Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 12

საზოგადოებრივი ჯანდაცვა IV სემესტრი

გაბრიელ ტვილდიანი/ლაშა გაგუა/მარიამ


გიორგაძე
პაციენტის
განათლება

• რა არის პაციენტის განათლება?

• რატომ არის იგი მნიშვნელოვანი?

• საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი პაციენტის განათლების


დონის ზრდაში (პაციენტის განათლების სისტემა)
პაციენტის განათლება გულისხმობს მისთვის ინფორმაციის
მიწოდებას უფლებების, დაავადების სიმპტომების,
ინტერვენციისა და რისკის ფაქტორების არსის, მავნე
ჩვევების, ცხოვრების ჯანსაღი წესის,ფიზიკური აქტივობისა
და ჯანსაღი კვების მნიშვნელობის შესახებ.
რატომ არის პაციენტის განათლება მნიშვნელოვანი?
პაციენტის განათლება არის აუცილებელი ნაწილი პირველადი ჯანდაცვის
საქმიანობისა. იგი ეხმარებ პაციენტს გაიუმჯობესოს და შეინარჩუნოს
ჯანმრთელობის სტატუსი. პოზიტიური გამოსავლის შანსი იზრდება
როდესაც პაციენტი ჩახედულია სამედიცინო საქმიანობაში, რადგან ამ დროს
იგი ბრმად არ მისდევს ექიმის დავალებებს, არამედ იაზრებს და
ითვალისწინებს მათ.
პაციენტისთვის ინფორმირებულობა
უმნიშვნელოვანესია რათა მან მიიღოს ხარისხიანი და
სრულყოფილი მზრუნველობა როცა, და სადაც არ
უნდა დასჭირდეს ის.

პაციენტის
განათლება

დაავადებათა ჯანმრთელობის
პრევენცია დაცვა
სამედიცინო სისტემის სპეციფიკის მიხედვით პაციენტის
განათლება სხვადასხვა ქვეყანაში მედიცინის სხვადასხვა
მუშაკის მოვალეობაა.

ძირითადად ესენი არიან


:
ჯანმრთელობის ვიზიტორი

 სამედიცინო წარმომადგენელი

 ოჯახის ექიმი

 პრაქტიკის ექთანი
საქართველოში ჩატარებული ერთ–ერთი კვლევის
მიხედვით გამოკითხულ პაციენტთა
74%–მა განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებულნი იყვნენ
უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ
ხოლო 26% აცხადებდა, რომ მათ ინფორმაცია ამა თუ იმ
პროცენდურის შესახებ ექთნისგან მიიღეს.
პაციენტის განათლების სისტემა
პაციენტის განათლების სისტემა სამედიცინო პრევენციული
ტექნოლოგიაა, რომელიც დაფუძნებულია პაციენტზე ინდივიდუალურ და
ჯგუფურ ზემოქმედებზე. მიმართულია მათ სრულყოფილ
ინფორმირებულობაზე ამა, თუ იმ დაავადების რაციონალური
მკურნალობისათვის დაავადების პროგრესირებისა და გართულებების
პრევენციის მიზნით, დაავადება/ინტერვენციის კლინიკური გამოსავლის,
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
სათანადო, სრულყოფილი ინფორმაციის ქონა
აუცილებელი წინაპირობაა პაციენტებისთვის, რომ
მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ჯანმრთელობის საკითხების
გადაწყვეტაში.მიუხედავად იმისა, რომ პაციენტების
სრულყოფილი განათლების მიღწევა ძნელია პრაქტიკაში,
აუცილებელია მისი უზრუნველყოფა.პაციენტს ინფორმაცია
უნდა მიეწოდოს ზუსტ გასაგებ ენაზე, რისთვისაც საჭიროა
როგორც,ზეპირი, ასევე სხვადასხვა მეთოდის გამოყენება
(ვიზუალური მასალები: ვიდეო , ფოტომასალა, ბროშურები)
თანამედროვე მედიცინის მიღწევები ვერ იქნება
რეალიზებული პრაქტიკაში ექიმისა და პაციენტის
პარტნიორული ურთიერთობის გარეშე. აღნიშნული
პარტნიორობის ერთ–ერთი გზაა პაციენტის განათლების
სისტემა, მისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება და
ექიმსა და პაციენტს შორის ორმხრივი ნდობის ატმოსფეროს
შექმნა. რაც საბოლოო ჯამში აშკარას ხდის პაციენტის
განათლების მნიშვნელობას სამედიცინო სფეროში.
მადლობა ყურადღებისთვის
გამოყენებული ლიტერატურა:
•თ.ვერულავა “ჯანდაცვის პოლიტიკა”

•საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

• დ.კარტოზია/ნ.რევია –”კონვენცია ბიოლოგიას და მედიცინაში ადამიანის


უფლებებისა და ღირსებების შესახებ”

•საქართველოს კანონი “პაციენტის უფლებების შესახებ

•British mdeical journal

•ო. გერზმავა “საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი

• https://healthcommunicationpartners.com/

You might also like