განმუხტვა და მისი სახეები

You might also like

Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 18

ელექტრული დენის წარმოქმნას აირებში

ელექტრული განმუხტვა ეწოდება.


• განმუხტვას, რომელიც არსებობს გარეშე
იონიზატორის მოქმედებით ეწოდება
არათავისთავადი განმუხტვა.
• თუ გარეშე იონიზატორის მოქმედება გრძელდება,
მაშინ გარკვეული დროის შემდეგ აირში მყარდება
შინაგანი იონიზაცია. (დარტყმითი იონიზაცია) და
განმუხტვა ხდება თავისთავადი.
ელექტრული დენი აირებში

ელექტრული დენი
აირებში
აირები ნორმალურ პირობებში
არიან დიელექტრიკები, ვინაიდან
შედგებიან ელექტრულად
ნეიტრალური ატომებისა და
მოლეკულებისაგან და ამიტომ არ
ატარებენ ელექტრულ დენს.
იმისათვის, რომ აირი გახდეს გამტარი, საჭიროა
ამა თუ იმ გზით შევიტანოთ ან შევქმნათ მასში
მუხტის თავისუფალი მატარებლები -
დამუხტული ნაწილაკები.

• ამ შემთხვევისათვის არსებობს ორი გზა:


• ან დამუხტული ნაწილაკები იქმნება რომელიმე გარეშე
ფაქტორის მოქმედებით ან ხვდება აირში გარედან –
არათავისთავადი გამტარობა,
• ან ისინი წარმოიქმნებიან აირში ელექტრული ველის
მოქმედებით, რომელიც არსებობს ელექტროდებს შორის -
თავისთავადი გამტარობა.
ელექტრული დენი აირებში
 გამტარები არიან მხოლოდ იონიზირებული აირები , რომლებშიაც არიან
ელექტრონები, დადებითი და უარყოფითი იონები.
 იონიზაცია ეწოდება ატომებიდან და მოლეკულებიდან ელექტრონების
გამოყოფის პროცესს. იონიზაცია წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურების
ზემოქმედებით და სხვადასხვა სახის გამოსხივებით (რენდგენის,
რადიაქტიული, ულტრაიისფერი და კოსმოსური სხივებით) ჩქარი
ნაწილაკებისა და ატომების შეჯახების შედეგად აირის ატომებთან და
მოლეკულებთან. წარმოქმნილი ელექტრონები და იონები აქცევენ აირს
გამტარად.
 იონიზაციის პროცესი:

• ელექტრული დარტყმა
• თერმული იონიზაცია
• ფოტოიონიზაცია
• რადიაქტიულობა
თავისთავადი განმუხტვის სახეები

იონების წარმოქმნის პროცესებიდან გამომდინარე აირის


სხვადასხვა წნევისას და ელექტროდებზე მოდებული
ძაბვის სიდიდიდან ანსხვავებენ თავისთავადი
განმუხტვისას რამდენიმე სახეს:

მღვივარი
ნაპერწკლისებური

გვირგვინისებრი

რკალური
მღვივარი განმუხტვა
მღვივარი განმუხტვა წარმოიქმნება, თუ აირის წნევა
დაბალია (მეასედიდან რამდენიმე ათეული მმ.ვ-წყ.სვ.)
და ძაბვა ელექტროდებზე რამდენიმე ასული ვოლტი. ის
წარმოადგენს აირის სუსტ ნათებას, რომელიც
შეიმჩნევა ბნელ შენობაში ან სიბნელეში.
მღვივარი განმუხტვა
• იგი შეიმჩნევა მინის კოლბაში რომლის ბოლოებზე
ჩარჩილულია ბრტყელი მეტალის ელექტროდები.
• კათოდის ახლოს განლაგდება თხელი განათებული ფენა,
რომელსაც ეწოდება კათოდის მანათობელი ფენა.
მღვივარი განმუხტვა
გამოიყენება რეკლამის მანათობელ
მილებში, რომლებიც ავსებულია ნეონით,
არგონით, დღის განათების ნათურებში.
მნიშვნელოვანი თანამედროვე
გამოყენება მღვივარმა განმუხტვამ მიიღო
სინათლის კვანტურ წყაროებში - აირის
ლაზერებში.
ნაპერწკლისებური განმუხტვა
{
ელექტროდებს შორის ჰაერში ელექტრული ველის
დიდი დაძაბულობისას წარმოიქმნება. წარმოიქმნება
აირში ატმოსფერული წნევის რიგის წნევისას Рატ.
გარეგნულად ის კაშკაშა ზიგზაგისებური ზოლების
ერთობლიობას წარმოადგენს . ელვა ბუნებაში
არსებული გიგანტური ნაპერწკლის მაგალითია.
ელვა.
   ლამაზი და არასახიფათო ბუნების
მოვლენებიდან – ელვა – წარმოადგენს
ნაპერწკლისებური განმუხტვას ერთ-ერთ
სახეს ატმოსფეროში.
    უკვე მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან
მიაქციეს ყურადღება ელვისა და
ელექტრული ნაპერწკლის გარეგნულ
მსგავსებას. წარმოთქმული იქნა დაშვება, რომ
საწვიმარ ღრუბლებს გააჩნიათ დიდი
ელექტრული მუხტები და ელვა არის
გიგანტური ნაპერწკალი, რომელიც გარდა
ზომებისა არ განსხვავდება ელექტრული
მანქანის ბურთებს შორის წარმოქმნილი
ნაპერწკლისაგან.
რკალური განმუხტვა
 ძლიერი წყაროდან მიღებული ნაპერწკლისებური განმუხტვის
შემდეგ ნელ-ნელა შევამცირებთ ელექტროდებს შორის მანძილს,
მაშინ განმუხტვა გახდება განუწყვეტელი და წარმოიქმნება აირის
განმუხტვის ახალი სახე, რომელსაც რკალური განმუხტვა
ეწოდება.
 Рატ
 U=50-100 ვ
 I = 100 ვ
ელექტრული რკალი (რკალური განმუხტვა)
 1802 წელს რუსმა
ფიზიკოსმა ვ.ვ. პეტროვმა
(1761-1834) დაადგინა, რომ
თუ დიდი ელექტრული
ბატარეის პოლუსებს
მივუერთებთ ხის ნახშირს
და მათ ცოტათი
გავაცილებთ ერთმანეთს
ნახშირის ბოლოებზე
წარმოქმნება ნათელი ალი,
ხოლო ნახშირის ბოლოები
გახურდება სითეთრემდე
და წარმოიქმნება
დამაბრმავებელი სინათლე.
რკალური განმუხტვა გამოიყენება მეტალის
დეტალების შედუღებისათვის , ფოლადის
გამოდნობისათვის. ამ დროს შემდუღებლის ან
ფოლადის დნობის საწამოებში მუშების სახე
დაფარული უნდა იყოს მუქი სარკით, რადგან
ულტრაიისფერი გამოსხივება, რომელიც გააჩნია
რკალს აზიანებს ადამიანის თვალებსა და კანს.
მსოფლიო წარმოების დაახლოებით 90%
ინსტრუმენტალურ ფოლადს ადუღებენ რკალურ
ელექტროღუმელებში.
გვირგვინისებრი განმუხტვა
გვირგვინისებრი განმუხტვა წარმოიქმნება,თუ აირის წნევა ახლოსაა
ატმოსფერულ წნევასთან და არის ძლიერი არაერთგვაროვანი ელექტრული
ველი. ის არსებობს გამტარების წამახვილებული ბოლოების სიახლოვეს,
რომლებიც ჩართულია დენის მაღალი ძაბვის წყაროზე, ასევე ტენიანი
ატმოსფერულ ჰაერში ჭექა-ქუხილის დროს. სურათზე ნაჩვენებია
გვირგვინისებრი განმუხტვა მცენარის ფოთლის ირგვლივ, რომელიც
იმყოფება მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ველში.

{
გვირგვინისებრ განმუხტვას თან ახლავს სუსტი ნათება და მცირეოდენი
ხმაური. ასეთი ნათება ზოგჯერ ჩნდება გემის კიჩოების ბოლოებზე, მას
«წმინდა ელმას ცეცხლს» უძახიან. არასასურველია ასეთი ნათეის გაჩენა
მაღალი ძავბის ელექტრო გადამცემ ხაზებზე, ვინაიდან ისინი იწვევენ
ენერგიის დიდ დანაკარგს.

გვირგვინისებრი განმუხტვა
{
ზოგჯერ გვირგვინისებრი განმუხტვა მეხამრიდიდან ისეთი
ძლიერია , რომ წვეროებზე ჩნდება კარგად შესამჩნევი ნათება. ასეთი
ნათება ჩნდება გემის კიჩოებზე, მაღალი ხის წვეროებზე და ა.შ. ეს
მოვლენა შემჩნეული იყო უძველესი დროიდან და ბევრი ლეგენდა თუ
ცრურწმენა წარმოიშვა ამასთან დაკავშირებით.
«წმინდა ელმას ნათება»

{
გვირგვინისებრი განმუხტვა გამოიყენება
ელექტროფილტრებში აირის
გასაწმენდად. მილი, რომელიც სავსეა
კვამლით, მასში მაღალი ძაბვის
ელექტრული დენის მქონე მეტალის
{
მახვილი ელექტროდების შეტანისას
უეცრად ხდება გამჭვირვალე. თუ
გავატარებთ მილში მტვრის ან კვამლის
ნაკადს, გამომავალი ჰაერი გახდება
აბსოლუტურად სუფთა, ხოლო ყველა
ნაწილაკი დაილექება ელექტროდებზე.

You might also like