Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 13

საშემოსავლო გადასახადი

კოდექსის მუხლები 79-95, 104, 130-134, 153-155


საშემოსავლო გადასახადი

• საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია


- რეზიდენტი ფიზიკური პირი
- არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს
საქართველოში არსებული წყაროდან

• რეზიდენტები საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან როგორც


საქართველოში, ისე უხცო ქვეყანაში მიღებულ შემოსავალზე*

• არარეზიდენტები საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან


მხოლოდ საქართველოში მიღებულ შემოსავლებზე

*საქართველოში რეზიდენტი ფიზიკური პირები გათავისუფლებულები არიან უცხოეთში


მიღებულ შემოსავალზე დაბეგვრისაგან
რეზიდენტობა
ფიზიკური პირების შემთხვევაში

• საქართველოს რეზიდენტად ითვლება:


- ფიზიკური პირი, რომელიც იმყოფება საქართველოში მინიმუმ 183
დღე ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში,
რომელიც მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს
- ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში
იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში, საქართველოს სახელმწიფო
სამსახურში

• რეზიდენტის სტატუსი დგინდება ყოველი საგადასახადო


პერიოდისათვის. დღეები, რომელთა მიხედვითაც ფიზიკური პირი
წინა საგადასახადო პერიოდში ჩაითვალა რეზიდენტად ,
მომავალში აღარ გაითვალისწინება

• არარეზიდენტი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს


რეზიდენტი
რა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით?

• რეზიდენტი ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მის მიერ


კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავლებსა
და გამოქვითვებს შორის სხვაობაზე

• არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში საქმიანობას


ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით , საშემოსავლო
გადასახადით იბეგრება კალენდარული წლის განმავლობაში ამ
დაწესებულების მიერ მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და გამოქვითვებს
შორის სხვაობაზე

• თუ არარეზიდენტი პირი მოცემულ ქვეყანაში საქმიანობას ახორციელებს


მუდმივი დაწესებულების გარეშე:
– იბეგრება ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის უფლებით ,
თუ შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით
– სხვა შემთხვევაში იბეგრება გადახდის წყაროსთან , ხარჯების გამოქვითვის
გარეშე
გადასახადის განაკვეთი

• საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 20 %-ს

• საცხოვრებელი საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად


იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ
შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, იბეგრება 5 %-
ით

• ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე


დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო
საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი
იბეგრება 5 %-ით
შეღავათები საშემოსავლო
გადასახადისთვის
მიკრო და მცირე ბიზნესი

• მიკრო ბიზნესის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს ფიზიკურმა პირმა,


რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას, დამოუკიდებლად
ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, საიდანაც კალენდარული წლის
განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 30 000
ლარს

• მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის გადასახადებს

• მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს,


რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი
შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000
ლარს

• მცირე ბიზნესის შემოსავალი იბეგრება ძირითადად 1%-ით


გადასახადისგან გათავისუფლებულია:

• საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების


მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება

• III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე


ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების
ღირებულება

• საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით


მიღებული ქონების ღირებულება ან ლატარიებში მიღებული
მოგება

• 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში


დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის
მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული
შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი
მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს
გადასახადისგან გათავისუფლება
• ალიმენტი

• ფიზიკური პირის მიერ:


- 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ბინის რეალიზაციით მიღებული ნამეტი
- 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული
ნამეტი
- 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების
მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ
აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში
გამოყენებისა. აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში
გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და
ფასიანი ქაღალდების/წილის ფლობა დივიდენდებისა და
პროცენტების მიღების მიზნით
დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
• გულისხმობს, რომ დაბეგვრისას გამოქვითვები მხედველობაში არ
მიიღება და გადასახადს ბიუჯეტში რიცხავს საგადასახადო აგენტი,
ანუ შემოსავლის გამცემი. ფიზიკური პირების შემთხვევაში
გადახდის წყაროსთან იბეგრება:
- ხელფასები
- დივიდენდები (5%)
- პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი (5%) (ფიზიკური პირის
მიერ კომერციული ბანკებიდან მიღებული შემოსავალი
გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან)
- როიალტები

• საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შორის


გაცემული დივიდენდი არ იბეგრება

• შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან,


ერთობლივ შემოსავალში აღარ შევა და შემდგომ დაბეგვრას აღარ
ექვემდებარება
არარეზიდენტების დაბეგვრა გადახდის
წყაროსთან
არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან
მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მის მუდმივ
დაწესებულებას, იბეგრება გადახდის წყაროსთან, შემდეგი
განაკვეთებით:

• დივიდენდები/პროცენტები 5%-ით
• ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა და
ხელფასები 20%-ით
• გადახდილი სხვა თანხები 10 %-ით

არარეზიდენტს, რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან უფლება


აქვს საანგარიშოს მომდევნო წლის 1 აპრილამდე შეავსოს
დეკლარაცია დაკავებული გადასახადის
გადაანგარიშება/დაბრუნების მოთხოვნით
ასეთ შემთხვევაში არარეზიდენტის შემოსავალი იბეგრება
გამოქვითვების შემდეგ
საგადასახადო აგენტი

• საგადასახადო აგენტი არის პირი რომელიც ასრულებს სხვა


გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას. იგი
გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან

• საგადასახადო აგენტი არის იურიდიული პირი, საწარმო


(ორგანიზაცია) ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
- პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს
- პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას
უნაზღაურებს ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის
გადამხდელის მოწმობა
- სხვადასხვა გათამაშების მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ
პირს უხდის მოგებას
- პირი რომელიც ფიზიკურ პირს ან არარეზიდენტს (რომელსაც არ
აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში) უხდის დივიდენდს ,
პროცენტს, საიჯარო ქირას
საანგარიშო პერიოდი და მიმდინარე
გადასახდელები (ავანსები)
• ხელფასების შემთხვევაში საანგარიშო პერიოდი შეადგენს
კალენდარულ თვეს და დეკლარაციის შევსების მაქსიმალური ვადაა
აღნიშნული თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი

• საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდი შეადგენს


კალენდარულ წელს. დეკლარაციის შევსების (გადასახადის გადახდის )
მაქსიმალური ვადაა საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე

მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ


საქმიანობას, ვალდებული არიან მიმდინარე გადასახდელების
თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური
გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
• არა უგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
• არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
• არა უგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
• არა უგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
შემდგომში ხდება გადახდილი გადასახადის კორექტირება

You might also like