Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 8

პოლიტიკური პარტიების სამართალი

(I ლექცია - პოლიტიკური პარტიების სამართლის არსი ,


პარტიის ცნება და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ფუნქცია )

ლექტორი: გია გოგიბერიძე

(2020 წლის გაზაფხულის სემესტრი)


ეტიმოლოგია და ძირითადი ნიშნები

პარტია (pars, partis) ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნაწილს, ჯგუფს,


დაყოფას ნიშნავს.
 
თანამედროვე შეხედულებების მიხედვით :
 
 ა) პარტია ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი
ნაწილია, რომლის მიზანი საკუთარი იდეალებისა და ღირებულებების
განსახორციელებლად ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღებაა;
 ბ) პარტიები წარმოადგენენ მყარ ინსტიტუციონალიზებულ წარმონაქმნს,
რომელთაც აქვთ საკუთარი ძირითადი იდეოლოგიური ვექტორი, მათთვის
დამახასიათებელი განსაზღვრული მსოფლმხედველობითი სწრაფვა;
 გ) პარტია განიხილება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის საბაზისო
ინსტიტუტად, რომელიც ქმნის და უზრუნველყოფს პოლიტიკური ელიტის როტაციას;
 დ) პარტიები, ხელს უწყობენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ
გაზიარებული იდეებისა და შეხედულებების განხორციელებას;
 ე) პარტიები წარმოადგენენ პოლიტიკური მიზნების კოლექტიურად მიღწევის
ინსტრუმენტს.
პარტიების სამართლის რეგულირების
საგანი

 პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი


წარმოადგენს კონსტიტუციური სამართლის
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს. იგი
განსაზღვრავს პარტიული სისტემის, როგორც
თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს
მოწყობის ერთ-ერთი განუყოფელი
ატრიბუტის, ფუნქციონირების გარანტიებსა და
საფუძვლებს.
პარტიების სამართლის მარეგულირებელი ნორმები

 პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები


შესაძლებელია დავყოთ შემდეგ ჯგუფებად:

 1. ზოგადი დებულებები, რომლებიც განსაზღვრავენ პარტიების ადგილსა და


როლს სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემაში;
 2. ნორმები, რომლებიც ადგენენ პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათი
საქმიანობის შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძვლებს;
 3. სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ადგენენ გარკვეულ მინიმალური
მოთხოვნებს პარტიების შიდა ორგანიზაციის საკითხების მიმართ;
 4. ნორმები, რომლებიც ახდენენ პარტიების ფინანსური საქმიანობის
სამართლებრივ რეგლამენტაციას;
 5. საარჩევნო სამართლებრივი დებულებები, რომლებიც არსებით გავლენას
ახდენენ პარტიულ - პოლიტიკური კონკურენციის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე;
 6. ნორმები, რომლებიცა რეგულირებენ პარტიების ურთიერთობას სახელმწიფოში
მოქმედ სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით მასობრივი
ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის
სამართლებრივი წყაროები საქართველოში
პოლიტიკური პარტიების საქმიანობის სამართლებრივ წყაროებს
საქართველოში წარმოადგენს:
 1. საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 3, მუხლი 23) ; (ასევე,

37-ე მუხლი - პარლამენტის არჩევის წესი; 56-ე მუხლი -


მთავრობის ფორმირება);
 2. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონი;
 3. საქართველოს საარჩევნო კოდექსი;

 4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“


საქართველოს კანონი;
 5. საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1509-ე მუხლი);

 7.პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრირებული წესდებები.


პარტიის ცნება და ფუნქცია

  
 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
კანონის მიხედვით - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება –
პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და
ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა
ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც
რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის
საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და
კანონმდებლობის ფარგლებში.

 პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების


აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი,
არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული
სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების
ფორმირებასა და გამოხატვაში.
პარტიის ძირითადი მახასიათებლები:

 1. პოლიტიკური პარტია არის მოქალაქეთა გაერთიანება;


 2. პოლიტიკური გაერთიანება არის დამოუკიდებელი
გაერთიანება;
 3. პოლიტიკური პარტია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი
გაერთიანება;
 4. პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ
საფუძველზე შექმნილი გაერთიანება;
 5. პოლიტიკური პარტია არის საერთო ორგანიზაციულ
საფუძველზე შექმნილი გაერთიანება;
 6. პოლიტიკური პარტია არის კანონით დადგენილი წესით
რეგისტრირებული გაერთიანება;
 7. პოლიტიკური პარტია არის გაერთიანება, რომლის მიზანია
მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში
მონაწილეობა.
ლიტერატურა:

 ირაკლი კობახიძე, პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი,


თბილისი, 2008, გვ. 53-63.
 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 3, მუხლი 23.
 „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
ორგანული კანონის პირველი - 11 მუხლები.

You might also like