Download as ppt, pdf, or txt
Download as ppt, pdf, or txt
You are on page 1of 8

გენდერის ფსიქოლოგიური და სოციალური

საკითხები
ლექცია I
ლექტორი, გიორგი დონაძე, ფსიქიკური ჯანმრთელობის
სპეციალისტი
ინტერაქტიული მინი-ლექცია

გენდერი და მისი არსი, გენდერის


და სქესის ცნების დეფინიცია
 სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის
ფიზიკურ, სხეულებრივ განსხვავებებთან, ცნება „გენდერი”
კი მიუთითებს მათ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და
კულტურულ თავისებურებებზე.
 სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი კი
სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის
განპირობებული.
 ბავშვი დაბადებიდანვე განეკუთვნება ბიოლოგიურ
კატეგორიას - სქესს, შესაბამისად, მდედრობითს ან
მამრობითს.
 აღზრდის პროცესში ხდება მათი გენდერული ცნობიერების
ჩამოყალიბება.
 გოგონები და ბიჭები სხვადასხვაგვარ გამოცდილებას
იღებენ და ითავისებენ არსებულ გენდერულ როლებს
მოცემულ კულტურაში. ისინი სწავლობენ, თუ როგორ უნდა
იქცეოდეს გოგო თუ ბიჭი, რა არის დასაშვები
თითოეულისთვის და რა - არა.
 ტერმინი "გენდერი" მომდინარეობს ბერძნული
სიტყვიდან "გენოს" – დაბადება, წარმოშობა, ჯიში,
გვარი, შთამომავალი, სქესი (ფორმა gender
მიმღეობის ფორმაა);

 გენდერი - ცნება, რომელიც გულისხმობს


კულტურით განპირობებულ შეხედულებებს
ქალისა და მამაკაცის ინტელექტუალური
შესაძლებლობების, მათი პიროვნული
თვისებებისა და ქცევის შესახებ.
 გენდერული როლების (მამაკაცებისა და ქალების)
განსაზღვრა სუბიექტურია და კონკრეტულ-
ისტორიულ ხასიათს ატარებს;
 თითოეულ საზოგადოებას აქვს თავისი ჩვეულებები,
ტრადიციები და ნორმები, რომლებიც სოციალურ-
სქესობრივ როლებს განსაზღვრავს;
 დღეს გენდერული ურთიერთობები განიხილება
როგორც მამაკაცებსა და ქალებს შორის
საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში
(მართვის, პოლიტიკურ, ოჯახის და სხვ.) არსებული
ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანი ასპექტი.
 გენდერი, როგორც პროცესი და მოვლენა,
გულისხმობს სქესობრივი განსხვავების ნიადაგზე
მამაკაცის მხრიდან ქალის ყოველგვარი ჩაგვრის
ლიკვიდაციას;
 ფაქტობრივად, ეს ტერმინი ასახავს სოციალურ-
ეკონომიკურ ფონზე ქალთა და მამაკაცთა
ურთიერთობის ფენომენს და, შესაბამისად,
დამკვიდრდა, როგორც გარკვეული დირექტიული
მიმართულება ქალთა უფლებების დაცვის სფეროში;
 გენდერის მიზანია ქალის დაცვა სექსიზმისაგან, რაც
სქესობრივ დისკრიმინაციას, ანუ ერთი სქესის
მეორეზე ბატონობას ნიშნავს.
რა არის სექსიზმი

 სექსიზმი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა


და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის დომინირებას
აწესებს და ქმნის გენდერული უთანასწორობის საფუძველს.
 სექსიზმი - ეს არის პოზიცია ან მოქმედება, რომელიც
ადამიანებს სქესის მიხედვით ამცირებს, უარყოფს,
სათანადოდ არ აფასებს და მათ სტერეოტიპებად დაყოფას
ახდენს სქესის გამო“;
 ევროსაბჭოს 2002 წლის N1555 რეკომენდაციის მიხედვით,
"სექსიზმის" კონცეფცია განისაზღვრება როგორც
ადამიანთა ღირსების იგნორირება მათი სქესის
საფუძველზე.
გენდერული დისკრიმინაცია გულისხმობს
პრაქტიკას, რომლის საშუალებით ერთ-ერთ
სქესს ენიჭება უპირატესობა მეორესთან
შედარებით;

გენდერული მეინსტრიმინგი გენდერული


დისკრიმინაცია გენდერული თანასწორობა
(იგივე, რაც გენდერული ინტეგრაცია) –
გენდერული თანასწორობის მიღწევის
გადაქცევა ძირითად და ყოვლისმომცველ
საზრუნავად;

გენდერული თანასწორობა ნიშნავს ქალებსა


და მამაკაცებს შორის ფუნქციების,
მოვალეობების უფლებების თანაბარ
განაწილებას ცხოვრების ყველა დონეზე.

You might also like