Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 17

დროის ფასი

ჭაბუა ამირეჯიბი
ციყვი ალიონზე ადგა.
ათასი საქმე ჰქონდა.
ხელ-პირი დაიბანა და
მუშაობას შეუდგა.
ამ დროს ჭრიჭინაც ესტუმრა.
ციყვმა საქმეს თავი მიანება,
სტუმარი შინ მიიპატიჟა და საუზმე
მიართვა.
ჭრიჭინამ პირი არაფერს დააკარა,
სამაგიეროდ ჭრიჭინს მოჰყვა და
მთელი დღე ჭრიჭინებდა
ციყვი საქმეს მოსცდა.
მთელი დღე უქმად
დაკარგა.
ამ დროს კარზე პატარა
თაგვმა მოაკაკუნა. კბილი
სტკიოდა და თვალებიდან
სიმწრის ცრემლი სცვიოდა.
-ჩემო ციყუნია , კბილის ტკივილმა
შემიკლა, საჭმლის საშოვნელად
ვეღარ წავსულვარ, თუ შეგიძლია
ერთითხილი მასესხე და რომ
მოვკეთდები, დაგიბრუნებ.
გაიქცა ციყვი, თაგვს თხილი
გამოუტანა და გვირილაც
მისცა , ამის ნახარში პირში
გამოივლე, კბილის ტკივლს
შველისო.
ჰაიტ, შე მათხოვარო, შენა!
-ჩაუჭრიჭინა თაგვს
ჭრიჭინამ,-ციყვს ოფლი
დაღვრია, ეგ თხილი რამ
სიშორიდან მოუტანია და
ახლა შენ უნდა შეჭამო?
- მე მათხოვარი არა ვარ, ჭრიჭინავ,
შენ კი ნამდვილი ყაჩაღი ხარ! მე
ერთი თხილი ვესესხე და
დავაბრუნებ კიდეც, შენ კი ციყუნიას
მთელი დღე წაართვი. აბა
წართმეული დროის დაბრუნება
სინჯე! გინდა ნაშრომი
წაგირთმევია, გინდა საქმისგან
მოგიცდენია, შე ყბედო, შეყაჩაღო,
შენა!
ჭრიჭინა ყბედობას რას
მოიშლიდა?
დღესაც კარდაკარ დადის,
ჭრიჭინებს და ჭრიჭინებს
დასასრული
შესანიშნავად იმუშავე, ყოჩაღ!

ახლა ცოტა გავხალისდეთ,


შეასრულე შემდეგი
დავალებები:
პერსონაჟების პერსონაჟების პერსონაჟების გრძნობები
დახასიათება მოქმედებები
ციყვი --
ციყვი-- ჭრიჭინა--
თაგვი --
ჭრიჭინა-- ციყვი---
ჭრიჭინა --
თაგვი-- თაგვი--

სურათი( ნახატი) მიზანი ეთანხმები თუ არა


დაახასიათე
• ციყვი თაგვი ჭრიჭინა
მშრომელი პასუხის მგებლიანი ზარმაცი
უპასუხე ტესტის კიხვებს
1.დილით ციყვს ესტუმრა 3. ჭრიჭინამ ციყვს წაართვა
ა) თაგვი; ა) რკო
ბ) ჭრიჭინა; ბ) თხილი
გ) არავინ; გ) დრო
2. ციყვმა სტუმარი 4. სტუმარი არის
ა) არ მიიღო; ა) ერთმარცვლიანი
ბ) კარი არ გაუღო; ბ) ორმარცვლიანი
გ) შინ შეიპატიჟა გ) სამმარცვლიანი
მომავალ შეხვედრამდე

You might also like