Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 4

მხატვრული საშუალებები

მხატვრული ტექსტისს ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურათ-მცოდნეობითი ტერმინები.


ქართულის ეროვნულების პროგრამიდან (2024).

დრამა - პოეზიის გვარი, რომელშიც სცენური ხორცშესხმისთვის განკუთვნილი დიალოგური


ფორმის ლიტერატურული ნაწარმოები.

ეპოსი - პოეზიის გვარი; მხატვრული ლიტერატურის ჟანრი, რომელიც თხრობას შეიცავს.


ავტორი აგვიწერს მისი პიროვნების გარეშე არსებულ სამყაროს ისე, რომ არ ამჟღავნებს
უშუალოდ თავის პირად განწყობილებას. მასში მწერლის პოზიცია დაფარულია. მწერალი
არაფერს ამბობს, ან მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის სახით ლაპარაკობს საკუთარ
განწყობილებათა შესახებ: ჩვენი ყურადღებს ცენტრი გადატანილია მოქმედ პირთა
ურთიერთობაზე, მათ ყოფა–ცხოვრებაზე, მწერლის გარეშე არსებულ სამყაროზე; მწერლის
პირადი განწყობილება, მისი იდეა, ტენდენცია, მიზანდასახულობა ფარულად, თავისთავად,
თვით ავტორის განსაკუთრებული მითითების გარეშე გამომდინარეობს მის მიერ
მოთხრობილისაგან. ("ვეფხისტყაოსანი" შ. რუსთაველი; "ილიადა", "ოდისეა" ჰომეროსის
პოემები; "კაკო ყაჩაღში" ი. ჭავჭავაძე)

ლირიკა - პოეზიის გვარი, რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი


მისწრაფება, განცდა, შთაბეჭდილება, რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ
მოვლენისაგან. მხატვრული ნაწარმოების ნაწილი, სადაც ავტორი წყვეტს სიუჟეტის
თანამიმდევრულ განვითარებას და გადმოგვცემს თავის აზრებსა და განცდებს მოთხრობილ
ამბავზე ან მოქმედ პირზე.

პოეზია - სიტყვიერი ხელოვნება, რომელშიც სათქმელი ლექსის ფორმით გადმოიცემა.

პროზა - თხრობითი ხასიათის გაულექსავი ლიტერატურული ტექსტი.

აფორიზმი, ანდაზა - მოკლე ბრძნული გამონათქვამი, რომელიც რაღაცას გვასწავლის.


აფორზისმს ყავს ავტორი, ანდაზა ხალხურია.

ბიოგრაფია - ვინმეს ცხოვრების ისტორია, ცხოვრების გზა დაბადებიდან გარდაცვალებამდე.

ელეგია - ლირიკული ლექსი, რომელშიც მწუხარე, სევდიანი განწყობილებაა გადმოცემული.

თქმულება - ზეპირი გზით შემონახული მონათხრობი, რომელსაც საფუძვლად რეალური ფაქტი


(იშვიათად, გამოგონილი ამბავი) უდევს.

იგავ-არაკი - არის ეპიკური ჟანრი, რომელიც დამრიგებლური ხასიათისაა და რომლის მთავარი


გმირები, მეტწილად, არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, რომლებშიც ნაგულისხმევია
ადამიანი ( გამოყენებულია გაპიროვნება). იგავ-არაკი ალეგორიულია. მეტწილად –
იუმორისტული ( სატირული ან კომიკური). არ ახასიათებს მეტაფორული სტილი. ენა სადაა,
ავტოლოგიური. პერსონაჟები, ძირითადად, სქემატური და სტერეოტიპულია ( ცბიერი/მსუნაგი
მელა, ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ გულუბრყვილო დათვი…). იგავ-არაკებში დამხმარე გმირები
ადამიანებიც არიან ხოლმე.

კომედია - იუმორისტული დრამატული ნაწარმოები.

ლეგენდა - ზეპირი გზით შემონახული მონათხრობი, რომლის სიუჟეტი ზღაპრულ, ფანტასტიკურ


ამბავზეა აგებული.

ლექსი - პოეტური ნაწარმოები, რიტმულად მოწესრიგებული, უმეტესად გარითმული ტექსტი.

მემუარი - [ძირითადად მრავლობითი] ნაწარმოები, რომელშიც ავტორი ჰყვება პირადი


ცხოვრების შესახებ ან იგონებს მისი დროის მნიშვნელოვან პიროვნებებსა და მნიშვნელოვან
ამბებს. (მწერლის მემუარები)

მითი - უძველესი ხალხური თქმულება ღმერთებზე, სამყაროს შექმნასა და გმირებზე.


მოთხრობა - საშუალო მოცულობის თხრობითი ხასიათის მხატვრული ნაწარმოები.

მუხამბაზი - ლექსი, რომელიც შედგება ხუთტაეპიანი სტროფებისგან, პირველი სტროფის


ერთიანი რითმა მომდევნო სტროფების ბოლო ტაეპებში მეორდება.

ნოველა - მცირე მოცულობის ეპიკური ჟანრი, რომელიც ემყარება თხრობის ხერხს და პროზის
(იშვიათად ლექსის) ფორმით წარმოსახავს ადამიანის ცხოვრების ერთ ეპიზოდს, ერთ მომენტს,
ერთ ასპექტს. მისთვის დამახასიათებელია მარტივი სიუჟეტი, პერსონაჟთა უკიდურესი
სიმცირე. მოთხრობისაგან განსხვავებით, ნოველაში ძალზე შეკუმშულადაა ნაჩვენები ყოფითი
დეტალები, გარემო, ხასიათის ფორმირების პროცესი; მისთვის უცხოა აღწერითი მომენტები.
აქცენტი გადატანილია მოვლენის რომელიმე ერთი მხარის, პერსონაჟის რომელიმე თვისების
განსახოვნებაზე, რაც განაპირობებს თხრობის ლაკონიზმს და მოქმედების ექსპრესიას.
კომპოზიციურად ნოველა შეკრულია. კვანძის შეკვრა და გახსნა სწრაფად ხდება; ფინალი,
რომელიც ხშირად მოულოდნელი შედეგით ხასიათდება, მკითხველის მძაფრ ემოციებს იწვევს

პიესა - ლიტერატურული ფორმა; დიალოგებზე აწყობილი დრამატული ნაწარმოები, როგორც წესი,


კლასიკური სტილის, შექმნილი თეატრალური დადგმისთვის.

პოემა - მხატვრული ლიტერატურის ჟანრი. ლექსად დაწერილი მრავალი თავისაგან შემდგარი


ეპიკური, ან ლირიკული ხასიათის ნაწარმოები. ახალი პოემა, რომლის ჟანრული
თავისებურების გამოვლენა, გაფორმება რომანტიზმთან არის დაკავშირებული. შედარებით
პატარა მოცულობისაა, არ აქვს რთული სიტუაციური ხლართი, დროის მონაკვეთი მცირეა.
მისთვის დამახასიათებელია მწერლისა და გმირის სუბიექტური განწყობილების წინ წამოწევა,
ლირიკული გადახვევები. ამბის ცენტრშია გმირი და მისი სულიერი განცდები, ლირიკული
განწყობილება; მოხსნილია ტიპური „საპოემო“ ლირიკულ-ეპიკური საწყისების როგორც, ერთი
მხრივ, პიროვნების პოზიციის, მეორე მხრივ, ისტორიულ-სოციალური, ან კოსმიური ძალების
შეჯახება, ეპოპეისთვის ჩვეული გმირის ზვიადობა, უძლეველობა, უჩვეულობა. ახალ პოემაში
ავტორი ერევა მოქმედების განვითარებაში, განცდის სიჭარბეში ვლინდება (ნიკოლოზ
ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, აკაკი წერეთლის „თორნიკე
ერისთავი“, ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და სხვ.). თანამედროვე ლიტერატურაში პოემამ
ჭარბად შეიძინა ლირიკული ელემენტი, ავტორისა და პერსონაჟის განცდები მიმართულებას
აძლევს სიუჟეტის განვითარებას. ხშირად ამბავი იჩრდილება, გმირიც არა ჩანს, წინ
ლირიკული (ხშირად პათოსამდე ასული) განწყობილებაა წამოწეული, რის გამოც პოემა
ლირიკულ-ეპიკური ხასიათის ნაწარმოებად იქცევა. განვითარების მთელ მანძილზე პოემამ
შეინარჩუნა ამბის ლექსად გადმოცემის ფორმა, რომანტიკული იერი შეიცვალა რეალისტური
შინაარსით და ჩამოყალიბდა როგორც გალექსილი მოთხრობა.

პუბლიცისტიკა - აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე შექმნილი არამხატვრული


ლიტერატურა. ის მასშტაბურად იყენებს ცხოვრებისეულ მასალას და საზოგადოებრივ-
პოლიტიკური საქმიანობის ფაქტების ასახვით გარკვეულ პოლიტიკურ იდეას ავითარებს.

რომანი - დიდი ზომის პროზაული ნაწარმოები. მოთხრობისაგან განსხვავებით, რომანში


ასახულია ცხოვრებისეული მოვლენების დიდი წრე საინტერესო და მრავალმხრივი ცხოვრება
ბევრი მოქმედი პირის, რომელთა ინტერესებიც გადახლართულია ერთმანეთში. ძირითადად
რომანში მოთხრობილია მთავარი გმირის ცხოვრების და მისი პიროვნების განვითარების
შესახებ მისი ცხოვრების კრიზისულ პერიოდში. თხრობის ვარიანტები, ძირითადად, შეიძლება
შემდეგი სახის იყოს: პერსონაჟის დაბადებიდან სიკვდილამდე (პატრიკ ზიუსკინდის
„სუნამო“); პერსონაჟის დაბადებიდან ცხოვრების კრიზისული პერიოდის დაძლევამდე (ჩარლზ
დიკენსის „დევიდ კოპერფილდის ცხოვრება“); პერსონაჟის ცხოვრების კრიზისული
მდგომარეობიდან ამ კრიზისის დასრულებამდე (ფიოდორ დოსტოევსკის „დანაშაული და
სასჯელი“)

სონეტი - ლექსი, რომელიც დაწერილია მყარი სალექსო ფორმით, შედგება ორი ოთხსტრიქონიანი
და ორი სამსტროფიანი სტროფისგან.

ტრაგედია - დრამატურგიული ნაწარმოები, რომელშიც გადმოცემულია ძლიერი კონფლიქტები,


ღრმა განცდები, რაც, ჩვეულებრივ, გმირის დაღუპვით მთავრდება. გამსჭვალული ტრაგიკულის
პათოსით კომედიის საპირისპირო. ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია ამაღლებული
ტრაგიკული ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.

ტრიოლეტი - რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი
იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ
რითმას ატარებენ. II, VI და VIII - მეორეს. ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი
ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა
განკუთვნილი. ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში.
საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა,
პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა.

შაირი - 1. სახელდახელოდ შეთხზული, სახუმარო პატარა ლექსი. (შაირი უთხრა) 2. ლექსი


თექვსმეტმარცვლიანი სალექსო სტრიქონით. (რუსთაველის შაირი)

აბზაცი - პროზაული ტექსტის აზრობრივად მთლიანი მონაკვეთი, რომელიც ახალი სტრიქონიდან


იწყება.

ეპიგრაფი - ნაწარმოების, ან მისი ცალკეული თავის წინ წამძღვარებულ ციტატა, ფრაზა


რომელიც ერთგვარად ახასიათებს ნაწარმოების ძირითად იდეას. ეპიგრაფად გვევლინება
მოთხრობის, პოემის, ან საერთოდ მხატვრული ნაწარმოების სათაურის ქვეშ, ან რომელიმე
თავის დასაწყისში წამძღვარებული მინაწერი. (ი. ჭავჭავაძის პოემას „აჩრდილი" სათაურის
ქვეშ ტექსტის დაწყებამდე წამძღვარებული აქვს ტაეპები „ვეფხისტყაოსნიდან")

ეპილოგი - ლიტერატურული ან თეატრალური ნაწარმოების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოკლედ


გადმოცემულია მოქმედ პირთა შემდგომი ბედი ან განხილულია ნაწარმოების ზნეობრივი და
ფილოსოფიური ასპექტები. თეატრალურ დრამაში ეს არის დასკვნითი მონოლოგი - მიმართვა
მაყურებლისადმი ნაწარმოების შინაარსის შეჯამების, ახსნის, სწავლების მიზნით.

თემა - საკითხი, მოვლენა, რის შესახებაც არის თხზულებაში ლაპარაკი. (მაგ.: აკაკის
„ჩონგურში" ლაპარაკია პოეზიის დანიშნულების შესახებ. მაშასადამე, აკაკის „ჩონგურის"
თემა პოეზიის დანიშნულებაა; ხშირად თემა ლიტერატურული ნაწარმოების სათაურის სახითაა
მოცემული: მაგ. „ბედი ქართლისა". „სული ობოლი" (ნ. ბარათაშვილი))

იდეა - მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული მსოფლმხედველობის ძირითადი, არსებითი


პრინციპი (თემა და იდეა არ შეიძლება ყოველთვის გაიგივებულად წარმოგიდგინოთ. მაგრამ,
როდესაც ვიღებთ ცალკეულ მხატვრულ ნაწარმოებს და კლაპარაკობთ მისი თემისა და იდეის
შესახებ, ორივე მათგანი მთლიანობაში უნდა გავითვალისწინოთ. „კაკო ყაჩაღის" თემა –
ბატონყმობა მტკიცედ უკავშირდება ავტორის იდეას – ბატონყმური ურთიერთობის უარყოფას ეს
თემა (ბატონყმობა) მასალაა, რომელიც მხატვრულად გამოსახვის შემდეგ იდეად გვევლინება,
ე.ი. ბატონყმური ურთიერთობის მხატვრულად გამოსახვის საშუალებით ავტორი ახერხებს
თავისი პოემის იდეის გამოვლინებას მხატვრული ნაწარმოების თემაში უკვე ჩანასახის სახით
მოცემულია იმავე ნაწარმოების იდეა თემის შერჩევას განსაზღვრავს მწერლის იდეა, მისი
შეხედულება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ)

კომპოზიცია - ნაწარმოების აგება, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგება, მოვლენათა


გადმოცემების თანმიმდევრობა. ერთ-ერთი ძირითადი მხატვრული ხერხი, რომლის საშუალებითაც
მწერალი ახასიათებს მოქმედ პირებს, ასახავს სინამდვილის მოვლენებს ისე, როგორც მას
აქვს გააზრებული.

პროლოგი - ნაწარმოების მხატვრული წინასიტყვაობა. (ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების


შინაარსის ან მისი მთავარი აზრის (იდეის) უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით, ავტორები
ერთგვარ წინათქმას მიმართავენ. ამ წინათქმაში ისინი მკითხველის ყურადღებას
ამახვილებენ იმ მოვლენაზე, რაც მწერალს განსაკუთრებით აინტერესებს, ან, კიდევ,
გვაცნობენ ისეთ მოვლენას, რისი ცოდნაც ჩვენთვის აუცილებელია მოთხრობილის შინაარსის
გასარკვევად. ასეთი ნიმუშია ა. წერეთლის „თორნიკე ერისთავის დასაწყისი, რომელიც მთელი
პოემის იდეას ააშკარავებს. მასში ავტორი მიგვითითებს, რომ ქართველ ერს დიდი წარსული
ჰქონდა, მრავალი გმირი ჰყავდა და ეს წარსული მისი დიადი მომავლის ქვაკუთხედია. კაცია-
ადამიანის" პროლოგში, რაც ილიას წინანდელი გააზრებით ზემოაღნიშნულ მოთხრობას უნდა
წამძღვარებოდა, ავტორი გვაცნობს, თუ რა მიზნით გადაწყვიტა მან „კაცია-ადამიანის"
დაწერა. ზოგჯერ მხატვრული ნაწარმოების ერთი და იგივე ნაწილი პროლოგიცაა და
წინაისტორიაც. ასე ხდება მაშინ, როდესაც პროლოგი ერთსა და იმავე დროს წინაისტორისაც
მოგვითხრობს და თვით მოთხრობის იდეასაც ხსნის.

რითმა - ერთი და იმავე ან დამსგავსებული ბგერების გამეორება ლექსის ტაეპში ან ხანაში.

რიტმი - თანაზომიერი სამეტყველო ერთეულების მოწესრიგებულ გამეორება. თანაზომიერება


ანუ რიტმულობა მრავალ მოვლენას ახასიათებს. რიტმულად გამოთქმული აზრი უფრო მკვეთრად
იჭრება ადამიანის გონებაში. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ხალხურ ანდაზებსა და
გამოთქმებსაც კი რიტმი ახასიათებთ. ლიტერატურის თეორიის შესწავლის დროს რიტმი ჩვენ
განსაკუთრებით გვაინტერესებს, როგორც ლექსის დამახასიათებელი თვისება.

You might also like