Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

სულხან-საბა ორბელიანის

უნივერსიტეტი 1

სამართლის ფაკულტეტი

IV კურსი

საპრეზენტაციო თემა: „ანდერძის ფორმა,სახეები;


ანდერძის შეცვლა ან მოშლა“

საგანი : მემკვიდრეობის სამართალი

საგნის ხელმძღვანელი : პროფ.ლელა ნადიბაიძე

სტუდენტი: გელაშვილი ხატია


განსახილველი საკითხები: 2
 ანდერძის ფორმის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
 
 ანდერძის ფორმა;
 
 ანდერძის სახეები: სანოტარო ფორმით შედგენილი
ანდერძი,დახურული ანდერძი,შინაურული ანდერძი,ყრუ-
მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი.
 
 ნოტარიუსთან გათანაბრებული პირები;
 
 ანდერძის მოწმეები
 
 ანდერძის შეცვლა ან მოშლა ;
 
ანდერძის ფორმა
3
ანდერძი უნდა შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან, დასაშვებია წერილობითი
ანდერძი სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე.

სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილ იქნეს


მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი
არ არის, – თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ.
4

ანდერძის ჩაწერა ნოტარიუსის მიერ

დასაშვებია, რომ ანდერძი მოანდერძის სიტყვებით ჩაიწეროს ნოტარიუსმა ორი


მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთოდ
მიღებული ტექნიკური საშუალებები.

მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს


მოანდერძემ და ნოტარიუსისა და მოწმის თანდასწრებით მოაწეროს ხელი.
5
ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან გათანაბრებულნი არიან:

ა ) საავადმყოფოს, ჰოსპიტლისა და სხვა სამკურნალო დაწესებულების,


სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში,
მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი
ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს;
ბ ) საძიებო, გეოგრაფიული და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე
ასეთ ექსპედიციაში იმყოფება;
გ ) გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან
საჰაერო ხომალდზე იმყოფება;
დ ) სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური
(უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და
თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე
სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია;
ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი, თუ მოანდერძე პენიტენციურ
დაწესებულებაშია მოთავსებული.
ყრუ-მუნჯი და ბრმა პირის ანდერძი
6

თუ მოანდერძე ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი წერა-კითხვის უცოდინარია,


საანდერძო განკარგულება მან უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან ორი
მოწმისა და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია
გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით,
რომ ანდერძის შინაარსი შეესაბამება მოანდერძის ნებას.

მოანდერძემ, რომელიც ბრმაა ან არ შეუძლია წერა-კითხვა,


საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი
მოწმის თანადასწრებით, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო
ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს.
7

შინაურული ანდერძი დახურული ანდერძი

მოანდერძეს შეუძლია მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა


თავისი ხელით დაწეროს დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის
ანდერძი და ხელი შინაარსს,ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა
მოაწეროს მას. ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას.

დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა


უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგენილ იქნა
პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით,
მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.
8
ანდერძის შენახვა ნოტარიუსთან

მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწერილი და ნოტარიუსს, სხვა პირს,


ხელმოწერილი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს რომელმაც დაადასტურა
ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს) სამი ანდერძი, მოწმეს, ასევე
მოწმის თანდასწრებით, რაც დასტურდება კონვერტზე ხელის პირებს რომლებმაც ხელი
მოწერით. მოაწერეს ანდერძს
მოანდერძის ნაცვლად,
აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილ უნდა უფლება არა აქვთ
იქნეს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან (ან სამკვიდროს გახსნამდე
სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან). გაამხილონ ცნობები,
რომლებიც შეეხება ანდერძის
შინაარსს, მის შედგენას,
შეცვლას ან გაუქმებას.

ანდერძის მოწმეები არ შეიძლება იყვნენ: არასრულწლოვანი, ანდერძით მემკვიდრე და მისი


ნათესავები დამავალი ხაზით და აღმავალი ხაზით, და, ძმა, მეუღლე, საანდერძო დანაკისრის
მიმღები (ლეგატარი).
ანდერძის ტექსტი შეიძლება გადმოიცეს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებებით,
9
ოღონდ ხელმოწერილი უნდა იყოს მოანდერძის მიერ. ასეთ შემთხვევაში ანდერძის შედგენა
და მოანდერძის მიერ ხელის მოწერა უნდა მოხდეს ორი მოწმის თანდასწრებით, რომლებიც
დაადასტურებენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური
საშუალებების გამოყენებით. მოწმეთა მიერ ანდერძის დადასტურება უნდა მოხდეს
მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ, მოანდერძისა და
ორივე მოწმის თანდასწრებით ანდერძზე სათანადო წარწერის გაკეთებით, მოწმეთა
სახელის, გვარისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით.

მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და


გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის
თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც
ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის
მთლიანობის შესახებ.
ანდერძის შეცვლის ან მოშლის გზები:
10
ახალი ანდერძის შედგენით, რომელიც
პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის იმ
ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს
ეწინააღმდეგება;

სანოტარო ორგანოში განცხადების


შეტანით;

ანდერძის ყველა ეგზემპლარის მოსპობით


მოანდერძის მიერ ან ნოტარიუსის მიერ
მოანდერძის განკარგულებით.
11
გამოყენებული ლიტერატურა:
 
 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი,წიგნი მეხუთე,გამომცემლობა
„სამართალი“, თბილისი 2000წ. გვ:413-421,449-453
 რომან შენგელია,ეკატერინე შენგელია-„საოჯახო და მემკვიდრეობის
სამართალი“,გამომცემლობა “მერიდიანი“,თბილისი 2014წ,გვ: 355-363,გვ:382-388
 https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702

 https://blh.com.ge/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1
%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9
3%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94/

 
 
 
 
 
 

You might also like