Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 41

საქართველოს

კონსტიტუციური
სამართალი - სახელმწიფო
მოწყობის სამართალი

მარი მარინაშვილი
საკონსტიტუციო მართლმსაჯულება
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრება
საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს და ფორმირება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსი
საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა და
თანანმდებობის პირები
საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია
საკონსტიტუციო სასამართალწარმოება
საკონსტიტუციო კონტროლის
დამკვიდრება საქართველოში
საკონსტიტუციო კონტროლის მოდელები:
ყველა სასამართლო ახორციელებს
მხოლოდ უზენაესი
სპეციალურად შექმნილი სასამართლო
საკონსტიტუციო კონტროლის
სამართლებირივი საფუძვლები
საკონსტიტუციო კონტროლის სამართლებრივი
საფუძვლები საქართველოში
საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცის (83-ე
მუხლის პირველი პუნქტი; 88-ე მუხლი და 89-ე მუხლი);
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ (31.01.1996)
საქართველოს კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების
შესახებ (21.03.1996)
საქართველოს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების
შესახებ (25.06.1996)
საქართველოს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ
(04.07.2007)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი
საქართველოს კონსტიტუცია

 საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო 
ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამ
ართლო. მისი უფლებამოსილება , შექმნისა
და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუც
იით და ორგანული კანონით . (83-ე მუხლის
პირველი პუნქტი)
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანუ
ლი კანონი მიღებულ უნდა იქნეს 1996 წლის 1 თე
ბერვლამდე  (107-ე მუხლის მე-3 პუნქტი)
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ბუნება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის
საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო
ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს
საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას,
კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის
კონსტიტუციური უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვას.
საკონსტიტუციო სასამართლოს
ფორმირება

9 წევრისაგან შედგება:
 სამ წევრს ერთპიროვნულად ნიშნავს პრეზიდენტი
 სამ წევრს პარლამენტი
 სამ წევრს უზენაესი სასამართლო
კანდიდატისადმი წარდგენილი
მოთხოვნები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30
წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი,
პარლამენტი და უზენაესი სასამართლო
ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ
გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ
სტატუსს.
საკონსტიტუციო სამართლოს
ფორმირება პრეზიდენტის მიერ
საქართველოს პრეზიდენტი ერთპიროვნულად
ნიშნავს 3 წევრს
პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ საჭიროებს
კონტრასიგნაციას
პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას
საკონსტიტუციო სამართლოს
ფორმირება პარლამენტის მიერ
ასარჩევი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ :
პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას,
პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს,
რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში.
 ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება
ინდივიდუალურად. კენჭისყრა ფარულია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე
ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა
შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი ,
რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ
პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევრისა.
საკონსტიტუციო სამართლოს
ფორმირება უზენაესი
სასამართლოს მიერ
საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ
კანდიდატებს ასახელებს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარე
კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება
ის კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე
წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს
საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის არჩევის ვადა
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
უფლებამოსილების ვადა 10 წელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ
შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს
თანამდებობა.
 საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის
დადების დღიდან.
ხელშეუხებლობის დაცვის
გარანტიები
მოვალეობათა შესრულებისას დამოუკიდებელია.იგი
ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და
გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს
კონსტიტუციის შესაბამისად.მის საქმიანობაში ჩარევა
დაუშვებელია და ისჯება კანონით.
არავის არ აქვს უფლება მოსთხოვოს ანგარიში ან
განმარტება კონტრეტულ საკითხზე
სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა
და ცხოვრების ღირსეული პირობები
საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის ხელშეუხებლობა
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია .
დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის,
სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საკონსტიტუციო
სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია
დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს
თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან
დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.
დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დამსწრეთა
უმრავლესობამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის უფლებამოსილების
ვადაზე ადრე შეწყვეტა
ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის
განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას;
ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი
თანამდებობა ან ეწევა აკრძალულ საქმიანობას;
გ) გაამჟღავნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას
გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ
კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია;
დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი;
ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად
ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენი;
თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან
გამოაცხადა გარდაცვლილად;
ი) გადადგა თანამდებობიდან.
უფლებამოსილების ვადაზე ადრე
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
სამართალდარღვევის ჩადენისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება , თუ მას
მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი; ხოლო იურიდიული ფაქტის დადგენისას საკონსტიტუციო
სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს
მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების
დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება , აგრეთვე
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ,
საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს .
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა
თანამდებობასთან და ანაზღაურებად
საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და
პედაგოგიური მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება
იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და
მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა
გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს
აკრძალული საქმიანობა ფიცის დადების დღიდან.
შრომის ანაზღაურება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე – 7 000 ლარი;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 6 300
ლარი;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრი – 6 000 ლარი.
სოციალური გარანტიები
აკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო
ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის
ოდენობით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს , რომლებსაც
საკონსტიტუციო სასამართლოში სულ ცოტა 3 წლის გამწესების შემდეგ
პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდათ საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრის უფლებამოსილება , ენიშნებათ სახელმწიფო
კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის
სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადაშიც მათ უნდა განეხორციელებინათ
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება . ეს
კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო
სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების
ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების
შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია
გადაანგარიშდება სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად .
საკონსტიტუციო სასამართლოს
თანამდებობის პირები

თავმჯდომარე
თავმჯდომარის ორი მოადგილე
მდივანი
საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა
პლენუმის მიერ 5 წლის ვადით
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს
პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული
წინადადებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
არჩეულად ჩაითვლებიაა, თუ ფარული კენჭისყრის
დროს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს
არანაკლებ 5-მა წევრმა.
თავმჯდომარის უფლებამოსილებები
წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად
საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას ;
ანაწილებს საქმეებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით
დადგენილი წესით;
 წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს ;
იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს , ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ
გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას , საოქმო ჩანაწერსა და სხდომის
ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების
გავლის წესს;
საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის
საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს და
ათავისუფლებს აპარატის მუშაკებსა და სტაჟიორებს ; განსაზღვრავს
სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას ;
განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს .
თავმჯდომარის აქტები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას
გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ
აქტებს ბრძანებებს და განკარგულებებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარის მოადგილეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილე აირჩევა პლენუმის მიერ 5 წლის
ვადით
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილის კანდიდატურას ასახელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ
ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს
მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს
არანაკლებ 5-მა წევრმა.
თავმჯდომარის მოადგილის
უფლებამოსილებები
უძღვება კოლეგიის სხდომას
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ
ფუნქციებს
 საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების
შეუძლებლობისას, ასრულებს მის
უფლებამოსილებებს
საკონსტიტუციო სასამართლოს
მდივანი
 საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა პლენუმზე საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრთაგან 5 წლის ვადით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
უფლებამოსილების გარდა:
ა) ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ
ღონისძიებებს;
ბ) ორგანიზებას უწევს პლენუმისა და კოლეგიების სხდომათა ოქმების წარმოებასა და
გაფორმებას;
გ) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს საკონსტიტუციო სასამართლოს
რეგლამენტით გათვალისწინებული წესით;
დ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა
აღსრულებისათვის და თვეში ერთხელ მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების
მიმდინარეობის თაობაზე;
ე) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის
ჩამოყალიბებას;
ვ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის
დაგზავნას.
საკონსტიტუციო სასამართლოს
სტრუქტურა
პლენუმი
ორი კოლეგია
კომისიები - სამართლებრივი, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური
საკითხების ან სხვა საკითხების მომზადების მიზნით . ქმნის პლენუმი
დადგენილებით თავმჯომარის ან არანაკლებ ორი წევრის ინციატივით .
შემადგენლობა - წევრები და აპარატის მოსამსახურეები ,
თავმჯდომარეობს ერთ-ერთი წევრი.
სამუშაო ჯგუფები იქმნება კომისიის საქმიანობისათვის ხელშეწყობის
მიზნით
ეთიკისა და დისციპლინურ საკითხთა კომისია - იქმნება წევრების
ხელშეუხებლობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის
განხილვისა და პლენუმისათვის დასკვნის წარდგენის მიზნით ,
თავმჯდომარის ბრძანებით.
აპარატი - სასამართლოს საქმიანობის სამართლებრივი,
ორგანიზაციული, საკადრო საკითხების უზრუნველყოფის მიზნით
საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმი
პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს
ცხრავე წევრი.
პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე.
პლენუმის მორიგი სხდომა მოიწვევა როგორც წესი სამ თვეში
ერთხელ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
უფლებამოსილია საჭიროებისამებრ მოიწვიოს პლენუმის
რიგგარეშე სხდომა.
პლენუმის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სულ ცოტა 6
მოსამართლე.
პლენუმის სხდომა, როგორც წესი, დახურულია.
პლენუმის სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
დავალებით შეიძლება დაესწრონ საკონსტიტუციო სასამართლოს
აპარატის მოხელეები.
საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის აქტები
საქმის განხილვისას პლენუმი იღებს
გადაწყვეტილებას, დასკვნას, განჩინებას და საოქმო
ჩანაწერს.
პლენუმის აქტი, რომელიც არ არის დაკავშირებული
საქმის განხილვასთან, მიიღება დადგენილების სახით.
პლენუმის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ
მას მხარს დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა
უმრავლესობა.
პლენუმის დადგენილებას ხელს აწერს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე და საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი.
საკონსტიტუციო სასამართლოს
კოლეგია
კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი .
კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
მოადგილე.
კოლეგიის შემადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის
წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი ღია კენჭისყრით დადგენილების სახით .
კოლეგიების შემადგენლობა დამტკიცებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს
დაუჭერს დამსწრე მოსამართლეთა უმრავლესობა.
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მიერ გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრები კოლეგიებში რაც შეიძლება თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი .
კოლეგიის შემადგენლობა უნდა გადახალისდეს საკონსტიტუციო
სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევიდან 10 დღეში . კოლეგიის
შემადგენლობა შეიძლება გადახალისდეს აგრეთვე საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრთა რაოდენობის ორი ან ორზე მეტი წევრით შეცვლიდან
ერთი თვის ვადაში.
კოლეგიის აქტებია: საოქმო ჩანაწერი, განჩინება და გადაწყვეტილება .
ეთიკისა და დისციპლინურ
საკითხთა კომისია
ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია იქმნება საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით
ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის შემადგენლობაში შედის
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებული თითო მოსამართლე . კომისიის
შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები
და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ
კომისიის წევრები კომისიის შემადგენლობიდან .
ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიის შემადგენლობა განახლდება
ყოველწლიურად, დეკემბრის თვეში.
ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისია უფლებამოსილია , თუ მის სხდომას
ესწრება კომისიის ორი წევრი მაინც. კომისიის დასკვნა მიღებულად ითვლება ,
თუ მას მხარს უჭერს კომისიის წევრთა უმრავლესობა .
საკონსტიტუციო სასამართლოს
კონტროლის ობიექტი
კონსტიტუციური კანონი
კონსტიტუციუირ შეთანხმება
ორგანული კანონი
კანონი
პარალმენტსი რეგლამენტი
პარლამენტის დადგენილება
პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
ავტონომიუირ რესპუბლიკების უმაღლესი ორგანოების
აქტები
ცესკოს სამართლებრივი აქტები
საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი
მიმართვის უფლების მქონე სუბიექტები
პრეზიდენტი
პარლამენტის არანაკლებ 1/5
მთავრობას
საერთო სასამართლოს
სახალხო დამცველს
მოქალაქეს
საქართველოში მცხოვრებ უცხოელს
საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს
საქართველოს იურიდიულ პირებს
პარლამენტის წევრს
იუსტიციის უმაღლეესი
კონსტიტუციური
სამართალწარმოების დაწყების
საფუძველი
კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების
საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური
სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი .
კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება
დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან
კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს
მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის
ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის
ან წარდგინების საფუძვლიანობას.
წარდგინება
საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ
დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს
მთავრობასა, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა –
საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს .
იმპიჩმენტის შესახებ
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს
კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის
შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ
შეთანხმებასთან, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის შესახებ
კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს პარლამენტს
დადგენილებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
საერთო სასამართლო
სარჩელის/წარდგინების განხილვის
ვადა
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9
თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური
სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის
მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის
განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
არჩევნებთან დაკავშირებით 30დღე, ხოლო ჩატარებული
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების
კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის
განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 დღეს
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან .
გადაწყვეტილების ფარგლები
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს
იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა
ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან
შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების
ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული
აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის
არაკონსტიტუციურად ცნობას.
კონტროლის ფარგლები
ამოწმებს საქართველოს კონსტიტუციასთან
აქტის შინაარსის შესაბამისობას;
არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს
საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების
მიღების/გამოცემის, ხელმოწერის,
გამოქვეყნებისა და
ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციით
დადგენილი წესები.
საკონსტიტუციო სასამართლოს
აქტები
გადაწყვეტილება
განჩინება
საოქმო ჩანაწერი
დასკვნა
საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილების ძალა და აღსრულება
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და
მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით .
 არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი
ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან , თუ ამ
კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
 საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ
დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის
დადგენილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან
მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება
ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება /გამოცემა , რომელიც შეიცავს
იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა
ცნობილი.
მადლობა ყურადღებისათვის

You might also like