Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

დასაქმების თავისებურებები საჯარო და კერძო სექტორში

ნატა
შესავალი

საჯარო დასაქმების მომსახურებების მიზანი არის პოტენციურ დამსაქმებელსა და


დასაქმებულს შორის ინფორმაციული ნაკადების სწრაფი დენადობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული ინსტრუმენტი ხშირად მოიცავს ღია საინფორმაციო პორტალების
უზრუნველყოფას, სამუშაოს მაძიებელთა ინდივიდუალური პროფილების შექმნას,
სამუშაოს ძებნასთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელებას, სამუშაოს ძებნის ხარჯების
ფინანსურ უზრუნველყოფას და ა.შ. აღნიშნული პროგრამები საბოლოო ჯამში
გათვლილია შრომის მაძიებელთა ძალისხმევისა და მათი კონკურენტუნარიანობის
გაზრდაზე.
ამისათვის სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და ქმნის სპეციალურ
პროგრამებს, თუმცა საქართველოს შრომის ბაზარზე საკმაოდ რთული და
არასტანდარტული მდგომარეობაა და მის მიერ შემუშავებული სხვადასხვა პროგრამები
არა სისტემატიური ხასიათისაა, ამავდროულად არ ხდება მუდმივი მონიტორინგი.
ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს კარგად გამართული დასაქმების ხელშეწყობის
ინსტიტუტები, სოციალური დაცვის მექანიზმები. შრომის ბაზრის განუვითარებლობას
კი მივყავართ ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებთან როგორიცაა უმუშევრობა, სიღარიბე,
არალეგალური მიგრაცია და ასე შემდეგ. ქვეყანაში მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს
ბიზნეს გარემო, ხელი შეეწყოს მეწარმეობის წახალისებას, რაც მოითხოვს შრომის ბაზრის
ფორმირებასა და სახელმწიფო სტრატეგიის განსაზღვრას, სხვადასხვა საკანონმდებლო
ბერკეტების შემუშავებასა და ფინანსური რესურსების მობილიზებას.

უმუშევრობის დონე
ახალგაზრდების დასაქმება და მათი უზრუნველყოფა ღირსეული ანაზღაურებითა და
შრომითი პირობებით საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ გამოწვევას
წარმოადგენს. დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა, დაბალი ანაზღაურება და
შრომის უსამართლო პირობები საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს –
ახალგაზრდობას – არსებობის წყაროს ქვეყნის ფარგლებს მიღმა ძიებისკენ უბიძგებს.
ახალგაზრდების დასაქმების კრიზისიდან თავის დასაღწევად საერთაშორისო
ორგანიზაციებისა და მთავრობების დღის წესრიგში აქტუალური გახდა ახალგაზრდობის
დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები
ადასტურებს, რომ ასაკობრივ ჭრილში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე
ახალგაზრდებშია, რაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე
აყენებს.

გრაფიკი 1. უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური,


ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-
umushevroba

ბოლო წლებში იმატა ინტერესმა ახალგაზრდების დასაქმების გამოწვევებისა და იმ


დაბრკოლებების მიმართ, რომლებსაც ისინი სამუშაოს ძიების დროს აწყდებიან. შრომის
ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების არქონა იმ ბარიერებს
შორისაა, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდები სამსახურის ძიებისას აწყდებიან.
ახალგაზრდები და მათი ოჯახები ინვესტიციას განათლებაში დებენ, თუმცა უმაღლესი
განათლების მიღების შემდეგ დასაქმების კუთხით არაერთ პრობლემას აწყდებიან, მათ
შორისაა შრომის ბაზარზე მათი პროფესიების მიმართულებებით კადრებზე ნაკლები
მოთხოვნა, რაც განათლებაზე მათ მიერ დახარჯულ დროისა და ფინანსურ რესურსს
არაეფექტიანს ხდის.
ახალგაზრდების დიდი ნაწილი წარმოდგენილია მომსახურების სექტორში, რომელიც
დაბალი ანაზღაურებითა და შრომის მძიმე პირობებით ხასიათდება. არაერთი
ახალგაზრდა, ასევე, იძულებულია გამოსავალი შრომით მიგრაციაში ეძიოს.

სახელმწიფოს პოლიტიკა ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის


მიმართულებით
საქართველოს ხელისუფლებამ შრომის ბაზარზე სახელმწიფო პოლიტიკის, შრომის
ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების
შემუშავება ორგანიზებული სახით 2012 წლიდან დაიწყო. ხელისუფლების ძირითად
მიზანს შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის ამაღლება
(პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება, საკვანძო კომპეტენციების
განვითარება და სტაჟირება) და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა
წარმოადგენს; სახელმწიფოს პოლიტიკა განსაკუთრებულ აქცენტს მოსახლეობის
მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ახალგაზრდების ხელშეწყობაზე, შრომით
ინტეგრაციასა და პროდუქტიულ დასაქმებაზე აკეთებს.
სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი
ხელშეწყობაა, თუმცა შრომის ბაზარზე პროფესიული დასაქმების კუთხით არ არის
მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები. შედეგად ვიღებთ იმ გარემოებას, რომ
სახელმწიფო ბიუჯეტი დაბალკვალიფიციური პერსონალის მომზადებაზე დიდ თანხებს
ხარჯავს, რაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, შედეგის მომტანი იყოს, მაგრამ
ასეთი სურათი გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის განვითარებას ვერ შეუწყობს
ხელს, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციური დარგების გაჩენის შემთხვევაში
წარმოქმნილ მოთხოვნას ვერ უპასუხებს.

სახელმწიფოს, ასევე, შემუშავებული აქვს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო


სტრატეგია და მისი რეალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს არაერთ
აქტივობას დასაქმების ხელშეწყობის კუთხით, მათ შორისაა პროფესიული ორიენტაციისა
და კონსულტირების სისტემის განვითარება, დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვის
სისტემის დანერგვა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკური კვლევების
განხორციელება და სხვ.

2020 წელს, ასევე, შეიქმნა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო,


რომლის საქმიანობაც მიზნად ისახავს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას და შრომის
ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, საზღვარგარეთ ლეგალური
დასაქმების შესაძლებლობის შექმნით. დასაქმების სააგენტოს შექმნა ცალსახად
წინგადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან დასაქმების ხელშეწყობის
მიმართულებით, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრაქტიკაში მისი ეფექტიანი
ფუნქციონირება, რასაც ხელი შეუშალა პანდემიის დროს სააგენტოს სახელმწიფო
პროგრამის ერთ-ერთ განმახორციელებელ უწყებად განსაზღვრამ.
დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება
სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების, შშმ/სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის
მიზნით. სახელმწიფო უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების 50%-იანი
თანადაფინანსებას, არაუმეტეს 3 თვისა, 560 ლარის ფარგლებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ სააგენტოს მიერ პროგრამით მოსარგებლე ახალგაზრდების შესახებ სტატისტიკური
მონაცემების წარმოება და ამ თვალსაზრისით საჯაროობა გამოწვევას წარმოადგენს, რაც
სააგენტოს ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
საქართველოში არსებული პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ მართალია,
უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა
ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლას სახელმწიფო დასაქმების ხელშემწყობი
ზოგადი ჩარჩოს ფარგლებში ახორციელებს. საქართველოს არ აქვს უშუალოდ
ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით შემუშავებული სტრატეგია, გარდა
დასაქმების ხელშემწყობი ზოგადი პროგრამებისა და დასაქმების სააგენტოს
ფუნქციონირებისა, რომელთა მუშაობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს
ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური
მონაცემები ამ მიმართულებით საგანგაშოა. შესაბამისად, ახალგაზრდების საჭიროებებსა
და დაბრკოლებებზე მორგებული სამოქმედო გეგმა, რომელიც პრობლემის გადაჭრის
ინტერსექციურ გზებს გაითვალისწინებს შესაძლოა უფრო ქმედითი იყოს
ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ანანო
სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები
საქართველოში ყოველი მე-4 დასაქმებული სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. საჯარო
სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2022 წლის ბოლოს
ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 308 000 ადამიანი იღებდა, ეს ქვეყნის სამუშაო ძალის
20% და დასაქმებულების 24%-ია.
საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ზრდის პარალელურად მცირდება კერძო სექტორში
მომუშავეთა რაოდენობა

საჯარო სამსახურში ძირითადად 34-დან 47 წლამდე ასაკის ადამიანები არიან


დასაქმებული, ეს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მონაცემებია.
ამავე წყაროს მიხედვით, 2022 წელს საჯარო სამსახურში სტაჟირების პროგრამით 817-მა
ადამიანმა ისარგებლა და მათგან მხოლოდ 93 აიყვანეს სამსახურში სტაჟირების
დასრულების შემდეგ.
საქართველოში, წლებია უმუშევრობის ყველაზე დიდ ასაკობრივ ჯგუფს 30 წელს
ქვემოთ მოქალაქეები შეადგენენ. 2022 წლის მონაცემებით, 15-29 წლის ახალგაზრდების
30% ამბობს, რომ არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს.
საჯარო სამსახურში მუშაობენ პირები შეზღუდული შესაძლებლობებით, თუმცა სულ
რამდენიმე ათეული ადამიანი, რაც ამ უწყებებში დასაქმებულთა 1%-იც კი არ არის.
რის გამო მიდიან საჯარო სამსახურიდან
საქართველოს საჯარო სამსახურებში წლიურად თანამშრომელთა გადინების
მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 2019-დან 2022 წლამდე - ბოლო
მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 9%-ია. გადინების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი
ინდიკატორია, რომლითაც განისაზღვრება საერთო კლიმატი ორგანიზაციაში ან
კონკრეტულ გუნდში.
„პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ 2023 წელს მომზადებული კვლევის თანახმად,
რომელიც საჯარო სამსახურში შრომით ურთიერთობებს შეეხება, თანამშრომელთა
გადინების დაბალი მაჩვენებელი აქვთ თვითმმართველობებს და თუკი მათი
თანამშრომელი ტოვებს სამსახურს, ეს ძირითადად იმას ნიშნავს, რომ ის სხვა ქვეყანაში
ეძებს სამსახურს. საჯარო სამსახურს უფრო ხშირად კაცები ტოვებენ, ვიდრე ქალები.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება სტაბილური სამსახური დატოვონ საჯარო
მოხელეებმა, ხელფასია. საჯარო სექტორი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უფრო
და უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის და ბოლო წლებში ხელფასებსაც ზრდის, კერძო
სექტორთან შედარებით კვლავ უფრო დაბალ ხელფასებს სთავაზობს სახელმწიფო
მოხელეებს.

როგორ ებრძვის ევროკავშირი ახალგაზრდების უმუშევრობას?


ახალგაზრდების უმუშევრობა კომპლექსური პრობლემაა და მწვავედ დგას არა მხოლოდ
საქართველოში, არამედ ევროკავშირშიც. 2020 წელს ევროპულმა კომისიამ, პოსტ
პანდემიურ კრიზისთან ეფექტიანად გასამკლავებლად, მიიღო ახალგაზრდების
დასაქმების მხარდაჭერის კომუნიკაცია, რომელიც 4 ძირითად საყრდენ კომპონენტს
მოიცავს.
„ევროკავშირის ახალგაზრდების გარანტიის’’ განახლებული პროგრამა საშუალებას
აძლევს 30 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდას, რომელიც ამ პროგრამას მიმართავს, ოთხ
თვეში დასაქმდეს, გახდეს შეგირდი, მიიღოს განათლება ან გადაემზადოს. ის
უზრუნველყოფს, რომ საჯარო დასაქმების ინსტიტუციები ახალგაზრდა ადამიანებს
დაეხმარონ დასაქმდნენ მათი განათლების, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამის
სამსახურებში ან აღჭურავენ მათ იმ ცოდნით, რასაც დამსაქმებლები ეძებენ. მსგავსი
პროგრამის დანერგვა საქართველოში ხელს შეუწყობს ახალგაზრდების რეალიზებასა და
შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფას.
2020 წლის ევროპული საბჭოს რეკომენდაცია 2 ეტაპს მოიცავს – პირველი მიემართება
სტუდენტებს, რომლებიც პირველად შედიან შრომით ბაზარზე, ხოლო მეორე
უზრუნველყოფს დასაქმებული კადრების გადამზადებას, რათა მათ მოიპოვონ ახალი
უნარ-ჩვევები და შეძლონ კარიერული წინსვლა. ევროპაში აღნიშნულ სისტემაში
აქტიურად მონაწილეობენ სოციალური პარტნიორები – დამსაქმებლები და
პროფკავშირები. პროფესიული განათლების სისტემის საქართველოში ეფექტიანად
დასანერგად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ვინაიდან ის
ფორმალურ განათლებასთან შედარებით, ნაკლებად მიმზიდველია. აღნიშნულის მიღწევა
ასევე შესაძლებელია მეტად ინოვაციური, რელევანტური, ხელმისაწვდომი და მოქნილი
სისტემის განვითარებით.~
ახალგაზრდების დასაქმების მხარდამჭერი დამატებითი ელემენტები უკავშირდება
დასაქმების საჯარო სერვისების ევროპულ ქსელს, რომელიც საჯარო სამსახურების
ეფექტიანობის მაქსიმიზაციას ისახავს მიზნად და უზრუნველყოს საჯარო სამსახურების
გაძლიერებასა და მოდერნიზაციას.

ევროკავშირი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისათვის, ასევე, უზრუნველყოფს


მეწარმეების მხარდაჭერას, ახალგაზრდა მეწარმეების კავშირების შექმნას და სხვ.
აღნიშნული კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად
საჭიროა მრავალი მიმართულებით მუშაობა და ინტერსექციული მიდგომა. ევროპული
მაგალითის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს შრომის
ბაზრის განვითარებასა და სოციალური პარტნიორების როლის გააქტიურებაზე.
ქვეყანაში დასაქმების ერთ-ერთ ძირითად ადგილად საჯარო სამსახური არ უნდა
მოიაზრებოდეს და ხელი უნდა შეეწყოს ახალგაზრდების მეწარმეობის განვითარებას.
ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში: გამოწვევებთან ბრძოლა საუკეთესო
პრაქტიკის გზით
საქართველოში ახალგაზრდების დასაქმების ანალიზმა დაგვანახა, რომ არსებული
სახელმწიფო პროგრამები არ არის საკმარისი აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად.
საჭიროა უშუალოდ ახალგაზრდების დასაქმების ხელშემწყობი სტრატეგიის შემუშავება
და პრაქტიკაში მისი ეფექტიანი აღსრულება. ევროკავშირის მაგალითმა გამოავლინა, რომ
არსებითი მნიშვნელობისაა შრომით ბაზარსა და განათლებას შორის კავშირის
გაუმჯობესება, რათა მოთხოვნა და მიწოდება შესაბამისობაში მოვიდეს ერთმანეთთან.
ახალგაზრდების დასაქმებისათვის, შესაბამის განათლებასთან ერთად, აგრეთვე,
მნიშვნელოვანია პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებისა და პროფესიული განათლების
უზრუნველყოფა, რასაც ხელს ვერ უწყობს ქვეყანაში არსებული სტაჟირებების მანკიერი
პრაქტიკა, რომელიც მორგებულია დამსაქმებლების საჭიროებაზე. ამრიგად,
სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა შეიმუშავოს ახალგაზრდების დასაქმების
ხელშემწყობი პოლიტიკა, რომელიც დეტალურად გაწერს პრობლემის გადაჭრის გზას და
მისი პრაქტიკაში რეალიზაციის ინსტრუმენტებს. სახელმწიფომ ასევე აქტიურად უნდა
იზრუნოს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რაც არსებითია უმუშევრობის
პრობლემის დაძლევისთვის.

You might also like