Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 16

საჯარო პოლიტიკური მმართველობის სტრუქტურა

Structure სტრუქტურა (აღნაგობა, წესრიგი, განლაგება) - ეს არის სისტემის წყობა და ორგანიზაციის შინაგანი ფორმა,
რომელიც გვევლინება მის ელემენტებს შორის მყარი ურთიერთკავშირების, აგრეთვე მოცემული ურთიერთკავშირების
კანონთა ერთიანობად.

მარქს ვებერის ნაშრომებმა (1864-1929) დიდი გავლენა მოახდინა მართვის თეორიის განვითარებაზე, კერძოდ კი მართვის
სტრუქტურის კვლევაზე. ვებერმა ჩამოაყალიბა იდეალური ბიუროკრატიის ნიშნები, საჯარო მმართველობის
სუბიექტისათვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

 ოფიციალური საქმის წარმართვა უცვლელი მეთოდებით

 მათი გადაწყვეტა ხორციელდება მხოლოდ წინასწარ დადგენილი ნორმებითა და პრინციპებით, რომლითაც


განსაზღვრულია ცალკეული მენეჯერის ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებულია და შეესაბამება მის
სტატუსთან

 მენეჯერის ძალაუფლება, პასუხისმიმგებლობა და შესაძლებლობა გამომდინარეობს ხელისუფლების იერარქიიდან და


დამოკიდებულია მხოლოდ ამ იერარქიაზე (სტრუქტურაზე).
საიდან მოდის ტერმინი ბიუროკრატია?
ტერმინი ბიუროკრატია 1745 წელს დაამკვიდრა დე გურნემ, რომელმაც სიტყვა „ბიუროს“, რაც დაწესებულებას ნიშნავს,
დაუმატა ნაწილი, რომელიც ძველ ბერძნულ ენაზე „მართვას“ ან „ძალაუფლებას“ გულისხმობს. ტერმინი,
თავდაპირველად, სამთავრობო დაწესებულებების მიმართ გამოიყენებოდა , დღეს კი ის ნებისმიერ დიდ ორგანიზაციას
შეგვიძლია შევუსაბამოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიის რამდენიმე გაგება ეფექტური ადმინისტირების
საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას უარყოფითი დატვირთვაც ჰქონდა და
არაეფექტურობასთან და საქმის დროში გაჭინაურებასთან ასოცირდებოდა. ტერმინი ბიუროკრატია სხვადასხვა
მნიშვნელობით გამოიყენება. მასში იგულისხმება: 1. სახელისუფლებო სამსახურებისა და სააგენტოების ერთობლიობა
(ფრანგული სიტყვიდან bureau), რომელიც სახელმწიფო მმართველობის მუდმივობას ქმნის ; ეს , თავის მხრივ ,
საზოგადოებრივი მოვალეობების აღსრულებას გულისხმობს, პოლიტიკური ლიდერების ცვლილების მიუხედავად . 2.
ბიუროკატია, გამოიყენება უკიდურესად ნეგატიური დატირთვითაც და მასში იგულისხმება  ორგანიზაციების არაეფექტური
მართვა, რაც გართულებული ბიუროკრატიზმის (Red Tape) ნიშნით წარმოებული პროცესის აღმნიშვნელია . 3.
სტრუქტურული მოწყობის გარკვეული ფორმა, სადაც მომუშავე ადამიანები იერარქიული რანგის მიხედვით არიან
გადანაწილებულნი და მრავალრიცხოვან წესებს ემორჩილებიან . 4. ყველა საჯარო მოხელე არჩეული თუ დანიშნული,
მაღალი და დაბალი რანგის. აქედან გამომდიდარე ხაზინის უფროსი ისეთივე ბიუროკრატია, როგორც ხაზინის
დეპარტამენტში მომუშავე დაბალი რანგის მოადგილე.
საჯარო მმართველობის სუბიექტისათვის
დამახასიათებელია ნიშნები (მარქს ვებერის მიხედვით)

თანამდებობები, და სამსახურეობრივი ადგილები არ წარმოადგენს


ადმინისტრატორის საკუთრებას, შესაბამისად მათ არ შუძლიათ გაყიდონ,
გააჩუქონ და გაასხვისონ სამუშაო ადგილები

სტრუქტურას ახასიათებს მკაფიოდ გაწერილი და დადგენილი


თანამდებობრივი იერარქია, სადაც კონკრეტულად არის განაზღვრული
თანამდებობების ფუნქციები
მართვის თეორიასა და პრაქტიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფედერიკ
ტეილორმა, რომელმაც ჩამოაყალიბა მეცნიერეული მენეჯმენტი, რომელიც აგებული
იყო კანონებზე, წესებზე და პრინციპებზე. მან ორგანიზაციაში დროისა და მოძრაობის
სწავლებებს განვითარებას გაუკაფა გზა. ეს მოძრაობა ცნობილია როგორც
„ტეილორიზმი“ ან „ტეილორის სისტემა”.  ფ.ტეილორს უდიდესი წარმატება და
პოპულარობა მოუტანა 1912 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტის
სპეციალური კომიტეტის სხდომაზე გამოსვლამ, სადაც მას საკუთარი იდეების
წარდგენის საშუალება მიეცა. ფ.ტეილორის ყოვლისმომცველი მოხსენება მართვის
სამეცნიერო ორგანიზაციის პრინციპებს ეხებოდა, რასაც თვითონ მართვის
მოვალეობებს უწოდებდა.
ორგანიზაციის სტრუქტურა
გამოყოფენ კავშირ-ურთიერთობის მართვის სტრუქტურის ორი ტიპს: ვერტიკალური
და ჰორიზონტალური.

ვერტიკალური ტიპი გულისხმობს იერარქიურ დაქვემდებარებას (ვერტიკალზე


ქვემოდან ზემოთ),ა ნუ ეს არის ურთიერთობა ხელმძღვანელსა და ხელქვეითს
შორის.

ჰორიზონტალური კავშირ-ურთიერთობები განსაზღვრავენ ადამიანთა რაოდენობას


და მართვის რგოლების რიცხვს, რომლებთანაც ხორციელდება ურთიერთობები
მართვის სტრუქტურების ტიპები
გამოიყოფა მართვის სტრუქტურის ტიპებს:

ფუნქციონალური ტიპის სტრუქტურა - თითოეული ელემენტს თავის ფუნქცია გააჩნია, მაგალიTად ერთი
ელემენტი ასრულებს დაგეგმვის ფუნქციას, მეორე ელემენტი ასრულებს დაგეგმვის ფუნქციას, მეორე განაგებს
ფინასებს, ხოლო მესამე წყვეტას მრკეტინიგის საკითხებს. მის სისუსტეს წარმოადგენ სი ფაქტი, რომ ხშირად არ
იციან რომელ ბრძანებას მიანიჭონ უპირატესობა

ხაზობრივი სტრუქტურის პირობებში მქომედებს ერთი ერთი ზემდგომი რგოლი, რომელსაც ექვემდებარება
რამდენიმე დაქვემდებარებული ელემენტი, ამ დროს ყველა მმართველობითი საკითხი წყდება ერთი
კომუნკაციური არხის საშუალებით. ამ დროს შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პროცესი შესაძლოა დროში
გაიწელოს, ამიტომ მისი დაძლევა შეიძლება ფუნქციონალური ტიპის სტრუქტურის გამოყენებით

ხაზობრივ-შტაბური სტრუქტურა- როდესაც ქმედება თავს იყრის შტაბის ხელმძვანელთან, რომელსაც


პირდაპირი კავშირი აქვს ყველა სტრუქტურასთან და მის ხელმძვანელობასთან
პრობლემის ფართო გაგება გამოიყენება იმისათვის, რომ უფრო კარგად
გავიგოთ ხელისუფლების სხვადასხვა სუბიექტების დამოკიდებულება,
მათი ურთიერთქმედების ორგანოების მეთოდები და ფორმირება,
რომელიც ყალიბდება მაკროდონეზე. ამით შევძლებთ თავი ავარიდოთ
პოლიტიკური რეალობის ზედმეტად მეცნიერეული, ემპირულ აღწერას,
და მეორეს მხრივ გამოვყოთ სუფთა პოლიტიკური სისტემის სტრუქტურა
პოლიტიკური სისტემის ქვესისტემები
ნორმატიული ქვესისტემა მოიცავს პოლიტიკურ, სამართლებრივ, მორალურ ნორმებსა და
ფასეულობებს, ტრადიციებს, ადათ ჩვევებს. მისი მეშვეობით პოლიტიკური სისტემა
მარეგულირებელ ზემოქმედებას ახდენს ინსტიტუტების მოღვაწეობაზე, მოქალაქეთა ქცევაზე

ფუნქციური ქვესისტემა - ესაა პოლიტიკური მოღვაწეობის მეთოდები, ხელისუფლების


განხორციელების ხერხები. ფუნქციური ქვესისტემა პოლიტიკური რეჟიმების საფუძველია

კომუნიკაციური ქვესისტემა განსაზღვრავს ხელისუფლების ღიაობის ხარისხს, მის უნარს


დიალოგის საწარმოებლად, სწრაფვას თანხმობისკენ, მცდელობას, რეაგირება მოახდინოს
განსხვავებული ჯგუფის აქტუალურ მოთხოვნებზე.
რა არის პოლიტიკური სისტემა

საზოგადოების პოლიტიკური სისტემა - ესაა სამართლის და სხვა


სოციალური ნორმებისსაფუძველზე მოწესრიგებული საზოგადოებრივ-
პოლიტიკური და სახელმწიფო ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელთა
ფარგლებშიც მიმდინარეობს საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრებადა
ხორციელდება პოლიტიკური ხელისუფლება.პოლიტიკური სისტემა
ასოცირდება საზოგადოებაში დაკანონებულ ფიზიკურ იძულებასთან.
ყველა სისტემაში ხაზგასმულია პოლიტიკური სისტემის კანონიერი
უფლება დასაჯოს,აიძულოს და დაიმორჩილოს.
როგორ ჩამოყალიბდა სისტემური მიდგომა
"სისტემის" ცნება საზოგადოების მიმართ პირველად გამოიყენა ტალკოტ პარსონსმა (19021979), რომელმაც ნაშრომში
„სოციალური სისტემა“ (1952) საზოგადოება წარმოადგინა ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული ქვესისტემის
ურთიერთქმედების სახით: ეკონომიკის, პოლიტიკის,სოციალურის და სულიერის. თითოეული ქვესისტემა გარკვეულ
ფუნქციებს ასრულებს, რეაგირებს შიგნიდან და გარედან მომდინარე მოთხოვნებზე, ერთობლივად კი ეს ქვესისტემები
უზრუნველყოფენ საზოგადოების ფუნქციონირებას მთლიანობაში. მაგალითად, საქონელზე ადამიანების
მოთხოვნილებების რეალიზაციას ემსახურება ეკონომიკური ქვესისტემა. რაც შეეხება პოლიტიკურ ქვესისტემას, მისი
ფუნქციაა კოლექტიური მიზნების განსაზღვრა, რესურსების მობილიზება ამ მიზნების მისაღწევად და შესაბამისი
გადაწყვეტილებათა მიღება. სოციალური ქვესისტემა უზრუნველყოფს არსებული ცხოვრების წესის მდგრადობას,
საზოგადოების ახალი წევრებისათვის იმ ნორმების, წესებისა და ფასეულობებისგადაცემას, რომლებიც მათი ქცევის
მოტივაციის მნიშვნელოვან ფაქტორებად იქცევიან. სულიერი ქვესისტემა ანხორციელებს საზოგადოების ინტეგრაციას,
მის ელემენტებს შორის სოლიდარობის დამყარებასა და შენარჩუნებას.სწორედ სოციალური სისტემის თეორიის
წყალობით პოლიტიკურ მეცნიერებაში შეაღწიაპარსონსის თეორიამ.
სისტემური მიდგომის დამკვიდრება
პოლიტიკაში - დევით ისთონი)

სისტემური მიდგომა პოლიტიკაში პოლიტიკურ მეცნიერებაში სისტემური მიდგომის ფუძემდებელია დევიდ


ისთონი, ნაშრომებში „პოლიტიკური სისტემა“ (1953).

სისტემური მიდგომა პოლიტიკისადმი:- საშუალებას გვაძლევს პოლიტიკა წარმოვადგინოთ მთლიანობის სახით,


გავაანალიზოთმისი ურთიერთქმედება გარემოსთან;- საშუალებას გვაძლევს წარმოვადგინოთ პოლიტიკა ადამიანთა
ქცევისა და საქმიანობისსისტემის სახით.სისტემური თეორია ურთიერთქმედების პროცესებს სამ ციკლად ყოფს:
შესვლა (input),კონვერსია (conversion), გარდაქმნა და გამოსვლა (oufput). რაც შეეხება პოლიტიკური სისტემის
საზღვრებს - მას გაფართოება და შევიწროება შეუძლია. პოლიტიკურ სისტემაში ადამიანებიპირველ რიგში
ასრულებენ მოქალაქეების, ქვეშევრდომების, ამომრჩევლების როლს. არჩევნებისდღეს პოლიტიკური სისტემის
საზღვრები ფართოვდება, მასში ამომრჩეველთა უშუალო შეჭრით. ომის დროსაც პოლიტიკური სისტემის საზღვრები
ფართოვდება, რადგანაც მრავალი ადამიანი ჩაბმულია სამხედრო სამსახურში, სახელმწიფო იწყებს ეკონომიკის
რეგულირებას, დამატებით ზომებს იღებენ საშინაო უსაფრთხოებისათვის და ა.შ.სისტემური მიდგომასისტემის
ნიშნები
შესვლა: მოთხოვნა და მხარდაჭერა

დევიდ ისთონი განასხვავებდა "შესვლის" ორ ტიპს: მოთხოვნასა და მხარდაჭერას. მოთხოვნა


შეიძლება განისაზღვროს როგორც მიმართვა ხელისუფლების ორგანოებისადმი საზოგადოებაში
ფასეულობათა სასურველ ან არასასურველ განაწილებათა თაობაზე. დ. ისთონი გამოყოფდა
მოთხოვნათა შემდეგ სახეებს: მოქალაქეების მოთხოვნები, რომლებიც ეხება დოვლათისა და
მომსახურებათა განაწილებას ხელფასსა და სამუშაო დროს, განათლების მიღების პირობებს,
სამედიცინო და სხვა მომსახურეობებს; მოთხოვნები დაკავშირებული ქცევის რეგულირებასთან -
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონტროლი წარმოებასა და ბაზარზე და ა.შ.;-
მოთხოვნები კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროში - პოლიტიკური ინფორმაციისმიწოდების,
პოლიტიკური ძალის გამოყენების თაობაზე და ა.შ. მოთხოვნებს აქვთ პოლიტიკური სისტემის
დასუსტების ტენდენცია.
მხარდაჭერა
მხარდაჭერა პოლიტიკურმა სისტემამ მუშა მდგომარეობა რომ შეინარჩუნოს, მას მოთხოვნების გარდამხარდაჭერა
ესაჭიროება. მხარდაჭერა ნიშნავს პოლიტიკური სისტემის გაძლიერებას. მხარდაჭერის გამოვლენის ფორმები ძალზედ
მრავალფეროვანია: გადასახადების წესიერი გადახდა, სამხედრო მოვალეობის შესრულება, სახელისუფლო ინსტიტუტების
პატივისცემა, პოლიტიკურიხელმძღვანელების მხარდაჭერა, პატრიოტიზმი, ხელისუფლების მხარდასაჭერად
დემონსტრაციების ჩატარება და ა.შ.მხარდაჭერა უზრუნველყოფს ხელისუფლების ორგანოების შედარებით
სტაბილურობას,მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური საზოგადოების წევრებს შორის თანხმობის
უზრუნველსაყოფად.პოლიტიკურ სისტემაში მხარდაჭერის ძირითად ობიექტებად დ. ისთონი ასახელებდა პოლიტიკურ
რეჟიმს, ხელისუფლებას და პოლიტიკურ საზოგადოებას. ობიექტების შესაბამისად,იგი გამოყოფდა მხარდაჭერის სამ ტიპს:1)
რეჟიმის მხარდაჭერა - ესაა მდგრადი მოლოდინების ერთობლიობა, მხარდაჭერა იმ პრინციპებისა და ფასეულობის
(თავისუფლება, პლურალიზმი, საკუთრება და ა.შ.), რომელთაც ემყარება პოლიტიკური სისტემა, ხელისუფლების ნორმები
(კონსტიტუციური, სამართლებრივიდა ა.შ.) და სტრუქტურები; 2) ხელისუფლების მხარდაჭერა - ე.ი. ყველა ფორმალური და
არაფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტების მხარდაჭერა, მაგალითად, ჰარიზმატული ლიდერებისა, რომლებიც
ხელისუფლებით ფუნქციებს ახორციელებენ 3) პოლიტიკური საზოგადოების მხარდაჭერა - ე.ი. ადამიანთა იმ ჯგუფისა,
რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან პოლიტიკური შრომის განაწილებით.
პოლიტიკური სისტემა გამოსვლისას ასრულებს შემდეგ
ფუნქციებს

გ. ალმონდმა ისტონის მსგავსად გამოყო შესვლისა და გამოსვლის ფუნქციები, თუმცა


ისტონისაგან განსხვავებით მან ყოველ პოლიტიკურ ინსტიტუტს თავის სპეციფიკური
როლი განუსაზღვრა.

ნორმათა ჩამოყალიბება - ე. ი. ქცევის მარეგულირებელი წესებისა და კანონების


ჩამოყალიბება (პარლამენტი)

წესებისა და ნორმების გამოყენება - მათი ამოქმედება (მთავრობა)

კონტროლი წესებისა და ნორმების დაცვაზე - კანონების დარღვევის მცდელობების


აღკვეთა (სასამართლო ხელისუფლება)

You might also like