Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 9

10ა კლასის მოსწავლე

ლიზი ბენდიანიშვილი

ფსიქოაქტიური ნივთიერებები
ფსიქოაქტიური ნივთიერებები ქიმიური ნაერთებია,
რომლებიც ცნობიერი აღქმის დროებითი შეცვლით
ზეგავლენას ახდენს მენტალურ პროცესებსა და
ქცევაზე. გავრცელებული ფსიქოაქტიურ
ნივთიერებათა ჯგუფებია ოპიატები, ჰალუცინოგენი,
დეპრესანტები და სტიმულატორები.
• ოპიატები
ფსიქოაქტიური ნივთიერებების კიდევ ერთი ჯგუფია ოპიატები, რომლებიც
თრგუნავენ ფიზიკურ მგრძნობელობასა და გამღიზიანებელზე საპასუხო
რეაქციებს. ჰეროინის ინტრავენური მიღების თავდაპირველი ეფექტია
სიამოვნებაში გადაშვება, ყველა საფიქრალისა და სხეულებრივი
მოთხოვნილების გაცნობიერების ადგილს ეიფორია იკავებს. ჰეროინის
მოხმარება ხშირად იწვევს მიჩვევას. ქიმიურ დონეზე ასეთი ეფექტი იმით
მიიღწევა, რომ ოპიატები იმავე რეცეპტორულ უბნებს იკავებენ, რომელიც,
ჩვეულებრივ ენდორფინებისთვისაა განკუთვნილი. ვინაიდან ენდორფინები
მძლავრად მოქმედებენ გუნება-განწყობილებაზე, ტკივილისა და სიამოვნების
განცდაზე, ხოლო ოპიატებში შემავალი ენფორფინების ქიმიური სტრუქტურის
მქონე ნივთიერებები მათ ადგილს იკავებენ, ნერვული რეცეპტორები
ხელოვნურად სტიმულირდება ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებებით.
შედეგად, ტვინი კარგავს ფაქიზ ბალანსს.
• დეპრესანტები
დეპრესანტი არის ნარკოტიკი, რომელიც ანელებს ცენტრალური
ნერვული სისტემის ფუნქციებს და შესაბამისად დამამშვიდებელი
ხასიათისაა. იგი ზეგავლენას ახდენს ნეირონებზე ცნს-ში, რომელიც
იწვევს თვლემას, რელაქსაციას, ანესთეზიას, კომას და სიკვდილსაც კი.
ბევრი დეპრესანტი ასევე იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას .
იმის და მიუხედავად რომ, ყველა დეპრესანტს შეუძლია შეამციროს ცნს-
ს აქტივობა და ტვინის ცნობიერება, დიდი განსხვავებაა მათ
შემადგენლობებს შორის. ზოგი შედარებით უსაფრთხოა და ექიმები
რეგულარულადაც კი უწერენ რეცეპტში მათ.
დეპრესანტების ტიპები:
• ალკოჰოლი
• ბარბიტურები
• ბენზოდიაზეპინი – ფსიქოაქტიური
ნივთიერება
• ალკოჰოლი
ალკოჰოლი მეორე ყველაზე გავრცელებული ფსიქოატიური
ნარკოტიკია მსოფლიოში. იგი კანონიერია, მაგრამ მოტანილი
ზიანიც უნდა აღინიშნოს. 2014 წლის გამოკვლევებით ცნობილი
გახდა, რომ 61 მილიონი ამერიკელი 12 წელს მაღლა
დამოკიდებულია ალკოჰოლზე, ხოლო 16 მილიონი
მიჯაჭვულია მასზე. ალკოჰოლს საზოგადოებისთვისაც მოაქვს
უარყოფითი შედეგები. მაგალითად დაახლოებით 50%
ავარიებისა, თვითმკვლელობებისა, მკვლელობებისა თუ
თავდასხმებისა ჩადენილია ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ
მყოფი ადამიანების მიერ.
• ბარბიტურები

ბარბიტურები არიან ცნს-ს დეპრესანტები, რომლებიც იწვევენ


ეიფორიას და რელაქსაციას როცა დაბალი დოზებით არის
მიღებული. 1900-იანების პერიოდში ბარბიტურები უსაფრთხო
დეპრესანტებად იყო მიჩნეული, მაგრამ ცოტახანში ცნობილი
გახდა პრობლემები, რომლებსაც პერედოზირება და
დამოკიდებულების ჩამოყალიბება იწვევს. ისინი საკმაოდ კარგად
კურნავენ უძილობას, თუმცა მოსალოდნელი დამოკიდებულების
ჩამოყალიბების და გამო აღარ გამოიყენება შფოთვისა და
უძილობის სამკურნალოდ.
• ბენზოდიაზეპინი

იგივე ფსიქოაქტიური ნივთიერება, ცნს-ს დეპრესანტია, რომელიც


შფოთვის, შიშის და უძილობის სამკურნალოდაა გამოყენებული.
1999 წელს ბენზოდიაზეპინები შედიოდნენ 100 ყველაზე მეტად
გამოყენებულ ნარკოტიკებში. დაბალი ტოქსიკურობისა და მაღალი
ეფექტურობის გამო, ბენზოდიაზეპინები ხშირად გამოიყენება
მოკლევადიანი მკურნალობებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ
გრძელვადიანი მიღება იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
 
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like