Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 24

მგრძნობელობის

სისტემა

ზედაპირული მგრძნობელობა

ღრმა მგრძნობელობა
მგრძნობელობის ტიპები

სომატური მგრძნობელობა ორი ძირითადი ტიპით


არის წარმოდგენილი:
1. ზედაპირული - ტკივილის, ტემპერატურის და,
ნაწილობრივ, შეხების შეგრძნებით) და
2. ღრმა - კუნთებში, სახსრებსა და მყესებში
არსებული პროპრიოცეპტორული
მგრძნობელობით , რომელიც გვაწვდის
ინფორმაციას სხეულის სეგმენტების სივრცეში
მდებარეობის, და მათი გადაადგილების
მიმართულების შესახებ, ასევე აღიქვამს
მოცულობას, ვიბრაციას, სიმძიმეს, ზეწოლას.
მგრძნობელობის ტიპები

განასხვავებენ მარტივ და რთულ მგრძნობელობასაც:


1. მარტივია ზედაპირული და ღრმა მგრძნობელობის
ნებისმიერი ტიპი, ცალკე აღებული (მაგ., ტკივილის ან
პროპრიოცეპტული, ან ზეწოლის ან შეხების და ა. შ.)
2. რთული მგრძნობელობა რამდენიმე სხვადასხვა
შეგრძნების გაერთიანების შედეგია, რომლის
საბოლოო ანალიზს ახდენს ცენტრალური ნერვული
სისტემა და რომელშიც უკვე ჩართულია უმაღლესი
ნერვული მოქმედების ერთი ან რამდენიმე კომპონენტი
(მაგ. მეხსიერება, ცხოვრებისეული გამოცდილება და
სხვა ასოციაციური კავშირები)
რთული მგრძნობელობის სახეები:

სტერეოგნოზული;

ორგანზომილებიან-სივრცითი;

დისკრიმინაციული
მგრძნობელობის გამტარი გზის
აფერენტული სამნეირონიანი ჯაჭვი
რა აქვს საერთო ზედაპირული და ღრმა
მგრძნობელობის გამტარ გზებს

ორივე ტიპის - როგორც ზედაპირული, ასევე


ღრმა მგრძნობელობის გამტარი გზის მესამე
ნეირონი მდებარეობს მხედველობის
ბორცვის (თალამუსის) ბირთვებში
(უმთავრესად VPL ანუ ვენტრო-პოსტერო-
ლატერალურ ბირთვში)
ზედაპირული და ღრმა მგრძნობელობის გზა
განსხვავებულია მხოლოდ მეორე
(შუამდებარე) ნეირონის მდებარეობის
ადგილით.
რა აქვს საერთო ზედაპირული და ღრმა
მგრძნობელობის გამტარ გზებს
 როგორც ზედაპირული, ისე ღრმა მგრძნობელობის
გამტარი გზა სამი ნეირონისგან შედგება;
 პირველი და მესამე ნეირონის მდებარეობის
ადგილი ორივე ტიპის მგრძნობელობის გამტარი
გზისთვის ერთნაირია;
 ორივე ტიპის მგრძნობელობის გამტარი გზის
პირველი ნეირონი მდებარეობს ზურგის ტვინის
უკანა ფესვის განგლიაში (კრანიული ნერვების
შემთხვევაში - შესაბამის განგლიებში ანუ
კვანძებში)
ზედაპირული (პერიფერიული)მგრძნობელობის (ტკივილის,
ტემპერატურის და ნაწილობრივ შეხების) გამტარი გზა ანუ
სპინო-თალამური გზა

საწყისი რგოლი - ზედაპირული რეცეპტორი - კანსა და ლორწოვან


გარსში არსებული ექსტერორეცეპტორები (კრაუზეს კოლბები
(სიცივის), რუფინის სხეულაკები (სითბოს), თავისუფალი
ნერვული დაბოლოებები (ტკივილის), მერკელის დისკოები
(შეხების) და ა. შ.
რეცეპტორებიდან წამოსული ბოჭკოები გაივლის შესაბამისი
საინერვაციო არესთვის განკუთვნილი პერიფერიული ნერვის
სისქეში;
ზურგის ტვინის უკანა ფესვის საშუალებით მგრძნობელობის
ბოჭკოები მიემართება ზურგის ტვინის შესაბამისი
სეგმენტებისკენ;
ზურგის ტვინის უკანა ფესვზე არსებულ შემსხვილებაში (სპინურ
კვანძში, იგივე მალთაშუა განგლიაში, იგივე უკანა ფესვის
განგლიაში) მოთავსებულია ზედაპირული მგრძნობელობის გზის
პირველი ნეირონი;
ზედაპირული (პერიფერიული)მგრძნობელობის
(ტკივილის, ტემპერატურის და ნაწილობრივ შეხების)
გამტარი გზა ანუ სპინო-თალამური გზა

•სპინური ანუ უკანა ფესვის კვანძიდან გამოსული


ბოჭკოები მიემართება ზურგის ტვინისკენ, შედის
ხერხემლის არხში და აღწევს ზურგის ტვინის უკანა რქას
შესაბამის სეგმენტურ დონეზე;
•ზურგის ტვინის უკანა რქაში - ე.წ. “ჟელატინისებრ
ნივთიერებაში” მდებარეობს ზედაპირული
მგრძნობელობის გზის მეორე ნეირონი;
•უკანა რქიდან (“ჟელატინისებრი ნივთიერებიდან”
გამოსული ბოჭკოები ზურგის ტვინის წინა ზედაპირზე (წინა
შესართავი) გადაკვეთს შუა ხაზს და მიემართება
საწინააღმდეგო მხარის გვერდითი სვეტისკენ. მეორე
მხარეს გადასვლის დროს ბოჭკოები იღებს არა მკაცრად
ჰორიზონტალურ, არამედ ოდნავ ირიბს- ქვევიდან ზევით
მიმართულ კურსს და მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება
კონტრალატერალურ გვერდით სვეტში;
ზედაპირული (პერიფერიული)მგრძნობელობის (ტკივილის,
ტემპერატურის და ნაწილობრივ შეხების) გამტარი გზა
ანუ სპინო-თალამური გზა

ზურგის ტვინის გვერდითი სვეტის გავლით ზედაპირული


მგრძნობელობის აფერენტული ბოჭკოები მიემართება თავის
ტვინისკენ;
ზედაპირული მგრძნობელობის მესამე ნეირონი მოთავსებული
ამხედველობის ბორცვის (თალამუსის) ბირთვSი;
თალამუსის დატოვების შენფეგ ბოჭკოები გაივლის შიგნითა
კაფდსუ;ლ;ის უკამნა ფეხის უკანა 1/3-ში;
ზედაპირული მგრძნობელობის ბოჭკოები ქმნის სხივოსან
გვირგვინს (Corona radiata) და აღწევს თხემის წილის ქერქს;
 ზედაპირული მგრძნობელობის ქერქული ცენტრი მდებარეობს
თხემის წილში,როლანდის ანუ წინა ცენტრალური ღარის უკან
- პოსტცენტრალურ ხვეულში, სადაც ადგილი აქვს სხეულს
სხვადასხვა უბნის შესაბამისი არის სომატოტოპიკური
დანაწილებას.
სხეულის სხვადასხვა არეალის შესაბამისი
სომატოტოპიკური დანაწილება მგრძნობელობის
ქერქულ ცენტრში

პოსტცენტრალური
ხვეული (თხემის
წილში):

•ზედა მესამედი - ქვედა


კიდურების და ტორსის
ქვედა ნაწილისთვის;

•შუა მესამედი - ზედა


კიდურებისა და ტორსის
ზედა ნახევრისთვის;

•ქვედა მესამედი - თავის,


სახისა და ენის
ტერიტორიისთვის.
ღრმა (პროპრიოცეპტული)
მგრძნობელობის გამტარი გზა

რეცეპტორები - კუნთებში, მყესებსა და სახსრებში მდებარე


პროპრიოცეპტორები;
პირველი ნეირონი - მალთაშუა (სპინურ) კვანძში;
ბოჭკოები ზურგის ტვინს არწევს უკანა ფესვის გავლით;
არ შედის უკანა რქაში;
უკანა რქის ფუძესთან ჯერ ისევ პირველი ნეირონის
ბოჭკოები თავსდება ზურგის ტვინის უკანა სვეტებში;
უკანა სვეტი ორია: მედიალური - გოლის (იგივე ნაზი
კონა) (ქვედა კიდურებიდან და სხეულის ქვედა ნაწილიდან
წამოღებული სენსორული ინფორმაციის გასატარებლად და
ლატერალური - ბურდახის (იგივე სოლისებრი კონა)
-ზედა კიდურებიდან და სხეულის ზედა ნაწილიდან
წამოღებული სენსორული ინფორმაციის გასატარებლად;
ღრმა მგრძნობელობის (უკანა სვეტების) გზა
ღრმა (პროპრიოცეპტული)
მგრძნობელობის გამტარი გზა
 უკანა სვეტებში მოთავსებული გოლის და ბურდახის კონები
გაივლის ზურგის ტვინს მთელ სიგრძეზე და აღწევს მოგრძო
ტვინს;
 მოგრძო ტვინში მდებარეობს გოლის და ბურდახის
შესაბამისი ბირთვები - ღრმა მგრძნობელობის გზის მეორე
ნეირონის სხეულები;
 მოგრძო ტვინიდან თალამუსამდე მიემართება ბულბო-
თალამური გზა, რომელიც კვეთს შუა ხაზს, საპირისპირო
მხარეზე გადასვლს პროცესში ქმნის მედიალურ მარყუჟს და
აღწევს კონტრალატერალური თალამუსის ბირთვებს;
 მედიალური მარყუჟი იერტებს სპინო-თალამური
(ზედაპირული მგრძნობელობის) გზის ბოჭკოებსაც;
 მესამე ნეირონი მოთავსებულია თალამუსის ბირთვებში;
 მესამე ნეირონიდან გამოსული ბოჭკოები გაივლის შიგნითა
კაფსულის უკანა ფეხის უკანა მესამედში, ქმნის სხივოსან
გვირგვინს და აღწევს თავის ტვინის ქერქის სენსორულ
ტკივილი და მისი სახეები

•ლოკალური
•პროექციული
•ირადირებული
•არეკლილი
•ფანტომური
•კაუზალგია
•რეაქტიული (ვალეის - ტრიგერული
მტკივნეული წერტილები)

დაჭიმვის ფენომენი:
•ლასეგის ნიშანი
•მაცკევიჩის ნიშანი
მგრძნობელობის მოშლის სახეები

•ანესთეზია
•ჰიპესთეზია
•ჰიპერესთეზია
•დიზესთეზია
•პარესთეზია
მგრძნობელობის მოშლის ტიპები დაზიანებული
ადგილის ლოკალიზაციის მიხედვით

•გლობალური
•დისოციაციური: ა) სირინგომიელური
(მხოლოდ ზედაპირული
მგრძნობელობის მოშლა ღრმა
მგრძნობელობის შენარჩუნების ფონზე
და
ბ) ტაბესური (მხოლოდ ღრმა
მგრძნობელობის მოშლა ზედაპირული
მგრძნობელობის შენარჩუნების ფონზე)
მგრძნობელობის მოშლის ტიპები
გავრცელების მიხედვით
I. პერიფერიული:

1 .ფესვობრივი
2.მონონევრიტული
3.პოლინევრიტული

II. სპინური:

1. გამტარებლობითი
2. სეგმენტური

III. თალამური

IV. ცერებრული
მგრძნობელობის ზონები ზურგისა და
თავის ტვინში
კანის სეგმენტური ინერვაცია
პერიფერიული ნერვების საინერვაციო არეები
კანზე
სეგმენტური აპარატი
მგრძნობელობის გზების განაწილება
ზურგის ტვინში
დერმატომების ინერვაცია

You might also like