Download as pptx, pdf, or txt
Download as pptx, pdf, or txt
You are on page 1of 17

სოციალური ფსიქოლოგია

ლექცია 3

გენდერი და
სოციალური ქცევა
სქესის და გენდერის ფსიქოლოგიური კვლევა

სიტყვა „სქესი“ ქალად ან კაცად ყოფნის ბიოლოგიურ სტატუსს


აღნიშნავს.

„გენდერი“ არის ქალის და კაცის დეფინიციები, რასაც საზოგადოება


იყენებს, რათა ქალი და კაცი ერთმანეთისგან განასხვავოს.

მაგ. ჩაცმულობა, მანერები, ინტერესები, გატაცებები, პროფესია,


პიროვნული ნიშნები ან ოჯახური როლები.

სქესისა და გენდერის სოციალურ ფსიქოლოგიური კვლევები


ტრადიციულად ფოკუსირდება ორ ძირითად თემაზე:

1. სოციალური პერცეფცია (როგორ აღიქმება ქალი და კაცი);

2. სქესთა შორის განსხვავებები.


ქალისა და კაცის მიმართ არსებული სტერეოტიპები

სტერეოტიპი არის მოწესრიგებული, კულტურით დეტერმინირებული


„სამყაროს სურათები“.

სტერეოტიპი არის ჯგუფზე მიწერილი საერთო ნიშანთ-ვისებები,


რომელიც ვრცელდება ჯგუფის თითეულ წევრზე.

ქალის და კაცის შესახებ სტერეოტიპები:

კაცი ფლობს „ისტუმენტულ“ პიროვნულ ნიშნებს - კონკურენტული,


ლოგიკური, თავდაჯერებული, საქმიანი, გადაწყვეტილების
მიმღები;

ქალი ფლობს ექსპრესიულ ნიშნებს - გრძნობების გამზიარებელი,


ნაზი, მზრუნველი.
ქალისა და კაცის მიმართ არსებული სტერეოტიპები

ხატავს გენდერული სტერეოტიპი ქალისა და კაცის პიროვნებას , როგორც


„განსხვავებულს, მაგრამ თანასწორს“?

სავარაუდოდ არა.

კვლევების თანახმად მენტალური სიჯანსაღის მაჩვენებლად უფრო


ხშირად სახელდება გენდერულად სტერეოტიპიზირებული
„მამაკაცური“ ნიშნები, ვიდრე „ქალური“ ნიშნები.
ამით დადასტურდა, რომ
1. არსებობს სულიერი სიჯანსაღის ორმაგი სტანდარტი ქალებისა და
კაცებისთვის;
2. ჯანმრთელობის ზოგადი ნიშნები ესადაგება მხოლოდ კაცს.
სულიერად ჯანსაღი ქალი ამ სტანდარტების მიხედვით, არაჯანსაღია .
მენტალურად ჯანსაღი ქალი განსხვავდება მენტალურად ჯანსაღი
კაცისგან იმით, რომ არის უფრო მორჩილი, დამოკიდებული, ნაკლებად
თამამი და ნაკლებად ობიექტური.
ქალისა და კაცის მიმართ არსებული სტერეოტიპები

გენდერული სტერეოტიპები, გარდა პიროვნული ნიშნებისა , გულისხმობს


ფიზიკურ ნიშნებს, გარეგნობას, სოციალურ და ოჯახურ როლებს.

მაგ.: როლური ნორმების სტრუქტურა სამი ფაქტორით აიგება .

1. სტატუსის ნორმა (წარმატების ნორმა)- მოლოდინები, რომ მამაკაცი


მოიპოვებს მაღალ სტატუსს და პატივისცემას. კაცის სოციალური
ღირებულებები მისი კარიერით და შემოსავლებით განისაზღვრება.

2. სიმტკიცის ნორმა - მოლოდინი, რომ კაცი გონებრივად, ემოციურად


და ფიზიკურად მტკიცეა;

3. ანტიქალურობის ნორმა - მოლოდინი, რომ კაცი მისთვის


შეუფერებელი „ქალური საქმიანობით“ არ დაკავდეს.
ქალისა და კაცის მიმართ არსებული სტერეოტიპები

აქტუალურია სქესთა შორის განსხვავებების კვლევა, რადგან


თანამედროვე მსოფლიოში ქალების და კაცების როლები სწრაფი
ტემპით იზრდება.
სქესთა შორის განსხვავებების კვლევას ემუქრება 2 საპირისპირო
მიკერძოება:

1. განსხვავებათა გაზვიადება (ქალების და მამაკაცების


„საპირისპირო სქესის“ წარმომადგენლებად დასახვა);

2. სხვაობათა მინიმიზირება და ხშირად იგნორირება.

კვლევების მეტაანალიზის სტატისტიკური მეთოდით დამუშავების


შემდეგ გამოიკვეთა სქესთ შორის სხვაობები სოციალურ ქცევაში:
არავერბალური ქცევა, აგრესია დახმარება, კონფორმულობა, ქცევა
მცირე ჯგუფებში).
გენდერისა და სქესობრივი ტიპიზაციის თეორიები
სოციობიოლოგიური თეორია

 ევოლუციის ისტორიის მანძილზე ქალი პასუხისმგებელი იყო მუცლით


ეტარებინა, მოევლო და აღეზარდა შვილები. ის მზრუნველ არსებად
ჩამოყალიბდა.
 კაცი პასუხისმგებელი იყო ნადირობაზე და ბრძოლაზე, მას განუვითარდა
აგრესიულიობა და მხედველობით-სივრცობრივი უნარი.
განსხვავებულია ქალის და კაცის ოპტიმალური სარეპროდუქციო
სტრატეგიები.
 ქალმა უნდა უზრუნველყოს თავისი შედარებით მცირერიცხოვანი შვილების
გადარჩენა;
 კაცი თავისი ცხოვრების მანძილზე პოტენციურად განუსაზღვრელი ბავშვის
მამა შეიძლება გახდეს.

ამის შედეგია ის, რომ ქალი ჩამოყალიბდა, როგორც სექსუალურად


მორიდებული, კაცი კი - სექსუალური არსება. (სადავო სპეკულაციური დასკვნა).
გენდერისა და სქესობრივი ტიპიზაციის თეორიები

სოციობიოლოგიური თეორია

მეცნიერულ დონეზე რომ დადგინდეს ბიოლოგიურ ფაქტორთა როლი, უნდა


არსებობდეს დადებითი პასუხი „დიახ“ 4 ძირითად კითხვაზე:

1. ვლინდება სქესობრივი სხვაობები ადრეული ასაკიდან, სანამ ბავშვი რაიმეს


დაისწავლის?

2. სქესთა შორის სხვაობები ერთნაირად ვლინდება სხვადასხვა კულტურაში?

3. სქესობრივი სხვაობები თანმიმდევრულად ვლინდება ცხოველთა


სხვადასხვა სახეობებში, განსაკუთრებით ადამიანებთან ახლომდგომ
სახეობებთან?

4. გენდერთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლადები (სქესობრივი


ჰორმონები) ახდენენ თუ არა გავლენას სექსუალურ ქცევაზე.
გენდერისა და სქესობრივი ტიპიზაციის თეორიები
ფსიქოანალიტიკური თეორია
ფროიდი ამტკიცებდა,

ბავშვის მასკულინური ან ფემინური იდენტობის ჩამოყალიბებისას , მისი


ადრეული სექსუალური გრძნობები და მშობლებთან ემოციური
კავშირი განაპირობებს.

 3 წლამდე ბიჭის და გოგოს ცხოვრება დედასთან , როგორც მთავარ


სასიყვარულო ობიექტთან იწყება.
 3 წლის ასაკში განვითარების ხაზი მკვეთრად სცილდება ერთმანეთს :
 ბიჭის დედისადმი სიყვარული მამასთან იდენტიფიცირებით იცვლება
და ბიჭი იძენს მასკულინობას.
 გოგონა აძლიერებს დედასთან იდენტიფიკაციას , საიდანაც მოდის
ფემინური სურვილი იქონიოს მჭიდრო ემოციური და ინტიმური
კავშირები და იყოლიოს შვილები.
გენდერისა და სქესობრივი ტიპიზაციის თეორიები

სოციალური დასწავლის თეორია

სქესთა შორის სხვაობები დასწავლით არის განპირობებული და მათი


ახსნა შეიძლება კლასიკური განპირობებულობის, ოპერაციული
განპირობები და მოდელირების პრონციპებით.

გოგონა და ბიჭი „ჯილდოვდება“ თავისი ბიოლოგიური სქესისთვის


ტრადიციულად დამახასიათებელი ქცევისთვის, რითაც გოგონას და
ბიჭს ქცევის განსხვავებული პატერნები უყალიბდებათ.
გენდერისა და სქესობრივი ტიპიზაციის თეორიები

გენდერისადმი კოგნიტური მიდგომა


გენდერულ როლთან დაკავშირებული ატიტუდები დიდწილად
ბავშვის მიერ საკუთარი სოციალური სამყაროს ორგანიზების
პროცესში ყალიბდება.
გენდერული იდენტურობის ჩამოყალიბება, პირველ ყოვლისა,
ბავშვის კოგნიტური ორგანიზების და მომწიფების შედეგია.

გენდერის ათვისება ბავშვის გენდერული იდენტიფიცირებით


(საკუთარი თავის გოგოდ აბ ბიჭად კატეგორიზება) იწყება.

იდენტიფიკაციაში მშობლები და ახლობლები ეხმარებიან.

ათვისებული და მიღებული იდენტობა ბავშვისთვის კონსისტენტურია.


გენდერისა და სქესობრივი ტიპიზაციის თეორიები

გენდერისადმი კოგნიტური მიდგომა


სოციალური როლის თეორია. ტითქმის ყველა კულტურაში ქალები და
კაცები განსხვავებულ როლებს ასრულებენ.:

 ქალები უძღვებიან შინამეურნეობას და ეკისრებათ ბავშვების აღზრდა ;

 კაცები - ოჯახისთვის სარჩოს მოპოვება და გარეგანი საფრთხეებისგან


დაცვა.

შრომის ამგვარი განაწილება განაპირობებს ქცევაში სქესთა შორის


განსხვავებას და მათ შესახებ სტერეოტიპულ წარმოდგენებს.

სოციალური როლის თეორია არ უარყოფს ქალისა და კაცის შინაგან


განსხვავებულობას, მაგრამ ხაზს უსვამს სოციალური ვითარებების
პრიორიტეტულობას ქცევაზე გავლენის მხრივ.
მასკულინობა, ფემინურობა, ანდროგინია
ითვლება, რომ
საშუალო სტატისტიკური ქალი ფემინურია, ხოლო კაცი - მასკულინური .

მასკულინობა-ფემინურობის კვლევების ისტორია წინააღმდეგობრივია :


მასკულინობა-ფემინურობის ტესტები ემყარებოდა 2 დაშვებას :
1. მასკულინობა (ფემინურობა) განწყობების, ინტერესების და ქცევის
შინაგანად შეკრული მთლიანობაა;

2. მასკულინობა - ფემინურობა ერთი ორპოლუსიანი სკალის


საპირისპირო კიდეებია.
ამ ტესტებში გატარებული იყო აზრი, რომ კარგია, როდესაც
მასკულინობა-ფემინურობისმაღალი ქულები ბიოლოგიურ სქესს
შეესაბამება, ანუ ქალი უნდა იყოს ფემინური, კაცი მასკულინური.

შემდგომმა კვლევებმა ეს დაშვებები არ გაამართლა.


მასკულინობა, ფემინურობა, ანდროგინია
ახალი ხედვით მასკულინობა-ფემინურობა ერთმანეთისგან
დამოუკიდებელ ნიშნებად გამოცხადდა.

ახალი ტესტების მიხედვით

 მასკულინურად განისაზღვრა ის პიროვნული ნიშნები, რომლებიც


სტერეოტიპულად მამაკაცის კუთვნილებად ითვლება (აგრესიული,
დომინანტური, ძლიერი და ა.შ.).
 ფემინურობა შეადგინა ექსპრესიულმა ნიშნებმა, რომელიც
სტერეოტიპულად ქალის კუთვნილებად არის მიჩნეული
(თანამგრძნობი, ნაზი, თბილი).
ადამიანმა შესაძლოა ორივე შკალაზე აჩვენოს მასკულინობის
და ფემინურობის მაღალი მაჩვენებელი.
ასეთ ადამიანს ეწოდა „ანდროგინი“, ორივე გენდერის
მატარებელი, ანუ ზოგადი ადამიანი.
მასკულინობა, ფემინურობა, ანდროგინია

სანდრა ბემი

გავაცნობიეროთ ადამიანის არსებობის ფორმათა


მრავალფეროვნება და მივიღოთ ადამიანები
ისეთები, როგორიც არიან, სქესისა და გენდერის
განურჩევლად.
მადლობა!

You might also like