Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ილია ჭავჭავაძე - „ერი და ისტორია“

 ერის პირქვე დამხობა გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა


იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის
წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა.

 დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების


აღმოფხვრა ხსოვნისაგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით
მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა.

 წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო -


მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა
ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ
წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია.

 ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო, შობილი


წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო.

 თუ ესეთი არა, ბევრი მეტი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია
ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერსა აქვს
მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ
რომ, რა იყო - ის დავიწყებული აქვს და, მაშასადამე, რა არის - არც ის
იცის.

 …შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ


დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა… უამისოდ თითონ შვილი, რაც
გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით
გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

 რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუჭე და


სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ
იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის
ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა -
რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?

 ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ


გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავსბრუდახვეულ კაცივით
და ვერა გამოგვიტანია რა.

 ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეგ თავის


დიდ ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება,
მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ
ლხინი.

 მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და


მოედანს ამ წუთისოფელში.

 ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა


ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს… სულ იმისთვის, რომ
დიდმა და პატარამ დაიხსომოს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ
თვალწინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს.

 კიდევ ვიტყვით, აღდგენა ისტორიისა - ერის გამოცოცხლებაა,


გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა
სიბნელისაგან.

ილია ჭავჭავაძე „ორიოდე სიტყვა...“

 ეგ საზოგადოების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი


ტალანტიანია;

 ისტორია იმითია დიდი, რომ გვაჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას,


მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკან
მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას
და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი
კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ
ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ

 საქმიდამა ჩანს ყველაფერი; სიტყვა არის პირდაპირი გამომთქმელი


სულის მდგომარეობისა.

 ათიათასჯერ არაფერი მაინც არაფერია

 თუ სათავე მღვრივეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა

 ნ. ბარათაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა

 დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ


ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე.
 მაშ, როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება?
ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება
ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს..

 ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა

 სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და


სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა
პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?

 ენა სამღთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის


ხელით არ უნდა შეეხოს.

ილია ჭავჭავაძე „საქართველოს მოამბეზედ“


 ყოველი კაცი, რომელსაც კი თვალებზედ ჩამოფარებული არა აქვს რა,
ხედავს, რომ ცხოვრება რაც გუშინ იყო, ის დღეს აღარ არის, რომ იგი
იცვლება, მიდის წინ და მოაქვს განახლება ყოველისფერისა.

 შორმხედველობა, დროებაზედ უფლობა მარტო გენიოსის საქმეა.

 ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ამითი ვამბობდეთ, ვითომც გენიოსი


ციდამ იყოს ჩამოსული. ისიც ისეთივე ნაყოფია თავის დროებისა,
როგორც სხვანი, მხოლოდ ეგ ნაყოფი სრულია, დამწიფებულია.

 ცხოვრება, როგორც ყოველი მოზარდი, იზდება, ჰყვავის, მოაქვს ნაყოფი


და მერე ჭკნება – იმისათვის კი არა, რომ მოკვდეს და საუკუნოდ
დაიმარხოს, არამედ იმისათვის, რომ თავისაგან მოყვანილის ნაყოფისავე
თესლზედ ამოიყვანოს სხვა ახალი, ნედლი ცხოვრება...

 ყველაფრის სიკვდილი შეიძლება, – აზრისა კი თავის დღეში არა; მის


აღმოშობის დრო შეიძლება შეაყენონ, მაგრამ სრულიად განადგურება კი
ძნელად.

 ნეტავი იმ ხალხს, რომელსაც არ დაუკარგავს ეგ იმედი განახლებისა და


არ გაჰქრობია უკეთესობის ნდომა!.. ის ხალხი, ის ცხოვრება მიჩანჩალებს
სამარისაკენ, ბოლოს მივა და აღიგვება, როგორც მტვერი დედამიწის
ზურგიდამ.

 ცხოვრება კი ძნელად თუ რასმეს ჰქმნის უაზროდ.


 საძირკველის ამოყვანაა ძნელი, თორემ სხვას ისინიც გააკეთებენ.

 ცხოვრება ძირია, ხელოვნება და მეცნიერება მასზედ ამოსული შტოები


არიან.

 რაც ცნობაშია მოყვანილი, რაც დამტკიცებულია, მხოლოდ ის გადადის


ხალხში, მხოლოდ ის მიიღება ხალხისაგან.

 ეგ უდიდესნი სალარონი, სადაც კაცობრიობის გენია აწყობს ხოლმე


გონიერების საუნჯესა, – არ არიან ყველასთვის მისაწდომნი.

 ყოველი საჭიროება ცხოვრებიდგან წარმოდგება. თუ ცხოვრებას არ უნდა,


ვერაფერს ვერ მიამყნობთ ისე, რომ იმ ნამყნობმა იხეიროს და ნაყოფი
მოიტანოს.

 „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავლისა“, ამბობს


ერთი ფილოსოფოსი.

 ერთია ჩვენთვის, ორივ წყალში გადასაყარნი იქნებიან. ბევრნი არიან


ჩვენში იმისთანანი, რომელნიც ცდილობენ ჩვენის ცხოვრების
სიბოროტის დამალვასა, ეგ იმათ მოსდით ქართველების უმეცარ
სიყვარულისა გამო, ის კი არ იციან, რომ დიდი ხანია არის ჩვენში
გლეხური ანდაზა: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო.

 ვისაც ძალიან ჰსძულს ბოროტება, მას ძალიან ეყვარება კეთილი – ეს


აშკარაა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ეს ლექსი:

ჩემზედ ამბობენ: „ის ქართვლისას სიცუდეს ამბობს,


ჩვენ ჭუჭყს არ მალავს – ეს ხომ ცხადი სიძულვილია!“
ბრიყვნი ამბობენ; კარგი გული კი მაშინვე ჰგრძნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია.

 ხალხი – დაბალი თუ მაღალი – ყველა მოყვასია ჩვენი, შეძლებისამებრ


ყველამ უნდა ვუშველოთ… თუ ხალხი მართლა მოყვასია, რუსთაველი
გვასწავლის, მოყვასს როგორც უნდა მოექცეს კაცი: „ხამს მოყვასი
მოყვასისთვის სიცოცხლისა არ დამრიდად, / გული მიჰსცეს
გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“.

You might also like