Professional Documents
Culture Documents
ქცევის ფიზიოლოგია
ქცევის ფიზიოლოგია
ქცევის ფიზიოლოგია
ქცევის ენდოკრინული
რეგულაცია
გიორგაძე ნინო
ადაპტაციური რეაქციების
ჩამოყალიბებას ემსახურება
როგორც ნერვული სისტემა,
აგრეთვე ენდოკრინული სისტემა.
ეს არის კომუნიკაციური ქსელი,
რომელიც აგზავნის “მესიჯებს”
მთელს სხეულში სისხლის
ნაკადის მეშვეობით.
“მესიჯებს” წარმოდგენენ
ჰორმონები- ქიმიური ნაერთებია,
რომლებიც ცირკულირებენ
სისხლში და არეგულირებენ
სხეულის ფუნქციონირებასა და
ზრდას.
როგორც ვიცით ჰორმონებს
გამოიმუშავებენ ჯირკვლები.
განასხვავებენ 3 ტიპის ჯირკვალს:
1. ეგზოკრინულ ჯირკველბს
გააჩნიათ სადინრები, რომლის
მეშვეობით უკავშირდებიან
ორგანოებს და არაგულირებენ
მათ ფუნქციას.
2. ენდოკრინული ჯირკვლები
შემოფარგლულია
სისხლძარღვით,სადაც
გადადის ჰორმონები. მათ არ
გააჩნიათ სადინარი
3. პარაკრინული ჯირკვლები
სეკრეტებით ახლომდებარე
უჯრედების ფუნქციებს
არეგულირებენ. მათ
შეუძლიათ შეასრულონ
ფუნქცია როგორც
ენდოკრუნილი, აგრეთვე
ეგზოკრინული ჯირკვლების
მსგავსათ.
ადამიანის სხეულს გააჩნია
როგორც გარე, ისე შინაგანი
სამყარო აღქმის უნარი, იმ
მოვლენის შესახებ, რომელიც
შეიძლება მივიღოთ გარემოდან
სხვადასხვა სიგნალის მეშვეობით.
ადამიანის ორგანიზმში ასეთი
სიგნალების აღქმას ახდენენ
რეცეპტორები. რეცეპტორი
მაღალი მგრძნობელობის მქონე
უჯრედის ნაწილია,მრავალი
შინაგანი ფაქტორისა და გარეგანი
სტიმულების აღქმის უნარი
გააჩნია, მათი ტრანსფორმაცია
იწვევს ტვინში ინფორმაციის
გადაცემას მზა იმპულსის სახით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
გარედან მიღებულ ნებისმიერ
ინფორმაციის აღქმა სწორად
აღქმა რეცეპტორების წყალობით
ხორციელდება. ისინი სხვადასხვა
სახის გვხდება ორგანიზმში.
რაც შეეხება ენდოკრინულ
სისტემაში მოქმედ რეცეპტორებს,
ისინი უშუალოდ უჯრედის
მემბრანაში მდებარეობენ და
როგორც გასაღები კლიტეს, ისე
უკავშირდებიან მათ
სპეციფიკური ჰორმონები.
ენდოკრინულ სისტემაშ
მოქმედი ჰორმონები
რამოდენიმე ტიპისაა:
• ცილოვანი/ პეპტიდური
ჰორმონები - ჰოდროფილური,
დიდი ზომისა არიან, რის გამოც
ჭირდებათ რეცეპტორი, აქვს
მოქმედების მეორადი
მესენჯერის მექანიზმი.
ჰორმონების უმეტესობა
ცილოვანია.მაგალითად,
ინსულინი.
• სტეროიდული ჰორმონები-
მცირე ზომის, ჰიდროფობური,
მოგზაურობს სისხლში
გადამტანების საშუალებით.
მოქმედებენ ციტოპლაზმის ან
ბირთვის
რეცეპტორზე.მაგალითად,
ესტრადიოლი.
H-P-A ჰიპოტალამო-
ჰოპოფიზარულ-თირკმელზედა
ჯირკვლის ღერძი.
როგორც უკვე ვახსენეთ,
ჰიპოთალამუსი წარმოადგენს
ჩართველს ყველა პროცესისა,
რომელიც ორგანიზმში
მიმდინარეობს. ჰიპოთალამუსი
ჰიპოფიზთან ერთად ქმნის H-P-A
ღერძს, რომელიც არეგულირებს
ჰორმონულ სეკრეციას. ღერძი
აგრეთვე უკავშირდება
თირკმელზედა ჯირკვალს. ღერძი
ახორციელებს ზრდას,
მეტაბოლიზმის, სტრესზე პასუხს,
გამრავლების მედიაციას, ხოლო
მეორადად ყველაფერ
დანარჩენში მონაწილეობს.
ჰიპოთალამუსის ჰორმონები
ჰიპოთალამუსში გამომუშავდება
RH-რილიზინგ ჰორმონები,
რომლებიც არიძულებენ სხვა
სტრუქტურებს გამოიმუშავონ
შესაბამისი ჰორმონები; და RIH-
რილიზინგ მაინჰიბირებელი
ჰორმონები, რომლებიც აკავებენ
სხვადასხვა ჰორმონების
სინთეზს. მაინჰიპირებლებს
მიეკუთვნება- სომატოსტატინი,
PIH პროლაკტინის
მაინჰობირებელი ჰორმონნები,
გამომყოპი ჰორმონები- TRH
თორეოტროპინის გამომყოფი,
GHRH ზრდის ჰორმონის
გამომყოფი ჰორმონი.
ჰიპოფიზის ჰორმონები
უკანა წილის ჰორმონებს
მიეკუთვნება- ოქსიტოცინი, მისი
ფუნქცია დაავშირებულია
შარდის გამოყოფასთან,
მშობიარობასთან, რძის
გამოყოფასთან, ვაზოპრესინი-
სამიზნე-თირკმელი, ფუნქცია-
წყლის რეაბსორბცია.
წინა წილი-
თიროიდმასტიმულირებელი
ჰორმონი-სამიზნე-ფარისებრი
ჯირკვალი- ფუნქცია- თიროიდის
სინთეზი და გამოყოფა;
ადენოკორტიკოტროპული
ჰორმონი-თირკმელზედა
ჯირკვლის ქერქი-
კორტიკოზილოს გამოყოფა.
პროლაკტინი-სარძევე
ჯირკვალი-რძის გამოყოფა.
მალუთეინიზირებელი-გონადები-
სასქესო ჰორმონების
პროდუქცია.
ფარისბრი ჯირკვლისა და
თირკმელზედა ჯირკვლის
ჰორმონები