Professional Documents
Culture Documents
რომენ გარი - ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ
რომენ გარი - ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ
რომენ გარი
ჩიტები სასიკვდილოდ
პერუში მიფრინავენ
2 მკითხველთა ლიგა
ჩიტები სასიკვდილოდ პერუში მიფრინავენ
3 მკითხველთა ლიგა
ბის კვალი, სათევზაო ნავების მწკრივი შორს, იქ, სადაც გუანოს
კუნძულები სიქათქათით ცას ეჯიბრებოდა.
კაფე დიუნების შუაგულში, ხიმინჯებზე იყო აშენებული. გზა
ასიოდე მეტრის დაშორებით გადიოდა, მაგრამ მანქანების მოძ-
რაობის ხმაური აქამდე არ აღწევდა. საფეხურებიანი ბილიკი
პლაჟამდე ჩადიოდა. მას შემდეგ, რაც ლიმის ციხიდან გამოქცე-
ულმა ორმა ბანდიტმა ბოთლის ჩარტყმით მძინარეს გონება
დააკარგვინა, ამ ბილიკს ყოველ საღამოს ამოწმებდა. ბანდიტე-
ბი კი დილით კაფეში იპოვა, გალეშილი მთვრალები იყვნენ.
მოაჯირს დაეყრდნო და დღის პირველი სიგარეტი გააბოლა,
თან ქვიშაზე დაყრილ ჩიტებს უყურებდა – ზოგი ჯერ კიდევ ფარ-
თხალებდა. ვერავის გაეგო, რატომ ტოვებდნენ ჩიტები ოკეანეში
მდებარე კუნძულებს და სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ატა-
რებდნენ ლიმიდან ათი კილომეტრით დაშორებულ, ჩრდი-
ლოეთით მდებარე ამ პლაჟზე. არასოდეს მიფრინავდნენ უფრო
ჩრდილოეთით ან უფრო სამხრეთით. სულ რაღაც სამიოდე კი-
ლომეტრის სიგრძის ქვიშის ვიწრო ზოლს ირჩევდნენ. შესაძ-
ლოა მათთვის ეს იყო ისეთივე წმინდა ადგილი, როგორიც ინ-
დოეთში ბენარესია, სადაც მორწმუნეები სიცოცხლეს ეთხოვები-
ან. აქ მოდიოდნენ საკუთარი ფიზიკური გარსის დასატოვებლად,
ვიდრე მართლაც გაფრინდებოდნენ. ან იქნებ გუანოს კუნძულე-
ბიდან – მოშიშვლებული და ცივი კლდეებიდან – მოფრინავ-
დნენ რბილ და თბილ ქვიშაზე, მაშინ, როდესაც მათ სისხლის მი-
მოქცევა თანდათან უწყდებოდათ და მხოლოდ ოკეანის გადმო-
ლახვის ძალაღა შერჩენოდათ.
წესს უნდა დავემორჩილოთ, ყველაფერს აქვს მეცნიერული
ახსნა. რა თქმა უნდა, შეგიძლია პოეზიას შეაფარო თავი,
ოკეანეს დაუმეგობრდე, მის ხმას ყური უგდო და ისევ გჯეროდეს
ბუნების საიდუმლოებების. ცოტათი პოეტი, ცოტათი მეოცნებე...
ლიმაში აფარებ თავს, ანდების ძირში, პლაჟზე, სადაც ყველაფე-
4 მკითხველთა ლიგა
რი სრულდება მას შემდეგ, რაც იბრძოლე ესპანეთში, პარტიზა-
ნი იყავი კუბასა და საფრანგეთში. ასეა თუ ისე, ორმოცდაშვიდი
წლისა მაინც სწავლობ საშენო გაკვეთილს და აღარაფერს ელი
აღარც მომხიბლავი მიზნებისგან და აღარც ქალებისგან. ლამა-
ზი ხედით იმშვიდებ თავს. ხედმა იშვიათად, რომ გიღალატოს.
ცოტათი პოეტი, ცოტათი მეო... დადგება დღე და პოეზიასაც მეც-
ნიერულად ახსნიან, შეისწავლიან ჩვეულებრივი სეკრეტორული
მოვლენის სახით. მეცნიერება ყოველი მხრიდან ტრიუმფით
მიიწევს ადამიანისკენ.
პერუს დიუნებიან სანაპიროზე კაფეს მფლობელი ხდები. ერ-
თადერთი კომპანიონი ოკეანეა, მაგრამ ამასაც მოეძებნება ახ-
სნა – განა ოკეანე მარადიული ცხოვრების, გადარჩენის დაპი-
რების, უკანასკნელი ნუგეშის სურათ-ხატი არ არის? ცოტათი
პოეტი... იმედი უნდა გქონდეს, რომ სული არ არსებობს. სულის-
თვის ესაა ერთადერთი გზა, თავიდან აირიდოს... არ შეეხონ.
სულ მალე მეცნიერები გამოითვლიან მის ზუსტ მასას, შემადგენ-
ლობას, ზეასვლის სიჩქარეს... როდესაც გახსენდება, ისტორიის
დასაბამიდან რამდენი მილიარდი სული გაფრინდა, ტირილი
გინდება. ცად ასვლაში მათთვის ხელის შესაშლელად ჯებირები
რომ აეგოთ, ახლა მთელი დედამიწა განათებული იქნებოდა.
ცოტა ხანში ადამიანი სრულიად მარიონეტი გახდება. მისი
საუკეთესო ოცნებები უკვე აქციეს ომებად და ციხეებად.
ჩიტების ნაწილი ჯერ ისევ იდგა ქვიშაში. ესენი ახალმოფრე-
ნილები იყვნენ, კუნძულებს უმზერდნენ. ოკეანეში მდებარე კუნ-
ძულები გუანოთი2 იყო დაფარული, რასაც ინდუსტრიაში სარ-
ფიანად იყენებდნენ – ერთი თევზიყლაპიის მიერ სიცოცხლის
5 მკითხველთა ლიგა
განმავლობაში დატოვებული სკორე ერთ ღარიბ ოჯახს მთელი
ცხოვრება ეყოფოდა. ამრიგად, ფრინველები, როცა მიწაზე თა-
ვიანთ მისიას შეასრულებდნენ, სასიკვდილოდ აქ მოფრინდე-
ბოდნენ ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც თავს
გადახდენია, მანაც ამოწურა თავისი მისია – ეს სიერა-მადრეზე
მოხდა, კასტროსთან ერთად. იდეალიზმის მიმართ კეთილშობი-
ლი სულის რწმენას შეუძლია, დროის იმავე მონაკვეთში, პოლი-
ციური რეჟიმის არსებობა უზრუნველყოს. ცოტათი პოეტი, ესაა
და ეს. მალე მთვარეზეც გაფრინდებიან და მთვარეც აღარ იქნე-
ბა. სიგარეტი სილაში ჩააგდო. ბუნებრივია, ამ ყველაფრის მოგ-
ვარება დიდ სიყვარულს შეუძლიაო, გაიფიქრა დამცინავად, რა-
საც თან ახლდა ჩაძაღლების დაუძლეველი სურვილი. ზოგჯერ,
დილაობით, ასე დარევდა ხოლმე ხელს მარტოობა, ცუდი მარ-
ტოობა – ის, რომელიც განადგურებს, იმის ნაცვლად, რომ თავი-
სუფლად სუნთქვა შეგაძლებინოს. შკივისკენ დაიხარა, თოკი გა-
მოსწია, საბიჯელა ჩამოუშვა და კაფეში შებრუნდა წვერის გასა-
პარსად. ყოველ დილით საკუთარ გამოსახულებას სარკეში გაკ-
ვირვებული შესცქეროდა: „ეს არ მინდოდა!“, – ხუმრობით ეუბ-
ნებოდა თავის თავს. ჭაღარა და ნაოჭები ნათელს ხდიდა, როგო-
რი გახდებოდა ერთ-ორ წელიწადში. ასეთ დროს სხვა აღარაფე-
რი გრჩება იმის გარდა, რომ თავი გამორჩეულ მოხუცად წარმო-
იდგინო. გრძელი, გამხდარი სახე ჰქონდა – დაღლილთვალე-
ბიანი და ირონიულღიმილიანი – მასზე ყველაფერს რომ ამბობ-
და. აღარავის სწერდა, თავადაც აღარ იღებდა წერილებს, არა-
ვის იცნობდა. ურთიერთობა შეწყვიტა სხვებთან, როგორც ყო-
ველთვის ხდება, როდესაც, სინამდვილეში, ამაოდ ცდილობენ
საკუთარ თავთან კავშირის გაწყვეტას.
ზღვის ფრინველების ჭყივილი ისმოდა, ალბათ, ნაპირის გას-
წვრივ თევზების გუნდი მიცურავდა. ცა მოწმენდილი იყო.
ოკეანეში გაფანტული კუნძულები მზის სინათლეზე შეყვითლე-
6 მკითხველთა ლიგა
ბას იწყებდა. ოკეანე თანდათან იშორებდა რძისებრ სირუხეს.
დიუნების გადაღმა, ძველი მიწაყრილის ჩამონაშალთან, სელა-
პები ყეფდნენ.
ყავა გასაცხელებლად დადგა და აივანზე დაბრუნდა. მარ-
ჯვნივ, ერთი დიუნის ძირში, ახლაღა შენიშნა ჩონჩხივით გამხდა-
რი, სილაში სახეჩარგული მძინარე ადამიანი ხელში ბოთლით.
მის გვერდით მოკუნტული იწვა მეორე – საცურაო ტრუსის ამა-
რა; სხეული თავიდან ფეხებამდე ლურჯად, წითლად და ყვით-
ლად ჰქონდა შეღებილი. კიდევ ერთ, ფეხშიშველა და ზურგზე
გაწოლილ გიგანტ შავკანიანს ლუი XV-ის ეპოქის პარიკი ეხურა,
ტანთ ეცვა სასახლის კარზე მიღებული ლურჯი ზედა სამოსელი
და მუხლამდე სიგრძის, თეთრი აბრეშუმის შარვალი – კარნავა-
ლის უკანასკნელი ტალღა ამ ნაპირზე დასრულებულიყო. „სტა-
ტისტები3 არიან“, – გაიფიქრა, – „მუნიციპალიტეტმა უზრუნველ-
ყო კოსტიუმებით და ერთ ღამეში ორმოცდაათი სოლი გადაუხა-
და“. მარცხნივ გაიხედა, თევზების გუნდის თავზე, თეთრ-რუხი
ღრუბლის დარად დაკიდებული თევზიყლაპიებისკენ და ის
დაინახა. ზურმუხტისფერი კაბა ეცვა, მწვანე ყელსახვევი ხელში
ეჭირა და აქაფებული ტალღებისკენ მიიწევდა. ყელსახვევი
წყალში ეთრეოდა, თავი უკან გადაეგდო, გაშლილი თმა მხრებ-
ზე ეფინა. წყალი წელამდე სწვდებოდა, ხანდახან, როდესაც
ოკეანე ძალიან უახლოვდებოდა, ბარბაცებდა. ტალღები მის
წინ, ოციოდე მეტრში, იმსხვრეოდა, თამაში სახიფათო ხდებო-
და. ერთ წამს კიდევ შეიცადა, მაგრამ ქალი არ ჩერდებოდა და
ისევ წინ მიიწევდა, ოკეანე კი მტაცებელივით იქოჩრებოდა, ერ-
თდროულად ყრუდ და მოქნილად. კიდევ ერთი ბიძგი და ყველა-
7 მკითხველთა ლიგა
ფერი დასრულდებოდა. კიბე ჩაირბინა და ქალისკენ გაიქცა.
ხანდახან ფეხს ფრინველს აბიჯებდა, თუმცა უმრავლესობა უკვე
მკვდარი იყო. ისინი ღამღამობით იხოცებოდნენ. ეგონა, დააგ-
ვიანებდა. ერთადერთი, ყველაზე ძლიერი ტალღა საკმარისი
იყო და თავის ტკივილიც დაიწყებოდა – საჭირო გახდებოდა პო-
ლიციაში დარეკვა, კითხვებზე პასუხების გაცემა. როგორც იქნა,
მიუახლოვდა, ხელი მოჰკიდა. ქალმა მისკენ მიიხედა და ერ-
თხანს წყალმა ორივე დაფარა. მკლავზე მაგრად მოუჭირა ხელი
და პლაჟისკენ წაიყვანა. ქალი არ გასძალიანებია. რამდენიმე
წამით ქვიშაზე ისე მიაბიჯებდა, არ შებრუნებულა, მერე შედგა.
ვიდრე შეხედავდა, შეყოყმანდა – უსიამოვნო სიურპრიზის მოწმე
არაერთხელ გამხდარა. მაგრამ მოლოდინი არ გასცრუებია.
იხილა მეტისმეტად დახვეწილი სახე, თანაც – ფერმკრთალი და
სერიოზული, ძალიან დიდი თვალები წყლის წვეთებს შორის,
რომლებიც არნახულად უხდებოდა. ყელზე ეკეთა ბრილიანტის
ყელსაბამი, ასევე ამშვენებდა საყურეები, ბეჭდები და სამაჯურე-
ბი. მწვანე ყელსახვევი ისევ ხელში ეჭირა. თავს ეკითხებოდა, აქ
რას აკეთებდა ეს ქალი, საიდან მოვიდა ოქროებით, ბრილიან-
ტებითა და ზურმუხტებით დახუნძლული, რატომ იდგა დილის
ექვს საათზე მკვდარი ფრინველებით მოფენილ მიკარგულ
პლაჟზე.
– თავი უნდა დაგენებებინათ, – ინგლისურად უთხრა ქალმა.
გასაოცრად დახვეწილი ყელი ჰქონდა, მოხდენილად ჩამოქ-
ნილი, რის გამოც ბრილიანტის ყელსაბამის სიმძიმე უფრო მე-
ტად იგრძნობოდა და სიკაშკაშეს უკარგავდა სამკაულს. კაცს
ისევ ხელში ეჭირა მისი მაჯა.
– გესმით, რასაც ვამბობ? ესპანური არ ვიცი.
– კიდევ რამდენიმე მეტრი და დინება წაგიღებდათ. ის აქ ძა-
ლიან ძლიერია.
8 მკითხველთა ლიგა
ქალმა მხრები აიჩეჩა. ბავშვის სახე ჰქონდა, მთელ ადგილს
თვალები იკავებდა. სიყვარულით გამოწვეული დარდიაო,
გაიფიქრა კაცმა. ყოველთვის სიყვარულზე დარდია მიზეზი.
– საიდან მოდიან ეს ჩიტები? – იკითხა ქალმა.
– ოკეანეში კუნძულებია. გუანოს კუნძულები. იქ ცხოვრობენ
და სიკვდილის მოახლოებისთანავე აქ მოფრინდებიან ხოლმე.
– რატომ?
– არ ვიცი. სხვადასხვანაირად ხსნიან.
– თქვენ? თქვენ რამ მოგიყვანათ აქ?
– ეს კაფე ჩემია. აქ ვცხოვრობ.
ქალი ფეხებთან მიმოფანტულ დახოცილ ფრინველებს დასჩე-
რებოდა.
კაცმა არ იცოდა, ტიროდა თუ ოკეანის წყლის წვეთები ჩამოს-
დიოდა ლოყებზე. ქალი ისევ ფრინველებს დაჰყურებდა.
– ახსნა უნდა არსებობდეს. ყოველთვის არსებობს.
ქალმა დიუნისკენ გაიხედა – იქით, ქვიშაში, ჩონჩხივით გამ-
ხდარს, ტანაფერადებულ ველურსა და სასახლის კარის სამოსში
გამოწყობილ პარიკიან შავკანიანს ეძინათ.
– კარნავალია.
– ვიცი.
– ფეხსაცმელი სად დატოვეთ?
ქალმა თვალები დახარა.
– აღარ მახსოვს... ამაზე ფიქრი არ მსურს... რატომ გადამარ-
ჩინეთ?
– ასეთი წესია. წამოდით.
რამდენიმე წუთით აივანზე მარტო დატოვა, მერე მალევე
დაბრუნდა ქაფქაფა ყავით სავსე ჭიქითა და კონიაკით. ქალი მის
პირდაპირ მაგიდას მიუჯდა, ყურადღება დაძაბა და სახეზე მიაშ-
ტერდა, თითოეულ ნაკვთს აკვირდებოდა. კაცმა გაუღიმა და უთ-
ხრა:
9 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერს მოეძებნება ახსნა.
– არ უნდა ჩარეულიყავით, თავი უნდა დაგენებებინათ ჩემ-
თვის, – მიუგო ქალმა.
მერე ატირდა. კაცი მხარზე შეეხო, მის დახმარებაზე მეტად,
საკუთარი თავის გამხნევება სურდა:
– აი, ნახავთ, ამასაც ეშველება.
– ზოგჯერ ყველაფერი მბეზრდება. მომბეზრდა. აღარ მსურს,
ასე გრძელდებოდეს...
– არ გცივათ? ტანსაცმელს არ გამოიცვლით?
– არა, გმადლობ.
ოკეანე ახმაურებას იწყებდა – მოქცევა არ იყო, თუმცა აქაფე-
ბული ტალღები ამ დროს უფრო ღონივრად ეხლებოდა ნაპირს.
ქალმა შეხედა.
– მარტო ცხოვრობთ?
– მარტო.
– აქ დარჩენა შემიძლია?
– რამდენი ხნითაც გსურთ.
– აღარ შემიძლია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე... – ქალი ქვი-
თინებდა.
კაცს სწორედ იმწამს დარია ხელი იმან, რასაც გადაულახავ
გულუბრყვილობას უწოდებდა. მართალია, გაცნობიერებული
ჰქონდა, შესჩვეოდა იმას, ყველაფერი ხელებში რომ ეფშვნებო-
და, მაგრამ გაუთვითცნობიერებლად მაინც უძალიანდებოდა.
მის არსებაში რაღაც ჩაბუდებულიყო და მთელი ძალ-ღონით
ეწინააღმდეგებოდა სასოწარკვეთილებას, იმედის ყველა სხივს
ებღაუჭებოდა. ფარულად სწამდა ბედნიერების შესაძლებლო-
ბის, ცხოვრების სიღრმეებში მიკარგული, მოულოდნელად ყვე-
ლაფერს რომ გაანათებდა, თანაც დაბინდებისას. მასში ერ-
თგვარ კურთხეულ გულუბრყვილობას დაებუდებინა, მიამიტო-
ბას, რომელიც ვერ ჩაკლა ვერც ერთმა მარცხმა, ვერავითარმა
10 მკითხველთა ლიგა
ცინიზმმა. ეს იყო ილუზიის ძალა, რომელიც უბიძგებდა, წასული-
ყო ესპანეთში ბრძოლის ველზე, ვერკორის ტყეებში პარტიზანად
და სიერა-მადრეში, კუბაზე. ასევე ურთიერთობა გაება ორ თუ
სამ ქალთან, რომლებიც ახალ ენერგიას გმატებენ სწორედ მა-
შინ, როდესაც უკვე ხელი გაქვს ჩაქნეული და გგონია, რომ ყვე-
ლაფერი დასრულდა. თავად კი აქ, პერუს ამ სანაპიროზე, გამო-
იქცა, იმათ მსგავსად, რომლებიც თავს აფარებენ ტრაპისტების4
სამონასტრო ორდენს ან სიცოცხლეს ჰიმალაების რომელიმე
მღვიმეში ასრულებენ. ოკეანის ნაპირზე ისე ცხოვრობდა, რო-
გორც სხვები ცის კაბადონზე – ოკეანე მფეთქავი მეტაფიზიკაა,
ერთდროულად ბობოქარი და ცხადი, დამამშვიდებელი უსაზ-
ღვროება, რომელიც საკუთარ თავს გავიწყებს, რამდენჯერაც
თვალს შეავლებ; ხელის გაწვდენაზე მდებარე უკიდეგანობაა,
ჭრილობებს რომ მიელამუნება დასაამებლად და საკუთარი თა-
ვის უარყოფაში გეხმარება. მაგრამ ქალი ისეთი ახალგაზრდა
იყო, ისეთი დაბნეული, ისეთი ნდობით უყურებდა. მას კი ამ
დიუნებში სასიკვდილოდ მოფრენილი იმდენი ჩიტი უნახავს,
რომ კიდევ ერთის – ყველაზე ლამაზის – გადარჩენის, დაცვის,
აქ, სამყაროს კიდეზე, თავისთან დატოვებისა და ცხოვრების მი-
წურულს, როგორც იქნა, რაღაც წარმატების მიღწევის აზრმა,
სულ ერთი წამით დაუბრუნა ეს გულუბრყვილობა, ირონიული
ღიმილითა და გამოცდილი ადამიანის იერით რომ ნიღბავდა.
ამისთვის სულ მცირე რამ იყო საჭირო. ქალმა შეხედა და ბავ-
შვის ხმით, მავედრებელი მზერით, რომელიც უკანასკნელმა
ცრემლებმა კიდევ უფრო სხივჩამდგარი გახადა, უთხრა:
– აქ დარჩენა მინდა, გთხოვთ.
11 მკითხველთა ლიგა
ამასთანავე, ერთი ჩვევა ჰქონდა – სიმარტოვის მეცხრე ტალ-
ღა იყო, ყველაზე ძლიერი, ის, რომელიც ძალიან შორიდან მო-
დის, ოკეანის სიღრმიდან, რომელიც წაგაქცევს და ზედ გადაგივ-
ლის, ფსკერისკენ წაგიღებს და მერე, უეცრად, მოგეშვება, მხო-
ლოდ იმდენი ხნით, რომ ზედაპირზე ასვლა შეძლო, პირველივე
ხავსს მოეჭიდო. ერთადერთი ცდუნება, რომლის დამარცხება
არავის ძალუძს, იმედით ცდუნებაა. კაცმა თავი გააქნია, გააოცა
საკუთარ თავში უეცრად აღმოჩენილმა უცნაურად მედგარმა
ახალგაზრდულობამ, ორმოცდაათი წლის მოახლოებასთან ერ-
თად ხელი უკვე ჩაქნეული ჰქონდა.
– დარჩით.
ქალის ხელი ეჭირა. პირველად შენიშნა, კაბის ქვეშ სრული-
ად შიშველი იყო. პირი გააღო, რადგან აპირებდა ეკითხა,
საიდან მოვიდა, ვინ იყო, აქ რას აკეთებდა, თავის მოკვლა რა-
ტომ სურდა, რატომ არაფერი ეცვა საღამოს გამოსასვლელი კა-
ბის ქვეშ – თუმცა ყელზე ბრილიანტის ყელსაბამი ეკეთა, თითებ-
სა და ყურებს ოქრო და ზურმუხტი უფარავდა, მერე სევდიანად
გაიღიმა. ალბათ, მხოლოდ ამ ერთადერთ ჩიტს შეეძლო მის-
თვის ეთქვა, სასიკვდილოდ ამ დიუნებში რატომ მოვიდა. მიზეზი
ექნებოდა, ახსნა ყოველთვის არსებობს, მაგრამ მისი ცოდნა
საკმარისი არ არის. მეცნიერება განმარტავს, რა არის სამყარო,
ფსიქოლოგია – განმარტავს ცოცხალ არსებებს, მაგრამ უნდა
იცოდე თავის დაცვა, თავი არ უნდა მოიტყუო, ილუზიის უკანას-
კნელი ნამცეცები არ გაანიავო. პლაჟი, ოკეანე და ქათქათა ცა
სწრაფად ნათდებოდა მქრქალი სინათლით და თვალით უხილა-
ვი მზე მიწასა და წყალზე ხალისიან ლაქებს ტოვებდა. სველი კა-
ბის ქვეშ კარგად ჩანდა ქალის მკერდი და ისე დაუცველად გა-
მოიყურებოდა, ისეთი უცოდველობა ედგა ნათელ, ცოტათი გა-
ფართოებულ და უძრავ თვალებში, მხრის ყოველ მოძრაობაში
ისეთი სინაზე იგრძნობოდა, რომ გარშემო მთელი სამყარო უეც-
12 მკითხველთა ლიგა
რად უფრო მსუბუქი, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი მოგეჩვე-
ნებოდათ. თითქოს მისთვის ხელის შემოხვევა, აყვანა და უკეთე-
სი ხვედრისკენ წაყვანა შეიძლებოდა. „არასოდეს შეიცვლები,
ჟაკ რენიე“, – დაცინვით გაიფიქრა კაცმა. სურდა, თავი დაეღწია
ქალის დაცვის აუცილებლობისგან, რომელიც მკლავებზე,
მხრებზე, ხელებში ჩასჭიდებოდა.
– ღმერთო ჩემო, ასე მგონია, სიცივისგან მოვკვდები.
– აქეთ წამოდით.
საძინებელი კაფეს უკან იყო, ფანჯრებიდან დიუნები და
ოკეანე მოჩანდა. ქალი წამით შემინული კარის წინ გაჩერდა,
კაცმა შენიშნა, დამფრთხალმა როგორ გააპარა თვალი მარ-
ჯვნივ და თავადაც იქით შეაბრუნა თავი – დიუნის ძირში ჩაცუც-
ქული „ჩონჩხი“ ბოთლიდან სვამდა; სასახლის კარის სამოსში
გამოწყობილ შავკანიანს ისევ ეძინა, თეთრი პარიკი თვალებამ-
დე ჩასრიალებულიყო; ლურჯად, წითლად და ყვითლად ტანშე-
ღებილი კაცი მუხლებშეკეცილი იჯდა და თვალს არ აშორებდა
ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც ხელში ეჭირა;
მერე რაღაც თქვა და გაიცინა. „ჩონჩხმა“ დალევა შეწყვიტა, ხე-
ლი გაიშვირა, ქვიშიდან ლიფი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და მერე
ოკეანეში მოისროლა. ხელი გულზე დაიდო და რაღაც წარმოთ-
ქვა.
– უნდა გეცლიათ, მოვმკვდარიყავი, – თქვა ქალმა, – ეს ისე-
თი საშინელებაა.
სახეზე ხელები აიფარა. ქვითინებდა. კაცმა კიდევ ერთხელ
სცადა, არაფერი გაეგო, არაფერი ეკითხა.
– არც კი ვიცი, ეს როგორ მოხდა. ქუჩაში ვიყავი, კარნავალზე
გამოსულ ბრბოში, მანქანამდე მიმათრიეს, აქ მომიყვანეს და მე-
რე... მერე...
„ესეც ასე“, – გაიფიქრა კაცმა, – „ახსნა ყოველთვის არსე-
ბობს. უმიზეზოდ ჩიტებიც არ ცვივა ციდან. კარგი“.
13 მკითხველთა ლიგა
ვიდრე ქალი კაბას იხდიდა, სააბაზანოს ხალათის მოსაძებ-
ნად გავიდა. შემინული კარიდან დიუნის ძირში მყოფ იმ სამ კაცს
გახედა. ტუმბას უჯრაში რევოლვერი ედო, მაგრამ აზრი მაშინვე
უკუაგდო. ისინი ისედაც დაიხოცებოდნენ და სულ ცოტა იღბლის
წყალობით, ბევრად უფრო მტანჯველი გახდებოდა მათი სიკვდი-
ლი. ტანშეღებილს ფეხსაცმელი ისევ ხელში ეჭირა – ისე ეტყო-
ბოდა, ელაპარაკებოდა. „ჩონჩხი“ იცინოდა. სასახლის კარის სა-
მოსიან შავკანიანს თეთრი პარიკის ქვეშ კვლავ ეძინა. დიუნის
ძირში მოკალათებულიყვნენ, პირით ოკეანისკენ, ათასობით
მკვდარ ფრინველს შორის. ქალი, ალბათ, ყვიროდა, მათი ხე-
ლიდან გასხლტომას ცდილობდა, ევედრებოდა, თავი დაენებე-
ბინათ, დახმარებას ითხოვდა, მას კი არაფერი გაუგია, თუმცა
ფხიზელი ძილი იცოდა, სახურავზე მჯდარი ზღვის მერცხლის
ფრთის აქნევაც კმაროდა კაცის გასაღვიძებლად. მაგრამ
ოკეანემ, სავარაუდოდ, მათი ხმები გადაფარა. თევზიყლაპიები
განთიადისას მჭახე ჭყივილით ცაში ტრიალებდნენ და ხანდახან
ქვასავით ეშვებოდნენ თევზების გუნდისკენ. სულ პირდაპირ,
ჰორიზონტზე, ოკეანეში გაფანტული კუნძულები მოჩანდა, ცარ-
ცის ნატეხებივით ქათქათა. ქალისთვის არც ბრილიანტის ყელ-
საბამი აურთმევიათ, არც სხვა სამკაული, აშკარად არ აინტერე-
სებდათ. მაგრამ იქნებ მაინც საჭირო იყო მათი დახოცვა, თუნ-
დაც იმ მცირედის წასართმევად, რაც მიიტაცეს. ქალი რამდენი
წლის იქნებოდა – ოცდაერთის, ოცდაორის? ლიმაში მარტო ხომ
არ ჩამოვიდოდა, ან მამა ახლდა, ან იქნებ – ქმარი? სამი მამაკა-
ცი წასვლას არ ჩქარობდა. ისე ჩანდა, პოლიციის არ ეშინოდათ,
ოკეანის ნაპირზე მშვიდად უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდი-
ლებებს – ჩავლილი კარნავალის უკანასკნელ ნაფლეთებს. რო-
დესაც საძინებელში დაბრუნდა, ქალი ოთახის შუაგულში იდგა
და სველ კაბას ებრძოდა. გახდაში, შემდეგ პენუარის ჩაცმაში
დაეხმარა, სულ ერთი წამით იგრძნო, როგორ კანკალებდა და
14 მკითხველთა ლიგა
ფეთქავდა მის მკლავებში. შიშველ სხეულზე სამკაული კაშკა-
შებდა.
– სასტუმროდან არ უნდა გამოვსულიყავი, – თქვა ქალმა, –
კარი უნდა ჩამეკეტა და ნომერში დავრჩენილიყავი.
– თქვენი სამკაულისთვის ხელი არ უხლიათ.
უნდა დაემატებინა, ბედმა გაგიღიმათო, მაგრამ მხოლოდ ეს-
ღა თქვა:
– გინდათ, ვინმეს გავაფრთხილებ?
ქალს თითქოს არაფერი გაუგონია.
– არ ვიცი, როგორ მოვიქცე, არა, მართლაც არ ვიცი. აღარ
ვიცი... ალბათ, უმჯობესია, ექიმი ვნახო.
– ამ საქმეს მივხედავთ. დაწექით. საბანი დაიფარეთ. ცახცა-
ხებთ.
– არ მცივა. ნება მომეცით, აქ დავრჩე.
ქალი საწოლზე იწვა, საბანი ნიკაპამდე აეწია. ყურადღებით
უმზერდა.
– არ მიბრაზდებით, ხომ ასეა?
კაცმა გაუღიმა, საწოლზე ჩამოჯდა და მის თმას მოეფერა.
– გეყოფათ, რაც უნდა იყოს...
ქალი ხელში ჩააფრინდა და ლოყასთან მიიტანა, მერე ტუჩებ-
თან. თვალები გაუფართოვდა – უძირო, წყლიანი, ფართოდ გა-
ხელილი მიშტერებული თვალები, ოკეანესავით ზურმუხტისფე-
რი ათინათებით.
– რომ იცოდეთ...
– ამაზე ნუღარ ფიქრობთ.
ქალმა თვალები დახუჭა, ლოყა ხელისგულზე დაადო.
– მინდოდა, ბოლო მომეღო, უნდა დამესრულებინა. სიცოც-
ხლე აღარ შემიძლია. აღარ მინდა. საკუთარი სხეული მძაგს.
თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. მხოლოდ ტუჩები უთრთო-
და ოდნავ. ასეთი უმწიკვლო სახე არასოდეს უნახავს. მერე ქალ-
15 მკითხველთა ლიგა
მა თვალები გაახილა, შეხედა და ისე ჰკითხა, გეგონებოდა, მოწ-
ყალებას ითხოვსო:
– არ გეზიზღებით?
კაცი დაიხარა და ტუჩებში აკოცა. ასე ეგონა, მკერდთან ორი
დაჭერილი ჩიტი ფართხალებდა. მერე უეცრად აღელდა. სირ-
ცხვილისა და სიბრაზის ნაზავი იყო – საკუთარი ბუნების წინააღ-
მდეგ წასვლა შეუძლებელია. ნანახი ჰყავდა ბიჭბუჭები, სილაში
მიაბიჯებდნენ ჯერ კიდევ მოფართხალე ფრინველების საძებნე-
ლად, რომ ქუსლის დარტყმით მათთვის ბოლო მოეღოთ. რამ-
დენიმე სცემა კიდეც, ახლა კი თავად მიდიოდა განგმირული და-
უცველის დაძახილზე, რათა მისი არსებობა დაესრულებინა. ეს
მაშინ მოხდა, როდესაც ქალის ტუჩებისკენ დაიხარა და ბა-
გეებით შეეხო. ქალის მხრებზე შემოხვეული საკუთარი მკლავე-
ბი იგრძნო.
– არ გეზიზღებით, – საზეიმო ხმით წარმოთქვა ქალმა.
კაცმა გაბრძოლება სცადა. ეს მარტოობის მეცხრე ტალღა
იყო, რომელიც სადაცაა თავს დაატყდებოდა, მაგრამ დათმობას
და წაყოლას არ აპირებდა. მხოლოდ ის უნდოდა, რამდენიმე წა-
მით ასე მჯდარიყო, ქალის კისერში თავჩარგული, მისი ახალ-
გაზრდობის სურნელი ესუნთქა.
– გთხოვთ, – თქვა ქალმა, – დავიწყებაში დამეხმარეთ. და-
მეხმარეთ.
ქალს მისი მიტოვება აღარ სურდა, აღარასოდეს. დარჩენა
უნდოდა აქ, ამ ქოხში, ქვეყნიერების დასალიერში გადაკარგულ
ამ კაფეში, სადაც კლიენტები იშვიათად შედიან. ისეთი დაჟინე-
ბით ეჩურჩულებოდა, თვალებში ისეთი ვედრება ედგა, მხრებზე
მოხვეული ხელები ისეთ პირობას იტევდა, რომ კაცს სულ ერთი
წამით შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ყველაფრის მიუხედა-
ვად, უკანასკნელ წამს, ცხოვრებაში სასურველს მიაღწია. მკლა-
ვები მოეხვია ქალისთვის, ხანდახან ხელებში მოქცეულ თავს
16 მკითხველთა ლიგა
ფრთხილად აწევინებდა, თუმცა მარტოობაში გატარებული ათ-
წლეულები მის მხრებს მოულოდნელად თავს ატყდებოდა, მეც-
ხრე ტალღა ითრევდა და ქალთან ერთად გაშლილ ოკეანეში
მიაქანებდა.
– ძალიან მინდა, – უჩურჩულა ქალმა, – ძალიან მინდა.
როდესაც ტალღა დაცხრა და ისევ ნაპირზე აღმოჩნდა, მიხ-
ვდა, ქალი ტიროდა. დააცადა თვალებგაუხელელი ტირილი,
ლოყაზე მიყრდნობილი მისი შუბლის აწევა არ უცდია, გრძნობ-
და, როგორ სდიოდა ცრემლები და, იმავდროულად, მის მკერ-
დთან ქალის გული ფართხალებდა. შემდეგ აივნიდან საუბრისა
და ნაბიჯების ხმა შემოესმა. დიუნებთან სამი მამაკაცი გაახსენ-
და, ერთბაშად წამოვარდა რევოლვერის მოსაძებნად. აივანზე
ვიღაც დადიოდა, შორიდან სელაპების ყეფა ისმოდა, ზღვის
ფრინველები ცასა და წყალს შორის ჭყიოდნენ, ზვირთი ნაპირს
შეასკდა და ყველა ხმა გადაფარა, მერე უკან დაიხია, დატოვა
მხოლოდ ჩაცინება და სევდიანი ხმა, რომელმაც ინგლისურად
წარმოთქვა:
– ჯოჯოხეთი და წყევლა, მეგობარო, გეუბნები, ეს ჯოჯოხეთი
და წყევლაა. ყელში ამომივიდა. მასთან ერთად უკანასკნელად
ვმოგზაურობ მსოფლიოს გარშემო. დედამიწაზე აშკარად მეტის-
მეტად ბევრი ხალხი ცხოვრობს.
კაცმა აივანზე გამავალი კარი გააღო. ორმოცდაათიოდე
წლის სმოკინგიანი მამაკაცი, ხელჯოხზე დაყრდნობილი, მაგი-
დასთან იდგა. ხელში მწვანე ყელსახვევს ათამაშებდა, რომე-
ლიც ქალმა ყავის ჭიქასთან დატოვა. მხრებზე კონფეტი ეყარა,
ხელები უკანკალებდა. სახე ლოთისას მიუგავდა. ჰქონდა მოკ-
ლე რუხი ულვაში, ცისფერი, ცრემლიანი თვალები, ფაქიზის ან
გარყვნილის გაურკვეველი იერი, პატარა და ბუნდოვანი ნაკვთე-
ბი, რომლებსაც დაღლილობა კიდევ უფრო აბუნდოვანებდა. შე-
ღებილი თმა პარიკი გეგონებოდა. ზღურბლზე მდგარი რენიე შე-
17 მკითხველთა ლიგა
ნიშნა და დამცინავად გაიღიმა, ყელსახვევს დახედა, მერე ისევ
კაცს შეავლო თვალი და ღიმილი უფრო დამცინავი, სევდიანი და
ღვარძლიანი გაუხდა. მის გვერდით, თოკებს მიყრდნობოდა ტო-
რეადორის სამოსში გამოწყობილი, ნახშირივით შავ- და სწორ-
თმიანი, ლამაზი ახალგაზრდა მამაკაცი, ხელში სიგარეტი ეჭირა
და მასპინძელს პირქუშ მზერას არიდებდა. მოშორებით, ხის კი-
ბეზე, იდგა რუხი უნიფორმით შემოსილი მძღოლი, თავზე ქუდი
ეხურა, მკლავზე ქალის პალტო ჰქონდა გადაკიდებული. რენიემ
რევოლვერი სკამზე დადო და აივანზე გააბიჯა.
– ერთი ბოთლი სკოჩი, თუ შეიძლება, – დაიძახა სმოკინგიან-
მა მამაკაცმა და ყელსახვევი მაგიდაზე დადო, – პერ ფავორ...5
– კაფე ჯერ არ გაღებულა, – ინგლისურად უპასუხა რენიემ.
– მაშინ ყავა, – უთხრა მამაკაცმა, – ყავა, ვიდრე ქალბატონი
ჩაიცვამს.
ცისფერი თვალებით სევდიანად შეხედა მასპინძელს, ხელ-
ჯოხზე დაყრდობილი ოდნავ გაიმართა. მბჟუტავ სინათლეზე მი-
სი გაშეშებული სახე გამოჩნდა, უძლური და ღვარძლიანი გამო-
მეტყველებით. იმავდროულად, მოვარდნილმა ტალღამ კაფეს
ხიმინჯები შეარყია.
– ზვირთები, ოკეანე, ბუნების ძალები... ფრანგი ხართ, ხომ
ასეა? აი, ისიც ბრუნდება. დაახლოებით ორი წელი საფრანგეთ-
ში ვიცხოვრეთ, ამაოდ, უსაფუძვლოდ გაბუქებული დიდების კი-
დევ ერთი მაგალითი. იტალიას რაც შეეხება... ჩემი მდივანი,
რომელიც აქაა და, თავადაც ამჩნევთ, ძალიან ჰგავს იტალი-
ელს... ესეც ამაო გამოდგა.
ტორეადორი პირქუშად მისჩერებოდა იატაკს. ინგლისელი
დიუნისკენ მიბრუნდა, სადაც „ჩონჩხი“ გულხელდაკრეფილი
5 (ესპ.) გეთაყვა.
18 მკითხველთა ლიგა
ზურგზე იწვა და ცას მისჩერებოდა; ლურჯად, წითლად და ყვით-
ლად ტანშეღებილი შიშველი მამაკაცი ქვიშაში იჯდა, თავგადა-
წეულს ბოთლი მოეყუდებინა; სასახლის კარის სამოსიანი და პა-
რიკიანი შავკანიანი წყალში იდგა, თეთრი აბრეშუმის მუხლამდე
შარვალი შეეხსნა და ოკეანეში შარდავდა.
– დარწმუნებული ვარ, ამათაც ვერაფერი გააწყვეს, – თქვა
ინგლისელმა და ხელჯოხით დიუნისკენ მიანიშნა, – ამ დედამი-
წაზე მრავალი სახეობის სიმამაცე არსებობს, რომელიც ადა-
მიანის ძალას აღემატება. და მაინც, სამი კაცი, უნდა გითხრათ,
რომ... ვიმედოვნებ, ძვირფასეულობა არ მოპარეს. ეს ხომ მთე-
ლი მემკვიდრეობაა, დაზღვევაც კი ვერ აანაზღაურებს. დაუფიქ-
რებლობის გამო დაადანაშაულებდნენ. ერთ დღესაც ვინმე გა-
მოჩნდება და ჭკუას ასწავლის. ჰო, მართლა, ხომ ვერ მეტყვით,
რატომ არის გარშემო ამდენი მკვდარი ჩიტი? ისინი ათასობი-
თაა. სპილოების სასაფლაოებზე მსმენია, მაგრამ ფრინველების
სასაფლაოები... იქნებ ეპიდემიაა? ყოველ შემთხვევაში, რაღაც
ახსნა ხომ უნდა არსებობდეს.
რენიეს ზურგს უკნიდან კარის გაღების ხმა შემოესმა მაგრამ
არ შებრუნებულა.
– აჰ, აი თქვენც გამოჩნდით! – წარმოთქვა ინგლისელმა და
ოდნავ შესამჩნევად თავი დაუკრა, – ოთხი საათია, მანქანაში
მოთმინებით გელოდებით... ვიდრე ეს მოხდება, რაც უნდა იყოს,
დედამიწის მეორე ბოლოში ვართ... საფრთხე ყველგანაა ჩასაფ-
რებული.
– თავი დამანებეთ. აქედან მოშორდით. ხმა ჩაიწყვიტეთ. ძა-
ლიან გთხოვთ, თავი დამანებეთ. რატომ მოხვედით?
– ძვირფასო, ჩვენი მღელვარება სრულიად გასაგებია...
– მძულხართ, – თქვა ქალმა, – მეზიზღებით. რატომ დამყვე-
ბით? ხომ დამპირდით...
19 მკითხველთა ლიგა
– სხვა დროს, ძვირფასო, სამკაული სასტუმროს ნომერში და-
ტოვეთ. ასე უკეთესია.
– ყოველთვის რატომ ცდილობთ ჩემს დამცირებას?
– პირველ რიგში, დამცირებული მე ვარ, ჩემო ძვირფასო.
ყოველ შემთხვევაში, არსებული პირობითობების გათვალისწი-
ნებით. რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა ვდგა-
ვართ. The happy few...6 მაგრამ ამჯერად მართლაც მეტისმეტად
შეტოპეთ. ჩემზე არაფერს ვამბობ! ხომ იცით, ყველაფრისთვის
მზად ვარ. მიყვარხართ. არაერთხელ დაგიმტკიცეთ. ხომ შეიძ-
ლებოდა, შარს გადაჰყროდით... ერთადერთი, რასაც თქვენგან
ვითხოვ, სულ ცოტათი მაინც... მომთხოვნი იყავით.
– და თანაც, მთვრალი ხართ. ისევ მთვრალი ხართ.
– ეს უიმედობის გამო, ჩემო ძვირფასო. ოთხი საათი მანქანა-
ში, ათასი ფიქრი ტრიალებს თავში... აღიარეთ, ამქვეყნად ყვე-
ლაზე ბედნიერი მამაკაცი ნამდვილად არ ვარ.
– გაჩუმდით. ოჰ! ღმერთო ჩემო, გაჩუმდით!
ქალი ქვითინებდა და, რენიე ვერ ხედავდა, თუმცა დარწმუნე-
ბით იტყოდა, რომ თვალებს მუშტებით ისრესდა – ეს ბავშვის
ქვითინი იყო. ცდილობდა, არ ეფიქრა, არაფერს ჩაღრმავებოდა.
სურდა, გაეგონა მხოლოდ სელაპების ყეფა, ზღვის ფრინველე-
ბის ჭყივილი, ოკეანის გუგუნი. მათ შორის უძრავად იდგა, თავ-
ჩაქინდრული, და სციოდა. ან იქნებ, მხოლოდ შიშის ჟრუანტელი
უვლიდა?
– რატომ გადამარჩინეთ? – იყვირა ქალმა, – თავი უნდა და-
გენებებინათ. ერთი ტალღა საკმარისი იყო და ყველაფერი დას-
რულდებოდა. მომბეზრდა. აღარ მინდა, ასე გაგრძელდეს. ხელი
არ უნდა შეგეშალათ.
6 ცოტაოდენი ბედნიერება...
20 მკითხველთა ლიგა
– მესიე, – მაღალფარდოვნად წამოიძახა ინგლისელმა, –
როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება? უფრო სწორად, უნდა
მეთქვა, ჩვენი მადლიერება. ნება მომეცით, ჩვენი, ყველას, სახე-
ლით... სამუდამოდ თქვენი მადლიერნი ვართ... გეყოფათ, ძვირ-
ფასო, წამოდით. გარწმუნებთ, აღარ ვიტანჯები... დანარჩენს
რაც შეეხება... მონტევიდეოში, პროფესორ გუზმანთან ჩავალთ.
ისე ეტყობა, გასაოცარ შედეგებს მიაღწია. ასე არ არის, მარიო?
ტორეადორმა მხრები აიჩეჩა.
– ხომ ასეა, მარიო? დიადი ადამიანია, ნამდვილი მკურნა-
ლი... მეცნიერებას თავის ბოლო სიტყვა ჯერ არ უთქვამს. ეს ყვე-
ლაფერი წიგნად დაწერა. ხომ ასეა, მარიო?
– ოჰ, გეყოფათ, – თქვა ტორეადორმა.
– გაიხსენე ის ქალი, რომელსაც მხოლოდ იმ ჟოკეებთან გა-
მოსდიოდა ეს, რომლებიც ზუსტად ორმოცდათორმეტ კილოს
იწონიდნენ... და – ისიც, რომელიც მოითხოვდა, „იმ დროს“ კარ-
ზე დაეკაკუნებინათ – სამი მოკლე, ერთი გრძელი კაკუნი. ადა-
მიანის სული გამოუცნობია. და კიდევ – ის ქალი, ბანკირის ცო-
ლი, სეიფის განგაშის ზარის გაგონებას რომ ელოდებოდა ორ-
გაზმის მისაღწევად, მაგრამ უხერხული მდგომარეობა იქმნებო-
და, რადგან განგაშზე ქმარს ეღვიძებოდა...
– ოჰ, გეყოფათ, როჯერ, – თქვა ტორეადორმა, – ეს არ არის
სასაცილო. მთვრალი ხართ.
– და ის ქალიც, ორგაზმს მარტო მაშინ აღწევდა, როცა სა-
ფეთქელზე რევოლვერის ლულა ჰქონდა მიბჯენილი. პროფე-
სორმა გუზმანმა ყველა ქალი განკურნა. ამ ყველაფერს თავის
წიგნში აღწერს. მისი პაციენტები ჩინებული ოჯახის დედები გახ-
დნენ, ძვირფასო. იმედი არ უნდა დაკარგოთ.
ქალმა ისე ჩაუარა, არც შეუხედავს. მძღოლმა მოწიწებით მო-
ასხა მხრებზე პალტო.
21 მკითხველთა ლიგა
– მერე რა მოხდა, მესალინაც7 ასეთი იყო. და, სხვათა შორის
– იმპერატრიცა.
– როჯერ, გეყოფათ, – თქვა ტორეადორმა.
– მაშინ ფსიქოანალიზი ჯერ კიდევ არ არსებობდა. პროფესო-
რი გუზმანი მასაც განკურნავდა. გეყოფათ, ჩემო პატარა დედო-
ფალო, ასე ნუ მიყურებთ. გახსოვს, მარიო, ის ბუტია ახალგაზ-
რდა ქალი, რომელსაც სხვაგვარად არ შეეძლო, თუ გვერდით
გალიაში ლომი არ ბრდღვინავდა? და კიდევ ისიც, მისი ქმარი
იძულებული იყო, ცალი ხელით „ფავნის ნაშუადღევი“ დაეკრა?
ყველაფრისთვის მზად ვარ, ჩემო ძვირფასო. ჩემს სიყვარულს
საზღვრები არ აქვს. და კიდევ ისიც გაიხსენეთ, რომელიც მუდამ
სასტუმრო „რიცში“ ჩერდებოდა, რომ საჭირო დროს ვანდომის
სვეტისთვის8 ეცქირა? ადამიანის სული გამოუცნობი და იდუმა-
ლია! კიდევ ის, სულ ქორფა, რომელმაც თაფლობის თვე მარა-
კეშში გაატარა და მოლას წარმოთქმული აზანის მოსმენის გა-
რეშე აღარ შეეძლო? და ისიც, ლონდონში დაბომბვის დროს
რომ მოხვდა და მას მერე ქმარს სთხოვდა, ისე ესტვინა, ვითომ
ბომბები ცვივა? ყველა ჩინებული ოჯახის დედა გახდა, ჩემო
ძვირფასო.
ტორეადორის სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ინგლი-
სელს მიუახლოვდა და სილა გააწნა. ინგლისელი ტიროდა.
– შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, – თქვა მან.
ქალი კიბეზე ჩადიოდა. რენიე ხედავდა, ფეხშიშველი როგორ
მიაბიჯებდა სილაში, მკვდარ ფრინველებს შორის. ხელში კვლავ
22 მკითხველთა ლიგა
ყელსახვევი ეჭირა. მოჩანდა მისი უნაკლო პროფილი, რომელ-
საც ვერაფერს შემატებდა ვერც ადამიანისა და ვერც ღმერთის
ხელი.
– გეყოფათ, როჯერ, დაწყნარდით, – უთხრა მდივანმა.
ინგლისელმა მამაკაცმა მაგიდაზე ქალის დატოვებულ კო-
ნიაკიან ჭიქას ხელი წაავლო და ერთბაშად გამოცალა. მერე
ისევ მაგიდაზე დადგა. საფულიდან კუპიურა ამოიღო და ლამბა-
ქის ქვეშ ამოდო. შემდეგ დიუნები ყურადღებით მოათვალიერა
და ამოიოხრა.
– ყველა ეს ფრინველი მკვდარია, – თქვა მან, – ამის ახსნა
უნდა არსებობდეს.
წავიდნენ. დიუნის თავზე, ვიდრე თვალთახედვიდან გაქრებო-
და, ქალი შეჩერდა, შეყოყმანდა და შებრუნდა. მაგრამ კაცი ვე-
ღარ დაინახა. აღარავინ ჩანდა. კაფე ცარიელი იყო.
23 მკითხველთა ლიგა
ბარბითი
25 მკითხველთა ლიგა
მკაცრი, კომილფო,10 პირობითი. ქმარი გაოგნდებოდა, რომ
გაეგო, რაოდენ სიყვარულს აქსოვდა მისი ცოლი იმაში, რაც თა-
ვად ქალის ჰორიზონტის შეზღუდულობად მიაჩნდა.
ერთმანეთის ტოლები იყვნენ. ბალტიის ზღვის ნაპირზე მათი
ოჯახების მამულები გვერდიგვერდ მდებარეობდა. ცოლის მშობ-
ლებმა მოაგვარეს დაქორწინების საკითხი და არც კი უეჭვიათ,
რომ გოგონას ბავშვობიდან უყვარდა საქმრო. ამჟამად იგი იყო
წელში გამართული, გამხდარი ქალი. ჩაცმის სტილს გულგრი-
ლად ეკიდებოდა, რითიც საკუთარი თავის უარყოფას ამჟღავ-
ნებდა. ყელზე ხშირად ეკეთა შავი ხავერდის ლენტი, რომელიც
გამომწვევს ხდის იმას, რის დაფარვასაც ცდილობენ. თავის ყო-
ველი მოძრაობის დროს თვალში საცემი ხდებოდა მეტისმეტად
გრძელი საყურეები, რაც ქალურობის ნიშნის არარსებობას ერ-
თგვარ ზეიმურობას ანიჭებდა. ერთმანეთს თითქმის არ ელაპა-
რაკებოდნენ, გეგონებოდა, მათ შორის რაღაც მდუმარე შეთან-
ხმება არსებობდა. ქალი ძალ-ღონეს არ იშურებდა, ქმრის უმ-
ნიშვნელო სურვილიც კი ამოეცნო და კაცისთვის შეძლებისდაგ-
ვარად თავიდან აერიდებინა ადამიანებთან კონტაქტის აუცი-
ლებლობა. ქმარს არ უნდა შეემჩნია ცოლის აღფრთოვანებული
მზერა და ეს ქალის ერთ-ერთ მუდმივ საზრუნავად ქცეულიყო.
კაცის ღრმა რწმენით, ისინი გარიგებით დაქორწინდნენ და ქა-
ლის ცხოვრებისეული მიზანი და გვირგვინი ქმრის ელჩობა უნდა
ყოფილიყო. გაიკვირვებდა და შეურაცხყოფილიც კი დარჩებოდა
იმის შეტყობით, რომ ცოლი ეკლესიებში მრავალი საათი მის-
თვის ლოცულობდა. მათი ქორწინების პირველივე დღეებიდან
მოყოლებული, ქმარი ლოცვისას არასოდეს ავიწყდებოდა –
26 მკითხველთა ლიგა
მხურვალედ ავედრებდა ღმერთს, თითქოს იცოდა, რომ ქმარს
რაღაც იდუმალი განსაცდელი ჩაუსაფრდა.
სანიმუშო ცხოვრების პიკს როცა მიაღწიეს, შვილები უკვე
გაზრდილები იყვნენ და თითქოს აღარაფერი ემუქრებოდა იმას,
ვინც ცოლის მდუმარე და ერთგვარად ტკივილიანი, უცნაურად
იდუმალი სინაზით იყო მოცული, ინტიმურ წუთებშიც კი. მაგრამ
ერთად განვლილი ოცდათხუთმეტი წლის შემდეგაც კი პერას
ფრანგულ ეკლესიაში მუხლმოყრილი ქალი საათებს ატარებდა,
თითებით ჭმუჭნიდა მაქმანის ცხვირსახოცს, იმაზე ლოცულობ-
და, რომ ქმრის გულში დაბადებიდანვე ჩადებული შენელებული
მოქმედების არც ერთი ნაღმი უეცრად არ აფეთქებულიყო. მაგ-
რამ რა შინაგანი საფრთხისა უნდა ეშინოდეს არსებას, რომლის
მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი გრძელი მზიანი დღე იყო, ჩი-
ნებული ხილვადობით – იმ პიროვნების ნელი და მშვიდი განვი-
თარება, რომელმაც თავისი მოწოდება იპოვა?
გრაფმა კარიერის ყველაზე ნათელი წლები დიდ დედაქალა-
ქებში გაატარა. და თუ კიდევ დარჩა ამბიცია, ეს იყო დანიშვნა
რომში, ხმელთაშუაზღვისპირეთის გულში, რაზედაც შეყვარებუ-
ლივით მგზნებარედ ოცნებობდა. თუმცა ბედისწერა თითქოს გა-
აფთრებული ეწინააღმდეგებოდა ამ სურვილს. რამდენჯერმე
სულ ცოტა აკლდა მის ელჩად დანიშვნას ათენში, შემდეგ მად-
რიდში, მაგრამ უკანასკნელ წამს ადმინისტრაციის მოულოდნე-
ლი გადაწყვეტილება კაცს მიზნისგან შორს ისროდა ხოლმე.
მართალია, არასოდეს უღიარებია, მაგრამ გრაფ ნ...-ს მეუღლე
ყოველთვის შვებით ხვდებოდა ბედის ამგვარ უკუღმართობას.
არდადეგების რამდენიმე კვირაც კი, რომელსაც ყოველ წელს
ბავშვებთან ერთად კაპრიზე11 ან ბორდიგერაში12 ატარებდნენ,
27 მკითხველთა ლიგა
ქალს უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა. თავშეკავებას მიჩ-
ვეული მისი ბუნება, მხოლოდ გაიშვიათებული კლიმატის პირო-
ბებში გალაღებული ტემპერამენტი, ფერმკრთალი სახე, რომე-
ლიც შესანიშნავად ეხამებოდა მუდამ ჩამოფარებულ ფარდებს,
ხმელთაშუაზღვისპირეთს ფერების, სურნელებისა და ბგერების
ჯუნგლად აღიქვამდა, სადაც გულდამძიმებული შეაბიჯებდა
ხოლმე. ამორალურად მიაჩნდა ამდენი სინათლე, ეს სიშიშვლეს
ჰგავდა. აქ ვნებასა და გულს არ ფარავდნენ სიცივის, ნისლისა
თუ წვიმის უბიწო პირბადით – ყველაფერი აღიარებული, ყველა-
ფერი გაცხადებული, ყველაფერი გამოფენილი იყო და იყიდებო-
და. ხმელთაშუაზღვისპირეთი მისთვის უზარმაზარ, ამაზრზენ ად-
გილად ქცეულიყო. ვერასოდეს ეგუებოდა ბავშვებთან ერთად იქ
ჩასვლას, მხოლოდ ორი გუვერნანტისა და ბიჭების ძიძის თან-
ხლებით რისკავდა. ლიდოს პლაჟზე მოთამაშე ბავშვებს თვალს
არ აცილებდა, გეგონებოდა, ეშინოდა, რომ ტალღები და ან თა-
ვად ზღვა მათ უზნეო რჩევას მისცემდა, ან რაღაც აკრძალულ
თამაშს ასწავლიდა. სიკაშკაშე სძულდა და ბუნებას უნდობლად
ეკიდებოდა, თითქოს მას რაღაც სკანდალის მოწყობა შეეძლო.
ქალი მუდამ დაძაბული, მუდამ ნერვიული იყო. მართალია,
მღელვარებას აკონტროლებდა და ცდილობდა, არ გამოეხატა,
მაგრამ საყურეების თვალში საცემი ცახცახი გასცემდა. განსა-
კუთრებულ ყურადღებას აქცევდა მანერას, პირობითობას და
ისე იქცეოდა, თითქოს ცხოვრების ერთადერთ მიზნად დაესახა,
სამუდამოდ შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ძნელია, წარმოიდგი-
ნო იმაზე მკაცრი აღზრდა, როგორიც საკუთარ თავზე იწვნია,
რაც წარმატებით დაგვირგვინდა და ჩინებული ელჩი იქნებოდა,
რომ არა გაღიმების უუნარობა. სწრაფად და ნაძალადევად იღი-
28 მკითხველთა ლიგა
მებოდა, გეგონებოდა, სიცივისგან ჟრჟოლამ დაუარა. იმ იშ-
ვიათი არსებების რიცხვიდან იყო, რომელთაც ძნელია რამე უთ-
ხრა, მაგრამ ვერც ადვილად დაივიწყებ. დაუღალავად მისდევდა
თავის საქმეს, ქმრის კარიერის ხელშეწყობას, ბავშვების აღ-
ზრდას. მთელ თავის დროს ხარჯავდა სტუმრობაზე, ქველმოქმე-
დებაზე, მიღებებზე, მაღალ საზოგადოებაში ტრიალში, რაც ისე-
ვე სძულდა, როგორც ქმარს, თუმცა კაცი ამას ვერც კი ხვდებო-
და, რადგან ცოლი ბეჯითად ასრულებდა ყველაფერს – ეს იყო
სიყვარულისა და ერთგულების უკანასკნელი ნიშანი, რომლის
უფლებასაც თავს აძლევდა. ქალის წვრილტუჩიანი სახე, ოდნავ
რომ ეტყობოდა ნაკვთები, დაღდასმული იყო მტკიცე გადაწყვე-
ტილებით – თუმცა გაურკვეველია, რომლით – ერთადერთი,
ძნელად წარმოსადგენი მიზნისკენ მიმართული ნებით. გეგონე-
ბოდა, რაღაც საიდუმლოს მალავდა, რომელიც არასოდეს არა-
ვის უნდა გაეგო, გუმანითაც კი. ამას მოწმობდა უეცარი შეშფო-
თება, მზერაში რომ ჩანდა, ხელის მტევნების ნერვიულად
მტვრევა, წამიერი და გამყინავი ღიმილი, რომლითაც აჯილდო-
ებდა ქმრის თანამშრომლებს, რომლებიც მასთან დამეგობრე-
ბას ცდილობდნენ და ქალი მაშინვე ეჭვობდა, რომ მის პირად
ცხოვრებაში შეჭრა სურდათ. ეგონათ, ამბიცია აწვალებდა და
ცოტათი დასცინოდნენ კიდეც მის უკიდურეს, ეჭვნარევ და ზოგ-
ჯერ თითქმის სევდისმომგვრელ ყურადღებას იმის მიმართ, რა-
საც ამდენი ძალისხმევა აღარ სჭირდებოდა, კერძოდ, ქმრის
სამსახურებრივ მდგომარეობასა და ბავშვების მომავალს. ოთხი
შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ორი გოგონა. უფროსმა ვაჟიშ-
ვილმა მუშაობა დაიწყო და პარიზში ატაშედ დანიშნეს. უმცროსი
ოქსფორდში სწავლობდა და სტამბოლში არდადეგებზე ჩავიდა,
გამოცდისთვის მოსამზადებლად. მშობლებთან ერთად ცხოვ-
რობდნენ თექვსმეტი და თვრამეტი წლის გოგონები.
29 მკითხველთა ლიგა
ერთ წელზე ცოტა მეტი იყო, რაც გრაფი ნ... სტამბოლში მუშა-
ობდა და მოსწონდა ეს ადგილი, სადაც ცივილიზაცია შემო-
დიოდა და ლამაზად კვდებოდა. თურქეთში ჩინებულად მიიღეს,
გულწრფელ და მეგობრულ პატივისცემას გრძნობდა ამ ამაყი და
მამაცი ხალხის მიმართ. მცირე ხნის წინ დედაქალაქი, ათათურ-
ქის სურვილით, მიწიდან თვალის დახამხამებაში ამოზრდილ ან-
კარაში გადაიტანეს, მაგრამ საელჩოები ფეხს ითრევდნენ და
ყურს უყრუებდნენ, ზაფხულში ბოსფორის სანაპიროზე ყოფნა
სურდათ. დილაობით გრაფი კანცელარიაში იყო. ნაშუადღევს
დიდხანს დახეტიალობდა მეჩეთებს შორის, ბაზრებში, ანტიკვა-
რული ნივთებით მოვაჭრეებთან კარგა ხანს ყოვნდებოდა ხოლ-
მე – ძვირფას თვალს საათობით უმზერდა, ხან კი თითქოს სწო-
რედ ამისთვის შექმნილი გრძელი, ნატიფი თითებით ეფერებო-
და ქანდაკებას ან ნიღაბს, გეგონებოდა, მისთვის სულის ჩადგმა
სურდა. ყველა მცოდნის მსგავსად, შეხების აუცილებლობას
გრძნობდა, ხელში უნდა სჭეროდა ის, რასაც თვალით უმზერდა.
ანტიკვარები დაუზარლად უღებდნენ ვიტრინებს, შემდეგ მარტო
ტოვებდნენ, მისი სიამოვნებისთვის ხელი რომ არ შეეშალათ.
თუმცა იშვიათად ყიდულობდა. ამის მიზეზი ძუნწობა არ იყო. უბ-
რალოდ, თვით ყველაზე ლამაზ ნივთებსაც კი თითქოს რაღაც
აკლდა.
აღგზნებული ჟესტით მისწევდა ხოლმე ბეჭდებს, ფიალებს,
ხატებს, კამეებს – კიდევ ერთი ქანდაკება, მინანქარზე დახატუ-
ლი პეიზაჟი, ძვირფასი თვლის ელვარება. ზოგჯერ მოუთმენლო-
ბისგან, სიცარიელისგან, თითქმის ფიზიკური მისწრაფებისგან
ხელი ეკრუნჩხებოდა, რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ხელოვნების
ნიმუშების სილამაზე აღიზიანებდა, რადგან ის, ერთგვარი უძ-
ლურებით, ჩააგონებდა უფრო დიდი, უფრო ყოვლისმომცველი
დახვეწილობის შესახებ, რომლის გადმოცემისას ყველაზე მშვე-
ნიერი ხელოვნების ნიმუშიც კი უძლური იყო. ზოგჯერ, როდესაც
30 მკითხველთა ლიგა
მისი თითები ქანდაკებაზე ხელოვანის შთაგონებით თავსმოხვე-
ულ ფორმებს მიუყვებოდა, უეცრად ღრმა კაეშანი იპყრობდა და
დიდ ძალისხმევად უჯდებოდა იმ ღირსეული და მშვიდი, თავის
თავში დარწმუნებული ადამიანის იერის შენარჩუნება, რომელ-
საც მისგან ყველა ელოდა. სწორედ ამგვარ წუთებში გრძნობდა,
რომ საკუთარი ნამდვილი მოწოდება ხელიდან გაუშვა. ამასთან,
არასოდეს უფიქრია, ხელოვანი გამხდარიყო. ხელოვნების სიყ-
ვარულმა მასში გვიან გაიღვიძა. არა, რაღაც იყო მის ხელებში,
მის თითებში – თითქოს ხელებს თავისი საკუთარი ოცნება ჰქონ-
დათ, მისი ნებისგან განსხვავებული, რასაც ვერ იგებდა. უძილო-
ბას არასოდეს უჩიოდა, თუმცა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად
იწვა საათობით თვალებგახელილი, ხელისგულებში წარმოქ-
მნილ შემაწუხებელ ფიზიკურ ძახილს აყურადებდა, ახალი შეგ-
რძნების ღამეულ დაბადებას რომ ჰგავდა. ბოლოს უკვე რცხვე-
ნოდა მოვაჭრეების და ბაზრებში სიარულს მოუკლო. ამის შესა-
ხებ საუზმობისას ცოლს უთხრა.
საუზმე, ოჯახური ცერემონია, ბოსფორის ნაპირზე, თჰერაპი-
ის13 ტერასაზე იმართებოდა, ლურჯი ქოლგის ქვეშ. რიტუალის-
თვის საჭირო ინსტრუმენტები თეთრხელთათმნიან მეტრდო-
ტელს მოჰქონდა. ცერემონიას ხელმძღვანელობდა მადამ დე ნ...
წინასწარ ჩინებულად გათვლილ ატმოსფეროში, სადაც ხანდა-
ხან მხოლოდ ფუტკრების მოფრენა იყო გაუთვალისწინებელი
მოვლენა. გრაფმა ცოტათი შორიდან შემოუარა ამ თემას, თავს
დამნაშავედ გრძნობდა, თუმცა არც კი იცოდა, რატომ. საუბარი
კი სწორედ იმიტომ წამოიწყო, რომ ბრალეულობის ეს აბსურდუ-
ლი გრძნობა თავიდან მოეშორებინა.
13
თჰერაპია – თურქულად „თარაბია“, სტამბოლის სარიერის
რაიონში მდებარეობს, ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე. გან-
თქმულია თევზის რესტორნებით.
31 მკითხველთა ლიგა
– აქ ძუნწის მყარი რეპუტაცია ჩამომიყალიბდება, – თქვა მან,
– მთელ დროს სტამბოლის ანტიკვარებთან ვატარებ და თანაც
ისე, რომ არაფერს ვყიდულობ. გუშინ, ნაშუადღევს, მთელი ნა-
ხევარი საათი ვიდექი აპოლონის ქანდაკების პირისპირ და ყიდ-
ვა ვერ გადავწყვიტე. სულ მეჩვენება, რომ ყველაზე ნატიფ ხე-
ლოვნების ნიმუშებსაც კი რაღაც აკლია. ყოველთვის მეგონა,
ჩემი ბუნების ერთ-ერთი ნიშანი შემწყნარებლობაა, ის თვისება,
რომელიც იშვიათად ეწყვილება დახვეწილობისადმი დაუოკე-
ბელ წადილს. ვაჭრებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ
თუნდაც ფიდიასის ქანდაკება შემომთავაზონ, მასაც რამე წუნს
ვუპოვი.
– უმჯობესი იქნება, მათთან რამე შეიძინოთ, – უპასუხა მეუღ-
ლემ, – დიპლომატიურ კორპუსში ჭორების ნახევარზე მეტი სწო-
რედ ბაზრებიდან ვრცელდება, რაც ზოგჯერ სრულიად საკმარი-
სია კარიერაზე გავლენის მოსახდენად. ყოველ შემთხვევაში,
თითოეულმა თანამშრომელმა იცის, რომელ დღეს რომელმა
უდაბლესი საფეხურის ატაშემ რა შეიძინა და რამდენი გადაიხა-
და.
– სხვა დროს რამეს ვიყიდი, მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნე-
ბა, – მხიარულად თქვა გრაფმა, – მაგრამ აღიარეთ, უმჯობესია
დამაბრალონ, როგორც ფრანგები ამბობენ, „ფულს ხელს ვუ-
ჭერ“, ვიდრე ეგონოთ, რომ ცუდი გემოვნება მაქვს.
უფროსმა ქალიშვილმა სუფრაზე დაწყობილ მამის გრძელ ხე-
ლებს შეავლო თვალი:
– საკმარისია თქვენს ხელებს შეხედოთ, მამა, და გასაგები
გახდება თქვენი ყოყმანის მიზეზი. რომელიღაც დღეს აჰმედთან
დაგინახეთ, მეოცნებე სახით ეფერებოდით ეგვიპტურ სტატუეტს.
სახეზე ერთდროულად აღტაცება და იმედგაცრუება გეწერათ.
არც კი ვიცი, რამდენი ხანი გეჭირათ ხელში ნივთი, მერე უკან,
ვიტრინაში დადეთ. ასეთი გულგატეხილი არასოდეს მინახი-
32 მკითხველთა ლიგა
ხართ. სინამდვილეში, თავად ხართ მეტისმეტად არტისტული ბუ-
ნების, რომ მხოლოდ ჭვრეტით დაკმაყოფილდეთ. თავად უნდა
ქმნიდეთ. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ნამდვილი
მოწოდება ხელიდან გაუშვით.
– კრისტელ, გთხოვ, – წყნარად მიმართა დედამ.
– იმის თქმა მინდა, რომ სანიმუშო დიპლომატის საფარქვეშ
უკვე ოცდაათი წელია ხელოვანი იმალება, რომელსაც თავის გა-
მოვლენაში ხელი შეუშალა საკუთარმა ნებამ, მაგრამ ახლა მისი
შურისძიების დრო დადგა. დარწმუნებული ვარ, მამა, გენიოსი
ხართ, მთელი ცხოვრებაა თქვენში ძალიან დიდი მხატვარი ან
მოქანდაკე იმალება, ამიტომაც ხელოვნების ყოველი ნიმუშის
ხილვა საყვედური, სინდისის ქენჯნაა. ამ ხნის განმავლობაში
ჭვრეტით ცდილობდით შემოქმედებითი სიამოვნების დაკმაყო-
ფილებას, რაც მხოლოდ შექმნის პროცესს შეუძლია მოგანი-
ჭოთ. ჩვენი სახლი თანდათან მუზეუმად გადაიქცა, მაგრამ მთე-
ლი სტამბოლის ძველი ნივთების მოვაჭრეებთან დაუღალავად
დაეძებთ იმ ნამუშევარს, რომელიც თქვენშია. ეს მინიატიურები,
ეს ქანდაკებები, ეს სამშვენისები თქვენ გარშემო იმ ხელიდან
გაშვებული ცხოვრების გამოვლინებებია...
– კრისტელ! – მკაცრად შესძახა დედამ.
– ოჰ! რასაკვირველია, ყველაფერი შეფარდებითია. მხო-
ლოდ შემოქმედებით მოწოდებაზე ვსაუბრობ. როცა ბაზარში, აჰ-
მედთან ხართ, რომელიმე წარმართი ღმერთის ქვის ქანდაკების
პირისპირ, ის რაც გაწვალებთ, შექმნის სურვილია. არ გაკმაყო-
ფილებთ სხვისი შემოქმედება. ეს ყველაფერი, თქვენს ხელებზე
წერია.
გრაფმა უეცრად გვერდით აფორიაქებული და დაძაბული არ-
სების ყოფნა იგრძნო – თავისი მეუღლის. უეჭველია, მისთვის
რთულად შესაგუებელი ან ასატანი იყო ის, რომ ასეთი სიმსუბუ-
ქით შეიძლებოდა კაცის კარიერაზე საუბარი, რომელსაც მთელი
33 მკითხველთა ლიგა
ცხოვრების განმავლობაში პატივი და ღირსება არ მოჰკლებია.
გრაფმა ფრთხილად ჩაახველა, ხელსახოცი ტუჩებთან მიიტანა;
ვერაფრით ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა რესპექტაბელურო-
ბის, პატივის, ღირსების ასეთი გზნებით სიყვარული. გონებაში
არასოდეს გაუვლია, რომ შესაძლოა „რესპექტაბელურობის, პა-
ტივისა და ღირსების ასეთი გზნებით სიყვარული“ სხვა არაფერი
იყო, თუ არა უბრალოდ, სიყვარული. ამის საპირისპიროდ, ზუს-
ტად იცოდა და დანანებით აცნობიერებდა, რომ არა ცოლი, უკვე
დიდი ხნის წინ დაანებებდა თავს დიპლომატობას, იტალიელი
მეთევზეების რომელიმე სოფელში დასახლდებოდა, დახატავდა,
გამოაქანდაკებდა... უნებურად ხელი მომუშტა, საჭიროების უც-
ნაური შეგრძნებით, მისი თითები ერთგვარ ფიზიკურ ნოსტალ-
გიას განიცდიდა.
– ჩემი აზრით, მამას უფრო მუსიკოსის თითები აქვს, – განაგ-
რძო უმცროსმა ქალიშვილმა, – წარმომიდგენია, როგორ ეხება
ამ თითებით კლავიშებს, ვიოლინოს ან გიტარის სიმებს...
ამ დროს ყვავილების ლარნაკსა და თაფლს შორის ფუტკარი
აზუზუნდა; ბოსფორზე კაიკმა გადაიარა ისე ზანტად, რომ ზარმა-
ცი თვალი არ გადაეღალა; ხრეშზე მუხრუჭის წუილი გაისმა.
– მძღოლია, – თქვა გრაფმა.
წამოდგა, შვილებს გაუღიმა, ცოლს თვალი აარიდა და მანქა-
ნაში ჩაჯდა. გზად ორ-სამჯერ დაიხედა ხელებზე. ქალიშვილის
მგზნებარება, მისი სიტყვაუხვობა და გულწრფელობა გულზე
მოხვდა. მართლაც, უკვე რამდენიმე წელია, მხოლოდ ჭვრეტა
არ აკმაყოფილებდა, სულ უფრო ღვივდებოდა მასში მზარდი და
დაუძლეველი სურვილი, უშუალოდ შეეგრძნო სამყაროს სილა-
მაზე, ღვინის ჭიქის დარად ტუჩებთან მიეტანა... მძღოლისკენ
დაიხარა.
– აჰმედთან წავიდეთ, – თქვა გრაფმა.
34 მკითხველთა ლიგა
ანტიკვარული ნივთების იმ მოვაჭრეებს შორის, რომლებიც
უკვე კარგა ხანია გრაფ ნ...-ს ადევნებდნენ თვალს, როდესაც სა-
თითაოდ ეხებოდა ძვირფას სამშვენისებს, მაგრამ ვერასოდეს
პოულობდა იმას, რასაც ეძებდა, რასაკვირველია, იყო აჰმედიც
– არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვაჭარი, არამედ
ადამიანის ბუნების ჩინებული მცოდნეც, ვისთვისაც კოლექ-
ციონერობა ნამდვილ მოწოდებად ქცეულიყო. ეს იყო მრგვალი,
ჩათქვირული მამაკაცი, ზეთისხილისფერი სახის კანით, ლამაზი,
მწვანე, წყლიანი თვალებით; შეჭაღარავებულ თმაზე ჯერ ისევ
ეხურა ფესი, თუმცა, ათათურქის ბოლო დეკრეტით, მისი ტარება
მთელი თურქეთის ტერიტორიაზე აიკრძალა. აჰმედის მზერაში
ცნობისმოყვარე და მუდმივი სინათლე იდგა, გეგონებოდა,
ძვირფასი თვლების სიკაშკაშე, რომელთა გარემოცვაშიც ცხოვ-
რობდა, ცოტათი მის თვალებსაც გადაედო, ხოლო ხორციან სა-
ხეზე არ სცილდებოდა თითქმის მოწიწებული აღფრთოვანების
გამომეტყველება, რაც თითქოს ირეკლავდა ნამდვილი მოყვა-
რულის გაკვირვებასა და მადლიერებას ადამიანის სულის დაუს-
რულებელი სიმდიდრის, მისი უთვალავი და გასაოცარი გამოხა-
ტულების წინაშე. ყველაზე დიდ სიამოვნებას გვრიდა დუქნის
სიღრმეში დარჩენა, რომ დილიდან დაღამებამდე აღფრთოვანე-
ბულს ეცქირა ადამიანური ფაუნის მრავალფეროვნებისთვის,
შეუიარაღებული თვალით დაენახა მისი სიღრმისეული სამალა-
ვები, საიდუმლოებები თუ სხვა ყველაფერი, რაც ცხადად ჩანს,
მისი მახინჯი ან ლამაზი მოულოდნელი გამოვლინებებით. გრა-
ფი ნ... სტამბოლის ანტიკვარიატით მოვაჭრეებისთვის ყველაზე
უარესი კლიენტი იყო, რაც კი ალაჰს შეიძლებოდა მათთვის გა-
მოეგზავნა. მაგრამ აჰმედი არასოდეს ყოფილა ასეთი ზედაპი-
რული შეფასების მომხრე. პირიქით, დიპლომატისგან ბევრს
ელოდა და მას პატივით ეპყრობოდა. მისი თანდასწრებით გა-
ნიცდიდა იმ წინასწარ მღელვარებას, რასაც გრძნობს იმ იშ-
35 მკითხველთა ლიგა
ვიათი და ძვირფასი ნივთის კვალზე დამდგარი ყოველი კოლექ-
ციონერი, რომელიც დიდი ხანი დაფარული იყო და მიუხედავად
მასზე შეჩერებული მრავალი მზერისა, ვერავინ ამოიცნო სიღ-
რმისეული ავთენტიკურობა. აჰმედი, ჩვეულებისამებრ, უმეტეს
დროს მაღაზიის შიდა ეზოში, შადრევნის გვერდით ატარებდა
ახალგაზრდა ძმისწულთან ერთად. როგორც კი მაღაზიის ერთ--
ერთ ოთახში გრაფ ნ...-ს თვალს მოჰკრავდა, მისი სახიდან ყო-
ველგვარი გამომეტყველება იშლებოდა, რაც აღელვების ნიშანი
იყო. დგებოდა და ელჩის შესაგებებლად მიეშურებოდა ღირ-
სეული თავაზიანობით, მონურ მაამებლობასთან საერთო რომ
არაფერი ჰქონდა. არც ერთი სავაჭრო გარიგება, როგორი მო-
გებიანიც უნდა ყოფილიყო, იმის მეოთხედ სიამოვნებას ვერ
მიანიჭებდა, როგორსაც ფარულად თვალის დევნება ელჩის-
თვის, რომელიც იდუმალ დემონს შეეპყრო. უკვე ერთი წელი
იყო, აჰმედი, გამოცდილი მკვლევრის დარად, ელოდა. მხო-
ლოდ ერთი რამ აშინებდა – შემთხვევით საჭირო დრო არ დამ-
დგარიყო დიპლომატის სეირნობისას ან სხვებთან შეხვედრისას;
იმ ინტიმურ საუნჯეს, რასაც გრაფი თავის თავში გაუცნობიერებ-
ლად ატარებდა და უკვე დიდი ხანია, აჰმედის გაწაფულმა თვალ-
მა შენიშნა, სხვაგან, მისი მაღაზიის გარეთ, მისი მზერისგან
შორს არ გამოემჟღავნებინა თავი. რასაკვირველია, ეს დიდი და-
ნაკლისი იქნებოდა. დიპლომატს იმ სიჩუმით შეხვდა, რომლი-
თაც მხოლოდ გამორჩეულ დამფასებლებს ეგებებოდა და რომე-
ლიც სილამაზის ერთობლივად ჭვრეტას სჭირდებოდა. სალონი-
დან სალონში გადადიოდა, ვიტრინებს აღებდა. ეზოდან შადრევ-
ნის ჩხრიალი ისმოდა. ფანჯარასთან ჩავლილმა აჰმედმა ძმის-
წულს ხელით ანიშნა და ყმაწვილი მუხლებზე დადებული საკრა-
ვის სიმებს შეეხო. გრაფი ფანჯრისკენ შებრუნდა.
– ჩემი ძმისწულია, – უთხრა აჰმედმა.
36 მკითხველთა ლიგა
გრაფმა ისევ ის სტატუეტი აიღო, რომლითაც წინა დღეს ტკბე-
ბოდა. ქანდაკებას აკანკალებული ხელებით ეხებოდა. აჰმედი
სიჩუმის დარღვევას ერიდებოდა და უხმოდ უმზერდა ქვაზე გა-
ცოცხლებულ გრაფის თითებს. ეზოში ყმაწვილმა მუსიკოსმა
დაკვრა შეწყვიტა, თითქოს ინსტინქტურად პატივი მიაგო იმ იდუ-
მალ რიტუალს, ხელოვნების დამფასებელი რომ აღასრულებდა.
შადრევნის ჩხრიალი ისმოდა. „ჩემი გოგონა მართალი უნდა
იყოს“, – მოულოდნელად გაიფიქრა გრაფმა, – „თვალებით
სხვების დანატოვარს ვეძებ, სინამდვილეში კი უნდა ვცადო და
თავად გამოვგლიჯო მატერიას სიცოცხლის სასწაული და სილა-
მაზე“. სხვაგვარად ვერ აიხსნებოდა ის მღელვარება, რომელსაც
ახლდა ძლიერი იმედგაცრუება, რისხვა, საკუთარ თითებს შო-
რის თითქმის მტკივნეული სიცარიელის შეგრძნება და უცნაური
ფიზიკური ნოსტალგია. ხვდებოდა, კიდევ ერთ ღამეს თეთრად
გაათენებდა იმ შთაბეჭდილებით, რომ ხელები ტოვებდნენ და
ბაზრების მიკარგულ კუნჭულებში საკუთარ, იდუმალ, რეპტი-
ლიებივით ცხოვრებას იწყებდნენ. ამგვარ ცხოვრებას ბუნდოვ-
ნად შეიგრძნობდა, თუმცა მისი შეცნობა არ სურდა, საკუთარი
თავის სიყვარული უნდა მოეხმო საშველად, რომ წარმოსახვის-
თვის დაფარული და ცბიერი სამყაროს საზღვრების გადალახვის
უფლება მიეცა, მას რომ ჩასაფრებოდა. აჰმედისთვის გულის გა-
დაშლა სურდა, უნდოდა, მოეყოლა იმ გაუგებარი ფიზიკური მის-
წრაფების შესახებ, მღრღნელივით ხელისგულებს მოსვენებას
რომ არ აძლევდა. რჩევა, წაქეზება სჭირდებოდა, იქნებ აჰმედს
მოეძებნა ის იდუმალებით მოცული მატერია, რომლის ხელებით
მოჭყლეტა სურდა, რომელშიც თითებით ჩაეფლობოდა. მაგრამ
უეჭველია, უკვე ძალიან დააგვიანა. შეგირდობის, სწავლის მრა-
ვალმა წელმა უნდა ჩაიაროს, ვიდრე მოქანდაკე გახდება. რა იქ-
ნებოდა, უფრო ადრე მიმხვდარიყო თავის ჭეშმარიტ მოწოდე-
ბას! იქნებ, რამდენიმე წელიწადში, პენსიაზე გასვლის შემდეგ...
37 მკითხველთა ლიგა
აჰმედს მიუბრუნდა, ტუჩებზე ნაძალადევი მხიარული ღიმილი
დასთამაშებდა, მის თითოეულ უმნიშვნელო ჟესტში გულგრილი
ელეგანტურობა გამოსჭვიოდა.
– ცოლი მსაყვედურობს, ამდენს ვათვალიერებ და არაფერს
ვყიდულობ, – თქვა გრაფმა, – შიშობს, აქაურ ბაზრებში ძუნწის
მყარი რეპუტაცია არ დავიმკვიდრო. რასაკვირველია, ნების-
მიერი რამ შემეძლო შემეძინა...
– შეურაცხყოფას მომაყენებდით, თქვენო აღმატებულებავ, –
უპასუხა აჰმედმა.
– არ ვიცი, რა ხდება, ვერასოდეს ვპოულობ იმ ნივთს, რომ-
ლის ყიდვა ნამდვილად მსურს. ეს სტატუეტიც კი, რომელსაც
ვერც ერთი სპეციალისტი წუნს ვერ უპოვის, ჩემთვის თითქოს...
აჰმედი თვალს ვერ სწყვეტდა დიპლომატის თითებს, რომლე-
ბიც ბრინჯაოს ქანდაკებას გარს ევლებოდა.
– ჩემი ქალიშვილის აზრით, მოქანდაკის ხელები მაქვს და
ჩემს მოწოდებას ზურგი ვაქციე.
აჰმედმა მოზარდის გამბედაობის გაგონებაზე მხოლოდ თავი
ჩაქინდრა.
– კი მაგრამ, რატომ არ ცდით, თქვენო აღმატებულებავ? –
ჰკითხა გრაფს, – ყველაზე დიადი ხელოვანები საკმაოდ მოწი-
ფულ ასაკში ამჟღავნებდნენ საკუთარ ნიჭს... ნება მომეცით, ყავა
შემოგთავაზოთ.
ეზოში გავიდნენ. ყმაწვილი მუსიკოსი პატივისცემის ნიშნად
წამოდგა. ძალიან გამხდარი და შავთმიანი იყო. სახეზე, თვა-
ლებსა და ღაწვებზე მონღოლეთის ერთდროულად ველური და
დახვეწილი დაღი აღბეჭდოდა. გრაფი მას თითქოს ვერც კი ხე-
დავდა. შადრევნისკენ მიბრუნებული, მზერაგაშეშებული სვამდა
ყავას. აჰმედმა ყმაწვილს ანიშნა და მანაც დაკვრა განაახლა.
გრაფი თითქოს მიწას დაუბრუნდა. ხელში ჭიქა ეჭირა და უეც-
რად ინტერესით შეავლო თვალი საკრავს.
38 მკითხველთა ლიგა
– ეს ბარბითია, მართალს ვამბობ? – იკითხა გრაფმა.
– დიახ, – ხმადაბლა უპასუხა აჰმედმა, – უფრო ზუსტად,
უდია, არაბულად Al oûd.
გრაფმა ყავა მოსვა.
– Al oûd, – გაიმეორე დიპლომატმა ოდნავ ხრინწიანი ხმით.
ჭიქამ, რომელიც ხელში ეჭირა, მოულოდნელად ლამბაქზე
დაიწკარუნა. წარბშეკრული, მკაცრად მიშტერებოდა საკრავს.
აჰმედმა ჩაახველა.
– Al oûd, – გაიმეორა, – ევროპული ბარბითის წინაპარია.
როგორც თავადაც ატყობთ, ამ საკრავის კორპუსი თანამედრო-
ვე ბარბითისაზე უფრო პატარაა, ტარი კი უფრო გრძელი. და
მხოლოდ ექვსი სიმი აქვს.
აჰმედმა ჩაახველა.
– ევროპაში ჯვაროსნებმა შეიტანეს.
გრაფმა ჭიქა შადრევნის მარმარილოზე შემოდო.
– ძალიან ლამაზია, – თქვა მან, – ბევრად ლამაზი, ვიდრე
დასავლური სიმებიანი საკრავები. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ
მხოლოდ სიმებიან საკრავებს შეუძლიათ ბგერის სილამაზე
ფორმისას შეუხამონ... სიმართლე ითქვას, ხელოვნების ნიმუ-
შებს აკლია ბგერით, მღერით გამოხატონ შემოქმედებითი ემო-
ცია, სიხარული, სინაზე იმისი, ვინც მათ ეხება.
ხმა ოდნავ ჩაეხლიჩა.
– ნებას მომცემთ?
საკრავი აიღო.
– ჩვენი სულთნების საყვარელი გასართობი იყო მისი მოსმე-
ნა, – ჩაიბუტბუტა აჰმედმა.
გრაფი ინსტრუმენტის სიმებს ეხებოდა. ნოტი გაისმა, ნაზი,
საწყალობელი, ცოტათი ორჭოფული, ერთდროულად საყვედუ-
რობდა და გაგრძელებასაც ევედრებოდა. კიდევ შეეხო სიმებს
39 მკითხველთა ლიგა
და ხელი, ნოტივით, ჰაერში გამოკიდებული დარჩა, იმდენივე
ხანს, რაც ბგერა. ყმაწვილი მუსიკოსი მოღუშული უყურებდა.
– ლამაზი ბგერაა, – მოკლედ მოჭრა გრაფმა.
– კოლექციაში მაქვს ერთი საკრავი, რომელიც მეთექვსმეტე
საუკუნით თარიღდება, – თქვა აჰმედმა, – თუ ნებას მომცემთ...
მაღაზიისკენ გაიქცა. მის არყოფნაში გრაფს ხმა არ ამოუღია,
ჭის ნაპირს დაყრდნობილი, წინ მკაცრად იყურებოდა. ცხადი
იყო, ყველაზე მნიშვნელოვან, უეჭველია, სახელმწიფო საქმეებ-
ზე ფიქრობდა. ყმაწვილი მუსიკოსი დროდადრო მორიდებით გა-
დახედავდა. აჰმედი მალევე დაბრუნდა, ხელში ოსტატის ჩინებუ-
ლი ნახელავი, სადაფითა და ფერადი ქვებით შემკული საკრავი
ეჭირა.
– და თანაც, შესანიშნავ მდგომარეობაშია. ჩემი ძმისწული
ახლავე რამეს დაგიკრავთ.
ყმაწვილმა ბარბითი აიღო და მისი თითების შეხებისას სიმებ-
მა ერთდროულად სავსე და მკვნესარე ბგერები გამოსცა, რომ-
ლებიც თითქოს სამუდამოდ ჰაერში დარჩებოდა გამოკიდებუ-
ლი. გრაფი აშკარად დაინტერესებული ჩანდა. ინსტრუმენტი
დაკვირვებით შეათვალიერა.
– ჩინებულია, – თქვა მან, – ჩინებული.
სწრაფად და მოულოდნელად შეახო სიმებს თითის წვერები,
თითქოს ამ ჟესტით საკუთარი სიმორცხვის გადაფარვას ცდი-
ლობდა.
– ძალიან კარგი, ძვირფასო აჰმედ, ვყიდულობ, – განაცხადა
გრაფმა, – ჩემს რეპუტაციასთან დაკავშირებულ ცოლის მღელ-
ვარებას ამით დავაცხრობ. რამდენს ითხოვთ?
– თქვენო აღმატებულებავ, – უპასუხა გულწრფელად აღელ-
ვებულმა აჰმედმა, – ნება მომეცით, ჩვენი შეხვედრის მოსაგო-
ნებლად შემოგთავაზოთ...
40 მკითხველთა ლიგა
თავაზიანად ივაჭრეს. მანქანაში გრაფი თითებით ისევ და
ისევ ეალერსებოდა სიმებს. შეხებას შესანიშნავი ბგერა ეპასუხე-
ბოდა. გრაფმა კიბე აიარა, ხელში სათუთად ეჭირა საკრავი. მი-
საღებ ოთახში შევიდა. მადამ დე ნ... კითხულობდა.
– აი, ჩემი შენაძენი, – ზარზეიმით აცნობა გრაფმა, – გვა-
რიანი თანხა დამიჯდა. მაგრამ ამის შემდეგ სტამბოლში ჩემს რე-
პუტაციას აღარაფერი ემუქრება.
– ღმერთო ჩემო, ბარბითს რა უნდა მოუხერხოთ?
– მისი ცქერით დავტკბები, – უპასუხა გრაფმა, – ჩემს კაბი-
ნეტში შევინახავ და მივეალერსები ხოლმე. ეს ერთდროულად
მუსიკალური ინსტრუმენტი, ხელოვნების ნიმუში და ერთგვარად
ცოცხალი არსებაა. ქანდაკებასავით მშვენიერია, ამასთან, ხმის
გამოცემაც შეუძლია. მოუსმინეთ...
სიმებს შეეხო. ბგერა გაისმა და ჰაერში გაიფანტა.
– მეტისმეტად აღმოსავლურია, – თქვა მადამ დე ნ...-მ.
– სულთნების საყვარელი საკრავი იყო.
გრაფმა ბარბითი სამუშაო მაგიდაზე დადო. ამიერიდან დიდ
დროს ატარებდა თავის კაბინეტში, სავარძელში მოკალათებუ-
ლი ერთგვარი მომნუსხავი შიშით თვალს არ აშორებდა საკ-
რავს. ებრძოდა ხელებში სულ უფრო მზარდ სიცარიელის
გრძნობას, ერთდროულად დამაბნეველ და ტირანულ გაუმაძ-
ღრობას, შეხების, ამოხეთქის, მოჭყლეტის მოთხოვნილებას და
თანდათანობით მთელი მისი არსება ითხოვდა რაღაცას, ზუსტად
თავადაც ვერ ხვდებოდა რას, და თანაც ითხოვდა დაჟინებით,
თითქმის ჭირვეულადაც კი. ბოლოს დგებოდა და ბარბითს ეხე-
ბოდა. დროის შეგრძნებას სრულებით კარგავდა, მაგიდასთან
იდგა და ალალბედზე ურტყამდა თითებს სიმებს.
– მამა დღეს, სულ მცირე, ორი საათი უკრავდა ბარბითზე, –
აცნობა დედას კრისტელმა.
41 მკითხველთა ლიგა
– მაგას დაკვრას ეძახი? – ჩაერია მისი უმცროსი და, – ერთსა
და იმავე სიმს ურტყამს, გაუთავებლად ერთი ბგერა ისმის... შე-
იძლება შეიშალო!
– მეც ასე ვფიქრობ, – განაცხადა ნიკმა, – მთელ სახლში ის-
მის, ვერსად გაექცევი. ეს ბგერა აუტანელია, ყოველ შემთხვევა-
ში... შეყვარებული ძუ კატის კნავილს ჰგავს.
– ნიკოლა! – განრისხებულმა მადამ დე ნ...-მ ჩანგალი მაგი-
დაზე დადო.
– მარტო ეს ასწავლეს ოქსფორდში, – თქვა უმცროსმა დამ.
– მას შემდეგ, რაც ეს დაწყევლილი ინსტრუმენტი შეიძინა,
მუშაობა შეუძლებელია, – თქვა ნიკმა, – გამოცდისთვის უნდა
მოვემზადო. მაშინაც კი, როდესაც მისი ხმა არ ისმის, წუთი--
წუთზე ელოდები ამ საზარელი კნავილის გაგონებას და მთელი
დრო იმაში გადის, ხან როდის მოგეყურება და ხან როდის.
– ხომ გეუბნებოდით, მამა ხელოვანია და ეს თავადაც არ
იცოდა, – თქვა კრისტელმა.
– რამეს მაინც უკრავდეს, – ჩაიბურდღუნა ნიკმა, – მაგრამ
არა, მუდმივად ერთი და იგივე ბგერა, ისევ და ისევ, დაუსრუ-
ლებლად.
– გაკვეთილები სჭირდება, – დაასკვნა კრისტელმა.
უცნაურია, მაგრამ იმავე დღეს გრაფმა მეუღლეს აცნობა,
რომ ბარბითზე დაკვრის შესასწავლად მასწავლებლის დაქირა-
ვებას აპირებდა.
– ძალზე უხერხული მეჩვენება, ხელში მეჭიროს საკრავი,
რომელსაც შეუძლია ასეთი მდიდარი მელოდია გამოსცეს, მე კი
დაკვრას ვერ ვახერხებ. მხოლოდ ერთი ნოტით შემოფარგვლა
ზედმეტად მონოტონურია. ბავშვები წუწუნებენ და მართლებიც
არიან. აჰმედს უნდა ვთხოვო, ვინმე მირჩიოს.
აჰმედი შიდა ეზოში მეზობელს ნარდს ეთამაშებოდა, როდე-
საც გრაფი მაღაზიაში შევიდა. მისი სახის გამომეტყველებისა და
42 მკითხველთა ლიგა
თავის დაჭერის მანერის შემხედვარე, ანტიკვარებით მოვაჭრეს
წინასწარ ტკბობის სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. დიპლო-
მატი უაღრესად სერიოზული, მკაცრიც კი ჩანდა, მრისხანედ იმ-
ზირებოდა, მაგრად მოკუმული ტუჩის კუთხეებში ნაოჭები გასჩე-
ნოდა. მტკიცედ, ერთგვარად გამომწვევადაც კი ჩაებღუჯა ხელ-
ჯოხი. აჰმედმა მის ქცევაში იმ უპირატესობის კვალიც ამოიცნო,
როგორითაც, როგორც წესი, საელჩოს დაბალი რანგის მოხე-
ლეები მიმართავდნენ მას – ის ხომ ბაზრის ერთ-ერთი ჩვეულებ-
რივი მოვაჭრე იყო. ღიმილი ძლივს შეიკავა, როდესაც გრაფმა
მისალმებაზე არც კი უპასუხა, მკვახედ და მშრალად მიმართა:
– მუსიკალური ინსტრუმენტი, იმ დღეს თქვენთან რომ ვიყი-
დე... რა ჰქვია...
– უდი, თქვენო აღმატებულებავ, – ჩაურთო აჰმედმა, – Al
oûd.
– ჩინებულია, ჩინებული. ჰოდა წარმოიდგინეთ, ბავშვები
ჭკუას კარგავენ... შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემი ცოლიც
კი...
აჰმედი ელოდებოდა, აწეული ცალი წარბით, სახის გაშეშებუ-
ლი ნაკვთებით, პუტკუნა ხელში ბუზის საკლავი ეჭირა.
– ერთი სიტყვით, ყველას მასზე დაკვრის სწავლა უნდა. სახ-
ლში მხოლოდ ამაზე ლაპარაკობენ. დავპირდი, რომ ამ თემაზე
დაგელაპარაკებოდით, იქნებ ვინმე მირჩიოთ მასწავლებლად.
– უდზე დაკვრის მასწავლებელი, თქვენო აღმატებულებავ? –
ჩაიჩურჩულა აჰმედმა.
თავი ჩაქინდრა. ისეთი იერი ჰქონდა, თითქოს დიდხანს ფიქ-
რობდა. თვალები მილულა და, გეგონებოდა, სათითაოდ იხსე-
ნებდა უდზე ათასობით დამკვრელს, რომელთაც მთელ სტამ-
ბოლში იცნობდა. შესაძლოა, ცოტათი აჭარბებდა, მაგრამ ეს
იყო რევანში მთელი წლის მოთმინებისა და წინასწარგანჭვრე-
ტის სანაცვლოდ. მის წინ გრაფი იდგა, თავაწეული და გამართუ-
43 მკითხველთა ლიგა
ლი, მისი ღირსეულობა და კეთილშობილება ეჭვს არ იწვევდა,
რაც ასე უამებდა გულს სიტკბოების მოხუც მაძიებელს. ეს იყო
მისი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო წამები. შებრალების გა-
რეშე, სიამოვნების გაგრძელება სურდა.
– მოიცათ! – წამოიძახა ბოლოს, – ამდენი ხანი რას ვფიქ-
რობ? ჩემი ძმისწულია უდზე ჩინებული დამკვრელი და სიტყვები-
თაც კი ძნელია იმის გადმოცემა, თქვენო აღმატებულებავ, რო-
გორი ბედნიერი იქნება, სამსახური გაგიწიოთ...
იმ დღიდან მოყოლებული, კვირაში ორჯერ ან სამჯერ აჰმე-
დის ძმისწული თჰერაპიის ვილის კიბეზე ადიოდა. ელჩის მეუღ-
ლეს მთელი სერიოზულობით ესალმებოდა, მერე მოსამსახურე
გრაფის კაბინეტამდე აცილებდა და ერთი საათის განმავლობა-
ში სახლში ბარბითის ხმა ისმოდა.
მადამ დე ნ... ქმრის კაბინეტის გვერდით, პატარა მისაღებ
ოთახში იჯდა და იმას ფიქრობდა, რომ ნოტების ხმას გაიგონებ-
დნენ მთელ სართულზე, ბავშვების ოთახში და განსაკუთრებით
– მოსამსახურეები ქვემოთა სართულზე. მთელი ის დრო, რო-
მელსაც ყმაწვილი მუსიკოსი მათთან ატარებდა, ქალი მისაღებ
ოთახში იყო ჩაკეტილი, თითებით ნერვიულად აწვალებდა
ცხვირსახოცს, სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობდა, ამაოდ ებრძო-
და იმ რწმენას, უკვე ამდენი ხანი რომ მოსვენებას არ აძლევდა...
ნოტები ერთმანეთის მიყოლებით ისმოდა: მელოდიური და თა-
მამი – პროფესიონალის თითების შეხებისას, მოუხერხებელი და
მერყევი – მოყვარულის დაკვრისას. რამდენიმე გაკვეთილმა მა-
დამ დე ნ... ათი წლით დააბერა. გარდაუვალს ელოდა. ყოველ-
დღე პერას უბანში მდებარე პატარა ფრანგულ ეკლესიას აფა-
რებდა თავს და დიდხანს ლოცულობდა. თუმცა მხოლოდ ლოც-
ვით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვიტა, უფრო შორს შეეტოპა. თა-
ვისი სინაზისა და ერთგულების საზღვრებამდეც კი. მზად იყო
უკიდურესი დამცირებისთვისაც, რადგან საქმე მის ღირსებას
44 მკითხველთა ლიგა
სრულებით არ ეხებოდა – ეს საკითხი უკვე რამდენი ხანია, აღარ
წამოჭრილა! ამიტომაც, რაც შეიძლებოდა ფრთხილად მიიღო
საჭირო ზომა. ასე რომ, როდესაც ის დღე დადგა, რომლისაც ასე
ძალიან ეშინოდა, სათანადოდ მომზადებული შეხვდა.
ეს ყმაწვილი მუსიკოსის მეხუთე თუ მეექვსე სტუმრობისას
მოხდა.
მას, ჩვეულებისამებრ, მოსამსახურე მოუძღოდა, ყმაწვილმა
პატარა მისაღები ოთახი გაიარა, თავაზიანად მიესალმა ელჩის
მეუღლეს, რომელიც ჟურნალს ფურცლავდა, შემდეგ გრაფის
ოთახში შევიდა. მადამ დე ნ...-მ ჟურნალი მოისროლა და
დაელოდა. წელგამართული, თავაწეული იჯდა, თითებს შორის
ცხვირსახოცს ატრიალებდა და გაფართოებული თვალებით იყუ-
რებოდა. როგორც წესი, გაკვეთილი მაშინვე კი არა, რამდენიმე
წუთში დაიწყო. შემდეგ კაბინეტიდან ნაზი მელოდია გაისმა. აშ-
კარად ყმაწვილი მუსიკოსი უკრავდა.
მერე... მადამ დე ნ... დივანზე გაუნძრევლად იჯდა, ტუჩებმო-
კუმული, თითებით მაქმანის ცხვირსახოცს აწვალებდა. თვალე-
ბი ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა და კიდევ ერთ წუთს იც-
დიდა, სულ უფრო და უფრო შესამჩნევად თრთოდა საყურეები...
სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წამს იმედს არ კარგავდა, იმას ებ-
რძოდა, რაც ცხადი იყო. მაგრამ ყოველი წამის გასვლასთან ერ-
თად მის გარშემო სიჩუმე საზარლად იზრდებოდა და თითქოს
ხედავდა, როგორ ავსებდა სახლს, მიუყვებოდა კიბეს, ყველა
კარს აღებდა, გადიოდა კედლებში, შვილების ყურებამდე აღწევ-
და, ხოლო ჩასაფრებული მოსამსახურეების სახეებზე სულელუ-
რი და დამცინავი ღიმილი ჩნდებოდა. ქალი სწრაფად წამოდგა,
მისაღები ოთახის კარი გასაღებით ჩაკეტა და კუთხეში მდგარ
ჩინურ კარადას მიაშურა. ჯიბიდან ამოღებული გასაღებით კარა-
და გააღო და იქიდან ბარბითი აიღო. მერე კვლავ დივანზე დაჯ-
და, საკრავი მუხლებზე დაიდო და სიმებს შეეხო. დროდადრო
45 მკითხველთა ლიგა
ჩერდებოდა, იმედგადაწურული ყურს უგდებდა, შემდეგ ისევ ურ-
ტყამდა თითების წვერებს საძულველ სიმებს. ეჭვი არ ეპარებო-
და, ბარბითის ხმა ესმოდათ როგორც შვილების ოთახში, ისე
ეზოში, მოსამსახურეებს და აზრადაც არავის მოუვიდოდა, რომ
ეს ავხორცული და შეუწყობელი ბგერები საიდუმლოდ იბადებო-
და მისი ხელით. შესაძლოა, ფიქრობდა ქალი, შესაძლოა ყვე-
ლაფრის მიუხედავად, პენსიამდე სკანდალის გარეშე მიაღწიონ,
ისე, რომ გარშემო ვერავინ შენიშნოს... სულ რამდენიმე წელი
დარჩა. ადრე თუ გვიან პარიზის ან რომის საელჩოში გადავი-
დოდნენ, მხოლოდ თავიდან უნდა აერიდებინათ გახმაურება,
ჭორები, ზურგს უკან ქილიკი... შვილები უკვე დიდები იყვნენ და
ასეა თუ ისე, პირველი ეჭვი დიდხანს მოუნდებოდა მოპოვებული
პატივისცემის გალავნის გადალახვას. ისევ და ისევ ეხებოდა სი-
მებს, ხანდახან წამით ჩერდებოდა და ყურს უგდებდა. ნახევარი
საათის შემდეგ გრაფის კაბინეტიდან მუსიკის ხმა გაისმა. მადამ
დე ნ... წამოდგა, ბარბითი კარადაში შეინახა. შემდეგ ისევ დი-
ვანზე დაჯდა და კითხვა განაგრძო. მაგრამ ასოები ერთმანეთში
ირეოდა, ამის მიუხედავად, გამართული იჯდა, ხელში წიგნი ეჭი-
რა და ცდილობდა, არ ეტირა.
46 მკითხველთა ლიგა
კაცთმოყვარე
50 მკითხველთა ლიგა
თავდაპირველად ჰერ კარლი გაზეთებს ითხოვდა და სასთუ-
მალთან რადიოც ედო, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ, რაკი ახალი
ამბები უფრო და უფრო უიმედო გახდა და მთელი სამყარო უფ-
სკრულის პირას აღმოჩნდა, რადიო მოიშორა, რათა წარმავალი
ახალი ამბების ექოს არ შეერყია მისი წყალგაუვალი ნდობა ადა-
მიანების კაცთმოყვარეობისადმი. გულხელდაკრეფილსა და ღი-
მილიანს მტკიცედ სწამდა თავისი მოსაზრების. სარდაფში გამო-
კეტილი უარს ამბობდა, რაიმე საერთო ჰქონოდა შემთხვევით
და უდღეურ რეალობასთან. ბოლოს დეპრესიის გამომწვევ გაზე-
თებსაც აღარ ეცნობოდა და თავისი ბიბლიოთეკის შედევრების
გადაკითხვით იფარგლებოდა, სწორედ მათში პოულობდა იმ მა-
რადიულ შინაგან ძალას, რაც დროებითი სიცრუის ასატანად და
საკუთარი რწმენის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა.
ჰერ შუცი ცოლთან ერთად სახლში გადავიდა, რომელიც,
სასწაულის ძალით, დაბომბვას გადაურჩა. თავდაპირველად
ქარხანაში სირთულეები შეხვდა, მაგრამ დოკუმენტები ადასტუ-
რებდა, რომ ჰერ კარლის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ კა-
ნონიერი მფლობელი იყო.
ხელოვნური განათების პირობებში და სუფთა ჰაერის გარეშე
ჰერ კარლი კიდევ უფრო გასუქდა. წლები გავიდა, სახეზე ვარ-
დისფერი დიდი ხანია აღარ ედო, თუმცა იმედი და კაცთმოყვა-
რეობა არ დაუკარგავს. სარდაფში თავს ჩინებულად გრძნობდა,
ელოდებოდა, როდის გაიმარჯვებდა მიწის ზემოთ კეთილშობი-
ლება და სამართლიანობა. მართალია, მეგობარი შუცი არც თუ
დამაიმედებელ ახალ ამბებს უყვებოდა, მაგრამ დანებებას არ
აპირებდა.
ჰიტლერის რეჟიმის დამხობიდან რამდენიმე წლის შემდეგ
ჰერ კარლის ემიგრაციიდან დაბრუნებული ერთ-ერთი მეგობა-
რი შილერშტრასეზე მდებარე მის სახლს ეწვია.
51 მკითხველთა ლიგა
კარი გაუღო ტანმაღალმა, ჭაღარა, მხრებში ოდნავ მოხრილ-
მა და მუყაითის იერის მქონე მამაკაცმა. ხელში გოეთეს წიგნი
ეჭირა: არა, ჰერ ლევი აქ აღარ ცხოვრობს. არა, არაფერი იცის,
რა დაემართა. კვალი არ დაუტოვებია და ომის დასრულების
შემდეგ ჩატარებული ყველა გამოძიება მისი ასავალ-დასავლის
გასაგებად, უშედეგოდ დასრულდა. Grüss Gott!15 კარი დაიხურა.
ჰერ შუცი შინ შებრუნდა და ბიბლიოთეკისკენ გაემართა.
ცოლს უკვე მოემზადებინა ლანგარი. მას შემდეგ, რაც გერმა-
ნიაში დოვლათი დაბრუნდა, ჰერ კარლს ანებივრებდნენ და
ნაირ-ნაირ კერძებს უმზადებდნენ. ხალიჩა დაახვიეს და იატაკი-
დან ფილაც ამოიღეს. ჰერ შუცმა გოეთეს წიგნი მაგიდაზე დადო
და ლანგრით ხელში სარდაფში ჩავიდა.
ამასობაში ჰერ კარლი დასუსტებულიყო, ვენების ანთებით
იტანჯებოდა, გულიც აწუხებდა. ექიმი სჭირდებოდა, მაგრამ მე-
გობარ შუცებს ასეთ საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. ვინმეს რომ
გაეგო, წლების განმავლობაში სახლში ებრაელს მალავდნენ,
ვეღარავინ უშველიდა. უნდა მოეთმინა, არ უნდა დაეჭვებული-
ყო. სამართლიანობა, გონიერება და კეთილშობილება მალე
გაიმარჯვებდა. რაც მთავარია, იმედი არ უნდა დაეკარგა. ჰერ
კარლმა წონაში შესამჩნევად დაიკლო, თუმცა მომავლის რწმე-
ნა და კაცთმოყვარეობა შეინარჩუნა. ყოველდღე ჰერ შუცი სარ-
დაფში ცუდი ამბებით ჩადიოდა – ჰიტლერის მიერ ინგლისის
ოკუპაცია განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იყო – ჰერ კარლი ამ-
ხნევებდა, ამისთვის საჭირო სიტყვებს პოულობდა. წიგნებით
დახუნძლულ კედლებზე უთითებდა და ახსენებდა, რომ ყოველ-
თვის იმარჯვებს კაცთმოყვარეობა, სწორედ ასე იბადება დიადი
52 მკითხველთა ლიგა
შედევრები, ამ ნდობისა და რწმენის წყალობით. ჰერ შუცი სარ-
დაფიდან დამშვიდებული ამოდიოდა.
სათამაშოების ქარხანა ჩინებულად მუშაობდა. 1950 წელს
ჰერ შუცმა მისი გაფართოება მოახერხა და გაყიდვები ორჯერ
გაიზარდა. საქმეს სათანადოდ უძღვებოდა.
ყოველ დილით ფრაუ შუცი სარდაფში ყვავილების თაიგუ-
ლით ჩადიოდა და ჰერ კარლის სასთუმალთან დებდა. ბალიშებს
უსწორებდა, გვერდის მონაცვლებაში ეხმარებოდა და კოვზით
აჭმევდა – ძალა აღარ შესწევდა, თავად რომ ეჭამა. საუბარიც კი
უჭირდა. ხანდახან თვალები ცრემლებით ევსებოდა, მადლიერი
მზერით შესცქეროდა მამაც ადამიანებს, რომლებმაც ასე ჩინე-
ბულად გაამართლეს მისი ნდობა და, ზოგადად, კაცთმოყვა-
რეობის რწმენა. გრძნობდა, ბედნიერი მოკვდებოდა, ორივე
ხელს ერთგულ მეგობრებს ჩაჰკიდებდა, იმით კმაყოფილი, რომ
არ შემცდარა.
53 მკითხველთა ლიგა
დეკადანსი
54 მკითხველთა ლიგა
ბით და ლამის, გაღმერთების სადარი ტონით საუბარი ლეგენდა-
რულ მაიკ სარფატიზე, ჰობოკენელ გიგანტზე, რომელიც ერთ
დღეს ნიუ-იორკის დოკების წინ აღიმართა იმის განსახორ-
ციელებლად, რაზედაც ამერიკული მუშათა მოძრაობის სახელ-
განთქმული პიონერები ვერც კი იოცნებებდნენ. უნდა მოგესმი-
ნათ, კარლოსი როგორ წარმოთქვამდა მის სახელს – ლამის
ჩურჩულს იწყებდა და მსუქან, ორმოცწლიანი სოციალური
ბრძოლის ქარცეცხლით დაღდასმულ, უხეშ სახეზე ალერსიანი
ღიმილი ურბილებდა ნაკვთებს.
– ეს იყო გადამწყვეტი ეპოქა. გადამწყვეტი. აი, სწორედ ესაა
შესაფერისი სიტყვა. სინდიკატი თავისი პოლიტიკის მიმართუ-
ლებას ცვლიდა. ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე იყო. პრესა ტა-
ლახს გვესროდა, პოლიტიკოსები ცდილობდნენ, ერთმანეთს გა-
დავკიდებოდით, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩვენს საქმე-
ებში ყოფდა ცხვირს, დოკერები კი გათითოკაცებულიყვნენ.
პროფკავშირის ახლად მიღებული წესის თანახმად, საწევრო შე-
ნატანი ხელფასის ოც პროცენტს შეადგენდა და ყველას სურდა,
ეკონტროლებინა სალარო, მისგან ხეირი ენახა, პირველ რიგში,
თავის სასარგებლოდ. მარტო ნიუ-იორკის ნავსადგურში შვიდი
ცენტრალური პროფკავშირი ცდილობდა გემრიელი ლუკმის
ხელში ჩაგდებას. ჰოდა, მაიკს იქ წესრიგის დასამყარებლად
სულ რაღაც ერთი წელი დასჭირდა. თანაც სრულებით არ მოქმე-
დებდა ისე, როგორც ჩიკაგოელ წითელ კოჭებს, კაპონეებს, გუ-
ზიკებს, მუზიკებს სჩვეოდათ – იმით კმაყოფილდებოდნენ, რომ
თავისიანებს კარგად უხდიდნენ და ბრძანებებს ტელეფონით
გასცემდნენ. არა, მაიკი ხელის გასვრას არ თაკილობდა. თუ
ერთ დღეს ვინმეს აზრად მოუვა ჰობოკენის წინ ჰუდსონის ფსკე-
რი გაწმინდოს, შლამში ცემენტით სავსე ასობით კასრს აღ-
მოაჩენს. და მაიკი ყოველთვის იქ იყო, როდესაც ბიჭს აცემენ-
ტებდნენ. ზოგჯერ ის ტიპები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და
55 მკითხველთა ლიგა
ფართხალებდნენ, მაიკს უყვარდა, როცა წინააღმდეგობის გაწე-
ვას ცდილობდნენ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ცემენტს ასხამ-
დნენ, საინტერესო პოზებს იღებდნენ. მაიკი ამბობდა, ცოტათი
იმათ ჰგვანან, ორი ათასი წლის წინ მოულოდნელად პომპეიში
ლავამ რომ დაფარაო. ამას ეძახდა „შთამომავლობისთვის მოღ-
ვაწეობას“. როცა ბიჭებიდან რომელიმე მეტისმეტად ახმაურდე-
ბოდა, მაიკი ყოველთვის ცდილობდა მის გონზე მოყვანას: „აბა
რა გაყვირებს? შენ ხომ ჩვენი შემოქმედებითი მემკვიდრეობის
ნაწილი ხდები“, ასე ეუბნებოდა ხოლმე. ბოლოს გაჭირვეულდა
კიდეც. სპეციალური ხარისხის ცემენტი სჭირდებოდა, რომელიც
ფორმას სწრაფად იღებდა და მალევე შრებოდა. ასე შედეგს სა-
მუშაოს დასრულებისთანავე იხილავდა. ჰობოკენში, ჩვეულებ-
რივ, იმით კმაყოფილდებიან, რომ ტიპს ცემენტში აგდებენ, რო-
ცა უკვე მზად არის, კასრს თავს აჭედავენ და მდინარეში ისვრი-
ან, ესაა და ეს. მაგრამ მაიკი განსხვავებულად, მხოლოდ მის-
თვის დამახასიათებლად, იქცეოდა. უნდოდა, ბიჭის მთელ სხე-
ულზე ცემენტის თხელი ფენა თანაბრად განაწილებულიყო, ყვე-
ლაფერს კარგად მოსდებოდა, რომ ცხადად დაენახა სახის გამო-
მეტყველება და ასევე, სხეულის მდგომარეობა, თითქოს ქანდა-
კებააო. როგორც უკვე გითხარით, ის ტიპები მთელი ამ ოპერა-
ციის განმავლობაში ფართხალებდნენ და ზოგჯერ ძალიან ცუდი
შედეგი მიიღებოდა. მაგრამ უფრო ხშირად, ხელი გულზე ედოთ
და პირს აღებდნენ, გეგონებოდა, სიტყვით გამოდიან და იფიცე-
ბენ, რომ სრულებით არ აპირებდნენ სინდიკატისთვის კონკუ-
რენციის გაწევას, ემხრობოდნენ ერთიან მუშათა მოძრაობას და
ბატკნებივით უცოდველები იყვნენ. ეს ყველაფერი მაიკს თავს
გვარიანად აბეზრებდა, იმიტომ, რომ ყველას ერთნაირი გამო-
მეტყველება და ერთნაირი პოზა ჰქონდა. ცემენტის დასხმის შემ-
დეგ ყველა ერთმანეთს ჰგავდა. „უხარისხო ნამუშევარია“, ამ-
ბობდა მაიკი. ჩვენ კი მხოლოდ ერთი რამ გვინდოდა, რაც შეიძ-
56 მკითხველთა ლიგა
ლებოდა მალე ჩაგვეყუდებინა ტიპი კასრში, კასრისთვის თავი
დაგვეჭედებინა, მდინარისთვის გაგვეტანებინა და მერე ამაზე
აღარ გვეფიქრა. ვერ ვიტყვი, რომ ამგვარი საქციელით ვრისკავ-
დით. ცენტრალური სინდიკატის ბიჭები დოკებს კარგად იცავ-
დნენ, პოლიციას შიგნით ცხვირი არ შემოუყვია – ყველაფერი
სინდიკატის შინაურული გარჩევები იყო, მათ არ ეხებოდათ. მაგ-
რამ ეს საქმე არ გვიყვარდა – არც ისე იოლი სანახავია თავიდან
ფეხამდე ცემენტით დაფარული ბიჭი, რომელიც ღრიალებს და
მისი სხეული თანდათან ქვავდება, პირის ადგილზე დარჩენილი
შავი ხვრელიდან კი ისევ წყევლა-კრულვა ისმის. ზოგჯერ მაიკი
უროს და სატეხს იღებდა, დეტალებს ამუშავებდა. განსაკუთრე-
ბით მახსენდება დიდი საყვარელი ბილი, ბერძენი სან--
ფრანცისკოდან, სწორედ ის, რომელსაც დასავლეთის ნაპირის
დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდა და შემოერთებას
უარობდა – ლუ დიბიკმა ჩიკაგოს დოკებთან დაკავშირებით
მსგავსი რამ ერთი წლით ადრე სცადა, შედეგი უკვე იცით. მაგ-
რამ ლუსგან განსხვავებით, დიდი საყვარელი ბილი ბევრად
ძლიერი იყო, ყველა ადგილობრივი მმართველი მხარს უჭერდა.
თანაც ფრთხილობდა. მეტიც, გადაჭარბებითაც კი ფრთხილობ-
და. რასაკვირველია, არ სურდა მუშების დაყოფა, მუშათა კლა-
სის ერთიანობის მომხრე იყო, თუმცა, როგორც თავადაც ხვდე-
ბით, თავის სასარგებლოდ. მაიკთან შექმნილ მდგომარეობაზე
სალაპარაკოდ რომ მოსულიყო, მძევლები მოითხოვა. მაიკის
ძმა, პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი,
და პროფკავშირის კიდევ ორი ხელმძღვანელი. მძევლები გაუგ-
ზავნეს. ჰობოკენში მოვიდა. მაგრამ როცა ყველამ სალაპარა-
კოდ მოიყარა თავი, ნათელი გახდა, მაიკს საერთოდ არ აინტე-
რესებდა, რას ეხებოდა საუბარი. დიდ საყვარელ ბილს მეოცნებე
სახით უყურებდა და არც ერთი სიტყვა არ ესმოდა. მართალი
გითხრათ, ბერძენი ძალიან კარგი შესახედავი იყო: სიმაღლით
57 მკითხველთა ლიგა
მეტრი და ოთხმოცდაათი, ლამაზი სახით, რაც ქალებს გულს უჩ-
ქროლებდა და მეტსახელიც შესაფერისი დაარქვეს. შვიდი
საათის განმავლობაში გაუჩერებლად ვკამათობდით მუშების
ერთიანობაზე, გამთიშველებთან და სოციალ-გამცემლებთან
ბრძოლის აუცილებლობაზე, რომლებსაც არ სურდათ პროფე-
სიონალების ინტერესების დაცვით შემოფარგლულიყვნენ და
მოძრაობის პოლიტიკად გადაქცევას ცდილობდნენ. მთელი ამ
ხნის განმავლობაში მაიკი დიდ საყვარელ ბილს თვალს არ აშო-
რებდა. შესვენების დროს მომიახლოვდა და მხოლოდ ეს მით-
ხრა: „კარგი, ამ ნაბიჭვართან ლაპარაკს აზრი არა აქვს, მიდით“.
ის იყო, პირის გაღება დავაპირე, რომ თავისი ძმისა და დანარჩე-
ნი ორი მძევლის შესახებ შემეხსენებინა, მაგრამ მაშინვე მივ-
ხვდი, აზრი არ ჰქონდა, მაიკმა იცოდა, რასაც აკეთებდა და, მარ-
თლაც, ფსონად სინდიკატის უზენაეს ინტერესებს ჩამოდიოდა.
არაფერი რომ არ ეეჭვათ, ლაყბობას ვაგრძელებდით და მერე,
როცა მოლაპარაკება დასრულდა და დიდი საყვარელი ბილი ან-
გარიდან გამოვიდა, ყველა მოვაყუჩეთ – თვითონ ბილი, მისი
ადვოკატი და ორი მუშა-დელეგატი ოკლენდიდან. საღამოს
მაიკი მოვიდა ოპერაციის მიმდინარეობისთვის თვალის სადევ-
ნებლად და როცა ბერძენი მთლიანად დაფარა ცემენტმა, იმის
ნაცვლად, რომ ჰუდსონში მოგვესროლა, ერთხანს ფიქრობდა,
მერე გაიღიმა და გვითხრა: „გვერდზე გადადეთ. გამაგრება
დააცადეთ“. დიდი საყვარელი ბილი ანგარში დავტოვეთ, ერთი
კაცი ყარაულად მივუჩინეთ და სამი დღის შემდეგ მივბრუნდით.
მაიკმა გულდასმით დაათვალიერა, ცემენტს ხელით ეხებოდა,
აქა-იქ დაამუშავა უროთი და სატეხით, კმაყოფილი ჩანდა. მერე
წამოდგა, ერთხანს ათვალიერებდა და თქვა: „კარგი, ჩემს მან-
ქანაში ჩადეთ“. ჯერ ვერ მივხვდით, ამიტომ გაიმეორა: „ჩემს
მანქანაში ჩადეთ, მძღოლის გვერდით“. ერთმანეთს გადავხე-
დეთ, მაგრამ მაიკს არავინ ეკამათებოდა. დიდი საყვარელი ბი-
58 მკითხველთა ლიგა
ლი „კადილაკამდე“ მივიტანეთ, მძღოლის გვერდითა სავარ-
ძელზე დავდეთ, ჩვენც ჩავსხედით და დაველოდეთ. „შინ წავე-
დით“, უთხრა მძღოლს მაიკმა. მოკლედ, პარკ-ავენიუზე მივე-
დით, სახლთან გავჩერდით, დიდი საყვარელი ბილი გადმოვი-
ღეთ, პორტიემ გაგვიღიმა და ხელი კარტუზთან მიიტანა: „მშვე-
ნიერი ქანდაკება შეგიძენიათ, ბატონო სარფატი“, მიესალმა პა-
ტივისცემის ნიშნად. „გარდა ამისა, ხედავ მაინც, რა არის. იმ თა-
ნამედროვე რაღაცებს კი არ ჰგავს, სამი სახით და შვიდი ხე-
ლით“. „ჰო“, მხიარულად უპასუხა მაიკმა, „ეს კლასიკაა. თუ უფ-
რო ზუსტად ვიტყვით, ბერძნული კლასიკა“. დიდი საყვარელი ბი-
ლი ლიფტში შევიტანეთ, ავედით, მაიკმა კარი გააღო, ბინაში შე-
ვედით და პატრონს მივაჩერდით. „მისაღებ ოთახში გაიტანეთ“,
ასე გვითხრა. შევედით მისაღებ ოთახში და ბილი კედელზე მივა-
ყუდეთ, ვიდექით და ველოდებოდით. მაიკი გულდასმით ათვა-
ლიერებდა კედლებს, ერთხანს ფიქრობდა, მერე ხელი გაიშვი-
რა: „იქ, ბუხრის თაროზე“. მაშინვე ვერ მივხვდით, რა სურდა,
მაგრამ მაიკმა ბუხრის ზემოთ დაკიდებული დიდი ტილო ჩამოხ-
სნა, რომელზეც ასახული იყო ბანდიტების მიერ დილიჟანსის გა-
ძარცვის სცენა. კარგი, რაკი თქვა, უნდა შესრულდეს, შეკამათე-
ბას აზრი არა აქვს. დიდი საყვარელი ბილი ბუხრის თაროზე შე-
მოვდგით და იქ დავტოვეთ. უმჯობესი იყო, მაიკთან არ გეკამა-
თა. მერე, რასაკვირველია, ერთმანეთში დიდხანს ვლაპარაკობ-
დით, რატომ მოუნდა დიდი საყვარელი ბილი ბუხრის თაროზე,
მისაღები ოთახის კედლის სამშვენისად. ყველას თავისი აზრი
ჰქონდა, მაგრამ, აბა, რას გაიგებ. რასაკვირველია, ეს სინდიკა-
ტის დიდი გამარჯვება იყო. დიდი საყვარელი ბილი საშიშ ტიპად
მიიჩნეოდა, დოკერების ერთიანობა გადარჩა და, სპაც მარკოვი-
ცის აზრით, მაიკს დიდი საყვარელი ბილი კედელზე სჭირდებო-
და, როგორც ჯილდო, რომელიც მოპოვებულ გამარჯვებას შეახ-
სენებდა. ყოველ შემთხვევაში, წლების განმავლობაში ბუხრის
59 მკითხველთა ლიგა
იმ თაროზე დარჩა, იქამდე, ვიდრე მაიკს გადასახადების გადა-
უხდელობის გამო ბრალი წაუყენეს, ციხეში ჩასვეს და მერე ქვეყ-
ნიდან გააძევეს. დიახ, მის წინააღმდეგ მხოლოდ ამის ამოქექვა
მოახერხეს, ისიც პოლიტიკური პროფკავშირების დახმარებით.
იმ დროისთვის ქანდაკება ბრუკლინის ამერიკული ფოლკლო-
რის მუზეუმს გადაეცა. დღესაც იქაა. უნდა ითქვას, რომ მაიკმა
ძვირი გადაიხადა – მისი ძმის გვამი ოკლენდის ერთ-ერთ სანა-
პიროზე, ნაგვის ურნაში იპოვეს, მაგრამ მაიკი ის კაცი არ იყო,
სინდიკატის ინტერესების გამო ვაჭრობა დაეწყო. მარტომ
მოახერხა დოკებში მუშების გაერთიანება, თუმცა ამან ხელი ვერ
შეუშალა მისთვის ამერიკული პასპორტის ჩამორთმევას და შვი-
დი წლის შემდეგ, ციხიდან გამოსული, იტალიაში გააძევეს, გე-
გონებოდა, მავანი ლაკი ლუჩიანო იყო. ასე რომ, ჩემო მეგობრე-
ბო, ადამიანი, რომელსაც დაახლოებით ერთ საათში შეხვდე-
ბით, ნამდვილი გიგანტია. ჰო, გიგანტი – სხვა სიტყვა არც კი
მიესადაგება.
სამნი ვიყავით: შიმი კუნიცი, კარლოსის მცველი, რომლის
ერთადერთი საქმიანობაც ხუთი საათის განმავლობაში, ფი-
ზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, თა-
ვისი კოლტიდან17 მიზანში სროლა იყო. ასე ცხოვრობდა. თუ არ
ისროდა, ელოდა. ზუსტად არ ვიცი, რას. ალბათ, იმას, რომ ერთ
დღესაც სასტუმრო „ლიბისში“ ზურგში დახლილი სამი ტყვიით
იპოვიდნენ.
ძავრაკოსი, მეტსახელად „მარდი“, ტანდაბალი, ჭაღარა მამა-
კაცი, რომლის სახის ნაკვთებს დაუსრულებლად ატოკებდა სხვა-
დასხვანაირი, სრულიად გასაოცარი ნერვული ტიკი. ჩვენი
მრჩეველი-ადვოკატი და პროფკავშირების ისტორიის მცოდნე,
60 მკითხველთა ლიგა
ნამდვილი მოსიარულე ენციკლოპედია იყო. დაუფიქრებლად
შეეძლო დაესახელებინა მოძრაობის პიონერთა გვარ--
სახელები, თითოეულის ბიზნესის საბრუნავი თანხა და იმ იარა-
ღის კალიბრიც კი, რომელსაც იყენებდნენ.
მე რაც შემეხება, ჰარვარდში ვისწავლე, რამდენიმე წელი
public relations-ით დასაქმებულ სოლიდურ ორგანიზაციებში გა-
ვატარე, ძირითადად იმისთვის, რომ თვალყური მედევნებინა
იმიჯის დაცვაზე და ჩვენი მოქმედების დიალექტიკურ პრეზენტა-
ციაზე მეზრუნა. ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, რამდენადაც კი ამის
საშუალება იყო, შემეცვალა არასახარბიელო საზოგადოებრივი
აზრი მოკრძალებულზე უფრო უმნიშვნელო სოციალური წარმო-
მავლობის მქონე ჩვენი ხელმძღვანელების შესახებ, რომლებიც,
დაუსრულებელი ომის პირობებში, ბრძოლის არჩეულ ფორმას
დიდ ყურადღებას არც კი უთმობდნენ. აგრეთვე არ უნდა დაგვა-
ვიწყდეს ძირგამომთხრელი ელემენტებით სავსე სინდიკატების
გულისამრევი პროპაგანდა.
რომში სარფატის სანახავად ჩასვლისთვის ორი მიზეზი
გვქონდა: ჯერ ერთი, უზენაესმა სასამართლომ მისი ქვეყნიდან
გაძევებისას სამართლებრივი პროცედურის დარღვევა დაადას-
ტურა; მეორეც, მუშათა მოძრაობა თავისი ისტორიის გადამ-
წყვეტ ეტაპზე იდგა. ჩვენი პროფკავშირი აპირებდა, იერიშით
აეღო ყველა სახეობის ტრანსპორტი: საავტომობილო, საჰაერო,
სამდინარო და რკინიგზა. ეს მოსანელებლად მეტისმეტად დიდი
ულუფა იყო. პოლიტიკურ პარტიებს დაქვემდებარებული დანარ-
ჩენი პროფკავშირები ჩვენ ძალისხმევას ეწინააღმდეგებოდნენ
და ცდილობდნენ, ჩვენი საქმიანობა ნავსადგურების ფარგლებს
არ გასცილებოდა. ვითარება გართულდა. სათავეში გვჭირდე-
ბოდა არა მხოლოდ კარგი მებრძოლი, არამედ ის ადამიანი,
რომლის სახელი ჩვენი მხარდამჭერებისთვის გამარჯვების გა-
რანტია იქნებოდა. ასეთი კი სწორედ მაიკ სარფატი გახლდათ.
61 მკითხველთა ლიგა
იგი პირველი, შესაძლოა ინსტინქტურად, მიხვდა, რომ ტრადი-
ციული ამერიკული კაპიტალიზმი დაკნინდა, სიმდიდრისა და
ძლიერების ნამდვილ წყაროს მეწარმეები კი არა, მუშათა კლასი
წარმოადგენდა. მაიკის გენიამ განჭვრიტა, რომ ჩიკაგოსთვის
დამახასიათებელმა სინდიკალიზმმა დრო მოჭამა და მშრომე-
ლების დაცვა ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას იძლეოდა,
ვიდრე ბაგს მორანის, ლუ ბაჩალტერისა თუ ფრენკი კოსტელოს
ტიპის პიონერების მიერ კომერსანტებისთვის ძალით თავს მოხ-
ვეული. იქამდე მივიდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა ნარ-
კოტიკებით ვაჭრობა, პროსტიტუცია და სათამაშო აპარატები.
მთელი თავისი ძალისხმევა მუშათა კლასისკენ მიმართა, სინდი-
კატის კონსერვატიული ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად
– თუმცა ეს წინააღმდეგობა სულ მალე დაძლია – რომელსაც არ
შეეძლო ახალ ისტორიულ პირობებთან შეგუება. მსხვილმა მე-
წარმეებმა და ფედერალურმა ხელისუფლებამ სარფატი ქვეყნი-
დან გააძევეს და ამ გზით დროებით მოახერხეს, რომ მისთვის
საქმიანობა შეეწყვეტინებინათ. ამჟამად კი ახალი ამბავი – მუ-
შათა ერთიანობისთვის პროფკავშირული ბრძოლის სათავეში
მისი დაბრუნება – ჩვენს კონკურენტებში პანიკას დათესავდა.
რომში ნაშუადღევის მიწურულს ჩავედით. აეროპორტში გვე-
ლოდა „კადილაკი“, საჭესთან ლივრეიანი მძღოლით და შუახნის
იტალიელი ქალბატონი, მდივანი, რომელსაც მაიკის ხსენებისას
აღელვებისგან ხმა უკანკალებდა:
– მისტერ სარფატი ბოდიშს გიხდით, რომ თავად ვერ მოვიდა
დასახვედრად, სამუშაოს ვერ მოწყდა. ძალიან ბევრს მუშაობს.
ნიუ-იორკში დასაბრუნებლად ემზადება. უკვე ექვსი კვირაა, თა-
ვისი ვილიდან არც კი გასულა...
კარლოსმა მოწონების ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია:
– სიფრთხილეს თავი არ სტკივა. კარგად იცავენ, ხომ ასეა? –
ჰკითხა მდივანს.
62 მკითხველთა ლიგა
– ოჰ! რა თქმა უნდა, – დაარწმუნა ქალმა, – თავად ვადევნებ
თვალს, რომ არავინ შეაწუხოს. ეგონა, საჭირო დროისთვის
მზად იქნებოდა, მაგრამ ნიუ-იორკი აჩქარებს, სასწრაფოდ დაბ-
რუნდეს და იძულებულია, გაორმაგებული ძალისხმევით იმუშა-
ოს. რასაკვირველია, ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი
ეპიზოდია. მაგრამ ძალიან გაუხარდება თქვენთან შეხვედრა.
თქვენზე ბევრს მიყვებოდა. თუ სწორად მივხვდი, იმ პერიოდი-
დან გიცნობთ, როდესაც ჯერ კიდევ ხატოვან ნამუშევრებს ქმნი-
და. დიახ, მისტერ სარფატის ძალიან უყვარს თავისი შემოქმედე-
ბითი ცხოვრების გარიჟრაჟზე საუბარი, – აგრძელებდა ტიტინს
მდივანი ქალი, – როგორც ჩანს, მისი ერთ-ერთი ნამუშევარი
ბრუკლინის ამერიკული ფოლკლორის მუზეუმშიც კი ინახება.
ქანდაკებას ჰქვია „დიდი საყვარელი ბილი“.
კარლოსმა დროზე დაიჭირა პირიდან გადმოვარდნილი სიგა-
რა. „მარდი“ ძავრაკოსის სახე ერთმანეთის მიყოლებით შეატო-
კა ნერვული ტიკების კასკადმა. ეტყობა, მეც დაბნეული ვჩანდი.
მხოლოდ შიმი კუნიცს არ გამოუხატავს არავითარი ემოცია, იმა-
საც კი ვერ ხვდებოდა, სად იყო. მუდამ ისეთი, ადგილზე არმყო-
ფის, გამომეტყველება ჰქონდა, რომ ბოლოს ყურადღებასაც
აღარ ვაქცევდით.
– ამის თაობაზე მოგიყვათ? – იკითხა კარლოსმა.
– ოჰ! რა თქმა უნდა, – წამოიძახა ქალმა და სახე გულღია ღი-
მილმა გაუცისკროვნა, – თავის პირველ ნამუშევრებს ხშირად
დასცინის. არა, მათ კი არ იწუნებს, სიმართლე ითქვას, ისინი
ართობს კიდეც. „გრაფინია“, – მეუბნება; არ ვიცი რატომ, მაგ-
რამ მუდამ „გრაფინიას“ მეძახის, – „გრაფინია, თავიდან მეტის-
მეტად ხატოვანი სტილი მახასიათებდა – ამერიკული პრიმიტი-
63 მკითხველთა ლიგა
ვიზმის სტილის, როგორიც ბებიკო მოზესს,18 ასე ვთქვათ, ნამ-
დვილი ნაივი. ამ ჟანრის ყველაზე უკეთესი, რაც შემიქმნია, ჩემი
აზრით, „დიდი საყვარელი ბილია“, კარგი ნიმუში იმის, რასაც
ოკეანის გაღმა „ამერიკანას“ ვუწოდებთ, ორად მოხრილი ტიპი,
რომელსაც ხელები მუცელზე იქ მიუჭერია, სადაც ავტომატის ჯე-
რი მოხვდა, თვალებზე ჩამოფხატული შლაპით – სულ ესაა. ჯერ
კიდევ არ მქონდა საკუთარი სტილი მოძებნილი, მაშინ ვიწყებდი
საკუთარ თავში გარკვევას. თუ ოდესმე ბრუკლინში მოხვდებით,
აუცილებლად შეიარეთ მუზეუმში ქანდაკების სანახავად. თავად
დარწმუნდებით, რომ მას შემდეგ დიდი გზა გავიარე“. თუმცა, ასე
ვფიქრობ, ჩემზე უკეთ იცნობთ მისტერ სარფატის ნამუშევარს...
კარლოსი, როგორც იქნა, გონს მოეგო.
– დიახ, ქალბატონო, – უპასუხა ენთუზიაზმით, – ჩვენ, ყვე-
ლამ, ჩინებულად ვიცით მაიკის შემოქმედება, რა ჩაიდინა და
დარწმუნებული ვართ, მისგან კიდევ უფრო დიად საქმეებს უნდა
ველოდეთ. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, ჭეშმარიტად დიდი
ადამიანის, დიდი ამერიკელის სამსახურში ხართ, რომლის დაბ-
რუნებას მოუთმენლად ელიან ამერიკელი მშრომელები და მის
სახელს, ერთ დღესაც, მთელი მსოფლიო გაიგებს...
– ოჰ! ეჭვიც არ მეპარება! – წამოიძახა მდივანმა, – მილა-
ნურმა „ალტომ“ უკვე მიუძღვნა ქება-დიდებით აღსავსე სტატია.
გარწმუნებთ, ორი წელი დაუღალავად მუშაობს და ახლა უკვე
გრძობს, რომ მზადაა აშშ-ში დაბრუნდეს.
კარლოსმა მხოლოდ თავი გადააქნია, ხმა არ ამოუღია.
მისი ტიკების გადამკიდე, ძნელი მისახვედრი იყო, ზუსტად
რას გამოხატავდა „მარდი“ ძავრაკოსის თვალები, მაგრამ მო-
64 მკითხველთა ლიგა
მეჩვენა, შეშფოთებული მიმზერდა. უნდა ვაღიარო, არც მე ვიყა-
ვი მშვიდად. რაღაც ისე არ იყო, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა
ადგილი. შფოთვა დამეუფლა, ერთგვარი წინათგრძნობა, რომე-
ლიც თანდათან შიშად გარდაიქმნებოდა.
„კადილაკი“ რომაული სოფლის გავლით მიქროდა, მოჩანდა
აკვედუკების ნანგრევები და კვიპაროსები. მერე პარკში შეუხ-
ვია, ერთხანს ოლეანდრების ხეივანში მიდიოდა, ბოლოს ვილის
წინ გაჩერდა. ვილა მთლიანად მინის იყო, უცნაური და ასიმეტ-
რიული ფორმის, გადახრილ სამკუთხედს ჰგავდა. ნიუ-იორკის
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში რამდენჯერმე ვარ ნამყო-
ფი, მაგრამ უნდა ვაღიარო, როდესაც შიგნით შევედით, ინტე-
რიერის დანახვაზე ელდა მეცა. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ
ამერიკული სინდიკალიზმის ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი
ასეთ გარემოში ცხოვრობდა. ყველა ფოტოზე, რომელიც ნანახი
მქონდა, მაიკ სარფატი მოჩანდა ჰობოკენის სანაპიროზე, ამ-
წეების, ჯაჭვების, ბულდოზერების, ყუთებისა და არმატურის
პირქუში პეიზაჟის ფონზე, რაც სრულიად ბუნებრივი იყო. ახლა
კი დიდფანჯრებიან ოთახში ვიმყოფებოდი, თითქოს კოშმარი-
დან ცხადში გადმოსული, დაგრეხილი ფორმების მქონე ავეჯით
გარშემორტყმული, განათებული ჭერიდან, რომლის სინათლის
ფერი განუწყვეტლივ იცვლებოდა, ეშვებოდა რკინის ნაკეთობე-
ბი –გაუჩერებლად მოძრაობდა და ტრიალებდა. ხოლო ოთახის
ყოველ კუთხეში სახიფათოდ ამოზრდილიყო ცემენტის უზარმა-
ზარი ბლოკები, იქიდან გამოჩრილი მილებით, შლანგებითა და
ფოლადის ფირფიტებით. კედლებზე გაკრული ტილოები – და-
ვასკვენი, რომ ტილოები იყო, რადგან ჩარჩოებში ჩაესვათ – სა-
ხეში გესროდნენ ფერად-ფერად ლაქებს და გველებივით ერ-
თმანეთში გაბურდული ხაზების გროვებს. ამ ყველაფრის შემ-
ხედვარეს, ერთი სული გქონდა, აღრიალებულიყავი. კარლოსს
მივუბრუნდი. პირდაღებული, თვალებგაფართოებული იდგა, ქუ-
65 მკითხველთა ლიგა
დი უკან გადაეწია. „მარდ“ ძავრაკოსს რაც შეეხება, ალბათ, ისე-
თი თავზარი დაეცა, ყველა ნერვული ტიკი დავიწყებას მიეცა, გა-
შეშებული სახე გაოგნებას გამოხატავდა და ნაკვთების ცნობა
სრულიად შეუძლებელი იყო, ასე მეგონა, პირველად ვხედავდი.
შიმი კუნიციც კი ჩვეული უგრძნობელი მდგომარეობიდან გამო-
ვიდა, თვალებს აცეცებდა და ხელი ჯიბეში ედო, თითქოს ეშინო-
და, რომ ესროდნენ.
– ეს რაღაა? – წამოაყრანტალა კარლოსმა.
თითი ერთგვარი ფერადი რვაფეხას მსგავსი ნივთისკენ გაეშ-
ვირა, რომელიც მზად იყო, თავისი საცეცებით მოვეხრჩვეთ.
– ბუძონის სავარძელია, – გაისმა ხმა.
ზღურბლზე მაიკ სარფატი იდგა. უეცრად თვალწინ გამიელვა
ნიუ-იორკის ნავსადგურის ოცდაათწლიანმა ისტორიამ – სანაპი-
როზე დაუნდობელმა ბრძოლებმა, რომლებმაც ჩვენი პროფკავ-
შირი მუშათა მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და
უკეთ ორგანიზებულ ძალად აქცია, რომელსაც შეეძლო, ამერი-
კელი მშრომელი სულ მალე სრულიად გაეთავისუფლებინა
იდეოლოგიისა და პოლიტიკის ტყვეობიდან, რათა მათი ინტერე-
სების დაცვა დაეფუძნებინა პირწმინდად პროფესიულ ნიადაგზე.
ასევე – საბოტაჟის წყალობით სანაპიროს მაცივრებში გაფუჭე-
ბული ორი ათასი ტონა ხორცი, რომლის სიმყრალე ემპაირ სტე-
იტ ბილდინგამდე აღწევდა; სასაკლაოს შესასვლელში კაუჭებზე
ჩამოკიდებული ფრენკი შორის, ბენი სტიგმანის, როკი ფიშისა
და სხვა სოციალ-გამცემლების სხეულები – ისინი პოლიტიკური
სპეკულაციების წყალობით შიგნიდან ცდილობდნენ პროფკავში-
რის დაძირვას. გამახსენდა სემ ბერგის მჟავით დამწვარი სახეც
– ინციდენტი შეემთხვა თავისი ცნობილი სტატიის გამოქვეყნე-
ბის მეორე დღეს, რომელშიც წერდა, როგორ „ჩაიგდო ხელში
მუშათა მოძრაობა დანაშაულებრივმა პროფკავშირმა“. გონება-
66 მკითხველთა ლიგა
ში ელვასავით გამიელვა უოლტერ რეიტერსა და მინიზე თავ-
დასხმებმა.
ახლა კი ამ გმირული ეპოპეის მთავარ ფიგურას ვუყურებდი,
ჩემ წინ რომ იდგა. მუშის კომბინეზონი ეცვა, გეგონებოდა, მშე-
ნებლობიდან შემოიარა. უფროსი მეგონა – გარეგნობის მიხედ-
ვით კი, ორმოცდაათ წელზე მეტს ვერ მისცემდი. ღონიერი ხე-
ლები ჰქონდა, მოჭიდავის ბეჭები და ისეთი უხეში სახის ნაკვთე-
ბი, თითქოს ნაჯახით გამოკვეთესო. მაგრამ ჩემი ყურადღება მა-
შინვე მიიქცია მისი თვალების მოუსვენარმა, ტანჯულმა მზერამ.
ეტყობოდა, რომ არა მხოლოდ რაღაც აღელვებდა, არამედ აკ-
ვიატებულ აზრს შეეპყრო – ხანდახან შტერდებოდა, სახეზე გა-
ოგნება ეხატებოდა, რაც ამ თითქმის ლამაზ რომაულ ნიღაბს
დაბნეულის, ორიენტაციადაკარგულის იერს აძლევდა. ვიდრე
გვესაუბრებოდა, აშკარად ეტყობოდა, იმავდროულად სხვა რა-
მეზე ფიქრობდა. თუმცა, კარლოსთან შეხვედრამ გაახარა. ამ
უკანასკნელს კი თვალებზე ცრემლები ადგა. ერთხანს გადახ-
ვეულები იდგნენ, ალერსით უმზერდნენ ერთმანეთს და ზურგზე
ხელს უტყაპუნებდნენ. უნიფორმაში გამოწყობილმა მეტრდო-
ტელმა ჭიქებით სავსე ლანგარი შემოიტანა და ერთფეხიან
მრგვალ მაგიდაზე დადო. კარლოსმა მარტინით სავსე ჭიქა გა-
მოცალა და გარშემო ზიზღით მიმოიხედა.
– ეს რა არის? – იკითხა და ბრალმდებლის იერით თითი კედ-
ლისკენ გაიშვირა.
– უოლზის ტილო.
– და რას გამოსახავს?
– აბსტრაქტული ექსპრესიონისტია.
– რაა?
– აბსტრაქტული ექსპრესიონისტი.
კარლოსმა ჩაიცინა. ტუჩები სიგარას მოუჭირა, ნაწყენი,
შეურაცხყოფილი იერი ჰქონდა.
67 მკითხველთა ლიგა
– ათას დოლარს მივცემ პირველივე კაცს, რომელიც ამიხ-
სნის, რა არის გამოსახული.
მაიკი შეურაცხყოფილი ჩანდა.
– მიუჩვეველი ხარ.
კარლოსი სავარძელში მოკალათდა და მტრულად მიიხედ--
მოიხედა. სარფატი მის მზერას თვალს აყოლებდა.
– ეგ მიროა, – თქვა მან.
– ხუთი წლის ბავშვიც კი დაჯღაბნის ასე, – უპასუხა კარლოს-
მა, – ეს რაღაა?
– სულაჟის ტილო.
კარლოსი ერთხანს სიგარას ჩაფიქრებული ღეჭავდა.
– ჰო, მე გეტყვით ამ ყველაფერს რაც ჰქვია, – გამოგვიცხადა
ბოლოს, – ამას სახელი აქვს... დეკადანსი ჰქვია.
გამარჯვებულის იერით გადმოგვხედა.
– დეკადანსი. აქ, ევროპაში, ყველა დალპა, ეს საყოველთა-
ოდ ცნობილია. სრულიად გადაგვარდნენ. კომუნისტებს ისღა
დარჩენიათ, დაიხარონ და ყველანი აკრიფონ. გეუბნებით, მო-
რალური ძარღვი აღარ შერჩათ. ნაგავი დარჩა. ჩვენი ჯარი არ
უნდა დაგვეტოვებინა: გადამდებია. ეს... ეს რაღა ნაგავია?
სიგარა მისაღები ოთახის ცენტრში, ცემენტის უფორმო ბლო-
კისკენ გაიშვირა, რომელიც უზარმაზარი დაგრეხილი ნემსებითა
და დაჟანგული ლურსმნებით იყო დაფარული. მაიკი დუმდა. ნეს-
ტოები დაუვიწროვდა, კარლოსს თვალს არ აშორებდა. რუხი,
ძალიან ფერმკრთალი თვალები ჰქონდა და მათი მზერა სრულე-
ბით არ იყო სასიამოვნო. უეცრად შევნიშნე, როგორ მომუშტა
ხელები. წარმომიდგა თვალწინ მაიკ სარფატი ლეგენდიდან, ჰო-
ბოკენის დოკების მეფე, ადამიანი, რომელმაც უკან დაახევინა
კოსტელოს, ლუჩიანოს, ხუთ ძმა ანასტაზიას და თავად „ბინძურ“
სპივაკს, კაცს, რომელიც თხუთმეტი წელი ღმერთის შემდეგ ერ-
თადერთი მბრძანებელი იყო ნიუ-იორკის სანაპიროებზე.
68 მკითხველთა ლიგა
– ტიპი, ვინც ეს გააკეთა, სრულიად შექანებულია, – მტკიცედ
განაცხადა კარლოსმა, – უნდა გამოკეტო.
– ეს ჩემი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, – თქვა მაიკმა, –
მე გავაკეთე.
სიჩუმე ჩამოვარდა. კარლოსის თვალები ბუდეებიდან ამო-
ვარდნას ლამობდა. „მარდი“ ძავრაკოსის სახეს ნამდვილმა
ელექტრომუხტმა დაუარა – გეგონებოდა, მის ნაკვთებს გაქცევა
სურდათ.
– მე გავაკეთე, – მტკიცედ გაიმეორა მაიკმა.
ძალიან გაბრაზებული ჩანდა. კარლოსს გარეული ცხოველი-
ვით აკვირდებოდა. კარლოსი ყოყმანობდა. ცხვირსახოცი
ამოიღო და ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა. მაგრამ
თავის გადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი გამოდგა.
– აჰა! კარგი, – თქვა ბოლოს, – რაკი შენ გააკეთე...
ზიზღით გადახედა „ქანდაკებას“ და ისე ეტყობოდა, გადაწყვი-
ტა, სამუდამოდ დაევიწყებინა.
– მაიკ, აქ საქმეზე სალაპარაკოდ ჩამოვედით.
მაიკი არ უსმენდა. სიამაყით უმზერდა ლურსმნებითა და ნემ-
სებით დაფარულ ცემენტის მასას და როდესაც ლაპარაკი დაიწ-
ყო, მის ხმაში უცნაური სინაზე იგრძნობოდა – ერთგვარი აღტა-
ცება – და კიდევ, გაკვირვებულის გამომეტყველება, თითქმის
მიამიტობა გამოესახა სახეზე.
– „ალტოში“ დაბეჭდეს, – თქვა მაიკმა, – ყდაზე. აქ საუკეთე-
სო სახელოვნებო ჟურნალია. ამბობენ, რომ მეოთხე განზომი-
ლების გადმოცემა შევძელი: სივრცე-დროის განზომილების,
ხომ გესმით – აინშტაინი და ასე შემდეგ. ამაზე, რასაკვირველია,
არ მიფიქრია – ზუსტად არასოდეს იცი, როცა მუშაობას იწყებ, ეს
ნაწილობრივ იდუმალებითაა მოცული. ქვეცნობიერზე ვამბობ,
რასაკვირველია. ამას ჭორი მოჰყვა. რაკი ჟურნალს ვაფინანსებ,
ნაირ-ნაირი ხმა გავრცელდა. თუმცა იქაური ბიჭები მოუსყიდვე-
69 მკითხველთა ლიგა
ლები არიან. შეუძლებელია მათი ყიდვა-გადაბირება. პრინცი-
პებს იცავენ. ეს გვიანდელი ნამუშევრებიდანაა, მაგრამ ქვემოთ
სხვებიც მაქვს. ისინი ჩემს სახელოსნოშია.
– შენთან საქმეზე სალაპარაკოდ მოვედით, მაიკ, – ჩამწყდა-
რი ხმით გაიმეორა კარლოსმა.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, სავარძლიდან წამოდგომის
ეშინოდა. მაგრამ მაიკი უკვე კართან იყო.
– მოდიხართ? – დაგვიძახა და ხმაში მოუთმენლობა ისმოდა.
– ჰო, მაიკ, – თქვა კარლოსმა, – ჰო, მოვდივართ.
ეგზოტიკური ბაღი გადავჭერით, სადაც თავისუფლად დასე-
ირნობდნენ ფარშავანგები და ფლამინგოები ქვის ურჩხულებს
შორის, რომელთაგან ზოგიერთს ჩავლისას მაიკი ალერსით უს-
ვამდა ხოლმე ხელს.
– ეს შიშველი ქანდაკება მურის ნამუშევარია, – გვითხრა მან,
– ეს კი, ბრანკოსი. თავადაც შეამჩნევდით, უკვე ყავლგასულია.
სამი წლის წინ შევიძინე. ესენი იყვნენ პიონერები, საფუძვლის
ჩამყრელები, მათგან პირდაპირ ჩემამდე მოდიხარ. აქ ყველა
კრიტიკოსი ამას ამბობს.
იმედგადაწურულმა კარლოსმა გადმომხედა. ბაღის მეორე
ბოლოში მინის პავილიონი მოჩანდა, რომლის ალუმინის სახუ-
რავი მიწიდან იწყებოდა, „რუსული მთების“ ატრაქციონის ფორ-
მას იღებდა და ისევ მიწამდე ეშვებოდა.
– ფისონის შემოქმედებაა, – განმარტა მაიკმა, – ჩემი აზრით,
საუკეთესო იტალიელი არქიტექტორია. კომუნისტია. მაგრამ,
რომ იცოდეთ, აქ კომუნიზმს არაფერი აქვს საერთო იმასთან,
რაც ჩვენთანაა. დამაქცევარი მასში არაფერია. ყველაფერი
მხოლოდ გონებაში ხდება. აქაური კომუნიზმი უაღრესად ინტე-
ლექტუალურია. აქ თითქმის ყველა საუკეთესო მხატვარი და მო-
ქანდაკე კომუნისტია.
70 მკითხველთა ლიგა
კარლოსს რაღაც, კვნესისმაგვარი აღმოხდა. ხმის ამოღება
ვერ გაბედა, მაგრამ თითით მიგვანიშნა მაიკის ზურგზე და მერე
საფეთქელთან დაიტრიალა. პავილიონში შევედით. შიგნით, ცე-
მენტიანი ვარცლის გარშემო, ეწყო ყუთები, ვედროები, თაბაში-
რის ტომრები, ნაირ-ნაირი ხელსაწყო-იარაღი: გეგონებოდა,
სამშენებლო მოედანზე ვიმყოფებოდით. და ყველგან – მაიკის
„ქმნილებები“. ის, რას წარმოადგენდა ეს „ქმნილებები“ და რა
იყო მათი ღირებულება, დღესაც არ ვიცი და უეჭველია, ვერც ვე-
ღარასოდეს გავიგებ. მაგრამ რასაც ვხედავდი, ეს იყო უცნაური
ფორმის ცემენტის ბლოკები, რომლებიდანაც ყველა მხრიდან
ამოზრდილიყო რკინის მავთულები და სხვადასხვანაირი, დაგ-
რეხილი მილები.
– არაფერს ჰგავს, რაც აქამდე გინახავთ, ხომ ასეა? – ამაყად
გადმოგვხედა მაიკმა, – „ალტოს“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ
ამას სპაციალიზმო19 ჰქვია – ნაძლევს დავდებ, ამერიკაში ჯერ
არც კი სმენიათ.
– არა, მაიკ, – ალერსით უთხრა კარლოსმა, თითქოს ავად-
მყოფს ელაპარაკებოდა, – არა, ჩვენთან არავინ იცის, ეს რა
არის.
– ჰოდა ძალიანაც კარგი, მალე გაიგებენ, – უპასუხა კმაყო-
ფილმა მაიკმა, – ყველა ჩემი ქმნილება – საერთო ჯამში, ოც-
დაათი ცალი – ხვალ ნიუ-იორკის გზას გაუდგება. მეიერსონის
გალერეაში გამოიფინება.
არასოდეს დამავიწყდება კარლოსის სახე, როდესაც მაიკმა
ლაპარაკი დაამთავრა. ჯერ უნდობლად, მერე შეშინებული შეს-
71 მკითხველთა ლიგა
ცქეროდა. ამასთან, ჩვენკენ შემობრუნდა, თითქოს ამოწმებდა,
სმენა ხომ არ ატყუებდა და ნამდვილად მართებულად გაიგონა
თუ არა მოსმენილი. მაგრამ ის, რაც ჩვენს სახეებზე დაინახა –
ყოველ შემთხვევაში, ჩემი და შიმი კუნიცის, იმიტომ რომ „მარ-
დი“ ძავრაკოსს სახეზე ნერვიული ტიკები ისეთი სისწრაფით
ენაცვლებოდა, მისი გამომეტყველებით რაიმეს გარკვევა შეუძ-
ლებელი იყო – სავსებით ამართლებდა მის შიშს. კარლოსის გა-
ოგნება და პანიკა სულ მალე შემაშფოთებელმა სიმშვიდემ შეც-
ვალა.
– ეს ყველაფერი ნიუ-იორკში უნდა გამოფინო, მაიკ? – ჰკით-
ხა კარლოსმა.
– ჰო, – უპასუხა მაიკ სარფატიმ, – და გპირდებით, ნამდვილი
სენსაცია იქნება.
– ნამდვილად ასე იქნება, – გულთბილად დაუდასტურა კარ-
ლოსმა.
ვაღიარებ, იმწამს კარლოსის თავდაჭერილობამ აღმაფრთო-
ვანა. რადგან ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა, თუ მაიკ
სარფატი, რომელიც ჩვენი აქტივისტების იმედებისა და ამბი-
ციების ხორცშესხმული განსახიერება იყო პროფკავშირის ისტო-
რიაში განსაკუთრებით დრამატულ მომენტში, ნიუ-იორკში დაბ-
რუნდებოდა არა იმისთვის, რომ რკინის მუშტით მოეხვია თავს
ჩვენი კონკურენტებისთვის კანონი, არამედ მანჰეტენის გალე-
რეაში გამოფენის მოსაწყობად. ხარხარი და დაცინვის უზარმა-
ზარი ტალღა წაგვლეკავდა – ლეგენდარული გმირი, რომელზეც
იმედებს ვამყარებდით, აშშ-ის ერთი ნაპირიდან მეორემდე
მშრომელთა გასაერთიანებლად ჩვენს სასარგებლოდ, ყველაზე
დიდი დაცინვის ობიექტი გახდებოდა, რაც კი თავს დასტყდომია
მუშათა მოძრაობას. დიახ, დღესაც აღფრთოვანებული ვარ კარ-
ლოსის სიმშვიდით. ოღონდ ესაა, ცოტათი ოფლი ასხამდა. ახა-
72 მკითხველთა ლიგა
ლი სიგარა აიღო, მოუკიდა და მაიკს მშვიდად, ჯიბეებში ხელებ-
ჩაწყობილი, ალერსით უმზერდა.
– კატალოგი უკვე დაბეჭდილია, – განაგრძო მაიკმა, – ხუთი
ათასი ეგზემპლარი შევუკვეთე.
– აჰა! კარგია, – თქვა კარლოსმა.
– ყველა ჩვენს მეგობარს უნდა გავუგზავნოთ, – უთხრა მაიკ-
მა.
– რასაკვირველია, მაგ საქმეს მიხედავენ.
– გაზეთებშიც უნდა დაიწეროს. პრესტიჟის საკითხია, ძალიან
მნიშვნელოვანია. თანაც პროფკავშირის მთავარი ამოცანაა, ჰო-
ბოკენში კულტურის სახლი ააშენოს.
კარლოსი ცოტათი დაბნეული ჩანდა.
– რა... რა თქვი?
– კულტურის სახლი. რუსები ყველგან აშენებენ მშრომელე-
ბისთვის. ტყუილად ვაკრიტიკებთ კომუნისტებს ყველაფრის-
თვის, ხანდახან ეს ზედმეტია. კარგ რაღაცებსაც აკეთებენ და უნ-
და მივბაძოთ. სხვათა შორის, ყმაწვილი, რომელმაც ჩემი კატა-
ლოგისთვის წინასიტყვაობა დაწერა, ძუკარელი, კომუნისტია.
თუმცა ეს სრულებით არ უშლის ხელს, დღეს ხელოვნების საუკე-
თესო კრიტიკოსი იყოს.
– კომუნისტი, არა? – წაიბუტბუტა კარლოსმა.
– ჰო. მისგან ბევრით ვარ დავალებული. ძალიან მამხნევებ-
და. ის რომ არა, ნიუ-იორკში ამ გამოფენის მოწყობა აზრადაც
არ მომივიდოდა.
– აჰა, გასაგებია, – თქვა კარლოსმა.
– მართლაც დამეხმარა იმის გარკვევაში, რას ვაკეთებ. წინა-
სიტყვაობაში ჩინებულად ჩამოაყალიბა. მოისმინეთ: „ჭეშმარი-
ტი სპაციალური ქანდაკება უნდა ნიშნავდეს აინშტაინისეული
დრო-სივრცის ცნებას, რომელიც მუდმივად იცვლის მოცემულო-
ბას იმის მიხედვით, მას ვინ უმზერს, მასალის შინაგანი მუტაციის
73 მკითხველთა ლიგა
წყალობით, როდესაც საერთოდ არაფერში შეიძლება იყო დარ-
წმუნებული. სწორედ ამიტომაც, სარფატის შემოქმედება უძ-
რაობაზე უარს ამბობს და განაგრძობს მარქსისტულ ისტორიულ
რელატივიზმს და პროგრესულ ხელოვნებას წარმოადგენს, რაც
პლასტიკური ავანგარდის გამარჯვებაა რეაქციულ ელემენტებ-
ზე, რომლებიც პირიქით, ფორმების გაშეშებული სახით წარ-
მოდგენით, მათ სამუდამოდ ფიქსირებას ცდილობენ, რითაც
ხელს უშლიან განუხრელ წინსვლას ახალი სოციალისტური მიღ-
წევებისკენ...“
შუბლზე ცივი ოფლის წვეთები შევიმშრალე. ასე მეგონა,
ხილში მატლის შეძრომის საზეიმო წუთს ვუმზერდი. აშკარად ეტ-
ყობოდა, მაიკის სწრაფად გადარჩენა, მისი დროულად განკურ-
ნება შეუძლებელი იყო. უეჭველია, რამდენიმეთვიანი მკურნა-
ლობა დასჭირდებოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ თავად დათან-
ხმდებოდა. ახლა მხოლოდ ერთ რამ იყო მნიშვნელოვანი –
პროფკავშირი. ნებისმიერ ფასად უნდა შეგვენარჩუნებინა ჰობო-
კენელი გიგანტის ლეგენდა, მისი სახელის პრესტიჟი დაგვეცვა,
რათა მას კვლავ მოეტანა სარგებლობა მუშათა ერთიანობის-
თვის, უნდა დაგვეცვა დაცინვისგან, რომელსაც შეიძლებოდა
ყველა წაელეკა და სასწორი განუხრელად ჩვენი მტრების მხა-
რეს გადაეხარა. ეს ისტორიის ერთ-ერთი იმ იშვიათ მომენტთა-
განი იყო, როდესაც ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისაღწევი მი-
ზანია, ის ამართლებს ყველა საშუალებას. საკითხი ეხებოდა
იმის ცოდნას, კვლავ ხელშეუხებელი რჩებოდა თუ არა ჩვენი მო-
რალური ძალა, ძველებურად მტკიცედ და უდრეკად თუ გვწამდა
ჩვენი რწმენის, თუ კეთილდღეობისა და იოლი ცხოვრების
წლებმა დაგვიჩლუნგა ნება. მაგრამ საკმარისი იყო თვალის შევ-
ლება კარლოსის შეურაცხყოფილ, აღელვებულ სახეზე, რომელ-
ზეც უკვე ყალიბდებოდა უდრეკი გადაწყვეტილების გამომეტყვე-
ლება, რომ სრულიად დავმშვიდდი. ვიგრძენი, ძველმა აქტივის-
74 მკითხველთა ლიგა
ტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო. დავინახე, რაღაც როგორ
ანიშნა თავის მოძრაობით შიმი კუნიცს. მაიკი ცემენტის ვარ-
ცლთან იდგა, საიდანაც ამოზრდილიყო მისი უკანასკნელი
„ქმნილება“, აშკარად დაუმთავრებელი, მავთულხლართება-
მოჩრილი ტაკვის20 მსგავსი. მაიკის სახის გამომეტყველების-
თვის შეიძლებოდა პათეტიკური დაგერქმია – მეგალომანიისა
და უსაზღვრო გაკვირვების ნაზავს წარმოადგენდა.
– არც კი ვიცოდი, თუ ეს ჩემშია, – თქვა მან.
– არც მე, – უპასუხა კარლოსმა, – ალბათ, აქ გადაგედო.
– მინდა, ჩვენი ყველა მეგობარი მოვიდეს ამის სანახავად.
მინდა, ჩემით იამაყონ.
– ჰო, მაიკ, – თქვა კარლოსმა, – ჰო, შვილო. შენი სახელი
მუდამ ისეთად დარჩება, როგორიც ყოველთვის იყო. ამისათვის
ყველაფერს გავაკეთებ.
– ხშირად გვაბრალებენ, თითქოს ტლანქები ვართ, – განაგ-
რძო მაიკმა, – დავანახვებთ. არ შეიძლება კულტურის სფეროში
მონოპოლია ევროპას დავუტოვოთ...
კარლოსმა და შიმი კუნიცმა თითქმის ერთდროულად ისრო-
ლეს. მაიკის თავი უკან გადაქანდა, მკლავები გაშალა, მთელი
ტანით წამოიმართა და ერთ წამს ასე გაჩერდა, იმ პოზაში, რომე-
ლიც მოგვიანებით მისმა ცემენტის ქანდაკებამ შემოინახა, დღეს
ჰობოკენის პროფკავშირის შტაბ-ბინის საპარადო შესასვლელს
რომ ამშვენებს. მერე წინ გადავარდა. უცნაური ხმა გავიგონე და
თავი სწრაფად შევაბრუნე. კარლოსი ტიროდა. ცრემლები ჩა-
მოსდიოდა მსუქან სახეზე, რომელიც განცდილი სიბრალულის,
75 მკითხველთა ლიგა
მრისხანების, სირცხვილისა და დაბნეულობის გამო, ტრაგედიის
ნიღაბს დამსგავსებოდა.
– მოინელეს, – წაიჩურჩულა კარლოსმა, – ჩვენ შორის
საუკეთესო. შვილივით მიყვარდა. მაგრამ ახლა აღარ იტანჯება
მაინც. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ეს პროფკავში-
რია, მუშათა ერთიანობა, რასაც მთელი თავისი სიცოცხლე შეს-
წირა. ამ გზით მაიკ სარფატის, დამოუკიდებელი სინდიკალიზმის
პიონერის სახელი, იქამდე იარსებებს, ვიდრე არსებობს ჰობო-
კენის ხედი მდინარის პირას – სწორედ იქ დაიდგმება მისი ქან-
დაკება. ისღა დაგვრჩენია, ამ ყუთებიდან ერთ-ერთში ჩავდოთ
გასაშრობად, ხვალ უნდა გაგზავნონ. ადგილზე საკმარისად გა-
მაგრებული ჩავა. იტყვიან, რომ ჩვენთან ერთად ჩავიდა. მომეხ-
მარეთ.
პიჯაკი გაიხადა და მუშაობას შეუდგა. რითიც შეგვეძლო, ვეხ-
მარებოდით და სულ მალე ცემენტის ხსნარში გამოიკვეთა კონ-
ტურები იმ ცოტათი მოუხეშავი ქანდაკების, რომლის ნახვაც
დღეს ჰობოკენში შეიძლება. დროდადრო კარლოსი ჩერდებო-
და, თვალებს იწმენდდა და მტრულად უყურებდა უფორმო ბლო-
კებს ჩვენ გარშემო.
– დეკადანსი, – ამოიოხრა და ჩაიჩურჩულა, – დეკადანსი, აი,
რა ჰქვია ამას.
76 მკითხველთა ლიგა
ნაყალბევი
77 მკითხველთა ლიგა
ლახდილად ვთქვათ: მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს ფი-
ნანსურად თქვენ აკონტროლებთ...
– აჭარბებენ, – უპასუხა ს...-მ, – თავის დასაზღვევად მხო-
ლოდ რამდენიმე ღონისძიებას მივმართე, რომ აუქციონების
დროს ჩემი უპირატესობა უზრუნველყოფილი იყოს...
ბარეტა ლამის ვედრებით უმზერდა:
– ვერ ვხვდები, ამ საქმეში ვინ აგამხედრათ ჩემ წინააღმდეგ.
– ჩემო ძვირფასო მეგობარო, მოდით სერიოზულები ვიყოთ.
იმან, რომ არ შევიძინე ვან გოგის ეგ ნამუშევარი, რომლის ნამ-
დვილობაში ექსპერტებმა ეჭვი შეიტანეს, აშკარად გაჟონა. მაგ-
რამ რომ მეყიდა, თქვენ დაკარგავდით. აბა? უფრო ზუსტად მით-
ხარით, რა გნებავთ, რომ მოვიმოქმედო?
– ამ ტილოს წინააღმდეგ დარაზმეთ ყველა, ვისაც ავტორიტე-
ტული აზრის გამოთქმა შეუძლია, – თქვა ბარეტამ, – ჩემთვის
ცნობილია, მთელი თქვენი გავლენა გამოიყენეთ იმის საჩვენებ-
ლად, რომ ის ნაყალბევია. თქვენი გავლენა კი დიდია, ძალიან
დიდი. საკმარისი იყო ერთი სიტყვა გეთქვათ...
ს...-მ სპილოს ძვლის ქაღალდის საჭრელი მაგიდაზე დააგდო
და წამოდგა:
– ვწუხვარ, ჩემო ძვირფასო. მართლაც ძალიან ვწუხვარ. აქ
მთავარი პრინციპის საკითხია და თქვენ პირველ რიგში უნდა
გესმოდეთ ეს. ვერ გავხდები თაღლითობის თანამონაწილე,
ჩაურევლობითაც კი. ჩინებული კოლექცია გაქვთ და საკმარისია
აღიაროთ, რომ შეცდით. ავთენტიკურობის საკითხებში სინდის-
თან გარიგებაზე არასოდეს მივდივარ. სამყაროში, სადაც ფალ-
სიფიკაცია და ყალბი ღირებულებები ყველგან იმარჯვებს, ერთა-
დერთი, რაც სარწმუნო დაგვრჩა, შედევრებია. ყველა ჯურის
ყალთაბანდისგან უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება. ჩემთვის
ხელოვნების ნაწარმოებები წმიდათაწმიდაა, ავთენტიკურობა
ჩემი რელიგიაა... თქვენი ვან გოგი ნაყალბევია. ამ ტრაგიკოს
78 მკითხველთა ლიგა
გენიოსს სიცოცხლეში საკმარისად უღალატეს – ჩვენ უნდა...
ჩვენ ვალდებულნი ვართ, სულ მცირე, სიკვდილის შემდეგ მისი
ნამუშევრები გაყალბებისგან დავიცვათ.
– ესაა თქვენი ბოლო სიტყვა?
– მაკვირვებს, რომ თქვენნაირ ღირსეულ ადამიანს შეუძლია
მთხოვოს, მსგავსი ოპერაციის თანამონაწილე გავხდე...
– სამასი ათასი დოლარი გადავიხადე, – თქვა ბარეტამ.
ს...-მ აგდებულად ჩაიქნია ხელი:
– ვიცი, ვიცი... განზრახ ააწევინეთ ფასი აუქციონზე, რადგან
გროშებად რომ გეყიდათ... მეტისმეტად საეჭვოდ გამოჩნდებო-
და.
– ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ის რამდენიმე დაწ-
ყევლილი სიტყვა წამოგცდათ, ადამიანები შეცბუნებულნი შეს-
ცქერიან ჩემს ტილოს... უნდა გესმოდეთ...
– მესმის, მაგრამ არ ვიწონებ, – უპასუხა ს...-მ, – ტილო დაწ-
ვით, ეს იქნება დიდებული ნაბიჯი, რომელიც არა მხოლოდ
თქვენს კოლექციას შეუნარჩუნებს პრესტიჟს, არამედ თქვენც,
როგორც ღირსეულ ადამიანს. და კიდევ ერთი რამ, საქმე თქვენ
კი არ გეხებათ, არამედ – ვან გოგს.
ბარეტას სახე გაუმკაცრდა. ს...-მ კარგად ნაცნობი გამომეტ-
ყველება დაინახა. სწორედ ის, ბაზრიდან გაძევებული მოწინააღ-
მდეგეების სახეებზე რომ ხედავდა ხოლმე. „მშვენიერია! ასე იძე-
ნენ მეგობრებს...“, – ირონულად გაიფიქრა ს...-მ. მაგრამ საქმე
ეხებოდა ერთ-ერთ იმ იშვიათ თემას, რომელიც ნამდვილად
გულთან მიჰქონდა და რისი დაცვის აუცილებლობისაც ღრმად
სწამდა – შედევრის ნამდვილობის დადასტურების აუცილებლო-
ბის. ვერ ხვდებოდა, არც არასოდეს დაუსვამს თავისთვის შეკით-
ხვა, რატომ ჰქონდა ასეთი უცნაური ნოსტალგია. შესაძლოა
ილუზიების არარსებობის გამო – იცოდა, ვერც ერთ ადამიანს
ვერ ენდობოდა, ყველაფერს უნდა უმადლოდეს საკუთარ უჩ-
79 მკითხველთა ლიგა
ვეულო ფინანსურ წარმატებას, მოპოვებულ ძალაუფლებას,
ფულს. ცხოვრობდა მლიქვნელობით გარემოცული, რაც ჭორებს
აკავებდა, მაგრამ სრულად ვერ ახშობდა მათ მზაკვრულ ექოს –
„ელ გრეკოს ყველაზე ლამაზი კერძო კოლექცია აღარ აკმაყო-
ფილებს... ახლა რემბრანდტის გამოც უნდა ეჭიდაოს ამერიკის
მუზეუმებს. არც ისე ცუდია ფეხშიშველი ბიჭისთვის სმირნიდან
(სმირნა – იზმირის ძველი სახელწოდება), რომელიც დახლები-
დან წაპნიდა საქონელს და ნავსადგურში უხამსი საფოსტო ბარა-
თებით ვაჭრობდა... თავის თავში დარწმუნებულის იერი აქვს,
მაგრამ სინამდვილეში კომპლექსიანია. ეს რბოლა, შედევრების
ხელში ჩასაგდებად, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ თავისი
წარმოშობა დაივიწყოს“. ალბათ, სიმართლეს ამბობდნენ. უკვე
იმდენი ხანია, დაბნეული იყო – ისიც კი არ იცოდა, ინგლისურად
ფიქრობდა, თურქულად თუ ამერიკულად. ხელოვნების უდავოდ
ნამდვილი შედევრი მასში იმგვარივე მოწიწებას იწვევდა, რო-
გორსაც ზოგიერთების ამაღლებულ სულებში – აბსოლუტური
ღირებულებები. ჰქონდა ორი ციხესიმაგრე საფრანგეთში,
მდიდრული ბინები ნიუ-იორკსა და ლონდონში, დახვეწილი გე-
მოვნება, ყველაზე პირფერული ჯილდოები, ბრიტანული პას-
პორტი – და მაინც, საკმარისი იყო ერთგვარი წამღერების
მსგავსი აქცენტი, რომელიც შვიდ ენაზე დაუბრკოლებლად საუბ-
რისას გამოერეოდა; იერი, რომელსაც „ლევანტურს“ უწოდებენ
და რომელიც შეიძლება დავინახოთ საუკეთესო ქანდაკებებზე:
შუმერიდან დაწყებული ეგვიპტური ცივილიზაციით დამთავრე-
ბული, ასურეთიდან მოყოლებული ირანის კულტურის ჩათ-
ვლით, რომ მაშინვე ეჭვობდნენ, თითქოს ფარული სოციალური
არასრულფასოვნება სტანჯავდა, ვეღარ ბედავდნენ, „რასობრი-
ვი“ ეთქვათ. და ის ფაქტი, რომ ს..-ის სავაჭრო ფლოტი ისეთივე
მძლავრი იყო, როგორიც ძველი ბერძნებისა, ხოლო მისაღები
ოთახის კედლებზე ტიციანისა და ველასკესის ტილოები ემეზობ-
80 მკითხველთა ლიგა
ლებოდა ერთადერთ ნამდვილ ვერმეერს, რომლის ავთენტიკუ-
რობა ვან მეეგერენის ნაყალბევთა შემდეგ გამოჩნდა, ერთმა-
ნეთში ჩურჩულებდნენ, რომ სულ მალე შინ დიდი ოსტატის ტი-
ლოს ქონა მეტიჩრობად ჩაითვლებოდა. ს...-მ კარგად იცოდა ამ,
უკვე წვერდაბლაგვებული, ისრების შესახებ, მის ზურგს უკან
რომ სტვენით მიმოქროდნენ, და აღიარების სავალდებულო ნიშ-
ნებად აღიქვამდა.
იგი შინ მეტისმეტად კარგ წვეულებებს მართავდა, ამიტომაც
მთელი პარიზის საზოგადოება უარს ვერ ეუბნებოდა სტუმრობა-
ზე და მაცნეებით უზრუნველყოფდა. ეს უკანასკნელები განსა-
კუთრებული თავგამოდებით ესწრაფოდნენ ს...-ის სიახლოვეს
ყოფნას, რათა შემდეგ მის ხარჯზე გაეტარებინათ არდადეგები
იახტაზე ან ანტიბის კონცხზე მდებარე მამულში. სრულებით გა-
საგებია, რომ სწორედ ისინი იყვნენ პირველები, რომლებიც
მოჩვენებით ფუფუნებას დასცინოდნენ, თუმცა თავად უარს არ
ამბობდნენ განცხრომაზე და როდესაც ჯერ კიდევ შემორჩენილი
სიმორცხვე ან, უბრალოდ, მოხერხებულობა ხელს უშლიდათ,
ღიად განეხორციელებინათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის
აღნიშნული ვარჯიშობანი, ვახშმად ორ მიწვევას შორის თავიან-
თი დისტანცირების წარმოსაჩენად, სიტყვებში აუცილებელი
რაოდენობით ირონიასაც გამოურევდნენ ხოლმე. თუმცა ს... მათ
მიპატიჟებას აგრძელებდა. არც ისეთი უგუნური იყო, მაცნეების
პირფერობის დაეჯერებინა, არც – საკუთარი თავმოყვარეობის,
თუმცა, ცოტა არ იყოს, სიამოვნებდა, ყველა თავს რომ დას-
ტრიალებდა, თითქოს მიზიდულობის ცენტრი ყოფილიყო. ამ
ადამიანებს „ჩემს ნაყალბევებს“ უწოდებდა და როდესაც სუფ-
რასთან მსხდომებს ხედავდა ან ვილის ფანჯრიდან უყურებდა,
როგორ სრიალებდნენ წყლის თხილამურებით, მათ განკარგუ-
ლებაში გადაცემული კატერის დახმარებით, ძლივს შესამჩნევად
იღიმებოდა; მერე, მადლიერების ნიშნად, თვალს შეავლებდა
81 მკითხველთა ლიგა
თავისი კოლექციის რომელიმე იშვიათ ნიმუშს, რომლის ნამ-
დვილობას არაფერი ემუქრებოდა და საეჭვო არც არაფერი იყო.
ბარეტას ვან გოგის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას პი-
რადი ბრაზის ნატამალი არ ასულდგმულებდა – ნეაპოლის პატა-
რა საბაყლოდან წამოსული და იტალიის უზარმაზარი საკვები
ტრესტის მმართველი, სიმართლე ითქვას, ს...-ს ესიმპათიურე-
ბოდა კიდეც. კარგად ესმოდა მისი წადილი, გორგონძოლასა21
და სალამის22 ლაქებიანი კედლები დიადი ოსტატების ტი-
ლოებით დაეფარა – იმ გერბებით, რომლებიც ჯერ კიდევ ალა-
მაზებდნენ ფულის ხარჯვას. მაგრამ ვან გოგი ნაყალბევი იყო.
ბარეტამ ეს თავადაც ჩინებულად იცოდა. და რაკი ჯიუტად ცდი-
ლობდა, მისი ნამდვილობა დაემტკიცებინა ექსპერტების დახმა-
რებით ან მათი დუმილის მოსყიდვით, პირდაპირ ძალადობაზე
გადადიოდა და იმსახურებდა კიდეც, რომ მისთვის ჭკუა ესწავ-
ლებინათ იმათ, ვისთვისაც თამაშის წესების დაცვა უმნიშვნე-
ლოვანესი იყო.
– მაგიდაზე მიდევს ფალკენჰაიმერის ჩატარებული ექსპერ-
ტიზის დასკვნა, – თქვა ს...-მ, – აქამდე არ ვიცოდი, როგორ გა-
მომეყენებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენგან მოვისმინე...
ხვალვე გადავცემ გაზეთებს. ჩემო ძვირფასო მეგობარო, საკმა-
რისი არ არის ლამაზი ტილოების შეძენა შეგეძლოს: ფული ყვე-
ლას გვაქვს. ფულის გარდა საჭიროა თუნდაც უმცირესი პატივის-
ცემა გამოვიჩინოთ ნამდვილი შედევრების მიმართ, თუ მოწიწე-
ბის განცდა არა გვაქვს... სხვა თუ არაფერი, ისინი ხომ თაყვა-
ნისცემას იმსახურებენ.
82 მკითხველთა ლიგა
ბარეტა მძიმედ წამოდგა სავარძლიდან. შუბლშეკრულს, ხე-
ლები მოემუშტა. ს... კმაყოფილი უმზერდა მისი სახის ულმო-
ბელ, მკვლელის გამომეტყველებას, რაც კაცს აახალგაზრდა-
ვებდა. ის დრო ახსენდებოდა, როდესაც კონკურენტისთვის თი-
თოეული საქმე ხელჩართული ბრძოლით უნდა გამოეგლიჯა –
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კონკურენტები ჯერ კიდევ ჰყავდა.
– ამას არ დაგივიწყებთ, – ჩაიბურდღუნა იტალიელმა, – შე-
გიძლიათ, სიტყვაზე მენდოთ. ცხოვრების თითქმის ერთნაირი
გზა გავიარეთ. საკუთარ თავზე გამოცდით, რომ ნეაპოლის ქუ-
ჩებში არანაკლებად უნამუსო დარტყმებს ასწავლიან, ვიდრე
სმირნისაში.
კაბინეტიდან გარეთ გაქანდა. ს... არ ფიქრობდა, რომ იგი უვ-
ნებელი იყო, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა სახის დარტყმით ემუქ-
რებოდა, თუნდაც ძალიან მდიდარი ადამიანი. სიგარას მოუკიდა
და გონებაში საოცარი სისწრაფით – როგორითაც ქონება დააგ-
როვა – მაინც გადაავლო თვალი თითოეულ საქმეს, რათა დარ-
წმუნებული ყოფილიყო, რომ ყველა ხვრელი ამოვსებული და
ჩინებულად დაცული ჰქონდა. ამერიკის საგადასახადო სამსა-
ხურთან პრობლემის მეგობრულად მოგვარებისა და პანამაში
თავისი მცურავი იმპერიის შტაბ-ბინის გადატანის შემდეგ ვეღა-
რავინ დაემუქრებოდა. და მაინც, ბარეტასთან საუბარმა
უსიამოვნო განცდა დაუტოვა. ისევ შეახსენა თავი საკუთარ არ-
სებაში ჩაბუდებულმა იდუმალი ხიფათის გრძნობამ. სიგარა სა-
ფერფლეში ჩატოვა, წამოდგა და ცისფერ სალონში ცოლთან გა-
ვიდა. რაღაც ყოველთვის უღრღნიდა სულსა და გულს, მაგრამ
როდესაც ალფეირას ხელს თავის ხელში მოიქცევდა ან ტუჩებით
მის თმას დაეკონებოდა, იმ გრძნობას განიცდიდა, რომელსაც
საუკეთესოდ გამოხატავდა სიტყვით „დარწმუნებულობა“ – აბ-
სოლუტური ნდობის ეს ერთადერთი წამი ეჭვს არასოდეს იწვევ-
და, მაშინაც კი, როცა ხარბად ეწაფებოდა.
83 მკითხველთა ლიგა
– როგორც იქნა, მოხვედი, – უთხრა ქალმა.
კაცი მისი შუბლისკენ დაიხარა.
– ერთმა გაბრაზებულმა შემაყოვნა... როგორ ჩაიარა?
– დედამ, რასაკვირველია, მოდების სახლები მოგვატარა,
მაგრამ მამა გაჯიუტდა. ბოლოს ზღვაოსნობის მუზეუმში წავე-
დით. ძალიან მოსაწყენი იყო.
– ცოტათი უნდა მოიწყინო კიდეც, – უპასუხა ქმარმა, – ამის
გარეშე საგნები თავის გემოს კარგავენ.
ალფეირას მშობლები იტალიიდან შვილის სანახავად ჩამო-
ვიდნენ. სამი თვით უნდა დარჩენილიყვნენ. ს...-მ მტკიცედ გა-
დაწყვიტა და მერე თავაზიანად შესთავაზა სასტუმრო „რიცში“
აპარტამენტის დაქირავება.
თავის ახალგაზრდა ცოლს ორი წლის წინ რომში შეხვდა,
ლიბანის საელჩოში გამართულ მიღებაზე. ქალი ახალი ჩამოსუ-
ლი იყო სიცილიიდან, ოჯახური საგვარეულო მამულიდან, სადაც
გაიზარდა და პირველად გამოემგზავრა იქიდან დედის თანხლე-
ბით. მრავლისმნახველი საზოგადოება რამდენიმე კვირაში
ააფორიაქა. ის-ის იყო, თვრამეტი წელი შეუსრულდა. მის სილა-
მაზეს ეთქმოდა „იშვიათი“ – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელო-
ბით. შეიძლება ითქვას, რომ იგი ბუნებამ შექმნა თავისი დიდე-
ბულების წარმოსაჩენად და ადამიანის ხელით შესრულებულის
დასამდაბლებლად. ჰქონდა შავი თმა, რომელიც თითქოს სი-
ნათლეს კი არ ირეკლავდა, არამედ თავად ანათებდა; შუბლის,
თვალებისა და ტუჩების ჰარმონიულობა ხელოვნებისთვის სასი-
ცოცხლო გამოწვევა იყო; ხოლო დახვეწილი ცხვირი, არც თავი-
სებურ ბუნებას და არც სიმტკიცეს რომ არ გამორიცხავდა, სახეს
სიმსუბუქეს ანიჭებდა და იცავდა იმ სიცივისგან, რომელიც მუ-
დამ თან ახლავს ზედმეტი სინატიფის ძიებას, რასაც, უდიადესი
შთაგონების წუთებში ან იდუმალი შემთხვევითობების წყალო-
84 მკითხველთა ლიგა
ბით, მხოლოდ ბუნება ახერხებს, ხანაც თავიდან იცილებს ხოლ-
მე. შედევრი – ასე ფიქრობდა ყველა, ვისაც ალფეირა ენახა.
მიუხედავად გოგონას მიმართ არაერთხელ გამოთქმული
ქება-დიდების, ქათინაურის, ოხვრისა თუ აღფრთოვანების, იგი
ისევ თავმდაბალი და მორცხვი რჩებოდა, რაც, ალბათ, იმ მო-
ნასტრების მონაზვნების დამსახურება იყო, სადაც იზრდებოდა.
მუდამ შეწუხებული და გაოცებული რჩებოდა იმ საქებარი ჩურ-
ჩულის გაგონებაზე, ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ესმოდა. ყველა-
ზე თავშეკავებული მამაკაცების მზერაც კი უფრო დაჟინებული
ხდებოდა, რის გამოც გოგონა ფითრდებოდა, მათ ზურგს აქცევ-
და და ნაბიჯს უჩქარებდა. სახის გამომეტყველება ამხელდა სა-
კუთარ თავში დაურწმუნებლობას, აშკარად ემჩნეოდა მღელვა-
რება, რაც მოულოდნელი იყო ასეთი განებივრებული ბავშვის-
გან. უჩვეულო სანახავი იყო მომხიბლავი არსება, რომელსაც
საკუთარი სილამაზის დაფასება არ შეეძლო.
ს... ალფეირაზე ოცდაორი წლით იყო უფროსი, მაგრამ გოგო-
ნას დედასაც და მამასაც – რომლებიც იმ ჰერცოგების რიცხვი-
დან იყვნენ, მრავლად რომ არიან იტალიის სამხრეთში და რო-
მელთა ვერცხლგადაცლილ გერბებზე თხების მიერ გაწიწკნილი
ლატიფუნდიის23 ნაკუწებიღაა შემორჩენილი – ასეთი ასაკობრი-
ვი სხვაობა ნორმალურად მიაჩნდათ. პირიქით, ქალიშვილის
ზღვარგადასული სიმორცხვე და საკუთარ თავში დაურწმუნებ-
ლობა – რაც ვერ გამოასწორა ვერც შექებამ და ვერც აღფრთო-
ვანებულმა მზერამ – გამოცდილ და ძლიერ მამაკაცთან კავში-
რის სასარგებლოდ მეტყველებდა. ამ თვალსაზრისით, ს...-ს რე-
პუტაციას არაფერი დაეწუნებოდა. თავად ალფეირა მის არშიყს
აშკარა სიამოვნებით და თვალში საცემი მადლიერებით იღებდა.
85 მკითხველთა ლიგა
ნიშნობა არ ყოფილა, გაცნობიდან სამ კვირაში იქორწინეს. არა-
ვინ ელოდა, რომ ს... ასე სწრაფად „დადინჯდებოდა“; რომ ეს „ა-
ვანტიურისტი“, თუმცა არავინ იცის, რატომ შეარქვეს აღნიშნუ-
ლი მეტსახელი; მსოფლიოს ყველა ბირჟასთან დასაკავშირებ-
ლად მუდმივად ტელეფონზე ჩამოკიდებული „მეკობრე“ ხელის
ერთი აქნევით მზრუნველი და ყურადღებიანი ქმარი გახდებოდა,
მთელ თავის დროს ახალგაზრდა ცოლს დაუთმობდა და არა –
საქმეებს ან კოლექციებს. ს... მართლაც შეყვარებული იყო,
გულწრფელად და გულის სიღრმემდე. ის ადამიანები კი, რომ-
ლებიც იჩემებდნენ, რომ ს...-ს კარგად იცნობდნენ და მასთან მე-
გობრობდნენ, თუმცა ძირითადად აკრიტიკებდნენ, ხმებს ავრცე-
ლებდნენ, თითქოს მხოლოდ სიყვარული არ იყო იმის მიზეზი,
რის გამოც დაქორწინებულ ს...-ის სახიდან გამარჯვებულის
იერი არ შორდებოდა და ხელოვნების მოყვარულის გულში, ალ-
ბათ, სხვა სიხარულსაც დაესადგურებინა – მის მფლობელობაში
არსებულ ველასკესისა და ელ გრეკოს ყველა ტილოზე უფრო
დახვეწილი და ძვირფასი შედევრი წაართვა სხვებს.
წყვილი პარიზში დასახლდა, მარეს უბანში, იმ შენობაში, სა-
დაც ადრე ესპანეთის საელჩო იყო. ექვსი თვის განმავლობაში
ს... არ გაჰკარებია საქმეს, მეგობრებს, ტილოებს. მისი გემები
კვლავ სერავდნენ ოკეანეებს და მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან
საქმიანი წარმომადგენლები მოხსენებებს უგზავნიდნენ ყველა-
ფერზე, რაც მოიძიეს სამომავლო დიდი აუქციონების შესახებ,
თუმცა მისი გულის ყოველი კუნჭული ალფეირას ეკუთვნოდა.
ბედნიერებამ ს...-ის თვალში მსოფლიო შორეულ და უინტერესო
თანამგზავრად აქცია.
– შეფიქრიანებული ჩანხარ.
– ვარ კიდევაც. ძალზე უსიამოვნოა, იმ ადამიანს, შენთვის
რომ არაფერი დაუშავებია, ყველაზე სუსტ წერტილში დაარტყა.
ეს უთავმოყვარეობაა... და მაინც, ასე მოვიქცევი.
86 მკითხველთა ლიგა
– რატომ?
ს...-მ ოდნავ აუწია ხმას და, როგორც ყოველი მღელვარები-
სას, წამღერების მსგავსი აქცენტი უფრო საგრძნობი გაუხდა.
– პრინციპის საკითხია, ჩემო ძვირფასო. ცდილობენ, მი-
ლიონების მეშვეობით მდუმარე შეთქმულება მოაწყონ ნაყალბე-
ვი ტილოს თაობაზე და თუ ამას წინ არ აღვუდექით, სულ მალე
აღარავინ იზრუნებს ნამდვილი ყალბისგან გაარჩიოს და ყველა-
ზე გამორჩეულ კოლექციებსაც კი ჩალის ფასი დაედება...
ხელით უნებურად მიუთითა ბუხრის თავზე ჩამოკიდებული
კაიროს პეიზაჟი, რომელიც ბელინის ეკუთვნოდა. ახალგაზრდა
ქალი შეწუხებული ჩანდა. თვალები დახარა და სახეზე უხერხუ-
ლობის თუ სევდის გამომხატველი ჩრდილი გადაეფინა. ქმარს
მკლავზე მორცხვად დაადო ხელი.
– ძალიან დაუნდობელი ნუ იქნები...
– ზოგჯერ ეს საჭიროა.
ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც წამყვან გაზეთებში გამოქ-
ვეყნებულმა ექსპერტების ჯგუფის წერილმა, ფალკენჰაიმერის
ხელმძღვანელობით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი კამათს „უც-
ნობი ვან გოგის“ გარშემო და ერთ დილით ს...-მ ჟურნალ--
გაზეთებს შორის აღმოაჩინა კონვერტი, შიგ ფოტო იდო, ზედ
არავითარი ახსნა-განმარტება არ ეწერა. დაუდევრად შეავლო
თვალი. სურათზე გამოსახული იყო გოგონას სახე, რომელსაც
ერთი დეტალი გამოარჩევდა – უშნო ცხვირი, მტაცებელი ფრინ-
ველის ნისკარტის მსგავსი. ფოტო ქაღალდების ურნაში ჩააგდო
და მაშინვე დაივიწყა. მეორე დღეს კვლავ გამოუგზავნეს იგივე
სურათი, მერე მომდევნო კვირაშიც. მდივნის მოტანილ ფოსტაში
ისევ და ისევ საზარელცხვირიანი გოგონას ფოტოს პოულობდა
და დასცქეროდა. ერთხელაც კონვერტში ფოტოსთან ერთად
მანქანაზე დაბეჭდილი განმარტება იდო. მხოლოდ ეს ეწერა:
„თქვენი კოლექციის შედევრი ნაყალბევია“. ს...-მ მხრები აიჩე-
87 მკითხველთა ლიგა
ჩა. ვერ ხვდებოდა, რატომ უნდა დაინტერესებულიყო ამ გრო-
ტესკული ფოტოთი და რა კავშირი ჰქონდა მის კოლექციასთან.
ის იყო, გადაგდება დააპირა, რომ უეცრად ეჭვმა გაჰკენწლა –
თვალები, ტუჩების მოხაზულობა და სახის ოვალი ოდნავ
მოაგონებდა ალფეირას. სასაცილო იყო, არავითარი რეალური
მსგავსება არ არსებობდა, მხოლოდ შორეული, ნათესაური.
კონვერტი შეამოწმა, იტალიიდან იყო გამოგზავნილი. გაახსენ-
და, რომ მის ცოლს სიცილიაში უთვალავი ნათესავი ჰყავდა, რო-
მელთაც მრავალი წლის განმავლობაში არჩენდა. გადაწყვიტა,
ფოტოს შესახებ ცოლისთვის ეთქვა, ჯიბეში ჩაიდო და გადაავიწ-
ყდა. საღამოს, ვახშმობისას, რომელიც სიდედრ-სიმამრისთვის
გამართა – მეორე დღეს მიემგზავრებოდნენ – გაახსენდა ბუნ-
დოვანი მსგავსება. ფოტო ჯიბიდან ამოიღო და ცოლს გაუწოდა.
– დახედე, ჩემო ძვირფასო. ეს ამ დილით მოტანილ ფოსტაში
იყო. ძნელი წარმოსადგენია ამაზე უფრო უბადრუკი წამონაზარ-
დი ცხვირზე...
ალფეირას სახეზე მიტკლისფერი დაედო. ტუჩები აუკანკალ-
და, თვალები ცრემლებით აევსო. შესაბრალისად გადახედა მა-
მამისს. ჰერცოგი, რომელიც თევზს უტევდა, კინაღამ დაიხრჩო.
ლოყები გაებერა და აუღაჟღაჟდა. თვალები ბუდეში ვეღარ
ეტეოდა. გულდასმით შეღებილი მისი სქელი და შავი ულვაში –
რომელიც მავან კარაბინერს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე სიცი-
ლიის ორი მეფის ნამდვილ შთამომავალს – აეჯაგრა, თითქოს
შესატევად მოემზადა. გაბრაზებულმა გაურკვეველი ბგერები
ამოუშვა, ხელსახოცი ტუჩებთან მიიტანა და ისეთი შეწუხებული
სახე მიიღო, რომ მეტრდოტელი მისკენ თანაგრძნობით დაიხა-
რა. ჰერცოგინია, რომელმაც წამის წინ თავისი აზრი გამოთქვა
ოპერაში კალასის უკანასკნელი წარმოდგენის შესახებ, პირდა-
ღებული დარჩა, ჩანგალი ჰაერში გაუშეშდა; წითური თმის ზვი-
ნის ქვეშ მდებარე, ზედმეტად გაპუდრული სახე უმეტყველო გა-
88 მკითხველთა ლიგა
უხდა, ქონის ნაკეცებიღა შერჩა. გაკვირვებულმა ს...-მ შენიშნა,
რომ სიდედრის ცხვირი, მართალია, ფოტოზე გამოსახულივით
გროტესკული არ იყო, მაგრამ მას რაღაცით ძალიან ჰგავდა –
სიგრძით უფრო მოკლე, იმავე მიმართულებით იზრდებოდა.
უნებურად აღმოჩენილი ეს მსგავსება გონებაში აღიბეჭდა და
თავის ცოლზე გადაიტანა მზერა. არა, საბედნიეროდ მის გა-
საოცარ ნაკვთებს დედის სახესთან საერთო არაფერი ჰქონდა.
დანა-ჩანგალი დადო, დაიხარა და ალფეირას ხელზე ხელი მოჰ-
კიდა.
– რა ხდება, ჩემო ძვირფასო?
– კინაღამ დავიხრჩვი, აი რა ხდება, – ზარ-ზეიმით წარმოთ-
ქვა ჰერცოგმა, – თევზის მირთმევისას სათანადო სიფრთხილის
დაცვა ყოველთვის აუცილებელია. მაპატიე, შვილო, რომ ასე
აგაღელვე...
– ადამიანი, რომელსაც თქვენნაირი მდგომარეობა აქვს, ამ
ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს, – გადაჭრით განაცხადა ჰერ-
ცოგინიამ. ს... ვერ მიხვდა, თევზის ფხაზე ამბობდა, თუ მანამდე
დაწყებულ საუბარს აგრძელებდა, რომლის თემასაც რატომღაც
ვერ იხსენებდა, – თქვენი შურთ და უსაფუძვლო ჭორებს ყურად-
ღება არ უნდა მიაქციოთ... არც ერთი სიტყვა სიმართლე არ
არის!
– დედა, გთხოვ, – ძლივს ამოთქვა ალფეირამ.
ჰერცოგმა ისე დაიღრინა, სუფთა სისხლის ბულდოგს შეშურ-
დებოდა. მაგიდის გარშემო მეტრდოტელი და ორი ლაქია
აუღელვებელი სახეებით მიმოდიოდნენ, თუმცა მათი ცნობის-
მოყვარეობა ადვილი შესამჩნევი იყო. ს...-მ შენიშნა, რომ ფო-
ტოსთვის აღარ დაუხედავს მის ცოლს, არც – სიდედრ-სიმამრს.
მეტიც, სუფრაზე დადებულს, თვალს არიდებდნენ. ალფიერა გა-
შეშებული იჯდა. ხელსახოცი გადააგდო და ისე ეტყობოდა, წამო-
სახტომად და გასაქცევად მზად იყო. ქმარს გაფართოებული
89 მკითხველთა ლიგა
თვალებით უმზერდა, რომელშიც უსიტყვო ვედრება იკითხებო-
და. როდესაც კაცმა მისი ხელი თავისაში მოაქცია და ოდნავ
მოუჭირა, ქალი აქვითინდა. ს...-მ მოსამსახურეებს ანიშნა, ოთა-
ხიდან გასულიყვნენ. წამოდგა, ცოლს მიუახლოვდა და მისკენ
დაიხარა.
– ჩემო ძვირფასო, ვერ ვხვდები, ეს სასაცილო ფოტო რა-
ტომ...
სიტყვა „სასაცილოს“ გაგონებაზე ალფეირას გააცია. ს... შე-
აშფოთა უაღრესად ლამაზ სახეზე დანახულმა ხაფანგში გამომ-
წყვდეული მხეცის გამომეტყველებამ. როდესაც ჩახუტება სცა-
და, ქალი ხელიდან გაუსხლტა და გაიქცა.
– ბუნებრივია, რომ თქვენი მდგომარეობის ადამიანს მტრები
ჰყავს, – თქვა ჰერცოგმა, – მეც კი...
– ორნი ერთად ბედნიერები ხართ, მხოლოდ ამას აქვს მნიშ-
ვნელობა, – განაგრძო მისმა ცოლმა.
– ალფეირა ყოველთვის მეტისმეტად მგრძნობიარე იყო, –
კვლავ წამოიწყო ჰერცოგმა, – ხვალ აღარაფერი ემახსოვრება...
– უნდა აპატიოთ, ისეთი ახალგაზრდაა...
ს...-მ სუფრა მიატოვა და სურდა, ცოლის გვერდით ყოფილი-
ყო, მაგრამ საძინებლის კარი ჩაკეტილი დახვდა, იქიდან ქალის
ქვითინი ისმოდა. ყოველ დაკაკუნებაზე ქვითინი უფრო ძლიერ-
დებოდა. ამაოდ ევედრებოდა ცოლს, კარი გაეღო, ბოლოს კაბი-
ნეტს მიაშურა. სრულებით დაავიწყდა ფოტო და იმაზე ფიქრობ-
და, რამ ჩააგდო ალფეირა ასეთ მდგომარეობაში. თითქოს რა-
ღაც გაურკვეველი და დამაბნეველი შფოთი დაეუფლა. დაახ-
ლოებით თხუთმეტი წუთი გაატარა ასე, მერე ტელეფონმა დარე-
კა. მდივანმა აცნობა, რომ სენიორ ბარეტას მასთან საუბარი
სურდა.
– უთხარით, შინ არ ვარ.
90 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ დაჟინებით ითხოვს თქვენთან საუბარს. ამბობს, ძა-
ლიან მნიშვნელოვანიაო. რაღაც ფოტოს ეხება.
– მომეცით ყურმილი.
ბარეტა თითქოს გულისხმიერად ესაუბრებოდა, მაგრამ ს...-ს
შეეძლო, თანამოსაუბრის ინტონაციის წყალობით, უმალ ამოეც-
ნო მისი განწყობა და ახლა ზიზღით აღსავსე დაცინვას არჩევდა.
– რა გნებავთ?
– ფოტო მიიღეთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო?
– რომელი ფოტო?
– თქვენი ცოლის, ეშმაკმა დასწყევლოს! მის ხელში ჩასაგდე-
ბად გვარიანად გავწვალდი. ოჯახმა სათანადო ზომები მიიღო.
ოპერაციამდე არავის აძლევდნენ თავიანთი ქალიშვილისთვის
ფოტოს გადაღების უფლებას. ის, რაც გამოგიგზავნეთ, პალერ-
მოს მონასტრის მონაზვნებმა გადაიღეს. ჯგუფური ფოტოა, სპე-
ციალურად გავადიდებინე... უბრალოდ, გაწეული სამსახურის
სანაცვლოდ მომიხერხეს. როდესაც თექვსმეტი წლის იყო, მისი
ცხვირი მთლიანად გადააკეთა მილანელმა ქირურგმა. ხომ ხე-
დავთ, არა მხოლოდ ჩემი ვან გოგია ნაყალბევი, არამედ თქვენი
კოლექციის შედევრიც. ამის დამადასტურებელი საბუთი ხელთ
გაქვთ.
გადახარხარების ხმა გაისმა; მერე ტკაცანი – ბარეტამ ყურმი-
ლი დაკიდა.
ს... ერთხანს გაუნძრევლად იჯდა საწერ მაგიდასთან. Kurlik!
– დიდი ხნის წინანდელი ჟარგონული სიტყვა სმირნის ქუჩები-
დან, რომლითაც თურქი და სომეხი ვაჭრები მოიხსენიებდნენ
იმას, ვინც თავის გაცურების საშუალებას აძლევდა, ვინც მიამი-
ტი, მიმნდობი, გულუბრყვილო იყო და ამიტომაც იმსახურებდა,
მოეტყუებინათ – მთელი თავისი დამცინავი აქცენტით გაისმა კა-
ბინეტში. Kurlik! ჯიბეგაფხეკილი სიცილიელების წყვილმა გააცუ-
რა და იმ ადამიანებს შორის, მის მეგობრებად რომ მოჰქონდათ
91 მკითხველთა ლიგა
თავი, ერთიც არ აღმოჩნდა, ვინც თაღლითობის შესახებ აცნო-
ბებდა. ალბათ, ზურგს უკან დასცინოდნენ, როცა ხედავდნენ,
როგორი აღფრთოვანებული იყო ნაყალბევით, ადამიანი, რო-
მელსაც არასოდეს ეშლებოდა ყალბი ქმნილება ნამდვილ შე-
დევრში და ავთენტიკურობის საკითხთან დაკავშირებით დათმო-
ბაზე არასოდეს მიდიოდა... „თქვენი კოლექციის შედევრიც ნა-
ყალბევია“... მის წინ ეკიდა „ტოლედოს ჯვარცმის“ ესკიზი და ერ-
თი წამით ნახატმა გააღიზიანა – უკიდურესად ფერმკრთალმა
ყვითელმა და მსუყე მწვანემ. შემდეგ გამოსახულება დაიბინდა,
გაქრა და სულ მარტო დატოვა სიძულვილით აღსავსე, მტრულ
სამყაროში, რომელსაც სინამდვილეში ის არასოდეს მიუღია და
მასში ხედავდა მხოლოდ მეტიჩარას, რომელიც უნდა გამოიყენო
და მის გამო თავი არ აიტკიო. ალფეირა! ერთადერთი ადამიანი,
რომელსაც სრულად ენდობოდა, მთელი თავისი ცხოვრების
განმავლობაში, მხოლოდ მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა...
გაღლეტილი თაღლითების თანამზრახველი და მათ ხელში ინ-
სტრუმენტი გახდა, თავისი ნამდვილი სახე დაუმალა და ნაზი ინ-
ტიმურობის ორი წლის განმავლობაში საიდუმლო სიჩუმე არა-
სოდეს დაურღვევია, აღიარების წყალობის ღირსიც კი არ გახა-
და... თავის ხელში აყვანა, ყველა სახის დაცინვის არად ჩაგდება
სცადა: უკვე დრო იყო, ბოლოს და ბოლოს, დაევიწყებინა თავისი
იდუმალი ჭრილობები, თავიდან მოეშორებინა ყველაფერი, რა-
საც ითმენდა პატარა ფეხსაცმელების მწმენდავი, რომელიც ქუ-
ჩებში მათხოვრობდა, მაღაზიების ვიტრინების ქვეშ ეძინა და ვი-
სი დამცირება და შეურაცხყოფაც ყველას შეეძლო... სუსტი
ხმაური მოესმა, თვალები გაახილა. ზღურბლზე ალფეირა იდგა.
წამოდგა. ქცევის წესები, ეტიკეტი ზედმიწევნით შეისწავლა; კარ-
გად იცნობდა ადამიანური ბუნების სუსტ მხარეებს და მათი პა-
ტიება შეეძლო. წამოდგა და სცადა, სახეზე მოერგო მოწყალე
ირონიის ნიღაბი, ასე კარგად რომ შეეთვისებინა, კვლავ მაღა-
92 მკითხველთა ლიგა
ლი საზოგადოების შემწყნარებელ წევრად მოეჩვენებინა თავი,
რასაც აქამდეც იოლად ახერხებდა, მაგრამ როდესაც გაღიმება
სცადა, სახე მოექცა. ამაოდ დაატანა თავს ძალა, გულგრილი
იერი მიეღო, მაგრამ ტუჩები აუკანკალდა:
– რატომ არ მითხარი?
– ჩემი მშობლები...
თავისდა გასაკვირად, სადღაც შორიდან მოესმა თავისივე
მჭახე ხმა, ისტერიკის ზღვარზე რომ ყვიროდა:
– თქვენი მშობლები უსინდისო ადამიანები არიან...
ქალს ცალი ხელი კარის სახელურზე ედო, კაბინეტში შეს-
ვლას ვერ ბედავდა, მთელი სხეულით მისკენ შებრუნებულს სა-
ხეზე გულისმომკვლელი ვედრება ეწერა. სურდა, ცოლისკენ წა-
სულიყო, ხელები მოეხვია, ეთქვა, რომ... კარგად ხვდებოდა,
დიდსულოვნება და სულგრძელობა უნდა გამოეჩინა, საკუთარი
თავის სიყვარულით გამოწვეული ჭრილობები უმნიშვნელო იყო
ქვითინით აკანკალებული მხრების, ასეთი მწუხარების პირის-
პირ. და, რასაკვირველია, ყველაფერს აპატიებდა ალფეირას,
მაგრამ მის წინ ალფეირა არ იდგა. ვიღაც სხვა, უცხო იყო, რო-
მელსაც არც კი იცნობდა, ნაყალბევის შემქმნელის მოხერხებუ-
ლობამ სამუდამოდ დამალა. ამ მომაჯადოებელ სახეზე რაღაც
ძალა უნებურად უბიძგებდა აღედგინა ის საზარელი, მტაცებელი
ფრინველის ნისკარტი, უზარმაზარი და გაუმაძღარი ნესტოებით.
გამახვილებული მზერით ათვალიერებდა ნაკვთებს, იმ დეტა-
ლის, იმ კვალის ამოცნობას ცდილობდა, რომელიც ნაყალბევზე
მიანიშნებდა, ყალბისმქნელის ხელით დატოვებულ დამღაზე
მიუთითებდა... მის გულში რაღაც მძიმე, ულმობელი შეტოკდა.
ალფეირამ სახეზე ხელები აიფარა.
– ოჰ, ძალიან გთხოვ, ასე ნუ მიყურებ...
– დამშვიდდი. ალბათ, თავადაც კარგად გესმის, ასეთ პირო-
ბებში...
93 მკითხველთა ლიგა
ს...-ს გაუჭირდა განქორწინება. თავდაპირველად მითითე-
ბულმა მიზეზმა გაზეთებში ნამდვილი სენსაცია, ხოლო სასამარ-
თლოში სკანდალი გამოიწვია: ნაყალბევი და ნაყალბევის გამო-
ყენება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი საქმის გან-
ხილვაზე უარი თქვა და მხოლოდ ალფეირას ოჯახთან საიდუმ-
ლო შეთანხმების შემდეგ – თანხის ზუსტი ოდენობა არასოდეს
გაცხადებულა – ავთენტიკურობის მიმართ ს...-ის დაუოკებელი
წყურვილი დაკმაყოფილდა. დღეს იგი კარჩაკეტილი ცხოვრობს,
მთელ დროს თავის კოლექციას ახმარს, რომელიც მუდმივად იზ-
რდება. ბაზელის აუქციონზე ეს-ესაა რაფაელის „ცისფერი მადო-
ნა“ შეიძინა.
94 მკითხველთა ლიგა
ბუნების მხიარულება
96 მკითხველთა ლიგა
– ყურადღებით იყავი, შე უბედურო! – იყვირა მან, – გამაკოტ-
რებ! მართალია, დაზღვეული ხარ, მაგრამ თუ კიდევ ასე გაუფ-
რთხილებლად მოიქცევი, აღარაფერს გადაიხდიან!
მერე ექიმს მიუბრუნდა.
– ეს გიგანტები მეტისმეტად სუსტები არიან, როგორც ჟირა-
ფები. განსაკუთრებით კი ამას არაფრად უვარგა ჯანმრთელობა.
მინდა გასინჯოთ, ექიმო. მეშინია, ფილტვების ანთება არ ჰქონ-
დეს.
ლილიპუტმა ცხვირი მოიხოცა.
– გაციება გადამდო. ეს ბედკრული ყოველ საღამოს წყალსა-
დინარ მილებზე ამძვრალ კატებს ეთამაშება ხოლმე და თუ გა-
ვითვალისწინებთ, როგორი ამინდია... ამგვარი ურჩხულები ცო-
ტანი არიან, შემცვლელის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ექი-
მო, მეც გამსინჯეთ. რაღაც რიგზე ვერ არის, არა, ვერ არის...
– კარგი, – თქვა ექიმმა, – თქვენით დავიწყოთ, იმიტომ, რომ
უკვე წევხართ...
– ნება მომეცით, ჯერ გაგეცნოთ, – თქვა ავადმყოფმა, –
თქვენ სამსახურში მიგულეთ იგნაც მალერი, დრამის მსახიობი.
ვერ ვხდები, რა დამემართა. რამდენიმე დღეა, მთელი ჩემი ორ-
განიზმი თითქოს მოიშალა. აღარ შემიძლია... არა, სიმართლეს
გეუბნებით, ნამდვილად აღარ შემიძლია...
– ყველაფერს მივხედავთ, – მშვიდად უთხრა ექიმმა.
პაციენტს მოუსმინა და თან დაასკვნა, რომ თავიდან ფეხებამ-
დე ოთხმოცი ან ოთხმოცდახუთი სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო
– თუ ამას არ ჩავთვლით, შესაშური ჯანმრთელობითა და სრუ-
ლიად ნორმალური აღნაგობით გამოირჩეოდა. ცოტათი იყო გა-
ციებული, გრიპსაც კი ვერ დაარქმევდი. ექიმი წნევას უზომავდა
– რაც ასევე ნორმალური ჰქონდა – როდესაც გიგანტმა რამდენ-
ჯერმე ამოიოხრა, მერე ძლიერი იტალიური აქცენტით, საწყა-
ლობელი ხმით თქვა:
97 მკითხველთა ლიგა
– თუ შეიძლება, იგნაც, ცოტა ხნით გავალ, ფეხებს გავმარ-
თავ...
– გიკრძალავთ! – წამოიყვირა გაცეცხლებულმა ლილიპუტ-
მა, – ქვეყნის ფულს ვიხდი თქვენში. ჯერ მარტო დაზღვევამ ლა-
მისაა გამაკოტროს, შენახვის ხარჯებზე აღარაფერს ვამბობ.
– ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის
აკეთებთ, – ოდნავ აუკანკალდა ხმა გიგანტს.
– ჰოდა, თუ ასეა, წყნარად იჯექი, იმის ნაცვლად, რომეობა-
ნას თამაშობდე იმ არსებასთან... ოჰ! კარგი, კარგი, ყველაფერი
ვიცი. მთელი ცირკი მხოლოდ ამაზე ჭორაობს. ამ არსებებს, –
ექიმს მიუბრუნდა ლილიპუტი, – განსაკუთრებული მოვლა სჭირ-
დებათ. ორი ასეთი უკვე დავკარგე. ბოლო ჩემს ცოლთან ერთად
გაიქცა. არ მკითხოთ, ერთად რის გაკეთება შეუძლიათ, გველ-
ხოკერებივით გარყვნილები არიან... ახლა საკუთარი ნომრით
გამოდიან შვეიცარიაში, „კნის“ ცირკში. ეს სკანდალური კონკუ-
რენციაა, თანაც საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესებისთვის
ნამდვილი სილის გარტყმაა, იმდენად გულისამრევი ნომერი
აქვთ...
– რა ჩემი ბრალია, – დანანებით წარმოთქვა გიგანტმა, –
ჩემს წინამორბედს არც კი ვიცნობდი...
– ყველანი თაღლითები ხართ, – გამოაცხადა ჰერ მალერმა,
– შექანებულები... ჩემი ცოლი, ექიმო, ზუსტად ოთხმოცდახუთი
სანტიმეტრი იყო სიმაღლით; ჰოდა თავადაც ხვდებით... ადა-
მიანები გულს მირევენ, ექიმო, დასანახად მძულს. ძალიან მაინ-
ტერესებს, რა სიამოვნებას პოულობენ, როდესაც ასე გამოჭენე-
ბულ ლილიპუტსა და გიგანტს უყურებენ. მაგრამ არა, სწორედ
ეს უნდათ. ამაზე მეტად არაფერი ართობთ. თანაც, საარსებო
ფული ხომ უნდა იშოვო. შედეგი: იძულებული ვარ ყველგან თან
წავიყოლო ეს აყლაყუდა. იმის გაფიქრებაზეც კი მაკანკალებს,
რომ შეიძლება რამე დაემართოს, ჩემი ნომერი ჩაიშლება და
98 მკითხველთა ლიგა
გავღატაკდები. სულ მცირე პროფესიული სინდისი მაინც რომ
გააჩნდეთ... მაგრამ არა, ასე ჰგონიათ, ყველაფრის უფლება
აქვთ. ამას შეხედეთ, იცით, რატომაა გაციებული? იცით, რატომ
უნდა ამ თოვლში გარეთ გასვლა, რამაც შეიძლება გამაკოტ-
როს?
– ძალიან გთხოვთ, იგნაც, – ამოიკვნესა გიგანტმა.
– შეყვარებულია! როგორი სასაცილოც უნდა იყოს, შეყვარე-
ბულია! აჰ! აჰ! აჰ! აბა რა გეგონა, ჩემო საბრალო მეგობარო?
იცი, რას გავხარ? ურჩხულზე უფრო საშინელება – სასაცილო
ხარ! ადამიანური არაფერი გცხია.
– მიყვარს, – თქვა გიგანტმა.
– გაიგონეთ, ექიმო? ხომ გაიგონეთ? აღიარებს. ჩემგან წას-
ვლა უნდა, ესაა სიმართლე. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მის-
თვის გავაკეთე – მეგობრობაზე აღარაფერს ვამბობ, ვერავის
დააძალებ, შენთან იმეგობროს...
– ძალიან გაფასებთ, როგორც მეგობარს, იგნაც, სიმართლეს
გეუბნებით, – მისი დარწმუნება სცადა გიგანტმა.
– სრულებით არ გთხოვ. მხოლოდ ის მინდა, რამე სისულელე
არ ჩაიდინო. ნუთუ გჯერა, რომ ლამაზი თვალებისთვის უყვარ-
ხარ? შენი ხელში ჩაგდება უნდა, სულ ესაა. მამამისმა მოიფიქ-
რა: მას შემდეგ, რაც მახრჩობელა ბოა მოუკვდათ, მათი ნომერი
აღარაფრად ვარგა. ბოა შენ უნდა ჩაანაცვლო და მამამ –
სინდის-ნამუსის არმქონე ლოთმა – შვილი მოგიგდო, რომ მათ
შეუერთდე და ადგილი დაიკავო განსწავლულ დათვსა და ველო-
სიპედისტ მაიმუნს შორის. აი, საბრალო გონებასუსტო, რატომ
ცდილობს შენს მოხიბვლას. მაგრამ მაგათ სასამართლოებში
სიარულით სულს ამოვაძრობ, გავაკოტრებ. მე ხომ სათანადოდ
შედგენილი ხელშეკრულება მაქვს, თავს არ დავაჩაგვრინებ.
ადამიანები მძულს, ექიმო, საბოლოოდ დავრწმუნდი. ყველა სა-
ზარელია. საზარელი, ჰო, სწორედ ესაა შესაფერისი სიტყვა. თა-
99 მკითხველთა ლიგა
ნაც, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ისინი ჯერ არც არსებობენ. მა-
თი გამოგონებაა საჭირო. ადამიანები, ექიმო, აჰ! აჰ! არ გამაცი-
ნოთ. ძალიან მინდა, ჩემი თვალით ვნახო. ალბათ, ერთ დღესაც
ეს მოხდება, მედიცინის განვითარების წყალობით, ამჟამად კი
ვუყურებ უფორმო არსებებს. დიახ, ექიმო, ასეა: უფორმოებს,
მორალური და ინტელექტუალური თვალსაზრისით, სხვა სიტ-
ყვას ვერ ვპოულობ. უნდა მოუსმინოთ, როგორ ხარხარებენ,
როცა ჩემი პარტნიორი ხელში ამიყვანს და პირში საწოვარას ჩა-
მიდებს – ვულგარულები არიან, ექიმო, პირუტყვები და ულმობ-
ლები, ვერავინ ვერასოდეს გადამარწმუნებს. რას იტყვით, რა
მჭირს?
– ჩინებული ჯანმრთელობა გაქვთ, – უპასუხა ექიმმა.
– ჰო მაგრამ, რაღაც მაინც ვერ არის რიგზე, ასე არაა? ჩემ-
თვის ცხადია.
– უბრალოდ, გაცივდით, ეგ არაფერი, – შეიშმუშნა ექიმი.
ჰერ მალერმა ამოიოხრა:
– ჩემი მშობლებიც ასე იყვნენ, ბებია-ბაბუებიც. მემკვიდ-
რეობის ამბავია. რამე ახალი თუ არის ამ სფეროში, ექიმო, სა-
მეცნიერო თვალსაზრისით ვიგულისხმე? შეიძლება თუ არა
რაიმეს გადანერგვა ან რამე მსგავსი? ამბობენ, შინაგანი სეკრე-
ციის ჯირკვლების ბრალიაო.
– სეკრეციის ჯირკვლებია მთავარი! – დამრიგებლური ტო-
ნით წარმოთქვა გიგანტმა.
– შენ რა გესმის? – იყვირა ლილიპუტმა, – ცხოვრებაში ერთი
წიგნიც არ წაგიკითხავს. სრულიად გაუნათლებელი ხარ. რაც
უფრო მაღალია, მით უფრო სულელია. მოშორდი მაგ ღუმელს,
ბედკრულო! ხომ იცი, ტემპერატურის ცვლილებას ცუდად იტან!
მისი სისხლის მიმოქცევა ნამდვილი თავის ტკივილია ჩემთვის,
ექიმო. როგორც ვატყობ, გული მეტისმეტად ნელა უცემს, უმცი-
რესი ძალისხმევაც კი მაშინვე ღლის და არც ეს კლიმატი მოქმე-
100 მკითხველთა ლიგა
დებს კარგად. პირველი გიგანტი, რომელიც დავიქირავე –
იუგოსლავიელი იყო, ჩერნოგორიაში მივაგენი ომამდე – ყოვე-
ლი სექსუალური აქტის შემდეგ გული მისდიოდა, ქალების ამბა-
ვი კი მოგეხსენებათ... ცნობისმოყვარეობა! ყველაფერს ისიც
ემატება, რომ ცუდი კანონებია; მათ ნორმალურ ადამიანებად
მიიჩნევენ, აქედან გამომდინარე, ყველა უფლებით სარგებლო-
ბენ. აი ეს, მაგალითად, თუ უცებ მოინდომებს, რომ ჩემგან წავი-
დეს...
– კარგად იცით, რომ სრულებით არ მაქვს ასეთი განზრახვა,
– შეეწინააღმდეგა გიგანტიც, – ყველაფრისთვის მადლიერი
ვარ, რაც ჩემთვის გააკეთეთ.
– ჩემი ინტერესები მადარდებს, ესაა და ეს. თუ გგონიათ, მი-
სი შემცვლელის პოვნა ადვილია...
– არც კი ვიცი, უთქვენოდ რა მეშველებოდა, – განაცხადა გი-
განტმა, – ვიდრე შეგხვდებოდით, არარაობა ვიყავი. თქვენ შეც-
ვალეთ ჩემი ცხოვრება. თქვენ მაჩვენეთ მსოფლიო...
– გასინჯეთ, ექიმო. ყოველ საღამოს მცირედით უწევს ხოლმე
სიცხე. მისი კუჭის მოქმედება მაფიქრებს, განავალი უფეროა.
ყოველ ათ წუთში შარდავს. რაღაც რიგზე არ არის. უჩვეულოდ
მგრძნობიარეა. რასაკვირველია, დავაზღვიე, მაგრამ ვაღიარებ,
მივეჩვიე. კარგა ხანია, ერთად ვართ. არ დაგიმალავთ, შიშისგან
ავად გავხდი. წარმოიდგინეთ, ექიმო, რომ მოკვდა – ჩემი ნომე-
რი ხომ განადგურდება! და ადამიანური თვალსაზრისითაც, ვალ-
დებული ვარ, მასზე ვიზრუნო. მის მდგომარეობაში... ოჰ! ამ ბუ-
ნებას რას გაუგებ!
– ძალიან ამაღელვა ყველაფერმა, რაც ახლა ბრძანეთ, – წა-
მოიძახა აღელვებულმა გიგანტმა, – შეგიძლიათ მენდოთ. ამ
დარტყმას გავუძლებ, ჯერ ხომ მხოლოდ ოცდასამი წლის ვარ.
საერთოდ, გიგანტები ოცდაათ წლამდე ცხოვრობენ, ზოგიერთი
42 ბრაზილია.
43 ჰაიტის დედაქალაქი.
46 Schola Cantorum.
47
საფრანგეთში, ბელგიასა და ზოგ სხვა ქვეყანაში კათოლიკუ-
რი ეკლესიის მღვდელი.
48Ganzgemütlichgässchen – ქუჩის სახელწოდება, გერმანულად
„პატარა მყუდრო ქუჩას“ ნიშნავს.
52 გიჟი (იდიშზე).
53
დავიდ ბენ-გურიონი – თანამედროვე ისრაელის სახელმწი-
ფოს ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პრემიერმინისტრი.
***
გოგენის ნახატი ამ მიკარგულ პატარა კუნძულზე ტარატონ-
გამ ნამცხვრის შესახვევად გამოიყენა! პარიზში ხუთი მილიონი
ეღირებოდა ეს ტილო. ვინ იცის, რამდენი ასეთი ტილო გამოიყე-
ნა ტარატონგამ პაკეტების გასაკეთებლად, ანდა ნაჭვრეტების
დასაუქმად! და ამით რა დიდი ზარალი მიაყენა კაცობრიობას!
წამოვხტი და მადლობის სათქმელად ტარატონგასთან გავე-
შურე. იგი სახლის წინ დამიხვდა. ყალიონს ეწეოდა, საკმაოდ ჩა-
სუქებულსა და უკვე თმაშევერცხლილ ტარატონგას გულმკერდი
გაშიშვლებული ჰქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავის სა-
ოცარ ღირსებას არ კარგავდა.
– ტარატონგა, რა გემრიელი იყო შენი ნამცხვარი. დიდი მად-
ლობა! სახეზე კმაყოფილება გამოეხატა.
– თუ მოგეწონა, კიდევ გამოგიცხობ, – მიპასუხა მან.
კინაღამ ვკითხე იმ სურათის ამბავი, მაგრამ თავი შევიკავე.
არა, არ მინდოდა ჩემი შეკითხვის შემდეგ ამ დიდებულ ქალს
თავისი უვიცობა ეგრძნო, უდიდესი გენიოსის
ნაშრომებს რომ უბრალოდ იყენებდა. საერთოდ, მეტად
ალალმართალი, პირდაპირი კაცი ვარ, მაგრამ იმ წუთში გაჩუ-
***
აღარ ვიცოდი, რა მექნა. ამ შესანიშნავი ხალხის უანგარობა-
ში დარწმუნებულს არ მინდოდა სურათების ღირებულების გამ-
ჟღავნება. ამავე დროს, ჩემში ღრმად იყო ფესვებგამჯდარი ცივი-
ლიზაციის გავლენა და ეს ნებას არ მაძლევდა საჩუქარი სამა-
გიეროს მიუზღვევლად მიმეღო. ამიტომ მაჯიდან უცბად ავიხსენი
ოქროს საათი და ტარატონგას გავუწოდე.
– ნება მომეცით, მეც მოგართვათ საჩუქარი!
***
– დაახლოებით ოცი წლის წინ ტარატონგამ სამი წელი დაჰ-
ყო პარიზის დეკორატიულ სასწავლებელში და როცა სინთეტუ-
რი ნივთიერების განვითარებამ კოპრას კურსი ძირს დასცა, თა-
ვის კუნძულს მიაშურა. ახლა გოგენის იმიტატორია და განსაც-
ვიფრებელ ტილოებს ხატავს. მტკიცე ხელშეკრულება აქვს ავ-
სტრალიასთან, თითო ტილოში ოცი ათას ფრანკამდე უხდიან და
ტარატონგა ამით ცხოვრობს. რა დაგემართათ, ჩემო კარგო...
ცუდად ხომ არა ხართ?....
– არაფერია. – ვუპასუხე ღონემიხდილმა.
არ ვიცი, როგორ მოვიკრიბე ძალა, ფეხზე წამოვდექი, ოთა-
ხამდე მივაღწიე, ღონემიხდილი და უსაზღვრო ზიზღით შეპყრო-
ბილი ლოგინზე დავეგდე. კიდევ ერთხელ ვიგემე ამქვეყნად გაწ-
ბილება. დიდ სატახტო ქალაქებში თუ წყნარი ოკეანის მიგდე-
ბულ კუნძულზე, ყველგან საზიზღარი ფული აბილწებს ადამიან-
თა სულს. თუ მართლა მწადია წმინდანობა, ჭეშმარიტად ისღა
დამრჩენია, მარტოდმარტო, განდეგილად ვიცხოვრო უდაბურ
კუნძულზე.
218 მკითხველთა ლიგა