Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

არჩილ კოხტაშვილი

• გენერატორი ეს არის მოწყობილობა, რომელიც


ტურბინის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის
ელექტრულ ენერგიად.
• ელექტრული სადგურების უმეტესობაში გამოიყენება
ცვლადი დენის სამფაზა სინქრონული გენერატორები.
• სინქრონული გენერატორის ტიპი, ასევე მისი
განლაგება და ბრუნთა რიცხვი განპირობებულია
ტურბინის ტიპითა და პირველადი საწვავით.
• არსებობს შემდეგი ტიპის გენერატორები:
1. ჰიდროგენერატორები (ჰესებზე)
2. ტურბოგენერატორები (აირტურბინებზე, კეს-ებზე,
აეს-ებზე)
3. ასინქრონული გენერატორები (ქარის სადგურებზე)
• ტურბოგენერატორები მოძრაობაში მოჰყავთ
ორთქლის ან გაზის ტურბინებს, რომლებიც ატომურ
ან თბოელექტროსადგურებზე არიან დაყენებული.
• რაც უფრო მაღალია ტურბინის ბრუნვის სიხშირე,
მით უფრო მცირეა მისი გაბარიტები და მაღალია
მარგი ქმედების კოეფიციენტი.
• სწრაფმავლობას 𝑛 გააჩნია ზღვარი, რომელიც
განპირობებულია ქსელის ნომინალური სიხშირით 𝑓
და გენერატორის წყვილ პოლუსთა რიცხვით 𝑝.
𝑝𝑛
𝑓=
60
pmin= 1 (წყვპოლ) => nmax = 3000 (ბრ/წთ)
• ტურბოგენერატორის როტორი დამაგრებულია
სრიალის ორ საკისარზე, რომლებსაც აქვთ წნევის ქვეშ
იძულებითი შეზეთვა ტურბინის ზეთის სისტემიდან.
• ტურბოგენერატორების როტორები ბრუნვის მაღალი
სიჩქარის გამო განიცდიან დიდ მექანიკურ
დატვირთვას.
• ამიტომ მაღალი მექანიკური და მაგნიტური
თვისებების მისაღებად ამზადებენ სპეციალური
ფოლადის ერთი მთლიანი ნაჭედისაგან.
• როტორი არაცხადპოლუსაა, ანუ იგი ფაქტიურად
წარმოადგენს გრძელ ცილინდრს. ასეთი შესრულება
უზრუნველყოფს მის აეროდინამიკურობას და
ამცირებს დანაკარგებს ჰაერთან შეხებისას
• როტორის დიამეტრის შეზღუდვა 1.5 მეტრამდე
განპირობებულია ცენტრიდანული ძალების მაღალი
მნიშვნელობით.
• აღნიშნულის გამო, ტურბოგენერატორების
სიმძლავრის გასაზრდელად
ელექტრომანქანათმშენებლები იძულებული არიან
გაზარდონ როტორის სიგრძე.
• მაგრამ დიდი ჩაღუნვის ისრით გამოწვეული
ვიბრაციების გამო მაქსიმალურად დასაშვები
აქტიური სიგრძე შეადგენს 9 მ.
• ვინაიდან როტორის გაბარიტების ზრდა
შეზღუდულია, ტურბოგენერატორის სიმძლავრის
გაზრდა კომპენსირდება გაცივების ინტენსიურობის
გაზრდით.
• როტორის გრაგნილის ღეროებს კრეფენ ცალკეული
გამტარებისგან.
• ასეთი გამტარები ქმნიან სავენტილაციო არხებს,
რომელშიც გაედინება სავენტილაციო გარემო.
• ტურბოგენერატორის სტატორი შედგება კორპუსისა
და გულარისგან.
• კორპუსი შედუღებულია რკინის ფურცლებისაგან.
გულარი კი აიწყობა 0.5 მმ სისქის
ელექტროტექნიკური ფოლადის იზოლირებული
ფირფიტებისაგან.
• ფირფიტების შეერთების ადგილას ისინი დაცულია
ფარების საშუალებით. ფირფიტებს აწყობენ
პაკეტებად და პაკეტებს შორის ტოვებენ
სავენტილაციო არხებს.
• გულარის კილოებში ალაგებენ სტატორის სამფაზა
• ჰიდროტურბინის ბრუნვის სიხშირე, დამოკიდებულია
დაწნევასა და წყლის ხარჯზე.
• მათი დიდი სხვადასხვაობის გამო, ჰიდროგენერატორების
ბრუნვის სიხშირე იცვლება დიდ დიაპაზონში, 50 დან 750
ბრ/წთ-მდე.
• ჰიდროგენერატორების ბრუნვის სიხშირე მით უფრო მცირეა,
რაც უფრო დიდია სიმძლავრე და მცირეა დაწნევა.
• ჰიდროგენერატორების დიდი ნაწილი მიეკუთვნება
ნელმავალ მანქანებს, ვინაიდან მათი ნომინალური ბრუნვის
სიხშირე 50-125 ბრ/წთ ფარგლებშია
• დაბალი ბრუნვის სიხშირის გამო ჰიდროგენერატორების
ზომები და მასა დიდია. გარდა ამისა, მათ დიდი
წყვიპოლუსთა რიცხვი აქვთ.
ზედა ჯვარედი

სტატორის
კორპუსი
სტატორის
გრაგნილები
როტორის ქვედა ჯვარედი
პოლუსები
ლილვი (ღერძი)

ტურბინა
• ჰიდროგენერატორის როტორი წარმოადგენს დიდი
დიამეტრის თავისებურ ბორბალს
• ის რომელიც შედგება შიგა ნაწილისგან - ჩონჩხისგან,
რომელიც მილისას საშუალებით ჩამოცმულია ლილვზე და
გარე ნაწილისგან – ფერსოსგან, რომელიც შედგება
დაშტამპული სეგმენტებისგან.
• ფერსოზე განლაგებულია პოლუსები და აგზნების
გრაგნილები.
• რაც მცირეა ჰიდროგენერატორის ბრუნვის სიხშირე, მით მეტი
მისი პოლუსების რიცხვი და გრაგნილის ხვიებია
განსალაგებელი ფერსოზე.
• ამიტომ ნელმავალ ჰიდროგენერატორებს გააჩნიათ ბევრად
დიდი დიამეტრი, ვიდრე სწრაფმავალს.

You might also like