Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 37

ევროპის ეკონომიკური გაერთიანება

ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების” შექმნა ევროპის ინტეგრაციისაკენ


გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თავდაპირველად ამ გაერთიანებაში
შემავალი ექვსი ქვეყანა ამაოდ ცდილობდა თავდაცვისა და პოლიტიკური გაერთიანების
შექმნას. მოგვიანებით მათ აქცენტები შეცვალეს და საერთო ბაზრის შექმნის იდეის
განხორციელებას შეუდგნენ.
1957 წლის “რომის ხელშეკრულების” გაფორმების შედეგად შეიქმნა ევროპის ეკონომიკური
გაერთიანება”, რომლის მიზანი დასავლეთევროპული ბაზრის შექმნა იყო. ამ ბაზარზე
ადამიანები, კაპიტაკი, საქონელი და მომსახურება თავისუფლად უნდა
გადაადგილებულიყო.
1960-იან წლებში ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” მიერ გადადგმული ნაბიჯები
არცთუ წარმატებული იყო. ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
ამ დროს მოხდა ბერლინის და კუბის სარაკეტო კრიზისი, ომის ესკალაცია ვიეტნამში,
ჩეხოსლოვაკიის რეფორმების შემდეგ საბჭოთა კავშირმა ზეწოლა გაამკაცრა. ყველა ამ
შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს გადაწვეტილებებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და
საბჭოთა კავშირის ლიდერები იღებდნენ.
1973 წელს “გაერთიანებამ” ახალი წევრები მიიღო – დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და
დანია, 1980 წელს კი მორიგ ახალ წევრებს – საბერძნეთს, ესპანეთსა და პორტუგალიას –
გაუღო კარი. ამ გაფართოების შედეგად ინტეგრაციაში დაირღვა პოლიტიკური ბალანსი,
წამყვანი როლი, რომელსაც აქამდე საფრანგეთი და გერმანია ასრულებდნენ. წინა პლანზე
წამოიწია სავალუტო კავშირის შექმნის საკითხმა, რომელიც გაცვლითი კურსის
სტაბილურობის მისაღწევად იყო საჭირო.
1979 წელს დაარსდა ევროპული სავალუტო სისტემა”. თუმცა ერთიანი ვალუტის
შემოღებისათვის საჭირო პირობების შექმნას კიდევ მრავალი წელი დასჭირდა.
შიდა და გარე შოკები (1950-1958)

“ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოების” მიერ მიღწეული წარმატებები


სიმბოლური იყო. საჭირო იყო გაცილებით უფრო ამბიციური გეგმების დასახვა, რომ ამ
ინტეგრაციას რეალური გავლენა ჰქონოდა. ერთ-ერთი ასეთი გეგმა ”ევროპის თავდაცვის
გაერთიანების” შექმნა იყო. ამ იდეით 1949 წელს დას. გერმანიის კანცლერი კონრად
ადენაუერი გამოვიდა, რომელიც, თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, დასავლეთ
გერმანიის რემილიტარიზაციას (გადაიარაღებას) ცდილობდა.

1950 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გეგმის პროექტი, რომლის ავტორად საფრანგეთის


მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რენე პლევენი სახელდებოდა. გეგმაში ლაპარაკი იყო
თავდაცვის საერთო სისტემის შემუშავებისა და ევროპული ჯარის შექმნის
აუცილებლობაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საჯარისო შენაერთებისაგან უნდა
შექმნილიყო და ევროპის თავდაცვის მინისტრს დამორჩილებოდა. თავდაცვის მინისტრი,
თავის მხრივ, ანგარიშვალდებული იქნებოდა მინისტრთა საბჭოსა და ევროპული
ასამბლეის წინაშე.

”ევროპის თავდაცვის გაერთიანების” პროექტს 1952 წლის მაისში ხელი მოაწერა


ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების” ექვსმა წევრმა ქვეყანამ, თუმცა
პროექტი იმთავითვე ორი გადაუჭრელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა:
1. მას არ გააჩნდა დიდი ბრიტანეთის, მაშინდელი ევროპის ერთადერთი მსხვილი
სამხედრო პოტენციალის მქონე სახელმწიფოს, მხარდაჭერა;
2. დას. გერმანიის სრული გადაიარაღების გარეშე ევროგაერთიანება ვერ მიაღწევდა
თავის უმთავრეს მიზანს – ვერ შექმნიდა გერმანულ-ფრანგულ სამხედრო ძალას.
გერმანიის სრულ გადაიარაღებას კი კიდევ რამდენიმე წელი სჭირდებოდა.
1954 წ. საფრანგეთს კიდევ ერთი დარტყმა მიადგა – ინდოჩინეთის ფრანგულ
ნაწილში კომუნისტების მიერ ალყაშემორტყმული 12000 ფრანგი ჯარისკაცი მტერს
დანებდა. იმავე წლის აგვისტოში საფრანგეთის ასამბლეამ ”ევროპის თავდაცვის
გაერთიანების” ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

ახლა უკვე დიდ ბრიტანეთს სურვილი გაუჩნდა, ხელი შეეწყო ახალი სამხედრო
თანამშრომლობისთვის. ლონდონი ”დასავლეთის კავშირის” ”დასავლეთ ევროპის
კავშირად” გარდაქმნის იდეით გამოვიდა. ეს კავშირი, სუპრაეროვნული ”ევროპის
თავდაცვის გაერთიანებისაგან” განსხვავებით, სამთავრობათაშორისო კავშირი
უნდა ყოფილიყო. ამ კავშირსაც უნდა გაემეორებინა 1948 წლის ბრიუსელის
ხელშეკრულებაში ჩადებული ვალდებულება იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ წევრზე
თავდასხმის შემთხვევაში სხვები მათი შესაძლებლობების ფარგლებში არსებულ
ყველა სახის სამხედრო და „დასავლეთ ევროპის სხვა დახმარებას” გაუწევდნენ.

1954 წელს “დასავლეთ ევროპის კავშირი” შეიქმნა და ფუნქციონირება 1955 წლის


მაისში სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც დასავლეთ-გერმანია ნატოს წევრი გახდა,
სულ რამდენიმე დღით ადრე კი საბჭოთა ბლოკმა საკუთარი თავდაცვითი ალიანსი
შექმნა ვარშავის პაქტის” სახით (“მეგობრობის, თანამშრომლობისა და
ურთიერთდახმარების ხელშეკრულება”).

თუმცა ”ევროპის თავდაცვის გაერთიანების” დაშლა ”ევროპის


პოლიტიკური გაერთიანების” დაშლასაც ნიშნავდა. შოკის ტალღამ ”ევროპის
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაზეც” იქონია გავლენა; პოლიტიკური
წინააღმდეგობით იმედგაცრუებული მონე 1955 წელს “ქვანახშირისა და
ფოლადის” უმაღლესი ხელისუფლების პრეზიდენტობიდან გადადგა.
ევროგაერთიანების მორიგი შოკი 1956 წლის “სუეცის კრიზისი” იყო.

ეგვიპტის ლიდერი ქემალ აბდელ ნასერი, რომელსაც მდინარე ნილოსზე ახალი კაშხლის
აშენება სურდა, თანხების მოძიებას ცდილობდა, რის გამოც დიდი ბრიტანეთისა და
საფრანგეთის განკარგულებაში მყოფი სუეცის არხის ნაციონალიზაცია მოახდინა. ნასერი
საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის ინტერესებს, ამიტომ ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და
ისრაელმა საგანგებო გეგმა შეიმუშავეს. 1956 წ. ისრაელი თავს დაესხა ეგვიპტეს, რითაც
ბრიტანეთსა და საფრანგეთს”მშვიდობის აღდგენის” მიზნით კონფლიქტში ჩარევის საბაბი
მისცა.

სწორედ ამ დროს საბჭოთა კავშირი უნგრეთში ინტერვენციით იყო დაკავებული, რომელსაც


”ვარშავის პაქტიდან” გასვლა სურდა. აშშ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იგი
ვერ გააკრიტიკებდა საბჭოთა მთავრობას ბუდაპეშტში. ჩარევის გამო სუეცის არხის კრიზისში
ბრიტანელებისა და ფრანგების ქმედების გაკრიტიკების გარეშე. საბოლოოდ, აშშ-ის
მოთხოვნით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სუეციდან კუდამოძუებულები გამოვიდნენ.

სუეცის კრიზისის გამოძახილი მრავალი წლის განმავლობაში იგრძნობოდა; პარიზი


დარწმუნდა დასავლეთ ევროპის დამოუკიდებელი პოლიტიკის საჭიროებაში. დიდი
ბრიტანეთიც მიხვდა, რომ იგი აღარ წარმოადგენდა მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ზურგი აქცია კოლონიებთან არსებულ ტრადიციულ
კავშირებს და ევროპას მიაპყრო მზერა. მან დასკვნა გააკეთა – საგარეო პოლიტიკის
საკითხებში შესაძლოა, აშშ შეუცვლელი მოკავშირე ყოფილიყო, მაგრამ ამერიკას ღიად ვეღარ
შეეწინააღმდეგებოდა. მართალია, თავდაპირველად დიდი ბრიტანეთი ევროპის ქვანახშირისა
და ფოლადის გაერთიანებას” გაემიჯნა, სუეცის არხის კრიზისიდან ხუთი წლის თავზე მან
ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში” გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.
ევროპის ეკონომიკური გაერთიანება (ეეგ) (1955-1958)

ევროპის თავდაცვის და პოლიტიკური გაერთიანებების მიერ განცდილი მარცხის შემდეგ


”ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების” წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა
მინისტრები 1955 წლის ივნისში სიცილიაში (მესინა) შეიკრიბნენ გაერთიანების
პრეზიდენტის თანამდებობაზე მონეს შემცვლელის დასანიშნად.

შეხვედრის დროს დისკუსია დამატებითი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ წარიმართა.


მინისტრები შეთანხმდნენ, რომ იმსჯელებდნენ გაერთიანებული ევროპის შექმნაზე საერთო
ინსტიტუციების დაარსების საშუალებით, ეროვნული ეკონომიკების თანადათანობითი
შერწყმით, ერთიანი ბაზრის შექმნით და მათი სოციალური კურსების თანდათანობითი
ჰარმონიზაციის გზით.

ექვს წევრ ქვეყანას შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდი 1956 წლის მაისში ვენეციაში
დაიწყო. 1957 წლის 25 მარტს კი რომის ორ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პირველი
ხელშეკრულებით შეიქმნა ”ევროპის ეკონომიკური გაერთიანება” (ეეგ), ხოლო მეორით –
ევროპის ატომური ენერგეტიკის გაერთიანება” (ევროატომი).

ეეგ ექვსივე წევრ ქვეყანას შემდეგ მიზნებს უსახავდა:


1. შემდეგი 12 წლის განმავლობაში ერთიანი ბაზრის შექმნას.
2. წევრ სახელმწიფოთა შორის საბაჟო მოსაკრებლის გაუქმებას
3. სოფლის მეურნეობაზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და კონკურენციაზე საერთო
კურსის განსაზღვრას და დაწესებას.
4. ევროპის სოციალური ფონდისა” და ევროპის საინვესტიციო ბანკის” შექმნას.
5. ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების” ძირითადი ინსტიტუციური
სტრუქტურების მსგავსი სტრუქტურების შექმნა
ეეგ-ის დაარსებამ ხელი შეუწყო დაჩქარებულ ეკონომიკურ ზრდას. საერთო სავაჭრო
პოლიტიკა უფლებას აძლევდა ექვს სახელმწიფოს, საერთაშორისო სავაჭრო
მოლაპარაკებების დროს ემოქმედა როგორც ერთიან აქტორს და გამოეყენებინა ერთიანი
ბაზრის ძალა.

1968 წელს ხანგრძლივი დებატების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს ერთიანი აგრარული


პოლიტიკის” შესახებ

მოგვიანებით ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაზე” სერიოზული გავლენა მოახდინა ორმა


მნიშვნელოვანმა კრიზისმა, რომლებიც შარლ დე გოლის მიერ ევროპის ინტერესებზე წინ
საფრანგეთის ინტერესების დაყენებით იყო გამოწვეული:
• პირველი შოკი 1963 წელს გაჩნდა, როდესაც დე გოლმა ერთპიროვნულად დაადო ვეტო
დიდი ბრიტანეთის განცხადებას ეეგ-ში გაწევრიანების შესახებ.
• მეორე შოკი – 1965 წლის ე.წ. “ცარიელი სკამის” კრიზისი, რომელიც 1966 წლის
იანვარში ლუქსემბურგის კომპრომისით დასრულდა კრიზისი, გამოწვეული იყო
საფრანგეთის უარით, მონაწილეობა მიეღო მინისტრების საბჭოს შეხვედრებში.
საფრანგეთის გარდა ყველა წევრ სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ მინისტრების საბჭოზე
მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას
საბჭოს წევრები, დროის დასაშვებ ფარგლებში და მაქსიმალური ძალისხმევით, უნდა
მისულიყვნენ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც არ ხელყოფდა ერთმანეთის
ინტერესებს და მისაღები იქნებოდა ყველა მხარისათვის. საფრანგეთს კი მიაჩნდა, რომ
სხდომაზე დისკუსიები უნდა გაგრძელებულიყო გადაწყვეტილების ერთხმად
მიღებამდე.
საერთაშორის მოვლენები: 1960-იანი წლები

ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში მიმდინარე


პროცესები დაძაბულ საერთაშორისო
კონტექსტში ვითარდებოდა. ცივი ომის
ფარგლებში არსებული დაპირისპირება
გრძელვადიან გავლენას ახდენდა აშშ-ს, საბჭოთა
კავშირსა და ევროპის სამმხრივ
ურთიერთობებზე.

1961 წ. დაიწყო ბერლინის კრიზისი, როდესაც


აღმოსავლეთ ბერლინის მოსახლეობის
დასავლეთისკენ დაძრული ნაკადის
შესაჩერებლად დასავლეთ და აღმოსავლეთ რუკაზე, რომელსაც საიდუმლო გრიფი
ბოლოდ დროს მოეხსნა, ნაჩვენებია
ბერლინს შორის ეკლიანი მავთული გაიჭიმა, რაც აშშ-სა და სსრკ-ის ხომალდების
მალე ბეტონის კედლის აღმართვით დასრულდა. განლაგება კუბის კრიზისის პერიოდში.

1962 წ. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირი კუბაზე


ბირთვულ რაკეტებს ათავსებდა, პრეზიდენტი
კენედი მტკიცე პოზიციაზე დადგა. მას მიაჩნდა,
რომ ეს საბჭოთა კავშირის მორიგი ხრიკი იყო,
რომელიც ბერლინის საკითხზე დათმობის
მისაღებად ესაჭიროებოდა. კენედიმ პრინციპული
პოზიცია დაიჭირა და 1965 წლის ოქტომბრის ათი
დღის განმავლობაში მსოფლიო ბირთვული ომის
დაწყების ზღვარზე იყო.
საბჭოთა ბირთვულ ქობინიანი რაკეტა
აშშ-ის მიერ ვიეტნამში წარმოებული პოლიტიკის გამო დაძაბულობა სუფევდა
ტრანსატლანტიკურ სივრცეშიც.

1962-1963 წლებში ამერიკის სამხედრო მრჩევლების ვიეტნამში გაგზავნა საომარი


მდგომარეობის ესკალაციის მაუწყებელი იყო, რაც 1965 წელს სრულმასშტაბიანი ომით
დაგვირგვინდა. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ დასავლეთევროპელები შეაშფოთა.
საზოგადოება კი მას შფოთვითა და აგრესიული განწყობით შეხვდა. მრავალ ქვეყანაში ომის
საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. 1967 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ
დასავლეთევროპელთა 80 პროცენტი აშშ-ის პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად იყო
განწყობილი.
1960-იანი წლების ბოლოს აქცენტი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის
ურთიერთობების დათბობაზე კეთდებოდა. მოვლენათა რიგში პირველი პრაღის კრიზისი
იყო (ჩეხოსლოვაკია), 1968 წელს ხელისუფლებაში რეფორმისტი ალექსანდრ დუბჩეკი
მოვიდა და სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის განხორციელება დაიწყო.
ამას მალევე საბჭოთა კავშირისა და ”ვარშავის პაქტის” სხვა მონაწილე სახელმწიფოების
სამხედრო ინტერვენცია მოჰყვა.
1969 წლის ოქტომბერში ვილი ბრანდტი, დასავლეთ გერმანიის პირველი არჩეული
სოციალ-დემოკრატი კანცლერი, ახალი ინიციატივით გამოვიდა – ოსტპოლიტიკის
(აღმოსავლეთის პოლიტიკა) საშუალებით აღმოსავლეთ გერმანიის, პოლონეთისა და
აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში შეღწევა და ფეხის მოკიდება.
თავდაპირველად ბრანდტის ახალი კურსის შესახებ დასავლეთევროპელთა აზრი გაიყო.
საფრანგეთი და, განსაკუთრებით, დიდი ბრიტანეთი შიშობდნენ, რომ ამ ყველაფერს
შედეგად შეიძლებოდა დასავლეთ გერმანიის საბჭოთა ორბიტაზე გადაქაჩვა მოჰყოლოდა.
ექსპერტები ამ პერიოდს “ცივი ომის” “ცივი მშვიდობით” ჩანაცვლების პერიოდს უწოდებენ
და ამტკიცებენ, რომ “ბრანდტი ის პირველი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე იყო,
რომელმაც რკინის ფარდას ძალაყინი ჩაარტყა”.
ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებას”, რომელშიც მხოლოდ ექვსი წევრი იყო,
მხოლოდ ლიმიტირებული შედეგებისთვის შეეძლო მიეღწია. ამ ექვსი წევრი
ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 180 მილიონი იყო, რაც მთელი
დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 56 %-ს შეადგენდა, აქ თავმოყრილი იყო
დასავლეთ ევროპის ეკონომიკური სიმდიდრის მხოლოდ 56 %. შესაბამისად, თუ
ამ ინტეგრაციის უმთავრესი მიზანი რეგიონში მშვიდობის მიღწევა და
ეკონომიკური სტაბილურობის დამყარება იყო, მაშინ საჭირო იყო მისი
გაფართოება.

თუმცა წევრობის რეალურ კანდიდატთა რაოდენობა საკმაოდ შეზღუდული


იყო. აღმოსავლეთევროპული ქვეყნების გაწევრიანება გამორიცხული იყო,
სკანდინავიის ქვეყნები სუპრაეროვნულობის იდეას დიდი სიფრთხილით
ეკიდებოდნენ, თანაც სკანდინავიის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო შიდა
კავშირები ჰქონდათ. რაც შეეხება საბერძნეთს, პორტუგალიასა და
ესპანეთს, ისინი მეტისმეტად ღარიბები და/ან არასაკმარისად
დემოკრატიულები იყვნენ.

„გაერთიანებას” ყველაზე თვალნათლივ დიდი ბრიტანეთი აკლდა. იმ დროს


ბრიტანეთი ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ამავდროულად
ევროპის ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა იყო. დიდი ბრიტანეთი იყო
უმნიშვნელოვანესი ხიდი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს შორის,
განსაკუთრებით, სუეცის კრიზისის დაწყებამდე.

თუმცა ლონდონი თვლიდა, რომ ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაცია


გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს დაათმობინებდა.
ბრიტანეთმა თავდაპირველად შემდეგი სტრატეგია აირჩია – იგი მხარს უჭერდა
”ევროპის ეკონომიკური გაერთიანების (ეეგ)” ალტერნატიული ინსტიტუციის –
”ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (ეთვა)”– დაარსებას, რომელიც
შედარებით ნაკლები ამბიციების მქონე და უფრო თავისუფალი ინტეგრაციის მოდელზე
აგებული ინსტიტუცია იყო.

ეთვა 1960 წ. სტოკჰოლმის კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაარსდა. კონვენციას


ხელი მოაწერეს ავსტრიამ, დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ,
შვედეთმა და შვეიცარიამ. მისი ძირითადი ამოცანა ეეგ-ის ამოცანის მსგავსი იყო –
ხელი შეეწყო თავისუფალი ვაჭრობისათვის. თუმცა, ეეგ-ისგან განსხვავებით, ეთვა არ
აკისრებდა წევრებს იურიდიულ ვალდებულებებს და არ ისახავდა პოლიტიკურ მიზნებს.

საბოლოოდ, ეთვა-მ ვერ შეძლო ეეგ-ის წევრების დაინტერესება, გარდა ამისა სუეცის
კრიზისმა დაამსხვრია მითი ბრიტანეთის სახელმწიფოს ძლევამოსილების შესახებ,
პარალელურად ცხადი ხდებოდა, რომ ეეგ-ს ევროპაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური
გავლენა ჰქონდა. გამოდიოდა, რომ ბრიტანეთისთვის ეეგ-ში არგაწევრიანება
გარკვეულ რისკს შეიცავდა – იგი პოლიტიკურ იზოლაციაში მოექცეოდა და
ეკონომიკურად წამგებიან მდგომარებაში აღმოჩნდებოდა.

1961 წ. ეთვას დაარსებიდან 15 თვის თავზე, ბრიტანეთმა წევრობის განაცხადით


მიმართა ეეგ-ს. განაცხადი შეიტანა დანიამაც, რადგან ბრიტანეთი მისი საკვები
პროდუქციის მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო. განაცხადი შეიტანა ირლანდიამაც,
რომელიც იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთის მაგალითისთვის მიებაძა. 1962 წელს
მათ ნორვეგიაც შეურთდათ;
ყველაფერი შეიძლებოდა უპრობლემოდ წარმართულიყო, რომ არა
ინტეგრაციისადმი ბრიტანეთის გულგრილი დამოკიდებულებითა და ”ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციაში” მის მიერ შეტანილი წვლილით
გაღიზიანებული შარლ დე გოლი. იგი თვლიდა, რომ ბრიტანეთი გაერთიანების
ზოგიერთი მიზნის გადასინჯვას მოისურვებდა, რასაც შეიძლებოდა
საფრანგეთის ინეტერესები ემსხვერპლა. შესაბამისად, დე გოლი ბრიტანეთს
„ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში” საფრანგეთის მეტოქედ და ევროპაში
აშშ-ის გავლენის დასაყრდენად მოიაზრებდა. „გაერთიანების” შედარებით
მცირე წევრი სახელმწიფოები დე გოლს არ ეთანხმებოდნენ და დიდი
ბრიტანეთის გაწევრიანების მომხრედ გამოდიოდნენ, რითაც საფრანგეთის
გავლენის დაბალანსებას ცდილობდნენ.

დიდი ბრიტანეთის განაცხადს მხარი დაუჭირა ასევე აშშ-მა, დასავლეთ


გერმანიამ და პირადად ჟან მონემ. თუმცა დე გოლის თვალსაზრისმა
გაიმარჯვა და 1963 წელს მან ვეტო დაადო დიდი ბრიტანეთის განაცხადს და
ხელი მოაწერა საფრანგეთ-გერმანიის მეგობრობის ხელშეკრულებას (ელიზეს
ხელშეკრულება).

დე გოლმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ დასავლეთ გერმანიის გარდა


არც ერთ პარტნიორ სახელმწიფოს არ აცნობა და ცეცხლზე ნავთი დაასხა,
როდესაც საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ჟურნალისტს
განუცხადა, რომელმაც მას პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე წინასწარ
მომზადებული კითხვა დაუსვა.

იმის გამო, რომ ბრიტანეთის განაცხადი ოთხი სახელმწიფოს განაცხადის


პაკეტის ნაწილი იყო, გაწევრიანებაზე უარი ეთქვათ დანიას, ნორვეგიასა და
ირლანდიასაც.
ბრიტანეთმა წევრობაზე მორიგი განაცხადი 1967 წ. შეიტანა, თუმცა ამჯერადაც დე
გოლის ერთპიროვნული ვეტო აღმოჩნდა გადაულახავი წინააღმდეგობა. დე გოლი
კვლავაც საფრანგეთის ინტერესების დაცვას ცდილობდა საერთო აგრარული
პოლიტიკის ფარგლებში, ხოლო დიდი ბრიტანეთი მისთვის კვლავინდებურად
ამერიკელების `ტროის ცხენად” რჩებოდა.

ცხადი გახდა, რომ ბრიტანეთსა და გაწევრიანების მოსურნე სხვა ქვეყნებს იმ დრომდე


უნდა დაეცადათ, სანამ დე გოლი საფრანგეთის პრეზიდენტობიდან არ გადადგებოდა.
ეს კი 1969 წ. მოხდა. ბრიტანეთმა მესამე განცხადება მალევე შეიტანა, რომელიც
დაკმაყოფილებულ იქნა.

1970-71 წლებში დაჩქარებული პროცედურით წარიმართა მოლაპარაკებები


ბრიტანეთის ეეგ-ში გაწევრიანების შესახებ და ოთხივე სახელმწიფო – ბრიტანეთი,
დანია, ირლანდია და ნორვეგია – წევრობისათვის შესაფერისად მიიჩნიეს.
 
1972 წლის სექტემბრის ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ნორვეგიელებმა
წევრობაზე უარი განაცხადეს.
 
1973 წლის 1 იანვარს „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” პირველი გაფართოება
მოხდა, მის რიგებს სამი ახალი სახელმწიფო – ბრიტანეთი, დანია და ირლანდია –
შეემატა. ექვსი წევრის ნაცვლად გაერთიანებაში ახლა უკვე ცხრა წევრი იყო.
1950-იანი წლების მიწურულს საბერძნეთმა პირველი ნაბიჯი გააკეთა
ევროგაერთიანებისკენ, მაგრამ იმის გამო, რომ მას არასაკმარისად განვითარებული
ეკონომიკა ჰქონდა, 1961 წელს მას მხოლოდ ასოცირებული ურთიერთობები შესთავაზეს.
საბერძნეთს სრული წევრობის მიღება გაცილებით ადრე შეეძლო, რომ არა 1967 წლის
აპრილის სამხედრო გადატრიალება, რომლის შემდეგ საბერძნეთს ასოცირების
ხელშეკრულებაც კი გადაუვადეს. 1974 წელს, როდესაც საბერძნეთის სათავეში
სამოქალაქო მთავრობა მოვიდა, ათენმა თითქმის დაუყოვნებლივ შეიტანა განაცხადი
„გაერთიანების” სრულ წევრობაზე.

ასოცირებული ურთიერთობების დამყარებაზე ინტერესი გამოხატეს პორტუგალიამ და


ესპანეთმა, მაგრამ ამ ორ ქვეყანაში ჯერ კიდევ დიქტატორული რეჟიმი ბატონობდა, მათი
ეკონომიკა კი განუვითარებელი და სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული იყო. მათი
სრულ წევრებად მიღების საკითხის განხილვა სერიოზულად მხოლოდ მას შემდეგ
დაიწყო, რაც 1974 წელს პორტუგალიაში დაემხო კაეტანოს რეჟიმი, ესპანეთში კი 1975
წელს გარდაიცვალა ფრანკო.

1981 წელს ჯერ საბერძნეთის გაწევრიანება მოხდა, ხოლო 1986 წლის იანვარში „ევროპის
ეკონომიკურ გაერთიანებას” პორტუგალია და ესპანეთი შეუერთდნენ. ცხრა ახლა უკვე
თორმეტად იქცა.

მას შემდეგ რაც 1987 წელს თურქეთმა, 1989 წელს ავსტრიამ, 1990 წელს კი კვიპროსმა და
მალტამ შეიტანეს წევრობის განაცხადები, საჭირო გახდა აქცენტის გაკეთება
”გაერთიანების” გაღრმავებაზე და არა გაფართოებაზე.
 
აღმოსავლეთ გერმანია „გაერთიანებაში” 1990 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ,
უკანა კარიდან შევიდა. 1995 წლამდე „გაერთიანების” გაფართოება აღარ მომხდარა.
პირველი ნაბიჯები სავალუტო კავშირისაკენ (1969-1992)

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის არსებული ეკონომიკური პრობლემების


თავიდან ასაცილებლად ბრეტონ ვუდსის სისტემის ერთგვარ ქვაკუთხედად გაცვლითი
კურსის სტაბილურობა დაწესდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაეკისრა
სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით დახმარების ფუნქცია, რაც გამოიხატებოდა
მსოფლიოს წამყვანი ვალუტების კონვერტირებაში ოქროსა და აშშ-ის დოლარზე.

1950 წელს დაარსდა „ევროპის საგადასახადო კავშირი”, რომელიც ხელს უწყობდა


ევროპული ვალუტების კონვერტაციას რეალისტური გაცვლითი კურსის დაწესების
გზით.

1958 წელს ეს კავშირი ევროპის სავალუტო ხელშეკრულებამ” ჩაანაცვლა, რომლის


თანახმად, „ევროპის ეკონომიკური გაერთიანების” წევრ ქვეყნებს (მათ შორის, დიდ
ბრიტანეთს, ირლანდიასა და შვედეთს) საკუთარი ვალუტა აშშ-ის დოლართან
მიმართებაში 0.75 პროცენტის ცვლილების ფარგლებში უნდა შეენარჩუნებინათ.

ბრეტონ ვუდსის სისტემა აშშ-ის დოლარისადმი არსებულ ნდობას ეფუძნებოდა, რაც,


თავის მხრივ, ამერიკის ეკონომიკის სიძლიერესა და აშშ დოლარისა და ოქროს
კონვერტაციაზე იყო დამყარებული. 1960-იან წლებში დასავლეთ ევროპის ეკონომიკა
სწრაფად იზრდებოდა, აშშ-ში კი, ვიეტნამის ომის გამო, ინფლაცია მძვინვარებდა. ამ
ვითარებამ ამერიკული დოლარის მიმართ საერთაშორისო ნდობა შეარყია.
1971 წლის აგვისტოში, აშშ-მა ერთპიროვნულად გადაწყვიტა, დაესრულებინა დოლარის
კონვერტაცია ოქროსთან მიმართებაში, რაც ბრეტონ ვუდსის სისტემის დასასრული
აღმოჩნდა. დაიწყო საერთაშორისო სავალუტო მღელვარების ერა.
საქმე კიდევ უფრო გაამწვავა 1973 წლის ოქტომბრის იომ-ქიფურის ომმა ისრაელსა და
არაბულ ქვეყნებს შორის, რამაც საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია, რის
შედეგადაც ნავთობის არაბმა მწარმოებლებმა ნავთობის ფასი გააოთხმაგეს.
მცურავი გაცვლითი კურსი საფრთხეს უქმნიდა საერთო აგრარულ პოლიტიკას. ამ ამბით
შეშფოთებული ეეგ-ის ხელმძღვანელი პირები 1972 წლის თებერვალში შეთანხმდნენ
გარკვეულ გეგმაზე, რომელსაც პირობითად „გველი გვირაბში” უწოდეს. ამ გეგმის
თანახმად, ევროპის ეკნომიკური გაერთიანების” წევრ ქვეყნებს ყველაფერი უნდა
ეღონათ საკუთარი ეროვნული ვალუტის აშშ-ის დოლართან მიმართებაში 2.25
პროცენტის ფარგლებში ცვლილების შესანარჩუნებლად, რითაც 1980 წლისთვის
საფუძველს ჩაუყრიდნენ სავალუტო კავშირის შექმნას.

„გველი გვირაბში” 1972 წლის აპრილში გამოუშვეს, მასში ბრიტანეთთან, დანიასა და


ნორვეგიასთან ერთად ეეგ-ის ექვსივე წევრი ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა
არამდგრადი გაცვლითი კურსის გამო დიდი ბრიტანეთი, დანია და იტალია მათ რიგებს
გამოეთიშა. საფრანგეთი ამ გეგმიდან 1974 წელს გამოვიდა, 1975 წელს ისევ შეუერთდა,
1976 წელს კი კვლავ გამოვიდა.
 
1973 წელს გადაწყდა “ევროპის რეგიონული განვითარების ფონდის” დაარსება, რაც
მიზნად ისახავდა სახელმწიფოების მხრიდან განვითარების ხარჯების შემავსებელი
თანხების გამოყოფას. დაფინანსებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიჰქცეოდა
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას სამრეწველო
საშუალებით თავიანთი და მომსახურების სექტორებში.
1979 წ. გველი” „ევროპის სავალუტო სისტემამ” ჩაანაცვლა, მასში გამოყენებული
„გაცვლითი კურსის მექანიზმი” „ევროპის სავალუტო ერთეულს” (ეკიუ)
ეფუძნებოდა.

მონაწილე მხარეებს თავიანთი სახელმწიფო ფულის ერთეული ეკიუსთან


მიმართებაში 2.25 პროცენტის ცვლილების ფარგლებში უნდა შეენარჩუნებინათ
(იტალიის შემთხვევაში – 6 პროცენტი).

გაჩნდა იმის იმედიც, რომ ეკიუ ეეგ-ის წევრ ქვეყნებს შორის ვალების გადახდის
ერთეული გახდებოდა და ევროპელებს ერთიანი ვალუტის შემოღებისთვისაც
მოამზადებდა. შემთხვევისა და დამთხვევის წყალობით ეკიუ ძველი ფრანგული
მონეტის სახელიც იყო, ამიტომ თვლიდნენ, რომ ახალ, ერთიან ევროპულ
ვალუტას სწორედ ეკიუ დაერქმებოდა.

პრობლემა გამძაფრდა 1990-იანი წლების დასაწყისში. გერმანიისთვის


პრობლემური იყო 1990 წლის გაერთიანებასთან შეგუება. დიდი
ბრიტანეთისთვის არამომგებიანი იყო „გაცვლითი კურსის მექანიზმის”
ფარგლებში დარჩენა, რომელში გაწევრიანებას ის 1990 წლამდე აყოვნებდა.

დიდი ბრიტანეთი თავგამოდებით ცდილობდა ფუნტი სტერლინგის გამყარებას,


თუმცა საბოლოოდ 1992 წლის 16 სექტემბერს მან მაინც გადაწყვიტა გაცვლითი
კურსის მექანიზმიდან გამოსვლა. ეს თარიღი „შავი ოთხშაბათის” სახელითაა
ცნობილი.
6. ერთიანი ბაზრიდან ევროკავშირამდე
1960-იან წლებში ერთიანი ბაზარი ევროინტეგრაციის დღის წესრიგში უმთავრეს
საკითხად იქცა, მაგრამ წინსვლა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა.
1986 წელს ხელი მოეწერა რომის ხელშეკრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან
ხელშეკრულებას `საერთო ევროპულ აქტს” (სეა), რომელმაც ევროპის ეკონომიკურ
გაერთიანებას”, რომელსაც ახლა უკვე ძირითადად ევროგაერთიანებას ან უბრალოდ
გაერთიანებას უწოდებდნენ, ახალი მისია და იდენტობა შესძინა.

1989 წელს ბერლინის კედლის ნგრევ ”ცივი ომის” დასრულებისა და კონტინენტის


მთლიანობის აღდგენის სიმბოლოდ იქცა. მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ უკვე
მოვიდა დრო და დადგა საჭიროება იმისა, რომ `გაერთიანებას” გლობალურ არენაზე
დაემკვიდრებინა თავი.

ევროგაერთიანების ახალი იდეები 1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების


ხელმოწერით დაგვირგვინდა. ხელშეკრულებით დადგინდა, რომ შემოიღებდნენ
ერთიან ევროპულ ვალუტას და შეიმუშავებდნენ ერთიან საგარეო პოლიტიკას.
გაფართოებასაც ახლებური თვალით შეხედეს. 1994 წელს ევროპის თავისუფალი
ვაჭრობის ასოციაციის” წევრ ქვეყნებს ევროპის ეკონომიკური სივრცის საშუალებით
ხელი მიუწვდებოდათ ერთიან ბაზარზე, 1995 წლიდან მასში გაწევრიანდა ავსტრია,
ფინეთი და შვედეთი.
ორ ახალ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი: 1997 წელს ამსტერდამში და 2001 წელს
ნიცაში, რომელთა მიზანიც ინსტიტუციურ წესებში შესწორებების შეტანა და ახალი
პოლიტიკური პასუხისმგებლობების დამტკიცება იყო.
“საერთო ევროპული აქტი” (1989-1993)

მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ბაზრის შექმნის თვალსაზრისით 1960-იან


წლებში გარკვეული პროგრესი ნამდვილად შეიმჩნეოდა, კვლავ
შენარჩუნებული იყო უამრავი ბარიერი: უამრავი ტექნიკური სტანდარტი,
ხარისხის კონტროლი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტები
და არაპირდაპირი დაბეგვრა. მოგზაურებს კვლავაც უხდებოდათ
საიმიგრაციო კონტროლის გავლა საზღვრებზე, ისინი კი, ვინც
“გაერთიანების” წევრ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად
გადასვლას გეგმავდა, მრავალ სირთულეს აწყდებოდნენ.

1980-იანი წლების დასაწყისში შეშფოთება გამოითქვა დასავლეთევროპული


ევროსკლეროზის მოსალოდნელი შედეგების გამო:

ევროსკლეროზი: როდნი ლიჩი ევროსკლეროზს განმარტავს, როგორც


ევროპის ეკონომიკური არტერიების გატლანქებას. როგორც წესი
ევროსკლეროზი აღნიშნავს ევროპის შენელებულ და არადინამიურ
შრომით ბაზარს, რაც გამოწვეული იყო ხისტი შრომითი
კანონმდებლობით, მაღალი სოციალური ხარჯებით, მძიმე დაბეგვრით
და ზერეგულირებით გამოწვეული სტაგნაციით. 1970-იანი წლები
ევროპის ეკონომიკური გაერთიანებებისათვის კრიზისების ხანად არის
ცნობილი. ამ პერიოდში აღმოცენდა ეს ტერმინი.
1985 წლის იანვარში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟაკ დელორი გახდა. მისთვის
პრიორიტეტი იყო გაერთიანების ლეთარგიული მდგომარეობიდან გამოყვანა და
გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის ფეხის აწყობა.

1986 წლის თებერვალში ”საერთო ევროპული აქტს” (სეა) მოეწერა ხელი.


ხელშეკრულება ძირითადად ეკონომიკურ მიზნებს ისახავდა. ”სეამ” ყველაზე მეტი
შეშფოთება დანიაში გამოიწვია, დანიის პარლამენტმა ხელშეკრულების პროექტის
დამტკიცება ვერ შეძლო, რადგან ქვეყანაში შიშობდნენ, რომ იგი საფრთხეს
შეუქმნიდა სახელმწიფოს სუვერენიტეტს.

1986 წლის თებერვალში დანია”გაერთიანების” პირველი წევრი სახელმწიფო


გახდა, რომელმაც ეს საკითხი სახელმწიფო რეფერენდუმზე გაიტანა, რომლის
შედეგადაც მის სასარგებლოდ ხმა მისცა ამომრჩეველთა 56.2 პროცენტმა,
რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახელობის 74 პროცენტმა მიიღო. ირლანდიაშიც
გარკვეული პრობლემები შეიქმნა, ძირითადად კონსტიტუციური ხასიათის, მაგრამ
საკითხი 1987 წლის მაისის რეფერენდუმით გადაწყდა, როდესაც მას მხარი
მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა.

“საერთო ევროპული აქტი” ძალაში ორი თვის შემდეგ შევიდა.


რამდენიმე სახელმწიფომ მოვლენებს წინ გაუსწრო და ცალკე შეთანხმება დადო
საზღვრების გარეშე არსებულ ევროპაზე.

1985 წლის ივნისში საფრანგეთის, დასავლეთ გერმანიისა და ბენელუქსის ქვეყნების


წარმომადგენლები ლუქსემბურგის სოფელ შენგენთან ახლოს მდინარეზე
ღუზაჩაშვებულ პატარა გემზე შეიკრიბნენ. ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი
მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, სასწრაფოდ გაუქმდა სასაზღვრო
კონტროლი ამ ქვეყნებს შორის.

მეორე ხელშეკრულებას ხელი 1990 წლის ივნისში მოეწერა, “შენგენლენდი” კი


საბოლოოდ 1995 წლის მარტში შეიქმნა.

1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულებით ეს შეთანხმება ევროკავშირის


ხელშეკრულებებში შეიტანეს. დღეისთვის შეთანხმება 26 ქვეყანას აქვს მიღებული,
ანუ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას დიდი ბრიტანეთის, ხორვატიის,
ბულგარეთის, კვიპროსის, ირლანდიისა და რუმინეთის გარდა, ასევე არ აქვთ
მიღებული ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

დიდი ბრიტანეთი ხელშეკრულებას იმ მოსაზრებით გაემიჯნა, რომ ისეთ რეგიონში,


რომელშიც არ არსებობს შიდა სასაზღვრო შემოწმებები, მის მოქალაქეებს
გადაადგილების დროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მუდმივად თან
ტარება მოუხდებოდათ, ირლანდია შეთანხმებას გაემიჯნა დიდ ბრიტანეთთან
საპასპორტო კავშირის ქონის გამო. ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი
გაწევრიანებისთვის საჭირო პირობებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
ლურჯი -  შენგენის ზონა
ცისფერი- ღია საზღვრების მქონე
ქვეყნები
ყვითელი -  მომავალი წევრები
1985 წ. ევროინტეგრაციის ორი უმნიშვნელოვანესი
სიმბოლო მიიღეს.
1. ერთი საერთო სტანდარტული დიზაინის მქონე
პასპორტი იყო, რომელზე ლაპარაკიც ჯერ კიდევ
1974 წელს დაიწყო, პირველად კი 1985 წლის
იანვარში გამოვიდა. პასპორტების მფლობელები
თავიანთი სახელმწიფოს მოქალაქეებად რჩებოდნენ,
სამაგიეროდ, ახალ ბორდოსფერი პასპორტები
ჰქონდათ, რომელზეც მათი სახელმწიფო გერბი იყო
გამოსახული და ამავე დროს ეწერა
ევროგაერთიანება”.
2. 1985 წლის ივნისში მეორე სიმბოლო –
`გაერთიანების” დროშა (ლურჯ ფონზე 12
ვარსკვლავი) მიიღეს, რომელიც ევროპული
საბჭოსგან იყო გადმოღებული.

”საერთო ევროპული აქტი” ძალაში 1987 წლის ივლისში დიდი ზარ-ზეიმით


შევიდა. მასში დადგენილი იყო იმ რეგიონის დაარსების თარიღი, რომელშიც
არ იქნებოდა ”შიდა საზღვრები” და რომელშიც უზრუნველყოფილი
იქნებოდა ”საქონლის, ადამიანების, მომსახურებისა და კაპიტალის
თავისუფალი გადაადგილება”. ამ თარიღად 1992 წლის 31 დეკემბრის
შუაღამე იყო დათქმული. ”სეას” მიხედვით, ევროპა” მსოფლიოს უდიდესი
ბაზარი და სავაჭრო ბლოკი უნდა გამხდარიყო.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ჟაკ დელორი
ევროკომისიის პრეზიდენტთა შორის, ალბათ, ყველაზე
გავლენიანმა ჟაკ დელორმა (1925-) თავისი
პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში (1985-1995)
საკუთარი სიტყვა თქვა ევროინტეგრაციის საქმეში. იგი
ზედამხედველობას უწევდა ”საერთო ევროპული აქტისა”
და მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერას,
ევროკავშირის გაფართოებას, ”გაერთიანების” ბიუჯეტის
რეფორმებს, ევროპის ეკონომიკური სივრცის შექმნას,
ევროს” შემოღების საფუძვლის ჩაყრის პროცესს, ასევე იყო
”ცივი ომის” დასრულებისა და ბალკანეთის ომის დაწყების
მოწმე.
ჟაკ დელორი
ევროკომისიის მე-8
დაიბადა პარიზში, განათლებით ეკონომისტია, მუშაობდა პრეზიდენტი
საბანკო ინდუსტრიაში, მოგვიანებით მცირე ხნის
მანძილზე იყო ევროპარლამენტის წევრი (1979-1981), 1981-
1984 წლებში კი – საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა
მინისტრი.

კომისიის პრეზიდენტებოსას იგი გაიცნეს თავისი


ამბიციური გეგმებითა და მართვის მტკიცე სტილით;
თავის წინამორბედებთან შედარებით იგი უფრო ხშირად
ხდებოდა საგაზეთო ჰედლაინების ობიექტი. გადადგა 1995
წელს. უარი განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტობის
სოციალისტ კანდიდატად კენჭისყრაზე.
საერთაშორისო მოვლენები: ცივი ომის დასასრული (1989-1999)
ევროგაერთიანებაში მიმდინარე ცვლილებები იმ დრამატული პოლიტიკური
მოვლენების ფონზე ვითარდებოდა, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს ევროპის
არსი და მისი ადგილი მსოფლიოში.

•1985 წლის მარტში საბჭოთა კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად


მიხეილ გორბაჩოვი დაინიშნა. ის აქტიურად შეუდგა საბჭოთა ეკონომიკის
ნაკლოვანი მხარეებისა და ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის
რესტრუქტურიზაციას, მაგრამ მალე სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა
ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლ კონსერვატორებსა და პროგრესისა და
წინსვლისაკენ მსწრაფ ძალებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირების გამო.
•პოლონეთში 1980 წელს შეიქმნა სოლიდარობა”, პირველი არაკომუნისტური
პარტია, რომელმაც მთავრობა მრავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე
დააყენა. თავდაპირველად მთავრობა მის დახურვას შეეცადა, მაგრამ მალე
იძულებული გახდა, მასთან მოლაპარაკებაზე წასულიყო.
•აღმ. გერმანიაში 1989 წლის გაყალბებულმა არჩევნებმა დიდი
უკმაყოფილება გამოიწვია და როდესაც სექტემბერში უნგრეთმა
ავსტრიასთან საზღვარი გახსნა, ათასობით აღმოსავლეთგერმანელმა
უნგრეთის გავლით დასავლეთისკენ გასწია. ოქტომბერში აღმოსავლეთ
ბერლინში გამოსვლები დაიწყო, ნოემბერში დასავლეთ ბერლინში
გადასვლა უკვე ბერლინის კედლის გავლითაც იყო შესაძლებელი. ამ
დროისთვის კედლის დემონტაჟი უკვე დაწყებული იყო. 1961 წლიდან
აღმართული ”ცივი ომის” ერთ-ერთ უმძლავრესი სიმბოლო 1990 წლის
ოქტომბერს დაინგრა. მის ნგრევას გერმანიის გაერთიანება მოჰყვა.
•ჩეხოსლოვაკიაში ანტიკომუნისტური ”ხავერდოვანი რევოლუცია” 1989
წლის ნოემბერში მოხდა, რასაც ერთპარტიული სახელმწიფოს ნგრევა და
1990 წლის ივნისში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მოჰყვა. 1917
წლიდან, ანუ ჩეხოსლოვაკიის შექმნის შემდეგ, ჩეხებსა და სლოვაკებს
ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომ 1993
წლიდან ჩეხეთმა და სლოვაკეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
განაგრძეს არსებობა.

•რუმინეთში, რომელიც ყველაზე ავტორიტარული იყო აღმოსავლეთ


ევროპის სახელმწიფოთა შორის, 1989 წლის ნოემბერში კომუნისტური
პარტიის ხელმძღვანელად ისევ ნიკოლაე ჩაუშესკუ (ხელისუფლებაში იყო
1965 წლიდან) აირჩიეს. ჩაუშესკუ კურსის ცვლილებას არ გეგმავდა. წლების
განმავლობაში დაგროვილმა ბრაზმა და გაღიზიანებამ დუღილი იწყო და
როდესაც სამხედროებმა დემონსტრანტთა მხარე დაიჭირეს, ჩაუშესკუ და
მისი მეუღლე დააპატიმრეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

• დემოკრატიამ ალბანეთში, ბულგარეთსა და უნგრეთშიც შეაღწია. საბჭოთა


კავშირის დაშლასთან ერთად კი დამოუკიდებლობა მოიპოვა ბელარუსმა,
ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, მოლდოვამ და უკრაინამ.
ახლო აღმოსავლეთის ფაქტორი
ერაყი 1990 წლის აგვისტოში ქუვეითში შეიჭრა. აშშ უმალ ჩაუდგა სათავეში
მულტინაციონალური კოალიციის შექმნას და ერაყს საჰაერო ომი გამოუცხადა,
რასაც 1991 წლის თებერვალში ოთხდღიანი სახმელეთო ომი მოჰყვა.

ბრიტანეთი ამერიკას ამოუდგა მხარში და ამერიკის სამხედრო ძალებს თავისი


ძალები მიახმარა, საფრანგეთმაც გაგზავნა ჯარისკაცები, მაგრამ ხაზი გაუსვა
კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრის აუცილებლობას. გერმანიას
არაფრის გაკეთება არ შეეძლო, რადგან საკუთარი ჯარების ნატოს ფარგლებს
გარეთ განლაგება ეკრძალებოდა.

შურისძიების შიშით ბელგიამ ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად, უარი


განაცხადა თავისი საზღვაო ხომალდების, განაღმვითი სამუშაოებისა და ერაყის
ბლოკადის წარმოების გარდა, სხვა რაიმე მიზნებით გამოყენებაზე.

ირლანდია ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა - პრობლემის ირგვლივ არ იყო


ერთიანი მიდგომა.

ჟაკ დელორმა (1991) ამ პრობლემის პოლიტიკური მნიშვნელობა შეაჯამა,


როდესაც განაცხადა, რომ მართალია, განტოლებაში ძალის გამოყენების
ჩართვის საჭიროების დადგომისთანავე წევრმა ქვეყნებმა მტკიცე პოზიცია
დაიკავეს ერაყის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ
მაინც ნათელი გახდა, რომ `გაერთიანებას” არ გააჩნდა ინსტიტუციური
მექანიზმი და სამხედრო ძალა, რომელიც მას შეთანხმებულად მოქმედების
საშუალებას მისცემდა.
მოვლენები ბალკანეთში

1980 წ. იოსიპ ბროზ ტიტო გარდაიცვალა და ნაციონალისტური დაძაბულობა


გაძლიერდა.

იუგოსლავიამ დაშლა 1991 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც სლოვენიამ და


ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, სექტემბერში მათ რიგებს
მაკედონიაც შეუერთდა. ამას დიდი სისხლისღვრა მოჰყვა ომების, ალყების,
კაცისკვლის, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის სახით.
 
ევროგაერთიანების თაოსნობით მოწვეულ სამშვიდობო კონფერენციაზე ჟაკ
პოოსმა განაცხადა: ”ახლა ევროპის დროა და არა ამერიკის შეერთებული
შტატების”. მაგრამ როდესაც 1992 წლის იანვარში ”გაერთიანებამ” ხორვატია და
სლოვენია ცნო, მისი, როგორც ნეიტრალური არბიტრის, სანდოობა ეჭვქვეშ
დადგა. ბოსნიაში წარგზავნილმა ევროკავშირის მონიტორინგის
წარმომადგენლებმა ხოცვა-ჟლეტის შეჩერება ვერ შეძლეს (მათ აბუჩად
იგდებდნენ და ნაყინის გამყიდველებად მოიხსენიებდნენ, რადგან თავიდან
ფეხებამდე თეთრები ეცვათ).
 
საქმის მოგვარების პასუხისმგებლობა ისევ აშშ-მა იკისრა, რასაც 1995 წ.
”დეიტონის სამშვიდობო შეთანხმება” მოჰყვა. 1997-98 წლებში, როდესაც
კოსოვოს ეთნიკური ალბანელები იუგოსლავიიდან გამოყოფას ცდილობდნენ,
სერბეთის დაბომბვა 1999 წ. კვლავ ნატოს (აშშ-ის ხელმძღვანელობით) დაეკისრა.
”გაერთიანება” ნამდვილად ვერ ახერხებდა თავისი ეკონომიკური ძლიერების
ევროგაერთიანების ევროკავშირად გარდაქმნა (1990-1993)

ეკონომიკური ინტეგრაცია ევროგაერთიანებისგან ძლიერ პოლიტიკურ კოორდინაციას


მოითხოვდა. ასე დაიბადა ევროპის პოლიტიკური გაერთიანება” (ეპგ).

“ევროპის პოლიტიკურმა გაერთიანებამ” თავისი მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე


მიაღწია შემდეგს:
•1970 წელს მიიღო ევროგაერთიანების ერთობლივი პოლიტიკის დეკლარაცია ახლო
აღმოსავლეთის ქვეყნებში,
•1975 წელს ხელი მოეწერა ლომეს კონვენციას ღარიბი ქვეყნებისათვის დახმარების
გაწევის შესახებ,
•გაერთიანება ერთობლივად გამოეხმაურა 1980-იანი წლებში ფოლკლენდში ანგლო-
არგენტინულ ომს, პოლონეთისა და ირანის მოვლენებს და აპარტეიდს სამხრეთ
აფრიკაში.

პოლიტიკური კოორდინაციის თვალსაზრისით, უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი 1974


წელს ევროპული საბჭოს შექმნით გადაიდგა. ევროკომისიასთან შედარებით, საბჭო
ნაკლებ ინსტიტუციური ხასიათის, უფრო ფორუმის ტიპის ორგანიზაცია იყო.

ევროპული საბჭო ორგანიზებას უწევდა მთავრობის მეთაურების პერიოდული


სამიტების ჩატარებას, რითაც მათ ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების
საშუალებას აძლევდა. საბჭო პირველად 1975 წლის მარტში შეიკრიბა.
შეკრებაზე ინტეგრაციისათვის მეტად მნიშვნელოვანი მიდგომები გამოიკვეთა და
უმწვავესი პოლიტიკური დავისა და შეხლა-შემოხლის ასპარეზად იქცა.
ეკონომიკურ და სავალუტო კავშირს ბიძგი 1989-1990 წლებში განვითარებულმა მოვლენათა
თანხვედრამ მისცა:
1. საფრანგეთს, გერმანიასა და ესპანეთს ახალი ხელმძღვანელები ჰყავდათ (ფრანსუა მიტერანი,
ჰელმუტ კოლი და ფელიპე გონსალესი). ისინი ინტეგრაციის მომხრენი იყვნენ, რის
წყალობითაც, ნაწილობრივ მაინც, მოიპოვეს ეს თანამდებობები.
2. ევროკომისიას კვლავინდებურად დინამიკური და ამბიციური ჟაკ დელორი ედგა სათავეში.
3. როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა გერმანიის გაერთიანებას
შეუწყო ხელი, საფრანგეთი გერმანიისგან იმის თავიდან დადასტურებას ითხოვდა, რომ იგი
ევროპასთან იყო, რათა ამგვარად გერმანიისა და ევროპის გაერთიანება პარალელურ რეჟიმში
მომხდარიყო;
4. ევროპის სავალუტო სისტემაში არსებული პრობლემების მიუხედავად, არსებობდა
პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ ერთობლივი ვალუტის შემოღების მიზნით
წინსვლა არ უნდა შეეწყვიტათ. ახლა კომიტეტს, რომელიც ამ მიმართულებით გადასადგმელ
ნაბიჯებს სწავლობდა, დელორი თავმჯდომარეობდა.

1990-1991 წლის მოლაპარაკებების შემდეგ 1992 წლის თებერვალში ნიდერლანდების ქალაქ


მაასტრიხტში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ. ხელშეკრულების საწყის
პროექტში ლაპარაკი იყო ”ფედერალური ევროპის შექმნის მიზანზე”, მაგრამ ამგვარ
ფორმულირებას სასტიკად აღუდგა წინ დიდი ბრიტანეთი, ამიტომ ფორმულირება შეიცვალა და
რომის ხელშეკრულების პრეამბულის ფორმულირების იდენტური გახდა, რომელშიც ლაპარაკი
იყო ”ევროპის ხალხებს შორის `მუდმივად დაახლოვებად კავშირზე”. მიღწეულ იქნა
უზარმაზარი შეთანხმება, რომლის თანახმადაც უნდა შექმნილიყო ახალი ევროპული კავშირი,
რომელიც სამ ორგანიზაციულ `საყრდენზე” იქნებოდა დაფუძნებული:
5. სახელშეცვლილ ევროგაერთიანებაზე
6. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე
7. მართლმსაჯულებასა და საშინაო საქმეებზე
მაასტრიხტის ხელშეკრულება ცხარე კამათის საგანი გახდა.

დანიამ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ეროვნული რეფერენდუმის ჩატარება. 1992 წლის ივნისში
ევრო-გაერთიანება შოკმა მოიცვა, რადგან დანია გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც
ეროვნული რეფერენდუმით უარი თქვა ვროპულ ხელშეკრულებაზე. რეფერენდუმში
მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის 83%-მა, რომლის 50.57%-მა ამ ხელშეკრულების
წინააღმდეგ მისცა ხმა

ხელშეკრულებამ დებატები გამოიწვია ირლანდიაშიც, თუმცა შეთანხმდნენ პროტოკოლზე,


რომელიც იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ხელშეკრულება არ შეეხებოდა ირლანდიაში
აბორტის აკრძალვის კანონს, რის შემდეგაც 1992 წლის ივნისის რეფერენდუმზე
ხელშეკრულება ხმათა უმრავლესობით – 69%-ით გავიდა.

ამ მოვლენებს სექტემბერში საფრანგეთში პეტიტ ოუი (ე.წ. მოკრძალებული თანხმობა) მოჰყვა,


აქ მაასტრიხტს ხმა მისცა მოსახლეობის 51.04%-მა, არჩევნებზე კი მოსახლეობის მხოლოდ
70% გამოცხადდა.

როცა ვნებათაღელვა მიწყნარდა, შეთანხმება მოხდა გარკვეულ კომპრომისულ


ვარიანტზე – დანიას უფლება მიეცა, უარი ეთქვა იმ მუხლებზე, რომლებიც საერთო
ვალუტას, თავდაცვას, მოქალაქეობას, მართლმსაჯულებასა და საშინაო საქმეებს
ეხებოდა. 1993 წ. დანიაში მეორე რეფერენდუმი ჩატარდა. ხელშეკრულებას მხარი
დაუჭირა ამომრჩეველთა 56.8%-მა.
 
სხვა წევრი სახელმწიფოები ხელშეკრულების მისაღებად მზად იყვნენ.

მაასტრიხტის ხელშეკრულება ძალაში 1993 წლის ნოემბერში, თითქმის ერთი წლის


დაგვიანებით, შევიდა.
შემდგომი გაფართოება (1990-1995)
1973-1986 წლებში ევროგაერთიანების წევრთა რაოდენობა გაორმაგდა. გაფართოება
თანდათანობით ხდებოდა, მას არ ჰქონდა რაიმე დიდი გეგმა ან კონკრეტული წესები იმის
შესახებ, რა პირობები უნდა დაეკმაყოფილებინათ მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს.
მხოლოდ ერთი რამ იყო ნათელი: ეს სახელმწიფოები ევროპული უნდა ყოფილიყო, ყველა
სხვა წესი საკმაოდ ბუნდოვანი იყო.

1990-იანი წლების დასაწყისში საჭირო გახდა ამ წესებისთვის მეტი სინათლის მოფენა,


რადგან ამ დროისთვის წევრობაზე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდა ავსტრიას, კვიპროსს,
ფინეთს, მალტას, ნორვეგიას, შვედეთს, შვეიცარიასა და თურქეთს, ”ცივი ომის”
დასრულებამ კი გაერთიანების” აღმოსავლეთით გაფართოების პერსპექტივები გაზარდა.
 
1993 წ. კოპენჰაგენის ევროპულ საბჭოზე ევროკავშირის წევრობისათვის საჭირო პირველ
ოფიციალურ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ. `კოპენჰაგენის პირობებით” დადგინდა, რომ
აპლიკანტი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო დემოკრატიული, ჰქონოდა მოქმედი
თავისუფალი ბაზარი და უნდა შესძლებოდა ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ
დაკისრებული ვალდებულებების შესრულება

წევრობის პირობებზე 1994 წლის მარტში შეთანხმდნენ, რის შემდეგაც რეფერენდუმები


გაიმართა ავსტრიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში. რეფერენდუმის შედეგები
ნორვეგიის გარდა ყველგან დადებითი იყო.
 
ავსტრია, ფინეთი და შვედეთი ევროკავშირში 1995 წლის იანვარში გაწევრიანდნენ;
წევრ სახელმწიფოთა რაოდენობა 15 გახდა, ხოლო ევროკავშირის ტერიტორია ერთი
მესამედით გაიზარდა, ევროკავშირი ახლა უკვე რუსეთსაც ესაზღვრებოდა.  
1. ალბანეთი
2. ბოსნია-ჰერცეგოვინა
3. ხორვატია
4. მაკედონია
5. სლოვენია
6. სერბეთი და
მონტენეგრო
არსებული წევრები
1995 წლის გაფართოება
ევროპის შესახებ მიმდინარე დებატებში ორი ახალი ტერმინი გაჩნდა.

1. ევროსკეპტიციზმი, რაც ევროინტეგრაციისადმი აგრესიულ განწყობას


გულისხმობდა. მას გამოხატვის სხვადასხვა ფორმა ჰქონდა, მაგრამ
ძირითადად გამოხატავდა სკეპტიციზმსა და დაეჭვებას იმ მიმართულებასთან
დაკავშირებით, რომელსაც ევროპა ადგა.

2. დემოკრატიის დეფიციტი, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუციების


უფლებამოსილებასა და საზოგადოებას უნარს შორის არსებულ უფსკრულს
მოიხსენიებდნენ, ანუ საზოგადოებას არ შესწევდა ევროკავშირის
ინსტიტუციების საქმიანობაზე გავლენის მოხდენის უნარი. რაც უნდა
უცნაური იყოს, დეფიციტზე სულ უფრო და უფრო მეტად მაშინ
ალაპარაკდნენ, როდესაც საზოგადოებრივმა აზრმა ევროპის შესახებ მიღებულ
გადაწყვე ტილებებში უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყო.
ამსტერდამიდან ნიცამდე (1997-2002)

იმის გამო, რომ მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ბევრი საკითხი მოუგვარებელი და


დაუსრულებელი დატოვა, 1996-1997 წლებში საჭირო გახდა მორიგი
სამთავრობათაშორისო კონფერენციის მოწვევა.

1997 წლის ოქტომბერში ხელი მოაწერეს ამსტერდამის ხელშეკრულებას, რომელიც


ძალაში 1999 წლის მაისში შევიდა. ამსტერდამის ხელშეკრულებაში აქცენტი კეთდებოდა
კონსოლიდაციაზე და არა ინოვაციაზე. მისი მიზანი იყო გაფართოებით გამოწვეული
გარკვეული ინსტუტუციური და პოლიტიკური ცვლილებების განხორციელება და
ევროკავშირისთვის ხელშეწყობა, ყურადღება გაემახვილებინა ისეთ საკითხებზე,
როგორებიცაა: გლობალიზაცია, ტერორიზმი და საერთაშორისო დანაშაული. ამ
ხელშეკრულებით დამტკიცდა ასევე აღმოსავლეთით გაფართოებისა და ერთიანი
ვალუტის გამოშვების გეგმა;

მთავრობათაშორისმა კონფერენციამ 2000 წლის დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში


ხელშეკრულება შეიმუშავა. მას ხელი მოეწერა 2001 წლის თებერვალში, ხოლო ძალაში
შევიდა 2003 წლის თებერვალში. ნიცის შეთანხმების ძირითადი მიზანი იყო
გაფართოების ახალი ტალღისათვის ინსტიტუციური საფუძველის მომზადება. ნიცის
ხელშეკრულებით განისაზღვრა ახალი დებულებები ორგანოების შემადგენლობასა და
საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული
წევრი სახელმწიფოსთვის მინიჭებული ხმათა რაოდენობის შესახებ, სადაც
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიულ ელემენტზე (აღნიშნული
სისტემა შეიცვალა ლისაბონის ხელშეკრულებით). კიდევ უფრო გაიზარდა
ევროპარლამენტის უფლებამოსილებები,
ევროკავშირის გაფართოება
პირველი გაფართოება - დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია 1973 წელს ეს სამი ქვეყანა
ევროგაერთიანების წევრები გახდნენ. ამავე წელს ევროგაერთიანებას უნდა შეერთებოდა
ნორვეგიაც - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეფერენდუმის გამართვის შემდეგ არ შეუერთდა
კავშირს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი , თუმცა არის შენგენის
ზონის წევრი.

მეორე და მესამე გაფართოებები - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია - აბერძნეთი


ევროგაერთიანებას 1981 წელს, პორტუგალია და ესპანეთი კი 1986 წელს შეურთდნენ.

მეოთხე გაფართოება - შვედეთი, ავსტრია, ფინეთი


 1995 წელს ევროკავშირში მორიგი გაფართოება მოხდა- შვედეთი, ავსტრია და ფინეთი
ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები გახდნენ. ეს გაფართოება ყველაზე
უმტკივნეულო იყო ევროკავშირისთვის, რადგან მის რიგებს ის მაღალგანვითარებული ქვეყნები
შეუერთდნენ, რომლებსაც შესწევდათ ძალა, უფრო მეტი თანხა გაეღოთ საერთო ევროპული
ბიუჯეტისთვის, ვიდრე მიეღოთ. რაც შეეხება ნორვეგიას, რომელიც თავიდან განიხილებოდა
წევრობის კანდიდატად, მეორედ თქვა უარი კავშირში გაწევრიანებაზე . აქვე აღსანიშნავია , რომ
ნორვეგია, კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიუხედავად , მაინც რჩება ყველაზე განვითარებულ
ქვეყნად ევროპის კონტინენტზე.

მეხუთე გაფართოება -  ევროკავშირის მეხუთე გაფართოების მიზანი იყო საბჭოთა მმართველო


ბისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების განვითარება და
დასავლეთევროპული ცხოვრების დონისთვის მიღწევა ევროკავშირში მიღების საშუალებით . ამ
მიზნით, 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა 10 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია ესტონეთი , ჩეხეთი ,
სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი . ევროკავშირის წევრთა
რაოდენობა გაიზარდა 25-მდე. ამ დროისთვის ევროკავშირში კუნძულ კვიპროსის მხოლოდ
ბერძნული ნაწილია შესული, რადგან რეფერენდუმზე კვიპროსის ბერძნულმა მოსახლეობამ უარი
თქვა კვიპროსის თურქულ ნაწილთან შეერთებაზე.
 
მეექვსე და მეშვიდე გაფართოებები - 2008 წლისთვის კიდევ ორი ქვეყანა რუმინეთი და
ბულგარეთი შეუერთდა ევროკავშირს, 2013 წელს, დღეისათვის ბოლო გაფართოების შედეგად კი

You might also like