Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 15

გაზაფხული

მოვიდა
-გაზაფხული მოვიდა, გაიღვიძეთ!- დაიჭახჭახა
შაშვმა და კუნელის კენწეროზე დასკუპდა.
აზუზუნდნენ მწერები, აფარფატნენ ჭრელ-
ჭრელი პეპლები, გაიღვიძეს მინდვრის
ყვავილებმა, თავი აიშვეს ნაკადულებმა და
მიყრუებული ღელეები აახმიანეს.
-რაო, რაო? გაზაფხული მოვოდაო? - იკითხა კუნელის
ძირას წათვლემილმა ყოჩივარდამ და თვალი
გამოაჭყიტა. მუხლის გამართვა სცადა, მაგრამ
გაუჭირდა. თავზე შარშანდელი, ჟანგისფერი მუხის
ფოთოლი საბანივით გადაჰფარებოდა, ზევით არ
უშვებდა.
ყოჩივარდამ ძალღონე მოიკრიბა, აიწია.
აიწია და მუხის ფოთოლიც დაიძრა, ჯერ
გვერდზე გაცოცდა, მერე გადავარდა.
- მუხის ფოთოლი ყოფილა. ნეტავი საიდან
მოჩერჩეტდა , კინაღამ გამგუდა და სიცოცხლეს
გამომასალმა! - შესძახა გაგულისებულმა ყოჩივარდამ
და მუხლი გამართა, მელანივით ლურჯი თვალები
კამკამა ცას შეხედა. მზე საამურად ანათებდდა, ბუნება
გაზაფხულის მობრძანებას ზეიმობდა.
ყოჩივარდას ნათქვამმა გული ატკინა მუხის
ფოთოლს, ის ხომ მთელი ზამთარი საბანივით
ზედ ეფარა, უფრთხილდებოდა, რომ ყინვას
არ დაეზრო, ქარს არ ამოეთხარა მიწიდან,
ყოჩივარდამ კი რა თქვა: საიდან
მოჩერჩეტდაო.
სწორედ ეგ არის სიკეთის
დაუნახაობა! - ნაღვლიანად
აშრიალდა მუხის ფოთოლი და
ღამით დადენილი ცის ნამი
ცრემლებად ექცა.
კუნელის კენწეროზე წამოსკუპებული შაშვი
კი ჭახჭახებდა და ჭახჭახებდა

გაზაფხული
გაიღვიძეთ!
მოვიდა,
დასასრული
შესანიშნავად იმუშავე , ყოჩაღ!
• ახლა ცოტა გავხალისეთ

შეასრულე შემდეგი დავალებები


პერსონაჟის რუკა
დაახასიათე ყოჩივარდა რა გააკეთა პერსონაჟის გრძნობები

მიზანი მიეცი რჩევა გააგრძელე მოთხრობა


პერსონაჟის რუკა
დაახასიათე ფოთოლი რა გააკეთა პერსონაჟის გრძნობები

მიზანი მიეცი რჩევა ნახატი


უპასუხე ტესტის კითხვებს
• შაშვმა ახარათ
ა) გაზაფხულის მოსვლა
ბ) შემოდგომის მოსვლა
გ) ზამთრის მოსვლა
• ყოჩივარდას დაფარებული ჰქონდა
ა) ნაძვის წიწვები
ბ) მუხის ფოთოლი
გ) არაფერი
გილოცავთ გაზაფხულის

შემობრძანებას

You might also like