motivacia

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 17

სწავლის მოტივაცია

აღარავინ დავობს, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს


ფაქტორს წარმოადგენს. აღარც ის მოსაზრებაა საეჭვო, რომ სწორედ მასწავლებელზე
და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის
ხარისხი.

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე სკოლაში მოტივაციის განსაზღვრული ხარისხით მიდის;


მნიშვნელოვანია მისი მზაობა ამა თუ იმ კომპეტენციის დასაუფლებლად, შესასწავლი
საგნის სტრუქტურა, დასახული ამოცანები და სხვა ამგვარი ფაქტორები, თუმცა
უდავოა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი გადმოცემის უნარი და მოსწავლეებთან
არაფორმალური ურთიერთობა, პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო
გარემო გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.
განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად
ფაქტორს გამოყოფენ – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ
საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის
თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის
სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. ასეთი მოსწავლის მიზანი
ჯილდოსა თუ დადებითი შეფასების მიღება არ არის.
გარე ფაქტორებია, მაგალითად, უარყოფითი შეფასების ან სასჯელისთვის თავის
არიდების სურვილი.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლებმა სწორედ შინაგანი მოტივაციის
გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად
პირიქით ხდება – სწორედ გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ
მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.
მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების
ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი
მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.
ამასთან დაკავშირებით განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი
ყურადღება მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს. მაგალითად:

დადებითი უკუკავშირი
დადებით უკუკავშირად შეიძლება მივიჩნიოთ ქება, წახალისება, განმავითარებელი
და არა განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს გაუსვამს ხაზს და
არა მარცხს. განმავითარებელი შეფასება წარმოაჩენს მათ ყველა მიღწევას, თუნდაც
ნაკლებმნიშვნელოვანსა და კომპლექსურს. ყოველგვარი წარუმატებლობა თუ
შეცდომა კი უნდა შეფასდეს სწავლის განუყრელ კომპონენტად და განიხილებოდეს
არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით, ანუ შეცდომების გამოსწორების
საშუალებად დადებითი უკუკავშირის მიწოდებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ.
“1+2” შეფასება. “1+2” ისეთი შეფასებაა, სადაც “1” შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ
უნდა გაითვალისწინოს, ხოლო “2” – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ,
შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია
პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში

შესრულებადი ამოცანების დასახვა


სპეციალისტები გვირჩევენ, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს დავუსახოთ
მარტივი, შესრულებადი ამოცანები; ნაბიჯ-ნაბიჯ ავუმაღლოთ ცოდნა, შევძინოთ ესა
თუ ის უნარი. კომპლექსური, ძნელად შესასრულებელი, დაუძლეველი ამოცანები
სწავლის მოტივაციას მხოლოდ ვნებს.

არჩევანის უფლების მინიჭება


მოტივაციის სტიმულირებისას გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება მოსწავლისთვის
ერთგვარი ავტონომიის მინიჭება. მას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება.
მაგალითად, სასურველია, მოსწავლეს მსგავსი თემატიკის ტექსტებიდან,
ამოცანებიდან და სხვ. ერთ-ერთის არჩევის უფლება უფლება ჰქონდეს. ამით მას
სწავლის პროცესში თანამონაწილეობისა და ჩართულობის შეგრძნებასაც
გავუღვივებთ.

მოსწავლის ჩართულობა- ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების


მომზადებაში – ეს აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების,
კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური
ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ
მასალის ათვისებაში შეუწყობს ხელს

გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება


შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.

შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო,


რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში
არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ
სწრაფვის დასაწყისად.

სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა,


მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება
დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული
ხდება.
სასწავლო პროცესის გამდიდრება-დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით ,
მრავალფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებით . ამით
სასწავლო პროცესი მოსწავლეებისათვის უფრო სახალისო დასაინტერესო იქნება

მშობელთა ანკეტირება

ანკეტირება

დანართი 1

ძვირფასო მშობლებო, იმისათვის, რომ თქვენი შვილების


მიდრეკილებები, ოცნებები, ინტერესები,უნარები უკეთ
გავიგო და გავითვალისწინოთ საკლასო ოთახში, გთხოვთ შეავსოთ
თქვენთვის შედგენილი კითხვარი, ეს შემდეგში დამეხმარება იმ
სტრატეგიების შემუშავებაში, რაც მათ აუმაღლებს სწავლის
მოტივაციას.
კითხვარი მშობლებს:

1. როგორია თქვენი შვილის მისწრაფება სწავლისადმი? A. ძლიერი B.საშუალო C. სუსტი

2. ასრულებს თუ არა თქვენი შვილი დავალებას დამოუკიდებლად?A დამოუკიდებლად ასრულებს

B.ხშირად ვეხმარები C.ყოველთვის ვეხმარები

3. როგორი სახის დავალებას ასრულებს სიხარულით?A საკითხავს B.წერითს C დასახატს


4. აქვს თუ არა თქვენს შვილს სახლში მოწყობილი სამეცადინო კუთხე? A.დიახ B.არა

5. როგორ ახალისებთ თქვენს შვილს სწავლაში წარმატების შემთხვევაში? A.შევაქებ ხოლმე B.ვჩუქნი

საჩუქარს C.ყურადღებას არ ვუმახვილებ

6. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს შვილს მასწავლებლები უფრო ნაკლები მოცულობის საშინაო

დავალებას უნდა აძლევდნენ? A. დიახ B არა

7. რამდენად ხშირად დადიხართ სკოლაში თქვენი შვილის პროგრესის შესახებ ინფორმაციისათვის?

A ყოველ კვირაში B თვეში ერთჯერ C სემესტრში ერთჯერ D წელიწადში ერთჯერ

8. გაძლევთ თუ არა სკოლა საკმარის ინფორმაციას თქვენი შვილის წარმატებისა და პრობლემების

შესახებ? A დიახ B არა

9. ხომ არ აცხადებს, ზოგჯერ, თქვენი შვილი უარს სკოლაში წასვლაზე? A კი B არა C ზოგჯერ

10. ხომ არ ფიქრობს თქვენი შვილი, რომ მას სკოლაში კლასელები ჩაგრავენ, ან დასცინიან, როცა

კითხვებზე არასწორად პასუხობს? A. დიახ B არა

11. მის რომელ თვისებას მიიჩნევთ

 განსაკუთრებით დადებითად?------------------------------------------------------------------------------------

 განსაკუთრებით უარყოფითად?---------------------------------------------------

12 . დაასახელეთ საქმიანობა, რომელსაც ყველაზე დიდი ხალისით და მონდომებით


ასრულებს

-----------------------------------------------------------------------------------------------------

13. თანატოლებთან ურთიერთობისას რა თვისებებს ამჟღავნებს?------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------

14. აქვს თუ არა გამორჩეულად საყვარელი საგანი ან საგნები?---------------------------------

15. დაახლოებით რამდენ დროს უთმობს მეცადინეობას?---------------------------------------

16. ჭირდება თუ არა მითითება დაჯდეს სამეცადინოდ?---------------------------------------


17. რომელი საგანი (ან საგნები) უჭირს, როგორ ფიქრობთ, რატომ?----------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------

22. წახალისების რა ფორმებს მიმართავთ , (რამდენად ეფექტურია) ?---------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

23. დასჯის რა ფორმებს იყენებთ ?(რამდენად


ეფექტურია?)---------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

24. პრობლემა, რომელსაც აწყდებით მასთან ურთიერთობისას-----------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------

დანართი 2. თვითშეფასების კითხვარი

კლასს მართვის ეფექტრი ყოველთვის ზოგჯერ იშვიათად არასოდეს


სტრატეგიები:

1.მასწავლებლის მომზადება და
პროფსიონალიზმი:

გაკვეთილზე ვხელმძღვანლობ
წინასწარ მომზადებული
გეგმით, სადა გათალსწინებული
მაქვს სსსმ მოსწავლისათვის
შესაბამისი აქტივობები.

მოსწავლეებს წინასწარ ვაცნობ


გაკვეთილის მიზანს.
წინასწარ მომზადებული და
თანმიმდევრობით დაწყობილი
მაქვს ყველა ის
მასალა,რომელსაც გაკვეთილზე
ვიყენებ (ცალე სსსმ
მოსწვლსათვის)

2.ეფექტური საწავლო გარემოს


შექმნა:

კლასში შექმნილი მაქვს


კომფორტული, უსაფრთხო,
ემოციური ატმოსფერო

მაქვს პოზიტიური
დამოკიდებულება
მოსწავლეების მიმართ

გაკვეთილზე ვიყენებ
მოსწავლეთა შესაბამისი დონისა
და შესაძლებლობების მასალებს,
ცალკე სსსმ მოსწავლისათვის.

მოსწავლეებს ვაძლევ მკაფიო


ინსტრუქციებს

3.საკლასო წესებისა და
პროცედუების შემუშავება

მოსწავლეებმა სასწავლო წლის


დასაწყიში იცოდნენ რა
მოლოდინები მაქვს მათგან.
სასწავლ წლის დასაწყისში
მოსწავლეებთან ერთად
შევიმუშავე ქცევს წესები და
ავირჩიეთ შესაბამისი
სადამსჯელო ღონისძიებები,
რომელიც გავაცან მშობლებს.

4. დააფასეთ ყოველი წამი:

გაკვეთილზე დროს ვმართავ


ეფექტურად, აქტივიობები ისე
მაქვს შერჩეული, რომ მოსწავლებს
საკმარისი დრო აქვთ სამუშაოს
შესასრლებლად, არც თავისფალი
დრო რჩებათ ყრადღების
გასაფანტად.

სსსმ მოსწავლისავის გაკვეთიის


გეგაში მაქვს გათალისწინებული
სახალისო აქტივობები.

5.მოსწავლეების თანაბარი
ჩართულობა:

საგაკვეთილო პროცესში
აქტიურად მყავს ჩართული
როგორც ძლირი, ასევე სუსტი
მოსწავლე.
ვახდენ მიცემული ინსტრუქციის
გადამოწმებას,თუ რამდნად კარგად
გაიგო მოსწავლემ დავალება

მოსწავლეებს ვაძლევ საშუალებას


ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები
და გაუსწორონ პასუხები.

6.სასიცოცხლო უნარ- ჩვევები,


მოსწავლეთა უფლებები და
პასუხისმგებლობები:

ვზრუნავ მოსწავლეებს
გამოვმუშავო სასიცოცხლო უნარ-
ჩვევები: გუნდური მუშაობა,
სიმამაცე, შრომისმოყვარეობა,
მოქნილობა, მეგობრობა,
ინიციატივის გამოჩენა მოთმინება,
მიზანდასახულობა, პატივისცემა,
პასუხისმგებლობა, იუმორი და
სხვა

7.შემოქმედებითი მიდგომა:

გაკვეთილზე ვიყენებ სწავლის


ინოვაციურ ფორმებს, რომელიც
სხვადსხვა სწავლის სტილის
მოსწავლეების ინტერესის გაზრდას
უწყბს ხელს.

8.მოსწავლეებისშეფასება:
მოსწავლეები კარგად იცნობენ
განმავითარებელი შეფასების
კრიტრიუმებს,რითაც გაკვეთილზე
ვაფასებ.

9.კომუნიკაცია:

ღია კომუნიკაცია მაქვს


მოსწავლეებთან, ისინი
თავისუფლად საუბრობენ
წამოჭრილ პრობლემებზე.

მშობლებს ვაწვდი ინფორმაციას


მათი შვილის წარმატებებსა თუ
წარუმატებლობაზე.

აქტიურად ვთანამშრომლობ
კოლეგებთან და სკოლის
ადმინისტრაციასთან, რაც
პრობლემების კოორდინირებულ
გადაჭრაში მეხმარება.
დანართი 3

გასასვლელი ბილეთი

1. რა მნიშვნელობა აქვს საკუთარი პედაგოგიური


პრაქტიკის კვლევის განხორციელებას პედაგოგისათვის?

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

2. გამოყავით ჩემს მიერ განხორციელებული მინი-კვლევის ძლიერი მხარე?

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

3. გამოყავით ჩემს მიერ განხორციელებული მინი კვლევის გასაუმჯობესებელი მხარე?

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------
მოსწავლეთა კითხვარი
1.მოგწონთ თუ არა თქვენი საკლასო ოთახი, გიხარიათ თუ არა საკლასო ოთახში ყოფნა ?
დიახ; არა (დაასაბუთე პასუხი)
_____________________________________________________________

2.წარმატების შემთხვევაში თუ წაგახალისებთ ან შეგაქებთ მასწავლებელი?დიახ; არა

3. როგორი გაკვეთილი მოგწონთ?

ა) როცა გაკვეთილს მასწავლებელი ხსნის და მე ვუსმენ

ბ) როცა ახსნის დროს მეც ვარ ჩართული

გ) როცა პრაქტიკულად ვაკეთებ რამეს ( ვჭრი, ვაწებებ, ვხატავ, კუბიკებით ვაწყობ და

ა.შ.) შედეგებს ვინიშნავ და ვაკეთებ პრეზენტაციას.

4. მოგწონთ თუ არა ჯგუფური მუშაობა? ა) კი ბ) არა

5. შეფასების რომელი სისტემა უფრო მოგწონთ? ა) დაწერილი კომენტარი ბ) გაღიმებული


სმაილი გ) სიტყვიერი შექება

6, მოგწონთ თუ არა გაკვეთილზე არჩევანის თავისუფლება (მაგ;ტექსტის რომელი ნაწილი


ისწავლოთ ,რომელი დავალება შეასრულოთ და ა.შ). ა)დიახ ბ)არა გ)ზოგჯერ

7. ხომ არ არის რთული დავალებები, რომლებსაც სახლში გაძლევს მასწავლებელი

შესასრულებლად? ა) კი ბ) არა გ) ზოგჯერ

8.რა სიხშირით ერთვები საგაკვეთილო პროცესში? ყოველთვის; ზოგჯერ; ვერ ვახერხებ -


(დაასაბუთე პასუხი) . __________________________________________________________

9.ხომ არ გეშინია კითხვაზე პასუხის გაცემის, იმიტომ, რომ შეცდომის შემთხვევაში


ამხანაგები დაგცინებენ? კი ; არა ; ზოგჯერ

10.ხომ არ გეშინია კითხვაზე პასუხის გაცემის, იმიტომ, რომ შეცდომის შემთხვევაში


მასწავლებელი გაგიბრაზდება?

11 მოგწონთ თუ არა გაკვეთილები, რომლებსაც მასწავლებელი გიტარებთ


მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით? დიახ; არა (დაასაბუთეთ პასუხი)

_____________________________________________________________________________

12 მოგწონს თუ არა, როცა კლასის წინაშე პრეზენტაციას აკეთებ? (დაასაბუთე პასუხი)

13. მოგწონთ თუ არა როდსაც მასწავლებელი გრთავს შეფასების პროცესში?(დაასაბუთე


პასუხი)________________________________________________________________________
14, როგორი დავალებების შესრულება გირჩევნია? ა) მარტივიდან რთლისკენ ბ)პირდაპაი
რთული

15,როგორი აქტივობებს ანიჭებთ უპირატესობას? ა)შეფასება ხდება კონკრეტული ნიშნით


ბ) შეფასება ხდება სიტყვიერად.

დანართი-1 კითხვარი პედაგოგებისათვის


მოგესალმებით!

კოლეგებო, ჩემს მიერ წარმოებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისათვის

მჭირდება თქვენი მონაწილეობა, თქვენი აზრი ჩემთვის ძალზედ

მნიშვნელოვანია.თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო

კითხვარზე სახელის და გვარის მითითება.

მადლობა წინასწარ!

1. განსაზღვრავს, თუ არა სასწავლო პროცესის წარმატებას მოსწავლეთა


მოტივაცია?

ა) დიახ

ბ) არა

გ) ნაწილობრივ

2. ხომ არ ფიქრობთ, რომ დღევანდელი სასკოლო სახელმძღვანელოები ვერ

უზრუნველყოფს მოსწავლეთა დაინტერესებას?

o დიახ

o არა

o ნაწილობრივ

3. გეგმავთ თუ არა სასწავლო პროცესს მოსწავლეთა ინტერესების


გათვალისწინებით?

o დიახ

o არ ა
o ვერ ვახერხებ ყოველთვის

4. რამდენად ხშირად აწვდით მშობლებს ინფორმაციას მისი შვილის პროგრესისა


და

საჭიროებების შესახებ?

o ყოველ კვირას

o თვეში ერთჯერ

o ყოველ სემესტრში

o წელიწადში ერთჯერ

5. რა საშუალებებს იყენებთ მოსწავლეთა გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად?

o სტიკერებს

o ვაძლევ სიგელს

o ვაქებ

6. მოტივაციის ამაღლების რომელ საშუალებებს იყენებ უფრო ხშირად?

o შინაგანს

o გარეგანს

o ორივეს

7. აძლევთ თუ არა მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას?

o დიახ

o არა

o ყოველთვის ვერ ვახერხებ

8. უზიარებ თუ არა შენს გამოცდილებას კოლეგებს?

o ყოველთვის

o იშვიათად

o არა

9. ატარებთ თუ არა ისეთ მშობელთა კრებებს სადაც ეწევით მშობელთა


პედაგოგიზაციას?

o კი

o არა

o იშვიათად

10. რამდენად ხშირად აძლევთ მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას


კომენტარების

სახით?

o ყოველდღე

o კვირაში ერთჯერ

o იშვიათად

o ვერ ვახერხებ დროის სიმცირის გამო

11. რომელი სახის აქტივობებში უფრო ხალისით ერთვებიან თქვენი მოსწავლეები?

o ყველა სახის აქტივობებში

o კონსტრუქტივისტულ აქტივობებში

o უყვართ დიდაქტიკური თამაშები

o მათ მიერ არჩეულ აქტივობებში.

12. რა მეთოდებს იყენებთ იმისთვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ

გაკვეთილზე?
______________________________________________________________________________
__________________________________________________________________

13. ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართვის

კუთხით?
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________

14. თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლე


მაქსიმალურად
ჩაერთოს გაკვეთილზე?
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
__________________________________________________________________

15. იყენებთ თუ არა ინდივიდუალურ მიდგომებს თითოეული მოსწავლის სასწავლო

პროცესში ჩართვის მიზნით და რაში გამოიხატება ის?


______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
___________________________________________________________________________

16. ეკითხებით თუ არა მოსწავლეს აზრს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით?


______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
________________________________________________________________

რეფლექსია
კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებს


გავუზიარე კვლევის შედეგების ანალიზი. კვლევის
თემა, მიზნები, მეთოდები და შედეგები
კოლეგებისთვის საკმაოდ საინტერესო
აღმოჩნდა. ზოგადად, კვლევის პროცესში მონაცემთა
ანალიზის გაკეთება ყველაზე მეტად საინტერესო
ეტაპია. კოლეგებსაც გავაცანი მიღებული
შედეგები და დაგეგმილი ინტერვენციები.
მონაცემთა ანალიზი კოლეგებს წარმოვუდგინე ცხრილებისა და დიაგრამების
სახით, რამაც წარმოდგენილი ინფორმაცია უფრო ცხადი და ნათელი გახადა. კვლევის
გაცნობის შემდეგ კოლეგებს დავურიგე გასასვლელი ბილეთები ( იხ. დანართი 3) და ვთხოვე
კვლევის შეფასება.

კოლეგებისგან უკუკავშირის სახით მივიღე რეკომენდაცია, რომ სასურველია მშობელთა


ჩართულობის კუთხით დაიგეგმოს ეფექტური კომუნიკაცია მშობლებთან, თვისობრივ მონაცემთა
ანალიზი უფრო ვრცელი და კონკრეტული რომ იყოს. ასევე აღნიშნეს, რომ ნათლად და კარგადაა
რაოდენობრივ მეთოდთა ანალიზი და განხორციელებული ჩარევებიც საინტერესოა.

კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათთან თანამშრომლობა და მათი მხრიდან მიღებული


რეკომენდაციები ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამჯერადაც გავითვალისწინებ მიღებულ
რჩევებს და შემდგომ მუშაობას დავგეგმავ მათთან თანამშრომლობით.

რაც შეეხება კვლევას, მუშაობით მიღებულ გამოცდილებას, შედეგების ანალიზის გაკეთების


უნარ-ჩვევას, კოლეგებთან და მშობლებთან ურთიერთობის ეფექტურ მეთოდებს გამოვიყენებ
შემდგომში, ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.

პრაქტიკული კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის


თემა იყო: „ მოსწავლეთა დაბალი მოტივაციით გამოწვეული პრობლემები და მათ
დაძლევის გზები უმცროსკლასელებში“. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე ,
კოლეგებში ამ კვლევამ იმთავითვე აღძრა ინტერესი. დაწყებითი კლასის მასწავლებლები
კვლევის დასაწყისიდან საქმის კურსში იყვნენ 42 მოტივაციის ამაღლების საშუალებები
უმცროსკლასელებში (რადგან ან გამოკითხვაში მონაწილეობდა, ან ფოკუსჯგუფის
პედაგოგი იყო, რომელთანაც გასაუბრება პერიოდულად მიწევდა ), მაგრამ საბოლოო
შედეგებისა და ინტერვენციის შესახებ ინფორმაცია მათთვის საინტერესო აღმოჩნდა .
კვლევის შედეგები დაწყებითი კლასების კათედრის სხდომაზე წარვადგინე ,
პედაგოგებთან, მოკლე პრეზენტაციის სახით. მეტი თვალსაჩინოებისათვის გამოვიყენე
Power-Point-ს სლაიდები, სადაც წარმოდგენილი მქონდა უშუალოდ შედეგები და კვლევაში
წარმოდგენილი გრაფიკები). საკითხის აქტუალურობის შესახებ პედაგოგები
ინფორმირებული იყვნენ, ამიტომ გავაცანი პირდაპირ კვლევის შედაგები , ინტერვენციის
პროცესი და საბოლოო დასკვნები. პედაგოგები შედეგებს ინტერესით გაეცნენ . რამდენიმე
პედაგოგმა გამოთქვა მოსაზრება. მათ აღნიშნეს რომ ეს პრობლემა ნამდვილად
აქტუალურია, რადგან უშუალოდ მასზეა დამოკიდებული მოსწავლეთა საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა, რაც უშუალო კავშირშია მიებული ცოდნის დონის
გაუმჯობესებასთან. მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილ ფსიქოლოგთა
თეორიები, კერძოდ: გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ,მასლოუს იერარქიულ
თეორიები, ბიჰევიორიზმის ძირითადი პრინციპები, დ. უზნაძის განწყობის თეორია . მათ
აღნიშნეს, რომ კვლების შედეგები და ზემოხსენებული თორიები გამოადგებათ როგორც
სწავლების პროცესში, ასევე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების დროს . ერთ -
ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, რომ წლებია სკოლაში ასწავლის და სულ დგას პრობლემა ,
როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესში ისე, რომ გამოვიწვიოთ მათი
დაინტერესება. ჯგუფში არიან სხვადასხვა ინტერესებისა და ინტელექტის ბავშვები , ამიტომ
მრავალრიცხოვან კლასში ჭირს მათთან ინდივიდუალური მიდგომა . ამისათვის
გამომიყენებია სხვადასხვა აქტივობა, მაგრამ საყურადღებოა აღნიშნული კვლევის
შედეგები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირი, რომელშიც პედაგოგებმა მომიწონეს
საკვლევად ამ საკითხის არჩევა. ასევე მნიშვნელოვანი იყო კვლევის შედეგების
დადებითად შეფასება. პრეზენტაციის ბოლოს, კათედრის წევრებს გაუჩნდათ სურვილი
პერსონალურად მიმეწოდებინა მათთვის კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები ,
რომლებსაც აქტიურად გამოიყენებდნენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში . ამრიგად ,
უკუკავშირი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მან კიდევ უფრო დამაფიქრა იმაზე , რომ კიდევ
უამრავი აქტივობის მოფიქრება შეიძლება ამ კუთხით; კიდევ ერთხელ 43 მოტივაციის
ამაღლების საშუალებები უმცროსკლასელებში დამარწმუნა იმაში, რომ ამ საკითხებზე
მუშაობა აუცილებელია, ხოლო მეთოდები გზები, აქტივობები ამოუწურავია. ეს კვლევა
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ავიმაღლე საკუთარი პროფესიონალიზმი ,
კიდევ ერთხელ განვიხილე განვითარებისა და სწავლების თეორიები , წავიკითხე უამრავი
მასალა ამ თემაზე, რომელიც ინტერნეტსივრცეში იყო. ვნახე სხვადასხვა გამოკვლევები ამ
საკითხთან დაკავშრებით. „გავიზარდე“, როგორც მასწავლებელი. გამიჩნდა სურვილი ,
რომ კვლავ განვახორციელო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, არა მარტო სწავლების
არამედ აღზრდის კუთხითაც. ჩემი შეხვედრა კათედრის წევრებთან იყო გულწრფელი
ურთიერთობა ჩვენს შორის. მადლობას ვუხდი მათ, რომ მთელი კვლევის პროცესში
აქტიურად იყვნენ ჩართული საჭიროებისამებრ და დახმარებას მიწევდნენ .

You might also like