8კვირაა დიპლო

You might also like

Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

დიპლომატიის თეორია

და პრაქტიკა
ლექცია 8
დიპლომატიური კორპუსი
• დიპლომატიური კორპუსი ეწოდება ქვეყანაში აკრედიტირებულ სხვადა სხვა
ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას-ელჩებს, ნუნციებს ,დესპანებს ,
საქმეთა რწმუნებულებს,დროებით რწმუნებულებს ,ყველა დიპლომატიურ
თანამშრომელს .დიპლომატიურ კორპუს მიეკუთვნება დიპლომატიური
თანამშრრომლების ოჯახის წევრევიც-მეუღლეები,გაუთხოვარი
ქალიშვილები,არასრულწლოვანი ვაჟები.
• დიპლომატიური თანამშრომლის დიპლომატიურ ხარისხს განსაზღვრავს
დიპლომატის ქვეყნის მთავრობა;აქედან გამომდინარე დიპლომატს ეძლევა
დიპლომატიური პასპორტი.
• საგარეო საქმეთა სამინისტრო რეგულარულად გამოსცემს დიპლომატიური
კორპუსის ცნობარს(სადაც მითითებულია ტელ.ნომრები ,ოჯახის წევრების
სახელი და გვარი,მისამრთი,რაც დღესდღეობით შეცვლილია).
• საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია დიპლომატიური კორპუსის კოლექტიური
განცხადება მხოოდ საოქმო საკითხებთან დაკავშირებით მაგ:ქვეყნის ახლადარჩეული
ხელმძღვანელის მისალმება ,ეროვნული დღესასწაულის , ახალი წლისა და სხვა
ოფიციალური დღესასწაულების დროს.(იხ. მაგალითი).
• დიპლომატიური კორპუსის დუაიენი არის დიპლომატიური წარმომადგენლობის
მეთაური,რომელმაც სხვა ქვეყნის დიპლომატიურიწარმომადგენლობების
მეთაურებთან შედარებით მასპინძელი ქვეყნის მეთაურს ველაზე ადრე გადასცა
რწმუნების სიგელი.
• დუაიენი-მამასახლისი ყოველთვის არის მაღალი რანგის დიპლომატიური
წარმომადგენელი (ელჩი ან ნუნცია).ზოგიერთ ქვეყანაში დუაიენი არის მხოლოდ
ნუნცია,მიუხედავად იმისა თუ როდის გადასცა მან რწმუნების სიგელი ქვეყნის მეთაურს.
• თუ ელჩის ქვეყანას არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა დუაიენის ქვეყანასთან
,მაშინ ელჩი დუაიენის კომპეტენციააში შემავალ საკითხებს დუაინის შემდეგ ყველაზე
„უხუცეს“ ელჩს უთანხმებს.
• დუაიენი უცხო კოლეგებისათვის არის მთავარი კონსულტანტი,განსაკუთრებით
მაშინ,როდესაც ქვეყანაში ახალი ჩადის. დუაიენი მას აცნობს ადგილობრივ საოქმო
რიტუალს დასახვადასხვა საკითხებს.დუაიენი არის შუამავალი მასპინძელი ქვეყნის
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ტავის უცხოელ კოლეგებთან.
• დიპლომატიური კორპუსის სახელით დუაიენი რეაგირებს და ახდენს მასპინძელი
ქვეყნის ,როგორც სადღესასწაულო ასევე სამგლოვიარო ცერემონიალებზე
გამოსვლას ,ორგანიზებას უკეთებს საჩუქრების გადაცემას.ასეთ შემთხვევაში
დუაიენის მდგომარეობა ძალზე საპასუხისმგებლო და დელეკატურია.მან საკმაოდა
მაღალ დონეზე უნდა გამოხატოს თავისი აზრი დიპლომატიური კორპუსის სახელით.
• დუაიენი ტავის ტექსტს არ უთახმებს თავის უცხო ქვეყნის კოლეგებს ,ასეთი რამ
დზალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება.
• ის ორგანიზებას უკეთებს დიპლომატიურ კორპუს ელცის გაცილების დროს ,მისთვის
საჩუქრის გადაცემისას.
• დუაიენს თავის კოლეგებისაგან განსხვავებით უფრო მეტი
შესაძლებლობა აქვს მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ
ხელისუფლებასთან კონტაქტების .
• დიპლომატიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება
დიპლომათა შორის უფროს უმცრობის საკითხს რომლის
დაცვაც აუცილებელია .მაგ: ოფიციალურ ღონისძიებაზე
,რომელზეც დიპლომატიური კორპუსი არის მიწვეული მათ
პირველ საპატიო ადგილს გამოუყოფენ სეხლმიფოს
მეთაურთან ახლოს.
• დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურთა შორის
უფროსობა ჰანისაზღვრება იმით თუ ვინ უფრო ადრე ჩააბარა
რწმუნების სიგელი.
• დროებითი რწმუნებულების უფროსობის საკითხი
დამოკიდებულია იმმეტაურის რანგზე ,რომელსაც დროებითი
რწმუნებული ცვლის და იმაზე თუ როდის გაიგზავნა წერილი
მასპინძელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი
დროებიტ რწმუნებულად დანიშვნის თაობაზე.
• თუ ელჩი ხელმეორედ აბარებს რწმუნების სიგელს (რაც სახ.
გადატრიალების ან სახ. მეტაურის გარდაცვალების შემთხვევაში)
ხდება მისი რანგი უცვლელია დიპლომატიურ კორპუსში.
• დიპლომატებსა და მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ პირებს
შორის უფრო-უმცროსობის საკითხში დადგენილია რომ ამა თუ
იმ ქვეყნის უცხოელ ელჩებს სიაში სახ. მეტაურის შემდეგ
მოიხსენიებენ ,თუმცა მოკრძალების ნიშნად უცხოელი ელჩები
თავიანთ ადგილს ნებაყოფლობით უთმობენ პრემიერ-მინისტრს
ან საგარეო საქმეთა მინისტრს.
• საფრანგეთის საოქმო პრატიკაში ეს ასე გამოიყურება:
• 1.დიპლომატიური კორპუსის დუაიენი,2 ელჩი, 3 სენატის
თავჯდომარე ,4 დიპლომატიური წარმომადგენლობის
მეთაური,5 ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, 6 კაბინეტის
მინისტრები,7 გენერალური მდივანი,8 პოლიტიკური დრექტორი.
• ნებისმიერი ცერემონიალის დეტალებს ამუსავებს ადგილობრივი საოქმო
სამსახური.მაგ.სამგლოვიარო ცერემონიალი ტარდება შემდეგნაირად:
• ოქმის უფროსი საელჩოს წარმომადგენელთან ერთდ ეკლესიის კარებთან ხვდება
მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობათა
მეთაურებს ,უკანსკნელთ მიჩენილ ადგილამდემიაცილებენ იმ დიპლომატიური
წარმომადგენლობის მდივნები და ატაშეები,რომლის მეთაურიც გარდაიცვალა.
(ტანსცმელი შავი სავიზიტო).
• ცერემონიალში მონაწილეობს სხელმწიფოს მეთაურის წარმომადგენელი
,აგრათვე საგარეო საქმეთა მინისტრი და სამინისტროს მაღალი რანგის
თანამდებობის პირები.
• თუ ცხედარს მიაცელბს პროცესია ,მას მიძღვება საგარეო საქმეტა
მინისტრი,განსვენებულის კოლეგები,საელჩოს საქმეთა რწმუნებული და
ადგილობრივი სამოქალაქო და სახედრო ხელმძღვანელობა.( მაგ:სამხედრო
პირის გარდაცვალება).
• ეროვნული ცერემონიალი--- ამ დროს საპატიო ადგილად
ითვლება ცენტრალურ გასასვლელტან საკურთხევლის
მარჯვენა მხარეთანამდებობის პირები იკავებენ
გასასვლელიდან მარცხენა მხარეს.
• სამგლოვიარო ცერემონიალი--სტანდარტული პროცედურა
ეროვნული ცერემონიალის მსგავსი.
• რელიგიური ცერემონალია ---ამ დროს ეკლესია ანაწილებს
ადგილებს იმისდა მიხედვით თუ რა სახის ცერემონიალია-
ეროვნული დღე,საზეიმო წირვა,თუ სამგლოვიარო
ცერემონიალი.
• დავალება :თ.ჭიპაშვილი დიპლომატიური ანბანი.გვ.83-90.

You might also like