Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

,,ამ გენეალოგიურ

ცხრილზე მუშაობა
მრავალი წლის
განმავლობაში
მიმდინარეობდა და
საბოლოო სახე 1942 წ.
მიიღო. გარდა ჩემი
გვარის გენეალოგიისა,
მე შევისწავლე ჩემი
თანასოფლელების
გვარების წარმოშობის
ისტორია და საბოლოო
ჯამში რამდენიმე
ათეული გენეალოგიური
ცხრილი შევადგინე.
ისინი დღესაც ჩემ
არქივში ინახება. მათ შედგენაზე ამდენი იმიტომ ვიშრომე, რომ ჩემმა შთამომავლობამ
იცოდეს თავისი წარმომავლობა, იცოდეს თავისი ფესვები, თავისი მოდგმა, სადაც
უნდა ცხოვრობდნენ და რა გვარსაც უნდა ატარებდეს.
- მოგვითხრობს ლატიფშა ბარათაშვილი
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის,
იმპერატორის ერთგული მოხელის
ოჯახში. მისი მამა, მელიტონ
ბარათაშვილი, თარჯიმნის პროფესიასაც
ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ
ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი
იყო. ჰყავდა სამი ბიძა: გრიგოლ, ილიკო
და ზაქარია ორბელიანები
ერეკლე მეორე იყო ტატოს დიდი
ბაბუა, მას მრავალრიცხოვანი ოჯახი
ჰქონდა. სამჯერ იქორწინა. ხოლო
მისი შვილების ზუსტი რაოდენობა
დღემდე არ არის ცნობილი .მას
ჰყავდა სამი მეუღლე:

• ქეთევან ყაფლანიშვილი-
ორბელიანი (1738-1744).

• ანა აბაშიძე (1745-1749)

• დარეჯან დადიანი (1749-1798)


ერეკლეს მესამე მეუღლე იყო დარეჯან დადიანი,
რომელზედაც მან 1749 წელს იქორწინა და მასთან
ერთად თითქმის ნახევარი
საუკუნე გაატარა. დარეჯანი
ცნობილია დიდი ამბიციურობით.
ის ხშირად სამეფო საქმეებშიც
კი ერეოდა. თავისი შვილების
უმრავლესობა (19 შვილი)
ერეკლეს სწორედ
დარეჯანისაგან შეეძინა.
პოემაში ერეკლე II გვევლინება მხედართმთავრად, რომელიც დიადი რჩება
მაშინაც, როცა ომი წაგებული აქვს. ბარათაშვილი არ აჭარბებს: ერეკლე მეორის
იშვიათი სტრატებიული ნიჭი ცნობილი იყო მთელ აღმოსავლეთსა და
დასავლეთში. მებრძოლის ნათლობა მან მიიღო ინდოეთში, განთქმული ნადირ-
შაჰის ხელმძღვანელობის ქვეშ. ერეკლე II აფასებდა ვოლტერს, მისი
ლეგენდარული სახელის გარშემო საუბრობენ ლესინგის პიესაში
„მინნა ფონ ბარნჰელმ“, აღტაცებით ლაპარაკობდა ერეკლეს შესახებ ფრიდრიხ
დიდი, მაგრამ ვერც ამ მეფის
სამხედრო ნიჭმა უშველა მუდმივ ომიანობაში
დაღლილ საქარველოს. თვითონ ერეკლემ 40
წელიწადი გაატარა ბროლის ველზე, ურიცხვი
ბრძოლებიდან არც ერთი არ წაუგია, გარდა
უკანასკნელი (კრწანისის) ბრძოლისა,
როემლსაც ნიკ. ბარათაშვილი აგვიღწერს თავის პოემაში.
ეს იყო ღრმა ტრაგედია მოხუცი მეფისა და მისი
ქვენის ცხოვრებაში. პოეტს ჩინებულად ესმის
ამ ტრაგედიის ისტორიული მნიშვნელობა.
გოტჰოლდ ეფრაიმ
ლესინგიის წიგნი
„მინა ფონ
ბარნჰელმი“ ანუ
ჯარისკაცის
ბედნიერება - Minna
von barnhelm oder das
soldatenglück

ფრიდრიხ II დიდი (გერმ.


Friedrich II der Große) მეტსახელად
„ბებერი ფრიცი „
გეორგიევსკის ტრაქტატი (რუს. Георгиевский
трактат) — 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო)
ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდ. კავკასია)
დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა
და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს
შორის, რომლის მიხედვით
ეს უკანასკნელი რუსეთის
მფარველობის ქვეშ
გადადიოდა.
ქართველი პოეტი და საზოგადო
მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.
დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის
ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის
შვილი. სწავლობდა თბილისის
კეთილშობილთა სასწავლებელში,
შემდეგ საარტილერიო სკოლაში.
მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში
ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.),
რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და
რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.)
ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში
მონაწილეობისათვის დააპატიმრეს.
განთავისუფლების შემდეგ, 1859
წლიდან, თბილისში
მთავარმმართებლის მოვალეობის
შემსრულებლად მუშაობდა.
ზაალ დემეტრეს ძე ორბელიანი (გ. XVIII საუკუნის ბოლოს) —
თოფანქჩიაღასი (მეთოფეთა უფროსი) 60-იან წლებში. ერეკლე
II-ის ახლო თანამებრძოლი. აქტიურად მონაწილეობდა
ასპინძის ბრძოლაში (1770). გამარჯვების შემდეგ ერეკლე II-მ
ტყვეები, ნადავლი და დროშები ორბელიანის ხელით
გაუგზავნა რუსეთის იმპერატორს. რუსეთში ორბელიანმა
ვახტანგ VI-ის ჩამომავლებთან გააბა საიდუმლო კავშირი
ერეკლე II-ის წინააღმდეგ. 1771 იგი უკვე საქართველოში იყო
და შეთქმულებას ამზადებდა ერეკლეს წინააღმდეგ, 1772 წელს
შეთქმულება გამომჟღავნდა. შეთქმულები დააპატიმრეს.
ორბელიანი ახალციხის საფაშოში გაიქცა, შემდეგ უკან
დაბრუნდა და დააპატიმრეს 1775 წლის ბოლოს. ერეკლე II-მ
აპატია დანაშაული და პატიმრობიდან გაატავისეუფლა.
ცოლად ჰყავდა სოფიო, იესე ქსნის ერისთავის ასული (1738–
1802).
ილია დიმიტრის (ზურაბის) ძე
ორბელიანი (დ. 10 დეკემბერი 1815,
თბილისი ― გ. 8 დეკემბერი/20
დეკემბერი, 1853, ალექსანდროპოლი,
ახლანდელი გიუმრი, სომხეთი,
დაკრძალულია თბილისში), რუსეთის
არმიის გენერალ-მაიორი (1851). გ.
ორბელიანის უმცროსი ძმა. სამხედრო
სამსახური დაიწყო ქართულ
გრენადერთა პოლკში იუნკრად (1832).
1838-იდან ოფიცერი. 1832-იდან
მონაწილეობდა ჩრდილოეთ
კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ
ბრძოლებში. 1842 წელს ტყვედ
ჩაუვარდა შამილს. ტყვეობაში
იმყოფებოდა რვა თვე.
1)რომელ წელს დაიწერა ნ.ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“?
2)რომელი ისტორიული მოვლენა უდევს პოემას საფუძვლად?
3)რას ეწოდება ანაქრონიზმი?
4)რომელ წელს დაიდო გიორგიევსკის ტრაქტატი?
5)რომელ წელს მოხდა კრწანისის ბრძოლა?
6)ვინ იყო საქართველოს უკანასკნელი მეფე?
7)რომელ სამ უდიდეს იპერიას შორის უნდა გაეკეთებინა
არჩევანი ერეკლე მეფეს?
8)რატომ აირჩია ერეკლემ რუსეთი?
9) რა მოხდა 1801 წელს?
10)ვის დაუკავშირდა ქართველი არისტოკრატია, მას შემდეგ,
რაც მიხვდა რომ რუსეთს საქართველოში მხოლოდ საკუთარი
ინტერესები გააჩნდა?
11)რომელ წელს მოხდა მთიულეთის აჯანყება?
12)რომელ წელს მოხდა კახეთის აჯანყება?
13)რომელ წელს მოხდა იმერეთის აჯანყება?
14)რომელ წელს მოხდა გურიის აჯანყება?
15)XIX ს-ის პირველ ათწლწულში დაგეგმილი
აჯანყებებიდან, რომელს თვლიდნენ ყველაზე
მნიშვნელოვნად?
16)ვინ მონაწილეობდა 1832 წლის
შეთქმულებაში?
17) რა იყო ამ შეთქმულების მიზანი?
18)ვინ და როდის გასცა ეს შეთქმულება?
19)რა ბედი ეწია თავადაზნაურობას
შეთქმულების ჩაშლის შემდეგ?
20)რომელ წელს გარდაიცვალა ერეკლე II?

You might also like