით. გზაში ვდუმდით. ბოლოს სუსტი
ხმით მშობლები მოვიკითხე.
- გელოდებიან პოლიციის უბან ში, - მითხრა ბონიმ, - როცა ვუთხარით
თქვენი გამოჩენის ამბავი, სიხარულისა და შვებისგან იტირეს. ნუ ღელავთ,
მათთან ურთიერთობის უფლებას მანამ მოგ ცემთ, სანამ კითხვებს დაგისვამთ.
მანქანების სადგომი ისე იყო გადაჭედილი, სტადიონი გეგონებოდა. იქ არ
არის მიწისქვეშა „პარკინგი“, ამიტომ ჩვენ პირდაპირ შესასვლელთან მივდი-
ვართ, სადაც ჯგრო ხალხია შეკრებილი. ყველა ყვირის, - ვხედავ სველ ტუ-
ჩებს, როგორ ცვივა ნერწყვი აქეთ-იქით, - ყველა ცდილობს კითხვა დასვას,
ფოტოკამერების ბლიცები ელავენ, ვიდეოკამერების პროჟექტორები ანათებენ.
ბრბო მოძრაობს, ხან იქით, ხან აქეთ, ცდილობს ჩემთან, რაც შეიძლება ახლო
მოვიდეს.
- მეშინია, ვერ გადავალ, - ვეუბნები ბონის.
ამ დროს ვიღაც კაცი ხელით მანქანის შუშას ეყრდობა - ფოტორეპორ-
ტიორი ცდილობს წონასწორობა დაიცვას. დეტექტივის ცივ ხელს ვუ ჭერ ჩემს
ხელს.
- ეს უკვე მეტისმეტია.
დასამ შვიდებლად ხელს მისვამს და მეუბნება, „მოიცადეო“. პოლიციის უბ-
ნის კარი იღება, გამორბიან პოლიციელები, ორივე მხარეს მწკრივდებიან და
დერეფანს მიკეთებენ, თავისუფლად რომ გავიარო. მე და ბონი ახალდაქორწი-
ნებულებივით ხელჩაკიდებულები მივრბივართ ჩემი მშობლებისკენ, რომლე-
ბიც ზღუბლზე დგანან და გველოდებიან, ორივე მხრიდან ფოტოებს გვიღებენ,
როგორ ვეხვევით მე და დედაჩემი. ამ დროს დედაჩემი ჩურჩულით მეუბნება:
„ჩემო გოგონა, ჩემო გოგონა, ჩემო გოგონა“ და მამაჩემი ისე ხმამაღლა ქვითი-
ნებს, სადაცაა ხველა აუტ ყდება.

***

422
ჯერ პატარა ოთახში დამსვეს, შემდეგ სადღაც გადამიყვანეს, გეგონება,
დღევანდელი მოგზაურობა არ მეყო. შემიყვანეს პატარა ოთახში, სადაც მოსა-
ხერხებელი, თუმც კი იაფფასიანი საოფისე სკამები იდგა. ყოველთვის ვფიქ-
რობდი, რომ ასეთი სკამების გადასაკრავს გადამუშავებული ნარჩენებისგან
აკეთებენ. ოთახში ფანჯრები არ იყო, კუთხეში ვიდეოკამერა ციმციმებდა.
სრულიად სხვა რამეს ველოდი - ამ გარემოში მაინცდამაინც დაცულად ვერ
იგრძნობ თავს. ჩემ გარშემო არიან ბონი, მისი პარტნიორი გილპინი და ფედე-
რალური გამოძიების ბიუროს ორი აგენტი სენტ-ლუისიდან, რომლებიც ხმას
არ იღებენ. ბონიმ წყალი დამალევინა, შემდეგ კი დაიწყო:
ბონი - მაშ ასე, ემი, ნება მომეცით, მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ და-
თანხმდით საუბარზე, იმის შემდეგ, რაც გადაიტანეთ. ასეთ შემთხვევაში მნიშ-
ვნელოვანია ჩავატაროთ გამოკითხვა, სანამ ადამიანს ჯერ კიდევ ახსოვს ყვე-
ლა დეტალი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, ჩვენი
საუბარი მეტად სასარგებლო იქნება. ჩვენ ყველა წვრილმანს გავარკვევთ, მე-
რე კი თქვენ და ნიკი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებით.
ემი - სწორედ ეს მინდა მეც.
ბონი - თქვენ ეს დაიმსახურეთ. ანუ თუ მზად ხართ, დავიწყოთ: რომელ
საათზე გამოჩნდა დესი თქვენს სახლთან, გახსოვთ?
ემი - ათი საათისკენ, ან უფრო გვიან. რადგან გავიგე ტევერერების ლაპა-
რაკი, როცა ფეხით მიდიოდნენ მანქანისკენ, ეკლესიაში წასასვლელად ემზა-
დებოდნენ.
ბონი - რა მოხდა, როცა კარი გააღეთ?
ემი - რაღაც რომ ვერ იყო რიგზე, ეგრევე ვიგრძენი. პირველ ყოვლისა, მინ-
და გითხრათ, რომ დესი მთელი ცხოვრება მწერდა წერილებს, თუმცა, უკანას-
კნელ წლებში მისი შეპყრობილება ნელ-ნელა შესუსტდა. დამარწმუნა, რომ
უბრალოდ ჩემი ძველი მეგობარია და ამიტომ პოლიციას ვერაფერს შევატ ყო-
ბინებდი, ამ ყველაფერს შევეგუე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მას შეეძ-
ლო ფიზიკური ვნება მიეყენებინა ჩემთვის, თუმც კი გარკვეულ დისკომფორტს
ვგრძნობდი სიახლოვის გამო, ვგულისხმობ გეოგრაფიულ სიახლოვეს. შესაძ-
ლოა სწორედ ამან უბიძგა ძალადობისკენ. იმის ცოდნამ, რომ ძალზე ახლოს
ვარ. დესი შემოვიდა სახლში... ოფლიანი და მეტად ნერვიული ჩანდა, მაგრამ
თან - შემართული. როდესაც ზარი დარეკა, მეორე სართულზე ვიყავი, კაბის
გაუთოებას ვაპირებდი, უცებ იატაკზე მარიონეტ ჯუდის სახელური, მძიმე ხის

423
სახელური დავინახე. იატაკზე დარჩენილიყო, თვითონ თოჯინები უკვე ხის
ფარდულში მქონდა დამალული, ასე რომ, უბრალოდ ავიღე სახელური და
როდესაც კარი გავაღე, ხელში მე ჭირა.
ბონი - ძალიან კარგი მეხსიერება გ ქონიათ.
ემი - გმადლობთ.
ბონი - შემდეგ რა მოხდა?
ემი - დესი შემოვიდა სასადილო ოთახში, ბოლთას სცემდა, უფრო და უფ-
რო კარგავდა წონასწორობას, შემიძლია ვთქვა, რომ უფრო და უფრო გიჟდე-
ბოდა. მკითხა, რას გეგმავ შენი წლისთავისთვისო? შემაშინეს მისმა სიტ ყვებ-
მა, გასაგები იყო, რომ იცოდა ჩვენი ქორწინების წლისთავის თარიღი და ამის
გამო იყო გაცოფებული. უცებ მომვარდა, მაჯაზე მომიჭირა და ხელი ამომიტ-
რიალა. ბრძოლა დავიწყეთ. ეს ნამდვილი, ხელჩართული ბრძოლა იყო.
ბონი - მერე?
ემი - ფეხი დავარტყი და ერთი წამით თავი გავითავისუფლე, სამზა-
რეულოში შევვარდი, იქ ისევ გაგრძელდა ბრძოლა, დესიმ ჯუდის ხის სახელუ-
რი თავში ჩამარტყა, წავიქეცი, ორჯერ თუ სამჯერ კიდევ დამარტყა. მახსოვს,
რამდენიმე წამით მხედველობა დავ კარგე, თავი მიბჟუოდა. ვცდილობდი სახე-
ლურის წართმევას, მაშინ დესიმ ხელზე დანა დამისვა, და იარაც კი შემრჩა,
ხედავთ?
ბონი - იარა ნახსენებია სამედიცინო ექსპერტიზის ოქმში. ბედმა გაგიღი-
მათ, რომ უბრალოდ კანი გაგეჭრათ.
ემი - ისეთი ტკივილი მქონდა, ვერ დაიჯერებდი, რომ უბრალოდ კანია
გაჭრილი, მერწმუნეთ.
ბონი - ესე იგი, დანა დაგისვათ? და რა კუთხით?
ემი - არ მახსოვს ზუსტად, ეს მან განზრახ გააკეთა თუ მე წამოვეგე დანა-
ზე შემთხვევით. ორიენტაცია დავ კარგე სივრცეში, მახსოვს მხოლოდ ის სახე-
ლური, რომელიც იატაკზე ეგ დო, შევხედე და დავინახე, ჩემი სისხლით არის
მოთხვრილი, ამის შემდეგ, მე მგონი, გავითიშე.
ბონი - სად იყავით, როცა გონება დაგიბრუნდათ?
ემი - სასტუმრო ოთახში, ხელფეხშეკრული.
ბონი - ყვიროდით? შეეცადეთ მეზობლების ყურადღება მიგეპყროთ?
ემი - რა თქმა უნდა, ვყვიროდი, თქვენ რა, არ მისმენდით? მე ნაცემი, დაჭ-
რილი, ხელფეხშეკრული ვიყავი იმ კაცის მიერ, რომელიც ათეულობით წლის

424
განმავლობაში არ მასვენებდა. რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობა
ჰქონდა პანსიონატის საძინებელში.
ბონი - კარგი, კარგი, არ გვინდა ისე გამოვიდეს, თითქოს რაღაცაში გადა-
ნაშაულებთ, უბრალოდ, ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოდ სრული სურათი, იმის-
თვის, რომ თქვენს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეთ... გსურთ კიდევ წყალი ან
ყავა, ანდა სხვა რამე?
ემი - რაიმე ცხელს დავლევდი, შემცივდა.
ბონი - პრობლემა არ არის. შეგიძლიათ ყავა მიაწოდოთ?.. მერე რა მოხდა?
ემი - მე მგონი, მისი თავდაპირველი გეგმა ჩემი გატაცება და ისე წაყვანა
იყო, რომ დარჩენილიყო შთაბეჭდილება, თითქოს მე თვითონ გავეპარე ქმარს.
გონზე სწორედ იმ მომენტში მოვედი, როცა დესი სისხლის მოწ მენდას ამთავ-
რებდა. ისევ ისე დააყენა ანტიკვარული ჩარჩოები, როგორც იყო, სანამ ბრძო-
ლას დავიწყებდით. მოიშორა სახელური, მაგრამ, როგორც ვხვდები, მეტისმე-
ტად ჩქარობდა, ოთახში ყველაფერი თავდაყირა იდგა, ასე რომ, გადაწყვიტა
ყველაფერი, როგორც იყო, ისე დაეტოვებინა, რათა ეფიქრათ, რომ თავდასხმა
მოხდა. ამიტომ დატოვა კარი ღია და დამატებით რამდენიმე სკამი და ოტომა-
ნიც გადაატრიალა. აი, ამიტომ ჩანდა ეს სცენა მეტისმეტად უცნაურად: რად-
გან აქ სიმართლე და სიყალბე ერთმანეთში აირია.
ბონი - მაგრამ დესიმ როგორ დატოვა საგნები, რომლებიც ნიკის ბრა-
ლეულობაზე მიუთითებდა, იმ ადგილებში, სადაც თქვენ მალავდით „განძის
ძიების“ მინიშნებებს? ნიკის კაბინეტი, ჰანიბალი, მამამისის სახლი, გოს ფარ-
დული?
ემი - არ მესმის, რას მეკითხებით?
ბონი - ნიკის კაბინეტში ვიპოვეთ ქალის საცვალი, რომელიც თქვენი ზო-
მის არ არის.
ემი - ვფიქრობ, შესაძლოა ეს იმ გოგოს საცვალია, ვისაც... ხვდებოდა.
ბონი - არც მისი ზომაა.
ემი - მაშინ არ ვიცი, იქნებ ნიკს კიდევ ჰყავდა საყვარელი?
ბონი - თქვენი დღიური მამამისის სახლში, ღუმელში ნაწილობრივ დამ-
წვარი ვიპოვეთ.
ემი - წაიკითხეთ დღიური? ეს საშინელებაა. დარწმუნებული ვარ ნიკმა გა-
დაწყვიტა მისი მოშორება და ამის გამო არ ვადანაშაულებ. რადგან, თუ წა-
კითხავდით, ეგრევე ნიკზე მიიტანდით ეჭვს.
ბონი - მაინტერესებს, რატომ შეიძლება წასულიყო მამამისის სახლში?

425
ემი - ეს მას უნდა ჰკითხოთ (პაუზა.) ნიკი ხშირად მიდიოდა იქ, მარტო რომ
დარჩენილიყო. მას უყვარს მარტოობა. დარწმუნებული ვარ, მისი ასეთი ქცევა
არ შეიძლება უცნაურად ჩაითვალოს. ვგულისხმობ, რომ ის ჩვენ სახლში ვერ
დაწვავდა დღიურს, რადგან ეს დანაშაულის ადგილი იყო. ელოდებოდა, რომ
პოლიცია მას კიდევ გაჩხრეკდა.
ბონი - დღიური თავისთავად სერიოზული სამხილია, დღიურში წერია,
რომ ნიკი თქვენზე ძალადობდა და ასევე აღწერილია თქვენი შიშები. იქ წე-
რია, რომ ნიკს არ უნდოდა ბავშვი და რომ, შესაძლოა, თქვენი მოკვლა სურდა.
ემი - ვისურვებდი, დღური რომ დამ წვარიყო. (პაუზა) გულახდილად გეტ-
ყვით: დღიური მოიცავს ჩემი და ნიკის დაპირისპირების აღწერას განვლილი
რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს აღწერა ჩემი და ნიკის ქორწინებას კარგ
შუქ ში არ წარმოაჩენს, მაგრამ უნდა დავამატო, არასოდეს ვწერდი დღიურს
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ან ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, ან
ძალიან უბედურად და მინდოდა, გული გადამეყოლებინა... ჩვენი ურთიერთო-
ბის დრამატიზებას ვახდენდი. ვგულისხმობ, რომ ამ დღიურში ბევრია საზიზ-
ღარი სიმართლე - ერთხელ ხელი მკრა, არ უნდოდა ბავშვი, ჰქონდა ფინანსუ-
რი პრობლემები. მაგრამ სერიოზულად რომ შემ შინებოდა მისი? მიჭირს ამის
აღიარება, მაგრამ უნდა ვთქვა, ეს ჩემი დრამატული გამონაგონია. მგონი,
პრობლემა ის არის, რომ წარსულში მითვალთვალებდნენ და ამან ჩემს ფსიქი-
კაზე იმოქმებდა... მცირედი პარანოია განმივითარდა.
ბონი - თქვენ სცადეთ იარაღის შეძენა.
ემი - საკმაოდ მძიმე პარანოია მქონდა, გასაგებია? მაპატიეთ, თუ თქვენ
ჩემი წარსული იცით, გაიგებთ.
ბონი - თქვენს დღიურში აღწერილია, როგორ სვამდით კოქ ტეილებს,
მეორე დღეს კი გ ქონდათ ანტიფრიზით მოწამვლის კლასიკური ნიშნები, ისე-
თი, როგორიც სახელმძღვანელოშია აღწერილი.
ემი - (ხანგრძლივი პაუზა.) უცნაურია. კი მახსოვს, ავად გავხდი.
ბონი - კარგი, მივუბრუნდეთ „განძის ძიებას“. თქვენ დამალეთ პანჩის, და
ჯუდის თოჯინები ფარდულში?
ემი - კი, მე დავმალე.
ბონი - გამოძიების პროცესში ჩვენ გავიგეთ ნიკის ვალების შესახებ, იმ
ძვირად ღირებული ნივთების შესახებ, რომლებიც საკრედიტო ბარათით
შეიძინა, შემდეგ ყველა ეს ნივთი შეშის ფარდულში ვიპოვეთ, რა იფიქრეთ,
როდესაც ფარდულში შეხვედით და ის ყველაფერი დაინახეთ?

426
ემი - მე გოს მიწაზე ვიყავი. მე და გო ახლოს არასოდეს ვყოფილვართ. ამი-
ტომ არ მინდოდა სხვის საკუთრებაში ცხვირის ჩაყოფა. მაშინ ვივარაუდე,
რომ იქ ის ვნახე, რაც მან ნიუ-იორკიდან ჩამოიტანა. მერე კი, რადგან დესი
მაიძულებდა მეყურებინა ყველაფერი, ახალი ამბებიდან გავიგე, რომ, თურმე,
ეს ყველაფერი ნიკის ნაყიდი ყოფილა და... ვიცი, რომ ნიკს ყოველთვის ჰქონდა
ფინანსური პრობლემები, ფულს ფლანგავდა. მგონი, მას უბრალოდ რცხვენო-
და. ის ვერ ერეოდა თავის თავს, რომ არ ეყიდა და შემდეგ კი უკან ვერ აბრუ-
ნებდა, ამიტომაც დამიმალა, რომ მერე გაეყიდა ინტერნეტში.
ბონი - პანჩისა და ჯუდის თოჯინები ქორწინების წლისთავისთვის საკმა-
ოდ ავის მომასწავებელია.
ემი - დიახ, ვიცი! ახლა მივხვდი. მაგრამ არ მახსოვდა პანჩის და ჯუდის
მთელი წინა ისტორია. მე უბრალოდ ვხედავდი ხის თოჯინებს: ქმარს, ცოლს
და ბავშვს, ორსულად ვიყავი. ინტერნეტში საჩუ ქარს ვეძებდი და შემთხვევით
წავაწყდი, მომეწონა. ვიფიქრე, რომ ეს ძალიანაც კარგია. არ მიფიქრია იმაზე,
თუ რას შეიძლება ნიშნავდეს.
ბონი - მაშ ასე, თქვენ ხელ-ფეხი შეგიკრეს, როგორ მოახერხა დესიმ მანქა-
ნაში თქვენი შეთრევა?
ემი - მან შეიყვანა მანქანა გარაჟ ში, შემათრია შიგნით, ჩამაგ დო საბარ-
გულში და წავიდა.
ბონი - ამ დროს ყვიროდით?
ემი - ჰო, ვყვიროდი ამის დედაც!.. საშინლად მშიშარა ვარ, ამიტომ ძალი-
ან ხმამაღლა არ მიყვირია, რომ მცოდნოდა ყოველღამე, მთელი თვის განმავ-
ლობაში გამაუპატიურებდა, შემდეგ კი ჩემ გვერდით დაიძინებდა, ძილისწამ-
ლიან მარტინის დალევდა, სანამ დილით ჩემი ტირილი არ გააღვიძებდა... და
რომ მცოდნოდა, პოლიცია გამოკითხავდა, მაგრამ ვერაფერს იეჭვებდა, პოლი-
ცია გულხელდაკრეფილი იქნებოდა ამდენ ხანს, მაშინ უფრო ხმამაღლა ვიყვი-
რებდი, დიახ, უფრო ხმამაღლა!
ბონი - კიდევ ერთხელ გვაპატიეთ. შეიძლება მის დანს ანალიზისთვის კანი
ავუღოთ? და ამდენ ხანს რატომ არ მოუტანეს ყავა? გმადლობთ. და სად წა-
გიყვანათ?
ემი - პირდაპირ სენტ-ლუისში. მაგრამ მახსოვს ჰანიბალში გაჩერდა, მდი-
ნარის გემის საყვირის ხმა გავიგონე. ჩემი აზრით, იქ გადააგ დო მან ჩემი საფუ-
ლე, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურ თამაშს დამსგავსებოდა.

427
ბონი - საინტერესოა. რამდენი უცნაური დამთხვევაა ამ საქმეში. დესი კო-
ლინგსმა ხელჩანთა სწორედ ჰანიბალში მოიშორა, იქ, სადაც შემდეგ ნიკი
თქვენი ერთ-ერთი მინიშნებით ჩავიდა. შესაბამისად, ვივარაუდეთ, რომ სწო-
რედ ნიკმა გადააგ დო ხელჩანთა. და კიდევ იცით რა? თქვენ დამალეთ საჩუ ქა-
რი სწორედ იმ ადგილას, სადაც ნიკს დამალული ჰქონდა თავისი კრედიტბა-
რათით ნაყიდი საიდუმლო ნივთები.
ემი - მართლა? ჩემი აზრით, აქ საერთოდაც არანაირი დამთხვევები არ
არის. ეს უბრალოდ, იმას ჰგავს, რომ პოლიციელების ჯგუფი, რომელიც ნიკს
ადანაშაულებდა მკვლელობაში, ჩემი გამოჩენის მერე ნამდვილ იდიოტებად
გამოჩნდა. ამიტომ ახლა იმის ნაცვლად რომ დამეთანხმოთ, გამოძიება არას-
წორი გზით წავიდა, ცდილობთ, როგორმე გამოსავალი იპოვოთ. თქვენი არა-
კომპეტენტური მოქმედების გამო, ჩემი ქმარი შეიძლებოდა სიკვდილით
დაესაჯათ, მე კი სიცოცხლეს იმ საწოლს მიბმული დავასრულებდი, სადაც ყო-
ველ ღამით ძალადობდნენ ჩემზე.
ბონი - უკაცრავად, მაგრამ...
ემი - მე თავიც გადავირჩინე, ნიკიც გადავარჩინე და ამით თქვენი საქმეც
გადავარჩინე.
ბონი - ეს ნამდვილად კარგი ვერსია არის, ემი. ბოდიში, ჩვენ იმდენი ხანი
დავხარჯეთ ამ საქმეზე, რომ გვინდა ყოველი დეტალი გავარკვიოთ, რომელიც
გამოგ ვრჩა, და აღარ გავიმეოროთ შეცდომები. მაგრამ თქვენ მართალს ბრძა-
ნებთ, ჩვენ გამოგ ვრჩა მთავარი: თქვენ გმირი ხართ, თქვენ ნამდვილი გმირი
ხართ.
ემი - გმადლობთ, მე ვაფასებ, რომ თქვენ ეს აღიარეთ.

ნიკ დანი ემის დაბრუნების ღამე

პოლიციის განყოფილებაში მივედი, ცოლის სახლში წამოსაყვანად. რე-


პორტიორებმა ისეთი დახვედრა მომიწყვეს, თითქოს ერთდროულად როკვარ-

428
სკვლავი, მასების გულთამპყრობელი და პირველი ადამიანი მთვარეზე ვიყავი.
თავი ძლივს შევიკავე, რომ ხელები თავს ზემოთ არ ამეწია - გამარჯვებულთა
უნივერსალური სალმის ნიშნად.
„ა, ახლა გახდით ხომ ჩემი მეგობრები?“ გავიფიქრე. მოვლენების შუაგულ-
ში აღმოვჩნდი და ისე ვიგრძენი თავი, თითქოს პრეზენტაციაზე ვარ, სადაც
რაღაც კარგად არ წავიდა. ერთ-ერთ მაგიდაზე შამპანურის ბოთლები იდგა,
გარშემო კი პატარა ქაღალდის ჭიქები ეწყო. პოლიციელები მეგობრულად
მხარში ხელს მიტ ყაპუნებდნენ და მილოცავდნენ, ტაშს მიკრავდნენ. თითქოს
ეს ის ხალხი არ იყო, გუშინ რომ სასტიკად მდევნიდა, მაგრამ სხვა გზა არ
მქონდა, იძულებული ვიყავი ამ თამაშ ში მონაწილეობა მიმეღო და მხარი მე-
გობრული მოტ ყაპუნებისთვის მიმეცა. ო, ჩვენ ახლა მეგობრები ვართ!
მთავარი იყო ის, რომ ემი უვნებელია. ამას გულში გაუთავებლად ვი-
მეორებდი. მესმოდა, უნდა მქონდეს უგონოდ შეყვარებული ქმრის გამომეტ-
ყველება - ქმრისა, რომელმაც უდიდესი შვება განიცადა, მიუხედავად იმისა,
რომ არ ვიცოდი, სინამდვილეში როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სანამ
არ დავრწმუნდებოდი, რომ პოლიცია მოახერხებს მისი ტყუილების წებოვანი
აბლაბუდის დარღვევას, სანამ არ დააპატიმრებენ - და იძულებული ვარ ვი-
თამაშო, სანამ არ დააპატიმრებენ - ვერაფერს გავხდები, მერე კი გონება გამი-
თავისუფლდება ამ ჩემი საკუთარი ჰიჩკოკისებური კოშმარისგან. თავში ერთა-
დერთი ფიქრი დამრჩა - ჩემი ცოლი კაცის მკვლელია.
- დანა იხმარა, - თქვა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომელსაც დაავალეს
ოჯახთან კონტაქტი (იმედი მქონდა, ემის ოჯახთან, არანაირი მიზეზით აღარ
მექნებოდა კონტაქტი). ეს ის პოლიციელი იყო, რომელიც თავის საყვარელ
ცხენზე, ახეულ ტუჩსა და ალერგიაზე ჰყვებოდა, არაქისზე რომ აქვს. - საძილე
არტერია გადაუჭრა, ასეთი ჭრილობით 60 წამ ში იცლები სისხლისგან.
60 წამი საკმაოდ დიდი დროა, როცა იცი, რომ კვდები. შემეძლო წარმო-
მედგინა დესი, როგორ იჭერს ის ხელს ყელზე, სისხლი ჟონავს თითებს შორის,
გულის ყოველ დარტყმაზე, და რაც უფრო ეშინია დესის, მით უფრო უჩქარდე-
ბა გულისცემა და მით უფრო სწრაფად იღვრება სისხლი. დესის ძალა ეცლება
და ხვდება, ყველაფერი დამთავრდა. და ამ დროს ემი იქვე დგას, და დაჰყუ-
რებს თავის ნამოქმედარს, ზიზღით აღსავსე სკოლის მოწაფის გამომეტ ყველე-
ბით, მოწაფისა, რომელიც ბიოლოგიის გაკვეთილზე დაჰყურებს ბაყაყს, ხელში
კი პატარა ქირურგიული ლანცეტი უჭირავს.

429
- იმხელა დანა იხმარა, ყასაბს რომ აქვს, - აგრძელებდა ნორჩი პოლი-
ციელი - ის ტიპი ეტ ყობა მის გვერდით ჯდებოდა, ხორცს ჭრიდა და აჭმევდა. -
როგორც ჩანს, დესის ქცევა მასში უფრო დიდ ზიზღს იწვევდა, ვიდრე მისი
მკვლელობა.
- ერთხელაც დანა თეფშიდან ჩამოცურდა, ისე, რომ დესიმ ვერ შეამჩნია...
- და როგორ გამოიყენა დანა, თუკი ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა? - ვკითხე.
პოლიციელმა ისე შემომხედა, თითქოს დედამისზე გავიხუმრე.
- არ ვიცი, მისტერ დან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დეტალებს მალე
გაარკვევენ, მთავარია, თქვენი ცოლი ახლა უსაფრთხოდაა.
ვაშა! ნორჩი პოლიციელი ჩემს აზრებს კითხულობს.
რენდი და მერიბეთი სწორედ იმ დარბაზის კარის ღიობში დავინახე, სადაც
ექვსი კვირის წინათ პირველად გავმართეთ პრესკონფერენცია. ისინი, რო-
გორც ყოველთვის, ერთად იდგნენ, რენდი მერიბეთს თავზე კოცნიდა, მერიბე-
თი კი ეხუტებოდა. უეცრად ისე გავბრაზდი, რომ კინაღამ სტეპლერი ვესრო-
ლე. პატივცემულო უკანალებო, ეს თქვენ შექმენით ეს არსება და ცხოვრებაში
გამოუშვით. ო, რა სასიხარულოა, როგორი სრულყოფილი მონსტრია! და განა
ისინი დაისაჯნენ? არა, არც ერთი ადამიანი არ ჩაუღრმავდა თქვენს დანაშა-
ულს, პირიქით, რენდი და მერიბეთი საყოველთაო სიყვარულსა და მხარდაჭე-
რას გრძნობენ. მათ დაუბრუნდათ ემი და ახლა ყველა კიდევ უფრო მეტად შე-
იყვარებს მას. ჩემი ცოლი წინათ აშკარა სოციოპათი იყო. საინტერესოა, ახლა
რა გახდება.
ფრთხილად იყავი, ნიკ, ფრთხილად.
რენდმა დამინახა და ხელი დამიქნია. დიდხანს, დიდხანს მართმევდა ხელს
რეპორტიორების კამერების წინ. მერიბეთი ემოციებს არ გამოხატავდა. მე მის-
თვის კვლავაც ვიყავი მამაკაცი, რომელიც მის ქალიშვილს ღალატობდა. ცი-
ვად დამიქნია თავი და გატრიალდა. რენდი ისე ახლოს გადმოიხარა, რომ მისი
პირიდან ამოსული პიტნის კევის არომატი ვიგრძენი. რენდმა მითხრა:
- ნიკ, ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ, ემი რომ დაგ ვიბრუნდა. მთელი გუ-
ლით გთხოვთ პატიებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ემის მივანიჭებთ უფლებას გა-
დაწყვიტოს, ერთად იქნებით თუ არა, მაგრამ პირადად მე ძლიერ ვწუხვარ
იმის გამო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, თქვენ უნდა გაგ ვიგოთ...
- დიახ, მესმის, - ვუთხარი, - ყველაფერი მესმის.
სანამ რენდი ბოდიშებს გააგრძელებდა, ტანერი და ბეტსი გამოჩნდნენ, ისე
გამოიყურებოდნენ, თითქოს „ვოგის“ რეკლამიდან ჩამოვიდნენო: გახამებული

430
ფართო შარვალი, მოქარგული პერანგები, მოლაპლაპე ოქროს საათი და ბეჭ-
დები. ტანერი ჩემკენ გადმოიხარა და წამჩურჩულა: „სიტუაციაში უნდა გა-
ვერკვეთ“, მერე კი შეშფოთებული გოც გამოჩნდა, კითხვები დამაყარა: „რას
ნიშნავს ეს ყველაფერი? რა მოუვიდა დესის? შენ როგორ ხარ? ამის მერე რას
უნდა ველოდოთ?“ ეს უცნაური შეკრება იყო, ვერ გაიგებდი, ოჯახების შეერ-
თებაა თუ მოლოდინი საავადმყოფოს მისაღებში. სიხარული და შეშფოთება
ერთდროულად, თითქოს რაღაც თამაშიაო, რომლის წესებიც ბოლომდე არა-
ვინ იცის, ამ დროს ორი რეპორტიორი, რომლებიც ელიოტებმა თავისთან არ
მიუშვეს, კითხვებს მაყრიდა: „რა იგრძენით, როდესაც ემი დაგიბრუნდათ?
რამდენად ბედნიერად გრძნობთ თავს ახლა? როგორი შვება იგრძენით, ნიკ,
როდესაც ემი დაბრუნდა?“
- საოცრად მომეშვა გულზე და ძალიან ბედნიერი ვარ, - ვიმეორებდი ჩემს
განცხადებებს, რომელიც პრესისთვის გავაკეთე. უეცრად კარი გაიღო და დარ-
ბაზში ჟაკლინ კოლინგსი შემოვიდა, ტუჩები წითელ ჭრილობას მიუგავდა, გა-
პუდრულ ლოყებზე ცრემლის კვალი ეტ ყობოდა.
- სად არის? - მკითხა, - სად არის ის პატარა, მატ ყუარა კახპა?! შვილი მო-
მიკლა, შვილი! - ცრემლები წასკდა, რეპორტიორებმა კამერები ააჩხაკუნეს.
- რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი ვაჟი ბრალდებულია გატა-
ცებაში? - იკითხა ერთ-ერთმა ისეთი ხმით, ბანკნოტების შრიალსა ჰგავდა.
- რა ვიგრძენი? - იყვირა მან, - თქვენ ამას სერიოზულად მეკითხებით?
ადამიანს შეუძლია პასუხი გასცეს ასეთ კითხვას? ეს საზიზღარი, უგულო გოგო
ჩემს შვილს მთელი ცხოვრება ათამაშებდა - ჩაიწერეთ ეს! ათამაშებდა, ატ ყუ-
ებდა, და ბოლოს, მოკლა და ახლაც, მისი სიკვდილის შემდეგ, იყენებს მას...
- მისის კოლინგს, ჩვენ ემის მშობლები ვართ, - დაიწყო მერიბეთმა, შეეცა-
და ჟაკლინის მხარზე დაედო ხელი, მაგრამ ის გაიწია, - ჩვენ ვიზიარებთ
თქვენს მწუხარებას.
- მე არ დავნებდები! - ჟაკლინი მერიბეთზე ერთი თავით მაღალი იყო, ზე-
მოდან დაჰყურებდა, - მე არ დავნებდები!
- ვწუხვართ... ყველაფრის გამო... - ჩაილაპარაკა მერიბეთმა. ამ დროს
რენდი ამოუდგა გვერდში. ის კი მერიბეთზე მაღალი გახლდათ.
- რა უნდა უყოთ თქვენს ქალიშვილს? - იკითხა ჟაკლინმა.
ის მიბრუნდა ჩვენი ნორჩი „მეკავშირე“ პოლიციელისკენ, რომელიც ცდი-
ლობდა ისეთი გამომეტ ყველება ჰქონოდა, თითქოს სრულიად მშვიდადაა და
თანაც, თავდარწმუნებულია.

431
- რას უზამთ ემის? რადგან მან განაცხადა, რომ ჩემმა ვაჟმა გაიტაცა, მაგ-
რამ ცრუობს! მან მოკლა ჩემი შვილი, მოკლა მძინარე, არადა, არავინ უყურებს
ამას სერიოზულად!
- ჩვენ ამას ძალიან, ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, მემ, - თქვა ნორჩმა
პოლიციელმა.
- შეიძლება თქვენი კომენტარი ჩავწერო, მის კოლინგს? - ჰკითხა რეპორ-
ტიორმა.
- მე უკვე მოგეცით კომენტარი. ემიმ წინასწარი განზრახვით მოკლა ჩემი
შვილი.
- თქვენ გაქვთ ამისი მტკიცებულება?
რა თქმა უნდა, არ ჰქონდა.
რეპორტიორები, ცხადია, აღწერენ მოლოდინით გადალეული ქმრის გან-
ცდებს („მისი დაღლილი სახე მეტ ყველებს, რომ ღამეები არ ეძინა“) და
ელიოტების სიხარულს, (მშობლები ერთმანეთს ეკვროდნენ დაკარგული შვი-
ლის მოლოდინ ში“). წერილში, შესაძლოა, ერთხელ ჟაკლნ კოლინგსიც ახსენონ
(„მას მერე, რაც გაბოროტებულ მის კოლინგსს ჰქონდა უხეში მცდელობა, გა-
ერკვია ურთიერთობები ელიოტებთან, მან დატოვა დარბაზი, თანაც კვლავ
ამტკიცებდა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა“).
ჟაკლინ კოლინგსი მართლაც გადავიდა სხვა ოთახში, სადაც მისი ჩვენებე-
ბი ჩაიწერეს, თუმც კი საეჭვოა, რომ ყურად იღონ. საოცარი ემის ტრიუმფა-
ლური დაბრუნების ამბავი ყველას უფრო მოსწონდა.
როდესაც ჩემი ცოლი შემოვიდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო: ფოტოების
გადაღება და ცრემლები, ჩახუტება და სიცილი, - ყველაფერი დასანახად კეთ-
დებოდა, პუბლიკისთვის, რომელსაც აინტერესებს: რა მოხდა? როგორ მოხდა?
- ემი, რას გრძნობთ მას მერე, რაც თავი დააღწიეთ თქვენს გამტაცებელს
და დაუბრუნდით ქმარს?
- ნიკ, რა იგრძენით, როდესაც დაგიბრუნდათ ცოლი და, მასთან ერთად,
თავისუფლება?
ძირითადად, დუმილს ვამჯობინებდი. ვფიქრობდი ჩემს საკუთარ კითხვებ-
ზე, იმ კითხებზე, რომლებზეც წლებია ვფიქრობ, ჩვენს ქორწინებას რეფრენად
რომ გასდევს: „რას ფიქრობ, ემი? რას გრძნობ? ვინ ხარ? რა გავუკეთეთ ერ-
თმანეთს? და რას გავუკეთებთ?
ემის დაბრუნება მოღალატე ქმართან მისი მხრიდან, კეთილშობილურ,
მიმტევებელ ჟესტად აღიქმებოდა. ამას ყველა იზიარებდა. რეპორტიორების

432
დიდი გუნდი დაგ ვსდევდა, გეგონებოდა, სამეფო წყვილის საქორწინო პროცე-
სიააო. გავიარეთ ნეონის შუ ქით განათებული „ფასტ-ფუდის“ დაწესებულებე-
ბიანი კართაგენის ქუჩები და მდინარის პირას ჩვენს სახლში მივედით. ო,
რაოდენ გრაციოზული იყო ემი და რაოდენ გამბედავი - ნამდვილი ზღაპრული
პრინცესა! მე კი, ცხადია, მიყურებდნენ, როგორც საზიზღარ ქმარს, რომელიც
მთელი დარჩენილი ცხოვრება უნდა ინანიებდეს და ცოლს ემსახურებოდეს.
სანამ დააპატიმრებენ. თუკი საერთოდ დააპატიმრეს.
ემის დაბრუნებამ ყველა ააღელვა. უფრო მეტიც, შოკში ჩააგ დო. მე ვნახე
პოლიციელები, რომლებიც გამოდიოდნენ ოთახიდან, სადაც თითქმის ოთხი
საათი ესაუბრებოდნენ ემის - ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ორი აგენ-
ტი, მოკლედ შეკრე ჭილი თმით და არაფრისმთქმელი გამომეტ ყველებით, გილ-
პინი, რომელსაც ისეთი გამომეტ ყველება ჰქონდა, გეგონებოდა, ცხოვრებაში
ყველაზე დიდი სტეიკი გადაყლაპაო და ბონი, - მათ შორის ერთადერთი, ვინც
მოღუშული გახლდათ, ტუჩები მაგრად მოეკუმა. როდესაც ჩამიარა, მზერა
მესროლა და წარბი აზიდა.
მერე კი, მე და ემი შინ დავბრუნდით. სასტუმრო ოთახში დავსხედით, -
ბლიკერი ანთებული თვალებით შემოგ ვცქეროდა. გარეთ, ფარდებს მიღმა,
ჩართული ჰქონდათ სატელევიზიო სოფიტები, ამიტომ ოთახში უცნური ფორ-
თოხლისფერი შუ ქი იდგა. სანთლების ნათებას ჰგავდა - ერთობ რომანტიკუ-
ლად ჩანდა. ემი საოცრად ლამაზი იყო. მძულდა და მეშინოდა მისი.
- ჩვენ ერთ ჭერქვეშ ვერ დავიძინებთ, - დავიწყე.
- მე მინდა, შენთან ერთად ვიყო აქ, - ემიმ ხელი მომიჭირა ხელზე, - მინდა,
ჩემს ქმართან ერთად ვიყო. მინდა, მოგ ცე შანსი, ისეთი ქმარი გახდე, როგო-
რიც გინდა, რომ იყო. მე შენ გაპატიე.
- შენ მე მაპატიე? ემი, რატომ დაბრუნდი? იმის გამო, რაც ინტერვიუში
ვთქვი? ვიდეოების გამო?
- განა შენ ეს არ გინდოდა? - მეუბნება, - განა ეს არ იყო იმ ვიდეოების მი-
ზანი? მშვენიერი ვიდეოებია, გამახსენეს, რაც ჩვენ ოდესღაც გვქონდა ერთმა-
ნეთთან ურთიერთობაში, როგორი საოცარი იყო.
- მე ვამბობდი იმას, რისი გაგონებაც შენ გსურდა.
- ვიცი. და ეს მოწმობს, რომ შენ მართლაც კარგად მიცნობ. - ემი ლამისაა
ასხივებდა ბედნიერებას. ბლიკერი ფეხზე ეხახუნებოდა, „რვიანებით“ უვლი-
და, ემიმ ხელში აიყვანა და მოეფერა. ბლიკერი ხმამაღლა აკრუტუნდა.

433
- ჩვენზე იფიქრე, ნიკ, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. უფრო უკეთ ვიცნობთ,
ვიდრე ვინმე სხვა ამქვეყნად.
მართალი გითხრათ, ეს აზრი მეც მომდიოდა თავში, ამ ბოლო ერთი თვის
განმავლობაში, მაშინ, როდესაც ემისთვის რაიმე ვნების მიყენებას აღარ ვფიქ-
რობდი ხოლმე. უცნაურ მომენტებში მომდიოდა ეს აზრი - შუაღამისას, როცა
ტუალეტში შევიდოდი, ანდა დილით, როცა ქერის ფაფას ვიღებდი თეფშზე.
უეცრად ისეთ აღტაცებას და უფრო მეტიც, სიყვარულს ვგრძნობდი ემის მი-
მართ, - სითბო მეღვრებოდა გულში. ზუსტად იცოდა, რისი ნახვა მინდოდა ამ
მინიშნებებში, ისევ რომ დავები, და სულაც წინასწარ ხვდებოდა ჩემს მცდარ
ნაბიჯებს... ეს ქალი მოხარშულს მიცნობს. მთელ მსოფლიოში მას ამაში ვერა-
ვინ შეედრება. მთელი ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ერთმანე-
თისთვის უცხოები ვიყავით, არადა, ერთმანეთს ინტუიციის დონეზე
ვგრძნობთ, ეს ძვალსა და ხორცში გაგ ვიჯდა.
ამაში იყო თავისებური რომანტიკა. კატასტროფული რომანტიკა.
- ჩვენ ვერ წავშლით იმას, რაც ჩვენ შორის იყო, ემი.
- ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რაც იყო, - მომიგო, - ვიფიქროთ იმაზე, რაც არის.
შენ გიყვარვარ და აღარ აპირებ შეცდომების გამეორებას, ნიკ.
- შენ მართლა შეშლილი ხარ, ნამდვილი გიჟი, თუკი ფიქრობ, რომ შენთან
დავრჩები, შენ კაცი მოკალი, - ვუთხარი, და ზურგი შევაქციე, მაგრამ უცებ
წარმოვიდგინე დანით ხელში, მაგრად მოკუმული ტუჩებით, რადგან არ დავე-
მორჩილე. ეგრევე შემოვბრუნდი. დიახ, ჩემს ცოლს ზურგით არასოდეს უნდა
დაუდგე.
- თავი რომ დამეხსნა მისგან.
- შენ მოკალი დესი, და ახალი ისტორია გაქვს, შეგიძლია დაბრუნდე და
ისევ იყო ყველასთვის საყვარელი ემი და არავინ მოგთხოვს პასუხს იმაზე, რაც
ჩაიდინე. ნუთუ ამაში ვერ ხედავ ირონიას, ემი? შენ ხომ სწორედ ამას ვერ
იტანდი ჩემ ში - რომ არ მსურს პასუხი ვაგო ჩადენილზე. ჰოდა, მე ბევრი რა-
ღაც შემემთხვა ამის გამო და სრულიად დამსახურებულადაც. მაგრამ შენზე
რა ვთქვათ?! მოკალი კაცი, რომელსაც, როგორც ვხვდები, უყვარდი, და გეხმა-
რებოდა, და ახლა გინდა, რომ მე დავიკავო მისი ადგილი და მიყვარდე და და-
გეხმარო და... არა, არ შემიძლია. ვერ გავაკეთებ ამას. არ მინდა.
- ნიკ, მე მგონი, შენ არასწორი ინფორმაცია გაქვს, - მითხრა ემიმ, - არ
მიკვირს, იმდენი ჭორი ვრცელდება. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა დავივიწ-
ყოთ. ჩვენ წინ უნდა ვიაროთ. და ჩვენ წავალთ წინ. მთელ ამერიკას უნდა, წინ

434
რომ წავიდეთ. ეს არის ამბავი, რომელიც მსოფლიოს სჭირდება. ჩვენ ვჭირდე-
ბით მათ. დესი ცუდი კაცი იყო. არავის უნდა ორი ცუდი კაცი. მათ უნდათ,
რომ შეგიყვარონ, ნიკ. ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის, რომ ისევ შეგიყ-
ვარონ, - ჩემთან უნდა დარჩე. სხვა გზა არ არსებობს.
- ემი, მომიყევი, რა მოხდა. დესი თავიდანვე გეხმარებოდა?
ემი ამ სიტ ყვებზე გაბრაზდა. როგორ, მე მას ვეუბნები, რომ კაცის დახმა-
რება სჭირდებოდა, არადა, ცხადზე ცხადია, მართლაც სჭირდებოდა ეს.
- რასაკვირველია, არა! - მომიგ დო.
- მომიყევი, რაც უნდა მტკივნეული იყოს, მიამბე ყველაფერი, რადგან ჩვენ
წინ ვერ წავალთ თუ ამ გამოგონილ ამბავზე უარს არ ვიტ ყვით. თუ არადა,
ყოველ ნაბიჯზე წინააღმდეგობას გაგიწევ, ძალაუნებურადაც კი. ვიცი, ყველა-
ფერი შენი მოფიქრებულია. წინააღმდეგობებზე გამოჭერას არ დაგიწყებ - და-
ვიღალე იმისგან, რომ მუდმივად მიწევს იმის გამოცნობა, თუ რას ფიქრობ,
აღარ მინდა. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, რა მოხდა. ერთი ნაბიჯიღა მრჩებოდა
სიკვდილით დასჯამდე. შენ დაბრუნდი და გადამარჩინე, და ამის გამო მადლო-
ბელი ვარ, - გესმის? მადლობას გიხდი, ასე რომ, მერე არ თქვა, უმადური ხა-
რო. დიდი მადლობა შენ. მაგრამ უნდა ვიცოდე. შენც იცი, რომ უნდა ვიცოდე,
რა მოხდა.
- გაიხადე, - თქვა ემიმ.
უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ ხმის ჩამ წერი არ მაქვს დამალული.
სრულიად გავშიშვლდი. გულდასმით დამათვალიერა, ხელი ჩამომისვა ნიკაპი-
დან დაწყებული მკერდზე, მერე კი ზურგზე, გამისინჯა დუნდულები, ხელი შე-
მიყო ფეხებს შუა, მერე კი სათესლე ჯირკვლები და მომჩვარული ასო აიღო
ხელში, შეხედა, იქნებ რამე მოხდეს? არაფერი მომხდარა.
- სუფთა ხარ, - თქვა ემიმ. ეტ ყობა, ეს ხუმრობა იყო, ციტატა კინოფილმე-
ბიდან, რომლებსაც ორივენი დავცინოდით ხოლმე. რაკი არაფერი ვთქვი, უკან
გადგა და მითხრა:
- ყოველთვის მომ წონდა, შიშველს რომ გიყურებდი. ნეტარებისგან ვდნე-
ბოდი.
- არაფრისგანაც არ დნებოდი. შეიძლება ჩავიცვა?
- არა. არ მინდა ვიფიქრო, რომ სადღაც სახელოში თუ სარჩულში გაქვს
ჩამალული მიკროფონი. ახლა შევალთ სააბაზანოში და ონკანს მოვუშვებთ. ეს
იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩამ წერი სადმე სახლშია დამალული.
- მეტისმეტად ბევრ ფილმს უყურებ.

435
- ჰა! არ მეგონა თუ ამას ოდესმე შენგან გავიგებდი.
აბაზანაში შევედით და შხაპი მოვუშვით. წყალი ჩემს შიშველ ზურგზე ჩა-
მოდიოდა და ემის კაბას ეშხეფებოდა მანამ, სანამ არ გაიძრო. ტანსაცმელი
მხიარული სტრიპტიზის სტილში გაიხადა და კუთხეში ღიმილით მოისროლა.
ასევე იღიმებოდა ჩვენი პირველი შეხვედრისას - როდის მორჩება ეს ყველა-
ფერი? შემდეგ ჩემკენ მობრუნდა. ველოდებოდი, რომ ჩვეული ჟესტით თმას
აიკრავდა, - იმ ჟესტით, რომელსაც იყენებდა, როდესაც მეპრანჭებოდა ხოლმე,
- მაგრამ თმა ამჯერად მოკლედ ჰქონდა შეკრე ჭილი.
- ახლა თანასწორადა ვართ, - მითხრა, - თორემ უხერხულია, როცა ორი-
დან ერთი ჩაცმულია.
- მე მეგონა, ეტიკეტი წარსულს ჩავაბარეთ, ემი.
„მხოლოდ თვალებში უყურე, არ შეეხო, არ მისცე უფლება შეგეხოს.“
ემი წინ წამოიწია, ხელი მხარზე დამადო. მისცა საშუალება წყალს, ძუძუ-
ებს შორის ედინა. წყლის წვეთი აილოკა ზედა ტუჩიდან და გამიღიმა. ემი ვერ
იტანდა შხაპის შხეფებს. არ უყვარდა, როდესაც სახე უსველდებოდა, არ უყ-
ვარდა წყლის შეგრძნება კანზე. ეს ვიცოდი, რადგან ცოლ-ქმარი ვიყავით და
ბევრჯერ მიცდია მასთან სიყვარულობა აბაზანაში, მაგრამ ყოველთვის უშე-
დეგოდ („ვიცი, ნიკ, ეს სექსუალურად მიიჩნევა, მაგრამ სინამდვილეში, ასე არ
არის, ამას ადამიანები მხოლოდ კინოფილმებში აკეთებენ“). ახლა კი სრული-
ად საპირისპიროს აკეთებდა თვითონ. თითქოს დაავიწყდა, რომ ვიცნობ. უკან
გავიწიე.
- ყველაფერი მითხარი, ემი, ოღონდ ნამდვილად, იყო თუ არა ბავშვი?
ბავშვი სიცრუე აღმოჩნდა. ეს იყო, რამაც ყველაზე მეტად მომ შალა. ჩემი
ცოლი, როგორც მკვლელი საშიში, საზიზღარი იყო, მაგრამ იმის ცოდნა, რომ
ორსულობა გამოიგონა, სრულიად აუტანელი გახლდათ. ბავშვი სიცრუე ყოფი-
ლა, ასევე სისხლის შიში - მთელი გასული წელი ჩემმა ცოლმა უმეტესად
ტყუილებში გაატარა.
- როგორ მოახერხე, რომ დესის დაჰბრალდა ყველაფერი?
- დესის სარდაფში თოკი ვიპოვე, დანით გავ ჭერი ოთხად.
- დანის შენახვის უფლებას გაძლევდა?
- ჩვენ მეგობრები ვიყავით. დაგავიწყდა.
ემი მართალი იყო. მე იმ ისტორიაზე ვფიქრობდი, რომელსაც პოლიციის
განყოფილებაში მოჰყვა, დესიმ გამიტაცაო. გადამავიწყდა. ემი კარგი მთხრო-
ბელი გახლდათ.

436
- როდესაც დესი სახლში არ იყო, თოკს მაჯებსა და წვივებზე ვიკრავდი,
რაც შემეძლო, მაგრად, კვალი რომ დარჩენილიყო.
მაჩვენა მოლურჯო ზოლები, სამაჯურებივით რომ ჰქონდა ხელებზე.
- ცარიელი ღვინის ბოთლი ვიპოვე და ჩემს თავზე ვძალადობდი ყოველ-
დღე, ასე რომ, ჩემი საშო შიგნიდან ისე გამოიყურება, როგორც ამ შემთხვევა-
ში უნდა გამოიყურებოდეს, ზუსტად ისეთია როგორიც სექსუალური ძალა-
დოების მსხვერპლის. დაბოლოს, დღეს უფლება მივეცი გავეჟიმე, ასე რომ, მი-
სი სპერმა ჩემს სხეულში იყო, მარტინიში კი საძილე აბები ჩავუყარე.
- საძილე აბების შენახვის უფლებას გაძლევდა?
ემიმ ამოიოხრა. ესე იგი, მე ჯერაც ვერ გავერკვიე სიტუაციაში.
- ჰო, ჰო, თქვენ ხომ მეგობრები იყავით.
- მერე კი... - ხელით მაჩვენა, ყელი როგორ გამოსჭრა.
- მთავარია, გადაწყვიტო, როცა გადაწყვეტ, უკვე აღარ არის ძნელი, -
თქვა მან - მიზანსწრაფვა, სიმტკიცე, ასეთ რაღაცებს შენ ვერასოდეს იგებდი.
ვიგრძენი, კვლავ ქვასავით ხისტი გახდა. რა თქმა უნდა, მე ვერ ვუგებდი
მას.
- კიდევ მომიყევი. - ვუთხარი, - მომიყევი, როგორ გააკეთე ეს.
ერთი საათის შემდეგ წყალი გაცივდა და ემიმ გადაწყვიტა დაესრულებინა
საუბარი.
- უნდად აღიარო,დ ძალიან მაგრად ჩავატარე ყველაფერი.
მივაჩერდი.
- ფშეგიძლიაფ შემაქო, ცოტა ფმაინც. - დაიჟინა.
- რამდენი ხნის განმავლობაში დაიცალა დესი სისხლისგან?
- დროა დავწვეთ, მაგრამ თუ გინდა, ხვალ გავაგრძელოთ საუბარი. ახლა
კი უნდა დავიძინოთ, ერთად. მე მგონი, ეს მნიშვნელოვანია. ყველაფერი, რომ
დავასრულოთ, სინამდვილეში კი - რომ დავიწყოთ.
- ემი, ამაღამ აქ დარჩენას ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ მინ-
და ამან კითხვები გააჩინოს. დაძინებით კი ქვემოთ დავიძინებ.
ემიმ გვერდზე გადასწია თავი და მომაჩერდა.
- ნიკ, მე კიდევ შემიძლია ცუდი რაღაცები გაგიკეთო.
- რა, იმაზე უარესი, რაც გამიკეთე?
გაკვირვებულმა შემომხედა.
- ო, რა თქმა უნდა.
- ცოტა ეჭვი მეპარება, ემი.

437
- მკვლელობის მცდელობა, - თქვა მან.
შევჩერდი.
- ეს სულ თავიდან დავგეგმე, უბედური, სუსტი ქალი კვლავ და კვლავ გა-
ნიცდის უცნაური ავადმყოფობის შემოტევას, ყველაფერი მიუთითებს კოქ-
ტეილებისკენ, რომლებსაც მისი ქმარი ამზადებს...
- როგორც დღიურშია.
- მერე კი გადავწყვიტე, რომ მოწამვლის მცდელობა არ იყო შენთვის საკ-
მარისი, რაღაც უფრო სერიოზული იყო საჭირო, მაგრამ მოწამვლის იდეა გო-
ნებიდან ვერ ამოვიგ დე. მომ წონდა იდეა, რომ შენ ამზადებ მკვლელობას, თა-
ვიდან გადაწყვიტე გამოგეყენებინა ხერხი, რომელსაც ლაჩრები იყენებენ, მაგ-
რამ გადავრჩი.
- შენ გგონია, რომ ამას დავიჯერებ?
- ო, როგორ მერეოდა გული მაშინ, რაღაც საშინლად. უდანაშაულო შეში-
ნებულ ცოლს კი შეეძლო ყოველი შემთხვევისთვის შეენახა ნარწყევი. შენ ხომ
არ დასძრახავ მას მცირედი პარანოიის გამო? - კმაყოფილმა გაიღიმა. - ყო-
ველთვის უნდა გ ქონდეს სათადარიგო გეგმა სათადარიგო გეგმისთვისაც კი.
- შენ მართლა მოიწამლე თავი?
- ნიკ, დიდი ბოდიში, შოკირებული ხარ? მე თავი მოვიკალი.
- უნდა დავლიო - ვთქვი და წამოვდე ქი, სანამ კიდევ რაიმეს თქმას მოას-
წრებდა.
ვისკი დავისხი და სასადილო ოთახში დივანზე დავჯე ქი. ფარდებში სატე-
ლევიზიო პროჟექტორების შუ ქი აღწევდა, უკვე თენდებოდა. დილის დეპრე-
სია მეწყებოდა, როგორც მჩვეოდა. ტანერმა პირველივე დარეკვაზე აიღო
ყურმილი.
- ემიმ მოკლა, - ვთქვი, - მოკლა დესი, რადგან... ის აღიზიანებდა, თავისი
კონტროლის ქვეშ უნდოდა ჰყოლოდა; თანაც, ემიმ გააცნობიერა, რომ, თუკი
დესის მოკლავს, ეს ძველი ცხოვრებისკენ დასაბრუნებელი საუკეთესო გზა იქ-
ნება, რადგან შეძლებს ყველაფერი მას გადააბრალოს. მან მოკლა, ტანერ, ეს
წუთია ყველაფერი აღიარა.
- ჩაწერა, ალბათ, ვერ მოახერხეთ, არა?.. მობილურზე ან რამეზე?
- შიშვლები ვიდე ქით საშხაპეში, წყალი იყო მოშვებული და თან ჩურჩუ-
ლით ლაპარაკობდა.
- კითხვის დასმაც კი აღარ მინდა, - თქვა მან, - თქვენ ორნი ყველაზე უფ-
რო შე ქანებული ადამიანები ხართ, ვინც კი მინახავს - არადა, ყველანაირი მი-

438
ნახავს, საერთოდაც ეგეთ ხალხთან მაქვს საქმე მუდმივად, მაგრამ თქვენ...
- პოლიცია რას ფიქრობს?
ტანერმა ამოიოხრა.
- მათ ყველაფერი ჭამეს. მისი ნაამბობი დაუჯერებელია, მაგრამ იმაზე მე-
ტად არა, ვიდრე ჩვენი. ემი იყენებს სოციოპათების ყველაზე უფრო საიმედო
პრინციპს.
- რას გულისხმობთ?
- რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებენ.
- ერთი წუთით, ტანერ, რაღაც ხომ უნდა იყოს ხელმოსაჭიდი?
კიბისკენ წავედი იმაში დასარწმუნებლად, რომ ემი არ მისმენს. ჩურჩუ-
ლით ვლაპარაკობდით, მაგრამ მაინც. ახლა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა
ვყოფილიყავი.
- ნიკ, ყველაფერი თანამიმდევრულად უნდა განვიხილოთ. მისი ჩვენების
თანახმად, თქვენ ძალზე ცუდად იხატებით. დღიურში ყველაფერი სიმართლე
იყო, ამბობს იგი, შეშის ფარდულში ყველაფერი თქვენია, თქვენ ყველაფერი
საკრედიტო ბარათებით შეიძინეთ და მერე კი შეგრცხვათ ამისი აღიარება. ემი
კი ერთი განებირვებული პატარა მდიდარი გოგოა, საიდან უნდა სცოდნოდა
თქვენი საიდუმლო საკრედიტო ბარათების შესახებ? და, რაც მთავარია, იქ
პორნოგრაფიაა!
- მან მითხრა, რომ საერთოდ არ ყოფილა ორსულად, ეს ყველაფერი ნოელ
ჰოტორნის შარდის მეშვეობით მოაწყო.
- ო, რატომ არ თქვით ადრე? ეს მაგარი ამბავია! ნოელ ჰოტორთან უნდა
მივიდეთ.
- ნოელმა არაფერი იცის.
გავიგონე, როგორ ამოიოხრა ტელეფონ ში. არც უკითხავს, როგორ მოახერ-
ხა ეს ემიმ.
- უნდა მოვიფიქროთ, კარგად ავწონ-დავწონოთ, - თქვა ტანერმა, - იქნებ
რამე გამოჩნდეს.
- მე ვერ დავრჩები ამ სახლში, ამ მონსტრთან... მემუქრება...
- მკვლელობის მცდელობის დაბრალებით... ანტიფრიზით, კი, ვიცი. რაღაც
იყო დაკავშირებული კოქტეილებთან.
- ამის გამო ვერ დამაპატიმრებენ, არა? მითხრა, რომ შენახული აქვს ნარ-
წყევი, როგორც სამხილი. მაგრამ შეუძლიათ მათ მართლა...

439
- მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, მოდი, ნიკ, ცოტა დაწყნარდით. - თქვა
მან, - ძალიან არასასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ რა ვქნა, სხვა ვერაფერს გირ-
ჩევთ. მშვიდად იმოქმედეთ.
- დავმშვიდდე? ეს არის თქვენი რჩევა? ჩემი ერთადერთი და განუმეორებე-
ლი ადვოკატი მირჩევს მშვიდად ვიმოქმედო? თქვენი დედაც!..
ყურმილი დავახეთქე.
აუცილებლად მოვ კლავ - გავიფიქრე, - მოვ კლავ მაგ კახპას. ჩემს ოცნებებ-
ში ჩავ ყვინთე, რომლებიც გავლილი მქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში.
ამასობაში კი ემიმ არასრულფასოვნების კომპლექსი განმივითარა: ვოცნებობ-
დი, როგორ ვურტყამ ჩაქუჩს, თავს ვუხეთქავ, სანამ არ შეწყვეტს ამ სიტ ყვე-
ბის ყვირილს: „არაარაობავ, შე არარაობავ! არარაობა, არარაობა, არარაობა.
ჩემს გონებაში ვურტყამ ჩაქუჩს, სანამ არ დაემსგავსება გატეხილ სათამა-
შოს, რომელიც ბუტბუტებს: არ, არ, არ... მაგრამ ეს ბოლომდე არ მაკმაყოფი-
ლებდა, ვაცოცხლებდი და ისევ ვკლავდი, ხელებს ყელში ვუ ჭერდი, მას ყო-
ველთვის უყვარდა ჩახუტება, და ვახრჩობდი და ვახრჩობდი, ვგრძნობდი მისი
ძარღვის ფეთქვას...
- ნიკ?
მოვ ტრიალდი, კიბეზე ემი დავინახე, ღამის ხალათში გამოწყობილი, თავი
ერთ მხარეს ჰქონდა გადაწეული.
- მშვიდად იმოქმედე, ნიკ.

ემი ელიოტ-დანი დაბრუნების ღამე

ნიკი მოტრიალდა და დაინახა, იქვე ვდგავარ, შიშისგან თვალები გაუფარ-


თოვდა. ძალიანაც კარგი, რადგან მის გაშვებას არ ვაპირებ. მას შეიძლება
ეგონოს, რომ ტყუოდა, როდესაც იმ მშვენიერ სიტ ყვებს მეუბნებოდა, როცა
მეხვეწებოდა, სახლში დაბრუნდიო, მაგრამ მე ვგრძნობ განსხვავებას. ნიკს არ
შეუძლია ასე იტ ყუებოდეს. ვიცი, როდესაც ხმამაღლა თქვა ეს სიტ ყვები, მან

440
გააცნობიერა, რომ ეს სიმართლეა, რადგან შეუძლებელია, ისე გიყვარდეს ვინ-
მე, როგორც ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი, და ეს ძვალსა და რბილში არ გაგიჯ-
დეს. ასეთ სიყვარულს შეიძლება ჰქონდეს რემისია - ის ყოველთვის მზადაა
დასაბრუნებლად. მსგავსად საშინელი ავადმყოფობის, კიბოს ყველაზე ტკბი-
ლი სახესხვაობისა.
არ გსურთ დაიჯეროთ? და ამაზე რას იტ ყვით? ნიკი ცრუობდა. იგონებდა
ტყუილებს და ახმოვანებდა მათ. მაგრამ ვერ აცნობიერებდა, რას ამბობდა.
მან კარგი საქმე გააკეთა, რადგან ახლა მასთან დაბრუნება მინდა. ქალებს
ისეთი კაცები უყვართ, მან რომ გაითამაშა. და მეც მიყვარს. ასეთი კაცი მინდა
იყოს ჩემი ქმარი. ასეთ კაცს გავ ყევი ცოლად. ასეთ კაცს ვიმსახურებ.
ასე რომ, მას შეუძლია აირჩიოს, ან ნებაყოფლობით შემიყვაროს, როგორც
ეს ერთხელ უკვე გააკეთა, თუ არადა, ვაიძულებ იყოს ის კაცი, რომელსაც ცო-
ლად გავ ყევი. ყელში ამოვიდა მისი ნაბიჭვრობები.
- მშვიდად იმოქმედე, - ვუთხარი.
პატარა ბავშვსა ჰგავს. გამძვინვარებულ ბავშვს. ხელებიც კი მომუშტა.
- არა, ემი.
- შემიძლია გაგანადგურო, ნიკ.
- უკვე გამანადგურე, - ვხედავ, როგორ კანკალებს სიბრაზისგან. - ღვთის
გულისათვის, რატომ გადაწყვიტე ჩემთან დარჩენა? მე ხომ მოსაწყენი, უინტე-
რესო არარაობა ვარ. შენს დონეს ვერ ვწვდები. სულ ამას მიმეორებდი რამდე-
ნიმე წლის განმავლობაში.
- მხოლოდ იმიტომ, რომ აღარ ცდილობ, - ვეუბნები, - შენ ისეთი კარგი
იყავი ჩემ გვერდით. ჩვენ საუკეთესონი ვიყავით, როდესაც დავიწყეთ, მერე კი
შენ გაჩერდი. რატომ მოიქეცი ასე?
- გადაგიყვარე.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენ გადამიყვარე. მე და შენ, ემი, ერთად ავადმყოფური,
შხამიანი მებიუსის ლენტი ვართ... როდესაც შევხვდით და შეგ ვიყვარდა ერ-
თმანეთი, ჩვენ არ ვიყავით ის, რაც ვართ, მაგრამ როდესაც გავხდით ის, რაც
ვართ - საოცარია! - შხამით ავივსეთ. და ახლა ვცდილობთ გავანადგუროთ
ერთმანეთი ყველაზე უფრო სამარცხვინო, საზიზღარი გზით, რაც კი შესაძლე-
ბელია. ემი, შენ სინამდვილში არ გიყვარვარ. არც კი მოგწონვარ. გამეყარე. და
შეეცადე ბედნიერი იყო.

441
- მე არ მინდა გაგეყარო, ნიკ. არ მინდა. და ვფიცავარ, თუ შეეცდები მიმა-
ტოვო, ჩემს ცხოვრებას იმას მივუძღვნი, რომ ჯოჯოხეთად ვაქციო შენი ცხოვ-
რება. შენც იცი, რომ მე ეს შემიძლია.
ნიკი ბოლთის ცემას მოჰყვა - გალიაში გამოკეტილი დათვივით.
- ემი, აბა დაფიქრდი, რამდენად არ ვუხდებით ერთმანეთს, - ალბათ,
მსოფლიოში არ მოიძებნება ერთმანეთთან ესოდენ შეუთავსებელი ორი ადა-
მიანი, როგორიც ჩვენ, შემთხვევამ რომ შეახვედრა. მე გაგეყრები, ემი, თუკი
შენ არ გამეყრები.
- ნუთუ მართლა?
- მართლა გაგეყრები, ოღონდ შენც უნდა გამეყარო. ვიცი, რასაც ფიქრობ
ახლა, რომ ეს არ იქნება კარგი ფინალი შენი ამბისათვის: საოცარმა ემიმ გან-
გმირა გამტაცებელი, დაბრუნდა სახლში და...… ტრივიალური, ჩვეულებრივი
გაყრა. შენი აზრით, ამაში არაფერია ტრიუმფალური.
და მართლაც არ იყო.
- ემი, სხვა კუთხიდან შეხედე: შენი ისტორია არ არის ტრივიალური სერი-
ლების განმეორება თვითგადარჩენის თემაზე. 1992 წლის გამოშვების სე-
რიალების მსგავსი. არა! შენ გამბედავი, ენერგიული, დამოუკიდებელი ქალი
ხარ. მას მერე, რაც გამტაცებელი მოკალი, საკუთარი სახლის მოწესრიგება გა-
დაწყვიტე: იდიოტი, მოღალატე ქმრისგან უნდა გათავისუფლდე. ქალები აღ-
ფრთოვანდებიან - შენ პატარა, დამფრთხალი გოგონა კი არა ხარ, არამედ ნამ-
დვილი მებრძოლი, ბრძოლის ველზე ტყვედაც რომ არ აჰყავს მტერი. იფიქრე
ამაზე. შენც იცი, რომ მართალი ვარ: მიტევების ერა დასრულებულია. წარ-
სულს ჩაჰბარდა, აღარ არის მოდაში... გაიხსენე ყველა მოტ ყუებული ქალი:
პოლიტიკოსების ცოლები, მსახიობები... ჩვენს დროში ამას აღარ ურიგ დებიან.
ისინი აღარ ცხოვრობენ მოღალატე ქმრებთან, ეყრებიან მათ.
ნიკის მიმართ სიძულვილი მახრჩობს, როგორ ცდილობს თავი დაიძვრი-
ნოს. დღევანდელი, დილის საუბარსაც თუ ჩავთვლით უკვე სამჯერ ველაპარა-
კე ამ თემაზე და გასაგებად ვუთხარი, რომ გაყრა შეუძლებელია, მაგრამ მას
ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ამას მოახერხებს.
- და მე თუ არ გაგეყრები, შენ რა, მაინც გამეყრები? - ვეკითხები.
- არ მინდა ისეთი ცოლი მყავდეს, როგორიც შენ ხარ, ნორმალური ქალი
მინდა მყავდეს ცოლად.
ნაბიჭვარი.

442
- როგორც ვხედავ, შენ გინდა დაუბრუნდე შენს სტერეოტიპულ როლს,
უნიათო და უიღბლო ადამიანის როლს. გინდა გამექცე? არა! შენ ვერ შეძლებ
იცხოვრო საშუალო ამერიკელის ცხოვრებით, ვიღაც მოსაწყენ გოგოსთან. შენ
უკვე სცადე ეს, გახსოვს ენდი? ძალიანაც რომ ეცადო, არაფერი არ გამოგივა.
შენ გახდები ცნობილი ამერიკის მასშტაბით როგორც გარყვინილი ნაძირალა,
რომელმაც ყველაზე ძნელ მომენტში, მიატოვა გამტაცებლისა და მოძალადის
მსხვერპლი ცოლი. როგორ ფიქრობ, ნორმალური, კარგი ქალი საერთოდ მო-
გეკარება? შენთან შეიძლება მხოლოდ...
- ფსიქოპათი იყოს? შეშლილი ფსოქოპათი კახპა? - ხელს ჩემკენ იშვერს.
- ამას ნუ მეძახი.
- ფსიქოპათ კახპას?
მისთვის ყველაზე ადვილია, ეს გზა შემომთავაზოს, მაგრამ ასე ადვილად
ვერ გამექცევა.
- ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, გააზრებულად ვაკეთებ, ნიკ, - ვეუბნები -
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, წინასწარ დაგეგმილი და გაანგარიშებულია.
- შენ ხარ ახირებული, ეგოისტი, ცივსისხლიანი, ფსიქოპათი კახპა...
- შენ კი ხარ - ვეუბნები - საშუალო მონაცემების ზარმაცი, მოსაწყენი,
ლაჩარი, ქალების მიერ დაშინებული კაცი და უჩემოდ ასეთად დარჩებოდი
მუდამ. გულისამრევი ხარ. მაგრამ მე შეგ ცვალე, ჩემთან ყოფნამ შეგ ცვალა,
მართლა კაცი გახდი და ეს შენ იცი. შენს ცხოვრებაში ერთადერთხელ იყავი
შენთვის მოსაწონი კაცი, ეს მაშინ, როცა ცდილობდი ისეთი ყოფილიყავი, რო-
გორიც მე მომეწონებოდა. უჩემოდ კი? მამაშენს დაემსგავსები.
- ეგეთ რაღაცას ნუ მეუბნები, ემი! - უნებურად ხელები მომუშტა.
- როგორ ფიქრობ, მისთვის ქალს არ მიუყენებია ისეთივე ტკივილი, რო-
გორსაც მე შენ გაყენებ? - ამას ვამბობ ჩემი „მფარველობითი“ ხმით, თითქოს
პატარა ლეკვს ველაპარაკები. - როგორ ფიქრობ, მას არ მიაჩნდა, რომ უკეთეს
ქალს იმსახურებს, როგორც შენ გგონია? როგორ ფიქრობ, დედაშენი მისი პირ-
ველი სიყვარული იყო? როგორ გგონია, რატომ ვერ გიტანდათ ასე ძლიერად
თქვენ ყველას?
მომიბრუნდა და მომახალა:
- მოკეტე, ემი!
- დაფიქრდი, ნიკ, შენ ხომ იცი, რომ მართალი ვარ. რომც იპოვო ჩვეულებ-
რივი, კარგი გოგო, მაინც მე გაგახსენდები ყოველდღე. მითხარი, რომ ამას არ
იზამ.

443
- არ ვიზამ.
- რა სწრაფად დაივიწყე შენი პატარა მოხერხებული ენდი, როგორც კი
იფიქრე, რომ მე ისევ მიყვარხარ? - ეს ვუთხარი პატარა საწყალი გოგოს ხმით.
ქვედა ტუჩიც კი გადმოვაბრუნე. - ერთი სასიყვარულო ბარათი, ძვირფასო?
ერთმა სასიყვარულო ბარათმა გააკეთა ეს? თუ ორმა? ორი ბარათი იმის შესა-
ხებ, რომ მიყვარხარ და მინდა აღვადგინო შენთან ურთიერთობა და მიმაჩნია,
რომ ხარ საუკეთესო, მიუხედავად ყველაფრისა, ასე არ იყო? „შენ ხარ გონება-
მახვილი, შენ ხარ თბილი, შენ ხარ შესანიშნავი“ შენ მგრძნობიარე ხარ. შენ
რა, გგონია, ამის შემდეგ შეგიძლია ჩვეულებრივი ადამიანი გახდე? შენ იპოვი
კარგ გოგოს, მაგრამ მაინც იფიქრებ ჩემზე და დაუკმაყოფილებელი იქნები, ამ
შენს მოსაწყენ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში გამოკეტილი, შენი ჩვეულებრივი
ცოლით და ორი ჩვეულებრივი შვილით. შენ იფიქრებ ჩემზე, მერე შეხედავ
შენს ცოლს და გაიფიქრებ: „ჩლუნგი კახპა“.
- მოკეტე, ემი, მოკეტე!
- უბრალოდ მამაშენსა ჰგავხარ, ჩვენ ყველანი კახპები ვართ, ბოლოს და
ბოლოს, ასე არ არის ნიკ? ჩლუნგი კახპა, ფსიქოპათი კახპა.
მკლავზე ხელს მკიდებს და მაგრად მქაჩავს.
- მე ის კახპა ვარ, რომელიც გეხმარება უკეთესი იყო, ნიკ.
ნიკი ხმას აღარ იღებს. მთელი ძალები იმაზე მისდის, რომ თავი შეიკავოს
და არ მეცეს. თვალებში ცრემლი უდგას. ცახცახებს.
- მე ვარ ის კახპა, რომელმაც კაცად გაქცია.
ამ სიტ ყვების შემდეგ კი ყელში მწვდა.

ნიკ დანი დაბრუნების ღამე

როგორც იქნა, ვიგრძენი, როგორ ფეთქავს მისი კისრის ძარღვი ჩემს ხელ-
ში, როგორც უამრავჯერ წარმომედგინა. მთელი ძალით მოვუ ჭირე ხელი და

444
იატაკზე დავაგ დე. ემი მკლავებს მიკაწრავდა და ხრიალებდა. დაახლოებით
ათი წამი ორივე მუხლებზე ვიყავით პირისპირ, გეგონება, ვლოცულობთო.
შე დამპალო, ფსიქოპათო კახპა!
ცრემლი ნიკაპზე ჩამომიგორდა და იატაკზე დაეცა.
შე მკვლელო, ტვინის მჭამელო, ბოროტო, ფსიქოპათო კახპა!
ემის ნათელ ლურჯ თვალებს პირდაპირ ჩავ ყურებდი, ერთხელაც არ
დაუხამხამებია.
უცებ თითქოს თავში რაღაცა ამიფეთქდაო, თეთრი სინათლე დავინახე
რომელმაც დამაბრმავა, „ემი რომ მოვ კლა, ვინ გამოვდივარ?“
თვალებში თეთრი სინათლე ამიფეთქდა. ცოლს ხელი ვუშვი, თითქოს გა-
ვარვარებული რკინააო.
იატაკზე დაჯდა, ქოშინი და ხველა აუტ ყდა, ღრმად სუნთქავდა; როდესაც
სუნთქვა აღიდგინა, რაღაც უცნაური ხმით ალაპარაკდა, რაღაც უცნაური,
თითქმის ეროტიული წაკივლებით.
ვინ ვიქნები მაშინ? ეს არ იყო რიტორიკული კითხვა. მასზე არ შეიძლება
მაღალფარდოვნად უპასუხო: შენ იქნები მკვლელი ნიკ, შენ გახდები ისეთივე
ცუდი, როგორიც ემია. შენ გახდები ის, რასაც ყველა ფიქრობს შენზე. არა, სი-
ნამდვილეში ეს კითხვა გულში მირტყამდა, ვინ ვიქნები ემის გარეშე? რადგან
მან სიმართლე მითხრა - რადგან, როდესაც მიყვარდა, სწორედ მაშინ ვიყავი
ნამდვილი კაცი. ემის მხოლოდ შვიდი წელია ვიცნობ, მაგრამ ცხოვრება მის
გარეშე არ შემიძლია, რადგან ორდინარულ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდები.
ეს მანამდეც ვიცოდი, სანამ ამას მეტ ყოდა. წარმოვიდგინე ჩემი თავი ნორმა-
ლური ქალის გვერდით, ჩვეულებრივი ნორმალური კარგი გოგოს გვერდით.
როგორ ვუყვები ემიზე, როგორ დამსაჯა ცოლმა, მერე კი დამიბრუნდა,
ჩვეულებრივი ქალი კი პასუხად რაღაც ბანალურ სიტ ყვებს ბუტბუტებს და მე
უკვე ვიცი, რომ გულის სიღრმეში ვიფიქრებ: შენ ჩემ გამო არავინ არასოდეს
მოგიკლავს, არასოდეს შეგიქმნივარ „მე“. შენ არც კი იცი, როგორ დაიწყო ის,
რაც ემიმ გააკეთა. შენ ასე ვერასოდეს იზრუნებ ჩემზე. განებივრებული დედი-
კოს ბიჭი ვერასდროს იქნება ნორმალურ ქალთან და ძალიან მალე აღარ მო-
ეჩვენება ნორმალურად, არამედ მის თვალებში დაეცემა და მის გონებასა და
გულში მამამისის ხმას გაიგონებს: „ჩლუნგი კახპა“. და ეს ხმა აღარასოდეს და-
დუმდება.
ემი სრულიად მართალი იყო.
ასე რომ, შესაძლოა, ჩემთვის გამოსავალი არც არსებობდა.

445
ემი საწამლავია, მაგრამ მე მაინც ვერ წარმოვიდგენ თავს მის გარეშე. ვინ
ვიქნები, თუ ემი უბრალოდ წავა? არა, მე გამოსავალი არ მაქვს, სხვა არაფერი
მაინტერესებს, მაგრამ ემი უნდა მოვარჯულო. ემი ციხეში, აი კარგი დასასრუ-
ლია მისთვის. ჩაკეტილ ყუთში, საიდანაც მე ვერ მომ წვდება, მაგრამ სადაც
შემეძლება, დროდადრო ვინახულო, ან ყოველ შემთხვევაში, წარმოვიდგინო
მაინც. ახლობელი გული, რომელიც სადღაც ძგერს.
მე უნდა გავუშვა იქ. ეს ჩემი ვალია. როგორც ემიმ ხელი შეუწყო იმას, რომ
მე უკეთესი გავმხდარიყავი, მე კი დავუშვი, რომ ემი ჭკუიდან გადასულიყო.
ამქვეყნად არსებობს მილიონი მამაკაცი, რომლებიც დათანხმდებოდნენ უყ-
ვარდეთ, პატივს სცემდნენ და ემორჩილებოდნენ ემის, და ამის გამო თავს ბედ-
ნიერად ჩათვლიდნენ. ნამდვილი თავდარწმუნებული მამაკაცები არ აიძუ-
ლებდნენ მას ეთამაშა სხვისი როლი, არამედ მიიღებდნენ ისეთს, როგორიც
არის: სრულყოფილს, მტკიცეს, მომთხოვნს, ჭკვიანს, მომხიბლავს, მტაცებელს,
მანიაკურად ეგოცენტრიკულს.
ეს მამაკაცები გაგიჟდებოდნენ ემიზე.
ამ მამაკაცების ხელში ემი ნორმალური დარჩებოდა.
ემის ამბავი შეიძლება მილიონნაირად განვითარებულიყო, მაგრამ ის მე
შემხვდა და ბევრი ცუდი რაღაც მოხდა. მოხდა იმაზე უფრო უარესი, ვიდრე
შეიძლება მომხდარიყო. და მაშასადამე, სწორედ მე უნდა შევაჩერო იგი.
კი არ უნდა მოვ კლა, უნდა შევაჩერო.
ჩავსვა ემი თავისი ერთ-ერთ ყუთში.

ემი ელიოტ-დანი მეხუთე დღე დაბრუნების


შემდეგ

ახლა მე ზუსტად ვიცი, რომ ფრთხილად უნდა ვიყო ნიკთან, ის იმდენად


მორჯულებული აღარ არის, როგორიც იყო. ელექტრომოწყობილობასა ჰგავს,

446
თითქოს ჩამრთველი გადასწიესო, მე ეს მომ წონს. მაგრამ მაინც წინასწარი
ზომები უნდა მივიღო. უფრო სწორად, გვჭირდება ერთი, მაგრამ საიმედო
პროფილაქტიკური ზომა.
დრო დამჭირდება ამის მოსამზადებლად, მაგრამ ყველაფერი წინასწარ
მაქვს გათვლილი, მანამდე კი უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ურთიერთობის აღდგენა-
ზე, დავიწყოთ ფასადით. ჩვენ გვექნება ბედნიერი ოჯახი, თუკი ეს მას ბოლოს
მოუღებს.
- უნდა შეეცადო, თავიდან შემიყვარო, - ვუთხარი. იმ დღის შემდეგ, როცა
კინაღამ დამახრჩო. ეს ნიკის ოცდამეთხუთმეტე დაბადების დღე იყო, მაგრამ
მას არაფერი უხსენებია, ჩემს ქმარს საკმარისი საჩუქრები შეხვდა ჩემგან.
- მე შენ გპატიობ გუშინდელ ღამეს, - ვუთხარი - ჩვენ ორივე საშინელი
სტრესის ქვეშ ვართ, მაგრამ ახლა უნდა შეეცადო ყველაფერი თავიდან დაიწ-
ყო.
- ვიცი.
- ახლა ყველაფერი სხვანაირად უნდა იყოს. - ვეუბნები.
- ვიცი. - იმეორებს.
სინამდვილეში არაფერიც არ იცის, მაგრამ მალე გაიგებს.
ჩემი მშობლები ყოველდღე მოდიან ჩემთან. რენდი, მერიბეთი და ნიკი უბ-
რალოდ თავს მევლებიან, ყურადღებას არ მაკლებენ. ბალიშები, ყოველი მათ-
განი ცდილობს ბალიშები შემომთავაზოს. რაღაცა მასობრივი ფსიქოზის
მსგავსია, ფიქრობენ, რომ გაუპატიურებისა და მუცლის მოშლის შემდეგ ავად-
მყოფურად მგრძნობიარე გავხდი, სამუდამოდ. მათ თვალში ბეღურასავით
სუსტი ვარ. სულს მიბერავენ, ოღონდ რამე არ მომივიდეს. ფეხებს ვდებ ყბადა-
ღებულ ოტომანზე, ფრთხილად ვდგამ ფეხს სამზარეულოს იატაკზე, სადაც ჩე-
მი სისხლი დაიღვარა. უაღრესად სათუთად მეპყრობიან. მაგრამ მე უცნაურად
ვნერვიულობ, როცა ნიკი ვიღაც უცხოს ელაპარაკება - ისეთი განცდა მაქვს,
რომ საცაა ყველაფერს მოუყვება. - ისეა, თითქოს ფილტვები გასკდომაზე
აქვს სიტ ყვებისგან, ჩემი მისამართით რომ უნდა თქვას, წყელვა-კრულვის
სიტ ყვებისგან.
კარგად ვაცნობიერებ, რომ ნიკი მჭირდება. ნიკი მჭირდება ჩემი ამბავი მაქ-
სიმალურად დამაჯერებელი რომ იყოს. ამისთვის ჩემმა ქმარმა არ უნდა დამა-
დანაშაულოს და არ აღშფოთდეს, არამედ უნდა აღიაროს, რომ ყველაფერი
თავისი საკრედიტო ბარათებით იყიდა და შეშის ფარდულში დამალა. ასევე,
რომ მან გააკეთა დაზღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენების ჩემეული

447
ვერსიის მიმართ ეჭვები გაჩნდება. მხოლოდ რამდენიმე სუსტი წერტილი
მაქვს, და ერთ-ერთი სუსტი წერტილია ხალხი. პოლიცია და ფედერალური გა-
მოძიების ბიურო ჩემს სიტ ყვებს ამოწმებს. ვიცი, ბონი სიამოვნებით დამაპა-
ტიმრებდა, მაგრამ მათ თავიდან ისეთი სისულეები გააკეთეს, ისეთ ბრიყვებად
გამოჩნდნენ, რომ ახლა ვეღარ ბედავენ, ხელი მახლონ აშკარა სამხილის გარე-
შე. და მათ არც ექნებათ სამხილი. ერთადერთი, მათ ნიკის ჩვენებები აქვთ,
რომელიც იფიცებს, არაფერში არ ვარ დამნაშავეო, მაგრამ ჩემს ბრალდებას-
თან შედარებით, მის სიტ ყვებს ძალა არ აქვთ. იმისთვისაც მოვემზადე, რომ
ჩემი ოზარკელი მეგობრები გრეტა და ჯეფი გამოჩნდებიან და ხმაურს ატეხენ,
პოპულარობის ან ფულის საშოვნელად: პოლიციელს ვუთხარი, რომ დესის
პირდაპირ თავის სახლში ტბაზე არ მივუყვანივარ; ვუთხარი, რომ რამდენიმე
ოთახში მამყოფა ნარკოტიკებით გაბანგული, რაღაც ოთახში, შესაძლოა; მო-
ტელის ნომერში? ან იქნებ რამე ბინაში? დარწმუნებული არ ვარ, ყველაფერი
ძალიან ბუნდოვნად მახსოვს. საშინლად დამფრთხალი ვიყავი. როგორც იცით,
დასაძინებელ აბებს მასმევდა. თუ ჯეფი და გრეტა მაინც გამოჩნდებიან და პო-
ლიციას დაარწმუნებენ, ექსპერტიზა ჩაატარონ ოზარკის მოტელში და ჩემს
თითის ანაბეჭდს ანდა თმის ღერს იპოვიან, ეს მხოლოდ დაადასტურებს ჩემს
ნათქვამს. დანარჩენი კი უკვე მათი გამონაგონი იქნება. ასე რომ, ნიკი ერთა-
დერთი პრობლემაა, მაგრამ მალე ჩემს მხარეზე გადმოვიყვან. ძალიან ფრთხი-
ლად ვმოქმედებდი და სხვა არანაირი სამხილი არ დამიტოვებია. პოლიციამ
შეიძლება არც დამიჯეროს ბოლომდე, მაგრამ ვერაფერს გააკეთებს. ამას
ვხვდები ბონის გაავებული ინტონაციის მიხედვით, ის არ ისვენებს და ცდი-
ლობს დამატებითი სამხილი იპოვოს, მაგრამ რაც მეტად ეცდება, ხალხი მით
მეტად შეაქცევს ზურგს. ის უკვე ჰგავს ფანატიკოსს, რომელიც შეპყრობილია
შეთქმულების თეორიებით, რომელიც არავის არ უსმენს და ჯიუტად აგრძე-
ლებს აკვიატებულ ძიებას.
მაგრამ გამოძიება სინამდვილეში ნელ-ნელა ძალას კარგავს. „საოცარი
ემი“ კი, პირიქით, უფრო და უფრო ძლიერდება, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხ-
სნაო. ჩემს მშობლებს გამომცემელმა გაუგზავნა თხოვნა, დაწერონ კიდევ ერ-
თი წიგნი და თანხმობაც მიიღო ერთობ მსუყე ჰონორარის სანაცვლოდ. უკვე
მერამდენედ უნდა ამომ წოვონ ჩემი ფსიქიკური ენერგია, რომ ფული იშოვონ.
კართაგენი ამ დილას დატოვეს. თქვეს, რომ ასე უკეთესი იქნება ნიკისთვის და
ჩემთვის, ზუსტად ამ თანამიმდევრობით. იმისთვის, რომ მარტო დავრჩეთ,
რადგან დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ მე კი ვიცი სიმართლე. მათ მუ-

448
შაობის დაწყება ეჩქარებათ. მითხრეს, რომ შეეცდებიან მიაგნონ „სწორ ინტო-
ნაციას“ და ამ ინტონაციით განაცხადონ: ჩვენი ქალიშვილი გაიტაცა და მრა-
ვალჯერ გააუპატიურა მონსტრმა, რომელსაც მან შემდეგ ყელი გამოსჭრა.
ჩვენ კი სულაც არ გვინდა ამაზე ფულის კეთება. სრულიადაც არ მაწუხებს,
როგორ აპირებენ ისინი აღადგინონ თავიანთი სამყარო, რადგან ყოველდღე
მირეკავენ და მთავაზობენ, მე თვითონ აღვწერო რაც თავს გადამხადა. ეს ჩემი
ამბავია: ჩემი, ჩემი, ჩემი! მე უბრალოდ უნდა ავარჩიო ყველაზე სარფიანი წი-
ნადადება და წერა დავიწყო. და კიდევ უნდა შევუთანხმდე ნიკს, თუ როგორ
დამთავრდება ეს ამბავი. დამთავრება ბედნიერად. ვიცი, ნიკს ჯერჯერობით არ
ვუყვარვარ, მაგრამ აუცილებლად შევუყვარდები. მჯერა, რომ ამას მივაღწევ.
ეცადე, სანამ არ მიაღწევ, ასე არ ამბობენ? ჯერჯერობით ისე იქცევა, როგორც
ძველი ნიკი, და მე კი ვიქცევი, როგორც ძველი ემი, იმდროინდელი, როცა ბედ-
ნიერები ვიყავით. როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცნობდით ერთმანეთს ისე კარ-
გად, როგორც ახლა ვიცნობთ.
გუშინ უკანა პარმაღზე ვიდე ქი, და განთიადს ვუყურებდი. უცნაურად გრი-
ლი აგ ვისტოს დილა იყო და, როდესაც მოვიხედე, დავინახე ნიკი სამზა-
რეულოს ფანჯრიდან გამომცდელად მიყურებს, ხელში ყავის დიდი ფინჯანი
უჭირავს. „გინდა ყავა?“ თავი დავუქნიე. მალე ჩემ გვერდით იდგა, ერთად
ვსვამდით ყავას, ვსუნთქავდით ბალახის სურნელით სავსე ჰაერს, ვუყურებ-
დით მდინარის დინებას და თავს ნორმალურად, კარგად ვგრძნობდი.
ნიკი ჯერაც არ წვება ჩემთან. იძინებს სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახ-
ში, პირველ სართულზე, თანაც კარს შიგნიდან კეტავს. მაგრამ ერთხელაც მე
მას მოულოდენლად გამოვიჭერ, და ღამით ჩემს ლოგინ ში აღმოჩნდება.
შუაღამისას მისკენ მივ ტრიალდები, დავაც ქერდები, ხელებს სუროსავით შე-
მოვხვევ. და ის სამუდამოდ ჩემი გახდება.

ნიკ დანი ერთი თვე დაბრუნებიდან

449
ემი დარწმუნებულია, რომ სიტუაციას აკონტროლებს, მაგრამ ძალიანაც
ცდება, ან, უფრო სწორად, ერთხელაც შეცდება. ბონი, გო და მე ერთად ვმუშა-
ობთ. არც პოლიცია, არც ფედერალური გამოძიების ბიურო მეტ ინტერესს
აღარ იჩენს, მაგრამ გუშინ ბონიმ უეცრად დამირეკა. თავიდან არც მითხრა,
ვინ იყო, თითქოს ძველი მეგობრები ვართ, და შემომთავაზა, ჭიქა ყავა ხომ არ
დაგ ველიაო? გოს გავუარე და ბონის შევხვდი „ფენქეიქ ჰაუსში“. ბონი ცალკე
კუპეში გველოდებოდა. როცა შევედით, წამოდგა და სუსტად გაგ ვიღიმა. ჟურ-
ნალისტებმა მას ცუდი დღე აყარეს. ჩვენ უხერხულად ვიგრძენით თავი, არ ვი-
ცოდით, ხელი ჩამოგ ვერთვა თუ ძველი მეგობრებივით გადაგ ვეკოცნა. ბონიმ
უბრალოდ თავი დაგ ვიქნია.
სანამ შეკვეთას მოგ ვიტანდნენ, მითხრა:
- ერთი 13 წლის ქალიშვილი მყავს, სახელად, მია. მია ჰემის (მია ჰამმ,
ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი ქალი, აშშ-ის ეროვნული ნაკრების თავ-
დამსხმელი. საერთაშორისო მატჩებში გატანილი აქვს 158 გოლი, რაც რე-
კორდს წარმოადგენს, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ფეხბურთში. -
მთარგმნ. შენიშვნ.) პატივსაცემად. იმ დღეს დაიბადა, როცა მან მსოფლიო თა-
სი მოიგო. მოკლედ, ესაა ჩემი ქალიშვილი.
გაოცებისგან წარბები ავზიდე:
- რა საინტერესოა, განაგრძეთ.
- თქვენ ერთხელ მკითხეთ და მე არ გიპასუხეთ... უხეშად მოვიქეცი. დარ-
წმუნებული ვიყავი, უდანაშაულო ხართ, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ მკვლე-
ლი ხართ, ამიტომ შევშინდი. ბრიყვულად მოვიქეცი. ჩემი ქალიშვილის სახე-
ლიც კი არ გითხარით.
მან თერმოსიდან ყავა დაგ ვისხა.
- ასე რომ, მია ჰქვია, - თქვა მან.
- კარგი, დიდი მადლობა, - ვუთხარი.
- არა, მე ვგულისხმობ... არა, რა სისულელეა... - ბონიმ ღრმად ამოისუნ-
თქა, შუბლზე ჩამოშვებული თმა აუფრიალდა. - მე ვგულისხმობ: ვიცი, ემიმ
ყველაფერი მოგიწყოთ. მან მოკლა დესი კოლინგსი. ვიცი ეს. მაგრამ ვერ ვამ-
ტკიცებ.
- და სხვები რას აკეთებენ ამ დროს, როდესაც თქვენ საქმეს იძიებთ? -
იკითხა გომ.
- საქმე დახურულია. ყველაფერი თვითდინებით მიდის. გილპინს ეს სავსე-
ბით აწყობს. ხელმძღვანელობისგან მივიღე მითითება: ამ სიბინძურეში ხელის

450
ფათურს მოვრჩე. გავჩერდე. მასმედიაში ისედაც პროვინციელი იდიოტებივით
გამოვჩნდით. ნიკ, თქვენი დახმარების გარეშეე ვერაფერს ვიზამ. შეგიძლიათ
რამე მითხრათ?
მხრები ავიჩეჩე.
- რაც ვიცი, ის თქვენც იცით. ემი ყველაფერში გამომიტ ყდა, მაგრამ...
- ემიმ ყველაფერი აღიარა? - იკითხა ბონიმ, - რა მაგარია, ნიკ! მოდი, ჩავი-
წეროთ...
- არ გამოდის. არა. ყველაფერი გათვლილი აქვს. მინდა ვთქვა, რომ კარ-
გად იცნობს პოლიციის მეთოდებს. მეტისმეტად ჭკვიანია, ყველაფერს წინას-
წარ სწავლობს, რონდა.
დეტექტივმა ხასხასა ლურჯი ფერის სიროფი თავის თეფშზე ვაფლს მოას-
ხა.
- ჭკუიდან გადავდივარ, რონდას როცა მეძახით.
- ყველაფერს წინასწარ სწავლობს, მისის დეტექტივო ბონი.
ისევ აიჩეჩა თმა, ამოსუნთქვის გამო. მოკბიჩა ბლინი.

- მე ამ საქმისთვის ერთ მიკროფონსაც არ მომცემენ.


- ერთი წუთით, მეგობრებო! - ჩაერია გო, - ნიკ, რატომ ჩერდები იმ სახ-
ლში, თუკი ვერაფერს აკეთებ?
- ამას დრო სჭირდება, გო, ისევ უნდა მოვიპოვო მისი ნდობა. თუკი ისევ
დამელაპარაკება გულახდილად, როდესაც აბაზანაში არ ვიქნებით შიშვლე-
ბი...
ბონიმ თვალები მოიფშვნიტა და გოს მიმართა:
- აღარც ვიცი, უნდა ვიკითხო დეტალები თუ არა?
- ისინი საუბრობენ სააბაზანოში შესულები, თანაც წყალი მოშვებულია, -
მიუგო გომ, - მიკროფონი იქ შეგიძლიათ დამალოთ?

- ჩურჩულით მელაპარაკება, ზედ წყალმოშვებულ შხაპთან, - ვთქვი.


- მართლაც ყველაფერი შეუსწავლია, - ჩაილაპარაკა ბონიმ, - ნამდვილად.
მე ის მანქანა შევამოწმე, დესის „იაგუარი“. საბარგული, სადაც, როგორც თვი-
თონ ამტკიცებს, დესიმ ჩააგ დო გატაცებისას. ვიფიქრე, იქ მისი არანაირი კვა-
ლი არ იქნებოდა და ტყუილზე გამოვიჭერდით. თურმე ჩაწოლილა საბარგულ-
ში, ნიკ. მაძებარმა ძაღლებმა იყნოსეს მისი სუნი. და სამი ქერა, გრძელი თმის
ღერიც ვიპოვეთ. სანამ თმას დაიმოკლებდა. როგორ მოახერა ეს...

451
- წინასწარ გათვალა. დარწმუნებული ვარ, მოჭრილი თმა შეინახა, რომ
გამოეყენებინა, როცა დასჭირდებოდა.
- ო, ღმერთო! შეგიძლიათ ასეთი ქალის საკუთარ დედად წარმოდგენა? ვე-
რაფრით მოატ ყუებ, ყოველთვის სამი ნაბიჯით შენზე წინაა...
- ბონი, და წარმოგიდგენიათ, როგორია, როდესაც ასეთი ქალი ცოლადა
გ ყავს?..
- რაღაცაში ჩაიჭრება, - თქვა ბონიმ, - რაღაც მომენტში ჩაიჭრება. …
- არა, - ვეუბნები, - და უბრალოდ რომ მივცე მის წინაააღმდეგ ჩვენება?
- თქვენ არავინ გენდობათ, - მითხრა ბონიმ, - თქვენ მიმართ ნდობაც ემი-
ზეა დამოკიდებული. მან ერთი ხელის მოსმით გაგამართლათ და, ასევე, ერთი
ხელის მოსმით შეუძლია გაგანადგუროთ. თუკი ანტიფრიზის შესახებ მოჰყვე-
ბა...
- ნარწყევი უნდა ვიპოვო, - ვთქვი მე - თუ ვიპოვი და ემის ტყუილებზე გა-
მოვიჭერთ...
- კიდევ ერთხელ უნდა გადავიკითხოთ დღიური, - თქვა გომ, - შვიდი წელი
აწარმოებდა, რაღაც შეუსაბამობები აუცილებლად იქნება.
- ჩვენ ვთხოვეთ რენდსა და მერიბეთს დღიური წაეკითხათ, იქნებ რაღაც
უცნაურად მოსჩვენებოდათ, - თქვა ბონიმ - და, აბა, გამოიცანით რა გვიპასუ-
ხეს? ვიფიქრე, მერიბეთი თვალების ამოთხრას მიპირებს-მეთქი.
- და რას იტ ყვით ჟაკლინ კოლინგსზე, ტომი ო’ჰარაზე ან ჰილარი ჰენდიზე?
ისინი ყველანი იცნობდნენ ნამდვილ ემის, რაღაცით შეგ ვიძლია დაგ ვეხმარონ.
ბონიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
- დამიჯერეთ, ეს არ იქნება საკმარისი. მათი ნდობა მიზერულია ემის ნდო-
ბასთან შედარებით. ეს საზოგადოებრივი აზრია, მაგრამ ამჟამად პოლიცია
მხოლოდ საზოგადოებრივ აზრს უყურებს და მეტს არაფერს.
მართალიც იყო, ჟაკლინ კოლინგსი რამდენიმე საკაბელო არხზე გამოჩნდა,
სადაც ამტკიცებდა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ყოველთვის კარგად იწ-
ყებდა, მაგრამ, როგორც წესი, დედობრივი სიყვარული მის წინააღმდეგ ტრი-
ალდებოდა. გარკვეული ხნის მერე, მას ყველა აღიქვამდა, როგორც გაუბედუ-
რებულ დედას, რომელსაც არ ძალუძს დაიჯეროს საკუთარი ვაჟის დანა-
შაული, და რაც უფრო მეტად ეცოდებოდათ იგი, მით უფრო მეტად ყვიროდა
და ბრაზდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჟაკლინმა სრულიად დაკარგა მაყურებ-
ლების სიმპათია, ძალზე სწრაფად ჩამოწერეს. ტომი ო’ჰარამ და ჰილარი ჰენ-
დიმ მომმართეს, ემის დაუსჯელობით აღშფოთებულებმა - შემომთავაზეს სა-

452
ჯაროდ გამოსულიყვნენ და მოეთხროთ საკუთარი წარსული, თუმცა, არავის
უნდოდა მათი მოსმენა, რადგან საზოგადოებისთვის ისინი ფსიქიკურად
გაუწონასწორებელი არარაობები იყვნენ. „გამაგრდით“ ვეუბნებოდი მათ, - გა-
მარჯვება წინ გვაქვს. ჰილარი და ტომი, ჟაკლინი და ბონი, გო და მე, ჩვენი
დროც მოვა, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ მჯერა ამისი.
- იქნებ ენდი ჩვენს მხარეს გადმოვიბიროთ? - შევთავაზე. - დაგ ვიმოწ მოს,
რომ ყველა იმ ადგილას, სადაც ემიმ დამალა მინიშნება, მე და ენდის სექსი
გვქონდა. პუბლიკას უყვარს ენდი, დაუჯერებენ.
ემის გამოჩენის შემდეგ ენდის თავისი ჩვეული სიცოცხლის სიყვარული და-
უბრუნდა. მის შესახებ ამბებს შემთხვევით ვიგებდი ყვითელი პრესიდან. გარ-
და ამისა, ვიცოდი, რომ ხვდება თავისი ასაკის ახალგაზრდა კაცს, სიმპათიურ,
გაბურძგნილთმიან, მუდმივად ყურსასმენიან ყმაწვილს. ერთად კარგად გა-
მოიყურებოდნენ, ახალგაზრდები და ჯანმრთელები. პრესა მათზე გიჟდებოდა.
საუკეთესო სათაური იყო: „ენდი ჰარდიმ იპოვა თავისი სიყვარული!“ ეს იყო
1938 წლის მიკი რუნის მ(მიც კეყ ღოონეყ, ცნობილი ამერიკელი მსახიობი,
ხშირად ყოჩაღი ახალგაზრდის როლს ასრულებდა. - მთარგმნ. შენიშვნ,) ფილ-
მის ალუზია - თუმცა ამ ალუზიას მხოლოდ ოციოდე კაცი თუ მიხვდებოდა.
ტექსტური შეტ ყობინება გავუგზავნე: „ვწუხვარ. ყველაფრის გამო.“ არ მიპა-
სუხა. მაგრამ მართლა სულითა და გულით მსურდა მისთვის სიკეთე.
- დამთხვევააო, - ბონიმ მხრები აიჩეჩა, - ვგულისხმობ, რომ უცნაური
დამთხვევაა... მხოლოდ, ეს არ არის საკმარისი, რომ წინ წავიდეთ. მით უმე-
ტეს, როცა ასეთი გან წყობა აქვს საზოგადოებას. ნიკ, უნდა აიძულოთ თქვენი
ცოლი, თქვას რაღაც, ჩვენთვის საჭირო, გესმით? ჩვენი ერთადერთი იმედი
ხართ.
გომ ყავის ფინჯანი ხმაურით დადგა.
- აი, გისმენთ და ყურებს ვერ ვუჯერებ, - თქვა მან - მე არ მინდა, ნიკ, რომ
იმ სახლში ცხოვრობდე, საერთოდ. შენ არ ხარ პოლიციელი, რომელიც დამა-
ტებით დაცვის ქვეშაა. ეს შენი საქმე არ არის. შენ ცხოვრობ მკვლელთან ერთ
ჭერქვეშ. წამოდი, მაგის დედაც... დიდი ბოდიში, მაგრამ ვის ანაღვლებს, მან
რომ დესი მოკლა? არ მინდა, შენც მოგ კლას. ერთ დღესაც ყელი მიგეწვება, და
შემდეგ გავიგებთ, რომ თურმე სახურავიდან გადმოვარდი ან რაღაც მაგის
მსგავსი. წამოდი იქიდან.
- არა, ჯერ ვერ წამოვალ. და არც გამომიშვებს, მეტისმეტად მოსწონს ეს
თამაში.

453
- შენ კიდევ, მის თამაშს ნუ თამაშობ.
არადა, არ შემიძლია სხვაგ ვარად. მე ხომ უფრო და უფრო უკეთ გამომდის
ეს თამაში. მე მის გვერდით ვიქნები მანამ, სანამ რამეში არ გამოვიჭერ. ერთა-
დერთი ვარ, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს. ერთ მშვენიერ დღეს, ადრე თუ გვი-
ან, ემის რაღაც წამოსცდება და ამას გამოვიყენებ. ერთი კვირის წინ, ჩვენს სა-
ძინებელ ოთახში გადავედი. არ გვქონია სექსი, ვცდილობთ, არც კი შევეხოთ
ერთმანეთს, მაგრამ ერთ ლოგინ ში გვძინავს, როგორც კანონიერ ქმარსა და
ცოლს, რაც ემის ყურადღებას ადუნებს. ზოგჯერ მის კულულს ხელზე ვიხვევ
და ვქაჩავ, თითქოს ზარს ვრეკავო, ეს ორივეს მოგ ვწონს და ეს არის სწორედ
პრობლემა.
ჩვენ ისე გვიჭირავს თავი, თითქოს ერთმანეთი გვიყვარს: ვაკეთებთ იმას,
რასაც ვაკეთებდით მაშინ, როცა შეყვარებულები გახლდით, და ჩვენი ურთი-
ერთობა მართლაც ჰგავს სიყვარულს, რადგან ჩვენს როლებს კარგად ვასრუ-
ლებთ. ჩვენი ოჯახის ადრეული პერიოდის რომანტიკა ისევე აღდგა, კუნთის
მეხსიერებასავით. როდესაც მავიწყდება, და ზოგჯერ მცირე ხნით მავიწყდება
ხოლმე, ვინ არის ჩემი ცოლი, ასეთ მომენტებში მსიამოვნებს მასთან ურთიერ-
თობა. ანდა, იმ ადამიანთან, ვის როლსაც თამაშობს. თვით ის ფაქ ტი, რომ ჩე-
მი ცოლი მკვლელია, ზოგჯერ მეტად სახალისო მეჩვენება. გინდათ მაგალითი
მოგიყვანოთ? ერთ მშვენიერ საღამოს, როგორც კარგ ძველ დროს, კიბორჩხა-
ლას განსახიერება დავიწყე, ემი კი თამაშობდა, ვითომ მიჭერს, გამოვიდა
სკეტჩი „ენი ჰოლის“ („ანნიე ჰალლ“ - ვუდი ალენის კომედიური ფილმი. -
მთარგმნ. შენიშვნ.) სტილში და ეს იმდენად მშვენიერი იყო, რამდენადაც შე-
საძლებელია, და ერთი წამით ოთახიდან გასვლაც კი დამჭირდა. გულს ბაგა-
ბუგი გაჰქონდა. საკუთარ თავს ვუმეორებდი მანტრასავით: „ემიმ მოკლა კაცი,
და მეც მომკლავს, თუ არ ვიქნები ძალიან, ძალიან ყურადღებით“. ჩემი ცოლი,
ასეთი მხიარული, ასეთი ლამაზი, მკვლელია. და მეც გამისწორდება, თუკი რა-
ღაცით გავანაწყენებ. და მაშინ მივხვდი, - მეშინია საკუთარ სახლში დარჩე-
ნის. მაგალითად, როდესაც სენდვიჩს ვიკეთებდი სამზარეულოში და დანის პი-
რიდან არაქისის კარაქი ავლოკე, უცებ დავინახე, ფეხისწვერებზე მომეპარა
და შიშისგან შევცბი, მე ნიკ დანი, რომელსაც მჩვევია წვრილმანები დავივიწ-
ყო, ახლა გონებაში წინასწარ ვიმეორებ ყოველ ფრაზას, სანამ ვიტ ყოდე, შემ-
თხვევით რომ არ ვაწყენინო. საღამოობით ვიწერ ჩემს დაკვირვებებს, რა უყ-
ვარს ემის და რა არ უყვარს. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ემი დაკითხვას მო-
მიწყობს. ახლა მე შესანიშნავი ქმარი ვარ, უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან

454
მეშინია, არ მომკლას. მაგრამ ჩვენ არასოდეს გვილაპარაკია ჩემს პარანოიაზე,
რადგან ისე გვიჭირავს თავი, თითქოს გვიყვარს ერთმანეთი და სულაც არ მე-
შინია ჩემი ცოლის. ემი კი დროდადრო ძალზე გამჭვირვალე მინიშნებებს მეს-
ვრის ხოლმე, მაგალითად: „იცი, ნიკ, შენ შეგიძლია მშვიდად დაიძინო ჩემთან
საწოლში, უბრალოდ, დაიძინო და ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები, რაც
დესის მოუვიდა, განყენებული ინციდენტია. დახუ ჭე თვალი და მშვიდად
დაიძინე.“
მაგრამ ვიცი - ვეღარასოდეს დავიძინებ მშვიდად. თვალი ვერ მომიხუ ჭავს,
როცა მის გვერდით ვარ. ეს ჰგავს ძილს შხამიანი ობობის გვერდით.

ემი ელიოტ-დანი ცხრა კვირა დაბრუნების


შემდეგ

არ დამაპატიმრეს. პოლიციამ შეწყვიტა კითხვების დასმა. თავს უსაფ-


რთხოდ ვგრძნობ და მალე კიდევ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ. აი, რამდენად
კარგად ვგრძნობ თავს: გუშინ ჩამოვედი სამზარეულოში და ვხედავ, კონსერ-
ვის ქილა, სადაც ჩემი ნარწყევი მქონდა შენახული, მაგიდაზე დგას, ცარიელი.
ნიკმა, ქურდბაცაცამ მოიშორა ეს პატარა სამხილი, თვალი დავახამხამე, მერე
ავიღე და გადავაგ დე ცარიელი ქილა ნაგ ვის ყუთში, ამას უკვე აღარ აქვს მნიშ-
ვნელობა, რადგან ჩემს ცხოვრებაში კარგი რაღაცები ხდება. მოვაწერე ხელი
კონტრაქტს გამომცემლობასთან და ჩვენი ისტორიის ოფიციალური ავ ტორი
ვარ, ეს შესანიშნავად ჟღერს - ეს სიმბოლურიცაა. რას წარმოადგენს თავის-
თავად ნებისმიერი ქორწინება? ერთი მოსაბეზრებელი ხანგრძლივი თამაში,
კაცმა თქვა - ქალმა უპასუხა, არა? მაგრამ, ამ შემთხვევაში, ილაპარაკებს ქა-
ლი, მთელი მსოფლიო ამას მოისმენს, ნიკი კი იძულებული იქნება გაიღიმოს
და ყველაფერს დაეთანხმოს. მე აღვწერ მას ისეთს, როგორიც მინდა იყოს: რო-
მანტიკულს, გონიერსა და სინანულით აღსავსეს. თავისი საკრედიტო ბარათე-

455
ბით ნაყიდი ნივთებისა და შეშის ფარდულის გამო. მართალია ვერ ვაიძულე
ხმამაღლა ეთხოვა პატიება ამ ყველაფრის გამო, მაგრამ წიგნში კი მთხოვს. მე-
რე ჩვენ სარეკლამო ტურს მოვაწყობთ, ნიკი კი ჩემ გვერდით იდგება და
გაიღიმებს და გაიღიმებს და გაიღიმებს.
წიგნს მარტივად დავასათაურებ - „საოცარი“. ვინც იწვევს განცვიფრებას,
არაჩვეულებრივია, აღმაფრთოვანებელი. ეს იქნება ჩემი ამბის დაგ ვირგვინება,
როგორც ვხვდები.

ნიკ დანი დაბრუნებიდან ცხრა კვირის შემდეგ

ნარწყევი ვიპოვე. ემიმ ის კონსერვის ქილით მაცივრის საყინულეში


მოათავსა, უკანა კედელთან, კოლოფში, სადაც ბრიუსელის კომბოსტო იყო შე-
ნახული. კოლოფი გარედან ყინულით იყო დაფარული. ეტ ყობა რამდენიმე
თვეა საყინულეშია. ვხვდები, ეს ემის „შინაური“ ხუმრობაა, რომელიც საკუ-
თარ თავს გაუკეთა: ნიკი არ ჭამს ბოსტნეულს, არასოდეს წმენდს მაცივარს,
ნიკი ვერც კი მოიფიქრებს, იქ რომ უნდა ეძებოს.
მაგრამ ნიკმა მოძებნა.
ნიკმა უკვე იცის, როგორ უნდა გაწმინდოს მაცივარი; ნიკმა ისიც კი იცის,
ყინული სწორად როგორ უნდა დაადნოს. ნარწყევი კანალიზაციაში გადავღვა-
რე, ქილა კი მაგიდაზე გამოსაჩენ ადგილას დავდგი, ემის დასანახად. მან კი
აიღო და ქილა ნაგ ვის კონტეინერში ჩააგ დო - სიტ ყვაც არ დასცდენია. რაღაცა
ისე არ მიდის, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცას ვერ ვხვდები. მოვლენები ჩემთვის
არცთუ ხელსაყრელად ვითარდება.
ჩემი ცხოვრება წიგნის ეპილოგს ემსგავსება: ტანერ ბოლტს ახალი საქმე
აქვს - მომღერალმა ნეშვილიდან აღმოაჩინა, რომ ცოლი ღალატობს, მეორე
დღეს კი მისი ცოლის გვამი ნაგავსაყრელზე იპოვეს, მათი სახლის შორიახ-
ლოს. იქვე ეგ დო ჩაქუჩი მისი თითების ანაბეჭდით. ტანერი არგუმენტად მიყე-
ნებს. ვიცი, ეს ძალიან ცუდ რაღაცას მოასწავებს, მაგრამ ასევე ცუდად ჰქონდა

456
საქმე ნიკ დანსაც და ყველამ იცით, როგორ მოტრიალდა შემდეგ ყველაფერი.
თითქმის ვგრძნობ, როგორ მიკრავს თვალს ვიდეოკამერის ობიექტივიდან,
ზოგჯერ შეტ ყობინებებს მიგზავნის: „კარგად ხართ?“ ანდა „არის რამე ახა-
ლი?“ არც არაფერი.
მე, ბონი და გო საიდუმლო შეხვედრებს ვაგრძელებთ „პენქეიქ ჰაუსში“,
ემის ამბავს ქვიშასავით იმ იმედით ვცხრილავთ, რომ ჩვენთვის რაიმე გამოსა-
დეგს ვიპოვით. ჩვენ შევისწავლეთ დღიური თავიდან ბოლომდე, ვეძებდით
შეუსაბამობებს, მივედით იქამდე, რომ რაღაც წვრილმანებში ვიქე ქებით, მა-
გილითად:
- აი, აქ მან დარფური (რაიონი სუდან ში, სადაც მოხდა ადგილობრივი მო-
სახლეობის გენოციდი. - მთარგმნ. შენიშვნ.) ახსენა, და განა ამის შესახებ მას-
მედიაში 2010 წლამდე სიტ ყვა იყო ნათქვამი? (თუმცა, შემდეგ მოვძებნეთ ახა-
ლი ამბების გამოშვება, სადაც ჯორჯ კლუნი დარფურზე 2006 წელს ლაპარა-
კობს)... აი, აქ წერია, რომ 2008 წლის ივლისში ემი უსახლკაროს შესახებ ხუმ-
რობს, რომელიც მანქანამ გაიტანა, მაგრამ, მგონი, ეს ხუმრობა 2009 წლამდე
არც არსებულა.
ამაზე ბონიმ მომიგო:
- თუ შეიძლება სიროფი მომაწოდეთ, იუმორისტო.
ხალხს დავავიწყდი, ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, ჩემთან მხო-
ლოდ ბონი და გო დარჩნენ.
კიდევ რაღაც მოხდა - მამაჩემი, ბოლოს და ბოლოს, გარდაიცვალა. ღამით,
ძილში. დაძინებამდე, უკანასკნელად მომვლელმა ქალმა აჭამა საჭმელი კოვ-
ზით, ქალმა ჩააწვინა საწოლში, გარდაცვალების შემდეგ მისი სხეულიც ქალმა
განბანა, ქალმა დამირეკა და შემატ ყობინა მისი სიკვდილიც.
- კარგი კაცი იყო, - მანუგეშა უაზრო ბანალობით.
- არა, არ იყო - ვუთხარი და ქალს ისე გაეცინა, თითქოს ამაზე უკეთესი
ხუმრობა არც მოესმინა ბოლო დროს.
ადრე მეგონა, რომ შვებას ვიგრძნობდი, როდესაც მამაჩემი გარდაიცვლე-
ბოდა, მაგრამ, სინამდვილეში, რატომღაც წარმოუდგენელი სიცარიელე ვიგ-
რძენი. მთელი ცხოვრება მამაჩემს ვადარებდი ჩემს თავს. ახლა ის აღარ არის,
მხოლოდ ემი დარჩა, ვისთანაც შეიძლება ვიბრძოლო. ხანმოკლე პანაშვიდს
ცოტა ხალხი დაესწრო. დაკრძალვის შემდეგ კი გოს აღარ გავ ყევი, სახლში წა-
მოვედი და ემის მაგრად მოვეხვიე. ძალიანაც სწორია, სახლში დავბრუნდი
ცოლთან. „სახლიდან უნდა წავიდე“ - გავიფიქრე - „უნდა გავწყვიტო ურთი-

457
ერთობა ემისთან ერთხელ და სამუდამოდ, ყველა ხიდი უნდა დავწვა, რომ
უკან აღარასოდეს დავბრუნდე, მაგრამ ვინ ვიქნები მის გარეშე? ეს უნდა გა-
ვარკვიო. მე მოვ ყვები ჩემს ამბავს, ეს ცხადზე ცხადია.“
მეორე დილით, როდესაც ემიმ თავის ახალ წიგნზე მუშაობა დაიწყო, ავიღე
ჩემი ლეპტოპი, ჩავედი ქვემოთ, გავხსენი და თეთრ მოციმციმე ეკრანს მივა-
ჩერდი. ჩემი საკუთარი წიგნის წერა დავიწყე.
„მოღალატე ქმარი ვარ, უნიათო, მშიშარა, უვარგისი, მაგრამ მე ამ წიგნის
გმირი ვარ, რადგან ქალი, რომელსაც ვღალატობ, ჩემი ცოლი - ემი ელიოტ--
დანი - მკვლელი და სოციოპათია.“
გადავიკითხე ჩემი ნაწერი. კარგია, თავადაც ინტერესით წავიკითხავდი.

ემი ელიოტ-დანი ათი კვირა დაბრუნების


შედეგ

ნიკი ისევ თამაშობს. ჩვენ ორივენი ვთამაშობთ, თითქოს ბედნიერები,


უდარდელები და შეყვარებულები ვართ. ოღონდ კარგად მესმის, როგორ უკა-
კუნებს გვიან ღამით ლეპტოპს. ის თავის ისტორიას წერს, ამაში ეჭვი არ მეპა-
რება. მე ეს ვიცი, ღამღამობით გაფაციცებული აფრქვევს თავის აზრებსა და
ემოციებს, კლავიშები კი მწერების ურიცხვი არმიასავით ხმიანობენ. როდესაც
ნიკი იძინებს (მხოლოდ ახლა მას ისე სძინავს, როგორც წინათ მე მეძინა - და-
ძაბული წრიალებს, მე კი ისე მძინავს, როგორც მას წინათ, ანუ მშვიდად და
უშფოთველად), ვცდილობ მის ფაილებში ჩავიხედო, მაგრამ ასეა თუ ისე, მან
უკვე მიიღო გაკვეთილი, - ის აღარ არის წინანდელი ნიკი, რომელიც დაზ-
ღვეული არ იყო შეცდომისაგან, - ამიტომაც აღარ იყენებს საკუთარ, ან დედის
ან ბლიკერის დაბადების დღეს პაროლად. ვეღარ ვხსნი მის ლეპტოპს.
მესმის, როგორ ბეჭდავს, სწრაფად, შესვენების გარეშე. შემიძლია წარმო-
ვიდგინო, როგორ არის მოკუზული კლავიატურაზე, როგორ აქვს ენის წვერი

458
გამოყოფილი და ამ დროს ვხვდები - სრულიად მართალი ვარ, როცა ვცდი-
ლობ კიდევ ერთხელ დავიცვა თავი. რადგან ასე სიყვარულის ამბავს არ წე-
რენ...

ნიკ დანი ორი კვირა დაბრუნების შემდეგ

სახლიდან არ წავსულვარ. მინდოდა ჩემი ცოლი გამეოცებინა, ცოლი, რო-


მელსაც ამქვეყნად არაფერი აოცებს. მინდოდა მისთვის ჩემი ხელნაწერი მა-
ნამ გადამეცა, სანამ გამომცემლობაში კონტრაქტის გასაფორმებლად წავიდო-
დი. იგრძნოს, როგორია შიში, როდესაც ელოდები, რომ მსოფლიო სიმართლეს
გაიგებს და მთელ დაგროვილ სიბინძურეს თავს დაგატეხს, შენ კი არაფრის გა-
კეთება არ შეგიძლია. შესაძლოა, ემი ციხეში არც ჩასვან, რადგან წიგნი მაინც
წიგნია და მეტი არაფერი - ჩემი სიტ ყვა მისი სიტ ყვის წინააღმდეგ. მაგრამ სა-
კუთარი გამოცდილებით ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი
აზრი მაშინაც კი, როდესაც მართლმსაჯულება დუმს.
მაშ ასე, გუნდები მოედანზე თავიანთ ადგილებს იკავებენ. ნიკის გუნდი,
ემის გუნდი. თამაში გრძელდება: მაისურებითაც კი შეგიძლია ივაჭრო.
მუხლები ლამის მიკანკალებდა, - ემისთან მივდიოდი, - რომ მეთქვა: მისი
ამბის ნაწილი აღარ ვარ.
ვაჩვენე ხელნაწერი, ზედ დიდი სათაურით: „ფსიქოპათი კახპა“. ჩვენი პა-
ტარა „შინაური“ ხუმრობა. ჩვენ გვიყვარს „შინაური“ ხუმრობები. ველოდი,
რომ მეცემა, ლოყებს ჩამომიკაწრავს, პერანგს ჩამომიხევს, მიკბენს.
- ოპ, რა კარგ დროს მოხვედი, - მეუბნება ემი და ფართოდ მიღიმის, - შე-
იძლება რაღაც გაჩვენო?
ვაიძულებ, იგივე გაიმეოროს, ჩემ თვალწინ მოშარდოს ორსულობის ტეს-
ტის ქაღალდზე. მის გვერდით ოთხზე ჩამჯდარი ვარ და ვუყურებ, როგორ
ხვდება ჭავლი ზუსტად ტესტის ქაღალდს და ალურჯებს - ორსულობას ადას-
ტურებს.

459
მერე ემის მანქან ში ვისვამ და ექიმთან მივდივართ. თვალყურს ვადევნებ,
როდესაც სისხლის ანალიზს უკეთებდნენ - სინამდვილეში არავითარი სის-
ხლის შიში არ აქვს - მერე კი ორი საათი ველოდები ანალიზის პასუხს.
აღმოჩნდა, რომ ემი ორსულად არის.
ნამდვილად არ არის ჩემგან.
- ო, არის. - იღიმის და ცდილობს მომეხვიოს, - გილოცავ, მამიკო.
- ემი... - ვიწყებ, რადგან ეს არ შეიძლება სიმართლე იყოს. ემის არ გავ კა-
რებივარ მას მერე, რაც დაბრუნდა. და უცებ მახსენდება, - ხელსაწ მენდების
შეკვრა, ვინილგადაკრული სავარძელი, ტელევიზორი და პორნოდისკები. და
ჩემი სპერმა, რომელიც საავადმყოფოს მაცივარში იყო შენახული. როდესაც
საავადმყოფოდან ფურცელი მივიღე შეკითხვით, ნებაყოფლობით ვამბობ თუ
არა უარს მის შენახვაზე? ფურცელი მაგიდაზე დავ ტოვე და ეგრევე სადღაც
მიიკარგა. როგორც ჩანს, ჩემმა ცოლმა უმალ მოისაზრა, ეს შეიძლება გამოად-
გეს. ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
სიხარულის ვეება ბუშტი ამომეზარდა მკერდში - ჩემდა უნებურად, - მაგ-
რამ შემდეგ სიხარული საზიზღარი შიშის გრძნობამ შეცვალა.
- გარკვეული ზომები უნდა მივიღო საკუთარი უსაფრთხოების უზრუნ-
ველსაყოფად, ნიკ, - მეუბნება ემი, - უბრალოდ იმიტომ, რომ, პირდაპირ გეტ-
ყვი, შენი ნდობა სრულიად შეუძლებელია. დასაწყისისთვის, შენი ხელნაწერი
უნდა გაანადგურო. მერე კი, სრული გარანტიისთვის წერილობით, ოფი-
ციალურად, ფიცით დამოწმებული ჩვენება უნდა მომცე, რომ ნივთები, რომ-
ლებიც შეშის ფარდულში იყო დამალული, შენი ნაყიდია, ოღონდაც ამის
აღიარების გრცხვენოდა. მაგრამ ახლა ჩვენ კვლავ გვიყვარს ერთმანეთი, ჩვე-
ნი ურთიერთობები გამოსწორდა და ყველაფერი რიგზეა.
- უარს თუ ვიტ ყვი?
ემი ხელს ოდნავ წამოზრდილ მუცელზე იდებს და ამბობს:
- მაშინ რაღაც საშინელება მოხდება... ოჯახში.
ჩვენ წლები დავხარჯეთ იმის გასარკვევად, თუ ვინ არის მთავარი ჩვენს
ოჯახში, ჩვენს სიყვარულში, ჩვენს ცხოვრებაში. და, აი, მე საბოლოოდ, სავსე-
ბით წავაგე. მე ვქმნიდი ხელნაწერს, მან კი შექმნა სიცოცხლე.
შეიძლებოდა მებრძოლა, მაგრამ წინასწარ ვიცოდი, წაგებული მქონდა.
ემის სიამოვნებს ბრძოლა - ღმერთმა იცის, კიდევ რა რეზერვები აქვს მომზა-
დებული? როდესაც ბავშვს გააჩენს, „ვიქენდის მამაც“ ვეღარ ვიქნები. უფლე-
ბას მომცემენ ბავშვი მხოლოდ შეხვედრების ოთახში ვინახულო, მეურვის ზე-

460
დამხედველობის ქვეშ, რომელიც იქვე ზის, ყავას წრუპავს და მითვალთვა-
ლებს. შეიძლება ამის უფლებაც კი არ მომცენ. უცებ წარმოვიდგინე, როგორ
მაბრალებენ ბავშვზე ძალადობის მცდელობას და უკვე ვეღარასოდეს ვნახავ
მას, სამაგიეროდ მეცოდინება, რომ ჩემი შვილი სადღაც შორს წაიყვანეს, დე-
დამისი კი ციც ქნა ყურში გაუთავებლად უჩურჩულებს ჩემზე ტყუილებს.
- სხვათა შორის, ბიჭია. - მეუბნება ემი.
ასე რომ, ტუსაღი ვარ, ემის ტყვეობაში, სამუდამოდ, ან იმდენ ხანს, რამ-
დენ ხანსაც თავად მოისურვებს. რადგან მე ჩემი შვილი უნდა გადავარჩინო. ის
აბლაბუდა უნდა დავშალო, რომელიც ჩემმა ცოლმა მოქსოვა. მე სიცოცხლეს
ვანაცვალებ ჩემს ვაჟს და ამას სიხარულით გავაკეთებ - ჩემს შვილს კარგ კა-
ცად გავზრდი.
ჩემი წიგნი წავშალე.
ბონიმ ზარს უმალ უპასუხა.
- „ფენქეიქ ჰაუსი“ ოც წუთში?
- არა.
რონდა ბონის შევატ ყობინე, რომ მამა უნდა გავხდე, და ამიტომ ვწყვეტ ნე-
ბისმიერ მონაწილეობას გამოძიებაში, უარს ვამბობ ყველა ჩემს ბრალდებაზე,
განცხადებაზე, სადაც ვამბობდი თითქოს ჩემს ცოლს სურდა, ყველაფერი მე
დამბრალებოდა, და ასევე, მზად ვარ დავადასტურო - მე თვითონ შევიძინე
ყველაფერი, საკრედიტო ბარათების მეშვეობით.
ბონი დიდხანს დუმდა.
- ჰაჰ, - თქვა მან. - ჰაჰ.
წარმოვიდგინე ბონი, რომელიც თავის უხეშ თმას იწვალებს და ლოყას
შიგნიდან ღე ჭავს.
- ნიკ, თავს გაუფრთხილდით, - თქვა მან ბოლოს, - და პატარასაც გაუფ-
რთხილდით. - მერე გაეცინა. - ემი სულ არ მანაღვლებს, მაგის დედაც...
გოსთან სახლში მივედი, რომ პირადად მეთქვა ყველაფერი. სიახლე ისე
მივაწოდე, როგორც ძალიან კარგი ამბავი. ბავშვი, შენ ვერაფერს იტ ყვი ბავ-
შვის საწინააღმდეგოდ, შენ შეიძლება სიტუაცია არ მოგწონდეს, მაგრამ ბავ-
შვმა რა დააშავა?
მეგონა გო გამარტყამდა. ისე ახლოს იდგა, მისი სუნთქვაც კი მესმოდა.
საჩვენებელი თითი მკერდში მატაკა.
- უბრალოდ შენი დარჩენის სურვილი გინდა რომ გაამართლო, - ჩურჩუ-
ლით მითხრა, - თქვენ ორნი ერთმანეთზე პათოლოგიურად ხართ დამოკიდე-

461
ბული, მაგის დედაც... თქვენ „ნუკლეარული“ („ნუცლეარ ფამილყ“ - ოჯახი,
რომელიც მხოლოდ ცოლ-ქმრისა (პარტნიორების) და შვილებისგან შედგება,
განსხვავებით „პატრიარქალური“ ოჯახისგან, სადაც ბებია-ბაბუებიც არიან.
ამ შემთხვევაში ავ ტორი ტერმინს სიტ ყვის თამაშისთვის იყენებს, „ატომურის“
გაგებით ხმარობს. - მთარგმნ. შენიშვნ.) ოჯახი ხართ, ამ სიტ ყვის პირდაპირი
მნიშვნელობით, იცოდი? ოდესმე იფეთქებთ. შენ მართლა გგონია, რომ კიდევ
თვრამეტი წელი გაძლებ? არ ფიქრობ, რომ შესაძლოა მოგ კლას?
- არა, არ მომკლავს, სანამ ის კაცი ვიქნები, რომელსაც ცოლად გაჰყვა.
გარკვეული ხანი სხვა ვიყავი, მაგრამ ისევ შემიძლია ძველი ნიკი გავხდე.
- და არ ფიქრობ, რომ შენ შეიძლება მოკლა? იმაზე, რომ მამაჩვენად გადა-
იქცე?
- გო, როგორ არ გესმის? ეს არის სწორედ ჩემი შანსი, იმისთვის, რომ ასე-
თად არ გადავიქცე, მე ხომ საუკეთესო ქმარი და მამა ვიქნები მთელ მსოფ-
ლიოში!
გოს უცებ ცრემლები წასკდა, ეს იყო პირველი შემთხვევა ბავშვობის მერე,
როდესაც მტირალი ვნახე. პირდაპირ იატაკზე დაჯდა, თითქოს მუხლებმა უმ-
ტყუნესო. მის გვერდით დავჯე ქი და თავი თავზე მივადე. გომ ცრემლი გადაყ-
ლაპა და შემომხედა.
- გახსოვს, ნიკ, რომ გითხარი, ყოველთვის მეყვარები-მეთქი? ჰოდა, ახლაც
გეუბნები, მეყვარები, რაც უნდა მოხდეს.
- მახსოვს.
- ჰოდა, მიყვარხარ, მაგრამ ეს ყველაფერი გულს მიკლავს. - გოს ხმამაღა-
ლი ქვითინი აუვარდა, რაღაცნაირი, ბავშვური. - ასე არ უნდა მომხდარიყო.
- უცნაურად მოტრიალდა მოვლენები. - ვუთხარი ნაძალადევად უდარდე-
ლი ხმით.
- ხომ არ შეეცდება ჩვენს დაშორებას, ასე არ არის?
- არა, - დავამ შვიდე, - არ დაგავიწყდეს, ისიც პოზიტიური ადამიანის
როლს თამაშობს.
ასე რომ, საბოლოოდ, ემის თანასწორი გავხდი. მეორე დილით, როდესაც
ჩემი ცოლის გვერდით გავიღვიძე, დიდხანს ვუყურებდი მის კეფას და ვცდი-
ლობდი გამომეცნო, რას ფიქრობს. ამჯერად არ მეგონა, რომ მზეს შევცქერო-
დი. მეც ჩემი ცოლის სიგიჟის დონეს ვაღწევ, რადგან ვგრძნობ, ისევ ახერხებს
ჩემს შეცვლას. თავიდან ლაწირაკი ვიყავი, შემდეგ კაცი გავხდი, ეს კაცი კარ-
გიც იყო და ცუდიც, და ახლა კი საბოლოოდ, გმირი ვხდები. მე ვარ კაცი, ვინც

462
ფესვი გაიდგა ჩვენი ოჯახის დაუსრულებელი ორთაბრძოლის ისტორიაში. ეს
არის ისტორია, რომელშიც შემიძლია ვიცხოვრო. ჯანდაბას, მე ვერც კი წარ-
მომიდგენია ჩემი ცხოვრება ემის გარეშე. ის ჩემი მარადიული ანტაგონისტია.
ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, დაუსრულებელი, თავზარდამცემი კულ-
მინაციისკენ სწრაფვაა.

ემი ელიოტ-დან იათი თვე, ორი კვირა და


ექვსი დღე დაბრუნების შემდეგ

ამბობენ, რომ სიყვარულს პირობები არ უნდა წაუყენო. ყველა ეთანხმება


ამ აზრს, ეს წესად მიაჩნიათ. მაგრამ, თუკი სიყვარულს არ აქვს პირობები, რა-
ტომ არის, რომ ყველა ცდილობს სწორად მოიქცეს? თუკი მეცოდინება, რომ
მაინც ვეყვარები, ყველაფრის მიუხედავად, სად არის გამოწვევა? წესით, უნდა
მიყვარდეს ნიკი, მიუხედავად ყველა მისი სისუსტისა. ნიკს კი უნდა ვუყვარდე
ყველა ჩემი ხუშტურის მიუხედავად. მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ ასე არ ვიქ-
ცევით. ამიტომ ვფიქრობ, უმე ტესობა ცდება. სიყვარული მრავალ პირობას
უნდა აკმაყოფილებდეს. სიყვარული უნდა მოითხოვდეს პარტნიორებისგან,
მუდმივად ცდილობდნენ იყვნენ საუკეთესონი. სიყვარული პირობების გარეშე,
ეს არის სიყვარული დისციპლინის გარეშე. და, როგორც ნახეთ, სიყვარული
დისციპლინის გარეშე კატასტროფით მთავრდება. თქვენ შეგიძლიათ წაიკით-
ხოთ ჩემი სიტ ყვები სიყვარულის შესახებ „საოცარში“. ის მალე გამოვა!
მაგრამ უპირველესი მაინც დედობაა. დრო, რომელიც განმისაზღვრეს,
ხვალ იწურება. ხვალვე არის ჩვენი ქორწინების წლისთავი. მეექვსე. რკინის
წელი. მინდოდა ნიკისთვის ხელბორკილები მეჩუ ქებინა, მაგრამ მგონია, ამ
ხუმრობას ვერ დააფასებს. რა საოცარია, ერთი წლის წინათ ჩემი ქმრის გა-
ნადგურებას ვცდილობდი, ახლა კი მის ხელახლა აწყობას ვცდილობ და თით-
ქმის დავასრულე კიდეც ეს საქმე.

463
განვლილი თვეების განმავლობაში ნიკი მთელ თავისუფალ დროს მახარ-
ჯავდა: მუცელს კაკაოს ზეთით მიზელდა, მაღაზიაში მეგზავნებოდა მჟავე
კიტრისთვის, ფეხის ტერფების მასაჟს მიკეთებდა. ყველაფერს დანარჩენსაც,
რასაც უნდა აკეთებდეს კარგი მამა. თითქოს უგონოდ არის შეყვარებული.
სწავლობს ვუყვარდე უპირობოდ, ოღონდ ჩემი პირობების მიხედვით. მგონი,
საბოლოოდ დავადე ქით ბედნიერების გზას. დავრწმუნდი ამაში. ჩვენ მალე
მსოფლიოში საუკეთესო „ნუკლეარული ოჯახი“ გავხდებით.
ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. ნიკმა ჯერ ბოლომდე ვერ მიაღწია სრულყო-
ფილებას. ამ დილით თმას მვარცხნიდა და მკითხა, რა მსურს, გამიკეთოს.
- ღმერთო ჩემო, ნიკ, რატომ ხარ ასეთი მზრუნველი?
მეგონა, მეტ ყოდა: „შენ ამას იმსახურებ, მე შენ მიყვარხარ!“
მაგრამ ამის ნაცვლად მიპასუხა:
- რადგან მეცოდები.
- რატომ?
- რადგან შენ ყოველ დილით იღვიძებ და გიწევს იყო ის, ვინც ხარ.
ნამდვილად არ მინდოდა, ჩემთვის ეს ეთქვა. ვფიქრობ იმაზე, რაც მითხრა
და თავიდან ვერ ამომიგ დია.
მეტს ვერაფერს დავუმატებ. უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი,
რომ ბოლო სიტ ყვა ჩემია. მგონი, ეს მე დავიმსახურე.

464

You might also like