Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 38

პრეისტორიული ხანა

ქვის ხანა: ძველი , შუა, ახალი


პალეოლითი -ზედა და ქვედა პალეოლითი
მატრიაქატი (ქალის დომინანტობა),
შემგროვებელი
მეზოლითი- მშვილდის გამოგონება, მომთაბარე
ნეოლითი - ნეოლითური რევოლუცია-
მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობა ,
დაბინავება, ვაჭრობა, ქსოვა, ქვის იარაღების
დახვეწა.
ჯოგი - გვარი- თემი- ტომი
ენეოლითი- სპილენძ-ქვის ხანა _ ალიზით
სახლების მშენებლობა , პატრიაქატი ( კაცის
დომინანტობა)
ბრინჯაოს ხანა_
ადრე - მტკვარ -არაქსის კულტურა ( ძვ.წ IV-III
ათასწლეული )
შუა- თრიალეთის -ყორღანული კულტურა ( ძვ.წ II )
გვიან ადრე რკინის ხანა . ( დასავლეთ კოლხეთი)
სპილენძს + კალა+ დარიშხანი + ანთიმონი =
ბრინჯაოს.

ეგვიპტე
ეგვიპტე წარმოიქმნა ძვ.წ IV ათასწლეულში
წყალდიდობის შედეგად , შექმნა მენესმა
ეგვიპტე ეწეოდა ჩაკეტილ პოლიტიკას ,
ფარაონები ნუბიისა და ოაზისებში ლაშქრობდნენ
ოქროს , სპილენძის და სპილოს ძვლისთის.
ძვ.წ XVII საუკუნეში გამოჩდნენ ჰიქსოსები
( სემიტური ტომები). მათ დაამარცხეს
ეგვიპტელები რადგან საბრძოლო უპირატესობით
გამოირჩეოდნენ ( საბრძოლო ეტლი ) .
ძვ.წ XVI საუკუნეში თუტმოს Iმოახერხა
ჰიქსოსებთან ასიმილაცია.
ძვ.წ XV საუკუნეში თუტმოს III დაიწყო დაპყრობები
აზიაში.
ძვ.წ XIV საუკუნეში ამენხოტებ IV გაატარა
რელიგიური რეფორმა შემოიღო ერთი ღმერთი
ატონი ,გადაირქვა სახელი ეხნატონი და დაარსა
ქალაქი ახეტატონი.
ძვ.წ XIII საუკუნეში რამზეს II ებრძოდა ხეთებს , რაც
საბოლოოდ ქადეშის ბრძოლით დასრულდა ძვ.წ
1274 წელს . ორივე მხარე თავს გამარჯვებულად
თვლიდა ამიტომაც დაიდო საზავო
ხელშეკრულება.
ეგვიპტეს საბოლოოდ არაბები ანადგურებს.

ბაბილონი - დედაქალაქი მარდუქი


ბაბილონი - ქალდეური ტომები, წარმოიქმნა ძვ.წ
II ათასწლეულში.
მდებარეობდა იქ სადაც ტიგროსი და ევფრატი
ერთმანეთს ყველაზე მეტად უერთდება.
გამორჩეული მეფეები: ხამურაბი ( ძვ.წ XVIII
საუკუნე) კანონები, დიორიტის შავ სტელაზე არის
დაწერილი. ნაბუქოდონოსორი.
ბაბილონი გაანადგურა ძვ.წ 539 წელს სპარსეთის
მეფე კიროსმა .
ასურეთი- მეომართა იმპერია
ასურეთი შეიქმნა ძვ.წ II ათასწლეულში, ზეგნიდან
მოსულმა ხალხმა დაარსა.
დედაქალაქი -აშური და ნინევა
ღმერთი- აშური
ძვ.წ XII ათასწლეული ტიგლათფილასარ I
გააძლიერა ასურეთის იმპერია .
სიძლიერის ხანა- ძვ.წ 883-614-12 წლები.
ასურეთის მეფეებმა დაიპყრეს არამ-დამასკო
( ძვ.წ 732 წ) ისრაელი ( ძვ.წ 722) ეგვიპტე ( ძვ.წ 671 ) ,
ურარტუ ( ძვ. 714 ) და ფინიკიის ქალაქები( ტიროსი
,სიდონი , ბიბლოსი)
ასურებმა გამოიგონეს დეპორტაცია
( გადასახლება )
სამხედრო ხიდები და გზები.
ძვ.წ VIII საუკუნეში ტიგლათფილასარ I მა გაატარა
სამხედრო რეფორმა.
ასურეთი განადგურდა პარაზიტული ეკონომიკის
გამო .
ასურეთი ძვ.წ 605 წელს ქარხემიშის ბრძოლაში
გაანადგურა მიდიამ, სკვითებმა , ბაბილონმა.
ურარტუ - ხურიტული ტომები . ტუშპა
დედაქალაქი
ურარტუ -ვანის ტბის მიდამოებში წარმოიშვა .
გაძლიერდა ძვ.წ IX- VIII საუკუნეში.
პირველობისთვის ბრძოლობს ნაირის ქვეყნებში ,
რის გამოც ასურეთის მეფეები სალმანასარ III( IX
საუკუნეში ) და სარგონ II (ძვ.წ 714 წელი)
ლაშქრობენ ურარტუში.
ურარტუს მეფეები: მენუა ,არგიშთი I და სარდურ III
ლაშქრობენ ურარტუში.
ურარტუს ანადგურებს ძვ.წ 590 წელს მიდია.
აქამენიანთა ირანი (სპარსეთი)
სახმელეთო იმპერია( ძვ .წ VI -IV სს)
აქამენმა ერთ ქვეშ მოაქცია სპარსული ტომები.
კიროს II დიდმა( ძვ.წ 558-530) შექმნა სპარსული
იმპერია.
მან ძვ.წ 590 დაამარცხა მიდიელები , ძვ.წ 539 წელს
ბაბილონი დაიპყრო . მან სამშობლოში დააბრუნა
ებრაელები , იხსნა ბაბილონური ტყვეობიდან.
კიროსი გარდაიცვალა მასაგეტებტან ბრძოლაში
ძვ.წ 530 წელს , მისმა ვაჟმა კამბიზეს II - ემ
დაიპყრო ეგვიპტე ძვ.წ 525 წელს .
დარიოს I - მა გაატარა ადმინისტრაციული
რეფორმები:
ქვეყანა დაჰყო ადმინისტრაციულ-საგადასახადო
ოლქებად სატრაპიებად , სულ 20 , მართავდა მას
სატრაპი , აუცილებლად სპარსელი.
ქვეყანა ასევე დაჰყო სამხედრო ერთეულებად
ტოპარქიებად, მას მმართავდა მხედართმთავარი.
დაარსა ქალაქი პერსეპოლისი, ოფიციალურ
ენად აქცია არამეული.შემოიღო ფული დარიკი
და სინკლი
დარიოსმა შექმნა 10 ათასი უკვდავთა არმია
რომელსაც ხაზარაპეტი.
ქსერქსემ დატოვა ერთადერთ რელიგიად
ზოროასტრიზმი.
სპარსელები მეფეები დარიოსი და ქსერქსე
პირველობისთვის ეომებოდნენ ათენსა და
სპარტას ბერძნულ პოლისებს
მარათონის ბრძოლა _ ძვ.წ 590
სალამინის ბრძოლა_ ძვ.წ 580
პლატეასთან ბრძოლა _ ძვ.წ 579
მიკალის ბრძოლა (საზღვაო ) _ ძვ.წ 579 წელს
ბერძნებმაა დაამარცხეს სპარსელები
მათ შორის საბოლოოდ დაიდო ძვ. წ 449 წელს
კალიასის ზავი .
აქამენიანთა სამეფო გაანადგურა ალექსანდრე
მაკედონელმა ძვ.წ 334 წელს.

დიაოხი, კოლხა
დიაოხი- ქართველური ტომობრივი გაერთიანება
დიაოხი ძვ.წ XIII საუკუნეში გაძლიერდა.
დიაოხს მოიხსენიებენ : ასურული წყაროები ,
როგორც დიაენი , ურარტული წყაროები როგორც
დიაოხი , ბერძნები კი როგორც ტაო,დიაო
დიაოხში ილაშქრა ასურეთის მეფე
ტიგლათფილასარ I-მა ძვ.წ 1112 წელს , დიაოხის
მეფე იყო სიენი , რომელიც წაიყვანა ასურეთში და
დააფიცა მორჩილება ღვთაება აშურთან.
დიაოხში ილაშქრა ურარტუს მეფეებმა მენუამ I და
არგიშთმა , მაშინ უტუფუსი იყო დიაოხის მეფე.
დიაოხი გაანადგურა ურარტუმ და კოლხამ ძვ.წ VIII
საუკუნეში.
კოლხა_ კოლხეთის შესახებ ცნობებს გვაწვდის
მიკენური , ბერძნული , ასურული და ურარტული
წყაროები.
განსაკუთრებით გაძლიერდა ძვ.წ XI-IX საუკუნეში.
გამოირჩეონენ მეტალურგიით რკინის
მწარმოებელი ხალხი ხალიბები კოლხეთში.
კოლხეთის შესახებ ცნობებს გვაწვდის მითი
არგონავტების შესახებ.
ძვ.წ VIII საუკუნიდან ურარტუ იბრძვის კოლხას
წინააღმდეგ, სარდურ II ორჯერ დალაშქრა
კოლხეთის სამეფო ქალაქი ილდამუში.
კოლხები გაანადგურა კიმერიელებმა და
სკვითებმა.
ბერძნული პოლისები
პოლისი - ქალაქ სახელმწიფოს ნიშნავს.
სპარტა _ ოლიგარქიული მმართველობა
სპარტა შექმნილია მომხდური დორიელების
მიერ. ლიკურგოსმა შექმნა ოლიგარქიული
მმართველობა.
სპარტას მმართველობა:
ორი მეფე ( მოსამართლე , სარდალი , ქურუმის
როლს )
უხუცესთა საბჭო _ გერუსია ( 60 წლის ზევით)
აპელა( 30 წლის ზევით)
სახალხო კრება
სინამდვილეში სპარტას მართავდა 5 კაცისგან
შემდგარი ეფორა.
სპარტელი მოსახლეობა :
1. სპარტელები
2. პერიეკები _მიწათმოქმედნი , ვაჭრები
( პოლიტიკურად უუფლებოები)
3. ჰელოტები უუფლებო

ათენი - დემოკრატიული
ათენში დემოკრატიული მმართველობა
დამყარდა, დრაკონის კანონები ჩაიწერა ძვ.წ 624

საბერძნეთ იმ პერიოში 7 ბრძენი მართავდა.
სოლონმა მოახერხა არქონტად ყოფნის დროს
ათენი დემოკრატიულ სახელმწიფოდ
ექცია .ათენში მთავარი პრობლემა სავალო
კაბალა იყო
სოლონის რეფორმები
1.გაუქმა ვალები
2.აღადგინა ათენელთა შელახული უფლებები
3. ათენელები ვაჭრობაში ჩართო
4. გაიზარდა სახალხო კრების მნიშვნელობა
5.შეიქმნა არჩვითი ორგანო ოთხასთა საბჭო
ბულე.
6. ქონებრივი წესით დაჰყო მოსახლეობა ოთხად
7. ათენი იქცა სახელმწიფოდ მოქალაქეთა
თავისუფლება
კლისთენეს რეფორმები
1.ძვ.წ 509 წელს საბოლოოდ დაამკვიდრა
დემოკრატია
2. ისონომია- მოქალაქეთა პოლიტიკური
უფლებები შემოიღო
3. ტერიტორიულ -ადმინისტრაციული დაყოფა
4. თარქოტთა კოლონიები შექმნა
5. ოთხასთა საბჭო შეცვალა ხუთასით
6. შემოიღო ოსტრაკიზმო ნატეხთა სასამართლო
პერიკლეს რეფორმები
1.კიდევ უფრო გააფართოვა სახალხო კრების
უფლებები( რომელშიც ყველა 20 წელზე ზემოთ
მყოფი მამაკაცი შედიოდა)
2. სახალხო კრება იღცევდა ერთი წლის ვადით
მოხელეებს ( ზედიზედ ორჯერ არჩევა არ
შეიძლებოდა )
3. სასამართლოს არჩევაში მთელი ათენი
მონაწილეობდა, ბრალდებულს წინასწარ არ უნდა
სცოდნოდა მოსამართლის ვინაობა)
4.სამხედრო საქმეებს განაგებდა სტრატეგოსთა
კოლეგია( სულ 10 კაცი)
5. გამკაცრდა მოქალაქეობის მინიჭების კანონი
6. ხელფასის დანიშვნა
7. პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდა ქალებს ,
ბავშვებს, მონებს
ჰილიემა
ბერძნული კოლონიზაცია
ბერძნული კოლონიზაციის მიზეზები:
დემოგრაფიული სიტუაცია _ მოსახლეობის ჭარბი
ზრდა
საშინაო კონფლიქტები
ბერძნები სანამ კოლონიზაცია დააფუძნებდნენ
რჩევას ეკითხებოდნენ დელფოსის ორაკულს
მკითხავს.
კოლონიზაციას მეთაურობდა ოიკისტი
ძვ.წ VI საუკუნეში ბერძნებმა( მილეტებმა)
შავიზღვისპირეთში დაარსეს კოლონიები:
ფაზისი, (ქ.ფოთის მახლობლად) გიენოსი ( ქ.
ოჩამჩირესთან) დიოსკურია( სოხუმი) დიდი
პიტიუნტი ( ბიჭვინთა).
კოლხეთი ძვ.წ (VI-II ) საუკუნეში ძლიერი
სახელმწიფოა ,იჭრება კოლხური
თეთრი.კოლხეთს აიეტის შთამომალები
მმარართავდენ , იგი დაყოფილი იყო
სკეპტუხიებად .
სასპერები-ქართლი
ძვ.წ VII ხეთურ კულტურას ნაზიარებმა მესხურმა
ტომებმა აღმოსავლეთ ქართული გაერთიანება
შექმნეს , მათი დაარსებული უნდა იყოს მესხეთი
და მცხეთა. მათი ტერიტორია ვრცელდებოდა სამ-
დასავლეთით მდინარე ჭოროხამდე.
სასპერებს მმართავდა მამასახლისები,
ტომობრივ ერთეულებად იყოფოდა.
ბერძენ-სპარსელთა ომები
სპარსელებს სურდათ ზღვაზე გასასვლელი.
სპარსელებმა დაიპყრეს იონური პოლისები
( თურქეთის ტერიტორიები)
ძვ.წ VI საუკუნის მიწურულს დარიოს I მა
გაილაშქრა სკვითების წინააღმდეგ მაგრამ ისინი
ვერ დაიმორჩილა , ამით ისარგებლა იონურმა
პოლისმა და აჯანყდა ძვ.წ 500 წელს მას მიეხმარა
ათენი.
ამიტომ დარიოსმა ბერძენთა წინააღმდეგ
გაილაშქრა ძვ.წ 590 წელს მარათონის ბრძოლაში
მილტიადესის სარდლობით დაამარცხეს
ბერძნებმა სპარსელები , გამოირჩეოდნენ
ჰოპლიტთა შეჭურვილი ქვეითთა ჯარი.
თემისტოკლეტემ სპარსელებთან
გამარჯვებისთვის შექმნა ტრიერები სამხედრო
გემები.
ძვ.წ 480 წელს თერმოპილეს ბრძოლაში დაიღუპა
300 სპარტელი და ლეონიდასი .
ამის შემდეგ , სპარსელებმა შუა საბერძნეთში
შეაღწიეს , თემისტოკლემ გამოიყვანა
მოსახლეობა და ფლოტი , ამის მიუხედავად
ფლოტის მეთაურობა სპარტელ ევრიბიადეს
მიანდეს. თემისტოკლემ კუნძულ სალამინთან
ძვ.წ 480 წელს ჩაითრია სპარსელების ფლოტი.
ამის გამო ქსერქსე უკან გაბრუნდა და სარდალი
მარდონიოსი დატოვა საბერძნეთში, ბერძნებმა
კიდევ ერთ ბრძოლაში ძვ.წ 479 წელს პავსანიას
მეთაურობით პლატეასთან დაამარცხეს
სპარსელები, შემდეგ კიდევ ერთ ბრძოლაში ძვ.წ
479 წელს მიკალის კონცხთან ( საზღვაო ბრძოლა)
საბოლოოდ დაამარცხეს სპარსელები.
ძვ. 449 წელს კალიასის ზავით ხმელთაშუა ზღვაში
აეკრძალათ შემოსვლა სპარსელებს .

ალექსანდრე მაკედონელი
ფილიპე მეორემ მოჭრა ფული ფილიფიკი და შექმნა
მაკედონური ფალანგა
ალექსანდრე გამეფდა ძვ.წ 336 წელს
მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი სახელმწიფო რომელსაც
ექნებოდა :
1.ერთი ენა ( ენობრივი ერთიანობა)
2. ერთიანი კულტურა ( კულტურული ერთიანობა
3. პოლიტიკურ- ეკონომიკური ერთიანობა
ამ მიზნის მისაღწევად უნდა დაემარცხებინათ სპარსეთი
სპარსეთი ალექსანდრემ ძვ.წ ისოსთან ძვ.წ 333 წელს
დაამარცხა. დარიოს მესამე გაიქცა
შემდეგ ილაშქრა ეგვიპტეში. ალექსანდრემ 70 ზე მეტი
ქალაქი ალექსანდრია დაარსა.
ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ძვ.წ 331 წელს
გავგამელასთან დარიოს მესამის არმიაზე გაიმარჯვა .
ალექსანდრემ ამის შემდეგ მესოპოტამია, სპარსეთი
მიდია დაიმოჩილა, მისი იმპერიის ცენტრად ბაბილონი
აქცია .
ძვ.წ 324 წელს სუსაში ალექსანდრემ გრანდიოზული
ქორწილი გადაიხადა 10000 ჯარისკაცი დააქორწინა
სპარსელ ქალზე.
ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე ბაბილონში გარდაიცვალა
კოინე_ ბერძნული და აღმოსავლური კულტურის
შერწყმის შედეგად შექმნილი დიალექტი
ალექსანდრეს სარდლებმა გადაინაწილეს მისი
იმპერია :
ანტიპატროსი _მაკედონია და საბერძნეთიი ერგო
ლისიმაქოსი _ თრაკია და პონტო
ანტიგოსი - ფრიგია ლიკიასა და პამფილია
პტოლემაიოსები -ეგვიპტე
სელესკვიდები - მცირე აზია
ალექსანდრეს მემკვიდრეებს დიადოქოსები ეწოდება
ელინიზმი ბერძნული კულტურის გავრცელება
არაბერძნულ სახელმწიფოებში
ელინისტური სახელმწიფოები არსებობის თვლის
წერტილია ალექსანდრეს სიკვდილი და დასასრულად
ითვლება პტოლემაიოსების ეგვიპტის დედოფლის
კლეოპატრას სიკვდილი ( ძვ.წ 31)
ელინისტური ეპოქის ორი მახასიათებელი:
დიდი სამეფოების არსებობა ბერძნული ან მაკედონური
წარმომავლობის დინასტიით და საქალაქო ცხოვრების
განვითარება
ელინისტური სახელმწიფოების განადგურების შემდეგ
რომის იმპერია ძლიერდება.

ქართული სახელმწიფოები
ელინისტურ ხანაში
ქართლის სახელმწიფოში ალექსანდრე მაკედონელს
არ ულაშქრია მაგრამ მომდევნო საუკუნის
ისტორიკოსები თვლიან რომ ქართლში ალექსანდრემ
ილაშქრა თუმცა შეშძლოა აქ ალექსანდრეს რომელიმე
სარდალს ელაშქრა.
ქართლის ცხოვრების მიხედვით დამპყრობლებმა
ქართლში მმართველად დასვეს აზო ( ქართლის
ცხოვრება ბერძენი იყო , მოქცევაი ქართლის არიან
ქართლიდან იყო) აზო (აზონი)მკაცრი მმართველი იყო ,
მან შემოიტანა კულტი გაცი და გაიმი.აზოს
დაუპირისპირდა ფარნავაზი ( მამა სამარა) რომელმაც
დაამარცხა აზო დასავლეთ საქ-ლოს მმართველი ქუჯის
და მთიელების დახმარებით. ფარნავაზ მხარს უჭერდა
სელევკიდური სახ-ფოს მმართველი ანტიოქოს
პირველი , რომელმაც ფარნავაზის ძალაუფლება ცნო
და სამეფო ნიშნებიც გაუგზავნა.
ფარნავაზმა ქვეყანა დაყო 8 საერისთავოდ და 1
სასპასპეტოდ , მათი მმართველი იყო ერისთავები
ხოლო სასპაპეტო რომელიც მთლიან შიდა ქართლს
მოიცავდა მას მართავდა სპასპეტი.
ფარნავაზმა შემოიღო არმაზის კულტი
ერთიანი მწიგნობრობის შექმნას მიაწერს ლეონტი
მროველი.
ფარნავაზმა შემოიერთა: ჯავახეთი , კოლა-არტანი ,
კლარჯეთი , ააგო დიმნას და შორაპანის ციხეები.
4 ფენა იყო იმ დროს ქართლში :
1 მეფე
2. ქურუმები
3 მიწისმუშები
4. ლაოები.
ეზოსმოძღვარი - სახელმწიფოს შემოსავალს,
გადასახადების აკრეფას , მეურნეობას
ხელმძღვანელობდა.

რომის რესპუბლიკის წარმოქმნა


რომი წარმოიქმნა ძვ.წ 753 წელს , იგი დაარსებულია
რომულუსსმა და რემუსმა, თავდაპირველად რომს
მეფეები მმართავდა , ძვ.წ 509 წელს რომში რესპუბლიკა
დაამყარდა , რომაელებმა გააძევეს მეფე ტარკვინიუსი.
რომს მმართავდა ორი კონსული , რომელსაც სახალხო
კრება ერთი წლის ვადით ირჩევდა. კონსულები
იწვევდნენ სახალხო კრებას და სენატს , რომელსაც
თავად ხელმძღვანელობდნენ.
სენატი 300 კაცისგან შედგებოდა
კონსული სარდლობდა ჯარს , საგარეო ან საშინაო
საფრთხის დროს კონსულს ექვსი თვის ვადით
დიქტატორი ანუ განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე
პირი ხდებოდა.
მნიშვნელოვანი არჩევითი ორგანო იყო ცენზორი ,
რომლის ფუნქცია იყო ადათებისა ქონებრივი ცენზის
კონტროლი.
პრეტორები _ აწარმოებდნენ სამართალს ,
განიხილავდნენ დავებს
კვესტორები_ ხაზინას განაგებდნენ
ედილები_ საქალაქო საქმიანობას
პლეებები იყვნენ არასრულუფლებიანი მოქალაქეები
რომში მათ იცავდა სახალხო ტრიბუნა , რომელსაც
ვეტოს უფლება ჰქონდა.

რომი და დაპყრობები
რომმა ხმელთაშუაძღვაზე გაბატონებისთვის დაიწყო
ბრძოლა კართაგენთან რომლებსაც პუნებს
ეძახდნენ , ამიტომ მათთან ბროლას პუნიკური ომები
ეწოდება. სულ სამი პუნიკური ომი
პირველი პუნიკური ომი- ძვ.წ 264- 242
გაიმარჯვა რომმა , ხელთ იგდო სიცილია
მეორე პუნიკური ომი _ ძვ.წ 218 – 202
კართაგენმა რომის მოკავშირე ქალაქი დაიკავა
დაიწყო მეორე პუნიკური ომი , კართაგენელების
მხარის გამორჩეული სარდალი ჰანიბალი ,
რომელმაც გადალახა ალპები და ძვ.216 წელს
კანესთან დაამარცხა რომაელთა არმია.
საბოოლოდ ძვ.წ 202 წელს ზამასთან სციპიონ
(აფრიკაში) დაამარცხა კართაგენი, ამის გამო მას
სციპიონ აფრიკელი ეწოდა
მესამე პუნიკური ომი_ ძვ. წ 149-146
კუს ტაქტიკა ( რომის)
კატონი კართაგენი უნდა დაინგრეს
კართაგენი დაამარცხეს რომაელებმა და დაანგრიეს
ძვ.წ 146 წელს .
ძვ.წ 60 წელს შეიქმნა პირველი ტრიუმვირატი :
კრასუსი , კეისარი , პომპეუსი.
კეისარმა მოინდომა საკუთარი ძალაუფლების
გაზრდა მან ერთიპორვნული მმაღტველობა
დაამყარა და სენატი ყფუნქციოდ დატოვა რის გამოც
ის ძვ.44 წელს სენატმა შეთქმულებით მოკლეს.
ძვ.წ 43 წელს მეორე ტრიუმვირატი :
ანტონიუსი ,ოქტავიანე, ავგუსტუსი ,ლეპიდიუსი.
მალე ლეპიდიუსი პოლიტიკურ საქმიანობას
ჩამოსცილდა
ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის დაიწყო ბრძოლა
ძალუაფლებისთვის , რაც დასრულდა ძ.წ 31
აქციონთან ანტონიუსის დამარცხებით დასრულდა .
ოქტავიანემ ერთპიროვნული მმართველობა
დაამყარა მის მმართველობას პრინციპატი ეწოდა
( პრინცეპსის თამდებობა)
212 წელს კარაკალამ გამოსცა კანონი , კარაკალას
ედიქტი , ამით რომის იმპერიაში მცხოვრებ ყველა
თავისუფალ ადამიანს რომის მოქალაქეობა მიანიწა.

რომი და პონტოს სამეფო


ძვ.წ 190 წელს მაგნეზიასთან ბრძოლაში სირიის
სელევკიდების სამეფო დაამარცხა რომმა.
ამ პერიოდში ჩამოყალიბდა პართიის სამეფო
არშაკიდების დინაასტიით , ორი სომხური
სახელმწიფო სოფენე და დიდი არმენია
რომმა სირიაზე გამარჯვების შემდეგ აზიის
ნახევარკუნძულზე და ხმელთაშუაზღვაზე განავრცო.
რომის მთავარი მოწინააღმდეგე იყო პონტოს სამეფო
ძვ.წ 89 წელს დაიწყო ომი რომსა და პონტოს სამეფოს
შორის , ( პონტოს მეფემ მითრიდატე VI იყო ამ დროს)
ეფესოს საღამო _ რამდენიმე ათასი რომაელი
მიტრიდატეს ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს
ძვ.წ 85 წელს რომმსა და პონტოს სამეფოს შორის
დაიდო ზავი
პომპეუსმამ ძვ. 63 წელს დაამარცხა პონტოს მეფე
ძვ.წ 65 წელს ილაშქრა ქართლში ამ დროს ქართლის
მეფეა არტაგი.
დააარბია თავიდან შემდგომ დაადო ზავი
„მეგობრობა და მოკავშირეობა“ , რომლითაც ქართლს
უნდა დაეცვა კავკასიონის გადმოსასვლელები და
სამხედრო დახმარება

რომი და ქართლის სამეფო I და II


საუკუნეში
პირველ საუკუნეში გაძლიერდა ქართლის სამეფო
. ქართლის მეფე მითრიდატემ დააამარცხა
პართიელები და სომხეთში მეფედ მისი შვილი დასვა.
მომდევნო მეფემ ფარსმან I მა სომხეთში საკუთარი
ძალაუფლების გაძლიერების გამო იქ მისი შვილი
რადამისტი დასვა. მაგრამ მალე იქ რომმა და
პართიამ 63 წლის ზავით სომხეთი გაიყვეს.
მეორე საუკუნეში .128 წელს იმპერატორმა ადრიანემ
ფარსმან II საჩუქრები გაუგზავნა და მასთან მიიწვია ,
ფარსმანმა თავადაც გაუგზავნა საჩუქრები მაგრამ არ
ესტუმრა რაზეც გაბრაზებულმა იმპერატორმა
საჩუქრები ცირკის მსახიობებს ჩააცვა.
მომდევნო იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა ცნო
ქართლის შავიზღვისპირა ტერიტორია , ფარსმან
მეორე ესტუმრა მას .
ქართლის საზოგადო წყობა:
1. სამეფო დინასტია
2. ქურუმთა წოდება ( საგარეო საქმეებიც
ევალებოდათ )
3. თავისუფალი მიწათქმოქმედები
4. სამეფო მონები ( ლაოები)
სტრაბონი გვაწვდის ცნობებს
პირველ საუკუნეში ქართლს სათავეში ედგა მეფე
(ქსეფარუნგი /ფარსმანი)
ქართლის სამეფო კარზე იყო პიტიახშები და
ეზოსმოძღვარი . ოფიციალური დოკუმენტებისთვის
გამოიყენებოდა ბერძნული და არამეული ენა.

ხალხთა დიდი გადასახლება

IV-VII საუკუნეში მიმდინარეობდა . გერმანელი


ტომების გადაადგილება( გოთების, ფრანკების ,
ვანდალების , ანგლების) .
მიზეზი - კლიმატი, დემოგრაფიული
აფეთქება( მოსახლეობის ზრდა)
შედეგი_ არეულობა რომის ტერიტორიაზე . იმპერიის
დაცემა.
პირველად რომის ტერიტორიაზე გამოჩდნენ
კელტები , გერმანელები , სლავები ეს ტომები
ერთმანეთისგან იულიუს კეისარმა განასხვავა.
ლიმესი- თავდაცვითი ზღუდე ბარბაროსი ტომებისგან
თავის დასაცავად.
დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა
რომის იმპერიას ხშირად არბევდნენ გერმანული
ტომები , თავდაპირველად რომაელები მათ
თავდასხმებს იგერიებდა , მაგრამ სიტუაცია ჰუნების
გამოჩენის შემდეგ აირია.
375 წელს ჰუნები თავს დაესხნენ გოთების გერმანულ
ტომს მათთი ნაწილი ოსტგოთები ჰუნებს
დამორჩილდნენ , ხოლო ვესტგოთებმა რომის
ტერიტორიას შეაფარეს თავი , სადაც რომაელებმა
მიწები გამოუყვეს საბინადროდ , რომელიც უვარგისი
აღმოჩნდა.
ვესტგოთები დედაქალაქისკენ დაიძრნენ და 378 წელს
ადრიანოპოლთან გაიმართა ბრძოლა ვესტგოოთებსა
და რომს შორის სადაც რომაელები სასირცხვილოდ
დამარცხდნენ (მათმა ჯარმა არსებობა შეწყვიტა)
382 წელს ზავი დაიდო ვესტგოთებთან .
395 წელს თეოდიუსმა რომი ორ ნაწილად გაჰყო :
აღმოსავლეთი არკადიუს დასავლეთი ჰონორიუს
ერგო .
ჰონორიუსი მცირეწლოვანი იყო ამიტომ მის ნაცვლად
ვანდალი სტილიქონი იგერიებდა ბარბაროსული
ტომების შემოსევებს. რომალებმა ჰონორიუს
სტილიქონი მოაკლევინეს რის შემდეგაც 410 წელს
ვესტგოთებმა ალარიხის მეთაურობით რომი ალყაში
მოაქციეს.
მეოთხე საუკუნეში გამოჩდნენ ჰუნები ალარიხის
მეთაურობით 451 წელს გაიმართა ბრძოლა
კატალაუნის ველზე , ორივე მხარე დასუსტებული იყო
ატილამ უკან დაიხია . მომდევნო წლებში ღვთის
რისხვამ (ატილა) შეიჭრა იტალიაში მისი სვლა რომის
პაპმა ლეო I შეაჩერა .
455 წელს ვანდალთა ფლოტმა ჰაიზერიხის
მეთაურობით რომში შეიჭრა ( მდ. ტიბრს აუყვა) და 2
კვირის განმავლობაში ანგრევდა რომის
ღირშესანიშნაობებს.
475 წელს რომულუს ავგუსტუსია იმპერატორი ,
რომელმაც ოდოაკრს დაქირავებულ მეომარს ჯილდოს
გაცემაზე უარი უთხრა ოდოაკრმა 476 წელს
გადატრიალება მოაწყო და აიძულა სენატს
გამოეცხადებინა რომ დასავლეთ რომს არ სჭირდება
იმპერატორი ასე დაეცა რომი.

პაპიზმი
ტერმინი პაპით მეოთხე საუკუნემდე ყველა ეკლესიის
მმართველს მოიხსენიებდნენ .
მეოთხე საუკუნეში პაპის ძალაუფლება საკმაოდ
გაიზარდა, რადგან იმპერატორის გარეშე დარჩენილს
დასავლეთ რომზე პაპი ზრუნავდა. პაპმა ლეო I
ჰუნებისგან იხსნა დას. რომი.
პაპი გელასიუსი პრეტენზიას აცხადებდა საკუთარი
ძალაუფლების გაზრდას აღმოსავლეთ რომის
საიმპერატორო ხელისუფლებასთან მიმართებაში.
დასა. რომის დაცემის შემდეგ ახალი სახელმწიფოები
წარმოიქმნება მათ შორის ძლიერდება ფრანკთა
სახელმწიფო (გერმანული ტომები) ის გააძლიერა
ხლოდვიგმა ( მეროვინგების დინასტიით) . მისი
მემკვიდრეების დროს შემოიღეს თანამდებობა
მაიარდომი ( მეფის დამხმარე) ყველაზე ძლიერი
მაიარდომი იყო კარლოს მარტელა მან 732 წელს
პუატიესთან შეაჩერა არაბთა ჯარი. მისმა შვილმა
პიპინმა თავი ფრანკთა მეფედ გამოაცხადა და
საფუძველი ჩაუყარა კაროვინგების დინასტიას .მან პაპს
756 წ. რავენას საჰერცოგო გადასცა რითაც პაპის
ძალაუფლება გაიზარდა.
პიპინ მოკლეს შემდგომ გამეფდება კარლომანი და
კარლოსი . კარლომანი გარდაიცვლება მალევე.
ფრანკთა სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი
გახდება კარლოს დიდი (ფრანკთა იმპერიის
შემქნელი)მან:
1)30 წლიანი ომის შემდეგ დაიმორჩილა საქსები და
გააქრისტიანა.
2) 778 წელს ესპანეთში არაბების წინააღმდეგ
გაილაშქრა , შემოიერთა : ნავარა , არაგონი ,
კატალონია. უკან მომავალ ბასკეთის ჰერცოგი დაესხა
თავს
3) მან 800 წელს მოწინააღმდეგეთა მიერ განდევნილი
რომის პაპი ლეონ III უკან დააბრუნა , დახმარების
სანაცვლოდ რომის პაპმა წმ. პეტრეს ტაძარში წირვის
დროს პაპმა მას იმპერატორის ტიტული უბოძა
4) კარლოსის დროს ქვეყანაში პირველი მოხელე გახდა
კანცლერი, იგი ინახავდა სახელმწიფო ბეჭედს ,
კამერარიუსი განაგებდა სამეფო ხაზინას , მოხელეებს
შორის დიდი როლი ეჭირა მოსამართლეს.
5)მან ქვეყანა დაჰყო საგრაფოებად და საჰერცოგოებად
6) სასაზღვრო ოლქებს ერქვა მარკები მათ
მმართველებს მარკგრაფები.
7)მის მოღვაწეობას „კაროლინგურ აღორძინებად“
მოიხსენიებენ , რადგან მან განათლების
გასავრცელებლად ბევრი იშრო , აანხენი დედაქალაქი
განათლების ცენტრად აქცია.
კარლოსი გარდაიცვალა 814 წელს , მისმა შვილმა ლუი
ღვთისმოსავმა ქვეყანა მის სამ შვილს გაუყო ვერდენის
ხელშეკრულებით . საფრანგეთად , გერმანიად და
იტალიად.
პაპებს არ სურდათ რომელიმე ფრანკ მეფეზე
დამოკიდებულება და შექმნეს ყალბი საბუთი
„კონსტანტინეს ნაბოძები“ რითაც თითქოს კონსტანტინე
დიდმა მეოთხე საუკუნეში პაპებს რომის ტერიტორიები
უსახსოვრა . ეს საბუთი მერვე საუკუნეში შექმნეს პაპის
კანცელარიაში.

საღვთო რომის იმპერია


ფრანკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ გერმანულ
მიწებზე კაროლინგები მეფობენ უკანასკნელი
კაროლინგის გარდაცვალების შემდეგ მეფედ
გამოცხადდა ჰაინრიხი . მის შემდეგ ტახტზე ადის ოტო I
მან მისი მმართველობა ეკლესიას დაუქვემდებარა ის
ჩადის რომში , იქ პაპი იოანე XII , 962 წლის 31 იავარს
გვირგვინი ოტო პირველს თავად რომის პაპმა დაადგა ,
ასე შეიქმნა საღვთო რომის იმპერია , რომელიც
გერმანულ მიწებს და ჩრ იტალიას მოიცავდა ( საღვთო
რომის იმპერია იგივე გერმანია უბრალოდ რადგან
რომის პაპმა აკურთხა ამიტო დაერქვა ასე). ოტომ
ეკლესია დაიქვემდებარა მან რომის პაპი რომელიც არ
მოსწონდა გადააყენა და მის ნაცვლად მისი
მასწავლებელი სილვესტერ III დანიშნა.

ბრძოლა ინვესტიტურებისთვის
მეათე საუკუნეში ეკლესია ბრძოლა დაიწყო
გათავსიფლებისთვის ამ პერიოდში სახელმწიფოს
დაქვემდებარებული ჰყავდა ეკლესია , ინვესტიტურა
იყო ეპისკოპოსის არჩევის წესი მეათე საუკუნეში
დადგენილი , რომლის მიხედვით ეპისკოპოს მეფე ან
მთავარი ირჩევდა ეკლესიის ანუ სამღვდელოების
კვერთხსაც იგი გადასცემდა. ამით გაძლიერდა საერო
ხელისუფლების( მეფის) გავლენა ეკლესიაზე .
დაიწყება ბრძოლა ეკლესიის გასათავისუფლებლად
ეკლესიის დამცველები იყვნენ კლიუნები (ეკლესიის
დამცველი გაერთიანება კლიუნის ეკლესიაში დაარსდა )
ბრძოლა კლიუნების გამარჯვებით დასრულდა ,
ლატერანის საეკლესიო კრებაზე 1059 წელს
სამღვდელოებას აეკრძალა სასულიეროთანამდებობის
მიღება საერო ხელიდან.
1122 წელს პაპის და იმპერატორ ჰაინრიხ V ის
შეთანხმებით „ ვორმსის კონკორდატით“.ამიერიდან
ინვესტიტურის ძალაუფლებას სასულიერო და საერო
მხარე ინაწილებდა.
XIII განსაკუთრებით გაძლიერდა პაპი ინოკენტი III მან
თავი ქრისტეს ვიკარად (მოადგილედ) გამოაცხადა.
XIV საუკუნეში საფრანგეთის მეფე ფილიპე IV ლამაზი
დაუპირისპირდა ეკლესიას მან ეკლესიის ანუ პაპის
რეზიდენცია ავიონში (საფრანგეთში ) გადმოიტანა ,
რასაც ავიონის ტყვეობასაც ეძახიან .
ამ პერიოდში კათოლიკურ ეკლესია ორი პაპი ჰყავდა
ერთი ავიონში მეორე ახლად არჩეული დაიწყო
საეკლესიო განხეთქილება.
საეკლესიო განხეთქილების აღმოფხვრის მიზნით
მოიწვიეს საეკლესიო კრება კონსტანცაში (1414-1418)
რომელმაც აირჩია პაპი და ბოლო მოუღო
განხეთქილებას , ერთიანი კათოლიკური ეკლესიის
რეზიდენცია კვლავ რომი იქცა.
ბიზანტია
აღმოსავლეთ რომის იმპერია არსებობას აგრძელებდა
რომელსაც შემდგომ ბიზანტია ეწოდა , რადგან ეს
სახელმწიფო ძველიბერძნული კოლონიის ბიზანტიია
ადგილას დაარსდა.
აღმოსავლეთ რომის იმპერიის( ბიზანტიის)
დედაქალაქად კონსტანტინეპოლი იქცა ( კონსტანტინე
დიდმა გადმოიტანე დედაქალაქი)
ბიზანტიის სახელმწიფოს მმართველობა დიარხიის
პრინციპს ეფუძნებოდა საერო და სასულიერო
ხელისუფლლების ერთიანობის იდეა , რომელშიც
უფლებებს იყოფდნენ .
იმპერიის სათავეში იდგა ბასილევსი (მეფე)
არსებობდა სათათბირო ორგანო - სინკლიტი ( სენატი)
თანამდებობაზე მოხვედრა ყველას შეეძლო.

ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I


ბიზანტიის იმპერია გაძლიერდა იუსტინიანე I ის დროს
(527-565) მან სხვადასხვა დარგის ნიჭიერი
სპეციალისტები შემოიკრიბა და მათთან ერთად
საეკლესიო, სასამართლო სავაჭრო და სამხედრო
საქმიანობას მიჰყო ხელი ქვეყნის გაძლიერებისთვის.
მას სამი მთავარი მიზანი ამოძრავებდა - ახალი
კანონების საფუძველზე სახელმწიფოს გამყარება,
რომის დაშლილი იმპერიის გაერთიანება და ქალაქების
აღმშენებლობა.
მისი მმართველობის საყრდენს წარმოადგენდა
მინისტრები.მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო
აღმოსავლეთ
იუსტინიანემ დაიქვემდებარა ეკლესია , იუსტინიანე
დიოფიზიტი იყო მაგრამ ტოლერანტი იყო
მონოფიზიტების მიმართ , მაგრამ ეს წარმართებზე არ
ვრცელდებოდა.529 წელს მან ათენის სკოლა დახურა .
ისუტინიანე აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა ,
მისი მხედარმთავარი ველისარიუსი აფრიკაში შეიჭრა
სადაც ვანდალთა სახელმწიფო შემოიერთა,
ოსტგოთების სამეფოც შემოიერთა, იტალიაც დაიპყრო.
იუსტინიანეს წინააღმდეგ მოხდა აჯანყება 532 წელს ,
რომელიც იმპერატორმა ჩაახშო.
იუსტინიანე გამოირჩეოდა საკანონმდებლო
საქმიანობით მან შექმნა“იუსტინიანეს კრებული ან
იუსტინიანეს კოდექსი“
რომელიც 4 ნაწილისგან შედგებოდა.

სასანიანთა ირანი
მესამე საუკუნეში ირანში სასანიანთა დინასტია
გაბატონდა ( 226-650) უმნიშვნელოვანესი პერიოდი
ირანის ისტორიაში.
სასანიანთა ირანი სამ ძირითად პერიოდად იყოფა : 1)
III-IV სს ჩამოყალიბების პროცესი
2) V-VI სს გარკვეული დაკნინება ჰუნების შემოსევების
გამო
3) VI-VII სს- ხოსრო ანუშირვანის მეფობა უძლიერესი
მმართველი.
სასანიანთა საზოგადოება 4 კატეგორიად იყოფა:
ქურუმები , მეომრები , მიწათმოქმედები , ხელოსნები.

ხოსრო ანუშირვანის რეფორმები


ირანში
ხოსრო ანუ შირვანის(უკვდავი სული) მმართველობის
დროს განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლება.
ხოსრომ შემოიერთა იემენი (არაბეთის ნ-კ)
554 წელს დამაარცხა თურქების დახმარებით
ეფთალიტები(ჰუნები).
ხოსრო I შექმნა ერთგული სახელმწიფო ელიტა , შეიქმნა
საგდასახადო სისტემა , არმიიის რეორგანიზაცია მოხდა
. ხოსრო I დიდ ყურადღებას აქცევდა დეჰყანების
გლეხთა მეომართა რაზმების შექმნას . მის დროს
აშენდა ხიდები , გზები . მისი ბრძანებით ქ.
გუნდეშაპურში დაარსდა მედიცინისა და ფილოსოფიის
სკოლა.
მის დროს გავრცელდა ინდოეთიდან ჭადრაკი , მის
დროს გამოიგონეს ნარდის თამაში.
ირანის იმპერია ოთხად პროვინციად კუსტებად გაიყო,
რომელთაც შაჰის ერთგული მარზპანები ედგა.

ბიზანტია- ირანის ომები


მეექვსე საუკუნეში ორ იმპერიას შორის დაიწყო ომი.
502-506 წწ-ში ირანმა მნიშვნელოვან წარმატებას
მიაღწია ბიზანტიასთან ბრძოლაში და იძულებული
გახდა წამგებიანი ზავი დაედო.
527 წელს ომი განახლდა , ამ დროს ირანში
არასტაბილური მდგომარეობაა 532 წელს ახალი შაჰი
ხოსრო I ანუშირვანი იძულებულია ირანისთვის
არახელსაყრელი ზავი „საუკუნო ზავი“ დაედო , ეს ზავიც
ხანმოკლე აღმოჩნდა. ხოსროს სურდა საქარავნო
გზების გამყარება ის 540 წელს შეიჭრა სირიაში და აიღო
ანტიოქია.
562 წელს კვლავ დაიდო „საუკუნო ზავი“ ორ იმპერიას
შორის საზღვრები აღდგა. 591 კიდევ ერთი საუკუნო ზავი
დაიდო მას შემდეგ რაც ხოსრო II ბიზანტიის
დახმარებით საიბრუნა ტახტი.

ქრისტიანობა
ქრისტიანობა პირველ საუკუნეში წარმოიშვა
პალესტინაში. მათემ , მარკოზმა , ლუკამ და იოანემ
ქრისტეს ცხოვრება გადმოგვცეს ამ წიგნთა კრებულს
სახარება ეწოდება.
საღვთო წიგნია ბიბლია.
რომში ქრისტიანობას სასტიკად დევნიდნენ ,
განსაკუთრებით დიოკლეტიანეს დროს.
კონსტანტინე I დიდმა 313 წელს მილანის ედიქტი
გამოსცა , რჯულშემწყნარებლობის აქტი რითაც
ქრისტიანობას აღმსარებლობის უფლება მიენიჭათ.
საქ-ლოში ქრისტიანობის გავრცელება პირველ
საუკუნეში დაიწყო , როცა იესო ქრისტეს მოწაფეები : წმ.
ანდრია პირველწოდებული , სვიმონ კანანელი
(ანაკოფიაშია დაკრძალული) გვევლინებიან .
ქართლი გაქრისტიანდა 326 წელს მირიან მეფის დროს,
ქრისტიანობის მიღება დაკავშირებულია წმ.ნინოს
სახელთან .

საეკლესიო კრებები
7 საეკლესიო კრება
1. პირველი საეკლესიო კრება 325 წელს ნიკეაში ,
რომლის მიზანი იყო ქრისტიანობის მთავარ
რელიგიად გამოცხადება , მოიწვია კონსტანტინე
დიდმა. ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი
სტრატოფილე.
2. მეორე საეკლესიო კრება 381 წელს
კონსტანტინეპოლში დაადგინეს სამება ერთ-არსება.
კრებას ესწრებოდა ქართლის ეპისკოპოსი
პანტოფილე
3. მესამე საეკლესიო კრება 431 წელს დაგმეს
ნესტორიანელობა
4. მეოთხე საეკლესიო კრებაზე მოწვეული ქალკედონში
განიხილეს მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა.
მეოთხე საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა
5. მეხუთე საეკლესიო კრება იუსტინიანე პირველმა
მოიწვია დაგმეს ცალკეული მწვალებობა
6. მეექვსე საეკლესიო კრებამ 680-681 წელს
კონსტანტინეპოლში დადგინდა ქრისტეს ორი ბუნება.
7. მეშვიდე საეკლესიო კრება მოწვეული 787 წელს
ნიკეაში , დაგმეს ხატმებრძოლეობა .
1054 წელს მოხდა განხეთქილება ქრისტიანობა
გაიყო ორად : მართმადიდებელი და
კათოლიკეები/

ქრისტიანულ ბიზანტიასა და
მაზდეანურ ირანის მეტოქეობა
ბიზანტიასა და ირანს შორის დაპირისპირება საუკუნის
განმავლობაში გრძელდებოდა. ბიზანტიას კავკასია და
მესოპოტამია სურდა. სპარსეთს კი სირია , პალესტინა
და ეგვიპტე სურდათ. ასევე ორივეს სავაჭრო გზების
კონტროლი სურდათ ჩინეთსა და ინდოეთში.
სასანიანთა ირანმა მესამე საუკუნეში შექმნისთანავე
დაიწყო ომი რომის იმპერიასთან.
260 წელს სპარსელებმა გაიმარჯვეს მნიშვნელოვან
ბრძოლაში რომაელთა ჯარის წინააღმდეგ იმპერატორი
ვალერიანე ტყვედ ჩაიგდეს. ომი შემდგომაც
გაგრძელდა 298 წელს რომაელთა გამარჯვების შემდეგ
„ნისიბინის ზავით“ ირანმა ბიზანტიას დაუთმო კავკასია
და მესოპოტამიის დიდი ნაწილი. თუმცა ომი განახლდა
ახალი ნისიბინის ზავით 363 წელს ირანმა ნაწილობრივ
აღადგინა პოზიციები.
387 წელს ორ იმპერიას შორის კვლავ დაიდო ზავი მათ
კავკასია გაიყვეს . ლაზიკა (დას.საქ-ლო ) რომს
აღმოსაავლეთ საქ-ლო ირანს.

ვახტანგ გორგასალი ( V საუკუნე)


ვახტანგი მეხუთე საუკუნის შუა ხანებში გამეფდა , მის
ისტორიას მოგვითხრობს ჯუანშერის „ ცხოვრება
ვახტანგ გორგასლისა“ .
ვახტანგის გამეფების დროს ქართლში სპარსელები
ბატონობდნენ მათ 482 წელს გააუქმეს მეფობა სომხეთში
და იგივეს აპირებდნენ აქაც.
ვახტანგ გამეფებაში დედა დაეხმარა , საქ-ლოში
ამდროს მოგვები
გადმოვიდნენ( ცეცხლთაყვანისმცემლობის ანუ
ზოროასტრიზმის გამავრცელებლები) .
ამ პერიოდში ქართლს ალან ოსებიც და ჰუნ-თურქები
უტევენ . მეფემ კავშირი დაამყარა სპარსელებთან ( მათ
იყენებდა ქვეყნის მიზნებისთვის) მათი დახმარებით
მეფემ დაიქვემდებარა სვანეთი და ეგრისი , კლარჯეთი ,
რომლის ცენტრად არტანუჯი (მისივე აგებული ციხე )
აქცია, ასევე მეფემ ჰერეთიც შემოიერთა და ჰერეთის
საერისთავო შექმნა , ასევე წუქეთიც შემოიერთა.
ირანის შაჰმა პეროზმა ჰუნების წინააღმდეგ
საბრძოლველად დახმარება მოსთხოვა მეფეს , 7 წელი
ის ქვეყნიდან შორს ჰუნების წინააღმდეგ იბრძოდა.
მეფის არ ყოფნით ბევრი მთავარი და ეკლესიის პირი
სარგებლობდა , მათ შორის იყო ვარქსენი ქართლის
გამგებელი ანუ პიტიახში იგი გაუდგა მეფეს და
ქრისტიანობას 466 წელს ირანის შაჰთან გაემგზავრა და
მაზდიანობა მიიღო .
ქვეყანაში დაბრუნებულმა მეფემ ჯერ ეკლესიას მიხედა
მან მიქაელ ეპისკოპოსი გადაააყენა .მეფემ
კონსტანტინეპოლს ეკლეესიის უშუალოდ
დაქვემდებარება და კათალიკოსის გამოგზავნა
მოთხოვა. კონსტანტინეპოლმა თხოვნა აასრულა , მათ
კათალიკოსად გამოგზავნეს ვახტანგთან
დაახლოებული პეტრე. ანტიოქოსის პატრიარქმა
პეტრეს ხელდასმა ( კურთხევა) განახორციელა .ამის
შემდეგ 20 საეპისკოპოსო შეიქმნა.
მეფემ ააშენა ახალი ქალაქები და ციხეები , ქვეყნის
სპარსეთისგან ( ირანი) გათავისუფლებისთვის. მან
დაარსა ქ. თბილისი , ქ. უჯარმა , ქ. ჭერემი .
აჯანყება სპარსეთის წინააღმდეგ მეფემ 482 წელს
ვარქსენ პიტიახშის სიკვდილით დასჯით დაიწყო . ირანი
ამ დროს შესუსტებულია, 482 წელს აჯანყების პირველ
ეტაპზე ირანის ჯარი უკუგდებულია , მაგრამ 483 წელს
ქართლის და სომხეთის ჯარები გაერთიანდა ასევე
ჰუნებიც უნდა მოსულიყვნენ ,გაზაფხულზე საქ-ლოში
ირანის ჯარები შემოვიდნენ , სომეხთა ჯარში
ერთიანობა არ იყო ჰუნების ჯარიც არ მოვიდა ამან
განაპირობა რომ ვახტანგი იძულებული გახდა
დასავლეთში გადასულიყო , მაგრამ მალე მოვიდა
ცნობა პეროზის დაღუპვის შესახებ . მაგრამ ვახტანგი
უკვე განდგომოდა ირანს , ირანმა ბიზანტიის
წინააღმდეგ ჯარის გამოყვანა თხოვა მაგრამ მეფემ
უარი განაცხადა ირანის ჯარი გამოემართა ბრძოლა
სამგორის ველზე გაიმართა , მეფე სასიკვდილოდ
დაიჭრა იგი სვეტიცხოველის ტაძარში
დაკრძალეს.დიდგვაროვანთა ღალატი გამო ვერ
გაიმარჯვა ამ ბრძოლაში.

დიდი ომიანობა ეგრისში


ვახტანგ გორგასალის დაღუპვის შემდეგ, სპარსელები
აძლიერებენ ზეწოლას ქართლზე , რასაც
დიდაზნაურობამაც შეუწყო ხელი , რომლებიც საკუთარი
მიწების დაკანონებას და ძალაუფლების გაზრდას
ცდილობდნენ . ქართლში სპარსელებმა მარზპანი
თავიანთი მმართველი დანიშნეს .
523 წელს აჯანყდება გურგენი ირანის წინააღმდეგ ,
რომელიც იძულებულია დას. საქ-ლოში გაიხიზნოს ამ
დროს მეფის გარეშე რჩება ქართლი.
პირველ საუკუნეში ბიზანტიის გავლენა დას.
საქართველოზე სუსტდება , მეექვსე საუკუნეში ბიზანტია
კვლავ შეეცადა დაკარგული ძალების აღდგენას ,
დაიწყეს საშინელი მმართველობა რამაც ეგრისის ( დას.
საქ-ლოს) უკმაყოფილება გამოიწვია . ეგრისის მეფე
გუბაზმა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში
დახმარება ირანის შაჰს ხოსრო ანუ შირვანს თხოვა ,
ხოსრომ ეს წინაადადება სიხარულით მიიღო ( ამით შავ
ზღვაზე გაეხსნებოდა გზა) დაიწყო „ დიდი ომიანობა
„ ეგრისში 542-562 წლებში . ირანის შაჰის ზრახვები მალე
გამოვლინდა და ეგრისელები ბიზანტიას მიემხრეს
მაგრამ ბიზანტიის სარდლებმმა მოკლეს გუბაზ მეფე .
აზრი ორად გაიყო ფარტაძი და აიეტი ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ. აიეტს სურდა ირანს მიმხრობოდნენ
და მეფის მკვლელებზე შური ეძიათ .
ფარტაძის აზრით ბიზანტია ქრისტიანული სახელმწიფო
იყო სჯობდა მათ მიმხრობოდნენ , გაეგზავნათ წერილი
ბიზანტიის იმპერატორთან და ეთხოვათ საქმის
გამოძიება . ფარტაძის აზრმა გაიმარჯვა. ბიზანტიის
იმპერატორმა მეფის მკვლელები დასაჯა ,ამის შემდეგ
ბიზანტიელებმა არა ერთხელ დაამარცხეს
სპარსელები , ხოსრო ანუშირვანი იძულებული გახდა
ეგრისი დაეთმო , 562 წელს დადებული იქნა ქ. დარაში
ზავი რითაც ბიზანტიას ეგრისი გადაეცემოდა.
571 წელს ქართლიც აჯანყდა გურგენის მეთაურობით
მათ დაიხმარეს ბიზანტიელები და ქართლი ნელ-ნელა
გაათავისუფლეს , მაგრამ მეფობა არ აღუდგენიათ და
მმართველად ერისმთავარი დანიშნეს , პირველი
ერისმთავარი იყო გურგენი ( მან ბიზანტიამ
კურაპალატის ტუტული უბოძა).
შემდგომი ერისმთავარი იყო სტეფანოზ I ( მან ჯვრის
ტაძარი ააგო) , ის ბიზანტიის მოკავშირე და
დიოფიზიტობის მომხრე იყო , 604 წელს ბიზანტია
დამარცხდა ირანთა ომში და ირანმა გავლენა
გაავრცელა ქართლზე.

ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა


VII საუკუნეში ბიზანტია დასუსტებულია , 604 წელს
ირანთა ხანგრძლივი ომი დაიწყპ , 607 წელს ირანს
მესოპოტამია დაპყრობილი ჰქონდათ .
ამ დროს ბიზანტიის სამეფო ტახტზე ავიდა ჰერაკლე
კეისარი , მისი მმართველობის დროს აშკარა იყო
ირანის დომინირება ( 612 წელს ანტიოქია , 615 წელს
დამასკო , 615 წელსვე იერუსალიმში შეიჭრნენ და
საკუთარი ტახტი ქტესიფონში გადაიტანეს, 617 წელს
სპარსელთა ხელთ ეგვიპტეც იყო).
ჰერაკლემ არმიის გაძლიერება დაიწყო , რაშიც
კონსტანტინეპოლის პატრიაქიც დაეხმარა .
ჰერაკლემ ნინევასთან ( 627) და ქტესიფონთან
(628 )გამარჯვების შემდეგ სპარსელები იძულებული
გახადა ზავი დაედოთ , ჰერაკლემ იერუსალიმი
დაიბრუნა.
ჰერაკლემ მონოფიზიტობასთან შერიგება სცადა , მის
დროს ქრისტიანობაზე მოექცნენ სლავები, სერბები ,
ხორვატები.
მის მმართველობის ბოლოს ბიზანტიაც და სპარსეთიც
დასუსტებულია ახალ მტერს არაბებს სათანადო
წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

ჰერაკლე კეისარი და საქ-ლო


მეშვიდე საუკუნეში ქართლში ირანი დომინირებდა
ჰერაკლე კეისარმა ბრძოლის ასპარეზად სამ. კავკასია
აირჩია 622 წელს ლაზიკის გზით სომხეთსა და
ადარბადაგანში შეიჭრა და მოკავშირედ ხაზართა
ხაკანი მოიწვია.( ხაზარები თურქული ტომები იყვნენ
რომლებსაც ჩრდ. კავკასიაში და ვოლგისპირეთში
ძლიერი სახელმწიფო ჰქონდათ).
თბილისთან ხაზარებს შეეგება ჰერაკლე და ერტად
დაიწყეს თბილსის დედაქალაქის აღება ( ვახტანგმა
აქცია დედაქალაქად თბილისი ) , პირველი ალყა
უშედეგო აღმოჩნდა , ჰერაკლემ ალყა მოხსნა და
ირანისკენ გაილაშქრა , 627 წელს ნინევასთან
დაამარცხა სპარსელები და ისეევ თბილისისკენ
გამოემართა , აქ ხაზარებს 2 თვის ალყის შემდეგ
თბილისი აეღოთ.
სამხ. კავკასია ბიზანტიის ხელთ აღმოჩნდა ,
განმტკიცდა დიოფიზიტობა , ომიანობის მიუხედავად
ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდა.

შუა საუკუნეების წოდებრივ-


წარმომადგენლობითი ორგანოები
წოდებრივ -წარმომადგენლობითი ორგანო ეს
საკანომდებლო ორგანოა , სადაც ხალხის
წარმომადგენელი( უმეტესად დიდგავროვანი)
მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს მეფესთან .
პარლამენტი ინგლისში „თავისუფლების დიდი ქარტია“
_ XI -XII საუკუნეში სახელმწიფო საქმიანობასა და
საზოგადოებასთან ურთიერთობაში მონაწილეობდა
„სამეფო საბჭო“ ან „ბრძენთა საბჭო“ , ამ პერიოდში
მეფის ძალაუფლებას მხოლოდ ადათი ზღუდავს , ამ
დროს ჯონ უმიწაწყლომ ტრადიციული სამართლის
მორჩილება არ ისურვა ,სამეფო დიდებულებმა აიძულეს
მიეღოთ „თავისუფლების დიდი ქარტია“ 1215 წელს , ამ
კანონზე დააფიცეს. ამასთან ერთად განისაზღვრა
„საერო საბჭოს“ მოწვევის წესი .
1265 წელს ასეთი საბჭო იქმნება , რომელშიც ცალკეული
სოფლებისა და ქალაქების წარმომადგენლები
შევიდნენ ,ამ საბჭოს პარლამენტი ეწოდა . 1265 წლის
პირველი პარლამენტი სიმონ დე მომფორმა მოიწვია
( პარლამენტი პრიცმა ედუარდმა დაშალა და სიმონ დე
მომფორი მოაკვლევინა)
1295 წელს მოწვეული იქნა პირველი
წარმომადგენლობითი ორგანო( პარლამენტი)
ინგლისის ისტორიაში.
გენერალური შტატები საგრანგეთში-საფრანგეთში
წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო XIV
საუკუნეში შეიქმნა , იგი მოიწვია ფილიპე IV ლამაზმა
პაპი ბონიფაციუსის წინააღმდეგ .
გენერალური შტატებისათათბირო ორგანო იყო
რომელსაც მეფის ინიციატივით იწვევდნენ.
გენერალური შტატების მნიშვნელობა ასწლიანი ომის
დროს გაიზარდა , როცა სახსრები დაჭირდა მეფეს.
შეგენერალური შტატები უკანასკნელად 1614 წელს
მოიწვია მარიამ მედიჩმა ლუი XIII ძალაუფლების
გასამტკიცებლად მის მერე რევოლუციებამდე
გენერალური შტატები არ მოუწვევიათ.
კორტესები ესპანეთში- ესპანეთში შუა საუკუნეებიდან
მოქმედებდა კორტესები- რეგიონალური
წარმომადგენლობითი ორგანო. კორტესებს საფუძველი
1188 წლიდან ჩაეყარა , 1230 წელს იქმნება კასტილიისა
და ლეონის სამეფოს კორტესები , ისინი ჯარს ხაზინას
აკონტროლებდნენ. რეკონკისტას (არაბების
წინააღმდეგ ბრძოლა) დროს კორტესების ძალაუფლება
გაიზარდა .
ლანდთაგები- გერმანიაში წოდებრივ-
წარმომადგენლობითი ორგანო ლანდთაგები
არსებობდა .
წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის
ცდა საქ-ლოში-თამარის მეფობის დასაწყისში ყურთლუ
არსლანმა სცადა სამეფო საქმეებში ჩარევა და
ამისთვის მეფეს ცალკე „კარავის“ სასახლის აგება
მოთხოვეს , ამ ორგანოს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი
საკითხების გადაწყვეტაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

უნივერსიტეტები და სკოლები ევროპაში


შუა საუკუნეებში ევროპა სკოლების სიმრავლით არ
გამოირჩეოდა , ანტიკური სკოლა აქა იქ იყო
შემორჩენილი , ( იტალიაში უმეტესად) უმეტესად
სამონასტრო სკოლები არსებობდა , სკოლის
ხელმძღვანელი სასულიერო პირები იყვნენ.
ქალაქების ზრდამ განათლების განვითარებას მისცა
ბიძგი. ქალაქებში ჩდებოდა სკოლები , რომელიც ან
კერძო იყო ან ქალაქის საბჭო აარსებდა.
XII საუკუნეში ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად
საჭირო გახდა სპეციალური განათლების პირთა
მომზადება. დიდ ქალაქებში ტაძრებთან არსებული
სკოლები გადაკეთდა უნივერსიტეტებად .
XII-XIII საუკუნეში ქალაქი კულტურიც ცენტრი ხდება მისი
კერა კი უნივერსიტეტი. XIII-XV საუკუნეში ევროპის ყველა
ქალაქში უნივერსიტეტები ჩდება. უნივერსიტეტებს
თვითმართველობა გააჩდათ. ( მათ საქმიანობაში
არავინ ერეოდა ).ყველგან სწავლება ლათინურად
მიმდინარეობდა .
პირველი უნივერსიტეტი ქალაქ ბოლონიაში (იტალია)
დაარსდა 1088წელს.
პირველი უნივერსიტეტები გილდიების ( ამქრების)
სახით იქმნებოდა : ოსტატი (პროფესორ) იღებდა
ლიცენზიას (უფლებას) ესწავლებინა შეგირდისთვის
( სტუდენტისთვი) . 1200 წელს საფრანგეთის მეფის
ქარტიით და 1231 წლის პაპის ულიღ მიიღეს
„გილდიის“( უნივერსიტეტის) ავტონომიურობის
უფლება.
ანტიკურ სამყაროში ბევრი სკოლა არსებობდა მაგრამ
არა უნივერსიტეტი - უმაღლესი განათლების
დაწესებულებათა ქსელი ცოდნის შეგროვების ,
შენახვის და გაზრდის მიზნით.
სკოლებსა და უნივერსიტეტების დაარსებას მოჰყვა
წიგნების მოთხოვნილების ზრდა. წიგნის წარმოებაში
გამოიყენებოდა ქაღალდი რომელიც ევროპაში
ჯვაროსნული ომების შედეგად შემოვიდა. წიგნის
გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბეჭდვის
გამოგონებას. პირველი წიგნი გერმანელმა მეცნიერმა
იოჰან გუტენბერგმა დაბეჭდა (1445) .
შუა საუკუნეებში ქართული განათლების ცენტრს
ეკლესია -მონასტრები წარმოადგენს.აქ ასწავლიდნენ :
ჰიმნოგრაფიას, თეოლოგიას, ლიტურგიკას, ისტორიას
და ქართულ მწიგნობრობას.
პირველი სკოლა საქ-ლოში მეოთხე საუკუნეში ფაზისის
მახლობლად არსებობდა.
XI-XII საუკუნეში ქართველები ბიზანტიაშიც იღებდნენ
განათლებას . მათთგან გამოირჩეოდა ევერთა
ქართული მონასტერი , ასევე იერუსალიმის ჯვრის
მონასტერი , პეტრიწონის მონასტერი ბიზანტიაში.
დავიტ აღმაშენებლის დროს განათლებას დიდი
ყურადღება ექცეოდა. მის დროს აგებულია გელათის
აკადემია, აქ მოღვაწეობდნენ:იოანე პეტრიწი , არსენ
იყალთოელი. გელათის აკადემიაში ისევე როგორც
ევროპაში შვიდ დარგს ასწავლიდნენ : ფილოსოფიას,
რიტორიკას, არითმეტიკას გეოემეტრიას , მუსიკასა და
ასტრონომიას.
იყალთოშიც არსებობდა განათლების ცენტრი.

You might also like