1

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 67

სისხლის სამართლის კანონი

1 − საქართველოს მოქალაქე გაბოძე სომხეთში, მატარებლით მგზავრობის დროს, ფარულად


დაეუფლა, საბერძნეთის მოქალაქის მობილურ ტელეფონს. გავრცელდება თუ არა
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაბოძის მიმართ?

1. არა, აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება სომხეთის კანონმდებლობა, ვინაიდან


დანაშაული ამავე ქვეყნის ტერიტორიაზეა ჩადენილი.

2. არა, აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდებასაბერძნეთის კანონმდებლობა, ვინაიდან


დაზარალებული ამავე ქვეყნის მოქალაქეა.

3. არა, აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება როგორც სომხეთის, ისე საბერძნეთის


კანონმდებლობა.

4. დიახ, აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის


კოდექსი, ვინაიდან გაბოძე, ამავე ქვეყნის მოქალაქეა.
2 − საქართველოს სახელმწიფო ალმით, ღია ზღვაში მცურავ გემზე, საფრანგეთის მოქალაქემ,
შელპარაკების ნიადაგზე, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა რუსეთის მოქალაქეს. გავრცელდება
თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა საფრანგეთის მოქალაქის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საფრანგეთის კანონდებლობა, ვინაიდან ეს


უკანასკნელი ამავე ქვეყნის მოქალაქეა.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება რუსეთის კანონმდებლობა, ვინაიდან დაზარალებული


ამავე სახელმწიფოს მოქალაქეა.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან დანაშაული


განხორციელდა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საერთაშორისო კანონმდებლობა ვინაიდან დანაშაული


ღია ზღვაშია ჩადენილი.
3 - გერმანიაში, საქართველოს საელჩოს ტერიტორიაზე, გერმანიის მოქალაქემ ჩაიდინა ქურდობა,
კერძოდ; მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა პერსონალურ
კომპიუტერს. გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა
გერმანიის მოქალაქის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება გერმანიის კანონმდებლობა, ვინაიდან დანაშაული


ამავე ქვეყნის მოქალაქის მიერ არის ჩადენილი.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საერთაშორისო კანონმდებლობა, ვინაიდან


დანაშაული საელჩოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ გავრცელდება, როგორც გერმანიის, ისე საქართველოს


კანონმდებლობა.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან


დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.
4 − თურქეთის მოქალაქე გოიჯაევს, რუსეთიდან საქართველოს გავლით, დიდი ოდენობით
ნარკოტიკული ნივთიერება უნდა გადაეტანა ქალაქ ანკარაში. სავარაუდო ინფორმაციის
საფუძველზე, ჩხრეკა—შემოწმების შედეგად, საქართველოს საპატრულო პოლიციამ, ეს
უაკანასკნელი ბოლნისში დააკავა. თურქეთი ითხოვს გოიჯაევის გადაცემას. გავრცელდება თუ არა
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა გოიჯაევის მიმართ?

1. გოიჯაევის მიმართ გავრცელდება თურქეთის კანონმდებლობა, ვინაიდან ამავე ქვეყნის მოქალაქეა.

2. გოიჯაევის მიმართ გავრცელდება თურქეთის კანონმდებლობა, ვინაიდან ნარკოტიკული ნივთიერება


მას თურქეთში უნდა გადაეტანა.

3. გოეჯაევის მიმართ გავრცელდება, როგორც თურქეთის და რუსეთის, ისე საქართველოს


კანომდებლობა.

4. გოიჯაევის მიმართ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან დანაშაული ამავე


სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.
5 - საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა ჯელაძემ, თურქეთის
თვითმფრინავში, საბერძნეთის ტერიტორიაზე ფრენის დროს, პოლონეთის მოქალაქეს, სკამის
მისაყუდებელზე თავი რამდენჯერმე დაარტყმეინა და ამით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა
მას. გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ჯელაძის
მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საბერძნეთის კანონმდებლობა, ვინაიდან


დანაშაული ამავე ქვეყნის ტერიტორიაზეა ჩადენილი.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან


ჯელაძე, ამავე ქვეყნის მოქალაქე არ არის.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან, ჯელაძე


ამავე ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება პოლონეთის კანონმდებლობა, ვინაიდან


დაზარალებული პოლონეთის მოქალაქეა .
6 − თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ სისაურს, მტრული დამოკიდებულება ჰქონდა
პაციენტ კოპალიანთან. ამ უკანასკნელმა, ექთანს დაავალა, რომ მისთვის მომაკვდინებელი
წამალი შეეყვანა ვენაში. ექთანმა სისაურის ბრძანებანარევი თხოვნა უმალვე შეასრულა.
მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, კოპალიანი საავადმყოფოდან პირდაპირ ამერიკაში
გაფრინდა, დიაგნოზის დასაზუსტებლად, სადაც ჩაფრენიდან 2 საათში გარდაიცვალა. როგორ
განისაზღვრება დანაშაულის ჩადენის ადგილი?

1. დანაშაული ჩადენილია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის ტერიტორიაზე.

2. დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე.

3. დანაშაული ჩადენილია ამერიკის ტერიტორიაზე, სადაც შედეგი დადგა.

4. დანაშაულის ჩადენის ადგილი ორივე სახელმწიფოს შეთანხმებით განისაზღვრება


7 − საქართველოს მოქალაქე სისაური, გერმანიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 2000
ევროდ ღირებულ მოტოციკლს. აღნიშნული ქმედება, გერმანიის კანონმდებლობით დასჯადია და
მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლის
სამართლის კანონმდებლობა სისაურის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან


დანაშაულმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება გერმანიის კანონმდებლობა, ვინაიდან ჩადენილია


მძიმე დანაშული.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა ვინაიდან, სისაური


ამავე ქვეყნის მოქალაქეა.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელება საქართველოს კანმდებლობა ტერიტორილობის


პრინციპიდან გამომდინარე.
8 − საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა, მოქალაქეობის არმქონე პირმა გვასალიამ, რუსეთში,
შურისძიების ნიადაგზე მოკლა ამავე ქვეყნის მოქალაქე ბარნოვი. ამ შემთხვევიდან ორი დღის
შემდეგ, ეს უკანასკნელი, გადავიდა შვეიცარიაში, სადაც პოლიციამ ქურდობის ფაქტზე დააკავა.
რომელი სახელმწიფოს კანონმდებლობა გავრცელდება გვასალიას მიმართ მისი ქმედებებიდან
გამომდინარე?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის და შვეიცარიის


კანონმდებლობა.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდებასაქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან


დამნაშავე, არ არის ამავე ქვეყნის მოქალაქე.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება, როგორც რუსეთის, ისე შვეიცარიის კანონმდებლობა.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება შვეიცარიის და საქართველოს კანონმდებლობა


ერთდროულად.
9 − გერმანიის მოქალაქე ფონ შრუდერმა ბერლინში, ჩხუბის დროს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება მიაყენა საქართველოს მოქალაქე, სტუდენტ ბაბლიძეს. ფაქტობრივი მდგომარეობიდან
გამომდინარე დადგინდა, რომ ამ ინციდენტის საფუძველი გახდა შრუდერის კუთვნილი წიგნის
დაუბრუნებლობა. გავრცელდება თუ არა საქართველოს სიხლის სამართლის კანონმდებლობა ფონ
შრუდერის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან ამავე


ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ არის ჩადენილი მძიმე დანაშაული.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება გერმანიის კანონმდებლობა, ვინაიდან ამავე ქვეყნის


ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, განხორციელდა ნაკლებად მძიმე დანაშაული.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა ვინაიდან


ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება, როგორც გერმანიის, ისე საქართველოს


კანონმდებლობა.
10 − გერმანიის საელჩოს მანქანის მძღოლი, საქართველოს მოქალაქე კაპანაძე, რომელიც
ქუთაისიდან თბილისში ელჩის წასაყვანად ბრუნდებოდა, დაეჯახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ
ბაინდურაშვილს. დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გავრცელდება
თუ არა კაპანაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა?

1. კაპანაძეს პასუხისმგებლობა დაეკისრება სქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ვინაიდან


დანაშაული ჩადენილია ამავე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. კაპანაძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთაშორისო სამართლით


გათვალისწინებული წესით.

3. კაპანაძეს, როგორც საელჩოს მძღოლს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება დიპლომატიური


იმუნიტეტიდან გამომდინარე.

4. კაპანაძეს პასუხისმგებლობა დაეკისრება გერმანიის კანონმდებლობით.


11 − 2007 წლის 17 სექტემბერს, გიგაურმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა თავისი მეზობელი,
რომლისთვისაც გათავლისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 9 დან 10 წლამდე ვადით.
სისხლის სამართლის რეფორმის შედეგად, აღნიშნული კანონის სანქცია შეიცვალა განაჩენის
გამოტანამდე. ახალმა კანონმა, გაითვალისწინა ამ დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 8
დან 10 წლამდე ვადით. რომელი კანონით დაეკისრება პასუხისმგებლობა გიგაურს?

1. გიგაურს პასუხისმგებლობა დაეკისრება, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონით.

2. გიგაურს პასუხისმგებლობა დაეკისრება, განაჩენის გამოტანის მომენტისთვის მოქმედი კანონით,


ვინაიდან იგი უფრო მსუბუქია.

3. გიგაურს პასუხისმგებლობა შესაძლებელია დაეკისროს ორივე კანონით.

4. სასამართლოს პრეროგატივაა, თუ რომელი კანონით დააკისრებს პასუხისმგებლობას გიგაურს.


12 − რუსეთის მოქალაქე გაბოძემ, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მდგარ საბერძნეთის
გემზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა საბერძნეთის
მოქალაქეს.
გავრცელდება თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაბოძის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ გავრცელდება, რუსეთის კანონმდებლობა, ვინაიდან დანაშაული


ამავე ქვეყნის მოქალაქემ ჩაიდინა.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საბერძნეთის კანონმდებლობა, ვინაიდან


დაზარალებული ამავე ქვეყნის მოქალქეა.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება, როგორც რუსეთის, ისე საბერძნეთის


კანონმდებლობა.

4. აღნიშნლი დამნაშავის მიმართ, გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან


დანაშაული ამავე ქვეყნის ტერიტორიაზეა ჩადენილი.
13 − წიქარიშვილს სასამართლომ 2008 წელს ძარცვისთვის განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების
აღკვეთა, იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს და რომელიც
ითვალისწინებდა 4 დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 2009 წელს ამ კანონის სანქცია
გამკაცრდა და დადგენილ იქნა 5 დან 8 წლამდე. გავრცელდება თუ არა ახალი კანონის მოთხოვა
წიქარიშვილის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდება ახალი კანონი, ვინაიდან იგი ამძიმებს სასჯელს.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდება ახალი კანონი, ვინაიდან განაჩენი უკვე ძალაშია
შესული.

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდება ახალი კანონი, ვინაიდან იგი არ მოქმედებდა


დანაშაულის დროს.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება ახალი კანონი, ვინაიდან მისი ამოქმედებიდან ძალა
დაკარგა ძველმა კანონმა
14 − ძაგანიამ გააუპატიურა თავისი თანასოფლელი ლიპარტელიანი. სასამართლომ გაითვალისწინა
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ჩვეულებითი სამართლის დაუწერელი ნორმის საფუძველზე, ამ
უკანასკნელს დაუნიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და სოფლიდან გაძევება. რამდენად
სამართლიანია სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს მხოლოდ პოზიტიური სამართლიდან გამომდინარე.

2. სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა შეიძლება გაუპატიურებისთვის დაეკისროს პირს მხოლოდ ჩვეულებითი სამართლის
ნორმებიდან გამომდინარე.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია, ვინაიდან დაცულია კანონის ყველა მოთხოვნა

4. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია, ვინაიდან განაჩენის გამოტანის დროს იგი


დამოუკიდებელია
15 − 2007 წელს 16 საათზე გორი — თბილისის მაგისტრალზე, საფრანგეთის კონსული დაეჯახა
გაჩერებულ ავტომანქანას, რასაც შედეგად მოყვა 4 ადამიანის სიკვდილი. პატრულ-ინსპექტორმა
ჭოველიძემ, კონსული ძალის გამოყენებით წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. დაირღვა თუ
არა დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის უფლებები და როგორ გადაწყდება კონსულის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

1. კონსული სარგებლობს დიპლომატიური იმუნიტეტით და არ შეიძლება მისი პოლიციის


განყოფილებაში წაყვანა, აღნიშნული დამნაშავის მიმართ გავრცელდება საერთაშორისო სამართლით
გათვალისწინებული წესები.

2. კონსული სარგებლობს დიპლომატიური იმუნიტეტით ,მაგრამ ჩადენილია მძიმე დანაშაული,


რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია
პასუხისმგებლობა.

3. კონსულს არ აქვს დიპლომატიური იმუნიტეტი და მას პასუხისმგებლობა დაეკისრება


ჩვეულებისამებრ.

4. კონსული გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან


16 − საქართველოს მოქალაქე ტეფნაძეს, აზერბაიჯანის მოქალაქემ, სატელეფონო ზარით,
ბაქოდან შეუკვეთა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფარულად უკანონო შეღწევა, ისტორიული
ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და მათი საზღვარზე გადატანა. შეკვეთის მიღებიდან
3 დღის შემდეგ, ტეფნაძე პოლიციამ ისტორიული ნივთების საზღვარზე გადატანის დროს დააკავა.
დაისვა აზერბაიჯანის მოქალაქისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. რომელი
სახელმწიფოს კანონმდებლობა გავრცელდება აზერბაიჯანის მოქალაქის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ მიმართ გავრცელდება, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის


კანონმდებლობა

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება აზერბაიჯანის კანონმდებლობა, ვინაიდან ეს


უკანასკნელი ამავე ქვეყნის მოქალაქეა.

3. აღნიშნულ დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთაშორისო სამართლით


გათვალისწინებული წესით, ვინაიდან დარღვეულია კონვენციის მოთხოვნა ისტორიულ ნივთებთან
მიმართებაში.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის


კანონმდებლობა.
17 − საქართველოში მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირი გობრონიძე, ამერიკაში
წიგნების გამოფენაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 35
დოლარად ღირებულ წიგნს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ეს ქმედება
მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. რომელი სახელმწიფოს კანონმდებლობა
გავრცელდება გობრონიძის მიმართ?

1. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის


კანონმდებლობა.

2. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება ამერიკის კანონმდებლობა ვინაიდან ჩადენილია


ნაკლებად მძიმე დანაშული

3. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, გავრცელდება ამერიკის კანონმდებლობა ვინაიდან ეს დანაშაული


მიმართულია ამავე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ.

4. აღნიშნული დამნაშავის მიმართ, არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა ვინაიდან


გობრონიძე არ არის საქართველოს მოქალაქე.
18 − საქართველოს მოქალაქე ჩიტაურმა დანაშაული ჩაიდინა უნგრეთში, რის შემდეგ, ეს
უკანასკნელი გადავიდა საქართველოში. აღნიშნული ქმედება, უნგრეთის კანონმდებლობით
დასჯადია, საქართველოს კანონმდებლობით არა. გავრცელდება თუ არა, აღნიშნული
დამნაშავის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა?

1. არა, ვინაიდან ჩიტაურის მიმართ გავრცელდება უნგრეთის კანონმდებლობა

2. დიახ, ჩიტაურის მიმართ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა

3. ჩიტაურის მიმართ გავრცელდება, როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის კანონმდებლობა

4. საქართველო აღნიშნულ დამნაშავეს, არც გადასცემს უნგრეთს და არც დასჯის


დანაშაული
1 − სამხარაძემ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც დადგენილი იყო
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა 10 წელი. ეს უკანასკნელი 9
წელი ძებნაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში, ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელმაც
გაითვალისწინა ხანდაზმულობის ვადა მძიმე დანაშაულისთვის 15 წელი. გავრცელდება თუ არა
ახალი კანონის მოთხოვნა აღნიშნულ შემთხევაში?

1. გავრცელდება, ვინაიდან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

2. გავრცელდება, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებაში, მნიშვნელობა არ აქვს ვადის


გაზრდას ან შემსუბუქებას.

3. არ გავრცელდება, ვინაიდან კანონმა მოთხოვნა გაამკაცრა.

4. არ გავრცელდება, ვინაიდან ჩადენილი არ არის ნაკლებად მძიმე დანაშაული.


2 − 2008 წლის იანვრიდან, ცერცვაძე მუშაობდა მანქანათმშენებლობის ქარხანაში, საიდანაც ამ
უკანასკნელს ყოველი მორიგეობის დროს, (სამ დღეში ერთხელ) ფარულად გამოჰქონდა მანქანის
ნაწილები. ამავე წლის მაისში, პოლიციამ მანქანის საბურავების ქუდობის ფაქტზე დააკავა
ცერცვაძე. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, დადასტურდა, რომ იანვარში
აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებული იყო 3 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,
მაისში კი სანქცია შეიცვალა 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით. რომელი კანონით
დაეკისრება პასუხისმგებლობა ცერცვაძეს?

1. იანვარში მოქმედი კანონით, ვინაიდან ცერცვაძემ დანაშაულებრივი ქმედება ამ დროს დაიწყო.

2. მაისში მოქმედი კანონით, ვინაიდან ცერცვაძე დანაშაულებრივი ქმედების ფაქტზე ამ დროს დააკავეს.

3. მაისში მოქმედი კანონით, ცერცვაძეს კანონით არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა, ვინაიდან დანაშაულის დაწყების დროს იგი არ მოქმედებდა.

4. იანვარში მოქმედი კანონით, ვინაიდან იგი უფრო მსუბუქია.


3 − ბეჟაშვილს, სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისთვის,
შეუფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, რომელი კატეგორიის
დანაშაულია ჩადენილი?

1. ნაკლებად მძიმე დანაშაული.

2. მძიმე დანაშაული

3. მსუბუქი დანაშაული

4. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული


4 − დოიჯაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გაუფრთხილებლობით იმსხვერპლა 3
ადამიანის სიცოცხლე. აღნიშნული დანაშაულისთვის, დოიჯაშვილს სასამართლომ შეუფარდა 11
წლით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა სიმძიმის მიხედვით, რომელ კატეგორიას
მიეკუთვნება აღნიშნული ქმედება?

1. მძიმე დანაშაული.

2. ნაკლებად მძიმე დანაშაული.

3. განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

4. განსაკუთრებით მძიმედ ვერ ჩაითვლება, ვინაიდან გაუფრთხილებლობითი დანაშაულია.


5 − ზამთრის სუსხიან საღამოს, ტყეში სანადიროდ წასულმა სანაიამ, ბუჩქთან შეამჩნია მგელი და
ესროლა. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ ამ უკანასკნელს
შეეშალა და მოკლა ადამიანი, რომლიც ცხენი ეგონა. როგორ შეფასდება სანაიას ქმედება,
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობიდან გამომდინარე?

1. პირდაპირი განზრახვა

2. არაპირდაპირი განზრახვა

3. თვითიმედოვნება

4. დაუდევრობა
6 − გეგეჩკორი სათუთად უფრთხილდებოდა მამაპაპისეულ თოფს. ერთ საღამოს, მეგობრის,
კაკულიას სტუმრობის შემდეგ, ამ უკანასკნელმა თოფის გაწმენდა მოისურვა. გეგეჩკორმა
ჩამოხსნა კედლიდან თოფი (არც მოუსინჯავს ტყვია.) და კაკულიას კისრის არეში მიადო ლულა და
შეშინების მიზნით, სასხლეტს გამოკრა ხელი. ყოველივე ამას, მოყვა ტყვიის გავარდნა და კაულიას
გარდაცვალება. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება
გეგეჩკორის ქმედება?

1. გაუფრთხილებლობა

2. პირდაპირი განზრახვა

3. არაპირდაპირი განზრახვა

4. საპატიებელი შეცდომა
7 − მაჭარაშვილმა იცოდა, რომ ივლისის თვეში, თბილისის მცხოვრებთა უმრავლესობა
ქალაქგარეთ, დასასვენებლად იყო წასული. 17 დან 22 ივლისის ჩათვლით, ამ უკანასკნელმა,
ოთხჯერ ჩაიდინა ქურდობა, ბინაში შეღწევით და მეოთხე ფაქტზე დააკავეს. სსკ-ის ზოგადი
ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება მაჭარაშვილის ქმედება?

1. დანაშაულთა ერთობლიობა

2. არაერთგზისი დანაშაული

3. დანაშაულის რეციდივი

4. დენადი დანაშაული
8 − ღამის 2 საათზე, დოლიძის ქუჩაზე მიმავალმა ცერცვაძემ, დაინახა თუ როგორ წაიქცა ნასვამ
მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელმაც თავი ბიტონს დაარტყა და გარდაიცვალა.
ცერცვაძემ იფიქრა, რომ პოლიციაში დარეკვით, ზედმეტ პრობლემებს შეიქმნიდა და
შეუმჩნევლად განაგრძო გზა. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ
დაზარალებული შემთხვევიდან 47 წუთში გარდაიცვალა. დადასტურდა ისიც, რომ აუცილებელი
დახმარების შედეგად გადარჩებოდა იგი. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან
გამომდინარე, როგორ შეფასდება ცერცვაძის ქმედება?

1. ცერცვაძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ვინაიდან მას არ ჰქონია


სამართლებრივი გარანტის ფუნქცია.

2. ცერცვაძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება განსაცდელში


მიტოვებისთვის.

3. ცერცვაძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დაუხმარებლობისთვის

4. ცრეცვაძეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სიცოცხლისთვის საშიშ


მდგომარეობაში ჩაყენებისთვის .
9 − ზამთრის სუსხიან საღამოს, გიორგაძე სატრფოსთან ერთად სეირნობდა, რა დროსაც, დაინახა,
რომ ერთმა მოზარდმა, მეორეს ხელი კრა და ხიდიდან მტკვარში გადააგდო. ამ უკანასკნელმა,
თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, თითქოს ვერ შეამჩნია აღნიშნული შემთხვევა. ფაქტობრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ გიორგაძე მუშაობდა სამაშველო სამსახურში
და გაცნობიერებული ჰქონდა არასრულწლოვანის დახრჩობის საშიშროება. მიუხედავად ამისა, მან
ზედმეტად არ შეიწუხა თავი და არ დაეხმარა აღნიშნულ პირს, რომელიც წყალში დაიხრჩო. როგორ
შეფასდება ცერცვაძის ქმედება სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე?

1. დაუდევრობა

2. თვითიმედოვნება

3. პირდაპირი განზრახვა

4. არაპირდაპირი განზრახვა
10 − 8 თებერვალს, სიდამონიძემ პოკერ კლუბში წააგო 789 ლარი. ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ
სათამაშო აპარატი კლუბის ხელმძღვანელს დაპროგრამებული ჰქონდა თავის სასარგებლოდ.
მეორე დღეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სიდამონიძემ, საბრძოლო მდგომარეობაში
მყოფი ,,ლიმონკა~ შეაგდო აღნიშნულ კლუბში, აპარატების განადგურების მიზნით. სიდამონიძემ
იცოდა, რომ ამ ქმედებას დაცვის თანამშრომლების სიცოცხლის მოსპობა მოყვებოდა (რაც არ
სურდა), მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა შედეგის დადგომას. აფეთქების შედეგად დაიღუპა 3
ადამიანი . დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობიდან გამომდინარე, როგორ მოქმედებდა
სიდამონიძე?

1. პირდაპირი განზრახვა

2. არაპირდაპირი განზრახვა

3. თვითიმედოვნება

4. დაუდევრობა.
11 − ბენზინგასამართი სადგურის გამყიდველ ბეჟუაშვილს დაავიწყდა, რომ ბენზინის ჩამსხმელი
მილი მანქანის ავზში იყო ჩაშვებული. ავზიდან ბენზინი გადმოვიდა და ორ კვადრატულ მეტრზე
გაიშალა. გამვლელმა გაბოძემ, შემთხვევით (ისე, რომ არც გაუხედავს) გადააგდო სიგარეტის
ნამწვი აღნიშნული მიმართულებით, რის შედეგადაც დაიწვა მანქანა და ჯანმრთელობა დაუზიანდა
ორ ადამიანს. სუბიექტური შემადგენლობიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება ბეჟუაშვილის
ქმედება?

1. დაუდევრობა

2. თვითიმედოვნება

3. არაპირდაპირი განზრახვა

4. პირდაპირი განზრახვა
12 − 2001 წელს, ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო შეძენა-მოხმარებისთვის მსჯავრდებულმა
შუბითიძემ, რომელსაც ნასამართლეობის ვადა არ ჰქონდა გასული, 2009 წელს მეგობართან
სტუმრობის დროს, მოიპარა ოქროს საათი. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან
გამომდინარე, როგორ შეფასდება შუბითიძის ქმედება?

1. დანაშაულის რეციდივი

2. დანაშაულთა ერთობლიობა

3. არაერთგზისი დანაშაული

4. განგრძობადი დანაშაული
13 − ყიფშიძეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ქურდობისთვის ნასამართლეობის ვადა გასული, როცა
მან განახორციელა არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობა. სსკ-ის ზოგადი ნაწილის
ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება ყიფშიძის ქმედება?

1. დანაშაულთა ერთობლიობა

2. არაერთგზისი დანაშაული

3. დანაშაულის რეციდივი

4. განგრძობადი დანაშაული
14 − ვერულავამ, რომელიც 2 თვის გათავისუფლებული იყო ძარცვისთვის სასჯელის მოხდისგან,
განახორციელა ყაჩაღობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სსკ-ის ზოგადი ნაწილის
ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება ვერულავას ქმედება?

1. არაერთგზისი დანაშაული

2. დანაშაულთა ერთობლიობა

3. დანაშაულის რეციდივი

4. დენადი დანაშაული
15 - ცირეკიძე, დგებუაძესთან ერთად იმყოფებოდა წვეულებაზე, რა დროსაც, იგი შეუძლოდ გახდა
და ამ უკანასკნელს უთხრა, რომ მანქანაში დაელოდებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა
ცირეკიძემ სასტუმრო გარდერობიდან აიღო მოსასხამი, რომელიც თავისი მეგობრის ეგონა,
მანქანის საბარგულში ჩადო და წავიდა. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე
დადასტურდა, რომ აღნიშნული მოსასხამი არ ეკუთვნოდა დგებუაძეს. სსკ-ის ზოგადი ნაწილის
ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება ცირეკიძის ქმედბა?

1. საპატიებელი შეცდომა

2. გაუფრთხილებლობა

3. პირდაპირი განზრახვა

4. არაპირდაპირი განზრახვა.

სასამართლო პრაქტიკა - მაიორი გიორგი უგრეხელიძე თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის


პოლიციის უფროსი იყო და გამოირჩეოდა ქურდულ სამყაროსთან უკომპრომისო ბრძოლით. მისმა
მეგობარმა სოსომ გადაწყვიტა გახუმრებოდა გიორგის და ნიღბითა და სათამაშო პისტოლეტით
დახვდა მას სადარბაზოში. გიორგის სოსო მართლაც თავდამსხმელი ეგონა და თითქოს თავდაცვის
ფარგლებში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მას. სიტუაცია იმდენად გავდა რეალურ
თავდასხმას, რომ გიორგიმ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ჩადიოდა აკრძალულ
ქმედებას.
16 − სასამართლომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა 54 წლის
ვაშაყმაძე, რომელმაც შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა განზრახი მძიმე
დანაშაული. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. არ არის კანონიერი ვინაიდან ჩადენილია მძიმე დანაშაული

2. კანონიერია ვინაიდან 50 წლიდან პირი, რომელმაც შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში


ჩაიდინა დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ


თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს, იყო შეზღუდული
შერაცხადობის მდგომარეობაში.

4. კანონიერია ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ამას ითვალისწინებს.


17 − არასრულწლოვანმა კაციტაძემ, შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში ჩაიდინა
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით. სასამართლომ ეს უკანასკნელი
გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. კანონიერია თუ არა
სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან არასრულწლოვანმა, რომელმაც შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში


ჩაიდინა დანაშაული, შესაძლებელია გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან არასრულწლოვანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან


თავისუფლდება იმ შემთხევაში, თუ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსი შეზღუდული შერაცხადობის საფუძველზე


არ ათავისუფლებს დამნაშავეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან არასრულწლოვანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შეზღუდული შერაცხადობის საფუძველზე, თუ მან ჩაიდინა
ნაკლებად მძიმე დანაშაული
18 − ქარქუსაძემ ყველაფერი მოამზადა (ბენზინი,ასანთი) თავისი მეზობლის, მეფარიძის თივის
ზვინის დასაწვავად. იმ დროს, როცა იგი ცეცხლის ანთებას ცდილობდა, მეფარიძის ძაღლმა
ყეფა დაიწყო, რამაც შეაშინა ეს უკანასკნელი და გაიქცა. სსკ-ის ზოგადი ნაწილის
ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება ქარქუსაძის ქმედება?

1. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

2. დანაშაულის მცდელობა

3. დანაშაულის მომზადება

4. დანაშაულის მომზადება და მცდელობა


19 − უნივერსიტეტის ქუჩაზე, წურწუმიას თავს დაესხა ნაჯახით შეიარეღებული, ფსიქიკურად
დაავადებული, ღვაბერიძე. წურწუმიამ ნაჯახი აიცილა და ქვის თავში ჩარტყმით, ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება მიაყენა თავდამსხმელს. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე,
როგორ შეფასდება წურწუმიას წმედება?

1. უცილებელი მოგერიება.

2. უკიდურესი აუცილებლობა.

3. მართლზომიერი რისკი

4. ტრაგიკული კოლიზია
20 − არასრულწლოვანმა მარცვალაძემ, მეოთხე სართულიდან გადააგდო ცეცხლმოკიდებული
ასაფეთქებელი, ,, პიროტექნიკური მარცვალი ~, (ისე რომ დაბლა არც გადაუხედავს) რომელიც
თავზე დაეცა ეზოში მოთამაშე 3 წლის კაკაბაძეს, რის შედეგადაც შეეშინდა და გული გაუსკდა.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობიდან გამომდინარე, როგორ მოქმედებდა მარცვალაძე?

1. პირდაპირი განზრახვა

2. არაპირდაპირი განზრახვა

3. დაუდევრობა

4. თვითიმედოვნება
21 - მეტროში, არაბულმა, ფულის ამოცლის მიზნით, ჯიბეში ჩაუყო ხელი ვასაძეს. პატრულ-
ინსპექტორმა ყოველივე ეს დაინახა და არაბულისკენ გაემართა. ამ უკანასკნელმა, ისარგებლა
შემთხვევით და გაუჩინარდა. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ
არაბულმა ჯიბიდან ფულის ამოცლა ვერ მოასწრო. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან
გამომდინარე, როგორ შეფასდება არაბულის ქმედება?

1. დანაშაულის მცდელობა

2. დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

3. დანაშაულის მომზადება

4. დამთავრებული დანაშაული
22 - ქუჩაში მიმავალ, პოლიციის თანამშრომელ მელაძეს, დაედევნა შუბითიძის ძაღლი. ეს
უკანასკნელი უკვე 34 მეტრზე იყო მისული, როცა მელაძემ ორჯერ გასროლით, ადგილზევე
მოკლა ცხოველი. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება
მელაძის ქმედება?

1. აუცილებელი მოგერიება

2. უკიდურესი აუცილებლობა

3. მართლზომიერი რისკი

4. ტრაგიკული კოლიზია
უკიდურესი აუცილებლობის დროს საფრთხის წყარო შეიძლება იყოს
 ბუნების სტიქიური ძალა
(მაგალითად, ხანძარი)

 ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესი


(მაგალითად, შიმშილი)

 შინაური და გარეული ცხოველების თავდასხმა


(მაგალითად, ძაღლის თავდასხმისგან თავდაცვა)

 თანამდებობის პირის უკანონო მოქმედება


(მაგალითად,საჯარო მოხელე ჩადის ისეთ უკანონო ქმედებას, რომელიც უკავშირდება მოსალოდნელი საფრთხის
თავიდან აცილებას)

ადამიანის მოქმედება
(მაგალითად, მცირეწლოვანმა ტყეს წაუკიდა ცეცხლი)

 მოვალეობათა კოლიზია
(მაგალითად, ექიმი დაბარებული იყო დაკითხვაზე, მაგრამ ამ დროს მას დაუძახეს მძიმე პაციენტის გასასინჯად და
იგი წავიდა პაციენტთან)

 იმ პირის წინა მოქმედება, ვინც აღმოჩნდა უკიდურესი აუცლებლობის მდგომარეობაში (მაგალითად, პირმა
გაუფრთხილებლობით შექმნა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობა და შემდეგ იძულებელი იყო უფრო
მნიშვნელოვანი ზიანის ასაცილებლად სხვისი ინტერესებისთვის მიეყენებინა ნაკლებად მნიშვნელოვანი ზიანი )
23 - თაღლითობისთვის ნასამართლეობის მქონე, 17 წლის მაისურაძემ ჩაიდინა გაუპატიურების
მცდელობა. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე, როგორ შეფასდება
მაისურაძის ქმედება?

1. არც ერთი პასუხი არ არის სწორი

2. დანაშაულთა რეალური ერთობლიობა

3. არაერთგზისი დანაშაული

4. დანაშაულის რეციდივი
არსარსებობს დანაშაულთა
ერთობლიობის ორი სახე

რეალური ერთობლიობა იდეალური ერთობლიობა

რეალური ერთობლიობისგან
ასეთ შემთხვევაში პირი რამდენიმე განსხვავებით ამ დროს პირი ერთი
მოქმედებით ხელყოფს სისხლის ქმედების ჩადენით ხელყოფს სისხლის
სამართლის კოდექსის კერძო სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის
ნაწილის სხვადასხვა მუხლებით სხვადასხვა მუხლით დაცულ
დაცულ სამართლებრივ სიკეთეებს სამართლებრივ სიკეთეებს

(მაგალითად, პირი ყაჩაღობის მიზნით (მაგალითად, პირი ცეცხლის


შედის სხვის სახლში და საქმის წაკიდებით წვავს სახლს, რომელშიც
გაადვილებისთვის კლავს ოჯახის ცხოვრობს მოხუცი. სახეზე გვაქვს
დიასახლისს. ერთი მოქმედებით ჩადენილი სხვისი
ნივთის განზრახ დაზიანება და
განზრახ მკვლელობა).
24 - პიპინაშვილი დარწმუნებული იყო, რომ მასთან ღამით მივიდოდა კაკულია და იარაღის
მუქარით ეცდებოდა ,,სადავო ფულის~ წართმევას. ეს უკანასკნელი ეზოს კართან, თოფით
შეიარაღებული ჩაუსაფრდა კაკულიას. სიბნელეში პიპინაშვილს თავისი მეზობელი კაკულია
ეგონა და ერთი გასროლით ადგილზევე მოკლა იგი. დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობიდან
გამომდინარე, როგორ მოქმედებდა პიპინაშვილი?

1. არაპირდაპირი განზრახვა

2. პირდაპირი განზრახვა

3. თვითიმედოვნება

4. დაუდევრობა
25 - ღმის 2 საათზე გასვიანმა დაინახა, რომ თავისი ცხენი, ეზოდან უცხო ადამიანს
გაჰყავდა. ამ უკანასკნელმა, თოფიდან ორჯერ გასროლით, ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება მიაყენა ქურდს. სსკ-ის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტებიდან გამომდინარე,
როგორ შეფასდება გასვიანის ქმედება?

1. აუცილებელი მოგერიება

2. უკიდურესი აუცილებლობა

3. დამნაშავის შეპყრობა

4. ტრაგიკული კოლიზია
სასჯელი
1 − კაკაბაძეს სასამართლომ ქურდობისთვის განუსაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭომ მიიჩნია, რომ
მსჯავრდებული კეთილსინდისიერად იქცეოდა სასჯელის მოხდის დროს და სასამართლოს
მიერ განაჩენის გამოტანიდან 7 თვეში გაათავისუფლა იგი სასჯელის მოხდისაგან. კანონიერია
თუ არა აღნიშნული ორგანოს გადაწყვეტილება?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან აღნიშნულ ორგანოს, არ აქვს უფლება, ვადამდე ადრე


გაათავისუფლოს მსჯავრდებული სასჯელისაგან.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან აღნიშნულ ორგანოს, არ აქვს უფლება თავისუფლების აღკვეთის


სახით სასჯელის მოხდისგან, ვადამდე ადრე გაათავისუფლოს მსჯავრდებული.

3. კანონიერია, ვინაიდან აღნიშნულმა ორგანომ, სამართლიანად განახორციელა კანონით


მინიჭებული უფლებამოსილება.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან მსჯავრდებულსარ მოუხდია სასჯელის დათქმული ვადა.


2 − პირობით მსჯავრდებულმა წკეპლაძემ, თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის
შესრულებას და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი., რისთვისაც შეეფარდა ადმინისტრაციული
სახდელი. სასამართლომ, ამ უკანასკნელს, გამოსაცდელი ვადა გაუგრძელა ერთი წლით.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულს, გამოსაცდელი


ვადა სსკ-ის შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, გაუგრძელოს არაუმეტეს 1 წლის
ვადით.

2. კანონიერია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია სსკ-ის შესაბამისი მუხლით


გათვალისწინებულ შემთხვევაში, გააგრძელოს გამოსაცდელი ვადა 1 და 2 წლამდე.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს სასჯელის აღსრულებას.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან გამოსაცდელ ვადას აგრძელებს სასჯელაღსრულების პრობაციისა და


იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.
3 − განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევმა ქამხაძემ, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი
დანაშაული. ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ ქამხაძემ აღიარა
დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. სასამართლომ დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა
პირობითად . კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა.

2. კანონიერია, ვინაიდან პირობითი მსჯავრი ინიშნება ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან არ შეიძლება განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლეობის მქონეს,


დაენიშნოს პირობითი მსჯავრი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩადენის შემთხვევაში.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან ქამხაძე ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე დანაშაულისთვის.


4 − ცერცვაძემ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაული. ამ უკანასკნელმა აღიარა
დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან. სასამართლომ მას დანიშნული სასჯელი ჩაუთვლა
პირობითად . კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის


შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს წინათ არ ჩაუდენია, მძიმე ან განსაკურებით მძიმე დანაშაული და
თანამშრომლობს გამოძიებასთან, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად.

2. კანონიერია, ვინაიდან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა შეიძლება ნებისმიერი სიმძიმის


დანაშაულის ჩადენის დროს.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში არ ინიშნება პირობითი


მასჯავრი.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლით გამოძიებასთან თანამშრომლობა და


დანაშაულის აღიარება, არ არის საფუძველი დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისთვის.
5 −არასრულწლოვანმა კურტანიძემ იძულებითი სქესობრივი კავშირი დაამყარა ტეფნაძესთან.
ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ მან პირველად ჩაიდინა
დანაშაული. სასამართლომ მძიმე დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობითად.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან კურტანიძემ ჩაიდინა მძიმე დანაშაული.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან არასრულწლოვანს არ შეიძლება დაენიშნოს პირობითი მსჯავრი.

3. კანონიერია, ვიანიდან სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს, რომელმაც პირველად


ჩაიდინა მძიმე დანაშაული, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალოს პირობითად.

4. კანონიერია, ვინაიდან დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა შესაძლებელია ნებისმიერ


შემთხვევაში.
6 − 58 წლის ილურიძეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისთვის, სასამართლომ
განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა კანონიერია თუ არა სასამართლოს
გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მცდელობა.

2. კანონიერია, ვინაიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა, ინიშნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის,


როგორც მომზადებისთვის, ისე მცდელობისთვის.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთა, არ
ინიშნება დანაშაულის მომზადებისთვის

4. არ არის კანონიერი, ვიანიდან უვადო თავისუფლების აღკვეთა, არ შეიძლება დაენიშნოს 58 წლის


ბრალდებულს.
7 − თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა ცინცაძემ, ჯიუტად აარიდა თავი მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. სასამართლომ აღნიშნული ღონისძიება შეუცვალა
ჯარიმით. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. არა არის კანონიერი, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება შეიცვალოს


ჯარიმით.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა არც ერთი სახის სასჯელით არ შეიძლება
შეიცვალოს.

3. კანონიერია ვინაიდან ნებისმიერი სასჯელი შესაძლებელია შეიცვალოს ჯარიმით.

4. კანონიერია ვინაიდან თვაისუფლების აღკვეთა შესაძლებელია შეიცვალოს ჯარიმით.


8 − ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მუსერიძემ, იძულებითი სქესობრივი კავშირი დამყარა
არასრულწლოვან კერესელიძესთან, რის შემდეგაც ბრალის აღიარებით გამოცხადდა
პოლიციაში. სასამართლომ გაითვალისწინა დამნაშავის მიერ ბრალის აღიარება და მას
დაუნიშნა სსკ-ის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის 3/4 ნაწილი. კანონიერია
თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან სქესობრივ დანაშულთან მიმართებაში არ აქვს მნიშვნელობა


ბრალის აღიარებას.

3. კანონიერია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია დანიშნოს შესაბამისი მუხლით


გათავლისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზღვარის არაუმეტეს 3/4 ნაწილი, თუ დამნაშავე
აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლებს გამოძიებასთან.

4. კანონიერია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია ნებისმიერ შემთხვევაში დანიშნოს


შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის არუმეტეს ¾3/4 ნაწილი .
9 − სასამართლომ, კირკიტაძეს ქურდობისთვის, ძირითად სასჯელად განუსაზღვრა
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო დამატებით სასჯელად, ქონების ჩამორთმევა.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ინიშნება ყოველთვის ძირითად


სასჯელად.

2. კანონიერია, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა,


შეიძლება დაინიშნოს ძირითად სასჯელად, ხოლო ქონების ჩამორთმევა, მხოლოდ დამატებით სასჯელად.

3. არ არის კანონიერი, ვიანიდან ქონების ჩამორთმევა არ შეიძლება დაინიშნოს საზოგადოებისთვის


სასარგებლო შრომასთან ერთად.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან ერთი დანაშაულისთვის არ შეიძლება დაინიშნოს ორი სახის სასჯელი.
10 − მსჯავრდებულმა ბარამიძემ თავი აარიდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
სასამართლომ მას აღნიშნული სასჯელი შეუცვალა გამასწორებელი სამუშაოთი, 1 წლის ვადით.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, არ შეიძლება შეიცვალოს


გამასწორებელი სამუშაოთი.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან გამასწორებელი სამუშაოთი სხვა სასჯელის შეცვლის შემთხვევაში


ინიშნება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

3. კანონიერია, ვინაიდან არ არის დარღვეული სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის


მოთხოვნა.

4. კანონიერია, ვინაიდან საზოგადოებისთვის სასარგებლ შრომა შესაძლებელია შეიცვალოს


ნებისმიერი სასჯელით
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა
და სასჯელისაგან გათავისუფლება

1 − ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სირბილაძემ, თავის მეზობელს, ბაზარში დახლიდან მოპარა 57 ლარად
ღირებული ფეხსაცმელი. მეორე დღეს, ამ უკანასკნელმა , ნებაყოფლობით დაუბრუნა მოპარული ნივთი მეზობელს
და დანაშაულის აღიარებით გამოცხადდა პოლიციაში. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ,
აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისწინებულია 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა . სასამართლომ
სირბილაძე გაათვასუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებრლობისგან ქმედითი მონანიების საფუძველზე .
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან მხოლოდ დანაშაულის აღიარება არ არის სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი არ ითვალისწინებს ეკონომიკური დანაშაულისთვის


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გაავისუფლებას.

3. კანონიერია, ვინაიდან თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავე გამოცხადდა პოლიციაში ბრალის აღიარებით და
აანაზღაურა ზიანი, სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს იგი სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან, თუ ამ დანაშაულისთვის სსკ-ის შესაბამისი მუხლი, არ ითვალისწინებს 3 წელზე მეტი ვადით
თავისუფლების აღკვეთა.

4. კანონიერია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებული, თუ გამოცხადდება ბრალის აღიარებით და


აანაზღაურებს ზიანს, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაათავისუფლოს იგი სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისგან
2 − ცერცვაძემ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების
აღკვეთა 4 დან 7 წლამდე ვადით. ეს უკანასკნელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, გამოცხადდა
პოლიციაში ბრალის აღიარებით და აანაზღაურა მიყენებული ზიანი. სასამართლომ იგი
გაათავისუფლა სისხლისსამართელბრივი პასუხისმგებლობისგან. კანონიერია თუ არა
სასამრთლოს გადაწყვეტილება?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან აღნიშნული დანაშაულისთვის გათვალისიწნებულია 3 წელზე მეტი ვადით


თავისუფლების აღკვეთა.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება


შეაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ვითარება.

3. კანონიერია, ვინაიდან არ დარღვეულა სსკ-ისშესაბამისი მუხლის მოთხოვნა.

4. კანონიერია, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიგან გათავისუფლება


შესაძლებელია ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
3 - ჯალაბაძე პოლიციამ დააკავა ნარკოტიკულ ნივთიერებათა შეძენა-გადაზიდვის ფაქტზე,
რომლისთვისაც გათვალისწინებულია 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა
ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის შდეგადაც გამოვლინდა, სხვა პირთა მიერ ჩადენილი
დანაშაულებანი. აღნიშნულ დანაშაულთა გახსნა განხორციელდა ჯალაბაძის ხელშეწყობით.
სასმართლომ ჯალაბაძე გაათავისუფლა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
შეესაბამება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის შესაბამისი მუხლის მოთხოვნას?

1. არა შეესაბამება, ვინაიდან ჯალაბაძემ ჩაიდინა მძიმე დანაშაული.

2. არა შეესაბამება, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის გამო
განსაკუთრებულ შემთხვევებში.

3. შეესაბამება, ვინაიდან კანონის მოთხოვნა არ არის დარღვეული.

4. შეესაბამება, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან შესაძლებელია სასამართლომ


გაათვისუფლოს პირი ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
4 − გოცირიძემ ჩაიდინა გაუპატიურება, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 6 წლამდე
თვაისუფლების აღკვეთა. განაჩენის გამოტანიდან 2 წლის შემდეგ სასამართლომ აღნიშნული
სასჯელი შეუცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. შეესაბამება თუ არა სასამარლოს
გადაწყვეტილება სსკ-ის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს?

1. არ შეესაბამება, ვინაიდან განაჩენის გამოტანის შემდეგ სასჯელის შეცვლა არ შეიძლება.

2. არ შეესაბამება, ვინაიდან მსჯავრდბულს არ მოუხდია დანიშნული სასჯელის ნახევარი.

3. არ შეესაბამება, ვინაიდან, მაჯავრდებულს უნდა მოეხადა დანიშნული სასჯელის არანაკლებ 2/3.

4. შეესაბამება, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილია ნებისმიერ შემთხვევაში შეუცვალოს


მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი.
იურიდიული პირის
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
1 - შპს. ,,რკინიგზას~ სასამართლომ განუსაზღვარა ძირითად სასჯელად ლიკვიდაცია, ხოლო
დამატებით სასჯელად, ჯარიმა. შეესაბამება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის
შესაბამისი მუხლის მოთხოვნას?

1. არ შეესაბამება, ვინაიდან ლიკვიდაცია არ შეიძლება დაინიშნოს ჯარიმასთან ერთად.

2. არ შეესაბამება, ვინაიდან ლიკვიდაცია არ შეიძლება დაინიშნოს ძირითად სასჯელად.

3. შეესაბამება, ვინაიდან ლიკვიდაცია, სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად, შესაძლებელია დაინიშნოს


ძირითად სასჯელად, ხოლო ჯარიმა, როგორც ძირითად ისე, დამატებით სასჯელად.

4. შეესაბამება, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად, ჯარიმა ინიშნება ყოველთვის


ლიკვიდაციასთან ერთად.
2 − მსჯავრდებულ შპს. ,,ჯორჯიას,~ სასამართლომ დააკისრა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული
ხარჯების გადახდა.
შეესაბამება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს?

1. არ შეესაბამება, ვინაიდან იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა


ეკისრება სასამართლოს.

2. არ შეესაბამება, ვინაიდან იურიდიული პრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ხარჯების გადახდა


ეკისრება იუსტიციის სამინისტროს.

3. შეესაბამება, ვინაიდან ლიკვიდაციათან დაკავშირებული ხარჯების გადახდა ეკისრება მსჯავრდებულ


იურიდიულ პირს.

4. შეესაბამება, ვინაიდან იურიდიულ პირს შესაძლებელია დაეკისროს გარდა ლიკვიდაციისა დამატებითი


ხარჯების ანაზღაურებაც.
3 − შპს. ,,სხივი~- ის ადვოკატი, გამოთქვამს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს,
სასამართლომ დაუნიშნა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა უვადოდ. ამ უკანასკნელის აზრით,
იურიდიული პირის საქმიანობის უფლების უვადოდ ჩამორთმევას არ ითვალისწინებს კანონი და
ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას. კანონიერია
თუ არა ადვოკატის მოთხოვნა?

1. არ არის კანონიერი, ვინაიდან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ნიშნავს იურიდიული პირისათვის


უვადოდ ან ერთიდან 10 წლამდე ვადით საქმიანობის ერთი ან რამდენიმე სახის აკრძალვას.

2. არ არის კანონიერი, ვინაიდან იურიდიულ პირთან მიმართებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევა


შესაძლებელია დაინიშნოს განსაზღვრული ვადითაც.

3. კანონიერია, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლი ითვალისწინებს იურიდიულ პირთან მიმართებაში


მხოლოდ განსაზღვრული ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

4. კანონიერია, ვიანაიდან იურიდიულ პირთან მიმართებაში საქმიანობის უფლების ჩამორთმევას აღარ


ითალიწინებს სსკ-ის შესაბამისი მუხლი.
4 − კომერციული ბანკის ლიკვიდაცია განახორციელა ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულმა
ლიკვიდატორმა. სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად, ეროვნულ ბანკს, აქვს თუ არა კომერციული
ბანკისთვის ლიკვიდატორის დანიშვნის უფლება?

1. არა, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად, კომერციული ბანკის ლიკვიდატორს ნიშნავს
სასამართლო.

2. ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად, კომერციული ბანკის ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული
ბანკი.

3 . ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად თვით ეროვნული ბანკი ახორციელებს კომერციული
ბანკის ლიკვიდაციას.

4. არა, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახროციელებს
იუსტიციის სამინისტრო.
5 − შპს. ,,ღვინოს,~ სასამართლომ დაუნიშნა ქონების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად, ხოლო
ჯარიმა, დამატებით სასჯელად. შეესაბამება თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის
შესაბამისი მუხლს?

1. არ შეესაბამება, ვინაიდან ჯარიმა შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად

2. არ შეესაბამება, ვინაიდან ქონების ჩამორთმევა, ინიშნება მხოლოდ დამატებით სასჯელად, ხოლო


ჯარიმა, როგორც დამატებით, ისე ძირითად სასჯელად.

3. შეესაბამება, ვინაიდან ჯარიმა შესაძლებელია დაინიშნოს, როგორც ძირითად, ისე დამატებით


სასჯელად, ხოლო ქონების ჩამორთმევა, მხოლოდ დამატებით სასჯელად.

4. შეესაბამება, ვინაიდან ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა ინიშნება, როგორც ძირითად, ისე დამატებით
სასჯელად.
6 − იურიდიულ პირს სასამართლომ დაუნიშნა ჯარიმა 155 742 ლარის ოდენობით. ფაქტობრივი
მდგომარეობიდან გამომდინარე დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა ჯარიმის თანხა ვერ
გადაიხადა. სასამართლომ აღნიშნული სასჯელი შეუცვალა ლიკვიდაციით. კანონიერია თუ არა
სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად ჯარიმა შესაძლებელია შეიცვალოს


ლიკვიდაციით.

2.კანონიერია, ვინაიდან ჯარიმა შესაძლებელია შეიცვალოს ნებისმიერი სასჯელით.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან იურდიული პირთან მიმართებაში, სასჯელის შეცვლას არ ითვალისწინებს


სსკ-ის შესაბამისი მუხლი.

4.არ არის კანონიერი, ვინაიდან იურიდიულ პირს ჯარიმა ენიშნება არაუმეტეს 100000 ლარისა.
7− შპს. ,,მზეს~ სასამართლომ დაუნიშნა დამატებით სასჯელად ჯარიმა, ხოლო ძირითად
სასჯელად, ლიკვიდაცია. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

1. კანონიერია, ვინაიდან სსკ-ის შესაბამისი მუხლის თანახმად ჯარიმა შესაძლებელია დაინიშნოს,


როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად, ხოლო ლიკვიდაცია ინიშნება, მხოლოდ ძირითად
სასჯელად.

2. კანონიერია, ვინაიდან სასჯელთა კომბინაციას ძირითად და დამატებით სასჯელებად იურიდიულ


პირთან მიმართბებაში მნიშვნელობა არ აქვს.

3. არ არის კანონიერი, ვინაიდან ჯარიმა შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.

4. არ არის კანონიერი, ვინაიდან ჯარიმა არ შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდაციასთან ერთად

You might also like