Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 11

სოციალური მედია ჩინეთში

საგანში:ინტერნეტ-მარკეტინგი
ლექტორი:ნანა ოქროაშვილი
სტუდენტები:მარიამ პატარიძე
მარია მამასახლისი
2019წ
* ზოგიერთი დასავლური სოციალური მედია ჩინეთში ხელმისაწვდომი არ არის ,
მაგრამ ეს ჩინელებს ხელს საერთოდ არ უშლის იმაში, რომ იყვნენ ყველაზე
აქტიური ინტერნეტ-მომხმარებლები. ჩინეთში დაახლოებით 634 მილიონი ადამიანი
მოიხმარს ინტერნეტს, რომელიც ორჯერ მეტია აშშ-ს მთლიანი მოსახლეობისა .
ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე ინტერნეტ-მომხმარებელი , ჩინელია .

სოციალური მედია, ჩინეთში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალურია მსოფლიოში ,


რადგან მხოლოდ მათ აქვთ მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი
საკუთარი, ლოკალური ჩინური სოციალური მედია. ჩინეთმა ფაქტობრივად მეორე
დიდი კედელი ააშენა დასავლურ ინტერნეტ-სივრცესა და საკუთარს შორის .
* ჩინეთში არსებული სოციალური ქსელებიდან , ყველაზე აქტუალურია “Sina
Weibo” და “WeChat”.
WeChat ( 微信 —“ ვეი სინ” “მოკლე წერილი “) პროგრამა რომელიც
უზრუნველყოფს თქვენი მიმოწერების, ვიდეო შეტყობინებების , დღიური
ამებების და ა.შ ინტერნეტ სივრცით გავრცელებას, ამას გარდა
მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ აპლიკაციის მეშვეობით გადიხადონ
სხვადასხვა მომსახურების საფასურები, როგორებიცაა რესტორნები ,
მაგიდის დაჯავშნა, მაღაზიები, კინოთეატრის ბილეთის შეძენა , ტაქსის
გამოძახება, პროდუქტების შეკვეთა და ა.შ
* Facebook და WeChat ფაქტობრივად ერთმანეთს ვერ უწვენ
კონკურენციას, რადგან იმ შემთხვევაში თუ თქვენ გნებავთ
დაუკავშირდეთ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ან უბრალოდ მისი
იმდროინდელი ადგლისამყოფელი ჩინეთია, მაშინ აუცილებლად
მოგიწევთ ისეთი სერვისებით, სარგებლობა, სადაც ჩინეთის
მოსახლეობის 50%-ია ჩართული, მათგან კი არცერთი სარგებლობს
Facebook-ის სერვისებით. ვებ-გვერდი www.versus.com -ის
გამოკითხვის მიხედვით, მომხმარებელთა 70 %-ს Facebook Messenger-
ის სერვისით სარგებლობა ურჩევნია, ხოლო 86%-ს WeChat-ის.
* კიდევ ერთი პოპულარული აპლიკაცია, რომელსაც უამრავი
მომხმარებელი ჰყავს ჩინეთში არის “Sina Weibo”( 新浪微博 – მიკრო
ბლოგი) -იგივე ჩინური “Twitter”-ი, მეტი ფუნქციებით, რომელიც 2008
წელს შეიქმნა, ამ ქსელს 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე
მომხმარებლებმა 390 მილიონი მოკლე ტექსტური შეტყობინება
გააგზავნეს ამ ქსელის მეშვეობით.”Weibo”-ზე რეგისტრაციისთვის, ჩინურ
ენაზე დაწერილი მითითებების შევსება და ჩინური მობილური ნომრის
შეყვანა მოგიწევთ, რაც უცხოელებისთვის რთული პროცედურაა.
* Weibo”-სა და “WeChat”- ის გარდა ჩინეთში არაერთი
პოპულარული სოციალური ქსელი არსებობს, თოთოეული
მათგანი გათვლილია თავის სეგმენტზე.

მაგალითად:
“RenRen”-ქსელი, რომელიც 2005 წელს შეიქმნა, ხშირად
ამბობდნენ, რომ ეს ჩინეთის პასუხი იყო Facebook-ზე, ამ
სოციალურ ქსელს 130 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მათი 74%
კი 30 წელს ქვემოთ არის, აპლილაციის მომხმარებლები
ძირითადად სტუდენტები არიან.
* “Qzone”-530 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ძირითადად
თინეიჯერები იყენებენ, უფრო ხშირად ვირტუალური მეგობრების
შესაძენად, რადგან მათ შეუძლიათ მხოდლოდ
“ზედმეტსახელით”დარეგისტრირდნენ.
* “Kaixin001”-კიდევ ერთი Facebook-ის მსგავსი სოციალური ქსელი,
რომელიც თავის 116 მილიონ მომხმარებელს საშუალებას აძლევს
ინტერნეტ სივრცეში ატვირთოს სურათები, ვიდეოები, გადმოტვირთოს
თამაშები ან უბრალოდ შექმნას საკუთარი ბლოგი. მომხმარებლების
61% 30 წლამდე ასაკისაა.
* სოციალურ ქსელებს, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება
ნებისმიერი მარკეტინული კამპანიისთის ჩინეთში.. შესაბამისად
დასავლური და ჩინური სოციალური მედია ძალიან განსხვავდება
ერთმანეთისგან, დასავლურ სოციალურ მედიას ხშირად სხვადასხვა
ვიდეოების, სურათების დასათვალიერებლად იყენებენ, ან
უბრალოდ იგებენ ახალ ამბებს. ჩინური სოციალური მედია სრულიად
სხვა პლატფორმისაა, რადგან ჩინელებისთვის სოციალურ ქსელში
დახარჯული დრო -სამუშაოსავითაა, ისინი ამ კონტენტს უფრო
სასარგებლოდ იყენებენ, ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტს,
ხშირად მართავენ ონლაინ-შეხვედრებსაც, ამას გარდა
ჩინელებისთვის ნებისმიერი სახის ბიზნესი წარმოუდგენელია
სოციალური ქსელების გარეშე. შესაბამისად ასევე მნიშვნელოვანია
გარკვეული პროდუქტების ან მომსახურების განხილვა, კლიენტების
მიერ, პოტენციური მომხმარებლები აქტიურად კითხულობენ
განხილვებს და შემდეგ წყვეტენ-ღირს თუ არა
პროდუქტზე/მომსხურეობაზე თანხის დახარჯვა. ”განხილვის”
სერვისის გააქტიურებამ ჩინეთში სარეკლამო რგოლების
ღირებულება მთლიანად გააქრო, კომპანიები ახლა სხვადასვა
სტრატეგიებს ქმნიან, ასაქმებენ ადამიანებს სპეციალურად
იმისთვის, რომ მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა და “კარგი
შეფასებები”, ეს კომპანიის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩინეთში, თვითონ მოსახლეობა წყვეტს, თუ
რომელი სერვისია კარგი და რომელი ცუდი.
* ჩინელების უმრავლესობა სოციალურ მედიას, მობილურის
საშუალებით უკავშირდება, მათთვის ეს უფრო კომფორტულია,
რადგან ისინი დროის ნებისმიერი მონაკვეთში, ჩართულნი უნდა
იყვნენ ინტერნეტ-ცხოვრებაში. განსაკუთრებით აქტუალურია
“WeChat”-ის მობილური აპლიკაციით სარგებლობა.

ნებისმიერი კომპანია, რომელიც გადაწყვეტს შეუერთდეს


ჩინეთის ბაზარს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის
თანამედროვე ხერხები, რომლის გარეშეც, ჩინურ მარკეტინგულ
ცხოვრებას გამოეთიშები.

You might also like