Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 20

ძირითად

უფლებათა ცნება
და სახეები, მათი
მფლობელი
სუბიექტები და
სტრუქტურა
ძირითად უფლებათა ცნების
ელემენტები
 ძირითადი უფლებები - „უშუალოდ მოქმედი
სამართალი“;
 ძირითადი უფლებები - სუბიექტური უფლებები;
 ძირითადი უფლებები - სახელმწიფოსაგან დამცავი
უფლებები;
 ძირითადი უფლებები - სახელმწიფოს
მავალდებულებელი უფლებები;
 ძირითადი უფლებები - კონსტიტუციის შემადგენელი
ნაწილი.
ძირითად უფლებათა დაჯგუფება
სახელმწიფო ხელისუფლებაზე
ორიენტირების პრინციპის მიხედვით
 თავისუფლების უფლებები (status negativus) [ღირსება,
სიცოცხლის უფლება, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება,
გადაადგილების თავისუფლება და ა. შ.]
 სამოქალაქო (პოლიტიკური) უფლებები (status activus)
[საარჩევნო უფლება და ა. შ.]
 სოციალური უფლებები (status positivus) [შრომის უფლება,
განათლების უფლება და ა. შ.]
ძირითად უფლებათა დაჯგუფება დაცული
სამართლებრივი სიკეთის მიხედვით
 თავისუფლების უფლებები [პიროვნების თავისუფალი
განვითარების უფლება; რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის
თავისუფლებები; პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და
კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები; საკუთრების უფლება და
ა.შ.]
 თანასწორობის უფლებები [სამართლის წინაშე თანასწორობა
(თანასწორობის საყოველთაო უფლება); მოქალაქეთა სამოქალაქო
თანასწორუფლებიანობა; თანასწორი საარჩევნო უფლება]
 საპროცესო უფლებები [სასამართლოსათვის მიმართვის უფლება;
დაცვის უფლება; უდანაშაულობის პრეზუმფცია; განმეორებითი
მსჯავრდების აკრძალვა და ა.შ.]
ძირითად უფლებათა
დაჯგუფება დაცულ პირთა
წრის მიხედვით
 ადამიანის უფლებები [ადამიანის ღირსების უფლება; პიროვნების
თავისუფალი განვითარების უფლება; რწმენის, აღმსარებლობისა და
სინდისის თავისუფლებები და ა.შ.]
 მოქალაქის უფლებები [პოლიტიკური პარტიების თავისუფლება;
საარჩევნო უფლება და ა.შ.]
ძირითადი უფლებების
სამწევრიანი სტრუქტურა
 ძირითადი უფლების სუბიექტი - ვინ?
 ძირითადი უფლების ადრესატი -
ვისგან?
 ძირითადი უფლების შინაარსი - რა?
ფიზიკური პირი, როგორც ძირითადი უფლების
სუბიექტი
საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის, იურიდიული
პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს
ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის
მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან
მიმართებით [კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი]
საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი
ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ
საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და
იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან
შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს
კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და
თავისუფლებანი [„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი]
ძირითადი უფლებები და
იურიდიული პირები
 კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი
უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით,
ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე [მუხლი 34,
პუნქტი 1]
 დაცულია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის
იურიდიული პირები
 ფიზკური პირის პრიორიტეტი
კერძო სამართლის იურიდიული
პირები
 უფლებები, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ
ადამიანს მისი ბუნებრივი და შინაგანი თვისებების
გამო;
 უფლების შინაარსი და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის
საფრთხე;
 კომერციული და არაკომერციული იურიდიული
პირები;
 კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც
ახორციელებენ საჯარო ამოცანებს.
საჯარო სამართლის იურიდიული
პირები
 იურიდიული პირი ვერ იქნება ერთდროულად
ძირითადი უფლების სუბიექტი და ადრესატი
[კონფუზიის არგუმენტი]
 ძირითადი უფლებების განხორციელების „მომსახურე“
სსიპები:
o უმაღლესი სასწავლებლები;
o რელიგიური გაერთიანებები;
o მაუწყებლები;
o სახელოვნებო გაერთიანებები და დაწესებულებები.
ძირითადი უფლებების ადრესატი
 სახელმწიფო:
• საკანონმდებლო ხელისუფლება;
• აღმასრულებელი ხელისუფლება;
• სასამართლო ხელისუფლება.
 ძირითადი უფლებები არ ვრცელდება კერძო
პირებს შორის ურთიერთობებზე
 ძირითადი უფლებები გავლენას ახდენს კერძო
სამართალზე
ძირითადი უფლების შინაარსი
 ძირითადი უფლების საგანი (ობიექტი) - ის,
რისი უფლებაც აქვს ძირითადი უფლების
სუბიექტს
 კონსტიტუციით აღიარებული (და არა
შექმნილი) სამართლებრივი სიკეთე
 სახელმწიფოს მოქმედების საზღვრები
ძირითადი უფლების
დარღვევის შემოწმება
 დაცული სფეროს განსაზღვრა;

 დაცულ სფეროში ჩარევის დადგენა;

 დაცულსფეროში ჩარევის კონსტიტუციურ-


სამართლებრივი საფუძველი (გამართლება).
დაცული სფეროს განსაზღვრა
 პერსონალური დაცული სფერო - მაგ.: სინდისის,
აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება
ვრცელდება ყველა ადამიანზე;

 საგნობრივი დაცული სფერო - მაგ.: რელიგიური


რიტუალის ჩატარების უფლება.
ჩარევა ძირითადი უფლებით
დაცულ სფეროში
 სახელისუფლებო აქტი ან ღონისძიება;
 ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში
მოქცეული მოქმედების ხელშეშლა ან
აკრძალვა;
 ჩარევის სახეები:
o კანონი;
o ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება;
o სასამართლოს გადაწყვეტილება.
კანონისმიერი ჩარევის
კონსტიტუციურ-სამართლებრივი
გამართლება
 ფორმალური შესაბამისობა:
o უფლებამოსილება;
o პროცედურა;
o ფორმა.
 მატერიალური შესაბამისობა:
o ზღვარი (აქვს თუ არა კანონმდებელს დაცულ სფეროში
ჩარევის უფლება?);
o ზღვრის ზღვარი (რა ინტენსივობით შეუძლია
კანონმდებელს დაცულ სფეროში ჩარევა?).
ძირითადი უფლების ზღვარი
 უშუალო კონსტიტუციური ზღვარი
მაგალითად: „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის
ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე
პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის
გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“ [მუხლი 21, პუნქტი 1];
 კვალიფიციური წინაპირობა - კანონის
არსებობა (კანონის დათქმა)
მაგალითად: „კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი
გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის
სამოძრაო ადგილას იმართება. “ [მუხლი 21, პუნქტი 2];
 შიდა კონსტიტუციური ზღვარი [სხვათა ძირითადი
უფლებები, მნიშვნელოვანი კონსტიტუციური სიკეთეები ].
„ზღვრის ზღვარი“
თანაზომიერების პრინციპი:
o ლეგიტიმური საჯარო მიზანი;
o გამოსადეგობა;
o აუცილებლობა (საჭიროება);
o პროპორციულობა (შესაბამისობა, თანაზომიერება
ვიწრო გაგებით).

განსაზღვრულობის პრინციპი
ადმინისტრაციული და სასამართლო
ჩარევის კონსტიტუციურ-
სამართლებრივი საფუძველი
 მოქმედების სამართლებრივი საფუძვლის
შესაბამისობა კონსტიტუციასთან: მოწმდება
კანონი, რომელსაც ეყრდნობა ადმინისტრაციული
ორგანოს მოქმედება ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოქმედების შესაბამისობა
კონსტიტუციასთან:
o თანაზომიერების ტესტი;
o განსაზღვრულობის ტესტი.
ლიტერატურა

 კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი


უფლებები, 2019, გვ. 41-72

You might also like