კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დისკუსიის ტექნიკა-1

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 28

კომუნიკაციის, პრეზენტაციისა

და
დისკუსიის ტექნიკა-1
განსახილველი საკითხები:

I. საპრეზენტაციო ტექსტი, როგორც


წერითი კომუნიკაციის ფორმა;
I I. მზადება საპრეზენტაციო ტექსტის
შესაქმნელად.
I. საპრეზენტაციო ტექსტი, როგორც
წერითი კომუნიკაციის ფორმა

• რა არის კომუნიკაცია და რა მნიშვნელობა


აქვს მას:
- ადამიანური ურთიერთობებისათვის?
- საზოგადოებისათვის?
• რა ძირითადი განსხვავებაა ზეპირ და
წერით კომუნიკაციას შორის?
• რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს
საპრეზენტაციო ტექსტის მომზადებას?
I I. მზადება საპრეზენტაციო ტექსტის
შესაქმნელად

გამოიყოფა რამდენიმე ეტაპი:


1. თემის, მიზნისა და აუდიტორიის
განსაზღვრა;
2. იდეების თავმოყრა თემის გარშემო;
3. საპრეზენტაციო ტექსტის სათაურის
ფორმირება.
1. თემის, მიზნისა და აუდიტორიის
განსაზღვრა

სამი მთავარი კითხვა:


• რას ვწერთ?
• რისთვის ვწერთ?
• ვისთვის ვწერთ?
თითოეული კითხვისათვის შევარჩიოთ
სწორი პასუხი -

• რას ვწერთ? ნიშნავს:


ა) ვისაუბროთ საკუთარ თავზე;
ბ) შევარჩიოთ თემა;
გ) ფაქტები და მოვლენები დავაკავშიროთ
ერთმანეთთან.
• რისთვის ვწერთ? - ნიშნავს:

ა) წერის ხასიათზე ვართ;


ბ) სხვებს თავს ვარიდებთ;
გ) გვაქვს გარკვეული მიზანი.
• ვისთვის ვწერთ? –

ა) საკუთარი თავისთვის;
ბ) მკითხველისათვის / მსმენელისათვის;
გ) საქმეში ჩახედულისთვის.
კითხვებზე სწორი პასუხების მიხედვით,
საპრეზენტაციო ტექსტისათვის მზადება
ნიშნავს:
- შევარჩიოთ თემა;
- განვსაზღვროთ მიზანი და აუდიტორია
(მკითხველი / მსმენელი).
თემის შერჩევასთან დაკავშირებული
მომენტები:
- ჩვენი (პროფესიული ) დაინტერესება;
- თემის შერჩევის სუბიექტური და
ობიექტური ფაქტორები;
- საკუთრივ, შერჩეული თემის
პარამეტრები.
ა) თემა უნდა იყოს კონკრეტული - ერთ
მთავარ საკითხზე ორიენტირებული.
(ზოგადი თემა ავტორისაგან
ერთდროულად რამდენიმე
მიმართულებით კვლევას მოითხოვს, რაც
ართულებს მის მუშაობას).
ბ) თემა არ უნდა იყოს:
- მწირ მასალაზე აგებული (უინტერესო
იქნება);
- ყველასთვის ცნობილი („გადაღეჭილი“);
- ჩვეულებრივზე მეტად
წინააღმდეგობრივი, რაც გაუძნელებს
ავტორს დასაბუთებას.
ნაშრომის მიზნის განსაზღვრასთან
დაკავშირებული მომენტები:
მიზანი მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგ.:
- საკითხის შესწავლა;
- პრობლემურ თემაზე სუბიექტური ან
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება,
- საზოგადოების გართობა და სხვ.
• მიზნის მრავალგვარობიდან
გამომდინარე, ავტორმა თავიდანვე უნდა
გამოკვეთოს, რა დანიშნულებით ქმნის
ნაშრომს.
• მიზნის წინასწარ განსაზღვრა დაეხმარება
როგორც მას ნააზრევის უკეთ დაგეგმვასა
და ჩამოყალიბებაში, ისე აუდიტორიას -
ავტორის ნააზრევის გაგებაში.
აუდიტორიის განსაზღვრასთან
დაკავშირებული მომენტები

• არის ავტორი გულგრილი აუდიტორიის


მიმართ?
• რა ფაქტორები განაპირობებს
აუდიტორიის არაერთგვაროვნებას?
- ასაკი (პატარები, მოზარდები...
ხანდაზმულები);
- სქესი;
- განათლება (სრული/არასრული,
საშუალო/უმაღლესი);
- კვალიფიკაცია, საკითხზე ორიენტირება
(პროფესიონალი, არაპროფესიონალი);
- განწყობა (მომლოდინე,
გაუცნობიერებელი);
- სოციალური სტატუსი (შრომისუნარიანი,
შრომისუუნარო;
- იურიდიული სტატუსი (თავისუფალი -
პატიმრობაში მყოფი / პირობით
მისჯილი...) და სხვ.
2. იდეების თავმოყრა თემის გარშემო.
თემის გარშემო იდეების თავმოყრისა და
დაკავშირებისათვის აუცილებელია
აზროვნების სტიმულირება. ამისათვის
გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი:
ა) გონებრივი იერიში -
ვიწყებთ მოულოდნელი სიტყვით ან
ფრაზით და გარკვეული დროის
ფარგლებში თავისუფლად ვშლით
აზრებს, რაც ამ სიტყვასა თუ ფრაზასთან
დაკავშირებით გვახსენდება.
• გარკვეული დროის შემდეგ გადავხედავთ
ჩამოწერილ იდეებს და დავაკვირდებით,
რამდენად შესაძლებელია მათი
ლოგიკურად დაკავშირება - თემატურად
დაჯგუფება.
• იდეების დაჯგუფებით ჩვენ გვეძლევა
მასალა თემის დასაწერად.
ბ) თავისუფალი წერა - შეუჩერებლად წერა
იმაზე, რაც თავში მოგვდის (გარკვეული
დროის ფარგლებში); ამ მეთოდის
მიზანია ჩვენი გონების დაცლა
ემოციებისაგან. დასრულების შემდეგ
გადავხედავთ ნაწერს და მოვძებნით
სასარგებლო იდეებს ჩვენი თემისათვის.
გ) კითხვების დასმის ტექნიკა, რომლითაც
აქტიურად სარგებლობენ, მაგ.,
ჟურნალისტები და სოციოლოგები.
კითხვებით: “რა?”, “ვინ?”, “სად?”,
“როდის?”, “რატომ?”, “როგორ?”
შესაძლებელია განსახილველი თემის
სხვადასხვა მხარე ვიკვლიოთ.
იდეების ვიზუალური გამოსახვისათვის
საუკეთესო ტექნიკაა კლასტერის -
ასოციაციური კავშირების რუკის შედგენა.
კლასტერი გვათავისუფლებს იდეების
სწორხაზოვანი მიმდევრობისაგან და
გვიბიძგებს უფრო შემოქმედებითი
აზროვნებისაკენ.
• კლასტერის აგების პრინციპი:
გვერდის ცენტრში მოვათავსებთ ძირითად
საკითხს და მასთან მიმავალი ხაზებით
დავაკავშირებთ იდეებს, შემდეგ ახალ
კავშირებს დავადგენთ იდეებს შორის და
კატეგორიებად (კლასტერებად)
დავაჯგუფებთ.
• დავალება: ქვემოთ წარმოდგენილი
თემებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და
შეადგინეთ ასოციაციური კავშირების
რუკა:
1. ცხელი ზაფხულის ოთხი დღე
(ეროვნული გამოცდები);
2. ჩემი პირველი დღე უნივერსიტეტში;
3. ქართული საინფორმაციო გადაცემები;
4. ძიძის ინსტიტუტი საქართველოში.
3. საპრეზენტაციო ტექსტის სათაურის ფორმირება.
სათაურის ზოგადი მოთხოვნები:
- უნდა პასუხობდეს თემას;
- მკითხველს ინტერესი აღუძრას;
- არ არღვევდეს აკადემიურობის ზღვარს;
- იყოს:
- სხარტი, ლაკონური; ნათელი, გასაგები,
კონკრეტული;
- სპეციალური ლექსიკისგან მაქსიმალურად
განტვირთული.
გმადლობთ
ყურადღებისათვის!


• nturashvili83@yahoo.com
• iamzevashakidze@gmail.com

You might also like